ჩვენი არჩევანი (თავი 10)
ნოე ჯიბეში ხელს ყოფს. ანიტა მის წინ სკამზე სწორდება _ აი,ეს მომწონს_ ემოციურად ამოთქვამს. ნოე პატარა კოლოფს დებს მაგიდაზე ანკას წინ. რამდენიმე წამი სიჩუმეა. _ვაა,ეს… _თორნიკე. _გაჩუმდი._ მკლავზე ჩქმეტს მარიამი. _აი ეს არის მოულოდნელობის ეფექტი რაც გვინდოდა,თუმცა რეალურად არც ანკამ არ იცოდა რა წამს იქნებოდა._ ეღიმება ნოეს და ანკას უყურებს. ანკას ეცინება,ხმას ვერ იღებს. _შენ… სერიოზულად?! _ დემო აღარ არის._ ტუჩის კუთხეში ეცინება ნოეს. _ ანუ ოფიციალური ვერსიაა?_იცინის ანკა. _რა სჭირთ ამათ?! _ კითხულობს ანდრია. _ ჩუმად._ ახლა ანდრიას უტევს მარიამი. ანიტა ბედნიერი სახით შეყურებს მეგობარს. _ ახლა თუ “კი” არ უთხრა მე ვიტყვი _ამბობს ანდრია. ნოეს თვალები უბრწყინავს და ბევრი ღიმილია მის თვალებში. ანკა ხელს უწვდის.ნოე ბეჭედს უკეთებს. ანიტა სკამის საზურგეს მიყრდნობილი,გაღიმებული ამბობს _ მორჩა სუბიექტები სტაბილურ ურთიერთობაში შევიდნენ.დაკვირვაბას ოფიციალურად ვწყვეტ. _ვააუ,მართლა ქნეს. _ იცინის თორნიკე. _ყოჩაღ ძმა,_ ანდრია ნოეს მხარზე ხელს ურტყამს._ ამას მოულოდნელობის ეფექტი კი არა ნოკაუტი ჰქვია. ჭიქას ჰაერში წევს ანდრია და აგრძელებს. _ გაგიმარჯოთ,ეს მართლა ნოკაუტი იყო. ყველა იცინის. _არა,ბეჭედი როდის იყიდე? _ კითხულობს მარიამი. _ როცა მივხვდი რომ “ დემო ვერსია” არ მაკმაყოფილებდა. _ ვითომ სპონტანურია,არადა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ხომ? _ იცინის თორნიკე. _სპონტანური ვარ,უბრალოდ ცოტა ორგანიზებული._ ღიმილით ამატებს ნოე. _რა მშვიდად ხარ? მე პანიკაში ვიქნებოდი_მარიამი ანკას უბრუნდება. _შინგით ვარ._ეღიმება ანკას და ჩურჩულით პასუხობს,თუმცა ნოე იგებს _ცოტა მეც… ეს თუ დაგამშვიდებს. _ შეენ? _ ცოტა კი._ უღიმის მშვიდად. ნოე ჭიქა იღებს. _ მე დიდ სიტყვებს ვერ ვამბობ.უბრალოდ როცა რამეს ხელს ვკიდებ ბოლომდე მივყვები. ახლაც ეს ის ადამიანია ვისაც ბოლომდე მივყვები._ ანკას ხელზე ხელს უჭერს. ჭიქებს ერთად აჭახუნებენ. _ვინმემ რამე იხუმრეთ,თორე გული მიჩუყდება და ვიტირებ _ ამბობს მარიამი და თვალებთან ხელს ინიავებს. _კარგი,ახლა ჩემი კითხვა._ ამბობს ანიტა. _ ვიცოდი_ იცინის ნოე. _ თარიღი? _ მშვიდად კითხულობს ანიტა. _ რის? _ვითომ ვერ ხვდება ანკა. _ქორწილის. _ ანიტა ღიმილით. _იმიტომ რომ მე კაბას დროზე შევუკვეთავ. _აი, დაიწყო!_ ანდრიას ეღიმება. თორნიკე უკვე კალენდარს ეძებს ტელეფონში: _ზაფხული? შემოდგომა? ნოე ანკას უყურებს. _აბა, პარტნიორო? ანკა ღიმილით პასუხობს: _ჯერ ეს გადამატანინეთ.უკვე დაგეგმეს ამათ… საღამო მხიარულებაში მიილია.ნელ-ნელა დაიშალნენ. ანკა ნომრის აივანზე დგას და მოაჯირს ეყრდნობა.ბეჭედს ნელა წრიულად ატრიალებს. კარი ჩუმად იღება და ნოე გამოდის აივანზე. _ გჯერა? რომ ეს მართლა მოხდა? _კი._ უღიმის და უკნიდან ხელებს ხვევს თავს ანკას მხარზე დებს. _შიგნიდან ბევრი ემოცია მაქვს. _ ხო,მაგრამ მშვიდად ვარ. _ არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა…საიდან სად მოვედით. _ მე მეგონა._ მშვიდად პასუხობს ნოე._ უბრალოდ არ ვიცოდი როდის. _მაინც უცნაურია._ ამბობს ანკა _ რა არის უცნაური? _ დილით სხვა ადამიანი ვიყავი.ახლა თითქოს…სხვანაირად ვარ. _ მე არ მგონია რომ შეიცვალე… _ ჰო. ხვალ რომ გავიღვიძებ ისევ ასე იქნება? _ ეღიმება ანკას.მასში ისევ ბავშვი იღვიძებს. _ ჰო.და ზეგაც…_ მშვიდად პასუხობს ნოე. *** მზის შუქი პირდაპირ აუზს ეცემა.მარიამი და ანიტა შეზლონგზე წვანან.ანკას აუზთან კიდეზე ზის,ფეხები აქვს ჩაყოფილი წყალში და აქანავებს.ნოე ანკას უკან ზის შეზლონგზე.ანდრია ქოლგის ქვეშ წევს. _ახლა შემოგთავაზებთ თამაშს “ რამდენად კარგად იცნობ მომავალ მეუღლეს” _ ოჰ,ვინ მოგცა უფლება?_ უღიმის ანკა. _ თვითდანიშნული წამყვანი ვარ. ანიტა სათვალეს ისწორებს. _საინტერესოა. მარიამი ტაშს უკრავს. _წავიდა. _ანკას საყვარელი სასმელი? _ეკითხება ნოეს. _ყავა ლატე,ჩაის თუ არჩევს ცალკეულად ლიმონი,ან კენკრა. _ იცის ვერ შეედავები._ იცინის ანკა. _ ნოეს მინუსი._ ანიტა თანაწამყვანის როლს ირგებს. ანკა ფიქრობს წამით. _ჯიუტია,როცა გადაწყვეტილებას იღებს,არ იცის მოსმენა. _ოოოო _ ერთდროულად აქეთ-იქიდან ისმის. _ მართალია._ ეღიმება ნოეს. _ მოიცა,მოიცა შენ რა არ ეწინააღმდეგები?! _ თორნიკე ეძიება. _ არა მართალია._ იცინის ნოე _ როდის მიხვდი რომ ის - ის იყო?_ იცინის თორნიკე და ანკას ეკითხება. _ აუ,არ ვიცი…_ რამდენიმე წამი ფიქრობს _ თავიდანვე საინტერესო ტიპი იყო.მერე… როცა გვერდით არ არის და მაინც მის ხმა ჩაგესმის.ფიქრობ და ხვდები მაგ დროს,რომ “ ის” არის. ნოე კმაყოფილი სახით უსმენს. _შენ? _ ახლა ნოეს ეკითხება. _მეც ანალოგიურად ვფიქრობ. _ ოო,ზედმეტად სტაბილური წყვილი ხართ._ აპროტესტრბს ანდრია. _ და თუ არიან?! მორჩა გამოცდა ჩააბარეს._ ამბობს ანიტა. _ კაი რამე სხვა მინდა სახალისო_ ამბობს ანდრია._ მაგალითად არასწორი პასუხი = აუზში ტყაპ… _მოისვენე ანდრია._ აპროტესტებს მარიამი. _ პირველი შენ ხარ სწორედ რომ…თორნიკეს სუსტი მხარე? _ ლუდი._ იცინის მარიამი _ კიი,აბაა,არც მაგდენად. რაგბი ცუნცულ. _ჰმ… _ მოდი მოდი,წესები წესებია… შხაპუნი…_ანდრია ხელს კიდებს მარიამს და აუზში აგდებს. _მოგხედავ შენ._ აუზიდან თითს უქნევს მარიამი. _აბა თორნიკე,მაშინ შენ გვიპასუხე.ანიტას საყვარელი სეზონი? _ აი საიდან უნდა ვიცოდე? გუშინ გავიცანი. _ რა ვქნა ძმაო.წესებიი… _ ზაფხული… _არააა _ პასუხს წელავს ანიტა _ ზამთარი? _ ყველა,ხასიათს გააჩნია. _ იცინის ანიტა და თორნიკეს ხელს ჰკრავს აუზში აგდებს.ეს უკვე შემდეგი გაწუწული. _ ანიტას მაშინ შენ გვიპასუხე. თორნიკეს რისი ეშინია? _ სიმღერის. _ ყველა იცინის. _ არა,ობობის._ მოგებულის პოზიციით პასუხობს მარიამი. _ კაი მე თვითონ._ ხელებს შლის ანიტა,მაგრამ ანდრია არ აცდის,ხელში იყვანს ანიტას და აუზში აგდებს. ანიტა წყლიდან ყვინთავს,თმას იშორებს სახიდან და ამბობს. _ შეთქმულებაა ეს. _ წყვილის დროა…_ ანდრია ყურადღებას არ აქცევს ანიტას პროტესტს. _ თქვენი პირველი დღე გაცნობის… ყველა ჩუმდება. _ შემოდგომა _ძალიან ზოგადია._ აპროტესტებს ანიტა. _ოქტომბერი._ ამატებს ანკა. _რიცხვი? _ ეძირბა თორნიკე. _ არ ვიცი._ ანკა ნოეს უყურებს. _ არც მე._ მხერბს იჩეჩავს ნოე. თორნიკე და ანდრია ნოეს ხელს კიდებენ და წყალში აგდებენ.ანიტა და მარიამი ანკას. _ ასე მოგიხდებათ._ იცინის მარიამი. _ ესეც ასე._ ამბობს ანდრია. ყველა მხიარულობს.ნო წყლიდან ამოდის და ჩუმდება. _ მოიცა რაღაც ხარვეზია. _ნამდვილად._ ანკა ეთანხმება. _ რაა? _ ვერ ხვდება მარიამი. თორნიკე წყლიდან თითს იშვერს. _ წამყვანი. ანდრია შეზლონგზე ზის, სრულიად მშრალი, მზეს ეფიცხება. _ რა? მე მსაჯი ვარ. ნოე ნელა უახლოვდება. _ არა. შენ ყველაზე ხმაურიანი მონაწილე იყავი. ანკა მეორე მხრიდან მიდის. _ და წესები ყველასთვის ერთია. ანდრია ფეხზე დგება. _ კარგი, კითხვა მაინც დამისვით! _ შენი ყველაზე დიდი საიდუმლო? _ კითხვა ანიტას ეკუთვნის. _ კაი,მოიცაა… _ანდრია ფიქრობს._ ყურადღება მიყვარს. _ ოჰ,გადააგდეთ._ ამბობს ანიტა. _ რატომ? _ ჯერ ეგ რა საიდუმლოა.ამ ორ დღეში მეც მივხვდი და თუ მაინც საიდუმლოა,ეგ საიდუმლო აღარაა,ამიტომ პასუხი არასწორია. შხლააპუნიიიი…ასე ამბობდი ხომ ჩვენზე? ყველა იცინის.ანდრიას წყალში აგდებენ ნოე და თორნიკე. ანდრია წყლიდან ამოყოფს თუ არა თავს ანიტას წყალს ასხამს და წუწავს. _ ეეე…. შემდეგ ყველასკენ ტრიალდება და იწყება მასობრივი გაწუწვა… დილა კახეთში მშვიდია.ფარდაში სუსტად აღწევს მზის სხივი და იატაკზე ეცემა.ჩიტების საამო ჟღურტული ისმის. ანკა ზანტად ახელს თვალებს. მძინარე ნოეს დანახვაზე ეღიმება. ცოტა ხანში ნოე თვალს ახელს და ანკას უყურებს.ნახევრად მოჭუტული თვალებიდან. _დღეს მივდივართ… _ჰო,მალე გაირბინა ამ ორმა დღემ. _ თბილისშიც გვინდა ასეთი დილები._ ამბობს ნოე. ანკა მხოლოდ უღიმის საპასუხოდ. ნოე ცოტახანს ჩუმადაა. _ ანკუს,შენები როგორ შეხვდებიან ამ ამბავს? ანკა ხელს ანიშნებს,ნიშნობას გულისხმობო,თითქოს აზუსტებს. ნოე თავს უქნევს. _ არ ვიცი,ალბათ გაუხარდებათ.ნუ თომას ზუსტად ვიცი. ნოეს ეღიმება თომას გახსენებაზე. _ აი გიორგის? _ ოო,ეგ მძიმე არტილერიაა._ იცინის ანკა.თუმცა,როგორც დედამ მითხრა მოეწონე,ასე რომ იმედი გქონდეს. _ დავმშვიდდი მაშ._ ტუჩის კუთხე ეწევა ნოეს. საუზმეზე ჩადიან.ნოე ანკას გვერდით იკავებს ადგილს. _ ოფიციალურად ჩამომართვა დაქალის გვერდით ადგილი. _ ხელოვნურად წუწუნებს ანიტა. _ ორი გვერდი აქვს შენს დაქალს ანიტუნა. _ სიცილით პასუხობს ნოე. _ უი,რა კაია.აღარ მახსოვდა ეგ. ანდრია ზანტად ჯდება ანიტას გვერდით. _ ამ სიცხეში რა საჭიროა სამსახური?! რომ ვფიქრობ ხვალ ისევ ოფისი…_ხმაურით უშვებს ჰაერს ანდრია და თავს მკლავებში რგავს. _ხომ კარგად ხარ ანდრია? თუ დარესტარტება უნდა? _ კითხულობს ანიტა სიცილით. _ ჰო,გადაიწვა. ემართება ხოლმე,გადავტვირთავ მერე _ ხუმრობს თორნიკე. _ ანდრია,აწიე თავი უხერხულია უფროსთან ერთად წუწუნი._ ეხუმრება მარიამი. _ აუ,მეც სიამოვნებით დავრჩებოდი,მაგრამ რა ვქნა მოვალეობა უპირველეს ყოვლისა._ ხელებს შლის ნოე და იღიმის. _ მაგრად მეზარება,აუ რომ მახსენდება …_ ანდრია კიდევ უარესად იჯღანება. _ აუ დროზე გადატვირთეთ ეს თორნიკე თორე შევწუხდი,რა ფეხზე ადგა ამ დილით?! _ შეწუხდა ანიტა და თან ხელი უჯიკა ანდრიას. _ჩემი თავი მძაგს,როცა მასე ვარ.დააბრუნე ანდრია,შენს ამ ვერსიას განუდექი თუ ღმერთი გწამს. ანდრიას ეცინება ანიტას საუბარზე. _ ეს რანაირი ჩემნაირია…_ იცინის ანდრია. საუზმის შემდგომ,მარიამი დგება. _ წავალ,რაღაცეები დამრჩა ჩასაბარგებელი. _მეც წამოვალ,დაგტოვებთ უკაცრავად._ ანიტა დგება და მარიამს მიყვება. ცოტახანში ყველა იშლება,მალე check out დროა.პარკინგზე ჩემოდნების პატარა წრე შეიკრა უნებლიედ. _რა კარგი კომბოა,სასთორე ფოტოა მოიცა._ ანიტა ფოტოს უღებს ჩემოდნებს. ნოეს ეღიმება ანიტას ხედვაზე. _ ძალიან პოზიტიურია. _ ანკას ეჩურჩულება და თან მანქანის საბარგულს ხსნის. ჩემოდნების წრე იშლება… *** საღამოა,ნათელი დღეა ჯერ კიდევ.ნოე მანქანას ანკას სახლთან აჩერებს.კორპუსთან სტადიონზე თომა თამაშობს ფეხბურთს ბიჭებთან ერთად.მათ დანახვაზე ხელ უქნევს.ნოე უღიმის და ხელს უწევს.საბარგულიდან ანკას ჩემოდანს იღებს. _ წაგაღებინებ. _ არ მინდა.მსუბუქია,თან ლიფტით ავალ. _ კაი.დაგირეკავ მოგვიანებით._ მშვიდად იძახის ნოე.ანკა ხვდება ნოე მშობლების რეაქციას ელის. _ დროებით. _ თითის წვერებზე იწევა და ლოყაზე კოცნის. მეგი სამზარეულოში ფუსფუსებს.გიორგი სასტუმრო ოთახში ზის ტელევიზორს უყურებს.ანაკა ჩემოდანს შესასვლელში კედელთან დებს. _ მოვედიიი… სალამი მა. _ გაგიმარჯოს მამიკუნა._ ესალმება გიორგი. _ რა გემრიელი სუნიაა,რას გვიმზადებს დედიკო? ანკა სამზარეულოსკენ მიემართება.მეგის ზურგიდან ეხუტება. _ ჩშშშ… თავისკენ ატრიალებს და მარჯვენა ხელს,გაშლილს თითქმის სახის წინ აჩერებს.მეგის თვალები უფართოვდება და სახე უნათდება,ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს. _ მოიცააა… ღმერთოო…_ ძლიერად იხუტებს ანკას._ დეე… ახლა უკვე თვალები ცრემლებით ევსება. _ საჭმელი,საჭმელიიი…_ ანკა ქვაბზე მიანიშნებს,საიდანაც სითხე იღვრება. მეგი უცებ რთავს ქურას. _ გამიხარდაა დე._ მეგი ნაზად ეფერება ანკას ლოყაზე._ არ იცოდი შენ? _ არა,ზოგადად ბოლო დროს საუბრობდა ისე ხუმრობით,მაგრამ არ ველოდი ეს თუ იქ ჰქონდა დაგეგმილი. _ საყვარელია. _ ნოეს სმისამართით ამბობს მეგი. _ მამა? _ არ იცის ჯერ.რას იტყვის შენი აზრით? როგორ იყო ეს ორი დღე? _ წამოდი ვუთხრათ. _ ღიმილით ამბობს მეგი და წინ მიდის. _ გიო,ახალი ამბავი გვაქვს._ მეგი გიორგის გვერდით ჯდება.ხელს მუხლზე ადებს.ანკას მსუბუქი შინაგანი დაძაბულობა აქვს,თუმცა გარეგნულად არ იმჩნევს.მსუბუქად იღიმის და მამას ხელს უწვდის. _ ნოემ ცოლობა მთხოვა… გიორგის სუსტი ღიმილი ურბენს სახეზე. _ და შენ თქვი “ დიახ” _ ამთავრებს გიორგი. _ ჰო. _ანკას ღიმილში ცოტა დაძაბულობაა,ცოტა მხნეობა. _ კარგია,გილოცავთ. _ გიორგი დგება და ანკას თავზე კოცნის,შემდგომ იხუტებს. _ მაა… _ამბობს გიორგი. პაუზა. _ ცოტა ხომ არ ჩქარობთ? _ მე არ ვფიქრობ მასე. ისევ პაუზა. _ ჰო,თუ შენ არ ფიქრობ._ წარბებს წევს გიორგი და იღიმის. _ ანუ ოფიციალურად სიმამრი ვარ?! _ ეგრე გამოდის._ მხიარულდება ანკა. გიორგი ისევ გულში იკრავს ანკას.მეგის ბედნიერების ცრემლები აწვება თვალებში,მაგრამ ჯერ კიდევ თავს იკავებს… *** ანკა ოთახში შედის,საწოლზე გაუხდელად ეშვება და ჭერს უყურებს.ღრმად სუნთქავს. _ ღმერთოო… ეს დღეც დადგა… _ იღიმის,ბედნიერია. მოგვიანებით აბაზანაში შედის,ჩემოდანს ათავისუფლებს.ნივთებს ალაგებს.ამასობაში ღამდება და ნოეც რეკავს. _ როგორ ხარ? დაისვენე? _ეკითხება ნოე. _ მშვენივრად და შენ?_ მოუსვენარი ღიმილი დასთამაშებს ანკას. _ ეს ღიმილი რას ნიშნავს?_ თვალებს აწვრილებს ნოე და ტუჩის კუთხეში ეღიმება. _ მგონი ვიღაცამ ოქროს გასაღები მოარგო სკივრს… ანკა იცინის,ხვდება ნოე უსიტყვოდ მიუხვდა სათქმელს. _ ანუ? _ ნოე ჩაეკითხა,რადგან ანკა არაფერს ამბობს. _ ანუ გასაღები უსაფრთხო ხელშია. _ მასეც ვიფიქრე. _მშვიდი ღიმილით იღიმის ნოე. _ რაც შეეხება ნინოს და დავითს,მინდა ერთად ვუთხრათ.ხვალ გამომყვები,რომ ვესტუმროთ? _ სიამოვნებით,რაღაც მომეწონა მსგავსი “ საიდუმლო ოპერაციები” _ იცინის ანკა. _ თუ გასაღებების მორგება? _ წარბებს ათამაშებს ნოე. _ შენ რაც გინდა ის დაარქვი,მე კი მსიამოვნებს. ნოეს ეცინება ანკას ბედნიერი სახის დანახვაზე. *** მანქანას კერძო სახლთან აჩერებს ნოე.ანკას ხელს აშველებს მანქანიდან გადასვლაში ეხმარება და შედიან გამწვანებულ,ულამაზეს ეზოში.სახლისკენ მიმავალ ქვაფენილს მიუყვებიან.ნოე მთავარი შესასვლელით სარგებლობს. _ დეე,მოვედით._ იძახის დერეფნიდან. ნინო,სამზარეულოს კარიდან თავს ჰყოფს. _ ახლავე ძვირფასებო,მოდით. ნოე,დედას უახლოვდება და კოცნის.ნინო ანკასკენ იშვერს ხელს და მასაც ეხუტება. _ ძლივს მომიყვანე მოკლედ ანკა. _ საყვედურობს ირაკლის. _ რას ელოდებოდით ერთი?! _ აი ამას ალბათ… _ ანკა ხელს უწვდის ნინოს და ბეჭედს აჩვენებს.ნინო ჯერ ბეჭედს უყურებს,მერე ანკას,ნოეს… _ ვაიმეე,არ ხუმრობთ ხო?!_ იცინის._ როგორ გამახარეთ. ისევ ეხუტება,თითქოს ორი წამის უკან არ იყო ჩახუტებული მათთან. _ დავითი გადაირევა,ისე გაუხარდება,რა ვიცოდი ასეთი ამბით თუ მოხვიდოდით,თორემ არ გავუშვებდი.მამუკამ დაპატიჟა,რაღაცას აღნიშნავენ,კი არ მახსოვს…_ნინო ტრიალებს დაბნეული. _ ღმერთო,რას ვაკეთებდი სულ დამაბნიეთ! მოგვიანებით დავითი ბრუნდება სახლში შეზარხოშებული.ნოეს და ანკას დანახვაზე იღიმის. _ როგორი სტუმრები გვყოლია,მცოდნოდა ადრე დავბრუნდებოდი. _ და ცოტა ფხიზელიც _ იცინის ნინო. _ არც მასეა საქმე ნინიკო. ანკას ხელს ართმევს და ესალმება.ნოეს მხარზე ხელს ორჯერ მსუბუქად ურტყამს. _ არადა დალევის მიზეზი აქ უფრო გვაქვს._ ეუბნება ნინო _ რა პრობლემაა ნინო,აქაც დავლევ ჭიქა ღვინოს._ დავითი ნოესკენ ტრიალდება. _ რას ავღნიშნავთ მა,ეგ მითხარი და შესაბამის სასმელსაც შემოგთავაზებთ. _ ოფიციალურად მამამთილი ხარ.სწორად ვამბობს ხომ?_ ნინოს და ანკას გადახედა ნოემ. _რას მეუბნებით? _ თვალებს აფართოებს დავითი და ხელებს შლის. _ მართლა? _ იცინის. _ გილოცავთ. ჯერ ნოეს ეხვევა,შემდეგ ანკას მორიდებით ეხვევა. _გამახარეთ ძალიან.მართლაც ასაღნიშნი ამბავი.ნინ,ერთი ბოთლი წითელი ღვინო გთხოვ… _ მე მოვიტან._ ნოე დგება. დავითი ერთ ჭიქა ღვინოს სვამს,ულოცავს წყვილს მიღებულ გადაწყვეტილებას,უწონებს და ბედნიერებას უსურვებს. _აბა,ქორწილი როდის გვაქვს? _ მხიარულად კითხულობს დავითი. _ ეგ ის თემაა,რაზეც ჩვენც არ გვისაუბრია._ იცინის ნოე. _ მერე აქ რისთვის ვართ._ ხელებს შლის დავითი._ დავგეგმოთ,ყველაფერი იდეალური უნდა იყოს ხომ იცით. _ დავით,ძვირფასო._ ნინო მხარზე ადებს ხელს დავითს._ მანამდე ანკას მშობლები გავიცნოთ,ქორწილი კი მათთან ერთად დავგეგმოთ.პირდაპირ ქორწილში ხომ არ უნდა გავიცნოთ ანკას მშობლები?! _ აი,ჩემი ჭკვიანი გოგო.მართალი ხარ. ნოე ანკას უყურებს იმ მზერით, რომელიც კითხვას სვამს და თან პასუხსაც ელოდება.ანკა ღიმილით თავს უქნევს. _ ანკა,ძვირფასო ამ შაბათს თუნდაც,თუ რაიმე სხვა გეგმები არ აქვთ ოჯახში ვახშამზე გვესტუმრეთ და გავიცნოთ ერთმანეთი._ სთავაზობს ნინო. _ სიამოვნებით. საღამოს გვიან ტოვებენ ნოეს მშობლების სახლს წყვილი. *** ნოე კარზე ზარს რეკავს.კარს თომა აღებს. ბიჭს თვალები უბრწყინდება ნოეს დანახვაზე. _ ნოეე,რა კარგია რომ მოხვედი.მოდი.გავიგე ჩვენი ოჯახის წევრი ხდები…გამიხარდა._ იღიმის გულწრფელად თომა. _ მეც მიხარია თომა._ მხარზე ხელს ხვევს ნოე. _ მოდი,თორე ანკა მეჩხუბება,კარში რატომ დააყრნეო,რომ დაგვინახოს. ნოეს ეცინება.სასტუმრო ოთახში შედიან. _დე… მაა… ნოე მოვიდა იძახის ხმამაღლა თომა. ოთახში გიორგი შემოდის. ნოესკენ მიდის და ხელს ართმევს. _გამარჯობა ნოე. _გამარჯობა. _თომა,ანკას უთხარი,რომ ნოე მოვიდა. თომა ოთახიდან გარბის. _ გილოცავთ ნოე. _ეუბნება გიორგი. _ გმადლობ. ანკამ არ ვიცი გითხრათ თუ არა,შაბათს საღამოს თუ გცალიათ,ჩემს მშობლებს უნდათ თქვენი გაცნობა,ვახშამზე გთხოვენ გვესტუმროთ. _ სიამოვნებით. აუცილებლად… _ გიორგი ჩერდება. _ ეს აუცილებელიცაა აწი._ ტუჩის კუთხე ეწევა ღიმილისგან. ოთახში ანკა შემოდის. _ მზად ვარ,წავიდეთ?_ნოეს უყურებს,შემდეგ მზერა გიორგიზე გადააქვს. _ მა,ნოეს მეგობართან მივდივართ. გიორგი თავს აქნევს თანხმობის ნიშნად.ნოე დგება სკამიდან. _დროებით.შაბათს შევხვდებით. _კარგი,კარგად. *** შაბათი დღე უჩვეულოდ ნელა გათენდა ან ანკასთვის იყო ეს ასე.ფანჯარაში მზის სხივები შეიპარნენ და მის სახეზე აელვარდნენ. ანკამ ნელა გაახილა თვალები,ერთი მომენტი დააპირა ისევ თავი ბალიშში ჩაერგო და ძილს მისცემოდა,მაგრამ დღევანდელი დღის მნიშვნელოვანი ნაწილი გაახსენდა.ნელ-ნელა ღიმილი შეეპარა და ერთიანად გამოფხიზლდა.საწოლიდან გამოძვრა და აბაზანისკენ მიმავალს ყავის სურნელმა შეუღიტინა. ფრთხილად შეიხედა სამზარეულოში,მეგი იჯდა მაგიდასთან და ყავას მარტო მიირთმევდა. _ ოჰ,რა ადრე ამდგარხარ ქალბატონო._ მისალმების ნაცვლად ეუბნება ღიმილით მეგი. _ თავისთავად მოხდა._ მხრებს იჩეჩავს ანკა და იღიმის. მეგი გამომცდელად აკვირდება. _ რაო,ხომ არ ნერვიულობ? _ ცოტა ალბათ. _ ეგ ნორმალურია. მიდი მოწესრიგდი და მე ყავას გაგიმზადებ მანამდე. _ მადლიერი დაგრჩები._ იღიმის ანკა და აბაზანისკენ აგრძელებს გზას. სარკის წინ ტრიალებს ანკა,იცის ლამაზად გამოიყურება,მაგრამ თითქოს ელის ეს სარკემაც დაუმოწმოს.კარზე კაკუნია,კარი იღება და თომას გაღიმებული სახე ეჩეხება ანკას. _ წამოდი ანკა,დღეს ქორწილი არაა,რამდენ ხანს უნდა იპრანჭო კიდე?! _ მოუსვი შენ აქედან_ იცინის ანკა და ჩანთას იღებს,მისაღებში გამოდის _ მზად ვარ. _ წავედით მაშინ. _ ამბობს გიორგი და პირველი მიემართება. ანკა დერეფანში სარკეში კიდევ ერთხელ ავლებს თვალს თავის სილუეტს და გადიან. _ აი ეს სახლია მამა,აქ შეაჩერე. გიორგი მანქანას აჩერებს სახლის წინ პარკინგზე.ანკა ჭიშკრის კარს ფრთხილად ეხება.ნელა წევს ქვევით და კარს აღებს. საღამოს,ეზოს განათებების ფონზე ნოეს მშობლების სახლი უფრო დიდი და შთამბეჭდავი ჩანდა.სიმწვანე რომელიც ეზოში იყო,სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნიდა. სახლთან ახლოს ნოე მოძრაობდა,ტელეფონზე საუბრობდა. _ მოგვიანებით დაგირეკავ,სტუმრები მყავს._ რამდენიმე წამი,მობილურს ჯიბეში აბრუნებს და ანკასკენ და მის მშობლებისკენ მიემართება. _ მიხარია,რომ მოხვედით. _ გიორგის ხელს ართმევს,მეგის გადაკოცნის.თომას ხელს ართმევს და თვალს უკრავს. ანკას ნაზად ეხება მხარზე. _ მობრძანდით.გელოდებიან. კარში მომღიმარი ნინო ჩნდება. _ მიხარია რომ მობრძანდით. გამარჯობა. სათითაოდ ყველას ხელს ართმევს და ესალმება. _ შემობრძანდით. _ მადლობა. _ უღიმის მეგი და სახლში შედიან. _ დაბრძანდით აგერ._ სავარძელზე უთითებს ნინო._ მოშინაურდით.დავითი მალე შემოგვიერთდება,მნიშვნელოვანი ზარი იყო და კაბინეტშია… რამეს ხომ არ მიირთმევთ,სანამ უშუალოდ სუფრას მივუსხდებით? გადახედავს ყველას. _ ჩაი,ყავა?.. _ არა,გმადლობ.მხოლოდ წყალი _ ახლავე,ახლავე… _ ნინო ტოვებს მისაღებ სივრცეს და სამზარეულოში გადის. _ ხომ მარტივად მოხვედით?_ ნოე გიორგის ეკითხება._ ანკა გახსოვდა სახლი? _ კი კი… _ ამბობს გიორგი. ნინო ოთახში შემოდის და მეგის ჭიქა წყალს აწვდის. _ მიირთვი ძვირფასო.ისეთი ბედნიერი ვარ ეს დღეები. _ საუბარს განაგრძობს ნინო _ ჯერ რაც ანკა გამოჩნდა ხომ გადარეული ვარ მისით_ იცინის და ანკას უმზერს.ანკას ლოყები ეფაკლება. _ და მერე ეს დღეები რაც ნიშნობის ამბავი მითხრეს,სიხარულით აღარ ვარ.ნოე ჩვენი ერთადერთი შვილია და ხომ გესმით… _ კი._ უღიმის მეგი._ ხან მგონია რომ ბიჭის შემთხვევაში უფრო მარტივია…აი ოჯახიდან რომ წევრი გადის რთულია,ნუ გოგოს შემთხვევას ვგულისხმობ. ნინოს ეღიმება.ხვდება მეგის ფიქრს. _ მესმის,მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა ვიყოთ ამისთვის მზად.ნოე,მაგალითად როცა ამერიკიდან დაბრუნდა უნივერსიტეტიდან…მაშინ იყო 22 წლის,ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.ცოტა გამიჭირდა,თან როგორც ავღნიშნე ერთი შვილი რომ გყავს კიდევ უფრო რთულია,ასე მგონია მე არ ვიცი შეიძლება ვცდები …მაგრამ მერე მივეჩვიეთ. _ კი,თავიდან ჭირს ხოლმე,მერე ეჩვევი…_ იღიმის მეგი. მოპირდაპირე კედელზე კარი იღება ნახევრად და მამაკაცის მშვიდი ხმა ისმის. _ კარგი,კარგი მირიან დაგირეკავ მოგვიანებით.სტუმრები მყავს ახლა… კარგი,იყოს ხვალ…კარგად. კარში მაღალი,სიმპათიური მამაკაცი ჩნდება.კარს ხურავს და მათკენ ბრუნდება მომღიმარი სახით რამდენიმე წამი,შემდეგ თითქოს ელდა ეცა,სახე ეცვლება,თვალები უმუქდება.ნაბიჯს წყვეტს და ადგილზე ჩერდება. _ დავით… გიორგის მზერა დავითზე გადააქვს,მაგრამ სხვა დანარჩენის მზერა ახლა გიორგიზე არის მიმართული.გიორგის სახეზე თეთრია,თვალბში უცნაური ემოცია უდგას.ეს შოკია…გაურკვევლობა და წარსულის მოგონებების სინთეზი ერთდროულად. წამიერად ორივე ჩერდება.ხმას არავინ არ იღებს.ყველა ხვდება რომ ისინი უცხოები არ არიან,მაგრამ არც ის ნაცნობები ვისაც ერთმანეთის ნახვა უხარიათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


