უცნაური დამთხვევები (სრულად)
გული გამალებით უცემს ელენეს.მალე საყვარელ მამაკაცს ჩაეხუტება. “სულ ცოტაც მოითმინე” __ამშვიდებს საკუთარ თავს. თვითმფრინავი ჯდება თბილისის აეროპორტში.ტაქსს ქირაობს და მისი საყვარელი მამაკაცის მისამართს კარნახობს. სახლში არავინ ელის.მშობლები ამერიკაში, ნიუ ჯერსის შტატში ცხოვრობენ.მისი დაც იქ არის.თვითონ კი დაბრუნდა საყვარელი საქმე და მამაკაცი ელოდება თბილისში. სამი თვეა მშობლებთან არის წასული.მართალია ყოველ დღე საუბრობდნენ ვიდეო ზარით,მაგრამ მისი სურნელი ენატრება,მისი ჩახუტება,მისი ხმა,მხიარული ხმის ტემბრი… ტუჩებზე ღიმილი ეპარება,ღმერთო როგორ გაძლო ამდენი ხანი?! თავადაც უკვირს… ღამის პირველ საათს აჩვენებს საქართველოს დროით.მშობლებს ურეკავს. _ დე,ჩავედი… კი,მშვიდობით… კაი,მიყვარხართ…ხვალ დაგირეკავთ… “თბილისიც მომნატრებია,არა მართლა რანაირად ცხოვრობს ხალხი სხვაგან?!” გზას გახედა.რაც უფრო უახლოვდებოდა მისამართს მით უფრო ემატებოდა მღელვარება გულში.არ გააფრთხილა,რომ ბრუნდებოდა.უნდოდა სიურპრიზი გაეკეთებინა. ტაქსიდან იფრინა ისე გადმოვიდა.ეზოს კარი შეაღო და მის მონატრებულ ეზოში შევიდა,რომელიც ერთად დაგეგმეს,იმ დღისთვის როცა უკვე მისი საცოლის სტატუსიდან გადაინაცვლებს მის მეუღლედ. აი ისიც,დიდი შუშის კედელის მეშვეობით ნახევრად ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახშია. ხედავს როგორ მიემართება წელს ზემოთ შიშველი დივნისკენ.იქიდან კი პატარა ქერა თავი იწევა,ის უკვე დედიშობილა,დივანზე წევს,ოდნავ იწევა და ტუჩებს აგებებს მამაკაცს.თითქოს იმ კოცნის ცხელ და ამავდროულად სისველეს თავად გრძნობს სხეულზე.დენდარტყმულივით დგას და ადგილიდან ვერ იძვრის რამდენიმე წამი. ისეთი მოულოდნელი იყო ეს სურათი მისთვის,რაღაც მომენტი უხერხულობასაც გრძნობს,ამ ინტიმური სცენის შემსწრე,რომ გახდა. ისინი ვერც კი ამჩნევენ,განაგრძობენ ერთმანეთის ალერსს. _ ჯანდაბა… __ სხვას ვერაფერს ამბობს.უჩუმრად ტრიალდება.კართან დატოვებულ ჩემოდანს ხელს სტაცებს და გადის ისევე შეუმჩნევლად,როგორც მოვიდა. გზას ფეხით მიუყვება ცოტახანი.ფიქრები აერია,გაღიზიანება მატულობს,სული ეხუთება. _ ჯანდაბა…__ ისევ ხმამაღლა იძახის.ახლა ყველაზე ნაკლებად უნდა მარტო ყოფნა,არა მარტოც უნდა,მაგრამ თან ისე რომ არც მარტო იყოს… სულ რამდენიმე წუთის უკან რა ბედბიერი იყო. ბოლომდე ვერ იაზრებს მომხდარს,ყველაფერი ისე უცებ მოხდა.ჯერ ვერ გამოერკვა იმ ემოციიდან რომ უნდა ენახა… ჩახუტებოდა… ის მონატრება ჩაეკლა,რაც ამდენი ხანი გულით ატარა… ტელეფონსიღებს ჯიბიდან. ისევ ტაქსს იძახებს.ბევრს არ ფიქრობს,უცებ ახსენდება ბარი,სადაც ხშირად დადიოდნენ ერთად. მისამართს კარნახობს მძღოლს. ხმამაღალი მუსიკა უცებ ყურს ჭრის,მაგრამ ეჩვევა.ბართან მიდის და სასმელს უკვეთავს.წამში ცლის და მეორეს ითხოვს.ბარმენი უჩუმრად ასრულებს მის მოთხოვნას.ასე იმეორებს რამდენიმეჯერ.ცოტა მოდუნდა.შემდეგ ფილტვებიდან ხმაურით უშვებს ჰაერს. _ კიდევ ერთი.__ანიშნებს ბარმენს. უკვე ვეღარ გრძნობს სასმლის სიმწარეს,მაგრამ ხვდება რომ საკმარისად დალია. მამაკაცი,რომელმაც რამდენიმე წუთის უკან შეამჩნია გოგონა მისკენ მოდის. ელენე კი ამ დროს ფულს ტოვებს, ტრიალდება და მას ეჯახება,ოღონდ ნაკლებად აინტერესებს ახლა გარშემო ყველა და ყველაფერი.არც ბოდიშს იხდის,არც უკაცრავად.ჩემოდანს მიაგორებს და გასასვლელისკენ იღებს გეზს. _ როგორც ჩანს ზრდილობა მოდაში აღარ არის აქ.__ ამბობს ბიჭი,რომელსაც სასმელი ნახევრად ზედ გადაესხა და ბარმენს ჭიქას უდგამს წინ. _ ალბათ პრობლემა აქვს.ბევრი დალია,სევდიანი სახე ჰქონდა… რაც მთავარია საუბარიც კი არ წამოუწყია,არადა ამ დროს პირიქით სულ მელაპარაკებიან.__ კარისკენ მიმავალ გოგოს გახედა ბარმენმა.__ შემეცოდა რაღაც მომენტში. _ჰოო…__ ზედაპირულად დაეთანხმა ბიჭი და მანაც კარისკენ გაიხედა. __ კაი,წავედი მეც.ყველა წავიდა… ოფისში უნდა ავირბინო ჩემთან და მეც წავალ. _ არ დაიკარგო.__ ეუბნება ბარმენი შინაურულად. _ სულ აქ არ ვარ?! _ შენობას თუ გულისხმობ ხოო._ იცინის ბარმენი. _ კაი,კაი…მაგრად. ლიფტისკენ მიდის.ნასვამი გოგონაც ლიფტთან დგას.კაბინის კარი იღება.ორივე შედის. წამიერად თვალს ავლებს ბიჭი მის სახეს.თვალებში ცრემლები უდგას.უხერხულობას გრძნობს,თითქოს დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა.თუმცა ვერაფერ იზავს უკვე კარი იკეტება. 4 ნომერს აჭერს ხელს. _ თქვენ? __ ეკითხება ბიჭი. გოგო უთქმელად ბოლო სართულს აჭერს. “ოჰო,ტერასაზე სურს გასეირნება” ფიქრობს ბიჭი. კაბინა ჩერდება და ლიფტს ტოვებს.გასვლისას ხედავს გოგო ცრემლებს იმშრალებს. ოფისში შედის. „რაზე ამოვედი… რა მინდოდა?“ რამდენიმე წამი დგას შუა ოთახში და ფიქრობს. „აა, ხო…“ მერე ისევ გოგო ახსენდება. ლიფტში ნანახი ცრემლიანი თვალები. _ რამ გამაშტერა… თავს ოდნავ აქნევს, თითქოს ფიქრის თავიდან მოშორებას ცდილობს. მაგიდიდან სიგარეტის კოლოფს იღებს, სანთებელასაც. ოფისიდან გამოდის. ლიფტში შედის. პარკინგის ღილაკს უნდა დააჭიროს. წამით ჩერდება. მერე ხელს მაღლა წევს. ტერასა. ლიფტი ნელა იწყებს ასვლას. საკუთარ თავს ჩუმად ეუბნება: _ აშკარად ჩემი საქმე არაა… მაგრამ მაინც ადის. ლიფტი ჩერდება. ნელა გამოდის. ტერასის კარს აღებს.ნიავი სახეში ეცემა. ქალაქის შუქები ქვემოთ იფანტება. მოაჯირთან გოგო დგას ზურგით. თმას ნიავი უფრიალებს. მკლავები მოაჯირზე აქვს ჩამოდებული და ქალაქს უყურებს. რამდენიმე წამი ჩუმად აკვირდება. გოგო თავს ოდნავ ხრის. თითით სწრაფად იმშრალებს თვალს. აშკარად ცდილობს არ იტიროს. რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება. _ როგორც ჩანს დღეს ტერასაზე დიდი მოთხოვნაა. გოგო ნელა ტრიალდება.ცოტახანს არაფერს ამბობს. _ სიმაღლიდან შეხედვა აპატარავებს ფიგურებს,ადამიანებს,ნივთებს… ხოდა ვცადე იქნებ პრობლემებზეც ასეა?!__ მხრებს იჩეჩავს ელენე. _ აა…__ ბიჭმა სიგარეტს გაუკიდა.გოგონასაც გაუწოდა.თანხმობას თავის დაქნევით იღებს. უახლოვდება,მოაჯირზე უდებს სიგარეტის კოლოფს და ასანთს. ელენე თხელი,გრძელი თლილი თითებით აძვრენს ერთ ღერს და უკიდებს.ღრმა ნაფაზს აკეთებს და ბოლოს ნელა უშვებს. საუბარს ბიჭი აგრძელებს. _ თავიდან მეგონა თვითმკვლელობა იყო.__ თან ცოტა დამკვირვებლური სახით უყურებს. _ ჰოო? _ კი და არ მომეწონა ეგ იდეა.__ ცხვირს ჭმუხნის ბიჭი. _ რატომ? __ ინტერესდება ელენე. ბიჭი მხრებს ოდნავ იჩეჩავს. _ იმიტომ რომ ადამიანები ხშირად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პრობლემებს, რომლებიც რამდენიმე კვირაში საერთოდ აღარავის ახსოვს. ელენე სიგარეტის კვამლს უშვებს. _ საინტერესო თეორიაა. _ არაა თეორია… პრაქტიკაა. — მშვიდად ამბობს ბიჭი. _ ყოველდღე ვხედავ როგორ ანგრევს ხალხი საკუთარ ცხოვრებას იმ წუთისთვის, რომელიც მერე თვითონვე ავიწყდებათ. ელენე რამდენიმე წამი ჩუმად უყურებს ქალაქს. _ თქვენ კარგი მოტივატორი ხართ. ბიჭს ოდნავ ეღიმება. _ არა. უბრალოდ ცუდი საღამოები მეც მქონია. _ ვითომ? კაცები მაინც ყველაფერს მარტივად უყურებთ. _ ოო,აი ეს უკვე ბრალდებაა და იმედია კონკრეტულს ეხება და მთელი კაცთა სქესის დაცვა მე არ მომიწევს ახლა.__ იცინის ბიჭი. _ არ გირჩევ ადვოკატობას ახლა.ძვირად დაგიჯდება… ბიჭი იცინის. _ იმედია მხოლოდ ფინანსურს გულისხმობ და არა ფიზიკურს,თორემ შემიძლია ახლავე ყველა მუხლი აგიხსნა რასაც მოგედავება სასამართლო. ელენე წამიერად ბიჭს გამოხედავს და ეღიმება. _ მართლა იურისტი ხარ? _ კი. ელენე პირველად იცინის დღეს საღამოს. _ კარგი დამთხვევა იყო.__ ამბობს ბიჭი. _ დღეს დამთხვევები იდეალური მაქვს…_ მწარედ ეღიმება. __ იმედი მაქვს მშვიდად დავასრულებ. _ დასრულებულია ფაქტობრივად.__ კიდევ ერთხელ დახედა საათს.__ თორმეტს დიდი ხანია გადასცდა. _ თორმეტის მერე დაიწყო ეგ ამბები სწორედ.ასე რომ დღე წინაა… _ოო,მაშინ უნდა იფრთხილო._ უღიმის ბიჭი._ მართლა შუაღამეს გადასცდა დიდი ხანია,მგონი ჯობს დაბრუნდე…__ ფრთხილად ახსენებს ბიჭი და მის ჩემოდანს უყურებს.ელენე ამჩნევს მის მზერას. _ აეროპორტიდან მოვდივარ.დავიღალე ძალიან.12 საათი ვიფრინე და რისთვის?! __ბოლო კითხვას უფრო თავის თავს უსვამს. _ ანუ ამერიკიდან … __ ელენე უთქმელად უქნევს თავს. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად უყურებს ქალაქს. ნიავი ოდნავ არხევს ელენეს თმას. სიგარეტს ბოლომდე აქრობს მოაჯირზე და ღრმად სუნთქავს. _ ზოგჯერ მგონია, რომ ერთი წამი საკმარისია ყველაფრის დასანგრევად._ — ჩუმად ამბობს. ბიჭი ყურადღებით უყურებს. _ და ზოგჯერ... ყველაფრის დასაწყებადაც._ — მშვიდად პასუხობს მერე. ელენე პირველად პირდაპირ უყურებს თვალებში.. ნახევრად იღიმის. _ შენ ყოველთვის ასე ფილოსოფოსობ უცნობებთან? ბიჭი მხრებს იჩეჩავს. _ მხოლოდ მაშინ, როცა უცნობი ქალი შუაღამისას ტერასაზე დგას და ამბობს, რომ ცხოვრებამ ერთი წამში შეცვალა ყველაფერი. ელენე რამდენიმე წამი უყურებს. შემდეგ უცებ იცინის. _ იცი რა? _ რა? ელენე ოდნავ წინ იხრება. _ მგონი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ. ორივე იცინის.თვალებში უყურებენ ერთმანეთს,იმდენად ახლოს დგანან ერთმანეთთან,ელენე ამ დისტანციას არღვრვს და მოულოდნელად კოცნის. კოცნა რამდენიმე წამს გრძელდება. ბიჭი აშკარად გაკვირვებულია. ელენე პირველი შორდება. მის თვალებში ისევ ალკოჰოლის და დაღლილობის ნაზავია. _ აი... ეს იყო იმპულსური გადაწყვეტილება.— თვალებს ჭუტავს და ამბობს მშვიდად ელენე. ბიჭი რამდენიმე წამი ჩუმად უყურებს. შემდეგ ნელა ეღიმება. _ იურისტის აზრით … ელენე წარბს წევს. _ ჰო? აბა გისმენ… _ ეს საქმე აუცილებლად განმეორებით განხილვას მოითხოვს. ელენე პირველად გულით იცინის ამ საღამოს. სანდრო ნელა იღიმის. _ მაგრამ დამშვიდდი, — ამბობს მშვიდად. _ იურისტები იმპულსურ გადაწყვეტილებებს ხშირად არ ასაჩივრებენ. ელენე თვალებს ავიწროებს. _ რატომ? სანდრო მხრებს იჩეჩავს. _ ხანდახან ისინი ყველაზე საინტერესო შედეგს იძლევა. ელენეს ეღიმება. _ შედეგი… — ჩუმად იმეორებს. რამდენიმე წამი სიჩუმეა. _ იცი რა არის სასაცილო? სანდრო ოდნავ წევს წარბს. _ რა? ელენე ქალაქისკენ იყურება. _ 12 საათი ვიფრინე. პაუზა. _ რომ ჩამოვსულიყავი და ჩემი საქმრო სხვა ქალთან მენახა. ის თითქოს იცინის, მაგრამ ამ სიცილის მიღმა ტკივილი იგრძნობა. _ აი ეს იყო შედეგი…ჩემი სიურპრიზის. სიჩუმე ჩამოწვება. სანდრო რამდენიმე წამი არაფერს ამბობს. უბრალოდ უყურებს. ხვდება მძიმე შემთხვევაა.მისი სახიდან თმას წევს,თვალებში უყურებს და უღიმის. _ აწი თუ სიურპრიზებს აპირებ, მზად იყავი შედეგისთვისაც. ელენე იცინის. _ შესანშნავი რჩევაა.დავიმახსოვრებ თუ შევძელი ახლა ჩემი გონება… _თვალებს ატრიალებს და საფეთქლებზე თითს იჭერს. _ ახლა დასვენება გჭირდება.წამოდი გაგიყვან.მანქანით ვარ. ელენე ღრმად სუნთქავს. _ჰო,კარგი მადლობა. ჩუმად მიდიან.ლიფტში არცერთი იღებს ხმას.პარკინგზე ჩადიან.არც მანქანაში არღვევენ სიჩუმეს.პარკინგიდან გამოდის მანქანა. _ სად ცხოვრობ? __ ეკითხება ბიჭი. _ ბახტრიონზე. _ მეც გზად მაქეთ…კაი. მანქანა ჩუმად მიუყვება გზას.სადაც არის ბახტრიონს მიუახლოვდებიან,რომ ელენე თავს გვერდზე წევს და მშვიდად სუნთქავს. ბიჭი გაოცებული უყურებს. _ დაგეძინა? ელენე ხმას არ იღებს. _აი ეს მესმის…__ ხმამაღლა იძახის ბიჭი.მანქანას ბორდიულთან აჩერებს და ელენეს მხარზე ფრთხილად ეხება. _ გაიღვიძე რაა… გესმის… არანაირი რეაქცია.სავარაუდოდ ფრენამ,ნერვიულობამ და სასმელმა ის უგონო მდგომარეობაში ჩააგდო და ვერაფრით გააღვიძა. _ ყოჩაღ სანდრო! მშვენიერი საჩუქარია საკუთარ დაბადების დღეზე მძინარე,მთვრალი გოგო…__ კიდევ ერთხელ გადახედა. _ჰო,ლამაზსაც თუ დავამატებ უფრო სწორი სიტყვების კომბინაცია იქნება. “ახლა ამას რა ვუყო?”__ ფიქრობს სანდრო. “ იურისტი ხარ სანდრო,იურისტი,მეტი დაფიქრება გმართებს,ახლა ეს რომ შარი გაგიხდეს კი იქნები ღირსი! მაგრამ ამ ეტაპზე მეტი გზა არაა…” __ საჭეზე ხელებს მყარად ადებს და ისევ გზის სავალ ნაწილზე გადადის. გზას აგრძელებს სახლისკენ,რომელიც მხოლოდ რამდენიმე კვირაა დასრულდა.ავეჯი შეიტანა,მაგრამ ჯერ ბოლომდე გადასული არაა. მთვრალ უცნობ გოგოს სახლში ოჯახის წევრებს ვერ მიაყენებს.ამიტომ გადაწყვიტა მის ახალ სახლში წაიყვანოს,სადაც თავადაც პირველად დარჩება. “დაბადების დღეც ამას ჰქვია,გილოცავ ჩემო თავო”_ ეცინება სანდროს. მანქანას პატარა მყუდრო სახლის ეზოში აჩერებს,ფრთხილად გადადის მანქანიდან ჯერ კარს აღებს.საძინებელში მკრთალ განათებას რთავს.გამოდის გოგონა ხელში აჰყავს,რომელსაც გრძნობა არ აქვს.გათიშულს სძინავს.საწოლზე ფრთხილად აწვენს და თავად მისაღებში დივანზე წვება. *** დილით სანდროს ტელეფონის ზარი აღვიძებს.გვიან ერკვევა ძილისგან და დაგვიანებით პასუხობს.იუბილეს ულოცავს დედა. _ მადლობა დე,მეც გილოცავ ჩემს დაბადებას… _ კი მეძინა… _ ჩემთან სახლში… _ხო,რავიცი ასე გამოვიდა… _ კარგი დე,კარგად. სანდრო დივანზე ჯდება და თავს ხელებში რგავს,აშკარად ძილი არ ეყო. თავს წევს კარში ელენე დგას.უხერხულად იღიმის. _ მგონი დაბადების დღე გაქვს. სანდრო უღიმის და თავს უქნევს. _ გილოცავ. _ მადლობა.როგორ ხარ შენ? _ ცუდად და საშინლად უხერხულად. სანდრო იცინის. _ გუშინ არ ჩანდი მორცხვი… ელენეს სახეზე ფერი გადაკრავს. _ ვაიმე,რატო? რამე ისე გავაკეთე? _ თვალებს სასაცილოდ ჭუტავს. _ არა,არაა.დამშვიდდი._ წამით ჩუმდება და ეღიმება სანდროს.ფეხზე დგება და კარში გაჩერებულ გოგოს უახლოვდება.ზევიდან დაყურებს და ტუჩის კუთხეს ღიმილი უტეხს. _ თუ კოცნას არ ჩავთვლით… ელენეს ლოყები ეფაკლება.თვალებს ხუჭავს.თითქოს ფიქრობს აღიაროს თუ არა რომ მასაც ახსოვს. _ ჰო,ეგ მახსოვს… _ ეჭვიც არ მეპარებოდა… სანდრო გვერდს უვლის გოგონას. _ არ მახსოვს შემთხვევა დავიწყებოდეთ.__ იცინის. _ ღმერთო… _ სანდრო,სანდრო ვარ._ ქირქილებს სანდრო. _ ელენე. _ სასიამოვნოა ელენე.__ უღიმის სანდრო და სამზარეულოს ნიჟარასთან ჩერდება. _ მხოლოდ წყალი შემიძლია შემოგთავაზო.ამ სახლში არ ვცხოვრობ ჯერ და არაფერი მაქვს. თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. _ შენი გატაცება მიზნად არ მქონია.დაგეძინა გზაში,ვერ გაგაღვიძე ვერაფრით… __ ჭიქას წინ ბართან უდგამს. _ ჰო,მესმის…ბოდიში,ალბათ გეგმები აგირიე… _ არაფერი განსაკუთრებული. _ კარგი.მადლობა,რომ შემიფარე.ჩემი ჩემოდანი დამიბრუნე და აღარ შეგაწუხებ,წავალ. _ მანქანაში დევს,არ გადმომიტანია._ სანდრო წყლის ჭიქას ნიჟარაში დებს. _ გაგიყვან. _ იყოს,მე თვითონ.ისედაც შეგაწუხე. _ ჰო,იმედია ტერასაზე მხოლოდ სუფთა ჰაერის გამო იყავი და რამე საშიში იდეა არ გქონდა. _ ცალყბად უღიმის სანდრო. ელენე იღიმის. _ კარგი ახლა.არანაირი მსგავსი.უბრალოდ მასთან ერთად ხშირად ვიყავი ხოლმე მაგ ბარში და ტერასის არსებობაც ვიცოდი და ამიტომ… _ კაი მაპატიე.ვხუმრობ.იურისტებს გვიყვარს შავი იუმორი. _ ჰო,გეტყობა. ეზოში გადიან.სანდრო ჩემოდანს იღებს მანქანიდან და აწვდის.ტაქსს იძახებს. ემშვიდობება ელენეს. ცოტახანს მასზე ფიქრი არ ანებებს თავს.შემდეგ სახლს კეტავს,მანქანაში ჯდება და სახლს ტოვებს. *** საღამოს ელენეს ტელეფონზე ზარია.ვიდეო ზარით მისი საქმრო რეკავს.ელენე არ პასუხობს.რამდენიმე საათში ზარი მეორდება… “ გაჩერდი ნუ რეკავ,გაჩერდი… რა სინდისით?!” თავს ხელებში რგავს.მძიმედ სუნთქავს. ხმოვანი შეტყობინებები ერთმანეთის მიყებით მოდის.ელენე არ ხსნის. “არ შემიძლია,შენი ხმის მოსმენა ახლა… არც ლაპარაკის სურვილი არ მაქვს.” თვალებს ხუჭავს და ცრემლი გორდება ლოყებზე. ტელეფონს გვერდით დებს და ღრმად სუნთქავს. “ასე დიდხანს ვერ გავძლებ,სამსახურში გავალ...” ელენე სამსახურში გადის,მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე დღე კიდევ შეუძლია სახლში იყოს.თუმცა მომდევნო დღეები ზარები და შეტყობინებები მაინც არ იკლებს.ხვდება დროა უპასუხოს და აუხსნას რას ნიშნავს ეს გაქრობა,უკვე ერთი კვირა ხდება არ პასუხობს.სამსახურში დადის,თუმცა არც მეგობრებს ეხმიანება.არ აქვს არავისთან საუბრის თავი,როცა მოიკითხავენ “მას” რა უთხრას?! ცალკე გულის ტკივილი აქვს,ღალატისგან გამოწვეული და თან თავმოყვარეობა აჩუმებს. *** _ გიგა,ტასის სიცხე აქვს.შეგიძლია მოხვიდე და წავიყვანოთ პედიატრთან? _ რა დაემართა? აუ,მარიამ, ფიზიკურად ვერ ვახერხებ ახლა ვერანაირად.შენს ძმას დაურეკე რა,იქნებ ეცალოს… _ კაი,კაი დავურეკავ. __ შეწუხებული ხმით პასუხობს მარიამი. _ გამაგებინე რას იზამ. მარიამი ტელეფონს თიშავს და ძმის ნომერს კრეფს. _ სანდრო,გცალია? _ კი,რა ხდება? მშვიდობაა? __ ხმაში ნერვიულობას ატყობს. _ ტასოს სიცხე აქვს.გიგას ვერ გავყავარ პედიატრთან,გთხოვ გამიყვანე რა. _ კაი,გაემზადე.მალე მოვალ. ნახევარ საათში უკვე კლინიკაში შეაბიჯეს. _ დაიკავე ტასო.__ მარიამი ტასოს აწვდის ხელში სანდროს. __ რეგისტრატურაში გავატარებინო ვიზიტი. ლოყებ აწითლებული პატარა ხელში აყავს სანდროს. _რაო ძი? გოგო,შენ ძალიან პატარა ხარ ვირუსებისთვის არ იცი? ხო,ძის ლამაზო გოგო… გაუღიმე აბა ძიას. _რაო გაგცა პასუხი? __ მარიამი უახლოვდება სკამზე ჩამომჯდარ სანდროს და ტასოს. _ რა გაცინებს ერთი?! ბავშვს ასე უნდა ესაუბრო,მერე რა რომ ცხრა თვის არის. უგულებელყოფს დაცინვას სანდრო. _ პაციენტი ჰყავს.გამოვა და ჩვენ შევალთ. _ მე არსად მეჩქარება ძი,დაველოდოთ ექიმს ხომ,ჩემო პატარა? ტასო უღიმის ტკბილად მოსაუბრე ძიას. კაბინეტის კარი იღება და გამოდიან ოთახიდან.მარიამი რამდენიმე წამს ადროვებს და აკაკუნებს ფორმალურად კარზე. _ შეიძლება? _ კი,მობრძანდით. მარიამი ღია კარში შედის და სანდროს ანიშნებს თავის დაკვრით შენც შემოდიო. სანდრო და ტასო შედიან კარში.მაგიდასთან თეთრი ხალათით ახალგაზრდა გოგონა ზის,თმა ცხენის კუდად შეუკრავს. _ თქვენ ხართ ტასო კაპანაძე ხომ? __ თავს წევს და კარში მდგარ სანდროს ხედავს ბავშვით ხელში. წამიერად სახეზე ჩრდილი ურბენს ელენეს და გულში იკურთხება: “ფუ შენი… ეს რა ჯანდაბაა?!”. თუმცა სამუშაო პასუხისმგებლობა თავს ახსენებს და მოკლედ იღიმის. _ მობრძანდით.პატარა აქ დააწვინეთ.ჩივილები რა აქვს? _ გამარჯობა. __ღიმილით ამბობს სანდრო და ტასოს მითითებულ ადგილზე აწვენს. _ დღეს მოულოდნელად მაღალი ტემპერატურა მისცა.ახლა დამწევი აქვს დალეული. ელენე პარალელურად პატარას ბოდეს უხსნის,მსუბუქად თავზე უსვამს ხელს.ყურებთან,ყელთან თითებს უსრიალებს,ისე უმოწმებს ყველაფერს,მხოლოდ გამოცდილი თვალი თუ შეატყობს.ტასო ცოტას ჭირვეულობს. _ ცხვირიდან ჩამონადენი? ხველა ან სურდო? _ არა,არაფერი,მხოლოდ ტემპერატურის მატება. _ კარგი.__მშვიდად განაგრძობს ელენეს ფილტვების მოსმენას. სანდრო თვალს არ აშორებს ელენეს მოძრაობას.გულში ჭინკები დაუხტის.ეცინება მათ უცნაურ გადაკვეთაზე და სახიდან ღიმილი არ შორდება. _ ხელში რომ დაიკავოთ,რომელიმე მშობელმა ყელში ჩავხედავ… სანდრო ფხუკუნებს. ელენე წარბებს ზიდავს.მარიამი უხერხულობისგან ხმას ვერ იღებს,მაგრამ მუჯლუგუნს გაკრავს სანდროს გვერდში. _ ბიძაა ეს_ იღიმის მარიამი უხერხულად. სანდროს სიცილს ძლივს იკავებს.კარგად ხვდება მისი ფერის ცვლილებას. _ აჰ,უკაცრავად. _ არაუშავს,ალბათ ბევრი პაციენტი გყავთ და ყველას მშობელს ხომ ვერ ცნობთ?!__ სიცილით ეუბნება სანდრო და ტასო ხელში აჰყავს. _ დიახ,ნამდვილად. __ ელენე ცდილობს უხერხულობა არ შეიმჩნიოს,მაგრამ გულში საკუთარ თავს ლანძღავს. _ ერთი ხელით აქ შუბლი დაუფიქსირეთ.__სანდროს უთითებს. _ აბა პაწაწინა,გამიღე პირი საყვარელო._ უღიმის ელენე ტასოს._ მიდი ძვირფასო,არაფერს გატკენ. ტასო ოდნავ წუწუნებს. _სუ,სუ…არაფერია,აი მოვრჩიით.__ელენე ხის შპადელს ნაგავში აგდებს და მაგიდასთან ჯდება. _ ყელი აქვს წითელი.ეს ტემპერატურაც ყელიდან ექნება.ანალიზები არ გვინდა,ტყულად აღარ ვატიროთ.რადგან მიზეზი ვიცით.მხოლოდ დანიშნულებას დაგიწერ,მაგრამ,თუ მაინც რაიმე შეიცვალა მირეკავთ რა დროც არ უნდა იყოს კარგი? ელენე დანიშნულებას წერს. _ კვებას რაც შეეხება,ვიწყებთ ხორცის ჩართვას. _ ანუ? მწვადები შეგვიძლია უკვე ძიას გოგო? __ იცინის სანდრო. _ სანდროო…__ უკვე მეორე მუჯლუგუნს ურტყამს მარიამი. _ ძიას კი,ტასოს არა.__ მშვიდად პასუხობს ელენე. _ არა ძი ჯერ._ მხრებს იჩეჩავს სანდრო. ელენეს ეღიმება ტუჩის კუთხეში,თუმცა არ იმჩნევს,მაგრამ მარიამის თვალს არ ეპარება. _ კითხვები გაქვთ? _ ამ ეტაპზე არაფერი,თუ რამეა დაგირეკავთ.__ პასუხობს მარიამი. _კი,აუცილებლად.აი დანიშნულება. _ კარგად ელენე ექიმო._ ტასოს ხელს წევს სანდრო და უქნევს._ მომავალ შეხვედრამდე. ამჯერად დაუფარავად იღიმის ელენე. _ კარგად და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ღიმილით ტოვებენ პედიატრის კაბინეტს.სანდროს გულში ეცინება,მისგან განსხვავებით კაბინეტში დარჩენილი ელენე ჩუმად მაგრამ მაინც ხმით იცინის. _სანდრიკ,გთხოვ აფთიაქში შედი რა და ეს წამლები იყიდე,მე მანქანაში ჩავსვამ ბავშვს. _ კარგი მომეცი დანიშნულება.__ მარიამი ქაღალდს აწვდის,სანდრო რამდენიმე წამი ქაღალდს დაყურებს,თუმცა მის ყურადღებას ელენეს ნომერი იქცევს.წამებში იმახსოვრებს. *** _ ლან,როგორ ხარ? _ კარგად ცუნცულ,შენ? _ ნორმალურად რა.შენი ნახვა მინდა… _ ჩამოდი მერე შვილო ამერიკიდან,გაგიტკბა ხომ იცი?! _ ჩამოვედი…_ ეღიმება ელენეს. _ რააა? _ ყვირის ტელეფონში ლანა. _ ჰო,აქ ვარ. სად გნახო? მოდი ჩემთან გამოდი კაი? _ ვაიმე მოგკლავ… არ მჯერა…კაი კაი,საღამოს სამსახურიდან ეგრევე შენთან მოვალ. ლანა და ელენე,მეხუთე კლასიდან მეგობრობენ.ლანა მათ კლასში გადმოვიდა,როცა სკოლა შეიცვალა და მის მერე ასე ერთად მოდიან.არ არსებობს მათ შორის საიდუმლო.გულახდილი,თბილი და სიყვარულით სავსე მეგობრობა აკავშირებთ. საღამოს ლანა,ელენესთან ადის სახლში და სამი თვის უნახავ დაქალს მაგრად იხუტებს. _ რა მაგრად მომენატრეეე. _ მეც ბაჭია.__ კრუტუნებს მის თმაში ელენე. _ მოსაკლავი კი ხარ,როდის ჩამოხვედი._ სასტუმრო ოთახში დივანზე ჯდება და ცალი ფეხის მორთხმით და ზედ აჯდება თავისსავე ფეხს. _ არ მკითხო მომკლავ…__ სახეზე ხელებს იფარებს ელენე. _ რაა გოგო? __ სახე ეცვლება ლანას. _ ერთი კვირა გახდა. _ რააა?.. აუ ახლა ავდგები და წავალ… ბრაზდება ლანა.ელენე თვალებს ისაწ....ბს და უღიმის. _მეღადავები? სერიოზულად?! _ ჰო,მართლა… __ ჩახლეჩილი ხმით ადასტურებს ელენე. _ ოღონდ მომისმინე,ცუდად ვიყავი… ეს სიტყვები გულს ულბობს ლანას ცოტათი,თუმცა მაინც ხმას არ იღებს ჯერ. _ სიურპრიზი მინდოდა ყველასთვის და არ გითხარით არავის.ღამე ჩამოვფრინდი.დავჯექი ტაქსში და წავედი დათოსთან… პაუზას აკეთებს.ტუჩს იკვნეტს. _ ვიღაც ჰყავდა…_ ამოიჩურჩულა ბოლოს. _ რაა? დათოს გოგო? _ ხო…ჩემი თვალით დავინახე… არ ვიცი რა ვქნა ლან__ თვალები ცრემლებით ევსება. _აუუ… ლანა დგება და მეგობარს ხელებს ხვევს. _ მერე? _ რა მერე? ავდექი და წამოვედი. _ დაშორდით? _ არ იცის,რომ დავინახე.ეზოში რომ შევედი.დივანზე იყვნენ. _ ვაიმე,კაი გაჩერდი…_ დაიჯღანა ლანა.__ სექსი ჰქონდათ? _ არა ჯერ მოთელვა იყო._ ეცინება მის სახეზე ელენეს. ლანა კისკისებს. _აბა კი შეგერყეოდა ფსიქიკა__სიცილს წყვეტს __ არა,სამი თვე რომ დატოვე რა გეგონა? _ არც მანამდე ვუგორდებოდი მე,იცი შენ._ წყრება ელენე. _ კაი ხო ვიცი,ვხუმრობ… ვაახ…მერე რაო? _ რა რაო? არც დავუნახივართქო ეზოდანვე გამოვტრიალდი. _ აუუ,ერთი შენ ხარ რააა…ვერ შეხვედი? _ ვერ ხარ შენ და რა მეთქვა?! ჯერ შოკი რომ მე დამინახავდა და ახლა რა პროცესის დროს. ლანა ისევ ხმამაღლა იცინის. _ვაიმე,ვაიმე…რომ წარმოვიდგინე სახე აჰაჰააა…_ ისევ ხელახლა ეწყება სიცილის შემოტევა. ელენე აცდის სიცილს და მის შემხედვარე თავის თავზე თვითონაც ეღიმება. _ დაგერეკა მერე,მარტომ რანაირად გადაიტანე ეს დღეები? _სერიოზულდება ლანა. _ სამსახურში გავედი.ცოტა გონება სხვა რამეზე რომ გადამეტანა. სამსახურზე სანდრო ახსენდება.ეღიმება.ლანას არ ეპარება. _ოო,მაგ ღიმილს ვცნობ,აბა გამოუშვი კიდე რაღაც ხდება. ახლა უკვე იცინის ელენე.ხვდება ლანას ვერ გამოაპარებს. _ მაგ ღამით როცა დავინახე ჩვენ ბარში წავედი.დავლიე და მერე ტერასაზე ავედი.ვიღაც ტიპი ამოვიდა,ვლაპარაკობდით.ეგონა გადახტომას ვაპირებდი._ ეცინება. _ ხოდა ვაკოცე გოგო.__ სახეზე ხელებს იფარებს. ლანა იცინის. _რა ღამე გქონიათ შენ და დავითს… _ მოისვენე კაი. მერე გაგიყვანო და გზაში მის მანქანაში ჩამეძინა.ვერ გამაღვიძა და მის სახლში ამოვყავი თავი… _ვაიმე,ვაიმე…ახლა არ თქვა რომ… _ დაიცადეე,ნუ უსწრებ მოვლენებს.არაფერიც არ მომხდარა._ იღიმის ელენე.__ მეორე დღეს ჩვეულებრივ ავდექი და წამოვედი.ჩვეულებრივ დავემშვიდობე და ვსო… ხოდა დღეს ბავშვით ხელში ჩემს კაბინეტში დამადგა _ კაიიი? მართლა? _ ლანა პირს აღებს გაოცებისგან. _ ვაიმე ხო,რომ ავწიე თავი და დავინახე შოკი მქონდა.ის კიდე იდგა და იღიმოდა. _ არადა ვიფიქრე ახალი ტიპი გაჩითათქო,ფუ შენი… ცოლიანი ყოფილა. ახლა ელენე იცინის ხმამაღლა. _ მეც მანდ შევცდი.ბავშვის ბიძა ყოფილა. _ ვააა…_ მოიცა ეს მართლა ხდება თუ ფილმის სიუჟეტს მიყვები მგონია._ ყბადაღებული უყურებს ლანა. _ ხო და მე მთავარ როლზე დამამტკიცეს. _ ჰო,შენი ცხოვრების მთავარ როლზე დიახაც.__წამით დაფიქრებული უყურებს ლანა. _ მესამედაც თუ შეხვდი,ჩათვალე შენი ბედია.__ იღიმის და წარბებს ათამაშებს.ბოლოს ისევ ამატებს. _ იცოდე კოსმოსი მსგავს შეხვედრებს ტყუილად არ აწყობს. _ დაიწყო ისევ…__ თვალებს ატრიალებს ელენე. *** გვიან ღამით დათოს ზარი შემოდის ტელეფონზე. ღრმად სუნთქავს და ბოლოს პასუხობს. _ ალო რამდენიმე წამით სიჩუმეა, მერე დათოს ხმა ისმის. _ ელენე?.. _ ჰო. _ ერთი კვირაა გირეკავ… რა ხდება? კარგად ხარ საერთოდ? _ აშკარად გაკვირვებულია. _ კარგად ვარ. _ მაშინ რატომ არ მპასუხობდი? ხომ იცი როგორ ვინერვიულე. ელენე ფანჯარასთან მიდის. _ დაკავებული ვიყავი. დათო ჩუმდება წამით. _ რითი? რომ ვერ მოიცალე ჩემთვის? _ ჰო,რავიცი.ასეც ხდება… მეორე მხარეს პაუზაა. _ რა მოხდა? _ დავბრუნდი… _ რაა? ჩამოხვედი და არ მითხარი?_ დათოს გაკვირვება იგრძნობა ხმაში. ელენე ცოტა ხანს არაფერს ამბობს. _ ვერ მოვასწარი. პაუზა. _ ელენე, რამე მოხდა? ისეთი გრძნობაა თითქოს რაღაცას მიმალავ. ელენე ღრმად სუნთქავს. _ დათო… იმ ღამეს შენთან ვიყავი. სიჩუმე. _ რას ნიშნავს? _ დაბნეული კითხულობს. _ სახლში მოვედი… და დაგინახეთ. ტელეფონის მეორე მხარეს მძიმე პაუზაა. _ ელენე… _ არ გინდა ახსნა._ მშვიდად ამბობს ის. _ სისულელე იყო… მართლა. არაფერი არ ნიშნავს. უბრალოდ მოხდა. ელენე ჩუმად იცინის. _ შენთვის ალბათ._ დათო უკვე აშკარად ნერვიულობს. _ მოდი შევხვდეთ. ასე ტელეფონით ვერ მოვაგვარებთ. ელენე რამდენიმე წამი ფიქრობს.საწოლზე ჯდება. _ არ ვიცი. _ გთხოვ,ვილაპარაკოთ.ახლავე მოვალ პაუზა. _ კარგი. შევხვდეთ.ოღონდ ახლა არა. _ არ შემიძლია მოთმენა… _ უცნაურია…_ ირონიულად ამბობს ელენე. _ როდის აბა?_ არ იმჩნევს დათო. _ ხვალ,სამსახურის მერე.ნახვამდის. არ აცდის საუბრის გაგრძელებას თიშავს. ტელეფონს საწოლზე დებს და რამდენიმე წამი უძრავად ზის,სუნთქვა შეკრული. “სისულელე იყო…” ჩუმად იმეორებს მის ნათქვამს და მწარედ ეღიმება. “ რა საშინელი ეტაპია,არც უშენობა შემიძლია და არც პატიება…” რამდენჯერაც იმ ღამეს იხსენებს, იმდენჯერ უფრო მძაფრად გრძნობს ღალატისა და ნდობის დაკარგვის ტკივილს. “გულს რატომ ვერ ვამშვიდებ? რატომ მინდა ისევ ჩემ გვერდით იყო, როცა ვიცი, რომ ვეღარ გენდობი?” ფანჯარასთან მიდის და ღამის სიჩუმეში ქალაქის შუქებს აკვირდება. “ვერ გავიგებ… ასე მარტივად ვერ ვაპატიებ… მაგრამ მაინც ვერ ვიშორებ ფიქრს მასზე” ხელებს მკერდზე იხვევს და თვალებს ხუჭავს, თითქოს დრო უნდა გაჩერდეს, რომ საკუთარ გრძნობებს ჩაწვდომის საშუალება მისცეს. “ხვალ ვნახავ… ხვალ ყველაფერი ნათელი იქნება ალბათ…” *** სამუშაო დღის მერე,ელენეს დათო ურეკავს. _ გამოგივლი და ჩემთან ავიდეთ კაი? _ კი… იმ დივანზეც წამოვსკუპდები.__ვერ ითმენს ელენე. დათოს ფხუკუნი ისმის ტელეფონში. _კაი,კაი…მოვდივარ და სადაც შენ იტყვი. კლინიკასთან დათოს მანქანას ხედავს ელენე.აი თავად დათოც,მანქანაზე მიყუდებული,თავი ოდნავ გვერდზე აქვს გადახრილი და უღიმის ოდნავ შესამჩნევად მისკენ მიმავალ საყვარელ ქალს. ელენე მკაცრი გამომეტყველებით უახლოვდება.” როგორ მიყვარხარ და თან როგორ მძულხარ,რაც გააკეთე მისთვის…” _ გამარჯობა._ თამამად უღიმის და მის საკოცნელად იწევა. _ არც იფიქრო.__ ელენე უკან იხევს.__ შენ ისევ იმ დივნის განწყობაზე ხარ გეტყობა! დათოს ღიმილი წამში ეყინება სახეზე,თუმცა არაფერს ამბობს.თითქოს სამართლიანად თვლის. უხმოდ უღებს მანქანის კარს. ელენე ჯდება და კარს აჯახუნებს. რამდენიმე წამში დათოც ჯდება.საჭეზე მძიმედ აწყობს ხელებს. _ ჩვენს კაფეში წავიდეთ გინდა? __ მშვიდი ხმით კითხულობს დათო. _ წადი. __ ფანჯარაში იყურება ელენე. ელენე ფანჯარას უყურებს.დაძაბული სიჩუმეა. “ როგორი ძნელია,_ ფიქრობს ელენე — საყვარელ ადამიანს ხედავ წინ გიდგას გინდა უთხრა ყველაფერი, მაგრამ თავმოყვარეობა გიხშობს სიტყვებს… ვგრძნობ რომ წყდება ჩვენ შორის ის უხილავი ძაფი,რაც გვაკავშირებს და თან არ მინდა…” დათო ჩუმ მზერას აპარებ ელენესკენ,როცა შუქნიშანთან ჩერდება წითელზე.უტყვი,ცივი მზერა აქვს ელენეს,თუმცა დათო მაინც იჭერს მასში იმ ტკივილს რაც შიგნით აქვს გოგოს,უბრალოდ არ ავლენს. _ ელ,კარგად ხარ? _ შესანიშნავად…შესაშურად. __ მზერა დათოზე გადააქვს ელენეს. დათო მაშინვე არიდებს თვალებს.ელენე გრძნობს რომ ზუსტად მიზანში მოხდვა მისი სათქმელი და გამარჯვებულის იერით ზის. “ კარგია,თუ გრძნობ და ხვდები! იქნებ იგრძნო ისიც როგორი ძნელია ჩემთვის…” დარჩენილ გზაზე,არცერთი ხმას არ იღებს.კაფესთან აჩერებს დათო მანქანას.ელენე გადადის მანქანიდან და პირველი შედის,არ ელოდება დათოს. ყოველ ნაბიჯში და ამოსუნთქვაში გრძნობს დათო ელენეს დამოკიდებულებას და გულში იმ ღამის მისამართით იკურთხება. “ფუ,რა სი*ი ხარ დათო,რანაირად ჩავარდი…ან ესეც რა ზუსტად იმ დროს მოსულა,ფუ ჩემი კაი…” ცარიელ მაგიდასთან ჯდება ელენე.ბევრი ხალხი არც არის. დათო შეკვეთას აკეთებს,ელენეს საყვარელ კაპუჩინოს უკვეთავს და ტირამისუს,თავისთვისაც ყავას ირჩევს და ელენეს წინ ჯდება. _ ელ… _ ცდილობს თვალებში შეხედოს. __ არ ვიმართლებ თავს,ვიცი,მაგარი სირულად მოვიქეცი.მთვრალი ვიყავი…საღ გონებაზე ხომ იცი არ ვიზავდი,ბარში ვიყავით ჩვენები მაგ ღამით და … ელენე ჩუმად არის.ქუჩაზე გამავალ შუშის კედელზე აქვს მზერე მიპყრობილი და ქუჩაში მოძრავ ხალხს ათვალიერებს. “რატომ ვაძლევ შანს? რატომ?.. გონება რატომ არ მემორჩილება ბოლომდე თუ გული?!.” _ელე,მისმინე რა გთხოვ,მართლა გულით ვითხოვ პატიებას…ხომ იცი მიყვარხარ…შევცდი და ეს ერთი მაპატიე რა… ელენე ჯიუტად დუმს,თუმცა ფიქრებში… “როგორ ცდილობს ბოდიშის მოხდით ცოტათი დაიბრუნოს თავისი ადგილი ჩემს გულში. რა რთულია და კიდევ უფრო რთული,რომ ვხვდები არ შემიძლია ასე ერთი ხელის მოსმით გავუშვა ჩემი ცხოვრებიდან,მაგრამ პატიებაც არ შემიძლია… იქნებ დრო მჭირდება?!.” _ მე რომ შევმცდარიყავი მასე მთვრალზე მაპატიებდი?__ მოულოდნელად ეკითხება და ის კოცნა ახსენდება ტერასაზე სანდროსთან. დათო თავს ხრის. _ გთხოვ,კაი რა კითხვებია?.. მაპატიე რა,ეს ერთი კვირა სულ გამაგიჟე,რომ არ მპასუხობდი… რაღაცნაირად ისედაც განვიცადე მომხდარი… შეკვეთა მოაქვთ.მაგიდაზე დადებულ ელენეს ხელს დათო ფრთხილად ახებს თითებს. _ შემომხედე…ვიცი თუ შემომხედავ მაპატიებ.__იღიმება დათო. _ მინდა რომ გაპატიო?! საქმე მაგაშია…ელენე თავს აბრუნებს და სახეში უყურებს. _ რადგან აქ ხარ ესეიგი გინდა…__ფრთხილად აპარებს დათო და თავის მომხიბვლელ ღიმილს აგებებს. უმნიშვნელო ღიმილი ურბენს სახეზე ელენეს წამის მეასედში,თუმცა დათო ამჩნევს და სათავისოდ იყენებს ამას. _ ჩემი პატარა ხარ. __ უღიმის დათო. _ არადა რეალურად პატარა შენ ხარ.რად მინდოდა ოცდახუთი წლის ღლაპი რომ აგარჩიე? _ირონიულად უყურებს ელენე. _ და შენ მაინც ამ ოცდახუთი წლის ღლაპზე გიჟდები… __ თვალები უციმციმებს დათოს. _ სულ რაღაც 4 წლით ხარ დიდი მეტი კი არა. ელენეს სიმშვიდით თამამდება და ცდილობს იხუმროს. _ თუმცა უნდა ვაღიარო მე დამა ქალებზე ვგიჟდები__ წარბებს ათამაშებს დათო. _ მე მთლად მაგ ასაკში არ ვარ და ის თუ იყო დამა? არ გავდა რაღაც დამას… __ ისევ უკბინა ელენემ. დათო ხმამაღლა იცინის. _ვახ,ჩემი კაი… აწი სულ უნდა მომაძახო ხოლმე ხომ? _ისევ მომხიბვლელ ღიმილს აგებებს ელენეს. _ რა წამს შანსი მექნება კი.__ დაუფარავი ირონიით პასუხობს ელენე. მანქანა ელენეს სახლთან ჩერდება.დათო ტანით მისკენ ტრიალდება. _ ელ…_ თმაზე ნაზად უსვამს ხელს და მის ყელთან აჩერებს.ცერა თითს ტუჩის კუთხესთან ნაზად უსვამს. _ ძალიან მომენატრე… სიჩუმე. _ მეც მენატრებოდი… __ თითქოს რაღაცის თქმას კიდევ აპირებს,მაგრამ დათო აჩერებს. _ არ გინდა გთხოვ.არ გააფუჭო… ელენე წარბებს მაღლა ზიდავს.დათოს ეღიმება.ნაჩქარევად იწევა ლოყაზე კოცნის,ოდნავ ტუჩებისკენ ეპარება,თუმცა ელენე თავს წევს. _ ორი შანსი მქონდა წამოძახების,მაგრამ გავუშვი.ასე რომ,სანამ ძალიან მომეძალა მოუსვი… __ თვალებს უბრიალებს ელენე და ეღიმება. _ ვსო ვქრები.__ მაცდურ ღიმილს აგებებს დათო.ელენე მანქანიდან გადადის. *** დათო მარტივად არ ეგუება ელენეს წყენას. ყოველდღე ცდილობს მასთან კონტაქტს ხან ურეკავს, ხან კლინიკასთან აკითხავს, ხანაც უბრალოდ შეტყობინებას უტოვებს. პირველ დღეებში ელენე თითქმის არ პასუხობს. შემდეგ ნელ-ნელა დათოს სიურპრიზებიც იწყება. ერთ დილას კლინიკაში მისულს სამუშაო მაგიდაზე პატარა ყუთი ხვდება. შიგნით მისი საყვარელი შოკოლადებია. მეორე დღეს დათო კართან ელოდება. _ უბრალოდ ყავაზე წამოდი.__ ეუბნება მშვიდად. ელენე თვალებს ატრიალებს, თუმცა ბოლოს მაინც მიჰყვება. ასე გადის დღეები. ელენე საკუთარ თავსაც ვერ უგებს. დათოსთან ყოფნა ისევ ისეთივე მარტივია, როგორც ადრე… მაგრამ ის ღამე მაინც ჩრდილივით დგას მათ შორის. ხანდახან საკუთარ თავს ეუბნება: “იქნებ მართლა შეცდომა იყო?..” მაგრამ შემდეგ ისევ ის სურათი ახსენდება დივანი, დათო და ის ქალი. და გულში რაღაც ისევ ეჭიმება. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა ელენე თითქოს ცდილობს… ცდილობს ისევ ისე იცინოს. ისევ ისე ილაპარაკოს. თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ორივემ იცის რაღაც მაინც შეიცვალა. *** საღამოს დათო და ელენე მეგობრის აგარაკზე წყნეთში მიდიან.ეზოში უკვე მანქანებია გაჩერებული და სახლიდან მუსიკისა და სიცილის ხმა ისმის. _ როგორც ჩანს უკვე დაიწყეს.__იღიმება დათო. ეზოში შედიან. რამდენიმე მეგობარი მაშინვე ეგებება. _ აი, მოვიდნენ!__ ვიღაც ყვირის სახლიდან. დათო ყველას ესალმება, ელენეს მხარზე ხელს ხვევს და შიგნით შედიან. სახლში ხმაურია მუსიკა, ჭიქების ხმა, სიცილი. ელენე ნელ-ნელა მოდუნებას იწყებს. ყველას იცნობს უცხო არავინაა. _როდის დაბრუნდი ელე? __ სალი ეკითხება,დათოს ძმაკაცის და. _ ერთი თვეა დაახლოებით. _ სად დაგვეკარგე მერე?__ საუბარში ერთვება ქერა გოგონა,სალის დაქალი ნინი. _ რავი,სამსახურის თემაში…სამი თვე რომ წასული ვიყავი…ხომ გესმით? _ აქეთ რა ხდებოდა,სიახლე ხომ არ არის რამე? _ არაფერი განსაკუთრებული.ჩვენთან ბარში დავიწყე მუშაობა მე…_ამბობს ნინი. _ იქ,ჩვენ ბარში? _ აკონკრეტებს ელენე. _ ხო “ჩვენი”__ იცინიან ერთად. _ რას დალევ ელ?__ მოშორებით დგას დათო და ეძახის. _ კოქტეილს.__ელენე თვალებზე ხელს იფარებს.__ჯერ ისევ ცხელა,ვითომ შემოდგომა დაიწყო. _კაია მერე. _ შევალ სახლში,დამცხა. _ კაი ჩვენც შემოვალთ. დათო რამდენიმე წუთში შემოდის და კოქტეილს უწვდის ელენეს. კარის ჩარჩოში მაღალი ფიგურა ჩნდება. _ აქ რა ხდება ხალხო,რამდენები ყოფილხართ.__მხიარულად ამბობს. დათო ხელს უქნევს. _ აქ მოდი, ძმაო!__ ელენე სწორედ ამ დროს ტრიალდება კარისკენ. სანდრო მზერას ჯერ ოთახს ავლებს,მერე უცებ ჩერდება ელენეზე. წამით ორივე იყინება. ელენეს ხელში დაჭერილი ჭიქა ჰაერში უშეშდება. სანდროს სახეზე ნელა ჩნდება ის ოდნავ ირონიული ღიმილი. დათო სრულიად მშვიდად ამბობს: _ ელ, გაიცანი ეს სანდროა. ჩემი ძმაკაცი. სულ რაღაც ორი თვის წინ დაბრუნდა საქართველოში. შენ რომ წასული იყავი მაშინ. ელენეს ყურებში თითქოს ხმები ჩახშობილია. სანდრო ნელა უახლოვდება მათ. მზერა ისევ ელენეზე აქვს. და მშვიდად ამბობს: _ ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს. დათო გაკვირვებით უყურებს. _ მართლა?_ ეცინება. _ სად გაიცანით? ელენე სიტყვებს ვერ პოულობს. სანდრო კი მშვიდად პასუხობს: _ შემთხვევით.ჩემი დის შვილის პედიატრია ელენე. ელენეს თავში კი მხოლოდ ერთი სურათი ცოცხლდება ქალაქის განათებული ტერასა… და ის მოულოდნელი კოცნა. „რა ირონიულია ეს ცხოვრება…“ ფიქრობს. _ მაშინ გაიცანი,როგორც ჩემი საცოლე.__ იცინის დათო. სანდროს ტუჩის კუთხე უტყდება და წარბს უმნიშვნელოდ ზევით წევს. _ ჰოო…აი ეგ არ ვიცოდი.__ მშვიდად იღიმის. ელენეს პირველი შოკი ნელ-ნელა გადაუვლის. თავს ძალას ატანს, სახეზე მშვიდ გამომეტყველებას იკრავს და ბოლოს ამბობს: _ არც მე ვიცოდი, რომ დათოს მეგობარი იყავი. სანდრო წამით უყურებს. ეს მზერა ორივეს ისევ იმ ღამეს ახსენებს. მოგვიანებით ტერასაზე რამდენიმე წუთით ისე ხდება რომ მარტო რჩებიან. სიჩუმეს სანდრო არღვევს. _არ მეგონა ასე მალე თუ ისევ შეგხვდებოდი… ელენე თავს წევს და უყურებს. _ მეც… პატარა პაუზაა. სანდრო ოდნავ იღიმის. _ თუმცა უნდა ვაღიარო მომწონს … _კაიი…საშინლად უცნაური დამთხვევებია ჩვენს ცხოვრებაში.__ელენე ჩუმად ოხრავს. სანდრო ჩუმად იცინის. ოდნავ უახლოვდება და დაბალი ხმით ეკითხება: _ პირველი რა გახსენდება ჩემს დანახვაზე ხოლმე? ელენე წამით ჩუმდება. მისი გულისცემა აშკარად აჩქარდა. _ სერიოზულად?.._ ეცინება სიმწრისგან. სანდრო კი სრულიად მშვიდად ამატებს: _ მე გეტყვი მაშინ _ იღიმის და თვალებში უყურებს__ კოცნა… ელენე ჭარხალივით წითლდება.სახეზე ხელებს იფარებს და ეცინება. _ იმედია არ ფიქრობ,რომ ყველას ვკოცნი ასე ვინც ტერასაზე შემხვდება… _ არა,რა თქმა უნდა…__ ტუჩის კუთხე უტყდება სანდროს__შენც ხომ ხვდები,არც მე ვკოცნი ჩემი მეგობრის საცოლეებს… _ ბედის ირონია თუ გინდა ესაა…_ თავს აქნევს ელენე და თავადაც იცინის,სხვა რა გზა აქვს?! სანდრო აღარ პასუხობს. უბრალოდ უყურებს. რამდენიმე წამი სიჩუმეა. საღამოს ჰაერი გრილია.სახლიდან მუსიკის ხმა ისმის. სანდრო მოაჯირს ეყრდნობა. _ მაინც უცნაურია…__ჩუმად ამბობს. _ რამდენი ადამიანი არსებობს და მაინც ისევ შევხვდით._ ელენე მხრებს იჩეჩავს. _ ჰო ხანდახან ძალიან პატარაა თბილისი. სანდრო თითქოს რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ სწორედ ამ დროს ტერასის კარი იღება. _ აჰა, აქ ყოფილხართ!_ დათოს ხმა ისმის. ორივე ერთდროულად ტრიალდება. ელენე ინსტინქტურად ერთი ნაბიჯით შორდება სანდროს. _ რას აკეთებთ აქ,წამოდით…გახურდა შიგნით სიტუაცია… _ ისე ჰაერზე…__ ამბობს ელენე. შიგნით შესვლამდე კიდევ ერთხელ, სრულიად შემთხვევით, მათი თვალები ხვდება ერთმანეთს. სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ უტყდება. ისეთი ღიმილით, თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. ელენეს კი უცნაური შეგრძნება უჩნდება. „ეს ნამდვილად ცუდად დამთავრდება…“ შიგნით დაბრუნებულებს ხმაური და სიცილი ხვდებათ.ვიღაც მუსიკას უწევს. _ სად დაიკარგეთ?__ ეკითხება ერთ-ერთი მეგობარი სიცილით. _ ტერასაზე ვიყავით._ პასუხობს დათო და ელენეს მხარზე ხელს ხვევს. ყველა მაგიდასთან იკრიბება. სასმელით ავსებენ ჭიქებს. ვიღაც ხუმრობს, ვიღაც წარსულ ამბებს იხსენებს. დათო ელენეს გვერდით იკავებს ადგილს და გვერდით მჯდომ მეგობარს უყვება რაღაცას,ის კი გულიანად იცინის. ელენე ცდილობს ჩაერთოს საუბარში, მაგრამ ყურადღება მაინც ეფანტება. გრძნობს ვიღაც უყურებს. ნელა აპარებს მზერას მაგიდის მეორე მხარეს. სანდრო ზის იქ.ჰაერში ჭიქას სწევს. თვალებს არ აშორებს. და ძალიან შეუმჩნევლად თვალს უკრავს. ელენე წამში წითლდება. მაშინვე სხვაგან გადაიტანს მზერას. დათო ამ დროს რაღაცას ეკითხება. _ ელ, შენ რას იტყვი?_ ელენე დაბნეულად ახედავს. _ რაზე? ყველა იცინის. _ ვაჰ, სად ხარ?_ ამბობს სალი სიცილით. ელენე ძლივს იღიმის. ზუსტად იცის მაგიდის მეორე მხარეს ვიღაც ძალიან კარგად ერთობა მისი დაბნეულობით. სუფრასთან მხიარულად ერთობიან.თითქმის ყველა ნასვამია.ელენე არ სვამს,ცოტა დაძაბული საღამო გამოუვიდა. სალი უცებ ტაშს უკრავს. _ მოდი რამე ვითამაშოთ რა,არ მოგწყინდათ,მარტო ჭამა_სმაა აქ… _ რა თამაში კითხულობს ნიკა? _ სიმართლე თუ მოქმედება._ მხრებს იჩეჩს სალი.__ მგონი კაია? რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ყვირის: _ ოოო, კარგი იდეაა! ყველა დივნებზე და სკამებზე სხდება წრეში. ბოთლი მაგიდის შუაში დევს. _ აბა, ვატრიალებ!__ ამბობს სალი და ბოთლს ატრიალებს. ბოთლი ტრიალებს… ნელდება… და ბოლოს ჩერდება. სანდროსკენ. ყველა იცინის. _ აბა, სანდრო! სიმართლე თუ მოქმედება?__ ეკითხება სალი. სანდრო მშვიდად ეყრდნობა დივანს. _ სიმართლე.__ ამბობს. _ კარგი…__სალი წამით ფიქრობს. _ბოლო დროს ვინმეს თუ აკოცე? ყველა იცინის. დათოც. _ მარტივი კითხვაა.__ ამბობს ვიღაც. სანდრო ოდნავ იღიმის. მისი მზერა ნელა გადადის მაგიდის მეორე მხარეს. ელენეზე. წამის მეასედით ჩერდება იქ. ელენე მაშინვე გრძნობს ამას. გული ისევ უცნაურად უცემს. სანდრო ბოლოს პასუხობს: _ კი. _ და ვინ?__მაშინვე ეკითხება ვიღაც სიცილით. სანდრო მხრებს იჩეჩავს. _ შემთხვევით.__ ამბობს მშვიდად. ოთახში ისევ სიცილი ისმის. მაგრამ ელენეს უხერხული ღიმილი აქვს და გული უჩქარდება. სანდრომ ზუსტად იცის ამ პასუხს მხოლოდ ერთი ადამიანი მიხვდა სწორად. ბოთლს დასწვდა და ატრიალებს.ჯერ ისევ ღიმილი აქვთ სახეზე. ნელ-ნელა ჩერდება ბოთლი და ეს ელენეა. _ აბა ელ,სიმართლე თუ მოქმედება?__ ეკითხება სალი. _ სიმართლე. _ ოო,ეს უკვე მოსაწყენია.მოქმედებაც აირჩიეთ._ აპროტესტებს ნინი. _შენ აარჩიე ეგ.__ პასუხობს დათო. ელენეს გული უცნაურად უჩქარდება. სანდრო ოდნავ წინ იხრება, თითქოს უბრალოდ თამაშში ერთვება. _ კარგი…__ამბობს მშვიდად. — რომ შეგეძლოს ერთი საღამოს თავიდან დაბრუნება შენს ცხოვრებაში… რომელს აირჩევდი? ოთახში ვიღაც ამბობს: _ ოო, ეს უკვე სერიოზული კითხვაა!_ამბობს ვიღაც. ელენეს უყურებენ. ელენე წამით ჩუმდება. მისი მზერა უნებურად სანდროს ხვდება. ტერასა ახსენდება. ქარი,ქალაქის შუქები და ის მოულოდნელი კოცნა. ელენეს სწრაფად გადააქვს მზერა მერე მხრებს იჩეჩავს და იღიმის. _ არ ვიცი… ალბათ იმას, სადაც ყველაფერი უბრალოდ… შემთხვევით ხდება. სანდროს ძლივს შესამჩნევად ეღიმება. _ და რატომ უნდა დააბრუნო მასეთი შემთხვევითი დღე?__ კითხულობს ნინი. ელენეს მზერა მასზე გადააქვს,წამიერად აკვირდება და თითქოს თან ფიქრებს ალაგებს. _ რაღაცეებს შევცვლიდი… სანდროსკენ აპარებს მზერას.ელენეს უყურებს დაკვირვებული თვალებით. _ კაი შემდეგი._ ამბობს სალი ბოთლს ლანა ატრიალებს.დათოსკენ ჩერდება. _ აბა დათო,_ კითხვას ამზადებს სალი. _ მოიცა მე ვკითხავს,__აჩერებს ნინი და ეცინება__ ცოტა დრამა…მოკლედ დათუნა,ახლა შენ გვიპასუხე ელენეს გარდა მოგწონებია ვინმე ისე რომ ცოტა შეგშინებია კიდეც?.. _ ოჰოო… _ იცინიან გარშემო. _ ეს მართლა დრამაა.__ იცინის ნიკა._არ ჩაიჭრა ძმაო,ფრთხილად. იცინიან. დათო წამით ჩუმდება. ელენე გვერდიდან უყურებს. სანდრო კი მშვიდად ზის და თითქოს უბრალოდ პასუხს ელოდება. დათო ბოლოს იცინის. _ კაცო, ლამაზი ქალი რომ მოგეწონოს ეგ ბუნებრივია.__ ამბობს მხიარულად. — მაგრამ რომ შემეშინდეს? არა. მერე ელენეს მხარზე ხელს ადებს. _ მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე. რამდენიმე მეგობარი ტაშსაც კი უკრავს ხუმრობით. _ ბრაო დავით._ იცინის სალი. მაგრამ მაგიდის მეორე მხარეს სანდრო მშვიდად იღიმის. *** ღამე გვიანია. მუსიკა უკვე ჩუმად უკრავს. ზოგი დივანზეა მიწოლილი, ზოგიც ოთახებში დაიკარგა. ელენე წყლის მოსატანად სამზარეულოსკენ მიდის. ამ დროს სანდრო ეზოში გადის ჰაერზე. ტელეფონს ამოწმებს და მერე აუზისკენ მიდის. სწორედ მაშინ ამჩნევს მოძრაობას ბნელ მხარეს. ორი ფიგურა დგას ახლოს. სანდრო თავიდან ყურადღებას არ აქცევს… მაგრამ შემდეგ გოგოს ჩუმი სიცილი ესმის. შემდეგ კი ხედავს ერთმანეთს კოცნიან. სანდრო წამის მეასედით ჩერდება. ტუჩის კუთხე ოდნავ უტყდება. _ ვახ, დათო…_ ჩუმად ამბობს თავისთვის. ხმას არ იღებს. უბრალოდ უკან ბრუნდება. ზუსტად იმ დროს ტერასაზე ელენე გამოდის. სანდრო მას ხედავს. წამის განმავლობაში რაღაცაზე ფიქრობს. მერე ჩვეულებრივად ეკითხება: _ არ გძინავს? ელენე თავს აქნევს. _ არა… წყალი მინდოდა. მოაჯირს ეყრდნობა. _სიგარეტი ხომ არ გაქვს?_ სანდროსკენ ტრიალდება.სანდრო უჩუმრად იღებს კოლოფს,ხსნის და აწვდის.ელენე კოლოფიდან ერთ ღერს აძვრენს.მისითითების მოძრაობას აკვირდება სანდრო. _ ლამაზი თითები გაქვს…_ ისე სხვათაშოროს აღნიშნავს. ელენეს ეღიმება. _ მადლობა.__ ნაპასს არტყავს,ბოლს უშვებს__ სინამვილეში არ ვეწევი,უბრალოდ ხანდახან… _ მგონი ტერასები მოქმედებს შენზე მაცდურად. ელენე გულწრფელად იცინის. _ მგონი,მართალი ხარ. _ ესეიგი შენი საქმრო დათო არის… ელენე გრძნობს ეს დღევანდელ აღმოჩენას არ ეხება,ეს უფრო პირველი შეხვედრის მოგონებაა. _ ჰო… _ ელენე ღრმა ნაპას აკეთებს._ ალბათ,რომ მცოდნოდა შენ…მაშინ იქ,ტერასაზე… _ხო,რას შეცვლიდი? შენი პასუხი წეღან,თამაშის დროს… ელენე ხმამაღლა სუნთქავს. _ ის ღამე რაღაცნაირ უხერხულობას მიქმნის.__ ნერვიულად იღიმება.__მაშინ უცხო ადამიანი იყავი,არ მეგონა,ამდენჯერ თუ გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები… _ მერე რა,რომ ხშირად ვაწყდებით ერთმანეთს.მასეთ დისკომფორტს გიქმნი? _ არა,არა ,ბოდიში.უხეშად თუ გამომივიდა. _ ხო,მაგრამ აშკარად იძაბები… ხანდახან ყველაფერი ისე არაა როგორც გვგონია…ხან ეს დამთხვევებიც ცუდი არაა,რაღაც კარგისთვის შეიძლება იყოს… _ შეიძლება…_ ჩუმად დაფიქრებით ამბობს ელენე. _ შეიძლება რაღაც გითხრა? _ ეკითხება სანდრო. ელენე თავს უქნევს. _ აღარ იგრძნო უხერხულობა ჩემს დანახვაზე,თუ შეგიძლია. ელენე ჩუმად იცინის. _ ჰოო,ცოტა რთულია,მაგრამ მივეჩვევი… თორემ როგორც ვატყობ ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა._ ეცინება ელენეს. _ მეც მასე ვფიქრობ._ ღიმილით უდასტურებს სანდრო. *** _ ანუ ლამაზი ქალი რომ მოგეწონოს რა მოხდა ხომ?! _ გვერდში ჩქმეტს დათოს გოგო. _ აა,მეტკინა გოგო… __ დათომ ხელი მოისვა მტკივნეულ ადგილზე. _ ხომ არ უბერავ შენ? _ მასე შენს ლამაზმანს ელაპარაკე… _ შენც ჩემი ხარ.__ ცხვირზე თითს ურტყამს და საკოცნელად იწევს,მაგრამ გოგო აჩერებს. _ რატო არ უსრულებ? _ დამაცადე,ახლა ჩამოვიდა… _ რა ახლა თვე ხდებაო,რა ვერ აღირსე?!_ პრეტენზიული ტონი უხდება გოგოს. _ აუუ,შემეშვი რა. ჩემი საქმის მე ვიცი…_ თმას უწევს შუბლიდან და კოცნის._ სიტუაცია,რომ ჩავარდება ვეტყვი,უკვე ველაპარაკე.ხომ დაინახე ისედაც სხვანაირად იქცეოდა. _მაგიტომ იქცეოდა მასე? _დაფიქრებული მზერა უხდება გოგოს.__ აუ,მაგრად ვერ ვუმუღამებ მაგ გოგოს რა. დათო ირონიულად იღიმის. _ არც არის საჭირო,მთავარია მე დამიმუღამო. გოგო ჩუმად იცინის. დათო მისკენ იხრება და ვნებიანად კოცნის. *** მეორე დილით ნელ-ნელა ყველა სამზარეულოში იყრის თავს.ელენე პუფში ზის და ტელეფონს სქროლავს.სანდრო შემოდის ოთახში და საერთო სალამს ამბობს.ელენე გულში კენწვლას გრძნობს.მოწონს სანდროს სიახლოვე,მაგრამ თან არასწორად ეჩვენება თავისი დამოკიდებულება.ცალკე დათოსთან განვითარებული მოვლენები.აღარ არის ძველებურად,ცდილობს,მაგრამ არ გამოსდის,განსაკუთრებით მაშინ როცა სანდროც იქ არის. _ მე ადრე უნდა დავბრუნდე თბილისში.დათო სძინავს კიდე?_ კითხულობს ელენე. _ გვიან დაწვა ხო და გაგუდულს სძინავს. _ პასუხობს ნიკა,რომელიც ახლახან გამოჩნდა კარის ზღურბლზე,აჩეჩილი თმით. _ კაი.ტაქსს გამოვიძახებ და უთხარით,რომ მიკითხავს._ ამბობს მშვიდად. _ ელენე,მე ვბრუნდები თბილისში ახლა და გაგიყოლებ.__ მშვიდად ამბობს სანდრო. ელენე წამიერად ფიქრობს. _ კარგი.ჩემს ნივთებს ავიღებ. სანდრო მანქანას ქოქავს და ეზოდან ნელა გამოჰყავს. დილა მშვიდია, გზაზე ხალხიც ცოტაა. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად ზის. სანდრო გვერდულად გახედავს. ელენე ფანჯარაში იყურება, თითქოს რაღაცაზე ფიქრობს. _ კარგად ხარ?_ მშვიდად ეკითხება. _ კი,უბრალოდ უძილობა და დაღლა… _ მერე გაუძლებ ბავშვებს? ელენეს ეღიმება. _ პირიქით,უფრო ენერგიით მავსებენ.ყველა ასაკში თავისებურად საყვარლები არიან._წამით გახედავს_ მართლა შენი დის შვილი როგორ არის? აღარ დაურეკია შენ დას. სანდროს ეღიმება ტასის გახსენებაზე. _ კარგად.უშველა ელენე ექიმის დანიშნულებამ._წარბებს წევს,ეღიმება და თვალს ავლებს ელენეს. _ არაფერი რთული არ იყო.პირველი შვილია და მაგიტომ…მეორეზეც ხო და აი მესამეზე უკვე უდიპლომო პედიატრები არიან ხოლმე დედები._ ეღიმება ელენეს. _ მამები არაა? _ სხვათაშორის მამებიც საკმაოდ ჩართულები არიან ამ პროცესში.ადრე ასე ხომ არ იყო და ბევრად უკეთესი მდგომარრობაა ახლა მაგ მხრივ. ელენე ჩუმდება.მერე ღიმილი ერევა. _ ჰო,სხვათაშორის ბიძიებიც. სანდროს უხვდება და ეღიმება. _ ყავა ხომ არ დაგველია? ელენე საათს უყურებს. _ შეიძლება. დილით მეც ისე ვარ მიჩვეული,თუ არ დავლიე, თავი მტკივა… სანდრო ოდნავ იცინის. ანუ ყავა შენთვის წამალია. _ თითქმის._ იღიმის ელენე. ზოგჯერ უფრო ეფექტურიც. _ პაციენტებსაც ყავით მკურნალობ?_იცინის სანდრო. _ არა, ეგ მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა. _მაშინ გამიმართლა, __ მხრებს იჩეჩავს სანდრო. __მე აშკარად განსაკუთრებული შემთხვევა ვარ.დილიდანვე ყავა დამინიშნე. ელენე თავს აქნევს ღიმილით. _ ჯერ არ დამინიშნავს, შენ თვითონ მოითხოვე. _ კარგი ექიმი ყოველთვის უსმენს პაციენტს, __ მშვიდად პასუხობს სანდრო. ელენე ისევ იცინის. _ თუ ასე გააგრძელე, მართლა მოგიწევს ბარათის გახსნა ჩემთან. _ პრობლემა არ არის,__ ამბობს სანდრო ისე, თითქოს სრულიად სერიოზულია. _მთავარია მკურნალობის კურსში კაპუჩინო ხშირად შედიოდეს. ელენე თავს აქნევს ღიმილით, ფანჯრიდან ქუჩას გახედა. _ მგონი ეს უკვე დამოკიდებულებაა. _ შესაძლოა,__ მშვიდად ამბობს სანდრო, _ მაგრამ ყველა დამოკიდებულება ცუდი ხომ არ არის. მანქანას პატარა კაფესთან აჩერებს. დილა ჯერ კიდევ მშვიდია, შიგნითაც ბევრი ხალხი არ ჩანს. სანდრო ძრავს აქრობს და ელენესკენ ტრიალდება. _ აი, შენი წამალი. ელენე ეღიმება. _ ნახე, უკვე შენც ექიმივით ლაპარაკობ. _ არა, თავს აქნევს სანდრო, უბრალოდ ექიმს ვუფრთხილდები. ელენე იცინის და კარს აღებს. _ კარგია, ასეთი ყურადღებიანი პაციენტები იშვიათია. ორივენი მანქანიდან გადადიან და კაფეში შედიან. ყავის სურნელს მაშინვე გრძნობენ.ფანჯარასთან ცარიელი მაგიდაა და იქ სხდებიან. ოფიციანტი უახლოვდება. _ კაპუჩინო, _ ამბობს ელენე დაუფიქრებლად. სანდრო მას უყურებს და ეღიმება _ რეცეპტს არ ვარღვევ.__მხრებს იჩეჩავს ელენე. _ მაშინ მეც იგივე, __ ამბობს სანდრო. რამდენიმე წამი სიჩუმეა. ელენე ფანჯარაში იყურება, ქუჩაში ნელა მიმავალ ხალხს აკვირდება. სანდრო მაგიდაზე თითებს აკაკუნებს.ოფიციანტი ყავას ტოვებს მაგიდაზე. კაპუჩინოს ქაფი ორთქლს უშვებს. ელენე ჭიქას ხელს შემოავლებს და სურნელს ღრმად ისუნთქავს. _ ჰო… ახლა მართლა გადავრჩი. სანდრო უყურებს და ოდნავ ეღიმება. _ ანუ დიაგნოზი სწორი იყო. ელენე თვალებს წევს. _ რომელი? _ კოფეინის დეფიციტი. __ მშვიდად ამბობს სანდრო. ელენე იცინის. _ კარგი, ეს უკვე ოფიციალური სამედიცინო ტერმინია? _ ჯერ არა,__ მხრებს იჩეჩავს სანდრო, _ მაგრამ მგონია მალე დაამატებენ. ელენე ყავის პირველ ყლუპს სვამს და სიამოვნებისგან იღიმება. _ ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? სანდრო მშვიდად პასუხობს: _ დილით ადამიანებს რომ ვაკვირდები, აშკარად ჩანს სანამ ყავას დალევენ, ყველას რაღაც აკლია. ელენე ისევ იცინის. _ და შენ უკვე დაადგინე, რა აკლია ყველას? _ არა, __ ამბობს სანდრო მშვიდად. _ მაგრამ ზოგს აშკარად კარგი კაპუჩინო შველის. ელენე თავს აქნევს ღიმილით. ქაფს ნაზად ეხება ტუჩებით და თვალები წამით ეხუჭება. _ ჰო… აშკარად შველის. სანდრო მშვიდად უყურებს. _ ანუ მკურნალობა სწორად მიმდინარეობს. ელენე იცინის. _ გეყოფა, უკვე ზედმეტად თავდაჯერებული ექიმი ხდები. _ მე პაციენტი ვარ,_ მშვიდად პასუხობს სანდრო._ უბრალოდ ყურადღებით ვაკვირდები პროცესს. _ აშკარად კარგი იუმორის გრძნობა გაქვს.იურისტი ხარ ხომ?!__ აზუსტებს ელენე _ კი.რა შუაშია? _ იურისტებს რომ ვუყურებ უფრო ოფიციალური და მკაცრი ხალხია_ უღიმის ელენე. _ სამსახურში ხშირად ასეა. _ რთულია? _ ზოგჯერ.ადამიანებს მაშინ ვხვდებით,როცა უკვე პრობლემა აქვთ. ელენე ღიმილით უქნევს თავს და ეუბნება: _ ორივე ერთნაირ სიტუაციაში ვართ.როგორც ჩანს, ორივე პრობლემების სფეროში ვმუშაობთ. სანდროს ტუჩის კუთხე უტყდება. _ როგორც ჩანს კი… _ ჰო, მაგრამ ჩემი პაციენტები ბოლოს კანფეტით მაინც კმაყოფილდებიან. სანდრო იცინის. _მგონი ჩემს კლიენტებს ცოტა უფრო ძლიერი “ტკბილეული” სჭირდებათ. სანდრო უყურებს ღიმილით. _ გიყვარს შენი საქმე ხომ? _ მეე?.. კი,ბავშვებთან ურთიერთობა სასიამოვნოა,შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვები ვერ იტყუებიან. სანდრო თავს ოდნავ უქნევს. _ ალბათ. მერე წარბს ოდნავ სწევს. _ სხვათაშორის, მგონი შენც ვერ იტყუები კარგად. ელენე თვალები უმრგვალდება. _ რა? სანდრო მშვიდად იცინის. _ წეღან მანქანაში რომ თქვი “კარგად ვარო”… აშკარად არ იყო მთლად ასე. ელენე წამით ჩუმდება, მერე თავს აქნევს ღიმილით. _ადვოკატის პროფესიული ჩვევაა? _ ალბათ, _ ამბობს სანდრო მშვიდად. __ ადამიანებს ვაკვირდები. ელენე მას აკვირდება რამდენიმე წამი. _ საშიში თვისებაა. სანდრო მხრებს იჩეჩავს. _ ხანდახან სასარგებლოც. ელენეს ტუჩის კუთხე ეღიმება. _ კარგია, რომ მე შენი კლიენტი არ ვარ. სანდრო წამით უყურებს და მშვიდად პასუხობს: _ ამაში სრულიად გეთანხმები. ელენე ისევ იცინის. _ წავიდეთ,თორემ დავაგვიანებ. _ კარგი. სანდრო დგება და ხელს აწვდის. ელენე წამოდგომისას მის ხელს ეხება თითები ნაზად უსრიალდება მის ხელზე. წამის მეასედში ელენე სხეულში უცნაურ, მოულოდნელ ელვას გრძნობს. ის სწრაფად აშორებს ხელს, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ მანქანისკენ მიმავალ გზაზე საკუთარ თავს მაინც ეკითხება რა იყო ეს? *** ტელეფონზე ზარია. ელენე ეკრანს უყურებს.დათო _ გისმენ. _ რატომ არ დამელოდე ელე?_ ცოტა გაღიზიანებული ტონი აქვს. _ სამსახურში დავაგვიანებდი და ამიტომ. _ შეგეძლო გაგეღვიძებინე. _ არ ჩავთვალე საჭიროდ. _ და იქნებ მე ვთვლი საჭიროდ ჩემი საცოლე მივიყვანო საჭირო დროს საჭირო ადგილზე?! _ რა პრობლემაა ვერ ვხვდები? _ ის,რომ სხვა დროს როცა ერთად წავალთ სადმე, უჩემოდ არ უნდა დაბრუნდე უკან და დამელოდო. _მე გაგაფრთხილე,რომ მეორე დღეს ვმუშაობდი და ადრე დავბრუნდებოდით დამპირდი.რომ არ გამოჩნდი წამოვედი.რა პრობლემას ხედავ? _ იმას რომ მე უნდა წამომეყვანე. _ და ვინც წამომიყვანა მასშია პრობლემა? თავიდანვე გეთქვა. _ სანდრო არაფერ შუაშია,გეუბნები არაა ლამაზი… _ პაციენტები მელოდებიან დათო,მოდი რაა მერე ვისაუბროთ. ელენე საუბარს ასრულებს.რეალურად პაციენტი არ იყო,უბრალოდ ამ კამათის გაგრძელება აღარ სურდა. ტელეფონზე ნომერს კრეფს და ნაცნობი ხმის გაგონება ამშვიდებს. _ლან,რას შვრები? _ სამსახურში ვარ,რავი,ხდება რამე? _ შენი ნახვა მინდა რა…ცოტა შემომარტყი თორე… ლანას სიცილი ისმის. _ კაი გვარის ვარ? რა ცემა ტყეპა აგიტყდა? _ აუ მოგიყვები საღამოს შევხვდეთ. სამსახურის მერე ხვდებიან ერთმანეთს. _ ჰე,დაიწყე ახლა რა ხდება? _ რაც ჩამოვედი იმ დღიდან ამერია ყველაფერი… ლამის ისევ ვიყიდო ბილეთი და წავიდე უკან _ აწუწუნდა ელენე. _ რატომ? _ რა რატომ? ჯერ დათო და ის პატარა ქერა თავი,მიტრიალებს სულ თავში,როცა მასთან ვარ და აი ძალიან მიჭირს დავიწყება,ვცდილობ,მაგრამ თავმოყვარეობა არ მიშვებს რაა,ან არ ვიცი არ მიყვარს სათანადოდ? ვერ ვერკვრვი… ლანა იცინის. _ მაგის გამო გინდა რომ შემოგარტყა? _ ნუ იცინი,ნერვებს ნუ მიშლი.__ თვალებს ატრიალებს ელენე.__ უარესი კიდევ… პაუზას აკეთებს და ლანას აკვირდება. ლანა ფხიზლდება წამიერად. _ რაა? ელენე ჩუმად ამატებს _ ის ბიჭი ხომ გახსოვს… სანდრო. _ ჰო…_ინსტიქტურად ეთანხმება._ ვინ სანდრო? _ აი ის,ტერასაზე რომ გავიცანი იმ ღამით. _ აა ხო,მერე…_ ლანა ხვდება რაღაც საინტერესოა წინ და ხმას არ იღებს. _ დათოს მეგობარი ყოფილა._ ხელებს შლის ელენე სიურპრიზის ნიშნად. _ კაიიი….მეღადავები?_ ლანას ყბა ჩამოუვარდება სადაცაა. _ რას გეღადავები.გუშინ ხომ დათოს მეგობრებთან ერთად წყნეთში ავედით და ცოტახანში იქ არ მოვიდა?! გეფიცები,რომ დავინახე ლამის მოვკვდი. ლანა ტაშს უკრავს და ხმამაღლა ხარხარებს. _ ვაააი… ეს უკვე ნიშანია ცხოვრებისგან. სიცილისგან ცრემლები მოსდის. _ კაი,მერე რა მოხდა? _ ვაიმე რავიცი…თან საშინელება რა არის იცი,ვგრძნობ მეფლირტავება და … _ და რაა? __ გამომცდელად აკვირდება ლანა. ელენე ჩუმდება. ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება ლანას. _ მოგწონს ხო? ელენე სახეზე ხელს იფარებს. _ვაიმე,ჰოო… რაღაცნაირად მაფორიაქებს და მინდა რომ გავიცნო. _ სიმპათიურია? _ კი,ძალიან. ლანა თვალებს ჭყიტავს. _ ვაუ,დათუნას ჯობია? ელენე იცინის. _ დათო სულ სხვაა…ანუ როგორ გითხრა…დათო ხომ იცი ცოტა სპორტული ტიპია…სექსუალურიც… _ და ეს? _ ეს უფრო კლასიკაა. ორივე იცინის ამ აღწერაზე. _ და ახლა რას აპირებ? ელენე უცნაურ ხმებს გამოსცემს. თავს ბალიშში რგავს. _ ვიცი?! ლანა ისევ იცინის. რამდენიმე წამი აკვირდება, მერე მშვიდად ამბობს: _ კარგი, სხვა კითხვა მაქვს. ელენე ბალიშიდან თავს წევს _ რა? ლანა ოდნავ წინ იხრება. _ დათოსთან დარჩენა მართლა გინდა… თუ უბრალოდ მიჩვეული ხარ?_ ელენე მაშინვე ჩუმდება. _ რა კითხვაა ეგ?_ ამბობს ბოლოს. ლანა მხრებს იჩეჩავს. _ ნორმალური კითხვა. ორი წელია ერთად ხართ. _ მიყვარს დათო. ლანა თავს ოდნავ ხრის. _ გკითხე, გინდა თუ არა მასთან დარჩენა. სხვა კითხვა იყო. ელენე გაჩუმდება. რამდენიმე წამი გადის. _ არ ვიცი…_ ამბობს ბოლოს ჩუმად. ლანა წარბს წევს. _ აი, ეგ უკვე უფრო გულწრფელია. ელენე ნერვიულად იცინის. _ ძალიან რთულია ყველაფერი, ლან. _ რთული იმიტომ არის,_ მშვიდად ამბობს ლანა, რომ პირველად დაფიქრდი, მართლა რა გინდა. ელენე ღრმად სუნთქავს. _ და ამ დროს სანდრო გამოჩნდა,_ამატებს ლანა მშვიდად. ელენე მაშინვე თვალებს წევს. _ სანდრო არაფერ შუაშია._ ლანა ჩუმად იღიმის. _ ჰო, ეგ ფრაზა ჩვეულებრივ მაშინ ჩნდება, როცა შუაში უკვე არის. ელენე ბალიშს ესვრის. _ გაჩუმდი! ლანა იცინის. _ კარგი, კარგი…_ ხელს სწევს დანებების ნიშნად. მერე ისევ სერიოზულდება. _ მაგრამ ერთს გეტყვი. ელენე სკეპტიკურად უყურებს. _ რა? ლანა მშვიდად ამბობს: _ სანამ დათოზე არ გაარკვევ რას გრძნობ… სანდროსთან არც იფიქრო რაიმეზე. ელენე რამდენიმე წამი ჩუმდება. _ არ ვფიქრობ ლან,არა… უბრალოდ იმ ღამის კოცნა…მთვრალი ვიყავი და სასოწარკვეთილი…აუ,არ ვიცი რაა,რაღაცნაირად რამდენჯერაც შევხვდით იმდენჯერ ის ღამე მიტივტივდება თავში.ტერასა… მერე თვითონაც ისე საუბრობს,ინტერესს იწვევს… პაუზას აკეთებს. _მაგრამ იცი რაა… დათოს მის გამო ვერ ვპატიობ,რომ… ხომ ხვდები,დათომ ნდობა დაამსხვრია ჩვენ შორის.ნდობის გარეშე ურთიერთობა ვერ წარმომიდგენია. ელენე ისევ ჩუმდება. _ ვცდილობ,დავივიწყო და რაღაცნაირად შევძლო,ვაპატიო.ხან ვფიქრობ კაცია,სექსი უნდოდა… ლანას თვალების აქაჩვაზე,ელენეს ეცინება. _ ჰო,რა ვქნა ვფიქრობ,მაგრამ მერე… რაღაც ჩატყდა ჩვენს შორის და არ ვიცი ამას დრო ამოავსებს თუ უფრო დიდი ნაპრალი გახდება… ელენე და ლანა ისევ სხედან, როცა ელენეს ტელეფონი ვიბრირებს. ეკრანზე დათოს სახელი ანათებს. ელენე წამით თვალებს ატრიალებს. _ დათუნა?_ ინტერესით კითხულობს ლანა. ელენე მხრებს იჩეჩავს და პასუხობს. _ ჰო, დათო. _ სად ხარ?_ უფრო მშვიდი ტონი აქვს ამჯერად დათოს. _ ლანასთან ერთად ვარ ჩემთან. _ კარგი. ერთი რამ უნდა გითხრა. _ რა მოხდა? _ ბიჭებმა გადავწყვიტეთ… ამ ვიქენდზე სადმე გავიდეთ. კოტეჯი ვიქირაოთ, ცოტა გავერთოთ. ელენე წამით ჩუმდება. _ ვინ ბიჭებმა? _ ვინც წყნეთში ვიყავით…ყველამ რა. ელენე მაშინვე ხვდება, რას ნიშნავს „ყველა“. სანდრო. ლანა ელენეს სახეს აკვირდება და ეჭვით ეღიმება. დათო აგრძელებს: _ თუ გინდა ლანაც წამოიყვანე. ელენე ტელეფონს ხელს აფარებს და ლანას უყურებს. _ გინდა წამოსვლა? ლანა მაშინვე ამბობს: _ რა თქმა უნდა. ელენე იცინის. _ შენ ჩემზე წინ გარბიხარ ესეიგი_ ლანა ეშმაკურად იღიმის. _ მე უბრალოდ კარგი შაბათ-კვირა მიყვარს. ტელეფონის მეორე მხრიდან დათოს ბუზღუნი ისმის. _ ჰა,ელე… რას იზამთ? რამდენი ვიქნებით იმ ვარიანტში უნდა განვსაზღვროთ კოტეჯის სიდიდე. ელენე წამით კიდევ ფიქრდება. _ კარგი,წამოვალთ მე და ლანა. _ კაი,გკოცნი.დროებით. _ კარგად. ელენე თვალებს ავიწროებს. ორივემ ზუსტად იცის — ეს შაბათ-კვირა მშვიდი არ იქნება. *** მთისკენ მიმავალი გზა ნელ-ნელა ვიწროვდება. ორივე მხარეს მაღალი ფიჭვები დგას და მანქანის ფანჯრიდან შემოსულ ჰაერს ტყის სუნს მოაქვს. ელენე წინ იყურება. გზის მოხვევებში ქვემოთ დარჩენილი ქალაქის სახურავები ნელ-ნელა ქრება. ლანა გვერდით ზის და ინტერესით ათვალიერებს გარემოს. _ ვაუ… მართლა კარგი ადგილია,_ ამბობს ბოლოს. _ აქამდე არასოდეს ვყოფილვარ._ ელენეს ეღიმება. _ მეც პირველად ვარ. _ თქვენ ადგილზე უნდა ნახოთ რა სილამაზეა. _ გოგონების საუბარში ერთვება დათო. _ ანუ ნამყოფი ხარ…როდის იყავი? _ ეკითხება ელენე. დათო შუბლს ისრესს. _ რავი კაი ხნის უკან.შენ რომ ამერიკაში იყავი. მანქანა წინ მიმავალ მანქანას მიჰყვება. _ მოიცა,ტო როდის იყავი აქ ჩვენს გარეშე?__ ტელეფონიდან თავს წევს თორნიკე. _ აუ,რა გამიტრაკეთ საქმე,ვიყავი რა…_ აფეთქდა დათო. _ ჰო,რა იყო,რას გიჟდები მერე. _ კეფაში უკნიდან ხელი მიარტყა თორნიკემ. _ ხელიი…_ შეუღრინა გაღიზიანებულმა დათომ. ელენე დაკვირვებით უმზერს დათოს. _ რა იყო,რა გჭირს? _ არაფერი… გზამ დამღალა. რამდენიმე წუთის შემდეგ გზა კიდევ უფრო ვიწროვდება. ტყე უფრო სქელი ხდება. მოულოდნელად წინ პატარა გაწმენდილი ადგილი ჩნდება. მის შუაში ხის კოტეჯი დგას.ორსართულიანი, დიდი ტერასით. ირგვლივ ტყეა. სიჩუმე თითქმის ხელშესახებია. სანდროს მანქანა უკვე კოტეჯის ეზოშია ,დათოს მისი მანქანის გვერდით აჩერებს მანქანას.მგზავრები გადმოდიან. _ აუ,რა სიმშვიდეა.__ ლანა ხელებს შლის,თითქოს სივრცეს ეხუტება. თორნიკე გაშლილ ხელებში უძვრება ლანას და ეხუტება. _ მომშორდი._ იცინის ლანა და ხელს მსუბუქად უბიძგებს. _ მეგონა ჩემი ჩახუტება გინდოდა. _ კი და მერიდებოდა თქმა… ბოთე._ ენას უყოფს თორნიკეს და თავის ჩემოდანს იღებს საბარგულიდან. _მომეცი,მე წავიღებ._ თორნიკე ხელიდან ართმევს. _ ინებე. __ მაშინვე ხელს უშვებს ლანა. _ გოგო,ცოტა თავი მაინც დაიფასე ხოლმე._ დასცინის თორნიკე. _ ვიცი როდის და სად უნდა დავიფასო ძვირფასო.__ თვალს უკრავს და ელენესკენ ტრიალდება,რომელიც თავის ნივთებს იღებს. ლანა გარშემო თვალს ავლებს.ტერასაზე უცხო ბიჭს ხედავს. “ჰმ,ეს არის ალბათ…” ელენეს უახლოვდება და ჩუმად ეჩურჩულება _ ეს არის შენი “კლასიკა”? ელენე თავს წევს და სანდროს თვალებს აწყდება.დანაშაულზე წასწრებულივით თვალებს უცებ ხრის,თუმცა სანდრო ხვდება,ლანას ჩურჩული მას ეხებოდა.იურისტს ეს არ ეპარება და ტუჩის კუთხეში ეღიმება. _ ჰო,ეგ არის და გეყოს ახლა. დათო ელენეს ჩემოდანს იღებს საბარგულიდან. _ რა გიდევს ასეთი? რა სიმძიმეა რა არის. ელენე ყურადღებას არ აქცევს მის ბუზღუნს და ტერასისკენ მიდიან.კარში ნიკა ჩანს.შიგნით სახლისკენ ატრიალებს თავს და იძახის. _ დანარჩენებიც მოვიდნენ. _ გამარჯობა.__ მშვიდად ამბობს ელენე და სანდროს და ნიკას ესალმება.ნიკა ელენეს ეხუტება და კოცნის. _ ლანაჩკაც მოსულა._ ახლა ლანასკენ იწევს. ელენე უხერხულად ჩერდება სანდროს წინ.სანამ რამეს იტყვის,ნიკა ასწრებს. _ სანდრექს,ეს ლანაა,ელეს დაქალი და ჩვენი ძმაკაცი.__ იცინის ნიკა. _ ჰო,კაი ბიჭი ვარ,თუ დაგჭირდეთ._ იცინის ლანა. _ ჰაა,მაგასთან ფრთხილად,სამართალდამცავია.__ აფრთხილებს ნიკა. სანდროს ეცინება.ხელს უწვდის ლანას. _ გამარჯობა,სანდრო. _ სალამი,ვიცი,მსმენია თქვენზე. _ რა გულახდილი ხარ,ღმერთო.__ ხელს შუბლში ირტყამს ელენე.__ მასეც არ შეიძლება. სანდროს და ლანას ეცინებათ. _ კაი,შევიდეთ,თორე საღამომდე ასე ვიდგებით მგონი._ ამბობს ნიკა და კარს აღებს. ყველა კოტეჯში შედის. შიგნით დიდი მისაღებია, ხის კედლები, ბუხარი და დიდი ფანჯრები, საიდანაც ტყე ჩანს. ლანა გაოცებული იყურება. _ ვაა… ეს მართლა მაგარია. _ საღამოს უფრო მაგარია,_ ამბობს ნიკა. _ ბუხარს რომ ავანთებთ. სალი სამზარეულოს მხრიდან გამოდის. _ ჰეი, მოხვედით? ელენეს ეხუტება. _ ბოლოს და ბოლოს._ უღიმის ელენე. _ მეც აქ ვარ._ თავს ყოფს ნინი ოთახიდან. ელენე უღიმის. _ ნინ,ეს ლანაა ჩემი დაქალი. _ ძალიან სასიამოვნოა._ ნინი ხელს უქნევს ლანას. _ ასევე. _ შეყე გოგო, თავი.__ დათო კისერზე ხვევს ხელს და ოთახში აბრუნებს. _ნელა ბიჭოო. მომტყდა კისერი…_ ხელს აშვებინებს ნინი._ რა უხეში ხარ. _ ვისთვის როგორ?!_ ენას უყოფს ნინის დათო და ელენეს ზურგიდან ეხუტება. ელენე უხერხულად იშმუშნება. სანდრო მათ უყურებს. წამიერად ირონიული ღიმილი ურბენს სახეზე. ეს უკვე ლანას არ ეპარება მხედველობიდან. _ არ გიცნობს ჯერ კარგად…_ ამბობს ნინი. _ ნუ იკბინები.__ არ უთმობს დათო. ნიკა ხელებს ტაშით აჭახუნებს. _ აბა ხალხო, სანამ აქ ვიდგებით, ოთახები გავინაწილოთ. _ მე წინასწარ ვაცხადებ,_ ამბობს თორნიკე,__ ვინც ხვრინავს ჩემთან არ დაწვება. _ შენ თვითონ ხვრინავ,_ მშვიდად პასუხობს სალი. _ ცილისწამებაა,_ შეურაცხყოფილი სახით ამბობს თორნიკე. ლანა სიცილს ძლივს იკავებს. _ მე ჯერ არ ვიცი ვინ ხვრინავს,_ ამბობს.__მაგრამ უკვე მაინტერესებს. ნიკა კიბისკენ ანიშნებს. _ ზემოთ სამი საძინებელია, ქვემოთ ორი. _ გოგოები ერთად დავრჩეთ,_ ამბობს სალი. _ უფრო მარტივი იქნება. _ ჰო, მოდი,_ მაშინვე ეთანხმება ლანა და ელენეს ხელს კიდებს. _ ჩვენ ორნი ერთ ოთახში. ნინი კიბისკენ მიდის. _ მე ფანჯარიანი ოთახი მინდა. _ აი დაიწყო,_ ბურტყუნებს თორნიკე. _ შენ რა გინდა საერთოდ?_ სიცილით ეკითხება სალი. _ სიმშვიდე და პატივისცემა,_ პასუხობს თორნიკე. _ ვერ მიიღებ,_ მოკლედ უჭრის ნინი. დათო ჩემოდანს ხელს ავლებს და კიბეებზე მიდის. _ აბა ჩვენ ბიჭები ზევით მაშინ. ლანა ელენესთან ახლოს იხრება და ჩუმად ეჩურჩულება: _ შენი "კლასიკა" სად იძინებს? ელენე თვალებს ატრიალებს. _ ლანა, გაჩერდი. სანდრო ამას ისევ ამჩნევს. და ტუჩის კუთხეში შეუმჩნეველი ღიმილი უჩნდება. საღამო ნელა ეშვება.ჰაერი გაცივდა. ეზოში მაყალი უკვე ანთებულია. ნიკა და თორნიკე მწვადებს ამზადებენ, დათო გვერდით დგას და რაღაცას უხსნის სალის და ნინის. ლანა ღვინის ჭიქით ხელში ზის სკამზე და სიცილით უსმენს თორნიკეს მორიგ ისტორიას. ელენე ცოტა მოშორებით დგას. ქურთუკის კალთებს ერთმანეთს უახლოვებს. ცივი ჰაერი ნელ-ნელა ძვალში ატანს. _ მე შიგნით შევალ ცოტა, შემცივდა,_ ამბობს ბოლოს. _ უკვე?_ უკვირს ლანას. _ ჰო, მალე გამოვალ. ელენე კოტეჯისკენ მიდის. ტერასაზე ასვლისას კარის გაღებას აპირებს, როცა გვერდიდან ხმა ესმის. _ თუ ასე გცივა ბუხარს ავანთებ. სანდროა.კედელს არის მიყრდნობილი, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი. ელენე წამით ჩერდება. _ ჰო… აქ უფრო ცივა ვიდრე მეგონა. _ ეგ პრობლემა არ არის,ავანთოთ ბუხარი და გათბები. კარს აღებს. ორივე სახლში შედის. შიგნით სიჩუმეა. მხოლოდ გარედან შემოსული ხმები ისმის სიცილი, მაყალზე ცეცხლის ჩხრიალი. სანდრო ბუხართან ჩერდება და შეშას ალაგებს. რამდენიმე წამში სანთებელას ხმა ისმის. პატარა ალი ჩნდება. მერე ნელ-ნელა იზრდება და ოთახში თბილი შუქი იფანტება. ელენე ფანჯარასთან დგას და ეზოს უყურებს. ბუხარში შეშის ტკაცუნის ხმა ისმის. _ როგორ მიყვარს ეს ხმა…_ თვალებ ანთებული ამბობს ელენე. _ რა ხმა? _ შეშის…როცა იწვის… _ აა,ხო… ელენეს აციებს.ბუხართან ახლოს მიდის. _ ასეთი მცივანა თუ ხარ,იქ ტერასაზე არ გციოდა? ელენეს ეღიმება. _ არა,მაშინ არა. ნასვამი ვიყავი…_ ცხვირს ჭმუხნის ელენე და ეღიმება. _ რატომ ახვედი ტერასაზე? ელენე რამდენიმე წამით ფიქრობს. _ ბარში უკვე ბევრი ხალხი იყო ჩემთვის,მარტო მინდოდა… პაუზა. ელენე ახლა თვითონ უყურებს სანდროს. მერე მშვიდად ეკითხება: _ შენ რატომ? ბუხარში შეშა ისევ ტკაცუნობს. სანდრო რამდენიმე წამს არაფერს ამბობს. მერე თვალს უსწორებს. _ ბარში ერთი გოგო დავინახე. ელენე წარბს წევს. _ მერე? სანდროს ტუჩის კუთხეში ღიმილი უჩნდება. _ გასაცნობად მივდიოდი. პატარა პაუზა. _ მაგრამ სანამ მივედი… ადგა და წავიდა. ელენე ხვდება. სიჩუმე რამდენიმე წამით იწელება. ბუხრის შუქი მის სახეს ანათებს. სანდრო მშვიდად ამატებს: _ მერე ვიფიქრე…ვნახავ სად წავიდათქო. ელენე თვალებს ხრის. და პირველად გრძნობს რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა არ იყო. სანდრო და ელენე რამდენიმე წამი ჩუმად დგანან. გარედან სიცილის ხმა ისმის. კარის სახელური იწევა. კარი ნახევრად იღება. ლანა თავს ყოფს ოთახში. _ ელე, ღვინო სად დადე… სიტყვა შუაში უწყდება. მისი მზერა პირდაპირ ბუხართან მდგომ ორ ადამიანზე ჩერდება. ელენე და სანდრო ერთდროულად ტრიალდებიან. წამიერი სიჩუმე. ლანას თვალებში პატარა ეშმაკური ნაპერწკალი აინთო. ტუჩის კუთხეში ნელი ღიმილი უჩნდება. _ ააჰ… ვითომ რაღაც გაახსენდა. _ კაი… ვიპოვი. და კარს ისევ ჩუმად კეტავს. გარეთ უკვე კარგად აგრილდა.დათო კარს აღებს და ოთახში შემოდის. _ გავიყინე კაცო,სულ არ მინდა ეგ მწვადი.თქვენ აქ ხართ?__ ელენეს და სანდროს ეუბნება და ბუხარს უახლოვდება.ელენეს გვერდით ჯდება და ცალ ხელს მხარზე ხვევს. _ მაგრად აცივდა. _ ჰო,მეც შემცივდა და მაგიტომ შემოვედი. დათოს ნინი და სალი მოყვნენ ფეხდაფეხ. _ ჩვენ რატო ვიყინებოდით გარეთ,ესენი ჭკვიანები ბუხართან თბილად ჭორაობენ._ ამბობს ნინი. კარებში თორნიკე ყოფს თავს _ მაგიდა გაშალეთ,ორ წუთში მწვადიც მზად იქნება. ელენე ადგომას აპირებს,დათო იმ ხელით აკავებს,რომელიც ელენეზე აქვს მოხვეული. _ ესენი გაშლიან._ თავით ნინიზე და სალიზე უთითებს. _ ხომ არ დაგინიაოთ ბარემ?_ წიწმატდება ნინი. _ არა,ეგ ზაფხულში,ახლა ისედაც გრილა. _ საერთოდ როგორ იტან ამას?_ ელენეს მისამართით კუთხულობს ნინი. _ ასატანი რა მჭირს? _ ეკითხება დათო _ ასატანი კი არა გასატანი და გადასაგდები ხარ,მე თუ მკითხავ. _ რა მწარე ენა გაქვს რაა. _ აუუ,თქვენ ხომ ტომი-ჯერი ხართ…_ ამბობს ელენე. დგება და სუფრის გაშლას იწყებს. ელენე და სალი სუფრას შლიან.ხუთ წუთში ყველა სუფრასთან ზის და გემრიელად შეექცევიან მწვადს. _ აუ,მე მარტინი დამისხით. _ მომაწოდე ჭიქა ნინი._ პასუხობს სანდრო. ლანაც მარტინს ირჩევს. _ მე ლუდი რა._ ამბობს სალი.სანდრო ლუდით უვსებს ჭიქას სალის. _ ელენე,შენ?__ ეკითხება სანდრო. _ არა,ისედაც მცივა.რამე სპირტიანი მირჩევნია… _ ვისკი მაქვს წამოღებული,გინდა? _ კი. ელენე პატარა ჭიქას უწვდის.სანდრო ჭიქას ართმევს და მათი თითები ერთმანეთს ეხება.ეს შეხება ორივეს სხეულში მუხტს იწვევს. ლანა ოფიციალურად დამკვირვებელია,არაფერი არ ეპარება რაც ელენეს და სანდროს ეხება. _ მოდი ჩვენ მეგობრობას გაუმარჯოს._ იძახის თორნიკე. და ყველანი ერთად ცლიან ჭიქებს. _ ჩვენს განვლილ ყველა ლამაზ მოგონებას._ ჭიქას წევს სალი. ისევ ყველა ცლის ჭიქას. _ ჩვენს სიყვარულს._ ამბობს ნიკა ყველა ჭიქა დაცლილია. ასე მეორდება და მალე ყველა მთვრალია.სადღეგრძელოების ნაკლებობას კი არ განიცდიან. _ ვსო.მე აღარ შემიძლია._ სანდროს გაწვდილ სასმელს ჭიქას არ ახვედრებს ელენე. _ ტერასა გვაქვს,თუ რამე…_ თვალს უკრავს სანდრო. ლანა კისკისებს. _ ლანა ჩშშ…_ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიაქვს სანდროს და თვალს უკრავს. ელენე ტუჩის კუთხეს იკვნეტს.ჭიქას უწვდის. _დაასხი,ამ გონებით ვერ გაგიძლებთ… სანდროს ეღიმება და ჭიქაში სასმელს უსხმას,თუმცა,რაოდენობას კარგად საზღვრავს და ბევრად ნაკლებს უსხამს ვიდრე მანამდე. ელენე ამჩნევს ამ დეტალს და გულში სასიამოვნო კენწვლას გრძნობს. _ აუ,რამე სიგიჟე გავაკეთოთ,მომწყინდა დალევა…__ ამბობს სალი. _ ვერაა ეს კარგად.__ უყურებს დას და ეცინება ნიკას. _ ოო,მიდით ახლა,პენსიონერებივით დავლიეთ და დავწექით დავიძინოთ? გადახედა სუფრის წევრებს.უცებ თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები აუკიაფდა. _ ვიციიი,ეზოში კოცონი დავანთოთ,დიიიიდიიიი…. და ვიცეკვოოთ…ლა ლა ლაააა… ვის გინდათ? _ ეე,მაგარია,წავედიიით__ ჭყლოპინებს ნინი. _ ვერ არიან ესენი._ დათო ხელს იქნევს და ჭიქას უნდა დაწვდეს,რომ ნინი ხელში ურტყამს. _ ადექი ახლა… კო ცო ნი კო ცო ნი კო ცო ნი რიტმში ყვირიან ნინი და სალი,ყვება თორნიკე,ლანა,მალე ნიკაც. ლანა ელენეს უყურებს. ელენე მხარს უბამს მეგობრებს _ კო ცო ნი… მხარს ჰკრავს სანდროს,ნიშნად იმისა აგვყევიო _ კოცონი უნდათ _ აცხადებს მშვიდად სანდრო.__ მაშ,იქნება კოცონი. დგება ფეხზე. ყველა ჭყლოპინებს და კივის,ასე ჟრიამულით გადიან გარეთ და ეზოში ანთებენ დიდ კოცონს. რაც კი ფიჩხი მოიპოვებოდა სულ ეზოს შუაგულში მოზიდეს,დაჭრილი შეშის ნაწილიც დაუმატეს და ცეცხლი დაანთეს. ცეცხლის ენები მაღლა იწევდა და ნაპერწკლები ღამის ცაში იფანტებოდა.ტყიდან გრილი ქარი ჩამოდის, მაგრამ ცეცხლის სითბო ყველას ათბობს.მუსიკის ხმა მთებში ექოდ იშლება და იკარგება. ნინი და სალი უკვე შუაში ცეკვავენ. თორნიკე მათ უერთდება და რაღაც სასაცილო მოძრაობებს აკეთებს. _ ეს რა არის, რობოტი ხარ?_ სიცილით ეკითხება ნინი. _ თანამედროვე ხელოვნებაა._ სერიოზული სახით პასუხობს თორნიკე. ყველა სიცილს იწყებს. ნიკა ტელეფონს იღებს. _ გაჩერდით, ამას უნდა გადავუღო! ხვალ ამას რომ ნახავთ, დალევას თავს დაანებებს. ლანა სიცილით აკვირდება მათ. მერე მზერა ელენესკენ გადააქვს. ელენეს თვალები ცეცხლის ენებიდან ირეკლავს ნათებას და ბრწყინავს.წაბლისფერი თმა წელამდე სიგრძის,არეულად ეყრება სახეზე ცეკვის დროს.ბედნიერი ღიმილი დასთამაშებს სახეზე. სანდრო მონუსხული უყურებს მის ცეკვას.იმ წუთას მისთვის იქ სხვა არავინ არსებობს. ელენე თითქოს მზერას გრძნობს,სანდროსკენ იყურება,მათი მზერა იკვეთება.მისკენ ცეკვით მიდის. სანდრო მანქანის საბარგულს ეყრდნობა, ჭიქა ხელში უჭირავს და მშვიდად უყურებს მისკენ მომავალ ელენეს. მათი თვალები ერთმანეთს არ სცილდება. _ მარტო დგომა გირჩევნია?_ ეუბნება ღიმილით. _ მე ვაკვირდები._ მშვიდად პასუხობს სანდრო. _ რას? სანდრო წამით ჩუმდება. _ ცეცხლს..._ მერე ოდნავ იღიმება _ და შენს ცეკვას. ელენე თვალებს ატრიალებს, მაგრამ სიცილს ვერ იკავებს. ხელს ჩასჭიდებს სანდროს. _ მოდი აქ. მარტო ყურება აკრძალულია. სანდრო ჭიქას მანქანის საბარგულზე დებს და მის ნებას მიჰყვება. ორივე კოცონისკენ მიდის. ამ დროს თორნიკე ხმამაღლა ყვირის: _ ოჰოოოოოო! ახალი მონაწილე! ნინი ტაშს უკრავს. _ მოდი სანდრო, ვნახოთ რა შეგიძლია! სანდრო მშვიდად დგას, მაგრამ ელენე მის ხელს ისევ არ უშვებს. მუსიკის რიტმს აჰყვება და ცეკვას იწყებს. სანდრო ელენეს ატრიალებს.მსუბუქად წელზე ხელს ხვევს და ცეკვას განაგრძობს მასთან ერთად. ლანა გვერდიდან უყურებს ამ ყველაფერს. ტუჩის კუთხეში ღიმილი უჩნდება. ჩუმად ბუტბუტებს. _ ჰოოო... ასე იწყება ხოლმე... ამ დროს ნიკა ლანას მხარზე ხელს ადებს. _ რას ბურტყუნებ? _ არაფერს._ მშვიდად პასუხობს ლანა და ისევ ელენეს და სანდროს უყურებს. კოცონის შუქი ელენეს სახეზე თამაშობს. წაბლისფერი თმა მოძრაობისას ჰაერში ირხევა. სანდრო წამით ჩერდება და ისევ ისე უყურებს, თითქოს გარშემო აღარავინ იყოს. მაგრამ ნინი უცებ შუაში ხტება. _ ადგილი დაგვითმეთ!_ ის და სალი ერთმანეთის წინ ცეკვას იწყებენ. თორნიკე და დათო მათ შორის ტრიალებენ და ცეკვავენ. _ დიჯეი, რამე გიჟური ჩართე!_ ნიკა მუსიკას ცვლის. ახლა ყველანი ერთად ცეკვავენ. სიცილი, ყვირილი და მუსიკა მთებში ექოდ ვრცელდება. ლანა ისევ ელენეს უყურებს. ელენე კი თითქოს ვერ ხვდება, რომ როცა ცეკვის დროს სანდროს გვერდით დგება, მათი ხელები ისევ შემთხვევით ეხება ერთმანეთს. ლანა თავისთვის იღიმის. _ ოჰო ელე... შენ უკვე ჩაფლავდი… გიჟური ღამის შემდეგ,დილით გვიან დგებიან. ყველას თავი სტკივა. ელენე პლედში გახვეული სავარძელში ზის და ფანჯრიდან ტყეს გაყურებს. _ ვინმემ აანთეთ ბუხარი რაა,მცივა ძალიან. _ აუ,კაი ელ,რაა… მაგ სისქე პლედი გახურავს რა გცივა. დათო სავარძელზე ნახევრად მიწოლილია.ნინის თავი მის მუხლებზე უდევს და ისიც წამოწოლილია. _ მგონი ვცივდები,ან ნაბახუსევი ვარ და მაკანკალებს… სანდრო უხმოდ დგება სკამიდან.შეშას ალაგებს ბუხარში და ანთებას იწყებს. მალე შეშის სასიამოვნა ტკაცუნის ხმა ისმის. ელენე პლედში უფრო ეხვევა და ხელებს ბუხრისკენ იშვერს. _ მადლობა სანდრო. სანდრო მხოლოდ თავს უქნევს და მოკლედ იღიმის. _ ჩაის დალევ?_ ეკითხება. _ არ შეწუხდე…_ თავი გადააქნია ელენემ._ ლანა გაიღვიძებს მალე და მას ვთხოვ. დათო თვალს ნახევრად ახელს. _ ლანამ თუ გაიღვიძა, ეგ იმას ნიშნავს რომ აპოკალიფსი იწყება… ჯერ ადრეა. ნინი მის მუხლებზე წამოწოლილი ბურტყუნებს: _ თავი მისკდება… ვინ მომაწოდა გუშინ ის ბოლო ჭიქა? სალი სამზარეულოდან ხმაურით გამოდის. თმა აბურდული აქვს და ხელში წყლის ბოთლი უჭირავს. _ ითხოვდი შვილო! არავისაც არ მოუწვდია… თორნიკე კიბიდან ჩამოდის და შუბლზე ხელს იჭერს. _ ღმერთო… ვინ ჩართო გუშინ ის მუსიკა,დილიდან ეგ ჩამესმის ყურებში. ნიკა სიცილით პასუხობს: _ შენ. _ არაა, ეგ არ მჯერა. _ ვიდეო მაქვს._ მშვიდად ამბობს ნიკა და ტელეფონს მაღლა წევს. ყველა უცებ ინტერესით იხედება. ნინი დგება. _ მაჩვენე! ვიდეოში თორნიკე კოცონის გარშემო უცნაურად ცეკვავს და რაღაც გაუგებარ სიმღერას მღერის. თორნიკე თავს აქნევს. _ წაშალე ეგ. _ არასოდეს._ პასუხობს ნიკა. ამ დროს კიბიდან ლანა ჩამოდის. თმა მხრებზე ჩამოშლილი აქვს და თვალები ნახევრად დახუჭული. _ რატომ ყვირით დილაადრიან…_ ბურტყუნებს._ თავი მისკდება. ელენე იცინის. _ კეთილი იყოს შენი მობრძანება ნაბახუსევის სამყაროში. ლანა ბუხართან მიდის და ხელებს ითბობს. მერე ელენეს უყურებს. _ ჩაის გავაკეთებ.ყველას გვჭირდება. მაგრამ სანამ სამზარეულოსკენ გავა, ელენეს ჩუმად ყურში ჩურჩულით ეუბნება: _ გუშინ ღამე კარგად ცეკვავდი. ელენე წარბს კრავს. _ და? ლანა ეშმაკურად იღიმის. _ არაფერი ისე… სხასაც მოეწონა… და სამზარეულოში ქრება. ელენე წამით ჩუმდება. თვალის კუთხით სანდროსკენ იხედება. სანდრო ბუხართან დგას და ცეცხლს უყურებს. თუმცა ტუჩის კუთხეში ძლივს შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებს. საღამოს კარტს თამაშობენ,” ნამიოკობანას”შემდეგ ტყის პირას სასეირნოდ გადიან. სახლში სიჩუმე ისადგურებს.ელენეს ბუხართან,პლედში გახვეულს დივანზე ეძინება. _ მარტო ვერ დავტოვებ._ ამბობს ლანა. _ არაუშავს,წამოდი,მაინც სძინავს. _ რომ გაეღვიძოს და შეეშინდეს მარტოს. _ წერილი დავუტოვოთ,რა შეეშინდეს,რა დრამებს დგავ? _ ეწინააღმდეგება დათო. _ მიდი,მიდი წამოდი._ ხელს ხვევს დათო ლანას._ სმს დავუტოვებ,რომ გაიღვიძებს დაგვირეკოს. ლანა მაინც არ ინძრევა. სანდრო ელენესკენ იყურება. წამით ჩერდება. _ მე დავრჩები._ ამბობს მშვიდად. ყველა მისკენ ტრიალდება. ნინი წარბს წევს. _ ოჰოოო… გმირი გამოჩნდა. _ უბრალოდ ვინმე ხომ უნდა დარჩეს._ მშვიდად პასუხობს სანდრო. დათო მხარზე ხელს ურტყამს. _ ეგრე იყოს. ჩვენ ცოტახანში დავბრუნდებით. ლანა სანდროს აკვირდება, მაგრამ არაფერს ამბობს. ნინი უკვე კართანაა. _ წავედით ხალხოო! ერთმანეთის მიყოლებით გადიან. კარი იკეტება. სახლში ისევ სიჩუმე ისადგურებს. ბუხრის შუქი ოთახში ციმციმებს. სანდრო ნელა მიდის დივანთან. ელენე მძინარე ოდნავ ინძრევა. პლედი მხარზე ჩამოცურებია. სანდრო ჩუმად ასწორებს და ისევ აფარებს. ელენე ნახევრად მძინარე ბურტყუნებს: _ ლანა… წყალი მომაწოდე… სანდროს ღიმილი ეპარება. მაგიდიდან წყალს იღებს და ფრთხილად აწვდის. ელენე თვალებს ნახევრად ახელს. რამდენიმე წამი სჭირდება რომ გააცნობიეროს ვინ დგას მის წინ. _ სანდრო?_ ჩუმად ამბობს. _ ჰო._ მშვიდად პასუხობს. _ სხვები? _ ტყისკენ გავიდნენ სასეირნოდ. ელენე თვალებს ხუჭავს ისევ. _ ჰმ… ჭკვიანები არიან… და ისევ ეძინება. სანდრო ბუხართან ჯდება. ცეცხლს უყურებს. ხანდახან კი მზერა ისევ ელენესკენ გაურბის. სანდროს იდაყვები მუხლებზე აქვს დაყრდნობილი და ცეცხლის ალს უყურებს. მოგვიანებით ელენე ოდნავ ინძრევა. პლედი ისევ მხრებზე აქვს მოხვეული. თვალებს ნელა ახელს. პირველი რაც ხედავს, ბუხრის შუქში სანდროს სილუეტია. _ სხვები სად არიან?_ ჩუმად ეკითხება. სანდრო თავს აბრუნებს. _ სასეირნოდ წავიდნენ. ტყისკენ.გითხარი უკვე._ ეღიმება. ელენე წამოჯდება და პლედს უფრო მაგრად იხვევს. _ არ მახსოვს… და შენ? _ ვინმე ხომ უნდა დარჩენილიყო._ მშვიდად პასუხობს. ელენე ოდნავ იღიმის. _ გმირი ხარ. _ ეგ სიტყვა ცოტა დიდია ამ სიტუაციისთვის. რამდენიმე წამი სიჩუმეა. მხოლოდ შეშის ტკაცუნი ისმის. ელენე ბუხარს უყურებს. _ გუშინ რა ხდებოდა საერთოდ… ნახევარი აღარ მახსოვს. სანდროს ეცინება. _ ნახევარი არც მე მახსოვს. _ მართლა? _ მართლა. _ მე მგონია შენ ყველაფერს იმახსოვრებ. სანდრო ცოტა ხანს ჩუმდება. _ ყველაფერს არა. მერე მშვიდად ამატებს: _ მაგრამ ზოგ რამეს კი. ელენე მისკენ იხედება. ბუხრის შუქი მის თვალებში ირეკლება. _ მაგალითად? სანდრო პირდაპირ არ პასუხობს. უბრალოდ ოდნავ იღიმის. _ მაგალითად იმას, როგორ ცეკვავდი კოცონის წინ. ელენე ტუჩს იკვნეტს და თვალებს ატრიალებს. _ ღმერთო… იმედია ძალიან საშინელი არ ვიყავი. _ პირიქით. ისევ სიჩუმეა. ელენე წამოდგება და ფანჯარასთან მიდის. ტყე სიბნელეში ჩაძირულია. ცოტა ხანს უყურებს. მერე უკან იყურება. _ გინდა ცოტა გავიაროთ? სანდრო წარბს წევს. _ ახლა? _ ჰო. აქ ჯდომას სჯობს. სანდრო ფეხზე დგება. _ როგორც იტყვი. ელენე პლედს დივანზე ტოვებს და ქურთუკს იღებს. სანდრო კარს აღებს. გარედან გრილი ჰაერი შემოდის. ორივე გარეთ გადის. ისინი ნელა იწყებენ სიარულს ბილიკზე. რამდენიმე წუთი ჩუმად მიუყვებიან გზას. ელენე ქურთუკის ჯიბეში იწყობს ხელებს. _ აქ როგორი სიჩუმეა. _ კი,ქალაქში ასეთი სიჩუმე თითქმის არსად არ არის. _ ზოგჯერ მგონია ადამიანს სწორედ ეს სჭირდება… ცოტა სიჩუმე, რომ საკუთარ თავსაც მოუსმინოს. სანდრო გვერდულად შეხედავს. _ შენ ხშირად უსმენ საკუთარ თავს? ელენე ოდნავ იღიმის. _ ძირითადად ღამე,როგორც ყველა…მარტო რომ ვრჩები საკუთარ თავთან. სანდროს ეღიმება. ცოტახანი ჩუმად მიუყვებიან ბილიკს. _ დათოს აპატიე? ელენე ინსტიქტურად ნაბიჯს ანელებს. _ მაშინ…იმ ღამეს გულისხმობ? _ ჰო. ცოტახანს სიჩუმეა. _ რთული საკითხია._ იღიმის ელენე._ ვცდილობ,პატიებას,მაგრამ არ გამომდის… თითქოს რაღაც გატყდა… _ ჰო,ნდობა… _ სიყვარული შეიძლება ისევ გქონდეს… მაგრამ როცა ნდობა გიტყდება, ყველაფერი რთულდება. _ ამბობს ელენე. ქარი ოდნავ ამოძრავებს ხეებს. სანდრო მიწას უყურებს წამით. _ ხანდახან ვფიქრობ რომ ადამიანები შეცდომებს უშვებენ, მაგრამ შეიძლება შეიცვალონ…შენ როგორ ფიქრობ? _ შეიძლება._ დაფიქრებული პასუხობს სანდრო._ მაგრამ იგივე აღარასდროს იქნება. ელენეს მწარე ღიმილი ადგება სახეზე. _ სამწუხაროდ,უნდა დაგეთანხმო. _ როგორ ფიქრობ მის ნდობას შეძლებ კიდევ? _ არ ვიცი სანდრო…სწორედ მანდ ვარ ახლა გაჭედილი… ვგრძნობ,რომ მიჭირს ნდობა,მაგრამ ხან ვფიქრობ,იქნებ დრომ გამოასწოროს ჩემი ეს დამოკიდებულება… სანდრო დაფიქრებული უსმენს. _ და თუ ვერ გამოასწორებს? _ მაშინ დაკარგულ დროს ვინანებ._ეღიმება _ ანუ მაინც შანსს აძლევ? _ მასე გამოდის…მაგრამ უფრო ჩემს თავში ვრწმუნდები… _ ანუ დარწმუნებული არ ხარ?! _ სანდროო__ იცინის ელენე _ მართლა იურისტივით მელაპარაკები. სანდრო იცინის. _ პროფესიული ჩვევაა. _ ანუ ახლა დაკითხვას მიწყობ? _ არა._ მხრებს იჩეჩავს._ უბრალოდ მაინტერესებს. ელენე ოდნავ თვალს ავიწროვებს. _ რა? _ როგორ ფიქრობ ადამიანები მართლა იცვლებიან? ელენე რამდენიმე წამი ფიქრობს. _ მგონია, რომ შეუძლიათ… მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თავად უნდათ. სანდრო თავს უქნევს. _ ეგ სიმართლეა. ისინი ისევ ნელა მიდიან ბილიკზე. ელენე ჩუმად ამბობს: _ იცი რა არის ყველაზე რთული? _ რა? _ როცა გინდა ისევ დაიჯერო… მაგრამ შიგნით რაღაც გეუბნება ფრთხილად იყავი. სანდრო მშვიდად პასუხობს: _ ეგ ალბათ ინტუიციაა. _ ან შიში._ ამბობს ელენე. სანდრო მისკენ იხედება. _ შენ უფრო მამაცი ჩანხარ, ვიდრე გეშინია. ელენე ოდნავ იღიმის. _ გარედან ალბათ. მერე მსუბუქად ამატებს: _ შიგნით ყველაფერი უფრო ქაოსურია. სანდროს ტუჩის კუთხე ისევ ეწევა. _ მგონი ყველა მასე ვართ… ელენე მას უყურებს. _ შენც? სანდრო წამით ჩუმდება. _ ზოგჯერ. ელენე ცოტათი გაკვირვებული ჩანს. _ არ მეგონა. _ რატომ? _ იმიტომ რომ ძალიან მშვიდი ჩანხარ. სანდრო მოკლედ იცინის. _ ეგ გარეგნული ეფექტია. ორივე იცინის. კოტეჯის ფანჯრებიდან გამომავალი შუქი ჩანს. _ დავბრუნდეთ,ცოტა შემცივდა. _ კარგი.შეიძლება დანარჩენები უკვე დაბრუნდნენ კიდეც… *** ტყის პირას სიცილი და ჟრიამული ისმის. ნინი წინ მიდის, ხელებს შლის და თითქოს გზას მიუყვება ექსპედიციის ლიდერივით. _ ხალხოოო, ოფიციალურად ვაცხადებ თუ დავიკარგეთ, ჩემი ბრალი არ არის! _ უკვე დავიკარგეთ._ ბურტყუნებს ნიკა. სალი ხეს ეყრდნობა და იცინის. _ ღმერთო, ნინი, შენს უკან სიარული პირდაპირი გზაა პრობლემისკენ. _ ნუ ბუზღუნებთ, რაა._ ხელს იქნევს ნინი._ თავგადასავალია! დათო გვერდით მიდის და სიცილით თავს აქნევს. _ თავგადასავალი კი არა, სიბნელეში ხეტიალია. _ რა მოხდა, შეგეშინდა?_ ეუბნება ნინი და მხარს ჰკრავს. _ მე?_ დათო იცინის._ შენზე მეტად არა. _ თვალდახუჭული შემოგატარებთ ამ გზებს,ნუ გეშინიათ,პირველად კი არ ვარ… _შენ როდისღა იყავი?.. _ იძახის თორნიკე გაკვირვებული. ნინი წამიერად იბნევა. _ კიდე ვინ იყო…მე…ისე ვიხუმრე… ლანა უნებურად დათოსკენ იხედება. გზაში დათოს ნათქვამი ახსენდება,მისი გაღიზიანებული ტონი… _ჰმ… _რა ჰმ? _ ეკითხება სალი. _ ჰა? არა,არაფერი… _ფხიზლდება ფიქრებიდან ლანა._ არ დავბრუნდე? ცოტა შემცივდა. _ გინდა ქურთუკს გათხოვებ._ სთავაზობს ნიკა. _ არაა,იყოს.შეგცივა შენც,გრილა. _ დავბრუნდეთ მართლა რაა… ამბობს სალი. დათო მხრებს იჩეჩავს. _ მეც ეგრე ვფიქრობ. ნინი ოდნავ უკმაყოფილოდ ამოიოხრებს. _ რა ხალხი ხართ… ორი წუთიც ვერ გაძელით თავგადასავალში. თორნიკე იცინის. _ შენს თავგადასავალში მგონი მგლები გვხვდება შემდეგ ეტაპზე. ყველა სიცილით ბრუნდება უკან, ბილიკისკენ. ლანა ნელა მიდის. წინ მიმავალ დათოსა და ნინის უყურებს. ორივე ისევ რაღაცაზე ლაპარაკობს და იცინის. *** კოტეჯში ცეცხლი მინავლებულია.სანდრო ქურთუკს იხდის,იქვე საკიდზე კიდებს და შეშას ამატებს. _ იმედია არ დაიკარგნენ. ამდენ ხანს სად არიან. _ გაჩერდიი,მეშინია მსგავსი ისტორიების. სანდრო იცინის. _ კაი,ჩუმად ვარ. ეზოდან ხმაური ისმის. _აი დაბრუნდნენ… ხმაურით შემოვიდნენ ოთახში. _აუ,როგორ თბილაა.. _მიმიშვით ბუხართან…წინ მიდის ნინი. _შენ წამოსვლა არ გინდოდა და ახლა ბუხარს კი ეხუტები._ კბენს დათო. _ ენა,დათუნა._ წარბს წევს ნინი. _ აუ,ნინიმ იმდენი გვატარა,ფეხები მომეკვეთა._ წუწუნებს თორნიკე. _ ვაიმე,თორნიკე.აქ დასაჯდომად ჩამოხვედი?!_ არ ეპუება ნინი თორნიკე პასუხს არ უბრუნებს. ღამენათევები დიდხანს ვერ ძლებენ და მალე იშლებიან დღეს. _ მე ვიძინებ._ ამბობს სალი და მთქნარებით მიდის საძინებლისკენ. _ მეც._ ნიკა მხრებს იზელს._ თავი ისევ მიბზუის. _ კარგი ღამე ყველას. ნელ-ნელა ოთახი იცლება. რამდენიმე წუთში კოტეჯში სიჩუმე ისადგურებს. ელენე საწოლში წრიალებს,ვერ იძინებს,ხან ტელეფონი აიღო,მაგრამ იმდენჯერ იცვალა გვერდი,ფიქრობს ლანა არ გააღვიძოს და ფეხაკრეფით გამოდის ბუხართან ჯდება სავარძელში.ბუხარში ცეცხლი ნელა ტკაცუნობს. ცეცხლის ენებს უყურებს. დღევანდელი დღე უცნაურად ახსენდება. დილიდან თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო მეგობრები, სიცილი, ხმაური… ტუჩის კუთხე ოდნავ ეწევა. ნინი მართალია ხანდახან სიგიჟეც საჭიროა. მაგრამ მერე ტყეში სანდროსთან საუბარი ახსენდება. მისი მშვიდი ხმა. კითხვები, რომლებსაც თითქოს მარტივად სვამდა… მაგრამ პასუხები სულაც არ იყო მარტივი. “დათოს აპატიე?” ელენე ოდნავ წარბებს კრავს. უცნაურია… სანდრო ახსენდება — როგორ უსმენდა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მის თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდა. ცეცხლი ისევ ტკაცუნობს. ელენე ალს უყურებს. დღეს სანდროსთან საუბარი რატომღაც ისევ ტრიალებს თავში. უცნაურად მშვიდი ადამიანი ჩანს. პლედს უფრო მაგრად იხვევს.ცეცხლის ენებს უყურებს. დათო ახსენდება. წლები. სიყვარული. და ის ერთი ღამე, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თითქოს რაღაც მართლა გატყდა მაშინ. და ვერ ხვდება შეიძლება კი ეს ნაპრალი ოდესმე მთლიანად გაქრეს? ამ დროს კიბის ზედა საფეხურზე ნაბიჯის ხმა ისმის. ელენე თავს აწევს. სანდრო ჩამოდის ქვემოთ. ხელში წყლის ბოთლი უჭირავს. ელენეს რომ ამჩნევს, წამით ჩერდება. _ შენც ვერ დაიძინე?_ მშვიდად ეკითხება. ელენე ოდნავ იღიმის. _ საღამოს რომ მეძინა…ჰო,ახლა ვეღარ დავიძინე. სანდრო ბოთლს მაგიდაზე დებს. ბუხარს შეხედავს. _ კარგია რომ არ ჩაქრა,თორემ მცივანა ხარ მგონი შენ. ელენე გვერდით სავარძელზე უთითებს. _ დაჯექი, თუ გინდა. ჯდება. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად უყურებს ცეცხლს. ოთახში მხოლოდ შეშის ტკაცუნის ხმა ისმის. _ სანდრო,ჩვენ ხომ უჩვეულო სიტუაციები ჩვევად გვაქვს… _ სანდროს გახედავს და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება ელენეს. _ ჰო… _ ღიმილზე ღიმილით პასუხობს. _ საუბრებიც… ამიტომ,ერთი კითხვით ვარ… _ გამოუშვი,მზად ვარ._ გასამხნევებლად ხუმრობს სანდრო. _ შენთვის რომ ეღალატა შეყვარებულს აპატიებდი? სანდრო ცოტახანს ფიქრობს. _ არ მგონია.იცი რა არის,ღალატი მარტო შეცდომა არ არის _აბა სხვა რა არის? სანდრო თითქოს პასუხის დაბრუნებას არ ჩქარობს. _ არჩევნი. _ ჰოო… მკაცრი ხარ._ ბოლოს ამბობს ელენე. _ რეალისტი უფრო. _ ანუ არ აპატიებდი. _კაი,გეტყვი რომ ვეცდებოდი შენსავით,მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ დავაჯერებდი, რომ ყველაფერი ისევ ძველებურად იქნებოდა. დროის ფაქტორია,მგონია,რომ დაინგრეოდა ეს ურთიერთობა მაინც… ელენე ჩუმად თავს უქნევს. _ მგონი ზუსტად ეგ არის პრობლემა. ისინი ისევ რამდენიმე წამი ჩუმად უყურებენ ცეცხლს. _ შენ როგორ ფიქრობ… ადამიანი რომ ღალატობს, ეს ყოველთვის შეგნებული არჩევანია? სანდრო პასუხის თქმას აპირებს. მაგრამ ამ დროს კარის სახელური ნელა იწევა. ორივე ინსტიქტურად კარისკენ იყურება. კარი ჩუმად იღება. ოთახში დათო და ნინი შემოდიან. ორივე წამით შეშდება, როცა ბუხართან მჯდომ ელენეს და სანდროს ამჩნევენ. ელენე წარბს ოდნავ წევს. _ ამ დროს გარეთ რა გინდოდათ?_ მშვიდად ეკითხება. _ მე… უბრალოდ ჰაერზე გავედი._ სწრაფად ამბობს ნინი. თვალს არავის უსწორებს.პირდაპირ საძინებლისკენ მიდის. _ მშვიდი ღამე. რამდენიმე წამი სიჩუმეა. დათო ხელებს ჯიბეში იდებს. _ მეც გავყევი… ცოტა გავისეირნეთ. სანდრო მშვიდად უყურებს. _ ამ დროს? დათო მხრებს იჩეჩავს. _ ჰო, არცერთს არ გვეძინებოდა. ელენე ისევ აკვირდება. მის სახეზე არაფერი იკითხება. დათო უხერხულად იღიმის. _ კარგი… მეც დავიძინებ. სწრაფად ადის კიბეზე. კიბის საფეხურებზე მისი ნაბიჯების ხმა ნელა ქრება. ოთახში ისევ სიჩუმე ბრუნდება. ბუხარში შეშა ტკაცუნობს. სანდრო რამდენიმე წამი კარს უყურებს. მერე თავი ოდნავ აქნევს. “ ესეიგი ნინი ყოფილა…იმ ღამესაც…” ელენე მისკენ იხედება. წამით თითქოს რაღაცის თქმა უნდა. მაგრამ არაფერს ამბობს. ოთახსი სიჩუმე ბრუნდება. მაგრამ ახლა უკვე ორივე საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული. დილით კოტეჯში ნელა-ნელა ცოცხლდება ცხოვრება. სამზარეულოდან ყავის სუნი გამოდის. სალი ტაფასთან დგას. _ ვის უნდა ომლეტი?_ ხმამაღლა კითხულობს. _ ყველას!_ პასუხობს თორნიკე და მაგიდასთან ჯდება. ნიკა ფინჯანს ავსებს. _ ღმერთო, ყავა არის სიცოცხლე. ლანა მაგიდაზე თეფშებს ალაგებს. საძინებლიდან ნინი გამოდის. _ დილამშვიდობის. თმები სახეზე აქვს ჩამოყრილი.სკამზე ჯდება მაგიდასთან. _ აიწიე ეს თმები_ პარალელურად თორნიკე თმაზე ხელს ატანს და უწევს მაღლა._ მაგიდაზე ნუ დაგვილაგე… _ გამიშვი._ უხეშად აწევინებს ნინი. მაგრამ ელენე თვალის შევლებას ასწრებს მის კისერზე სიწითლეა,რომელიც ღრმა კოცნის შედეგად დაუტოვეს… ღამით…ის და დათო… მათი დაბნეული სახე წამიერად. ღმერთო… ქერა თმა… იმ ღამეს ნინი იყო… ჯანდაბა… ნინი… და ახლაც… ელენე სახეზე წითლდება. ეს… გრძნობს როგორ უდუღს შიგნიდან სიხლი… კიბეებზე დათო ჩამოდის,უდარდელი სახით. _ დილამშვიდობის ხალხო. ელენე ახლა მას უყურებს. ესალმება ყველას,მაგრამ ელენეს ხმები ნაკლებად ესმის ახლა გარკვევით. ფეხზე დგება ქურთუკს იცვამს და ეზოში გადის. _ ამას რა ჭირს? კითხულობს დათო დაფიქრებული. _ არაფერი._ მხრებს იჩეჩავს ლანა. დათო ხმაურით სკამს წევს და მაგიდასთან ჯდება. ელენე ტერასაზე გადის. ეზოში სანდრო ტელეფონზე საუბრობს და სიგარეტს ეწევა. სწრაფად აუვლის გვერდს და ეზოსკენ მიდის. სანდრო წამით თვალს ავლებს მის სახეს. რაღაც აშკარად არ არის კარგად. _ მერე დაგირეკავ._ მოკლედ ამბობს ტელეფონში და თიშავს. ელენეს უკან მიყვება. _ ელენე, მოიცადე._ ეწევა და გვერდით უდგება. ელენეს თვალებში ცრემლები აქვს. სანდრო მაშინვე ხვდება რაღაც მოხდა. მაგრამ არაფერს ეკითხება მაშინვე. რამდენიმე ნაბიჯს ჩუმად დგავენ. _ რამე მოხდა?_ ბოლოს მშვიდად ეკითხება. ელენე სუნთქვას იკრებს. _ საშინლად ვარ…_ ამბობს ჩუმი, ჩახლეჩილი ხმით. ცოტა კიდევ შორდებიან კოტეჯს. ელენე ჩერდება. ორივე ხელი თმებში შეჰყავს. _ ახლა ისე ვარ… მინდა ვიყვირო… ვიტირო…_ სიმწრისგან ეღიმება._ მგონია, რომ ისტერიკის ზღვარზე ვარ. სანდრო ყურადღებით უსმენს. ელენე ისევ ამბობს: _ სასწრაფოდ მინდა წასვლა აქედან. სანდრო რამდენიმე წამს უყურებს. _ წავიდეთ._ მშვიდად ამბობს. ელენე გაკვირვებით შეხედავს. _ რანაირად? _ თუ აქ ყოფნა ასე გიჭირს… წავიდეთ. ელენე თვალებში უყურებს. _ მართლა? სანდრო მხრებს ოდნავ იჩეჩავს. _ მანქანა აქ არის. ელენეს თვალებში ცრემლი ისევ უციმციმებს. მაგრამ ამჯერად მარტო ტკივილი აღარ არის. _ ლანას ვეტყვი,ჩვენთან ერთად წამოვა… დანარჩენები ჩაეტევიან… _ აქ ჩერდება რამდენიმე წამით _ მის მანქანაში ხომ? სანდრო ხვდება “ მის მანქანაში” რასაც ნიშნავს. უბრალოდ თავს უქნევს. _ კარგი,მაშინ დავბრუნდეთ კოტეჯში და წავიდეთ. რამდენიმე ნაბიჯს დგამს,მერე ტრიალდება,თვალებში უყურებს სანდროს _მადლობა. სანდრო უბრალოდ უღიმის. ელენე და სანდრო ერთად ბრუნდებიან კოტეჯისკენ. ტერასაზე ლანა დგას. _ სად წახვედით?_ ინტერესით ეკითხება. ელენე წამით ჩერდება. _ მივდივარ._ ამბობს მშვიდად. ლანა გაკვირვებით უყურებს. _ რას ნიშნავს მიდიხარ? წინ კარი ღიაა და დანარჩენებსაც ესმით მათი ხმა. _ სახლში._ მოკლედ პასუხობს ელენე და ოთახში შედის. ოთახში უცნაური სიჩუმე ჩამოწვება. ნიკა წარბებს კრავს. _ რა მოხდა? ელენე თავს აქნევს. _ არაფერი. უბრალოდ მინდა წავიდე. სანდრო კედელს ეყრდნობა და ჩუმად აკვირდება. ლანა მიუახლოვდება ელენეს. _ მეც წამოვალ მაშინ. ელენე ოდნავ იღიმის. _ ვიცი. დათო მაგიდასთან ზის. მისი მზერა ელენეზე იყინება. _ უცებ რა მოხდა?_ ბოლოს ამბობს. ელენე წამით უყურებს. _ არაფერი. მაგრამ მის ხმაში ისეთი სიცივეა, რომ დათო მაშინვე ხვდება რაღაც ნამდვილად მოხდა. ელენე კიბისკენ მიდის. _ ბარგს ჩავალაგებ._ ოთახში მიდის. რამდენიმე წამი სიჩუმეა. დათო უცებ დგება. _ მოვალ ახლავე._ ამბობს ელენეს უკან მიყვება. ნინი ჩუმად აკვირდება. ლანას ეს არ ეპარება. ელენე ჩემოდანს საწოლზე დებს და გარდერობიდან თავის რამდენიმე ნივთებს იღებს. დათო კარს ფრთხილად ხურავს. _ რა ხდება? ელენე ზურგით დგას და ჩალაგებას განაგრძობს. _ არაფერი. _ ასე არაფრის გამო მიდიხარ? ელენე ტრიალდება.თვალებში ბრაზი, და ტკივილი აქვს. _ დარწმუნებული ხარ რომ გინდა იცოდე? დათო ჩუმდება. ელენე დაკვირვებით უმზერს. _ ვფიქრობ თავადაც ხვდები._ გამყინავი ხმით იძახის და ჩალაგებას აგრძელებს. _მაინც ვერ ვხვდები რა გინდა?!_არადამაჯერებლად ამბობს დათო. ელენეს მწარედ ეღიმება. _ ნინის ხომ კარგად უგებ?! ახლა გადი! დათო გადის და მაშინვე ლანა შემოდის. _ რა მოხდა? ელენე ხმაურით უშვებს ჰაერს. საწოლზე ჯდება.ხელებს სახეზე იფარებს. _ დროზე წავიდეთ აქედან… _ კაი ჰო,მაგრამ… როგორ? _ სანდრო წაგვიყვანს თავისი მანქანით. _ მთელი გზა ინტერესი უნდა მკლავდეს? ელენეს ეღიმება. _ დამიჯერე ასე აჯობებს…თორემ მიზეზს რომ გაიგებ და პირში წყლის ჩაგუბება მოგიწევს მთელი გზა უარესად გაგიჟდები… _ შენ მასე ხარ? _ ჰოო…და დაუჩქარე,მალე ჩაალაგე,გთხოვ. წინ ოთახში გამოდიან,ემშვიდობება ზოგადად ყველას ერთი სიტყვით და გარეთ გადიან. *** გზა ტყიდან ნელა გამოდის მთავარ ტრასაზე. რამდენიმე წუთი არავინ ლაპარაკობს. რადიოც გამორთულია. _ სანდრო,მუსიკა მაინც ჩართე რაა,თორემ როგორც ჩანს არავინ აპირებთ ხმის ამოღებას. _ მე ვაპირებდი უკვე სიმღერის დაწყება,მაგრამ რადგან რადიო გსურს… _ სარკეში უღიმის სანდრო. ლანა იცინის _ მოდი ერთად ვიმღეროთ,იქნება აგვყვეს ელეონორაც. სანდრო იღიმის. _ უხდება ელეონორა… _ ხო ასეთი მოხდენელი მყავს. _ წარბებს ათამაშებს ლანა. ხეები სწრაფად გარბიან უკან… სანდრო დრაივთან აჩერებს. _ მე ვიცი ელენეს ყავა გამოაცოცხლებს და შენ ლანა? _ მეც. სანდრო მანქანიდან გადადის. _ჰე,მიდი ახლა მითხარი რა მოხდა,თბილისამდე ვერ გავძლებ ასე… ელენე ხმამაღალ ჩასუნთქვას აკეთებს. _ ელენეე,ნუ მაღიზიანებ ახლა,მიდი… _ ნინის… თორნიკემ თმა რომ გადაუწია ყელზე კოცნის კვალი ჰქონდა,ნუ კოცნის რაა…_ წარბს წევს ელენე. ლანა თვალებს აწვრილებს. _ ეგ და დათო… _ მოიცა სერიოზულად? გუშინ რაღაც მეც დამეეჭვა,მაგრამ ეგ არ მიფიქრია… _ ახლა ვხვდები,იმ ღამეს დათოსთან სახლში…ის გოგო ნინი იყო. _ კაიიი… _ კი,სახეზე არ დამინახია,მაგრამ ქერა თმა გარკვევით დავინახე…გუშინ ღამეც ვერ დავიძინე და ბუხართან ვიჯექი,მერე სანდროც გამოვიდა,ვსაუბრობდით.შუა ღამე იყო ოთახში რომ შემოვიდნენ… _ უსინდისოები,ფუუ… _მე კიდე დებილი… რატომ ვცდილობდი პატიებას?! მინდა ჩემი თავი ვცემო მაგრად. _ ელენეს ხმაში სევდა,ტკივილი და ბრაზი ერთად არის. _აუ,კიდე კაი იქ არ მითხარი გავგლიჯავდი მაგ ორივეს. ელენეს ეღიმება _ ჰო,ეჭვი არ მეპარება. _ მოაშორე ორივე,ამორალურები… _ წამით მზერა უთბება ლანას._ მეგობრები კი კარგები ჰყავთ. _ კი,ძალიან._ ელენეც იღიმის. _ ეგ კი არა,ესეც როგორი კაი ტიპია…_ თავით სანდროზე ანიშნებს._ მართლა კლასიკაა. ორივე იცინის. სანდრო მანქანაში ბრუნდება ყავის ჭიქებით. _ რამ გაგამხიარულათ? _ შენ გჭორავთ._ უცინის ლანა _ ოჰ,აბა მომიყევით,რით დავიმსახურე თქვენი ყურადღება და დრო? _ ოო,გითხრაათ? _ ცოტა კი მეშინია პასუხის…_ ხუმრობს სანდრო _ მაშინ იყავი ეგრე._ იცინის ლანა და ყავას სვამს. *** საღამოს დათო პირდაპირ კარზე უკაკუნებს ელენეს.კარის ზღურბლზე გაოცებული და გაბრაზებული დგას ელენე. _ რა გინდა? _ უნდა გელაპარაკო. შემომიშვი. _ შენ ფიქრობ,რომ სალაპარაკო დარჩა რამე?! _ ელენე,გაჩერდი. _ ოთახში შედის დათო. _ გისმენ. _ მოჭრით ამბობს ელენე,ისე რომ არც კი ჯდება. დათო დივანზე ჯდება და ქვევიდან უყურებს.რამდენიმე წამი არაფერს ამბობს. _ დაჯექი ნუ დამყურებ ზევიდან რა. _ პრეტენზიები ნინისთან._ წარბს უწევს ელენე. _ რა შუაშია ნინი? _ კაი დათო,გაჩერდი. იმ ღამესაც ნინი იყო,როცა დაგინახეთ შენთან სახლში…არც გუშინ არ მოგიკლიათ თავი სეირნობით._ გესლიანად იღიმის ელენე. _ სექსი გვაქვს მხოლოდ…არანაირი გრძნობა. ელენეს ეღიმება. _ უჰ,ამოვისუნთქე… _ მორჩი მაგ ცინიზმს,არაა შენი._ მშვიდად ეუბნება დათო. _ აბა რას ელოდები? შენ… _ და შენ რას ელოდებოდი? რომ ამდენი წელი ერთად ვიქნებოდით და სექსი არ მექნებოდა … _ მოკეტე,რა უტიფარი ხარ.თუ ვერ აცნობიერებ რაც გააკეთე,მითუფრო მეცოდები მაგ აზროვნებით. _ არა,მართლა რაში მამტყუნებ?! კაი ნინისთან არ უნდა დამეჭირა ურთიერთობა,მაგრამ მოხდა… _ ხოდა ღმერთმა შეგარგოთ ერთმანეთი. _ ასე უნდა დავასრულოთ? _ კი. _ ელენე,ამდენ წლიანი ურთიერთობა,ასე ერთი ხელის მოსმით არ უნდა გაწირო. _ მე არაფერს ვწირავ,აქედან დავიწყოთ… და საერთოდაც დათო,ძალიან ავცდით მე და შენ,არ გვაქვს საერთო ღირებულებები რაც ურთიერთობაში საჭიროა ეს პერიოდი ვცდილობდი მეპატიებინა,მაგრამ არ გამომდიოდა,ახლა კიდევ დაემატა და მოდი შენ შენს გზაზე წადი. _ არ გიყვარვარ შენ. _ მანიპულატორობ ახლა შენ და თუ ეს დაგეხმარება წასვლაში მაშინ გეტყვი კი არ მიყვარხარ ისე რომ ეგ ყველაფერი გაპატიო. დათო რამდენიმე წამი უყურებს. თითქოს რაღაცის თქმა უნდა. მაგრამ ვერაფერს ამბობს. მერე უბრალოდ დგება. კარისკენ მიდის. და უხმოდ ტოვებს ელენეს სახლს. *** ელენეს პირველი დღეები,დათოსთან დაშორების ოფიციალურად,ცოტა უცნაური იყო,თუმცა არა ტკივილით გაჯერებული. მის გონებაში გარდატეხა მოხდა.მიხვდა მთელი ეს წლები,ეს დრო ისინი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობდნენ. რაც დრო გადიოდა,ელენე ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ ის, რასაც წლები “ურთიერთობას” ეძახდა, სინამდვილეში ხშირად ბრძოლა იყო. ბრძოლა იმისთვის, რომ აეხსნა ელემენტარული რაღაცები. პატივისცემა. საზღვრები. ერთგულება. ახლა როცა ყველაფერი დასრულდა,გაანალიზა თავისი შეცდომებიც. მიხვდა, რომ შეცდომები თავადაც დაუშვა. ხანდახან ზედმეტად ბევრს ითმენდა. ზედმეტად დიდხანს. საზღვრებს არ იცავდა. და ბოლოს გააცნობიერა მარტივი რამ როცა ადამიანი საკუთარ საზღვრებს ვერ იცავს, ადრე თუ გვიან პრობლემები იწყება. სხვები კი არა… თავად აძლევ მათ ამის უფლებას. ეს გაკვეთილი ძვირი დაუჯდა,მაგრამ მაინც მიიღო და ისწავლა. *** შემოდგომა ნელ-ნელა იწურებოდა. ხეები თითქმის გაშიშვლებულიყო. ელენესთვის ბევრი რამ შეიცვალა.ყველაფერი თითქოს დალაგდა. ის და დათო დიდი ხნის წინ აღმოჩნდნენ სხვადასხვა გზაზე. უბრალოდ ახლა დაინახა. ზამთრის ერთ ცივ საღამოს ტელეფონი მოულოდნელად აწკრიალდა. _ გისმენთ _ რა სერიოზული მპასუხობ? — გაიცინა სანდრომ ტელეფონის იქიდან. _ ვიფიქრე, უკვე დამივიწყე. ელენეს გაეღიმა. _ მგონი ჯერ არ დამვიწყებიხარ,ხმაზე გიცანი,მიუხედავად შენი ნომრის არ ქონის… _ კარგი ამბავია ეგ, _ ეღიმება სანდროს _ მაგრამ ჯერ უნდა დაგპატიჟო ყავაზე,_ ტელეფონში არ ვამბობ შევთანხმდეთ. ელენემ ფანჯრიდან ქუჩას გახედა. გარეთ პირველი თოვლი იწყებდა ცვენას. _ ოჰოო… რა ამბავია,თან რომ ჩემთან მოგინდა თქმა?_ იღიმის ელენე_ თუმცა ყავა ცუდი იდეა არასდროს არის. _ ძალიან კარგი,ხუთ წუთში შენთან ვარ, _ უპასუხა სანდრომ მშვიდად. ელენე როცა ჩადის დაბლა,სანდრო მანქანით უკვე სადარბაზოსთან დგას. _ გამარჯობა._ სანდრო ლოყაზე კოცნის._ როგორ ხარ? _მე კარგად და შენ? _ მეც მშვენივრად. ისეთ ყავაზე გეპატიჟები… _ ოჰ,როგორზე?? _ ელენეს ეცინება_ თუმცა მე ამბავი უფრო მაინტერესებს. ინტერესით უყურებს ელენე. სანდრო მშვიდად უყურებს. _ მოგატყუე. ელენე თვალებს ავიწროებს. _ რა? სანდრო მხრებს იჩეჩავს. _ არანაირი ამბავი არ მქონდა. უბრალოდ მინდოდა შენთან მოსვლა და ვიფიქრე მიზეზი მჭირდებოდა. ელენეს გაეცინება. _ მატყუარა ხარ. სანდრო ღიმილით პასუხობს: _ სტრატეგიული მატყუარა. _ როგორ არომანტიზირებ ტყუილს _ იცინის ელენე. _ საჭიროებიდან გამომდინარე…_ იცინის სანდრო. _ ჩემი ნომერი საიდან? _ ნომერი? _ იცინის სანდრო._ დიდიხანია ვიცი… ელენე გაკვირვებული უყურებს. _ იმ დღიდან როცა ტასი ჰყავდა ჩემს დას შენთან.დანიშნულების ფურცელზე ეწერა და … ელენე იცინის. _ ოხ,სანდრო… სანდრო… სანდრო იღიმის. _ ცუდია? _ ყავას,რომ დავაგემოვნებ მერე გეტყვი._ ცხვირს ჭმუხნის ელენე. _ კარგი,დაველოდები. *** ორი დღე გადის.ელენე საღამოს სამსახურიდან მოლში გადის.ცოტახანში ზარის ხმა ისმის.სანდრო _ გისმენ სანდრო. _ ელენე,გცალია სასაუბროდ ორიოდე წუთი?_ საუბარში სიჩქარე იგრძნობა. _ კიი… რა ხდება? _ ელენეს ტონი დაეძაბა. _ მეგობართან ვარ ახლა,მის ბავშვს 6 წლის არის,ვირუსი აქვს და უცებ ტემპერატურა 41ზე აუვიდა.სასწრაფო გამოიძახა,მაგრამ გააფრთხილეს აგვიანდება.რა გააკეთონ სანამ მოვა. _ გახადონ ბავშვს სანდრო.დამწევი მისცეს? _ ღებინება დაეწყო,ვერ ირგებს… _ ამ შემთხვევაში სანთელი გაუკეთოს და გააგრილონ…_ელენე წამით ჩუმდება._ სანდრო ლოკაცია ჩამიგდე მოვალ,გამოსული ვარ ისედაც… სანდრო ლოკაციას უზიარებს,ელენე სულ 7 წუთში ახერხებს მისვლას.სანდრო სადარბაზოსთან ხვდება ელენეს. _ გამარჯობა._კოცნის ლოყაზე._ მადლობა დიდი,რომ მოხვედი. _ კაი,რა მადლობა.რა პრობლემაა. ოთახში შედიან. ბავშვი მისუსტებული,ჩამქრალი თვალებით წევს.დედა ანერვიულებული თავთან უზის. _ გამარჯობა._ ამბობს ელენე და ბავშვს უღიმის._ ისევ მაღალი აქვს? _ კი,ამ წუთში ამოვაცალე თერმომეტრი.ალბათ 20 წუთია უკვე41 აქვს.წამალი მივეცი,ღებინება ჰქონდა ვერ მიიღო. _ სიცხისგან…სანთელი წამოვიღე,მეთქი რომ არ ჰქონდეთქო,დრო რომ არ დაგვეკარგა.ეს გაუკეთეთ და ოთახის ტემპერატურის წყალი რამე თასით რომ მოიტანოთ დავზილოთ.მხოლოდ გახდა არ უშველის. დედა უცებ გამოცოცხლდა. _ ეს სასწრაფო მაინც სადაა ამდენ ხანს?!_ ბუზღუნებს სანდროს მეგობარი. _ პირადი ექიმი მოგიყვანე დაწყნარდი._ უღიმის სანდრო. _ პირადი არა… უბრალოდ საჭირო დროს სწორ ადგილას._ — ეღიმება ელენეს. _ აუ,ეგ კი. _ უხერხულად იშმუშნება მამა_ მადლობა მართლა დიდი.ცუდად გამომივიდა,უბრალოდ…ხომ გესმით ამხელა სიცხე პირველად აქვს. დედა დაბრუნდა თასით ხელში. ელენე ართმევს პატარა პირსახოცს ასველებს და ბავშვს უახლოვდება. _ ნებას მომცემ რომ ამით გაგაგრილო?_ სველ პირსახოცს აჩვენებს ელენე. ბავშვი თავს აქნევს.ელენე ფრთხილად,ნაზად ადებს რომ გრილმა არ შეაწუხოს უცაბედად ბავშვი.მერე სისტემატიურად იწყებს მოძრაობას. _ შენ რა გქვია? _ ანდრია. _მე ელენე ვარ. იცი,მე პედიატრი ვარ,იცი რას ნიშნავს? ანდრია თავს უქნევს თანხმობის ნიშნად. _ ჭკვიანი ბიჭი ხარ.ახლა ამით შენს სხეულს გავაგრილებთ. _ ელენე დედისკენ ტრიალდება._ ასეთი პატარა მეორეც რომ მოიტანოთ,შუბლზე დავადოთ. _ რამდენი წლის ხარ ანდრია? _ 7 წლის ვხდები. _ იცი,როგორი ძლიერი ბიჭი ხარ?! ამხელა სიცხეს რომ უძლებ.ახლა ამას შუბლზე დაგადებ და ცოტახანი გქონდეს კარგი? _ფეხზე კიდურებიც დაუზილეთ.ოთხ ხელში რომ გავაგრილოთ ჯობია.სანთელიც დაიწყებს მოქმედებას და დაეწევა ნელ-ნელა.სწრაფი კლება არ გვაწყობს.მერე უკვე გადავლებაც შეიძლება ნელთბილი წყლით. სანდრო ჩუმად აკვირდება. როგორ მშვიდად ელაპარაკება ბავშვს. როგორ ფრთხილად ეხება. როგორ არ პანიკდება მაშინ, როცა ყველა დანარჩენი ნერვიულობს. წამით ეფიქრება სულ სხვა ელენეა ეს. 20 წუთში 39.6 დაფიქსირდა.ამასობაში სასწრაფოც მოვიდა.გადაყვანას სთავაზობენ სტაციონარში. _ თქვენ რას გვირჩევთ?_ ეკითხება დედა ელენეს. _ მე ვფიქრობ გაყვეთ ჯობია.ანალიზები აუცილებლად სჭირდება.ნუ ღმერთმა არ ქნას ისევ აეწიოს იქ უფრო გააკონტროლებენ სიტუაციას. _ კარგი.მადლობა დიდი. _ არა,რა მადლობაა.დამირეკეთ თუ რამე კითხვა გქონდეთ. ელენე ნომერს აწერინებს. ელენე ემშვიდობება და წამოსვლას აპირებს.სანდრო ეკითხება. _ ფეხით ხარ? _ კი,ტაქსით მოვედი. _ მე გაგიყვან. სადარბაზოდან გამოდიან. გარეთ გრილი ჰაერია. რამდენიმე წამი ჩუმად დგანან. სანდრო უყურებს. _ იცი,რა? ელენე თვალებით ეკითხება. _ კარგია,რომ მოხვედი. ელენე ოდნავ იღიმის. _ მეც მიხარია. სანდრო კარს უღებს.ელენე ჯდება. მანქანა ნელა დაიძრა.რამდენიმე წამი სიჩუმეა. სანდრო ბოლოს არღვევს სიჩუმეს. _ შენ სულ ასეთი ხარ? ელენე გვერდით უყურებს. _ როგორი? სანდრო ოდნავ იღიმის. _ მშვიდი… როცა სხვები პანიკაში არიან. ელენე ჩუმად იცინის. _ არა… უბრალოდ მიჩვეული ვარ. სანდრო წამით უყურებს, მერე ისევ გზას გახედავს. _ შენს საქმეს რომ ვუყურებ ცოტა რთულია ხომ? _ კი,თუმცა არის დღეები,როცა ხვდები, რომ სწორ ადგილას ხარ. სანდრო თავს უქნევს. _ დღეს ეგ დღე იყო? ელენეს ოდნავ ეღიმება. _ მგონი კი. ცოტა ხანში: _ იმაზე უკეთესი ყავა მმართებს ახლა._ ამბობს სანდრო. ელენეს ეღიმება. _ ანუ ახლა უკვე რეალური მიზეზი გაქვს? _ ახლა კი._ მოკლედ პასუხობს სანდრო. მანქანა შუქნიშანზე ჩერდება. სანდრო მისკენ ტრიალდება. რამდენიმე წამით უყურებს. ელენეც ხვდება ამ მზერას. _ რა?_ ოდნავ იბნევა. სანდრო თავს ოდნავ აქნევს. _ არაფერი. პაუზა. _ უბრალოდ… კარგი ხარ. ელენე წამით ჩუმდება და ფანჯარაში იყურება. ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება. _ შენც არ ხარ ცუდი… სტრატეგიული მატყუარასთვის. სანდრო იცინის. მანქანას მოშორებით აჩერებს პარკინგზე და ფეხით მიუყვებიან გზას კაფისკენ. კაფეში თბილა. ელენე თბილ ფინჯანს ხელებში იქცევს. სანდრო თვალებში უყურებს,ღიმილით. _ ნუ მიყურებ მასე. .._იცინის ელენე. _ როგორ გიყურებ? _ როგორ და …ასახსნელად რთულია._ იცინის ელენე._მაგრამ შენ ხომ იცი. სანდროს ტუჩის კუთხე უტყდება. _ ვიციი. _ აი ახლაც._ იცინის ელენე. სანდრო მშვიდად იღიმის. _ იცი,რა მომწონს შენში? ელენე წარბს წევს. _ უკვე იწყება კომპლიმენტები? _ მგონი დროა…_ იღიმის სანდრო. _ კარგი გისმენ…_ იდაყვს მაგიდაზე აყრდნობს ელენე და უღიმის. _ აი,ეგ ღიმილი. ელენეს უნებლიედ უფართოვდება ღიმილი. _ შენთან გატარებული დრო ძალიან მომწონს… ელენე ოდნავ იბნევა, მაგრამ არ აშორებს მზერას. _ ოჰ… _ რა მოხდა გიკვირს?_ ეღიმება სანდროს_ სხვათაშორის მე პირველივე წუთებიდან მომეწონე… იმ ბარში…_პაუზას აკეთებს._ როცა ძალიან საყვარლად ცლიდი ჭიქას ჭიქაზე. ელენე კი სახეზე ხელებს იფარებს და იცინის. _ ნუ მახსენებ. _ რატომ? ელენე თვალებს ატრიალებს. _ კაი რაა… ღმერთო,ეგ დღე,როდის უნდა დაივიწყო? სანდრო თავს ოდნავ აქნევს, უღიმის. _ არასდროს. მის ხელს თავის ხელში იმწყვდევს. ელენე წამით ჩუმდება. გრძნობს როგორ ეცვლება სუნთქვა. მაგრამ ხელს არ უშვებს. ქუჩაში უკვე ზამთრის პირველი დღის სუსხია. ლამპიონები თბილ შუქს აფრქვევს. ისინი ხელჩაკიდებულები მიუყვებიან გზას მშვიდად, ნელა… თუმცა ორივეს გული უფრო სწრაფად ძგერს. მანქანასთან ჩერდებიან. სანდრო კარს უღებს. ელენე სანამ დაჯდება, მისკენ ტრიალდება. იღიმის. მაგრამ ეს ღიმილი ბოლომდე ვერ ასწრებს გაშლას… სანდრო უახლოვდება და კოცნის. დ ა ს ა ს რ უ ლ ი პირველად გიზიარებთ სრულ ვერსიას.რა თქმა უნდა მაინტერესებს თქვენი ემოცია 🤍 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


