ალუბლის არომატი (ნაწილი 5)
- დანი! დანი როგორ ხარ, რა გიქნა იმ ძუკნამ! - დანიელთან აღელვებული იშაი მივარდა, ერთი თანამშრომელი კიბეებზე დაეშვა, ლიზას დაედევნა, მეორე იშაის ეხმარებოდა დანიელის წამოდგომაში - სერიოზული არაფერია, ფეხში ვარ უბრალოდ დაჭრილი - დანიელმა მშვიდად წარმოსთქვა სიტყვები, თითქოს უმნიშვნელო დეტალი ყოფილიყო. - მოდი დამეყრდენი - ლიფტისკენ წაიყვანეს, ჭრილობაზე ნაჭერს ადებდნენ რომ სისხლის ნაკადი შეეჩერებინათ, მანქანისკენ წაიყვანეს და უკან მოაკალათეს - გაიქცა! ვერ დავეწიე - სუნთქვა აჩქარებულმა მოირბინა მანქანასთან ერთ-ერთმა პოლიციელმა - კარგი არაუშავს, სხვა დროს მივხედავთ, ახლა საავადმყოფოში წავიყვანოთ - მშვიდი, გადამწყვეტი ხმა ჰქონდა იშაის. დანიელი ზურგით სავარძელში ჩაჯდა, მშვიდად, თითქოს არაფერი მომხდარიყო. გულში კი უცნაურ კმაყოფილებას გრძნობდა მთელი საქმის ფონზე მის თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვლია..მთელი საემიგრაციოს დეპარტამენტმა გაიგო მომხდარის შესახებ.. დანიელი უბრალო რიგითი თანამშრომელი არ იყო.. ის ძალიან ბევრს უყვარდა და პატივს ცემდნენ.. - რანაირად დაგჭრა იმ არანორმალურმა? - ჰკითხა იშაიმ - დავინახე როგორ გარბოდა, მისი დაჭერა ვცადე, დავეწიე.. და ხელში დანა ჰქონია.. შემდეგ ვერაფერს გავხდი - ის სიფრიდანა გოგო რანაირად მოგერია დანი - იცინოდა აარონი - ბიჭო, დანა ჰქონდა! არც კი ვიცოდი! - დამაცადე, იმას ვანატრებინებ პირველ ჯერზე რომ არ წავიდა! მიწაშიც რომ ჩაძვრეს მაინც ვიპოვი მაგ გოგოს და შენთვის ბოდიშს მოვახდევინებ დანიელ! ძალიან გტკივა? - გაუსაძლისად არა.. - როგორ შემეპარა შენში ეჭვი.. როგორ?! - საჭეს მიარტყა ხელი იშაიმ - რა ეჭვი შეგეპარა - ვფიქრობდი რომ შენ ეხმარებოდი.. - სერიოზულად? მაგარია.. - ჩაეცინა დანიელს, ხმა ჩახლეჩილს, ირონიულად - ასე მეგონა.. მაპატიე დანი.. - კარგი კარგი.. - მოვედით.. შეძლებ შენით გადმოსვლას თუ საკაცე მონატანინო - მგონი შევძლებ, ოღონდ დამეხმარე რომელ ნომერ ავტობუსში ავედი და რა მიმართულებით წავედი ისიც კი არ ვიცი.. დაახლოებით ორი გაჩერების შემდეგ ჩამოვედი და ჩემი ბინისკენ მიმავალი ავტობუსის გაჩერება მოვძებნე.. მთელი სხეული მიცახცახებდა.. - ქალბატონო - დამიძახა ვიღაცამ..შევკრთი, თავი ნელა მოვატრიალე, ნელა გავუსწორე თვალი ადამიანს რომელიც მეძახდა - ხომ არ იცით რომელი საათია? - ამოვისუნთქე.. გამვლელი მოქალაქე აღმოჩნდა.. ასე ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო ემსგავსებოდა კოშმარს..სამსახურშიც, ქუჩაშიც, სახლშიც.. ყველგან შიშის ქვეშ ვიყავი, რომ ვიღაც მოვიდოდა და დამიჭერდა.. დაახლოებით შუადღის ოთხ საათზე უკვე სახლში ვიყავი.. როცა მუშაობას შუაღამეზე ვამთავრებდი ყოველთვის.. სახლში ასულმა სახეზე წყალი შევისხი.. ნელ-ნელა სუნთქვა დამიწყნარდა, ჩამოვჯექი, მოვისვენე.. მომხდარი გავაანალიზე.. თითქოს ფილმის მთავარი მონაწილე ვიყავი, რომელიც მუდამ საფრთხეებს გაურბოდა.. სასწრაფოდ რამე უნდა მომეფიქრებინა.. ჩემი ქუჩაში სიარულიც კი საშიში იყო.. უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე რომ ოჯახში უნდა მემუშავა დარჩენით.. ეს უფრო ძნელი იქნებოდა თუმცა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ამ ეტაპზე, ისეთ ადგილას წასვლა სადაც ქუჩაში სიარული არ მომიწევდა.. წინ და უკან დავდიოდი, ოთახში ვბორგავდი, გადაწყვეტილებას ბოლომდე ვერ ვიღებდი. თითქოს უფსკრულის კიდეზე ვიდექი და ვცდილობდი ამოსვლას ხელებით, ფრჩხილებით, სისხლამდე.. მთელი ჩემი ემიგრანტობის წლები სწორედ ამისთვის ვშრომობდი რომ დედაჩემი და საკუთარი თავი ამ უფსკრულიდან ამომეყვანა. დედა… რომელმაც ჩემს გამო საკუთარი ჭერი გაყიდა და ახლა სამოწყალოდ ძმასთან ცხოვრობდა. მე ვალდებული ვიყავი მის წინაშე, ვალდებული, რომ ჩემი შეცდომების გამო დანგრეული ცხოვრება გამომესწორებინა. დამებრუნებინა მისთვის სიცოცხლის ხალისი. ჩავკვროდი გულში მშვიდად მას შემდეგ, რაც ყველაფერს მოვაგვარებდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ერთ პრობლემას ყოველთვის მეორე მოსდევდა. თითქოს ბედისწერა ამოწმებდა რამდენს გავუძლებდი..ზუსტად ამ ფიქრებში გართულს დამირეკა დედამ, სახე დავალაგე, ხმა დავამშვიდე, არ უნდა ეგრძნო, რა ქარიშხალი ტრიალებდა ჩემში. - გისმენ დედი - გავუღიმე და კოცნა გავუგზავნე - რას შვები დე, როგორ ხარ, დღეს არ დაგირეკავს - ხო.. ცოტა რთული დღე მქონდა.. - ისევ სახლში ხარ დე? არ გასულხარ არც დღეს სამსახურში? - არა.. რაღაცას ველოდები და არ გავსულვარ - მოვატყუე, ზედმეტი ნერვიულობა არ სჭირდებოდა..დედამ ღრმად ჩაისუნთქა, იმ ჩასუნთქვაში რაღაც ცუდი ვიგრძენი. - დე.. ვიცი ათასი პრობლემები გაქვს, მაგრამ უნდა იცოდე ეს ამბავი - რა ხდება? - უკვე დაძაბული ვიყავი. - უკვე იციან სადაც ხარ - სრული ბედნიერებისთვის ეს მაკლდა, სიმწრისგან გამეცინა - საიდან გაიგეს? - რეაქციების რესურსი ამოწურული მქონდა, ამდენი ნეგატივისგან.. - არ იცი რამხელა ძალაუფლება აქვთ? შენი პასპორტის წყალობით მოგაგნეს, გაიგეს რომ ისრაელიდან იყავი დეპორტირებული..ცხადია იციან რომ მანდ ხარ.. ლიზა დეე.. მეშინია - გული მომეკუმშა. - ნუ გეშინია დედი, კარგად ვიქნები, არაფერი არ მოხდება.. შენთან იყო ვინმე მოსული? - დედა გაჩუმდა, თავი დახარა - დედა მიპასუხე, ვინმე დაგემუქრა?! - არა შვილო - დედა! მატყუებ! თვალებში ვერ მიყურებ, მითხარი ვინ იყო - თვითონ იყო მოსული.. მითხრა.. - დედას ხმა ჩაუწყდა, ცრემლები იგრძნობოდა. - მითხარი რა გითხრა იმ ნაბიჭვარმა - მითხრა მაინც ვიპოვი რაც არ უნდა მოხდესო.. საქართველოში ფეხი რომ დადგას მაშინვე დავასახიჩრებო.. თუ მოვახერხე და იქამდე ჩავედი, იქვე გავუსწორდებიო.. დედი ჩემს თავს არ დავეძებ, შენ იყავი სამშვიდობოს.. - სისხლი გამეყინა. - ჩემზე ნუ გეშინია, შენ სასწრაფოდ დატოვე მაქაურობა, მისამართს მოგცემ ჩემი მეგობრის, დროებით მასთან მიდი, დავურეკავ, მერე რამე ბინას გიშოვი - აწი სადღა წავიდე, ვიქნები აქ დედი, აქ თუ მიპოვეს, სხვაგანაც მიპოვიან - არა! ნინისთან წადი, უფრო მშვიდად ვიქნები, გთხოვ! - შენ? რას აპირებ? - უკან არაფერზე დავიხევ იმისთვის რომ აქ დავრჩე!! ყველა გზა მოჭრილი მაქვს, დასაკარგი არაფერია! ბრძოლას ვაპირებ დედი, მაგ ნაგავ ხალხს უფლებას არ მივცემ რამე დაგვიშავოს, გავუსტუმრებ როგორმე იმ ფულს და თავს დაგვანებებენ - არ დაგანებებს.. მას შენთან აქვს პრობლემა - მოვაგვარებ! შენს ცრემლებს ვერ ვიტან, დედიკო. შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. აბა, ახლა გამიღიმე! - ძალით, მაგრამ გავაღიმე. დავაწყნარე, დავამშვიდე... მისთვის ყოველი ნერვიულობა გულის შეტევის რისკი იყო. გულზე პრობლემები აქვს… და ამ ყველაფრის მიზეზი, სიმართლე რომ ვთქვა მე ვარ... არასდროს არ წამოუძახებია ეს დედაჩემს ჩემთვის, თუმცა მე ვარ.. რეალობას ვერ გავექცევით.. რომ არა მე, დედაჩემის ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა და არ იცხოვრებდა ასე მომთაბარესავით..არ გაიღვიძებდა ყოველდღე იმის შიშით რომ დღეს მას ან მის შვილს სიცოცხლეს გამოასალმებენ.. არ დაიმალებოდა.. უნდა შევცვალო ეს ყველაფერი! აუცილებლად უნდა მივაღწიო იმას რომ დედაჩემი გავათავისუფლო! კიდევ უფრო ცივსისხლიანი გავხდი! კიდევ უფრო მწყუროდა ამ ქვეყანაში დარჩენა! კიდევ უფრო მეტად გავაკეთებდი ამისთვის ყველაფერს! ახლა უფრო მეტად თავზეხელაღებული ვიყავი! ფეხზე წამოვხტი, ჯერ აივანზე გავედი და სიგარეტი მოვწიე.. გონებაში ყველაფერი დავალაგე.. მე აქ უნდა ვიყო! ხელს ვერავინ მახლებს! მიზნების მისაღწევად აქ ყოფნა მჭირდება! - ცხელ გულზე სახლიდან გამოვედი და გეზი ბათიამისკენ ავიღე, კარი გავაღე და გვანცა შემომხვდა, ჩემი დანახვა გაუკვირდა, მაჯის საათს დახედა - ლიზა, ამ დროს სახლში რა გინდა? - დღეს კინაღამ დამიჭირეს - რას ამბობ?! - ჰო.. შენმა დაკუნთულმა პრინცმა გადამარჩინა - ღმერთო.. კიდევ კარგი.. რას აპირებ? - ჯერ არვიცი, ბატონ დანიელს უნდა ველაპარაკო! გავიგო რას მიპირებენ - დღეს მთელი დღეა ვერ ვუკავშირდები.. - დაჭრილია - რაა? - მე რომ გადავერჩინე თავი დაიჭრა, უფრო სწორედ თავისი თავი გადაირჩინა - ლიზა ნუ ხარ უმადური - რატომ ვარ უმადური?! იცის რომ თუ დამიჭერენ კარგი დღე არც მას არ დაადდგება - და რას იზამ, იტყვი ყველაფერს?! - კი ვიტყვი! კეთილი უნდა ინებოს და დამიცვას! როგორც უნდა! - აჭრილი ხარ? რეებს ლაპარაკობ? - ძალიან გთხოვ, შენი დაცვა არ სჭირდება გვანცა! ვხედავ რომ მოგწონს, მაგრამ ნისკარტის გამოწმენდა საჭირო არ არის! - ლიზა ზედმეტი მოგდის! საერთოდ არ მომწონს მასზე ასე ცუდად რომ საუბრობ - შენ ეგ ნაგავი ანგელოზი გგონია? იცი თავიდან რა შემომთავაზა გაშვების სანაცვლოდ? იცი?! სექსს მთავაზობდა, ფულთან ერთად - რა? - რაც გაიგე - და მერე? დათანხმდი? - გვანცას გაოგნებულმა გავხედე - მან გამოგიშვა და თუ ეგ ყველაფერი შემოგთავაზა ლოგიკურია ეს კითხვა გამიჩნდა! - ვიცი რომ მას არ იცნობ გვანცა, მაგრამ მე ხომ ძალიან კარგად მიცნობ! ეგ კითხვა მეორედ აღარ დამისვა! - გამოვბრუნდი და ჩემი გზა განვაგრძე.. გვანცა სახლში შევიდა, ჩამოჯდა.. ლიზას სიტყვები ახსენდებოდა.. ჩაფიქრდა.. მართალია მასსა და დანიელს შორის იყო ცოტა ფლირტი თუმცა ისეთი არაფერი ყოფილა ეჭვიანობის სცენები რლმ გაემართა.. ფაქტი იყო ლიზას ნათქვამი არ ესიამოვნა.. გულზე ცუდად მოხვდა, რადგან გვანცა არ იყო გულგრილი დანიელის მიმართ.. დანიელი კოჭლობით მოიყვანეს ბიჭებმა საავადმყოფოდან, მხრებზე დაყრდნობილი დანიელი კბილებს აჭერდა ერთმანეთს, თუმცა სახეზე მაინც მშვიდი გამომეტყველება ეჭირა თითქოს არაფერი მომხდარა.. ლოგინზე მიაწვინეს - საჭმელი არ გშია? რამე არ გინდა? მითხარი - თავს დასტრიალებდა იშაი. სამსახურში მკაცრი და ცივი იყო, ახლა კი თვალებში აშკარა წუხილი ედგა ძმაკაცის გამო - იშაი დედაჩემვით ნუ იქცევი, არაფერი არ მინდა - დედაშენზე გამახსსნდა, არ დავურეკო? - არა! არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გაიგოს, თორემ მოვა და ოცდაოთხი საათი აქ დამიჯდება! არა და არა! - იშაის გაეცინა - მაშინ მე დავრჩები აქ თუ გინდა, რამე რომ დაგჭირდეს.. - არა ძმაო, საჭირო არაა, წადი, დასვენება უფრო მჭირდება ახლა.. - სიცხის დამწევები ხომ გაქვს, რომ დაგჭირდეს - კი იქნება.. სარას ყოველთვის მილიონი წამალი მოჰქონდა ხოლმე.. არ ინერვიულო არაფერზე, კარგად ვიქნები, ცოტა მოვკეთდე და სამსახურს დავუბრუნდები - მალე გამოკეთდი, მაგ ნაიარევის ავტორი დასაჭერი გვყავს, უშენოდ ამას არ გავაკეთებ დანი, საკუთარი ხელით უნდა დაგასჯევინო - ჰო აბა რა.. - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა დანიელმა - კიდევ უფრო დაგამახსოვრა ქართველმა ერმა თავი, ისედაც ვერ იტანდი მათ და ახლა ამ იარას რომ შეხედავ სულ გაგახსენდება - იშაიმ ქურთუკი შემოიცვა და ბიჭები წავიდნენ.. კარი დაიხურა, ბინაში სიჩუმე ჩამოწვა, დანიელმა ჭერს ახედა. - საკუთარი ხელით უნდა დავიჭირო თურმე… როგორ არა… საკუთარი ხელით გავუშვი - ჩაიცინა მწარედ, შემდეგ გაახსენდა რა სიგიჟეც ჩაიდინა, როგორი სასოწარკვეთილი იყო იმ წუთებში ლიზა, გაეღიმა.. შემდეგ უჯრიდან მისი დანატოვარი სუნამო ამოიღო ალუბლის არომატით, ოთახში გაასხა და სურნელი შეისუნთქა, ისევ გაეღიმა..მარტო დარჩენილმა ნელა გადაბრუნდა გვერდზე, ჭრილობამ მაშინვე შეახსენა თავი, მჩხვლეტავი ტკივილი ბარძაყის მიდამოში, თითქოს შიგნიდან ცხელი რკინა აჭერდა.. - გიჟი ქართველი.. - შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა.. მოვლენები გაანალიზა.. ახლა უფრო რთულად იყო საქმე, იმ მომენტში მან ლიზაც გადაარჩინა და ასევე საკუთარი თავიც, თუმცა ახლა უფრო მეტად იქნებოდა საემიგრაციოს სამიზნე ლიზა.. მან საპატიო თანამშრომელი "დაჭრა", იშაის "ძმა" და მეგობარი.. მას აუცილებლად დაიჭერდა იშაი.. უბრალოდ დროის საკითხი იყო.. - ცუდი სუნი ასდის ამ საქმეს.. ძალიან ცუდი ბატონო დანიელ - განაგრძობდა საკუთარ თავთან საუბარს.. შემდეგ გვანცას დაურეკა - ჰეი, როგორ ხარ - მე კი არა, შენ როგორ ხარ? - როგორც ჩანს უკვე ყველაფერი იცი - ეს სიგიჟე როგორ გააკეთე დანიელ, რამე რომ მოგსვლოდა? ლიზას გამო.. როგორ გააკეთე არ მესმის.. - ლიზას გამო? - ჩაილაპარაკა ხმამაღლა.. სწორედ ახლა დაფიქრდა ყველაზე მეტად ამ სიტყვებზე "ლიზას გამო".. იმ წუთას ამაზე არც უფიქრია, არც მერე..ეს სიტყვები თითქოს კედლებს დაეჯახა და უკან დაუბრუნდა. ახლა უკვე მკაფიოდ ხედავდა იმ წამს, მის აჩქარებულ სუნთქვას, კანკალს, ლიზას თვალებს, არეულ, ველურ მზერას.. რატომ დაიჭრა საკუთარი თავი?.. აქამდე ეგონა რომ ამას მისივე ჩასვრილი საქმის გამო აკეთებდა, საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ეს უბრალოდ გათვლა იყო, ჭკვიანური სვლა, რომ ეჭვები აეცილებინა თავიდან, მაგრამ სიმართლე სხვანაირი აღმოჩნდა.. იმ მომენტში საკუთარ თავზე საერთოდ არ უფიქრია.. გაგიჟებული კუთხეში მიმწყვრეული ლიზას დანახვამ, მისი აჩქარებული სუნთქვის მოსმენამ, მისმა სასოწარკვეთილმა თვალებმა..ამ ყველაფერმა უბიძგა ამის გაკეთებაზე..სწორედ მაშინ, ყოველგვარი გათვლის გარეშე, დანით საკუთარ თავს მიაყენა ჭრილობა..როცა ამ ყველაფერს მიხვდა თვითონაც გააკვირვა თავისივე საქციელმა..თითქოს ვინმე სხვა იყო ის კაცი, რომელმაც ასე იმოქმედა.. დანიელი არასდროს მოქმედებდა ემოციით, არასდროს რისკავდა გონების გარეშე. - ალო.. დანიეელ.. გესმის? სად წახვედი? - მხოლოდ ახლა მოვიდა გონზე - ჰო გვანცა, აქ ვარ.. ჩავფიქრდი უეცრად - ჩემი დახმარება გჭირდება რამეში? შემიძლია მოვიდე - არა, საჭირო არ არის, მადლობა.. ახლა უნდა დავიძინო გვანცა, დროებით - ტელეფონი გათიშა, სიჩუმე და მერე ჭრილობის ტკივილი.. ფეხის ოდნავ მოძრაობაზეც კი ტკივილი მკვეთრად ამოვარდებოდა და მთელ სხეულს ედებოდა..საწოლში პოზის შეცვლას შეეცადა და მკვეთრი მჩხვლეტავი ტკივილი თავს არ ანებებდა.. სხეულმა სიცხის მსუბუქი ტალღაც იგრძნო.. ლიზა ბათიამში მივიდა.. ნაცნობ კორპუსთან ახლოს, ზღვის პირას რომ იდგა..ქარიანი ამინდი იყო, რაც ზღვის სუნს კიდევ უფრო აძლიერებდა.. ქუჩის განათება ციმციმებდა, შორიახლოს ტალღები ხმაურობდნენ.. გარემო გულდასმით მოათვალიერა, როცა საეჭვო ვერაფერი დაინახა სწრაფად შეირბინა სადარბაზოში.. სწრაფად აირბინა კიბეები და კარზე დააკაკუნა.. - ჯანდაბა.. ახლა ვინღა მოვიდა - დანიელი ძლივს წამოიზლაზნა საწოლიდან. კოჭლობით, კედელს დაყრდნობილი მივიდა კართან და გააღო. კარის ზღურბლზე ლიზა იდგა. - შენ? აქ რას აკეთებ? გაგიჟდი?! - ლიზას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა - საქმე მაქვს შენთან, უნდა ვილაპარაკოთ - დაუკითხავად შეაბიჯა შიგნით. - გოგონი, შენ მგონი მართლა ჩემი წყევლა ხარ! ნამდვილი შარი! აქ ცოტახნის წინ იშაი იყო, რას აკეთებ შენი ჭკუით?! აქ რომ ენახე, იცი რა მოხდებოდა?! რატომ არ უფიქრდები შენს ქმედებებს?! - იყო და ახლა აღარ არის! ხომ არ შემხვდა, რა პანიკებს ქმნი? - შენ კიდევ ვერ ხვდები რამხელა პრობლემის წინაშე ვარ რა გავაკეთე ვერ ხვდები? საკუთარი თავი დავიზიანე! გესმის?! - მე გთხოვე ამის გაკეთება?! - დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა და გულიანად გაეცინა, იმ სიცილით, სადაც გაღიზიანებაც იყო და რაღაც სხვა, დაუდგენელი. - რა თქმა უნდა, უმადურობა სისხლში გაქვთ გამჯდარი ქართველებს! მადლობის მაგიერ უმადური ხარ. - მადლობა რაში გადაგიხადო, ამით შენ საკუთარი თავი გადაირჩინე! სულ ჩემზე დარდით გააკეთე ეს, როგორ არა! - მათი საუბარი არასდროს სრულდებოდა მშვიდად, სიტყვები წამებში ცეცხლად იქცეოდა. ერთმანეთისკენ მიიწევდნენ, სივრცე ნელ-ნელა ქრებოდა. იმდენად ახლოს იდგნენ, რომ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ. თვალებში უყურებდნენ და ისე ყვიროდნენ, ხმები კედლებს ეჯახებოდა. - ახლა კარგად მომისმინე! მე თუ ვინმე დამიჭერს შენც ჩაიძირები! ყველაფერს ვიტყვი, ჩემი უსაფრთხოების გარანტია უნდა გახდე-დანიელი სიცილს აგრძელებდა - ცოლადაც ხომ არ მოგიყვანო და მოქალაქეობა ხომ არ მოგცე? - ტკივილი ჭამდა მაგრამ ლიზასთან კამათის დროს ეს ტკივილიც ავიწყდებოდა იმდენად ერთობოდა, კამათის ადრენალინი ყველაფერს ფარავდა. - მე არ ვხუმრობ! კეთილი ინებე და ჩემს უსაფრთხოებაზე იზრუნე, მე არ ვაპირებ ჯერ აქედან წასვლას! ისეთ ადგილას უნდა ვიმუშავო სადაც ვერავინ მომაგნებს! - ქართველო, შენი ძიძა გინდა გავხდე? სადაც გინდა იქ იმუშავე, დღეის იქეთ ვერაფრით დაგეხმარები! უტიფარი ხარ, არ იმსახურებ დახმარებას - უცებ ფეხზე დგომას ვეღარ გაუძლო, სკამზე ჩამოჯდა.. სახე დაეძაბა, ხელისგული ინსტინქტურად ფეხისკენ წაიღო. სიცხემ უცებ შეუტია, ყვირილისგან ოფლი შუბლზე მოადგა. - არ დამეხმარები და საკუთარ თავს დააბრალე, კიდევ ერთხელ გიმეორებ! მე თუ დამიჭერენ ყველაფერს ვიტყვი! სიტყვა სიტყვით ყველაფერს მოვყვები, როგორ ამიყვანე ჯერ ბორტზე, უფრო მანამდე როგორ შემომთავაზე ფულის სანაცვლოდ ამის გაკეთება.. როგორ ჩამომიყვანე უკან.. როგორ გადაეცი ბორტგამცილებელს ბილეთები და პასპორტი და შემდეგ როგორ მომიყვანე აქ, შენს სახლში! - აგრძელებდა ჯიუტად ყვირილს ლიზა, მისი ხმა ბრაზის უკიდურეს ზღვარზე იდგა, რომელსაც გაჭირვების უკიდურესი ზომა აიძულებდა ამ დონემდე მისულიყო და ადამიანს დამუქრებოდა..დანიელი ჩუმად იჯდა.. მის ჩქარ ყვირილს ისმენდა წყნარად, პასუხის ძალას ნელ-ნელა კარგავდა, ჭრილობა შესიებოდა.. ფეხში ტკივილი გაუძლიერდა, სიცხე სხეულში ედებოდა, კანკალი დაეწყო, კბილებს აკაწკაწებდა.. - კარგად ხარ? რა დაგემართა? - ლიზას ხმაში პირველად გაჩნდა შიში. - არვიცი.. სუსტად ვარ.. - წამოდგომა სცადა, თვალწინ ყველაფერი დაბინდდა.. წონასწორობა დაეკარგა, ლიზამ ინსტინქტურად ხელი შეაშველა. მისი ხელი მკლავზე რომ შეეხო, დანიელმა მძიმედ გადაიტანა მზერა მასზე. თვალები სიცხისგან ჩაწითლებული ჰქონდა, მაგრამ მზერა მაინც მძაფრი იყო, თითქოს კამათის ნაპერწკალი ბოლომდე არ ჩამქრალიყო. თითები მის მაჯას ძლიერად შემოეჭდო, ზედმეტად ახლოს აღმოჩნდნენ.. ლიზამ იგრძნო მისი ცხელი კანი, აჩქარებული სუნთქვა, და წამით ორივე გაჩუმდა, მხოლოდ თვალები ლაპარაკობდა.. ლიზას მზერა მკაცრი იყო, მაგრამ შიგნით აშკარა დაბნეულობა ჩანდა, დანიელის მზერა კი გამომწვევი და ერთდროულად სუსტი. - ფრთხილად! საწოლში დაგაწვინო? - დანიელმა ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია. - დამეხმარები? - წამოდი.. - მხარზე დაეყრდნო, სხეული მძიმე და ცხელი ჰქონდა, მისი ცხელი სუნთქვა ყურთან ედებოდა. დანიელმა ხელი ლიზას წელზე შეაჩერა, წონასწორობის შესანარჩუნებლად, მაგრამ შეხება ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა..ოთახამდე ნელა მივიდნენ. საწოლზე თითქმის მოწყვეტით დაეცა, ჯერ იჯდა, მხრებ ჩამოშვებული, სახე ფერმკრთალი ჰქონდა, თვალები ჩაწითლებული, კისერი დაჭიმული, ტუჩები გამოშრობოდა..ლიზა გაოცებული უყურებდა, კამათში ჩართული ძლიერი, ირონიული კაცი ახლა აშკარად ცუდად იყო, ხელით შუბლზე შეეხო, კანი "დამწვარი' ჰქონდა სიცხისგან.. - სიცხე გაქვს! - დანიელი თვალებს ძლივს ახელდა. - არაფერია… გადამივლის… ეწიმმა მითხრა ჭრილობამ ზოგჯერ იცის სიცხის გამოწვევაო.. - მისი ხმა აღარ იყო მტკიცე, სხეული პერიოდულად ერხეოდა, სიცხის კანკალი ერეოდა ტკივილს. - სიცხის დამწევი არ გაქვს? - შემოსასვლელში წამლების ყუთია, იქ უნდა იყოს - ლიზა გაიქცა, ყუთი ოთახში შემოიტანა - ნახე აბა, ივრითულად აწერია კითხვა არ ვიცი - დანიელმა გადახედა წამლებს. - ყველაფერია დამწევის გარდა.. - რომელი საათია, აფთიაქში ჩავალ - თერთმეტი დაიწყო.. დაკეტილი იქნება.. - კარგი… წამალი თუ არ გვაქვს, სიცხეს მაინც დაგიწევ - სამზარეულოში გავარდა, ონკანი ბოლომდე მოუშვა, პირსახოცი დაასველა, მერე მეორე. თასი ცივი წყლით გაავსო და ისევ ოთახში დაბრუნდა. - რა აპირებ, ექიმო? - ხმადაბლა ჩაიცინა დანიელმა, თუმცა ხმა აშკარად სუსტად ჰქონდა. - გაჩუმდი - შეუბღვირა ლიზამ, პირსახოცი შუბლზე დაადო, მისი კანი ცხელი იყო, თითქმის მწველი. ლიზას თითები წამით გაუჩერდა მის კანზე, დანიელმა თვალები გაახილა და პირდაპირ მას მიაჩერდა, ისე უყურებდა, თითქოს სიცხეც კი ვერ უფანტავდა ყურადღებას - მაისური უნდა გაიხადო… - თქვა ლიზამ დაბალი ხმით. - სხეული უნდა გაგიგრილდეს - დანიელმა მძიმედ ამოისუნთქა და ნელა, ტკივილით გაიხადა მაისური, მოძრაობაზე სახე დაეძაბა. ლიზამ უნებურად გადახედა და წამით გაშტერებული დარჩა..მისი სხეული დაკუნთული იყო, მკვეთრი ხაზებით. სიცხისგან კანი ოდნავ გაწითლებული ჰქონდა, მკერდი აჩქარებული სუნთქვით ეწეოდა და ეშვებოდა.. ლიზამ მზერა სწრაფად აარიდა - მიმზიდველია არა? - სიცხის დროსაც კი ვერ გამორჩა დანიელს ეს წამი. - ჩემთვის საერთოდ არ არის მიმზიდველი - უცებ გაწითლდა ლიზა და თასში პირსახოცი ისევ დაასველა, დანიელმა სუსტად გაიცინა. - ნუ იტყუები, ძალიან ბევრ ქალს მოსწონს ასეთი მიმზიდველი სხეული - ზედმეტად თავდაჯერებული ხარ - ლიზა კიდევ უფრო გაწითლდა, მაგრამ ამჯერად თვალები ვერ მოაშორა, სიჩუმე ჩამოწვა..ლიზამ ცივი პირსახოცი მის კისერზე ჩამოუსვა, მერე მკერდზე, თითები ფრთხილად მოძრაობდა, მაგრამ ყოველი შეხება ორივესთვის ზედმეტად დამაინტრიგებელი იყო.. ცივი კომპრესები დაადო შუბლზე, კისერზე, მაჯებზე.. ნელ-თბილი წყალი დაალევინა, თხელი პლედი მიაფარა შიშველ კუნთებს. დანიელის მზერა აღარ იყო ირონიული, ახლა ის სხვანაირი იყო, უფრო გამომცდელი..ეშმაკური.. დაახლოებით ერთი საათი მაინც სუსტად გრძნობდა თავს.. ხან თვალებს ხუჭავდა, ხან ახელდა,სუნთქვა თანდათან დასტაბილურდა. შუბლზე დადებული ცივი პირსახოცი უკვე აღარ ხურდებოდა ისე სწრაფად, კანკალი შეწყდა. ნელ-ნელა ფერი დაუბრუნდა სახეს.თვალებიც სხვანაირად აენთო აღარ იყო ის დაბინდული, სიცხით ჩაქრალი მზერა. ახლა მკვეთრი იყო, ცოცხალი, ფხიზელი. ლიზა მთელი ამ დროის განმავლობაში მის გვერდით იჯდა. ხან პირსახოცს უცვლიდა, ხან ჩუმად აკვირდებოდა. შუბლზე ხელი დაადო. - მგონი უკეთ ხარ… - ჩურჩულით თქვა. - წყალს მომაწოდებ? - მშვიდი ხმით სთხოვა, ლიზა მაშინვე წამოდგა. ჭიქა შეავსო და საწოლთან დაბრუნდა, ხელით გაუწოდა, დანიელი წამოიწია. მათი სახეები ახლოს აღმოჩნდა. ლიზა ოდნავ გადაიხარა, რომ ჭიქა უკეთ მიეწოდებინა და სწორედ მაშინ მოულოდნელად მაჯაში ძლიერად ჩაავლო ხელი. - დანიელ, რას.. - მეორე წამს უკვე საწოლში აღმოჩნდა, ჭიქა იატაკზე დაგორდა, დანიელი სწრაფი, ძლიერი მოძრაობით გადააჯდა ზემოდან და ორივე ხელით მოიმწყვდია მისი მაჯები ბალიშზე, სუნთქვა აუჩქარდა ორივეს, მისი მკლავები ძლიერი იყო, დაკუნთული, ცხელი. სხეული ჯერ კიდევ ოდნავ უხურდა, მაგრამ ძალა აშკარად დაბრუნებოდა, მისი მკერდი ლიზას მკერდს ეკვროდა. თეძოებით მთლიანად აკონტროლებდა მის მოძრაობას..ლიზა გაფართოებული თვალებით უყურებდა. - რას აკეთებ, ცხოველო?! - დანიელს ტუჩზე ირონიული ღიმილი გაეპარა. - მადლობა, ექიმო… რომ მიმკურნალე. უკვე კარგად ვგრძნობ თავს - სახე უფრო ახლოს ჩამოსწია. - მაგრამ ერთი რამ გვაქვს გასარკვევი - მისი სუნთქვა ლიზას ლოყას ედებოდა. - ცოტახნის წინ, როცა ძალა არ მქონდა… მემუქრებოდი. აბა, ახლა გაიმეორე ეგ სიტყვები. - ხელი გამიშვი!! თორემ ისეთს ვიკივლებ მთელ ქვეყანას შევყრი! - ლიზამ სცადა გათავისუფლება - რას იზამ? - უცებ პირზე ხელი ააფარა. - ჩემს სახლში შენი ფეხით მოხვედი… - ჩურჩულებდა ყურთან. - მემუქრებოდი, ახლა ჩემს ხელში ხარ მთლიანად. წარმოიდგინე… რამე რომ დაგემართოს… და საწყალი ლიზა ვეღარსად იპოვონ.. გაუჩინარდეს… ყველაფერი მწყობრში ჩადგება. - ლიზას თვალები შიშისგან ფართოდ გაეხსნა, სუნთქვა აუჩქარდა..დანიელს გაეღიმა, ტუჩი მოიკვნიტა. - სწორედ ასეთი შეშინებული თვალებით მიყურებდი გუშინაც… - ნელა დაიხარა. მის თმაზე ცხვირი მსუბუქად გაასრიალა. ღრმად შეისუნთქა. - ეს სურნელი… - ჩურჩულით თქვა. - ჩემს სულში ტრიალებს - ლიზას ალუბლის არომატი მართლაც გარშემო ტრიალებდა, მან ხელი ნელა მოაშორა მის პირს, თვალებში უყურებდა, მწველი მზერით.ლიზამ ძლივს ამოთქვა, ჩახლეჩილი ხმით: - ავადმყოფი ხარ… - მოულოდნელად ძალა მოიკრიბა, მკერდზე ხელი ჰკრა და გვერდზე გადაგორდა, სწრაფად წამოდგა საწოლიდან, კარისკენ გაიქცა. მაგრამ დანიელი წამებში წამოეწია. მკლავში ჩაავლო ხელი და თავისკენ ძლიერად მიიზიდა. - შეშინებულ შველს ჰგავდი, ლიზა… რომელიც მონადირისგან გაქცევას ცდილობდა. - დაბალი ხმით უთხრა - შენ კი წყეული მონადირე ხარ! - ზიზღით უპასუხა. - მონადირე… რომელმაც ვერ გაგიმეტა დასაჭრელად. - ხელი გამიშვი! მტკივააა! - მისი ხმა ყვირილში გადავიდა,დანიელმა მაშინვე გაუშვა ხელი, მაჯაზე ჩაწითლება აშკარად ეტყობოდა..მის სახეზე ირონია გაქრა. - მაპატიე… მე.. - არ გაბედო შეხება! ცხოველო!! - თვალებში ცრემლები ჩაუდგა ტკივილისგან და შიშისგან..დანიელი ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მისი ხმა პირველად გახდა სერიოზული. - მისმინე… დამშვიდდი. არაფერს დაგიშავებ, გადაწყვეტილება მივიღე, შენ არავინ არაფერს გავნებს. ოღონდ უნდა დამიჯერო.. -ლიზამ ეჭვით შეხედა. - რა გადაწყვეტილება? - დანიელის თვალები ახლა აღარ იყო ირონიული. აღარ იყო თამაშის რეჟიმში. - გადაწყვეტილება… რომელიც შენთვისაც და ჩემთვისაც საუკეთესო ვარიანტი იქნება.. დაახლოებით ერთი კვირა გავიდა, ჭრილობა შეხორცებას იწყებდა..ხვალიდან დანიელ კოენი ოფიციალურად უბრუნდებოდა სამსახურს, საღამოს ამის აღსანიშნავად ყველა დაპატიჟა, ზღვის სანაპიროსთან მდებარე რესტორანში, შეიკრიბნენ: საემიგრაციოს თანამშრომლები, იშაი, ბატონი ედი, რამდენიმე გავლენიანი ფიგურა და გვანცა რომელიც დილიდან ემზადებოდა, თმა ფრთხილად დაეხვია, კაბა რამდენჯერმე გამოიცვალა, სარკეში საკუთარ თავს ღიმილით უყურებდა.. დანიელმა დედაც დაპატიჟა.. მთავარი გმირი ცოტას იგვიანებდა.. შავი მანქანა გამოჩნდა, სიჩუმე ჩამოვარდა, მანქანა ნელა გაჩერდა, დანიელი გადმოვიდა, გაღიმებული, მხრებში გამართული,თავდაჯერებული. მუქი კოსტიუმი იდეალურად ეცვა, ამაყად ჩაისუნთქა ზღვის ჰაერი.. შემდეგ მანქანის მეორე მხარეს შემოუარა და კარი გააღო, ხელი გაუწოდა, პირველ წამს ვერავინ გაიგო რა ხდებოდა, შემდეგ მანქანიდან ლიზა გადმოვიდა..თეთრი, დახვეწილი კაბა ეცვა, თმა გაშლილი. სახეზე მშვიდი, ცივი თავდაჯერებულობა ჰქონდა, დანიელმა ხელი ჩასჭიდა, სიჩუმე ისეთი ჩამოვარდა, თითქოს ზღვის ხმაც გაჩერდა, ბატონ ედის სიგარეტი შუა ჰაერში გაუჩერდა..იშაის ყბა დაეჭიმა, გვანცას სახეზე ღიმილი ნელ-ნელა გაქრა.. ჯერ გაუგებრობა, მერე გაოცება, მერე შოკი. - ეს ხომ ის გოგოა… - რამდენიმე მათგანი ერთმანეთში ჩურჩულებდა. მხოლოდ დანიელის დედა უყურებდა გაბრწყინებული თვალებით. - რა ლამაზი გოგოა… - ჩუმად თქვა, დანიელი კი… თამამად იღიმოდა, მან ლიზას ხელი უფრო მტკიცედ ჩასჭიდა, თითები თითებში გადახლართა, წინ გადადგა ნაბიჯი. ხმამაღლა, მკაფიოდ, ისე რომ ყველას გაეგონა, თქვა: - მეგობრებო… - ყველას მზერა მათზე იყო მიპყრობილი. - მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მეუღლე… - ლიზა კოენი!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




