ალუბლის არომატი (ნაწილი 9)
ქართველი ბიჭი ისევ განწირულად ბღაოდა, მაგრამ დანიელს უკვე აღარ ესმოდა..მხოლოდ ერთი წამი დასჭირდა დანიელს, რომ გააცნობიერებინა, ლიზა გონებაზე აღარ იყო. - ლიზა…? - ხმა შეეცვალა... ქართველები, ხმაური, გინება ყველაფერი გაქრა მისთვის..ისე მიაგდო ის ბიჭი, თითქოს საერთოდ აღარ არსებობდა. ნაბიჯებით კი არა თითქმის გადახტა ლიზასთან..მუხლებზე დაეშვა მის წინ. - ლიზა! - ხელის კანკალით შეეხო ლოყაზე, ლიზას სახე გვერდზე ჰქონდა გადაგდებული, მარცხენა თვალის ქვემოთ კანი უკვე იასამნისფრად იღებებოდა.. ხელი პირდაპირ ლოყასა და საფეთქელს შორის მოხვდა, ადგილი სწრაფად გასიებოდა, თხელი კანი წითლდებოდა და ქვეშ მუქი ლაქა ამოდიოდა..დანიელს თითები უკანკალებდა. - ჯანდაბა… ლიზა… - ჩურჩულით თქვა და ნაზად შეანჯღრია..არანაირი რეაქცია, უცებ წამოსწია, ორივე ხელი შეუცურა მის სხეულის ქვეშ და მარტივად, თითქოს ბუმბული ყოფილიყოს, ხელში აიყვანა, მაგრამ მისი სუნთქვა მძიმე და აჩქარებული იყო, მკერდი სწრაფად ამოსდიოდა.. ძმაკაცები გარს შემოეხვივნენ. - დანი, მშვიდად… - სასწრაფო ხომ არ გამოვიძახოთ? - რა მოხდა საერთოდ?.. - გზა გამითავისუფლეთ! - დაიღრიალა..მის ხმაში ისეთი ტონი იყო, რომ ყველამ ინსტიქტურად გაიწია, აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა კლუბიდან, ცივი ღამის ჰაერი სახეში დაეჯახა, მაგრამ ვერაფერი ანელებდა მის შიგნით ამოვარდნილ პანიკას, მანქანასთან მისულმა სწრაფად გააღო კარი და ლიზა ფრთხილად, მაქსიმალურად ფრთხილად დასვა წინა სავარძელზე.. თავი ხელით დაუჭირა, რომ არ გადახრილიყო.. მარცხენა საფეთქელთან კანი უკვე მუქდებოდა, სწრაფად ამოიბურცა მოლურჯო ლაქა, ცხადია მისნაირი ძლიერი კაცის მოქნეული ხელი მძიმე შედეგს ტოვებდა.. თითები უკანკალებდა, როცა ლოყაზე ფრთხილად შეეხო. - ლიზა… თვალები გაახილე… - დაბალი, ჩახლეჩილი ხმით უთხრა. - ლიზა… გესმის ჩემი? - ოდნავ შეანჯღრია, მერე ხელებით სახეზე ეფერებოდა, თითქოს შეხებით შეეძლო გონება დაებრუნებინა, მის წინ დაიხარა, ასეთი დაუცველი, უმოძრაო სულ სხვანაირი იყო.. - ლიზა… - ჩურჩულით ისევ დაუძახა, ლიზას წამწამები შეირხა, ნელა გაახილა თვალები. ყველაფერი ტრიალებდა.. ვერ გაეგო კოქტეილის ბრალი იყო თუ დანიელის მოქნეული ხელის. - ლიზა, კარგად ხარ? - დანიელის ხმა ამჯერად მკაცრი აღარ იყო, რამდენიმე წამი ლიზა ჩუმად იჯდა, მეხსიერებაში ალაგებდა ფრაგმენტებს.. ბიჭები… ყვირილი… დანიელის გაშმაგებული სახე, დარტყმა.. თვალთან ხელი მიიტანა - აჰ… - ჩუმად აღმოხდა ტკივილისგან - ლიზა… ხმა ამოიღე - დანიელმა მის ხელს შეეხო..სწორედ იმ წამს აფეთქდა, მწარე სილა გააწნა დანიელს, ისეთი ძლიერი, რომ დანიელს თავი გვერდზე გადაუვარდა. - ცხოველო!!! - ხმა აუკანკალდა ბრაზით. - რა გამიკეთე? ნახე რას დამამსგავსე!! - დანიელის ყბა დაიჭიმა. - კიდევ მე ვარ ცხოველი?! -კბილებში გამოსცრა და ინსტიქტურად მის მაჯას ძლიერად მოუჭირა ხელი. - ის ნაბიჭვრები გავიწროვებდნენ! შენი შერცხვენა უნდოდათ! კიდევ მე ვარ ცხოველი?! მე შენ დაგიცავი! რაც არ უნდა გავაკეთო, ყოველთვის უმადური ხარ! - კლუბის კარიდან ნოა გამოვარდა, სწრაფად მიუახლოვდა მათ - დანი… ტურისტები არიან - დანიელმა მზერა არ მოაშორა ლიზას. - ხომ იცი რაც უნდა გააკეთო. მე უფლებამოსილება დროებით შეზღუდული მაქვს. - ნოამ თავი დაუქნია, თვალით ანიშნა და ისევ შიგნით შევარდა, ლიზამ მაშინვე თავი წამოსწია. - რას უპირებთ იმ ბიჭებს? - დაწყნარდი. უბრალოდ გაესაუბრებიან მათ - არა! ვიცი რასაც უპირებ! არ გაბედო იცოდე! - მანქანიდან სწრაფად გადმოხტა, თავბრუ დაეხვა, ნაბიჯი აერია და პირდაპირ დანიელის მკლავებში ჩავარდა, დანიელმა ხელის მტევნით მის მოშიშვლებულ ზურგზე მოუჭირა ხელი, ისეთი ძალით, თითქოს ლიზა სადმე გაექცეოდა.. ძალიან ახლოს მიიზიდა, მანძილი თითქმის აღარ არსებობდა..ჯერ მის ტუჩებს დახედა, მერე თვალებში ახედა, მერე ისევ ტუჩებზე..დაიხარა, ლიზამ სწრაფად გაითავისუფლა თავი. - იმ ბიჭებს არაფერს დაუშავებ! გასაგებია?! - ძალიან გთხოვ, შენი პატრიოტიზმი შენი იდიოტი თანამემამულეების მიმართ გვერდზე გადადე! ისინი დაისჯებიან. - ხმა დაუმძიმდა - არ მოგცემ ამის უფლებას!! - და რას იზამ? - ისევ მკლავებში მოიქცია. - გამიშვი!! - ნუ მეჯიუტები! შიგნით უამრავი ჩემი მეგობარია. ისე მოიქეცი, როგორც მოსიყვარულე ცოლს შეეფერება! - ფეხებზე ! ყველას გავაგებინებ, რომ შენი ნამდვილი ცოლი არ ვარ! - ლიზამ ყვირილი დაიწყო, დანიელმა მაშინვე პირზე ააფარა ხელი. - გეფიცები… ქალი რომ არ იყო… - კბილებში გამოსცრა, მაგრამ წინადადება ბოლომდე აღარ დაასრულა, მანქანის კარი გამოაღო და ძალით ჩასვა შიგნით. - გაფრთხილებ. ხმა არ ამოიღო. წყნარად იჯექი. ცოტა აზრზე მოდი! - გაბრაზებული, მაგრამ უკვე დაძაბული ხმით უთხრა, ლიზამ ზიზღით გადახედა. - ვერ გიტან, დანიელ კოენ! მეზიზღები! პირუტყვი ხარ! - მანძილი ისევ მინიმალური იყო, ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ. - არც მე მეხატები გულზე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! - მანქანა დაქოქა, საბურავებმა ასფალტზე მკვეთრად დაიწკრიალეს და კლუბის ტერიტორია სწრაფად დატოვეს. მანქანაში მძიმე სიჩუმე ჩამოწოლილიყო.. არც მე ვლაპარაკობდი, არც დანიელი. თვალი საშინლად მეწვოდა, ლოყა გასიებული მქონდა. მანქანა უცნობ კორპუსთან გაჩერდა. - სად ვართ? - ვკითხე გაკვირვებულმა - წამოდი. თვალს დაგიმუშავებენ. - ვინ? - დედაჩემი, მასთან მოვედით. მედდაა… კარგად მოგხედავს - კიბეებზე ასვლისას შეჩერდა და მკაცრად გამაფრთხილა. - იცოდე, დედაჩემთანაც ვთამაშობთ. გაიგე? ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! - გავიგე! გავიგე! ყრუ არ ვარ, არ მჭირდება ამდენი გამეორება! - მე კი მეგონა ყურს გაკლდა… — ირონიულად ჩაიცინა. სარას ჩვენი დანახვა გულწრფელად გაუხარდა.. ჩაგვეხუტა, გულში ჩაგვიკრა, თითქოს დიდი ხნის უნახავი შვილები ვყოფილიყავით. - შვილო… რა დაემართა ლიზას? - ხმა შეეცვალა, როცა ჩემი ჩალურჯებული სახე დაინახა. - გამაბრაზა და ვცემე - სიცილით უპასუხა დანიელმა, მე დაბღვერილმა გადავხედე. - რეალურად მართლა მისი ნამოქმედარია. - რაა?! - შემთხვევით, დედა… მერე აგიხსნი. ახლა იქნებ შენი ჯადოსნური ხელებით რამე მოუხერხო. ხვალ სტუმრებს ველოდებით და ჩემი ცოლი უნდა ბრწყინავდეს, ჩვეულად ლამაზი უნდა იყოს - ნუ გეშინია, ხვალ ისევ ისეთი ლამაზი იქნება - მშვიდად თქვა სარამ და სამედიცინო ჩანთა მოიტანა, სუფთა ხელთათმანები გაიკეთა.. ჯერ ცივი კომპრესი დამადო, რომ შეშუპება შემცირებულიყო. მერე ანტისეპტიკით საფეთქელთან წვრილი ნაკაწრი გამიწმინდა. სპეციალური ჰეპარინის შემცველი გელი ფრთხილად შეაზილა ჩალურჯებულ ადგილას, რომ სისხლის ჩაქცევა სწრაფად განელებულიყო. ბოლოს მსუბუქი ელასტიური ბინტი დროებით დამიფიქსირა და მირჩია, ყოველ ორ საათში ცივი კომპრესი დამედო. - აბა ვის ელოდებით სტუმრად? - ჰკითხა მან, როცა საქმეს მორჩა. - ლიზას ქართველ მეგობრებს - შენს სახლში ქართველებს უნდა უმასპინძლო? - სარამ სიცილი დაიწყო. - რა ვქნა, სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს, დედა. ლიზა იმდენად მიყვარს, მზად ვარ მისი წარმომავლობაც ავიტანო. - დავპირდი, რომ შევაყვარებ საქართველოს. სანამ ამას არ მოვახერხებ, არ მოვისვენებ!.. - სარა, შენც გვესტუმრე ხვალ, ქართულ კერძებს გაგასინჯებ. - რაო, რაო? ქართულ კერძებს აკეთებ? - რა თქმა უნდა, ძვირფასო. თანაც შენ მომეხმარები მისი უდიდებულესობა ხინკლის მომზადებაში. - არავითარ შემთხვევაში! სრულად ებრაული კერძებით გავუმასპინძლდებით სტუმრებს - კატეგორიულად თქვა დანიელმა. - მაგალითად რით? ჰუმუსით? შაქშუკათი? ფალაფელით? შნიცელით? ჩოლენტით? ბურეკასით? ამით აპირებ ქართველების გაკვირვებას? - არ მინდა შენი იდიოტური ქართული კერძები ჩემს სახლში! - მე კი შენი იდიოტური ებრაული კერძები არ მინდა! - კამათში ისე შევედით, დაგვავიწყდა სად ვიყავით. სარა გაოგნებული გვიყურებდა, ჩვენი სიტყვები ზედმეტად უცნაურად ჟღერდა „შეყვარებული“ წყვილისთვის. - დანიელ, რა გჭირთ? მოსისხლე მტრებივით რატომ ჩხუბობთ? - მოსისხლე მტერზე უარესია… - ქართულად ჩავიბურტყუნე. - რამე მითხარი, ლიზა? - მკითხა სარამ. - არა… არაფერი. - მგონი მოვრჩით. ამაღამ ცოტა დისკომფორტს იგრძნობ, მაგრამ ხვალ სილურჯე და შეშუპება მნიშვნელოვნად დაგიკლებს. - მადლობა, სარა - გულწრფელად გადავეხვიე. - ამაღამ ჩემთან დარჩით. გვიანია… ნუ წახვალთ.. დარჩით და დილით ადრე წადით. - მგონი წასვლა აჯობებს… - უხერხულად ვთქვი. - დედა… მე მგონი… - დანიელს უარის თქმა უნდოდა, მაგრამ უცებ თვალებში ეშმაკურმა ნაპერწკალმა გაუელვა. - მგონი კარგი იდეაა, საყვარელო. დავრჩეთ აქ, დედასთან. - დანიელ… წავიდეთ, სჯობს - თვალებით ვანიშნებდი. - ვიცი, ჩემთან განმარტოებით ყოფნა გიყვარს, მაგრამ მოდი ამაღამ დედას გულს ნუ დავწყვეტთ.. - ასე ჯობია. დარჩით, ძალიან გამახარებთ. საწოლს მოგიმზადებთ- თქვა სარამ და ოთახისკენ წავიდა, დანიელი ნიშნისმოგებით მიღიმოდა.. ცოტა ხანში სარასთან შევიდა და ჩუმად ჰკითხა: - დედა, შენს ოთახს გვიმზადებ? - ხო, შვილო. პატარა ოთახში ერთსაწოლიანი ლოგინია, იქ გაგიჭირდებათ. - არა, არა… რატომ გაგვიჭირდება? პირიქით, ლიზა უხერხულად იგრძნობს თავს შენი ოთახი რომ დაგვითმო. ჩვენ პატარა ოთახში დავიძინებთ - კარგად მოთავსდებით? - ძალიან, ძალიან კარგად, მოვთავსდებით დედა, ცოლს მჭიდროდ ჩავეხუტები და ისე დავიძინებ - კარგი, მაშინ იმ ოთახს მოგიმზადებთ - დანიელმა კმაყოფილი ღიმილით ჩაიცინა, თვალებში ისევ ეშმაკები აუთამაშდა, რადგან იცოდა წინ მხიარული ღამე ელოდებოდა.. - ეს მამაშენია? - თაროზე დადებული ფოტო ხელში ავიღე. სარა ახალგაზრდა ჩანდა, გვერდით მაღალი, სერიოზული მამაკაცი ედგა მკაცრი გამომეტყველებით, მაგრამ თვალებში სითბო ეტყობოდა. - კი.. მამაჩემია - დიდი ხანია გარდაიცვალა? - დაახლოებით ხუთი წლის ვიყავი.. - მშვიდად თქვა, თუმცა ხმაში რაღაც ჩამწყდარი იგრძნობოდა. - მშობლებს არ ჰგავხარ საერთოდ.. - ჰო მართალია, მე განსაკუთრებული სილამაზე და ეშხი მაქვს ძვირფასო - ახლოს მოიწია - მე პირიქით ვფიქრობ, დედაშენი ძალიან ლამაზი ქალია, აი შენ კი.. - მე რა? - შენ მახინჯი ხარ! - ვუთხარი ირონიულად და მასთან კიდევ უფრო ახლოს მივიწიე - ბავშვებო ოთახი მზადაა - სარამ გამოიხედა. - ძალიან კარგი, შეგვიძლია უკვე დავწვეთ ჩემო სიცოცხლე - ხელი ჩამჭიდა და წამოდგა, სარამ ჯერ დანიელს აკოცა, მერე მე. - ღამე მშვიდობისა. - ოთახში შევედით, პირველივე წამს ხმა ვერ ამოვიღე..თვალები ნელ-ნელა გამიფართოვდა, ოთახი პატარა იყო. ზედმეტად პატარა. შუაში ერთი ვიწრო, ერთსაძინებლიანი საწოლი იდგა, დანიელმა ხველება აიტეხა ვითომც არაფერი, აშკარად სიცილს ძლივს იკავებდა..მე ნელა მოვატრიალე თავი მისკენ.. სახე დამეძაბა. - ეს რა ჯანდაბაა?! აი თურმე რატომ გინდოდა აქ დარჩენა! - მხარზე ძლიერად ვკარი. - ჩშუუ, ცოტა ხმადაბლა, დედამ არ გაიგოს - არ მაინტერესებს, ახლავე წავალთ სახლში! აქ არ დავწვები - სახლში რა განსხვავებაა, იქაც ჩემს საწოლში უნდა დაწვე - არის განსხვავება! თან ძალიან დიდი! ან წამოხვალ, ან მარტო წავალ და დედაშენს რაც გინდა ის აუხსენი! - ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ წამში უკნიდან ჩამავლო ხელი. მკლავები რკინასავით შემომეხვია. განძრევა შეუძლებელი იყო. - არსად არ წახვალ!! - გული გამალებით მიცემდა, თუმცა მაინც არ ვნებდებოდი - მომაშორე ხელები!! ველურო! - ნელ-ნელა გამიშვა, სუნთქვაც დაგვილაგდა ორივეს - ბოლოს და ბოლოს რა გინდა ჩემგან მითხარი? როგორ მოვიქცეთ? ავდგეთ და ყველასთან ვაღიაროთ რომ ფიქტიური ცოლ-ქმარი ვართ? - მხოლოდ ერთი რამ მინდა, ჩემგან შორს დაიჭორე თავი, ცოლად გამოგყევი მაგრამ როგოეც შეგპირდი ამისთვის ფულს გადაგიხდი, არ მინდა რომ შემეხო! - დანიელი რამოდენიმე წამი მიყურებდა, შემდეგ გულიანად გადაიხარხარა - შეგეხო? რა გგონია ასეთი სასურველი ხარ რომ შენს შეხებაზე ვოცნებობ? წესიერად კოცნაც კი არ იცი! - სიტყვებმა გამამწარა, მაგრამ არაფრით შევიმჩნიე. - რატომ მომატყუე იშაიზე? - არ მომიტყუებიხარ! იქ მართლა იყო - როგორი უსირცხვილო ხარ! მატყუარა! - იცი რა ? მე მეძინება, შენ რომ გისმინო ჩემი ლანძღვით არასდროს დაიღლები - მაისური გადაიძრო და საწოლში ჩახტა. ხელები ფართოდ გაშალა და ისედაც პატარა სივრცე მთლიანად დაიკავა. - ღმერთო როგორ აუტანელიაა! - ჩავილაპარაკე ჩემთვის - მიიწიე, აქ მეც უნდა დავწვე! მთელი საწოლი შენ დაიკავე! - მოდი პრინცესა, დაწექი შენს ქმართან - თვალები ავატრიალე, პლედი მთლიანად წავართვი და მაქსიმალურად მოვიკუნტე, საწოლის კიდეში, ზურგით მისკენ. კაბაც არ გამიხდია, კარადაში მისი მაისურები იყო, მაგრამ არ მინდოდა. ოდნავ შევატრიალე თავი, მშვიდად იწვა, თვალები დახუჭული, თითქოს უკვე ეძინა, ზედმეტად ბევრი ადგილი ეკავა, ვერ ავიტანე.. ხელი დავარტყი გულზე.. შეშფოთებულმა წამოხტა. - მე აქ მოკუნტული ვარ, შენ კი მთელი საწოლი გიკავია! - გაიშალე მერე შენც ვინ დაგიშალა?! მოდი ჩამეხუტე და გემრიელად დაიძინებ - ხელები გაშალა - თავხედო! ისევ ზურგით შევტრიალდი.. რამდენიმე წუთში ვიგრძენი, როგორ ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ. უხეში სუნთქვა ყურთან ახლოს. ხან ფეხი მომედო ვითომ შემთხვევით, ხან ხელი..მოთმინების ფიალა პიკს აღწევდა - რას აკეთებ?! რატომ მოდიხარ ასე ახლოს? რატომ მიფათურებ ხელებს?- მისკენ გადავტრიალდი და ჩხუბი დავუწყე, ტუჩებზე თითი მომადო და გამაჩუმა - ახლა მე და შენ ვირეპეტიციებთ - რაზე ? - ინტერვიუსთვის..ყოველ საღამოს უკეთ გაცნობის გაკვეთილები გვექნება.. - მეძინება! სხვა დროს იყოს! - არამგონია გეძინებოდეს, პატარავ - მე შენი პატარა არ ვარ! - ჩემი? მერე და ვინ თქვა რომ ჩემი ხარ - გაეცინა, ჩაახველა და დაკითხვა დაიწყო - კარგი.. ყავაზე, დილით გაღვიძებაზე, პირად ნივთებზე უკვე ვიცით.. ახლა ჩვენი საყვარელი კერძები რომელია? ჩემი შნიცელი და შაკშუკა - ყველა ქართული კერძი, განსაკუთრებით ხინკალი - კარგი გასაგებია.. ახლა მითხარი სხეულზე რაიმე განსაკუთრებული ნიშანი ხომ არ გაქვს, ხალი, ნაწიბური ან რაიმე? - დავუშვათ ინტიმურ ადგილას მაქვს, ვინმე შემიმოწმებს? - თვალები დავაწვრილე, დანიელს გაეღიმა - შესაძლებელია.. სად გაქვს ასეთ ადგილას? - მოდი ეს კითხვა გამოვტოვოთ - მე გამოვტოვებ მაგრამ იქაც იგივეს ხომ ვერ იტყვი.. - მკერდთან მაქვს ხალი - უფრო ზუსტად? - თვალები დავუბრიალე - კარგი რა, თითქოს რამე მიკვირდეს - უბრალოდ მკერდთან თქვი და მორჩა. არავინ შეამოწმებს! - კარგი, მე შენს გამო მიღებული ჭრილობა მაქვს ბარძაყზე, მეტი არაფერი - მერამდენედ უნდა დამამდლო?! - სულ როცა შესაძლებლობა მექნება! შემდეგი კითხვა ასეთი შეიძლება იყოს ერთმანეთი როდის გავიცანით და სიყვარულის ახსნა.. - და რა უნდა ვუპასუხოთ ამაზე? - სადაც გავიცანით ეგ ისედაც იცის ყველამ, მაგრამ შემდეგ შემთხვევით შევხვდით საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა და ასე დაიწყო ურთიერთობაც.. რაც შეეხება სიყვარულის ახსნას ამას პირველად ყოველთვის მამაკაცი აკეთებს ხოლმე.. - უეცრად ვიგრძენი მისი ცივი თითები როგორ აღმოჩნდა ჩემს მკლავებზე, უზერხულად ჩავახველე და მისი ხელი მოვიშორე - მგონი დღეისთვის საკმარისია.. დანარჩენი ხვალინდელ გაკვეთილზე განვიხილოთ! - გადავტრიალდი, შევატყვე რომ ლოყები გამიხურდა.. რამოდენიმე წამი სიჩუმე იყო, მხოლოდ ორი ადამიანის სუნთქვის ხმა ისმოდა.. ასევე ფაქიზი, ძალიან ფრთხილი მოძრაობა დანიელის მხრიდან.. უეცრად წელზე შემომხვია ხელები, უკნიდან მომეკრო და ყურში ჩამჩურჩულა ნაზად.. მისი სიახლოვისას ავტომატურად მეწყებოდა სხეულის გადახურება, ხველება.. საკუთარ თავზე კონტროლის კარგვა.. - რას აკეთებ?! - ძლივს ამოვილუღლუღე, ნახევრად მკაცრი ნახევრად რბილი ხმით - ყველაზე მეტად რა აღგაგზნებს? - ჩამჩურჩულა ყურში, ხელი კიდევ უფრო მომიჭირა ძლიერად - ვერ გავიგე! - აკანკალებული ხმით აღმომხდა, გაეცინა..ნაცნობი ეშმაკური სიცილით, მერე უცებ ხელი გამიშვა - ეს კითხვა რომ დაგისვან ინტერვიუზე რას უპასუხებ? - გავმწარდი.. საშინლად გავმწარდი მისი თამაშის გამო.. ყელი ჩავიწმინდე, რბილი ხმა გაქრა, ისევ მთლიანად მკაცრი ხმა დამიბრუნდა, მაგრამ მეც ამენთო თვალებშიი ეშმაკური ნაპერწკალი, გავწარდი, მისკენ გადავტრიალდი.. - ვუპასუხებ რომ.. - სპეციალურად ვწელავდი სიტუვებს, თითები ნაზად ავასრიალე მის დაკუნთულ მკერდზე.. სქელ მკლავებზე რომელსაც ძლიერად ეტყობოდა ძარღვები.. ნელა თითის ბალიშები ძარღვებზე გადავატარე, ტუჩებთან ახლოს მივუახლოვდი, ცხვირი ცხვირზე მივადე, ტუჩი მოვიკვნიტე.. პირის ნელი მოძრაობით ყურთან ჩავჩურჩულე - ვიტყვი რომ ყველაზე მეტად შენში შენი თვალები და ტუჩები აღმაგზნებს.. ასევე ეს კუნთები - კუნთებზე ხელით შევეხე, მისი სახის გამომეტყველება 360 გრადუსით იყო შეცვლილი, ახლა იდგა და დარეტიანებული მისმენდა და მიყურებდა, ეშმაკური სიცილი რომლითაც მაწვალებდა და მეთამაშებოდა სადღაც მიმალულიყო.. ახლა როლები გავცვალეთ მე ვეთამაშებოდი სწორედ იმ თამაშს რაც რამოდენიმე წუთის წინ თავად მეთამაშა, როცა ბოლომდე მივიყვანე გამოშტერების მწვერვალამდე, სწორედ მაშიმ დავანარცხე ძირს - ამას ვიტყვი იდიოტო, თითქოს ეს აღმაგზნებს შენში, თორემ ხომ იცი ჩემთვის როგორი მახინჯიც ხარ - თვალი ჩავუკარი და კმაყოფილი ღიმილით ზურგი ვაქციე.. ჩუმად ვიცინოდი რადგან წარმოვიდგენდი რა სახითაც იდგა და მიყურებდა.. - არ გაინტერესებს მე რას ვუპასუხებ მაგ შეკითხვაზე? - არა! დღეს დავასრულოთ, ძილინებისა.. - დაღლილობისგან ძალიან მალე გავითიშე, კმაყოფილი ვიყავი ჩემი სვლით..მშვიდად და გემრიელად დავიძინე.. დილით პირველმა ლიზამ გაახილა თვალები, პირველივე წამს ვერ მიხვდა სად იყო, მერე იგრძნო სუნთქვა უჭირდა.. დანიელი მთლიანად შემოხვეული ჰყავდა სხეულზე, ერთი ხელი წელზე ჰქონდა შემოჭერილი, მეორე ზურგზე.. თავი მის მკერდთან ჰქონდა მიდებული, მშვიდად, ბავშვივით სუნთქავდა. - ღმერთო… რანაირად ჩამეკონა ასე.. სადაცაა დავიხრჩოვი.. - ცდილობდა ხელები მოეშორებინა, მაგრამ მისი მკლავები რკინას ჰგავდა.. ოდნავ შეიშმუშნა. - დანიელ…! გაიღვიძე.. მომშორდი - ხელებს ურტყამდა - დანიელი ძილში ჭირვეულობდა - დანიელ!!! - უფრო ხმამაღლა დაუძახა, მხარზე ხელი დაჰკრა, რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა, წარბები შეკრა და უფრო ძლიერად მიიკრო.. თავი კიდევ უფრო ღრმად ჩარგო მის მკერდთან, თითქოს ბალიშს ეხუტებოდა. - ნუ… - ნახევრად მძინარემ ამოილუღლუღა. - ხუთი წუთი… - ხუთი წუთი კი არა, მომშორდი!! სუნთქვა აღარ შემიძლია! - ისევ შეირხა, მაგრამ ხელები არ გაუშვია, პირიქით, ბავშვივით მოიწია, თითქოს ეზარებოდა გაღვიძება და რეალობას ებღაუჭებოდა..ლიზას გაეცინა. - რა ჯიუტი ხარ… - ჩუმად ჩაიჩურჩულა..რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა.. მძინარე დანიელი სრულიად სხვანაირი იყო მკაცრი ნაკვთები დამშვიდებული, ტუჩებზე ოდნავი, შეუმჩნეველი ღიმილი..თითქოს პირველად ხედავდა ასე ახლოდან.. მისი სუნთქვის თბილი ტალღა კანზე ეხებოდა.. მკერდის აწევა-დაწევა თანაბარი და მშვიდი იყო..გონება წამით დაებინდა, უცნობი სიმშვიდე და ღიმილი დაეუფლა, თავი ოდნავ დახარა მისკენ, ტუჩებთან რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდა. - რას ვაკეთებ? - საკუთარ თავს უსაყვედურა, მაგრამ მაინც არ მოშორებია. მისი წამწამები შეათვალიერა, შემდეგ ისევ ტუჩები ოდნავ გახსნილი, მშვიდი.. ერთი წამით მართლა მოუნდა… უბრალოდ შეხებოდა, მისკენ დაიხარა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



