პატარა ლამაზი ადამიანები (სრულად)
ხალხს რომ ვუყურებთ ცხადია პირველი რასაც კარგად ვაკვირდებით მათი სახეა. მე მის სახეს ცოტა მოგვიანებით დავაკვირდი და მოგვიანებით გავიაზრე რამდენად ლამაზი იყო რადგან მის სახის ნაკვთებს და ბედნიერ ბრიალა თვალებს მიჩვეული ვიყავი, წლების განმავლობაში ხომ მისი სახის ცქერის მეტი არაფერი მიკეთებია. ანო და მე ბავშვობაში ძალიან დიდი და ლამაზი კორპუსის ეზოშიც კი ერთად ვთამაშობდით ხოლმე, იმდენად გადატვირთული გრაფიკი გვქონდა რომ დრო არ გვრჩებოდა ერთმანეთისთვის უბრალოდ ბევრი გვემზირა, სამაგიეროდ სულ ვასწრებდით რამდნიმე ქოხის აგებას და მერე დანგრევას, წუწაობას, თამაშს, ცარცით ხატვას, ეზოებში სეირნობას და ბევრი მზესუმზირის ჭამას. ერთხელ ანოს მეგობარმა ცოტნემ ძალიან საშინელი რაღაც ჩაიდინა და ზუსტად მაგ მომენტში მივხვდი ანო როგორი ლამაზი გოგო იყო. ცოტნე ქერა და გამხდარი ბიჭი იყო ყოველთვის, დროთა განმავლობაში კი გაუმუქდა თმა მაგრამ მე მასზე ძლიერი რომ გავიზარდე ფიზიკურად ეგეც კი მიხაროდა, ჰოდა მასთან შესაჯიბრებლად გარეგნობა ახლანდელისგან განსხვავებით მაშინ არ მეხმარებოდა და ვერაფერი ვერ შევძელი მაშინ როდესაც ჩემი და ანოს წვალებით ნაშენები ქოხი დაანგრია. შაბათი იყო, დილით ცხრა საათზე დავაკაკუნე ანოს კარებზე, დედამისმა გააღო კარი დეიდა თამუნამ და მითხრა რომ ანო კარაქიან პურს ჭამდა და მკითხა მეც ხომ არ მინდოდა, დილას კი ნაჭამი მქონდა მეც მაგრამ ანოს სახლში დეიდა თამუნას კარაქიან პურებს სხვანაირი გემო ქონდა. რომ ვისაუზმეთ მერე ეზოში ჩავედით და ჩვენი წინა დღის გეგმების განხორციელება დავიწყეთ. ძალიან კარგი ქოხი ავაშენეთ, და ისე გვიხაროდა რომ ახლაც მახსოვს ის აღტაცება. ანო არ ჩუმდებოდა, მიყვებოდა და მიყვებოდა წარმოსახვით რას ხედავდა ჩვენს ქოხში და სად რა ნივთი იდო, რომელს რა ფერი ჰქონდა, რომელი როდის უნდა გამოგვეყენებინა. დიდად კი ვერ ვიგებდი რათ უნდოდა ამდენი სხვადასხვა ფერის ჩაიდანი მაგრამ რახან უნდოდა არაფერს არ ვეუბნებოდი. თან ანოსთან თამაში ყველაზე კარგი იყო და არ მინდოდა რომ გამენაწყენებინა. მერე კვირა დღეს დილით ჩვენს ქოხში რომ მივედით და ყველაფერი დაშლილი, ჩამონგრეული და დამტვრეული რომ დაგვხვდა ანომ ტირილი ბოლო ხმაზე მორთო, არადა მტირალა არასდროს არ ყოფილა და არც რამე ძალიან მნიშვნელოვანზე ტიროდა ხოლმე. მივხვდი რომ ბრაზისგან სცვიოდა ცხარე ცრემლები და დამტვრეული, თხელი ფიცრის ნაჭრებს შორისაც მართლა გულგატეხილი დადიოდა. მეც მეწყინა ჩვენი ქოხი რომ დაანგრიეს ვიღაც უცნობმა თავდამსხმელებმა მაგრამ არ მიტირია, მაგის მაგივრად მე არ ვჩუმდებოდი, იმდენს ველაპარაკებოდი ახალს ავაშენებთ თქო, უკეთეს ფიცრებს ვიშოვით თქო, უფრო ლამაზად მოვაწყობთ თქო რომ დაიჯერა და ტირილი შეწყვიტა. ისე გამიხარდა თავი ყოვლისშემძლე მეგონა. ანოს ხორბლისფერ სახეზე მაშინ ცრემლები თვალებიდან აღარ მოედინებოდა მაგრამ მაინც იყო კვალად დარჩენილი. მის გვერდით ვიჯექი და ახლოდან ვხედავდი კანზე ცრემლების მიერ დატოვებულ კვალს, მის მოღუშულ სახეს და უჩვეულოდ გაჩუმებულ პირს. კი სულ ვამბობდი ხოლმე რომ ანო გეგეჭკორი ძალიან ბევრს ლაპარაკობს მეთქი მაგრამ რეალურად არასდროს არ მეზრდებოდა მისი მოსმენა. ჰოდა ის რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ცუდად ჩამყვა გულში, მეც გული დამწყდა და გავბრაზდი. ქოხზე მეტად ანოზე დამწყდა გული. -გუგუნა, ლიკამ და იამ ხომ არ დაგვინგრიეს? ეგენი სულ მპარავენ ხოლმე ცარცებს სადარბაზოდან. - მითხრა მერე, ია ცუდი გოგო იყო არ მომწონდა, ლიკა კიდე იას ყვებოდა ხოლმე და ანოს სულ ცარცებს და სადარაზოში დატოვებულ ფეხსაცმელებს უყრიდნენ ხოლმე გარეთ, ტრასაზე. მერე ანოს ეჩხუბებოდა ხოლმე თამუნა დეიდა უყურადღებო ხარო, ანო კიდე არ ჩაუშვებდა ხოლმე ლიკას და იას და ასე ისჯებოდა ხოლმე თავხედი მეზობლის ბავშვების გამო. მეც ლიკას და იას გაკეთებული მეგონა. -მემგონი კი, გუშინ დავინახე რომ დაგვინახეს როგორ ვაშენებდით და ალბათ შენი გაწვალება უნდოდათ. - ანომ მიყურა, მიყურა მერე თავი გააქნია და ხელი აიქნია. -პფფ, არა ლიკას შენ მოსწონხარ და იას არ დაანგრევინებდა შენ აწყობილ მხარეს და ისე საიდან იციან შენ რომელი მხარე ააშენე. ანუ მარტო იამ ქნა? -მარტო ია როდის გამოდის ხოლმე გარეთ ანანო? - დავცინე, ყველამ კარგად იცოდა რომ ლიკა და ია ერთმანეთის გარეშე სახლებიდან ცხვირს არ ყოფდნენ. საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ყველა დანარჩენი მოსაწყენი ეგონათ ერთმანეთის გარდა. -ანანოს ნუ მეძახი თორე ცოტნეს ვეტყვი რომ დაგარტყას. - მითხრა და ისე მეწყინა ეხლაც რომ მახსენდება ვბრაზდები ხოლმე ანოზე, როგორ მითხრა მსგავსი რამ. ბავშვობიდან ინტრიგანი იყო, იცოდა როგორ ძლიან არ მომწონდა ცოტნე და მახელებდა. -ეგ შენი ცოტნე ყველას უნგრევს ხოლმე ქოხებს და იქნებ მაგან დაანგრია ჩვენიც? - ვკითხე იმიტომ რომ მართლა სულ ყველას უნგრევდა ხოლმე. სამეგობრო ყავდა ცოტნეს, სამნი იყვნენ და სულ აქეთ-იქით დადიოდნენ, ჩვენ და მეზობელ ეზოებში და ყველას უნგრევდნენ ხოლმე რასაც აშენებდნენ. ერთხელ სკოლის ეზოში თუთის ხეზე აშენებული ხის სახლიც კი აუშალეს იქით ეზოელებს. ბაჩი მიყვებოდა ხოლმე ყოველ დღე როგორ ალაგებდნე ხოლმე მერე. -რაა? ცოტნე ჩემი მეგობარია და ქოხს არ დამინგრევდა. - კინაღამ მიყვირა იმ ცოტნეს გამო. -რატომ ვთომ აბა სხვებს რო უნგრევს ხოლმე? რა ბაჩი მაგის მეგობარი არ არის? -ჯერესერთი ბაჩი და ცოტნე კლასელები არიან და მაგათ შეუძლიათ რო ერთმანეთს ეგრე ეხუმრონ. და მე კიდე ცოტნემ მითრა რო საერთოდ არასდროს არ დამინგრევდა ჩემ აშენებულ ქოხს. -აბა ლიკა და ია არაო, ცოტნე არაო, ბაჩის ამ ეზოში არ უშვებენ და ვინღა დარჩა. - მეც გავბრაზდი. -ოო კაცო მე რა ვიციი . - გამიჯავრდა ანოც. -ადექი ეხლა ჰა, ხელახლა ავაშენოთ და საღამოს გვიან დავრჩეთ და ვნახოთ კიდე თუ მოვა ვინმე დასანგრევად. -ჰო კაი მარა ნინო დეიდამ უთხრას დედაჩემს რომ შენც რჩები გარეთ თორე ისე არ დამტოვებს მე. - დამარიგა ჭკუა რა უნდა მეთქვა დედაჩემისთვის, არადა სულ ეგრე ვაკეთებდით ხოლმე, რაში მინდოდა ანოს შეხსენება. ქოხის ხელახლა აშენება დავიწყეთ, ნელნელა ვაშენებდით და ვაწყობდით თან ანო სკოლის ზეიმის ამბებს მიყვებოდა, იის როლი ჰქონდა არადა ვარდი უნდოდა და მაგაზე იყო ცოტა მოწყენილი მაგრამ იის როლიც უხაროდა, მარტო ჩვენი მეზობელი იას გამო არ უნდოდა იის ფორმის ჩაცმა. როცა ვაშენებდით ცოტნე და მაგის მეგობრები მოვიდნენ ჩვენთან, ანოს გაუხარდა დაგვეხმარებიანო და უფრო მალე ავაშენებთო, არადა ისეთი გაბრაზებული იყო ცოტნე ზუსტად ვიცოდი რომ ხელსაც არ გაანნძრევდა. -ცოტნეეე, იმ დღეს რო გითხარი ქოხი უნდა ავაშეოთ მე და გუგუნამ თქო ავაშენეთ მარა მერე ვიღაცამ დაგვინგრია და ეხლა ხელახლა ვალაგებთ, დაგვეხმარე რა და უფრო მალე მოვრჩებით და მერე თუგინდა ვიწუწაოთ, მე და გუგუნას გვინდოდა და შენც დარჩი. - შესთავაზა არადა საერთოდ არ მინდოდა ცოტნესთან და ბექასთან ერთად წუწაობა, მახარე კიდე ხო, კარგი ბავშვი იყო და არაფერს არ აშავებდა ხოლმე. -არაფერშიც არ დაგეხმარები დადექი და ააშენე ამასთან ერთად. - თქვა ჩემზე, ხმა არ ამომიღია და ქვაზე ჩამოვჯექი რომ მათი ლაპარაკი მომესმინა. -და რატო არ დაგვეხმარები? -იმიტომ რომ მერე ისევ ჩემი დასანგრევი იქნება. -აჰა ჰო გითხარი ამან დაანგრია თქო. - წამოვხტი უცებ და ანოს მივუბრუნდი. ანოს სახე გაშეშებოდა, გაკვირვებისგან თვალები ბოლომდე დაეჭყიტა და არაფერს არ ამბობდა. -შენ დაგვინგრიე? - კითხა დაბალი ხმით, ისეთი ხმით სანამ ტირილს დაიწყებდა მანამდე რომ ჰქონდა ცოტა ხნის წინ. -ჰო მე დავანგრიე და კიდე დავანგრევ. - უთხრა და ფეხი გაკრა ჩვენს სკამს. ძალიან გავბრაზდი. -დაანებე მაგ სკამს თავი, ანომ დადო მანდ. -შენ რომელი დადე? იმასაც გადავაყირავებ. -შენი მეგობარი არ არის? რატომ იქცევი ასე. - ვერ ვიჯერებდი რომ ცოტნე ასე იქცეოდა, კი არ მომწონდა მაგრამ ცუდი მეგობრობა თუ იცოდა არ მეგონა. -შენ რა გინდა გუგუნა? მინდოდა და დავანგრიე. -იცი რამდენი ვიწვალეთ მე და ანომ? - მისკენ გადავდგი რამდიმე ნაბიჯი. -არ მაინტერესებს. ხოდა სულ შენ და ანომ ააშენეთხოლმე. ანო მე შენი მეგობარი აღარ ვარ, ეს ქოხი კიდე ძალიან მახინჯი და ცუდად აშენებულია. ანომ ტირილი დაიწყო, ცოტნე, ბექა და მახარე არ წასულან. იქ იდგნენ და ჩემთან ერთად უცქერდნენ ანოს. იმ დღეს მეორედ ტიროდა. -ანო არ იტირო რა, ხო იცი რო ყველაზე ლამაზია აქაურობა. - მივედი და მხარზე ხელი ჩამოვუსვი, მოსწონდა ხოლმე მოწყენილი რომ იყო. -შენ ხარ ყველაზე ცუდი მეგობარი ვინც კი აქამდე მყოლია. - უთხრა ცოტნეს და წარბებშეკრული მზერა მისთვის არ მოუცლებია. ვუყურებდი და არ მჯეროდა რომ ცოტნე მას ასე მოექცა. ანო ტიროდა და მე კიდევ ვერ ვიაზრებდი რომ სულ ბოლო ხმაზე მომცინარი ანო ახლა ტიროდა. მიჩვეული ვიყავი ანოს ღიმილს და სიცილსაც მაგრამ ტირილს არა და ისე გაკვირვებით შევცქეროდი ალბათ ანოსთან ერთად მეც უცნაური დასანახი ვიყავი. ანო იყო ყველაზე ლამაზი მტირალა გოგო ვინც კი ნანახი მყავდა. მჯეროდა რომ ტირილი ძალიან უხდებოდა და იმ მომენტში მივხვდი რომ ყველაზე ლამაზი მომცინარიც ანო იყო. უცბად დამიდგა მისი ღიმილი თვალიწნ და მერე ისევ მტირალა სახე, მერე ისევ მომღიმარი და ასე რამდენჯერმე განმიმეორდა ჩვენება. ანოს ტირილი ასე ახლოდან რომ არ მენახა ვერ გავიგებდი თურმე როგორი ლამაზი ყოფილა სინამდვილეში. აღარ მინდოდა რომ ცოტნესთან ემეგობრა, იმიტომ რომ ცოტნე ისეთი მავნე იყო ზუსტად ვიცოდი კიდევ ატირებდა, მე კიდევ ანოს ტირლის ნახვას არ მინდოდა შევჩვეოდი რადგან იმ რამდენიმე წამში მომღიმარი ანო შემიყვარდა. ანო გეგეჭკორს სულ უნდა გაეღიმა. ვფიქრობდი თერთმეტი წლის ასაკში, მტირალა ანოს და მავნე ცოტნეს გვერდით. შემდეგ რაც მასში შევნიშნე იყო მისი გრძნობები და მათი სისუსტე, ზოგჯერ კი პირიქით სიძლიერე. ანო და მე დაწყებით კლასებში სხვადასხვა სკოლაში დავდიოდით. მაგრამ მაინც სულ ვუყვებოდით ხოლმე ერთმანეთს ჩვენი სკოლის ამბებს და ერთი სული გვქონდა როდის ვიქნებოდით როგორმე ერთ სკოლაში და ერთ კლასში. თამუნა დეიდა გვირეცხავდა ვაშლებს, ეზოში ვისხედით სადარბაზოსთან და სიგრილეში ვისვენებდით. სექტემბერი ახალი დაწყებული იყო, სკოლის დაწყება არ გვინდოდა მე და ანოს. მთელი ზაფხული ისედაც ვერ ვიყავით ერთად, სოფელში იყვნენ ანოს ოჯახიც და ჩვენც, ამიტომ არ გვინდოდა სკოლა მალე დაწყებულიყო. ვისხედით და ვუსმენდით თამუნა დეიდას როგორ გვიყვებოდა რაღაცას, ზოგადა მიყვარდა თამუნა დეიდას მოსმენა, დედაჩემივით კარგად ლაპარაკობდა ხოლმე მაგრამ მაშინ არ ვუუსმენდი. ანოს ვუყურებდი და არ მეცალა მოსასმენად, ანო კიდე დედამისს უყურებდა და ძალიანაც ეცალა მოსასმენად. მერე ანოს ბედნიერების კივილი მახსოვს და როგორ მოვედი აზრზე წამის მეასედში, ძალიან დავიბენი როდესაც ჩამეხუტა და თან ზურგზე ერთ ხელს მირტყავდა კლასელები ვიქნებით გუგუნაო. -მართლა? - ვკითხე ურწმუნოდ, ვერ ვხვდებოდი სიმართლე მითხრა თუ არა. -ხო ვერ გაიგე რა თქვა დედიკომ? შენ სკოლაში გადმომიყვანეს და სექტემბერი რო მოვა ერთად ვივლიიით! -სექტებრეია უვე ანო - ვუთხარი მე -ეგ ვიცი მარა სკოლის სექტემბერი რომ მოვა მაგაზ ვაბობ. არ გიხარია? - გავგიჟდი ეს რომ მკითხა. როგორ მკითხა ვერ ვიჯერებდი. ანომ იცოდა რომ ჩემს კლასში ბიჭების გარდა მეგობრები არ მყავდა და ძალიან მინდოდა ერთად გვესწავლა. -როგორ არ მიხარია ძალიან მიხარია ყველაზე ძაან მე მიხარია. -აბა რატო არ გეტყობა. - მოიწყინა მან. -როგორ არ მეტყობა ვერ ხედავ როგორ ვიღიმი? - ვეჩხუბებოდი, ანო ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, არა ყველაზე საუკეთესო მეგობარი იყო და ეგონა რომ არ მიხაროდა. -აუუ გუგუნა არ გიხარია შეეენ! - დამიყვირა ბოლო ხმაზე და კინაღამ გადავირიე ისე გავბრაზდი. -დედა როგორ არ უხარია ვერ იჯერებს უბრალოდ. -დამეხმარა თამუნა დედია, არ ვიცოდი საიდან იცოდა რომ მართლა არ მჯეროდა მაგრამ რახან იცოდა დავეთანხმე მას. -რას ვერ იჯერებს დებილია? - ჰკითხა და ჩაცრემლიანებული თვალებით შემომხედა. არადა როგორ ვერ ვიტანდი როცა ტიროდა, იმის მიუხედავად რომ ბევრს საერთოდაც არ ტიროდა. -დებილი შენ ხარ ჯერესერთი რატო მეჩხუბები საერთოდ? -იმიტომ რომ შენი ყველაზე დიდი მესაიდუმლის შენ კლასში გადმოსვლა არ გაგიხარდა. -ძალიან გამიხარდა მართლა, სანამ დამაცადე რომ მართლა მეთქვა რამე იქამდე დამიწყე ჩხუბი. - ვუყვიროდი მეც ბოლო ხმაზე. -რა ხდება გუგუნა რატო ყვირიხარ ასე? - გადმოდგა ავინიდან დედაჩემი და მკითხა მკაცრად. -ანო ეჩხუბება რატო არ გიხარია ერთად რომ ვისწავლითო და ეს იმაზე უყვირის დამაცადე რომ გამიხარდესო. - აუხსნა თამუნა დეიდამ დედას. -აუ ნინო დეიდა გუგუნამ იცით ერთხელ რა ქნა? ვალერი ბიძიას გარაჟში ასაფეთქებელი შეაგდო და მაგან გაუფუჭა ის გიფსოკარდონი. - უთრა უსირცხვილოდ ჩვენი ერთერთი საიდუმლო. კინაღამ გადავირიე ისე ძალიან გავბრაზდი. -რა ქნა?! გუგუნა დედა მართლა? -აუ ანო ასე არ შეიძლება რატო ეუბნები! -აბა შენ რო არ გიხარია? მეტი საქმე არ მაქვს ცუდ მეგობარს საიდუმლოები შევუნახო! - ანოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ცუდი მეგობარი ყავდა და ის მე არ ვიყავი, ცოტნე იყო. -არ ვარ მე ცუდი მეგობარი ეგრე ნუ მეძახი და საიდუმლოების გათქმა გეყოს თორე მეც ვიტყვი რაღაცეებს! -ანო დედიკო საიდუმლოები გაქვს?- გაუკვირდა თამუნა დეიდას. -აბა რაში ვჭირდები ერთი. - გამიკვირდა მეც. -აი მაგას თუ ეტყვი მართლა ცუდი მეგობარი ინქბი. - მითხრა ანომ. -შენ უკვე ცუდი მეგობარი ხარ მაშინ. -პირველი შენ დაიყწე რო არ გაგიხარდა. -გოგო სანამ მივხვდი მანამდე უკვე მიყვუროდიი! -ბიჭო აბა ახლა რატომ არ გიხარია? -მართლა ძაან მიახარია ანო მართლა არ გატყუებ. -აბა რატო გიხარია? -ოო ეგეთ რაღაცეებს რატო მეკითები ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და მაგიტომ მიხარია. - ანო ისევ სკამზე დაჯდა და ვაშლის ჭამა გააგრძელა. -აუ ისე ერთად რომ ვისწავლით ოროსანი აღარ იქნები. -ანო შენც ოროსანი ხარ ბუნებაში ორიანი გამოგყვა. -მერე რა შენ ყველა საგანში ორიანი გამოგყვა. -დამეხმარე ხოლმე მერე სკოლის სექტემბერი რომ მოვა, ხელოვნება და მუსიკ არ მიყვარს მარტო. -ვიცი გუგუნა რეები არ გიყვარს, ეს ვაშლი გინდა? შეჭამ თუ მე შევწამო? -ჭამე შენ აღარ მინდა. - არადა მინდოდა, მაგრამ ბოლო იყო და ანოსაც უნდოდა. იმ ღამეს ვიწექი და ვფიქრობდი რატომ გაბრაზდა ანო ძალიან სწრაფად და ძალიან პატარა რაღაცაზე. მივხვდი რომ ჩვენი მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის, იმდენად რომ ჩემი რეაქციებიც კი აბრაზებდა და აბედნიერებდა ხოლმე. მეღიმებოდა, გული მითბებოდა და სხეულშიც ძალიან თბილი შეგრძნება მიჩნდებოდა როცა ვფიქრობდი რომ ანო გეგეჭკორს ჩემი რეაქციები ძალიან აინტერესებდა. მიხაროდა რომ მართლა მესაიდუმლედ მთვლიდა და ჩემი კლასელობაც ასე ძალიან უნდოდა. მაგრამ მერე უფრო ღრმად ჩავფიქრდი და მეწყინა რომ საიდუმლო გამითქვა. დიდი ხანი ვიწექი ასე და ვბრაზობდი ანოზე მაგრამ მერე უცბად მივხვდი რომ მეც ზუსტად ანოსნაირად მგრძნობიარე ვიყავი და მეც მისნაირად მჭირდა ჩვენს მეგობრობაზე გახარებები და წყენები. 12 წლის ასაკში, ანო გეგეჭკორმა მიმახვედრა რომ ხალხი მგრძნობიარე ერთმანეთის გამო ხდება. დროთა განმავლობაში ჩემგან დამოუკიდებლად შემიყვარდა მასში რაღაც. ეს არ ყოფილა არც ანოს სილამაზე და არც მგრძნობელობა, არამედ მისი კეთილი და ღია გული, უსასრულდ გამგები რომ მეჩვენებოდა ხოლმე. მთელი მეხუთე კლასი საოცრად ბენდიერები ვიყავით მე და ანო და ჩვენი მთლიანი ცხოვრება. ის წელი თენდებოდა და ღამდებოდა ხოლმე ანოთი, სკოლაში წასვლამდე მივუაკუნებდი კარზე და ხან ნათია დეიდა გაგვაცილებდა ცტას, ხან დედა. მერე სკოლაშიც ანო, მასწავლებელი გვერდიგვერდ არაფრის დიდებით არ გვსვავდა მაგრამ დასვენებებზე თუ გოგონებთან არ ტამაშოვდა ხოლმე და თუ მე ბიჭებთან არ ვიყავი ხოლმე მაშინ სულ ერთად ვიყავით ხოლმე, ანუ ძალიან ხსირად. სკოლიდან ერთად მოვდიოდით ხოლმე, მერე რამდიმე საათი ვეშვიდობებოდით ხოლმე ერთმანეთს და საღამოს მეცადინეობის შემდეგ ერთად გამოგვკითხვადნენ ხოლმე ტამუნა დეიდა და დედა. მაგრამ იმ წლის და გარშემო სულ ანოს მიუხედავად არ მომბეზრებია არც შემდეგ წელს, ანუ მეექვსე კლასში. პირიქთ ძალიან მიხაროდა რომ კიდევ ერთი წელი ჩაივლიდა ისე როგორც წინა. მეექვსე კლასი ახალი დაწყებული იყო როდესაც საყიდლებზე ვიყავით გასულები მე, ანო, დედა და თამუნა დეიდა. მე და ანო ჩვენ კლასელზე ვლაპარაკოობდით იმიტომ რომ ორივეს არ მოგვწონდა ეგ ბიჭი. დეიდა თამუნა და დედა კიდევ სხვა რაღაცაზე ლაპარაკობდნენ არ ვუსმენდი. იმ ქუჩაზე ბევრი ხალხი დადიოდა და ძალიან მომწონდა მეც და ანოც რომ იქ ვიყავით, სულ სკოლაში, სახლში და ეზოში რომ ვიყავით ერთად სხვაგანაც მინდოდა ხოლმე რომ გავსულიყავით. მივდიოდით და ანომ ლაპარაკი რომ შეწყვიტა უცბად, დავიბენი. ვკითხე რა ხდებოდა და იქვე მჯდომ მათხოვარზე მიმანიშნა. -შეხედე. -ვხედავ. -ალბათ როგორი ცუდი ცხოვრება აქვს. -ხო მემგონი ძალიან მოწყენილიცაა -კი მოწყენილია -ფული რომ არ აქვს მარტო მაგიტომ? -არა, მემგონი იმის გამო რატომაც ფული არ აქვს. -მიზეზის გამო ანუ. -ხო მიზეზი. -მე მაქსვ ორმოცდაათი თეთრი თუ გინდა მიუტანე. -მართლა? მომცემ? - მკითხა გაკვირვებულმა, თვალები უბრწყინავდა. ისე უხაროდა გეგონება ბევრ ფულს ვაძლევდი და იმ მათხოვრის ცხოვრებას შეცვლიდა. -კი მართლა, მარა მეტი რო არ მაქ? -რად გინდა მეტი, შენ და მე თუ არ გვაქვს სხვები ხომ მისცემენ კიდე ორმოცდაათს და უკვე ლარი ექნბეა. არ გახსოვს ლარით რამდენ რამეს ვყიდულობდით? -როგორ არ მახსოვს, მაშინ მიუტანე. - ჯიბიდან მონეტა ამოვიღე და მას გავუწოდე. -ერთად მივუტანოთ რა გთხოვ -მარტო ვერ მიუტან? -აუ კი მაგრამ შენც რო წამომყვები უფრო გამიხარდება, თან როგორი კეთილი ხარ იმანაც ხო უნდა იცოდეს, ხო შენი ფულია. - მელაპარკებოდა გაბრწყინებული თვაბეით, ადგილზე ვერ ისვენებდა, ხელზე მექაჩებოდა და იქით მიიწევდა. მივეცით ის ორმოცდაათი თეთრი და გახარებულები დავბრუნდით ნათია დეიდასთან და დედასთან. -რამდენი მიეცით დე?- იკითხა ნათია დეიდამ. -ორმოცდაათი თეთრი, აუ დე გუგუნა ყველაზე მაგარია იცი რა მალე მითხრა ფული მაქვს და მივცეთო? - შემაქო მე, გული კინაღამ გამისკდა ისე გამიხარდა. არ ვიცოდი სად წავსულიყავი და როგორ შემეწყვიტა ღიმილი. დედას ვუყურებდი ის კიდე უცნაურად მიღიმოდა. მე ანო გეგეჭკორი მთელი გულით მიყარდა. მისი კეთილი გულიც კი ჩემს სიკეთეზე ლაპარაკობდა. არადა მე რომ მარტო ვყოფილიყავი ვიფიქრებდი ორმცდაათი თეთრი ცოტაა და სირცხვილია მეტი რომ არ მქვს ვერ მივუტან თქო, არაერთხელ მიფიქრია ეგრე და დედამაც იცოდა რომ მსგავს სიტუაციაში ვყოფილვარ. ცამეტი წლის ასაკში სიკეთემ რომ ბევრი და ცოტა არ იცის ის მასწავლა. ჩემს თვალში ანო გეგეჭკორი ყველაზე მაგარი გოგო იყო. ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ყველასთვის სიყვარულით სავსე თვალებით ემზირა. მისი მშურდა რადგან მე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ხალხს ვიცნობდი რომლებზეც შემეძლო მეთქვა რომ მიყვარდა. მეექვსე კლასი მთავრდებოდა როდესაც მივხვდი რომ არსებობენ ძალიან მოსიყვარულე, მოსიყვარულე, ცოტა მოსიყვარულე, არა მოსიყვარულე და მოძულე ხალხი. სკოლის ბოლო დღე იყო და მეშვიდე კლასში გადასვლაზე ვლაპარაკობდით მთელი კლასი. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეს, რამდნიმე რამის გამო. პირველი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მომავალ წელს შეგვეძლო მერხები ჩვენით აგვერჩია და მე და ან უკვე იმ მერხთან ვისხედით რომელიც სკოლის სექტემბერში უნდა გაგვეზიარებინა, მერე იმიტომ რომ სკოლის ბოლო დღე იყო და არდადეგები იწყებოდა, და მესამე იმიტომ რომ წელს ანოც და მეც სოფელში აგვისტოში მივდიოდით და არა ივლისში. ბედნიერები ვიყავით იმ დღეს და არ მეგონა რამე თუ გაგვიფუჭებდა ხასიათს, მაგრამ როდესაც დამრიგებელი შემოვიდა კლასში და ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი რომ ცუდი ამბავი უნდა ეთქვა ანოს სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა. -ბავშვებო, სექტემბრიდან ახალი დამრიგებელი გეყოლებათ. მე რაღაც მიზეზების გამო სკოლაში მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ და მინდა იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ, ბოლო ორი წელი თქვენთან ერთად ერთ კლასში ყოფნა ნამდვილი თავგადასავალი იყო ჩემთვის. - ვიცოდი რომ მასწავლებელი სერიოზულად არ ამბობდა ამ ყველაფერს მაგრამ მისი სიტყვები თითოეულ მოსწავლეს მაინც ძალიან სასიამოვნოდ ჩაგვესმოდა, თან მგონი ყველას სჯეროდა მისი, ამიტომ მეც დავუჯერე -და თან თქვენი ახალი მასწავლებელი ძალიან კარგი ქალია, იმედია ისიც შეგიყვარდებათ და იმ მონდომებას არ დაკარგავთ როგორც ჩემთან ერთად გქონდათ. -მას თქვენს შემდეგ სხვა მასწავლებელი როგორ უნდა შეგვიყვარდეს? - იკითხა ანომ და მხრები ჩამოუშვა მოწყენილმა. ოჰ ღმერთო, ახლა რამდნიმე დღე მოწყენილი ჩვენი მასწავლებლის გამო თუ უნდა ყოფილიყო ნამდვილად გავგიჟდებოდი. -ანო ვერც კი მიხვდები ისე მალე შეგიყვარდება ისიც. შენც და თქვენ ყველას. -არ მჯერა მე მაგის. ხალხი მარტო მაშინ მიყვარდება თუ მართლა მოსიყვარულეები არიან. - თქვა ანომ. მართალი იყო, ვერ დაიჯერებდა იმას რომ სხვა მასწავლებელი შეუყვარდებოდა, ჯერ ხომ არც კი იცნობდა მას. -ანო იცი ზოგჯერ ხალხი მიზეზების გარეშე გვიყვარდება. დარწმუნებული ვარ ისეთი ხალხი ნამდვილად იქნება შენს ცხოვრებაში რომლებიც არც კი იცი რატომ გიყვარს მაგრამ მათ გარეშე სიცოცხლე ვერასდროს წარმოგიდგენია. - თქვა მასწავლებელმა და მთელს კლასს გადახედა. ყველას გვესაუბრებოდა და არა მხოლოდ ანოს -მითხარი ანო, ხომ არის ისეთი ხალხი რომლებიც უმიზეზოდ და განუკითხავად გიყვარს? ანოს თავი ჩახრილი ჰქონდა, მისი ყავისფერი თმა სახეს ორივე მხრიდან უფარავდა და მე ძალიან ვღიზიანდებოდი ამის გამო, მომწონდა ანოს სახის ყურბა. მერე ანომ თავი აწია და დაუქნია მასწავლებელს თანხმობის ნიშნად. -კი მგონი მივხვდი რასაც ამბობთ მას. -აბა რას მიხვდი? -დედა და მამა ისე მიყვარს რომ არც კი ვიცი რატომ ან როდის მერე. კიდევ გუგუნა მიყვარს ეგრე ზუსტად. - თქვა და მე კინაღამ გული ფეხებში ჩამივარდა, ხელები გამეყინა და ზურგზე მწველმა, უცნაურმა შეგრძნებამ გადამიარა. მგონი ციება და ცხელება ერთდროულად დამმართა ანოს სიტყვებმა. -ხედავ? ვინმეს შესაყვარებლად მაინცდამაინც კონკრეტული მიზეზი საერთოდ არ გჭირდება თურმე. -თქვა მასწავლებელმა და მომავალი წლის სასკოლო გეგმებზე გააგრძელა ლაპარაკი, რას ვისწავლიდით და რას არა, როგორი იქნებოდა საკონტროლოები და კიდევ სხვა რაღაცეები. -თურმე. - ჩაიჩურცულა ანომ მაგრამ მე მაინც გავიგონე. მაგრამ მე ანოს ისტყვების მერე ვერაფერ სხვაზე ვეღარ ვფიქრობდი, სკოლიდან სახლში მის გვერდით სიარულის დროსაც კი ვეღარ ველაპარაკებოდი ჩვეულებრივად. კითვები მჭამდა, თუ არ იცოდა რატომ ვუყვარდი მაშინ საერთოდ როგორ ვუყვარდი? ცუდი იყო ეგეთი სიყვარული თუ კარგი? მე ხომ ზუსტად ვიცოდი როდის მერე, რის გამო და როგორ მიყვარდა ანო. იქნებ მე ვიყავი არასწორი და მე მიყვარდა არასწორი სიყვარულით და ანოს სიყვარული იყო მართალი? იქნებ მე ვერასდროს ვერ შემიყვარდებოდა ანო ისე როგორც მას მე ვუყვარდი და პირიქით? საღამოს ტელევიზორის წინ ვიჯექი და დედას ვუყურებდი რომელიც მამას ელაპარაკებოდა ტელეფონზე. ნეტავ მათ ერთმანეთი ერთი და იგივე სიყვარულით უყვარდათ? -დე, შენ და მამას ერთმანეთი როგორ გიყვართ? - ვკითე მე მოუთბენლად. -რაა? ასე უცებ საიდან დაგებადა ეგ კითხვა დედი? - მკითხა და მამას დაემშვიდობა, ჩემსკენ გამოიხედა და მთელი ყურადღება ჩემსკენ მომართა. -დღეს მასწავლებელმა თქვა რომ ზოგჯერ ხალხი ისე გვიყვარს რომ არც კი ვიცით რატომ გვიყვარსო. ანომ კიდე თქვა რო დედამისი და მამამისი უყვარდა ეგრე და კიდე მე. -მართლა? მერე? - წარბები მაღლა აეწკიპა და ტუჩებზე ღიმილი შეპარვოდა დედას. -მერე ვერ მივხვდი როგორ ვუყვარვარ ეგრე. მე იმიტომ მიყვარს რომ მეგობრულია, კეთილია, სულ კარგად იქცევა და ლამაზია. და იმან კიდე არ ვიცი რატო მიყვარს გუგუნაო, ეგ კარგია თუ ცუდი? ან საერთოდ იქნებ მე მიყვარს ცუდად? -გუგუნა დე, სიყვარული ისეთი რაღაცაა რომ ერთდროულად ყველაფრის მცოდნეს და უცოდინარს გხდის. შენ ყველაფერი რომ იცი რის გამოც ანო გიყვარს ზუსტად ისე არ იცის ანომ რის გამო უყვარხარ. ცუდი რამ არ არის, უფრო პირიქითაა. მისთვის ყველაფერი რასაც შენ წარმოადგენ არის მისაღები და სასიამოვნო, ამიტომ არ გამოარჩევს ცალცალკე მაგალითად შენს სიკეთეს და სილამაზეს. იმიტომ რომ მისთვის ცხადია კარგი თვისებების გამო სიყვარული. უფრო ბუნებრივად უყვარხარ ვიდრე რამის გამო. - მეუბნებოდა და მე ახლა უფრო მეტად ვრწმუნდებოდი რომ მე მიყვარდა არასწორად. ჰო, აბა ანო შეუძლებელი იყო რამეში არასწორი ყოფილიყო. -ანუ მე არ უნდა მიყვარდეს რამის გამო? არასწორია რომ ვიცი რატომაც მიყვარს? -არა არ არის არასწორი. მოდი ახლა რაღაცას გკითხავ და მიპასუხე, მერე მე შენ გეტყვი რა არის სწორი და არასწორი კარგი? - მე თავი დავუქნიე. -ანომ რომ ტირილი დაიწყოს რას გააკეთებ? -რაა? მაგას რატო მეკითხები, დავამშვიდებდი და ვეტყოდი რომ არ უნდა იტიროს. -აჰა და ვინმეს რომ ატყუებდეს რას გააკეთებდი? -ვეტყოდი რომ არასწორად იქცევა. -და რამე რომ ეთხოვა რას გააკეთებდი? -თხოვნას შევუსრულებდი დედა რატო მეკითხები ესეთ რაღაცეებს? -აი ხედავ? არც კი დაფიქრებულხარ ისე მიპახუსე, ძალიან ცხადი იყო ხომ შენთვის ამ კითხვებზე პასუხი. ზუსტად ესეა ანოც. უბრალოდ უყვარხარ იმიტომ რომ მისთვის ძალიან ბუნებრივია ეს, ყველაფრის გამო უყვარხარ და ზუსტად მაგიტომ ვერ გამოარჩია ცალ-ცაკე მიზეზები. -და ის ცუდია მე რომ გამოვარჩიე? - გთხოვ მითხარი რომ ცუდი არ არის, რა. -ცუდი არ არის. მარტო მაგ რამდნიმე მიზეზის გამო გიყვარს? -არა არა, ეს უცებ რაც გამახსენდა ისინი გითხარი. -ცუდი არ არის დედა, ხალხს ერთმანეთი უყვართ ყველაფრის გამო და თან არც სჭირდებათ მაგ ყველაფრის ჩამოთვლა. იცი ძალიან მოსიყვარულე ადამიანი ხარ. -მე? არადა მე ანოზე ვფიქრბდი მოსიყვარულეა თქო. -ორივე ხართ და ზუსტად მაგიტომ უგბებთ ერთმანეთს ყველაზე კარგად. მერე იმ ღამეს ძალიან კარგად მეძინა და მთელი ზაფხულის ღამეებიც არ მიწუწუნია ჩემს თავთან ზედმეტ ფიქრებზე. ის მაინც ვიცოდი სიყვარული არცერთ შემთხვევასი რომ არ იყო არასწორი. მეშვიდე კლასიდან მერვე კლასში გადასვლა ყველაზე მეტად მე მიხაროდა მგონი. უკვე ძალიან ბევრ რარაცას სხვანაირად აღვიქვამდი და სხვანაირად ვიგებდი. მიხაროდა მეგობრებთან დროის გატარება და მასწავლებლებტან ხუმრობა, გაკვეთილების მოსმენა და ჩასლაც. მომწონდა ანოსთან ხუმრობა და მისი წვალება, ჩემს კლასელებთან ექსკურსიებზე სიარულიც მომწონდა და საერთოდ სკოლაში სიარულიც კი მახალისებდა, იქ ხომ ყოველ დღე რაღაც ხდებოდა. სექტემბერი იყო და მერვე კლასის პირველი დღე. ანო და მე ერთად მოვედით სკოლაში, როგორც ყოველთვის, კიდევ ახალი სასწავლო წელი იწყებოდა მასთან ერთად და ძალიან მიხაროდა. მაგრამ ის ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცეოდა. ვერ ვხვდებოდი რატომ მაგრამ მგონი არ უნდოდა 14 წლის გამხდარიყო. ამბობდა რომ ეშინოდა გაზრდის და მეცხრე კლასსი გადასვლის ყველაზე მეტად. მეც ვამშვიდებდი ხოლმე და მერე რამდნიმე კვირის გასვლის სემდეგ ხელახლა ახსენდებოდა რომ სანერვიულო ჰქონდა მეცხრე კლასზე. არადა იქამდე მეთელი წელი იყო. ახლაც ჩემს გვერდით არ დამჯდარა, ტავისი მეგობრის ელენეს გვერდით დაჯდა მერხზე და მიტხრა რომ რამდნიმე დღე ჩემთან დაჯდომა არ უნდოდა. გული დამწყდა, არ ვიცოდი რატომ არ უნდოდა ცემს გვერდიტ ჯდომა მაგრამ არაფერი აღარ მი\ტქვმს მისთვის, ისედაც გაღიზიანებული იყო და არ მინდოდა მისი ხასიათი გამეუარესებინა. -შენ და ანო რას შვებოდით მტელი ზაფხული? ერთხელაც არ დაგირეკავს ჩეთვის და ვითომ რატომ? - მკითხა ჩვენმა კლასელმა და ჩემმა ახლო მეგობარმა ირაკლიმ. ირაკლი კარგი მეგობარი იყო მაგრამ წყალწაღებული ოროსანი და ცოტა უხესი იყო გოგოებთან, მაგრამ მასთან ურთიერთობა მომწონდა და ამიტომ მეხუთე კლასიდან ვმეგობრობდით. -რავი ჯერ ქალაქში ვიყავით მერე ანო სოფელსი წავიდა და ორი კვირის წინ ჩამოვიდა, ეგ იყო და ეგ. - წინა ზაფხულების მსგავსად ჩაიარა ახლანდელმაც. ვერთობოდით, ვლაპარაკობდით ხოლმე გვიანობამდე, ვსეირნობდით, ველოსიპეტებით ვკატაობდით და ყვეაფერი სხვა რასაც სულ ვაკეთებდით. -ეგ იყო სუ? არაფერი გითქვია? არ გითქვამს რომ გიყვარს? - მკითხა, მე დავიზაე. -რას ბოდავ იცის რომ მიყვარს. -ხო მარა ეგ ისე იცის როგორც მეგობარმა. - ირაკლიც მართალი იყო, მაგრამ მე მაინც ვიცოდი ანომ რომ იცოდა ჩვენი მეგობრობა და სიყვარული მარტო მეგობრობა რომ არ იყო. ზუსტად ვიცოდი რომ იცოდა. -ირაკლი ნერვებს ნუ მიშლი. -რა ირაკლი ნერვებს ნუ მიშლი, ვერ ხედავ კვდები ისე გინდა ხოლმე რომ სულ მაგასთან ერთად იყო. -ეგ ანომაც იცის რომ სულ მინდა მასტან ვიყო. -გუგუნა - უცებ ანოს ხმა გავიგონე, კლასის მეორე ბოლოდან მეძახოდა და ხელს მიქნევდა აქ მოდიო, არ მეცალა იქ მისასვლელად, ჯერ ირალის ნათქვამი ბოლომდე მოსმენილი არ მქონდა. -შენ მოდი ანო რა ვერ ხედავ ვლაპარაკობთ - ვუთხარი უცებ და ისევ ირაკლის მივუბრუნდი რომელიც იგივეს მიმეორებდა. მეც კი ვიცოდი რომ ანოსთან ჩემსს გრზნობებში მთლიანად გამოტყდომა მართლა მომიწევდა მაგრამ თან მთელი გულით ვნატრობდი რომ გამბედაობა მქონოდა ამის გასაკეტებლად. იმ დღემ ისე ჩაიარა ანოს აღარ უთქვამს რატომ მეძახდა, აღარც მე არ ცავაცივდი, მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო უეჭველად მაშინვე მეტყოდა. სექტემბერი ისე მიილია ანო ისევ ელენეს გვერდით იჯდა. მე კიდევ ნერვები მეშლებოდა ორივეზე. ერთ დრეს როდესაც ელენეს ვუტხარი რომ ადგილი შეეცვალა მითხრა შემეშვიო და მერე ჩემთვის ზედაც აღარ შემოუხედავს. ელენე იყო ძალიან მეგობრული გოგო, კარგად სწავლობდა, ურობლემო იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა და მაცოფებდა. იცოდა რომ ყველაზე მეტად ანოსთან ჯდომა მიყვარდა მაგრამ ზედაც არ მიყურებდა და ჩემს ყველა თხოვნას ყურიდან ყურსი ატარებდა. ხოდა, მეც სევეშვი ელენესთან ამაზე ლაპარაკს და ანოზე გადავერთე. ერთ საღამოს როდესაც ანოსთან სახლში სამზარეულოსი ვმეცადინეობდით მაშინ ვუთხარი: -ანო, ჩემზე გაბრაზებული ხარ? -რა? - დაბნეულმა ამომხედა, მერე უცებ თვალების აქეთ იქით ცეცება დაიწყო, არ სურდა ჩემთვის მზერა გაესწორებინა. -ჩემზე გაბრაზებული ხარ თქო? - უფრო ხმამაღლა ვკითხე. -არ ვარ. -აბა რატომ აღარ უცვლი ირაკლის ადგილს? -ელენესთანაც მინდა ჯდომა და მაგიტო, მინდა რო ჩემს საუკეტესო მეგობართან ერთად ვიჯდე. - ისეთიშეგრძნება მქონდა თითქოს გული გამიტეხეს. არადა ვიცოდი ანოს ბევრი ახლო მეგობრები ყავდა და მე ვერ ვიქნებოდი სამუდამოდ ერთადერთი საუკეტესო მეგობარი მის ცხვრებასი. სანსი არ იყო, ელენეზ კი ვვეჭვიანობდი, მაგ უხეშ იმერელზე. -მაშინ აქამდე გეთქვა, ორივე ყურადრებას არ მაქცევდით როცა ადგილის გაცვლას გთხოვდით. -იმიტომ რომ ვიდოით ტვინს წაგვიღებდი. -ტვინს წაგიღებდით? ანო მეღადავები? - ისე გავბრაზდი ხელები დამეჭიმა დაძაბულობისგან. ვერ ვიჯერებდი, თურმე ქალბატონ ანოს ჩემი ლაპარაკი და დაჟინება აწუხებს. არა გუგუნა არ გეღადავები. რა? ვერ უნდა მიხვდე რო აღარ მინდა შენს გვერდით ჯდომა? მიანცდამაინც უნდა ამეხსნა? პატარა ბავშვი ხარ? - ისიც გაბრაზდა და წარბები შეკრა, ხმასაც აუწია და ისე მელაპარაკებოდა. -არ მჯერა რომ შენ გელაპარაკები. - ვთქვი იმედგაცრუებულმა. -ხოდა დაიჯდერე და მეცადინეობა დამაცადე. ნერვებს ნუ მიშლი ისედაც გულს ვერ ვუდებ ამ გაკვეთილს. - ხელი გარა ისტორიის წიგნს და უკან გასწია, მერე ღრმად ცაისუნთქა და ხელახლა ცააცერდა აბზაცებს. მე კიდევ ისე ვიყავი მეგონა სისხლი ამიდუღდებოდა ბრაზისგან. ანო გეგეჭკორს ჩემთან მეგობრობაც კი აღარ უნდოდა. ჩემთან წესიერად ლაპარაკსაც აღარ კადრულობდა, მეცადინეობაზე და გვერდიგვერდ დასხდომაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. -დაგაცდი და ნერვებსაც აღარ მოგიშლი შე უხეშო ქაჯო. -მე ვარ უხეში? ჩემს მოსმენასაც აღარ კადრულობ და თურმე მე ვარ უხეში! - ბოლო ხმაზე მიყვირა. -მე აღარ ვკადრულობ? გოგო ელენეში გამცვალე და თურმე მე აღარ ვკადრულობ რამეს?! -ელენეზე ისე ნუ ლაპარაობ თითქოს არაფერს წარმოადგენდეს. და ხო ზუსტად შენ, იმ დღეს რო ჩამოვედი სოფლიდან დაგირეკეს შენმა ძმაკაცებმა და იმავე სარამო მაგათ სანახავად გაიქეცი არადა მე მთელი აგვისტო არ გყავდი ნანახი, მერე დებილმა იაკობიძემ რომ დაგირეკა გამო სკოლამდე გნახავო ეგრევე გახვედი, არადა დამპირდი მოედანზე გასვლას. მერე პირველ დღეს სკოლაში დედაჩემმა მოწერა ბებიაშენი საავადმყოფოდან გამოწერესო და გეზახდი რო მეთქვა მარა ბოლო ხმაზე მიყვირე ვერ ხედავ იაკობიძეს ველაპარაკები მოდი და მითხარი თუ რამე გინდაო, წინა შაბათს მამაჩემის სამსახურში გაყოლა გთხოვე და მაგაზეც არაო მიხტარი და მე არ ვკადრულობ რამეს?! - მის ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე გულისცემა უფრო მიხშირდებოდა, მართალი იყო და ვერ ვეტყოდი რომ რამე არასწორად გაიგო, ისე გაიგო როგორც დავანახე. ეგ ჩემი ბრალი იყო მაგრამ არც ტავად გახლდათ სრულიად უდანაშაოლო. - ნუ ამბობ რომ ელენესი გაგცვალე იმიტომ რომ შენც ზუსტად ეგ ქენი, იაკობიზეში გამცვალე. -არა ანო, არა ეგრე არაა . -მისკენ მივიწიე რომ ხელზე მოვჭიდებოდი მაგრამ უკან დაიხია. -ზუსტად ეგრე, აი ზუსტად. შემეშვი რა, მე ის მაინც არ მიფიქრია რომ ვინმეში გამცვალე შენს სიტყვებამდე. -ყველაფერს მე ნუ მაბრალებ! მეუხეშებოდი და ზედაც არ მიყურებდი ხოლმე. მთელი კვირა არ გინახივარ რომ ცამოხვედი მერე ცუდად ვარო იბრალებდი, მერე არც კი მითხარი რომ ელენესტან გინდოდა უბრალოდ ჯდომა, მე მეგონა რომ ძაან გაგაბრაზე და რამე დავაშავე. ანო შენც ისე იქცეოდი როგორც მე მარტო მე ნუ მაბრალებ კაი? - ვუთხარი და ჩემი წიგნები ჩანთაში ჩავაწყე, სწრაფად გამოვედი ანოს სახლიდან და ჩემთან შევედი. ახლა ყველაზე ნაკლებად ანოს სახის დანახვა მინდოდა. მაღიზიანებდა ის თუ როგორ მაბრალებდა ყველაფერს მე, არადა თვითონაც ზუსტად ისე იქცეოდა როგორც მე. უკადრისი თურმე. ჩემი და ანოს ჩხუბის მერე ზუსტად ორი თვე იყო გასული და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დრომ უკუღმა განაგრძო ათვლა. დილიდან საღამომდე დრო ძალიან ნელა გადიოდა, ღამეები ძალიან სწრაფად ილეოდა და ის წამები რომლებსაც ანოს შორიდან ცქერაში ვატარებდი წლებივით მეჩვენებოდა. ვერ ვიჯერებდი, უკადრისი ამბების მერე ორი თვე წესიერად ორი სიტყვაც რომ არ გვქონდა ერთმანეთისთვის ნთქვამი. დილას ერთადაც აღარ მივდიოდით ხოლმე სკოლაში, ერთად აღარ ვმეცადინეობდით და კონტაქტი სკოლის გარეთ აღარ გვქონდა ხოლმე. ცუდად ვიყავი და ვიცოდი ანოც რომ ცუდად იყო. ვხედავდი როგორ მარიდებდა ხოლმე მზერას და მერე როგორ უცრემლიანდებოდა ხოლმე წამებში. იმ დროს მინდოდა რომ მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მინდოდა დამევიწყებინა ის სულელური ჩხუბი და აღარასდროს მეთქვა რამე უხეშად მისთვის. ყველაზე მეტად მასთან ლაპარაკი მაკლდა. მენატრებოდა ხოლმე ღამე ტელეფონის აღება და მასთან იქამდე მიწერა სანამ ძალიან არ დაგვიანდებოდა, ან რომელიმეს არ გამოგვიჭერდნენ. მომენტებში ისე მინდოდა ხოლმე მისთვის ყველა პატარა და დიდი ახალი ამბის თქმა რომ ლამის იყო მივსულიყავი და აღტაცებულს ლაპარაკი არასდროს არ შემეწყვიტა. წლების განმავლობაში მიჩვეული ვიყავი რომ ანო იყო პირველი ვისაც ჩემი ცხოვრების სიახლეები უნდა ოესმინა და ახლა ვერ ვეგუებოდი რომ ის აქ აღარ იყო ჩემს მოსასმენად და არც მე ვიყავი მისთვის პირველი. ვხედავდი ხოლმე ელენესთნ და ჩვენს სხვა კლასებეთან ერთად როგორ იცინოდა ხოლმე და სისხლი მეყინებოდა. იმიტომ რომ პატარა ჩხუბის მერე მე ისიც აღარ შემეძლო უბრალოდ მის გვერდით ისე ვმდგარიყავი რომ ან თვალები ცრემლებით არ გავსებოდა ან უარესი, გვერდიდან არ გამცლოდა. უცხო იყო ჩემთვის ცხოვრება ანოს გარეშე და ახლა ისე ვგრძნობდი თავს თითქოს არასრული ვიყავი. ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი რომ ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე ტკბილი და მნიშვნელოვანი იყო მაგრამ ახლა როდესაც ანოს გარეშე ვაგრძელებდი ყოველ დილას გაღვიძებას და ყოველ საღამოს დაძინებას, ვხვდებოდი მართლა ანო იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთხელ სპორტის გაკვეთილზე ჩუმად ვუსმენდი ანო როგორ ელაპარაკებოდა თავის მეგობრებს და ჩვენს კლასელებს ჩემზე: -მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და რაც თავი მახსოვს სულ ჩემს გვერდით იყო. ახლა კიდე სკოლაში ყოველდღე ისე რომ დადის თითქოს არაფერი არ მოხმდარა, ზედაც რომ აღარ მიყურებს თითქოს უბრალო გამვლელი ვყოფილიყავი და აღარასდროს რომ აღარ მელაპარაკება ცუდად ვხდები. - თითქოს უნდა სცოდნოდა რომ სულაც არ იყო ჩემთვის მარტივი, მაგრამ რახან ეგონა რომ არც არაფერი არ მიჭირდა მაგაზე ასმაგად გვბრაზდი. იმაზე მეტად ვიდრე უკადრისი რომ მიწოდა. თუ არ უნდოდა ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება მაშინ არც მე მივიდოდი. ახლა ის მაინც შემეძლო რომ გაბრაზებისთვის დამებრალებინა ჩემი საქციელი. მაგრამ თან მისი ცრემლების გახსენებაზე ბრაზი მავიწყდებოდა და მინდოდა უბრალოდ მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი. მერე ერთ დღეს სახლში ყოფნის დროს უეცრად კივილი და ტირილი გავიგონე, მალე ვიცანი თამუნა დეიდას ხმა და ერთ წამში ყველაფერი საშინელი ვიფიქრე. მეგონა ანოს დაემართა რამე და კიბეებზე ჩრბენის დროს ღმერთს ვთხოვდი ანო კარგად ყფილიყო. დედაჩემიც ჩემთან ერთად იყო, სწრაფად აკაკუნებდა ანოს სახლის კარებზე და ნერვიულად იყურებოდა აქეთ-იქეთ. კარები ანომ გააღო, თვალებიდან ცრემლები გაუჩერებლად სცვიოდა მაგრამ უხმოდ ტიროდა.ადრე თუ ჩაცრემლიანებულ მზერას სწრაფად მალავდა და ცრემლებს არ ანთავისუფლებდა ახლა ცხადად ტიროდა, წლები იყო გასული მას შემდეგ რაც ანოს ტირლი მენახა და ახალი უცხოობის შეგრძნება ნელნელა მიჩნდებოდა. მაგრამ ყველაზე ძლიერი და გაუწონასწორებელი გრძნობა იყო ინტერესი, ნეტავ რა უნდა მომხდარიყო რომ ანოს და თამუნა დეიდას ასე ეტირათ. ვერ ვბედავდი ანოსთვის მზერა მომეშორებინა, მინდოდა რომ თავად ეთქვა რა მოხდა და თითქოს თუ არ შევხედავდი ამას ვერ მიხვდებოდა. -ანო დედა, რა მოხდა ხომ მშვიდობაა, თამუნა სად არის, შემომიშვებ ვანხო? - მიეჭრა დედაჩემი და მკლავზე ნელა მოჰკიდა ხელი, მერე სახიდან თმა გადაუწია და ნიკაპზე ჩამოცვენილი ცრემლებიც სწრაფად მოსწმინდა. დედას ამ საქციელმა თითქოს ანო დედამიწაზე დააბრუნა და უცბად კარებიდან გაიწია, დედა მაშინვე შიგნით შევიდა თამუნა დეიდას სანახავად, მე კი დამტოვა ანოსთან. მეც სახლში შევედი და დახურული კარების წინ დავდექი. -ანო... - ხმა ჩამიწყდა. არ ვიცოდი რა მეთქვა იმ უამრავი მისთვის სათქმელი სიტყვებიდან რომელბიც მთელი ამ თვეების განმავლობაში დამიგროვდა. -გუგუნა. - თქვა და ისე სწრაფად მოვიდა ჩემთან და მომეხვია გააზრება ვერც მოვასწარი. ჩემი გულისცემა ხმამაღლა მესმოდა და თითოეული წამის განმავლობაში უფრო და უფრო მეკვროდა სუნთქვა, მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი და ვერასდროს მოვისმენდი ანოს და თამუნა დეიდას ტირილის მიზეზს. მერე ანოს ჩუმი ქვითნი გავიგე და ამან ხმამ დამაბრუნა დედამიწაზე, ანოს სახლის კარების წინ, მისი ჩახუტების შეგრძნებაში და მტირალი ანოს წინ. მეც მოვეხვიე, უფრო ახლოს მოვწიე და თმაზე მოვეფერე. მოსწონდა ხოლმე როცა მოწყენილი იყო. -მინდოდა შენთვის მეთქვა, ყოველთვის როცა გხედავდი მინდოდა მოვსულიყავი და მეთქვა... - სლუკუნებდა დაუმშვიდებლად და თან ტირილს არ ერიდებოდა, მხარზე უფრო ძლიერად მეჭიდებოდა, მეგონა რომ ამ რამდნიმე წინადადებაში მთელ თავის ენერგიას დებდა. -მაგრამ არ მინდოდა მარტო მხარდაჭერის გამო ვყოფილიყავით ისევ მეგობრები, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა - ამოიტირა ხმამაღლა და განაგრძო -ყველაზე ძალიან შენ მჭირდებოდი არადა. -მოდი სამზარეულოში გავიდეთ, წყალი დალიე და მე მოგისმენ. - ზურგზე ვეფერებოდი და მთელი გულით ვნატრობდი რომ ტირილი შეეწყვიტა. ყველაზე მეტად მტირალი ანო გეგეჭკორი მეუცხოვებოდა. სკამზე ჩამოჯდა, მაისურის მკლავებით ცრემლები მოიწმინდა და წყალიც დალია. -ბებია ბოლო ერთი თვე საავადმყოფოში იწვა, ისევ. ძალიან ცუდად იყო და თითქოს ვიცოდი რომ მისთვის ეს პერიოდი რთული გადასატანი იქნებოდა მაგრამ გეფიცები გუგუნა შენს თავს გეფიცები მეგონა გაუძლებდა. - თავჩახრილი მიყვებოდა ბებიამისის გარდაცვალების ამბავს. -ძალიან ვწუხვარ ანო. ვიცი რომ მსგავს სიტუაციებში ახლობლები ყველაზე მეტად გვჭირდება გვერდით და მე შენს გვერდით არ ვყოფილვარ მაგრამ ახლა არ დაგტოვებ მარტოს. ვიზიარებ შენს მწუხარებას. -ლიანა ბებია შენც გკითხულობდა საავადმყოფოში რო ვაკითხავდი მაშინ, ამბობდა შენი გუგუნა სად დაკარგე რატო ვერ ვხედავ აქო, მაგრამ ვერ ვუხსნიდი უშენობას, მეც არ ვიცოდი და. -ლიანა ბებია მარტის მერე არც მინახავს. ნეტავ გეთქვა. - გული დამწყდა ამდენი ხნის უნახავს ახლა ვეღარასდროს რომ ვეღარ ვნახავდი. ლიანა ბებია ძალიან სასიამოვნო მოხუცი ქალი იყო, მოსწონდა ხალხთან ლაპარაკი და მათი ამბების მოსმენა. ხშირად გვარიგებდა ხოლმე მე და ანოს რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა, სად როგორ უნდა მოვქცეულიყავით და კიდევ სხვა უამრავი რამ რაც ჩემს დაბადებამდე გარდაცვლილ ბებიაჩემს უნდა ეთქვა წესით. შემდგომი რამდენიმე დღე უღიმღამო სევდამ მოიცვა. ვერ ვამხნევებდი ანოს იმიტომ რომ თავადაც არ ვიცოდი პოზიტიური განწყობა როგორ შემექმნა. თამუნა დეიდას ჩაშავებული თვალები და ანოს ჩუმი ტირილი დაღად დაესვა ჩემს გონებას, ყოველ საღამოს ერთი კვირის განმავლობაში იმაზე ვფიქრობდი ნეტავ ოდესმე თუ ისევ იგივე სიხალისით შეხედავდა რომელიმე მათგანი ცხოვრებას. მათი ერთდროული ცუდად ყოფნა და ლიანა ბებიას გარდაცვალება იმდენად აუტანელი იყი ჩემთვის რომ უკვე ანოს გვერდს აღარ ვშორდებოდი დაკრძალვის დღეს. ის კი შავ კაბაში და თეთრ, გრძელ და თხელ შარფში გამოწყობილი თვალს არ მაცილებდა. არ ვიცოდი შევრიგდით თუ არა მაგრამ მართლა ძალიან მინდოდა მსგავსი თვეები აღარ გამომეცადა და ანოს რამის თქმისგან თავი აღარ შეეკავებინა. -ბოდიში, იმ დღეს სისულელეები ვილაპარაკე. აღარ ვიყოთ ასე რა. - მითხრა მან. -მეც სისულელეები გითხარი. - თავი მოვიქექე. -ეს დღეები გვერდიდან არ მცილდები, არადა ორი თვეა სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. ძალიან მზრუნველი ხარ, მადლობა მართლა. -ანო ასეთ დროს როგორ უნდა ვიფიქრო ადრე რა მოხდა იმაზე. - გამიკვირდა. -მართლა ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ. მზრუნველი მიწოდა, იმის მიუხედავად რომ კიდევ არ ესმოდა რამდენს ნიშნავდა ჩემთვის. მეცხრე კლასის მეორე სემესტრი ახალი დაწყებული იყო, გამოცდები გვაიხლოვდებოდა და ანო ქაოსის პიკს აღწევდა. ჩემს ნაცვლადაც ის ნერვიულობდა და სულ გადატვირთული იყო. ის მათემატიკაზე და ქიმიაზე დადიოდა, მე ქართულზე და ბიოლოგიაზე. ოროსანი აღარ ვიყავი უკვე წლები იყო მაგრამ არც ფრიადოსანი, სამწუხაროდ. მაგრამ ანო გახლდათ ძალიან შკოლნიკი, არასდროს იქცეოდა უპასუხისმგებლოდ და სულ ცდილობდა დავალებები იმავე დღესვე დაეწერა, არა განა არ ვვამაყობდი მისით, მაგრამ ზოჯერ საათები გადაბმულად რას მეცადინეობდა ხოლმე იმასაც ვერ ვიგებდი. იანვრის მიწურულს როდესაც ნელ-ნელა ნელდებოდა დღესასწაულების ფერადი ქაოსი და ყველაფერი ჩვეულებრივ ცივი ზამთრის მოკლე დღეებს უბრუნდებოდა ზუსტად მაშინ მოხდა ისეთი რამ რამაც მთელი ჩემი გრძნობები, ფიქრები და სიამაყე შეარყია. ანოს ერთი ბიჭი მოეწონა, მას დათო ერქვა, დათო რომელიც საერთოდ არასდროს არ უნდა ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ახლა ანო მასზე ძალიან აღტაცებით რომ საუბრობდა, ვერაფერს ვშვრებოდი გარდა ჯდომის, მისი მოსმენის და ეჭვიანობისგან ბრაზისა. -ჰოდა მერე მეუბნება მარტო ხომ არ წახვალ მიგაცილებო, მეთქი არა ჩემი მეგობარი მომაკითხავს თქო შენზე ვამბობდი და სანამ ის მოვა მანამდე აქ ხო არ იქნებიო, ხოდა წამოვედით და რო მოვდიოდით შენს თავს გეფიცები სულ მიყურებდა, სულ მიღიმოდა აუ გუგუნა მისმენ საერთოდ? -გისმენ. -რა სახით ზიხარ რა იყო. - ტუჩი მაღლა აწკიპა და თვალები მობეზრებით მომავლო სახეზე. -რა იყო და საერთოდ არ მაინტერესებს შენი დათო როგორ გიყურებდა, შეგიძლია ადგე და შემდეგში დამირეკო. -მოიცა რა, რა დაგირეკო, ქრაშთან ერთად სეირნობის შანსი თუ მექნება... ერთი წამით, მართლა არ გაიტერესებს? აბა მე ტყუილად ვლაპარაკობ? - მხრები ჩამოუშვა, მომაშტერდა და წარბებიც შეკრა. -ხო ანანო, არ მაინტერესებს რა გითრა, არ მაინტერესებს როგორ შემოგხედა და არ მაინტერესებს რა გააკეთა. - ვუთხარი გაღიზიანებულმა, ისედაც საკმარისად ვიტანდი მის მონაყოლებს დათოზე. როდესაც პირველად მათემატიკიდან დაბრუნდა მინდოდა მეკითხა როგორი იყო პირველი კლასი, მასწავლებელი და ბავშვები თუ მოეწონა მაგრამ დამინახა თუ არა მახარა, მგონი ერთი ბიჭი მომეწონაო. მას შემდეგ, ანუ სექმტებრიდან ვისმენ ამბებს დათოზე, ანოზე თუ როგორ აკვირდება მის თითოეულ მოძრაობას იქნებ რამე ისეთი დაეჭირა რაც დააიმედებდა, ვისმენ თუ ანოს როგორ ახსოვს ყველა სიტყვა რაც კი დათოს მისთვის ოდნავ თბილად უთქვამს და ვისმენ თუ როგორ უხარია ანოს მათემატიკაზე წასვლა მის გამო. არ მოწონდა ის შეგრძნება რომ შეიძლებოდა რამე სახის ურთიერთობა ვიმესთან ჰქონოდა ანოს. იმის მიუხედავად რომ ჩემი წარმოსახვის უნარი არ მაძლევდა იმის უფლებასაც კი რომ ანო ჩემთან ერთად წარმომედგინა, სხვებთანაც ვერ ვხედავდი მას. ასეთ მომენტებში საცრად ვღიზიანდებოდი, თან რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო. ის რომ ანოს სიხარული არ მიხაროდა და მისი ლაღი გრძნობები ეჭვიანობის და ნეგატიური ემოციების მეტს არაფერს მბადებდა საკუთარ თავს მაძულებდა, ამ მხრივ ცუდი მეგობარი ვიყავი, მაგრამ როგორც ბიჭს საერთოდ არ მაინტერესებდა ანოს აღტაცება, მიდნოდა რომ დათოსკენ აღარც კი გაეხედ. ჩემი ეჭვიანობაც კი მაღიზიანებდა, არ მინდოდა თავი ასე მეგრძნო იმიტომ რომ ჩემი სისუსტის ცხადი მაგალითი იყო. არ ვიცოდი რა მეთქვა და რა მეფიქრა. ადრე ვფიქრობდი, რამდნმე წლის წინ რომ მეთქვა მისთვის იქნებ ახლა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ ამ ბოლო დროს იმაზეც ვფიქრობ რომ შეიძლება ჩემი ცალმხრივი გრძნობების გამო მეგობრებიც კი აღარ ვყოფილიყავით. -რატომ მეუხეშები რა იყო აბა შენი ყბედობების მოსმენა არასდროს დამღლისო არ ამბობდი? -და რატომ ვერ ხვდები იმ მიზეზს მაგას რის გამოც გეუბნებოდი ანანო?! - წამოვროშე ზედმეტი მაგრამ მართლა აღარ ვრელავდი, ის იყო რაც იყო. ან გამოვიდოდა რამე და ან არა. არა, ანოს მეგობრად ვერ დავკარგავდი და ის დანამდვილებით არ იყო რაც იყო. საშინელება ჩავიდინე, თავი უნდა მომეთოკა, იმედი მქონდა ანო ჩემს სიტყვებზე ბევრს არ იფიქრებდა. იმედი მქონდა. უძლური იმედი რადგან ვიცოდი ანოს დაჩემებული ჰქონდა ბევრი და ზედმეტი ფიქრიც კი. -ანანოს ნუ მეძახი გუგა. და ვხვდები რატომაც მეუბნები, სულელი არ ვარ. - მითხრა და ჩემი სახლიდან გავიდა. ვიდექი იქ რადნიმე წუთის განმავლობაში გაშტერებული და ვერ ვიაზრებდი რა იგულისხმა. მოიცა, თუ იცოდა რომ წლების განმავლობაში მომწონდა ძალზედ ცნობისმოყვარემ და ყველაფერი რომ უნდა იცოდეს იმ ანო გეგეჭკორმა ერთხელ მაინც რატომ არ მკითხა, ან ნამიოკით მაინც რატომ არ მიმახვედრა? დაბნეულმა ის მაინც მოვიფიქრე რომ იმ დღეს ანოსთან აღარ მელაპარაკა და მომდევნო დღეს მეთქვა ყველაფერი, ამჯერად მეც მქნდა მგონი მოსასმენი, მხოლოდ მას არა. იმ ღამეს ჩემდა საკვირველად კარგად მეძინა, დილას მშვიდ ხასიათზე გავიღვიძე, კი მიკვირდა ეს გაუტოკებელი ნერვები და ინტერესით სავსე სიმშვიდე მაგრამ დიდად არ ვფიქრობდი ჩემს უცნაურ მდგომარეობაზე. ანოს სიტყვებზე უფრო მეფიქრებოდა. ანოს რომ ჩავაკითხე მარტო იყო, საბედნიეროდ. მამამისი სამსახურში ხოლო თამუნა დეიდა დედაჩემდან ერთად იყო. იჯდა და წიგნს კითხულობდა. იდეალური დრო მქონდა ხელში ჩავარდნილი და ეს სიტუაცია უნდა გამომმეყენებინა. -ანო როგორ ხარ? -კარგად შენ? - გამიღიმა. -კარგად. -კარგია. -გუშინ რაც მითხარი, რა იგულისხმე? -დათო რატომ მომეწონა იცი? - სხეულში უცბად დამიარა ცხელმა ტალღამ, იმედგაცურება ნელ-ნელა მეპარებოდა. -რა? მე რას გეკითხები და შენ კიდ... -გუგუნა იცი თქო რატომ მომეწონა დათო? - უფრო ხმამაღლა გამიმეორა. -მე რა ვიცი კარგად გექცევა და იმიტომ? -არა. -კარგი. რას გეუბნებოდი, გუშინ რომ მითხარი ვერ მივხვდი რაზე თქვი და.... -გუგუნა დათოს მიმართ იმიტომ მსურდა რამე მეგრძნო რომ მეგონა შენ მე არასდროს შემომხედავდი ისე მე როგორც მინდოდა. -რა? -დებილი ხარ გუგა. -გუგას ნუ მეძახი და წესიერად ილაპარაკე. -შენ გაქვს მგონი სალაპარაკო მე კი არა. -რას ნიშნავს "შენ მე არასდროს შემომხედავდი ისე მე როგორც მინდოდა" ? -იმას ნიშნავს რომ მეგონა შენ არასდროს შემომხედავდი ისე როგორც მამა უყურებს დედას. ისე როგორც შეყვარებული ხალხი უყურებს ერთმანეთს, ისე თითქოს სამყაროში ჩემს გარდა ვერავის ხედავ. სულელი ხარ გუგუნა. - მხარზე ხელი დამარტყა, თავი დამიქნია და თავის წიგნს მიაჩერდა. ვერ ვიჯერებდი რასაც ვისმენდი, თურმე უიმედო სულაც არ ყოფილა ჩემი გრძნობები მისდამი. გული გამალებით მიცემდა, მეგონა ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებდა და მთელი გულით ვგრძნობდი ბედნიერებას. -ასე მეშვიდე კლასში მივხვდი რომ მხოლოდ მეგობარი აღარ იყავი ჩემთვის. - თქვა დაბალი ხმით და წიგნი დახურა -მაგრამ ვერ ვხვდებოდი უნდა მეთქვა შენთვის თუ არა, მერე ათას რაღაცაზე ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე რომ არ მეთქვა. -უნდა გეთქვა. -გაჩუმდი რა, შენ ახლაც კი არ გითქვამს. მერე კლასში გოგოები მეკითხებოდნენ ხოლმე სულ ჩვენზე, ამბობდნენ რას იგონებ რა მეგობრებიო, ვერ ხედავ როგორ გექცევაო, როგორ გიყურებს ხოლმეო, სულ შენთან ერთად უნდა რომ იყოსო. მე კიდე ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი შენს ეგეთ საქციელებს და ორად მეყოფოდა ხოლმე გონება. კი იმასაც მოსწონხარ, არა მეგობარია, სულ მეგობარი იყო და სულ იქნება. მერე ვიფიქრე თუ ყურადღებას გადავიტანდი სხვა ვინეზე შენზე აღარ ვიფიქრებდი ისე თითქოს მეგობარზე მეტი უნდა ყოფილიყავი. დათო გამოჩნდა და ზუსტად ისე დაიწყო მოქცევა როგორც გოგოები მეუბნებოდნენ შენზე და ვიფიქრე იქნებ დათო დამეხმაროს-თქო. იმან არ იცის ჩემი გრძნობების გასარკვევად რომ ვიყენებდი მაგრამ მგონი ცუდი არაფერი დამიშავებია. არ გამომივიდა, იმის მიუხედავად რომ შენთანაც და გოგოებთანაც სულ დათოზე ვლაპარაობდი, მაშინაც შენზე ვფიქრობდი. -ჯანდაბა. -ხო, ჯანდაბა. -არა ანუ საერთოდ არ ველოდი, მე ვაპირებდი არადა იმის თქმას რომ მიყვარდი და შენ დამასწარი... -მე არ მითქვამს მიყვარხარ-თქო? - გამაწყვეტინა ისევ. -არაუშავს მე გეტყვი. ბავშვობიდან მეგობარზე მეტი იყავი მაგრამ ზუსტად შენნაირად, მეგონა რომ ან ჩვენს მეგობრობას დავანგრევდი ამ ჩემი გრძნობებით ან სულ ესე ვიქნებოდით, შენ მეგობარი და მე შენზე შეყვარებული. საერთოდ არ მინდოდა ეჭვიანობის გამო მეთქვა შენთვის ეს ყველაფერი მაგრამ დათოზე რომ ლაპარაკობდი თავს ვეღარ ვიკავდებდი. მაგ მომენტში ჩემი გონებაც ორად იყოფოდა, ცუდი მეგობარი ვიყავი და ეჭვიანი ბიჭი. თავსაც ვერ ვიმართლებდი შენი სიხარული რომ არ მიხაროდა. -არაუსავს, ეხლა გაგიხარდეს მეც მომწონხარ. -მგონი ზუსტად ვიცი რა მომენტიდანაც მიყვარხარ. -არ მითხრა, ბავშვობაო და რამე სამარცხვინო ამბავს გაიხნებე. - თავი სწრაფად გააქნია და შეწუხებულმა გული ხელზე მიიბჯინა. -არა რატო, ცოტნემ ქოხი რომ დაგვინგრია და შენ რომ ტირილი დაიწყე აი მაგ ამბავზე ვამბობ. მეგონა რომ მტირალაცყველაზე ლამაზი იყავი მაგრამ მომღიმარი უფრო მომწონდი. - მან გაიცინა და მეც მასთან ერთად. თავს კარგად ვგრძნობდი, ბევრჯერ წარმომედგინა ჩემი გრძნობების გამხელის შემდეგ ჩამოვარდნილი უხერხულობის შეგრძენაბ მაგრამ ჩემდა გასაოცრად საერთოდ არ ვიყავით მსგავსად. მერე მივხვდი, მთელი ცხოვრებაა მას ვიცნობ, ვერაფერი გვაგრძნობინებს თავს უხერხულად და უცხოდ, გარდა მისი ცრემლებისა, რა თქმა უნდა. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



