შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #1 (+18)


13-02-2019, 15:08
ავტორი Moonlight17
ნანახია 7 473

მშია, სულიერი შიმშილი მტანჯავს. შიმშილი შენი კისრის სურნელის და ღრმა დიალოგების. ამ გამოცარიელებულ თვალებში ვერაფერს იპოვი, გარდა სტანდარტული ყოველდღიურობისა. შენი დრო ჩემზე ფერადია. ჩემი შემოდგომა კი ნაცრისფერში ჩაძაღლდა.


————————————————————————————-
გოგონების დიდი ყურადღების მიუხედავად, სერიოზულად არასდროს არავინ მომწონებია. ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. შეიძლება თავზე ხელაღებული ვიყავი , მაგრამ არც ისე. პატარებთან და უკვე გულნატკენებთან ურთიერთობას არ ვაბამდი. მიყვარდა, როდესაც გოგონები გაბრწყინებული თვალებით მიყურებდნენ. რატომღაც ყოველთვის ეგონათ, რომ თვითონ მაბამდნენ. შეიძლეა ასეც იყო, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვი. ქალი ხომ სწორედ ცდუნებისთვის არის შექმნილი.
ზოგადად ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭება მიყვარს. მიყვარს გოგონებს სახეზე თითებით რომ ვეხები და ათრთოლებულები და გულაჩქარებულები მიყურებენ. პირველად რომ კოცნი, მაშინაც ხომ ბედნიერები არიან და ეს ბედნიერება მეც მახარებს ხოლმე. არასდროს ვარ ზედმეტად ყურადღებიანი ან გულმავიწყი. ოქროს შუალედი და ყველა გოგო შენია. არაფერია იმაზე განსაკუთრებული მომენტი, გოგოს პირველად რომ ნახავ შიშველს. თან ეშინითა და მაინც უნდათ შენთან. იმას საიდუმლოდ დავტოვებ როგორ ვახერხებ და ყველასთან მშვიდობიანად ვამთავრებ ურთიერთობას.
ჩემთვის ქალზე მაგარი კაიფი არაფერია. არც ის ნარკოტიკი, რომელიც ამწამს გარშემო მილაგია. მხოლოდ სექსს ან კოცნას არ ვგულისხნობ, მათი შეგრძნებები, მიმიკები, ჟესტები და მათი გრძნობები შენს მიმართ ყველაზე მაგარია. არასდროს მყვარებია ქალი. ბევრს მივუზიდივარ თავისი სხეულით, ხმით, სილამაზით ან საუბრის მანერით , მაგრამ ისე არავის მასთან ერთად გაღვიძებას რომ სიამოვნება მოეტანა. ამიტომ, გოგოები მხოლოდ შუაღამემდე. ღამე უკვე ჩემი დროა, რომელიც მარტომ უნდა გავატარო ჩემი ბნელი ოთახის თბილ სინათლეში. დაბალ ხმაზე ჩართულ დინამიკებთან ან ძველი კომედით განათებულ კედელზე,. ჩემი ბინძური შრომით(რაც ნარკო დილერობას გულისხმობს) მხოლოდ პროჟექტორი და დინამიკები მაქვს ნაყიდი. ისინი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებენ... ხანდახან ეროტიკასაც ვუყურებ , მაგრამ დიდ ეკრანზე მოძრავი შიშველი სხეულები ჩემთვის ხელოვნება უფროა ვიდრე გარყვნილება. მე წამალს არ ვეკარები…

მაგრამ იყო ესეთი მომენტიც გოგონები საერთოდ რომ აღარ მაინტერესებდა. ეროტიულ სცენებს ისევ სიამობნებით ვუყურებდი, მაგრამ ისეთი დამოკიდებულება აღარ მქონდა სუსტი სქესის წარმომადგენლებთან. მხოლოდ მაშინ, ძმაკაცებთან ერთად რომ დავლევდი და მხოლოდ ერთი ღამით ვინმე ბინძურ გოგოსთან დავწვებოდი. ბინძური , იმიტომ რომ არცერთი გოგო, რომელთანაც მე ვყოფილვარ და ვყვარებივარ, მთვრალ, ნახევრად უგონო მდგომარეუბაში მყოფი, უცნობთან არ დაწვებოდა.


როდესაც ჩემმა ცხოვრებამ უაზრობის პიკს მიაღწია, უნივერსიტეტის ბოლო კურსზე, შევამჩნიე ერთი გოგონა, რომელიც ხშირად ჩემს დანახვაზე იღიმოდა და თვალს ყოველთვის მარიდებდა. რატომღაც მისი შებმა მომინდა. მაგრამ არანაირად არ მიზიდავდა. თუმცა ვიცოდი, რომ პირიქით ხდებოდა. ერთხელ, როდესაც უბრალოდ გვერდზე ჩამიარა გავაჩერე, თმა საფეთქელიდან გადავუწიე და ვუთხარი, რომ ასე უფრო უხდებოდა. ხმა არ გაუცია ,გაიღიმა, თავი დახარა და წავიდა. ყოველთვის, როდესაც ახლოს ჩამივლიდა მის გულისცემას ვგრძნობდი, გახშირებული სუნთქვა მესმოდა. ლამაზი იყო , მაგრამ სხვანაირი. ერთი შეხედვით არც ეშხიანი იყო, არც სექსუალური, სხვანაირი იყო, თუმცა ლამაზი. თითქოს მეც ვერ ვბედავდი მიახლოებას, მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემი დანახვა სიამოვნებდა და ეს მეც ორმაგ სიამოვნებას მანიჭებდა.

მორიგ კლიენტთან შეხვედრის მოლოდინში სკამზე არხეინად გადაწოლილი ვაკვირდებოდი გამვლელებს. მძიმე ფეხსაცმლის ხმამ ჩემი ყურადღება მიიპყრო,ეს ხმა აქამდეც გამეგონა. ის იყო,მორცხვი გოგონა მორცხვად ჩაღუნული ცხვირით. ალბათ ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი ეცვა,რომელთაც ზანტად მოასრიალებდა,მხრებზე უზარმაზარი ზურგჩანთა შემოეგდო და ჩაფიქრებული მოუყვებოდა ქუჩას. დამინახა და შეუმჩნევლად გამიღიმა. ხშირად შემიმჩნევია თითებზე როგორ თამაშობდა .
- დაჯდები ჩემთან? - ოდნავ თავი დააქნია და გვერდით მომიჯდა.
- ცივა.
- მე რომ აქ ვარ, მაინც?
- შენ მათბობ?-თითქოს დამცინა და ცას გახედა.
- მეგონა..
- იცი ხო?-გამიღიმა და ახლა თვალებში შემომხედა. დიდი ლურჯი თვალები მომჩერებოდნენ. პირველად დამება ენა. ლამაზი, როგორც ვთქვი.
- რას გულისხმობ?
- რომ მიყვარხარ.
აი ესეც. ესეც ერთერთი საყვარელი მომენტია, რითიც სიამოვნება უნდა მიიღო ადამიანმა. მაგრამ ეს შემთხვევა პირველი იყო, როდესაც გოგო გამოლაპარაკებიდან წამებში მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი.
- ვგრძნობდი.
- რაღაცნაირი ხარ.
ოჰო, ეს კომპლიმენტია…
- როგორი?
- სხვანაირი.
- შენც.
გულწრფელად ვუპასუხე. საათს ნერვიულად დახედა.
- წავალ მე.
- ანუ ვერ გაგათბე.გინდა მიგაცილებ...
- არა იყოს,არ მინდა ისევ ჩემს აჩქარებულ გულისცემაზე გეცინებოდეს.
კიდევ დამცინა. ამ სიცილით საკუთარ გრძნობებს იცავდა თუ მე მამასხარავებდა, ვერ გამეგო.
- შენც გცოდნია.
- რათქმაუნდა.
გაიღიმა და წავიდა. რამდენიმე წუთში ჩემი მყიდველიც გამოჩნდა.
- რამდენ გრამიანია?
- იმდენი, რამდენიც შეუკვეთე.
თავი დამიქნია. ფული სწრაფად მომაჩეჩა ხელში, რაც ჯიბეში ფათხა-ფუთხით ჩატენვას უფრო გავდა და წავიდა. სახლში ავედი, სიმღერა ჩავრთე და დავწექი, ტანსაცმლიანს ჩამეძინა. დღეს, იმ გოგოსთან დიალოგი ჩემთვის ყველაზე უაზრო იყო, მაგრამ განსხვავებული და ეს მომწონდა. ორი დღე არ მინახავს, მესამე დღეს საღამოს კომპიუტერთან დავჯექი და იმ გოგოს საპოვნელად ყველა შესაძლო ნაცნობის აქაუნთი გადავქექე , ბოლოს ვიპოვე მისიც.
ნატალია..ნატალია…
უცნაური იყო, ორი კვირის წინ შექმნილი აქაუნთი, საკმაოდ ბევრი მეგობრით. როგორც ჩანს დიდ ანტისოციალისტთან მქონდა საქმე.
არ დავაყოვნე და მივწერე “ჩემთან მოხვალ? ”
უკარება გოგოს პასუხს ველოდი, რადგან უკვე თორმეტი იყო დაწყებული.
“მისამართს მეტყვი?”
გავოცდი.
მისამართი მივწერე და სადარბაზოსთან დაველოდე. მალე მოვიდა. ოდნავი მაკიაჟი და ოდნავ სექსუალური ტანსაცმელი ეცვა. იმ დღეს მარტო ვიყავი სახლში. ჩემს ოთახში შევიყვანე. ბავშვობიდან არ მიყვარს მაღალზე ძილი, ამიტომ ჩემი საწოლი მაქსიმუმ 15 სანტიმეტრზეა იატაკიდან. შემოვიდა , ჩანთა და ქურთუკი ძირს დადო, როგორც ბევრი რამე იყო ჩემს ოთახში. და საწოლზე ჩამოჯდა.
- შეიძლება ხო?
- კი. რამე სასმელს მოგიტან გინდა? ყავას, ჩაის, წვენს, ან კოქტეილს გაგიკეთებ.
- როგორც შენ გინდა.
- კარგი დამელოდე მაშინ, ახლავე მოვალ.
სამზარეულოში კოქტეილი გავაკეთე, იმიტომ არა რომ დამთვრალიყო და ამით მესარგებლა. არასდროს ვყოფილვარ გოგოსთან ასეთი დაძაბული და თან ასე მშვიდად.
ოთახში რომ შევედი ჩემი ფირები იყო ჩართული. მუსიკის ხმაში თავიდან ვერ შევამჩნიე , მაგრამ რომ შევედი დავინახე. ალბათ ერთადერთი ვარ, ვინც ოთახში ტოვებს ეროტიული ფილმების დისკებს, როცა გოგო ამოყავს თავისთან. მაგრამ ნატალიამ გამაოცა.
გაეცინა.
- თუ გინდა ვუყუროთ.
- წივილ-კივილს არ დაიწყებ და არ გაიქცევი?- ჩამეცინა.
- არა რატო, მეც ვუყურებ ხოლმე.
- მე მამშვიდებ ხო ალბათ?
- არა, ვუყუროთ.
ვიდეო დაიწყო , ჩვენ ვუყურებდით და თან კოქტეილს ვსვამდით. ხანდახან მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა და სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა ტანში.
- კარგი, თუ არ გინდა გამოვრთოთ. ჩემს გამო ნუ უყურებ.
- შენ თუ თავს ცუდად გრძნობ გამორთე, მაგრამ მე არ ვწუხდები.
- იცი მე ფილმის გარეშეც, ახლა შენ რომ გიყურებ იგივე რეაქცია მაქვს.
- დამიმტკიცებ?
მე გამოვრთე ფირი ოთახში მხოლოდ დაბალი მოწითალო ფერის ნათურები ანათებდა. მან ზედა გაიხადა და ზედა საცვალში ის ყველაზე სექსუალური იყო. ასეთ სილამაზეს მართლაც დამალვა უნდა. შემდეგ მე გავიხადე მაისური და მგონი ჩემს მკერდის პირსინგზე გაეცინა, რომელიც ნიძლავში წავაგე. შარვალი თვითონ გამხადა და მორცხვად მიყურებდა თვალებში ქვევიდან ზევით. ნელა დავიხარე და ვაკოცე ათრთოლებულ ტუჩებზე. ის არ მახსოვს როგორ გავიხადეთ დანარჩენი. მისთვის პირველი ნამდვილად არ იყო. მაგრამ მისი ქცევებისგან გამომდინარე თავს დავდებ, არც მეათე იქნებოდა. ისეთი ხორკლიანი კანი ჰქონდა და ისეთი ნაზი ტუჩები.. მხურვალე იყო, მის შეხებაზე თითქოს ჩემში სითბო იღვრებოდა და არა მარტო მასში ყოფნა, არამედ მასთან შეხებაც მსიამოვნებდა.
ეს იყო ჩემთვის ყველაზე ჩვეულებრივი სექსი, ზედმეტი პოზებისა და უხეშობის გარეშე, მაგრამ ყველაზე განსხვავებული.
თითქოს ეს თვითონაც იცოდა.
ის იყო ერთადერთი გოგონა, რომელთანაც ეს ჩემს ოთახში გავაკეთე, ჩემს წმინდა ადგილზე .
ის იყო ერთადერთი გოგონა, ვისთვისაც სახლში წასვლა არ მითხოვია. ერთადერთი, ვინც მინდოდა დილით საწოლში დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა... ზედმეტი წერილების და ბანალურობის გარეშე…


***
-ზური! კარი გააღე ბიჭო! გასკდა თავი ამ დილაუთენია!
ბალიში თავზე დავიმხე და გინებ-გინებით ძილის შეტრიალება ვცადე.ბრახუნი არადა არ წყდებოდა!
-ზური! არ გესმის?!
წამოვფრინდი ჩემი ლეიბიდან, ჩემი ძმის ოთახში გააფთრებული შევვარდი და დიდი ყურსასმენები ყურებდან ჩამოვგლიჯე.
-კარი რომ ჩამოიღეს არ გესმის შენ?!
-მერე შენ რისთვის ხარ.
მხრები აიჩეჩა და ყურსასმენები თავის ადგილას დააბრუნა. როგორ უსმენდა ამ ხმაურიან როკს ჩემი 17წლის ძმა, მიკვირდა.
აქვე ვიტყვი, არა არ ცხოვრობს ჩემთან. მე მარტოობას ვარ მიჩვეული. რამდენიმე დღით გადმომიბარგდა სანამ დედ-მამა წყნეთში მოაგვარებდნენ ამბებს.
დაბღვერილმა საცვლით კარები ფართოდ გავხსენი.
-დამიანე?
-კი?...
-შეკვეთაზე ვარ.
-დაბლა დამიცადე- სახე მოვისრისე და ჩემზე ორი სამი წლით უფროს ბიჭს კარი ცხვირწინ მივუხურე.
სააბაზანოში შევედი და წყალი სახეზე შევისხი. ცივი წყლის წვეთების დაცემის ხმა, თავს უარესად მატკიებდა გუშინდელი ნაბახუსევის გამო.
დილის 12საათზე ნორმალური ნამდვილად არ დამადგებოდა. ლომკის ბრალი იქნებოდა. ასეთებს ხშირად ვხედავდი.
თხელი პერანგი მოვიცვი, შარვალი ამოვიცვი. ოფისის გასაღებს ხელი დავავლე, რომელიც კორპუსის მეორე მხარეს, სარდაფში მდებარეობდა. მთლიანი მარაგი იქ მქონდა.
- გამომყევი.- უცბად შევათვალიერე კლიენტი. ლომკისგან რამის კბილები ეკრაჭუნებინა.
ბოქლომს სქელპირიანი გასაღები მოვარგე და კარიც ხმაურიანად გაიღო.
ბჟუტავი შუქი ავანთე და ჩემს ძველ ტყავის სავარძელზე მოწყვეტით დავეშვი.
- სახლში არ უნდა მადგებოდე. ტელეფონი არსებობს.
შევუღრინე და უჯრა გამოვხსენი.
- აბა, რა გინდა?
- კოკაინი, 50გრამი.
ჩამეცინა. უკვე გამზადებული ფხვნილი, რომელიც გამჭირვალე პარკში იყო გახვეული, მაგიდაზე დავდე.
- საქონელს საიდან იღებ?
- სანდო პირისგან, რომელიც ვიღაცას იცნობს, რომელიც გადამზიდველია.
გავუღიმე და წარბები ავუწიე.
ბინძური ფული მაგიდაზე დამიდო და ფხვნილი მუჭაში კანკალით მოიქცია.
იქვე დაგდებულ სიგარეტს ვწვდი და მოვუკიდე.
- ხომ არ მოწევ? -შევთავაზე.
- არა, სიგარეტს არ ვეკარები.
ისე გულიანად გამეცინა მის სიტყვებზე, ლამის კვამლით დავიხრჩვი.
არასდროს მესმოდა, ფილტვებს უფრთხილდებოდნენ და მთლიან ორგანიზმს არა. რა გაეწყობოდა. სრულ სიჩუმეს მხოლოდ ნაპასების დარტყმის ხმა და ფანტელებივით თეთრი ფხვნილის ცხვირში შესრუტვის ხმა არღვევდა.
ურეაქციოდ ვუყურებდი და ვეწეოდი. ეს არც პირველი იყო არც უკანასკნელი, რასაც ჩემი თვალები ხედავდნენ.
თავის საქმეს რომ მორჩა, თავი გაბადრულმა დამიქნია, სარდაფის კიბეები აიარა და აორთქლდა.
- უაზრო ცხოვრების მომდევნო უაზრო დღე.
ჩემთვის ამოვიბურტყუნე. მაგიდაზე დაწყობილი ფეხები ჩამოვაწვყვე და გავიზმორე.
ბოლო დაწყევლილი წელი უნივერსიტეტში.. უწყინარი სტუდენტი, რომელიც ნარკოტიკს ასაღებს.
საკუთარ თავზე ჩამეცინა. მაინც როგორ მოვედი აქამდე?!
სახლში ასული უცბად მოვწესრიგდი და ზურის გავხედე.
- მთელი დღე სახლში ხარ?
- გახლავარ, ვინმეს თუ გაჩითავ, ჩემთვისაც წამოიღე.
- შენ ბიჭო რა დღეში ხარ- ჩამეცინა და თავზე ხელი წამოვარტყი.
- 17 წლის ვაჟიშვილი ხომ არ გგონივარ აბა?!
ორივე ავხარხარდით, მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და კიბეები მოწყვეტით ჩავიარე.
ისეთი ამინდი იყო, უეჭველი იწვიმებდა...
უნივერსიტეტის ეზო ხალხით იყო გატენილი, როგორც ყოველთვის. ჩემს ბავშვობის ძმაკაცს, ნიკუშას თვალი მოვკარი, მაგრამ მალევე დამეკარგა, როდესაც ხალხის ბრბოს შეერია. ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემი ბიზნესის შესახებ იცოდა. და 99%ით ვენდობოდი რომ არსად არ იტყოდა. ვინაიდან 100%ით არაფერში უნდა იყოს დარწმუნებული ადამიანი.
მოიცა... რა?!
ცხვირწინ ნაცნობმა შავმა თმებმა ჩამიარა.
აზრზე რომ მოვედი, ნაბიჯებს ავუჩქარე და ხმა ამოვიღე:
- ნატალია! ნატალია!
სხეული გაჩერდა. მომდგარი, მკვეთრი , ლურჯი ჯინსები და ტყავის ქურთუკი მის სხეულს სასწაულად კვეთდა.
სანახევროდ შემობრუნდა და... აი! დიდმა ლურჯმა თვალებმა ღიმილით ამათვალიერეს.
- ერთი კვირაა არ მინახიხარ!
- ვიცი...
მხარი ავუბი და ერთად შევედით შენობაში.
მომხდარზე საუბარი არ სურდა, გასაგებია. მაგრამ მე რა ჯანდაბა მჭირდა?! როდის აქეთია გოგოს ყურადღებას ვაქცევ იმის შემდეგ, რაც ორივემ ჩვენი დავიკმაყოფილეთ?!
- რომელ ფაკულტეტზე ხარ?
- ეგ ისედაც იცი.შენი ჯგუფელი ვარ.-ჩაიცინა და ცალ მხარეს თმა ყურზე გადაიწია.
- ასე გიხდება.
- ვიცი, უკვე მითხარი.
- ანუ იცი, რომ ლამაზი ხარ?
ჩაიღიმა და თავი ჩახარა. მისი უმანკო ღიმილი ძალიან მაცდური იყო. ალბათ ამიტომ მინდოდა მასთან იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სხეულების ერთმანეთში ზელვა.
- ლექციაზე შევიდეთ.
უხმოდ შევყევი. თმაზე ვაკვირდებოდი. გიშერივით შავი, თითქმის წელამდე თმა აქეთ-იქეთ მიმოყროდა ზურგზე. ბზინავდა.
რას ვაკეთებდი საერთოდ…
- დამიააან, დამიაან- ჩემი სახელის წელვა წელვით მომიახლოვდა პოლკოვნიკი ნიკუშა. დიახ, საპატრულოში მუშაობის სამ წლიანი სტაჟის შემდეგ რამდენიმე თვის წინ დააწინაურეს. ნიკუშა გვერდით მომისკუპდა. მან მშვენივრად იცოდა ჩემი ‘თამაშები’ და წამებში შეავლო ნატალიას თვალი.
- ეს ვინ გვყავს აქ?
ნატალიამ მხოლოდ გაუღიმა, თვალი აარიდა და წინ გაიხედა.
- გამოვ*ლევდი.
ხმადაბლა, პირდაღებულმა ამოიბურტყუნა აბესაძემ და სახე შეეცვალა. სიცილი ვერ შევიკავე მის გამომეტყველებაზე. არ ვიცი ვინ იყო ეს ჩვენი ნატალია, მაგრამ თავი ნამდვილად კარგად ეჭირა.

***

- ნატალია.
- რა?
დაბნეულმა მკითხა ნიკუშამ, როცა ბარში შეკვეთილი ლუდი ავიღე და მოწყურებულმა რამდენიმე ყლუპი ერთიანად გადავუშვი მუცელში.
- რა და, იმ გოგოს ნატალია ჰქვია.
- იმ ყინულის პრინცესას?
- შენ რაიყო, მულტფილმებს უყურებ?
დავცინე და მობილური შევამოწმე. დღეს კლიენტების ნაკლებობა იყო.
- მაგის გარეშეც, ჯერ მარტო როგორი ცივი თვალები ჰქონდა. მომსალმებოდა მაინც. მაგას ვერ დაკერავ მოკლედ, შეეშვი.
ხელი აიქნია და თავისი ბაკალიდან ერთი-ორი მოსვა.
- და რა დარწმუნებული ხარ, რომ უკვე არა?
- რანაირად ბიჭო?!
- რავიცი, თვითონ დამკერა ასეც შეიძლება ითქვას და მოსახდენი მოხდა.
- მოჩვენებითი უკარება ქალიშვილები.
გაკვირვებულმა წარბები აწია. ალბათ სხვა შემთხვევაში გავიცინებდი, მაგრამ მხოლოდ გამეღიმა. არ იყო ნატალია მხოლოდ სექსუალური ინტერესის ობიექტი.
- კარგი, რა დროს ნატალიაა. შენ რას შვრები?
- როგორც ყოველთვის, ზური შენთანაა ხო? გუშინ დამირეკა ჩემი უჟმური ძმისგან მიხსენიო.
- გინდა გითხრა უჟმური რატომ ვარ? იმიტომ, რომ 17 წლის ჰორმონებ აყვავებულ თინეიჯერს სახლში ნაშები არ მივუყვანე.
დავასრულე თუ არა, ორივეს სიცილი აგვიტყდა. ზური ძალიან სასაცილო იყო, ყოველთვის. ჩემზე ბევრად კარგი გარეგნობის პატრონი, და მაინც იმაზე წუწუნებდა, რომ არავინ ჰყავდა.
- ისევ ნინისთან ხარ შენ?
- კი, მაგრამ თვალები ყოველთვის დარბის, ხომ იცი.
ჩამეცინა. უყვარდა ჩემ ნიკუშას თავისი ნინი, მაგრამ მექალთანეობას ვერაფრით შველოდა.
- სამსახურში? ხომ არ გადაწყვიტე ჩემი დაბეზღება?
გავეხუმრე და შემდეგი კათხა შევუკვეთე.
- კი, ახლავე დაგადებ ბორკილებს და განყოფილებაში წაგიყვან.
თვალები ამიბრიალა. პოლიციელმა ჩემი საქმიანობის შესახებ იცოდა და ხელსაც კარგად მაფარებდა, უკვე წლებია.
სახლში ნახევრად მთვრალი მივედი. როგორც ყოველთვის ზური ვიდეო თამაშებს თამაშობდა. არ შევაწუხე, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და გვერდით ხალიჩაზე მივუჯექი.
- მომეცი ერთი პულტი. განახო კლასი.
- ახალგაზრდები ყოველთვის იგებენ, შანსი არ გაქვს- დამეჯღანა და ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე ჩამიგდო ხელებში პულტი.
თამაში გაჩაღდა. ფრედ მივდიოდით ორივე, ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ. ძალიან მიყვარდა ჩემს ძმასთან დროის ასე გატარება. მავიწყებდა იმ ბინძურ და მოსაწყენ ცხოვრებას რაც მქონდა და ბავშვობაში მაბრუნებდა.
მეორე დღეს უნივერსიტეტში ორ ლექციაზე მეძინა. ზურისთან ერთად გათენებული ღამე ავანაზღაურე.
- წესებს არღვევ- ყურში ნაცნობი ხმა ჩამესმა, მაგრამ მაინც ვერ მოვედი აზრზე ვინ მელაპარაკებოდა. თავი დაბღვერილმა ავწიე მაგიდიდან და ჩემს ყურთან შეჩერებულ ნატალიას წავაწყდი. რომელიც პირისპირ ღიმილით იყურებოდა. მომდგარი, რძელმკლავიანი ზედა და მოკლე ქვედაბოლო ეცვა. ფეხი ფეხზე გადაედო და ხელები მერხზე დაეწყო ჯვარედინად.
- წუხელ გავათენე და... ვიფიქრე გამოვიძინებთქო.
- ხო, მაგას ვხედავ - მზერა ჩემსკენ გადმოიტანა და გამიღიმა.
რანაირი იყო…
თხუთმეტი წუთი დუმილში გავატარეთ ორივემ. არც იწუხებდა თავს ჩემსკენ გამოეხედა, ამაყად, წელში გამართული იჯდა.არ ვიცი, ასე იყო თუ არა მაგრამ მდიდარი ოჯახის ქალიშვილივით იქცეოდა. თითქოს კარგი მანერები, მაგრამ რაღაც ეშხი… და მისი თვალები ძალიან, ძალიან ცივი იყო.
- ამ ლექციის შემდეგ, თუ არაფერს აკეთებ გინდა ყავა დავლიოთ?
გაკვირვებულმა გამომხედა და ნეწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. თვალები დაახამხამა და ოდნავ გაიღიმა.
- კაფეტერიაში გნახავ..
- სიმართლე რომ ვთქვა, სადმე გარეთ ვიგულისხმე.
- მეჩვენება თუ მეფლირტავები- წარბები უკარება გოგოსავით ამიწია და ღიმილი გაზარდა. თავი ვერ შევიკავე და ჩავიცინე.
- არ გეჩვენება.
ხმა გაისმა, რომელიც გვანიშნებდა რომ უაზრო ლექცია დამთავრდა. ყველა ფეხზე წამოიშალა.ნატალიაც და ჩქარი ნაბიჯებით გაიწია.ფეხი ავუბი.
- მოიცა, ანუ?
- ნახევარ საათში გნახავ.
ისევ იგივე ჟესტი.
პირღია ვუყურებდი როგორ ტოვებდა აუდიტორიას.
- ჰა გამოგა*ლევა?
- ცოტა ძაან მაბნევს.
პასუხი გავეცი ნიკუშას.
- ყავა უნდა დავლიოთ. წამო შენც.
- არა, არ მინდა ჯგუფური და თემები.
სახე შემეცვალა
- ბიჭო, სერიოზულად გეუბნები, გავიცნოთ რა, იქნებ კაი გოგოა სამეგობროდ.
- სულ დამავიწყდა შენ ხო უკუღმართი ხარ.ჯერ ხმარობ, შემდეგ უმეგობრდები.
- მხოლოდ ნატალია…
- კარგი კარგი, მოვდივარ და შემდეგ პირდაპირ სამსახურში წავალ.
ხელები ასწია დანებების ნიშნად და თავი ჩაქინდრა.
- მითხარი ერთი, როგორ მიგდის ბიზნესი?
- სამ წუთში ორ ტიპს ველოდები, ათ წუთში ნატალიას. ნუ ეგ ბიზნეს გარეთ.
- სულ გამოშტერდი და უნივერსიტეტში მოგაქვს?
ხმას დაუწია და ჩურჩულით წინ გადამიდგა, თვალები ამიბრიალა.
- შენი ჭირი მე რა… ისე მეუბნები თითქოს პირველად ან მეორედ ვაკეთებდე.
- დამიანე სერიოზულად გეუბნები, თავი არ გაიშარო. ან მაგ შენმა ნატალიამ რომ დაგინახოს, რას ეტყვი.
- ქალივით ნუ პანიკობ. რა უნდა ვუთხრა, არარის ეს მაგის საქმე.
სერიოზულად ვუთხარი და თავით მის უკან ვანიშნე კლიენტებზე, რომლებიც მიახლოვდებოდნენ.
თავი ჩახარა ნიკუშამ და გვერდით ასევე ამომიდგა. ყოველთვის უხერხულად გრძნობდა ხოლმე თავს, როცა მის თვალწინ მიწევდა ამის გაკეთება.
- დამიანე?
- მე ვარ - ხმაჩახლეჩილმა ვუთხარი მამისტოლა კაცებს და შევათვალიერე. შავი რეი-ბანები, შარვალ კოსტუმი. ასეთ ტიპებს რათ უნდოდა ნარკოტიკი? ნუ ეს ჩემი საქმე არ იყო.
ზურგჩანთის შიდა ჯიბე გავხსენი, გარშემო მიმოვიხედე და ცელოფანში კარგად გახვეული შეკვეთა ხელში გადავაწოდე. მეორემ, უფრო მაღალმა ფული მომაწოდა და ნიკუშა აათვალიერა. მივხვდი რატომაც, ძალიან უხერხულად იდგა. ყურადღება არ მიმიქცევია, საქმის დასრულებაზე გადავედი. იქამდე უნდა წასულიყვნენ სანამ ნატალია მოვიდოდა.
- მოვგვარდით?
- თავისუფლად.
გამიღიმა პირველმა, მაგრამ ეს არამეგობრული ღიმილი იყო. თავი დავუკარით ერთმანეთს და რამდენიმე წამში უკვე გზის მეორე მხარეს, მანქანასთან გაჩნდნენ.
- ესე ნუ დგახარ ხოლმე. თორემ ძაღლებიდან ერთერთი ჰგონიხარ ყველას, თითქოს გამოჭერაზე ხარ.
- ვაი! ნეტა ჩემი ძმასავით არ იყო რა! როგორ არ გეშინია ქუჩაში ამას ასე თავისუფლად რომ აკეთებ.
- მე, დამიანეს რამის ოდესმე შემშინებია?
გავუცინე და მხარზე ხელი დავარტყი.
- წმინდანის სახელი კი გაქვს, მაგრამ საპირისპირო ხარ.
ჩაიცინა და დაჭიმული მხრები ოდნავ მოადუნა.
- გოგოებს დაგვიანება უყვართ..
ამოვიბურტყუნე და ტერიტორია შევთვალიერე.
- ეგ ისეთია, შეიძლება გადაგაგდოს.
- ეჭვი მეპარება.
- ისე დამიან, რო ამბობ არასდრის შემშინებიაო, არც მაშინ შეგეშინდა კლიენტი რომ კაიფში გაგეპარა?
სახე დავასერიოზულე, ამ თემაზე საუბარი ყოველთვის საშინელ ხასიათზე მაყენებდა.

*ორი წლის წინ*

- ნიკუშ! სასწრაფოდ მჭირდები!
ხელის კანკალით დავურეკე ძმაკაცს შუაღამისას.
- ღამის სამ საათზე რა ხდება? მშვიდობა გაქვს?
- სირენების ხმა არ გესმის ალბათ. ჩემს კორპუსთან ორი პოლიციის მანქანა აყენია.
- მოვდივარ.
- სწრაფად მომახალა. ფარდა ფრთხილად გავწიე და გავიხედე. წარმოდგენა არ მქონდა რატომ ტრიალებდა ექვსი პოლიციელი ჩემს კორპუსთან. პულს აჩქარებული ვიყურებოდი. სარდაფს ეძებდნენ, უეჭველი იყო. მაგრამ ის არ მგონია ეფიქრათ რომ ოფისის პატრონი იქიდან ექვსი სართულის ზემოთ მცხოვრები ყოფილიყო.
ღერს ღერზე ვაბოლებდი. მალევე შეწყდა ლურჯი და წითელი ნათებები მაგრამ კარებზე ბრახუნმა ერთიანად ამაფორიაქა. სწრფად მივაწვი ნახევარი სიგარეტი საფერფლეს და ფეხზე გიჟივით წამოვვარდი. ასევე მივვარდი და ბინოკლში გავიხედე. ძმაკაცის დანახვისას ღრმად ამოვისუნთქე და კარი ფართოდ გავაღე.
- პოლკოვნიკი აბესაძე, ამ კორპუსში თითო ბინის ჩხრეკის ორდერი გვაქვს. გთხოვთ გარეთ გამობრძანდეთ.
თვალებით ნიკუშა მანიშნებდა რომ გარეთ გავსულიყავი. დავუჯერე და ორი ჩემსიმაღლე დიდტორიანი ჩემს სახლში შევუშვი.
- არეულობისთვის ბოდიში, სტუმრებს არ ველოდებოდი.- დამცინავად მივახალე და ხმაკაცთან გავედი.
- მითხარი რომ სახლში არაფერი არ გაქვს! გამოშტერებულო!
ხმადაბლა მხარზე ხელის რტყმით ოდნავ მოშორებით გამიყვანა.
- რათქმაუნდა არა! ხომ არ გაგიჟდი?! რახდება ვაფშე?
- დამიანე მაგარ შარში ხარ! ყველას ჩხრეკენ. ოფისს ეძებენ.
- იმედია სარდაფში ჩასვლას არც გაიფიქრებენ.- თვალები მოვიზილე.
- ამათთან არ წამოგცდეს რომ მიცნობ. ვეტყვი პირადად გაგჩხრიკე აქ. ჩემი გამოძახება არარის, მაგრამ შევეტენე რა..
- შენც მაგარს რისკავ, ხოიცი..
- ძმის გამო შენ იგივეს არ იზამდი?!
თვალები დამიბრიალა და ფორმა გაისწორა.
- რატომ არიან აქ საერთოდ? რამ მოიყვანათ?!
დავეჭვდი და მოაჯირს მივეყრდენი.
- ვიღაც 20-22წლის გოგო ამ ტერიტორიაზე ნაყიდით, პერედოზით გაიპარა.
წარბები ავწიე და სხეული ერთიანად მომიდუნდა.
- დოზაზე მეტს არავინ იღებს ჩემგან.
მხრები ავიჩეჩე.
- სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდება აღარ გააგრძელო რასაც აკეთებ. ან მოეშვი საერთოდ ხო ხედავ არა?!
რამის დამიყვირა, მაგრამ თავს შიგნით მყოფების გამო იკავებდა, ვატყობდი.
- ანუ ვიღაცამ საჩივარი შემოიტანა არა?!
დაცინვით ვუთხარი. თავი დამიქნია. მალევე გამოსცდნენ ზღურბლს პოლიციელები და მეც წელში გავსწორდი.
- ეს სუფთაა.- მიუგო ჩემზე ნიკუშამ.
- შიგნითაც საეჭვო არაფერი. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის.
თავი ერთდროულად დამიკრა ორივემ და ნიკუშამაც მათთან ერთად კიბეები ჩაიარა.

*ახლანდელი დრო*

- ზუსტად მაგის მერე არ ვიჭერ ურთიერთობას გულნატკენებთან და პატარებთან.
- საცოდავი გოგო.
- კაი გეყოფა, ჩემი ბრალი არ ყოფილა, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი.
ვიცოდი საპასუხოდ რამეს დამიბრუნებდა, რომ არა ნატალია რომელიც ღიმილით მომიახლოვდა წარბ აწევით გახედა ნიკუშას.
- ხო ეს, ჩემი ძმაკაცია, დაგვეწვევა.
- არ გითქვამს რომ ვინმეს წამოყვანას აპირებდი.
უხერხულად მომოიხედა გარშემო და თავჩახრილმა დაბლიდან ამომხედა.
- ეს პრობლემაა?
- არანაირი.
- მაშინ წავედით.
ხელი გავუშალე გზისკენ და მიმართულება ვანიშნე.
ნიკუშას გავხედე, უკვე ვხდებოდი რომ ნატალია არ მოსწონდა. და არც გოგო იყო დიდად მოხიბლული.
კაფეტერიაში შევედით. ეს ორი მაგიდასთან დავტოვე და სამი კაპუჩინო შევუკვეთე. სანამ შეკვეთას ავიღებდი გავხედე. ნიკუშა დაბღვერი მიყურებდა, ნატალია ფანჯარაში იხედებოდა.
პოდნოსს ხელი დავავლე და ჭიქები მაგიდასთან მივიტანე. ნატალიას გვერდით მივუჯექი. უხერხულად შეიშმუშნა, შემომხედა და გამიღიმა.
-აბა, გაიცანით ერთმანეთი?
-არა- ორივემ ერთდროულად მიპასუხა.წარბები ავწიე და ჩემი ყავა მოვსვი.
კარგი, ამ უხერხულობისთვის ბოლო უნდა მომეღო.
-იცი, მე და ნიკუშა ბავშვობის ძმაკაცები ვართ.
-კარგია.
გამიღიმა და ძმაკაცს გახედა, ახლა შედარებით რბილი მზერით.
თითქოს სევდიანად ამოიბურტყუნა და ჭიქას მოთამაშე თითები ძლიერ მოხვია. ალბათ თითებზე თამაში ჩვევად ჰქონდა. ჩამეღიმა.
-აქამდე არასდროს გვინახიხარ უნივერსიტეტში.
-კარგი, ეს უკვე დაკითხვას გავს- ჩაიცინა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. ენა ტუჩებზე უცბათ გადაიტარა და საუბარი განაგრძო- წინა წლები უცხოეთში ვსწავლობდი.
-აქ რამ ჩამოგიყვანა ტო?
ვკითხე, ნელნელა ვრწმუნდებოდი.მდიდარი ოჯახის გოგონა.
-ასე მოხდა.
-აქ მარტო ხარ?
-კი, უფრო სწორად მეგობართან ერთად ვცხოვრობ.
-მეც მარტო ვცხოვრობ- გავუღიმე და ნიკუშას გადავხედეთ ორივემ.
-კარგით რაიყო, დავამთავრო სწავლა და გადავალ მარტო. დიდი ამბავი ეხლა მშობლებთან ერთად ცხოვრება დანაშაულია?!
დაიწყო ბუზღუნი, როგორც სჩვევია ხოლმე. მე და ნატალიას ერთნაირად გაგვეცინა. სიცილისას ნელა გადმოიხარა ჩემსკენ და მხარზე ოდნავ მომეყრდნო. მესიამოვნა, მაგრამ თავისი საქციელი თითქოს ვერ შეამჩნია.
- ასე ნუ მიყურებ, ყინულის პრინცესა.
- კარგი შევთანხმდით, ოღონდ ასე აღარ დამიძახო- სიცილით უპასუხა ნატალიამ და წელში გასწორდა.
- მოვილაპარაკეთ.
- ბავშვურად გამომივიდა, უბრალოდ…
- თუ არ გინდა თქმა ახსნას არ გაძალებთ- მივეშველე დაბნეულს და გავუღიმე.
- მადლობა, დამიანე.
- ჩემი სახელი გცოდნია.
უკვე ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა. კი მაგრამ როდის მოასწრო დალევა? თან ასეთი ცხელის?
- რათქმაუნდა, შენ ხომ ფეისბუქში მომწერე.
განმიმარტა და წარბები ამიწია. ეს სულ დამავიწყდა. უფროსწორად, იმ ღამეს რა დამავიწყებდა. პირველი გოგო რომელიც ჩემს ოთახში იყო…
დაუჯერებელია, რა პატარაა ეს თბილისი. კაფეში ჩემი ძველი კლიენტი და ჩემი ძველი მეგობარი შემოვიდა. ფეხზე ღიმილით წამოვდექი რომ მივსალმებოდი. დიდი დრო იყო გასული, ალბათ ერთი წელი.
-ვაა რაფო, შე დაკარგულო- ხელები გავუშალე ნაცნობს. დამინახა თუარა უცნაური ღიმილი გამოესახა. ალბათ არ მელოდა აქ.
ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა. უკვე კბილები გამოაჩინა.
-დამიან? რა დრო გასულა არა?
თავი დამიქნია და გარშემო მიმოიხედა. მზერა წამიერად ჩემი მაგიდისკენ შეაჩერა. ნიკუშა ბევრჯერ ყავდა ნანახი, ჩემს ოფისში და ალბათ აქედან ეცნობოდა. ბოლოს ისევ მე დამიბრუნდა.
-კაფეში ნაღდად არ გელოდი.
-სიმართლე რომ ვთქვა არც მე.
გამიღიმა და დახლთან მივიდა. წასაღები ყავის შეკვეთა მისცა.
-ხოარ შემოგვიერთდები?
-არა ძმა, მერეც თუ გადავეყარეთ ერთმანეთს, სიამოვნებით.
თვალი ჩამიკრა, მხარზე ხელი მეგობრულად დამარტყა რამდენჯერმე, თავისი შეკვეთა აიღო, ფული გადაიხადა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა კაფე.
-ნიკუშ გახსოვს ეს ჩემისა? ადრე სულ ჩვენთან ეგდო ხოლმე.
ოფისი სპეციალურად არ ვახსენე, ნატალიასგან სავარაუდო კითხვებისგან თავის დასაცავად.
-ბიჭო კი მეცნო, მარა ვერ ვიხსენებ რა. ხოიცი მე თუ ხშირი კონტაქტი არ მაქვს ადამიანთან მავიწყდება.
-ხო. იმას ვფიქრობდი რომ ძალიან პატარაა თბილისი. ერთი წლის უნახავ კაცს აგერ კაფეში გადავეყარე.
ნატალიას გავხედე თუმცა ან არ მისმენდა, ან რაღაცაზე განაწყენებული იყო. თავჩახრილი იჯდა, მაგრამ თავი მაინც ამაყად ეჭირა თითქოს.
-ნატალია რამე მოხდა?
თავი გააქნია და ყალბი ღიმილით თვალებში შემომხედა.
-უჰ როგორ ვიცი ეს სიყალბე. რაიყო ჩემმა სიტყვებმა ვინმე გაგახსენა? გინდა ერთად ვუტუროთ დედა?
სიცილით ვუპასუხე და მისი გამხიარულება ვცადე. ჩემს უკბილო ხუმრობაზე მხოლოდ ჩაეცინა მაგრამ ესეც ყალბი იყო.ისევ მის თითებს ეთამაშებოდა და ერთმანეთში ხლართავდა. ფეხზე ყოყმანით წამოდგა და ჩანთა მხარზე მოიკიდა.
-უნდა წავიდე.
თავჩახრილი ელოდებოდა როდის გავატარებდი, მაგრამ ეს რა ჯანდაბა იყო?! ასე უცებ რატომ მოუნდა გაქცევა.
-ასე მალე?
-ერთი საათია აქვართ, თუ ვერ შეამჩნიე.
ოხ ეს მოუხეშე ენა! მაგიჟებდა თან მაფსიხებდა. რა გაეწყობოდა, ხო არ დავაძალებდი არა? უნივერსიტეტში მაინც ვნახავდი. ფეხზე წამოვდექი და გავატარე. უკან მოუხედავად აბნეული ნაბიჯებით, ჩქარა გაიარა მანძილი კარებამდე.
- ლექციაზე შევხვდებით- ხელი აუწია ნიკუშამ თუმცა ნატალიას არც შეუმჩნევია და არც მოუხედავს უკან.
- მერე იტყვის ყინულის პრინცესას ნუ მეძახითო. რა დაეტაკა?
- წარმოდგენა არ მაქვს.
საკუთარ ყავის ჭიქას თითები გაღიზიანებულმა მოვხვიე, პირთან მივიტანე და კაპუჩინო ბოლომდე დავასრულე.

გელით!



№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ძალიან საინტერესო ჩანს. ნეტავ, მაგ გაყინულ დამიანეს ეს გოგო თუ გაულღვობს ყინულებს. თვითონ ნატალიც არ ჩანს ადვილი გოგო, რაღაცას მალავს, ასე მგონია. სხვათაშორის, ძალიან კარგი წყვილი გამოვა მაგათგან. იგრძნობა ქიმია და ბიოლოგია :დდ
შენ რაც შეგეხება, ძალიან მაგარი ხარ და ველოდები შემდეგ თავს <3

 


№2  offline მოდერი Moonlight17

სუფორთივ გეერლ ❤️❤️ ვნახოთ ქიმია ვიოლოგია ფიზიკა როგორ დატრიალდება :დ გყვარობ ძალიან❤️
ენ ჯეინი
ძალიან საინტერესო ჩანს. ნეტავ, მაგ გაყინულ დამიანეს ეს გოგო თუ გაულღვობს ყინულებს. თვითონ ნატალიც არ ჩანს ადვილი გოგო, რაღაცას მალავს, ასე მგონია. სხვათაშორის, ძალიან კარგი წყვილი გამოვა მაგათგან. იგრძნობა ქიმია და ბიოლოგია :დდ
შენ რაც შეგეხება, ძალიან მაგარი ხარ და ველოდები შემდეგ თავს <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან საინტერესო ჩანს , მე კიდევ მგონია ეს ყინულის პრინცესა და ის გოგო 2 წლიდ უკან ვინც გარდაიცვალა ერთმანეთ უკავშირდება და ამიტომაცაა რომ დაბრუნდა უკან . ნუ ეს ჩემი მოსაზრებაა . იმედია არ დაიგვიანებ და მალ მალე დადებ laughing

 


№4  offline მოდერი Moonlight17

მადლობა საყვარელო, ვეცდები არ დაგიგვიანოთ ❤️❤️❤️
სტუმარი ნენე
ძალიან საინტერესო ჩანს , მე კიდევ მგონია ეს ყინულის პრინცესა და ის გოგო 2 წლიდ უკან ვინც გარდაიცვალა ერთმანეთ უკავშირდება და ამიტომაცაა რომ დაბრუნდა უკან . ნუ ეს ჩემი მოსაზრებაა . იმედია არ დაიგვიანებ და მალ მალე დადებ laughing

 


№5  offline წევრი elene2619

არ გელოდებოდი და რა ამბები დაატრიალე თურმე შენ აქ laughing
დამიანეს "ყინულის" გულს ცოტა ბზარი გუჩნდა და ვნახოთ რა მოხდება blush
მოუთმენლად გელოდები heart_eyes

 


№6  offline მოდერი Moonlight17

მოულოდნელობები მახასიათებს ხომ იცი :დ გამიხარდა კვლავ შენი კომენტარის ნახვა ????❤️
elene2619
არ გელოდებოდი და რა ამბები დაატრიალე თურმე შენ აქ laughing
დამიანეს "ყინულის" გულს ცოტა ბზარი გუჩნდა და ვნახოთ რა მოხდება blush
მოუთმენლად გელოდები heart_eyes

 


№7 სტუმარი ზინიკო

საინტერესო დასაწყისიაა.. ველი მოუთმენლად ახალ თავს.. არ გვალოდინო რა.. ;)

 


№8  offline მოდერი Moonlight17

ვეცდები ყველანაირად ❤️❤️
ზინიკო
საინტერესო დასაწყისიაა.. ველი მოუთმენლად ახალ თავს.. არ გვალოდინო რა.. ;)

 


№9  offline წევრი Kalina

მომწონს ძალიან:))
შენც მომწონხარ, მუნლაით ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№10  offline მოდერი Moonlight17

ვუაიჰ, არ გამაბერცხლისფერო ეხლა:დ ❤️მადლობები❤️❤️
მარიკუნაა♥️
მომწონს ძალიან:))
შენც მომწონხარ, მუნლაით ♥️

 


№11  offline წევრი ფარვანა

Dzaan kaiikoo gelodebi moutmenlad ar daigviano blush
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№12  offline მოდერი Moonlight17

მადლობა <3
Vivien Sky
Dzaan kaiikoo gelodebi moutmenlad ar daigviano blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent