შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნის ხესთან (ნაწილი 1)


23-03-2026, 22:27
ავტორი Barbara0
ნანახია 11

გზაზე ინერციით გადადიოდა. ამღვრეული თვალები ხედვის არეალს უპატარავებდა და ბინდიც ახლოვდებოდა. ჯერ კიდევ დღენაკლული თებერვლის სუსხი ჰქონდა გამჯდარი ძვალ რბილში. მუხრუჭების ხმამ და ფარების სინათლემ რომ მოჭრა ერთიანად ხედვის და სმენის ორგანოები. ღრუბელი არაფრის დიდებით არ ტოვებდა ცას და დედაქალაქს ამას კიდევ მამაკაცის მოქუფრული სახე დაემატა, რომელიც ძლიერად ანჯღრევდა გოგოს რომ გონზე მოეყვანა, რომელიც სულ მთლად გადაფითრებულიყო.
- სულ გაგიჟდით? გამწარებულმა ეს ორი სიტყვა ძლივს გადააბა ერთმანეთს. - გზაზე ასე სიარული ამ თაობის მოდაა თუ რაგჭირთ. გოგოს ისედაც უშედეგოდ ანჯღრევდა, ახლა უერესი ალმური მოედო როცა არც ხმას ცემდა ახალგაზრდა ფერდაკარგული გოგო და არც მიმიკა შეცვლია. - საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთ, მგონი შეუძლოდ ხართ. გოგო მაშინ მოვიდა აზრზე როცა ერთი თავით მაღალმა მამაკაცმა მანქანისკენ უბიძგა. ხელი შეაშვებინა
- გამიშვით, არაფერი მჭირს. მიანათა გოგომ სითეთრისკენ გადასული ცისფერები ისეთი სულს რო გაუყინავენ ადამიანს, თავი დაუკრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა.
გონებაგაფანტული ახალგაზრდებიო უცნაურად ჩაილაპარაკა კაცმა და მანქანაში ჩაჯდა. გოგომ კი აუღელვებლად გააგრძელა გზა ვითომც აქ არაფერიო, მაგრამ როგორ თუ არაფერი, თითქმის სიკვდილის მარწუხებმა გაახვია ბნელში. მალევე შედგა ძველი შენობის წინ, ჭიქა ყავით ხელში აბურდულად არეული აზრები დაილაგა და მთავარი ბიბლიოთეკის შესასვლელში დედის მზერასავით მოსიყვარულე თვალებს გადააწყდა.
- ¬იმედია არ დამიგვიანია, მაია თითქოს დროის შეგრძნება დავკარგე.
- არა ჩემო გოგო დროც კი არის დაწყებამდე, წამოდი შევიდეთ. მყუდროება ისე ტრიალებდა ჰაერში როგორც სუფთა წიგნების სუნი. მშვიდად იდგა და გარემოს სწავლობდა, თვალები იმ ახალგაზრდებისკენ გაურბოდა რომლებიც მასსავით დაჯილდოებისთვის გამოწყობილან და გულუხვი ღიმილით აჯილლდოვებდნენ ღონისძიების დაწყებამდე ერთმანეთს.
- საოცრად გამოიყურები. გვერდიდან მოესმა წკრიალა, მშვიდი ხმა. - ბოდიში უბრალოდ ძალიან მომეწონე. დაიმორცხვა გოგომ სადღაც ოც წლამდე იქნებოდა მენთოლისფერი ატლასის კაბა ეცვა ფერიას გავდა ჩალისფერ გრძელ თმებში.
- თავად ხარ ძალიან ლამაზი, ფერიას გავხარ. ლოყები შეეფაკლა, სიხარულისგან ახალგაზრდას, ლამის ჩაეხუტა უცხოს.
- ბიძაჩემიც სულ ამას მეუბნევა, მე ლილე მქვია.
- სასიამოვნოა ლილე. გოგოს ხელი გაუწოდა და საკუთარი სახელიც არ დავიწყებია - ნენე. პატარა ლილე გულზე დაეკონა ნენეს. სძლია ყველანაირმა სურვილმა პატარა ქალბატონს.
- ნენე... ნენე მიხარია რო გაგიცანი. გოგო აჟიტირებული იყო. აშკარა აღფრთოვანებაც ეტყობოდა.
- მეც ფერია ლილე. გულიდან წამოსული ღიმილით დააჯილდოვეს ერთმანეთი.
ცოტახანი საუბრის შემდეგ დაჯილდოებაც დაიწყო, თითოეული ბიბლიოთეკის რჩეული გამოდიოდა სამადლობელ სიტყვას გამოთქვამდენენ და მიღებული საჩუქრით უკან ბრუნდებოდნენ. ნენემ ქალბატონ მაიას მოკრა თვალი სცენაზე და მისი ხმაც გაიგო.
- სანამ ჩემ გოგოს აქ მოიხმობენ მინდა მე მივმართო მას, ჩემს თვალწინ გაზრდილს და დაქალებულს, ნენე ეს ის გოგოა რომელსაც უამრავი ინიციატივა, აზრი და იდეა ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თავად იყო სკოლის მოსწავლე. ახლა შემდგარი ქალია, მაგრამ ჩვენს დამტვერილ ბიბლიოთეკას დღემდე ვერ ელევა ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში. სწორედ ნენეს სიტყვებია - „კი მაგრამ წიგნები ხომ ჩვენი თავშესაფარია, ისეთი წვიმის დროს თუ დაგჭირდა ხელსაც ჩაგჭიდებს და შენთან ერთად გავა შარა გზაზე ან ქოხად იქცევა მაშინ, როცა წვიმის წვეთები სახეზე თბილად დაგედინებაო“. - ჩემო გოგო შენ ხარ ის თავისუფალი სული რომელიც გზას წიგნებში, განვითარებაში და კითხვაში პოულობს და აღწევს მიზანს. არასდროს შეწყვიტო წინსვლა. მქუხარე ტაშის ფონზე კლასიკურად გამოწყობილი ავიდა შემაღლებულზე, თბილი ღიმილით შეხედა გარშემომყოფებს ლილეს აციმციმებულ თვალებს გადააწყდა აღიმებდა ეს პატარა ფერიასავით გოგო.
- სიმართლე გითხრათ არვარ იდელური მკითხველი. ხან მავიწყდებოდა წიგნების ჩატანა ბიბლიოთეკაში ხანაც სულ სხვა წიგნი ჩამქონდა. პატარა გულმავიწყობის ბრალია, მაგრამ ქალბატონმა მაიამ მითხრა რომ ამ დაჯილდოებაზე პირველი მე გავხსენდი და არ გადათქვამდა საკუთარ აზრს ჩემი გულმავიწყობის გამო. მკითხველს მხოლოდ დისციპლინა არ სჭირდება ეს შეიძლება იყოს ქაოსიც, მაგრამ ქაოსშიც უნდა შეგეძლოს შენი სიმშვიდის პოვნა, რომელსაც მხოლოდ დამტვერილ წიგნებში პოულობ. მიხარია ასეთი ღონისძიებები და წამოწყებები, რომლებიც ახალგაზრდებს მეტად გათვითცნობიერებულს გახდის. სკოლის მეათე კლასში გავიგე ბიბლიოთეკის სრულფასოვანი აზრი, არსი და დანიშნულება, ეს საზოგადოების ბრალია, მაგრამ მადლობა ქალბატონ მაიას რომ ჩემს ბიბლიოთეკურ განათლებაში ამხელა წვლილი შეიტანა, ყოველი ფეხის შედგმა ბიბლიოთეკაში პერსონალის გამო მიხარია, რომელიც გირჩევს წიგნს დაელაპარაკები და შენს აზრებს გაუზიარებ.
ტაშის ფონზე ჩამოვიდა განათებული სცენიდან და საკუთარი ადგილი დაიკავა, პატარა ფერია გულზე აეკრო ქალს.
- ნენე შენი სიტყვა ამაღელვებელი იყო.
- ფერიავ ეს გულიდან წამოსული სიტყვები იყო. ერთ დღეს შენი სიტყვა უფრო ამაღელვებელი იქნება და მე პირველი ვიქნები ვინც მხურვალედ დაგიკრავს ტაშს.
- მიხარია რომ გაგიცანი ნენე. გთხოვ წამოდი ჩემთან და ბიძასთან ერთად კაფეში და გაგაცნობ. მასაც დარწმუნებული ვარ გაუხარდება.
- ჩემო ლამაზო მაიკოს კაფეში დაპატიჟებას ვგეგმავდი, სხვა დროს ხო არ გადაგვედო.
- წამოდით და ქალბატონი მაიაც გავიცანი უარს არ მეტყვის. მეამიტურად გაეღიმა ლილეს.
- კარგი, მაშინ ცოტახანი ალაფურშეტზე დავრჩეთ, გაიცანი სხვა მკითხველებიც და წავიდეთ.
მზრუნველი ტონით უთხრა ნენემ და აივანზე გავიდა ჭიქა ღვინოსთან ერთად, მშვიდად ჩაისუნთქა თბილისის გრილი ჰაერი და ნათლად მოჩანდა ძველი ქუჩებიც. ჩაჯდა იქვე დაკიდებულ საქანელა სკამში და თვალები მინაბა, ღრმად ჩაუშვა ცივი ჰაერი ფილტვებში უნებურად გაეღიმა და მათრობელა სითხემ გაიკვალა გზა, თან გულით ეღიმებოდა, პატარა ფერიას სახე უდგებოდა წინ.
- ესეიგი არხართ კარგი მკითხველი. ეს ასე პირდაპირ თქვით და მაინც დაგაჯილდოვეს. გვერდიდან ბოხი დაღვინებული ბარიტონი მოესმა. არ გატოკებულა, ნენეს თვალებიც კი არ გაუხელია. ეცნო ხმის ტემბრი, იმ ადამიანის ხელები გაახსენდა მკლავზე მანქანისკენ რომ უბიძგებდა და საავადმყოფოში მიყავდა.
- სიმართლე ჯოჯოხეთსაც კი გაანათებს, ნებისმიერ მომენტში. ღვინის ბაკალი ტუჩებთან ახლოს მიიტანა და ღრმა ამოოხვრის მერე გადაეშვა ცოცხალი ყურძნით სავსე ვენახებში, ტაომ დააყარა სულ მთლად დაეხორკლა მოშიშვლებული მკლავები, თვალებს არაფრის დიდებით არ ახელდა, არ სურდა ზედმეტი ინფორმაცია არც მის გონებას არც ისედაც აფორიაქებულ სულს, როცა სიმშვიდემ დაისადგურა გაახილა თვალებიც და ფერიის ხმაც გაიგო.
- ნენეეეე... მე, მაიკო და დამიანე შენ გეძებთ ყველგან.
- ესეიგი მაიკო. ჩაეღიმა. - ანუ გადაწყდა აღარ გავჯიუტდები, მაშ წავიდეთ ჩემო ფერია. თავადაც გაიკვირვა როდის გახდა ეს პატარა გოგო მისი? ბოლო ოთხ საათში? მაჯის საათს რო დახედა გაუკვირდა ერთ საათს არაფეერი აკლდა რაც აივანზე იჯდა. დროის შეგრძნობა თანდათან უფრო ეკარგებოდა.
უკვე ბინდდებოდა, ცასაც მუქი ლურჯი ფერი დასდებოდა, ტონებში ნაცრისფერს არ კარგავდა, გარეთ გავიდნენ და აქ გაუბრწყინდა სახე ლილეს.
- ფერია, სამაშველოს გამოვუშვებდი მალე. ის ბარიტონი მოესმა რომელმაც აივანზე შეაფხიზლა სულ ერთი ფრაზით.
- დამი კაი რა. გაიცანი ნენე დღეიდან მისი ფერიაც ვარ. გაეკრიჭა ბიძას. - და ნენე ესეც ბიძაჩემი დამიანე, რომელიც ნამდვილი ქართველი ღრუზინია. წამით გადაიკვეთა მათი მზერა მხოლოდ თავი დაუკრეს ერთმანეთს.
ნენეს ახლა სახლის და თბილი ჩაის გარდა არაფერი ერჩივნა, მაგრამ პატარა მოძალადე ფერია ამოუდგა გვერდში და ძალით ჩატენა მანქანაში. აღარც შეწინააღმდეგებია. სანამ მანქანას დააპარგინგებდა ლილეს ბიძა მაიკოს და ლილეს საუბარი თბილად ჩაესმოდა, იმდენად მოდუნდა თბილ მანქანაში ლამის თვალებიც მიეხუჭა. ბოლოს მყუდრო კაფეში შევიდნენ იქაც ბევრი ისაუბრეს ნენე უმეტესად მსმენელის პოზიციაში იყო და ქალბატონი ლილეს ტიტინს უსმენდა ეს გოგო კი არ აიძულებდა გაეღიმა, არამედ უნებურად ისე უცინოდა თავადაც უკვირდა გამოფიტულს სად ქონდა ამდენი ენერგია, მაგრამ ღიმილს გვრიდა მათი ყურება და ერთი დიდი სიამოვნება იყო. განა კი ამაზე მნიშვნელოვანი იყო მისი სიმარტოვე? არა მაგრამ მიჩვეული იყო. შეჩვეული ჭირი ჯობიაო... სულ ამ სიტყვებს იშველიებდა. როცა ადგა ანგარიშის გასასწორებლად, მომღიმარ გოგოსთან მდგარი დამიანე დაინახა, რომელიც ზემოთხსენებულ ანგარიშს ასწორებდა. აღარ გაკაპასდა ანდა რა აზრი ქონდა პატარა ბავშვივით ჭირვეულობას. სანამ ფიქრობდა გვერდით დამიანე ამოუდგა.
- ნენე, კარგად ხართ?
- კი, კი. მადლობა დამიანე.
- არ არის საჭირო, მადლობა შენ. ჩემი ფერია გაბრწყინებული საუბრობს რაც გაგიცნოთ მას შემდეგ.
მოჭიკჭიკე ფერიას და მაიას მიუსხდნენ ისევ, გარეთ ქარი ამოვარდა ამინდმაც საბოლოოდ ჩამოუშვა შავი ღეუბლები. გაგიჟებას ბევრი არაფერი უკლდა, ნაადრევად ჩამოღამდა. ბნელი ღამე იყო. მანქანაში ჩასხდნენ, ხელოვნურ სითბოს მიენდნენ. დიშვილი დას ჩააბარა, შემდეგ ქალატონი მაია დატოვა დათქმულ ადგილას. ბოლოს დარჩა ნენე, რომელიც დამიანეს გვერდით აღმოჩნდა და საქარე მინიდან ბოლომდე არეულ ამინდს შეჰყურებდა. გრილი სუნამოს სუნი მისწვდა ქალს. ოდნავ ჩამოწეული ფანჯრებიდან კი წვიმის სუნი, რომელიც გარეთ გაზაფხულის შემოსვლას მოასწავებდა - სხვანაირად როგორ იქნებოდა პირველი მარტი - გარეთ ქარიშხალი იყო, წვიმას ალაგ-ალაგ მსხვილი სეტყვა ერეოდა და მუქი ცაც რამდენიმე წუთში ერთხელ თავის ძალას ანახებდა მათ და ისე განათდებოდა დაკლაკნილი ელვა, სიმძაფრისთვის ჭექა ქუხილიც ემატებოდა. მთლიანი კომპლექტი იყო. რომ არა აუტანელი ცივი და სუსხიანი ქარი ნენე სიხარულისგან ტაშსაც შემოკრავდა დიახ მას მზეს სწორედ ასეთი ამინდი ერჩივნა. აი დამიანეს კი დაძაბულად ჩაფრენოდა საჭეს და წამში ერთხელ ნენეს უყურებდა.
- ხომ არ გეშინია? შეპარვით კითხა ქალს მანაც ღიმილშეპარული ხმით უპასუხა
- სულაც არა პირიქით. სიუმეს მხოლოდ ქარის ზუზუნი და წვიმის ხმა არღვევდა. კერძო სახლთან მიაყენა დამიანემ მანქანა. სეტყვაც უფრო და უფრო ძლიერდებოდა, თბილისს ასეთი ამინდი დიდი ხანია არ ახსოვდა დღეს კი როგორც სჩანს ერთიანად მოაღო ცამ პირი.
- დამიანე ასეთ ამინდში მანქანით ვერ წახვალთ თავისთავად ვერც ფეხით, სეტყვა ძლიერდება ამიდიც უფრო გიჟდება, შეგიძლია შემოხვიდე გამოდარებამდე. ბოლოს მანქანა ეზოში შეიყვანეს, ფარეხში. სეტყვისგან დაცულად რომ დაიგულეს მანქანა სახლში შევიდნენ. მყუდროება და სუფთა სურნელი სითბოსთან ერთად ესიამოვნათ, ორივე საკმაოდ დასველდა. ქალს უკან მორჩილად მიყვა კაცი აშკარად სტუმრისთვის განკუთვნილ ოთახში შეიყვანა და კარადიდან სულ ახალი მამაკაცის სპორტულები გადმოღო.
- აბაზანაშიც ყველაფერი ახალია შეგიძლია ისარგებლო.
- მადლობა ნენე.
დამიანე მოწესრიგდა და სანამ ქვემოთ ჩავიდოდა აივანზე გავიდა. ისევ ისეთი ამინდი იყო ბინდი თითქოს უფრო და უფრო ქვემოთ იწევდა. აფიქრებდა ნენე, უცნაური ქალი იყო, დამოუკიდებელი რომელმაც ამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე ყველაფერი დაკარგა, თითქოს პატარა მზის სხივიც დაკარგა რომელიც ყველა ადამიანს ბავშვობიდან დაგვყვება. ქალი უკვე ქვემოთ იყო, სამზარეულოდან კლასუკური მუსიკა მოესმა, დახვეწილ ნენეს თითქოს სხვა არც ეკადრებოდა. ქალი კი სამზარეულოში ტრიალებდა, რძისფერი სპორტული და ბრეტელებიანი ამავე ფერის მაისური ეცვა _ სალათის ფურცლებს ჭრიდა, თმა აეწია და რამდენიმე დაუმორჩილებელი თმის ღერი ჩამოშლოდა რომელიც ისევ სველი ჰქონდა. სამზარეულოში მის წინ დაჯდა მშვიდად ადევნებდა თვალს, არც ერთი ზედმეტი მოძრაობა ან სიტყვა არ დასცდენიათ. ამინდივით მათი მუქი ფერები ჭარბობდა, ვიდრე სინათლე და საუბრის სურვილი.
- დაგეხმარები. კაცმა ინიციატივა წამოაყენა, მაგრამ იცოდა ქალი არ დაუთმობდა.
- შეგიძლია ყავა გააკეთო. ქალმა ურეაქციოდ გადაუძახა. კაცმა ერთ ჭიქაში იმდენი შაქარი ჩაყარა ნენეს თვალები შუბლზე აუვიდა, მეორე ჭიქისკენაც წაიღო საშაქრიანი ხელი და ნენეს შეხედა.
- არა მე უშაქრო. გაეღიმა ქალს. - იმდენი შაქარი ჩაყარე კოფეინს ძალა დაეკარგებოდა. უფრო სიროფი გამოგივა, თუ გინდა კამპოტი და მურაბები მაქვს - შაქარყინულივითაა. კვლავ ჩაიფხუკუნა ქალმა, ჩუმად შეთქმულივით ეცინებოდა.
- ესეიგი კამპოტი და მურაბა ხო. ცალი წარბი ასწია და გაეცინა.
- დიახ, კიბის ქვეშ სათავსოშია თუ გნებავთ შეგიძლია აარჩიო.
- მადლობა ამჟამად შაქრით მივიღებ სიტკბოს, ფაქტიურად თქვენი წილი შაქარიც ჩემს ჭიქაში ჩავყარე.
ცოტახანში მაგიდა გაშალა ნენემ ორ კაცზე, არ იყო მიჩვეული სტუმრებს, თეთრი აშკარად სახლში დამზადებული ღვინო გადმოღო, სამზარეულოს კუთხეში ჩაშენებული ღვინის თაროდან.
- არც ლოთი ვარ არც ვაპათოლოგებ. კაცის მზერას გასცა პასუხი. - დალევ?
- უარს არ ვიტყვი. არც მე მაპათოლოგებს. გაეცინა ამინდის მიუხედავად მშვიდად იყვნენ. ცა? ცა ლამის ჩამოიქცა, უკვე საათი საათს ებმოდა რაც ასე განუწვეტლივ წვიმდა, სათვალავიც აერიათ. სიმშვიდე იყო სახლში მცენარეების გრილი სუნი იდგა. თბილოდა და ღვინის მათრობელა არომატიც მისწვდა მათ.
- ნენე. ფრთხილად დაუძახა კაცმა. ქალმა მზერა გაუსწორა და კითხვის ნიშნიანი ცისფერებით ჩააშტერდა თვალებში.
- მჰ. პირგამოტენილმა სასაცილო ვითარებაში დაუქნია თავი, გისმენო.
- დღეს, კარგი გამოსვლა გქონდა. ლილე ისეთი აღფრთოვანებული გიყურებდა...
- მიხარია ლილე რო გავიცანი, ამხელა მზის სხივი ერთ ადამიანში მართლა ფერიად აქცევს. საუკეთესო დისშვილი გყავს დამიანე.
კარებზე ბრახუნმა მოიყვანა ორივე გონს. ნენეს თვალები დაექაჩა დღევანდელი დღისთვის ძალიან ბევრი დაუგეგმავი მოვლენები ჯაჭვურად ებმოდა ერთმანეთს, მაგრამ წამში კარებთან გაჩნდა. შუაღამეს არაფერი ეკლდა - ამ დროს არავის ელოდა. ჩვეულ დროსაც უჩვეული იყო მისთვის ვინმეს სტუმრობა, რადგან სულ რაღაც ერთი თვეა რაც საქართველოში ჩამოვიდა და არავინ იცოდა ამის შესახებ ყოველ შემთხვევაში მას ასე ეგონა. კარებში გალუმპული ბავშვობის მეგობარი იდგა და ხელში აყვანილი გულზე მიხუტებული საკუთარი დეიდაშვილი, რომელიც გონზე არიყო. ძალიან ბევრი სურპრიზი იყო ერთი საღამოსთვის.
- ვიცი რო არ გველოდი. იცი არც ჩვენ გელოდით, მაგრამ აქ ხარ. ირონიულად გადაულაპარაკა ზუკამ. - არ შემოგვიშვებ? შენი დეიდაშვილია ბოლო ბოლო. დენდარტყმულივით დაიხია უკან და კარები ფართოდ გააღო.
- რა დაემართა.
- ბარში უგონოდ გამოთვრა დამირეკა მერე და გარეთ რო გამოვიყვანე ჭექა ქუხილზე გონება დაკარგა. გოგო მოაწესრიგეს, ნენე ცოტახანი გვერდით ეჯდა თამარას და თავზე ეფერებოდა, მონატრებია პატარა თავქარიანი. აი ოთახიდან გასვლა კი საშინლად არ უნდოდა, სადაც სრულიად უცხო კაცი და მთელი მისი ბავშვობა ელოდნენ. ფეხს ისე ითრევდა თითქოს უშველებელი ღუზა ეკიდა. ბოლოს კი ზუკასა და დამიანეს წინ დასჯილი ბავშვივით იჯდა. სასწაულ სიჩუმეში გააგრძელეს ვახშამი, მაგიდაზე სადაც ბოლო ერთი თვეა ერთ თეფშზე მეტი არ დადებულა. ზუკას წინაშე თავს დამნაშავედაც გრძნობდა
- ნენე დიდი მადლობა დახმარებისთვის, ჩემი წასვლის დროა.
- დამიანე ისევ ისეთი ამინდია, თან უარესდება. ქალმა ისევ სკამისკენ მიუთითა კაციც დაყვა მის ნებას.
- რადგან ასე გსურს ქალბატონო. მიხარია ამდენი წლის მერე შენი დანახვა თუ კიდევ არ გაიპარები ალბათ გნახავ მომავალში, როცა ბრაზი გადამივლის.
- ახვლედიანო გეყოფა. მაგიდაზე ხელი მოთმინებით დაასვენა. ზუკა კიდევ არაფრით არ ჩუმდებოდა. ეტყობოდა არც აპირებდა გაჩერებას.
- მონატრება არც გვაცადე შენი ასავალ დასავალიც კი არ ვიცოდით, მაგრამ რა მონატრებაზე ვილაპარაკო, საავადმყოფოებში დაგეძებდით. შენ კიდევ, ნენე, რომ იცოდე თამარს როგორ უჭირდა. კაცს ხმა დაურბილდა აშკარად არ ელოდა ქალისგან ასეთ სიმშვიდეს, მაინც ფიქრობდა ძველი ნენე აქეთ დაამხობდა თავზე ყველაფერს ამ დროს ძლიერმა სურვილმა შეიპყრო გულში ჩაეკრა ქალი რომელიც მთელი მისი ბავშვობა, ბაღი, სკოლა და თინეიჯერობა იყო. დაინახა ქალმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და წამში ჩაწითლებული თვალებიც აარიდა. მაგიდა აალაგა ნიჟარასთან დადგა და ჭურჭელი სარეცხ მანქანაში ჩააწყო, სიმწრით იმხელაზე მიაჯახუნა კარები ლამის დაშალა მთლიანი ნიჟარა. გვერდით უცხო კაცი იცნო, მისი გრილი სუნამო ვერც ამ ქარიშხალმა გააქრო.
- ნენე იყავი მასთან გულწრფელი, ის შენზე დარდობს. არ შეტრიალებულა, მაგრამ ცხელ სუნთქვას გრძნობდა ეს უცხო კაცი თავ გზას უბნევდა.
- დამიანე, მიჭირს...
- მოყოლის შემდეგ კი შვებას იგრძნობ. ქარიშხალი რომელიც ახლა ტრიალებს ჩადგება და მერე აუცილებლად გამოიდარებს. წარსულზე დარდით აწმყოს კარგავ მომავალი კი საერთოდ ქრება. ერთი იცოდე შენს ხელშია მთელი ძალა. კაცმა მოშიშვლებულ მკლავზე შეახო ხელი, მისი გაყინული თითები თავისაში მოიქცია და იგრძნო ზურგიდან როგორ დააყარა ნენეს ტაომ, სანამ ქალი ჰაერს ჩაისუნთქავდა დამიანე იქ აღარ იდგა.
მალულად გახედა იქვე უძრავად მყოფ ზუკას, უმძიმდა მისი ასე დანახვა ერთ თვეში ნაგროვები სიმამაცე სულ წყალში ჩაეყარა, ის ძლიერი უძრავი სახე დაეკარგა და დასატუქსად მომზადებულ ბავშვს დაემსგავსა. კიდურები სულ მთლად გაეყინა, კანკალმაც აიტანა წარსულის გახსენებაზე თავზე რო წამოადგა ვაჟბატონი.
- ნენე... ქალი უკანმოუხედავად ავიდა მეორე სართულზე. წიგნებით გადატვირთულ ოთახში შევიდა ბიჭიც უკან მიყვა. უხმოდ ჩაეშვა გარეთ აივანზე დაკიდებულ საქანელა სკამში ზუკაც გვერდით ამოუდგა. ორივეს ეშინოდა - ერთს სიმართლის მოსმენის, რომელიც უდაოდ მწარე იქნებოდა მეორეს კი წარსულისთვის ისევ თვალებში ჩახედვის, მაგრამ ადამიანები ვართ შიში კი ძვალსა და რბილში გვაქ გამჯდარი. ორივეს კი ერთმანეთის ისევ დაკარგვის შიში ჰქონდათ.
- ზუკა... ზუკა როცა სასამართლომ ბრალდება მომხსნა და თავდაცვას მიაწერეს ის რაც მე ჩავიდინე, ამაზე არც ვფიქრობდი - ხო გაქცევა არც მიფიქრია. კაცის მოკვლის შემდეგ ერთადერთი იმაზე ვდარდობდი მშობლებს ჩემს გარეშე დაასაფლავებდნენ, ეს მტკიოდა ყველაზე მეტად, ჩემს გამო დაღუპული მშობლები მტკიოდა... როცა მან ჩემს თვალწინ დახოცა ისინი ძალა წამართვა, მათი ცხედრების წინ ძალა იხმარა და... ქალს ხმა აუკანკალდა, კაცს კი მოსმენილისგან ყურები დაუგუბდა, გაშეშდა და პატარა ბავშვივით აიწურა. - იცინოდა გესმის ამ ყველაფრის მერეც დამცინოდა, საზიზღრად ხარხარებდა, მაშინ შეწყვიტა სიცილი როცა მისივე იარაღიდან გავისროლე... სუთქვას ვეღარ ირეგულირებდა, პულსიც აერია ქალს. - არ მოკვდა კიდე იცინოდა კიდევ ჰქონდა სიცილის ძალა, მანამდე სანამ დანარჩენი სამი ტყვია არ მოხვდა მის გულს. თავდაცვაო... მან ყველაფერი გააკეთა მე კი მერეღა მოვახერხე თავდაცვა. ისტერიული სიცილი აუტყდა.
- ნე გთხოვ....
- არა დამამთავრებინე. ხელის აწევით გააჩუმა, ცრემლებიც იმ ქარს გაატანა ქარიშხალს რომ გავდა. - როდის გადავწყვიტე იცი წასვლა? მას შემდეგ რაც საკუთარ სხეულს ვეღარ ვიტანდი... მას შემდეგ რაც ორსულობის ტესტზე ორი ხაზი გამოჩნდა. შემდეგ სად ვიყავი ერთი წელი? მეც არ ვიცი ,უცხო ქვეყანაში, ის ერთი წელი აგონიაში ვიყავი. ფსიქიატრიულში ისე გამომჭყიპეს წამლებით იმის თქმაც არ დამაცადეს რომ ორგანიზმში კიდევ ერთი დაუცველი არსება იყო - ისე მომიკლეს. ცრემლებმა თავისით გაარღვია ჯებირები, წვიმის წვეთები გამეტებით ეცემოდნენ დაბლა. - შემდეგ საუბრის უფლება მომცეს, მთლად არ გაგიჟებულხარ, მოგაბრუნებთო. ბოლო ორი წელი კი ფეხზე ვდგებოდი, ველოდებოდი მოშუშებას იმ ჭრილობის რომელიც დღემდე, არმტოვებს.
კაცის თბილი ცრემლი დაეცა მოშიშვლებულ მხარზე, მისი გულისცემაც ესმოდა, თავად კი ვეღარაფერს გრძნობდა. წარსულმა ისე მოუჭირა მარწუხები ლამის სუნთქვაც შეწყვიტა, მუხლებზე დაეცა კაციც იქვე ჩაიკეცა, ამინდი გაუარესდა ელვას სასწაული გრუხუნი დაემატა წვიმა კი პირდაპირ სახეზე ეცემოდა.
- ნე შენთან ვარ, ისუნთქე ჩემო გოგო, ახლა არგაბედო დანებება რადგან მე აქ ვარ. გესმის ჩემი? ნენე. ნენე. კაცის ყვირილმა ისედაც ფხიზლად მყოფი დამიანე უფრო გამოაფხიზლა.
- დამეხმარე. მავედრებელი სახით ახედა კაცმა დამიანეს. ქალი ხელში აიყვანა და აბაზანაში შეიყვანა აკანკალებული დუშის ქვეშ ჩასვა თავადაც ჩაიმუხლა და წყლის წვეთებმა დამიანეზე მიხუტებული მოიყვანა გონს. კაცი მონოტორულად თავზე ხელს უსმევდა, ორივე სველდებოდა, ნენეს ცრემლებიც დაფარა წყალმა დამიანეს მაისურს ჩააფრინდა და ხმით იყვირა.
- გახსოვს ნენე? გამოიდარებს. განცდილი ტკივილი წარსულია, შემომხედე. ქალს თავი ააწევინა და დაწითლებულ ცისფერებს შეეჩეხა. - შენ აწმყოში ხარ წინ მომავალი გაქ. არმისცე უფლება წარსულს შენს სულში ხელები აფათუროს.
ასე იყვნენ კიდევ დიდ ხანს. შუაღამეს გადაცილებული იყო ამინდი კი ისევ ისეთი, მხოლოდ ქარი ჩადგა, წვიმა არ ჩერდებოდა - ცა ჩამოიქცა, მაგრამ გაჩერებას მაინც არ ჩქარობდა. ქალი გაბრუებული შეწვა საწოლში, ემოციებმა სძლია და გაითიშა. დამიანე და ზუკა მისაღებში ისხდნენ, უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს მხოლოდ მადლობა იყო ის ერთადერთი სიტყვა რომელიც დამიანეს შეაგება კაცმა და ოთახში შეიკეტა. დამიანეც იმ ოთახში ავიდა მოსვლისას ქალმა რომ შეიყვანა. მთელი ღამე ფიქრებს მისცემოდნენ დამიანე და ნენეს ბავშვობა.
დილა ისევ მოღრუბლული იყო. სეტყვას და ქარს გადაეღო, მაგრამ თქეში მოდიოდა, ისე წვიმდა გადაღებას არ ჩქარობდა ნაცრისფერ ღრუბლებსაც შეთქმულივით შეეკრათ პირი. ხის მოპირკეთებულ კიბეებზე ჩუმად ჩასვლა განიზრახა დამიანემ, მაგრამ ოთახიდან გამოსული გაფითრებული ქალი შეეჩეხა, რომელსაც ისევ ბრეტელებიანი მაისური და სპორტული ეცვა დამიანე კი გუშინდელ ფორმას დაუბრუნდა.
- სადილის გარეშე არ წახვიდე, სიროფივით ტკბილი ყავაც დასალევი გაქ. ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში, დამიანესაც ჩაეცინა ჩუმად - წვერებში.
- მაგრამ შენ მაინც მწარე ყავას სვავ, ჯობია კამპოტი ან მურაბა მიაყოლო.
კიბეებზე ერთად დაეშვნენ. ისეთი ხმაური გამოდიოდა სამზარეულოდან აშკარა იყო იქ ზუკა ტრიალებდა. დამიანემ გეზი სამზარეულოსკენ აიღო, ქალს კი ფხუკინის ხმა მოესმა ესეიგი მისი სამზარეულო მთლად არ დაღუპულა. თავად კი დეიდაშვილის ოთახისკენ დაიძრა და დიახ ახლაც ეშინოდა, გოგოსი რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. კარები ფრთხილად შეაღო, თამარისთვის უჩვეულო ემბრიონის პოზაში იწვა გოგო. ნენე მის თავთან იატაკზე ჩამოჯდა, თმაზე მიეფერა, დაინახა მსვილ წამწამებზე ცრემლი როგორ ჩამოეკიდა - უკვე ასლუკუნებულს დახედა გული ყელში გაეჩხირა სუნთქვა შეეკრა ნენეს. გულამოსკვნით ტიროდა უკვე თმარი.
- ნენეე... აკანკალებული ხელი ქალის სახეზე ჩამოატარა, იმდენად დაუჯერებელი ჩანდა მისთვის წინ მჯდომი, განა კი ყოველ ღამე მას არ ესიზმრებოდა ნენე? ამ დროს სულ ტირილით ეღვიძებოდა. ახლა კი უხაროდა, იღიმოდა და ტიროდა კიდეც, პატარა ქალბატონს ტირილი სიცილში გადაეზარდა, ქალს ხელები ისე მოხვია გაშვებას აღარ აპირებდა. - ნენე იცოდე მეორედ მე აღარ გაგიშვებ, წინ გადაგიდგები და ყველა გზას ჩაგიკეტავ.
- კარგი ჩემო პატარავ, იცოდე მეც მოგეხმარები მაგ გზების ჩახერგვაში. ორივე იმხელა ხმაზე იცინოდა, გაგულისებული წვიმის ხმაც გადაფარეს. ამ დროს ოთახის კარი კი წინსაფრიანმა ზუკამ შეამოაღო.
- გადარეულებო ისეთი ხმა გამოვიდა ვიფიქრე, სულ მთლად გაგიჟდნენთქო.
- იცი ზუკა ჩემი სამზარეულოდანაც არ გამოდიოდა სახარბიელო ხმები.
- უმადურო ქალებო აბა ნახეთ რა საოცარი სუფრა გავაწყვეთ. სამივე გაბმულად იცინოდა, ზუკამ ორივე გულში ჩაიკრა.
- აბა ბარტყებო ადექით ახლა ძაან გაგიტკბათ ღუნღულა საწოლი.
გაზაფხულისთვის უჩვეულო სიცივე და სუსხი ტრიალებდა კარებს მიღმა, სახლში გათბობა არ თმობდა თავის პოზიციას. თამარი დროგამოშვებით ზუკას ჩამოეკიდებოდა კისერზე ხან რითი უშლიდა ნერვებს ხან რითი.
- ჭინკა, დაგავიწყდა რო გაბრაზებული ვარ?
- ზუ, ხოიცი დიდიხანი ვერ მიბრაზდები. სასაცილოდ გაეკრიჭა და გადმოყარა ქათქათა კბილები
- ისეთ მდგომარეობაში რო დაგინახო კიდე მერე ნახე შენ. გამაფრთხილებლად დაუქნია თითი. ნენეს ეცინებოდა მათი შემხედვარე, ისევ ისე კინკლაობდნენ ამხელა კაცი კი ბავშვივით ხდებოდა თამართან. ისევ ის გრილი სუნამო, არ შორდებოდა, მისგან წამოსული სიმხურვალეც იგრძნო და თავის გაყინულ ხელებს დახედა.
- საუკეთესო ადამიანები გყავს. თამარი გგავს შენსავით ნათელი თვალები აქვს.
- თამარ ქალი თავქარიანია. ჩაეღიმა დეიდაშვილის გახსენებაზე. - უმცროსი განებივრებული და გიჟი თამარი, ქარიშხალივითაა. შარიდან შარში ეხვეოდა სულ.
- ქალბატონო ნენე შენ ნაკლებად თავქარიანი იყავი? გვერდიდან წარბაწეული ზუკა შენიშნა მის უკან თამარი ხითხითებდა. - შენგან ისწავლა ამ ქალბატონმა, ყველაფერი გიჟური.
- დიახ ვადასტურებ. ზურას უკან ამოიკნავლა გოგომ და ხელი სკოლის მოსწავლესავით ასწია.
- თქვენ ორივე ერთად კი, აპოკალიფსის ჩინური ვერსია ხართ. ნენემ ანიშნა ორივეს
- ბოლომდე არ ვამჟღავნებთ ნენეკო თორე იმდენი შეგვიძლია რომ...
- მორჩით მასხარაობას და ვისადილოთ. ქალმა მაგიდისკენ უბიძგა.
ზუკას და დამიანეს მართლა გემრიელი სუფრა გაეშალათ. მხიარული განწყობით მიუსხდნენ მაგიდას, სახლში მყუდროება ბატონობდა, როგორც ამინდს შეეფერებოდა. გაიცნეს დამიანე, თამარი აღფრთოვანებული იყო დამიანეთი და არამარტო თამარი ზუკაც, დადებითად განეწყვნენ მის მიმართ. ბევრიც გაიხსენეს წარსულის ტკბილი მოგონებები, ლილეც ახსენეს, იტერესიანმა თამარმა კი წარბი აბზიკა, ცოტა ეჭვიანობის ტალღამაც გადაუარა დეიდაშვილისგან ასეთი აღფრთოვანებული ტონი რომ გაიგო, ცოტახანი ბღვერის შემდეგ სიამოვნებით უსმენდა და წამოაყენა იდეა რომ ახლო მომავალში ლილე აუცილებლად უნდა გაეცნო. ასე დაიწყო მათი დილა. სადილის და ყავის შემდეგ დამიანე გააცილა, წვიმდა, მანქანასთან იდგნენ და ადგილიდან არცერთი არ იძვროდა მათ მზერაში იმაზე დიდი მადლიერება იკითხებოდა ცა და დედამიწა ვერ გასწვდებოდა ამ მადლობების ამოკითხვას.
ნელ ნელა კი ყველა შემოეძარცვა ნენეს. დიდხანს ყავდა ზუკა და თამარი სახლში არცერთი ელეოდა გასაშვებად, არც მათ უნდოდათ დატოვება მაგრამ, სივრცე სჭირდებოდა ნენეს ამ ყველაფრის მერე ჰაერი შიშის გარეშე უნდა ჩაესუნთქა და ეფიქრა მარტო თავის მარტოობაზე. შებინდებულზე უკვე მარტო იყო სახლში. წვიმა არ აპირებდა გადაღებას. დიდი ხნის მშობლიური ნანატრი ამინდი მიიღო. თბილად ჩაიცვა და გარეთ გავიდა ფეხით თბილისის ქუჩაში ხეტიალი მოენატრა და სანატრელი წვიმაც. მართალია სახლში მისული ფენა ფენა გაიხდიდა გასაწურ ტანსაცმელს, მაგრამ ეს უკანასკნელი იყო რაზეც ფიქრობდა. წვიმიან ქუჩას ალაგ-ალაგ მბჟუტავი სინათლით ლამპიონები ანათებდა, ჯერ კიდევ გაშიშვლებული ხეების კერწეროში რამდენიმე გაყვავებული პატარა ტოტი შენიშნა, მაგრამ სიცივე და თბილისის გარშემო მთებზე ჩამოწოლილი თოვლი არ აძლევდა ხეებს ბოლომდე აყვავების საშუალებას. დროის შეგრძნება და ნენე ვერ მეგობრობდნენ. იმაზე მეტი დრო გავიდა თბილისის ქუჩებში სეირნობაში, რომ კანკალმა აიტანა, არადა თბილად ჩაიცვა ასე როდის შეცივდა ვერც გაიაზრა.
რამდენიმე წუთში მთაწმინდის შესასვლელთან იდგა ახლა უკან გაბრუნება სასჯელი იქნებოდა. იქაც სეირნობა გააგრძელა, რამდენჯერმე სულმა წასძლია და შეიპყრო სურვილმა ყველა ატრაქციონი დაელაშქრა. იყო დრო როცა ერთი დღის განმავლობაში ყველა ატრაქციონს სამჯერ მაინც ჩამოუვლიდა ხოლმე და დაღლილობა ან წუხილი საერთოდ არ აწუხებდა პირიქით მეოთხედ და მეხუთედაც მიბრუნებულა ერთ ატრაქციონზე. ყველას ეღიმებოდა ხოლმე მის ამ სილაღეზე და სულ იმას ამბობდნენ, რომ წლების შემდეგ ადგებოდა და ათ წრეზეც წავიდოდა. ბოლოს გადალახა ზღვარი და ფერად ატრაქციონთან გაჩერდა, ბარათი გაუწოდა ახალგაზრდა ბიჭს და ორ იქვე მდგომს შეუერთდა - წინწკლავდა ახლა უკვე ამინდიც მოლბა. ერთ ატრაქციონს მეორე მოყვა მეორეს მესამე და ასე იქამდე სანამ თავბრუსხვევა არ იგრძნო. კაფეში შევიდა გასათბობად და ძალების მოსაკრებად, ცხელ ყავას ელოდებოდა კანკალმა უფრო მეტად აიტანა ქუთუთოებიც უმძიმდებოდა. მოპირდაპირე მხარეს რესტორნიდან გამოსულმა დამიანემ კი კაფის შუშაბანდის მიღმა თითქმის მიძინებულ ქალში ნენე ამოიცნო. იქვე მდგომი რამდენიმე თანმხლები მამაკაცი გააცილა და გარედან ისევ ქალს დააკვირდა, რომელიც მიმტანმა შეაფხიზლა და ჭიქა ყავა მაგიდაზე დაუდო. უკვე თერთმეტი სრულდებოდა, კაფისკენ დაიძრა და წამებში გაჩნდა ქალის წინ, ნენემაც ჩაწითლებული ცისფერებით ახედა კაცს.
- დამიანე... საღამომშვიდობისა.
- საღამომშვიდობისა ნენე, როგორ ხარ.
- კარგად. კანკალის მიუხედავად იხტიბარი არ გაიტეხა და ჯიუტად უმტკიცებდა რომ კარგად იყო.
- ნენე ჩაწითლებული თვალები გაქვს, სულ სველი ხარ ნახევარი ტანსაცმელი ზედ შეგაშრა და კანკალებ. კარგად როგორ ხარ? სერიოზულად უყურებდა ქალის ამ მდგომარეობას.
- უბრალოდ მეძინება. ფრთხილად ადგა და დამშვიდობება დააპირა დამიანეც გვერდით რომ ამოუდგა. ქალის იდაყვი საკუთარ ხელში მოიქცია და კარებისკენ უბიძგა.
- გაჯიუტებას აზრი არ აქვს, სიცხე გაქვს. ისედაც მისუსტებული ქალი, უფრო მეტად მოეშვა.
- კარგი უბრალოდ ბართან მივიდეთ ჯერ. წყალი იყიდა და ყავის ანგარიშიც გაასწორა. გვერდით აქოშინებული ბიჭის სუნთქვა იგრძნო აშკარად ბარმენს ეძახდა.
- ნიკუშ ეს მთაწმინდის ბარათი დარჩათ, ქალმა მთელი ატრაქციონები შემოიარა და იქნებ მოა... ქოთქოთში ნენეს მოკრა თვალი.
- ქალბატონო... სწორედ თქვენ გეძებდით, ეს ბარათი, აქ ვაპირებდი დატოვებას იცით... დაიმორცხვა ახალგაზრდამ, ცოტაც გაწითლდა და ბარათი გაუწოდა.
- მადლობა. უხმოდ გაუღიმა, ბარათიც გამოართვა და დამიანეს მიყვა. ისევ იმ გრილ სუნს მიყვა, რომელიც უკვე ცხვირს უწვავდა მაგრამ, თვალებს ახუჭინებდა და ღრმა მორევში ეშვებოდა. ქუთუთოები უფრო უმძიმდებოდა თითქოს გირები ეკიდა. ლამპიონების ნათება ერთმანეთს ანაცვლებდა თანაც საკმაოდ მალე ან უბრალოდ ასე ეჩვენებოდა, გარშემო შენობებიც უფრო პატარავდებოდა.
- დამიანე მეძინება. ცოტახანი ფანჯარას ჩაუწიე, ჰაერი მჭირდება. ძლივს გააგონა ხმა კაცს მანაც გრილი ჰაერი შემოუშვა სალონში.
- ნენე შემომხედე, შეგიძლია ზუკას ან თამარის მისამართი მითხრა?
- ისინი, ლოტკინისკენ... ძლივს ლუღლუღებდა უკვე სიზმრებიდან ქალი. - პატარა დაღმართია და... და იასამნის ხე დგას ქუჩის ბოლოში, გეტყვი შენ წინ იარე... ხელი გაიშვირა თითქოს ცარიელ გზაზე მართლა მიუთითებდა რამისკენ. - ნახე იქ უნდა იყვნენ, მელოდებიან იასამნის ხესთან, დამიანე… იასამნის ხესთან. ბოლოს ამოიბუტბუტა მაღალი სიცხისგან გაბრუებულმა და კანკალმა აიტანა.
კაცმა მანქანა ისევ იქ გააჩერა სადაც წინა საღამოს. ხელში აყვანილი ქალით შევიდა სახლში ისევ ის სუნი ტრიალებდა - ხის და სიმწვანის. ქალი შეაფხიზლა, სიცხე გაუზომა 41-ს აღწევდა ქალის ტემპერატურა ახლაც უკვირდა ამხელა სიცხით როგორ შემოარა მთაწმინდის ყველა ატრაქციონი. აბანოში შეიყვანა და წყლის ჭავლის ქვეშ დააყენა, მოაზრდა ნენე და კაცის გამოწვდილ მშრალ ტანსაცმელს დასწვდა. ინერციით მოიშორა სველი და ჩაიცვა მშრალი ტანსაცმელი. ამღვრეული თვალებით მის თავთან მოლაპარაკე დამიანე გაარჩია რომელიც ცდილობდა ჭიქა წყალი მიეყოლებინა წამლისთვის, რომელიც პირდაპირ გადაყლაპა ქალმა, სასაცილოდ აიბზუა ცხვირი და გადაწეული თავი იქვე ბალიშზე მიასვენა - გრილ სურნელში გაეხვა და ისევ ქუჩის ბოლოს იასამაზე ფიქრს გაყვა, კანკალებდა ისევ. დამიანე კი ხან ჩაით მიადგა ხან თაფლიანი წყლით. ნენეს თავთან ეჯდა და ცდილობდა როგორმე ქალის კანკალი გაენელებინა, წამლის მოქმედებასაც ელოდებოდა. როცა ქალს სუნთქვა დაურეგულირდა ჩავიდა სამზარეულოში და წვნიანი გააკეთა, რომელსაც დედა ბავშვობაში უკეთებდა როცა სიცხისგან იწვოდა. ოთახში შევიდა წვნიანით, უკვე თენდებოდა კაცი მთელი ღამე აკონტროლებდა ქალის სუნთქვას ერთი ორჯერ თაფლიანი წყალიც დაალევინა. ქალის გაღვიძებამდე კი იქვე სავარძელში მოთავსდა და ფიქრობდა ამ ორ დღეში საკმაოდ ბევრი ნენე ნახა _ ქალი რომელიც ინერციით მოძრაობდა, მებრძოლი, მოსიყვარულე, მკაცრი და ბავშვური, რომელმაც წვიმაში, გალუმპულმა მთელი მთაწმინდა შემოიარა. რეალურად კი ის ლაღი ნენე ლამობდა გამოსვლას, რომელიც გარკვეულმა მოვლენებმა გაზარდა და აქცია მკაცრ ნენედ. ქალის სახეს უყურებდა - ხშირი წამწამები, სწორი ოდნავ რკალისებრი წარბები, მათ შორის მოქცეულის მოელვარე ცისფერები თითქოს ნაცრისფერში გადასული, სიცივისგან დახეთქილი ტუჩები და გამოყვანილი ქვედა ყბა რომელიც დაძაბულობისგან, მკაცრ იერს აძლევს მის გამხდარ სახეს.
- დამიანე. ქალის ხმამ შეაფხიზლა კაცი, ისიც ნელ ნელა დაიხარა ქალისკენ და თერმომეტრი გაუწოდა, ისევ სიცხე ჰქონდა 41-ს ერთი ხაზი ეკლდა.
- ნენე მოდი ეს წვნიანი ჭამე. ქალმა ცერად გადახედა აშკარად ცხელ ბულიონს და ცხვირი შეჭმუხნა.
- სუნი კარგი აქვს მაგრამ... დამიანე არ მინდა. სატირლად დაბრიცა ქალმა ტუჩები.
- ისევ სიცხე გაქ, თუ საავადმყოფო გირჩევნია. ამის ხსენებაზე ქალმა ნელა დაიწყო ჭამა ნახევარი ფიალა ძლივს შეჭამა, მეტი კაცმაც არ დააძალა. ფეხზე ადგა, იქვე გამოეცალა ძალა ფეხებში. როცა დამიანე ახლა ჩაის ჭიქით აადგა ოთახში საწოლთან ჩაკეცილი ქალი დალანდა, ისიც იქვე ჩაჯდა და თმაზე მიეფერა წამლები დაალევინა ნახევრად მძინარეს და ისევ საწოლში დააბრუნა.
- მადლობა, ამდენიც არ შეიძლება მეორე დღეა აქ...
- არ ვწუხდები ნენე, შენ ეს გჭირდება მეც აქ ვარ.
თბილი ადიელა მიაფარა მოშიშვლებულ მხრებზე, რამდენიმე ხალი შეამჩნია სხვადასხვა ზომის და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა ქალის წინ, ნენეც ამღვრეული, სიცხისგან დაწითლებული ცისფერებით შეჰყურებდა იქამდე სანამ არ სძლია სიცხემ და ისევ არ დაეკიდა მძიმე გირები ქუთუთოებზე.
ისევ დილა იყო და ისევ ნენეს სახლში გაათენა. წინა დღისგან განსხვავებით დღეს დილით ღრუბლებიდან მზის სხივები მოჩანდა მკრთალად. ქალის ფერმკრთალ სახეს ვერ აშორებდა თვალს. მზის სხივი მოხვდა მის სახეს, შეიშმუშნა და გვერდი იცვალა თან აკანკალებული ხელები ჩამოისვა სახეზე, ოფლად იღვრებოდა.
- ნენე მოდი წამოჯექი და გამოიცვალე. იქნებ საავადმყოფოშიც წავიდეთ ექიმმა გნახოს, სიცხე არ გიწევს.
- არა გთხოვ ოღონდ საავამდმყოფო არა. უფრო აიტანა ქალი კანკალმა.
- კარგი, კარგი მოდი აქეთ. საწოლის კიდისკენ წამოიწია, ფეხები ფრთხილად ჩამოაწევინა და კარადიდან პირველივე სპორტული გადმოუღო.
- შეძლებ?
ქალმა ფრთხილად და უხმოდ დაუქნია თავი და მარტო დატოვა, მის გახშირებულ და მძიმე სუნთქვას კარს იქითაც გრძნობდა. ქალი კი ისევ ბურუსში იყო, თითქოს მწველ მზეში, უწყლოდ უდაბნოში დაეხეტებოდა და იფიტებოდა. თავის ტკივილი მთლად აგიჟებდა და ის უღონობა რომლის გამო მყარად ვერ იდგა ფეხზე. ეს სისუსტე ეჯავრებოდა, თითქოს პატარა ბავშვივით ახლა უნდა ესწავლა სიარული. ისევ საწოლზე მიწვა, ძალას ეძებდა რომ ოთახიდან დამოუკიდებლად გასულიყო. კარს მიღმა დამიანეს ხმა გაიგო რომელიც დიდი ალბათობით ლილეს ესაუბრებოდა რადგან ბოლო წინადადებით სწორედ თავის ფერიას ემშვიდობებოდა. კარის შეღების შემდეგ ქალის კითხვისნიშნიან თვალებს გადააწყდა.
- ლილემ მოგიკითხა და გამოჯანმრთელება გისურვა.
- მომენატრა. დამიანე შეიძლება ყავა? ცალი წარბი სასაცილოდ აუწია და მომლოდინე თვალებით ჩააშტერდა კაცს.
- სიცსის დროს ყავა და თან უშაქრო საწამლავის ტოლფასია. უნდა ჭამო და ჩაი დალიო.
- წამოდი. ნახევრად ამდგარ ქალს წამოდგომაში დაეხმარა. ეს წყეული თავბრუსხვევა კი არ ტოვებდა ქალს, დამიანემ როგორც გუშინ ქალის იდაყვი საკუთარ ხელში მოიქცია და ისე ჩავიდნენ ქვემოთ. ნენე ისე იყო მინდობილი კაცს რომ საკუთარ სახლში ფაქტიურად თვალდახუჭული მიყვებოდა მას. დივანში მოწყვეტით ჩაეშვა და დაელოდა კაცის შემდეგ მოქმედებას. ეს კაცი ორი დღეა მისი ცხოვრების ნაწილად იქცა, თან ისე შინაურულად გეგონება საუკუნეებს ითვლის მათი ნაცნობობა ამასობაში დამიანე გამოჩნდა ორი მოზრდილი ჭიქით, პიტნის არომატი ეცნო და სიამოვნებისგან თვალები მიენაბა.
- მადლობა დამიანე.
- ნენე საღამომდე სიცხე თუ არ დაგიწევს გთხოვ მენდე, ამხელა სიცხე არ არის სახუმარო. წინ მჯდომს გახედა კაცმა,ნენე თავჩაღუნული ადევნებდა თვალს ჭიქაში მოტივტივე ლიმონს. ერთი თანხმობისმაგვარი ბგერა გაიგო ქალისგან და ჩუმად გააგრძელეს ჩაის სმა.
- დამიანე მადლობა მაგრამ მთლიანად მოწყდი შენ ცხოვრებას ამ სიტუაციის გამო, ზუკას და თამთას დავურეკავ და ისინი...
- ნენე სიცხისგან ბოდავ მგონი კიდე. ისინი ქალაქში არ არიან როგორც კი ჩამოვლენ და მეცოდინება რომ მარტო არ იქნები მაშინ დაგტოვებ. ქალი მოეშვა ჩაი დალია და იქვე აკეცა ფეხები.
მთელი დღის განმავლობაში დაღამებამდე ქალს ხუთჯერ მაინც გაუსინჯა სიცხე, ორმოციდან არ იძვროდა თერმომეტრი, ვერც ქალი შეაფხიზლა რომ რამე შეეჭამა გათიშული იწვა ქალი იმ დივანში რომელშიც დილით ჩაჯდა. წამლების მთელი მარაგი შეავსო და მეორე წვნიანიც გააკეთა. ეშინოდა მაგრამ მის წინააღმდეგ ვერ წაიყვანდა საავადმყოფოში. ბავშვობის მეგობარს დაურეკა და როგორც დამიანემ უთხრა თორნიკე შეიძლება მთელი საავადმყოფოთი მისულიყო. ცოტახანში კარებთან ბავშვობის მეგობარი და ქალბატონი ლილე გამოჩნდნენ.
- პატარა სისხლისმსმელი არ მომეშვა. ერთი თავით მაღალმა კაცმა დახედა გოგოს.
- ნენე რო გავიგე... პატარა ქალბატონმა დაიწყო თავის მართლება, მაგრამ არ დასცალდა. დამიანემ უბრალოდ თავზე აკოცა და სახლში შეუძღვა.
ნენე ფრთხილად შეაფხიზლეს, სიცსიგან შუბლი ოფლით დაეცვარა, ამასთან ერთად ვერ გაიაზრა საკუთარ სახლში უცხო ხალხი. გათიშული აჰყვა დამიანეს ზემოთ ცოტახანი ლილესთან დატოვეს რო ოფლისგან დაცვარული მაიკა მოეშორებინა, გოგომ სახე ნაზად ჩამობანა და ოთახში გაიყვანა. ამასობაში უკვე ექიმის სახით შევიდა თორნიკე.
- დამიანე რაღა ეს მდგომარეობა და რაღა ფილტვების ანთება. წყრომით გადახედა მეგობარს, მიზეზებსაც ხვდებოდა ამიტომ მეტად აღარ გაუმახვილა ამაზე ყურადღება. - ჰალუცინაციები დიდი ხანია რაც დაეწყო?
- გუშინ საღამოს. სისტემა დაუდგა კაცმა და რამდენიმე წამალი მათ შორის ანტიბიოტიკი დაალევინეს. - რო გამოფხიზლდება ჭამოს წვნიანი. დამიანე და თორნიკე გარეთ გავიდნენ, ისევ ციოდა გაზაფხულის ამინდს ახლა საღამოს სუსხიც დაემატა.
- დამიანე, ქეთევანი გკითხულობდა დღეს. მოღუშულმა უფრო მეტად ჩახარა თავი, ამხელა კაცი ერთიანად დაპატარავდა.
- დაველაპარაკები.
- გთხოვ აუხსენი ეს სიტუაცია, გაგიგებს. მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა და ქალის ღია აივანს ახედა საიდანაც ლილეს ჭიკჭიკი ისმოდა და ქალის სუსტი ჩაცინებები. - ნეტა გენახა როგორ იძალადა შენმა დიშვილმა ჩემზე როცა სახელი ნენე გაიგო. ხმით გაეცინათ. ცოტახანში სამზარეულოდან ხმაური გაიგეს და იქ მოფუსფუსე ლილე შეამჩნიეს.
- ნუ დამცინიხართ. დოინჯით ჩამოუდგა წინ ორ ზრდასრულ ახარხარებულ კაცს. - თქვენ ბატონო ბიძაჩემო ნენეს წვნიანი აუტანე. ხელში უკვე გაცხელებული წვნიანი მიაწოდა. - ბატონო ნათლიაჩემო თქვენ კიდე თქვენი ძმაკაცის არეული სამზარეულოს დალაგებაში მომეხმარეთ. გასცა განკარგულებები და კმაყოფილმა დაიკრიბა ხელები გულზე. ნენე როგორც ლილემ პირობა ჩამოართვა წვნიანი ბოლომდე შეჭამა.
- დამიანე მითხრა ლილემ, მადლობა ყველაფრისთვის.
- ჯერ კიდე სუსტად ხარ ნენე, თავს ძალას ნუ ატან. ნელ-ნელა მომჯობინდები. ქალმა ხელი ისე გაიშვირა თითქოს ვინმეს ეხებოდა. - დე ჩემო ლამაზოო. დამიანემ დაინახა როგორ ჩამოუგორდა თვალის კუთხიდან ცრემლები. ფრთხილად შეახო თითის წვერები და სახეზე შერჩენილი ცრემლი მოაშორა.
- დაიძინე ნენე. მის თმას ჩამოაყოლა ხელი და რამდენიმე წუთი დაკვირვების მერე ჩავიდა ქვემოთ. ცოტახანში თორნიკემ პაციენტი, ლილემ კი მისთვის ორი მნიშვნელოვანი ადამიანი დატოვა კარს მიღმა.
დამიანე კი მერამდენედ ჩამოუჯდა ძილში გათიშულს გვერდით. ქალი რამდენჯერმე ისევ ჰალუცინაციებმა გააღვიძა, იასამნის ხეზე და დედაზე საუბრობდა, მშობლებს ბოდიშს უხდიდა და ხელებს უმოწყალოდ იქნევდა, დამიანემ რომ მიიკრა გულზე მაშინ შეწყვიტა ფართხალი და ისევ ძილს მიეცა. სტკიოდა ნენეს რო უყურებდა, ფიქრობდა რამდენი რამ გადაიტანა ამ სიფრინა სხეულში ჩაბუდებულმა სულმა, ამავე დროს ახსენდებოდა ნენე რომელმაც წვიმაში, სიცხიანმა მთელი მთაწმინდის ატრაქციონები მოიარა და მაინც არ ნებდებოდა.
მესამე დილაც მშვიდი გათენდა სახლში, რომელიც ორი დღეა, ორი სხვადასხვა ადამიანის ისტორიას ისმენს, აკვირდება და ითავისებს. ასე გაითავისეს ერთმანეთის ფიქრებიც დამიანემ და ნენემ. ჯერ ისევ ნახევრად ბურანში მყოფმა ქალმა გაახილა თვალები, ოთახში საწოლის გვერდით დივანზე ეძინა დამიანეს ადიელა მიაფარა და ქვემოთ ჩავიდა. დაკარგული ენერგიაც უბრუნდებოდა, ფეხს უკვე მყარად დგავდა ხის კიბეებზე, ესიამოვნა სიგრილე. კარებზე გაბმული კაკუნის დროს ზემოთ აიხედა. - კიდევ კარგი კარები დავკეტე. თავის თავს შესძახა და მთავარ კარებთან აყუდებული ატალახებული და კაცი იფიქრებდა საუკუნის დასაბანებიო, ზუკა და თამარი იდგნენ.
- გოგო შენ სულ გაგიჟდი? როცა თავის სუსტად იგრძენი იმწამს რატო არ დაგვირეკე. გუშინ დამიანეს მოწერილი მესიჯი ვნახეთ როგორც კი ტელეფონმა დაიჭირა.
- ლაშქრობა ასე მალე არ უნდა დაგემთავრებინათ. თვალი ჩაუკრა ქალმა და სამზარეულოში შევიდა. უკნიდან თამარის ბურდღუნი და ზუკას დაბღვერილი ტონი ესმოდა.
- გიჟი ქალი ეს, შეიძლება დამიანეს რო არ მოეწერა არც ეთქვა. ახლა თამარ ქალი აყვა კაცს.
- ახლა. თვალები დაუბრიალა ქალმა ორივეს. - ეგ ტალახი ჩამოირეცხეთ და მერე მომესიყვარულეთ თორე ისეთი გულთბილი შეხვედრა გვქონდა მეშინია კიდე სიცხემ არ ამიწიოს. წარბაწევით გააცილა ორივე სამზარეულოდან და შეიკეტნენ ოთახებში. სამზარეულოში კი ინსტინქტურად ორი ყავა გააკეთა ერთში იმდენი შაქარი ჩაყარა რამდენიც ახსოვდა, თავისთვის კი უშაქრო ყავა გაიკეთა და ბართან დაჯდა. ცივი გაზაფხული იყო. ქალისთვის გაზაფხული ცოცხალ სიმწვანესთან ასოცირდებოდა, გრილი ოდნავ თბილი სუნი რო ტრიალებდა ჰაერში, ხეები ნელ ნელა იმოსება მწვანედ, ეს არ არის უბრალოდ მწვანე, ეს ცოცხალი ფერია, რაღაც ახალის დასაწყისი.
- დილამშვიდობისა. გვერდიდან ჩვეულებაში გადასული ხმა მოესმა და თან მოყვა დამახასიათებელი გრილი სუნიც. - ამ ყავას ისეთი ტკბილი სუნი აქ ვატყობ ჩემთვისაა განკუთვნილი. ჩეცინა და ქალის წინ მდგარი ჭიქა მოიქცია ხელებში. - მადლობა.
- დილამშვიდობისა და მადლობა შენ დამიანე.
- ხალხის ასე შეშინება არ არის მთლად სახარბიელო, გაუფრთხილდი იმას რაც ასეთი ძვირფასია სხვებისთვისაც ნენე.
- ასე მარტივად არ ვცდივდებოდი და ახლაც იმიტომ...
- ნეეეეეე. მეორე სართულიდან გაბმული კივილი გაიგეს ისე წამოხტა ქალი ლამის თავიდან ჩავარდებოდა საწოლად, ხელი რო არ შეეშველებინა დამიანეს. ოთახში პირსახოცშემოხვეულ დეიდაშვილს მოკრა თვალი საწოლის კიდეს ჩაფრენილიყო და უშველებელ ადიელაში გახვევას ცდილობდა.
- ნენე შენს სახლში ფლორა ყვავის უკვე და ფუტკრების შემოსევა გაქ. გოგომ სასაცილოდ გამობზიკა თითი ადიელიდან და ფანჯრის რაფაზე მდგარი ქოთნისკენ მიუთითა სადაც ორი ფუტკარი პატიოსნად საკუთარ საქმეს ასრულებდა.
ნენემ ქოთანი გარეთ გაიტანა და კარგი ხანი ეცინებოდათ პატარა ქალბატონის პანიკაზე, დამიანე მიუდგა ყველაზე სერიოზულად და ამშვიდებდა, ზუკა კი იმას წუწუნებდა ეს როგორ გამოვტოვეო. მოგვიანებით ყავით ხელში ყველა დამშვიდებული ისხდა მისაღებში და დაგეგმეს კიდეც გაზაფხულის ცოცხალ სიმწვანეში დაესვენათ, რა თქმა უნდა, დამიანე და ლილეც დაპატიჟეს მომთაბარეებმა, ამ ამბის თავი და წამომწყებიც ზუკა და თამარი იყვნენ, ხეტიალი და ლაშქრობა მათთვის უბრალო ჰობზე და გართობაზე მეტი იყო. დამიანე მალევე დაემშვიდობა მათ, როცა ქალი უკვე თავისიანებთან და უკეთ მყოფი დაიგულა. გარეთ ამინდიც თითქოს უკვე გაზაფხულის მოსვლას მოასწავებდა, არა მწველი არამედ უბრალოდ კაშკაშა მზის სხივებით, ჩიტების ხმა და წვიმის შემდეგ წამოსული მიწის სურნელით.
თამარი და ზუკა დიდხანს ყავდა იმ დღეს იმაზე მეტი წამალი დაალევინეს ბოლლო ერთ საათში რაც დამიანემ მთელი ამ ხსნის განმავლობაში. ცოტაც და ჭკუიდან შეშლიდნენ, როცა თავიანთი გაკეთებული ბულიონით სდიეს უკან სანამ არ აჭამეს პატარა ბავშვებივით იქამდე არ მოისვენეს არც თავად და არც ნენე ამოასუნთქეს. ბოლოს ძალა მოიკრიბა ქალმა და თვალების ბრიალს მოყვა. ორი უთვისტომოს ხელში მთელი საღამო ქარიშხალი ჰქონდა ქალს ზედმეტი ფიქრის საშუალება არ მისცეს ნენეს. ქალმა კი დატუქსა კაცი, ამხელა ხარ და როგორ აცეტებულხარ სულ აგიშვია აფრებიო. შენგან ვისწავლეთო სიცილით მიეხუტნენ და ჩაის ჭიქებით ჩასხდნენ დივანში, დაისადგურა სიმშვიდემაც, მაგრამ ქაოსის შესაქმნელად ენერგია მაინც ორივეს ქონდა. ისხდნენ ასე ბევრ რამეზე ისაუბრეს, გაიხსენეს ყველაფერი. თბილოდა გარშემო მაგრამ, მაინც პლედში იყვნენ გახვეულები. გვიან დატოვეს ქალი და მაშინვე დაუბარეს სახლთან დარაჯად ნუ დაგვაყენებ თორე ხო იცი მაგისი გამკეთებლებიც ვართ, თავს მიხედეო.
ქალი ისევ დივანს და პლედს დაუბრუნდა, ლეპტოპი გადმოიდო მუხლებზე და საყვარელი საქმის პატარა ნაგლეჯებს გადახედა, გახსნა სანატრელი, უსწორმასწორო ხაზებით დაწყებული გვიან ღამით დაამთავრა სახლის რენდერის ხაზვა, უბრალოდ ხელის მოძრაობებს მიყვა რას აკეთებდა ბოლომდე ვერც გაიაზრა, მაგრამ მყუდრო კოტეჯის ტიპის სახლი გამოუვიდა, ხის, ბუნებრივი გამწვანებით. შეუხებლად - ეკრანიდანაც იგრძნო ხის სუნი და ფეხებქვეშ მყიფე ხის კონსტრუქცია, რომელიც საძირკველს ითხოვდა. უნებურად თვალები დაეხუჭა, გრილი სუნამოს სუნიც მიიტანა ნიავმა ქალამდე, გაზაფხულის ახლად ამწვანებულ გარემოში ისევ მწვანეებს მოკრა თვალი, უფრო ჭაობისფერს ღრმა ზაფხულს _ შემოდგომის საწყისს რომ მოგაგონებს, მზის სხივი რომ ხვდებოდა - უფრო ახლოსაც იგრძნო ისევ და ისევ გრილი სუნამოს სუნი. ამის ფონად დაეძინა, გამოფიტა ორმა უთვისტომომ აშაკარად, მათი ენერგია ერთი ორად ავსებდა და ამავე დროს ფიტავდა, ერთ დროს ის იყო მესამე უთვისტომო მათთან ერთად. ახლა კი ძალებს იკრებდა იქ დასაბრუნებლად იგივე ფორმით.
მეორე დღეც მზიანი ოდნავ მოღრუბლული გათენდა, ადრე გაეღვიძა, ქალი ორგანულად ვერ იტანდა მზის ამოსვლას. პატარაობაში გარიჟრაჟს როცა ეღვიძა ცხვირიდან სისხლდენაც კი ეწყებოდა ამას მოყვებოდა ღებინების შეგრძნება და მთელი დღე ტოქსიკოზიანი დადიოდა, მიზეზი არიცოდა დიდად ექიმთანაც არუცდია ამ ამბის გარკვევა. უბრალოდ არიყო განთიადი მისი, ამას ორგანიზმიც უდასტურებდა.
ჩამობნელებულში ყავას სვავდა და დასაბრუნებელ გზებს ეძებდა, ფართიც მოძებნა. მთელი დღე იურიდიულ საკითხებს დაუთმო. თბილად ჩაცმული გავიდა გარეთ, ყავისფერ პალტოში სულ მთლად ჩაიკარგა, დაძრა მანქანა და თბილისის დატვირთილ ქუჩებში გაერია. ადგილი ნახა ერთი შეხედვით ცარიელი სივრცე ჩანდა, მაგრამ კედლები აგურით იყო გარშემორტყმული, რამდენიმე ადგილას აგურს შუშის კონსტრუქცია ანაცვლებდა, გაშლილი სივრცე და მასში რამდენიმე კაბინეტი იყო გამოყოფილი. გარე სივრცე და თბილისის მუდამ ამაყად მდგომი ანძა ხელის გულზე ჩანდა. ფართი უკვე მისი იყო. თანამშრომლების დაქირავება არ წარმოადგენდა პრობლემას რისკი იყო, მაგრამ სტაჟიორებისთვის პროგრამა გახსნა, სამ კანდიდატს შეარჩევდა პირველ ჯერზე. ორ დღეში საოფისედ ყველაფერი მზად ჰქონდა, თამართან და ზუკასთან ერთად ლილეც მის გვერდით იდგა. საოცრად სიამოვნებდა ეს პროცესი ზუკა ლიფტში მდგარ დივანზე გაიშოტა, თამარისგან მუჯლუგუნი რო მოხვდა. სამი დღე ოფისის მოწყობას დასჭირდა და პატარ პატარა თავგადასავლები აქაც შექმნეს ორმა უთვისტომომ. პირველი ორი დღე ლილე ბიძასავით აკვირდებოდა ყველაფერს მესამე დღეს ისიც დამტვერილ დივანზე გაშოტილი რო დაინახა ნენემ თვალები შუბლზე აუვიდა, საბოლოოდ ფერიაც გადაიყვანეს ჭკუიდანო და გაეღიმა, ერთმანეთზე გადახლართულებს ფოტოც გადაუღო. ნენე საქმეებს აგვარებდა ორი ჭინკა და ბატონი ზუკა კი ყველაფერს ურევდნენ. კვირაზე მეტი გავიდა, თანამშრომლებიც აიყვანა და გახსნა კერძო არქიტექტურული ფირმა. ბოლო საღამო იყო უკვე ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდათ ოფისში, დამიანემ რომ მიაკითხა თავის ფერიას. მთელი საღამო, გვიანობამდე ოფისში იყვნენ და პატარა ნენეს ახდენილ ოცნებას ზეიმობდნენ. აივანზე იყო ქალი გასული - საქანელა სკამი არც აქ დავიწყებია, ისე მყუდროდ მოკალათდა, არც ბაკალი ღვინო გამორჩენია, თეთრი მოტკბო სუნი რომ დაჰკრავდა. თვალები დახუჭა და იქ გადაეშვა სადაც ამ ოცნების ასახდენად შრომობდა _ რამდენი პროექტი ჩაუვარდა, რამდენი წარმატებით ჩააბარა და რამდენ პროექტს არ გააკარეს მისი წარსულის გამოც, განა უცხო ქვეყანაში არ ვრცელდება ჭორები? იქ იმაზე მეტი ჭორი და ამბავი დადიოდა წარმოდგენასაც სცდებოდა. ხშირად საქმეც გაუფუჭებია, მაგრამ ფსიქიატრიულიდან გამოვიდა, როგორც გაგიჟებამდე ტრავმირებული და გამოჯანმრთელებული, ეს არასდროს დაუმალია. მისი რიტმი ლონდონის ამინდებივით ცვალებადი, ჩქარი მაგრამ ნაცრისფერი იყო...
- გილოცავ ნენე. ხმას ისევ დაასწრო გრილმა სუნმა. ასევე წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი საფერავის ჯიშისგან დამზადებული ქინძმარაულის სუნიც მისწვდა მას. მეორე საქანელა სკამის შრიალის ხმაც გაიგო.
- მადლობა დამიანე, ყველანი დამეხმარეთ. მარტი უკვე იწურებოდა, ღამე იყო მაგრამ სითბოშეპარული სუსხისგან ტაომ დააყარა ქალს და მხარზე ჩამოგდებული პერანგი შეისწორა. მათრობელა სითხე უთბობდა სხეულს, სისხლის მომიქცევა, სმენა და მხედველობა მეტად თავისუფალი გაუხდა. სიცივეშეპარულმა სუნამოს სუნმა ალკოჰოლიც გადაფარა.
- აპრილის დასაწყისში დაგეგმეს გასვლა. თამარი და ლილე ძაან დაახლოვდნენ, სასიამოვნოა მათი ყურება.
- ამ დღეებში იმდენი ფოტო და ვიდეო მასალა დაგროვდა მათზე ერთი დიდი სიგიჟის კოლაჟი გამოვა. გულწრფელად, ხმით გაეცინათ.
უკვე გვიანი იყო შუაღამეს გადაცილებული. ნასვამი ლილე, თამარი და ზუკა მანქანაში ჩასვეს ისევ გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, ნიავი ყველაფერს ცვლიდა ლამპიონებით განათებულ ქუჩებში, თითქოს წარსულს ნელ-ნელა კარს უკეტავდა. ლილე ბიძამისმა შეიყვანა სახლში, რამდენიმე წუთი დაყოვნდა. ნენე სარკიდან უკან ერთმანეთზე მიძინებულ ზუკას და თამარს უყურებდა, ამხიარულებდა მათი კარგი განწყობა, ბედნიერდებოდა ამ ხალხის შემხედვარე. მალევე დააბინავეს ზუკაც და თამარიც. ბოლოს ისევ ნენე იყო, გზა თითქოს უსასრულო გახდა. სიმშვიდე ისე მოედო მათ სხეულს როგორც მყარ აგურის კედელზე გაზრდილი აყვავებული, მწვანეში ჩაკარგული ყვავილი.დამიანემ სახლის კართან დატოვა ნენე და გზა გააგრძელა თორნიკესგან მოსულმა შეტყობინებამ მოსვენება არ მისცა. მალევე მიადგა ჩაბნელებულ ბარს და მოკრა კიდეც თვალი მათ. თორნიკე აშკარად დარაჯად დაუჯდა ქეთევანს ამხელა ქალს ძალით ხომ ვერ წაიყვანდა.
- ოხ გვიკადრა ბატონმა დამიანემ თოკო. გვერდით მჯდომს ხელკავი გამოსდო და ახალმოსულზე მიანიშნა თან ალკოჰოლით სავსე ჭიქას დასწვდა.
- ქეთევან წამოდი. ქალისკენ დაიძრა და ეცადა კიდე ერთი არყით სავსე ჭიქა აეცალა.
- რატო დამი? სამეგობროსთან არ დაჯდები? იქნებ რას ავღნიშნავთ, მოგვიკითხე მაინც. ახლა თორნიკე შეეცადა ქალი წამოეყენებინა.
- ქეთ დიდი ხანია რაც აქ ვართ, სხვა დროს გავაგრძელოთ.
ქალმა ორივეს ზურგი აქცია და არყის ჭიქისკენაც წაიღო ხელი დამიანე რო დაუდგა წინ, თვალსა და ხელს შუა ააცალა ჭიქა და უტეხი მზერით დახედა მხოლოდ ერთხელ გამაფრთხილებლად თქვა ადექიო და მკლავში წაავლო ხელი.ასე ჩამოშორდნენ თორნიკეს, გათიშულმა ქალმა ხელი შეაშვებინა და ქუსლიანები გაიხადა, ბარბაცით ჩაჯდა მანქანაში, ფეხები აკეცა და თავი მუხლებზე ჩამოდო.
- დამიანე... ისეთი ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა ქალმა, გასცრა. ქეთევანი მისი მთელი ახალგაზრდობა იყო და ახლა ასეთ მდგომარეობაში ხედავდა მისი ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უფრო მეტად ტკენდა. იცოდა ამ ტკივილს ვერ მოუშუშებდა.
- ქეთევან არ გინდა, გამოიძინებ და გამოკეთდები.
- ეს ცუდად ყოფნა გგონია? ჩემი ეს მდგომარეობა. ქალმა ხელი კაცის წვერიან სახეზე ჩამოატარა
- გეყოფა ქეთევან. თითოეული შენი ამოსუნთქვა მტკენს ასეთს ვერ გიყურებ.
- უცხო ქალის მშვიდ ძილს ხომ დარაჯობ დემე მე რაღაში გადარდებ. ისევ მის სახეზე ესვენა ქალის ხელი.
ნასვამი ამღვრეული თვალებით შეხედა არა წყრომით და ბრაზით, არამედ გულისტკივილით. საკუთარი თავი სტკიოდა, როდის იქცა ასეთ ქალად აქამდე იმ ბზარშეპარულ მეგობრობას მაინც ინარჩუნებდნენ სკოლიდან რომ მოყვებოდათ. ახლა აშკარად ყველაფერი იცვლებოდა. კაცმა მანქანა მაღალსართულიან კორპუსთან გააჩერა, ქეთევანთან ერთად აიარა უმნიშვნელოდ ცოტა სართული და შევიდა იმ სახლში რომელიც ერთ დროს მეგობრობის ნავსაყუდელი იყო. ქალი შემოსასვლელში ხალიჩაზე დაჯდა, გრილ მაგიდაზე დადო თავი, ესიამოვნა. წინ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს ახედა სამი ახალგაზრდა ბიჭი და მათ გვერდით მდგარი ქეთევანი ერთ დროს განუყრელი მეგობრები... ერთ-ერთი ბიჭის სახეს გადაატარა ხელი.
- შენც იცი რო დამნაშავეა. უკნიდან დამიანეს ხმამაც არ დააყოვნა
- ხო მაგრამ დამი....-
- რა მაგრამ ქეთევან მის საქციელს ვერანაირი მაგრამ ვერ უშველის, სწორედ ამიტომ წევს ახლა ცივ მიწაში. ბარბაცით ფეხზე წამოდგა ქალი და კაცს მუშტები დაუშინა.
- როგორ შეგიძლია მასზე ასე ისაუბრო, ის ჩვენი ნაწილი არის...
- გეშლება ქეთევან. ის ჩვენი ნაწილი იყო... ვერ დავეხმარე ვერ მივუსწარი, რომ მისი ამაზრზენი საქციელისთვის ხელი შემეშალა. ქალის ქვითინიც გაიგო. - და ყველაფერი იმიტომ რომ მის უაზრო ახირებაზე უარი მიიღო.
- მე... მე ვუარყავი მისი სიყვარული, არშემეძლო.
- შენი ბრალი არ არის. ქალი გულზე მიიხუტა და მისი ცრემლებიც იგრძნო. - ის ამას მაინც ჩაიდენდა, მან ვერ გაუძლო მეორე უარყოფას. ქეთევანი ოთახამდე მიიყვანა და მალევე დატოვა სახლი.
ღამე ბინდი ჩამოწოლილიყო. ქუჩის სუსტი ნათება მანქანის მინაზე ირეკლებოდა. დამიანე საჭესთან იჯდა, მაგრამ მანქანა გამორთული იყო, მხოლოდ ლამპიონების სუსტ განათებაზე ჩანდა მისი სახე. თორნიკე გვერდით იჯდა და სიგარეტის კვამლს ნელა უშვებდა.
- გახსოვს? – თქვა ბოლოს თორნიკემ. – სკოლიდან რომ გამოვიპარეთ და იმ ძველ სტადიონზე წავედით. დამიანეს ტუჩის კუთხეში მწარე ღიმილი გაეპარა.
- სანდრო ბურთს ვერასდროს ურტყამდა ნორმალურად.
- ჰო, მაგრამ მაინც ყველას გვჯობნიდა სირბილში, – ჩაიცინა თორნიკემ და მერე ხმა დაუმძიმდა. – იმ დროს რომ გეთქვა ეგ კაცი ასეთ რამეს იზამდაო... დამიანემ თავი ოდნავ დახარა.
- ვერ დავინახეთ, თორნიკე.
- დავინახეთ, – ჩუმად თქვა კაცმა. – უბრალოდ გვეგონა გაივლიდა. ნარკოტიკები, ჩხუბები... ვეუბნებოდით გაჩერდი თქო. კლინიკამდე ქეთევანის ხათრით გამოგვყვა მერე კი ერთი თვე ჩვენც გაგვირბოდა. გახსოვს? დამიანემ თვალები დახუჭა წამით. თორნიკემაც ბოლო სიტყვები ძლივს ამოაყოლა ჰაერს.
- მახსოვს.
- მაგრამ ვერ შევაჩერეთ. რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ. ქუჩაში ქარმა შიშველი ტოტები შეარხია.
- იცი რა მაწუხებს ყველაზე მეტად? დამიანემ არ უპასუხა, მაგრამ უსმენდა.
- ის, რომ სანამ მონსტრი გახდებოდა... ჩვენი მეგობარი იყო. დამიანემ ნელა ამოისუნთქა.
- იყო.
- და მაინც ვერ გადავარჩინეთ. დამიანემ ხელები საჭეზე მოუჭირა.
- ზოგი ადამიანი თავის თავთან ბრძოლას აგებს, თორნიკე. ჩვენ დავაგვიანეთ ამით სანდრომ თავი დაიღუპა, ჩვენც დაგვღუპა და ახალგაზრდა გოგო გააუბედურდა, იცი მაინც რა გადაიტანა?
- მაინც მგონია რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. დამიანემ ბოლოს თორნიკეს შეხედა.
- გავაკეთეთ.
- რა?
- სიმართლე მაინც ვთქვით. ქუჩაში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent