მებაღე - თავი 5
როცა მილენამ თვალები გაახილა, პირველი, რაც იგრძნო, იყო სუნი - მკვეთრად სუფთა, სტერილური, ისეთი, როგორიც საავადმყოფოებს ახასიათებთ, თუმცა ამ სისუფთავეში რაღაც ზედმეტად დახვეწილი და „პირადი“ იკვეთებოდა, და როცა მზერა ნელა მოავლო სივრცეს, მიხვდა, რომ ეს ადგილი ჩვეულებრივი პალატა არ იყო, არამედ რაღაც უფრო დახურული, თითქმის საიდუმლო - ოთახი ფართო იყო, მაგრამ სიცარიელე არ იგრძნობოდა, კედლები რბილ, ღია ფერში იყო გადაწყვეტილი, განათება კი ისეთი რბილი და კონტროლირებადი, თითქოს სპეციალურად იყო შექმნილი იმისთვის, რომ თვალს არ დაეღალა, საწოლი კი, რომელზეც იწვა, საავადმყოფოს საწოლს ჰგავდა, თუმცა ბევრად უფრო კომფორტული და ხარისხიანი ჩანდა, გვერდით მდგომი მოწყობილობები - მონიტორები, წვეთოვანი სისტემები - ნაზად ანათებდნენ, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამოსცემდა იმ აგრესიულ ხმებს, რაც ჩვეულებრივ სამედიცინო გარემოს ახლავს, და ამ ყველაფერში ყველაზე უცნაური ის იყო, რომ აქ არც ექიმები ჩანდა, არც ექთნები, არც მოძრაობა - მხოლოდ სიჩუმე და კონტროლი. მილენა ნელა ამოძრავდა, სხეულში ჯერ კიდევ სიმძიმე ჰქონდა, თითქოს თითოეული კუნთი ცალკე ახსენებდა, რომ რაღაც მოხდა, და როცა ხელის აწევა სცადა, შეამჩნია თხელი ნემსის კვალი კანზე, რამაც წამის მეასედში გააღიზიანა, თუმცა არ შეიმჩნია, უბრალოდ წამოჯდა და ღრმად ჩაისუნთქა, ცდილობდა გაერკვია სად იყო, ვისთან იყო და რატომ არ ჰქონდა პანიკის ის ნაცნობი, მკვეთრი ტალღა, რაც ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციებში უჩნდებოდა - თითქოს აქ რაღაც აკავებდა, რაღაც უცნობი წესრიგი, რომელიც აშინებდა, მაგრამ ერთდროულად ამშვიდებდა კიდეც. საწოლიდან ჩამოსვლისას იატაკის სიცივე ფეხქვეშ მკაფიოდ იგრძნო, რაც უცნაურად რეალობაში აბრუნებდა, და კარისკენ რომ წავიდა, თითები სახელურს ნელა შემოახვია, წამით შეყოვნდა, თითქოს წინასწარ გრძნობდა, რომ ის, რაც კარს მიღმა იყო, მის რეალობას კიდევ ერთხელ შეცვლიდა, თუმცა მაინც გააღო და გარეთ გავიდა. დერეფანი, რომელიც დახვდა, იყო ფართო, ზედმეტად მშვიდი და თითქმის ზედმეტად იდეალურად მოწესრიგებული, იატაკი სუფთა, პრიალა, კედლებზე კი მძიმე, ძვირადღირებული ჩარჩოებით გაფორმებული სურათები ეკიდა, და მილენა ნელა მიდიოდა, თითქოს ცდილობდა თითოეული დეტალი შეეწოვა, შეედარებინა იმ ადგილებს, სადაც აქამდე ყოფილა, და რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო ხვდებოდა, რომ ეს სახლი არ იყო უბრალოდ მდიდრული - ეს იყო სივრცე, რომელიც ძალაუფლებას მალავდა, არა ხმაურით, არამედ დუმილით. კიბეზე დაშვებისას ხელი მოაჯირს გაუსვა, ხის ზედაპირი თბილი და იდეალურად დამუშავებული იყო, და ამ პატარა დეტალმაც კი გააღიზიანა - როგორ შეიძლება ყველაფერი ასე კონტროლირებული და შთამბეჭდავი იყოს, და როცა ქვემოთ ჩავიდა და ეზოში გასასვლელი კარი დაინახა, დაუფიქრებლად გააღო, თითქოს ჰაერი სჭირდებოდა, რომელიც ამ სისუფთავესა და სიჩუმეს გაფანტავდა. გარეთ გასულს ბაღი დახვდა - უზარმაზარი, დეტალურად დაგეგმილი, მცენარეები იდეალურად განაწილებული, ყვავილების ფერები ერთმანეთში ისე გადადიოდა, თითქოს ვიღაცამ ეს ყველაფერი წინასწარ დახატა, წყლის მსუბუქი ხმა ფონად იდგა, ყველაფერი გამაოგნებლად მშვენიერი მოეჩვენა და ნელა შევიდა, თითებით ერთ-ერთ ფოთოლს შეეხო, ზედაპირი ცოცხალი, რბილი იყო, და უცებ იგრძნო რაღაც ძალიან ძველი, თითქმის დავიწყებული - ის სიმშვიდე, რომელიც ოდესღაც უყვარდა. -ზედმეტად სწრაფად და ბევრს მოძრაობ. ხმამ ზურგს უკან დააბრუნა რეალობაში. მილენა არ შეშინებულა, მხოლოდ ნელა შემობრუნდა, და ის კაცი დაინახა, იგივე მზერით - დაკვირვებული, ცივი, მაგრამ არა სასტიკი, უფრო შეფასებითი. -შენც აქ ხარ. თქვა მილენამ, ხმაში ირონია შეეპარა, თუმცა მისი თვალები ყურადღებით აკვირდებოდა. კაცი რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა, მაგრამ ისევ იმ ზღვარზე გაჩერდა, სადაც დისტანცია ინარჩუნებდა ფორმას. -ვამოწმებ, როგორ ხარ. თქვა მშვიდად, თითქოს ეს ჩვეულებრივი პროცედურა იყო. მილენამ წარბი ოდნავ ასწია. -ვინ გთხოვა? კაცმა მხრები მსუბუქად აიჩეჩა. -აუცილებელი არ არის, ვინმემ მთხოვოს. მილენა რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა, შემდეგ პირდაპირ ჰკითხა. -მანქანა შენმა ხალხმა დამაჯახა? კაცის მზერა ოდნავ გამკაცრდა, თუმცა ხმა იგივე დარჩა. -არა. პაუზა. -მაგრამ ის, ვინც ეს გააკეთა, პრობლემა აღარ იქნება. მილენას ტუჩის კუთხე ოდნავ გაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი სიცივეს უფრო ჰგავდა. -საინტერესოა, როგორ აგვარებთ პრობლემებს. კაცი არ ჩაეძია. -ეს შენი საზრუნავი არ არის. მილენა ბაღისკენ მიბრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თითქოს საუბარს წყვეტდა, მაგრამ მაინც ჰკითხა. -მაშინ რა არის ჩემი საზრუნავი? კაცი ცოტა ხანს ჩუმად იყო, თითქოს არჩევდა სიტყვებს. -არჩევანი.-თქვა ბოლოს.-დარჩები აქ დროებით და დაილაგებ ცხოვრებას, შენს თავს, თუ დაბრუნდები იქ, სადაც იყავი. მილენა გაჩერდა, ნელა შემობრუნდა, თვალები ოდნავ დაუწვრილდა. -და ეს ადგილი რა არის ზუსტად რომ დამიკონკრეტო? კაცმა ბაღს მოავლო თვალი, შემდეგ ისევ მას. -ადგილი, სადაც არავინ გეხება, თუ არ გინდა. მილენამ ჩუმად გაიცინა, მაგრამ ამ სიცილში სიმძიმე და დაღლილობა უფრო იგრძნობოდა, ვიდრე იუმორი. -ეგ პირველად მესმის. კაცმა პირდაპირ შეხედა. -ამიტომაც ხარ აქ. პაუზა ჩამოვარდა, ამჯერად უფრო მძიმე, თუმცა არა უსიამოვნო, არამედ ისეთი, რომელიც რაღაცას ელოდა. -მოგწონს? ჰკითხა ბოლოს კაცმა. მილენამ ისევ ბაღს შეხედა, ფოთლებს, წყალს, წესრიგს, რომელიც მის ცხოვრებაში არასდროს ყოფილა. -არ ვიცი. თქვა ნელა. -მაგრამ პირველად არ მინდა სადღაციდან წასვლა.. და ეს სიტყვები თვითონაც გაუკვირდა, რადგან არასდროს უთქვამს მსგავსი რამ არც ერთ ადგილზე, სადაც ოდესმე ყოფილა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


