შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის არომატი (ნაწილი 8)


დღეს, 16:20
ავტორი თინათინი10
ნანახია 234

საღამოს ცხრა საათი იქნებოდა,
შემოსასვლელში, მდივანზე ვიყავი წამოწოლილი.. ჭერს ვუყურებდი და ვცდილობდი, არაფერზე მეფიქრა. განსაკუთრებით საძინებლისკენ არ გამეხედა. თითქოს იმ ოთახს საკუთარი სიმძიმე ჰქონდა..
დანიელი შიგნით იყო, ფილმს უყურებდა ლეპტოპში..
მესენჯერში დედამ დამირეკა.. რაც „გავთხოვდი“, მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე, ისიც ხუთი წუთით მოვასწარი მეთქვა, რომ გავთხოვდი და ყველაფერი კარგად იყო..
ღიმილით ვუპასუხე, თითქოს მართლა ყველაფერი კარგად ყოფილიყო.
- დეე… როგორ მომენატრა შენი ხმა… როგორ ხარ? - დედას თვალებში სევდა ჰქონდა ჩამჯდარი, მაგრამ მაინც გამიღიმა.
- არამიშავს, დედი…შენ როგორ ხარ.. ნახე, აქ ვინაა… - კამერა ნინისკენ შეატრიალა, ნინიმ ხელი დამიქნია, ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს ერთდროულად უნდოდა ჩამხუტებოდა და გავეკიცხე.
- ნიი… როგორ ხარ?
- მე კი არა, შენ როგორ ხარ, ლიზა? - წარბები აწია.
- რანაირად გაყევი იმ ბიჭს ცოლად? რომ გავიგე, შოკისგან პირდაღებული დავდიოდი! - ვცადე გამეცინა.
- გრძელი ამბავია… შეგვიყვარდა ერთმანეთი
- შვილო, ბედნიერი ხარ სიყვარულით გათხოვდი? - ამ დროს საძინებლის კარი გაიღო, დანიელი გამოვიდა, თმა ოდნავ არეული ჰქონდა, სამზარეულოსკენ წავიდა და ტაფა მოამზადა, ცოტა ხანში კვერცხის შუშუნი გაისმა.. თავის სტიქიაში იყო, მშვიდი, ჩვეულებრივი..ისედაც ვერაფერს გაიგებდა ქართულად ვლაპარაკობდით, მაგრამ მაინც არ მინდოდა დედას სიმართლე გაეგო ყალბი ქორწინების შესახებ.. მისი გული კიდევ ერთხელ რომ არ დამძიმებულიყო.
- რა თქმა უნდა, დედა… - მშვიდად ვთქვი.
- ძალიან ბედნიერი ვარ. აბა ისე რანაირად გავთხოვდებოდი? ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს. - ინსტიქტურად დანიელს გავხედე ხომ არ მისმენდა, თუმცა ჩემსკენ არც კი გამოუხედავს. იჯდა და კვერცხს ისე შეექცეოდა, თითქოს მსოფლიოში არაფერი ხდებოდა.
- არ გამაცნობ სიძეს? - დედამ ნაზად მკითხა.
- ახლა არ სცალია… მერე აუცილებლად გაგაცნობ.
- შენი ბედნიერებაა ჩემთვის მთავარი, დე… მაგრამ თითქოს რაღაც გაწუხებს, ვხედავ… კარგად გიცნობ - ყელში რაღაც ჩამებჯინა.
- არაფერი არ მაწუხებს, მართლა კარგად ვარ… - ძლივს ამოვთქვი.
- უბრალოდ შენი ხმის გაგონებამ ამიჩუყა გული… დედი… ძალიან მენატრები… შენი ჩახუტება, შენი სურნელი… მალე ჩამოვალ… როგორც კი შევძლებ… - დედას ცრემლები წამოუვიდა, ნინი გვერდიდან ამშვიდებდა.
- ერთ კვირაში შენი დაბადების დღეა… - დედამ ცრემლიანი ღიმილით თქვა.
- უკვე მესამე წელია ამ დღეს ჩემგან შორს ხარ… ჩემი პრინცესა… მიყვარხარ… - ცრემლები მეც წამომივიდა.. სწრაფად მოვიწმინდე, რომ ხმა არ შემრყეოდა.
- მალე დადგება ეგ დღე, დე… გპირდები, ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნები… ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის…
ნინიმ თემა შეცვალა.
- ლიზა, სხვა რა ხდება მაქეთ? გოგოები როგორ არიან? ირაკლი როგორაა, ეგ გადარეული?
- ხვალ მოვლენ ჩემთან… დანიელს ჩემი მეგობრების გაცნობა უნდა… ირაკლი საუკუნეა არ მინახავს.
- მეც მინდა თქვენთან
- იქნებ ჩამოხვიდე როგორმე… ახლა უკეთესი სამსახური ვიპოვე… დედას მალე გადავიყვან შენგან, ნინი… დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
- რას ამბობ… რამდენი ხანიც უნდა, იმდენ ხანს გაჩერდეს. ვიკა დეიდა ჩემთვის დედასავითაა - გული მომეკუმშა.
- სასწაული გოგო ხარ… მადლობა რომ დედაჩემი გარეთ არ დატოვე..
- დედი… ვინმეს ხომ არ შეუწუხებიხარ? არ დამიმალო - დედამ უცნაურად შემომხედა.
- არა… აქ არავინ მოსულა… ლიზა… შენმა ქმარმა იცის? - მუცელში ყინულივით ჩამეცა რაღაც, დანიელს კიდევ ერთხელ გავხედე.. ახლა იჯდა და ჩანგლით ტაფიდან კვერცხის ნაჭერს ჭრიდა, მშვიდად, უდარდელად..თითქოს საერთოდ სხვა სამყაროში იყო.
- არა, დედა… ასე ჯობია.
- მერე პრობლემები არ შეგექმნას ქმართან…
- არაფერი იქნება… ნუ ნერვიულობ… -
სიტყვებს ვამბობდი, მაგრამ შიგნით ქაოსი მიტრიალებდა..ხანდახან მგონია, ჩემი წარსული სადღაც კარის მიღმა დგას და მოთმინებით ელოდება, როდის გამომეცხადება.. თითქოს ისევ იქ ვარ… იმ სახლში… იმ ყვირილში და ჯოჯოხეთში..მე ვიცი, რომ ვერავინ დამავიწყებს იმ ღამეს.. ვერც ვალებს, რომლებიც კუდივით დამყვება.
- კარგი, დედი… გაგითიშავ ახლა…
- დამირეკე ხოლმე… ბევრს გკოცნი… დედას ძალიან უყვარხარ.
- მეც სიგიჟემდე მიყვარხარ… -
კოცნა გავუგზავნე და გავუთიშე, ღრმად ჩავისუნთქე.. შემდეგ იუთუბში სიმღერა ჩავრთე "დედა"ზე თვალები დავხუჭე და ისე ვუსმენდი.. ცრემლები მომერია.. წარმოვიდგენდი იმ წუთს როგორი გახარებული იქნებოდა დედაჩემი როცა ჩავეხუტებოდი.. უკვე წინასწარ მქონდა დაგეგმილი როგორ მოულოდნელად გამოვეცხადებოდი და გულში ჩავიკრავდით ერთმანეთს..

იუთუბში „დედა“ზე სიმღერა ჩავრთე..
პირველი აკორდებიდანვე თვალები დავხუჭე, თითქოს დედას ხელები მეხებოდა თმაზე.. ცრემლები თავისით წამოვიდა, წარმოვიდგინე, როგორ შევაღებ კარს… ის გაოცებული შემომხედავს… რამდენიმე წამი ვერ მიხვდება მართალი ვარ თუ ეჩვენება… მერე კი ორივე ერთმანეთს ჩავეხუტებით ისე ძლიერ, თითქოს წლები ერთ ჩახუტებაში უნდა ჩავატიოთ..
— ოი ოი ოი… გამორთე ეგ საშინელება, რას უსმენ? - თავზე დამადგა დანიელი, სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები, მაგრამ გვიანი იყო, მაინც დამინახა..
- ტიროდი?
- რა შენი საქმეა.
- რაო, დედიკომ, მომენატრეო? - ირონიულად მკითხა.
- რა იცი რომ დედაჩემს ველაპარაკებოდი?
- ლოგიკურად მივხვდი, ლამაზო - ვაშლი ჩაკბიჩა და ისე უხეშად ახრაშუნებდა, თითქოს სპეციალურად მიშლიდა ნერვებს.
- სიტყვა „დედა“ ვიცი რასაც ნიშნავს. თან ეს ქართული სიმღერები… ყველა ერთმანეთს ჰგავს, ან ტირიან, ან ყვირიან..
- ნელა ჭამე! ცხოველივით ნუ ჭამ! - დავუყვირე - გაეცინა.
- ძალიან იმოქმედა ეტყობა დედასთან საუბარმა.
- კი იმოქმედა! იმიტომ რომ წლებია არ მინახავს! შენ ვერ გაიგებ ამას! - ხმა ამიკანკალდა.
- და შენი ირონია შენთვის შეინახე -
წამოვდექი და ოთახისკენ წავედი, რამდენიმე წამში კარის ჩარჩოს მიეყრდნო.
- სადაც წავალ ყველგან რატომ დამყვები?!
- იმიტომ რომ ჩემი სახლია და სადაც მინდა იქ წავალ.
- ჭირს წაუღიხართ შენც და შენი სახლიც! - ქართულად დავიღრიალე.
- ვერ გავიგე… ძალიან გთხოვ შენს მახინჯ ენაზე ნუ მესაუბრები - დაბნეულად შემომხედა.
- არ არის საჭირო რომ გაიგო! -
რამდენიმე წამი მიყურებდა, მერე თითქოს თემა შეგნებულად შეცვალა.
- ნუ ყვირი. მეზობლები გაიგებენ. დამშვიდდი… ცრემლები მოიწმინდე, მოემზადე.. კლუბში მივდივართ - გაკვირვებულმა შევხედე.
- შენი აზრით ახლა კლუბში წასვლის ნერვები მაქვს?
- შენი აზრით მაინტერესებს? - მხრები აიჩეჩა.
- ლიზა, შენ ჩემი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, მე შენი ცხოვრებით. ჩემი ცხოვრება შენამდე ასეთი იყო კლუბები, ვარჯიში, მეგობრები. ასე რომ, მოემზადე.
- მარტო წადი.
— ლიზა! არ გირჩევ ჩემს გაბრაზებას. მეგობრებს რა ვუთხრა? ცოლი სახლში ტირისთქო?
- არ მინდა იქ მომიწევს მოსიყვარულე ცოლის როლი ვითამაშო!
- ხოდა ვითამაშოთ. რა პრობლემაა?- მომიახლოვდა, თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და თვალი ჩამიკრა,
შევუბღვირე.
- მიდი გამოიცვალე, გარეთ დაგელოდები და ცოტა ისე ჩაიცვი, კლუბს რომ შეეფერებოდეს.. ასე მონაზონივით ნუ წამოხვალ - ჩემს თავს დავხედე.
- მონაზონივით რატომ მაცვია? - ცალი წარბი ავწიე.
- კლუბისთვის შესაფერისად ჩაიცვი.
- კარგი! გარეთ დამელოდე! შესაფერისად ჩავიცვამ - გამეცინა ირონიულად, კარი ხმაურით მივიხურე.
- მე შენ გაჩვენებ შესაფერისად ჩაცმას - ჩავილაპარაკე და ჩემოდანს მივადექი, შავი, ტანზე მოტკეცილი მოკლე კაბა გამოვიღე ისეთი, რომელიც თითოეულ მოძრაობაზე ხაზს უსვამდა ჩემს ფორმებს, ზურგი ღია ჰქონდა, წვრილი გადაჯვარედინებული თასმებით..წინ მკერდთან საკმაოდ ამოღებული, ქუსლიანი, ლაკისფერი შავი სანდლები ჩავიცვი, ფეხები კიდევ უფრო გრძელი ჩანდა.. თმა მაღლა ავიწიე, თვალებზე მუქი შავი ისრები გავიკეთე, ტუჩებზე კი ღრმა წითელი პომადა. სარკეში საკუთარ თავს რომ შევხედე, წამით თვითონაც შევცბი, არც ვულგარული ვიყავი, არც მოკრძალებული, უბრალოდ… ძალიან გამომწვევი.
- მონაზონი, ხო? - ჩუმად გამეცინა, კარი გავაღე და მის წინ გავედი.
დანიელი კედელს მიყრდნობოდა და ტელეფონში იქექებოდა, თავი რომ ასწია გაჩერდა, თვალები ზემოდან ქვემოთ ჩამომაყოლა, ნელა ძალიან ნელა..რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ ჩაახველა.
- აი, კლუბისთვის შესაფერისად ჩავიცვი, იმედია კარგია.. - მივუგრ ნიშნისმოგებით,
- არა… ვფიქრობ ძალიან ძალიან კარგია.. - ნელა წამოვიდა ჩემსკენ, მომიახლოვდა, ჯერ თვალებში ჩამხედა..შემდეგ მზერა ნელა ჩამოაყოლა კაბის ხაზს… მკერდთან გაჩერდა წამით… ისევ ამომხედა თვალებში..სუნთქვა გამიხშირდა, კედელს მივეყრდენი, თითქოს შემთხვევით, მაგრამ სინამდვილეში ფეხები ოდნავ შემერყა. ამაყად ვიდექი, ნიკაპაწეული, თუმცა სხეული მღალატობდა, მსუბუქად მიკანკალებდა. შინაგანად რაღაც იწვოდა.. ცეცხლი, რომლის არსებობაც არ მინდოდა მეღიარებინა… საკუთარ თავთანაც კი..ის კიდევ უფრო მოიწია, მისი სახე ჩემსას ძალიან მოუახლოვდა,
წამით მართლა მეგონა მაკოცებდა,
შეკრთი..მაგრამ მან კისერი ოდნავ დახარა და ცხვირთან მომიახლოვა, ჯერ მარჯვნიდან შემდეგ კი მარცხნიდან მთხოვა შემეყნოსა მისი სუნამოს სურნელი..
- ახალი სუნამოა, კარგი სურნელი აქვს? - ლიზა გაბრუებული, თვალებს ნახავს მის სიახლოვეს, მხოლოდ თავს უქნევს და ამოილუღლუღებს
- კი.. კარგი სურნელი აქვს.. - მისი სახე იმდენად ახლოს იყო, თვალები ძლივს გავუსწორე..მხოლოდ თავი დავუქნიე.
- კი… კარგი სურნელი აქვს… - ამოვილუღლუღე, მის ტუჩებს მაცდური ღიმილი გაეპარა, მე გონს მოვედი, სწრაფად, ხველებით შევიმაგრე თავი და მკაცრი გამომეტყველება დავიბრუნე.
- არ წავედით?
- კი, მაგრამ წასვლამდე ერთი ფოტო გადავიღოთ - ტელეფონი მოიმარჯვა
- რა საჭიროა?
- საჭიროა საჭირო - წელზე ხელი შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა, სხეულები თითქმის მთლიანად მიეკრო ერთმანეთს. მისი თითები მტკიცედ შემეხო მოშიშვლებულ ზურგზე, თითქოს ჩემი სხეულის ტემპერატურას ამოწმებდა, ტუჩებზე მიყურებდა. თვალებში ვნება აშკარად უტრიალებდა, შემდეგ უცებ გაეცინა, ტუჩი მოიკვნიტა და სელფი გადაიღო.
- საკმარისია, წავიდეთ..
- არა, ახლა მაკოცე
- რა?
- ლოყაზე მაკოცე, ერთი ფოტო ასე გადავიღოთ, მიდი - ვიწუწუნე თვალებით, მაგრამ მივიწიე. ტუჩები ლოყასთან მივადე. მან კმაყოფილი ღიმილით კიდევ ერთი ფოტო გადაიღო.
- ნახე რა ლამაზები ვართ - ფოტოები სწრაფად სოციალურ ქსელში ატვირთა
- ეს მე ვარ ლამაზი, შენ მახინჯი ხარ! - ჩვეული გველური მიმიკით ვუთხარი
- სიმართლე გითხრა მახინჯი შენი ყელსაბამია - ნიშნისმოგებით მიმითითა კულონზე, რომელზეც საქართველოს რუკის კონტური იყო გამოსახული.
- ჩემს სამშობლოს მუდამ გულით ვატარებ! - მეც არ დავუთმე.
- ატარე, ატარე… გთხოვ, ძვირფასო მეუღლე - ირონიულად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, ერთი წამით შევყოვნდი
- მეზობლების გამო - ჩამჩურჩულა ყურში..შემდეგ ხელმკლავი გამოვდე,
კარი გამოვაღეთ და ერთად გავედით, გარედან ცივი ჰაერი შემოგვეგება, მაგრამ ჩემი სხეული დიდად ვერ გრძნობდა ამ სიცივეს..

მანქანა კლუბთან შეჩერდა, შიგნიდან უკვე იგრძნობოდა ბასების მძიმე დარტყმა..იატაკი თითქოს სუნთქავდა, ნეონის განათებები კედლებს იისფრად და ლურჯად ღებავდა, ჰაერში ალკოჰოლის, სუნამოს და ძვირადღირებული სიგარეტის არომატი ირეოდა.
კართან მისვლისას დანიელი ლიზას მიუახლოვდა, თითებით წელზე მსუბუქად შეეხო და ყურში ჩასჩურჩულა:
- აქ ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი იქნება… აბა შენ იცი - ლიზამ თვალებში შეხედა, ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია.
- ნუ გეშინია… მათ წინაშე შენზე გიჟივით შეყვარებული ლიზა წარსდგება - დანიელს აშკარად ესიამოვნა.. გაეღიმა, ამჯერად არა ირონიულად, არა თამაშით.. გულწრფელად..შიგნით ცალკე დადგნენ, მან ორ კოქტეილი შეუკვეთა, ერთი კლასიკური „Arak Lemon“-ი თავისთვის, ლიზას კი მსუბუქი, ციტრუსის არომატიანი „Sabra Spritz“.მალევე შემოეხვივნენ ნაცნობები გაპრიალებული საათები, ოქროს ჯაჭვები, ხმამაღალი სიცილი. „ოქროს ბიჭები“ ზედმეტად თავდაჯერებული ღიმილებით და გოგოები, რომლებიც თვალებით ზომავდნენ ყველას..დანიელმა ლიზა ყველას გააცნო..ერთი ფერადკანიანმა გოგო მიუახლოვდა ლიზას
- მე დანის თანამშრომელი ვარ.. ნოა -
ლიზას გაეღიმა.
- მახსოვხარ… ციხიდან.
- ჰო… შეიძლება… - გაეცინა გოგოს.
- თქვენი ისტორია ზღაპარს ჰგავს - ლიზამ კოქტეილი მოსვა, შეყვარებული თვალებით გახედა დანიელს, რომელიც ბიჭებთან ერთად იცინოდა.
- ჰო… ნამდვილად,ჩვენი სიყვარულის ისტორია ზღაპარივითაა. - ნოამ ლიზას ჭიქას დახედა.
- ეს ძალიან მსუბუქია. რაღაც უფრო ძლიერი სცადე. მაგალითად „Goldstar Chaser“ ტეკილათი.
- კარგი, მოვსინჯავ - პირველი ყლუპი მკვეთრი იყო, ყელში სითბო ჩაუვიდა. მეორე უკვე უფრო მარტივი. სხეული მოდუნდა, მაგრამ გონება ისევ მტკიცედ ჰქონდა, უცებ დანიელმა უკნიდან შემოხვია ხელები, კისერში აკოცა, მისი თავბრუდამხვევი სუნამოს არომატი შეიგრძნო რომელიც ასე ძალიან უყვარდა
- ხომ არ მოიწყინე, ჩემო სიცოცხლე?- ლიზა შეტრიალდა ღიმილით.
- არა, ძვირფასო - ლიზამ დანიელის სახე ხელის გულებში მოიქცია და ლოყაზე აკოცა, თან ყურში ჩასჩურჩულა:
- ხელები მომაცილე, იდიოტო - დანიელს გაეცინა.
- წამოდი, იცეკვე ჩემთან ერთად.
- არა, ცეკვა არ მინდა. აქ მირჩევნია ვიყო, ნოას ვესაუბრები.
- მიდი იცეკვე, რა პრობლემაა, ქმარს ნუ აწყენინებ.
- არ მიყვარს ცეკვა, მე აქ ვიქნები, ჩემი სიცოცხლე. კოქტეილს ვსვამ.
- კარგი… - კიდევ ერთხელ ძლიერად აკოცა ლოყასა და კისერში, ლიზას ყოველი შეხება აღიზიანებდა.. ეს მასკარადი, ეს ზედმეტი თამაში… მაგრამ სხეული ღალატობდა, ჟრუანტელი ტანში გადიოდა როცა ეხებოდა და კოცნიდა მისი "მახინჯი" ქმარი. ნოასთან ერთად მშვიდად საუბრობდა
- საქორწინო მოგზაურობაში არ მიდიხართ?
- ჯერ არა, სანამ საქმე განხილვაშია ქვეყანას ვერ ვტოვებ
- დანი ძალიან ბედნიერია შენთან ეტყობა, როგორი სიყვარულის თვალებით გიცქერს - გამეღიმა მის სიტყვებზე
- ასე გგონია?
- ასე მგონია რას ნიშნავს, ასე არ არის? - ნოას გაეცინა
- რა თქმა უნდა ასეა..
დანიელი საცეკვაო მოედანზე გავიდა, მოძრაობდა თავისუფლად, მხრები მოდუნებული, სხეული რიტმს ზუსტად მიჰყვებოდა, შავი პერანგი მკერდზე ეჭიმებოდა, იცინოდა, ბიჭებს მხარზე ხელს ურტყამდა, მერე მუსიკის ტემპს აჰყვა, თავდაჯერებული, ლაღი, თითქოს ამ სივრცეს ეკუთვნოდა.
ლიზამ შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა წითელ კაბაში გამოწყობილი ქერათმიანი გოგო, თმა მხრებზე გადმოსდიოდა, ხელები თამამად შეახო დანიელს, დანიელმა არ დაიხია, პირიქით თამამად აჰყვა.. რიტმს მიჰყვნენ ერთად, გოგო ეცეკვებოდა, თეძოებით ეხებოდა, იცინოდა..ლიზას თვალი გაუშტერდა.
ჭიქას თითები ძლიერად მოუჭირა. ისე, რომ მინის კიდეებში თეთრად გაუთეთრდა კანი.. სახეზე არაფერი ეტყობოდა. ღიმილი მშვიდად ეკრა,
თუმცა მის თვალებში ცეცხლი ნელ-ნელა ინთებოდა..

ნოამ ჭიქა მაგიდაზე დადგა და თვალები დააწვრილა.
- ასე მშვიდად როგორ ხარ? შეხედე, ის გოგო პირდაპირ მიეკრო შენს ქმარს. - ლიზამ ნაზად გაიღიმა, ზედმეტად ნაზად.
- ჩემი ქმარი მხოლოდ ჩემია. მასზე რა მაქვს საეჭვიანო?
- ჰოო… მაგრამ ზედმეტად ვულგარულად იქცევა..გირჩევ ჩაერიო - ლიზამ ისევ გადახედა მოედანს, ამჯერად უფრო დიდხანს.. თვალებით ჭამდა, არა იმდენად იმ წითელკაბიანს… უფრო დანიელს. მის თავისუფალ მოძრაობებს.. მის ხელებს, რომლებიც თამამად დაეშვა სხვის წელზე..ქაჯივით ვერ მივარდებოდა და არც უნდოდა, დანიელს ეფიქრა რომ ეჭვიანობდა.
- ლიზა, მაოცებ… მართლა არ ეჭვიანობ? დარწმუნებული ხარ, რომ შენი ქმარი გიყვარს? - ნოამ სიცილი დაიწყო - ეს სიტყვები პირდაპირ გულში მოხვდა, ლოგიკური იქნებოდა ეჭვიანობა, ძალიან ლოგიკური.. "მოსიყვარულე ცოლი" ასე უმოქმედოდ ვერ უყურებდა ქმარს სხვასთან..ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა
- არ ვეჭვიანობ… თუმცა ვფიქრობ, ცეკვა მეც მინდა - წამოდგა, კაბა გაისწორა. კიდევ ერთი ყლუპი კოქტეილი მოსვა, სითბო ძარღვებში ავარდა, ღიმილით გაემართა დანიელისკენ.
- ჩემო სიცოცხლე! - დაუძახა ხმამაღლა, დანიელმა იმ წამსვე მიატოვა ქერა გოგო.
- ჩემო ანგელოზო! მოდი ჩემთან
- მოდი რძალო, შემოგვიერთდი! - ბიჭები ხმაურით შეხვდნენ, ლიზამ დანიელს ხელი ჩასჭიდა თამამად,
მუსიკა ძლიერდებოდა, ლიზამ მოძრაობა დაიწყო,თავდაპირველად მშვიდად, მერე უფრო გახსნილად.. თეძოები რიტმს აჰყვა, ხელები დანიელის მხრებზე შემოჰხვია, თვალებით იწვევდა, დანიელი მიუახლოვდა, ზედმეტად ახლოს..
მათ შორის ჰაერი აღარ დარჩა, ხალხის დასანახად - იდეალური წყვილი.. მათი სხეულები საუბრობდნენ მათ მაგივრად, ხან ლიზა ჩარგავდა თავს მის კისერში.
ხან დანიელი ეხვეოდა წელზე,
კოქტეილი უკვე მოქმედებდა..
ლიზას მოძრაობები უფრო თამამი გახდა, თითქოს ამ ცეკვით რაღაცას უმტკიცებდა მასაც და საკუთარ თავსაც.. ლიზამ ყურში ჩასჩურჩულა:
- ხომ იცი, ვერ გიტან, ცხოველო - დანიელმა ღიმილით უპასუხა მხოლოდ
- ეს ფარსი მაღიზიანებს. თითქოს მიყვარდე… გულის ამრევია..რომ მეხები, ესეც კი მაღიზიანებს.
თვალებში ჩახედა - ნახევრად მთვრალი, ნახევრად ცეცხლმოკიდებული მზერით,
დანიელმა უფრო ძლიერად მიიზიდა.
მისი სუნთქვა აჩქარებული იყო.
- ვერაფერს შევცვლით უკვე. თამაში დაწყებულია და ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ, ჩემო… მახინჯო. -
„მახინჯო“ ქართულად, გამოკვეთილად თქვა..ორივეს გაეცინა..უცებ დანიელმა სერიოზული სახე მიიღო..
- უკან არ მიტრიალდე! იქ იშაი არის! არაფერი შეიმჩნიო.. ახლა უნდა გაკოცო.
- არა… არ მინდა… - ლიზას ხმა შეერხა, თუმცა უკვე წინასწარ ელოდა კოცნას ნახევრად თვალებ დახუჭული
- მოემზადე, ახლა გაკოცებ და შენც ამყვები! - მისი ხელები ლიზას სახეს შემოეხვია, ტუჩები შეეხო თავიდან ნელა, შემდეგ უფრო მტკიცედ, კოცნა არ იყო ნაზი, არც ზედმეტად უხეში.
ეს იყო დაგროვილი გამოწვევა..
ლიზას გული გამალებით უცემდა, ტვინი ეუბნებოდა „კმარა“, მაგრამ ტუჩები და გული არ ემორჩილებოდა,
დანიელმა კოცნა გააღრმავა,მათი სუნთქვა აირია.. ხან კისერზე გადაინაცვლებდა ხოლმე სწრაფი, ცხელი შეხებით, შემდეგ ისევ ტუჩებს უბრუნდებოდა.. არ იყო მოკლე კოცნა.. პირიქით დიდხანს გაგრძელდა, ვერ თმობდა დანიელი, ვერ უშვებდა..
- დანიელ… გავიგუდე… გეყოს… - ჩასჩურჩულა ძლივს.
- არა… ისევ იქ დგას, თამაში განაგრძე.. გვიყურებს, გვაკვირდება.. მინდა ეგონოს, რომ ერთმანეთზე ვგიჟდებით - ამ სიტყვებს შორისაც კოცნიდა, ლიზას თავბრუ ეხვეოდა სასმლისგანაც და მის სიახლოვისგანაც.. წამით გაჩერდა, უკან მოიხედა, თუმცა ვერავინ დაინახა..
- სად არის იშაი?! - კბილებში გამოსცრა, დანიელმა თითქოს გაკვირვებული სახე მიიღო
- იქ იდგა… ეტყობა გავიდა - ლიზას თვალები ბრაზისგან აენთო.
- კარგი, მოვძებნი! მაინტერესებს სად წავიდა - მას მოშორდა და საცეკვაო მოედანს ბარბაცით დატოვა, დანიელი ადგილზე დარჩა.. ტუჩი მოიკვნიტა, კმაყოფილმა ტუჩებში ჩაიღიმა, ლიზას თვალი გააყოლა და თან იღიმოდა იმაზე რომ იშაი საერთოდ არ ყოფილა კლუბში, ტუჩებზე ენა მოისვა თითქოს ისევ გრძნობდა მის გემოს..შემდეგ ლიზას დაედევნა..

ლიზამ თითქმის მთელ კლუბს შემოუარა.. ბარი, ტერასა, დერეფანი, საპირფარეშოს წინ…იშაი არსად იყო..
უცებ ყველაფერი გასაგები გახდა.
- ეს უსირცხვილო!! - კბილებში გამოსცრა.
- როგორ მომატყუა!! მეც როგორ დავიჯერე… საზიზღარი! ნაგავი! მე შენ გაჩვენებ! თავზე დაგალეწავ ყველაფერს! - სასმლისგან ბარბაცებდა, მაგრამ ბრაზი უფრო ამძაფრებდა ნაბიჯებს.. ანთებული თვალებით გაემართა საცეკვაო მოედნისკენ პირდაპირ დანიელისკენ.. უცებ გზა ორმა ქართველმა მამაკაცმა გადაუღობა.
- ნახე რა ნაშაა… - ჩაიცინეს ქართულად, აშკარად ქართველი არ ვეგონე.
- რა გქვია, ლამაზო? არ გინდა გავერთოთ? - მკითხეს ივრითულად

- გაიწიეთ იდიოტებო! - ქართულად დავუყვირე, ბიჭებს გაეცინათ.
- ვაა, ქართველი ყოფილა! რაო, პატარავ, ებრაელებთან გირჩევნია გართობა? უკეთესი *ლე აქვთ?
- გამატარეთ!! - ხელი ჰკრა ერთს და გვერდის ავლა სცადა, ერთ-ერთმა მკლავში ჩაავლო ხელი.
- სად გეჩქარება, წამოდი, მაგარ დროს გავატარებთ სამივე - სიტყვა აღარ დაამთავრებინა, უკნიდან რაღაც მძიმე ძალამ მოჰკიდა ხელი და ჰაერში ააბზრიალა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მისი ფეხები მიწას მოსწყდა.. დანიელი იყო მხეცის თვალებით.. დაგეშილი ავი ცოფიანი ძაღლივით.. ბრაზისგან ნადირს ჰგავდა..პირველი კედელს მიანარცხა, ისეთი ძალით, რომ მუსიკის ხმაშიც კი გაისმა დარტყმის გრუხუნი, მეორეს იმ ბიჭს, ვინც ყველაზე მეტად ებღაუჭებოდა ლიზას საყელოში ჩაავლო ხელი თავისი სახე სახეში ჩაარტყა
- რა გინდოდა მისგან?! - ბოლო ხმაზე დაიღრიალა, წამოაყენა და მერე მთელი ძალით დაარტყა ისევ,
ბიჭი ჩაიკეცა, მაგრამ დანიელი არ თმობდა
- ხმა ამოიღე, ! ამ ხელით შეეხე, არა?! - მკლავი გადაუტრიალა მკვეთრად, დაუნდობლად. ძვლის ტკაცუნის ხმა გაისმა.. მისმა განწირულმა ყვირილი მუსიკაც კი გადაფარა.. იქამდე ურტყა სანამ მუშტი მისი სისხლით არ შეეღება.. ლიზა ერთდრლულად კანკალებდა და ბარბაცებდა..
- დანიელ! წავიდეთ, შეეშვი - ცდილობდა ხელიდან გამოეგლიჯა მისთვის ქართველი..
- დანიელ, გეყოფა! - მკლავზე დაეკიდა, უცებ, მოულოდნელად, დანიელის აქნეული ხელი მას მოხვდა, მძიმე იდაყვი სახეში მოხვდა.. ლიზას თვალები გაფართოვდა, მერე ნელა ჩაბნელდა, სხეული მოეშვა და იატაკისკენ ჩაიკეცა..



№1 სტუმარი მე

როგორ გელოდებით ყოველდღე.ერთი სული მაქვს სანამ ორივეს საიდუმლოს გავიგებ🙂

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent