ჩვენი არჩევანი ( თავი 11) დასასრული
წამიერად ორივე ჩერდება.ხმას არავინ არ იღებს.ყველა ხვდება რომ ისინი უცხოები არ არიან,მაგრამ არც ის ნაცნობები ვისაც ერთმანეთის ნახვა უხარიათ. ისევ ნოე არღვევს უხერხულ სიჩუმეს. _ იცნობთ ერთმანეთს? გიორგი ფეხზე დგება. _ კი.როგორც მივხვდი მამაშენია…_გიორგი ნოეს მიმართავს. _ კი.რა ხდება? აგვიხსნით ვინმე? _ კითხულობს ნოე,მის ხმაში დაძაბულობა ჩანს. _ ახსნა არ მგონია კმაროდეს.მე ამ კავშირის მომხრე არ ვარ. ანკა სახე ეშლება.გაოგნებული უყურებს მამას,დავითს და ბოლოს ნოეს თითქოს მისგან ელის შველას. _ მამა…_ გაჭირვებით სუნთქავს ანკა. _ რა ხდება? ოთახში ყველა გაოცებულია.გაოგნებულები ხან დავითს უყურებენ ხან გიორგის. _ მე ვთქვი,არ ვარ ამ კავშირის მომხრე._ გიორგი წამით ჩერდება,დავითს უყურებს. _მივდივართ._ მეგისკენ ტრიალდება რომელსაც ფერი არ ადევს სახეზე,თომა ფეხზე დგება მამის სიტყვებზე.ანკას სახეზე რთულია რამე ამოიკითხო.თითებს ნერვიულად უჭერს ერთმანეთს და ხმას ვერ იღებს. _ ასე აუხსნელად? არ გაქვთ უფლება._ ამბობს ნოე. _ ოჯახში ისაუბრებთ.მე არ ვაპირებ აქ განვრცობას. ანკა,წავედით._ გიორგის მკაცრი ხმა ისმის. _ გიორგი,ეს მათ არ ეხება და ნუ გავრევთ._ მშვიდად ამბობს დავითი. გიორგი დავითის ნათქვამს ყურადღებას არ აქცევს. _ანკა,წავედით. ანკა შოკირებულია,ადგილიდან ვერ იძვრის.ნოე უყურებს და ხვდება ანკას შინაგან მდგომარეობას.ანკას უახლოვდება.ხელს კიდებს ხელებზე,რომლებიც ერთმანეთზე მოჭერილი აქვს და უკვე გაყინული ნერვიულობისგან. _ ვილაპარაკოთ კარგი? _ ნოე თვალებში უყურებს ანკას და ძალიან მშვიდი ხმით ეუბნება. ანკას გაყინული მზერა აქვს.უბრალოდ თავს უქნევს,რადგან ეს ნოეა. ნოე ხელს აღარ უშვებს და ეზოში გადიან. სახლს შორდებიან რამდენიმე ნაბიჯით.გარეთ უკვე შებინდებულია.მოშორებით სკამზე სხდებიან.ნოე ანკას ხელს არ უშვებს,ცდილობს მისი გაყინული თითები გაათბოს. _ არც კი ვიცი რა გითხრა… _ საუბარს იწყებს ნოე. ანკას თვალებში ცრემლი კიაფობს. _ რა ხდება? _ ისე იგივე ტონით კითხულობს ანკა. _ არც მე ვიცი,გეფიცები. _ ნოე ხმაურით უშვებს ფილტვებიდან დარჩენილ ჰაერს._ წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. ანკა ხელებს აშვებინებს ნოეს და თავზე ისვამს ხელებს,საფეთქლებთან თითებს იჭერს. _ რა უნდა ვქნათ? _ ახლა არ ვიცი,მართლა… პაუზა. ანკა ხელებს ერთმანეთში აჭდობს.შემდეგ მისსავე თითებს აკვირდება.ბეჭედზე აჩერებს მზერას. ნოე მის თითოეულ მოძრაობას აკვირდება. ანკა ბეჭედს ატრიალებს,თითქოს უნდა მოიხსნას. _ანკა… _ ხმა ებზარება ნოეს._ ეგ არ გააკეთო, გთხოვ… ანკა თვალებს ახამხამებს. გაჭირვებით იღიმება. _ არა,ეგ არც მიფიქრია… და არც მინდა…_ ბოლო სიტყვებს უსაშველო ტკივილნარევი ხმით ამბობს. _ იმედია იძულებულები არ გავხდებით…_სათქმელს ვერ ამთავრებს. _ მეშინია ნოე… ნოე გულში იკრავს,თავზე კოცნის. _ გავარკვევთ ყველაფერს.უბრალოდ დრო არის საჭირო. ანკა თავს უქნევს. _გაყევი ახლა… არ იცი რა ფასად მიჯდება ახლა ამის თქმა,მაგრამ ასე აჯობებს._ ნოე კონტროლს იბრუნებს._ დაგირეკავ ღამით ან შენ დამირეკე. ანკა თავს აქნევს და თვალები ცრემლებით ევსება. _ არ იტირო,გთხოვ. _ ნოე იხრება.ნაზად კოცნის ტუჩებზე. _ წავალ ახლა დავუძახებ. ნოე მტკიცე ნაბიჯით მიემართება სახლისკენ. _გიორგი,კაბინეტში ვისაუბროთ. _ დავითი კაბინეტისკენ მიდის,გიორგი უკან მიჰყვება. მათ უკან კარი იკეტება. მძიმე სიჩუმე რამდენიმე წამი. _ გიორგი,რაც მოხდა… წარსულია.მოდი,ნუ გავრევთ ახალგაზრდებს ამაში… _ წარსული?! არა ის ჩემში კიდევ ცოცხლობს. _ არც ჩემთან გამქრალა უკვალოდ,მაგრამ მაინც წარსულია… _ არა,მე ვთქვი არა.ჩემი შვილი ამ ოჯახში არ შემოვა. _ ასეთი დარწმუნებით არ გინდა. _ მშვიდად ეუბნება დავითი. _ მათ უყვართ ერთმანეთი გიორგი. _ რას მეუბნები?! ნაცნობი ისტორიაა. _ ჰო,ნაცნობია და რა გინდა?! იგივე განმეორდეს?! _ ახლა უფრო ფხიზლად ვიქნები! _ ჩვენ არცერთ მხარეს არ გვინდოდა ასე დასრულებულიყო. _ მაგრამ დასრულდა. _ მკაცრად ამბობს გიორგი. _ რაში მადანაშაულებ? _ ახლა ამაზე გვიანია საუბარი. _ მაშინ გაჩერდი შენც და ნუ შევწირავთ ჩვენი შვილების ბედნიერებას. პაუზა. _ მე დავასრულე.ჩემი სათქმელი ვთქვი. _ ამბობს ბოლოს გიორგი. კაბინეტს ტოვებს.ნოე ამ დროს შემოდის ოთახში. _ ანკა გელოდებათ. _ ეუბნება გიორგის,რომელიც დავითის კაბინეტიდან მოემართება. _ ნახვამდის. _ მეგი დაბნეული ემშვიდობება და გიორგის მიყვება უკან.სახლს უკან მოუხედავად ტოვებენ. ნოე პირდაპირ დავითის კაბინეტში შედის და მას ნინოც უკან მიჰყვება. ანკა მანქანაში მოწყვეტით ჩაეშვა და აღარ ინძრეოდა. ფანჯარაში იყურება გაყინული მზერით.ჯერ კიდევ ვერ წვდება მომხდარის არსს. “ უნდა დავმშვიდდე,როგორმე უნდა დავმშვიდდე,მთავარია უსაშველო არ იყოს რამე ...” თავს იმშვიდებს ანკა. მანქანაში ხმა არავის ამოუღია.სახლამდე ჩუმად იმგზავრეს.ანკა პირდაპირ თავის ოთახში შედის,საწოლზე მოწყვეტით ეშვება,თავს ბალიშში რგავს და ტირის.კარზე ფრთხილი კაკუნია.ურეაქციოდ ტოვებს.კარი ოდნავ იღება. _ ანკაა… დეე… _ მეგი შედის ოთახში.ფანჯრიდან შემოსული შუქი ანათებს ოთახს,თუმცა მის მოცახცახე მხრებს მაინც არჩევს მეგი და გული ეკუმშება.თავზე ხელს უსვამს. _ ანკა… დამშვიდდი… ამ სიტყვას წყობიდან გამოყავს. _ ნუ მეუბნები სისულელეს.შენ დამშვიდდებოდი?! _ გაგულისებული ამბობს და ჯდება საწოლზე. _მართალი ხარ,მაპატიე._ მეგის უფრო გული უკვდება მისი სახის დანახვაზე. _ რა ხდება ვინმე ამიხსნით? როდემდე უნდა გყავდეთ ამ ვაკუუმში? _ წამით თითქოს ყველაფერი იცვლება,გადის ის პირველი შოკი და გრძნობს მზად არის მოსასმენად. _ სად არის მამა? _ კითხვას სვავს,მაგრამ პასუხს არ ელოდება ისე გადის მისაღებ ოთახში.ინტუიცია არ ღალატობს.სავარძელში ზის გიორგი.თავი საზურგეზე გადაწეული,ემოციურად დაღლილი ადამიანის პოზა. ანკა მის წინ ისვეტება. _ ამიხსენი რა ხდება… _ ახლა არა. _ არა მკაცრი,არამედ დაღლილი ადამიანის ხმა. _ შენი აზრით იმ მდგომარეობაში ვარ,რომ “ახლა არას” დავჯერდები?! _ ანკა,ჩემთვისაც მოულოდნელი იყო…_ გიორგი ღრმად სუნთქავს._ არ მინდა მაგ ოჯახთან რამე გვაკავშირებდეს მომავალში,თორემ …წარსული გვაქვს საერთო… _ ხოდა ამიხსენი რა მოხდა წარსულში! _ ანკას ხმა მკაცრი და მომთხოვნია. ოთახში მეგი შემოდის და ანკას მხარზე ხელს ხვევს. _ მომეშვი დედა.მელაპარაკეთ მითხარით რამე…_ ანკა ხმას უწევს და გრძნობს მოთმინებას კარგავს. _ მამიდაშენს ეხება საქმე._ ამბობს გიორგი. _ ღმერთო,ისევ ეს წარსული. _ არ ასრულებინებს ანკა. _ არ გაბედო,არ გაბედო რამის თქმა._ ყვირის გიორგი. _ მართლა? ამდენი წლებია მასე ვარ,არ ვამბობ არაფერს და ვცხოვრობ აჩრდილების დევნაში.. _ანკა…_ ხმამაღლა გამაფრთხილებლად ისმის გიორგის ხმა. _ ამიხსენი.მხოლოდ თითის ქნევა არ შველის უკვე საქმეს და ეგ გამაფრთხილებელი შეძახილები. რას ერჩი ნოეს ოჯახს? _ მაგათ გამოა,რომ ნატა ცოცხალი არ არის._ ამბობს გაჭირვებით გიორგი. ანკა შეშდება.ერთიანად ეყინება სხეული.პასუხის მოსმენისაც ეშინია,იცის მამამისისთვის რას ნიშნავდა მისი და და როგორი რთულია მასზე საუბარი. იქვე სავარძელში ეშვება. _ მომიყევი… _ მხოლოდ ამას ამბობს ჩუმად,განაჩენივით ისმის მისი ეს სიტყვები. _კარგი… _ ამბობს გიორგი და ხელებს ერთმანეთში ხლართავს. _ ნატა ცხრამეტის იყო მაშინ… სუნთქვა ეცვლება.ანკა ხედავს მამას უჭირს,მაგრამ ამჯერად არ აჩერებს. _ის ისეთი იყო… ნაზი… სათუთი… მხიარული,თუმცა ახლო წრეში,გარეთ ცოტა მორცხვი… წამით ჩერდება. _ რაღაცით შენ გგავდა. თვალები ენისლება.ტუჩის კუთხეში სუსტი ღიმილი იჩენს თავს. ისეთი, რომელიც უფრო ტკივილია, ვიდრე სიხარული. თხრობას აგრძელებს. _ კლასელის დაბადების დღეზე იყო იმ საღამოს… ოთახში სიჩუმე მძიმდება. _ იქ შეხვდა რევაზს. თავიდან არ უნდოდა წასვლა. მე დავაძალე,ყველა იქ იქნებოდა. წადი გაერთობითქო.შენსავით არ იყო ანკა, ის ბევრ ხალხში იკარგებოდა. დამიჯერა…მაშინ დამიჯერა… _ აქ ხმა უტყდება გიორგის. რამდენიმე წამით თხრობას წყვეტს. _ არც მე ვიცოდი… _ ამბობს ბოლოს ჩუმად._ არც მან იცოდა, რომ ის საღამო ასე გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა ყველასთვის. *** ნატა მიდის. სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა.თხელი,ნაზი ღია ცისფერი სარაფანი ეცვა,მის ხასიათს უხდებოდა ეს კაბა. თმა შეკრული ჰქონდა.ლამაზი არა,ულამაზესი იყო. ხმაური კარიდანვე მოესმა. ერთი წამით უკან მიბრუნებაც უნდოდა,მაგრამ შევიდა. ოთახში ხალხი ირეოდა, მუსიკა ხმამაღლა უკრავდა, ვიღაცა შუაში იცინოდა ხმამაღლა, თავისუფლად. რევაზი. ნატამ ჯერ მისი ხმა გაიგო და მერე დაინახა. ისეთი სიცილი ჰქონდა, ოთახს ავსებდა.ნატას მსგავსი ადამიანების ხასიათი მოწონდა,რომ შეეძლოთ თავისუფლად ესაუბრათ ბევრ ხალხში და არ გაწითლებულიყო,თავისუფლად მოეყოლათ ისტორიები,ეცინათ,კითხვები დაესვათ… ნატა კედელთან დადგა, ხელში ჭიქა ეჭირა,ესეც იმიტომ რომ რაღაცაზე ყურადღება გადაეტანა. რამდენიმე თანაკლასელი ნახე მოიკითხეს ერთმანეთი,მაგრამ ყველა რევაზის გარემოცვაში იყო,რადგან ის ამბავს ყვებოდა და აცინებდა საზოგადოებას.ნატა იქვე იდგა და ადევნებდა თვალყურს.ეღიმებოდა ბიჭის მონათხრობზე.ამბავი დასრულდა,მიმოიფანტნენ მსმენელები. _შენ აქამდე არ მინახიხარ, — გაისმა გვერდიდან. ისე მშვიდად იკითხა, თითქოს ძველი ნაცნობი ეკითხებოდა. ნატამ შეხედა,რევაზი იყო. მხრები აიჩეჩა. _ ხშირად არ დავდივარ ასეთ ადგილებში. _ ცუდია, _ გაუღიმა ბიჭმა, _ აშკარად აკლდი ხოლმე… ნატამ თვალები აარიდა, მაგრამ ღიმილი ვერ შეიკავა. რევაზი ისეთი იყო, რომ საუბარს არ გაძალებდა.ეს ბუნებრივად გამოსდიოდა. _ დალევ რამეს? თუ მხოლოდ წყალი? _ ჭიქაზე ანიშნა ბიჭმა. _ არა,არ ვსვამ. _ კაი. ხომ მართლა მე რეზი ვარ. _ ხელი გაუწოდა რევაზმა._ ზოგი რევაზს მეძახის ოფიციალურად. _უღიმის. ნატას ჭიქა მეორე ხელში გადააქვს და ხელს ართმევს. _ ნატა. _ გიხდება. ნატა დაბნეული უყურებს,ვერ ხვდება.რეზი იღიმის. _ შენი სახელი გიხდება._ აკონკრეტრბს რეზი. _ა,ჰო… _ ეღიმება ნატას პირველად._ მადლობა. _ და ეგ ღიმილიც ძალიან გიხდება. ნატა ცოტა იბნევა,ბიჭს თვალებში უყურებს,მერე ხვდება რომ სულ უბრალოა ეს ნათქვამი.კიდევ იღიმის. _მადლობა. რეზი ამჩნევს,ეს გოგო რაღაც სხვანაირია.ნაზი,მორცხვი და რაღაცნაირად ინტერესს იწვევს მასში.მოწონს… სუფრასთან ყველა მხიარულობს.ნატა კლასელ გოგონებს შორის ზის.პერიოდულად იღიმება,როცა რეზი რაღაცას ხმამაღლა საუბრობს ნატა მისკენ აპარებს მზერას.რეზიც პერიოდულად გადმოხედავს.ერთი-ორჯერ მათი მზერა გადაიკვეთა და ნატას ლოყები შეეფაკლა.რაც რეზის არ ეპარება მხედველობიდან. ჩვეულებისამებრ ნატა არ დგება პირველი და არ ტოვებს წვეულებას პირველი.რატომღაც ამჯერად სურს რომ დარჩეს და როცა ნაზი მელოდია ავსებს ოთახს,რეზი მასთან მიდის. _ მეცეკვები? ნატას გული გამალებით უცემს.არ უნდა თვალებში გაჩენილი ნაპერწკალი ბიჭმა შენიშნოს და თვალებს ხრის,თუმცა მის გამოწვდილ ხელს თავისას აგებებს. რეზის ეღიმება და ოთახის შუაგულში შეჰყავს გოგონა საცეკვაოდ. _ სულ ასეთი ხარ? _ როგორი ასეთი? _ ეკითხება ნატა. _ მშვიდი,ჩუმი… _ უმეტესად კი. ხალხმრავლობაში უფრო კი ასეა…_ იღიმის ნატა. _ რატომ? _ რავიცი…_ მხრებს იჩეჩავს ნატა._ ყველა შენსავით ხომ ვერ იქნება. ბიჭი უხვდება სათქმელს.ეღიმება. _ მერე ცუდია? _ არ მითქვამს,რომ ცუდია.უბრალოდ მე არ შემიძლია… _ მე მომწონს. _ რა? _ შენი ეგ ხასიათი. _ ვითომ? _ ნატა გაკვირვებულია. _ მართლა,საინტერესოა. _ მე არ მომწონს. _ არადა გიხდება. _ იღიმის რეზი. _ შენ ყველაფერს მახდენ მგონი. რეზის ეცინება. _ მგონი მართლა მასეა. _ და პირველად თვითონ ხრის თვალებს. სტუმრების ნახევარი წავიდა.ნატა დგება და იუბილარს ემშვიდობება.რეზის ყურადღების ქვეშ ჰყავს ნატა,არ ეპარება ეს დამშვიდობება და მაშინვე დგება.მათკენ მიდის. _ მარტო ხომ არ წახვალ? ვთხოვ ვინმეს გაგაცილებს. ამ ფრაზას იჭერს რეზი. _ მე გავაცილებ. _ მშვენიერი.ნატ,რას იტყვი,წინააღმდეგი ხომ არ ხარ? _ არა. ქუჩაში გამოდიან.ზაფხულის მშვიდი ღამეა.ქალაქი მშვიდია,აქა-იქ შეინიშნება რამდენიმე მანქანა.ადამიანებიც ნაკლებად მოძრაობენ ქუჩაში.ნატას სახლისაკენ მიუყვებიან გზას.საუბარს რეზი იწყებს. _ ყველასგან განსხვავებული ხარ იცი?! ნატა ჩუმად არის.მხოლოდ მათი ფეხის ხმა არღვევს ქუჩის მონოტონურ ხმას. _ რითი ვარ განსხვავებული? _ მშვიდი ხმით კითხულობს ნატა. _ ყველაფრით. _რამდენიმე წამი ჩუმად არის რეზი._ მთელი საღამო გაკვირდებოდი.შენ არ ცდილობ ადამიანების ყურადღების მიქცევას,შენ მშვიდი ხარ,მათ აკვირდები,უსმენ.ხანდახან იღიმი და ჰო,კიდევ გეტყვი რომ ეგ ღიმილი ძალიან გიხდება. ნატას უნებლიედ ისევ ეღიმება.რეზის ეცინება. _ აი ახლაც,გიხდება და ვფიქრობ ხშირად უნდა გაიღიმო. _ უმიზეზოდ? _ თუ მე მაჩუქებ მაგ ღიმილს იყოს უმიზეზოდ … იღიმის რეზი და წამიერად მზერა ნატაზე გადააქვს. _ მსგავსი არავის უთხოვია. _ მიხარია,თუ პირველი ვარ,ვისაც შენ ღიმილს მიუძღვნი. ნატა იცინის. _ აი,სიცილიც რა ლამაზი გქონია. _ და შენ ყველას ასე ესაუბრები? _ ფრთხილად კითხულობს ნატა. რეზი ნაბიჯს წყვეტს და ჩერდება. ნატა რამდენიმე ნაბიჯში ჩერდება და უკან იხედება. უღიმის. _ მხოლოდ მაგ ღიმილმა გადაგარჩინა._ იცინის რეზი და გამხიარულებული ისევ ნატას გვერდით დგება. _ რატომ გგონია,რომ ყველას ასე ვესაუბრები? ცოტა მეწყინა… _რავიცი…_ მხრებს იჩეჩს ნატა._ შენც განსხვავებული ხარ,ოღონდ ჩემგან საპირისპიროდ…ადვილად ამყარებ ურთიერთობებს.ყველა გისმენს,იცინის… _ შეიძლება გისმენდნენ,მაგრამ ვერ იგებდნენ შენს სათქმელს… _ შეიძლება არ ამბობდე და ესმოდეთ შენი?_ ეკითხება ნატა. _ კი. გიგრძვნია ოდესმე ეგ? ნატა პასუხს არ უბრუნებს.უბრალოდ იღიმის. _ რამდენი წლის ხარ ნატა? _ თემას ცვლის რეზი. _ ცხრამეტი.შენ? _ ოცდაორი. _ დიდი ბიჭი ყოფილხარ. _ შენ პატარა ხარ?_ ეღიმება რეზის. _ რავიცი…როგორც დედა მეტყვის ხოლმე გააჩნია რისთვის ხარ პატარა და რისთვის დიდიო. რეზი იცინის. _საინტერესო პასუხია.მაინც რაზე გეუბნება რომ პატარა ხარ? _ გათხოვებისთვის პატარა ხარო._ იცინის ნატა. _ და მერე შენ ფიქრობ? გყავს შეყვარებული? ნატა ისევ იღიმის და ამ ბავშვურ ღიმილს ჭკუიდან გადაყავს რეზი. _ არა,არ მყავს და პირველ კითხვას ავტომატურად ეცემა პასუხი ხომ?! _ კაია. _ ვითომ რატომ? დედასავით ამბობ._ მსუბუქად იცინის ნატა. _ იმიტომ,რომ შანსი მქონია…_ უღიმის რეზი და ნატასკენ აპარებს მზერას.მათი თვალები იკვეთება და ნატას ეღიმება. ამასობაში სახლს უახლოვდებიან. _ აქ ვცხოვრობ._ ამბობს ნატა _ დავიმახსოვრებ… პაუზა. _თუ ნომერსაც მეტყვი,მაგასაც დავიმახსოვრებ._ უბედავს ბოლოს. ნატა სახლის ტელეფონის ნომერს ეუბნება.რეზი ყურადღებით ისმენს,შემდეგ იმეორებს.ნატა თავს უქნევს. _ მორჩა. _ საჩვენებელ თითს საფეთქელზე იკაკუნებს რეზი._ აქედან ვერ ამოშლიან. ნატა მხიარულად იცინის. რეზი უყურებს სანამ გოგონა სადარბაზოში თვალს არ მიეფარება და შემდეგ ტრიალდება უკან გზაზე. იმ ღამით უკვე ურეკავს და მეორე დღეს შეხვედრას სთხოვს.ნატა ღიმილით აძლევს პირობას,რომ ნახავს ხვალ,ახლა კი ძილის დროა. მეორე დღეს საღამოს,როცა მზე გადაიწვერება,ისინი ერთმანეთს ხვდებიან,დასეირნობენ თბილისის ქუჩებში,რომელიც დაცლილია ხალხისგან.მათ არ აშინებთ თაკარა მზე და თბილისური სიცხე.ყოველ საღამოს გულის ფანცქალით ელიან რომ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. უკვე თვეზე მეტია ყოველ საღამოს ხვდებიან ერთმანეთს.ნატა მხიარულია რეზისთან,აღარ არის ის მორცხვი გოგო.ახლა ხუმრობს,იცინის და ძალიან ბევრ ღიმილს ჩუქნის რეზის. ზაფხულის მიწურულია.ნატა კიბეზე ჩამორბის,როგორც ყოველთვის დაბლა რეზი ელოდება.ჩვეულად გაუყვნენ ქუჩებს,სკვერში ჯდებიან.ნატა გატაცებით საუბრობს.რეზი აღარ უსმენს.თავის ფიქრებშია. _ არ მისმენ ხო? _ ტუჩებს ბუსხავს ნატა._ რაზე ფიქრობ? _ ვფიქრობ… ამბობს რეზი და თვალს არ აშორებს. _ რაზე? პაუზა. _ როგორ მოვასწარი,რომ ასე შემყვარებოდი. ნატა ჩერდება,სუნთქვა ეკვრის. _რეზი … _ არა,მართლა ნატა,შენთან რომ ვარ,მშვიდად ვარ.შენთან რომ არ ვარ,მაკლიხარ.არასდროს არავინ მომნატრებია ასე,როგორც შენ… ნატას თვალები ემოციით ივსება. _იმედია ამ აღიარებით არ დაგკარგავ…_რეზი თავს ხრის. პაუზა. _დამკარგავ? თუ უფრო მიმისაკუთრებ? _ იცინის ნატა. რეზის სახე უნათდება. _უფრო?.. ანუ მე მეკუთვნი და მიმალავდი? _ იცინის რეზი._ ეს უკვე მომწონს. ნატას ხელს იჭერს რეზი,კოცნის. ჩვეულებისამებრ ნატას აცილებს სახლთან რეზი.უბანში ხმაური შეინიშნება,ბიჭების ხმაა,იცინიან.მათ გუნდს ერთი გამოეყოფა და მათ უახლოვდება. სანამ ახლოს მოვა,ნატა არჩევს. _ჩემი ძმაა. გიორგი უახლოვდება,ხელს უწვდის. _ გამარჯობა. _ გამარჯობა. _ მე გიორგი,ნატას ძმა. _ მე რეზი… _ ნატას შეყვარებული._ იცინის გიორგი. _ ჰო,მასეა._ უღიმის რეზი. გიორგი ნატასკენ იხედება. _ სწრაფად გაიზარდე, რა. _ გიოოო… _ აპროტესტებს ნატა. _ კარგი, კარგი. _ იცინის გიორგი. მერე ისევ რეზისკენ ბრუნდება. — წესები იცი ხომ? რეზი ოდნავ წარბს სწევს. _ რომელი წესები? _პირველი - ჩემს დას არასდროს ატირებ. მეორე - თუ ატირებ, მე არ ვიტირებ… რეზის ეცინება. _ გავითვალისწინებ. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანია, -გიორგი სერიოზულ სახეს იღებს. — თუ გვიან დააბრუნებ, დედას შენ აუხსნი. ნატა სიცილს ვეღარ იკავებს. _ გიორგი, გაჩერდი! გიორგი ხელს რეზის მხარზე ადებს. _ ხუმრობაა. მთავარია, კარგად იყოს. ეგ გოგო თუ გენდობა, მეც გენდობი. პატარა პაუზა. _ ხოდა მოდი, ერთ დღეს შენც შემოგვიერთდი უბანში. ბიჭები შეგამოწმებენ. _ გადავრჩები? _ ეღიმება რეზის. _ თუ ფეხბურთს თამაშობ კი. თუ არა… ვნახოთ. ნატა თავს აქნევს. _ ღმერთო, რა ბავშვები ხართ. გიორგი იცინის. _ კარგი, სახლში ადი. და შენ, _რეზისკენ თითს იშვერს, — ხვალ ისევ მოდი. უკვე ოფიციალურად გიცნობ. რეზი არა მხოლოდ მეორე დღე,ისევ მუდმივად განაგრძობს სტუმრობას ნატას უბანში.გიორგის დახმარებით უბნის ბიჭებსაც დაუძმაკაცდა. ადრეულ შემოდგომამ გადაიარა,თუმცა მაინც თბილი დღეებია თბილისში.რეზი უახლოვდება უბანს,თან მასზე ასე 3-4 წლით უფროსი ბიჭი ახლავს.გიორგი ბიჭებთან ერთად არის სახლთან მოედანზე,კალათბურთს თამაშობენ ამჯერად. რეზი ბიჭებს ესალმება. _ ეს დავითია,ჩემი ძმა. _ ანუ,ჩემი სიძე და სიძის ძმა._ იცინის გიორგი.რეზიც აჰყვა. _ მოვა ეგ დღეც და მერე გნახავ თუ გაიცინებ._ ტოლს არ უდებს რეზი. _ მე გიორგი._ ხელს უწვდის გიორგი დავითს. _ ვიცი.რეზი ხშირად გახსენებთ ხოლმე. _ ოო,ანუ ოჯახში გვცნობენ.იმედია კარგად? _ძირითადად კი._ იღიმის დავითი. _ მოდით კალათბურთი არ გინდათ? _ მოდი რეზ,მოდი ვნახოთ სიყვარულმა თამაში ხომ არ დაგავიწყა._ ეხუმრება უბნის ძმაკაცი და ბურთს ისვრის კალათში. _ პირიქით მოტივაციას მაძლევს._ იცინის რეზი. _აჰა,დაიწყო უკვე. _ ხუმრობს გიორგი._ ცოტაც ვადროვოთ და ლექსებს დაგვიწერს. _ თუ ასე გააგრძელა ვფიქრობ მალე მართლაც მოგიძღვნით ჩემი ძმა ლექსებს._ ხუმრობს დავითი. გიორგი სიცილით თავს აქნევს. _ საკმარისია, ახლა მართლა შემიყვარდება ეგ ბიჭი. რეზი ბურთს იღებს. _დაგაგვიანდა უკვე. _რა? _ეკითხება გიორგი და თვალს ადევნებს რეზის ნასროლ ბურთს კალათისკენ. _ უკვე გიყვარვარ და ვერ ხვდები. ერთი წამით სიჩუმეა. მერე ყველა ერთად იცინის. გიორგი ბურთს ხელში იღებს. _ აბა, სიყვარულზე ლაპარაკი მორჩა. ვინც წააგებს, ლუდი მოაქვს. დავითი გვერდიდან აკვირდება რეზის. მის სახეზე ღიმილია. _ არც ისე სახუმაროდ გქონია საქმე რეზი._ ეღიმება დავითს._ ბედნიერება პასუხისმგებლობაა ძმაო. რეზი მხარზე მსუბუქად ურტყამს. _ დაიწყე ახლა ფილოსოფია? დავითი იღიმის. _ უბრალოდ უფროსი ძმა ვარ. _ მოდუნდი._ უღიმის რეზი და ბურთს კალათაში ისვრის. გაზაფხულდა.ცივი ზამთრის შემდეგ ნელ-ნელა სითბო ჩამოწვა.ერთად იფეთქა ყველა ხემ,თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს ჰაერში. რეზის იუბილესთვის ემზდებიან გიორგი და ნატა.საღამოს უნდა აღნიშნონ რესტორანში.ნატა ფერიას ჰგავს,ღია ვარდისფერ კაბაში.გიორგი მის დანახვაზე უსტვენს. _ უჰუუ,ჩემო დაო,დაინდე რეზი…_ ხითხითებს გიორგი. _ გიოო… _იცინის ნატა. რესტორანში ხვდებიან რეზის და დავითს.რეზი ნატას დანახვაზე იღიმის და თვალებში ნაპერწკლები უჩნდება. _ რა ლამაზი ხარ. _ ნატა იღიმის _ აჰა,ვსო დაკარგა თავი,უკვე ბიჭმა.ხომ გაგაფრთხილე?_ ხუმრობს გიორგი და დავითისკენ მიდის.წყვილს მარტო ტოვებს. _ მართლა ძალიან ლამაზი ხარ ნატუკა._ იმეორებს რეზი. _ მიხარია._ ამბობს ნატა ბედნიერებისგან გაბრწყინებული._ ასეც მქონდა ჩაფიქრებული. _ ჩემი დაშოკვა ხომ? _ იცინის რეზი.ხელებს მჭიდროდ ხვევს წელზე და იხუტებს. ნატა გიორგის გაღიმებულ მზერას გრძნობს და ლოყები ეფაკლება. გარშემო მათი რამდენიმე საერთო მეგობარია და ახალგაზრდა ახლო ნათესავები,რომლებსაც თვითონაც იცნობენ. რესტორანში ხმაური და სიცილია. ჭიქების წკარუნი, მუსიკა ფონად ჟღერს. მაგიდაზე თბილი შუქი ეცემა სანთლებიდან. გიორგი ფეხზე დგება, ჭიქას იღებს ხელში. _ ყურადღება! რადგან იუბილარი ახლა ზედმეტად შეყვარებულია და სიტყვას ვერ იტყვის, მე ვიტყვი. სიცილი ისმის. _ რეზი, რა გითხრა... როცა პირველად გნახე, ვიფიქრე : აი, ეს ბიჭი ნატას თავს აურევს. _ გიოო… _ ნატა თვალებს ატრიალებს. _ მაგრამ ახლა ვხედავ, რომ შენ თვითონაც აგერია თავი. მაგიდასთან სტუმრები ისევ იცინიან. გიორგი ცოტა სერიოზულდება. _ ბედნიერი იყავი, ძმაო. და ჩემი და თუ გაღიმებულია, ესე იგი სწორად მიდიხარ. ჭიქებს აწევენ. _ რეზის გაუმარჯოს! ყველა ერთხმად იმეორებს. რეზი ფეხზე დგება. _ გიორგი, თავიდან რომ მემუქრებოდი, ხომ გახსოვს?! _ მერე? _ იცინის გიორგი. _ მერე მივხვდი, რომ შენც ისევე გიყვარვარ, როგორც მე.თქვენთან ერთად გამიმარჯოს,ყველას ერთად. ერთი წამით სიჩუმეა.სითბო ჩამოწვა. დავითი მშვიდად იღებს სიტყვას. _ რეზი ბავშვობიდან ასეთი იყო. თუ ვინმე შეუყვარდებოდა ბოლომდე. ნახევრად არაფერი იცის. რეზი ეღიმება. _ ძმაო, ახლა ბავშვობის ამბებს ნუ დაიწყებ. _ არ დავიწყებ, _ იღიმის დავითი. _ უბრალოდ გისურვებ, რომ რაც დღეს გაქვს, არასოდეს დაგაკლდეს. რეზი ნატას ხელს პოულობს მაგიდის ქვეშ და თითებს ხვევს მის თითებში. ტორტი შემოაქვთ. შუქები ოდნავ ბნელდება. სანთლების შუქი ნელა ციმციმებს. მეგობრები ტაშს უკრავენ. _ სურვილი არ დაგავიწყდეს! — ყვირის გიორგი. რეზი იღიმის.წამით ყველაფერი ჩუმდება მისთვის. მერე სანთლებს აქრობს. ტაში და შეძახილები ავსებს დარბაზს. ნატა უყურებს. რეზი ტორტის ნაჭერს ჭრის, პატარა ნაჭერს ნატას აწვდის. _ პირველი შენ, — ეღიმება. _ რატომ? მგონი იუბილარის არის პირველი… _ კისკისებს ნატა. _ იმიტომ, რომ შენ გარეშე ეს დღე ასეთი ლამაზი არ იქნებოდა. მუსიკა იცვლება. უფრო ნელი მელოდია იწყება. რეზი ხელს უწვდის ნატას. _ დამდებ პატივს? ნატა გადაჭარბებული სერიოზულობით კისერს ხრის. _ იფიქრებს ადამიანი. ცეკვის მოედანზე გადიან. გარშემო ხმაური ნელა ქრება. თითქოს შუქი მხოლოდ მათ ეცემა. რეზი ხელს წელზე ხვევს. ნატა მხარზე ეყრდნობა. _ იცი რა? — ჩურჩულებს რეზი. _ რა? _ ყოველ წელს თუ ასე იქნები ჩემს გვერდით, მეტი არაფერი მინდა. ნატა თავს სწევს და თვალებში უყურებს. _ ყოველ წელს? _ ყოველ წელს._ მშვიდად იმეორებს რეზი. ნატა იღიმის. _ მაშინ მომიწევს სულ ვარდისფერი კაბების ყიდვა. რეზი იცინის. _ თუ ასე გიხდება, ვიყიდოთ მთელი მაღაზია. გიორგი და დავითი მაგიდასთან დგანან. გიორგი ღიმილით უყურებს. _ კარგები არიან ხომ? _ ეკითხება დავითი. _ ზედმეტად._ იღიმის გიორგი. ცეკვა გრძელდება. ნატა თავს ადებს რეზის მკერდზე. რეზი მის თმებში სახეს მალავს. ამ წამს ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი წინ აქვთ. მაგიდასთან ბრუნდებიან.ნატა ბედნიერი იღიმის. გარემოს თვალს ავლებს.გვერდით მაგიდიდან მზერას იჭერს,ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი მას დაჟინებით უყურებს.წამიერად მათი თვალები ერთმანეთს ხვდება.ნატა მზერას არიდებს. სუფრაზე მხიარულება გრძელდება.ბიჭები შეზარხოშდნენ.უფრო თამამად ხუმრობენ,იცინიან,ცეკვავენ. ნატა რეზის ნათესავ გოგონასთან ერთად ცეკვავს შუაგულ მოედანზე,რომ თითქოს შემთხვევით,ის მამაკაცი გვერდით მაგიდიდან ნატას ეჯახება. _ უკაცრავად. _ ბოდიშს უხდის. ნატა მშვიდად უქნევს თავს და ცეკვას აგრძელებს. _ შემოგიერთდებით… _ ღიმილით ამატებს უცნობი და ისე რომ პასუხს არ ელოდება ცეკვას იწყებს მათ წრეში. მუსიკა მთავრდება,მაგრამ მეორე მუსიკა იწყება მაშინვე. ახლა ისევ ნაზი აკორდები იშლება. მამაკაცი ნატას მაჯაში ხელს ავლებს. _ ვიცეკვოთ. ნატა ხელს უკან წევს და ცდილობს მისი ძლიერი ხელისგან გაინთავისუფლოს თავისი. _ არ მინდა. გამიშვით. _ რატომ? _ იღიმის მამაკაცი._ ერთი ცეკვა რა მოხდება?! _ არა,გამიშვით._ ნატას მტკიცე ხმა აქვს. სხეული ეჭიმება.ნასვამ ადამიანებთან განსაკუთრებით არ უყვარს კონტაქტი. _ გაგიშვებ,როცა ერთ ცეკვას მეცეკვები._ არ ნებდება უცხო მამაკაცი. ნატა მეორე ხელით ცდილობს ხელი გააშვებინოს. რეზი მაგიდასთან ნატას რომ ვერ ხედავს,ათვალიერებს დარბაზში.საცეკვაო მოედანზე ხედავს როგორ ცდილობს უცხო მამაკაცს ხელი გააშვებინოს.ერთიანად ენთება მასში სიბრაზე,თუმცა მოზომილი სწრაფი ნაბიჯით მიდის მათკენ. _ ხელი გაუშვი ახლავე._ ხმაში ფოლადის სიმტკიცე ურევია რეზის. _ რატომ ასე სერიოზულად?_ ირონიულად იცინის მამაკაცი. _ გითხარი,გაუშვი ახლავე. რეზი მაჯაში ავლებს ხელს მამაკაცს.ისე ძლიერად უჭერს ხელს ტკივილისგან მამაკაცი ხელს უშვებს ნატას.რეზიც ანთავისუფლებს მამაკაცის ხელს,მაგრამ იმ წამსვე მეორე ხელით მკერდზე ხელს ურტყამს რეზის.ნასვამი თავს ვერ იმაგრებს,ინერციით უკან რამდენიმე ნაბიჯს დგამს,თავს ვერ იკავებს და კიბის უჯრედიდან ვარდება პირველ სართულზე. დარბაზს ნატას კივილი აყრუებს. იმდენად წამებში მოხდა ყველაფერი,თვალის შევლება ვერ მოასწრეს ბიჭებმა.ნატას ხმაზე მუსიკა წყდება,ყველა მისკენ იყურება.გიორგი,დავითი და ბიჭები ნატასკენ გარბიან,რომელიც ადგილზე გაშეშებულია და ფეხს ვერ დგამს წინ. _ რეზი… _ აკანკალებული ხმით ჩურჩულებს ნატა. _ რა რეზი? _ ჩასძახის დავითი. _ გადავარდა… კიბეზე… დავითი და გიორგი კიბისკენ გარბიან.საზარელი სურათი ხვდებათ.რეზის თავი სისხლის გუბეში აქვს. _რეზიიი… _ ყვირის დავითი და რამდენიმე საფეხურს ერთად ახტება.მას გიორგი მიყვება.ნატას გასაგონად ყვირის _მანდ დარჩი… მაგრამ ნატა კიბეზე ეშვება უკვე მათთან ერთად.ხელახალი კივილი აპობს დარბაზს. _ ვაიმე რეზიიი… _ სასწრაფოში დარეკეთ დროზე…_ ყვირის ვიღაც. ნატას რეზის სისხლიანი თავი მის კალთაში უდევს. _გთხოვ,გთხოვ…რეზი…არ მოკვდე გთხოვ…_ ჩურჩულებს ნატა. რეზის დანისლული თვალები აქვს.მძიმედ ხუჭავს თვალებს.სასწრაფო დროულად მოდის.ყველა იქ მყოფი მიყვება სასწრაფო დახმარების მანქანას. ნატა დერეფანში ზის ხელები რეზის სისხლში აქვს დასვრილი,გაფითრებულია,ერთ სივრცეში იყურება.თითქოს დრო გაიყინა მისთვის. _რა მოხდა? _ კითხულობს დავითი. ნატას მზერა დავითზე გადააქვს. _ ის მე მიცავდა… ვიღაც ცდილობდა ძალით ცეკვას ჩემთან…რეზი მოვიდა…ხელი კრა… ღმერთო… _ნატა ხელებს სახეზე იფარებს. _ მაგას მერე მივხედავ… მთავარია გადარჩეს._ ამბობს დავითი. ნატა არეულ მზერას აპყრობს დავითს. _ მასე ნუ ამბობ… _ ჩურჩულებს. გიორგი და ბიჭები ეზოში არიან.გიორგი შემოდის. _ დავით,მოდი… დავითი გიორგის უახლოვდება. _იციან ვინც არის.თვითმხილველები არიან… _მერე გიორგი,ოღონდ ახლა გადარჩეს. _გადარჩება! _ მტკიცედ ამბობს გიორგი. დერეფანში მძიმე სიჩუმეა.აქა-იქ თუ დაარღვევს ვინმეს ოხვრა სიჩუმეს.დავითს ხელებში აქვს თავი ჩარგული.გიორგი კედელს მიყრდნობილი,ნელ-ნელა მუხლებში ჯდება.ნატა სკამზე გაყინულ პოზაში ზის.ხელებზე ისევ რეზის სიხლის კვალი აქვს და თვალს არიდებს,თითქოს თუ არ დახედავს,მაშინ ყველაფერს თავიდან აირიდებს. ცოტახანში კარი იღება.ექიმი გამოდის სახეზე მძიმე დაღლილობა და ტკივილი აქვს.ისეთი რაც სხვადროს არ უნახავს არცერთ იქ მყოფს. დავითი იმ წამს ფეხზე დგება და მის წინ დგება. _ რა ხდება? _ სამწუხაროდ… ყველაფერი ვეცადეთ,მაგრამ დაზიანება ძლიერი აღმოჩნდა… _ ღმერთო… დავითი თავზე იკრავს ხელებს. _ არა… _ გიორგი ძლივს სუნთქავს და კედელს თავს ადებს ექიმი სიტყვებს ფრთხილად არჩევს. _ დაცემისას თავის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო. განვითარდა შიდა სისხლჩაქცევა. ვეცადეთ ოპერაციული ჩარევა, მაგრამ დაზიანება მასშტაბური იყო… ნატა არ იძვრის. _ მორჩა?.. _ დავითის ხმა წყდება. ექიმი თვალს ხრის. _ პაციენტი ვერ გადავარჩინეთ. დერეფანში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ისეთი, რომელიც ყურებში წუის. დავითს ხელები ძირს უცვივა უღონოდ. თითქოს სიტყვებმა ძვლები დაუმტვრია. გიორგი მუხლებზე ეშვება. ხელს იდებს პირზე, რომ ხმა არ ამოუვიდეს. ნატა ისევ ზის. რამდენიმე წამი არ რეაგირებს. _ჩემი ბრალია… ექიმი მას უყურებს. _ დაცემის მიზეზი დაზუსტებულია? დავითი ერთ ხანს ფიქრობს,მერე თითქოს ერკვევა. _ დიახ.ხელი კრეს…უბრალოდ…მისი ბრალი არაა… _ თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა.დავითი ხელს იქნევს. ეზოში სიჩუმე არ იყო.ხალხი ლაპარაკობდა,მაგრამ ჩურჩულით,დაბალ ტონალობაში. ნატა ჭიშკართან გაჩერდა.თეთრი ვარდებით ხელში იდგა და შესვლა უჭირდა. _ თუ გინდა წავიდეთ? _ ფრთხილად ეკითხება გიორგი. ნატა ნაბიჯს წინ დგამს.ეზოში შედის.სახლთან ახლოს დავითს ხედავს,მათი მეგობრების გარემოცვაში. ნატა მიდის.ვიღაცის მზერა იგრძნო, მერე მეორე. თითქოს ყველამ იცოდა,თითქოს ყველა ხედავდა იმ გარდამტეხ წამს ხელის გაწევას, შეჯახებას, დაცემას. “ეს არ უნდა მომხდარიყო… მე რომ არ…” _ ეს ფიქრები უფრო გაუმძაფრდა ახლა. ნატა დავითს უახლოვდება.მათი თვალები წამიერად ერთმანეთს გადაეყრება და ისევ არიდებენ მზერას ერთმანეთს. ნატა ღია კარში შედის.პირდაპირ მის სურათს ხედავს და გული ეკუმშება.ფეხის ხმაზე თავს ზევით სწევს შუახნის ქალი,შავი თავსაბურავით.მათი თვალები ერთმანეთს ხვდება.რეზის თვალებია…ოღონდ ამ თვალებში უძირო ტკივილი ჩანს… “დედაა” _ ხვდება ნატა. დედაც მაშინვე ხვდება ვინც არის გოგონა. ნატა რამდენიმე ნაბიჯს დგამს.ყვავილებს ძირს დებს. ყველას მზერა მასზეა შეჩერებული.რეზის დედისკენ ტრიალდება _ მე…_ ვერ ამთავრებს სათქმელს. _ ვიცი…_ ხმადაბლა ამბობს ქალი._ რომ არა შენ… _ ახლა ის არ ამთავრებს სიტყვას.მძიმე ოხვრას აკეთებს. _ ზოგჯერ ერთი წამი საკმარისია, რომ ყველაფერი დაინგრეს. ნატა რამდენიმე წამით იყინება ადგილზე,სუნთქვა ავიწყდება,გული გამალებით უცემს.დანაშაულის გრძნობა რომელიც ტანჯავს ეს დღეები,უფრო გაუღვივდა…მხოლოდ თავის დანაშაულის სურათს ხედავს ეს დღეები: რეზი დაეცა, მისი ხელი ვერ დაიცვა, ვერ გააჩერა.. მე რომ… რომ სხვა გზა მომეძებნა… იქნებ… დამნაშავეობის შეგრძნება, ტკივილი, სევდა და უძლურება ერთმანეთს ენაცვლება. წამიერად დაყურებს რეზის ცხედარს,მაგრამ გრძნობს ჰაერის სიმძიმეს,რომ ჩამოართვეს ეს უფლება _ შეხების,უკანასკნელად.ცივის,გაყინულის,მაგრამ მაინც მის რეზის… სწრაფად ტრიალდება და ჩქარი ნაბიჯით გამორბის.კართან დავითს ეჩეხება… “ აქ იყო,მაგრამ… ისიც მე მთვლის დამნაშავედ…” ნატა სირბილით გადის ეზოს.ტოვებს სამუდამოდ მათ საცხოვრებელს. დღეები გადის,თუმცა ნატას გული და გონება სიმშვიდეს ვერ პოულობს.ყოველ წამში წარსული თავს ახსენებს, რეზის დაკარგვას, საკუთარ უსუსურობას განიცდის მწვავედ.ვეღარც საკუთარ თავს ცნობს სარკეში.თვალები რომელიც ადრე იყო ნათელი,სითბოთი და სიცოცხლით სავსე.ახლა მასში მხოლოს სიმძიმეა. დანაშაულის გრძნობა თანამიმდევრულად ტანჯავს. “ მე თვითონ რომ გავმკლავებოდი,ან სულაც მეცეკვა ის ერთი ცეკვა… რომ შემეჩერებინა… დამეჭირა… რა უსუსური ვარ! მე არ გიმსახურებდი რეზი.შენ ჩემ დაცვას ცდილობდი და მე იგივე ვერ შევძელი…ნეტავ დამსჯიდეს ვინმე,იმისთვის რაც გაგიკეთე,იმ წამისთვის…თუ მე თავად უნდა დავსაჯო ჩემი თავი?” აღარც გიორგის იკარებს ნატა.ტკივილი და სინანული საშინლად ნელა,მძიმედ და ღრმად ჩაეჭდო მის სხეულს.ისეთ ბიძგებს აკეთებს,რომ ნატა ვეღარ უძლებს.მის ცხოვრებაში გარდამტეხი დღეებია.ვიღაც ფიქრობს გადაუვლის რამდენიმე კვირა და გაივლის,მაგრამ ყოველი დღე უმძაფრდება ტკივილი და აღარაფერი შველის მის ფაქიზ გონებას.ღამით როდესაც ყველას სძინავს,როცა ტკივილი იმაზე ძლიერია ვიდრე დღე,ფეხაკრეფით დგება ნატა,გამოდის ოთახიდან.გადაჭარბებულ დოზას იღებს წამლების. მუდმივ ძილს აძლევს თავს… გიორგის სამყარო ინგრევა… *** გიორგიმ თხრობა შეწყვიტა.დაღლილი ხმა აქვს.ამ ყველაფრის გახსენებამ თითქოს წარსულში დააბრუნა.მის თვალებში ცრემლი კრთება,თავს ხრის. _ ხანდახან ნატას მაგონებ…მაგრამ არა ის არ იყო შენნაირი მებრძოლი… ანკა არ აქცევს ყურადღებას,მამის ნათქვამს. _ მამა,ამდენი წლის შემდეგ შენ მაინც შენს თავს იდანაშაულებ? გიორგი თავს ოდნავ წევს,დაკვირვებულ მზერას ავლებს ანკას წამიერად. _ მეტი ყურადღება,რომ გამომეჩინა კი.არ დადგებოდა ის სავალალო შედეგი.შენ,ვერ ხვდები,ნატა ფაქიზი სულის იყო,ვერ გაუძლო სინდისის ქენჯნას… _ მესმის,მაგრამ რეალურად არც ნატას არ უნდოდა ის რაც მოხდა და არც შენ.შენ ნატაზე ამბობ,მაგრამ იგივე თვითგვემას გადიხარ შენც… _ ეჰ,ანკა… გვერდიდან მარტივია…იმ დღეებმა თავისი დაღი დაასვა ყველას. _ მაშინ დავითმა გაიგო ნატას ამბავი? _ კი,იყო მოსული,მაგრამ ეს… თითქოს მოვალეობა იყო… უსიტყვოდ. _ და შენ თქვი რამე? _ რა უნდა მეთქვა? _ დავითისგან რას ითხოვდი? გიორგი დუმს. _ არ ვიცი. მეგობრულ მხარდაჭერას ალბათ… _ შენ ედექი მას გვერდით? _ მე მაშინ ნატა მყავდა მისახედი… _ არა,მამა,ნატას მიხედავდა ვინმე,მაგრამ შენ თავად ააშენე ხიდი დავითთან და მერე ის გეწყინა რომ მან ამ ხიდზე არ ისურვა გადმოსვლა. გიორგი ხმას არ იღებს.ერთხანს ფიქრობს. _ ველოდი,მეგონა მოვიდოდა და რამეს მეტყოდა… _ რა უნდა ეთქვა? არ გიფიქრია,რომ შენც მასე დატოვე დავითი იმ მძიმე დღეებში?მესმის ნატას სჭირდებოდი,მაგრამ არაა სწორი ეს მამა… ანკა პაუზას აკეთებს და ისევ აგრძელებს. _ იქნებ დავითიც გელოდებოდა,იქნებ მასაც ისე სჭირდებოდი.პირველი ხომ მასთან დადგა კრიტიკული დღეები?!_ ანკას ხმა მშვიდია,ის არ ადანაშაულებს.უბრალოდ განიხილავს მომხდარს. _ მაშინ ვფიქრობდი,რომ ისინი ნატას ადანაშაულებდნენ… _ გელაპარაკა დავითთან,გაგერკვია.მეგონა საკმარისი არ არის… _ ალბათ,ალბათ… მერე ეს სიცივე ჩამოწვა ჩვენს შორის და გავუცხოვდით. _ მერე კი სულ ვეღარ აპატიეთ ერთმანეთს. _ რთული დრო იყო… _ და თქვენ უფრო გაართულეთ. გიორგი ოდნავ ამოისუნთქავს. პირველად არ ცდილობს თავის დაცვას. _ მაშინ ასე არ ჩანდა… მაშინ მეგონა, რომ სიმართლე ჩემს მხარეს იყო. _ და ახლა? გიორგი მხრებს იჩეჩავს. _ ახლა ვხედავ, რომ სიმართლე კი არა… ტკივილი მედგა გვერდით და ტკივილი ცუდი მრჩეველია. ანკა ჩუმად უსმენს. _ შენ ფიქრობდი, რომ ისინი ნატას ადანაშაულებდნენ. მაგრამ ჰკითხე ვინმეს პირდაპირ? _ არა. _ შენ უბრალოდ გადაწყვიტე, რომ ასე იყო… და იქიდან დაიწყო ბრაზი. გიორგი თვალებს ხრის. _ მე არ მინდოდა კიდევ ვინმეს სიტყვა მომესმინა მის წინააღმდეგ. თითქოს მისი დაცვა მინდოდა. _ ნატას იცავდი… თუ საკუთარ სინდისს? გიორგი ჩერდება. ეს კითხვა ზუსტად ურტყამს. _ ალბათ… ორივეს. პაუზა. _ იცი რაა ყველაზე მძიმე, მამა? _ანკას ხმა ისევ რბილია. _წლებია გგონია, რომ დავითმა მიგატოვა. მაგრამ თქვენ ორივემ ერთმანეთი დატოვეთ. გიორგი თავს სწევს. _ შეიძლება… შეიძლება მაშინ მასაც ეგონა, რომ მე მივატოვე. ვფიქრობდი, თუ ვინმეს დავადანაშაულებდი, უფრო გამიმარტივდებოდა.ოღონდ ეს მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. _ და გაგიმარტივდა? გიორგი მწარედ იღიმის. _ არა. უბრალოდ ალბათ სინანულს ბრაზით ცხოვრება ვარჩიე. ანკა ნელა უახლოვდება სიტყვებით,ხვდება გიორგი ჩადის იმ წერტილში სადაც საკუთარ თავს აპატიებს. _ სინანული განკურნებას იწყებს, მამა. ბრაზი მხოლოდ ახანგრძლივებს,სინანულის დადგომას. პაუზა. _ და ამ ბრაზში შენც გაგხვიე. ანკა ჩუმად პასუხობს: _ მე აქ ვარ, მამა. ჯერ კიდევ შეიძლება ხიდზე გავლა. გიორგი აღარ კამათობს. _ იქნებ ჯერ მე უნდა გადავდგა ნაბიჯი… _ შეიძლება. უბრალოდ იცოდე დრო არ წყვეტს რაღაცებს. ადამიანები წყვეტენ. გიორგი ამ საღამოს პირველად იღიმის მშვიდად,თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოაშორეს. ანკა ოთახში შედის.საათს დაყურებს.ღამის ორი საათია დაწყებული.ნოეს ამ დროს სძინავს,მაგრამ დღეს? ტელეფონს იღებს და სმს წერს. “ როგორ ხარ? არ გირეკავ,თუ გძინავს არ მინდა გაგაღვიძო ” რამდენიმე წამში უბრუნებს პასუხს. “ შენ როგორ ხარ ჩემო? არ მძინავს” “ უკეთესად.ველაპარაკე მამას.წარსულის მძიმე ისტორიაა…” “დავითმა მომიყვა მეც” “მერე რაო?” “არაფერი,წარსულია,მძიმე,მაგრამ ვინც შეეწირა ისიც საკმარისია” “ჰო.გიორგის გაუჭირდა მაგ აზრამდე მისვლა” “იკამათეთ?” “არა,ვისაუბრეთ.უჭირს,თუმცა დრო სჭირდება…” “არაუშავს,დაველოდებით.მთავარია შენ მშვიდად იყო კაი?” “მშვიდად ვარ.ეს გარდატეხა ბევრ რამეს შეცვლის მასში და ვიცი სიმშვიდეს იპოვის თავისთავშიც საბოლოოდ.” “მიხარია.მიყვარხარ,ახლა კი დაიძინე.ხომ შეძლებ?” “ ახლა უკვე კი.” “ჰო,მართლა მეც მიყვარხარ” “” ანკას ოთახიდან გადის.გიორგი მარტო რჩება და ეს მძიმე სიჩუმე არ ასვენებს.ანკას სიტყვები უტივტივებს თავში.წლების განმავლობაასი დაგროვილი წყენა,ბრაზი,ტკივილი ერთიანად მოზვინდება და აწვება. ტელეფონს იღებს,ნომრების ბაზაში შედის და ერთ სახელზე ჩერდება _ დავითი. დროის მიუხედავად,იცის არც მასე ექნებოდა მოსვენება,ვერც ის დაიძინებდა,ამიტომ თამამად რეკავს. ორი ზარის შემდეგ პასუხი ისმის: _ გისმენ._ დავითის ცოტა გაკვირვებული ხმა ისმის. გიორგი წამით ჩუმდება. _ დავით… პაუზას აკეთებს. _ თუ დრო გაქვს…მინდა გნახო. _ როდის? _ თუნდაც ხვალ. დავითი ჩუმდება,მის ხვალინდელ გეგმებს გადახედავს გონებაში. _ კარგი. მიხარია რომ დამირეკე. _ დაგვიგვიანდა… _ არაუშავს. გიორგის თვალის მოხუჭვა გაუჭირდა იმ ღამეს.მეორე დილით,სადილის დროს ხვდება დავითს.ხელს ართმევს და დავითიც მაშინვე აგებებს მისას. ორივემ იცოდა ახლა საუბარი აუცილებელი იყო. ორივე წამით დუმს. _ დაჯდები? _ ამბობს დავითი და მაგიდისკენ ანიშნებს. ისინი კაფის კუთხის მაგიდასთან სხდებიან. რამდენიმე წამი უხერხული სიჩუმე დგას. გიორგი ბოლოს თავად იწყებს. _ არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო… დავითი მშვიდად უყურებს. _ მეც ბევრჯერ მიფიქრია ამ საუბარზე. _ ამბობს ის. გიორგი თითებს ერთმანეთში ხლართავს. _ მგონი ძალიან დავაგვიანე, დავით. დავითი ოდნავ თავს აქნევს. _ ალბათ ორივემ დავაგვიანეთ. გიორგი პირველად უყურებს პირდაპირ თვალებში. _ მაშინ ვფიქრობდი, რომ ნატას ადანაშაულებდით… და… არ მინდოდა თქვენთან ლაპარაკი. დავითი ჩუმად უსმენს. _ ჩვენც გვეგონა, რომ დაგვშორდი. _ ამბობს ბოლოს. ვფიქრობდით, რომ აღარ გინდოდა ჩვენი ნახვა. გიორგი მძიმედ ამოისუნთქავს. _ უნდა მოვსულიყავი. უნდა გველაპარაკა… პაუზა ჩნდება. დავითი მაგიდაზე დადებულ გიორგის ხელს წამით უყურებს. _ რთული დრო იყო ყველასთვის. გიორგი ოდნავ იღიმის, მაგრამ სევდიანად. _ წლები გავიდა და მაინც იქ გავჩერდით. დავითი მშვიდად პასუხობს: _ იქნებ ახლა მაინც წავიდეთ წინ. დავითი ცოტა ხანს დუმს, მერე მშვიდად ამბობს: _ ანკა კარგი გოგოა. ნოესთვის ის ძვირფასია. გიორგი თავს უქნევს. _ ვიცი. დავითი ოდნავ იღიმის. _ და მგონი შენც უკვე ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. გიორგი წამით ჩაფიქრდება. _ ჰო… ალბათ ამიტომაც დაგირეკე. დავითი ინტერესით უყურებს. _ მინდოდა, რომ ყველაფერი ისე არ დარჩეს, როგორც იყო. არც ჩვენ შორის… და არც ბავშვებისთვის. დავითი ნელა აქნევს თავს. _ გვიანია, მაგრამ მაინც კარგი დასაწყისია. _ მინდა, ყველაფერი სწორად მოხდეს. იმდენი შეცდომა დავუშვით ჩვენ… არ მინდა იგივე მათაც … დავითი ნელა იღიმის. _ თუ ანკა და ნოე ერთად არიან, ეს უკვე კარგი დასაწყისია. _ ჰო. მგონია, რომ ასე უკეთესი იქნება ყველასთვის. მე წინააღმდეგი აღარ ვარ. დავითი ყავას მოსვამს და მშვიდად ამბობს: _ კარგია. მგონი ორივეს სიხარულით მიიღებენ. გიორგის სახეზე ამჯერად უფრო მშვიდი გამომეტყველება ჩნდება. _ ამჯერად ყველაფერი სწორად მინდა გავაკეთო. _ მაშინ ერთად გავაკეთოთ. _ ისე,როგორი უცნაურია?! იმ ყველაფრის მერე,ჩვენი შვილები ერთმანეთს რომ შეხვდნენ…_გიორგის ტუჩის კუთხეში სევდიანი ღიმილი უჩნდება. _იცი,გიორგი,მე როცა ანკას გვარი გავიგე,მაშინვე მივხვდი…და იცი რაა…თუ მართლა არსებობს რამე იმ სამყაროში…რეზის და ნატას სურვილი მგონია ეს… ამჯერად მათ შორის სიჩუმე აღარ არის მძიმე. თითქოს წლების წინ ჩამოშლილი ხიდი ნელ-ნელა ისევ შენდება. დავითი ოფისში ბრუნდება.ნოესთან შედის კაბინეტში.ნოე ფანჯარასთან დგას და ქალაქს გადაყურებს.ხმაზე ტრიალდება.დავითი უღიმის. _ რამე მოხდა? _ მშვიდი ხმით კითხულობს ნოე. _ მოდი დაჯექი. ნოე რამდენიმე ნაბიჯს დგამს და მაგიდის კიდეს ეყრდნობა. _ არ მინდა.რა ხდება? დავითი წამიერად ჩუმდება.სიტყვებს არჩევს. _ გიორგი ვნახე. _ მართლა? _ ნოე წარბებს ზიდავს. _ ჰო._ მოკლედ პასუხობს დავითი _ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ნოე ელოდება გაგრძელებას. _ ხვდება და მზად არის რომ თქვენი ურთიერთობა წინ წავიდეს.მზად არის ამისთვის. _ დაუჯერებელია…გუშინ… დავითს ეღიმება. _ ჰო,ცოტა უძილო სახე ჰქონდა…ალბათ ბევრი იფიქრა. _ და თქვენ? _ ჩვენც გავარკვიეთ წარსული.რეალურად ჩვენს შორის არაფერი მომხდარა მაშინ,ეს უბრალოდ გაუცხოება იყო… _ მიხარია...მადლობა მამა. _ მე მიხარია შენი და ანკას გამო. ისე გიორგიმ თავად დამირეკა.ასე რომ მადლობა მას ეკუთვნის._ მოკლედ იცინის დავითი. _ აუცილებლად გადავცემ._ იღიმის ნოე._ მანამდე ანკას ვეტყვი. _ მიდი._ დავითი დგება და კაბინეტს ტოვებს. რამდენიმე ზარი შემდეგ ანკა პასუხობს. _ იცი რატომ გირეკავ? _ რატომ,კიდევ მოხდა რამე? ნოე ღიმილით პასუხობს. _ კი,მაგრამ კარგი. _ შემაშინე. მითხარი _ დავითი და გიორგი შეხვდნენ ერთმანეთს.. _ მერე?.. _ ანკა ჩუმად კითხულობს. _ არაფერი,ოფიციალურად გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. _ და შემდეგი რა არის? _ ჩვენი ოფიციალური ნიშნობა… _ ნოე…_ ღრმა ჩასუნთქვას აკეთებს._ მეხუმრები? _ რა მეტყობა?_ იცინის ნოე. _ ასე უცებ არ ველოდი უბრალოდ. _ მათი მხრიდან არც მე,მაგრამ როგორც ჩანს გაარკვიეს ყველაფერი. _ კარგია.არა მხოლოდ ჩვენს გამო,მათ გამოც… _ჰო,რა თქმა უნდა… შეხვედრა ხელახლა ინიშნება.ლოკაცია უცვლელი რჩება.ნოეს მშობლების სახლში.თუმცა ამჯერად სტუმრებიც არიან,ახლო მეგობრები,უახლოესი ნათესავები.ოჯახების შეხვედრა ამჯერად უფრო თბილია ღიმილით.თითქოს წარსული სევდა აღარ აღწევს აქამდე. რამდენიმე მრგვალი მაგიდა ეზოშია გაშლილი,ეზოს განათება და მაგიდიდან წამოსული სანთლის შუქი ნაზად ერწყმის ერთმანეთს.წყნარი,მშვიდი მუსიკის ფონზე სტუმრები იცინიან,საუბრობენ შამპანურის ჭიქებს ცლიან. ანკა ნოეს ბავშვობის ოთახშია ნოესთან ერთად. _აი დადგა ეს დღეც და დავასრულებთ happy and_ით. ანკა იღიმის. _იმედია.მე უკვე შიშები მაქვს… ნოე წინ ჩამოვარდნილ თმას ყურთან უწევს და ხელს მის ყელზე ტოვებს. _ ყველაფერი ნეგატიური უკან დარჩა,არ იფიქრო ცუდზე.ვფიქრობ ჩავაბარეთ გამოცდა… თავს ხრის და ნაზად კოცნის. _ მგონი დროა,ჩავიდეთ და შეკრების მიზეზი გავუმხილოთ სტუმრებს.რას იტყვი? _ მზად ვარ._ ამბობს ანკა ჩვეული სიმშვიდით.მიმზიდველი ღიმილით იღიმის.თვალებში კი სიხარულის ნაპერწკლებია. შემოდგომის ადრეული დღეებია. მზიანი, თბილი დღე ადგას თბილისს. ანკა მხიარული განწყობით იღვიძებს. მის გვერდით მძინარე ანიტას კოცნის და აღვიძებს. _ გაიღვიძე, ფხიზელი და ლამაზი მეჯვარე მჭირდება დღეს. ანიტა ბალიშს უფრო ეხუტება, მერე იზმორება. _ კარგი, ჩაგაბარებ პატრონს და მერე დავიძინებ. _ წამში მხიარულდება და იცინის. ანკა გაღიმებული დაყურებს. _ დროულად, ანკა, დავაგვიანებთ სალონში. _ კარგი, მაცადე, გამოვფხიზლდე. რამდენიმე საათში თეთრ კაბაში სარკის წინ დგას ანკა და საკუთარ სილუეტს ათვალიერებს. უკანიდან ანიტა უახლოვდება. _ ულამაზესი ხარ. _ იღიმის ანიტა. _ ანდრიას დავურეკავ, ნოე შეამზადოს, თორემ მაგის გულის წასვლები არ გვაწყობს. ანკა იცინის. ჯვრისწერის რიტუალი იწყება. სიძისა და პატარძლის შეხვედრა ტაძრის ეზოშია დაგეგმილი. ნოე და მისი მეგობრები უკვე ადგილზე არიან. ტაძრის ეზოში მანქანა შედის და შორიახლოს ჩერდება. _ ნოე, შეტრიალდი. _კარნახობს ვიდეოგრაფი. _ ჯერ არ უნდა დაინახო ანკა. ნოე უთქმელად ტრიალდება. გული გამალებით უცემს, ტუჩის კუთხეებში ღიმილი უთრთის. კარის ხმა ესმის _ გაიღო... დაიკეტა. ერთ წამს სიჩუმეა. შემდეგ ქუსლების ხმა მოპირკეთებულ ეზოში. პატარა, მოზომილი ნაბიჯები... ხმა წყდება. გრძნობს მასთან ერთ ნაბიჯშია. ტრიალდება. და აი, ის მის წინ დგას. უსაშველოდ ლამაზი. ნაზი. თეთრ კაბაში კიდევ უფრო მომნუსხველი. ნოე თვალს ვერ აშორებს. _ ღმერთო… რა ლამაზი ხარ. ანკა უღიმის. _ შენ სიმპათიური. ნოეს მზერა სითბოთი ევსება. _ მზად ხარ წავიდეთ ჩვენი ცხოვრების ყველა გზაზე ერთად? ანკა მის ხელს იღებს. _ მე და შენ, ნოე…კი, სამუდამოდ. ტაძრის ზარები რეკავს. შემოდგომის თბილი სიო მოძრაობს. წარსულის ტკივილი თითქოს სადღაც შორს რჩება. დღეს მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი ორი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთი აირჩიეს. დასასრული კიდევ ერთი ისტორია დასრულდა 🤍 მადლობა,ვინც წაიკითხეთ და იყავით ჩემთან ერთად ეს დრო.მადლობა,რომ მიზიარებდით ემოციას.სტიმულს მაძლევდა თითოეული თქვენი სიტყვა და მოწონება,რომ გამეგრძელებინა ისტორია. ახლა ერთი კითხვით ვარ 😊 რადგან თქვენ იცნობთ ჩემს ორ წყვილს: 1. ირაკლი და ანა 2. ნოე და ანკა რომელი უფრო მოგეწონათ,ან რა არ მოგეწონათ? პ.ს. ჰო,მართლა დაწყებული მაქვს მესამე ისტორია,ერთი სული მაქვს დავასრულო და გაგიზიაროთ 🌸 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



