შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი /სრულად/


დღეს, 16:57
ავტორი Moonlight17
ნანახია 181

მშია, სულიერი შიმშილი მტანჯავს. შიმშილი შენი კისრის სურნელის და ღრმა
დიალოგების. ამ გამოცარიელებულ თვალებში ვერაფერს იპოვი, გარდა
სტანდარტული ყოველდღიურობისა. შენი დრო ჩემზე ფერადია. ჩემი შემოდგომა კი
ნაცრისფერში ჩაძაღლდა.





გოგონების დიდი ყურადღების მიუხედავად, სერიოზულად არასდროს
არავინ მომწონებია. ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ დიდ ყურადღებას მაქცევდნენ.
შეიძლება თავზე ხელაღებული ვიყავი , მაგრამ არც ისე. პატარებთან და უკვე
გულნატკენებთან ურთიერთობას არ ვაბამდი. მიყვარდა, როდესაც გოგონები
გაბრწყინებული თვალებით მიყურებდნენ. რატომღაც ყოველთვის ეგონათ, რომ
თვითონ მაბამდნენ. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვი. ქალი ხომ
სწორედ ცდუნებისთვის არის შექმნილი.
ზოგადად ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭება მიყვარს. მიყვარს
გოგონებს სახეზე თითებით რომ ვეხები და ათრთოლებულები და
გულაჩქარებულები მიყურებენ. პირველად რომ ვკოცნი, მაშინაც ხომ ბედნიერები
არიან და ეს ბედნიერება მეც მახარებს ხოლმე. არასდროს ვარ ზედმეტად
ყურადღებიანი ან გულმავიწყი. ოქროს შუალედი და ყველა გოგო შენია. არაფერია
იმაზე განსაკუთრებული მომენტი, გოგოს პირველად რომ ნახავ შიშველს. თან
ეშინითა და მაინც უნდათ შენთან. იმას საიდუმლოდ დავტოვებ როგორ ვახერხებ და
ყველასთან მშვიდობიანად ვამთავრებ ურთიერთობას.
ჩემთვის ქალზე მაგარი კაიფი არაფერია. არც ის ნარკოტიკი, რომელიც ამწამს
გარშემო მილაგია. მხოლოდ სექსს ან კოცნას არ ვგულისხნობ, მათი შეგრძნებები,
მიმიკები, ჟესტები და მათი გრძნობები შენს მიმართ ყველაზე მაგარია. არასდროს
მყვარებია ქალი. ბევრს მივუზიდივარ თავისი სხეულით, ხმით, სილამაზით ან
საუბრის მანერით , მაგრამ ისე არავის მასთან ერთად გაღვიძებას რომ სიამოვნება
მოეტანა. ამიტომ, გოგოები მხოლოდ შუაღამემდე. ღამე უკვე ჩემი დროა, რომელიც
მარტომ უნდა გავატარო ჩემი ბნელი ოთახის თბილ სინათლეში. დაბალ ხმაზე
ჩართულ დინამიკებთან ან ძველი კომედით განათებულ კედელზე,. ჩემი ბინძური
შრომით(რაც ნარკო დილერობას გულისხმობს) მხოლოდ პროჟექტორი და
დინამიკები მაქვს ნაყიდი. ისინი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებენ... ხანდახან
ეროტიკასაც ვუყურებ , მაგრამ დიდ ეკრანზე მოძრავი შიშველი სხეულები ჩემთვის
ხელოვნება უფროა ვიდრე გარყვნილება. მე წამალს არ ვეკარები…
მაგრამ იყო ესეთი მომენტიც გოგონები საერთოდ რომ აღარ მაინტერესებდა.
ეროტიულ სცენებს ისევ სიამობნებით ვუყურებდი, მაგრამ ისეთი დამოკიდებულება
აღარ მქონდა სუსტი სქესის წარმომადგენლებთან. მხოლოდ მაშინ, ძმაკაცებთან
ერთად რომ დავლევდი და მხოლოდ ერთი ღამით ვინმე ბინძურ გოგოსთან
დავწვებოდი. ბინძური , იმიტომ რომ არცერთი გოგო, რომელთანაც მე ვყოფილვარ
და ვყვარებივარ, მთვრალ, ნახევრად უგონო მდგომარეუბაში მყოფი, უცნობთან არ
დაწვებოდა.
როდესაც ჩემმა ცხოვრებამ უაზრობის პიკს მიაღწია, უნივერსიტეტის ბოლო
კურსზე, შევამჩნიე ერთი გოგონა, რომელიც ხშირად ჩემს დანახვაზე იღიმოდა და
თვალს ყოველთვის მარიდებდა. რატომღაც მისი შებმა მომინდა. მაგრამ არანაირად
არ მიზიდავდა. თუმცა ვიცოდი, რომ პირიქით ხდებოდა. ერთხელ, როდესაც
უბრალოდ გვერდზე ჩამიარა გავაჩერე, თმა საფეთქელიდან გადავუწიე და ვუთხარი,
რომ ასე უფრო უხდებოდა. ხმა არ გაუცია ,გაიღიმა, თავი დახარა და წავიდა.
ყოველთვის, როდესაც ახლოს ჩამივლიდა მის გულისცემას ვგრძნობდი,
გახშირებული სუნთქვა მესმოდა. ლამაზი იყო , მაგრამ სხვანაირი. ერთი შეხედვით
არც ეშხიანი იყო, არც სექსუალური, სხვანაირი იყო, თუმცა ლამაზი. თითქოს მეც
ვერ ვბედავდი მიახლოებას, მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემი დანახვა სიამოვნებდა და ეს
მეც ორმაგ სიამოვნებას მანიჭებდა.
მორიგ კლიენტთან შეხვედრის მოლოდინში სკამზე არხეინად გადაწოლილი
ვაკვირდებოდი გამვლელებს. მძიმე ფეხსაცმლის ხმამ ჩემი ყურადღება მიიპყრო,ეს
ხმა აქამდეც გამეგონა. ის იყო,მორცხვი გოგონა მორცხვად ჩაღუნული ცხვირით.
ალბათ ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი ეცვა,რომელთაც ზანტად
მოასრიალებდა,მხრებზე უზარმაზარი ზურგჩანთა შემოეგდო და ჩაფიქრებული
მოუყვებოდა ქუჩას. დამინახა და შეუმჩნევლად გამიღიმა. ხშირად შემიმჩნევია
თითებზე როგორ თამაშობდა .
- დაჯდები ჩემთან? - ოდნავ თავი დააქნია და გვერდით მომიჯდა.
- ცივა.
- მე რომ აქ ვარ, მაინც?
- შენ მათბობ?-თითქოს დამცინა და ცას გახედა.
- მეგონა..
- იცი ხო?-გამიღიმა და ახლა თვალებში შემომხედა. დიდი ლურჯი თვალები
მომჩერებოდნენ. პირველად დამება ენა. ლამაზი, როგორც ვთქვი.
- რას გულისხმობ?
- რომ მიყვარხარ.
აი ესეც. ესეც ერთერთი საყვარელი მომენტია, რითიც სიამოვნება უნდა მიიღო
ადამიანმა. მაგრამ ეს შემთხვევა პირველი იყო, როდესაც გოგო გამოლაპარაკებიდან
წამებში მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი.
- ვგრძნობდი.
- რაღაცნაირი ხარ.
ოჰო, ეს კომპლიმენტია…
- როგორი?
- სხვანაირი.
- შენც.
გულწრფელად ვუპასუხე. საათს ნერვიულად დახედა.
- წავალ მე.
- ანუ ვერ გაგათბე.გინდა მიგაცილებ...
- არა იყოს,არ მინდა ისევ ჩემს აჩქარებულ გულისცემაზე გეცინებოდეს.
კიდევ დამცინა. ამ სიცილით საკუთარ გრძნობებს იცავდა თუ მე მამასხარავებდა, ვერ
გამეგო.
- შენც გცოდნია.
- რათქმაუნდა.
გაიღიმა და წავიდა. რამდენიმე წუთში ჩემი მყიდველიც გამოჩნდა.
- რამდენ გრამიანია?
- იმდენი, რამდენიც შეუკვეთე.
თავი დამიქნია. ფული სწრაფად მომაჩეჩა ხელში, რაც ჯიბეში ფათხა-ფუთხით
ჩატენვას უფრო გავდა და წავიდა. სახლში ავედი, სიმღერა ჩავრთე და დავწექი,
ტანსაცმლიანს ჩამეძინა. დღეს, იმ გოგოსთან დიალოგი ჩემთვის ყველაზე უაზრო იყო,
მაგრამ განსხვავებული და ეს მომწონდა. ორი დღე არ მინახავს, მესამე დღეს საღამოს
კომპიუტერთან დავჯექი და იმ გოგოს საპოვნელად ყველა შესაძლო ნაცნობის
აქაუნთი გადავქექე , ბოლოს ვიპოვე მისიც.
ნატალია..ნატალია…
უცნაური იყო, ორი კვირის წინ შექმნილი აქაუნთი, საკმაოდ ბევრი მეგობრით.
როგორც ჩანს დიდ ანტისოციალისტთან მქონდა საქმე.
არ დავაყოვნე და მივწერე “ჩემთან მოხვალ? ”
უკარება გოგოს პასუხს ველოდი, რადგან უკვე თორმეტი იყო დაწყებული.
“მისამართს მეტყვი?”
გავოცდი.
მისამართი მივწერე და სადარბაზოსთან დაველოდე. მალე მოვიდა. ოდნავი
მაკიაჟი და ოდნავ სექსუალური ტანსაცმელი ეცვა. იმ დღეს მარტო ვიყავი სახლში.
ჩემს ოთახში შევიყვანე. ბავშვობიდან არ მიყვარს მაღალზე ძილი, ამიტომ ჩემი
საწოლი მაქსიმუმ 15 სანტიმეტრზეა იატაკიდან. შემოვიდა , ჩანთა და ქურთუკი ძირს
დადო, როგორც ბევრი რამე იყო ჩემს ოთახში. და საწოლზე ჩამოჯდა.
- შეიძლება ხო?
- კი. რამე სასმელს მოგიტან გინდა? ყავას, ჩაის, წვენს, ან კოქტეილს გაგიკეთებ.
- როგორც შენ გინდა.
- კარგი დამელოდე მაშინ, ახლავე მოვალ.
სამზარეულოში კოქტეილი გავაკეთე, იმიტომ არა რომ დამთვრალიყო და
ამით მესარგებლა. არასდროს ვყოფილვარ გოგოსთან ასეთი დაძაბული და თან ასე
მშვიდად.
ოთახში რომ შევედი ჩემი ფირები იყო ჩართული. მუსიკის ხმაში თავიდან ვერ
შევამჩნიე , მაგრამ რომ შევედი დავინახე. ალბათ ერთადერთი ვარ, ვინც ოთახში
ტოვებს ეროტიული ფილმების დისკებს, როცა გოგო ამოყავს თავისთან. მაგრამ
ნატალიამ გამაოცა.
გაეცინა.
- თუ გინდა ვუყუროთ.
- წივილ-კივილს არ დაიწყებ და არ გაიქცევი?- ჩამეცინა.
- არა რატო, მეც ვუყურებ ხოლმე.
- მე მამშვიდებ ხო ალბათ?
- არა, ვუყუროთ.
ვიდეო დაიწყო , ჩვენ ვუყურებდით და თან კოქტეილს ვსვამდით. ხანდახან
მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა და სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა ტანში.
- კარგი, თუ არ გინდა გამოვრთოთ. ჩემს გამო ნუ უყურებ.
- შენ თუ თავს ცუდად გრძნობ გამორთე, მაგრამ მე არ ვწუხდები.
- იცი მე ფილმის გარეშეც, ახლა შენ რომ გიყურებ იგივე რეაქცია მაქვს.
- დამიმტკიცებ?
მე გამოვრთე ფირი ოთახში მხოლოდ დაბალი მოწითალო ფერის ნათურები
ანათებდა. მან ზედა გაიხადა და ზედა საცვალში ის ყველაზე სექსუალური იყო. ასეთ
სილამაზეს მართლაც დამალვა უნდა. შემდეგ მე გავიხადე მაისური და მგონი ჩემს
მკერდის პირსინგზე გაეცინა, რომელიც ნიძლავში წავაგე. შარვალი თვითონ გამხადა
და მორცხვად მიყურებდა თვალებში ქვევიდან ზევით. ნელა დავიხარე და ვაკოცე
ათრთოლებულ ტუჩებზე. ის არ მახსოვს როგორ გავიხადეთ დანარჩენი. მისთვის
პირველი ნამდვილად არ იყო. მაგრამ მისი ქცევებისგან გამომდინარე თავს დავდებ,
არც მეათე იქნებოდა. ისეთი ხორკლიანი კანი ჰქონდა და ისეთი ნაზი ტუჩები..
მხურვალე იყო, მის შეხებაზე თითქოს ჩემში სითბო იღვრებოდა და არა მარტო მასში
ყოფნა, არამედ მასთან შეხებაც მსიამოვნებდა.
ეს იყო ჩემთვის ყველაზე ჩვეულებრივი სექსი, ზედმეტი პოზებისა და
უხეშობის გარეშე, მაგრამ ყველაზე განსხვავებული.
თითქოს ეს თვითონაც იცოდა.
ის იყო ერთადერთი გოგონა, რომელთანაც ეს ჩემს ოთახში გავაკეთე, ჩემს
წმინდა ადგილზე .
ის იყო ერთადერთი გოგონა, ვისთვისაც სახლში წასვლა არ მითხოვია.
ერთადერთი, ვინც მინდოდა დილით საწოლში დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა...
ზედმეტი წერილების და ბანალურობის გარეშე…
***
-ზური! კარი გააღე ბიჭო! გასკდა თავი ამ დილაუთენია!
ბალიში თავზე დავიმხე და გინებ-გინებით ძილის შეტრიალება ვცადე.ბრახუნი არადა
არ წყდებოდა!
-ზური! არ გესმის?!
წამოვფრინდი ჩემი ლეიბიდან, ჩემი ძმის ოთახში გააფთრებული შევვარდი და დიდი
ყურსასმენები ყურებდან ჩამოვგლიჯე.
-კარი რომ ჩამოიღეს არ გესმის შენ?!
-მერე შენ რისთვის ხარ.
მხრები აიჩეჩა და ყურსასმენები თავის ადგილას დააბრუნა. როგორ უსმენდა ამ
ხმაურიან როკს ჩემი 17წლის ძმა, მიკვირდა.
აქვე ვიტყვი, არა არ ცხოვრობს ჩემთან. მე მარტოობას ვარ მიჩვეული. რამდენიმე
დღით გადმომიბარგდა სანამ დედ-მამა წყნეთში მოაგვარებდნენ ამბებს.
დაბღვერილმა საცვლით კარები ფართოდ გავხსენი.
-დამიანე?
-კი?...
-შეკვეთაზე ვარ.
-დაბლა დამიცადე- სახე მოვისრისე და ჩემზე ორი სამი წლით უფროს ბიჭს კარი
ცხვირწინ მივუხურე.
სააბაზანოში შევედი და წყალი სახეზე შევისხი. ცივი წყლის წვეთების დაცემის ხმა,
თავს უარესად მატკიებდა გუშინდელი ნაბახუსევის გამო.
დილის 12საათზე ნორმალური ნამდვილად არ დამადგებოდა. ლომკის ბრალი
იქნებოდა. ასეთებს ხშირად ვხედავდი.
თხელი პერანგი მოვიცვი, შარვალი ამოვიცვი. ოფისის გასაღებს ხელი დავავლე,
რომელიც კორპუსის მეორე მხარეს, სარდაფში მდებარეობდა. მთლიანი მარაგი იქ
მქონდა.
- გამომყევი.- უცბად შევათვალიერე კლიენტი. ლომკისგან ლ
- ამის კბილები ეკრაჭუნებინა.
ბოქლომს სქელპირიანი გასაღები მოვარგე და კარიც ხმაურიანად გაიღო.
ბჟუტავი შუქი ავანთე და ჩემს ძველ ტყავის სავარძელზე მოწყვეტით დავეშვი.
- სახლში არ უნდა მადგებოდე. ტელეფონი არსებობს.
შევუღრინე და უჯრა გამოვხსენი.
- აბა, რა გინდა?
- კოკაინი, 50გრამი.
ჩამეცინა. უკვე გამზადებული ფხვნილი, რომელიც გამჭირვალე პარკში იყო
გახვეული, მაგიდაზე დავდე.
- საქონელს საიდან იღებ?
- სანდო პირისგან, რომელიც ვიღაცას იცნობს, რომელიც გადამზიდველია.
გავუღიმე და წარბები ავუწიე.
ბინძური ფული მაგიდაზე დამიდო და ფხვნილი მუჭაში კანკალით მოიქცია.
იქვე დაგდებულ სიგარეტს ვწვდი და მოვუკიდე.
- ხომ არ მოწევ? -შევთავაზე.
- არა, სიგარეტს არ ვეკარები.
ისე გულიანად გამეცინა მის სიტყვებზე, ლამის კვამლით დავიხრჩვი.
არასდროს მესმოდა, ფილტვებს უფრთხილდებოდნენ და მთლიან ორგანიზმს არა. რა
გაეწყობოდა. სრულ სიჩუმეს მხოლოდ ნაპასების დარტყმის ხმა და ფანტელებივით
თეთრი ფხვნილის ცხვირში შესრუტვის ხმა არღვევდა.
ურეაქციოდ ვუყურებდი და ვეწეოდი. ეს არც პირველი იყო არც უკანასკნელი, რასაც
ჩემი თვალები ხედავდნენ.
თავის საქმეს რომ მორჩა, თავი გაბადრულმა დამიქნია, სარდაფის კიბეები აიარა და
აორთქლდა.
- უაზრო ცხოვრების მომდევნო უაზრო დღე.
ჩემთვის ამოვიბურტყუნე. მაგიდაზე დაწყობილი ფეხები ჩამოვაწვყვე და გავიზმორე.
ბოლო დაწყევლილი წელი უნივერსიტეტში.. უწყინარი სტუდენტი, რომელიც
ნარკოტიკს ასაღებს.
საკუთარ თავზე ჩამეცინა. მაინც როგორ მოვედი აქამდე?!
სახლში ასული უცბად მოვწესრიგდი და ზურის გავხედე.
- მთელი დღე სახლში ხარ?
- გახლავარ, ვინმეს თუ გაჩითავ, ჩემთვისაც წამოიღე.
- შენ ბიჭო რა დღეში ხარ- ჩამეცინა და თავზე ხელი წამოვარტყი.
- 17 წლის ვაჟიშვილი ხომ არ გგონივარ აბა?!
ორივე ავხარხარდით, მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და კიბეები მოწყვეტით
ჩავიარე.
ისეთი ამინდი იყო, უეჭველი იწვიმებდა...
უნივერსიტეტის ეზო ხალხით იყო გატენილი, როგორც ყოველთვის. ჩემს ბავშვობის
ძმაკაცს, ნიკუშას თვალი მოვკარი, მაგრამ მალევე დამეკარგა, როდესაც ხალხის ბრბოს
შეერია. ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემი ბიზნესის შესახებ იცოდა. და 99%ით
ვენდობოდი რომ არსად არ იტყოდა. ვინაიდან 100%ით არაფერში უნდა იყოს
დარწმუნებული ადამიანი.
მოიცა... რა?!
ცხვირწინ ნაცნობმა შავმა თმებმა ჩამიარა.
აზრზე რომ მოვედი, ნაბიჯებს ავუჩქარე და ხმა ამოვიღე:
- ნატალია! ნატალია!
სხეული გაჩერდა. მომდგარი, მკვეთრი , ლურჯი ჯინსები და ტყავის ქურთუკი მის
სხეულს სასწაულად კვეთდა.
სანახევროდ შემობრუნდა და... აი! დიდმა ლურჯმა თვალებმა ღიმილით
ამათვალიერეს.
- ერთი კვირაა არ მინახიხარ!
- ვიცი...
მხარი ავუბი და ერთად შევედით შენობაში.
მომხდარზე საუბარი არ სურდა, გასაგებია. მაგრამ მე რა ჯანდაბა მჭირდა?! როდის
აქეთია გოგოს ყურადღებას ვაქცევ იმის შემდეგ, რაც ორივემ ჩვენი
დავიკმაყოფილეთ?!
- რომელ ფაკულტეტზე ხარ?
- ეგ ისედაც იცი.შენი ჯგუფელი ვარ.-ჩაიცინა და ცალ მხარეს თმა ყურზე
გადაიწია.
- ასე გიხდება.
- ვიცი, უკვე მითხარი.
- ანუ იცი, რომ ლამაზი ხარ?
ჩაიღიმა და თავი ჩახარა. მისი უმანკო ღიმილი ძალიან მაცდური იყო. ალბათ ამიტომ
მინდოდა მასთან იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სხეულების ერთმანეთში ზელვა.
- ლექციაზე შევიდეთ.
უხმოდ შევყევი. თმაზე ვაკვირდებოდი. გიშერივით შავი, თითქმის წელამდე თმა
აქეთ-იქეთ მიმოყროდა ზურგზე. ბზინავდა.
რას ვაკეთებდი საერთოდ…
- დამიააან, დამიაან- ჩემი სახელის წელვა წელვით მომიახლოვდა პოლკოვნიკი
ნიკუშა. დიახ, საპატრულოში მუშაობის სამ წლიანი სტაჟის შემდეგ რამდენიმე
თვის წინ დააწინაურეს. ნიკუშა გვერდით მომისკუპდა. მან მშვენივრად
იცოდა ჩემი ‘თამაშები’ და წამებში შეავლო ნატალიას თვალი.
- ეს ვინ გვყავს აქ?
ნატალიამ მხოლოდ გაუღიმა, თვალი აარიდა და წინ გაიხედა.
- გამოვ*ლევდი.
ხმადაბლა, პირდაღებულმა ამოიბურტყუნა აბესაძემ და სახე შეეცვალა. სიცილი ვერ
შევიკავე მის გამომეტყველებაზე. არ ვიცი ვინ იყო ეს ჩვენი ნატალია, მაგრამ თავი
ნამდვილად კარგად ეჭირა.
***
- ნატალია.
- რა?
დაბნეულმა მკითხა ნიკუშამ, როცა ბარში შეკვეთილი ლუდი ავიღე და
მოწყურებულმა რამდენიმე ყლუპი ერთიანად გადავუშვი მუცელში.
- რა და, იმ გოგოს ნატალია ჰქვია.
- იმ ყინულის პრინცესას?
- შენ რაიყო, მულტფილმებს უყურებ?
დავცინე და მობილური შევამოწმე. დღეს კლიენტების ნაკლებობა იყო.
- მაგის გარეშეც, ჯერ მარტო როგორი ცივი თვალები ჰქონდა. მომსალმებოდა
მაინც. მაგას ვერ დაკერავ მოკლედ, შეეშვი.
ხელი აიქნია და თავისი ბაკალიდან ერთი-ორი მოსვა.
- და რა დარწმუნებული ხარ, რომ უკვე არა?
- რანაირად ბიჭო?!
- რავიცი, თვითონ დამკერა ასეც შეიძლება ითქვას და მოსახდენი მოხდა.
- მოჩვენებითი უკარება ქალიშვილები.
გაკვირვებულმა წარბები აწია. ალბათ სხვა შემთხვევაში გავიცინებდი, მაგრამ
მხოლოდ გამეღიმა. არ იყო ნატალია მხოლოდ სექსუალური ინტერესის
ობიექტი.
- კარგი, რა დროს ნატალიაა. შენ რას შვრები?
- როგორც ყოველთვის, ზური შენთანაა ხო? გუშინ დამირეკა ჩემი უჟმური
ძმისგან მიხსენიო.
- გინდა გითხრა უჟმური რატომ ვარ? იმიტომ, რომ 17 წლის ჰორმონებ
აყვავებულ თინეიჯერს სახლში ნაშები არ მივუყვანე.
დავასრულე თუ არა, ორივეს სიცილი აგვიტყდა. ზური ძალიან სასაცილო იყო,
ყოველთვის. ჩემზე ბევრად კარგი გარეგნობის პატრონი, და მაინც იმაზე
წუწუნებდა, რომ არავინ ჰყავდა.
- ისევ ნინისთან ხარ შენ?
- კი, მაგრამ თვალები ყოველთვის დარბის, ხომ იცი.
ჩამეცინა. უყვარდა ჩემ ნიკუშას თავისი ნინი, მაგრამ მექალთანეობას
ვერაფრით შველოდა.
- სამსახურში? ხომ არ გადაწყვიტე ჩემი დაბეზღება?
გავეხუმრე და შემდეგი კათხა შევუკვეთე.
- კი, ახლავე დაგადებ ბორკილებს და განყოფილებაში წაგიყვან.
თვალები ამიბრიალა. პოლიციელმა ჩემი საქმიანობის შესახებ იცოდა და
ხელსაც კარგად მაფარებდა, უკვე წლებია.
სახლში ნახევრად მთვრალი მივედი. როგორც ყოველთვის ზური ვიდეო
თამაშებს თამაშობდა. არ შევაწუხე, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და
გვერდით ხალიჩაზე მივუჯექი.
- მომეცი ერთი პულტი. განახო კლასი.
- ახალგაზრდები ყოველთვის იგებენ, შანსი არ გაქვს- დამეჯღანა და
ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე ჩამიგდო ხელებში პულტი.
თამაში გაჩაღდა. ფრედ მივდიოდით ორივე, ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ.
ძალიან მიყვარდა ჩემს ძმასთან დროის ასე გატარება. მავიწყებდა იმ ბინძურ
და მოსაწყენ ცხოვრებას რაც მქონდა და ბავშვობაში მაბრუნებდა.
მეორე დღეს უნივერსიტეტში ორ ლექციაზე მეძინა. ზურისთან ერთად
გათენებული ღამე ავანაზღაურე.
- წესებს არღვევ- ყურში ნაცნობი ხმა ჩამესმა, მაგრამ მაინც ვერ მოვედი
აზრზე ვინ მელაპარაკებოდა. თავი დაბღვერილმა ავწიე მაგიდიდან და
ჩემს ყურთან შეჩერებულ ნატალიას წავაწყდი. რომელიც პირისპირ
ღიმილით იყურებოდა. მომდგარი, რძელმკლავიანი ზედა და მოკლე
ქვედაბოლო ეცვა. ფეხი ფეხზე გადაედო და ხელები მერხზე დაეწყო
ჯვარედინად.
- წუხელ გავათენე და... ვიფიქრე გამოვიძინებთქო.
- ხო, მაგას ვხედავ - მზერა ჩემსკენ გადმოიტანა და გამიღიმა.
რანაირი იყო…
თხუთმეტი წუთი დუმილში გავატარეთ ორივემ. არც იწუხებდა თავს ჩემსკენ
გამოეხედა, ამაყად, წელში გამართული იჯდა.არ ვიცი, ასე იყო თუ არა მაგრამ
მდიდარი ოჯახის ქალიშვილივით იქცეოდა. თითქოს კარგი მანერები, მაგრამ
რაღაც ეშხი… და მისი თვალები ძალიან, ძალიან ცივი იყო.
- ამ ლექციის შემდეგ, თუ არაფერს აკეთებ გინდა ყავა დავლიოთ?
გაკვირვებულმა გამომხედა და ნეწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. თვალები
დაახამხამა და ოდნავ გაიღიმა.
- კაფეტერიაში გნახავ..
- სიმართლე რომ ვთქვა, სადმე გარეთ ვიგულისხმე.
- მეჩვენება თუ მეფლირტავები- წარბები უკარება გოგოსავით ამიწია და
ღიმილი გაზარდა. თავი ვერ შევიკავე და ჩავიცინე.
- არ გეჩვენება.
ხმა გაისმა, რომელიც გვანიშნებდა რომ უაზრო ლექცია დამთავრდა. ყველა
ფეხზე წამოიშალა.ნატალიაც და ჩქარი ნაბიჯებით გაიწია.ფეხი ავუბი.
- მოიცა, ანუ?
- ნახევარ საათში გნახავ.
ისევ იგივე ჟესტი.
პირღია ვუყურებდი როგორ ტოვებდა აუდიტორიას.
- ჰა გამოგა*ლევა?
- ცოტა ძაან მაბნევს.
პასუხი გავეცი ნიკუშას.
- ყავა უნდა დავლიოთ. წამო შენც.
- არა, არ მინდა ჯგუფური და თემები.
სახე შემეცვალა
- ბიჭო, სერიოზულად გეუბნები, გავიცნოთ რა, იქნებ კაი გოგოა
სამეგობროდ.
- სულ დამავიწყდა შენ ხო უკუღმართი ხარ.ჯერ ხმარობ, შემდეგ
უმეგობრდები.
- მხოლოდ ნატალია…
- კარგი კარგი, მოვდივარ და შემდეგ პირდაპირ სამსახურში წავალ.
ხელები ასწია დანებების ნიშნად და თავი ჩაქინდრა.
- მითხარი ერთი, როგორ მიგდის ბიზნესი?
- სამ წუთში ორ ტიპს ველოდები, ათ წუთში ნატალიას. ნუ ეგ ბიზნეს
გარეთ.
- სულ გამოშტერდი და უნივერსიტეტში მოგაქვს?
ხმას დაუწია და ჩურჩულით წინ გადამიდგა, თვალები ამიბრიალა.
- შენი ჭირი მე რა… ისე მეუბნები თითქოს პირველად ან მეორედ
ვაკეთებდე.
- დამიანე სერიოზულად გეუბნები, თავი არ გაიშარო. ან მაგ შენმა
ნატალიამ რომ დაგინახოს, რას ეტყვი.
- ქალივით ნუ პანიკობ. რა უნდა ვუთხრა, არარის ეს მაგის საქმე.
სერიოზულად ვუთხარი და თავით მის უკან ვანიშნე კლიენტებზე, რომლებიც
მიახლოვდებოდნენ.
თავი ჩახარა ნიკუშამ და გვერდით ასევე ამომიდგა. ყოველთვის უხერხულად
გრძნობდა ხოლმე თავს, როცა მის თვალწინ მიწევდა ამის გაკეთება.
- დამიანე?
- მე ვარ - ხმაჩახლეჩილმა ვუთხარი მამისტოლა კაცებს და
შევათვალიერე. შავი რეი-ბანები, შარვალ კოსტუმი. ასეთ ტიპებს რათ
უნდოდა ნარკოტიკი? ნუ ეს ჩემი საქმე არ იყო.
ზურგჩანთის შიდა ჯიბე გავხსენი, გარშემო მიმოვიხედე და ცელოფანში
კარგად გახვეული შეკვეთა ხელში გადავაწოდე. მეორემ, უფრო მაღალმა
ფული მომაწოდა და ნიკუშა აათვალიერა. მივხვდი რატომაც, ძალიან
უხერხულად იდგა. ყურადღება არ მიმიქცევია, საქმის დასრულებაზე
გადავედი. იქამდე უნდა წასულიყვნენ სანამ ნატალია მოვიდოდა.
- მოვგვარდით?
- თავისუფლად.
გამიღიმა პირველმა, მაგრამ ეს არამეგობრული ღიმილი იყო. თავი დავუკარით
ერთმანეთს და რამდენიმე წამში უკვე გზის მეორე მხარეს, მანქანასთან
გაჩნდნენ.
- ესე ნუ დგახარ ხოლმე. თორემ ძაღლებიდან ერთერთი ჰგონიხარ
ყველას, თითქოს გამოჭერაზე ხარ.
- ვაი! ნეტა ჩემი ძმასავით არ იყო რა! როგორ არ გეშინია ქუჩაში ამას ასე
თავისუფლად რომ აკეთებ.
- მე, დამიანეს რამის ოდესმე შემშინებია?
გავუცინე და მხარზე ხელი დავარტყი.
- წმინდანის სახელი კი გაქვს, მაგრამ საპირისპირო ხარ.
ჩაიცინა და დაჭიმული მხრები ოდნავ მოადუნა.
- გოგოებს დაგვიანება უყვართ..
ამოვიბურტყუნე და ტერიტორია შევთვალიერე.
- ეგ ისეთია, შეიძლება გადაგაგდოს.
- ეჭვი მეპარება.
- ისე დამიან, რო ამბობ არასდრის შემშინებიაო, არც მაშინ შეგეშინდა კლიენტი
რომ კაიფში გაგეპარა?
სახე დავასერიოზულე, ამ თემაზე საუბარი ყოველთვის საშინელ ხასიათზე
მაყენებდა.
*ორი წლის წინ*
- ნიკუშ! სასწრაფოდ მჭირდები!
ხელის კანკალით დავურეკე ძმაკაცს შუაღამისას.
- ღამის სამ საათზე რა ხდება? მშვიდობა გაქვს?
- სირენების ხმა არ გესმის ალბათ. ჩემს კორპუსთან ორი პოლიციის
მანქანა აყენია.
- მოვდივარ.
- სწრაფად მომახალა. ფარდა ფრთხილად გავწიე და გავიხედე.
წარმოდგენა არ მქონდა რატომ ტრიალებდა ექვსი პოლიციელი ჩემს
კორპუსთან. პულს აჩქარებული ვიყურებოდი. სარდაფს ეძებდნენ,
უეჭველი იყო. მაგრამ ის არ მგონია ეფიქრათ რომ ოფისის პატრონი
იქიდან ექვსი სართულის ზემოთ მცხოვრები ყოფილიყო.
ღერს ღერზე ვაბოლებდი. მალევე შეწყდა ლურჯი და წითელი ნათებები
მაგრამ კარებზე ბრახუნმა ერთიანად ამაფორიაქა. სწრფად მივაწვი ნახევარი
სიგარეტი საფერფლეს და ფეხზე გიჟივით წამოვვარდი. ასევე მივვარდი და
ბინოკლში გავიხედე. ძმაკაცის დანახვისას ღრმად ამოვისუნთქე და კარი
ფართოდ გავაღე.
- პოლკოვნიკი აბესაძე, ამ კორპუსში თითო ბინის ჩხრეკის ორდერი
გვაქვს. გთხოვთ გარეთ გამობრძანდეთ.
თვალებით ნიკუშა მანიშნებდა რომ გარეთ გავსულიყავი. დავუჯერე და ორი
ჩემსიმაღლე დიდტორიანი ჩემს სახლში შევუშვი.
- არეულობისთვის ბოდიში, სტუმრებს არ ველოდებოდი.- დამცინავად
მივახალე და ხმაკაცთან გავედი.
- მითხარი რომ სახლში არაფერი არ გაქვს! გამოშტერებულო!
ხმადაბლა მხარზე ხელის რტყმით ოდნავ მოშორებით გამიყვანა.
- რათქმაუნდა არა! ხომ არ გაგიჟდი?! რახდება ვაფშე?
- დამიანე მაგარ შარში ხარ! ყველას ჩხრეკენ. ოფისს ეძებენ.
- იმედია სარდაფში ჩასვლას არც გაიფიქრებენ.- თვალები მოვიზილე.
- ამათთან არ წამოგცდეს რომ მიცნობ. ვეტყვი პირადად გაგჩხრიკე აქ.
ჩემი გამოძახება არარის, მაგრამ შევეტენე რა..
- შენც მაგარს რისკავ, ხოიცი..
- ძმის გამო შენ იგივეს არ იზამდი?!
თვალები დამიბრიალა და ფორმა გაისწორა.
- რატომ არიან აქ საერთოდ? რამ მოიყვანათ?!
დავეჭვდი და მოაჯირს მივეყრდენი.
- ვიღაც 20-22წლის გოგო ამ ტერიტორიაზე ნაყიდით, პერედოზით
გაიპარა.
წარბები ავწიე და სხეული ერთიანად მომიდუნდა.
- დოზაზე მეტს არავინ იღებს ჩემგან.
მხრები ავიჩეჩე.
- სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება აღარ გააგრძელო რასაც აკეთებ. ან
მოეშვი საერთოდ ხო ხედავ არა?!
ლამის დამიყვირა, მაგრამ თავს შიგნით მყოფების გამო იკავებდა, ვატყობდი.
- ანუ ვიღაცამ საჩივარი შემოიტანა არა?!
დაცინვით ვუთხარი. თავი დამიქნია. მალევე გამოსცდნენ ზღურბლს
პოლიციელები და მეც წელში გავსწორდი.
- ეს სუფთაა.- მიუგო ჩემზე ნიკუშამ.
- შიგნითაც საეჭვო არაფერი. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის.
თავი ერთდროულად დამიკრა ორივემ და ნიკუშამაც მათთან ერთად კიბეები
ჩაიარა.
*ახლანდელი დრო*
- ზუსტად მაგის მერე არ ვიჭერ ურთიერთობას გულნატკენებთან და
პატარებთან.
- საცოდავი გოგო.
- კაი გეყოფა, ჩემი ბრალი არ ყოფილა, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი.
ვიცოდი საპასუხოდ რამეს დამიბრუნებდა, რომ არა ნატალია რომელიც
ღიმილით მომიახლოვდა წარბ აწევით გახედა ნიკუშას.
- ხო ეს, ჩემი ძმაკაცია, დაგვეწვევა.
- არ გითქვამს რომ ვინმეს წამოყვანას აპირებდი.
უხერხულად მომოიხედა გარშემო და თავჩახრილმა დაბლიდან ამომხედა.
- ეს პრობლემაა?
- არანაირი.
- მაშინ წავედით.
ხელი გავუშალე გზისკენ და მიმართულება ვანიშნე.
ნიკუშას გავხედე, უკვე ვხდებოდი რომ ნატალია არ მოსწონდა. და არც გოგო
იყო დიდად მოხიბლული.
კაფეტერიაში შევედით. ეს ორი მაგიდასთან დავტოვე და სამი კაპუჩინო
შევუკვეთე. სანამ შეკვეთას ავიღებდი გავხედე. ნიკუშა დაბღვერი მიყურებდა,
ნატალია ფანჯარაში იხედებოდა.
პოდნოსს ხელი დავავლე და ჭიქები მაგიდასთან მივიტანე. ნატალიას
გვერდით მივუჯექი. უხერხულად შეიშმუშნა, შემომხედა და გამიღიმა.
-აბა, გაიცანით ერთმანეთი?
-არა- ორივემ ერთდროულად მიპასუხა.წარბები ავწიე და ჩემი ყავა მოვსვი.
კარგი, ამ უხერხულობისთვის ბოლო უნდა მომეღო.
-იცი, მე და ნიკუშა ბავშვობის ძმაკაცები ვართ.
-კარგია.
გამიღიმა და ძმაკაცს გახედა, ახლა შედარებით რბილი მზერით.
თითქოს სევდიანად ამოიბურტყუნა და ჭიქას მოთამაშე თითები ძლიერ
მოხვია. ალბათ თითებზე თამაში ჩვევად ჰქონდა. ჩამეღიმა.
-აქამდე არასდროს გვინახიხარ უნივერსიტეტში.
-კარგი, ეს უკვე დაკითხვას გავს- ჩაიცინა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. ენა
ტუჩებზე უცბათ გადაიტარა და საუბარი განაგრძო- წინა წლები უცხოეთში
ვსწავლობდი.
-აქ რამ ჩამოგიყვანა ტო?
ვკითხე, ნელნელა ვრწმუნდებოდი.მდიდარი ოჯახის გოგონა.
-ასე მოხდა.
-აქ მარტო ხარ?
-კი, უფრო სწორად მეგობართან ერთად ვცხოვრობ.
-მეც მარტო ვცხოვრობ- გავუღიმე და ნიკუშას გადავხედეთ ორივემ.
-კარგით რაიყო, დავამთავრო სწავლა და გადავალ მარტო. დიდი ამბავი ეხლა
მშობლებთან ერთად ცხოვრება დანაშაულია?!
დაიწყო ბუზღუნი, როგორც სჩვევია ხოლმე. მე და ნატალიას ერთნაირად
გაგვეცინა. სიცილისას ნელა გადმოიხარა ჩემსკენ და მხარზე ოდნავ
მომეყრდნო. მესიამოვნა, მაგრამ თავისი საქციელი თითქოს ვერ შეამჩნია.
- ასე ნუ მიყურებ, ყინულის პრინცესა.
- კარგი შევთანხმდით, ოღონდ ასე აღარ დამიძახო- სიცილით უპასუხა
ნატალიამ და წელში გასწორდა.
- მოვილაპარაკეთ.
- ბავშვურად გამომივიდა, უბრალოდ…
- თუ არ გინდა თქმა ახსნას არ გაძალებთ- მივეშველე დაბნეულს და გავუღიმე.
- მადლობა, დამიანე.
- ჩემი სახელი გცოდნია.
უკვე ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა. კი მაგრამ როდის მოასწრო დალევა?
თან ასეთი ცხელის?
- რათქმაუნდა, შენ ხომ ფეისბუქში მომწერე.
განმიმარტა და წარბები ამიწია. ეს სულ დამავიწყდა. უფროსწორად, იმ ღამეს
რა დამავიწყებდა. პირველი გოგო რომელიც ჩემს ოთახში იყო…
დაუჯერებელია, რა პატარაა ეს თბილისი. კაფეში ჩემი ძველი კლიენტი და
ჩემი ძველი მეგობარი შემოვიდა. ფეხზე ღიმილით წამოვდექი რომ
მივსალმებოდი. დიდი დრო იყო გასული, ალბათ ერთი წელი.
-ვაა რაფო, შე დაკარგულო- ხელები გავუშალე ნაცნობს. დამინახა თუარა
უცნაური ღიმილი გამოესახა. ალბათ არ მელოდა აქ.
ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა. უკვე კბილები გამოაჩინა.
-დამიან? რა დრო გასულა არა?
თავი დამიქნია და გარშემო მიმოიხედა. მზერა წამიერად ჩემი მაგიდისკენ
შეაჩერა. ნიკუშა ბევრჯერ ყავდა ნანახი, ჩემს ოფისში და ალბათ აქედან
ეცნობოდა. ბოლოს ისევ მე დამიბრუნდა.
-კაფეში ნაღდად არ გელოდი.
-სიმართლე რომ ვთქვა არც მე.
გამიღიმა და დახლთან მივიდა. წასაღები ყავის შეკვეთა მისცა.
-ხოარ შემოგვიერთდები?
-არა ძმა, მერეც თუ გადავეყარეთ ერთმანეთს, სიამოვნებით.
თვალი ჩამიკრა, მხარზე ხელი მეგობრულად დამარტყა რამდენჯერმე, თავისი
შეკვეთა აიღო, ფული გადაიხადა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა კაფე.
-ნიკუშ გახსოვს ეს ჩემისა? ადრე სულ ჩვენთან ეგდო ხოლმე.
ოფისი სპეციალურად არ ვახსენე, ნატალიასგან სავარაუდო კითხვებისგან
თავის დასაცავად.
-ბიჭო კი მეცნო, მარა ვერ ვიხსენებ რა. ხოიცი მე თუ ხშირი კონტაქტი არ მაქვს
ადამიანთან მავიწყდება.
-ხო. იმას ვფიქრობდი რომ ძალიან პატარაა თბილისი. ერთი წლის უნახავ კაცს
აგერ კაფეში გადავეყარე.
ნატალიას გავხედე თუმცა ან არ მისმენდა, ან რაღაცაზე განაწყენებული იყო.
თავჩახრილი იჯდა, მაგრამ თავი მაინც ამაყად ეჭირა თითქოს.
-ნატალია რამე მოხდა?
თავი გააქნია და ყალბი ღიმილით თვალებში შემომხედა.
-უჰ როგორ ვიცი ეს სიყალბე. რაიყო ჩემმა სიტყვებმა ვინმე გაგახსენა? გინდა
ერთად ვუტუროთ დედა?
სიცილით ვუპასუხე და მისი გამხიარულება ვცადე. ჩემს უკბილო ხუმრობაზე
მხოლოდ ჩაეცინა მაგრამ ესეც ყალბი იყო.ისევ მის თითებს ეთამაშებოდა და
ერთმანეთში ხლართავდა. ფეხზე ყოყმანით წამოდგა და ჩანთა მხარზე
მოიკიდა.
-უნდა წავიდე.
თავჩახრილი ელოდებოდა როდის გავატარებდი, მაგრამ ეს რა ჯანდაბა იყო?!
ასე უცებ რატომ მოუნდა გაქცევა.
-ასე მალე?
-ერთი საათია აქვართ, თუ ვერ შეამჩნიე.
ოხ ეს მოუხეშე ენა! მაგიჟებდა თან მაფსიხებდა. რა გაეწყობოდა, ხო არ
დავაძალებდი არა? უნივერსიტეტში მაინც ვნახავდი. ფეხზე წამოვდექი და
გავატარე. უკან მოუხედავად აბნეული ნაბიჯებით, ჩქარა გაიარა მანძილი
კარებამდე.
- ლექციაზე შევხვდებით- ხელი აუწია ნიკუშამ თუმცა ნატალიას არც
შეუმჩნევია და არც მოუხედავს უკან.
- მერე იტყვის ყინულის პრინცესას ნუ მეძახითო. რა დაეტაკა?
- წარმოდგენა არ მაქვს.
საკუთარ ყავის ჭიქას თითები გაღიზიანებულმა მოვხვიე, პირთან მივიტანე და
კაპუჩინო ბოლომდე დავასრულე.
***
არასდროს ვუახლოვდები ადამიანებს. ეს ჩემი ავადმყოფობაა.
***
-ყველაზე მეტად მეზიზღება ჩაის ხვრეპა.
მკვახედ დამანჭა სახე, როდესაც ჩაი მოვსვი. თავი ძალაუნებურად უკან
გადავაგდე და გადავიხარხარე. მხოლოდ ჩაეცინა და უხმოდ მოსვა თავისი
ფინჯნიდან.
-რატომ დამთანხმდი ლექციების გაცდენაზე?
თვალებში ჭინკები ამითამაშდა.
-იმიტომ რომ, გაცდენა მინდოდა.
გამიღიმა და გარშემო მიმოიხედა. უცნაური იყო, სხვანაირი. მის მერე ზედმეტად
არც შევხებივარ, არც მომდომებია.მასთან რაღაც სხვა იყო.
ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა.ერთი მაგიდაზე მედო, მეორე კი რომელზეც
მხოლოდ კლიენტები მირეკავენ ხოლმე, ჯიბეში. ვეცადე სახე არ შემცვლოდა,
ჯიბიდან ამოვიღე და ვუპასუხე. არ მინდოდა, ერთი თვის გაცნობილ გოგოს ჩემი
შავბნელი საქმეები ნაადრევად გაეგო. ისიც კი არ ვიცოდი მასთანრა ურთიერთობა
მინდოდა.
-გისმენთ?
-დამიანესთან ვრეკავ?
-კი ბატონო.
ნატალია ფანჯარაში იყურებოდა, თითქოს არც მისმენდა, მაგრამ ეს ხომ სრული
აფსურდი იყო. გამოცდილება მათქმევინებს რომ ნებისმიერი გოგო მოისმენს
ტელეფონის საუბარს თუ ბიჭი ცხვირწინ უზის.
-რაფო ვარ.
-რაფო? აქ რატომ მირეკავ მერე?
-ძველი ნომერი მქონდა შენახული. კი ვიფიქრე დრო გავიდა მოეშვებოდა ამ
საქმეებსთქო..მარა.
ჩაეცინა ძველ მეგობარს.
-რაღაცეები არ იცვლება.
-მაგ თემაზე არ გირეკავ, შევეშვი უკვე… რამდენი ხანია წესიერად არ გვინახავს
ერთმანეთი. სადმე მოვსხდეთ ამ საღამოს.
-ჩემს აზრებს კითხულობ. გვიან შეგეხმიანები.
ღიმილით დავაბრუნე ტელეფონი ჯიბეში. ნატალია ყალბი ღიმილით შემომცქეროდა.
როგორც ვატყობდი ვერ იტანდა, როდესაც ყურადღებას წამებით მაინც არ აქცევდნენ.
- ყურადღება მოკლებულ პატარა ბავშვს გავხარ.- დავცინე და წელში გავიმართე.
მასში რაც მომწონდა უკვე მერამდენედ, ჩემს საქმეებში ცხვირს არ ყოფდა. არც
მეკითხებოდა ვინ მირეკავდა. კი ვიფიქრე, დავმეგობრდებითთქო, მაგრამ ეს
მას და ნიკუშას უფრო გამოსდით.ჩემთვის ახლა ეს შეუძლებელი იყო. ჩემთვის
მეგობარს კიარა დიდ კითხვის ნიშნიან ობიექტს წარმოადგენდა.
- ასეც არის.
მხრები აიჩეჩა და თავი ჩახარა.
- ხვალ ნიკუშას დაბადებისდღეა.
- ჩემს მაგივრად მიულოცე.
- შენ არ წამოხვალ?
რაღაც მხრივ მეწყინა, მინდოდა მენახა ნატალია ხალხმრავალ ადგილას
როგორი იყო. როგორც სტუდენტი განსაკუთრებული არაფერი, ჩემთან
ჩვეულებისგან შორს მყოფი. აი ხალხში კი?..
- იუბილარი თუ არ მპატიჟებს- ჩაიცინა- თანაც იცი, ეს ჩვენი მეგობრიბა ყალბია.
დიდად არ ვეხატები გულზე.
- კარგი რა, მაგას როგორ ამბობ ჩემ ნიკუშაზე. ცხოვრებაში არავიზე უთქვამს, არ
მევასებაო.
- ხოდა ჩემზე გეტყვის.
ტუჩები უხერხულად მოკუმა და გაიცინა.
- აი შენზე რატო უნდა თქვას?
ნიკუშას ყოველთვის კბილებით ვიცავდი. მართლა, მასზე ალალი ძმაკაცი არ
მყოლია და არც მეყოლება, მგონი.
- იქნებ იმიტომ, რომ შენს თავისუფალ დროს ჩემთან ატარებ?
მისმა სითამამემ ყბა იატაკზე დამიგდო. ნატალია, ნატალია.. ხმაჩავარდნილი
დამტოვა. ეს სიმართლე შერეული, ამაყი ირონია ჭკუიდან მშლიდა.
დომინანტობის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ ‘გავუტარე’,
თვალებში შევხედე და წარბები ავუწიე.
ბოლო ბოლო იმას მაინც არ ვაღიარებდი, რომ სიმართლეს ამბობდა.
-წამოვალ.
თავი ღიმილით დამიქნია. მაგიდაზე ხელი გაშალა და ჩემს მოდუნებულ
მტევანს ფრთხილად შეეხო. გაყინული, პატარა ხელები ჰქონდა.
თავისი ლურჯი თვალები უფრო გალურჯებოდაა, სახედან კი ფერი
გადასცლოდა. ცისარტყელას ფერებს იცვლიდა. მეშინოდა. მეშინდა რომ ეს
ფერები რაღაც არასასურველამდე მიმიყვანდა…
***
ნატალია მეტრომდე გავაცილე. ჩვენი გაცნობიდან უკვე თვეზე მეტი იყო
გასული და ჯერ კიდევ არ მაძლევდა უფლებას, სახლამდე
მიმეცილებინა.ნაშუადღევს ოფისსში შევიარე და ხვალისთვის რამდენიმე
პატარა პაკეტი გავამზადე. ჩემი ნიკუშას დაბადებისდღეზე გული მიგრძნობდა
ბევრი თავქარიანი სტუდენდი მოინდომებდა რამეს რაც ალკოჰოლი არ
იქნებოდა.
-რაფიიკ, ჩემსკენ თუ ხარ ოფისში ხომ არ გამომივლიდი ?
გადავურეკე დაპირებულ ძველ მეგობარს.
-თუ არავინ გყავს, ნახევარ საათში მოვალ.
-მოდი, მოდი.
ტელეფონი მაგიდაზე დავაბრუნე და სიგარეტი ტუჩებშუა მოვიქციე. ჩემი და
რაფაელის ურთიერთობა უცნაურად დაიწყო. უფროსწორედ, ზედმეტად
ჩვეულებრივ, მაგრამ არ ვიფიქრებდი თუ ეს ოდესმე მეგობრობამდე
მივიდოდა. კოკაინზე შემჯდარი თითქმის ყოველდღე მაკითხავდა. სამი კაცის
დოზას ყიდულობდა და ასე გრძელდებოდა თვეები. შევშინდი, ვუთხარი
კიდეც სამმაგი შენ არ მიიღო მოგკლავს მეთქი მაგრამ სიცილის მეტს ვერაფერს
ვიღებდი.
მეტიც, ახლა წინ მეჯდა ლუდის ბაკალით ხელში, სულ სხვანაირი, მოვლილი.
ნარკოტიკის გაგონება რომ არ უნდოდა ისეთი.
-რამე ხომ არ შემოგთავაზო?
ხუმრობით ვუთხარი და ჩემი წილი ლუდი მოვსვი.
- არა, დავანებე დიდი ხანია. შენ ისევ ისე ხო, როგორც ვხვდები.
ხელით აქაურობაზე მანიშნა, თავი ყალბი ღიმილით დავუქნიე და მასსავით
ნახევრად მტვრიან სარდაფს თვალი მოვავლე.
- შენკენ? რას საქმიანობ?
- არც არაფერს, პატარ პატარა საქმეებზე დავრბივარ, განსაკუთრებული
არაფერი. სხვანაირი მეჩვენები დამიან, დაჭკვიანებული. ცოლი ხომ არ
მოიყვანე?
სიცილით მკითხა, ერთიანად ავხარხარდი, პრესიც კი დამეჭიმა. მე და ცოლი?
ჩემი თავი თანამცხოვრებთან ერთად არც კი წარმომედგინა. მაგრამ დამისვა
თუ არა კითხვა, გონებაში ნატალიამ გამიელვა. რატომ?!
- დამცინი ხო? ცოლი არ აჭკვიანებს კაცს, მაგით არ შეცდე რაფო.
- ისევ ფორმაში ხარ რა, უდრეკი, გულცივი დამიანე.
ჩაიცინა და თავისი ლუდი დაასრულა.
ბევრი ვისაუბრეთ თუ ცოტა, თეთრთმეტი სრულდებოდა, რომ დამემშვიდობა
და დამტოვა.
ვხვდებოდი ცხოვრებაში მეგობრები მნიშვნელოვანი იყო, თანაც კარგი
მეგობრები. რაც უფრო მემატებოდა წლები ამას უფრო და უფრო
ვაანალიზებდი.
-ზური, ან არ გბეზრდება ეგ ბათქა-ბუთქი?
-მომეშვი რა..
უხასიათოდ ხელი ამიქნია ძმამ და გვერდი იცვალა. თვალები ისევ ეკრანზე
ჰქონდა მიბჯენილი.
-უკვე მერამდენე წავაგე, შენ არ იცი.
ამოიბუზღუნა. ჩამეცინა და ზედა გადავიძრე.
-ხან მოიგებ, ხან წააგებ. და მომავლისთვის რომ იცოდე ცხოვრებაშიც ეგრეა.
მაგის გამო ცხვირი არუნდა ჩამოუშვა.
-შენ კი ფილოსოფიას არ ეშვები.
თავი სიცილით გავაქნიე და აბაზანაში შევედი.
***
ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წასულიყო. ნიკუშას ორ სართულიან,
კერძო სახლში ასამდე კაცს მაინც მოეყარა თავი. დიდი სანაცნობო წრე ჰქონდა
ჩვენს ნიკუშას. თვითონ სახლში არ იყო. აქაურობის შელამაზება და წვეულება
სიურპრიზი გამოდგა.
-მოდის, ჩაიკუზეთ ყველა.
წამოიძახა ერთერთმა პირველკურსელმა. ჩამეცინა და კარის უკანა მხარეს
დავდექი. რომ შემოვიდოდა თუ არა ჩვენი იუბილარი, სასმელი გადამესხა
თავზე და შუქი ამენთო.
-სიურპრიზი!!
დაიყვირა ყველამ, კარი გაიხსნა თუ არა. მაგრამ მაშინვე ყველას იმედები
გაუცრუვდა.
-ნატალია?!
ყბა ჩამომივარდა. მისი სურნელი ერთიანად შემოიჭრა უზარმაზარ სახლში და
ცხვირის ნესტოები ამიწვა.
- ასე ვგავარ მეტრა ოთხმოცდაათი სიმაღლის ბიჭს?
ირონიულად ხმამაღლა უპასუხა ყველას და ხალხში გზა გაიკვლია. უკან
გავყევი მის ზურგზე მოფენილ, გიშრის ფერ თმებს.სამზარეულოში
ავღმოჩნდით.
ტანზე მომდგარი ქვედაბოლო და შავი ტყავის ტოპი ეცვა, რომელიც პატარა
მკერდზე არაჩვეულებრივად ეკვროდა. უხდებოდა კიდეც. მაღალქუსლიან
ფეხსაცმელს კი ეს ყველაფერი სრულყოფილებაში მოყავდა.
-დალევა მჭირდება- ჩაიცინა და სასმელი ჭიქაში ჩამოისხა.
-რა ხასიათზე ხარ?
-ჩვეულებრივზე. აქაურობა არ მომწონს უბრალოდ.
ისევ მისი სიცილი. თვალები ამიბრიალა და ლოყაზე მაკოცა. არ ვცდებოდი,
არაჩვეულებრივი სურნელი ასდიოდა, როგორც მაშინ. შემოსასვლელიდან
აჟიოტაჟი მომესმა.
- როგორც ჩანს ჩემს გამო იუბილარი გამოტოვე.
ტუჩები უხერხულად მოკუმა და უკვე ჩვენსკენ მომავალ ნიკუშას გადაეხვია.
ძალიან კარგად დამეგობრდნენ ამ დროის განმავლობაში, ან მე მეჩვენებოდა
ასე.
- 24 წლის ბიჭს შემეფერება ასეთი დაბადებისდღე?
გადაიხარხარა და მომეხვია. ბეჭებზე მუშტები მსუბუქად დავარტყი და ჩემზე
საკმაოდ მაღალი ძმაკაცი ჰაერში ავწიე.
-კარგად გამოიყურები, ნატალია.
თვალი ჩაუკრა ყინულის თვალებას, მანაც რათქმაუნდა თვალები მინაბა და
შეიფერა,აათვალიერა, შემდეგ ნიკუშას ჟესტი ჩემზე გადმოიტანა და ბრბოში
შეერია.
-კარგი მაყუთის სუნი მცემს.
ჩავილაპარაკე და ძმაკაცს გავხედე.
-შენ და შენი შავი საქმეები, წმინდანო.
-ანგელოზის ფრთები მადევს ვერ ხედავ? ისეთი მძიმე თან, ლამის მოხრილმა
ვიარო.
- რამდენიმე ჩემი თანამშრომელია, ცოტა ყურადღებით იყავი.
თვალი ჩამიკრა და ჭიქა სასმლით გაავსო. მალე ყურები დამიგუბდა. არ მჯერა.
რომელმა გამოშტერებულმა მოიტანა აპარატურა?!
მეზიზღებოდა ხმაური.
-წვეულების დროა!
ტაში შემოკრა იუბილარმა და ხალხს გაერია. დავინახე როგორ მოვიდა ნინიც,
მისი შეყვარებული. ბედნიერი, ლამაზი წყვილი იყო. ნატალიას ვერსად
ვხედავდი. მცდელობა რომ ამდენ ხალხში მომეძებნა აფსურდი იყო.
-შენ ხარ ხო მომმარაგებელი?
მომადგა ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი ბიჭი. უკვე ეტყობოდა რომ კარგად
გალეშილიყო. ჩამეცინა. მომმარაგებელი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ
ვიცოდი რაზეც ამბობდა.
- ეს ბევრმა იცის?
- ხუთიდე კაცმა მარტო. არავის ეტყვიან ძმაო, ჩემი სიტყვა გაქვს!
ხელებით დაიწყო საქმის გარჩევები.
- კარგი, კარგი. რამდენი გინდა?
- რავი, სასტავში ექვსნი ვართ.
ღრმად ამოვისუნთქე. ეტყობოდა რომ ნარკოტიკს პირველად ეკარებოდა.
ჯიბიდან რამდენიმე შეკვრა ამოვიღე და ისე ჩავუჯიბე, რომ არავის დაენახა.
ხელში რამდენიმე ას ლარიანი მომაჩეჩა.
ამდენი მართლაც არ ღირდა, მაგრამ რახან იძლეოდა.. რატომაც არა.
- სააბაზანოში ქენით. შუა წვეულებაზე მაინდამაინც არ მოაწყოთ ნარკო
პოლემიკა.
დავცინე. ისიც სიცილში ამყვა და სწრაფად მომშორდა.
სასმელი სასმელს მიყვა. დრო სწრაფად გადიოდა. ნატალია ნიკუშას
შეყვარებულს ესაუბრებოდა ასერომ არ მივახლოვებულვარ. როგორც
ვვარაუდობდი ბევრი კლიენტი გამომიჩნდა. საკმაოდ ნასვამი ვიყავი, რაც იმის
ნიშანია, რომ ჩემი გართობის დრო იყო. თითიც არ გამინძრევია, მოცეკვაკეთა
ბრბოში ავერიე თუ არა მაშინვე ამეკრო შავგვრემანი გოგონა. ხელები წელზე
მოვხვიე და ნელნელა ჩავუცურე მკვრივ საჯდომამდე. სახეზე ვაკვირდებოდი,
ჩემი კურსელი ნამდვილად არ იყო, არ ვიცნობდი. ზედმეტად თამამი და
მოწადინებული იყო სურვილით. ტუჩები ტუჩებზე და ხელი ერექციაზე
ერთდროულად შემახო თუ არა ხელი დავავლე და მეორე სართულზე ავიყვანე.
ამ სახლს საკუთარივით ვიცნობდი. იმისგან განსხვავებით რომ ჩემი სახლი
აქაურობის მეოთხედი იყო. ერთერთ ოთახში შევედით. კარი მიბრახუნდა.
უცხო გოგონას არაჩვეულებრივი, ფუმფულა, მარწყვივით ტუჩები ჰქონდა,
გლუვი კანი და ტკბილი სუნამოს სურნელი. სწრაფად მოშორდა ჩვენს
სხეულებს ზედმეტი მატერია.
-იმედი მაქვს ქალიშვილი არ ხარ.
ამოვიბურტყუნე შავგვრემნის ყურთან და თვალებში შევხედე.
- შენით ნახე.
ხმადაბლა მიპასუხა და ჩემს ტუჩებს წაეტანა. ეს პასუხი ყველაფერს ნათელს
ხდიდა და ამარტივებდა. ჩვენი სხეულები შეერთდა. ამით ორივე გარკვეულ
სიამოვნებას ვიღებდით. გოგონა თამამი იყო, როგორც ვახსენე. თავისი ორ
სანდიმეტრიანი კლანჭები მკლავებზე მთელი ძალით ჩამასო. სიმწარე მოტივს
მაძლევდა უფრო უხეშად და სწრაფად მემოქმედა, რაც როგორც ვატყობდი
სიამოვნებდა.ერთიანად ვიკარგებოდი მატერიალურ სიამოვნებაში და
ყკველდღიურ უაზრობას ვცილდებოდი. ალბათ კაცს სექსი არასდროს
მობეზრდება.
- სწრაფად..- ამოიხავლა მომთხოვნმა გოგონამ. მისკენ დავიხარე საკოცნელად
მაგრამ ორივემ შეცბუნებულმა კარების ხმისას თავი გავასწორეთ.
- რა ჯანდაბაა დამიან..
ჩამწყდარი ხმით, ზიზღიანი, გაყინული თვალებით ჩაილაპარაკა ნატალიამ და
კარს სწრაფადვე მოშორდა. გოგონა კვლავ ჩემს მკლავებს მოეჭიდა და
მახვედრებდა რომ ქმედება გამეგრძელებინა. მაგრამ უბრალოდ აღარ
შემეძლო. თვალ დახუჭულმა სუნთქვა დავარეგულირე და მოვშორდი.
- ასე მტოვებ?
- მგონი საკმარისად გხერხე.
ხმადაბლა ხელი ავუქნიე უცნობს და კარი გავიხურე. გზადაგზა ვიკრავდი
შარვალს და პერანგის ღილებს. საშინელ ხასიათზედავდექი. რატომ?
- სად ხარ ბიჭო! ჩვენი ყინულის პრინცესა სულ გადაირია!
სიცილით მხრებზე მომკიდა ხელი ნიკუშამ და დაბლა ჩასასვლელად მიბიძგა.
წინა ქმედებებისგან ისევ გაბრუებული, ძლივს მოვედი აზრზე რა ხდებოდა.
სიბრაზე ყელზე მომებჯინა. უჩინარმა ურჩხულმა ხელები კისერზე წამიჭირა
და მახრჩობდა.მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი გოგო ვინც აქამდე შემხვედრია
წვეულებას დატოვებდა და ტირილით გაიქცეოდა. აი ნატალია კი.. ნატალია
მაგიდაზე საკმაოდ გამომწვევად ცეკვავდა, საკმაოდ გამომწვევ სექსუალურ
მუსიკაზე. ამით ყველა ერთობოდა და შეძახილებით ‘ამხნევებდნენ’.
ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა თუ არა წამით გაშრა, გამიღიმა და სასმელი
პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა.
-მორჩა, საკმარისია!
დავიყვირე და მისკენ წავედი. მაგიდაზე ავხტი და მკლავში ხელი ვსტაცე.
იქიდან ჩამოვათრიე. რაღაცეებს მეჩხუბებოდა, ნიკუშამაც მომაწია ხმა მაგრამ
არაფერი მესმოდა. ასე ბოლოს როდის გავბრაზდი არ მახსოვდა.
გარეთ გავედით თუ არა ხელი შევუშვი და თვალები მოვისრისე.
-ახლა სტრიპტიზიორი ხარ?!
-რა?
ახარხარდა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა რომ წონასწორობა
შეენარჩუნებინა. საშინლად ნასვამი იყო, ცოტაც და გაითიშებოდა.
-კარგი,იფიქრე ეგრე. სტრიპტიზიორმა თავისი საქმე უნდა გააგრძელოსხელები აიქნია და ქვაფენილს მიშტერებული წინ გადამიდგა. ხელი ჩავავლე
და გავაჩერე.
- ამას არ იზამ! -საჩვენებელი თითი ცხვირწინ ავუწიე. თვალები სასმლისგან
ერთიანად ამღვრეოდა და მიღიმოდა.
- შენ დამიშლი? აი.. შენ- ჩემსკენ თითი გამოიშვირა და მკერდზე შემახო- შენ
ვინც ყველა გოგოსთან წვება?
- რას აკეთებდი საერთოდ ზემოთ?!
-შენი ძმაკაცის ოთახს ვეძებდი, რომ მე და მას კარგად გვეჟ*მავა- ტვინში
სისხლი ჩამექცა. დამცინავი ღიმილით და ცივი თვალებით შემომცქეროდა.
არა, ნიკუშა ამას არ იზამდა. ის ნინისთან ერთად იყო.. არა ნატალია, არა.. ამას
ჩემს გასაღიზიანებლად ამბობ.
სანამ აზრზე მოვედი და თავი ამოვწიე. უკვე მარტო ვიდექი. გულაჩქარებული
შევვარდი სახლში. შესასვლელშივე დავლანდე როგორ ესაუბრებოდა ნიკუშას
და ისიც უცინოდა. არა, ეს ის არ არის, რაც მე მგონია. ცხოვრება ასეთი
ნაბი*ვარი ვერ იქნება!
- ნატალია!
- დალევ?
ჭიქა ღიმილით გადმომაწოდა და თვითონ ბოთლში დარჩენილი დააბოლოვა.
ანუ ასეთია ნატალია ხალხმრავალ ადგილას?.. ამის ნაკლებად მჯერა. ნიკუშას
უნდადავლაპარაკებოდი, მაგრამ ახლა არა. უფრო მეტი საქმე გამომიჩნდრა
როდესაც ნატალია შეყანყალდა და საბოლოოდ ნახევრად გონება დაკარგული
ხელებში ჩამემხო.
თავი დავუჭირე და ავაწევინე, რომ სახეზე შემეხედა.
მგონი ასე მჭიდროდ პირველად მეჭირა, ერთი თვის შემდეგ. უცნაური იყო..
- ნატალია! შემომხედე.
- თავი.. დამანებე..
ძლივს ამოიბურტყუნა და თვალები დახუჭა.
- ძმაო წაიყვანე, ან ზემოთ ადით.
თვალი ჩამიკრა ნიკუშამ და მასთან მიახლოვებულ ნინის გაყვა. ნინიმ ხელი
დამიქნია შორიდან და გამიღიმა. რა გაეწყობოდა.ჩემს მკლავებში ჩაკეცილ
ნატალიას დავხედე. ზედმეტად ნასვამი იყო. მისი აქ დატოვება კარგი იდეა
ნამდვილად არ იქნებოდა, მას შემდეგ რაც ყველას დასანახად ლამის
გაშიშვლდა.
ხელში აყვანილი ნატალია ძლივს ავიყვანე კიბეებზე, კარებზე ზარი დავრეკე,
ვიცოდი რომ ზურის ეძინებოდა, მაგრამ ახლა გასაღების ამოსაღებად
ნატალიასთვის ხელი რომ გამეშვა, უეჭველი იყო სადარბაზოს ბინძურ ქვის
იატაკზე გაიშხლართებოდა. ვატყობდი, გონზე იყო, მაგრამ არც თვალების
გახელვის და ფეხზე დგომის თავი არ ჰქონდა. ლაპარაკზე ხომ ზედმეტია
საუბარი.
- გასაღები დაგრჩა? ეს.. ვინაა?
თვალები შუბლზე აუვიდა ზურის. კარი გაიხსნა თუ არა ჩემი ოთახიდან
ნაცნობი ხმები მომესმა.
- სანამ ჩემს ოთახამდე მივალ, შენით ჯობია ის ეროტიკა გამორთო- ხმადაბლა
ამოვილაპარაკე და ზურის თვალები ავუბრიალე. მეტი კითხვა არ დაუსვამს.
თავისი მოკლე კულულა თმებით გაბრუნდა და მალე ხმაც შეწყდა.
- ნატალია.გესმის?
თავი ძლივს დამიქნია და წარბები შეჭმუხნა. კარგი, ამისთვის უნდა მიმეხედა.
გონებაში საკუთარი თავი მეკითხებოდა აქ რატომ მოვიყვანე, მაგრამ.. პასუხი
არ მქონდა. ჩემში მზრუნველი ინსტიქტები იყო გამოღვიძებული.
საბააზანოში შევიყვანე და ვეცადე წონასწორობის შენარჩუნებაში
დავხმარწბოდი. სახეზე რამდენჯერმე თბილი წყალი შევასხი და პირსახოცით
გავუწმინდე.უსიამოვნოდ ამოიკრუტუნა, რაზეც ჩამეცინა. ფეხები ოდნავ
აამოძრავა და მიმართულებით გამომყვა. მაგრამ ფაქტიურად ისევ ხელში
მეჭირა.
ჩემს ოთახში შევიყვანე, მიყრილი ნივთები ფეხით აქეთ-იქეთ გავწიე და
საწოლზე დავაწვინე. თავი მოვიქექე, ღრმად ამოვისუნთქე. აქ არ უნდა
ყოფილიყო.
ჩემში განგაში იყო. ჩემს ოთახს წითელი ღილაკისთვის თითი დაეჭირა და
არადა არ უშვებდა, მიჩვეული იყო რომ ღამე იქაურობა მხოლოდ ჩემი და მისი
იყო.
“ეს ხომ ნატალიაა!”
დავუყვირე საკუთარ თავში ოთახს და იქიდან გამოვედი. სიგარეტს მოვუკიდე
და სამზარეულოში გავედი ზურისთან.
-რატომ არ იძინებ?
-მგონი ცხოვრებაში პირველად გხედავ გოგოსთან ერთად. თანაც შენს სახლში.
შენი პორნო რომ არა, ვიფიქრებდი პიდარასტი ხარ.
ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა. თვალები გამიფართოვდა.
-შენ რა, ეწევი?
- დამიან, ძმები კი ვართ მაგრამ ყველაფერი არ ვიცით ერთმანეთზე.
ჩაიცინა და ნაპასს ღრმად დაარტყა.უცნაური იყო, ჩემი პატარა ძმისთვის
ყურება, თუ როგორ იფუჭებდა ფილტვებს მხუთავი აირით, რომელიც
რეალურად გაზზე უარესი იყო.
ამ ღამით ყველაფერი უცნაური იყო.
-მგონი დედ-მამამ დამიკიდეს.
-ასე რატომ ამბობ?
-თვეზე მეტია აქ ვარ.- მხრები აიჩეჩა და გადააფერფლა. გამეღიმა.
-თუ ჩემს ოთახში არ შეძვრები ხოლმე, სასიამოვნოა შენი კომპანია.
გავუღიმე და თმები ცალი ხელით ავუჩეჩე.
-და თმა შეიჭერი, მალე გოგოს დაემსგავსები.
დავცინე და საკუთარი სიგარეტი საფერფლეს მივაწვი.
-ის ვინაა?
თავით მანიშნა ნატალიასკენ და თვალები ამიბრიალა. თავისი ბავშვური
ჟესტებით უფრო სიმპატიური იყო, ვაღიარებ.
-ნატალია.
-ქართველია?
გაიკვირვა და კვამლი ფილტვებიდან ერთიანად ამოუშვა.
-აშკარად.- გამეცინა- რატომ მეკითხები?
-არვიცი. შენი შეყვარებულია?
სანამ პასუხს გავცემდი ბოლო ხმაზე ავხარხარდი. მე და შეყვარებული? ალბათ
უკანასკნელი იყო რასაც წარმოვიდგენდი. ჩემი თავი პარტნიორის გვერდით?
არა, თავს მარტოც მშვენივრად ვართმევ ცხოვრებას.
- არა, ის ჩემი კურსელია.
- მე რაღაც კურსელზე მეტი მომეჩვენა.
მხრები აიჩეჩა და თვალები ააციმციმა.
-ზური! ფიქრითაც არ გაიფიქრო! შენზე მინიმუმ ექვსი წლით დიდია.
ჩაიცინა და ხელი აიქნია. უცნაური ძმა მყავდა. ყველაზე საყვარელი და
უცნაური. ზოგჯერ ის და ნიკუშა ძალიან გავდნენ ერთმანეთს.
სკოლის ბოლო წელი გვრჩებოდა მე და ნიკას. დიახ სკოლელები ვიყავით,
თავიდან კლასელები მაგრამ ჩხუბისთავები ერთ კლასსში დირექციამ ვერ
აიტანა. ან რომელიმე შეიცვლით კლასს ან ორივეს გაგრიცხავთო. სხვა რაღა
დაგვრჩენოდა. მაშინ დაიწყო ჩემი “ბნელი მხარეების” გამომჟღავნება.
წინააღმდეგობის გაწევის მიზნით როგორც ხულიგანს შეეფერება
საპირფარეშოში დროჟის საკმაო რაოდენობა ჩავუძახე. ეს პროტესტი იყო.
-რურუა!
მომესმა მანდატურის ხმა. არ გავქცეულვარ. დამცინავი სახით შევუტრიალდი,
მაშინ ბევრად ცინიკოსი ვიყავი. ალბათ ეს თავდაცვის ერთერთი მექანიზმი
იყო.
- სწრაფად კაბინეტში!
- არ ვაპირებას დამორჩილებას.
მხრები ავიჩეჩე და მანდატურს ზურგი ვაქციე. ის ის იყო რაციაში რაღაცის
ბურტყუნი დაიწყო. სიმწრისგან, რომ მე და ჩემს არაბიოლოგიურ ძმას
დაგვაშორებდნენ აზროვნება გავწყვიტე. ხელი მოვმუშტე და რაც ძალა მქონდა
ფანჯარას მივანარცხე. რათქმაუნდა არც ჰალკი ვარ არც სულიერი ძალის
მქონე. ორმაგი შუშა ვერ ჩავტეხე მაგრამ ზედა პირის დამსხვრევა მაინც
მოვახერხე. მყესები დამისისხლიანდა. სკოლის ქომაგებს ყველას თავი
მოეყარათ. ნიკუშას გარდა, რომელიც დირექტორის კაბინეტში ყურყუტებდა.
ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. ჩემი უსაქციელობის გამო ‘ყურის აწევით’
ჩამათრია ორმა კაცმა კაბინეტში სადაც ველოდებოდი ნიკუშას. რომელიც
ჩემთან ერთად დაამცირებდა დირექტორს. მაგრამ იქ არ დამხვდა.ბოლოს
გაირკვა, ის და ჩემი იმ დროისთვის ლაწირაკი ძმა ჩემს სახლში იჯდნენ
წყნეთში და ვიდეო თამაშებს თამაშობდნენ. ასე მოაწყვეს. დაურეკავს ამ ჩემს
არაბიოლოგიურ უტვინოს ბიოლოგიურ უტვინოსთან და იმასაც იქვე
მცხოვრებისგან მისაყუდებელი კიბე უთხოვია. ასე გააქცუნა ნიკუშა მეორე
სართულიდან.
რაც მე მაშინ ვიცინე და ვიხარხარე. უკვე ვიცოდი სკოლიდან გარიცხვა არც
ერთს აგვცდებოდა, მაგრამ ჩვენი მშობლების, უფრო სწორად მამების ხვეწნამ
მომხიბვლელი დირექტორი მოთაფლა და ბოლო რამდენიმე თვე სკოლაში
გაჩერების უფლება მოგვცა. ნიკუშა.. მას უნდა დავლაპარაკებოდი. ნატალიას
ნათქვამს ჩემი ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ ინელებდა.
- არ ვფიქრობ არაფერზე, წავალ დავიძინებ.
ზურიმ ერთი გემრიელად ასწია ხელები და გაიზმორა. მისი შემხედვარე
ნებისმიერს მოუნდებოდა ძილი. ნიჟარაში ჩაგდებულ რამდენიმე თეფშს
რეცხვა დავუწყე. ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. ყველაფერს ნატალიასთან
სიახლოვე ართულებდა..
დაუშვებელი და მიუღებელია, ადამიანთან სიახლოვე ჩემთვის დიდი სენია.
ჩემს ოთახში საშინლად გათიშული შევიზლაზნე.მხოლოდ წითელი
განათებები დავტოვე და ნატალიას გვერდით მოვთავსდი. ვუყურებდი,
ვაკვირდებოდი. გული უსწრაფესად მქონდა აჩქარებული. გოგონა ჩემს
ოთახში..
კარგი, ამას როგორღაც გადავიტანდი. ვერ ვუკეთებდი ნატალიას ასოციაციას
უბრალო გოგოსთან.
მალე გათენდებოდა, დღევანდელი ნავაჭრი მანამ უნდაჩამეტანა ოფისში სანამ
ის ან ზური გაიღვიძებდნენ.
ძილი არაფრით მეკარებოდა. სახეზე ხელი ნაზად შევახე და თმა ყურს უკან
გადავუწიე. ასე მართლაც უხდებოდა. ბაჯბაჯით წამოვიწიე ჩემი იატაკს
ოდნავ დაშორებული საწოლისგან, გასაღებს ხელი დავავლე და კიბეები
სწრაფად ჩავიარე.
***
-ნიკუშ, ვიცოდი რომ არ გეძინებოდა.- ტელეფონში ჩავძახე როგორც კი
სარდაფი დავტოვე და სადარბაზოს კიბეებზე ჩამოვჯექი. თვალები
მოვისრისე. პახმელია მალე დამეწყებოდა. ამას ჩემი თავის ტკივილი
მახვედრებდა.
- სახლი თავდაყირა დამიდგა. ნინი მეხმარება დალაგებაში.
საათს დავხედე. დილის ექვსი საათი ყველაფერს ცვლიდა.
-ხოარ გიტყდება, რო არ გეხმარები?
- ოჰ კი, ძალიან. -ჩაეცინა- მოიცა რა, შენი გაგჭირვებია.
საულვაშე ადგილები ხელით დავიზილე და საქმეზე გადავედი:
-მაგ გაჭირვებაზე.. რაღაც უნდა გკითხო.
-აბა?
- ნატალია ბოლოს რომ ვნახე.. აი სანამ წარმოდგენებს მოაწყობდა.- ღრმად
ამოვისუნთქე. რატომ მადარდებდა ეს?!- მითხრა რომ შენ ოთახს ეძებდა და?..
-გინდა მკითხო რამე მქონდა თუ არა ყინულის პრინცესასთან?- ჩაიცინა. უფრო
დავიძაბე მაგრამ მალევე გავიგე პასუხი, რისი მოსმენაც მინდოდა:
- წესიერად არც გვისაუბრია, თუ გაინტერესებს. ნინისთან ერთად ვიყავი
მთელი ღამე და შემს კლიენტებს თვალებით დავსდებდი რომ რომელიმე
ჩემიანს არ ეყნოსათ.
-აბა მომატყუა?
-მოგატყუა კიარა, მაგრად აგაგდო.- დამცინა ძმაკაცმა და ხმამაღლა
გადაიხარხარა. ვხვდებოდი, რომ მართალი იყო.
-ვახ ნიკუშ. გამაგიჟებს ეს გოგო.
-ეხლა უკვე ბოდავ. არავის გაუგიჟებიხარ, რაღა მაგან უნდა გაგაგიჟოს.
- არც არავის უცეკვია სტრიპტიზი ჩემს ასაგდებად… კაი წავედი მოკლედ.
ამდღეებში გამოვჩნდები, საქმეები მაქვს.
- შენი ოფისის ამბებია?
- დიდ საქონელს ველოდები. დაკავებული ვიქნები.
-პრინცესა მომიკითხე.- ჩაიცინა და გამითიშა.
არვიცი, კიდევ რამდენი ხანი ვიჯექი კიბეზე, თავით ხელებში ჩარგული.
ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობდი. ხვალ კოკაინის დიდ ფუთთან
ერთად წამალსაც ველოდებოდი. ეს პირველად ხდებოდა. ვიცოდი, არასწორ
გზას ვედექი, არც მახსოვს ეს ყველაფერი როგორ დავიწყე. უფროსწორად
მახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად. მთავარი შედეგი იყო, რასაც ვშოულობდი იმით
თავს ვირჩენდი მის მერე რაც მშობლებისგან სამუდამოდ წამოვედი. არსებობს
რაღაცები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ
მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია.
შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ.. ალბათ ერთხელ ამასაც გავიხსენებ,
მაგრამ ახლა ამის დრო არ მქონდა. საბოლოოდ მოვისრისე მთლიანი სახე და
კიბეები მძიმედ ავიარე.
***
-მალე გაიღვიძებს?- ნაცნობი, ქალის ხმა მაბრუებს და ოდნავ მაფხიზლებს.
თითქოს ჩემს ყურთან ლაპარაკობსო მაგრამ ფაქტია ხმა მეორე ოთახიდან
მესმის,როგორც მინიმუმ.
-რაც ამ ერთი თვის დაკვირვების შედეგად შემიძლია გითხრა, ისარის რომ
ნაბახუსევზე პირველამდე სძინავს და უზმოზზე ორ ღერს ეწევა.
ზურის სიცილი. თავი დააფთრებულმა წამოვწიე და თვალი ოთახს მოვავლე.
კი, ნამდვილად ჩემთან ვიყავი, ჩემს საძინებელში. გვერდით აბურდულ
გადასაფარებელს რომ დავხედე, მაშინვე გამახსენდა. ნატალია!
გიჟივით წამოვფრინდი და შორტებთან ერთად პერანგი მოვიცვი. თავის
ტკივილი აფთარივით დამეტაკა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.
-ანუ ხშირად სვავს?
კი, ნამდვილად ნატალია იყო.
-ალკოჰოლიკობასაც ვერ დავაბრალებ რა.
-აჰა, ჩემზე მეტს ვერავის ჭორავთ?
ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს
დავწვდი.
-ახლა ორ ღერს ერთდროულად ამოიღებს.
ჩაიბურტყუნა ზურიმ და ყინულის თვალებას გახედა. თვალები ავაბრიალე და
კოლოფიდან ორი ღერი ამოვაძვრინე. ერთი ყურს უკან მოვიქციე, მეორე
ტუჩებში. ნატალიას წამით თვალები ჩემს ტუჩებზე, ან სიგარეტზე გაუშტერდა
მაგრამ მალევე შეიბერტყა თავი და მზერა ზურიზე ღიმილით გადაიტანა.
-საღოლ შენ რა, თუ ნაბახუსევი არ ხარ.. შენს ადგილას ტრაკს ვერ ავწევდი.
ჩავილაპარაკე და კედელს მივეყრდენი.
-ანუ მძიმე გაქვსჩაიცინა ნატალიამ და თმა მხრებიდან გადაიყარა. გუშინდელი მაკიაჟი ოდნავ
გათხაპვნოდა, მაგრამ უხდებოდა კიდეც. - სამზარეულოში ბლინებია, თუ არ
გიყვარს ზური შეჭამს.
-ჩემთვის გააკეთე?
თვალები შუბლზე ამივიდა და სამზარეულოსკენ გავბრუნდი. ზურიმ თვალი
ჩამიკრა, ნატალია უკან გამომყვა. ვატყობდი ქუსლიანით სიარული ამდენი
ხანი უჭირდა. მაგრამ ხმა არ ამოვიღე. მაგიდაზე არჩვეულებივი ბლინები ეწყო.
მრგვალი ფორმებით.
ნატალიას შევუბრუნდი, ღიმილით შემომცქეროდა ხან მე ხანაც ბლინებს და
თითებს იწვალებდა.ჩამეცინა:
-შენსავით მრგვალი ფორმები აქვს.
-უკაცრავად?!
მის სერიოზულ სახეზე ლამის კვამლი გადამცდა.თავი შევიკავე ბოლო ხმაზე
არ მეხარხარა.
თვალებით მისი მკერდისკენ ვანიშნე. თითქოს ვერ მიხვდა და მის ტყავის
მოტმასნულ ტოპს წამით დახედა.შემდეგ გაყინული მზერა ჩემზე შეაჩერა.
-კარგი, ისტერიკებს არ ავტეხ.
ხელები გაასავსავა.
- არადა, ველოდი.
მხრები ავიჩეჩე და ბლინი ჩავკბიჩე.
-გემრიელიცაა.
-შედარებას ნუ გაუკეთებ. ვიცი ისედაც.
ჩაიცინა და მარლბორო შავი გოლდი ტუჩებში მოიქცია.
-ნუ ეწევი რა.
- დისკრიმინაციის სუნი მცემს- ჩაიცინა და ღმა ნაპასი დაარტყა. საშინლად
უხდებოდა მაგრამ რაღაცნაირად პირველად მომხვდა გულზე, რომ გოგო
ეწეოდა. აქამდე ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია.
-ისე გითხარი.
თავი დავიცავი და უკვე მეორე ბლინზე გადავედი.
-გემრიელია?
-შენ ვერ შეგედრება.
ეს მართლა წამოვროშე?! აშკარად თავის ტკივილი აზროვნების საშუალებას
მიქვეითებდა.
გაოცებული მიყურებდა მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. თავი ჩახარა და
ქვემოდან ამომხედა.
-წუხელ.. რამე მოხდა?
-ლამის გაშიშვლდი სახალხოდ.
-ეგ ვიცი.
-მეტი არაფერი.
მხრები ავიჩეჩე.არადა როგორ მინდოდა მიმეხალა რომ ყველაზე მეტად
ადამიანში ტყუილი მაღიზიანებს.მითუმეტეს ჩემს სუფთა ნიკუშაზე
შეწმენდილი ხელები.
-ანუ მეძინა...
-სექსი არ გქვონია, ქალიშვილო.
დავცინე და ჭამა დავამთავრე. დამებღვირა დამცინავი მზერით და მხარი
გამკრა. თითქოს ხომ ასეთი თამამი იყო მაგრამ რაღაც დიდი ხიბლი და სევდა
იმალებოდა მის თვალებში. გუშინ ეჭვიანობამ რა აღარ გააკეთებინა. ფაქტი
იყო მოვწონდი, თუმცა რა მიკვირს. მან ხომ შეხვედრის დღესვე ამიხსნა
სიყვარული.
ვარდისფერ ბაგეებზე მივშტერებოდი, თავი ჩახრილი ჰქონდა და
აუჩქარებლად ეწეოდა. მისი ნიკაპი ხელში მოვიქციე და თავი ავაწევინე.
გაურკვეველი მზერით შემომხედა და ოდნავ წამოიწია რომ გამსწორებოდა.
მის ტუჩებს ნაზად წავეტანე. კანის თხელი ფენა ერთნაეთს ეხება და სხეულში
სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ასეთი რამ აქამდე არ განმიცდია, თითქოს
თავის ტკივილიც მივლის. კოცნაში ამყვა, მაგრამ მალევე გამწია და სიგარეტს
გახედა.
-უნდა გადავაფერფლო.
ჩამეცინა. ეს თავის არიდების ახალი ხერხი იყო აშკარად.
-ნატალია, გასაგიჟებელი ქალი ხარ.
-შენ კი, ისევ მთვრალი ხარ.
გამიცინა და ყურს უკან თმა გადაიწია. როგორც ჩანს ჩემს ნათქვამს კარგად
იმახსოვრებდა და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავდა.
-იცი..
რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ტელეფონი ამიბზუილდა, რამაც პირი
დააკუმინა. უხერხულად შევიშმუშნე და ვუპასუხე.
-ადგილზე ვართ. სადაც შევთანხმდით. ქეში მოიტანე,არანაირი ჩეკი არ მინდა.
ჯანდაბა! წამით ვერ მივხვდი, რა შეხვედრა, რა ქეში, რა ჩეკი. უცებ ტვინში
დამარტყა და საკუთარი პროფესია გამახსენდა. ეს არასდროს დამვიწყებია.
ამნეზიის მიზეზს გავხედე. აუჩქარებლად ეწეოდა.
-მალე ვიქნები.
დინჯად ამოვილაპარაკე და ნეწრყვი მძიმედ გადავყლაპე.
-უნდა წავიდეთ.
-მპატიჟებ?
-არა, ანუ უნდა წავიდეთ მაგრამ ცალ-ცალკე.- ხელებით ავუხსენი და საკუთარ
ოთახში გავვარდი. იმ ხალხთან ხუმრობა არ შეიძლებოდა. ყველაფერი
სერიოზულად უნდა მიმეღო და ქალზე არუნდა მეფიქრა.ბიბლია გამახსენდა,
რატომ ვაიგივებდი ევას ნატალიასთან? მითუმეტეს მე ადამზე ჭკვიანი ვიყავი.
ბევრი არ გვისაუბრია, გაოცებული დარჩა ჩემი უცაბედი საქციელით, მაგრამ
არაფერი უკითხავს. მანქანით გავიყვანე და იქ დავტოვე სადაც მითხრა.
სწრაფად ვატარებდი. “ინვესტორებთან” დაგვიანება არ იყო კარგი იდეა,
მითუმეტეს როცა ეს ნარკო-ბანდას ეხებოდა.
-დავითი?
-დამიანე.- წესიერადაც არ ახსოვდათ ჩემი სახელი ამ ნახევრად ჩაკაიფებულ
“ბოსებს”. თუმცა რეალურად ისინიც სხვისგან იყვნენ დავალებულნი.
ყველაფერი სწრაფად მოხდა. როგორც ყოველთვის პირველი ფულის მიღება
იყო. ფულით გატენილი კონვერტი გავუწოდე ერთერთს და თვალი პატარა
კონტეინერს შევავლე, რომელიც თავისუფლად მოთავსდებოდა ჩემი მანქანის
უკანა სიდენიაზე. მთავარი იღბალი იყო,რომ შემოწმების გამო პოლიციას არ
გავეჩერებინე. ეს არასდროს ხდებოდა. მიმართლებდა, მაგრამ ვაი თუ რამე
მოხდებოდა, წინასწარ ათამდე სცენარი მაინც მქონდა თავში წარმოდგენილი,
როგორ წავიდოდა სიტუაცია და როგორ გამოვიძვრენდი თავს.
-როგორც იცოდი, წამალი და . აზიური ჯიშისაა ძმაო, შენს ადგილას
ცოტას ჩემი თავისთვის დავტოვებდი.
-მოიცა, მოიცა. ფხვნილი?
კოკაინი ვიგულისხმე. არვიცი, ამ სიტყვის წარმოთქმა საკუთარ თავზე ძალიან
ცუდ შთაბეჭდილებას მიქმნიდა ხოლმე.
-ეგ არ ყოფილა. რაღაცეები შეიცვალა.
-კარგი, კარგი.
მათთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. ისინიც დავალებულები იყვნენ და
ჩალიჩი რომ ამ ყველაფრის თავს მივწვდომოდი, ძალიან მეზარებოდა.
-მოლაპარაკება იცი, სამ თვეში საქონლის ნახევარი მაინც უნდა გაასაღო. 40%
ჩვენია. დანარჩენი შენი.
-ვიცი. სამი თვე დიდი დროა.
-შენნაირი გაქექილი ტიპისთვის კი. გაგვიგია კარგად ყიდისო.
მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე.ასეთებთან ჩემი ბიზნესის გადაშლას
ყოველთვის ვერიდებოდი.
საქონელი სარდაფში დავაბინავე. ზედმეტად ბევრი იყო მართლაც. მუდმივ
კლიენტებს ახალს რომ დავანახებდი, ახლები მალევე მოაწყდებოდნენ ჩემი
ოფისის კარს.
-აქ რა მტვერი დგას, რახდება.
ნაბიჯების ხმაზე უსწრაფესად მივიხედე. თვალსაჩინოდ არაფერი მელაგა,
მაგრამ მაინც ოდნავ სიფრთხილე მმართებდა.
რაფო ჩემკენ ღიმილით მოიწევდა.
-რაფიკ, არ გელოდი. მოდი, მოდი. მალე ნიკუშა მოვა. ხო გახსოვს, ჩემი
ძმაკაცი.
-ის აყლაყუდა პოლიციელი?
ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა. მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
-აქ რა ხდება მართლა, უბორკა გაქვს?
- რა უბორკა, ბიჭო. პროსტა რაღაცეები გადავანაცვლე რა.
ცხოვრებისეული წესი: არარის საჭირო სიმართლე ყველას უთხრა,
მიუხედავად იმისა ეს შენიძმაკაცია თუ არა.
დიდად არც მინდოდა წამალზე საუბარი რაფაელთან. რახან მითხრა
გადავეჩვიე და თავი დავანებეო, მისი მჯეროდა, არც მინდოდა წამოეწყო.
როგორც ძმაკაცი ასე მხარში დავუდგებოდი.
-აქ უჩემოდ ქეიფის სუნი მცემს?
კიბეებზე ხმაურიანად ჩამოირბინა ნიკუშამ. მან და რაფომ ერთმანეთს
სიცილით თავი დაუკრეს.
-ქეიფს ნუ მახსენებ.
თვალები ავუბრიალე და მაგიდაზე მოვკალათდი. სიგარეტს მოვუკიდე და
გავაბოლე.
-არ მიაქციო ყურადღება.ერთმა გოგომ გამოაშტერა.
ხელი ჩაიქნია ჩემზე ნიკუშამ დაერთ წინადადებაში გამყიდა. რაფაელს
უხერხულად გავხედე.გაღიმებული, წარბ აწეული მიყურებდა.
-აბა შეყვარებული არაო?
რაფოს კითხვაზე მე და ნიკუშამ ერთდროულად გავიცინეთ, მაგრამ მალევე
დავსერიოზულდი როცა მკითხველის სახეს ოდნავი ღიმილიც არ გადაეკრა.
-რაიყო, რამე ხდება შენკენ?
ვკითხე დინჯად და ნიკუშას სიგარეტი გადავაწოდე.
-სიყვარულზე ჩავფიქრდი რა, მეორე წელია სი*ივით დავსდევ ერთ გოგოს.
-არ მჯერა, რომ შენ, რაფაელი ვინმეს დასდევ.
-აი მაგის გამო მოვეშვი ამ მომწამლავ ამბებს თორე. ჰა..
ხელი აიქნია და საკუთარ სიგარეტს მოუკიდა.მშვიდად ჩაიგუბა ნიკოტინი და
თხრობა განაგრძო:
-მგონი ზოგ ადამიანს საერთოდ არ შეუძლია სიყვარული. რაც არ უნდა
ახლობლები იყოთ, რაც არ უნდა ბევრი გადაიტანოთ ერთად, რაც არ უნდა
სითბო და სიყვარული აფრქვიო, არ უყვარხარ. იმიტომ კი არა, რომ შენი
სიყვარული არ გამოსდის, ვერ უყვარხარ. უბრალოდ არ შეუძლია ეს
სიყვარული და მორჩა.
-მაგარი გულ ნატკენი ყოფილხარ.
სახე მოისევდიანა ნიკუშამ. რაფოს სიტყვებს დავუფიქრდი. ალბათ მართალი
იყო. ვხვდებოდი რომ მაგარი იღბლიანი ვიყავი. სიყვარული ასუსტებდა. აგერ
ამის ნათელი მაგალითი - რაფო, წინ მეჯდა.
-სამი უკიდურესობა ვზივართ ამ ოთახში, თუ რაცაა- ხელი მოავლო სარდაფს
ნიკუშამ- აგერ ამას ვერავინ შევაყვარე ჩემ გარდა, შენ სიყვარულისგან
დაფერფლილი ხარ შენი სიგარეტივით, მე კიდე შეყვარებული მყავს და მგონი
თქვენ ორისგან ჯერ კიდევ კაი ხანი შორს ვარ.
თავი შეიქო და პატარა ოთკუთხედი მაცივრიდან სამი ლუდი ამოიღო.
სათითაოდ ჩამოგვირიგა.
-შეყვარებულობას არ ვგულისხმობ და ‘რომანწიკულ’ ამბებს მარტო. ზოგადი
ამბავია.
ხელებით აგვიხსნა რაფომ. მხოლოდ ახლა ვხვდებოდი რომ ორი ადამიანი
საუბრობდა, მე კი ჩუმად ვიჯექი. ან რა მეთქვა. ყველა გრძნობა გამოვლილი
მქონდა სიყვარულის და შიშის გარდა. რაც არ ვიცი იმაზე არც ვსაუბრობდი,
რომ მერე თავი ცნობილი გამოთქმით არ მემართლა “არცოდნა არცოდვააო”.
-წყევლასავით არის ალბათ, განაჩენივით. როგორია, ვერ გიყვარდეს. აი ამას -
ხელი მკერდზე მსუბუქად მომარტყა ძმაკაცმა-დაშენს გულის დამჩეხს ეხება.
ნიკუშას დავებღვირე.
-რა წყევლა, ასეთი ამბების შემხედვარე დაწყევლილი კი არა, დალოცვილი
ვარ.
რაფო ჩემმა სიტყვებმა და უკბილო იუმორმა ოდნავ გააღიმა.
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ორმა კაცმა სასწაული განტვირთვა
მომიტანა დღევანდელი საქონელის შემდეგ. მათთან ამაზე სიტყვა არ
დამიძრავს, და ალბათ არც არავისთან დავძრავდი.
დღეები იწელებოდა, ზური როგორც იქნა გადავიდა ისევ წყნეთში, იმას არ
ვამბობ რომ ხელს მიშლიდა. სახლში ისედაც იშვიათად ვიყავი. ჩემი ვარაუდი
გამართლდა და შეკვეთების რაოდენობამ საკმაოდ იმატა. უკვე იმაზე ფიქრიც
დავიწყე ერთი სეიფი ხომ არ მეყიდა და ფულის კარადაში შენახვისგან თავი
დამეზღვია.
ამაზეც ვიფიქრებდი.
ნატალია სოციალურ ქსელში უფრო კონტაქტური აღმოჩნდა, ვიდრე
რეალურად. ალბათ ასეცაა, გოგოები იმათთან იხსნებიან ვისაც პირისპირ ვერ
ხედავენ. ეს სხეულის დამალვას გავს ტანსაცმლის ქვეშ. როცა შენს წინ
პირველად შიშვლდებიან ხმას ვერ გცემენ, ჩაცმულნი კი სიტყვას ფეხივით
გიბამენ.
უჭკვიანესი იყო ნატალია, არ მეგონა მაგრამ შემაჯამებელი გამოცდისთვის
თემაც კი ჩამიწიკწიკა.
“ჩემთან ამოხვალ?”
გავაგზავნე და საწოლზე გადავწექი. დეჟავუმ დამიარა, მაგრამ ახლა მასთან
სექსზე მეტი მინდოდა. ანუ მინდოდა უბრალოდ ჩემს წინ მჯდარიყო და ისე
დამლაპარაკებოდა იმ სახვათაშორისო თემებზე, რაზეც ინტერნეტით დიდი
გული ჰქონდა. უპასუხოდ დამტოვა. ღრმად ამოვისუნთქე. დიდ ეკრანზე
ახალგამოსული ფილმი ჩავრთე. სანამ ტიტრები დასრულდებოდა აბაზანაში
შევიარე, მოვწესრიგდი. კბილებს ვიხეხავდი მაგრამ ვინ გაცდის. ამ ლიფტის
ფულის ასაგროვებლად სულ ღამ-ღამობით უყვართ მეზობლებს სიარული.
პირში ჯაგრისჩადებულმა გავხსენი კარები და ლამის დორბლები ვყარე, როცა
ნატალია დავინახე. ასეთი უფრო მომწონდა. მხოლოდ თვალებ დახატული,
უბრალო ტანსაცმლით და ბათინკებით.
კარი ფართოდ გავხსენი და თვითონ აბაზანაში დავბრუნდი. კარგად დავიბანე
სახე.
ნატალია უკვე ჩემს ითახში იყო და ფილმს უყურებდა.
-დეჟავუს გრძნობა მაქვს- ისე მითხრა რომ ეკრანისთვის თვალი არ
მოუშორებია. გამიკვირდა რომ ჩემი გაქაფული პირი მასხრად არ აიგდო.
გვერდით ჩამოვუჯექი და კედელს მივეყრდენი.
-მე არა.
გამომხედა და გამიღიმა. უბრალო გოგოს მაცდური ღიმილი.
-დღეს ისეთი ამინდი იყო, შენი თვალებივით ლურჯი ცა.
ამოვიბურტყუნე, ვიგრძენი სისხლი სახეზე როგორ მომაწვა და თავი ძალიან
სულელურად ვიგრძენი. ჩემს სიტყვებზე ტუჩები გააპო და ჰაერი ერთიანად
გამოუშვა. თავი წამით დახარა, მისი შემხედვარე ღიმილს ვერ ვწყვეტდი.
ორივემ ყურადღება ფილმზე გადავიტანეთ.
-შინაურ ცხოველზე არ გიფიქრია?
-რა?!
ყველაფერს ველოდი ამ კითხვის გარდა. უფრო სწორად ყველა თემას, და არა
შინაურ ცხოველებს.
-რავი.. არა. ბავშვობაში მყავდა ძაღლი და მეზობელმა მანქანით გადაუარა.
იმდენად უგულოდ ჩავილაპარაკე ნატალიას თვალები გადმოეკარკლა. არადა
ასეც არ მინდოდა გამომსვლოდა. თავის დროზე ამ ამბავზე ოხრად ცრემლი
ვღვარე.
-არ გინდა ვინმე გყავდეს ვისაც ეთამაშები?
-ეს კითხვა ორაზროვნად მივიღე.
გამოვუტყდი და წარბები ავუწიე. თამაშისას მხოლოდ ჩემი ოინები
მახსენებოდა. და ის ხშირ ვარიანტში რა ცუდად ვექცეოდი გოგონებს.
გამონაკლისი წინ მეჯდა. გულაჩქარებული ვუყურებდი მის გაღიმებულ სახეს,
როგორ მესაუბრებოდა.
-არა.
ვუპასუხე პაუზის შემდეგ.
-ვფიქრობ, ძაღლი მოგეწონებოდა.
-თუ არ მომეწონა?
-მიეჩვევი.
ძალიან სწრაფად დამიბრუნა პასუხი და კედელს მიეყრდნო ჩემსავით. ფილმი
თავისთვის მიდიოდა.ხმაც კი არ გვიშლიდა ხელს.
-ანუ მაინც მომეწონება?
ვკითხე და ჩავიცინე.
-არა, აი მარტივად აგიხსნი.
ჩემსწინ მოკალათდა და ფეხები გადააჯვარედინა.მის ბავშვურ ქცევაზე
ჩამეცინა.
-შეჩვევა არ ნიშნავს რომ ის მოგწონს. მაგალითად, შენ ხომ მე შემეჩვიე.
- საიდან მოიტანე?
მისმა ახსნა-განმარტებამ იმდენად დამაბნია სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ვფიქრობდი
და ვაანალიზებდი რომ არ შემელო მეფიქრა და გამეანალიზებინა, რეალურად რა
მითხრა. აი რა დამმართა ყინულის თვალება ნატალიამ.
- ყოველდღე ვკონტაქტობთ- თითქოს ჩემი კითხვისგან დარცხვენილმა თავი ჩახარა
და მოიბუზა.
- მეგობრებიც, ყოველდღე კონტაქტობენ, ნატალია. მეგობრებს ეჩვევი, აბა შენ რა
გგონია?
- არაფერიც არ მგონია, მე არ მყავს მეგობრები.
დააბოლოვა თუ არა ღრმად ნაწყვეტად ჩაუშვა ჰაერი ფილტვებში და საკუთარ პატარა
ჩანთას დაეჯაჯგურა. ხომ ვამბობდი, იყო მასში რაღაც სევდიანი. როგორ შეიძლება
ადამიანს ერთი მეგობარი მაინც არ ყავდეს? მით უმეტეს გოგოს. ვისთან ერთად დადის
შოპინგებზე, კაფეებში საჭორაოდ? მაგრამ ეს ხომ ნატალიაა, ალბათ საყიდლებზე და
გოგოშკურად სალონებში ყოველ კვირა არ დარბის.
სანამ ფიქრებში გართული ვიყავი, მოასწრო თავისი პატარა მოწითალო ჩანთიდან
მარლბოლო შავი გოლდის ამოღება. კიდევ ერთი დასკვნა, ანუ ასე თუ ისე
პროგნოზირებადია. სულ ერთი მარკის სიგარეტს ეწევა.
- აქ მოწევა შეიძლება?
- კი, მაგრამ ნუ მოწევ.
- თეთრეული ახალი გამოცვლილი გაქვს?
წარბ აწევით მკითხა. რა?!
-აა..არა..?
- მაშინ მიზეზს ვერ ვხედავ.
მხრები აიჩეჩა და გემრიელად გააბოლა. კოლოფი საწოლზე მოშორებით დადო, ანუ
მანიშნა თუ გინდა ჩემთან ერთად მოწიეო. არ მინდოდა. არ მომწონდა რომ ეწეოდა.
- მეგობრობაა, როცა ერთმანეთს მავნე ჩვევების დაძლევაში ეხმარები.
გავუღიმე მსუბუქად.
- ჩვენ მეგობრები ვართ?
- არა?
- არ მეგონა, მეგობრებთან სექსით თუ კავდებოდი, ან თუ კოცნიდი, ან სახლში ღამის
გასათენებლად თუ მოგყავდნენ.
ამოიხვნეშა და ბრაზმორეული აუჩქარებლად წამოდგა ფეხზე. ვერ მივხვდი რას
აკეთებდა მაგრამ ფანჯრაში გაბნეულმა გადაფერფლილმა სიგარეტმა ყველაფერს
მიმახვედრა და აზროვნების რეალური უნარი დამიბრუნა. როგორც იქნა!
მე რა ახლა, მართლა მეგობრობაზე დავუწყე მას საუბარი?
რა დებილი ხარ, დამიანე! დე-ბი-ლი. ვერც იმას ვეტყოდი ჩემი კვლევის ობიექტი
ხართქო და ვერც იმაზე შევეწინააღმდეგებოდი რომ მისი ბაგეების დაკოცვნა ასე
მსიამოვნებდა.
- მართალი ხარ.
წარბები ამიწია, მისი თვალები მეუბნებოდნენ “ხომ ვამბობდი” და საკუთარ ჩანთას
ხელი დაავლო.
-მიდიხარ?
- თუ დავრჩები, მგონია რომ შენს მეგობრულ საზღვრებს დაარღვევ და შემდეგ მე
დამაბრალებ.
უკვე დამცინოდა, მისი ტონი დამცინავი იყო, ამას ვგრძნობდი.
- უბრალოდ დარჩი.
- დამიანე, როგორ დავივიწყო ის საზიზღარი, სამარცხვინო ფაქტი, რომ ვიღაც
მკოცნის, მეალერსება და მერე მეგობარს მიწოდებს? ეს მგონი იმაზე დიდი
შეურაწყოფაა ვიდრე იმ კახპებთან ჟიმა*ბა, ხუთ წუთში რომ აგდებ.
ესეც ასე, გამოაჩინა კლანჭები. მომწონდა მისი პირდაპირობა და სიუხეშე. როგორც
ჩანს როგორც მე ვერ მომელენებინა მისი ნიკუშასთან გართობის ტყუილები, ვერც მას
მოელენებინა ის შავგვრემანი ნახევარ საათიანი გოგო, ვისთანაც შემომისწრო.
ჩემი ოთახი თურქული სერიალის გადასაღებ მოედანს ემსგავსება.
საკუთარ თავს დავცინი.
- მგონი მაგის მერე საკმარისი დრო გავიდა. არც შენ ხარ ანგელოზი.
- მერედა, მითქვამს რომ ვარ?
ჩაიცინა და ზღურბლს გასცდა. ფეხი ავუბი. ამ შუაღამეს მართლა წასვლას აპირებდა?!
მხოლოდ იმიტომ რომ მეგობარი ვუწოდე?
აი აქ განვიცდი პროფესიულ დაკნინებას, რაც გოგოებთან ურთიერთობას მოიაზრებს.
მისნაირთან შეხება ჯერ არ მქონია, ჯერ არ მოვქცევივარ გოგოს ასე. ამდენი ხანი მგონი
გოგოსთანაც არ მქონია ურთიერთობა. და ორი თვე სრულიად საკმარისი იყო
იმისთვის რომ დიდი დრო დამერქმია ჩემი ასეთი ცვალებადობისთვის.
ზუსტად ამას ჰქვია მოგონება გამოწვეული წარსული უარყოფითი გამოცდილებით!
რომ ცდილობ გაიხსენო ერთხელ მაინც იქნებოდი ასეთ სიტუაციაში, მაგრამ არა, არ
ვყოფილვარ. ვცდილობ გავიხსენო როგორ დავიძვრინე თავი ასეთი სიტუაციისგან,
მაგრამ როცა თვითონ სიტუაცია არ არსებობდა, ქმედებაც არ იარსებებდა. მგონი
ვდებილდებოდი.
ჩემს ცხოვრებას ნამდვილ საეკრანიზაციო მომენტად არ ვაქცევდი. აუჩქარებლივ
დავედევნე, ხმის ამოუღებლად. თორემ ისევ რაიმე სისულელეს წამოვროშავდი.
ჭკვიანი გოგო იყო, საპასუხოს მაშინვე მომიფიქრებდა.
უკან მოუხედავად დატოვა ჩემი სამფლობელო და მეტიც, კარიც კარგად მომიჯახუნა.
ხვალ მეზობელი ამის გამო კარგად გამომლანძრავდა, მაგრამ არც პირველი იქნებოდა
და ალბათ არც უკანასკნელი. ასეთი ჩვევა იმის მერე მქონდა, რაც დაღლილ
დაქანცული ამოვდიოდი ხოლმე ოფისიდან და გაუცნობიერებლად ვაბრახუნებდი
კარს. ახლა ნატალიაც დაემატა.
რაღა დამაძინებდა. საკუთარი ოთახის უკვე გამაღიზიანებელ წითელ შუქებში
ჩავიკარგე და პროექტორი გავთიშე. სიგარეტი გავაბოლე და ფანჯრიდან იმის იმედით
გავიხედე რომ სადმე ნატალიას მოვკრავდი თვალს.
არასდროს მყოლია ნამდვილი შეყვარებული და არასდროს მიზრუნვია ვინმეზე, თუ
ნიკუშას და ჩემს ძმას, ზურის არ ჩავთვლით. ახლა კი ვფიქრობდი, როგორ მივიდოდა
სახლში ამ შუაღამისას?
არ ვაპირებდი მთლად გავბანალურებულიყავი და ცოტა ხანში დამერეკა. ისიც ალბათ
ბანალურად არ მიპასუხებდა, ასერომ საწოლი ავშალე და შიგნით შევწექი.
***
-ღრუბლებიდან ჩამოფრინდები დამიანე?
ხელი ამიქნია ცხვირწინ ნიკუშამ. ლექციაზე მეძინა, როგორც ყოველთვის და როგორც
ამ ბოლოდროს. ასე უცაბედად ბოლოს ნატალიამ გამომაფხიზლა. ორი დღე გავიდა
მას შემდეგ და არც ლექციებზე ჩანდა. მაინც გავბედე და ერთადერთ სანდო ძმაკაცს
კითხვა პირდაპირ დავუსვი.
- შენ რომ ყინულის პრინცესას ეძახი, ის ხომ არ შეგხმიანებია?
- რაიყო დამიანე, ჩემი და რაფოს კლუბში შემოსვლა ხო არ გინდა?
- მგონი, ისევ თამაშგარეთ ვარ.
- ანუ მგონი, არა?
ნიკუშა უკვე მაღიზიანებდა. ცხოვრებისეული ფაქტი: ადამიანს სიმართლე
ყოველთვის აღიზიანებს, და მომავალშიც ასე გაგრძელდება, სანამ კაცობრიობა
იარსებებს.
მაგრამ მაინც არ შევდიოდი მათ კლუბში.
ჩემმა კითხვებმა ფუჭად ჩაიარა, საინტერესო ძმაკაცისგან ვერაფერი გავიგე. რა
გაეწყობოდა. დარეკვა მართლაც არ მინდოდა. რამეს ისევ ავურევდით ერთი ან მეორე.
მერე ისევ შეიცვლებოდა, ერთ დღეს ჩემთან მოკუსკუსდებოდა ბატინკებით და მეორე
დღეს თავს ამარიდებდა გამომწვევ ტანსაცმლით შემოსული.
აი ამას ერქვა ნამდვილი წამება.
წამებში დავიგეგმე მომდევნო რამდენიმე საათი და სახლში გავეშურე. მალევე ჩემი
რაფაელიც ამოვიდა. ცოტა მილაგ მოლაგებაში დამეხმარა.
-მთელ ამბებში ხარ ხო? რო ჩამოვდიოდი ორი ტიპი ამოდიოდა აქეთან.
-არც მკითხო რაფო. თუ ყველაფერი კარგად წავიდა ბოლოს შენზე და ნიკუშაზე ერთ
კაი ქეიფს და ზღვის პირას დავენებას მე ვკისრულობ.
გულიანად გამეცინა და ბიჭები ერთმანეთს გადავეხვიეთ.
-თავს როგორ ართმევ?
ვკითხე შეპარვით.
-მთავარია არ გავეკარო, დანარჩენი სიგარეტით გამაქვს.
დამაჯერებლად გამიღიმა.
-ხომ იცი ყველანაირად დაგეხმარები. ამ ნაგავს არ ვგულისხმობ- ხელი მოვავლე ჩემს
ოფისს.- ნამდვილ მხარში დგომაზე ვსაუბრობ.
-ვიცი, დამიან. მაგიტომაც გაფასებ. კარგი ბიჭი იყო რაფაელი. ოდნავ წარბი
უთამაშებდა ხოლმე ნევიულად. როცა ბრაზდებოდა ნებისმიერი რამის გაკეთება
შეეძლო მაგრამ რაც ჩემთან გამომჟღავნებული გქონდა, კარგი გულის პატრონი იყო.
ერთმანეთის პირადში არ ვერეოდით. ალბათ ყველა მეგობრობა-ძმაკაცობას აქვს
საზღვრები, ხომ ასეა?!
შენი პირადი, ღრმა ფიქრები მხოლოდ ერთეულებმა იციან. ჩემი და რაფოს
შემთხვევაში კი ეს ერთეულები არ არსებობდა, საკუთარი თავისთვის ვინახავდით
ყველა ემოციას.
რომ ვუთხარი გავდივარ, კლიენტებს უნდა შევხვდეთქო, მხოლოდ ის იკითხა სად
მივდიოდი და მალევე ჩამომშორდა. ვატყობდი, მართლა აღარ უნდოდა ნარკოტიკთან
რაიმე, ოდნავი სიახლოვე მაინც ჰქონოდა. ალბათ ასეა, თავს რომ ანებებ ჯობია არც კი
შეხედო, არც კი დაინახო ის რაც ადრე სიამოვნებას ერთიანად განიჭებდა და
ამავდროულად გფიტავდა, ძალას გაცლიდა.
ჩაბნელებულ პარკში ვიჯექი, საფირმო ღამის ტანსაცმლით. ანუ შავებში და მესამე
კლიენტს ველოდებოდი. რაღაცნაირად მოსაბეზრებელი სამუშაო მქონდა, მაგრამ
ამდენ ფულს სხვანაირად ვერც ვიშოვიდი. არ ვაპირებდი ჩემი მშობლების
დადანაშაულებას, მაგრამ რეალურად ყველაფერი ჩემი ავარდნილობის და მათი
ბრალი გამოდიოდა.
- შენ ბიჭო ნორმალური ხარ, ამხელა კაცი ყელზე ჩამოკონწიალებული თითებით რო
ვეხვეწები შენს დირექტორს, სკოლაში შენ და შენი უტვინო ძმაკაცი დაგტოვოთ?
შეიღრინა მამაჩემმა და ხელი უხეშად აიქნია.
- დაანებე ლაშა თავი. ხოიცი ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს.
თითქოს დამიცვა დედაჩემმა, მაგრამ მის სიტყვებში ჩემს მიმართ მომართული
აგრესია უფრო იგრძნობოდა.
-ან ზურიკას რა მაგალითს აძლევ, არ გრცვენია? იმის გამივრად რომ კაცობა ასწავლო,
ბავშვს თქვენი სათადარიგო გეგმებისთვის იყენებთ თურმე!
- შემეშვი და დაუჯერე დედაჩემს.
ჩამეცინა და ზურგი ვაქციე.ზუსტად ეს იყო პირველი ჩემს მიმართ დაშვებული
შეცდომა. არასდროს აქციო ზურგი მშობელს როდესაც გეჩხუბება და ცდილობს რაიმე
შეგაგნებინოს.
მოკლედ ყველაფერი მაგარი ალიაქოთით დამთავრდა. წივილ კივილი. დედაჩემი
ცალკე ზურის უკიოდა შენი ოთახიდან არ გამოხვიდეო. მამაჩემი საერთოდ
ზურიკელასთან კონტაქტს მიკრძალავდა. ხოდა ამომასხა, ორივეს ის ჩემზე მეტად
გიყვართ მეთქი და კარიც გავიჯახუნე. გენები რის გენებია, ლაშა რომ არ დამწეოდა.
საერთოდ აღარ დაგინახო აქ მოსულიო და ეგიყო. თინეიჯერ, 18 წლის ბავშვს მეტის
თქმა არც დამჭირდა. მეორე დღესვე გადავურეკე ნიკუშას, ბარგი ჩავალაგე და
მაგასთან წავედი. ისე რომ არცერთისთვის არაფერი მითქვამს. ერთადერთი ზურიმ
იცოდა სად ვიყავი. რამდენიმე დღეში ბინაც ვიშოვე ქირით, სადაც ეხლა ვარ ოღონდ
უკვე ნაყიდი მაქვს და ჩემი პირადი საკუთრებაა.
ალბათ ასე დაიწყო, ჩემი ნარკო დილერობაც. იმ დროისთვის ყველაზე იოლ საქმედ
მომეჩვენა. მოხალისესავით დავიწყე სხვადასხვა ბარებში გასაღება. მაგრამ ხომ
გაგვიგია, ერთხელ რომ ამოისვრები ნეხვში მერე გამოსვლა რთულიაო. ოღონდ ჩემს
შემთხვევაში მას მერე იმდენი წელი გავიდა, ამოსვლა შეუძლებელი გახდა.
უნივერსიტეტის ფულს ჩემით ვიხდი. არა, ასეთი ტირანი მშობლებიც არ მყავს.
რათქმაუნდა მალევე მეხვეწნენ დაბრუნდი დაბრუნდიო, მაგრამ არ დავბრუნდი. ეს
ერთის მხრივ კარგი გამოდგა. დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვიე და საჭმლის
კეთება ვისწავლე. პირველი რამდენიმე თვე ძირითადად უგემურ და დამწვარს
ვჭამდი, მაგრამ ნელნელა დაიხვეწა ყველაფერი.
დედაჩემმა ლამის დამიჩოქა კიდეც, ფულს ჩვენ გადაგიხდითო, მაგრამ დღმდე იციან
რომ მაგარ გაჩითულ კომპანიაში ვმუშაობ ასისტენდად და კარგი ხელფასიც
მაქვს.მაგარი სისულელე კია, ამ გახრიოკებულ ქვეყანაში ასისტენტს არავინ უხდის
იმდენს რომ უნივერსიტეტის ფული იხადოს, იცხოვროს და სახლი იყიდოს. დედა
დავაწყნარე. შენი ბრალი არაფერი არის მეთქი. მე მინდა ასეთქო.
ასე რომ, რამდენჯერმე თუ ავივლი თვეში მათ სანახავად. ამ ორი თვის განმავლობაში
კი სამჯერ მომიწია, ზურის გამო.
როგორც ვატყობდი კლიენტმა გადამაგდო, ან უბრალოდ გადაავიწყდა. ფეხების
ზლაზვნით წავედი სახლამდე. ნელა მივსეირნობდი, რომ გაჩერებაზე, ჩემგან ოცი
მეტრის მოშორებით ნაცნობი სხეული დავინახე. მაშინვე ტელეფონზე საათს
დავხედე. ღამის თერთმეტი სრულდებოდა. გზა უცებ გადავირბინე და ნატალიას
გვერდით მივუდექი. ვერ შემამჩნია, მბჟუტავი ლამპიონის შუქზე ჩანთაში იქექებოდა
და რაღაცას გამწარებული ეძებდა. მისი ნახვა ძალიან გამიხარდა, მაგრამ არ ვიცი, მას
იგივე ემოცია დაეუფლა თუ არა.
- რამე დაგეკარგა?
ვეცადე მხიარული ტონი მქონოდა, რომ ყველაფერი, წარსული დიალოგის ჩათვლით
გამენეიტრალებინა.
შეცბა, ნამდვილად არ მელოდა. თვალებში შემომხედა და მიცნო თუ არა თავი
ჩაქინდრა. ისევ ქექვა გააგრძელა მაგრამ ამჯერად მისი ღრმა, ანერვიულებული
სუნთქვა მესმოდა.
- ნატალია, პატარა ბავშვივით ნუ მაიგნორებ ამხელა კაცს.
- არ გაიგნორებ, მგონი სახლის გასაღები დავკარგე.
- ამიტომაც იქექები შუა ქუჩაში?
- არ იფიქრო რომ შენს დასანახად დავდივარ, აქვე ვცხოვრობ.
უხეშად მაგრამ თბილი ხმით მიპასუხა და სახე გაასწორა.
-იპოვე?
თავი დამიქნია და გზას გახედა. რამეს ელოდებოდა? აქვე თუ ცხოვრობდა ფეხით
წავიდოდა. უკვე შემჩნეული მქონდა რომ ღამე ფეხით სიარულის მოყვარული იყო.
ვციდლობდი მისი თვალებისთვის შემეხედა და რაიმე ემოცია დამენახა, მაგრამ
ვერაფრით ვახერხებდი. ყბების ძვლები ოდნავი სიგრილისგან დასჭიმვოდა და აქეთ
იქეთ აქნევდა თავს.
მხრებზე ხელები მოვკიდე და ერთ ადგილასგავაჩერე. მეც ადამიანი ვარ. მეც
მოთმინების უნარი გამაჩნია.
-ერთ დღეს ჩემთან ყოფნა გინდა, მეორე დღეს კი არაფრად მაგდებ. ამიხსნი ამ
საქციელს?!
ვცდილობდი არ მეყვირა. მეზიზღებოდა როდესაც სუსტი სქესის
წარმომადგენელთან ხმის აწევა მიწევდა. მითუმეტეს ნატალიასთან. თავისი
ყინულის თვალები, მიუხედავად იმისა რომ სულ ძირს იხედებოდა,
დაბნეულმა დაახამხამა, ხმადაბლა ყელი ჩაიწმინდა და შემომხედა:
-შენ რა.. გრძნობები გაქვს?
-ნატალია!
-რა? დამიანე.
-ყოველთვის ასეთი უნდა იყო?!
მისი მდუმარება ის იყო, რამაც თავიდან მიმიზიდა და იმაზე მეტად აქცია
ვიდრე უბრალო, ინტერესის ობიექტი. ახლა კი.. ახლა ეს მდუმარება ნერვებს
მიგლეჯდა!
-არვიცი,ვნახოთ...
-არ იცი, ვნახოთ? შენ სულ გააფრინე გოგო?
მხრები აიჩეჩა და სანახევრო ღიმილით რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა.
თუმცა ჯერჯერობით წასვლას არსად ჩქარობდა.
-მოიცა..
საშინლად დავიბენი და მივუახლოვდი, თვალებში მივაშტერდი. ახლა
სხვანაირი იყო.ის ცივი, გაყინული თვალები სხვაგან წასულიყვნენ და
სითბოთი, ტკივილით გაჟღენთილი მაცდური თვალის ჭრილის ფორმის
თვალები აქეთ-იქეთ იყურებოდნენ.
-რა ფერის თვალები გაქვს..
ჩემთვის უადგილო რეპლიკა წამოვროშე და თავი შევიბერტყე. თვალები
დაახამხამა და ისევ ძირს დაიწყო ყურება.
-ხო, განათებაზე სხვა ფერი ჩანს ხოლმე.
ნერვიულად ჩაიცინა და მიმოიხედა. ფერის დიდად არაფერი შემომჩნევია,
მაგრამ რაც დავინახე მართალი იყო. მისთვის არც უნდა მეყვირა. რას
ვთხოვდი…
-სახლში არ მიდიხარ?
ვკითხე და იქვე ჩამოვჯექი.
ნერვიულად აიბუზა და გარშემო მიმოიხედა. ძალიან უსუსური შესახედი იყო,
ასეთს რომ ვუყურებდი გული მეკუმშებოდა. ეს რაღა უბედურებაა დამიანე!!!
- მივდივარ.
- რავი, რაღაც ორ მეტრ კვადრატულს არტყავ წრეებს და.. უხილავი სახლი თუ
გქონდა არ ვიცოდი.
დამცინავად გამომივიდა, თუმცა არც კი გაღიმებია.მაშინვე სახე მომექუფრა.
მივუახლოვდი.
-წამო, ეხლა მაინც გაგაცილებ.
- არა, დამიანე.
ეს რაღა იყო. ხმა მგონი პირველად აუკანკალდა. ჩემი ეშინოდა თუ რა
ხდებოდა?!
-კარგი რა ნატალია, სამი თვეა ერთმანეთს ვიცნობთ. ერთხელ მაინც მომეცი
სახლში მიცილების უფლება.
წინადადება დავასრულე თუარა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ცარიელ
ქუჩას, სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ღრმად ამოისუნთქა.
გვერდით დავუჯექი. რაღაც ხდებოდა. მისი ასეთი მდგომარეობა ერთიანად
მყინავდა და მოძრაობის უნარს მაკარგვინებდა.
ცოტახანში მივხვდი, რომ ჩუმად ტიროდა. ვერ გავბედე მეკითხა რა მოხდა.
ხელი ჰაერში ავწიე რომ მისთვის მომეხვია მაგრამ უკან დავაბრუნე. ეს
ფილმებში მქონდა ნანახი, კიდევ ნიკუშა ასე იქცეოდა ნინისთან ხოლმე..
მტევანი მხარზეჩამოვადე და მსუბუქად მოვუჭირე რამდენჯერმე, ნუგეშის
მიზნით.
- შეგიძლია დამელაპარაკო.
ხმა ჩავიწმინდე.
ცოტა ხანი ისევ იმავე პოზიციაში სლუკუნებდა. თავის სახეს არაფრით
მანახებდა და მეც მტევან ჩამოსვენებული მის მხარზე, ჰორიზონტს
გავცქეროდი, სანამ საბოლოოდ არ დაწყნარდა და თვალებიდან არ გამოიხედა.
-დაუბრუნდი რეალობას?
-რა?!
- მე რომ თვალებს ვხუჭავ ან ხელებს ვიჭერ, სიშავეა ხოლმე.
მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე. ძალიან დიდ სისულელეებს ვლაპარაკობდი ამ
ბოლო დროს, მაგრამ ალბათ ნატალიასთან ყველანაირ, აკრძალულ თუ
დასაშვებ ზღვარს ვცდებოდი. ეს არც ჩემს თავს მოსწონდა.
- ყველაფერი კარგადაა. ახლა წავალ.
თავჩახრილმა გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. უცებ იმდენად გამხდარი
მომეჩვენა, ვიფიქრე გადატყდებათქო. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენება იყო.
აშკარად არ ვიყავი კარგად.
მთელი გულით მინდოდა მიმეცილებინა, მაგრამ საკმარისად ვიცნობდი,
საიმოსოდ რომ მცოდნოდა ეს ძალდატანებით არ უნდა გამეკეთებინა.
-თუ გინდა მიდი, გამოიცვალე, ან მე მოგცემ ჩემს ქურთუკს და სადმე გავიდეთ.
რაცარუნდა იყოს გულს გადააყოლებ.
გრილი ჰაერი ხარბად შეისრუტა ცხვირით. სიგარეტს მოუკიდა და თავი
დამიქნია.
-აქ დამელოდები?
-როგორც გინდა.
მხრები ავიჩეჩე. კიდევ დააქნია თავი თვალებში სწრაფად შემომხედა, ასევე
დაიგუბა ფილტვებში კვამლი და სწრაფი ნაბიჯებით მომშორდა.
გაჩერებიდან იქამდევადევნე თვალი სანამ რომელიღაც კორპუსს არ მიეფარა
და გაუჩინარდა. ღრმად ამოვისუნთქე. რატომ იტირა?! აშკარადრაღაცაზე
დარდობს. ყველაფერს გავარკვევდი, აფსოლიტურად ყველაფერს. მისი
ყინულის თვალების დნობას ვერაფრით ვუძლებდი!
თხუთმეტ წუთში ბარდიულზე გემრიელად მოკალათებულმა მისი სხეული
დავლანდე. მომდგარი ჯინსები, ტყავის ქურთუკი და ქუსლიანი ბათინკები
ეცვა. თმა გაეშალა და იდნავ დატალღული მხრებზე ჩამოყროდა.
იქამდე ვერ გავააზრე ჩემი უაზრო ღიმილი სანამ მისი სწორი ფეხები ერთ
მეტრში არ დამიდგნენ. თვალებში შევხედე და კვლავ გავუღიმე.
ნიკუშასთვის უკვე დარეკილი მქონდა. ვატყობდი არიყო ნატალია
ჩვეულებრივი გოგო, რომ კაფეში წავსუკიყავით, ან ატრაქციონებზე, ან კინოში.
ასერომ აბესაძე ამისთვის შესანიშნავი გამოსავალი იყო.
-მანქანა კორპუსთან მყავს.
-და სად..მივდივართ?
ყოყმანით მკითხა და ფეხი ამიბა.
-ნახავ. ზუსტად ვიცი, მოგეწონება.
-ანუ გენდო?
-როგორც გინდა.
ჩამეცინა. ჯელტმენივით გავუხსენი კარი, თვალები აატრიალა და შიგნით
მოთავსდა. სწრაფად მოვუარე ჩემს მხარეს და საჭეს მივუჯექი. კარგი, ჩემში
მოწოლიკი ადრენალინი, თუ რაც ერქვა სასწრაფოდ უნდა გამომეშვა აქედან.
სანამ მანქანას დავქოქავდი სწრაფად გადავიწიე ნატალიასკენ და გაყინულ
ტუჩებზე შევეხე. უბრალოდ მსიამოვნებდა. მოულოდნელობებით
გამორჩეულმა ახლაც არანაკლებ დავაბნიე, რადგან შეკრთა. მაგრამ არც
უყოყმანია ისე გამიხსნა ტუჩები და ცხელი ენა უნებართვოდ ამოგზაურა
ჩემთან ერთად.
სიამოვნებისგან გაბუჟებული ორ წუთში მოვშორდი. სანახევროდ ვხედავდი
როგორ ილოკავდა ღიმილით ტუჩებს. აქ ხმის ამოღება უკვე ზედმეტი იყო.
დანიშნულების ადგილას მალევე გავჩნდით. ნატალიას ტუჩებით
გაბრუებულმა იმდენად სწრაფად ვატარე, აზრზე ვერც მოვედი.
ნიკუშა ტრიალ მინდორზე მანქანას ფარებს შორის იდგა და წინა მხარეს
წამომჯდარიყო.
-როგორც იქნა.
თვალები დაგვიბრიალა, როგორც კი მანქანიდან ორივე გადმოვედით.
იქაურობას თვალი მოვავლე, ყველაფერი უკვე გამზადებული ჰქონდა. მისი
მანქანის და უკვე ჩემის ფარები არემარეს კარგად ანათებდა. სამიზნეები
ყველაზე მსხვილ ხეზე იყო გაკრული და მანქანის თეთრ სინათლეს თვალის
მომჭრელად ირეკლავდა.
ჩემი ყინულის პრინცესა აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს. მგონი, ვერაფერი
გაეგო.
-დალევ?
ვკითხე ხმადაბლა და მივუახლოვდი. თავი თვალებდახრილმა დამიქნია და
მზერა აბესაძეზე გადაიტანა.
-ანუ ასე, ნიკუშას ჯამბაზობას სთხოვ და ისიც პატარა ბავშვივით
გამამხიარულებს?
დამებღვირა და ნიკუშას ერთჯერად ჭიქაში ჩამოსხმული ლუდი გამოართვა.
-ჯამბაზზე უკეთესია ამ საქმეში.
თვალი ჩავუკარი. თვალებით მეკითხებოდა “სულელო დამიანე, რაზე
საუბრობ საერთოდ?! საერთოდ არარის რომანტიკული გოგოს ტყისკენ წაყვანა
შუაღამეს, შენს ძმაკაცთან ერთადო”
აბესაძეს თავი დავუქნიე. მისი ჭიქა იქვე მოათავსა და მანქანიდან პატარა
იარაღი ამოიღო.
ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ნატალიამ. ცივი მეტალის დანახვისას თვალები
აენთო. ახლა მართლაც ზღვასავით ლურჯი ჰქონდა.
-დაწყნარდი, არ დამივალებია რომ მოგკლას.
უკბილოდ ვიხუმრე, როგორც ყოველთვის და მასაც როგორც ყოველთვის
ჩაეღიმა.
-დაამთავრე და წამო.
ჭიქაზე ანიშნა ნიკუშამ. ყინულისთვალებამ ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა
ოქროფერი სითხე და ჭიქა მომაჩეჩა.
ვუყურებდი, როგორ მიიყვანა სამიზნესგან ათი მეტრის მოშორებით და ახსნა
დაუწყო.
-გისვრია ოდესმე?
-არა.
-მარტივია, თითი მსუბუქად აქ უნდა გამოკრა.
აუხსნა ნიკუშამ და იარაღი გადატენა. მეტრა სამოცდახუთი სიმაღლის გოგოს
უკნიდან ამოუდგა და მთლიანად დაჩრდილა, მაგრამ შესანიშნავად ვხედავდი
მე ნატალიას.
ხელებში დააჭერინა, თან ეუბნებოდა, რომ ღრმად ესუნთქა.
-დაუმიზნე და ისროლე, შეიძლება ააცილო, მაგრამ მთავარი გასროლის
მომენტია.რაც არუნდა გაწუხებდეს ამ ტყვიას გაატანე. მთელი ადრენალინი ამ
ტყვიას გაატანე.
თავი დაუქნია ნატალიამ და ჰაერი იმდენად ღრმად შეისუნთქა რომ მეც კი
გავიგე. იარაღი ორივე ხელს შორის მოიქცია და თვალი თავდაჯერებულმა
გაუსწორა.
-ოღონდ არსად წამოგცდეს, რომ ეგ ხელში დაგაჭერინე. მაშინვე
გამანთავისუფლებენ.- გაეცინა ძმაკაცს.
-გამოდის შენი მომავალი და კარიერა ამწამს ხელებში ჩამიგდე.
სრულიად ურეაქციოდ, სერიოზულად უპასუხა ნატალიამ რაზეც სიცილი ვერ
შევიკავე. ნიკუშა შეუმჩნევლად, ნელნელა მოშორდა და მე
გადმომხედა.მომღიმარმა თავი დავუქნიე. ვხვდებოდი რომ სწორ სიტუაციაში
ჩავაგდე ყინულის გოგო. ვუყურებდი, ისე ამაყად ეჭირა იარაღი, თვალის
დაუხამხამებლად უყურებდა, მაგრამ მოქმედებას არ ჩქარობდა, ღრმად
სუნთქავდა.
-რამდენი ტყვიაა?
ხმადაბლა იკითხა ნატალიამ, ისე რომ არ განძრეულა, თავიც კი არ შეუხრია.
-რავი, ექვსამდე იქნებ..
სიტყვა არ ჰქონდა ნიკუშას დასრულებული რომ ყურები ამიწიულდა,
ერთხელ..ორჯერ…სამჯერ…
შემდეგ კი წუილთან ერთად ნატალიას გახშირებული სუნთქვა მოედო
მდუმარე არემარეს. გაუძრევლად იდგა, თუმცა მისი მკერდი ადი-ჩადიოდა.
ტუჩები შუაზე გაეპო.
თავი ჩახარა და იარაღიც ხელის კანკალით დაწია. მოვუახლოვდი. ნიკუშა
დაშტერებული, წარბაწეული უყურებდა ხან მე, ხან მას.
-კარგად ხარ?
ხმადაბლა ვკითხე და ვეცადე მისთვის თვალებში შემეხედა.
-ასეთი თავისუფლება დიდი ხანია არ მიგრძვნია.
ამოიბურტყუნა და თვალებში შემომხედა.
ნასიამოვნებმა, ღიმილით თავი დავუქნიე, ხელიდან იარაღი გამოვართვი და
ნიკუშას მივაწოდე.
-და ხასიათი?...
პასუხად მისი პატარა მკლავების მოხვევა ვიგრძენი. მკერდზე თავი მომადო
და მისი სურნელით ერთიანად ამავსო. ნიკუშა უფრო მეტად დაშტერდა და
ლუდის ორ ლიტრიანი ბოთლი, მგონი მთლიანად ჩაცალა.
გაბადრული ვიდექი. ვერაფერს ვგრძნობდი. პატარა სხეული რომელიც
მეკვროდა, სიხარულს მანიჭებდა. იმ სიხარულს რომ მე მის უხასიათობას
მოვერიე.
აბესაძე კარგად მომზადებულიყო, მინდორზე მჯდარებმა კიდევ რამდენიმე
ლუდის ბოთლი გამოვცალეთ. ახლა სხვანაირი იყო ნატალია. იმაზე ბევრად
სხვანაირი, ვიდრე ნიკუშას დაბადებისდღეზე. იცინოდა, სიცილი საშინლად
უხდებოდა. უბრალოება ალამაზებდა. რამდენჯერმე ჩვენი ლაზღანდარაობის
დროს ჩვენი ტუჩებიც შეერთდნენ, მაგრამ ამაზე არცერთი ვაკეთებდით
კომენტარს. უბრალოდ იმ მომენტით ვტკბებოდით, რაც ახლა გაგვაჩნდა.
***
მაქსიმალურად ვცდილობ კომფორტი შევიქმნა, ჩემს პატარა ბინაში მაინც
შევქმნა მშვიდი და სასიამოვნო სამყარო, თუმცა არ გამომდის. არასდროს
ვყოფილვარ ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო გარშემო არსებული პრობლემები
დაეიგნორირებინა. ორი დღეა ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, მაგრამ
არაფრით გამოდის. სანამ ერთი მოვლენის გადახარშვას მოასწრებს ჩემი
გონება, უარესი ხდება.უარესსში კი ჩემი და ნატალიას ურთიერთობას
ვგულისხმობ.
მგონი ჭკუიდან ვიშლებოდი.
სოციალური ქსელით ვცადე მისი გამოჭერა და პირიდან სიტყვების ამოგლეჯვა.
მხოლოდ ის გავიგე რომ იმ ღამით იმდენად დაბნეული და ნასვამი მივიდა სახლში
რომ კიბეზე ფეხი აუცდა და თავი მოაჯირს ჩამოარტყა.
თან ეს ყველაფერი ისე ოსტატურად და მშვიდად მომიყვა, თვალები შუბლზე
ამივიდა. მე მის ადგილას და ნიკუშა მის ადგილას ერთმანეთს წუწუნში ამოვხდიდით
სულს. ნატალიას კი თითქოს არც აინტერესებდა საკუთარი დაბნეულობის ამბავი.
არადა ხომ ვხდედავდი, რეალურად არც ისეთი პროგნოზირებადი იყო როგორც
ვფიქრობდი. მის პიროვნებაში იმდენი ხასიათი ითქვიფებოდა, რამდენ გოგოსთანაც
ვყოფილვარ ცხოვრებაში. ანუ ბევრი.
საბოლოოდ გადავდგი ის ნაბიჯი, როგორც ნორმალურ, ზრდასრულ ადამიანს
შეეფერება სადმე დამეპატიჟებინა.
არა, ეს არ იქნებოდა პაემანი, არც რაიმე სხვა. უბრალოდ მის გვერდით ყოფნა
მინდოდა. მისი სიტყვები მახსენდებოდა და გულზე მწარედ მწკმეტტდა რაღაც.
დავიჯერო ასე ლაქუცა ძაღლივით შევეჩვიე?
შეულებელია. ხალხს მე ასე მარტივად არ ვეჩვევი. ან თუ სიმართლის რაღაც წვეთი
მაინც ურევია ამ ამბავს, ეს ყველაფერი შეჩვევაზე მეტია.
***
-ანუ ბილიარდს პირველად თამაშობ?
გამეცინა. გამოუცდელობა კიას დაჭერაში უფრო საყვარელს ხდიდა. თავი დამინქია.
დაიხარა რომ თავისი სვლა განეხორციელებინ. თმები გვერძე გადაეყარა. მის
საფეთქელთან სიწითლე და სილურჯე ნათლად იყო, თვალის არეალისკენ პუდრით
დაეფარა. აშკარა იყო რომ მაგრად ჩამოარტყა თავი.
მიხვდა რომ მივაშტერდი და თმები თავის ადგილას დააბრუნა.
- შენი ჯერია.
გამიღიმა და ჯოხი გამომიწოდა.
- სიმართლე თუ გაინტერესებს, ბილიარდი სატყუარაა. მე უფრო შენი ამბების მოსმენა
მაინტერესებს.
ჩაეცინა, კია იქვე ჩამოდო და თვითონაც ჩამოჯდა.
ჩვეულებრივი მაისური, მაგრამ კარგად მომდგარი ჯინსები ეცვა.
- თუ ღმერთის გწამს, დამიან. ჩემი ამბები?!
- არა, ღმერთის არ მწამს.
მისი გაცინებული სახე ნელნელა დასერიოზულდა. პატარა ბავშვს დაემსგავსა,
რომელსაც ტრაგედიას ეტყვიან და იქიდან გაქცევა სურს. არადა დიდად მორწმუნეს
არც თვითონ გავდა. მისი ქცევებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებდი. არიყო
მონაზონივით გოგო. ძალაუნებურად მის სახეზე გამეცინა. უფრო დაახლოვა წარბები
ერთმანეთს და ყინულის თვალები შემომანათა.
–რატო იცინი? – მკითხა დაეჭვებულმა.
-ღმერთი არ არსებობს -თავი გავაქნიე და წამით ჭერს ავხედე, შემდეგ მის ლურჯ
თვალებს დავუბრუნდი. შოკისგან თვალებგაფართოებულმა გამომხედა.
- არსებობს! - იმდენად მკაცრად მითხრა, უცებ წარმოვიდგინე ბავშვურად როგორ
წამოხტებოდა ფეხზე და როგორ დაიწყებდა ფეხების ბაკუნს სიმართლის
დასამტკიცებლად.
-ნატალია რა მიამიტი ხარ -ხელი ავიქნიე -ღმერთი თუ არსებობს ამდენი
უსამართლობა რატომ ხდება?
–არ დაგავიწყდეს რომ ღმერთის გარდა ეშმაკიც არსებობს. - მითხრა პაუზის შემდეგ
და ეშმკაის ხსენებაზე უარესად დასერიოზულდა.
–შენ ალბათ იმასაც ფიქრობ რომ დემონები არსებობენ, ხო? – არ შემეძლო, არ გამეცინა.
მხარზე ხელი გაბრაზებულმა მომარტყა და სიცილში ამყვა. მიუხედავად იმისა რომ
ვიცოდი, საშინელი ხუმარა ვიყავი დაბადებიდან.
–მე მარტო ჩემი თავის მწამს და მარტო ჩემი თავის იმედად ვარ ამქვეყნად. სხვა
ვერავინ დამეხმარება. ჩემი ისევ ჩემი სათრევია.– თვალებში შემომხედა –
ნურასდროს ნურავის იმედზე იქნები ნატალია, თორემ შემდეგ იმედები
გაგიცრუვდება და გული ძალიან გეტკინება.
თვალებგაფართოებული მიყურებდა. ოდნავ წამოიწია, წინ ჩამოყრილი თმა ყურებზე
გადაიწია და თვალები შემომანათა. მე ვიჯექი, ის იდგა, ასე ერთმანეთს პირისპირ
ვუყურებდით.
-ჩემდამი გრძნობა გაქვს?
თითქმის ჩურჩულით მკითხა. იმდენად ახლოს მედგა, მის სუნთქვას საკუთარ სახეზე
ვგრძნობდი.
-არა.
საკუთარმა პასუხმა გული გამალებით ამიჩქარა.
-აბა, აქ იმიტომ ვართ რომ..მოგენატრე?
-არა.
არადა პირველ შეკითხვაზე მაგაშიც არ ვიყავი დარწმუნებული.მეორეზე კი,
მოვატყუე.
რა აზრი ჰქონდა ან ერთზე ან მეორეზე დადებითი პასუხის გაცემას, როცა მაინც
არაფერი შეიცვლებოდა.
თავი თითქოს ნაწყენმა ჩახარა. მას ასეთს ვერ ვუყურებდი. ვერასდროს!
- წამოდი, წავიდეთ.
მითხრა თავჩახრილმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
-სად?
- ერთი ადგილია. იქ აუცილებლად უნდა მიგიყვანო. და უარი არ მიიღება!
***
-შეიძლება საჭესთან დავჯდე?
პატარა ბავშვივით გამომხედა, მისი ყურებისას სახეზე უაზრო ღიმილი არ
მშორდებოდა.
- გააჩნია, მართვის მოწმობა გაქვს?
ჩამეცინა და საკუთარი გასაღები თითებზე დავაბზრიალე.
-არა. მაგრამ ტარება ვიცი.
-მადლობა ნატალია, დღეს სიკვდილი არ მინდა.
ირონიულად გამომივიდა და ელექტრონულად, პულტით მანქანას ბლოკი მოვხსენი.
ჩემს წინ მელიასავით სწრაფად აისვეტა და თვალები ამიბრიალა.
- გთხოვ.
გარკვეული დრო სერიოზული სახით ვუყურებდი. ველოდები როდის დანებდებოდა
და როდის გაიწევდა უკან, მაგრამ საბოლოოდ ისევ მე მომიწია ფარების დაყრა.
გასაღები ხელის გულზე დავუდე.
-გამომართვი.
ყურებამდე გაიკრიჭა და სწრაფად გამოხნსა კარები.
- მთლად უჩემოდაც ნუ წახვალ, დამაცადე ჩავჯდე.
მანქანაში ზედმეტად უცნაური სიტუაციის განსამუხტად მუსიკა დაბალ ხმაზე
ჩავრთე. მანქანა დაქოქა.
- დამშვიდდი, ნუ ხარ დაძაბული.
ღიმილით გადმომხედა და გაზს ფეხი მიადგა. ღრმად ამოვისუნთქე.
- პოლიციის ხომ არ გეშინია?
სიცილით იკითხა. გამეცინა. ოღონდ მასზე არა. იმ პასუხზე რის გაცემასაც ვაპირებდი.
პოლიციის შიში შეიძლებოდა მქონოდა, იმ შემთხვევაში თუ ნარკო დილერი არ
ვიქნებოდი. ახლა კი მხოლოდ იმის გამო რომ წესებს ვარღვევ და გოგო მოწმობის
გარეშე მიზის მანქანაზე, ადრენალინს უფრო მმატებდა.
-ხომ იცი, უცებ ნიკუშას ვახსენებ და პოლიციასთან პრობლემაც მოგვარდება.-
გავებადრე. ვუყურებდი, კარგად ატარებდა მართლაც. უხდებოდა კიდეც საჭე. ეს
რაღაც სერიოზულ იმიჯს სძენდა. დღეს განსაკუთრებით ლამაზი მეჩვენებოდა.
-ისე მაგას, მაგარს გავუჩალიჩებდი.
ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
-რაზე? მთელი თავისი ცხოვრება ისედაც გაიჩალიჩა, მანდ რომ დაიწყო მუშაობა.
-ზუსტად მაგაზე, რის ძმაკაცი ხარ, როარ ეკაიფები.
სიცილში ამიყოლია. ალბათ მართალი იყო. ვხვდებოდი რომ ნატალიას
ფონზესაშინლად მოსაწყენი ადამიანი ვიყავი. ალბათ მასთან ყოფნა ბევრ სიგიჟეს
გამაკეთებინებდა. ერთფეროვნული რუტინიდან გასვლა არ მაწყენდა.
- მოვედით.
ჩაიბურტყუნა და ძრავა გათიშა. გასაღები გამოაძრო და გამომიწოდა.
- ძალიან დამცინი ხო?
ჩემს სახეზე სიცილი ვერ შეიკავა და მანქანიდან გადავიდა. ეკლესიის წინ ვიყავით
გაჩერებულნი. რას ცდილობდა?!
თვალები ავატრიალე და უკან მივყევი.
-მეხუმრები? -პირჯვარი გადაიწერა რაზეც თვალები ავატრიალე.ხელი სწრაფად
ჩავჭიდე რომ აქედან გამეყვანა მაგრამ თვალები ამიბრიალა და ძალით შემათრია
შიგნით.
რათქმაუნდა ადამიანს ვერავინ ვერაფერს გააკეთებინებს ძალით. აქ ნატალიას გამო
ვიყავი. არადა ნიკუშას ეს რომ გაეგო ალბათ მისი ყბიდან ასი წელი ვერ ამოვიდოდი.
ურჯულობის გამო, მისი ნათესავის ნათლობაზეც კი არ მივედი.
ნატალიამ რამდენიმე სანთელი იყიდა, როგორც ვხვდებოდი ლოცულობდა და
შემდეგ ანთებდა.
- მაინც რატომ არ გწამს?
ხმადაბლა ამოილუღლუღა ნატალიამ და თვალებში ჩამხედა. ვერ ვიგებდი რატომ
ჰქონდა აცრემლიანებული. მართლა ბავშვივით ვერ იქნებოდა, რომელიც ასეთ
რაღაცეებზე ტირის.
- მე კიდევ მგონია რომ , შენი ზედმეტი რწმენა გატირებს.
დამცინავად გამომივიდა, მაგრამ არ მინდოდა. საკუთარი თავი არასდროს
გამიკონტროლებია, მითუმეტეს გოგოსთან. ნატალიასთან კი რომ ვხვდებოდი საწყენს
ვეუბნებოდი საკუთარი თავის მიმართ დანაშაულის გრძნობა მიტევდა.
- არის.. არის რაღაცეები, რაზეც ეკლესიაში ვერ ვილაპარაკებ.
ხმადაბლა მითხრა და თავი დახარა. ბოლო სანთელი დაანთო და ახლა ჩვეული ცივი
თვალები მომაპყრო.
- ერთ სურვილს ამისრულებ?
- გააჩნია რას მთხოვ. მაინდამაინც ღმერთთან ნუ დამაკავშირებ.
- ილოცე, ან ეს თუ არ იცი, შენთვის გულში ღმერთს სთხოვე რაც ყველაზე მეტად
გინდა. და ნახავ თუ არ აგისრულდება.
- ღმერთო რა ბავშვი ხარ.
თვალები ავატრიალე და თავი ძლივს შევიკავე რომ ეკლესიაში არ მეხარხარა. ჩემი ხმა
უეჭველი იყო, ექოდ გაისმოდა. წარბები ამიწია. დავემორჩილე. ამის არ მწამდა. არც
ის ახდებოდა რასაც უფალს შევთხოვდი. ¨ღმერთო, ამას მხოლოდ ამ უტვინო გოგოს
გამო ვაკეთებ. აზრი არაქვს, ჩემი მაინც არ გესმის, იმიტომ რომ აქ არ ხარ. შენ არ
არსებობ. მოკლედ თუ ვინმე ისმენს ამას, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩემი ბინძური
საქმეებიდან გამომიყვანე. ნორმალური ცხოვრება და ნორმალური სამუშაო მომეცი.¨
როგორც შევატყვე გამომეტყველებაზე, ზედმეტად უემოციო სახით ვიდექი
რომელიღაც ხატის წინაშე.
- შემდეგში ეშმაკის გამოძახებას თუ მთხოვ უფრო დაგთანხმდები.
ჩავიცინე, როგორც კი ეკლესიიდან გამოვედით. იქვე ჩამოვჯექით. წასვლას როგორც
ჩანს არ ჩქარობდა. თითებს ერთმანეთში ათამაშებდა, როგორც ყოველთვის.
ვატყობდი, ბოლო კვირა სურვილით კვდებოდა, რაღაც ეთქვა და ვერ ახერხებდა.
- ნატალია, იტყვი რატომ გაქვს მუდამ თვალები წყლიანი?
- ალერგიაა.
- ხო, ეგ შენს ღმერთს მოატყუე.
- ღმერთის რომ გჯეროდეს, მეც დამიჯერებდი.
თვალები დამიჭყიტა.ცდილობდა დამაჯერებელი ღიმილით ჩემთვის ყველაფერი
დაეწვიყებინა. მაგრამ მე რის დამიანე ვარ, საქმე რომ ბოლომდე არ მიმეყვანა.
- კარგი, სერიოზულად ნატალია...- გვერდით ჩამოვუჯექი და მისი გზააბნეული,
პატარა ხელები ჩემსაში მოვიქციე. იძულებული გახდა თვალი ჩემთვის გაესწორებინა.
- რა ხდება, მითხარი.
- ღმერთო, ნეტავ შემეძლოს.. - ამოისლუკუნა და ცას ახედა, რომ ცრემლები არ
ჩამოსულიყო მის თოვლისფერ კანზე.
- უბრალოდ დამიანე დამიძახე.
ჩაეცინა და თვალებში შემომხედა.
- გამოგიტყდები და ერთადერთი ხარ, ვინც ჩემს უაზრო ხუმრობებზე იცინის.
- ვიცი..
- მაშინ იმასაც უნდა ხვდებოდე რომ არ მოგეშვები, სანამ ბოლომდე არ ამოღერღავ.
- რატომ, დამიან...
რატომ? ეს უმარტივესი კითხვაა, პასუხი ურთულესი. სანამ ფიქრებს თავს
მოვუყრიდი ახლოს მოიწია და მკერდზე მომეყრდნო. მისი სურნელი ნესტოებში
ერთიანად დამიგუბდა. გავბრუვდი. ხელი მსუბუქად მოვხვიე. არასდროს შემეძლო
ადამიანთა ნუგეში. მაგრამ ამ შემთხვევაში ნატალიას დასაწყნარებლად ყველაფერს
გავაკეთებდი.
ასე არ შეიძლებოდა.
-არამგონია, ოდესმე მეგობრობა გამოგვივიდეს.
ამოვღერღე და გულიდან უდიდესი ლოდი მომშორდა, სადღაც სხვაგან გადაგორდა
და თითქოს სამუდამოდ მომცილდა.
ყველაზე რთული საკუთარ თავთან და აღმართულ დიდ კედლებთან ბრძოლაა,
რომელიც შენს შიგნით ნელ ნელა ნგრევას განიცდის.
არასოდეს მისცე ნება,შენში თვალებდახუჭულებმა ჩაიხედონ.
არავინ მიუშვა ზედმეტად ახლოს
¨სდექ, ძაბვაა!¨ ამომძახა ქვეცნობიერმა. აღარც მისი ყვირილი მესმოდა ჩემ დახშულ
ყურებში. ნატალიას ხელები მკლავებზე მოვკიდე და თვალებში ჩავხედე. მიღიმოდა,
მაგრამ სინანულით.
- დამიან, საშინელების თქმას ვაპირებ. ამის შემდეგ ჩემთან არანაირი ურთიერთობა
არ მოგინდება.
ხმა უკანკალებდა, ყინულის პრინცესა ხელებში მადნებოდა. ეს ერთიანად
მიმსხვრევდა გულს ნაწილებად.
თვალები ავატრიალე.
- ალბათ საზიზღარი ყოფილი გყავს. გამოვიცანი არა? - ჩამეცინა, რაღაცის თქმა
დააპირა მაგრამ დავასწარი და გავაგრძელე. - კაცები ყოველთვის წინა და მიმავალ
სიყვარულს შორის არიან გაჩხერილი. ახლანდელი დრო არ გვაინტერესებს.
გვირჩევნია ნოსტალგიასა და იმედს, დანაკარგსა და ოცნებას შორის ნარნარი. ორ
არარსებულს შორის ვართ გაჭედილნი.
მაგრამ მე არასდროს.. მე არასდროს ვაძლევ ამის უფლებას არავის. და არც მივცემ. შენც
ასე უნდა მოიქცე.
- საერთოდაც, ჩემი ასეთ მდგომარეობაში ნახვა რომ გიწევს, სიყვარულის
დამსახურება არაა. არც ყოფილია აქ შუაში.
- აბა, ნატალია, ამოღერღე. რთულია, ზებუნებრივი ნიჭი არ გამაჩნია რომ შენი
ფიქრები წავიკითხო.
- კიდევ კარგი არ გაგაჩნია. რადგან არ მეშვები, მოკლედ გეტყვი.
თავი დინჯად დავუქნიე. ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარ თითებს დახედა.
- თანამცხოვრებთან გაუგებრობა მაქვს, სახლიდან მინდა წამოსვლა. მაგრამ..
უბრალოდ არ შემიძლია. იქაურობას ვერ დავტოვებ.
- ასეთი რამოხდა, შენი თმის სასწორებელი უთო გატეხა?
- დამიან! - თვალები ამიტრიალა. სიცილი ვერ შევიკავე, იმდენად უბრალო და
საყავრელი იყო. მხოლოდ ახლა გავაანალიზე, ამდენი ხნის შემდეგ, რამდენად კარგად
ჟღერდა ჩემი სახელი მისი იოგებიდან.
- კარგი, რატომ ვერ მიდიხარ?
- უსახლკაროდ დარჩენა არ მინდა.
მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა, მეც მას მივყევი. ვერაფერს ვეუბნებოდი. მანქანამდე
ჩუმად მივედით. ამჯერად საჭესთან მე ვიჯექი და იქ მივიყვანე სადაც მთხოვა.
-შენთან წავიდეთ, ბლინებს გაგიკეთებ თუ გინდა.
თვალები ამიციმციმა და ტუჩებზე ენა გადაისვა. საშინლად მიმზიდველი იყო, ცალი
თვალი მისკენ გამირბოდა, როგორ ამოიღო ნაცნობი მარკის სიგარეტი და როგორ
გააბოლა. მე არ ვიყავი მისი მამიკო, რამე რომ დამეშალა. მით უმეტეს არც
შეყვარებული.
-წვნიანი მირჩევნია, თუ იცი რათქმაუნდა.
გავუცინე. მგონი წვნიანი მის მერე არ მქონდა ნაჭამი რაც სახლიდან წამოვედი. ასეთი
საჭმელები ქალების საქმეა, მე უფრო შემწვარ მოხარშულები.
- მაინც ვერ ვხვდები რატომ არ მაძლევ ხოლმე შენი სახლამდე მიყვანის უფლებას.
-დღეს მგონი, საკმარისზე მეტიც კი გაიგე. - მაცდურად გამიღიმა და მანქანიდან
ნაზად გადაფრიალდა. ასე იმიტომ ვამბობ, რომ შავი ტანსაცმელი ძალიან გამხდარს
აჩენდა.
- არ ინერვიულო სახლზე, რამეს მოგიფიქრებ.
თავი დინჯად დამიქნია და კარი მომიხურა. მეც მას მივყევი.
პირდაპირ სამზარეულოში შევაჭერით. ხელები იქვე გადაიბანა და უხერხულად
გამომხედა. სკამზე ჩამოვჯექი და საზურგეს მადიანად მივეყრდენი. სიგარეტს
მოვუკიდე, კოლოფი მაგიდაზე დავაგდე. მის ყურებაში ალბათ მთელ კოლოფს
მოვწევდი.
-აბა.. რა გაქვს?
-ყველაფერი მარცხნივ კარადაშია და მაცივარში. რავი რასაც იპოვი, არ დაგენანოს.
ჩემს საშინელ ხუმრობაზე როგორც ყოველთვის გაიცინა და თავი გააქნია. თმები
ყურებსუკან გადაიწია. მგონი ჩემი ნათქვამი ჩვევად ვუქციე. ჩალურჯებუკი მარცხენა
პროფილი შესიებოდა. მაგრამ სასწაული იყო რომ ყველაფერი უხდებოდა. ალბათ
ტალახში რომ ამოსვრილიყო, ასეც თავისებურად უბრალო და ლამაზი იქნებოდა.
ყველაზე უბრალო გოგო ვინც კი მინახავს.
ფუფუსებდა, თითქოს ჩემს არსებობას იქ ვერ ამჩნევდა, ხელები ხან აუკანკალდა,
ხანაც პროფესიონალი დიასახლისივით ურევდა წვნიანს.
ჩემთვის საჭმელი დედაჩემის გარდა, არც ერთ ქალს არ გაუკეთებია. ვხვდებოდი რომ
უკვე ვაშტერდებოდი, ისე იქცეოდა თითქოს სიამოვნებდა და ჩემს თვაკებს უფლებას
აძლევდა მისი სხეულის, სახის თუთოეული სანდიმეტრი, ნაწილი შეესწავლა.
თვალებით ვეუფლებოდი ყველაფერს, სადამდეც თვალი მიმიწვდებოდა…
ალბათ ეს არის, ის უცხო გრძნობა ვინმე რომ შენზე ზრუნავს, გკვებავს, გივლის.
უსიტყვოდ ხვდება რომ შენს ოროთახიან, პატარა ბინაში მარტო ყოფნა არ გინდა და
სიცარიელეს გივსებს..
საბოლოოდ გემრიელი, ქათმის წვნიანი გამოვიდა. ორივემ გემრიელად ვისადილეთ.
მიუხედავად იმისა რომ უკვე ღამე იყო.
თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი. ჩვენს შორის სიტყვები უცხო იყო, უფრო მზერა,
თვალებით მეტყველება. დიდი ხელოვნება იქმნებოდა.
***
ნატალიას თვალები ჩემი სახლიც იყო და ჩემი დიდი ტკივილიც, რომელსაც თითქოს
სახრჩობელამდე მივყავდი.
***
- მაგრად უკან მივექანებით. აი ძალიან. იმდენად სი*ულად მიდის საქმე, რომ ვერც
წარმოიდგენ დამიან!
ხელი აიქნია ერთერთმა მომმარაგებელმა და ჩემს ოფისსში, ჩემსავე სავარძელში
მოწყვეტით ჩაეშვა.მშვიდად მოვუკიდე სიგარეტს და კვამლ ჩაგუბებული თვალებით
გავხედე.
- არა იცი რა მიკვირს? პატარა ბიჭი ხარ. სულ ასეთი მშვიდი როგორ ხარ? სად მოასწარი
ნერვების განადგურება, რომ აღარცერთი არ შეგრჩა.
- კოტე, ძალიან გაღიზიანებული ხარ, იმის გამო რომ შენ საქმე წყალში ჩაგეყარა,
მაგრამ ჩემზე ნუ გადმოდგები. თუ ძალიან გაინტერესებს, გეტყვი რომ ნერვები
დედაჩემის საშვილოსნოში დავტოვე.
თვალები და წარბები ხელით მოისრისა, ღრმად ამოისუნთქა, რაღაც თავისთვის
ჩაიბურტყუნა და ფეხზე წამოდგა.
- ამ ადგილს კარგად ნიღბავ. ჩვეულებრივი, კორპუსის სარდაფი, არა?
- ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
- ძაღლებს ამ ბოლო დროს ისეთი კაი ყნოსვა აქვთ, რაღაც ფრთხილად იყავი, არ
მოგაგნონ.
- რა იყო, დაბოღმილმა გადაწყვიტე პირდაპირ პოლიციაში დამასმინო?
ჩავიცინე და სიგარეტი საფერფლეს მივაწვი. რაც არ უნდა ყოფილიყო, ვიცოდი ზურგს
ჩემი ძმა, ნიკუშა მიმაგრებდა.
- არა, უფრო კარგი იდეა მაქვს, მეწილეობას გთავაზობ.
ყურებს არ ვუჯერებდი. არც თვალებს, რომლებითაც ვხედავდი როგორ ამოდიოდა ის
სიტყვები მისი პირიდან, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. კოტე იყო ის პიროვნება,
ვინც პირველად მოხალისეობა შემომთავაზა. ´ფეხზე დამაყენა´, და გამამდიდრა.
ახლა კი აქეთ მთხოვდა თავშესაფარს. რა მაგარი მოთამაშეა ეს ცხოვრება..
- რაც ჩემია, ჩემია. გაყოფას არ ვაპირებ იცოდე.
მხრები ავიჩეჩე, თითქოს ჩემი ´გამარჯვება´არ გამიხარდა. თავი დამიქნია. ამის მერე
უკვე პროფესიონალებმა კარგად ვიცოდით რაც მოხდებოდა. ის თავის საქონელს აქ
მოიტანდა. მე შევუნახავდი. როცა მოინდომებდა წაიღებდა. მეტი არაფერი.
- 5% იყოს, მეტს არ მოვითხოვ.
- სერიოზულად დამიანე?
- გჭირდება თუ არა, აქაურობა?!
- მჭირდება.
- მაშინ შევთანხმდით.
თავი დინჯად დამიქნია. ვერ ვიჯერებდი , რომ 35 წელს მიღწეული კაცი-პიროვნება
ჩემს ხელებში ექცეოდა. ალბათ ეს დიდი მიღწევა იყო. მისი საქონლის ხუთი
პროცენტი ბევრს ნიშნავდა. იმასთან შედარებით რასაც მე ვყიდდი.
იმ საღამოსვე გადმოზიდა საქონელი, ფორმალობები არცერთს გვიყვარდა ასერომ
ყველაფერი დოკუმენტაციის გარეშე დავტოვეთ. შავად. როგორც ამ საქმეს შეეფერება.
***
-არადა, ვამბობდი აქ ეგდებათქო.
ნიკუშას ხარხარი შემომესმა. მან და რაფომ, უკვე საკმაოდ გალეშინლებმა შემოყვეს
თავი ჩემს ოფისსში. სახეზე ბედნიერება ერთიანად დამირბოდა.
-ჯარიმა დალევაზე რამდენია ოფიცერო ?
- არც არაფერი, თუ საზოგადოებივი ტრანსპორთით ვმგზავრობ.
გამეკრიჭა აბესაძე.
-შენი აზრით ეს მართლა წესების დამრღვევია?
ხელით მანიშნა რაფაელმა ნიკუშაზე და გადაიხარხარა. მეც მას მივბაძე.
- გამოიცანით მალე ვინ შესწვდება მილიონებს?
- არაა?
გაეცინა რაფოს და გადამეხვია. ნიკუშა მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა. არ
მოსწონდა ჩემი საქმიანობა. ამას უკვე წლებია მიმეორებდა.
- კაი რა ნიკუშ. გაგიხარდეს ჩემი წარმატება, აი როგორც რაფოს.
- ხო თან, კარგ კრუიზს შეგვპირდა ხოიცი.
მხარი ამიბა რაფაელმა. აბესაძემ მხრები აიჩეჩა.
- მაგრად შეიცვალე, შენს ძმობას გეფიცები.
გამიცინა და სიგარეტს მოუკიდა.
- შევიცვალე, ანუ წინ წავედი არა?
- არა, აი ის ყინულის პრინცესა რაც გამოჩნდა. სულ მაგარ სირობებს აკეთებ. როგორც
ეს საქმე მაგალითად.
ნიკუშას სიტყვებმა გული ჩამწყვიტა. გავჩუმდი და ბოლით გაჟღენთილ სარდაფს
თვალი მოვავლე. სიტუაცია ზედმეტად ბნელი იყო. როგორც ფიზიკურად, ისევე ჩვენს
შორის. რაფაელი გაურკვევლად იყურებოდა, ვერ გაეგო რაზე ვსაუბრობდით. მაგრამ
არც არასდროს მეძიებოდა.
- ის არაფერ შუაშია.
- კი, როგორ არა!
ხელები შემოკრა ანგელოზივით ნიკუშამ და თვალები აატრიალა.
- სერიოზულად, ნიკუშ. რა გჭირს, არ მჯერა რომ ვინმეზე ცუდს ამბობ.
- არა, უბრალოდ მოსალოდნელი საფრთხისთვის გამზადებ.
- არცერთი მანდილოსანი არ წარმოადგენს საფრთხეს, ეგ არ დაიჯერო ნიკუშ- ხმა
ამოიღო რაფომ და ხელი აიქნია. წარბები ავუწიე ნიკუშას. დადუმდა. ხმა აღარ
ამოუღია. მაინც ვერ ვხვდებოდი ნატალია რატომ არ მოსწონდა. ნატალიას საკუთარი
პრობლემებიც გააჩნდა, როგორც ვხვდებოდი. და სულაც არ ეცალა იმისთვის რომჩემი
ცხოვრებისთვის საფრთხე შეექმნა.
ნატალია, ნატალია. ის ღამე თეთრად გავატარე. ვფიქრობდი რა მომეფიქრებინა
მისთვის. არც არავის ვიცნობდი ვინც ბინას გააქირავებდა. ისევ მის სიტყვებს
დავუბრუნდი, რომელიც ჩემს გრძნობებზე დაუფარავად და ამავდროულად
შეფარვით საუბრობდა.
***
- ყინულის პრინცესა- შორიდანვე დაუძახა ნიკუშამ ნატალიას, როგორც კი
აუდიტორიაში შევედით. გავხედე, ჩემს დანახვაზე თითქოს სუნთქვა შეეკრა, მზერა
მისკენ მიმავალი ჩემი ძმაკაცისკენ გადაიტანა და თთვალი თვალში გაუყარა.
- მეგონა შევთანხმდით რომ , ასე არ დამიძახებდი.
- ხო, მაგრამ შენ შეთანხმებებს არღვევ- ყალბი ღიმილი აიკრა ნიკუშამ და გვერდით
ჩამოჯდა.
- გეყოფა- მხარზე ხელი უხეშად დავადე ძმაკაცს და ნატალიას მივუჯექი.
- არ მიაქციო ყურადღება, გზაში შავმა კატამ გადაურბინა.
თავი ვიმართლე ნატალიასთან და გავუღიმე. გამიღიმა და ლექტორს გახედა.
რეალურად რომ ითქვას არცერთი ვუსმენდით იმას, რასაც შუახნის ქალბატონი
საუბრობდა, აუდიტორიის წინაშე. ნიკუშა თავისთვის ერთობოდა და რამდენჯერმე
ჩვენკენაც გამოაქცუნებდა ხოლმე თვალს.
- იცი.. რაღაც მოვიფიქრე. ლექციების შემდეგ ჩემთან წამოდი.
- არ შემიძლია.
- ვერ გადადებ?
თავი მოვისაწ..... ჩაეცინა და მხრები აიჩეჩა. რაც მასში მიზიდავდა, კიდევ ეს იყო.
არასდროს მეუბნებოდა ზუსტს პასუხს. ძალიან კარგად იცოდა, როგორც
მაფორიაქებდა და ეს მის სახეზე ღიმილს გვრიდდა. მთელი ლექცია მის ცქერაში
გავატარე. როგორ აუდიოდ ჩაუდიოდა მკერდი გამოზომილი სუნთქვისგან. ის კი ჩემს
გარდა ნებისმიერს უყურებდა, საგნებს. რათქმაუნდა. ხალხი არ აინტერესებდა.
ლექციები დასრულდა თუ არა, ჰოლში ჩემგან მოშორებით გადგა. ტელეფონზე
გადარეკა. სახე საშინლად დაბღვერილი ჰქონდა. ცალი ხელით ფანჯრის რაფას
დაეყრდნო და შუბლი მოისრისა. ვის ელაპრაკებოდა?
კარგი, ამასაც გავარკვევდი, ან თავისით გაირკვეოდა. ჩემგან ზურგით იდგა, როდესაც
მობილური ჩანთაში დააბრუნა, და რამდენიმე წამში ღიმილით მომიახლოვდა. თავი
დამიქნია. მანქანამდე უხმოდ მივედით, ისევე როგორც სახლამდე. ჩემთან ასულებს
სახლში ზური დაგვხვდა. არა ეს არ შედიოდა გეგმებში! ჯანდაბას პატარა რურუა!
- ვაა ნატალია და ჩემი ფერშეცვლილი ძმა!
თვალები აგვითამაშა ზურიმ. ჯერ ნატალია გადაკოცნა, შემდეგ მე გადამეხვია და
ოთახიდან გამათრია.
- უბრალო კურსელი არა?
- რა გინდა ზური!
- არაფერი, ჩემი დისკების ასაღებად შემოვიარე. გოგოს თბილად მოექეცი,
ფერშეცვლილო.
დამცინა და თვალი ჩამიკრა.
- ზური! მეორედ ასე დამიძახებ და მაგარს გაგწიხლავ.
სიცილით დავემუქრე. აღარაფერი უპასუხია ჩემთვის, კარი გაიხურა. ნატალიას
მივუბრუნდი.
- ჩაი? ყავა? კოქტეილი?
- ცხოვრება მეორდება?
ჩაიცინა და დივანზე ჩამოჯდა. ახლა გამახსენდა რაზეც ამბობდა და თავჩახრილს
ჩამეღიმა.
- არ მინდა არაფერი, მადლობ.
- მოკლედ, ვიფიქრე და..
მივუახლოვდი. სწრაფად სუნთქავდა. არ ვიცი, არ ვიცოდი ეს როგორ მეთქვა. ეს მეც
ძალიან მიჭირდა.
- შენი დნობა რომ თავიდან ავიცილოთ, შეგიძლია აქ დარჩე. თავისუფალი ოთახი
მაქვს.
მზერა ავარიდე. არ მინდოდა ის ემოცია დამენახა, რასაც ჩემი ნათქვამი გამოიწვევდა
მასში. სრულ სიჩუმეში მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა ისმოდა. ფანჯრიდან
ვაკვირდებოდი, ღრუბლიან ცაზე როგორ დაფრინავდნენ ყვავები. so creepy...
- ეს არუნდა გაღელვებდეს.
ღრმად ამოვისუნთქე და მისკენ შევტრიალდი. იატაკს მიშტერებოდა.ერთადერთი
რასაც მის სახეზე ვხედავდი შეშინებული კურდღლის გამეტყველება იყო, რომელსაც
სადაცაა მანქანა დაეჯახება.
- მაღელვებ, ნატალია.
მისკენ ახლოს მივიწე. საშინლად მანდომებდა თავს. მანდომებდა ყველაფერი
გამეკეთებინა.
მის სიახლოვეს ყოფნა სისხლს ადუღებდა, პულსი პიკს აღწევდა.აზროვნების უნარს
თითქოს მპარავდა და კუნთების მოდუნებას ხელს უწყობდა. ვგრძნობდი როგორ
ორთქლდებოდა დიდი რაოდენობით წყალი ჩემი სხეულიდან.როგორ მიედინებოდა
თბილი სისხლი ჩემს ძარღვებში,ვგრძნობდი როგორ მძიმედ ვყლაპავდი ნერყწვს და
ეს ყველაფერი მხოლოდ მის გამო ხდებოდა.
თმა ფრთხილად გადავუწიე გვერდით და თვალებში შევხედე.
ტუჩებზე დავხედე, იმდენად ღრმად ამოისუნთქა არც კი მიფიქრია ისე დავეძგერე მის
ბაგეებს, კოცნაში ამყვა, მაგრამ თითქოს სახე დაემანჭა. ოდნავ მოვშორდი.
თვალებიძალიან ნელა გაახილა, ჯერ დაბლა დაიხედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა.
-წამო.
ჩემი ოთახისკენ ვანიშნე. ხმის ამოუღებლად გამომყვა. ზედა თაროს ვწვდი და
რუსული კონიაკი ჩამოვიღე.
- მამაჩემს მოვპარე, დღემდე არ იცის. რუსული კალვადოსი და სიგარეტი.
ჩაეღიმა. რა მოხდა?! ენა მახვილ ნატალიას ხმა წაერთვა?
პატარა ჭიქებში ჩამოვასხი და სიგარას მოვუკიდე.
- მე არ მომაწევინებ?
- არ მომწონს, რომ ეწევი.
თვალები აატრიალა და ჭიქა ჰაერში ასწია.
-მხოლოდ იმის გამო რომ რუსული კალვადოსია..прочность..
- прочность..
ჩამეღიმა. მშვენიერი რუსული აქცენტი ჰქონდა. ალბათ კარგადაც
მეტყველებდა. ორივემ ერთდროულად გადავკარით. სასმელმა ყელი
ერთიანად ჩამწვა. ის კი დაიმანჭა და ჭიქა უხერხულად გადადო.
-ძლიერია.- ჩაიცინა და თავი გააქნია.
რაც უფრო მეტს ვსვავდი, მით უფრო მიჩნდებოდა მასთან ყოფნის სურვილი.ნახევარ
საათში მთლიანი ბოთლი ჩავცალეთ, სიცილში და რუსული ჟარგონების ძახებაში.
გავიგე რომ დიდი ბებია რუსი ყოლია, ამას მივაწერე მისი ყინულის თვალები, მაგრამ
რათქმაუნდა არაფერი მითქვამს.
ფეხზე ბარბაცით წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა.
-ძალიან ლამაზია აქაურობა.
ჩამეცინა, რათქმაუნდა, ხედი მთაწმინდიდან ულამაზესი იყო.
-შენ უფრო ლამაზი ხარ…
ჯანდაბა დამიანე!
ჩემსკენ გაოცებული შემოტრიალდა.ვატყობდი სასმლისგან თვალები როგორ ერეოდა.
-იდიოტკა არ გეგონო.. რეალურად აქ რატომ ვარ?
- პასუხი თავადაც იცი.
-რომ დავრჩე?...
თავი დინჯად დავუქნიე და ჩემს საწოლზე გადავწექი. ახლა ფეხზე რომ
ავმდგარიყავი, გოგოს წინ შევრცხვებოდი და დავეცემოდი.ჩაიმუხლა და მუხლებზე
დაჯდა ჩემს თავთან.
-მერე შენ გინდა ეს?
ჩამეცინა რაზეც მასაც გაეღიმა. ოდნავ დაიხარა რითიც ვისარგებლე და მისიტუ
ჩებისკენ მივიწიე. ხელით მაისურის და ბრიუსჰალტერის ბრეტელები ცალი მხრიდან
ჩამოვუწიე. ოდნავ შეცბა და ჩემს ქმედებას გახედა.ხელი ყელზე მოვკიდე და ჩემს
გვერდით დავაწვინე. ცალ იდაყვს დავეყრდენი და ნახევრად მის ზემოდან მოვექეცი.
პირველად იყო რომ მინდოდა ყველაფერი სინაზესთან ერთად უხეშად გამეკეთებინა.
ყველაფერი ერთად. დიდი მიქსი..
-დამიან…
-მინდა რომ მხოლოდ ჩემი იყო.. ნატალია.
შარვალი გავუხსენი და დაბლა ჩავუცურე ხელი.ვაგინაზე ორი თითი ნაზად
გადავატარე და დავუზილე. თვალები მინაბა და ტუჩები შუაზეგააპო.ხელები
საჯდომზე მაგრად მოვუჭირე და ხელში ავიტაცე. სწრაფად გავცვალეთ პოზიციები
და ახლა ჩემს ზემოდან მოექცა. ჩემს ტუჩებს დაეძგერა. უგემრიელესი ტუჩები ჰქონდა.
ნახევრად სავსე, მაგრამ შეუდარებელი.
ენა ქვედა ტუჩზე გადაისვა, ჩაიცინა და დაჟინებული მზერით ტუჩები კიდევ ერთხელ
შემახო. წამში ჩემი ხელები მის თმაში აღმოჩნდა და პირიდან კვნესა აღმოხდა.
ნელნელა ერექცია მებერებოდა, ამას ისიც ემატებოდა რომ ნატალია საკმარისი წონით
ზემოდან მეჯდა.
ოდნავ დავჩქარდი და მისი მაისური ბრიუსჰალტერთან ერთად მოვაშორე. ერთი
წამითაც არ შემიმჩნევია მასში სირცხვილის გრძნობა. ეს უფრო მშვენიერს ხდიდა.
ჩემი მაისური ჩემით გადავიძვრე. ოდნავ აიწია და დამეხმარა რომ მისი ჯინსები
მომეშორებინა. კვლავ ჩემს ზემოდან მოექცა და ტუჩებზე დამეძგერა. ცალი ხელით
საწოლის ქვეშ დავიწყე ფათური, ისე რომ კოცნას არ ვწყვეტდი. უხეშ ფოლგას ხელი
ვსტაცე, სწრაფად ჩავიძვრე ტრუსი, პრეზერვატივი ჩამოვიცვი და ნატალიაც ზედ
მივაყოლე.
ხმამაღლა ამოიხვნეშა და ნაზად დამეჭიდა მხრებზე. ხორკლიანი კანი ჰქონდა მაგრამ
საშინლად ნაზი და არომატიანი. ხელები წელზე მოვხვიე და თითქოს მივეხუტე.
ნელა, აუჩქარებლად ვმოძრაობდი და ისიც ასევე ნელა მოძრაობდა ჩემს ზემოდან.
ერთმანეთით ვერ ვძღებოდით. მთელი სახე დავუკოცნე, მიუხედავად იმისა რომ
პუდრის თხელი ფენა ესვა, ამას არ შევუჩერებივარ. იმ ადგილას ნაზად შევახე ტუჩები
სადაც ჩალურჯებები ჯერ კიდევ მძაფრად ემჩნეოდა. მის სახეს ვუყურებდი, თვალები
დაეხუჭა თუმცა ტუჩებგაპობილი ჩემს ბაგეებს ეძებდა რომ შემევსო. ასეც მოვექეცი და
ვნებიანად ვაკოცე. კულმინაცია ახლოვდებოდა, ერთდროულად დაგვეჭიმა
სხეულები და გავათავეთ. მოდუნებული მკერდზე დამეცა. ღრმად ამოისუნთქა და
ყინულის თვალებით ჭერს ახედა. გვერძე გადავაწვინე, პრეზერვატივი მოვიშორე და
საბანი გადავაფარე.
რამდენიც არ უნდა მეარყო, ჩვენ უკვე ერთად ვიყავით.
ჩავიხუტე, თვალები დავხუჭე და შევეცადე, გამეხსენებინა, ასეთი სრულყოფილი
ბედნიერება ცხოვრებაში ოდესმე თუ განმეცადა; ვიცოდი, რომ არა - ასეთი რამ
მანამდე არასოდეს მომსვლია.
მე შეყვარებული ვიყავი.
ეს გრძნობა ბევრად უფრო საოცარი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
***************************
- თუ კაცის დათრევა გინდა, რამდენიმე რამ უნდა იცოდე. წესი ნომერი პირველი -
არასდროს გააკრიტიკო კაცი. ჩვენ ამას ვერ ვიტანთ.
- დაიცა... სამართლიანი კრიტიკაც არ შეიძლება?
- არა. არ შეიძლება.- ჩაიცინა და სიგარეტი ცალი თითით გადააფერფლა- წესი ნომერი
მეორე - ჩვენს ყველა ხუმრობაზე უნდა გაიცინო. იდიოტურზეც კი. წესი ნომერი
მესამე - კაცებს თვალებით უყვართ. ასე რომ იმიჯის შეცვლა მოგიწევს.
- რა არ მოგწონს?!
- ელიზაბეტ, შენ ძალიან ლამაზი ქალი ხარ, მაგრამ შენი იმიჯი იმაზე მეტყველებს,
რომ აბსოლუტურად მიუწვდომელი. ტაკოზე მოტკეცილი ჯინსების და ღრმა
დეკოლტიანი კაბების ჩაცმა უნდა დაიწყო. შენი ტაკო და მკერდი უნდა ამბობდეს -
"მოდი, შემეხე".
-ეს აუცილებელია?
-ნუ მეწინააღმდეგები, ეს ორივეს გვინდა, არა?
-გააჩნია რაზე მეკითხები...
-იმაზე, რომ ჩემი დის და შენი მეგობრის სიკვდილზე დილერებმა პასუხი უნდა აგონ!
-ზედმეტად ჩაფლული ხარ ამ შურისძიების სურვილში.
ხელი ავიქნიე და სიცილით ნერწყვი მძიმედ გადავუშვი ყელში.
-ხომ იცი! რომ შემეწინააღმდეგო...
-ნუ მემუქრები!
-ამით შენც გაერთობი, დამიჯერე.წესი ნომერი მეოთხე: კაცს შენს პრობლემებზე
არასდროს ელაპარაკო, რადგან კაცებს ფეხებზე გვკიდია ქალების პრობლემები.
- ყველა კაცი ეგეთი არ არის!
- ყველა ეგეთები ვართ,დამიჯერე და ამ ეტაპზე ბოლო წესი - გაშლილი თმით იარე.
კაცებს უყვართ როცა ტაკოსა და მკერდის გარდა სხვა რამესაც შეუძლია წაავლოს
ხელი.
-ნაკლებად გარყვნილი რომ იყო არ შეგიძლია?
-კარგი რა ელ, ანაფორებს იცვამ მაგრამ ორივემ ვიცით რომ ეს გსიამოვნებს.
-შენთან ჩემი პირადის განხილვას არ ვაპირებ, სირ*ო!
-აი ეგ ენა მაგიჟებს!
-მორჩა წავედი, უნდა დავენახო.
-წესები არ დაგავიწყდეს. ხვალ გელოდები.
***
პრესტიჟული სანტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის შემდეგ, იძულებული გავხდი ამ
ნაგავში მესწავლა. ისევ და ისევ რაფაელის გამო. ჩემი აქ ჩამოსვლა დიდი შეცდომა
იყო, მაგრამ ალბათ ნერბისმიერი გოგო გამოექცევა ბებიას უნივერსიტეტის
დამთავრწბის შემდეგ. კი, უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მაქვს, დაჩქარებული
კურსის წყალობით.
რაფაელის ნაცნობობით იმ კურსზე მოვხვდი აქ, სადაც “ჩემი” ინტერესის ობიექტი
უნდა ვნახო.
ამის სურვილი დიდად არ მქონდა, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩენოდა.
უკვე ვიღლებოდი, რა აღარ გავაკეთე. ცხვირწინ ათასჯერ მაინც გავუარ გამოვუარე.
მაგრამ რაც დამაკვალიანეს იმას არ ვასრულებდი. არ მეცვა გამომწვევად, ეს ნაკლებად
იყო ჩემი სტილი. რუსეთის ცივი ამინდების გადამკიდე მივეჩვიე რომ ყველანაირად
დახურული ტანსაცმელი უნდა მეცვას.
თანაც, მინდოდა ამ თამაშში რაღაც მაინც ყოფილიყო ნამდვილი. ანუ ჩემი იმიჯი,
მაგრამ ვიცოდი ამასაც მალე დავნებდებოდი რაფოს წყალობით.
იმის შემდეგ რაც შევამჩნიე როგორ დაიწყო თვალის გამოპარვა ჩემსკენ ობიექტმა,
სახიდან კმაყოფილ ღიმილს ვერ ვიცილებდი.
ყველაფერს თავი დავანებოთ მაგრამ გარეგნულად არაფერი დაეწუნებოდა,
მერცხალივით გაფრენილი გრძელი წაწვეტწბული წარბები, ხშირი წამწამები და
დიდი თაფლისფერი თვალები. სავსე ტუჩები, ჩავარდნილი ლოყები..
და აი ისევ გამომხედა.ზემდეტად ვაშტერდებოდი და ვხვდებოდი. არადა
ვცდილობდი იქამდე შემესწავლა გარეგნულად სანამ რამე უფრო სერიოზულში
გადაიზრდებოდა ჩვენი ურთიერთობა.
***
-გამომელაპარაკა ვაჟბატონი- გამარჯვებულმა ჩავუკაკლე ყველაფერი რაფაელს და
სიგარეტს მოვუკიდე.
-ეგეთი გახარებულიც ნუ ხარ, მაგ ტიპს გულის მაგივრად ქვა უდევს.
ამოიღრინა და სიგარეტი ხელიდან გამომგლიჯა. ახლა თვითონ მოიქცია ტუჩებს
შორის.
- ვუთხარი რომ მიყვარს.
სახე დავასერიოზულეთ ორივემ მაგრამ მალევე ერთდროულად ისტერიული სიცილი
აგვიტყდა.
- დაიჯერა?
- რავი, ისე გაუბრწყინდა სახე, მემგონი რომ კი.
მხრები ვიჩეჩე.
- მაგარი ნაბი*ვარია ‘ჩვენი’ დამიანე. იცის რასთანაც აქვს საქმე და მაინც აგრძელებს
და აგრძელებს ბარიგობას.
- მაინც... არ ფიქრობ რომ მეტისმეტია?
- ელ, კარგად მომისმინე.- ნერვიულად წარბი აუთამაშდა.სიგარეტი ოთახში
უმისამართოდ მოისროლა და კისერში ხელით მწვდა. იმდენად მომიჭირა წამით
სუნთქა შემეკრა.-არცკი გავიგო, მის მიმართ რაიმე დედა ტერეზული გაგიჩნდეს
თორემ ზედ მიგაყოლებ! გაიგე?!
თავი შეშინებულმა დავუქნიე.ხელი შემიშვა. ჰაერი ხარბად შევისუნთქე და
ინსტიქტურადრაც შემეძლო შორს დავდექი მისგან. სიგარეტი მოძებნა და ფეხი
დააბიჯა, თითქოს ქუჩაში ყოფილიყო, საერთოდ არ ადარდებდა ის ფაქტი რომ
ნაგავში ცხოვრობდა. რათქმაუნდა ამ ნაგვის ხვეტვა ყოველდღე მე მიწევდა. ჰიგიენის
მანიაკი ვიყავი ასერომ როგორღაც ძალიან მიჭირდა მასთან ერთად თანაცხოვრება.
უნდა დამეჯერებინა მისთვის. რაღაც დრო დამჭირდებოდა, მაგრამ თავს
შევაყვარებდი იმ იდიოტს, გულს დავუმსხვრევდი, ‘მანქანით გადავუვლიდი’ და
შემდეგ სამუდამოდ შევძლებდი რაფოსგან თავის დაღწევას.
-დღეს კარი ღია დატოვე- უკვე სახლიდან გასულმა, სადარბაზოდან მომაძახა. გული
ამიჩქარდა, ვიცოდი ამას ყოველთვის რაც მოყვებოდა. გალეშილი მოადგებოდა
ზღურბლს, სასმლით აყროლებული დამიწყებდა კოცნაობას და მეტსაც იზამდა, თუ
ამას თვითონ მოისურვებდა.
ნამდვილ ტყვეობაში ვიყავი.
ნეწტყვი მძიმედ გადავყლაპე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და უნივერსიტეტისკენ
გავეშურე.
***
-რამე სასმელს მოგიტან გინდა? ყავას, ჩაის, წვენს.. ან კოქტეილს გაგიკეთებ.
დაბალ თმაზე ხელი სწრაფად გადაისვა და თვალები დმიჭყიტა, ან არც დაუჭყიტავს
უბრალოდ ასეთი, დიდი თვალები ჰქონდა.
-როგორც გინდა.
-კარგი დამელოდე მაშინ, ახლავე მოვალ.
“თითქოს სადმე გავრბოდი რა” გავიფიქრე გულში და ჩამეცინა. მის ძალიან უცნაურ
ოთახში უცნაურად დავრჩი მარტო. მაგრამ ამავდროულად მარტო არ ვიყავი.
პროექტირი რომელიც მთელ კედელს იკავებდა ჩართული იყო. მის ლეიბზე
მიგდებულ პულტს ვწვდი. იმდენად დაბალი იყო ამას საწოლს ვერ დავარქმევდი.
კადრი ჩავრთე.
გაოცებისგან ერთიანად გამეცინა, მინდოდა მისთვის დამეცინა. გამოდის
ჩვეულებრივი მ*რეველა ტიპი ყოფილა ჩვენი ნარკო დამიანე. წესებს უნდა
მივყოლოდი, თითქოს ეს სასაცილო სულაც არ იყო.
კოქტეილით ხელში დაბრუნდა და როგორც კი პროექტორს შეხედა სახიდან ფერი
გადაუვიდა. ჩამეცინა.
-თუ გინდა ვუყუროთ.
-წივილ-კივილს არ დაიწყებ და არ გაიქცევი?
უხერხულად გაიცინა და გვერდით მომიჯდა. არაჩვეულებრივი ადიკოლონის სუნი
ჰქონდა. ან მე მეჩვენებოდა არაჩვეულებრივი რაფოს მთვრალი სუნების შემდეგ.
-არა რატო, მეც ვუყურებ ხოლმე.
დამაჯერებლად მოვატყუე. ცხოვრებაში არ მქონდა პორნო ნანახი. მხოლოდ
ინტერნეტის რეკლამებში. გამიზნულად არასდროს მინახავს.
- მე მამშვიდებ ხო ალბათ?
- არა, ვუყუროთ.
ხმა ჩავიწმინდე და კოქტეილი მოვსვი. ციტრუსული ხილი, ცოტა ალკოჰოლით.
მართლა გემრიელი იყო. ორგანიზმს აგრილებდა და არც ათრობდა.
ეროტიკის ყურება იმდენად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ვუყურებდი
ჩემს წინ მოძრავ სხეულებს და გულის რევასთან ერთად პარალელურად სასიმოვმო
ჟრუანტელი მივლიდა ორგანიზმში.
ანუ ამ ჟრუანტელის გამო უყურებენ ბიჭები პორნოებს..
- კაი თუ გინდა გამოვრთოთ, ჩემს გამო ნუ უყურებ.
ხელით პულტს გადაწვდა. ამდენად შესამჩნევი იყო ჩემი ჟრუანტელისგან
გამოწვეული გახშირებული სუნთქვა?! ჯანდაბა ელიზაბეტ! თავი ხელში აიყვანე!
- შენ თუ თავს ცუდად გრძნობ გამორთე. მე არ მაწუხებს.
მხრები დამაჯერებლად ავიჩეჩე. არადა მინდოდა გაეთიშა.
- იცი მე ფილმის გარეშეც, შენ რომ გიყურებ იგივე რეაქცია მაქვს.
ოდნავ ჩემსკენ გამოწია. ერთიანად დამეჭიმა ყბები. კარგი, ძალა მოიკრიბე ელიზაბეტ.
ეს ტრამვა უნდა მოიშორო ერთხელ და სამუდამოდ!
შევუძახე საკუთარ თავს და თვალები სწრაფად დავახამხამე.
-დამიმტკიცებ?
ხმადაბლა დავიჩურჩულე და თაფლისფერებში ჩავაშტერდი. გული წამში ათჯერ
მიცემდა. ყველარაფოსნაირი ტირანი მართლაც არიქნებოდა! გეგმა გეგმა იყო, მას რომ
გაეგო რომ გეგმას გადავუხვიე და ამ ვიღაც დამიანეს სურვილი არ ავასრულე, სექსით
თუ არა ცემით ამომხდიდა სულს.. ასერომ ჯობდა მეცადა, იქნებ მართლაც არ იყო
ყველა კაცი ერთნაირი.
***
-ანუ იგორავეთ არა?
-ამის დეტალებს მაინც ნუ მომთხოვ, რაფო!
ჩაიცინა და სიგარეტზე მომაშტერდა. გამოზომილად ვეწეოდი, აუჩქარებლად. ისედაც
დაძაბული ვიყავი. მას შემდეგ ერთი თვე მაინც გავიდა. ჯერ კიდევ დაძაბული ვიყავი
იმის გამო რომ კაფეში რაფაელი შემოვიდა. ვიცოდი საამისოდ რაიმეს აუცილებლად
მეტყოდა როდესაც სახლში მივიდოდი. ასერომ აქაურობას სწრფად უნდა გავცლოდი.
ნიკუშას და დამიანეს ლაპარაკს ყურს ვერ ვუგდებდი.
ფეხზე წამოვდექი და ჩანთა გადავიკიდე.
-უნდა წავიდე.
-უკვე?
-თუ ვერ შეამჩნიე დამიან, უკვე ერთი საათია აქ ვართ.
ამოვიხავლე და თვალები დავუბრიალე. თუ ნამდვილად გულქვა იყო არ
შემეხვეწებოდა. არც შევმცდარვარ. ნელა გადაიწია მაგიდიდან და გავლის საშუალება
მომცა.
-ლექციებზე შევხვდებით.
ხმა მომაწია ნიკუშამ.
ეს ამის ლაქიაც მაღიზიანებდა. მე და დამიანე უნდა ვყოფილიყავით მხოლოდ და
გამომიჭიმა აქ თავისი ერთგული ძაღლი!
სახლის ნახევრად ღია კარების დანახვისას თვალები ავატრიალე, შიგნით შევედი და
ბოლომდე მივკეტე. სამზარეულოში გავედი. ფეხმორთხმული იჯდა ბატონი
რაფაელი და ფილტვებს იყროლებდა. გაცოფებული შევუვარდი, სიგარეტს ხელი
დავავლე და განერვიულებულმა მოვუკიდე.
- შენ იქ არ უნდა გამოჩენილიყავი!
დავუყვირე როგორც შემეძლო. ფეხზე წამოხტა და თვალები დამიბრიალა. მკლავებში
ხელი წამავლო და ჭურჭლის კარადას მიმანარცხა.
- მე კი არა, ის ვიღაც მაგისიძმაკაცი არ უნდა ყოფილიყო იქ. ჯგუფურის მოწყობას თუ
გეგმავ რავი, მეც დაგეპატიჟებინე, ელიზაბეტ!
მისი მყრალი ენა გულს მირევდა. წარმოდგენაც კი არ მინდოდა იმის რაზეც
მესაუბრებოდა.
- ხელს თუ გამიშვებ, გეტყვი როგორი კარგი მსახიობი ვარ.
ხელი შემიშვა და ოდნავ მომშორდა. მაისური გავისწორე და მოწევა განვაგრძე.
- მოსწონს დამიანეს ჩვენი ნატალია.
- საიდან დაასკვენი?!
- აბა რავიცი, როგორც შენ ამბობ გულქვააო. და ასერომ იყოს გოგოს თავისი ხარჯებით
კაფეში დაპატიჟებდა?
წარბები ავუწიე და ბოლი ნელა გამოვუშვი.
- ეგეც მართალია. ჭკვიანი ხარ ‘ნატალია’. ბოლო მოვუღოთ მაგ სი*ს.
ჩამეცინა და ღიმილით გავხედე.მეტი დრო მასთან არ დავაყოვნე, საკუთარი მივთები
მისაღებიდან ავკრიფე და ოთახში შევიკეტე.
***
ლეპტოპს ჩავკირკიტებოდი, დამიანესთან ასე საუბარი უფრო კომფორტული იყო.
საშინელი იუმორის პატრონი, მაგრამ ამავდროულად გულღია პიროვნება, რომელიც
თავისი უცნაური ქცევებით მაინც ღიმილს მგვრიდდა.
სიმყუდროვე რაფომ დამირღვია, ჩემს პატარა საძინებელში სადაც მხოლოდ საწოლი
და პატარა კომოდი იდგა, ტაშის კვრით შემოვიდა.
-ყოჩაღ ელ, ოსკარიც ხომ არ გადმოგცე?
ბოროტულ ღიმილში, ტუჩებზე სიამოვნების კვალიც დაურბოდა. წარბი ავუწიე, რომ
თხრობა გაეგრძელებინა.
-დღეს დამიანესთან ვიყავი, ყველაფერი მოვისმინე, როგორ ჭკუიდან შლი ნელნელა.
-მგონი, ცოტას აბუქებ. დეტალები იცი?
-არა, იმედი მქონდა რომ შენგან გავიგებდი.
გვერძე მომიჯდა და ბარძაყზე ხელი უხეშად დამადო. თვალებში გააფთრებული
მიყურებდა. რამდენ ადამიანს ვიცნობდი, რამდენს შევხვედრივად მაგრამ რაფოსნაირ
გაუწონასწორებელს- არავის.
-მაგ შენს წმინდანად წოდებულ დამიანეს, თავისი ლაქიას დაბადებისდღეზე ჟ*მაობის
დროს შევუსწარი. “ისტერიკა” მოვაწყვე, ოღონდ ჩემებურად.
გადავიკისკისე. რაფომ ერთი ხელის მოქნევით გაწია საწოლზე დადებული ლეპტოპი
და ჩემს ზემოდან მოექცა. წელზე ვნებიანად მომისვა ხელი, მეორე კი ტუჩებზე ნელა
გადამატარა.
-რაც არ უნდა იყოს, შენთავს არ გავუყოფ, ხომ იცი.
ნაზად შემეხო ბაგეებზე, კოცნაზე კცონით ვუპასუხე და განვაგრძე.
-ოსკარი კი მეკუთვნის. კიდევ კარგი, მართლა ისე მალე არ ვთვრები, როგორც
ნატალია.
გადავიხარხარე და კისერზე ხელები მოვხვიე.
- როგორც ჩანს შენი ცოდვების სიას კიდევ ბევრი რამ ემატება.
ცხვირზე ცხვირი უხეშად მომიხახუნა და ჩემს კისერს წაეტანა. უხეში კოცნებით ნელნელა დაბლა ჩადიოდა.
- შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაში ერთადერთი შეცდომა ის არის რომ შვიდზე მეტი არ
არის. თანაც ჩვენი ცოდვები უფრო მალე ირეცხება ვიდრე თქვენი, ანუ კაცების.
მხრები ავიჩეჩე და თვალები მივნაბე…
***
ალბათ დაღამებამდე, შემდეგ კი გათენებამდე, ასე გაუნძრევლად ვიწექით. ნახევრად
ჩემს მკერდზე იწვა, ცალი ხელით ხან თმაზე, ხან ხორკლიან კანზე ვეფერებოდი.
ერთმანეთს არაფრის დიდებით არ ვუყურებდით. ჩვენს შორის დუმილი გაბატონდა.
იმას ვერ ხვდებოდა, რომ მისი აქ, ჩემს პატარა დამტვერილ ოთახში ყოფნა უადგილო
იყო..
ადამიანს იქამდე არ იცნობ, სანამ მისი გადმოსახედიდან არ შეხედავ ყველაფერს,
სანამ მის კანში და სულში არ გაჯდები და ამას როგორც საკუთარს ისე არ გაითავისებ.
ნატალიას შესახებ, მგონი ბევრი არც არაფერი ვიცოდი, მაგრამ სრულიად საკმარისი
იყო მისი სუნთქვა გამეგონა, მის ყინულის თვალებისთვის შემეხედა და თავს
მშვიდად ვგრძნობდი. ალბათ ეს არის სიყვარული.. საინტერესოა, არც ისეთი ცუდი,
საშინელი და მტანჯველი ყოფილა როგორც ამას გარშემომყოფთაგან ვისმენ. ალბათ
სიყვარულსაც სწავლა სჭირდება. ამის შესწავლა ვაანალიზებდი ძალაუნებურად
წამომეწყო, რისგანაც თავის დაღწევის საშუალებას ვეღარ ვხედავდი.
გაგონილი მაქვს, ადამიანები არ ვირჩევთ ვინ შეგვიყვარდეს და როდისო. ვატყობ,
ყველა გამოთქმა, მოსაზრება რომელზეც ადრე სიცილით ვსკდებოდი ახლა
კარმულად მიტევდა.
-დამიან..
ოდნავ შეირხა მაგრამ მკლავები ძლიერად მოვხვიე რომ ჩემგან არ წასულიყო.
თითებით ჩემს მკერდის პირსინგს წაეთამაშა.
-ეს შენი სტილი არაა.- ჩაიცინა და თვალებში შემომხედა.
-გრძელი ამბავია- თვალები ავატრიალე და ჩამეცინა.-სკოლის ბანკეტზე, ნიკუშასთან
წავაგე ნიძლავში.
თვალები მოვიფშვნიტე, იმდღის გახსენებისას მინდოდა ძალიან ბევრი მეცინა.
-ასეთი რაზე დანიძლავდით?
-ერთ გოგოზე.- ჩამეცინა და უფრო მჭიდროდ მივიკარი სხეულზე. როგორი სუსტი და
მჩატე იყო.. ჩემს პასუხზე ოდნავ სახე შეეცვალა მაგრამ რისი ყინულის პრინცესაა
რაიმე რომ შეემჩნია?!
-ჩემი კლასელი უნდა დამეკერა, იმგოგოს კიდე შეყვარებული ჰყოლია და ერთი ორი
მითავაზა- ჩამეცინა და ცალი ხელი თავქვეშ ამოვიდე, ასე უკეთ ვუყურებდი
ნატალიას.
-ანუ თინეიჯერული დრამა გამოგივლია.- სიცილში ამყვა და ოდნავ გაიმართა.
-მიდიხარ?
-ბუნებრივი მითხოვნილებები მიხმობენ -თვალები აატრიალა და თხელი პლედი
ტანზეშემოიხვია.
-მაგის გარეშე უფრო ლამაზი ხარ.
გავუღიმე, ეს გულწრფელად ვუთხარი. მის ხორკლიან, არომატიან კანს, არ მომწონდა
გახუნებული პლედი როგორც ფარავდა.
მაცდურად გამიცინა და ჩემი ოთახიდან გავიდა.ერთ წერტილს მიშტერებული
გაღიმებული დავრჩი. ერთდროულად უამრავ რამეზე მეფიქრებოდა. უცნაური იყო,
ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. ნატალია ის ქალი იყო, ვისი ჩემს სახლში ყოფნა
არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა. პირიქით, მსიამოვნებდა კიდეც, როგორ
ედებოდა მისი მძაფრი, გრილი სურნელი ჩემი სახლის ნესტიან კედლებს.
გაზაფხულის დილა იყო, ესეთი ფერადი არასდროს მინახავს ის. ვხვდებოდი ეს
ყველაფერი ვისი დამსახურებაც იყო. არ ვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ არა ეს
ყველაფერი, რადგან სამყაროში ყველაფერი წარმავალია და იმის გააზრება, რომ ეს
წუთებიც იხოცებიან, უკვე დრამას უდრიდა. ამიტომ ავდექი, მოვწესრიგდი და
ფიქრი გვერდზე გადავდე.
სამზარეულოში გასულს, ნატალია დამხვდა, რომელიც უკვე ყავას ხარშავდა.
ვგიჟდებოდი ამ არომატზე. ჩემით გაკეთება ყოველთვის მეზარებოდა. ნატალიას
პლედი ოსტატურად ჰქონდა შემოხვეული სხეულზე,გვერდებში ჩატანიებული
ნაჭრით დეკოლტე კაბად შეექმნა. ფეხშიშველი, გაზთან იდგა და ყავას ურევდა. მგონი,
ჩემი ადგომა ვერც კი შეამჩნია.
პირველად მომინდა, გოგოსთან მივსულიყავი, მის წელზე ხელები მუცლამდე
შემომეხვია და თავი მის კისერში უკნიდან ჩამეფლო. ხელები უკვე მექავებოდა, ასე
რომ საკუთარ თავს წინააღმდეგობა აღარ გავუწიე და ეს გავაკეთე.
შეხტა, შეცბა, ვხვდებოდი არ ელოდა. “კეთილი იყოს შენი მობრძანება
მოულოდნელობების კლუბში, ნატალია. ამას არც მე ველოდი”
ჩავიდუდუნე გონებაში და ოდნავ მოვშორდი, როდესაც გაზი გამორთო და ჩემსკენ
მობრუნდა. მისტიურად მიღიმოდა და თვალებიდან ტუჩებამდე მთლიან სახეს
მითვალიერებდა. პაწაწინა ხელით ნაზად შემეხო ლოყაზე და ყბის ძვლამდე
ჩამოატარა. მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, თავი გასწია, მადუღარას ხელი დაავლო
და ყავა ჭიქებში გადაანაწილა. იქვე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტი
გააბოლა. მარლბორო შავი გოლდი, როგორც ყოველთვის. იმის თავი არ მქონდა რომ
დამეტუქსა.ყავისგან ოდნავ გაყავისფრებული ტუჩები და სიგარეტი საშინლად
ლამაზს ხდიდა.
ჩემი წუთიერი იდელეადან ტელეფონის ხმამ გამოგვაფხიზლა ორივე. ჩემი
ფინჯანი მაგიდაზე დავაბრუნე და ოთახში გავბრუნდი.
-გისმენთ?
-ბიჭო, კლიენტი გაგიჩითე და რას იზამ, გცალია?
აჰ, რაფო. ხმაზე ვიცანი. ვინაიდან ნატალიასგან სრულიად გაბრუებულს არც
დამიხედავს, ვის ვპასუხობდი.
-რაფიკ.. ხო, ოღონდ საღამოსთვის რა. სახლში საქმეები მაქვს.
- რა ხმა გაქვს? კარგად ხარ?
ჩაიცინა ძმაკაცმა.
-რა ხმა მაქვს?
წარბები შევკარი და საკუთარი თავი სარკეში შევათვალიერე. ვითომ ჩემს
გარეგნობაში ვეძებდი ცვლილებას მაგრამ ეს მეც და ჩემმა მეორე თავმაც
კარგად ვიცოდით, რომ გარეგნულ მხარეს არ ეხებოდა.
- რაღაც სხვანაირი. მოკლედ ექვსისთვის გამოვუშვებ.
- მშვენიერია.
წარბებზე თითები გადავისვი და შემდეგი ზარი კოტესთან განვახორციელე.
ახლა ხომ ნარკო-მოვაჭრე პარტნიორი მყავდა.
-კოტე, დამიანე ვარ. ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?
ჩავახველე რომ ხმა ჩამეწმინდა. იქვე დადებულ მაგიდის საათს გავხედე.
ისრები თეთრთმეტის წუთებს აჩვენებდა. ძალიან ადრეა ნატკოტიკზე
სასაუბროდ, რა ჯანდაბაა!
-თუ იმას არ ჩავთვლით რომ გამაღვიძე, არა. რახდება ოფისი გაგიძარცვეს?
სიცილით მკითხა.
-არა რას ამბობ.
-ღმერთმა დაგიფაროს.
მის სიტყვებზე თვალები ავატრიალე. ახლა ესეც ღმერთზე ლაპარაკს
მიწყებდა? ერთი მორწმუნე ისედაც მეჯდა სახლში.
-ეგ ვერ გვიშველის… მოკლედ, კლიენტი მოვა საღამოს და შენი წილიც
შევთავაზო, თუ ამას შენით გააკეთებ?
-ვნახოთ, საქმეებიმაქვს. თუ მოვუსწარი მაგ შენს კლიენტს კარგია. თუ არა და,
შენი საქმე იცი.
- მეწილევარ, რომ არ დაგავიწყდა?!
-ხუთი პროცენტი. კარგად მახსოვს.
დინჯად ამოილაპარაკა კოტემ. თვალები გამარჯვებულმა ავაციმციმე და
ფართო ღიმილით მობილური ტუმბოზე დავაბრუნე.
შეტრიალებულს, ლამის ფეხი ამიცდა და ძირს გავიშხლართე. ჩემს წინ მდგარი
ქალის ყინულის თვალები მთელს ოთახს ანათებდა. წარბ-აზიდული
მიყურებდა. ყველაფერი მოისმინა?!
დაბალი თმები ცალი ხელით მოვიქექე და გავუღიმე. ვიცოდი მე და ნატალიას
სალაპარაკო ბევრი გვქონდა. ბევრ თემაზე, ჩვენზე და მათ შორის ჩემს
საქმიანობაზე. გავიგებდი, თუ ჩემნაირ ადამიანთან ერთად ყოფნას არ
მოისურვებდა.
ასე ხდება “შეყვარებულობა?”
-ჩასაცმელად შემოვედი. -სიტყვები ერთმანეთს მიაყარა და საკუთარ
ტანისამოსს დაუწყო თვალებით ძებნა. ანუ გაიგონა. მაგრამ კონკრეტულად
არაფერი მოხსენებია. საწოლზე მძიმედ დავეშვი და თვალით ვანიშნე ჩემს
გვერდით დამჯდარიყო.
-მადლობ შემოთავაზებისთვის, მაგრამ.. ვერ დავრჩები.
-ეს.. რის გამოა?
-უბრალოდ ძალიან შეგაწუხებ.
დარცხვენილმა ჩაილაპარაკა და თავი ჩახარა.
-ნატალია, შემომხედე.
ნიკაპით თავი ავაწევინე და ოკეანესავით უძირო თვალებს ჩავაშტერდი.-შენი
თვალები უკანასკნელია, რამაც შეიძლება მყუდროება დამირღვიოს.
ჩაეღიმა და მსუბუქი, უცაბედი კოცნა დამიტოვა ბაგეებზე. როგორი ტკბილი
იყო!
-მაშინ თვალებს დაგიტოვებ.
მის ხმაში მხიარულება ნამდვილად იგრძნობოდა.
-არ ვხუმრობ.
წარბები ავუწიე.
-ახლა რა, დამიანე. ასე სექსი გვექნება და წავალ ხოლმე?
მხრები აიჩეჩა და უხერხულად დაიწყო ჩაცმა.
ერთიანად მოვიქუფრე.
-ზუსტად მაგიტომ. ჩემთვის მხოლოდ “სექს-თოი” არ ხარ. ერთად ვართ.
ბოლო ორ სიტყვაზე იმდენად ამაკანკალა, ვერ მივხვდი ეს ჩემი ორგანიზმი
იყო თუ მიწისძვრა, რომელიც მთელს კორპუსს აყალყალებდა.
სახიდან თითქოს ფერი წაუვიდაო, მაგრამ მალევე მოედო მის სახეს
კმაყოფილი ღიმილი. თავი მსუბუქად დამიქნია და ფეხსაცმელი ამოიცვა.
-მაინც მიდიხარ?
-მომწონს შენთან ყოფნა, დამიან. მაგრამ ამ მომეტისთვის ასე აჯობებს.
კისერზე ხელები მომხვია, ოდნავ თითისწვერებზე აიწია და ნაზად მომეკრო
მხარზე. გულში ჩავიკარი. ალბათ მის გარდა გოგოს არც ჩავხუტებივარ ასე. ასე
როგორც ნატალიასგან ვივსებოდი სითბოთი.
ოთახი მალევე დავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და ნიკუშას გადავურეკე.
ვთხოვე თუ რაფოსაც დაუკავშირდებოდა წამოეყვანა და ჩემთან
მოსულიყვნენ.
დიდი დრო არ დაუყოვნებიათ, ერთ საათში დამადგენენ და ოფისსში
ჩავედით. ოდნავ დამტვერილ მაგიდას ხელი სწრაფად გადავუსვი და
ნიკუშამაც ექვს ბაკლიანი ლუდის შეკვრა მძიმედ დადო.
- რა გჟივით დამირეკე, მშვიდობა გაქვს?- იკითხა ნიკუშამ და ბაკალი გახსნა. ერთი
ამოსუნთქვით გადაუშვა დამშრალ ყელში რამდენიმე ყლუპი.
- დილას მეც დავურეკე, კლიენტის თაობაზე და ისეთი ხმა ჰქონდა. აი
´მიკნუტებული´რა.
ახარხარდა რაფო, აბესაძეც მალევე აყვა სიცილში. მე კი სეროზული სახით
ვუყურებდი ამ ყველაფერს. ალკოჰოლი რომ ალკოჰოლია, მაგისი დალევაც კი არ
მინდოდა. მთლიანი ორგანიზმი ისედაც მიდუღდა ზედმეტი სპირტის გარეშე. ასეთია
სიყვარული?! უბედურება მჭირს.
- ეხლა, ასეთი სახით აპირებ ჯდომას, თუ ამოღერღავ?!
- ძაან დაგაჩვიეს ამ მკაცრ ტონს სამსახურში შენ. რადღეში ხარ? - თემის შეცვლა ვცადე
და ვეცადე გამღიმებოდა.
- ხო აი, თითქმის დაბადებიდან რომ არ გიცნობდე, მაგ თემის შეცვლის ხრიკს
გავატარებდი. გელოდებით ეხლა, ამოღერღე.- ხელებით გამიგრძელა და ერთი
ბაკალიც რაფოს გადააწოდა. საკუთარი ჩემითვე ავიღე და გავხსენი. ბიჭები, ალბათ
ყველაფრის თქმას მოელოდნენ ჩემგან, მაგრამ არა სიყვარულის.
- შეყვარებული ვარ. - ამოვიბურტყუნე და მოვიყუდე. იქამდე ვსვავდი სანამ კუჭი არ
შემეკუმშა. ყლუპს ყლუპზე ვუშვებდი მუცელში. თვალდახუჭული. ბიჭების რეაქციის
მოლოდინში მაგრამ, მალევე გადმოაფურთხა ნახევარი სასმელი ნიკუშამ, რაფო კი
ლამის სიგარეტით დაიხრჩო. თავჩახრილი ვუყურებდი სიტუაციას. ორივე მე
მომშტერებოდა. მე კი მათ. როგორი დაბნეულები იყურებდნენ, აბათ ახლა შესაფერის
გუნებაზე რომ ვყოფილიყავი, მათი სახეების შემყურე კარგად ვიხარხარებდ და ერთ
ორ ცინიკურ კომენტარსაც გავაკეთებდი.
დუმილი სადღაც ორი წუთი გაგრძელდა. მაგრამ ეს ორი წუთი ისე ძალიან
შემომეწელა, მთლიანი ბაკალი ჩავამთავრე.
- რა ხუმარა ხარ დამიან- ხელი სერიოზულად აიქნია ნიკუშამ და ზედ დასხმული
ლუდი თხელი პიჯაკით მოიწმინდა.
- არამგონია ხუმრობდეს, შეხედე რა სახეაქვს. ალბათ ახლა რამე ისეთი რომ ვუთხრათ,
ტირილს დაიწყებს. - დამცინა რაფომ და ბიჩოკი სანაგვეში მოისროლა. თვალს არ
მაშორებდა. მისმა სიტყვება მეც ამიყოლია.
- არა, მთლად ეგრეც არ ვარ.
თავი ვიმართლე და ტელეფონს დავხედე.
- თინეიჯერ ბიჭს გავხარ. რაიყო, ამოწმებ მოგწერა თუ არა? - ჩამეძია სიცილით ნიკუშა
და მხარი გამკრა.
- არა, მაგას არა. ნახევარ საათში კლიენტი მოვა. თუ გინდათ დარჩით. ხელს არ
შემიშლით. ბევრი ბევრი, კოტე გამოვიდეს და თქვენზე კითხვები დამაყაროს. აქ
ძაღლს რა უნდაო. არ გეწყინოს ნიკუშ.- თავი მოვისაწ...., ბოლოს კი კბილებიც
გამოვაჩინე.
- ეხლა სიტყვაც აღარ ამომაღებინო! მთელი ცხოვრება ჩემს სამსახურს უნდა კბენდე?
- შენი სამსახური ჩემნაირ ხალხზე ნადირობს. კარგი ყნოსვა აქვთ, მაგრამ აშკარად
უსუნო ვარ.
გავეკრიჭე და სიგარეტს მოვუკიდე.
- ვინარის ეგ სასწაული, ასე რომ მოალბო შენი გული?- ჩამეძია რაფო.
- ყველაზე კარგი გულის გოგო, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს.
- მე კიდე, მეგონა ჩვენს ყინულის პრინცესაზე ამბობდი.- თვალები გაუფართვდა
ნიუშას.
- ყინულის პრინცესა? ეგ ვინღაა?- დაიბნა რაფო და თმები აიქექა.
მათ შემხედვარე, ახლა ნამდვილად ვეღარ შევიკავე სიცილი და კარგად
გადავიხარხარე. როგორ მიყვარდნენ ჩემი ბიჭები. ისიც ძალიან მიყვარდა, ჩემი
ამბისგან ასეთი დაბნეულები რომ იყვნენ.
- კი ნიკუშ, ზუსტად მაგაზე ვამბობ. - ხმადაბლა ამოვიბურტყუნე
- სახელი არ აქვს?- წარბი აუთამაშდა რაფოს..
- ნატალია- ერთხმად ვუპასუხეთ მე და აბესაძემ. ოღონდ ჩემგან განსხვავებით
ყინულის თვალებას სახელს მთელი მისი ჰაერი გააყოლა. ეს ამოხვნეშვას გავდა.
ვიცოდი რომ ნიკუშას ნატალია დიდად არ მოსწონდა.
- მაგაზე ამბობ, კარგი გულის პატრონიო?- თვალები შუბლზე აუვიდა ძმაკაცს- აი
რაფაელ, გეფიცები, ეგ გოგო რომ ნახო, თვალებით გაგყინავს. პროსტა ვერ დაიჯერებ
რომ კარგი გულის პატრონია, თუ რაღაც მსგავსი. ზედმეტად ცივია.
- ასეთი განსაკუთრებულია?- აღტაცებულმა თვალები დამიბრიალა რაფომ .
- კი, არის, და მგონი ერთადაც ვართ. და ნიკუშ გთხოვ. მართლა კარგი გოგოა.
- კი, იმდენად კარგი გულის პატრონია, თავის ბრაზს ტყვიების სროლით უშვებს
გარეთ.
- რა ტყვიები?
ვხვდებოდი რაფაელი, ჩვენ სამს შორის ყველაზე დაბნეული იყო. ნაკლები
ინფორმაციის გამო. მის სახეზე უფრო და უფრო მეცინებოდა.
- არაფერი ისეთი, ბოდავს აბესაძე- ხელი ავიქნიე ნიკუშაზე და რაფაელს გავუგრძელე
ახსნა- ერთდღეს ცუდ ხასიათზე იყო და ნიკუშას იარაღიდან ერთი ორი
გავასროლინეთ. მოეშვა.
- ტემპერამენტიანი გოგო გყოლია- გამიღიმა რაფომ და თავისი სასმელი მოსვა.
- ნამდვილად არის, ვერ შეგეწინააღმდეგები- გვუცინე ძმაკაცს.
- რაღაც ფრთხილად იყავი, ეგ ტყვიები ერთხელაც შენ არ დაგახალოს - გამომესარჩლა
ძმაკაცი. მისი სიტყვები უკვე გულზე მხვდებოდა. ადრე როცა ნატალიაზე ასე
საუბრობდა, რეაქცია თითქმის არ მქონია. მაგრამ ახლა.. როცა უკვე გრძნობები
გამაჩნდა, რომელსაც სიყვარული ერქვა, მაგრამ ამას მე ვერ ვამბობდი ხმამაღლა.
გულს რაღაცნაირად მტკენდა.
ცუდია, როდესაც შენთვის უახლოეს ადამიანს, მეორე შენთვის უახლოესი ადამიანი
არ მოსწონს. ამისთვის რამე უნდა მომეხერხებინა.
- ამდღეებში, თუ გინდა შენც გაგაცნობ, რაფო.
- აუცილებლად, ძალიან მაინტერეებს, მაგ გოგოს რა აქვს ასეთი, რომ აბესაძეს
ვერ აუტანია.
***
- რა კარგია, ყველაფერი გეგმის მიხედვთ მიდის!- შემოჰკრა ტაში კოტემ და ჩემს
სავარძელზე გადაწვა.
- ეგ ჩემი ადგილია- თითით მსუბუქად ვანიშნე. სახე შეეცვალა, წარბი აიწია და
დინჯად წამოდგა. თვითკმაყოფილმა გავიღიმე. არვიცი რატომ. ამდენი
თავდაჯერებულობა ერთ დღეში, ჩემთვის უცხო იყო. თითქოს ამას იმის ცოდნაც
მმატებდა რომ ნატალია მყავდა გვერდით. ვუყვარდი. გამიგია, ქალი თუ შენთვის
საჭმელს ამზადებს, თანაც გემრიელს, ნამდვილად უყვარხარო. ამაში ახლა
ვრწმუნდებოდი. ვიცოდი, მისთვის რომ დამერეკა, აშინვე ჩემთან გაჩნდებოდა.
- ოჰო, რამ წამოგიარა, დამიანე?!
- არაფერი, შეგახსენე უბრალოდ რომ აქაურობის მეპატრონე მე ვარ.
მხრბი ავიჩეჩე.
- მერედა არ გინდა რომ მომყიდო? აბა სერიოზულად დაფიქრდი. ახალგაზრდა ბიჭი
ხარ. რათ გინდა ცხოვრებას ამად რომ იქცევ.
დანაოჭებული თვალები ჩემს სარდაფს მოავლო და შემდეგ მოისრისა. ვგრძნობდი
ისედაც აყროლებული ჰქონდა ფილტვები და ახლა სიგარეტით, უარესად უმატებდა.
ეს არ მანაღვლებდა. უბრალოდ თითქოს გამჭირვალეს ვხედავდი და ზიზღის გრძნობა
მემატებოდა. თავიდანვე ხომ კოტემ ჩამითრია ამ საქმეებში.
- აი მაგ პათხალიამობებს მოეშვი. ჩემს მომავალზე ოდნავაც რომ გეღელვა, 18 წლის
ბიჭი რომ მოგადექი, მაშინ არ გამიშვებდი ნარკოტიკის გასაყიდად.
- კარგი, გამომიჭირე.- ხელებიჰაერში დანებების ნიშნით ასწია. პირი გააღო, რომ
კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ დავასწარი.
- არა კოტე, ეს არც განიხილება. სარდაფი ჩემია. არ იყიდება.
- ერთი მიზეზი მითხარი, დამიან. რატომ?
- ამის გარდა არაფერი გამაჩნია.- ´´ნატალია გამაჩნია´´ დავამშვიდე საკუთარი თავი,
ღრმად ამოვისუნთქე და განვაგრძე- ეს საქმე არც მაწუხებს დიდად, როგორც შენ ხარ
ამით შეპყრობილი. ასერომ, მომეშვი ახლა.
ხელი ავუქნიე. იმედია მიხვდებოდა, რომ მისი წასვლის დრო იყო.
- იფიქრე დამიან, შემოთავაზება ყოველთვის ძალაში იქნება. მომწონს ეს ადგილი.
იატაკიდან ჭერამდე, თითო კუთხე აათვალიერა, ცივი ჰაერი ორთქლად გამოუშვა და
კიბეები დინჯად აიარა.
***
´´თუ ოდესმე ვინმე შემიყვარდება მასთან სულ სხვანაირი სიყვარული მექნება.,..არ
ვიეჭვიანებ არცერთ მის მეგობარზე .უკანა რიგებშიც აღარ ვიპოვით საკუთარ
ადგილებს და არც წუთში სამოცჯერ გავუმეორებ, რომ მასზე ვგიჟდები.
ჩემი ადამიანი მთლიანად ჩემი იქნება და მე მასზე ყველაფერი მეცოდინება..
მეყვარება ის თავისი ნაკლოვანებებით. ყოველ დღე საქციელებით ვაგრძნობინებ ,რომ
ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.
აუცილებლად ბევრს ვიცინებთ ერთმანეთის ნათქვამ სისულელებზე და შუა ღამეს,
კორპუსის სახურავზე გულაღმა დაწოლილი ვეტყვი, რომ არ მინდა, გათენდეს.
როცა მოვიწყენ, და დარდი შემომაწვება დავურეკავ და აუცილებლად შევახსენებ,
რომ მისი ხმა თებერვლის ყველანაირ სუსხიან დღეებს ათბობს.
თუ ვიჩხუბებთ და დამნაშავე მე ვიქნები ჯიუტად მის ზარს არ დაველოდები…მე
დავურეკავ და სულ არ ვიფიქრებ, რომ პირველი ნაბიჯი მისი ვალდებულებაა.ვეტყვი,
რომ ბედნიერი ვარ მისი არსებობით და ყველა ის წუთი, როცა ტანსაცმელჩაცმულებს
ერთმანეთის გვერდით, გულაღმა გვეძინა, ყველაზე, ყველაზე სუფთა და ბედნიერი
იყო.
ღამის 4 საათზე ფინჯანი ჩაით ხელში აივანზე გათენებამდე ვისხდებით და
ერთმანეთს ჩვენი განვლილი ამბების შესახებ მოვუყვებით . გულწრფელად
ვისაუბრებთ და მოვუსმენთ არა ვალდებულების,არამედ ინტერესის გამო და მაშინ,
ის დრო, რაც ერთმანეთის შეხვედრამდე გვქონდა გატარებული, დაკარგულად აღარ
ჩაითვლება.
როცა რაიმეზე ბრაზი შემომაწვება არ ავვარდები, გულში დავითლი და უნებლიე
წყენა ათ თვლამდე გამიქრება.
ჩემს ადამიანს არასოდეს არ ვეტყვი ,რომ მე ის მიყვარს´´..
- საკამრისია!
ხმამაღლა დავუყვირე საკუთარ თავს და უაზრო პრესა გვერდით გადავდე. კაფეში
შევეთილი საკუთარი ფინჯანი ყავა დავაბოლოვე და საზურგეს მივეყრდენი. ახლა
ვხვდებოდი სულ ხელუხებლად, დამტვერილი რატომ ეყარა ეს პრესის უაზრო
გაზეთები. აქ ხომ ათას სისუელეს წერენ. მაგაითა იმას, რაც წეღან წავიითხე.
მომდევნო კლიენტის მოლოდინში ლამის მეორე ჭიქაც შევუკვეთე. მაგრამ
გადავიფიქრე, როდესაც წინ კაპიშუონ წამოფარებული თვრამეტ-ცხრამეტ წლამდე
ასაკის ბიჭი მომიჯდა.
- მალე მომეცი რა- ერთიანად კანკალებდა. თან ჩურჩულებდა. ეს არ იყო ლომკისგან
გამოწვეუი ნერვიულობა. სხვა რამეში იყო საქმე.
- კარგად ხარ?
ვკითხე და ვეცადე მისთვის თვალებში შემეხედა.
ხა არ გამცა. ისევ ჩემს მოქმედებას ელოდდა, რომ მოსაწევს გადავაწვდიდი. მოსაწევი
ლომკას არ იწვევს ახლაღა გამახსენდა.
- ბიჭუნავ, რაგჭირს?
- არ ვარ ბიჭუნა. უბრალოდ მომეცი. მეჩქარება!
მაგიდაზე ხელით მოკუჭული ორმოცდაათლარიანი დამიგდო და ხელი გამიშალა.
ღრმად ამოვისუნთქე და რაც სჭირდებოდა გადავაწოდე. წამებში აორთქლდა.
რა სჭირდათ ამ თინეიჯერებს.. რამდენ კლიენტს შევხვედრილვარ, მაგრამ მაინც
თითოეული თუარა ხუთიდან სამი ახეხებდა თავიანთი განსაკუთრებული და
აუხსნელი ქცევის გამო ჩემი ყურადღების მიპყრობას. ამ ბიჭში კი საკუთარი პატარა
თავი დავინახე. ჯანდაბას მოსაწევი, ამას მეც ვაკეთებდი მის ასაკში. და ახლაც
წელიწადში ორჯერ ალბათ. დაბადებისდღეზე და ახალწელს. გააჩნია, ნიკუშას
თანამშრომლები თუ არ გვეხვეოდნენ ხოლმე თავს.
ბიჭს სერიოზული წამალი რომ შეეკვეთა, ალბათ არ მივცემდი. ამწარდებოდა მაგრამ
ჩემხელა რომ ახდებოდა, ალბათ გამიხსენებდა და მადლობასაც მეტყოდა...
ნატალია უნდა მენახა. თაამად ვუმეორებ ჩემს თავს- ჩემი გოგო- უნდა მენახა.
სიამაყით ავსავსე წამოვდქი, მისი ნომერი მოვძებნე და გადავურეკე.
სისულელე იყო ის სტატია რაც წავიკითხე. სიყვარული ასეთი არარის, როგორსაც
აღწერენ. მე უფრო სხვანაირად მიყვარდა ნატალია. და რახან უკვე მან ჩემი თავი
დაისაკუთრა, თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ როგორღაც ამეხსნა საუთარი შავი
საქმიანობა.
***
- მაინც ვერ ვიგებ, ჩემთან რატომ არ გადმოდიხარ. - ჩავიბურტყუნე და პატარა
ბავშვივით ცხვირი ჩავხარე.
- ალბათ, ასეა საჭირო - ხმადაბლა ამოილაპარაკა ნატალიამ და უტკიბილესი ტუჩებით
ბაგეები შემივსო. მკლავები მჭიდროდ მოვხვიე და მივიხუტე.
- ხომ იცი, მოვა დრო და დაგითახმებ. ან ქირას რითი იხდი?!
შევატყვე დაიბნა. მაგრამ დაბნეული წესით, მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი.
როგორც ვიცოდი, შემოსავლის წყარო არ ჰქონდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა
სულ ფორმაში იყო და არც არაფერი ეკლდა.
- რუსეთიდან მიგზავნიან.
ამოიბურტყუნა და ოდნავ მომშორდა. ამ ბოლო დროს ვატყობდი, რომ მეტად
სევდიანი იყო ვიდრე უწინ. რაც არ მსიამოვნებდა.
- თუ რამეა, დახმარება შემიძლია.
- მადლობა.
- წამოდი, ვფიქრობ რაღაც უნდა იცოდე.
- ხელი დავავლე და წამოვაყენე. კიდევ ერთხელ დავუკოცნე ტუჩები და ზურგი
ვაქციე. ტუმბოს ქვედა უჯრიდან გასაღები ამოვიღე და ჭიბეში ჩავიგდე.
- სად მივდივართ?
დაბნეულმა იკითხა და გამიღიმა.
- რახან ერთად ვართ.. უფროსწორად, ნატალია არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ აგიხსნა.
ჩემთვის ძალიან უცხოა ამაზე საუბარი.
ტუჩებზე საჩვნებელი თითი მომადო და გამაჩუმა. თავი გააქნია და გამიღიმა. ძალიან
მამშვიდებდა მის უძირო, გაყინულ თვაებში ცქერა.
- ზუსტადაც, დამიან, ერთად ვართ და გონი, ჩვენს შორის სიტყვებით არაფრის ახსნა
არ იქნება საჭირო. ისედაც გვესმის ერთმანეთის..
- ჩემთვის ნიკუშას შემდეგ, ყველაზე ახლო ადაიმანი ხარ.
გამოვუტყდი როდესაც სარდაფის ბოქლომს გასაღები მოვარგე და გადავატრიალე.
- იმედი მაქვს, ამას რფელი გულით მეუბნები, და არა იმიტომ რომ, შიგნით გვამებს
მალავ და ნეკროფილია გიტაცებს.
- ნეკროფილი რომც ვიყო, შენს მერე რთულია, გვამთან ან მძინარესთან დავწვე.
ჩავიცინე და წარბები ავუთამაშე.. ჩაიცინა და შემომყვა. შუქი სწრაფად ავანთე და
მუდამ გაყინულ არემარეს თვალი მოვავლე. ნატალიაც აქეთ იქეთ იყურებოდა.ახლა
ხმა რომ არ ამომეღო, აქაურობა მართლაც ჩვეუებრივ ოფისს გავდა. ძველბური ხის
მაგდით და რამდენიმე სავარძლით. პატარა მაცივარიც მედო კუთხეში და ასევე ძველი
დროის რადიო. მოკლედ რომ ვთქვა აქურობა 90ანების სახლის ჩვეულებრივ ოთხს
გავდა.
- და?- წარბები ამიწია ნატალიამ ღიმილით.
ხელები გამიოფლიანდა, მაგრამ ღრმად ამოვისუნთქე, მაგიდას მოვუარე და უჯრას
დავეჯაჯგურე, გამოვხსენი. ნატალიას თვალებით ვანიშნე ახლოს მოსულიყო.
უსიტყვოდ დაემორჩილა. წამებში შეავლო თვალი იმას, რასაც მე ვუყურებდი.
თითქოს სუნთქა შეეკრა. თვალი გაუშტერდა წამალზე და რამდენჯერმე დაახამხამა.
ტუჩებბი შუაზე გააპო და მზერა ჩემსენ გადმოიტანა.
- შენ.. შენც იკეთებ?
უკვე ცხოვრებაში მეორედ, გავიგე მისი ხმა საახალწლო ზარებივით როგორ
აკანკალდა. ჩამეცინა და შვებით ამოვისუნთქე. არ ბრაზობდა, არ გარბოდა. მაგრამ
გონი ეშინოდა.
- არასდროს გავკარებივარ. უბრალოდ ამით ვცოცხლობ - ხელი მოვავლე სარდაფს.
თავი ნერვიულად დამიქნია და გიშრივით შავი თმა ცალი ხელით გვერძე გადაიყარა.
სავარძელზე ჩამოჯდა.
- გთხოვ, რამე მითხარი...-შევევედრე, ჩავიმუხლე რომ გავთანაბრებოდი. მისი
ხელები ჩემსაში მოვიქციე და დაკოცვნა დავუწყე. უსაშინლეს არსებას ვემსგავსებოდი.
სიყვარული ცვლის ადამიანს.მაგრამ სიყვარულზე ძლიერი გრძნობა შიშია. ეს რაღაც
განსაკუთრებლი შიშია. შიში რომ საყვარელი, შენთვის უახლოესი ადამიანი შენს
ცხოვრებას ვერ მიიღებს და ვერ გაითავისებს. შიში რომ ერთხელაც შენი რეალური
სახის გამო, ადგებიან და მიგატოვებენ.
ჩემს ხელებს თვითონ მოეხვია და თვალი თვალში გამიყარა.
- შენი საქმიანობა ჩემთან უსაფრთხოა. ოღონდ მხოლოდ ჩემთან.
თავი დამიქნია და მამშვიდა.
- მხოლოდ შენთან?
- მთავარია შენ არ იკეთებ..
- გთხოვ, ნუ მიღალატებ,განა იმიტომ, რომ დამარცხების მეშინია,ან პატიება არ
შემიძლია,უბრალოდ, მინდა შენი მჯეროდეს..მუდამ. და ამას მხოლოდ ჩემს
საქმიანობაზე არ ვამბობ.
ავუხსენი და მის გვერდით დავჯექი.
ვგრძნობდი ერთიანად დამძიმებული ჰაერი ორგანიზმში როგორ მიგუბდებოდა და
ალბათ მალე გულიც ამერეოდა ამ ყველაფრისგან. ამ სიმართლისგან.
- პირობებს არასდროს ვდებ დამიან, მაგრამ ვეცდები რომ ამ ყველაფრიდან
გამოგიყვანო..
- გამომიყვანო?
- უბრალოდ ვთქვი. - თავი გააქნია და ლოყაზე მომეფერა. ღმერთო როგორი კარგი იყო
როგორი გამგები. ახლა ღმერთსაც კი ველაპარაკებოდი ჩემში.
ვუყურებ ნატალიას და ვრწმუნდები. სიყვარული ყველაფერს გაგრძნობინებს
ადამიანს და იმასაც დაგაჯერებს რისიც აქამდე არ გჯეროდა.
იმედგცრუება, შიში, ტკივილი.. მხოლოდ ცუდი შეგრძნებები მახსენდება როდესაც
სიყვარულს ახსენებდნენ. მე კი ყველაფერს პირიქით ვგრძნობდი. მისი თანადგომა
ერთიანად მავსებდა. ის მე მიგებდა.
-ოფიციალურად, მხოლოდ ერთი კვირაა ერთად ვართ.- ჩაილაპარაკა ნატალიამ
სიცილით.
-მე კი ვფიქრობ, ოფიციალურობას რომ თავი დაანებო, იმ დღიდან ვეკუთვნით
ერთმანეთს რაც პირველად გამომელაპარაკე.
-სულელი ვიყავი.
- ისე ამბობ, თითქოს წლების წინ ყოფილიყო.
გავუცინე. სიცილში ამყვა და თავი ჩახარა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა აქაურობა და
გაიღიმა.
- იცი, მომწონს კიდეც. აქ მყუდროებააა.
მხრები აიჩეჩა და ერთიანად მომეყრდნო მკერდზე. მისი მძაფრი სურნელი ნესტოებზე
ნაზად მომელამურა და გამაბრუა. თვალებ განაბული ვუსმევდი მის გიშრის თმებს
ხელს და ვეფერებოდი. სახე ხელებით დავუჭირე და მოწყურებული დავეწაფე მის
ტუჩებს. ვგრძნობდი რომ რაღაც იცვლებოდა. რაღაც ჩემში იცვლებოდა.
-მე და შენ ალბათ, ასე ვფიქრობ,ღმერთიც სხადასხვა გვყავს და ერთმანეთს
შორიდანაც კი არ იცნობენ.
გაეცინა და მისი თმები ხელში ჩავიხვიე.
- რა მოხდა, ღმერთის ირწმუნე?
- ამ ბოლო დროს, იმდენი რამის ვირწმუნე, ალბათ ღმერთიც შეემეტება სიას.
სიცილზე სიცილით ვუპასუხე და გაყინული თვალები მორიგეობით დავუკოცნე.
ელიზაბეტი*:
ირგვლივ სიბნელეა… მხოლოდ ქუჩის განათების მკრთალი, ოქროსფერი შუქი კვეთს
ოთახში არსებული ნივთების კონტურებს. სიჩუმე არ არის, ხმაურია, თუმცა არ ვიცი
ეს ხმაური ოთახშია თუ ჩემში, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რომ
ხმაურია და თან საკმაოდ შემაწუხებელი..ჩემს გონებაში მუსიკის ჰანგებს ერწყმის
ფიქრები იმ მარადიულ თემებზე, რომლებზეც ადამიანები საზოგადოდ საუბრობენ
ხოლმე.. გონებაში ირევა ფიქრები სიყვარულზე, ბედნიერებაზე, მომავალზე,
განათლებაზე, სიძულვილზე, თანასწორობაზე.. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ფიქრები
ჩემშიც მხოლოდ მსჯელობის სახითაა და არა დასკვნების… სამწუხაროდ ეს
მსჯელობა ვერ მაძლევს მიმართულებას, რადგან რეალურად არ ვიცი რა მინდა.
- წასვლის დროა.
კარი დაუკითხავად შემომიღო რაფაელმა. თვალები ავატრიალე და სწრაფად
მივიფარე ადიალა სხეულზე.
ჩემს ქცევაზე ჩაეცინა და იქვე ჩამომიჯდა.
-ისე სწრაფად ახვევ თავბრუს დამიაენეს, უკვე აღარ ვიცი ნატალია დაგიძახო თუ ელი.
-ორივეს არაუშავს რა. ჩვეულებრივი სახელებია.
მხრები ავიჩეჩე უმაყოფილოდ.
ჩემი და დამიანეს ´ურთიერთობიდან´ თვე ნახევარი იყო უკვე გასული და
ოდნავადაც კი ვერ ვხვდებოდი, როგორ ვახერხებდი ამ ყველაფერს. ალბათ კაცები
მართლაც პატარა ბავშვებივით იყვნენ. ოდნავ განსხვავებულობას და ყურადღებას
დაანახებდი და ფეხქვეშ გედებოდნენ.
ზოგჯერ ადამიანები ვერ ვხვდებით თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს
წარმოთქმულ 1 სიტყვასაც კი… მხოლოდ სიტყვას კი არა, ჩვენს მიმიკას ან რაიმე
პატარა დეტალს, რომლითაც ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ, შეუძლია
შეცვალოს სხვა ადამიანის ცხოვრება… შეიძლება ცხოვრების შეცვლა
გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, ან თქვათ, რომ ვინაა სხვა ადამიანი ჩემზე რომ
გავლენა მოახდინოსო, მაგრამ, მერწმუნეთ, გაუცნობიერებლად თითოეულ წამს,
თითოეულ დეტალს, თითოეულ ფრაზას, მოვლენას, მიმიკას თავისი დატვირთვა
აქვს.
ერთი სიტყვა ნამდვილად არ ყოფილა, მეტი იყო, თანაც მიმიკებიც გაუაზრებლად
არეული.ზუსტად ამ სიტყვებით და მიმიკებით გავუნადგურე ერთ ადამიანს
ცხოვრება. მას მერე მივხვდი რომ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრებაში
თითოეული პატარა დეტალით შეგვიძლია გარდამტეხი ცვლილება
მოვახდინოთ.ამიტომ აქედან გამოსვლის შემდეგ, იმაზე მეტი სიფრთხილე
მმართებდა ცხოვრებაში, ვიდრე აქამდე.
ვიჯექი ხმელ სავარძელზე და ჩემს მოპირდაპირედ მჯდარ სამ პოლიციელს
ვუსწორებდი თვალს, რომლებიც ზურგს უმყარებდნენ ჩემს წინ მჯდარ კიდევ ერთს.
- ნატალია?..
-დ..დიახ- ჩავახველე და თვალებში ჩავხედე.
-გვარი? შენი საბუთები არ მაქვს. - ხელები გამიშალა პოლიციელმა.
- მეტრეველი.. ჩემი საბუთები შემოსასვლში ჩაიბარეს.
- აქ მეგობარმა მოგიყვანა?
- დიახ.
- თაობაზე..?
- განაცხადის გაკეთების თაობაზე. ვისზეც უნდა გითხრათ, მაგ ადამიანს კარგი
არაფერი გაუკეთებია.
თავი ჩავხარე. იმდენად კარგად მქონდა ნატალიას როლი გათავისებული,
თვალთმაქცობაც აღარ მჭირდებოდა, თითქოს.
- ვინ არის?
- სახელი არ ვიცი, არც გვარი. - ვიცრუე მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის
თვალებში შევხედე. - ადგილი ვიცი, სადაც 4 თვეში ნარკოტიკის დიდი მარაგი ექნება.
- კარგი, გვითხარი. ნუ ხარ შეშინებული - ოდნავ გამიღიმა.
- ჭავჭავაძის 17, მთაწმინდა. კორპუსის მეორე სარდაფში იქნება. ახლავე მიხვალთ?
- ხომ თქვი ოთხ თვეშიო, ოთხ თვეში მივალთ. ახლა თუ იქ არაფერი დაგვხვდება,
პოლიციის დანახვისას ის პიროვნება ვისზეც საუბარი გვაქვს, თავის გეგმებს შეცვლის.
თავი დინჯად დავუქნიე.
- თავისუფალი ხარ, კარგად მოიქეცი რომ აქ მოხვედი.
ისევ გამიღიმა. გავუღიმე თუმცა ეს ღიმილი ყალბი იყო. არასდროს მომწონდა შავი
საქმეები და უსამართლობა. ნაწილობრივ ვიცოდი რომ სწორად ვიქცეოდი ნარკო
დილერის დაბეზღებით, მაგრამ მეორეს მხრივ, მეც ვტყუოდი. ნატალია მეტრეველი
ქვეყანაზე არ არსებობდა. ალბათ ამაში რომ გამოვეჭირე დამიანეზე მეტი პრობლემა
მე შემექმნებოდა.
გამოსულს რაფო მკლავში მეცა, მეგობრულად მომხვია და მიმღებში გავედით.
საკუთარი საბუთები დამიბრუნეს.
გარეთ გავედით თუ არა წელში გავიმართე და სიგარეტს მოვუკიდე.
- რა განერვიულებს?!
- არ ვნერვიულობ, ჩემი საქმე გავაკეთე- გაუღიმე და ღმა ნაპასი ფილტვებში
რამდენიმე წამით ჩავიგუბე.
- მიყვარხარ, ´ნატალია´- ბოლო სიტყვაზე დამცინა და ნაზად შემეხო ტუჩებზე. მისი
კოცნა არასდროს მსიამოვნებდა, არც მისი ალერსი და მით უმეტეს არც მასთან სექსი.
იმაშიც ეჭვი მეპარებოდა რომ ვუყვარდი. ვინც უყვართ იმას ცუდად არ ექცევიან,
როგორც წესი.
მაგრამ როდესაც საქმე რაფაელს ეხებოდა, აქ ყველანაირი ნორმა დასავიწყებელი იყო.
ყველაფერზე ღიზიანდებოდა მეტად ფეთქებადი ადამიანი იყო ვიდრე მშვიდი და
თავის სიბრაზეს თუ სიყვარულს ერთნარად გამოხატავდა- სიუხეშით.
- ჩემს შესახებ რომ გაიგონ?- ხმადაბლა ვკითხე რაფაელს.
- ვინ?
- დაგავიწყდა რომ შენი ძვირფასი დამიანეს საუკეთესო მეგობარი პოლიციელია?
- მომისმინე ელ, - ღრმდ ამოისუნთქა და თვალებში ჩამაშტერდა. - ქვეყანის
გადაკვეთას მგონი არ აპირებ ყალბი საბუთებით. აქაც ხომ ხედავ, არანაირი ეჭვი არ
შეუტანათ. ერთადერთი, რითიც შეიძლება გამხილონ საკუთარი თავია.
- მე რა შუაში ვარ?!
- ანუ, შენ ამხელ საკუთარ თავს. უნდა გახსოვდეს რომ აქ ნატალია მეტრეველი ხარ და
არა ელიზაბეტ მაისაშვილი. გაიგე?!
- გავიგე ყველაფერზე ყვირილი არ არის საჭირო.- ხელი ავუქნიე და მოვშორდი. სახში
ვაპირებდი წასვლას. უნდა დამესვენა. ეს დღე და დაკითხვა იმდენად სტრესული
აღმოჩნდა ვიდრე ამას მე წარმოვიდგენდი. საღამოს დამიანეს შევხვდებოდი. ერთი
ორს გავუღიმებდი და ჩემი დღის სამუშაოც შესრულებუlი მექნებოდა..
დამიანე*:
- მითხარი როდის გრძნობ თავს ყველაზე რეალურად?
ყურში ჩამჩურჩულა შუა ფილოსოფიის ლექციაზე ნატალიამ. ჩამეცინა და მის
გაყინულ თვალებს გავხედე.
- როცა ტუჩებზე გეხები და სამყარო თავზე გუმბათად მახვევია.
ჩავიბურტყე, ისე რომ ლექტორისთვის თვალეიბი არ მომიშორებია. ვიგრძენი ჩემთან
ერთად, ჩემს სიტყვებზე როგორ გაეღიმა.ფილოსოფიის ლექციაზე, უკეთეს
სასაუბროს შეყვარებულთან, ალბათ ვერ გამოვნახავდი. ასე რომ , მეტი
მხიარულებისთვის ჩავახველე და ხმა ამოვიღე.
- ან მაშინ როდესაც ვნების ომის შემდეგ, ორგაზმს სიგარეტში ვცლით ხოლმე.
ამას ვერ გამოვტოვებდი. ასერომ თავი მისკენ გავატრიალე. ახურებული ლოყებით
მიყურებდა და ღიმილს ვერ იკავებდა.
- უკვე ზაფხულია, საშინლად ცხელა- თითქოს თავისი აწითლებული ლოყების გამო
თავი იმართლა და პირდაპირ გაიხედა.
დრო მასთან ერთად უსწრაფესად გადიოდა. იმდენად სწრაფად, რომ დღე და ღამე,
თვე და რიცხვი უკვე ერთმანეთში მერეოდა.
-გამარჯობათ, თქვენზე ჯარიმაა. ლექციისთვის განკუთვნილ დროს საუბარს
უთმობთ- გვერძე ყალბი ღიმილით მიუსკუპდა ნატალიას აბესაძე.
- ნიკუშ, რაღაც ადრე მოხვედი - ჩამეცინა და ძმაკაცს თავი დავუკარი. მისი
დამოკიდებულება ნატალიას მიმართ თითქოს უკეთესობისკენ მიდიოდა, ან მე
მეჩვენებოდა ასე.
- რაღაც ასე პოლიციელს არ გახვარ, ასერომ ჯარიმას თავიდან ავიცილებთგამოესარჩლა ჩემი ენაწყლიანი გოგონა და ზურგით მკერძე მომეყრდნო. ვიგრძენი
შურიანი კურსელთა თვალები როგორ მეცა და ჭამა დამიწყეს. თუმცა ეს ნატალიას არ
აინტერესებდა. დიდად არც მე.
- ფორმა რა შუაშია, საბუთი მაქვს.
მხრები აიჩეჩა ნიკუშამ და დაიმანჭა.
- აი ხომ ვამბობ არა? არავინ უნდა მიეჩვიოს ზედმეტად საქმის კეთებას. ან თუ აკეთებ
ფორმა ჩაიცვი და ისე განაგრძე. სხვა შემთხვევაში შენს ძმაკაცს და მე ვერაფერს
დაგვაკლებ. - გაუცინა ნატალიამ და თავის პოზიციას დაუბრუნდა. ნიკუშა
პირდაფჩენილი უყურებდა, ხან მას ხანაც მე.მათ შემხედვარე მეცინებოდა.
- აი მხოლოდ იმიტომ რომ, ჩემი ძმაკაცის შეყვარებულიხარ, დაგითმობ.
მაინც არ გაიტეხა ნიკუშამ თავისი და ბოლო სიტყვა თავისთვის შემოინახა.
ხმადაბლა ჩავიცინე. ნამდვილად მახალისებთა მათი კინკლაობის მოსმენა. პატარა
ბავშვებივით სჭამდნენ ერთანეთს. ალბათ ნიკუშა რომ გაიგებდა, ნატალიამ ჩემი
ბიზნესის შესახებ ყველაფერი იცოდა, ფეხებით ჩამომკიდებდა.
- სახლში გაგვიანდება? - ხელით დავიჭირე ნატალია და ჩემსკენ შემოვაბრუნე.
დაბნეული თვალები მალევე აუციმციმდა და გამიღიმა. უკვე ვატყობდი, ჩემი ხმის
გაგონებისას ღიმილის შეკავება უჭირდა. თურმე მეც, როგორი თბილიი შემეძლო
ვყოფიიყავი, როდესაც მიყვარდა. მაგრამ მაინც უცნაურად ჟღერდა.
- ჩემს მეგობარს ვჭირდები დღეს სახლში.
- გოგოშკური საღღამო გაქვთ?
- კარგი რა დამიან. გაიცინა და თვალები აატრიალა.
- კარგი ხო, ვიცი რომ შოპინგებზე არ დადიხარ და რომანტიულ ფილმებსაც არ
უყურებ.
- ეგ საიდან დაასკვენი?
წარბები ამიწია.
- რავი, პორნგრაფიის ყურება უფრო გსიამოვნებს აშკარად.
მისი ჟესტი გავუმეორე და წარბები ავათამაშე. ისევ წამოწითლდა. მოგონებების
გახსენებისას მეც არაკნაკლებ ჟრუანტელმა დამიარა ორგანიზმში. უნივერსიტეტის
შენობა მალევე დავტოვეთ.
- ერთი საათი დამითმე. შენი მეგობარი გაპატიებს.
თვალი ჩავუკარი და დაუკითხავად ჩავტენე ჩემს მანქანაში.
-ყოველთვის მინდოდა მეკითხა, მაგრამ კითხვას თავს ვარიდებდი.
- მიდი, მკითხე.
- შენი პროდუქცია საბარგულით დაგაქვს?
- გადაირიე?- გამეცინა- არ ვარ ეგეთი სულელი.
- ძალიან კარგია. ვიცოდი, მაგრამ მაინც გადაგამოწმე.
ენაწყლიანი. როგორც ვამბობდი.
- მხოლოდ მაშინ, თუ დიდი შეფუთვა მიმაქვს კლიენტთან. მაგრამ ეს ძალიან
იშვიათად ხდება. ძირითადად ჩემს ოფისში მოდიან ხოლმე ამისთვის. უფრო
უსაფრთხოა. ხომ ხვდები.
თავი სწრაფად დამიქნია და სიგარეტს გაუკიდა .
- ხომ გითხარი, არ მომწონს რომ ეწევითქო. - ამოვიხვნეშე და ტუჩებშორის მოქცეული
სიგარეტი ცალი ხელით გამოვტაცე. ღმა ნაპასი დავარტყი და თითებს შორის
მოვიქციე.
- სულ გადაირე ხო?!-ტონი შეცვალა. ოხ როგორ მომწონდა ეს სერიოზულობა..
- არა, არ გადავირიე.
- ხო, ჩემთვის არ შეიძლება თურმე მოწევა და შენთვის წამალია.
ხელები ჰაერში ასწია. არ ვუყურებდი მაგრამ ვიგრძენი თვალები როგორ აატრიალა..
- და საერთოდ. იქნებ თავი დაანებო.
- დასანებებელს აქამდე დავანებებდი. ‘გრუზინი’ კაცივით თუ დამიწყებ ასეთების
თქმას გეფიცები ახლავე გადაგიხტები მანქანიდან. - დამცინა. მართალიც იყო. არ
მქონდა უფლება დამეშალა რაიმე. არც მე ვიყავი ანგელოზი.
მანქანა მთაწმინდის ტყესთან გავაჩერე. აქ კაციშვილი არ იყო. რადენიმე ხის კუნძი
მხოლოდ, სადაც კაცს დაჯდომა და ფიქრის საშუალება გძლეოდა, ისე რომ ხელს
არავინ შეგიშლიდა.
- რა ლამაზი ადგილია.
ამოილაპარაკა და იქაურობას თვალი მოავლო. რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა და
ხედს გადახედა..
- აქ რატომ მომიყვანე.. დამიან?
მის კითხვაზე პასუხი არც მე არ მქონდა. უბრალოდ მომწონდა მასთან ერთად
განმარტოება. ღრმად ამოვისუნთქე და თვალებში შევხედე. მწვანე ბუნების ფონზე
მისი თვალები უფრო კაშკაშებდა.
-პირველი არასდროს ვეუბნები ადამიანს, რომ შემიყვარდა.
ამოვიბურტყუნე.
- ბევრი გყვარებია?
- არავინ. ეს იგივეა მივცე მათ იარაღი ჩემს გასანადგურებლად. ამიტომ, არასდროს
ვუყვები მათ ჩემს თავზე. არასდროს ვეუბნები რომ ჩემთან არ ამოდის მზე.
- გამოძვრები მაგ საქმიდან ოდესმე, ნახავ.
ლოყაზე ხელი მომადო და თვალებით დამამშვიდა. ოდნავ ჩამეღიმა.
.ზუსტადაც, ჩემს ოფისში არასდროს ამოდის მზე. ყველა ვინც იქიდან პროდუქტით
ხელში გასულა, რამდენიმე დღის თუ არა, საათის სიცოცხლე მოიკლეს.
- თავს დამნაშავედ გრძნობ?
- არა ნატალია, უბრალოდ მინდა რაიმე კარგის კეთებაც შემეძლოს.
გვერდზე მომიჯდა,მკლავზე მომხვია ორივე ხელი და ოდნავ მომეყრდნო მხარზე
ნიკაპით.ფეხი ჩემსაზე ჰქონდა გადადებული და ვიჯექით ასე,ერთად.თმაზე
გამაბრუებელი სურნელი ასდიოდა..ნელა ეწეოდა სიგარეტს მე კი ვიჯექი და
ვუყურებდი კვამლს რომელიც ნელა იფანტებოდა ჰაერში.წამოდგა და ჩემს წინ
გაჩერდა.წელზე მოვხვიე ხელები და ოდნავ მივეყრდენი თავით მკერდზე.ვგრძნობდი
მის გულისცემას..აჩქარებულად მუშაობდა გული,მისიც და ჩემიც.ეს არასწორი იყო.
მაგრამ ალბათ ახლა ხმა რომ არ ამომეღო და ეს მშვენიერი უსიტყვო სიტუაცია რომ არ
გამეფუჭებინა, მოვკვდებოდი:
- მიყვარხარ.
ელიზაბეტი*:
-კარგი, ვაღიარებ მაგრად ვიხალისე, რომ ვუთხარი შემეჩვიე მეთქი. მისი სახე უნდა
გენახა- გადავიკისკისე და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი რაფელს გადავაწოდე.
დივანზე ერთად ვიჯექით. ფეხები მასზე გადამელაგებინა და ტელევიზორში ალბათ
ყველაზე უაზრო გადაცემას ვუყურებდით.
-ერთერთი ცნობილი ფრაზა უნდა გამოვიყენო, “ვერ გეტყვი, იქ უნდა ყოფილიყავი”.
-რაღაც, ძალიან აჟიტირებული ხარ. ზედმეტად დააჩქარე მოვლენები. არა?
ეჭვის თვალით, ინფორმაციისგან ნასიამოვნებმა გადმომხედა რაფაელმა და მუხლზე
მომეფერა.
მხრები ავიჩეჩე.
-საკუთარი მსახიობობით კი, ნამდვილად ბადალი ვერ მეყოლებოდა.
-იქამდე უნდა გააქაჩვინო, სანამ ძაღლები ყეფვით არ დაადგებიან თავზე და
ამავდროულად ემოციურ დონეზე, სიყვარული ბოლოს მოუღებს.
კმაყოფილი ღიმილი გადაეკრა სახეზე. საკუთარი ფიქრებით იმდენად ნასიამოვნები
იყო, მეორე ღერს მოუკიდა და ჩუპა-ჩუპივით მოქაჩა. ჩამეცინა.
-მოწონებით მოვწონვარ. სიყვარულის რა გითხრა.
- მე პირიქით ვფიქრობ. მაგ ბიჭს ასე თუ ისე ვიცნობ. იმედია შენნაირი არ არის, თორემ
ყველაფერს წყალში ჩამიყრით.
მალევე შეეცვალა ხასიათი და სიგარეტი ნაჩქარევად დააბოლოვა.
-ჩემნაირი?!
-ისედაც იცი, რომ მიყვარხარ, ელიზაბეტ- როდესაც ასე, მთლიანი სახელით
მომმართავდა, არასდროს იყო კარგის მომმასწავლებელი. თვალები შეუმჩნევლად
ავატრიალე. - თითქმის სამი წელია. ერთადაც კი ვცხოვრობთ ახლა, მაგრამ რა.. კი
ეუბნები იმ ლაწირაკ დამიანეს მიმეჩვიეო და შენ დავიჯერო ვერ შემომეჩვიე?!
ხმა გაუმკაცრდა. გულმა ბაგაბუგი დაიწყო. სადაც იყო ამომმვარდებოდა ვერ ნათქვამი
სიტყვების გამო. თვალები ერთმანეთს მყარად დავაჭირე და ვეცადე ყველაფერი არ
გამეხსენებინა.
-ალბათ, სხვანაირად რომ დაგეწყო ყველაფერი, მოგეჩვეოდი კიდეც.
ხმა ჩამიწყდა. ხასიათი საერთოდ წამიხდა და ფეხები რაფოს მოვაშორე. დივნის
კუთხეში მოვიკუნტე, ისე რომ მას საერთოდ აღარ ვეხებოდი.
-მაგარი ‘დამპალი’ გოგო ხარ, ელიზაბეტ.
ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ტელევიზორში არხი შეცვალა.ხმა არ გამიცია. რაიმეზე
უნდა გადავრთულიყავი თორემ ფიქრები წარსულზე, ჩემი და რაფაელის
ურთიერთობაზე ერრთიანა მაცლიდა ყველანაირ ნამუსს რაც კი გამაჩნდა. მეგობრები
არ მყავდა, არც ჰობი გამაჩნდა, ასერომ ისევ რურუაზე ფიქრს დავუბრუნდი. იქ
გავჩერდი სადამდეც რაფაელს მოვუყევი. მას მერე რომ გიჟივით გამოვვარდი არ
მითქვამს, თორემ ისევ კაცთა წესების ჩამოთვლას დამიწყებდა. მსახიობი მართლაც
კარგი გამოვდექი, მაგრამ ახლა, რომ ვიხსენებდი რაც ვუთხარი და როგორც, ცოტა არ
იყოს საკუთარი თავი მაშინებდა. ზედმეტადაც რომ შევჭრილიყავი ეჭვიანობის
როლში, ასეთი რეაქცია ჩემში არ უნდა გამოწვეულიყო…
დამიანე*:
-იცი მაინც, რომ უკვე ალბათ მეხუთე მაღაზია მომატარე?
შევჩივლე ნიკუშას და მოლის სკამზე მოწყვეტით დავეშვი.
-ხუთი არაფერია დამიანე, უნდა მიეჩვიო. გოგოები მინიმუმ ოც მაღაზიას იცვლიან და
მაინც ვერ არჩევენ იმას, რაც უნდათ.
-ამხელა ოფიცერი კაცი მაინც არ იყო, რას ცანცარებ ერთი.
გამეცინა მის ახსნა განმარტებებზე.
-ჯერ ერთი, ლეიტენანტი. მეორეც, რაიყო კლიენტები გყავს დღეს თუ რას მაჩქარებ?
-არა, არ გაჩქარებ. დავიღალე. მოგებაძა ჩემთვის და პირველივე მაღაზიაში გეყიდა.
მხრები ავიჩეჩე და თვალებით ჩემს პარკზე ვანიშნე.
-ოჰ, დამიან რურუა, ყველას შენსავით შავი ფულები არ გვილაგია ჯიბეებში რომ
დიზაინერის შეკერილი შარვალ კოსტუმი ჩავიცვათ გამოსაშვებზე.
გამაჯავრა, მაგრამ ამით ჩემს სამუშაოს უფრო წაკბინა. თვალები ავატრიალე.
-გეთქვა თუ მოგეწონა, გგონია შენთვის მენანება რამე? მოგცემდი.
-მიცემ-მოცემაზე ასე გახსნილად ნუ საუბრობ შენ.
ხმამაღლა გადაიხარხარა და კიდევ ერთი მაღაზიისკენ გაიწია.
-მიეჩვიე დამიან, ყინულის პრინცესას რომ გაყვები ასარჩევად, მინიმუმ ოცს
შემოგატარებს. მერე გამიხსენებ ძმაკაცს რომელსაც ხუთ მაღაზიაზე ეწიწუნე.
სახე მოისაწყლა.
-მგონი ნატალია მაღაზიებში არ დადის.
- აი ეხლა მართლა სისულელეს ამბობ. ყველა ქალი დადის. შესთავაზე.
-როგორ მოხდა, რომ არ კბენ?
- შენს გვერდით რომ ვხედავ მაშინ მაღიზიანებს.
-მგონი ეჭვიანობ შენ.- მხარი გავკარი ძმაკაცს.
-ეგეც მართალია, გოგოს გვერდით ამდენი ხანი არ მინახიხარ.
-ეგ ცუდია, თუ კარგი?
ეჭვით გავხედე.
-ამ სამყაროში ორი სახის ადამიანები არსებობენ. იმედგაცრუებული რომანტიკოსები
და რეალსიტები. აი ლამის დაბადებიდან გიცნობ და დღემდე ვერ ვხვდები შენ
რომელი ხარ.
სიცილით გადმომხედა ნიკუშამ., მის ნათქვამზე პასუხი არც მე მქონდა.
-ეგ ნატალიას გამო მითხარი?
- ხო, ნატალიას გამო. ვსო ამას ვყიდულობ- თვალი შეავლო ღია ნაცრისფერ შარვალკოსტუმს და გადასახდელად წავიდა.
სანამ ნიკუშა ყველაფერს მოაგვარებდა დრო ვიხელთე და ყინულის თვალებას
გადავურეკე.
-რას იტყვი გამოსაშვებისთვის რომ საყიდლებზე წამოგყოლოდი?
შევთავაზე, თუმცა გულის სიღმეში მინდოდა დადებითი პასუხი მომეღო. ვერ
გავთვალე ნატალიას არაპროგნოზირებადობა და მისმა პასუხმა მოლოდინი ოდნავ
წამიხდინა.
-უკვე რომ არჩეული მაქვს, გეწყინება?
-კი მაგრამ, როდის მოასწარი?
გამიკვირდა, მაშინვე ის გამახსენდა, პირველად რომ კაფეში დავპატიჟე ნიკუშასთან
ერთად, როგორ სწრაფად დალია კაპუჩინო. ისე რომ აზრზეც ვერ მოვედი.
-არ მომისწრია. გამოვიწერე და პირდაპირ სახლის კართან მომიტანეს.
გაიცინა. ეს სიცილი სისხძარღვებს და თვალის გუგებს მიფართოებდა.
-ხედავ?! ფოსტალიონმაც კი იცის შენი მისამართი, ჩემგან განსხვავებით.
ოდნავ გაღიზიანებულმა ჩემსკენ მომავალ ნიკუშას გავხედე. ტუჩების მოძრაობით
ვანიშნე ნატალიას ველაპარაკები მეთქი და უხმოდ ამიბა გვერდი. მოლიდან
გამოვედით.
-კარგი რა, დამიანე. ახლა ფოსტალიონზე ეჭვიანობ?
-არა, არაფერი მაქვს საეჭვიანო.
- შენზე სიმპატიური მაინც არ იყო.
თითქოს დამამშვიდა, მაგრამ მის ხმაზე ვატყობდი, როგორ მაღიზიანებდა და
მიწვევდა. წარმოვიდინე როგორ უნათებდა მისი ლურჯი თვალები მაცდურად და
როგორ სიამოვნებით დავუკოცნიდი თითოეულ მათგანს.
-აჰა, ანუ შეთვალიერება კარგად მოასწარი არა?!
ჩემი ნათქვამი და მისი ხარხარი ერთი გახდა.
-დაწყნარდი, ქალი იყო. შენზე უკეთესი რომ ყოფილიყო, თვალებს დავთხრიდი.
-ჰა?!
-შენზე კარგი არავინ უნდა არასებობდეს, დამიანე.
-როგორი ეგოისტი ხარ, ნატალია.
თავი ღიმილით გავაქნიე. ჩემს სიტყვებზე ნიკუშას ჩაეცინა, ანუ მეთანხმებოდა რომ
ნატალია მართლაც ეგოისტი იყო.
-ხოდა, შენს ეგოისტ გოგოს გამოსაშვებამდე განტვირთვა სჭირდება.
-რამე იდეა გაქვს?
-ორი დღეა დარჩენილი. თუ შენი წინადადება კიდევ ძალაშია.. შემიძლია ორი ღამით
ჩაგისახლდე და ის ვაკეთოთ რაც მოგინდება.
წინადადება დაასრუალა თუარა, სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა ერთიანად
დამიარა და ოდნავ შევბარბაცდი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ხმა უნდა ამომეღო.
რათქმაუნდა მინდოდა!
-ბლინებსაც გაგიკეთებ და წვნიანსაც.- ჩაიცინა. ეს წაქეზება იყო.
-ერთი პირობით, ამის მერე მსგავს აღარ მკითხავ. როცა გინდა მაშინ დარჩები. მგონი
უცხოები არ ვართ.
დინჯად ავუხსენი, ვცდილობდი სიხარული გამომეხატა, მაგრამ არაფრით
გამომდიოდა. შეიძლება ჩემს გვერდით მყოფი აბესაძის გამოც ვიკავებდი.
ვხვდებოდი, შეყვარებულს ჯერ კიდევ ვერ მეგუებოდა.
-კარგად გამოგდის შეყვარებულობა. საღამოს შენთან გავჩნდები.
გამიცინა ტელეფონში.
-დაბლა ვიქნები საღამოს.. ოფისში და იქ ჩამოდი.
-არის, უფროსო. ნიკუშა მომიკითხე.
მხიარულად გამითიშა. ოდნავ გაკვირვებული დავრჩი. რა იცოდა მასთან ერთად რომ
ვიყავი?!
-ნატალიას ესაუბრე?
ვკითხე ნიკუშას როცა მანქანაში ჩავსხედით.
-მე? არა გეშლები.
-ნიკუშა მომიკითხეო.
-მერე გიკვირს? მაგანაც შეატყო როგორი უჟმური ხარ, რომ კოსტუმის საყიდლად
მარტო წასვლა შეგეზარებოდა.
დამცინა ძმაკაცმა და მანქანა დაქოქა.
-ეგეც მართალია, მაგრამ უჟმური არ ვარ.
სიცილით შევუღრინე და ღვედი კარგად გადავიჭირე.პოლიციის მანქანით
მგზავრობისას თავს ყოველთვის უცნაურად ვგრძნობდი.
- შენც იმაზე ფიქრობ, რაზეც მე ხო?- გადმომხედა ნიკუშამ. ჩავიცინე და თავი
დავუქნიე. სახლთან დამტოვა. სანამ ნატალია მოვიდოდა სუპერმარკეტში
შევიარე. ბევრ სასუსნავთან ერთად ორი ბოთლი წითელი ღვინოც წამოვაყოლე
ხელს და სახლში ავედი. ფილმებში მინახავს, ყოველთვის რომანტიულია,
როცა გოგოს ბიჭი სახლში რაიმეს უწყობს. მტვრები მსუბუქად გადავწმინდე.
საკუთარი ოთახი შეძლებისდაგვარად მივალაგე. სასუსნაოები
სამზარეულოში დავტოვე და ღვინო ორ ჭიქასთან ერთად სარდაფში ჩავიტანე.
მახსოვდა, ნათქვამი ჰქონდა რომ აქაურობა მოეწონა. “მყუდრო” იყო.
ბინძური ნარკოტიკი უჯრებში ჩავტენე და მგონი უკვე ყველაფერი მზად
მქონდა, როდესაც ნატალიას მსუბუქი ნაბიჯების ხმა მომესმა. თვალი ჩემამდე
მაგიდაზე დადებულ ღვინოსა და ჭიქებზე გაექცა. ცალი წარბი ზემოთ აზიდა
და ოდნავ გაკვრვებულმა გადმომხედა.
-აქ.. რახდება?- ღიმილით მკითხა, მომიახლოვდა და კისერზე ხელები
შემომხვია. მსუბუქად მაკოცა და ისევ მაგიდას დაუბრუნდა. პატარა
ზურგჩანთა ჰქონდა. ძალიან უბრალოდ ეცვა, ჩვეულებრივი მაისური და
ფართე ჯინსები.
-შენ გელოდებოდი. განტვირთვა გინდოდა, არა?
-შენ ალკოჰოლიკად მაქცევ- გამიცინა და იქვე ჩამოჯდა.
-არ მოგწონს?..
ცოტაც და იმედები გამიცრუვდებოდა. ალბათ უნდა მესწავლა რომ რაც
ფილმებში ხდება რეალურად ყველაზე ბანალურია, ან სულაც არ ასოცირდება
რეალობასთან.ალბათ ამაზე მეტი შემეძლო.
-რას ამბობ, დამიან. საუკეთესო ხარ!
თვალები დამიხამხამა და მანიშნა მის გვერდით დავმჯდაიყავი. არ დავაყოვნე.
მაშინვე ვიგრძენი ის მძაფრი, გრილი არომატი რომელიც ვერცერთ პარფიუმს
ვერ შეედრებოდა. უხერხულად გადავხვიე ხელი და საზურგეს მივეყრდენი.
-ლეპტოპიც მოგიტანია.
-ხო, ვუყუროთ რამეს თუ გინდა.
-ეროტიკას?- დამცინა და მკერდზე თავი მომადო. ჩამეცინა. როგორც
ვატყობდი ჩვენს პირველ ღამეს ორივე ძალიან დავცინოდით.
ოდნავ წამოვიწიე და პირველივე ფილმი ჩავრთე, რაცთვალში მომხვდა.
-ეროტიკის ეკრანიზაცია რეალურად გავაცოცხლოთ, თუ ასე ძალიან გინდა.
ღვინის ბოთლს საცობი მოვხადე და ჭიქები სანახევროდ გავავსე. პატარა ხელი
ჭიქას მოხვია და ტუჩებთან მიიტანა.
-მიხარია, რომ გაგიცანი.- გამიღიმა და ღლუპი მოსვა.- გემრიელია, შენ აარჩიე?
-კი, ჩემი საყვარელია. ესპანური. 2011წლის გამოშვებაა. მსუბუქი და მშრალი.
-რაღაც კარგად ერკვევი ხო, ასეთ რაღაცეებში.
ჩაახველა და საზურგეს მსუბუქად მიეყრდნო.ცალი ფეხი ზემოთ ასწია და
იდაყვი ჩამოაყრდნო.
-შეძლებისდაგვარად.
გავუღიმე ამაყად და ღვინო მოვსვი.
-არ მანახებ კოსტუმს?
-შენ არ მანახებ კაბას?
-კაბა არ არის, კომბინიზონია.
თვალები ვჭყიტე. ახლაც ყველანირი უბრალოების საზღვრებს გასცდა ჩემი
უბრალო ნატალია. როგორ შეიძლებოდა გამოსაშვებზე ყველა გოგოს
დამსგავსებოდა და მასაც კაბა ჩაეცვა?! არანაირად.
-ერთი სული მაქვს ვნახო.
გავუღიმე.
-და კოსტუმი?
-ზემოთ მაქვს. პიერ კარდენში ვიყიდე, ნიკუშა ლამის გამოშტერდა.
-ნიკუშა კიარა, ეხლა მე გამოვშტერდები. მაგდენი ფული გაქვს?!
თვალები გამოკარკლა. გულიანად გადავიხარხარე და საკუთარ სარდაფს
თვალი მოვავლე.
-ამის მერე, გიკვირს?
-არა, მანდ ყველაზე მაგარი ტიპები იცმევენ.
-მერე, არ ვარ მაგარი ტიპი?
წარბები ავუწიე და ჭიქა მაგიდაზე დავდე. გამიცინა და ჩემსკენ გადმოიწია.
ტუჩებზე ენა გადამისვა და შემდეგ თვალებში შემომხედა. მაგიჟებდა. მისი
უბრალოება ჭკუიდან მშლიდა. წელზე ხელი მოვხვიე და ისიც მაშინვე
ზემოდან გადმომაჯდა.
-თავიდან ძალიან გამომწვევი ტანსაცმლით მოძრაობდი.
ამოვიბურტყუნე მის კისერთან.
-დაივიწყე ეგ ნატალია, გთხოვ.- მისი სიტყვები თითქოს ვედრებას გავდა.
არვაპირებდი ეს არაჩვეულებრივი მომენტი გამეფუჭებინა უამრავი უაზრო
კითხვებით. ამიტომაც მის ტუჩებს წავეტანე. უნებართვოდ შევიჭერი მის
პირში და მისი ენა დავაგემოვნე. მოგუდული ხმით ამოიკვნესა და ოდნავ
მომშორდა. ალბათ ასე რომ გაგვერძლებინა, რამდენიმე წუთში ტანსაცმლის
გარეშე დავრჩებოდით.
ღვინის ბოთლს ხელი დაავლო და ჭიქები ხელახლა გაავსო. პერანგის პირველი
რამდენიმე ღილი შეიხსნა და ღრმად ამოისუნთქა.
მის ქცევაზე ჩამეცინა, როგორც ვატყობდი თავისთვის კონტროლის გაწევა
უჭირდა.
-ძალიან ქართველული კითხვა რომ დაგისვა, გაბრაზდები?
შეპარვით ვკითხე, ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია. ჭიქა ხელში
გადმომაწოდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-რა მოხდა, უკვე დათვერი?
-ოდნავაც არა.
თავი გავაქნიე.
-გისმენ.
-პირველი..პირველი ვინ იყო?
ჩაეცინა და მზერა ჭიქაზე გადაიტანა. ფრჩხილი რამდენჯერმე გადაატარა მის
კიდეს და სითხე ერთიანად გადაუშვა მუცელში.
- მაგას მნიშვნელობა აქვს?
- არანაირი, უბრალოდ თამამიხარ, მაგრამ არა ისეთი რომ ნებისმიერთან
იკოტრიალო.
- ხოდა, ალბათ ისიც არ იყო ნებისმიერი. ეს რუსეთში მოხდა.
თავი დავუქნიე. ვხვდებოდი რომ ამით გავაღიზიანებდი. მსუბუქად გამიღიმა
და მკერდზე მომეყრდნო. მის თმებში თითები ავხლართე და ცხვირი
ჩამოვადე. ღვინით არა, მისი თმის სურნელით ვბრუვდებოდი. გიშრისფერი
თმის არაჩვეულებრივი არომატი მათრობდა.
ფილმი იმაზე უაზრო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ამას ალბათ ისევ
ეროტიკული ხელოვნების ყურება სჯობდა. მაგრამ რას დავეძებდი, როცა
ნატალიას ჩემს მკერდზე ეძინა… ეს ღამე ოფისსში გავატარეთ, კომფორტული
აღმოჩნდა მართლაც. აქ პირველად მეძინა და მგონი, ცხოვრებაში იმის შემდეგ
დავიწყე კარგად ძილი, რაც ნატალია გავიცანი.
***
ვგრძნობ როგორი ბედნიერები არიან ჩემი გრძნობები ამ მომენტში...
ზოგჯერ იმდენად ვივსები ემოციებით, რომ აუცილებელი ხდება მათგან დაცლა
იმისთვის რომ არ ავფეთქდე ან თუნდაც იმისთვის, რომ მათში არ ჩავიძირო.. ზოგჯერ
აფეთქება უკეთესია, ვიდრე ჩაძირვა, რადგან აფეთქებისას ოდნავ მაინც ვგრძნობ
შვებას. მაგრამ ეს ყველაფერი ნატალიამდე იყო. ახლა ჩაძირვისას ვგრძნობ თავის
გადარჩენის ყოველ მცდელობაზე როგორ მითრევს გრძნობები უფრო და უფრო
ღრმად და მეც სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავემორჩილო რადგან წინააღმდეგობის
გაწევით მხოლოდ ენერგიას ვხარჯავ. დაღლილი, იმედგაცრუებული,
სასოწარკვეთილი ვეფლობი გრძნობებში და ვნებდები მათ...და ისინიც ბედნიერები
არიან, რადგან იპოვეს ის, ვისი მართვაც შეუძლიათ... ვუყურებ ნატალიას, სიგრეტით
ხელში როგორ მიცხობს ტკბილ ნამცხვარს, როგორ მიჭრის პარალელურად ხილს და
მიდებს მაგიდაზე. აჩეჩილ თმებში და ჩემს მაისურში ალბათ ყველაზე ლამაზია.
ხვალ გამოსაშვებია. არც კი მჯერა რა მალე გავიდა მთლიანი სემესტრი. ყველაფერი
ძალიან კარგად იყო, ზედმეტად კარგადაც კი. და ოდნავ მაშინებდა. კარგის შემდეგ
ყოველთვის ცუდი ხდება და პირიქით.
-სალონში ხარ ჩაწერილი?
ვკითხე ხმადაბლა და უფლება მივეცი ჰალსტუხი ჩემთვის გაესწორებინა.
-არა ჩემით ვახერხებ.
-ჰა?! არხარ მგონი შენ ქალთა მოდგმიდან. ჩვენი ჯგუფელები ალბათ საათებს
გაატარებენ იქ.
-იმის თქმა გინდა რომ თავის მოვლა მჭირდება?
დამებღვირა და როდესაც თავისი საქმე მორჩა, ოდნავ მომშორდა.
-სისულელეს ამბობ, სხვები საათებს ატარებენ სალონში იმისთვის რომ შენნაირად
გამოიყურებოდნენ.
-მხოლოდ თმას დავიწორებ და მაკიაჟს ჩემით მივხედავ.
-ანუ სახლში მიდიხარ?
-ორ საათში შევხვდებით. დამშვიდდი.
თვალი ჩამიკრა და ტუჩებზე ვნებიანი კოცნა დამიტოვა.
-ზედმეტად მიგეჩვიე.
-მეც ეგ გითხარი. თუ გახსოვს.
ჩაიცინა და კარი გაიხურა. ყბა ჩამოვარდნილი კვლავ კარს მივშტერებოდი. რანაირი
იყო..
-რანაირი და სხვანაირი.
საკუთარ თავს ჩემითვე გავეცი პასუხი და სარკეს მივუბრუნდი. არაჩვეულებრივად
გამოვიყურებოდი სისხლისფერ პერანგსა და შავ შარვალ-კოსტუმში. მხოლოდ, თმაზე
სპრეის შესხმა დამრჩენოდა. ორსაათში როგორმე ამასაც მოვახერხებდი. ერთი სული
მქონდა, ნატალია გამოსაშვების ტანსაცმელში მეხილა.
-ჰა, ოფიცერო. მზად ხარ?
ჩავძახე აბესაძეს ტელეფონში.
-სამსახურშივარ, მგონი პირდაპირ მომიწევს მოსვლა.
-არ მითხრა რომ უნიფორმით აპირებ.- მის წარმოდგენაზე გადავიხარხარე. ალბათ,
კურსელებს გამოაშტერებდა.
-არა, გამოსაცვლელივარ, მაგრამ ამათი მანქანით მომიწევს. შენ რას შვრები?
-ნატალიას ველოდები.
-ყინულის პრინცესა იპრანჭება?
- საერთოდაც არა. სალონშიც კი არ მიდის.
-გამორიცხულია. გატყუებს.
იუარა ნიკუშამ.
-რას მატყუებს ბიჭო, მთელი დილა ჩემთან იყო.
-უფრთხილდი მაგ გოგოს.
გაიცინა ძმაკაცმა. ნიკუშას ყოველთვის გულიანი სიცილი ჰქონდა. აი სულ ცუდ
გუნებაზე რომც ყოფილიყავი მაინც აგიყოლიებდა.
-ზურიმ დაიჩემა, გინდა თუ არა წამოგყვებიო, ხოდა ველოდები მაგას და ჩემს გოგოს.
იქ გნახავ მოკლედ.
-ზურიკელა მომენატრა ძალიან.
ტელეფონი ღიმილით დავაბრუნე ტუმბოზე და სააბაზანოში გავედი. ლაქი ხელში
ავიღე და ავანჯღრიე. ოდნავ მოშორებით დავიჭირე და თმაზე რამდენჯერმე შევისხი.
ეს აქამდეც გამიკეთებია, მაგრამ ყოველ ჯერზე საკუთარი თავი ისეთ შტაბეჭდილებას
მიტოვებდა, თითქოს პირველად ვაკეთებდი ამას.
კარები დაკაკუნების გარეშე მალევე შემოხსნა ზურიმ. თეთრი პერანგი და ლურჯი
მოსაცმელი ეცვა. კულულა თმები გაეკრიჭა და ჩემზე ოდნავ ღია ფერის მოყვითალო
თვალებს მაცდურად აცეცებდა.
-შენი ასაკის გოგო რომ ვიყო, მოგცემდი.
გავუცინე და თმები ცალი ხელით ავუქექე.
-დედ-მამას უნდოდათ წამოსვლა.
ხმადაბლა ამოილაპარაკა და იქვე ჩამოჯდა.
-მერე?- ურეაქციოდ ვკითხე. რაც არ უნდა ‘ნორმალური’ ურთიერთობა მქონოდა
მათთან. მაინც არ მინდოდა არცერთის დანახვა.
-ვუთხარი არ არის საჭირო მეთქი და სანამ სიტყვას მომაწევდნენ, წამოვედი.
-კაი ბიჭი ხარ.
გავუცინე და პირიდან სიგარეტი გამოვტაცე.
-აქაურობა ზოგჯერ გაანიავე ხოლმე, სიგარეტის და ქალის მძაფრი სუნით ერთიანად
ყარს.
-ხო მაგის შესახებ, მალე მოვა და კარგად მოიქეცი.
საკუთარ ოთახში ნივთების შესაგროვებლად გავბრუნდი. კოსტუმის ფართე შიდა
ჯიბე კარგად გამოვიყენე და აზიური მოსაწევი ჩავიკუჭე. არა, დღეს არ ვაპირებდი
გაყიდვას. ეს ჩემთვის და ნიკუშასთვის იყო. ერთი კარგად უნდა გვეგულავა ამ
დაწყევლილი ადგილის დატოვების აღსანიშნავად.
-ვინმე ახალია?
-ნატალია. იცნობ კიდეც. რამდენჯერმე შეხვედრილხარ.
-ის.. ლურჯთვალება გოგო?
-ხო, ის ლურჯთვალება გოგო. -თავი დავუკარი.ხსენებაზე, კარზე ზარიც გაიხსმა.
ზურიკელამ წარბები ამითამაშა და კარებს გახედა.
-მე გავაღებ. შენ არამგონია გესწავლა მანდილოსნებთან მოქცევა.
დამცინა უმცროსმა ძმამ და კარისკენ გაიქცა.
ოთახიდან მესმოდა მათი საუბარი. ზურიზე ოდნავ გაბრაზებული ვიყავი, ზედმეტად
ენა მოგრძელებული და გათამამებული იყო.
მალევე ოთახში ყინულის თვალებმაც შემოანათეს.
-შენი ძმა ნელნელა რომ შენზე სიმპატიური ხდება იცი?!
მის ხმაზე შევბრუნდი, გავაანალიზებდი რას მეკითხებოდა თუ მეუბნებოდა, ყბა
ჩამოვარდნილი ვუყურებდი მის სხეულს. ფიზიკურად ვერ ვახერხებდი თვალებში
შემეხედა. ღია ცისფერი სხეულზე მომდგარი კომბინიზონი, სამკუთხედის ფორმის
ჭრილით მკერდთან. თავი ოდნავ გავიქნიე, ჰაერი ხარბად შევისრუტე და როგორც
იქნა მის თვალებს შევეგებე. ახლა მისი კომბინიზონის ფონზე უფრო ლურჯი ჩანდა.
-იცოდე, ჩემს პატარა ძმაზე არ მაეჭვიანო.
-ხო იცი, მეორე შვილი ყოველთვის უკეთესი გამოდისო.
ოთახში თავის ქებით შემოგვეჭრა ზური.
-მოდიხარ შენც?
კითხა ნატალიამ და აათვალიერა.
თავი მხიარულად დაუკრა ზურიმ და გაგვეცალა.
-არ არის საჭირო ასე მოჭუტული თვალებით უყურო შენს ძმას. შვილივით ვუყურებ,
ხომ იცი.
დამცინა და მომიახლოვდა. ხელკავი მაცდურად ამომიდო და ოთახი დავტოვეთ.
სრულიად დამუნჯებული ვიყავი მისი შემყურე. ალბათ რომ არა ჩემი ძმის
გამოხტომები და ხუმრობები საერთოდ გავიპარებოდი რეალობიდან.
-საჭესთან მე ვჯდები.
ბრძანება გასცა ყინულის თვალებამ და გასაღები ისე სწრაფად გამომტაცა ხელიდან,
ვერც გავიაზრე.
-მე წინ ვჯდები.-გამეკრიჭა ზური
-ეჰეე, თქვენ ძაან ხომ არ გაუტიეთ?მანქანა ჩემია, ხომ არ დაგავიწყდათ?
-გადამთიელის ტონის ნუ საუბრობ თორემ მართლა დავივიწყებთ.
თვალი ჩაუკრა ნატალიამ ზურის. მაგრად მამასხარავებდა ეს ორი, ვატყობდი. ზურის
ძალიან მოსწონდა ნატალია, რათქმაუნდა მეგობრული თვალსაზრისით. თვალები
ავუბრიალე და უკანა სავარძლისკენ ვანიშნე. ყურებჩამოყრილი შეძვრა და კარგად
მოეწყო.
გვერდით მივუჯექი ნატალიას.
-ქუსლიანით არ გიჭირთ ქალებს მანქანის ტარება? სულ მაინტერესებდა.
ამოვიფრუტუნე და რადიოში მუსიკა ხმადაბალზე ჩავრთე.
-პირადად მე არ მიჭირს.
მხრები აიჩეჩა და დაქოქა.
-შენ ხო ქალი არ ხარ..
-აბა რა ვარ?!
-ყინულის ალქაჯი.
-ერთი მეორის საპირპიროა.
პასუხის დაბრუნება დავაპირე, თუმცა ჩემმა ძმამ გამაწყვეტინა.
-ნიკუშას არ ველოდებით?- გადმოგვძახა ზურიმ და ნატალიამაც პასუხის
მოლოდინში თვალები ამიჟუჟუნა.
-არა, თან ეგ საწყალი პოლიციის მანქანით უნდა წამოვიდეს. დრო არ აქვს.
ზურის სიცილმა მთელი მანქანა მოიცვა. ნატალიას ნორმალურ სიჩქარეზე,
ნორმალურად დაყავდა. თვალს მართლაც ვერ ვწყვეტდი. საშინლად ელეგანტურად
გამოიყურებოდა.
-ეგ აქვე არ მუშაობს რომელიღაც ფილიალში?
-ვაკეშია. რაღა აქვე.
ნატალიამ ჩაიცინა და ჭავჭავაძეზე გადაუხვია.
-არმითხრა რომ შეგეცოდა და აპირებ რომ გავუაროთ.
-არა, უფრო მაგარ რამეს ვაპირებ. თქვენს ძმაკაცობას ოდნავ წავახალისებ.-მხრები
მაცდური ღიმილით აიჩეჩა ნატალიამ.
-მომწონს ეს გოგო. ‘იმენა ოუ-ემ-ჯი”ა
ზურიმ ჩურჩულით გადმომძახა მეორე მხრიდან.ჩამეცინა.ნატალია ყურადღებასაც
არგვაქცევდა. თავის პატარა გონებაში აშკარად დიდ ოინს აწყობდა.
-ეს არ არის? ნაცრისფერებში.
თითი მსუბუქად გაიშვირა გზის მოპირდაპირე მხარისკენ.
-საღოლ აბესაძე. მაგრად მოუხდა.
ჩემთვის დავილაპარაკე. ვადევნებდით თვალს, როგორ მოუარა პოლიციის მანქანას
გვერდი და როგორ ჩაჯდა საჭესთან.
-ანუ ისევ სამუშაო დრო აქვს ამას?- იკითხა ნატალიამ ისე რომ მისთვის თვალი არ
მოუშორებია.
-ეგრე გამოდის, ნახევარი საათი კიდევ დრო აქვს, ასერომ იკატავებს და პირდაპირ იქ
მოვა რა.
-ხოდა, მოდი ვაკატაოთ.
-რა?!
ვერც გავიაზრე რამოხდა.იმდენად სწრაფად მიადგა გაზს ფეხი და აბესაძის პოლიციის
მანქანას წინ გადაუსწრო. დასაშვებ სიჩქარეზე ბევრად მეტით.
-უნდა გააგიჟო?
სიცილი ამიტყდა. უკან გახედვა ვადაპირე მაგრამ ნიკაპი ხელით დამიჭირა ნატალიამ.
-არც გაბედო, დაგინახავს. არც შენ გაიხედო ზური.
-ღმერთო ჩემო!!
ხელები ჰაერში ავწიე სიცილით.
-უკვე ღმერთს საკუთრებად მიიჩნევ, ხედავ?
-თუგინდა სულაც ვეთაყვანები ოღონდ მანქანა არ დამილეწო.
-ეს ცოლად მოიყვანე რა.
საუბარში ზური შემოგვეჭრა.
-რა?!
მე და ნატალიამ ორივემ ერთდროულად წამოვიყვირეთ. თავის გაბრუნება მინდოდა
ჩემი ძმისთვის მაგრამ საპასუხად გვერდიდან მუშტი ნიკაპში მომხვდებოდა.
ზურის ნათქვამი მეც და მასაც აშკარად გულზე მოგვხვდა. ოღონდ წარმოდგენა არ
მაქვს ეს დადებითი რეაქცია იყო თუ უარყოფითი.
მალევე ჩაირთო სირენების გამაბრუებელი ხმა.
-თამაშიც დავიწყეთ. ვნახოთ ერთი რისი ტრ*კი აქვს.
გაიცინა ნატალიამ და სანაპიროზე მთელი სიჩქარით გადაუხვია. ფარებში
ვიხედებოდი. ნიკუშა ალბათ გვლანძრავდა. ანდაც მიკვირდა, როგორ ვერ ცნობდა
ჩემს მანქანას. მაგრამ ალბათ ყველაფრისგან თავგზა არეულს, არც წარმოიდგენია
ასეთი რაღაცის გამკეთებელი თუ ვიყავი.
ალბათ მომდევნო ათი წუთი კუდში გვდია საპატრულო მანქანამ. შემდეგ,
სერიოზულად დავშინდით ორივე, დამატებითი რაზმი არ გამოიძახოს აბესაძემთქო
და სიჩქარეც შენელდა. პარატა ჩიხში შეუხვია ნატალიამ და მანქანა გააჩერა.
-ახლა გამოშტერდება.
ავხარხარდი მოლოდინში. ნიკუშა საბუთებთან ერთად უკვე ჩვენსკენ მოიწევდა.
ფანჯარაზე თითი რამდენჯერმე დაგვიკაკუნა რომ მინა ჩაგვეწია. პროცესშივე
დაზეპირებული სიტყვები გაგვაგონა:
-ლეიტენანტი აბესაძე, თქვენი საბუთები თუ შეიძლება.
-აბესაძე, აბესაძე. FBI-ში მუშაობა უფრო დაგაკვდებოდა ასეთი ფორმით.
გადაიხარხარა ნატალიამ და სიცილით ფანჯრიდან თავი გაყო. ნიკუშა მაშინვე
დაიხარა და იდაყვებით მინას დაეყრდნო. ჯერ მე დამინახა, შემდეგ ზური.
სერიოზული სახე ნელნელა მოულბა და ბოლოს გადაიხარხარა.
-არა, ვაღიარებ მართლა კარგად გამოგდის შენი საქმე.
-ჯარიმა რომ უნდა დაგიწერო, იცი?
სიცილით უპასუხა ნიკუშამ.
-ჯარიმა არა, ოქმი კიდევ. გაიწიე ერთი.
სიცილით გახსნა ნატალიამ კარი და გადავიდა. მეც და ზურიც მას მივყევით.
-რომც მოინდომო, პრავა არ აქვს.
დავემოწმე ნიკუშას და სიგარეტს გავუკიდე.
-შენ ბიჭო სულ გააფრინე?!
-არა, ნუ შეიძლება ცოტა გავაფრენინე.- ხელიდან კოლოფი გამომტაცა ნატალიამ და
განაგრძო-ჩემი იდეა იყო, გაგიჩალიჩეთ. თორემ, ეგეთი ადრენალინის მოყვარულიც
არვარ პოლიციელებს რომ ვეგონკაო.
მომდევნო ოცი წუთი ოთხმა ადამიანმა სიგარეტის მოწევასა და ლანზღანდარაობაში
გავატარეთ. ნიკუშა და ნატალია ერთმანეთს როგორც ყოველთვის დასცინოდნენ და
არა სახარბიელო კომენტარებს უკეთებდნენ. მე და ზურის მაყურებლის პოზიცია
გვეკავა და მაგარს ვხარხარებდით.
იქაურობა მაგრად მოეწყოთ. რესტორნის ორივე სართული მთლიანად დაეხურად და
ალაგ-ალაგ ყვავილების დეკორაციებიც იყო. გეგონება, ვინმეს ქორწილი ყოფილიყო.
ვგრძნობდი, ნატალიას მარტო დატოვება არ შეიძლებოდა. ხუთიდან სამი ადამიანი
მაინც ეუბნებოდა კომპლლიმენტს და თვალებს უჟუჟუნებდა, მაგრამ ჩემი გოგო
ჯიუტად ხელს არ მიშვებდა, რაც ამაყად მაგრძნობინებდა თავს.
-ჩვენგან ორი მაგიდის მოშორებით სამი გოგო რომ ზის, სამივეს თვალებს დავთხრი
ჩანგლით.
ყურში ჩამჩურჩულა ნატალიამ და იქვე მსუბუქი კოცნა დამიტოვა.
-რა დაგიშავეს?
-უსირცხვილოდ გიფათურებენ თვალებს.
-გამოდის ყოველი ამ მაგიდასთან მომსვლელისთვის მეც იგივე უნდა გამეკეთებინა?
გადავიხარხარე. დამებღვირა და ფეხზე წამოდგა.
-საით?
-საცეკვაოდ.
-იმედი მაქვს, არ გაიხდი.
-ან ჯობია გავიხადო და იმ გოგოებს დავანახო რომ მათზე უკეთესივარ.
-ეს არ გჭირდება, ნატალია. ჩემთვის საუკეთესო ხარ.
სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მის ტუჩებს დავაცხრი. მიუხედავად იმისა რომ
წითელი ტუჩსაცხი ესვა, ამას არ შევუკავებივარ.
-ახლა იციან ვისთანაც ვარ. დამშვიდდი.
გავუიმე და ლოყაზე ვუჩქმიტე. ნიკუშას შორიდან ხელი დავუქნიე და ვანიშნე
ჩვენთან მოსულიყო. თვალებით ზურის დავუწყე ძებნა და მალევე ვიპოვე,
სავარაუდოდ პირველ კურსელებს ეარშიყებოდა. აქ კარგად იქნებოდა.
-მიბრძანე და გავჩნდი, ჩემო ბატონო.
-უჩემოდ დაბოლდი?
-არა, უბრალოდ მაგ შარვალ კოსტუმში დრაკულას ნაშიერს გავხარ და საკუთარი თავი
უფლებას არ მაძლევს შენობით მოგმართო.
ჩემს წითელ პერანგს მაგრად დასცინა და გადამეხვია. ყველას გვიხაროდა
უნივერსიტეტის დასრულება. ალბათ ერთერთი ყველაზე მაგარი შეგრძნებაა
ცხოვრებაში.
სამივე რესტორნის უკანა მხარეს გავედით.უკვე კარგად გახვეული ღერი ამოვაძვრინე
პიჯაკის შიგნითა ჯიბიდან და გავუკიდე.
-ეს.. ა?
იკითხა ყინულის თვალებამ.
-ეე პრინცეს, აზრზე არ ხარ რა. გასინჯავ და მიხვდები.
დასცინა ნიკუშამ და ღერი გამომართვა. რამდენიმე წამი ფილტვებში ჩავიგუბე
ნიკოტინ შერეული, აზიური მოსაწევი და შემდეგ გამოვუშვი. ისეთი შეგრძნება
დამიტოვა, თითქოს ჩემი ნახევარი სული მას გაყვა. ერთი ღრმა ნაპასი იყო მხოლოდ
და უკვე გარშემო ყველაფერს სხვანაირად ვხედავდი.
-შენ.. არ მოწევ.- ძლივს გადავაბი სუტყვები ერთმანეთს და ნიკუშას ღერი კვლავ
გამოვართვი.
-სულ შენ დაგიჯერებ. აქ იმისთვის არ ვარ, ორ დაჩლუნგებულს რომ მე მოგხედოთ.
დამებღვირა ნატალია და ნახევრად დარტყმული ნაპასი პირიდან გამომტაცა.
ტუჩებშორის მოიქცია და ძლიერად მოქაჩა.
-ყინულის სამფლობელოში არ გაგვეპარო.
აბესაძე უკვე ხარხარებდა.მისი შემხედვარე სიცილს ვერც მე ვიკავებდი. ვგრძნოდი
თვალები იმდენად მეწვოდა, ალბათ ცოტახანში რომ არ გადაევლო თვალის გუგებს
ხელით დავიჭერდი.
ნატალია ხმას არ აიღებდა, ბოლი ნელნელა,ცხვირიდან გამოუშვა, რამაც უზომოდ
სექსუალური გახადა. თვალები გაახილა და ოდნავ შებარბაცდა.
-მეტი აღარ გინდა, უკვე კარგად ხარ.
სიცილით გამოვსტაცე ხელიდან და დანარჩენი მე და ნიკუშამ მოვწიეთ. გოგონა ხმას
აღარ იღებდა. გაბადრული შემოგვცქეროდა, ხან ერთს ხანაც მეორეს.
გვარიანად ჩაკაიფებულნი დავბრუნდით დარბაზში. მუსიკის ხმა ექოდ მესმოდა
ყურებში და გამოსახულებები მერეოდა. ნაბიჯებს ვდგამდი, მაგრამ ვერაფერს
ვგრძნობდი. თითქოს უხილავ თვითმფრინავში ვიჯექი და აქეთ- იქეთ დავფრინავდი.
-რაფაელი გვესტუმრა ბიჭო. არადა რა გამაზა, ცოტა ადრე მაინც მოსულიყო.
-რა?
ვერ გავიაზრე რას მეუბნებოდა ნიკუშა, სანამ რამდენიმე მეტრის მოშორებით ჩემი
ძმაკაცი, რაფო არ შევნიშნე.
-ნატალია, წამო ჩემი მეგობარი გაგაცნო.
-შენს მეგობრებს კაიფში მაცნობ?
ისტერიული სიცილი აუტყდა. რამაც მეც ამიყოლია. სანამ ჩემი შენელებული გონება
სიტყვებს ერთმანეთზე დააწყობდა და ხმას ამოიღებდა, ნატალიამ ხელი დამავლო და
სადღაც გამიყვანა.
-სად მივდივართ?
-ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს, მაკიაჟს შევისწორებ.
-ისედაც.. ისედაც უნაკლო ხარ.
ამოვიბურტყუნე მაგრამ არ დამცალდა. საპირფარეშოში შევედით თუარა კარი
მიაბრახუნა და გადაკეტა. სიცილს ვერცერთი ვწყვეტდით. რითი აპირებდა მაკიაჟის
შესწორებას? თან თავისი პატარა ქისაც არ ჰქონდა.
ვეღარ ვძლებდი, ჩემს ორგანიზმში დაგროვილი ადრენალინი ერთიანად მაწვებოდა.
მოწყურებული მის ტუჩებს ვეტაცე და კედელს მივაბჯინე. თვალები დავხუჭე და მისი
ენა ვიგრძენი თუ არა, მივხვდი რომ უკვე სხვა განზომილებაში გადავედი.
-ვერაფერს ვგრძნობ.- სიცილით ამოვიბურტყუნე და სახე ხელებით დავუჭირე.
-ყოველთვის მინდოდა მეცადა.
თავი დაბნეულმა გავაქნიე. მგონი, სულ სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. წამის
მეასედებში მუხლებზე დაემხო და ხელები მენჯებზე დამაწყო. თვალებში შემომხედა
და აუჩქარებლად გამიხსნა შარვალი.
ნატალია არა…
წინასწარ, გაურკვეველი სიამოვნებისგან თვალები მიმენაბა.
-მე მიყურე.
თითქოს მიბრძანა და შარვალი ტრუსთან ერთად ჩამაძრო.
-ნატალ..
სიტყვა გამიწყდა როგორც კი მისი ტუჩები ჩემს ასოზე ვიგრძენი, ღრმად ამოვიხვნეშე,
რამდენჯერმე სიგარეტივით მოქაჩა და მომუშტული ხელი კედელს მივარტყი.
ერთი ღრმად ამოვისუნთქე და თავი დავხარე. ბუნდოვნად ვხედავდი, რას როგორ
აკეთებდა, მაგრამ სადაც იყო მუხლები სიამოვნებისგან მომეკვეთებოდა.
გამათრთოლა, როცა ქმედებისას ასოს თავზე ენა გადამისვა, მაშინვე მხრებზე
მოვეჭიდე. ენას ზემოდან ქვემოთ, თავთან ერთად ამოძრავებდა და დარჩენილ
ნაწილზე ხელებს აშველებდა. უკვე გამკვრივებული ვიყავი, ვგრძნობდი სადაც იყო
გავა*ავებდი.
-ჯანდაბა ნატალია!
ამოვიხვნეშე და თვალები მაგრად დავხუჭე. ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია
დარჩენილ ნაწილს.მოვიშორე, ფეხზე წამოვაყენე და კომბინიზონის ელვა შესაკრავი
სწრაფად გავუხსენი. მუხლებამდე დაეცა თხელი მატერია. ზურგით შემოვატრიალე
და მასში შევედი. ერთად ამოვიკვნესეთ ორივემ. ბევრი არ მქონდა დარჩენილი,
ვიცოდი წუთი-წუთზე პიკს მივაღწევდი. გაოფლილი, ბიძგებს არ ვიშურებდი,
მინდოდა მას იმის ნახევარი სიამოვნება მაინც ეგრძნო რაც წამების წინ მე მომანიჭა.
მისი კვნესა, ალბათ გარეთ გადიოდა. მაგრამ არა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფებს,
ეს ნაკლებად გვაინტერესებდა. საჯდომზე ხელი მაგრად მოვუჭირე და მისგან
სწრაფად გამოვედი, ტუალეტისკენ მივტრიალდი და თეთრი სითხე წყალს შევურიე.
ისევ ვხვნეშოდით. ჩვენი სუნთქვა არ ცხრებოდა. ყველაფერი ზღაპარს დაემსგავსა.
ახლა ყველაფერს ერთიანად ვგრძნობდი. სრულიად გამოფიტული შევტრიალდი
მისკენ და შარვალი ავიწიე. ზურგის ელვა შესაკრავის აწევაში დავეხმარე და მხარზე
ვაკოცე, შემდეგ მის ტუჩებსაც მივწვდი, საიდანაც ნახევარი ტუჩსაცხი გადასცლოდა
და თვალებარეული შემომყურებდა. ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და მივიხუტე.
ვხვდებოდი, რომ ნატალია მეტრეველი ჩემთვის ენერგიის წყაროდ ქცეულიყო და მის
გარეშე უკვე, წუთის გატარებაც არ მინდოდა.
ელიზაბეტი*:
ჩემი თანაცხოვრება რაფაელთან ერთად იმდენად უაზრობის პიკი იყო, ცხოვრებაც
აღარ მინდოდა.შესაძლოა რაიმე გარკვეული ‘მუღამი’ მამოძრავებდა, რაც
დამიანესთან ურთიერთობას გულისხმობდა. მაგრამ რეალურად ამითაც დაღლილი
ვიყავი.
-ყარხარ! სააბაზანოში შედი!
მივახალე რაფაელს, როგორც კი სახლის ზღურბლს გადმოსცდა. კაცის სასმლისგან
აქოთებული სუნი მგუდავდა. მეზიზღებოდა!
-პრეტენზიული ხარ ელ…
- შენ გალეშილი. შედი დროზე.
-ხომ არ შემომიერთდები?
წარბები ამიწია და ბარბაცით სააბაზანოს კარები გამოხსნა.
-ვერ ეღირსები!
-მაგ საუბრით უფრო რომ მანდომებ შენ თავს ხომ იცი.
ღრმად ამოვისუნთქე და კედელს მივეყრდენი. როგორ მინდოდა ამ ყველაფრიდან
გაქცევა. ქვეყნიდან გაქცევა! ნამდვილად კარგი იდეაა.
ერთი პატარა ზურგჩანთა და კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი სრულიად
საკმარისი იქნებოდა.
სანამ გონებაში ჩემი აქედან გაქცევის გეგმას ვაწყობდი, რაფაელის ბოხმა ხმამ ჩემი
ფანტაზია ნაწილებად გამიშალა.
-იცი ასე ძალიან რატომ დავთვერი?
-არვიცი. შენ როცა სვავ, სულ ასეთი ხარ.
მხრები ავიჩეჩე და რაც შემეძლო ნორმალური ტონით ვუპასუხე.
-ანას და შენს შემდეგ, დალევის მიზეზი მიასმაგდება.
ამოიბურტყუნა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. იმედი მქონდა, პირდაპირ სარეცხ
მანქანაში შეუძახებდა და მე არ მომაჩეჩებდა ხელებში.
-იქნებ აცადო მაგ გოგოს იმ ქვეყნად მშვიდად ყოფნა!
-როგორ ლაპარაკობ! ჩაიგდე ენა!
ისე დაიღრიალა, მგონი მთელი სახლი შეზანზარდა. უკვე შეჩვეული ვიყავი. პატარა
გოგოსავით ჩაფსმას შიშისგან არ ვაპირებდი. მასთან საკმაო იმუნიტეტი
გამოვიმუშავე.
-ბევრ რამეს ერთიანად ეპოტინები, რაფაელ. სულ ამის თქმა მინდა.
-მაინც რას, ელიზაბეტ?
-ანას, შენს დას.. არ მოეწონებოდა ასეთი რომ ენახე.
ვეცადე მასში რაიმე ადამიანური გამეღვიძებინა. რაიმე, რაც შურისძიების გარდა
სხვასაც მოიაზრებდა.
-იმ.. იმ ვირთხის სიკვდილის შემდეგ ანაც დაისვენებს იმ ქვეყნად და მეც.
-მე რაღატო მრევ, ვერ ვხვდები.
-უკან დახევა უკვე გვიანია. აღარ მინდა ამაზე საუბარი, უკვე მაბრაზებ. და ორივემ
ვიცით როდესაც ვბრაზდებით, ამას რაც მოყვება ხოლმე.
-როგორც შენ იტყვი.
ვეცადე ესეც, შედარებით ნორმალური ტონით გამომსვლოდა, მაგრამ ნაკლებად
გამომივიდა.
-ნახევარ საათში გამოვალ, მზად დამხვდი.
აბაზანის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.
ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა, არ მინდოდა ბრაზი ჩემზე ეყარა. არ მინდოდა
საკუთარ სხეულთან მომეშვა. მაგრამ წასასვლელიც არსად გამაჩნდა. ვფიქრობდი
დრო იყო, მუშაობა დამეწყო და აქედან სამუდამოდ წასვლაზე მართლაც მეფიქრა.
გარეთ გავედი, რომ როგორმე ნახევარი საათი სუფთა ჰაერზე გამეტარებინა.
დავრჩებოდი, გარეთ დავიძინებდი, მაგრამ სავარაუდოდ გავიყინებოდი. გაჩერებაზე
მივედი და ჩამოვჯექი. როგორი სიწყნარე იყო.ვგრძნობდი, შუაღამეს სიწყნარეს
მხოლოდ ჩემი აფორიაქებული სუნთქვა როგორ ამღვრევდა. ჩანთაში ქექვა დავიწყე,
მოვწევდი მაინც, ოდნავ დამამშვიდებდა ნიკოტინი. ‘ლომკისგან’ და ყველაფრისგან
ერთიანად გართულს, ნაცნობი ხმა მომესმა.
- რამე დაგეკარგა?
დამიანე.. ეს ბიჭი ანგელოზივით რატომ დამაჯდა მხარზე ღმერთო! ასე არ
შეიძლება! ახლა მითუმეთეს, ნამდვილად არ ვიყავი მის ხასიათზე. დავაიგნორე,
ვიფიქრე პასუხს რომ არ მიიღებდა გზას გააგრძელებდა მაგრამ შევცდი. მით
უმეტეს, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, თავს უხერხულად ვგრძნობდი. პატარა
ისტერიჩკასავით გამომივიდა ეჭვიანობის სცენები…
-ნატალია, პატარა ბავშვივით ნუ მაიგნორებ ამხელა კაცს!
“რამხელას, დამიანე?”
პასუხი გასცა ჩემმა ქვეცნობიერმა.
თვალები ავატრიალე.
-არ გაიგნორებ, მგონი სახლის გასაღები დავკარგე.
არვიცი, რატომ ვიცრუე. ვიცოდი, მისთვის რომ სიგარეტი მეთხოვა, ჩხუბს
დამიწყებდა. სერიოზული არაფერი, რა თქმა უნდა. მაგრამ დღეისთვის ერთი
კაცის საყვედურებიც საკარისი იყო.
-ამიტომაც იქექები შუა ქუჩაში?
რატომ არ მეშვება, ღმერთო?! მივხვდი, რომ მართლაც უაზროდ ვიქექებოდი,
უფრო სწორად კი არ ვიქექებოდი, ჩვეულად თითებს ვაწვალებდი ჩანთაში.
-არ იფიქრო რომ შენს დასანახად დავდივარ, აქვე ვცხოვრობ.
ჩანთას მოვეშვი და სახე გავასწორე. ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა.
საკუთარი გაფუჭებული ნერვები სხვაზე არ უნდა მომეხვია, როგორც ამას
რაფაელი აკეთებდა.
-იპოვე?
თავი დავუქნიე და გზას გავხედე.ერთ ადგილას პარალიზებული ვიდექი და არ
შემეძლო, უბრალოდ თავის გატრიალებაც კი. გონებაში ვცდილობდი რაიმე
მომეძებნა რაც ფიქრის საშუალებას მომცემდა და დამიანესგან გამოწვეულ
‘დისკომფორტს’ გადაფარავდა.
ვიგრძენი მხრებზე ხელები როგორ მომკიდა და მსუბუქად შემაჯანჯღარა.
ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. ყველაფერთან ერთად, რურუა საშიში
ნამდვილად არ იყო.
-ერთ დღეს ჩემთან ყოფნა გინდა, მეორე დღეს კი არაფრად მაგდებ. ამიხსნი ამ
საქციელს?!
მართალიხარ, დიადო დამიანე! მართალი. საერთოდ არ უნდა გაგეცანი. ახლა შენი
ცხოვრება ჩათვალე, დაწყევლილია.
- შენ რა..გრძნობები გაქვს?
- ნატალია!
უკვე აღარ მომწონს ეს სახელი.. ჯანდაბა ელიზაბეტ. რათქმაუნდა, ამით
დადებითი პასუხი მივიღე ჩემს კითხვაზე.
“ გამეცალე დამიან, გთხოვ. გემუდარები, წადი ჩემგან.”
საკუთარ გონებაში საუბრით ვერაფერს ვაწყობდი. ვიცოდი უკვე საკუთარი
თავიც ზედმეტად ღრმად მქონდა როლზე მორგებული. რაფაელის მიერ
წამოწყებული თამაში კი, რეალობაში გადამეზარდა.
-რა? დამიანე.
არვიცი,რატომ. საშინლად მსიამოვნებდა ჩემი ხმის იოგებიდან წარმოთქმული
მისი სახელის ძახილი.
-ყოველთვის ასეთი უნდა იყო?!
“ალბათ ოდესმე გაიცნობ ელიზაბეტს, თუ გაქაჩე..”
-არვიცი, ვნახოთ…
როგორ მინდოდა მხრებიდან ხელი გაეშვა. თავისუფლად სუნთქვის
საშუალება მომცემოდა.
-არ იცი, ვნახოთ?! შენ სულ გააფრინე გოგო?
კარგი. ამ საკითხში მართლაც ყველა კაცი ერთნაირია. არ შეუძლიათ,
სიბრაზისას ტონალობოს კონტროლი. სანახევროდ მოვშორდი. მის სიახლოვეს
ვეღარ ვუძლებდი, ასე მეგონა მკლავებში ჩავეკეცებოდი და მოთქმას
დავიწყებდი. ლამპიონს რამდენიმე წამით თვალი გავუსწორე და ჩემში
გაჩხერილი დიდი ბურთი მუცელში როგორღაც გადავუშვი.
-მოიცა..რა ფერის თვალები გაქვს?..
ჩემსკენ გამოიწია. რა?! ჯანდაბა. “ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი შენი
ნახვა, დამიანე. ამიტომაც საჭირო არ ჩავთვალე იმ ლურჯი შუშის თვალებში
ჩათხრა, რომელიც ასე ძალიან გიზიდავს!”
უკვე საკუთარ თავზე ვბრაზობდი. თავი სწრაფად დავხარე და შედარებით
მსუბუქად გავხედე. კიდევ კარგი, ღამე იყო.
-ხო, განათებაზე სხვა ფერი ჩანს ხოლმე.
-სახლში არ მიდიხარ?
-მივდივარ.
-რავი, რაღაც ორ მეტრ კვადრატულს არტყავ წრეებს და უხილავი სახლი თუ
გქონდა, არ მეგონა.
დამცინავად გამოუვიდა, თუმცა იფიქრა რომ ვერ შევამჩნევდი. უკვე საკმაოდ
მყავდაშესწავლილი რურუა.. საბოლოოდ დავნებდი. ‘სახლის’ ხსენებაზე და
იმის გააზრებაზე, თუ რამდენად უბედური ცხოვრება მქონდა. იქვე ჩამოვჯექი
და თავი ხელებში ჩავრგე. ადუღებული, მოხარშული ცრემლები ვგრძნობდი
ლოყებს როგორ მიწვავდა. ერთიანად ვდუღდი. ვხვდებოდი, ჩემს
გარემოცვაშო დამიანე, რომ არა მისი საქმიანობა ყველაზე ადამიანური
პიროვნება იყო. ეს უფრო დამიდასტურა, როცა ვიგრძენი მხარზე როგორ
მომხვია ხელი და მანუგეშა. ვიგრძენი როგორ შევწყვიტე ტირილი. მაშინვე
რაფაელის სიტყვები გამახსენდა: “კაცებს არ გვაინტერესებს ქალების
პრობლემები.”
რამდენიმე წამით სულ გადამავიწყდა ის რომ ვიყინებოდი, ისიც რომ
ვტიროდი და ისიც, რომ სახლში მისულს რაფაელი კბილებ გალესილი
დამხვდებოდა. რეალობას რომ დავუბრუნდი ერთიანად გამაჟრიალა. ალბათ
თავ-ბედს დავიწყევლიდი ამ ოქროს ბიჭს ჩემთვის გასეირნება რომ არ
შემოეთავაზებინა.
სიმართლე რომ ვთქვა, სულაც არ მაინტერესებდა სად წავიდოდით.
ვგრძნობდი მის გვერდით დაცული ვიყავი. ბანალურად რომ ვთქვა, მასთან
ერთად ახლა სამყაროს დასალიერშიც სიამოვნებით წავიდოდი.
რაც არ უნდა რეალური ყოფიკიყო ჩვენი მომენტი, სიფრთხილე მაინც
მმართებდა. წასვლაზე დავთანმხდი მაგრამ მანამდე სახლში უნდა შემეარა,
რაიმე თბილი ჩამეცვა და ლინზები განეკეთებინა. ერთი სიტყვით, იმად უნდა
ვქცეულიყავი, რაც დამიანეს გულს უჩქარებდა.
სწრაფად ჩამოვშორდი, ასევე სწრაფად ავირბინე კიბეები და კარი გავაღე.
-სად იყავი?
-მაღაზიაში.
ვიცრუე და ისე შევვარდი ოთახში რომ მისთვის არც შემიხედავს. მაგრამ თუ
არ ვცდებოდი, სრულიად შიშველი იწვა სავარძელზე.ერთიანად მომაწვა
გულის რევის შეგრძნება. ტყავის ქურთუკი მოვიცვი და თბილი ფეხსაცმელი
ამოვიცვი.
ვეცადე,ასევე შეუმჩნევლად ამევლო მისთვის გვერდი და გავსულიყავი, მაგრამ
ამაოდ.
- სი-სუ-ლე-ლე.- დამიმარცვლა. მისმა ხმის ტონმა მაიძულა თვალი
გამესწორებინა. არც ვცდებოდი სრულიად შიშველი, ახლა მჯდომიარე
პოზიციაში შემომყურებდა. მის შემხედვარე მინდოდა, რაც კი ტანსაცმელი
მქონდა, ყველაფერი ზედ გადამეცვა.
-რაგინდა, რაფაელ?
-შენ, ელიზაბეტ.
თითქოს, ფეხზე ადგომა დააპირაო. მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
-ამისთვის არ მცალია.
ზურგი შევაქციე და კარისკენ გავიწიე. წამებში ვიგრძენი მისი მტევანი ჩემს
მკლავზე.
-სად მიიჩქარი, პატარა ქალბატონო?!
-დამიანესთან.
-რა?!
თვალები თითქოს ჩაუსისხლიანდა, კისერზე ძარღვები დაეჭიმა.
სავარაუდოდ, ახლა მაგრად დაიღრიალებდა.
-ასე ხო?! რა აქვს მაგ ბიჭს ასეთი?
-არაფერი არ აქვს. ორივეს გაბიათ ეგ თქვენი ღირსება.
თვალები ავატრიალე და მისი მარწუხებიდან თავი დავიხსენი.
-მასთან საჭიროზე მეტ დროს ატარებ.
-არ მოგწონს რასაც ვაკეთებ?! მაშინ მიდი, შენ მოირგე ნატალიას როლი, შენ
აუბი მხარი და თუ საჭირო გახდება იქნებ ის ერთადერთი ხვრელი შესთავაზო,
რაც უკანალზე გაგაჩნია!
ხმას ისე ავუწიე, ვერც გავიაზრე. ერთიანად ავდუღდი. ვერ მივხვდი, ამით
საკუთარი თავი დავაკნინე, დამიანე თუ რაფაელი. ალბათ ყველა
სხვადაახვანაირად გაიგებდა.
-არსად არ წახვალ.- კბილებში, ხმადაბლა გამოსცრა და თვალები დამიჭყიტა.
ჩამეცინა, თავი გავაქნიე. რამდენად თავდაჯერწბული იყო. იმდენად სწრაფად
გამოვტრიალდი და კიბეები ჩავიარე, თვითონაც ვერ მოვედი გონს. შეშლილი
ნამდვილად იყო რაფაელი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი თუნდაც ღამით,
სრულიად შიშველი ყველას დასანახად არ გამოვიდოდა.
გული ყველაფრისგან ერთიანად ჩქარებული მქონდა. კარგი ელიზაბეტ,
იფიქრე. საკუთარი ტრ*კის გადარჩენაზე იფიქრე!
არ მაინტერესებდა, დამიანესთან უფრო მეტად დაახლოება მას გაანადურებდა
თუ არა. მაგრამ ამ ღამეს საკუთარი თავი რაფოს მკლავებიდან უნდა
მეხსნა.ვხვდებოდი, დამიანესთან რაც უფრო მეტი დროის გატარება მიწევდა,
მე უფრო ვეჩვეოდი მას, ვიდრე ის მე. ამიტომაც ვცადე მასთან რამდენიმე
დღიანი დისტანციის დაჭერა, და ალბათ ამ ღამის შემდეგავ ასე
გავაგრძელებდი. ოღონდ რათქმაუნდა ეს რაფაელს არ ეცოდინებოდა. თორემ
კიდევ ერთი მიზეზი დაემატებოდა რომ სიყვარულით კარგად ვეხმარე.
შორიდან დავლანდე, ბარდიულზეროგორ წამომჯდარიყო დამიანე რურუა და
ხელში სანთებელას ათამაშებდა. დამინახა თუ არა, შეინახა და ფეხზე წამოდგა.
-მანქანა კორპუსთან მაქვს გაჩერებული.
-და სად.. მივდივართ?
-ნახავ, ზუსტად ვიცი მოგეწონება.
“ზუსტად არაფერი იცით კაცებმა, დამიან.”
-ანუ გენდო?
-როგორც გინდა.
მხრები აიჩეჩა და ჯელტმენივით მანქანის კარი გამიღო. უნდა ვაღიარო, ეს მის
გარდა ჩემთვის არცერთ მამაკაცს არ გაუკეთებია. ალბათ ზუსტად ასეთი
პატარა, თავაზიანი მომენტები ქმნიდნენ ცხოვრების ბედნიერ წუთებს. ესეც
დიდი სიცრუე იყო, რადღან ჩემი ცხოვრება ბედნიერებისგან სრულიად შორს
იყო ამჟამად.
ფიქრებში გართულს მისი ბაგეები ჩემსაზე ვიგრძენი. დავდნი, გადავეშვი
უფრო დიდ ფანტაზიებში და მომავლის უაზრო ძიებაში, რომელიც არ
არსებობდა. ამ ფიქრებს, მისი ენა უფრო და უფრო მიღვივებდა და მარტივად
მიჩენდა სურვილს მისთვის ხელი დამევლო, ზედ შემოვჯდომოდი და ორივეს
ჟინი კარგად დამეკმაყოფილებინა.
რომ მომშორდა, უსიამოვნებისგან ხმადაბლა ამოვიკრუტუნე და თვალები
გავახილე. “ ეს რა ჯანდაბა იყო ელიზაბეტ?!”
მანქანაში ხმა არცერთს ამოგვიღია. როდესაც ძრავა გაჩერდა, მხოლოდ მაშინღა
მოვედი აზრზე რომ გაურკვეველ ადგილას ვიყავი, ჩვენს წინ კი უსიამოვნო
სახით, ნიკუშა იდგა. გაბრუებული ვიყავი, წარმოდგენა არ მქონდა რა
ხდებოდა, ან აქ რარომ მომიყვანა დამიანემ.
-დალევ?
მკითხა რურუამ. წარმოდგენა არ მქონდა რას აპირებდნენ, მაგრამ ყველაფერზე
თანახმა ვიყავი. თავი დავუქნიე და ნიკუშამაც ლუდით სავსე ჭიქა
გადმომაწოდა. ალკოჰოლი ნამდვილად ის იყო, რაც ახლა მჭირდებოდა.
-ანუ ასე, ნიკუშას ჯამბაზობას სთხოვ და ისიც პატარა ბავშვივით
გამამხიარულებს?
ჩამეცინა და ოდნავ მოვწრუპე.
-ჯამბაზზე უკეთესია ამ საქმეში.- თვალი ჩამიკრა და ნიკუშას რაღაც ანიშნა. რა
ჯანდაბა ხდებოდა?!
თვალები გამიფართოვდა. ვერ ვხვდებოდი რატომ ეჭირა აბესაძეს ხელში ცივი
მეტალის, შავი, პატარა ცეცხლსასროლი. ადრენალინმა ერთიანად დამიარა
სხეულში. ალბათ ეს, რამდენიმე წუთით ადრე, მთაწმინდაზე რომ მენახა,
დაუფიქრწბლად ვთხოვდი რომ ჩემთვის ესროლა.
-დაწყნარდი არ დამივალებია, რომ მოგკლას.
ჩაიცინა დამიანემ. პირდაფჩენილი მივაშტერტი სანამ მისი ძმაკაცი ხმას
ამოიღებდა.
-დაასრულე და წამო.
სწრაფად ჩავაბოლოვე, დიდ დიდი ყლუპებით სასმელი და ნიკუშას მივყევი.
თან მინდოდა, დამიანესთვის გამეხედა. მაინტერესებდა ამ ყველაფერს რა
სახით უყურებდა.
-ოდესმე გისვრია?
-არა.
-მარტივია,თითი მსუბუქად აქ უნდა გამოკრა.
ზურგიდან ამომიდგა და ირივე ხელში იარაღი დამაჭერინა. ცივი მეტალის
შეგრძნებამ გული უარესად ამიჩქარა. ვცდილობდი ეს სუნთქვაზე მაინც არ
დამტყობოდა. საჩვენებელი თითით ჩახმახზე მანიშნა. შემდეგ, მარტივი
ხელის მოძრაობით, ზემოდან ქვემოთ რაღაც გადაწია და გადატენა. ხელი
ოდნავ მომშორა და თვითონაც ნელნელა ჩამომშორდა. ნელნელა ყურები
მიგუბდებოდა და მხოლოდ საკუთარი გახშირებული სუნთქვა მესმოდა.
-დაუმიზნე და ისროლე, შეიძლება ააცილო, მაგრამ მთავარი გასროლის
მომენტია.რაც არუნდა გაწუხებდეს ამ ტყვიას გაატანე. მთელი ადრენალინი ამ
ტყვიას გაატანე.
მისი სიტყვები შთამაგონებლად ჟღერდა. უფრო აღმიძრავდა რაიმეს ჩადენის
სურვილს. “ანუ ეს არის შენი სურვილი დამიან? ასე გინდა, რომ გოგო
ხასიათზე დააყენო?”
ზუსტადაც მიმიხვდა რურუა. ნამდვილად არ მომიყვანდა ხასიათზე
შოკოლადები და ყვავილები, არც რომანტიული ფილმი და ელეგანტურად
ღვინის სმა რესტორანში.
-ოღონდ არსად წამოგცდეს, რომ ეგ ხელში დაგაჭერინე. მაშინვე
გამანთავისუფლებენ.
-გამოდის შენი მომავალი და კარიერა ამწამს ხელებში ჩამიგდე.
დავცინე ნიკუშას. ეს ბიჭი არაფერს მიშავებდა, მაგრამ ვგრძნობდი მის
დამოკიდებულებას ჩემდამი, რაც სურვილს მიჩენდა მისთვის თავი უარესად
შემეძულებინა. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ მისი ძმაკაცი
სიმართლეს გაიგებდა და სამუდამოდ შემიძულებდა.
საშინელი ფიქრებისგან ხელი იმდენად მოვხვიე იარაღს რომ სახსრების
სითეთრე, სიბნელეშიც კი დავინახე.
-რამდენი ტყვიაა?
-რავი, ექვსამდე იქნ..
არ მაინტერესებდა რას მოაყოლებდა, ანუ საკმარისი იყო. თვალწინ დამიდგა
ანას სიკვდილის ღამე და გავისროლე. რაფოს ფათური ჩემს ხელებზე და მეორე
ტყვიაც მოყვა. დამიანეს შესაძლო რეაქცია, როდესაც გაიგებდა რომ ქალი
რომელზეც თითქმის გიჟდებოდა, არ იყო რეალური. არვიცი.. რამდენი ტყვია
ვისროლე მაგრამ მხრები ერთიანად მქონდა დაჭიმული და შიგნიდან
მაკანკალებდა. თითქოს ოდნავ მომეშვაო.. თვალები რამდენჯერმე
დავახამხამე და იარაღი დაბლა დავუშვი. დამიანე მომიახლოვდა, რაღაცას
მეუბნებოდა მაგრამ წუილის მეტი არაფერი მესმოდა. თავი დავუქნიე რომ
ზედმეტი კითხვებისგან თავი ამერიდებინა. ხელიდან იარაღი გამომართვა და
ნიკუშას გადააწოდა. მკლავები მომხვია და მიმიხუტა. ახლა, საკუთარ
გულისცემასთან ერთად მისიც მკაფიოდ მესმოდა. ყველაფერს ვესროდი,
ყველას ჩამოვუკაწრავდი და დავუნგრევდი ცხოვრებას, დამიანეს გარდა. ეს
გადამწყვეტი იყო.
ის საღამო არაჩვეულებრივად გავატარე. საკმაოდ ბევრიც დავლიე და ერთი
სიტყვით ყველაფერი დავიწყებას მივეცი, რაც კი ოდნავ დისკომფორტს
მიქმნიდა. იმდენად ნასვამი ვიყავი, ფეხს ერთი მეორეზე ძლივს ვდგამდი და
სიცილსაც ვერ ვწყვეტდი. დამიანემ კორპუსთან შორიახლოს დამტოვა. იქამდე
გავაყოლე თვალი, სადამ მისი მანქანა საბოლოოდ არ მიეფარა შენობებს.
ღიმილით შევედი სადარბაზოში მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როგორც კი
სახლის კარები გავაღე. სიგარეტის ჩაგუბებული ბოლისგან აქაურობა
საშინლად ყარდა. მაშინვე გულის რევის გრძნობა განიჩნდა და კარი სწრაფად
დავხურე. ფანჯარას ბარბაცით ვეცი და გამოვაღე.
-კარგ ხასიათზე ხარ, არა?!
-ჯანდაბა რაფაელ.. ახლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს.
ხელი ავუქნიე და მიდთვის ზედაც არ შემიხედავს ისე გავიარე გზა ჩემს
ოთახამდე.
-სიამოვნებით უშლი მას ფეხებს არა?!
მაჯებში მეტაცა და საწოლზე დამახეთქა. თავბრუსხვევამ ინატა. ყველაფერს
ბუნდოვნად ვხედავდი. მათ შორის რაფაელის ჩაშავებულ თვალებს და მის
ნერვიულად მოთამაშე წარბს.
-მიპასუხე!
-არაფერს არ ვაკეთებ! მომეშვი!
ძლივს ამოვიკრუსუნე და თავი გავატრიალე.
-განახებ, კარგად მოქცევას გასწავლი!
დავლანდე საკუთარ სპორტულ შარვალს როგორ დაეჯაჯგურა. მაშინვე
შეძლებისდაგვარად ფეხი მოვიქნიე და ოდნავ გვერდით გადავაგდე. ხელი
შემიშვა თუ არა გააფთრებული წამოვხტი. თავი საშინლად მტკიოდა, არაფრის
თავი არ მქონდა. ვერც გავაანალიზე ისე წამოვიდა რაფაელის მუშტი ჩემსკენ.
ჰაერში რამდენჯერმე დავბზრიალდი და ხის აიატაკზე ისე დავეხეთქე წამით
სუნთქვაც კი შემეკრა. გავიგონე რაღაც ჩაიდუდუნა, მაგრამ არაფერი მესმოდა
გაურკვეველი ბგერების გარდა.
როდესაც ძალა მომეცა ასადგომად, ჩემი ოთახიდან უკვე გასულიყო. სიმწრის
ცრემლებმა დამსიველეს ლოყები, როდესაც შუბლიდან საფერთქლამდწ ხელი
მოვისვი. სარკეში საკუთარ თავს გავხედე. ჩემს თავს საერთოდ არ ვგავდი. მით
უმეტეს ცრემლებით. მარჯვენა მხარე საკმაოდ შესიებული მქონდა. მხარი კი
დაცემისგან გაბუჟებული. არაფრის თავი არ მქონდა, სასწრაფოდ გავიხადე
ტანსაცმელი და საწოლში შევწექი.
ფიქრებმა ერთიანად წამიღეს. თითქმის სულ გადამავიწყდა ის მშვენიერი
საღამო, რომელიც რურუასთან და აბესაძესთან ერთად გავატარე. ახლა, ჩემი
თამაშის გარდა, უფრო მეტი მიზეზი მეძლეოდა იმისთვის, რომ რაფაელის
გვერდით დიდი დრო აღარ გამეტარებინა. იმდენად ზიზღით მქონდა
ავსებული მოთმინების ფიალა მის მიმართ, რომ თავმოყვარეობას რომ თავი
დავანებოთ, უბრალოდ ვეღარც მივიკარებდი. ის სიყვარული, რაზეც რაფაელი
თავს დებდა და ის შურისძიების წყურვილი რაც საცოდავი გოგოს უბედურმა
შემთხვევამ გაუჩინა, ავადმყოფობაში ჰქონდა გადასული. ამაზე, უკვე მეორე
აზრი არ არსებობდა.
დღეები გადიოდა, რაფაელს თუ ვესაუბრებოდი, ისეც ისე რომ ზედაც არ
ვუყურებდი. უბრალოდ ამაზეზენი იყო მისი ყოველი მოქმედება. მისი
სუნთქვაც კი ამაზრზენი იყო. აქედან მალე უნდა წავსულიყავი და სანუდამოდ
გავცლოდი ყველაფერს. მაგრამ შიში იმის რომ, რაფაელი მომძებნიდა და კარგი
დღე არ მეწეოდა, ყველაფერს წყალში მიყრიდა. ბოლო ბოლო მე ვიყავი
ერთადერთი ყალბი საბუთებით და არა ის. ამით ხელში ვეჭირე, როგორც
დიდი კოზირი.
როდესაც, შესიებებმა ასე თუ ისე გამიარა უნივერსიტეტშიც აღვადგინე
სიარული და დამიანესაც დავთანხმდი ბილიარდის სათამაშოდ წასვლაზე.
ყველაფერმა კარგად ჩამიარა, როგორც ყოველ ჯერზე მასთან ერთად. ამ
საღამოს გადაწყვეტილი მქონდა, მისთვის სიმართლე მეთქვა. რომც
შევძულებოდი, ამას როგორეაც გადავიტანდი. მაგრამ საქმე ზედმეტად ღრმად
შეტოპვამდე არ უნდა მიმეყვანა. საკუთარი თავისთვის უფლება არ უნდა
მიმეცა რომ მის მიმართ რეალური გრძნობები გამჩენოდა.
ოდნავ გული დამწყდა, როდესაც ვკითხე მოვენატრე თუ არა, ან ჩემს მიმართ
გრძნობა ჰქონდა თუ არა. და ორივე კითხვაზე უარყოფითი პასუხი მივიღე.
ნელნელა ყველაფერი ნათელი ხდებოდა მის გვერდით. დაიდუმლოებებით
მოცული, ნარკო დილერი, უნივერსიტეტის ერთერთი გამორჩეული
სტუდენტი, კარტებს მიხსნიდა. ზუსტად იმ დღეს გავიგე რომ ღმერთოს არ
სწამდა, რამაც გული გამალებით ამიჩქარა და სურვილი გამიჩინა ამ თამაშში,
თუ ვთამაშობდი ისეთი რამ მაინც გამეკეთებინა ერთხელ, რაც დადებით
შედეგს მოიტანდა.
ეკლესიაში წავიყვანე და ვაიძულე ელოცა. მიუხედავად იმისა რომ უფლის არ
სწამდა, ეს მაინც გააკეთა. ვიდექი ანთებული სანთლით ხელში და ღმერთს
ვევედრებოდი ამ ყველაფრიდან როგორმე თავი დამეძვრინა. დამიანეს
დაეძვრინა თავი ამ ყველაფრიდან. ეკლესიაში ადამიანს უამრავ რამეზე
შეუძლია ფიქრი. ერთადერთი რაც არ მომეტევებოდა, ვიცოდი რურუას
ცხოვრების განადგურება იყო. მაგრამ ვატყობდი ამის გამო ნაადრევად
ვისჯებოდი. მის ყოველ გამოხედვაზე, გაღიმებაზე ელიზაბეტს გული
ულღვებოდა.აი ნატალია კი ამაყად დასცქეროდა და საკუთარი თავით
ამაყობდა. რომ როგორც იქნა ბიჭს რომელსაც სიყვარულის არ სჯეროდა,
შეაყვარა. ელიზაბეტს კი უხაროდა რომ მის ნებას დაყვა და უფლის სახლში
ურწმუნომ ლოცვაც კი გაბედა.
ღიმილით და პირჯვრის წერით დავტოვეთ ეკლესია. იქვე ჩამოვჯექი. “ახლა
დროა ელიზაბეტ! ან ახლა ან სამუდამოდ გაჩუმდები!”
საკუთარი თავი გავამხნევე.
-ნატალია, იტყვი რატომ გაქვს თვალები მუდამ წყლიანი?
-ალერგიაა.
ვიცრუე და თითები ერთმანეთს ავხლართე.
- ეგ შენს ღმერთს მოატყუე.
- ღმერთის რომ გჯეროდეს, მეც დამიჯერებდი.
გვერდით ჩამომიჯდა და ჩემი ხელები გავარვარებულ ტორებში მოიქცია.
-კარგი, სერიოზულად ნატალია. რა ხდება მითხარი?
-ღმერთო, ნეტავ შემეძლოს..
ამოვიხვნეშე და ცას გავხედე რომ როგორღაც მომდგარი ცრემლწბი
შემეკავებინა. ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჭედა რის გადაყლაპვასაც
ბერანაირად ვახერხწბდი და ერთიანად მახრჩობდა. სხეულში ვერ ნათქვამი
სიტყვების ჟრუანტელმა დამიარა.
-უბრალოდ დამიანე დამიძახე.
გამიღიმა. მივხვდი თავისი უაზრო ხუმრობით ჩემს გახალისებას ცდილობდა.
მის ქცევაზე გამეღიმა. არ გამოპარვია და მაშინვე გააგრძელა:
- გამოგიტყდები და ერთადერთი ხარ, ვინც ჩემს უაზრო ხუმრობებზე იცინის.
- ვიცი..
რათქმაუნდა ვიცი დამიანე.. ეს ხომ რაფაელის ერთერთ წესებში შედის…
მაგრამ საკუტარ თავთან ყველაზე მეტად იმის აღიარება მიჭირდა, რომ ამას
წესების გამო აღარ ვაკეთებდი.
მაშინ იმასაც უნდა ხვდებოდე რომ არ მოგეშვები, სანამ ბოლომდე არ
ამოღერღავ.
- რატომ, დამიან...
ძალა გამოცლილი მივეყრდენი მკერდზე და ცხვირი მის ქურთუქში ჩავრგე.
ერთიანად შევისუნთქე მისი სურნელი და თვალები მივნაბე. მასთან თავს
იმაზე დაცულად და კარგად ვგრძნობდი, ვიდრე უნდა მეგრძნო.
-არამგონია, ოდესმე მეგობრობა გამოგვივიდეს.
ისეთი ხმით, ისე უბრალოდ ამოიბურტყუნა, თითქოს სათითაოდ ყველა
სიტყვა გრილ ნიავს გაატანა. გულის სიღრმეში ისედაც ვიცოდით, რომ
მეგობრები არც არასდროს ვყოფილვართ. მეგობრიბას სექსით არ იწყებენ.
ვიცოდი, საშინლად ვიქცეოდი. საშინლად ვექცეოდი. სინდისის ქენჯვნა უკვე
ყელში მიჭერდა.
- დამიან, საშინელების თქმას ვაპირებ. ამის შემდეგ ჩემთან არანაირი
ურთიერთობა არ მოგინდება.- მხოლოდ ამის თქმა შევძელი. ამის შემდეგ მისმა
ყველანაირმა მცდელობამ, რომ რაიმე ნამდვილი მეთქვა, აზრი დაკარგა.
უაზრობებს და ტყუილებს ვესაუბრებოდი ისევ. იმას რაც ნამდვილი არ იყო.
საბოლოოდ ჩავფლავდი და თავი ისევ მის სახლში ამოვყავი. ჩემისგან
განსხვავებით, სისუფთავე იყო, რაც მსიამოვნებდა და კაცისთვის ნაკლებად
დამახასიათებელი იყო. თუ სიგარეტის ბიჭოკებით გავსებულ საფერფლეს არ
ჩავთვლიდით. ერთ ერთგვარ დეკორაციადაც კი მიმაჩნდა. სიგარეტს
გავუკიდე და წვნიანის მომზადება დავიწყე. თვალებით მბურღავდა რურუა,
გული გამალებით მიცემდა. მინდოდა მასთან მოვსულიყავი, კალთაში
ჩავჯდომოდი, მის შიშველ მკერდზე თავი მიმედო და მექვითინა. იქამდე,
სანამ საბოლოოდ არ დავიცლებოდი ამდენი ხნის ტვირთისგან და სიმართლის
თქმასაც შევძლებდი. რამდენჯერაც სახელით მომმართავდა, ჩემი
გათავისებული როლი, სადღაც იკარგებოდა და აქეთ იქეთ ვიწყებდი ყურებას,
რომ ვინმე, სახელად ნატალია დამენახა. მაგრამ ხელში მხოლოდ ჩემი
ანარეკლი მრჩებოდა.
დამიანემ უფრო დიდი პლიუსი დაიწყერა ჩემს თვალში და მეტად ამაღლდა,
როდესაც მასთან გადასვლა შემთავაზა. ვუყვარდი.. რათქმაუნდა ეს უკვე
აშკარა იყო. რაფაელის მონათხრობიდან გამომდინარე, ის უკარება დამიანე
ვიზეც მიამბობდა უკვე აღარ არსებობდა. და ეგოუსტურად, მსიამოვნებდა
კიდეც, რომ ეს უკარება ადამიანი მხოლოდ მე მეკუთვნოდა და პირიქით,
მხოლოდ მას ვეკუთვნოდი მე.
მართლაც უნდა მეფიქრა რაფაელისგან შორს გადასახლებაზე, მაგრამ
დამიანესთან საცხოვრებლად გადმოსვლა, უკვე ზედმეტი იყო.
დღეები გადიოდა, რაფაელს იშვიათად თუ ვხვდებოდი. უფრო მეტ დროს
ახლა დამიანესთან ატარებდა, რაც შიშს მიასმაგებდა, რომ გეგმას გადაუხვევდა
და ყველაფერს იმაზე ადრე დაფქვავდა ვიდრე დაგეგმილი იყო. ასე
პოლიციასაც დაასწრებდა დამიანეს განადგურებას და ალბათ ჩემზეც იძიებდა
შურს. ორი კვირის შემდეგ, ლექციაზე ვიჯექი დამიანესთან ერთად და
მსუბუქად ვეყრდნობოდი მხარზე. უკვე ზაფხული დამდგარიყო და საშინელი
სიცხე აუდიტორიას ერთიანად ხუთავდა. რაფაელისგან ტექსტური
შეტყობინება მომივიდა, რომელიც მუქაროს შინაარსის იყო. თუ ლექციის
შემდეგ პირდაპირ სახლში არ გამოვცხადდებოდი, მიპოვნიდა და ცემაში
ამომხდიდა სულ.
“აბა გაბედე და ხელი დამაკარე, ამაზეზენო..”
ჩავილაპარაკე საკუთარ გონებაში და თვალები შეუმჩნევლად ავატრიალე.
ბედის ირონიას რა ვუთხარი, რომ ზუსტად ლექციის დასასრულს დამიანემ
მთხოვა, მასთან წავსულიყავი. თავის თაფლისფერებს ისე აცეცებდა ჩემს
კანზე, შეუძლებელი იყო მისთვის უარი მეთქვა. ვიყოყმანე, ვიუარე კიდეც.
შემდეგ, გვერძე გავდექი და რაფაელთან გადავრეკე.
-არ მოვალ და შეწყვიტე ეს ცარიელი მუქარები.
-არ გამომცადო, ელიზაბეტ! იცი რომ ამსრულებელი ვარ!
- რა?! რას იზამ მომივარდები და ასობით ხალხის წინაშე ცემას დამიწყებ?!
არაკაცობაა ეგ მეტი არაფერი, რაფაელ.
-შენც და მაგ შენს საყვარელსაც მოვა დრო და კარგად გაგალამაზებთ!
- არ მაინტერესებს!
- გეგმას არ გადაუხვიო,’ ნატალია’ თორემ..
-დაწყნარდი, ვიცი ისედაც რომ ‘ნატალია’ ვარ..
თვალები ავატრიალე და ტელეფონი ჩანთაში დავაბრუნე. დამიანეს უხმოდ
გავყევი მანქანამდე. შემდეგ სახლამდე. ალბათ, ჩემთვის იმაზე დიდი
ტრაგედია არ არსებობდა, რომ საკუთარ თავში ვერ ვერკვეოდი. საკუთარ თავს
ვერ ვუგებდი, ეს სულ უცხო ადამიანი იყო. დამიანეს მკლავებში დაკარგულს
მხოლოდ საკუთარი კვნესის და მისი იხვრის ხმა მესმოდა. ცა ნაცრისფერი იყო,
ისევე როგორც ჩემი აზრები. დამიანეს თვაკები კი თაფლისფერი და ტკბილად
მომზინარი. ფერს ნამდვილად ამართლებდა. როგორ მინდოდა ასე
ვწოლილიყავით, ვნების ალში გახვეულნი და რამდენიმე წუთიანი პაუზის
შემდეგ ისევ და ისევ გვემეორა იგივე. სანამ საბოლოოდ არ გამოვეცლებოდით
ამ ცხოვრებას ხელიდან. უკვე ოცნებებში გადავდიოდი.
ტალახით მოთხვრილს და ნეხვში ჩაძირულ ადამიანს, ოცნებები იშვიათად თუ
შველის ხოლმე. მე კი, ამ იშვიათობას ნამდვილად არ მივეკუთვნები…
დამიანე*:
-კარგად ხარ?
ვკითხე, როდესაც გული ვიჯერე მისი ჩახუტებით და ოდნავ მოვშორდი. თავი
დამიქნია. სახეზე მაცდური ღიმილი ჯერ კიდევ დაურბოდა, რაც
დაბნეულობაშიც გადასცდიოდა. ხელსახოცი ჩამოხია და ტუჩსაცხის
მთლიანად მოშორებას შეუდგა სარკეში.
-არადა, გიხდებოდა.
ჩავიცინე და საკუთარი პერანგის ღილები გავისწორე.
-შენს მეგობარსაც უხდება, მოწითალო ფერი.
წამით ვერ მივხვდი რას ამბობდა, თუმცა როდესაც თვალები ჩემი შარვლისკენ
გააპარა, გონება გამინათდა. თავი უკან გადავაგდე და გადავიხარხარე.
კარები გავხსენით და კორიდორში გავედით. ერთმანეთის ცქერას და უაზრო
სიცილ ღიმილებს ვერაფრით ვწყვეტდით.
-ეს სირენების ხმები რა უბედურებაა- სიცილით ამოილაპარაკა ნატალიამ.
-ალბათ, რომელიმეს ზედმეტი მოუვიდა დალევა.
აბესაძე შორიდანვე დავლანდე, დიდი მყარი ნაბიჯებით როგორ მოიწევდა.თან
ცალი ხელით ჰალსტუხს ეჯაჯგურებოდა და იატაკს ხვნეშით მიშტერებოდა.
-ნიკუუშ.
-შენ გეძებდი. ამდენი ხანი დაგჭირდათ?
მე და ნატალიამ ერთმანეტს გაოცებულემბა გადავხედეთ. მაგრამ სადაც იყო
თავს ვერ შევიკავებდით და კვლავ ვიხარხარებდით.
-რა მოხდა, რა გჭირს?
კითხვა დავუიგნორე ძმაკაცს.
-სასწრაფოდ გარეთ წამოდი. ზურია ცუდად.
-რა?!-რეაგირება ნატალიამ დამასწრო. სისხლი ერთიანად გამეყინა, როგორც კი
ჩემი ძმის სახელი გავიგონე.
-რას გაშეშებულხარ ერთ ადგილას, დამიან! გონზე მოდი!
დამიღრიალა აბესაძემ, მკლავებში ხელი მომკიდა და შემაჯანჯღარა. ამ
ქვეყანას დავუბრუნდი. თვალები მოვისრისე და მათთან ერთად ჩქარი
ნაბიჯებით წავედი გასასვლელისკენ.
-ხო ვუთხარი, ბევრი არ დაელია არა?! არასრულწლოვანია, შარს ავიკიდებ
ეხლა!!!
ერთიანად დავბრაზდი ჩემი ძმის დაუფიქრებელ საქციელზე.
-დალევა იქეთ იყოს, მაგაზე მერე ეჩხუბე. მეორე საპირფარეშოში სისხლის
გუბეში იპოვეს.
ეიფორიისგან ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. რა როგორ მოხდა, როგორ ჩავჯექი
თავჩახრილი და გაბრუებული სასწრაფოს მანქანაში ზურისთან ერთად. ერთი
განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჩემი ძმა საკაცეზე იწვა. ვერაფერზე ვფიქრობდი,
ხელები ერთიანად მიკანკალებდა. მის მდგომარეობას არ მეუბნებოდნენ მაგრამ
რადგან სასწრაფო და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ნამდვილად არ იყო
ყველაფერი კარგად. ახლა ვერ ვფიქრობდი სად იყო ნიკუშა. ან ნატალია. ან რაფო.
საავადმყოფოში ელვისსისწრაფით შეაქანეს ზური და შესულს მაშინვე რაღაც
საბუთები გადმომაწოდეს კალამთან ერთად. ხელის კანკალით გამოვართვი. ახლა რა
ეწერა ზედ იმასაც ვერ ვარჩევდი ასერომ იქვე დახლზე დავდე. ამას მერე მივხედავდი.
მთავარი ექიმის ძებნას შევუდექი და როგორც იქნა მოვახერხე.
- რურუას ძმა ვარ, უფროსი.. როგორ არის? რა სჭირს?
- დაზუსტებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ნაკერებს ადებენ, როგორც ჩანს
შინაგანი სისხლდენა აქვს.
- შეიძლება ვნახო?
კარისკენ გავიწიე სადაც ჩემი პატარა ძმა მეგულებოდა მაგრამ ხელის მკერდზე
დადებით ექიმმა შემაჩერა.
- გონზე არ არის. გვერდში, ნეკნებთან არის დაჭრილი. ალბათ პოლიციაც მალე მოვა
და რომ გამოფხიზლდება დაკითხავენ.
სხეულზე ტაომ დამაყარა და დამაჟრიალა. იმის წარმოდგენაზე თუ როგორი შიში ჭამა
ზურიკელამ. თვალები ღრმად დავხუჭე და ვეცადე ყველაფერი ზრდასრული
ადამიანივით გადამეხარშა. ვის რაში უნდა დასჭირვებოდა ზურის დაჭრა?! ეს რომ
გაირკვეოდა იმ ნაბი·ვარს ჩემი ხელით ვასწავლიდი ჭკუას!
თვალები რომ გავახილე ექიმი უკვე გამქრალიყო. იქვე ბარბაცით ჩამოვჯექი და სახე
მოვისრისე. ტელეფონი ამიბზუილდა, ეკრანზე დიდი ასოებით დაიწერა მამაჩემის
სახელი და გვარი. დღემდე არ მქონდა პასუხი იმაზე, თუ რატომ მეწერა საკუთარი მამა
ასე ოფიცილურად.
- უფროს რურუას ვუსმენ.- ცინიზმით ვუპასუხე. მიუხედავად იმისა, რომ ზურის
ამბავზე მირეკავდა ვიცოდი. მამაჩემზე მაინც ვბრაზობდი. მაინც და მაინც ან მე ან ჩემს
პატარა ძმას რაიმე უნდა დამართვნოდა რომ მოვეკითხე?!
- ერთადერთხელ განდე შენი ძმა და რა დამართე?!- დამიღრიალა მობილურში.
თვალები გადავატრიალე. კისერზე ერთიანად დამეჭიმა ძარღვები და საკუთარ
გულის ცემას უკვე ყელში მობჯენილს ვგრძნობდი.
- მოდი ლაშა და აქ ვილაპარაკოთ. შენ ხარ ზურას პატრონი. მე მის საბუთებზე
ხელს არ უნდა ვაწერდე.
რაც შემეძლო წყნარად ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე. რათქმაუნდა
სისულელე ვუთხარი. უბრალოდ წარსულის ბრაზმა ერთიანად მოიყარა თავი
ჩემში და თავი ვერ შევიკავე.
ხელებში მქონდა თავი ჩარგული და აქეთ იქეთ ვირხეოდი. ჩემი ბრალი იყო,
არ უნდა დამეტოვწბინა მარტო. თუმცა რაღა მარტო, დარბაზში ალბათ ორას
კაცამფე იქნებოდა.. ეს როგორ დაიმართე პატარა რურუა! როგორ!
-დამიანე..- ანგელოზივით ჩამესმა ხმა ყურში. თავი ოდნავ შევარხიე და ზემოთ
ავიხედე. ნატალია თვალებაცრემლებული დამყურებდა და ხელის კანკალით
მეფერებოდა მხარზე. მის უკან, მიმღებთან ნიკუშაც დავლანდე. როგორც
ვხვდებოდი პოლიციის საქმეს აგვარებდა, რადგან მთავარ ექიმს საპატრულო
სანიშნე აჩვენა.
-შენც კარგად იშარავ თავს..
ხელი ავუქნიე ნიკუშას, როგორც კი გვერდით ჩამომიჯდა და მზერით
მანუგეშა. ნატალიამ მარტო დაგვტოვა და მთავარი ექიმისკენ გადაინაცვლა.
-რა გაშარვა დამიანე? რეებს ლაპარაკობ?! როგორაა ზური?
-იმაზე გეუბნები, რომ კაიფში ხარ და შენს სანიშნეს ისე ატრიალებ აქეთ-იქეთ
თითქოს ალალი მართალმსაჯული იყო.
თვალები ააბრიალა. მიხვდა, რომ თემის შეცვლას ვცდილობდი. იქამდე მაინც
არ მინდოდა ზურიზე საუბარი სანამ მის კონკრეტულ მდგომარეობას
დაზუსტებით არ მეტყოდნენ.
-ნუ ლანზღანდარაობ ერთი. უნიჭო ხარ მაგაში. გამოვიძიებთ.. შენ არ იდარდო,
მე დიდად არ მიმიწვდება ხელი მაგრამ ყველანაირად ვიზრუნებ მალე
გაარკვიონ.
-გონზე მოვიდა!
წამოიყვირა ნატალიამ და მოგვიახლოვდა.მაშინვე ფეხზე წამოვვარდი.
თვალებში იმედის ნაპერწკლები გამიკრთა. ექიმმა თავით მანიშნა რომ
შემეძლო მას გავყოლოდი. მაგრამ ვინ მაცადა! ლაშა რურუა ახლაც, როგორც
წლების წინ განწირული ღრიალებდა ჩემს სახელს. ალბათ მთელს
საავადმყოფოს თუ არა, მეორე სართულს მაინც გააგონა მისი ხმა.
- დამიანე!
მის უკან აცრემლებული, თვალებ დასიებული სოფო დავინახე. როგორი
სიყვარულით სავსე თვალებით მიმზერდა მიუხედავად დიდი ტკივილისა.
მამაჩემის მკაცრი მზერა დავაიგნორე და მთელი ყურადღება დედაჩემზე
გადავიტანე. დავინახე, როგორ გაიყვანა ნიკუშამ ნატალია გარეთ.
- დედა..- აღმომხდა მისი ტკივილის შემყურეს და გადავეხვიე. მთელი ძალით
მომხვია ხელები და ჩამებღაუჭა.
- ზური გონზეა, ახლა ვაპირებდი მასთან შესვლას. მამა, საბუთები შეავსე.
- დამიანე! შემომხედე!
თვალების ცეცება დავიწყე აქეთ-იქეთ. მგონი, პატარა თინეიჯერ ბავშვს
ვემსგავსებოდი. რომელმაც მიქარა და ახლა მშობელს თვალს ვერ უსწორებს.
-შემომხედე მეთქი!
- ვიცი, დამნაშავე ვარ! ამის მოსმენა გინდა მაინც და მაინც?!
დავუყვირე. სოფომ უფრო მძლავრად მომხვია ხელი მკლავზე.
- გთხოვთ, ნუ იჩხუბებთ.ახლა მაინც… როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი
უაზრო კინკლაობა!
- ეგ ლაშას უთხარი.
ცივად გავეცი ორივეს მიმართულებით პასუხი და ზურისთან პალატაში
შევედი. ვგრძნობდი როგორ შემომყვა დედაჩემი. ცრემლების ნაკადი ხელახლა
მოაწვა და უმცროს შვილს ცხოველივით დაეტაკა. მკლავებში მოიქცია და
ალბათ მთელი სახე დაუკოცნა.
ვაკვირდებოდი ზურის სახვევს, რომლიდანაც სქელი ფენის მიუხედავად
წითელი ფერი მაინც ჩანდა.
- რა დაგემართა ზურიკო?
იქვე ჩამოუჯდა დედა და შუბლზე ხელი გადაუსვა. ზურიმ ისეთი თვალებით
გადმომხედა, მაშინვე მივხვდი, რასაც ახლა იტყოდა სიმართლისგან ძალიან
შორს იქნებოდა…
ელიზაბეტი*;
გული გამალებით მიცემდა დამიანეს შემყურე. ბრინჯივით დაიბნა, როგორც
კი სასწრაფოს მანქანას მივუახლოვდით. ზედ არცერთისთვის არ
შემოუხედავს, ისე დაგვტოვა მე და ნიკუშა ჰოლში და შიგნით ავარდა.
სწრაფად მიხურეს კარებები და მანქანაც გამაბრუებელი წუილით მოსწყდა
ადგილს.
-ძმაკაცს დავურეკავ, წაგვიყვანს. არამგონია ასე რომელიმემ საჭის მართვა
ვცადოთ…
ბუნდოვნად გავიგონე, რას მეუბმებოდა აბესაძე. თვალი ოც მეტრში მდგარ
რაფაელზე გამიშტერდა რომელიც გამომწვევად მიღიმოდა. გული ყელში
მომებჯინა.
-რა..რაზე ამბობ?
თვალი მოვწყვიტე იმ ურჩხულს და რურუას დავუბრუნდი.
-კაიფში ვართ ნატალია!- ლამის დაიყვირა. ასეთ აბესაძეს პირველად
ვხედავდი. თურმე, ყველაზე ხუმარა ადამიანების ბრაზდებიან ხანხადან..
-რათქმაუნდა თუ გინდა შენც წასმოვლა..
-რეებს მელაპარაკები ნიკუშ? მიყვარს დამიანე. რათქმაუნდა მოვდივარ!
ვერც გავიაზრე, ისე გამოვუტყდი აბესაძეს ჩემს გრძნობებში. ანუ.. დამიანე
მიყვარდა?!.. შეიძლება ასეც იყო, უფრო სწორად, სხვა შემთხვევაში სულაც არ
ვიღელვებდი მასზე და არც მოვუწ•ოვდი… თვალები ავაბრიალე საკუთარ
ფოქრებზე. ნიკუშა მართალი იყო, ნამდვილად კაიფში ვიყავი.
-სანამ შენ მოაგვარებ, საპირფარეშოში შევალ, ცოტას გამოვფხიზლდები.
მხარზე ხელი მეგობრულად დავადე ნიკუშას, თავი დამიქნია და მოვშორდი.
როგორც კი თვალი მომაშორა, გეზი რაფაელისკენ ავიღე. შამპანიურის ჭიქა,
რომელიც ნახევრად სავსე ეჭირა, სწრაფად გამოვტაცე ხელიდან და ღია
იისფერ პერანგზე შევასხე.
- ნაბო•ზარ…
- ხმა არ ამოიღო!
საჩვენებელი თითი ავუწიე, ხელი დავავლე და გვერდით გავათრიე. გარშემო
ხუთიოდე ადამიანი განცვიფრწბულ თვალებს არ გვაშორებდა. ასერომ, ასე
ჯობდა.
- შენ იყავი ხო?! რა დაგიშავა იმ ბავშვმა?! სულ გააფრინე ხო?
თავის კონტროლი მიჭირდა, ცრემლები ერთიანად მომაწვა თვალებზე და
სადაც იყო ცვენას დაიწყებდნენ.
-რა გაღრიალებს, შენ სულელი ხო არ ხარ?!
- მე ვარ სულელი? ხელი მაჩვენე!
ხელები ჯიბეებიდან ამოვაწყობინე და მის მუშტზე ლაქების ძებნა დავიწყე.
არაფერი იყო, არანაირი ცემის კვალი. ერთიანად დამაცია. დავიჯერო
არასწორად გამოვიტანე დასკვნები?!
- ხელები არ დავისვარე..- ჯიბიდან ძალიან ნელა პატარა დასაკეცი დანა
დამანახა, რომელსაც შემხმარი სისხლის წვეთები ალაგ-ალაგ ემჩნეოდა. ასე
მეგონა, იმ წამს გული საგულედან ამოხტებოდა და თავისით ჩამოეცმეოდა ამ
საზიზღარ მეტალს.
- შენ..
სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. ჩემსკენ გადმოიწია და მხრებზე შემეხო.
- ყველაფერი შენს გამოა, არ ინერვიულო ‘ნატალია’.. სასიკვდილოდ არ
დამიჭრია. ცოტა ვანერვიულოთ დამიანე, დღეს ზედმეტი მოუვიდა
სიამოვნება
ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა. ღმერთო, როგორ არსებობენ ასეთი ადამიანები?!
ასე უღმერთოდ როგორ ყალიბდებიან?!
გაშეშებული ვიდექი. ცრემლები ღაპა ღუპით მომდიოდა და საკუთარ თავს
ვერაფრის ვაწყნარებდი. შიგადაშიგ სუნთქვაც მიწყდებოდა, რასაც სლუკუნი
მოყვებოდა..
-შენი კახპობის ბრალია.. მხოლოდ შენი ბრალია!-განაგრძნობდა, თან ტონში
ზუზღს არ იშურებდა. მინდოდა მიწა გამსკარიყო და შიგნით რაფაელი
ჩაეტანა, სამუდამოდ!- იმ ლაქიასთან ერთად დამიანეს ვეძებდი, და რა?!
საპირფარეშოდან გამოსული შენი კვნესის ხმები მთელ დერეფანში ექოდ
ისმოდა!
ბოლო სიტყვებზე დაიღრიალა და კვლავ მკლავებში წამეტანა. ძალაუნებურად
ტირილს უფრო ვუმატე და თავი დავხარე.
- არ გამომცადო, ელიზაბეტ! ახლა იცი, რა მოხდება როდესაც გადაწყვეტ ჩემი
კუთვნილი სიამოვნება სხვამ მოგანიჭოს.
- შენგან სიამოვნება არასდროს მიმიღია. არაკაცი ხარ… ხელი გამიშვი..
ხმასაბლა ამოვისლუკუნე, იმის ძალაც არ შემწევდა რომ მეყვირა და მეღრიალა.
ძვლებში მცრიდა, რაღაც არაბუნებრივი გრძნობა.- ახლავე ვეტყვი ყველაფერს
აბესაძეს..
მოვშორდი, ისე რომ მისთვის არ შემიხედავს. უხეშად დამიჭირა. ზურგიდან,
ყურთან ახლოს მომიტანა სახე. იმდენად ახლოს რომ მის ამაზრზენ სუნთქვას
კანზე ვგრძნობდი.
- მიდი, არ შეგაჩერებ. მაგრამ იცოდე, სანამ განყოფილებამდე მიიტანს მაგ
ამბავს, ეგ შენი აბესაძე იქამდე აღარ იარსებებს. თუ ძალიან გავბრაზდი
დამიანესაც მივაყოლებ..
ხელი შემიშვა და იმდენად სწრაფად ამიარა გვერდი, რომ ჰაერის გრილი
ნაკადი სხეულზე საუცხოოდ მომელამურა.
თავი ხელში ავიყვანე, ცრემლები მოვიწმინდე და ნიკუშას მოსაძებნად გავედი.
დამიანე:*
როგორც იქნა მარტო დავრჩი ჩემს ძმასთან. კარები საგულდაგულოდ მივხურე
და ზური გულში ჩავიკარი. კეფა ხელით დავუჭირე და ტუჩები შუბლზე
მივაბჯინე.
-არ ვაცოცხლებ, მითხარი ვინ იყო.
-არ ვიცი.
-როგორ თუ, არ იცი?!
-რას მებღვირები, არ ვიცითქო. უკნიდან მომეპარნენ ფოიეში, მერე ოდნავ გონს
რომ მოვედი ცივ მეტლახზე ვიყავი. არც მახსოვს იქამდე როგორ მივედი.
- ან შეგათრიეს…- საულვაშე ადგილები მოვისრისე და თავი ჩავხარე.- ნიკუშა
საუკეთესო გამომძიებელს მოიყვანს, ყველაფერი გაირკვევა.
-კარგი რა დამიან, შეეშვი.. რა აზრი აქვს?! ჭკუა ვისწავლე, აწი გოგო თუ
ინიციატივას არ გამოიჩენს არაფერს ვიზამ. ალბათ რომელიმეს შეყვარებული
ყავდა და აი შედეგიც!
ხელი სახვევებისკენ გაიშვირა.
-გაიზარდე ზური რა.. ნუ ხარ ეგეთი მიამიტი. ორი წლის ბავშვიც არ
დაიჯერებს იმას რომ ჭრილობა შეყვარებულობანას გამო მოგაყენეს.
-აბა რა დავიჯერო? სხვა ვარიანტს ხედავ?!
- ეგეთ ამბებს ჩემ დროს მუშტებით აგვარებდნენ. შენ კიდევ, მაგაში ვერ
მოგერევიან, ნანახი მაქვს შენი კუნთები.
გავუცინე ძმას, ოდნავ მასაც გაეღიმა.
- მამაც აქ არის?
- აქ არის..
- მერე? როგორ შეგხვდა?
- შენი აზრით?
ორივეს ერთდროულად გაგვეცინა, მაგრამ მალევე დავსერიოზულდით.
- რომ გაგწერენ, სახლიდან ფეხი არ გამოადგა, რაღაც დრო მაინც. სანამ მე და
ნიკუშა…
- პატარა ბავშვივით არ მომექცე! ხომ მითხარი გაიზარდეო!-სიტყვა
გამაწყვეტინა და მოყვითალო თვალები დამიბრიალა.- კი ჩაგაშხამე
გამოსაშვები..
- უნივერსიტეტის დედაც..
ჩავიცინე და ძმას კულულა თმები ავუქექე. ბევრი ყბედობის შემდეგ პალატა
დავტოვე და ფოიეში გავედი. შორიდანვე დავინახე, ნატალია და სოფო როგორ
ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. დამინახეს თუარა, ნატალია დაიბნა და
თვალები ამიციმციმა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რომ სახე დასიებული
ჰქონდა ტირილისგან, თვალები გაწითლებული.
- დედა..- თავი დავუკარი უხერხულად დედაჩემს- სადარის ლაშა?
- ზურის ამბებს აგვარებს, ასე მითხრა დავთვერი და მაგიდას დავეციო. ესე რა
შეერჭო, ჩემი ბიჭი..
ცრემლების ხელახალი ნაკადი მოადგა თვალებზე სოფოს.
-ნუ ნერვიულობთ, ძლიერი ბიჭია ზური, ხომ ნახეთ, უკვე კარგადაა.- გაუღიმა
ნატალიამ და მკლავზე ხელი ნუგეშის მიზნით მოხვია. გაოცებისგან ყბა
მომეღრიცა. როგორც ჩანს, საკმაოდ ნაახლოებიან ერთმანეთს ის და დედაჩემი
ჩემი არ ყოფნის დროს. სოფოს გავუღიმე და ნატალიას სიტყვებს დავემოწმე.
დედამ ცრემლები შეიმშრალა.
- შენი კურსელი გავიცანი- მანიშნა ნატალიაზე- ნიკუშა სადღაც გაიქცა.
მოუსვენარი, როგორ ყოვეკთვის..
- სიმართლე გითხრა დედა.. ნატალია მხოლოდ კურსელი არ არის.
დასჯილი ბავშვივით დედას ქვემოდან ავხედე. თვალები მოჭუტა და ორივე
აგვათვარიელა. ნატალიას ლოყები გაუვარდისფრდა და თვალებით
მეუბნებოდა “დამიან, ეს რა გააკეთე..”
ჩამეცინა და ხმა ამოვიღე:
- ერთად ვართ. უკვე რამდენიმე თვეა.
საკუთარ ნათქვამს მეც ჩავუღრმავდი. რა სწრაფად გადიოდა დრო..
-ძალიან მიხარია დამიან! შენ როგორ არ მითხარი..-შეუტრიალდა ნატალიასალბათ მოგერიდა.
- შერცხვა, ვერ ხედავ როგორ გაშეშებული დგას?- გავუცინე დედაჩემს და
ნატალია მივიხუტე. ვიგრძენი როგორ განაბა თვალები და მსუბუქად
მომეყრდნო. დედაჩემის თვალებში ბედნიერების ნაპერწკები დაურბოდნენ.
-უკვე დიპლომიანი ხარ. მალე ცოლზეც იფიქრე.
დედაჩემის ნათქვამზე მე და ნატალია ერთდროულად შევცბით. ამას არც ერთი
არ ველოდი.
პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი რომ ლაშა მოგვიახლოვდა.
მე და ნატალიას წარბაწეულმა შემოგვხედა. შემდეგ, თითქოს დაგვაიგნორაო და
მზერა დედაზე გადაიტანა.
- ყველაფერი მოგვარებულია. ზეგ გამოწერენ, მანამდე მნახველებიც შეზღუდული.
- ნახე უკვე?- წარბებ შეკრულმა ვიკითხე. თავი დინჯად დამიქნია და ნატალია კიდევ
ერთხელ აათვალიერა. ფაქტი იყო,რომ კითხვის ნიშნებით აევსო თავი.
- ჩვენს უფროს ბიჭს უკვე პარტნიორი ჰყავს. - თვალები აუთამაშდა სიხარულით
სოფოს და ნატალიას ხელი დაავლო, ოდნავ წინ გასწია, რომ მამაჩემს კარგად
შეეთვალიერებინა. ვხვდებოდი, საშინელ სიტიუაში აღმოვვჩნდით მეც და ნატალიაც
და ახლა აქედან ალბათ სპეცრაზმიც ვერ გაგვაქცუნებდა. ლაშამ დაკოპილი სახე ნელნელა გახსნა და წარბებიც ერთმანეთს დააშორა. რამდენჯერმე შეათვალიერა და
მსუბუქად გაუღიმა. შემდეგ მზერა ჩემსკენ გადმოიტანა და ტუჩები შუაზე გააპო.
ვოცნებობდი, ახლა რაიმე საშინელება არ ეთქვა.
ბოლო-ბოლო მე ხომ ცხოვრებაში პირველად ვიყავი შეყვარებული.. თუმცა ეს მათ
ნაკლებად ეცოდინებოდათ. სულაც არ მაღელვებდა ის ფაქტი, რამდენად
აღფრთოვანდებოდნენ ჩემები ნატალიათი. ისედაც ვიცოდი, რომ ჩემი გოგო
ყველასგან გამორჩეული იყო. ამას ახლაც კი ვხედავდი. მღელვარებას მშვენივრად
მალავდა. უცხო თვალი ვერც ვერაფერს შეამჩნევდა.
- ამ ღამ უკვე აღარავის შეუშვებენ ზურისთან.- მხერა ნატალიასგან გაურკვეველ
ადგილზე გადაიტანა მამაჩემმა და ჩაახველა. შემდეგ მე მომიბრუნდა. - ნიკას
დაურეკე, პირდაპირ ჩვენთან მოვიდეს წყნეთში, ეს ამბავი კარგად უნდა გავარკვიოთ.
თქვენც ჩვენთან ერთად მოდიხართ.
ხმა ჩამივარდა. ყველა გრძნობამ ერთდროულად დამიარა სხეულში. ნატალიას
გავხედე, რომელსაც გული ალბათ ამოვარდნაზე ჰქონდა.
-მადლობთ მაგრამ.. მე ვერ წამოვალ.
-რას ამბობ?! წამოხვალ, წამოხვალ. როგორც ვხვდები დამიანესთვის ახლო ხარ.
მსუბუქად გაუღიმა ლაშამ. მის სიტყვებს არ ვუჯერებდი. გაოცებისგან და
გაოგნებისგან ფეხზე დგომა მიჭირდა. სანამ გონზე მოვედი, რა ხდებოდა, ფოიეში
მხოლოდ მე და ყინულისთვალება დავრჩით.
- დამიან..
- წამო რა.
- უხერხულია, არ ფიქრობ?
შეიშმუშნა და ხელები გადააჯვარედინა.
- შენი იქ ყოფნა ბევრ არასასურველ დიალოგს ამარიდებს თავს. ჩემს გამო, გთხოვ. თან
მამაჩემი რომც არ დაგეხატოს გულზე, უკვე ვხვდები სოფოსთან კარგად ხარ.
გავუღიმე და ხელი მოვხვიე.
- არვიცი, მე არასდროს..
- არასდროს გაგიცვნია შეყვარებულის მშობლები?- სიტყვა გავაწყვეტინე სიცილით და
გასასვლელისკენ ვუბიძგე. თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
- მინდა რომ ჩემს გვერდით იყო.
ხმადაბოხებულმა ვუპასუხე და აბესაძეს გადავურეკე. უკანა სავარძელზე
მოვთავსდით. საჭესთან ლაშა იჯდა. ხმას არავინ იღებდა. შიგადაშინ დედაჩემის
სევდანარევი ოხვრა თუ დაარღვევდა დუმილს.
წყნეთსი, მის მერე არ ვყოფილვარ რაც ზური მშობლებს უკან დავუბრუნე.
უცნაური იყო ჩემი აქ ყოფნა. თითქოს სახლი სახლი აღარ იყო.. არ ვიცი, ეს
სიტყვებით არ აიხსნება. მანქანიდან გადავედი თუ არა, ეზოშივე ვიგრძენი
დამძიმებული ჰაერი და ჩემი აქედან გამოქცევის კადრებმა თვალწინ
ჩამირბინეს.
- დამიან, რას გაშეშებულხარ. ნუ აგრძნობინებ გოგოს თავს უცხოდ!
შენიშვნით მომმართა დედაჩემმა და ლაშას სახლში შეჰყვა. თვალი კარზე მქონდა
გაშტერებული. ღია დატოვეს, რომ ჩვენც მალევე შევსულიყავით. თავი ჩავხარე და
ღრმად ამოვისუნთქე.
- არც კი ვიცი, როგორ გაგრძნობინო თავი შინაურად როცა მეთვითონ ვარ უცხოდ.
- შენთან ვარ, დამიანე. დამშვიდდი.
გამიღიმა. საკუთარი ხელებით ჩემი სახე მოიქცია და ნაზად წამეტანა ბაგეებზე. ამ
კოცნამ თითქოს ყველანაირი დარდი და ღელვა გამიქრო.
- ასეთი საოცრება როგორ მყავხარ?
- გთხოვ ნუ აზედმეტებ.
ჩაიცინა და ხელი ჩამკიდა. ვხვდებოდი დრო იყო შენობაში შევსულიყავი, რომელსაც
სახლი ერქვა.
ყველაფერი უჩვეულოდ ჩამოღამებული იყო. მისაღებში წრიულად ვისხედით და
სიჩუმეს არცეღტი ვარღვევდით. ნატალია დაბნეული აცეცებდა თავის ლურჯ
სფეროებს და ცდილობდა ამ ყველაფრისგან ვეხსენი. ხვდებოდა, როგორც მიჭირდა აქ
ყოფნა. უსიტყვოდ ხდებოდა.
ნიკუშას მოლოდინში, ოდნავ გავშინაურდი. ფეხზე წამოვდექი, იქვე მდგარი
სერვანდიდან ვისკი და ორი ჭიქა გადმოვიღე. სანახევრად გავავსე ორივე. ერთი
მამაჩემს გავუწოდე და მეორეც ჩემთვის დავუტოვე.
ლაშა გაკვირვებული ადევნებდა თვალს ჩემს ყოველ ქმედებას და ცდილობდა
შესაფერისი სიტყვებისთვის მოეყარა თავი.
- სვავ?!- ბოლოს მხოლოდ ეს მითხრა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. ჩამეცინა და
მწველი სითხე პირში რამდენიმე წამით ჩავიგუბე. ასე, როდესაც ალკოჰოლი
ღრძილებში კარგად ჯდებოდა, უფრო მალე მეკიდებოდა. მე კი ამ 'ოჯახურ'
სიტუაციას, პლიუს დამატებული ზურის ამბავს ფხიზელი ნამდვილად ვერ
შევხვდებოდი. მოსაწევმა თავისი დრო უკვე წაიღო. ზურის ამბავმა სრულიად
გამომაფხიზლა.
- გავიზარდე, ლაშა.
ამსობაში კარი ნიკუშამ შემოაღო და დაბნეული სახით შეხედა სიტუაციას. შემდეგ
მამაჩემს მიუახლოვდა და ჩვენს შორის ჩამოჯდა.
- რა გაარკვიე ნიკა, მითხარი, თორე გავთავდი ქალი..- ანერვიულდა სოფო. ნატალია
მისკენ მიიწია და მხარზე ხელი ნუგეშის მიზნით მოხვია. ღმერთო, მართლაც როგორი
ზედმეტად ოჯახური სიტუაცია იყო.
- დამშვიდდი სოფი, ზური კარგადაა მთავარია. ბიჭებს ველაპრაკე, გადაჩხრეკენ
იქაურობას, მაგრამ რომ გითხრა მარტივი საქმეათქო... მოგატყუებ.
თვალები მოისრისა აბესაძემ. ვისკის ჭიქა გამომართვა და დარჩენილი სითხე თვითონ
გადაუშვა მუცელში. როგორც ჩანს, მხოლოდ მე არ ვიყავი ვინც ამ სიტუაციას ვერ
იტანდა.
-რას გულისხმობ? პოლიციას ასეთი საქმეები ოხვრად გაქვთ. რაღა მაინდამაინც ჩემი
შვილის საქმე არის რთულად?!
- რავქნა ლაშა.. იმ რესტორანში ხუთასი კაცი გადიგამოდის. ანაბეჭდების აღება
აფსურდი იქნება.
- ხოდა აიღეთ იმ ხუთასი კაცის ანაბეჭდები. არ მაინტერესებს! ჩემი შვილის მტელი
ჰაერზე არ უნდა დაიარებოდეს.
- ჰაერი ციხეშიც არის, მამა.
თვალები ავატრიალე. ლაშამ ისეთი მზერა მაგემა, უსიტყვოდ მეუბნებოდა ხმა აღარ
ამოიღოვო. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ყველაზე მეტად აქ მყოფებიდან მე მადარდებდა
ზურის ამბავი.
- ჩემი ბრალია, ეგეთი სახით ნუ მიყურებ. ყველაფერს მოვაგვარებთ მე და ნიკუშა.
ზემდეტი კითხვების გარეშე ზური რამდენიმე დღით სახლში ამყოფეთ...
ხმადაბლა ამოვილაპარაკე. აღარ მინდოდა მეტი ამაზე საუბარი. ზედმეტად დავიძაბე
ყველაფრისგან ერთდროულად. ნიკუშამ თავი მსუბუქად დამიქნია.
- შენც დარჩი. დღეს სადღა წახვალ.- უხმოდ გაიმეორა იგივე ჟესტი და სოფოს
გაუღიმა. მამაჩემი კვლავ კოპებ შეკრული მიყურებდა. სულაც არ მორიდებია იმის
რომ მარტო მე და ის არ ვიყავით პირისპირ. ისე მომიახლოვდა და ისე ჩამსისინა
ყურში.
- როგორც ვატყობ ბრძანებების გაცემა კარგად გეხერხება. ერთი ვნახოთ, გიყურებ
სიტყვას როგორ შეასრულებ.
გულწრფელად ჩამეცინა. მაგრამ ამით მის ეჭვებს უფრო დავცინოდი, ვიდრე საკუთარ
თავს. ჩემდა გასაკვირად ნატალიას სულაც არ უკვირდა, რომ ოჯახთან ასეთი
ურთუერთობა მქონდა. ალბათ იმის ბრალი იყო რომ ისიც ოჯახისგან შორს
ცხოვრობდა.
- ლოგინი ცალ-ცალკე გაგიშალოთ?
ხმადაბლა იკითხა სოფომ და მე და ნატალიას გადმოგვვხედა. მისი ერთი შეკითხვა
უამრავ ქვეკითხვას მოიცავდა რამაც გული მომგვარა.
- კი, მადლობა..- დამასწრო ნატალიამ მაგრამ მაშინვე გადავაკეთე მისი სიტყვები.
- ეს ისევ მორცხვობს დედა. ერთად გაშალე.
თვალი ჩავუკარი დედაჩემს და ნატალიას ღიმილით გადავხედე.სახე სრულიად
გასწითლებოდა და თვალებით მჭამდა, მლანძღავდა, მცემდა. ეს ის ყველაფერი იყო
რაც მასში მაგიჟებდა.
დედაჩემს ზემოთ სართულზე აჰყვა დასახმარებლად. მე და ნიკუშა დავრჩით. ვისკით
კიდევ ერთხელ გავავსე ჭიქები და ამჯერად ძმაკაცს გადავაწოდე.
- მოვკლავ იმ ნაბი*ვარს ნიკუშა! გეფიცები მოვკლავ.
თვალები მოვისრისე და სითხე მუცელში გადავუშვი.
- სიამოვნებით მოგეხმარებოდი. შენი აზრით ვინ იყო?!
- წარმოდგენა არ მაქვს ნიკუშ, წარმოდგენა არ მაქვს...
ოთახში ბარბაცით ავედით. ქუჩის ლამპიონები ოთახს ასეთუისე ანათებდა. ნატალია
ფანჯრის რაფაზე წამომჯდარიყო და სიგარეტს აუჩქარებლად ეწეოდა. მინდოდა
გავბრაზებოდი, და ახლაც ისევე დამეტუქსა სიგარეტზე როგორც ადრე, მაგრამ ამის
ძალაც არ შემწევდა. მივუახლოვდი და სიგარეტი ხელიდან გამომართვი. არ
გამიძალიანდა. ღრმა ნაპასი ფილტვებში ჩავიგუბე და თვალებში შევხედე.
- გიჟური დღე იყო...
ამოიხვნეშა და ქუჩას გახედა.
- ჩემს ძმას რომ რამე მოსვლოდა, თავს არ ვაპატიებდი.
თვალები მოვისრისე და ფანჯრიდან სიგარეტი მოვისროლე.
ორივე წამოვიშალეთ და საწოში შევწექით. სახით ერთმანეთისკენ.
- საკუთარ თავს ნუ ადანაშაულებ, გეხვეწები!- შემევედრა და თვალები დაახამხამა.
ცალი ხელით ლოყაზე შემეხო და ოდნავ მომეფერა. - ერთადერთი ხარ, ვისაც ამ
ყველაფერთან კავშირი არ აქვს. - ხმაში კანკალი გაუკრთა. საშინლად ღელავდა.
მართლაც ემოციური დღე და საღამო იყო. ღრმად ამოვიხვნეშე და ზურგზე
გადავბრუნდი. თვალი ჭერს გავუსწორე. ხელით ნატალია ჩემსკენ ახლოს მივიზიდე
და ისიც მაშინვე მოთავსდა ჩემს მკერდზე.
- ყველაფერს გაარკვევენ..
- ოდესმე ყველაფერს გაიგებ დამიანე.
დაიჩურჩულა ნაწყენი ხმით და გაიტრუნა. მეტი აღარ გვისაუბრია. თვალები
მივნაბე, დაძაბულმა დღემ და დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე
ჩამეძინა.
თვალები სწრაფად გავახილე და თავი დაფეთებულმა წამოვყავი. უეცარი
ქმედებისგან მაშინვე თავბრუსხვევა ვიგრძენი და საფერთქელზე ხელი მივიჭირე.
ოთახს მზის სხივები სრულიად ანათებდა. იწვოდა ქვეყანა. წარმოდგენაც კიარ
მინდოდა, აქ თუ ასეთი სიცხე იყო, თბილისში რაღა იქნებოდა. სწრაფად
მოვწესრიგდი. გუშინდელი წითელი პერანგი მოვიცვი, ისე რომ ღილები არ
შემიკრავს. ამისთვის ზედმეტად ცხელოდა.
მხოლოდ ახლაღა გავაანალიზე, რომ ჩემი ბავშვობის ოთახში ვიყავი. არაფერი იყო
აფსოლიტურად შეცვლილი. გამეღიმა, საწოლზე ჩამომჯდარი თითო ნივთს, თითო
კუთხეს ვათვალიერებდი. მხოლოდ ეს ოთახი იყო ჩემი. იგრძნობოდა და ეტყობოდა,
რომ ჩემი იყო. რასაც სახლზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი.
კიბეები ჩავიარე თუ არა, ლაშას დანახვისას, მივხვდი რომ ჩემი ღიმილი უადგილო
იყო და მაშინვე დავსერიოზულდი.
- რამდენი წელი გავიდა, რაც ამ სახლში არ გძინებია...
ვერ მივხვდი, ამას სინანულით მეუბნებოდა თუ დამცინავად.
- შენც დილამშვიდობის, ლაშა. იმედიმაქვს არ შეგაწუხეთ.
წარბები შეკრა. მისთვის თვალი დიდხანს არ გამისწორებია. მაშინვე მიმართულება
სამზარეულოსკენ ავიღე. ჩემს წინ ზურგით ორი ქალბატონი იდგა. თითქმის ერთი
სიმაღლისები, გაზქურასთან რაღაცას ფუსფუსებდნენ. მსუბუქად ჩავახველე. თითქოს
დიდად არც მინდოდა ყურადღება მიმექცია და იქვე ჩამოვჯექი.
- გაიღვიძე დედი?
მომიახლოვდა სოფო. სახე დამიჭირა, როგორც ამას ადრე აკეთებდა ხოლმე და ორივე
ლოყა მორიგეობით დამიკოცნა. "ევროპულად".
ნატალია სუნთქვაშეკრული მაკვირდებოდა და თავისი ყინულის თვალებით იმ
ადგილებს ნათლად მწვავდა, რასაც წითელი ფერის მატერია არ მიფარავდა. ჩამეღიმა,
ტუჩებზე ენა მსუბუქად გადავისვი და თვალი გავუსწორე.
- ზურისთვის ბლინებს ვაცნობთ. - გამიღიმა და ცალი ხელით რომელშიც ჩანგალი
ეჭირა ტაფისკენ მანიშნა. დედაჩემმა ამასობაში ყავა ჩამომისხა და მაგიდაზე დამიდო.
მადლობა ღიმილით გადავუხადე.
- ნატალია არაჩვეულებრივ ბლინებს აკეთებს.
ჩავიცინე და თვალები ავუთამაშე ყინულისთვალებას.
- ეჭვიც არ მეპრება. გამოცდილია ეტყობა.
- ხო, ბებიასთან ვცხოვრობდი და თითქმის სულ მე მიწევდა საჭმლის კეთება.
გაუღიმა დედაჩემს.
- ხო მართლა, ნიკუშა სად არის?
- ადრე გავიდა, ასე თქვა განყოფილებაში მაქვს საქმეებიო.
აბესაძეზე ხელი ჩავიქნიე და ყავა მოვსვი.
-დამიან, მე და მამაშენი უნდა წავიდეთ. არ გვინდა ზურისთან პოლიცია ჩვენზე ადრე
მივიდეს.
- მიდი ხო, მოვწესრიგდები და გამოვალთ ჩვენც.
- ტაქტს გამოიძახებ? გაქვს ფული?
სოფოს მზრუნველობაზე გამეცინა. დედაჩემის დანაოჭებული ხელები საკუთარში
მოვიქციე და შუბლზე მსუბუქი კოცნა დავუტოვე.
- დამშვიდდი დედა, მაქვს. რამდენიმე საათში გნახავ. ზური მომიკითხე.
დედაჩემმა ამათვალიერა. მისი თვალები უჩველოდ მღელვარე და ამავდროულად
ბრწყინვალე იყო. თითქოს ხვდებოდა რომ უიმისოდ გავიზარდე და სინანულს
ვერაფერს უხერხებდა. ეს ნამდვილად არ მინდოდა. არ მინდოდა დედაჩემს ჩემსგამო
თავი დამნაშავედ ეგრძნო. ერთადერთი ვისთანაც საქმე უნდა გამერკვია ამ
სიტუაციაში, მამაჩემი იყო.
ოთახი დატოვა თუ არა ნატალია მომიახლოვდა და რამდენიმე ბლინი მაგიდაზე
დამიდო.მაგიდას გვერდულად მიეყრდნო და ღიმილით გადმომხედა. სახე ოდნავ
დაღლილი და შესიებული ჰქონდა. უკვე ყველანაირ მდგომარეობაში მელამაზებოდა
ჩემი ყინულისთვალება.
- ამათ ამპეტაიზერის გარეშე ვერ შევჭამ.
დავემანჭე და ხელები გავუშალე. თავიდან თითქოს ვერ მიხვდაო, შემდეგ გამიცინა.
უფრო ახლოს მოიწია ფეხები ფეხებზე გადამაწყო და მუხლებზე შემომაჯდა. კისერზე
ხელები მომხვია და თითებით კეფის თმაზე თამაშს მოჰყვა. მსუბუქად მეამბორა
ბაგეებზე. ეს ის იყო, რაც ნამდვილად მჭირდებოდა. დღეს დაძაბული დღე მელოდა.
ზურის დაკითხვა, მამაჩემთან ერთად ნახევარი დღის გატარება, და ამ ყველაფერს
დამატებული დღეს ორი კლიენტი მყავდა.
სიახლეებისგან გადათიშულს, საკუთარი ´ბიზნესი´თითქმის დამვიწყებოდა. თუმცა
ეს როგორ შეიძლებოდა.. ორ კვირაში უკვე, თანხის ნახევარი უნდა ჩამებარებინა. ამ
ნახევრამდე კი საკმაო ფული მეკლდა.
- დღეს ჩემს გვერდით იქნები?
პატარა ბავშვივით ვკითხე.
- სახლში უნდა ამივიდე, მოვწესრიგდე. მოერე დღეა რაც შხაპი არ მიმიღია. - ჩაიცინაშემდეგ რათქმაუნდა დამიან. ამას როგორ მეკითხები?!
- ჩემთან გადმოდი..
დავიჩურჩულე და ფეხზე წამოვდექი.ხმის ამოღება არც დავაცადე ისე ავიტაცე ხელში.
ცალი ხელი საჯდომზე მოვკიდე. მეორე ხელი კი მის წელზე მეჭირა.
- იმაზე მძიმე ყოფილხარ, ვიდრე მეგონა.
დავცინე. რათქმაუნდა ვცრუობდი. ბუმბულივით იყო. მაგრამ ძალიან მახალისებდა
მისი დაბღვერილი სახის ყურება. ოდნავ მოჭუტული თვალის ჭრილებიდან მისი
სილურჯეები როგორი სიბრაზით შემომნათებდნენ ხოლმე.
-ვხუმრობ, ვხუმრობ.
როდესაც ჩამოვსვი უკვე სააბაზანოში ვიყავით. თვალი ამარიდა და თითებით თამაშს
მოჰყვა, როგორც ყოველთვის. მის ქალურ მანერებს ეს ბავშვური ჟესტი უფრო
იდეალურს წარმოაჩენდა. თხელი მატერია როგორც კი მოვაშორე ჩემს სხეულს,
მასთან მივიწიე და კომბინიზონის ელვა შესაკრავი ისე გავუხსენი რომ მისი
თვალებისთვის ცქერა არ შემიწყვეტავს. ნერწყვი სიამოვნებისგან გადაყლაპა და
ვიგრძენი სხეულში როგორ დააცია, როდესაც შიშველი მტევნით მის ზურგს შევეხე.
- ცივი ხელი გავს.- ჩაიცინა და ენა ძალიან ნელა გადაისვა ქვედა ტუჩზე.
თავი ვეღარ შევიკავე, სანამ ქმედებას დაასრულებდა იქამდე ვეძგერე მის ბაგეებს და
ქვედა ტუჩი კამფეტივით გამოვწუწნე. ხმამაღლა ამოიხვნეშა და თავი ოდნავ მაღლა
ასწია, რომ გამთანაბრებოდა. ოდნავ დავიხარე, მის კისერს ძალიან ახლოს ჩავუყევი
თავით და მისი სურნელისგან ვბრუვდებოდი. მხარზე მსუბუქი კოცნა დავუტოვე და
მისი თხელი კომბინიზონი გვერძე მოვისროლე. ხელები შეატყუპა და თვალი
წამიერად მატერიას გააყოლა. მის ყოველ რეაქციაზე მეღიმებოდა, თავს კონტროლს
ვერ ვუწევდი. ცალი ხელით ონკანი გადავატრიალე და ცუნამივით მოვარდნილმა
წყლის ხმამაც მაშინვე მოიცვა მთელი ოთახი.
9 თვის უკან ვინმეს რომ ეკითხა, ვინმე ახლობელს, როგორი წარმომედგინა ჩემი
მომავალი. ამას ნამდვილად ვერ ვუპასუხებდი. ნატალიას ჩემს გვერდით ამდენხანს
ვერ წარმოვიდგენდი. მე მიჩვეული ვიყავი ერთჯერად სხეულებს და ერთჯერად
ვნებებს, რომლებიც სიგარეტის ფერფლივით წამებში უჭინარდებოდნენ ხოლმე.
ნატალია კი უფრო რაღაც მიმზიდველთან ასოცირდებოდა. მასში ის ყველაფერი იყო,
რასაც ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ქალისგან ვიღებდი. 25
წლის ქალში ჩემი ბედნიერება იყო.
წყლის წვეთებით დასველებულ მის სხეულს უფრო მკვეთრად ასდიოდა გასაოცარი
სურნელება. ოდნავ სციოდა, მის ტაო დაყრილ კანზე ძუძუსთავები გამოკვეთილი
მოჩანდა. ჩემს მკლავს მკერდზე მაგრად იხუტებდა და ტუჩებს არ მაშორებდა
მხრებიდან.ჯერ კიდევ მუხლებში ვგრძნობდი იმ სტრესს, რომელიც გამოვიარე და
ვხვდებოდი რომ ნატალიას სხეულს ვნების სამყაროში გადავყავდი, მისი თვალები კი
ამ დამპალ რეალობას ცოტა ხნით მაინც მაშორებდა. უკვე კარგად დასველებული თმა
ორივეხელით უკან გადაიწია და ლავიწის ძვლები სრულყოფილად დამანახა. მკერდი
გახშირებული სუმთქვისგან ადი-ჩაუდიდა.მის სახეზე დაშვებული წყლის წვეთები,
ტუჩებიდან მადის აღმძვრელად ეღვრებოდა. გუშინდელის გახსენებისგან, რასაც მისი
მარწყვისავით ოდნავ დაბერილი ბაგეებით ასრულებდა, თვალები მიმენაბა და
მუცლის არეში სასიამოვნო ჟრუანტელი ვიგრძენი. ვატყობდი, ნელნელა ასო როგორ
მიმკვრივდებოდა და საკუთარი ცხოველური ჟინის გაკონტროლება უფრო მიჭირდა.
მის ტუჩებს წავეტანე. წყალი უნებართვოდ ცდილობდა ჩვენს ბაგეებს შორის
ადგილის დაკავებას, მაგრამ მაშინვე ფარხმალდაყრილი კაფელს ეცემოდა. ხელი
წელზე მოვხვიე და ზურგით შევატრიალე. მისი მკერდი ხელებშორის მოვიქციე და
ოდნავ დავუზილე. თავი ჩემსკენ გადმოაგდო და ღრმად ამოისუნთქა. ცალი ხელი
ისევ ჩემს კისერზე ეჭირა, რაც მასთან სიახლოვეს უფრო მაიძულებდა. მისი კისრის
დაგემოვნებით გაუმაძღარმა სწრაფად შევუცურე ჩემი ღირსება და მანაც უმალ
ამოიკვნესა. ხელი ვუშვი და ინერციით გამჭირვალე შუშას ავაკარი. მისი მკერდის
ზემოთ ქვემოთ ხახუნის ჭრიალი ორივეს ღიმილს გვგრიდა. მის სახეს ვერ ვხედავდი,
თვალებდახუჭული ვასრულებდი ბიძგებს, მაგრამ მისი კვნესის ტემბრი ყველაფერს
მახვედრებდა.
- დამიან..- ძალაგამოცლილმა ამოილაპარაკა და თავით უფრო ძლიერ მომეკრო.
ვხვდებოდი რომ უკვე გაე·ავებინა. მისი სველი თმა საკუთარ მაჯაზე შემოვიხვიე და
მსუბუქად ჩემსკენ მოვქაჩე. ასე უფრო ღმად ვგრძნობდი. უფრო მთლიანობა ვიყავით,
ვიდრე ოდესმე. ბიძგებს დავუჩქარე. საკუთარი ოხვრით გამოწვეული ექოს ვიბრირება
მთელ სააბაზანოში იგრძნობოდა. მთლიანად გამოფიტული მის მხარზე მივესვენე და
თვალები ოდნავ გავახილე. მის თმასაც მოვეშვი და ახლა ნაზად ვეამბორე ტუჩებზე.
შემომიბრუნდა, მისი გამკვრივებული ძუძუსთავები ისევ მაცდურად მიმზერდნენ.
თვალი ავარიდე და წარბაწეულ ნატალიას შევხედე რომელიც ღიმილს ვერ იკავებდა...
...ბევრი არცერთს გვისაუბრია. მალევე ავიბარგეთ, ნატალია დავტოვე, რომ სახლში
მისულიყო და ტანსაცმელი გამოეცვალა. გეზი პირდაპირ ზურისკენ ავიღე.
საავადმყოფო, მეზიზღებოდა ამ ადგილის სპეციფიური სუნი. უამრავი წამლის
ერთად შერევას დამატებული სპირტი. მე ეს არ უნდა გამკვირვებოდა, წამალთან უკვე
თითქმის ყოველდღე მქონდა შეხება, მაგრამ ახლობელი ადამიანების ასეთ
გარემოცვაში ყოფნა გულს ჭიანჭველასავით მიპატარავებდა. პალატას რომ
მივუახლოვდი, შევნიშნე ჩემები როგორ ესაუბრებოდნენორ ახმახ პოლიციელს. იქვე
დავლანდე ნიკუშაც რომელიც დახლს დაყრდნობოდა და რაღაც საბუთებს ავსებდა.
ფორმა ეცვა, გამოდის მუშაობდა კიდეც. მშობლებს გვერდი ავუარე და მაშინვე
ძმაკაცთან ავისვეტე.
- ლეიტენანტო აბესაძე.
ხმადაბლა ამოვილაპარაკე, მხარზზე ხელი დავარტყი და გავუღიმე. თითქოს ვერ
მიცნოვო, ისე გადმომხედა, მაგრამ შემდეგ მის პროფესიულ როლში ზედმეტად
შეჭრილ სახესაც მოედო ღიმილი.
- ეგ ორნი, საუკეთესოები არიან მთელს ფილიალში- განმიმარტა, ისე რომ თავისი
კოლეგებისთვის არც გაუხედავს. ალბათ თუ მართლა საუკეთესოები იყვნენ,
მიხვდენოდნენ რომ მათზე პატარა გოგოებივით ვჭორაობდით.
- და რაო მერე, მაგ საუკეთესოებმა?
- ზურისთან ჯერ არ შესულან, არასრულწლოვანია და რომელიმე მშობელი უნდა
ახლდეს თან. როგორც ვხვდები ახლა ლაშა და სოფი მაგაზე ორჭოფობენ, რომელი
დაუდგება ზურის გვერდით.
ამოიხვნეშა და თავი ისევ თავისი საბუთებისკენ ჩახარა.
მშობლებს გავხედე. მამაჩემა ამზერით შემომხედა და თავი გააბრუნა.
- ასეთ სიტუაციაში ქალების გარევა არ მიყვარს, ალბათ ჯობს ლაშა შევიდეს. -
ვუთხარი ნიკუშას, ისე რომ მამაჩემისთვის თვალი არ მომიშორებია.
- აი ამაზე მომიწერე ხელი- კალამი ხელში მომაჩეჩა.
- ეს რაარი?!
- უბრალოდ მოაწერე რა, ეხლა მაგდენი არ ამახსნევინო.-როგორც ჩანს საშინლად
გადაღლილი მყავდა ძმაკაცი. ჩავიცინე და ფურცლებს დავხედე. იმის თაობაზე იყო,
რომ ზური პირველმა მე ვნახე ასეთ მდგომარეობაში. ხელი უნდა მომეწერა, მაგრამ
მაშინვე გავშეში და აბესაძეს მივუბრუნდი. ხელით მის ფორმას ჩავავლე ხელი და
საბუთებისკენ ახლოს ნელა მივწიე.
- ნიკუშ.. აქ წერია, რომ მე დავრეკე სასწრაფოში და მე ვიპოვნე.
- მერე?
- რა მერე ბიჭო?! ზურიზე რომ შენ გამაგებინე დაგავიწყდა? კაიფში იყავი გასაგებია,
მაგრამ მაგდენად რომ არ გახსოვს?!
ხმადაბლა დავუყვირე რომ მის ორ ლაქიას რაიმე არ მოესმინა. რაღაც აშკარად ვერ იყო
რიგზე.
- გეხვეწები ეხლა მაგას მოაწერე ხელი- ღრმად ამოიხვნეშა და თვალებში
ანერვიულებულმა ჩამხედა.თითქოს ახლაღა მოვიდა რეალობის აზრზეო, ისეთი
გამომეტყველება ჰქონდა. - მაგაზე ვიმუშავებ, უბრალოდ ზედმეტი პრობლემები არ
არის საჭირო. რაც უფრო გაახმოვანებ ამ ამბავს და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება
გარეული, უფრო გაჭირდება კვალზე გასვლა.
ძმაკაცს თავი დავუქნიე. ასეთ ამბებში უკეთ გაეგებოდა. ხელი მოვაწერე და
ფურცლებს კიდევ ერთხელ გადავხედე. გამახსენდა, წლების წინ როგორ მიხსნა ჩემმა
ნიკუშამ ძაღლების მიერ აღებული კვალისგან და სახეზე ღიმილი მომეფინა. მაშინ არც
არაფრის აზრზე იყო დეტალურად ნიკუშა, მაგრამ ვენდე და გადამარჩინა. ახლაც
დაუფიქრებლად ვანდობდი საკუთარი ძმის სიცოცხლეს.
-წავალ, სანამ დამასწრებენ ზურის შევხედავ. - გადავულაპარაკე აბესაძეს და ოდნავ
გავუღიმე. კიდევ ერთხელ შემომხედა ლაშამ ამზერით და თავი პოლიციელისკენ
გააბრუნა.
- ხო მართლა, შიგნით რაფაელია. ზურისთვის ჯამბაზობს დილასაქეთია.
- მართლა? რაფო სულ დამავიწყდა, ვერც ვნახე წეისერად გუშინ.
მხარზე რამდენჯერმე მსუბუქად დავარტყი ძმაკაცს ხელი, თვალები მოვიზილე და
პალატაში ისეთი სისწრაფით შევვარდი, გეგონება ვინმე მომსდევდესო. ჩემი ქმედება
არც შიგნით მყოფებს გამოპარვიათ. ზურიმ მაშინვე გამაგონა თავისი ხმა.
- რაიყო მოგდევდნენ?
სიცილში რაფოც აყვა. ჩამეცინა, ძმა შევათვალიერე. გუშინდელზე უკეთ ნამდვილად
გამოიყურებოდა. ისევ მზესავით უნათებდნენ მოყვითალო თვალები და ისევ ღიმილი
დარბოდა მის სახეზე. რაფაელს მსუბუქად გადავეხვიე და იქვე ჩამოვჯექი.
- დიდი ხანია აქ ხარ?
- რომ გავიღვიძე უკვე აქ იყო. - პასუხის გაცემა დაასწრო ზურიმ. - კიდევ კარგი, თორემ
ამ დედატერეზა, მგრძნობიარე ექთნებს მარტო ვერ ავიტანდი.-მსუბუქად ჩაიცინა.
ხელი მაშინვე სახვევზე მიიდო და კარგად მოთავსდა საწოლზე.
- პოლიციამ რაო?- გადმომხედა რაფომ .
- მალე მამაჩემთან ერთად შემოვლენ,ვნახოთ რას გაარკვევენ.
- შენ არ იქნები?- საწყალი სახით გადმომხედა ზურიმ. თავი უარყოფის ნიშნად
გავუქნიე.
- აბა შენ იცი უმცროსო რურუა. თავი არავის დააჩაგვრინო-მიუახლოვდა რაფაელი
თმები მსუბუქად აუქექა და პალატიდან გავიდა. დავრჩით ოთახში უმცროს-უფროსი.
- რამე ხომ არ გაგხსენებია?
- არა დამიან, ამნეზია ნამდვილად არ დამმართვნია.
- ასე.. ასე ვინ გაგიმეტა?!- ხელი მისი ნაკერებისკენ გავიშვირე.
- მოეშვი, რაც შენი სანერვიულო არაა. პოლიცია მიხედავს. მოდი, დაჯეი და ბლინები
ჭამე. უგემრიელესია.
თვალები ავატრიალე, კედელს მივეყრდენი და ფეხები გადავაჯვარედინე.
- ეგ ბლინები ჩემმა ყინულისთვალებმა გამოაცხვეს.-სიამაყით წარმოვთქვიდა ნერწყვი
მძიმედ გადავუშვი ყელში.
- ერთხელ გითხარი უკვე, ცოლად მოიყვანეთქო.- წარბები ამიწია და შემდეგიც
ჩაკბიჩა.
- შენ და სოფომ პირი შეკარით თუ რა არის?!
- გაიცნო უკვე?- თავი დავუქნიე,კიდევ აპირებდა კითხვების დასმას, მაგრამ ოთახში
ლაშასთან ერთად ორი პოლიციელი შემოვიდა. დედაჩემის ანერვიულებული
თვალები შიგნიდანვე დავინახე. ზურის ტუჩების მოძრაობით ვანიშნე, ჭკუით მეთქი,
და პატალა დავტოვე.
- ყველაზე სანდო ხალხს ჩავაბარეთ დედა, ასე მითხრა ნიკუშამ.
მივიხუტე სოფო და ფოიესკენ გავიყვანე. იქვე ჩამოვსვი და მისი აკანკალებული
ხელები მუხლებზე დავაწყობინე.
- არვიცი ნიკა, მადლობა რითი გადაგიხადოთ-გადასძახა აბესაძეს, რომელიც რაციაში
რაღაცას ბურტყუნებდა.
- დამშვიდდი სოფი რა, მადლობას დამიანე გადამიხდის. - თვალი ჩაუკრა დედაჩემს
და მხარზე ხელი სიცილით დამარტყა. სიტუაციის განმუხტვა ჩემს ჯამბაზს, როგორც
ყოველთვის ახლაც გამოუვიდა და დედაჩემს ღიმილი მოჰგვარა.
ფეხზზე წამოვდექი და ნიკუშასთან ერთად მოშორებით დავდექი.
- ცოტახნით უნდა გავიდე, მიხედავ დედაჩემს?
- ასეთი რა საქმე გაქვს, ნატალია აქ ვერ მოვიდოდა?
სახე შეეცვალა ნიკუშას და თავით სოფოსკენ მანიშნა.
- საქმე ნატალიაში არ არის, ორი კლიენტი მყავს და... უცებ მოვგაგვარებ ხომ იცი.
- იქნებ დროა, მოეშვე საერთოდ?!
- ასეთი დაძაბული რატომ მეუბნები, რა ხდება?- ჩამეცინა- მალე მოვალთქო, ესეიგი
მალე მოვალ.
ნიკუშა თავს ცალი ხელით იქექავდა და მოჭუტული თვალებით თითქოს ჩემს
გამჭირვალედ წაკითხვას ცდილობდა.
- არ გიფიქრია რომ შენი საქმიანობის გამო დაემართა ზურის ასეთი ამბავი?
- რა?!- თვალები აებნა ნიკუშას და ღრმად ამოისუნთქა. ხმაჩავარდნილი ერთი
სიტყვის თქმის მეტი ვერაფერი მოვახერხე.
- იმ ორისნაირი ექპერტი არ ვარ გამოძიებებში. საერთოდაც, ძალიან შორსაა ჩემი
პოლკოვნიკობა მაგასთან. მაგრამ დაფიქრდი დამიანე, რეალურად დაფიქრდი. შენს
ადგილას კოტეს არ ვენდობოდი.
- რას მეუბნები ნიკუშა?! ჩემმა მეწილემ, პარტნიორმა კოტემ ძმა დამიჭრა?!
- დაწყნარდი, ასე პირდაპირ არაფერს გეუბნები- მხარზე ხელი მომისვა და თვალებში
ჩამაშტერდა.- კარგად მომისმინე, ჩემი ძზმა ხარ, ზურიც ჩემი ძმაა. რასაც ვფიქრობ
იმას გეუბნები.
- ორ კვირაში... ორ კვირაში 50% უნდა ჩავაბარო იმათ.
- იმათ?
- ხო, იმათ. მე კიდევ, მაგ 50%-ის ნახევარი მაქვს მხოლოდ. ასერომ ახლა უნდა წავიდე.
- მაგარ შარში რომ ხარ იცი, დამიანე?!
- ვიცი ნიკუშა, ვიცი. და სანამ უარესად არ გავშარულვარ, ჯობს გამიშვა.
შეძლებისდაგვარად ჩავიცინე. დედაჩემს სითბოთი სავდე თვალებით ბოლოჯერ
შევხედე და იქაურობა სწრაფად დავტოვე...
***
ნატალია*:
საკუთარ მოშიშვლებულ სხეულს სარკეში ვაკვირდები და ამაზრზენი სახით
შევცქერი. არც ის მაკლებს ზიზღს და საპასუხოდ იბღვირება.
დრო გავიდა, გაფრინდა. ჩემს ცოდვებს ეკლესიაში ღამის თევაც აღარ უშველიდა.
დამიანეს გადარჩენა დაგვიანებული იყო... სინანული მახრჩობდა და ცრემლები
ყელში მიჭერდა. ვხვდები, ადამიანის არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე
რთული მომენტია, როდესაც დგება დრო იმის, რომ საკუთარი თავის წინაშე
სრულიად გაშიშვლდე… მოიხსნა ყველანაირი ნიღაბი, საფარველი, ყველანაირი
როლიდან გამოხვიდე და დარჩე მხოლოდ შენ… შენი ყველა ნაკლით, ყველა
პლიუსით და ყველა ახირებით…ყველაზე რთული კი იმიტომაა, რომ საკუთარი თავი
ყველაზე და ყველაფერზე დაუნდობელია, რადგან მან ყველაფერი იცის შენზე..
ყველაზე სუსტ წერტილებში გირტყამს და განადგურებს..
პოლიციის შენობის წინ ვდგავარ და უკვე მერამდენე ღერს ვეწევი, სათვალავი ამერია.
ყელი მჩხვლეტს, მაგრამ ნიკოტინს ვაბრალებ... თავბრუ მესხმის.ჩემს პირადობას,
რომელსაც ნატალია მეტრეველი მკაფიოდ აწერია რამდენჯერმე ხელს ვუსმევ,
თითქოს ამით ის ყველაფერი ჩამოსცილდება, რაც ამ არარეალურმა არსებამ შექმნა.
"… და თუ ამ გამოწვევას გაუძლებ ჩათვალე, რომ ცხოვრება ვეღარ მოგერევა."
სადღაც, ყრუდ ამომძახის ქვეცნობიერი. ჩემს წინ მდგარ, შუშის შენობას კიდევ
ერთხელ ვუსწორებ თვალს და რამდენიმე ნაბიჯს წინ ვდგამ.
***
ფრჩხილებს ნერვიულად ვაკაკუნებ მოსაცდელის რაფაზე და თვალებს აქეთ-იქეთ
ვაცეცებ. დაძაბულობისგან ასე მეგონა გუგები სადაც იყო გადმომცვივდებოდა.
-ქალბატონო ნატალია?- ხმადაბლა მომმართა ჩემს წინ მჯდომმა ფორმიანმა. შევხტი,
არ ველოდი რომ ასე მალე დამიძახებდნენ. ღრმად ამოვისუნთქე, დავრწმუნდი რომ
ყველაფერი კარგად იყო ჯერ ჯერობით.
- გ..გისმენთ?
- ასე ამბობთ, რომ საჭირო იმფორმაციას ფლობთ გარკვეულ საკითხზე?
- დიახ, ეს.. ახლად წამოწყებული საქმეა. ვიფიქრე გამოძიებას წავადგებოდი.
- შიგნით შევიდეთ. - მამისტოლა კაცმა ჩაახველა, რკინის კარები ჭრიალით გახსნა და
გვერძე გადგა რომ შევეტარებინე. ახლად მოწმენდილი, ნახევრად სველი იატაკი
თითქოს სახრჩობელაზე მიმავალ გზას გავდა. სადღაც შორიახლოს მბჟუტავი თეთრი
ნათურა კი იმ თოკს, სადაც თავი უნდა გამეყო. სანამ ფორმიანი წინ მიმიძღვოდა, ჯიბე
ზუზუნით ამიკლო ტელეფონმა. დამიანე მირეკავდა.. თვალებზე მაშინვე ცრემლები
მომადგა, ხელები ამიკანკალდა და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე.
¨ხედავ?! იმის გამბედაობაც არ გაქვს რომ უბრალოდ გაუთიშო.¨
ალაპარაკდა ქვეცნობიერი. ზოგჯერ ვატყობდი, ჩემში მართლა ორი ადამიანი
ცხოვრობდა. ნატალია და ელიზაბეტი...
- აქ დაბრძანდით.- მოყავისფრო სავარძელზე მიმანიშნა. სახე კეთილის ჰქონდა, ამ
კაცთან წესით დააბულობა უნდა მომხსნოდა, მაგრამ პირიქით, ფილტვები
მეხუთებოდა, უჰაერობისგან მეწვოდა კიდეც.
ოთახში რამდენიმე კომპიუტერი იდგა, და ღილაკებიანი აპარატები. წარმოდგენა არ
მქონდა ეს რისთვის იყო. არც კითხვას ვაპირებდი, რაღაქმაუნდა.
¨ახლა რომ რაფაელმა იცოდეს სადაც ვარ, თავს დაუფიქრებლად წამაცლიდა პურის
საჭრელი დანით¨
საფეთქლების ტკივილი დამეწყო, ყურები მიწუოდა, ასე მეგონა ცოტაც და ვეღარ
გავუძლევდი. მთელს შენობას გავაგონებდი ჩემს ყვირილს.
- ამ ფილიალში შემოვიდა განაცხადი?
- უკაცრავად..- ჩავახველე და თვალებში ჩავაშტერდი. - ვერ მიგიხვდით.
- ანუ ამ შენობაში იკვლევენ მაგ საქმეს, რაზეც მოხვედით?
- ამ.. არა, მე არ ვიცი. ბაზა ხომ საერთო აქვს შ.ს.ს-ს?
პოლიციელმა წარბები ამიწია, ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა და მაგიდას ოდნავ
მიეყრდნო. ნახევრად ჩამოჯდა.
- ბევრი გცოდნია.
- იურიდიული დავამთავრე, ორჯერ..
ბოლო სიტყვა ჩემთვის ჩავიდუდუნე და თავი წამიერად ჩავხარე. თითების წვალებას
მოვყევი, ტუჩებს ვიჭამდი. სადაც იყო თავს ცოცხლად გავიტყავებდი.
- ორჯერ?!- გაუკვირდა კაცს.
- გრძელი ამბავია..- სიტუაციის განსამუხტად ჩავიცინე და ოდნავ კბილებიც
გამოვაჩინე. თავი დამიქნია, თითქოს მიხვდა რასაც ვგულისხმობდი. ახლა უკვე
სხვანაირად შემომყურებდა, როგორც კოლეგას. ყველა ასეა, თავისიანს რომ ხედავენ
უფრო შინაურდებიან. მე-არა. რაფაელის მერე, საკუთარი თავის ნდობაც კი მიჭირდა.
აი დამიანე კი.. ალბათ მას თვალდახუჭული ვენდობოდი.
- ვისი საქმეა, ვისზე მუშაობენ. სახელი და გვარი მითხარი.
ფიქრებიდან ჩახლეჩილმა ხმამ გამომიყვანა. კაცი უკვე კომპიუტერს მისჯდომოდა.
მინდოდა მივსულიყავი და გვერდით დავმდგარიყავი, მაგრამ მოყავისფრო
სავარძელს თითქოს მივეწებე. ვერ ვინძრეოდი, მხოლოდ პირის გამოძრავება, და
თითებით თამაში შემეძლო.
- რურუა.. რურუა ზურაბი.
პასუხი იქამდე არ დამიბრუნა, სანამ სისტემამ მთელი განაცხადების სია არ
ჩამოტვირთა. ტელეფონი ისევ აზუზუნდა. დამიანეს იგნორისას გული საგულედან
მიხტებოდა.
- შეიძლება ტელეფონს ვუპასუხო?- ხმადაბლა ვკითხე ზურგით მჯდომს.
- უპასუხე, რათქმაუნდა.
თავი დავუქნიე, თითქოს დამინახავდაო და ტელეფონის ეკრანს კიდევ ერთხელ
დავხედე.
- გისმენ..- ვეცადე ხმა ნაკლებად ნერვიული და ნორმალური მქონოდა.
ნატალიასებური..
- ნატალია, ამდენი ხანი სად ხარ?
ხმა იმაზე თბილი ჰქონდა, ვიდრე წუთების წინ წარმომედგინა. მკაცრი,
მიბრაზდებოდა, მაგრამ ამას მაინც არ მაგრძნობინებდა.
- ვიფიქრე.. შენთან გადმოსვლაზე ვიფიქრე და თანახმა ვარ.
წამიერი დუმილი ჩამოვარდა ჩვენს შორის. თითქოს მისი სუნთქვაც კი მესმოდა და
გაფითრებულ სახესაც ვხედავდი.
- როცა ინებებთ ქალბატონო- სიცილით მიპასუხა. მეც გამეღიმა. სხვანაირად როგორ
შეიძლებოდა?!- ახლა მითხარი, სად ხარ? ზურისთან უკვე აღარავის უშვებენ. ხვალ
მაინც გამოწერენ და მეც საქმე აღარ მაქვს.
- ნივთების შეგროვების საქმეს ვაგვარებ- დამაჯერებლად ვიცრუე, კაცმაც მაშინვე
გადმომხედა და წარბი ამიწია. რათქმაუნდა ტყუილს მხოლოდ ის მიმიხვდა.
პატარაზე ჩაიცინა და თავი ისევ ნიაბრუნა კომპიუტერისკენ.
- მე და ნიკუშა დასალევად გავალთ მაშინ, თან სალაპარაკო გვაქვს ბიჭებს და.. რომ
მოიცლი იმ ბარში მოდი, სადაც პირველად კაპუჩინო დავლიეთ.
- ორი ლოთს ვინმე ფხიზელი დაგჭირდებათ, ხო?- ისე უცებ დავდექი ხალისის
ხასიათზე, მეც ვერ გავიაზრე. ტელეფონში როგორ ვუცინოდი დამიანე რურუას,
რომლის ცხოვრებაც ხელში მეჭირა, თითოეული უჯრედით. მისი თითო ამოსუნთქვა
ხელში მეჭირა.
¨ეს შენთვისაა დამიან, ამას შენთვის ვაკეთებ¨
ჩავილაპარაკე გონებაში და თვალები დახუჭულ მდგომარეობაში რამდენიმე წამით
გავაჩერე.
- მოვალ, როგორც კი დავასრულებ. მომენატრე...
- მეც, ძალიან. შეხვედრამდე.
ღიმილით დავაბრუნე მობილური ჯიბეში და ფეხზე წამოვდექი. მხოლოდ ახლა
გავაანალიზე, რომ ის ძალა რითიც ფეხზე ვიდექი, უბრალოდ დამიანესთან ლაპარაკმა
და მისმა ხმის მოსმენამ შემმატა. პოლიციელს მივუახლოვდი და რამდენიმე ნაბიჯის
მოშორებით დავუდექი.
- დავურეკავ, ვინც ამის სათავეშია და მსგავს ამბებს აგვარებს. არ ვიცი დამდენი დრო
დასჭირდება.
- არაუშავს, დაველოდები..
საკუთარ გადაწყვეტილებაზე მყარად ვიდექი, ახლა უკან დახევა არ შეიძლებოდა.
საკუთარ გაფუჭებულს არავინ გამომისწორებდა.
სანამ კარში გაუჩინარდებოდა ფორმიანი ხმა ამოვიღე და შევაჩერე. ისევ ისეთი
თბილი და კეთილი სახით გადმომხედა, როცა ამ ოთახში შემოვედი.
- ჩვენების ანონიმურად მიცემა, ხომ შემიძლია?
- რათქმაუნდა, მაგაზე შენ არ ინერვიულო. რაც ამ კედლებში ხდება, ანონიმურად რომ
არც მისცე ჩვენება, გარეთ იშვიათად თუ გადის.
დამაჯერებლად გამიღიმა და მარტო დამტოვა. იჯვე ჩამოვჯექი და თვალები
მოვისრისე. ღრმად ვსუნთქავდი. ყველაფერი კარგად იყო, რატომ ვნერვიულოდი?!
თითქოს ყველაზე საშინელება, ჯერ კიდევ წინ მელოდა. თავი ავწიე და ვეცადე
საკუთარი თავი იქამდე ოთახის თვალიერებით გამერთო, სანამ ის ვიღაც მთავარი
მოვიდოდა, რომ სიმართლე მეამბო.
ამის შემდეგ მართლაც უნდა გავქცეულიყავი, რაფაელისგან შორს უნდა
წავსულიყავი.მოგონებებმა ერთიანად ჩამიქროლეს თვალწინ, როგორ მამზადებდა
რაფაელი დამიანესთან შეხვედრისთვის, შემდეგ როგორ ვუყვებოდი ყველაფერს და
როგორ დავცინოდით მას ერთად. ასეთი მეზიზღებოდა.. ნატალია მეზიზღებოდა.
მზერა კომპიუტერზე გავაჩერე, სადაც ზურის საქმის მონაცემები ჯერ კიდევ
გახსნილი იყო. პოლიციელებს ცუდი თვისება ის აქვთ, რომ მათ დანადგარებს
ზედმეტად ენდობიან. რუსეთშიც ყველას ეს პრობლემა ჰქონდა, უსაფრთხოების
მიზნით აყენებდნენ ´ტაიმერზე´რის შემდეგაც პროგრამა თავისით ითიშებოდა. ერთი
ხელის განძრევა ეზარებათ, რომ გათიშონ ხოლმე ის, რაშიც საათობით იქექებიან.
თვალები გამომძიებლის დამხმარის სახელზე გამიშტერდა. ნერწყვი მძიმედ
გადავყლაპე და მაშინვე ფეხზე წამოვხტი, როგორც კი გავიაზრე რა ხდებოდა.
დამიანე*:
- ერთი იმ ლაწირაკს რომ გამოწერენ, ვასწავლოთ ნამდვილი დალევა. - ჩაიცინა
ნიკუშამ და თავისი კათხა ლუდი მოიყუდა.
- მაგ ლაწირაკს, გოგოები ურჩევნია დალევას. - ხელი ჩავიქნიე ზურიზე და რამდენიმე
ყლუპი სიცილით მოვსვი.
- რა გიკვირს? დამიან- ახარხარდა აბესაძე. - მის ასაკში შენ უარესი იყავი. არ გახსოვს
შენი ნიძლავი?- წარბები ამითამაშა.
- რა დამავიწყებს, ეგ პირსინგი ახლაც მიკეთია. ცხოვრების ბოლომდე უნდა ვატარო,
რომ კარგად მახსოვდეს.
- გახსოვს, სოფოს რეაქცია?
ჩვენმა სიცილმა მთელი ბარი მოიცვა. მე და ნიკუშა მისაღებში ერთად შევიჭერით.
სახეზე ფერი არ მედო ტკივილისგან. იმდენად მტკივნეული ყოფილა, მკერდის
გახვრეტა, ვიდრე წარმომედგინა.
დედაჩემი მაშინვე მეცა, ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდათ მოჩვენება დაინახაო. რომ
ვანახე, ჩემი გახვრეტილი ძუძუსთავი, თვითონაც დაეკარგა ფერი და თავზე ხელი
შემოირტყა. ნიკუშა სიცილს ვერ წყვეტდა. მუცლის ტკივილამდე ხარხარებდა, ცოტაც
და ჩაიკეცებოდა. ხმაურზე რათქმაუნდა მამაჩემიც გამოვიდა და საყურე
ჩამოკიდებული რომ მნახა, კაცობა გაქვს სასწავლელიო. მერე ნიკუშამ დამიცვა,
ზუსტად მაგიტომაც ლაშა ბიძია, კაცობა რომ აქვს სასწავლელი მაგიტომ
გავახვრეტინეო. ამის თქმა და მისი ნიკუშაზე შეტევაც ერთი იყო. ორი ატეხილი, ჭკუა
მხიარული, უპრობლემო თინეიჯერი ვიყავით, რომელთაც ცხოვრება არც კი
ამზადებდა იმ სირთულეების შესახებ, რისი გამკლავებაც ახლა გვიწევდა.
ვიჯექით და კათხას კათხაზე ვსვავდით. ვიცინოდით, ვიხსენებდით სახალისო
ამბებს. ერთი სიტყვით ყველაფერს იმას სადაც ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა არ
ფიგურირებდა. ორი განუყრელი მეგობარი. ერთი ნარკო-დილერი, რომელსაც ძმა
დაუჭრეს გაურკვეველი მიზეზების გამო, მთელ მის ოჯახს ატყუებდა თავისი
საქმიანობის შესახებ და მეორე, პოლიციელი, რომელსაც სამსახურის გადამკიდე,
თავზე უამრავი პრობლემა ეყარა და თავისი საუკეთესო მეგობრის ნარკოტიკებს ხელს
აფარებდა.
ღიმილი, იმ ფაქტმა უფრო მომგვარა, რომ ასე გალეშვას პოლიციელის ფორმით
აპირებდა.
- ვინმემ არ გამოგიჭიროს, ხომ იცი, ჯარიმები გაზარდეს ბოლო დროა. - თითით მის
თხელ პერანგზე ვანიშნე. თვალები აატრიალა და დამიბღვირა.
- აი როდემდე, როდემდე არ უნდა მოგბეზრდეს ამაზე ხუმრობა? მთელი ცხოვრება?
ჩაიცინა და თავისი ფორმა შეისწორა.
- მთელი ცხოვრება ნიკუშ.
- არ იცვლები რა.
- შეუვალი ვარ, როგორც ანტარქტიდა.
-მაგის შეუვალობის რა გითხრა, სტატისტიკის მიხედვით ყოველ წლიულად რაღაც
ნაწილი უდნება. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და თვალები ამითამაშა. მის
გამოხედვაში შვიდ ასოიან სახელს ნათლად ვკითხულობდი და მეღიმებოდა. ის წუთი
- წუთზე მოვიდოდა. ძმაკაცს ნამიოკი დავუიგნორე და მაშინვე თემა შევცვალე.
ნამდვილად არ მინდოდა, თინეიჯერი გოგონებივით პირველ სიყვარულზე
აღტაცებით მესაუბრა. მერე, ნიკუშას ყბიდან მთელი ცხოვრება ვერ ამოვიდოდი.
- რაფაელი არ გინახავს? რაც ზურის პალატა დატოვა იმის მერე აღარ მომხვდა
თვალში.
- არა სხვათაშორის. მაგასაც ექნება თავისი პირადი ცხოვრება. კიდევ კარგად არის,
გახსოვს იმ უგულოზე რომ გველაპარაკა?
- რა დამავიწყებს, ზედმეტად გულნატკენია ჩემი რაფაელი. ნეტავ შემეძლოს მისი
დახმარება.
თავი სინანულით ჩავქინდრე და რამდენიმე ყლუპი ალკოჰოლიც გადავუშვი
მუცელში.
- ისე, რას წარმოიდგენდი ოდემსე შენი კლიენტი თუ შენი ძმაკაცი გახდებოდა?
- თანაც როგორი ძმაკაცი?! შენი და მის მეტი არც მყვანან მეგობრები.
გავუცინე ნიკუშას. მანაც თავი სიამაყით დამიქნია და მესამე კათხა დაასრულა.
ნიკუშას დადებითი თვისება ის ჰქონდა, რომ სასმელი მალე არ ეკიდებოდა. მე
შეიძლებოდა გალეშილი მთვრალი ვყოფილიყავი, ის ჯერ კიდევ ფხიზელი. ამ
სიტუაციით ადრე ბევრჯერ უსარგებლია და მასხრადაც ავუგდივარ..
- დავურეკოთ ამ დღეებში, ერთი კარგად წავუქეიფოთ ბიჭებმა. თან ფეხბურთის
მატჩები იწყება და..- ხელები ერთმანეთს გაუხახუნა ნიკუშამ, წინასწარი სიამოვნების
მოლოდინში და გაიცინა. თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე. თითქოს ყველაფერი
კარგად იყო, ყველაფერი მწყობრში იყო ჩემს ცხოვრებაში, ზურის ამბავს თუ არ
ჩავთვლიდით. მაგრამ ამ ამბის არ ჩათვლა არ შეიძლებოდა. ვერ მოვისვენებდი სანამ
ბოლომდე არ გავარკვევდი ყველაფერს.
- რაქენი დღეს.. იმ შენს კლიენტებზე?- თითქოს კითხვა შემომაპარა ნიკუშამ და
მხრები აიჩეჩა.
- რა უნდა მექნა, შენც იცი, რას როგორ ვაკეთებ ხოლმე.
- ფულის ამბავი მერე?
- მაინც არ მყოფნის. ამ დღეებში მივდგები გავიკითხავ, იქნებ ვინმეს შევატენო რამე
და..
- კარგად დაფიქრდი დამიანე, ასე ცხოვრება გიღირს?
თვალებში ჩამაშტერდა აბესაძე.
- არ მიღირს. და ვაპირებ მოვეშვა კიდეც, თუ ღმერთი ინებებს.
- შენ სულ გამოშტერდი ხო?! რა ღმერთი ბიჭო?!
- რა ვთქვი ასეთი, ღმერთი ხო გეხმარებათ ხოლმე ხალხს.
- ოჰ, ანტიქრისტე ისევ ფორმაშია.- თვალები ააბრიალა და ხელები გადააჯვარედინა.
- ცუდად არ მითვქამს. ჩვეულებრივად და ნამდვილად ვთქვი- უდანაშაულო
ბავშვივით ამოვიბურტყუნე და ქვემოდან ავხედე.
- ბო*შვილი ვიყო, ღმერთის იწამე?!
- მაგ ამბავს ფხიზელზე მოგიყვები, თორემ ახლა დამარტყავ.
მის რეაქციაზე გავიცინე და მაგიდას ორივე ხელით დავეყრდენი. კიდევ რაღაცის
თქმას აპირებდა ნიკუშა რომ ტელეფონი აუბზუილდა.
თვალები აატრიალა და ბოხი ხმით უპასუხა.
- რა?.....გასაგებია....რომელ ფილიალში?.....კი, კი, ვიცი სადაც არის...... ნახევარ საათში
ვიქნები...არა, არ გაუშვათ....
მთელი საუბრის განმავლობაში ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. უკვე ვხვდებოდი
თითქმის რაც ხდებოდა და ერთიანად ვიძაბებოდი.
- ამოღერღე. - მივახალე, გათიშა თუ არა.
- ზურის საქმეზე ვიღაცას ჩვენების მიცემა უნდა. ანონიმია, არ ამჟღავნებს.
- წავიდეთ ახლავე!
- ტიპიური თინეიჯერის ამბავია..- ისევ თავის ლაპარაკს აგრძელებდა ნიკუშა და
თავის ნივთებს ჯიბეებში ნაწილებდა. ფული მაგიდაზე დავტოვე და ორივენი გარეთ
გამოვედით. ნატალიას ტექსტური შეტყობინება უცებ მივწერე, რომ ყველაფერს
მოგვიანებით ავუხსნიდი და ჩემთან შევხვედროდით.
- შენც მოდიხარ?
- რა, არ შეიძლება?!
მხრები ავიბუზე.
-წამო, წამო. ერთი ნახე, ხომ არ ამდის სასმლის სუნი?
ჩემსკენ გადმოიწია ნიკუშა და თავი მომიშვირა. მის ქცევაზე გამეცინა.
- არა, ´სუფთახარ´- პოლიციის ლექციკონით გავეცი პასუხი და კეფაზე მსუბუქად
წამოვარტყი ხელი.
- ვინმემ რამე თუ გკითხა, მე არ დამილევია.
უცოდველი ბავშვივით გადმომხედა და მანქანა მოქოქა.
სიცილი ვერ შევიკავე. როგორი კანონდამცველი მყავდა, თვითონ კი წესებს არღვევდა.
ჩემი მეგობარი სხვანაირი როგორ იქნებოდა? სულ ანგელოზიც ვერა..
- შიგნით არ შემოგიშვებენ, ხომ იცი. პატარა ბავშვივით ფეხების ბაკუნი არ დაიწყო.
რომ მოვრჩები, გეტყვი ისედაც.
მშობელივით დამარიგა და გაზს უფრო მეტად მიადგა ფეხი. თავი დამჯერი
ბავშვივით დავუქნიე და გზას გავხედე.
ელიზაბეტი *:
ნიკოლოზ აბესაძე... ნიკოლოზ აბესაძე... ტვინი სახელს და გვარს გაფუჭებული
ფირივით იმეორებდა. გული მალე ამომიხტებოდა, აქედან უნდა წავსულიყავი.
აბესაძე არა. დამიანეს ნიკუშა არა.
ხომ ყველას გვქონია ის მომენტი, ქუჩაში რომ მიაბიჯებ, ან თუნდაც ფოიეში, რომც
იჯდე, რომც იდგე. უბრალოდ რომც არ ინძრეოდე და გული საშინლად გტკიოდეს.
იმდენად, რომ ფიზიკურ ტკივილში გადაგდიოდეს. ამას თვალების დაბნელება
მოყვება ხოლმე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში აფექტის მდგომარეობისგან გონების
დაკარგვა. არ მახსოვს, როგორ დავტაცე ჩემს ჩანთას ხელი და როგორ გამოვვარდი
ოთახიდან. ´სახრჩობელსაკენ მიმავალი გზა´უკან გავიარე და მთავარ ფოიეში
აღმოვჩნდი. შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ვერც ის კაცი დავინახე, ვისაც წუთების
წინ ვესაუბრე და ვერც ნიკუშა. მიმღებს მივარდი, კანკალის დასამალად, ხელები
ჯიბეებში პატარა ბავშვივით ჩავიწყვე და ხმა დავისერიოზულე.
- შეიძლება ჩემი პირადობა დავიბრუნო?- ვეცადე მეგობრულად გამეღიმა.
- ნატალია მეტრეველი?
- დიახ.
- აქ დამელოდე.
თავი ღიმილით დამიკრა და უკან შებრუნდა, რაღაც საბუთებში იქექებოდა. ღმერთო!
ითქოს ამას მერე ვერ მოასწრებდა?! უბრალოდ დაებრუნებინა ეს წყეული პირადობა
და აქედან ისე გავქრებოდი, თითქოს არც არასდროს მოვსულვარ.
- აქ არის..- შორიდან მომესმა ნაცნობი კაცის ხმა.
- ყინულის პრინცესა?!
უარესად ნაცნობმა ხმამ ერთ ადგილას გამყინა. სიცივემ იმდენადსწრაფად დამიარა
სხეულში, ასე მეგონა თვალებიდან ცოტაც და სისხლდება დამეწყებოდა. იმდენად
ნელა შევბრუნდი, როგორც შემეძლო. თვალი თვალში გავუყარე აბესაძეს. ვერ
ვინძრეოდი, მიმღებიდან გამოწვდილ საკუთარ პირადობასაც ვერ ვიღებდი ხელში.
როდესაც კაცმა დაგვტოვა მხოლოდ მაშინ ამოვიღე ხმა. ისიც კანკალით. თუმცა ეს
კატის საცოდავ კნავილს უფრო გავდა.
- ნ..ნიკუშა..
- მითხრეს რომ..ზურიზე იყო ამბავი..- დაბნეულმა ჩაიდუდუნა და თავი აიქექა. მკაცრ
მზერას არ მაშორებდა. ჩემი გაქცევა უკვე გვიანი იყო. არც არასდროს ვეხატებოდი
დიდად გულზე, ალბათ ახლა საბოლოოდ აუცრუვდებოდა გული.
- შენ არ გელოდი.
- მე არ მელოდი, არა?!- ხმა გაუმკაცრდა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა.
- გთხოვ, ჯერ მოვწიოთ.- თემა სწრაფად შევცვალე. მოწევა მართლაც მინდოდა.
თვალებით გასასვლელს მივაშტერდი. იმ იმედით, რომ დამთანხმდებოდა და მის
ბავშვურ ღიმილს დამანახებდა.
- გარეთ დამიანე მელოდება.
მისმა სიტყვებმა ისედაც გაყინული, უარესაც გამყინა. ხელები გამიოფლინდა და ასე
მეგონა საერთოდაც მთელი სხეული ოფლში მეწურებოდა.
ჩემმა რეაქციამ ყველაფერს მიახვედრა, გვერდი ისე ამიარა, რომ ზედაც არ
შემოუხედავს. მიმღებიდან ჩემი პირადობა სწრაფად აიღო და ორიოდე სიტყვა
მომაწია:
- შიგნით შევიდეთ.
კიდევ ერთხელ გავიარე სახრჩობელას ბილიკი. ახლა დარწმუნებით ვიცოდი რომ ეს
თვითმკვლელობაზე უარესი იქნებოდა. ისევ იგივე მოყავისფრო სავარძელს
დავუბრუნდი, რომელიც უკვე მეზიზღებოდა. იმდენად ცივი თვალებით მიყურებდა
აბესაძე, ახლა თვითონ უფრო იყო ყინულის პრინცი, ვიდრე მე ყინულის დედოფალი.
- დაიწყებ თუ... წინასწარი დასკვნები ჩემით გამოვიტანო?
- დამიანეს ყველაფერს ეტყვი, ხო?
- ამის გეშინია?- ჩაეცინა, ისე ჩაეცინა რომ ზუსტად ვიცოდი ახლა დამცინოდა.
- აქ მოწევა შეიძლება?
ხელები კვლავ ამიკანკალდა და ახლა ფრჩხილებს მივადექი.
- ჯანდაბას შენი თავი, მიდი ფანჯარასთან.
თვალები აატრიალა და კარები სწრაფად ჩაკეტა. მძიმე ფანჯარა ორივე ხელით
გამოვხსენი და ჩანთიდან მარლბოლო შავი გოლდი ამოვიღე. სწრაფად მოვუკიდე და
გავაბოლე.
- მადლობა.. ვხვდები რამდენადაც რისკავ.
შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
- სამაგიეროდ სიმართლე უნდა თქვა, ხომ იცი.
სულაც არ ეღიმებოდა. პირიქით, წარბებ შეკრული უფრო საზარელი ჩანდა, ვიდრე
ოდესმე.
- სამხილების გარეშე დამიჯერებ?
- სხვა გზა მაქვს?!მაგრამ უსამხილოდ ვერც ვერაფერს ვიზამ.
ხელები გაშალა და აქეთ იქეთ მიმოიხედა.
- ვიცი ვინც დაჭრა ზური.. და ვიცი ეს არ მოგეწონება.
- უარესს ვფიქრობდი- იმდენად ხარბად შეისუნთქა ჰაერი, წამით ვიფიქრე სუნთქვაც
შეეკრათქო. - განაგრძე.
- შენ რა, მართლა ფიქრობდი რომ მე ვიზამდი?!
გავცეცხლდი და სიგარეტი ფანჯრიდან მოვისროლე. ფეხზე წამოვდექი და ხელები
გადავაჯვარედინე. საიდან მოდიოდა ამდენი სითამამე?! საკუთარი თავი უფრო და
უფრო მაკვირვებდა.
- შენი სახისთვის რომ შეგეხედა, როცა დამინახე. შენც იმავეს იფიქრებდი. ნუ გაწელავ
მეტს, მოყევი ყველაფერი.
უბრალოდ მომინდა დავპატარავებულიყავი და შორიდან მეცქირა მოვლენების
განვითარებისთვის. იმდენად სწრაფად ჩავიბურტყუნე სახელი, ალბათ რამდენიმე
წამი დასჭირდებოდა მსმენელს გასააზრებლად.
- რაფაელი.
- რა?!
- რაფაელ გოგოლიძე. - ამჯერად უფრო მყარად წარმოვთქვი და სახე ალეწილ ნიკუშას
თვალებში ჩავხედე. დაბნეულმა გარშემო მიმოიხედა და სავარელზე ისე ჩამოჯდა,
თითქოს ნაბახუსევზე ყოფილიყო.
- მე... არ მესმის...
- რა არ გესმის ნიკუშა?... გასაგებია, რომ შენთვის ეს შოკის ტოლფასია. წარმოდგენაც
არ მინდა დამიანესთვის რა იქნება.
- საიდან ვიცი, რომ არ ტყუი და უბრალოდ ჩვენი წაჩხუბება არ გინდა?!
- ღმერთო! სერიოზულად ნიკა?!- ხმა გამიმკაცრდა. ახლა როცა სიმართლე ნათქვამი
მქონდა, ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა რომ ჩემში ეჭვი შეეტანა. დროს უკან ისევე
ვერ დააბრუნებ როგორ ნათქვამ სიტყვებს, ქმედებებს...
- მე არ მესმის... უბრალოდ რატომ?! დამიანე ყველანაირად გვერდში უდგას.
ხელები გაასავსავა და დაიყვირასავით. შეშინებული ბავშვივით ვუყურებდი. უკვე
რამდენი რამის მეშინოდა ერთდროულად სათვალავიც კი მერეოდა.
- ტირანები როდი აწერენ ხელს საკუთარი მტრის განაჩენზე.- ჩავიბურტყუნე და
შორიახლოს ჩამოვჯექი.
- კარგი სიტყვებია- სინანულით ჩაეცინა და თვალებში ისეთმა დაბნეულმა
შემომხედა, თითქოს შვებას მთხოვდაო.
- ჰო, ჩემი ერთერთი საყვარელი წიგნიდანაა.
- და შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? წარმოგიდგენია მაინც, თუ სიმართლეა დამიანეს
რა დაემართება?!
კვლავ აყვირდა აბესაძე.
- მე და რაფაელი ადრე ვმეგობრობდით...
- კი მაგრამ, აქამდე როგორ არ გვითხარი?!
- ყველანაირად მინდა რომ ეგ ადამიანი ჩემს წარსულში დარჩეს. დამიანეზე ძალიან
ბრაზობს, დღემდე ვერ მოულენებია... - ამოვიხვნეშე, თავი დამიქნია, რომ თხრობა
გამეგრძელებინა. ჩემთვის იმდენად რთული აღმოჩნა ყველაფრის სიტყვებად
გარდაქმნა, ვიდრე წარმოვიდგენდი. - გეცოდინება, წლების წინ ერთი გოგოს
სიკვდილის გამო დამიანეს რომ პრობლემები ჰქონდა.
- მაგ საქმიდან მე გამოვაძვრინე. არარის დამიანე დამნაშავე...- დაბნეულმა
გამაწყვეტინა საუბარი.
- არის..არარის.. რა მნიშვნელობა აქვს?! ეს ნაკლებად აინტერესებს რაფაელს. ეგ გოგო
რაფაელის და იყო.
- არ ხუმრობ?!- თვალები გასმოსცვივდა ნიკუშას. ხმადაბლა ჩურჩულებდა და
ხელებით მთელს სახეს იზელდა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე. - დამიანეს
საქმიანობაზე იცოდი, არა?!
- ვიცოდი...
- და მაინც დაიჭირე მასთან ურთიერთობა. თავისი საიდუმლო რომ გაგანდო თავი
მოიკატუნე, თითქოს წარმოდგენაც არ გქონდა არა?!
- რა ჩემი ბრალია რომ შემიყვარდა, ნიკა?! ამიხსენი რა ჩემი ბრალია?!- წყობილებიდან
წამებში გამოვვარდი და ისე ვისვროდი სიტყვებს, როგორც დრაკონი აფრქვევდა
ცეცხლს ოდესღაც. ჩემი სიცივე სადღაც გაქრა. ახლა ერთიანად ვდუღდი და ასე
მეგონა, სარკეში რომ ჩამეხედა საკუთარ სხეულზე ორთქლის ასვლასაც დავინახავდი.
გაფითრებული ნიკუშა უარესად გაიცრიცა და თვალები შუბლზე აზიდა.
- დამშვიდდი.. მესმის.
დამშვიდება რთული იყო, ახლა მაგის გარდა ყველაფრის კეთება შემეძლო. მინდოდა
ეს ოთახი მთლიანად დამელეწა, ამერია და იმის ენერგიაც კი დამრჩებოდა, რომ
ყველაფერი თავის ადგილას დამელაგებინა.
- რაფაელი არ გაჩერდება... ზედმეტადაა თავისი შურისძიებით შეპყრობილი. გთხოვ,
დამიანეს არ გააკარო. გევედრები!
- ნატალია, დაწყნარდი!- ფეხზე წამოდგა, სახე ხელებშორის მოიქცია და ცრემლები
მომწმინდა. ვერც კი ვხვდებოდი რომ ვტიროდი. მეტი აღარ შემეძლო. ამდენად
ძლიერიც არ ვიყავი. ერთიანად ავქვითინდი და ნიკუშას მხარზე მივეკარი. ის
შიგადაშიგ მესაუბრებოდა, მე კი საკუთარი სლუკუნის მეტი არაფერი მესმოდა.
- დავიცავ დამიანეს, გპირდები. უნდა მითხრა, რატომ გინდა ამ ყველაფრის ანონიმად
დატოვება?!
- იმიტომ... იმიტომ, რომ პირველ რიგში დამიანე გაიგებს და მას ხომ წარმოდგენაც
არაქვს რომ მის ´ძმაკაცს´ვიცნობ. მეორეც, რაფაელი... თუ ის გაიგებს რომ
დაბეზღებულია, თანაც ჩემს მიმართ...- გონებაში მაშინვე ყველა შესაძლო ვარიანტმა
გამიელვა. ფიზიკურ ტკივილს არ დავეძებდი, ყველაზე მტკივნეული ის იქნებოდა
რომ ჩემი ვინაობის შესახებ ყველაფერს დაფქვავდა და დამიანეს თვალწინ ისე
მომიკლავდა, ხელიც არ აუკანკალდებოდა.
- მოდი ასე მოვიქცეთ, ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ. იმ ვირთხას სანამ სამხილებს
არ ვუპოვნით, იქამდე არაფრის კეთება არ შემეძლება. მე კიდევ... იმდენად სულელი
ვარ რომ, საკუთარი ძმის დამჭრელს შემდეგ კვირას მატჩის სათამაშოდ დაპატიჟებას
ვუპირებდი..- ხელი სიბრაზით დაჰკრა კომპიუტერს და ფეხზე წამოხდა. - დამიანეს
არ ვეტყვი, შენი რაფაელთან კავშირების შესახებ. - პირადობა გამომიწოდა,
დაბნეულმა გამოვართვი. - არც იმას ვეტყვი რომ ანონიმი შენხარ. თქვენს
ურთიერთობაში არ ჩავერევი, მხოლოდ იმიტომ, რომ დამიანეს დასაცავად ხარ აქ
მოსული და კარგასაც აკეთებ. მაგრამ ნატალია, გაფრთხილებ რომ დავინახო დამიანეს
ოქროს გულს შენი თვალებით ყინავ და დამსხვრევას უპირებ, სხვანაირად მოვიქცევი.
- მიყვარს ნიკა..დავიჯერო საკმარისი არ არის ეს წყეული გრძნობა იმისთვის, რომ
მენდოთ?
- სიყვარული საიდუმლოებებით მე არ გამიგია! ახლა წადი, შენი საქმის შენ იცი.
- ვერ წავალ, ხომ მითხარი დამიანეა გარეთო...
თავი დამიქნია. კიდევ ერთხელ ამათვალიერა და ოთახიდან მოწყვეტით გავარდა.
სახე მოვისრისე და ნელი ნაბიჯებით უკან მივყევი. ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ
ესაუბრებოდნნენ ერთმანეთს, შემდეგ როგორ ჩაჯდნენ მანქანაში და იქაურობას
მოშორდნენ. ღრმად ამოვისუნთქე ბოლოჯერ და შენობა დავტოვე.
დამიანე*:
ნიკოტინით გაჟღენთილ პატარა სარდაფში ორი კაცი ვიჯექით. დაძაბულ სიტუაციას
რამდენიმე წუთიანი სიჩუმით უარესად ვამძაფრებდით და სიგარეტის კვამლსაც არ
ვაკლებდით მეტი სპეც-ეფექტებისთვის.
ვისკით ჭიქა მერამდენედ გავივსე, არ მახსოვს. ცხოვრების კანონზომიერებად მექცაცუდის შემდეგ ყოველთვის უარესი ხდება. და არა კარგი, როგორც ეს ჩვეულებრივ
ხდება ხოლმე...
ზურის გაურკვეველ ამბავს, ჩემი ფულის ნაკლებობაც დაემატა. მაგრამ თუ ვერ
ვიშოვიდი, ორი აზრი არ არსებობდა, ახალი საქონლის მოწვდისას ფულს რომ ვერ
დაინახავდნენ, თავს დაუფიქრებლად წამაცლიდნენ.
ჩუმად ყოფნა მომბეზრდა, ცარიელი ჭიქა მაგიდაზე ხმაურიანად დავდე და ფეხზე
წამოვდექი. ორივე ხელით ვეყრდნობოდი.
- კოტე, უნდა დამეხმარო როგორმე!
თავი ისე წამოწია, თითქოს და მოუთმენლად ელოდებოდაო ამ მომენტს.
უემოციო სახეზე თოვლივით თეთრი გუგები ჩასისხლიანებოდა და ავის
მომასწავლებლად შემომცქეროდა.
- რა ვალდებული ვარ, რო?
- შენს საქონელსაც მე ვინახავ, ხომ არ გავიწყდება?!
- პატარა ბიჭო, დიდი კაცივით ნუ ყვირი, არ შეგეფერება.- ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.
ბოთლში დარჩენილი ვისკი პირდაპირ მოიყუდა და ბოლონმდე ჩაცალა. ხელები
მომემუშტა, თავისი სიტყვებით უფრო და უფრო მაღიზიანებდა. - 5%-ს ისედაც იღებ,
მეტი რაღა გინდა დამიან?!
ხმა ჩამივარდა. ნაწილობრივ მართალი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ მას ჩემი
ცხოვრებისეული ვალი მართებდა.
- შენ ჩამითრიე თავიდანვე ამ ყველაფერში. ხომ არ დაგავიწყდა?!
- კაცს რომ არ უნდოდეს, ძალდატანებით ვერავინ აიძულებს რამეს. შენით გაისვარე,
რაზეც პასუხისმგებელი ნამდვილად არ ვარ.
- თუ ოთხ დღეში არ მივიტან იმ დაწყევლილ ნახევარს, შენც არანაკლებ ჩაისვრი
დამიჯერე. თანაც ისე, რომ ფრთხილად იყავი სუნი არ აგივიდეს!
კბილებში გამოვცერი და ხელი მოვუქნიე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი. დღეს ჩემს
ძარღვებში სისხლზე მეტი, ალკოჰოლი ჩქეფდა.
- გამოძვრები. ის ლაქია რისთვის გყავს?!
- ნიკუშას ამაში არ გავრევ. ეგ არც განიხილება.
ხელები გავასავსავე და ჩავახველე.
- გინდა, არ გინდა, ყველა ვინც შენს გარშემოა უკვე გარეულია ამ ყველაფერში.
- არათქო.
- კარგი, შენი საქმის შენ იცი. რამდენი გჭირდება?
თითქოს მის სიტყვებში იმ ნათელმა სხივმა გაიჟღერაო, რომელსაც გვირაბის ბოლოში
ელიან ხოლმე. თვალები ოდნავ გამინათდა და თავი ამოვწიე.
- ოცი ათასი.
სერიოზული სახე ნელნელა ღიმილმა შეუცვალა, ბოლოს კი ისე გადაიხარხარა,
სურვილი გამიჩინა მივვარდნოდი და კისერში მაგრად წამეჭირა.
- ალბათ ხუმრობ.
- არა, არ ვხუმრობ. 30 მაქვს უკვე, ასე რომ... თუ გაქვს მომეცი და შენგან იმ პროცენტს
აღარ ავიღებ ხოლმე.. თუ არადა, ისედაც იცი ამ ოფისის კარი შიგნიდან არ იკეტება.
გასვლა ყოველთვისაა შესაძლებელი.
ხელი კარისკენ ისე გავიშვირე, რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია. ფეხზე წამოდგა,
ღიმილით მომიახლოვდა და მხარზე ხელი ´მეგობრულად´დამადო.
- დაფიქრდი დამიან, ტყუილად ცდილობ. რომელი დილერის ცხოვრება
დასრულებულა კარგად?!
წამებში გაუჩინარდა. მისმა სიტყვებმა, თითქოს ძალა გამომაცალესო და საყრდენი
ძვრების გარეშე დამტოვეს. მუხლები მეკცებოდა. თვალები მოვისრისე, შუქები
ჩავაქვრე, კარი კარგად ჩავკეტე და სახლში ავედი.
საძინებელში შევდივარ, ძლივს ვიხდი შარვალს და ფეხსაცმელებს, საწოლზე ვეცემი,
სახეს ბალიშში ვრგავ და თვალებს ვხუჭავ. ბალიშს საყვარელი ქალის სურნელი აქვს,
რომელიც ზურგშექცევით წევს და სძინავს. რამდენიმე წამით მის ზურგს ვაშტერდები
და გიშრისფერ თმას, რომელიც ჩემი ოთახის წითელ განათებებზე მოწითალოა.
სხეული ირხევა და ჩემსკენ ბრუნდება. თვალებს ოდნავ ახელს და როგორც კი
მხედავდ ოდნავ კისერს ზემოთ სწევს.
- შეგაგვიანდა?
- კოტესთან ვილაპარაკე.
- მერე? დაგეხმარება?
ღრმად ამოვისუნთქე და ჭერს მივაშტერდი.
- არა, არ დამეხმარება. ჩემი ტრა·ი ჩემი სათრევია, როგორც ყოველთვის.
- გახსოვს, რომ მეუბნებოდი, ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის გარდა არავის იმედით
არ უნდა იცხოვროო? ნუ მიენდობი კოტეს რა... ხომ მითხარი თავიდნა მან გამრია
ყველაფერშიო.
მხარზე მომეკრო, მსუბუქი კოცნა დამიტოვა და ჩემს მკერდზე მოთავსდა.
- ასეცაა, უბრალოდ მის ადგილას არც მე დავთანხმდებოდი ვიღაც ლაწირაკის
გადარჩენას, არც ჩემს ბიზნესს გავრისკავდი, თუ რაცაა.
ხელი ჰაერში ავიქნიე და მის ზურგზე მოვათავსე.
- ისევ ნასვამი ხარ, ასე ვერ მოაგვარებ ვერაფერს, ხომ იცი.
- ფხიზელზე ვაგვარებდი არა?- გულახდილად გამეცინა. წესით ძველ დამიანეს
გააღიზიანებდა ქალის ზედმეტი მზრუნველობა და თავგამოდება მაგრამ ახლა
ნატალიასინტერესი და მხარში დგომა ყველაზე მეტად მსიამოვნებდა. ამ სიტუაციას
ჩემი ნიკუშაც კი ვერ მიქარწ....ბდა. ნატალიას უბრალოდ თავისი ხმით ან თუნდაც
თვალებით შეეძლო ჩემი სულისთვის სიმშვიდე მიენიჭებინა.
სწრაფად წამოვდექი საწოლიდან. ნატალია წამოჯდა და ჩემს ყოველ ქმედებას
აკვირდებოდა. შარვლის ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და გავუკიდე. მდუმარე
თბილისს გადავხედე.
- თითქოს ამ წყნარ ქალაქში ცუდი არაფერი ხდება არა?
ჩემთვის ჩავილაპარაკე და ყვითელ შუქებში განათებულ თბილისს სიგარეტის კვამლი
მივაფრქვიე.
- სადღაც, ვიღაცას ძალიან უჭირს, ქალას კი მაინც მშვიდად სძინავს.
ჩავიბურტყუნე და თვალი ყველაზე განათებულ შენობას გავუშტერე. ვიგრძენი
პატარა ხელების მხრებზე მოხვევა და შემდეგ მისი სხეულის ჩემს ზურგზე მოკრობა.
როგორც შეეძლო ისე მიმიხუტა, სიგარეტი თითებიდან გამომტაცა და პირისკენ
წაიღო. მაშინვე ჩემს ხელში დავაბრუნე და საჩვენებელი თითი უარყოფის ნიშნად
გავუქნიე.
- კი მთვრალი ვარ, მაგრამ იდენადაც არა, რომ მოწევაზე გატრა·ებებს შევეშვა.
ორივეს შეძლებისდაგვარად გაგვეცინა ჩემს სიტყვებზე.
- შენ ხომ ასეთი კარგი ხარ დამიანე... ჩკვიანი, მოეშვი ამ ყველაფერს.
- მაინც რაზე მეუბნები, მოეშვიო?
- იცი ისედაც.
თავი ჩახარა და შარვალი ამოიცვა. გრძელი მაისური შიგნით ჩაიტნია და
ფეხსაცმელიც მიაყოლა.
- ჩაიცვი და წამოდი.
- სად, ამ შუა ღამეს სად მივდივართ?
- სახურავზე.
- რა?!
- წამოდი, წამოდი.
- ჩემს გაკვირვებას არ წყვეტ, არა?
ჩავიცინე, სიგარეტი დავაბოლოვე. ტანსაცმელი გადავიცვი და პატარა სხეულს უკან
მივყევი.
კიბეები სახურავამდე ჩუმად ავიარეთ. ფეხაკრეფით, არ გვინდოდა ჩემს პრეტენზიულ
მეზობელს ხმაური გაეგო, თორემ უკვე ნატალიაც იყო მიჩვეული იმას რომ პატარა
ხმაურზე ისტერიკებს აწყობდა ხოლმე. ამ ქალის არასდროს მესმოდა.
ჩამოვჯექით თუ არა, მაშინვე უასრულობის შეგრძნება დამეუფლა. ჩვენს გარშემო
უზარმაზარი სივრცე იყო, არანაირი დამაკავებელი ბარიერი. ოდნავ საშიშიც, მაგრამ
რაც მთავარია მშვიდი.
- კარგია, არა?
გამიღიმა ყინულისთვალებამ.
- ჩემს გამო ძილს არ უნდა იკლებდე.
- კარგი რა, დამიან.- მხარი გამკრა და თავი ჩამომადო. მისი სახე ხელებში მოვიქციე
და უმალ ავაწევინე.
- აი ორი წელი მინდა. რა ორი წელი პრინციპში, არც კი! და ნახავ როგორ კარგად
ვიცხოვრებთ.
- დამიან ორი წელი დიდი დროა.
- სადმე წასვლას აპირებ?- გულდაწყვეტით ჩავილაპარაკე და თავი ჩავხარე. ახლა
როლები გავცვალეთ და მას ეჭირა ჩემი სახე.მისი თვალებით ყველაფერს
მაგებინებდა.
- ღამის ოთხი საათია და იმის ნაცვლად, მეც მეძინოს,იმაზე ვფიქრობ, როგორ
შეიძლება ამდენი ემოციით მავსებდე.- ჩაიდუდუნა და ნაზი კოცნა დამიტოვა
ტუჩებზე.
დაახლოებულ წარბებს ვერაფრით ვაშორებდი ერთმანეთისგან. არ მჯეროდა, არ
მესმოდა რომ შესაძლებელი და დასაშვები იყო, ყველაფერ ცუდში ერთი ნათელი
წერტილი მაინც მყოლოდა. ასე გაეგო ჩემთვის, მოესმინა და მართლაც იმის ნაცვლად
რომ სძინებოდა, აქ ჩემთან ერთად იყო და თბილისს გადაჰყურებდა.
***
¨ახლიდან დაბადებისთვის, სიკვდილია მხოლოდ გამოსავალი..
ახალი ცხოვრების დაწყებისთვის კი...?¨
***
- ნატალია...- იმდენად სექსუალურად წარმოვთქვი მისი სახელი, საკუთარი თავით
კმაყოფილს ჩამეღიმა. თვალს არ ვაშორებდი, მისი ნაზი და სიფრიფანა სხეული
როგორ ირხეოდა ალვის ტოტებივით. ისევ შუაღამეა. მე და ყინულისთვალება კი
როგორც ყოველთვის ღამის ფუნქციას ვარღვევთ და ამჯერად ჩემს სახლში, სრულიად
ჩაბნელებულ მისაღებში ხმადაბლა ჩართულ მუსიკაზე ვცეკვავთ. მის ხორკლიან და
ხორბლისფერ კანზე მომდგარი, მოლურჯო საცვლები აცვია, ზემოდან კი ჩემი თხელი
პერანგი. მკლავები იდაყვამდე აკეცილი აქვს, მაგრამ აქეთ-იქეთ ქნევისგან, მატერიას
მაინც თავისი გააქვს და ბოლომდე იშლება.
- მზად ხართ ბატონო დამიანე ხილის კოქტეილისთვის?
თვალები ამიციმციმა და ბოთლი, რომელშიც ათქვეფილი რამდენიმე ტროპიკული
ხილის სახეობა იყო კიდევ ერთხელ შეანჯღრია. მის ბავშვურ ქცევაზე ჩამეღიმა.
მივუახლოვდი. გრილ კანზე გახურებული ხელები შემოვხვიე და ჩემს სხეულს
ავაკარი.
- მგონი გცივა ხო? გაყინული ხარ. - წარბები ავუწიე და ცხვირი ცხვირზე გავუხახუნე.
სუნთქვა მაშინვე გაუხშირდა. ბოთლს ხელი უშვა და ისიც უმისამართოდ გაგორდა
იატაკზე.
ტუჩებით ნაზად შემეხო და შემდეგ თავი გასწია. მის კისერს და იმ მაცდურ
სურნელებას ჩავუყევი, რომელიც ასე მაბრუებდა და სხვა განზომილებაში
გადავყავდი.
- ასე რომ გავაგრძელოთ, გეგმებს გადავუხვევთ. - ამოიჩურჩულა,თითქოს ვინმე
გვისმენდესო.
- გეგმებს?!
- კოქტეილი...
- ჯანდაბას კოქტეილი!- ფილტვებში დაგუბებული ჰაერი ერთიანად გამოვუშვი და
მსუბუქად ავწიე მისი სხეული ჰაერში. სიბნელის მიუხედავად, ორიენტაცია მაინც
კარგი მქონდა საკუთარ სახლში. ამ ყველაფერს ქუჩის მსუბუქი განათებაც უწყობდა
ხელს. მაგიდაზე შემოვსი და მის ტუჩებს უნებართვოდ წავეტანე. ვკბენდი, ვწუწნიდი.
ნატალია იყო ჩემი დამათრობელი კოქტეილი. ის ერთადერთი გამაბრუებელი
ალკოჰოლი, რომელიც სიფხიზლეს მინარჩუნებდა ჩემს წყალწაღებულ ცხოვრებაში.
ჩვენი ენები ერთმანეთს ერწყმოდნენ და თითქოს მუსიკის ფონზე რიტმულად
ცეკვავდნენო. მგონი, ვერც ერთმა ვერ გავიაზრეთ, როგორ გასცდა ჩვენი ქმედებები
უბრალო კოცნას. ახლა მთელი დატვირთვა ჩვენს ენებს ჰქონდათ. ისინი პირის გარეთ
ცეკვავდნენ და ერთმანეთს ფრანგულად ეფერებოდნენ. ეს არ იყო უბრალოდ
მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ეს ის სიამოვნება იყო, რომელიც ათასში
ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ადამიანმა.
ხელები უხეშად მოვკიდე ბარძაყებზე, ოდნავ მოვშორდი და ფეხები გავაშლევინე. მათ
შორის მოვთავსდი, რომ მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი. ეს ყველაფერი ნატალიას
გახშირებულ სუნთქვასა და კვნესას იწვევდა, რასაც ვერაფერს უხერხებდა. სახე
მომიახლოვა და კბილებით დაიჭირა ჩემი ქვედა ტუჩი. სიამოვნებისგან თვალები
დავხუჭე და მას მივენდე. ცალი ხელი კისერში შემიცურა, მეორე ჩემი საცვლის ზოლს
გადაატარა. ოხვრა აღმომხდა. წამებში მოვშორდი და ოთახში შევვარდი. უკან
ფოლგის შეკვრით დავბრუნდი და იქვე დავაგდე. ისევ მის ფეხებს ჩავაფრინდი და მის
თმებს დავესაკუთრე. ტუჩებს, რომელსაც ყოველი ჩემი შეხებისას გემო ეცვლებოდა.
-ჩვენ რა, სერიოზულად აქ ვაპირებთ?- სიცილით მკითხა და უფრო მჭიდროდ
მომხვია ხელები.
თავი პატარა ბავშვივით გაბადრულმა დავუქნიე.
- არ გინდა?
იმდენად სწრაფად წამეტანა ბაგეებზე, მისი პასუხი უკვე ნათელი იყო. კოცნა არ
გაგვიწყვიტავს, ისე წრაფად ჩავიძრე ტრუსი და პრე·ერვატივი ჩამოვიცვი. ქვედა
საცვალი გვერდით გადავუწიე. ჩემს ასოს ის სითბო და სისველე ვაგრძნობინე,
რომელსაც ასე გამალებით ითხოვდა. დაძაბულობისგან და მოჭერისგან სიამოვნება
ასმაგდებოდა. ნატალიამ კისერი უკან გადააგდო და ამოიხვნეშა. მის სხეულს მივყევი
და მთლიანად გადავაწვინე მაგიდაზე. ალბათ, ერთადერთი მამაკაცი ვარ, ვინც
თვლის რომ ქალი საცვლებში ბევრად ლამაზია, ვიდრე სრულიად შიშველი. ამაში
ჩემი ეროტიულ- ხელოვნური ფილმებიც მარწმუნებდნენ. ერთადერთი, რასაც სრული
სიშიშვლე და გულახდილობა შეჰფერის, ადამიანის სულია. ის გამჭირვალეა, ალბათ
ამიტომაც. შეიძლება ყველაფერი გათვალო, სხეულის უჯრედის თითო მილიმეტრი
შეისწავლო, ხაზებს შორის განსჭვრიტო, მაგრამ გამჭირვალე ადამიანი არ არსებობს.
უაზრო ფიქრებს მოვეშვი, როდესაც მისმა რიტმულმა კვნესამ ხმადაბალი ჰანგები
საერთოდ გადაფარა და გონს მოვედი. მაგიდას ხელებით დავეყრდენი და
წონასწორობა შევინარჩუნე.ზემოთ ქვემოთ ვირწეოდით, მაგიდის ფეხებიც
ყანყალებდა და წუთიწუთზე ალბათ დასტყდებოდა კიდეც. ნატალიას თავი ცალი
ხელით დავუჭირე და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე.
- მაპატიე, თუ თავს არაკომფორტულად გრძნობ. - ოხვრით, ირონიულად ჩავიცინე.
ჩემს წინადადებაზე, იმდენად დამაბნეველად ჩაეცინა, მივხვდი ადრე თუ გვიან
საპასუხოდ კარგს შემომიბრუნებდა.
- მოკეტე და გააგრძელე!- ოჰო! ეს ბრძანებსავით ჯღერდა. მისი ხმა იმდენად მყარი
იყო, ალბათ მკლავებს შორის რომ არ გვყოლოდა მე და მაგიდას, ვიფიქრებდი, ის სულ
სხვა ქალის კვნესაა და ეს მკაცრი ხმა, სულ სხვის. ერთმანეთს საერთოდ არც კი
იცნობენთქო.
- როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო!- ყურებამდე გავუღიმე. ქმედებებს მთელს
ენერგიას ვახარჯავდი და ვცდილობდი შიგადაშიგ მის უტკბილეს ბაგეებსაც
მივწვდომოდი...
***
ატლასი და ბარხატი. ეს ის მატერიაა, რომელიც ქალის სხეულს ყველაზე მეტად
უხდება, რადგან ბუნებრივს აჩენს. თითოეულ მოძრაობაზე, თუნდაც ხელის უბრალო
მოქმედებაზე, ისე ირხევა ნაჭერი და ისე მიჰყვება სხეულს, თითქოს ესეც მისი ნაწილი
ყოფილიყოსო...
ვუყურებ ჩემს წინ, ზურგით მდგომ ყინულისთვალებას, რომელსაც თეთრი ატლასი
მჭიდროდ აქვს მომდგარი სხეულზე. კაბის ბოლოები გაშვებულია და უკან
სამკუთხედს ქმნის. სიგრძის მიუხედავად, ტერფები მაინც მოუჩანს, მაგრამ მისი
ხორბლისფერი კანის ფონზე, ასეც ლამაზია.
ვუყურებდი, როგორ გახსნა პუდრის შეკვრა და სარკესთან ახლოს მიიწია.
- ვერასდროს ვიტანდი ვისაჟისტებს. - ჩაიბურტყუნა თავისთვის და თხელი ფენა
ისედაც გაცრეცილ კანზე გადაისვა. ჩამეცინა, ყველაზე განსხვავებული ქალი იყო,
ვინც კი ოდესმე შემხვედრია. საკუთარ შავ ჰალსტუხს დავეჯაჯგურე, გვერდით
დავუდექი და გაკეთებას ვეცადე. უბრალო კვანძს ყოველთვის მარტივად ვახერხებდი,
ახლა კი ორივე ხელი დამბლადაცემულივით მიკანკალებდა.
- დაგეხმარები. - თბილი ღიმილი მაჩუქა, შემდეგ მსუბუქი კოცნაც და მთელი
ყურადღება ჰალსტუხზე გადაიტანა.რამდენჯერმე გადაახვია და ორ წუთში ყველაზე
ორიგინალური კვანძი მქონდა კისერზე. წარბებ აწეულმა და ტუჩებ მოკუმულმა
გადავხედე. იცინოდა, იცინოდა ისე ზღაპრულად რომ მის სიცილთან ერთად გარშემო
ყველაფერი ქრებოდა.
ქრებოდა ავეჯი, კედლები, ხეები, შენობები. შემდეგ ფერებიც. მხოლოდ ნატალია,
მისი თეთრი ატლასის კაბა და ყინულივით ცივი თვალები რჩებოდნენ.
- რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ცოლად მოგიყვანდი?! - საკუთარი თავით
კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და წელზე ხელები მოვხვიე. ცივი ქსოვილი მსუბუქად
მოვჭმუჭნე და ჩემსკენ ახლოს მივზიდე.
- ვერც მე ვიფიქრებდი, დამიანე.
თავჩახრილმა გამიღიმა. მის თითოეულ ნაკვთს ვაკვირდებოდი, თითქოს პირველად
დავინახეო. არადა უკვე ზეპირად ვიცოდი, სიცილისას სად უჩნდებოდა მიმიკური
ნაოჭები. თეთრ გარემოში მდგარი გოგონას მხარზე, იმაზე შავი უხსენებელი
გამოჩნდა, ვიდრე თოვლის სითეთრეა. მომღიმარი სახე მაშინვე შემეცვალა, ერთი
ნაბიჯით მოვშორდი ნატალიას. თვალებში შემომხედა, ვერანაირ ემოციას ვერ
ვკითხულობდი მის თვალებში. თითქოს მის საყვარელ კაცს კი არა, უბრალო
სითეთრეს უყურებდაო. აღარც მისი სიცილი ისმოდა. თვალი მხოლოდ იმ შავ
სრიალა, ხორკლიან გველზე გამირბოდა, რომელიც მხარზე ჰყავდა მოხვეული და ისე
მიმზერდა, სადაც იყო მეცემოდა. მისმა არასასიამოვნო სისინმა ყველაფერი მოიცვა.
ყურები მეწვოდა, იმდენად მეწვოდა ხელებიც კი ავიფარე ხმის დასახშობად.
საკუთარი ხელები მეწამული ფერით შემეღება, ყურებიდან სისხლი მდიოდა.
მუხლებზე ძალაგამოცლილი დავეცი. ისიც არ ვიცი სად.. გამჭირვალე, თეთრ არეაში
ვიყავი გამოკეტილი. ნატალია კვლავ ურეაქციოდ შემომყურებდა, ერთი ნაბიჯიც არ
გადმოუდგამს ჩემსკენ.
წამის მეასედებში, გველი მისი მხრიდან წელზე ჩამოსრიალდა, ერთხელ ბრუნი
გააკეთა, შემდეგ მის ფეხზე და ნელნელა ჩემსკენ გადმოინაცვლა. უკან გაწევა
მინდოდა, ყველაფრის დავიწყება მინდოდა, გაქცევა მინდ....
- დამიანე! გამოფხიზლდი! დამიანე! გაიღვიძე!
ხმა ბუნდოვნად ჩამესმა. თვალები ხამხამით გავახილე და მაშინვე წამოვხტი.
რამდენჯერმე დავახამხამე და თვალი იქაურობას მოვავლე. საკუთარ ოთახში,
საკუთარ 15სანდიმეტრიან საწოლზე ვიყავი წამომჯდარი. შემდეგ ნატალიას
გავხედე,თვალებდაჭყეტილს ორივე ხელი ჩემს მხრებზე ეკიდა და მანჯღრევდა, ჯერ
კიდევ.
სიზმარი იყო... სიზმარი კი არა, ნამდვილი კოშმარი! ჯოჯოხეთი! ოფლში
ვიწურებოდი. ნატალიას მტევნებს ხელები მოვხვიე და ვიგრძენი. ახლა ნამდვილად
ვიგრძენი. რაც მთავარია, გარშემო არც გველი იყო, არც სიცარიელე და სითეთრე.
- კარგად ხარ?
თავი დავუქნიე და ჯერ კიდევ შოკირებულმა თვალებში შევხედე.
- დამესიზმრა, რომ ცოლად მომყავდი.
წარბები ერთმანეთს დაახლოვა და შემდეგ ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეებში.
- და ასეთი საშინელი ვიყავი?
- არა, შენ არა... გარემო იყო საშინელი. სიტუაცია იყო საშინელი. რაღაც ბიბლიურ
ქორწილს წააგავდა.
ხელებით ვუხსნიდი და თვალს ვარიდებდი. გაოგნებული ვაცეცებდი აქეთ-იქეთ
თვალებს. სწრაფად ვაკოცე ბაგეებზე და ფეხზე წამოვხტი.
- დამშვიდდი, სიზმარი იყო. სიზმრები არარეალურია. შენ რა, ბიბლიაც წაკითხული
გაქვს?
- ინტერესის დონეზე თვალი გადამივლია...- პირსახოცი კარადიდან გადმოვიღე და
მხარზე შემოვიგდე. შხაპი რომ არ გადამევლო ახლა, მითუმეტეს ამ სიცხეში გარეთ
ვერ გავიდოდი. დღეს რთული დღე მელოდა. როგორმე უნდა მოვლაპარაკებოდი იმ
ხალხს, ვისი 50%-იც მმართებდა.- სიმართლე გითხრა, არ მახსოვს ჩემს საწოლში
როგორ აღმოვჩნდი.
- მაგიდაზე სექს თუ გულისხმობ, ეგ რეალური იყო. - ჩაიცინა და თმა ცალ მხარეს,
ყურს უკან გადაიწია.
- ასე უფრო გიხდება. - ტუჩები სწრაფად გავილოკე და გავიღიმე. თვითონაც გაიცინა
და თავჩახრილმა ამომხედა.
- გახსოვს, პირველი სემესტრის დასაწყისში რომ გამაჩერე და თმა ყურს უკან
გადამიწიე? თან თავი იმდენად ახლოს მომიწიე ყურთან, მხოლოდ იმიტომ, რომ
გეთქვა, რომ ასე უფრო მიხდებოდა.
- რა დამავიწყებს. მაგრამ, ასე მართლა უფრო გიხდება.
გავუღიმე, ხელი მოვკიდე და ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე.
- დღევანდელი დღე გადამაგორებინა და... აი მერე ეკლესიაშიც კი ვილოცებ!
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად ჩაივლის, თორემ ხომ ხედავ უკვე კოშმარებს
ხედავ.
- არ ვინერვიულებ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჩემი სხეული დანაწევრებული ნახო.
- სიტუაციის ოდნავ განსამუხტავად გავიცინე. ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი.
მისი თმის სურნელი ისე შევისუნთქე, თითქოს ამას უკანკასნელად ვაკეთებდი.
- ცოტახნით უნდა გავიდე და მალე დავბრუნდები, შეიძლება მოგისწრო სანამ მათთან
შესახვედრად წახვალ.
ხმადაბლა ამოიჩურჩულა და ოდნავ მომშორდა.
- სად მიდიხარ?
- სახლში, ისეთი ნივთები მაქვს, რაც აქაც დამჭირდება. - გამიღიმა, თუმცა მისი
ღიმილის უკან დიდ აურზაურს ვხედავდი. აღარ ჩავძიებივარ, დღეს მეტი კამატი არ
მინდოდა. ისედაც, ჰაერიც კი დაძაბული იყო. ფანჯრიდან მზეს გავხედე, ცას ისე
გამოჰკიდებოდა, თითქოს სადაც იყო ისიც სიმძიმისგან ჩამოვარდებოდა პირდაპირ
თავზე დამეცემოდა...

ელიზაბეტი*:

დამიანეს მდგომარეობამ საშინლად ამანერვიულა. როგორც კი სააბაზანოში შევიდა,
ტანსაცმელი გამოვიცვალე, თმა ჩამოვივარცხნე და გარეთ გავედი. საშინლად
ცხელოდა, სანამ ყველაფერს გონებაში თანმიმდევრობით დავალაგებდი, სიგარეტს
გავუკიდე და გამოტოვებული სამი ზარის ავტორს გადავურეკე.
- როგორმე უნდა მიხვდე, რომ არ გპასუხობ ესეიგი დამიანესთან ვარ!
- აგრესიის გარეშე, პრინცესა.- ნიკუშას ხმა მეუცხოვა. მეტიც, თითქოს ბოლო სიტყვა
ზიზღით მითხრაო. ნიკოტინი ფილტვებიდან ცხვირით გამოვუშვი და ტაქსი
გავაჩერე. უსიტყვოდ ჩავჯექი. ტაქსისტს გადავულაპარაკე მისამართი და მთელი
კონცენტრაცია აბესაძეზე გადავიტანე.
- გზაში ვარ უკვე, მოხდა რამე? რაფაელზე ახალი გაარკვიე?
- რაფაელზე არა, შენთან მაქვს სალაპარაკო.
- უკვე ტაქსში ვარ, 7 წუთში მანდ ვარ.
- გარეთ დაგელოდები.
- რა ხმა გაქვს, მოხდა რამე?! რაფაელი დამიანეს არც გაკარებია...
- მოეშვი რაფაელზე ლაპარაკს. გელოდები.
ტელეფონი ისე გამითიშა, აზრზეც ვერ მოვედი. თვალებს ჩამავალ ხეებს ვაყოლებდი
და გული უფრო და უფრო მიჩქარდებოდა. ნიკუშაზე ვბრაზობდი, რაც არ უნდა ცუდი
დღე ჰქონოდა, მე რა შუაში ვიყავი?! მალე უნდა მომეგვარებინა აბესაძესთან რაფაელის
ამბები და დამიანესთან დავბრუნებულიყავი. დღეს მას ვჭირდებოდი. რომ
შემძლებოდა, ალბათ გავყვებოდი კიდეც, მაგრამ ისედაც ვიცოდი ამაზე რა აზრის იყო.
მძღოლს ფული გადავუხადე. ნიკუშას გამომეტყველება რომ დავინახე, ხურდას არ
დავლოდებივარ ისე მივუჯახუნე კარები და სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი.
- მოწევა თუ გინდა, მოწიე. - ისე მითხრა, ჩემსთვის არც შემოუხედავს. თითქოს ენა
გადამეყლაპარაო, ასეთი არასდროს მინახავს. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
- დამიანეს გამო ნერვიულობ?- გავბედე და ვკითხე.
- შენს ადგილას, დამიანეზე კი არა, უფრო საკუთარ თავზე ვინერვიულებდი. შიგნით
შევიდეთ.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა თავით მანიშნა შესასვლელისკენ და სწრაფი ნაბიჯებით
წინ გამიძღვა. გაშეშებული, რობოტივით მივსდევდი უკან. გული ყელში მქონდა
მობჯენილი და ყველა იმ შესაძლო ვარიანტზე ვფიქრობდი, რასაც დამიანესთვის
ზიანის მიყენება შეეძლო.
დამიანე:

შვიდწლიანი მარტო ცხოვრების მიუხედავად, ნატალიამ იმდენად გააფერადა ჩემი
შავ-თეთრი, პატარა საცხოვრებელი, რომ მარტო ყოფნას წუთებითაც კი ვეღარ
ვეგუებოდი. არადა, ორი თვით ზურისაც უცხოვრია აქ, ნიკუშაც დარჩენილა
რამდენჯერმე. მაგრამ ამ ყინულისთვალება ქალმა, სულ სხვა ელფერი შესძინა პატარა
ბინას, ისევე როგორც ჩემს უბადრუკ ცხოვრებას.
სიჩუმე იმდენად მაღიზიანებდა, ტელევიზორი ჩავრთე, არც შემიხედავს რა გადაცემა
გადიოდა. ეს ისე, რომ უბრალოდ თავი მარტოდ არ მეგრძნო. ჯინსები და უბრალო
ზედა გადავიცვი. დღევანდელ დღეს მაინც არ მინდოდა საკუბოოდ გამზადებული,
შარვალ-კოსტუმით მივსულიყავი ბოსების დილერებთან.
ხელზე საათს ვიკეთებდი, როდესაც კარებზე კაკუნი შემომესმა. როგორც წესი, სახლში
არ მაკითხავდნენ ხოლმე კლიენტები, მაგრამ თუ ლომკაში ჩავარდნილებს კბილების
დაძვრობამდე ჰქონდათ ხოლმე საქმე, არც ამას ერიდებოდნენ.
- რაფო?
გამიკვირდა ძმაკაცის დანახვა. მისგან თითქმის ორ კვირაზე მეტი არ მსმენია.
- გცალია?
- მოდი, შემოდი. უბრალოდ მალე გავდივარ. სად დაიკარგე?!
ღიმილით გადავეხვიე ძმაკაცს და მეგობრულად როგორც ყყოველთვის, მხარზე ხელი
რამდენჯერმე დავარტყით ერთმანეთს. დივანზე ჩამოჯდა და აქეთ-იქეთ მიმოიხედა.
ქალის, ამ შემთხვევაში კი ნატალიას ტანსაცმელზე გაუშტერდა თვალი, რომელიც
საშრობზე იყო გადაფენილი.
- ხო, ეს ნატალიასია. ვერაფრით ვერ მოვახერხე შენთვის გამეცნო. თან ამდენი ხანი
სად დაიკარგე?!
ვუსაყვედურე მონატრებულ ძმაკას. სიგარეტი ტუჩებშორის მოვიქციე და ერთი ღერი
მასაც გავუწოდე. ზედმეტად ჩუმი იყო რაფაელის კვალობაზე, რაც არ მესიამოვნა.
წარბები შევატყუპე და წინ ჩამოვუჯექი. იმედი მქონდა, ისევ თავისი გულის სწორის
გამო არ იყო ცალმხრივი სიყვარულით გაწამებული.
- ერთად ცხოვრობთ უკვე?
- ასე გამოვიდა. - ხელები გავშალე ღიმილით და მეც ყინულისთვალებს ტანსაცმელს
შევხედე.
- გადარბენებზე ვიყავი, მუშაობა დავიწყე და ქალაქ გარეთ მიწევდა ხოლმე გასვლა.-
თვალები ცალი ხელით მოიზილა და ნაპასი დაარტყა.
- რა კარგი ამბავი მითხარი!
- ხო, მგონი დრო არის საკუთარი თავი ვარჩინო. ბოლო ბოლო 30 წლის მარტოხელა
კაცი ვარ.
სევდიანად გამიღიმა და გადააფერფლა.
- ისევ იმ გოგოს მისტირი?
- სხვანაირად, როგორ? რადგან შეყვარებული ხარ, უკვე გეცოდინება როგორც ხდება.
შენ არ ირჩევ ვინ გიყვარდეს და ვინ არა.
ღრმად ამოვისუნთე და კარგად დავაკვირდი. თვალები არანორმალურად უელავდა.
წარბი კი ისევ ისე უთამაშებდა, როგორც უწინ როდესაც მისთვის მტკივნეულ თემას
ეხებოდნენ ხოლმე.
მახსოვს,იმ ღამეს თავსხმა წვიმა იყო მთელს თბილისში. მთელი სამაუწყებლო
გადაცემაები სტიქიური უბედურებების და კატასტროფების შესახებ საუბრობდნენ.
ამისგან მობეზრებულმა ტელევიზორი გავთიშე. ფარდები ყველა ფანჯარასთან
ჩამოვაფარე. თითქოს, ცოტახნით მაინც დავივიწებდი იმ ამბავს, რაც გარეთ ხდებოდა
და ხმადაბალზე ჩავრთე რომელიღაც ფილმი ჩემს პროჟექტორზე. კარზე ბრახუნი
ჭექა-ქუხილივით გაისმა. ალბათ, პატარა სახლი რომ არ მქონოდა, ასეც ვიფიქრებდი.
დაბღვერილი წამოვდექი , კარებთან ზლაზვნით მივედი და გავხსენი. თავი
რომელიღაც მძაფრ-სიუჟეტიან ფილმში მეგონა. ჩემს წინ კაცი იდგა, ცალი ხელით
ზღურბლს მიყრდნობილი და თავჩაქინდრული. წვიმით გაჟღენთილი თმიდან
წვეთები სწრაფსწრაფად ჩამოსდიოდა. თვითონაც, არანაკლებ სველი იყო. თავი რომ
ასწია, მაშინღა მეცნო სახეზე, ჩემი ერთერთი კლიენტი იყო. თუმცა, სახელს ვერაფრით
ვიხსენებდი.
- რამით დაგეხმარო?- ხელი მისკენ გავიშვირე.მაშინვე გველნაკბენივით დაიხია უკან.
- მიცანი?
- მგონი ჩემი კლიენტი ხარ, არა?
ორივე ხელით კისრამდე დასველებული თმა უკან გადაიწია და თვალი გამისწორა.
- რაფაელ...- ისე აღმომხდა, ვერც მეთვითონ გავიაზრე. რათქმაუნდა, უკვე კარგად
ვიცნობდი ჩემი ოფისის ხშირ სტუმარს. - რომელი საათია კი მაგრამ?!
- მაგრად მკíდია საათი..- ხელი ჩაიქნია და სახლში შემომეჭრა. ვერ ვხვდებოდი
ნასვამი იყო თუ უკვე კაიფში. საშინლად გამოიყურებოდა. მივეშველე და ხელი
მოვკიდე, რომ არ წაქცეულიყო. იქვე წამოვაჯინე და ოთახიდან პირახოცი
გამოვუტანე. სანამ თმას იმშრალებდა გაზზე წყალი დავდგი და ცხელი შოკოლადიც
გავაკეთე. როგორც წესი, ეს კაიფიდან აფხიზლებდა ხალხს.
- გაქვს?
მკითხა ცოტა ხნის შემდეგ და განადგურებული მზერით თვალებში შემომხედა.
- რაზე მეუბნები?
- რაზეც ყოველთვის, დამიანე. მომეცი!- ჯიბიდან ქაღალდის ფულის შეკვრა ამოიღო
და მაგიდზე მიმოფანტა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. რაც არ უნდა ყოფილიყო,
აშკარად ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა, რადგან არცერთი კლიენტი არ მინახავს
ასეთ მდგომარეობაში. ასეთი განადგურებული და უსისცოცხლო. ახსნა
განმარტებების გარეშე მოვიცვი საწვიმარი ქურთუკი და სარდაფში ჩავირბინე, დოზას
ხელი დავავლე და მალევე დავბრუნდი. უცვლელად იჯდა დივანზე და ცხელ
შოკოლადს წრუპავდა. კანკალებდა. ეს არ იყო კაიფის სიმპტომები..
- ფხიზელი ხარ, არა?
მაგიდაზე ნელა დავუდე შეკვრა და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
- გააჩნია, რომელ სიფხიზლეზე მელაპარაკები. ჩემი სული იხრჩობა დამიანე, ამ
თეთრმა უბედურებამ დამახრჩო და ჩემი ნახევარი უკვე გააქრო. იქნებ ბოლომდე
გავქრე.- თავისთვის ჩაილაპარაკა და ვერც გავაანალიზე ისე წრაფად შეიყნოსა
კოკაინი. შემდეგ ცხელი შოკოლადი დააყოლა და სახე დამანჭა. თითქოს ექიმის
გამოწერილ წამალს სვავდაო. მთელი ღამე ასე გავათენეთ, ხმას არცერთი არ
ვიღებდით. რამეს რომ ვკითხავდი, მაშინვე ვნანობდი ისეთ პასუხს მიბრუნებდა.
ცხოვრებაზე ზედმეტად ჰქონდა გული აცრუებული რის მიზეზსაც არაფრით
ამხელდა. რომ მოდღევდა, მხოლოდ მაშინ დავტოვეთ ჩვენ ჩვენი ადგილები. კარისკენ
ნელა მიიწია,მადლობა თავჩახრილმა გადამმიხადა. ისიც ისე, თითქოს ამის თქმას
ვინმე აძალებსო და სახლი დატოვა. გზაში მივაწიე, თუ რაიმე დაჭირდეს
დაგეხმარები, და წამალს არ ვგულისხმობ მხოლოდ მეთქი. ჩემთვის ზედაც არ
შემოუხევს, ისე მომაწია მხოლოდ ერთი სიტყვა და რამდენიმე თვით ჩემი
ცხოვრბიდან გაუჩინარდა:
- ვანებებ.
ელიზაბეტი:

- ნიკუშ სად მივდივართ?- მოუთმენელი ბავშვივით შევდექი ერთ ადგილას და
ხელები გადავაჯვარედინე. უკვე ალბათ ორი წუთი დამატარებდა აქეთ-იქეთ
პოლიციის შენობაში და ხან რას მიედებოდა, ხან რას. საშინლად აფორიაქებული იყო,
ვატყობდი. ალმაცერად გადმომხედა, თითქოს ხმის ამოღების უფლებაც არ მქონდა და
თავით რომელიღც ოთახსკენ მანიშნა. როგორც შევატყე, ეს მისი პირადი კაბინეტი
იყო. რამხელა დამსახურება ჰქონია ამ შენობაში თურმე?! გარშემო მიმოვიხედე,
ყველაფერი უბრალოზე უბრალოდ იყო მოწყბილი და რაღათქმაუნდა დიდი საწერი
მაგიდა, კომპიუტერი და უამრავი საქაღალდე. კომპიუტერის გვერდით ჩარჩოში
ჩასმულ ორ ფოტოს მივაჩერდი. პირველზე აბესაძე იყო, თავის კოლეგებთან ერთად
როგორც ვხვდებოდი. მეორე ფოტოზე კი, ალბათ 14 წელზე მეტის არ იქნებოდა. თავის
ტოლა ბიჭისთვის ხელი ჰქონდა გადახვეული. ორივე იცინოდნენ. მეორეს კარგად
დავაკვირდი და მხოლოდ მაშინღა მივხვდი რომ დამიანე იყო.
- ეს დამიანეა?
ღიმილით ვკითხე და ხელი ფოტოსურათისკენ გავიშვირე. კითხვა დამიიგნორა და
უჯრიდან რაღაც ქაღალდები ამოიღო. იმდენად სიძლიერით დაახეთქა უწონო
ფურცლები მაგიდაზე, ცოტაც და შევხტებოდი. ხელები ერთმანეთში ახლართა და
მაგიდას დაეყრდნო. მხრებით ჩემსკენ გადმოიწია, წარბები ამიწია და როგორც იქნა
ხმა ამოიღო:
- რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის?
- რა? ხომ გითხარი, რაფაელის შესახებ ხმაც არ ამოუღია დამიანეს.
მის თვალებში აალებულმა ცეცხმა უფრო იმატა და მეტად დამიჭყიტა.
- დამიანეზე არ ვსაუბრობ, უფრო სწორად... სწორედაც რომ მასზე. ბოლოჯერ
გეკითხები რომ მშვიდობით მოვგვარდეთ და შემდეგ უკვე მე ვიცი. რამის თქმა ხომ
არ გინდა ჩემთვის?
ნერწყვი გადავყლაპე, მაგრამ ვიგრძენი ყელში როგორ გამეჭედა. დაძაბულობისგან
ისიც ვიფიქრე ახლა სასულეში გადამცდება და ხველას ავტეხ თქო. მაგრამ გადავრჩი.
უამრავი აზრი მომივიდა თავში, თუ რის თქმას მთხოვდა ნიკუშა. პოლიციელს, ჩემი
ორმაგი სწავლიდან გამომდინარე, ბევრის გაგება შეეძლო. მით უმეტეს, რომ ის
უბრალო პოლიციელი კი არა უკვე წოდებ მიღებული პოლკოვნიკი იყო. ახლა
ვაანალიზებდი, რა საზიზღარი და ტყულებით გატენილი ცხოვრება მქონდა.
ნიკუშასთან უკვე კარგად ვთანამშრომლობდი. ჩემი პირველი აღიარების შემდეგ
რამდენჯერმე შევხვდით და გემგებიც კი დავსახეთ როგორ გამოგვეჭირა რაფაელი
რაიმეში, რომ მის წინააღმდეგ სარჩელი აღეძრა, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩავფლავდით.
თითქოს უკვე მენდობოდა, მაგრამ დამიანეზე ყოველთვის მაფრთხილებდა, უფრო
სწორად, პირველივე აღიარებისას გამაფრთხილა, მის წინააღმდეგ თუ წავიდოდი
რასაც იზამდა. ვერც გავამტყუნებდი, ალბათ დაქალ-ძმაკაცის მნიშვნელობა ჩეთვის
ნათელი რომ ყოფილიყო, მეც თავს გავწირავდი მათთვის. იმდენად უბედური ვიყავი,
ოჯახიც კი არ მქონდა რომ რაიმე კავშირი გამება. მხოლოდ დამიანე და საკუთარი
თავი მყავდა, ან ისიც აღარ.
ძალა მოვიკრიბე და თვალებში შევხედე.
- არაფერი მაქვს სათქმელი.
რამდენიმე წამით გაშეშებული მიყურებდა თვალებში, შემდეგ მზერა ამარიდა და
თავის ქნევით ისე მიეყრდნო საზურგეს შუბლზე ეწერა ასეც ვიცოდიო. ფურცლებს
სწვდა. ჩაახველა და ხმა ჩაიწმინდა.
- ძალიან ხშირად გიყვარს პოლიციის შენობებში სიარული, ხო? კეთილმსურველი
ხარ ჩვენი ქვეყნისთვის. ¨წინ გაბრწყინებისთვის საქართველოვ¨
- რა გჭირს, ნიკუშა?!
- მე კი არა, შენ რა ჯანდაბა გჭირს?!
ისე დაიღრიალა, ახლა მართლა შევხტი. ქაღალდები ცხვირწინ დამილაგა და
საჩვენებელი თითი რადენჯერმე დაარტყა, რომ წამეკითხა. მზერა ამარიდა და
ფანჯარაში წამიერად გაიხედა. ხელის კანკალით ვწვდი ფურცლებს. წარმოდენაც არ
მქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ფურცლებზე ისეთი, რამაც აბესაძე ასე
გააცოფა.
- მე გაგაფრთხილე, გაფრთხილებდი...
მისი ლუღლუღი ბუნდოვნად ჩამესმა ყურებში, როდესაც კითხვა დავიწყე. წინა წლის
შემოდგომის საბუთები იყო. ერთი წის წინანდელ საბუთებს რატომ მაჩვენებდა? თავს
შენელებულ რობოტად ვგრძნობდი, უკვე ალბათ მესამე წუთი იყო ეს ქაღალდები
ხელში მეჭირა, მე კი მხოლოდ თარიღის და სათაურის წაკითხვა შევძელი. ხელები
ამიკანკალდა, როდესაც ჩემს სახელს და გვარს მოვკარი თვალი. უფრო სწორად
´ნატალია მეტრეველს´. ჩემი ჩვენება იყო, დამიანეს მისამართზე მიცემული. თვალები
ერთ ადგილზე გამიშეშდა. ვეღარ ვსუნთქავდი. ჰაერი საერთოდ გაქრა. მგონი იმ
კლაუსტროფობიის შეტევა მეწყებოდა, რომელიც არასდროს მქონია. მე გარკვევით
მქონდა ნათქვამი, რომ ჩვენების მიცემიდან 4 თვეში უნდა მიეღო დამიანეს მარაგი.
ასეც მოხდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად პოლიცია არ გამოჩნდა. ვიფიქრე, ქართული
პოლიცია იმდენად გულმავიწყია, ესეც მორიგ დროის ფუჭად ხარჯვად ჩათვალეს და
არქივში გადადესთქო. შევცვდი.
მეორე ფურცელზე გარკვევით იყო ჩვენება კვლავ მიცემული, თარიღის გადაწევის
შესახებ, რომელიც დღევანდელ თარიღს უჩვენებდა შუაღამეს, ანუ 12 საათს. ეს
აფსურდი იყო, მე მეორედ არ მივსულვარ ჩვენების მისაცემად. ვიღაცამ ჩვენება
შეცვალა, მაგრამ აქ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სახელი ეწერა.
- ახლა, ალბათ მეტყვი საქართველოში უამრავი ნატალია მეტრეველიაო.
ფურცლები კანკალით, ძალიან ნელა დავაწყვე მაგიდაზე. თავჩახრილი ვიჯექი და
საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი. ჰაერს რომელიც ფილტვებში მიტრიალებდა, ვერ
ვგრძნობდი. ასე მეგონა მიწა გამომაცალეს და შიგნით ჩამმარხესო. დანარჩენს კი
თავზე მაყრიდნენ და ცოცხლად მმარხავდნენ.
- ძალიან ბევრია, ნათია მეტრეველი, ნატა მეტრეველი, ნატალი მეტრეველი. მაგრამ
ნატალია მეტრეველი? თანაც ის ვინც ჩემს დამიანეს იცნობს? მხოლოდ ერთი!
დაიღრიალა და ფეხზე წამოხტა. ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო და
გააფთრებული დამცქეროდა. თავის დასაცავად არაფერი მაფიქრდებოდა. მხოლოდ
დამიანეს ვხედავდი, როგორ მიღიმოდა და გული მიჩქარდებოდა.თვალებში
აცრემლებულმა შევხედე.
- ოღონდაც ახლა ნიანგის ცრემლებით შოუმენობა არ დაიწყო და არ მთხოვო,
დამიანეს არ უთხრაო.
- არ უთხრა...- თავჩახრილმა ამოვილაპარაკე- გთხოვ.
ბოლო სიტყვა უკვე ისე დავიჩურჩულე, მეც ძლივს გავიგონე და მითუმეტეს
ვხვდებოდი რომ ნიკუშა საერთოდაც ვერ გაიგებდა, იმდენად გაცეცხლებული იყო
ოთახში ბოლთას ხმამაღლა, მძიმე ნაბიჯებით სცემდა. ხან თავს მოიქექადა, ხან
დოინჯს შემოირტყავდა.
- რა დაგიშავა ჰა?! მიპასუხე რა დაგიშავა ასეთი დამიანემ?!
ისე ყვიროდა, ალბათ მთელს შენობას ესმოდა. ეს ნაკლებად მანაღვლებდა. ალბათ
მასაც.
- არაფერი.
- არაფერი?! რა არაფერი გოგო, ხმას საერთოდ როგორ იღებ?! ძალიან კარგად გცოდნია
დამიანეს საქმიანობის შესახებ ყველაფერი. იმდენად დეტალურადაც კი, რომ მისი
დასმენა და ციხეში ჩასმა გადაწყვიტე, არა?! იცი რამდენს მიუსჯიან? 30დან 40
წლამდე, როგორც მინიმუმ. მაგრამ გეცოდინება, შენ ხომ ´ჭკვიანი გოგო´ხარ. ეს
სამუდამოს უდრის. აქ ისტერიკები მოაწყვე, დამიანე მიყვარს და რავქნაო. ესაა ხო შენი
სიყვარული?! მგონი თავში რაღაც კარგად ვერ გაქვს! ხომ ვეუბნებოდი დამიანეს, არ
გინდა ეგ გოგო, არ გინდა, არ მომწონს მეთქი და აჰა! როდის ვიყავი დამიანესთვი
მტყუანი? ღმერთო ამიხსენი როდის!- ხელები ჰაერში ასწია და სახე კიდევ ერთხელ
მოისრისა. უკვე ნელნელა ხმა ეხლიჩებოდა იმდენად ღრიალებდა. სავარძელს
მიმხმარი, კვლავ ვერ ვინძრედი. სრულიად გავიყინე. თავი გვამი მეგონა, რომელიც
უბრალოდ სუნთქავდა. ვერ ვაზროვნებდი, იმის ძალაც კი არ შემწევდა, რომ დასაშვებ
ვარიანტებზე მეფიქრა რა მოხდებოდა მომავალში..- შეუყვარდა ბიჭს, ცხოვრებაში
პირველად შეუყვარდა და ისე გივლიდა ნატალია, შენ წარმოდგენაც არ გაქვს! შენზე
ისე ლაარაკობდა მის თვალებში იმ ბედნიერებას ვხედავდი, რაც მთელი ცხოვრების
განმავლობაში არ დამინახავს! მის გამო მიგიღე და შეგეგუე.და შენ.. შენ რა გაუკეთე?!
მადლობა თქვი, რომ გოგო ხარ, თორემ ალბათ მაგარს დაგარტყამდი!
- დამარტყი, თუ ეს დაგამშვიდებს.
- ბატონო?!
უარესად აიფოფრა ნიკუშა და ახლა ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან. მის სუნთქვას
თავზე ვგრნობდი და გაყინული, უარესად ვიყინებოდი.
-ან ის კონცერტები რა იყო ზურიზე? ახლა ისიც აღარ ვიცი, რაფაელზე სიმართლე
თქვი თუ ეგეც დამიანეს ცხოვრების დანგრევის ერთერთი ნაწილი იყო!
- სიმართლეა, გეფიცები. ყველაზე წმინდას გეფიცები, რაფაელზე რაც გითხარი,
თითო სიტყვა სიმართლეა!
ხმა ამიკანკალდა და რამდენიმე ცრემლიც გადმომვარდა. მაშინვე მოვიშორე და
ცხვირით ჰაერი ღრმად შევისუნთქე. ამაოდ, ახლაც ვერ ვიგრძენი.
- და შენთვის რა არის ყველაზე წმინდა? ასეთი რამ საერთოდ გაგაჩნია?!
- დამიანე. დამიანეა ჩემთვის ყველაზე წმინდა!
არ დავაკელი და ყვირილში ავყევი.
- ხმას ნუ იღებ გოგო, სანამ ჯერ კიდევ სუნთქავ და შუაზე არ გადამიხსნიხარ!
ძალღონე მოვიკრიბე და ფეხზე ავდექი. რამდენიმე ნაბიჯი იმ ბავშვივით გადავდგი,
რომელიც ახლა სწავლობს სიარულს და შიში აქვს, ზედმეტად თუ აჩქარდა დაეცმაო.
- ანგელოზი ნატალია... ყველაზე კარგი გულის პატრონი ნატალია... მითხარი!
დამიანეს რა გავუკეთო ამის შემდეგ?! რა ვუთხრა, მატყუარასთან ერთად იყავი
თითქმის ერთი წელი მეთქი?! პრინციპში, სხვა არც არაფრის მოლოდინი არ უნდა
მქონოდა. თავიდანვე 'სტრანნად' მეჩვენა, პირველივე დღეს შენი ფეხების გაშლა!
ვხვდებოდი, როგორ მამცირებდა სიტყვიერად. ვგრძნობდი რაღაც სახეში ისე ძლიერ
მილაწუნებდა, მთელი კანი მეწვოდა. ცრემლები მომდიოდა თუ არა, არ ვიცი, ვერ
ვგრძობდი. უკვე შერცხვენილი ვიყავი. მე აღარაფერი მიშველიდა. კარებს თვალები
მშველელივით გავუსწორე და რამდენიმე ნაბიჯი ისევ ახლად ფეხადგმულივით
გადავგდი.
- აზრი აღარ აქვს.. ყველაფერი დამთავრდა. - თვალებში ბოლოჯერ შევხედე და
ამოვისლუკუნე. თავჩახრილი გავტრიალდი. მაგრამ მისმა სიტყვებმა შემაკავეს.
თითქოს, არ ელოდა ჩემს ასე დანებაბსო. მეტს ელოდა, ალბათ. ისევ პანიკების
ატეხვას, ცრემლების ღვრას და ვედრებას. ეს იმაზე უნამუსო საქციელი იქნებოდა, რაც
აქამდე ჩამიდენია. მისთვის ყველაზე ახლო ადამიანისთვის როგორ მეთხოვა ხელი
დამაფარეთქო?! ეს ხომ ტანჯვა იქნებოდა?! შებრუნებისთვის ძალა არ შემწევდა, ერთ
ადგილას გავხევდი და დაველოდე, მთლიანად როდის მეტყოდა სათქმელს და
ყველაფერი დასრულდებოდა.
- სადღაც გაქრა, შენი ენამახვილობა და მკაცრი ხასიათი. შენ ის ნატალია აღარ ხარ,
ვინც საათების, დღეების და თვეების წინ იყავი. ჩემმა მხილებამ სრულიად შეგცვალა!
სწრაფად მომმიარა გვერდი და წინ დამიდგა. მაინც ვერ ვახერხებდი, თავის აწევას და
მისთვის თვალებში შეხედვას.
- ზედმეტად მიყვარს დამიანე. მგონი საკუთარ თავზე მეტადაც კი, რომ ამ
მარაზმისთვის გავიმეტო. ახლა, ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი. - თავი მსუბუქად
დავუქნიე, მაგრამ მთელი ძალის ფასად დამიჯდა ეს პატარა ქმედება. მაშინვე
თავბრუსხევა ვიგრძენი. რამდენიმე წამიანი პაუზა თვითონაც გააკეთა და განაგრძო. -
არ მაინტერესებს და ამიტომ არ გთხოვ ახსნა-განმარტებას. შენნაირი სამარცხვინო
ქალისგან არაფრის მოსმენა არ მინდა. ეს ერთი. ახლა მეორე, მე ვერ დავუშვებ
დამიანეს ამხელა იმედგცრუება პირველმა სიყვარულმა და საყვარელმა ქალმა
მიაყენოს. და მესამე, დამიანეს ცხოვრებიდან გაქრები, ყველანაირ მიზეზ-საბუთის
გარეშე, თორემ ალბათ უკვე ხვდები, რომ აზრი არაქვს წინააღმდეგობის გაწევას.
თავი კიდევ ერთხელ, თავბრუსხვევით დავაქნიე. ისევ მეწვოდა ყველაფერი,
შიგნეულობებიც. გული მეწვოდა და მტკიოდა. თითქოს ნაჯახით დამიჩეხესო. რასაც
დასთეს, იმას მოიმკიო... ესეც ასე. მოვიმკე, ზუსტად ის რაც დავთესე. აბა რას ველოდი,
მართლა ცოლად მომიყვანდა? მართლა წარსულში დარჩებოდა ეს ყველაფერი?! ორი
ადამიანი მეზიზღებოდა ამ სამყაროშო. საკუთარი თავი და რაფაელი, რომელმაც ამ
ყველაფერში ისე გამრია, რომ ჩემთვის აზრიც არ უკითხავს.წარსულის გახსენება ახალ
ჭრილობებზე მარილის მოყრასავით იყო..
- ნიკა... რაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთე დამიანესთვის.ის არ უნდა დაიჭირონ.-
კიდევ ერთხელ მოვიკრიბე ძალა და ნერწყვი გადავყლაპე, რომ ოდნავ ყელი
ჩამეწმინდა.- მე წავალ.
ისე დავტოვე ოთახი, რომ მის პასუხს არ დავლოდებივარ, მაგრამ მაინც მოვკარი
თვალი მის გაოგნებულ ბრაზიან სახეს. გაკვირვებული იყო ჩემი სიტყვებისგან .
ალბათ ისევ თხოვნას და ვედრებას ელოდა. მაგრამ თვითონაც კარგად ვიცოდი, რომ
ამ ყველაფერს აზრი აღარ ჰქონდა და ყველაფერი დამთავრდა.

ჩემს არსებობას დედამიწაზე აზრი დაეკარგა. ამ ცხოვრებაში ერთადერთი კარგი რამ
რაც გამაჩნდა, ტყუილმა მოიპოვა და ცხოვრებამაც კარმულად, როგორც ყოველთვის
ტყუილს ფარდა ახადა. ხელში მხოლოდ ერთი კოზირი მეჭირა- ჩემი ვინაობა.
დამიანეს მოვშორდებოდი, ორივე დავიტანჯებოდით რაღაც დროის განმავლობაში,
მაგრამ მისნაირ ბიჭს ზუსტად ვიცოდი სულაც არ გაუჭირდებოდა მეორე ნახევრის
პოვნა მას შემდეგ, რაც ნარკო დილერობას თავს დააღწევდა.
ერთიანად განადგურებული მივიზლაზნებოდი ქუჩაში და ყველაფერი მტკიოდა.
საკუთარი ასაკი რომ არ მცოდნოდა, ვიფიქრებდი ერთი უბრალოდ ბებრუხანა ვარ,
რომელიც საკუთარი სიცოცხლის სახლის კარამდე მითრევას ცდილობს, რომ ქუჩაში
არ დალიოს სული. კიბეები ძლივს ავიარე და როგორც ყოველთვის ღია კარში
შევაბიჯე. ახლა, ყველაზე ნაკლებად მსურდა რაფაელის სახის დანახვა, მაგრამ
ყველაფერთან ერთად ამასაც როგორმე გავუძლებდი.
- გაგახსენდა სად ცხოვრობ?
კითხვა დავაიგნორე. სამზარეულოში გავედი და წყალი დავისხი. ერთი ჭიქა ისე
ჩავცალე, თითქოს ვინმე მაჩქარებდა. ლინზები სათითაოდ მოვიხსენი და თვალები
როგორც იქნა დავასვენე. ვინაიდან და რადგანაც, დამიანესთან თანაცხოვრებისას
ზოგჯერ მიწევდა, რომ ლინზებით დამეძინა.
- შენ გელაპარაკები გოგო!
- ღმერთო, სულ ღრიალის ხასიათზე როგორ ხარ...- ჩავიდუდუნე ხმადაბლა.
ნორმალურად საუბრის ძალაც არ მქონდა. სკამზე ჩამოვჯექი და ხელებში თავი
ჩავრგე. წარმოდგენა არ მქონდა ახლა რა უნდა გამეკეთებინა. სად უნდა წავსულიყავი
და როგორ.
- დღეს ძმაკაცი მოვინახულე.
- გილოცავ. ისეთი დღე აგირჩევია, რომ იქ არ დაგხვდი.
- შენი ტანსაცმელი ასე გამოფენილი თუ დამხვდებოდა, არ მეგონა. თქვენ რა,
ევროპულ ბედნიერ წყვილს თამაშობთ თუ რა ხდება?!
ხასიათი ცინიზმით ეჟღინთებოდა და მის სასმლით აყროლებულ სხეულს უფრო და
უფრო ახლოს წევდა ჩემსკენ.
- მომისმინე რაფაელ...- რაც შემეძლო მშვიდად და სერიოზულად დავიწყე საუბარი. -
მე ამ ყველაფრიდან გავდივარ.
- რა!?
- ამ თამაშიდან გავდივართქო. დღეს წამოვიღებ ჩემს ნივთებს რურუასგან, აქაც
ავაგროვებ რაც მაქვს და მივდივარ.
სრული სერიოზულობით ჩავილაპარაკე და ფეხზე ძლივს წამოვდექი. ენერგია
საერთოდ არ გამაჩნდა. რაფაელის სიცილმა მთელი სახლი მოიცვა. ისეთ ხმაზე
ხარხარებდა, ვგრძნობდი სახურავზე მჯდარი ჩიტები მყუდროების დარღვევის გამო
როგორ გაფრინდნენ.
- ძალიან დააგვიანე. ახლა, როცა დროა, წასვლა როგორ შეიძლება. მთავარ სპექტაკლს
გამოტოვებ. რამდენიმე დღეც მოიცადე.
- არა რაფაელ, ვერ გამიგე. მაგ სპექტაკლს არ ვანხორციელებ, ჩემი სურვილით
მივდივარ და გთხოვ აღარაფერი თქვა.
- არსადაც არ წახვალ!- ვიგრძენი მისი ხმის ვიბრირებისგან ჭურჭელი როგორ
შეზანზარდა. მკლავებში მწვდა და შემარყია. ამან თავი უარესად ამატკია. თვალებში
შევხედე და წარბი ავუწიე.
- წავალ. რუსეთში წავალ. ᲛკIდია ,შენი ნატალია მეტრეველი შენთვის დაიტოვე. აღარ
მინდა ეს ყველაფერი! ჯანდაბამდეც გზა გქონია შენც და...
დამიანე უნდა მეხსენებინა, მაგრამ საკუთარმა თავმა უფლება არ მომცა. გული კვლავ
მეტკინა. გონებაში მოცინარი და ბედნიერი დამიანე მყავდა, რომელსაც ტყუილი
აბედნიერებდა და ამის გამო უარესად მტკიოდა გული.
- დაასრულე!
თვალებში ცრემლები ჩამადგა.საბოლოოდ დავმარცხდი რაფაელის წინაშე.
- ახლა არ გაგიჟდე და არ თქვა რომ...
არ ვუყურებდი მაგრამ ისედაც ვიცოდი, წარბი როგორ უთამაშებდა. ძლიერმა ხელმა
მარჯვენა ლოყა მალევე ამიწვა და გაბრუებული უარესად გამაბრუა. წონასწორობის
შესანარჩუნებლად ნიჟარას დავეყრდენი.
- საშიშები ხართ ეს ქალები! მე შენ გითხარი რა მოხდებოდა, თუ დამიანეს მიმართ
გრძნობები გაგიჩნდებოდა.
- დამიანეს ხელს არ დააკარებ! - კბილებში გამოვცერი.
- რატომ ვითომ?
კვლავ ახარხარდა. თვალებით საჭრელ დანას ვეძებდი, ახლა რომ სადმე დამენახა,
დაუფიქრებლად გამოვასალმებდი რაფაელს სიცოცხლეს და შემდეგ უფრო დიდი
მიზეზი მომეცემოდა რუსეთში დასაბრუნებლად.
- მიყვარს!
თვალებში შევხედე. თითქოს, ამის აღიარებამ არამარტო რაფაელთან, არამედ
საკუთარ თავთან რაღაც ძალა შემმატა. ის ძალა რომ დამიანესთვის როგორმე მეშველა,
მაგრამ ვიცოდი მე მეტის არაფრის გაკეთება შემეძლო. სამკუთხედი იყო შექმნილი
სადაც რურუა, აბესაძე და გოგოლიძე იყვნენ კუთხეებში. სამი კატეგორიულად
განსხვავებული არჩევანი, მაგრამ სამიზნე ერთი- დამიანე.
- დავიღალე! მართლა დამღალე რაფაელ! ამ თამაშმაც დამღალა. თავს ვიმშვიდებ იმ
იმედით, რომ წლების შემდეგ მაინც დავისვენებ ¨ვერნათქვამის¨ამონთხევით!
რაც ძალა მქონდა დავუყვირე და საკუთარ ოთახში გავვარდი. აქაურობა იმდენად
ყარდა და იმდენად არეული იყო, გულისრევა მომინდა. სანამ საკუთარი ნივთების
შეგროვებას დავიწყებდი, იქამდე წამომეწია რაფაელი და ხელებში მწვდა. კედელს
მთელი ძალით მიმაჯახა და თვალებში გააფთრებულმა შემომხედა. თითქოს ვერ
გადაეწყვიტა რა ექნა. ახლა აღარაფერი მადარდებდა, ყველანაირ ტკივილს ავიტანდი,
ფიზიკურს თუ სულიერს. ყველაზე უარესი უკვე მოხდა და ამაზე საშინელებას
რაფაელი ნამდვილად ვერ იზამდა.
- შენს როლს ბოლომდე ითამაშებ!
- შენ შეცვალე ჩვენება... - ხმადაბლა ჩავილაპარაკე და მანაც ხელები მომაშორა.
გაბუჟებული ვამოძრავებდი ტუჩებს რომ სიტყვები პირიდან ამომსვლოდა. მაშინვე
როგორ ვერ მივხდი ამას? კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- შევცვალე, რადგან შენ ზედმეტად გატაცებული იყავი დამიანესთან
ურთიერთობით.თანაც, ამბები მომესმა რამდენად ხშირად სტუმრობ განყოფილებას.
- არაკაცი ხარ! ეს როგორ გააკეთე?!
- ამას მართლა მეკითხები?
კვლავ მისი სიცილი. ყურები ტკივილს იწყებდნენ.
- საბუთები გაგიყალბე, შენი აზრით მე არ მყავს მაღალ საფეხურზე მყოფი,
გავლენიანი ნაცნობი?
- იცი ქალებს საშიშს რატომ გვიწოდებ? - არ დავნებდებოდი, აქედან ცოცხალი თუ
მკვდარი მაინც გავიდოდი.
-ელიზაბეტ, უკვე მეტისმეტად ტვინს ბურღავ!
-ფეხებშორის კაცივით პატარა ჭიაყელა არ გვაქვს და მაგიტომ!
ზიზღით ამოვილაპარაკე და საკუთარი ამონასუნთქვით თმა სახიდან გადავიწიე.
-არც ისე პატარაა, თუ არ გაჩუმდები კიდევ გამოცდი!
კბილებში გამოცრა, სახე ახლოს მომიწია. ამაზრზენ არსებას გავდა. ნამდვილი ტყავ
გადაცმული ეშმაკი იყო. ოღონდ დამიანეს არ მიკარებოდა, ოღონდ მასთან არ
წასულიყო...
- დამიანეს შეეშვი, ყველაფერზე თანახმა ვარ!
დამიანე:

ფულის 40% ჯიბეში მეწყო და ველოდებოდი, როდის მოვიდოდნენ. მაჯის საათს
დავხედე, 20 წუთი მქონდა დარჩენილი იქამდე სანამ თავისუფლად
ამოვისუნთქებდი, ან პირიქით ეს ამოსუნთქვა უკანასკნელი იქნებოდა.
სიგარეტს გავუკიდე და ნატალიას გადავურეკე. მისგან დილის შემდეგ არ მსმენია.
ვხვდებოდი, რომ მასთან თანაცხოვრებას იმდენად დავეჩვიე,მისი ხმის ტემბრს და მის
სურნელობას, რომ დიდხანს ვეღარც ვძლებდი უიმისოდ.
- გისმენ.
თითქოს ხმა გაუწყდაო, თუ კავშირი წყდებოდა ვერ გავიგე. ოდნავ ფეხზე წამოვიწიე.
მზე არაჩვეულებრივ ფერებში ჩადიოდა. ნამდვილად კარგი და ლამაზი სანახაობა
იყო. შემოდგომის სიო კი სულაც არ ერიდებოდა ადამიანების აკანკალებას.
- რა ხმა გაქვს, ყველაფერი კარგადაა?
- კი კი, საღამოს უნდა დაგელაპარაკო.
- აუცილებლად. - ჩავიცინე და რამდენიმე წამით შევყოვნდი. ცას კვლავ თვალი
გავუსწორე და რომ მივხვდი, არც თვითონ აპირებდა არაფრის თქმას. მე გავაგრძელე
- ახლა ცას ვუყურებ და ისეთი ამინდია , მე და შენ ცხელ შოკოლადს რომ უნდა
ვსვამდეთ, სადმე ფანჯარასთან ახლოს , პლედში გახვეულები, თუმცა მაინც
ერთმანეთის სიყვარულით გამთბრები და მე გიკოცნიდე სიგარეტის სურნელით
გაჟღენთილ თითებს. მაგრამ რას ვიზამთ, აგერ წუთი წუთზე გამომიტანენ განაჩენს
და მერე ამ სურვილს ან ავიხდენ, ან არა.
- კარგი რა, ნუ ამბობ ეგრე გთხოვ. არაფერი დაგემართება.
- რა ხდება, შენ მართლა გეშინია?!- მის ხმაზე გამეცინა.მართლაც დაბნეული და
შეშინებული მეჩვენა. არადა ხომ ვიცოდი, ყველაზე უშიშარი და შეუდრეკელი გოგო
მყავდა მსოფლიოში.
- არა არ მეშინია, უნდა წავიდე.
ახლა ვხვდებოდი, რომ კავშირი მართლაც წყდებოდა. სანამ დასამშვიდობებელ
პასუხს გავცემდი, იქამდე გაითიშა. ტუჩებგაპობილი დავრჩი. მხრები ავიჩეჩე და
მობილური ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. მანქანას აყუდებული უკვე შორიდან
ვხედავდი ორი შავი ჯიპი როგორ მიახლოვდებოდა. მეორე ღერი სიგარეტი
ასფალტზე დავაგდე და ფეხით ჩავაქვრე, ისე რომ მანქანებისთვის თვალი არ
მომიცილებია. კისერი მამალივით დავიგრძელე და რაც შემეძლო ამაყი
გამომეტყველება მივიღე.
ხელოვნურად აკრული მიმიკა სახეზე სრულიად შემახმა, როდესაც ერთერთი
ჯიპიდან გადმომავალი კოტე დავინახე.
- შე ნაბი·ვარო...- ხმადაბლა ჩავილაპარაკე. ვიცოდი ვერ გაიგებდნენ, მაგრამ რომც
გაეგოთ, არ მანაღვლებდა. კისერზე ძარღვები დამეჭიმა. როგორც მინიმუმ, სამი
ვარიანტის განხილვა მოვასწარირა ხდებოდა, სანამ ოთხი კაცი, მათგან ერთერთი ჩემი
მეწილე კოტე, წრეს შემომარტყავდნენ.
- გამარჯობა.
მივესალმე და ოდნავ გავიღიმე.
დანარჩენი სამი ავისმომასწავლებლად მიმზერდა. ვატყობდი, კოტეს უკვე ყველაფერი
ჰქონდა მათთვის ჩაკაკლული ჩემი დანაკლისების შესახებ და ახლა ალბათ ორმაგ
მეწილეობასაც თამაშობდა. იმ სიტუაციით ვისარგებლე, სადაც მხოლოდ მე
ვსაუბრობდი და შეტევაზე გადავედი ჩემებური მიდგომით. თავში ნაცნობმა ფრაზამ
გამიელვა ¨თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა¨ საკუთარი თავი მეტად
წავაქეზე.
- როგორც ვხედავ, ჩემი მეწილე, კოტე, უკვე გაიცანით.
საზიზღარი ღიმილი სახიდან არ მშორდებოდა და ჩემს ყოფილ პარტნიორსაც თვალს
არ ვაშორებდი.
- ბიჭო! გავიცანით კი არა, კოტე ჩვენიანია უკვე რამდენიმე თვეა.
- რამდენიმე თვეო?!
გაკვირვება ვერ დავმალე და მოსაუბრეს გადავხედე. ჩემზე ერთი თავით მაღალი და
საშინლად გამხდარი იყო. მისი სიმაღლით აშკარად მანიპულირებას ცდილობდა.
- კოტე, ამიხსნი?
- მაგას შეეშვი, შენ უნდა აგვიხსნა, გავიგეთ რაღაც პრობლემები ყოფილა ფულზე.
- გამომართვით. - ჯიბიდან კონვერტი ამოვიღე და გავუწოდე, თითქოს არც ვიცოდი
რაზე საუბრობდნენ.
- შეაგროვე ? - აღტაცება ვერ დამალა კოტემ. თითქოს კბილის საჩიჩქნი გამოაცალესო,
ისეთი სახე ჰქონდა. დავაიგნორე და იმ მაღალს მივუბრუნდი, რომელიც ყველაზე
მეტს საუბრობდა და როგორც ვატყობდი აქ უფროსი იყო.
- რამდენიმე ათასი აკლია, დროს თუ მომცემთ 50ის მაგივრად 70%ს დაგიბრუნებთ.
ჩემს სიტყვებზე დარჩენილი ორი ჩემსკენ წამოიწია და ერთერთმა მხარზე ხელი
დამადო. მის ხელს ზიზღით დავხედე, შემდეგ კი მაღალს და კოტეს გადავხედე.
ერთმანეთს თვალებით ესაუბრებოდნენ. ხელები წინასწარ მოვმუშტე და
ყველაფრისთვისთვის წინასწარ მოვემზადე.
- ასე იყოს.
შეირხა მაღალი. ხელები მოვადუნე და უკან მდგომმაც მხარი გამინთავისუფლა.
- მაგრამ ამას არ გაპატიებენ.
- ასე არ გამოვა, მას 6 თვე ჰქონდა ნახევრისთვის. ჩემს წილსაც იღებდა. - აყვირდა კოტე
პატარა ბავშვივით. ხელით მაღალმა გააჩერა და ჩემსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი
გადმოდგა.
- 80%
- 70.
- 75.
ჯანდაბას.
- შევთანხმდით.
ხელები ჰაერში ავწიე და ღრმად ამოვისუნთქე. მთავარი იყო ამ ყველაფრიდან
გამოძრომის სუნი მცემდა. ინტუიცია არასდროს მივარგოდა, არც ამჯერად
გაამართლა.
მუცელში ძლიერი დარტყმა მივიღე იმ მაღალისგან. იმდენად ძლიერიც კი რომ ცალ
მუხლზე მომიწია დაყრდნობა.
- მოკითხვა უფროსებისგან, ერთი თვე გაქვს. არც მეტი არც ნაკლები.
თვალებიდან ნაპერწლების გადმოყრამდე ძალიან ცოტა მეკლდა. ალბათ
თინეიჯერობის შემდეგ ასე გვარიანად არავის დაურტყამს ჩემთვის. ძვლები
ერთიანად ამიტკაცუნდა, ფეხზე რომ წამოვდექი. ვუყურებდი მანქანაში როგორ
სხდებოდნენ სამნი და კოტე. ნამდვილი ვირთხა იყო. უკვე ჩაფიქრებული მქონდა,
როგორც კი კორპუსამდე მივაღწევდი, მისი წილი გარეთ გამომეტანა და გვარიანად
დამეწვა. ზურგის ქცევას და ღალატს, მით უმეტეს ამ საქმეში არავის ვაპატიებდი.
- წარმოგიდგენია? მივედი და კოტეც იქ დამხვდა.
ჩავძახე ნიკუშას ტელეფონში, თან ცალი ხელით საჭეს ვატარებდი.
- ცოტა ნელა, არაფერი მესმის. - უჩვეულოდ ხმადაბლა მიპასუხა. ამოვიხვნეშე, ბრაზი
უკან გადავისროლე და ვეცადე შედარებით ნელა და გარკვევით მეთქვა ყველაფერი.
ფაქტმა, რომ დრო კიდევ ერთი თვე მომცეს, ნიკუშა გამოაშტერა და არაფრის
დიდებით არ დამიჯერა.
- სამსახურში ვარ, სახლში მისვლამდე გამომიარე, ვილაპარაკოთ.
- შენ რა გჭრის?! ყველაფერი კარგად გაქვს? - ვკითხე ძმაკაცს, რომელსაც ხუთი
თითივით ვიცნობდი. - ღამის 10 საათზე რა გინდა განყოფილებაში?
- რაღაც ამბებს ვაგვარებდი და შემოვრჩი. მოდი აუცილებლად.
- ნიკუშ, არ მომწონს ეს ყველაფერი... შენ რომ გამოხვიდე ჩემთან? ნატალიაც სახლში
იქნება უკვე წესით. თან რამდენი ხანია არ გინახავს.
- ნატალია? - ტელეფონშიც კი ვიგრძენი, ხმა როგორ დაეძაბა.
- ხო, რა გჭირს თქვი რა! - ამოვიოხრე და ცალი ხელი ნერვებისგან საჭეს მაგრად
დავკარი. აშკარად არ ვიყავი კარგ ფეხზე ამდგარი.
- ნატალია იქნება?!
- შენ რა, ეხლა გაიგე ჩემთან რო ცხოვრობს? მოდი, მოდი. ვისკის გაგიხსნი, ცოტა
აზრზე მოგიყვანო.
ჩავიცინე, ტელეფონის გათიშვას ვაპირებდი, რომ ნიკუშას სულისშემძვრელმა ხმამ
გამაჩერა. ბოლოს როდის დამიყვირა, აღარც კი მახსოვდა. ალბათ მაშინ, პირველად
რომ ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგო. ისე დაემთხვა, რომ მისი პოლიციელობის
პირველი დღეები და ჩემი ნარკო დილერობის საწყისი ერთდროული აღმოჩნდა.
თავიდან, ჩემს სახლში რომ კოკაინი აღმოაჩინა, კისერში მწვდა და ისეთი მიღრიალა,
სულ გამოშტერდი ესღა გეკლდაო. საწყალს ცრემლებიც კი მოადგა. ეგონა, რომ მე
შევჯექი წამალზე რაზეც სიცილი ვერ შევიკავე და პირში ჩავცინე. რომ გაიგო დილერი
ვიყავი, საერთოდ შეიშალა ჩკუიდან. ალბათ მეც და მანაც წამით ისიც კი გავიფიქრეთ,
რომ ჩვენი მეგობრობა იქ დასრულდებოდა, რადგან სამყაროში ორი ერთმანეთის
საწყინააღმდეგო როლი გვეკავა. ის კატა იყო, მე თაგვი. მაგრამ ღმერთმა
უერთმანობისთვის არ გაგვწირა და ძმაკაცობა შეგვინარჩუნა. მოგონებების
გახსენებისას, ნიკუშას ღრიალი სულ გადამავიწყდა. თავი შევიბერტყე და ტელეფონი
ჯიბეში დავაბრუნე. ორივე ხელი საჭეს მოვკიდე და გეზი პოლიციისკენ ავიღე.
ელიზაბეტი*:
ცხვირის სრუტუნით, თვალებ ამომწვარი ვკრეფდი ჩემს ნივთებს და უზარმარ შავ
ჩანთაში უწესრიგოდ ვყრიდი. ყველაფერთად ერთად, ისიც მიკვირდა, რომ რაფაელმა
მხოლოდ ერთხელ მაკოცა უხეშად და ისე გავარდა სახლიდან რომ არც
გავულანძღივარ დამიანეს შეყვარების გამო.
- ჩემი დამიანე... ხარ რო ჩემი ისევ?
საკუთარი თავისთვის ჩავილაპარაკე და ცრემლებმაც გზა უნებართვოდ გაიკვალეს.
საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელში ავიყვანე. ემოციებისგან ჯერ კიდევ
მაკანკალებდა. თვალწინ მედგა აბესაძეს გააფთრებული სახე, დამიანეს ბედნიერი
სიცილი და რაფაელის ავისმომასწავლებელი თვალები. წარმოდგენაც არ მქონდა
ახლა სად წავიდა და არც მაინტერესებდა. ასე უფრო მშვიდი იქნებოდა ჩემთვის ამ
დაწყევლილი სახლიდან თავის დაღწევა. დამიანესთან ბოლოჯერ მაინც ვაპირებდი
მისვლას, მის ნახვას, იქნებ მისი სიცილიც კი დამენახა და ჩაჩუტული თაფლისფერი,
დიდი თვალები, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა. ცხოვრება მოულოდნელობითაა
სავსე. ვერასდროს წარმოიდგენ რა შეიძლება გელოდოს მომავალში. ვერც მე
წარმოვიდგენდი რა მელოდებოდა, როდესაც საქართველოში ვბრუნდებოდი.
ქართულად მეტყველება ასე თუ ისე მიჭირდა სანამ რაფაელს და მის დას
შევხვდებოდი. რუსულად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობ, როცა ბებიას ვუკავშირდები.
ანუ ეს ძალიან იშვიათად ხდება, ამიტომაც უკვე გამართულად საუბარი შემეძლო.
ახლა ვისურვებდი, საერთოდ არ ჩამოვსულიყავი სანტ-პეტერბურგიდან. ან თუ
ჩამოვიდოდი, გოგოლიძეების გაცნობის გარეშე გამეკეთებინა ყველაფერი. სანამ
წარსულში ქექვას უარესად გავაგრძელებდი და გულს დავინაწილებდი, გონზე
მოვედი. ცრემლები შევიმშრალე. ლინზები თვალის გუგებს დავუბრუნე და ღრმად
ამოვისუნთქე. ხელები კვლავ მიკანკალებდა. რატომ მიკვირდა საერთოდ?!მართლაც
უგულო უნდა ვყოფილიყავი, რომ დამიანესთან ურთიერთობის შემდეგ, მის მიმართ
ოდნავი სიბრარული და გრძნობები არ გამჩენოდა. როდის მოხდა ეს საერთოდ?....
ჩანთას თავი კარგად მოვუკარი. მართალი იყო, ყველაფერს ვერ წავიღებდი და არც
ვაპირებდი. იყო ნივთები, რომელთანაც მოგონებები მაკავშირებდა, რომლებიც
რაფაელს უკავშირდებოდა და ნამდვილად არ მინდოდა მთელი ცხოვრება მისი
ჩრდილის ქვეშ მეცხოვრა. ეს უკვე მისი საქმე იყო, რას გაუკეთებდა ჩემს ნივთებს.
უფრო სწორად, ნატალიას ნივთებს. პირადობა კიდევ ერთხელ შევიმოწმე,
უცვლელად მედო ჯიბეში. ამოვიღე და ხელი მაშინდელივით კანკალით გადავუსვი
სახელს და გვარს, როცა განყოფილებაში პირველად შევაბიჯე სიმართლის
სათქმელად.
- როგორ შეძელი, ნატალია?... ამდენი როგორ შეძელი? ესეთი უგულო როგორ ხარ?! -
ვხვდებოდი, ისევ ვტიროდი. იატაკზე ჩაკეცილი საკუთარ არ-არსებობას დავტიროდი
და ზიზღი მიპყრობდა. - როგორ გამოგივიდა ყველაფერი? ამიხსენი, მეც მასწავლე...
არ გეცოდებოდი? არ გეცოდებოდი როდესაც გაჩნდი და ეს ყველაფერი დაიწყე?!
დამიანეს უშენოდ რა ეშველება?
ბოლოჯერ ამოვისლუკუნე და სიმწრისგან პირადობის მოწმობა შუაზე გადავტეხე.
თითქოს მომეშვა. თითქოს ნატალიას რაღაც ნაწილი უკვე საფლავში ჩავდე. ცრემლებს
კვლავ ვერ
ვიჩერებდი. სად მქონდა ამდენის მარაგი, თვითონაც მიკვირდა. ჩანთა ზურგზე
მოვიკიდე. უკანასკნელად გავჩერდი ჩემი ოთახის ზღურბლთან და ყველაფერი
შევათვალიერე. ყველა მომხდარმა სიტუაციამ თვალწინ ჩამიარა. ზიზღით კიდევ
ერთხელ ავივსე და კვლავ ´ჩემს´გადატეხილ პირადობას გავუსწორე თვალი.
¨საბუთები გაგიყალბე, შენი აზრით მე არ მყავს მაღალ საფეხურზე მყოფი, გავლენიანი
ნაცნობი?¨ - რაფაელის სიტყვებმა თავში გამიარა. ცალმხარზე შემოგდებული
შემოდანი მაშინვე გავაგდე და სახლიდან იმდენად სწრაფად გავიქეცი, როგორც
შემეძლო.
გავრბოდი, გავრბოდი და ყველაფერი ერთიანად მტკიოდა. სირბილის ძალა არ
გამაჩნდა, კუნთები მტკიოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვაძალებდი. ახლა გაჩერება არ
შეიძლებოდა. რაფაელმა შეცვალა ჩვენება. ახლა წავიდა.
სად წავიდა? სავარაუდოდ დამიანესთან.
რატომ წავიდა? რადგან საბოლოო დარტყმა მიაყენოს.
ჩემმა გრძნობებში გამოტყდომამ რაფაელს უკანასკნელი ბიძგი მისცა. ღმერთო, ამით
მხოლოდ ის გავაკეთე რაც მას სჭირდებოდა. ნიკუშასთან დიალოგი გამახსენდა.
საბუთები...
ახლად ნაწვიმარ ასფალტზე ძალაგამოცლილი ვეცემი და ვგრძნობ, თხელი შარვლის
მიუხედავად მუხლები როგორ მიტყავდება. უხმოდ ვხავი და ფეხზე წამოდგომას
ვცდილობ. ისევ წვიმას იწყებს. ძვლებს ვიმაგრებ და წელში ვსწორდები. ჩქარი
ნაბიჯებით ვიწყებ სიარულს და ისევ სირბილს ვიწყებ. ლოყები მიხურს, მთელი კანი
და სხეული ნორმალურ ტემპერატურას სცდება. სირბილისას მოხვედრილი ცივი
ჰაერი აზროვნებას უფრო მიფართოებს.
საბუთები... ჩვენება... დღევანდელი დღე... შუა შემოდგომა... ღამის თორმეტი საათი.
ძალა გამოცლილი გაჩერებასთან ვჩერდები. ტრაფარეტზე წითლად გამოსახულ საათს
ვუყურებ. თორმეტამდე 20 წუთი რჩება. ჯიბეებს გულდასმით ვიქექ და მახსენდება,
რომ მობილური იმ ჩემოდანში მქონდა, რომელიც სახლში იატაკზე დავაგდე.
დამიანეს ვერ დავურეკავ. წვიმის წვეთებს შუბლიდან ცალი ხელით ვიშორებ და
ღრმად ვსუნთქავ. თუმცა არ ვიცი, ეს მართლაც ცის ტირილია თუ ცივი ოფლი მასხამს.
წელში ვიმართები, ნაბიჯებს მთელი ძალისხმევით ვდგამ და ვკანკალებ. მცხელა,
მცივა, წარმოდგენა არ მაქვს რამჭირს. მთავარია დამიანეს მივუსწრო.
შესახვევში თვალს წითელი და ლურჯი განათებები მჭრის. ვხვდები რაც ხდება და
გული საგულედან პირდაპირი მნიშვნელობით მიხტება. სირბილს ვაგრძელებ,
ვცდილობ მანქანებს დავეწიო და გავასწრო კიდეც, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ
სუპერძალებით დაჯილდოებული არ ვარ... სირბილს მაშინ ვწყვეტ როდესაც ვხედავ,
ლამის ოცკაციანი სპეცნაზი როგორაა შემოვლებული დამიანეს სარდაფს. თეთრ
შუქებს თვალს ვაყოლებ, რომლებიც ვხედავ კორპუსის სადარბაზოებში სართულიდან
სართულამდე როგორ ადიან და ვხვდები, რომ დამაგვიანდა.
დამიანე*:
სანამ მანქანისთვის გასაჩერებელ ადგილს ვეძებ, ვხედავ როგორ დგას აბესაძე
შესასვლელთან და სიგარეტს დრაკონივით ეწევა. მიკვირს, რომ ამ შუა ღამეს
განყოფილების ტერიტორია საპატრულო მანქანებით გავსებულია. სწრაფად
გადავივარ და ნიკუშას ვუახლოვდები.
- აქ ღამღამობით სულ ესეთი ამბავია?
თავით, ნახევრად ღიმილით საპარკინგო ადგილზე ვანიშნებ. სერიოზული
გამომეტყველება არ სცილდება. სიგარეტს აქრობს და უკანასკნელ ნაპასს ძალიან ნელა
უშვებს პირიდან.
- შიგნით შევიდეთ.
გამჭირვალე შენობას გარედან თვალს ვავლებ. კაციშვილის ჭაჭანება არაა, რაც ძალიან
მაეჭვებს და ერთ ადგილზე ვიყინები.
- ნიკუშა რა ხდება?
- შენც ხვდები, რომ რაღაც რიგზე ვერაა, არა?!
ისე იცინის, მგონია ახლა სადაცაა ტირლიში გადაუვა. პანიკურად. თავს ყოყმანით,
უარის ნიშნად ვაქნევ და თვალებში ვაშტერდები. რაც არ უნდა მითხრას, ვხვდები რომ
გამოცარიელებულ პოლიციის შენობაში შესვლა ნამდვილად არ მინდა.
- ერთადერთი ადგილი აქაა, სადაც ახლა არ მოგძებნიან. რამდენიმე საათით მაინც. -
თვალებს ისრესს და სიტყვებს ძლივს აბამს ერთმანეთზე. საშინლად ვიბნევი და
წარბებს ერთმანეთს ვაახლოებ. ტუჩებს ერთმანეთს ვაცილებ, რომ კითხვები ძმაკაცს
დავაყარო. ჩანაფიქრს მაშინვე მიხვდებდა და ლაპარაკს მასწრებს.
- ძალიან მეეჭვა შენი კოტეს საქციელი. უფრო იმ სამი კაცის, ვისზეც მომიყევი. ეგრე
მარტივად ეგ ტიპები არ პატიობენ. ციხიდან რა ამბები მაქვს იცი მოსმენილი?
იფიქრებ, ჩავჯდები, ჩემსას მოვიხდი და რომ გამოვალ უკვე აღარც ვემახსოვრები მაგ
ნარკო მევალეებსო. არადა თავს როდესაც ყველაზე მშვიდად და დაცულად გრძნობ,
ზუსტად მაშინ მოგაყენებნ საბოლოო დარტყმას. და შენი ჯერი ამ ღამ დადგა, დამიანე.
- ამიტომ მითხარი პირდაპირ აქ მოდიო?! რას ბოდიალობ? - გაუგებრობისგან ხმას ისე
ავუწიე, ვერც გავაანალიზე. კისერი ერთიანად დამეჭიმა.
- ახლა შენს სახლს, მინიმუმ 4 მანქანის ხალხი ახვევია. ხვდები ეს რას ნიშნავს?! -
თვალებში მიყურებს და ცდილობს ჩემი გამომეტყველებით პასუხი ამოიკითხოს.
რათქმაუნდა ვხვდები, უბრალოდ შოკირებული ორ ასოს ერთმანეთზე ვერ ვაბამ, რომ
დავეთანხმო.
- ამაზე მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ სანამ შენ მოხვედი, წავიდა კიდეც ის
დაწყევლილი რაზმი.
- და აქ მოსვლით საქმეს გავამარტივებდი, რომ მთელი კორპუსი არ აეწიოკებინათ?!
- არასწორად ნუ მიგებ, შენზე არავინ იეჭვებდა. არც იციან როგორ გამოიყურები.
ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ შეგხვედროდი.
- როგორ მოხდა?...
ამოვიბურტყუნე და ხის სკამზე ჩამოვჯექი. სახეს წვალება დავუწყე. ფრჩხილებს
მთელი ძალით ვისობდი ოდნავ ამოსულ წვერზე- ცოტაც და კანს ავიძრობდი.
- ვიღაცამ... ვიღაცამ ჩვენება შემოიტანა. დღეს ვნახე. ვიცოდი ამ ღამ დაგადგებოდნენ.
მოგაცილე იმ ადგილს. იქ ვეღარ მიისვლები. ჩემთან გადმოდი და რამეს
მოვიფიქრებთ.
- რას მეუბნები ნიკუშა?!
- იმას, რომ დღეს ამთავრებ შენს პროფესიულ მოღვაწეობას.
თვალებს მიბრიალებს და იმუხლება. მჯდომიარეს მუხლებზე მეყრდნობა და
თვალებში მიყურებს. ორივე ხელი პირზე მაქვს აფარებული და სუნთქვის
დარეგულირებას ვცდილობ.
-ვინ მისცა ჩვენება?!
თავი სინანულით გააქნია- წარმოდგენა არ მაქვს. ანონიმი იყო.
-ჯანდაბამდეც გზა გქონია, კოტე!
ფეხზე წამოვდექი და სანაგვე ურნას ფეხი მთელი ძალით გავკარი.
-დამიანე დაწყნარდი რა!
-დავწყნარდე?! ალბათ მეხუმრები ხო? მაგ კაცმა სახლი წამართვა! ფული წამართვა!
უარაფროდ დამტოვა! -ღრმად ამოვიხუნთქე.ყველანაირად ვცდილობდი არ
მეღრიალა და ქცევები მეკონტროლა, რადგან დარწმუნებული ვიყავი პოლიციის
კამერები კარგად ფუნქციონირებდა და ამაზე მეტი შარი აღარ მჭირდებოდა.
- გველივით შემომისისნდა! მეც დავიჯერე, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. რა
დებილი ვარ! რა დებილი ხარ დამიანე!- საკუთარ თავს მუშტებს ვუშენდი. ნიკუშა
გაშეშებული მიყურებდა.- შენ წარმოდგენა არ გაქვს, როგორი ზიზღით მაძლევდა
ხოლმე იმ ხუთ პროცენტს. ახლა ყველაფერი გასაგებია. თურმე რა ხალხთან არის
შეკრული! ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ ნახევარს მაინც უხდის, თუ მეტს არა!
საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და მუხლებს დავეყრდენი. ასე მეგონა ძვლები
მიკანკებდა. იმდენად გაცეცხლებული ვიყავი, პირიდან ორთქლიც კი ამომდიოდა.
თავში ელვასავით გამიელვა ჩემმა ყინულისთვალებამ და მაშინვე წელში გავსწორდი.
-ნატალია… ჯანდაბა, ნატალია იქ არის! უნდა წავიდე.
ძლივს მივაყარე ძმაკაცს სიტყვები და მანქანისკენ ჩქარი ნავიჯევით გავემართე.
აბესაძე წინ გადამიდგა და მხრებით დამიჭირა.
-ნუ გააფრინე ახლა! შენი იქ მისვლით ხვდები მაინც რას იზამ?!
-არა, წარმოდგენა არ მაქვს ნიკუშა მაგრამ ახლა ჩემთვისის უფრო მნიშვნელოვანია,
რომ ნატალია იმდენ პოლიციელს მარტო არ გაუმკლავდეს! მით უმეტეს კოტეც თუ იქ
იქნება…
-ახლა კარგად მომისმინე!- მხრებით კიდევ ერთხელ დამიჭირა და შემარხია.
საჩვენებელი თითი ცხვირწინ ამიწია და თვალებში შემომხედა. ერთ ადგილას ვერ
ვჩერდებოდი. ერთიანად ვდუღდი, აქ დარჩენა არ შემეძლო. აბესაძემ საუბარი
გააგრძელა, თან ცდილობდა არ ეყვირა, რომ ზემდეტი ყურადღება არ მიექცია.- კოტეს
იქ არაფერი ესაქმება, დამიჯერე! არც ნატალიას და რომც იყოს, გაუმკლავდება. ამ
ღამით ყველაფერი უნდა დაივიწყო საკუთარი თავის გარდა, რომ გადარჩე! გესმის
დამიანე?! - მხრებიდან ხელები სახემდე ამოიტანა და თავი გამიმაგრა.- ამ ღამ უნდა
გადარჩე! შემომხედე!
საუკეთესო ძმაკაცის სიტყვებს ძალიან კარგად ვააზრებდი, მაგრამ ნატალიას
წარმოდგენისას გული გაასმაგებით მიწყებდა ცემას. ახლა, როცა ვიცოდი რომ ის იქ
იყო, მე კი აქ, სული მეხუთებოდა. ჩემზე არაფერი სმენია საღამოს შემდეგ. ალბათ,
ჩკუიდან გადავიდოდა…
- დარეკვას ვცდი.
ტეფონი კანკალით ამოვიარე ჯიბიდან.აბესაძემ მაშინვე ხელიდან გამომტაცა და
თავისი გამომიწოდა.
-შეიძლება გისმენდნენ. საერთოდ გათიშე.
თავი დავუქნიე ძმაკაცს და დავუჯერე. ნატალიას ნომერი მის ტელეფონში
ავკრიფე.
მიდი ნატალია… მიპასუხე. გთხოვ მიპასუხე!
- არ პასუხობს.
ნიკუშას თვალებს განგაში გქონდათ ატეხილი, ისევე როგორც, ჩემსას.
მომიახლოვდა და კვლავ თვალებში ჩამაშტერდა.
- დამიანე! გახსოვდეს, შენი თავი ყველაზე მნიშვნელოვანია!
- ნიკუშ, არ შემიძლია…
ხელი ავუქნიე და ძალაგამოცლილმა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი
მანქანისკენ.
- ამ ყველაფრის მორალს კარგად ვერ იაზრებ!
- და ვის სჭირდება მორალი სიყვარულში?!- დავუყვირე, თუმცა ეს ამოხავლებას
უფრო ჰგავდა. ყოველი სიტყვის თქმისას ყელი მიდუღდებოდა.- მორალი
სუსტების მოგონილია, ნიკუშ. სუსტების.
სევდიანად გავიღიმე და მანქანაში ძალიან სწრაფად ჩავჯექი. არ ვიცოდი რაზე
მეფიქრა. პოზიტიური ფიქრებით არასდროს გამოვირჩეოდი, ახლა მით
უმეტეს. რეალისტურადაც ვერ ვიფიქრებდი, ცუდზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი…
ნიკუშა პოლიციის მანქანით უკან მომყვებოდა და ცდილობდა გზა გადაეჭრა
ჩემთვის, მაგრამ ვიწრო ქუჩა ამის საშუალებას არ აძლევდა.კორპუსიდან
მოშორებით, იმდენად ძლიერ დავამუხრუჭე, რომ დამწვის სუნი სწრაფად
დადგა. მანქანა სწრაფად ჩავაქვრე და გადავედი. ნამდვილი სანახაობა იყო
გამართული. ოცი მეტრის მოშორებით ვუყურებდი ძალიან ბევრ თეთრ,
წითელ და ლურჯ შუქებს. ყვითელ ლენტებს სარდაფის გარშემო. რაციების
ერთმანეთში არეულ ხმებს და…
- დამიანე!
მესმის იმედის მომცემი ხმა. გვერდით ვიხედები და სანახაობით შოკირებული
ნახევრად ვტრიალდები. ყინულისთვალება თვალს მისწორებს თუ არა, სახეზე
შვება ედება. ჩემსკენ უსწრაფესად მორბის, გუბეებში მოურიდებლად აბიჯებს
და მთელი ძალით მეხუტება. მაფერადებს, მავსებს, მამშვიდებს. თვალებს
ვხუჭავ და ძლიერ ვიხუტებ. ჩემს მკერდზე აქვს მოკრული თავი და სლუკუნს
ვერ წყვეტს. ყელში ვგრძნობ უდიდესი ბურთი როგორ მეჭედება და ასე მგონია
მალე გავსკდები. ხელს მის დასველებულ თმებზე ვუსმევ და ვამშვიდებ.
- წადი დამიანე! აქ არ უნდა მოსულიყავი! მალე წადი აქედან, გემუდარები!
ლამის მიკივის და თხელ მოსაცმელზე მთელი ძალით მეჯაჯგურება.
ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდის და თვალებით მევედრება. ოღონდ რას, ვერ
ვიაზრებ.
- ამჯერად მართალს გეუბნება, დაუჯერე.
ნიკუშას ხმის გაგონებისას ორივე მისკენ ვაბრუნებთ თავს. გაურკვეველ
მზერებს ვცვლით სამივე ერთმანეთში და ნატალია ხელს მსუბუქად მიშვებს.
-წადი, წადი დამიანე!
თითქმის ჩურჩულებს. მის თვალებს ვეღარ ვხედავ, იმდენად დაბლა აქვს თავი
დახრილი. ერთიანად გალუმპული თავს ძმაკაცისლენ ვაბრუნებ, მაგრამ
ადგილზე აღარ მხვდება. თვალებს ვაცეცებ. ახლა ნიკუშა ჩემი ერთადერთი
იმედია. ვხედავ მოშორებით თავისიანებში როგორ ირევა და რამოდენიმესთან
საუბარს აბამს.
- დამიანე! უნდა წახვიდე. გევედრები ახლავე ჩაჯექი მანქანაში და წადი! ნიკა
მოგივლის, გადაგარჩენს!
საყვარელი ქალის აკანკალებულ ხელებს, არანაკლებ კანკალით ვიქცევ ჩემსაში
და ართრთოლებულ ტუჩებზე ვეხები. თითქოს შვებას და ხნას ვეხებ. ოდნავ
ეშვება ვგრძნობ, თუმცა მაინც სლუკუნებს და მისმა ასეთმა მდგომარეობამ
ლამის მეც ტირილი დამაწყებინოს. ვიაზრებ, რომ საშინელ შარში ვარ
გახვეული და ფიქრებიდანაც რამდენჯერმე ტკაცუნის ხმას გამოვყავარ.
ნატალიას ვშორდები და იქეთ ვიხედები საიდანაც ხმა მოდის. ლამპიონის ქვეშ
ვხედავ, რაფაელი როგორ დგას და ტაშს უკრავს. ნატალია მშორდება და თავს
უფრო დაბლა ხრის. დაბნეული უარესად ვიბნევი.
- რაფო? შენ აქ რაღა გინდა.
მასთან ერთად ვცდილობ სიტუაციასაც მოვავლო თვალი.
- სანამ ისინი ყველაფერს გაარკვევენ, სიმართლის თქმას იმსახურებ დამიანე.
ახლა მგონია, ისიც მეტყვის რომ აქედან რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე და
მწარე რეალობას თვალებში უნდა ჩავხედო. მაგრამ კაცის ხმას საყვარელი
ქალის აკანკალებული ხმა ცვლის.
- არ გინდა, რაფაელ!
- რა?!- გაკვირვებისგან ლამის მუხლები მომეკვეთოს და კბილები კაწკაწს
მიწყებს. ნატალიასკენ ვიყურები მაგრამ რაფაელს თვალს არ აშორებს და
ცრემლებად იღვრება.- ერთმანეთს იცნობთ?!
ნატალია წამით სუნთქვას აკავებს, თვალებს მაგრამ ხუჭავს და ჰაერს მთელი
ძალით უშვებს გარეთ.
რაფაელის ჩაცინებისას მისკენ ვაბრუნებ თვალს. ვერაფერ ვხვდები, რა ხდება
და ვაანალიზებ, რომ უბრალოდ მინდება ყინულისთვალებას ხელი დავავლო
და აქედან მართლაც წავიდე.
- გაინტერესებს ვინ მისცა ჩვენება?!
- ჯანდაბა რაფაელ! გააჩუმე შენი აქოთებული ენა!
აგრესიას ერთიანად აფრქვევს ნატალია და ერთ ნაბიჯს მისკენ დგამს. ერთ
ადგილას ვიყინები და ვხვდები, ახლა რაც არ უნდა მოხდეს, ამისთვის მზად
არ ვარ. ერთი დღისთვის მეტისმეტია.
- უნდა თქვა დამიანე, გინდა თუ არა სიმართლე.-აგრძელებს რაფაელი.
- დამიანე, წადი აქედან.- მოსაცმელზე მეჯაჯგურება ნატალია და ცდილობს
თვალი გავუსწორო.გაშტერებული ვუყურებ ერთ წერტილს და ვერ ვინძრევი.
მის თვალებს ვხედავ, შიშით სავსეს და შემდეგ ისევ რაფაელს ვუბრუნდები,
მომღიმარს.
- მითხარი.
საკუთარი სიტყვა ორგანიზმში ჭექა-ქუხილივით მივლის.
- დამიანე შემომხედე!
ნატალიას ხელებს ვკიდებ და ოდნავ ჩემგან ვწევ. სიმართლის ცოდნა მინდა,
შემდეგ ისევ მივცემ უფლებას ჩამაფრინდეს და ერთად დავტოვებთ
აქაურობას.
- ჩვენება შენმა ყინულისთვალებამ მისცა, თვეების წინ.- ღიმილი გაზარდა
რაფაელმა. ვიგრძენი ვიბრირება, რომელმაც გულზე მომიჭირა. მიჭერდა და
მიჭერდა. რაფაელის ღიმილი ჭკუიდან მშლიდა. ნატალიას განადგურებული
სახე ყველაფრის აღქმას მიმარტივებდა. თმებში წაეჭიდა ხელები და რაფაელს
რაღაცას უყვიროდა. არ მესმოდა. საკუთარი გულის ცემის და წვიმის წვეთების
ხმის გარდა არაფერი მესმოდა.
- აქ რა გინდათ? იცნობთ ამ კაცს? - მიმართა ერთერთმა ფორმიანმა რაფაელს,
რომელიც ჩვენსკენ მოემართებოდა.
- ეს ის მოკვდავია, რომელმაც ჩემს დას სიცოცხლე წაართვა!
- რა?!
რაც ძალა მქონდა, ოთხმაგი გაკვირვებისგან ამოვილაპარაკე.
- არ არიან ესენი, რაღაც გაუგებრობაა.- საუბარში მაშინვე აბესაძე ერთვება და
პოლიციელს რაღაცას უხსნის. ვერც ამას ვიგებ მაგრამ ფორმიანი ეჭვის თვალს
გვავლებს სამივეს და გვტოვებს.
- აქ რა გინდა რაფაელ?!
- ასე ძალიან რატომ გიკვირთ თქვენი ძმაკაცის დანახვა, არ მესმის.
ღიმილით ჩაილაპარაკა და ხელები გადააჯვარედინა. ნიკუშას
გამოშტერებული ვუყურებ და ვცდილობ მისი გამომეტყველებით რაიმე
გავარკვიო. ნატალიას ტუჩებგაპობილი მისჩერებია. ყინულისთვალება
წაშლილი, ტკივილით სავსე თვალებით ოდნავ თავს უქნევს და ისევ თვალებს
ხუჭავს, რომ ტირილი შეწყვიტოს. მინდა მასთან მივიდე, დავამშვიდო და
ჩავეხუტო. მაგრამ ფაქტია ზედმეტად აბურდული და ცრუ ინფორმაციისქვეშ
ვიმყოფები, რომელიც მაბრუებს და ვერ ვინძრევი.
-ვისი აქ ყოფნაც არ უნდა გახარებდეს, ისაა.- თავით აგდებულად ანიშნებს
რაფაელი ნატალიაზე.
- გთხოვ…
მის ჩურჩულს მხოლოდ მე ვიგებ, იმდენად ხმადაბლა ამბობს და პირზე ხელს
იფარებს, რომ სლუკუნი შეიკავოს.
-რაფაელ სიმართლეზე საუბრობ, შენგან ხომ არ დაიწყებდი?!
-რა?! ნიკუშა…
ისეთ სიტუაციაში ვვარდები რომ ახლა მუხლები მართლა მეკეცება და
ასფალტზე ძალიან ნელა ვჯდები. ყველაფრის ქვემოდან ყურება არც ისეთი
მარტივია, მაგრამ ფეხებში ძალა არ გამაჩნია. ვხვდები, რომ ყველამ რაღაც იცის
და მე არაფრის აზრზე არ ვარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მალე თუ არ წავედი
აქედან მართლა დამიჭერდნენ. ძმაკაცს ჯერ კიდევ მშველელის თვალებით
ვუყურებ, როგორ უახლოვდება რაფაელს და თვალს უსწორებს.
- თქვი. უფრო საინტერესო სპექტაკლი გამოვა. მე აღარაფერი მადარდებს.-
მხრებს იჩეჩს და ნიკუშაც მაშინვე უკან იხევს. ისეთი თვალებით მიყურებს რომ
ხვდება, აქ მართლაც ზედმეტი ვარ და ვღიზიანდები, მაგრამ ვერ გამოვხატავ.
ქვასავით ხან სად ვაგორებ თავს, ხან სად. სრულიად პარალიზებულიმაქვს
სხეული და ერთიანად ვბუჟდები.
- მე წავალ, თქვენთვითონ გაარკვიეთ. დამიანე ხუთ წუთში აქედან მოუსვი!- თითქოს
სანდომიანი მზერა გამიცვალა ნიკუშამ და კვლავ თავისიან ფორმიანებს გადახედა.
- რა იყო პოლიციელო, ხელების გასვრის შეგეშინდა?! დარჩი, შენ ხომ ჩვენი მეგობარი
ხარ. სანახაობით ნამდვილად ისიამოვნებ.
რაფაელის სიტყვებს აბესაძემ ყურადღება არ მიაქცია ისე აუჩქარა ნაბიჯებს. თვალი
გავაყოლე. ორივე ხელი კეფისქვეშ ამოიდო და გავიგე როგორ ამოიოხრა. რაღაცას
გაურბოდა, რატომ მტოვებდა?! საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა?!
- რაფაელ რა ხდება?! დაასრულე. რეებს ბოდიალობ! აბა შევეშვი წამალსო?!
- გგონია, რომ კაიფში ვარ?! არა დამიანე, კაიფში შენ ცხოვრობდი მთელი ერთი
წელიწადი, საყვარელი ქალის გვერდით.
- გაჩერდი, საკმარისია!- რაც ძალა აქვს ხვნეშის ყინულისთვალება. მუხლებზე
ეცემა და მუცელზე ხელს იჭერს, თითქოს სპაზმებს იკავებს რომ უარესად არ
ისლუკუნოს. მასთან საუბრის ძალას ვერ ვპოულობ ასეთს რომ ვხედავ და ისევ
რაფაელს ვუბრუნდები.
უიღბლობის კანონი თავზე დამტრიალებს და ყვავივით დამჩხავის: “ცუდის
შემდეგ აუცილებლად უარესი ხდება”…
- ძალიან გიყვარს?
მეკითხება ისე, რომ მას თვალს არ აშორებს. კითხვას ვერ ვპასუხობ, მაგრამ
დაზუსტებით ვიცი რომ პასუხი მშვენივრად იცის. სახე კმაყოფილებისგან
ეშმაკს წაუგავს და ისევ იცინის.
- ნატალია, არა? ჰა, შენს საფინალო გამოსვლას გააკეთებ, თუ დამითმობ?-
მიმართავს სიცილით. ნატალია მე მიყურებს და თავს ძალიან მსუბუქად
აქნევს. თითქოს უბრალო გამოძრავებაც კი ტკივილს ანიჭებს.
- გემუდარები! ადამიანობა თუ გაგაჩნია გაჩუმდი!
- ანუ, მე მითმობ?
- გთხოვ!
- მაშინ შემხვეწებოდი, როდესაც რაღაც რაღაცეებზე უარს უკარებასავით
მეუბნებოდი!
არა, არა… არა! ეს ის არ არის… დაბნეული და არეული ვარ! არასწორად მესმის
ყველაფერი. ეს არ ხდება! ეს ყველაფერი აბსურდია. მინდა ფეხზე ავდგე,
ვიღრიალო და ორივე გავაჩერო მაგრამ არაფერი გამომდის. რაფაელს წარბათამაშებული მზერა ჩემსკენ გადმოაქვს. ნატალიასკენ წამით ვიხედები.
ასფალტს თვალდახუჭული მისჩერებია და ისე იკლაკნება, ვერ ვხვდები რა
სჭირს. გონებაში ნათურები მიციმციმდება და გოგოლიძეს თვალს ვუსწორებ.
- ნატალიაა, ვისზეც ასე უგონიდ ხარ შეყვარებული, არა?! ამას ამიტომ აკეთებ?
კითხვას ვასრულებ თუ არა ტაშს კრავს და მიცინის.
- პირველ შემთხვევაში მართალი ხარ, მაგრამ მეორეს მხრივ არა. ამას იმიტომ
ვაკეთებ რომ… პრინციპში იცი რატომაც! და მომიკალი დამიანე! წარბიც არ
შეგხრია ეს ამბავი რომ გაიგე!
- რაზე საუბრობ, საერთოდ და რომ გყავდა ესეც არ ვიცოდი! რეებს ბოდავ?!
ვგრძნობ, ნატალიას მსგავსად როგორ მეწყება სხეულის კანკალი და
ვიკლაკნები. იმაზე უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, ვიდრე ეს გარედან ჩანს.
გამოდის, ერთმანეთს იცნობენ. რაფაელს უყვარს, ნატალიას არა. ნატალიას მე
ვუყვარვარ… ნიკუშა რაღაცის აზრზეა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რის. და
მე სადაცაა დამიჭერენ, მაგრამ საკუთარ ხელებზე აქსესუარად ცივი მეტალის
დადება ახლა ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ბორკილები ჩემს ემოციებს
ისედაც ედებოდა ნელნელა, იმიტომ რომ ვერაფერს გამოვხატავდი.
- კარგი, ამაზე მერე დაგელაპარაკები და ყველაფერს კარგად გაგახსენებ. მაინც
ბევრი საფიქრალი გექნება ციხეში და გაგართობ ხოლმე.- მისი ხარხარი ასე
მგონია მთელს უბანს ესმის. წარმოდგენა არ მაქვს მთელი პოლიციის ჯგუფი
აქ მომხდარს რატომ არ აქცევს ყურადღებას…-ახლა კი, რას იზამ. მე მითმობ
ხო?
მიმართავს ნატალიას და მეც მისკენ ვიხედები. ტკივილით გაჟღენთილი
მიყურებს და იმდენად კანკალებს, მიჭირს კიდეც რომ ნორმალყრად აღვიქვა.
- ნატალია, რა ხდება?!- მის თვალებში ძალას ვპოულობ და ვეკითხები. ყველაზე
ცუდზე ვფიქრობ, რაც კი შესაძლოა მოვისმინო, მაგრამ ფიქრი საშუალებას არ
მაძლევს.
რაფაელის სიტყვები მყინავს და ახლა თავიც პარალიზებული მიხდება.
- ნატალია არა, ელიზაბეტი ჰქვია. არც ის ყინულის თვალებია რეალური,
რომელიც ასე ძალიან გიყვარს.ლინზებია, ჩვეულებრივი, მომწვანო თვალები
აქვს. არც შავი თმები აქვს, შეღებილია და ოდნავ დაგრძელებული.- რაფაელი
იცინის. ‘ ნატალია’ თვალებს ისე მაგრად ხუჭავს, წამწამებიც ძლივს მოუჩანს.
ხმის ამოუღებლად ტირის და თავის თმებს ეჭიდება.იმდენად დაბლა იხრება,
რომ საკუთარ მუხლებს ეხება. თმიდან ხელს არ იშვებს და რაღაც
არაადამიანურ, არარეალურ ხმას გამოსცემს, რომელიც სულს მიქვავებს.
პირდაღებული თვალს ვერ ვაშორებ და რაფაელის სიტყვებისგან გამოწვეულ
ტკივილს გულში ვაგროვებ. მეკუმშება, მეხსნება. არითმია. წნევა მიწევს,
შემდეგ მივარდება და ვგრძნობ ნელნელა გონებას როგორ ვკარგავ. ყურები
მტკივა, სისხლის დენას ვგრძნობ. ჩემი სიზმარი მახსენდება და ახლა ტვინის
ნაწილაკები იწყებენ ნელნელა ჩაქრობას. საკუთარ მუხლებბს ვეყრდნობი
იდაყვებით და თმებში ხელს ვიცურებ. მთელი ძალით ვღრიალებ და ვგრძნობ
სანახევროდ როგორ ვიცლები. ჩემი ხმა ყველაფერს აზანზარებს და გულიც
ვგრძნობ ნელნელა როგორ უმატებს ბიძგებს. ცა ცალკე იცლება სითხისგან, მე
ემოციებისგან და თავი ყველაზე უსუსური არსება მგონია.
- ასეც ნუ განიცდი. ასეთ ქალს მალე გადაიყვარებ. ღირებული არაფერი გააჩნია,
დამიჯერე.
- დამიანე…- მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ. ხმით ვხვდები რომ ნიკუშაა.
თავის ამოწევა არაფრით არ მინდა, რადგან მას დავინახავ, ამას კი მართლა
ვეღარ გავუძლებ. ვგრძნობ ცრემლები როგორ მომდის და ცხოვრებაში მეორედ
ვტირი. უფრო სწორად, ვღრიალებ.
- რატომ?! ღმერთო რატომ?! შენ თუ მართლა რეალური ხარ, ასეთი რა დაგიშავე?!
თავჩაქინდრული ვხავი და საკუთარ კისერს ისე ვეჭიდები ლამის მომძვრეს.
მინდა რომ ყველაფერი დამთავრდეს.მინდა გამეღვიძოს და ესეც იმ საშინელი
გველივით, სიზმარი აღმოჩნდეს.
- მაგ ღმერთის მაგივრად მე გაგცემ პასუხს.- აგრძელებს რაფაელი.მისი ხმა უკვე
მეზიზღება. დამატებით იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა აკავშირებთ მას და
ჩემს წინ მუხლებზე დაცემულ ქალს…- ის შენთვის გამიზნული შხამი იყო და
მიზანშიც ზუსტად მოგხვდა. ეს არის და ეს. დანარჩენს, როგორც ვხვდები აქ
ვეღარ მოვასწრებთ.
მის ბოლო წინადადებას ვერ ვიაზრებ, მაგრამ პირველი გონებაში გაფუჭებული
ფირივით მიტრიალებს. “გამიზნული შხამი… გამიზნული შხამი… გამიზნული
შხამი…” არ ვიცი, რამდეჯერ ვიმეორებ მაგრამ რაფაელის ბოლო წინადადებას აზრი
ეძლევა. ფეხზე რამდენიმე კაცი მაყენებს. რაღაც თვალებში მანათებს და ზურგს უკან
ხელებზე ცივ მეტალს ვგრძნობ. ნიკუშას ვხედავ, რომელიც აცრემლიანებული თავს
აქნევს და მომუშტული უყურებს ყველაფერს. რაფაელი არსად ჩანს. შემდეგ ჩემს წინ
ვიხედები და სულაც არ მიშლის დამაბრმავებელი შუქები, დავინახო ის რაც
ასფალტზეა დამხობილი.ისევ ტირის, კანკალებს. თვალებით, რომლებიც ასე ძალიან
მიყვარს თავს “არას” გამოსახატად აქნევს. ვგრძნობ, სადაცაა სუნთქვა გაუწყდება და
საკუთარი ცრემლები დაახრჩობს. ძლიერი ხელები მისი მიმართულებით
მიმაათრევენ. როგორღაც ვეწინააღმდეგები და მასთან ძალიან ახლოს ვჩერდები.
გაბზარული თოჯინასავით მიყურებს თვალებში, ისე რომ არც ახამხამებს. წამები
იზრდებიან და ფეხებთან ‘ნატალიასთან’ ერთად მეხოცებიან. მას , მისი დრო ჰქონდა,
რომელშიც მე კარი დამიკეტეს , შეიძლება კარგიც არის ეს ან ცუდიც, არავინ იცის და
ვერც გაირკვევა. რადგან ჩვენი დრო ერთადაც რომ იყოს, ვაანალიზებ, რომ ჩვენ
არავინ ვართ..რადგან, ნატალია მეტრეველი აღარ არსებობს.
***
“- ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ…
- ჰო, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს.
- შენი გზა შენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ ჩათვალე, რომ არ გაქ, ანუ
უბრალოდ ასე გინდოდა.
- ეგ რა თქმა უნდა, სხვა გზა ყოველთვის არსებობს. მთავარი ის არის, რამდენად არის
მისაღები შენთვის.”
***
გონზე რომ მოვდივარ, ნაცრისფერ კედლებს შორის ვარ გამოკეტილი. ჩემს წინ დიდი
გრძელი სარკე და უაზროდ გაპრიალებული მაგიდაა. ვხვდები, რომ ციხეში ვარ.
ნესტოები მეწვის. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დგას საავადმყოფოს სუნი მთელს
ოთახში მაგრამ გული მერევა. არ ვმოძრაობ, უფროსწორად ვერ. გაშეშებული ვზივარ
სკამზე და თავჩახრილი ვათვალიერებ ყველაფერს. ვცდილობ დეტალურად
შევისწავლო ის ადგილი სადაც ვარ, თორემ კვლავ იმაზე რომ დავიწყო ფიქრი რაც
მოხდა, ვხვდები მართლა ვერ გადავიტან. თვალის უპეები მიმძიმს და თავს დახრას
უარესად მაიძულებს. შუბლი მტკივა და კეფა. გულზე აღარ ვსაუბრობ. ჩემს ხელებზე
მეტალის ´აქსესუარს´ვუყურებ და საკუთარ თავს დავცინი. გაუაზრებლად მიტყდება
ხმამაღალი სიცილი და რამდენიმე წამშიც კარების გახსნის ხმა მესმის. სახეს ოდნავ
ვასერიოზულებ და ხმის მიმართულებით ვიხედები. ნიკუშა სახეარეული
მიახლოვდება და აკანკალებული ხელების დამალვას ჯიბეებში ცდილბს. უკვე მასზეც
მაქვს გული აცრუებული. მთელს ჩემ ცხვრებაზე მაქვს გული აცრუებული.
- ბრავო. - ვეუბნები ისე რომ თვალებში არ ვუყურებ და ამ ღიმილს სახიდან ვერ
ვიშორებ.. უკვე მიმიკების კონტოლლი მიჭირს და იმასაც ვხვდები, რომ ნერვული
სისტემა მწყობრში ნამდვილად არ მაქვს.
- დამიანე, ჩემზე არ უნდა ბრაზობდე.
ხმადაბლა მეუბნება. ჩემსწინ დამდგარ სკამს უხეშად სწევს და ძალიან ნელა ჯდება.
თვალები ჩამქრალი აქვს. ოდნავ მოზრდილ წვერზე ხელს ისმევს და ცდილობს
თვალი- თვალში გამიყაროს.
- შენზე არა, საკუთარ თავზე ვბრაზობ. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.
- აი ეგ უფრო ნაკლებად.ასე არ უნდა ამბობდე - ხელს იქნევს და მაგიდაზე დებს.
- დამნაშავე ვარ, რომ ჩემს გარშემო მყოფებს ვენდე. აი მხოლოდ ამაში ვარ დამნაშავე.
ამის გამო ხალხს ნამდვილად უნდა იჭერდნენ.
ხმას ვერ მცემს და უაზროდ აშტერდება იმ ერთადერთ ნათურას, რომელიც ისეა
ჩამოკიდებული ჭერის შუაგულში.. სახრჩობელაზე დამხრჩვალ კაცს მაგონებს.
- ასეთი გარემო აქ სპეციალურად არის, ხო? - ვერ ხვდება რაზე ვეკითხები და იბნევა.
- ალბათ 21-ე საუკუნეში რომ არ ვიყოთ, ლინჩის წესით გამასამართლებდნენ, არა?
სიცილს ვუმატებ, გაჩერება თითქმის შეუძლებელია. მუცელი მტკივა დაჭიმუობისგან
და ასე მგონია სიცილისას შუაზე გამეხევა.
- გეყოფა დამიანე.. გეყოფა. რამეს მოვიფიქრებ... რამე იქნება, როგორმე გამოგაძვრენ.
- როგორმე გამომაძვრენ?! გჯერა მაინც შენთვითონ მაგის?!
- მე იმის მჯერა, რომ იქ საერთოდ არ უნდა მისულიყავი და ზედმეტ თავისტკივილს
აიცილებდი.
- არ გაბედო და არ ახსენო.
საჩვენებელი თითი მინდოდა მისთვის ამეწია და გამეჩერებინა, მაგრამ მხოლოდ
სიტყვებით შევძელი. ვინაიდან ბორკილები ორივე ხელს ერთად მიკრავდა და ასე
სასაცილო სანახავი ვიქნებოდი, თან დიდად არც მხიბლავდა საკუთარი
ბორკილებდადებული ხელების ცქერა. ცხვირწინ აწევის გარეშეც საკმარისად
ვგრძნობდი, რომ ერთ ადგილას მაკავებდა. ნიკუშას ჩამქრალი თვალები იბინდებოდა.
წუთიწუთზე ამოხეთქავდა და ალბათ ყველაფერს მეტყოდა, რასაც აქამდე არ
მეუბნებოდა ან ვერ მეუბნებოდა. ეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანი იყო, შედეგი მაინც
ვეღარ შეიცვლებოდა.
- იცოდი რომ ჩვენება მან მისცა, ხომ ასეა?!
ამდროის განმავლობაში პირველად გავუსწორეთ თვალი ერთმანეთს და თავს დავდებ
ერთნაირი, უარაფრო გამომეტყველება გვქონდა ორივეს. აღარ ვიცოდი ნატალია
ნატალიად მეხსენებინა თუ ელიზაბეტად. თვალზე ცრემლები პატარა ბავშვივით
მომადგა, რომელსაც კანფეტს წაართმევენ და ტკბილეულის გარეშე სამუდამოდ
დატოვებენ.
თავი ძლივს დამიქნია და ტუჩები გადმოაბრუნა.
- ვიცოდი, დამიანე და არც მინდოდა რომ გაგეგო.
- ისიც იცოდი რომ...რომ - სუნთქვა გამიწყდა და აქ უკვე საბოლოოდ დავნებდი. ჩემი
ცივ მეტალიანი ხელები ზემოთ, მაგიდაზე ამოვწიე და შუბლით დავეყრდენი. თავს
საშინლად ვგრძნობდი. გულზე რაღაც არარეალური, არაამქვეყნიული ჭვალი მედო
და ვგრძნობდი, ნელნელა როგორ მღრღნიდა, როგორც ვირთხა, რამდენიმე დღის
ძიების შემდეგ ნაპოვნ ნადავლს. ჩემი ნატალია ჩემი აღარ იყო. ჩემი ნატალია არ
არსებობდა. - არ შემიძლია ნიკუშ, არ შემიძლია. - ქალივით ავქვითინდი. თავს ვერ
ვანძრევდი, ცრემლები სახეს მთლიანად მისველებდნენ. სკამის ჭრიალის ხმა გავიგე
და მალევე აბესაძის ხელებიც ვიგრძენი ხრებზე.
- არა, არ ვიცოდი. ეგ რომ მცოდნოდა დამიანე, შენი აზრით დაგიმალავდი?!
ხმა უკანკალებდა. მუშტით ცრემლები მოვიშორე და თავი ავწიე. არეალურ ტკივილს
ვგრძნობდი მკერდის არეში.
- არ ვიცი. ვიცი?! რამდენ რამეს მიმალავ ღმერთმა იცის! ეს თქვენი ღმერთიც
არარეალურია, იცი?! ვითომ ვირწმუნე, მაგრამ ჩემი ცხოვრება საწინააღმდეგოს
მიმტკიცებს.
სახიდან ფერი გადაუვიდა, თვალებით მესაუბრებოდა, მაგრამ ახლა იმდენად
ძალაგამოცლილი ვიყავი, შეუძლებელი იყო რაიმე ამომეკითხა მის გაცრეცილ სახეზე.
- ვიცი რომ რაღაც არის, ამაზე უარესი ვეღარ იქნება. მითხარი და დღეს დამთავრდეს
ყველაფერი.. თორემ გული მიგრძნობს... არა გატყუებ, გული საერთოდ არ მიგრძნობს.
ასე მგონია აღარც მიცემს.
- წარმოდგენაც არ შემიძლია დამიანე რას გრძნობ ახლა. და არ გეტყვი მესმის მეთქი.
ალბათ ახლოსაც ვერ მოვალ ჩემი წარმოსახვის უნარით. მაგრამ, მხარში გიდგავარ, ეს
ხომ იცი. რაც დავმალე, შენთვის გავაკეთე. საჭიროდ ჩავთვალე.
- კარგი, შორიდან ნუ უვლი. პირდაპირ მითხარი. გეშინია რომ ვერ გადავიტან, არა?!
სიცილი ამიტყდა. ისევ. არ ვიცი ცრემლები ისევ მომდიოდა თუ არა. უკვე საერთოდ
არ მაინტერესებდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა. ფსიქიკა უკვე შერყეული მქონდა -
მან გააკეთა კიდევ რამე? ეხლა არ მითხრა კოტესაც იცნობსო.
- არა, კოტეს არ იცნობს. საქმე რაფაელს ეხება.
გოგოლიძლის ხსენებისას არარსებულმა არსებამ ყელში წამიჭირა, და ნელნელა
მახრჩობდა. ჩემი მდგომარეობა, როგორც ჩანს ნიკუშამაც გაიაზრა. კვლავ ჩემს წინ
დაიკავა ადგილი და სანამ ისევ არ გაიგო ჩემი ხმამაღალი სუნთქვის ხმა, არ
გააგრძელა.
- მითხარი. - ბოლოს, როცა ეს სიტყვა მარტო წარმოვთქვი, უდიდესი ემოციური
დარტყმა მივიღე. არ ვიცი, მშვიდად შემეძლო თუ არა ყოფნა, რადგან აქ ელიზაბეტი
აღარ ფიგურირებდა. თუ ნატალია...
- გამოსაშვების საღამოს, ზური რაფაელმა დაჭრა.
- ალბათ მეხუმრები და გინდა საბოლოოდ შევიშალო ჭკუიდან, არა?!
არ ვიცი საიდან გამოვძებნე ყვირილის ძალა. მაგრამ თვალებიდან ნაპერწკლებს
ნათლად ვყრდი. აზროვნება დამიქვეითდა და ფიქრის უნარი წამერთვა.
- ახლა ვცდილობ სამხილები მოვძებნო, რომ ჩავაყუდოთ.
- მშვენიერია. მისი სახის ყურება მთელი ცხოვრება მომიწევს. რა დონის ნაბი·ვარია,
წარმოგიდგენია?! ანაბეჭდები იპოვეთ?! ან რატომ არ მეუბნებოდი, ჩემი ძმაკაცობის
გადარჩენა გინდოდა თუ?! ზურის რომ რაიმე დამართვნოდა?!
- დამიანე...
ხმაჩამწყდარმა მიპასუხა ჩემს ღრიალზე. ვატყობდი, არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში
იყო ისიც. მაგრამ ახლა თანაგრძნობის გამოხატვა არავის მიმართ არ შემეძლო.
ნიკუშაზე გული საკმაოდ მქონდა აცრუებული. დაუნახავი ვარ შეიძლება. რადგან ის
ახლა აქ მიზის, მამშვიდებს და ცდილობს (ალბათ) აქედან როგორგამიყვანოს.
- პირველ რიგში, არ მოგიწევს. ვიზრუნებ რომ არ ჩაჯდე. მეორეც... ანაბეჭდები არ
აგვიღია, ხომ ვთქვი აბსურდი იქნებოდა იმხელა რესტორანში ანაბეჭდების აღება.
- აბა? დაგესიზრა?!
- ეს არ მოგეწონება...
ახლა გულახდილად გამეცინა.
- მართალი ხარ. ბოლო 24 საათი ისეთ ხალისსში გავატარე, ახლა მაგით ხომ არ
ჩამაშხამებ.
- არ გაბრაზდე, გაფრთხილებ.
თვალები ისე გაუფართოვდა ვხვდებოდი რომ ეს მასაც ეხებოდა და სკამსაც მაშინ
გამოუვიდა უჩინარი ეკლები. ერთადგილას ვერ ვისვენებდი.
- გახსოვს ის ღამე, ერთად ვსვავდით და დამირეკეს, რომ ვიღაცას ჩვენება ჰქონდა.
- მახსოვს. მერე?
- განყოფილებაში შესულს, არც მეტი არც ნაკლები საშინლად განერვიულებული
ნატალია დამხვდა, ელიზაბეტი... - თვალებში შემომხედა, რომ დარწმუნებულიყო
რამდენად კარგად მეჭირა თავი. ტუჩებგაპობილი ვუსმენდი. - მითხრა, რომ რაფაელს
იცობდა და ამის გამო შემიძულებ, რადგან მთელი ეს თვეები მასთან
ვთანამშრომლობდი, რომ რაფაელისთვის რაიმე სამხილი აღმოგვეჩინა.
თავჩახრილი ვისმენდი ყველაფერს და ვააზრებდი, რომ მონაწილეობას არაფერში
ვიღებდი. ყველაფრისგან გარიყული მე აღმოვჩნდი. უსახლკარო, უკვე უმეგობრო და
უშეყვარებულო, საცოდავი დამიანე. ნერწყვი ძლივს გადავუშვი ჩამწვარ ყელში, რომ
ოდნავ დამესველებინა და ის სიმხურვალე გამენეიტრალებინა, რაც გულ მუცელს
ერთიანად მიბუგავდა.
- ვისი იდეა იყო, რომ მე არაფერი მცოდნოდა?
- დამიანე...
- ვისი იდეა იყო მეთქი?! - შედარებით ნელა დავუმარცვლე და თვალებში შევხედე.
- ელიზაბეტის. ეშინოდა, რომ ამის შემდეგ დაგკარგავდა.
- ჩვენებაზე იცოდი?
- არა, ჩვნებაზე გუშინ გავიგე, მაგრამ...
- არა, გაჩერდი. გთხოვ. დღეისთვის საკმარისია, მეტის მოსმენა აღარ მინდა. დრო
მჭირდება. რაფაელი დაიჭირე. ელიზაბეტს დაუკავშირდი და უთხარი ჩვენება
ნორმალურად მისცეს, როგორც ელიზაბეტმა და არა ნატალიამ. დარწმუნებული ვარ
ჩვენების მიცემაში უკვე კარგადაა გამოცდილი.
საკუთარი თავის გამიკვირდა,ამხელა წინადადებები როგორ ვაწყვე. მაგრამ სისუსტეც
მაშინვე ვიგრძენი. ღრმად ამოვისუნთქე და საზურგეს ოდნავ მივერყდენი.
- გინდა რომ დაველაპარაკო?
- არ მაინტერესებს.
- დამიანე...
- ნიკუშა, არ მაინტერესებს მეთქი! რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ რაფაელი უნდა
ჩაჯდეს.
აბესაძემ თავი დამიქნია. ძალიან ნელა წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ დაიძრა.
ვიცოდი, კიდევ ძალიან ბევრი იყო გასარკვევი, მაგრამ ახლა კიდევ რაიმე რომ გამეგო,
ცუდის მოსმენისგან სმენა დამიქვეითდებოდა.
ელიზაბეტი:
სხვას როცა უყვარხარ, უბედურებაა. — უბედურებაა, როდესაც გრძნობ, რომ
დამნაშავე ხარ და დანაშაულის გამოსასყიდად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.
ცხოვებაში პირელად ვიგრძენი, რომ ვინმეს ვუყვარდი. თანაც იმდენად, რომ ჩემს გამო
ლურსმნებზე დაძინებაზეც კი იყო წამსვლელი. მაგრამ დამიანეს ის შეუყვარდა, ვინც
არ არსებობდა. მე კი ის ადამიანი დავკარგე და ახლა ეს უბედურება თავზე წვიმასთან
ერთად მეცემოდა. ყველას თვალში მე მცდარი ნაბიჯი გადავდგი. არავისთვის
არაფერი ამიხსინია. სიმართლე კი ის არის,რომ დამიანესთან ერთად გატარებული
დროის მანძილზე, სიყვარულის ეიფორიით შეპყრობილებს და ერთ არსებად
ქცეულებს, საერთოდ მავიწყდებოდა,რომ არსებობდა სიცრუე, სიმრთლე და
ბოროტება.მე პირველად შეგივრძენი წრფელი ბედნიერება და მივხვდი, რამდენად
ღრმად ეგოისტურია ის. ბედნიერება გაიძულებს განცალკევდე და განერიდო
სამყაროს,ჩაიკეტო დახურულ კარს მიღმა,ჩამოაფარო ფარდები,დაივიწყო
სხვები,გადაულახავი გალავანი შემოარტყა საკუთარ თავს და იმ ადამიანს ვინც შენ
ასეთად გაქცია .სიყვარულით შეპყრობილ სამყაროს განსხვავებულად აღვიქვამდი და
არა ისეთად,როგორიც სინამდვილეშია. ამ საღამოს კი, სიმართლე და სიცრუე კი არა,
ბედნიერება მეჩვენა აუტანელი და გაუსაძლისი.
წარმოდგენა არ მაქვს რამდენი ხანი ვიჯექი გამოცარიელებული დამიანეს მანქანაზე
მიყრდნობილი. თვალები ერთი ადგილისკენ მქონდა გაშტერებული -
სარდაფისკენ.ცრემლები ფიზიკურად აღარ მომდიოდა, თვალები ამომიშრა. სულ
გალუმპული, ვკანკალებდი, მაგრამ მარტივი მოძრაობის გაკეთებაც არ შემეძლო
აქედან რომ წავსულიყავი. თავს ძალა დავატანე და ფეხზე წამოვდექი. ძვლებმა
ტკაცუნი დაიწყო, ან მე მომეჩვენა ასე. თავბრუ მაშინვე დამეხვა და საფერთქლების
ტკივილისგან მეგონა, ისევ ჩავიკეცებოდი, ოღონდ ამჯერად გონებასაც დავკარგავდი.
იმ ცარიელ ადგილს მივაშტერდი, სადაც საათების წინ დამიანე იდგა და უარაფრო
გამომეტყველებით ზემოდან დამცქეროდა. გულმა ტკივილი დაიწყო.
ადამიანი მოკვდა, გარდაიცვალა და სამუდამოდ წაიშალა. ნატალია მეტრეველი ამ
დღეს, ზუსტად აქ დაასაფლავეს. თანაც ისე ოსტატურად, რომ ვერცერთი გამვლელი
ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ ადგილას ვინმე იყო განსვენებული.
რამდენიმე ნაბიჯის გადადგმამ ყველაფერი მატკინა. ფეხებს საერთოდ ვერ
ვგრძნობდი. ნეტავ რომელი საათი იყო?ისევ ბნელოდა... კორპუსს მივუახოვდი,
იმდენად ნელა ავიარე კიბეები, რომ ნორმალურ ვითარებაში, ამ მოქმედებას ათასჯერ
მაინც გავაკეთებდი იგივე დროის მანძლზე. ნაცნობ კარს თვალებჩაშავებული
მივაშტერდი. თითქოს, ეს მართკუთხედი, ხის ნაგლეჯიც კი ვერ მიტანდა, რადგან მის
პატრონს გული ვატკინე. ვერ გავიგე, როგორ გაიხსნა მოპირდაპირე კარები და
ხალათჩაცმული ნათელა გამოვიდა.
- შვილო, რა მოხდა? მაინც ვერ გავიგე...- კითხვებით სავსე მომიახლოვდა. თვალებში
ვერ ვუყურებდი და ვაანალიზებდი ლაპარაკის უნარი წამრთმეოდა. - დამიანე
მერამდენე წელია აქ ცხოვრობს, კარგი ბიჭი იყო, არაფერს არ აშავებდა. ამ ადგილს
ახლა რა ეშველება? მალე დაბრუნდება თუ იცი?
გულმა უარესად დამიწყო ფეთქვა. ეს ქალი მაღიზიანებდა კიდეც. თავი გავაქნიე,
ნერწყვი გადავყლაპე და იმდენად ხმადაბლა ამოვიჩურჩულე, მეგონა ვერ გაიგებდა:
- მაპატიეთ...
ნაბიჯებს შეძლებისდაგვარად ავუჩქარე, სახლში შევედი და კარი მაგრად მივხურე. ეს
რურუას მეზობელს ყველაზე მეტად აღიზიანებდა.
- ეს ახალგაზრდები. - მომესმა მეორე მხრიდან ბურტყუნი. ჭერს მივშტერებოდი.
იმდენად სწრაფად ვსუნთქავდი, თითქოს ნარბენი მქონდა. თვალები რამდენჯერმე
დავხუჭე და გავახილე. ნელ-ნელა ვწყნარდებოდი. მაგრამ ეს არასაკმარისი იყო. სადაც
არ უნდა გამეხედა, ყველგან ჩემი და დამიანეს ტკბილი მოგონებების აჩრდილები
დამსდევდნენ.არეული ოთახი ოდნავ მივალაგე, ნივთები თავის ადგილას დავაწყვე
და ყველაზე მტკივნეულ ადგილას გადავინაცვლე - დამიანეს ოთახში. თვალწინ ჩემი
პირველი სტუმრობა დამიდგა. მლაშე სითხემ მაშინვე ლოყები დამინამა.
გახსნილი ფანჯრიდან მონაბერმა გრილმა ნიავმა მიმახვედრა, რომ ისევ სველი
ტანსაცმელი მეცვა და ვკანკალებდი. ძალიან ნელა გავიხადე და იქვე დავყარე.
საცვლების ამარა მივედი ფანჯარასთან და დავხურე. იქვე ჩავსრიალდი. კედელთან
ფეხები მოვხარე, საკუთარ მუხლებს ნიკაპი ჩამოვადე და თვალები დავხუჭე. სრულ
სიჩუმეს მხოლოდ წვიმის წვეთები არღვევდა. ამ ყველაფერს ერთი რამ ეკლდა -
დამიანე.ვიცოდი, რომ აქ არ უნდა ვყოფილიყავი, ამის არანაირი უფლება არ მქონდა.
მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ ვგძნობდი ამ სახლში თავს ყველაზე დაცულად,
უსაფრთხოდ.
უსაფრთხოდ ვისგან? არ ვიცი.
წითელ განათებებს პროჟექტორიც შეუერთდა და მელოდიამ გაიჟღერა. კვლავ ის იყო,
რომელზეც მე და დამიანე ორი დღის წინ ვცეკვავდით.მეტის გაძლება აღარ შემეძლო,
მინდოდა თვალები დამეხუჭა და მეც ნატალიასთან ერთად გავმქრალიყავი.
გულისრევის შეგრძნება ფიქრებთან ერთად იმატებდა და მავიწროებდა.
- რა ჯანდაბაა...- ხმაზე შევხტი. შუქის ანთებასთან ერთად წარმოუდგენელი ძალით
წამოვხტი ფეხზე. მე და აბესაძემ ერთმანეთს თვალი რომ გავუსწორეთ, მაშინ მივხვდი
რომ მის წინაშე ნახევრად შიშველი ვიდექი. ზურგი წამებში მაქცია და მეც
უსწრაფესად ვწვდი ჩემს რომელიღაც მაისურს და გადავიცვი.
- მოვრჩი. - ამოვიბურტყუნე და თავჩახრილმა პროჟექტორი გამოვრთე. მოტრიალდა.
ვგრძნობდი როგორ მაშტერდებოდა, მაგრამ სირცხვილით თვალებში შეხედვა
მიჭირდა. იმიტომ არ მრცხვენოდა, რომ ნახევრად შიშველი მნახა. ის უფრო
მიხეთქავდა გულს, რომ უკვე მანაც ყველაფერი იცოდა და წამი წამზე აქედან
გამაგდებდა. როცა შარვალიც ამოვიცვი, თავს ძალა დავატანე და სახე გავუსწორე.
- აქ რა გინდა?
- ჩ..ჩემი ნ..ნივთების წასაღებად...მოვედი. - დამბლადაცემულივით ავლაპარაკდი და
თითების წვალებას მოვყევი. თვალებით საკუთარი ნივთების შეგროვება დავიწყე
მაგრამ ადგილიდან ვერ ვინძრეოდი.
- ახლა როგორ მოგმართო?!
გაბრუებულმა ვერ გავიაზრე ეს შეკითხვა ირონიული იყო თუ ჩვეულებრივი. ნერწყვი
ხმამაღლა გადავყლაპე და თავი კიდევ ერთხელ ჩავხარე.
- მე...
- ცოტახანს ვერ მოიცდი? - გამაწყვეტინა წინადადება. - სიმართლე გითხრა გირეკავდი
და არ მიპასუხე. სალაპარაკო მაქვს შენთან.
- ნიკა გთხოვ, ისედაც ვიცი რა ამაზრზენიც ვარ და ასე შემდეგ. დღეს ყველაფრი
დავკარგე, საკუთარი თავის ჩათვლით. უბრალოდ მომეცი წასვლის უფლება. - ლამის
ამოვისლუკუნე. ემოციების მოზღვავებისგან წავბარბაცდი კიდეც. ვგრძნობდი
თვალები როგორ მეხუჭებოდა და ნელნელა გონებასაც დავკარგავდი ალბათ.
- წამოდი, სამზარეულოში დავსხდეთ - როგორც ჩანს ჩემი მდგომარეობა შეატყო.
კედელ-კედელ გავყევი გვერდით ოთახამდე და სკამზე დამძიმებული დავჯექი.
ჭიქაში წყალი დაისხა და ჩემდა გასაკვირად წინ დამიდო.
- დალიე.
ხელი კანკალით წავიღე გამჭირვალე სითხისკენ. იმდენად უარყოფითი განწყობა
მქონდა ყველაფრის მიმართ, რომ მეგონა წყლის დალევა დამახრჩობდა.
- წასვლა რომ მართლა გინდოდეს, დამიანეს ოთახში არ გნახავდი მტირალს. -
ამოიხვნეშა და წინ დამიჯდა. ეს ყველაფერი დაკითხვას გავდა, მაგრამ
წინააღმდეგობის გაწევის არც თავი მქონდა და ვერც აზრს ვხედავდი. რამდენიმე
ყლუპი მოვსვი. მესიამოვნა და ოდნავ გონზე მომიყვანა. - მე გნახე, ელიზაბეტ. ქალები
მართლა ეშმაკები ხართ. არ ვიცი, ის რა დადგმები იყო, ან ეს ნატალია საერთოდ რაში
დაგჭირდა, მაგრამ შენი ტკივილი ალბათ ათი მეტრის რადიუსზეც იგრძნობოდა. ამას
ვერ ითამაშებდი. არც რურუას სახლში მოგინდებოდა განმარტოება მის ნივთებთან და
მკვდარივით დატირება.
არ ვიცი, მისი სიტყვები კარგი გაგებით უნდა მიმეღო, თუ პირიქით. თვითონც ნელა
საუბრობდა, მიმარტივებდა რომ ყველაფერი კარგად აღმექვა.
- გამოდის სულ უგულოც არ ყოფილხარ.
- როგორ არის? - ხმაჩამწყდარმა ამოვილუღლუღე და საკუთარი ხმის კანკალი რომ
დამეფარა, კიდევ რამენიმე ყლუპი მოვსვი.
- არ ვიცი.
- ვიცი,რომ მისგან მოდიხარ. ეს მაინც მითხარი...- შევევედრე და ხელების წვალებას
დავუბრუნდი.
- მე პირადად შეშინებული ვარ. ასეთი დამიანე ჯერ არ მინახავს. ხომ იცი ერთად
გავიზარდეთ.
- შეშინებული?
- სულ ჩუმად არის. შემდეგ რაღაც ´მოელანდება´და ისე იწყებს ხარხარს, გეგონება
კომედიას უყურებდეს.
ხელი აიქნია გამწარებულმა და სიგარეტს მოუკიდა. - მეშინია, დროთა განმავლობაში
მართლა ჭკუიდან არ შეიშალოს და არ გაგიჟდეს. აქაურობა პატრონის გარეშე თუ
დარჩება, ჩამოერთმევა. კი მოვალ ხოლმე დასახედად, მაგრამ ცხოვრება სულ სხვაა.
მთელი ნარკოტიკი გაქრა მის ფულთან ერთად, მაგრამ ნაწილი ჩემს სახლში აქვს
შენახული. რამდენიმე თვის სამყოფია…
უფრო და უფრო მიწყვტავდნენ გულს აბესაძეს სიტყვები. ისიც ვიცოდი რომ ამ
ყველაფერს წესით ასე მშვიდად არ უნდა მეუბნებოდეს, მაგრამ რაღაც ხდებოდა.
- რა საქმე გქონდა ჩემთან?
- დამიანეს ვუთხარი ზურიზე.
ზურის ხსენებამ რაფაელი გამახსენა. ჭიქას ხელები ვუშვი და თავქვეშ ამოვიდე
საყრდენად. კანკალმა ამიტანა. მგონი, რაფაელის მეშინოდა, რადგან ვხვდებოდი
კაცის მოკვლაზე თავსუფლად იყო წამსვლელი.
- მგონი შენც იშლები...
- რა?!
- შენს თავს შეხედე. სულ კანკალებ.
საკუთარ ხელებს დავხედე. ამას კანკალი კი არა, უკვე ცახცახი ერქვა. ჭიქას ძლივს
მოვუჭირე ხელი, რომ ჰაერში ამეწია და როგორმე ტუჩებამდე მიმეტანა დასალევად.
- კარგად ვარ. - თავი დავუქნიე, რომ გაეგრძელებინა.
- მოკვდა ეგ სულ კარგად მყოფი გოგო. აღარ გჭირდება თამაში. რაფაელი
გაშანტაჟებდა?
- რა?!
- რა რა, ელიზაბეტ. გკითხე უკვე.
- არამგონია განაღვლებდეს ჩემი პრობლემები.
- ასეცაა, უბრალოდ დიდი იმედი მაქვს დამიანეს დახმარებას შევძლებ, რომ არ
ჩაჯდეს. თუ ვერ შევძლებ, ისედაც საკმაოდაა გაბრაზებული ჩემზე შენს გამო და
საკუთარ თავს ვალდებულად ვთვლი თხოვნა შევუსრულო და რაფაელი დავიჭირო.
- მითხარი, რომ არ ჩასვამენ...
- ეს შენზეცაა დამოკიდებული.- სკამზე გადაწვა და თვალები მოისრისა. რამდენიმე
წამიან დუმილს არცერთი ვარღვევდით. ვხვდებოდი, ლაპარაკი იმაზე მეტად
მიჭირდა, ვიდრე გამოვხატავდი. - გიყვარს?
თავი უხმოდ დავუქნიე და წამოსული ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე.
- აქამდე როგორ მიიყვანე საქმე, არ მესმის.
- არ მეგონა თუ შემიყვარდებოდა.
- ბოროტი ქალი ყოფილხარ.
- ეს მე არ მდომებია.
- აბა ვის უნდოდა?!
- ნატალიას და რაფაელს!
ფეხზე მართლა შეშლილივით წამოვხტი. ჭიქის არსებობა სულ დამავიწყდა და
იატაკზე ნაწილებად დაიშალა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და დიდი
სურვილი მქონდა აქვე, ახლავე დავცემულიყავი მის წინაშე.
შოკირებული მიყურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ეთქვა, ამას მისი
აკანკალებული ტუჩები და ყბა მახვედრებდა. წვერი ოდნავ დაისრისა და მეორე ღერს
მოუკიდა. ჰაერი ხარბად შეისუნთქა და გამოუშვა.
- ღმერთო ჩემო!- დამაცვლით ჩაილაპარაკა.
ნელნელა გადავდგი ნაბიჯები საპირფარეშოსკენ. საკუთარ თავს სარკეში
დავაკვირდი. საზიზღარი შესახედი ვიყავი. ტალახიანი წვიმის წვეთები სახეზე
ალაგ.ალაგ მქონდა შემხმარი. თვალები ჩასიებული და ჩაწითლებული. თვალები ისევ
ცაზე ლურჯი. არა, ეს მე არ ვიყავი. ლინზები ხელის კანკალით მოვიხსენი, რომ
თვალები არ დამეთხარა. არადა, ცოტა მეკლა ამ მდგომარეობამდე, რომ ყველაზე
საშინელ გზებზე მეფიქრა თვითმკვლელობისთვის. უჩვეულოდ ნაცნობმა თვალებმა
შემომხედეს სარკეში და გაკრიტიკება დამიწყეს. ლინზები უნიტაზში ჩავრეცხე.
ხელის კანკალით მოვუშვი წყალი და რამდენჯერმე მუჭით სახეზე შევისხი. უფრო და
უფრო მიტანდა სიცივე. მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი ამ გრძნობის
სინამდვილეში. პირსახოცით სწრაფად გავიმშრალე სახე და შედარებით
დამშვიდებული დავბრუნდი სამზარეულოში. ჩემი ნაბიჯების ხმა გაიგო თუ არა
აბესაძემ, საუბარი განაგრძო, ისე რომ ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია. უკვე
თენდებოდა...
- ჩვენება უნდა მისცე, ოღონდ რეალურად და ანონიმების გარეშე. რაფაელის
წინააღმდეგ. ყველაფერს იტყვი... არ ვიცი, რა ურთიერთობა გქოდათ, მაგრამ როგორც
ვხედავ კარგი არა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა მასთან ერთად იქნებოდი და
დამიანეს გაუბედურებას იზეიმებდი. იტყვი, რომ ზურის ამბავის თვითმხილველი
ხარ.
- კი მაგრამ... მე დამიანესთან ერთად ვიყავი მაშინ. - მოგონებების გახსენებისგან
მუხლები ამიკანკალდა და სკამზე სწრაფად დავჯექი.
- ვიცი, მთელ რესტორანს გვესმოდა. მაგრამ რასაც გეტყვი გააკეთებ.
თავი დასჯილი ბავშვივით დავუქნიე.
- იტყვი, რომ ნახე. შემდეგ რაფაელს ამის შესახებ ელაპარაკე და დეტალებსაც
დაამატევ.
- მე ვინ დამიჯერებს...
- გინდა რომ საკუთარი ჩასვრილი საქმე ოდნავ მაინც გამოასწორო?!
- მინდა.
- ყველამ კარგად იცის, რომ მეც იქ ვიყავი და რაფაელის იქ ყოფნის ფაქტს
დავადასტურებ.
- ცოტას მოვიტყუებით, გამოდის...
- შენ ტყუილზე საუბრობ?! არ მეგონა მაგ სიტყვის მნიშვნელობა თუ იცოდი.
მდგომარეობიდან ოდნავ გამოსული, ნიკუშას სიტყვებმა უკან დამაბრუნა. სუნთქვის
შეგრძნება კვლავ დავკარგე და მხედველობაც დამებინდა. გული კაკლის გულივით
დამიპატარავდა, დამინაოჭდა. უფრო და უფრო ვიაზრებდი, ჩემს საყვარელ ადამიანს
რამხელა ტკივილი მივანიჭე და საკუთარი თავის ზიზღიც მატულობდა.
აცრემლიანებულმა თავი ავწიე და თვალებში შევხედე. თითქოს გაკვირვება გამოესახა
სახეზე, მაგრამ მზერა მალევე მოულბა. შეკრული შუბლი ოდნავ გაეხსნა და უკვე
მერამდენე ღერი მიაწვა საფერფლეს, არ ვიცი.
- კარგი თვალები გქონია...
თავისთვის თავჩახრილმა ამოილაპარაკა. ახლა მივხვდი, მისი გაოცება რამაც
გაოიწვია და ძალაუნებურად თავი ჩავხარე.
- შეიძლება ვნახო?
- რა?
- დამიანეს ნახვა მინდა...
- მეხუმრები, ალბათ?
ნიკუშასთან რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი, ვხვდებოდი რომ მათი ერთმანეთზე
გავლენა უდიდესი იყო. ზოგჯერ ერთმაეთის სიტყვებითაც კი საუბრობდნენ ხოლმე.
მაგალითად, ახლა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
- დამიჯერე, არ გინდა. არ არის კარგად იმისთვის, რომ გნახოს. შენ ფაქტიურად იმ
ქალის ორეული ხარ ვინც შეიყვარა.
- მაგ ქალის ორეულსაც თუ უყვარს, მაინც არ გამოვა?
- არვიცი...
- მითხარი რომ გავმქრალიყავი აქედან. რატომ არ მაგდებ?
- სითამამე დაგიბრუნდა? არვიცი, მგონია რომ აქ საჭირო ხარ.
მისმა სიტყვებმა იმედის პატარა ნაპერწკალი გამიჩინა. დამიანეს ნახვა მართლაც
მინდოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ამის გაკეთება ორივეს იმაზე მეტ ტკივილს
მოგვიტანდა, ვიდრე ამ ღამემ გააკეთა.
- ახლავე მივცემ ჩვენებას, თუ ეს მას დაეხმარება.
ამოვიბურტყუნე. თმები ყურებს უკან გადავიწიე და ფანჯარა ოდნავ
გამოვხსენი, რომ გრილ ნიავს რაიმე ეშველა ჩემთვის.
- კარგი, წავიდეთ. საბუთები გაქვს?
- არა… რომ გავაანალიზე რაც ხდებოდა, იქიდან ისე გამოვიქეცი…
თვალებში ცრემლები ჩამადგა.
ვგრძნობდი, უფრო და უფრო როგორ ვიფიქტებოდი სასიცოცხლო ენერგიისგან.
მთელი დღის უჭმელი ვიყავი და ეს მუცლის გვრემას უარესად მმატებდა. მაგრამ
ზუსტად ვიცოდი, ახლა საჭმლისთვის პირი რომ დამეკარებინა უარესად
გავხდებოდი.
- კარგი, გავიაროთ და აიღებ.
- ნიკუშა... არამგონია რომ...
კანკალი ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩემი დამახასიათებელი თვისება გახდა.
სიმშვიდე სრულიად მქონდა დაკარგული.
- რა ხდება? - თვალებში შემომხედა და სიტუაციაციის გამორკვევას შეეცადა. - კიდევ
ერთი საიდუმლო?
- დამიანემდე, რაფაელთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემი აქ გადმოსვლა კი უდიდესი
შვება იყო.
- უარესს ველოდი. - ურეაქციოდ ამოიფრუტუნა და ხელი ჩაიქნია. მანქანამდე ორივე
მძიმე ნაბიჯებით მივედით. ხმას არცერთი ვიღებდით. მისამართი ხმადაბლა
ვუკარნახე. რაც უფრო ვშორდებოდით დამიანეს სახლს სული უფრო და უფრო
მეხუთებოდა. მგრძნობელობა საერთოდ დავკარგე, როდესაც კორპუსის წინ
გავჩერდით. რამდენიმე წუთი უხმოდ ვისხედით მანქანაში. თვალები ფანჯარაზე
მქონდა გაშტერებული და უნდა ვაღიარო რომ შიშისგან ვკანკალებდი. ვგრძნობდი
სული როგორ მიკანკალებდა.
- გინდა შემოგყვე? - არ ვიცი, აბესაძეს თავის პროფესიასთან ერთად ტელეპატიის ნიჭი
თუ გააჩნდა, მაგრამ ყოველთვის იმას ამბობდა რაც სიტუაციას შეეფერებოდა. ღრმად
ამოვისუნთქე და თავი მსუბუქად დავუქნიე. ყოველი შემთხვევისთვის, ნამდვილად
არ ვიყავი მზად რაფაელი მენახა. მარტოს. კიბეები ხმადაბლა ავიარეთ. დახურული
კარი მეტყველებდა, რომ რაფაელი იქ არ იყო. შვებით ამოვისუნთქე და შიგნით
შევაბიჯე. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მე დავტოვე. ანუ აქ არც მოსულა.
- არ მოსულა...
ჩემს დაგდებულ ჩანთასთან ჩავიმუხლე და ქექვა დავიწყე.
- მხოლოდ პასპორტი მაქვს, ისიც რუსულია.
- არაუშავს, გამოდგება. - თავი მსუბუქად დამიქნია.
- დაბრუნდება. - ხმა ჩამიწყდა, როგორც კი გავიაზრე რა მოხდებოდა, როდესაც
რაფაელსს მარტო ვნახავდი.
- წამოიღე შენი ნივთები, რამეს მოვიფიქრებთ.
თვალები მოისრისა ნიკუშამ.
მანქანაში რომ დავბრუნდით, კანკალს იმდენად ვყავდი ატანილი, ვთოვე რომ
გათბობა ჩაერთო. ოდნავ მომეშვა. ჩანთა გავხსენი და პირველივე სვიტერი გადავიცვი.
ნერვები თავის საქმიანობას მშვენივრად ასრულებდნენ. ფეხები მოვკეცე და ხელები
გარშემო მოვხვიე. ნიკუშას არაფერი უთქვამს. უცნობი შენობის წინ გავჩერდით, აქ
აქამდე არ ვიყავი ნამყოფი.
- ეს..
- წინა საპატიმრო განყოფილებაა. სანამ ჩვენებას მისცემ დამიანეს უნდა
დაველაპარაკო, რომ ნორმალურად ისაუბროს ამ საღამოს მისი საქმის განხილვაზე.
- შენც დაესწრები?
- მაგდენის უფლება არ მაქვს, მაგრამ ვეცდები.
ორივემ ერთდროულად ამოვიხვნეშეთ. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა, რომ
ვაანალიზებდი მე და დამიანეს ეს სქელი ბეტონის კედლები გვყოფდა. ის ისე ახლოს
იყო ჩემთან. მე კი მანქანაში ვიჯექი და საკუთარი თავის ხელში აყვანას ვცდილობდი.
ნეტავ როგორ იყო?... ჩემი დამიანე...ჩემი საწყალი დამიანე...
გონებაში მისი სილუეტი ნათლად მყავდა წარმოდგენილი. ტკივილისგან სახე
დამემანჭა და რამდენიმე ცრემლმაც დატოვა თვალის უპეები.
- რომ გთხოვო, მანქანაში დარჩი მეთქი, ხომ დარჩები?
იმდენად სწრაფად მკითხა ნიკუშამ, რომ ვერც გავაანალიზე რას მეკითხებოდა. ცოტა
გვიან მივხვდი, რომ დამიანეს სანახავად მიდიოდა. მაშინვე გადავფრინდი
მანქანიდან და დავედევნე.
- რათქმაუნდა არა. - თვალები ნათლად ააბრიალა და ორივე განყოფილებაში
შევედით. აქაურმა აურამ საშინლად გამხადა. გავიგე, როგორ ესაუბრებოდა ნიკუშა
ფორმიანებს, რომ დამიანეს თავდებში უდგებოდა. მასთან საუბრის სრული უფლება
ჰქონდა. ფორმიანებმა მზერა ჩემსკენ გადმოიტანეს. თავი პატარა, უსუსურ ბავშვად
ვიგრძენი. როგორ მინდოდა მათ ხელებში ჩემი ხელით მომექცია საკუთარი თავი და
დამიანეს ადგილი ჩამენაცვლებინა. ეს ყველაფერი ხომ ჩემს გამო დაემართა.
ნიკუშა თვალებით მეკითხებოდა, დამიანეს ნახვა ისევ მსურდა თუ არა. პასუხი
რათქმაუნდა დადებითი იყო, მაგრამ შედეგებზე ფიქრიც კი არ მინდოდა. ჩემს
ემოციებზე ფიქრიც კი არ მინდოდა... თავი მსუბუქად დავუქნიე და ჩამწვარი ყელი
მსუბუქი ნერწყვით ჩავიწმინდე.
აბესაძე მალევე გაუჩინარდა, ალბათ ამ ყველაფერს დრო დასჭირდებოდა. მოთმინება
მჭირდებოდა. ჩემს წინ ორი კაცი იყო მხოლოდ, ალბათ მათ შემდეგ შემიშვებდნენ.
თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი, იმის იმედით რომ წუთი წუთზე დამიძახებდნენ.
დავინახე, როგორ გამოვიდა სათვალეებიანი, შარვალ კოსტუმში გამოწყობილი კაცი
იმ დერეფნიდან, სადაც წუთების წინ ნიკუშა შევიდა. როგორც ვხვდებოდი ეს
ადვოკატი იყო... საათი დღის 11 საათს უჩვენებდა. კიდევ რამდენიმე საათი ვიცადე
სანამ მისაღები კაბინა არ გათავისუფლდა. პილიციელმა მიმაცილა, რომელიც რაღაც
ფურცლებში იხედებოდა.
-მნახველი ელიზაბეტ მაისაშვილი, არა? - ცივი მკაცრი ხმით მკითხა.დიდი ხანია, რაც
არავის მოუმართავს ჩემთვის რული სახელით და გვარით.წუხანდელი თვალწინ
დამიდგა, ცივმა ოფლმა დამასხა და თავი ნერვიულად დავუქნიე რადგან ხმა სადღაც
დამკარგვოდა რომ მეპასუხა.
-მსჯავდებული დამიანე რურუა? - როგორც ჩანს, ნიკუშას საჭირო ინფორმაცია უკვე
ჰქონდა მიწოდებული ამ ხალხისთვის.
-დ..დიახ - როგორც იქნა რაღაც ამოვღერღე.
-აქ მოიცადეთ.- მითხრა და ოთახის შუაგულში მდგარი ოთხკუთხედი მაგიდისკენ
მიმანიშნა, რომლის პარალელურ გვერდებთან, საპირისპიროდ მდგარი ორი სკამი
იდო.
პოლიციელი ოთახიდან გავიდა და კარი ჯახუნით გაიხურა. დამფრთხალი შევხტი,
შემდეგ თვალი იქაურობას მოვავლე. საშინელმა შეგრძნებამ დამიარა სხეულში,
მაგრამ თავი გავაქნიე და ფიქრები გონებიდან გავფანტე.
¨მე არ მეშინია! საკუთარი გრძნობების არ მეშინია!¨
თავს მტკიცედ გავუმეორე. სკამისკენ წავედი და მასზე ჩამოვჯექი.
ცოტახანში მეორე კარები გაიღო და ოთახში ბორკილებ დადებული დამიანე
შემოვიდა. სახე გამკაცრებოდა, თვალებიდან კი რომლებიდანაც სიცივე გამოსჭვიოდა,
ჩემს დანახვისას გაკვირვება გამოესახა. როგორც ჩანს არავის გაუფრთხილებია, რომ
მის სანახავად მე ვიყავი მოსული და სანაცვლოდ ოჯახს ელოდა. ერთ ადგილას
გაშეშებულნი ვუცქერდით ერთმანეთს და მხოლოდ საკუთარი სუნთქვის ხმები
ისმოდა. თვალები ჩაშავებოდა. გამხდარ სახეზე ლოყები უარესად ჩავარდვნოდა.
გული შემეკუმშა მისი ასე დანახვისას.
-მსჯავდებული დამიანე რურუა - იმდენად ვიყავი დამიანეს თვალიერებით
დაკავებული რომ შევხტი, როდესაც მისი ვინაობა დაადასტურეს.
-მნახველი...
წინადადება დამიანემ გააწყვეტინა, დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. ისედაც
მკაცრი გამომეტყველება უფრო გაუმკაცრდა, აერია და ბადრაგს მიუტრიალდა.
-მნახველის ნახვა არ მსურს.- ჩემთვის ძლივს გასაგებად, მაგრამ კანკალით აცნობა და
კარისკენ გატრიალდა. ერთი ამოიოხრა და უსიტყოდ გავიდა. სრულიად
გაფითრებული მივჩერებოდი იმ ადგილს, საიდანაც წამის წინ ჩემი საყვარელი
ადამიანი გავიდა. სხეულში ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ უფრო და უფრო უკან
მიდიოდა ჩემი მდგომარეობა. თითქოს რაღაც მნიშვნელობანი გულიდან
გამომგლიჯესო. ნიკაპი ამიკანკალდა და ყელში ბურთი გამეჩხირა. ჰაერი ხავილით
ჩავისუნთქე, თვალები ამიცრემლიანდა. ტკივილს მთელს სხეულში ვგრძნობდი, ნელნელა მუცელს რომ მიღრღნნიდა. ერთ გუნდად, ძლიერ მასად შეიკრა და გულის
ნაფლეთებად ქცევა დაიწყო. გულნატკენი და უარყოფილი ისევ იმ დაწყევლილ
კარებს მივჩერებოდი მაშინაც კი როდესაც ის პოლიციელი შემოვიდა და რაღაცას
ლაყბობდა.
- მისი ნახვა მინდა! - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ისე დავიყვირე.
- ელიზაბეტ...- მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რომ ფორმიანი კაცი ნიკუშა იყო და
სინანულით თავს აქნევდა. ფეხზე წამოვდექი, მისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი.
თვალებში დამიბნელდა. ჩასუნთქული ჰაერის ხრიალი მესმოდა საკუთარ
ფილტვებში. თითქოს, ტკივილისგან სუნთქვაც კი გამიჩერდა. თვალები
დავხუჭე, გავახილე და სრულ სიცარიელეში აღმოვჩნდი. ხმები უკვე
ბუნდოვნად მესმოდა. ფეხებში ძალა გამომეცალა და უკვე აღარც ვიცოდი,
ვარსებობდი თუ არა.
დამიანე*:
კარმის, ცხოვრებისეული ბუმერანგების და ასეთი მოროშილი რაღაცეების აღარ
მწამს. საერთოდ აღარ მწამს აღარაფრის... ვინმე ან რაიმე რომ არსებობდეს, თუნდაც
ის ენერგია რომელსაც თითქოს და შეუძლია ყველაფრის წარმართვა თუ მართვა...მე
დღეს ამას არ ვიგრძნობდი.მისი თვალებიდან ტანჯულად გადმოღვრილ სითბოს არ
ვიგრძნობდი... როდესაც ცხვირწინ მიჯახუნებული კარები გხვდება , როდესაც
უარყოფილი და დანგრეული ხარ, ან ლუკმა გაჩხერილი მოწამლული კერძებით
გაწყობილ სუფრაზე... შეშინებული ხელებს იქნევ რომ მას მოკიდო ხელი და ბოლოს
ისიც ილუზიად გევლინება...ზუსტად ასეთი რამ დამემართა მისი დანახვისას. ჩვენს
შორის არსებული ერთი მეტრი სანამ შეივსებოდა, მილიონმა აზრმა გამიელვა და
თითოეული მათგანი დამტვრეულ შუშაზე დაწოლის ტოლფასი იყო. ამას ვერ
ავიტანდი... ტყუილს შეჩვეული მის რეალურ სახეს ვერ ავიტანდი.
რამდენიმე საათში წარმადგენდნენ დიად მოსამართლესთან და გადაწყდებოდა,
დამტანჯველი დღეების შემდეგ ჩემს რბილ ლეიბზე დავიძინებდი, თუ ხმელი
მეტალის ნაგლეჯზე. ყველა ძვალი მტკიოდა, რაც კი გამაჩნდა. ერთ ადგილას
მოსვენებას ვერ ვპოულობდი. თითქოს რეალობას ვეღარ ვეგუებოდი, თითქოს
ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ტვინი ზედმეტად დამძიმებული
მაქვს არასახარბიელო ინფორმაციით, რაც სწორად აზროვნების უნარს საგრძნობლად
მიქვეითებს. თითქოს, ყველაფერი ისეთივეა როგორიც იყო, მაგრამ სხვანაირია...
თითქოს, ვეღარაფერს ვგრძნობ, მაგრამ ყველა გრძნობა ერთმანეთში არეული ერთად
მაწვება. ზიზღი, სიყვარული, ღალატი, იმედგაცრუება... ყინულის თვალები თვალწინ
მიდგას და ჩემს წინაშე იმსხვრევა, ეს არარეალურია. მახსენდება უბანში, ღამით,
გაჩერებაზე... მაშინ, თითქოს მისი თვალის ფერში ეჭვი შემეპარა. მისი დაბნეული ხმა,
რომ ეს ღამის განათების ბრალი იყო. ალბათ იმ საღამოს არ მელოდა. თითქოს მტკივა,
მაგრამ მსიამოვნებს. თითქოს უბედური ვარ, მაგრამ სიხარულით და ბედნიერი
ღიმილით ვერ ვხვდები ამ ფაქტს. თითქოს სამყარო გახდა სხვანაირი, მაგრამ ეს მე
შევიცვალე, ჩემი რეალობა გახდა სხვანაირი. ცვლილება ყოველთვის სასიამოვნო არაა,
უმეტესწილად ის დიდ ტკივილს უიგივდება და ახლა თავი დაკარგული მგონია...
ელიზაბეტი*:
ვგრძნობ, ოფლში როგორ ვიწურები და თვალებს ხამხამით ვახელ.
საფერთქლები გაუსაძლისად მტკივა. რამდენიმე წუთი მჭირდება იმის
გასაანალიზებლად, რომ მივხვდე სად ვარ. გახუნებული კედლები მეხსიერებას
მიბრუნებს. ჭიქა წყალს ხელში კანკალით ვიღებ და ნელა ვსვავ. ფეხზე რომ ვდგები,
ძვლები მიჭრიალებს, მტკივა. მინდა ისევ დავწვე და ძილს მივეცე, ოღონდ ამჯერად
სამუდამოს.
- როგორც იქნა გამოფხიზლდი - აბესაძე უკმაყოფილო მზერით მიცქერდა.
- დამიანე...
- ელიზაბეტ, მოეშვი. გონება დაკარგე, უჭმელობის ბრალია. რაღაცეები
მოვიტანე და...
ხელით მაგიდაზე დაწყობილ ორ ქაღალდის შეკვრას გადასწვდა. იმის
წარმოდგენაც კი, რომ მათში საჭმელი იყო ღებინების სურვილს მიმძაფრებდა.
- ვაფასებ, რასაც აკეთებ მაგრამ არ მინდა... მადლობა. - ამოვიჩურჩულე და
კედელს მივეყრდენი.
- ისევ გონებას დაკარგავ და დამიჯერე, გულწასული ჩვენებას ვერ მისცემ. ცოტა
მაინც შეჭამე.
- ჩვენება... დამიანე, სად არის?
- დაკითხვაზე, ცოტა ხანში შევაკითხავ.
- ახლა მის გვერდით არ უნდა იყო?
- აქ არავის ვიცნობ, მარტო ხომ არ დაგტოვებდი. - მხრები უხერხულად აიჩეჩა
და ფეხზე წამოდგა. დაღეჭილი სალათის გადაყლაპვას მთელი ძალა დავატანე
და კუჭმაც ავსება დაიწყო. მესიამოვნა, მაგრამ ახლა საკუთარ სიამოვნებაზე
ფიქრი უადგილო იყო, როდესაც რურუას აქ სადღაც სასამართლოს
უწყობდნენ. რაც შემეძლო სწრაფად დავასრულე სალათი და ფეხზე
წამოვდექი. შედარებით მყარად ვგრძნობდი კიდურებს, მაგრამ სუნთქვა ისევ
მიჭირდა.
- მეც მოვდივარ და არ შემეწინააღმდეგო.
- მაგის აზრი? კი, საერთოდ არ გიცნობ,მაგრამ ის მაინც ვიცი რომ დამიანეს გამო
უკვე ყველაფერზე ხარ წამსვლელი, მათ შორის ცუდსაც ვგულისხმობ.
- ნიკა... - ყელში სევდა კვლავ დამიბრუნდა, დამრგვალება დაიწყო, რომ ერთ
ბურთად შემკრალიყო და გავეგუდე.
- არაფერი თქვა, დანტეს ჯოჯოხეთის ბილიკზე გავლა ჩემს ძმაკაცს თავისი
სურვილით არ გადაუწყვიტავს. შარი ხართ ქალები!
ხმა ვერ ამოვიღე. სიტყვები გულში შხამიანი ეკლებივით მესობოდნენ. დამიანე
თავის სასჯელს ამ ფერწასულ კედლებში იღებდა, მე საკუთარ ორგანიზმში.
გრძნობები იქცა ჩემს სასჯელად.
- ხვალ გადაიყვანენ.
- რა?! - მოულოდნელობისგან ლამის ფეხი გადამიბრუნდა. წინ წასული
სწრაფად მობრუნდა და მხრებზე ხელები მსუბუქად ჩამომაწყო. ოდნავ წელში
მოიხარა რომ გამთანაბრებოდა და თვალებში ჩამაშტერდა.
- აი რას იზამ ახლა. არ გაჯიუტდე, ამისთვის ზედმეტად სუსტად ხარ. წადი
დამიანესთან, შენი ნივთები იქ დატოვე და...ჯანდაბა, ამის გამო მომკლავს
დამიანე!- თავი თვალდახუჭულმა უკმაყოფილოდ გააქნია. წარბები
ერთმანეთს დაახლოვა და განაგრძო. - იაზრებ მაინც, რამდენად
მნიშვნელოვანი როლი გიჭირავს დამიანეს ცხოვრებაში?! - თავი ვეღარ შეიკავა
და დაიყვირა. უკვე რეაგირება აღარ მქონდა, მსგავს ამბებზე. თავისუფლად და
უსიტყვოდ მივიღებდი ყველანაირ დამცირებას და ყვირილს. ამას ნამდვილად
ვიმსახურებდი. გული შემეკუმშა. თვალები ცალი ხელით მოისრისა და ღრმად
ამოისუნთქა.
- დასვენება გჭირდება. - ხმის კანკალით, ხმადაბლა მივმართე და თავი ჩავხარე.
ფაქტი იყო, რომ გამოძინება ნამდვილად ესაჭიროებოდა. ამას მისი
ჩავარდნილი თვალებიც ამტკიცებდნენ.
- სასამართლოს ნიშნავენ ხვალ. ვერ დავტოვებ, რამე რომ დასჭირდეს ყოველი
შემთხვევისთვის, აქ უნდა ვიყო. უნდა წახვიდე მასთან, მისი საბუთები
მოძებნო და წამოიღო.
ჩემი გონება ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად გადაეხარშა მიწოდებული
ინფორმაცია და შეძლებისდაგვარად ახერხებდა კიდეც. იმის გაფიქრებაც არ
მინდოდა, რომ სასამართლოზერაიმე ცუდი მომხდარიყო. თავი უხმოდ დავუქნიე
აბესაძეს. უკვე მისი მდგომარეობაც მაღელვებდა, იმდენად ფერწასული აკეთებდა
თითოეულ მოძრაობას.
კართან მისული, ნელა შევბრუნდი მისკენ.
- ნიკა... რას ფიქრობ, დაუმტკიცებენ უდანაშაულობას?
- პატარა კავშირები მაქვს. უკვე ველაპარაკე მათ... მთავარია დამიანემ ის
გააკეთოს, რაც ვუთხარი და შენც ყველანაირად უარყოფითი ჩვენება
მისცე რაფაელზე. როგორც ხედავ, დღეს ეს გადაიდო... როგორმე
გოგოლიძეს და რურუას საქმე ერთმანეთს უნდა დავაკავშიროთ.
- ბოლობოლო ზურიც ხომ რურუაა...
ჩემთვის ჩავიბურტყუნე. ტუჩები უხერხულად მოვკუმე და შენობა დავტოვე. უკვე
ბინდდებოდა. არ მჯერა, რომ მთელი დღე ამ დაწყევლილ ადგილას გავატარე.
სიმართლე რომ ვთქვა აქაურობის დატოვება არც მინდოდა. არ მინდოდა დამიანესგან
შორს წასვლა. მისი სიტყვები, რომ ჩემი ნახვა არ სურდა, გაფუჭებული კასეტასავით
მიტრიალებდა თავში. ყოველი თვალის დახუჭვისას კი, მისი ზიზღნარევი სახე
საკუთარი თავის ზიზღს მმატებდა.
მისი სახლის კარი გავაღე თუ არა, ნაცნობმა სურნელებამ ნესტოები ამიწვვა. სიგარეტი
კი ამ ყველაფერს ამძაფრებდა. წარმოდგენა არ მქონდა, სად უნდა მეძებნა საბუთები,
მაგრამ რაც მალე ვიპოვნიდი, ვხვდებოდი, რომ მით უკეთესი იქნებოდა. ყოველი
შემთხვევისთვის დრო დილამდე მქონდა. საკუთარი ნივთები დივანზე დავაწყვე.
გარშემო მიმოვიხედე და თვალებით ისეთ ადგილს დავუწყე ძებნა, რაც აქ ცხოვრების
პერიოდში თვალში არ მომხვედრია. რეალურად კი მის პატარა, მყუდრო სახლში
ასეთი ადგილი არ მეგულებოდა. საძინებელში შევედი და დალაგებას შევუდექი,
ყველაფერი თუ მწყობრში იქნებოდა, ძებნაც გამიადვილდებოდა. ყოველი მის
ნივთთან შეხება კიდევ ერთ ჭრილობას მიჩენდა ისედაც ნაფლეთებად ქცეულ გულზე.
მისი ჩემდამი უარყოფა თავს არ მანებებდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად
ვიტვირთავდი თავს საქმით. ის მაინც არსად ქრებოდა.
ყველაფერი რომ მწყობრში დადგა, თვალი წყნარად მოვავლე ოთახს. თაროსთან
მივედი, სადაც უკვე სუვენირად იდგა ჩემი და დამიანეს მიერ გამოცლილი რუსული
“კალვადოსი”, რომელიც მამამისს მოპარა. გახსენებისას გამეღიმა, მაგრამ ტკივილი
უფრო მეტი იყო, ვიდრე მოგონებებით გამოწვეული ბედნიერება. ცარიელი ბოთლი
რამდენიმე წუთით ვატრიალე ხელში. ამ ცივ, შუშის ნაგლეჯთან შეხება და გახსენება,
იმდენად დიდ სიამოვნებას და ტკივილს მანიჭებდა ერთდროულად, გაშვება რთული
აღმოჩნდა. ყველაფერი გადავქექე, ყველა კუთხე, უჯრა. დამიანეს საბუთები არსად
იყო. ვარიანტად სარდაფში ჩასვლა მქონდა დარჩენილი, რაც ყველაზე ნაკლებად
მინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ვიცოდი, იქაურობის დანახვა კარგ
ემოციებს ნამდვილად არ გამოიწვევდა ჩემში. ჩანთას ხელი დავავლდე და სწრაფად
ჩავიარე კიბეები.
-უგემოვნოდაა მოწყობილი, ალბათ ბევრ რამეს შევცვლი. - მომესმა უცნობი ხმა,
რომელიც სიცილით საუბრობდა. კიბეებზე სვლა შევაჩერე. სმენა დავძაბე და
ჩაბნელებულ კიბეებს, რომლებიც სარდაფისკენ მიდოდა თვალი გავუშტერე.
-არ რისკავ? ხომ იცი, ვალები და მთელი ამბები აქვს აქაურობის პატრონს. -
გოგოლიძეს ხმა ის ერთერთი იყო, რასაც ალბათ ყოველთვის ამოვიცნობდი. გული
მაშინვე ამიჩქარდა.
-ყოფილ პატრონს. - პასუხი არ დაუყოვნა უცნობი ხმის პატრონმა.
-სწორად აღნიშნე.
-რაფაელ, მოდუნდი. ყველაფერი დასრულდა. შენ შენი მიიღე, მე ჩემი. აქაურობა
კარგია, ხალხიც იცნობს უკვე. პოლიციას ამისთვის აღარ ეცლება და რაც შეეხება
დამიანეს ვალებს, ციხიდან სხვანაირად გაისტუმრებს. - კვლავ გულისამრევი
სიცილი, ეს უკვე გაუსაძლისი ხდებოდა - აქ არავინ მოაკითხავს.
-თუ ფიქრობთ, რომ აქაურობა უპატრონოდ რჩება, ძალიან ცდებით!
არ ვიცი ამდენი გამბედაობა, სიმამაცე თუ სითამამე საიდან დამიგროვდა, მაგრამ ხმის
ამოუღებლად კუთხეში მიმალული ვეღარ ვიდგებოდი. ხელები მიკანკალებდა,
ამიტომაც მუშტებ შეკრული დავდექი ორი კაცის წინაშე. უცნობი მართლაც უცნობი
აღმოჩნდა, მას ნამდვილად არ ვიცნობდი. აი რაფაელი კი... თავიდან გაოცებული,
შემდეგ კი ირონიული ღიმილით შემომყურებდა.
- შენ ცდები, საყვარელო. - მომმართა უცნობმა. - ამ ადგილს ყავს პატრონი, მე. და შენ
ვინ ხარ?
- შენი ყოფილი პარტნიორის მორიგი სათამაშო, ძ*კნა. - ამოისისინა რაფაელმა და
საზიზღარი ღიმილის უკან გალესილი კბილები გამოაჩინა. მზად იყო
ნებისმიერისთვის ჩაესო და მოეშხამა. როგორც ერთ დროს მე გამიკეთა. - ვიფიქრე,
უკვე გაიქცა რუსეთშითქო.
-ამის უფლებას არ მოგცემთ! - დავაიგნორე რაფაელის უაზრო რეპლიკა და მათკენ
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
-კარგი, იქნებ სხვა რამე მოგეცა? - ახარხარდა უცნობი.
-არ გირჩევდი, კოტე. სახეს ჩამოგპორჭყნის. - სიცილში აჰყვა რაფაელი. თავს
საშინლად ვგრძნობდი. დაჩაგრული, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. თვალებზე
ცრემლები მომადგა ბავშვურად და ტირილის მეტი არაფერი მინდოდა. მაგრამ იმას
ნამდვილად არ დავთმობდი, რის სრულყოფილებაში მოყვანასაც დამიანემ წლები
დაახარჯა და ვიცოდი, იმ საშინელი გისოსებიდან რომ გამოვიდოდა აქაურობას
ძალიან კარგად გამოიყენებდა. რათქმაუნდა, ნარკო დილერობით აღარ.
-არ მეგონა, რურუა ასე გულუხვად თუ უყოფდა თავის სათამაშოებს ძმაკაცებს. -
მიუგო უცნობმა, რომელსაც როგორც გავიგე კოტე ერქვა. დამიანესგან ვიცოდი, რომ
ეს იყო მისი მეწილე, რომლის ნდობაც საშინლად არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ენდო.
გამოუვალი მდგომარეობის გამო. ჩემზე ისე საუბრობდნენ, თითქოს მათ წინაშე არ
ვმდგარიყავი. დამიანეს სათამაშო ნამდვილად არ ვიყავი, მით უმეტეს არც არავისთან
მიყოფდა.
-არ იცოდა, თორემ შენც იცი, რა ძუნწია ყველაფერში. ხუთ პროცენტს შენ უხდიდი, მე
კი არა.
-საკმარისია! - დავიყვირე, როგორც შემეძლო და რამდენიმე წამით თვალები
ერთმანეთს დავაჭირე. - არავის მასხრად ასაგდები არ არის დამიანე, მით უმეტეს
თქვენი!
-ელიზაბეტ, რაღაც დიდ გულზე მეჩვენები. რა მოხდა, ასე მარტივად გაპატია
დამიანემ?
-ამაზრზენი ხარ! - რაფაელის სიტყვებმა დამიანეს უარი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ
შემახსენა. უნებურად გადმოვარდნილი ცრემლები სწრაფად მოვიწმინე.
ემოციებისგან საშინლად ჩამოცხა. ზურგზე მოკიდებული ჩანთა, იქვე ძირს ჩამოვდე,
ისე რომ მათთვის თვალი არ მომიშორებია.
-მე ამაზრზენი ვარ, შენ კი პირადი ცხოვრება არ გაგაჩნია. ამას ნამდვილად
ამაზრზენობა ჯობს! - კვლავ მისი ხარხარი. კოტე დამიანეს კუთვნილ სკამზე
მოკალათებული, ყველაფერს შორიდან ადევნებდა თვალს.
-არ მესმის, ადამიანობა საერთოდ არ გაგაჩნია?! ერთი სული მაქვს ციხეში როდის
გნახავ.
-არა ძვირფასო, ვერ მნახავ. მანდ რურუას მიაკითხე ხოლმე. რათქმაუნდა თუ შენი
ნახვა სურს.
-შენ...
-რა? მე საიდან ვიცი? ბევრი ნაცნობი მყავს, ძალიან. დაგავიწყდა?!
-ადამიანის გრძნობებზე თამაში ასე არ შეიძლება, რაფაელ!
-ამას შენ მეუბნები, თუ ნატალია? - გულზე ხელები დაიკრიფა და სავარძელზე
მოწყვეტით დაეშვა. ასე მეგონა, წამი წამზე გავსკდებოდი.
-შენზე ყველამ ყველაფერი იცის. თავისუფლების წუთები დათვლილი გაქვს. -
კმაყოფილების ღიმილმა გადამირბინა, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ალბათ
ჯობდა ეს არ მეხსენებინა და საიდუმლოდ დამეტოვა. ასე, შეუმზადებლად უფრო
დიდ დარტყმას მიიღებდა. ახლა მე ვიყავი შურისძიებით შეპყრობილი, მინდოდა
რაფაელისთვის ყველაფერი ორმაგად მეზღვევინა. მაგრამ რათქმაუნდა, რაც მას
ელოდა, ეს იმის ნახევარიც არ იქნებოდა, რაც დამიანემ ან თუნდაც მე განვიცადე.
-რა თქვი?! - მისმა ნერვულმა სისტემამ როგორც ყოველთვის არ დააყოვნა და წარბიც
უმალვე აუთამაშდა. კოტე წარბებაწეული უყურებდა სანახაობას.
-თინეიჯერი ბიჭის დაჭრა შენი მხრიდან სულელური საქციელი იყო.
რა გააკეთე?! - როგორც ჩანს, კოტემაც არ იცოდა და გაკვირვება ვერ
დამალა. იმის ძალაც არ მქონდა რომ ახლა მე მეცინა, არადა ნამდვილად
სასაცილო მდგომარეობაში იყო რაფაელი
-ელიზაბეტ, დამიანეს ძმა იმიტომ დავჭერი, რომ ზედმეტი მხიარულება მოგივიდათ.-
ისე უდარდელად ჩაილაპარაკა, თითქოს ადამიანის სიცოცხლეს კი არა, ჩვეულებრივ
სათამაშოს წასთამაშებოდა.
-მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ! რომ გაგიცანი იმ დღიდან შენი თავის გარდა
არავინ გადარდებდა და შენი დის სიკვდილის ღამე არ გამახსენებინო!
-ერთ დროს შენც ასე ფიქრობდი! - კბილებში გამოსცრა, ფეხზე წამოდგა და ნელ ნელა
მომიახლოვდა. - იცი რას გეტყვი? ძალიან არ მაინტერესებს, ვის რა უთხარი. შენ უკვე
აღარაფერი დაგეჯერება. არ ვნანობ შენს გაცნობას, პირიქით ამან რამხელა სიამოვნება
მომანიჭა, მგონი შენც ხედავ. არ ვნანობ, რომ ანას სიკვდილის ღამეს შენზე ძალა
ვიხმარე. არ ვნანობ, რომ დამიანესთან მიგაქსიე, ამით ხომ შენც ერთობოდი?! - წამით
შეყოვნდა, თითქოს რწმუნდებოდა რომ საკმარის ტკივილს მანიჭებდა გახსენებით და
არც ცდებოდა. ტუჩები დამბლა დაცემულივით მიკანკალებდა.- არ ვნანობ ზურის
დაჭრას, ნეტავ საერთოდ სასიკვდილოდაც გამემეტებინა. ასე ხომ უარესად
დავტანჯავდით ჩვენ ბიჭს?! და რაც მთავარი, არ ვნანობ, რომ ყველაზე შეუფერებელ
მომენტში გამხილე. მე თუ მკითხავ ზუსტად შესაფერისი მომენტი იყო. შენ შენი
მოგეზღვა. გაგაფრთხილე, არ უნდა შეგყვარებოდა ეგ ბიჭი და შენც მოგებული
დარჩებოდი, მაგრამ არ დამიჯერე. სანაცვლოდ ბედნიერი, ევროპული წყვილის
ცხოვრება მოიწყვეთ! არ ვნანობ, რომ ახლა, აქ კოტესთან ერთად ვარ და სიამოვნებით
დავეხმარები, ამ ადგილის რესტავრაციაში. აი შენ კი...- თითი შემსკენ გამოიშვირა და
მკერდზე მომადო. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. ენა გადაყლაპული მქონდა. ჩემს წინ
ნამდვილი სატანა იდგა, ამაში მეორე აზრი არ არსებობდა
- ჯობია აქედან გაქრე საერთოდ და რუსეთში ცხოვრება მოიწყო, თორემ კარგად
მოგეხსენება, ყველგან გიპოვი, თუ რურუას სახელს შენ პირიდან არ მოიშორებ!
- შენი არ მეშინია.
-ეს გამოწვევაა?! - თვალები ისე უელავდა, როგორც ჯოჯოხეთიდან აღზეებულ ეშმაკს,
ზუსტად ვიცოი ახლა რაღაც ცუდი მოხდებოდა, მაგრამ აზროვნების უნარი
წამრთმეოდა.
-რაც თქვი სიმართლეა? - ამ ხნის განმავლობაში მეორედ ამოიღო კოტემ ხმა და
რაფაელს პასუხის მოლოდინში მიაჩერდა. გოგოლიძეს საშინელი ღიმილი სახიდან არ
შორდებოდა, ნამდვილი იარლიყივით ჰქონდა არტყმული და იდიოტივით იღიმოდა.
ერთ ადგილას გაქვავებული ვიდექი და რაფაელის მხრიდან საპასუხო დარტყმას
ველოდი.
-კარგი რა კოტე. ჩემი ცოდვები ისე შეიცხადე, თითქოს შენ მამა აბრამის ბატკანი
მყავდე.
-ასე არ არის... მაგრამ, არ ფიქრობ რომ მეტისმეტია?
-რა არის მეტისმეტი. ეს გოგო შეგეცოდა?!
-ეს ის გოგო არ არის ვის გამოც დამიანეს გონება ჰქონდა არეული?! - ახლა, ორი
მამაკაცის ხელი ჩემსკენ იყო გამოშვერილი. სცენა და წითელი განათება მეკლდა
სრული სპეკტაკლისთვის.
-და ეს ის ქალია, ვინც უკვე მერამდენე წელია, მიყვარს.
-ძალის ხმარება სიყვარული არ არის, რაფაელ...- ხმადაბლა ამოიბურტყუნა კოტემ და
უფრო მჭიდროდ აეკრო საზურგეს. თითქოს გოგოლიძისგან გამოსროლილი
ბრაზისგან თავის დაცვას ცდიობდა. მათ საუბარში ტელფონი ამიზუზუნდა. ყურზე
მივიდე თუ არა, პასუხი არ მქონდა გაცემული, რომ აბესაძეს ხმა ჩამესმა.
-არაფერი თქვა,კითხვები არ დამისვა, უბრაოდ რაც შეიძლება სწრაფად წამოდი
მანდედან. დანარჩენს მე მივხედავ.
კავშირი შეწყდა. აგონიაში მყოფნა სწრაფად შევინახე ტელეფონი. რაფაელი
ავისმომასწავლებლად მომშტერებოდა. ხმის ამოღებას არ ვაპირებდი თუმცა ასე
მარტივად მათგან ვერც წავიდოდი.
-თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ მე მითქვია... ცუდი განზრახვები არ შეგრჩებათ.
-ისევე, როგორც შენ არ შეგრჩა, ¨ყინულის პრინცესა!¨
ჩემი ყალბი ზედმეტ სახელის ხსენებისას გამაჟრიალა.. თავის დაკარგვის დრო ახლა
ნამდვილად არ იყო. ნიკა ტყუილად არ დამირეკავდა. ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე,
საკუთარ ჩანთას ხელი დავავლე და გასასველისკენ გავედი. რამდენიმე კიბე მქონდა
ავლილი, რომ თეთრმა განათებამ უმალვე დამაბრმავა. რეფლექსებმ მოქმედება
დაიწყე და დასაჩრდლად ხელი ავიფარე. აბესაძე უსწრაფესად მომმვარდა და მკლავში
ხელი ჩამავლო. ვაანალიზებდი, რომ გარეთ უარესი ამბავი იქნებოდა. უყოყმანოდ
დავუქნიე თავი და სწრაფად ავიარეთ დანარჩენი კიბეები.
არ შევმცდარვარ, ორ პოლიციის მანქანას, გაოთხმაგებუი რაზი ახლდა თან. ვიფიქრე,
მე მიჭერენ მეთქი და თავი ჩავხარე. კითხვების დასმას არ ვაპირებდი. მაგრამ იმედი
გამიცრუვდა, როდესაც გვერდი მძიმე ნაბიჯებით ჩამიარეს და სარდაფში ელვის
სისწრაფით ჩავარდნენ.
- ყოჩაღ, კარგად იმუშავე. - მსუბუქად გამიღიმა ნიკუშამ. გონზე ჯერ კიდევ ვერ
მოვდიოდი, თვალები ოფისის ჩასავლელზე მქონდა გაშტერებული და ვცდილობდი
ორგანიზმიზთვის სუნთქვა მეიძულებინა. რამდენიმე წამსი, ორ ორა კაცმა იდი
ალიაქოთით მოიყვანა რაფაეი და კოტე. რამდენიმე წამით შეყოვნდნენ კიდეც, რადგან
გოგოლიძე წინააღმდეგობის გასაწევად ფეხებს აქეთიქეთ პატარა ბავშვივით იქნევდა.
მინდოდა ბედნიერებისგან მეცინა, მეხტუნავა, რაიმე მაინც მეთქვა, სანაცვლოდ
გაქვავებული ვიდექი და მომხდარს ვაანალიზებდი. ნიკუშა მომშროდა, რამდენიმე
ნაბიჯი მათკენ გადადგა და წელში გაიმართა. ასე, ალბათ ორ მეტრსაც კი აღწევდა
თავისი მედიდური აღნაგობით.
- თქვენ ბრალი გედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, შანტაჟსა და
ძალადობაში. გაქვთ დუმილის უფლება, ყველაფერს რასაც იტყვით შეიძლება თქვენს
წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
ნიკუშამ მარტივი ხელის მოძრაობით ანიშა, რომ რაფაელი იქიდან გაეყვანათ.
ლანძღვა გინებით ჩატენეს მანქანაში გოგოლიძე და კარი მიუხურეს. თვალს ვერ
ვწყვეტდი. ფანჯრის მიღმაც კკი ვხედავდი, როგორ მჭამდა თვალებით და ახლა
მიღიმოდა, მაგრამ მისი ღიმილის უკან უფრო მეტი სისასტიკე იმალებოდა, ვიდრე
წარმოდგენა შემეძლო. აბესაძეს ხმამ გამომაფხიზლა, როგორც იქნა თვალ მოვწყვიტე
მანქანას და მისკენ მივბრუნდი. ახლა, კოტეს ესაუბრებოდა.
- კი მაგრამ, მე რაღა დავაშავე?
აბესაძემ გარშემო მიმოიხედა. რომ დარწმუნდა, ყველა რაფაელზე იყო
ორიენტირებული, კოტეს ხელი დაავლო და ორ ფორმიანს, როელთაც მჭიდროდ
ეჭირა თავი დაუქნია. მათაც მაშინვე დატოვეს თავიანთი პოსტი. ყველაფერს თვალს
ისე ვადევნებდი, ტითქოს რომელიმე მძაფრ-სიუჟეტიან ფილმს ვუყურებდი. მაგრამ
ფაქტია, რეალობა ფილმზე ბევრად უარესი აღმოჩნდა.
- მართალი ხარ, არანაირი სამხილი არ მაქვს შენზე. მაგრამ, რას ფიქრობ, შენი აზრით
შეგარჩენდი ძმაკაცის ღალატს?
ყალბი ღიილით დააჯილდოვა ნიკუშამ. აფართხალებული კოტე სწრაფი ნაბიჯებით
მიათრია მეორე მანქანამდე და თავისი ხეით ჩააყუდა.
- გოგოს მე მივხედავ, დაგეწევით.
ბრძანება გასცა.
ჯერ კიდევ შოკირებული ვიდექი და ვერ ვიაზრებდი მომხდარს.
- როგორ...
- მარტივად. - ხელი ჩანთაზე დამავლო, მომახსნევინა, გახსნა და შიგნითა პატარა ჯიბე
ამოატრიალა. თვალებს არ ვუჯერებდი. გაფართოებუი გუგებით მივჩერებოდი შავ
თითისტოლა მოწყობილობას. ყბა ჩამომმვარდნოდა.
- შენ რა... მოსასმენი აპარატი ჩამიდე?! - ხმადაბლა ამოვიჩურჩულე. ემოციებს ვერც
გამოვხატავდი. ერთიანად ავდუღდი.
- ვერ გამამტყუნებ. არ გენდობოდი. მე რა ვიცოდი, იქნებ რაფაელთან შენი ფეხით
მიხვიდოდი ყველაფრის შემდეგ და ქეიფს დაიწყებდით?! მაგრამ, შედეგი აშკარად
გამოიღო ჩემმა უნდობლობამ... ყველაფერი გარკვევით ისმის, რაც შენ, რაფაელმა და
კოტემ ისაუბრეთ.
გაოგნებული ვისმენდი მის სიტყვებს და ვცდილობდი სიწყნარე შემენარჩუნებინა.
გონებას ვაიძულე რამდენიმე წუთის წინ მომხდარში დავებრუნებინე. ყველაფერი
ხელახლა მოვისმინე. გამაჟრიალა, როდესაც გავიაზრე, რომ მხოლოდ აბესაძემ კი არა,
მთელმა განყოფილებამ შეიტყო ჩემი წარსულის შესახებ. მაგრამ დიდ იმედს
ვიტოვები, ამ კონკრეტულის შესახებ არავინ არაფერს მკითხავდა. მთავარი იყო, რომ
რაფაელი ჩაჯდა.
- მითხარი, რომ იქიდან თავს ვეღარ დააღწევს.
- ვეღარ დააღწევს. დაწყნარდი. იპოვე საბუთები?
- მე...- დაბნეული ავლაპარაკდი. - ზემოთ არ არის, აქ ჩამოვედი მოსაძებნად და...
უხმოდ შევედით ორივე სარდაფში. იისე ჰქონდათ აქოთებული აქაურობა იმ რ
ვირთხას, რომ სუნთქვა უარესად გამიჭირდა და ღებინების შეგრძნება გამიმძაფრდა.
მხოლოდ დამიანეზე შემეძლო ახლა ფიქრი. ოთახი გავიყავით. ნახევარ ნაწილს მე
ვქექავდი, საწერი მაგიდის და უჯრების მხარეს კი აბესაძე. ასეც ჯობდა. ჩემს
მდგომარეობაში, ისე ვიყავი ახლა, საკუთარ თავს არ ვენდობოდი. შესაძლო იყო, რომ
გამომრჩენოდა, ის რასაცვეძებდით.
- როგორ ჩაიარა დაკითხვამ? - ხმადაბლა შევაპარე, დიდი ხნის წინ თვში გაჩენილი
კითხვა. თვალი მაინც არ გამისწორებია მისთვის. მაგრამ ვიგრძენი, როგორ გასწორდა
მხრებში დოინჯი შემოირტყა და ღრმად ამოისუნთქა. გამოდის, ვერაფერი იპოვა.
- ხმა არ ამოუღია, სულ ადვოკატი საუბრობდა.
- ასე ხომ არაფერი გამოვა?!
- რაღაც მხრივ კარგია, ჩვენ სამს რომ ერთი პროფესია გვაერთიანებს.გარკვეული ვართ
მსგავს ამბებში. - უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და დივანზე ჩამოჯდა - ყოველთვის
ვეუბნებოდი, დამიანე არ გინდა, მოეშვი ამ საქმიანობას. მაგრამ თავისას არ იშლიდა.
კაზინოში სიარულივითაა ეს ამბავი, რაც უფრო მეტ ფულს შოულობ, მეტი და მეტი
გინდება. - ხელი აიქნია და თვალები მოისრისა. - აი შენი კიდევ არ მესმის. ელიზაბეტ
მაისაშვილის წარსული შევისწავლე, ანუ შენი. როგორც შემეძლო და გავარკვიე რომ
იქ დაგიმთავრებია უნივერსიტეტი. ხელმეორედ რაღატომ ჩააბარე, ასე ძალია გიყვარს
სწავლა? ან, ყალბი საბუთებით რომ დადიოდი, არ იცოდი მაინც როგორ რისკავდი?!...
ისე, კი შენ და დამიანე ერთნაირები ხართ. რისკის მოყვარულები. თქვენით ეძებთ
შარს.
- რამე უნდა თქვას... თავი უნდა დაიცვას. - დავაიგნორე მისი გამოძიება და რურუაზე
ავლაპარაკდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს წარსულზე საუბარი სახარბიელო
შედეგს ნამდვილად არ მომიტანდა.
- ვიცი, მისი სიტყვის გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ ხომ გეუბნები,ხმას თუ იღებს ან
უაზრობებს ბოდავს, ან გიჟივით იცინის.
- მომეცი მასთან საუბრის უფლება. - შევევედრე და მივუახოვდი. - აქ არ არის მისი
საბუთები...
- ხვალ ნახავ, სასამართლოზე. ოღონდ არ ვიცი ჩემი ჩანაფიქრი რამდენად მოგეწონება.
რაც შეეხება საბუთებს, უეჭველი წყნეთში ექნება. ავალ ახლავე და წამოვიღებ. ჩემთან
ერთად წამოდი, გზაში გაგაცნობ გეგმებს.
თავი უხმოდ დავუქიე. ჩანთა მოვიკიდე და მანქანისკენ გავყევი. ხელში მოსასმენი
მოწყობილობა ავათამაშე და გავუწოდე.
- მგონი, ეს აღარ მჭირდება. - შეძლებისდაგვარად გავუღიმე. ღიმილით გამომართვა
და ფორმის შიდა ჯიბეში მოითავსა.
- წარმოუდგენელია. 24 საათე ოდნავ მეტში შეძელი სრულიად წაშლილი შეპუტაცია
ისევ აღგედგინა.
- იმედია ისევ ¨ყინულის პრინცესას¨არ დამიძახებ.
- ეგ ნატალიას უხდებოდა. მართლა ვამბობ, ნდობა დამიმტკიცე. მაგრამ არ ვნანობ
ცუდად თუ გელაპარაკე. დამიანეს გულის ტკივილს ვერასოდეს გაპატიებ...
დამიანე:
ყველაფერი ერთბაშად დამატყდა თავს.
შარშანდელი შემოდგომა, წლევანდელი ზამთარი და კიდევ მომავალი წლის
შემოდგომაც.
ყველაფერზე ერთად მქონდა საფიქრალი.
როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ, როგორი სევდიანი ახლა და როგორი უბედური
მომავალში..
შესაძლოა მხედველობაც წაერთმია ღმერთს ჩემთვის, სმენის უნარიც, საუბრის
შესაძლებლობაც, თუმცა ზუსტად ვიცი, გრძნობებს არასდროს წამართმევდა და
სწორედ ეს იყო ჩემი სასჯელიც.
ასეთი უბადრუკი, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
არსებობდა კი რეალურად ღმერთი?!
ფიქრებში ჩაფლული მივშტერებოდი საკუთარ გათეთრებულ ხელებს. უკვე
თენდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მალე სასამართლო მექნებოდა. ნიკუშამ კარგად
დამარიგა, რაც უნდა მესაუბრა. თავი ყველანაირად უნდა მემართლა. სიმართლე, რომ
ვთქვა, ამის ხალისი დიდად არც მქონდა, მაგრამ აქედან გასვლად ალბათ ღირდა.
შემდეგ სხვა, უფრო რთული სატანჯველი მელოდა. პირველი, უნდა გამერკვია
რაფაელის დის შესახებ, რომლის გამოც ასე ღრმად შეტოპა. მეორე, ნატ...ელიზაბეტის
კავშირები გოგოლიძესთან. მესამე, მინდოდა ეს თუ არა, ირადად ელიზაბეტთან
საუბრის გარეშე ამ ყველაფერს წერტილი არ დაესმებოდა.
კარგი, მზად ვიყავი ამისთვის. მზად ვიყავი, რომ ისე მოვქცეულიყავი, ერთხელ მაინც
როგორ ნიკუშამ მითხრა და აქაურობას სამუდამოდ დავმშვიდობებოდი. როგორ
მინდა ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში გვარდებოდეს. სუნთქვის მეტს საერთოდ
აღარაფერს გავაკეთებდი. არც მეყვარებოდა და აღარც ჩემს პრინციპებს
გადავაბიჯებდი უმისამართოდ.
ლითონის კარზე კიდევ ერთი მეტაის ხმაურიანმა შეხებამ მაიძულა საკუთარ თავთან
განმარტოებული იდელიისთვის თავი დამენებებინა. მთვალებში შევხედე ფორმიანს,
რომელიც მთეი სახით მეუბნებოდა, რომ დრო იყო, საჯდომი ამეწია და გავსულიყავი.
წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია. წყნრად წამოვდექი და კარებს მივუახლოვდი...
ელიზაბეტი:
მწარე ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა. შეიძლება, ამ ყველაფერს ფიქრებიც არ
ვუწოდო და შავბნელი აზრები დავარქვა, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს
ეჯახებოდნენ, მომავალი კი, არსად ჩანდა.დაბნეული დიდი სივრცის წინ
აღმოვჩნდი… სიცარიელეში… მარტო… მხოლოდ და მხოლოდ. ერთი სიამოვნებაღა
დამრჩა, ხმამაღლა გავიხსენო ის დღეები, რომლებსაც, სამწუხაროდ, განმეორება აღარ
ემუქრება… დღეები, როდესაც დამიანესთან ხელიხელ ჩაკიდებული დავდიოდი,
მხარი მხარს გვქონდა მიდებული, ფეხიც–აწყობილი…ეს ყველაფერი რათქმაუნდა
მეტაფორულად. რეალურად ჩვენ ამაზე მეტნი ვიყავით და ამავდროულად ეს ¨ჩვენ¨
აღარ არსებობდა.
მუხრუჭების ხმამ მიმახვედრა, რომ უკვე ადგილზე ვიყავით. ნაცნობ გარემოს თვალი
მოვავლე და მივხვდი რომ მანქანიდან გადასვლა არ მინდოდა. ნიკუშას დაბნეულმა
გავხედე, რომელიც არ ჩქარობდა მოძრაობას. ჰორიზონტისთის თვალი გაესწორებინა
და გამოზმილად სუნთქავდა.
- რაფაელმა რაც თქვა, ყველაფერი სიმართლეა?- ამოილაპარაკა და თავი ჩახარა.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თავი დავუქნიე. უკვე ვხვდებოდი, რაც უნდა ეკითხა
და ერთიანად ვიძაბებოდი.
- როდის მოხდა ეს?
- სადღაც სამი წლის წინ.
- რამდენჯერ?
- ნიკა...- თავი დანანებით გავაქნიე. ჩემს ხმას ვედრბის ტონი უფრო ჰქონდა, ვიდრე
ჩვეულებრივი მიმართვის.
- კარგი, გადმოხვალ?- მიხვდა, რომ ამაზე საუბარი არ მსურდა და კბილები კბილებს
მკაფიოდ დააჭირა.
- არ ვიცი...- სერიოზულად დავფიქრდი. ამ სახლში ყველა ნატალიად მიცნობდა.
რამდენად კარგი იდეაა იყო ეს განა?!
აქ დარჩენა საფიქრალს დამიმატებდა. ასე რომ თავი ყოყმანით დავუქნიე და მასთან
ერთად გადავედი. ვხვდებოდი, უკვე საკმაოდ გვიანი იყო და უფროს რურუასაც
კარგად მოეხსენებოდა ეს. ეზშივე შეგვეგება. ნიკუშა თავისი შვილივით მოიკითხა და
ღიმილით გადმომხედა. თვალებით ჩვენს უკან ვხვდებოდი დამიაეს ეძებდა და
ნელნელა ისედაც დანაოჭებულ, მოხუცებულ სახეზე კოპები უჩნდებოდა.
- ლაშა, უნდა ვილაპარაკოთ. - მხარზე ხელი მოკიდა აბესაძემ. შიგნით უხმოდ
შევედით. მთეი ოჯახი უკვე ფეხზე იყო. ზური მხიარულად შემეგება როგორც
ყოველთვის. სოფომ კი გულში ისე ჩამიკრა, საკუთარი თავი შემზიზღდა. ყველა
ოჯახს აქვს თავისი მინუს ლიუსები, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცოდი. -
დაიანეს სასწაული ოჯახი ჰყავდა. მათგან არ უნდა გარიყულიყო...
სანამ სოფოს და ზურის ფორმალურ კითხვებზე ვცემდი პასუხს, თვალი
მამაკაცებისკენ გავაპარე და ლაშას სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ უკვე ეთქვა
ნიკუშას დამიანეს ამბავი. წარმოდგენა არ მქონდა, რამდენად ბევრი ინფორმაცია
მიაწოდა. ღრმად ამოვისუნთქე და ყალბი ღიმილით მივუბრუნდი სოფოს, მაგრამ
დამაგვანდა როგორც ვატყობდი მთელი ყურადღება ნიკას სიტყვებზე ჰქონდა
გატანანილი. სახიდა ფერი წაერთვა და ოდნავ შებარბაცდა. ლაშა მაშინვე მკლავებში
ეც ქალს და იქვე დააჯინა. აბესაძემ თავი დამიქნია და ზურის მივუბრუნდი.
- რაღაცაში დამეხმარები?
- კი...მაგრამ რაღაც ვერ გავიგე. - ამოიბურტყუნა როდესაც მისაღებ ოთახს
საგრძნობლად ჩამოვშორდით- რა დამავიწყებს შენ ცივ, ლურჯ თვალებს. ახლა კი...
- მომწვანოა. - სათქმელი დავუსრულე და თავი ჩავხარე, რომ ცრემლები არ
გადმომცვივნოდა თინეიჯერი ბიჭის წინ.თუმცა, უკვე სრულწლოვანი იქნებოდა, რაც
გავიცანი მის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა...
- ეგ რანაირად?
- ლინზების შესახებ გსმენია? - ოდნავ გავუღიმე. გაიკრიჭა და თავი დამიქნია.
ვხვდებოდი, ამ საუბარში უკვე დამიანეს ოთახს ვუახლოვდებოდით. სააბაზანს რომ
ჩავუარეთ სხეულზე ტაომ დამაყარა. არ ვიყავი დარწმუნებუი, საძინებელში შესვლა
მინდოდა თუ არა. ამ სახლში კარგი მიზეზით არასდროს მოვსულვარ...
- იცი სად ინახავს დამიანე თავის საბუთებს?
- რომელ საბუთებს?!
- დაბადების მოწმობას და მსგავს წვრილმანებს...
- ოთახში ერთი, ორ უჯრიანი კომოდი აქვს. მანდ თუ იქნება რაიმე... დანარჩენი
ტანსაცმლის კარადაა.
- შემომყევი რა... - ფაქტიურად შევევედრე ზურის და ხელი ძმასავით ჩავჭიდე. თავი
დაბნეულმა დამიქნია და შევედით. ისევ ნაცნობი სუნი, მოგონებების ნაკადი და ამ
ბავშვის ძლიერი ხელი რომ არა, დავეცემოდი.
- კარგად ხარ?
- კი უბრალოდ...
- კარგი ახლა, მითხარი. აღარ ვარ პატარა. იქიდან ვიცი რომ სპეციალურად
გამომიყვანე. სად არის დამიანე და რათ გინდათ შენ და ნიკუშას საბუთები?!
- დაჭკვიანებულხარ. - მიხდი რომ თვალსა და ხელს შუა გაიზარდა კულულა,
მოყვითალო ფერის თვალება ბიჭი და გულში მეღიმებოდა. - მოტყუებით არ
გამომიყვანიხარ. რახან პატარა აღარ ხარ, გეცოდინება რომ ნერვიუობის გამო
ადამიანები კარგად ვეღარ ფინქციონირებენ. აქ შემოსვლა არ მინდოდა მარტოს. -
გამოვუტყდი და ორივე ხეით თმები ყურებს უკან გადავწიე.
- და დამიანე?
- რაღაც გაუგებრობა მოხდა და დროებით დაიჭირეს. მაგრამ ხომ იცნობ ნიკას,
გამოვიყვანთ. საბუთები ამისთვის გვჭირდება.
- კარგი რა... რა გაუგებრობა. და ამას ყველაე გვიან რატომ მაგებინებთ. მისი ნახვა
მინდა.
- ზური, პირველ რიგში საბუთები მომაძებნინე. შემდეგ ნიკუშას მე დაველაპარაები
და დარწმუნებული ვარ დამიანეს ძალიან გაუხარდება შენი ნახვა.
თავი დაბნეულმა დამიქნია. სწრაფად მომშორდა და უჯრებში ქექვა დაიწყო. ერთ
ადგილას მიყინული ვადევნებდი მის ყველა ქმედებას და თავს ძლივს ვიკავებდი რომ
ცრემლებად არ დავცლილიყავი. ეს მარტოობის, შიშის, დაკარგვის, დაბნეულობის,
განწირულობის და გარდაუვალობის უცრემლო ტირილი იყო.
ყველა საჭირო საბუთით ხელში დავბრუნდით მისაღებ ოთახში. ხმას არავინ იღებდა.
სიჩუმეს მხოლოდ სოოს შიგდაშიგ ვაი-ს ძახილი არღვევდა. ხელში გაზეთი დაეჭირა
და სიგრილის მიუხედავად ინიავებდა. ზედმეტად მგღზნობიარობამ თავისი გააკეთა
და თვალები კვლავ გამებერა. იმის წარმოდგენა უმძიმესი იყო, თუ რა ტკივილს
გრძნობდა ახლა ოჯახი. ნიკუშამ ძურის ხელი გადახვია და ყალბი ღიმილით აუქექა
თმები. ალბათ, ზურისიც მესმოდა. ისე ექცეოდა ყველა, თითქოს პატარა ბავშვი
ყოფილიყო, რომელიც თავისით ვერაფერს აანალიზებდა. მისნაირ სიტუაციაში ხომ
უამრავჯერ ვყოფილვარ მეც.
- ლაშა დამიჯერე, სასამართლოზე შენ ყოფნა არ არის სავალდებულო. ამით დამიანე
უფრო დაბნევა, ისედაც არ არის კარგად.
- მეუბნები,რომ ჩემი ბიჭი არ არის კარგად და გინდა სახლში ვიჯდე ნიკა?! -
წინადადება ძლივს ააწყო სოფომ და წელში გაიმართა.
- ზუსტად მაგას გეუბნებით. მენდეთ, ხომ იცით ვერკვევი ასეთ საქმეებში. დღე დღეზე
გამოუშვებენ და მერე საერთოდ, ალბათ დაგიბრუნდებათ კიდეც.
- ნატალიამ მითხრა, რომ სერიოზული არაფერია და გაუგებრობაა. რა საჭიროა
სასამართლო? - იკითხა ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა. ნატალიას ხსნებეისას მე
და აბესაძემ ერთმანეთს შევხედეთ და თავს დავდებ, ერთნაირად უხერხული მხერები
გავცვალეთ. თავი ჩავხარე, ამისტვის გალება ნამდვილად მიჭირდა.
- ასეცაა, ზური. უბრალო ფორმალობები. - გაუღიმა ნიკუშამ. მზერა ჩემს ხელში მყოფ
საბუთებზე შეაჩერა და თავი დააქნია.
- კარგი, ახლა დაგტოვებთ. ხვალ მეთვითონ დავრეკავ, ან დამიანე დაგირეკავთ.
თქვენი თბილისსში ჩამოსვლა ამ მომენტისთვის არ ღირს.
- როგორც შენ მეტვი შვილო. პოლიციელი ხარ...მაგრამ ხვალ თუ არ დარეკავთ
რომელიმე, საღამოთივე ჩამოვალთ.
- დავრეკავთ, დავრეკავთ.
- რთულია სოფო, იმის გაანალიზება რომ უკვე ზრდასრული შვილები გვყავს. -
სევდაშერეული ხმით ამოიბურტყუნა ლაშამ და აბესაძეს თავი დაუკრა მადლობის
ნიშნად. ისეთი საზიზღარი სიჩუმე მეფდებოდა ყოველი თქმული წინადადების
შემდეგ, ტითქოს ოთახის შუაში მიცვალებული ესვენა და ყველა პატივისცემით
ეკიდებოდა სიტუაციას. თავს საშინლად ვგრზნობდი. ერთი სული მქონდა აქედან
წავსულიყავით და სურვილიც მალევე ამიხდა. ხმის ამოუღებლად ჩავჯექი მანქანაში,
ხელები წინ დავაწყვე და თავი ჩამოვადე. გახშირებულ სუნთქვას ვერაფრს
ვუხერხებდი. ნიკუშამაც ერთი ამოიხვნეშა, ხვდებოდა რო იმაზე საშინელი სიტუაცია
იყო ვიდრე ჩანდა.
- ლამის გული წამივიდა იმდენი ტყუილი ვილაპარაკე ამ ნახევარ საათში. როგორ
ახერხებდი ერთი წელი ტყუილების თქმას, მასწავლი?
მისი ხმა არ იყო დამცინავი, ხუმრობდა. მაგრამ ისეთი მზერით გავხედე, მიხვდა რომ
ეს ხუმრობა ნაკლებად სახალისოდ მეჩვენებოდა.
მთელი გზა ხმა არც ერთს ამოგვიღია. ჩემი ზურგჩანთით დამტოვა დამიანეს
კორპუსთან, მითხრა რომ გამოძინება არ მაწყენდა ხვალინდელი დღისთვის და
სწრაფად მოშორდა იქაურობას. ლამის ნიკუშაზეც დამეწყო ღელვა. რაც ვხედავდი,
მგონი რომ საერთოდ არ მოუხუჭავს თვალი.
დამიანე:
მთავარი დარბაზისკე მიმავალი გზა საშინლად გამეწელა. საკუთარი მძიმე,
ფეხმოთრეული ნაბიჯების ხმის გარდა არაფერი მესმოდა. აურა ისეთი იყო, რომ
სულს შეგიძრავდა ადამიას და არსებობის სურვილს დაგიკარგავდა. ასეც იყო,
ნამდვილად არ ინდოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეარსება, მაგრამ აას რა
სიცოცხლე ერქვა. უსულოდ, უემოციოდ დარჩენილ ყოფნას ცივ მიწაში წოლა
მერჩივნა. მკვდარს არაფერი ესმის, ვერაფერს გრძნობს. ვერც იმას, ხუთასი სახის
მატლი, ჭია როგორ ჭამს ძალიან ნელა იმ ყველაფერს, რაც სიცოცხლეში ხელს
უწყობდა. ნეტავ რადენი ხანი სჭირდებათ გულის მთლიანად შესაჭმელად? ალბათ
დღეები, შეიძლება თვეც კი. აი ადამიანი კი ნამდვილი სულიერი კანიბალია.
სიტყვიერად, ან თუნდაც საქციელით, ისე რომ კბილსაც არ წამოჰკრავს ფიზიკურად
შენს გულს და სხეულს, წამებში გაგინადგურებს უზომოდ წითელ ოვალური ფორმის
ორგანოს, ისე რომ შეიძლება ხმაც არ აუკანკალდეს და ნამუსმაც სრულიად არ
შეაწუხოს.
დარბაზი ჩემთვის უცნობი ხალხით ნელნელა ივსებოდა. ყველაზე ადრე მე
მომიყვანეს, რაღათქმაუნდა. არადა, ფილმებში ნანახი მაქვს, რომ პოტენციური
დამნაშავე ყოველთვის ბოლოს გამოჰყავთ. ნასწავლიც. მაგრამ ამ საშინელ ქვეყანაში,
სადაც საშინელი მორალებით ცხოვრობს ხალხი, ყველაფერი უკუღმა კეთდება.
გონებაში ვიმეორებდი აბესაძის სიტყვებს. უკვე დამეზეპირებინა კიდეც რაც უნდა
მეთქვა. თვითონ ნიკუშას ვერსად ვხედავდი. იმედი მქონდა ადვოკატთან აგვარებდა
საქმეებს, რადგან არც ის ნაცნობი, სათვალიანი კაცი არ ჩანდა.
- მსჯავდებული რურუა დამიანე. - გამომაცხადეს და მსვლელობაც დაიწყო ჯანდაბა
ნიკუშა სად ხარ! ადვოკატი უკვე თავის პოზიციაზე იყო და რაღაცას ინტერესით
ფურცლავდა. მოსამართლე ისე მათვალიერებდა, თითქოს ყველა ნაკლის შესწავლა
უნდოდა ჩემს შესახებ. დანარჩენი დამსწრეები დიდად თავს არ იწუხებდნენ
შემოხედვით. თავიან საქაღალდეებს ბეჯითი ბავშვებივით ჩაჰკირკიტებოდნენ.
- ფიცავთ რომ სიმართლეს იტყვით და არაფერს სიმართლის გარდა? - მანიშნა
მოსამართლემ და ცნობილი ჩაქუჩი, რომელიც ასე ძაიან მიყვარდა ერთ დროს და
რამდენიმე პრაქტიკულ ლექციაზე უაზროდ მიკაკუნებია, ხეს მძიედ ჩამოჰკრა.
არასდროს მესმოდა, რა დატვირთვა უნდა ჰქონოდა ამ ტრადიციულ ჟეზტს, აგრამ
ალბათ ვერც ვერავინ გაიგებს, სანამ ჩემს ადგილას არ აღმოჩნდება. ეს ვითომ
ჩვეულებრივი ხის ხეზე დარტყმის ხმა ისე გაბრუებს და გაშინებს ადამიანს, თუ ცოტა
მამაცი არ ხარ, შესაძლოა შერცხვე კიდეც. მოსამართის სიტყვებს დავუბრუნდი და
ჩემთვის ჩამეცინა. რაზე უნდა დამეფიცა, ჯვარზე, რომელიც არასდროს მკეთებია თუ
იმ ღმერთზე რომლის არსებობაც რამდენიმე თვით, სრულიად ტყუილად ვიწამე?!
- ვფიცავ, ვფიცავ...- ასეთი ტონით ნამდვილად არ მინდოდა აგრამ ნათქვამს ვერ
შევცვლიდი. ჩემმა ადვოკატმა ერთი ამოიფრუტუნა და თავი ჩახარა. ვერ ვხვდები სად
იპოვა აბესაძემ ყველაფრით უკმაყოფილო ადვოკატი?!
- თქვენ ბრალი გედებათ ნარკოტიკების გაყიდვასა და მკვლელობაში. უარყოფთ თუ
ადასტურებთ ამ ფაქტს? - წვრილი სათვალე უშნოდ შეისწორა და თვალი თვალში
გამიყარა..
- ვუარყოფ.
- იცნობდით თუ არა ანა გოგოლიძეს?
წარბები ერთმანეთს დავაახლოვე. ეს წესით რაფაეის და უნდა ყოფილიყო. როდის
მოასწრო ამ ნაბი·ვარმა ჩვენების მიცემა?!
- პირველად მესმის.
- რაფაელ გოგოლიძეს?
- ჩემი მეგობარი იყო.
წიგნაკი უხეშად გადაფურცლა და რაღაც ჩაინიშნა.
- გთხოვთ დეტალურად მოგვიყვეთ, რა კავშირები გქონდათ კოტე ჭუმბურიძესთან
და რაფაელ გოგოლიძესთან. ასევე, როგორ აღმოჩნდა თქვენს სარდაფში ნარკოტიკი?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- დეტალურად, ბატონო რურუა.
უკვე სასაცილო ხდებოდა, ის ფაქტი, ოველი წინადადების დასასრულს როგორ
აწვალებდა თავის სათვალეს. სულ დამავიწყდა ის რომ კოტე უნდა
დამედანაშაულებინა, თავი უნდა მემართლა. რაფაელი ყვეაზე ცუდ ადამაინად უნდა
გამომეყვანა მსოფლიოში და შანტაჟი მისთვის დამებრალებინა, როდესაც დარბაზში
აბესაძესთნ ერთად შემოსული ელიზაბეტი დავიახე. თვალებს დაბნეული აცეცებდა
ქეთ იქეთ და ყველაფერს აკეთებდა, ოღონდაც ჩემთვის არ შემოეხედა.
- ჯანდაბა ნიკუშა! რა ჯანდაბას აკეთებ?!- ამოვიჩურჩულე ჩემთვის და მუშტები
შევკარი.
- უკაცრავად, ხმამაღლა თუ შეიძლება. - მომმართა მომაბეზრებელმა მოსამართლემ.
უკვე ვნანობდი, რომ იურიდიული დავამთავრე. ამ სფეროში საშინელი ხალხი
ტრიალებს. ყველას თვალები მეუბნებოდნენ რომ საუბარი უნდა დამეწყო მაგრამ ენა
ჩამვარდნოდა. ვერ გავაანალიზე, როგორ მომიახლოვდა ნიკუშა და ბორკილებისკენ
დაბლა დაიხარა. ვითომ შემიმოწმა, გაითამაშა და ხმადაბლა ჩურჩული დაიწყო:
- ხომ გახსოვს რაც უნდა თქვა. ახლა რაღაცეები მოხდება, რისი წინააღმდეგიც იქნები,
მაგრამ არ გაგიჟდე და გადაირიო, იცოდე!
თვალები დამიბრიალა. ტუჩები გაპობილი დამრჩა. რაზე საუბრობდა საერთოდ?!
იმაზე სწრაფად მომშორდა, ვიდრე წამების წინ მომიახოვდა და თავის ადგილას
დადგა.
ადვოკატმა ხაურით გაასრიალა ხის ძველი სკამი უკან და ფეხზე წამოდგა. რა ხდება?!
პიჯაკი ნელა შეისწორა, თითქოს დროის გაყვანას ცდილობსო და როგორც იქნა ხმა
ამოიღო.
- მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ ბატონო მოსამართლე. - მოწიწებით და ფორმალობით
მიმართა. - თუ უფლებას დაგვრთავთ, მოწმედ ვიძახებთ მსჯავდებულის, დამიან
რურუას საცოლეს.
ვისო?!... არ მეგონა, იქვე თუ არ მომეკვეთებოდა ფეხები, როდესაც ტრიბუნა, ზუსტად
ჩემს გვერდით ელიზაბეტა დაიკავა. ხელები უკანკალებდა და თითებს როგორც
ყოველთვის აწვალებდა. გული გაასმაგებით მიცემდა. ნიკუშას გავხედე, რომელიც
თავს არას ნიშნით მიქნევდა და დაწყნარებისკენ მიმითითებდა. ანუ ყველაფერი ასე
იყო დაგეგმილი, არა?!გვერდიდან ვუყურებდი ერთ დროს საყვარელ ქალს და
ვხედავდი ჩემს თავს მასში. ერთად გატარებულ დღეებს და ღამეებს. ცრემლებს და
სიცილებს. ბორკილებით შემკული ხელები ხის ტრიბუნას ჩამოვკარი. უცბათ
ზიზღნარევი ტალღა მომაწვა ყელში და ძლივს შევიკავე თავი,ცრემლები არ
წამსკდომოდა.
თვალი მოვაშორე, თავი ჩავხარე და თვალები რამდენჯერმე კარგად დავხუჭე. ისე
თითქოს დაძინებული სხეუის გამოღვიძებას ვცდილობდი. მაგრამ ეს ხომ
საუბედუროდ რეალობაა...
- ფიცავთ, რომ სიმართლეს იტყვით და არაფერს სიმართლის გარდა? - მიმართა
დაზეპირებული სიტყვებით.
- ვფიცავთ. - ხმაც უკანკალებდა. ხელებს უფრო და უფრო ვუჭერდი ტრიბუნას, რომ
თავი გამემყარებინა.
- უარყოფთ, რომ თქვენი საქმრო ნარკოტიკებით ვაჭრობდა და თავის პროდუქტს
კორპუსის სარდაფში ინახავდა?!
- ვუარყოფ.
- მტკიცებულება თუ გაქვთ?!
- წინა დღისით, სანამ მას დააკვებდით, ზუსტად მაგ სარდაფში ვიყავით. ჩემი
თვალით მაქვს ნანახი, რომ იქ მსგავს არაფერი იყო. ეს ყველაფერი მისი ძველი
მეგობრის, კოტე ჭუმბურიძეს მოწყობილია, რომელსაც საკმაოდ ბევრი მიზეზი
გააჩნდა, იმისთვის, რომ დამიანე ასე გაეწირა. - ჩახველა და ხმა გაიმყარა. წუთიწუთზე ველოდებოდი, ვულკანის აფეთქებას. - შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მეც და
დამიანესაც კარგად მოგვეხსენება, რომ კოტე ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბანდასთან
იყო შეკრული, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მეგობრობდა რურუა მასთან.
- მადლობას გიხდით თქვენი ჩვენებისთვის. იცნობთ თუ არა რაფაელ გოგოლიძეს?!
დარბაზში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, ასე მეგოა დახრილი თავი რომ ამეწია, მხოლოდ მე
ვიქნებოდი. ხმამაღლა ამოისუნთქა ეიზაბეტმა და კიდევ ერთხელ ჩაახველა.
- ვიცნობ.
- ჩვენ გვაქვს სამხილი, სადაც ბატონი რაფაელი თქვენთან დიალოგისას თავისით
აღიარებს საკუთარ დანაშაულებს: ძალადობას, მოზარდის განზრაზ მკვლელობის
მცდელობას და შანტაჟს. ადასტურებთ თუ არა?
- ვადასტურებ.- აკანკალებუი ხმა ექოდ გაისმა დუმილით გაჟღენთილ დარბაზში.
მოსამართლის სიტყვებზე ვეღარ შეველი თავჩახრილი ყოფნა. თვალებშ ცრემლებ
ჩაგუბებული წინ იყურებოდა და რობოტივით სუნთქავდა თუმცა არც ისე კარგად
გამოსდიოდა. როგორ შეეძლო, ყველაფრის შემდეგ კიდევ ამდენი ტყუილის თქმა?!
- შესვენება. სხდომა საღამოს ექვს საათზე განახლდება.
პულსირება ალბათ ასს მქონდა მიღწეუი. ცხელი ჰაერი ყელს მიწვავდა. ახლა წყაიც არ
მიშველიდა. როგორც არ უნდა გამეფუჭებინა სიტუაცია, არ მანაღვლებდა. ისედაც
უკვე გამქრალ და ცოდვებით სავსე, ტალახში ამოსვრილ და ფეხ გადავლილ მის სულს
მეტის დამატების უფლებას ვერ მივცემდი. სუსტია, ყველა ის კაცი, ვისაც ქალის
მიმართ ოდესმე გრძნობები გააჩნდა.
- ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ მომისმინოთ!- ზუსტად ვიცოდი, წინააღმდეგობას
გამიწევდა და მეტყოდა, რომ სათქმელი საღამოსთვის შემენახა, მაგრამ საღამომდე არ
მოვიცდიდი. ხმის ამოღება არ ვაცადე, დაუყოვნებლივ გავაგრძელე. ოღონდ ისე, რო
ელიზაბეტისთვის არ შემიხედავს. დაჟინებული მზერით ვუყურებდი მოსამართლეს
და თვალებით ვცდილბდი როგორმე თავის სკამისთვის დამებრუნებინა. - მე არ
ვადასტურებ იმას, რაც ამ ქალმა ისაუბრა. არც ჩემი საცოლეა, არც კოტეს იცნობს.
ყველაფერი პირიქითაა, რაც ითქვა. ადვოკატის ჩარევას ვითხოვ ჩემს საქმეში!
დავასრულე თუ არა, თვალი ნიკუშასკენ და ჩემი ადვოკატისკენ გამექცა, რომლებიც
გვერდიგვერდ იდგნენ. ელიზაბეტი ჩურჩულით, ჩემი მიმართულებით რაღაცას
მესაუბრებოდა, მაგრამ არ მესმოდა. აბესაძემ თავი სინანულით გამიქნია და შუბლზე
ხელი მიიბჯინა. ადვოკატმა კი ღრმად ამოისუნთქა და უკვე იმედ დაკარგულმა, რომ
ჩემი საქმე წასული იყო, ფორმალურად საბუთებს ჩახედა.
18.
- კონკრეტულად ისაუბრეთ, თუ შეიძლება. - უაზრო სათვალის გასწორებით
ჩამოჯდა სკამზე მოსამართლე. მთელი ინტერესით მომჩერებოდა. დარბაზი
თითქმის დაცარიელდა, მხოლოდ მნიშვნელოვანი და მთავარი პირები იყვნენ
დარჩენილნი.
- დამიანე, გთხოვ არ გინდა. - საყვარელი ქალის ხმამ მომმართა. თითქოს თავში
ჩაქუჩი ჩამცხესო, ისე დამიარა ელექტრო ნაწილაკებმა სხეულში. ბრაზი ყელში
მომაწვა და ცოტაც მეკლდა მხრებში არ ჩავფრენოდი.
- არა ელიზაბეტ, საკმარისია. მომბეზრდა ეს ყველაფერი!
- სიწყნარე! - ხის ჩაქუჩის ხმამ დარბაზში დუმილი მოიწვია და ყველა მაშინვე
გაჩუმდა. თუმცა მხოლოდ მე და ელიზაბეტი გავკიოდით. - გისმენთ -
მომმართა წყნარი ხმით მოსამართლემ და ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო.
- მე...- ელიზაბეტის მწვანე თვალებში დაკარგულს სუნთქვა შემეკვრა. არ
ვიცოდი, ეს ყინულის თვალების მონატრების გამო დამემართა, თუ რაიმე სხვა
იყო...- ვყიდიდი იმ დაწყევლილ...- ორივე ხელით ტრიბუნას დავეყრდენი და
მოვეჭიდე. ცივი ოფლი მასხავდა. ალბათ ტემპერატურა 40-ს აღწევდა
ორგანიზმში.
- ბატონო მოსამართლევ, აქ რამდენ ადამიანს ხედავთ... და რას გეუბნებიან,
ადამიანები ერთმანეთს აგიჟებენო, კლავენო, სიცოცხლეს უმწარებენო, მაგრამ
მე არც მკვდარი ვარ, არც გიჟი. პირიქით - ყველაზე ნორმალური ვარ და
სწორედ ამაშია პრობლემა. - დამძიმებული ჰაერი ხარბად ჩავუშვი ფილტვებში
- ყოველთვის ვფიქრობდი, იქნებ გიჟი ადამიანები ყველაზე ჭკვიანები არიანმეთქი. თავიანთ უსასრულობაში ცხოვრობენ და არ სჭირდებათ თქვენი
ნაბოდვარი სიტყვების უაზრო რახარუხი.
ზუსტად იციან ვინ ხართ, არ მოგცემენ მათი გულის ტკენის საშუალებას. აქ
აფიცებინებთ რაღაც ვითომ რეალურ უფალზე და შემდეგ თავად ღმერთს
ეხვეწებიან, არ დამტოვოო და თვითონ ტოვებენ საკუთარ თავს.
ეს არის თქვენი სამართალი და სასამართლო?! - თვალებში მიბნელდებოდა და
იოგები სიტყვების ამოსვლის საშუალებას აღარ მაძლევდა.
- ვფიქრობ, მსჯავდებული გადაიღალა და შოკი აქვს. დამიან, კარგად ხარ? - არა,
კარგად არ ვარ... პასუხი გონებაში გავეცი ნიკუშას და თვალები კიდევ ერთხელ
დავხუჭე. მოსამართლის სიტყვები ვერ გავიგონე. მხოლოდ ძლიერი
მკლავების ჭიდილს ვგრძნობდი მხრებზე დაბუჟების ტოლფასად, რომლებმაც
იქიდან გამიყვანეს და ჩემს გახუნებულ საკანში დამაბრუნეს. თვალებს ისევ
ვერ ვახელდი. სრულ სიშავეში ელიზაბეტის გამოსახულებას ვხედავდი, მის
ლურჯ და მწვანე თვალებს და წარმოდგენა არ მქონდა, რომელი უფრო
მიზიდავდა.
- ტკივილი მათი დანახვისას სიმწარეში გადადის... - რაღაც არარეალურმა,
ზეციურმა ძალამ სიტყვები პირიდან ამომგლიჯა. თვალები მაშინვე გავახილე.
ისეთი სველი მქონდა სახე, გეგონებოდა ახლახანს გადამასხეს ერთი ბოთლი
წყალი თავზე. აბესაძე წინ მედგა და თმებს იქექავდა, სახეზე ფერი არ ედო.
ცოტა ხანს ასე მიყურა. ბოლოს, ვეღარ გავუძელი მის გაფითრებულ ბრაზიან
სახეს და ტუჩის კუთხეებში ღიმილი გამეპარა.
- წინა დღეები იმისთვის გეჩიჩინე და ადვოკატიც იმიტომ აგიყვანე, რომ ეგ
სულელი თავი გარეთ კიდევ დიდი ხანი შეგენარჩუნებინა!- ხმადაბლა
დამიყვირა ნიკუშამ. ალბათ კამერები რომ არ ყოფილიყო, დამარტყამდა
კიდეც.
- მადლიერი რატომ უნდა ვიყო? ყველამ ზურგი მაქციეთ. იმის გამო ვისჯები
რაც არც კი ჩამიდენია...
- იქ რა დაგემართა დამიანე?! ხვდები მაინც, რომ საკუთარი თავი ხელში უნდა
აიყვანო?
- დამეჯერებინა, როცა მეუბნებოდი ეგ გოგო არ გინდაო... ჩემი იქ ნათქვამი
სიტყვები არაფერს ნიშნავს. იმიტომ, რომ ჩემი თავისუფლება კედელს შიგნით
თუ გარეთ, უკვე მომაკვდავა.
- საკუთარი სიცოცხლე მოისროლე ყველაფრის აღიარებით. ვერ ხვდები მაინც?!
საკუთარი თავი უნდა დაგეყენებინა ამ სიტუაციაში ყველაფერზე წინ!
- მართალია,რაღაც ან ვიღაც ჩემზე მაღლად დავაყენე და ეს რაღაც მისი ფარსი
გრძნობები იყო... გამოდის დომინანტობა დავუთმე.. .გრძნობები ბოლომდე
არასდროს ქრება. რაგავაკეთო, ცა თავზე ჩამომექცა. უნდა მქონდეს მაინც
გამონათების იმედი?!
- დამიანე,არ ქრება იქამდე სანამ შენს თავს აძლევ ამის საშუალებას...
ხმამაღლა გამეცინა. ალბათ ამას ერქვა ისტერიკა. ვერ ვჩერდებოდი. აბესაძეს
საყელოებში ხელი მოვკიდე და ახლოს მოვქაჩე, რომ მისთვის თვალებში უფრო
კარგად ჩამეხედა. სიცილს ვერ ვწყვეტდი. გაბრაზებული მიყურებდა, მაგრამ ჩემზე
ხელის აწევას არ აპირებდა.
- ეს ხუმრობა არარის, დამიანე.
- როგორ არა, უდიდესი ხუმრობაა! ოღონდ ჩემს გარდა არავის ეცინება.
ტაში შემოვკარი და ოდნავ მოვშორდი. -არ შემეძლო.. ვერ მოვუსმენდი.- ხმამაღლა
დავიღრიალე და იქვე ჩამოვჯექი. ჩემი სიცილი სადღაც გაქრა, წარბებზე სიმძიმე
ვიგრძენი და თვალები მწველი სითხით ერთიანად გამებერა.-იდგა და იტყუებოდა.
ასეთს ვერ შევხედავდი.
- ელიზაბეტი შეგიყვარდა და არ იტყუებოდა, რაც ვუთხარი იმას აკეთებდა.
- ხო, ელიზაბეტი შემიყვარდა.. თუ ნატალია. დღემდე არ ვიცი.
ხელი ავიქნიე და თვალებზე მივიჭირე. ადრე ტირილი მაგარ არაკაცობად მიმაჩნდა. -
და მთავარი, ისეთი სულელი ვიყავი, მეგონა მასაც შევუყვარდი.
- შეიძლება სიმართლეა კიდეც. ეგ რომ არა, რაფაელს ვერ დავიჭერდით.
შეიძლება არასწორია, მაგრამ ბევრ რამეში წაადგა შენს საქმეს. უანგაროდ კი ამ
დედამიწაზე არავინ აკეთებს არაფერს, კარგად მოგეხსენება. მე შენს მხარეს ვარ
დამიანე. შეგიძლია ის გეზიზღებოდეს ვინც გინდა, მაგრამ მე აქ ვარ. გაიგე?!
- მაგას ვხედავ, ეგეთი დაუნახავიც არ ვარ.
- ანუ, ბოლომდეც არ გაგიფრენია.
- რა მითხარი, რაფაელი დავიჭირეთო?
თავი უხმოდ დამიქნია და ოდნავ მომშორდა. ხვნეშოდა, ისევე, როგორ მე. მაინც
ვერ ვხვდებოდი, ასე სწრაფად როგორ მოახერხა.
- კი მაგრამ, რანაირად?!
კვლავ თავი მოიქექა. დავაკვირდი, სერიოზულად იყო შეჩვეული ამ ჟესტის
კეთებას, როდესაც რაიმეზე ნერვიულობდა. თუ რაფაელი ჩემსავით გისოსს მიღმა
იყო, რაღა ანერვიულებდა?! მისმა თვალებმა ჯერ მთელი საკანი დაიარეს, შემდეგ
თითქოს ჩემ უკვე ქრონიკულად შავ თვალის უპეებს მიაჩერდნენ. ჯიბისკენ
ძალიან ნელა წაიღო ხელი და რაღაც შავი, ხოჭოს ზომის კოლოფი ამოიღო.
პირველად ვხედავდი. არადა რაიმე საინტერესო რომ ყოფილიყო, აქამდე
მეცოდინებოდა.
- დარწმუნებული არ ვარ, ღირს თუ არა. უარესად გადაირევი.
- აბესაძე! უკვე ნერვებს მიმოწმებ, თუ ხვდები.
ღრმად ამოიხვნეშა და გამომიწოდა. წარმოდგენა არ მქონდა ამ ‘ხოჭოთი’ რას უნდა
გავეღიზიანებინე, უფრო მეტად. უყოყმანოდ გამოვართვი და თითებში
დავიტრიალე. ორი ძალიან პატარა ღილაკი ჰქონდა, მაგრამ სანამ რომელიმეს
დავაჭერდი, ნიკუშას ხმამ გამაჩერა.
- მოსასმენი აპარატია, რომელიც ელიზაბეტს ჩანთაზე მივუმაგრე. არ იცოდა. ამის
შესახებ, რომ გაიგო, ალბათ ნატალია რომ ყოფილიყო, დამარტყამდა. - ბოლო
სიტყვებს სევდიანი ღიმილი დაუმატა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ეს
გამომეტყველება რისთვის მიმეწერა. გული მომეკუმშა. თვალი ძმაკაცს ავარიდე
დაღილაკს თითი დავაჭირე.
მოსმენა დავიწყე. საყვარელი ქალის ხმამ,დღეს კიდევ ერთხელ გამყინა. სიტყვები
ერთი მეორეს მიემატა. მთელს სხეულში ნერვები ერთი კვირის დაუვარცხნელი
თმებივით მებურდებოდა, კისერში, ყელში, არტერიასთან გროვდებოდა და ნელნელა მაცლიდა ჰაერის მარაგს.
მოწყობილობა, ალბათ უკვე კარგი ხნის გაჩერებული იყო. მაგრამ გაუნძრევლად
ვიჯექი. იდაყვი მუხლზე ქხონდა ჩამოყრდნობილი და ხოჭოსებრ აპარატს ისე
ძალაინ ვუჭერდი ხელს, თვითონ თუ არ გატყდებოდა, უეჭველი იყო, მალე მე
დავრჩებოდი მყარი სახრსრების გარეშე.
- დამიანე... - ნიკუშამ ხელიდან ძლივს გამომჯლიჯა აპარატი. უაზროდ შავ
იატაკს პირღია მივჩერებოდი. საიდუმლოებებით იყო ჩემი ცხოვრება
მოცული. ახლა თითქოს ყველაფერს აზრი ეძლეოდა, მაგრამ მაინც ვერ
ვაკავშირებდი ფაქტებს ერთმანეთთან. თავი დაფეთებულმა წამოვწიე და
ძმაკაცის სევდიან თვალებს შევეჩეხე.
- ეს სიმართლეა?!
- აბა დამიან, დადგმა ვერ იქნებოდა. აზრზე არ იყო თუ მაგის ჩანთაში ეს ეგდო.
თან შენს სარდაფს იცავდა. მოკლედ აღარ ვიცი. ერთ მომენტში მაგ გოგოს
ატანა არ მაქვს, მეორე მომენტში კიდევ მაგრად მეცოდება.
ჰაერი ძალდატანებით ჩამქონდა ფილტვებში. უსიამოვნოდ მიღიტინებდა ყელში
და სუნთქვის შეჩერების სურვილს მიჩენდა. მოწევა მინდოდა. სამ დღეზე მეტია,
რაც არ შემივსია ორგანიზმი ნიკოტინით და ეს ყველანაირ გრძნობას
მიმძაფრებდა. ნიკუშასთვის ამის თქმას, აზრი არ ექნებოდა. ისედაც ვიცოდი, ამას
ვერ ამისრულებდა. სახე მაგრად მოვიხოკე. აბურდული გონება ოდნავ მწყობრში
ჩავაყენე და ჩახველებით ჩაკაწრული ყელის ჩაწმენდვა ვცადე.
- აქ არის?!
- რა?... - დაიბნა აბესაძე.
- ის, აქ არისთქო?! - წამებში მიმიხვდა და თავი დაბნეულმა დამიქნია. ვიცოდი,
შეიძლება საკუთარი თავისთვის ამის გაკეთებით უარესი ტკივილი და
დარტყმა მიმეყენებინა, მაგრამ გულზე ხელდაკრეფილი ვერ შევხვდებოდი ამ
ყველაფერს.
- მისი ნახვა მინდა.
- დარწმუნებული ხარ?! - ისეთი ეჭვის თვალის შემომხედა ნიკუშამ, თითქოს
ბავშვობის ძმაკაცს კი არა, სულ სხვა პიროვნებას აკვირდებოდა. თავი
დავუქნიე და მზერა ავარიდე. კიდევ დიდხანს რომ მეფიქრა იმაზე,
დარწმუნმებული ვიყავი თუ არა, საკუთარ გადაწყვეტილებაში, შესაძლო იყო
გადამეფიქრა.
ლითონის კარი ხმაურით გაიღო და მარტო დავრჩი. წინასწარი გრძნობების
აფეთქების მოლოდინში სახე ლამის სრულიად ჩამოვიხოკე. საოცარია, როგორ
შეიძლება იმ ადამიანს გადავუსვათ ხაზი, რომლითაც ადრე ყოველი დღე იწყებოდა.
წყეული კარების ჭრიალი მახვედრებს, რომ დამძიმებულ, ჩაგუბებულ ჰაერს კიდევ
ერთი, თითქმის უსიცოცხლო სხეული შეემატა. თავს იმდენად ნელა ვწევ, როგორც
შემიძლია. მეშინია მათი დანახვის. იმ უცხო თვალების დანახვის მეშინია, რომლებიც
ტკივილით და სითბოთია გაჟღენთილი. არანაირი კამკამა ზღვის ან მოწმენდილი ცის
ფერები, არანაირი ცივი გამოხედვა, არანაირი გამჭოლი მზერა.
ორი ზომით დიდ პულოვერში გამოწყობილი, იმდენად სწრაფად და ღრმად
სუნთქავდა, მაინც ვხედავდი როგორ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი და დარეგულირებას
ცდილობდა. ხელები თეძოებთან გადაეჯვარებინებინა და როგორც ყოველთვის,
თითებს ისე იზელდა ერთმანეთში თითქოს, პლასტელინი ყოფილიყო. ძლივს
ვიკავებდი ჩემს სხეულში დამწყვდეულ ვნებას, რომ მის ხელებზე, მის ტუჩებზე არ
ეძიათ შური. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. მისი სიახლოვეც კი მთლიანად
მანადგურებდა და სიცარიელეში დარჩენილს მარტო მისით გამოწვეული
გრძნობებით მტოვებდა. როცა ყველა ნერვი ნელ-ნელა თრთოლას იწყებს, როცა ეს
შეგრძნება ბიძგებით გარყევს შიგნიდან. სადაცაა ამოხეთქავს მოგუგუნე ვულკანი და
ცეცხლოვანი ლავა დაწვავს ყველაფერს...ყველაფერს გაანადგურებს - ზუსტად ასე
ვიგრძენი თავი მისი თვალების დანახვისას.
დაუნდობელი ძალა სწორედ იმ მნიშვნელოვან დეტალებსაც კი მისწვდა, რასაც
სიმწრით ვებღაუჭებოდი. არ მინდოდა გაშვება... მაგრამ, საჭიროა. მხრები ნელი
აუჩქარებელი მოძრაობით გამეშალა - ისე, თითქოს ჰაერს შევეხე და ჩემს სხეულს
შორის სივრცე ვიგრძენი. ჩვენი დუმილი ზედმეტად გაიწელა და ხმაც როგორც იქნა
ამოიღო. ყველა ნაკვთმა ნელ-ნელა, ახლიდან დაიწყო თრთოლა.
- როგორ ხარ? - ვიგრძენი, როგორ მომვარდა ყველა მხრიდან იმედგაცრუების
ჭავლი...
- არ მესმის, თუკი აქამდე იცოდი, რასაც მაძლევდი როგორ მაბედნიერებდა, როგორ
არ იცი, რა მდგომარეობაში ვარ ამ ყველაფრის გარეშე ახლა, როდესაც მეკითხები,
როგორ ხარო...
ცრემლების დასამალად ჭერს ახედა და ამოისრუტუნა. შემდეგ თავი დაბლა ჩახარა.
ხელები ერთმანეთს შეუშვა და თვალებში შემომხედა. ქვედა ტუჩი დამფრთხალი
ბოცვერივით უთრთოდა. ვერ ვხვდებოდი, ახლა მის მიმართ ბრაზს ვგრძნობდი
თუ...მაგრამ მისი ყურება, საშინლად მაღიზიანებდა.
- მაპატიე... არ მინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო.
იმდენად ხმადაბლა ჩაილაპარაკა, პატარა ხმაურიც რომ ყოფილიყო, ვერ გავიგებდი.
სისხარღვები წამში გამიფართოვდა. ნესტოები დამებერა და მეგონა, ახლა მართლაც
ვიფეთქებდი.
- “მაპატიე?” სულ ეს ხარ?!
- დამიან, გთხოვ. ყველაფერს აგიხსნი. ნორმალურად დამელაპარაკე უბრალოდ.
თბილი თვალები მარილიან სითხეს მთლიანად მოეცვა. იმდენად ჩაწითლებული
იყო გარშემო თეთრი არეალი, ლამის ვუთხარი, ჯობს ექიმთან მიხვიდეთქო.
ფეხზე წამოვდექი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი პატარა ოთახში, ოღონდ მისი
მიმართულებით არა. მასთან დისტანცია უნდა დამეცვა.
- როცა ვხედავ, თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ
ცხოვრებას...უბრალოდ სურვილი მიჩნდება სახეში შევაფურთხო.
- დამიანე... არც მე და არც შენ, არავინ ურტყავს ისე ძლიერად როგორც
ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს შენ როგორ დაარტყავ.
- ასეთ სიმართლეს როგორ მეუბნები, იმის შემდეგ რაც...
ყელში ბრაზი მომაწვა. ალბათ მოჩხუბარი რომ ვყოფილიყავი, ყველაფერზე თვალს
დავხუჭავდი და შუაზე გავგლეჯდი.
- იმის შემდეგ, რაც ერთმანეთი შეგვიყვარდა?
აკანკალებული კარისკენ შეტრიალდა. ამოვიხვნეშე. მისი შეხებაც არ მინდოდა,
იმდენად გაღიზიანებული ვიყავი. ანუ მასაც ვუყვარდი?! ეს მაინც იყო რეალური?!
- არასდროს შეგხებივარ, ისე როგორც მე მინდოდა, მაგრამ მაინც
მიყვარხარ...არასდროს გითქვამს ჩემთვის, მაგრამ მაინც მიყვარხარ. აი,
არც კი გიცნობ და მაინც მიყვარხარ. რა მარაზმში გადამაგდე ნატალ..ელიზაბეტ
წარმოგიდგენია?!
ჩემს თავზე გაბრაზებული, ერთიანად განადგურებული, ბოლო მოღებული, ხელების
კანკალით ვესაუბრებოდი. პასუხი მჭირდებოდა! რით დავიმსახურე?!
- უბრალოდ ელი... მთლიან სახელს ნუ დამიძახებ.
თავი სევდიანად ჩაქინდრა. ვხედავდი მისი ცრემლების დამალვას არა მარტო
საქციელით, არამედ სიტყვებითაც ცდილობდა.
- ახლა პრეტენზიაც გაქვს?! ღმერთის დამაჯერე, მარწმუნე, და რა?! შენთვითონ
ეშმაკი ხარ მგონი, რომელიც ღმერთს ჩემი საშვალებით შეთქმულებას უწყობს.
- შენთან ბედნიერი ვიყავი. არ ვთამაშობდი, მართლა!
ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა და მეც ინსტიქტურად უკან დავიხიე. მასთან
ერთად გატარებულმა დღეებმა კიდევ ერთხელ გადამირბინა თვალწინ. ყბა-ყბას
მჭიდროდ დავაჭირე.
- მართლა ხვდები როდის ვიყავი ბედნიერი?! არამგონია. ბედნიერებას ყველგან
ვგრძნობდი. როცა შიშველს გიყურებდი,შენს სუნს თითებით ვგრძნობდი და
ვფიქრობდი,რომ შენში ერთი უჯრედიც კი არ იყო ისეთი,რომელსაც არ
მენდომებოდა შევხებოდი,მოვფერებოდი, ან მეკოცნა. როდესაც დამღლელი
დღისგან დაქანცულებს ერთმანეთზე მიხუტებულებს გვეძინა. როცა,
ბავშვურად ვიქცეოდით, ჩემი პროჟექტორის მიერ განათებულ ოთახში... ეს
იყო ელიზაბეტ ჩემი ბედნიერება, რომელიც შენამდე არასდროს მიგრძვნია...
ღამით აქ საქმე არაფერია. ვფიქრობდი და ყველაფერს ვიხსენებდი, რაც ჩვენ
გამოგვივლია. მინდოდა დამვიწყებოდა და მეტიც მინდოდა საერთოდ აღარ
გეარსება! - თვალებში შევხედე. საშინლად გამოიყურებოდნენ. შავებში
ჩაცმული თბილი ფერის თვალის უპეები ხსნას ითხოვდნენ. ამოვიხვნეშე, ამ
ყველაფრისთვის არ უნდა მიმეცა ჩემზე მანიპულირების უფლება - რა
მოხდებოდა საერთოდ არ შეგხვედროდი .ასეთი სიცარიელესთვის როგორ
გამიმეტე?! -ასეთი სიმძიმე ჯერ არ მიგვრძვნია. ჩხუბიც კი არ მინდოდა.
სიცარიალე სიცარიელეს ნიშნავს, მაგრამ იმდენად მძიმე იყო ეს ამოუქოლავი
ხვრელი, რომ ემოციებს ვერაფერს ვშველოდი.
- მე არ ვნანობ შენთან ერთად გატარებულ არცერთ წამს! - სლუკუნით, ძლივს
ააწყო წინადადება. ისე საცოდავად გამოიყურებოდა, გული დამეწვა. არადა
ბრაზმორეულს, წესით საერთოდ არ უნდა მეგრძნო არაფერი.
- არ ინანებ, აბა რა! ეს ხომ შენი და რაფაელის გეგმა იყო.
- ჩემი არ ყოფილა...დამიანე.
- მართლა, რაღაც ვერ გავიგე... ნიკუშამ ჩანაწერი მაჩვენა. უფრო სწორად,
მომასმენინა...
ისედაც თეთრ კანზე ნისლისფერი გადაეკრა. თვალები რომ დაეხუჭა და არ
ესუნთქა, მიცვალებულისგან მისი სახის ფერს ვერ განვანსვავებდი. მისი რეაქცია
თითქოს ყველაფერზე პასუხს მაძლევდა. მინდოდა რაფაელ გოგოლიძე წინ
დამეყენებინა და იქამდე მერტყა მისთვის მუშტები სანამ უკანაკნელად არ
ამოისუნთქებდა. - ანუ... სიმართლეა?
თვალებში ჩამხედა. ღრმად ამოისუნთქა და ტუჩები ერთმანეთს ხმის ამოსაღებად
დააშორა.
ელიზაბეტი*:
ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. სივრცე არ
მყოფნიდა, ოთახი პატარავდებოდა და ასე მეგონა, გარეთ თუ არ გავიდოდი მალე
ჩამყლაპავდა.
- ყველაფრის ხელახლა დაწყების შანსი რომ მქონდეს.. უბრალოდ ხელახლა...
კიდევ დაგინახავდი შენ. ყველაფერი ისევ ისე. ოღონდ უშეცდომოდ და
რათქმაუნდა რაფაელის გარეშე..
ვკანკალებდი. მეც მშვენივრად ვიცოდი, რომ ცხოვრებაში უდიდესი გრძნობა თამაშთამაშით და ტყუილებით დამეუფლა. ეს ჩემი სასჯელი იყო. დამიანეს ახლა ვერ
დავკარგავდი, როდესაც მას უკვე დაეკარგა საკუთარი თავი. ამის უფლებას არ
მივცემდი.
- უფრო სწორად იქიდან უნდა დამეწყო თქმა, რაფოს რომ არ ეარსებათქო...
გთხოვ დამიანე, მითხარი რამე, შენი სიჩუმე მაგიჟებს.
- ანუ არის რაღაც, რაც გაგიჟებს. თუ ამასაც არ თამაშობ...
- ყველაფერს გეტყვი. ამის შემდეგ შემიძულებ მაგრამ, თუ მოსმენა გინდა,
სიტყვას გაძლევ დამიანე, სიმართლეს გეტყვი...
თვალებიდნ მდუღარე ცრემლები წამომივიდა და მის ფეხებთან ჩავიმუხლე.
მინდოდა მის მუხლებზე თავი დამედო და მეტირა. არ ვიცოდი ჩემს პირობას როგორ
ავასრულებდი, მაგრამ თუ ეს შანსი იქნებოდა იმის, რომ დამიანე ჩემთან
დარჩენილიყო, გავიხსენებდი წარსულს, ბოლოჯერ... ამ ტკივილად დამიანე ღირდა.
ჩემი დამიანე ყველაფრად ღირდა!
თავი ურეაქციოდ დამიქნია. გვერძე გადავფოფხდი. ისიც ჩემსავით სკამიდან ძირს
ჩამოცოცდა და მომიჯდა.
იმ დღეს მახსოვს გადაუღებლად წვიმდა. ყველა ტელევიზია იმას აშუქებდა, რომ
სახლებში დავრჩენილიყავით და არავითარ შემთხვევაში არ გავსულიყავით
გარეთ. თბილისსში ასეთი ამინდები იშვიათია, მაგრამ თითქოს ოთახში მჯდარ
არც ერთ ადამიანს არ გვიკვირდა. რუსეთიდან რამდენიმე თვის ჩამოსული ვიყავი.
ქირით ვცხოვრობდით ჩვენ სამნი, მე, ანა და რაფაელი. ყველას ჩვენ ჩვენი ოთახი
გვქონდა რათქმაუნდა. უბრალოდ, მისაღები და სამზარეულო საერთო იყო.
მოკლედ, ამ ბინის რეალური პატრონი ჭკვიანურად აკეთებდა ფულს. მაგრამ
წარმოდგენაც არ ჰქონდა რა სიბინძურე ტრიალებდა მის გაქირავებულ ბინაში.
რაფაელს ჩემთვის სიყვარული არაერთხელ აუხსნია, ყველაზე უცნაური და
ბანალური გზებით. მაგრამ მე როგორც უბრალო თანამცხოვრებს, ყოველთვის ისე
ვუყურებდი და მის დასთანაც ვმეგობრობდი. ოღონდ დაქალები არასდროს
ვყოფილვართ. რუსეთის შემდეგ რეაქცია არ მქონია, როდესაც ერთ დღეს, სახლში
მისულმა დავინახე, მაგიდიდან რაფაელი როგორ ისრუტავდა თეთრ ფხვნილს.
ყურადღება არ მიმიქცევია, ისე გავედი სამზარეულოში და ჩაიდანი გაზზე
დავდგი... იმ წვიმიან, შტორმიან დღეს კი... ჩემთვის წიგნს ვკითხულობდი,
რათქმაუნდა რუსულს, ქართულზე გადმოსვლა ისევ მიჭირდა. გარედან
შემოსული წვიმის და ქარის ერთობლივი ხმის მიუხედავად, მაინც კარგად ისმოდა
და-ძმის ხმამაღალი სიცილი.
- მოდი ელ, შენც სცადე. ძალიან მაგარია. ფრენას გასწავლის.
შემომთავაზა ანამ. რომელიც, როგორც ვიცოდი დღეს პირველად სინჯავდა
კოკაინს. რაფაელი, უკვე კარგად შეზარხოშებული, მისვენებული სავარძელზე
უაზროდ იღრიჭებოდა.
- ისედაც დავფრინავ ამ წიგნის წყალობით. - ხელით წიგნი მაღლა ავწიე და ოდნავ
გავუღიმე. ვაღიარებ ეს სიტუაცია დიდად არასდროს მხიბლავდა, მაგრამ რა
გაეწყობოდა. ეს იყო, რაც იყო.
- მიდი რა, მთელი ღამე ასე უჟმურად უნდა იკითხო?!
გამომესარჩლა რაფაელი. თვალები ავატრიალე. ყველაზე მეტად მეზიზღებოდა,
როდესაც რაიმე საქციელს მიკრიტიკებდნენ.
- ახლა გაჩვენებ, ვინ არის ჩვენ სამიდან ყველაზე უჟმური. - ხუმრობით ვუთხარი,
წიგნი გვერდით გადავდე და მაგიდასთან სწრაფი ნაბიჯებით მივედი. მუხლებზე
დავჯექი და კარგად დავაკვირდი თოვლის გუნდასავით ერთად მოყრილ
ფხვნილს. რაღაც მხრივ მართლებიც იყვნენ, მთელი ღამე შტორმის დროს წიგნის
კითხვაში ხომ არ გავატარებდი. დაძინებაზე ამ ხმებში საუბარი კი არა, ფიქრიც არ
შეიძლებოდა. თავი დაბლა დავხარე და მათ მივბაძე. უსიამოვნო შეგრძნება
დამეუფლა. ცემინება მომინდა, მაგრამ არაფრით მაცემინებდა. ძალიან ცოტა
შევიყნოსე, ვიცოდი ეს არაფერს დამმართებდა. მაგრამ რამდენიმე წუთში ისე
გავბრუვდი, მიწაზე თუ ვიდექი, საერთოდ ვერ ვგრძნობდი. მათ სიცილს ავყევი
და გაჩერება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.
- ხომ გეუბნებოდით, არა?! არაფერს ვაშავებთ მხიალურად ყოფნით. - მხრები
აიჩეჩა რაფაელმა.
- კი მაგრამ, ამდენი საიდან მოგაქვს? - სიცილით ვკითხე, რადგან
დასერიოზულება არ შემეძლო.
- ერთი ტიპია, შენი ასაკის იქნება და ყოველთვის კარგი მარაგი აქვს.
- ღმერთო ჩემო. sაქართველოშიც?! მეგონა ასეთი რაღაცეები მარტო რუსეთში
ხდებოდა.
- კარგი რისი გეშინია, სანდო ტიპია. რამდენიც არ უნდა მიიღო, მაინც ცოცხალი
დარჩები.
წინადადების დამთავრება და ანას იატაკზე დაცემა ერთი იყო. მუხლებით
ცხოველივით მოცოცდა მაგიდასთან. გამჭირვალე, პატარა პარკიდან დარჩენილი
ფხვნილი გადმოყარა, რომელიც ალბათ ორი კაცის დოზა იქნებოდა. მე ნახევარიც
კი არ შემისუნთქავს და ასე ვიყავი, ისინი კი წარმომიდგენია თავს როგორ
გრძნობდნენ. ისიც კი მიკვირდა, რაფაელი კარგად რომ აბამდა სიტყვებს
ერთმანეთზე. თუმცა უკვე მიჩვეული იყო კაიფში ყოფნას. მისთვის სიფხიზლე
უფრო იყო კაიფი, ვიდრე რეალურად არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა.
- ანა, ბევრი არ მოგივიდეს. - ცოტა შევშინდი, როდესაც შეუჩერებლად
განაგრზობდა კოკაინის მიღებას, თან სიცილით სკდებოდა. ნელნელა ისეთი ფერი
ედებოდა სახეზე, პომიდორი მონაგონი იყო. რაფაელი ყველაფერს სიცილით
აკვირდებოდა.
- ძალიან მაგარია! - ამოილაპარაკა ანამ, როდესაც მაგიდა მოასუფთავა.
შოკირებისგან ყბა ჩამოვარდნილი ვუყურებდი.
- აი იმუნიტეტი ამას ჰქვია! - გადავიხარხარე და დივანზე რაფაელის გვერდით
ავხოხდი.
ორივემ თვალი გავაყოლეთ, როგორ გავიდა ანა საპირფარეშოსკენ.
- კარგია, არა?... - თბილი ხმით გამომელაპარაკა, როგორც ყოველთვის.
სიამოვნებისგან გაბადრულმა მხოლოდ გავუღიმე. სახე ძალიან ახლოს
მოსწია.ალბათ მაკოცებდა კიდეც. მხოლოდ რამდენიმე სანდიმეტრი აშორებდა
ჩვენს ტუჩებს ერთმანეთისგან . ყველაფერი არაფხიზელი მდგომარეობის
ბრალი იყო, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ყოველი
მცდელობისას, ახლაც მოვშორდებოდი. ძლიერი ბრახუნის ხმისას ორივე
დენდარტყმულებივით შევხტით.
- ანუშკი, კარგად ხარ?! - სიცილით გასძახა რაფაელმა და კვლავ ჩემი ტუჩების
თვალიერებას დაუბრუნდა. რამდენიმე წამის შემდეგ, როდესაც ხმა არ
გაგვაგონა ანამ. ფეხზე ბარბაცით წამოვდექი.
- წავალ, შევხედავ. - უხერხულად გავუღიმე და გამოვეცალე, რადგან ვიცოდი
შესანიშნავი შანსი გამოვაცალე ხელიდან, რომ ჩემთვის ეკოცნა. აბაზანაში
შესვლისას გამოსახულებები ერთმანეთში ამერია. ფერები ძლივს დავაწყვე და
ცივ კაფელს მხარით მივეყრდენი. გული ამიჩქარდა და ექოსავით დაიწყო
ბაგუნი მთელს ორგანიზმში. თითქოს სანახაობა მაფხიზლებდა. ძირს
მწოლიარე ანასკენ შენელებული კადრივით დავიხარე და ზურგზე
გადმოვატრიალე.
- რაფაელ! - ისე დავიყვირე, როგორც შემეძლო და რამდენიმე წამში, ისიც ჩემს
უკან გაჩნდა. მაშინვე ხელი ცხოველივით მკრა და საკუთარ დას ეცა.
- სასწრაფოში...ხომ არ დავრეკო?... - ძლივს ამოვილაპარაკე და თმები ცალი
ხელით გადავიწიე. პირი საშინლად გამშრალი მქონდა და მთელს ორგანიზმში
მაციებდა. ანას ყურება კი, თავბრუსხვევას იწვევდა. თვალდახუჭული,
რაფაელის მკლავებში იყო მოქცეული და ცხვირიდან სისხლი ისევ სდიოდა.
- რაფაელ, ხმა გამეცი! რა სჭირს?! ახლავე დავრეკავ.
მისაღებისკენ გავიქეცი, მაგრამ ეს ჩემს მდგომარეობაში ძუნძულს უფრო გავდა.
გაბრუებულმა დავუწყე ტელეფონს ძებნა, ვერსად ვპოულობდი. სასაცილოა,
პატარა სახლში სამი ადამიანის ტელეფონებიდან ვერცერთს რომ ვერ იპოვი
ადამიანი!
- არა! - რაფაელის განწირულმა ღრიალმა ერთ ადგილას გამყინა. ასე მეგონა,
ვინმეს ახლა ხელი რომ ეკრა ჩემთვის, ბზარი გამიჩნდებოდა და ნამტვრევებად
ვიქცეოდი. გაბრუებული სწრაფად დავბრუნდი მისკენ. სველი ქაღალდებით
უწმინდავდა სისხლს ცხვირიდან, შემდეგ შუბლზე ადებდა. მეორე ხელით კი
მაჯაზე პულს უსინჯავდა. ონკანი მოვუშვი, ხელები ცივი წყლით დავისველე
და მეც მასთან ჩავიმუხლე. საფერთქლებზე სველი ხელები დავადე ანას და
რაფაელს თვალებში შევხედე. რამდენიმე წამით ასე მიყურა. შემდეგ ანასაც
მოშორდა და კედელს ურეაქციოდ მიეყრდნო. რამდენიმე ცრემლი ისე
გადმოუვარდა, რომ თვალიც არ დაუხამხამებია და მზერაც არ გაუტოკებია. მე
მაშტერდებოდა, თუ ქრონიკულად ჰქონდა უკვე თვალები გაშეშებული, ვერ
ვხვდებოდი. ანას მაჯას ხელი დავტაცე და პულსიც მოძებნა დავიწყე. გული
გაათმაგებით ამიჩქარდა, როდესაც პულსი არ გაესინჯა. ხელი სწრაფად ვუშვი
და ცხვირთან ახლოს მივუტანე. ჰაერი საერთოდ არ გამოსდიოდა. არ
სუნთქავდა. შეშინებულმა რაფაელს შევხედე.
- რაფაელ... პულსი არ ესინჯება. არ სუნთქავს! - ცრემლებით გავიბერე და
როგორც შემეძლო ისე დავუყვირე. ურეაქციოდ წამოდგა ფეხზე და აბაზანა
დატოვა. გაშეშებული ვუყურებდი ჩემხელა გოგოს, რომელიც უსულოდ მეწვა
მუხლებზე და ცრემლებად ვიღვრებოდი. იმიტომ არა, რომ მის მიმართ რაიმეს
ვგრძნობდი. უბრალოდ ერთნაირ სიტუაციაში ვიყავით ახლა ორივე და მეც
რომ შევყოლოდი, მათ გართობას, იგივე დამემართებოდა. ადგილზე შევხტი,
როდესაც რაღაცის დალეწვის ხმა გავიგე. რაფაელის ღრიალიც არ აყოვნებდა.
ფეხზე წამოვხტი. ანას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და რაფაელთან გავედი.
ახლა მაგიდას ლეწავდა. სკამები და ყველა არსებული ჭურჭელი უკვე
განადგურებული იყო. მართლა ცხოველს გავდა. მივუახლოვდი და მხრებზე
ხელი შევახე.
- რაფაელ. შემომხედე! - უხეშად მომიშორა და ინერციით კედელს მივეხეთქე.
გამწარებული ხვნეშოდა, თან ცრემლებიც აღარ მოსდიოდა. აწითლებული
თვალების გარშემო ძარღვები მკაფიოდ მოუჩანდა და წარბი ნელენლა
უწყებდა თამაშს. - ანა, ის...
- არ გაბედო, თქმა! არ გაბედო მეთქი! - ღრიალით მომიახლოვდა. პირზე ხელი
ავიფარე, რომ სლუკუნი როგორმე შემეჩერებინა და შეშინებული თვალებით
მივაჩერდი. როგორმე უნდა დამეწყნარებინა. წარმოდგენაც კი არ მინდოდა,
ახლა რას გრძნობდა. მოულოდნელად ჩემსკენ გააფთრებული დაიხარა და
ნიკაპი ცალი ხელით დამიჭირა.
- რაფაელ, არ გინდა... - ცრემლები უკვე ღაპა-ღუპით მომდიოდა. ჩემი ხმა
თითქოს არც გაუგია, ისე წამეტანა ტუჩებზე. თან ნიკაპზე, ისეთი ძალით
მიჭერდა, მეგონა მალე ჩემი ყბა ხელში შემოატყდებოდა. თავით დაბლა ჩაიწია
და კისერზე ნელა ამისვა ბაგეები. კუთხეში მიმწყვდეული მხოლოდ
ვფართხალებდი.
- არ გინდა, გთხოვ! რაფაელ არ ხარ ფხიზელი! - ხელები უფრო ძლიერ მომხვია
და გამაკავა. თავი ჩემს კისერში ჩარგო და კანის მტკივნეულად წუწვნა დაიწყო.
ფეხები გაბუჟებული მქონდა. გული გაასმაგებით მიცემდა. რაფაელს ვერ
ვცნობდი. ისე მაგრად მიჭერდა ხელებს, უკვე ტკივილისგან ვკრუსუნებდი.
უშედეგოდ ვცდილობდი თავის განთავისუფლებას, მაგრამ მალევე ამიტაცა
ხელში და დივანზე ინერციით დამაგდო. არც დალოდებია მაშინვე ზემოდან
მომექცა, მომუშტული ხელები გამიკავა და ზემოთ წამომაწყობინა.
- უკვე თვეებია მამწარებ... - თავისთვის ჩაიდუდუნა. სახე ნელა ჩააცურა
კისერთან, შემდეგ ლავიწებთან და ცალი მკერდი თავის პირქვეშ მოიქცია.
წამოვიკივლე, მაგრამ ესეც უშედეგო იყო. ძალაგამოცლილმა თვალები მთელი
ძალით დავხუჭე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, არაფერი მეგრძნო, მაგრამ ეს
ხომ შეუძლებელი იყო. არ ვიცი რა უფრო მაფორიაქებდა, ის რომ
გაცხოველებული რაფაელი მეჯდა ზემოდან, თუ ორი ოთახის მოშორებით
მიცვალებული გოგონა.
ვეღარ გავუძელი და ტირილი დავიწყე, ამომხედა და შემდეგ პირი უფრო ძლიერ
მომიჭირა. სიმწრისგან უკვე მთელი ძალით ვკიოდი. თავისუფალი ხელით თხელი
პერანგი მალევე მომაშორა და ახლა შიშველ კანზე დამიწყო კოცნა. ვიგრძენი,
როგორ მოადუნა ხელი, რომლითაც გაკავებული ვყავდი და მაშინვე მუშტების
რტყმა დავუწყე რომ გამცლოდა. ვერაფერი დავუშავე, პირიქით უფრო
გაღიზიანდა და სახეში მუსტი მთელი ძალით გამარტყა. ტკივილისგან ხმამაღალი
ზლუქუნი დავიწყე, ის კი ამაზე უფრო გაგიჟდა და ახლა გამეტებით დამიწყო
მუშტების რტყმა.
- მოკეტე! მოკეტე თორემ გეფიცები, ჩემი დის ბედს გაიზიარებ!
კბილები ერთმანეთს შიშისგან მთელი ძალით დავაჭირე, რომ ხმა არ
ამომცდენოდა, არადა ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ უკვე ვეღარც
გავუძრებდი. თითები ძლიერად ჩავჭიდე დივანის გადასაფარებელს. თვალის
გახელაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად მომაშორა შარვალი და გაშმაგებით
შემომეჭრა სხეულში. სიმწარეს ამჯერად ვერ გავუძელი და წამოვიკივლე,
სამაგიეროდ კი სახეში ისევ ძლიერი მუშტი მივიღე. უკვე თითქმის ვეღარაფერს
ვგრძნობდი გარდა ტკივილისა და დიდი ზიზღსია. ერთ წერტილს მივაშტერდი,
გულში კი ვლოცულობდი რომ ეს ყველაფერი მალე მორჩენილიყო. მისი სახიდან
ჩამოღვენთილი საზიზღარი ოფლის წვეთები ზედ მეცემოდა, მისი ოხვრა და
დივნის ჭრიალის ხმა გულისრევის შეგრძნებას მგვრიდა. ალბათ ამას მართლა
სჯობდა, ანას ბედი გამეზიარებინა და კაიფში მოვმკდარიყავი. ბოლოს, როგორც
იქნა დაიღალა, გადაიწია და წამოდგა. თვალი იმ ერთ წერტილს მოვაშორე და
მზერა მასზე ძალიან ნელა გადავიტანე. ვუყურებდი, როგორ იწევდა შარვალს და
იკრავდა ქამარს. თითქოს არც არაფერი მომხდარა. ბოლოჯერ ზიზღით
შემომხედა, შემდეგ ქვედა ნაწილისკენ გაექცა თვალი და გაკვირვება ვერ დამალა.
სწრაფად აამოძრავა ფეხები და იქიდან გაქრა. ..როდესაც გონზე მოვედი, თავს
ვაიძულე, რომ სასიცოცხლო ძალა გამომეყენებინა და ფეხზე წამოვდექი.
ბარძაყები სისხლში მქონდა ამოსვრილი და ყველაფერი მტკიოდა. ძლივს ჩავიცვი
ჩემი ნაფლეთებად ქცეული ტანსაცმელი და საკუთარ ოთახში შევიკეტე...
***
თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ვქვითინებდი. ალბათ რამდენიმე წუთი
გავიდა მას შემდეგ, რაც დამიანეს ყველაფერი მოვუყევი. წარსულის ტკივილი კი
ხელახლა შევიგრძენი და შიშმაც ხელახლა მომიცვა. მხარზე შეხება ვიგრძენი,
იმდენად გამიკვირდა, შევცბი, სლუკუნი შევწყვიტე და საყვარელ თაფლისფერებს
გავხედე, რომლებიც ცრემლებში ცურავდა.
- გაგაუპატიურა... - ხმადაბლა თავისთვის ამოიჩურჩულა, ისე რომ ჩემთვის
თვალი არ მოუშორებია. - ის იყო შენთვის პირველი...
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და ჩავხარე. არ დაუყოვნებია, მაშინვე მოიჩოჩა
ახლოს და ორივე ხელი მომხვია. გავთბი. ერთიანად ავივსე. სულ დაიკარგა ის
შიში, რომელსაც წამების წინ ვგრძნობდი. თითქოს ცრემლებიც შეწყდა. დამიანეს
სითბოს და მისი მკერდის მხურვალებას ვგრძნობდი. რომელიც ისე მაგრად
მიხუტებდა, თითქოს ვინმე ჩემს თავს ართმევდა. შუბლზე მისი ცრემლები
ვიგრძენი და ამან ხელახლა ამატირა. მინდოდა მოვშორებოდი და მარილიანი
სითხე ტკბილი კოცნებით გამექრო მისი თვალებიდან, მაგრამ იმდენად განაბული
ვიყავი მის მკლავებში, განძრევაზე საერთოდ ვერ ვფიქრობდი.
- სულელივით მქონდა მაშინ აკვიატებული, რომ ეს იმ ერთადერთის უნდა
ყოფილიყო ვინც მართლა მეყვარებოდა.. - ამოვიზლუქუნე და მხურვალე
მკერდზე ლოყით უფრო ავეკარი. - არ მინდოდა, ცხოვრებაში პირველი
შეგრზნებები ასე უაზროდ გამეფლანგა იმ ადამიანზე, რომლის მიმართ
ზიზღის მეტს არაფერს ვგრძნობდი იმ მომენტში. მაგრამ, არაფერი იცოდა.
ეგონა, რუსეთის ჩამოსული გოგონა უკვე კარგი ხნის გახრწნილი იქნებოდა და
ეს უარესად აცოფებდა.
- კარგი...დამშვიდდი, წარსულშია ყველაფერი და თავისი დანაშაულისთვის
პასუხს აგებს.
იმდენად წყნარად მესაუბრებოდა, მისი ხელის რიტმს ყვებოდა თითქოს,
რომელიც თმაზე რიტმულად მეფერებოდა. ოდნავ დავმშვიდდი და მოვშორდი.
თვალებში ჩავაშტერდი და ღრმად ამოვისუნთქე. - არ უნდა მიმეცა, შენთვის
გულის ტკენის უფლება, დამიანე... მაგრამ ეგოისტი ადამიანი ვარ. ან ვიყავი...
მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი.
- როგორ გაგამტყუნო?! მეთვითონაც მაქვს ნათქვამი, ამ ცხოვრებაში შენი ტრ#კი
მხოლოდ შენი სათრევიათქო. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები...როგორ შეძელი
გაჩუმება, თუ მართლა გიყვარდი. როგორ შეძელი გაჩუმება, როცა შენი ერთი
სიტყვა მეც და ზურისაც გადაგვარჩენდა.
- ვიცი, ვიცი. გთხოვ მაპატიე.
სევდიანი თვალებით მიყურებდა, მათვალიერებდა. თითქოს ახლიდან
მსწავლობდა და მიკვლევდა. ტუჩებგაყოფილი ვერც კის მეუბნებოდა, ვერც არას.
- გამოხვალ აქედან... - იმედის მომცემად ჩავილაპარაკე და კედელს თავით
მივეყრდენი.
- რომც გამოვიდე, ყველაფერი ისე ვეღარ იქნება, როგორც იყო. . . - ღრმად
ამოისუნთქა და ჩემსავით თავი გახუნებულ კედელს ჩამოჰკრა.
- გამოდის, ვშორდებით...
- როგორ ჰქვია დაშორება იმას, რასაც არასდროს უარსებია?! სულ სხვა ადამიანი
ხარ...
ეს არ იყო ირონია, არც რაიმე დაცინვა. მის ხმაში იმხელა ტკივილი ვიგრძენი
გულზე ცეცხლი წამეკიდა. გონებაში ყველა შესაძლო ვარიანტს ვალაგებდი,
ცხოვრებას დამიანეს გარეშე და ამას მართლაც არ ცხოვრება სჯობდა.
კარი ხმაურით შემოხსნა აბესაძემ. ჩვენი დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა.
ხან ერთს გადმოგვხედავდა, ხანაც მეორეს. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და
ბოლოერა ძმაკაცზე შაჩერა, რომელიც თავჩაქინდრული იჯდა. დაბნეულ ნიკუშას
სიტუაცია განვუმარტე და ფეხზე ფორთხვით წამოვდექი. დამიანეს ოდნავ
მოვცილდი და ახლა კედელს მთელი ზურგით მივერყდენი. მუხლები ისე
მიკანკალებდა, ცოტაც და ჩავიკეცებოდი.
- დამიანე... თავისუფალი ხარ.
- რა?! - ორივემ ერთდროულად წამოვიკივლეთ. ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ,
შემდეგ კვლავ გაბრწყინებულ და გაკვირვებულ ნიკუშას.
- რას ნიშნავს, თავისუფალი ვარ?!
- ბიჭო, ეხლა ნუ გააჭინაურე, სანამ გადაუფიქრებიათ გამოადგი ფეხი. -
თვალები დააბრიალა ნიკუშამ და ძმაკაცს მხარში სწვდა რომ წამოეყენებინა.
დამიანე:
ჯერ კიდევ ელიზაბეტთან საუბრით გაბრუებული ვიყავი, როდესაც ნიკუშამ
ახალი ამბავი მახარა. გულის სიღრმეში რათქმაუნდა გამიხარდა, მაგრამ უფრო
მეტად დავიბენი. როგორ შეიძლებოდა ასე რამდენიმე საათში გადაეწყვიტათ ჩემი
თავისუფლება?! სევდიანი, მაგრამ გაბრწყინებული ღიმილით ჩამოვიტოვეთ უკან
წამოსული გოგონა და მიმღებში გავედით. დაბნეული ვაცეცებდი აქეთ-იქეთ
თვალებს და ვცდილობდი ყველაფერი ჩემით გამერკვია. ამაოდ... ხელში რაღაც
საბუთები და კალამი მომაჩეჩეს.
- ყველა ფურცლის ბოლოს, მარჯვნივ, დაბლა მოაწერი ხელი და გავედით. მე
გაგიყვან .
თავი გონება ჩამორჩენილი დავშვივით დავუქნიე. სანამ ხელს ავამოძრავებდი,
თვალებით ელიზაბეტს ვეძებდი, მაგრამ არსად ჩანდა. დავიჯერო წავიდა_! ჯერ
კიდევ ვერ ველეოდი, საყვარელი ქალის ცივ სხეულს, რომელიც ისე მეკვროდა
წუთების წინ, ლამის შემსისხლხორცებოდა. სუსტი ვარ...მართლა დამასუსტა ამ
ძლიერმა გრძნობამ და ეს გამომჟღავნდა კიდეც. უბრალოდ იმ მომენტში მის
მიმართ უსაზღვრო სიბრალულთან ერთად, უსაძღვრო სიყვარულიც ვიგრძენი.
ამას ხელშეუხებელს ვეღარ დავტოვებდი....
- მეტყვი რა მოხდა? ან ასე დაჩქარებით რატომ გამომაქციე?
ვკითხე, როდესაც მანქანასი სწრაფად ჩავსხედით. ისე დაძრა, ბუღი დააყენა და
სწრაფად გადაუხვია მაგისტრალზე.
- გოგოლიძე ციხეში გადაყვანისას გაქცეულა. ვერ პოულობენ.
- რა?!
სიბრაზისგან ამოიგმინა და საჭეს მაგრად დასცხო ხელი. გამწარებული ნიკუშა
იშვიათი სანახავი იყო. თავში მაშინვე საშინელმა აზრებმა გამიელვა.
- და მე რაღაზე გამომიშვეს?
- შენ.. შენ მაგარ შარში ხარ. უბრალოდ გისოსებში ყოფნას ჯობს ისევ შინა
პატიმრობაში იყო.
- ეგ რანაირად?!
- შენი აფექტის მდგომარეობის გამო, ფიქრობენ რომ ფსიქიკურად
გაუწონასწორებელი ხარ და შეიძლება ნარკოტიკებთანაც კი გაქვს შეხება.
- მერე?!
- როგორ მოხდა, არ უარყოფ?! - ჩაეცინა აბესაძეს.
- აუ ნიკუშა, არ ვარ ლანზღანდარაობის ხასიათზე!
- წყნეთში ამყავხარ, გუშინ შენებთან ვიყავით საბუთებზე და შევპირდი
სახსალამათს დაგაბრუნებდი. ავუხსნით სიტუაციას, რომ გაურკვევლობაა. იქ
იცხოვრებ. კვირაში ორჯერ კაცს გამოგზავნიან შემოწმებებზე და რაღაც
წამლებსაც დაგინიშნავენ. მაგრამ, ისეც არ გაქვს გაფრენილი, როგორც თვითონ
ფიქრობენ. ამიტომ არ დალევ. შენი ციხეში გაშვებით შესაძლოა ამ
მდგომარეობით რაიმე შარი აეკიდებინათ. 2 წელი ასე მოგემსახურებიან
კარდაკარ.
- და ორი წელი სახლში გამოკეტილი უნდა ვიყო?!
- მარტო მაინც არ იცხოვრებ. იქ ვერ დაბრუნდებოდი, რაფაელი თუ სუფთა
ჰაერზე დააბიჯებს თავისი აყროლებული ფეხებით, პირველი შენს მოსაძებნად
იქ მივა, რომ თავისი ხელით ჩაგაძაღლოს.
- ჯანდაბა!!! - გაღიზიანებულმა მუშტი რამდენჯერმე მანქანის ჭერს ავარტყი და
ამოვიგმინე.
- დაწყნარდი ახლა, თორემ მე დაგაძალებ იმ წამლების დალევას. გოგონებსაც
ამოგიყვან ხოლმე, მოკლედ არ მოგაწყენ გპირდები.
ჩემი ცხოვრება, დღითიდღე უფრო მაგარ ნეხვში ისვრებოდა და სუნის
დაყენებასაც არ ერიდებოდა. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. რაფაელი,
საკუთარი თავი ნიკუშა... და რათქმაუნდა ის საყვარელი ქალი, ვის გამოც მგონი
მართლაც შემერყა ნერვული სისტემა. მეც მშვენივრად ვატყობდი საკუთარ თავს,
რომ კონტროლი აღარ შემეძლო. პატარა რაიმეზე, მაშინვე ვცეცხლდებოდი და
ჩემი ამოხეთქვსისთვის წინააღმდეგობის გაწევა, უდიდეს ტანჯვად მიჯდებოდა.
- რაფაელი თუ გარეთაა, ელიზაბეტს მოძებნის. გთხოვ, მოატრიალე მანქანა...
- შერიგდით და რამე?! - ხმა გაებზარა ნიკუშას.
- არც შევრიგდებით, უბრალოდ მოატრიალე ეს დაწყევლილი მანქანა, ხომ
შეგიძლია არა?! რამეს დაუშავებს და ამით იმაზე მეტად მატკენს, ვიდრე
პირდაპირ ყელის გამოჭრაა!
- ერთხელ უკვე მიგატრიალებინე მანქანა და მიგიშვი იქ, სადაც არაფერი
გესაქმებოდა. არა მგონია დაგვიწყებოდა, რაც დაგემართა. ზუსტად მაგ ქალის
დევნის გამო ხარ ეხლა შინა პატიმრობაში და მოისვენე ერთ ადგილას!
მიხედავს საკუთარ თავს, ან მივხედავ... შენ არ ჩაერიო. ამჯერად მაინც.
თვალში არავის გაეჩხირო!
- ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! - მუშტები საქარე მინის შიდა დაწილს დავუშინე
და თვალები მაგრად დავხუჭე, რომ რაიმე სიგიჟე არ ჩამედინა.
წყნეთის უსწორმასწორო ქვაფენილზე დამუხრუჭებულმა მანქანის ხმამ, ლაშა
სახლიდან ისეთი სისწრაფით გამოაქცუნა, თითქოს შვილი მკვდრეთით აღუდგა.
მანქანიდან ძლივს გადმოვედ., სანამ წელში გავიმართებოდი იქამდე მეცა და
მომეხვია. თან რაღაცეებს ბუტბუტებდა, მაგრამ სუფთა ჰაერისგან გაბრუებულს
დიდად კონცენტრაცია არ შემეძლო. სახლის შესასვლელთან ზური იდგა, ცალი
ფეხი კარებზე ‘კარგი ბიჭივით’ მიებჯინა და გაბრწყინებული მიყურებდა. ლაშას
მოვეხვიე და პატარა ძმას ღიმილით თვალი ჩავუკარი. სოფო სანამ ჩემამდე
მოდიოდა, იქამდე ნიკუშას უკოცნიდა გასაპარს ღაწვებს და ადიდებდა, რომ მასზე
უკეთესი პოლიციელი საქართველოს არ ყავდა.
- მე არაფერ შუაში ვარ სოფი. ხომ გითხარი, გაუგებრობის გამო ჩასვესთქო.
ისეთი ამბავია რა, ცხოვრებაში კაცმა ყველაფერი უნდა გამოცადოსო. -
გაღიმებით სცადა ნიკუშამ სიტუაციის განმუხტვა, თუმცა ალბათ მხოლოდ მე
ვგრძნობდი ნელ-ნელა ეს სუფთა ჰაერი როგორ ბინძურდებოდა საშინელი
დაძაბულობით. როგორც იქნა მონატრებული დედა ჩემსკენ წამოიწია და
მასზე ორი თავით მაღალი შვილი ისე ჩამიხუტა, როგორც ამას ჩემს ბავშვობაში
აკეთებდა ხოლმე. შუბლზე ვაკოცე ქალს და მივიხუტე.
- წესიერად ილაპარაკე ბიჭო!- სიცილით შეუღრინა ლაშამ აბესაძეს - მე თუ
ციხეში არ ვმჯდარვარ, გამოდის ‘ყველაფერი’ არ გამომიცდია?!
- კაი რა ლაშა, ხომ მიხვდი რაც ვიგულისხმე.
მხრები აიჩეჩა აბესაძემ. თვალი ჩამიკრა და მანქანის კარები გამოხსნა. არადა
იმედს ვიტოვებდი, რომ ჩემთან მაინც დარჩებოდა ცოტა ხნით, მაგრამ როგორც
ვხვდებოდი უაზრო კითხვებისთვის პასუხის გასაცემად მარტო მტოვებდა.
- ბავშვი ჩაბარებულია. მე უნდა გავიქცე საქმეებზე, საღამოს ან ხვალ
შემოგირბენთ. დამიანე აგიხსნით ყველაფერს.
ყველაფერში იგულისხმებოდა, რომ როგორმე შელამაზებით უნდა ამეხსნა
დედაჩემისთვის, რომ მის უფროს შვილს ორ წლიანი შინა პატიმრობა მიესაჯა.
ლაშას რეაქციაზე დიდად არც ვღელავდი, ალბათ თუ ზედმეტს მეტყოდა რამეს,
იმასაც კი ვეტყოდი, რომ მისი კოლექციიდან ფავორიტი ვისკის ბოთლი ჩემი
მოპარული იყო... ვისკის გახსნის და დალევის ისტორიაზე გონებაში ნათურებმა
ციმციმი დამიწყეს. სანამ ფიქრებში და წარსულში ძრომიალით ვიყავი
გატაცებული, პატარა ეზო დაცარიელდა და მხოლოდ მანქანაზე იდაყვ
ჩამოყრდნობილი ნიკუშა და მე დავრჩით.
- მიხედავ?
- დამიანე, აქედან ფეხი არ გამოადგა იცოდე. შეიძლება ვინმე დაგიდარაჯდეს
კიდეც, არ ვიცი.
- ყველაფერი მომიყვა ნიკუშა, გესმის?! მართალი ხარ, ამას ვერ ითამაშებდა.
იმხელა ტკივილი იყო მის რაღაცნაირი ფერის თვალებში... - თავი მოვიქექე და
თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, რომ გამოსახულება არ ამრეოდა. -
მეცოდება, გეფიცები ყველაფერს, მეცოდება! მაგრამ მაინც ვერ ვპატიობ ჩუმად
ყოფნას...
- ადამიანისთვის მეორე შანსის მიცემა, შენთვის გამიზნულ იარაღში ტყვიის
მიწოდებასავითაა, ხომ გაგიგია... - მხრები აიბუზა აბესაძემ და მანქანას
მიეყრდნო. გახსენებაზე, ხელიდან სიგარეტი გამოვსტაცე და მოვუკიდე. ისე
სწრაფად ჩავისუნთქე ნიკოტინი, მგონი ბოლო დღეების განმავლობაში ჰაერიც
არ მისუნთქავს ასე მოწადინებით. უცნობ ნაცნობი გემოს შეგრძნებისას
კოლოფს დავხედე და სიმწრით ჩამეცინა.
- მარლბორო თანაც შავი გოლდი?! ალბათ მეხუმრები..
- უბნის მაღაზიაში სხვა ვერაფერი ვიშოვე წესიერი. დაიტოვე, რომ ამოვალ
ამოგიტან რასაც გინდა, ან დამირეკე და დამაბარე.
- ელიზაბეტიც ამას ეწევა... ფულს მოგცემ.
- მგონი ჯობს იმ წამლების დალევა დაიწყო, რასაც დაგინიშნავენ. რა ფულს
მომცემ, ბიჭო?! სულ გააფრინე, ხო?...
ცოტაც და ალბათ იყვირებდა. გამეცინა, ძმაკაცს გვერდით ამოვუდექი და ერთი
ღერი ისე მოვწიეთ, ჰორიზონტისთვის თვალი არ მოგვიშორებია. არაბუნებრივ
სიჩუმეს მხოლოდ ნიკოტინის ჩასუნთქვა ამოსუნთქვის ხმა არღვევდა.
- ახლა ჩავფიქრდი და... ქალის ნაკლებობას არასდროს განიცდიდი. - ჩაახველა
ნიკუშამ და გრილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ნიკოტინს მონატრებული, მეორე
ღერზე გადავედი, თან ინტერესით ვუსმენდი. - ზოგჯერ არც მომწონდა,
ამდენთან რომ გქონდა ურთიერთობა და რამდენჯერმე ჩემთვისაც
ვხუმრობდი, მოვა დრო და სიფილისს, ან რომელიმე უარეს სქესობრივ
დაავადებას აიკიდებსთქო.. - ბოლო სიტყვებს ღიმილი დაუყოლა, რამაც მეც
არანაკლებ გამახალისა. ნიკუშა ალბათ, ის ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც
ჩემი გაღიმება ყოველთვის შეეძლო. - ავადმყოფობა კი არა, უარესი აიკიდე...
- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ სათქმელს შორიდან უვლი?
- არა, არ ვუვლი. ამის თქმა მართლა მინდოდა. - ტუჩები უხერხულად მოკუმა,
ჯიბეში ხელებჩაწყობილმა მოუარა მანქანას გვერდი და იქვე, დანესტილ
სკამზე ჩამოჯდა. - იქნებ, ცოტა ხნით ის ძველი დამიანე დაბრუნებულიყო,
რომელიც ‘ნატალიამდე’ იყო?
ასე გადმომხედა, თანაც ისეთი ტონით მესაუბრებოდა, თითქოს არ იცოდა რა
რეაქცია მექნებოდა ამ კითხვაზე და მაპარებდა. ცდილობდა, ვაი და რაიმე
არასწორად ვთქვაო.
- ყველაფერი არ შეცვლილა.მჯერა, დღემდე არიან ჩემს გარშემო ადამიანები,
რომლებსაც ინტერესი გააჩნიათ. გგონია, იმდენი ხანი გისოსებში ყოფნის
დროს ეგ ვარიანტი არ განვიხილე? განვიხილე. გინდ დამიჯერე, გინდ არა... ის
სექსზე და ქალებზე გაგიჟებული დამიანე ელიზაბეტის გაცნობის შემდეგ
გაქრა. ადრე, ნებისმიერის საჯდომს, მკერდს შევხედავდი და ჩემი ღირსება
მოწოდების მწვერვალს აღწევდა ხოლმე. მის შემდეგ?! არაფერი. უბრალოდ
სურვილი გამიქრა, ინტერესი გამიქრა ყველას მიმართ. ახლა, ასე მგონია ას
ქალთან რომ გადაბმულად დავწვე, ვერცერთისგან მივიღებ სიამოვნებას. სექსი
ხელოვნებაა, პორნოგრაფიაც ხელოვნებაა, მაგრამ ამ ხელოვნების რეალურ
ცხოვრებაში გადმოტანა, უბრალოდ სხეულების ერთმანეთში გაცვლაგამოცვლა არ არის...ელიზაბეტს კი, შეიძლება ეს დანიშნულება ჰქონდა ჩემს
ცხოვრეაში. ალბათ მხოლოდ იმისთვის უნდა ყოფილიყო ჩემთან, რომ
შემეწყვიტა მცდელობა ყოველ გამოჩენილ ადამიანზე, რომლის მიმართაც
დაინტერესება მექნებოდა.
- რავიცი, შენი საქმის შენ იცი. მართლა უნდა წავიდე, ვეცდები რაფაელის
საქმეში ჩავერთო. აქედან ფეხი არ გამოადგა რა. - ისე მომეხვია,
გამომშვიდობებას გავდა. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. თითქოს გული
კვლავ ცუდს მიგრძნობდა. არ მინდოდა აბესაძეს წყნეთი დაეტოვებინა. მაგრამ
სამუშაო უპირველეს ყოვლისა... თავი მძიმედ დავუქნიე, იქამდე ვუყურე,
სანამ ჰორიზონტს არ გასცდებოდა და სახლში შევედი.
- კარგად ვარ, უბრალოდ გადაღლილი და თავი მისკდება. გთხოვთ ზედმეტი
კითხვები არ დამისვათ რა... ამ სახლიდან ჩემი წასვლა ახლა ვხვდები, რომ უდიდესი
შეცდომა იყო და...
ძლივს აწყობილი წინადადებები ლაშამ ერთი ხელის მოქნევით გამაწყვეტინა,
როდესაც ვისკით სავსე ჭიქა გადმომიწია და თავი როგორც კაცმა კაცს ისე დამიკრა.
- მეც არასწორი ვიყავი. გაბრაზებულზე ის არ უნდა მეთქვა, რაც გითხარი.
სოფო ცრემლებს უკვე ვეღარ იკავებდა და ზურიც ცდილობდა მისთვის როგორმე
ენუგეშებინა.
- თქვი მაინც, როგორ ამოყავი თავი იქ. - შემომაპარა უმცროსმა რურუამ და თვალები
დამიბრიალა. ყველა გაისუსა. მისაღები ოთახი ფილარმონიის დარბაზს დაემსგავსა,
ოღონდ ცარიელს და მეგონა, ჩემი ერთი ამოსუნთქვაც კი ექოსავით გაიჟღერებდა.
- პირადი ინტერესების გამო, რამდენიმე ადამიანმა ‘გამაშავა’. პოლიციასაც ხომ უნდა
კბილის საჩიჩქნი, არა?! კიდევ კარგი, ნიკუშა მყავს. მაგრამ მომდევნო ორი წელი
სახლიდან ვერ გავალ. აქ მომაკითხავს კვირაში რამდენჯერმე, ერთი ადამიანი.
ფიქრობენ რომ ფსიქიკურად ვერ ვარ. ჩემს ბედზე დაკეტეს ასათიანის კლინიკა.
ცხოვრებას ვერ დავემდურები. - ხელები გრაციოზულად გავშალე და როგორც
შემეძლო გავიღიმე, რათქმაუნდა ყალბად. ვისკი გამოვაცარიელე და სამ ადამიანს
შევხედე, რომლებიც ერთნაირი გამომეტყველებით მომჩერებოდნენ. ლაშა გაუპარსავ,
ჭაღარა წვერს ცალი ხელით ისე იზელდა, ცოტაც ეკლდა რომ მოეგლიჯა. ერთი ღრმად
ამოიგმინა და საზურგეს მიეყრდნო.
- მთავარია, სახლში ხარ. - გამამხნევებელ სიტყვებს თავი მოუყარა სოფიმ და მასზე
მიხუტებული უმცროსი შვილი უფრო მჭიდროდ მიიკრო.
ოთახში ასულს, კადრები და ელიზაბეტის ტუჩების შეგრძნება სხეულის სხვადასხვა
ნაწილში, მეგონა რომ არასდროს მიმატოვებდნენ... და მისი არყოფნისას ისინი
გამიწევდნენ მეგზურობას...
მარლბოლო ტუჩებს შორის მოვიქციე და გავუკიდე. იმ ჩემთვის საძულველი
სიგარეტის არომატი, საყვარელ ქალს მახსენებდა. იმ ქალს, ვინც ბოლო მომიღო,
გამანადგურა, მაგრამ საკუთარი სტატუსი ჩემს ცხოვრებაში მაინც შეენარჩუნებინა.
ამის დიადი, კარმული მაგალითი მივიღე.
დღეები დღეებს მისდევდა. სიგარეტს ისე დავეჩვიე, ჩემი ‘დილამშვიდობის’ და
ძილისპირული ნიკოტინით გატენილი, მომწამვლავი ღერები გახდა. ისინი
ყველაფერს მინაცვლებდნენ. ჩემსას აღარ ვეწეოდი, მარლბოროს დავეჩვიე და ალბათ
ესეც იმიტომ, რომ მონატრებაში ერთიანად მოლივლივეს, როგორმე, რამენაირად
ძველებური სურნელება გამეხსენებინა და შემეგრძნო. მხოლოდ მოგონებები
არასაკმარისი აღმოჩნდა.
მგონი ცხოვრებაში პირველად მომიწია მშობლების თანდასწრებით სიგარეტის
მოწევა. უბრალოდ ნერვებს აყოლილმა (ჩემდა გასაკვირად შემრჩენოდა) თავი ვეღარ
მოვთოკე, როდესაც სოფომ და ზურიმ იკითხეს, რატომ არ მოდიოდა ’ნატალია’ ჩემს
სანახავად. ჩემი დუმილი და იაფფასიანი ლუდის შუშის ბოთლის ნამსხვრევებად
ქცევა, ყველაფრის ნათელი პასუხი გახდა... ნიკუშამ მეორე დღესვე ამომიტანა
პროდუქტები და წვრილმანები, ხელს ჩემი ნივთებიც გამოაყოლა. ელიზაბეტის კვალი
ისევე გამქრალიყო, როგორც იმ ვიღაც დანიშნული ფსიქიატრის, რომელსაც კვირაში
ორჯერ უნდა ეარა...
გოგო არსად ჩანდა. სულს მიფორიაქებდა. ღამით გულაჩქარებულს მეღვიძებოდა,
ყოველ სიზმარში, რომელსაც მე კოშმარს უფრო ვუწოდებდი ის შველას მთხოვდა.
ჩემსკენ გამოწვდილი ქათქათა ხელი ტალახში იყო ამოსვრილი და კანკალებდა.
თვალებიდან ცრემლის ნაცვლად, მუქი ფერის სისხლი სდიოდა. თავის ტკივილები
დამეწყო, უკვე ვნატრობდი რომ ის ფსიქიატრი მალევე გამოჩენილიყო. წამლები
მესაჭიროებოდა, რაიმე დამაწყნარებელი. ძილი საერთოდ აღარ მინდოდა. ამიტომაც,
ჩემთვის უგემურ სიგარეტს საუკეთესო, ბანალური მეგობარი - ყავა გავუჩინე და ასე
ვათევდი ღამეებს, ფანჯრის რაფასთან. ახლა არც მშვენიერი ხედი მქონდა, არც ჩემი
წითელი განათებები. ერთადერთი რასაც ჩემეულს ვგრძნობდი, ჩემი დაბალი საწოლი
და თინეიჯერობის პერიოდში საღებავ გადაცლილ კედელზე გაკრული ფლეიერები
იყო...
სად ხარ ელიზაბეტ...სად ხარ...
ნიკოტინის სუნი იმდენად შემრჩა თითებზე, რომ ვერანაირი საპონი ვერ მირეცხავს.
მერე რა, რომ ვერ ვიტან მას მის თითებზე. ელიზაბეტის თითები.. ბევრ რამეს
მახსენებს.. მოგონებებად დალექილ დღეებს, გათენებულ ღამეებს და უსასრულოდ
ბევრ გულისტკენას... მინდა უფორმო ღრუბელი ვიყო.დილის ცაზე რომ დაცურავს და
კაშკაშა მზის ან ქარის ფონზე ვიგლისებოდე, ნელნელა ვქრებოდე. იმისთვის ეგოისტი
ვარ, რომ საკუთარ ცხოვრებას დავნებდე და ამ ქვეყანას სრულიად გამოვეცალო
ხელიდან. ..ალბათ ღრუბელი რომ ვიყო, არც ის შემაწუხებდა რომ ავი ქარი
დამტრიალებს მე და ჩემს ცხოვრებას და დაუფიქრებლად გავყვებოდი ყველგან.
-არანაირი სიახლე?...
-არანაირი...
-რამდენი დღე გავიდა?
-თვეზე ოდნავ მეტი...
აბესაძესთან, მოკლე მოკლე დიალოგები ყველაფრის იმედს უფრო და უფრო
მიწურავდა. ლაპარაკს თითქმის სულ გადავეჩვიე. ხანდახან, როდესაც სახლში
მხოლოდ მე და ჩემი პატარა ძმა ვრჩებოდით ხოლმე, ვიდეო თამაშებს ვეთამაშებოდი,
ისიც უხმოდ და უემოციოდ. ოდნავ ყურადღება გადამქონდა. მაგრამ ისე კარგად
ვეღარ ვთამშობდი, როგორც უწინ. ხელში სამართავ პულტს ვერ ვიჭერდი, რადგან
ჩემი ხელები ჩემთვის უფრო მნიშვნელოვნით - სიგარეტით ან სასმლით სავსე ჭიქით
იყო ხოლმე დაკავებული...
ელიზაბეტი*:
ტკივილს და მონატრებას არ შველის არც წიგნების კითხვა,არც ფილმების ყურება,არც
ლიტრობით ყავა,არც რამდენიმე კოლოფი სიგარეტის მოწევა, არც ალკოჰოლის დიდი
რაოდენობით მიღება, არც გარეთ გასვლა, არც სახლში ყოფნა, არც ოთახში ჩაკეტვა,
არც საკუთარ თავში გამოკეტვა, არაფერი არ შველის...!
აქ კარგად მოვეწყვე. ერთი, ნესტიანი და ჩუმი ოთახი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა
ჩემი პატარა სხეულისთვის და ხარა-ხურა ნივთებისთვის. თითქმის ერთკაციან
დივანზე ძილსაც მივეჩვიე. თავიდან ყველაფრის ტკივილი მაწუხებდა. ალბათ უკვე
დაჟანგული რკინები ზურგში მერჭობოდა. აქაურობას ჩემი ყოფნა დიდად არ
სიამოვნებდა, მაგრამ მე მსიამოვნებდა. ახლა წმინდა იყო...არანაირი ნარკოტიკი,
არანაირი ნარკომანი ხალხი... რაც მეტი დრო გადიოდა, მეტად ვხვდებოდი რომ
მთელი ჩემი აზროვნება და მას მოყოლილი ქმედებები ეგოისტური იყო. ვხვდებოდი,
რომ დამიანე უფრო ნიავურად სუფთა იყო, ვიდრე ჩემი ფიქრები ან სურვილები, რის
გამოც ვერ ვბედავდი მის ნივთებთან მიახლოებას თუ შეხებას. ეგ კი არა, მზერითაც
ვაბინძურებდი, მაგრამ ეგ იყო... თვალს უკვე ვეღარ ვწყვეტდი. ხარბად ვისრუტავდი
მის გამოსახულებას და თან დესერტად მის სურნელს ვაყოლებდი. ის მშვიდი იყო,
ჩემი სუნთქვა კი ხშირი და მძიმე...
დამიანეს განთავისუფლებიდან ორი დღის შემდეგ, რომ მივხვდი რომ მასაც და
აბესაძესაძესაც უჩემოდ ცხოვრება გადაეწყვიტათ, ტელეფონი გამოვრთე და იმ
უჯრაში ჩავაგდე, სადაც ადრე რურუა კლიენტებისთვის გამწადებულ შეკვეთებს
ინახავდა... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ბევრისთვის ცოტა, მაგრამ ჩემთვის
საუკუნედ გაწელილი 49 დღე. გარემო, ამინდი, ბუნება, თითქოს ხელს მიწყობდა, რომ
საკუთარი თავი უფრო დიდ იზოლაციაში მომექცია, ვიდრე ვიყავი და მზის სხივებს
იშვიათად თუ მანახებდა.
გადავწყვიტე, დღეს მაინც მეცადა, ღრუბლებიდან თუ არა, უბრალოდ ჩემს
ცხპვრებაში მაინც გამონათებულიყო პატარა სხივი და მობილური ჩავრთე. ჩემდა
გასაკვირად უთვალავი გამოტოვებული შეტყობინება, თუ ნარეკი დამხვდა. ყველა
აბესაძისგან, არანაირი შეტყობინება რურუასგან... გული დამწყდა, ამას ვერ ვუარყოფ.
სიგარეტი ტუჩებსშორის მოვიქციე და მოვუკიდე. ერთი ღერის მოწევის პროცესი,
ტელეფონის ხელში თამაშით იმდენად გავწელე, ვერც ვიაზრებდი, რომ ჯინსის
შარვალზე დაცემული ცხელი ფერფლი შარვალს უმნიშვნელოდ მიწვავდა.
- გისმენთ.
- ნიკა, შენ ხარ?!
- ნატ..ელიზაბეტ?!
- ალბათ...სიმართლე გითხრა უკვე აღარ ვიცი ვინ ვარ. - თავი ვერ შევიკავე და
ერთიანად ავქვითინდი. დიდ ხნის უკონტაქტობა ხალხთან თავისას
შვრებოდა.
- სად ხარ? - მისი ხმა ისე მეუცნაურებოდა, წარმოდგენა არ მქონდა, მეთქვა
სიმართლე თუ არა. მაგრამ, ვინმესთან საუბარი ნამდვილად მესაჭიროებოდა,
ასე რომ...
- დამიანეს სარდაფში, მოხვალ?
- მოვალ.
კავშირი შეწყდა. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, თითქოს არ უნდა დამერეკა.
ფეხ წამოსაკრავი ნივტები იატაკიდან ავკრიფე და ოთახში გადავანაწილე. არ
მინდოდა, ნამდვილი სანაგვე დახვედროა აქ აბესაძეს... პლედ მოხვეული,
სიცივისგან მოვიკუნტე და დივნის კუთხეში ფეხებაწეული წამოვჯექი ნიკუშას
მოლოდინში. კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე, რომ სიგარეტის კვამლისგან მაინც
გავმთბარიყავი და ოდნავ ნერვები დამემშვიდებინა. ის ის იყო, ჩემი ორგანიზმი
ძილ-ბურანისკენ მიდიოდა, რომ მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე. თვალები
ბუსავით ვჭყიტე და შემოსასვლელზე გავაჩერე. ოთახში შემოპარულ სინათლეს
ნიკუშას ნაბიჯების ხმაც შემოჰყვა. მე კი, როგორც ადრე,დივანზე ემბრიონის
ფორმაში მწოლმა, ისეთი სისწრაფით წამოვყავი თავი, გამოსახულება 360
გრადუსით წამში დატრიალდა. ინსტიქტურად შუბლზე ხელი მივიდე და მაგრად
მივიჭირე.
აბესაძე ყველაფერს, ჩემი ჩათვლით ისე ათვალიერებდა, თითქოს აქაც პირველად
იყო და მეც პირველად მხედავდა.
- ის რა პოლიციის ლენტებია გარეთ, მოსულები იყვნენ?! - ხელით
გასასვლელისკენ მანიშნა, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. მხრიდან
ჩამოვარდნილი პულოვერის ცალი მხარე უხერხულად დავაბრუნე თავის
ადგილას და საზურგეს ძალიან ნელა მივეყრდენი.
- არა, დამიანეს სახლის კარიდან ჩამოვხსენი და აქ გავაკარი, რომ არავის
შევეწუხებინე.
- დიდი ხანია აქ ხარ? - გვერდით მომიჯდა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და
გაუკიდა. - საშინლად ცივა აქ...
- ფაქტიურად მიწის ქვეშ ვართ...ეციება - უხერხულად გავუღიმე - რაც დამიანე
გაიყვანე, იმის მერე აქ გადმოვედი...
- ალბათ მეხუმრები. დამიანესთან ვიყავი, ნივთებზე რამდენჯერმე და არ
დამხვდი. გირეკავდი კიდეც. საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებ?! რაფაელს რომ
ეპოვნე, მერე სად მიდიოდი?!
ცოფებს ერთიანად ყრიდა აბესაძე და სიგარეტიან ხელს ისე იქნევდა აქეთ-იქეთ,
ორჯერ სახესთან ძალიან ახლოსაც ჩამიარა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ყელი
ჩავიწმინდე და ხმა ძლივს ამოვიღე.
- იქ, დამიანეს ოთახში ძილი არ შემეძლო მის გარეშე. აქაც კომფორტულად ვარ...
და რაფაელი არამგონია ციხიდან მომწვდეს. ეგეთი მაგარიც ვერაა...
იმისგან გახარებულმა, რომ რაფაელი ციხეში ყურყუტებდა და საზიზღარ საჭმელს
მიირთმევდა, ღიმილი მომგვარა.
- ასე მშვიდად არ ვიქნებოდი შენს ადგილას. დამიანეს გამოყვანის დღეს, ციხეში
გადაყავდათ რაფაელი.
- მერე?
- მერე გაექცათ. მისი კვალი არსადაა, რამდენიმე დღის წინ აეროპორტში
დაპიქსირდა. დამიანეს არაფერი ვუთხარი, მაგრამ რუსეთში, სანტპეტერბურგის მიმართულებით გაფრენილა. ან როგორ გაუშვეს, როგორ
წავიდა... არ მესმის.
- ჩემს მოსაძებნად...- ერთიანად დამიარა სხეულში მორბენალი ჭიანჭველების
შეგრძნებამ. სიცივე სადღაც გაქრა და ქავილის გრძნობასთან ერთად მთელი
კანი ოფლისგან ამიხურდა. უკვე ტანსაცმლის წებოვნებასაც ვგრძნობდი .
- იფიქრა, რომ დაბრუნდებოდი?
- სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ვუთხარი რომ ვაპირებდი დაბრუნებას...
- და მერე რაო?
- ხომ იცნობ რაფაელს... გიპოვი და დამიანეს გზას გაგაყოლებო. ოღონდ არ ვიცი
რა იგულისხმა.
- მთავარი ჯერ არ მითქვამს. დავუკავშირდით იქაურ აეროპორტს და ჩასულ
მგზართა სიაში არ აღმოჩნდა. ჰქონდა გაყალბებული საბუთი?
- ა..არა.
- გამოდის, ცამ ჩაყლაპა. გაფრინდა, მაგრამ არ დაფრენილა. სხვა რა ვიფიქრო?
მაგრამ რაღაც მხრივ კარგია. საქართველოს ისედაც ცოდვებით სავსე ხალხს,
ერთით ნაკლები ყავს.
ნიკუშას სიტყვებმა თავი იმდენად მარტოსულად მაგრძნობინა, მეგონა რომ
საკუთარ კანში ვერ ჩავეტეოდი. მინდოდა ხმის ჩახლეჩვამდე მეყვირა, ოღონდ
სიხარულისგან თუ დარდისგან, ვერ გამეგო. უბრალოდ მინდოდა, რეალურად
გამომეხატა, თუ როგორ ვიწვოდი შიგნიდან. როგორ მეწვოდა კანი და ვგრძნობდი
როგორ ვრცელდებოდა ეს წვა მთელს სხეულზე. მიპყრობდა და ნელ-ნელა
ფერფლად აქცევდა ყველა დანარჩენ დარჩენილ გრზნობას. არაფერს კარგს აღარ
მიტოვებდა საკუთარი თავი...
ჩემი სუნთქვა, როდესაც ზედმეტად შემაწუხებელი და ხმამაღალი გახდა,
მხოლოდ მაშინ მაგრძნობინა აბესაძემ მისი იქ ყოფნა. რეალობას დავუბრუნდი და
სხეულის ტემპერატურის რეაგირებას, სუნთქვის წყალობით შევეცადე.
- საშინლად გამოიყურები...
ისეთი სახით მითხრა, სიცილი ვერ შევიკავე და ჩამეღიმა.
- შენ გამხდარი.
- ჩემზე მეტად გამხდარი შენ ხარ. ჭამ საერთოდ რამეს? თან აქ გათბობაც არ არის.
მალე ზამთარი დაიწყება და ხომ იცი, გაყინვა ყველაზე საშინელი სიკვდილია.
- შეიძლება ჩემს გამხნევებას, ან გახალისებას ცდილობ, მაგრამ გაყინვით
სიკვდილი მერჩივნა ამ ყველაფერს...
პლედი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე სხეულზე და თვალები მაცივარს გავუშტერე.
- რამდენიმე ბაკალი ლუდია დარჩენილი, თუ გინდა დავლიოთ.
მხრები ავიჩეჩე და ვეცადე, რაიმე ისეთზე გვესაუბრა, სადაც ჩემი წარსული არ
იფიგურირებდა. თავი დამიქნია, ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და პატარა მაცივრის
კარი მოხრილმა გამოხსნა, ვინაიდან მხოლოდ მუხლამდე სწვდებოდა.
- რაფაელის გაუჩინარება ავღნიშნოთ?
სიცილით მომაწოდა და პირისპირ ჩამოჯდა.
- არამარტო, იმედი მაქვს, ცოცხალი აღარაა.
- აბა, კიდევ რას ავღნიშნავთ?!
- დღეს ჩემი დაბადებისდღეა.
ტუჩები უხერხულად მოვიკვნიტე და ლუდის რამდენიმე ყლუპი მშიერ მუცელში
ჩავუშვი. სულაც არ ვგრძნობდი თავს კარგად, ან ისე როგორც იუბილარები
გრძნობენ ხოლმე.
- მეხუმრები, ალბათ? დამიანემ იცის?
- არა. ნატალიას სულ სხვა დროს ჰქონდა დაბადებისდღე.
გავიღიმე და კოლოფიდან ბოლო ღერი ამოვიღე. დამიანეს მონატრება სადაც იყო,
პიკს მიაღწევდა. თავი როგორმე უნდა დამემშვიდებინა. - სად არის?
- სახლშია, წყნეთში. წინა პატიმრობაში.
- ასე გამოუტანეს განაჩენი? - გამიკვირდა. ქართული პოლიცია მართლაც რომ
არ იყო თავისი საქმის კარგად გამკეთებელი. მართალია, დამიანეს
თავისუფლება ყველაფერზე მეტად მინდოდა, მაგრამ იურიდიული
თვალსაზრისით, არასწორი მოქცევა გამოდიოდა.
- მთლად ეგრეც არ ყოფილა - საუბარს თავი აარიდა და განაგრძო - წავალ,
სიგარეტს მოვიტან.
დაცარიელებული კოლოფი ხელს გააყოლა, ისე რომ ჩემთვის არ შეუხედავს,
სწრაფად აიარა გარეთ მიმავალი კიბეები. გამახსენდა, პირველად როგორ
აღელვებით ჩამომიყვანა დამიანემ აქ... ვისურვებდი, მისი საქმიანობის შესახებ
არაფერი მცოდნოდა და ჩემი რეაქცია ბუნებრივი ყოფილიყო. მართლა
გამკვირვებოდა, შემშინებოდა, და შემდეგ მეთქვა რომ არაუშავდა. მეთქვა რომ
მისი მესმოდა. ოღონდ წრფელად და არა ტყუილით... მისი სიტყვები ექოსავით
ჩამესხმა “გთხოვ, ნუ მიღალატებ, განა იმიტომ რომ დამარცხების მეშინია, ან
პატიება არ შემიძლია. უბრალოდ მინდა შენი მჯეროდეს, მუდამ “...
გაუაზრებლად ჩამომიგორდა მარილიანი წვეთები სიცივისგან გამომშრალ
ლოყებზე. მაშინვე მოვიწმინდე და ჰაერი ხარბად შევისრუტე. მე მას ვუღალატე,
იმედები გავუცრუე... ახლა მინდა მასთან მივიდე ხელები შემოვხვიო წელზე,
კომფორტულად მოვკალათდე და ვუთხრა თუ როგორ მიყვარს. მინდა
ერთადერთი იყოს და როცა სხვას დავინახავ მხოლოდ ის გავიფიქრო, თუ
რამდენად გამიმართლა, რომ ზუსტად ის იყო ჩემს გვერდით, როდესაც ყველაზე
მეტად მჭირდებოდა. და არა თუნდაც ის უსიმპატიურესი ადამიანი, ვინც
გვერდით ჩამივლის. მინდა კომფორტულად გრძნობდეს თავს ჩემთან ერთად.
მინდა დამღლელი დღის შემდეგ მხოლოდ ჩემს მკვლავებში იპოვოს შვება....
ჩუმი ტირილი მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც ნაბიჯების ხმა კვლავ მომესმა.
თვალები უხეშად მოვიზილე, ამეწვა მაგრამ მაინც შევძელი ამღვრეული
გამოსახულებების დალაგება. ჩემს წინ აბესაძე იდგა, ხელში პატარა ტორტი ეჭირა,
რომელზეც ერთი, ვარდისფერი სანთელი ენთო.
გამეღიმა, მის სახეზეც უცნაური ღიმილი დასტრიალებდა. ფეხზე წამოვდექი და
მის წინ დავდექი. ტორტი იმ სიმაღლეზე ეჭირა, რომ ზუსტად სახესთან
მწვდებოდა.
- დიდი არჩევნით არ გამოირჩევა აქ მაღაზიები, სანთლებიც არ ჰქონდათ და
გამყიდველმა ქალმა, ძალიან რომ ვთხოვე თავისი შვილიშვილის წინა
დაბადებისდღიდან შენახული სანთელი გამომიტანა.
ბოლო წინადადებაზე თავი ვერ შეიკავა და გაეცინა. ახლა მეც გულახდილად
ვიცინოდი. უკვე წვრილმანი სიხარულისგან წამოსული ცრემლები გადმოვუშვი
თვალებიდან.
- კარგი.. - თვალი სანთელს გავუსწორე, რომელსაც თუ არ ჩავაქრობდი, სადაც იყო
ჩაიწვებოდა და ჩემი არ ჩაფიქრებული სურვილიც მასთან ერთად მოკვდებოდა.
ღრმად ამოვისუნთქე და სული შევუბერე.
- გილოცავ. - კიდევ ერთხელ გამიღიმა აბესაძემ და ტორტი მაცივარში შედო. -
რომ მოგინდება, შეჭამ.
- მადლობა, არ იყო საჭირო, მართლა...
- სურვილი ხომ უნდა ჩაგეფიქრებინა.
- შენ რა, ყოველ დაბადებისდღეს სურვილებს უთქვამ ცეცხლის ალს?
მისმა ბავშვურმა საქციელმა ღიმილი მომგვარა.
- ვიცი რაც ჩაიფიქრე. - კითხვა დამიიგნორა და წარბები შუბლამდე აზიდა.
რათქმაუნდა ეცოდინებოდა. რთული მისახვედრი არც იქნებოდა.
- მისამართი გახსოვს?!
-რა?!
დავიბენი და თმები ყურებს უკან სწრაფად გადავიწიე.
- წყნეთის მისამართი. ზური ექსკურსიაზეა, სოფო და ლაშა თბილისში არიან,
რაღაც საქმეებზე. ადი, დაელაპარაკე. ოცნებები და სურვილები თავისით არ
ხდება.
თვალი ჩამიკრა ნიკუშამ და ქურთუქი შეისწორა. თვალებგაფართოებული
ვუყურებდი და ვერ ვუჯერებდი, რომ ის მე ამას მართლა მეუბნებოდა. მინდოდა
მეკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა, თავის სიტყვებში, მაგრამ თავი
შევიკავე.თავჩახრილი ვფიქრობდი, შესაძლო ვარიანტებზე.უნდოდა რომ
დამიანეს ჩემი ნახვა?! იქნებ, ძალიან დიდი სისულელე ყოფილიყო ჩემი იქ
მისვლა?... ადამიანი ისეთი ქმნილებაა, რომ უცაბედად იღებს გადაწყვეტილებებს
და მის სისრულეში მოსაყვანად ალბათ ყველაფერს გაიღებს. “ალბათ” -იმიტომ,
რომ ყველასთვის ინდივიდუალურია ეს “ყველაფერი” და ის, რაც მე ვიგულისხმე
შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი იყოს, ან ყველაფერზე მეტი იყოს...
ყველაფერია მისი ბედნიერება, მშვიდი თვალები და გამოხედვა. ღიმილი და მისი
თბილი ხელები...გონს რომ მოვედი, უკვე წყნეთის სახლის ჭიშკართან ვიდექი.
ნახევარი საათი პატარა კიბეზე ჯდომაში გავატარე, ვერ გადამეწყვიტა,
შევსულიყავი თუ არა. ზარი დამერეკა, თუ არა. უბრალოდ არ ვიცოდი ეს
ყველაფერი სადამდე წამიყვანდა. ან რა მდგომარეობაში დამხვდებოდა დამიანე.
საბოლოოდ რაც კი ძალ-ღონე მქონდა შერჩენილი დღევანდელი დღისგან,
მოვიკრიბე და კარზე ძლიერად დავაკაკუნე.
დამიანე*:
მთელი დღე უაზრო ფილმების ყურებაში გავატარე. რათმქაუნდა ყავასთან და
სიგარეტთან ერთად. ჩემს სახლში იმდენად იშვიათი მოვლენა იყო, ის რომ
სიცარიელე ყოფილიყო, ამისგან ერთიანად აჟიტირებულმა, მშვენიერი
განტვირთვა მოვიწყვე ყველა სულიერი არსებისგან. .თული იყო დედაჩემის
ტკივილნარევი თვალების ყოველდღე ყურება, მისი მოკუმილი, ოდნავ
დახეთქილი და ათრთოლებული ტუჩების ცქერა, რომლებსაც ძლივს აკავებდა
ერთიერთმანეთზე, რომ რაიმე არ ეკითხა ჩემთვის. რთული ასატანი იყო ასევე
ლაშას მუდამ კოპებ შეკრული მზერა, ფორმალური კითხვები. თითქოს მისი
შვილი კიარა, სტუმარი ვყოფილიყავი და ასევე რთული იყო, უმცროს ძმასთან
ბედნიერი ადამიანის როლის მორგება, რადგან არ მინდოდა მას თავი ცუდად
ეგრძნო. ვიცოდი, რეალურად ზური ჩემზე ფეთქებადი იყო...რაღაც მომენტში
მინდოდა, სიწყნარეში დამეძინა კიდეც, მაგრამ ჩემს სიტუაციაში არავის
მოუნდებოდა ძილი, ასე რომ ამის გაფიქრება უფრო დიდი სისულელე აღმოჩნდა.
ნიკუშასთან დარეკვა რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ რათქმაუნდა უშედეგოდ.
სამუშაო საათებში, ალბათ რომ მოვმკვდარიყავი, მაინც გამორთულს დატოვებდა
მობილურს. კარებზე ხმამაღალმა ბრახულმა საწოლიდან წამოდგომა მაიძულა.
სიგარეტი საფერფლეზე გვერდულად ჩამოვდე, სწრაფად გადავიცვი
გრძელმკლავიანი მაისური და კიბეებზე დამძიმებულმა ჩავირბინე. ხმა უფრო და
უფრო იზრდებოდა და ჩემი ნერვული სისტემაც ნელ-ნელა მწყობრიდან
გამოდიოდა.
- მოვდივარ, ამის დედა ვატირე! ჩამოინგრა კარ...
ხნა ჩამივარდა, საღად აზროვნების უნარი დავკარგე და ისეთი გრძნობა
დამეუფლა, თითქოს ხუთი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი ერთმანეთში
ათქვეფილი დამელია, როდესაც კარები გავაღე და ჩემს წინ
თვალებჩაწითლებული, ფერდაკარგული ელიზაბეტი დავინახე. სიცივისგან
დახეთქილი ტუჩები შუაზე გაჰპობოდა. გიშრივით შავი თმა უშნოდ აჩეჩვოდა და
საღებავს მოწყურებული ღია წაბლისფერი თმის ძირები უცნაურად მიმზერდნენ.
პირი გააღო, ხმის ამოღებას აპირებდა, მაგრამ არ დავაცადე... ვერ დავაცადე..
-ელიზაბეტ!
ხელები სწრაფად მოვხვიე და მთელი ძალით ჩავიკარი გულზე. სულ მაკანკალებდა.
გული იმდენად სწრაფად მიცემდა, ასე მეგონა, მალე გამისკდებოდა და სისხლიანი
ნაფლეთები მთელს სახლში მიმოიყრებოდა. თვალდახუჭული ვგრძნობდი პატარა,
გამხდარი სხეულის სიცივეს და იმდენად მჭიდროდ მყავდა მიკრული, მეშინოდა არ
გამეჭყლიტა. რაღას დავეძებდი, თუ ცოცხალი იყო... რაღას დავეძებდი, თუ რაფაელს
გადაურჩა და რაცმთავარია ჩემთან მოვიდა! მეგონა, რომ ვეღარასდროს ვუგრძნობდი
ამ პატარა სხეულს ჩემი მკლავების ქვეშ, მეგონა რომ ვეღარასდროს შევძლებდი მისი
სხეულით გათბობას. განყოფილებაში ჩვენი საუბარი თვალწინ დამიდგა. ჩემი უარი
შერიგებაზე და კიდევ წვრილმანები.. მაგრამ, ეს ყველაფერი არ მაინტერესებდა.
მეთვითონაც კარგად ვიცოდი და ჩემი თავის მეთვითონაც კარგად მესმოდა, რომ რაც
არ უნდა გამიზნული შხამი და სასიკვდილო ჭრილობა ყოფილიყო ეს ქალი ჩემთვის,
მის გარეშე არაფერი და არარაობა ვიყავი. ნორმალურ სიტუაციაში, მხოლოდ
‘პროფესიის’ და ფულის დაკარგვას როგორე გადავიტანდი... ელიზაბეტის დაკარგვას,
კი როგორც ვხედავდი ვერ ვერეოდი., მის გარეშე ყოფნას ვერ ვერეოდი. სახლში
ყოფნაც მაგიჟებდა. ვფიქრობდი, სადმე ქუჩაში გადამეყრება ორი წლის შემდეგ აქედან
რომ გავალ და მოგონებები რომ ამომიტივდება, ნორმალური იქნებათქო.. ორი წელი
არ გასულა, თითქმის ორი თვე გავიდა, მას შემდეგ მაგრამ მოგონებებზე ბევრად მეტი
ვიგრძენი. ისეთი რამ ვიგრძენი, რისი სიტყვებით გადმოცემა აფსურდად
მეჩვენებოდა... რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ერთ შეხებას? თუნდაც სულ ოდნავ
თითის ბალიშის ზედაპირის შეხება. წამიერად. ნაზად. მხოლოდ ეს ნაზი შეხებაა
საჭირო ჟრუანტელის ტალღის გამოსაწვევად. ძარღვებში ძაბვასავით დამიარა და
მთელი სხეულით სხვა სამყაროში გადამაგდო.
აკანკალებულმა გავახილე თვალები და კიდევ ერთხელ შევხედე პატარა სხეულს, რომ
დავრწმუნებულიყავი ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვით უნარი არ იყო. რამდენიმე
ნაბიჯი გადავდგი უკან, კარები დავკეტე და უკვე მიხურულ კარზე ზურგით
მივაყუდე. მთელი სხეულით მივეკარი, იმდენად ძლიერად, რომ მის ძვლებს
ვგრძნობდი. მინდოდა მეგრძნო თუ როგორ ახლოს გვინდოდა ერთმანეთთან ყოფნა.
მისი გემოს გასაგებად მხოლოდ გათოშილ, გალურჯებულ ბაგეებს ვერ
დავკმაყოფილდი, სხველი კოცნებით ყბაზე, შემდეგ კი კისერზე გადავინაცვლე.
ერთიანად თრთოდა და კისერზე მთელი ძალით მხვევდა ხელებს. ცრემლები
სდიოდა, რომელთან კოცნით ვუშრობდი და ჩახუტებით ვუქარწ....ბდი. აქ
სიტყვები ზედმეტი იყო.
- მინდიხარ.. - ამოვილუღლუღე ისე, რომ ტუჩები მისი კანისთვის არ
მომიშორებია.
- მეც...
ერთმა სიტყვამ გადამაგდო კიდიდან! სამმა ასომ შემშალა ჭკუიდან!მხოლოდ სამმა
ასომ გამაცოცხლა და ის დამაბრუნა, რაც რამდენიმე თვის წინ ვიყავი!
- მოდი ჩემთან... - ხელები ბარძაყებზე მოვუჭირე და მისი გრძელი, წვრილი
ფეხები ჩემსაში აიბლანდა. არ მაინტერესებდა, რომ შესაძლო იყო ჩემები წუთი
წუთზე დაბრუნებულიყვნენ. აგიზგიზებულ ბუხართან, ფუმფულა ხალიჩაზე
მოწყვეტიტ დავეშვით. მთავარი მისი ახლოს ყოფნა იყო, არ ჰქონდა
მნიშვნელობა ადგილს... თავი რამდენიმე წამით გავწიე, მინდოდა მისი
სილამაზე დამენახა, მინდოდა თვალებში წამეკითხა ის გრძნობა, რომელშიც
რამდენიმე წამის წინ გამომიტყდა. ჩემს წონას იდაყვებით ვიკავებდი. ხელები
სახესთან მივუტანე და თმები ნაზად მოვაშორე გაყინულ კანს. ღმერთო
მოუვლელობისგან საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც ყველაზე
ლამაზი იყო! ორ მეტრში მოგიზგიზე ცეცხლის ალი მის თეთრ კანზე
ნარინჯისფრად ირეკლებოდა და უცნაური ფერის თვალებს უფრო ნათელს
უჩენდა. აღარ იყო ის ყინული, არც ის სილურჯე. ვხვდებოდი რომ ეს ფერები
უფრო ძლიერ მიყვარდა. თბილი ფერები იყო მისი და არა ცივი... ჩვენი
სხეულები ერთმანეთს შეერწყა, ყველაფერი იმდენად სხვანაირი იყო...
არაერთხელ ვგქონია სექსი,მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. ჩვენს პირველს
მახსენებდა. მაშინაც უხმოდ მოხდა ყველაფერი. ესეც ისეთივე წმინდა იყო,
როგორც პირველ ჯერზე ნაცადი, გამოუცდელი შეხებები. ნეტავ მცდონოდა
მისი წარსული...მინდოდა ის ტანჯვა დამევიწყებინა მისთვის რაც გამოეარა,
მინდოდა სიამოვნება ეგრძნო და ვხვდებოდი გამომდიოდა კიდეც, როდესაც
მისი სახიდან ნელ-ნელა ცრემლები და მიმიკური ნაოჭები ქრებოდა.
თვალებით ახლოს ყოფნას მთხოვდა და ხელებით მხრებზე მოძრაობისას ისე
მეჭიდებოდა, თითქოს მის სადმე გაშვებას ვაპირებდი...
- თავს როგორ გრძნობ?! - ენერგიით სავსემ, რამდენიმე საათიანი დუმილის
შემდეგ ხმა ამოვიღე და ცეცხლის მოგიზგიზე ალს თვალი მოვაშორე. ის კი,
თითქოს დაუხამხამებლად უყურებდა ხმელი შეშის ტკაცატკუცს და უკვირდა,
ამდენი ხანი ასე უცვლელად როგორ გიზგიზებდა ცეცხლი.
- გავთბი...- მზერა ჩემზე გადმოიტანა და შეძლევისდაგვარად გამიღიმა. თხელი
ადიალა მჭიდროდ ჰქონდა სხეულზე შემოკრული და იღიმოდა.. - შენ.. შენ
როგორ ხარ?
ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, რომ ერთმანეთს მოვალეობის მოხდის მიზნით
ვუსმევდით ამ ბანალურ, ფორმალურ კითხვებს. სინამდვილეში სულ სხვა რამის
კითხვა გვსურდა ერთმანეთისთვის. აოვიხვნეშე. თვალები მოვიზილე და თვალი
გავუსწორე.
- არ ვიცი. მართლა არ ვიცი, ელიზაბეტ.
თავი ტუჩებ მოკუმულმა დამიქნია და ისევ ცეცხლს შეხედა.
- ჩემი წასვლის დროა, ალბათ...
ძალიან ნელა წამოიზლაზნა ადგილიდან. ადიალა ორივე ხელით სწრაფად მოკეცა
და უახლოეს დივანზე დადო. ნერვიულად თმა ყურს უკან გადაიწია და
გასასვლელისკენ არეული ნაბიჯებით წავიდა. უხმოდ წამოვდექი. სხეული ნელნელა კანკალს მიწყებდა. ვიცოდი, არ უნდა გამეშვა, ან უნდა გამეშვა, მაგრამ
რომელი მხარე იყო ჩემში ძლიერი, ამას ისედაც ვხვდებოდი. უკვე სახელურსკენ
წაღებული პაწაწინა ხელი მაჯით დავიჭირე, სწრაფად შემოვატრიალე და მზერა
მის ცალ ყურზე გადაწეულ თმაზე შევაჩერე.
- ასე უფრო გიხდება...
მისი გაოცებული და დაბნეული სახე ღიმილმა შეცვალა, რამაც მეც გამაბედნიერა.
- დარჩი რა...
- დარწმუნებული ხარ?.. არ ვფიქრობ რომ...
- შენ არ ვიცი რას ფიქრობ, მაგრამ მე კი დაზუსტებით ვიცი... არ ვიცი რას
მიკეთებ. ამბობენ, რაც შემთხვევით ხდება ის არის მარადიულიო. მე კიდევ
დამთხვევების და შემთხვევითობის არ მჯერა. მითუმეტეს ჩვენს შემთხვევაში.
მეგონა, ჩვენ აღარ ვარსებობდით, მაგრამ ხომ ხედავ... არც შენი აქ მოსვლაა
დამთხვევა.
თავი უარყოფის ნიშნად გააქრია, ერთი ნაბიჯით ჩვენს შორის არსებული
სიცარიელი შეავსო და მკერდზე შუბლით მომეყრდნო.
- სულელი ვარ დამიანე, სულელი... ალბათ მთელი ცხოვრება ვერ მოვინანიებ
იმას რაც გაგიკეთე, ყოველწამს რომ ვიხადო ბოდიში, მაინც...
თავი ავაწევინე და სახე ორივე ხელით დავუჭირე.
- არ ვიცი, რა იქნება საკმარისი. მე ხომ ღმერთი არ ვარ. მაგრამ ჩემთვის,
უბრალოდ შენი ახლოს ყოფნაც საკმარისია. მოედანიც შენია და ბურთიც,
როგორც გინდა ისე მომექეცი. უკვე აღარაფერი მადარდებს. ზედმეტად ვარ
დაბრმავებული...
- გეფიცები, მართლა გეფიცები რომ აღარასდროს გატკენ!
მისმა თვალებმა იმხელა ტკივილი დამანახა იმ წამს, რომელიც არცერთ ადამიანში
მინახავს. ყბა დამეჭიმა და მალე ამიკანკალდებოდა კიდეც. როგორ იყო
შესაძლებელი რომ ახლა ამ უმწეო არსებისთვის არ მეპატიებინა?!
- ფილმებში სექსით რიგდება ხალხი, ხომ იცი არა?!
ჩემმა უკბილო ხუმრობამ, როგორც ყოველთვის აიყოლია და გასასვლელ კარს
მოშორდა.
- სად იყავი მთელი ეს პერიოდი?
- მეძებდი?
- ნიკუშას ვაძებნინებდი შენს თავს...
- მე კიდევ, ვიფიქრე ცხოვრებას აგრძელებდი.
- ასე რატომ ამბობ?! რაც არ უნდა აღმაფრენა განიცადოს ჩემმა ცხოვრებამ და
მომავალში რაც არ უნდა მწვერვალები დავიპყრო, წარსულს ვერაფერი
დამავიწყებს. მით უმეტეს ქალი...
- ვერც მე? - ღიმილით მკითხა და თავი მორცხვად ჩახარა. ყველაფერი ისე იყო,
თითქოს ახლიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თითქოს ახალოი შანსი და ახალი
დასაწყისი ჩემს ხელთ იყო. ალბათ ღირდა ტანჯვაში გატარებული ყოველი
დღე ამად...
- შენ რათქმაუნდა... რაფაელთან იყავი?! - ნერწყვი ლამის ყელში გამეჭედა,
მაგრამ უნდა მეკითხა, ისე ვერ შევძლებდი.
- შენს სარდაფში ‘ვცხოვრობდი’... რაფაელი ქვეყნიდან არის წასული, რომ
იცოდე.
გაოცებისგან პირი დამიმრგვალდა. წარბები პიეროს ფორმას დავამსგავსე. ასეთ
ერთგულებასაც არ ველოდი. იმ გაყინულ სარდაფში როგორ ათევდა ღამეებს?!
- შენ საიდან გაიგე?...
- ნიკამ მითხა. ვიცი, რომ არ იცი და გთხოვ ამის გამო არ გაუბრაზდე, უბრალოდ
ზედმეტი თავისტკივილი აგარიდა თავიდან...
- ალბათ მეხუმრები... იცოდა სად იყავი, როგორ იყავი და არაფერი მითხრა? ან
რაფაელის ამბავი რატომ დამიმალა?!
- თავისი მიზეზები ჰქონდა, ვერ გაამტყუნებ. რაც შეეხება ინფორმაციას ჩემს
შესახებ, თუ გაინტერესებს დღეს გაიგო მანაც და მან ‘დამაძალა’ აქ მოსვლა.
გულში გამეღიმა. აბესაძე ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ეს ქალი არ მჭირდებოდა
ცხოვრებაში, ახლა კი... როდესაც მიხვდა რომ ცხოვრებაში ყველაფერი საჭიროების
მიხედვით არ არის, ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა.
- ახლა რისი გაკეთება გინდა? მომავალს ვგულისხმობ.
ჩაფიქრებულმა მხრები პატარა ბავშვივით აიჩეჩა. ძველ ადგილს დავუბრუნდით
ბუხართან, ოღონდ ხელს სიგარეტიც გავაყოლეთ.
- ყველაფერი არაორდინალურის, საკმარისია სულ დაძაბულობა...
- კარგი, ამ დღეებში ვცადოთ ბანანის ქერქზე ასრიალება მართლა შეიძლება თუ
არა.
ერთდროულად გავიცინეთ. არადა, ახლაც რაღაც საშინელება ვთქვი. ჩემმა ცუდმა
პერიოდმა ისედაც არარსებული იუმორი, ნოლს ქვემოთ დაუშვა. ბანანის ქერქის
მოსაზრებას, მართლაც გამოვცდიდი.
- მომწონს, რატომაც არა.
სიცილით გამიღიმა და სწორი კბილები გამოაჩინა. ვიცინოდი, ვიცინოდი ისე
ლაღად, როგორც არასდროს. მისი ახლოს ყოფნა მართლაც იმხელა მუხტს
მაძლევდა, რომ ნორმალური ადამიანისთვის დოზაზე მეტი იქნებოდა, ამდენი
ადრენალინი.
- ორი წელი გამიძლებ სახლში გამოკეტილს?...
- დიდი სახლი გაქვს, რამეს მოვიფიქრებთ. ეზოც გაქვს, სუფთა ჰაერიც,
მთავარია შენებთან არ იყოს ჩემი აქ ყოფნა უხერხული... ისე კი, რომ იცოდე,
სულაც ათ მეტრ კვადრატულში რომ გქონდეს შინა პატიმრობა მისჯილი,
შენთან ერთად ამაზეც თანახმა ვიქნებოდი.ოღონდ, ერთი პირობით..
- აბა?
- აბაზანა აუცილებელი იქნებოდა.
- კარგი, იყოს აბაზანა.
სიცილით დავუქნიე თავი, ჩემსკენ მივიზიდე და მისი თმის სურნელი სევდისგან
დანესტილ ფილტვებში ღრმად ჩავისუნთქე.
***
გამჭირვალე სივრცეში, სიჩუმით დაღლილი, ეგოიზმი საკუთარი თავის
მსხვერპლად გაქცევს და თავს სპექტაკლის ნაწილად გაგრძნობინებს. ეგოიზმი,
რომ ცხოვრებაში პირველად, საკუთარი ბედნიერება სასწორზე შევდე და
საყვარელი ქალი დავიბრუნე. იმიტომ, რომ მჭირდებოდა.
თბილ ქვეყნებში გაფრენილი ჩიტები მუდამ უბრუნდებიან საკუთარ ბუდეს,
როცა სამუდამოდ იქ დარჩენა შეუძლიათ, ისე რომ აღარასდროს მოუწევთ სადმე
გაფრენა გამოსაზამთრებლად. რა მოხდება, დაბრუნებულები ბუდეებმა რომ არ
მიიღონ, ან შეიძლება დანგრეული დახვდეთ მარტოობისგან, ლოდინისგან და კიდევ
ათასი მსგავსი რამ,მაგრამ მაინც უამრავჯერ წასულ ფრინველებს ხმის ამოუღებლად
და ჩუმად იბრუნებენ მათი სახლები. ალბათ იმიტომ, რომ სიყვარული იმდენივე შანსს
იმსახურებს, რამდენადაც დიდია ის და რამდენადაც დიდია იმდენადვე დიდი დრო
ჭირდება მის წარსულად ქცევა... მე და ელიზაბეტმა კი, საკუთარი თავები ამ დიდი
დროისთვის და უსასრულო ტანჯვისთვის ვერ გავიმეტეთ.
დილის მზის სხივები, რომლებიც მის კანს ნაზად ეცემოდა, ლოგინი, რომელიც მის
სხეულს რბილად იფლობდა, საბანი, რომელიც მთლიანად ეხვეოდა, ჰაერი,
რომელსაც სუნთქავდა, ბალიში, რომელიც მის სახეს კოცნიდა, ყველაფერი მე ვიყავი.
ის ჩემით იყო მოცული და ‘სხეულებრივი მე’ უბრალოდ ობიექტივი იყო, საიდანაც მას
აღვიქვამდი, ვაკვირდებოდი და ესთეტიურ ტკბობას ვპოვებდი. საოცარი სურვილი
ფერებით გამეღვიძებინა ნერვულ დაბოლოებებს მიბუჟებდა. ვთრთოდი და მხოლოდ
იმაზე ვფიქრობდი, როგორ შევძრომოდი სიზმარში და იქაც მე ვყოფილიყავი...
***
- საუზმედ რა მოგიმზადო?
- ბლინები-თქო, გეტყოდი. მაგრამ მინდა ყველაფერი გავსინჯო, რისი კეთებაც
შეგიძლია. - გაბადრულმა ვუპასუხე და აბურდული თმები უარესად ავუჩეჩე.
ღიმილით დაეყრდნო იდაყვებს და ბაგეებზე ნაზად შემეხო.
ამას ქვია ბედნიერება. ზუსტად ამას. გარიჟრაჟზე მზის სხივებთან ერთად
საყვარელი ქალი რომ გეალერსება, ეს არის ბედნიერება..
- როგორი ღია ფერის თმა გქონია.
- ვიცი, რომ საშინლად მაქვს...მაგრამ შენ თუ შავი გირჩევნია შევიღებავ.
ამღვრეული თვალებით თავი ჩახარა და ჩემს მკერდს თვალი გაუშტერდა. მის
ნიკაპს ნაზად შევეხე და ავაწევინე.
- ჩემთვის სულ ერთია, თუ გინდა სულ მწვანედ გადაიღებე. თმის ფერი იმას არ
შეცვლის რასაც ახლა ვგრძნობ.
როგორც იქნა, მის სახეს ღიმილი მოეფინა, თანაც იმდენად ფართო, რომ დაჯერება
მიჭირდა.
- მაშინ, თქვენის ნებართვით მზის სხივებთან მონებივრეს დაგტოვებთ თბილ
საწოლში და სოფის მივეხმარები.
- სწორი ნათქვამია, თორემ მეეჭვება დედაჩემისთვის ფეხზე ადგომა დაგესწრო.
სანამ კარს გაიხურავდა, კიდევ ერთი ღიმილი მაჩუქა. თავი გაბადრულმა
გადავაგდე ბალიშის უკან და ჭერს ღიმილით მივაშტერდი. ვნერვიულობდი თუ
არა ჩემს შინა პატიმრობაზე? - არა. ორი წელი ასე ყოფნა მომწყინდებოდა? -
შესაძლოა, მაგრამ მაინც არა. მიზეზი კი ჩემს სახლში დაიარებოდა. რათქმაუნდა
გული მტკიოდა, ჩემი შრომით ნაწვალები რომ წყალში ჩამეყარა. ნიკუშას
ვთხოვდი, თბილისსში სახლი სარდაფიანად საგულდაგულოდ დაეკეტა.
ელიზაბეტიც არ იყო იმის წინააღმდეგი, რომ ათასსში ერთხელ მისულიყაო და
დამტვერილი ორი ოთახი დაელაგებინა. თუმცა არც ეს მადარდებდა. ჩემს
პროჟექტორს და დინამიკებს გადმოვიტანდი, მოპირდაპირე კედელს ძალიან
მოუხდებოდა. კედელს მიშტერებული წამოვდექი. უძველესი, რომელიღაც
მხატვრის ნახატი კედლის შუაგულიდან ჩამოვხსენი და იქვე მივაყუდე.
მშვენიერია, აქ ნამდვილად დაეტეოდა...
მზის სხივების მიუხედავად, სითბო საერთოდ არ იგრძნობოდა. ფარდა ბოლომდე
გადავწიე და ოთახიც განათდა.
ბოლო რამდენიმე დღეა, ჩემი ცხოვრებაც მზესავით ანათებდა. საუკეთესოობით
ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ რაც მქონდა ბედნიერებისთვის ესეც საკმარისი იყო.
დაბლა ჩასულს “ინგლისური საუზმე” დამხვდა. ელიზაბეტს თვალები
უბრწყინავდა, ჩემს თითო მოძრაობას აკვირდებოდა, ერთი სული ჰქონდა მისი
შედევრი დამეგემოვნებინა. დიდხანს არც დავაყოვნე, იმდენად
მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა და მოლოდინმაც ნამდვილად გაამართლა.
თვალს გასწვრივ მჯდარი სოფისკენ ვაპარებდი, როგორი ღიმილით გვიყურებდა
მეც და ელიზაბეტსაც.
მსუბუქად ჩავახველე და პირი ხელსახოცით მოვიწმინდე.
- დედა, იცოდი რომ, ‘ნატალია’ რუსეთში დაბადებული და გაზრდილია?
ლუკმა ყელში გაეჭედა ელიზაბეტს, თვალები გაუფართოვდა და ხელი მაშინვე
ახლად დაწურული ფორთოხლის წვნიან ჭიქას დაავლო.
− მართლა? მეგონა დროებით იყო იქ წასული.
− არ უყვარს, თავის თავზე ბევრი საუბარი.. - გავამართლე და მზერა დედაჩემზე
დავაბრუნე - ხოდა, ორი სახელი აქვს. ევროპულ სტილში. ნატალია
ელიზაბეტი. მგონი დამეთანხმები, რომ მეორე ჯობს.
− მხრები ავიჩეჩე. როდესაც ელიზაბეტი მიხვდა, რასაც ვაკეთებდი შვებით
ამოისუნთქა და დედაჩემს გაუღიმა. დედაჩემმა წარბაწეულმა გადახედა
გოგონას.
− ეს სულელობს რაღაცეებს. - ხელი აიქნია ჩემზე - შენ რომელი გირჩევნია?
− ალბათ, ელიზაბეტზე შევჯერდებოდი. - უხერხულად მოკუმული ტუჩები
ფორთოხლის წვენით კიდევ ერთხელ დაისველა და თვალი საუზმეს
გაუშტერა.
− კარგი მაშინ, იყოს ასე.
ტაში მსუბუქად შემოკრა დედაჩემმა და დაცარიელებული ჭურჭლის ალაგებას
შეუდგა. ელიზაბეტი წარბაწეული ღიმილით მიყურებდა და თავს აქეთ-იქეთ
აქნევდა. ეს უნდა გამეკეთებინა. თორემ ამ დღეების განმავლობაში იმდენჯერ
მოვისმინე “ნატალია” გული უფრო და უფრო მეჩეხებოდა.
ერთმანეთის ცქერით დამტკბარები, სანამ სანთელივით დავიღვენთებოდით,
მანამ დაგვიფრთხო აბესაძემ მყუდროება. მაგიდაზე ორივე ხელით ჩვენს შორის
აისვეტა და ორივეს ღიმილით, ზემოდან დაგვყურებდა.
- არადა, ამას ვუთხარი ილაპარაკებთქო. რას ვიფიქრებდი, თუ დარჩებოდა. -
გაიკრიჭა ნიკუშა. თავი სიცილით გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი.
- კიდევ კარგი უთხარი, თორემ ძაღლების დანიშნულ ფსიქიატრს ჩემით
მოვითხოვდი.
აბესაძეს ღიმილი უეცრად სახიდან გაქრა, მხარზე ხელი დამადო, გარშემო
მიმოიხედა, დარწმუნდა რომ ჩემი და ელიხაბეტის გარდა არავინ იყო ოთახში.
- სერიოზულად გვაქვს სალაპარაკო.
- ზემოთ ავიდეთ.
თავი დავუქნიე. საყვარელ ქალს ხელით ვანიშნე, რომ ზემოთ ავდიოდით და ისიც
ხმის ამოუღებლად გამოგვყვა.
- ნახატს რა დაემართა? - იკითხა ელიზაბეტმა, როდესაც ძირს მიყრდნობილი
დაინახა.
- პროჟექტორი უნდა გადმოვიტანო და ადგილი მჭირდება.
- მეოცნებევ, ვშიშობ უნდა გაწყენინო... - თვალები მოისრისა აბესაძემ და ჩემს
აშლილ საწოლზე მძიმედ ჩამოჯდა. - იმედია თეთრეული სუფთაა.
ელიზაბეტმა თვალები აატრიალა და სავარძელში ჩაეშვა.
- რა ხდება, იტყვი?
- აქედან უნდა წახვიდე და ის ხდება...
- აბა შინა პატიმრობაო?- წამოიძახა ელიზაბეტმა.
- ტყუილია. - ამოიფრუტუნა ნიკუშამ და ტუჩის კვნეტვას მოჰყვა.
- რას ჰქვია ტყუილია. ამიხსენი წესიერად.
დაბნეული კედელს მივეყრდენი და ხელები გადავაჯვარედინე.
- ოღონდ ზედმეტი წივილ-კივილის გარეშე, კარგი?! - ხელები გაშალა -
სამსახურიდან გამანთავისფულეს.
- რა?! - ერთდროულად წამოვიძახეთ მე და ელიზაბეტმა.
- კი მაგრამ რატო? ან ჩემს შინა პატიმრობას ეგ რანაირად ცვლის?!
- მომისმინე დამიანე - საჩვენებელი თითი სერიოზული გამომეტყველებით
ამიწია - ჩემი ნინა უკვე წარმატებული ექიმია. გავაყალბებინე, რომ ფსიქიკური
აშლილობა გქონდა და შენს განყოფილებაში ზუსტად მაგაზე მოაწერე ხელი...
არანაირი შინა პატიმრობა არ გაქვს მისჯილი, არც ფსიქიატრი გყავს
დანიშნული. უბრალოდ ასე ჯობდა ორი წელი ცხვირი არსად გაგეყო, რომ
თვალში არ მოხვედროდი ვინმეს. შენზე ძებნას გამოცხადებული....
- შენ სულ გააფრინე, ხო?! - თავი ვეღარ შევიკავე და დავიყვირე. ლამის საკუთარ
თავზე მეხარხარა. უპრობლემოდ ხომ ჩემი ცხოვრება არ არსებობდა.
ელიზაბეტი პირდაღებული გვისმენდა.
- ხო გავაფრინე, დამიანე! გავაფრინე, იმიტომ რომ არ მინდოდა ციხეში
რაფაელის რომელიმე ვირთხას ჯოხით ეხმარე და ნაწლავების გადახლართვის
გამო მომკვდარიყავი! აი, ამიტომ გავაფრინე! - არც აბესაძემ დამაკლო და უკვე,
ჩემზე მეტადაც იღრიალა.
- სოფო და ლაშა გაიგებენ ბიჭებო... ცოტა ჩუმად არ შეგიძლიათ?! - ხმა ამოიღო
ელიზაბეტმა და ხელები აგვიწია. თავი დამჯერი ბავშვებივით დავუწნიეთ.
- დამამთავრებინოს ეს დედა აფეთქებული ამ შენმა შეყვარებულმა და არ
ვიღრიალებ! - ხელი ჩემსკენ გამოიშვირა აბესაძებ. ფეხზე წამოდგა და
ფანჯარას მიუახლოვდა. ისე გადახედა არემარეს, თითქოს ზვერავდა, ვინმე
ხომ არ უთვალთვალებდა.
- ხოდა გაიგეს რომ გამოგაპარე და გამომიშვეს. ჩემს კარიერას გამოვემშვიდობე,
მაგრამ ეგ არაფერი. რამეს მოვახერხებ. ბოლობოლო ჯარში შევძლებ
დამწყებებს წრთვნა გავატარო... მოკლედ, ეს დღეები არ გამოვჩნდი, იმიტომ
რომ იცოდნენ მოგძებნიდი და ვინმეს დამადევნებდნენ. ახლაც არ ვარ
დარწმუნებული მითვალთვალებენ თუ არა. დიდხანს ეს ადგილი ვერ დარჩება
ხხებელი. რაიმე უნდა მოიფიქრო დამიანე და საქართველო დატოვო, როგორც
მინიმუმ 2 წლით. ოღონდ რუსეთში არ გაბედო წასვლა, რაფაელი...
სიტყვა გავაწყვეტინე ძმაკაცს და მუშტი მაგრად მოვუქნიე.
- სულ გაგიჟდი?! - ისევ აყვირდა აბესაძე. ელიზაბეტი ჩვენს შორის ჩადგა და
ხელებით ჩვენს გაშველებას შეეცადა.
- ვაფასებ რაც გააკეთე, მაგრამ ეს დაიმსახურე, ვერ გამამტყუნებ. იმიტომ გარტყავ,
რომ შენი საოცნებო პროფესია ვიღაც საცოდავ დამიანეს შეაწირე...
ამოვიხვნეშე და მოვშორდი. კედელს მიყრდნობილ ნახატს ფეხი მსუბუქად
გავკარი. ბავშვობის კადრებმა ცხვირწინ ჩამიარა. როგორ თამაშობდა ხოლმე ჯერ
კიდევ ბაღში, ნიკუშა პოლიციელობანას და როგორ ძალიან უყვარდა თავისი
საქმიანობა... ღრმად ამოვისუნთქე.
- ძალიან დაეჩვიე შენ ჩემს მოტყუებას, ასე აღარ მოიქცე!
- ტყუილი და რაღაცის დამალვა ერთმანეთისგან განსხვავდება დამიანე!
სიმართლე რომ მეთქვა, გაჩერდებოდი სახლში?! მიპასუხე.
- არა.
- აბა რა გინდა, ამის დედავატირე. შეირგე რა...
- თქვენ ორნი გამაგიჟებთ!
ამოვიხვნეშე და ჩამოვჯექი. ელიზაბეტის დაბნეულ თვალებს ვუყურებდი და
მათში როგორც ყოველთვის ხსნას და პასუხს ვეძებდი.
- ჩემთან რა ფულიც დატოვე ადრე, უცვლელია ისევ. ბილეთი მოგივა და
რამდენიმე თვე გაგაძლებინებს.. შემდეგ მუშაობას დაიწყებ და... თან მეც
დაგიმატებ რაც მაქვს.
- მშვიდად სიცოცხლე არ მიწერია, არა?! - სიმწრით გამეცინა და სიგარეტს
მოვუკიდე. არასასიამოვნო მარლბოლოს გემოზე სახე შემეცვალა, მაგრამ უფრო და
უფრო გავაგრძელე ნიკოტინით გაბრუება.
- იმედი მაქვს, როგორმე უჩემოდ რამე სმოახერხებ სადაც არ უნდა წახვიდე... -
ამოიხვნეშა აბესაძემ.
- მე და ელიზაბეტი წავალთ.
- რა?..- ხმაჩამწყდარმა შემომხედა საყვარელმა ქალმა.
- უკეთესია. ასე არავინ შეიტანს ეჭვს რადგან ორნი იქნებით, თან დეპრესიასაც
აიცილებ თავიდან. - ბოლო სიტყვებს ღიმილი დააყოლა რაზეც მეც და
ელიზაბეტსაც გაგვეღიმა.
- სად მივდივართ და როდის? - დაბნეულმა იკითხა.
- ნიკუშ ფულს მომიტან? ჩავბარგდებით და ამღამესვე პირველ რეისზე
ვიყიდოთ ბილეთები. იღბალს მივენდოთ, თორემ დავიღალე. რაიმეს რომ
ვგეგმავ, სულ ვფლავდები. იქნებ ახლა მაინც გამიმართლოს.
- მოგიტან, მანამდე შენებს შეაპარე, რამე მოიფიქრე...
- სიმართლეს ვეტყვი... - თავი ჩავხარე და დიდ კარადაში სამგზავრო ჩანთის
ძებნა დავიწყე.
- დამიანე, არამგონია სიმართლე კარგი იდეა იყოს. - შემომაპარა ელიზაბეტმა და
მხარზე პატარა ხელები მომხვია. მოვტრიალდი, მისი გაყინული თითები
ჩემსაში მოვიქციე და ერთდროულად დავუკოცნე.
- ვეტყვი, რომ ცოლი მომყავს და თაფლობის თვეში მივდივარ, ოღონდ
თაფლობის წლებში.
- ხუმრობ, არა? რომ გაიგებენ არ მოგიყვანია, უარესი იქნება.
- მართლა მომყავს! - წარბები ავუწიე ძმაკაცს და საყვარელ ქალს გადავხედე,
რომელიც გაკვირვებული მიყურებდა. ნიკუშას ყბა მოეღრიცა და ლამის
ჩამოუვარდა. - გამომყვები?
ხმის კანკალით ვკითხე ელიზაბეტს და მის თითებს ოდნავ ხელი შევუშვი.
- ბეჭედი კი არ მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი, რამეს ვიზამთ რა... - სიტუაციის
განმუხტვა ჩაცინებით ვცადე და ვეცადე დანაოჭებული შუბლი გამეხსნა.
იმაზე რთული ყოფილა ამის გაკეთება, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. იმაზე
რთული, ვიდრე ფილმებში და რეალურ ცხოვრებაში ჩანს. მითუმეტეს
ჩემთვის. მე ხომ ცოლზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ზუსტად ვიცოდი, ეს ჩემს
ცხოვრებას დადებითის გარდა სხვანაირად ვერ შეცვლიდა. ჩემი და
ელიზაბეტის ურთიერთობას კი, გაოფიციალურება ნამდვილად არ აწყენდა.
რაღაც მხრივ დედაჩემსაც გავუხარებდი გულს, მას ხომ ჩემთვის არაერთხელ
უთქვამს, რომ ცოლის მოყვანის დრო მქონდა....
- გამოგყვები, აბა რას ვიზამ... - თვალებიდან ემოციურად რამდენიმე წვეტი
ცრემლი ჩამოუვარდა ელიზაბეტს და სწრაფად შეიმშრალა. ღიმილს ძლივს
მალავდა და მეც, სიხარულისგან ლამის მეფრინა, მეხტუნავა. მინდოდა
ყველაფერი ცაში ამეწია და დამეტრიალებინა. თითქოს, ყველაფრის ძალა
მომეცა...
- ახლა გული ამიჩუყდება. - ამოიბურტყუნა ნიკუშამ. სერიოზული სახე ნელნელა მოადუნა, გაკრეჭილი წამოვიდა ჩვენსკენ და ორივეს ერთდროულად
გადაგვეხვია. შემდეგ ელიზაბეტს მიუბრუნდა და თვალებში შეხედა - ჩემს
ძმაკაცს რაუქენი, ან რაუყავი, სად წაიღე. აღარაა ეს ის დამიანე. - მისი სიცილი
ექოსავით გაისმა - ისე კი გული მწყდება, რომ მეჯვარე ვერ ვიქნები.
- რომ დავბრუნდებით, ქორწილს მაშინ გადავიხდით. მაგაზე არ გაწყენინებთ!
გაუღიმა ელიზაბეტმა და უფრო მჭიდროდ ამეკრო.
***
გულაჩქარებული ვიდექი საყვარელ ქალთან ერთად, ბილეთების ასაღებ რიგში. ღამის
საათებში ხომ ყოველთვის სავსეა აეროპორტი? ნიუ-იურკზე ამბობენ, ქალაქი,
რომელსაც არასდროს სძინავსო, მაგრამ რეალურად მსოფლიოში მხოლოდ
აეროპორტებში არ სძინავთ არასდროს.
- რამე ხომ არ მოიფიქრე? - გადავხედე ელიზაბეტს, რომელიც შარფს
ეჯაჯგურებოდა და აბურდული თმისგან დახსნას ცდილობდა.
- ვერაფერს, მთავარია ჩემი რუსულით და შენი ინგლისურით ყველგან
გავაგნებთ. - დაბნეულმა და ეიფორიაში მყოფმა გამიცინა. ჩვენი ჯერიც
მოვიდა მომსახურე გოგონა ყალბი ღიმილით გვიმზერდა, როგორც ყველა
კლიენტს და ჩვენს მოთხოვნას ელოდა.
- სხვათაოშირს, რუსულიც კარგად ვიცი. - პასუხი გავეცი ელიზაბეტს და
გოგონას დავუბრუნდი,.
- უახლოეს რეისზე გვინდა ორი ბილეთი, მიმართულებას მნიშვნელობა არ აქვს.
- გაოცებულმა გოგონამ წარბები მაღლა აზიდა. შემდეგ ორივე კარგად
შეგვათვალიერა, ალბათ რწმუნდებოდა კრიმინალები ვიყავით თუ არა. მაგრამ
ჩემი და ელიზაბეტის სახე და თვალები იმხელა ბედნიერებას ფრქვევდა ამ
მომენტისათვის, რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე ოდესმე რომ ნარკომოვაჭრე ვიყავი.
- ჰამბურგი, გერმანია. 3 საათშია ფრენა.
- მშვენიერია. - წამოიძახა ელიზაბეტმა.
გაბრწყინებულმა გადავიხადე ფული. ბილეთების ამობეჭვდას თხუთმეტი წუთი
დასჭირდა. ჩვენი საბუთები ალბათ ოთხჯერ მაინც გადაამოწმა შუშის უკან
მჯდარმა გოგონამ. ბოლოს გაღიმებულმა დაგვიბრუნა, ორ ბილეთთან ერთად და
კეთილი მგზავრობა გვისურვა. გული უარესად ამიძგერდა, როდესაც გავიაზრე,
თუ რას ვაკეთებდით.
- სად არის აბესაძე, ვახაროთ ჩვენი გერმანული ამბები - გამიცინა ელიზაბეტმა
და ზურგჩანთაში პასპორტი ბილეთთან ერთად შეინახა.
- მანქანას აყენებს, როგორც ვიცი. აქ ხომ იცი, სულ გადატენილია.
- და პარკინგს ოქროს ფასი აქვს. - თვალები აატრიალა. გავუცინე. გარეთ
გავედით. თვალებით აბესაძის მანქანას ვეძებდი, უფროსწორად ჩემს მანქნას.
რომელიც გადავწყვიტე მისთვის მეჩუქებინა. მე მაინც ვეღარაფერში
გამოვიყენებდი.
- ისე, იქნებ მართვის მოწმობა აგეღო, მეტჯერ წესების დარღვევა აღარ მოგიწევს.
- შევთავაზე სიცილით ელიზაბეტს.
- მეუბნები, რომ ცუდად ვატარებ?!
- ეგ არც მითქვამს. - მხრები ავიჩეჩე - უბრალოდ, ნიკუშა დამცველად ვეღარ
გეყოლება რომ დავბრუნდებით.
ახლოს მივიზიდე და გაბადრული ღაწვები დავუკოცნე, ბოლოს კი ბაგეებსაც
მივწვდი.ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ტუჩებს შორის მოიქცია და სანთებელა
ახლოს მიიტანა, რომ მოეკიდებინა.
- მარლბორო შავ გოლდს განახებ მე შენ! - თვალები დავუბრიალე და ღერი
პირიდან გამოვსტაცე. შემიბღვირა, თუმცა გამარჯვებულის სახით მეორე ღერი
ამოიღო და სწრაფად მოუკიდა. ჯანდაბას...
- აქ რომ ჩავალთ, ეს საშინელება მაინც აღარ მოწიო.
- შენ თუ არ გსიამოვნებს, ნუ ეწევი. - მხრები აიჩეჩა და მაცდურად გამიღიმა.
- ერთი სული მაქვს ჩავიდეთ.
- ამოვიხვნეშე და ნიკოტინი ფილტვებში ჩავიგუბე. როგორი კარგი იქნებოდა,
ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება საყვარელ ქალთან ერთად. ამაზე,
ვერც კი ვიოცნებებდი. ჰამბურგი წარმოდგენა არ მქონდა როგორი იყო და ეს
სწრაფად ჩასვლის სურვილს მიმძაფრებდა.
- მეორე შესასვლელიდან შედის ჩვენი ყოფილი პოლიციელი. - ამოიხვნეშა
ელიზაბეტმა და სიგარეტი სანაგვეს მიაწვა.
შიგნით სწრაფად შევედით. კონტროლის გავლა ხელახლა საბედნიეროდ არ
დავჭირდა. დავდიოდი კი არა, ასე მეგონა დავსრიალებდი. ფეხებზე არ ვიდექი.
რაღაც არარეალური მეჩვენებოდა ეს ყველაფერი.
- აქ გავჩერდეთ. იგ იმსიმაღლეა, რომ გამოივლის გავინახავთ. -გავიცინე და სქელ
ბოძს მივეყრდენი.
- იცი მაინც, როგორ მაბედნიერებ? - ხმადაბლა ამოიჩურჩულა ელიზაბეტმა და
გაუპარსავ წვერზე ხელი ნაზად ჩამომისვა. ჩემს თვალებში იძირებოდა და
თვალებით მიხსნიდა სიყვარულს.
ორივე ხელით გაბადრულმა სახე დავუჭირე. ცერა თითებით მის რბილ კანზე
დავსრიალებდი. თვალები დავხუჭე და მის ბაგეებს ნაზად შევეხე. ასეთი ტკბილი
იყო, ეს გემო და არ მჯეროდა, მართლაც დაუჯერებლად მეჩვნებოდა, რომ
მხოლოდ მე მეკუთვნოდა. ჩემს მკლავებზე მჭიდროდ შემოხვეული, ნაზი, სუსტი
ხელები ნელ-ნელა მომშორდა. ღრუბლებიდან გამაყრუებელმა ხმამ ჩამომაგდო და
ფრთები დამტეხა. თვალები იმდენად ნელა გავახილე, ვიდრე შეიძლებოდა.
თვალებში შეშინებული, ტუჩებგაპობილი მიყურებდა ელიზაბეტი და ერთიანად
კანკალებდა. ოდნავ შებარბაცდა. ცალი ხელი მთელი ძალით მომხვია მკლავზე
მაშინვე წელზე ხელი მოვხვიე,რომ დამეჭირა. რა დაემართა?! ალბათ გული
საერთოდ ამომმვარდა, როდესაც ხელზე სისველე ვიგრძენი. სწრაფად მოვაშორე
და ოდნავ გავწიე, როდესაც ხელისგული წითლად შემეღება.
- არა! არა, არა, არა!..... ელ... - ბოლო ხმაზე დავიღრიალე და უკვე უმწეოდ,
უღონოდ დარჩენილი სხეული ხელებსშუა მოვიქციე. სისხლი უკვე წინიდანაც
ჟონავდა და თეთრ, გაპრიალებულ იატაკს მეწამულად ღებავდა. თვალების
ცეცებას მოვყევი, გარშემო ყველას წრე შეეკრა და სანახაობას დაჰყურებდნენ.
ელიზაბეტის თვალები შიშით გაჟღენთილი შემომცქეროდნენ და შველას
მთხოვდნენ. აკანკალებული მის ზურგის ჭრილობას ხელს ვუჭერდი, რომ
სისხლდება შემეჩერებინა. მალე ნაცნობი სხეული მომიახლოვდა. აბესაძე
ჩემთან დაიხარა და ნატალიას სახე ხელებში მოიქცია. უცნობი ხმა თავზე
ყვავივით დამჭყაოდა, რომელიც სასწრაფოს იძახებდა. დაგუბებული ყურები
ჩოჩქოლის ხმამ გამიხსნა, რომელიც ზუსტად ჩემს წინ ხდებოდა. დაახლოებით
ათ მეტრში მდგარი, ამაზრზენი ღიმილი სულს მიწვავდა, ზედ ნავთს მასხამდა
და ცოცხლად მწვავდა... რაფაელის ცრემლიანი, მაგრამ კმაყოფილებით
გაჟღენთილი მზერა არ მშორდებოდა. ხელში ვერცხლისფერი, პატარა იარაღი
ეჭირა, რომელიც ჯერ კიდევ ჰაერში ჰქონდა გაკავებული. ოთხი კაცი
ჭიანჭველასავით ესეოდა და თითქოს გაქცევისგან მოწყურებულს აკავებდნენ.
არ აპირებდა განძრევას. სანახაობით დატკბობა ერჩივნა. ელიზაბეტს ხელი
კანკანლით გავუშვი, ფეხზე ძლივს წამოვდექი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
- მოგკლავ შე ნაბი#ვარო! მოგკლავ!!! - წინ გაწეული ,ნიკუშამ ცალი ხელით
გამაჩერა. - გამიშვი! უნდა მოვკლა! გამიშვი!
ჩემი ღრიალი დალუქულ აეროპორტში ექოსავით ისმოდა. კუდუსუნით მძიმედ
დავეხეთქე დაგებულ მეტლახზე და ელიზაბეტის აკანკალებული სხეული ჩემსაში
მოვიქციე. რაფაელის ხარხარი ყველაფერს ფარავდა. უკვე ვინ მაკავებდა, რომ
შუაზე არ გამეხლიჩა, წარმოდგენა არ მქონდა.
- დამიანე!ბედნიერება არ გიწერია! - ჩაისისინა, თანაც ისე ხმამაღლა, რომ მთელ
აეროპორტს ესმოდა, დარწმუნებული ვიყავი. - ყველა სიყვარულის ისტორია
ტრაგედიაა, თუ საკმარისზე დიდხანს დააცდით. თქვენი კი.. ზედმეტად
გაწელილი აღმოჩნდა. …
ნაკადულივით წამოსული ცრემლები გამოსახულებას მიდღაბნიდა. მისი
კმაყოფილი მზერა ჩემს გონებაში გაფუჭებული კასეტასავით ჩაილექა. იქამდე
ვუყურებდი, სანამ გარეთ არ გაათრიეს. რაღაც მეჯაჯგურებოდა. დაბლა რომ
დავიხედე, მწვანეებში გამოწყობილი ხალხი ელიზაბეტის სხეულს ხელიდან
მაცლიდნენ. მთელი ძალით ჩავებღუჭე უკვე უგონოდ მყოფ, საყვარელ ქალს და
მივიხუტე.
- არ გავუშვებ! არ გაგატანთ!
ბოლო ხმაზე ვხრიალებდი, ყელი მეწვოდა. უკვე მთლიანად სიკვდილს მოვეცვი
მეც და ჟანგბადს ფილტვებიდან მაცლიდა. ნიკუშა მხრებზე მეჯაჯგურებოდა.
- დამიანე, მიხედავენ! გაუშვი!
- არა! შემეშვი. მისთვის ცუდი უნდათ! ყველას ცუდი უნდა! არავის დავუთმობ!
ვბრუვდები. საკუთარი ხმის შემზარავი ბარიტონი მაბრუებს და ძალას მთლიანად
მაცლის რაღაც არარეალური ძალა. ვიღაც სულს მწოვდს და სრულ სიშავეში
მისვრის. ყოველ წუთას გული მის არსებობას მახსენებს. წარმოვიდგენ რომ ის იქ
არის სადღაც, სუნთქავს, იცინის, ფიქრობს, ლაპარაკობს და ალბათ არც კი იცის,
რომ ჩემი ყოველი ფიქრი მას ეკუთვნის, ყოველი სიტყვა მასზეა, გულიც კი
მისთვის ფეთქავს.
რომ იცოდეს…. მოვიდოდა ჩემს სიშავეში?!ისევ ისე შემომხედავდა? ისევ
გადამიშლიდნენ მისი თვალები უსაზღვრო გრძნობებს? მერე ასეც ხდება…
სადღაც შორიდან მისი წარმოთქმული ჩემი სახელი მესმის. მისი მელოდიური
სიცილი ჩამესმის… მიახლოვდება, მეხება, თვალებში მიყურებს და…თვალებს
ვახელ. რეალობა ისევ მტკენს. ჩემს თავზე გაცრეცილი კედელია. მბჟუტავი
თეთრი ნათურა და ქორივით კისერ წამოწეული აბესაძე.
თავბრუსხვევა და თავისტკივილი ერთდროულად მეწყება. ზურგის ტკაცატკუცით ვსწორდები და ურბილეს საწოლზე წამოჯდომას ვცდილობ.
- მითხარი რომ დამესიზმრა...გემუდარები ნიკუშა. მითხარი, რომ კიდევ ერთი
კოშმარი ვნახე.
ხმა აკანკალებული შევევედრე ძმაკაცს, რომელიც თვალებჩაწითლებული,
აცრემლიანებული მიყურებდა და პირზე ორივე ხელისგან შეკრულ მუშტს მთელი
ძალით აწვებოდა. თავს უარყოფის ნიშნად მსუბუქად აქნევდა და გამოზომილად
ხვნეშოდა. ჭრილობაზე მისი რეაქციები მარილს მაყრიდნენ. ფეხზე ბარბაცით
წამოვდექი. აქედან უნდა გავსულიყავი. სად ვიყავი საერთოდ?! საავადმყოფოში?
ნიკუშა ჩემთან ერთად წამოიჭრა და ორივე ხელით გამაჩერა.
- დამიანე!
- გამიშვი! ბო#იშვილი ვიყო მოვკლავ რაფაელს! უნდა მოვკლა!
- დაწყნარდი!!! - დამიღრიალა და მსუბუქად ხელი მკრა.
- ელიზაბეტი?....
- რეანიმაციაშია, ოპერაცია გაუკეთეს.
- რა ოპერაცია?! - ვგრძნობდი კისერზე არტერია როგორ მიფეთქავდა და ნელ
ნელა სისხლის წნევა როგორ მიწევდა. მომუშტული ხელები მექავებოდა და
მზად ვიყავი ნებისმიერზე ამომენთხია შიგნით დაგროვილი დარჩენილი
ძალა.
- ტყვიამ ფილტვი გაუხვრიტა დამიანე... წყალი უდგება, არ არის კარგად...
ბოლო სიტყვები ხმადაბლა, თავჩახრილმა ამოილაპარაკა და ხელი შემიშვა.
- ამას ხომ კურნავენ არა?.. ხო გამოსწორებადია?...
- არ ვიცი დამიანე. ყოფილი პოლიციელი ვარ, ექიმი კი არა...
- უნდა ვნახო! გამიშვი!
- ეხლა კარგად მომისმენ! - ორივე მხარი გამიკავა და სახე გამისწორა -
გეძებენთქო გითხარი.
- სულ ფეხებზე მ#იდია მეძებენ თუ არა! მოვიდნენ! აქ ვარ! ოღონდ ჯერ უნდა
ვნახო!
- გეფიცები, ახლა შემოგარტყავ ან ვაიძულებ კიდევ გაგიკეთონ
დამამშვიდებელი! ჩემი სახელით გააკეთებ ყველაფერს სანამ აქ ხარ! ნიკოლოზ
აბესაძე ხარ, გაიგე?!
- რაღაც არ ვგავართ ერთმანეთს...
- თავი ხელში აიყვანე... ვიცი,რთულია. მაგრამ თავშეკავება გმართებს,
ელიზაბეტის გამო...
ვერც ჩემმა ხმამაღალმა ტონმა გაჭრა სიტუაციას შეგუებულ ექიმებთან, ვერც ჩემმა
არაადეკვატურმა საქციელმა. მასთან არავინ მიშვებდა. ამდენი ხანი რას უკეთებდნენ
განა?! უნდა მენახა... სასწრაფოდ უნდა მენახა. უკვე იმედდაკარგული, რომ მასთან
შემიშვებდნენ ყავის ჩამოსასხმელ აპარატს აყუდებული, იატაკზე ვიჯექი და
განვლილ ბედნიერ დღეებს ვიხსენებდი. მხოლოდ მაშინ წამოვდექი, როდესაც ჩემსკენ
მომავალი ნიკუშა და თეთრ ხალათიანი დავინახე... ნიკუშას არეული სახისგან
ვერაფერს ვიგებდი. ექიმების სიძულვილი კი იმდენად მქონდა სისხლში გამჯდარი
რომ,სულ სახე რომ ჩამოსტირებოდათ, მაინც ვერ მივხვდებოდი რეალურ ამბავს.
თვალებით ვანიშნე ორივეს, რომ ჩემთვის რამე ეთქვათ. ნებისმიერი...რაც ხელახლა
სუნთქვის და სიცოცხლის მიზეზს მომცემდა. ნიკუშას ხვნეშა მაღიზიანებდა და
ნეირონებს ისე მიწიოკებდა ტვინში, ცოტაც და ძარღვები დამისკდებოდნენ.
- მხოლოდ თქვენ შებრძანდით. ბევრი დრო არ არის...
თეთრხალათიანმა, მამაჩემის ხნის კაცმახელში სტელირული ხალათი მომაჩეჩა და
გვერდი დაბღვერილმა ამიარა.
- რას ნიშნავს, დრო არ არის?!
- შედი, დამიანე.
აბესაძეს თავი დავუქნიე, ხელები უაზროდ ცისფერ ხალათში გავყავი და შიგნით
შევედი. ნესტოები მაშინვე სპირტის და რამდენიმე ძლიერი წამლის სურნელმა
ამიწვა. რეცეპტორები ჯერ კიდევ კარგად მიმუშავებდნენ.
ეს არ არის რაიმე ვულკანის ამოხეთქვის მსგავსი და არც ისეთი რამე, რომლის
ხმასაც ყველა გაიგონებს,მაგრამ ყველაზე მტკივნეული სწორედ ის იყო, რასაც იმ
წამს ვხედავდი. უამრავ მილში აბლაბუდასავით ახლართული საყვარელი ქალის
ნახავისას უიმედობის, დეპრესიის, სიბრაზის, მაგრამ ყველაზე მეტად შიშის
ტალღაცმ დამარტყა და წამლეკა. ისე ძლიერ, ჩემს გვერდით გახუნებული კედელი
რომ არა, ნამდვილად წავიქცეოდი. გული საერთოდ აღარ მიცემდა. პალატა
წითლად იყო შეღებილი. იმიტომ არა, რომ ტკივილები მის სივრცეზე გადაეკროთ,
არა ეს სიწითლე ბევრად ჰარმონიულად ეშვებოდა მის პატარა სხეულზე, ვიდრე
ჩიტის ფრთას მოწყვეტილი ბუმბული კლდეების მკლავებში.
- გაიგონე რა მითხრეს? ბევრი დრო არ არისო...- სევდიანად ჩავიცინე. თვალებზე
მომდგარი ცრემლები შევისრუტე და მის გვერდით ჩამოვჯექი - არ მჯერა ამ
ყველაფრის ელ... მიდი რა, გაახილე შენი რაღაცნაირი ფერის თვალები.
გამიბრაზდი, გადმომხედე მედიდურად. ოღონდაც ნუ ხარ ასე გაქვავებული...
- ხელით მის გაყინულ მტევანს შევეხე და თავისუფალ ადგილას მოვეფერე. -
მინდოდა ზამთარს დიდი ნაქსოვი სვიტრებით შევხვედროდით. ჩემი
ცოდვებით სავსე კორპუსის სახურავზე, თუმცა გეგმები შეგვეცვალა.
ჯანდაბას, იყოს ჰამბურგი... ოღონდ მხოლოდ ჩვენ ორნი ვყოფილიყავით და
გაგვეხსენებინა საკუთარი თავები და სილაღე, რომელიც ჩვენში ოდესღაც
დუღდა. მინდოდა იმაზე გულწრფელად და სუფთად ჩამეკიდა ხელი, ვიდრე
ამის გაკეთება მშობელს შეუძლია და სირბილით ნელ-ნელა აკრეფილი სიჩქარე
ფრენაში გადაგვსვლოდა. მინდოდა დაღლილები და გულამოვარდნილები
სადმე მინდორზე, დაუსრულებელი ნაპირის რომელიმე ნაწილში
დავვარდნილიყავით და აქოშინებულებს ჩვენს სისულელეზე გულიანად
გვეცინა. მინდოდა ნახევრად ცარიელი ქუჩები ჩვენ გამოგვეფხიზლებინა
სიარულით, სიარულში დალეული ვისკით, ვისკიში ნაპოვნი სიყვარულით და
სიყვარულში გამოცოცხლებული თვალებით. მინდოდა გვეყიდა ბანანები და
გამოგვეცადა მათ ქერქზე მართლა შეიძლება თუ არა ასრიალება. - ცრემლები
მაჯით მოვიწმინდე და ჰაერს ფილტვებში ჩასვლა დავაძალე. მეორე ხელი,
რომელიც უცვლელად მეკიდა მის პატარა თითებზე, უფრო ძლიერ მოვხვიე...
- მინდოდა სახლში დაბრუნებულებს უცებ ჩაგვეცვა კომფორტული საშინაო
ტანსაცმელი. შენ პირადად ჩემს პერანგში გამოწყობილიყავი და ისე
შევყუჟულიყავით პატარა ბინაში, როგორც დათვები თავიანთ ბუნაგში.
მინდოდა ჩემი სვიტრებიც გცმოდა და ისე მოშინაურებულიყავი მათში,
თითქოს ისინი შენი საკუთრება ყოფილიყო. მინდოდა ის კოქტეილი
გამეკეთებინა შენთვის, რომელიც ჩემს სახლში პირველად ყოფნის დროს
გაგასინჯე.... და მანამ, სანამ საღამოს საყურებელ ფილმს ავარჩევდი, შენ
ნახატები აგეწყო ჩემი წილი საჭმლისგან . მინდოდა როცა დავბრუნდებოდით,
ჩემს მყუდრო სარდაფში, ერთკაციან დივანზე ორივე მოვთავსებულიყავით,
მინდოდა ჩემი ჩემი მკლავები შემომეხვია შენთვის და უამრავი საათი შენთან
მოკრობილს გამეტარებინა, შენი სხეულის ტემპერატურაში, სუნში და
აურაში.... ყველაზე მეტად ის მინდოდა, ჩენს ყოველდღიურობას,
პრობლემებსა და ვალდბულებებს მოწყვეტილს შენს მკერდზე ჩამძინებოდა
ღრმად და მშვიდად, ბავშვივით,.. და ახლაც მინდა ეს, ჩემო ელიზაბეტ... მინდა
ის ადგილი იყო, სადაც ყველაზე დაღლილი, დათრგუნული,ნაწყენი,
გაბრაზებული, მობეზრებული, გაღიზიანებული გამოვიქცევი და თავს
შევაფარებ.... მინდა, გამოღვიძებულს ჩემი სითბო იგრძნო და ჯერ კიდევ
ძილბურანში მყოფმა გაიღიმო... რას არ გავიღებდი, ოღონდაც ახლა ეგ ღიმილი
დავინახო...მშვიდად ისუნთქე ჩემო ელიზაბეტ, მშვიდად ისუნთქე. . . მილებში
ექოდ გადაცემული შენი ჰაერის ხროტინი არ ნიშნავს, რომ მტოვებ. ყველა
ცდება ელიზაბეტ, გთხოვ დაუმტკიცე მათ! ისუნთქე, ელიზაბეტ, ისუნთქე!
მხარზე ხელის შეხებით მეღვიძება, უფრო სწორად მაფხიზლებენ. თავზე ნიკუშა
მადგას და მანიშნებს რომ წასვლის დროა. ერთ დროს ყოფილ ყინულის პრინცესას
ვუყურებ, რომელიც ყინულის და პრინცესას გარდა ყველაფერია... იმდენად
გაუბედურებულია გარეგნულად, იმდენაც ცუდად გამოიყურება, მაგრამ მაინც
ყველაზე ლამაზია. ყველაზე უბრალო და ლამაზი, როგორც ჩვენი პირველი
შეხვედრისას. როგორც მაშინ, როდესაც სკამზე ჩამომიჯდა და სიყვარულში
გამომიტყდა.. მერე რა, თუ მაშინდელი მისი ყოველი სიტყვა ტყუილი იყო...
- დამიანე თავს მიხედე რა, რას გევხარ. ჩემთან წადი მოწესრიგდი. მიხედავენ,
რამე ახალი თუ იქნება დაგირეკავენ.
ძმაკაცს არ შევწინააღმდეგებივარ. ჩემი აქ ყოფნა უარესად მამძიმებდა.
უაზრო ნივთებს გაშტერებული გამოვედი პალატიდან. სახე მოვისრისე და
გასასვლელისკენ დავიძარი. ტაქსით წავედი, მანქანის ტარების თავი ნამდვილად
არ მქონდა. ჩემებმა სიტუაცია ნიკუშასგან უკვე იცოდნენ, ამიტომ ზედმეტი
კითხვები არ დაუსვამთ. მხოლოდ ზურიმ იკითხა, როგორააო და დუმილის მეტი
რომ ვერაფერი მიიღო ჩემგან, თავისუფლად მომცა ყურმილის დაკიდების
უფლება. ნიკუშასთანაც ჩემი ‘ნატალიას’ მოგონებები დაქროდნენ... ჩემი
ელიზაბეტის მოგონებები დაქროდნენ... მჭირდებოდა, ძალიან მჭირდებოდა... მე
კი ისე ვცდილობდი მისი სახელის ღრიალს, შუა ღამისას ყელის ტკივილით
გამეღვიძა. იოგების დაჭიმულობას ვგრძნობდი, ცოტახანს ლაპარაკიც აღარ
შემეძლო და გადაღლილი უკვე მის სახელს ჩურჩულით ვბოდავდი.
მე არ მჯერა, ქართველი ექიმების დასმული დიაგნოზების. ყველაფერი
ინდვიდზეა დამოკიდებული. ელიზაბეტი კი, ყველაზე ძლიერი ქალია, მათ შორის
ვისთანაც ურთიერთო მქონია, ის ამას მოერეოდა...
საინტერესოა რატომ გვესიზმრეებიან ადამიანები, რატომ უნდათ რომ გაღვიძებისაას
წამისნახევარიანი ღიმილი მოგვგვარონ და მერე გაგვახსენონ როგორი მტკივნეულია
იმის გათავისება რომ სიზმარი იყო, სიზმრები იყვნენ.
იაპონური ლეგენდა ამბობს რომ..
რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობს იაპონური ლეგენდა.. სიზმარშიდაც რომ უბედური
ხარ..სიზმარშიდაც რომ ვერ პოულობ საკუთარ წილ ბედნიერებას, სიზმარშიდაც რომ
გტოვებენ.. სიცოცხლეს უნდა შეეშვა. ასეა,
ჯანდაბა....ფეხზე გიჟივით წამოვდექი. ისედაც ჩაცმულს მეძინა, ასერომ ბევრი
ბოდიალი არ დამჭირდა. ტაქსი გამოვიძახე და გარეთ კიბეზე ჩამომჯდარი
დაველოდე... ლოდინში არც მეტი, არც ნაკლები ხუთი ღერი მოვწიე. ტირილი
მინდოდა, მინდოდა მაგრამარაფრით შემეძლო. “არ იტირო! ყველაფერი კარგად
იქნება! ამით მდგომარეობას უფრო გააუარესებ!” ჩამძახოდა ქვეცნობიერი და გულის
ცემას მინელებდა...
- ისევ აქ ხარ ნიკუშა?... რატომ არ დამირეკე...
თავჩახრილი, ერთ წერტილს მიშტერებული აბესაძე არ ინძრევა. რამდენიმე წუთში
თვალებს წევს, ყბა უკანკალებს და მზერას ისევ მარიდებს. სხეულში ერთიანი სიცივე
მივლის და მთლიანად მყინავს.. ყოველ წამს ვგრძნობ როგორ იქცევა ნაფლეთებად
ჩემი საკუთარი “მე”, როგორ ვკარგავ თავს, როგორ ვკარგავ საყვარელ ქალს, როგორ
ვკარგავ ცხოვრებას.
- ვერ გაუძლო.
გაყინული სხეული გაყინულ ზეწარში ახვევია. გაყინული ზეწარი მეტალის მაგიდაზე
დევს... შენ ახლა თვალებს სხვა სამყაროში ახელ ელიზაბეტ... ასე მოგბეზრდი?.. ასე
გამიმეტე სატანჯველად? მე თუ გაბედნიერებდი რატომ წახვედი, რატომ არ
იბრძოლე, ელიზაბეტ?!...
თვალდახუჭული ვდგავარ შენს წინ და ცრემლები ასეც კი მომდის. ხმას ვერ ვიღებ,
ქალივით ჩუმად ვქვითინებ. ვერ ვბედავ თვალის გახელას.. არ მინდა შენი
გალურჯებული სხეულის დანახვა. მინდა მოგონებებში ვიმოგზაურო და ყველაზე
ლაღი, გიჟი, თავგადასავლების მოყვარული დაგიმახსოვრო. ისეთი როგორიც
ყოველთვის იყავი...
“-მე და შენ ალბათ, ასე ვფიქრობ,ღმერთიც სხადასხვა გვყავს და ერთმანეთს
შორიდანაც კი არ იცნობენ.
- რა მოხდა, ღმერთის ირწმუნე?
- ამ ბოლო დროს, იმდენი რამის ვირწმუნე, ალბათ ღმერთიც შეემეტება სიას.
- მითხარი როდის გრძნობ თავს ყველაზე რეალურად?
- როცა ტუჩებზე გეხები და სამყარო თავზე გუმბათად მახვევია...ან მაშინ როდესაც
ვნების ომის შემდეგ, ორგაზმს სიგარეტში ვცლით ხოლმე... “
***
ცრემლებით და ტკივილებით გავიდა დრო, ჩემო ელიზაბეტ... მერე, შენი სურნელი
დაეყარა წარსულს ფიფქებად და იქ მივხვდი, რომ ჩემი არსებობა, უკვე არ არსებობა
იყო... და გეფიცები ჯოჯოხეთი ქვია ჩემს საწოლს, სადაც უშენო ღამეები გამოვიარე…
ალბათ ოდესმე მაპატიებ, რომ შენს დაკრძალვას არ დავესწარი. არც კი ვიცი როგორი
მიწის ქვეშ იხრწნება შენი სხეული... არ მინდოდა ამისთვის მეყურებინა. შენ ჩემთვის
ყოველთვის ცოცხალი იქნები.
მე და ნიკუშა სანტ-პეტერბურგში ჩამოვფრინდით. ცუდია, რომ შენი ბებიის
მისამართი არ ვიცი, მოვინახულებდი... აქ იმიტომ, რომ მინდა უფრო მეტი გავიგო
შენი ცხოვრების შესახებ, შენი ბავშვობის შესახებ. შენ ხომ აქ გაიზარდე...აქ შენი
პატარაობა ისევ ლაღად დაქრის თოვლიან ქუჩებში, ისევ გიწითლდება სიცივისგან
ცხვირი და ლოყები და შენს თეთრ კანს ეს უფრო ლამაზს აჩენს...
აბესაძემ მარტო არ გამომიშვა, წარმოგიდგენია? თავს მოიკლავო, ასე მითხრა.
მეცინება...
რატომ?
ვფიქრობ რა მაძლევს ყველაფერი ამ საზიზღარი უბედურების მერე ძალას?!...
და როცა პასუხს ვპოულობ, ეს პასუხიც მაუბედურებს. არ მეკუთვნის. ჩემი არ არის.
ბედნიერება არასდროს იყო ჩემი.
ალბათ, ბედნიერების ღმერთი გამიწყრა...
რადგან ოდესღაც ვიღაცის ბედნიერების ღმერთი მე მოვკალი...ისე, რომ წარმოდგენაც
არ მქონდა.
იმის შემდეგ....იმის შემდეგ ყოველთვის როდესაც ჩემგან ზურგით მდგომი
ბედნიერების ღმერთი ოდნავ ჩემსკენ შემოტრიალდება, როდესაც წამით შეავლებს
მზერას ჩემს სახეს, ახსენდება რომ მე მისიანი მოვკალი წლების წინ და ისევ ზურგით
დგება...
ახლა ახალი წელია...მაგრამ მოვა დღე, მე ბენდიერების ღმერთის წინ დავდგები და
ერთი “შეცდომის” გამო, ყველა ტკივილისთვის პასუხს მოვთხოვ. და როცა ისევ
ზურგით მოინდომებს დადგომას, ვეტყვი რომ აღარ მჭირდება.
ჩემო ელიზაბეტ, ჩემო ლამაზო ელიზაბეტ... ნეტავ რომელი ღრუბლის ქვეშ
იმალები?...იცი მშია, სულიერი შიმშილი მტანჯავს. შიმშილი შენი კისრის სურნელის
და ღრმა დიალოგების. ხეებს სახე ისევე ჩამოსტირით, როგორც ჩემმა საქართველომ
გამოგიტირა... ჩემს გამოცარიელებულ თვალებში უკვე ვერაფერს იპოვი, გარდა
სტანდარტული ყოველდღიურობისა. შენი დრო, სადაც არ უნდა იყო, ჩემზე ფერადია.
ჩემი შემოდგომა კი, იმ დღის შემდეგ ნაცრისფერში ჩაძაღლდა.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი !



№1 სტუმარი ნოქსია

მელანდება??? მგონი წლების წინანდელი სურვილი ამიხდა რახან ეს ისტორია სრულად დავინახე!! scream scream წავედი, ხელახლა უნდა მატირო მუნლაით!

 


№2  offline მოდერი Moonlight17

ნოქსია
მელანდება??? მგონი წლების წინანდელი სურვილი ამიხდა რახან ეს ისტორია სრულად დავინახე!! scream scream წავედი, ხელახლა უნდა მატირო მუნლაით!

ისიამოვნე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent