შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი - სულის ტკივილი


23-06-2019, 23:37
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 319


***

"ცრემლებით და ტკივილებით გავიდა დრო, ჩემო ელიზაბეტ..."

იცი, რაღაც განწყობა მაქვს სევდიანი.. ვერ ვხვდები სად ვარ ან რა მოხდა...ღამეა.. ქარია… ბნელა მაგრამ, მაინც ვხედავ ოთახს სიმაღლეში როგორ დაეტოლა, ჩემი ნაცრისფერი ჩემოდანი. სადმე მივდივარ?... არ მახსენდება..
ცარიელ ოთახში რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, შემდეგ საყვარელი კაცის ხმა გაურკვეველი მიმართულებით ჩამესმის და მის 15სანდიმეტრიან საწოლზე ჩემს კუთვნილ ადგილს ვიკავებ.
"მშია, სულიერი შიმშილი მტანჯავს. შიმშილი შენი კისრის სურნელისა და ღრმა დიალოგების..."
სად ხარ, დამიანე?...მისი სულის შემძვრელი ხმა, ყველაფერს მახსენებს, და იმაზე დიდი ტკივილი მეწყება, იმაზე ნელი სიკვდილი, ვიდრე იმ დაწყევლილი მრგვალი ტყვიის ჩემი გახვრეტილი ფილტვიდან ამოღებაა...მე არ დამიტოვებიხარ, დამიანე. თავად გადაწყვიტა ცხოვრებამ, რომ შენ უჩემოდ გაჰყოლოდი ცხოვრების გზას.. არ თქვა, რომ ბედნიერების ღრმერთი გაგიწყრა, ასე არ შეიძლება...თუმცა, უკვე ყველაფერი ამაოა, თითქოს დავასრულეთ. ვიწყებთ ისევ, მაგრამ უკვე გვიანია. მე ვხვდები, რომ ჩემი სხეული, უკვე მე აღარ მეკუთვნის და საკუთარი ძვლების ხრწნასაც მეტნაკლებად ვგრძნობ.... არ შეგეშინდეს რომ მეტკინება, იცი, ეს სრულიად უმტკივნეულო პროცესია..ვერც იმას გავიგებ, მატლები როგორ დამჯიჯგნიან, ვერც იმას, ნელ ნელა ჩემს თავის ქალას თმები როგორ ჩამოსცვივდება და... ვინმე თუ წლების შემდეგ ამომთხრის, ალბათ ვეღარც მიცნობს...
უკვე ორივე ვხვდებით, რომ თოკზე შრება ეს ერთი უღიმღამო საღამო, ბოლოჯერ მესმის შენი, ბოლოჯერ შემიძლია შეგეხო და უკვე სახლში ვიხდით ამ გრძნობის პარაკლისებს.თვალს ყოველთვის მოგადევნი...
შენ იცი, რომ სიტყვებს უკვე ვეღარ ვეგუებით, ხოდა ასე მდუმარედ, სიჩუმეში ვწევართ ორნი. გინდა მეფერო და ვეღარ ბედავ. ვგრძნობ, რომ ეს ვნება აივნიდან მოისროლე და იმასაც ვგრძნობ, რომ აღარ გტოვებს ეგ დეპრესია.. გცივა და ყელში გეჩხირება. ისევ სიმწრის ბურთი.

მოსროლილ გრძნობებს, დამტვრეულ გრძნობებს მეც აივნისკენ გავყავარ. იმ სიგარეტს ვუკიდებ დამიანე, რომელიც ასე ძალიანგეზიზღება. იმ დამხუთავ ნიკოტინს ვისუნთქვ, რომლის გემოც ასე ძზალიან არ მოგწონს... მაგრამ, ვერაფერს ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ ვტირი. ჩემი რაღაც ნაწილი ტირის, მაგრამ ცრემლები არ მომდის. შავ-თეთრი ვარ, გავიცრიცე, ფერი ვიცვალე და სამუდამოდ წავედი...
მე ვიცოდი, თავიდანვე ვიცოდი, რომ შენ იყავი ის ერთადერთი კაცი, ვისაც ჩემს გამო დამსხვრეულ შუშებზე სიარული და გალესილ ლურსმნებზე ძილიც კი შეეძლო. მაპატიე რა... გემუდარები მაპატიე, რომ არ შემიძლია ყველაფრის დავიდან დაწყება და ისიც, რომ არ შემიძლია ეს წყეული სიგარეტი გადავაფერფლო... ნაცრისფერი, ფრიალა ფერფლი, სანამ შენამდე მოაღწევენ იქამდე ნელდება და საბოლოოდ, მის შეხებასაც ვეღარ გრძნობ. ეს ჩემი გრძნობებია...

უცებ ვეღარ მოითმინე.. ფართო, ჩაწითლებული თვალებით შემომხედე. მოიცა... მართლა მხედავ?...“ბედნიერება არასდროს იყო ჩემი...”… თქვი და კედლისაკენ გადაბრუნდი. " მარტო ყოფნის სატანჯველისთვის გამიმეტე:"

ხო, დამიანე. მივდივარ.. მივდივარ და მარტო გტოვებ.. იცი? ცოტა განწყობა მაქვს სევდიანი. გარეთ სიბნელეა… შიგნით, ჩვენთანაც. მაგრამ, მაინც ვხედავ ოთახს სიმაღლეში, როგორ დაეტოლა, ჩემი ჩემოდანი.. და ჯერ კიდევ არ ვიცი, სად მივდივარ. ჩვენი ჰამბურგის ბილეთები, იმ აივანზე საფერფლეში იწვის, სადაც წამების წინ ჩემი დაფერფლილი გრძნობები შენსკენ გამოვუშვი. მე აღარ მჭირდება... ჩემს გაქვავებულ სხეულს ის აღარ სჭირდება...
"სადაც არ უნდა იყო, შენი დრო ჩემზე ფერადია"

უცებ გადმობრუნდი, შემომეკარი და ტირილი აგივარდა. საკუთარი თავი, მეც შენსავით ფუმფულა ბალიშთან გავააიგივე და თმები მსუბუქად აგიჩეჩე.
" აქ ვარ დამიანე, აქ ვარ..."
ვიცი, ვეღარ შეიკავე. და მეც ვიგრძენი.. მე ისიც ვიგრძენი, შენ იმ მომენტში როგორ დაგამარცხა ჩემმა სიყვარულმა..!


ფინალიდან ამოღებული პატარა ნაწყვეტი, რომლის თქვენთვის გაზიარება მომინდა <3



№1 სტუმარი likuna

რომ დავინახე გამიხარდა მეთქი რაიმე პოზიტიური გაგრძელება იქნებათქო... შენც არ მომიკვდე რააა. დავიღვარე ცრემლად მგონი ბოლო ხუთი თავია რაც ვკითხულობ გაუჩერებლად მომდის ცრემლები.
სასწაულად წერ მართლა, ბევრი ვერ შეძლებს ამას...

 


№2  offline მოდერი Moonlight17

likuna
რომ დავინახე გამიხარდა მეთქი რაიმე პოზიტიური გაგრძელება იქნებათქო... შენც არ მომიკვდე რააა. დავიღვარე ცრემლად მგონი ბოლო ხუთი თავია რაც ვკითხულობ გაუჩერებლად მომდის ცრემლები.
სასწაულად წერ მართლა, ბევრი ვერ შეძლებს ამას...

ძალიან დიდი მადლობა! <3

 


№3  offline წევრი Hickie

აი უბრალოდ შენზე მაგრად ამ საიტზე არავის ვუტირებივარ. რა არ წამიკითხავს მაგრამ უბრალოდ ეს ყველაფერი ზედმეტად რეალურია....
არ ვიცი პერსონაჟებზე ვინერვიულო ხოლმე თუ ავტორზე

 


№4 სტუმარი Zizu

გეხვეწები ამის შემდეგ მაინც ცოტა პოზიტიური რამე დაგვიწერე. საშინლად მომწონს შენი წერის სტილი და მინდა მხიარულ ჟანრშიც გიხილო. ან ვალენტინა გააგრძელე რა <3

 


№5  offline მოდერი Moonlight17

Hickie
აი უბრალოდ შენზე მაგრად ამ საიტზე არავის ვუტირებივარ. რა არ წამიკითხავს მაგრამ უბრალოდ ეს ყველაფერი ზედმეტად რეალურია....
არ ვიცი პერსონაჟებზე ვინერვიულო ხოლმე თუ ავტორზე

Zizu
გეხვეწები ამის შემდეგ მაინც ცოტა პოზიტიური რამე დაგვიწერე. საშინლად მომწონს შენი წერის სტილი და მინდა მხიარულ ჟანრშიც გიხილო. ან ვალენტინა გააგრძელე რა <3

დიდი მადლობა heart_eyes ვალენტინას აუცილებლად გავაგრძელებ!

 


№6  offline წევრი Kalina

მუნლაით, რა გინდა?!
უნდა მატირო მაინცდამაინც?
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№7  offline მოდერი Moonlight17

Kalina
მუნლაით, რა გინდა?!
უნდა მატირო მაინცდამაინც?

pensive pensive pensive

 


№8  offline წევრი ფარვანა

აააჰ ცუდადვარ!!!
მომენატრებიან :((
მადლობა ამ ემოციებისთვის მალე დაბრუნდი რა ასეთი საოცრებით ისევ <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№9  offline მოდერი Moonlight17

მალდობა შენ, საყვარელო❤️ დავბრუნდები აუცილებლად!
Vivien Sky
აააჰ ცუდადვარ!!!
მომენატრებიან :((
მადლობა ამ ემოციებისთვის მალე დაბრუნდი რა ასეთი საოცრებით ისევ <3

 


№10 სტუმარი ზეინაბი

ღმერთო წარმოდგენა არ მაქვს რომელი უფრო დაიტანჯა... ელიზაბეტი თუ დამიანე მაგრამ ფაწტი ერთია აბლოდისმენტებს იმსახურებ ავტორო ამ ლამაზი სევდიანუ ისტორიისთვის.
არ დაგვეკარგო ❤️

 


№11  offline მოდერი Moonlight17

ზეინაბი
ღმერთო წარმოდგენა არ მაქვს რომელი უფრო დაიტანჯა... ელიზაბეტი თუ დამიანე მაგრამ ფაწტი ერთია აბლოდისმენტებს იმსახურებ ავტორო ამ ლამაზი სევდიანუ ისტორიისთვის.
არ დაგვეკარგო ❤️



ვაიმე უდიდესი მადლობა, ზეინაბ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent