შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის არომატი (ნაწილი 10)


23-03-2026, 08:22
ავტორი თინათინი10
ნანახია 101

სწორედ მაშინ დანიელმა ისევ შეიშმუშნა, უფრო ძლიერად შემოხვია ხელი და ჩუმად ჩაიბურტყუნა:
- არ გაიქცე… - ლიზა შეკრთა, გონს მოვიდა, სწრაფად გასწორდა, თავი მოაშორა.
- ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ გავიქცევი იდიოტო… გაწიე შენი ტორები! - ისევ სცადა გათავისუფლება.. დანიმ მსუბუქად მოუშვა ხელი, თუმცა ბოლომდე მაინც არა.. ნელა გაახილა ერთი თვალი.
- დილა მშვიდობისა, ცოლო… - ხმადაბლა, ხრინწიანი დილის ხმით უთხრა და ისევ დახუჭა.
- გამიშვი!
- არ მინდა… ასე კომფორტულად ვარ…
- მე არა! - თვალი ისევ გაახილა, ამჯერად ბოლომდე..რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა, მერე ოდნავ გაეღიმა.
- უცნაურია… ვიგრძენი რომ ჩემზე კოცნას აპირებდი.. თუუ მომეჩვენა?
- მოგეჩვენა! - სწრაფად უპასუხა ლიზამ
- ნწ.. არა, არ მომეჩვენა, ჩემთან ახლოს იდექი და ტუჩებზე მიყურებდი.. - ნიშნისმოგებით გაუღიმა
- სისულელეა, არც კი გამომიხედავს შენსკენ!
- მაშინ რატომ გამაღვიძა შენი სუნამოს სურნელმა? - ხელი მოუჭირა და თვალებში ჩახედა
- იმიტომ რომ შენ თვითონ მომეკარი და განძრევის საშუალება არ მომეცი! ახლა სწრაფად წამოდექი და წავიდეთ, დღეს ქართული დღე გვაქვს!
- ჰოო მისი აღმატებულება ქართველები გვესტუმრებიან.. მაგარია
- დანიელ, იმ ბიჭებს რა ბედი ეწიათ?
- სამშობლოში არიან უკვე
- რას ამბობ?! ასე როგორ შეგეძლო მოქცევა?! - წამოვხტი გაბრაზებული
- იმსახურებდნენ! მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს! უკვე ვეღარაფერს შევცვლით
- დანიელ მე მათი დეპორტაციის მიზეზი გავხდი! ასე არ უნდა მოქცეულიყავი!
- რატომ შეგტკივა ასე იმ ნაბიჭვრებზე გული?
- რას ნიშნავს რატომ? ჯერ ერთი ქართველები იყვნენ და რომც არ ყოფილიყვნენ დეპორტისთვის ნებისმიერი ადამიანი მეცოდება! შენ ამას ვერ გაიგებ
- ვერ გავიგე რა გინდა რომ ვქნა შენი ხათრით ქართველების მფარველი ანგელოზი გავხდე? თუ სამსახურს დავანებო თავი
- შენ ისედაც არ მუშაობ ახლა
- ლიზა შენ ხარ ზოგადად ერთადერთი ადამიანი და სხვათაშორის ერთადერთი ქართველი ვისაც დავეხმარე, ასე გამოვიდა.. ჩემი დამოკიდებულება მაგ ფარისეველი და მატყუარა ერის მიმართ არ შეიცვლება! დღევანდელი მასპინძლობაც თამაშის ნაწილია
- კარგი დანიელ.. კარგი.. იყოს ასე.. წავიდეთ უკვე
- ერთი პირობით
- რა პირობით?!
- დავზავდეთ. დავიღალე შენთან ჩხუბით, ხომ შეიძლება ცივილიზებული ადამიანებივით მოვექცეთ ერთმანეთს
- კი შეიძლება, მაგრამ შენ ცივილიზებული არ ხარ! - წარბის აწევით ვუპასუხე
- აი კიდევ..
- კარგი დავზავდეთ, ერთმანეთს ნერვებს არ მოვუშლით, შეურაცხყოფას არ მივაყენებთ, არ ვუყვირებთ..
- ძალიან კარგი, ვინ იცის იქნებ დროთა განმავლობაში.. - მაისური გადაიცვა და მომიახლოვდა, ყურში ჩამჩურჩულა
- დროთა განმავლობაში იქნებ კარგი მეგობრებიც გავხდეთ - ერთმანეთს მოვალეობის მოხდის მიზნით გავუღიმეთ, ხელი გამომიწოდა და მეც "მეგობრული" ხელი ჩამოვართვი..

სარას დაჟინებული თხოვნით ვისაუზმეთ, უჭმელებიბარ გამოგვიშვა
- ხშირად მოდით ხოლმე ჩემთან
- მოვალთ დედა, მოვალთ..
- დღეს გელოდებით - მივმართე ღიმილით
- ვეცდები ჩემო ლამაზო, მთელი გულით ვეცდები..აბა თვალი მაჩვენე, მორჩა ისევ ისეთი ლამაზი ხარ..
- შენი ჯადოსნური ხელების დამსახურებით.. - ღიმილით გადავეხვიე და დავემშვიდობეთ..

მანქანაში დაძაბული სიჩუმე იდგა.
დანიელი საჭესთან იჯდა, თვალები გზაზე ჰქონდა მიბჯენილი, ლიზა გვერდით იჯდა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ფანჯარაში იყურებოდა, რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონი ამოიღო, Bluetooth-ს დააკავშირა.
- რას აკეთებ… - გვერდულად გახედა დანიელმა.. მანქანაში უცებ აჟღერდა ქართული ფოლკლორული მუსიკა, ხმამაღლა, ენერგიულად, მთელი ხმით. დანიელმა შეწუხებული სახე მიიღო
- ოჰ არა… არა… გამორთე, რა საზიზღრობაა - ლიზამ კმაყოფილი ღიმილით მოუმატა ხმას.
- ეს „ჩაკრულოა“, განათლდი ცოტა - , უთხრა ამაყად, მან ხელები საჭეს უფრო ძლიერად მოუჭირა.
- ეს არ არის მუსიკა. ეს არის… უბრალოდ ყვირილი.
- ყვირილი კი არა, კულტურაა! - წარბი აუწია ლიზამ.
- მოუსმინე როგორ ჰარმონიულად მღერიან - შემდეგ თავადაც დაიწყო აყოლა, თან სავარძელში ირწეოდა, მხრები ამოძრავა, ხელები ჰაერში აათამაშა.
- ლიზა… გთხოვ გამორთე..
- არა ძვირფასო მეუღლევ, მე ჩემს სამშობლოს ვაგებ პატივს და ასევე ვცდილობ ქართული კულტურა შეგაყვარო!
- არაფერში არ მჭირდება ქართული კულტურა
- გჭირდება, როცა მექნება შესაძლებლობა მთელს საქართველოს შემოგატარებ და დაგიმტკიცებ რომ მსოფლიოში მასზე ლამაზი ქვეყანა არ არსებობს!- სიმღერა დასრულდა, დანიელმა შვებით ამოისუნთქა, მომდევნო უკვე ქართული პოპ-სიმღერა ჩაირთო - ბასიანი, საცეკვაო..ლიზა უფრო გათამამდა, სავარძელში მობრუნდა, ფეხები რიტმს ააყოლა, თმა მხრებზე გადაიყარა და ცეკვა დაიწყო, თითქოს სცენაზე იდგა.
- ეს რა არის ახლა?! - თვალები გაუფართოვდა დანიელს.
- ეს? ეს უკვე თანამედროვე ხელოვნებაა - თავი გადახარა ლიზამ და თითებს ათამაშებდა, შემდეგ მისკენ გადაიხარა.
- მოდი, ხელები ამოძრავე! გეტყობა სისხლი არ გიდუღს!
- მე მანქანას ვმართავ! - ხელი ჰკრა ბავშვივით ამასხარავებულ ლიზას, რომელსაც სიცილი აუტყდა..
შემდეგ სიმღერის ტექსტს ხმამაღლა აყვა და თითი ჰაერში აათამაშა.
- საქართველოოოო…
- გთხოვ… - ამოიხავლა დანიელმა.
- გეფიცები, შენს გამო ისრაელში ქართული მუსიკის აკრძალვას მოვითხოვ.
- აი ხედავ? უკვე პოლიტიკურად ჩაერთე, ანუ იმოქმედა! - დანიმ მოულოდნელად ღილაკს დააწვა და მუსიკა გათიშა, მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა, ლიზა გაშეშდა.
- რას აკეთებ?! - დანიელმა ძალიან ნელა, მშვიდად თქვა:
- ახლა ჩემი რიგია - და მომდევნო წამს ძლიერი ებრაული ჰიპ-ჰოპი აჟღერდა დინამიკებში, მან ოდნავ მოუმატა ხმას და რიტმში თავი გააქნია.
- აი ეს არის მუსიკა. - ლიზამ წარბი ასწია, შემდეგ ირონიულად ტაში დაუკრა.
- კარგი… ომი გინდა? - ტელეფონი ისევ აიღო.
- ეროვნული ფესტივალი გელოდება, დანიელ კოენ! - ლიზამ ენა გამოუყო და ისევ მუსიკა ჩართო, მანქანაში უკვე ქართულ-ებრაული მუსიკალური ომი მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ დანიელი ნერვებზე იყო, ტუჩის კუთხეში მაინც ეპარებოდა ღიმილი..ლიზამ შეამჩნია.
- მოგწონს, ხომ?
- მეზიზღება.
- იტყუები!
- ძალიან მეზიზღება!
- მაინც შეგაყვარებ ჩემს ქვეყანას! - ჯიუტობდა ჭირვეული ბავშვივით..

სუპერმარკეტში გაიარეს..
- დღეს ქართული სუფრაა. არანაირი ნახევრად გაკეთებული რაღაცები, გასაგებია? - მკაცრად გამოუცხადა დანიელს და კალათა ხელში შეაჩეჩა,
ლიზამ სწრაფად დაიწყო თაროებთან სირბილი ფქვილი, ხორცი, ქინძი, ხახვი, ნიორი, ტყემალი, ყველი, ბადრიჯანი…
- ეს ყველაფერი მართლა გჭირდება?- ეჭვით შეხედა დანიელმა, როცა კალათა უკვე ნახევრად ივსებოდა.
- ეს მხოლოდ დასაწყისია, კეთილი იყოს შენი მობრძანება საქართველოში! - სახლში დაბრუნებულებმა პარკები ძლივს აიტანეს მესამე სართულამდე, დანიელი ძლივს სუნთქავდა..
სამზარეულოში ლიზა ხელებს სწრაფად ამოძრავებდა, ფქვილი გაცრა, ცომი მოზილა, ხორცი გააზავა, სანელებლები დაამატა, დანიელი შორიახლოს დასტრიალებდა და აკვირდებოდა ქართული კერძების მზადების პროცესს
- მოდი აქ, ქართველების სიძემ ხინკლის მოხვევა უნდა იცოდეს!
- ასე? - შუაში იმდენი ხორცი ჩადო, რომ ცომი ძლივს ფარავდა.
- ეს ხინკალია თუ ბომბი? უყურე.. კიდეები უნდა მოკეცო, ასე… ასე… და ბოლოს თავი მოუკრა - დანიელმა სცადა, პირველი ცდა გაიხსნა,
მეორე ხორცი გადმოვარდა, მესამე რაღაც უცნაური ფორმა გამოვიდა.
- ეს რა არის? - სიცილი ძლივს შეიკავა ლიზამ
- ეს ხინკალი თავს რატომ იხრჩობს?
- ნუ დამცინი! თორემ ნახე რა მოგივა- მუჭით ფქვილი აიღო და სახეში შემომაყარა, ცხადია ლიზაც არ დარჩა ვალში და ფქვილით გაპუდრულები ერთმანეთს დასდევდნენ, რამდენიმე წამში სამზარეულო თეთრ ნისლში გაეხვია. იცინოდნენ, სკამებს ეჯახებოდნენ..
დანიელმა წელზე ხელი მოჰხვია, რომ გამეჩერებინა, მაგრამ ინერციით ორივე კედელს აეკრო.. ხელები ისევ ლიზაზე ჰქონდა შემოხვეული.
- დანებდი? - ჩუმად ჰკითხა, თვალებში მაცდური მზერით ჩახედა.
- არასოდეს! გავაგრძელოთ კულინარიის გაკვეთილები! - რამდენიმე ცდის შემდეგ ნამდვილად ლამაზი ხინკლები გამოვიდა.. მე სალათის დაჭრაში ვიყავი გართული, როცა უცებ უკნიდან ძალიან მშვიდი, დაბალი ბარიტონი შემომესმა, დანიელი ხინკალს ახვევდა… და ღიღინებდა.
სრულად, სუფთა გამოთქმით.
- როგორ მიყვარხარ, ჩემო ქვეყანა… ჩემო საქართველოოო… - ნელა შევტრიალდი მისკენ, არანაირი აქცენტი.. სრულად გამართულად მღეროდა.
- შენ… ეს სიმღერა საიდან იცი? - თვალები დავაწვრილე
- მანქანაში არ ჩამირთე? ამეკვიატა..
- დანიელ, საქართველოში ნამყოფი ხარ?
- არა.. არასდროს - ეჭვის თვალით შევხედე ჯერ დანიელს, შემდეგ კი საიდუმლო ოთახის კარს..
- ქართველი შეყვარებული გყავდა არა? - ვკითხე სწრაფად
- რა? საიდან მოიტანე
- ასე მგონია.. ალბათ გული გატკინა და იმიტომ გაქვს ასე ჩვენზე ალერგია
- არა, ასე არ არის - სახე ძალიან დაუსერიოზულდა.. აღარ გავაგრძელე საუბარი.

საღამომდე სამზარეულო ნამდვილ ქართულ ოაზისად გადაიქცა.ლიზამ გააკეთა: ხინკალი, ხაჭაპური იმერული და ერთიც აჭარული, კუჭმაჭი, ბადრიჯანი ნიგვზით, პომიდორი-კიტრის სალათა მწვანილებით და საცივი..
მაგიდა გააწყო, შუაში პატარა სანთლები დაანთო, კუთხეში კი პატარა საქართველოს დროშაც დადო ჯიუტად..დანიელი კედელთან იდგა, ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და აკვირდებოდა.
- მზად ხარ? - მიუბრუნდა ლიზა ნიშნისმოგებით.
- მოდი, დააგემოვნე ბანძი ქვეყნის ბანძი საჭმელები - დანიელმა ცალი წარბი ასწია.
- ასე ძალიან გინდა რომ გული გატკინო?
- გული? შენ? შენ ხომ ამტკიცებ რომ ჩვენი სამზარეულო გადაჭარბებულად შეფასებულია.
- მე ვთქვი ცხიმიანია.
- იგივეა - ლიზამ ხინკალი დაუდო თეფშზე და მიაწოდა
- აბა, ჭამე. ოღონდ წესიერად, ჩანგლით არა, ხელით ჭამე- დანიელმა პირველი ნაკბენი გააკეთა… წვენი ოდნავ გადმოვიდა, რამდენიმე წამი ჩუმად ღეჭავდა. სახე სერიოზული ჰქონდა ზედმეტად სერიოზული.
- როგორია? - მოუთმენლად ჰკითხა ლიზამ, მან ნელა გადაყლაპა, მერე წყალი მოსვა.
- საშინელებაა. - ლიზას სახიდან ღიმილი გაქრა.
- მართლა? - დანიელმა კიდევ ერთხელ დააგემოვნა
- ძალიან საშინელებაა… - ამჯერად ტონი შეცვალა
- იმდენად რომ თუ ჭამას გავაგრძელებ, იძულებული გავხდები ვაღიარო რომ ეს მართლა გემრიელია! - ლიზას თვალები გაუნათდა.
- ანუ მოგეწონა?
- ვთქვათ კი… გადარჩით თქვენ, როგორც ერი.
- მადლობა დიდებულო ჟიურის წევრო! - დანიელმა ბაჟეც გასინჯა, მერე ბადრიჯანი, ყოველ ჯერზე ვითომ უკმაყოფილო სახეს იღებდა, მაგრამ თეფში ნელ-ნელა იცლებოდა.
- აბა? როგორც ჩანს აღფრთოვანებული ხარ
- ერთი პრობლემა აქვს ამ ყველაფერს
- რა?
- მზარეული ზედმეტად მიმზიდველია..კონცენტრაცია მეკარგება
- ჯერ არ გინდა თამაში, როცა სტუმრები მოვლენ მერე დაიწყე სიყვარულის გამომჟღავნება დანიელ - სწორედ ამ დროს კარზეც დააკაკუნეს, კარისკენ წავედი..
- და თუ არ ვთამაშობ.. - თავისთვის ჩაილაპარაკა დანიელმა ისე რომ ლიზას არც გაუგია

ქართული საღამო ისე დაიწყო, თითქოს პატარა თბილისმა დროებით გადმოინაცვლა ჩვენს სახლში..კარზე ზარი გაისმა და პირველი გვანცა და ანი შემოვარდნენ ხმაურით, უკან ირაკლი მოჰყვათ და კიდევ სამი ძველი თანამშრომელი.
- მომენატრე ჩემო გადარეულო! - ირაკლიმ ძლიერად ჩამეხუტა, თმაზე დამიწყო ქაჩვა და ჩქმეტა.. დანიელი კართან იდგა, ღიმილიანი, მაგრამ დაკვირვებული მზერით.
- დანი, როგორ ხარ? - გვანცამ ზედმეტად გულწრფელი ღიმილით გადაკოცნა. დანიელმაც გაუღიმა თავაზიანად. სათითაოდ გავაცანი ყველას “სიძე”.
- სიძე, აბა შენ იცი, დღეს ქართული არაყით უნდა დაგათრო! - ირაკლიმ ბოთლი მაღლა ასწია.
- მოკლედ დღეს ქართველები ატარებებ რეიდს ჩემს სახლში - სიცილით თქვა დანიელმა, სუფრა მალევე აივსო ხმაურით, სტუმრების თვალში იდეალური წყვილი ვიყავით დანიელი ხანდახან წელზე ხელს შემხვევდა, ორჯერ მსუბუქად ტუჩზეც შემახო ტუჩი. გვანცა ჩუმად გვაკვირდებოდა, ეჭვისა და ინტერესის ნაზავით.
- თუ მჯეროდეს, საემიგრაციოს თანამშრომელთან ერთად სუფრაზე რომ ვზივარ! - ერთმა მეგობარმა სიცილით თქვა.
- ასე მგონია ჩვენ კრავები ვართ, ლიზას ქმარი კი მგელია და მალე დაგვერევა!
- უხერხულია, ქართულად საუბარი ასე ერთმანეთში, რას იფიქრებს აფამიანი - ირაკლი დინჯად ჩაერთო გოგონების საუბარში
- ლიზა, ხომ არ დაგვიჭერს? - ანიმ თვალები დააწვრილა სიცილით
- გეყოფათ! მართლა სირცხვილია! - გვანცამ დაარტყა ხელით მაგიდას.
- შენ რა გენაღვლება, საბუთი გაქვს!- ყველა ახარხარდა, მერე დაიწყო ნამდვილი ქართული სცენარი.
ირაკლიმ ჭიქა აავსო.
- სიძე, ეს პირველი მხოლოდ გასაცნობადაა. პატარა ჭიქაა, ნუ გეშინია.
- პატარა? - დანიელმა წარბი ასწია
- აბა როგორ! ჩვენთან ამას “გახურება” ჰქვია - პირველი ჭიქა დალია მშვიდად, მეორეც..მესამეზე უკვე ლოყები ოდნავ შეუწითლდა, მაგრამ ღირსეულად იჯდა.
- ეს რას ნიშნავს? არ თვრება? არადა ებრაელები მალე თვრებიან ხოლმე
- ჩემმა ცოლმა ცოტა ქართული სისხლი გადმომისხა - სიცილით დაამატა დანიელმა და კისერში მაკოცა, ჟრუანტელმა სასიამოვნოდ დამიარა.. მალევე ირაკლიმ აჭარული ჩართო
- სიძე, მოდი! ახლა გასწავლი ქართულად ცეკვას! - დანიელმა პიჯაკი გაიხადა
- ფეხი ასე! არა, კაცო, ქუსლი! მხრები გაასწორე! - დანიელი თავიდან უხერხულად მოძრაობდა, მაგრამ მერე… თითქოს რიტმი ბუნებრივად დაიჭირა. მხრები გაშალა, ნაბიჯი გამოკვეთა, ხელები ზუსტად ისე გაშალა, როგორც ნამდვილ ქართულ ცეკვაში, მთელი გულით ჩაერთო ჩვენთან ცეკვაში..
- ნამდვილი აჭარელივით ცეკვავ - ირაკლი გაოცდა, დანიელმა ჩაიცინა.
- კარგი მასწავლებლები მყავდა - მე გაკვირვებული ვუყურებდი.. გვანცა ხშირად ცდილობდა მასთან სიახლოვეს, თუმცა დანიელი დისტანციას იჭერდა..შემდეგ ყველაზე რთული ნაწილი დადგა.
- ახლა სადღეგრძელო! სიძე, ფეხზე! - ირაკლიმ ჭიქა შეავსო ბოლომდე,
დანიელი წამოდგა.
- დღეს თქვენთან ერთად ვზივარ… თქვენი საჭმელი ვჭამე, თქვენი სიმღერა მოვისმინე, თქვენი ცეკვა ვისწავლე და ერთი რამ გავიგე… ქართველები სადაც არიან, იქ სუფრა ცარიელი არასდროს არის.. არც გული - მოულოდნელად სერიოზული გახდა.
- საქართველოს გაუმარჯოს - სუფრა ერთხმად აფეთქდა:
- გაუმარჯოს!!! - ჭიქები შეეჯახა ერთმანეთს, ირაკლიმ მხარზე დაჰკრა.
- აუ ეს სიძე მომწონს! ჩვენი კაცია! -
ქართველებმა სიძე მართლა “მიიღეს” და სიძემაც… თითქოს ძალიან ბუნებრივად მოერგო მათ სამყაროს.. - სტუმრები ნელ-ნელა წავიდნენ.. დავრჩით ისევ მე და ჩემი მთვრალი მეუღლე სახლში, რომელიც ვახტანგურის დალევის შემდეგ უკვე კარგად იყო ალკოჰოლისგან გაბრუებული.. ბარბაცებდა, ხელი შევაშველე, წამიერად ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან, თვალებში ურცხვად ვუყურებდით
- წამოდი, წამოდი, მთვრალი ხარ, დაგაწვინო - გოლიათ კაცს მივათრევდი ჩემი სუსტი მხრებით, საწოლამდე მივიყვანე და დავაგდე, წონასწორობა დავკარგე და ზემოდან დავეცი, ჩემი თმები სახეზე გადაეყარა.. თვალები დახუჭა, სასიამოვნოდ გაიღიმა.. ცხვირი ჩემი კისრისკენ წამოწია და ალუბლის არომატი ხარბად შეისუნთქა.. ერთიანი კაბა მეცვა, ბრეტელები ორივე მხარეს ნელ-ნელა ჩამოაცურა, მხარზე თითის ბალიშებით შემეხო ნაზად, თვალები დავხუჭე.. მსგავს მომენტებში თითქოს მთელი გონება მეთიშებოდა, არ ვფიქრობდი არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე..
- ქართველო! ვაღიარებ ყველაფერში იდეალურები ხართ, თუმცა კოცნა მაინც არ იცი.. მინდა რომ გასწავლო!- ჩამჩურჩულა ყურთან ახლოს.. ღრმად ჩავისუნთქე, უფრო ახლოს მივიწიე მის ტუჩებთან, კუნთებზე ხელი შევახე და მეც ყურთან ჩავჩურჩულე
- კოცნა გინდა? - დანიელმა თავი უხმოდ დამიქნია, პატარა ბავშვის თვალებით.
- კოცნას დამსახურება სჭირდება ებრაელო! - წამოვდექი, კაბის ბრეტელები გავისწორე და ოთახიდან გამოვედი. სააბაზანოში შევვარდი, სახეზე ცივი წყალი შევისხი. ვიცოდი, ახლა უარი ვთქვი იმაზე, რაც ძალიან მინდოდა და მიზიდავდა… რაც ყველაზე მეტად მაინტრიგებდა. ბოლო მომენტში ჩემი გონება დაბრუნდა და ტვინმა შემახსენა ჩემი ცხოვრების მახინჯი ჭრილობა: მე არ მქონდა უფლება ავყოლოდი სურვილებს. ეს არ იყო გამართლებული..
- მოგარჯულებ ქართველო! აუცილებლად მოგარჯულებ! - ჩაილუღლუღა დანიელმა და პატარა ბავშვივით ჩაეძინა.. მე იმ ღამით ისევ შემოსასვლელში დავიძინე..

დილით, როცა გათენდა, ჩვეულებრივი დილა დაიწყო… ყავას ვსვამდი, მზე ნელ-ნელა ანათებდა ოთახში, როცა მისი ოთახის კარი გაიღო და დანიელი გამოჩნდა. უხერხულად ვგრძნობდი თავს; დაჯდა ფრთხილად, ძალიან ჩუმად, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა. ველოდებოდი წუწუნს ან ღლაბუცს, მაგრამ ახლა ძალიან სერიოზული ჩანდა. არც ნაბახუსევი ეტყობოდა, ყავა მიირთვა, ტელეფონში ჩაშტერებული იყო და მერე წყნარად დაიწყო:
- ლიზა.. რაღაც მინდა გითხრა - მომეშვა, როცა ბოლოს ხმა ამოიღო.
- გისმენ დანიელ, აბა რას მეტყვი?
- მოკლედ.. შევთანხმდით რომ დავზავდებოდით და მეგობრები ვიქნებოდით
- კი ასეა..
- როგორც მეგობარი გამიგებ.. ჩვენი ქორწინება ყალბია.. აქამდე, ანუ ამ ქორწინებამდე ჩემი ცხოვრება მქონდა.. ქალები, გართობა.. რაზეც უარის თქმა მომიწია.. მაგრამ ვფიქრობ წინაღმდეგი არ იქნები თუ ცალ-ცალკე ორივეს გვექნება შესაძლებლოვა ცხოვრება განვაგრძოთ
- რას გულისხმობ?
- ორ დღეში ჩემი მეგობარი გოგონა ჩამოდის საფრანგეთიდან, არ იცის რომ "ცოლი" მყავს, აქ მოვა.. და იმედი მაქვს რაიმე დისკომფორტი არ შეგექმნება
- ანუ? აქ იცხოვრებს? - შინაგანად ცეცხლი მომეკიდა. სახეზე გავწითლდი ეს ის გაწითლება არ იყო, რაც აქამდე მემარყებოდა ხოლმე. ეს სულ სხვანაირი გაწითლება იყო… სიბრაზის და სიმწარის ნაზავი.
- რამოდენიმე კვირა დარჩება.. მე მამაკაცი ვარ და ქალი მჭირდება.. ეს ყალბი ქორწინება წლები გაგრძელდება.. იმედია შენ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს
- არა! რა თქმა უნდა როგორც გინდა ისე მოიქეცი, ისედაც შენი სახლია..
- ძალიან კარგი, შენ ჩემი ბიძაშვილი ლიზა იქნები მის თვალში.. შეგიძლია შენც ნახო ვინმე ვისთანაც კარგად იგრძნობ თავს..
- ვაუ.. ნებას მრთავ?
- რა თქმა უნდა, გაქვს ამის უფლება, ისევე როგორც მე.. კარგი ახლა უნდა გავიდე საღამომდე არ ვიქნები.. ნახვამდის - დანიელმა კმაყოფილი გამოაღო კარი, ტუჩი მოიკვნიტა, პატარა სამიზნეს გულში მოარტყა, ის შეძლო რაც უნდოდა..
- ცოტას იწვალებ ქართველო.. არაუშავს ჭკუას ისწავლი - სიცილით წავიდა.. რაც შეეხება ლიზას საკუთარ თავთან კამათით დაკავდა,
აქეთ-იქეთ დადიოდა და ბორგავდა, ხან ფეხი დაარტყა იატაკზე ძლიერად, ხან ხელში დანას აჭერდა ხელს, გულში ბრაზი ახრჩობდა..
მომდევნო ორი დღის განმავლობაში წესიერად ხმას არ იღებდა, ჩქარი ნაბიჯებით დადიოდა სახლში, თვალები ცეცხლის სხივებს აფრქვევდა.. დანიელს მისდამი ყურადღება საერთოდ აღარ გამოუჩენია, მთელი დღეები სამზადისში იყო დაკავებული, სტუმრის დასახვედრად.. დადგა ის დიდებული დღეც როცა მისი "ფრანგი" მეგობარი უნდა ჩამოსულიყო, რატომღაც მაინც და მაინც ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა ეს ყველაფერი.. მან არც იცოდა ამ დღის შესახებ..
- ლიზა, რაღაც მინდა გთხოვო
- რა?! - თითქმის ყვირილით ვუპასუხე სამზარეულოდან
- დღეს მონიკა მოვა, შეგიძლია რამოდენიმე ქართული კერძი მოამზადო მისთვის?
- არამგონია შევძლო!!
- რა გჭირს? უცნაურად გამოიყურები
- არაფერი არ მჭირს! თავს შეუძლოდ ვგრძნობ
- გთხოვ, რამოდენიმე კერძი, ჩვენი მეგობრობის ხათრით..
- ვწრ გავიგე, მე თქვენი მზარეული ვარ?!
- უბრალოდ გთხოვ.. თუ არ შეგიძლია..
- კარგი კარგი.. გავაკეთებ - ხელიდან თეფში გამისრიალდა და ყველაფერი დავლეწე
-ხომ არ იტკინე რაიმე?
- არა!!
-კარგი.. მადლობა ლიზა, საოცრება ხარ.. მე უკვე აეროპორტში მივდივარ, საღამოს მოვალთ - კმაყოფილი სახით წავიდა
- ღმერთოო! რა დავაშავე! თურმე აქ ვემს თვალწინ მისი საყვარელი უნდა ავიტანო! ავადმყოფი ვირი!! და თან ჩემი ხელით საჭმელები მოვუმზადო!! - დივანზე ჩამოვჯექი და ცრემლები წამომივიდა.. დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, თუმცა არავის ახსოვდა.. არავის დაურეკავს.. დედაჩემსაც კი.. ვიჯექი და პატარა ბავშვივით ვქვითინებდი.. თუმცა ამ გამწარების მიზეზი სტუმრის მოლოდინი უფრო იყო..

რამოდენიმე კერძი გავაკეთე, სამზარეულო მივასუფთავე, კერძების მზადებისას მარილი ჩავაყარე ყველაფერს ძალიან ბევრი
- იმედი მაქვს გადაგცდებათ და დაიხრჩობით!!! - ვბურდღუნებდი, დანიელმა დამირეკა
- ლიზა ათ წუთში მოვალთ, ყველაფერი მზად გაქვს?
- კი! - ტელეფონი მივუთიშე
- საინტერესოა იმ ძუკნას სად აწვენს! ან მე რას მიპირებს - ჩემს თავთან ვაგრძელებდი საყვედურებს..კარზე დააკაკუნეს.. ფეხები უკან მრჩებოდა, არ მინდოდა გამეღო.. ღრმად ჩავისუნთქე და კარი გამოვაღე..გამოვაღე და გაოცებისგან პირი დამრჩა ღია, უზარმაზარი ვარდების თაიგულით ხელში იდგა დანიელი, წინ უამრავი ჩანთები ეწყო, მეორე ხელში უზარმაზარი დიდი დათუნია ეჭირა, ვიდექი და გაღიმებული ვუყურებდი.. დათუნია ნელ-ნელა გასწია და ქალი დავინახე.. გავშეშდი, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ცრემლები მომადგა, პირზე ხელი ავიფარე შემდეგ კი ხმამაღლა დავიბღავლე
- დედაააა - მისკენ გავიქეცი, მთელი ძალით მოვეხვიე მონატრებულ დედას, სიხარულმა იხეთქა, წვეთ-წვეთად გვდიოდა თვალებიდან ცრემლები, ნაზად შემომხვია ხელები, თავზე მაკოცა, სუნთქვა ერთმანეთში გვერეოდა, სამი წლის დაკარგულ სითბოს ვინაზღაურებდით.. - დანიელი იდგა ხელებგადაჯვარედინებული და ბედნიერი სახით გვიყურებდა, მისკენ გავიხედე
- აი ჩემი სტუმარი ჯიუტო! მას ველოდებოდი ასე გულმოდგინედ! დაბადების დღეს გილოცავ! - ვარდების თაიგული გამომიწოდა..



№1  offline წევრი Tak.oo

მივხვდი რომ დედა იქნებოდა 😃❤️
კარგი იყო,აბა შემდეგ თავზე გადავედი 😊

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent