შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Haunting Adeline თავი 4


17-06-2025, 11:01
ავტორი Adeline Reilly
ნანახია 128

მანიპულატორი
—ბებიაშენი გიჟი იყო— აცხადებს დაია და ჰაერში აფრიალებს ძველ მაქმანებიან საცვალს.
გავქვავდი.
ჩემი კრეტინი მეგობარი საცვლს წელავს და ენას ისე ათამაშებს, ვითომც ეს მისთვის რაღაც მომაჯადოვებელი წარმოდგენა იყოს. ან ასე ჰგონია მაინც.
მე კი უფრო შეძრწუნებული ვარ, ვიდრე გამხიარულებული.
—შეეშვი რა,— ვამბობ ხმაწართმეული.
ის დრამატულად, ზედმეტად თეატრალურად ატრიალებს თვალებს,სექსუალურად, მაგრამ ჩემთვის ეს კადრი ეგზორცისმის სცენას გავს.
—ძალიან უგრძნობი ხარ. იქნებ ჩემი ბებო გიყურებს ამ წამს? — ვკითხულობ მკაცრი ტონით.
ხუმრობით ვთქვი, მაგრამ ისე სწრაფად გასწორდა, საცვალი ხელიდან გაუვარდა და გამომეტყველებაც შეეცვალა.
—სერიოზულად? შენ გგონია აქ დადის?— თვალები გაუფართოვდა და ისეთი მზერით გაიხედა ოთახში, თითქოს ბებოს აჩრდილი კედელიდან უნდა გამოსულიყო და “ბუ!” ეთქვა.
—ბებოს ეს სახლი სიცოცხლეში ისე უყვარდა, არ გამიკვირდება, თუ აქვე დარჩა.
მაინც ბევრი, რამ ვნახე უკვე,ისეთი რაც ვერ აიხსნება.
—ღმერთო, იცი როგორ უნდა გამოაფხიზლო ადამიანი წამში! — ბურტყუნებს დაია და საცვალს ისე აგდებს სანაგვეში, თითქოს თვითონაც აჩრდილს გაუბრაზდა.
გავიღიმე. მშვენიერია, რადგან უკვე მახრჩობდა იმ საცვლის ტრიალი ჩემს თვალწინ.
—მოვამზადებ კიდევ ერთ ჭიქა დასალევს,— ვეუბნები, ნაკვის პარკის ასაღებად დავიხარე და სიმთვრალისგან ლამის წავიქეცი.
უნდა შევწყვიტო სმა და ვარჯიშზე გადავიდე.
—წინა ახალ წელს დავიფიცე დალევაზე, მაგრამ ერთ კვირაში დავარღვიე, ახლა შემდეგ ახალწელს ჩავუთქვამ, და ეგ იქნება ფიცი რომელსაც ყოველ წელს დავარღვევ.
—ძლიერი გააკეთე. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს დემონები მიყურებენ,— ამბობს და ხმაში უკვე ოდნავ სინანული ერევა.
თვალებს ვატრიალებ.
—ცოტა სტრიპტიზი იცეკვე და ეგ დაამშვიდებს ყველას, ცოცხალსა და მკვდარს,— ვპასუხობ მშრალად.
იმ წამს ყურთან ზუზუნით ჩამიარა წებოვანმა ლენტმა და კედელს მოხვდა. სიცილით ვტოვებ ოთახს. ზურგს უკან კი დაიას გინება მეწევა.
დაიამ მშვენივრად იცის, როგორ გამოიყურება — ზუსტად ამიტომ ვცდილობ, ხშირად საპირისპირო ვუთხრა.
ვიღაცამ მაინც უნდა დადაბლოს ამ სექსუალური ძუკნის თვითშეფასება, თორემ ცაში აფრუნდება მისი ეგო და ვეღარაფერი დაამიწებს.
ნაგვის პარკს კართან ვაგდებ და სამზარეულოში შევდივარ.
მაცივრიდან ანანასის წვენს ვიღებ და ბარისკენ ვბრუნდები, რომ კოქტეილები გავამზადო…
გავიყინე.
გავიყინე.
თითქოს ფილტვები ჩამეკეტა და გამეყინა ძარღვები.
ბარის ზედაპირზე დგას ცარიელი ვისკის ჭიქა და მის გვერდით — კიდევ ერთი წითელი ვარდი.
ბაბუაჩემის ვისკისგან ერთი წვეთია დარჩენილი მხოლოდ.
ეს ჭიქა აქ არ იდგა.
არც მე და არც დაია ბოლო საათია არ ჩამოვსულვართ ქვემოთ — ორივე ჩაფლულები ვიყავით ბებია-ბაბუის წერილებში, მტვრიან ნივთებში.
მივუახლოვდი ჭიქასა და ვარდს ისე, თითქოს მძინარე გველები იყვნენ — საკმარისია გავმოძრავდე… და შეიძლება თავს დამაცხრენ.
გული ისე მიცემს, თითქოს ყურებიდან უნდა გამოვარდეს.
ცალი ხელი ნელა წავიღე ჭიქისკენ, ვაკვირდები თითქოს ჯადოსნური ბურთია და მეტყვის — ვინ მომიტანა ეს?
სამზარეულოში მარტო ვარ.
წინა კარიც ჩემს თვალწინაა — ვხედავ, რომ არავის გაუღია.
და მაინც, მზერით ვასკანერებ მთელ ოთახს. ვამოწმებ მისაღებს, კუთხეებს, აივნისკენ მიმავალ შესასვლელს…
ვინც ეს გააკეთა — ის აქ შემოიპარა, აიღო ჭიქა, ჩამოიღო ვისკი და დაიწყო სმა.
იმ დროს, როცა მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ზემოთ ვიყავით.

არაფერი გამიგია. არც ერთი ბგერა.
არც ნაბიჯი. არც კარის ხმა.
გაბრაზებული მივიჭერი შესასვლელ კართან, სახელურს დავეჯაჯგურე —
დაკეტილია.
ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის.
მაშინ რაღაში მჭირდება ეს საკეტები, თუ ჩემს სახლში შემოსვლა მაინც ყველას შეუძლია?
—სად ჯანდაბაშია ჩემი სასმელი, ქალო? — ყვირის დაია მეორე სართულიდან.
—მოვდივარ! — ვუპასუხე.
შევბრუნდი სამზარეულოში, ისევ იმ მზერით, თითქოს სადღაც კედელში უხილავი კარი იყოს და ის უჩინმაჩინი წამში გამოძვრება უკან.
სამზარეულოს მარჯვენა მხარეს გასასვლელია — იქედან დერეფანში გადადიხარ, რომელიც კიბის მეორე მხარეს გადის.
ჩაბნელებულია.
ის არსება შეიძლება იმ დერეფანშია… ჩრდილის მიღმა.
ან რომელიმე საძინებელში იმალება, ზუსტად იმ მომენტს ელოდება, როცა გვერდს ჩავული.
ადრენალინის ახალი ტალღა მივლის.
შეიძლება მართლა ერთ-ერთი იმ იდიოტი გოგოებიდან ვარ,
ჰორორ ფილმებიდან — ვინც ხმას რომ გაიგებს, თვითონვე მიდის და ათვალიერებს.. და მაყურებელი კივის,
"არა, არა, ნუ მიდიხარ!"
მაგრამ — უკვე მივდივარ.

ნამდვილად ასე მინდა შევხვდე სიკვდილს?
იდიოტი გოგოსავით, რომელსაც შეეძლო უბრალოდ გაქცეულიყო სახლიდან… ან უბრალოდ დახმარება გამოეძახა?
თუ ის ვიქნები, ვინც ვერ შებოჭა შიშით — ვიღაც ნაბიჭვარმა, რომელმაც იფიქრა, შეუძლია რომ ჩემს სახლში ნებისმიერ დროს შემოვიდეს, ბაბუაჩემის ვისკი დალიოს და მერე დამცინავი კვალი დატოვოს,
თითქოს საერთოდ არ ადარდებს, რომ შეიძლება დავიჭირო.
საწყენზე მეტად — შემზარავია.
ინტერესიც კი მიჩნდება — საერთოდ ცდილობს დამალვას?
სავარაუდოდ არა.
ძალიან აშკარად იცის, როგორ შემოვიდეს სახლში ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს.
მაშინ რაღაში სჭირდებათ კარადაში დამალვა? საძინებელში ჩასაფრება? ან ბნელ დერეფანში ლოდინი?
ის ნებისმიერ წამს შეძლებს უკან შემოძრომას.
მოდის და მიდის, როგორც მოუნდებათ.
ამის ცოდნამ მუცელი მატკინა. და თან რაღაც… უსუსურად მაგრძნობინა თავი.
რა აზრი აქვს საკეტების შეცვლას,
თუ მისთვის ამას ისედაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს?
ღრმად ჩავისუნთქე.
კარგი. ვიქნები ის იდიოტი გოგო.
მაგრამ დანით ხელში.
სიჩუმით, მსუბუქი ნაბიჯებით დავიწყე მთელი სახლის შემოვლა.
არ მინდა დაია შევაშინო,
ჯერ არ არის საჭირო.
ვერსად ვპოულობ, არაფერს. კვალიც არ ჩანს.
ბოლოს ისევ სამზარეულოში დავბრუნდი,
ვიღებ ვარდს, ერთიანად ვაწყვეტ თავს და
ვყრი ცარიელ ჭიქაში.
სულის ნაწილი იმედოვნებს —
მობრუნდება. რომ ნახოს ჩემი პატარა “შემოქმედება”.


***
—მართლა გეუბნები, რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი. მეშინია შენს გამო,— ამბობს დაია და კარს არ აშორებს ფეხს.
მთელი დღე ჩემთან ერთად გაატარა სახლში, დავალაგეთ. დავიქირავე დიდი ნაგვის კონტეინერი, და იმდენი შევტენეთ შიგნით, რომ ბოლოს ძლივს დავხურეთ.
ათი საათია.
რამდენიმე რეისი გუდვილში.
ბოლოს კი — გამოთავისუფლებული, დაცლილი სახლი დაგვრჩა.
ბებია-ბაბუა არასდროს იყვნენ ტიპური „შემგროვებლები“, მაგრამ მაინც იოლად გროვდება წვრილმანები — ნივთები, რომლებიც გგონია რომ ოდესმე დაგჭირდება და, რა თქმა უნდა, არასდროს დაგჭირდება.
ნანას გარდაცვალების შემდეგ დედაჩემმა მთლიანად გადაათვალიერა სახლი — ან გაყიდა, ან გაატანა რასაც მოედო.
თორემ ა შეიძლება თვეები გაგრძელებულიყო მხოლოდ დალაგება.
—ნუ ნერვიულობ, კარგად ვიქნები,— ვპასუხობ.
მთელი დღის ნელ-ნელა დაგროვილი სითამამე, პლუს კიდევ რამდენიმე კარგად შეზავებული კოქტეილი, დამჭირდა, რომ დაიასთვის სიმართლე მეთქვა — ვისკის ჭიქისა და მეორე ვარდის ამბავი.
სწორი არ ვიქნებოდი, რომ მომეტყუებინა— მით უმეტეს მაშინ, როცა სახლში ჩემთან ერთად იმყოფებოდა.
მართებული არ იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ არჩევანის უფლება მიმეცა, დარჩენილიყო თუ წასულიყო.
გაგიჟდა, ბუნებრივია.
და დარჩენილი დღე თავი მოაბეზრა, რომ სახლში არ დავრჩენილიყავი მარტო.
მაგრამ მე აზრს არ ვიცვლი.
ყელში ამომივიდა ხალხი, ვინც ცდილობს აქედან გამაქციოს —
ჯერ ჩემი მშობლები, ანუ დედაჩემი;
და ახლა ვიღაც მანიაკი, რომელსაც ერექცია აქვს „გადაფსიხებულ თამაშებზე“.
მე კი დიახ, მეშინია.
მაგრამ შტერი ვარ.
ასე რომ, არ მივდივარ.
მართალი გითხრა, გამიკვირდა, რომ დაია ამდენ ხანს დარჩა ჩემს სახლში.
მუდმივად თვალს აქეთ-იქით აცეცებდა.
და მგონი ათასჯერ მაინც მითხრა: „რა იყო ეს ხმა?!“
მაგრამ მას მერე არაფერი მომხდარა. არც ბგერა. არც ვარდი.
ახლა კართან დგას. არ მიდის. ვერ მტოვებს მარტო.
—დამტოვე შენთან,— მეათასედ მეუბნება.
—არა. შენს უსაფრთხოებას არ დავაყენებ რისკის ქვეშ.
თვალებში ბრაზი უფეთქავს.
—აი ზუსტად ეგ. ეგ არის შენი პრობლემა.
თუ ჩემთვის სახიფათოა აქ დარჩენა, მაშ შენთვის როგორ არაა?
პირს ვაღებ, რომ ვუპასუხო, მაგრამ არ მაცლის.
—საფრთხეში ხარ, ედი. და მაინც აქ რჩები. რატომ?
რატომ, რატომ?
სახეს ვისრეს.
ვბრაზდები — არა მასზე, არა, არ არის მისი ბრალი.
მეც იგივენაირად მოვიქცეოდი.
მაგრამ არ მე არ წავალ.
არ ვიცი, რატომ.
არ შემიძლია ავხსნა.
უბრალოდ ასე მგონია — თუ წავალ, მას მივცემ გამარჯვების უფლებას.
პარსონსების მამულში სულ ერთი კვირაა, რაც დავბრუნდი, და უკვე ცდილობენ, გამაგდონ.
არ ვიცი, რატომ მაქვს ასე მტკიცედ გადაწყვეტილი —
დრჩენა.
გამოვცადო ის ადამიანი.
გამოვიწვიო.
დავანახო, რომ არ მეშინია.

მეშინია გულის წასვლამდე.
მაგრამ თან ჯიუტი ვარ.
მაგრამ აი ასეა — ახლა ამ წამს, მართლა არ მადარდებს.
კი, მკითხეთ იგივე, როცა ის დედა**ღამეს თავზე დამადგება და ყურებას დამიწყებს, როგორ მძინავს…
მაშინ სხვანაირად ვიგრძნობ თავს.
მთლად გმირი არ ვიქნები ალბათ.

—ყველაფერი კარგად იქნება, დაია. გეფიცები. ბალიშის ქვეშ დანა მიდევს. თუ საჭირო გახდა, საძინებელში ბარიკადებს გავაკეთებ. ან ვინ იცის, საერთოდ დაბრუნდება თუ არა?
არგუმენტი სუსტი მაქვს, ვიცი.

რა საოცარია —
ხალხით სავსე ადგილებში ყოფნა, სოციალური სიტუაციები ისე მძაბავს, რომ ხანდახან მინდა, ცეცხლი წავიკიდო და გავქრე.
და აი ახლა, როცა ვიღაც ჩემს სახლში შემოიპარა —
გავძელი და ვრჩები და არ გავრბივარ.
არც მე მესმის, ლოგიკა სად არის.
—არ მინდა აქ დაგტოვო. თუ რამე დაგემართა, მთელი ცხოვრება ჩაძირული ვიქნები იმ დაწყევლილ კითხვებში — რა იქნებოდა, რომ...—გადარჩებოდი თუ უბრალოდ თმით გამოგათრევდი სახლიდან? — ოხვრით ამბობს, თითქოს საკუთარ მომავალ დრამატულ მემუარებს კითხულობს.
გავიბუსხე. თმით თრევა არც ისე დამაკმაყოფილებელი სცენარია ჩემთვის.
ეს თმა ნელა იდხანს მეზრდება.
—თუ დაბრუნდება, მაშინვე პოლიციას დავურეკავ,— ვეუბნები.
თვალებს ატრიალებს ისეთი ყალბი მოთმინებით, როგორსაც მხოლოდ ძალიან გაბრაზებული მეგობრები იღებენ.
ბრაზობს ჩემზე.
და ეს სამართლიანია.
—თუ მოკვდები, ძალიან გავბრაზდები, ედი,— გამოსცრა კბილებში.
სუსტი ღიმილი მეპარება.
—არ მოვკვდები.
იმედია.
საბოლოოდ სუნთქვაშეკრული მეხვევა. ძლიერად მიჭერს მკლავებს, თითქოს თავის თავს არ ანდობს ჩემს გაშვებას.
—დამირეკე, თუ დაბრუნდება.
—დაგირეკავ,— ვტყუი.
ის მიდის.
კარს ხმაურით იკეტავს.
ღრმად ამოვისუნთქე, გავხსენი უჯრა, დანა ამოვიღე და თავი დავხარე —
დაღლილი, მაგრამ მობილიზებული შევდივარ აბაზანაში.
შხაპი მჭირდება. ცხელი, გრძელი შხაპი.
და თუ იმ ეშლილს ახლა მოუნდება, რომ დამესხას თავს…
ხელში მაქვს დანა. სიამოვნებით ჩავარტყამ.


წერილი


16 მაისი 1944
ჯონი კითხვებს მისვამს, ყოველთვის აინტერესებს, რას ვაკეთებ, როცა სახლში მარტო ვარ. ვუთარი, რომ სახლს ვალაგებდი. სერაფინა 14 წლისაა, და უკვე თვითონ აკეთებს დავალებებს, მე კი ვზრუნავ, რომ შინ მოსულს საჭმელი ყოველთვის ცხელი დახვდეს. ჩვეულებრივი ცოლური მოვალეობები.
ის მაინც დაეჭვებულია.
ჩემს ქცევებშ ცვლილებებს ხედავს.
ვერ ვუარყოფ, განსსხვავებულად ვიქცევი მას შშემდეგ, რაც ჩემი ფანჯრების უცნობი საახლში შემოვიდა..
ის ჯერ არ დამლაპარაკებია, მიუხედავად იმისა თუ რამდენი ვეხვეწე, სახელი მაინც ეთქვა, ან საიდან მიცნობს, ან საიდან მოვიდა, ან ჩემგან რა უნდდა.
არანნაირი სიტყვა…
იმდენად მინდა მისი ხმის გაგება, რომ ვეხვვეწები და ვთავაზობ,, ცუდა რამეებს,,
კოცნას, შეხებას, მაგრამ ის მიღიმის და მორჩა მხოლოდ ნიკაპზე მეხება და მიდის. მტოვებს მისი შემდეგი ვიზიტის მოლოდინში.


_____
თქვენ ხომ არ იცით წინ რა თავები გელოდებათ <3
პს. როცა თავი იწყება მანიპულატორით: ჩვენი გოგოს თვალთახედვაა. როცა აჩრდილით: ჩვენი სტალკერის.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

შოკია და ინტრიგა,საოცრად მომწონსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent