შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Haunting Adeline თავი 23-24 (+18)


გუშინ, 15:35
ავტორი Adeline Reilly
ნანახია 22

— მოიცა, მოიცა სად მიდიხარ და რის გაკეთებას აპირებ? — დაია თითქმის ყვირის ტელეფონში.
მე ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე, თითქოს წინასწარ შევეგუე მის რეაქციას.
— და ვისთან? ზადე? ეს შენი სტალკერის სახელია?
— ჰო. — ტუჩს ვკბენ. — არ ვიცი, მართლა მქონდა თუ არა არჩევანი… — სიტყვა შუაზე მიწყდება.რადგან ეს ბოლომდე სიმართლე არ არის. ზადე აპირებდა მარკისთვის არას თქვას. მაგრამ მე ვაიძულე დათანხმებოდა. მარკს ინფორმაცია აქვს ჯიჯის შესახებ და, როგორც ამბობს, ზადესთვისაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. — მისმინე, დაია. არ ვიცი ეს კაცი რაშია ჩართული. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ძალიან სერიოზულია. და შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ცდილობდა ამ სიტუაციის თავიდან აცილებას.
— საერთოდ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ედი? — კითხულობს დაია, და მის ხმაში აშკარა გაღიზიანებაა.
— ბეილისის კაფეში ჩემს მანუსკრიპტზე ვმუშაობდი, როცა ზადე და ერთი წყეული სენატორი მოვიდნენ ჩემთან. მან თავი გამაცნო და თქვა, რომ ზაკის შეყვარებულის გაცნობა უნდოდა. ზადე ისე უყურებდა, თითქოს მისი მოკვლა უნდოდა. და მთხოვა, ცოტა ხნით ამ თამაშში შევყოლოდი, სანამ მარკს მოიშორებდა. მოკლედ რომ ვთქვა — მარკის მამა საუკეთესო მეგობარი იყო ჩემი დიდი ბაბუის, ჯონის. მითხრა, მეტს გეტყვიო, თუ წვეულებაზე წასვლას დავთანხმდებოდი.
— ანუ კაცმა უბრალოდ მანიპულაცია მოახდინა, — მშრალად ამბობს დაია.
მე ამოვისუნთქე.
— დაახლოებით ასეა, — ვამბობ და ტუჩებს ერთმანეთს ვუსვამ.
დაია ჩუმდება. რომ არა მისი გაბრაზებული სუნთქვა ტელეფონში, ვიფიქრებდი, რომ გათიშა. არც გავამტყუვნებდი.
მე ჩემს სტალკერთან ერთად წვეულებაზე მივდივარ.
და ეს ყველაფერი იმ ინფორმაციისთვის, რომელიც შეიძლება საერთოდ არც დამეხმაროს.
— ედი, ეს კაცი საერთოდ რას საქმიანობს ცხოვრებაში?
თვალებს ვახამხამებ.
— სიმართლე გითხრა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, — გულწრფელად ვპასუხობ.
— ის ხომ „Z“ ვერ იქნება არა? იმიტომ რომ ეს სრულიად გიჟური იქნებოდა… მაგრამ ამავე დროს ლოგიკურიც.
ვიჭმუხნი.
— რატომ ფიქრობ, რომ შეიძლება ის იყოს? რა, ბევრს რამე იცი იმ ორგანიზაციაზე?
დაია წამით ყოყმანობს, სანამ აღიარებს:
— მე სწორედ მათთვის ვმუშაობ.
ჩემი პირი გაოცებისგან უცებ იღება.
„Z“-ის შესახებ სოციალური მედიიდან და ახალი ამბებიდან მსმენია. ეს უზარმაზარი“ ორგანიზაციაა, რომლის მიზანია მთავრობის განადგურება. რაღაც ჩვენ ხალხისთვის ვმუშაობთ ტიპის მოძრაობაა და ფაქტობრივად მთავრობის ნომერ პირველი მტერია.
ვიცოდი, რომ დაია რაღაც მსგავსის წევრი იყო, უბრალოდ არ ვიცოდი, რომ „Z“-სთვის მუშაობდა. ამ შემთხვევაში,როგორც ჩანს, რომ მას არც კი აქვს წარმოდგენა მარკსა და იმ ორგანიზაციას შორის რაიმე კავშირზე.
და თუ ზადე მართლა ის არის, ვინც დაიას ჰგონია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ახლა ბევრად უფრო დიდ საქმეში ვარ ჩართული, ვიდრე მეგონა — თუ თვითონ დაიამაც კი არ იცის ამის შესახებ.
ღმერთო… ნუთუ ზადე მართლა „Z“ არის?
ეს ახსნიდა მის აუხსნელ უნარს, როგორ ახერხებს ჩემი უსაფრთხოების კამერების გვერდის ავლას. მაგრამ ამაზე მეტიც — ახსნიდა იმასაც, როგორ მოახერხა მეგობრობა და თავისი ნამდვილი ვინაობის დამალვა ერთ წყეულ სენატორთან.
როგორ გამიმართლა ასე ცუდად, რომ სამყაროს ყველაზე ძლიერი ჰაკერი გახდა ჩემი სტალკერი?
სიმართლე რომ ვთქვა, თავიდანვე არ მქონდა შანსი.
— არ ვიცი, დაია. მართლა არ ვიცი. უბრალოდ… ძალიან მინდა ეს საქმე გავხსნა. ჯიჯი არ იმსახურებდა იმას, რაც მას დაემართა. და ვფიქრობ, მარკს შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს ამ საქმეზე.
— ედი, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენ გიჟი ხარ. სხვა გზებიც არსებობს. არ არის საჭირო ერთ წყეულ სენატორის წვეულებაზე წახვიდე შენს სტალკერთან ერთად მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტა ინფორმაცია მიიღო. თან სტალკერთან, რომელიც შეიძლება მსოფლიოში ცნობილი ჰაკერი იყოს.
ის მართალია.
სრულიად სწორი არგუმენტია.
მაგრამ თუ ვიტყვი, რომ ამ საღამოს წვეულებაზე წასვლა ჩემს გულში რაღაც უცნაურ გრძნობას არ აღძრავს — მოვიტყუები.
მღელვარება.
ადრენალინის მოზღვავება.
საფრთხე.
ეს ყველაფერი ჩემს გულშიც რაღაცას აღვიძებს.
ის თითქოს მიხმობს — და მე ზედმეტად სუსტი ვარ, რომ უგულებელვყო.
მაგრამ ეს ისეთი რამეა, რასაც ვერასდროს ავუხსნი დაიას.
ის ლოგიკურია.
გონივრული.
ჭკვიანი.
და ჩემგან განსხვავებით, აშკარად არ არის ადრენალინის მოყვარული.
საფრთხისგან სიამოვნებას არ იღებს.
ალბათ კასკადიორი უნდა ვყოფილიყავი ან რაღაც მსგავსი.
— ვიცი, რომ ფიქრობ, კიდევ უფრო გავგიჟდი, ვიდრე ვარ… მაგრამ სულ ცოტა ამ შემთხვევისთვის მაინც მგონია, რომ ზადე დამიცავს. უფრო სწორად — ვიცი, რომ დამიცავს.
ახლა დაიას ჯერია ამოისუნთქოს.
— სიმართლე გითხრა, არც მე მეპარება ეჭვი ამაში, ედი. თუ ის მართლაც ის არის, ვინც მე მგონია… რაღაც კარგსაც აკეთებს ამ სამყაროში. და აშკარად ავადმყოფურადაა შენზე შეპყრობილი, მაგრამ შენი მონაყოლიდან არ ჰგავს იმ ტიპურ სტალკერს, რომელიც უბრალოდ შენს მოკვლას ცდილობს. მგონი უბრალოდ ძალიან, ძალიან უნდა შენთან ყოფნა — უბრალოდ ამას უკიდურესად საშიშ და შემაშფოთებელ ფორმაში აკეთებს.
მე ვიცინი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთოდ არ არის სასაცილო სიტუაცია.
სინამდვილეში არც ის არის თემა, რაზეც უნდა იხუმრო — რადგან არ ვიცით, ერთ დღეს , რომ უბრალოდ არ შემოტრიალდება და არ მომკლავს.
მაგრამ მაინც… ცოტათი უკეთესად მაგრძნობინებს თავს.
— უბრალოდ გთხოვ, გაითვალისწინო, რომ ამ კაცს არ იცნობ და შეიძლება სულაც არ ჰქონდეს კარგი განზრახვები.
მე მშრალად ვიცინი.
— დამიჯერე, ეს არ დამვიწყებია.
— როდის არის ეს წვეულება?
მე ჩემს წითლად შეღებილ ტუჩებს ვატრიალებ და სარკეში ნელა ვათვალიერებ საკუთარ თავს.
წითელი უსახელო კაბა მაცვია. ზედა ნაწილი მთლიანად მოფენილია ათასობით პატარა ბრილიანტით, რომლებიც მაქმანიან ქსოვილშია ჩასმული. ქვედა ნაწილი სხეულზე მეორე კანივით მეკრობა და აქვს დიდი ჭრილი, რომელიც თითქმის ბარძაყის შუამდე ადის.
ფეხზე ბრილიანტებით გაფორმებული ოქროსფერი მაღალქუსლიანი სანდლები მაცვია, ხოლო თმასანაპიროს ტალღებად მაქვს დახვეული, რბილი კულულები მხრებზე მეცემა.
კაბა ერთდროულად სექსუალურიც არის და ელეგანტურიც.
ზადემ გამომიგზავნა.
ჩემში არსებულმა მეამბოხე მხარემ თითქმის გადააგდო ის და წავვიდა, რომ საკუთარი წყეული კაბა ეპოვა.
მაგრამ მერე წარმოსახვამ გამიტაცა.
ვეღარ შევწყვიტე იმის წარმოდგენა, როგორი მზერა ექნებოდა ზადეს, როცა დამინახავდა იმ კაბასა და ფეხსაცმელში, რომელიც თავად ამირჩია.
საშინლად მაკვირვებდა ის „პეპლები“, რომლებიც მუცელში ამიფრიალდა — იმ შეუჩერებელ სურვილთან ერთად, რომ ეს სურათი რეალობად მექცია.
— დღეს საღამოს, — ჩუმად ვამბობ, და ტუჩებზე მსუბუქი უკმაყოფილო გამომეტყველება მიჩნდება.
რას აკეთებ, ედი?
***


ზადე ჩემს წამოსაყვანად კლასიკური მუსტანგითით მოდის. მანქანის მეტალი მთვარის შუქზე ელვარებს, ცაზე დაკიდებულ ქვას ირეკლავს ისე, თითქოს სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ენახათ.
შეშფოთებული ჩავდივარ ვერანდის კიბეებზე. გრძელ მოსასხამს უფრო მჭიდროდ ვიკრავ სხეულზე — ნაწილობრივ სიცივისგან დასაცავად, ნაწილობრივ კი იმ შფოთვის დასამალად, რომელიც მუცელში მიტრიალებს.
ვერც ვხვდები, ცუდი წინათგრძნობა მაქვს ამ ღამეზე თუ არა. მაგრამ ერთ რამეს კარგად ვხვდები — რაც არ უნდა მოხდეს, ზადეს სრულიად ახალ სიტუაციაში დავინახავ და მის შესახებ ახალ რაღაცებს გავიგებ.
ისეთ რაღაცებს, რომლებმაც შეიძლება უფრო მეტად შემაძულოს…
ან პირიქით.
და სწორედ ეს უკანასკნელი მაშინებს ყველაზე მეტად.
სანამ მანქანასთან მისვლას მოვასწრებ, მისი მძღოლის კარის კარი უკვე იღება და კოსტიუმში გამოწყობილ ფეხს გარეთ დგამს.
ჰაერი თითქოს ფილტვებში მეყინება, როცა ზადე სიგარეტის ბოლო ნაპასს არტყამს, შემდეგ მიწაზე აგდებს და ფეხით აქრობს. კვამლი პირიდან ამოსდის, როცა ნახევრად დახუჭული თვალებიდან მიყურებს.
ღმერთო ჩემო.
— ნაგავი არ უნდა დაყარო, — ხრინწიანი ხმით ვამბობ.
ამის საპასუხოდ მსუბუქად იღიმის. იხრება, სიგარეტის ნამწვავს იღებს და ჯიბეში იდებს.
— ბოდიში, პატარავ, — ხრინწიანი ხმით ამბობს. — აღარ განმეორდება.
მადლობის თქმაც კი მიჭირს, რადგან ჩემ წინ მდგომი ბნელი მითოსის ღმერთით ვარ მოჯადოებული.
ის უბრალოდ თვალწარმტაცია. მინდა ეს ყველაფერი ცივ შემოდგომის ჰაერს დავაბრალო — თითქოს ამიტომ მეყინება ფილტვები — მაგრამ სიმართლე უკეთ ვიცი.
ზედს სრულიად შავი კოსტიუმი აცვია. ქსოვილის ყოველი მილიმეტრი ზუსტად მის სხეულზეა შეკერილი. იდეალურად ერგება — მის კუნთიან ხელებს, გამოკვეთილ წელს და ძლიერ ბარძაყებს.
მუხლები მეკვეთება… და ჩემმა გადაწყვეტილებამაც თითქოს ძალა დაკარგა.
გიჟური სურვილი მიჩნდება, შევტრიალდე, სახლში დავბრუნდე, დივანზე გადავიხარო და ვაცადო, რომ ჩემი დარჩენილი გონიერებაც ბოლომდე გამიქროს.
მინდა, მისი პენისგან გონება დამიბნელდეს… და ეს უარესია, ვიცი, რომ თუ ამის უფლებას მივცემ, ის ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბებს.
ღმერთო?
ვერც კი ვამთავრებ ამ ფიქრს, როცა ის უკვე ჩემსკენ მოდის — ტუჩებზე ცოდვილი, ბნელი ღიმილით.
შავი კოსტიუმი მხოლოდ უფრო ამუქებს მის აურას. ზადე ჰადესს ჰგავს — ქვესკნელიდან ამოსულს, რომელიც ჩემს მშვიდ პატარა ცხოვრებაში ქაოსის დასათესად მოვიდა.
მის თითქმის თეთრ თვალზე გადაჭრილი ბოროტი ნაიარევი და მეორე — თითქმის შავი თვალი — ისეთი კომბინაციაა, რომელიც მხოლოდ ჯოჯოხეთში შეიძლება შექმნილიყო.
ეს უბრალოდ უსამართლობაა.
— ჯანდაბა, შეუდარებლად ლამაზი ხარ, — დაბალი, ხრინწიანი ხმით ამბობს, როცა ჩემსკენ მოდის. მისი პრიალა ფეხსაცმელები მთვარის შუქს ირეკლავს.
მისი ხმა ჩვეულებრივზე უფრო ღრმაა.
უფრო კვამლიანია.
უფრო სასიკვდილო.
მხოლოდ მაშინ ვამჩნევ მის ხელში არსებულ ერთ წითელ ვარდს, როცა ხელი ჩემს სახისკენ მიაქვს. ის ყვავილს ჩემს კულულებს უკან აკრავს და ამას აკეთებს ისე, რომ ღიმილს ძლივს იკავებს.
სუნთქვას ვიკავებ. თავს ზუსტად ისე ვგრძნობ, როგორც მახეში მოხვედრილი თაგვი, როცა ის მტაცებელი ტუჩებს ილოკავს და მზად არის ცოცხლად შემჭამოს.
სანამ რამეს ვიტყვი, ის უკვე ჩემსკენ იხრება, ჩემს მოსასხამს ეჭიდება და მკვეთრი მოძრაობით მხრებიდან მხდის. გაოცებული ვსუნთქავ — ერთდროულად მისი მოულოდნელი ქცევისა და ცივი ჰაერის გამო, რომელიც კანზე მეხება.
— რა ჯანდაბ…
— შენ ის კაბა ჩაიცვი, რაც მე გიყიდე, — მაწყვეტინებს ის, და მისი განსხვავებული თვალები ჩემს სხეულს თავიდან ბოლომდე სწავლობს.
ნერწყვის ყლაპვას ვცდილობ და მკაცრ მზერას ვესვრი.
— უბრალოდ მოსახერხებელი იყო და ამის გამო ჩავიცვი. კაბების ყიდვა მძულს.
ის თითქმის არ რეაგირებს — ორივემ კარგად ვიცით, რომ ეს ნამდვილი მიზეზი არ არის — და ისევ ჩემს სხეულზე ამახვილებს ყურადღებას. მის თვალებში თითქოს ცეცხლი ენთება, რადგან მისი მზერა უფრო და უფრო ცხელი ხდება.
ჩემი პალტო მის ხელშია ჩამოკიდებული, მე კი მას ვუყურებ ისე, თითქოს მხოლოდ სურვილით შევძლებდი, ისევ მის ჩემს სხეულზე დაბრუნებას.
ცივი ოფლი მადგება შუბლზე. თავს გაშიშვლებულად ვგრძნობ და ის, როგორ მიყურებს, თითქოს შიგნიდან მწვავს.
უბრალოდ… ახლა ძალიან, ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს.
ხელს ვიწვდი.
— პალტოს მძევლად დაჭერა დაასრულე? გავიყინე.
მისი თვალები ბოლოს ისევ ჩემსას უბრუნდება. ზურგში ჟრუანტელი მივლის და დაჭიმულ ნერვებს ეხება.
ღმერთო… ის თუ როგორც მიყურებს, საერთოდ უკანონო უნდა იყოს.
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩემი თხოვნა შეასრულოს, ჩემს გაწვდილ ხელს იღებს თავისაში და ყურადღებით ათვალიერებს, შუბლი შეჭმუხნილი აქვს კონცენტრაციისგან.
— რას აკეთებ, ზადე?
მის ტუჩებზე უმცირესი ღიმილი ჩნდება და ჩემი პირი მაშინვე შრება. ვერასდროს შევეჩვევი იმას, როგორ ადვილად გადადის ის კაციდან მხეცში.
— უბრალოდ ვცდილობ წარმოვიდგინო, რომელი ბეჭედი მოუხდებოდა ყველაზე მეტად შენს თითს, — ამბობს მშვიდად.
თითქოს ამ სიტყვებით გული ყელში არ ამომიგდო.
ნერწყვის ყლაპვით ხელს მის ხელიდან ვაცლი.
— და თუ მე საერთოდ არ მინდა ბეჭედი? და უარს ვიტყოდი.
ნელა სწევს თვალებს ჩემსკენ, და მისი მზერის ინტენსივობა მაფიქრებინებს, რატომ არ შემიძლია ერთხელ მაინც უბრალოდ დავეთანხმო.
დროს დაზოგავდა.
და დამიცავდა მისი გლუვი სიტყვებისგან, რომლებიც თითქმის არასდროს მარცხდება.
ყოველ შემთხვევაში — ბოლომდე მაინც არა.
შეიძლება უბრალოდ დამოკიდებული გავხდი იმ შიშსა და მღელვარებაზე, რასაც ჩემში აღვიძებს, როცა ასე მიყურებს…
ზუსტად ასე.
როგორც მხეცი, რომელიც ნელა ემზადება თავისი ნადავლის შესაჭმელად — მტკივნეულად ნელა.
და იმედიც მაქვს, რომ ნელა იმოქმედებს. რომ გაახანგრძლივებს იმ წამებას, როცა ზედის კბილებს შორის ვარ მოქცეული.
მისი ხელი ნელა მიიწევს ჩემს მკერდს ზემოთ, თითები მსუბუქად ეხება ჩემს კისერს. შემდეგ კი, ერთ წამში, მისი ხელი ჩემს ყელზე ეხვევა და ძლიერად მიჭერს.
ჰაერს ვსუნთქავ, თვალები მიფართოვდება, როცა მის ტუჩებზე ბოროტი ღიმილი ჩნდება.
— ამ ლამაზ კისერზე ყელსაბამის დადებაც შემიძლია. მაშინ „არა“-ს თქმის არჩევანი აღარ გექნებოდა. უბრალოდ ჩემი კარგი პატარა გოგო იქნებოდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებდა, რასაც მისი ბატონი ეტყვის. ეგ უფრო მოგეწონებოდა, პატარავ?
— არა, — ვიღრინები, თუმცა სიტყვა ტყუილივით ჟღერს. — შენი საკუთრება არ ვარ და ვერასდროს დამიმორჩილებ.
მისი თვალები ვიწროვდება და გული თითქოს ძირს მივარდება.
— ქამარი მომხსენი, ადელაინ.
მე გაოცებით ვუყურებ, და როცა არ ვმოძრაობ, მისი ხელი კიდევ უფრო ძლიერად მიჭერს ყელზე.
— მაიძულე მეორედ გთხოვო და ნახავ რა მოხდება.
კბილებს ვკრავ და ხელით ვწვდები, რომ მისი შავი ქამარი გავხსნა. ქამარს სწრაფად ვაძრობ, სულ არ მადარდებს თუ დავარდება. ამ მოძრაობამ ის ოდნავ შეარხია, და ის მხოლოდ იღიმის.
ის ბოროტია.
ქამარს ჩვენს შორის ვკიდებ ისე, თითქოს მკვდარ გველს ვიჭერ. იმავე თავხედური ღიმილით ის ქამარს მართმევს და ჩემს ყელს უშვებს ხელს.
როგორც კი ღრმად ვსუნთქავ, ის უკვე ქამარს ჩემს კისერზე ახვევს, ბალთაში ატარებს და მიჭერს. თვალები მიდიდება, რადგან მეტალი კანზე მედება და ქამარი მიჭერს.
გველი მკვდარი არ ყოფილა — ის ახლა პითონად გადაიქცა, რომელიც ჩემს ყელზეა შემოხვეული.
ინსტინქტურად ხელებს ვკიდებ ქამარს, მაგრამ ზადე ხელს მკრავს.
— სუნთქვა შეგიძლია, პატარა თაგვო. ნუ პანიკიორობ.
რამდენიმე წამი მჭირდება, სანამ ჰიპერვენტილაციის შემდეგ ვხვდები, რომ მართალია. სუნთქვა შემიძლია.
უბრალოდ… არც ისე კარგად.
როცა ცოტა ვმშვიდდები, თვალებში ცრემლები მიდგება და გაბრაზებული ვუყურებ ზადეს. მისი ღიმილი მხოლოდ ფართოვდება.
— ვფიქრობ, ეს ჯერად საკმარისია, — ჩუმად ამბობს და ჩემს აკანკალებულ სხეულს აკვირდება.
ცივი ქარი უბერავს და მე ჟრუანტელი მივლის, ჟრუანტელი მივლის ჩემს გაშიშვლებულ კანზე.
— ახლა მუხლებზე დადექი.
ისევ მიფართოვდება თვალები — ამჯერად აღშფოთებით.
— შენ რა მეღად…
ის ქამარს ისევ ქაჩავს და მე ხველას ვიწყებ დაძაბულობისგან. კიდევ ერთხელ ვუყურებ მძვინვარედ, შემდეგ პირს ვკეტავ, კაბას ოდნავ ვწევ და ჩაჯდომით მუხლებზე ვეშვები, ისე რომ ქსოვილი კალთაში მოვაგროვე და ტალახიან მიწას არ შეეხოს.
ამ კაბას არ გავაფუჭებ მხოლოდ იმისთვის, რომ მან თავისი ძალაუფლების თამაში ითამაშოს.
ქამრის ბოლო ხელში უჭირავს, ხოლო მეორე ხელით შარვლისკენ მანიშნებს.
ღრენით ვხსნი ღილს და ელვას და ლამის საკუთარი ენა მახრჩობს, როცა მისი თავისუფლდება.
ღმერთო, მგონი ამას ვერასდროს შევეჩვევი. ის ბევრად დიდია, ვიდრე ადამიანისთვის ნორმალურად ითვლება. ასეთით სექსი თითქმის არაჰუმანურია.
გაბრაზებული, არც კი ველოდები, რომ თავისი სულელური წყეული პირიდან კიდევ ბრძანებები ამოუშვას. მის ღირსებას ვიჭერ და ვცდილობ მთლიანად პირში ჩავიდო.
ნახევრამდეც კი ვერ ჩავდივარ, როცა ის უკვე ჩემს თმას ეჭიდება; რამდენიმე ღერი სკალპიდან მწყდება, როცა მკვეთრად ჩაისუნთქავს.
— ჯანდაბა ედიი.. მე ეს არ მითვამ…
ჯანდაბა მას.
მისი ხელის წინააღმდეგ ვიბრძვი და ისევ ვიღებ მას პირში, ენას ვუსვამ მის გლუვ ზედაპირს და ენის წვერს ვატარებ მის ძარღვებზე, შემდეგ კი თავის ქვედა მხარემდე.
ახლა ის არის, ვინც ლამის იხრჩობა.
მე ქვემოდან ვუყურებ, თვალების კიდეებში ჯერ კიდევ ცრემლებით, როცა უფრო ღრმად ვიღებ მას.
ის ზემოდან მიყურებს გაოცებითა და ისეთი ინტენსივობით, რომ ცოტათი შეშლილს ჰგავს.
სიამოვნებისგან იღრინება და ქამარს კიდევ უფრო უჭერს, სანამ მხედველობა თითქმის არ მიბნელდება. მაგრამ თუ ფიქრობს, რომ ეს გამაჩერებს — ცდება.
ლოყებს ვკუმშავ და უფრო ძლიერად ვწოვ. მის ძალას ვეწინააღმდეგები მაშინაც კი, როცა ჩემი თვალებიდან სიცოცხლეს ლამის მაცლის.
ხელით ვიჭერ იმ ნაწილს, სადაც ჩემი პირი ვერ წვდება, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობ როგორ გადადის ჩემი შეკუმშული ყელის საზღვარს. იმდენად ღრმად ვიღებ მას, რამდენადაც საერთოდ შესაძლებელია, და მაინც — ჩემი ხელი მის სიგრძეს ბოლომდე ვერ ფარავს.
ხელს ვატრიალებ, როცა ჩემი წითლად შეღებილი ტუჩები მის პენისზე მოძრაობს, და ვფიქრობ ყველა იმ გზაზე, როგორ მინდა მოვკლა.
და როცა მხედველობა მიბნელდება, სიბნელე კიდეებიდან მეკრობა — ვფიქრობ, რომელი მოკვდება პირველი.
ერთი — ჰაერის ნაკლებობისგან,
თუ მეორე — სისხლის დაკარგვისგან, როცა კბილებს ჩავარჭობ.
ის უფრო ღრმად კვნესის; თვალები უციმციმებს და შემდეგ თითქოს ცეცხლად ენთება.
— როგორც ჩანს ამ პირმა იცის თავის საქმე და იმაზე მეტის კეთება შეუძლლია ვიდრე უბრალოდ უაზრო სიტყვების სროლ.
გაბრაზებული, კბილებს მსუბუქად ვატარებ მის ასოზე, ისე რომ ჩემს თვალებში განზრახვა დაინახოს. ის კბილებს აჩენს.
— კიდევ თუ გაბედავ პატარა თაგვო.. გგონია ვერ მოვასწრებ შენ ყბის გატეხვას, სანამ შენი კბილები მას შეეხებიან? სცადე.
ცდუნება დიდია.
მაგრამ მჯერა მისი. იმ წამს, როცა კბილებს ზედმეტად ღრმად ჩავარჭობ, ჩემი ყბა ალბათ მიწაზე აღმოჩნდება, ხოლო თუ ქამარს ძლიერად მოქაჩავს — კისერიც მომტყდება.
ვზრუნავ, რომ ჩემს თვალებში დაუმორჩილებლობა დაინახოს. კბილებს არ ვაშორებ, მაგრამ არც ვცდილობ ზიანი მივაყენო.
ამის ნაცვლად კი… ზუსტად საპირისპიროს ვაკეთებ, რასაც ელოდება.
თვალებს უკან ვატრიალებ, თითქოს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი დესერტი გავსინჯე, და მისი ასოს გარშემო ვკვნესი, ვიბრაცია მთელ მის სიგრძეზე გადადის.
ის იგინება და ქამარი ოდნავ ეშვება. მე უფრო ძლიერად ვატრიალებ ენას, სანამ ღრმად არ ხვენშის — ხმა თითქმის მხეცურია და ალბათ ამ ტყეში მყოფ ყველა ცხოველს აფრთხობს.
მტაცებელი გათავისუფლებულია… მაგრამ მე ვარ ის, ვინც მუხლებზე აყენებს.
— შოუს მართავ, ადი, — ქოშინით ამბობს, ჩემი გამომჟღავნებით. — მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ შენი საშო ისეთივე სველი არაა, როგორც შენი პირი.
რამდენადაც მინდა ვუთხრა, რომ ცდება… ვერ ვიტყვი. ჩემს ბარძაყებს შორის სისველე ამის საკმარისი მტკიცებულებაა.
მაგრამ ამასაც ვერ მიიღებს.
ვერ წამართმევს ძალას და ვერ მაქცევს სურვილისა და სასოწარკვეთილების გუბედ.
ამიტომ ბარძაყებს ვკუმშავ და საკუთარი სხეულის მოთხოვნილებას ვაიგნორებ.
თვალები მის თითქმის შეშლილ თვალებს ებმება. ჩემს თმაში ჩაჭიდებული ხელი იჭიმება მანამ, სანამ საკუთარი ნებით მოძრაობას ვეღარ ვახერხებ.
ეს ერთადერთი გაფრთხილებაა, რომ მისი კონტროლი საბოლოოდ ამოქმედდა.
ქამარი ისევ მჭიდროვდება, თავი უძრავად მიჭირავს, როცა ის თავის ასოს ჩემს ყელში აჭერს.
ვიხრჩობი, ცრემლები გადმომდის, მაგრამ ეს თითქოს კიდევ უფრო აღაგზნებს.
ის თითქმის ბოლომდე გამოაქვს, შემდეგ ისევ ძლიერად წინ სწევს თეძოებს, სანამ ჩემი პირი მთლიანად არ ივსება.
— ჩემს ს ჩაყლაპავ, როგორც კარგი პატარა გოგო? — კბილებში ცრიის.
მე ვერც ვმოძრაობ და ვერც პასუხს ვცემ.
ერთადერთი რაც შემიძლია, არის მოვემზადო იმ მომენტისთვის, როცა ის ბოლომდე შედის და ჩემს ყელში ათავებს.
— ჯანდაბა, ედი — ღრიალებს, როცა ჩემს პირს ავსებს უფრო სწრაფად, ვიდრე ყლაპვას ვასწრებ. მისი თესლი ტუჩებიდან სრიალდება და ნიკაპზე ჩამოდის.
ვერ ვსუნთქავ.
ვერც ვფიქრობ.
ფილტვებში ჰაერი აღარ არის.
და როცა უკვე მგონია, რომ გონებას დავკარგავ, ის კიდევ ერთი ხვნეშთ თავს გამოდის ჩემი პირიდან და ქამარს უშვებს.
ღრმად ვისუნთქავ, ვახველებ და ვცდილობ დავიბრუნო ყველაფერი, რაც თითქოს დავკარგე.
ჰაერი.
მორალი.
თმის ნაწილიც კი.
მაგრამ ღირსება არ დამიკარგავს.
იმიტომ რომ სიტუაციის კონტროლი მე ავიღე.
ეს ჩემი წესებით მოხდა — არა მისი.
ცხვირს ვიწმენდ, პირს ვიწმენდ და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ისეთი პომადა მისვია, რომლის წასაშლელად ალბათ მთელი ვედრო ზეთი დაგჭირდება.
ვდგები, თვალების ქვემოთ ვიწმენდ, ტუშისა და ლაინერის ნარჩენებს, სანამ ის შარვალს ისევ იკრავს და ქამარს წელზე იბრუნებს.
შემდეგ კაბას ვისწორებ, თმიდან ვარდს ვიღებ და მის გვერდით მივდივარ.
გზაში პალტოს ხელიდან ვტაცებ და მხრით ვეჯახები.
მისი ბნელი სიცილი უკან მომყვება.
მაგრამ როგორღც მისი გრძელი ფეხები მანძილს უფრო სწრაფად ფარავს.
მანქანასთან ჩემზე ადრე მიდის და კარს მიხსნის — ტუჩებზე დამცინავი ღიმილით.
— შენი ეტლი გელოდება, პატარავ, — ამბობს ის დაბალი, ცოდვილივით ჟღერადი ხმით.
ოჰ, რა შესანიშნავ ჯენტლმენად მოაქვს თავი.
ცინიკურად ვუყურებ, როცა მანქანაში ვჯდები. კარი ძლიერად იკეტება და ზადეს სუნი მთლიანად მშთანთქავს.
ტყავი. სანელებლები. და ოდნავი კვამლის სურნელი.
მანქანის მთელი ინტერიერი შავი, რბილი ტყავით არის დაფარული. მაგრამ რაც სიტყვას მაკარგვინებს, ეს არის ყველა ის მოწყობილობა, რაც მანქანაშია. იმდენი ღილაკი, ეკრანი — ლეპტოპიც კი? — და კიდევ ათასი რამ, რომ საერთოდ ვერ ვხვდები, რას ვუყურებ.
როცა ის თავის სავარძელში ჯდება და მანქანას ძრავს, კარისკენ ვიხრები.
სიჩუმეში მივდივართ.
უხერხულად არ არის… მაგრამ დაძაბულია. დამუხტული.
მანქანაში არსებული სექსუალური დაძაბულობა თითქოს თითებით ეხება ჩემს კანს და ტანზე მაყრის ბუსუსებს.
რაც გარეთ მოხდა, თითქოს რაღაცის პრელუდია იყო — იმის, რასაც შეიძლება საერთოდ ვერ გადავურჩე.
სტატიკური ჰაერი ჩავისუნთქე და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველი ჩასუნთქვით საშრობიდან ახლად ამოღებულ ტანსაცმელს ვშლი.
— რამდენად შორს არის? — ვკითხულობ, ჩემი ხმა ხრინწიანი და უხეშია. ყელი ალბათ დღეების განმავლობაში მეტკინება.
ის გვერდულად მიყურებს და საჭეზე ხესი უფრო ძლიერად უჭერს. აქამდე არ ვიცოდი, რომ მანქანის მართვა შეიძლება ასე… პორნოგრაფიულად გამოიყურებოდეს.
— ოც წუთში მივალთ, თუ მოძრაობა ხელს შეგვიწყობს.
— მგონი ახლა საუკეთესო დროა ამიხსნა რა ხდება. საერთოდ რას აკეთებ ცხოვრებაში? — ვეკითხები. დაიასთან საუბარი ჯერ კიდევ თავში მიტრიალებს.
— მთავრობისა და სამხედრო მონაცემთა ბაზებში ვძვრები, და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულეშის ვამხელ. ზოგჯერ ამას უფრო პირადადაც ვუდგები და იმ მოხელეების ცხოვრებაში ვიჭრები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ კორუმპირებულები ან ბოროტები არიან.
პირი მეღება, მაგრამ ხმა არ ამომდის.
ოჰ, ჯანდაბა.
— შენ „Z“ ხარ.
მისი ღიმილი ფართოვდება.
— ბოლოს და ბოლოს მიხვდი. დაიამ გითხრა?
თვალები მიფართოვდება.
— შენ მას იცნობ? — გაოცებით ვკითხულობ.
ის მხარს იჩეჩავს.
— ის ერთ-ერთია იმ ასეულობით ადამიანიდან, ვინც ჩემს ორგანიზაციაში მუშაობს, — მარტივად ამბობს. — პირადად არ ვიცნობ. არც შევხვედრივარ და არც მილაპარაკია მასთან. მაგრამ ვიცი ყველა, ვინც ჩემთვის მუშაობს.
თავს ვაქნევ, გაოგნებული.
— ანუ… მისი უფროსი ხარ?
— ასე შეიძლება ითქვას. ჩემი ორგანიზაცია თავიდან, ნულიდან შევქმენი. როცა საკმარისად გაიზარდა, ბევრი ადამიანი მივიღე. ყველას თავისი მიზნები და ზედამხედველი ჰყავს. მაგრამ საბოლოოდ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს.
— რომელი?
— დავაბრუნოთ გოგონები სახლში
მკერდი მიჭერს და მოულოდნელად მიჩნდება სურვილი… არ ვიცი, რაღაც გავაკეთო. თავადაც არ ვიცი რას ვგრძნობ — პირველ რიგში სრულიად დაბნეული ვარ.
თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ და მის სიტყვებზე ვფიქრობ. გულწრფელია, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაცას კიდევ მალავს.
— ანუ ბავშვებისა და ქალების სექსუალური ტრეფიკინგისგან გადარჩენაში ეხმარები, — ვასკვნი. მიუხედავად იმისა, რომ ტყუილს არ ჰგავს, ყველაფერი მაინც ზედმეტად… მარტივი ჩანს.
— დიახ, — მიდასტურებს ის. — პარალელურად საკუთარ საქმესაც ვაკეთებ, რომ ორგანიზაციისთვის ფული მოვიზიდო. საბედნიეროდ, ეს ისეთი საქმეა, რომელიც საშუალებას მაძლევს მე, ჩემს თანამშრომლებს და ყველა იმ გადარჩენილს, ვისაც ვიხსნით, კომფორტულად ვიცხოვროთ. მაგრამ ეს ერთადერთი არ არის, რასაც ვაკეთებთ. მთავრობა საზოგადოებას ბევრად მეტი გზით იყენებს, ვიდრე უბრალოდ მათი შვილების მოპარვით. ბავშვებისა და ქალების მონობა უბრალოდ ჩემი მთავარი ფოკუსია.
— კარგი, — ნელა ვამბობ და ვცდილობ მუცელში გაჩენილი უცნაური ფორიაქი დავაიგნორო. — მარკი კონკრეტულად რაშია გარეული?
ის ოხრავს და საჭეს უფრო ძლიერად უჭერს თითებს.
— მან ბავშვზე სადისტური რიტუალი ჩაატარა. რაღაც ტიპის მსხვერპლშეწირვა. ვიღაცამ ეს გადაიღო და ვიდეო გაავრცელა. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა ვიდეომ გაჟონა.
ვიჭმუხნები და თვალებს ვხუჭავ, მკერდში ტკივილს რომ გავუძლო. როგორ შეუძლია ვინმეს ასეთი საშინელი რამ გააკეთოს?
— დაიამ იცის, რა ხდება მარკთან დაკავშირებით?
— არა. რიტუალები და მარკის მონაწილეობა საიდუმლოდ არის შენახული. ჯერ მზად არ ვარ ამის გასაჯაროებისთვის, სანამ მათ ბოლომდე არ გავანადგურებ. ეს საქმე ძირითადად მარტო მიმყავს.
თავი დავუქნიე, მინიშნებას რომ მივხვდი.
არ უთხრა დაიას.
— ამიტომ იყენებ სხვა სახელწოდებას? მაგრამ მე რატომ არ მითხარი სხვა სახელი?
— იმიტომ რომ შენ ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ და შენი ნამდვილი ვინაობის გაგება იმდენად მარტივი იქნებოდა, თითქმის სასაცილოც კი. ჩემზე კი იგივე ვერ ითქმის, — ამბობს და ჩემსკენ ირონიულად იღიმის.
უჰ. რა ამპარტავანია.
მისი სახე უცებ სერიოზული ხდება.
— სწორედ ამიტომ არ მინდოდა, რომ ამ ყველაფერში ჩარეულიყავი. მაგრამ მგონია, მარკმა უკვე შეგამჩნია და მირჩევნია ჩემთან ახლოს იყო. ასე მაინც ვიცი, რომ უსაფრთხოდ ხარ.
მისკენ ვბრუნდები და ყურადღებით ვაკვირდები.
სავარძელში მოდუნებულად ზის. მისი გრძელი ფეხები გაშლილია, ერთი ხელი საჭეზე აქვს გადადებული, მეორე კი ჩვენს შორის მდებარე საყრდენზე.
ვაიძულებ თავს კონცენტრირება მოვახდინო და იგნორირება გავუკეთო იმას, თუ როგორ მიჭერს მკერდი მისი მხოლოდ ერთი შეხედვისგან.
მხოლოდ იმიტომ, რომ მზე ლამაზია, არ ნიშნავს, რომ მასში ყურება უსაფრთხოა, ედი.
— მჯერა, რომ მარკისგან დამიცავ… მაგრამ შენგან ვინ დამიცავს?
მისი მზერა მთელ ჩემს სხეულს გადაუვლის და თვალებიუგიზგიზებს.
— ვინც კი ამას ეცდება, სიკვდილით დაასრულებს.
თვალებს ვავიწროვებ.
— როგორ შეგიძლია ქალების გადარჩენაზე მუშაობდე და ამავდროულად მეორეს აქტიურად დასდევდე? — ვეკითხები გამოწვევით და წარბს ვწევ.
მას კი ჰყოფნის გამბედაობა, რომ ამაზე გაერთოს კიდეც.
ვერც კი წარმოვიდგენ, რა შეიძლება იყოს სასაცილო ვინმეს თვალთვალში.
— შენამდე არასდროს დამისტალკავს ვინმე, — ამბობს უბრალოდ. — ჩემს საქმეს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა. და განსაკუთრებით არა რომანტიკული მიზნებისთვის.
ისეთი სახით ვუყურებ, თითქოს ვერ ვიჯერებ.
— ეს უნდა მაფიქრებდეს, რომ განსაკუთრებული ვარ?
ნელი, ბოროტული ღიმილი უვლის სახეზე და საერთოდ არ აწუხებს ჩემი სულ უფრო გაბრაზებული მზერა.
— არ გამიკვირდებოდა, თუ ასე იქნებოდა.
მისი გარტყმა მინდა.
მაგრამ ეს იდიოტი ალბათ მოიწონებდა კიდეც, მერე კი თვითონაც დამარტყამდა უკან. და ჩემი სულელი თავი ალბათ ამასაც მოიწონებდა.
მართლა არ მაქვს ყველაფერი რიგზე თავში.
და ამ კაცთან გამკლავება… ეს ნამდვილად არ უნდა იყოს კარგი ჩემი კანისთვის.
ჩავიფრუტუნებ, თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ და მანქანით დარჩენილ გზას დაძაბულ სიჩუმეში ვატარებ.
ატმოსფერო კიდევ უფრო დამძიმდა.
ვერც კი ვხვდები, ეს იმიტომ არის, რომ ახლა ვიცი — ის რაღაც ტიპის აგენტია, რომელიც ბავშვებსა და ქალებს ბოროტი ადამიანებისგან იხსნის, თუ იმიტომ, რომ აღიარა: ერთადერთი შემთხვევა, როცა ფსიქოსავით მოიქცა, მე ვიყავი.
ორივე ვარიანტმა შეცვალა ის, თუ როგორ ვუყურებ მას.
მეორე საერთოდ არ უნდა მოქმედებდეს ჩემზე — განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხუთი წუთის წინ თავისი ასო ყელში ჩამიდო და ქამრით მახრჩობდა.
მაგრამ მაინც მოქმედებს.
საშინლად მოქმედებს.

წერილი

1945 წლის 28 სექტემბერი
რონალდოს ეს ამბავი ძალიან ცუდად მიუღია. სინამდვილეში, ის სრულიად აფეთქდა და ჯონის მოკვლითაც კი დაემუქრა.
არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ მუქარასთან. რონალდოს ადრე უთქვამს, რომ კაცები მოუკლავს. მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ უნდა გავმკლავებოდი ამას, როცა მუქარა იმ ადამიანისკენ იყო მიმართული, ვის მიმართაც ჯერ კიდევ სიყვარულს ვგრძნობ.
მოკლედ რომ ვთქვა, მეც ძალიან ცუდად მივიღე და ვუყვირე. მან დამადანაშაულა, თითქოს ჩემი ქმრის მხარეს ვიჭერდი, მაშინ როცა სინამდვილეში უბრალოდ დავიღალე ძალადობის მუდმივი მუქარით.
როცა ეს ვუთხარი, მაშინვე სახლში წამომიყვანა.
და უნდა ვაღიარო — ის მზერა, რომელიც მან მაშინ მომაპყრო, ნახევრად სიკვდილამდე შემაშინა.
მანქანით მგზავრობა საშინელი იყო.
სახლში მხოლოდ ერთი საათის წინ მომიყვანა და მას შემდეგ ტირილი არ შემიწყვეტია.
რაც გაქცევა უნდა ყოფილიყო, საბოლოოდ კიდევ უფრო დიდ კოშმარად გადაიქცა.

თავი 24
მანიპულატორი

— არის რამე, რაც უნდა ვიცოდე, სანამ გველების ბუდეში შემიყვან? — ვკითხულობ, როცა ზადე მანქანით მათ სახლთან არსებულ პარკინგთან ჩერდება.
თავიანთ სახლში ვალეტ პარკინგი. ეს სისულელე კანონით უნდა იყოს აკრძალული.
— აქ ჩემი სახელია ზაკ ფორტრაიტი. თვით ამდიდრებული მილიონერი ვარ და საკუთარი კომპანია მაქვს, რომელიც ვებ დიზაინით არის დაკავებული. ერთად ვცხოვრობთ პარსონესბის მამულში და ბედნიერი წყვილი ვართ, მაგრამ მე ფარულად გღალატობ და ჯენლტმენების კლუბში დავდივარ ისე, რომ ეს არ იცი.
თვალები მაშინვე მისკენ მიბრუნდება.
ის ჯენტლმენების კლუბში დადის? იმ კლუბებში, სადაც კაცებს თითქოს ვერცხლის ლანგარზე აწვდიან ქალებს გასართობად? თანაც მდიდრების კლუბებში — ისეთებში, სადაც კორუმპირებული სადისტები დადიან. ვინ იცის, რა ხდება იქ იმ უბედურ ქალებთან?
ჩემს ფიქრებს რომ ხვდება, იღიმის.
— სანამ გამასამართლებ, გეტყვი: არც მიმიღია მონაწილეობა იმაში, რასაც იქ სთავაზობენ და არც არასდროს მივიღებ. საბოლოოდ კი ყველა იმ გოგოს იქიდან გამოვიყვან. მაგრამ მათ ეს არ იციან. ნუ ეჭვიანობ, პატარა თაგვო ჩემი ასო მხოლოდ შენზე რეაგირებს.
როგორი თავდაჯერებული იდიოტია. ჩემი ერთი ნაწილი თითქოს დნება, მეორე კი ქვასავით მყარდება ბრაზით მის სიტყვებზე.
თვალებს ვატრიალებ.
— მე არ ვეჭვიანობ, — ტუჩს ვკბენ. — და ჩემი აზრით, შენ უბრალოდ ერექციული დისფუნქცია გაქვს.
ის ძლივს იკავებს ღიმილს. თვალებში დარწმუნებული გამოხედვა უკრთის.
მისი ხმა უფრო ღრმა ხდება, როცა ზანტად ამბობს:
— ასე გააგრძელე და ამ სიტყვებით დაიხრჩობი, როცა ჩემი ასო ისევ ყელს შეგივსებს. ვინც კი გვერდით ჩაივლის, დაინახავს როგორ ვხმარობ შენს ბინძურ პატარა პირს, და სანამ დავამთავრებ, იმ სახლში ერთი ადამიანიც არ დარჩება, ვინც ამის შესახებ ვერ გაიგებს.
ჩავიფრუტუნე და თავს მისგან ვაბრუნებ — მხოლოდ იმის დასამალად, რომ ლოყებზე სიწითლე მეპარება და ზურგში უცნაური ჟრუანტელი მივლის.
ჯერ კიდევ ვგრძნობ მისი ქამრის ბალთის ცივი მეტალის მოჩვენებით კბენას ჩემს კისერზე და აბსოლუტური დარწმუნებით ვიცი: თუ ზედმეტად გავაღიზიანებ, ზადე თავის მუქარას აუცილებლად შეასრულებს.
იდიოტი.
ის აგრძელებს ისე, თითქოს ახლა ყველაზე გემრიელი მუქარით არ დამემუქრა.
— შენს პირად ცხოვრებაზე არ ილაპარაკო. არაფერზე, რაც შენთვის მართლა მნიშვნელოვანია. აქ იმიტომ ხარ, რომ ჯიჯიზე ინფორმაცია მოიპოვო და ეს საკმარისი მოტივაციაა.
— მოტივაცია? — ვაწყვეტინებ, თავი სწრაფად მისკენ რომ ვაბრუნებ.
— შენ გველების ბუდეში შედიხარ იმიტომ, რომ მარკმა რაღაც იპოვა, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და ამით მანიპულირებს, — მშვიდად მიხსნის ზადე.
პირს მაშინვე მიხურავს. ცოტა მრცხვენია და თან ცოტათი ვნერვიულობ.
— თუ კიდევ რამეს გაიგებს, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად გამოიყენებს ამას თავის სასარგებლოდ, თუ შანსი მიეცემა.
პირი ისევ მეღება.
— მაგრამ ნუ ნერვიულობ, — ამბობს და მანამდე მაწყვეტინებს, სანამ მოვთხოვდი სახლში დავებრუნებინე. — ჯერ კიდევ მანამდე გავაძრობ კანს სხეულიდან, სანამ შენთვის რაიმე ზიანის მიყენებას მოიფიქრებს.
ამის თქმის შემდეგ კარს აღებს, გადმოდის, გასაღებებს მომლოდინე ვალეტს ესვრის და კარს მტკიცედ აჯახუნებს, თითქოს ყველა კითხვა, რომელიც ენაზე მადგა, ერთდროულად გაწყვიტა.
პირველი კითხვა: ახლა სახლში წასვლა შეიძლება?
საკუთარ თავს ვეკითხები, ღირს თუ არა ჯიჯის მკვლელობის გამოძიება იმად, რომ ასეთ საშიშ ადამიანებში გავერიო.
მაგრამ უკვე გვიანია.
აქ ვარ და გადაწყვეტილი მაქვს, სანამ ზადე სახლში წაყვანს ჩემს რამდენიმე კითხვაზე მაინც პასუხი მივიღო.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს ღამით მხოლოდ ჩემს უსაფრთხოებას კი არა — ჩემს სიცოცხლესაც ზადეს ვანდობ.
იმიტომ რომ შევდივარ სახლში, რომელიც ბოროტ ადამიანს ეკუთვნის — და ამის სათქმელად ზადე ნამდვილად არ მჭირდება.
ჩემს კარს აღებს და ხელს მიწვდის, რომ მანქანიდან გადმოსვლისას დავეყრდნო.
იქიდან, სადაც მისი ხელი ჩემს ხელს ეჭიდება, თითქოს ელექტროენერგია ფეთქდება.
და სიმართლე რომ ვთქვა, ერთადერთი რაც მინდა — მისი ხელები ჩემი სხეულის სხვა ადგილებისკენ წავიყვანო.
ცივ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. სიცივე თითქოს შვებას მგვრის და საშუალებას მაძლევს ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, არა იმ დომინანტ მამაკაცზე, რომელიც ჩემს გვერდით დგას.
მარკის სახლი აშკარად ზედმეტად მდიდრულია.
უზარმაზარი თეთრი მონსტრი ხუთი დიდი სვეტით და მილიონი ფანჯრით.
ჩემი აზრით, სახლი მახინჯია — ტიპური და ძალიან მოსაწყენი.
შიგნით კიდევ უარესია.
ვაბიჯებ დიდ, ფართო დერეფანში, რომლის ორივე მხარეს კედლებზე სურათის ჩარჩოებია ჩამოკიდებული — სავარაუდოდ მარკის ოჯახის ფოტოები.
ჩემი ქუსლები სპილოსძვლისფერ კაფელზე კაკუნობს და უნებლიედ ვფიქრობ, რამდენმა ფეხსაცმელმა უნდა გაიაროს აქ, რომ ეს იატაკი ბოლოს ყავისფერი გახდეს.
მოსამსახურე ბატლერი დერეფანში გვიძღვება, თეთრ სამზარეულოს ჩავუარეთ გვერდი და საბოლოოდ ერთ დარბაზში შევდივართ.
ნამდვილ, წყეულ საცეკვაო დარბაზში.
ისეთი, როგორიც ფილმებშია ნაჩვენები — 1800-იან წლებში, როცა მომავალი ქმრის ან ცოლის პოვნა სწორედ ასეთ მეჯლისზე დასწრებაზე იყო დამოკიდებული.
სამი უზარმაზარი ჭაღი ოქროსფერ ჭერზე ჰკიდია. იატაკი მბზინავი სპილოსძვლისფერია, და პატარა ბრჭყვიალა ნაწილაკები ჭაღების შუქს ისე ირეკლავს, რომ თითქმის მაბრმავებს.
თითქოს პირდაპირ მზეს ვუყურებდე.
— სახე გამოასწორე, — ჩუმად მეუბნება ზადე გვერდიდან.
მხოლოდ მაშინ ვხვდები, რომ ჩემი სახე ზიზღის გამომხატველად მქონდა დაჭიმული.
არა იმიტომ, რომ ეს ადგილი მახინჯია.
არამედ იმიტომ, რომ საშინლად… პრეტენზიული და თვალში საცემია.
სახლის დანარჩენი ნაწილიც რომ არ ვნახო, უკვე ცხადია — ეს ადგილი ყვირის: შემომხედეთ, მე მილიარდები მაქვს და საერთოდ არ ვაპირებ ამ სიმდიდრის გაზიარებას მსოფლიოს იმ მილიონობით მშიერ ოჯახთან.
მაგრამ მე რა ვიცი?
ყოველთვის მაინტერესებდა, საერთოდ აქვთ თუ არა იმ ადამიანებს, ვისაც მთელი მსოფლიოს გამოკვება შეუძლია, ამის გაკეთების უფლება.
ყველა მთავრობა კორუმპირებულია.
შესაძლოა, თუ მსოფლიოს გადარჩენას ეცდები და მდიდრების ჯიბიდან ფულს აქტიურად ამოიღებ, ერთ დღეს მკვდარმა გაიღვიძო.
სახეს ვისწორებ და სრულიად ცარიელ გამომეტყველებას ვიღებ, როცა დარბაზში შეკრებილ ასობით ადამიანს ვათვალიერებ.
ყველა საუკეთესოდ არის ჩაცმული.
ზადე იდაყვს მიწვდის.
ტვინში ყველა სიგნალი მეუბნება, უარი ვუთხრა.
მაგრამ ეს სიამაყეა.
ახლა კი ისეთ მდგომარეობაში არ ვარ, რომ სიამაყემ გაიმარჯვოს.
მძულს ამის აღიარება, მაგრამ ზადესთან ახლოს ყოფნა უფრო უსაფრთხოა.
ხისტად ვეჭიდები მის იდაყვს და მის მხარს ვეყრდნობი.
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ხელები სველ თიხაში ეშვება.
რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი სხეულების ფორმები, მაინც იდეალურად ვერგებით ერთმანეთს.
შემდეგი ერთი საათის განმავლობაში დარბაზში ვტრიალებთ, სხვადასხვა ადამიანებს ვესაუბრებით.
ბევრი მათგანი ნაცნობი სახეა — ტელევიზორში მინახავს, როგორ კამათობენ კანონპროექტებზე და კანონებზე, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ ამერიკელებს უფრო მეტად აწვებიან ზემოდან.
ზადე მომხიბვლელია.
მისი ქცევა მშვიდი და ოდნავ თავშეკავებულია, მაგრამ მაინც ახერხებს ხალხის ყურადღების მიპყრობას, სანამ ისინი მისი თითოეული სიტყვით არ მოიხიბლებიან.
მათი უმეტესობის მზერა მის ნაწიბურებზე ჩერდება.
კითხვები ენაზე ადგათ, მაგრამ არასდროს სვამენ.
შეიძლება იფიქრო, რომ უბრალოდ უზრდელობად მიაჩნიათ ამის კითხვა.
მაგრამ სინამდვილეში მიზეზი სხვაა.
ზადეს თან ისეთი აურა დაჰყვება, ეშინიათ, ვერ უბედავენ . ამის მიუხედავად, საოცარი სანახავია, როგორ მუშაობს ოთახში, როგორ იძენს ამ ადამიანების ნდობას და ინტერესს სულ რამდენიმე წუთში.
არ მაქვს წარმოდგენა, ვინ არის ზადეს მისიის ნაწილი და ვინ არა.
მაგრამ ის თითოეულ მათგანს ისე უყურებს, თითქოს ზუსტად იცის ვინ არიან და მათი ცხოვრების მთელი ისტორიაც იცის.
შესაძლოა სწორედ ასე ახერხებს მათ ასე ღრმად მოხიბვლას — აგრძნობინებს, თითქოს ერთმანეთს უკვე წლებია იცნობენ.
მე კი, პირიქით, ბუნებრივად არ გამომდის ეს ყველაფერი. სოციალური შფოთვა ნერვებს მიწეწავს და გულისცემა ნორმალურზე ბევრად სწრაფი მაქვს.
უცხო ადამიანებს ვუღიმი და ყველაფერზე ვიცინი, რასაც ამბობენ. ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე კარგად გამომდის — სიტყვებით ადამიანების ემოციებზე მანიპულირებას.
წარმოვიდგენ, თითქოს ისინი ყველანი მგზნებარე მკითხველები არიან და ჩემი ნათქვამი სიტყვები ცარიელ ფურცლებზე იბეჭდება, რომ მათმა ხარბმა თვალებმა შთანთქოს.
საოცარია, მაგრამ ეს იმდენად კარგად მუშაობს, რომ უკვე დისკომფორტსაც კი მიქმნის — ყველა თვალით მე მიყურებს, როცა ჩემს კარიერაზე დასმულ კითხვებს ვპასუხობ.
ზადეს რჩევას ვუსმენ და ყველაფერს ბუნდოვნად, ზედაპირულად ვყვები, თუმცა ლამაზ სიტყვებს ვიყენებ, რომ ჩემი ცხოვრება რეალურზე ბევრად უფრო საინტერესო ჩანდეს.
თვითონ ზადესაც კი უჭირს მზერის მოშორება ჩემზე, და ეს ფიქრი ცოტა თავდაჯერებას მაძლევს.
მაგრამ შიგნით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი კუჭი შავი ხვრელია, რომელიც ყველაფერს შიგნით ყრის, როგორც დაჭმუჭნულ ქაღალდს.
ამ ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერმე ზადე ხელს მხვევს წელზე და მაგრად მიჭერს. მისი შეხება მტკიცე და დამამშვიდებელია.
ეს პატარა შეხებები თითქოს ღუზას ჰგავს — მაწყნარებს და მახსენებს, რომ მარტო არ ვარ.
მარკი თითქოს ჰაერიდან ჩნდება და უერთდება ორ წყვილს, რომლებიც ზადეს გარშემო დგანან და უსმენენ, როგორ ჰყვება ერთ სენატორთან შეხვედრის ამბავს.
ალბათ ეს ამბავი სასაცილო უნდა იყოს, რადგან ორივე წყვილი ჩუმად კისკისებს, მაგრამ მე მის სიტყვებს თითქმის საერთოდ ვერ ვიგებ.
— ზაკ! ადელაინ! ძალიან მიხარია, რომ მოხვედით, — ხმამაღლა აცხადებს მარკი და ზადეს მონათხრობს აწყვეტინებს.
ზედე საერთოდ არ ჩანს შეწუხებული. მგონია, ის ამბავი თავიდან ბოლომდე გამოგონილიც კი იყო.
როგორც ჩანს, სისულელეების მოყოლაში მარტო მე არ ვარ კარგი.
— მარკ, — მხიარულად ვამბობ, თითქოს მისი დანახვა ნამდვილად მიხაროდეს.
ის ამას სიამოვნებით იღებს, ზადეს ხელს ართმევს და მე თბილად მეხუტება.
ან, უფრო სწორად, რაც თბილი უნდა იყოს.
სინამდვილეში ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცივსისხლიან ქვეწარმავალს ვეხუტები.
მარკის გვერდით, ალბათ, მისი ცოლი დგას.
ხანდაზმული ქალი ლამაზი წითელი თმით — მწიფე ალუბლის ფერის — შესაბამისი წითელი პომადით და შავი კაბით, რომელიც მის სუსტ სხეულზე თითქოს უბრალოდ ჩამოკიდებულია.
მარკი ზადეს და მეგვაცნობს, ქალი ფართოდ იღიმის.
მაღიზიანებს, ის ფაქტი , რომ მარკი მის სახელს საერთოდ არ ამბობს — უბრალოდ ამბობს ჩემი ცოლი.
თითქოს ის მხოლოდ მისი საკუთრება იყოს და არა პიროვნება, თავისი იდენტობით.
— სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ადელაინ. მე კლერი ვარ, — ამბობს ის და მსუბუქად მართმევს ხელს.
ზადესაც იგივენაირად ეცნობა.
მაგრამ ეშმაკი მას კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წევს — მის ხელს კოცნის და მზერით თავის თვალებში ამწყვდევს.
ეს არ იყო სექსუალური ჟესტი.
რაღაცნაირად დამამშვიდებელი ჩანდა — თითქოს მას რაღაც დაპირებას აძლევდა, რომლის საჭიროებაც თვითონ ქალმაც კი არ იცოდა.
კლერის ღიმილი ოდნავ ირხევა და ის ნაზად ითავისუფლებს ხელს ზადეს ხელიდან.
ჩემი აჩრდილისა და ჩემს გარდა თითქოს ვერავინ ამჩნევს, როგორ იკუმშება მისი ხელი მჭიდრო მუშტად, რომ კანკალი შეიჩეროს.
ის ნერვიულობს.
ეშინია.
გენიოსობა არაა საჭირო იმის გასაგებად, რომ ამ ქალზე ძალადობენ.
თვალებით ფრთხილად ვათვალიერებ მის სხეულს, მაგრამ მაღალი ყელი, გრძელი სახელოები და იატაკამდე კაბა ყველაფერს მალავს.
კაბა ძალიან ლამაზია.
მაგრამ აშკარად ისეა შექმნილი, რომ დამალოს ის დალურჯებები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, აბრეშუმის ქსოვილის ქვეშ მის კანზეა.
სხვა წყვილები ნელა შორდებიან, ალბათ ხვდებიან, რომ მარკს ახლა პირადი საუბარი სურს.
— კიდევ რამდენიმე სტუმარს უნდა მივესალმო, მაგრამ გთხოვთ, დაახლოებით ერთ საათში ჩემს სამუშაო ოთახში შემომიერთდეთ და ერთად დავლიოთ, — ამბობს მარკი. — ჩემი ბატლერი, მარიონი, სიამოვნებით გაჩვენებთ გზას, როცა დრო მოვა.
ზადე იღიმის და სრულიად მშვიდად გამოიყურება.
შეიძლება იმიტომ, რომ უკვე კარგად ვიცნობ იმ მონსტრს, რომელიც მის შიგნით იმალება, მაგრამ მის ამ ხელოვნურ სიმშვიდეში აშკარად ვგრძნობ რაღაც განზრახვას.
— რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით, — მშვიდად პასუხობს ზადე.
— შესანიშნავია! — ხმამაღლა ამბობს მარკი და ფართოდ იღიმის. — და ადელაინ, მოუთმენლად ველი შენთან საუბარს შენი დიდი ბებიის შესახებ.
ის კიდევ ერთხელ მიღიმის, ცოტა ხნით მზერას აყოვნებს ჩემზე, შემდეგ კი კლერს თან იყოლებს და მიდის.
ზადე მართალი იყო.
ეს კაცი აშკარად იყენებს ჩემს ერთადერთ სისუსტეს — ჯიჯის მკვლელობის ამოხსნას.
და რაღაც მეუბნება, რომ ის ინფორმაციას ბოლომდე არ მომცემს, სანამ იმას არ მიიღებს, რაც უნდა.
პრობლემა ის არის, რომ მე საერთოდ არ ვიცი, რა უნდა ჩემგან.
მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ძვლებში ვგრძნობ — ეს შეიძლება ჩემი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.

წერილი


1945 წლის 15 ნოემბერი
ძალიან გაბრაზებული ვარ. ვკანკალებ.
ბოლო დროს შევამჩნიე,რომ ჯონი აზარტულ თამაშებს თმაშობს. ახლა გვიან ბრუნდება სახლში — მთვრალი და გაბრაზებული. ხშირად ბრაზიან მონოლოგებს აქვს იმაზე, რომ ვიღაცებმა ფულში მოატყუეს, თუმცა ისე ჟღერს, თითქოს იმ ადამიანებმა იციან, რომ ჯონს პოკერის თამაში კარგად არ შეუძლია.
რაც არ უნდა იყოს, დღეს წერილი მივიღე, სადაც წერია, რომ ჩვენი სახლი იძულებით იყიდება.
ჩვეულებრივ, ჯონი ანგარიშებს თვითონ აგვარებს, რადგან ის გამოიმუშავებს ფულს. მაგრამ მერე გავიგე, რომ მთელი ჩვენი დანაზოგი გაქრა.
ყველაფერი.
ის ფული სერას სწავლის გადასახადისთვის უნდა ყოფილიყო.
და ახლა აღარ არსებობს.
ცრემლებში ვიხრჩობი.
მან აზარტულ თამაშებში ჩვენი მთელი ფული დაკარგა, და ჩემში რაღაც ნაწილი ხვდება, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალიცაა.
სანამ რონალდო ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა, ბედნიერები ვიყავით...
ახლა კი — ჩვენ გემი ვართ, რომელიც დაიმსხვრა.
გატეხილები.
და უსახლკაროები.
____


შემომიერთდით ფბ ჯგუფში, უფრო მეტი თავის წასაკითხად <3

Haunting Adeline Geo club

არ დაგავიწყდეთ შთაბეჭდილებების გაზიარება, ამ წიგნის თარგმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მყოლოდა ადამიანები ვისაც გავუზიარებდი და გავცლიდით კომენტარებს და აზრებს, თორემ მხოლოდ ჩემთვის, რომ მნდომოდა ორ დღეში წავიკითხავდი და არ ვიწვალებდი.
<3

პ.ს
ძალიან ბევრი სფაისი თავი აქვს ამ წიგნს... წინ კიდევ უფრო უსინდისო თავებია...



№1 სტუმარი B

Dzalian kargi iyo , velodebi gagrdzelebas 💕

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent