შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვამლი ცეცხლამდე თავი 8


გუშინ, 19:54
ნანახია 339

-ბიჭო ეს როგორ მოგივიდა?
-აუ რა ვიცი ნიკა, მოხდა
-იქნებ შენი არ არის?
-გოგო ქალიშვილი იყო მე რომ დამიწვა თორნიკე, დამისხით თუ ძმები ხართ
-ჰო მაგრამ ჰო შეიძლება შენს მერე სხვასთანაც ყოფილიყო, აღარაა ეს სასმელი კიდე
-შიგ ჰო არ გაქ ბიჭო, ბავშვობიდან სხვას ვხედავ შენს გვერდით და უცებ ვიღაცას ჩითავ?
-რა ვქნა ნიკა, რა ჩემი ფეხები მოვიმოქმედო, ბავშვი უმამოდ დავტოვო?-უკვე ალკოჰოლს მთელს სხეულში ვგრძნობდი, ჩემი უძლურება მკლავდა
-რას ღრიალებ ბიჭო, გამოგეყენებინა დაცვა ან დაგეყენებინა
-წარმოდგენაც არ გაქ როგორ არ ვცადე, შენს ძმობას ვფიცავარ, ყველანაირად ვცადე, სასწაულად ბევრი მქონდა მაგ დღეს დანალევი და უცებ ეს გოგო გამეჩითა, მომეწება ძმა, არც მახსოვს ღამე წესიერად, მხოლოდ დილა, როცა გავიღვიძე და დანარჩენი
-აბა რა იცი ქალიშვილი რომ იყო?
-სისხლიანი იყო ზეწარი
-არ ვიცი ძმა, ეს ცოლად მოყვანა რა არის, ძმობას ვფიცავარ მაგრად მეცოდებით. ბავშვობიდან ღმერთმა ერთმანეთთან დაგაკავშირათ და უცებ ქრება ყველაფერი
-ტასო ჰო მაინც უნდა წასულიყო არა? ეს აქ დარჩებოდა და ეს არ გეცოდება ტო?
-თორნიკე ბავშვივით ნუ იქცევი, წავიდოდა და გაყვებოდა იასნია
-გავყვებოდი აბა რას ვიზამდი, იმ შტერს მარტო ჰო არ გავუშვებდი აბა, უკვე საბუთებსაც ვაგვარებდი უნივერსიტეტში-ცარიელი ჭიქა დავდე და სავარძლიდან ავდექი, სასმლის თაროდან ახალი სითხე ავიღე და თავი მოვხადე, კვლავ სავარძელს დავუბრუნდი და კვლავ ჭიქა მოვიმარჯვე, ამჯერად სითხით გავსებული
-გიხარია მაინც?
-მიხარია თორნიკე
-მაგრამ უფრო გაუხარდებოდა, ეს რამდენიმე წლის შემდეგ ტასოსთან რომ მომხდარიყო
-დავკარგავ?
-შარნსი არაა ტო, ჰო იცი მასაც უყვარხარ
-ჩემი აზრით უკვე დაკარგა
-თორნიკე დააყენე ერთი ადგილი
-ნუ იღრინები, გოგო თავისუფალია, ლამაზია, საფრანგეთში აქვს ხსნილი გზა, შვილიან კაცს დაელოდება აბა როდის გაშორდება მის ცოლს? კარგი რა, იქნებ იპოვოს იქ ვინმე უშვილო შესაფერისი კაციც-თორნიკეს ეს ნათქვამი პირდაპირ ტვინში ავიდა
-შენ ჰო არ გამო*ლევდი ბიჭო
-მე კი არა შენ ხარ გამო*ლევებული, სრულიად უცნობ გოგოს ენდობი რომ შენს შვილს ელოდება? სად დაკარგე ტვინი? ან რა გიხარია ცხრამეტი წლის ხარ, ეგ გოგო რამდენისაა? ცხრამეტის? თვრამეტის?
-თორნიკე შენ არ გესმის
-რა ლუკა, რა არ მესმის? გესმის ნიკა? შტერია ეს, გოგო მირთმეული ყავდა და ნახე რას შვრება
-ნუ შემე*ით
-ისევ შენთვის ლუკა, აწიე ტრა*კი და გაანძრიე ტვინი, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი, რამდენიმე წელი რომ გავა და ტასო იქნება სხვისგან ორსულად რას იზამ? გაარკვიე ჯერ და მერე გადაწყვიტე
-რამდენი ხანია არ მინახავს
-მოგენატრა
-ჰაერივით
-მერე აქ რას მიზიხარ
-მასთან არ მიმესვლება
-მე მაინც მგონია რო ერთად იქნებით
-იქნებიან, როცა ეს ტვინს გაანძრევს
-იცი რომ ჩვენს შორის ყველაზე პატარა ხარ ჰო?
-ჩემგან ნაწყენი შენი და მე არ მინახავს
-რომ ვნახო არ გაპატიებ ძმობას გეფიცები
-შენგან განსხვავებით როცა ერთი მიყვარს სხვისკენ არც ვიხედები
-თორნიკე ვერ გაიგე რა მოვყევი?-უკვე გაბრაზებამ ყელში მომიჭირა, მასთან მივვარდი და საყელოთი ჩემსკენ დავქაჩე
-კარგი გაუშვი რა გჭირს-ნიკან ისევ ჩვენს ჩვენს ადგილებზე დაგვაბრუნა და თორნიკეს ანიშნა წადიო, თავი საზურგეს დავადე და წამიერად ის ტკივილი წარმოვიდგინე რაც თორნიკემ აღწერა
-არ ესმის
-შენ გესმის?-გამეღიმა
-მე შენი სულ მესმის
-ამ ბავშვის გამო ბევრს ვკარგავ, ტასო ჰომ დავკარგე, ჩემი დაც მას მიჰყვა და დედაჩემს ლიზი საერთოდ არ მოსწონს
-ისინი შენ გიგიებენ და არაფერს გეუბნებიან, შენც უნდა გაუგო
-მაგრად მტკივა ნიკა, გული მეხლიჩება უმისო ჰაერით, იმისოდ ჰომ ცუდად ვიყავი და ახლა საერთოდ გაძნელდა
-მესმის ძმაო, მესმის
-შენთან რა ხდება
-ჩემთან რავი, ნინისთან კი იცი ყველაფერი კარგად მიდის, ტატოსთან სულ ჩხუბი მაქვს და ახალი ამბავი, ტატოც საფრანგეთში მიდის
-ნიკა კარგის ტრა*ი მომეტ*ვნება რომ გავიგო ვინმე ჰყავს, არც ეგ ტატო მეხატება გულზე, სვანეთში როგორ უყურებდა დაამუღამე?
-გეჩვენება ძმა რაღაცეები-ჩემი ტელეფონი ამღერდა
-ჰო ლიზი
-როდის მოხვალ?
-რამე გინდა?
-მომენატრე
-არ მოვალ დღეს
-.....
-სხვა რამე ჰო არ გინდა?
-ძაან დიდი ხანია შოკოლადი მინდა, მომიტანე რა
-კაი-ჭიქა დავდე
-რას არ მივცემდი ოღონდ ახლა ეს ტასო ყოფილიყო
-მიდი ძმა წადი, თორნიკეს მე დაველაპარაკები
...................

გული ისე მიცემდა თითქოს მათ სახლში პირველად მივდიოდი, თითქოს ერთად არ გვქონოდა უამრავი მოგონება იმ ლამაზ სახლში. რამდენ წელს ითვლის ეს სახლი, რამდენ მოგონებას იტევს, რამდენ საიდუმლოს, ბედნიერებას და ტკივილს ინახავს ვინ იცის. სულ წამიერად ბავშვობაში რომ დამაბრუნა, ოჰ ღმერთო როგორ მინდა, მინდა რადგან იქ არ მქონდა დარდი, ახლა? ახლა იმდენი დამიგროვდა, იმდენი უთქმელი სიტყვა, დარდი თუ გრძნობა. იქნებ იმ სახლის კედლებმა ჩემზე უკეთ იციან როგორ უნდა მოვიქცეთ? მან ხომ გამოგვზარდა, გვისმინა და გვიყურა, ნეტავ ლიზის როგორ გუობს. ახლა მივდივარ მათთან, ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ მე იმ სახლს ვსტუმრობ რომლის დანახვაზე ბავშვობაში სიხარულის ცრემლები მადგებოდა, ახლა კი მხოლოდ გულის გლეჯვას ვგრძნობ. რამდენჯერ ამ ლამაზი სახლიდან სამივე გავპარულვართ, რამდენჯერ მარი გამიპარებია და მის ნაცვლად დავწოლილვარ საწოლში და ვინ იცის რამდენჯერ გამოვუჭერივარ ლუკას. რამდენს ინახავს ეს სახლი? ღმერთო რა რთულია, როგორი მტკივნეული, საკუთარზე მეტად შეგაყვარებენ და მერე უცებ ზუსტად ის გაცლის ვინც შეგაყვარა. ამბობენ ვინც მოგკლას იმან მოგარჩინოსო, ნუთუ პირიქითაც ხდება? წარმოდგენაც არ მინდა იმის, თუ რამდენად მტკივნეული იქნება პატარა ლუკას დანახვა და რამდენად გამაბედნიერებს ასევე ეს ტკივილი. მე მისი ბედნიერება მინდა, მე პატარა ლუკას ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა მინდა, არ ვიტყუები გეფიცებით, შეიძლება რაღაცეები დაანგრია მაგრამ ამ პატარა არსების რა ბრალია? მე ის აუცილებლად მეყვარება, მთელი მას მოყოლებული ტკივილით მეყვარება.
მათ ჭიშკართან ვდგავარ და ვუყურებ აყვავებულ, გაზრდილ და გალამაზებულ ხეს, რომელიც ლუკასთან ერთად დავრგე როცა მარი ცუდად იყო, მაშინ მარის ვუთხარით, სანამ ეს ხე იარსებებდა ორივე გვერდით ვეყოლებოდით ბედნიერები და არ დაგვკარგავდა. გავაღო ჭიშკრის ახლად შეღებილი კარი, რომელსაც ჯერ კიდევ ასდის საღებავის სუნი, თუ უბრალოდ გავბრუნდე უკან? ვიცოდი რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ასეც არ ველოდი. გავაღე და შევდგი მარჯვენა ფეხი, მთელს ტანში ის ჟრუანტელი ვიგრძენი მონატრება რომ ჰქვია და გეფიცებით ვიგრძენი ეს ლამაზი ხის ტოტები შემს მხარეს როგორ აშრიალდა, მაგაც მოვნატრებივარ, თვალები საოცარი სითხით ამევსო და ეს არც ვიცი რითი იყო გამოწვეული, ალბათ ყველაფრით ერთად. ფრთხილად გავიარე ჭიშკრიდან სახლის კარებამდე მანძილი, მეშინოდა რომელიმე ბალახი არ დამეზიანებინა, მიწასაც კი ვუფრთხილდები აქაურს. იმდენად წმინდა ადგილი უჭირავს აქაურობას ჩემს გულში, ღმერთმა ყველას შეუქმნა სახლი და თუ რომელიმეში არ მიესვლება, შექმნა თავისი, რომ იქ მივიდეს, ჩემთვის კი ეს არის, ეს ის სახლია, სულ რომ არცერთს ვუნდოდე ამ სახლში მყოფებიდან, აქ კედლებს მოვენატრები, აქ იმ ხეს მოვენატრები, თითოეულ კუთხეს, რადგან არცერთი ნაწილი მაქვს დატოვებული სადაც მოგონებები არ გვაქვს. გამბედაობა მოვიკრიბე და კარზე ზარი დავრეკე, გული საოცრად აჩაქდა, ეს ზედმეტი იყო უკვე, მაგრამ მე როგორ გამეკონტროლებინა? საკეტის ხმა გაისმა და კარიც გაიღო, ზრურბლზე კი წელს ზევით შიშველი ლუკა დამხვდა, რამდენიმე წამი გაშეშებულმა მიყურა, შემდეგ კი უსიტყვოდ გაიწია მეორე მხარეს, რომ შევეტარებინე, ღმერთო რა რთულია, კარის ზღურბლს დავხედე, შეუმჩნევლად ღრმად ჩავიცუნთქე და კვლავ მარჯვენა ფეხით შევედი. მაშინვე ღიმილი მომეფინა სახეზე, ვინ იცის სევდის იყო, მონატრების თუ სიხარულის, თუმცა მაღიმებდა, ლუკას კვლავ შევხედე ღიმილით
-გამარჯობა ლუკა-სულ ორი წამით ემოცია ვნახე მის თვალებში, შემდეგ კი ისიც გაქრა
-გამარჯობა....
-სად არიან შენები?
-ლალი სამზარეულოშია, თენგიზი მიოსაღებში და მარი სადღაც გავიდა დაიბარა მალე მოვალო
-ლიზი?
-ლიზი?
-ჰო ლუკა ლიზი
-ლიზი-დამეფიცება კითხვა რომ მცოდნოდა წავიკითხავდი მის თვალებს, მან ასოები შეცვალა, მანამდე მუდამ ვკითხულობდი, მესმოდა და ვხედავდი
-შენი მომავალი შვილის დედა
-.........
-ლუკა კარგად ხარ? ფერი არ გადევს-ინსტიქტურად მისი შუბლისკენ გავწიე ხელი, თუმცა გააზრებისთანავე ჩამოვწიე
-არ ვიცი
-მიდი გაიზომე სიცხე
-აქამდე ხვდებოდი ხოლმე
-ბევრი შეიცვალა
-შევცვალე
-აწი ძმადნაფიცი ხარ?-გახუმრება ვცადე, თუმცა არამგონია ეს სიტყვები ჩემზე მეტად ვინმეს სტკენოდა
-არ მგონია
-მე ლალისთან გავალ, შენ სიცხე გაიზომე და თუ რამე.....
-თუ რამე რა?
-ლიზი მოგხედავს-გავუღიმე და მისაღებისკენ დავიძარი
-თენგიზი ბიძია, როგორ მომენატრეთთ-თითქმის მეორე მამად წოდებულს მონატრებული გადავეხვიე
-ასე შეიძლება შვილო? როგორ მომანატრე თავი, ბოლოს ვფიქრობდი ჰო არ გვენდურის მეთქი
-რას ამბობ თენგიზ კაი რაა, ნახე რა ძერსკი კონიაკი მოგიტანე-კაცს მოვშორდი და ჩანთიდან მისთვის ნაყიდი კონიაკი ამოვუტანე
-ოჰჰ, რატო შეწუხდი შვილო, ლალი დილიდან რაღაცეებს აკეთებს, მონატრებული შვილი მომდისო ამბობდა
-შევალ ვნახავ, ცოტას მივეხმარები
-მიდი შვილო მიდი, ასე აღარ მოიქცე ოღონდ, მართლა სულ გხედავთ ხოლმე და ასე უეცრად გაქრობა რა არის, ლამის მოვკვდი შენი მონატრებით
-ბოდიში თენგიზზ-კაცს ლოყაზე ვაკოცე და ლალისკენ გავეშურე, სამზარეულოში კი ლალი დამხვდა, რომელიც თაფლის ნამცხვარს კრემავდა, ცოტა ხანს ვუყურე, სანამ თვითონ არ შემამჩნია. მაშინვე დადო ყველაფერი ძირს და მონატრებული მომეხვია
-ჩემი ლამაზი გოგო მოსულა, ჩემი დახატული, ანგელოზების გამოგზავნილი, ჩემი პატარა ანგელოზი, როგორ მომეტარე იცი საყვარელო?- ამ მშვენიელი ქალის სახე ცრემლებით სველდებოდა და თბილად მხვევდა ხელებს
-მეც მომენატრეთ ლალი დეიდა
-ასე შეიძლება ჩემო ლამაზო? ჰო იცი იმ ორისგან არაფრით ხარ ჩემთვის განსხვავებული, ასე როგორ უნდა გაქრე, ამდენ ხანს, შენთან რომ მოვდიოდი არ მხვდებოდი, აქ არ მოდიოდი, ასე აღარ ქნა კარგი?
-კარგით, აღარ ვიზავ-ჩემი თვალზე მომდგარი სითხეც უკან გადავუშვი და ქალს მოვშორდი-ნახეთ რა მოგიტანეთ-იმ ლამაზ სამაჯურს ვაჩვენებ, ასე ძალიან რომ მინდოდა ლალისთვის
-ჩემი ანგელოსი, რა ლამაზია ეს საყვარელო, რად გინდოდა, დაიხარჯე
-არა ლალი დეიდა, ზუსტადაც რომ მინდოდა
-მადლობა ჩემო ლამაზო, ნახე თაფლის ნამცხვარი გაგიკეთე, შენ რომ გიყვარს
-ერთი სული მაქვს ვჭამო
-კი ახლავე, მოვრჩები დაკრემვას და დაგიჭრი ჩემო კარგო, მაგაზე როგორ გაწყენინებ
-ლალუსი ლიზი სადაა? მისთვისაც მაქვს რაღაც
-ლუკას ოთახშია-სევდიანად შემომხედა
-არ ინერვიულო ლალუს, ჰო იცი რა ძლიერი და ყოჩაღი ვარ
-ვიცი ვიცი
-ავალ მე მაშინ
-მიდი-სევდანარევი ღიმილით გამიღიმა და მეც გამოვედი. ჯოჯოხეთს თვითონ ვიქმნიდი და მგონი მიხარია კიდეც, ლუკას ოთახისკენ ავიღე გეზი და მის კარებთან შევჩერდი, დღეს ბევრი კარი გავაღე, დროა ესეც გაიღოს და თავის არიდებას მოვეშვა. უნდა დამეკაკუნებინა, ლიზის ხმა რომ გავიგე, ლუკას სახელს ყვიროდა, მაშინვე შევხსენი კარი, ლუკა ლოგინზე იწვა, იფრო ეგდო ვიდრე იწვა, ლუზი კი მის მოსულიერებას სცდილობდა
-რა მოუვიდა-ისე ავნერვიულდი, მაშინვე ყველაფერი ძირს მივაგდე და ლუკასთან მივედი
-არ ვიცი ტასო, ამ ბოლო დროს ასე ითიშება
-რას ნიშავს ამ ბოლო დროს?-თვი წამოვუწიე და შუბლზე ხელი მივადე
-დაახლოებით ორი სამი დღეა ასეა
-სიცხე აქვს ლიზი, მომიტანე წამლების ყუთი-აბაზანაში შევარდა უცებ, მე კი ლუკას გასწორება დავიწყე, ძლივს მოვახეხე, ლიზის მოტანილი წამლების ყუთით კი სიცხე გავუზომე
-რამდენი აქვს?
-39,9 შენთვის საშიშია, სჯობს ცოტა ხანს მოსცილდე
-რამდენჯერ ვუთხარი გაიზომე სიცხე-თო, მაგრამ ჰა
-არაუშავს, მივხედავ, არ ინერვიულო და ლალის არ უთხრა რა, ინერვიულებს
-კარგი-თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა, ლუკას საოცრად შეწუხებული სახე ჰქონდა, ალბათ სტკივა რამე. საჭირო წამლები მოვძებნე და მისი გამოფხიზლება ვცადე
-ლიზი შემეშვი
-ლიზი არ ვარ სულელო
-სულელო?
-წამალი უნდა დალიო
-ტასო ხარ?
-ტასო ვარ ლუკა, ტასო, ახლა დალიე რა-თავი წამოვაწევინე, თვალებს ვერ ახელდა თუმცა წამლები დავალევინე და შუბლზე სველი ტილო დავადე
-მომივლი?
-სანამ მარი მოვა
-მომიარე
-ჩშშ, დაიძინე, მე მოვალ ცოტა ხანში, წყალი ტუმბოზე გიდევს გვერდით, გამაყუჩებელიც და დამწევიც, თუ რამე დამირეკე ამოვალ
-მიდიხარ?
-არა
-არ წახვიდე
-არ მივდივარ
-მოგენატრე?
-......
-მე მთელი არსებით მომენატრე-ღმერთო გული, ნეტა მართლა ამბობს? „მაგრამ არა ტასო, ახლა შენ გახვალ და დაივიწყებ რაც გითხრა“ „ვერაფერსაც შენ ვერ დაივიწყებ“, ჩემი ორი მე ერთმანეთს ეჯიბრებოდა და არ ვიცი რომელი იმარჯვებდა
-დაიძინე
-სიზმარში მოხვალ?
-როგორც ყოველთვის
-ანუ იქ დამხვდები
-დაიძინე ლუკა
-სანამ დავიძინებ იყავი რა
-ვიქნები
-იცი? შენ რომ იყენებ ის სუნამო ვიყიდე და ზოგჯერ შენს ზედებს ვასხამ, რომელიც კარადაში მაქვს-შოკი მაქვს, საოცარ გაოცებას ვგრძნობ, საოცარ სიამოვნებას და საოცარ ტკივილს
-შვილი გეყოლება
-მაგრამ არა შენგან
-ჩემგან გინდოდა?
-ყველაფერზე მეტად
-სქესი გაიგე?
-ბიჭია
-გილოცავ
-მე ის მეყვარება
-ვიცი
-გოგო მინდოდა პირველი
-ეგეც ვიცი
-კახასნაირი მამა მინდოდა ვყოფილიყავი, საყვარელი ქალის გერდით და ამავე ქალის ასლი მინდოდა
-დაიძინე ლუკა-უკვე ყელში ბურთი მიჩნდებოდა და ვცდილობდი ის ცრემლების ზღვა შემეკავებინა რომელიც მოდიოდა
-არ იტირო გთხოვ
-ამხელა კაცი ხარ, იმას ამბობდი მარტო როგორ იქნები სხვა ქვეყანაშიო, შენ შენს ქვეყანაში ხარ, საყვარელი ადამიანების გვერდით და ამ დონემდე თავი როგორ მიიყვანე, როგორ
- ჩემი ცუდად ყოფნა გახსოვს ტას ოდესმე?
-მხოლოდ ორჯერ
-ისიც იმიტომ რომ ნაჩხუბრები ვიყავით, პირველად ფეხბურთის თამაშისას ვიჩხუბეთ, შენ მოკლე კაბით რომ თამაშობდი ბიჭებში მაგაზე და ორი კვირა არ მელაპარაკებოდი, სანამ ცუდად არ გავხდი მანამდე ხმა არ გამეცი, მეორედ ცოტა რო წამოვიზარდეთ და შენი შეყვერებული რომ ვცემე მაგაზე, არადა თვითონ მომმვარდა, მაბრალებდა რომ შენს ახევას ვცდილობდი, მაგაზეც ორი კვირა არ მელაპარაკებოდი, სანამ ისევ ცუდად არ გავხდი, ახლა ორ კვირაზე მეტი გავიდა, თან ახლა არა მხოლოდ ლაპარაკით, ჩვენებითან არ მენახებოდი ტას
-ჩემი ბრალია შენი ცუდად ყოფნა?
-შენი ბრალია ჩემი კარგად ყოფნა, ხოლო უშენობა ცუდს იწვევს
-მე ჩემს ზღვარს არ გადავაბიჯებ
-ვიცი, ყველაზე თავმოყვარე ქალები ხართ ვისაც ვიცნობ, შენ და ჩემი და
-მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ერთ დღეს ჩემს ქორწილში, ჩემი ბავშვის ნათლობაზე და მრავალ მსგავს ადგილას მოგიწევს ყოფნა
-მირჩევნია არ ვიფიქრო
-ლიზი შეიყვარე ლუკა
-ის შენ არ არის
-ღმერთს გეფიცები, მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ბავშვის ნახვის უფლებასაც არ მოგც........ რა თქვი?-თითქოს ახლა გაიაზრა გონებამ, ახლა ჩააღწია შიგნით მისმა სიტყვებმა
-ნუთუ აქამდე არ იცოდი
-შენს ბიჭს გინდა მაგალითი მისცე?
-ყველაფერზე მეტად
-მაშინ აჩვენე ის თუ როგორია სიყვარული და არ აჩუქო ყველაზე მძიმე ტრამვა, რასაც დედ-მამის ჩხუბის მოსმენა, ყვირილი და უსიყვარულობა ჰქვია ოჯახში
-იმ ღამეს მასთან რომ არ წავსულიყავი.......
-ლუკა სანამ რამე გინანია დაიძინე
-ტას მირჩევნია ვინანო ის, რომ გითხარი, ვიდრე ის რომ არ გითხარი
-არ მინდა რომ მითხრა
-უნდა გითხრა
-მაინც არ შევიცვლებით
-არ მინდა შენი დაკარგვა
-არ მკარგავ
-უკვე დაგკარგე. ტას ჩვენი ბავშვობა გახსოვს?-თავი დავუქნიე-შენც იცი შენსა და მარის გამო მთებს სულ გადავდგამდი, მაგრამ როდის მივხვდი იცი მარისგან რომ განსხვავდებოდი ჩემთვის? ჩემი ფეხბურთის ბიჭებიდან ერთ ერთმა რომ თქვა შენზე რა ლამაზი გოგოა გამაცანიო, მანდ გავჭედე. არ შემიძლია ტას, შენი დაკარგვის შიში მუდამ ისეთი დიდი იყო და ეს შიში კიდევ და კიდევ ძლიერდება
-ჰო ტას
-ჩვენს შორის აბსოლიტურად არაფერი არ შეიცვლება
-ჰომ გითხარი, ვიცი- ყელში ჩამირგო თავი და იქაურ ჩემს სურნელს სუნთქავდა
-მაშინ მომეშვი
-ვერ გეშვები
-სულელი ხარ
-ვიყო ტას, მთავარია შენი ვიყო
-ჩემი არასდროს ყოფილხარ
-შენ კი მუდამ ჩემი იყავი, დამოკიდებული ვარ შენზ
-ყველა მელოდება ქვევით
-შენ რომ წახვიდე აქვე მოვკვდები
-მე მალე ისედაც წავალ
-რაკი არაფერი იცვლება, ჰომ დამირეკავ ხოლმე?
-არა
-მაშინ მე რომ დაგირეკავ მიპასუხე
-ვნახოთ-იქვე ყელში სველი კოცნა დამიტოვა, საოცარი გრძნობააა ღმერთო, ახლა მიწა გამომეცლება ფეხქვეშ
-შენ ახლახანს ჩემი საცოლე გააგდე, ფაქტიურად უთხარი რომ ვერ მომიარა, დარეკვას არ აპირებ, ჩემს დანარეკს არ აიღე, რატომ მაწვალებ?
-კიდევ მე გაწვალებ?
-და აბა ამას რა ჰქვია თუ არა გაწვალება?
-რა ჰქვია ძმაო და სიყვარულიი-ოთახში მარი შემოვარდა და რომ გვნახა თვალებზე ხელი აიფარა-თუ შეიძლება ჩემს დაქალს ნუ მიცდენ ეს ცოლიანი კაცი, შენ სიცხე აღარ გაქვს? ლიზიმ მითხრა ისე ცუდად არის გონება დაკარგაო, რომ ვუთხრა ტასო ნახა და უცებ წამლად მოედოთქო ჰო გაუსკდა გოგოს გული
-მარი
-ვიცი ვიცი, ჩემს დაქალთან საუბარი, ფლირტი და ის უზდელობები გინდა, ჩემს ფეხებს მიიღეებ, ჰო გყავს ცოლი შვილიანი მუცლით, ჰოდა მიხედე მაგათ, რომ ჩამოხმი აქ
-მარი მოშორდი აქედან
-წავალთ ძმაო ჩვენ და დარჩები ჩვენს გარეშე, წამო ტას, ლალი გელოდება, უშენოდ არ ჭრის თაფლის ნამცხვარს-დაქალს თავი დავუქნიე და ოთახიდან გასვლამდე ლუკას შევძახე
-წამლები არ დაგავიწყდეს, ტუმბოზე გიდევს-ღიმილით გადააქნია თავი და კვლავ ლოგინზე მიესევენა, ჩვენ კი მისაღებისკენ დავიძარით
-შენც კაი შტერი ხარ რა
-მარი შემეშვი, შოკი მაქვს
-რაო რა გითხრა
-ბავშვობიდან მიყვარხარო
-გაკოცა?
-არა
-თქვენი ერთად ყოფნა გამიხარდებოდა ტას, მაგრამ ის გოგო ღალატს არ იმსახურებს, ცუდად არ მინდა გამიგო, მაგრამ არ ჩაერიო რა, მათ ურთიერთობაში არ ჩაერიო და ჯერ არ დაბადებული ოჯახის დანგრევის მიზეზი არ გახდე რა
-ისე ლაპარაკობ, თითქოს მისი შვილიც და ლუკას სიყვარულიც ჩემი ბრალი იყოს
-მართალი ხარ, მაგრამ მაინც
-არ იდარდო, ისევ მეგობრები ვიქნებით, როგორც ადრე
-შენც იცი რომ, ისე არაფერი იქნება, როგორც ადრე იყო
-იმდენს გავაკეთებ რომ იყოს
-მიყვარხარ ჰო იცი
-მეც გიჟო, მეც, ახლა მაცადე ლალიმ ნამცხვარი გამიკეთა და უნდა ვჭამო, მერე შენთან ავიდეთ და თორნიკეზე მომიყევი
-კარგი-დაქალის წამოწითლებას გამომაპარებს ვინმე? ოდნავ ჩამეღიმა და მისაღებში სუფრა გაშლილ მაგიდას მივუჯექი
-ლალი დეიდა ეს რამდენი რამ გაგიკეთებიათ
-რას ამბობ შვილო, მოდი, მოდი ჭამე რაც მოგინდეს და რაც გაგიხარდეს
-უჰჰ, როგორ მომენატრა შენი ხელებით გაკეთებული საჭმელი ჰო არ იცი
-დედაა, რაა რომ მესმის, მოგიკვდი შვილო
-კარგი რა ლალიკო შენ რომ მოკვდე მერე მარინაც გადმოგყვება და ესეც ჩემს გამო რომ მოხდეს მერე კახა მეც მომკლავს-გამეცინა-უი ლიზი ნახე, შენთვის რაღაც მაქვს, ამ სამაჯურზე ამბობენ, ორსულობისას თუ გაიკეთებ, ორსულობა ძალიან კარგად წავაო, ბავშვიც ჯანმრთელი გაჩნდება და დედაც ბედნიერი იქნებაო
-მადლობა ტასო-გოგონას სახე გაებადრო და ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ხელი გადაისვა
-გამიხარდა ბიჭი რომ გეყოლებათ
-ჰო, პატარა, საყვარელი ბიჭუნა იქნება
-ჩემს ძმისშვილს გაუმარჯოს, რომელიც მეყვარება უკიდეგანოდ, აი დედაზე რა გითხრათ-სიცილით აღმართა მარიმ ჭიქა და ლიზისკენ გაიშვირა, მანაც სიცილით მიუჭახუნა თავისი წვენით სავსე ჭიქა
-ეს რა გიჟი მყავს, ლალი შენ გგავს ეს გოგო, აბა ლუკა ნახე რა წყნარია, ჩემი ასლია რა
-ნუ ბჟუტურებ თენგიზ რა
-ახლაგაზრდობაში რამდენი გოგო მეძლეობა გოგოებო რომ იცოდეთთ, მერე გამოჩნდა ეს და რაღაცა მაჭამა-სამივეს ისეთი სიცილი აგვიტყდა, ცოტა ხანს სახლში ჰარმონიაც კი ვიგრძენი. ვჭამდით, ვსაუბრობდით და მაინც მტკიოდა. ალბათ იცოდა ამ კედლებმა და გრძნობდა ყველაფერს.
სადილობის შემდეგ კი ლალის მაგიდა ავალაგებინეთ და მარის ოთახში ავედით.
-აბა რა ხდება თორნიკესთან?
-ეგ მერე, ლიზი არ მომწონს, ბოლო დროს ძაან უცნაურად იქცევა, სულ ვიღაც ურეკავს, სულ რაღაცას მალავს
-მარუს, ჩემო ანგელოზო მოდი აბა აქ, ვის ელანდებაო ძმის საცოლის უცნაური ქცევებიო ვისო-სიცილით ვუღიტინებდი და ისიც გულიანად ხარხარებდა
-აუ თორნიკე ზაან საყვარელია
-რაო რა გვინდაო?
-წინათ ვიყავით კიდევ გასული და აი ეს ყელსაბამი მაჩუქა, ნახე-უჯრიდან ლამაზი შეფუთვა ამოიტანა და ხელში დამაჭირა, გავხსენი და მართლა ულამაზესი ვერცხლის ყელსაბამი იდო
-როგორი დახვეწილია მარ
-ვიცი ჰო, გემოვნებიანია ნამდვილად რა
-აწვალებ ჰო?
-აბა რას ვშვრები-ვიცინოდით კარი ლიზიმ რომ შემოაღო და მარის ღიმილის ჩამორეცხვაც გამოიწვია
-გისმენ ლიზი
-ისა...... შეიძლება თქვენთან ერთად ვიყო? სასიამოვნო სიცილის ხმები გამოდის
-არა
-კი-ერთმანეთს გადავხედეთ, მარიმ თვალები რომ აატრიალა მივხვდი დამნებდა, ხელიდან ყელსაბამი გამომართვა, ისევ უჯრაში დააბრუნა და ლიზის საწოლზე დაჯექიო ანიშნა



№1 სტუმარი ნინო ფეიქრიშვილი

რაღაც სასიკეთოდ იცვლება მემგონი ,მალე დადერა ახალი თავი♥️

 


ნინო ფეიქრიშვილი
რაღაც სასიკეთოდ იცვლება მემგონი ,მალე დადერა ახალი თავი♥️

ძალიან დიდი მადლობა, მეც არ ვიცი ჯერ, თავისით იწერება🥹🩷

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent