თეთნულდს გასძახე (სრულად)
დიდი გლოვა იყო ჩხოროწყუში. სოფელს თავზე შავი ცა ჩამოწოლოდა. ჰაერში სიჩუმე იდგა, ისეთი რომ ფუტკრის ბზუილიც კი არ ისმოდა. ქარი ნელა არხევდა შავ თავსაფრებსა და ჭიშკარზე ბანტივით ჩამოკიდებულ შავ ნაჭრებს, რომლებიც გლოვის ნიშნად გამოეტანათ. ქუჩები, სადაც ყოველთვის ბავშვების სიცილი ისმოდა, ახლა სიჩუმე ჩამდგარიყო. მხოლოდ ძაღლების ხმადაბალი წკმუტუნი არღვევდა სოფლის სიმყუდროვეს. ჭიშკრებიდან ნელ-ნელა გამოდიოდნენ ქალები - შავებში ჩაცმულნი, თავჩაღუნულნი, ხელში პატარა ხელსახოცებით, რომლითაც ცრემლებს ფრთხილად იმალავდნენ. კაცები კი ჩუმად მოდიოდნენ, თავი დაბლა ჰქონდათ ჩაღუნული, ხელში შავი მოსაცმელები და ძველი ქუდები ეჭირათ. ისეთი, როგორსაც მხოლოდ დიდი სევდის დროს იხურავენ. სოფლის ბოლოს, სადაც თხილნარი იწყებოდა, მკრთალად ჩანდა ლევან ჟორდანიას სახლი. თეთრი კედლები თითქოს ნაცრისფრად გადაქცეულიყო, ეზოში კი შეკრებილი ხალხი ისე იდგა, თითქოს ვერც ერთი ვერ ბედავდა ხმამაღლა საუბარს. მხოლოდ ხანდახან გაისმოდა ქალის ჩუმი მოთქმა. - ღმერთო, როგორი კარგი კაცი იყო... ცას ნელა მიეფინა ბნელ-ცისფერი ღრუბლები და როცა პირველი წვეთი ჩამოვარდა, სოფელმა იგრძნო - ბუნებაც გლოვობდა. ძველი ჭიშკრების ჭრიალი, შორიდან მომავალი ზარი და ბზრიალა ქარი ერთმანეთს ერეოდა ისე, თითქოს მთელი მიწა ერთ დიდ გოდებაში იყო ჩართული. მეზობლის ეზოში კაცი ჩამჯდარიყო სკამზე, სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა და ჩუმად ბუტბუტებდა. - ლევანი... ნამდვილი კაცი იყო... მაგის მსგავსი აღარ იშვება. - მართალია, მართალია,მისნაირი კაცი მეორე არ დაიბადება,- ამბობს სამოც წლამდე ასაკის ქალი მეგრულად. გზის ბოლოს მოჩანს შავი შალის კაბაში გამოწყობილი ნინია, ჩამოშვებული თმებით და ისეთი სახით, თითქოს მთელი სოფლის ტკივილი მასში ჩასახლებულიყო. ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა საკუთარი თავი ეზომდე, სადაც ბიძა ესვენა და ის სიჩუმე, რომელიც სოფელში იდგა, თითქოს უფრო გამძაფრდა - აღარ ისმოდა არც ქარი, არც ძაღლის ხმა, არც ჩიტების ჭიკჭიკი. - ანა სად არის?- იკითხა სოფომ ჩახლეჩილი ხმით,- ახლა მაინც მოიქცეს გოგოსავით, დაჯდეს აქ. - ცუდად არის დედა,- მიუდგა უკნიდან ნინია,- აცადე და ჩამოვა. - როდის? როცა გავასვენებთ ბიძაშენს მაშინ? - დედა გაჩუმდი, ხალხი გიყურებს,- ცარიელი თეფშებით სავსე ლანგარი დადო მაგიდაზე,- დღეს მაინც შეეშვი მაგ გოგოს. - მაკამ რომ ვერ გაზარდა ნორმალურად მაგის ბრალია, გაუზრდელი,- ცხვირი აიბზუა და ჭირისუფალთან დაბრუნდა. - ანა,- ხმა ჩაუვარდა, როცა მამიდაშილი ჭიშკრის ზღურბლზე მდგარი დაინახა. სულ სველი, ფეხები ტალახიანი ჰქონდა, გრძელი ოქროსფერი თმები ჩამოშლილი, თავზე არც თავშალი ეკეთა, მხრებს ძლივს დაემაგრებინა როკ ქარს არ წაერთვა. სოფელი ჩუმად უყურებდა ანას, როგორც საკუთარ შვილს, რომელსაც ღმერთმა ყველაზე მძიმე ტვირთი დაადო. ყველა ეზოდან გამოდიოდა ჩუმი მოთქმის ხმა. ლევანი - ანას მამა - წავიდა. წავიდა ისე, როგორც მარტო სოფლის ყველაზე პატიოსანი კაცები მიდიან. ჩუმად, თავმდაბლად და ხალხის გულში დიდი ნადებარი ტკივილით. ლევანი სოფლის ერთ-ერთი დაფასებული კაცი იყო. სიტყვა არასდროს დაუგდია, არც კაცი უწყენინებია, არც ქალს დაუჩაგრავს. ვისაც არ უნდა დაეძახა, ყველასთან გარბოდა. ხან ყანაში ედგა მეზობელს მხარში, ხანაც მდინარეზე, ხან მთაში მიჰყვებოდა. სამეგრელოს კაცები იშვიათად ტირიან ხმამაღლა, მაგრამ იმ დღეს ჩხოროწყუში კაცის ტირილიც გაისმა - გულიდან ამოხეთქილი, ნამდვილი ტკივილი იყო. სოფელში ყველა მივიდა. ქალები შავი თავსაფრებით იდგნენ ეზოს ბოლოში, კაცები კი ფრთხილად ჩამწკრივებულიყვნენ ლევანის სახლის წინ. ანა, მისი ერთადერთი შვილი, ვერ იჯერებდა. ისე უყურებდა მამას, თითქოს ეგონა რომ ისევ წამოდგებოდა, ოდნავ გაუღიმებდა და ეტყოდა: "ნუ ტირი, ანა, მაგით მკვდრებს ვერ გააცოცხლებ, ცოცხლებს მიხედე." და სოფელიც ზუსტად ამას აკეთებდა. ცოცხლებს უყურებდა, მაგრამ გულში მიცვალებულს ტიროდნენ. როგორც სამეგრელოშია: გლოვა არ არის მარტო ტირილი - ეს არის ხსოვნა, სიმღერა ჩუმად, ყავასთან და სანთლის შუქზე. ლევანის სახლს ხუთი დღე არ მოშორებია ხალხის ფეხის ხმა. მოდიოდნენ ახლოს და შორიდან, მთიდან და დაბლიდან და ყველას ერთი სიტყვა ჰქონდა. „კაცი იყო, კაცური." - შემოდი შვილო,- მხარზე შეეხო დამამშვიდებლად მეზობელი დათო, რომელიც ანას ძალიან უყვარდა,- მიდი მამასთან ბოლოჯერ. კაცს გული შუაზე გაეხლიჩა ანამ რომ ცარიელი თვალები მიანათა. პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ნაბიჯი გადადგა და წინ მდგარი ბრბო დაიშალა. ესმოდა ხალხის ჩურჩული, თუმცა ყურადღება არავისთვის მიუქცევია, პირდაპირ ზალაში შევიდა, წესით სადაც დივანზე მჯდარი მამა უნდა ენახა, უნდა გაღიმებოდა და ჩახუტებოდა, ახლა კაცი იწვა, უემოციოდ, გაყინული. - ანა,- მხარზე შეეხო მეზობლის გოგო ირინა,- დაგეხმარები. ანა უპასუხოდ იცილებს ხელს მხრიდან, მზერა პირდაპირ სკამზე მჯდარი ქალისკენ გადააქვს, რომელიც ტირილისგან დაღლილი ახლა უბრალოდ სკამზე მიყუდებული იჯდა. გულში რაღაცა ჩაწყდა, გააჟრიალა, სიცივისგან თუ უბრალოდ ამ მდგომარეობისგან ვერ გეტყვით. თითქოს მუხლებშიც ძალა წაერთვა. გრძნობდა უცნაურ სიცივეს, რომელიც არ იცოდა საიდან მოდიოდა. წუთები, წამები - ყველაფერი ერთდროულად შეჩერდა. წვიმის ჩხრიალი ფანჯრიდან შემოდიოდა, ოთახში იჭრებოდა, მაგრამ ისიც ვერ ფარავდა ატმოსფერულ სიმძიმეს. ანას თვალები ქალისკენ მიეპყრო, მის თვალებში წლების შეშფოთება, სიყვარული და ტკივილი იკითხებოდა. ანა გრძნობდა რომ მისი პატარა გაღრიალება, წასვლა, ან მხოლოდ თვალებში შეხედვა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არ შეეძლო. ქალმა ანას მხარეს გაიხედა. წამით გოგოს გამოეღვიძა, თითქოს რაღაც უთხრა თვალებით. თუმცა ანა ვერაფერს ხვდებოდა. - წასვლის დროა,- გაისმა მის გვერდით ხმა, ქალები წამოიშალნენ. ყველა გარეთ გავიდა. - გამოვალთ,- გაისმა მაკას ხმა ოთახში, თუმცა ანას რომ არ შეეხედა, ვერც იფიქრებდა რომ დედამისის ხმა იყო. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ წვიმის წვეთების წკაპუნის ხმა ისმოდა. სუნთქვაც კი ჭირდა უკვე ამ ოთახში, მთელი სამყარო გაჩერებულიყო და ამ სიჩუმეში მხოლოდ ორის ლანდი მოჩანდა. - არაფერს იტყვი?- მაკა წინ დაუდგა ქალიშვილს. ანა ზედაც არ უყურებდა ერთ წერტილს მიშტერებოდა,- სად იყავი მთელი დღე? თან ასეთ ფორმაში. რომ მოხვედი არ წვიმდა. - მამასთან,- გაისმა ოთახში გამყინავი ხმა,- მაგრამ ვერ შევძლი და დავბრუნდი. მაკას წნევა მზერას უბინდავს, ხელს, რომელიც შვილის მხარზე ედო, უკან აბრუნებს და რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს. სახეზე შეშფოთება აწერია, საკუთარ თავს აჯერებს მოსმენილს, თუმცა მეორე მხრივ საერთოდ არ უნდა ამ საუბრის გაგრძელება, არ უნდა იმის მოსმენა, რის თქმასაც ანა აპირებს, არ უნდა ის ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდეს, რასაც ახლა ფიქრობს. - ისევ მდინარეზე იყავი?- კანკალს იწყებს, შვილის სიჩუმეს რომ ეხეთქება თვალები ცრემლებით ევსება. პირზე ხელს იფარებს და ყვირის, თუმცა პირზე აფარებული ხელით ხმას ახშობს. სკამს ეჯახება და დივანზე ეცემა,- ჩემი სიკვდილი გინდა? იტირე, იყვირე, რაც გინდა ქენი, მაგრამ ასე ნუ ხარ. უახლოვდება კვლავ შვილს, განა არ იცის როგორ უჭირს, განა ვერ ხედავს რომ ეს ხუთი დღეა შვილი ხელებიდან ეცლება, განა ვერ ხედავს როგორ უჭირს, მაგრამ ვერ ხვდება, რატომ არაფერს აკეთებს, რატომ არ ტირის, ეს ჩაშავებული თვალები, ფერდაკარგული სახე, თითქოს ნელ-ნელა კვდება, იფერფლება. - მინდოდა მასთან წავსულიყავი, იმ ადგილას მივედი, სადაც ერთად ვატარებდით ხოლმე დროს,- თვალებში აჩერდება მაკას და იქ ტკივილის გარდა ვერაფერს ხედავს,- მაგრამ არ გამომივიდა, სამჯერ ვცადე და სამივეჯერ ხელი რაღაცამ შემიშალა, ვერ შევძელი. თითქოს სიკვდილისთვის წყალიც კი საშინლად გაიყინა. - ჩემი სიკვდილი,- ხმამაღლა იწყებს ტირილს მაკა, ნელ - ნელა დაბლა ცურდება, მის ფეხებთან ეცემა. კარი იღება, შიგნით მეზობლები შემოდიან, მაკას სურათი სრულიად დამანგრეველი იყო. ქალი, შვილის მუხლებთან მიწაზე ჩაცურებულიყო, თითქოს ტკივილი მთლიანად შიგნიდან ჭამდა. მისი შავდება თვალები და ჩაწითლებული ლოყები ჩამქრალიყო. ფერდაკარგული სხეული თითქოს თავადაც ხდებოდა ტკივილის ნაწილი. მეზობლები გაჩერდნენ, თვალები დაბლა დახარეს. თითოეული ჩასუნთქვა მძიმე იყო, მათთვის მაკა უკვე არა უბრალოდ ქალი - არამედ სულიერიად დანგრეული იყო. და შვილი, რომელიც მის წინ იდგა, თვალებში სიცარიელით, შვილი რომელიც ვერ გრძნობდა ვერაფერს, ვერ რეაგირებდა - მხოლოდ უყურებდა. ოთახში სიმძიმე უფრო და უფრო იმატებდა - თითქოს ჰაერიც ტკივილით იყო გაჟღენთილი. მაკას ქვითინი თანდათან სიჩუმეში ილეოდა, აღარ იყო ხმა, არამედ ბგერები გატეხილი გულიდან. მისი თითები კვლავ იატაკს ეჭიდებოდა, თითქოს იქ ეძებდა რაღაცას - შვილის სითბოს. ანა უყურებდა, უყურებდა და ვერაფერს გრძნობდა. სხეულში სიცივე ატანდა, თითქოს სულ სხვა სამყაროში იდგა - იქ, სადაც ტკივილიც კი ვეღარ აღწევდა. მის თვალებში სიკვდილის შემდეგ დარჩენილი სიჩუმე იყო ყველაზე მტკივნეული - სწორედ ის, რაც დედას ანგრევს და გარემოს უჩვეულოდ მძიმედ აჩენს. მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს - არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ. ვიღაცამ ჩუმად შუბლზე სალფეთქი მოისვა, ვიღაცამ ცრემლი მოიწმინდა ისე, თითქოს სირცხვილი იყო სხვისთვის ტკივილის დანახვა. მაგრამ ვერავინ გაინძრა. ყველა იდგა და უყურებდა ამ სურათს - დედას, რომელიც შვილის მუხლებთან ნადგურდებოდა და შვილს, რომელიც თავისივე სიჩუმით უფრო ამძიმებდა ოთახს, ვიდრე ყველა ქვითინი ერთად შეძლებდა. ღრუბლებიდან გამოპარული მზის სხივები ნელ-ნელა ეშვებოდა სასაფლაოზე, ოდნავ ოქროსფერი ლაქებით ასხივებდა მიწას. მაკას ფეხები სუსტად ეჭირა მიწას, ხელები კვლავ სასახლის გვერდით ჩაბღუჯული ჰქონდა, თითქოს ბოლო ძალით ცდილობდა ქმრის სხეულში დარჩენილი სითბოს აღდგენას. მეზობლები თავჩახრილები იდგნენ, ვიღაც თვალებს ფარავდა, ვიღაც ცრემლებს იწმენდდა. ბავშვები უკან იდგნენ, შიშით დაბინდული თვალებით უყურებდნენ მაკას, რომელიც მეგრულად ჩურჩულებდა, ხანაც ქართულად. მთელი სოფელი, თითქოს ერთ სხეულად თანაუგრძნობდა, ერთდროულად ჩუმი ტკივილითა და განუზომელი სევდით გადაეკიდათ ეს წუთები. მაკას თვალები ნელ-ნელა მიწას მიეფინა, ხელებით ეხებოდა. საშინლად მძიმედ ეშვებოდა სევდა ყველას გულში. მაკას ყელიდან გამოსული ჩურჩული ნელ-ნელა ჩაცხრა, მხოლოდ ცრემლები დარჩა, რომლებიც თვალებიდან ნისლივით იფანტებოდა ჰაერში. ყველა გრძნობდა რომ აღარ იყო გზა უკან დაბრუნების - ყველაფერი, რაც ერთ დროს ცოცხალი იყო, წარსულში გადავიდა, ერთადერთი მყარად დარჩენილი გრძნობა კი უსაზღვრო, გადაუდებელი ტკივილი იყო. ანა დუმდა და შორიდან უყურებდა. თვალები ცრემლებით არ ჰქონდა სველი, ან უბრალოდ წვიმის წვეთებს ერეოდა. მაკა მუხლებზე იყო ჩაცურებული, ხელებით მიწას ეხებოდა, ანა კი ერთ ადგილზე იდგა, თითქოს გრძნობდა ყველას კანკალს, ყველა ჩურჩულს. მტკიცედ უმზერდა სცენას, მიხვდა რომ ახლა არაფერი უშველიდა დედამისს. ყველაფერს მხოლოდ მაკას ტკივილი განაგებდა. მზის სხივები ნელ-ნელა ეკრობოდა მიწას, ტირილის ხმა ისმოდა ყველა მხრიდან, მაგრამ ანა მხოლოდ იდგა, ჩუმად, უცხოდ, საკუთარ ტკივილში იძირებოდა. ვერ მიუახლოვდა, ვერ შეეხო, ვერ ჩაეხუტა. ანა შორს იდგა, თვალებში ცრემლები არ ეტყობოდა, მაგრამ მთელი სხეულით აღიქვამდა სცენას. ანა გაჩერდა, არ ინძრეოდა, თვალები არ დაუხუჭავს, მაგრამ შორიდან შეიგრძნო მთელი ეს ტკივილი, მთელი სევდა, რომელიც მაკას გულში დაიბეჭდა. ჰაერში დარჩენილი სიჩუმე იყო ბოლო, რაც მათ შორის დარჩა - უსაზღვრო, გადაუდებელი სევდა, რომლის ტვირთიც ანამ, მაკას მსგავსად, ჩუმად უნდა ატაროს გულში. ნელ-ნელა ხალხი მიმოიფანტა, მზის ბოლო სხივები მიწას დაეყარა, სასაფლაო კი ისევ მშვიდი და დაჩრდილული დარჩა. ეს იყო საბოლოო, ჩუმი, მძიმე დასრულება - მაკას ტკივილი, ანას დაკვირვება და მთელი სოფლის ჩუმი თანაგრძნობა ერთიან, დაუვიწყარ სევდად დარჩა ჰაერში. *** სვანეთის მაღალ მთებშიც გლოვა იყო იმავე დღეს. მთის ქარი დაჰქროდა სახლებს შორის, ხოლო სვანური კოშკების ჩრდილში შეკრებილი ხალხი ჩუმად იდგა. მალხაზის ძმის - ალეკოს პანაშვიდი იყო უშგულში - კაცის, რომელიც მთელ მხარეში პატივისცემით სარგებლობდა. ეზოში თოვლის ნარჩენები ჯერ კიდევ არ გამდნარიყო, მიწა ცივი იყო, მაგრამ ხალხი მაინც იყრიდა თავს, ქალები შავი თავსაფრებით, კაცები გარეთ, სიგარეტით ხელში, დაბალ ხმაზე ლაპარაკობდნენ. მთელმა სოფელმა იცოდა რომ მალხაზ ხერგიანის ძმა მოკლეს. ამბავი მთებში სწრაფად ვრცელდება, თითქოს ქარმა თვითონ მოიტანა და ახლა ყველა ელოდა, რას იტყოდა მალხაზი, რომლის სიტყვა აქ ყოველთვის ბოლო იყო. მის სიტყვას მსაჯულივით უსმენდნენ. სახლიდან გამოსული გლოვის ხმა მთებში ვრცელდებოდა, ხანდახან ქალების კვნესას კაცების ჩუმი ჩახველება ერთვებოდა, ხმაური ქარში იფანტებოდა. ეზოს კუთხეში, დიდი ხის ქვეშ, მალხაზი იდგა. თვალები ჩასისხლიანებული, შუბლი დაძაბული, ხმა არ ამოუღია. ხალხი უყურებდა და იცოდნენ რომ რაღაც უნდა ეთქვა და მისი ნათქვამი განსაზღვრავდა, რა მოხდებოდა შემდეგ. - ეს საქმე ასე არ დარჩება,- ბოლოს ჩუმად თქვა ვიღაცამ. სიტყვა თითქოს ჰაერში გაიფანტა და მთელმა ეზომ გაიგო. მალხაზი ჯერ კიდევ დუმდა, მაგრამ მისი მზერა უკვე ყველაფერს ამბობდა - სვანეთში ასეთ სიჩუმეს მხოლოდ ერთი დასასრული ჰქონდა. მალე დაიწყებდნენ საუბარს სისხლის აღებაზე, მაგრამ ჯერ სიჩუმე იყო - ის მძიმე, მთის სიჩუმე, რომელიც ქარსაც კი აჩერებდა. პოლიცია? აქ საერთოდ არ ცნობდნენ პოლიციას. პანაშვიდის სიჩუმეც მძიმე იყო. ისეთი რომ ცივი ჰაერი კანზე გეხებოდა. მთის ქარი ნელა ირხეოდა ეზოში ჩამოკიდებულ შავ ნაჭერზე, რომელიც ყოველი შრიალით გახსენებდა რომ იქ, სადღაც სახლში მიცვალებული იწვა. ხალხი გროვდებოდა, ზოგი ჩუმად იდგა, ზოგი კი კუთხეში მუხლებმოკეცილი. მართლაც, მალხაზი ისეთი კაცი იყო, ვის სიტყვას მთაში სამართლად იღებდნენ, როცა ის ლაპარაკობდა, სხვები დუმდნენ. ახლა კი, როცა მისი გონება აღარ იყო ამ ეზოში, თითქოს მთასაც დადუმება მოუნდა. სახლიდან ქალების ჩუმი ხავილი ისმოდა. ეზოს შუაგულში მჯდომი მოხუცები ერთმანეთს ჩუმად უყურებდნენ. ერთი მათგანი - ბერჩილი, ჭაღარა წვერითა და ქედზე გადაკიდებული თბილი მოსასხამით, უხმოდ ეწეოდა და ბოლოს თქვა. - ამა საქმეს სისხლი უნდა, თორე მალხაზი სულ არ მოისვენებს...- სხვანი წამსვე დაეთანხნენ, ჩუმად, მაგრამ მტკიცედ. - ეგრეა, ეგრეა, ბერჩილ... ეგ ამბავი წყლით არ განიბანება,- აჰყვნენ დანარჩენებიც. ეზოს ზღვარზე, ხის დიდი ბოძის ჩრდილში, გაგი ხერგიანი იდგა. მალხაზის შვილი. მაღალი, შავგრემანი, თვალებში ისეთი სიმძიმე ჰქონდა რომ თითქოს მზერითაც აგრძნობინებდა ხალხს ტკივილს. არაფერს ამბობდა, არც საჭირო იყო. მის დუმილში ისმოდა ყველაფერი, რაც სიტყვით ვერ ითქმება. ხელი კედელს მიეყრდნო. ბიჭების, ბიძაშვილების, თანატოლების საუბარს შორიდან ისმენდა. - აბა რას ვიზამთ, ეგ საქმე ვერ დარჩება ასე...- თქვა ერთმა. - ვისაც ხელი ჰქონდა ამაში, უნდა უპასუხოს. მალხაზი ბოროტად არავის გადაჰკვეთია,- გაგი ისევ დუმდა, მაგრამ თვალები ადგილზე გაეყინა - ისე, თითქოს იქვე, ქედის მიღმა, უკვე ხედავდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა. გულში თითქოს რაღაც ძველმა ხმამ გაიღვიძა. იმ ხმამ, რომელიც მთის კაცს ახსენებს რომ ღირსება და სისხლი ერთმანეთთანაა გადაბმული. გაგი ისევ დუმდა. გვერდიდან მომავალი სიგარეტის ბოლი ნელა იშლებოდა მთის ცივ ჰაერში. მის გვერდით ბიჭები ჩუმად ისხდნენ, მაგრამ თვალებით იგრძნობოდა - ყველა ელოდა მის სიტყვას. მთაში კაცის დუმილიც სიტყვაა და გაგის დუმილი ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმოდა. მოხუცი ბერჩილი ისევ ახმაურდა, ხმა ცოტა ჩახლეჩილი ჰქონდა, თითქოს ყოველი სიტყვა გულიდან ამოდიოდა. - გაგი, მამას გაფიცებ, მაგას თუ არ უპასუხე, მთას ეწყინება. ეგ ამბავი გულზე არ დაგედოს, თორე კაცად ვერ იქნები,- გაგიმ მზერა მიანათა, მშვიდად უპასუხა, მაგრამ თვალებში რაღაც საშიში ელავდა. - მე ჩემი გზა ვიცი, ბერჩილ... ყველაფერი თავის დროზე იქნება,- მოხუცმა თავი დაუქნია, თითქოს ეს პასუხიც საკმარისი იყო. ბიჭები ჩუმად დაშორდნენ, მხოლოდ ქარის ზუზუნი დარჩა ეზოში და ხის ძირში ჩასმული სანათების შუქი, რომელიც ქარის ყოველი მოქცევისას ციმციმებდა. გაგი ნელა შევიდა სახლში. შიგნით სიჩუმე კიდევ უფრო მძიმე იყო. ხის იატაკზე ცვილის სუნი იდგა, კედელზე ჩამოკიდებული ალეკოს ფოტო კი ცეცხლის შუქზე თითქოს მოძრაობდა. მაგიდასთან დედა იჯდა - შალის თავსაფარი მჭიდროდ მოეხვია, ხელში ჯვარი ეჭირა. - დედა, გაციებული ხარ, ცეცხლთან დაჯექი,- თქვა გაგიმ ჩუმად. ქალმა არ უპასუხა. მხოლოდ მზერა აიღო მისკენ და მკრთალად თქვა. - ნუ გააკეთებ სისულელეს, გაგი... ბიძაშენი მშვიდობას ეძებს და არა სისხლს,- გაგიმ ნელა ამოისუნთქა, მუხლებზე დაეყრდნო და თვალი ბიძის ფოტოს გაუსწორა. ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მაგრამ გონებაში ერთმა აზრმა გაუელვა. "სისხლს მარტო სიმშვიდე ვერ აქრობს." გარედან ქარის ხმა შემოვარდა, თითქოს მთაც უსმენდა. ოთახში სანთელი აინთო თითქოს უფრო მკვეთრად - თითქოს ბიძიის სული ისევ იქ იყო, ჩუმად, მათ შორის. გაგი წამოდგა, ჩაავლო ქურთუკს ხელი და ნელა მიუახლოვდა კარებს. გარეთ მთის სიჩუმე ცას აღწევდა - მხოლოდ ქარის შრიალი და შორიდან მგლების ყმუილი ისმოდა. ეზოში გამოსულს კაცები შემოუდგნენ გვერდით, გონებაში ხმა ჩაესმოდა. "სისხლი და ღირსება ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ სანამ რამე გსურს, წესები უნდა დაიცვა." გაგი რამდენიმე წამით დუმდა. ქარმა თმა აუჩეჩა, სუნთქვა სუსტად შეიკავა. სანამ უფრო შორს წავიდოდა, გაჩერდა - პატარა შიდა ეზოში, სადაც მალხაზის ძმაკაცი ხმადაბლა ლაპარაკობდა სისხლის აღების წესზე. გაგი ნელა დაიხარა, თვალები დაბლა მიაპყრო, თითქოს ცდილობდა დეტალურად მოესმინა ნათქვამი. სანთლები ერწყმოდნენ მთის ბინდს, კაცების ჩუმი მღელვარება და ქარის სუსტი ზუზუნი ერთად ქმნიდა ისეთ ატმოსფეროს, სადაც ყოველი სუნთქვა, თითოეული ნაბიჯი და თითოეული მზერა მნიშვნელოვანი იყო. ალეკოს ცხედარი შუაში იწვა - სვანური ქვეშაგით დაფარული, თავთან ძველი ხის ხატი იდგა. ქალები შორი მხრიდან ტიროდნენ, მაგრამ კაცები დუმდნენ. ეს დუმილი თითქოს უფრო მძიმე იყო, ვიდრე ქვითინი. ეზოს გარეთ ძაღლები გაჩუმებულიყვნენ, მთაც თითქოს ჩერდებოდა, როგორც კი სვანური გლოვის ხმა გაისმოდა. მალხაზი ფანჯარასთან იდგა, თითები მჭიდროდ ჰქონდა შეკრული. არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალებში ისეთი ტკივილი ედგა რომ სიტყვებს აღარც ჰქონდათ აზრი. გაგი ხედავდა, როგორ ცდილობდა მამა სიბრაზე და ტკივილი ერთად ჩაეხშო და ეს უფრო აშინებდა, ვიდრე თვითონ სიკვდილი. ზედა ეზოდან მოხუცების საუბარი ჩამოისმოდა. მძიმე, წლების გამოცდილი ხმები ერთმანეთში იკვეთებოდა. მათ შორის ერთი ამბობდა. - ისეთი ამბავი მოხდა, იმ მეგრელი ბიჭის სისხლი უნდა მიეზღვიოს... თორე მთას სირცხვილი მიაწვება,- სხვა პასუხობდა უფრო ჩუმად. - ჯერ მორჩილება უნდა ვიცოდეთ. ახლა მარტო სიტყვით არაფერს იზამენ... დრო უნდა გავიდეს,- გაგი იდგა და უსმენდა, ვერ გადაეწყვიტა, უფრო ტკივილს გრძნობდა თუ შიშს. სიტუაცია თითქოს გაიყინა. არავინ ლაპარაკობდა ხმამაღლა. მხოლოდ ალეკოს ცხედრის წინ დანთებული სანთლები ირხეოდნენ ქარის ნიავში და ეს ცახცახი, ეს შუქის მოძრაობა თითქოს ყველას გულში იმავე მღელვარებას აღძრავდა. მალე მოხუცი ბებია დარიკო, შავი თავსაფრით, ჩამოჯდა ეზოს კიდეზე და ჩუმად ამოილაპარაკა. - ქე შემირცხვა ნამუსიც, დიდო ღმერთო, ოხერად მე რატომ არ წამიყვანე,- მისი ხმა მთელ ეზოში გაიფანტა და ამ სიტყვებთან ერთად გაგის გონებაშიც რაღაც გადატყდა. თითქოს პირველად იგრძნო რომ ეს ტკივილი აღარასდროს დატოვებდა. ხმა ჯერ ნაზი იყო, მერე თითქოს გატყდა, ქვითინად იქცა და მთელს ეზოს მოედო. კაცები ჩუმად დარჩნენ - არავინ სუნთქავდა. წესის თანახმად, ასეთ დროს სიტყვა აღარავის ეკუთვნოდა, გარდა მიცვალებულის სისხლისა და ცრემლისა. გაგი თვალს ვერ აშორებდა დარიკოს. მის ხმაში იმდენი ტკივილი იყო რომ თითქოს მთის ქარიც ჩერდებოდა წამით, რომ მოესმინა. გრძნობდა, როგორ გაჰყვა გულში ეს ხმა, როგორ გაეყინა სუნთქვა და სისხლი და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რომ ალეკო მართლა აღარ იყო - აღარ დაბრუნდებოდა იმ სახლამდე, სადაც ბავშვობაში ასწავლიდა ნადირობას და ცხენზე ჯდომას. დარიკო მუხლებზე დაეცა. ხელები მიწას დაარტყა, თითქოს ამ მიწიდან ელოდა პასუხს. - ალეკო, ალეკო... შენ ხომ თქვი, მალე მოვალო, ეგ რა მალე იყო, ბიჭო...- გაბზარული ხმით ამოთქვა და თავი ქვაზე დადო. ეზოში სიჩუმე ჩამოწვა. სანთლები ციმციმებდნენ, ცაში მთვარე ნელა ამოდიოდა მთის ზურგს უკან და გაგი ისევ იდგა, მკერდზე შეკრული ხელებით, თითქოს ცდილობდა, შიგნით დაგროვილი ტკივილი არ გამოეტანა გარეთ. გაგი ჩუმად უყურებდა დარიკოს. მის თვალებში ტკივილი ისე მკაფიოდ ჩანდა, რომ ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა. თავი ოდნავ დახარა, თითქოს საკუთარ გრძნობას სირცხვილით მალავდა. მის გვერდით კაცები იდგნენ, ზოგი ხელებდაკრეფილი, ზოგი ბალახზე ჩამომჯდარიყო და თვალებით ეძებდნენ ერთმანეთს. არც ერთი სიტყვა, არც ერთი ხმა, მხოლოდ ჩუმი თანხმობა რომ ეს ტკივილი არ უნდა დარჩენილიყო პასუხგაუცემელი. ბებერი მოსე, ალეკოს ძველი მეგობარი, ჩუმად ლაპარაკობდა. - მაგის სისხლი ჰაერში არ დარჩება, მაგას მთაც გაიგებს და ღმერთიც...- არავინ უპასუხა. მხოლოდ დარიკოს ქვითინი ისმოდა და ქარის მოტანილი სანთლის სუნი, რომელიც ნელ-ნელა მთის ბნელში იფანტებოდა. ცოტახანში დარიკო ხმამაღლა აღარ ტიროდა. ხანდახან ოდნავ ამოიოხრებდა და თითქოს მთელ ტკივილს იმ ერთი ამოსუნთქვით უშვებდა გარეთ. თვალები გაეშტერებინა შორეულ წერტილზე, თითქოს ხედავდა იმ ბილიკს, საიდანაც მისი ალეკო აღარ დაბრუნდებოდა. ხელები მუხლებზე დაედო, თითები ერთმანეთში გადაება - დაძაბული, გაფითრებულიყო. გაგი ნელა მიუახლოვდა ბებიას. ერთი წამით გაჩერდა მის უკან, თითქოს რაღაც სიტყვას ეძებდა, მაგრამ ვერაფერი უთხრა. მხოლოდ ჩუმად ჩაჯდა გვერდით, ისე რომ მათი სიჩუმე ერთმანეთს უტოლდებოდა. დარიკომ ოდნავ მიაპყრო თვალები, მაგრამ მზერა არ შეცვლია. ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით თქვა. - ოხერად წაიღე, ღმერთო... შვილი გაზრდილი მყავდა და...- ხმა გაუტყდა, ცრემლები ისევ ჩამოუვიდა სახეზე, მაგრამ ამჯერად აღარ ქვითინებდა. თითქოს სხეულში აღარ დარჩენოდა ძალა. ეზოს მეორე მხარეს კაცები ისევ იდგნენ. ბებერი მოსე, გრძელწვერიანი, მხრებში მოხრილი, დარიკოს უყურებდა და თვალი გაუფერმკრთალდა. მის გვერდით ახალგაზრდა კაცებს ხმამაღლა აღარაფერი უთქვამთ, მაგრამ თვალებით იგრძნობოდა - სიტყვა სისხლზე უკვე იდგა ჰაერში, მზად იყო თქმულიყო, მხოლოდ დროის ფაქტორი იყო. დარიკომ წამით თავი ასწია, მზერა მთისკენ გააყოლა და ჩუმად ჩაილაპარაკა. - მთამ დაინახოს, ღმერთმა იცოდეს, ჩემი ალეკოს სული მშვიდად ვერ წავა, სანამ სიმართლე არ ითქმება...- გაგის სხეულში უცნაური სიმძიმე ჩამოწვა. ბებიას ხმა თითქოს შიგნით ჩაესმოდა, ძვლებში აღწევდა. იგრძნო, როგორ მიეპარა სიბრაზე - უხმოდ, ცივად, ისე, როგორც მთის ქარი ბინდში. მაშინვე მიხვდა - ამ ეზოში ახლა მხოლოდ ერთი სიჩუმე აღარ იყო. აქ რაღაც იწყებოდა - უხილავი, მაგრამ გარდაუვალი. დარიკო ბუხართან ჩამოჯდა, შალის ქულა მხრებზე გადაეფინა და ნელი მოძრაობით მიიკრა გულზე. ცეცხლის ალზე თვალები შეეფიცხა, თითქოს იმ ალში ცდილობდა წლების სიმძიმე დაეწვნა. - ამ მთებში კაცს როდის ჰქონდა სიმშვიდე... - ჩაილაპარაკა თავისთვის, თითქოს ბუხარს ელაპარაკებოდა,- ალეკო ისე წავიდა, ვერც მივუსწარი... ახლა ეს გაგიც ისე დადის, ქარივით... გულში შიში მკლავს, მახა. - დედა, გაგი ბიჭია, გზა უყვარს, თავისუფლება... ნუ იშინებ თავს,- დაამშვიდა მალხაზიმ, დარიკომ მწარედ ჩაიცინა. - გზა უყვარს, კი... როგორც ყველა იმ კაცს, ვისი სულიც აქ ვერ ეტევა. მაგრამ ეგ გზა კაცს ან ცოცხლად გფლეთს, ან სულს გირევს. მე კი აღარ მინდა კიდევ ვინმე გზამ წამართვას,- მალხაზიმ მუხლებზე ჩამოდო ხელი, თითქოს სიტყვები გაუჩერდა სადღაც გულთან. ბუხარში შეშა დაამატა, ალი უფრო მკვეთრად აენთო და დარიკოს ჩრდილი კედელზე შეირხა - ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მალე თვითონ მთაც ჩაისუნთქავდა ამ ქალის შიშს და სიყვარულს ერთად. გარედან ისევ ქარის ხმა შემოიჭრა, კარი ოდნავ გაიღო და გაგი შემოვიდა - თმაზე თოვლის ფანტელები ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამდნარი, თვალებში კი ის თავისუფლება ცეკვავდა, რაც დარიკოს ყველაზე მეტად აშინებდა. - ბებო, რაო, ისევ ცუდად ხარ?- დარიკომ ნელა მიაბრუნა თავი და სიჩუმით უპასუხა. მალხაზიმ კი ღრმად ამოიოხრა - იცოდა რომ ამ ღამითაც გაგი აღარ გაჩერდებოდა სახლში. გაგიმ მკლავები დაიფერთხა და მის წინ ჩაიმუხლა. მალხაზი გარეთ გავიდა, ნინო - მალხაზის ცოლი კი მათ მიუახლოვდა, როგორც კი წასვლაზე გაიგო. - სად მიდიხარ ამაღამ ბები,- წუხილით სავსე მზერას აპყრობს ქალი,- მთას ნუ ეჭიდები, გაგი... ისეთი სიცივეა, კაცის გულისცემა რომ ჩერდება. მამაშენს ვერ ვაკავებდი, ახლა შენ დამემატე. - გაგი, სად მიდიხარ?- მუხლებზე ემხობა ქალი, თვალებზე ეტყობა ნამტირალევი რომ არის,- ჩემი გაგიჟება გინდა? გაგის გაეღიმა - ის ღიმილი, რომელიც ბავშვობაში ბებოს ჭკუიდან შლიდა, ახლა კი უფრო მეტად აშინებდა. - ბებო, შენ თვითონ მასწავლიდი რომ მთას ეშინია მხოლოდ იმ კაცის, ვინც გულში შიშს ატარებს,- ნინომ თავი გააქნია. - არსადაც არ წახვალ, შენი სიარული მე ბოლოს მომიღებს,- მხარზე მოეჭიდა შვილს. დარიკომ იცოდა გაგის სიჯიუტე, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. შორიდან მთვარე თეთრ შუქს ასხივებდა ზვავის ჩამოშლილ ნაპირებზე, და იქ, იმ სიკვდილსავით მშვიდ ფერდობზე, რაღაც ელავდა. - გაგი,- ხმადაბლა დაიწყო ეზოდან შემოსულმა მალხაზიმ,- გზას ნუ გაუყვები მარტო. დათი მაინც წაიყვანე თან. გაგიმ მხრები აიჩეჩა. - მარტო უნდა წავიდე, მამა. ამ გზას კაცმა მარტო უნდა უყუროს თვალებში, თორემ მის ძალას ვერ გაიგებს,- გაგიმ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ჰაერი გულზე ლოდად ედო და ახლა ცდილობდა გაეთავისუფლებინა. თვალი ბებოს შეხედა - დარიკო ისევ ისე იდგა, თვალებში შიში ჩამდგარი ჰქონდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. - ნუ გეშინიათ,- მშვიდად თქვა გაგიმ და სუსტად გაეღიმა,- არ მივდივარ შორს. ცოტას გავივლი, ჰაერს ვიგრძნობ, თორემ აქ სული მეხუთება. დარიკომ და ნინომ ხელები გულზე დაიდეს, დარიკო ხმას მაინც არ იღებდა. მის თვალებში ის წლების ტკივილი ირეკლებოდა, რომელიც სვან ქალს მუდამ თან დაჰყვება - იცის რომ სიტყვით ვერავინ შეაჩერებს იმას, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს გულში. - გაჩერდი, შვილო, ახლა ღამეა,- ნინომ სცადა მშვიდად ეთქვა, მაგრამ მის ხმაშიც ნერვიულობა ისმოდა. გაგიმ ოდნავ ისევ გაიღიმა, მზერა ხის ღობეს გაუსწორა, მერე ისევ მათკენ მობრუნდა. - ვიცი, დედა. არც შორს წავალ. ვსუნთქავ მხოლოდ... მთის ჰაერმა გულში უნდა გაიაროს, თორემ მე აქ ცოცხლად დიდხანს ვერ გავძლებ,- გაგიმ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ნინოს სახე რომ დაინახა, გაჩუმდა. იგრძნო, ეს ის მომენტია, როცა სიტყვებიც ზედმეტია. - მალე დავბრუნდები, ბებო,- ნაზად უთხრა დარიკოს, ნინოს შუბლზე აკოცა და ოდნავ დაიხარა, თვალებში შეხედა,- არ შეგეშინდეს, გპირდები მალე მოვალ. ნინომ თავი ოდნავ დაუქნია, მაგრამ იმ წამს გულში რაღაცამ შეაკანკალა - დედის გული ყოველთვის გრძნობს, როცა ჰაერში საფრთხე დგას. გაგი ეზოდან გავიდა, ქარი შეაგება, მთვარის შუქი თმაზე დაეცა და მთის გზისკენ ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა. გაჩერდა. თვალები ზემოთ ასწია - მთები ჩუმად იდგნენ, თითქოს უსმენდნენ. იმ ღამით შორს არ წასულა. იქვე, ბალახზე ჩამოჯდა, სუნთქვა დაირეგულირა და ჰორიზონტს თვალი გაუსწორა. გაგი ცოტა ხანს ასე იჯდა, მთის ჰაერს ნელ-ნელა უშვებდა ფილტვებიდან, თითქოს სულიერ ტკივილს აქრობდა. ქარი თმაში ერეოდა, მის წინ გაშლილი ფერდობები მშვიდად ელოდნენ მზის ამოსვლას. ბებო დარიკო ეზოში იდგა ნინოსთან ერთად, დარიკო ისევ მუხლებზე ოდნავ მოხრილი, თვალებში შიში და შვება ერთმანეთში ერეოდა. მალხაზი გვერდით იდგა, სხეულით ძრწოდა, მაგრამ სიტყვას ვერ აბამდა - მხოლოდ თვალებით აკონტროლებდა მის ამბიციას და გულში ჩაფიქრებულ შიშს. მთვარე ზემოდან აკვირდებოდა, სიჩუმეში ჩაფლული მთები კი თითქოს სუნთქავდნენ მასთან ერთად. ერთი სული ჰქონდა სახლში დაბრუნებულიყო, ბებო და დედა დაემშვიდებინა, ცოტახანში ნინომ როცა გაგი დაინახა, ნელ-ნელა სუნთქვა დაიწყო, შიშიც ნელ-ნელა გაქრა. მალხაზის სახეზეც სიმშვიდე გამოისახა - იცოდა რომ მისი შვილი ცოტათი მაინც დაისვენებდა, სანამ მთები ისევ თავის წესებს დაუბრუნებდნენ. მთის ღამე გრძელი და ცივი იყო, ქარი ნაზად ზუზუნებდა ფერდობებზე, ჰაერი სუფთა იყო და ყველა, ვინც იქ იდგა, გრძნობდა რომ მიუხედავად ტკივილისა, ცოტათი მაინც სიმშვიდე ეპარებოდა. ღამე დასრულდა, მაგრამ მთის სული და ტკივილის ის კედელი, რომელიც ყველას გულში ჩადგა, ისევ რჩებოდა უხმო, მაგრამ შემაძრწუნებლად ძლიერი. *** ლევანის დაკრძალვის შემდეგ მაკა სამი დღე სახლიდან არ გადიოდა. არც ფანჯარას გახედავდა, არც კარის ხმა აინტერესებდა. მხოლოდ ოთახში იჯდა, ხელები კი მუხლებზე შემოეხვია. სახლში სიჩუმე იყო. არავის გაუბედავს მისი შეწუხება. მხოლოდ ანა იჯდა ბუხართან, შეშის ნამწვავს რკინის ჯოხით ჩხრეკდა. გუშინ მამის საფლავზე ავიდა, გაახსენდა ყველაფერი. იტირა, თანაც ისე იტირა რომ გული ლამის ამოუვარდა. ეხვეწებოდა თან წაეყვანა, მაგრამ მამას ხმა არ გაუცია. სახლში დაბრუნდა საღამოხანს, მაკას ისევ არ ელაპარაკებოდა. ბრაზობდა ყველაზე, ნინიაზე, სოფოზე, მეზობლებზე, განსაკუთრებით კი ნიკა დანელიაზე, რომელიც კვირაზე მეტია არ გამოჩენილა. არც დაკრძალვაზე მოსულა და ანამ დაიფიცა კიდეც რომ სადაც ნახავდა იქვე მოკლავდა. მაკას ქვევიდან ხმაური აღარ ესმოდა, აღარც მეზობლები იყვნენ ეზოში. არ აპირებდა გარეთ გასვლას. არც ჭურჭელს არ ეხებოდა, არც საჭმელს ჭამდა, მხოლოდ იჯდა და თვალებს არ ახელდა. ანასაც არ შეუწუხებია. თბილად გადაიცვა და სახლიდან გავიდა. სოფლის ბოლოს პატარა ნაკადული გადიოდა და იქ აპირებდა წასვლას, თუმცა სოფოს ხმა მოესმა. მართალია მამამისი - ლევანი ძალიან უყვარდა, მაგრამ მამიდამისის, სოფოს ატანა არ ჰქონდა. - ანა მოდი აქ,- ეძახის სოფო და ღობეს ეყრდნობა. - ნუ მეძახი, შედი სახლში და აღარ დამენახო,- სიბრაზე აწვება ანას. - ბოლოს და ბოლოს ჩემი ძმისშვილი ხარ, გოგო, რას მელაპარაკები,- ტონს არ უგდებს სოფო,- ასე გაგზარდა ლევანიმ, არა? ოხ ჩემი ძმა.. - მამაჩემზე სიტყვა არ დაძრა,- უახლოვდება ქალს,- ის არ გეყო რომ შენმა შვილმა მამაჩემი მოკლა, კაცი მოკლა და ახლა იმის გულიც გაქვს რომ ესე მელაპარაკო? ჩემი გაგიჟება გინდა? სოფო გასწორდა, თვალები დაუვიწროვდა, ხმა კიდევ უფრო მკაცრი გაუხდა. განა არ იცოდა რომ მისი შვილი დამნაშავე იყო, მაგრამ ერთადერთი ჰყავდა, მისი ნიკუშა და ხელს მისკენ ხომ არ გაიშვერდა. - ნიკა ჩემი შვილია! და შენ ვერ გაიგებ, რას ნიშნავს მისი დაცვა! არაფერი ჩაუდენია, ლევანისთვის ინფაქტი მას არ დაუმართნია,- არ ამთავრებდა შვილის დაცვას სოფო,- ჩემს შვილზე კიდევ თუ იტყვი მსგავს რამეს... სოფო გაჩერდა, ვეღარ გააგრძელა. ანა ჩუმად იდგა, მაგრამ თვალებში მთელი ბრაზი იკვეთებოდა. ბოლოს, ხმა ძლივს ამოიღო, თითქმის ჩურჩულით, მაგრამ სოფომ მაინც გაიგო. - ვის იცავ, სოფო? ვის იცავ? შენი შვილის ბრალია რომ მამა აღარ მყავს, შენ რომ ძმა დაკარგე! მაგ ნაგავმა სვანის კაცს მოკლა, ხელი სისხლში გაისვარა და გგონია მაგას მაკა აპატიებს? ან მე ვაპატიებ? ან სვანები აპატიებენ?- მეზობლები უკვე სახლებიდან გამოვიდნენ ხმაურზე. სოფელში ისედაც ყველამ იცოდა ნიკას ამბავი, აბა გამზრდელი ბიძის პანაშვიდზე რომ არ მოვიდა ვინ არ იკითხავდა თუ სად იყო. სოფომ ტყუილი მოჩართა, თითქოს საზღვარგარეთ იყო წასული, მაგრამ მეზობლებს და თანაც მეგრელებს რა გამოეპარებოდათ, ყველამ კარგად იცოდა ნიკა დანელია იმ ღამეს სისხლიანი მაისურით და ხელებით რომ დაბრუნდა სოფელში. სოფომ ოდნავ უკან დაიხია, ხელები მკერდზე გადაჯვარედინა, თვალებში შური, ბრაზი და დაცვა ერთდროულად იდგა. - ჩემს შვილს მე ბოლომდე ვენდობი,- ანას უკვე გულიც კი ერეოდა მის ხმაზე,- ჩემი შვილისკენ თითს ვერავინ გაიშვერს. ანამ ღრმად ჩაისუნთქა, სახე გაშავებული, თვალები სიბრაზისგან ეწვოდა. - შენ რა დედა ხარ?- ძლივს ამოღერღა რამდენიმე სიტყვა,- მაგრამ მკვლელის დედა ხარ, შენც არანაკლები ხარ მასზე. სოფომ თავი გააქნია, უკან დაიხია, სახლში შეიკეტა, ანამ იქაურობას თვალი მოავლო, მეზობლები სახლებში შევიდნენ, მაგრამ არ სცხვენოდა, ახლა მარტო უმამოდ ყოფნა სტკიოდა. ციოდა გარეთ, მაგრამ ანა ვერაფერს გრძნობდა. ნელ-ნელა დაიძრა გზაზე, თვალები დახუჭული ჰქონდა, გულში კი ბრაზი და ტკივილი ერთად ებატონებოდა. ჯერ კიდევ ძლიერად სუნთქავდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა პირი რომ გაეღო ყველაფერს იტყოდა. ნელ-ნელა პატარა ნაკადულის ნაპირას მიაღწია. წყლის სუსხი მის სახეზე ვერაფერს შველოდა, გული მძიმე იყო, მარტოობისა და მამამისის დაკარგვის ტკივილით სავსე. მთები ჩაბნელებული იდგნენ, ქარი ნელ - ნელა უბერავდა, ფოთლები შრიალებდნენ. ანას ნაბიჯები ნელა ეხეთქებოდა მიწას, მაგრამ არ ჩერდებოდა. ყოველი ნაბიჯი, ყოველი სუნთქვა - ბრაზისა და სევდის ნარევი იყო. სოფოს სახლისკენ რამდენიმე წამით გაიხედა - ეზოში აღარავინ იყო, უხმოდ, მაგრამ თავისი ამპარტავნებით და სიმტკიცით მაინც იგრძნობოდა რომ ნიკას დაცვას კვლავ გააგრძელებდა. ანას ბრაზი კიდევ უფრო გამძაფრდა. იცოდა სვანები როგორები იყვნენ, ისიც იცოდა რომ ვიღაც აუცილებლად მოაკითხავდა მათ ნიკას თაობაზე თუ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ვინ იყო ნიკა დანელია, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა იმაში რომ სვანები მიწიდანაც კი ამოთხრიდნენ და მაინც იპოვიდნენ. ანას სხვა გზა აღარ რჩებოდა გარდა იმისა რომ მათ დახვედროდა, ვერსად წავიდოდა, ნიკასთვის რომ მიეკვლია ალბათ სვანებზე ადრე თავად მოკლავდა, მაგრამ დანელიას ალი კვალი არ ჩანდა. ბიჭი აორთქლდა. თუმცა ერთი რამ ცხადი იყო, ადრე თუ გვიან სვანები აუცილებლად მოაკითხავდნენ პასუხისთვის. * * * მთის წვერზე ნისლი ჩამოწოლილიყო, თითქოს თვითონაც გლოვობდა. ალეკოს საფლავზე მიწა ჯერ კიდევ სველი იყო, ქარი კი მძიმედ დაქროდა სასაფლაოზე. მთაში ტკივილი ყოველთვის სხვანაირად ჟღერს - არც ყვირილი სჭირდება და არც ცრემლი, აქ გლოვა ქარშია და კაცის სიჩუმეში იმალება. მალხაზი საფლავის კიდესთან იდგა, ქუდი ხელში ეჭირა, მიწას მზერას არ აშორებდა. სხვებიც - მეზობლები, ნათესავები - ჩუმად იდგნენ, თითქოს ელოდნენ, როდის ილაპარაკებდა ის, ვინც მთაში გადაწყვეტილებას იღებს. დარიკო უკვე შინ წაეყვანათ ქალებს, ოდნავ შეხრილი, ჩუმად ტიროდა. სიჩუმე კი იმდენად მძიმე იყო, თითქოს მთებიც უსმენდნენ. მალხაზიმ ნელა მოისვა ხელი სახეზე, მზერა გადაატარა საფლავს, მერე გვერდით მდგარ კაცებს გახედა. ხმაც დაბალი ჰქონდა, მაგრამ მკვეთრი - ისეთი, სვან კაცს რომ შეშვენის, როცა სიტყვა გლოვას გასცდება და საქმეზე გადადის. - ამას სისხლი უნდა,- თქვა ჩუმად, მაგრამ ისე რომ ყველას გაეგო,- კაცის სისხლი უნდა, მიწაში უაზროდ არ წევს. კაცებმა უხმოდ თავი დაუქნიეს. სიჩუმე ცოტა ხნით კიდევ გაიწელა, სანამ ერთმა მათგანმა, უფრო ახალგაზრდამ, არ თქვა. - ამბობენ, ქალი დაისვა თურმე, საყვარელი მიუვარდა და ჩხუბისას შემოაკვდაო,- მალხაზიმ მაღლა აიხედა, თითქოს კიდევ რაღაც გაიგონა, მერე კიდევ კაცებს შეხედა. - "შემოაკვდა" არ არსებობს, შვილო. კაცს ან კლავენ, ან არ კლავენ. სხვა არაფერია,- ქარი გაჩუმდა. მთის სუნთქვა თითქოს შეჩერდა. სვანური გლოვისას - როცა სიტყვა „სისხლი" ისმის - უკვე აღარ არის გლოვა. ეს ნიშნავს რომ საქმე იწყება. მახლობლად მდგარი ოთარ კვიციანი ამბობს. - ამბობენ, ნიკა დანელიამ ქვემოთ, ჭიუხის იქით შეაფარა თავიო. თუ მართალია, მალე უნდა წავიდეთ,- მალხაზი საფლავს სცილდება, დაგებულ ქვაზე ხელს უსვამს, ქუდი დაიფარა და ისე თქვა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო. - მზის ჩასვლამდე უნდა მოვიფიქროთ ეს საქმე,- მთები ისევ დადუმდნენ. ამ სიტყვებით კაცის ნება უკვე კანონად იქცა. მალხაზის ეზოში ისევ სიჩუმე იდგა. ხის სკამზე ჩამომჯდარიყო, თავჩაღუნული, თითებით მიწას აწვალებდა. კაცები გარს ეხვეოდნენ - თითოეულს სახეზე ეწერა ძველი ტკივილი და ახლის მოლოდინი. - მორჩა, შვილო, დავმარხეთ ალეკო,- თქვა ბერიკომ ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ. მალხაზიმ თავი ზემოთ ასწია, მზერა ხეს მიაყოლა, მერე ნელა მიუგო. - ახლა დროა ვილაპარაკოთ, ბერიკო. რა მოხდა სინამდვილეში? ბერიკო ცოტა ხანს დუმდა, მერე წამოიწყო. - ქალი იყო... თეკლე, ჩვენი თეკლე ხომ იცი. ნიკას ჰყვარებია, ჩამოსულა თურმე სამარგალოდან. ალეკოსაც მოწონებია, ცოლად უნდა მოვიყვანოო უთქვამს., თავს დასტრიალებდა, უთქვამს ჩემად უნდა წაგიყვანოო,- კეფას იქექავს კაცი,- ვინ იცის რა მოხდა, ის დანელია გაგიჟებულა და ქეც მოკლა აგერ ჩვენი ალეკო. ოხრავს კაცი. - მერე არ არ იციდა თეკლეს ვინ უყვარდა?- ჩაფიქრდა მალხაზი. - რას გაიგებ, რას გიტყვე იცი? ჯიუტი იყო ეგეც, ხო იცი. გაეხვა საქმეში, მოტაცებულ ქალს ვინ გაუშვებდა, მითუმეტეს ხერგიანის სახლიდან, იმ ბიჭსაც მოუნდომებია გატაცება, აქ არ დაგტოვებო უთქვამს,- ცივი ნიავი უვლის ყველას სხეულში,- მოუტაცია ქალი და გაქცეულან შგულ სურღოს ფერდობზე. დაუნახავს ვიღაცას და უთქვამს ალეკოსთვის. გაკიდებია ესეც და იმ ღამეს ჩაიხლიჩა ყველაფერი... ჩხუბი, წყევლა, მერე ერთი გასროლა, მეორეც და შეიძლება კიდევ იყო რას გაიგებ. მე ასე გავიგე, შეიძლრბა სხვანაირად იყო, რა ვიცი, რა ვიცი. მალხაზის ხმა ჩაუწყდა. - ვინ ისროლა? - ნიკა დანელიას უსვრიაო, ასე გავიგე,- თქვა ბერიკომ ჩუმად,- მაგრამ ამბობენ, არ უნდოდაო. მალხაზი წამოდგა. ხელები ქამარზე დაედო, ნელი სუნთქვა ამოაყოლა და თქვა. - ასე მარტივად არ გავატარებ. სისხლი გაღებულია კაცო... სული არ ისვენებს,- დარიკო შემოსასვლელში იდგა. სახეზე ნამტირალევი იყო, მაგრამ ხმა მტკიცე. - მალხაზ, სიბრაზე ჭკუით უნდა აიტანო. ვინც ეს ქნა, ის უნდა მოიძებნოს, მაგრამ ტყუილად ნუ ჩავარდები ბნელში,- მალხაზიმ თვალები დახარა, მერე ისევ კაცებს გადახედა. - მე ვიცი ერთი, ვინც ალეკოს გულს შეეხო, პასუხს აგებს. ხვალ დილით, მთაზე ავალთ. ვინც სიმართლე იცის, ან ამოილაპარაკებს, ან ღმერთმა შეაჩვენოს, თუ დუმილი აირჩია. - ასე უნდა იყოს,- თქვა ზვიადმა,- სვანს სისხლი არ უჩერდება, სანამ სიმართლე არ გაირკვევა. ქარმა გაიარა ეზოში. სადღაც შორიდან ძაღლის ყეფა მოისმა. მთები ისევ დუმდნენ, მაგრამ ის დუმილი უკვე საფრთხესავით იყო - ისეთი, წინ რომ რაღაცას მოასწავებს. გაგი ნელა შებრუნდა, მამას კიდევ ერთხელ შეხედა. მალხაზი მდგარიყო ეზოს შუაგულში, შორად, თითქოს ფიქრით უკვე სადღაც სხვაგან იყო - იქ, სადაც კაცები მსჯელობენ და წყვეტენ, ვის დარჩება სიცოცხლე და ვის არა. ოთარიც ახლოს იდგა, კისერზე ხელები გადაედო და ღრმად სუნთქავდა. ეზოში უკვე ჩამოწოლილიყო ბინდი - ისეთი ბინდი, მთის კაცი რომ სიჩუმესთან ერთად აღიქვამს, როგორც ტკივილის წინასიტყვას. მალხაზიმ ბოლოს ხმამაღლა თქვა. - ჯერ უნდა ვიცოდეთ, ვისთან მივდივართ და რატომ. კაცის სისხლი ასე ქარაფშუტად არ იღვრება. გაგი მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და ჩუმად, თითქოს საკუთარ თავს უთხრა. - ეგ ნიკა... დანელია, სამეგრელოდან არის, ჩხოროწყუდან. იმ ღამით გორდიდან ჩამოსულა, თეკლეს გზას აყოლილა,- ზიზღით ამთავრებს,- მაგან მოკლა, სხვა ვინ იზამდა. ალეკოს ვინ ჰყავდა მეტი მტერი. ოთარიმ შუბლზე ხელი ჩამოისვა და ნელა თქვა. - ნანახი არავინ გვყავს, ბიჭო. ყველა ამბობს რომ ჩხუბის მერე წასულა, მერე კი ალეკო იპოვეს ნატყვიარებით. მალხაზი ჩაფიქრდა, მერე დაბალი ხმით თქვა. - კაცს ისე არ კლავენ რომ ხმა არავინ გაიგოს. თუკი ეს ნიკა დანელიას ხელი იყო - გამიგონებენ. თუ სხვისი, ისიც უნდა ვიცოდე,- გაგი ფრთხილად ჩამოჯდა ქვაზე, ქუდი მუხლებზე დაიდო და ცოტახნიანი სიჩუმის მერე თქვა. - ჯერ ვნახოთ ვინც იმ დღეს იქ იყო, ყველა უნდა დავკითხოთ. ზაურა, ბესარიონი და ისიც - ქაიხოსრო, ალეკოსთან ერთად რომ იყო საქმეზე. - ჰო,- დაეთანხმა მალხაზი,- ქაიხოსრო ბევრს არ იტყვის, მაგრამ თუ ხელი აქვს ამაში, მერე ნახავს. ოთარმა ხმადაბლა დაამატა. - სამეგრელოში მაინც მოგვიწევს წასვლა. ადრე თუ გვიან, ის ნიკა უნდა ვიპოვოთ. მალხაზიმ ქუდი დაიხურა, წელში გასწორდა და დამშვიდებული ხმით თქვა. - წავალთ. წავალთ, ოღონდ ჯერ მთას მოვუსმინოთ. სანამ პასუხი არ იქნება, კაცმა ნაბიჯი არ უნდა გადადგას, თორემ გადაუბრუნდება და ხრამი ცხვირთა გვაქვს. მიწაში ფეხს არ ჩავდგამ ტყუილა,- ქარი ისევ ამოვარდა. თითქოს მიწა თავად ისმენდა ამ სიტყვებს. მთის ზემოთ ღრუბლებს შავი ბილიკი გაეკეთებინათ და იქ, სადაც შორს მზე ჩადიოდა, თითქოს რაღაცას ელოდა - გადაწყვეტილებას, რომელიც მალე უნდა დამდგარიყო. დარიკო შორიდან უყურებდა, აივანთან მდგომი, ხელები წინ გადაეჯვარებინა და თვალებში შიში ჩამდგარიყო. იცოდა, რაც დაიწყო, ის აღარ შეჩერდებოდა, სანამ სიმართლე არ იპოვიდა თავის გზას - თუნდაც იმ სიმართლეს სისხლზე გაევლო. ოთარმა ცეცხლზე შეშა მოაწვა და თქვა. - ხალხი უკვე ლაპარაკობს, მალხაზ. ბოლოს მაინც ჩვენ დაგვადებენ ხელს, თუ პასუხი არ გვექნება. - კაცს რომ გეგონოს ტყუილად მოკლეს, ძილს ვერ იპოვის. მე ის ვიცი რომ ალეკო მარტო არ იყო იმ დღეს. და ვინც იქ იყო, იმან იცის, როგორ მოხდა ყველაფერი. ხოდა აგერაა ქაიხოსროც. გაგი ჩუმად უსმენდა, თითებით ბალახს ეთამაშებოდა. ბოლოს ამოილაპარაკა. - კაცმა შეიძლება ბევრი თქვას, მაგრამ როცა სისხლი დაიღვრება, სიმართლე იმათ ენაზეა, ვინც ბოლოს დუმს. ზურაბმა თავი ჩაწია. - მაშინ ვიპოვოთ ის ნიკა. სამეგრელოშია მისი სახლი. ეგ საქმე იქიდან უნდა დავიწყოთ,- მთვარე ზემოდან მოჰფენოდა მთელ ეზოს, თითქოს ისიც უსმენდა კაცების საუბარს. უხმო ფიცი გაისმა იქ, სადაც სიტყვები აღარ ჰყოფნიდათ. მალხაზი წამოდგა, წამით ცეცხლს შეხედა და თქვა. - ხვალ დილით ადრიანად შევხვდებით. ვინც საქმეზე წავა, მზად უნდა იყოს,- გაგიმ ჩუმად თავი დაუქნია. თვალებში სიმტკიცე და სიფრთხილე ედგა. უკვე იცოდა რომ ეს გზა უკან არ მოიტოვებდა. მეორე დილა დაიწყო - ცივი ჰაერით, თბილი მზით და იმ უხმო მღელვარებით, რაც მთაში კარგ ამბავს არასდროს მოასწავებდა. ეზოში ბოლი იდგა, შორიდან ძროხების ზარის ხმა ისმოდა, მაგრამ სოფლის გულში, სადაც მალხაზ ხერგიანის სახლია, სიჩუმე იყო - არც ბავშვის ხმა, არც ქალის საუბარი. მხოლოდ კაცების ნაბიჯების ხმა ისმოდა. ოთარი ცეცხლთან იჯდა, შურდულით აგიზგიზებდა ნახშირს. - მთელ სოფელში ლაპარაკობენ უკვე. ყველა ამბობს რომ ნიკა დანელია უნდა მოვძებნოთ. ზოგი ამბობს, სამეგრელოშია, ზოგმა - ზუგდიდთან ახლოსააო. მალხაზი სახლიდან გამოვიდა, მხრებზე ნაბადი ჰქონდა გადაკრული. მზერა ირგვლივ მოავლო, მერე თქვა. - ხმას ვერ გააჩერებ, ოთარ. რაც ერთხელ მთაში გაისმება, იმ ხმას ქარი შორს ატანს. მაგრამ ჩვენ სიტყვა უნდა გვქონდეს. სანამ საქმეზე წავალთ, აქ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. გაგი, რომელსაც დაძინება ვერ მოეხერხებინა, ეზოს მეორე მხარეს იდგა ჩუმად. - დათო ბენდელიანს ხელი მოუკოდია და წაუყვანია ცოლ - შვილი. ღმერთმა იცის სად არიან. ოთარმა ზარისკენ გაიხედა, რომელიც ქარისგან ირხეოდა და სევდიანად ჩაილაპარაკა. - ქალი ყოველთვის იქ არის, სადაც დანაშაულის ფესვი იზრდება. იქნებ ისიც რაღაცას მალავს. - ქალი არაფერს მალავს, თუ კაცი არ მალავს მის მაგივრად. გაგიმ თავი დახარა. ცოტა ხანს ჩუმად იდგა, მერე დაამატა. - მე წავალ, მოვძებნი თეკლეს. ოთარს ჩაეღიმა - იმ მღელვარე, ოდნავ ირონიული ღიმილით, რაც სვან კაცს ახასიათებს, როცა ახალგაზრდა ბიჭის გულში დაუფიქრებლობა დაინახა. - სად წახვალ ბიჭო, აქ არ არიანო… მალხაზიმ ხმადაბლა ამოიოხრა. გაგიმ და ოთარიმ ერთმანეთს გადახედეს. ორივეს ესმოდა რომ ეს ჩვეულებრივი საუბარი არ იქნებოდა. მზე ნელა ამოდიოდა ფერდობებზე, ჩიტები ხმას ვერ იღებდნენ. ჰაერში რაღაც მკვეთრი და მძიმე იდგა - რაღაც ისეთი, რაც მთის კაცს გულში უკვე გაფრთხილებად ექცა. * * * ანა დილიდანვე საკუთარ სახლში იჯდა. ფანჯრიდან იმზირებოდა, თვალები ტყისკენ იყო მიმართული. თითოეული ნაბიჯი ქუჩაში, თითოეული ხმა ეზოში - ყველაფერი მის გონებაში ნიკას სავარაუდო ადგილებს უკავშირდებოდა. სოფელში ჩვეულებრივი დღეები მიეწყო, მაგრამ ანას თვალში ყველაფერს სხვა ფერი ჰქონდა. სახლი ჩუმი იყო. ოთახში მხოლოდ ანას ფიქრები ისმოდა. " ნიკა სად წავიდა? ეგ მკვლელი სად გაიქცა? რამე მოუვიდა? ჩემამდე იპოვეს სვანებმა? მოკლეს?" ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ გული უცემდა სწრაფად. მეზობლები, რომლებიც შორიდან აკვირდებოდნენ, ყურადღებას აქცევდნენ ანას ნელ - ნელა ჩამქრალ სხეულს. ქუჩებში სიჩუმე ჭარბობდა, თითქოს სოფელმა იცოდა რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ანამ სცადა საუბარი მეზობლებთან, მაგრამ პასუხები არავის ჰქონდა. “ნიკა არავის უნახავს," „შეხედე ტყეში, იქნებ იქ იყოს." ყოველ სიტყვაში ეჭვი და გაურკვევლობა ირეოდა, რაც ანას შიშს კიდევ უფრო ამძაფრებდა. დრო ნელა გადიოდა. ანას ყოველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა, როგორც მძიმე ქვად ისე ეჩვენებოდა, მაგრამ გულში მცირედი რწმენა მაინც ჰქონდა რომ აუცილებლად მიაგნებდა გზას, რომელიც ნიკას ადგილამდე მიიყვანდა. ანას ნაბიჯები ისმოდა ხის ძველ კიბეებზე. ოთახის კარები ნელა შეაღო - მაკა ისევ თავის სევდიან სიჩუმეში იყო ჩაფლული, ძვლებამდე მოჭიმული ტკივილით. ანა წამიერად წამოიწია, გარედან შემოსული მზის სხივები სხეულზე ეცემოდა და ოთახის კედლებზე ჰორიზონტალურად გადაჰქონდა შუქის კვალი. მაკა არ ლაპარაკობდა, არც ანა ელაპარაკებოდა. შეხედავდა, ოთახის კარებს მოიხურავდა და დაბლა ჩადიოდა. გულზე მძიმე ტვირთი აწვებოდა. ანა გრძნობდა, როგორ ერწყმოდა შიში, ბრაზი და სევდა ერთმანეთში. სოფელში ჩვეული დღეები მიდიოდა, მაგრამ ანას თვალებში ბრწყინვალება ნელ - ნელა ქრებოდა. მუხლამდე ჩაწოლილი იყო ბოსტანში, ხელებით ნელა ზელდა მიწას, ფრთხილად ასწორებდა აქეთ - იქით, თითქოს თითოეული მოძრაობა გულში ჩაბუდებულ ტკივილს ნელ - ნელა შლიდა. მზის სხივები ნაზად ეცემოდა ფოთლებს. სოფელი ჩუმად იყო, თითქოს იცნობდა და პატივს სცემდა ანას სევდას. შორიდან წყლის ჩხრიალი და ფრინველის სიმღერა ნაზად აღწევდა ეზოში. ანა ცოტათი გამოიწია, დაიხარა მიწისკენ, ხელები მიწაში ჩაეჩხირა, თითქოს ერთდროულად აკონტროლებდა მის ემოციებს და აძლევდა ძალას. მზის სხივები ოქროსფრად ირეკლებოდნენ, თითქოს ბუნებაც ცდილობდა მისი გულის შეხორცებას. ბოსტნის კიდედან, ფეხის ხმა მოესმა. ანამ თავი მაღლა წამოყო, მიწა დაყარა და ხელები შეიწმინდა. გულამოვარდნილმა ავთომ მაღლიდან დახედა. ხმაც კი უკანკალებდა შიშისგან. - ანა... სოფელში სვანები მოვიდნენ! მისი სიტყვები ჰაერში გამოეკიდნენ. ანას გული ერთ წამში აჩქარდა, სისხლი სხეულში მძაფრად დაიძრა. მზერა სწრაფად მიაპყრო შორეულ გზაზე, სადაც სვანთა ჩრდილები ნელ - ნელა გამოჩნდა. ქარი მოძრაობდა. ანამ იგრძნო რომ ბოსტანი, სოფლის დუმილი, მზის სითბო - ყველაფერი უცნაურად შეიცვალა. ახლა სიმშვიდეს დაემატა უხილავი მღელვარება, წინასწარ განსაზღვრული მოლოდინი, რომელიც მისი გულიდან ქვითინივით გამოდიოდა, თანაც შიშთან ერთად. ანა ნელ - ნელა წამოდგა და უკვე იგრძნო რომ სვანების მოსვლა სოფლში საერთოდ აურევდა ყველაფერს, მოიტანდა ტკივილს, რომელსაც ვერავინ გაექცეოდა. *** ხმა ჩაუწყდა სოფელს მზის ჩასვლისთანავე. დღის შუქი ნელ - ნელა გაქრა, ფიქრები კი ღამით უფრო მძაფრად ჩანდა. ანამ იცოდა რომ სვანები მოვიდოდნენ, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა. იცოდა არავინ ხმას არ გაიღებდა. სიტყვა დღეს არ უშველიდა სიმართლეს. მოსაღამოვდა, ანა ჩუმად შევიდა სახლში და კარი გადაკეტა. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო - თაროებზე შემორჩენილი მტვერი, დარჩენილი ჭურჭელი, ოთახის კუთხეში ჩავარდნილი სანთლის ბოლქვი. ანამ იცოდა რომ სიტყვა „სვანები" თავისთავად უკვე ტკივილს ნიშნავდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა - როგორ შეიძლებოდა, სვანებს სცოდნოდათ რომ ნიკა აქ ცხოვრობდა. მთის ხმა ღამით კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდა - ცხენების სუსტი ფლოქვები, კაცების აჩქარებული ნაბიჯები. ქარიც ნელ - ნელა წამოიწია, ფოთლები თავისივე ჩუმი საუბრით აგრძელებდნენ ფრიალს, ხოლო ანას უჭირდა მშვიდად დაძინება. წინასწარ გრძნობდა რომ ეს ღამე უმეტესად ტკივილს და მღელვარებას მოიტანდა. ანა ფრთხილად ავიდა ხის ძველ კიბეებზე, ფეხქვეშ ფიცრების ჭრაჭუნი იგრძნობოდა ყოველ ნაბიჯზე - ისე, თითქოს თვითონ სახლიც ეჭვით უსმენდა მის მოძრაობას. ოთახის კარი ნელა შეაღო. შიგნით ისევ სიჩუმე იდგა. სანთელი თითქმის ჩამწვარი იყო, მაკა კუთხეში იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო, თმა შუბლზე ჩამოშლოდა. - დედა...- ჩუმად თქვა ანამ. მაკა არ განძრეულა. თითქოს იმ ხმამ, რომელიც შვილისგან მოდიოდა, მასში კიდევ უფრო ღრმად ტკივილი დააყენა,- სვანები მოვიდნენ. განაგრძო ანამ. - და მგონია რომ აქ კარგს არაფერი გვიქადის,- მაკამ ნელა ასწია თავი. მზერა მკაცრი ჰქონდა. იმ ქალის, რომელმაც ყველაფერი ნახა და აღარაფერი აშფოთებდა, მაგრამ ამ სიტყვებზე თვალებში უცნაური შიში მაინც აენთო. - ვიცი,- უთხრა ბოლოს,- დღეს გივის შეხვდნენ მაღლა გზაზე... ოთხნი იყვნენ. უკითხავთ, ნიკა სად არისო. გივის არაფერი უთქვამს ... და იმათ კიდე უთქვამთ, თუ არ ვიპოვით, სხვანაირად მოვაგვარებთო. ანა გაშეშდა. გულში თითქოს ყინულმა ჩაუარა. ვერ გაეგო ის გახარებოდა რომ დედამისმა დაილაპარაკა თუ ის სწყენოდა რომ ახლა ასეთ სიტუაციაში იყვნენ. - დედა, ეგ რას ნიშნავს?- ძლივს ამოილაპარაკა. მაკამ მძიმედ ამოისუნთქა, თვალები დაბლა დახარა,- მთაში კაცის სიტყვა იოლი არაა, ანა. როცა ამბობენ „სხვა გზით მოვაგვარებთო" - ეგ სისხლის გზაა. ანას ხმა აუკანკალდა. - მათ ხომ იციან, ნიკა აღარ არის აქ... მე რა შუაში ვარ?- მაკამ მისწია, ხელი დაადო მხარზე. - შენ შუაში ხარ, შვილო, იმიტომ რომ შენთან ცხოვრობდა, შენი ახლო ნათესავია. მთაში ეგ საკმარისი მიზეზია,- დედის ხმა სულ უფრო დაბალი ხდებოდა, თითქოს რაღაცას არ ამბობდა ბოლომდე. ბოლოს ფრთხილად, თითქმის ჩურჩულით დაამატა. - ამბობენ, მალხაზ ხერგიანი წინ უძღვის. ეგ იმას არ გვაპატიებს, რაც ნიკამ გააკეთა... და თუ ვერ იპოვიან, შენ მოგთხოვენ პასუხს,- ოთახში სიმძიმე ჩამოწვა. სანთლის ბოლო შუქი კიდე ერთხელ შეანათა მაკას სახეს - შუბლზე ოფლი მოედინა, თვალებში შიში აენთო, ისეთი, რომელსაც მეგრელი ქალები იშვიათად ამჟღავნებენ. - უნდა წავიდეთ აქედან,- ჩუმად თქვა ანამ,- უნდა გავქრეთ სანამ ჯერ კიდევ არ მოსულან. მაკამ თავი გააქნია. - გვიანია, ანა. ეგენი უკვე გზაზე არიან. როცა სვანები რამეს გადაწყვეტენ, გზას ყოველთვის იპოვიან,- გარედან ქარის შრიალი შემოიჭრა, ფანჯარა შეირხა და კარის ჭრიალმა ოთახში თითქოს მათი ნაბიჯების ხმა მოიტანა. ანამ ერთდროულად იგრძნო - ღამე დაწყებული არ იყო, მაგრამ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიყო. შეკრთა და თვალებში გაუნათდა - ასე სწრაფად და ისე აშკარად ვერ წარმოედგინა, რატომ მოსთხოვდნენ პასუხს მას, როცა თავად არაფერი დაუშავებია. გულში კითხვა დარჩა. "რატომ მე? მე ვინ ვარ? რა შუაში ვარ?" ისიც იცოდა რომ ახლა აღარავინ დარჩებოდა გარანტად, გარდა მისი საკუთარი მოთმინებისა და სიჩუმის ძალისა. ნიკასთან, მის ბიძაშვილთან, ერთად ყოფნა მხოლოდ პირადი ამბავი არ იყო - ეს ნიშნავს მთის წესებით შექმნილი ნარატივის ნაწილად გახდომას, სისხლით კავშირს, რომელიც მის ცხოვრებასაც განსაზღვრავდა. მთის დუმილი, რომელიც ადრე ნაზად ეფარებოდა სოფელს, ახლა თითქოს ფარს წარმოადგენდა და ამ ფარს შორის ანას უნდა გადაედგა ნაბიჯები, რომელიც სიბნელეში დაბადებული წესებისაგანაც კი გათავისუფლებას ჰპირდებოდა ან საბოლოო ტკივილს მოუტანდა. ბოლო დღეების ჩურჩულმა და შორიდან მოსულმა ყალყმა უკვე დანაშაული აკრიფა. ვიღაცამ მოუყვა რომ ნიკას გოგო უყვარდა და მის გამო მოკლა კაცი, თუმცა არ ეჯერა, ვერ დაეჯერებინა რომ მის ბიძაშილს შეეძლო მსგავსი რაღაცის ჩადენა. - აქ იმიტომ გეპყრებიან ასე,- ჩურჩულით უთხრა მაკამ, როცა ანას ცრემლიანი თვალები ვერაფერს მეტყველებდნენ,- მთაში ერთად ყოფნა ნიშნავს ერთნაირ პასუხისმგებლობას. თუ ვინმე შენი კარიდან წავიდა და სისხლი დატოვა, შენც ვალდებული ხარ პასუხი აგო. სახლის პატივი კი ბევრად უფრო ადვილად ისვრება, ვიდრე აღდგება. ნინია ჯერ პატარაა. - შენ ასე უბრალოდ ადგები და ჩემს თავს მათ გაატან?- ხმაში სევდა და ბრაზი შეეპარა. - არ გავატან,- მტკიცედ ამბობს მაკა,- რა თქმა უნდა არ გავატან, მაგრამ ვაიდა ვიღაც გიჟები იყვნენ, მთელი სოფელი არ ამოხოცონ. ანას უკან სევდა გაჰყვა, სიტყვა არც ერთ წამს არ ჩერდებოდა მის გულში. გაიგო რომ ნიკას საქციელი აღარ იყო მხოლოდ მისი პირადი - ეს იყო „მისი სახელის" სამარცხვინო ქცევა. სიბნელე ოთახში უფრო მძაფრად ბუდობდა. ანამ იცოდა რომ მისი უდანაშაულობა ვერ დაიცავდა ტრადიციისგან. ფიქრები ერთიანად: გაქცევა, დევნა, ტყეში დამალვა, თუ მთელი სოფლის წინასწარი გაფრთხილება - ყველაფერი ახლა ერთიანად ტრიალებდა მის გონებაში. ანა დუმდა, თვალები ძირს ჰქონდა ჩახრილი, მაგრამ გულში უკვე გრძნობდა სიმძიმეს - ახლა მოქმედება იყო საჭირო. შიშის და გაურკვევლობა მის სხეულში მძაფრად იდგამდა ფეხს, თუმცა მკაფიო რწმენა მაინც ღელავდა მასში. სვანები ღამით მოვიდოდნენ, იტყოდნენ საკუთარ წესებს და თუ ნიკა არსად გამოჩნდებოდა, მის სახლთან დააკავშირებდნენ და მათი ოჯახის წევრებს მოსთხოვდნენ პასუხს. მაკა ისევ იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და თითოეული სუნთქვა ფრთხილად ერწყმოდა ოთახის სიჩუმეს. - ანა უნდა მოემზადო. მყარად უნდა იდგე, შენი უდანაშაულობა მათთვის არაფერს ნიშნავს,- ანა ფრთხილად მიუახლოვდა ფანჯარას, იატაკზე ფეხი დადგა და შორიახლოს ბოსტნიდან, სადაც დღისით სვანები გამოჩნდნენ, გზას გახედა. სიჩუმე უჩვეულოდ მძიმე იყო. - დედა,- ჩუმად თქვა ანამ,- უნდა წავიდეთ? ახლავე? ეზოში სროლის ხმა გაისმა. მაკამ თავი გადააქნია, ჩურჩულით თქვა. - გვიანია, ანა. როცა სვანები რაღაცას გადაწყვეტენ, ისინი გზას ყოველთვის იპოვნიან. შენ უნდა მოემზადო, მხოლოდ მოემზადო. * * * ღამეც კი გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. ციოდა, ქარი უბერავდა, თანაც ისე, ცოტაც და კარებს შეანგრევდა. მთვარე ანათებდა სოფელს, ზურაბი სოფლის ბოლოში იყო მანქანით გაჩერებული და ოთარს ელოდებოდა, რომელიც ერთ ბიჭს ელაპარაკებოდა სოფლიდან. - ნიკა დანელიას ვეძებთ, სად არის იცი?- წამოადგა ბიჭს თავზე ორ მეტრიანი ოთარი,- სად შეიძლება იყოს? მკვეთრი ხმა გაისმა ოთარისგან. - სოფელში ხომ ყველამ იცის რომ ის აქ ცხოვრობს...- ამატებს ზურაბი,- და ვიცი რომ აქ ცხოვრობს, ნუ დამიმალავ. - ბიძის სახლში,- ხმადაბლა დაიწყო ბიჭმა, ხმა უკანკალებდა იარაღის დანახვაზე,- სოფლის ბოლოს, მაკა ძაგანია ცხოვრობს... ხის ძველი კარების ხმაური და სვანების ნელი ნაბიჯები მძიმე დაძაბულ გარემოს ქმნიდნენ, სადაც თითოეული წამი საუკუნედ ეჩვენებოდათ. ანამ თვალები მაქსიმალურად ფართოდ გაახილა, ცდილობდა დეტალები დაემახსოვრებინა - მათი მოძრაობა, სუნთქვა, მზერა - ყოველ დახამხამებაზე უფრო და უფრო ხვდებოდა რომ რეალური იყო რომ ისინი უკვე აქ იყვნენ. - არის აქ ვინმე?- გასროლის შემდეგ, ხმამაღლა იკითხეს ეზოში შემოსულმა სვანებმა. იმდენად მაღალი ხმა ჰქონდათ რომ მოპირდაპირე სახლიდან სოფო ჟორდანიაც გამოვიდა,- არის აქ ვინმე? უფრო ხმამაღლა იკითხა ოთარიმ, ზურამ კარზე დააბრახუნა, ცოტაც და ალბათ ჩამოიღებდნენ. ანა კედელს მიეყრდნო, თვალები მიწაზე ჰქონდა, სხეული უკანკალებდა. სვანების ყოველი ნაბიჯი, ყოველი ჩურჩული, ყოველი ჰაერში გაფრენილი სიტყვა მძიმედ ედებოდა გულზე. მაკას გული უცნაურად ცემდა. ანას გვერდით გაუსწორდა, თვალებით უთხრა - "არ შემიშინდეო" - და ფრთხილად გადააბიჯა კარის ზღურბლს. ანა დაბნეული უყურებდა, გრძნობდა მაკას ძალას, თანაც ისეთს აქამდე რომ არასდროს უგრძნია. ქალი დამიზნებული იარაღის პირდაპირ იდგა და ნერვიც არ უტოკდებოდა შიშისგან. ანას სხეული უკანკალებდა, მაკას ფრთხილი, მაგრამ მტკიცე მზერა აძლევდა ძალას ფეხზე მდგარიყო. სახლიდან გამოსვლის წამს, მაკამ ნელა წამოწია თავი. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ეზოში გავიდა. ჰაერი თითქოს გაჩერდა, არ იყო ხშირი სცენა სისხლის ასაღებად მოსული სვანებისა და ახლად დაქვირვებული ქალის ჯახისა, რომელიც საკუთარი ქალიშილის დასაცავად მთებსაც კი გადადგამდა. მალხაზ ხერგიანი იდგა წინ და შორიდანვე გრძნობდა ამ ქალის სიამაყეს. ანა უკან გაჰყვა, კარის ზღურბლზე იდგა, ეშინოდა, თანაც ძალიან. მალხაზი წინ წამოვიდა. მზერა ნელა მოავლო დასუფთავებულ ეზოს და მტკიცედ გაისმა მისი ხმა. - ნიკა დანელიას ვეძებთ, გადმოგვეცი ეგ არაკაცი, სად არის?- მაკა ნელ - ნელა წინ წაიწია. - ნიკა აქ არ არის. კვირაზე მეტია არავის უნახავს,- მტკიცედ აცხადებს მაკა და მზერა ჭიშკართან მდგარ სოფო ჟორდანიაზე გადააქვს,- მკვლელებს სამეგრელოში ხელს არ აფარებენ. მალხაზის ნელ - ნელა ჩაეღიმა. - წესები წესებად რჩება, მაგრამ პასუხი სჭირდება,- თქვა მალხაზიმ, ნაბიჯი წინ გადადგა, ყველა დეტალს აკვირდებოდა,- სამეგრელოში თუ ხელს არ აფარებთ, სვანეთში მას ვკლავთ რომ სისხლის აღრევა არ მოხდეს და შემდეგ მკვლელს თავისნაირი მკვლელი არ ეყოლოს. აქა მშიდობით ვართ, გადმოგვეცი ნიკა დანელია და წავალთ ჩვენ ჩვენ გზაზე. მაკამ თვალები გაუსწორა და მტკიცედ წარმოთქვა. - ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ წესებს, იმ წესებსაც, რომელსაც თან ადამიანის სიცოცხლე მიაქვს,- თქვა მან, ხელები მკერდზე გადაჯვარედინა,- მაგრამ ჩვენი სიტყვა, ჩვენი ოჯახის კანონია. აქ ყველაზე მძიმე კვირა გვაქვს, მიცვალებული ადამიანის ოჯახში ასე შევარდნა სვანეთში მიღებული წესია? - სვანეთსაც ჰყავს მიცვალებული, თანაც დიდი და დაფასებული კაცი,- ხმას იღებს ოთარი,- შენმა ნიკა დანელიამ კი ასე უმოწყალოდ მოკლა, თანაც ვის გამო, იმ ქალის გამო, რომელიც უკვე სხვისი იყო. ეს ვის გაუგია, ქალის წართმევა როდის მოსულა? - აქ იმისა მოვედით რომ მშვიდად დავილაპარაკოთ,- გააგრძელა მალხაზიმ,- ჩვენ მხოლოდ ნიკა დანელია გვინდა, არ ვართ ის ხალხი მოვვარდნილიყავით და მთელი საგვარეულო გადაგვეწვა. გაგი თავს წევს მამამისის სიტყვებზე, ამჩნევს მაკას უკან მდგარ ახალგაზრდა გოგოს. ანას თვალები გაფართოებული ჰქონდა. შიშიც, გაურკვევლობაც და მომავლის წინასწარ გაუთქმელი მოლოდინიც ერთად ირეოდა მის პატარა სახეზე, აჩენდა თითქოს ჰაერში მყისიერად გაჩენილ მძიმე ტვირთს. გაგიმ მზერა ფრთხილად მიაპყრო გოგოს. თითოეული მისი მოძრაობა, თითოეული სუნთქვა თითქოს ყურთან ესმოდა, ხედავდა შიშს მის სახეზე მაგრამ თვალები სიმტკიცესა და სიმამაცეს ასხივებდნენ. " ალბათ შვილია" გაიფიქრა გაგიმ და ამსგავსებდა მაკას ბევრ რამეში. - ნიკას შესახებ არაფერი ვიცით და კითხვაზე პასუხიც არ გვაქვს,- მაკამ კიდევ უფრო მყარად დაიჭირა პოზიცია, თვალი თვალში გაუყარა. მალხაზიმ თავი ოდნავ ჩახარა, თვალები გაუსწორა მაკას. ნელი, დაბალი ხმით თქვა. - ქალის სიტყვა კი არა,- დაუფიქრებლად უპასუხა ხერგიანმა,- კაცის სიტყვა გვინდა, მაგრამ ან კაცი არ გყავთ სახლში ან უბრალოდ მშიშარაა და გაიქცა. - ჩემი ქმარი ახლა ცივ მიწაში განისვენებს,- მკერდზე ხელს ურტყამს გაბრაზებული მაკა,- მგლოვიარე ქალი ვარ, მთელი სოფელი გლოვობს ახლა ლევან ჟორდანიას, ვინ ხართ თქვენ რომ ამის თქმას მიბედავთ? - წესია ასე,- მალხაზიმ ჩახარა თავი,- დილამდე მოვძებნით. დილით, მზის ამოსვლამდე, დანელიას გადაეცით სულ რომ მიწაში იყოს მაინც ამოვთხრით. და თუ ნიკა არ იქნება, მერე გადავწყვეტთ. სვანებმა უკან დაიხიეს და ღამეს მიატოვეს სოფელი. სოფო ჟორდანია უკან გაჰყვა, ჩუმად მისდევდა სვანებს, სანამ გვერდით გაგი არ ამოუდგა. - გულს უხეთქავთ ადამიანს, ჭირიც წაუღია,- შეშფოთდა ქალი. - აქ ასე დაჰყვებიან ხალხს?- კითხულობს ზურაბი. სოფოს თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა, მაგრამ ხმა რბილი ჰქონდა. თითქოს თითოეული სიტყვა წინასწარ ჰქონდა გათვლილი. სოფომ ნელა გადმოაბიჯა მათკენ, ხელები მშვიდად გადმოჰკრა, შემდეგ ხმაურით გააურთულა ტონი ისე რომ ყველას ყურადრება მიეპყრო. - რაიზა შეგიწუხებიათ მაკა ძაგანია, ქალი თავისა ქმარსა გლოვობს უკვე ერთი კვირაა, სვანებს რა დარჩენიათ აქა? - ნიკა დანელიას ვეძებთ,- ხმადაბლა ამბობს გაგი. სოფომ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. - ნიკა დანელია კაი ხანია აქ არავის უნახავს, ეს საწყალი ქალი კიდე თავის გოგოსთან ერთად ცხოვრობს აქა მარტო. ან სახლში არიან ან სასაფლაოზე,- თმებს ისწორებს სოფო,- თანაც უთენია დადიან ხოლმე, ეს თავქარიანი გოგო ხან დედამისი მიჰყავს, ხანაც მარტო მიდის, ლევანი ჟორდანია მომკვდარა ერთი კვირის წინ, კაი კაცი იყო აცხონოს უფალმა, თქვენ იცნობდით ლევანის? - არ ვიცნობთ,- ჰპასუხობს ოთარი. - მეზობლობას ვერ გავუტეხავ, კარგი ხალხი ვართ... ნიკა დანელია აქ კაი ხანია არ ჩამოსულა,- სვანები უბრალოდ გვერდს უვლიან სოფოს. - მალავენ, ან ის ბიჭი მართლა წავიდა,- იწყებს საუბარს ოთარი,- ასე კარდაკარ ხეტიალი რას მოგვცემს? მოვედით სისხლი უნდა ავიღოთო ვუთხარით და რა გამოგვიყვანენ იმ ბიჭს აჰა მოკალითო? - გოგოს წავიყვანთ,- მტკიცედ აცხადებს მალხაზი და გაგის უყურებს,- ავალთ სასაფლაოზე უთენია და წავიყვანთ, გაგის ქალი გახდება. - მართალია, მართალია, სვანეთში ცარიელი რომ დავბრუნდეთ თავი მოგვეჭრება. გაგის თვალები ოდნავ აუციმციმდა. ხმა არ ამოუღია, მაგრამ მის იდუმალ - მტკიცე გულშიც რაღაც მალულად აენთო. ოთარიმ სიგარეტი ამოიღო, გააბოლა და ისევ მალხაზის მიუბრუნდა. - ნუ ვიხმაურებთ ახლა. საქმეს ჯერ წესით მივუდგეთ. - დილამდე ველოდებით,- თქვა უცებ ზურაბიმ,- თუ დანელია არ გამოჩნდება, ჟორდანიას ქალს ჩვენთან წავიყვანთ. სხვა არცა არაფერია. ღამე ჩხოროწყუში მკაცრი და ცივი ჩამოვარდა. ქარი მთებიდან უეცრად ეცემოდა, ხეებს შიგნიდან ატყორცნილი მდინარის ჩხრიალი ათრთოლებდა. ზოგის გულში შიში ჩამდგარიყო. ზოგის თვალებში კი ენთო მდუღარე ბრაზი, რომელიც ჰაერზე მძიმე ღრუბლად ჩამოწვა. სიჩუმე მხოლოდ ნაწილობრივ იყო - ღამე თითქოს არავის ეკუთვნოდა, მაგრამ ყველაზე მოქმედებდა, შიშის, სიმკაცრისა და მოუთმენელი ბრაზის ნაზავი მთელს სოფლს ნელ - ნელა ართმევდა სუნთქვას. *** უთენია იყო. ბურანში გახვეულ სოფელს ჯერ კიდევ ეძინა - მხოლოდ მდინარის ხმაური ისმოდა, თითქოს ზამთრის სუნთქვას მოაქროლებდა მთებიდან. ანამ ჩუმად შეაღო ოთახის კარი, დედას რომ არ გაღვიძებოდა - ლამპრის შუქზე შავი ქურთუკი მოიცვა და შალის თავსაფარი მოიხვია. ჩამწვარ ნაკვერჩხალს ხელახლა დაალაგა შეშა და ცეცხლი დაანთო. ფანჯარა რომ გამოაღო შეამცივნა, მისტიროდა იმ სითბოს უკან რომ დატოვა, თითქოს გულიც დარჩა იქ, ბალიშზე. გზა სასაფლაომდე თოვლით იყო დაფარული - ფეხსაცმელი ეფლობოდა თოვლში, ჰაერი კი ისეთი დანისლული იყო, გზები ნორმალურად არც ჩანდა. მთებიდან მთვარე ჯერ კიდევ მოჩანდა და შორიდან, მთის წვეროდან. საფლავზე მიდიოდა - მამას სიტყვა უნდოდა გაეგო, თუმცა იქ ვინც ისაუბრებდა ეს მხოლოდ ანა იქნებოდა. ფეხები თოვლში იძირებოდა, გზა თეთრი და უსასრულო ჩანდა. ჰაერში რაღაც უცხო სიჩუმე იდგა. სასაფლაოს მიუხლოვდა. - მამა... მოვედი,- ხმა თოვლში გაიფანტა, მაგრამ ანა არ გაჩუმებულა,- იცი როგორ დარჩა სოფელი? ყველა თავისით დადის, თითქოს არც არაფერი მომხდარა... დედა კი, ღამე ისევ ბუხართან ზის და გელოდება. ერთი სიტყვაც რომ გაიგოს შენგან, თან გამოგყვება. თვალი აუცრემლიანდა, მაგრამ არ უტირია. - მამა, შენ რომ ცოცხალი იყო, ასე მარტო არ ვივლიდი. სვანები არ მოვიდოდნენ, შენ ყველაფერს მოაგვარებდი. ახლა ყველა მე მიყურებს. ამბობდი, "ანა, ქალი სიმტკიცით უნდა გაიზარდოსო." აი, გავიზარდე... მაგრამ ზოგჯერ მგონია, მთასავით გავქვავდი. ჰაერში ბურუსი ჩამოწვა და თითქოს მდინარის შორეული ხმა უფრო მკაფიოდ მოისმა. ანამ ქვაზე ხელი დაადო, თითებით გაყოლა მის სახელს - თითქოს სითბო სადღაც ქვემოთ დარჩენილიყო. - საერთოდ არ ვარ ძლიერი, დედასაც კი ვერ ვიცავ და ეს სვანები ისევ... გუშინ დაგვადგნენ, ანა ხერგიანის ქალი უნდა გახდესო. გესმის? შენი გოგო სვანეთში მიჰყავდათ რძლად. ნიკა ისევ არ ჩანს და მის გამო მე მიწევს პასუხის გება. მის სიყვარულს ჩემი და დედას ცხოვრება ეწირება,- ბრაზით ამოთქვამს,- ხერგიანებამდე მე თუ ვიპოვი - მოვკლავ და ჩემამდე თუ ხერგიანები იპოვიან მაინც არ აცოცხლებენ. მძიმედ ისუნთქავს ჰაერს. - მომენატრე, მამა,- თქვა ბოლოს,- ახლა ვერავის ვენდობი. ვგრძნობ რაღაც მოხდება, ამას დედაც გრძნობს - ცუდი და მძიმე, მაგრამ მე არ გავიქცევი. შენ რომ მნახავ ზემოდან, გაიღიმებ - შენი შვილი არ დაიჩოქებს,- ქარი ამოვარდა, თოვლი აიტანა და საფლავის ქვის ირგვლივ გაიფანტა. ამ წამს თითქოს მთელმა მიწამ გაიგო მისი ფიცი და სწორედ მაშინ ხმა მოესმა. ძაღლებმა შორიდან დაიყმუვლეს, მერე უცებ გაჩუმდნენ. ანა წამოდგა, გული უცნაურად აუჩქარდა - ჯერ ეგონა, მესაფლავე კაციაო, მერე იფიქრა ალბათ სოფლის კაცია ვინმეო, მაგრამ არა... ჰაერში ის სუნი იდგა, რომელიც უცხოა ამ მხარისთვის - ფოლადის ზარი და კაცის მძიმე სუნთქვა. აი ისეთი მარტო სვანებს რომ შეშვენით. თვალები დააწვრილა, თითქოს სიზმარს უყურებდა და სწორედ მაშინ, თოვლიდან, ოთხი ჩრდილი გამოჩნდა. ანა გაშეშდა, თითქოს თვითონ თოვლმა მიაკრა მიწას. აქეთ - იქით გაიხედა, თუმცა საშველი არსაიდან იყო. მალხაზი გაჩერდა, გოგო შეათვალიერა და მძიმე ბარიტონით თქვა. - ვერსად ვიპოვეთ შენი ნიკა, გოგო... ვალი არ შორდება კაცს. ახლა შენი ქორწილი იქნება ჩვენი ღირსების ნაწილი,- ქვედა ტუჩი აუკანკალდა ანას,- დანელიას კი მაინც მოვძებნით, ეს საქმე ასე უსისხლოდ არ ჩაივლის, მანამდე კი შენით დავიბრუნებთ ღირსებას. გაგი შორიდან უყურებდა ანას - თვალებში რაღაც ტკივილი ნახა, რაც თავადაც ვერ გაეგო, სირცხვილიცა იყო და შიშიც. მაგრამ სიმტკიცე და სიძლიერე დუღდა მის თვალებში. ისე მკაცრი და გამჭოლი მზერა ჰქონდა რომ გაგი ვერ უძლებდა. დიდხანს ვერ უყურებდა თვალებში. თუმცა გრძნობდა, ეს გოგო არ იყო უბრალო. - დროა,- გაისმა ზურაბის ხმა. ანამ უკან დაიხია, მაგრამ თოვლი ღრმაა - ფეხის აწევას ვერ ასწრებს, თითქოს მიწა თავად არ უშვებს. წამში ორი ჩრდილი მისკენ დაიძრა. ყინულები ფეხქვეშ იმტვრევა, მაგრამ ანა ვეღარ ინძრევა - მარტო თვალებში უდგას შიში, ისიც კი ესმოდა, როგორ უძგერდა გული. - მამა...- ჩუმად დასცდა ბაგეებიდან, მოშორებით არსებულ ეკლესიას გახედა და სიტყვამ ჰაერი გაჭრა ისე, თითქოს ღმერთს ეძახდა და არა ადამიანს. მალხაზიმ თავი ოდნავ დახარა, თითქოს რაღაც წამით გაუკრთა სინანული, მაგრამ მაშინვე ამოისუნთქა ხმადაბლა და თქვა. - გადაუფინე ნაბადი, ზურაბ. ქალს სიბერემდე უნდა ახსოვდეს, როგორ მიიყვანეს სვანეთის გზით,- ოთარიმ მძიმე, შავი ნაბადი გაშალა - მთის სურნელი ჰქონდა. გაგი კი არ იძროდა. იდგა და უყურებდა, როგორ ხვევდნენ ანას იმ სვანურ ნაბადში - თითქოს იცოდნენ რომ ეს ტკივილი აუცილებელი იყო, როგორც ჭრილობა, რომელიც უნდა შეხორცდეს, თორემ სისხლი არ შეჩერდება. ანას თმა ნაბადზე გადაეყარა - ყავისფერი თოვლზე ისე ელავდა, როგორც ღამე მთვარის შუქზე. გაგის უყურებდა, ჯიუტად, შეუვალი მზერით. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა მთელი სისწრაფით თავი რომ დაიხსნა, როგორღაც ფეხებში ძალა იგრძნო. გაბრუნდა, დაიკივლა და გაიქცა. გაგი უყურებდა, ხედავდა როგორ გარბოდა ქათქათა თოვლზე წაბლისფერთმიანი გოგო. დაინახა თავშალი როგორ ჩამოსძვრა, თმები ჰაერში აფრიალდა, თავისუფლება ჰპოვეს. სუნთქვა გაუხშირდა, გულში ისეთი გუგუნი ესმოდა რომ საკუთარი ნაბიჯების ხმაც აღარ ესმოდა. - სად წამიხვალ ჟორდანიას ასულო,- გაისმა გაგის ნაბიჯების ხმა. ანამ იგრძნო როგორ ჩასჭიდეს ხელი მკლავზე. - არა! ხელი გამიშვი, არაკაცო,- დაიყვირა ხრინწიანი ხმით. - დაიჭირე,- დაიძახა ზურაბიმ. ნაბადი მოახვია, აყვირებულ გოგოს, რომელიც ფართხალებდა. გაგიმ ხელში აიყვანა და მანქანისკენ წავიდა,- ქალიც ჩვენია, ცოდვაც ჩვენზე იყოს. - დროა, გაგი. შენი გზა იწყება ახლა,- გაისმა მალხაზის ხმა შორიახლოს, გაგი წამით შეყოყმანდა, თუმცა გოგო მანქანაში მოათავსა და გვერდით მიუჯდა ოთარისთან ერთად. მანქანის ფარები აინთო - შორიდან მოელვარე შუქმა თოვლი გააპო. ძრავის ხმა მთებში გაისმა. გოგოს თმა გაიფანტა ნაბადში - თოვლის ნამქერი დაედო შუბლზე. გაგი ჩუმად მიბრუნდა. ერთი წამით გადახედა ისევ აყვირებულ გოგოს, მერე ნაბადის კიდე ფრთხილად გაუსწორა რომ არ შემოკრულიყო ყელთან. ანამ იგრძნო ეს შეხება - ბრაზით სავსე ყავისფერი თვალები მიანათა და ჩუმად თქვა. - სიკვდილი უფრო გამათბობს, ვიდრე შენი ნაბადი,- გაგი შეჩერდა. სუნთქვა შეეკრა, მაგრამ პასუხი ვერ დაუბრუნა. მხოლოდ მანქანის ხმა გაძლიერდა და როცა ზურაბიმ საჭეს მოუჭირა ხელი, თოვლზე ბორბლების კვალი გაიჭიმა - წყვდიადში, გზისკენ, სადაც სვანეთის მთები იწყებოდა. მთვარე კი ზემოდან ისევ უყურებდა - გულგრილად და უძრავად, როგორც მოწმე, რომელსაც არ შეეძლო არავის დახმარება, მხოლოდ ყურება. ანა არ ტიროდა. არ ევედრებოდა. მხოლოდ მძიმედ სუნთქავდა, მკერდი აუდ - ჩაუდიოდა ისე, თითქოს ყოველ ამოსუნთქვაზე გასკდებაო იფიქრებდით. - ხალხის შერცხვენის არ გეშინიათ?- გაიელვა ხმამ. ჰაერი გაჭრა ისე მკვეთრად რომ ზურაბიმაც კი შეანელა წამით. - მტრის სისხლი რომ გჭირდება, შერცხვენა აღარ ჰქვია მაგას, გოგო,- უთხრა ზურაბიმ. ანა მისკენ მიბრუნდა. გაკოჭილი მკლავები გაამოძრავა, მაგრამ უშედეგოდ. - თქვენ სისხლს ღმერთი მოგთხოვთ! არ გეშინიათ?! მე მეგრელი ვარ, სვანების წინაშე თავს არასდროს დავხრი - ჩემი ჩრდილიც კი არ დაგემორჩილებათ!- მალხაზიმ თვალები გააყოლა გოგოს, ჩაეღიმა - პატივს სცემდა მის სიჯიუტეს. - გაგი,- თქვა ბოლოს,- თუ არ გაჩერდება, სხვა გზა არაა. გაგი მისკენ შებრუნდა. თვალებში არა ბოროტება, არამედ სევდა ედგა. - გთხოვ, ჩუმად იყავი,- თქვა ლმობიერად,- თორემ სხვანაირად გაგაჩუმებ. მაგრამ ანა არ ჩერდებოდა. მის ხმაში იყო რაღაც ძალა, თითქოს მთასაც კი დაუპირისპირდებოდა. - ჩემი ფეხით არ გადავალ იქ, სადაც თქვენ გინდათ!- გაგი ოდნავ მიუახლოვდა, მაგრამ ანამ თვალებში შეხედა ისე რომ კაცმა თავი დახარა. მხოლოდ მალხაზის ხმა გაისმა მკაცრად, უტეხად. - გააჩერე. გათიშე, თორემ სისხლი სხვა გზით დაიღვრება,- გაგი წამით გაშეშდა, თითქოს საკუთარ გულში უნდა დაესვა განაჩენი, მერე ნელა მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და ყველაფერი გაქრა. თოვლი კიდევ ეცემოდა, ქარი ჩუმად ფრიალებდა მთიდან და როცა ანას ხმა აღარ ისმოდა, თითქოს თვითონ სვანეთის ხმაც გაჩუმდა. გაგის მკერდზე იყო მიწოლილი, გათიშული, გული ჯერ ისევ სწრაფად უცემდა. სიჩუმე ჩამოწვა მძიმე და დათოვლილ გზაზე მხოლოდ საბურავების კვალი რჩებოდა, რომელიც მაღლა - ხერგიანებისკენ მიიწევდა. სვანეთში თოვლი გაჩერებულიყო, მხოლოდ ქარი ეჯახებოდა კლდის კიდეებს. ანა ნელა მოეგო გონს - ისევ მანქანაში იჯდა. ირგვლივ გზა აღარ ჩანდა, მხოლოდ ცა და მთები - ისეთი მდუმარე, თითქოს ღმერთიც აქ უფრო ახლოს იდგა. გაგი მანქანიდან გადასულიყო, კარებთან იდგა. თვალებში რაღაც უჩვეულო სიმძიმე ჩაჰბუდებოდა. თითქოს ყოველი ნაბიჯი თვითონაც სტკიოდა. - გადაგარჩინა, გოგო,- გაისმა გვერდიდან ზურაბის ხრინწიანი ხმა რამდენიმე საათში,- თორემ მაგ შენი ჯიუტობით იქვე გადაგჩეხავდა მალხაზი ხრამში. ანა ნაბადში გახვეული იჯდა და გარედან თოკები ჰქონდა მოხვეული, მაგრამ ხმა მშვიდად ამოიღო - ისეთი სიმტკიცით რომ ზურაბსაც კი ჟრუანტელმა დაუარა. - სიკვდილის მე არ მეშინია. ეს თქვენ გეშნოდეთ ჩემი,- ზურაბს გაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს - სვანები იშვიათად იღიმიან ასე, უფრო მაშინ, როცა მტრის ძალას გრძნობენ. - გოგო, რაც იყო, იყო. შენ ახლა ხერგიანის ქალი ხარ. რაც მოხდა, იმას ვეღარავინ შეცვლის,- შემოყო მანქანაში თავი ოთარიმ. - ხერგიანის ცოლი მე არ გავხდები. თუნდაც ამ მთაზე მომკლათ, ამ ცხოველის ქალი არ გავხდები!- მთაში ექო გავარდა, თითქოს მთელმა სოფელმა გაიგო მისი ხმა. სვანეთში თურმე ხმა დაირხა - გაგი ხერგიანს ცოლი მოუყვანიაო. ანა უყურებდა - მკლავზე თოკი ჰქონდა, მაგრამ სახით თავისუფალი იყო და იმ სახეში ისეთი სიმტკიცე იდგა რომ კაცს შეეძლო მუხლებზე დამხობილიყო მის წინ. გაგიმ მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა. - ნახავ, ჟორდანიას ასულო. სვანეთი ყველა ამპარტავანს ხიბლავს - თვით მთაც კი ქედს იხრის სვანების წინ. ერთ მეგრელ გოგოსაც მოვუხერხებთ რამეს,- ანამ ოდნავ ჩაიცინა. - მთა შეიძლება ქედს იხრიდეს, მაგრამ მე არასდროს დავხრი თავს თქვენ წინაშე,- გაგის აკვირვებს მისი სიჯიუტე, თვით სვანეთშც კი არ შეხვედრია გოგო, მისი მსგავსი ხასიათით,- სად მიგყავართ... ვინმემ იცის აქ რომ ვარ? ურბილდება ხმა ანას. - დედაჩემმი მარტოა, მოკლავთ ქალს ნერვიულობით,- ოთარის გაეცინა, უკან მიიხედა და ღიმილით უთხრა. - შენი ბედია, გოგო, თვითონვე დაგედევნა ფეხდაფეხ. ჩვენ კი მხოლოდ გზის კაცები ვართ,- ანამ ზიზღით დახედა. - თქვენი გზა სისხლითაა დაფარული, მე კი არ გავივლი იმ გზაზე,- თქვა მტკიცედ. გაგიმ მაშინ პირველად შეხედა პირდაპირ. - შენ არ იცი რას ნიშნავს შური მთაში,- თქვა ნელა, ხმაში სიმძიმე ჩაუდგა,- სისხლი სისხლით უნდა გადაიხადოს, თორემ კაცის სახელი ქარში იფანტება. - და ჩემი სიცოცხლე?- მოუჭრა პასუხი ანამ,- მე რისთვის ვიხდი ამ ყველაფერს? ზურაბიმ ჩაახველა, თითქოს სიტყვის გაგრძელება არ უნდოდა, მაგრამ მაინც ამოილაპარაკა. - სიტყვა რომ დაიდო, უკან ვერ დაიხევ. სვანეთის კანონი იშვიათად ცვლის გზას გოგო,- ანა გაჩუმდა წამით, მერე ხმამაღლა თქვა. - კანონი? თქვენი კანონი ბოროტებაა. მე მაგ ბოროტებას ცოლად არ გავყვები. მე არ ვიქნები ხერგიანის ქალი - სჯობს აქვე მომკლათ!- გაგი გაჩერდა, მანქანაში ჩაჯდა ისევ. მიუახლოვდა ნელა. - შენ ვერ გაიგებ... მე არ მითხოვია ეს. მამამ თქვა და მე ვალდებული ვარ. შენ თუ გგონია, მე ამით ბედნიერი ვარ, ცდები. მაგრამ ეს წესია და წესებს ყველა ვემორჩილებით. - ვალდებული? კაცი რომ გერქვას, უნდა იცოდე, როდის თქვა 'არა'. შენ კი უბრალოდ შვილი გქვია ხერგიანო და არა კაცი. - ეყო! თუ არ გაჩერდება, თავს დაკარგავს!- მალხაზის ხმა გაისმა უკნიდან. - მოისვენე ცოტახანი, სიკვდილი გინდა?- მიუბრუნდა გაგი გოგოს. - თუ შენთან ყოფნა სიცოცხლეა - კი, სიკვდილი მირჩევნია,- უპასუხა მშვიდად. მის ხმაში ისეთი სიმშვიდე იყო რომ თვითონ სვანებიც აფორიაქდნენ. - გათიშე, გაგი. ახლა სხვა გზა აღარ გვაქვს,- გაისმა ზურაბის ხმა,- დავიძრებით ახლა ისევ. გაგი შეყოყმანდა. თვალები დახუჭა წამით. როცა გაახილა, სიჩუმე შეეგება ანას თავი ისევ მის მკერდზე ედო მისთვის კი ცოტახნით - ყველაფერი გაქრა. თმა ჩამოეშალა. ამჯერად ოთარი მიუჯდა საჭეს. გზამ მაღლა აიღო - სვანეთისკენ. გაგის თავში კი ისევ ტრიალებდა ჟორდანიას ნათქვამი. "თუ შენთან ყოფნა სიცოცხლეა - კი, სიკვდილი მირჩევნია." გზა დაეშვა ხეობაში და ბოლოს მაღალ კლდოვან გორაზე გამოჩნდა ხერგიანების ძველი კოშკი - ქვით ნაგები, ნისლით დაფარული, თითქოს საუკუნეებს გადარჩენილი სიჩუმის მცველი ყოფილიყოს. შორიდანვე ისმოდა მდინარის ხმა, რომელიც ქვებზე ეხეთქებოდა და მთის სიმღერას ჰგავდა. მანქანა გაჩერდა ეზოს წინ, ჯერ ისევ ადრე იყო, მაგრამ ხალხი აქა - იქ მოძრაობდა და მალხაზს ესალმებოდნენ. გაგიმ ანა მანქანიდან გადმოიყვანა. ისევ ნაბადში იყო გახვეული, მაგრამ ხელი ისე რბილად ეკიდა მკლავზე, თითქოს ეშინოდა რომ შეხებით მის ჯიუტ სულსაც გააღვიძებდა. სახლში შეიყვანა და ოთახში, საწოლზე დააწვინა, კარი ჩაკეტა და მისაღებში დაბრუნდა. - მოიყვანეთ?- იკითხა ნინომ მშვიდად, ხმაში არც გაკვირვება იყო და არც შიში. მალხაზიმ თავი დაუქნია. - ეს გოგო იქნება ახლა დანელიების დანაშაულის პასუხი. - მოდი, შვილო, ცივი ხარ,- თქვა ბოლოს ნაზად დარიკომ და გაგი ბუხართან დასვა. გაგის უნდოდა რაღაც ეთქვა ნინოსთვის, მაგრამ მსხვრევის ხმამ მოაღწია მის ყურამდე და მიხვდა რომ შეკრული ხელები არ უნდა გაეხსნა. - არ შეხვიდე,- აჩერებს დარიკო ფეხზე წამომდგარ გაგის,- მე მივალ. კარის ზემოდან მძიმე ჩამკეტის ხმა გაისმა, როცა ნელა შეაღო. ანა ფანჯარასთან იდგა - ზურგით კარისკენ, თმა დაშლილი ჰქონდა, თვალებში კი ცეცხლი ბრიალებდა. დარიკოს დანახვაზე არც მიბრუნებულა, მხოლოდ მხრებში გასწორდა, თითქოს მტერი შემოვიდა და არა ქალი. - რა გინდათ ჩემგან?- იკითხა ყვირილით. დარიკო წამით გაჩერდა, თვალები მოავლო ოთახს - საწოლი არეული იყო, წყლის ჭიქა გადმოყირავებული, ნაბადი კი ძირს ეგდო. - წყალი მოგიტანე,- თქვა ბოლოს,- დალიე, დამშვიდდები. - არ მწყურია,- ანა ნელა შემობრუნდა. თვალი გაუსწორა ისე რომ დარიკოს წამით აცახცახდა,- მე თქვენი არაფერი მინდა. აქ ტყვედ მომიყვანეს და არა სტუმრად. დარიკო ჩაიჩოჩა, ქილის კიდეს თითებით შეეხო, თითქოს დროის გასაწელად. - ასე ნუ ამბობ, გოგო... სვანეთში ტყვე სტუმარივით იწონებს თავს, სანამ თავისი გზა გადაუწყდება. - გზა მე არ ამირჩევია,- უპასუხა ანამ,- თქვენმა არაკაცებმა მომიყვანეს აქ. დარიკო ოდნავ მიუახლოვდა, ქილა იატაკზე დადო, თვალებში კი უცნაური მზერა გაუკრთა - თითქოს ანას ამბოხში საკუთარი წარსული ამოიცნო. - მე შენს ადგილასაც ვყოფილვარ,- თქვა ბოლოს ჩუმად,- მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. - მერე რა მიიღე სიჩუმით?- იკითხა ანამ სიმწრით. - აქ ხმა ქარს მიაქვს... მთამ იცის, ვინც ყვირის და არავის პატიობს. ანა ნელა მიუახლოვდა. - მაშინ მთას უთხარით რომ მე არ მეშინია. არც მისი, არც თქვენი წესის,- დარიკო სიჩუმეში იდგა. ხელისგულები უცახცახებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. კარი ჩუმად დაიხურა. ანა კი ფანჯარასთან დარჩა - თოვლი გარეთ ისევ ეცემოდა. მალხაზიმ მკაცრად შეხედა შვილს. - სანამ კვირა დასრულდება, ქორწილის თხოვნაც მოვასწროთ,- ანამ მაშინ შემოაბრუნა თავი, როგორც კი მისაღებიდან ხმა გაიგო და დაიყვირა. - თუ ქორწილი გინდათ, მიცვალებულივით მომამზადეთ. ცოცხალი მე თქვენს წინაშე არ დავდგები! გაგი გაშეშდა. ზურაბიმ და ოთარიმ ერთმანეთს გადახედეს. - ამ გოგოს მთისა არ ეშინია,- ამოილაპარაკა ნელა. *** ღამე ხერგიანების კოშკზე ისე იყო ჩამოწოლილი, თითქოს თვითონ მთას დაეძინა. თოვლი ქარში ტრიალებდა და კედლებს ეკვროდა, ბუხრის ალი კი შიგნიდან ოდნავ ბჟუტავდა. დარიკო სამზარეულოში ფუსფუსებდა. კარის იქით ისევ სიჩუმე იყო - კაცების ხმები აღარ ისმოდა, მხოლოდ გარედან მოდიოდა მანქანის ძრავის შორეული ზუზუნი, თითქოს მთის ქვეშ მყოფი ნადირი ჩუმად ბღაოდა. ანა ოთახის შუაში იდგა. ყველაფრის ლეწვისგან დაღლილი. რომ მიხვდა გაგი ყურადღებას არ მიაქცევდა, თუნდაც მთელი ოთახი დაენრგია, მერე უკვე გაჩერდა. თვალები ფანჯრისკენ ჰქონდა მიპყრობილი, სადაც მთვარე თეთრად ანათებდა თოვლზე და იმ გზას ჰგავდა, რომელიც არც სადმე მიდიოდა და არც საიდან მოდიოდა. ცოტა ხანი არაფერი გაუკეთებია - მხოლოდ სუნთქავდა, თითქოს ამოსუნთქვისას საკუთარ თავს ეჩურჩულებოდა. „არ დავრჩები... არ გავჩერდებიო." ფანჯარას მიუახლოვდა, გამოაღო. ქარმა თმა აუბურდა, სიცივე სახეზე მოედო. ანამ ოთახს თვალი მოავლო - იატაკზე დაგდებული ნაბადი, გადმოვარდნილი და გატეხილი ვაზა, საწოლის კიდეზე დარჩენილი სვანური პერანგი. ყველაფერი უცხო იყო, როგორც სიზმარი, სადაც ადამიანი საკუთარ სახელს ვერ იხსენებს. და მაინც, ერთ წამში ყველაფერი გადაწყვიტა. განა აქ რა გააჩერებდა, როცა იცოდა რომ დედა სახლში ჰყავდა, რომელიც ნერვიულობით მოკვდებოდა. ფანჯარა ოდნავ შეაღო, ხმაურის შიშით სუნთქვა შეიკავა და ცივი ჰაერი შიგნით შემოუშვა. ქარი მის თმას მოედო, თითქოს თვითონ მთა შეეხო - ცივი, მკაცრი, მაგრამ თავისუფალი. „ახლა ან არასოდეს," - გაიფიქრა ნაბადი მოიხურა და ფანჯრიდან გადაძვრა. მესამე სართულზე იყო, თანაც ძალიან მაღალზე. ვერ გარისკავდა ასე პირდაპირ გადახტომას. ნელა გადაძვრა გვერდით სახურავზე, თოვლიანი ქარის ბიძგმა გაუჭირვა სუნთქვა. ქვემოთ ბნელში იშლებოდა ეზო - თეთრი და უსასრულო, მაგრამ ასეთი სიმაღლიდან ერთი არასწორი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა ყველაფრის დასასრულად. ფანჯრის ჩარჩოს თითებით ეჭიდებოდა, ხელები ეყინებოდა, მაგრამ არ უშვებდა, არც ნაბადს უშვებდა, მთლად რომ არ გაყინულიყო. ნელა გადაიხარა მარცხნივ - იქიდან პატარა სახურავი ჩანდა, ნახევრად თოვლით დაფარული. - გადაივლი, ანა, არ შეგეშინდეს,- ჩუმად უთხრა საკუთარ თავს. ფრთხილად გაწია ფეხი, ტერფი სახურავის კიდეს დაადგა და მთელი სხეულით გადახტა. თოვლი გასრიალდა, ფეხი დაუცდა, ხელით ვერ მოასწრო უცებ მოჭიდება - ერთი წამით ჰაერში დარჩა, გული უჩვეულო სიჩუმით ამოუტრიალდა და ისევ მოასწრო, მოეჭიდა სახურავის რკინის ნაპირს. თითები სტკიოდა, მაგრამ არ გაუშვია. ცოტა ხნით გაშეშდა, სუნთქვა დაიმშვიდა, მერე ისევ ფრთხილად გადმოინაცვლა და სახურავზე ჩუმად დაეშვა. თოვლი ქვეშ ჩაეფშვნა, თითქოს მთამ ამოისუნთქა. გულამოვარდნილი იჯდა, თვალები დახუჭა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა დარწმუნდა რომ ცოცხალი იყო. მერე, ძალა მოიკრიბა, წამოდგა და სახურავის კიდისკენ დაიძრა - იქიდან კი, სულ ქვემოთ, ბილიკი მოჩანდა, რომელსაც თავისუფლება ერქვა. ქვემოთ ჩაძვრა, ბოძს მოეჭიდა და ჩასრიალდა, თუმცა ვეღარ შეძლო მტკივანი ხელით მოჭიდება და ნაბადთან ერთად პირველი სართულიდან გადმოვარდა. დაიკვნესა ხმადაბლა, თუმცა არ სტკენია დიდად, თოვლი უკვე საკმაოდ იდო. წამოდგა, ყინული ფეხქვეშ ჩაიფშვნა. ფრთხილად დაეშვა ეზოს ბოლოსკენ, სადაც ბილიკი იწყებოდა. თუმცა ცხენების ჭიხვინის ხმამ შეაჩერა, მერე დაფიქრდა, ფეხით სანამ გავქაჩავო და საჯინიბოსკენ დაიძრა. ერთ ყავისფერ ცხენს მოეფერა, გაუღიმა და უნაგირი დაადგა, "არ იხმაუროო" გასძახა, როცა ცხენმა დაიჭიხვინა. გასასვლელთან იდგა, უკვე ამთავრებდა ქამრების შეკვრას. თითქოს ყველაფერი კარგად იყო... სანამ შორიდან რაღაც არ გაკრთა - ფეხის ხმა, მძიმე და ნელი. ანა გაჩერდა. სხეულში სისხლი გაეყინა. მერე ბნელიდან კაცის ხმა მოისმა - ჩუმი, დაბალი ტონი. - სად მიდიხარ, ანა? გაგი იყო. ანა შეხტა, თითებით უნაგირს მოეჭიდა, ცხენზე ამხედრდა და ისე გააჭენა, თითქოს სიკვდილს გაექცა. ყინული ქვეშ დაიმსხვრა, შრიალით გაიჭრა ფერდობზე - ქარმა თმა სახეზე აუფრიალა, სვანური ნაბადი კი ზურგზე ფრიალებდა, თითქოს თვით მთას ეჯიბრებოდა სისწრაფეში. სვანეთის ფერდობები ქათქათა თოვლით მოფენილიყო - მთები შორიდან დუმდნენ, თითქოს უყურებდნენ თავიანთ ძველ კანონებს, როგორ ირღვეოდა ამ გოგოს ხელით. თოვლი ფრთხილად ცვიოდა ზემოდან, თითოეული ფანტელი იჭერდა მთვარის ნათებას და ანათებდა ბილიკს, სადაც ცხენის ფაფარი ქარში ტალღად ირხეოდა. ქარმა ნაბადი აუფრიალა - სვანური ნაქსოვის ბურდოები მთვარის შუქზე თითქოს ცოცხლდებოდნენ, თმები კი ყავისფრად ელავდნენ, იასამნისფერი ელფერით, როცა შუქი შეეხებოდა. ანა მიქროდა. თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა - არ იყო ეს მხოლოდ შიში ან გაქცევა. ეს იყო თავისუფლება, რომელიც პირველად იგრძნო ამდენი ხნის განმავლობაში. ქარმა სახე აუწვა, მაგრამ არ შეუშინდა. იცოდა რომ ამ ღამით ან მთას გადაურჩებოდა, ან სამუდამოდ დარჩებოდა მის ჩრდილ ქვეშ. გაგი ცხენზე ამხედრებული მიჰყვებოდა უკან. გასაოცრად სწრაფად მიაქროლებდა ანა ცხენს, შორიდან მოჩანდა მისი აჩრდილი. თვალს არ აშორებდა, ეშინოდა დახამხამებისაც კი, არ უნდოდა მისი დაკარგვა. სუნთქვა გაუხშირდა, გულში კი უცნაური გრძნობა იჩენდა თავს - არ ჰგავდა სიძულვილს, არც უბრალო შიშს. ეს იყო გაოცება და აღტაცება. შორიდან ხედავდა, როგორ ელავდა გოგოს თმა მთვარის შუქზე, როგორ ასხივებდა თოვლში მოძრაობისას, თითქოს თვითონ მთა დაებადებინა. თითქოს ბუნება მის ირგვლივ ხმადაბლა სუნთქავდა, ქარი ჩუმად უყურებდა, როგორ იბრძოდა ადამიანი თავისუფლებისთვის. გაგის უნაგირზე თითები დაეჭიმა, დაინახა ანას ცხენი ჰაერში როგორ აფართხალდა, არ გაჩერებულა, მაგრამ ანა უკვე აღარ ჩანდა. მთვარის შუქში ანას ყავისფერი თმა აღარ ელავდა. უკვე თითქმის გაქრა - მხოლოდ ნაბადის ბურდოები მოჩანდა, სადღაც ღრმად თოვლში. ანა თოვლში იწვა - თითქოს თავად სვანეთის ნაწილი გამხდარიყო. მთვარის შუქი მის სახეს ეცემოდა - ისეთი მშვიდი ჩანდა, თითქოს კი დაცემულა, არამედ ეძინა. გაგი ჩუმად უყურებდა. თვალებში შიში არ ედგა, არამედ აღტაცება - თითქოს პირველად ხედავდა, როგორი ლამაზი შეიძლება იყოს სიჯიუტე, როცა ის ღირსებისგან მოდის. როგორი ლამაზი შეიძლება იყოს ის, ვინც იცი რომ შენი არასდრის გახდება. ის ხასიათი, ის თვისებები, ის ემოციები და სიჯიუტე გაგის უბრალოდ აგიჟებდა. ამ გოგოს გაგი უბრალოდ ჭკუიდან გადაჰყავდა. ხერგიანი ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო, მალხაზი და ნინო თავიდანვე ანებივრებდნენ, არ არსებულა სურვილი, გაგის ნდომებოდა და არ ასრულებულიყო, ეს გოგო კი ახლა ყველაზე მიუწვდომელი მთა გახდა, იმიტომ რომ გაგის ახლოს მისვლაც კი არ შეუძლია, მისი სული სადღაც კილომეტრებით მოშორებითაა, გული კი საერთოდ დალუქულია. გაგი ხერგიანი მთელ სამყაროს მიიღებს, მაგრამ მას ვერანაირად გაუმკლავდება, მასთან მილიმეტრითაც ვერ მივა ახლოს. - მთის ფერი ხარ...- წამოსცდა ჩუმად. მერე ხელი მიადო მის თმას - თბილი იყო და ამ სითბომ ზამთრის სიცივე წამით დაავიწყა. თოვლი ისევ ცვიოდა ზემოდან. მთა კი დუმდა - თითქოს თვითონაც იცოდა რომ ამ ღამით ერთი კანონი დაირღვა და რაღაც ახალი დაიბადა. გაგი დაიხარა, ხელი მიადო მის მხარს - არ იცოდა, ისევ ცოცხალი იყო თუ არა. - ჯანდაბა...- ჩუმად ამოილაპარაკა გაგიმ,- რას მიშვები, გოგო... ანამ ნელა გაახილა თვალები. მთვარის შუქი მის სახეზე ეცემოდა, თმაში კი თოვლის ფანტელები ელავდნენ. თვალებში აღარ ედგა შიში - მხოლოდ სიჩუმე და ჯავრი, ისეთი სიღრმის რომ თვით მთას შეეძლო დაეფიცა მის სიმტკიცეზე. - გული ნუ დაგწყდება, ხერგიანო,- უთხრა ხრინწიანი ხმით,- მე ასე იოლად არ დავეცემი. ანა ნელა წამოდგა, თოვლი მხრებიდან ჩამოიფერთხა, სუნთქვა უჭირდა დაცემისგან. სხეულში ყველაფერი სტკიოდა. ფეხები, მკლავები, კისერიც კი, მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. ქარმა სახეში მიაყარა თოვლის ფანტელები, თითქოს ამღვრეული მთა ცდილობდა შეეჩერებინა. გაგი ნაბიჯით მიუახლოვდა, რაღაცის თქმა უნდოდა - ხმა დაეხშო. - ანა, მოიცა...- მხოლოდ ეს მოასწრო. ანამ უკვე ზურგი აქცია. არც გაუხედავს, არც მოუსმენია. თოვლში ნელი ნაბიჯებით მიდიოდა - თითები გალურჯებოდა, ტკივილი სულ უფრო უმძაფრდებოდა, მაგრამ თვალებში მაინც იყურებოდა. თითოეულ ნაბიჯთან ერთად მთვარე შორიდან უფრო მკაფიოდ ანათებდა, მთები კი დუმდნენ, თითქოს გზას უთმობდნენ ამ ჯიუტ გოგოს, რომელიც ძალას მარტო სიჩუმეში პოულობდა. გაგი უყურებდა. ის ქალი, რომელიც ერთი ღამით მოიტაცა, ახლა ისე მიდიოდა მისგან, თითქოს თვითონ დაემორჩილებინა მთის სული. გულში რაღაც ჩაწყდა - შიში იყო ეს, ბრაზი, თუ უბრალოდ უცნაური თრთოლა, რომელსაც სახელი ვერ დაარქვა, ვერ გაუგია. - გგონია შეგეშვები?- ჩუმად ამოილაპარაკა, მაგრამ ქარმა მისი ხმა შორს წაიღო, იქ, სადაც თოვლი და სიჩუმე ერთიანდებიან. ანა გზას აგრძელებდა. თოვლზე მისი ნაკვალევი რჩებოდა, აქა იქ სისხლის კვალიც ჩანდა და როცა ფერდობზე მიაღწია, მთვარე ზუსტად თავზე დაეშვა - შუქი ნაბადზე ოქროსფრად აელვარდა. ცოტა ხანს გაჩერდა, უკან არც მოუხედავს. მერე ისევ წავიდა - შეუჩერებლად. გაგი არ დაძრულა. თოვლში იდგა, ქარი თმაში ებლანდებოდა და პირველად იგრძნო რომ იმ გოგოს ტყვეობა არც ძალით შეიძლებოდა და არც ღირსებით. პირიქით, ეს გოგო თავად ატყვევებდა ყველას. თავად გაგი ხდებოდა მისი ტყვე, მონა და ამას ძალიან კარგად ხვდებოდა, თუმცა უჭირდა, პირველად ცხოვრებაში ყველაზე მეტად უჭირდა თავისა და ნერვების მოთოკვა. უბრალოდ იდგა და შორიდან უყურებდა, ძალა არ შესწევდა რომ მისულიყო და რამე ეთქვა. სვანეთის მთა ამაღამ პირველად დუმდა ქალის სიმტკიცის წინაშე. თოვლი უკვე ფიფქებად აღარ ცვიოდა - ახლა ცივი ნისლი დაეშვა მთის ფერდობზე, ისეთი მძიმე რომ სუნთქვაც გაგიჭირდებოდა. ანა მიდიოდა, ნელა, თოვლზე ხრაშუნით, უჭირდა, თითქოს თვითონ თოვლი არ აძლევდა წასვლის უფლებას. ყოველი ნაბიჯი ტკივილივით მოდიოდა სხეულში - მუხლები ებრიცებოდა, მხრებზე ამძიმებდა სვანური ნაბადის მძიმე ქსოვილი, რომელიც ისევ სველს და გაყინულს მიათრევდა. გაგი შორიდან მიჰყვებოდა. არც გაჩერებას ცდილობდა და არც ხმას იღებდა - ხედავდა მხოლოდ როგორ იბრძოდა გოგო სიცივესა და ტკივილთან, როგორ იჭერდა თავს ისე, თითქოს მთების წინაშე არ უნდა მოდრეკილიყო. მთვარე უკვე დაბლა ეშვებოდა. მისი შუქი თოვლზე ვერცხლად ეფინებოდა და ამ სინათლეში ანა სულ უფრო ანელებდა სვლას - ნაბიჯები უმძიმდებოდა, სუნთქვა უჭირდა, თმა სახეზე ეკვროდა, თვალები კი, საიდანაც ისევ ჯიუტად იმზირებოდა - ნელ-ნელა დაუბინდა. მერე ერთ წამში ყველაფერი გაჩერდა. ფეხი აღარ მოიმართა, ქარმა თმა სახეზე დააფინა და ანა თოვლში ჩაიკეცა ისე ჩუმად, თითქოს თვით სვანეთის ფერდობმა შეიფარა თავის გულში. გაგი წამით გაიყინა. გულში უცნაური სიცარიელე ჩაუვარდა, თითქოს მთიდან ქარმა სული ამოართვა. - ანა!- დაიძახა, ხმა გაუტყდა. თოვლში დაეშვა, მისკენ გაიქცა, ხელები შეახო - სახე გაყინული ჰქონდა, ტუჩები ფერმკრთალი, მაგრამ სუნთქავდა. სუსტად, თუმცა სუნთქავდა. გაგიმ სწრაფად მოიშორა თავისი თავშალი, ფრთხილად გაახვია გოგო თბილ ქსოვილში, თავი მკერდთან მიადებინა, თითქოს ამ სითბოთი დააბრუნებდა. - არ გაბედო და გამეთიშო ახლა...- ჩუმად ეჩურჩულებოდა, ხმა უჩვეულოდ რბილი ჰქონდა. ცხენზე შემოსვა, მარტო ვერ შეძლო - ნაზად აიყვანა ხელში, თითქოს ფაიფურის იყო და ნაბადში გახვეული ანა წინ დაისვა. თითქოს მთვარის შუქი ისევ გამოჩნდა, ისევ გაანათა ნისლისგან დაბურული გზა - დაინახა, როგორ ელავდა თოვლში მისი თმა, როგორ შლიდა ქარი ნაბადის კიდეებს და თითქოს მთებიც მიჩუმდნენ რომ ამ სიჩუმეში გაგის მხოლოდ ანას სუსტი სუნთქვის ხმა გაეგო. ნელა მიუყვებოდა ბილიკს, ხანდახან გოგოს უფრო მეტად იხუტებდა რომ იქნებ სხეულით მაინც გაეთბო და როცა ბოლოს ხერგიანების კოშკი გამოჩნდა შორიდან, ანას უკვე მკერდზე ჰქონდა დადებული თავი - ჩუმად იყო, მშვიდად, ისე, თითქოს სადღაც შორეულ სიზმარში მოგზაურობდა. გაგიმ ცხენი გააჩერა, ჩამოხტა ხელში ისევ აიყვანა და ისე შეიყვანა შინ. ნაბადში გახვეული გოგო სვანეთის სიჩუმეში იმ სიცოცხლეს ჰგავდა, რომელსაც თვით სიკვდილმაც ვერ უქნა ვერაფერი. გაგი სახლში ჩუმად შევიდა, ზღურბლზე მდგარმა ფეხსაცმელებზე თოვლი შეიფერთხა. ნაბადში გახვეული ანა ხელში ეჭირა - თავით მკერდზე მიეკრა, სუნთქვა სუსტი ჰქონდა, მაგრამ ცოცხალი იყო. მისაღებში დამწვარი შეშის სუნი იდგა. ბუხარში ალი ბჟუტავდა და კედლებზე ცეცხლის ჩრდილები ცეკვავდნენ. დარიკო ფანჯარასთან იდგა, ხელში ნაქსოვი პერანგი ეჭირა, მაგრამ ნემსი აღარ მოძრაობდა. მხოლოდ მალხაზი მობრუნდა მათკენ, მოათვალიერა ორივე. - ცოცხალია?- იკითხა ჩუმად. გაგიმ თავი ოდნავ დაუქნია. მეტი არაფერი უთქვამს. თვალები ნაბადზე ეჭირა. მალხაზიმ ხმა ვერ გასცა, მხოლოდ მზერა გაუსწორა შვილს. დარიკო უხმოდ ჩამოჯდა სკამზე. ყველას ესმოდა რომ ანა ადვილად ვერ გატყდებოდა - არც ფერდობს დაუჩოქებდა და არც მთებს. იმ ქალში რაღაც იყო ისეთი, რასაც ძალით ვერ დაიმორჩილებოდი. მალხაზი ჩაფიქრებული უყურებდა შვილს. - მთას ვერ დააჩოქებ, გაგი... ვერც ამ გოგოს,- თქვა დაბალი ხმით და ისევ ბუხარს მიუბრუნდა. გაგიმ არაფერი უპასუხა. მხოლოდ ფრთხილად მიიყვანა ბუხრის წინ ხალიჩაზე დააწვინა. ნაბადი ისევ შემოახვია, თითები ოდნავ შეეხო მის თმაზე ჩამდნარ ფიფქებს, რომლებიც ნელ - ნელა იშლებოდნენ. სახლში სიჩუმე ჩამოვარდა. გაგი იდგა და უყურებდა - ტყვეს კი არა, ადამიანს, რომელიც მთელი თავისი ჯიუტი სილამაზით ამ სახლს უკვე აღარ ეკუთვნოდა. სვანეთის კოშკში იმ ღამეს აღარავის დაუძინია. გარეთ კი თოვლი ისევ მოდიოდა - მშვიდად, რბილად, თითქოს თავად მთა ჩუმად ჩასჩურჩულებდა გოგოს გაგისთან ერთად. - არ დანებდე, მეგრელო,- ბუხრის ალი ნაპერწკლებს ისროდა, ოთახი კი თითქოს ამ ციმციმა შუქზე სუნთქავდა. მალხაზი და ნინო ოთახში გასულიყვნენ, დარიკო ნელა მიუახლოვდა და ანას უყურებდა - თბილად. ქალის სახეზე სინანული ჩასახლებოდა. თითქოს ეს გოგო მისთვის მტერი აღარ იყო, არამედ შვილი, რომელიც მთამ არასწორად გადმოაგდო მათ კალთაში. - გაყინულია... თბილი წყალი მოიტანე,- ჩუმად თქვა და გაგის შეხედა. გაგი უძრავად იდგა. ჯერ კიდევ გრძნობდა თითებზე იმ სიცივეს, რომელიც ანასგან მოდიოდა, ხელს არ უშვებდა, ცდილობდა გაეთბო. დარიკო მიხვდა რომ შვილიშვილს არაფერი ესმოდა, ახლა მისაღებში ახლადგამოსულ ნინოს გახედა. ქალმა ქოთანი ბუხართან ჩამოდგა და წყალი ჩუმად დალოცა - ძველი, მორწმუნე ქალის ჩვევით. მალე ოთახი თბილი ორთქლით აივსო. დარიკომ ფრთხილად მიუწია ჭიქა ანას ტუჩებთან, მაგრამ გოგოს სუნთქვა ძლივს ისმოდა - თითქოს სადღაც შორიდან, თოვლის სიღრმიდან მოდიოდა. გაგი ნელა ჩაიმუხლა მის გვერდით, ნაბადს ხელი დაადო - ერთი მხარე თბილი იყო. თვალები დახუჭა, თითქოს ამ სითბოს ენდობოდა. მერე ჩუმად ამოილაპარაკა. - გადარჩება... ამას სიკვდილიც ვერ გატეხს,- ახლა მალხაზიმაც შვილს შეხედა, ღრმად ამოისუნთქა და მშვიდად თქვა. - თუ გადარჩება, გაგი, დაიმახსოვრე... ასეთი ქალი ან შენს გვერდით დადგება, ან შეგებრძოლება - შუა გზა მასთან არ არსებობს,- გაგიმ ხმა არ გასცა. თვალით მისჩერებოდა გოგოს, რომელიც ბუხრის შუქზე ოდნავ შეირხა - თმაზე თოვლი უკვე დნებოდა, ტუჩები კი წამით შეიძრა, თითქოს სიზმარში რაღაცის თქმა უნდოდა. გარეთ ღამე ნელა ცივდებოდა, მაგრამ ოთახში თითქოს დრო გაჩერდა. და როცა ქარმა ბუხრის ალი ოდნავ აათამაშა, ყველას მოეჩვენა რომ სვანური ქარი ჩუმად ჩურჩულებდა. "ეს გოგო მთას არ ეკუთვნის... მაგრამ მთამ მაინც ვერ დატოვა მარტო." * * * ბუხარში ცეცხლი ნელა გიზგიზებდა, ალის შუქზე მუხის მაგიდა ოქროსფრად ელვარებდა. ოთახში მალხაზი, ნინო, დარიკო და გაგი ისხდნენ - მძიმე სიჩუმეში ჩაფლულნი, თითქოს ყოველმა სიტყვამ შეიძლებოდა მთას ექო დაეძრა. მხოლოდ ბუხრის წკარუნი ისმოდა და ხის სუნი, რომელიც სვანურ სახლებს მუდამ თან სდევს. გაგი კედელთან იდგა, ფანჯარასთან - ზურგით დანარჩენებისკენ. მის მზერაში რაღაც გაუგებარი სიმძიმე ჩასახლებოდა. თითქოს სურდა, საკუთარ თავში ჩაეხედა და არ შეეშინებოდა იმისა, რაც იქ დახვდებოდა. მაშინ იყო, როცა გარედან ცხენის ჭიხვინი მოისმა - ისეთი მკვეთრი რომ ოთახში ყველა ერთდროულად შეკრთა. გაგის თვალები წამით აენთო. რაღაც უცნაური, მჭრელი გრძნობა მოაწვა გულში, რომელიც არც სიტყვად ითქმებოდა, არც აზრად. - რა ხდება?- იკითხა მალხაზიმ, მაგრამ გაგი უკვე აღარ უსმენდა. ფანჯარასთან მიიჭრა, შუქს მიაშტერდა და დაინახა. თოვლზე, მთვარის შუქში, პატარა სხეული საჯინიბოში. გაგი ყველაფერს ერთ წამში მიხვდა - არც დაფიქრებულა მეორედ. - გარბის,- თქვა და კარისკენ გაიქცა, საკიდზე დაკიდებულ თავშალს დაავლო ხელი და საჯინიბოში გავარდა. - სად მიდიხარ, ანა? ის იყო რომ ანა ცხენს მოახტა და სიბნელეში გაქუსლა. თითქოს მთებიც კი უყურებდნენ ამ დევნას - მდუმარედ, თავშეკავებულად, როგორც მაშინ, როცა ადამიანები საკუთარ ბედს ეჯიბრებიან და შორს, თეთრ ბილიკზე, ყავისფერი ცხენი და ქარში გაფრენილი თმები ერთმანეთს ერწყმოდნენ - ქალი გარბოდა მთიდან, მაგრამ მთას ვერ გაექცა. მთამ არ გაუშვა. *** დილა სვანეთში უცნაურად თბილი იყო - ისეთი, თითქოს მთებსაც ეძინათ ჯერ კიდევ. მზის პირველი სხივები თოვლს ნაზად ედებოდა, სახურავიდან კი ბუხრის კვამლი ამოდიოდა. სახლის შიგნით სიჩუმე იდგა. ანა ნელა შეირხა. ჯერ ვერ მიხვდა, სად იყო. თავქვეშ უხეში ბალიში ედო, გვერდით კი სვანური ნაბადი - ის, რომელშიც გაახვიეს. პირველი, რაც დაინახა, ხის ჭერი იყო. უცნაურად მშვიდი იყო ყველაფერი, მაგრამ ეს სიჩუმე არ მოსწონდა - ზედმეტად მშვიდი, ზედმეტად ცივი. გადაბრუნდა, ხელი აიფარა შუბლზე და იგრძნო - ტკივილი ანუ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თითქოს ყოველ ნაკვთში ახსოვდა გზა, თოვლი, ქარი, გაგის ხმა, რომელიც ისევ ჩაესმოდა სადღაც შორიდან. ფანჯარასთან დარიკო იდგა, თბილი წყლით სავსე ჯამი ეჭირა და ჩუმად ლოცულობდა. როცა მიხვდა რომ ანა გამოფხიზლდა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და თვალი გაუსწორა. - გაიღვიძე, შვილო?- მკაცრად, მაგრამ დედის ტონით ჰკითხა. - სად ვარ?- ჩუმად ჰკითხა. დარიკომ საბანი გაუსწორა და მხოლოდ ეს თქვა. - სვანეთში,- ანა წელში გაიმართა. ოთახის კუთხეში გაგის ეძინა სავარძელში. მის გულში ისევ ამოენთო ჯავრი. "სვანეთში ვარ," - გაიფიქრა,- „ისევ ამ წყეულ სვანეთში ვარ". დარიკომ გაღებული კარიდან ფრთხილად გადახედა, კუთხეში მძინარე შვილიშვილს. წამით ჩერდება ქალი, თითქოს ამ სუნთქვაში საკუთარ სიმშვიდეს ეძებდა, მაგრამ მერე ისევ ანასკენ გაიხედა. ფეხაკრეფით მიუახლოვდა საწოლში მყოფს. - მოისმინე, გოგო,- იწყებს ჩუმად, მაგრამ გამაფრთხილებლად,- გუშინ რაც გააკეთე, ეგ მთაში უპატიებელია. ქალის სახლიდან გაქცევა არ არის კაი ამბავი. ანა ხმას არ იღებდა. დარიკომ კი გააგრძელა, ახლა უფრო ნელა, მაგრამ იმ ტონით, რომელსაც დედები მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა გულში ომია და ხმაში - შიში. - შენი ჯიუტობა მესმის. მე თვითონაც ქალი ვარ. მაგრამ აქ მთებია, ანა. აქ ქარმაც კი იცის, როდის უნდა გაჩერდეს. შენ კი, სანამ ამ სახლში ხარ, გინდა თუ არა, წესს უნდა დაემორჩილო. თორემ მთას არ დაუნდობიხარ,- მერე ჩუმდება, თითქოს აძლევს დროს რომ სიტყვები გულამდე ჩავიდეს. მხოლოდ ბუხარში შეშის წკარუნის ხმა ისმის. - სვანური მიწა მარტივად არავის იღებს... მაგრამ ვისაც აიტანს - იმას აღარ აბრუნებს. დარიკო ნელა წამოდგა, ბუხრის ალს კიდევ ერთხელ შეხედა და თითქოს რაღაც გაახსენდა, ჩუმად ამოიოხრა. მერე მტკიცე ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. ანა ისევ იჯდა საწოლზე, ზურგს ბალიშს მიყრდნობდა. თვალებში ცეცხლი ჰქონდა, მაგრამ მზერა ჩაფიქრებული - ისეთი, თითქოს საკუთარ თავთან იბრძოდა რომ არც ტკივილი დაემალა და არც ჯავრი. ხმაურმა შეაკრთო. გაგიმ გაიღვიძა. - გაიღვიძე,- თქვა ჩუმად. ანა არ განძრეულა. მხოლოდ ხელები მუხლებზე გადაიჯვარედინა და მზერა არ დაუხრია. გაგი ოდნავ მიუახლოვდა, გაჩერდა და ხმადაბლა გააგრძელა. - გუშინდელზე უნდა გელაპარაკო. არ მინდოდა, ასე გამოსულიყო,- ანამ ოდნავ ჩაიცინა, არა სიხარულით, არამედ მტკივნეულად,- არ არის საჭირო ყოველ ჯერზე გაქცევა სცადო. - საჭიროებას შენ განსაზღვრავ, არა? მთაში კაცს ერთი სიტყვა ჰყოფნის რომ ქალის ბედი გადაწყვიტოს? გაგი მზერას არ აცილებს. - შენც ხომ იცი რომ სხვანაირად ვერ იქნებოდა. - შეიძლებოდა,- შეაწყვეტინა მტკიცედ,- ყოველთვის არის გზა. თქვენ შურის საძიებლად მოხვედით - მე კი შემთხვევით გავეხვიე თქვენს ამბავში. ახლა გგონია, ამით ღირსება დაგიბრუნდათ? არა, ხერგიანო, ასე არ არის, ეს მარტო ტკივილს მოიტანს. გაგის ყბები დაეჭიმა, მაგრამ ხმა არ აუმაღლებია. - შენ არ იცი, რას ნიშნავს აქ სისხლი. ზოგჯერ კაცს არჩევანი არ აქვს. ანა წამოდგა. მიუხედავად სისუსტისა, მყარად დადგა ფეხზე და თვალებში შეხედა. - არჩევანი ყოველთვის არის. უბრალოდ ზოგს არ ადარდებს, რას გადაიტანს ამის გამო სხვა,- გაგიმ სუნთქვა შეიკავა, მერე თავი ოდნავ დახარა. პირველად მიხვდა - ეს გოგო არც ტყვეა და არც მტერი. რაღაც სხვა იყო - ისეთი, რასაც ვერ მოიტაცებ და ვერ დაამარცხებ. ცეცხლმა ნაპერწკალი ისროლა. გაგიმ ნელა ასწია მზერა და ჩუმად თქვა. - მთას იშვიათად ხვდება ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება. შენ... ალბათ ამიტომ დაგტოვა აქ,- ანას არ უპასუხია. მხოლოდ შებრუნდა, ფანჯარასთან მივიდა და თოვლს გახედა - თეთრ სიჩუმეს. გაგის არაფერი აღარ უთქვამს. კედელზე ჩამოკიდებულ ქურთუკს ხელი მოჰკიდა და ნელა გაემართა კარისკენ. ნაბიჯების ხმა იმდენად ჩუმი იყო რომ ბუხარში ცეცხლის ტკაცუნი უფრო მძაფრად ისმოდა. კარი ოდნავ გააღო, მერე შეჩერდა - თითქოს უნდოდა კიდევ ერთხელ შეეხედა, მაგრამ თავი შეიკავა. ოთახში დარჩა მხოლოდ სიჩუმე. ისეთი სიჩუმე, სადაც სიტყვებიც იკარგება და მხოლოდ სუნთქვა ისმის. ანა საწოლზე იჯდა, თვალებში ცეცხლი ისევ უღვივოდა. სუნთქვა აუჩქარდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. გაგი უკვე გასულიყო, თუმცა თითქოს რაღაც მაინც დარჩა იქ - მისი სიმძიმე, მისი ფიქრი, ან იქნებ სინანული, რომელიც თავადაც ვერ ამოიცნო. ბუხარში ალმა იფეთქა და იმ წამს თითქოს მთამაც ამოიოხრა. თოვლის შუქი ფანჯრიდან იჭრებოდა და ანას სახეზე ეცემოდა - ისე მშვიდად, თითქოს მთის ქარმა მისი სუნთქვა წაიღო. * * * ანა ფრთხილად წამოდგა. სხეულში ტკივილს ისევ გრძნობდა, მაგრამ ახლა ეს ტკივილი თითქოს ნორმად იქცა - სიმძიმედ, რომელიც უნდა ატარო თან რომ ცოცხალი იყო. ნაბადი მხრებზე მოიცვა, ფანჯარას მიუახლოვდა და გარე სამყაროს დახედა. თოვლი ელავდა. მზის პირველი სხივი მთის წვერიდან ჩამოეშვა და ეზოში დაიღვარა. ხმაური ისმოდა, ხალხი გარეთ გამოსულიყო და ხერგიანების ეზოსთან ჩავლისას, სახლს დაკვირვებით ათვალიერებდნენ, აინტერესებდათ ახალი რძალი. გოგომ ღრმად ჩაისუნთქა - ჰაერი ყინულივით ჩაუვარდა ფილტვებში. თითქოს მთამ მისცა უფლება, ერთი დღით მაინც ეცოცხლა მის მიწაზე. დარიკოს ხმა აღარ ისმოდა, სახლი ცარიელი ჩანდა. ანამ ფრთხილად შეაღო კარი და გარეთ გავიდა. ფეხქვეშ თოვლი მოეგება. იმ წამს ანამ პირველად იგრძნო, როგორია მთის სუნთქვა - მძიმე, მაგრამ ამაღლებული, ისეთი, რომელიც არც ადამიანს ეკუთვნის და არც ღმერთს და სანამ იდგა იქ, თოვლზე, მზის შუქში გახვეული, გაგი გამოვიდა - ჩუმად. თვალი მოჰკრა ანას და გაჩერდა. არ თქვა არც ერთი სიტყვა. მხოლოდ უყურებდა - ქალს, რომელიც თოვლში იდგა და ისე ნაზად ირეკლავდა სინათლეს, თითქოს თვითონაც ამ მთის ნაწილი იყო, მაგრამ მაინც სხვა - უცხო, ძლიერი და შეუდრეკელი. - სად გადიხარ გარეთ ამ სიცივეში? - თქვა ბოლოს, ხმადაბლა, თითქოს არ უნდოდა სიჩუმე დაერღვია. ანა ფრთხილად შემობრუნდა. მზერა არ დაუხრია. - სითბო ყოველთვის სახლში არ არის. ზოგჯერ გარეთ უფრო გრძნობ. სუნთქვისას. გაგიმ ოდნავ ჩაიღიმა, ისე რომ თვალებში მაინც დარჩა სევდა. - სვანეთში სიცივე სულში კი არ შედის, გასწავლის როგორ გაუძლო. - იქნებ არც მინდა ვისწავლო,- უპასუხა ანამ მშვიდად,- იქნებ მინდა, უბრალოდ ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა. გაგი მიუახლოვდა. - შენ ისეთი არ ხარ, ვინც გაჩერდება. მაგრამ აქ, მთაში, ყველაფერი სწორედ გაჩერებით იწყება - თუნდაც ქარი. ჯერ უნდა მოითმინო რომ გაიგო, საით წაგიყვანს გზა. ანამ ჩაიცინა. - თქვენს მთებს რა ოდენა მოთმინება აქვთ, გაგი, მაგრამ მე ზღვის ნაპირიდან მოვედი - იქ კი ქარი არ ითმენს,- გაგი ჩაფიქრდა. - მთის ქარიც და ზღვის ქარიც ერთნაირად ჭრის კანს, თუ წინ დგახარ. ალბათ ამიტომაც ხარ შენ ასეთი,- რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ თოვლი ცვიოდა ნელა - ბუმბულივით, ისე მშვიდად, თითქოს მათი დიალოგი ბუნებამაც მოისმინა. დარიკო კარებთან იდგა - ჩუმად, შეუმჩნევლად. შვილიშვილს უყურებდა, მერე გოგოს, და რაღაცას ვერ ასახელებდა - არც შიში იყო და არც მღელვარება. უფრო განცდა იმისა რომ რაღაც იცვლებოდა, ნელა, უხმაუროდ, როგორც თოვლი ფარავს მთის გზას, სანამ სხვები მაინცდამაინც ვერაფერს ამჩნევენდნენ. - სიცივეა, მალე მიიხურეთ კარი,- თქვა ბოლოს დარიკომ და კარში შევიდა. ანა და გაგი ორივემ წამით გააყოლეს თვალი, მერე ისევ ერთმანეთს შეხედეს. არცერთს აღარ დასჭირვებია სიტყვა - თითქოს ისედაც გრძნობდნენ რომ ეს დილა რაღაცის დასაწყისი იყო. გაგიმ თვალი აარიდა, თითქოს რაღაც ფიქრმა მოუარა, მერე გვერდზე გაიწია, მოიხსნა საკუთარი ჟაკეტი - მუქი, სქელი მატყლისა, რომელსაც მთის ყინვა ვერ ერეოდა და ნელა ანასკენ გადადგა ნაბიჯი. - გაცივდები,- თქვა დაბალ ხმაზე, ისე მშვიდად, თითქოს არ ელოდა წინააღმდეგობას,- აქ სიცივე კაცსაც ხესავით გტეხს. ანა მის წინ იდგა, მკერდ აწეული - ისეთივე ამაყი, როგორიც პირველი შეხვედრისას. - შენი არაფერი მჭირდება. არც სიცივის მეშინია და არც შენი ზრუნვა მინდა,- გაგიმ ოდნავ ჩაიცინა, არა ირონიით, არამედ რაღაც შინაგანი დაღლილობით. ნაბიჯი მაინც არ შეუჩერებია. ჟაკეტი ნაზად დააფარა მხრებზე. ისე, თითქოს ერთი წამითაც არ უნდოდა, გოგოს სხეული ისევ იმ სიცივეს შეხებოდა, რომელსაც თვითონ დიდი ხნის წინ შეეჩვია. - სვანეთის ქარი ყველას ერთნაირად არ ეხება. ზოგს სუსტი სული აქვს... შენ მგონი იმათ არ ეკუთვნი,- ანა შეჩერდა. თვალებში რაღაც გაკრთა - არც თანხმობა იყო, არც უარყოფა, უფრო სიჩუმე, რომელსაც სიტყვა ვერ ჩაანაცვლებდა. მხოლოდ ხელი გაუსწორა ჟაკეტს, წელში გამართულად დადგა და მშვიდად, თითქმის შიშის გარეშე მიუგო. - ტყვეობაში სითბო კვდება და როცა კვდება, ვერც ადამიანს ათბობს,- გაგიმ აღარ უპასუხა. მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქა და შებრუნდა - თოვლში გადადგმულ მძიმე ნაბიჯებს ხმა არ ჰქონდა. ანა ცოტა ხანს უყურებდა, მერე ფრთხილად დაიძრა ეზოსკენ. ქარი ისევ ამოვარდა, თმები სახეზე დაეფინა და გოგომ იგრძნო - ახლა უკვე აღარ იყო იმდენად უცხო ამ სიმყუდროვეში. ეზოში ბავშვები დარბოდნენ - ღრიალით, თოვლის ბურთებით ხელში. ორი მათგანი გაჩერდა, როცა დაინახეს, უცხო ქალი როგორ მოდიოდა. ერთმა მეორეს უჩურჩულა. - აი, ისაა, ჟორდანიას გოგო, ხერგიანებმა რომ მოიყვანეს...- ანა შეჩერდა. ბავშვები ნელა მიუახლოვდნენ, უფრო ცნობისმოყვარეობით, ვიდრე შიშით. ერთს ხელში თოვლის ბურთი ეჭირა, მაგრამ მალევე დააგდო. - შენ მართლა ზღვის იქით ცხოვრობდი?- იკითხა პატარა ბიჭმა, ცხვირი აწითლებული ჰქონდა სიცივით. ანას ოდნავ გაეღიმა. - ზღვის იქით... მაგრამ იქაც თოვს ხოლმე,- ბავშვები გადახედეს ერთმანეთს და გაიქცნენ სიცილით - ისე, როგორც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ, როცა არ ესმით, მაგრამ მაინც სწყინთ. - და ზღვა როგორი იყო? - ისევ მოირბინა ერთმა, ყველაზე პატარა, ყურებამდე გაწითლებულმა ბიჭმა ,- ისე დიდია, მართლა როგორც ამბობენ? მთაზე უფრო დიდი? ანამ ჩაიცინა, ჩაიმუხლა რომ მათ სიმაღლეზე ყოფილიყო. - მთაზე უფრო დიდი კი არა, უფრო ხმაურიანია. როცა ქარი ამოვარდება, ზღვაც ყვირის - ზუსტად ისე, როგორც თქვენ აქ თამაშობთ. - და თევზები გყავდათ?- მეორე ბავშვმა იკითხა, თმით თოვლი ჩამოიფერთხა და ცნობისმოყვარეობით წამოიწია. - გვყავდა. თევზაობდნენ ხოლმე, ზოგჯერ ისეთი დიდი იყო, მთელ სოფელს ეყოფოდა,- ბავშვებს თვალები გაუფართოვდათ. - აქ ისეთი არაფერი გვაქვს,- ამოიოხრა ერთმა,- მარტო თოვლი და სიჩუმე. - სიჩუმე ყოველთვის ცუდი არ არის,- უპასუხა ანამ ღიმილით,- ზოგჯერ სიჩუმე ყველაზე მეტს გეუბნება. პატარა გოგომ, რომელიც აქამდე ჩუმად იდგა, ჰკითხა. - მაშინ რატომ მოხვედი აქ, თუ იქ ზღვა გქონდა?- ანა წამით გაჩერდა. ქარმა თმა სახეზე დააფინა. - ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ უნდა წახვიდე, რომ გაიგო - რა გაკლდა სინამდვილეში,- ბავშვების აღარაფერი უთქვამთ. ცოტა ხანს უყურებდნენ, მერე ისევ სიცილით გაიქცნენ ბილიკზე - თოვლში ტოვებდნენ პატარა ნაკვალევს, რომელიც მალე ქარმა დაფარა. გზაზე რამდენიმე ქალი იდგა - სვანეთის რძლები, თავშალებში გახვეული, ფარდულთან შეყრილნი. ქარის შუაგულშიც კი მათი ჩურჩული ისმოდა. თვალებით ანას ათვალიერებდნენ. ზუსტად ისე, როგორც მთაში უცნობს ათვალიერებენ. ლამაზი იყო, უცხო, იმ სილამაზით, რომელსაც მთის ქარი ვერ ხლიჩავს, მხოლოდ ფარავს. ერთი მათგანი ჩუმად ჩაილაპარაკა. - მთას ახალი სული მოსვლია, მაგრამ დაიტოვებს კი?- ანა ჩერდება, გაიგო, მერე ფრთხილად უბრუნდება გზას და მიჰყვება თოვლს, რომელიც ბილიკს ფარავს - ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან, და ყოველი ნაბიჯი ერთნაირად მტკივნეულია, მაგრამ მაინც აჩერებს. გაგი ეზოში გადის. ქარმა სახეში დაჰკრა და თოვლის მტვერი ისე ცვიოდა, თითქოს მთამ ამოისუნთქა. მთელი ეზო თეთრი იყო, სიჩუმე კი ისეთი მჭვარტლი, თითქოს ყოველი ბილიკი რაღაცას მალავდა. თვალებით ეძებდა, მაგრამ ანა არსად ჩანდა. ბეღლისკენ გაიხედა - არც იქ, არც საჯინიბოსთან. „კიდევ ერთხელ რომ გაგექცეს და მერე ნახე, გაგი ხერგიანო..." - ჩაესმა საკუთარი ხმა. ზურაბი მალხაზისთან იჯდა, ორივეს თბილი ჭიქები ეჭირათ ხელში. ზურამ ოდნავ ღიმილით გადმოხედა. - რა იყო, გაგი, ჯერ ცოლადაც არ მოგიყვანია და უკვე დაკარგე? მალხაზიმ ხმამაღლა გაიცინა. - გეუბნებოდით, მაგას თვალი რომ გაუსწორე, იმ დღიდან დაიწყო შენი შიში. ეგ ისეთი ქალია, კაცს ხმის ამოღება დაავიწყებს,- გაგი სიტყვას არ ამბობდა. ზურას ირონიულმა ტონმა ოდნავ გააღიზიანა, მაგრამ არაფერი უპასუხა. მხოლოდ თვალი აარიდა და ეზოსკენ წამოვიდა - მშვიდად, მაგრამ იმ სიჩუმით, რასაც მისი ხასიათი ქმნიდა. გარედან წყნარი, შიგნით კი ბობოქარი. გზაზე ბავშვის სიცილი შემოესმა. შეჩერდა. მოესმა, როგორ იცინოდნენ თოვლში და როგორ კითხულობდნენ რაღაცას ხმამაღლა. ფრთხილად მიუახლოვდა ბილიკს და მაშინ დაინახა ანა თოვლში ჩამუხლულიყო, ბავშვებს ესაუბრებოდა, თმა ქარმა გაუფანტა, შალის თავსაბურავიდნან ფრიალებდა. ლოყები წითლად ელავდა სიცივისგან. ბავშვები გარშემო შეყრილიყვნენ - ვინ სიცილით, ვინ მოყოლით, ვინ უბრალოდ მისი ყურებით გატაცებული. გაგი ჩუმად უყურებდა ამ ყველაფერს. რაღაც მოეშვა გულში. ანა ნელა წამოდგა, ბავშვები გაიფანტნენ, თავიანთ გზებს გაჰყვნენ და ეზოში უცებ გაჩნდა ის მარტოობა, რაც მხოლოდ მთას უხდება. გზას მიჰყვა, სადაც სახლიდან გამოდიოდნენ ქალები, სვანური თავშალებით, მკაცრი მზერითა და იმ ძველი სიფრთხილით, რომელიც უცხოს ყოველთვის სიფრთხილით უყურებს. ქალები ჩურჩულებდნენ. - ეგაა ის მეგრელი?- ჩაიჩურჩულა ერთმა. - ისეთი თვალები აქვს, კაცსაც დაავიწყებს გზას, - მიუგო მეორემ ჩუმად. - ჰო, მაგრამ მაინც... ეგეთი გოგო მშვიდად არ გაჩერდება,- ანას ჩაეღიმა, არა ზიზღით, არამედ ისე, თითქოს იცოდა რომ ყველა მათგანი ოდესღაც თავადაც იდგა ამ მზერების ქვეშ. თვალი აარიდა და გვერდულად ჩაიარა, ტანით ამაყად, თითქოს თოვლიც კი მის ნაბიჯებს ერგებოდა. გაგი შორიდან უყურებდა. რაღაც უცნაური გრძნობით - არც სიამაყე იყო და არც მღელვარება. უფრო ის სიჩუმე, რაც ადამიანს მაშინ ეწვევა, როცა ხვდება, რაღაც ამოუხსნელს ხედავს. ანას მზის სხივი დაეცა თმაზე, ქარმა ოდნავ აუფრიალა და იმ წამს გაგის მოეჩვენა, თითქოს თეთნულდის მოგზავნილი ანგელოზი ედგა წინ. გაგი გაჩერდა, თვალი გააყოლა ანას, რომელიც თოვლში ნელა მიაბიჯებდა, არც ჩქარა, არც ნელა, ისე, თითქოს ყოველი ნაბიჯით მთას და ზღვას შორის სავალ გზას გადიოდა. ქარმა მის თმაში ჩაყო ხელი, შორი მთებიდან კი მზის სხივმა წამით მოელვარა და თოვლი ოქროსფრად ააფერადა. გაგიმ სუნთქვა შეიკავა, რაღაც ამოუცნობმა მოხვია გულს ხელი. არ იცოდა, რა იყო ეს, სიჩუმე, შიში თუ ის უცნაური ტკივილი, რაც ადამიანს მაშინ ეუფლება, როცა ხედავს იმას, რასაც ვერ დაიტოვებს. თითქოს მთელ სვანეთს დაედო სიჩუმე. ქარი გაჩერდა, ყინვამ სუნთქვა შეიკავა - და გაგიმ ჩუმად, თითქმის ფიქრად თქვა. - ზღვის შვილია... მაგრამ მთას ვერ გაექცევა. ვერც მე. და იმ წამს, ზამთარმა თითქოს თვალები დახუჭა, თითქოს თვითონაც არ უნდოდა შეეწყვიტა ის წამიერი სილამაზე, რაც იქ, თოვლსა და სიჩუმეს შორის იშვა. *** სახლში სიჩუმე იდგა. არც სუნთქვის ხმას ისმენდი, არც ჩხუბს, არც სიცილს - თითქოს თვითონ კედლებიც ფიქრობდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ამ ამბავზე. ანა სარკმელთან იდგა, თმა გულზე ჩამოშლილი და უყურებდა თოვლს, რომელიც ამ წუთას მშვიდად ფარავდა მთებს. გაგი ოთახში შევიდა. ნაბიჯი მძიმე ჰქონდა - არა ბრაზით, არამედ იმ დაუძლეველი დაღლილობით, რომელიც შიგნიდან მოდიოდა. - ისევ ფანჯარასთან დგახარ?- თითქოს მკაცრად ჰკითხა, მაგრამ ხმაში სისუსტე ეტყობოდა. ანა არ შებრუნებულა. - ფანჯარასთან მაინც ჰაერია. იმ სახლში კი სული მეხუთება,- გაგი ნაბიჯით მიუახლოვდა. თვალებში ისეთი ცეცხლი ედგა რომ წამით თვითონვე დაფიქრდა, რას აკეთებდა. - არ ვიცი, რომელი უფრო გიჭირს - სიჩუმე თუ სიმართლე,- თქვა ბოლოს,- მაგრამ ამ მთაში მარტო სიმართლე ვერ გაცოცხლებს. ზოგჯერ უნდა გაჩუმდე რომ გადარჩე. ანა მისკენ შებრუნდა, თვალებში შეხედა - შეუდრეკლად. - მირჩევნია ამ სიჩუმემ მომკლას,- წამიერმა სიჩუმემ თითქოს კედლებიც შეარყია. გაგი უხმოდ გავიდა ოთახიდან, კარი ოდნავ მიხურა და ეზოში ჩავიდა. თოვლი ისევ მოდიოდა, მაგრამ ახლა უფრო მძიმე ფიფქებად. მთელი დღე ისე გავიდა რომ არც ერთს აღარ უსაუბრია. საღამოს გაგი ბუხართან იჯდა, ხელში ჭიქით და ცეცხლს უყურებდა, მაგრამ ცეცხლში ალეკოს სახე ჩაუდგა. ძლიერი, უხეში, მაგრამ სამართლიანი კაცის. ის ღამე ვერ დაიძინა. კოშმრები დაეწყო - ალეკო თოვლში იდგა, სისხლიანი ნაბადით და ეუბნებოდა: „შენც ამ გზას დაადგები, გაგი... როცა ქალს მოიტაცებ, ჩემი სისხლი ისევ შენს კარზე მოხვდება." გაგის შეშინებული გამოეღვიძა - სხეული ცივი ოფლით დაეფარა. წამოჯდა, ხელები შუბლზე მიიდო და ჩუმად ამოილაპარაკა. - სისხლს სისხლი ვერ ასუფთავებს...- იმ წამს პირველად - არა როგორც სვანი, არამედ როგორც ადამიანი მიხვდა - ანას მოტაცება არც შურისძიება იყო და არც ღირსების დაბრუნება. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ტკივილი გახლდათ, რომლის ზიდვაც აღარ შეეძლო. გარეთ ქარმა კარი ოდნავ შემოაღო - თოვლი შიგნით შემოიჭრა. გაგი წამოდგა, ფანჯრიდან გაიხედა - თეთრ ფერდობზე დადგა და თითქოს პირველად იგრძნო. მთასაც შეუძლია სირცხვილი იგრძნოს. დილა მოულოდნელად გამჭვირვალე იყო - ისეთი ცა, რომლითაც სვანეთი იშვიათად იწყებს დღეს. თოვლი ღამით შეწყვეტილიყო, მთების სუნთქვაც თითქოს მშვიდად ისმოდა. გაგი ეზოში გავიდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ანა უკვე გარეთ იდგა. ფარდაგზე დამდგარი, თოვლს ყრიდა ზემოდან, თითები გათეთრებოდა სიცივისგან. - გუშინ... ზედმეტი ვთქვი,- ამოილაპარაკა დაბალი ხმით. ანამ გაიღიმა, ისე, თითქოს არ სურდა და მაინც ვერ შეიკავა ღიმილი. - სიჩუმე ყველას ერთნაირად არ ესმის. ზოგისთვის შვებაა, ზოგისთვის სასჯელი,- ანა შეჩერდა, ნელა შებრუნდა. თვალებში უკვე არც ზიზღი იყო და არც შიში,- უხეშობა არც გუშინ დაგიწყია. შენ ასე გაიზარდე. სხვანაირად არ გესმის. სიჩუმე ჩამოვარდა. ბუხრიდან ამოსული კვამლი შორიდან ჩანდა, თოვლი კი მზის სხივებზე ისე ბრწყინავდა, თითქოს მთას ესმოდა მათი საუბარი. გაგიმ ნელა ჩაისუნთქა და უთხრა. - შენ არ იცი, რას ნიშნავს სისხლის ვალი ამ მთაში. ალეკო... - სიტყვა შუაზე გაუწყდა. - ვიცი,- დააწია ანამ მშვიდად,- იმიტომაც გეუბნები, თუ სისხლი გინდა გაწმინდო, უნდა გაჩერდე. - შენ არ გესმის... ალეკო ჩემთვის ყველაფერი იყო, მარტო ბიძა კი არა. როცა მოკლეს, თითქოს ცა ჩამოინგრა. ახლა კი ყველა მე მიყურებს,- ანა მიუახლოვდა. პირველად, ისე ახლოს რომ გაგის სუნთქვა დაავიწყდა. - იქნებ სწორედ ამიტომ არ გადარდებს ის, რაც დამემართა? იმიტომ რომ შენც ვალით ცხოვრობ და არა არჩევნით. იმხელა ვალი გადევს მხრებზე რომ გარშემო ვეღარავის ხედავ,- გაგი გაჩუმდა. მის თვალებში რაღაც მოიშალა. თითქოს შიგნიდან ჩამოინგრა ის ქვა, რომელიც წლებია გულზე აწვა. - მთას შეუძლია აპატიოს, მაგრამ ვერ დაივიწყოს,- საღამო ისე ჩამოწვა, თითქოს მთებს ზურგზე მოეფინა სიმძიმე. სვანეთის ჰაერი ისევ მძიმე იყო, შორიდან მგლების ყმუილი ისმოდა. გაგი დიდხანს იჯდა სიჩუმეში. ბუხარში ცეცხლი კვამლად იქცა. ნინო შემოვიდა ჩუმად, შალის ნაბადი მოეხურა და ისე დაავლო ხელი სკამს, თითქოს მორიგი ომის მოსასმენად ემზადებოდა. - ისევ ვერ ისვენებ, გაგი?- ჰკითხა მშვიდად. გაგიმ ხმა არ ამოიღო. თვალებით ცეცხლს გაჰყვა, თითქოს იქ ეძებდა პასუხს. - ქალი ცეცხლია,- თქვა ბოლოს,- ან აქეთ დაგწვავს, ან თავს დაიწვავს და შენც გაგიყოლებს. მე ვერ გავიგე, რომელი გზით მივდივარ. ნინომ ნელა ამოისუნთქა. - შენ ალეკოს ბედს ვერ გადაურჩი. ეს გოგო კი სხვაა. სხვა სისხლი, სხვა სული. თუ მის წინაშე მთის კანონს დადებ, დაკარგავ. თუ გულს მიჰყვები - მთას დაკარგავ. აი, შენი არჩევანი, შვილო. გაგიმ ამოილაპარაკა თითქმის ჩურჩულით. - და თუ ორივე უკვე დავკარგე? ნინო გაჩუმდა. მერე თითქოს რაღაც გაიხსენა, თვალები დახუჭა და თქვა. - მაშინ ღმერთმა იცის, რას გაპოვიებს... მაგრამ გახსოვდეს, რაც მთამ წაგართვა, მხოლოდ მთა დაგიბრუნებს,- კარი გაიღო. ცივი ქარი შემოვარდა, ფარდა შეირხა და ანა გამოჩნდა. თმა ქარს აელეწა, თვალებში კი ისევ ის ჯიუტი სინათლე ენთო. გაგის და ნინოს ხმა ერთიანად ჩაიძირა ოთახში. თითქოს მთაც ჩუმად დაესწრო იმ წამს. ანა ზღურბლზე გაჩერდა, ხელახლა დანთებულ ცეცხლს გახედა და მშვიდად თქვა. - მგლების ყმუილი ისევ ისმის... ალბათ რაღაცას ეძებენ,- ნინომ თვალით ანიშნა გაგის „დაილაპარაკეთო" და თავად უხმაუროდ გავიდა. კარი ნელა დაიხურა, თითქოს დრო თავისით გაჩერდა. გაგი წამოდგა, ფრთხილად მიუახლოვდა, მაგრამ სიტყვები ისევ ვერ იპოვა. მხოლოდ ჩუმად ამოილაპარაკა. - აქ ვერავინ ისვენებს. ვერც მე... ვერც შენ, ვერც მგლები. - იმიტომ რომ სიმართლე არ გასვენებს. შენ კი სიმართლეს გაურბიხარ,- გაგიმ თავი დახარა, გაეღიმა მტკივნეულად, თითქოს დარტყმა მიეღო. - მე აქაურობას ვემალები და არა სიმართლეს,- თქვა ჩუმად. - მთა - გორა და სიმართლე ერთი რამეა,- უპასუხა ანამ,- ვინც ერთს გაექცევა, მეორესაც დაკარგავს. სიჩუმემ ოთახი გაყინა. ცეცხლი ტკაცუნებდა, ქარი გარეთ ღრიალებდა. გაგიმ ირონიულად ჩაიცინა. - სიმართლე? შენ გგონია, აქ ვინმეს ეგ აინტერესებს? აქ წესია და სისხლი. - წესს კაცები იგონებენ, როცა სიმართლეს ვეღარ უძლებენ,- ხმა გაებზარა ანას, მაგრამ თვალები მაინც სიბრაზისგან უციმციმებდა. გაგი წამოდგა. - რა გინდა ჩემგან, ანა?- თქვა ბოლოს,- რას ელი? - სამართალს,- მიუგო მოკლედ. - ეგ სიტყვა იაფად არ იყიდება. - არც მე არ ვიყიდები,- თვალებში შეხედა. რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ. გაგიმ ვეღარ გაუძლო მის მზერას, თვალი აარიდა. ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა. - გგონია მე ეს მინდოდა? რომ მომეტაცე? რომ ამ სახლში გამომეკეტე? - და მაინც, მე აქ ვარ,- უპასუხა მშვიდად,- შენი ნებით თუ არა - აქ ვარ,- გაგი გაჩუმდა. ოთახში ისევ მხოლოდ ქარის ხმა დარჩა. - შენ არაფერი გესმის, ანა!- თქვა მკაცრად,- ეს მთა, ეს გორა, ეს წესები, ასე დგას საუკუნეა! აქ წესები არ იცვლება და არც შეიცვლება შენი ჯიუტობის გამო! ანა კი არ შეკრთა - უფრო გამართულად დადგა, თვალებში კი რაღაც ცივი ამოუბრწყინდა. - კაცებს ჰგონიათ რომ ყველაფერი მათ ეკუთვნით... წესებიც სწორედ მათ სამართავად მოიგონეს... მაგრამ ქალები იხდიან ამ წესების ფასს! შენც იცი, მე აქ იმიტომ არ ვარ რომ მთამ მომინდომა. გაგი გაჩერდა. ხმა ჩაუწყდა. - ფრთხილად,- თქვა ბოლოს ჩუმად,- ისეთ სიტყვებს ამბობ, რასაც ეს კედლები ვერ იტანს. - ეგ კედლებიც კაცებმა ააშენეს!- აუმაღლა ხმას ანამ,- შენებს ჰგონიათ რომ ქალი ტყვეა, რომ შურისძიების ნაწილი შეიძლება იყოს. მაგრამ მე სხვისი ცოდვა არ წამომიღია აქ, გაგი! მე ამ წყეული სისხლისთვის ვისჯები, რომლის აზრზეც არ ვიყავი. საერთოდ რა შუაში ვიყავი? გიხარია, არა? გოგო მოიტაცე და ახლა ღირსება ათმაგად დაიბრუნე. მე? ჩემზე რას იტყვი? მე რა დავაშავე რომ არც ღირსება შემრჩა, არც თავისუფლება და არც თავმოყვარეობა? გაგი წამით შეკრთა. პირველად დაუძახა სახელი. თუმცა ბრაზი მოერია, მუშტი მაგიდაზე დაარტყა ისე ძლიერად რომ ბუხრის ნაპერწკალმა იფეთქა. - მე შენ არ ამირჩევიხარ!- სიჩუმე დაეცა, მძიმე, მჭახე,- მაგრამ ასე მოხდა, პასუხი მე კი არა, დანელიას მოჰკითხე. აქ მის გამო ხარ და არა ჩემი. ანა ნელა მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და მშვიდად უთხრა. - მაშინ ნუ ცდილობ ახლა თავი გაიმართლო ამ ცოდვისთვის,- გაგი ზურგით შებრუნდა, ხელი კედელზე მიარტყა, მერე ფანჯარას შეხედა, თითქოს იქ, თოვლში, პასუხს ეძებდა. - ნეტა ვიცოდე, რატომ ვერ გეუბნები რომ წახვიდე,- ამოილაპარაკა ჩუმად. - იმიტომ რომ როცა მაგას მეტყვი, შენც წამომყვები,- თქვა მოესმა ანას ხმა. და წავიდა, ისე რომ კარი არც დაუხურავს. გაგი კი დარჩა მარტო, ცეცხლთან, სადაც ყველა ნაპერწკალი წვავდა იმას, რაც უკვე იწყებოდა და რასაც ვერცერთი მათგანი ვერ გააჩერებდა. ანას სქელი მოსაცმელი მოეხურა. ეზოში თოვლი დამდნარიყო. გაგი კარებში წამოეწია, ხელები ჯიბეში ჩაეწყო, ხმა მშვიდი ჰქონდა, მაგრამ თვალებში წყვდიადი უტრიალებდა. - საით მიდიხარ? - არ ვიცი... იქნებ უკან. იქნებ იქ, სადაც ჩემი სახლია,- თქვა ანამ,- შეიძლება დავბრუნდე. - აქ მოსული უკან არ ბრუნდება. მთა იმას არ უშვებს, ვინც ერთხელ აიყვანა. - მთა კი არა, შენ არ მიშვებ!- ხმა აუკანკალდა ანას,- არც მთას ვეკუთვნი, არც შენ და არც შენს წესებს. გაგიმ ნაბიჯი გადადგა მისკენ, ნელა, მაგრამ მტკიცედ. - შენც იცი რომ თუ ახლა წახვალ, გზა აღარ გექნება. აქ ან დარჩები, ან დაიკარგები. შუა გზა არ არსებობს. ანა შეაჩერდა, თვალი გაუსწორა. - მე მთელი ცხოვრება შუა გზაზე დავდივარ, გაგი. ხან ქართან ერთად, ხან მის წინააღმდეგ. მაგრამ მაინც დავდივარ. ახლა შენ ვერ გამაჩერებ. გაგიმ თვალები დახუჭა, თითქოს ომობდა თავის თავთან. მერე ჩუმად, გაჭირვებით ამოილაპარაკა. - იქნებ შენ ვერ ხვდები, ანა... აქ ვინც მიდის, ან ცოცხალი არ ბრუნდება, ან სხვა ადამიანი ხდება. - მაშინ მირჩევნია, წავიდე და მოვკვდე, ვიდრე აქ დავრჩე და დავივიწყო, ვინ ვარ,- სიჩუმემ თოვლივით გადმოიფინა მათ შორის. ქარმა ორივეს თმა აუჩეჩა, მაგრამ არცერთს არ დაუხევია უკან. გაგიმ მოსაცმლის ქვეშ ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. - არც კი იცი, როგორ გინდა დარჩენა, სანამ წასვლას ცდილობ,- ანამ ხელი მოიშორა, უკან დაიხია. - არც შენ იცი, რა არის თავისუფლება, აქ, მთებში კი არაა თავისუფლება, ნამდვილი თავისუფლება, ამ ჯოჯოხეთიდან წასვლაა,- უკან კოშკისკენ გაიშვირა ხელი. გაგის სუნთქვა გაუმძაფრდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აღარ ამოუღია ხმა. მხოლოდ გვერდზე გადგა, გზა დაუთმო. ანამ ნაბიჯი გადადგა, მერე შეჩერდა, უკან მოიხედა და ჩუმად თქვა. - ეს მთა მხოლოდ ძლიერებს იტოვებს, გაგი. ვნახოთ, მე დავიმორჩილებ მას, თუ ის დამიტოვებს საკუთარ სიჩუმეში,- და წავიდა. თოვლში, სადაც მისი ნაკვალევი ქარმა მალევე წაშალა. გაგი კი იქვე დარჩა, უძრავად, იმ მძიმე სიტყვებით. რამდენიმე წამით უყურებდა, როგორ მიიწევდა ანა თოვლში - ნელა, მაგრამ მტკიცედ. ქარმა მისი თმა ააფრიალა, თმები დაეშალა და მთვარის შუქზე ისეთი ჩანდა, თითქოს თვითონ მთიდან ჩამოსულიყო - ამაყი და ჯიუტი. - ანა!- ხმა ჩამოესმა. გაგის სუნთქვა გაუხშირდა, სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, თოვლი ხრაშუნით ჩაუტყდა ფეხქვეშ,- გეყოფა უკვე. დაბრუნდი სახლში. ანა გაჩერდა, მაგრამ არ შემობრუნებულა. მხოლოდ თქვა. - მე შენს სახლში არაფერი დამიკარგავს. - არ გეკითხები, რა დაგიკარგავს,- ხმა გაუმკაცრდა გაგის,- გეუბნები, დაბრუნდი. აქ ვერ გაძლებ ასე. ვერ იცხოვრებ. - მე სულაც არ ვცხოვრობ,- შემოტრიალდა და პირდაპირ თვალებში შეხედა,- უბრალოდ ვსუნთქავ. გაგიმ ხელი თავზე გადაისვა, იგრძნო, როგორ მოაწვა სისხლი. ნელა მიუახლოვდა, ნაბიჯით, მერე მეორე, სანამ ოდნავ დაშორებით არ დადგა მის წინ. - ეს გზა არ გეყოფა,- თქვა ჩუმად,- ეს გზა აქ მთავრდება. მთა არ არის ზღვა რომ უკან დაბრუნდე, როცა გინდა. აქ ან რჩებიან, ან იღუპები. ანა გადაიხარა. - მაშინ იქნებ სიკვდილი უფრო მართებულია, ვიდრე შენი წესები და შენთან ცხოვრება?! გაგიმ თვალები მოჭუტა, ერთი ნაბიჯი კიდევ გადადგა წინ, ხმაში რკინის სიმძიმე შეერია. - ნუ გგონივარ მტერი, როცა მე გიცავ. - შენ არ მიცავ,- მკვეთრად მიუგო ანამ,- შენ მაკავებ, როგორც დანარჩენები ამ მთაში. გაგი გაჩერდა, სუნთქვა გაუხშირდა, თვალებში ბრაზი აუტოკდა. - არ იცი, რას ამბობ. - კი, ზუსტად ვიცი,- ანამ ამოისუნთქა, თვალი არ მოუშორებია,- შენც გეშინია. იმიტომ გინდა რომ ყველა დარჩეს იქ, სადაც შენ ხარ. გაგი გაიყინა. თითქოს ამ სიტყვამ რაღაც გააღვიძა. ძველი ტკივილი, ჩუმი ბრაზი. ნაბიჯით მიუახლოვდა, ხმაც ჩაუვარდა, თითქოს სიბრაზემ დაახრჩო. - გითხარი, მორჩითქო! სახლში დაბრუნდები. ახლავე. - არა,- გაჯიუტდა ანა. - ანა!- ტონი მკვეთრად დაუმძიმდა, - არ წავალ!- დაიყვირა ანამ და უკან დაიხია, თოვლში ფეხი დაუცდა, მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. გაგი წამში გაჩნდა მის წინ, ხელი ჩასჭიდა მკლავში. - ნუ მაიძულებ,- ხმა ჩაუწყდა,- ნუ მაიძულებ, რაც არ მინდა, ის გავაკეთო. ანა წამოიშალა, ხელი უხეშად გამოსტაცა. - უკვე გაიძულა მამაშენმა. შენს თავს ხომ ვეღარ მართავ, რა გინდა ჩემგან?- და სწორედ იმ წამს, როცა ანას თვალებში ისევ აინთო ის შეუპოვარი ცეცხლი, გაგის რაღაც ჩაეშალა შიგნით - თითქოს გასკდა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, ორივე ხელი მკლავებში ჩასჭიდა და ისე სწრაფად ასწია რომ ანამ მხოლოდ დაკივლება მოასწრო. - ხოდა წავიდეთ!- თითქმის იღრიალა გაგიმ და გოგო ზურგზე მოიგდო. ანა გამწარებით ურტყამდა მხარზე, ნაბადი გაშლოდა, თმა სახეში ეფინებოდა, მაგრამ გაგის არაფერი ესმოდა. მხოლოდ მისი სუნთქვა და თოვლის ჭრაჭუნი, როცა ნაბიჯებს დგამდა. - გამიშვი, გაგი!- ყვიროდა ანა,- ცხოველო, გამიშვი მეთქი! შენც ისე იქცევი, როგორც ყველა. შენც მათნაირი ხარ! - იქნებ იმიტომ რომ ზოგჯერ სხვანაირად არ გამოდის! - დაიღრიალა გაგიმ და ნაბიჯს აუჩქარა. ქარმა ხმები დაფანტა, მაგრამ მათ შორის დარჩა ერთი - მძიმე და ამოუტყუარი: ბრაზი და ტკივილი ერთად. სახლამდე ასე მივიდა - ანა მხარზე გადაკიდებული, ხელებით უღონოდ ჩამოშვებული, თმები შუბლზე ჩამოფენილი. გაგი კარის ზღურბლთან გაჩერდა. სუნთქვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამშვიდებული. თოვლი ნელა ცვიოდა, თითქოს გარეთ სამყაროს არაფერი აინტერესებდა, რაც იმ სახლში ხდებოდა. მხრებზე ისევ ანას სითბო იგრძნო. იმ სითბოს, რომელიც მთელი გზა თითქოს უფრო მძიმდებოდა, ვიდრე მისი სხეული. სახლში შევიდა. ნინო და დარიკო ბუხართან ისხდნენ, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. ერთმანეთს გადახედეს. დარიკო წამოდგა, ბიჭს თვალებში ჩახედა და ნელა, ჩუმად უთხრა. - მთას ქალის ტირილი არ ესმის, გაგი... მაგრამ ღმერთს ესმის,- გაგიმ არ უპასუხა. ნაბადში გახვეული ანა ოთახში შეიყვანა, ფრთხილად დააწვინა საწოლზე, თმა ნელა გადაუწია სახიდან - იმავე ხელით, რომელსაც ცოტა ხნის წინ მრისხანებით აეტანა. *** სვანეთი უცნაურად ჩამოჩუმდა იმ დილას. თოვლი ისევ მოდიოდა, მაგრამ ჰაერში ისეთი სიმძიმე იდგა, თითქოს სუნთქვაც კი რთული იყო. ხმა პირველად დარიკომ გაიგო, გარეთ, როცა კარი ოდნავ შეაღო, მწკრივებად მოფენილი ყინულები დაინახა, საიდანაც მსხვილ წვეთებად ეცემოდა თოვლზე. ძრავების ხმა ჰაერში გაისმა - მძიმე, რომელიც მთასაც უჩვეულოდ ეხმიანებოდა. - ვინც არ უნდა იყოს, ბევრნი არიან...- ჩაილაპარაკა მან და სახლისკენ მიბრუნდა. გაგი ფანჯარასთან იდგა - ჩრდილი გადაჰკრავდა სახეზე. - მოდიან,- თქვა ნინომ ხმადაბლა,- ანას გამო. დარიკოს მხრები დაეძაბა. - დედა თავის შვილს ყოველთვის იპოვის,- გაგის არაფერი უთქვამს. მხოლოდ ფარდას ხელი მოჰკიდა, ოდნავ გადასწია და თოვლში შავი წერტილები დაინახა, რომლებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. გულში უცნაური სიცივე ჩაუსახლდა - არა შიშის, არამედ იმის, რაც უსასრულოდ იგვიანებს და მაინც მოდის. მიხვდა რომ დღეს ბედი წყდებოდა, იცოდა რომ მალხაზი ანას არ დათმობდა ასე მარტივად, ის ხომ მთელი ოჯახის ღირსებას წარმოადგენდა, მაგრამ აქ მთავარი ის იყო თუ თავად გაგი რას გააკეთებდა ანასთვის. ოთახში ყველა დადუმდა. მხოლოდ ანას სუნთქვა ისმოდა, ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა უნდა ექნა და რა მოხდებოდა. გაგიმ თვალი დახუჭა. თავში მხოლოდ ერთმა აზრმა გაუელვა. „თუ მოვიდნენ, სისხლი ისევ დაიღვრება და ამჯერად, ალბათ, ჩემი." გაგი წამოიწია სავარძლიდან. - მაგათ გზაც არ ეცოდინებოდათ, ასეთ ამინდში როგორ ამოვიდნენ. კარი გაიღო. გარედან ქალის მკვეთრი ხმა გაისმა - თბილი, მაგრამ მტკიცე. - ანა! ანა, შვილო! გაგის მზერა გაუშეშდა. მაკა იყო - ანას დედა. ქურთუკი ჩაეკრა მკერდზე, თმაზე თოვლი გადაჰკვროდა, მაგრამ არ შეჩერებულა. უკან ორი ქალი მოჰყვებოდა, მეზობლები, თავშალმოხვეულები, ცნობისმოყვარეობითა და გაბრაზებით სავსე, მანქანასთან კი კაცები იდგნენ. - წამოდი, შვილო,- თქვა მაკამ მტკიცედ,- სახლში მივდივართ. ანა გაშეშდა. ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ დაბლა დაიხედა. გაგი წამოდგა, ჩუმად, მაგრამ აშკარად დაძაბული, ანას საერთოდ არ გაუხედავს მისკენ, მაგრამ იცოდა, მისი ერთი მზერაც საკმარისი იქნებოდა რომ მის სურვილს მიმხვდარიყო და გაეშვა ან სამუდამოდ დაეტოვებინა თავისთან. - ვერ წაიყვანთ. - რა თქვი?- მაკა მისკენ შებრუნდა,- შენ ვერ გამაჩერებ. დედა ვარ. შვილს მოვაკითხე, აქ ტყვედ რომ წამოიყვანეთ. - აქ ტყვეები არ არიან,- ხმამაღლა თქვა გაგიმ,- შენი შვილი ახლა აქ არის, უსაფრთხოდ. მაკას თვალებში ცეცხლი აენთო. - შენ ვინ გგონია თავი, ამ კანონით იცავ გოგოს, რომელიც ძალით მოიტაცე? - არც ჩვენ გვინდოდა ასე გამოსულიყო, მაგრამ ჩვენ ვგლოვობთ ადამიანს, ამას კი პასუხი სჭირდებოდა,- დარიკო ჩაერია, მშვიდად, შუაში დადგა. გაგი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მაკას. - ასე ვერ წაიყვან. აქიდან არავინ წავა, სანამ მე არ ვიტყვი. - შენ არ იცი, რას ამბობ,- მკაცრად უთხრა მაკამ,- შენს სულში იმ მთის სისხლია, რომელმაც ჩემი ოჯახის კაცები მიწაში ჩააწვინა. ჩემს შვილს ხელს ახლებთ და ღმერთიც კი ვერ გიშველით. თოვლი ისევ ცვიოდა, მაგრამ ეზო ხალხით ივსებოდა. სვანები და მეგრელები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. შორიდან აკვირდებოდნენ, ბავშვები კი ცნობისმოყვარეობით იჭყიტებოდნენ. ჰაერში ისეთი დაძაბულობა იდგა, თითქოს მთასაც კი ესმოდა რომ რაღაც გადაწყდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მხარისთვის. გაგი ნინოს გვერდით ედგა. მის გვერდით ზურაბი და დარიკო იდგნენ. ანა კარის ზღურბლზე იდგა, თითქოს სვანები აღმართული კედელივით იყვნენ და არ უშვებდნენ წინ. მაკას უკან კი რამდენიმე მეგრელი ნათესავი - ჩუმად, მაგრამ გამწარებული მზერით იყურებოდა. - წესს ვერ გადავაბიჯებთ. მთაში როცა ქალს მოიტაცებენ, უკან აღარ აბრუნებენ. ასეა სვანური კანონი და თუ ახლა შენს გოგოს წაიყვან, ამას ყველა შეურაცხყოფად მიიღებს,- აცხადებს მალხაზი,- პრინციპში ვერც წაიყვანთ, ანა უკვე გაგის ქალია. - თქვენ კანონს ეძახით, მე კი ჩემს შვილს ვხედავ! ჩემი შვილი არ არის თქვენი წესების მსხვერპლი,- ვერ წყნარდებოდა ქალი,- მგლოვიარე ქალმა ქმარი დავკარგე, ახლა კი შვილსაც მართმევთ და თან სად მიგყავთ, მკვლელების ბუდეში. მთელ სოფელს გადავწვავ თუ საჭირო გახდება და ჩემს შვილს მაინც წავიყვან აქედან. გაგი ახლა ხვდებოდა ეს სიჯიუტე ვისგან ერგო ანას. - როგორც გინდა დაარქვი, მაგრამ აქ ერთი რამ არ იცვლება - სისხლს სისხლი აყოლებს, და თუ ახლა წაიყვან, სხვა შეეწირება, ოღონდ სისხლით გადაიხდის,- გაისმა ეზოში მალხაზის ხმა. - ჩემი შვილი მოიტაცეს და მე უნდა გავჩუმდე?! ღმერთი იყურება, რა ხალხი ხართ,- მაკა სიმწრისგან მეგრულად იწყებს ბუტბუტს. - ღმერთი მთაშიც ისმენს, მაგრამ ჯერ კაცი უნდა დარჩეს კაცად. თუ მოიტაცეს და აქ მოიყვანეს, აქ უნდა გადაწყდეს - სისხლით ან ქორწილით. უკან ვერ წაიყვან, მაკა. მთას ეს არ ესმის,- ამოილაპარაკა ზურაბიმ,- სიტყვა იქ დამთავრდა ნიკა დანელია რომ ასე უსირცხვილოდ გაიქცა, ქორწილი კი ხვალ - ზეგ იქნება. მოიყვანეთ ნიკა და გავუშვებთ ანას, თუ, რა თქმა უნდა, ასეთ გოგოს ვინმე მოინდომებს მერე ან საერთოდ შეძლებს ცხოვრებას. მაკამ წარბები შეკრა, ხმა გაუტყდა, მაგრამ უკან არ დაუხევია. - ქორწილი?! ძალით ქორწილი? ეგ ქორწილი კი არა, ბოროტებაა! მე არ დავუშვებ რომ ჩემმა შვილმა სხვისი დანაშაულისთვის გადაიხადოს,- დარიკო არ ნებდებოდა და ანასაც იმედი უფრო უღვივდებოდა. - სხვა? დანელია ვინ არის თქვენი? როგორც ვიცი ბიძაშვილია ანასი, მაშინ სხვა რატოა? თქვენ რას ფიქრობთ, ვის უნდა გადაეხადა თუ არა მას?- თითი გაიშირა ოთარიმ ანასკენ,- მაინც და მაინც კაცი უნდა მოგვეკლა? მაგრამ კაცი არ გყავთ ოჯახში, ქალებს კი არ ვკლავთ. - მაკა, იქნებ ცოტა დავიცადოთ... ერთი წუთით. თორემ ეს სიტყვა - „სისხლი" - ერთხელაც მთელ სვანეთს გადააჭრის გულში და მერე ვიღა გვიშელის,- ამოილაპარაკა ჩუმად ავთომ, მაკამ მისკენ გაიხედა, თვალებში ცრემლი მოერია,- მთლად არ გაგიჟდნენ ეს უჯიშოები და მთელ სოფელს არ დაგვერივნონ. - არ შემიძლია დავიცადო. დედა ვარ. შვილი მენატრება და ცოცხალ - მკვდარი მოვედი მის წასაყვანად. - მე შენს ტკივილს ვგრძნობ, მაკა. მაგრამ აქ რომ მოხვედით, უნდა გესმოდეთ, ამ მთაში მოტაცებული ქალი უკან არ ბრუნდება. ასე გვასწავლეს, ასე ვიცით. თუ წაიყვან, სისხლი დაიღვრება, ოღონდ არ ვიცი ვისი,- გაისმა დარიკოს ხმა. - ღირსება ადამიანზე უფრო მნიშნელოვანია?- ამოთქვა დაღლილმა ქალმა და მზერა შვილს მიაბყრო აცრემლებული რომ იდგა ზღურბლზე. - ზოგჯერ სჯობს სიმართლემ ჩუმად იცხოვროს, ვიდრე ხმამაღლა მოკვდეს. - ჩუმად ცხოვრება, როცა ქალი იტირებს? როცა მას დატანჯავთ? ეგაა თქვენი სიმართლე? ორი დღეა შვილი წამართვით და შეხედეთ, ადამიანს აღარ ჰგავს, ფეხზე ძლივს დგას. - მოდით, არ გავამწვავოთ. გამოსავალი გვინდა და არა ომი. შეიძლება შუამავლებმა ილაპარაკონ, ისე როგორც ოდითგან იყო. ორივე მხარე სიტყვას ეტყვის და დასკვნა გამოვა,- ხმა ამოიღო ნინომაც. - და სანამ იმ მოლაპარაკებას ელოდებით, ქალს აქ გააჩერებთ?! ეგ არ გამოგივათ!- გაისმა ავთოს ხმა. მაკა ახლოს მივიდა გაგისთან. - მე ჩემს შვილს მაინც წავიყვან. არ ვიცი, რას იტყვით თქვენ ან თქვენი მთა, მაგრამ მე დედა ვარ და დედები სისხლზე და კანონზე ძლიერები ვართ,- გამოსცრა კბილებში. - შენ ვერ ხვდები, მაკა... აქ, ამ მთაში, როცა სისხლს აშრობ, შენი გულიც შრება. ზოგჯერ დარჩენაა სიმამაცე და არა წასვლა,- გაისმა დარიკოს ხმა. - დარჩენა, როცა შენს შვილს იტაცებენ, სირცხვილია,- თქვა მტკიცედ,- მე წავალ და თუ გზაზე ვინმე გადამეღობება, ღმერთმა იცის, ვინ შემომაკვდება პირველი,- მაკა ანასკენ დაიძრა, შვილს ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა. მთელი ეზო დუმდა. კაცები ერთმანეთს უყურებდნენ, ხელები მუშტად შეეკრათ. პირველად იტირა ანამ ამდენი ხნის მერე, არა მონატრებისგან, არამედ შიშისგან, გაურკვევლობისგან. დედის ჩახუტება და სითბო მოენატრა. - ერთი მოძრაობაც და სისხლი დაიღვრება... მოიფიქრეთ, მაკა. დღეს არა, ახლა არა. ცოტა მოიცადეთ, ყველა ხომ უნდა დამშვიდდეს. თქვენც დამშვიდდით, ეს საქმე ან ქორწილით დამთავრდება ან სისხლით. მაკამ აღარ უპასუხა. გაგის თვალები ანას დაეძებდა. სვანები ერთმანეთს უყურებდნენ - ყველამ იცოდა რომ სანამ ანა არ იტყოდა საკუთარ სიტყვას, არც ქარი ჩადგებოდა და არც ხალხი დაიშლებოდა. გარეთ ქარი ამოვარდა. თოვლი ნელა ეყრებოდა გზას, მანქანების შუქები ნარინჯისფერ ნაპერწკლებად ბრწყინავდა. სვანები მდუმარედ იდგნენ ეზოში. მკერდზე ხელებდაკრეფილნი, თითქოს ერთი სიტყვითაც არ უნდოდათ იმ დუმილის გატეხვა, რომელიც მთას თვითონ მოჰქონდა. გაგი ანას მიუახლოვდა, სანამ დარიკომ მაგას დაუწყო ლაპარაკი. ოდნავ უბიძგა და სახლში შეიყვანა. ანა ბუხართან გაჩერდა. ერთი წამით უკან მოტრიალდა, გაგის თვალი არ მოუცილებია. - გგონია, ასე დამთავრდება ყველაფერი?- ბრაზით თქვა მან. - დამთავრდება, როცა ამ აზროვნებით თქვენთან არავინ დარჩება,- უპასუხა ანამ. გაგი ნელა გადმოვიდა კართან. თოვლზე მისი ნაბიჯები მკაფიოდ ისმოდა. - არ გესმის... აქედან წასვლა ადვილი არ არის,- არ დანებდა გაგი. - ღმერთო როგორ ართულებთ ყველაფერს,- ანას ხმაში პირველად გაერია წყენა, მომდგარი ცრემლების გამო ხმა გაუტყდა. - შენ გგონია, წესებს მე ვწერ?- გაგის ხმაში ზიზღი და ტკივილი ერთდროულად გაისმა,- ეს მთა ჩემზე ძველია, ჩემზე მკაცრიც. მე თვითონაც მის ტყვეობაში ვარ. ანა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. თვალებში შეხედა. - მაშინ ყველანი მოკვდით რომ აღარავინ დარჩეს ისეთი, ვინც ამ წესს დაიცავს,- გაგის მწარედ გაეღიმა. მაკამ კარი გამოაღო. - ანა, წამოდი, შვილო,- ჩუმად თქვა,- ნუ დგახარ, არ ღირს. ანამ კიდევ ერთხელ შეხედა გაგის თვალებში. არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველაფერი ზედ ეწერა: ბრაზი, ტკივილი და რაღაც ისეთი, რასაც სიტყვაც არ ეყოფოდა აღსაწერად. სიჩუმე ჩამოვარდა. თოვლი ისევ ცვიოდა, მანქანების ფარებზე ნელა დნებოდა, ხმაური კი მხოლოდ იქიდან ისმოდა - სვანების რიგიდან, საიდანაც ზურაბი ნელა წინ გამოვიდა. - მალხაზი მართალია,- თქვა მჭახედ,- ჩვენში თუ ქალი მოიტაცეს, მერე ან ცოლი უნდა გახდეს, ან სისხლი დაიღვრება. უკან წაყვანა მტრობად ითვლება. მაკამ ხელი გულზე მიიდო, ხმა გაებზარა. - და თუ ჩემი შვილი ამას არ აირჩევს? თუ არ უნდა? - მაშინ თქვენ წახვალთ,- თქვა ზურაბიმ,- მაგრამ მარტო. გაგიმ თვალი აარიდა, მაგრამ მზერა ისევ ანაზე შეაჩერა. ისე, თითქოს პასუხი მის თვალებში უნდა ეპოვა. - მთა არ გაძლევს არჩევანს, ანა, - თქვა ჩუმად,- ან აქ დარჩები და წესს მიიღებ, ან წახვალ, მაგრამ მტრად. სოფლამდე ვერც მიაღწევ. იმდენად მიუახლოვდა რომ გოგოს აჩქარებულ სუნთქვას გრძნობდა, ანამ მაღლა აიხედა, თვალებში ჩააჩერდა, თითქოს პირველად უყურებდა ამ ყორანივით შავ თვალებს და თითქოს ბოლოჯერაც. - არ მოგასვენებენ, მე ვერ დაგიცავ ამათგან თუ ახლა წახვალ,- ოხრავს და მხარზე ეხება,- დედაშენს, შენს ნათესავებს ნუ ჩააგდებ საფრთხეში. - მტრად?- გაეღიმა ანას, მაგრამ თვალებში ცრემლი გაუკრთა,- მე არავის მტერი არ ვარ, გაგი. არც შენ, არც ეს მთა... უბრალოდ არ მინდა, ვიქცე რაღაცის სიმბოლოდ, რაც მე არ ამირჩევია. - უკვე აირჩიე,- თქვა გაგიმ და სიტყვა თითქოს ქარივით გაიყინა ჰაერში,- როცა არ მომკალი და კიდევ ერთხელ გაქცევა არ სცადე, მაშინ აირჩიე. ახლა უბრალოდ ხმამაღლა უნდა თქვა. არ გემუქრები, მაგრამ შენზე ვდარდობ, გთხოვ, დაფიქრდი. გაგის ხმა დარბილდა, ანა დაფიქრდა. - მე თქვენნაირი არ ვარ, მე ადამიანებს არ ვკლავ,- ზიზღით ამოთქვა ანამ. მაკამ თავი გადააქნია, ტუჩები უკანკალებდა. - ასე არ დამთავრდება, გაგი. ასე არ უნდა მთავრდებოდეს,- სვანებმა ისევ გადახედეს ერთმანეთს. მათი სახეები თითქოს ქვისგან იყო გამოთლილი - ერთიც არ იძროდა. ხვდებოდნენ რაოდენ დიდ ტკივილს ატარებდა დაქვრივებული ქალი რომელსაც მეორე დღეს შვილიც მოსტაცეს, არცერთ იქ მდგომ მამაკაცს არ შესწევდა იმის ძალა რომ მის წინააღმდეგ წასულიყო. გაგი თითქოს ჩრდილად ქცეულიყო. თავი დაბლა ჰქონდა ჩაქინდრული, ხელები მკერდთან გადაჯვარედინებული, თითქოს ცდილობდა სხეულში ჩაეკეტა ის ბრაზი და თავშეკავება, რაც შიგნით უღრან ტყესავით ბობოქრობდა. გრძნობდა მაკას თითოეულ ამოსუნთქვას, მის ჩუმ, მაგრამ შეუჩერებელ ბრძოლის ხმას - დედის ძალას, რომელსაც მთებიც კი ვერ შეუბრუნდებოდნენ და უფრო და უფრო ხვდებოდა თუ ვის ჰგავდა ანა ხასიათში, ესეთი შეუდრეკელი, ჯიუტი და მებრძოლი. თვალები წამით ისევ სვანებისკენ გადაიტანა - კაცები ქვის კედლებივით იდგნენ, მძიმე, გაურღვეველი, შეუვალი. მათ მზერაში იმ ძველი ჩვეულების სიმძიმე იკითხებოდა, რომელსაც არც ერთი არ გასწირავდა. მაკა კი ეზოს შუაგულში იდგა, გაყინულ ჰაერს ისე ჭრიდა თავისი მოხდენილი, მაგრამ გატეხილი სილუეტით. საფლავის მიწა ჯერ არ იყო გამშრალი, სევდა კი არც დაწყნარებული. და ახლა, იმავე სოფლიდან, რომლიდანაც ქმარი წაართვეს, ზუსტად იმავე ქარის ქვეშ, შვილსაც ართმევდნენ. გაგი ხვდებოდა ეს ქალი იყო დედა, რომელიც მთას ამოდგომოდა. მისი ცრემლი იმდენად წყნარი იყო რომ კაცებს საკუთარ მკაცრ სიტყვებზე ეჭვი ეპარებოდათ. სოფლის ეზო თითქოს დაიძაბა. თოვლის ფანტელებიც კი ჰაერში გაჩერდნენ. ყველასთვის ნათელი გახდა - ეს ამბავი ისე ვერ დასრულდებოდა, როგორც სვანთა სამართლეს სურდა. მაგრამ ვერავინ ამბობდა ხმამაღლა. ვერავინ იღებდა პირველ ნაბიჯს. მხოლოდ გაგი იდგა შუაში - ერთი მხარეს უღრელი ტრადიცია, მეორე მხარეს გატეხილი, მაგრამ დაუღალავი დედა, რომელიც საკუთარ შვილს მიწიდანაც ამოიყვანდა, თუ საჭირო იქნებოდა. დარიკო სახლიდან გამოვიდა, თავსაფარი შემოიხვია. - ქალის წაყვანა ომიაო,- ანამ ფრთხილად დახედა დედას, მერე სვანებს, მერე გაგის. ქარმა ისევ ამოიღო ხმა, და თოვლი ისე დაიძრა, თითქოს მთამ თავად მოისმინა ყველაფერი. მთაში სიჩუმე ისეთი მძიმე იყო, თითქოს თვითონ თოვლს ეშინოდა დაეკარებინა ხმა. მაკამ ისევ ერთი ნაბიჯი გადადგა შვილისკენ. - ანა, ჩაჯექი,- ხმა გაუტყდა,- გთხოვ. აქ არ დარჩე. ანა უყურებდა, თვალებში სიშავე ჩაუდგა, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადადგა. თითქოს რაღაც აკავებდა. არა გარედან, შიგნიდან. თან ეშინოდა, სვანები ბოლომდე ნორმალურები არ იყვნენ, ვინ იცის, იქნებ ერთადერთი დედაც შემოკვდომოდათ. გაგი მის გვერდით იდგა, ჩუმად, სუნთქვაც კი შეეკავებინა, არ უნდოდა, აღიარებდა საკუთარ თავთან რომ არ უნდოდა ანას გაშვება, არა იმიტომ რომ წესი დაეცვა, არ უნდოდა, უბრალოდ ეს ჯიუტი გოგო იმდენად შეიჭრა მის ცხოვრებაში რომ დაღად დააჯდა გაგის გულზე, ვერც გვერდით იხედება და ვერც უკან, თუ გაიხედება ყველგან ეს გოგო დგას. ღამითაც ის ესიზმრება და დღისითაც ყველგან მას ხედავს. მალხაზი წინ გამოვიდა. - არ დაჯდება,- თქვა ხრინწიანი ხმით. - რა უფლებით ამბობ?!- იყვირა მაკამ,- ჩემი შვილია! - ახლა შენი აღარ არის,- უხეშად უპასუხა,- სვანეთს ეკუთვნის. გაგი ჩუმად იდგა, ქურთუკის ჯიბეებში ხელები ჰქონდა ჩაწყობილი, მზერა კი ანაზე. თითქოს თითოეული წამი მის სახეზე იწერებოდა. მეგრელებმა ერთმანეთს გადახედეს, რამდენიმე კაცმა ნაბიჯი წინ გადმოდგა. სვანებიც შეიკრიბნენ, მკლავებშეკრულები, ქუდებჩამოფარებულები. ჰაერში იგრძნობოდა ის ძველი, უხილავი ზღვარი - ღირსებისა და შურისძიებას შორის. - ნუ გვაიძულებთ საქმე იარაღით მოვაგვაროთ,- ხმადაბლა ამოთქვამს მალხაზი. მაკა კრთება, თვალებში შიში გაუკრთის. - სისხლს სისხლი არ ასუფთავებს... მაგრამ ღმერთი ხედავს, ვის გული უფრო სუფთაა,- მაკა უკვე ტიროდა,- ანა, მოდი! ნუ ალოდინებ დედას... გაგიმ ბოლოს თვალები დახუჭა, თითქოს რაღაც გადაწყვიტა. - ან წავა და ივლის ჩემ გვერდით... ან საერთოდ ვერავინ წაიყვანს,- ბრაზმა ამოხეთქა, მეგრელებმა ხმამაღლა შეჰყვირეს, სვანებმა ნაბიჯი გადადგეს. თოვლი იფანტებოდა მათ ფეხქვეშ ისე, თითქოს თვითონ მიწა ელოდა არჩევანს. მეგრელებს შორის ერთმა, საშუალო ტანის, დაღლილი სახის კაცმა, მაკას მეზობელს რომ ეძახდნენ, ნელა წამოიწია წინ. - ნუ აჩქარდები, მაკა. სვანები ასე არ გაუშვებენ. თუ ძალით წაიყვან, მთელ გზაზე შენს სახელს სირცხვილით გაიტანენ. მერე? როცა შვილს უკან მოაბრუნებ, მერე მტრის თვალში ვეღარ ამოიღებ ხმას - ვერც შენ, ვერც შენი სოფელი. გადაგვივლიან, ჩვენ კი არ ვეყოფით. მაკამ ხელი ძლიერად მოუჭირა მანქანის კარს, თვალებში ცეცხლი გაუკრთა. - მე შვილი მყავს, კაცო! სოფლისთვის კი არ გამიჩენია, ჩემთვის გავზარდე! რატომ არ გესმით? - ვიცი,- უპასუხა ვაკომ მშვიდად,- მაგრამ ახლა სოფელსაც ეკუთვნის. შენ თუ დღეს წაიყვან, ხვალ მთებს შორის ომი დაიწყება. გიჯობს აქ დატოვო - თორემ არც შენს შვილს გაუთენდება მშვიდად და არც შენს სახლს. მაკას თვალები აემღვრა. მოესმა ზურგიდან შვილის ტირილის ხმა, მოესმა ქალთა ჩურჩული „სირცხვილი" და „სიკვდილი". მისი გულში ორად გაიხლიჩა რაღაც - დედის მკაცრი სურვილი და მეზობლების ხმად. ამ ყველაფრის შუაგულში ანა ჩაფიქრდა. უყურებდა დედას, თვალებზე დაღლილობა ედგა, მაგრამ მის მიღმა მაინც ის ძველი, ბავშვური მონატრება ჩანდა: მაკას სურვილი, შვილი უკან წაეყვანა. ანამ იგრძნო სიტყვები, რომლებიც არც ერთს არ უთქვამს ხმამაღლა. "თუ ახლა წავალ, ჩემი სოფელი შეიძლება სისხლის გზაზე გადავიდეს, მაგრამ თუ დავრჩები, შეიძლება მეც დავკარგო საკუთარი თავი. და მაინც - ვინ დაიცავს ჩვენს სახლს, თუ ერთხელ მაინც არ გავჩერდები იქ, სადაც ჩემი სიჩუმე უფრო ხმამაღალია, ვიდრე ყველა მათგანი ერთად? მამა დავკარგე, ოჯახი დავკარგე, დედაც... მაგრამ დედას სიცოცხლეს ვეღარ დავკარგავ..." თოვლი უფრო შესამჩნევად დაეშვა, მსუბუქად, მაგრამ ისე, თითქოს ყოველი ფანტელი იმ სიმძიმეს ატარებდა, რაც ჰაერში დარჩენილიყო. სიჩუმე გადმოდიოდა სახლიდან ეზოში, ეზოდან მთისკენ, თითქოს თვითონ ქარიც აღარ ბედავდა შებერვას, რომ ეს ხმა არ დაერღვია. ანამ მზერა ზემოთ ააპყრო - მთები ისე იდგნენ, როგორც მყარად შემოჩერებული მსაჯულები, უხმოდ, მაგრამ მკაცრად. თითქოს ყველა წვერზე თვალები იყო გახელილი. იგრძნო, როგორ შემოეკრა გულში რაღაც უხილავი: არა შიში, არამედ რაღაც ისეთი, რასაც სახელიც არ ჰქონდა - ძველი ძალა, რომელიც ამ მიწაზე ბევრის წინამორბედს დაუკავებია გზა. გაგი გვერდით იდგა, ხმა არ ამოუღია, მაგრამ მისი სიჩუმე უფრო მძაფრად იგრძნობოდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. მზერა არ მოუშორებია ანასგან - თითქოს ცდილობდა გაეგო, იმ წამს რას გადაწყვეტდა, რას გადაარჩენდა და რას გაწირავდა. სვანები შეყრილიყვნენ, თავჩაღუნულები, მაგრამ მზერით მზად. არავინ იყო ბოლომდე დარწმუნებული, როგორ დამთავრდებოდა ეს დღე. მალხაზიმ ნელი ნაბიჯით ჩამოიარა ეზო, გვერდით ჩამოუდგა ანას და უთხრა მშვიდად, მაგრამ ისეთი ტონით რომ მისი სიჩუმე კიდეც მუქარას ჰგავდა. - ამ მთაში სიტყვას იარაღზე მეტი ძალა აქვს. ახლა შენს ერთ "არა"-ზეც სისხლი დადგება, ანა. ამიტომ დაფიქრდი. აქედან თუ წახვალ...- ანა სუნთქვას ვერ აკონტროლებდა, თვალებში ცრემლი მოაწვა, მაგრამ ვერ ტიროდა. თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს საკუთარ თავში ამოიჩინა ხმა, რომელიც აქამდე ჩუმად იყო. მაკა ადგილიდან ვერ იძროდა. ხელები უკანკალებდა, თითქოს სხეულში ჩარჩენილი ძალა ნელ - ნელა ემსხვრეოდა. მის წინ იდგა შვილი - აღარც ბავშვი, მაგრამ არც ბოლომდე ქალი. ის, ვინც პირველად მიხვდა რომ რასაც იტყოდა ახლა, იმაზე მხოლოდ თავისი ბედი არ იყო დამოკიდებული. მეზობელი მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო, ჩუმად უთხრა. - ახლა სჯობს არ თქვა არაფერი. ზოგჯერ შვილს უნდა დაუთმო რომ დაიცვა,- მაკამ თვალი აარიდა, მაგრამ ცრემლი მაინც ჩამოუცურდა ლოყაზე. ზურგი შეაქცია ყველას. თითქოს საკუთარ ტკივილს გაურბოდა. ანა იდგა უძრავად. თოვლი მის ირგვლივ ცვიოდა და ყოველი ფანტელი თითქოს იმაზე მძიმე იყო, რაც გულში ედო. მერე ნელა წამოიწყო. - მე ვიცი რომ ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახის ცოდვიდან დაიწყო. იმ დღიდან, რაც ნიკა მოვიდა ჩემთან. მამა დავკარგე, დედასაც ვეღარ დავკარგავ. ვიღაცამ მაინც უნდა აგოს პასუხი, თორემ ეს ტკივილი არ გაჩერდება,- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა,- ახლა რომ შენ წამოგყვე, დედა...ისევ სისხლი იქნება. და მერე რა მეშველება? არც მამა, არც შენ. თუ პასუხი სჭირდება ამ მთას - მე ვიქნები ეგ პასუხი. მე დავრჩები. ქარმა თმა სახეზე ჩამოაფინა, მაგრამ თვალებში უცნაური სიმტკიცე გაუჩნდა - ისეთი, რაც არც შიშს ჰგავდა, არც დანებებას. გაგის ჩაეღიმა, ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მერე გაჩერდა. - ასე რომ ლაპარაკობ, მთასაც ეშინია,- თქვა ჩუმად. - მთელი არსებით მეზიზღები,- ჰპასუხობს ანა. თოვლი ისევ ნელა ცვიოდა. ჰაერში რაღაც შეიცვალა. თითქოს თვითონ მიწამ იგრძნო რომ ამ წამს ქალი იდგა მის გულში და საკუთარ ტკივილს მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უყურებდა. და ყველამ იგრძნო ამჯერად არავინ გაიმარჯვებდა. არც სვანები, არც მეგრელები. მხოლოდ მთა დაიმახსოვრებდა ამ დღეს და ერთ გოგოს, რომელმაც თავისი ოჯახის ცოდვაც და სამართლიც საკუთარ თავზე გადაატარა. * * * სვანები ცოტათი უკნიდან დაშორდნენ, მეგრელები კი უკვე მანქანებისკენ მიდიოდნენ. თოვლი ისევ ნელა ცვიოდა, ხმის ამოღება აღარავის უნდოდა. მაკა ერთხანს ადგილზე იდგა - მერე ნაბიჯი გადადგა, შვილისკენ. გაგი შორს იდგა და თითქოს მთელმა ეზომ მისცა მათ თავისუფლლება. - ანა...- ხმა აუკანკალდა, როცა შვილის წინ გაჩერდა,- ერთხელ მაინც შემომხედე. ანამ თავი ოდნავ ასწია. არ უნდოდა თვალებში შეხედვა, რადგან თუ ამას ერთხელ იზამდა, მერე ვეღარ გაუშვებდა. - გისმენ, დედა. - შენ ხომ იცი რომ მე არ მინდოდა ასე. მე არ მინდოდა შენი აქ დატოვება, მაგრამ დედა რომ ხარ, ზოგჯერ იძულებული ხდები, იმ გზით იარო, რაც არ გინდა. ანამ ოდნავ ჩაიცინა - მტკივნეულად, თითქოს სიცილიც კი სტკიოდა. - იცი, დედა, ზოგჯერ მგონია რომ შენც ისე ცხოვრობდი, როგორც მთები. ჩუმად, მაგრამ ისე მყარად რომ ვერავინ გაბედა შეგხებოდა. - მე მთელი ცხოვრება ჩუმად ვიყავი,- თქვა მაკამ,- სიტყვამ დაგვღუპა, ანა. არა ხმამაღალმა, არამედ უთქმელმა. მე დუმილით დავკარგე ყველაფერი. ახლა გთხოვ - არ გაჩუმდე. თქვი რაც გტკივა, შენი იყოს, არა სხვისი. ამათ თავი არ დაუხარო. ანამ ხელები გაშალა, თითქოს ჰაერს შეეხო. - მე ვიცი, დედა... მე ვიცი, რომ ამ ყველაფერში არც შენ ხარ დამნაშავე, არც ისინი. ეს ცოდვა ჩვენია - ოჯახის. და მე მაგ ცოდვას უნდა შევხედო პირდაპირ, თორემ ერთხელ მაინც დაგვეწევა. დანელია კი სამუდამოდ ამოშალე ჩვენი ცხოვრებიდან და გვარიდან, სოფო კი რამეს თუ გაგიბედავს და გავიგებ, გეფიცები არ ვაცოცხლებ. მაკამ თვალები დახუჭა, თითქოს ამ სიტყვამ გულში გაუარა. - შენ არ იცი, რას ნიშნავს, როცა შვილი ასე ლაპარაკობს. - ვიცი. იმიტომ რომ ახლა მეც ასე მტკივა, როგორც შენ გტკივა, როცა ქმარი დაკარგე,- ანა ნელა მიუბრუნდა,- მაგრამ ახლა მე რომ წამოვიდე, ისევ სისხლი იქნება. ისევ ვინმე დაიღუპება და მე ამას ვეღარ გადავიტან. მაკამ თვალებში ჩახედა - იქ შიშიც იყო და სიამაყეც. - შენ ბავშვი აღარ ხარ. გთხოვ... თავი არ დაკარგო ამ მთაში. შენი სახელი არ უნდა მოიტაცონ. ანამ თავი დაუქნია. მაკამ თმა გაუსწორა ნაზად, როგორც ბავშვობაში. მერე უკან ნელა შეტრიალდა - აღარაფერი უთქვამს. გაგიმ შორიდან შეხედა ამ სცენას. იმ წამს მიხვდა, რომ ანა აღარ იყო მოტაცებული გოგო - ახლა ის იყო ქალი, ვინც თავად აირჩია დარჩენა. *** საღამო მიიწურა. მზე უკვე გადაღმა გადავიდა, მაგრამ მთის ზურგზე ისევ იდგა მძიმე სინათლე - ისეთი, თითქოს დღეს არ სურდა დასრულება, სანამ ყველაფერი არ დალაგდებოდა. ეზოში თოვლი უკვე ზოლებად იდო და მხოლოდ ბუხრების კვამლი იდგა ჰაერში - თეთრ ფონზე ამოსული შავი ხაზივით. მაკა წავიდა. მანქანის ხმა ნელ - ნელა შორს მიიკარგა და როცა ბოლო ექო გაქრა, თითქოს მთამ ამოისუნთქა. თუმცა ის ამოსუნთქვაც არ ჰგავდა შვებას, უფრო იმ სიმძიმეს, რაც სიცარიელეს მოაქვს. გაგი კართან იდგა. მალხაზი მიუახლოვდა. - ახლა დაწყნარდი, ბიჭო,- თქვა ხმადაბლა,- რაც იყო, იყო. ქალი დარჩა. ეგ უკვე ნახევარი საქმეა. გაგიმ თავი ასწია, უყურებდა სოფლის თავზე ჩამოშვებულ მტვერსავით ნისლს. - დარჩა კი,- ჩაილაპარაკა,- მაგრამ რა ფასად, მამა? ზოგჯერ მგონია, მთის მორჩილება უფრო ძვირი უჯდება კაცს, ვიდრე მის წინააღმდეგ დგომა. მალხაზის გაეცინა, მწარედ, ისე, თითქოს რაღაც ძველი გაახსენდა. - ეგ წლები რომ გავა, მერე მიხვდები. მთა არ ითხოვს კაცის ნებას - მთა ითხოვს მის ცხოვრებას და ვინც ერთხელ მის კანონს შეეხება, იმას უკან დასახევი გზა აღარ აქვს. მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ შორიდან ისმოდა, როგორ თოვდა ისევ რბილად, შეუმჩნევლად. შიგნით, სახლში, ანა მარტო იჯდა ბუხართან. ოთახი სითბოთი ივსებოდა, მაგრამ გული ისევ გაყინული ჰქონდა. ხედავდა, როგორ ცვიოდა ნაპერწკლები და ეხვეოდა ერთმანეთს. მერე ნელ - ნელა ქრებოდნენ, ისე, როგორც იმ დღეს ქრებოდა ყველაფერი მის შიგნით. დარიკო შემოვიდა, ნელა, ფრთხილად. - წყალი დავადგი,- თქვა ჩუმად,- ჩაის დალევ? რამე უნდა ჭამო, ასე არ შეიძლება. ანას არ უპასუხია. მხოლოდ ბუხრის ალზე გაშეშებული თვალებით იჯდა. - შენ ახლა მშვიდად უნდა იყო, შვილო,- თქვა დარიკომ,- რასაც მთა გადაწყვეტს, იმას ვერავინ შეცვლის. შეიძლება ეს იყო გზა რომ ყველაფერი ჩაწყნარებულიყო. ანა მისკენ მობრუნდა. - რომელი გზა?- იკითხა ჩუმად,- გზა, სადაც მე აღარ ვარ? თუ გზა, სადაც ჩემ ცხოვრებას სხვა ნებით ატრიალებს? დარიკომ სუნთქვა შეიკავა. ვერ უპასუხა. გაგიმ კარი ნახევრად შემოაღო, თითქოს მხოლოდ ჩრდილი შემოიტანა. რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, მერე თქვა. - ხვალ მალხაზი იტყვის რაღაცას. ანა წამოიწია. თვალებში ნაპერწკლები ჩაუდგა. - რას?- გაგიმ შეხედა და ისე მშვიდად უპასუხა რომ იმ სიმშვიდემ უფრო დააფრთხო. - ქორწილზე ილაპარაკებს,- ოთახში ბუხარი ჩაქრა. თითქოს თვითონ ალიც გაიყინა. ანა გაშეშდა. პირველად ვეღარ ამოისუნთქა, მხოლოდ ტუჩები დაეძაბა. - შენ... მართლა ფიქრობ რომ ამით რამე გამოსწორდება?- იკითხა ჩუმად. გაგი ვერ უყურებდა თვალებში. მხოლოდ თქვა. - სხვა გზა აღარ დაგვიტოვა არც ხალხმა, არც წესებმა,- და ისევ სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ გარედან ისმოდა, როგორ ცვიოდა თოვლი, ისე ნელა, თითქოს თვითონ დროს სურდა გაეწელა, სანამ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ გახდებოდა მიღებული. ოთახში სიჩუმე იდგა. ბუხარი ცივდებოდა. გაგი ისევ იდგა იმავე ადგილას. თითქოს ელოდა, როდის ააფეთქებდა ანა იმ სიჩუმეს, რაც უფრო საშიში იყო, ვიდრე ყვირილი. და აფეთქდა კიდეც. - ქორწილი?!- თითქმის არ იყო ეს სიტყვა, უფრო ბზარი იყო, რომელიც მთელ ოთახში გაიფანტა,- ასე აგვარებთ, არა? მომიტაცე, გამაჩუმე, ახლა ცოლიც გავხდები და მერე რა, შვილიც ხომ არ გაგიჩინო? გაგიმ თავი წამოწია, ხმა მშვიდად ამოუვიდა, მაგრამ თვალებში რაღაც ბნელი ელვარება ჩაუდგა. - ანა, ყველაფერს თავისი წესები აქვს. მე ვერ შევცვლი მათ. - ჰო, წესები!- ირონიულად გაიცინა გოგომ,- ეგ წესები იმას ამბობს რომ ქალი შეგიძლია უბრალოდ თითზე ატრიალო, არა? იმ კაცის გვერდით გაჩუმდეს, ვინც საკუთარი შიშის გადასაფარად "ტრადიციას" ეძახის თავის სისუსტეს? გაგი წამით გაშეშდა. მერე ჩუმად უთხრა. - ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს მე შენ მტრად მიგაჩნივარ. მე შენც გიცავ... და ჩემს სახლსაც. - დაცვა?- ანამ ხმამაღლა გაიცინა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა, მაგრამ არ დაუმალავს,- შენ არ იცავ, გაგი, შენ იმალები! შენ გეშინია მთის, კაცების, სიმართლის! ამიტომაც გგონია რომ ქორწილი ყველაფერს გამოასწორებს! და კიდევ... არ მჭირდება შენი დაცვა. გაგის მზერა შეეცვალა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, ხმა აუწია. - აქ ასეა და თუ აქ დარჩი - აქაური წესით იცხოვრებ! - მე არ ამირჩევია აქ დარჩენა!- იყვირა ანამ,- თქვენ ამირჩიეთ! შენ, მალხაზიმ - ყველამ! აქ ძალით მომიყვანეთ და მაიძულეთ დარჩენა, მუქარით რომ ყველა მოკვდებოდა. ჩემი სიტყვები არაფერს ნიშნავდა, აქ დავრჩი, იმიტომ რომ არ მინდოდა დედაჩემიც მამაჩემის გზას გაჰყოლოდა თქვენ გამო! მაგრამ ახლა ჩემზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს ნივთი ვიყო!- გაგიმ მკლავზე ხელი მოკიდა, თითქოს სურდა დაემშვიდებინა, მაგრამ ანამ უხეშად მოიშორა. თვალები უბრწყინავდა, სუნთქვა აუჩქარდა. ოთახი თითქოს ვეღარ იტევდა ამდენ სიბრაზეს. - გამიშვი!- დაიყვირა ისევ,- გეუბნები, გამიშვი, თორემ... გაგის ხელი არ გაუშვია. - თორემ რა? რას იზამ, ანა? ისევ გაიქცევი,- ანას თვალები მაგიდაზე დადებული ვაზისკენ გაიქცა. სიტყვა აღარ უთქვამს, გაგის ხელზე უკბინა, ვაზა აიღო ორივე ხელით და მთელი ძალით ესროლა. გაგი სწრაფად გადადგა უკან, ვაზა კედელს მოხვდა, მთლიანად დაიფშვნა. დარიკომ წამოიყვირა, არ ელოდა, ხვდება რომ ანა ძალიანაა გაბრაზებული და ახლა მასთან საუბარს აზრი არ აქ. ოთახი გაიყინა. ბუხრის ალი აირეკლა გაგის თვალებში - იმ წამს პირველად ჩანდა იქ შიში, არა ქალისგან, არამედ იმისგან, რაც საკუთარ თავში დაინახა. ანა სუნთქვას ვერ ანელებდა, ხელი ჯერ კიდევ ეჭირა ისე, თითქოს ისევ იჭერდა ვაზას. - არ გაბედო, გაგი...- ხმა მკვეთრი, მტკიცე იყო,- ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი - ავიტანე. ჩემზე საუბარი დაიწყე - ავიტანე, მაგრამ თავისუფლებას თუ წამართმევ, ისე მოგკლავ - არც დავფიქრდები. გაგიმ ისევ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ გაჩერდა. თითქოს მიხვდა რომ ამ წამიდან ძალა აღარ იყო მის მხარეს. და ბუხარში ისევ აინთო სუსტი ცეცხლი, მაგრამ აღარ ათბობდა. მხოლოდ ანათებდა ნამსხვრევებს იატაკზე. ანა ოთახში შევარდა, კარი ისე ხმაურით მიხურა რომ მთელი სახლი შეზანზარდა. ხმაურზე ნინო და მალხაზი გამოვიდნენ. ყველა გაჩერდა, როცა გაგი დაინახეს. კედელთან იდგა, სისხლიანი ხელით, ვაზის ნამსხვრევებისგან და თვალებში ცეცხლი ჩაჰკროდა. რამდენიმე წამი სიჩუმე იდგა. მხოლოდ ბუხრის ტკაცუნი ისმოდა. - რა გაუკეთე?- ნელა იკითხა მალხაზიმ. - ეს იმ ველურმა რა გაუკეთა ჩემს შვილს,- გაბრაზებული მივარდა ნინო შვილს. - არაფერი...- გაგიმ ამოილაპარაკა, მაგრამ იმ ხმაში არც სიმართლე იყო, არც სიმშვიდე. მალხაზი მიუახლოვდა, მკლავზე ხელი დაადო. - ეს გოგო უკვე აღარ გემორჩილება, გაგი,- გაგიმ მზერა ოთახისკენ გაიტანა, სადაც ანა იყო. - არც მინდა რომ დამემორჩილოს, არც მონაა ჩემი და არც მსახური,- ოხრავს ბიჭი,- უბრალოდ მინდა რომ შევაგნებინო. - რას იზამ... - არ მიდის,- თქვა ჩუმად,- აქ რჩება, მაგრამ გონებით სხვაგანაა, გულით წასვლა უნდა, მაგრამ ისევ აქ არის. დარიკომ ამოიოხრა, ბუხარს მიუახლოვდა. - ეგ ყველაზე საშიში დარჩენაა, შვილო. როცა ადამიანი აქაა სხეულით, მაგრამ გონებით სადღაც შორს. მალხაზიმ დაამარა, უფრო ხრინწიანი ხმით. - შენც ვერ დაიჭერ, გაგი. ვინც საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, ის შენც აღარ გეკუთვნის,- გაგიმ ჩუმად თავი დახარა. ცეცხლმა მის სახეზე წითლად აირეკლა. იმ წამს პირველად ჩანდა იქ დანაკარგი, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ უკვე ტკივილად ქცეულიყო. მალხაზი ფანჯარასთან მივიდა, ცივი შუშიდან გადმოხედა გარეთ გადაფენილ თოვლს. თითქოს მთელ სვანეთს უყურებდა და არა მხოლოდ ერთ ეზოს. - ამ მთამ ბევრჯერ ნახა ქალი, რომელიც გულით შორს იყო,- თქვა ნელა,- მაგრამ ამხელა ზამთარი... იშვიათად ჩნდება კაცის გულში. ეგ გოგო თოვლივით არის, თუ დაიჭირე, დადნება. თუ გაუშვებ - ქარს გაჰყვება. ნინომ თავი ჩაღუნა, ნერვიულად გადაუხვია შვილს ხელი. - და მაინც დარჩა,- ჩურჩულით თქვა,- ალბათ რაღაც მიზეზი აქვს. გაგი ჯერ ისევ ჩუმად იდგა, მერე ღრმად ამოისუნთქა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა. - იმიტომ დარჩა რომ ვაიძულეთ,- ბოლოს თქვა,- მაგრამ ვერაფრით შევძელი რომ ჩემად დარჩენილიყო. თითქოს რაც უფრო ახლოს ვარ, მით უფრო შორს მიდის. გაგიმ ამოისუნთქა. - მე არ მითქვამს რომ მინდა აქ დარჩეს,- ხმაში სევდა არ იყო - დანაშაულის გრძნობა კი აშკარად,- უბრალოდ მითხრეს, ასეა სწორიო. მამამ, წესებმა. აქ დავიბადე და გავიზარდე, როგორ ვთქვა მათზე უარი? მაგრამ რაც უფრო დრო გადის, ვხედავ მის თვალებს... ხმა გაუწყდა. - მით უფრო მგონია რომ ჩვენ გავანადგურეთ ადამიანი და ამას ოჯახი ვუწოდეთ. ნინო ჩუმად იჯდა. არ ერეოდა, გრძნობდა როგორ სტკიოდა თავის შვილს. - არც შენი ბრალია მარტო. როცა სისხლი პასუხად ითვლება, სიყვარული ვეღარ იბადება. იქ მარტო შიში რჩება. გაგიმ თავი დახარა. იქნებ ვერასდროს შეიყვაროს ეს გოგო? ან იქნებ უკვე უყვარს და ამიტომაც ვერ უშვებს გულიდან? - და მაინც, ახლა მე ვარ ის სახე, რომელსაც ხედავს როცა სიძულვილს იგრძნობს,- ბუხარი ნელა ჩაქრა. ოთახი ჩაიძირა იმ სიჩუმეში, რომელიც მხოლოდ ტკივილს ეკუთვნის. ზემოდან გაისმა ნაბიჯების ხმა. მძიმე, მშვიდი, და მაინც თითქოს ყოველი ბიჯი რაღაცას ამთავრებდა. ანა კიბეზე ჩადიოდა. თმა გაშლილი ჰქონდა, სახე მკვდარივით ფერმკრთალი. გაგი წამოდგა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. - აღარ მინდა თქვენი კანონები,- თქვა ჩუმად,- არც ღირსება მინდა, არც შიში. მე არ ვარ ვალის პასუხი. ნინომ თავი დახარა. დარიკომ პირზე ხელი აიფარა. გაგი მხოლოდ იდგა. ანა რამდენიმე წამით გაჩუმდა, მერე ნელა გადადგა ნაბიჯი კარისკენ. გარე კარი ოდნავ გამოაღო - სუსხმა მაშინვე შემოაჭრა ოთახში, მაგრამ არავის დაუხურავს. კართან გაჩერდა, თითქოს რაღაცას ელოდა - სიტყვას, შეჩერებას, სინანულს მაინც. არაფერი ისმოდა. მხოლოდ ბუხრის ტკაცუნი და თოვლის ჩუმი ხმა გარედან. - აქ აღარ ვარ,- თქვა ბოლოს, თითქმის ჩუმად,- შეიძლება სხეულით კი, მაგრამ აქ აღარ ვარ გონებით. არც ვყოფილვარ,- გაგი მიუახლოვდა, თითქოს უნდოდა რაღაც ეპასუხა, მაგრამ ანამ თავი ოდნავ მიაბრუნა. - არ გჭირდება ახსნა,- დაამატა,- სულით და გულით არც შენ ხარ აქ. დარიკომ ჩუმად გაიღიმა. მწარედ, თითქოს იცოდა რომ ახლა ანას სიტყვები აღარ ეკუთვნოდა მხოლოდ მას. მაგრამ სანამ ანა კარს სრულად გამოაღებდა, უკნიდან მკაცრი ხმა გაისმა - მალხაზი იყო. - არ გახვიდე, ანა,- თქვა მტკიცედ, ისე რომ არც ერთი ბგერა არ შეტოკებია,- ერთხელ თუ ამ ზღურბლს გადააბიჯებ, მერე უკან ვეღარ დაბრუნდები. მთა ამას არ გაპატიებს - არც შენს ოჯახს, არც ჩვენიანებს. ოთახში ჰაერი გაჩერდა. ანამ ნელა დახუჭა თვალები, თითქოს ამ სიტყვების სიმძიმე შეიგრძნო. - და მაინც, თუ თქვენ და ეს ადგილი ამას ითხოვს...- ჩუმად თქვა,- რატომ უნდა დარჩეს ქალის სიცოცხლე ამის ფასად? მალხაზმა უხეშად ამოისუნთქა. - იმიტომ რომ ასე იწყება სისხლი და სისხლს რომ ვერ აჩერებ, მერე მთებიც ინგრევა,- გაგი ხმამაღლა აღარ ლაპარაკობდა, მაგრამ თვალებით რაღაც ებრძოდა- საკუთარ თავს, ანას, მთას... ვერ გაეგო. ბოლოს ნაბიჯი გადადგა და კარი ჩაკეტა - მტკიცედ, მაგრამ თითქოს გულიც ჩაკეტა მასთან ერთად. - დარჩები აქ,- თქვა ჩუმად,- სანამ ყველაფერი არ დასრულდება. - და თუ არ დასრულდა?- იკითხა ანამ, საერთოდ არ შეუხედავს. გაგი წამით გაჩერდა, მერე უპასუხა. - მაშინ არც ჩვენ დავრჩებით.- ნინომ ცრემლი შეიმშრალა. - ღმერთმა ქნას, ეს ტკივილი ერთხელ მაინც ვიღაცამ დაამთავროს, თორემ ამ მთას ხალხი კი არა, ცოდვები ამოწვავს,- ამბობს დარიკო. ბუხარში ცეცხლი ნელა ჩაიფერფლა. თოვლი გარეთ ისევ ცვიოდა - სუფთა, თითქოს არაფერში დამნაშავე არ იყო. მაგრამ შიგნით ყველამ იცოდა - ანას ნაბიჯი, რომელიც ვერ გადაიდგა, უფრო მძიმე იყო. გაგი ფანჯარასთან იდგა, ისევ ჩუმად. - ზოგჯერ მთა მარტო იმას არ იტოვებს, ვინც დარჩა,- ჩაილაპარაკა ბოლოს,- არამედ იმასაც, ვინც ვერ გაუშვა. დილამდე აღარაფერი მომხდარა. დარიკომ იმ დილით გარეთ გამოვიდა, ცას შეხედა და ჩუმად თქვა. - ეგეთი ქალები ვერ გარბიან. მათგან იწყება ან ახალი წყევლა... ან ახალი სიცოცხლე. და მთა ისევ დუმდა - ისე, როგორც დუმს იქ, სადაც ჯერ ყველაფერი არც კი დაწყებულა. *** დილა იყო უჩვეულოდ ჩუმი. ისეთი, როცა თვითონ თოვლსაც კი ეტყობა რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. სოფელში ყველა ამოსულიყო. თითქოს დღეს სიხარული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახეებზე არაფერი ეტყობოდათ. თუმცა ხერგიანების სახლში მაინც ზეიმი იყო. მათ ერთადერთ შვილს ხომ დღეს ცოლი მოჰყავდა. ანა სარკესთან იჯდა. თმა დაევარცხნათ, ტუჩები ფერმკრთალი ჰქონდა. მოწითალო ტუჩსაცხი წაესვათ. გრძელი ოქროსფერი თმების ნახევარი ჩაეწნათ, შიგნით გოგოებს ყვავილები ჰქონდათ ჩაყოლებული. ოთახში ნინო იდგა და ქამარზე ხელს ისე აჭერდა, თითქოს ანას ურჩობის მოთოკვას ცდილობდა. ანა საკუთარ თავს უყურებდა, ძველი ტრადიციული კაბა ეცვა, იცის რომ მსგავსი ადრე სამეგრელოში ეცვათ ხოლმე. არ იცის გაგიმ საიდან იშვა, თუმცა დილას უკვე ყუთით კართან იდო. - ასე უნდა იყოს, შვილო,- თქვა ბოლოს ნინომ, ხმის ოდნავ კანკალით,- რაც მოხდა, ვეღარ შევცვლით. ახლა მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ ხალხს არ აყვე. ანა არ შებრუნებულა, მხოლოდ სარკეში ჩააჩერდა ნინოს. - თქვენ ქალიშვილს რომ ეს დამართნოდა, ასე მშვიდად იქნებოდით?- ხმა აუკანკალდა, მაგრამ არცერთი სიტყვა არ დაუმალავს. ნინომ თვალები დახარა. - ეგ სხვაა,- ჩუმად თქვა,- მე ქალი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს, როცა მთა სიტყვას გთხოვს. აქ რომ "არა" თქვა, შენმა მთელმა სოფელმა უნდა გადაიხადოს. - და მე?- ანა სარკეს მოშორდა, ნინოს პირდაპირ დაუდგა,- მე არ ვარ ჩემი სოფლის ნაწილი? ჩემს სისხლს რომ ითხოვთ, იმაზე არ ფიქრობთ, რომ მერე ამ მთას უფრო დიდი ცოდვა დააწვება? კარი გაიღო. გაგი შევიდა. უხმოდ, თითქოს ყველაფრისგან გადაღლილი. თვალებში დაღლილობა ედო, არა სიამაყე. რამდენიმე წამით ანას შეხედა, მაგრამ ვერ გაუძლო და თვალი აარიდა, ლამაზი იყო. თანაც ძალიან ლამაზი. გაგის სათქმელიც კი დაავიწყდა. გრძელი ლამაზი ყავისფერი თმის ნახევარი ბეჭებზე ეფინა, ლოყები ოდნავ შეწითლებული ჰქონდა ისედაც გრძელი ლამაზი წამწამებიდან კი ახლა ეშმაკური მზერით იყურებოდა გაგისკენ. - დროა,- თქვა ნელა,- ხალხი გველოდება. - ხალხი?- ანამ ოდნავ გაიცინა, მაგრამ სიცილი უფრო სიმწრის იყო,- შენც მათსავით ლაპარაკობ. თითქოს ჩვენ არც ვარსებობთ, მხოლოდ სუფრა, სიმღერები და გართობა. ნინომ ხმამაღლა ამოისუნთქა, თითქოს შვილის ხმა ესმოდა და შერცხვა. - გეყოფათ,- თქვა მკაცრად,- ახლა არ არის ამის დრო. ანა ჩუმად მიუახლოვდა ნინოს. - თქვენ ღმერთზე ლაპარაკობთ, მაგრამ თქვენი ღმერთი ხომ არ გპატიობთ იმას რომ ქალს ძალით აჩერებთ? ძალით დატოვებული ქალი თქვენი სირცხვილია და არა გამარჯვება. ამას ახლა თუ არა, ოდესმე მაინც მიხვდებით. ნინომ ვერაფერი თქვა. გაგი ჩუმად იდგა, ხმა დაბალი, მაგრამ მკვეთრი ჰქონდა. - საკმარისია. რაც მოხდა, მოხდა. ახლა ორივემ უნდა ვიცხოვროთ ამით,- ანამ თვალებში შეხედა, მშვიდად, მაგრამ ისეთი სიმძაფრით რომ გაგიმ უკან დაიხია. - იცხოვრე შენ, გაგი. მე უბრალოდ ვიარსებებ. ეგ განსხვავება იქნება ჩვენ შორის,- ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ბუხარში ცეცხლი წკაპუნებდა. გარე ეზოდან თოფის ხმა მოისმა - ნიშნად რომ დრო მოვიდა. ანას წამით არ შეშინებია. თავი ამაყურად ასწია და ფანჯარას მიუახლოვდა. - გთხოვ,- უთხრა ჩუმად და გავიდა. გაგი უკან მიჰყვა, მაგრამ სიარული უჭირდა. ნინოს ხმა მხოლოდ მაშინ გაისმა, როცა კარი დაიხურა. - ღმერთო, აცოცხლე ეს გოგო. თორემ ამის სისხლს ვეღარავინ ჩამოირეცხავს,- გარეთ უკვე მუქდებოდა ცა, თითქოს თვითონ მთა სუნთქავდა მძიმეად. სახლთან, სადაც ქორწილი იმართებოდა, ცეცხლი ენთო. სუფრები გაშლილიყო ეზოში, ბატკნის ხორცი იწვოდა რკინის სადგამზე, ქალები ხინკალს ახვევდნებ და კაცები ღვინოს ასხამდნენ, თითქოს სიხარულით მოდიოდნენ, მაგრამ თვალებში სიცარიელე იყო. და ქორწილი დაიწყო. იმ სიცივეში, სადაც არავინ იცინოდა. სვანური საგალობლების ხმა ნელა დაიწყო - თითქოს მთის გულიდან ამოდიოდა, შორიდან, მკაცრი და ერთდროულად ლამაზი. სოფლის ყველა ქალი შავ - თეთრ ქარგებში იყო გამოწყობილი, კაცებს იარაღი მხრებზე ეკიდათ, თითქოს დღეს მხოლოდ ქორწილი კი არა, განაჩენი გამოჰქონდათ. გაგრძელდა ზეიმი. გაგი ეზოში იდგა. თეთრი ქუდი მხრებზე ედო, თვალებში კი არ იყო სიხარული - უფრო სიმძიმე, რაღაც ისეთი, რაც ხმის ამოღებასაც უშლიდა. ნინო შვილის გვერდით იდგა, თითები გაუნძრევლად ჰქონდა გადაჯაჭვული. გოგოები გვერდით მიჰყვებოდნენ, მღეროდნენ ძველ სიმღერას - თითქოს ამღერებულ ტკივილს აცილებდნენ რომ ცა არ ჩამოშლილიყო. „ღამე გაივლის, მზე ამოვა, მაგრამ გულს ვერ გაუშვებ, მთა ქალს არ აფრენს..." გაგიმ ხელი გაუწოდა, მაგრამ ანას არ შეუხედავს. ერთი წამით გაჩერდა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. „აი, ასე მთავრდება ადამიანობა - როცა შენს ნაბიჯს აღარ ეკუთვნის გზა." მღვდელი ელოდა, ხის პატარა ეკლესიის წინ. ხალხი გარშემო დადგა - ყველას თვალებში ერთნაირი დაძაბულობა იდგა. თითქოს ყველა გრძნობდა რომ ეს ქორწილი მშვიდობას კი არა, რაღაც ახალ ტკივილს მოიტანდა. როცა მღვდელმა მათი ხელები ერთმანეთს მიადო, ანამ თითები ოდნავ გაამოძრავა, გრძნობდა, როგორ ეკვროდა რკინის რგოლი, რომელიც თავისუფლებას ართმევდა. რეკვა გაისმა ზარის, მაგრამ ის ზარი თითქოს ეკლესიიდან კი არა, მიწიდან ამოვიდა. გაგიმ ჩუმად გადახედა. არაფერი უთქვამს, მაგრამ მზერაში რაღაც იყო ისეთი, თითქოს ბოდიშს უხდიდა, მის ცხოვრებას, საკუთარ თავსაც. ნინომ ცრემლი შეიმშრალა. მისი შვილის ქორწილი იყო, მაგრამ სულში ასე ცივი დღე არასდროს დახვედრია. როცა სიმღერა დამთავრდა, მთამ თითქოს ამოიოხრა - მძიმე, ხანმოკლე ამოსუნთქვით. თოვლზე კვალს ანას ფეხსაცმელი ტოვებდა, წითელი ლაქებით. ვერავინ იტყოდა თუ რისი იყო ეს წითელი ლაქები, ფეხსაცმლის საღებავის, კაბის თუ უბრალოდ თითზე გაკეთებული ბეჭდის გამო მომუშტული ხელიდან წამოსული სისხლის. ვიღაცამ ჩუმად თქვა. - მთა იღებს თავის პატარძალს...- და მართლაც, თითქოს მთის ფერდი დაიძრა. ბუხრების კვამლი ზემოთ აიტყორცნა, ცა კი მოიბურა. ქორწილი გაგრძელდა ისე, როგორც თავიდან დაიწყო,- უხმოდ. მხოლოდ სვანეთის ქარი, რომელიც ამჯერადაც არავის ერჩოდა, მაგრამ არც არავის ინდობდა. ანა და გაგი ერთად იდგნენ, მაგრამ მათი ჩრდილები ერთმანეთს არ ეხებოდა. თითქოს თვითონ მზე ერიდებოდა ამ შეხებას. ნინომ შორიდან შეხედა მათ და ჩუმად თქვა. - ღმერთმა ქნას, ამ ქორწილიდან მაინც დაიბადოს სიყვარული,- ბებერი სვანები კუთხეში ისხდნენ. ზოგი ბზარიან ბალიშზე, ზოგი ხის სკამზე და თითოეული მათგანი ჩუმად ადევნებდნენ თვალს ნეფეს და პატარძალს - არა როგორც ახალდაქორწინებულებს, არამედ როგორც ორ გვარს შორის დადებულ ფიცს. ანა იჯდა ხის სკამზე, შავი თავსაფარი ეფარა. შიგნით ხელები მჭიდროდ ჰქონდა გადაჯვარედინებული მუხლებზე. მის ირგვლივ ქალები ისხდნენ, მაგრამ მაინც მარტო იყო. არავის იცნობდა, არც დედა ჰყავდა გვერდით. სრულიად მარტო იყო უცხო კუთხეში. გაგი მის გვერდით იჯდა, ცოტათი მოშორებით. წელში გამართული, სუფრაზე დადებული ღვინის ჭიქა ხელში ეჭირა, მაგრამ არ სვამდა. გონებით შორს იყო, მთისკენ, რომელიც თეთრ ბურუსში იკარგებოდა. ბიჭები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ზოგი მღეროდა, ზოგი ფეხს აბაკუნებდა, მაგრამ თვითონ არ ერთვებოდა. სუფრის თავში ერთი მოხუცი ადგა - თეთრწვერიანი, მაღალტანიანი კაცი, რომელსაც სოფელში პატივით "ბაბა მახარს" ეძახდნენ. - დღე მშვიდობისა იყოს,- თქვა ნელა, ხმადაბლა, მაგრამ ისე რომ ყველამ გაიგონა,- დღეს მთამ კიდევ ერთი დავა დახურა. რაც სისხლით დაიწყო, დღეს სიტყვით დასრულდა. ღმერთმა ნუ ქნას რომ ეს სიტყვა ოდესმე დაირღვეს. ყველა დადუმდა. კაცებმა ჭიქები აწიეს, ქალებმა თავზე ხელები გადაისვეს, თითქოს ამ სიტყვებს დალოცვის ნაცვლად შიშით უსმენდნენ. ანამ თავი ოდნავ დახარა. თვალები დახუჭა და ჩუმად ამოისუნთქა. ყურის უკან თმის ღერი ჩამოეშალა, მაგრამ ვერ გაისწორა - თითქოს ეშინოდა რომ ნებისმიერი მოძრაობა, როგორც პროტესტი ისე აღიქმებოდა. ნინოც იქ იყო, ცოტა მოშორებით, სხვა ქალებთან. მზერა მაინც ანაზე ეჭირა. ყოველ წამს ელოდა რომ გოგო ადგებოდა და გაიქცეოდა. მაგრამ ანა არ იძროდა. მხოლოდ თითებით ჭიქის კიდეს ეხებოდა, თითქოს იმას ეკითხებოდა რამდენი დრო დარჩა, სანამ ეს დღე დასრულდებოდა. გაგიმ ჭიქა ოდნავ ასწია, მაგრამ ტუჩებამდე არ მიუტანია. ხმა დაბალი ჰქონდა, თუმცა ყველა მიხვდა რომ საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობდა. - ღმერთმა მოგვცეს სიმშვიდე,- თქვა,- და ნუ გვაიძულებს, სიყვარულის გარეშე ვიცხოვროთ. სუფრაზე მცირე მოძრაობა დაიწყო. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს - ზოგმა ჩუმად გაიღიმა, ზოგმა თავი გააქნია. ბებერმა მახარმა ჩაილაპარაკა. - სვანს სიტყვა არ უნდა გაუტყდეს, ბიჭო. რაც თქვი, ახლა შენს ზურგზე იქნება,- გაგიმ თავი დაუქნია. ანას არ ამოუხედავს. სუფრის მეორე ბოლოში ქალები ჩუმად მღეროდნენ - ძველი, ომიდან დაბრუნებულებზე დაწერილ სიმღერებს. ანას ხმა არ ამოუღია, მაგრამ გულში თითოეულ სიტყვას იმეორებდა. იმ სიმღერაში იყო ტკივილი, თავშეკავება და რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ მათ ესმოდათ - ქალებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იღიმოდნენ იქ, სადაც ტირილი აკრძალული იყო. ცოტა ხანში ნინო ანასთან დაიხარა და ჩუმად უთხრა. - როცა ამ სიმღერას მღერიან, პატარძალს უნდა გაეღიმოს, თორემ სუფრა წყევლად იქცევა,- ანამ ოდნავ გააღიმა, ძალით, თუმცა მაინც გაიღიმა. მაშინ გაგიმ მხარზე ხელი დაადო, თითქოს მადლობა გადაუხადა, მაგრამ ანამ ეს შეხება ისე იგრძნო, თითქოს რაღაც ცივი ტკივილი შემოეხვია სხეულზე. გარეთ თოვლი ისევ ცვიოდა. ბიჭები ეზოში გადიოდნენ, თოფებს ისროდნენ, ერთმანეთს უყვიროდნენ. სახლში კი სითბო იყო ისეთი რომ სუნთქვაც კი მძიმე ხდებოდა. და მაინც, შუა ამ ყველაფრისა, ანას თვალები მხოლოდ ერთ რამეს ეძებდა - ფანჯარას იქით, იმ თეთრ გზას, სადაც ორჯერ უკვე იდგა და ვერ წავიდა. თითქოს თავად მთა უყურებდა მას - ჩუმად, მძიმე სუნთქვით, და ეკითხებოდა. „დარჩები ჩემი რჩეული, თუ გახდები ჩემი მსხვერპლი?" მთის თავზე ღამე ნელა იკრიბებოდა, მაგრამ ეზო ისევ ცოცხლობდა. თოვლი სულ უფრო ძლიერად ცვიოდა, თუმცა არავის აინტერესებდა - სუფრები უკვე შიგნით გადაიტანეს, ბუხარი გიზგიზებდა, ღვინო გადადიოდა ჭიქიდან ჭიქაში. სვანური სიმღერები ქვის კედლებს ეჯახებოდა, ისე მძაფრად, თითქოს თვითონ ხმები ცდილობდნენ წლების ჩუმად გატარებული შურის აღდგენას. გაგი სუფრასთან იჯდა, ხალხის ხმაური თითქოს არ ესმოდა. დროდადრო ვინმეს უსმენდა, თავს უქნევდა, მაგრამ მზერა მუდამ ერთ ადგილას რჩებოდა - ანაზე. ის ქალების გვერდით იჯდა, მხრებზე ათასნაირი ნაქარგი შალი ჰქონდა გადაფარებული, რომელიც ქალებმა გადასცეს საჩუწრის ნიშნად. სახე ფერმკრთალი, თვალები კი შავ ჩრდილში ჩაკარგული. ხმაური მის გარშემო ისე ტრიალებდა, თითქოს სხვა სამყაროდან მოდიოდა. - გაგი, შე კაცო, დალიე!- დაიძახა ვიღაცამ მარჯვენა მხრიდან,- შენ დღეს სისხლი დახურე, ეგ დღე არ გეპატიება ღვინის გარეშე! გაგიმ ცივად გაუღიმა, ჭიქა აიღო, ოდნავ მოსვა და ისევ დადგა. - სისხლი ვერ ილევა ღვინით,- თქვა ნელა. სუფრასთან კაცები დადუმდნენ. ერთი წამით ყველამ იგრძნო რომ ეს სიტყვა მთის წესს ეწინააღმდეგებოდა. მხოლოდ ბებერი მახარი ალაპარაკდა. - ჭკვიანური სიტყვაა, მაგრამ ჭკვიანს აქ ბევრს არ ეძახიან,- სუფრაზე უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, მერე ისევ სიმღერამ გადაფარა. ამჯერად ქალებმა წამოიწყეს. ოდნავ ჩუმად, ოდნავ მელანქოლიურად. „შენ გადაგირჩია მთამ და არა მე..." მღეროდნენ ისინი და ანა თითქოს თითოეულ სიტყვას გულში ატარებდა. ნინო ნელა მიიწია მისკენ, ფრთხილად შეეხო ხელზე. - ღიმილი არ დაგავიწყდეს, შვილო. დღეს ბევრის თვალი შენს სახეზეა,- ანამ თავი ოდნავ ასწია. ტუჩებზე სუსტი ღიმილი დაიდო, მაგრამ თვალები ისევ ცივი დარჩა. გაგის მზერა დაეჯახა - წამით ერთმანეთს შეხედეს ისე, როგორც ორ ადამიანს, ვინც ერთ ტკივილში იხრჩობოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით. გაგიმ თითქოს რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ბებერმა მახარამ ხმამაღლა შესძახა. - იმღერე, ანა! პატარძლის ხმა უნდა ისმოდეს, თორემ ქორწილი დალოცვილი არ იქნება!- ანას ხმა არ ამოუღია. მხოლოდ თვალები დახუჭა და ჩუმად ამოისუნთქა. ხალხს ეგონა რომ მღეროდა - მაგრამ ის საკუთარ გულს ელაპარაკებოდა. „მე არ ვარ აქ. მე ვდგავარ იქ, სადაც ამ დღეს დავკარგე ყველა გზა." მოინუსხა მთელი სუფრა გოგოს ხმით. პატარძალს მიაჩერდნენ, ანა აგრძელებდა სიმღერას, მთელ გულისტკივილს დებდა სიტყვებში, თუმცა უეცრად გაჩერდა, თვალები გაახილა და მაშინვე შეეჩეხა გაგის მზერას, რომელიც თვალებში უყურებდა, თუმცა გონებით სადღაც შორს იყო დაკარგული. სუფრასთან კაცებმა ნელ - ნელა ხმას აუწიეს, სიმღერა გადაიზარდა შეძახილებში. ღვინო ისევ იდო მაგიდებზე, ხმაური იზრდებოდა, სიცილი კი ისევ ისმოდა. მალხაზი ფეხზე წამოდგა. მთვრალი იყო, მაგრამ ხმა მტკიცე ჰქონდა. - დღეს ყველამ უნდა იცოდეს,- თქვა მან,- ეს ქორწილი მარტო ორი ადამიანის არაა. ეს მთის ფიცი იყო. რაც აქ დაიდო, უკან არ ბრუნდება. მდუმარედ, მაგრამ მკაფიოდ თქვა ეს სიტყვები - თითქოს გამაფრთხილებლად. ანამ თავი ოდნავ დახარა, თითქოს იმ წუთში მიხვდა რომ მის გარშემო არავინ იყო ადამიანი - მხოლოდ ფიცი, სისხლი და წესები. გაგიმ ისევ გაიღიმა - ცარიელი, დაღლილი ღიმილით. მისი ხელი მაგიდაზე იდო, მაგრამ თითები ნერვიულად კანკალებდა. ნინომ ეს შეამჩნია და თვალებში სევდა ჩაუდგა - დედა მიხვდა რომ შვილი საკუთარ თავსაც აიძულებდა, არა მხოლოდ ამ ქორწილს, საერთოდ ყველაფერს. გარეთ თოვლი ძლიერდებოდა, ქარი ფანჯრებს ურტყამდა. თითქოს თვითონ მთა ცდილობდა, ოთახში შეჭრილიყო და ყველას გაეგო რომ ეს დღე არ იყო მშვიდობის - ეს იყო დროისგან ძალით გამოგლეჯილი წამი, რომელსაც მალე რაღაც მოჰყვებოდა. და როცა სიმღერა ჩაცხრა, მხოლოდ ანას სუნთქვა ისმოდა. ნელა წამოდგა. ყველა დაიძაბა. ჭიქა მოიქცია ხელებში და ხმამაღლა თქვა. - ქორწილი როცა ასე იწყება, ნამდვილი სიყვარულის ადგილი აღარ რჩება. დარჩება მხოლოდ შიში და შიშს მუდამ სისხლი მოჰყვება,- მალე გაისმა ხმაური, კაცებმა ერთმანეთს გადახედეს. მისი სიტყვა მთამ დაიჭირა. და ახლა ყველა გრძნობდა - დუმილი ამ ქორწილს კიდევ არაერთხელ გასტეხდა. ქარის ხმამ თითქოს გადაფარა ყველაფერი - სიმღერაც, სიცილიც. კედლებზე აჩრდილები ცეკვავდნენ ცეცხლის შუქზე, მაგრამ მათი მოძრაობა უფრო სიკვდილის ცეკვას ჰგავდა, ვიდრე ქორწილისას. თითოეული ადამიანი თითქოს რაღაცას მალავდა, თითქოს ყველა ხვდებოდა რომ ეს დღე, რომელიც მშვიდობად უნდა ქცეულიყო, სინამდვილეში ძველი წყევლის გაგრძელება იყო. გაგი ისევ მაგიდასთან იჯდა, მაგრამ აღარ სვამდა. თითებით ჭიქას ურახუნებდა, თითქოს თავის თავთან ბრძოლას ვერ ასრულებდა. მის გვერდით მჯდომი კაცები უკვე მთვრალები იყვნენ - ერთს ძილშიც კი ეღიმებოდა, მეორეს ხმამაღლა რაღაც ძველ შურის აღებაზე ელაპარაკებოდა. ნინო კედელთან იდგა. შვილისკენ იყურებოდა და მზერაში ერთდროულად იყო სიყვარულიც და დანაშაულიც. „ეს მე დავთანხმდი, როცა თქვეს, სისხლი სისხლით უნდა დაიფაროსო" ფიქრობდა გულში. "მე არ ვიფიქრე რომ ამით ჩემი შვილი ცოცხლად მოკვდებოდა." გაგიმ მოულოდნელად თავი ასწია და ხმამაღლა თქვა. - სად არის ანა? კაცები გადაიხარხარეს, ვიღაცამ ხელი აუქნია. - ქალი თავის მხარეს არის, გამშვიდდი! ჯერ პატარძალია, ხვალ ცოლი გახდება! მაგრამ გაგის ხმა ისევ მტკიცე იყო. - მე ვიკითხე, სად არის - მეთქი!- სიჩუმე ჩამოწვა. ასეთ ხმაში მთაში სხვანაირი სუნი იდგა - როცა კაცს სიმთვრალე კი არა, სინდისი სტკიოდა. ნინომ ჩუმად უთხრა. - შიგნით შევიდა, გოგოები მიჰყვნენ. ცოტას ისვენებს. ნუ შეაშინებ ამ ღამეს, გაგი...- გაგიმ არაფერი უპასუხა. წამოდგა, ბუხარს ჩაუარა და ფრთხილად გავიდა დერეფანში. ფიცრები ჭრიალებდნენ, ქალების ჩურჩული შორიდან ისმოდა, ხოლო გარეთ ქარი ისე ქუხდა, თითქოს მთას უნდოდა შეეჩერებინა ის, რაც ახლა მოხდებოდა. ანა ფანჯარასთან იჯდა. თეთრი სამოსი მხრებიდან ჩამოცურებოდა, თმა დაშლილი ჰქონდა და ცეცხლის შუქი მის სახეზე თამაშობდა. გაგი კარში გაჩერდა. ერთი წამით, თითქოს არც იცოდა, რა უნდა ეთქვა. ბოლოს ჩუმად თქვა. - არ გინდა რომ ეს მოხდეს, ვიცი. მაგრამ ხვალ დილა იქნება, ანა და დილა ისეთია, ყველაფერს ჩვეულ სახეს აძლევს,- ანას არ გაუხედავს. ხმა მშვიდი ჰქონდა, მაგრამ საშინლად ცივი. - დილა ვერ შეცვლის იმას, რაც დღეს გადაწყვიტეს. შენც იცი, ეს ქორწილი სიყვარულით არ მომხდარა. ეს შენების და ჩვენების ომია, რომელსაც შევეწირე. გაგი მიუახლოვდა. ერთი წამით ხელი გაიშვირა, თითქოს უნდოდა შეხებოდა, მაგრამ გაჩერდა. - მე არ ვითხოვ სიყვარულს,- ჩუმად თქვა,- მხოლოდ გთხოვ, არ მომექცე ისე, როგორც მტერს. ანამ ნელა მიაბრუნა თავი. მის მზერაში არ იყო ზიზღი, მხოლოდ რაღაც უმძიმესი - დაღლილობა, რომელსაც სიტყვა ვეღარ აღწერდა. - მტერსაც არ ვექცევი ასე, გაგი, აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია, უკვე დავიღალე,- გაგიმ თვალები დახარა. ერთი წამით სუნთქვაც შეეკრა. მერე თქვა. - როცა დედაჩემმა მითხრა რომ შენთან ქორწილი იყო საჭირო, მეგონა, ასე იქნებოდა. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ჩვენ ორივე ტკივილში ვართ,- გარედან სიმღერის ხმა ისევ მოისმა. ანა წამოდგა. ნელა მიუბრუნდა. გაგის აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ ფანჯარაში გაიხედა, სადაც თოვლი უკვე ბოლომდე ფარავდა ყველა გზას. და იქ, იმ თეთრ სიჩუმეში, ორივემ იცოდა - დილა რომ მოვიდოდა, არცერთი აღარ იქნებოდა ის, ვინც დღეს იყო. და მთა ისევ დუმდა - ისეთი სიჩუმით, სადაც ხმა აღარ აღწევდა. ისტორია ქალისა, რომელმაც ვერ აირჩია გზა, მაგრამ მაინც დარჩა და სწორედ ამიტომ, თვითონ მთა მისი სახელი დაიმახსოვრა. *** დილა გათენდა, საშინლად ცივი. თეთრი სიჩუმე ეფინა ყველაფერს - სახლებს, გზებს, ადამიანების სახეებსაც კი. თითქოს გუშინდელი ხმაური მხოლოდ სიზმარი იყო, რომელიც დილით აღარ ახსოვდათ, მაგრამ გრძნობდნენ რომ რაღაც ნამდვილად მოხდა. გაგი გარეთ გამოვიდა. ეზოში თოვლი ყრუდ ჭრიალებდა ფეხქვეშ. გაგი გზადაგზა ჩერდებოდა და თითოეულ ნაკვალევს უყურებდა ისე, თითქოს პასუხს ეძებდა. თითქოს უნდოდა გაეგო, სად მთავრდებოდა სიბრაზე და იწყებოდა დანაშაული. თავს უკვე ისე საშინლად გრძნობდა რომ უბრალოდ იქიდან წასვლა და ცოტახნით გადაკარგვა უნდოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ასე უცებ ვერ მიატოვებდა ყველაფერს. თვალები ასწია - მაღლა, მთისკენ. ანა ფრთხილად წამოჯდა საწოლზე. ოთახში ჯერ კიდევ სხვადსხვა პარფიუმის სუნი ტრიალებდა - სველი ხის, ბუხრის ნაცრისა და რაღაც ყვავილების. თვალები მოისრისა, მერე ფანჯარაში გაიხედა - თოვლი ისევ ფარფატებდა, თუმცა ახლა უკვე უფრო მშვიდად, თითქოს თავადაც დაიღალა. საწოლიდან ფეხშიშველა წამოდგა. იატაკი ცივი იყო, შეიშმუშნა. ჩუმად მივიდა კარამდე, ცოტა ხანს დაუგდო ყური - სახლში ხმაური არ ისმოდა, მხოლოდ გარედან შემოდიოდა ხმა, სოფელი ნელა იღვიძებდა. კარი ნელა გააღო და გასასვლელისკენ წავიდა. სამზარეულოდან დარიკოს ხმა მოესმა - თბილი, ჩვეული, თითქოს არაფერი მომხდარა. - ადექი, შვილო?- იკითხა ქალმა, ზურგით რომ იდგა და ცომს ზელდა,- როგორ გეძინა? - თუ ამას შემიძლია კარგი ვუწოდო, მაშინ მშვენივრად. დარიკომ თავი ოდნავ შეაბრუნა და თვალი მოავლო გოგოს. სახეზე ფერი აღარ ედო, თმა ცოტათი არეული ჰქონდა, აქა - იქ ყვავილები ჩარჩენოდა. - მოდი აქ,- უთხრა ქალმა რბილად,- ჩაი დავადგი. ეს ერთად გავაკეთოთ. ანიშნა ცომზე, რომლითაც პურის დაცხობას აპირებდა. - არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო,- ტუჩი მოიკვნიტა გოგომ. დარიკომ ჩაიცინა - არც ხმამაღლა, არც ირონიით. უბრალოდ ჩუმად, როგორც ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი გაუგია და არაფერი უკვირს. - ეტყობა ქალაქის გოგო ხარ ბოლომდე,- თქვა ოდნავ ღიმილით,- მაგრამ არაფერია, ისწავლი. - თბილისში ვცხოვრობდი დიდი ხანი,- თმები შეიკრა,- უბრალოდ იქ მარტო ვიყავი, არც არავინ მასწავლიდა და სწავლის პერიოდში არც დედაჩემი მტვირთავდა მაგით. გადაიწია, კარადიდან ჭიქა გამოიღო, ჩაიდანში წყალი ჩაასხა და დარიკოს მიუტანა. - არაფერი გააკეთო ახლა. დაჯექი და გათბი ჯერ,- ანა უხმოდ დაჯდა. ფრთხილად შეახო თითები ჭიქას - თითებში სითბო ჩაუდგა. დარიკო ისევ საქმეს დაუბრუნდა, მაგრამ ხანდახან თვალით გახედავდა გოგოს ისე, თითქოს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი უნდოდა ეთქვა. - დილა აქ ყოველთვის ასეთია,- თქვა ბოლოს,- მშვიდი, სანამ კაცები გამოფხიზლდებიან და გარეთ გავლენ. მერე ყველაფერი იცვლება. მაგრამ გაგი... ის სხვანაირია, ყოველთვის ყველას ასწრებს გაღვიძებას, ახლაც კი ეზოში დგას და ვერ გამიგია რას აკეთებს. ანა ჩუმად უსმენდა. პირველად იგრძნო რომ აქ, ამ სახლში, ვიღაც მაინც იყო მშვიდი. დარიკომ კიდევ თქვა, თითქოს თავისთვის. - სითბო უნდა შეინახო, შვილო, თორემ სიბრაზე მალე გაგაცივებს. სიცივე კი რომ მოვა - ვერც ერთი მოიშორებთ,- ანა ჩაფიქრდა. არ უპასუხია. უბრალოდ მიხვდა რომ პირველად ეუბნებოდნენ ისეთ სიტყვას, სადაც არც ბრძანება იყო, არც თხოვნა - უბრალოდ ადამიანური თბილი სიჩუმე. ხმადაბალი ნაბიჯების ხმა გაისმა. დარიკომ თვალი მოჰკრა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ ხელები ფქვილით გაიწმინდა და ჩაიდანს თავი მოხადა. ანა ზურგით იჯდა - ხმაზე ოდნავ შეკრთა, მაგრამ არ მიუხედავს. კარი ნელა გაიღო. გაგი იდგა ჩუმად, როგორც ადამიანი, რომელსაც უკვე ბევრი უთქვამს და ახლა აღარ იცის, რა უნდა თქვას. თმა ოდნავ სველი ჰქონდა, თვალებში კი დაღლილობა, რომელიც წინა ღამიდან გამოჰყოლოდა. დარიკომ ნელა მოიხედა, თვალებით ანიშნეს ერთმანეთს რაღაც - გაუგონარი, მაგრამ ნათელი. ქალი წამოდგა, პურის ცომი გვერდზე გადადო და მშვიდად თქვა. - მე გარეთ გავალ, ცომის ამოსვლამდე სხვა საქმესაც მოვასწრებ. შენ ჩაი გაგიცივდება, თუ არ დალევ,- არც პასუხს დალოდებია,- ფრთხილად გაიწია კარისკენ და გავიდა. კარი ნელა დაიხურა, ოთახში კი მარტო ორნი დარჩნენ. გაგი წინ დადგა და დარიკოს სკამზე დაჯდა. - დარიკო ცუდად გეპყრობა?- იკითხა ბოლოს, დაბალ ხმაზე. ანას ოდნავ გააჟრჟოლა. მერე მზერა ფანჯარაზე გადაიტანა. - არა. პირიქით. პირველად ვგრძნობ რომ ვინმეს მართლა ვეცოდები და არ ცდილობს რაღაც დამაძალოს,- გაგი გაჩუმდა. ცოტა ხანს ასე ისხდნენ, თითქოს სიტყვები ჰაერში ტრიალებდა, მაგრამ არცერთს არ უნდოდა თქმა. მერე გაგიმ მწარედ ჩაიღიმა,- მაგრამ საქმე ისაა რომ არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე, თუმცა აქ ყველაფერი ყოველთვის უკუღმა ხდება. - როცა პირველად დაგინახე, მეგონა, შენნაირს არაფრის შეეშინებოდა. ახლა კი ვხედავ რომ გეშინია - არა ჩემი, არამედ იმის რომ შეიძლება საკუთარი თავი დაკარგო,- ანა მაშინვე მიუბრუნდა. თვალებში უცებ აენთო რაღაც მკვეთრი - არც ბრაზი, არც ცრემლი. - შენ არ იცი, რას ნიშნავს შიში,- მტკიცედ აცხადებს ანა,- და ნუ ცდილობ გამომიწვიო და გამაღიზიანო. მეც ადამიანი ვარ, ყველას რაღაცის ეშინია. მზერას არიდებს გოგო. - მე თუ მართლა აღარაფრის შემეშნდება, მერე შეგიძლია ცოცხლად დამმარხო, იმიტომ რომ ჩემი სული მკვდარი იქნება მაშინ. - ეგოისტობა არ არის, როცა საკუთარ თავში ვიძირებით?- ჰკითხა გაგიმ. - ეგ შენი საქმე არაა,- გაგი წამოდგა. ხელები მაგიდაზე დაადო, დაიხარა, იმდენად ახლოს მივიდა ანასთან რომ გოგოს სუნთქვას გრძნობდა. - ახლა ყველაფერი ჩემი საქმეა, ანა. ყველაფერი ის, რაც შენ გეხება. შენ კი ისე იქცევი, თითქოს მარტო შენ გტკივა. მაგრამ სხვებიც ატარებენ ამ ტკივილს - დარიკო, მალხაზი, ნინო, მე... - გაჩუმდი,- ხმამაღლა მოუჭრა ანამ, სკამი ხმაურით გასწია უკან და ფეხზე წამოდგა,- წესები შენი სამართლიანობის საზომი არაა. შენს კაცობად ქცეულ ტკივილს ნუ მაჩვენებ. მე მეყოფა ჩემიც. გაგი დაიბნა, გაჩერდა, მერე ოდნავ გაიღიმა - იმ ღიმილით, სადაც ბრაზი და დანაშაული ერთმანეთს ებრძვიან. - არ მინდა ვიცოდე სხვის ტკივილზე, თუ ეს ეგოისტად მაქცევს, მაშინ ვიქნები ეგოისტი, მაგრამ არ მინდა ვიცოდე ვის რა სტკივა, იმიტომ რომ მე ჩემი ტკივილიც კისრამდე მაქვს და მახრჩობს უკვე,- თავს გვერდით აბრუნებს,- მალე ალბათ ლაპარაკიც გამიჭირდება. - და მაინც... დარჩი. იმიტომ არა რომ გთხოვე. იმიტომ რომ წასვლა ახლა ყველა დანარჩენის დაღუპვა იქნებოდა,- ანა შებრუნდა, ხელი მაგიდაზე მიაყრდნო,- და შენ მაინც ყველაზე ზრუნავ. - შენც ზუსტად ისე ლაპარაკობ, როგორც ყველა. შენც ეგ არ გინდოდა? გაგიმ თავი დახარა. მერე ნაბიჯი გადადგა, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა. თუმცა ანა რომ უკან გაიწია, მაგიდას დაეჯახა, ჩაის ჭიქა იატაკზე ხმაურით დაეცა და გატყდა. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. მერე გაგიმ მშვიდად თქვა. - ახლა უკვე მართლა ჩემსავით იქცევი,- ანა ზურგით კედელს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით ამოილაპარაკა,- დამილეწე სახლში მთელი ჭურჭელი. - შენ კი საერთოდ აღარ ჰგავხარ იმას, ვინც მაშინ დამიჭირა თოვლში,- ხმაური იმდენად ძლიერი იყო რომ დარიკო თითქმის ეგრევე შემოვარდა სამზარეულოში. თვალები გადაატარა ოთახს - იატაკზე დამტვრეული ჭიქა და დაღვრილი ჩაი რომ დაინახა. - რა მოხდა აქ?!- ხმაში სიმკაცრე გაერია, მაგრამ შეშფოთება უფრო ძლიერი იყო. ანა ხმას არ იღებდა, ხელი ისევ მაგიდაზე ედო, ფრჩხილებით ხეს ისე ჩაეჭიდა, თითქოს თავადაც გატყდომისგან იცავდა თავს. გაგიმ თავი ჩაღუნა, ფეხით ჭიქის ნამსხვრევები გვერდზე გასწია და მშვიდად თქვა. - არაფერი. უბრალოდ შემთხვევით დავეჯახე,- დარიკო ერთი შეხედვით მიხვდა რომ ტყუილი იყო, მაგრამ არაფერი უპასუხია. ნელა მიუახლოვდა ანას, ფრთხილად შეეხო მხარზე. - გამოდი ცოტა გარეთ, სული მოითქვი,- ანამ თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სიტყვა ვერ მოიფიქრა. მხოლოდ თავი დაუქნია და კარისკენ წავიდა. გაგი მიჰყვებოდა მზერით - ნაბიჯ - ნაბიჯ, სანამ არ გაუჩინარდა. დარიკო დიდხანს იდგა ჩუმად, სანამ ხმას ამოიღებდა. - არ ვიცი, რას უყურებ ამ გოგოში და რა გიჭერს მასთან, გაგი, მაგრამ რაღაც საშიშია,- დარიკომ ნელა თქვა. გაგიმ სუსტად ჩაიცინა. - ეგ არის პრობლემა. ხედავ იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და როცა ხედავ... უკან ვეღარ ბრუნდები. დარიკომ ღრმად ამოიოხრა, ჩაიხედა ჩაის ჭიქაში. - ხანდახან სიჩუმე უფრო საშიშია, ვიდრე ყვირილი,- ჩაილაპარაკა,- მე კი მგონია, თქვენ ორივეს დაგახრჩობთ ეგ სიჩუმე. კარი ჩუმად დაიხურა. ოთახში ისევ დარჩა გაგის სუნთქვა და მიწაზე გაფანტული თეთრი ნამსხვრევები - თითქოს ყველა მათგანი რაღაცას ყვებოდა, რასაც ჯერ სიტყვად ვერავინ აქცევდა. გარედან კი ანას სუნთქვა ისმოდა - ღრმა, დამძიმებული. თითქოს ცდილობდა, ისევ დაემალა ის ხმაური, რომელიც საკუთარ გულში დარჩა. ანა ეზოში იდგა - ქარი აღარ ქროდა, მაგრამ ჰაერი მაინც ცივი იყო. თოვლი ფეხქვეშ ნელა ჭრიალებდა, თითქოს ყოველი ნაბიჯი ახსენებდა, სად იყო და რამდენად შორს წასულა ყველაფერი. შეშის გროვასთან გაჩერდა. ეზოში, გადახურულში ვიღაცას ცეცხლი დაენთო. ნაპერწკალი ჯერ კიდევ ელავდა, თითქოს ცეცხლი ბოლომდე არ ჩაწოლილიყო. ანამ ხელები ფრთხილად გაშალა, სითბო იგრძნო და თვალები დახუჭა. წამით ეგონა რომ მამას ხმა გაიგო - ისეთი, როგორიც ბავშვობაში ესმოდა, როცა ეზოში ჩამოჯდებოდა და მთებს უყურებდა. „შვილო, სიტყვა ტყვიასავითაა. ერთხელ რომ ისვრი, უკან ვეღარ დააბრუნებ." გული შეეკუმშა. - არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა,- ჩაილაპარაკა ჩუმად,- ვერც იმას ვამბობ, რაც მინდა და ვერც იმას, რაც საჭიროა,- ფანჯარაში დარიკოს ჩრდილი გამოისახა - აკვირდებოდა, მაგრამ არ გამოდიოდა. იცოდა, რომ ანას მარტო დარჩენა სჭირდებოდა. ანა ნელა ჩამოჯდა ძელზე, თოვლში თითებით ხაზი გაავლო და ამოიოხრა. - ნიკა რომ არ მოსულიყო იმ დღეს... იქნებ მამა ცოცხალი ყოფილიყო. იქნებ დედასაც არ ჰქონოდა ასეთი თვალები. ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ახლა... რაღაც უნდა გავაკეთო, თორემ ისევ ჩვენ დავისჯებით,- ცოტა ხანი ისევ ჩუმად იჯდა. მერე თითქოს რაღაცა გადაწყვიტა - სწრაფად წამოდგა, ტანსაცმელზე თოვლი ჩამოიფერთხა და შინ შევიდა. კარი ხმაურით დაიხურა. სამზარეულოში ჯერ კიდევ იგრძნობოდა დარიკოს მომზადებული საუზმის სურნელი. ანა ფრთხილად მიუახლოვდა მაგიდას, მაგრამ არაფერი უთქვამს. დარიკომ წარბები ასწია. - ჭამე რამე, ცუდად არ გახდე, როგორი გამხდარი ხარ,- თქვა უბრალო ტონით, მაგრამ მზერაში აშკარა სიფრთხილე იკითხებოდა. - არ მშია,- უპასუხა ანამ. დარიკო ხმას აღარ იღებდა. მხოლოდ ჩაი დაასხა ჭიქაში და ნელა მიუწია. - ცოტა მაინც. ანამ ოდნავ გაუღიმა - ისეთი ღიმილით, სადაც სიცივე და მადლიერება ერთმანეთს ებრძოდნენ. მერე რამდენიმე ლუკმა ფრთხილად შეჭამა. ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. საღამო სწრაფად ჩამოწვა. ეზოში დარიკომ ცეცხლი ჩააქრო და შინ შევიდა. ოთახებში მხოლოდ სანთლის შუქი ანათებდა - თბილი, მაგრამ მოღრუბლული. ნინო ფანჯარასთან იჯდა, თითებით ფარდის ნაპირს ეთამაშებოდა, თითქოს რაღაცას ელოდა. კარი გაიღო. ანა შევიდა. ჩუმად, ფეხაკრეფით, მაგრამ მაინც ისე რომ ნინომ მისი სუნთქვა იგრძნო. სიჩუმემ რამდენიმე წამი გაწელა, მერე ნინომ ამოისუნთქა. - მეგონა, გეძინა. - ვერ ვიძინებ. მიჭირს. ნინომ მზერა ოდნავ აარიდა, მაგრამ ხმა მშვიდად დაიჭირა. - დაღლილი ხარ. ბევრი რამ გადაიტანე. იქნებ ხვალ ვისაუბროთ. - ხვალ უკვე გვიან იქნება,- უპასუხა ანამ,- ყოველ ჯერზე ხვალინდელ დღეს ველოდებოდით და ყოველ ჯერზე გვიანდება. ნინო დაფიქრდა, მერე ნელა ჩამოჯდა მაგიდასთან. თითებით ფინჯანს ეფერებოდა, თითქოს სიტყვებს სითბოს აძლევდა. - შენ არ იცი, ანა, რამდენი რამ ვცადე რომ ეს ყველაფერი შენამდე არ მოსულიყო, არც ჩემს შვილამდე. რამდენი წაიღო ამ სახლმა, რამდენი ჩავყლაპეთ მე და მალხაზიმ რომ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ანამ ჩაიცინა, მაგრამ ტკივილი უფრო ეტყობოდა, ვიდრე ირონია. - ჰო, მაგრამ ცოდვები მაინც მოგვწვდა, ნინო,- ნინომ თავი ასწია. თვალებში იმქროლა რაღაც ძველმა, მაგრამ ცრემლი არ წამოსვლია. - შენ არ იცი, რას ნიშნავს, როცა შვილს საფრთხე ელოდება. როცა იძულებული ხარ გააკეთო ის, რაც თვითონაც გტკივა, ოღონდ ოჯახი გადაარჩინო. - ვიცი,- ხმა დაუტყდა ანას,- არ მყავს შვილი, მაგრამ მყავს სხვა საყვარელი ადამიანები. ნინო შეკრთა. ერთი წამით ჰაერი გაჩერდა. - ეგ არასწორია... ანა წინ გადმოიწია. - თქვი ნინო,- ნინომ ხელი ტუჩებთან მიიტანა, თითქოს უნდოდა ხმა შეეჩერებინა, მაგრამ ვერ შეძლო. მხოლოდ ჩახარა თავი - თვალებში დანაშაულის სიჩუმე ჩაუდგა. - მე მაშინ მეგონა რომ ასე გიცავდით თქვენ ორივეს. მეგონა, თუ ეს ქორწილი არ მოხდებოდა, მალხაზისაც რაღაც უარესი დაემართებოდა. აღარ ვიცოდი რა მექნა. ანა წამოდგა. მაგიდას დაეყრდნო, მაგრამ ხელში ძალა წაერთვა. ნინომ გაბზარულ შუშას შეხედა, თვალებში შიში გაუკრთა. - ხედავ? ყველაფერი იშლება, რასაც ვეხებით. გარედან მხოლოდ თოვლის მსუბუქი ხმა ისმოდა - თითქოს სახლში ფრთხილად შემოდიოდა. ნინომ ბოლოს ამოილაპარაკა. - ახლა მაინც გთხოვ, არაფერი თქვა იმაზე მეტი, რასაც მართლა გრძნობ. ხალხი ყველაფერს დაიჯერებს. ანა ნელა მიუახლოვდა და მშვიდად უპასუხა. - ამჯერად არაფერს ვიტყვი. *** ღამე მძიმე იყო. ანამ რამდენჯერმე გამოიღვიძა. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სიზმარს ხედავდა. ნიკა იდგა მდინარის პირას, თოვლი ფეხებთან ეყარა, ხელში რაღაც ეჭირა - ალბათ იარაღი, მაგრამ, როცა ანამ მიახლოება სცადა, ყველაფერი წყალმა დაფარა. საშინელი სიცივე იგრძნო და თვალები გაახილა. ოთახი ბნელში იდგა. ფანჯარაზე წვიმის წვეთები ეცემოდა. ცოტა ხანს ჭერს უყურებდა, მერე წამოდგა, ტანსაცმელები დაინახა ტუმბოზე დაწყობილი, როგორც ჩანს ნინომ შემიოტანა. წყალი ჩამოისხა, მაგრამ ხელი მაინც უკანკალებდა. გონებაში ისევ ნიკას სახე ტრიალებდა, როგორც მაშინ, ბოლოს რომ ნახა. „ნუთუ მართლა შეეძლო?..." გაიფიქრა. მერე თავზე შალი გადაიფარა და ფანჯარასთან დაჯდა. გარეთ ქარი ჩუმად დასრიალებდა, მთის ზემოთ კი შორიდან თეთრი ღრუბელი ჩამოდიოდა, თითქოს თოვლი ისევ ბრუნდებოდა. დილამდე ვეღარ მოისვენა. სამზარეულოში ჩაიდანი დადგა, მაგრამ ჩაიც კი არ დაულევია. ჩუმად გამოვიდა სახლიდან. გზაზე ჯერ კიდევ ნამი იდგა, ქარი თმაზე ეფინებოდა, ოდნავი ნიავიც კი არხევდა მის სხეულს, გამხდარი იყო და ნერვიულობამ სულ მთლად დაღუპა მისი სხეული. ნინო ეზოში იდგა. დილა იყო, ქალი სიმინდს უყრიდა ქათმებს. - დილა მშვიდობისა,- უთხრა ანამ მშვიდად. ნინომ მოიხედა, გაუღიმა. - ადრიანად გაგიღვიძია, ანა. ცუდად გეძინა?- ანამ თავი ოდნავ დაუქნია, თითქოს არაფერს არ იმჩნევდა. - ცუდი სიზმარი ვნახე და ვეღარ დავიძინე,- მხრებს იჩეჩს ანა,- ის ადგილი... სადაც ალეკო მოკვდა, სადაა? ნინო წამით შეჩერდა, შემდეგ თავი დახარა. - რად გინდა იმ ადგილის ცოდნა? - უბრალოდ... გუშინ დარიკომ რაღაც მითხრა. რაღაცას ეძახით თურმე მაგას. ნინომ სიმინდი გვერდზე გადადო და ამოიოხრა. - მდინარისკენ რომ ჩამოხვალ, იქ ბორცვია. ხის ძველი ჯვარი დგას. იქ. იმ ადგილას არავინ არ დადის, რაც კი სიკვდილი მინახავს ყველა მანდ, შენც ნუ წახვალ. ანამ ჩუმად დაუქნია თავი. - მადლობა, ნინო,- ქალს აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ შეხედა, თითქოს უნდოდა რაღაც დაემატებინა, მაგრამ ვერ გაბედა. ანა ნელა შებრუნდა, ოთახში ავიდა, როგორც ჩანს გაგი სახლში ისევ არ იყო, ბიჭი გუშნდელის მერე აორთქლდა. როგორც კი ნინო თვალს მიეფარა ცხენზე შეხტა და ბილიკს გაჰყვა. ფეხქვეშ მიწა ნესტიანი იყო, ჰაერში ნამისა და ძველი ფოთლების სუნი იდგა. მზე ნელა ამოდიოდა, ჩრდილები გრძელდებოდა და ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა - რაც უფრო უახლოვდებოდა იმ ადგილს, მით უფრო იძაბებოდა სიჩუმე მის შიგნით. მდინარე ჯერ შორიდან ჩურჩულებდა. წყლის ხმა თითქოს უხმოდ იძვროდა ხეობაში, თითქოს თვითონაც რაღაცას ინახავდა. ანა ნელა მიუყვებოდა ბილიკს. ცხენი მშვიდად მიაბიჯებდა, თათქუნის ხმას მთები უკან ექოდ უბრუნებდნენ. ჰაერი ნესტით იყო გაჟღენთილი. მდინარის ნაპირას თეთრი ნისლი დაბლა ჩამოწოლილიყო და ყოველ ნაბიჯზე უფრო სქელი ხდებოდა, თითქოს გზას უნდოდა გადაკეტვა. როცა მდინარეს მიუახლოვდა, ცხენი გააჩერა. წყალი სწრაფად მიექანებოდა ქვებზე, კენჭებზე ცივი მზე ირეკლებოდა. ანა ჩამოხტა, ხელით ჩაეჭიდა ტოტს და მდინარის პირას ჩაიმუხლა. თითებში ცივი შხეფი იგრძნო. თვალებით ზედაპირს გაჰყვა - იქვე, წყლის თავზე ბორცვი იწყებოდა და სადღაც შორიახლოს ჯვარიც ჩანდა. ის იყო ნინოს მიერ ნახსენები ადგილი. გული ოდნავ აუჩქარდა. ცხენი იქვე დააბა და ფეხით დაიწყო ბორცვზე ასვლა. ბალახი სველი იყო, თოვლი იდო, თუმცა ზოგ ადგილას ჯერ ისევ მოჩანდა მოტიტვლებული მიწა. ფეხსაცმელი ისხლიტებოდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. თითოეულ ნაბიჯზე მიწა ოდნავ ირხეოდა, თითქოს ბორცვი სუნთქავდა. ზემოთ რომ ავიდა, ქარმა თმა სახეზე გადმოუყარა, იქიდან მთელი ხეობა მოჩანდა. მდინარე ვერცხლის ზოლივით იდგა, ტყეები კი ნელა იძირებოდნენ ნისლში. ბორცვის თავზე მიწა ოდნავ ამობურცული იყო. თითქოს რაღაცას ინახავდა. ანა გაჩერდა. იმ ადგილას სიმძიმე იგრძნო - არა ისეთი, რომელიც თვალით ჩანს, არამედ ისეთი, რომელიც გულში ჯდება. მუხლებზე დაემხო და ფრთხილად შეეხო მიწას. შორიდან მდინარის ხმა ისმოდა. - ნიკა... - ჩუმად თქვა ანამ და თავი დახარა,- რა დაგემართა მაშინ, რას მალავ... წვიმა ისევ დაიწყო - ნელა, როგორც მაშინ, იმ ღამეს. და პირველად მას ეჭვი გაუჩნდა. "იქნებ მართლა უდანაშაულოა?" სოფელში რომ დაბრუნდა, შუადღის მზე უკვე მწვავედ ანათებდა. სველი მიწა ორთქლივით ადიოდა და კედლებზე ნათელი შუქის კვალი იშლებოდა. ეზოებში ბავშვების სიცილი ისმოდა, წყლის ხმები, ჭიშკრების ხმაურიც კი სხვანაირად ისმოდა - თითქოს აქ არაფერი იცოდნენ, თითქოს ის მინდორი არც არსებობდა. სახლში შევიდა, ფეხსაცმელი მოისროლა და სარკის წინ გაჩერდა. წვიმასთან ერთად გამოსული მზის სხივი თმებზე ეცემოდა, და თითქოს ყველაფერს გამჭვირვალეს ხდიდა - ოთახს, ფარდას, თვითონ ანასაც. გარედან დედაკაცების ხმა შემოვიდა - წყაროსთან იდგნენ, საუბრობდნენ იმაზე რომ ერთი ცხენი ტყეში დაიკარგა. ანამ ფარდის კიდე ოდნავ აწია და ფრთხილად გახედა მათ. ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა. ჩვეულებრივად... მაგრამ მასში რაღაც შეიცვალა. საღამოს სოფელში სიჩუმე ჩამოწვა - ისეთი, რომელიც მხოლოდ მთებში იცის: როცა ხმები ჩერდება. შორიდან მდინარის გუგუნი მოდიოდა და ფანჯრიდან სინათლე ციმციმებდა. ანა ვერ ისვენებდა. მაგიდასთან იჯდა, გვერდით ჩაი და წიგნი, მაგრამ თვალს ვერაფერზე ამახვილებდა. საღამოს სიჩუმეში ანას მოესმა ცხენის ხმა - ნელი ნაბიჯებით მოდიოდა. გულის სიღრმეში მიხვდა - გაგი იყო. ცხენის ხმა სულ უფრო ახლოდან ისმოდა. ანამ ფარდა ოდნავ ჩამოწია - მთვარის შუქზე მკაფიოდ ჩანდა გაგი, შავ ცხენზე მჯდომი, მხრებგაშლილი. ხელში არაფერი ეჭირა, მხოლოდ ქუდი ეკავა და მზერა ჰქონდა ჩაფიქრებული. - გვიანია, - თქვა ჩუმად, ისე, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა. - მელოდებოდი?- გაგიმ გაიღიმა. ანამ სიჩუმით უპასუხა. ქარს მის თმაში ბალახის სუნი შემოერია, სველი და ცივი. - რა მოხდა? - იკითხა ბოლოს გაგიმ, თითქოს არაფერი უგრძვნია, მაგრამ თვალებით მაინც რაღაც ეძებდა. - არაფერი, - თქვა ანამ და მზერა მოარიდა,- გარეთ მინდა გასვლა, აქ უკვე სული მეხუთება. თითქოს თემას ცვლიდა. გაგი წამოდგა, ცხენი მოატრიალა. - წამო, თუ არ გეშინია ღამის,- ანამ ზურგზე თხელი ქურთუკი მოიცვა და თავისი ცხენისკენ წავიდა. ზემოთ მთვარე ამოიწია - ხეები ბზინავდნენ და ყოველი ტოტი ისე მოძრაობდა, თითქოს სუნთქავდა. ტყის ბილიკი ნელა ჩადიოდა ხევისკენ. ცხენების ჩუმი ნაბიჯები მიწის ზედაპირზე ფრთხილად ისმოდა და მხოლოდ შორს ჩხრიალებდა წყალი. გაგი წინ მიდიოდა, ხანდახან უკან მოიხედავდა. ანა უკან მიჰყვებოდა და გულში იმ ფიქრს ატარებდა, რომელსაც ხმამაღლა ვერ იტყოდა. ტყის შუაგულში გაჩერდნენ. ბალახზე ნამის ბზინვარება იყო, ქარის მოძრაობით ხეები ერთდროულად ირხეოდნენ. გაგი ჩამოხტა ცხენიდან, იქვე პატარა ნაპრალს შეხედა - ქვემოთ მდინარე იშლებოდა, მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოელვარე. - ეს ჩემი ადგილია, - თქვა ჩუმად,- როცა რაღაც ვერ გამოდის, აქ მოვდივარ. თითქოს ეს ხეები გისმენენ, მაგრამ არ განგსჯიან. ანა ჩამოხტა, ფრთხილად მიაყენა ცხენი ხესთან. - აქ სიმშვიდეა, - თქვა. გაგიმ თავი დაუქნია,- სიმშვიდე კი არა, მარტოობაა. ისევ სიჩუმე ჩამოწვა. შორიდან რაღაცამ ჩაიფრინა, ტოტები ოდნავ შეირხა. ანამ ხელები ჯიბეში ჩაიყო და თითებით ისევ იგრძნო რაღაც. გაგიმ შეამჩნია, როგორ შეეცვალა ანას სახე. - რა მოხდა? - არაფერი,- სწრაფად თქვა. - ეჩვევი აქაურობას? - თუ გგონია, რადგან ნორმალურად გელაპარაკები შევეგუე - ცდები. - მაინც, ვცადე... - ნიკა რომ დამნაშავე არ აღმოჩნდეს, მე რა მელის?- ლოდინის გარეშე ეკითხება, პირდაპირ. - ვერ გავიგე,- დაიბნა უცებ გაგი,- რას გულისხმობ? - არაფერი, დაივიწყე,- წამოდგა ფეხზე ანა,- დავბრუნდეთ, ცივა უკვე. გაგიმ უცნაურად ჩაათვალიერა, მერე ფეხზე წამოდგა, ანამ გვერდით ჩაუარა, მისი ტკბილი სურნელი ეცა ცხვირში, წამით გაინაბა, თვალები მიელულა. - წავიდეთ? - იკითხა ანამ ისევ. გაგი ცხენზე შეხტა. - ხვალ მინდორზე აღარ წახვიდე, - თქვა გაგიმ უეცრად. - საიდან გაიგე რომ იქ ვიყავი?- წარბებს კრავს ანა,- ოღონდ ახლა არ მითხრა რომ მითვალთვალებ, თორე შინ მხოლოდ მე დავბრუნდები. - არა,- გაგის გაეცინა,- ტყეში ვიყავი სანადიროდ და დაგინახე წამოსვლისას. - ზამთარში სანადიროდ ვინ დადის?- გაბრაზდა ანა, ჯერ კიდევ ეგონა რომ მას უთვალთვალებდა. - ანა მეც ადამიანი ვარ და მჭირდება ცოტახნით ყველაფრისგან მოშორება, რადგან მშვიდად გელაპარაკები არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება ფეხებზე ,- გადაატრიალა თვალები გაგიმ. - არ მეგონა ბატონ გაგი ხერგიანს ასეთი სუსტი გული თუ ჰქონდა. - ახლა დამცინი?- ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა ხერგიანმა. ანა გაჩუმდა. აღარაფერი თქვა. მათ ზურგს უკან ტყე ისევ ირხეოდა. დილას ანა სამზარეულოში ჩავიდა, ყავა მოიდუღა. ცოტახნით გასაცივებლად დადგა, სანამ რამე მოიმზადებდა, საშინლად შიოდა, რამდენიმე დღეა ნორმალურად არც უჭამია, უკვე მუცელი ახსენებდა თავს. მეორე ჭიქაც დადგა დარიკოსთვის, ცოტათი ტკბილი. იცოდა რომ ეს არ უნდა ექნა, რომ არ იყვნენ სვანები საერთოდ შეხედვის ღირსები, უბრალოდ ეს ქალი ზრუნავდა მასზე და ანა ამას ხედავდა, არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა, ქალს სადარდებლად სიიც ეყოფოდა რომ თავისი შვილიშვილი ნამდვილ სიყვარულს ვერასდროს გამოცდიდა, რადგან ანას გული სიყვარულისთვის უკვე მკვდარი იყო. - დილამშვიდობისა,- გაისმა გაგის ხმა და იქვე მდგარ ყავის ჭიქას წაავლო ხელი. - მოიცა ეგ...- ანას სიტყვა ჰაერშ გაუწყდა,- ჯანდაბა, ეგ ჩემი იყო. - ასეთ მწარეს როგორ სვამ?- მანჭავს სახეს გაგი,- მაგიტომაც გაქვს მწარე ენა. მეგონა დარიკომ გამიმზადა. - შენით ვერ გაიმზადებ?- აბუზღუნდა ანა,- გქონდეს ეგ და ჩაიყარე თუ გინდა ხუთი კოვზი შაქარი. ხელახლა დაიწყო ყავის მომზადება. - როგორი მწარე ხარ დილიდან, ჯერ არ გიჭამია?- გაგიმ საუბარი მიატოვა ანას მკაცრი მზერა რომ დაინახა. - საქმე არ გაქვს?- მიუბრუნდა დანით ხელში. - ისე მიყურებ, რომც არ მქონდეს, მაინც ვიპოვი რამეს,- უკან იხევს ხერგიანი,- დამჭრი მაგით. - გამკეთებელი ვარ,- უახლოვდება ანა. - მანიაკი ხარ,- ნინო სამზარეულოში შემოვიდა, ანამ თავი დახარა. - ჯერ არ გისაუზმიათ?- მშვიდად იკითხა ქალმა და გარედან მოტანილი თბილი ფუნთუშები მაგიდაზე დაალაგა. - ახლა ვაპირებდი, მაგრამ ვიღაცამ დილიდან ამიმწარა ენა,- ეშმაკურად უმზერს ანას. - ყავას ვაკეთებ, დალევ?- უყურადღებოდ დატოვა გაგის ნათქვამი და ნინოს მიუბრუნდა, თუმცა ქალისგან უარი მიიღო. გაგიმ მინდორში მივდივარო და სამზარეულოდან გავიდა, თან ერთი ფუნთუშა გაიყოლა. სიჩუმე ჩამოდგა. მერე ნინომ ოდნავ ჩაახველა და ჩაი დაასხა. - შენ სულ სხვანაირი ხარ, ანა. სხვანაირად უყურებ ყველაფერს,- დაიწყო ნინომ. - როგორ სხვანაირად? - თითქოს ყველგან პასუხს ეძებ, სადაც სხვები უბრალოდ გაივლიდნენ. ანამ გაიღიმა, მაგრამ შიგნით რაღაც ჩასწყდა. - ალბათ იმიტომ რომ რაღაც კითხვები არ მასვენებენ,- ნინომ თავი დაუქნია და ფანჯარაში გაიხედა. იქით მხარეს მთის ზოლი იდგა - სვანეთისკენ. - ჩემი მხრიდან რომ ჩამოვედი, ეგრე ვფიქრობდი მეც. აქ კი... ხალხი სხვანაირად ცხოვრობს. კითხვებს მალავენ, იმიტომ არა რომ არ იციან, არამედ იმიტომ რომ იციან პასუხს ვერ მიიღებენ და სჯობს არ გაჩუმდნენ. ანას აღარაფერი უთქვამს. - გცივა? - ჰკითხა ნინომ მშვიდად. - ცოტა, - თქვა ანამ. ნინომ პლედი მხრებიდან მოიხსნა და ანას მოაფარა, თმებზე მოეფერა და მშვიდად უთხრა. - ბედნიერება ხშირად მოულოდნელად მოდის, ან ხშირად ცხვირწინ გვაქვს და ვერ ვამჩნევთ ხოლმე,- და სამზარეულოდან გავიდა. ფანჯრიდან ქარი ისევ შემოვარდა და გარედან ცხენის ხმა მოისმა - ალბათ გაგი დაბრუნდა. შორიდან უმზერდა მინდორზე მდგარ უზარმაზარ ცხენს და მასზე ამხედრებულ ბიჭს, გაგი იღიმოდა, თან ვიღაცას ესაუბრებოდა. ბედნიერი იყო, ან უბრალოდ ეს ბედნიერება წამიერი იყო მისთვისაც. *** მთები ღრუბელში იძირებოდნენ. წვიმამ იფეთქა და მერე უცებ გაჩერდა, თითქოს მთელმა სოფელმა ამოისუნთქა. თოვლი დადნა, თუმცა სახლებიდან ნელა ისევ ამოდიოდა კვამლი. ანა დილიდან სამზარეულოში იყო, როცა გარედან კარის ხმა გაისმა. - დარო, მოვედი!- გაისმა მეზობლის ხმა. - შემოდით,- უპასუხა ანამ, ხელები პირსახოცზე შეიმშრალა,- დარიკო გასულია, აქ დაელოდეთ. ნატო, ხანში შესული ქალი, თავზე გადაფარებული შალის თავსაფრით შემოვიდა, ხელში კალათა ეჭირა. - ჩირები მოგიტანე, დარჩენილია ცოტა,- თქვა და კალათა მაგიდაზე დადო. - მადლობა,- რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოწვა, მხოლოდ წვიმის წყალი წვეთავდა სახურავიდან. ნატომ თვალები აქეთ - იქით აატარა და დაბალ ხმაზე თქვა. - დარიკოს ველოდი, რაღაც მქონდა სათქმელი,- ოხრავს ქალი,- სოფელი არ ჩერდება, ალეკოს სახელი მაინც ყველგან ისმის. - რა ხდება?- ინტერესით კითხულობს ანა. - შენ არ უნდა გეუბნებოდე ამას, ღირსების ნიშანი ხარ ხერგიანების სახლში,- აწყვეტინებს ქალი,- მაგრამ წუხელ ის ამბავი მესმოდა... ისევ იმაზე ლაპარაკობდნენ. - ვისზე?- ანა დაინტერესდა. - ალეკოზე, გოგო. შენ აქ ახალი ხარ, კარგად არ გეცოდინება, მაგრამ დარიკოს უთხარი. ვიღაცები ამბობდნენ, დანელიას კი არა, სულ სხვა კაცის ხელი ერია იმ საქმეშიო. ანა გაჩერდა, თითქოს სუნთქვა შეეკრა. ნატომ შეამჩნია და ჩაამატა. - ნუ მიყურებ ასე, მე არაფერი ვიცი. უბრალოდ, ამ დილას ბაზარში რომ ვიყავი, სოსო კაპანაძემ თქვა, იმ დღეს ალეკო მარტო არ ყოფილა იმ მინდორზე. ვიღაცის მანქანაც იყოო, დარიკო გაგიჟდება. ქაიხოსრომაც იცის რაღაცაო, მაგრამ არაფერიც არ იცის. ანა ჩაფიქრდა. - მანქანა? - იკითხა ბოლოს. - ჰო, წითელი ჯიპი. ვიღაც უცხო კაცი მართავდა, იმ საღამოს მერე აღარავის უნახავს. მაგრამ ვის დაეჯერება ამ სოფელში... - ნატომ ამოიოხრა და კალათას ხელი დაადო,- ისე, არც ეგ ნიკა მგონია მკვლელი. ჩუმია, თავის საქმეს მოყვარული ბიჭი იყო, ჩანდა ხოლმე ბაზარშიც სულ, უყვარდა და რა ექნა, მაგრამ... ღმერთმა იცის... ზოგჯერ ჩუმებსაც დიდად უგროვდებათ. შენი ვინ არის ნიკა? - სოსო კაპანაძე ვინაა?- დააიგნორა ანამ კითხვა. - აქვე სოფლის ბოლოს ცხოვრობს, მაგრამ ცოტა ვერაა, სულ სიმართლეს კი არ იძახის,- აფრიალებს ხელს ჰაერში. ნატომ კიდევ ათი წუთი იცადა, მერე დაიბარა დარიკო რომ მოვა, მერე ამოვალო და წავიდა. ანა მარტო დარჩა. მაგიდასთან ჩამოჯდა და ფანჯრიდან გარეთ გაიხედა. წვიმა ისევ წვრილად მოდიოდა. თავში ერთი აზრი ტრიალებდა. „თუ მანქანა მართლა იყო... მაშინ ნიკა იქ მარტო არ ყოფილა." ფეხზე წამოდგა და გზას გაუდგა წვიმაში. ეზოს ბოლოს ორი პატარა ბიჭი თამაშობდა, ტალახში ჩაცუცქულები, ხის ჯოხებით რაღაცას ხაზავდნენ. ანა მიუახლოვდა. ბავშვებმა თავი ასწიეს, ერთი გაიღიმა, მეორე კი გაჩუმდა, თითქოს რაღაცა მოელოდა. სახეზე ხელი აიფარა, პატარა წვიმის წვეთები თვალებში რომ არ მოხვედროდა. - ბიჭებო,- მიმართა ანამ მშვიდად,- სოსო კაპანაძე იცით სად ცხოვრობს? პატარა ბიჭმა, თმა რომ შუბლზე ეფინა, მაშინვე უპასუხა. - მდინარისკენ რომ ჩამოხვალთ, ბებერი თხილი დგას. იქიდან მეორე ჭიშკარია, მწვანე კარით. ეგაა სოსო ბაბუას სახლი. - იქ მიდიხართ თქვენც ხოლმე?- იკითხა ანამ, თითქოს უბრალოდ ინტერესით. ბავშვმა მხრები აიჩეჩა. - არა, ძაღლი ყავს, ყველას უყეფს. მაგრამ კარგი კაცია, ხანდახან თხილს გვაძლევს,- ანამ თავი დაუკრა. - მადლობა, ბიჭებო,- ბავშვები ისევ ტალახში ჩაჯდნენ და თამაში გააგრძელეს, თითქოს არაფერი განსაკუთრებული მომხდარიყო. ანა კი ჩაფიქრებული წავიდა იმ მიმართულებით, საითაც ბავშვმა მიუთითა. ბილიკზე ნამი ჯერ კიდევ ციმციმებდა. ჰაერი მძიმე იყო, მდინარის ხმა შორიდან მოდიოდა, თანდათან უფრო მკაფიოდ და როცა დიდი სათხილე გამოჩნდა, ანა ოდნავ შეჩერდა, წვიმა ნელ - ნელა წყდებოდა და აქა იქ მზის სხივიც მოჩანდა. ჭიშკარი მწვანედ ელავდა შუქზე. ზუსტად ისე, როგორც ბიჭმა თქვა. იქვე ძველი სახელოსნო იდგა, სადაც ადრე იარაღებს ამუშავებდნენ. ახლა ყველაფერი მტვრით იყო დაფარული. კარი შეაღო - სუნი დამწვარი ზეთისას ჰგავდა. გულისცემა აუჩქარდა. სოსო კაპანაძე სოფელში ყველას ახსოვდა - ჩუმი, ცოტა გიჟი მოხუცი, რომელიც სიმართლეს არასდროს ამბობდა და რომელიც ალეკოს სიკვდილის შემდეგ აღარავის ელაპარაკებოდა. ამბობდნენ, იმ ღამეს ისიც იქვე იყო, მდინარის გზაზე. მერე დადუმდა, თითქოს ენა დაეკარგაო. - ბატონო სოსო... - თქვა ჩუმად. მოხუცმა თავი წამოწია, თვალები მოჭუტა. - ანა ხარ? გაგის ქალი? - ჰო,- ოდნავ გაუღიმა, არც დიანტერესებულა საიდან იცნო,- მითხრეს სოსო აქ ცხოვრობსო. - მე ვარ, შვილო. მოდი, დაჯექი,- ანა ფრთხილად ჩამოჯდა კუნძზე. მზის შუქი ბალახზე ირეკლებოდა. სოსომ ნელი მოძრაობით ნაბადი უფრო მჭიდროდ მოიხვია და ისე შეხედა, თითქოს რაღაც უკვე იცოდა, რაც ანამ ჯრ ვერ თქვა. - ამბობენ, ძველი ამბები იცისო, - ჩაილაპარაკა ანამ,- იმ ღამეს, როცა ალეკო მოკვდა... თქვენ ხომ იქ იყავით. გნახეს მდინარესთან. სოსომ ხელი გააჩერა. ტოტი ეჭირა და თითებით აწვალებდა. - ბევრმა მნახა იმ ღამეს, შვილო. - მაშინ მითხარით... როცა ნიკა წავიდა, ალეკო ცოცხალი იყო?- მოხუცი დიდხანს დუმდა. ქარმა ტოტები ააყოლა და ბაღში სიჩუმე ჩამოწვა. - ცოცხალი იყო?- ბოლოს თქვა სოსომ,- იმ ღამეს ერთი ტყვია გავარდა და მერე ცოტა ხანს სიმშვიდე ჩამოვარდა. მკვდარი არ იყო. ანამ სუნთქვა შეიკავა. - და მერე? - მერე ვიღაც კიდევ იყო იქ. მე მაშინვე დავიმალე,- გაიღიმა უცნაურად,- მერე ჩემი შვილი მოვიდა. - შვილი?- წარბები შეკრა ანამ,- თქვენი შვილიც იქ იყო? - იყო,- სულ შეეცვალა მზერა სოსოს,- საფლავზე ვიყავი, მივიტანე ყვავილები... - დაინახეთ ვინ იყო?- ანამ ისევ უკან დააბრუნა თემა, სოსომ თითებში კაკლის ტოტი გააჩერა. მერე ოდნავ გაიღიმა - მწარედ. - ჰო, მე ვიყავი. ღმერთმა არ დაგანახოთ ის ღამე, შვილო. ბნელში კაცის სუნთქვაც კი შიშად გეჩვენება. ანამ ხმა არ გასცა, მხოლოდ უფრო ახლოს მიიწია. - მითხარით, გთხოვთ. მოხუცმა ნაბადი მჭიდროდ მოიხვია და თვალი დახუჭა. - მე იქ მივდიოდი. მდინარესთან ჩემი ძროხა გაიქცა და ვეძებდი. შორიდან გავიგე ჩხუბის ხმა, კაცის ყვირილი და ქალის. ანა შეცბა - ქალის? - კი, ქალის. სიზმარი მეგონა, მაგრამ გეფიცები, ქალის ხმა იყო,- გაჩუმდა, თითქოს რაღაცას იხსენებდა. ანა გაფითრდა. ტუჩები დაეძაბა. - მერე? - მერე მივხვდი რომ იქ აღარ უნდა ვყოფილიყავი. ორი ნაბიჯიც ვერ გადავდგი, ვიღაც იყო კიდევ...- ისევ დააპაუზა,- მერე უკვე თეთრი სინათლე გამოჩნდა... - ნახეთ? ვინ იყო? სოსომ თავი გააქნია. - არ იყო ამ სოფლიდან,- გაიღიმა სოსოსმ. ანა ადგა. ხელები უკან შეეკრა რომ არ დამჩნეოდა კანკალი. ჰაერი თითქოს გათბა, მაგრამ გულში სიცივე შემოვიდა. - და ეს... არავის უთხარით?- სოსომ თვალები ოდნავ მოჭუტა. - ვისთვის უნდა მეთქვა, შვილო? მაშინ ყველა სისხლს ითვლიდა. შენ ხომ იცი - როცა სისხლი დგება, სიმართლე აღარავის აინტერესებს,- სოსომ თვალი დახუჭა. თვალები აუწყლიანდა, მაგრამ არ უტირია. - რა სინათლე დაინახეთ? - თეთრი შუქი იყო, ჩემი გოგო ჩანდა...- ფეხზე დგება სოსო,- ახლაც მეძახის, წამოდი გაგაცნობ. ანა უკან მიჰყვება, შიგნით შედის, თუმცა ოთახი ცარიელია. - ნახე ჩემი გოგო,- იშვერს ხელს სიცარიელისკენ და ანა ხვდება რომ ჭორები მასზე მართალი იყო და სოსო კაპანაძე საღ გონებაზე მართლა არ იყო. - მადლობა, - მხოლოდ ეს თქვა. სოსომ თავი დაუქნია. - ზოგჯერ ყველაზე დიდ ცოდვას ის კაცი ატარებს, ვინც ჩუმადაა. შენ კი ფრთხილად იარე. სიმართლესაც აქვს თავისი ფასი,- ანა კარებში გაჩერდა მის ნათქვამზე, თუმცა უკან აღარ მიუხედავს, მაშინვე გავიდა ეზოდან და სახლისკენ აუყვა გზას. თითქოს დრო გაჩერდა იმ წამს. ჰაერში იდგა ის ერთი სიტყვა, რომელიც ანას გონებაში ჩაეჭედა. „ცოცხალი იყო?” ეს სიტყვა ყველაფერს ცვლიდა. "მაგრამ იქნებ მოიტყუა? იქნებ გიჟია და მოეჩვენა?" გაგის ოჯახიც, ნიკას სახელი, თვითონაც - ყველას შორის რაღაც ფარული ძაფი გაიწელა. ანა ახლა გრძნობდა რომ სიმართლე იმალებოდა სადღაც ახლოს, მიწის ქვეშ, სვანეთის გზისკენ და როცა ქარმა მთისკენ დაუბერა, თითქოს ხმა შემოესმა შორიდან - თბილი, მაგრამ მტკივნეული. ანა შუადღეს დაბრუნდა. გზა აღარ ჩანდა, მხოლოდ შორიდან ციმციმებდა მთვარე, რომელიც მდინარის ზემოდან ამოსულიყო. ეზოში რომ შეაბიჯა, სახლიდან ხმაური მოესმა. კარს მიუახლოვდა და მხოლოდ ამის მერე გაიგო გაგის ხმა. შეჩერდა, ყური დაუგდო. - ჭკუიდან გადამიყვანთ, როგორ თუ არ იცით, სად წავიდა?- გაგი ლამის ყვიროდა და ნერვიულად დადიოდა აქეთ - იქით. - შვილო აქ იქნება, სად წავიდოდა. გაქცევით ხომ არ გაიქცეოდა. - გავაფრენ რომ გაიქცეს, გავგიჟდები,- თმებს ჩააფრინდა ბიჭი. - მოვა, დაელოდე, ნახავ და მოვა,- ისმის დარიკოს ხმა, რომელსაც ვერ გაუგია სად აორთქლდა გოგო. - წავალ, მოვძებნი, აქ ვერ გავჩერდები, იქნებ რამე მოუვიდა,- გაისმა გაგის ხმა და იმ წამს კარიც გაიღო. ანა გაშეშებული იდგა შესასვლელში, მზერა მიაბყრო ანერვიულებულ ბიჭს, გაგიმ წამში ყველაფერი იგრძნო, შიში, მონატრება, ტკივილი, სევდა, სიხარული... - მე...- დაიწყო ანამ თავის მართლება, თუმცა სიტყვა ჰაერში გაუწყდა, გაგის მკლავები რომ იგრძნო გარშემო. ხერგიანი მოუთმენლად ჩაეხუტა, ისე თითქოს უკანასკნელი იყო ეს ჩახუტება. ანა გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას, მის სუნთქვასაც გრძნობდა მხარზე, მომენტებში ბიჭის ტუჩებიც კი ეხებოდა კანზე. - კინაღამ გავგიჟდი,- ესმის გაგის ჩურჩული,- ასე როგორ გამეპარე. - დაბლა ვიყავი,- როგორღაც იღებს ხმას და უკან იხევს. - ასე მეორედ აღარ ქნა,- ოხრავს,- ცხენით იყავი? - არა, ფეხით. სოფლის ბოლოს, მდინარისკენ გავიარე. - რა გინდოდა იქ? იმ მხარეს არაფერი არ არის, სულ ფანჩატურებია და ტყე. - ვიღაცას შევხვდი, - თქვა ჩუმად ანამ,- სოსო კაპანაძეს. - სოსო? რა გინდოდა მასთან? ანა წამით გაჩუმდა. - უბრალოდ... მგონი რაღაც იცის. - იცის კი არა, დღეში სამჯერ ამბავს ყვება, სამივეს სხვადასხვანაირად. ერთი დილას, მეორე საღამოს, მესამე მთვარის ამოსვლისას. გაისმა დარიკოს ხმა, ანამ მზერა გააყოლა კედელზე ჩამოკიდებულ ხალიჩას. - მაგრამ რაც მითხრა, ისე ვერ ვივიწყებ... დარიკომ ჩაიცინა. - ეგეთი რამე ყველას აქვს. სოფელში ერთს რომ მოკლავენ, ათი მკვლელი ჰყავთ. შენ ნუ ჩაყვები მაგ კაცის ამბებში, თორემ მერე შენც ეგეთი გახდები - მთას დაედევნები და ბალახსაც ეჭვით შეხედავ. ანა არ იღიმოდა. - მაგრამ თქვა რომ ალეკო ცოცხალი იყო. დარიკომ შეხედა, თვალებში ოდნავ გაუკრთა შიში და გაბრაზება ერთად. - ეგ რას ნიშნავს? რას უნდა ნიშნავდეს ახლა ეგ სიტყვა?- ბრაზობს ქალი,- ჩემი შვილი სიკვდილის მერე მაინც მოასვენონ! - იმას რომ შეიძლება ნიკა არ იყოს დამნაშავე. დარიკომ ძაფს მაგრად მოუჭირა თითებს შორის. - გოგო, ამ სოფელში იმდენი რამ თქმულა, რომ ყველა სიმართლე სხვას ჰგავს. ნიკა დანელია უკვე მორჩა და გათავდა. ჩემი შვილი აქ არაა და ახლა რომ დაიწყე მოძებნა ეგ რამეს უშველის? - შეიძლება ბევრსაც უშველოს, - თქვა ანამ ხმადაბლა. დარიკომ თავი გააქნია. - ეგეთი სიტყვები აქ ხმამაღლა არ უნდა თქვა. შენ - გაგის ცოლი ხარ. არ გეკადრება. ანა მიხვდა რომ დარიკოს ხმა უფრო შიშს მალავდა, ვიდრე სიბრაზეს. - და მაინც,- ამოილაპარაკა ანამ,- როცა სიმართლე გესმის, გინდა, არ გინდა, გონება აღარ ისვენებს. დარიკომ თავი დახარა. - ეგრეა, შვილო. მაგრამ აქ სიმართლე ისეთია, შენ რომ შეგეხოს, მერე სუნთქვაც გიჭირს. - ეგეც ვიცი,- თქვა ანამ ჩუმად. - არა,- დარიკომ ახედა, თვალებში თბილი სინანული ჰქონდა,- შენ ჯერ არ იცი. ცოტა ხანს ორივე ჩუმად იჯდა. გარედან ქარმა ხის ფანჯარა აამოძრავა. დარიკომ ბოლოს ამოიოხრა. - სოსო კაპანაძე დიდი ხანია მარტო ცხოვრობს. წლების წინ ერთ ღამეს ცოლ - შვილი დაეღუპა, ნუ მომაყოლებ - საშინელი ამბავი იყო, მერე თავი დაკარგა. ვინც ბევრი დაკარგა, იმან სიმართლესაც ვერ არჩევს. - იქნებ, ვინც ბევრი დაკარგა, მხოლოდ ის ხედავს სიმართლეს? - ჩუმად იკითხა ანამ. დარიკო გაჩუმდა. თითებით ძაფის ბოლო აიღო და კალათში ჩადო. და როცა ოთახიდან გავიდა, ანამ ფანჯარაში გაიხედა - მთვარე უკვე მაღლა იდგა, მინდვრებს სინათლე დაეფინა. გონებაში ისევ ის ორი სიტყვა ტრიალებდა: „ცოცხალი იყო." ისევ იგრძნო გულის ძგერა, თითქოს შორიდან ვიღაც უყურებდა. უკან გაგი ედგა, ხმას არ იღებდა, თუმცა არც იცოდა რა ექნა, მისულიყო და დაემშვიდებინა თუ უბრალოდ გატრიალებულიყო და წასულიყო იქიდან. დილა გრილად დაიწყო. *** დილა უჩვეულოდ მშვიდი იყო. თოვლი უკვე გადაეღო და მთის ზურგზე მზე ნელა იძვროდა, თითქოს ფრთხილად ცდილობდა ეზოს არ გაღვიძებოდა. ბუხარში შეშა ღუღუნებდა. ანა პირველად გამოფხიზლდა. ოთახში ცივი ჰაერი ტრიალებდა, მაგრამ ფარდის მიღმა თეთრი ნათება თვალს აჩვევდა სიმშვიდეს. გამუდმებული დაძაბულობის შემდეგ, ეს დილა თითქოს სხვა სამყაროდან იყო. სარკმლიდან გამოიხედა - ეზოში გაგი იდგა, ხელში ნაჯახი ეჭირა და ხის მორებს ჩეხავდა. მშვიდად მოძრაობდა, თითქოს ყოველ დარტყმაში სიმშვიდეს ეძებდა. თოვლი მის გარშემო ნელა იფანტებოდა, ხანდახან ქარი წააქცევდა ერთიანად შეშას, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა. ანა თბილად გაეხვია ნაბადში და კარებთან მივიდა. ცოტა ხანს უყურა, მერე გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. ფეხქვეშ თოვლი ჩუმად ჭრაჭუნებდა. გაგიმ თავი ზევით ასწია, ოდნავ გაეღიმა. - ადრე იღვიძებ, - თქვა მშვიდად, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ანამ მხრები აიჩეჩა. - დილის სიჩუმე მიყვარს. როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს. - აქ ეგ იშვიათია, - უპასუხა გაგიმ და ცული ქვეშ დადო. ანა ხის გროვას მიუახლოვდა. - დაგეხმარო? გაგის გაეცინა, ნამდვილი, ნაზი ღიმილით. - მაგ ხელებით? - თვალით მის თხელ თითებზე მიანიშნა. - ჩემზე ცუდი წარმოდგენა გქონია, - უპასუხა ანამ და დაჩეხილი შეშა ხელებზე დაილაგა,- შეიძლება ფიქრობ რომ არ შემიძლია. მაგრამ ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ და თანაც ძალიან ძლიერი, ასე რომ ვერ ნახავ საქმეს, რომლის გაკეთებაც არ შემიძლია. - შეიძლება ყველაფერში მარჯვე ხარ, მაგრამ როცა აქ ვარ, ასეთ რაღაცებს მე გავაკეთებ,- აჩერებს ადგილზე ანას, მათი თითები წამით ეხება ერთმანეთს. ანას ტანში ჟრუანტელი უვლის, ქვევიდან აჰყურებს რამდენიმე წამით გაგის და უკან იხევს. სიჩუმე ჩამოვარდა. არც უხერხული, არც ცივი - უფრო ისეთი, სადაც სიტყვები აღარ იყო საჭირო. მხოლოდ თოვლის ბზუილი, ბუხრის კვამლი და ორი ადამიანი, ვინც პირველად გრძნობდა რომ სიჩუმე შეიძლება ნუგეშიც იყოს. შიგნიდან დარიკოს ხმა მოესმათ. - ანა, მოდი შვილო, ისაუზმე მაინც! გაგიმ ფრთხილად დახედა. - მიდი, თბილი დალიე. ჯერ კიდევ სუსხია. ანა მიბრუნდა, მაგრამ სანამ შიგნით შევიდოდა, ოდნავ გაჩერდა, თითქოს რაღაცის თქმას ფიქრობდა. შიგნით შესულ ანას ხელები ისევ სითბოს ეძებდნენ. დარიკომ ჩაი ფინჯანში ჩაასხა და თაფლი დაუმატა. - გაცივდები, შვილო, რა გინდოდა იმ თოვლში? ანამ გაუღიმა. - უბრალოდ გავედი. დარიკომ ოდნავ თავი გააქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს - მხოლოდ თეფშზე თბილი პურის ნაჭერი დაუდო. გარედან ისევ ისმოდა დარტყმის ხმა - გაგი აგრძელებდა მორების დაჭრას. გულით თითქოს მშვიდად იყო, მაგრამ როცა ისევ გაისმა ხის გაპობის ბგერა, ვერ მოითმინა და ფინჯანი ფრთხილად დადო. ნელა მივიდა ფანჯარასთან და ისევ გადახედა. გაგი ახლა ქოხის გვერდით იყო. მზესთან ერთად თმებზე თოვლის ფიფქები დნებოდა და წყლის წვეთებად ეშვებოდა წვერამდე. როცა თვალი წამით ასწია და ანას მზერას შეეჩეხა, არ გაუცინია, მაგრამ თვალებში რაღაც ისეთი ეწერა, რასაც სიტყვები ვერ იტყოდნენ - თითქოს ეს წამი უკვე ორივემ იცოდა. მერე, თითქოს უეცრად გადაწყვიტა, ხელი დაუქნია და თითით ბუხრისკენ ანიშნა. ანამ ეს ნიშნად მიიღო. გაგიმ ხელი დაისველა და გვერდით მიუჯდა. სიჩუმე ისევ ჩამოწვა - ახლა კი ის სიჩუმე იყო, სადაც სიახლოვე მოძრაობდა. - დარიკომ ნატოსთან გავალო, ეს ქალი სახლში არასდროს ისვენებს,- ბუზღუნებს გაგი,- ამის გაკეთებაც მე მომიწევს. - ნინოც არაა,- მხრებს იჩეჩს ანა. - კარგი მე ამას არ ვიზამ, დავსხდეთ და დაველოდოთ,- თქვა გაგიმ უცნაურად მშვიდად,- კი მეუბნებოდა დარიკო ადრე, უნდა მოუსმინოო ცომს თუ რაღაც ეგეთი. გაგის სახე დაემანჭა, ანას ჩაეცინა. - შენ ადამიანს არ უსმენ, ცომს რას მოუსმენ, მომეცი მე ვიზამ,- დადგა მის ადგილას. - ვუსმენ, თან ძალიან ბევრს. ანა გაჩერდა და შეხედა. თვალებში არ ეძებდა პასუხს - უბრალოდ, თითქოს ცდილობდა დაემახსოვრებინა მისი ხმა, სუნთქვა, მზერა. - და ახლა ვის უსმენ, გაგი? - იკითხა ჩუმად. გაგი ერთ წამს გაჩერდა. ხელი ისევ ცომზე ჰქონდა და ფქვილი თითებზე მიკრობოდა. მერე ოდნავ გაიღიმა და თქვა. - ახლა შენ გისმენ,- ჰაერი თითქოს უფრო თბილი გახდა. ქოხის გარეთ ქარმა ფანჯრის მინას ფიფქი მიაწება და ჩაიკრა. ცეცხლი ბუხარში ხმადაბლა ჩხაკუნობდა. ოთახში ნელა იღვრებოდა შუქი - ნარინჯისფერი, რბილი, ისეთი რომ თითქოს ყველაფერს ათბობდა, რაც შიგნით იყო. გაგიმ ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბუხარს, ხის ნაჭერი ჩადო და მერე ფრთხილად ჩამოჯდა. ანა მის მოპირდაპირედ დაჯდა, ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოწყობილი, თვალები კი ცეცხლის ალიაზე მიჩერებული. წამები ისე გადიოდა, რომ არცერთს სიტყვა არ დაუძრავს. მერე გაგიმ ჩუმად თქვა. - რაღაც შენში ყველაზე მეტად მაფიქრებს?- ანამ თავი ოდნავ ასწია, მაგრამ არაფერი უპასუხია. - ის, თუ როგორ გიჭირავს თავი. ეს შენი სიჩუმე... ანამ ოდნავ ჩაეღიმა. - იმიტომ, რომ ბევრი რამ აღარ მინდა ვთქვა. დავიღალე. - გეშინია რომ ისევ მოხდება რამე ისეთი ის, რაც კიდევ გატკენს? - არა, - თქვა მან მშვიდად, - იმიტომ რომ აღარაფრის აღარ მჯერა. გაგიმ ფრთხილად გადმოიღო ბუხრიდან წვაანთებული ჯოხი და თითებით ატრიალ ადგილზე, უყურებდა ნელა როგორ იწვოდა. - მე რომ გითხრა, ზოგჯერ ტკივილი არ უნდა აიტანოთქო - გამიგებ?- ანა ჩაფიქრდა. - ალბათ. იმიტომ, რომ თუ არ აიტან, ბოლოს თვითონ შეგჭამს,- გაგიმ თავი დაუქნია, თითქოს ეს პასუხი მოეწონა. - ზუსტად ეგ. ზოგჯერ შენც უნდა აიტანო, ზოგჯერ პირიქით. თორემ წარსული სულ თან გამოგეკიდება. ცოტა ხანს ისევ ჩუმად ისხდნენ. მხოლოდ ცეცხლი ისმოდა, მერე კი ანამ იკითხა. - შენ რამ შეგაშინა ბოლოს? გაგიმ გაოცებულად ახედა, თითქოს ამ კითხვა არ ელოდა. - მე? არ ვიცი, ალბათ უკვე ყველაფერი. - ანუ? - ანუ ადრე ყველაფერი მარტივი იყო. ჩემი მხარე, შენი მხარე. სიმშვიდე იყო, ფეხებზე მეკიდა ყველაფერი და ჰოპ უცებ ახლა აქ ვართ. ახლა კი ვხვდები რომ როცა შენ გიყურებ - მხარე აღარ არსებობს და ეგ მაშინებს. ანა ნელა გადმოიწია, თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ არ იცოდა როგორ. - მგონი აზვიადებ,- ლოყები ვარდისფრად ეღებება ანას. გაგიმ გაიღიმა. ალბათ პირველად იყო ეს ღიმილი გულწრფელი. - იქნებ სულაც არა,- ხმადაბლა ამბობს, საკუთარი თავი თავად ძლივს ესმის. ცეცხლმა ისევ ალი აისროლა. ანამ თვალი დახუჭა. გაგიმ ნელა წამოდგა, ბუხარში კიდევ ერთი მორი ჩააგდო და თქვა: - მიდი დაიძინე, ხვალიდან თოვლი გადაიღებს,- ანამ მხოლოდ ბუხარს შეხედა. ცეცხლის შუქში გაგის ჩრდილი ჯერ კიდევ ჩანდა კედელზე - დიდი, მყარი, მშვიდი. და როცა კარი დაიკეტა, ანამ პირველად ვერ იგრძნო სიცივე. გაგი მუდამ გვიან იძინებდა გვერდით ოთახში, მომენტებშ ანა ნერვიულობდა კიდეც, გაყინულ ოთახში მხოლოდ ერთი საბნის ამარა სძინნავს ხოლმე. ერთხელ ისიც იფიქრა შევალ და ადიელას მაინც მივცემო მაგრამ კარებთან მდგარმა დააპაუზა. გაგიმ თავად გადაწყვიტა იქ დაძინება, მიუხედავად იმისა რომ უკვე დაქორწინდნენ, გაგის უბრალოდ ნამუსი არ აძლევს საშუალებას შევიდეს ოთახში და გოგო აიძულოს მის გვერდით დაიძნოს. ღამით გვიან წვება, მაშინ როცა ყველას სძინავს, დილას კი ადრე დგება, სანამ ყველა გაიღვიძებს. დარიკომ იცის მათი სიტუაცია, თუმცა ვერაფერს ამბობს, მალხაზი კი უკვე რამდენიმე დღეა ნინოსთან ერთად ლენტეხშია. დილამ ჩუმად შემოაღწია სახლში - ისე რომ არავის გაუგია. მხოლოდ ფანჯრის მინაზე მყიფედ დამდგარი ყინვის შრე აებრჭყვიალებინა მზის პირველ სხივს. ბუხარი უკვე ნელ - ნელა ქრებოდა. ცეცხლი ნაპერწკლებად ქცეულიყო, თუმცა ოთახში ისევ თბილოდა. გაგი უკვე ნელ - ნელა იფხიზლებდა თავს. ჩუმად, უხმოდ ადგა, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ოთახის კარი ჩუმად შეარო, დილის შიდის წუთები იყო, მზე ჯერ კიდევ კარგა ხანს არ ამოვიდოდა, ოთახში პატარა ლამპა ენთო, გაგის ეცნო, მისი ბავშობის ლამპაა, ნინომ უყიდა პატარაობისას სიბნელის რომ ეშინოდა მაშინ, ახლა კი ანას ენთო იქვე. კარადა გამოაღო, აიღო ტანსაცმელები, წამით გაშეშდა როცა ანა შეიშმუშნა, გოგო გადაბრუნდა, ჯერ კიდევ ცაზე არსებული მთვარის სხივები აღწევდა ოთახში. გაგიმ იგრძნო, როგორ მოაწვა გრძნობები - დაცვა, შიში, პასუხისმგებლობა, ყველაფერი ერთად. ნაბიჯი წინ გადადგა, თითქოს უნდოდა საბანი ფრთხილად აეწია და მხარზე დაეფარა, მაგრამ შუა გზაში გაჩერდა. ვერ გაბედა. როგორ უნდა შეხებოდა ქალს, რომელიც მისი არც იყო. ფანჯრიდან ცაზე ჯერ კიდევ დაკიდებული მთვარე ჩანდა - თხელი, გამჭვირვალე, როგორც ღამის ბოლო კვალი. გაგიმ ოთახი დატოვა, პერანგი ჩაიცვა, თითები ღილებზე ოდნავ გაუკანკალდა. დაბლა ჩასვლისას, კართან მისულმა კიდევ ერთხელ გახედა. ანა მშვიდად იწვა, გაგიმ ღრმად ჩაისუნთქა. დაბლა ჩავიდა, ისევ შეშისი ჩეხვა განაგრძო, არ იცოდა სხვანაირად მოწოლილი გრძნობები როგორ გაექრო, ვერ ხვდებოდა, ნუთუ მთელი ცხოვრება იმ დანაშაულის გრძნობით უნდა ეცხოვრა რომ გოგო მოიტაცა და აიძულა მისი ცოლი გამხდარიყო? ასე გრძნობების გარეშე უნდა გეტარებინა მთელი ცხოვრება? მორს მორზე ჩეხავდა დაგანზე ყრიდა, თუმცა საკუთარ თავს ვერ ამშვიდებდა. სამზარეულოში დარიკო ხმაურობდა - ჭურჭლის ჩუმი კაკუნით. ანაც უკვე წამოდგა. თმა ჩამოშლილი ჰქონდა. - დილა მშვიდობისა, - თქვა დარიკომ. ანაც მიესალმა ხმადაბლა, გვერდით მიუდგა და მაგიდის გაშლაში მიეხმარა,- მე თვითონ ვიზამ. ხელი გააშვებინა დარიკომ. - იყოს მოგეხმარები, სხვა საქმე მაინც არ მაქვს,- მხრებს იცეჩს ანა და მაგიდაზე ალაგებს ჭიქებს,- ნინო და მალხაზი აქ არ არიან და ამდენი ვისთვის გვინდა? - არ არიან, მაგრამ მიჩვეული ვარ,- დამწუხრებული ამბობს დარიკო,- ნეტავ გაგი სად წავიდა. გარეთ იყო, გაცივდება ეგ ბიჭი სულ გარეთ ბოდიალით. - დავუძახებ,- მოსაცმელს იღებს ანა, ეზოშ გადის, შეშა იქვე ყრია, ნაჯახიც მთელი ძალითაა დარჭობილი მორზე, მაგრამ თავად გაგი არსად ჩანს. თავლაში შედის, ცხენები მშვიდად დგანან, ანა ერთი - ორჯერ ეფერება ცხენს და მეორე კარით ეზოს ბოლოში გადის. გაგი იქვე დგას, რაღაცას აკეთებს, თუმცა ვერ ხედვა რას. - ჯერ ისევ ზამთარია ქალბატონო,- ესმის გაგის ხმა. - შენ გეძებდი, წამოდი, დარიკომ მაგიდა გაშალა. - არ მინდა, მადლობა მოწვევისთვის,- უღიმის და ჩაქუჩს იღებს. - წამოდი,- ხელზე ეხება ანა და უკან ადებინებს,- ერთხელ მაინც ადამიანურად მინდა ვისაუზმო ამ სახლში. - დაჯდები ჩემთან ერთად ერთ მაგიდასთან? - შენ წარმოიდგინე ლუკმაც გადამივა ყელში,- ცხვირს იბზუებს ანა,- წამოდი, ბუა არ ვარ რომ შეგჭამო და ეს ვითომ თავის არიდებები ვერ მეხმარება ვერაფერშ. - არც მიცდია... - აჰ მართლა? დილაობითაც არ იპარები ხოლმე ოთახში? - უბრალოდ არ მინდა გაგაღვიძო. - მგონია რომ ჩემი გეშინია. - სვანეთში სვანისთვის იმის თქმა რომ მეგრელის ეშინია ცოტა არალოგიკურია,- ფხუკუნებს გაგი,- თუმცა რაღაც მომენტში მართალი ხარ. - დამცინი, ხო? - არა, პირველად შემეშინდა რომ გაიქცეოდი,- ანას ღიმილი ნელ - ნელა სახეზე ახმება,- მეორედ კი იმის შემეშინდა რომ სამუდამოდ შეგძულდებოდი. ანა გაჩუმდა, სიტყვა ვერ დაძრა. - მაგის ახლაც მეშინია,- ამატებს ბოლოს და თავს ანებებს საქმეს,- წავიდეთ ვისაუზმოთ, სანამ კარგად მელაპარაკები. სახეზე ღიმილს იბრუნებს, გოგოს მისგან ზურგით აბრუნებს და ოდნავ უბიძგებს. ანას უნდა უთხრას რომ ასე სულაც არ უნდა რომ იფიქროს, რომ ეს სიმართლე არაა, თუმცა სიტყვებს თავს ვერ უყრის, ოდნავ უღიმის და სახლისკენ მიჰყვება. ანა გვერდულად უყურებს გაგის და ამჯერად მის სიტყვებს სხვანაირად აღიქვამს. ადრე მასში მხოლოდ სიმტკიცეს და სიჯიუტეს ხედავდა, მაგრამ ახლა თითქოს ამ სიჯიუტის უკან რაღაც დაღლილობა და შინაგანი ბრძოლა იკითხება. ხვდება, რომ გაგი იმ გარემოს ნაწილია, სადაც გაიზარდა - წესებით, ტრადიციებით, მოლოდინებით - მაგრამ ამ ყველაფერს ბრმად არ მიჰყვება. მისი სიტყვები არ ჰგავს ბრმა გამართლებას. უფრო ჰგავს ადამიანს, რომელიც არჩევანს აკეთებს, თუმცა ეს არჩევანი ყოველთვის მარტივი არ არის. ანა ამჩნევს, რომ გაგი ზოგჯერ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება - თითქოს ცდილობს იყოს ერთგული თავისი ფესვების, მაგრამ ამავე დროს არ დაკარგოს ის, რაც თავად სწორად მიაჩნია. ამ წამს ანასთვის ნათელი ხდება: გაგი მხოლოდ "სვანური წესების" გამოხატულება არ არის. ის უფრო რთულია - ადამიანი, რომელსაც შინაგანად ებრძვის ტრადიცია, პასუხისმგებლობა და საკუთარი გრძნობები. და სწორედ ეს წინააღმდეგობა ხდის მას რეალურად გულწრფელს. *** თოვლი თითქოს მაინც არ ფიქრობდა შეჩერებას. ფიფქები ნელა, მოუდრეკლად ეცემოდნენ მიწას და სახლის სახურავს. თითქოს თვითონ ზამთარი ლაპარაკობდა, ოღონდ ისეთ ენაზე, რომელშიც სიტყვების ნაცვლად მხოლოდ მძიმე სუნთქვას და ჩუმ ტკივილს იგრძნობოდა ადამიანის. სიჩუმე იდგა ოთახში სანამ, გაზზე დადებული ჩაიდნის გუგუნმა არ შეცვალა. ანა და გაგი ერთმანეთთან იმდენად ახლოს იდგნენ რომ ჰაერში დარჩენილი სიტყვებიც კი თითქოს მათი სხეულების შორის იჭედებოდა - უხერხულად, შეყოვნებით, გაუბედავად. გაგი ფანჯარასთან მიყრდნობოდა, თუმცა ჭიქა მაგრად ეჭირა ხელში. თითქოს უემოდიოდ იდგა, მაგრამ თვალებში რაღაც სხვა ეტყობოდა - არა ბრაზი, არა ეჭვი... რაღაც უფრო ღრმა, უფრო უხერხული. - ამ თემას რამდენჯერღა უნდა შევეხოთ... - თქვა ბოლოს, თითქოს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა,- თუ მართლა ვიღაც იყო იმ დღეს იქ...რაღაც არალოგიკურია ჩუმად ყოფნა. მისმა ხმამ ყინულის შეგრძნება დატოვა ჰაერში. - თქვენ თვითონ ამბობთ რომ მთაში ტყუილს არ ამბობენ. რაც ვიცი, იმას ვამბობ,- ანა ცოტა ფერმკრთალი იდგა, მაგრამ თვალები არ დაუხრია. მკერდში თითქოს რაღაც გაეჩხირა, ისე გაუჭირდა ამ სიტყვების მოსმენა. - ზოგჯერ დუმილი ტყუილზე მეტ რაღაცას მალავს, - თქვა ხმადაბლა. მისი სიტყვები ორაზროვნად ჟღერდა,- ზოგჯერ დუმილი უბრალოდ შიშია. გაგიმ თავი ოდნავ გადაწია, თითქოს რაღაც არ მოეწონა. - მე არაფრის მეშინია, - თქვა მტკიცედ. - თავიდან ყველა ეგრე ამბობს. და ბოლოს ნახე - შენც დაკარგე ვიღაც და მეც. გაგიმ თვალები მილულა,- მაშინ მე ბიძას მიწაში ვაწვენდი. - და მე მამას, - უპასუხა ანამ და ეცადა ხმა არ აკანკალებოდა. აი აქ რაღაც გატყდა. გაგი ერთ ადგილზე გაქვავდა. პირველად არ გაუგია, თუმცა არანაკლებ მტკივნეული იყო ამის მოსმენა მესამედაც. ანა რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. თითქოს მისი ახლოს ყოფნა სულს წვავდა. გაგიმ ნელა ამოისუნთქა, მხოლოდ დაძაბულობას გრძნობდა მკერდში. - თავს ნუ იმართლებ, იმიტომ რომ მეც იგივე გადავიტანე და დამიჯერე ჩემზე მეტად არავის უნდა ნიკას პოვნა,- მკაცრად ამოთქვამს ანა,- შენ არც კი იცი რა მოხდა ჩემს ცხვრებაში და ნუ მაიძულებ ისევ ყველაფრის გახსენებას. - არც მიფიქრია, უბრალოდ მაგიჟებს ის ფაქტი რომ შენ ისევ მას იცავ,- ტონს ადაბლებს გაგი. - მე მკვლელებს არ ვიცავ,- ცრის კბილებში ანა,- რანაირად დაგიმტკიცო რომ არ ვიცავ. იმ ადამიანს როგორ დავიცავ ვინც მამა მომიკლა, ასეა თუ ისე, ის მაინც დამნაშავეა, უბრალოდ ის ფაქტი რომ აქ ეჭვი დადის იმ ღამის შესახებ - არ მასვენებს. იქნებ იქ მართლა სხვა ვიღაც იყო? - არ ვიცი, არაფერი არ ვიცი,- ზურგს აქცევს გაგი მას. - მინდა რომ მამას ორმოცზე იქ ვიყო,- გაგის გადადგმული ნაბიჯი უშეშდება. - წახვალ,- ისმის მისი ხმა,- ოღონდ მარტო არა, წაგიყვან. ანა ჩუმად დგას. გრძნობს როგორ ინგრევა შიგნიდან, როგორ იღლება რაღაცების მტკიცებით და როგორ ღლის ეს გარემო. საკუთარ ხელებს დაჰყურებს, შემდეგ კარადის სარკეში საკუთარ თავს, ნორმალური ფერიც კი აღარ შერჩა სახეზე. ისე ჩამოჭკნა რომ თვითონაც ვერ მიხვდა როდის დაკარგა საკუთარი თავი. გრძელ ოქროსფერ თმებს უსვამს ხელს, რამდენიმე ღერი თმა მოჰყვება ხელს და იატაკზე ეცემა. - მგონი ვკვდები, კიბო მაქ,- ეცინება უადგილოდ და სამზარეულოდან გადის. თბილად იცვამს, თავშალს იფარებს და საჯინიბოში შედის, სადაც მშვენიერი წაბლისფერი ცხენი ელოდება დიდი მოთმინებით. მის დანახვაზე ჭიხვინებს. ანას ეღიმება, ნაზად ეფერება, უნაგირს ადგამს და გამოჰყავს. გაგი შორიდან ადევნებს თვალს. ხვდება რომ ახლა გაყოლას აზრი არ აქვს, რომ ერთმანეთის გასაგებად ჯერ დრო არის საჭირო. ანა ცხენს ახტება და დათოვლილი მდელოსკენ იღებს გეზს, სიცივე სახეზე ხვდება, ლოყებს და ცხვირს უწითლებს, თუმცა არ ჩერდება. გონებას უწმენდს ჯირითი. სადღაც შორს რომ გადის სოფლიდან ნელ - ნელა ჩერდება, მაღლიდან გადაჰყურებს მთებს და სოფელს, დათოვლილი თეთნულდიც იმზირება სადღაც შორიდან, გადათეთრებული, მაგრამ მაინც შავად შეღებილი უშბაც თავზე დაჰყურებს მას. ანა დუმს, ფიქრები არეული აქვს, ცრემლები დამშრალი, ენერგია საერთოდ აღარ შერჩა, ას ოთხმოცი გრადუსით შემოტრიალდა მისი ცხოვრება და აქამდე თუ რამე გეგმები ჰქონდა, ახლა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაიყარა, ყველა ოცნება თავზე ჩამოენგრა და დარჩა მხოლოდ ის და მარტოობა. ცხენიდან არ ჩამოდის, რამდენიმე წუთით ჩერდება მდელოზე და შემდეგ წყვეტს დაბლა დაეშვას, სოფლის შემოსასვლელისკენ იღებს გეზს, ხიდზე გადადის და უკვე სოფელში აპირებს შესვლას რომ ეზოდან ცხენზე ამხედრებული ბიჭი გამოდის. ანა კრთება, საბელს ხელს უშვებს, თავს ვეღარ იმაგრებს და მიწაზე ვარდება. მიუხედავად იმისა რომ თოვლში ეცემა - მხარი მაინც სტკივა. - კარგად ხარ?- ესმის ხმა. სახეს ისუფთავებს თოვლისგან რომ თვალებში წესიერად გამოიხედოს, გაჭირვებით იწევა. - მეთვითონ,- ფეხზე დგება ანა და ტანსაცმელს იფერთხავს, მარცხენა ხელი კი ჯერ ისევ სტკივა,- მერამდენედ უნდა მოხდეს ასე. ბურტყუნებს თავისთვის. - ვერ დაგინახე, არ ვიცოდი ვინმე თუ იდგებოდა აქ,- ბიჭი დაბნეული დგას, არ იცის რა გააკეთოს და საერთოდ ამ გოგოს სოფელში პირველად ხედავს,- დაგეხმარები, სად მიდიხარ? მიუდგა უკნიდან როდესაც ანამ ცხენზე ასვლა დააპირა. - ხერგიანების სახლში,- მოკლედ უჭრის და ბიჭის დახმარებით ცხენზე ჯდება. - ხერგიანებთან?- წარბებს კრავს გაკვირვებისგან,- გაგი ხერგიანის სახლში? - კი,- საბელს იჭერს მარჯვენა ხელით. - მიგაცილებ, თან ხელი გტკივა,- ჩაფიქრებული ამოთქვამს და თავის ცხენზე ჯდება. მთელი გზა გოგოს უკნიდან დაჰყურებს და ფიქრობს ვინ შეიძლება ის გაგი ხერგიანისთვის იყოს. - ანა?- ისმის ეზოდან გაგის ხმა,- რა გჭირს? მასთან მირბის და ცხენს ღობეზე აბამს, გოგოს მენჯებზე ეჭიდება და ცხენიდან ჩამოჰყავს, ისე რომ სიტყვის თქმას არ აცდის, ხელში აყვანილი შეჰყავს სახლში და მაშინვე დარიკოს ეძახის. - ვაიმე შვილო,- თავზე იდებს ხელს,- რა დაგემართა? მის წინ მუხლებზე ემხობა და გაწითლებულ ხელს დაჰყურებს. - ჩემი ბრალია,- ისმის კარებში უცხოს ხმა,- ცხენიდან გადმოვარდა. - ანდრია?- დაბნეული კითხულობს გაგი, რადგან საერთოდ არ ელოდა მეგობარს,- როდის ჩამოხვედი? მისკენ მიდის გახარებული და ეხვევა დიდი ხნის უნახავ მეგობარს. - ბოლს როდის გნახე არც მახსოვს,- კიდევ ერთხელ ძლიერ ეხევა გაგი. - წუხელ შუაღამეს. ირინა ამ ბოლო დროს რაღაც ვერ არის კარგად და მარტო ვეღარ დავტოვე, დათოც წასულია ქალაქში უკვე რამდენი დღეა. - გამიხარდა შენი ნახვა,- კიდევ ერთხელ ეუბნება გაგი და ანასკენ ბრუნდება, გოგო ჯერ ისევ შეფუთული ზის ბუხართან,- ხელი ძალიან გტკივა? გინდა ექიმს მოვიყვან. - არა, არ მტკივა ეგრე ძაანაც. მგონი ცუდად დავეცი უბრალოდ,- ოხრავს ანა და მოსაცმელს იხდის რომ დარიკოს საშუალება მისცეს მალამო დაადოს. - შვილო მე მივხედავ, საღამოს უკვე კარგად იქნება,- ამშვიდებს დარიკო. - კარგი,- ჯერ ისევ ანერვიულებული ამბობს,- აღარ დაჯდე მაგ ცხენზე, უკვე მეორედ გადმოვარდი. - გადით თქვენ. ისაუბრეთ, დიდი ხანია არ გინახავთ ერთმანეთი,- უღიმის დარიკო და გაგიც ეზოში გადის ანდრიასთან ერთად. - ვინ არის ეს გოგო?- როგორც კი თვალს ეფარებიან, მაშინვე ახლის სახეში ანდრია. - ჩემი ცოლია. - და მერე არ უნდა...- აპაუზებს ანდრია,- ცოლი? - ჰო,- ხმადაბლა ჰპასუხობს ისევ. - მგონი შევთანხმდით რომ ქორწილში მე უნდა ვყოფილიყავი შენი მეჯვარე, არა?- წუწუნს იწყებს ანდრია. - არა, ყველაფერი სხვანაირად მოხდა,- ოხრავს გაგი,- ალეკო მოკლეს. - ალეკო? ჩვენი ალეკო? ბიძაშენი? - ხო, ნიკა დანელიას მოკლულია. ანა კი მისი ბიძაშვილია. ის ბიჭი რომ ვერ ვიპოვეთ მალხაზიმ ანა წამოიყვანა და დღეიდან შენი ქალიაო გამომიცხადა,- ჯოხით თოვლში იქექება გაგი,- ხოდა ასე ორი კვირაც არაა, რაც ეს გოგო ჩემთანაა. - სიგიჟეა, გოგო მოიტაცეთ? - ზურას და დანარჩენებს საერთოდ ნიკას მოკვლა უნდოდათ, სისხლი სისხლით უნდა გასუფთავდესო გაიძახოდნენ,- ბრაზობს გაგი,- რა ჯანდაბა მექნა, დღემდე არ ვიცი რა მოხდა და ანაც რაღაცებში იქექება, მგონი რაღაც სხვაშია აქ საქმე და ჯერ ვერ ვხვდები ვერაფერს. - შეიძლება ახლა გავჭედო,- თმებში იცურებს ხელს ანდრია,- რა არ მომისმენია, მაგრამ ასეთი რამ არ გამიგია აქამდე. - ადექი და წახვედი ქვეყნიდან, ქალაქელი ბიჭი გახდი და რას გაიგებდი? ამერიკაში არ ხდება ასე,- უბრაზდება გაგი,- სამი წელია წახვედი და სულ ხუთჯერ ველაპარაკეთ ერთმანეთს, ირინა რომ ცუდად არ გამხდარიყო - ვინ იცის როდის ჩამოხვიდოდი. ან თუ ჩამოხვიდოდი საერთოდ. - რაც შენ დაგემართა იგივე რომ არ დამმართნოდა, მაგიტომაც წავედი აქედან,- ბრაზდება ანდრია,- საწყალი გოგო. - იქნებ ჯერ ჩვენზე გვესაუბრა და გოგო მერე შეგეცოდებინა?- წარბებს კრავს გაგი. - გოგო მოიტაცეთ გაგი, ხვდები რაზე ვსაუბრობ? და დიდი ალბათობით ძალით დათანხმდა შენზე ქორწინებას. ამის გამო თბილისში ეგრევე დაგიჭერდნენ. - ახლა თბილისში არ ვართ და ეგ რომ არ გვექნა ახლა მე კი ვერ დამელაპარაკებოდი, ჩემს საფლავზე ამოხვიდოდი დღეს,- ბუზღუნებს გაგი. - აქ ისევ ბნელა? - როდის თენდებოდა ნეტა?- გაგი ფეხზე დგება და ტოტს სადღაც შორს ისვრის,- მოკლედ არ ვიცი. რაც არის არის, ახლა ვერაფერს ვიზამ, ანაც შეეგუა მგონი ყველაფერს. - და ვსო? ანუ ერთად იცხოვრებთ ახლა სიცოცხლის ბოლომდე? სიყვარული? ერთგულება? ნდობა? ეს ყველაფერი არ უნდა არსებობდეს წყვილს შორის? - არ ვიცი, ალბათ ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენს შრის სიყვარული არ იარსებებს, სხვა არ ვიცი რა გავაკაეთო,- მხრებს იჩეჩს გაგი და წამით ანდრიას ნათქვამზე ფიქრდება. - ხვდები არა რომ უბრალოდ ამ კანონების მსხვერპლი ხარ?- წარბებს კრავს ანდრო,- რომ მცოდნოდა, ნეტავ ვინმესგან მაინც გამეგო... - და რას იზამდი?- ეცინება გაგის, მაგრამ ეს უფრო სიმწრის ღიმილია,- კარგი შევეშვათ ამ თემაზე საუბარს, ახლა აზრი არ აქვს, საღამოს ამოდი ჩვენთან. - ჯერ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, თუ შევძლებ მოვალ,- ოხვრით ამბობს ანდრია, ემშვიდობება და ეზოდან გადის. * * * საღამო ადრე ჩამოწვა. თოვლმა ისევ მოუმატა, ახლა უკვე უფრო მსხვილი ფანტელებით მოდიოდა. სახლს გარედან თითქოს მშვიდობა ედგა, მაგრამ შიგნით ის სიჩუმე იყო, რომელიც საერთოდ არ ამშვიდებს ადამიანს - პირიქით, საკუთარ ფიქრებთან მარტო ტოვებს. ანა ბუხართან იჯდა, პლედში გახვეული. ხელი ისევ ოდნავ სტკიოდა, მაგრამ ტკივილი უკვე მეორეხარისხოვანი იყო. უფრო მძიმე ის იყო, რაც გულში ჰქონდა ჩარჩენილი. თვალს ცეცხლს არ აშორებდა, თითქოს იმ ალში პასუხების დანახვას ცდილობდა. კარები ჭრიალით გაიღო. გაგი შემოვიდა. მარტო. რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს. ქურთუკი ჩამოხსნა, სკამზე გადაკიდა და ანას მოპირდაპირედ დაჯდა, თუმცა ისე რომ ძალიან ახლოს არ მისულიყო. თითქოს ისევ ეშინოდა იმ სივრცის, სადაც სიტყვები ერთმანეთს ეჯახება. - ხელი როგორ გაქვს?- მის წინ ჯდება და შეხვეულ მაჯას ნელა ეხება. ანა ოდნავ კრთება, თუმცა ნებას აძლევს დაათვალიეროს. - დიდად აღარ მტკივა. - მგონი ჯობდა მაინც ექიმს ენახა. - ნუ პანიკობ, კარგად ვარ,- ამჟავებული სახით ეუბნება და ხელებს მუხლებზე იდებს. თოვლმა ღამით უფრო იმატა. დილას ეზო უკვე გადათეთრებული იყო. სახლში ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძეს. დარიკო ჩუმად მოძრაობდა, ისე, თითქოს ეშინოდა ზედმეტი ხმაურით ვინმესთვის არ დაერღვია ის მყიფე სიმშვიდე, რომელიც ამ დღეებში თავადაც ძლივს უჭერდა. ანა დერეფანში იდგა, ფანჯრიდან იყურებოდა. თოვლი ისევ მოდიოდა, მაგრამ აღარ უყურებდა - უფრო საკუთარ ფიქრებს უსმენდა. ამ სახლში დღეები ერთმანეთის მსგავსი გახდა: დილით ჩაი, შუადღეს სადილი, საღამოს ბუხართან ჯდომა. სიტყვები აღარ იკარგებოდა, უბრალოდ აღარ ითქმებოდა. გაგი ეზოში გადიოდა და ბრუნდებოდა, თითქოს საქმეს ეძებდა რომ თავი აერიდებინა ზედმეტი ფიქრისთვის. ანასთან საუბარს ვერ ბედავდა და არც ანა ცდილობდა. ისინი ერთად იყვნენ, მაგრამ ერთმანეთთან - იშვიათად. დრო ისე გადიოდა, რომ არავის უკითხავს, რა შეიცვალა. ნიკაზე ხმა აღარავის ამოუღია. თითქოს შეთანხმდნენ რომ სიჩუმე უკეთ დაიცავდა ყველას. დღეები კვირებად გადაიქცა. თოვლი ნელ-ნელა დადნა, გზები გაიხსნა, მაგრამ სიმძიმე სახლში დარჩა. ანამ დაიწყო სახლის საქმეებში ჩართვა. საჭმელს აკეთებდა, სახლს ალაგებდა, ცხენებს უვლიდა. თითქოს ცდილობდა ეჩვენებინა რომ აქ იყო, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს ეძებდა. ნელ - ნელა ალეკოს ორმოცის დღე ახლოვდებოდა და დარიკო სრულიად გადართული იყო ამ პროცესზე. გაგისთანაც ხშირად არ საუბრობდა ანა, მხოლოდ ერთხელ უთხრა, "როცა დრო მოვა, ჩხოროწყუში წაგიყვანო." ორმოცამდე დღეები ხმაურის გარეშე მიდიოდა. ყოველი დილა ერთმანეთს ჰგავდა, საღამოც. თოვლი ხან მოდიოდა, ხან დნებოდა, მერე ისევ ბრუნდებოდა, თითქოს თვითონაც ვერ წყვეტდა, დარჩენილიყო თუ წასულიყო. ანა ნელ-ნელა ჩაერთო იმ ცხოვრებაში, რომელსაც ადრე გვერდს უვლიდა. დილაობით დარიკოს ეხმარებოდა, მერე ეზოში გადიოდა, ცხენს უვლიდა. ზოგი დღე ისე გადიოდა რომ არავისთან უთქვამს იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო. სიტყვები აქ ზედმეტად ითვლებოდა. გაგი თავის საქმეში იძირებოდა. ხან ტყეში მიდიოდა, ხან სოფლის საქმეებს აგვარებდა. ხან ანდრიასთან იყო. სახლში დაბრუნებული ჩუმად იყო. ღამით ბუხართან იჯდა ხოლმე და ცეცხლს უყურებდა. თითქოს ელოდა რომ ანაც გამოვიდოდა ოთახიდან, დაუჯდებოდა წინ და ერთ სიტყვას მაინც ეტყოდა, მაგრამ ანა ან ოთახში იყო, ან უბრალოდ საჯინიბოში რჩებოდა გვიანობამდე. დარიკო ხშირად აძლევდა შენიშვნას გაგის, რომ გოგოს საქმე არ იყო ცხენების მოვლა, რომ გაცივდებოდა და სჯობდა სახლში დარჩენილიყო, თუმცა გაგის ანასთვის რა უნდა ეთქვა, როდესაც დღეები ისე გადიოდა, რომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთს საერთოდ ვერ ნახულობდნენ. ზოგჯერ ანა გრძნობდა რომ სოფელი აკვირდებოდა. არა ხმამაღლა - ფანჯრებიდან, გზიდან, ჩუმი მზერებით. თითქოს ელოდნენ, როდის მოეშლებოდა, როდის ვერ გაუძლებდა. მაგრამ არაფერი ხდებოდა. და ეს „არაფერი" ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. დარიკო იშვიათად ლაპარაკობდა. როცა ლაპარაკობდა, თითქოს ყოველთვის ერთსა და იმავეს უბრუნდებოდა. - დრო ყველაფერს თავის ადგილას აყენებს, ოღონდ სანამ დააყენებს, ბევრს ითხოვს. ანა ამას უსმენდა და ხვდებოდა რომ დრო აქ მკურნალი არ იყო - მხოლოდ მსაჯი. ალეკოს ორმოცის თარიღი შეუმჩნევლად ახლოვდებოდა. - ამოვალ,- უთხრა ბოლოს ეზოში მყოფმა ანდრიამ და მხარზე ხელი დაარტყა,- უბრალოდ იცოდე, რასაც არ უნდა ფიქრობდე, მარტო არ ხარ. გაგიმ თავი ოდნავ დაუქნია. მეტი აღარ უთქვამს. სახლში რომ დაბრუნდა, ანა ისევ ბუხართან იჯდა. ცეცხლი მშვიდად ენთო, მაგრამ ოთახში სითბო ვერ ავსებდა იმ სიცარიელეს, რომელიც ამ დღეებში გამუდმებით იდგა. დარიკო სამზარეულოში იყო, რაღაცას ალაგებდა, თითქოს ხელით მუშაობა ფიქრებს ამცირებდა. გაგი ცოტა ხანს ჩუმად იდგა კართან. ანას შეხედა - ისე, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო. - დარიკო,- თქვა ბოლოს,- ცოტა ხნით გამოდი. ქალმა თავი ასწია, ანას შეხედა და მერე გაგისკენ წავიდა. ანა მარტო დარჩა, მაგრამ მათი ხმა მაინც ესმოდა ჩუმი, დაძაბული. - ჩხოროწყუში უნდა წავიდეთ,- თქვა გაგიმ პირდაპირ. დარიკო წამით შეჩერდა. მერე ნელა გადაისვა წინსაფარი ხელზე. - ორმოცზე?- ჰკითხა ისე, თითქოს პასუხი წინასწარ იცოდა. - ჰო. - იციან სხვებმა?- ისევ მშვიდად, მაგრამ უკვე უფრო ფრთხილად. - ჯერ არა. დარიკომ ამოისუნთქა. იმ ამოსუნთქვაში ბევრი რამ იყო - შიში, დაღლა და რაღაც ძველი გამოცდილება, რაც სიტყვებში ვერ ეტეოდა. - ადვილი არ იქნება, გაგი. - ვიცი. - მალხაზი რას იტყვის? გაგიმ მხრები ოდნავ აიჩეჩა. - რასაც ყოველთვის. ამ დროს ეზოში ნაბიჯების ხმა გაისმა. კარი გაიღო და მალხაზი შემოვიდა. ქურთუკი ჯერ არ გაეხადა, თოვლის ნაფიფქები ისევ მხრებზე ედო. ზურაბი უკან მოჰყვა - უფრო ჩუმი, უფრო დაკვირვებული. ოთახში უცებ სხვა ჰაერი დადგა. - რა ხდება?- იკითხა მალხაზმა, მზერა ჯერ დარიკოს მოავლო, მერე გაგის. გაგიმ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. - ჩხოროწყუში მივდივართ. ორმოცზე. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ისეთი სიჩუმე, რომელიც ხმაურზე მძიმეა. მალხაზმა წარბები შეკრა. - ვინ მიდის? - მე და ანა. ზურაბმა თვალი გადაჰკრა ანას, მერე ისევ მალხაზს შეხედა. ხმა არ ამოუღია, მაგრამ აშკარა იყო - ელოდა მის რეაქციას. - გოგო?- თქვა ბოლოს მალხაზიმ, დაბალი ხმით,- იქ რა ესაქმება? გაგიმ ხმა არ აუწია. არც შეეცადა თავის მართლებას. - მამის ორმოცია. - და მერე?- ზურაბიმ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, - სისხლის სანაცვლოდ მოიყვანე ეს გოგო და ახლა იმ ხალხში უნდა ატარო? იცი, სოფელი რას იტყვის? - სოფელი ყოველთვის ლაპარაკობს,- მშვიდად უპასუხა გაგიმ,- დღესაც ილაპარაკებს, ხვალაც. და ის ხალხი ანასთვის უცხო არ არის. მალხაზი ჩაერია, ოდნავ შერბილებული ტონით. - ზურაბ, მძიმე დროა. გოგოსაც თავისი აქვს გადასატანი. - მე არ ვამბობ რომ არ აქვს,- შეუბრუნდა მალხაზის,- მაგრამ აქ ყველაფერი თავის წესით უნდა იყოს. გაგიმ პირველად შეხედა მამას პირდაპირ თვალებში. - წესებით ცხოვრებამ აქამდე მიგვიყვანა,- მალხაზმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ კბილები ოდნავ შეაჭირა ერთმანეთს. - შენი სახლია,- თქვა ბოლოს,- შენი სიტყვაა. მაგრამ იცოდე, რასაც აკეთებ - არასწორია. - ჩემი სახლია, ჩემი ცოლი და მე თვითონ გადავწყვეტ,- უპასუხა გაგიმ,- არ მიკითხავს აზრი, უბრალოდ გაგაფრთხილეთ რომ მივდივართ. ანა ამ დროს ნელა წამოდგა. ხმა არ ამოუღია, მაგრამ მისი დგომა უკვე საკმარისი იყო. გაგიმ ხელი გაუწოდა. არ მოუჭერია - უბრალოდ მის გვერდით დადგა. და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველასთვის გასაგები გამხდარიყო. ამ გზაზე ანა მარტო აღარ მიდიოდა. *** დილა ყინვით დაიწყო. ისეთი დილა იყო, ჰაერი ჯერ კიდევ არ იძვროდა და ხმებიც ფრთხილად ედებოდა სოფელს. ანა ფანჯარასთან იდგა და ეზოს უყურებდა. თოვლი აღარ მოდიოდა, მაგრამ მიწა ისევ თეთრი იყო. ბუხარი ჯერ არ ენთო. სახლში სიგრილე იდგა, თუმცა ანას არ სციოდა. ამ დღეებში სიცივე სხეულზე ნაკლებად ეხებოდა - ყველაფერი შიგნით ჰქონდა გაყინული. დარიკო ადრე ადგა. სამზარეულოში წყალს აცხელებდა, ნინო ჭურჭელს ალაგებდა. მისი მოძრაობები ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის - გამიზნული, აუჩქარებელი. სახლში საჭმლის მომზადებას აზრი აღარ ჰქონდა, ან ყველა ცალ - ცალკე ჭამდა, ან არადა უბრალოდ სახლში არ იყვნენ. - დღეს ბაზარში წავალ, - თქვა მოკლედ დარიკომ, - რაც გვინდა, უნდა ვიყიდო. ანა თავს უქნევს. ეზოდან ხმები შემოესმა. კაცების საუბარი, ნაბიჯები, თოვლის ჭრიალი. ანამ ფარდა ოდნავ გადასწია და ზურაბი დაინახა, კიდევ ორი კაცი და ცოტა მოშორებით - გაგი. ლაპარაკობდნენ, მაგრამ არაფერი ესმოდა. გაგი უფრო მშვიდი ჩანდა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. როცა სახლში შემოვიდა, ანა ისევ ფანჯარასთან იდგა. - დღეს ხალხი ბევრი იქნება სოფელში,- თქვა მან, ქურთუკის გახდისას,- ორმოცს ყველა ელოდება. - ვიცი,- უპასუხა ანამ. მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა. ისეთი სიჩუმე, რომელიც აღარ იყო უხერხული. უბრალოდ არსებობდა. - კვირას ადრე გავალთ,- დაამატა გაგიმ,- გზას დრო უნდა. ანა პირველად მიბრუნდა და პირდაპირ შეხედა. არ ელოდა გაგი ამას პირდაპირ თუ ეტყოდა, თავად უნდოდა მარტო წასვლა. - ერთად? გაგიმ თავი დაუქნია. - ერთად. ანამ იგრძნო, როგორ ჩასწყდა რაღაც მკერდში - არა სიმშვიდისგან, უფრო იმისგან რომ ყოველ დღე ელოდება გაგი რაღაც ისეთს იზამს, რაც გულს ატკენდა, რაც გაახსენებდა რომ "მკვლელის" ნათესავია და აქ სისხლის სანაცვლოდ არის, მაგრამ არა. გაგი თითქოს ივიწყებს ამ ამბავს, უბრალოდ ისე უყურებს, როგორც ნაცნობს, როგორც მეგობარს, როგორც ცოლს. დღე ნელა მიიწურა. დიდი აურზაური იყო გარშემო, ეს დღე სვანების იყო, ამიტომაც ანა ცდილობდა დიდად თვალში არ მოხვედროდა. რაც არ უნდა ემტკიცებინა, ის მაინც მკვლელობის გამოსასყიდი იყო იქ, ამიტომაც მისი დანახვა დიდად არავის ესიამოვნებოდა. სვანეთში ორმოცი უბრალო დღე არ არის. ეს ის დროა, როცა გარდაცვლილის სული ჯერ კიდევ ახლოსაა - სახლსა და ეზოს შორის, კედლებსა და კართან ჩამოკიდებულ სიჩუმეში. მაგიდები სავსე იყო პურით, ხორცით, ღვინით - მაგრამ ეს სიუხვე სიხარულისთვის არ იყო. თითოეულ სადღეგრძელოში ტკივილი ისმოდა, თითოეულ სიტყვაში - მოგონება. კაცები დაბალ ხმაზე ლაპარაკობდნენ, ზოგჯერ ერთბაშად ჩუმდებოდნენ, თითქოს რაღაცას უსმენდნენ, რაც სხვებს არ ესმოდათ. ქალები ჩუმად მოძრაობდნენ, თეფშებს ალაგებდნენ, ღვინოს ასხამდნენ, და მათი ნაბიჯებიც კი ფრთხილი იყო - თითქოს ხმაურს ერიდებოდნენ. ანა შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს. გრძნობდა, როგორ ეწეოდა ეს სიჩუმე შიგნით - მძიმე, დამთრგუნველი, ისეთი, რომელიც ადამიანს არ უშვებს. და ამ სიჩუმეში ყველაზე მძაფრად იგრძნობოდა ერთი რამ - აქ ჯერ არაფერი იყო დამთავრებული. საღამოს ეზოში გავიდა, ცხენს მიუახლოვდა. ნაზად გადაუსვა ხელი კისერზე. ცხენმა თავი შეარხია, თითქოს გრძნობდა მის მდგომარეობას. ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ანა ცოტა ხნით მაინც არ ფიქრობდა. სოფელში ხმები მატულობდა. ხალხი მოდიოდა და მიდიოდა. ზოგი უყურებდა პირდაპირ, ზოგი - გვერდულად. ანამ ეს მზერები უკვე იცოდა. ისინი აღარ აყენებდნენ ტკივილს, უბრალოდ ახსენებდნენ, რომ აქ ყველაფერი სხვას ეკუთვნოდა და თვითონაც იმ დანაშაულის საზღაურად იყო ის, რაც არ ჩაუდენია. ალეკოს საფლავზეც იყო გასული შორიდან, გულში ათასი ბოდიში მოიხადა, თუმცა დამძმებულ სხეულს მაინც ვერ უშველა. როცა ბნელი ისევ ჩამოწვა, ანა ბუხართან ჩამოჯდა. ცეცხლს უყურებდა და პირველად ამ დღეების განმავლობაში თავი ისე იგრძნო, თითქოს რაღაცის მოლოდინში იყო. უხაროდა უკან დაბრუნება, თუმცა რა სტატუსით ეს უკვე ცალკე სადარდებელი იყო, ან სოფელში როგორ შეხედავდნენ მას, ეს საერთოდ უკანა პლანზე ჰქონდა გადაწეული, თუმცა ყველაფერი აფიქრებდა, იმიტომ რომ იქ დედა მარტო ჰყავდა დატოვებული და ვინ იცის ქალის გული რამდენ ტკივილს ატარებდა თან. ღამე უჩვეულოდ მშვიდი იყო. ქარი არ ქროდა, ფანჯრები არ ჭრიალებდა. თითქოს მთელ სოფელს ეძინა, ან უბრალოდ სუნთქვას აკონტროლებდა. ანას დიდხანს არ დასძინებია. ბუხრის ცეცხლი უკვე ქრებოდა ნელ - ნელა. იმ სუსტ ალში რაღაც ნაცნობს ხედავდა - არა მოგონებას, არამედ დაუსრულებელ ფიქრს. დარიკო ადრე დაწვა. თქვა, დილა მძიმე იქნებაო და ძალა მჭირდებაო. ანა მარტო დარჩა ოთახში, პლედში გახვეული, ფეხები მუხლებზე შემოეწყო. სიჩუმე აქ უკვე აღარ იყო ცარიელი - სავსე იყო ტკივილით, სევდით, მონატრებით. გაგი გვიან შემოვიდა. კარი ფრთხილად მიხურა, თითქოს ეშინოდა ხმამაღლა შემოსვლის. ანამ მაშინვე იგრძნო მისი ყოფნა, მაგრამ არ მოუხედავს. - არ გძინავს? - იკითხა ჩუმად. - არა,- უპასუხა ანამ,- ვერ დავიძინე. გაგი ბუხართან ჩამოჯდა, ცოტა მოშორებით. ცეცხლს შეხედა, მერე ხელები ერთმანეთს გადაუსვა, თითქოს სიცივისგან, თუმცა ოთახი ცივი არ იყო. - იქ ბევრი ხალხი იქნება, - თქვა ბოლოს, - შეიძლება რაღაცეები თქვან, გაგრძნობინონ, ცუდად შემოგხედონ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციო. - ვიცი, - ისევ მშვიდად უპასუხა ანამ, - იცი რა მაინტერესებს... დააპაუზა ანამ, გაგის მზერა რომ იგრძნო წამით დაიბნა, ბიჭი ისე ინტერესით უყურებდა. - ასე კარგად რატომ მექცევი?- გაგი ოდნავ დაიბნა,- მე ხომ აქ სისხლის სანაცვლოდ ვარ, მკვლელის ნათესავი, ასე კარგად რატომ მექცევი? - როგორ გინდა რომ მოგექცე?- დაბნეული ჰპასხუობს გაგი. - არ ვიცი, მაგრამ ასე კარგად არა,- გაგის ოდნავ ეღიმება. მერე რამდენიმე წამი გაჩუმდა, თითქოს გადაწყვიტა, რაღაც ეთქვა და არ იცოდა, როგორ. - რაც არ უნდა მოხდეს, - თქვა ბოლოს ნელა, - შენ გვერდით ვიქნები. ანამ პირველად შეხედა. არ ეღიმებოდა. არც თვალები აუწყლიანდა. უბრალოდ უყურებდა და ცდილობდა გაეგო, რას ნიშნავდა ეს სიტყვები სინამდვილეში. - გვერდით დგომა რთულია, - თქვა ბოლოს, - მარტო ყოფნაზე რთული. - ვიცი, - უპასუხა გაგიმ, - მაგრამ მაინც. მეტი აღარ უთქვამთ. არც იყო საჭირო. ზოგჯერ სიტყვები მხოლოდ აფუჭებს ყველაფერს. ცოტა ხანში გაგი ადგა. - დაიძინე, - უთხრა, - დილას ადრე უნდა ადგე. ანამ თავი დაუქნია. როცა მარტო დარჩა, ცეცხლიც საბოლოოდ ჩაქრა. ოთახი ჩაბნელდა, მაგრამ სიბნელეს არ შეუშინებია. თვალები დახუჭა და პირველად ამ დღეების განმავლობაში ძილმა ისე მოიცვა რომ სიზმარი არ უნახავს. კვირა დილა მძიმედ დაიწყო. დარიკო სამზარეულოში უკვე ფეხზე იყო. სახეზე არაფერი ეტყობოდა, მაგრამ თვალებში იმ ქალის სიმტკიცე ედგა, რომელმაც იცოდა, რომ ეს დღე უბრალოდ დღე არ იყო. - ჩაი დალიე, - უთხრა ანას, - გზაში არ შეგცივდეს. ანა ჩუმად დაჯდა მაგიდასთან. ხელები ფინჯანს შემოაჭდო, სითბო იგრძნო. გარეთ ეზოში ხალხის ხმები ისმოდა - ვიღაც მოდიოდა, ვიღაც მიდიოდა. ჩვეულებრივი სოფლის დილა იყო, მაგრამ ყველა ხვდებოდა რომ ჩვეულებრივი არაფერი იყო. გაგი შემოვიდა, უკვე ჩაცმული. ანას შეხედა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. - მზად ხარ? - ჰკითხა. ანა წამოდგა. - ჰო. ეს "ჰო" მოკლე იყო, მაგრამ მტკიცე. გარეთ გასვლისას ჰაერი სახეში შეეგება. ცივი იყო, მაგრამ სუფთა. ანამ ეზოს მოავლო თვალი - სახლს, ღობეს, იმ გზას, რომლითაც მალე უნდა წასულიყვნენ. პირველად არ იგრძნო რომ გარბოდა. მშვიდად იყო, მაგრამ ვაი რომ არ იცოდა რამდენ ხანს გასტანდა ეს სიმშვიდე. გაგი მის გვერდით იდგა და ამ დგომაში უკვე იგრძნობოდა რომ წინ მოლოდინზე მძიმე დღეები ელოდათ. სახლამდე მისვლა ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. გზა გაიწელა, თითქოს არადა არ დასრულდა, გზაში თითქმის არ უსაუბრიათ, გაგის რამდენჯერმე დაურეკეს და ეგ იყო. სოფელი ახლა უფრო სხვანაირი ეჩვენა, ანამ ეზოსთან მიახლოებისთანავე იგრძნო, როგორ შეიცვალა ჰაერი. საუბრები არ შეწყვეტილა ერთდროულად, მაგრამ თითქოს თითო სიტყვა თავის დროზე ჩაწყდა. ხმები დაიშალა, დარჩა მხოლოდ მზერა. სოფელი უყურებდა. ზოგი პირდაპირ, დაუფარავად. ზოგი გვერდულად, თითქოს არაფერს ამჩნევდა, მაგრამ თვალს მაინც ვერ აშორებდა. ეს იყო ის მზერა, რომელიც არ გკითხავს, როგორ ხარ - უბრალოდ შეგახსენებს, რომ შენს ტკივილს უკვე ისტორია აქვს. ანა წინ მიდიოდა. მხრები გამართული ჰქონდა, ნაბიჯი - მტკიცე. ასე დადიოდა ბავშვობაშიც, როცა ეზოში გამოდიოდა და ყველა იცნობდა. ახლა კი თითქოს იგივე ადგილი იყო, მაგრამ თავად იყო სხვა. გაგი ერთი ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა. არ ცდილობდა გვერდში ამოდგომას ყველას თვალწინ. იცოდა - აქ ყველაფერს თავისი დრო და ფორმა ჰქონდა. მაგრამ თვალს არ აშორებდა ანას ზურგს, მის მოძრაობას, მის სუნთქვას. ჭიშკართან ანა წამით შეჩერდა. ხელი რკინის ცივ სახელურს დაადო. ეს შეხება ისეთი ნაცნობი იყო, რომ გულში რაღაც მოეჭიმა, მაგრამ სახეზე არაფერი დასტყობია. ღრმად ჩაისუნთქა, კარი გააღო და თითქოს ისევ ბავშვობაში შეაბიჯა. თუმცა საერთოდ არ ჰგავდა აქაურობა იმ ადგილს, როგორიც ბავშვობაში იყო. არც მამა დახვედრია ჭიშკართან და არც დედა უღიმოდა კარებთან. პირიქით, ყველას მზერა მასზე იყო, ყველას ჩურჩული ესმოდა და უკვე ეგონა რომ გიჟდებოდა. - ღმერთმა მშვიდობით მოგიყვანოს, შვილო, - გაისმა ვიღაცის ხმა ღობესთან. ანამ თავი ოდნავ დაუქნია. პასუხი არ გაუცია. სიტყვები ზედმეტი იყო. სახლში შესვლისთანავე სუნი დაეცა - ძველი ავეჯის, ხის იატაკის, იმ სახლის სუნი, სადაც მამა ცხოვრობდა. ანამ მზერა გააყოლა კედლებს, კარებს, თითქოს თითოეულში რაღაცის ამოცნობას ცდილობდა. გულში ისევ მჭიდროდ ჩაჯდა ის შეგრძნება რომ დაბრუნება ყოველთვის ყველაზე ძნელი ნაწილია. გაგი ჩუმად დადგა გვერდით. ქურთუკი გამოართვა, სკამზე ჩამოკიდა. კარი მიხურა რომ გარედან ხმები აღარ შემოსულიყო. ეს პატარა მოძრაობები არავის შეუმჩნევია, მაგრამ ანამ იგრძნო და ცოტათი დამშვიდდა. ოთახში რომ შევიდნენ, ანა შუაში გაჩერდა. თითქოს არ იცოდა, სად უნდა დამჯდარიყო. მისი იყო სახლი, მაგრამ ახლა არჩევანის გაკეთება უჭირდა. გაგი წინ წავიდა, სკამი გამოსწია, ფანჯარასთან ახლოს - სადაც მეტი ჰაერი იყო. - აქ დაჯექი, - ჩუმად თქვა. ანა დაჯდა. ხელები მუხლებზე დაიდო. არ აძლევდა საკუთარ თავს წაქცევის უფლებას. გაგი გვერდით დადგა. არ დამჯდარა. თითქოს მზად იყო ნებისმიერ წამს რამე გაეკეთებინა. გარედან ისევ ისმოდა ხალხის ხმა, მაგრამ უკვე უფრო შორიდან. თითქოს ეს სახლი დროებით გამოეყო სოფელს. გაგი ისევ იქ იდგა. მზერა ანას არ აშორებდა, მაგრამ არც აკვირდებოდა ზედმეტად. უბრალოდ იყო. როცა დაინახა, რომ ანას მხრები ოდნავ დაეძაბა, ხელი ნელა, თითქმის შეუმჩნევლად დაადო მის ზურგს - არა დასამშვიდებლად, არამედ დასაყრდენად. ანას არ შეუხედავს. არც მიყრდნობია. უბრალოდ იცოდა რომ იქ იყო ვიღაც, ვინც მარტო არ დატოვებდა. და ეს ცოდნა საკმარისი აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ გაეძლო. დედას ელოდებოდა, თუმცა მაკა მხოლოდ ცოტახნის შემდეგ გამოჩნდა ოთახი, საერთოდ არ ელოდა თუ ანა იქ დახვდებოდა. სანამ მიუახლოვდა სახიდან გაკვირვება არ მოსცილებია. ანა წამით გაშეშდა. ფეხზე წამოდგა, მაგრამ ნაბიჯები ძლივს გადადგა. მაკა ოთახში შემოვიდა და გაჩერდა. არც ჩახუტება უცდია, არც სიტყვა უთქვამს. უბრალოდ იდგა და უყურებდა. გაგიმ მაშინვე იგრძნო რომ ეს სივრცე მას აღარ ეკუთვნოდა. ანას შეხედა, მერე მაკას, მერე უხმოდ გადადგა ნაბიჯი უკან. - მე ეზოში ვიქნები, - თქვა მოკლედ. ანამ თავი ოდნავ დაუქნია. მადლობა არ უთქვამს, მაგრამ თვალებში რაღაც შეეცვალა - თითქოს იცოდა რომ ალხა ყველაზე კარგი მათი მარტო დატოვება იყო. კარი დაიხურა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ეს უკვე სხვა სიჩუმე იყო. არა სოფლის, არა უცხოების - არამედ საკუთარი. მაკამ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. - როგორ გაიზარდე, - თქვა ბოლოს. ხმა ოდნავ აუკანკალდა,- ასე ცოტა დროში სულ სხვანაირი გახდი. ანა პასუხს ვერ პოულობდა. უყურებდა დედის ხელებს - უფრო გამხდარი ჩანდა, ვენები უფრო მკვეთრად ჩანდა კანზე. უცებ მიხვდა რომ ამ ქალმაც მარტო გაატარა ეს დრო. მაკას თითები ოდნავ შეირხა, თითქოს უნდოდა შეხებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. ჰაერში გაჩერებული ეს მოძრაობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ანამ ყელი მოიჭირა - იმდენი უთქმელი რამე იყო მათ შორის რომ ვერ ხვდებოდა, საიდან დაეწყო. ოთახში ძველი სუნი იდგა - ნაცნობი, ბავშვობიდან შემორჩენილი. კედლებიც კი თითქოს იმავე ამბებს ინახავდა, რაც მათ. ანა ისევ ჩუმად იდგა. მხოლოდ თვალები შეეცვალა - დაღლილი, მაგრამ რბილი. იმ წამს ორივე მიხვდა რომ დიდი დრო გასულიყო, მაგრამ რაც მათ შორის იყო, არსად წასულა. - შენც... - თქვა ბოლოს ანამ და გაჩერდა. დედა მიუახლოვდა. სკამი გამოსწია და დაჯდა ანას წინ. არც ძალიან ახლოს, არც შორს. - დაჯექი კარგად, - უთხრა მშვიდად, - გზამ დაგღალა. ანა დაჯდა, მაგრამ სწორედ ამ მოძრაობაში იგრძნო, როგორ დაუცდა სხეულს ძალა. თითქოს აქამდე ფეხზე რაღაც ეჭირა და ახლა ნელა გაუშვა. - როგორ ხარ? - ჰკითხა დედამ. ეს კითხვა იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც ანას შიგნით რაღაც ჩაოანგრია. თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ცრემლი არ გადმოვარდნია. რამდენიმე წამი ჩუმად იჯდა, მერე თავი დახარა. - არ ვიცი, - თქვა ბოლოს, - მართლა არ ვიცი. დედამ ხელი გაუწოდა, მაგრამ არ შეხებია. თითქოს ელოდა, ანა თვითონ თუ გადადგამდა ნაბიჯს. - მამა... - დაიწყო ანამ და ხმა გაუწყდა. დედამ თვალები დახუჭა. წამით. მერე ისევ გაახილა. - ვიცი, - თქვა ჩუმად, - ვიცი. აი აქ რაღაც დაიძრა. ანამ თავი ხელებში ჩარგო. სუნთქვა აუჩქარდა, მხრები აუკანკალდა. ჯერ ისევ ცდილობდა გაკონტროლებას, მაგრამ ძალა აღარ ჰყოფნიდა. ცრემლები ნელა ჩამოუვიდა, თითქოს დიდი ხანი ელოდნენ ამ წუთს. - იქ რომ ვიდექი... - ამოთქვა ბოლოს, - ყველა მიყურებდა... და მე ვეღარ ვხვდებოდი, ვის სახლში ვიყავი. დედა წამოდგა. ამჯერად აღარ დაიცადა. ანას გვერდით ჩამოჯდა და ხელი მხარზე დაადო - ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში აკეთებდა, როცა ღამით ეშინოდა. - სახლში ხარ, - თქვა მტკიცედ, - სადაც არ უნდა ყოფილიყავი, აქ ყოველთვის სახლში იქნები. ამ სიტყვებმა ანა საბოლოოდ გატეხა. დედა უფრო მჭიდროდ მოეხვია. არაფერი უთქვამს. იცოდა რომ სიტყვები ახლა ზედმეტი იყო. რამდენიმე წუთი ასე ისხდნენ. როცა ანამ ოდნავ ამოისუნთქა, ჩუმად თქვა. - არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა. დედამ თმაზე ხელი გადაუსვა. - ახლა ეს არ არის მთავარი, - უთხრა, - მთავარი ის არის რომ ცოცხალი ხარ და კარგად ხარ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ანამ თვალები დახუჭა. პირველად იგრძნო რომ ტკივილი მარტო მისი აღარ იყო. გარეთ ეზოში გაგი იდგა. არ იყურებოდა ფანჯრისკენ. უბრალოდ ელოდა. და პირველად ამ ყველაფერში, ლოდინს მნიშვნელობა ჰქონდა. მაკამ ანას თმაზე კიდევ ერთხელ გადაუსვა ხელი, მერე ოდნავ მოშორდა, თითქოს აძლევდა უფლებას თვითონ გასულიყო. - ცოტახნით ჰაერზე გადი, - უთხრა ჩუმად. ანამ თავს დაუქნია. ფეხზე წამოდგომისას წამით ეირხა, მაგრამ თავი შეიკავა. კარი ნელა გააღო და ეზოში გავიდა. ჰაერი ცივი დახვდა, სველი მიწის სუნით გაჟღენთილი. ეზო ნახევრად სავსე იყო ხალხით - ზოგი საუბრობდა, ზოგი ჩუმად იდგა. ანამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სწორედ მაშინ იგრძნო, როგორ მოაწვა სიმძიმე მკერდზე, თითქოს სუნთქვას ვინმე უხილავი ხელით უმოკლებდა. გაგი კიბესთან იდგა. როგორც კი ანა დაინახა, მაშინვე მიუახლოვდა. არაფერი უკითხავს. - აქ ცივა, შიგნით არ სჯობს? - თქვა ბოლოს. ანამ ოდნავ გააქნია თავი. - არა... ცოტა ხნით აქ ვიქნები. გაგიმ თავი დაუქნია. ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს დადგა. - თუ დაგჭირდები... ანამ შეხედა. სიტყვები აღარ იყო საჭირო. უბრალოდ თავი დაუქნია, მაგრამ სწორედ ამ მოძრაობაში იგრძნო რომ რაღაც შიგნით საბოლოოდ ჩამოიშალა. ხმები ერთმანეთს შეერია. ეჩვენებოდა რომ ახლა მთელი სოფელი მას უყურებდა, ყველა მასზე საუბრობდა, ის ჩურჩული, რომელიც არსაიდან ისმოდა გონებას ურევდა, ანადგურებდა და შიგნიდან კლავდა. თუმცა ვერ ხვდებოდა საიდან მოდიოდა, თითქოს მხარზე ჩამომჯდარი ეშმაკი თავად განაგებდა ყველაფერს და გოგოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. - გაგი... - ამოთქვა ძლივს. ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა. გაგიმ უბრალოდ მხრებზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა. ანა რაღაცას ბუტბუტებდა, თუმცა ვერ ხვდებოდა ხერგიანი რას გულისხმობდა. - მე აქ ვარ, - უთხრა ჩუმად, თითქმის ყურში. ანა ვეღარ იდგა. თავი ოდნავ დაეყრდნო მის მხარს. არ ტიროდა - უბრალოდ ცუდად იყო, ძალიან ცუდად. გაგიმ ხელი უფრო მჭიდროდ შემოხვია, მეორე ხელი ზურგზე დაადო და ისე დააყენა რომ ხალხის მზერა ცოტათი ჩამოშორებოდა. - დამეყრდენი, - უთხრა მშვიდად, მაღლა აზიდა გოგო, იგრძნო მისი სუნთქვა კანზე და დაიძაბა, მეორე ხელით ანა კისერზე მოეჭიდა. გაგის ახლა უფრო უჭირდა მოძრაობდა, სუნთქვა დაუმძიმდა, გოგოს წელზე შემოჰხვია ხელი,- მოეშვი, ნუ ხარ დაძაბული, ასე უკეთ ისუნთქებ. ანამ თვალები დახუჭა. პირველად ამ დღის განმავლობაში აღარ უცდია თავის შეკავებას. მთელი სიმძიმე ერთიანად ჩამოაწვა - დედის ხმა, მამის სახლი, სოფლის მზერა, ყველა უთქმელი სიტყვა. სხეული დაუმძიმდა, გაგიმ წამებში აიტაცა ხელში და უკანა ეზოდან შეიყვანა სახლში. გრძნობდა მის დამძიმებულ, ტკივილით სავსე სხეულს. და ამ ყველაფერში მხოლოდ ერთი რამ იგრძნობოდა ნათლად - რომ ახლა, ამ წამს, მარტო აღარ იყო. *** ანასთვის ის უფრო მძიმე იყო რომ ახლა მამის საფლავზე იდგა თუ ის რომ აქ, სოფელში იმ ადამიანთან ერთად ჩამოვიდა ვინც ყველას სძულს ვერ ხვდება. წესით თავადაც უნდა სძულდეს, თუმცა გაგი უბრალოდ ჩუმად დგას და უსიტყვოდ ასრულებს თავის მოვალეობას. ანას უბრალოდ სიტყვის თქმაც კი არ სჭირდება. - წვიმს,- ხმადაბლა ესმის მისი ხმა. უკნიდან აფარებს თავისივე მოსაცმელს და თავშალს უსწორებს,- დიდხანს ნუ დავრჩებით, გაცივდები. და ანას კიდევ აბრაზებს მისი ეს მზრუნველობა. თვალის კუთხიდან ცრემლი სდის, ხედავს ნელ - ნელა ხალხი როგორ იფანტება. თუმცა ის, დედამისი და გაგი მაინც ყველაზე ბოლოს მიდიან. თითქმის სამ საათს ატარებენ სასაფლაოზე, მაკა სანთელს ანთებს, ალაგებს მიტანილ საჭმელს. ღვინოს და ჭიქებსაც იქვე დებს, რაღაცას ბურტყუნებს ლევანის სურათთან ჩამუხლული, შემდეგ ფეხზე დგება. ანას მხარზე ხელს ადებს, სახლში მალე მოდიო ეუბნება და გზას ნელა მიუყვება. გაგი იქვე ახლოს დგას, თავის დახრით აცილებს მაკას და შემდეგ ცოლს უმზერს შორიდან. ანა ნელა უახლოვდება სასაფლაოს, მუხლებზე დგება ქვასთან, სურათს ხელს უსვამს და ხმადაბლა ლაპარაკობს, თუმცა გაგის არ ესმის მისი სიტყვები. ათი წუთის შემდეგ რომ ანა საეჭვოდ იხრება, ნელა უახლოვდება, მხრებზე ეჭიდება და ფეხზე აყენებს. ხვდება რომ რთულია მისთვის, თანაც ძალიან, და უკვე დღეს მეორედ - ჰგონია რომ ხელებში ჩააკვდება ნერვიულობისგან. - წავიდეთ,- ხმადაბლა ეუბნება, ანა უარის ნიშნად თავს აქნევს,- ძალით წაგიყვან იცოდე და მამაშენსაც ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ცუდად ხარ უკვე. - ცოტახანიც... - ანა, გთხოვ,- ხმა ეცვლება გაგის, მკლავებზე უკეთ ეჭიდება და ხელში იყვანს,- ასეთი ჯიუტი შვილი რომ არ გაგეზარდათ ახლა ბევრად მარტივი იქნებოდა ცხოვრება. ოხრავს გაგი და ძლივს აკავებს მის მკლავებში აფართხალებულს. თუმცა ხელს არ უშვებს, ეზოდან გადის და სახლის გზას მიუყვება. - დამსვი, მძიმე ვარ,- ბუზღუნებს ანა და ზურგზე ხელს ურტყამს,- დამსვითქო, სირცხვილია, ხალხია. გაგი ჩერდება, მიწაზე სვამს, თუმცა მარტო მაინც არ ტოვებს. ხელს უცურებს მაჯაზე, თითებს ერთმანეთშ ხლართავს და ისე მიჰყავს. ანა მთელი დღეა დამუნჯებულია მისი ქმედებების გამო და ვეღარ გაუგია საერთოდ კომენტარი გააკეთოს თუ არა. - შენი ოთახი რომელია. - მეორე, შუაში,- ბუზღუნებს ანა. გაგი პირდაპირ ოთახში შედის, საწოლზე სვამს და კარადაში იწყებს ქექიალს. - მგონი კარგი იქნება შენს ტანსაცმელებს თუ წავიღებთ. ახლა ესენი ჩაიცვი, სულ სველი ხარ,- აწვდის ტანსაცმელებს და იქვე დაკეცილ პირსახოცებიდან ერთს იღებს,- პატარა ბავშვივით იქცევი. - თავი დამანებე, არ მინდა შენთან ლაპარაკი. - მადლობას ასე მიხდი?- წარბებს კრავს გაგი. - რისთვის გადაგიხადო მადლობა,- სიბრაზე აწვება ანასაც, ხვდება რომ ახლა ნერვების კონტროლი ძალიან უჭირს. - კარგი, დამშვიდდი. გამოიცვალე და დაბლა ჩამოდი,- კარებს უხურავს და ოთახში მარტო ტოვებს, ანა ცოტახნით ისევ გაბრაზებული დგას, შემდეგ აბაზანაში შედის. გაგი კიბეებს ნელა მიუყვება, მისაღებში ჩერდებ,ა რადგან ფანჯარასთან მდგარ მაკას ხედავს. - ასე უვლი ჩემს შვილს?- ქალის ხმა იმდენად მძიმეა რომ გაგი წამით იბნევა და ვერც იაზრებს მის ნათქვამს,- ცუდადაა, თანაც ძალიან. - ვიცი, ვხედავ და ვცდილობ დახმარებას უბრალდ არ ვიცი რა გავაკეთო,- კეფას იქექავს გაგი,- მეც ისევე მსხვერპლი ვარ ამ ყველაფრის როგორც ანა, უბრალოდ მართლა არ ვიცი როგორ დავეხმარო, მას თითქმის არ ვიცნობ და არც მაძლევს გაცნობის საშუალებას. - ხო, ის ასეთია. არ დაგიჯდება და ლაპარაკს არ დაგიწყებს, არც არაფერს გეტყვის და არც არაფერს განიშნებს,- ეღიმება ოდნავ მაკას,- ის ჩემი შვილია, მე გავზარდე და ძალიან კარგად ვიცნობ, თუმცა ახლა შენი ჯერია რომ ის გაიცნო. რადგან შენთან დარჩა, პასუხისმგებლობაც შენ უნდა აიღო ყველაფერზე. არ ვიცი რას იზამ და როგორ, ან ანას როგორ მოუბრუნდება გული ამ ყველაფერზე თუმცა მიხედე მას, ქმრის სიკვდილს ვუყურე და შვილის სიკვდილსაც ნუ მაყურებინებ. გაგი არაფერს ეუბნება, ხედავს როგორ ლანდივით გადის ქალი მისაღებიდან, კიბეს აჰყურებს ქვემოდან და ვერც იაზრებს ისე მიუყვება ისევ ანას ოთახისკენ. კარზე აკაკუნებს, თუმცა პასუხს არავინ სცემს, ოდნავ იჭყიტება და ცარიელს რომ ხედავს შიგნით შედის, საწოლზე ჯდება. ანაც მაშინვე გამოდის აბაზანიდან თმების მშრალებით. - შემეშინდა,- ამბობს დაზაფრული,- მეგონა წახვედი. - დაბლა ვიყავი, დედაშენს ველაპარაკებოდი. - ისევ ლექციების კითხვა დაგიწყო, ხო? ნუ მოუსმენ, სულ ეგრე იცის ხოლმე. - სულაც არა, რაღაცაზე ვისაუბრეთ,- ხელით ანიშნებს მოდიო და ანაც უახლოვდება,- რაღაცები მითხრა შენზე. - რა ილაპარაკა?- პირსახოცს ართმევს და თმის გამშრალებას იწყებს, ანა იმდენადაა ჩართული მასთან საუბარში რომ ვერც იაზრებს გაგის მოქმედებებს. - მითხრა რომ თურმე ძალიან ჯიუტი ყოფილხარ ბავშობაშიც. - კიდევ? - საიდუმლოა. - დამცინი? - არა, მაგრამ საიდუმლოა,- მხრებს იჩეჩს გაგი,- ამას სანამ ბოლომდე არ გაიშრობ - გარეთ არ გახვალ. - ნუ დაიწყე დედაჩემივით,- ატრიალებს თვალებს ანა,- გავიშრობ. ეთანხმება ბოლოს და უჯრიდან თმის საშრობს იღებს. - მშია, თანაც ძალიან რომ გაიშრობ მერე რამე ვჭამოთ. - ნუ მომეწებე ტკიპასავით, წადი და რაც გინდა ის ჭამე,- მტკიცედ აცხადებს ანა. - აქ არავის ვიცნობ სხვას, ამიტომ არ მოგშორდები. თანაც შენ ჩემი ცოლი ხარ,- წარბებს ათამაშებს გაგი,- ხომ იცი ქალებმა როგორ იციან ხოლმე, დაიწყებენ მერე ჭორაობას... - არ მაინტერესებს,- ატრიალებს თვალებს გაბრაზებული,- და საერთოდ როდიდან დაიწყე ჩემთან საუბარი? შემეშვი, ნერვების მოშლის მეტს არაფერს აკეთებ. - სულაც არა, უბრალოდ ვცდილობ სხვანაირად შევხედო ყველაფერს. - არ არის საჭირო,- ტრიალდება მისკენ,- ეს ტკბილი საუბრები ვერაფერს შეცვლის და არც წარსულს დაგვავიწყებს რომელიმეს. - ნუ ხარ ჩაციკლული რაღაცებზე. - ჩაციკლული მე კი არა, შენ ხარ. ზუსტად მაგიტომაც ვართ ახლა მე და შენ ცოლ - ქმარი,- ბრაზდება ანა. - როგორი აგრესიული ხარ. - რამე მოგაწევინეს? - არა, უბრალოდ. - დამღალე,- ოხრავს და სარკისკენ ბრუნდება. თმის გამშრალებას რომ ასრულებს უსიტყვოდ გადის ოთახიდან. ეზოში შეკრებილ ხალხს ესალმება და გაგის საერთოდ ივიწყებს. - ნერვებს გაგლეჯს, ხო?- ესმის გაგის გვერდიდან ხმა, ბიჭს აშკარად არ იცნობს. - ვიცნობთ ერთმანეთს?- წარბებს კრავს ხერგიანი. - მე მეზობელი ვარ, ანას ბავშვობიდან ვიცნობ,- იღიმის უცნაურად და ხელს ართმევს,- მეგობრები ვიყავით, ლაშა. - გაგი,- ხელს ართმევს, თუმცა საერთოდ არ ესიამოვნა ეს ტიპი. - გავიგე რაც მოხდა და საერთოდ არ არის სასიამოვნო შენი გაცნობა,- ტუჩს აწვალებს ბიჭი,- ასეთ ნაბიჭვრულ საქციელს არ ველოდი. - რა ტონია? ან შენ საერთოდ რა შუაში ხარ ამ ამბავში? - გავბრაზდი და ახლაც ვბრაზობ, მხეცები ხართ, ხალხი კი არა. ვბრაზობ კიდეც ანას ამ ნაბიჯზე,- მხრებს იჩეჩს და სიგარეტს უკიდებს,- ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. - მგონი დაგავიწყდა რომ ანა ჩემი ცოლია,- მთლიანად მისკენ ბრუნდება,- რამე ხომ არ გეშლება? იცოდე ვის როგორ უნდა ელაპარაკო. - თქვენთვის ესწავლებინათ თავის დროზე ელემენტარული,- წარბებს უწევს ბიჭს. გაგის სიბრაზე უკვე ყელში უჭერს. ეს ბიჭი უკვე ძალიან აღიზიანებს და ის თუ როგორი თვალებით უმზერს ანას საერთოდ აგიჟებს, თანაც ამ ყველაფერს მისივე თვალწინ აკეთებს. - სცენების მოწყობას არ ვაპირებ, მაგრამ შემდეგში მთელი ვერ გახვალ აქედან,- სისინებს დაბალ ხმაზე. ჰაერს ღრმად ისუნთქავს და მალევე სცილდება. კარებთან მაკას ხედავს, სთხოვს რაღაც ყუთების გადალაგებაში დახმარებას და ისიც დიდი სიამოვნებით ეხმარება, რათა გაბრაზება ცოტა გადაუვიდეს. დღე ისე გაიწელა, აღარც დაღამდა. გაგი არ ჩერდებოდა - ერთ ხელში სკამი ეჭირა, მეორეში ყუთები. ხან მაგიდა გადაჰქონდა და უსიტყვოდ ასრულებდა ყველაფერს, მაკაც არ ზოგავდა, ამატებდა და ამატებდა საქმეს, თითქოს ამით ჯავრს იყრიდა მასზე. გაგი ყველას ელაპარაკებოდა მოკლედ, თავშეკავებით. თითქოს საქმეში იძირებოდა რომ ფიქრები ჩაეხშო. მაგრამ რაც უფრო ცდილობდა ყურადღება სხვაგან გადაეტანა, მით უფრო ამჩნევდა იმას, რაც დილიდან აწუხებდა. ლაშა სულ სადღაც ახლოს ტრიალებდა. ერთხელ ჭიშკართან დაინახა, მეორედ - სამზარეულოს მხარეს. ყველაზე მეტად კი ის აწუხებდა, როგორ უყურებდა ანას. არაფერს აკეთებდა აშკარად, არ ეკარებოდა, მაგრამ მზერით ისე ჭამდა, თითქოს მთელი ეზო და ხალხი მხოლოდ ფონი იყო და მისთვის მხოლოდ ანა არსებობდა. ჭკუიდან შლიდა უკვე ეს ბიჭი და რომ შესძლებოდა დაუფიქრებლადაც კი მოკლავდა. - ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა?- იკითხა თავისთვის,- იდიოტი. არ წყვეტდა ბობოქრობას გაგი. დრო და დრო თვალს აწვდენდა ანას. ერთ მომენტში დაინახა, ანა ეზოს კუთხეში გასულიყო. ლაშა მის წინ იდგა, ზედმეტად ახლოს. ანა თავდახრილი იდგა, უსმენდა. ბიჭი მშვიდად ელაპარაკებოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. გაგი მაშინვე არ მისულა. მაკამ დაუძახა - გადმომაწოდეო - და გაგიმ ნივთებს ისე შეავლო ხელი, ლამის შემოეკუჭა. მერე კიდევ ერთხელ დაინახა. ანა რაღაცაზე უხერხულად უღიმოდა. საღამოსკენ ხალხი ცოტა გათხელდა. ჰაერი გაცივდა. ეზოში ხმაური შედარებით ჩაწყნარდა. გაგი ეზოს ბოლოს გავიდა. და მაშინაც დაინახა - ისევ ერთად იდგნენ, კაკლის ხის ქვეშ. ანას მკლავები გულზე ჰქონდა შემოხვეული, დაღლილი ჩანდა. ლაშა პირდაპირ მის წინ იდგა და რაღაცას ეუბნებოდა. ზედმეტად ახლოსაც კი. გაგი ნელა მიუახლოვდა. - ანა,- თქვა ისე რომ ორივეს გაეგონა. ანა შეხტა. ლაშამ კი მხოლოდ მშვიდად მოაბრუნა თავი. - გაგი...- ანა დაიბნა,- მოდი, ვსაუბრობთ, გაგაცნობ თან. - მაგას ვიცნობ უკვე,- თქვა გაგიმ, დაბალი ხმით,- რა ხდება? ლაშას ტუჩზე ირონიული ღიმილი გაეკრა. გაგის ხმაში გაღიზიანება ეპარებოდა. ანას ვერ გაეგო როდის მოესწროთ ერთმანეთის გაცნობა. - ვსაუბრობთ, ბავშვობას ვიხსენებთ. - დღეს?- წარბებს კრავს გაგი,- მთელი დღეა აქ ვარ, ხან რა მოხდა და ხან რისი გაკეთება მომიწია და მაინც ვხედავ რომ მთელი დღა ჩემს ცოლს უკან დაჰყვები. - გაგი, ნუ...- ანამ სცადა ჩარევა. - არა, ანა,- არ მოუშორებია მზერა ლაშასთვის,- მითხარი, რა გინდა. ლაშამ მხრები აიჩეჩა. - ერთად გავიზარდეთ და რა პრობლემა გაქვს რომ მეგობარს დაველაპარაკო?- ტუჩს აწკლაპუნებს ლაშა,- თავს მარტო გრძნობდა. გაგის დაეფიცება რომ ასეთი გამაღიზიანებელი ბიჭი ცხოვრებაში არ უნახავს და რომ უკვე მზადაა თავყბა გაუერთიანოს. - მარტო?- გაგიმ სიტყვა გაიმეორა,- სანამ მე მის გვერდით ვარ, ის მარტო არ იქნება. - სცენას ნუ აწყობთ,- ჩუმად თქვა ანამ. გაგის სიტყვა ყელში გაეჩხირა. - ვეხმარებოდი უბრალოდ, არაფერი ისეთი. სიჩუმე ჩამოვარდა. გაგიმ ნელა გადაყლაპა ნერწყვი. - ანას ახლოს აღარ გაეკარო. არც დღეს, არც ხვალ. მეზობელი თუ ვინცა ხარ - შენი ადგილი ამ დროს ჭიშკარს გარეთაა. სხვა დროს ცუდად დავასრულებთ. ანა შუაში ჩადგა. - გაჩერდით! ხალხია აქ. ახლა არა. ანა მკერდზე მიაწვა გასაჩერებლად. აჰყურებდა დაზაფრული, თვალებში დაღლილობა და რაღაც დამალული ტკივილი იდგა. ლაშამ ნელა ამოისუნთქა. - მე წავედი,- გვერდი აუარა ორივეს და ეზოდან გავიდა. გაგი კი ანას წინ დარჩა, ხელები დაჭიმული, თვალები სიბრაზით და ეჭვით სავსე. - ახლა მეტყვი,- ჩუმად თქვა,- რა იყო ეს? ანა თვალს არ უსწორებდა. ღრმად ჩაისუნთქა და გაგიმ პირველად იგრძნო რომ ეს უკვე მხოლოდ ეჭვიანობა აღარ იყო. რაღაც ბევრად უფრო მძიმე იდგა მათ შორის. გაგი ანას წინ იდგა, თვალებში ჯერ კიდევ ბრაზი ედგა, მაგრამ შიგნით უკვე სხვა რაღაც იძვროდა - შიში, რომელიც არ უნდოდა ეღიარებინა. ანა რამდენიმე წამი უყურებდა ისე, თითქოს ფიქრობდა, საერთოდ უნდა ეთქვა თუ არა. - არაფერი მომხდარა, მაკამ დამინახა და დაიწყო ცუდად ხარ და ფერი არ გადევსო სახეზე. ხოდა ამან უბრალოდ წყალი მომაწოდა. - მეტი არაფერი?- გაგის ხმა უცებ შეიცვალა,- და მე რატომ არ მითხარი? - იმიტომ რომ არ მინდოდა,- ცივად უპასუხა ანამ,- საქმე გქონდა და არ იყო არაფერი საშიში, არ მინდოდა შენი შეწუხება. თან ცუდად არ ვარ, უბრალოდ მშიოდა. ნუ იცით გაბუქება ყველაფრის. გაგის ყბა დაეჭიმა. - ანა, შენ ჩემი ცოლი ხარ, უნდა შემაწუხო,- ოხრავს გაგი,- ფრჩხილიც რომ გეტკინოს უნდა მითხრა, არ მინდა ვიღაც ვიღაცებისგან ვიგებდე რომ ცუდად ხარ. და აუცილებლად მიხვალ ექიმთან, არ არის ეს ნორმალური უკვე, მერამდენე დღეა ასე ხარ. ანას მწარედ გაეცინა. - კიდევ რომ გიკვირს,- ამოიბუტბუტა ხმადაბლა,- შენი ცოლი ვარ, კი. იმიტომ რომ სხვა გზა არ დამიტოვე. ეგ არ დაგავიწყდეს. ეს სიტყვები პირდაპირ გულზე მოხვდა. მაგრამ გაგის უკან არ დაუხევია. - რაც იყო, იყო,- მოკლედ მოუჭრა,- ახლა იმაზე ვლაპარაკობ რომ ცუდად გახდი და მე არაფერი ვიცოდი. - არ გავმხდარვარ ცუდად, რამდენჯერ გითხრა, კარგად ვარ,- ანას სახე გაფითრებული ჰქონდა, მაგრამ მაინც ჯიუტად იდგა. გაგის თვალებში ისევ გაკრთა ბრაზი, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე. - მე უნდა ვყოფილიყავი აქ,- თქვა ხმადაბლა. - მაგრამ არ იყავი,- დაუბრუნა ანამ. რამდენიმე წამი ერთმანეთის თვალებში უყურებდნენ. ორივე ჯიუტი. ორივე არ თმობდა, გაგი კიდევ რამდენიმე წამით უყურებდა, ეს მზერაც საკმარისი იყო, მაშინვე ხელში რომ აეტაცებინა. - გამიშვი,- მაშინვე თქვა მან,- კარგად ვარ. - კარგად არ ხარ,- მკაცრად უთხრა გაგიმ. - ვარ - მეთქი!- ჯიუტად გაუმეორა,- არ მჭირდება შენი დახმარება. - გჭირდება,- კბილებში გამოსცრა მან. ანა ცდილობდა ხელი დაეხსნა. - ნუ მეხები ასე, გაგი. ხალხია აქ. - ხალხი არ მაინტერესებს. - არ ვარ შენი ნივთი რომ აი ასე ამიყვანო და წამიღო სადაც გინდა! ეს უკვე ხმამაღლა თქვა. რამდენიმე ადამიანი შემობრუნდა კიდეც. გაგის თვალებში რაღაც შეიცვალა. ერთი წამით თითქოს უკან დახევას აპირებდა, მაგრამ შემდეგ ისევ გამკაცრდა. ანა ძირს ჩამოსვა. - ნივთი არ ხარ,- თქვა დაბალი, მძიმე ხმით,- მაგრამ ჩემი ცოლი ხარ და თუ ცუდად ხარ, მე მოგხედავ. თუ რამე გინდა, ამასაც მე მივხედავ. ოღონდ ვიღაც გამოსირებულები არ მჭირდება შენს გვერდით, რომლებიც იმასაც ვერ ხვდებიან რომ დაქორწინებული ხარ. - არ წამოვალ!- ჯიუტად დაუბრუნა. გაგი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - ანა, არ გამამეორებინო. - შენ ყოველთვის მაძალებ,- კბილებში გამოსცრა მან,- ერთხელ მაინც მკითხე, რა მინდა. - ახლა არ არის დრო ეგ თემები გავიხსენოთ, – მოუჭრა,- ფეხზე ძლივს დგახარ. - თვითონ შევალ,- მაინც თქვა, ცხვირი აიბზუა და ზურგი აქცია,- არ მჭირდება შენი დახმარება. ანა გაჩუმდა. რამდენიმე წამი მხოლოდ მისი სუნთქვა ისმოდა. - ვერ გიტან, როცა ასე იქცევი,- ჩუმად თქვა. - მეც ვერ გიტან, როცა ყველაფერს მარტო აკეთებ,- დაუბრუნა პასუხი. ეზო გადაკვეთეს. ხალხი ჩუმად უყურებდა. ლაშაც ჭიშკართან იდგა, თვალს არ აშორებდა. გაგის განზრახ არ შეუხედავს. ანამ ოთახის კარი შეაღო, გაბრაზებული მიდგა ფანჯარასთან და დახურა. ოთახში ცივი ნიავი აღარ დაქროდა. მხოლოდ ორი ბრაზით სავსე სხეული იყო. - არ მჭირდება შენი გმირობა. - ეს გმირობა არ არის,- მშვიდად უთხრა,- ეს პასუხისმგებლობაა. გაიგე უკვე რომ მონსტრი არ ვარ. - შენ თვითონ აირჩიე ეგ პასუხისმგებლობა,- ჩუმად უპასუხა. - ჰო, - დაუფიქრებლად თქვა გაგიმ,- და სანამ ჩემ გვერდით ხარ, ბოლომდე შევასრულებ. - ნუ მიყურებ ასე, - თქვა დაღლილი ხმით, ანამ და საწოლზე ჩამოჯდა,- სუსტი არ ვარ. გაგი მის წინ ჩაიმუხლა. - ვიცი რომ არ ხარ. ჩემი ცოლი სუსტი არ არის,- ცოტა რბილად უთხრა,- მაგრამ ჯიუტი ხარ. და მე კიდევ უფრო ჯიუტი. ანა რამდენიმე წამი უყურებდა. მერე თვალები დახუჭა. - ერთხელ მაინც არ დამაძალო რაღაც,- ჩუმად თქვა. გაგიმ ხელი შუბლზე დაადო. - ახლა გაძალებ რომ დაისვენ. და მიუხედავად იმისა რომ ანა ისევ ცდილობდა სიტყვებით ებრძოლა, ამჯერად ძალა აღარ ჰქონდა. *** სახლში სიჩუმე იდგა. ანა დივანზე იჯდა, თვალები დახუჭული. სუნთქვა დამშვიდებოდა, მაგრამ სახე მაინც დაძაბული ჰქონდა. გაგი ფანჯარასთან იდგა. - ექიმს დავურეკავ,- თქვა ბოლოს. - არა,- მაშინვე უპასუხა ანამ. - ანა, წამით მაინც დამიჯერე... - გაგი, არ გაბედო,- გაგი ნელა შემობრუნდა. - კარგად არ ხარ. - ვარ. უბრალოდ დავიღალე. - დავიღალეო ამბობ და ნახევრად დაშლილი ხარ. ანამ თვალები გაახილა. - და შენთვის როდიდან გავხდი ასეთი მნიშვნელოვანი? ხომ არ შეგიყვარდი?- ცალყბად იღიმის ანა. სიჩუმე. გაგი ნელა მივიდა, მაგრამ ამჯერად დისტანცია დაიცვა. გვერდით დაუჯდა. - ლაშა რომ შენთან იდგა... არ მომეწონა. - იმიტომ რომ წყალი მომიტანა? - იმიტომ რომ მე არ ვიყავი, მაშინ როცა დახმარება გჭირდებოდა. - ეგ შენი პრობლემა არაა, ამაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებ ასე ძაანაც,- გაგის ყბა დაეჭიმა, მაგრამ ხმა არ გაუმკაცრებია. - არის,- ეს სიტყვა ანასაც გაუკვირდა. - მაშინ რატომ ბრაზობ? - არ ვბრაზობ,- პაუზა, მიხვდა რომ ცუდად მოიტყუა,- უბრალოდ ვერ ვიტან, როცა ვაგვიანებ. ანა ოდნავ ირონიულად გაეღიმა. - შენ ყოველთვის აგვიანებ. - შენამდე მოსვლა ადვილი არასდროს ყოფილა. - მე სად გავრბივარ? - შენ ყოველთვის გარბიხარ. უსიტყვოდ, და მე ვერასდროს გეწევი,- ანა წამოჯდა. - იმიტომ რომ არასდროს მისმენ, სინამდვილეში არასად გავრბივარ. დიდი ხანია უკვე ერთ ადგილს ვტკეპნი,- მხრებს იჩეჩს ანა,- ნუ ცდილობ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფას და მართვას. - მართვა არ მინდა. - მაგრამ გამოგდის. - უბრალოდ შენი დაცვა მინდა, ეგ და ის სხვადასხვა რაღაცაა. - დარწმუნებული ხარ? მე სულაც არ ვფირობ ასე. - არ ვიცი რას ფიქრობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ. - ჩემი დაცვა რისგან გინდა? - ყველაფრისგან. - შენი თავისგანაც? - თუნდაც,- აპაუზებს გაგი,- თუ საჭირო გახდება. - უცნაურად საუბრობ. - შენ დაიწყე,- ეღიმება გაგის,- რატომ გიყვარს ჩემთან ომი? - არ მიყვარს, საიდან მოიტანე რომ მიყვარს? - ახლაც კი სიტყვას არ მატოვებ, ეს რამე მეგრელების ნიშაა? - ჩემს მეგრელობას შეეშვი შენ,- უცაცხანებს ანა. - მაგიჟებ,- გვერდით უჯდება გაგი,- შენ რომ სვანეთში გაზრდილიყავი, საერთოდ ვერავინ გაგეკარებოდა. - ეგღა მაკლია ახლა სვანობა შემაწერო,- ფრუტუნებს ანა. - ამაყი მეგრელი. - დამანებე თავი, სხვა საქმე არ გაქვს? - მაქვს ,მაგრამ შენ უფრო მნიშნელოვანი ხარ,- ანა ისევ აპირებს რაღაცის თქმას თუმცა ჩერდება,- და როგორც უკვე გითხარი, ჩემს გვერდით სანერვიულო არაფერზე გაქვს. თვალს უკრავს და საწოლზე ჩამოდებულ ხელზე ეხება. - იმედია ამ შეხების გამო ვაზას არ მესვრი,- იღიმის გაგი და მეორე ხელსაც აშველებს,- ჩემი იმედი გქონდეს. - როგორ მთხოვ რომ შენი იმედი მქონდეს და გენდო, იმ ყველაფრის მერე? - მაშინ მითხარი რა გავაკეთო,- გაგიმ ჩაისუნთქა,- მასწავლე როგორ მოვიქცე. - ახლა არაფერი. - ანუ? - უბრალოდ იჯექი. რამდენიმე წამი უყურებდა. - კარგი,- დრო გავიდა. ოთახში მხოლოდ საათის ხმა ისმოდა. ანა პირველი ალაპარაკდა. - მე სუსტი არ ვარ. - არ მითქვამს რომ ხარ. - მაგრამ ეგრე ფიქრობ. - იმიტომ რომ გტკივა და არ ამბობ. თითქოს ამით ძლიერი ჩანხარ, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს ტკენ,- აპროტესტებს გაგი,- მე ვიცი რომ ჩემი ცოლი ძლიერია, ჩემთან ამის დამტკიცება არ გჭირდება. ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი ამას, თოვლში რომ გამექეცი და ცხენიდან გადმოვარდი. დახმარების საშუალებაც კი არ მომეცი, სანამ გული არ წაგივიდა. ანას ჩუმად ჩაეცინა. - ვიცი, მახსოვს. ახლაც იგივეს ვიზამდი. - აი, ისევ იგივე,- ეცინება გაგის,- მგონი ცოტა დამშვიდება არ გაწყენდა. - ეგ შენ თუ ისწავლე, ბევრს მოიგებ. - შენ? - მეც. გაგიმ ფრთხილად გაწია ხელი, მაგრამ არ შეხებია. ჰაერში გაჩერდა. - შეიძლება? ანამ ცოტა ხანს უყურა, მერე თავი ოდნავ დაუქნია. გაგის თითები მის მაჯას შეეხო. - არ მძულხარ,- ჩუმად თქვა ანამ,- უბრალოდ როცა მაძალებ, მინდა მოგკლა. - ყოველთვის მიყვარდა ნაზი ქალები,- ხითხითებს გაგი. - მაგიტომაც შეგხვდა ასეთი, ხო?-, ანიშნებს საკუთარ თავზე,- ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ვიღაცის ცოლი მქვია. - ხერგიანის ცოლი ხარ და არა ვიღაცის,- გაგიმ თითები ოდნავ მოუჭირა. სიჩუმე ამჯერად მძიმე აღარ იყო. ეზო უკვე თითქმის დაცარიელებული იყო. მეორე დღის სიჩუმე სხვანაირი იყო - პირველი დღის ხმაურის, ტირილისა და ხალხის შემდეგ დარჩენილი დაღლილი სიცარიელე. სადღაც შორიდან საუბრის ჩუმი ხმა ისმოდა, მაგრამ აქ, კაკლის ხესთან, თითქმის ბნელოდა. ანა კედელს მიყრდნობოდა. ჰაერი ცივი იყო, თუმცა მას მაინც სცხელოდა, თითქოს შიგნიდან ეწვოდა რაღაც. სახლში ყოფნა აღარ შეეძლო. ზედმეტი მზერა, შეკითხვები, ჩურჩული. თან გაგიც არ იყო, დილას მაკას გაეგზავნა სადღაც. შუადღემდე გაგი არ გამოჩენილა, ბოლოს სიამაყეს გადააბიჯა და დაურეკა. ჯერ ფიქრობდა, ვაიდა აქაურები ხომ არ დაერივნენ და რამე ხომ არ უქნესო, მერე მართლა ვერავინ გააშველებდა სვანებს და მეგრელებს. - სად ხარ?- გაისმა ანას ხმა ტელეფონში. - აქვე ღელეში, მუხის ძირას,- ესმის გაგის ხმა. - არაფერი გითქვამს დილას და მეგონა დაიკარგე. - რა დამკარგავდა,- ესმის სიცილი,- რაც კი საქმე იყო მგონი ყველაფერი მე გამაკეთებინეს. ჯავრს ჩემზე ამით იყრიან. - ღირსი ხარ,- ფრუტუნებს ანა,- წავედი, საქმე მაქვს. სიტყვის თქმას არ აცდის, ისე უთიშავს. საღამომდე ხან სამზარეულოში იყო, ხან ეზოში გამხმრ ყვავილებს ათვალიერებდა, ვეღარ გაეგო რომლისთვის მიეხედა. თუმცა გონება სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. მზის ჩასვლისას სახლის გვერდით წიფელის ხეზე მამის მიერ დაკიდებულ საქანელაზე იჯდა და ნაზად არწევდა, გონებით სხვაგან იყო საერთოდ. მხოლოდ ცოტა სიჩუმე უნდოდა. ქარმა ხის ფოთლები ააშრიალა. ანამ თვალები დახუჭა. წამით ეგონა, ყველაფერი დამთავრდებოდა - ეს ორი დღე, დაღლილობა, დაძაბულობა, მუდმივი მოლოდინი რომ კიდევ რაღაც ცუდი მოხდებოდა. თვალები რომ გაახილა, სწორედ მაშინ დაინახა. ჯერ მხოლოდ სილუეტი. ჭიშკართან იდგა ვიღაც. არ მოძრაობდა. თითქოს უბრალოდ უყურებდა ეზოს. ანას გული უცებ აუჩქარდა - უცნაური შეგრძნება ჰქონდა, ისეთი, როცა წინასწარ ხვდები რომ რაღაც კარგი არ ხდება. კაცმა ნაბიჯი გადმოდგა. მერე კიდევ ერთი. სახე ნელ - ნელა გამოჩნდა ცაზე შემორჩენილი მზის სუსტი სხივების ფონზე. ჯერ ვერ მიხვდა ვინ დაინახა. უბრალოდ სილუეტი იყო. იდგა. გაუნძრევლად. თითქოს ელოდა რაღაცას... ან ვიღაცას. ანა უცებ დაიძაბა. ვერ აეხსნა რატომ, მაგრამ სხეულმა პირველმა იგრძნო საფრთხე. გული აუჩქარდა. ხელები გაუცივდა. „უბრალოდ მეზობელი იქნება..." - გაიფიქრა, მაგრამ მზერა ვერ მოაშორა. თვალები დაბურულად ხედავდნენ სილუეტს. კაცი ოდნავ წინ წამოვიდა. სინათლის სუსტი ზოლი სახეზე დაეცა. მზეც ნელ - ნელა ჩადიოდა და სახეც უფრო მკაფიოდ ჩანდა. და მაშინ დრო თითქოს გაჩერდა. ანა გაიყინა. ნიკა. სახელი ჯერ თავში გაუელვა, ხმამაღლა არც უთქვამს. უბრალოდ გააცნობიერა და იმ წამს ყველაფერი ერთად დაბრუნდა. ალეკოს სიკვდილის ამბავი, ბრაზი, უსამართლობის შეგრძნება, და ყველაზე მეტად - ის უცნაური დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ვერ ხსნიდა. მუცელში სიცარიელე გაუჩნდა. ისეთი, თითქოს ფეხქვეშ მიწა უცებ გაუქრა. რამდენიმე წამი საერთოდ ვერ გაინძრა. არც სუნთქვა ახსოვდა. მხოლოდ უყურებდა. არ უნდოდა ეყურებინა, მაგრამ თვალები არ ემორჩილებოდა. ნიკაც პირდაპირ მას უყურებდა. არც ჩქარობდა, არც თავს არიდებდა. თითქოს იცოდა რომ ანა იქ იქნებოდა. თითქოს სწორედ მასთან მოვიდა. ამან ყველაზე მეტად გააღიზიანა. ბრაზი ნელა წამოვიდა - ჯერ სუსტი, მერე უფრო მკვეთრი. შიშს გადაეფარა. ანამ იგრძნო, როგორ დაუბრუნდა სხეულს ძალა, როგორ დაეჭიმა მხრები. ანა ჯერ ისევ უყურებდა ნიკას, თითქოს ბოლომდე ვერ იჯერებდა რომ მართლა იქ იდგა. არა მოგონება, არა აჩრდილი - ცოცხალი. მშვიდი. ზედმეტად მშვიდი. და სწორედ ეს სიმშვიდე აგიჟებდა. - მართლა შენ ხარ?- ჩუმად თქვა, მაგრამ ხმაში უკვე ბზარი ეტყობოდა,- თუ ისევ რაღაც ცუდი მესიზმრება? ნიკამ არაფერი უპასუხა. ეს დუმილი საკმარისი აღმოჩნდა. - გაქრი...- დაიწყო ანამ და მერე უცებ აუწია ხმას,- უბრალოდ გაქრი! არც ახსნა, არც აღიარება! ადექი დ აუბრალოდ გაქრი აქედან, გვეგონა მოკვდი, გესმის?! ახლოს მიიწია. - შენი დანაშაული მე შემატოვე. მამა მომიკალი. ძალით გამათხოვეს დანაშაულის გამოსასყიდად, შენ კი ადექი და გაიქეცი, ისე რომ სიმართლეც არ გვითხარი,- უახლოვდება და ძლიერად ურტყამს ლოყაზე. ნიკას სახე დაეძაბა. - ალეკოს სიკდვილი ჩემი ბრალი არ არის. - აბა ვისი ბრალია?!- თითქმის იყვირა ანამ,- მამაჩემი ხომ მოკალი? შენთან კამათის მერე გახდა ცუდად. ინფაქტი მიიღო და ვერც სასწრაფომ მიუსწრო. ხვდები რომ კაცის მკვლელი ხარ? ამ ხმაურზე სახლის კარი გაიღო. მაკა გამოვიდა. თვალები დაღლილი ჰქონდა, მაგრამ ანას დანახვაზე მაშინვე დაიძაბა. - ანა... რა ხდება?- თქვა და მერე ნიკას შეხედა. გაშეშდა. - ეს... ეს აქ რას აკეთებს? ანას მწარედ გაეცინა. - აი, მოვიდა. ეტყობა არ ეყო რაც დაგვმართა. ახლა ბოლომდე უნდა გაგვანადგუროს. ისეთს იზამს, ალბათ ახლა შენც მამას გზას მიგაყოლებს. მაკას თვალებში ცრემლი ჩაუდგა, მაგრამ ბრაზი უფრო ძლიერი იყო. - შენ საერთოდ როგორ გაბედე აქ მოსვლა?- უთხრა ნიკას,- ჩემი ქმარი მიწაში წევს. ამ ბავშვს ცხოვრება დაუნგრიე. კიდე გაბედე აქ მოსვლა? ის დღე რატომ არ დაიწვა, შენ რომ დაიბადე? დააყოლა ქალმა მეგრულად. ნიკამ ღრმად ჩაისუნთქა. - აქ ამიტომ არ მოვსულვარ... გავიგე ყველაფერი, - შენ რომ არ გამქრალიყავი, არაფერი მოხდებოდა! ანა უკვე კანკალებდა. ხელები მუშტებად ჰქონდა შეკრული. - იცი რა არის ყველაზე ცუდი?- ნიკას უთხრა,- რომ როცა გაქრი... მე მართლა შემეშინდა. მართლა ვიფიქრე რომ მოგკლეს ან რამე დაგემართა. ვნერვიულობდი შენზე. და მერე... მერე ამის გამო დამსაჯეს. ძალით გამათხოვეს. თითქოს პრობლემა მე ვიყავი. შენი დანაშაულისთვის პასუხი ჩემმა ოჯახმა აგო. სიჩუმე წამით ჩამოვარდა. და უცებ უკნიდან სხვა ხმა გაისმა. - საკმარისია!- ყველამ ერთდროულად მოიხედა. სოფო იდგა. ნიკას დედა. სახე გაფითრებული ჰქონდა, მაგრამ თვალებში ჯიუტი სიძლიერე ედგა. - ჩემს შვილს არავინ მოუკლავს,- მკვეთრად თქვა,- დამნაშავედ გინდათ გამოიყვანოთ და ყველაფერი მას გადააბრალოთ, მაგრამ მე აქ ვარ, ის ჩემი შილია და ვიცი რომ ის არაფერს დააშავებდა. განაგრძო მეგრულად. ანა გაშრა. - რა თქვი? - ნიკა არაფერს დააშავებდა, ეს თქვენი ოჯახის პრობლემაა და თქვენვე მოაგვარეთ,- ეს უკვე ზედმეტი იყო. ანა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - ჩემი ოჯახის პრობლემები? მამა მიწაში წევს. შენმა შვილმა შენი ძმა მოკლა. მე ცხოვრება წამართვა და მეუბნები რომ ჩვენი პრობელემაა? სოფომაც უკან არ დაიხია. - კი. იმიტომ რომ ჩემი შვილიც ადამიანი იყო. მასაც ჰქონდა თავისი მიზეზები. - მიზეზები?!- ანას ხმა ჩაუწყდა ბრაზით,- მიზეზი რა არის ისეთი რომ გაქრა და ყველა ჯოჯოხეთში დატოვა?! შეეშინდა? კაცი მოკლა, შეეშინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მკვლელის ადგილი ციხეშია და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. მაკამ ანას ხელი მოჰკიდა, თითქოს ეშინოდა რამე არ გაეკეთებინა. ნიკა ისევ ჩუმად იდგა. მაგრამ ახლა უკვე აშკარად უჭირდა ამ ყველაფრის ყურება. - დედა, საკმარისია...- ჩუმად თქვა. - არა, საკმარისი არაა,- მკვეთრად უპასუხა სოფომ,- დამნაშავე არ ხარ! ანა უცებ გაჩუმდა. მაგრამ მაინც ძლიერად ბრაზობდა. - მე არ მაინტერესებს სად დადიოდა,- თქვა ბოლოს ჩუმად,- შედეგი მაინტერესებს და შედეგი ისაა რომ მე აღარავინ მყავს... და ეს ამბავი მისით დაიწყო. - მე მართლა არაფერი დამიშავებია,- ნიკა ძლივს ამთავრებ წინადადებას რომ ძლიერად ხვდება ლოყაზე ხელი. ანა გააფთრებული უყურებს, გული ლამის ამოუვარდეს სიბრაზისგან. სიჩუმე ჩამოვარდა. მძიმე. თითქმის აუტანელი. და ყველამ იგრძნო - ეს ჯერ დასასრული საერთოდ არ იყო. - აქედან რომც გაიქცე, მაინც გიპოვი, ამას ასე არ შეგარჩენ,- სისინებს ხმაშეცვლილი,- ჯერ დამაცადე, შენ მე მოგიღებ ბოლოს. სიჩუმე თითქოს ზედმეტად გაიწელა. არც ანა ლაპარაკობდა, არც მაკა, არც სოფო. ნიკა ისევ იქ იდგა - თითქოს ელოდა რაღაცას, მაგრამ თვითონაც აღარ იცოდა რას. შორიდან ხმები მოისმა. კაცების საუბარი. ნაბიჯები. მაკამ მაშინვე იცნო ხმა. - გაგია...- ჩურჩულით თქვა. ანა ერთ წამში გამოფხიზლდა. გულისცემა ისე აუჩქარდა, თითქოს სხეულმა წინასწარ იგრძნო რა მოხდებოდა, თუ გაგი ნიკას აქ ნახავდა. ეს კატასტროფა იქნებოდა. სოფომაც გაიგონა ხმები და სწრაფად მიუბრუნდა შვილს. - მოშორდი ახლა აქედან. სანამ დაგინახა და გაგიშვა იმ ქვეყნად. ნიკა პირველად აშკარად დაიბნა. ანამ ხელი ჰკრა. - მაგრამ... - არ არის ამის დრო!- თითქმის ჩასჩურჩულა მაკამაც,- ამისთვის აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი, მაგრამ ახლა არა. სიძეს სისხლში ვერ გავასვრევინებ ხელს. ანა არაფერს ამბობდა, ახლა ჩხუბის ძალა აღარ ჰქონდა. ნიკამ ერთხელ კიდევ შეხედა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. შემდეგ სწრაფად შებრუნდა და სიბნელეში გაუჩინარდა. ზუსტად იმ წამს ეზოში გაგი შემოვიდა. - რა ხდება? რა სახეები გაქვთ. ანამ სწრაფად მოიხედა, სახეზე ხელები გადაისვა, თითქოს ემოციების დამალვა შეეძლო ასე. - არაფერი,- გაგი მიუახლოვდა. დაკვირვებით შეხედა. - ისევ ცუდად ხარ?- ნიკაპზე შეეხო და სახე დაუთვალიერა,- ვფიცავ ისევ თუ ცუდად ხარ აღარ მოგისმენ და.... - არა... არა... ვლაპარაკობდით უბრალოდ,- მაკა მაშინვე ჩაერია. - მთელი დღე ფეხზეა. არ უსვენია,- გაგის მზერა მაინც ანაზე დარჩა. თითქოს გრძნობდა - რაღაც რიგზე არ იყო. მაგრამ ამჯერად აღარ უკითხავს. - სახლში შედი. აცივდა უკვე,- ანა დაემორჩილა. წინააღმდეგობის თავი აღარ ჰქონდა. საღამოს უკვე ხალხიც გაიფანტა. სახლი უცნაურად დაცარიელდა. ხმაური ჩაწყნარდა და სწორედ მაშინ იგრძნო ანამ როგორი დაღლილი იყო სინამდვილეში. არამარტო ფიზიკურად. შიგნით რაღაც მძიმე აწვებოდა. თითქოს მთელი დღე თავს იკავებდა და ახლა სხეული ვეღარ უძლებდა. თავბრუსხვევა ისევ დაბრუნდა. თავიდან მსუბუქად. მერე უფრო მკვეთრად. სასუნთქად ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ ჰაერიც ვერ შველოდა. ხელები უცივდებოდა. დივანზე ჩამოჯდა, მაგრამ ოთახი მაინც ბრუნავდა. ნიკას სახე ისევ და ისევ უტრიალებდა თვალწინ. მისი ხმა. სოფოს სიტყვები. მამის სახე. ალეკო. ყველაფერი ერთმანეთში აირია. კარის ჭრიალი გაიგონა - გაგი შემოვიდა. - ანა?- მაშინვე მიხვდა. ანა პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ ვერ შეძლო. ხმები თითქოს შორიდან მოდიოდა. გაგი სწრაფად მიუახლოვდა. - ანა... ჰეი... მიყურე. - უბრალოდ... გადავიღალე... და თავი უკან გადაუვარდა. გაგიმ მაშინვე დაიჭირა. - ანა! მის ხმაში პირველად გაისმა ნამდვილი შიში. არა ბრაზი, არა ჯიუტობა - შიში. მაკაც შემოვარდა ოთახში. - რა დაემართა? - წნევა ალბათ... ან სტრესი... არ ვიცი, გადამიყვანა ჭკუიდან, სასწრაფოში დარეკე,- სწრაფად თქვა გაგიმ, მაგრამ თვითონაც ვერ მშვიდდებოდა. ანა ბოლომდე გონებას არ კარგავდა, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. და უცებ იფიქრა - ნიკა მართლა დაბრუნდა. და ეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ამ ფიქრმა ყველაზე მეტად დაღალა. თვალები დახუჭა. ამჯერად წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მის ხმაში პირველად გაისმა ნამდვილი შიში. არა ბრაზი, არა ჯიუტობა - შიში. ისეთი, რომელიც მთელ სხეულში გადმოდიოდა. მაკამ მალევე დარეკა სასწრაფოში. გაგი გარეთ გაუშეს და სანამ ამოწმებდნენ და იგებდნენ თუ რა დაემართა, გაგი ლამის გაგიჟდა ამაზე ფიქრით, მაკა აქეთ - იქით დადიოდა, ხან ოთახში შევიდოდა, ხან გამოდიოდა. და როდესაც ნაცნობი ექიმი - ირმა ოთახიდან გამოვიდა, გაგი აესვეტა წინ კითხვით " ჩემი ცოლი როგორ არის"- ო. მაკამ კი ხმა ვერ ამოიღო, გვერდიდანაც კი გრძნობდა ბიჭის აცახცახებულ სხეულს. მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მისთვის ანა მხოლოდ სისხლის პასუხი აღარ იყო. *** ორი დღე მალევე გავიდა. თითქოს ყველას ეშინოდა ხმამაღლა სიტყვის თქმა. ანა ნელ-ნელა დგებოდა ფეხზე. გაგი უსიტყვოდ თავს დასტრიალებდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის აბრაზებდა რომ იცოდა რაღაც უჭირდა და ანა არაფერს ეუბნებოდა. ამ დღეებში აშკარად შეიცვალა. არ უსვამდა ზედმეტ კითხვებს. არ ეკითხებოდა ყოველ ნახევარ საათში, როგორ იყო. უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც საჭირო იყო. დილით წყალს უდგამდა საწოლთან. წამლის დრო არ ავიწყდებოდა. ღამით რამდენჯერმე იღვიძებდა და ამოწმებდა, მშვიდად ეძინა თუ არა. ანა ამჩნევდა. და უკვე არ აპროტესტებდა. მალევე უკვე თვითონ ადგა საწოლიდან. ნელა გავიდა ეზოში და სკამზე ჩამოჯდა. მზე რბილად ანათებდა. კარი გაიღო. ლაშა შემოვიდა. - მაკა დეიდა აქ ხარ?- გაისმა პირველი სართულიდან ხმა. - აქ ვარ ლაშა,- სამზარეულოდან გამოვიდა ქალი,- რა ხდება? - ეს გამომატანა ლიკამ,- უწვდის კექსით სავსე ჯამს. - აჰ, მადლობა უთხარი ლიკას,- გაუღიმა ქალმა. - ანა როგორ არის?- გაგი, რომელიც კართან იდგა, ოდნავ წინ წამოვიდა. - უკვე უკეთესად,- მშვიდად უპასუხა მაკამ,- ისვენებს, წესით ჩამოვა. ლაშამ დაკვირვებით შეხედა. - გავიგე ცუდად გახდა. რატომ არ მითხარით? - არ იყო საჭირო,- იკვირვებს მაკა,- ქმარი ჰყავს, მე აქ ვარ და მივხედავდით. გაგის მზერა მკვეთრად გაუმკაცრდა. - გამარჯობა,- მიუგდო სიტყვა გაგიმ და მაკას გაუღიმა,- წყალს ავიტან. - ლაშა,- გაისმა ანას ხმა კიბიდან,- როდის მოხვედი. - ახლახანს. - რატომ ადექი?- წარბაწეულმა გახედა მაკამ. გაგი წყლის ჭიქით გამოვიდა სამზარეულოდან, ერთი ამოიოხრა ცოლის დანახვაზე. ცხრაჯერ უთხრა რომ დაესვენა, თუმცა ჯიუტია. - კარგად ვარ,- სუსტად იღიმის. - სოფომ მითხრა რომ ცუდად იყავი, გამიკვირდა რომ სხვისგან ვერ გავიგე,- მაკას უყურებს წამით. - ვინც უნდა იცოდეს, ის აქ არის ისედაც,- მშვიდად ამბობს გაგი, თუმცა ხმაში სიცივე ეპარება. - გამოჯანმრთელებას გისურვებ,- ღიმილი უქრება სახიდან,- წავალ მე. რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. ანა იმ წამსვე მიხვდა რომ ეს უბრალო საუბარი სულაც არ ყოფილა. კარი რომ დაიხურა, გაგის შეხედა. - საჭირო იყო ასეთი ტონი? - რა ტონი? - აი როგორც ელაპარაკე,- ბუზღუნს აგრძელებს კვლავ. გაგიმ ამჯერად არ უარყო. - არ მომწონს, როცა ვიღაც შენთან მოდის და ისე გელაპარაკება, თითქოს მე არ ვარსებობ შენს გვერდით. - ეჭვიანობ?- გაგიმ თვალები აარიდა. - ეს ეჭვიანობაა? - მგონი კი. - მაშინ ვეჭვიანობ - კი,- მოკლედ უჭრის გაგიც და კიბეებს აუყვა ცოლის უკან. - და არ მიყვარს, როცა ასე იქცევი,- ანა აღარ შეკამათებია. მოსაღამოვებულს, მაკა საკუთარ ოთახში იჯდა, ვერ მოისვენა, ხან ბოსტანში იყო, ხან ყვავილებს მოუარა, მაგრამ მაინც ვერ გადაიტანა ყურადღება. საღამოს მაკა უკვე სოფოსთან გადავიდა. ქალი ეზოში იჯდა. ხელები წინსაფარზე დაეწყო. დაღლილი ჩანდა, მაგრამ თვალებში ისევ ჯიუტი სიმტკიცე ედგა. - ნიკა სად არის?- პირდაპირ ჰკითხა მაკამ. სოფომ მზერა ასწია. - არ ვიცი. - ნუ მატყუებ. - მოვიდა... და ისევ წავიდა,- ბოლოს თქვა სოფომ. - სად? - არ უთქვამს,- მაკამ მძიმედ ამოისუნთქა. - მაინც რატომ დაბრუნდა?- სოფოს თვალებში რაღაც გაკრთა - დანაშაულის თუ შიშის მსგავსი. - იმიტომ რომ სიმართლის თქმა უნდა. - აქამდე სად იყო?- სოფომ მზერა აარიდა. - ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ. - მაშინ როგორ არის? ასე რატომ გჯერა მისი? შენი ძმა მაინც შეიცოდე, ძმის შვილი თუ არა,- სოფომ პასუხი არ გასცა. ქარმა ფოთლები ააშრიალა. - ზოგჯერ ადამიანი გარბის, იმიტომ რომ დამნაშავეა,- ჩუმად თქვა ბოლოს მეგრულად,- და ზოგჯერ იმიტომ რომ არ იცის, როგორ დაამტკიცოს რომ დამნაშავე არ არის. მაკა გაშრა. - რას მალავ, სოფო?- მაგრამ ამჯერად სოფოს ხმა აღარ გაუღია. ბრაზი უკვე სისხლში აღწევდა და ორგანიზმს უწამლავდა. იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონხა, სახლში დაბრუნებულ მაკას ანა ფანჯარასთან დახვდა. გაგი გარეთ იყო - შეშას აწყობდა. - ნახე?- ჩუმად ჰკითხა ანამ. მაკამ თავი დაუქნია. - მოვიდა... და ისევ წავიდა,- ანა გაფითრდა. - სად? - არ უთქვამს. მაგრამ ერთი რაღაც თქვა...- მაკა შეყოვნდა,- ყველაფერი ისე არ არის, როგორც გგონიათო. ანა სკამს დაეყრდნო. - სოფომ? - ჰო. და მგონია, რაღაცას მალავს,- გარედან შეშის ხმა ისმოდა. გაგი ახლოს იყო. ანა ინსტინქტურად ხმადაბლა ალაპარაკდა. - გაგიმ არ უნდა იცოდეს ჯერ. - რატომ? - იმიტომ რომ ჯერ არაფერი ვიცით. წარმოიდგინე რომ გაიგოს ნიკა აქ იყო, მოკლავს. არც კი ვიცი რა ტრაგედია დატრიალდება. ახლა ძლივს დამშვიდდა. - და თუ არ ვცდებით?- ჩუმად ჰკითხა მაკამ. ანა პასუხს ვერ პოულობდა. რამის თქმაც ვერ მოასწრო, კარი გაიღო და შეშით დატვირთული გაგი შემოვიდა სახლში. - რა ხდება?- მაკამ სწრაფად შეხედა ანას. - არაფერი,- თქვა მშვიდად,- დედა მეზობელთან იყო და ვლაპარაკობდით. - და? - არაფერი ახალი,- გაგიმ რამდენიმე წამი დააკვირდა ორივეს. იგრძნო, რაღაც უთქმელი იყო, მაგრამ არ ჩაეძია. - ორ დღეში დავბრუნდეთ,- თქვა მოულოდნელად. ანა გაშეშდა. - სვანეთში? - ჰო,- მაკამ მზერა ანაზე გადაიტანა. ახლა სიმართლე უფრო მძიმედ ჩამოწვა. - კარგი,- თქვა ანამ ნელა. - გარეთ მორები რაც ელაგა - დავჩეხე,- განაგრძო გაგიმ,- აღარ დაგჭირდება ვინმეს დახმარება. მზერა მაკაზე გადაიტანა. - მადლობა,- ხმადაბლა ამოილუღლუღა ქალმა. ვერ ბედავდა რამე ზედმეტის თქმას. ერიდებოდა, ეშინოდა კიდეც. გაგის კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ის ფაქტი რომ ანა ასე უკომენტაროდ დასთანხმდა საეჭვოდ მოეჩვენა. ერთხელ ჩაათვალიერა გოგო და ოთახში ავიდა, არ სურდა ეფიქრა რომ რაღაც მოხდა, რომ დედა - შვილი რაღაცას უმალავდა, იმასაც ფიქრობდა რომ ეს შეიძლებოდა ოჯახის საქმე ყოფილიყო და საერთოდაც არ იყვნენ ვალდებულები გაგისთვის რამე გაემხილათ, მაგრამ გულის კუნჭულში საკუთარი მეორე მე კარნახობდა რომ სულ სხვა რაღაცაში იყო საქმე. * * * ორი დღე მალე მიიწურა, ოთხშაბათ დილას გაგი უკვე ნელ - ნელა ემზადებოდა წასასვლელად. - ჩაალაგე ყველაფერი, რაც დაგჭირება,- მოკლედ შეუთვალა დილას ოთახში მყოფ ანას. - ვალაგებ,- მოწყენილმა თქვა და ჩემოდანში ჩატენა ყველაფერს. - მასე თუ ჩატენი არ ჩაგეტევა,- გაისმა მაკას ხმა და უფრო მოიწყინა,- ხომ გითხარი რომ თუ დაკეცავ ბევრად უფრო მეტის წაღებას შეძლებ - თქო. - ვიცი, არ მინდა ბევრი რამის წაღება. - ვიცი რომ არ გინდა წასვლა,- გვერდით დაუჯდა შვილს,- არ ვიცი რა გავაკეთო, ცხოვრებაში მეც ძალიან დაბნეული ვარ. ნეტავ მამაშენი ცოცხალი იყოს... - დედა...- ხელში დაჭერილ მაისურს ისე დახედა, თითქოს პირველად ხედავდეს. ცოტა ხანს არაფერი უთქვამს, მერე ნელა გააგრძელა,- მამა რომ ცოცხალი ოყოს, ასე არ ვიქნებოდით. მაკა ჩუმად უსმენდა. ანას თმაზე ხელს გადაუსვა, ბავშვობიდან რომ ჰქონდა ჩვევა. - უბრალოდ მენატრება,- დაამატა ქალმა ჩურჩულით,- როცა რაღაც ფუჭდებოდა, ვიცოდი რომ რაღაცას მოიფიქრებდა და მაინც გამოასწორებდა, ახლა ვინ გამოასწორებს ამ ყველაფერს? ანამ ღრმად ამოისუნთქა. მერე ისევ გააგრძელა ჩანთის ჩალაგება, მაგრამ უკვე უფრო ნელა, დალაგებულად. - ახლა ჩვენ უნდა მოვიფიქროთ,- დაამატა ბოლოს,- სხვანაირად მაინც ვერ გამოვა. - არ ვიცი რა უნდა მოვიფიქრო,- ამოიოხრა ანამ. - გაგი არ ჩანს ცუდი ბიჭი,- ტონს ადაბლებს მაკა და მეგრულად იწყებს საუბარს რომ შემთხვევით ბიჭმა არ გაიგოს,- ეს დღეებია ვუყურებ და დაფუსფუსებს აქეთ - იქით. - შენც ასე ფიქრობ?- წარბებს კრავს ანა. - არ ვიცი შენ რას ფიქრობ, მაგრამ მე ჩემი გითხარი,- ტუჩები მოკუმა ქალმა,- მან შენი თავი მომტაცა, ამას არასდროს დავივიწყებ, მაგრამ როგორც ადამიანი, არ არის ცუდი. მაკამ თავი დაუქნია. ოთახში სიჩუმე დგება - მძიმე არა, უფრო დაღლილი სიჩუმე. ფანჯრიდან დილის ცივი სინათლე შემოდის და ჩემოდანზე ეცემა. მაკა ჩუმად ადგა. - ქვემოთ ვიქნები,- უთხრა და კარისკენ წავიდა,- როცა მზად იქნები, ჩამოდი. დანარჩენზე აქ მე ვიზრუნებ. კარი ნელა დაიკეტა. ანა რამდენიმე წამი უძრავად იჯდა. მერე ფანჯარასთან მივიდა. გარეთ თოვლი უკვე თითქმის დამდნარიყო, ეზოში ნესტიანი მიწის სუნი იდგა. შორს, ღობის ახლოს, გაგი რაღაცას ამოწმებდა მანქანაში. ანამ ცოტა ხანს უყურა. გულში რაღაც მძიმედ დაექაჩა. ბოლოს ფარდა ნელა გაწია და ისევ ჩემოდანს მიუბრუნდა. მერე მძიმე ჩანთას სახელურზე ჩაებღაუჭა და კარისკენ წავიდა. გაგის მანქანის საბარგული ღია ჰქონდა და რაღაცებს ალაგებდა - ამოწმებდა ყველაფერი თავის ადგილზე იყო თუ არა. დილის ჰაერი ცივია, სუნთქვა ოდნავ თეთრ ორთქლად ჩანს. გაგი თითქოს გრძნობდა მის მზერას. თავი ასწია, რამდენიმე წამით უყურა, მერე ნელა მივიდა მასთან. - მზად ხარ?- შეეკითხა მშვიდად. ანამ მხოლოდ თავი დაუქნია და ჩემოდანი ასწია. - მომეცი,- თქვა გაგიმ,- მარტო რატომ ჩამოგაქვს? ჩემოდანი მძიმე იყო, მაგრამ გაგიმ ისე აიღო, თითქოს საერთოდ არაფერს იწონიდა. - ჯერ ვისაუზმოთ,- თქვა მოკლედ. - კარგი. ორივე ერთად შევიდა სახლში. სამზარეულოდან მაკას ხმა ისმოდა. მაგიდა უკვე გაშლილი იყო. - მოდით,- თქვა მაკამ და სკამები გაუსწორა ორივეს. ანა და გაგი ერთმანეთის გვერდით დასხდნენ. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული დილის სინათლე და ჩაის სუნი ავსებდა ოთახს. გაგიმ პურის ნაჭერი აიღო და ანას მიაწოდა. - ცოტა მაინც ჭამე,- გარეთ დილა ნელა ნათდებოდა. სახლში კი თითქოს დრო ცოტა ნელა მიდიოდა - თითქოს ყველას უნდოდა, რომ ეს საუზმე კიდევ ცოტახანს გაგრძელებულიყო. სიჩუმე ისევ ჩამოწვა მაგიდაზე. არც უხერხული იყო და არც მძიმე. ანა ფინჯანს თითებით ათამაშებდა. ჩაი უკვე აღარ იყო ისეთი ცხელი, მაგრამ მაინც ნელა სვამდა, თითქოს დროის გაწელვას ცდილობდა. ეზოში მანქანა იდგა - საბარგული უკვე დახურული იყო, ყველაფერი მზად იყო. - გზა გრძელი არ არის,- თქვა ბოლოს, თითქოს ჩვეულებრივ ამბავს ამბობდა,- შუადღემდე ჩავალთ. ანამ თავი ოდნავ დაუქნია, მაგრამ არაფერი უპასუხია. მაკა მათ უყურებდა. თვალებში ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბოლოს მხოლოდ ყავა დაასხა ისევ. გაგიმ სკამი ოდნავ უკან გასწია და ადგა. - მე გარეთ დაგელოდები,- თქვა მოკლედ. კართან გაჩერდა, თითქოს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ბოლოს არაფერი დაამატა და ეზოში გავიდა. ანა ისევ მაგიდასთან დარჩა. ფინჯანში დარჩენილ ჩაის უყურებდა. მაკამ ნელა დაადო მხარზე ხელი. - შვილო... ანა უბრალოდ ადგა, ქურთუკი ჩაიცვა და მისკენ მიბრუნდა. - მომენატრები,- გულში ჩაიკრა დამჭკნარი დედა და ლოყაზე აკოცა. შემდეგ კარისკენ წავიდა. ეზოში რომ გავიდა, ჰაერი უფრო ცივი იყო. გაგი მანქანასთან იდგა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაყოფილი. როცა კარის ჭრიალი გაიგო, თავი ასწია. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს. გაგიმ ბოლოს მანქანის კარი გააღო. - წავიდეთ?- ანამ ღრმად ჩაისუნთქა, მერე თავი დაუქნია. გასვლამდე მაკას მოეხვია, თანაც ძალიან, ისე თითქოს უკანასკნელი იყო, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა. გაგიმ კარი ფრთხილად დაუხურა, თვითონაც საჭესთან დაჯდა. მანქანა ნელა დაიძრა ეზოდან. სახლის ფანჯარაში მაკას სილუეტი ჩანდა. ანამ წამით უკან გაიხედა, მერე მზერა გზისკენ დააბრუნა. წინ გზა იშლებოდა - თეთრი, ცივი და მშვიდი. მანქანა მშვიდად მიდიოდა. გზა თითქმის ცარიელი იყო და თოვლის თხელი ფენა ისევ მოჩანდა კიდეებზე. ძრავის ერთფეროვანი ხმა და საბურავების ჩუმი შრიალი ერთად ერწყმოდა, თითქოს ამ მგზავრობისთვის სპეციალურად შექმნილი რიტმი ყოფილიყო. ერთხანს არც ერთს არაფერი უთქვამს. ანა ფანჯარაში იყურებოდა. ხანდახან გზის პირას გაჩერებულ ძველ სახლებს, ხანდახან შიშველ ხეებს აკვირდებოდა, რომელთა ტოტებიც ცივ ჰაერში გაშეშებული იყო. - ბოლო დღეებია კარგად არ გრძნობდი თავს,- ანა ცოტა გაკვირვებული შემობრუნდა. - წესით ვთქვით რომ ამაზე არ უმდა გვესაუბრა. - ახლა საჩხუბრად არ მითქვამს, თუ ეს გაბრაზებს სხვა რამეს გეტყვი, სათქმელი ბევრი მაქვს,- ოდნავ ღიმილი გადაეფინა სახეზე,- მაგალითად იმას რომ აქ სხვანაირი გაზაფხული იცის, სასწაული სურნელი დგას ხოლმე. - სურნელი?- წარბები შეკრა ანამ,- არ ვარ აქეთ ნამყოფი. - ჰო,- გაგიმ თავი ოდნავ დაუქნია,- როცა მზე აცხუნებს, მიწის და ბალახის სუნი დგას. ანამ ისევ გზას გახედა. - ალბათ ლამაზია მაშინ. - ლამაზია კი,- თქვა გაგიმ,- მაგრამ ხალხი მაინც იშვიათად გადის. ყველას თავისი საქმე აქვს. რამდენიმე წამი ისევ სიჩუმემ დაიკავა ადგილი. - შენ ზაფხული გიყვარს?- თქვა ბოლოს ანამ, თითქოს საუბარი უბრალოდ გაგრძელდა. გაგიმ ცოტა იფიქრა. - ადრე უფრო მიყვარდა,- თქვა მშვიდად. ანამ ჩუმად ჩაიღიმა, თუმცა ღიმილი მალევე გაქრა. - ქალაქშიც ეგრეა ხოლმე,- თქვა,- ყველა ელოდება და როცა დგება არავინ გამოდის. მანქანა ისევ წინ მიდიოდა. მთები ნელ-ნელა გამოჩნდა შორს, ცის ქვეშ გაწოლილი. გაგიმ გვერდულად შეხედა ანას, მერე ისევ გზას დაუბრუნდა. გაგი ამ სიტყვებზე არაფერს ამატებდა. რამდენიმე წამი გზას უყურებდა, თითები საჭეს ოდნავ უჭერდა, თითქოს ნათქვამს თავის თავში ამოწმებდა. სიტყვები არ ეწინააღმდეგებოდა, არც მთლიანად ეთანხმებოდა - უბრალოდ არსებობდა. - ალბათ,- გაიმეორა ბოლოს უფრო ჩუმად. ანა ფანჯარაში იყურებოდა. შუშაზე ჩნდებოდა მისი სუნთქვის მსუბუქი ორთქლი. თითით პატარა წრეებს ხაზავდა და თითქოს იმ აზრს აშორებდა, რომელიც ახლახან ხმამაღლა თქვეს. სიჩუმე აღარ იყო მძიმე. უფრო დამაფიქრებელი იყო. მანქანა მთებს უახლოვდებოდა. გზის კიდეებზე თოვლი უფრო სქელი ჩანდა, ზოგ ადგილას მზე უკვე დნობას იწყებდა და პატარა წყლის ნაკადები ასრიალებდა ასფალტზე. ბორბლების ხმა შეიცვალა - უფრო მკაფიო გახდა. გაგიმ სიჩქარე შეამცირა. - ამ რამდენიმე დღემ დამაფიქრა... არ ვიცი, უნდა გითხრა თუ არა. ანა მაშინვე მისკენ შემობრუნდა. - მითხარი. გაგის გზისთვუს თვალი არ მოუშორებია. - შეიძლება... სხვების მსგავსად ერთმანეთის ბოლოს არ შეგვიყვარდეს. მაგრამ არ მინდა ეს იმას ნიშმავდეს, რომ ერთმანეთისთვის უცხოები უნდა ვიყოთ. ანას ჯერ კიდევ ვერ გაეგო რას გულისხმობდა გაგი. - უცნაურად ჟღერს. - ვიცი. - მაგრამ... გულწრფელი ხარ და ვაფასებ,- ამატებს ბოლოს ანა,- ამაზე არ მიფიქრია, შენს გარდა არავისთან მაქვს კონტაქტი. - დარიკოსთან კი კარგად ჭორაობ ხოლმე?!- ჩაეცინა გაგის. - დარიკოს არ მოვუტაცებივარ მე,- შეუბღვირა ანამაც. - კარგი, ნუ მიბრაზდები. ამიტომ არ მითქვამს, ეს ამბავი რომ გვერდით გადავდოთ, ზავს გთავაზობ. - რა ზავს? - შერიგების ზავს. - დამცინი? - არა, რატომ? ასე ქოფაკი ძაღლებივით უნდა ვიყოთ? სულ ერთმანეთს უნდა ვჭამდეთ? - ახლა ძაღლს შემადარე?- გამოიჭირა სიტყვაში ანამ. - სიტყვებზე ნუ მეკიდები. დარიკო თურმე ყველას ეუბნება უერთმანეთოდ ვერ ძლებენო, ჩვენ კი ერთმანეთის ჭამის მეტი არაფერი გაგვიკეთებია,- იცინის გაგი. - რა გინდა რომ გავაკეთო. ერთგული ცოლი ვიყო, დილიდან საღამომდე საქმეები ვაკეთო, ღამით ვახშამი მოგართვა და მერე შვილები აღვზარდოთ? - ხო შვილები ახლა ცოტა სხვა თემაა, მაგრამ მინდა,- ტუჩზე იკბინა გაგიმ. - მე არ მინდა, მითუმეტეს შენგან,- მიახალა სახეში. - ჯერ,- ხმადაბლა ამოიჩურჩულა გაგიმ,- არაუშავს, თუ არ გინდა, არაა საჭირო შვილი გყავდეს ცოლისგან. - შენ...- დააპაუზა ანამ, სიბრაზე უკვე სახეზე აწვებოდა. იმასაც ხვდებოდა გაგი რომ მხოლოდ გასაღიზიანებლად ეუბნებოდა, თუმცა თავის შეკავება მაინც რთული იყო,- ხოდა წადი და ის მოიყვანე ცოლად, ვინც შვილს გაგიჩენს. - იმ სხვა ქალს არ ექნება ასეთი ლამაზი თმები,- გადააყენა მანქანა გაგიმ და მისკენ შებრუნდა. ოქროსფერ თმაზე დაუსვა ხელი, მზე რომ ასე უბრჭყვიალებდა,- და არც ასეთი ლამაზი თვალები. - არ გაგიჭირდება ეგეთი ქალის პოვნა, დარწმუნებული ვარ,- ხელს აშვებინებს ანა. - არ გამიჭირდება, მაგრამ არც მჭირდება,- ნიკაპზე ეხება და სახეს მისკენ ატრიალებინებს,- იმიტომ რომ აქ მყავხარ. - ნუ მელაპარაკები აბსურდულ თემაზე,- გამჭოლი მზერა ესროლა ქმარს,- შვილებზე მელაპარაკები? შვილებს აჩენენ, როცა ერთმანეთი უყვართ. - მე მგონია, სადღაც შუასთან მაინც ახლოს ვართ,- ამბობს გაგი მშვიდად. - პირდაპირ მითხარი რისი თქმა გინდა. - არაფრის, განსაკუთრებულის,- უკან იხევს გაგი, თუმცა თვალები მაინც ცოლზე რჩება,- ჯერ შენ მინდა რომ კარგად იყო და მერე ჩვენი ურთიერთობა რომ დავალაგოთ ეგ მინდა. - ამაზე მეტად ვეღარ დავალაგებთ. - რატომაც არა? - შენი თავი ვინ გგონია?- ტუჩს ღრეცს ანა. გაგი იღიმის, მანქანას ქოქავს და გზას აგრძელებს. - ერთი მაგარი ტიპი, რომელსაც გოგო ერთი დანახვით მოეწონა. - და გოგოს თუ მოეწონა ეს მაგარი ტიპი? - მოეწონა, ჯერ ვერ ხვდება ოღონდ,- თვალს უკრავს გაგი. - ძალიან სასაცილოა. - შეიძლება, მაგრამ ამ მაგარ ტიპს, მართლა ძალიან მოეწონა გოგო. პირველად რომ დაინახა დედის უკან რომ იდგა, შეშინებული, აკანკალებული, თუმცა მტკიცე მზერით. სასაფლაოზე რომ გარბიდა თავის საშველად, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა. სახლიდან რომ გაიქცა ორჯერ. ცხენიდან რომ გადმოვარდა, დახმაფება სჭირდებოდა მაგრამ იმდენად ჯიუტი რომ იყო ხელი არ დააკარებინა, თუმცა ბოლოს მაინც გატყდა,- ანა მშვიდად უსმენდა ქმრის მონოლოგს და გულში ისრებივით ესობოდა ტკივილი,- ეს გოგო მოეწონა ამ მაგარ ტიპს და ვერ ეუბნება, იმიტომ რომ დიდი ჩიხია მათ შორის. და ამ სიტყვების შემდეგ არცერთს აღარ უთქვამს რამე. გაგი სარკიდან აკვირდებოდა ცოლს, რომელიც მაშინ უბრალოდ უცნობი ადამიანი აღარ იყო, რომელიც უკვე მისი ცოლი იყო და რომელიც მთელი ცხოვრება მასთან უნდა ყოფილიყო. ეს თვალები, მუქი ყავისფერი თვალები, გრძელი ოქროსფერი ბზინვარე თმა, გრძელი თითები... უბრალოდ მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, იაზრებდა, აკვირდებოდა და ნელა იაზრებდა რომ ის მხოლოდ მისი ცოლი არ იყო, რომ ის უბრალოდ ადამიანი აღარ იყო, რომელიც სისხლის სანაცვლოდ წამოიყვანეს სამეგრელოდან. რომ რაღაც ახალ გრძნობებს ჰბადებდა მასში და ეს არც ზიზღი იყო და არც სიბრაზე. გაგის ეშინოდა რომ შეიძლებოდა ამ გრძნობებს გადაერია, რომ შეიძლებოდა გოგო შეეშინებინა, რომ შეიძლებოდა ეს მუდამ ასე დარჩენილიყო და ვერასდროს შეძლებოდა ანა საკუთარ თავში გარკვევა. ეშინოდა რომ ეს ყოველივე მუდმივად ცალმხრივი იქნებოდა. დუმდა, საჭეს უჭერდა ხელს, თუმცა სარკეში ხედავდა მის პატარა ღიმილს, რომელიც მაშინ მას სულაც არ ეკუთვნოდა და უკვე ეჭვიანობდა. გააგიჟა ლაშაზე ეჭვიანობამ, აგიჟებდა მაშინ ის ფაქტი რომ სხვას უღიმოდა და არა მას. გაგი შებყრობილი იყო და ამას ჯერ სახელს ვერ არქმევდა. უბრალოდ გვერდულად უყურებდა. და ამჯერად სიჩუმე აღარ იყო არც ფილოსოფიური და არც მძიმე - უფრო ისეთი, სადაც ორივემ იცოდა, რომ რაღაც ნელა ყალიბდებოდა, მაგრამ სახელის გარეშე. *** მარტის შუა რიცხვებში სვანეთში თოვლი ნაკლებად იდო, თუმცა მაინც ძალიან ციოდა. თოვლი ჯერ კიდევ სქელ ფენად ეფარა მდელოებს, სახლების სახურავებზე კი პატარა ყინულები ეკიდა. დილაობით ჰაერი ისეთი ცივი იყო რომ სუნთქვისას ორთქლი მაშინვე თეთრ ღრუბლად იქცეოდა. მზე უფრო დიდხანს ჩერდებოდა ცაზე და ზოგჯერ შუადღისას თოვლიც ოდნავ რბილდებოდა. ანა უკვე თითქმის სამი თვე იყო აქ - სვანეთში. ჯერ კიდევ ახსოვდა პირველი დღეები. როგორ ეჩვენებოდა ყველაფერი უცხოდ, როგორ არ უნდოდა აქ ყოფნა, როგორ ცდილობდა ყველასთან დისტანცია დაეჭირა. როგორ გიჟდებოდა და ნერვებს იწყვეტდა. ორმოცის მერე თითქოს გაგისთან დისტამციას იცავდა, ისე მოხვდა გზაში ნათქვამი, ვეღარ გაეგო რა უნდა ექნა. შიგნით, გულში გაჩაღებული იყო ცეცხლი, აქეთ საკუთარი სიამაყე იყო, იქით კი გრძნობები. თავად გაურბოდა ყველაფერს თუმცა გაგის ვერაფერს უხერხებდა. უფრო მოლბა, უფრო მიუშვა ახლოს და მისცა დაახლოების საშუალება. ჩახუტება, ლოყაზე კოცნა, ხელზე შეხება, თბილი მზერა და ღიმილი საშინლად ანდომებდა ანას ყველაფერი გვერდით გადაედო და მასთან მისულიყო. გაგი ნელ - ნელა უფრო უახლოვდებოდა, უფრო მეტად იჭრებოდა მის ცხოვრებაში. იმან საერთოდ გააგიჟა, გაგისთან რომ მივარდა დღეების უკან და გაჯიუტდა, მეც მინდა გავაკეთო რამეო. მიეხმარა თავლაში და თან ბოლოს საკუთარ თავს ლანძღავდა რა ჯანდაბამ მომიყვანა ამასთანო, გაგი ყველა მოქმედებაზე ეწუწუნებოდა რომ ფრთხილად ყოფილიყო და ხელი არ ეტკინა. არაფერი დაუზიანებია, თუმცა თავლაში შესულს ლამის ნახევარი დღის მშიერ ცხენს რომ საჭმელი მისცა და გაგისაც გაუწყრა, როგორ დაგავიწყდა ამის გაკეთებაო. ბიჭისგან ლოყაზე პატარა კოცნაც დაიმსახურა და აი იქ მართლა დაიწერა ზავის ფურცლებზე პირველი პუნქტები მათ გონებაში. რამდენიმე წამით გაშეშებული იდგა ანა, თუმცა ესიამოვნა. დაბალი წვერის სახეზე გახახუნება, ქმრის ტუჩები და ის ნაზი მადლობა ყურში რომ ჩასჩურჩულა სასიამოვნოდ მოედო სხეულზე. სახლს მიეჩვია, იქაურობასაც. დილაობით ისე მიდიოდა ეზოში, თითქოს ყოველთვის აქ ცხოვრობდა. ამ დილასაც ადრე გაიღვიძა. გაგი ჯერ კიდევ სახლში იყო, დარიკო კი სამზარეულოში რაღაცას ალაგებდა. მაგრამ ანამ გადაწყვიტა, დღეს ეზოში გადახურულ ფარდულში შეკრებილ ქალებს დახმარებოდა კუბდარის მომზადებაში. ეზოში პატარა ხის ფარდული იდგა - სქელი ბოძები თოვლით ცოტა გათეთრებული, სახურავზე კი ყინულის წვეთები ეკიდა. შიგნით ღუმელი ენთო, მაგიდები კი ცხელი საჭმლის მოსამზადებლად იყო გაწყობილი. ანა ფარდულის კარამდე მივიდა, ჯერ გაოცებული იყურებოდა. საკმაოდ ბევრნი იყვნენ - დარიკოს მეზობლები, მარინა, თინა და კიდევ რამდენიმე ქალი, რომლებიც ანას საერთოდ არ ეცნობოდა სახეზე. - დილა მშვიდობის,- თქვა ანამ ოდნავ დაბნეულმა, მაგრამ ღიმილით. - დილა მშვიდობის,- უპასუხეს ერთდროულად. დარიკომ გვერდით მიუჩინა ადგილი. - მოდი, აქ დაგვიჯექი,- თქვა დარიკომ. ანა ნელ-ნელა მიუახლოვდა მაგიდას. ხელში ცომი დააჭერინეს, თითებზე ფქვილი თეთრ ფენად ეკრა. ეზოში მალევე გაგი შემოვიდა. ანდრიაც თან მოჰყვა და იქვე ჭიშკართან დააწყვეს მშრალი შეშა. ამოიწია, პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოუყარა. მაშინვე გაჩერდა. ანა მაგიდასთან იდგა. თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული. რამდენიმე თხელი ღერი მაინც ჩამოშლოდა და შუბლთან ედებოდა. სიცხისგან ლოყები ოდნავ შეწითლებოდა - არა მაკიაჟივით, არამედ ისე ბუნებრივად. მაკიაჟი დიდი ხანია არ წაესვა, ვერც ხედავდა საჭიროებას, არც ჰქონდა მაგის დრო და თავი, სიბრაზითა და თავის გადარჩენით იყო დაკავებული. ხელები ცომით ჰქონდა დაფარული. თითებზე ფქვილი თეთრ ფენად ეკრა და ყოველი მოძრაობისას ჰაერში მსუბუქად იფანტებოდა, თითქოს პატარა თოვლის მტვერი ყოფილიყო. თავდახრილი მუშაობდა. ხანდახან ხელს სწრაფად გადაისვამდა ლოყაზე ან თმას გვერდზე გადაიწევდა რომ თვალებში არ მოხვედროდა, მერე კი ისევ საქმეზე გადაჰქონდა ყურადღება. მის გარშემო სამზარეულო ჩვეულებრივი ხმაურით იყო სავსე - ღუმელში შეშა ტკაცუნებდა, ჭურჭელი ერთმანეთს ეხეთქებოდა, დარიკო რაღაცას ალაგებდა, გვერდით ქალები იცინოდნენ, საუბრობდნენ, რაღაცებს ჭრდინენ და ამზადებდნენ - მაგრამ გაგისთვის რატომღაც ამ ყველაფრის შუაგულში მხოლოდ ანა ჩანდა. გაგი კართან გაჩერდა. თავიდან უბრალოდ შეხედა. მერე კი უცნაურად გაუჭირდა თვალის მოშორება. ბოლო დროს ამჩნევდა რომ უაზროდ მიშტერება მისი ჰობი გამხდარიყო, თუმცა გაგისთვის სულაც არ იყო უაზრო, იყო იქ რაღაც, რაც მის ყურადღებას ჯიუტად აკავებდა. ორი თვის წინ ეს გოგო ამ სახლშიც კი ძლივს ჩერდებოდა. ყოველთვის დაძაბული იყო, თითქოს ყოველ წუთს ელოდნენ რომ გაიქცეოდა. ახლა კი აქ იდგა - მშვიდად, ჩართული იმ ყოველდღიურობაში, რომელიც თითქოს მისთვის სრულიად უცხო უნდა ყოფილიყო. და ყველაზე უცნაური ის იყო რომ კარგად გამოიყურებოდა ამ გარემოში. თითქოს აქ ყოფნას ნელ-ნელა ეჩვეოდა. გაგიმ თავი ოდნავ დახარა, თითქოს საკუთარი ფიქრებისგან თავის დაღწევა უნდოდა, მაგრამ მზერა მაინც ვერ მოაშორა. ანას რაღაცაზე გაეღიმა. თინას გვერდით იდგა და ქალიც ღიმილით უყვებოდა თავის ისტორიებს. უბრალოდ პატარა ღიმილი იყო, მაგრამ გაგის მკერდში რაღაც უცნაურად შეირხა. თვითონაც ვერ გაიგო რატომ. უბრალოდ რამდენიმე წამი ისევ უყურებდა. და მერე, თითქმის გაუცნობიერებლად, ისევ იგივე აზრი გაუკრთა თავში - რომ თითქოს პირველად ხედავდა მას ასე. არც გაბრაზებულს. არც ჯიუტს. უბრალოდ... ბედნიერს და მისგან თვალის მოშორება რატომღაც უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. - რას მიაშტერდი, სახლში არ გყავს ხოლმე?- მხარი გაკრა ანდრიამ და მეორე ნაწილი შეშა იქვე დაყარა. - არაფერი...- დააპაუზა გაგიმ,- რაღაცაზე ჩავფიქრდი. - ხო, ალბათ უცებ გაიაზრე რომ ის შენი ცოლია და არა მეზობელი, ხო?- ხარხარებს ანდრია და ქალების ყურადღებას იქცევს,- დილამშიდობისა ჩემო ქალბატონებო. ღიმილით უახლოვდება მათ. - თავს როგორ გრძნობთ სულთანო ირინა?- უალხოვდება დედამისს და ლოყაზე ჰკოცნის. - უკეთ ვარ,- სუსტად უღიმის ირინა,- ნუ ხარ კლოუნი, მოისვენე. ეცინება ქალს. - დილა მშვიდობის,- თქვა ბოლოს ანამ. - დილა მშვიდობის. მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ თვალები მაინც ვერ აშორებდა. - უკვე დაიწყეთ?- მიუახლოვდა გაგი. - ჰო,- უპასუხა ნინომ,- შენც დაგვჭირდები მერე. - აქვე ვიქნები, რაღაც საქმე გვაქვს ჩვენ,- თვალები დაუბრიალა ანდრიას და ქეჩოთი წაათრია ეზოდან. ჭიშკარი კვლავ გაიღო და ამჯერად თინას შვილიშვილი ლუკა შემოვიდა, თავის ძმაკაცთან ერთად. - ხომ არ გინდათ დაგეხმაროთ?- იკითხა ხმამაღლა ლუკამ და ქალებს გადახედა. თუმცა პასუხის გაცემა ვერ მოასწრეს ლუკა ანასთან მივარდა და მსხვილი ქვაბი გამოართვა, რომელსაც ცალი ხელით გაჭირვებით ეზიდებოდა. - გამარჯობა,- გაიღიმა ანამ,- მე შენ გიცნობ, თინას შვილიშილი არ ხარ? - ჰო, მე ვარ,- მხრები აიჩეჩა ლუკამ,- აქ შენზე უკვე ყველამ იცის. ანამ ოდნავ წარბი ასწია. - იმედია კარგი რამეები. - ჯერჯერობით კი,- ღიმილით თქვა ლუკამ და ქვაბი მაგიდაზე დადგა,- ასეთ მძიმეებს მარტო რატომ ეზიდები, ძალა გერჩის? ანას გაეცინა. - დამხმარე ხომ მოხვედი უკვე. * * * - შეიძლება გავჭედო მალე,- ბუზღუნებს გაგი. - რა მოხდა?- საქმეს თავს ანებებს ანდრია და გაგის მზერას აყოლებს თვალს. - გოგოს ვუთხარი მომწონხარ - მეთქი და თავს მარიდებს, მგონი სცხვენია. ამ ლაწირაკს კიდე ნახე როგორ უცინის,- ცხვირს იბზუებს გაგი,- მონსტრი მგონია თავი. - არ ხარ თუ?- იცინის ანდრია. - თავყბას გაგიერთიანებ ახლა,- უბრაზდება გაგი. - კარგი რა იყო, ლუკა ჯერ ბავშვია. - მაგაზე არ ვამახვილებ ყურადღებას ახლა სხვა რამეზე ვთქვი. - ძმაო მგონი მოგწონს კი არა გიყვარს,- მხარზე ხელს ადებს ანდრია,- თან არც ეს ქალბატონია გულცივი შენს მიმართ. - სისულელეებს ნუ ბოდავ,- თავიდან იშორებს გაგი. - როდის იყო მე რამეს დაუფიქრებლად ვამბობდი,- ცალყბად იღიმის ანდრია,- გეუბნები, ჩემს ნამუსს გეფიცები, გიყვარს და ვერ ხვდები. შენ ოდესმე ქალისთვის ასე შეგეხედოს მე არ მახსოვს, არადა რამდენ გოგოს მოსწონდი. თიკუნა გახსოვს? სულ უკან დაგსდევდა და ერთხელ არ გაგიხედავს მისკენ. ანას კი ლამის მუხლებში ჩაუვარდე. სვანებს ეს არ შეშვენის ბატონო გაგი ხერგიანო! - შენც კაი უნამუსო ხარ და შენი ფილოსოფიებიც,- წიხლს უქნევს,- მიდი მოკიდე ხელი და შემატანინე. ბევრს ნუ ლაპარაკობ, გაიგებს და დაიწყებს ისევ დისტანციის დაცვას. - შენთვის ჩამოვსულვარ აქ. ეჰ, რა ბიჭი ვიყავი ამერიკაში, აქ კიდე როგორ მამუშავებთ,- მოჩვენებით წუწუნს იწყებს ანდრია.გაგიმ წარბი შეკრა,- ერთ ოთახშიც კი არ გძინავთ, მეტი რაღა დისტანცია უნდა დაიცვათ, მეზობლებივით ხართ. - არ უნდა მომეყოლა შენთვის არაფერი. - მერე ვინ მოგცემდა ასეთ იდეალურ რჩევებს?- ეშმაკურად იღიმის ანდრია,- იქნებ მოგეგვარებინა ეგ საკითხი? იქნებ დაელაპარაკო, ან რა ვიცი, ქცევებით ვერ ხვდები შეიცვალა თუ არა? თვალები კეფაზე ხომ არ გაქვს ადამიანო. იქნებ უნდა მასაც შენთან დაახლოება. - თავი სამი წლის მგონია. - სამი წლისას უფრო შეგაგნებინებდი რამეს,- ბუზღუნებს ანდრია,- მართლა გეუბნები. თვითონ უჭირს და ვიღაცამ ხომ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, სამოცი წლის ასაკშიც რომ გნახო ასე იქნებით მგონი იმას თუ ელოდე. - მიმაღწევინებთ რო მაგ ასაკამდე? - აპ, ახლა ეს რა თქმაა აბა,- ხელებს შლის ანდრია. - რა? რატომ მიყურებ ეგრე,- იკითხა გაგიმ, როცა მეგობრის ეშაკური მზერა დაიჭრა. - არაფერი,- უპასუხა, მაგრამ მისი ღიმილი ყველაფერს ამბობდა. მერე კიდევ ერთხელ გახედა ანას და ლუკას, რომლებიც რაღაცაზე იცინოდნენ. ანდრია კიდევ უფრო ახლოს გაიჭრა გაგისკენ. - უბრალოდ მაინტერესებს...- თქვა მშვიდად,- რამდენ ხანს გაძლებ ასე? შეხედე როგორ ელაპარაკება სხვას და შენ არაფერს აკეთებ. გაგი ჩუმად იყო, თვალები ანასკენ მიმართული. ხმადაბლა ეუბნებოდა ანდრია, ნელა და გასაგებად. იცოდა რომ იწვევდა მეგობარს, რომ აგიჟებდა. - ვნახოთ...- ჩაილაპარაკა დაბალ ხმაზე. ანა ისევ ქალებთან ერთად იდგა. ხელები ფქვილით ჰქონდა დაფარული და რაღაცას ხალისით უყვებოდა ლუკას, რომელიც აშკარად ცდილობდა დახმარებას, თუმცა უფრო საუბარში ერთობოდა, ვიდრე საქმეში. ანას რაღაცაზე გაეცინა - ღიმილი ფართოდ გაეშალა სახეზე. გაგის ყბა ოდნავ დაეჭიმა. - ნახე...- ჩაილაპარაკა ისევ,- მე რომ რამეს ვეტყვი, ისე მიყურებს, თითქოს მისი ყველაზე დიდი პრობლემა ვიყო. ანდრიამ ისევ გაიხედა ანასკენ, მერე გაგისკენ. - იქნებ ხარ კიდეც,- მშვიდად თქვა. გაგიმ თვალები დაუბრიალა. - გეუბნები, არ გამაღიზიანო ახლა. - მე არაფერს გიშავებ, ძმაო. უბრალოდ ფაქტებს ვამბობ,- მხრები აიჩეჩა ანდრიამ,- შენ რომ გვერდით უვლი, ისე იძაბები, თითქოს გაძალებდეს ვინმე. - არ მინდა რომ რამით დავავალდებულო. - ეგ ვალდებულება არაა, სიყვარულია და ვერ ხვდები შენ ჯერ. გაგის პასუხი არ გაუცია. მისი თვალები ისევ ანაზე იყო მიჩერებული. ლუკა რაღაცას უყვებოდა, თან ხელებით უხსნიდა. ანა უსმენდა, მერე თავი გადააქნია და ისევ გაეცინა. ანდრიამ ესეც შენიშნა. - აი, ისევ,- ჩუმად თქვა მან. გაგისთვის ახლა მხარზე ჩამომჯდარი ეშაკივით იყო. გაგიმ კბილები დააჭირა ერთმანეთს. - ღმერთო... ამ ბიჭს რა აქვს ასეთი სასაცილო? - ალბათ არაფერი,- უპასუხა მშვიდად ანდრიამ,- უბრალოდ მას არ მოიუტაცია და ცოლად არ მოუყვანია. იქნებ შენ რომ ყოფილიყავი ახლა იქ სიცილისგან ეტირა კიდეც. გაგიმ თავი მისკენ მკვეთრად მიაბრუნა. - მე რატომ უნდა ვიყო მიზეზი რომ გაბრაზებული იყოს? გადაიარა უკვე მაგ წყალმა. ანდრიას ისევ გაეცინა. - იმიტომ რომ შენ რომ რამეს ეტყვი, ბრძანების ტონით ამბობ. დაძაბული ხარ, გეშინია. ის კიდე უბრალოდ ელაპარაკება,- გაგიმ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ისევ ანასკენ გაიხედა. ამჯერად ლუკა ქვაბს სწევდა, აშკარად უფრო მძიმე იყო, ვიდრე ეგონა. ანა სწრაფად დაეხმარა, ხელი ქვემოდან შეუყენა და ორივემ ერთად დადგეს მაგიდაზე. მერე ერთმანეთს შეხედეს და ორივეს გაეცინა. გაგიმ ღრმად ამოისუნთქა. - საკმარისია. - რა?- ცალყბად ჩაიღიმა ანდრიამ. - აღარ მინდა ამის ყურება. - რას იზამ, მიხვალ და ეჩხუბები იმ ბავშვს?- ირონიით ჰკითხა ანდრიამ. - ბავშვი, ბავშვი... - ჩაიბურტყუნა გაგიმ,- მეც ვიყავი ჩვიდმეტის ოდესღაც. ანდრიამ სიცილი ვეღარ შეიკავა. - და მაშინ შენც ასე გიღიმოდნენ გოგოები? გაგიმ მკვეთრად გახედა. - გაჩუმდი. - კარგი, კარგი. მე არაფერს ვამბობ,- ანდრიამ ხელები ასწია, თითქოს დანებდა. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იდგა. გაგის მზერა ისევ ანასკენ იყო მიმართული. ანდრიამ ისევ ჩუმად გადახედა მეგობარს და ბოლოს ღიმილით ჩაილაპარაკა. - ძალიან ცუდ დღეში ხარ, ძმაო,- გაგიმ თვალიც არ მოაშორა ანას. - ვერ ვხვდები რას გულისხმობ. ანდრიამ თავი გადააქნია. - აი, სწორედ ეგ არის პრობლემა,- ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ ანასკენ გაიხედა, რომელიც ახლა ერთ-ერთ ქალს ეხმარებოდა დაჭრაში და თან რაღაცაზე ელაპარაკებოდა. ანდრიამ ჩუმად დაამატა. - მაგრამ მალე მიხვდები. * * * საღამო უკვე ჩამოწოლილი იყო, როცა ეზოში დიდი მაგიდა გაიშალა. სვანეთის ცივ ჰაერში სუფრის სითბო და ხალხის ხმები უფრო მკაფიოდ ისმოდა. მაგიდაზე ერთმანეთის გვერდით ეწყო თეფშები, კუბდარები, მწნილები, ყველი, ღვინის ბოთლები. კაცები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ. ქალებიც მოდიოდნენ, ზოგს ჯერ კიდევ წინსაფარი ეკეთა. ანა ცოტა გვერდით იდგა და ნინოსთან ერთად თეფშებს ალაგებდა. - აქ დადე,- უთხრა ნინომ და მაგიდის ერთ მხარეს მიუთითა. - ასე?- ჰკითხა ანამ. - ჰო, სწორია. ნინომ წამით შეხედა, მერე ოდნავ გაუღიმა. - მერე დაიმახსოვრებ და შენითაც იზამ. ანას გაეღიმა. გაგის მზერა თითქმის მაშინვე ანას დაეცა. გაგიმ უცნაურად იგრძნო - თითქოს პირველად ხედავდა, როგორ ცდილობდა აქაურობასთან შეგუებას. - ისევ დაიწყე?- ანდრიამ გახედა და ჩუმად ჩაილაპარაკა. - რა?- გაღიზიანდა გაგი. - იმენა დაღალე გოგო, რა გეტაკაა,- გაგიმ არაფერი უპასუხა. გვერდულად ჩაეღიმა ისე რომ ანდრიას არ დაენახა თორემ იცოდა ისევ ტვინს წაიღებდა. კაცებმა ნელ - ნელა დაიწყეს მაგიდასთან დაჯდომა. მალხაზიმ ღვინის ბოთლი გახსნა და თასები გაავსო. - მოდით, დასხედით,- თქვა მან. ყველა ნელ - ნელა მიუჯდა მაგიდას. ანა ჯერ ისევ იდგა, თითქოს არ იცოდა სად დამჯდარიყო. დარიკომ ხელი ოდნავ დაუქნია. - აქ დაჯექი,- რამდენიმე წამში მალხაზიმ თასი ხელში აიღო. ეზოში ხმაური ჩაწყნარდა. - დღეს,- თქვა მან მშვიდი ხმით,- როგორც წესია, ჩვენს წასულებს გავიხსენებთ, მალე ჩემი ცხონებული ძის - ალეკოს დაბადების დღეა, აქვე ზურას მამისაც და აღვნიშნოთ ერთად, იმსახურებენ მათი და სხვების სულები გახსენებას. რამდენიმე კაცმა თავი დაუქნია. - ამით იმათ გაუმარჯოს, ვინც აღარ არის ჩვენთან, მაგრამ სულ ჩვენს გულებში იქნებიან... თასები ნელა აიწია. - ღმერთმა ნათელში ამყოფოს,- ყველამ ჩუმად დალია. რამდენიმე წამი მაგიდასთან სიჩუმე ჩამოვარდა. ანა მშვიდად იჯდა, თავი ოდნავ დახრილი ჰქონდა. გაგიმ ეს შენიშნა. მისი მზერა წამით შეჩერდა ანას სახეზე. მერე ნელა აიღო თავისი თასი და დალია. "მოწყენილი ხარ?" აინთო ანას ტელეფონი შეტყობინების გამო. გაგის გახედა, შემდეგ ისევ ეკრანს, ბიჭი მისკენ არ იყურებოდა. ცდილობდა არ შეემჩნია ის ფაქტი რომ გაგი მთელი დღე თვალს ვერ აცილებდა, თუმცა გაგი მალევე მიხვდა რომ ანა ამჩნევდა და მეტიც სპეციალურად აიგნორებდა. "ცოტა დავიღალე" დაუბრუნა პასუხი. "კარგად იმუშავე დღეს. მომცემ უფლებას რომ კიდევ დაგიკოცნო ლოყები?" გაგის ჩაეღიმა თავისივე მესიჯზე. " რა დღეში ხარ?" მიიღო ანასგანაც პასუხი. " მომენატრე" " წინ იყურე, არ მომიცია მგონი შენთვის ზედმეტის უფლება." გაუწყრა ანა, თუმცა თავადაც ხვდებოდა რომ სწორედ თვითონ აძლევდა ყველაფრის უფლებას. სუფრასთან საუბარი ნელ - ნელა ისევ გაცოცხლდა. პირველი სადღეგრძელოს შემდეგ კაცებმა ერთმანეთში დაიწყეს ლაპარაკი - ვიღაცამ ხუმრობა თქვა, ვიღაცამ ძველი ამბავი გაიხსენა. მალხაზიმ ისევ აავსო თასები. - აბა, კიდევ ერთი,- თქვა მან მშვიდად. გაგიმ თავისი თასი ავტომატურად აიღო. ჯერ კიდევ მშვიდად იჯდა, თითქოს არაფერზე ფიქრობდა, მაგრამ თვალები მაინც დროდადრო ანასკენ გაურბოდა. ანა ჩუმად იჯდა, დარიკოს გვერდით. ის უფრო უსმენდა, ვიდრე ლაპარაკობდა. ზოგჯერ ვინმეს სიტყვაზე ოდნავ გაუღიმებდა, ზოგჯერ თავს დაუქნევდა. გაგიმ მეორე ჭიქაც ისე დალია, თითქოს ვერ შეამჩნია. ანდრიამ გვერდიდან გახედა. - მგონი ამაღამ გასკდება სიყვარულის ბუშტი. - სიყვარულის გურუ ხარ?- უკმაყოფილოდ ჰკითხა გაგიმ. - მაჭანკალიც ვიქნები და შამანიც, ოღონდ თქვენ დაგადგეთ საშველი. ცოლის მოყვანა მინდა და ვერ მოვაბი თავი. - ჩვენ რა შუაში ვართ შენს ქორწილთან. - არ მინდა ჩემს ქორწილშიც მეზობლებივით ისხდეთ, ცოლს რა ვუთხრა, გოგო მოიტაცა და ეზიზღება ჩემი ძმაკაცი - თქო? - ჭკუა კიდე ვერ ისწავლე შენ,- გაგიმ თასი ისევ მაგიდაზე დადგა,- ნუ ბოდავ. სუფრაზე უხუცესმა მეზობელმა ბერჩილმა დაიწყო ამბის მოყოლა - როგორ დადიოდნენ ადრე ზამთარში მთებზე, როგორ გადაჰქონდათ საქონელი და როგორ რჩებოდნენ ხოლმე თოვლში. ყველა ყურადღებით უსმენდა. ანა ცოტათი წინ გადაიხარა, რომ უკეთ გაეგონა. მისი თმა ისევ ოდნავ ჩამოშლოდა, ლოყები კი ოდნავ შესწითლებოდა, ნინომ სთხოვა გაესინჯა ღვინო, მოეწონა თანაც ძალიან და ამ გასინჯვაში ორი - სამი ჭიქა დალია. გაგიმ ამასაც მოჰკრა თვალი. უცნაურად იგრძნო თავი. მესამე სადღეგრძელოც მალე მოვიდა. მალხაზიმ ისევ აიღო თასი. ისევ თქვა სადღეგრძელომაგიდასთან ისევ ჩამოწვა სიჩუმე. თასები ნელა აიწია. გაგიმაც ასწია. ღვინო ამჯერად ცოტა უფრო მძაფრად მოეჩვენა, მაგრამ მაინც დალია ბოლომდე. სუფრაზე ისევ ხმაური დაბრუნდა. ვიღაცამ ხუმრობა თქვა, რამდენიმე კაცმა ხმამაღლა გაიცინა. ანას ამჯერადაც გაეღიმა. გაგიმ ისევ იქით გაიხედა. თავიდან ყველაფერი წესიერად მიდიოდა - სადღეგრძელოები, მოკლე საუბრები, მერე ისევ ღვინო. მაგრამ რაც დრო გადიოდა, ხმა უფრო და უფრო მაღლა იწევდა. ვიღაცამ სიმღერა დაიწყო. - აბა, კაცო, მარტო მე ხომ არ ვიმღერებ!- თქვა მან. მეორე მაშინვე აჰყვა. მალე უკვე სამი - ოთხი კაცი ერთად მღეროდა, დანარჩენები კი ტაშს უკრავდნენ. ანდრიამ სიცილით თავი გააქნია. - აი, ახლა იწყება ნამდვილი სუფრა. - აქამდე რა იყო? - შესავალი,- ორივეს გაეცინა და ერთად დალიეს. რამდენიმე წუთში უკვე ვიღაცა შუა სუფრაზე წამოდგა და ძველი ამბის მოყოლა დაიწყო - ისეთი ამბავი, სადაც ნახევარი სუფრა მონაწილეობდა. ყოველი ახალი დეტალის შემდეგ სიცილი ისმოდა. გაგი უკვე აშკარად შეზარხოშებული იყო. თვალები ოდნავ ჩამძიმებოდა, სიტყვებსაც ნელა ამბობდა, მაგრამ განწყობა აშკარად კარგი ჰქონდა. - მე გეუბნებით,- თქვა მან ერთ მომენტში ხმამაღლა,- ეგ ამბავი სულ სხვანაირად იყო! - რა სხვანაირად?- მაშინვე ჰკითხა ვიღაცამ. - სხვანაირად...- გაგიმ ხელი ჰაერში გააქნია, თითქოს ახსნა უნდოდა, მაგრამ მერე თვითონვე გაეცინა,- მოკლედ, არ მახსოვს, მაგრამ სხვანაირად იყო. სუფრაზე სიცილმა იფეთქა. ანდრიამ მხარზე ხელი დაჰკრა. სუფრა ახლა უკვე მთლიანად ხმაურში იყო - ზოგი მღეროდა, ზოგი ხუმრობდა, ზოგი ერთმანეთზე ძველ ისტორიებს ყვებოდა. ერთ მომენტში ორი კაცი ერთმანეთს ედავებოდა, მერე ორივემ ერთად დალია და გადაიხარხარეს. გაგი სკამზე ნახევრად გადახრილი იჯდა. უკვე საღამო ჩადიოდა. ეზოში ჩრდილები დაგრძელებულიყო, ცა კი ნელ-ნელა მუქდებოდა. მაგრამ სუფრაზე ამას ვერავინ ამჩნევდა. გაგიმ კიდევ ერთხელ დალია, მერე სკამს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. - მგონი...- თქვა დაბალი ხმით ანდრიამ,- ახლა ნამდვილად მთვრალი ვარ. გაგიმ სიცილი ვერ შეიკავა. -მგონი?- სუფრა ისევ სიცილში ჩაიძირა. და ასე, ხმაურით, სიმღერითა და ერთმანეთში არეული საუბრებით, დღე ნელ - ნელა საღამოს გადაეცა. სუფრა უკვე აშკარად დაშლილ მდგომარეობაში იყო. სიცილი, ხმაურიანი საუბრები და ჭიქებისი ჰაერში ირეოდა. გაგი სკამზე ნახევრად გადახრილი იჯდა, ყურადღება ცოლისკენ ჰქონდა. გაგი მალევე წამოდგა, ანას უკნიდან მიუდგა, ყუში ჩასჩურჩულა წამოდიო და თან გაიყოლა. მოჰყვა სუფრიდან სიცილი მათ წასვლას, და უცნაური ხმები. თუმცა გაგიმ ცოლი გვერდით ამოიყენა, ხელი მხარზე გადაჰხვია და მისაღებში შევიდა. - რა მოხდა, რატომ წამომიყვანე? - ისევ გეზიზღები?- ყური არ ათხოვა მის კითხვას. - რა სისულელეს ამბობ, გაგი?- დაეჭვდა ანა. - მითხარი ისევ გეზიზღები? რომ გაგიშვა ახლა წახვალ? შეძლებ ჩემგან წასვლას? - არ მინდა ამ სისულელეების მოსმენა, სად უნდა წავიდე? ან რას ჰქვია მიშვებ. შენ არ იყავი ის, ვინც აქ მომიყვანა?- ბრაზი შეეპარა ხმაში,- შენ შეძლებ ჩემს გაშვებას? დაუბრუნდა კითხვითვე პასუხი. - ვერ შევძლებ,- გულში ჩაიკრა ცოლი და ნაზად აკოცა შუბლზე,- ვერ გაგიშვებ. - მაშინ პასუხი უკვე იცი,- გრძელი წამწამები გააქნია რამდენჯერმე და თვალებში ჩახედა ნასვამ ქმარს,- რატომ გაგიჩნდა ეს კითხვა? - მთელი დღეა ანდრიამ ტვინი ამირია,- ოხრავს გაგი და ოთახში შედის. - და რას ნიშნავდა ეს შეტყობინება? ესეც ანდრიას ნახელავია? - არა, ეგ მე ვიყავი, მომენატრე,- მიუახლოვდა გოგოს,- ახლა შენი სურნელი მჭირდება. - ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე,- გააფრთხილა ანამ და უკან დაიხია. - შენზე დამოკიდებული გავხდი და შენი ბრალია. კოცნის საშუალებას რომ მაძლევ, ასე რომ მიღიმი. ღამით რომ ჩემს ოთახში იპარები და თმაზე მეფერები, საბანსაც რომ მაფარებ ეგეც ვიცი,- ანა წამით გაშპა. - დაღლილი იყავი ეს დღეები, აღარ მოვალ მაშინ. - მაგიტომ არ მითქვამს,- შეაჩერა წასასვლელად გამზადებული გოგო და უკან მოაბრუნა,- მინდა რომ სულ აკეთო, მინდა რომ, როცა გავიღვიძებ შენს სახეს ვხედავდე. მინდა რომ ისე გაკოცო, დანაშაულის გრძნობამ არ შემაწუხოს. - და რა გიშლის ხელს,- ხმა ეცვლება ანას და სიბნელეში უახლოვდება,- რატომ იკავებ თავს? - ვერ გავბედავ გატკინო,- თმაზე უსრიალებს ხელს,- ეს სახე... ხელი წაიღო მისი ფითქინა კანისკენ, თუმცა შეხება ვერ გაბედა. - ეს თმები,- ამჯერად თმაზე ჩამოუსვა ხელი. - არასდროს შეიჭრა,- ამოილუღლუღა ძლივს,- მტკივა შენს გამო, ასე არ უნდა იყოს მაგრამ მაინც... იმ დღეს რომ დაგინახე, გეფიცები გონება დავკარგე. თვალწინ მიდგას ის, როცა ჩემგან გარბოდი თოვლში. - დაიძინე უკვე,- თავი გააქნია ანამ. - იქნებ შენს სიძულვილით სავსე გულში, სადმე უკანა ნაწილში პატარა ადგილი მაინც იყოს დარჩენილი სიყვარულისთვის,- ტუჩები შეახო ანას ხელებს. იგრძნო გოგომ როგორ დაეცა ცხელი ჰაერი კნაზე. თვალები ეწვოდა უკვე, ტირილი უნდოდა თუ უბრალოდ სიმწარისგან ვეღარ გაეგო,- თუ ვერ შემიყვარებ, გთხოვ, ნუ შემიზიზღებ მაინც. - არ მძულხარ,- ლოყაზე ადებს ხელს,- ასე ნუ ფიქრობ, ნუ მაიძულებ სულ დაგიმტკიცო საპირისპირო. ოდნავ უახლოვდება და უკვე გრძნობს, როგორ ეცემა მისი სუნთქვა კანზე. გაგის ეღიმება, იხრება, ლოყაზე პატარა კოცნას უტოვებს, მეტს ვერ ბედავს. თვალები დახარა, მერე ისევ შეხედა - ამჯერად უფრო მშვიდად, თუმცა შიგნით მაინც რაღაც ებრძოდა. - ყოველთვის ასე ხარ,- ჩუმად თქვა,- თითქოს ნაბიჯს დგამ, მერე კი უკან იხევ. გაგიმ მხრები ოდნავ ასწია, თითქოს პასუხი ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა როგორ ეთქვა. - იმიტომ, რომ მეშინია,- ბოლოს მაინც თქვა, ხმაში სიმძიმე იგრძნობოდა,- შენთან ყველაფერი უფრო რთულია. - მარტივი როდის ყოფილა რამე?- გაეცინა ანას,- დაწექი, ფეხზე ძლივს დგახარ. ჰაერი თითქოს დამძიმდა მათ შორის. ოთახში გარედან შემოსული შუქი რბილად იფანტებოდა, მისი ხელი ჯერ კიდევ ანას ლოყაზე იყო შეჩერებული - თბილი, ფრთხილი შეხება, თითქოს ეშინოდა, ოდნავ ძლიერად რომ დაეჭირა, ყველაფერი დაიშლებოდა. ანას კანი თბილი ჰქონდა, თითქმის ცხელიც კი, და ამ სიცხეში რაღაც უცნაური სიმშვიდე ერეოდა. გაგის სუნთქვა უთანაბრდებოდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა მისი დაძაბულობა - მკერდი ნელა, მძიმედ ეწეოდა და ეშვებოდა. მათ შორის მანძილი თითქმის აღარ არსებობდა. მხოლოდ რამდენიმე სუნთქვის სიგრძე, რომელიც ნელ-ნელა იშლებოდა. გაგის თითები ოდნავ დაეძაბა მის ლოყაზე, მერე კი უფრო ფრთხილად ჩამოსრიალდა ქვემოთ - ყბის ხაზს გაჰყვა, იქიდან კისრისკენ. ეს მოძრაობა იმდენად ნელი იყო, თითქოს დრო სპეციალურად იწელებოდა, რომ თითოეულ შეხებას მეტი მნიშვნელობა მიეღო. გაგიმ მაისური გადაიძრო, კარადასთან მივიდა, სიბნელიდან შორტი გადმოიღო და საწოლში შეწვა, იმდენად არეული ჰქონდა გონება, არც უფიქრია რომ იმ საწოლში იწვა, სადაც რამდენიმე თვეა მისი ცოლი წევს. ანა რამდენიმე წუთით გაშეშებული ზის, ვერც ის იგრძნო, როგორ დაეძინა გაგის. ვერც ის, თუ როგორ ჩამოვარდა ლოყებზე გახურებული ცრემლი, როგორ აუწვა კანი, თითქოს ლავა მიედინებოდა. არ სურდა საკუთარი სისუსტის აღიარება, არ სურდა სხვისი ხსნა მისთვის მიზეზი გამხდარიყო. გრძნობს როგორ ინგრევა შიგნიდან და როგორ ჭამს რაღაც. თუ ეს ზიზღია, მაშინ უნდა რომ თავიდან ბოლომდე სძულდეს, მაგრამ თუ ეს მოწყალებაა, მაშინ ანას არ სურს ამ მოწყალების გაღება. სიამაყე ებრძვის, გაჰყვირის რომ არ მიეკაროს ამ ბიჭს, რომ ის დამნაშავეა, თუმცა გული სულ სხვას ამბობს და ეს სტკივა. გაგი კარგი ბიჭია, მის სხეულში შეძვრა და გულის რაღაც ნაწილში დაიკავა ადგილი. ცდილობს, ეშინია, შორიდან ნელ - ნელა უახლოვდება და ანას აგიჟებს ეს ფაქტი, მტრები არიან, უნდა სძულდეთ ერთმანეთი, ის კი მეორე წამს სიყვარულს უხსნის. - მაპატიე, მამა,- ოხრავს და საწოლის კიდეზე ჯდება,- მაპატიე რომ გრძნობებს ვერ ვეწინააღმდეგები. ყველაფერი ერთნაირად ეხვეწებოდა გულში, ყველაფერი ერთმანეთს ეჯახებოდა და ვეღარ არჩევდა. ვერ არჩევდა, სად მთავრდება მისი სიმკაცრე და სად იწყება სინანული, სად იმედი და სად შიში, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, თუ სად იწყებოდა მოწონება და სიყვარული. ლოყებზე დარჩენილი ცრემლები თვალებიდან ნაზად იშლებოდა. შიგნიდან რაღაც მტკივნეული გრძნობები იძახდა, რომ უნდა გაეძლიერებინა საკუთარი სიძლიერე, მაგრამ სხეული თანდათან უნებურად ირხეოდა. გაგის სითბო მის მკლავებში ნელ - ნელა ვრცელდებოდა. და იმ ღამეს, სვანეთში პირველად ცივი ზამთრის შემდეგ თეთნულდზე თოვლმა ლღობა დაიწყო. იმ ღამეს ანამ და გაგიმ ერთად დაიძინეს, ერთ ოთახში, ერთ საწოლში. * * * დილა ნელა შემოიჭრა ოთახში. ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ჯერ კედელს მოეფინა, მერე იატაკზე ჩამოცურდა და ბოლოს საწოლზე გაშლილ საბანს შეეხო. ოთახში სიგრილე იდგა. ჰაერში რაღაც ჩარჩენილი გრძნობა ტრიალებდა, გაურკვეველი და მძიმე, თითქოს გუშინდელი სიტყვები ჯერ კიდევ აქ იყო, კედლებში გაჩერებული. ანა ფრთხილად წამოდგა. რამდენიმე წამით უბრალოდ იდგა, გაუნძრევლად, თითქოს საკუთარ თავს უსმენდა - სუნთქვას, გულს, იმ შიგნიდან წამოსულ აურზაურს, რომელსაც ჯერ სახელს ვერ არქმევდა. მერე ნელა დახედა გვერდით მწოლარე გაგის. საბანი ნახევრად ჰქონდა ჩამოცურებული, ერთი ხელი უხერხულად გვერდით ედო, მეორე კი მკერდზე. სახე მშვიდი ჰქონდა, თითქმის ბავშვური. სუნთქავდა თანაბრად, ღრმად, თითქოს მთელი დაძაბულობა ამოისუნთქა და ახლა მხოლოდ სხეული დარჩა, უმძიმესი ემოციების გარეშე. ანამ ცოტა ხანს უყურა. ვერ ხვდებოდა, რატომ არ შეეძლო უბრალოდ გასულიყო და დაეტოვებინა. რატომ იყო საჭირო რომ კიდევ ერთი წამით შეჩერებულიყო. თითქოს რაღაც უხილავი აჩერებდა. ნელა დაიხარა. საბნის კიდე აიღო და ფრთხილად გადააფარა მის მხრებს. მოძრაობა ისეთი იყო, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ოდნავ უფრო ძლიერად შეეხებოდა, ყველაფერი დაირღვეოდა - ეს სიჩუმეც, ეს სიმშვიდეც, ეს უცნაური ბალანსიც, რომელიც მათ შორის გაჩნდა. გაგი ოდნავ შეირხა. წარბები შეუმჩნევლად შეეკრა, თითქოს რაღაც იგრძნო, მაგრამ თვალები არ გაუხელია. ანა გაიყინა წამით. ხელი ისევ საბანზე ედო, გაშეშებული, თითქოს დრო გაჩერდა. რამდენიმე წამში, როცა მიხვდა რომ არ გაიღვიძებდა, ნელა გაიწია უკან. სუნთქვა მაშინვე გაუღრმავდა, თითქოს აქამდე იკავებდა. კიდევ ერთხელ შეხედა. ამჯერად უფრო დიდხანს. ვერ იტყოდა, რას ხედავდა. ვერ იტყოდა, რას გრძნობდა. მხოლოდ ის იცოდა რომ ეს აღარ იყო იგივე ადამიანი, რომელსაც გუშინ სიძულვილით უყურებდა. ან იქნებ თვითონ აღარ იყო იგივე. თავი ოდნავ გააქნია, თითქოს ამ ფიქრებისგან გათავისუფლება უნდოდა. მერე ნელა შებრუნდა და კარისკენ წავიდა. კართან რომ მივიდა, ხელი სახელურზე შეაჩერა. ისევ მოიხედა. იგივე სიჩუმე, იგივე მშვიდი სუნთქვა. მაგრამ მაინც... რაღაც დარჩა იქ. ანა ჩუმად გავიდა და კარი ფრთხილად მიხურა. ქვემოდან უკვე ხმები ისმოდა. ეზოში ხალხი ირეოდა - ნაბიჯების ხმა, ხმადაბალი საუბრები. სვანური სახლი დილიდანვე ცოცხლდებოდა, განსაკუთრებით ასეთ დღეებში. ყველაფერი მოძრაობაში იყო, ყველაფერი ხმაურობდა, და მაინც, ამ ხმაურში რაღაც მკაცრი წესრიგი იგრძნობოდა. ანა კიბეზე ნელა ჩავიდა. ცდილობდა, ნაბიჯები ჩუმი ყოფილიყო, მაგრამ ძველი ხის საფეხურები მაინც ოდნავ ჭრიალებდა. სასადილოში რომ შევიდა, რამდენიმე მზერა მაშინვე მისკენ შემობრუნდა. დარიკო ეშმაკურად იღიმოდა. იცოდა ქალმა შვილიშვილი თავიდან ბოლომდე, ისიც იცოდა მთელი ეს თვეები რომ სხვა ოთახში ეძინა, ისიც იცოდა გუშინ რომ ერთად დაიძინეს, ვერაფერს ეუბნებოდა, ან რა უნდა ეთქვა, შვილიშვილმა რომ უთხრა შენ არ ინერვიულო, მე მივხედავ ყველაფერსო, იქ მორჩა დარიკოს ამბავიც და ლოდინის მეტი რა დარჩენოდა. ანამ თავი ოდნავ დახარა და ისე შევიდა შიგნით, თითქოს ჩვეულებრივი დილა იყო. თითქოს არაფერი იცვლებოდა. მაგიდასთან მივიდა, წყალი დაისხა. ჭიქა ხელში ოდნავ აუკანკალდა, მაგრამ მაშინვე მოითოკა თავი. - ადრე გაგიღვიძია,- გაისმა ნინოს ხმა. - ვერ დავიძინე გუშინ,- დაჯდა. ხელები მაგიდაზე დააწყო და ცოტა ხანს ისე იჯდა, არაფერს აკეთებდა. გრძნობდა, როგორ უყურებდნენ, როგორ აფასებდნენ, როგორ აწყობდნენ საკუთარ აზრებს მის შესახებ. „მკვლელობის გამოსასყიდი" - ეს სიტყვა ისევ დაბრუნდა მის გონებაში. თუკცა არცერთი იქ მჯდომი აღარ ფიქრობდა ანაზე, როგორც გამოსასყიდი. ნინოს უყვარდა, უყვარდა ის გოგო რომელმაც თავისი შვილი მოაჯადოვა. დარიკოც ბედნიერი იყო. ზემოდან ნაბიჯების ხმა გაისმა. მძიმე, ოდნავ არეული ნაბიჯები. ანას არ აუხედავს. არ უნდოდა, მაგრამ მაინც მიხვდა - გაგი იყო. ბიჭი ნახევრად მძინარე ჩამოვიდა, დილამშვიდობისაო დაიძახა და ანას მიუჯდა გვერდით. გოგო გაწითლდა, სახე გაუხურდა, აღებული ჩანგალი უკან დააბრუმა, გემოს ვერ გაიგებდა ვერაფრის. - უნდა გაგეღვიძებინე,- უჩურჩულა გოგოს და ანაც შეხტა, არ ელოდა. გადახედა მაგიდას, თუმცა დარიკო ულვე ფეხზე ამდგარიყო, ნინოც იქვე იყო ელაპარაკებოდა და თან ტელეფონში რაღაცას ეძებდა. - ისე გათიშულს გეძინა... არ მინდოდა გამეღვიძებინე. - ყველაზე კარგად მეძინა გუშინ,- ხელი ფეხზე შეუსრიალა, ანამ ტუჩს კბილები დააჭირა რომ არ წამოვარდნილიყო. - რას აკეთებ, სირცხვილია,- ხელზე უბწკინა და გააშვებინა. ანა ნელა წამოდგა. - მე გავალ,- თქვა და ოთახში აბრუნდა. მიალაგა, ფიქრები არ ასვენებდნენ და ამ ფიქრისისას მთელი ოთახი დააწკრიალა. მერე მისაღებში ჩავიდა და იქ გააგრძელა. - არ ვუთხრათ რომ უკვე დავალაგეთ?- კართან მიყუდებული იდგა ნინო,- რამე აწყენინე? მიუბრუნდა შვილს. - არა, დილიდან აქ ვარ, როდის რა უნდა მეთქვა,- ჩაეცინა გაგის. ანამ რომ მისაღებში დაამთავრა, მერე ეზოში გავიდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. დაიმშვიდა სხეული. მზე უკვე მაღლა იყო. ხალხი ირეოდა - ზოგი რაღაცას ამზადებდა, ზოგი უბრალოდ იდგა და საუბრობდა. რამდენიმე მზერა ისევ მისკენ შემობრუნდა, მაგრამ ამჯერად ანამ აღარ აარიდა თვალები მაშინვე. რამდენიმე წამით უყურა, მერე თვითონვე გააგრძელა გზა. სახლს გვერდი აუარა და ნელა გავიდა ეზოს კიდისკენ, სადაც შედარებით მშვიდი იყო. იქ ჰაერი სხვანაირი ჩანდა - უფრო მსუბუქი, ნაკლებად დამძიმებული ხალხის თვალებითა და ჩურჩულით. ქვაზე ჩამოჯდა. ხელები მუხლებზე დაიდო და ღრმად ამოისუნთქა. პირველად, დიდი ხნის შემდეგ, სიჩუმე არ იყო ასეთი გამაღიზიანებელი. რამდენიმე წუთში ნაბიჯების ხმა გაიგონა უკან. არ მობრუნებულა. იცოდა, ვინც იყო. გაგი მის გვერდით არ დამჯდარა მაშინვე. ჯერ გაჩერდა, თითქოს არჩევდა - მისულიყო თუ არა. მერე ნელა მიუახლოვდა და ცოტა მოშორებით დაჯდა. არაფერი უთქვამთ. ქარი ოდნავ ამოძრავდა, ანას თმაში გაიარა. მანაც ინსტინქტურად გადაიწია, რომ სახიდან მოეშორებინა. გაგიმ გვერდულად გახედა. ისევ სიჩუმე. მაგრამ ამჯერად ეს სიჩუმე უკვე საერთო იყო. არა იმიტომ, რომ სათქმელი არ ჰქონდათ - არამედ იმიტომ, რომ ჯერ არ იყო საჭირო. გაგიმ მიწას დახედა, მერე ისევ წინ. - უცნაურია,- თქვა უცებ. - რა?- ჰკითხა ანამ. - შენთან ყოფნა...- ტუჩს კბენს გაგი, იქვე დაგდებულ ტოტს იღებს და მიწას ჩიჩქნის. ანა თავს არ აბრუნებს, თვალებში ვერ უყურებს. საკუთარ თავთან ძალიან უჭირს იმის აღიარება რომ ეს ბიჭი, თანაც სვანი ასეთი გულის პატრონია, რომ ასეთი კარგი ადამიანია და მას შემდეგ. ძლიერად უჭერს მუშტებს, ფრჩხილები ესობა კანში,- ამდენი ხანია აქ ხარ, მე კი მაინც მერიდება და მიჭირს შენთან საუბრის დაწყება. - არ ვიკბინები,- ტუჩს ღრეცს ანა. - ვიცი, შენ ძალიან ლამაზი და ჯიუტი არსება ხარ, ვისაც კი ვიცნობ,- იღიმის გაგი და ანას გული უჩქარდება. კომპლიმენტის გამო, თუ მისი ღიმილის ვერ ხვდება. - ამას კომპლიმენტად მივიღებ. - ზუსტადაც,- აღნიშნავს და ტოტს გვერდით ისვრის,- მახსოვს გუშინდელი და არ ვნანობ. მინდოდა რომ ეს გცოდნოდა. - ვიცი, ასე მშვიდად ვერ გაიღვიძებდი სხვა შემთხვევაში,- ანამ ოდნავ გაუღიმა. მაგრამ მათთვის... რაღაცის დასაწყისს ჰგავდა. * * * დრო გადიოდა. ნელა, მაგრამ შესამჩნევად. დღეები ერთმანეთს ებმოდა და მათ შორის არსებული დაძაბულობაც ფორმას იცვლიდა. თავიდან რაც მკვეთრი და მკაცრი იყო, ახლა ნაკლებად აშკარა გახდა. გაგი და ანა ერთმანეთს ეჩვეოდნენ. ჯერ ფრთხილად, ყოველგვარი განცხადებების გარეშე. ერთ სივრცეში ყოფნა აღარ იყო ისეთი მძიმე, როგორც ადრე. მათი თვალები უფრო ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს, თავად მზერაც შეიცვალა, უფრო თბილი გახდა. თავიდან სწრაფად არიდებდნენ თვალს, გაგი განსაკუთრებით, რადგან იცოდა თუ ანაც გამოხედავდა მერე ვეღარ შეძლებდა სხვაგან გახედვას. არაფერი ითქმოდა ხმამაღლა, მაგრამ ცვლილება იგრძნობოდა. ეს იყო შერიგება. ამ ცვლილებას არც ერთი არ უსვამდა ხაზს. არც კითხვები ისმოდა და არც პასუხები მოეთხოვებოდათ. ყველაფერი ჩუმად, თავისით მიდიოდა წინ. სახლშიც შეამჩნიეს ეს. აღარ იყო ის მკვეთრი დაძაბულობა, რომელიც თავიდან ჰაერში იდგა. ანა უფრო ხშირად ჩნდებოდა საერთო სივრცეში, ზოგჯერ რაღაცას აკეთებდა, ზოგჯერ უბრალოდ იჯდა. გაგიც აღარ გაურბოდა - არც ზედმეტად უახლოვდებოდა, მაგრამ არც თავს არიდებდა.ზოგჯერ ერთ საქმეს აკეთებდნენ ერთად, სიტყვების გარეშე და იმ წამებში გაჩერებული მზერა უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი დიალოგი. ხშირად ანასაც ჩაუკიდია ხელი, ქმრის მკლავს შემოჰხვევია, ჩახუტებია და მომენტებში უწუწუნია კიდეც ტირილით მის მკერდში ჩაფლულს. ეს ყველაფერი ნელა გროვდებოდა. მცირე დეტალებად. და მერე ეს დეტალები სადღაც იკრიბებოდა, ისე რომ ვერავინ ამჩნევდა ზუსტად როდის და როგორ. აპრილის მიწურულს მზე უკვე კარგად აცხუნებდა. იმაზე მეტად დათბა ერთი პერიოდი, ვიდრე თავად სვანები ელოდნენ. ნინოს მუდმივად ღია ჰქონდა ოთახის ფანჯრები, მალხაზი კი სულ ეჩხუბებოდა ჯერ ადრეა და ნუ ყინავ სახლსო. გაგი უფრო მეტ დროს სახლში ატარებდა, დარიკო კი ისევ თავოს საფირმო ტკბილეულებს ამზადებდა. - მე შემიძლია ამის გაკეთება,- წუწუნებს საწოლზე წამომჯდარი ანა და ოთახში ახლად დაბრუნებულ გაგის უყურებს, რომელსაც გამოცვლა სურდა. - თუ დამაცდი რომ გამოვიცვალო - კარგს იზამ. - გამოიცვალე, მე ამაში ხელს გიშლი?- წარბებს კრავს გოგო და დაჟინებულ მზერას არ აცილებს,- ნუ ხარ მორცხვი გოგოსავით. - შენი ქმარი ვარ, მაინც! მაგრამ თუ ეს ხელს არ გიშლის, მაშინ მე მითუმეტეს არ მაწუხებს,- ამის თქმა და გაგიმ ზედა გადაიძრო, ანას ჩაეცინა, თუმცა მაინც მიშტერებოდა ბიჭის განიერ ბეჭებს. გაგი არ ვარჯიშობდა, თუმცა ყოველ დღე იმდენ რაღაცას აკეთებდა სხეულზე კუნთები გასაკვირი სულაც არ იყო. მაღალი, მხარბეჭიანი, შავგრემანი ბიჭი იყო და ანა განსაკუთრებით მის გრძელ წამწამებს უსვამდა ხაზს და აღნიშნავდა რომ ძალიან შურდა. - უტაქტო,- ბუზღუნებს ვითომ ნაწყენი და ფანჯრისკენ მიხოხავს. - მესმის. - იმიტომაც გითხარი რომ გაგეგო. - მართლა არ აპირებ ჩამოხვიდე?- გაისმა გაგის ხმა. - სად? - ქვემოთ. მთელი სახლი მუშაობს და შენ აქ ზიხარ,- უპასუხა მშრალად. - მე ვინმემ დამავალა რამე?- ანა შემობრუნდა,- ვაკეთებდი ჩემთვის რაღაცებს, ვეხმარებოდი ყველას და დარიკომ პირიქით გამომაგდო სამზარეულოდან. - მერე არ თქვა, არაფერში მამუშავებენო. - ოჰ, ანუ ზრუნავ ჩემზე?- ირონიულად ჩაიცინა ანამ,- ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. - მოვალეობებიც შევიძინეთ უკვე?- ჩაეღიმა გაგის და ნელა მიუახლოვდა. - ისედაც ვიცი რა უნდა გავაკეთო და რა არა,- ცხვირი აიბზუა ანამ. - არა, უბრალოდ მერე არ იწუწუნო,- გვერდით აესვეტა ცოლს. - რამდენს ლაპარაკობ, შენ რა ნასვამი ხარ?- მიუახლოვა სახე და ოდნავ დასუნა,- დალიე? ჯერ შუადღეა, სად დალიე? - კაპასი ცოლი ხარ,- ჩაიხითხითა გაგიმ და წელზე ხელი მოჰხვია. - რას აკეთებ გამიშვი,- გაიბრძოლა ანამ თუმცა ბიჭის ხელები უფრო ძლიერი აღმოჩნდა. - ვერსად გამექცევი,- სახე მიუახლოვა გაგიმ, ნასვამი იყო და ეს უფრო დიდ გამბედაობას აძლევდა. ალბათ მადლობა ანდროსთვის უნდა ეთქვა, რომელსაც ახლა თავისი სახლის მისაღებში გათიშულს ეძინა იმდენი დალია. გაგიმ როგორღაც მოაღწია სახლამდე, თუმცა იმდენი ატრიალა და დაუცაცხანა დარიკომ, ტვინი გაგისაც გადაუკეტა. - გაგი, გაჩერდი,- გაიფართხალა ანამ კვლავ, თუმცა იმდენად ძლიერ ჰქონდა მოხვეული ხელები რომ მაინც ვერ დაიხსნა თავი,- წავიქცევი, თანაც სირცხვილია ფანჯარასთან ვდგავართ, რას იტყვის ხალხი. - არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი,- ზუზუნებს მის მხარზე. ანას ჟრუანტელი უვლის ცხელი ჰაერი რომ ეცემა კანზე. - როდიდან გახდი ასეთი თამამი?- წარბებს უქაჩავს გოგო,- მე როდის დაგთანხმდი რომ შემხებოდი? - ჩშშ,- ადებს თითს ტუჩებზე და უკან იხევს. ფანჯარას სცილდება და კედელს აყუდებს გოგოს. პატარა კოცნას უტოვებს მოშიშვლებულ მხარზე, ანას კიდევ ერთხელ უვლის ჟრუანტელი, ლოყები ოდნავ უწითლდება და გული საშინლად სწრაფად იწყებს ფეთქვას,- სხვანაირად არ შემიძლია. მე რა კაცი ვარ სხვა ქალისკენ თუ გავიხედები. არც გავიხედები. იმიტომ რომ სახლში შენ მყავხარ, შენს იქით კი ვერავის ვხედავ. - გაგი...- აპაუზებს ანა, გაგი ისევ თითის ადებს ტუჩებზე, ხელს ლოყაზე ადებს და თითით ტუჩებზე ეფერება. - ნუ მაწყვეტინებ, განა სულ შემიძლია ამის თქმა,- უფრო უახლოვდება, შუბლზე შუბლით ეხება,- როცა გავდივარ შენზე ვფიქრობ. როცა სახლში ვარ, მაშინაც შენზე ვფიქრობ. შენი სახე მიდგას სულ თვალწინ, გგონია მარტივია? გიყურებდე შორიდან, ჩემი გერქვას სხვის თვალში და ვერ გეხებოდე. გულს ამოვიგლეჯ და მოგცემ თუ საჭირო გახდა. - რა საჭიროა ახლა ეს... - იმისთვის რომ ვისუნთქო, რომ ცხოვრება შევძლო. ვერ შემიყვარებ, ამას ვერც მე დაგაძალებ. არც დაგაძალებ, რადგან ჩვენს შორის იმხელა უფსკრულია რომ ალბათ სამი ცხოვრება რომ ვიცხოვროთ და სამივეში ერთად ვიყოთ - ვერ შევავსებთ. არც გთხოვ არაფერს. არ გეტყვი რომ გიყვარდე, ამისთვის ვერ გაგწირავ, ვიცი რომ ჯერ ისევ დაგრჩა ზიზღი, არ გთხოვ რომ შემიბრალო, რადგან ამ ყველაფრის გამო საკუთარი თავი მეც მეზიზღება. როგორ უნდა შემიყვაროს ქალმა, როდესაც მე თავად ვერ შევიყვარე საკუთარი თავი,- ეცინება მწარედ,- მახსოვს ის ღამე. მახსოვს რა გითხარი და ზუსტად რომ საპირისპიროს ვამბობ ახლა, ღმერთო როგორ მიჭირს ამის თქმა... სიმწრისგან ეცინება და თავს აქნევს, თუმცა ანას სხეულზე შემოხვეულ ხელებს არ აცილებს. თითით ამჯერად ლოყაზე ეფერება. - მოვკვდები სხვის გვერდით რომ დაგინახო. ეჭვიანობა მკლავს, როცა ვიღაც მომღიმარს ვხედავ შენს გვერდით, მაშინ, როცა მე სულ სხვანაირად მიყურებ,- სახიფათოდ უახლოვდება გოგოს,- საშინელი ადამიანი ვარ. მეთვითონ არაფერს ვაკეთებ, ჯოჯოხეთში გამყოფებ და გაიძულებ მხოლოდ ჩემი იყოს, ეგოისტი ვარ, მაგრამ შენი სხვასთან დანახვა მომკლავს. - მე აქ ვარ, არსად არ წავალ. რომც მინდოდეს ეს უკვე შეუძლებელია,- ამბობს ანა და ხვდება როგორ უკანკალებს ხმა. გაგი იღიმის ნელა უახლოვდება და ლოყებზე ტუჩებს აწებებს, პატარა თბილ კოცნას უტოვებს. ანა თვალებს ხუჭავს, ღრმად ისუნთქავს ჰაერს და მთელი სხეულით ეკვრის კედელს, თუმცაღა არც გაგი დგას შორს. წელზე მოთავსებული თითები ნელ - ნელა მაღლა მიიწევენ, ზურგზე უსვამს თითებს. ეს არ იყო ის შეხება, რომლისთვისაც მზად იყო. არც ის, რომლისგანაც მაშინვე გაქცევა უნდოდა. ყველაზე რთული სწორედ ეს იყო. გაგის თითები რომ შეეხო, სხეული უნებურად დაეძაბა, მაგრამ არ გაწეულა. პირიქით - იმავე ადგილას დარჩა, თითქოს უნდოდა ბოლომდე გაეგო, რას გრძნობდა. ზურგზე ნელა გადასული თითები მისთვის უფრო შეგრძნება იყო, ვიდრე შეხება. ანას შიგნით რაღაც აირია. არ ჰგავდა არც შიშს, არც ბრაზს, არც იმ სიცარიელეს, რომელიც აქამდე იცოდა. ეს სხვა რამ იყო - გაუგებარი, ცოტა საშიში, მაგრამ ერთდროულად ისეთი, რაც მთლიანად უარყოფასაც ვერ ახერხებდა. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. არ გაუწევია წინააღმდეგობა. მაგრამ არც უპასუხია. უბრალოდ იდგა - იმ წამში გაჩერებული, იმ გრძნობებში ჩაფლული, რომელსაც ჯერ არც სახელი ჰქონდა და არც ფორმა. - როგორი კარგი სურნელი გაქვს,- კანზე ეხახუნება და ღრმად ისუნთქავს მის სურნელს,- მხოლოდ შენ გაქვს ასეთი სურნელი. სხვას არავის. - რა თქმა უნდა,- ეღიმება ანას,- მხოლოდ მე მაქვს. - ჯიუტი თხა ხარ,- იღიმის გაგი. - მადლობა თქვი იმის უფლებას რომ გაძლევ, რასაც აკეთებ. - არ მაძლევ?- იღიმის და კვლავ უახლოვდება,- აბა ახლა რატომ ვაკეთებ ამას? შენც გსიამოვნებს, ამიტომაც არ მეუბნები უარს, ვერც მეტყვი. ვხედავ როგორ გიკანკალებს ხელები, როგორ გიჩქარდება გული, გითრთის კანი ანა და ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. - ასე არ არის. - არის. ვერ ამბობ, ან არ ამბობ, მაგრამ არის. არ მჭირდება შენი დასტური, სხეული გაგცემს,- ჩაეღიმა გაგის,- არაკაცი ვარ რომ თავის კონტროლი ასე მიჭრს. - დაკმაყოფილდი? მომცილდი ახლა, აიღე შენი ნივთები და წადი ისევ იქით დაიძნებ. - არსადაც არ გადავალ, ჩემი ოთახია და ნუ გავიწყდება. - რა ბედნიერებაა,- ირონიას არ კარგავს ანა. - მაშინ იმედი არ გქონდეს რომ ამ საწოლში დაგაწვენ. - ნებართვა შენგან ავიღო? გამახსენე ვისი საწოლია? - ერთხელ უკვე გაგაგდე ამ ოთახიდან და მეორედაც არ გამიჭირდება. - როგორ სასაცილო ხარ, მეზობლებმა გასწავლეს იუმორი? ხშირად ატარებ მათთან დროს. აქამდე მხოლოდ იღრინებოდი. - გინდა ახლა სახე გაგიერთიანო?- მკერდზე ჰკრავს ხელს, გაგი არ ელოდა, წონასწორობას კარგავს და საწოლზე ეცემა. - როგორი თავქარიანი ხარ,- თავს აქნევს და ბალიშს ეხუტება,- ამაღამ აქ ვიძინებ, ხვალაც, ზეგაც და სულ. - შანსი არ გაქვს,- მეორე ბალიშს იღებს ანა და სახეში ესვრის. - შეგიძლია ლამაზი საღამური ჩაიცვა,- წარბებს ათამაშებს გაგი,- მეზობლებმა მკითხეს ბავშვს როდის ვაპირებთ. - ღმერთო, რა აუტანელი ხარ. რა ჯანდაბა დაგალევინეს. კიდევ თუ დალევ, ნახავ რასაც გიზამ,- კიდევ ერთხელ ურტყამს ბალიშს. - ნახვამდის, ტკბილო,- ხითხითით აცილებს ცოლს ქვედა სართულზე, თავად კი კომფორტულად კალათდება საწოლზე. ანა მდუმარედ ეყუდება კარებს. ხელი მკერდზე დაედო, ჯერ ისევ ცდილობდა გულისცემის დარეგულირებას. ხვდებოდა რომ ანდრია აქეზებდა, მუდმივად ახალი იდეებით უჭედავდა თავს, თავად ანასთან რომ ვერაფერს გახდა, ისევ თავის ძმაკაცს დაუბრუნდა. ანა რომ ეჩხუბა, მიაძახა მე მხოლოდ თქვენი ბენდიერება მინდაო და გაქრა. თუმცა ანა ხვდებოდა რომ ანდრიას შეიძლება უბრალოდ მიზეზად იყენებდა და რომ გაგის თავად უნდოდა, და ანაც თავადვე აძლევდა ყველაფრის უფლებას, სხვა შემთხვევაში ამას არ იზამდა, ამდენის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემდა და თავისივე მოცემულ პირობას არ დაარღვევდა. ანა უბრალოდ ვერ ეწინააღმდეგება, ვერ ხვდება ეს მოწონებაა, სიყვარული თუ უბრალოდ ვნება, თავიდან შეცდომა ეგონა, შემდეგ საკუთარი თავის, ოჯახის და სოფლის ღალატი, თუმცა დღის ბოლოს ის მაინც გაგი ხერგიანის ცოლი იყო და ცოლ - ქმარს შორის მომხდარი სხვისი განსახილველი არ იყო, თუნდაც საუკუნოდ მოსისხლე მტრები ყოფილიყვნენ. ანამ უკვე იცის რომ გაგის შეხებები, მისი ლოყაზე პატარა კოცნები, წელზე ხელის შემოხვევა და მისი სუნთქვის კანზე შეგრძნება ობსესიად ექცა, რომ უკვე წამლადაც კი სჭირდება, თუმცა თავად ვერ ბედავს და საკუთარ თავზე გაბრაზებული, მხოლოდ გაგიზე ანთხევს ბრაზს. ოთხი თვე იწურება თითქმის და ჯერ ისევ ძალიან უჭირს. ის დანაშაული, რაც მხრებზე აწევს არაძლევს საშუალებას რომ იაზროვნოს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან რამდენჯერაც გადაწყვიტა რომ გაგისთვის დაეთმო, რომ თავადაც ეგრძნო ბედნიერება, იმდენჯერ გაახსენდა წარსული და მოუწამლა გრძნობები. ვეღარ იგებს სად გაუსვას ხაზი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის, თუმცა ის ნამდვილად ცხადია რომ გაგის მიმართ უკვე ზიზღზე მეტად მოწონებას გრძნობს. ანა მაშინვე დაიძრა ქვედა სართულისკენ. სახლში მარტო ჯდომა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ხალხში ყოფნა. ეზოში ნინო უკვე რაღაცას ალაგებდა, რამდენიმე დღის წინ მალხაზიმ უკანა ეზოში ფარდული დაშალა, ახალი უნდა ავაშენოო იძახდა. ნინოს აქა იქ მიელაგებინა, დიდი ხის მაგიდა გამოეტანა და ზედ თეფშებს აწყობდა. - მოდი ანა,- დაუძახა რბილი ხმით. - გეძებდი და ხმაური მომესმა,- უხერხულად ჩაიცინა ანამ,- დაგეხმარები რა, დარიკო არ მიშვებს სამზარეულოში. - მეც გამომაგდო,- ჩაიხითხითა ქალმა,- მოდი აქ. არაფერია გასაკეთებელი, უბრალოდ მაგიდას ვაწყობ. ანა უხმოდ მივიდა და გვერდით დაუდგა. - ეს აქ არ ჯობია?- იკითხა ბოლოს ანამ და თეფში ოდნავ გადაასწორა. ნინომ შეხედა, მერე თავი დაუქნია. - ჰო, ეგრე უკეთესია. მცირე პაუზის შემდეგ დაამატა. - მიეჩვიე უკვე,- ანა გაჩერდა წამით. - რას? - აქაურობას,- ანა პასუხს არ ჩქარობდა. მერე მხრები აიჩეჩა. - ალბათ. სხვა გზა ისედაც არ იყო. - ვიცი რომ გაგიჭირდა,- მხარზე ეხება გოგოს,- ვფიქრობდი რითი დაგეხმარებოდი, რა შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ გავჩერდი. მე როგორ უნდა დაგხმარებოდი, როცა არც არავის იკარებდი. ამოიოხრა ქალმა და ტილო იქვე მაგიდაზე მიაგდო. ნინო ცოტა ხანს ჩუმად იდგა. თითქოს ფიქრობდა, ეთქვა თუ არა. მერე ნელა ჩამოჯდა სკამზე, ხელები მუხლებზე დაიდო და მზერა სადღაც შორს გაუშვა. - მე აქაური არ ვარ,- თქვა ბოლოს, მშვიდად. ანამ გაოცებულმა შეხედა. - რას ნიშნავს?- ნინოს გაეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი სევდიანი იყო. - ხევსური ვარ. შატილიდან, ფიცხელაური,- ჰაერში პატარა პაუზა ჩამოვარდა. ანა ჩუმად იდგა, ელოდა გაგრძელებას. - იქ სულ სხვაა ყველაფერი,- ნელა განაგრძო ნინომ,- მთებიც სხვანაირია... ხალხიც. მკაცრი, უფრო ჩუმი. ბავშვობიდანვე გასწავლიან, რას ნიშნავს სახელი, რას ნიშნავს ოჯახი. თითებით სკამის კიდეს უსვამდა, თითქოს რაღაცას იხსენებდა. - მეც... აქ არ მოვსულვარ ჩემი სურვილით,- დაამატა ცოტა ხნის შემდეგ. ანა ოდნავ შეიშმუშნა. - მაშინ? - ისე, როგორც შენ,- უპასუხა ნინომ პირდაპირ,- უბრალოდ იმ დროს არავინ მეკითხებოდა, რა მინდოდა. გოგოს იტაცებდნენ ხევსურეთში იმ ღამეს, ის გოგო ჩემი მეგობარი იყო, ნანა ერქვა. ერთად ვიყავით გასულები არგუნზე. ნანას თავისი სიყვარული უნდა ენახა და მთხოვა გავყოლოდი, ისე არ გაუშვებდნენ მარტო, უმალავდა ყველას. არავინ იცოდა ამაზე, ჩუმად უყვარდა ბიჭი ბარისახოდან, ახლა აღარც კი მახსოვს რა ერქვა იმ ბიჭს, მგონი მირიანი. იმასაც გიჟივით უყვარდა ნანა და ეხვეწებოდა მოვალ ხელს გთხოვ და ჩემი ცოლი გახდიო. ნანას ეშინოდა ოჯახის, ძალიან მკაცრი მშობლები გვყავდა. მირიანის ოჯახს პრობლემები ჰქონია სვანებთან, მგონი სვანეთიდან გოგო იყო აქ გათხოვილი, მირიანის ბიძაშილზე და ის გოგო დაიღუპა. დღემდე გაურკვეველია ეგ ამბავი რამე დაემართა თუ თავად ქმარს შემოაკვდა. სიჩუმე ჩამოვარდა. ანა ნელა ჩამოჯდა მის გვერდით. - მოკლედ არ ვიცი რა მოხდა, სვანები იქ დაყიალობდნენ თვეზე მეტი, მაწანწალა ძაღლებივით იყვნენ. ააწიოკეს მთელი სოფელი, მირიანის ბიძაშვიულს ეძებდნენ და ვერ იპოვეს, არ ვიცი როგორ გაიგეს ნანაზე და ამ ბიჭზე, ნანას მოტაცება გადაწყვიტეს, იმ ღამეს არგუნასთან ახლოს ველოდებოდი ნანას, არ ვიცი როგორ გაიგეს რანაირად, მოცვივდნენ და მერე აღარც მახსოვს. ყველაფერი ერთ წამში აირია. ხმები, ცხენების ხმა, ყვირილი... მე ვიდექი იქ. მარტო და რომ დამინახეს... აღარავის დაუწყია გარკვევა. შეეშალათ. ეგონათ, რომ ნანა ვიყავი და იმ წამიდან აღარავის აინტერესებდა, მართლა ის ვიყავი თუ არა. ანას სუნთქვა შეეკრა. ნინომ ამოისუნთქა. - მერე უკვე გვიანი იყო. მოტაცებულ გოგოს უკან ვინ დააბრუნებდა?- თქვა მკვეთრად,- იმ ღამიდან ჩემი გზა იქვე დამთავრდა. - ნანა?- ნინომ თავი გააქნია. - გადარჩა. არავინ იცის ზუსტად როგორ, მაგრამ იმ ღამეს არ გამოჩენილა. მე მოვყევი შუაში. ანა აღარ სუნთქავდა თითქოს. - მალხაზი იყო იმათ შორის,- დაამატა ცოტა ხნის შემდეგ,- სხვებისგან განსხვავებით... არ შემხებია. მძულდა ყველაფერი. ეს სახლი, ეს ხალხი... თვითონ მალხაზიც კი. ანა თვალს არ აშორებდა. - მერე? - მერე დრო გავიდა, ჩემები ჩამოვიდნენ, იმედი მომეცა, მაგრამ მამაჩემი პირდაპირ მალხაზისთან მივიდა და ბეჭედი მიაწოდა,- მხრები აიჩეჩა ნინომ,- და მივხვდი იქ ყველაფერი დამთავრებული იყო. რომ თუ სულ წინააღმდეგობას გავუწევდი, მხოლოდ მე დავიღლებოდი. თვალი გაუსწორა ანას. - და კიდევ ერთი რაღაც მივხვდი. რომ ზოგჯერ ადამიანი კი არ იცვლება... უბრალოდ სხვანაირად იწყებს დანახვას. ანა გაჩუმდა. ნინომ ხელი ნელა დაადო მის მხარზე. - შენც იქ ხარ ახლა,- თქვა ჩუმად,- იმ ადგილას, სადაც ჯერ ვერ ხვდები, უნდა ებრძოლო ყველაფერს თუ უბრალოდ გაჩერდე და მიიღო. ანა თვალს არ აშორებდა. - და შენ რას მირჩევ?- ნინომ ამჯერად ოდნავ უფრო თბილად გაუღიმა. - არავის დაუჯერო. არც მე.. უბრალოდ იპოვე, რა გიშლის ხელს, რა გაკავებს... სიჩუმე ისევ ჩამოვარდა, მაგრამ ამჯერად უფრო რბილი. ანამ ნელა ამოისუნთქა. - იცი, ერთ რამეს გეტყვი. გაგი მამამის არ ჰგავს. საერთოდ. - რას გულისხმობ? - იმას რომ მალხაზი ასეთი მომთმენი არ იყო, იცი როგორ ვჯიუტობდი მე, სულ ვარცხვენდი. პატარა ბუტია ბავშვივით ვიყავი, მაგრამ არ ვნანობ, მაშინ მხოლოდ თვრამეტი წლის ვიყავი, რომ დამაბრუნონ უკან ალბათ ისევ იგივეს ვიზამდი. მალხაზი ამას არ ითმენდა, ფიზიკურად ვერავინ მოითმენდა ისეთი საზიზღარი ვყიავი. ომი გვქონდა, სულ ვჩხუბობდით,- მშვიდად თქვა ნინომ,- არც ამდენ სიჩუმეს, არც ამდენ უარს, არც იმას, როგორ ექცევი ზოგჯერ. ანა მაშინვე გამკაცრდა. - მე როგორ ვექცევი? ნინომ ხელი ოდნავ ასწია, თითქოს ამშვიდებდა. - არ ვამბობ, რომ არ გაქვს მიზეზი. უბრალოდ გეუბნები, რასაც ვხედავ. მალხაზი რომ ყოფილიყო გაგის ადგილას...- განაგრძო ნინომ,- არ ვიცი, წარმოდგენაც არ მინდა, მამამისი ამ სოფლის თავი იყო და ყველაფერი მასზე გადადიოდა და იმის დრო სულაც არ ჰქონდა კაპარჩხანა ცოლისთვისაც ესდია. არასდროს მელოდებოდა, ვერ მიგებდა, მეჩხუბებოდა და არც მე ვაკლებდი, ვაგიჟებდი. ჩემი გაგი ასეთი არ არის, მშვიდია, წყნარი, ჯიუტია, თუმცა იცის თავისი საქმე. ანა არაფერს ამბობდა. ნინო უფრო ახლოს გადაიხარა. - შენ გგონია, არ შეუძლია სხვანაირად მოქცევა? შეუძლია. უბრალოდ არ აკეთებს. არ უნდა რომ გაწყენინოს, არ უნდა რომ გატკინოს. - რატომ?- აღმოხდა ანას, უნებურად. ნინომ ამჯერად ოდნავ გაიღიმა. - ეგ უკვე შენ უნდა გაიგო,- სიჩუმე ჩამოვარდა. - ერთი რამ ვიცი,- დაამატა ცოტა ხნის შემდეგ,- მალხაზი თავისას ყოველთვის იღებდა. გაგი კი... შენ გაძლევს არჩევანს. ანა გაშეშდა. - და ეგ ბევრად რთულია,- დაასრულა ნინომ ჩუმად. ანა აღარ უყურებდა ნინოს. მზერა სადღაც ეზოს ბოლოში გაეშვა, მაგრამ აშკარად ვერაფერს ხედავდა. - არჩევანს?- ჩუმად გაიმეორა, თითქოს სიტყვას წონიდა. - ჰო,- უპასუხა ნინომ მშვიდად,- ის მუდამ გისმენს, გიყურებს. ანა მწარედ ჩაეცინა. - დიდი კეთილშობილება ყოფილა. - ეგ არ არის კეთილშობილება, ანა. ეგ არის მოთმინება. და მოთმინება ყველას არ აქვს. შენ გგონია, არ უჭირს?- დაამატა მერე,- გგონია, არ სტკიოდა, როცა ასე ელაპარაკებოდი? გგონია არ წუხდა, როცა აქ მოგიყვანა და ფაქტობრივად გამოგკეტა სახლში? ანა ისევ გაჩუმდა. - უბრალოდ არ გაჩვენებს,- თქვა ნინომ უფრო რბილად,- არ უნდა რომ თავისი დარდიც დაგიმატოს, ისედაც ბევრი გაქვს სადარდებელი. ეგაა განსხვავება. ქარმა ოდნავ წამოუბერა. მაგიდაზე დადებული ტილო შეირხა და ისევ ჩაწყნარდა. - მე რომ პირველად მოვედი აქ...- დაიწყო ნინომ ისევ,- ზუსტად ისე ვიყავი, როგორც შენ. არც მინდოდა აქ ყოფნა, არც ვინმეს ვიღებდი. მალხაზი...- მცირე პაუზა გააკეთა,- მალხაზი არ დამლოდებია. ანამ ნელა გადახედა. - რას ნიშნავს? - იმას, რომ თავის წესებს არ თმობდა, არც პრინციპებს,- უპასუხა ნინომ,- მე უნდა შევგუებოდი. სხვა გზა არ იყო. მკაცრი იყო, ვუყვარდი, თუმცა ეს სოფელი, წესები და პრინციპები მისთვის უფრო მაღლა იდგა. - და შეეგუე? ნინოს გაეღიმა სუსტად. - აბა ახლა აქ რატომ ვარ? - შენთან სხვანაირადაა,- ისევ ანასკენ დაიხარა,- შენს წინ არ დგას კაცი, რომელიც შენს გატეხვას ცდილობს. რომელიც თავის პრინციპებს შენზე მაღლა დააყენებს, რომელიც საქმეს აირჩევს და შენ დაგტოვებს, მე უკვე დავბერდი, მაშინ შეგუების გარდა სხვა გზა არ მქონდა. ოჯახმა გამყიდა, აქ დამტოვა და სად წავიდოდი? გაგი კი ასეთი არაა, გაგი ყოველთვის შენ აგირჩევს, თუ დაანახებ რომ გიყვარს, რომ აფასებ და პატივს სცემ, მთელს გულს გაჩუქებს. სიჩუმე ჩამოვარდა. - მე არ მითხოვია რომ დამლოდებოდა,- თქვა ბოლოს, უფრო საკუთარ თავს უთხრა. - ვიცი,- დაუქნია თავი ნინომ,- მაგრამ მაინც გელოდება. არასდროს არავინ ჰყვარებია, არასდროს უფიქრია ცოლის მოყვანაზე, განა არ ვუჩიჩინებდით? განა არ ეუბნებოდა მამამისი რომ ძალით მოაყვანინებდა ვინმეს? მაგრამ არა, ერთი თავზე ხელაღებული ბიჭი იყო, რომელსაც ჩემი და დარიკოს გარდა არავინ აინტერესებდა და არავის უჯერებდა. და მერე გამოჩნდი შენ, ის შენზე ზრუნავს, გაფასებს, ალბათ უყვარხარ კიდეც. თორემ ასე მტკიცედ ვერ გამოაცხადებდა იმ დღეს რომ ჩხოროწყუში მიჰყავდი. მამის რიდი აქვს, შენ კი მას ყველაფრის ძალას აძლევ. და ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს. ანა ისევ ჩუმად იდგა. თითები ერთმანეთს გადააჭდო, მერე ნელა გაუშვა, თითქოს საკუთარ თავს ამშვიდებდა. - შეიძლება არ მინდა რომ ნიშნავდეს,- თქვა ბოლოს, ჩუმად, მაგრამ მკვეთრად. ნინომ ყურადღებით შეხედა. - არ გინდა, თუ გეშინია? ანამ მზერა ისევ აარიდა, მაგრამ ეს დუმილი უკვე პასუხივით ჟღერდა. - ორივე,- ამოილაპარაკა ბოლოს, ძლივს გასაგონად. ნინომ ოდნავ თავი დაუქნია. - ეგ ნორმალურია. - მაგრამ ერთი რამე იცოდე,- დაამატა ცოტა ხნის შემდეგ,- თუ სულ თავს შეიკავებ, ვერასდროს გაიგებ, რა იქნებოდა სხვა არჩევანი რომ გაგეკეთებინა. ანამ მწარედ ჩაეცინა. - და თუ გავიგე და არ მომეწონა? - მაშინ მაინც გეცოდინება რომ ორივე ვარიანტი სცადე,- მშვიდად უპასუხა ნინომ,- გაურკვევლობაზე უარესი არაფერია. ქარი ისევ წამოიჭრა, ამჯერად ცოტა უფრო ძლიერად. ეზოში სადღაც კარის ხმა გაისმა. ანამ ინსტინქტურად იქით გაიხედა. - აი, მოვიდა ვაჟბატონი,- თქვა ნინომ მშვიდად, ისე, თითქოს უკვე იცოდა. ანდრია ეზოში შემოვიდა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და იმავე უცნაური, ნახევრად ღიმილიანი სახით მოდიოდა, რომელიც ანას ნერვებს უშლიდა. - ოჰო,- თქვა ხმამაღლა,- აქ რა რა ხდება. ვერ გცნობთ თქვენ. ანამ თვალები ოდნავ მოჭუტა. - შენ საერთოდ ვერ გიცნობს დედაშენი,- ფეხზე დგება და ანდრიაც ინსტიქტურად უკან იხევს,- რატომ სვამთ ყოველ დღე? ლოთებად იქეცით. ანდრიას გაეცინა. - აი ეს მომენატრა. ისევ მლანძღავ. ნორმაში ხარ. - არ ინერვიულო, არ დაგაკლებ შემდეგშიც,- მშვიდად უპასუხა ანამ,- შენთვის ყოველთვის მექნება ენერგია. ნინომ ჩუმად ჩაიცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ანდრია მაგიდას დაეყრდნო. - რა გჭირს, შენმა ქმარმა მიქარა რამე?- წარბები აათამაშა ანდრიამ და ღობეს ჩამოეყრდნო. - ახლა ამას გესვრი და განახებ მე შენ,- გაეკიდა ბიჭს შეშის პატარა ნაჭრით. - გაგი სად არის? - სძინავს,- ბზღუნით ამბობს ანა,- უსაქმურები გახდით უკვე. ჩამოხვედი და აურიე ყველაფერი. - ეგ უკვე მეწყინა. ანა ოდნავ მიუახლოვდა, ხელი მაგიდაზე დადო. - შენ გეწყინა? მართლა? - ჰო,- სერიოზულად დაუქნია თავი,- ძალიან. ანამ წამით შეხედა და მერე ცალყბად გაეღიმა. - კარგი, გადაიტან. ცივი წყალი დააყოლე. - კარგით ნუ ჭამთ ერთმანეთს,- გამოვიდა დარიკო, ხელში ცხელ - ცხელი კერძები ელაგა, დასხედით ვივახშმოთ, სანამ ძალიან აცივებულა. - გაგის დავუძახებ მე,- გადახტა გვერდით ანდრია, რომელიც ისევ აგრძელებდა ანას წვალებას. ვახშამი მშვიდად გაგრძელდა, ანდრიამ ანას თავი რომ დაანება, ახლა ნამძნარევ გაგის დაუწყო წვალება. ბიჭმაც რამდენჯერმე შეუღრინა და ლამის ჩანგლებით დაჭრეს ერთმანეთი. ვახშმის დასრულების შემდეგ ეზო თითქმის დაცარიელდა. ანა ნელა წამოდგა, მაგიდა მიალაგეს, ნინოს დაეხმარა ჭურჭლის ალაგებაში, თავადვე დარეცხა კიდეც. ძლივს ავიდა კიბეებზე, დგომისგან უკვე ფეხები სტკიოდა, სახე ჩამოიბანა, საღამურები ჩაიცვა და საწოლში თბილად შეწვა. უკვე თითქმის ძლბურანშ იყო კარი ხმა რომ გაიგო, გაგი იქნებაო გაიფიქრა და კვლავ ძილს მიეცა. თუმცა ბოლომდე ჩაძინება ვერც მოასწრო საწოლი რომ ჩაიზნიქა გვერდით, დენდარტყმულივით წამოიწია ანა. - დამშვიდდი,- გაისმა მისი დაბალი ბოხი ხმა,- არ შეგეხები. ანა ნელა ამოძვრა ბალიშიდან, თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა, გულის ცემა აჩქარებოდა. სხეული დაძაბული იყო, თუმცა რაღაც შიგნიდან სითბო და სიმშვიდე იგრძნო, რასაც გაგის ფრთხილი თვალები აძლიერებდა. - შენი ნებართვის გარეშე არ შეგეხები, ნუ ხარ დაძაბული,- ბრუნდება მისკენ. ანას მისი სურნელი ცხვირში უღიტინებს და რატომღაც საერთოდ აღარ აწუხებს ის ფაქტი რომ ახლა გაგი გვერდით უწევს. ანა წამით გაჩერდა, თითქოს დრო შეჩერდა. გულში რაღაცას ელოდა, ვერ განსაზღვრავდა - შიში იყო, სურვილი, თუ უბრალოდ სითბო. მერე ნელა დაუქნია თავი. - შეგიძლია თვალები დახუჭო, - ჩურჩულით უთხრა გაგიმ. ანა ნელა სუნთქავდა. მისი შინაგანი წინააღმდეგობა თანდათან რბილდებოდა. გაგი ცოტათი წამოიწია, თითქოს დრო გაჩერდა და მხოლოდ მათი სუნთქვა ისმოდა ოთახში. ვერ დუნდებოდა, საწოლის კიდემდე მიიწია, ლამის გადავარდა, გაგის რომ არ შეეშველებინა ხელი. - ჩაგეხუტები, ნუ ცახცახებ,- იმდენად ახლოს მიიზიდა გაგიმ რომ ცხელი ჰაერი ეცემოდა კანზე. გული საშინლად სწრაფად უცემდა,- ასე გადავარდები. წელზე შემოხვეული ხელი არ გაუშვია, მისკენ მიატრიალა და თვალებში ჩახედა გოგოს, ოთახში სიბნელე იყო თუმცა მთვარის სხივები მაინც იჭრებოდა შიგნით და აქა იქ იატაკზე ეცემოდა. - არ გადავვარდები,- ძლივს ამოილუღლუღა გოგომ,- ვერ ვეჩვევი. - ასე გრცხვენია? ასე გიჩქარებ გულს? - ეს სასაცილოა? ბოდიში სხვასთან არ ვწოლილვარ და არ მაქვს გამოცდილება. - არც არის საჭირო,- ჩაეღიმა გაგის,- ვერც დაწვები. ეგ მეორედ აღარ თქვა. - ეჭვიანობ?- წარბებს ქაჩავს ანა. - მაქვს საეჭვიანოდ საქმე?- არ ნებდება გაგი. - არა, მაგრამ... - არანაირი მაგრამ...ვერავინ გაბედავს შენთან მოკარებას. - როგორი თავდაჯერებული ხარ. - მოგწონს თავდაჯერებული ბიჭები? - პირიქით, ვერ ვიტან. - ვერც შენს ქმარს ვერ იტან?- ჩიცინა გაგიმ. - ჩემი ქმარი ამ სიაში პირველ ადგილზეა. - ვიცი რომ ამას გულით არ ამბობ, იმიტომ რომ შენი ქმარი ყველაზე მაგარი ვინმეა, ვისაც კი იცნობ. - ძალიან არ მინდა რომ იმედები გაგიცრუო, მაგრამ სამწუხაროდ ასე მხოლოდ შენ ფიქრობ. - ჩემს მოთმინებას ცდი?- ენას აწკლაპუნებს გაგი. - ამდენ ხანს მითმენდი და ახლა ეს დეტალები გაღიზიანებს? უნდა მივმხვდარიყავი თავიდანვე, დიდ ენერგიას აღარ დავხარჯავდი. - ანუ სპეციალურად მაგიჟებდი? გაინტერესებდა რამდენს მოგითმენდი? - ეგ ახლაც მაინტერესებს,- ტუჩებს კუმავს ანა,- გავაგრძელო? - ვიცი შენი წამალი, ასე რომ ამ საკითხში ვერ მომერევი,- ჩაიღიმა გაგიმ და თითებით მხარზე შეეხო, ოქროსფერი თმები უკან გადაუწია და მთლიანად მოუშიშვლა მკლავი. თითებით ყელზე აუყვა ნელა. - შენ თქვი რომ ნებართვის გარეშე არ შემეხებოდი,- ახსენებს ანა კვლავ. - შენმა სხეულმა ჩაგიშვა,- ნიშნის მოგებით უღიმის გაგი,- ნახე როგორ რეაგირებ? იმ ღამესაც ასე იყავი, რამდენიმე დღის წინ, ასე ცახცახებდი. შეიძლება სიყვარული არ გაკავშირებს ჩემთან, თუმცა ამ ვნებას რას უშვები? - არანაირი ვნება არ მაკავშრებს შენთან, სხვა კაციც რომ მყავდეს, იმასთანაც ასე ვქინები. - ანუ ჩემს მიტოვებას აპირებ?- ტუჩს ღრეცს გაგი,- ვიღაც სხვა კაცის გამო? - თუ შენზე უკეთესი იქნება - კი,- მტკიცედ აცხადებს ანა. - სხვა კაცი შენს დანახვასაც ვერ მოასწრებს, ეს ხომ იცი არა?- წარბებს ათამაშებს გაგი,- ან შეძლებს კი შენი სხვა კაცი ამას? ნელა უახლოვდება, საღამურის სალტეს ასრიალებს გვერდით და მხარზე კოცნას უტოვებს. - შეძლებს შენი სხვა კაცი შენს ასე განერვიულებას? აგიჩქარებს ასე გულს? არამგონია. ანა გაჩუმდა, არა იმიტომ რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ ვეღარ ამოიღო ხმა. ენა ჩაუვარდა, ვეღარ შეძლო პასუხის დაბრუნება, გაგი მიხვდა მის სუსტ წერტილებს და საჭირო დროს იყენებდა მის წინააღმდეგ, თანაც ძალიან კარგად. გაგის ფრთხილი შეხება, მისი სუნთქვა კანზე, პატარა კოცნები მხრებზე - ეს ყველაფერი ანას შინაგან სამყაროს თავდაყირა აყენებდა. გაგის თითები ნელ-ნელა აირბენდნენ ანას ზურგზე, პატარა წრეებს ხაზავდა კანზე, ხვდებოდა რომ ნდობა სიტყვებს აღარ საჭიროებდა, არც დამტკიცებას. ანა ჯერ კიდევ შიშობდა, მაგრამ ეს შიში ნელ-ნელა რბილდებოდა, თითქოს მისი სხეული ღებულობდა ამ ფრთხილ სითბოს. მისი ტუჩები იძულებით ჩურჩულებდნენ საკუთარ ემოციებს - არც შიში, არც უკმაყოფილება, მხოლოდ ფაქიზი ნდობა და სურვილი რომ გვერდით მყოფს ხელი არ აეღო. ანა ფიქრობდა, რომ ეს სიახლოვე შეიძლება შეცდომა ყოფილიყო, მაგრამ ახლა უკვე არ აინტერესებდა. გაგიმ უფრო ახლოს მიიზიდა, ხელები წელზე შემოჰხვია. ანამ ინსტინქტურად დამშვიდებული სხეული მისკენ წაიღო, მაგრამ ჯერ არ შეეძლო აღიარება. გულის სიღრმეში კი უკვე ედარდებოდა - ეს სითბო არასოდეს უნახავს, არასოდეს გაუგია. სიჩუმე, რომელიც მათ შორის ჩამოწვა, აღარ იყო უბრალოდ სიჩუმე. ეს იყო ერთგვარი დიალოგი თვალებით, შეხებით, სუნთქვით. თითოეული მოძრაობა, თითოეული შეხება, ნაზად, ფრთხილად, ნელ-ნელა ქმნიდა მათ შორის სიმშვიდის და ნდობის ატმოსფეროს. ანამ იგრძნო, როგორ მოჰყვა სხეულს გაგის სითბო, როგორ გაწელა ძვლებსა და კუნთებში ნაზი სიმყუდროვე. ეს იყო უსიტყვო დიალოგი: ყოველი შეხება, თითოეული მოძრაობა, ყოველი სუნთქვა ერთმანეთის განწყობას გამოხატავდა, ხოლო ფაქიზი სითბო ნელ-ნელა ყინულივით მიმწარებულ შიშს, ტკივილს და წარსულის მძიმე მოგონებებს უთბობდა. გაგის მკერდი ოდნავ ეხებოდა ანას ზურგს, მისი ხელი საბნის ქვეშ წელზე ნელა მოეხვია, თითქოს ემოციების ნაზად გაყოფის საშუალებას აძლევდა. ანამ თვალები დახუჭა, მთლიანად მის შიშსა და დაძაბულობას სხეულში ნელ-ნელა შიგნიდან მოეფხიზლა სიმშვიდე. მის გარშემო ყველაფერი ჩერდებოდა - საათის ხმა, მთვარე, ეზოს ხმაური - მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა და გულისცემა რჩებოდა. სიბნელე ნელ-ნელა გაწვდა ოთახში, ფანჯრიდან შერეული მთვარის სხივები კი საწოლზე რბილად ეცემოდა. თითები ნელ-ნელა ჩამოუსვა მხრებზე, ზურგზე გადაინაცვლა, ხელები წელზე შემოეხვია და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. ანა ინსტინქტურად მიეკრო, თუმცა არა დაჩქარებით, არა ზეწოლით. სანამ ძილი მოიწევდა, ანა გრძნობდა, რომ მთელი თავისი წარსული ტკივილი, შიში და გაურკვევლობა ნელ-ნელა თანდათან იხსნებოდა. გაგის სითბო ეხმარებოდა ამ ჭრილობების დაბალანსებაში - არა სიტყვებით, არა მტკიცებულებით, არამედ ერთად ყოფნით, ერთად სუნთქვით. ეს სიბნელეში ნელ-ნელა ჩამოწოლილი სიმშვიდე იყო, რომელიც ანას სხეულსა და სულში მყარად დარჩა, და ის აცნობიერებდა, რომ გვერდით მყოფი ადამიანისთვის უკვე არ იყო საჭირო სიტყვები - საკმარისი იყო მათი სუნთქვის და გულისცემის ერთიანობა. *** დილა ფრთხილად შემოიპარა ოთახში, ჯერ მხოლოდ ფანჯრის კიდეებზე შეხვეული ნათელი შეიმჩნეოდა. გრილოდა, მაგრამ უკვე იგრძნობოდა გაზაფხულის სუნი. ანამ თვალები ნელა გაახილა. რამდენიმე წამს ვერ მიხვდა, სად იყო. სხეული უჩვეულოდ მშვიდი ჰქონდა, მერე კი ნელ-ნელა გაახსენდა გუშინდელი. გვერდით რომ გაიხედა გაგი ისევ იქ იწვა, მშვიდად ეძინა, გოგოს ხელი ჩაებღუჯა. არ ჩქარობდა, მხოლოდ სუნთქვას უსმენდა. იატაკზე კი არა, ამჯერად უფრო ახლოს, ისე, რომ მათი სუნთქვა თითქმის ერთ რიტმში მოდიოდა. ანამ ფრთხილად გადაინაცვლა გვერდით, თითქოს ეშინოდა ეს სიმშვიდე არ დააერღვია. თვალის კუთხით უყურებდა - გაგის ღრმად ეძინა. ანა რამდენიმე წამით გაშეშდა, მათ ხელებს დააკვირდა. ვერ დაიხსნა თავი, იმდენად ძლიერ ჰყავდა გაგის ჩაბღუჯებული. ქვემოთ დაიწია, სათითაოდ გაუხსნა თითები და ბიჭს ზურგი აქცია. - სად მიიპარები?- გაისმა მისი ხმა უკნიდან. დილით უფრო ბოხი ხმა ჰქონდა, უფრო მიმზიდველი. - გათენდა და ვდგები,- ბუზღუნებს ანა და მისკენ ბრუნდება,- სხვა რა გავაკეთო? - მოდი აქ,- წელზე ეჭიდება და უკან აბრუნებს. - გამიშვი რა, ძალიან მომაჩვიე შენ ხელები,- ბწკენს თითებზე მეუღლეს. - ნუ ხარ კაპარჩხანა, დამაცადე გამოფხიზლება. - შენ თვითონ ნუ ხარ ასეთი. რა წესია ვერ გავიგე, ოთხი თვეა აქ ვარ და ახლა გაგისკდა სიყვარულის ბუშტი?- წარბებს კრავს ანა. - პირველი ორი თვე დატენილი ბომბივით იყავი, არაფერს გეუბნებოდი და მაინც მიყვიროდი, მესამე თვეს უკვე მოლბი, ახლა ჩემს ნამდვილს სახეს განახებ, კიდე უფრო ადრე მოგიტაცე და არ მახსოვს? - დატენილი ბომბი გასკდება ახლა და გაგიხეთავს თავს. - როგორი აგრესიული ხარ დილიდან,- ეცინება გაგის და თავს მის მხარზე დებს,- ოხ როგორი რბილი კანი გაქვს და ეს სურნელი... - არ ხარ ღირსი მომეშვი,- ოდნავ უბიძგებს, თუმცა საერთოდ არ სურს მისი მოცილება. - ასე უკეთესია, არა?- ერთიანად აბრუნებს და მკერდზე ზურგით იკრავს, თავს იქვე კისერსა და მხარს შორის ათავსებს და ყელზე პატარა კოცნას უტოვებს,- ღმერთია მოწმე, ყოველ დღე ვცდილობ ასე ძალიან არ მოგეკარო, რამე არ გამომტყუო და რამე არ მივქარო, მაგრამ არ გამომდის. ლუღლუღებს ხმადაბლა და კვლავ ჰკოცნის ჯერ მხარზე, შემდეგ ყელზე, ყბის ზოლზე. ანა უბრალოდ გასუსული წევს. გაგიმ ზეპირად იცის მისი სუსტი წერტილები და მშვენივრად იყენებს მის წინააღმდეგ. იმდენად კომფორტულია ახლა მის მკლავებში რომ განძრევის სურვილიც არ აქვს. - დღეს რა საქმე გაქვს? - ასე თუ იქნები მთელი დღე საერთოდ არანაირი. - ანუ ჩემი ხარ? - რა თავდაჯერებული და ამბიციური ხარ,- ატრიალებს თვალებს ანა,- ამბობენ სვანები ხისთავიანები არიანო და თურმე არ ტყუიან. - მეგრელებზეც გამიგია ბევრი რამ, ჯიუტი, მოურჯულებელი ქალები ჰყავთო და არც ეგენი ტყუოდნენ თურმე,- ჩაეღიმა გაგის მის რეაქციაზე,- მაგრამ მგონი ერთი კანდიდატი მოვარჯულე. - იდიოტო,- თითზე კბენს და მისი მკლავებიდან ხოხდება,- მომარჯულე, არა? ახლა თავყბას გაგიერთიანებ. რამდენს მიბედავ? ბალიშს ესვრის სახეში. - გეწყინა? - სიფათს რომ გაგილამაზებ, ნახავ მერე რაც მეწყინა,- იღრინება და ფეხზე დგება,- მომარჯულა ვითომ. ბუზღუნებს თავისთვის და კარადაში იქექება. - წადი და ის შენი დაქალები მოარჯულე, რომ გიჟუჟუნებენ თვალებს, არც დასჭირდებათ ბევრჯერ გამეორება. - დაქალები?- ჩაფიქრდა გაგი,- რას მოვესწარი, მე თვითონ არ შემიმჩნევია ისინი, ანუ შენ აკვირდებოდი იმ გოგოებს? - გაჩუმდი რა. საქმე არ გაქვს ვატყობ. - ეჭვიანობს ქალბატონი ანა ჟორდანია,- ხითხითებს გაგი,- ჩემი საყვარელი ცოლი ეჭვიანობს. - არ ვეჭვიანობ,- ბრუნდება მისკენ,- საეჭვიანო არაფერი მაქვს. მითუმეტეს შენზე. - დამავიწყდა, შენ მხოლოდ იმ შენს სხვა კაცზე ზრუნავ, შენს ახალ ქმარზე. - ნერვებს მიშლი დილიდან, რომ ჰკითხო ვერ ძლებს უჩემოდ თურმე. - მაგაზე არ მომიტყუებია,- მხრებს იჩეჩს გაგი. - ანუ სხვებზე მატყუებ ხოლმე?- წარბებს წევს ანა. - არც სხვებზე, მე შენ არ გატყუებ, ანალოგიურად შენც არ უნდა მომატყუო,- სახეს ასერიოზულებს გაგი. - მოსატყუებელი არაფერი მაქვს,- ცხვირს იბზუებს გოგო და წამში არტყამს ნიკას გამოჩენის ამბავი. - დარწმუნებული ხარ? - ზუსტადაც,- ცდილობს ხმაში არ შეეტყოს. - მჯერა შენი და გენდობი,- უღიმის კვლავ გაგი,- და ვიცი რომ არც მომატყუებ. იმ შენს სხვა კაცსაც ასე უდგები ხოლმე? - ნუ სულელობ, მაღიზიანებ უკვე მაგ ხუმრობით. - შენ ხომ ჩემი დაქალებიც გაღიზიანებს,- არ ნებდება გაგი,- არადა თავადვე ახსენებ ხოლმე. - სახსენებელია ზუსტადაც, ჩემს სხვა კაცზე ეჭვიანობ და მაგათზე რეაქციაც არ უნდა მქონდეს? - აღიარე რომ ეჭვიანობ. - ვბრაზდები, ეგ ეჭვიანობა არაა, რომ ვიეჭვიანო უნდა მიყვარდე. - მე ვეჭვიანობ,- აყოლებს სიტყვას გაგი,- იმ შენს სხვა კაცზეც, ყველა იმ ბიჭზე ვისთანაც ხარ ხოლმე, ვისაც უცინი, ვისაც ელაპარაკები. - მომეშვი ახლა და თემა ნუ გადაგაქვს, როდემდე გააგრძელებ იმათთან დაქალობას?- წარბებს კრავს ანა. - სადამდეც მომინდება. - მეღადავები, არა? - სულაც არა. - დაგახრჩობ,- აატრიალა გაცოფებულმა თვალები და აბაზაბის კარი გაიჯახუნა,- დეგენერატი. ვერ წყვეტდა მის ლანძღვას. - სკდები ეჭიანობით ქალბატონო ჟორდანია,- ხითხითებს გაგი და კმაყოფილი წვება საწოლზე. ცოტახანში დგება, ტანსაცმელს იცვამს და გოგოს კარზე უკაკუნებს. - მალე გამოხვალ? - არა, მოშორდი აქედან. - ღმერთო, რა ჯიუტი ხარ,- ოხრავს გაგი. ანა აბაზანაში კიდევ დიდხანს დარჩა. წყლის ხმა ერთგვარ ფარად იყენებდა, თითქოს ამ ხმაურში უკეთ ახერხებდა საკუთარი ფიქრების დამალვასაც და დალაგებასაც. სახეზე ცივი წყალი რამდენჯერმე შეისხა, მერე სარკეს შეხედა და ტუჩები ოდნავ მოკუმა. ისევ ის იყო, მაგრამ რაღაც მაინც შეცვლილიყო, ან შეიძლება უბრალოდ უკვე ვეღარ იმალებოდა საკუთარი თავისგან. წყალი რომ გადაივლო, კართან მდგომი სიჩუმე უფრო მძაფრი გახდა. სახელური ნელა ჩამოსწია და ანა გამოვიდა. კანი ოდნავ გაწითლებული ჰქონდა, წყლის წვეთები შერჩენოდა ზედ. თვალებში კი ისევ დილის გაბრაზება ეტყობოდა.კარის ზღურბლიც კი არ ჰქონდა გადმოლახული ბოლომდე რომ შენიშნა გაგი იქვე იდგა, კედელზე მიყუდებული. ხელები მკერდზე შეეკრა და ელოდებოდა გოგოს. ანა შეჩერდა. - გამატარე,- თქვა ცივად, როცა კარადასთან მივიდა. გაგი არ განძრეულა. მხოლოდ თავი ოდნავ დახარა და ნელა მოშორდა კარადას. ნაბიჯი გადადგა მისკენ - ფრთხილად, დაუჩქარებლად. ანამ ინსტინქტურად უკან დაიხია ნახევარი ნაბიჯით, მაგრამ ზურგით უკვე კარს მიეყრდნო. გაქცევის გზა თითქოს თავისით დაიხურა. გაგი ძალიან ახლოს გაჩერდა. ისე ახლოს, რომ მისი სუნთქვა კანზე ეხებოდა. ანას სუნთქვა გაუხშირდა. გაგიმ ხელი ნელა ასწია. არ შეხებია მაშინვე. ანა არ განძრეულა, თითები ფრთხილად მიადო მის ლოყას. ძალიან ნაზად. ისე თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებოდა. მისი გაბრაზება ჯერ კიდევ იგრძნობოდა, მაგრამ ამ შეხებაზეც არ განძრეულა. გაგიმ თითები ისევ ლოყაზე შეუჩერა, მერე ოდნავ დაიხარა, შუბლით შეეხო. - გეწყინა?- ჩუმად ჰკითხა, ხმადაბლა, აღარ იყო ის დილის ირონია აღარსად შერჩენილი. ანას არ უპასუხოა,- ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა. გააგრძელა ნელა, თითები ოდნავ ჩამოუსვა ყბაზე. - მაგრამ სხვანაირად ვერ გელაპარაკები ხოლმე...- ანა თვალები გაახილა, პირდაპირ შეხედა,- ჯერ ისევ არ ხარ გახსნილი ჩემთან. - ეგ არ ნიშნავს რომ უნდა მაწყენინო ხოლმე,- თქვა ჩუმად, მაგრამ უკვე აღარ იყო ისეთი მკვეთრი ტონი. გაგიმ ოდნავ გაიღიმა. - არ მინდოდა რომ მეწყენინებინა... უბრალოდ,- სიტყვები შეარჩია,- ძალიან მოგეჩვიე, შენ ხასიათს ახლა ვსწავლობ. ანა გაჩუმდა. ერთი წამით თითქოს ისევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ გადაიფიქრა. გაგი კიდევ უფრო მიუახლოვდა, ხელი ნელა ჩამოსვა მკლავზე. - ბოდიში,- დაამატა ბოლოს, თავისებურად, ჩუმად, აღარ გეტყვი ეგეთ რაღაცებს... ანა ცოტა ხანს უყურებდა. მერე თვალები აარიდა, მაგრამ ამჯერად აღარ გაწეულა. - მაინც იტყვი,- ამოილაპარაკა ბოლოს, ოდნავ ჩუმად,- და მერე ისევ გეჩხუბები გაგის გაეღიმა. - შეიძლება...- ჩაიჩურჩულა,- მაგრამ მერე ისევ მოვალ და ისევ იგივეს ვიზამ. გაკოცებ, მაკოცნინებ ახლა? ანა აღარ მოშორებია. სიჩუმე ისევ ჩამოწვა მათ შორის, მაგრამ ახლა ეს სიჩუმე უკვე შერიგებას ჰგავდა. გაგი ოდნავ დაიხარა. ტუჩები ძალიან ფრთხილად მიაკრო მის ლოყას, ტუჩებთან ახლოს - მოკლე, თბილი კოცნა, უფრო შერიგების მსგავსი, ჯერ ვერ უბედავდა მისი ტუჩების დაპატრონებას. ანა ერთ წამს გაიყინა. შემდეგ თვალები დახუჭა. გაგის ხელი ლოყიდან ნელა ჩამოსრიალდა ყბაზე, მერე კისერთან გაჩერდა. სუნთქვა ერეოდა ორივეს უკვე. წამიყ მოშორდა, ზემოდან დახედა გოგოს, ანას თვალები სავსე იყო ემოციებით, ვერ ხვდებოდა კონკრეტულად ახლა რას გრძნობდა გოგო. - არ მეყო,- დაიჩურჩულა გაგიმ. - გაუმაძღარი ხარ,- ამოიღო გაჭირვებით ხმა ანამ. ხვდებოდა რომ ეს ვნება, რაც მათ შორის იყო ნელ - ნელა ღვივდებოდა, რომ უკვე შეჩერება შეუძლებელი იყო. მაგრამ არცერთს არ სურდა ამის გაჩერება, საქმეც ამაში იყო. - მაკოცნინე კიდევ ერთხელ,- ამოიჩურჩულა გაგიმ და ტუჩებით ჯერ კანზე გაეხახუნა გოგოს. ანას გაეღიმა, ღრმად ამოიოხრა და საკუთარ თავს ყველანაირი საზღვარი მოუხსნა, ნიკაპზე ჩაავლო ხელი, კიდევ ერთხელ ახედა მის ვნებით სავსე თვალებს და ამჯერად ინიციატივა თავად გამოიჩინა, თავად დაეწაფა მეუღლის ტუჩებს. კოცნა უფრო ვნებიანი იყო. ყველანაირ საზღვრებს არღვევდა მათ შორის, თითქოს იმ მომენტში ის რომ ეხებოდნენ ერთმანეთს საკმარისი საერთოდ არ იყო, იმ მომენტში ორივე მეტისთვისაც კი მზად იყო. ანა კედელს მიეყრდნო მთლიანად. ხელები ჯერ ისევ გაგის მხრებზე დაელაგევინა და ქმარს ძლიერად იკრავდა სხეულზე. გაგიმ წელიდან ნელ - ნელა ჩააცურა ხელები, ბარძაყზე მოეთათუნა და ცოლს აიძულა ოდნავ აწეულიყო. ზემოთ აქაჩა, გარშემო შემოიხვია ცოლის გრძელი ფეხები. - მაგიჟებ,- ამოიჩურჩულა კოცნას შორის,- ჭკუიდან გადაგყავარ. ღრმად ისუნთქავენ ჰაერს, ანა ძლიერად ეყრდნობა ზურგით კარადის ცივ კარენს და საშინლად სიამოვნებს. გაგის სიტყვები ანას სუნთქვაში გაერია, თითქოს უფრო მეტად აღვივებდა იმ ტალღას, რაც უკვე ვერ კონტროლდებოდა. მისი თითები უფრო ძლიერად მოეჭიდა გაგის მხრებს, მაგრამ ამ სიძლიერეშიც კი იგრძნობოდა რაღაც ფაქიზი - თითქოს ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი წამში გაქრებოდა. გაგიმ ოდნავ მოსწყვიტა ტუჩები, თუმცა შორს არ გაწეულა. შუბლით მიეყრდნო, სუნთქვა ჯერ კიდევ არეული ჰქონდა. მისი ხელები ისევ ანას ბარძაყებზე ეჭირა, მაგრამ ახლა მოძრაობა აღარ დაუჩქარებია - უფრო მშვიდი, უფრო გააზრებული გახდა. ანა ისევ მისკენ დაიხარა, ლოყით შეეხო მის სახეს და თვალები დახუჭა. ეს აღარ იყო მხოლოდ ვნება - ამას უკვე რაღაც სხვა ემატებოდა, უფრო ღრმა, უფრო დამაბნეველი. გაგის თითები ნელა აჰყვა ზურგს, მერე ისევ წელზე შეჩერდა, თითქოს ცდილობდა ამ მომენტის შენარჩუნებას ისე რომ არ დაერღვია. მისი სუნთქვა ანას კისერს ეხებოდა, თბილად, მძიმედ. ანა ოდნავ შეირხა, ზურგით ისევ კარადას მიეყრდნო, მაგრამ ამჯერად აღარ იყო დაძაბული - თითქოს თავადვე მიდიოდა ამ სიახლოვისკენ. ხელები კისერზე შემოხვია და თავი მხარზე დაადო. რამდენიმე წამი ასე დარჩნენ - ჩუმად, ერთმანეთზე მიყრდნობილები. გარეთ ისევ ისმოდა სახლის ხმები, მაგრამ აქ, ამ პატარა სივრცეში, ყველაფერი შეჩერებული იყო. გაგიმ ნელა ჩაისუნთქა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. ამის ნაცვლად უბრალოდ უფრო ახლოს მიიზიდა. ანა აღარ ფიქრობდა. არც წარსულზე, არც იმაზე, რაც რამდენიმე წუთის წინ გაიგო. ამ მომენტში მხოლოდ ერთი რამ არსებობდა - მისი ხელები, მისი სითბო და ის უცნაური შეგრძნება, რომელიც ნელ-ნელა მთლიანად იპყრობდა. და პირველად, დიდი ხნის შემდეგ, წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ანა ისევ მის წინ იდგა, თუმცა ამჯერად აღარ იყო ის მკვეთრი დაძაბულობა, რაც რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა. მისი სუნთქვა ნელ-ნელა დალაგდა, მაგრამ თვალებში მაინც რჩებოდა ის წვრილი, დაუმორჩილებელი ნაპერწკალი. გაგი ისევ ახლოს იდგა. ხელი ჯერ კიდევ მის ლოყასთან ჰქონდა გაჩერებული, თითქოს არ უნდოდა დაეკარგა ეს წამი. - მაინც გაბრაზებული ხარ,- ჩაიჩურჩულა და ოდნავ გვერდულად გაუღიმა,- არ იყო ეს ბოდიში საკმარისი? - არ ვარ,- მაშინვე უპასუხა ანამ, თუმცა ტონი ზუსტად საპირისპიროს ამბობდა. გაგის ჩაეცინა. თითები ლოყიდან კისრისკენ ჩამოასრიალა, ძალიან ნელა, თითქოს თითოეულ მოძრაობას აკონტროლებდა. - ეს არ ჰგავდა იმ პასუხს, რასაც ველოდებოდი, - თქვა ჩუმად. ანა შეიშმუშნა, მაგრამ არ მოშორებია. პირიქით, თვალები ისევ მისკენ ჰქონდა მიპყრობილი. - ჩამომსვი,- თქვა ბოლოს, თუმცა ხმა უკვე აღარ იყო მკაცრი. გაგი წამით გაჩერდა. მის თვალებში პირდაპირ ჩახედა, თითქოს მართლა ეკითხებოდა - გაეშვა თუ არა. ანა აღარ პასუხობდა. მხოლოდ სუნთქვა გაუღრმავდა, მოიცილა ქმროს ხელები და იატაკზე დადგა. გაგი ოდნავ დაიხარა, ტუჩები ისევ მის ლოყასთან მიიტანა, მაგრამ ამჯერად აღარ იჩქარა. შეჩერდა, თითქოს ელოდა, მისცემდა თუ არა ამის უფლებას. ანა არ განძრეულა. ეს უკვე საკმარისი იყო. ანას ხელი ნელა აიწია. თავიდან თითქოს არ იცოდა რას აკეთებდა, მერე კი თავისით მოეყრდნო გაგის მკლავს. გაგიმ ეს მოძრაობა მაშინვე იგრძნო. - აი, ასე ჯობია,- ჩუმად თქვა, თითქმის ღიმილით. ანა თვალებს არ ახელდა. მხოლოდ უფრო ახლოს მიეკრო კედელს და სუნთქვა კიდევ ერთხელ შეეკრა. გაგის ხელი ახლა მის წელთან შეჩერდა. ფრთხილად, ზედმეტი ძალის გარეშე მიიზიდა. გაგიმ შუბლი ისევ მისას მიადო, თვალები დახუჭა ერთი წამით. - ისე მიყურებ, მგონია რომ კიდევ უნდა გამლანძღო. ისევ მეტყვი იდიოტი ხარო?- ჩუმად ჰკითხა. ანას ოდნავ გაეღიმა, მაგრამ თავი არ აუწევია. - თუ დაიმსახურებ, კი,- ძლივს გასაგონად უპასუხა. გაგის ამჯერად უკვე ღიმილი არ დაუმალია. ხელები უფრო მყარად, მაგრამ მაინც ფრთხილად შემოხვია. ანა მის მკერდს მიეყრდნო, სითბო პირდაპირ შეიგრძნო. სიჩუმე ისევ დაბრუნდა. მაგრამ ახლა ეს სიჩუმე აღარ იყო გაურკვევლობა - ეს უკვე იყო რაღაც, რაც ნელ-ნელა მათ შორის იდგამდა ფესვებს. გაგის თითები ნელა ჩამოყვა მის მკლავს, მაჯასთან გაჩერდა და მსუბუქად მოუჭირა. და ეს უკვე პასუხი იყო. გაგის მკერდზე მიყრდნობილმა, თვალები ნელა გაახილა. უკვე აღარ ცდილობდა უკან დახევას, არც სიტყვებით აფარებდა თავს. მისი სუნთქვა ისევ ოდნავ არეული იყო, მაგრამ სხეული აღარ ეწინააღმდეგებოდა იმ სიახლოვეს, რაც მათ შორის ჩამოყალიბდა. გაგის ხელი ისევ წელზე ჰქონდა, თითები მსუბუქად ეჭირა, თითქოს ნებისმიერ წამს შეეძლო გაეშვა, თუ ანა მოისურვებდა. მაგრამ ანა არ ინძრეოდა. პირიქით - თავი ოდნავ უფრო მყარად მიაბჯინა მის მკერდს. გაგიმ ნელა ჩაისუნთქა, მისი თმის სურნელი იგრძნო და თითები ფრთხილად აასრიალა ზურგზე. მოძრაობა მშვიდი, თანაბარი იყო, თითქოს ამით ანას სუნთქვას აყოლებდა რიტმს. - მგონი აწი თუ გამიბრაზდები ვიცი შენი წამალი,- ანა ოდნავ შეიშმუშნა, მერე თავი ასწია და თვალებში შეხედა. ამჯერად აღარ იყო იმაში არც სიძულვილი, არც თავდაცვა - უფრო რაღაც გაურკვეველი, მაგრამ თბილი. - ძალიან თავდაჯერებული ხარ,- ჩუმად უთხრა. - შენ მაძლევ ამის მიზეზს,- უპასუხა დაუფიქრებლად. ანა ისევ გაჩუმდა. თვალები ცოტა ხანს არ მოუცილებია მისთვის, მერე ნელა დახარა მზერა, მაგრამ აღარ გაწეულა. გაგი ოდნავ დაიხარა, ტუჩები ამჯერად მის საფეთქელთან მიიტანა და იქ გააჩერა ერთი წამით, თითქოს უბრალოდ სითბოს ტოვებდა. კოცნა ისევ ფრთხილი იყო, მშვიდი. ანამ თვალები დახუჭა. ხელი ნელა აწია და მის მაისურს მოეჭიდა, თითქმის შეუმჩნევლად. გაგიმ ესიც იგრძნო. გარედან ისევ ისმოდა ეზოს ხმები, ვიღაცის სიცილი, ჭურჭლის ხმა, მაგრამ ოთახში თითქოს ყველაფერი სხვანაირად ისმოდა - ჩახშობილი, შორეული. გაგიმ ბოლოს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ანას, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. ხელი ნელა ჩამოუსვა მის მკლავზე, მერე მოშორდა. - ქვემოთ ჩავალ,- მხოლოდ ეს თქვა მშვიდად და კარისკენ წავიდა. ანას არაფერი უპასუხია. მხოლოდ უყურებდა, როგორ გავიდა ოთახიდან და კარი რბილად მიხურა. როგორც კი მისი ნაბიჯების ხმა კიბეზე ჩაწყდა, ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. ანა რამდენიმე წამი ისევ იმავე პოზაში იდგა, თითქოს ჯერ კიდევ გრძნობდა მის შეხებას. მერე ნელა ამოისუნთქა და საწოლზე ჩამოჯდა. ზუსტად ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ეკრანს რომ დახედა, სახე დაეძაბა. - დედა, როგორ ხარ? მეორე მხრიდან მაკას ხმა სწრაფი და აშკარად დაძაბული იყო. - სად ხარ ახლა?- ანამ ინსტინქტურად კარისკენ გაიხედა. - სახლში... რატომ? რა მოხდა? რამდენიმე წამი გაჩუმდა მეორე მხარე, თითქოს სიტყვებს არჩევდა. - ნიკა ისევ გაქრა. ანას თითები ტელეფონს უფრო ძლიერად მოეჭიდა. - რას ჰქვია გაქრა? - დილას მოვიდა... მე მივხედავო ყველაფერსო თქვა და გაქრა,- მაკას ხმა შეეპარა. ანა თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. - მერე? - მერე უცებ წავიდა. არავინ იცის სად. ისევ გაქრა ისე, როგორც ადრე,- ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ანას სუნთქვა გაუჭირდა. - დედა...- ძლივს ამოილაპარაკა,- ისევ იმავეს ამბობს? - ფიცებს დებს, ანა. გესმის?- მაკას ხმაში აშკარად იგრძნობოდა შიში,- ამბობს რომ გზას იპოვის... რომ დაამტკიცებს. ანა კედელს მიეყრდნო, თავი ნელა მიადო ცივ ზედაპირს. გაგის სითბო თითქოს ერთ წამში გაქრა სხეულიდან. - არ ვიცი რა ვქნა...- დაამატა მაკამ ჩუმად,- მეშინია, რაღაც არ ჩაიდინოს. ანა აღარ უპასუხა. მხოლოდ უსმენდა საკუთარ გულისცემას, რომელიც ისევ აჩქარდა, მაგრამ ახლა უკვე სულ სხვა მიზეზით. - არავის უთხრა,- დაამატა მაკამ ბოლოს,- ჯერ არა. ანამ მაშინვე გახედა კარს. - გაგიმაც არაფერი უნდა გაიგოს,- ხმადაბლა ამოილაპარაკა. - კარგი...- ჩუმად თქვა. ზარი რომ გათიშა, ხელი ნელა ჩამოუშვა. ანა კიდევ რამდენიმე წამი იდგა გაუნძრევლად, ტელეფონი ხელში ეჭირა, თითქოს ჯერ კიდევ ელოდა, რომ ისევ დარეკავდა და ეტყოდნენ - ყველაფერი არასწორად გაიგეო. არაფერი მოხდა. სიჩუმე ისევ დაბრუნდა. ნელა ჩამოჯდა ისევ საწოლზე, მერე ისევ წამოდგა. ვერ ჩერდებოდა. ოთახში პატარა ნაბიჯებით დაიწყო სიარული - წინ და უკან, თითქოს ასე უფრო დაალაგებდა აზრებს. „არ მოუკლავს..." - ეს სიტყვები ისევ და ისევ უბრუნდებოდა გონებაში. გული უცნაურად შეეკუმშა. მაშინვე გააქნია თავი, თითქოს ამ ფიქრის მოშორება უნდოდა. - გვიანია უკვე...- ჩაილაპარაკა თავისთვის. ფანჯარასთან მივიდა, გარეთ გაიხედა. ეზოში ისევ ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდებოდა - ნინოს ხმა, დარიკოსი და მეზობლების სიცილი. თითქოს არაფერი შეცვლილა. და მაინც - შიგნით ყველაფერი აირია. გაგის გახსენებამ კიდევ უფრო აურია. რამდენიმე წუთის წინ მისი სითბო, შეხება, ის მშვიდი სუნთქვა... და ახლა - ეს. ანა ხელებით ფანჯრის ჩარჩოს დაეყრდნო, თავი ოდნავ დახარა. მერე უცებ გასწორდა. „არავის უთხრა." მაკას ხმა ისევ ჩაესმა თავში. ნელა შებრუნდა კარისკენ. ერთი წამით გაიფიქრა რომ ჩასულიყო, დაეძახა გაგისთვის... ეთქვა ყველაფერი. მაგრამ მაშინვე გააჩერა თავი. ტუჩები ერთმანეთს დააჭირა. ნიკა დამნაშავე იყო, მაგრამ იმ დანაშაულისთვის უნდა ეგო პასუხი, ეომელოც ჩაიდინა. გაგის რომ გაეგო ბიჭი დაბრუნდა, მთლად გაგიჟდებოდა, და ისიც რომ გაეგო ანამ იცოდა და უმალავდა, საერთოდ ვერც წარმოიდგენს რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ისედაც ბევრი რამ იყო არეული. ეს კიდევ თუ დაემატებოდა... გაგის სახე გაახსენდა - ის რამდენიმე წუთის წინანდელი მზერა, ფრთხილი შეხება, თითქოს რაღაცას უფრთხილდებოდა. სწორედ ამიტომ ვერ ეტყოდა. ჯერ ვერა. საწოლზე ნელა დაჯდა, ტელეფონი გვერდით დადო, მაგრამ ხელი მაინც არ მოაშორა - თითქოს ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ისევ დაერეკათ. სუნთქვა ნელ-ნელა დაურეგულირდა, მაგრამ შიგნით დაძაბულობა არ ქრება. კარისკენ კიდევ ერთხელ გაიხედა. ქვემოდან უკვე ნაბიჯების ხმა გაისმა. ანა სწრაფად გასწორდა, ხელით თმა გადაიწია, სახე ოდნავ მოაწესრიგა, თითქოს ამ რამდენიმე წუთში არაფერი მომხდარა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა. კარის სახელური ოდნავ ჩამოსწია. გამოაღო, თუმცა ნაბიჯების ხმის მიუხედავად იქ არავინ იდგა. *** მზე უკვე შუაზე ასულიყო, მაგრამ ეზოში მაინც გრილი ჰაერი ტრიალებდა. ხის ჩრდილში იდგნენ გაგი და ანდრია. ერთი სიგარეტს ეწეოდა, მეორე კი უბრალოდ მიწას უყურებდა. ანდრიამ ფერფლი ჩამოაფერთხა და გვერდულად გახედა. - რა გჭირს? ისევ იჩხუბეთ?- გაგიმ არ უპასუხა მაშინვე. თავი ოდნავ ასწია, მზის შუქს გაუსწორა თვალი, მერე ისევ დახარა. - არაფერი,- ანდრიას ჩაეცინა. - ეგ „არაფერი" უკვე მეოთხედ მითხარი. ან რაღაც ხდება, ან მართლა ძალიან იჩხუბეთ. გაგიმ ამჯერად შეხედა. თვალებში აშკარად სხვა რაღაც ედგა - უფრო მძიმე, უფრო ჩაფიქრებული. - ნუ გამაჭედინე, რა მოხდა?- პირდაპირ ჰკითხა ანდრიამ. გაგიმ სიგარეტი ბოლომდე მოწია, მერე ფეხით ჩააქრო. - გუშინ...- დაიწყო ნელა,- ლილიმ დამირეკა. - ვინ? - ჩემი ბიძაშვილი - ვაჩეს ცოლი,- ანდრიას წარბები შეეკრა. - მერე?- გაგი ცოტა ხანს ჩუმად იდგა, თითქოს ისევ ფიქრობდა, ეთქვა თუ არა ბოლომდე. - სამეგრელოდან ხოა ეგ გოგო, ჩასულან ერთი კვირით დასასვენებლად, ბავშვი წაუყვანიათ…- გაჩერდა. - ამოღერღე,- გაბრაზდა ანდრია და სიგარეტი იქვე ბეტონზე მიაწვა. - მითხრა რომ ხმა დადის წალენჯიხაში რომ ნიკა დანელია დაბრუნდა,- სიჩუმე ჩამოვარდა. ანდრიამ უცებ გადაიხედა, თითქოს რაღაც არასწორად გაიგო. - რა? - ცოცხალი, ჯანმრთელი, ჩხოროწყუშია და იმალებაო, ამბობენო,- ამჯერად პირდაპირ თქვა გაგიმ,- ისე დადის, ვითომც არაფერიო. ანდრიას სახე დაეძაბა. ნელა ამოისუნთქა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და რამდენიმე ნაბიჯი გაიარა. - და შენ რას ფიქრობ?- გაგიმ მხრები აიჩეჩა. - არ ვიცი. - არ იცი? ანამ იცის რამე?- გაიკვირვა ანდრიამ, გაგიმ მზერა გაუმკაცრდა. - არა, არ მითქვამს. არც ვეტყვი, ისედაც ამ ამბის გამო ვართ ამ სიტუაციაში. გაგიჟდება. - თვითონ თუ გაიგო ეგ ჭორი?- წარბს წევს ანდრია. ანას პატივს სცემდა, უყვარდა დასავით, თუმცა გაგი მისთვის უფრო ძვირფასი იყო. - არაფერი უთქვამს? როდიდან გამოჩნდა ეგ ჭორი? შენ ხო ორმოცზე იყავი ჩასული, რამე არ შეგიმჩნევია? - სავარაუდოდ ახალია, არაფერი შემინიშნავს. ვიღაცას რაღაც ხო მაინც წამოსცდებოდა ორმოცისას,- ანდრიამ თავი გადააქნია. - და ახლა რა უნდა ქნა? მალხაზის ეტყვი? - არ ვიცი. რომ ვუთხრა ატეხავს ზურაბი და მერე მართლა ვერაფერს ვიზამ. ცალკე ანა გააფრენს და მოკლედ არვიცი,- კვლავ სიჩუმე. ანდრია გაგის დააკვირდა, მერე ოდნავ მიუახლოვდა. - შენ რისი გეშინია?- გაგიმ ამჯერად პირდაპირ შეხედა. - იმის რომ მართალი იყოს,- ანდრიამ წარბი ოდნავ აწია. - და თუ მართალია?- გაგის ყბა დაეჭიმა. - მაშინ მე და ანა "ჩვენ" ვერასდროს გავხდებით,- ჰაერი თითქოს დამძიმდა. ანდრიამ ხელი კეფაზე გადაიტარა და ცოტა ხანს არაფერს ამბობდა. მერე ისევ გახედა. - მაინც ვერ ვიჯერებ,- ჩაილაპარაკა ჩუმად,- ამდენი ხანი ჩუმად იჯდა და ახლა გამოაძვრა? გაგიმ მხრები ოდნავ აიჩეჩა. - ან მართლა იჯდა... ან ვიღაცას აწყობს ახლა ეს ამბავი და გამოიყვანა. - ვის უნდა აწყობდეს?- წარბი შეკრა ანდრიამ. - ვისაც უნდა რომ ყველაფერი აირიოს,- მოკლედ მოუჭრა გაგიმ. ისევ სიჩუმე. ანდრიამ ფეხით მიწა გაასწორა, მერე ისევ მისკენ შებრუნდა. რამდენიმე წამი ისევ ისე იდგნენ. სიტყვები თითქოს ამოიწურა, მაგრამ არც ერთს არ ჰქონდა წასვლის სურვილი - ორივე ხვდებოდა, რომ აქ საუბარი არ დამთავრებულა, უბრალოდ დროებით გაჩერდა. ანდრიამ სიგარეტი ბოლომდე მიიყვანა, მერე ფეხით ჩააქრო, გაგი იქვე ტოტს აფრიალებდა ჰაერში და სახლი ერთხელ შეათვალიერა - ზედა სართულისკენაც გააპარა მზერა. ანდრიამ ეს შეამჩნია. - არ უთხრა,- თქვა ჩუმად. გაგიმ არაფერი უპასუხა. - სერიოზულად გეუბნები,- დაამატა ანდრიამ,- სანამ ბოლომდე არ გაიგებ რა ხდება, არ ღირს. გაგიმ ამჯერად თავი ოდნავ დაუქნია. - ვიცი. - მაგრამ თუ გაიგო...- გააგრძელა ანდრიამ,- მერე ვეღარ გააჩერებ. გაგიმ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, თითქოს ეს უკვე ჰქონდა გაფიქრებული. - მანამდეც ვერ ვაჩერებდი,- თქვა ჩუმად,- გაგიჟებული იყო, ახლა დაწყნარდა ცოტა, არ ვიცი რატომ, როგორ. - იმიტომ რომ უყვარხარ,- ანდრიას გაეღიმა,- და შენც გიყვარს. - ზედმეტია ახლა,- უფრიალებს ცხვირწინ ტოტს,- შეიძლება რაღაც დიდი გვაკავშირებს თუმცა სიყვარული? მეღადავები? წელიწადი კიარ გასულა, რაც მოვიყვანე. - ეგეც მართალია. მაგრამ რატომ არ უტყდები საკუთარ თავს რომ ამ გოგოს თავს ვერ ანებებ? გაგიჟებული ხარ, მაინც ვფიქრობ რომ გიყვარს,- ტუჩს იკვნეტს ანდრია. სიჩუმე ისევ ჩამოვარდა. და ეს სიჩუმე უკვე თავად ამბობდა სათქმელს. - როდის მიდიხარ?- იკითხა ანდრიამ ბოლოს. გაგიმ ცოტა ხანს იფიქრა. - ჯერ არ მივდივარ,- თქვა ბოლოს მშვიდად. ანდრიამ წარბი შეკრა. - ანუ? - ჯერ უნდა გავიგო,- დაამატა მოკლედ,- ბრმად არ გავიქცევი. ანდრიამ თავი ოდნავ დაუქნია, თითქოს ელოდა ასეთ პასუხს. - ვის გააგზავნი? გაგიმ თვალები მოჭუტა, თითქოს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი. - იქ მყავს ხალხი. - სანდოა?- არ დაანება თავი ანდრიამ. - ძალიან,- მოუჭრა გაგიმ. ანდრიამ ისევ შეხედა, ცოტა უფრო სერიოზულად. - და თუ ვერ იპოვეს?- გაგიმ მხრები აიჩეჩა. - იპოვიან. - ასე დარწმუნებული ნუ ხარ,- ჩუმად თქვა ანდრიამ,- თუ იმალება, მიზეზი ექნება. გაგიმ არაფერი უპასუხა. მზერა ისევ გზისკენ გაექცა, თითქოს უკვე ხედავდა, როგორ მიდიოდა იქ. - რამდენ ხანს დაელოდები?- ჰკითხა ისევ ანდრიამ. - რამდენიც საჭიროა. - და ამ დროს აქ რას აპირებ?- ამ კითხვაზე გაგიმ პირველად მოაცილა მზერა გზას და ანდრიას შეხედა. - არაფერს. ანდრიამ ცალყბად ჩაიცინა. - შენ რომ „არაფერს" ამბობ, მაშინ ყველაზე სისულელე რაღაცებს აკეთებ ხოლმე. - არ მინდა აჩქარება,- თქვა ბოლოს, უფრო თავისთვის, ვიდრე მისთვის,- ერთხელ უკვე ვიჩქარე და შენც ხედავ ახლა სად ვარ. - ანას გულისხმობ? - ყველაფერს. - და ანასთან რას აპირებ? - რას უნდა ვაპირებდე. - არ ვიცი...- მხრები აიჩეჩა ანდრიამ,- ახლოს გიშვებს და შენ კიდევ სადღაც სხვაგან ხარ ნახევრად. ასე არ შეიძლება, ძლივს შემოგხედა იმ გოგომ სხვანაირად. გაგიმ ამჯერად ირონიულად ჩაიღიმა. - შენ ზედმეტად აკვირდები ჩემს ცოლს. - ვაკვირდები იმიტომ რომ შენ ვერ ხედავ, და შენც გაკვირდები,- მშვიდად უპასუხა ანდრიამ,- ეგ გოგო ნელ-ნელა იწყებს ნდობას და შენ ამ დროს სად იქექები. გაგი გაჩუმდა, რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს. - არ არის მარტივი,- თქვა ბოლოს, ჩუმად. ანდრიამ წარბი ასწია. - არც უნდა იყოს. - მაგრამ ერთს გეტყვი,- დაამატა ანდრიამ,- თუ ამ ამბავში ჩაეფლობი ბოლომდე და იმ ბიჭზე იფიქრებ სულ, ანას დაკარგავ ისე რომ ვერც გაიაზრებ. - არ დავკარგავ. - ეგ უკვე შენზე არაა,- მშვიდად თქვა ანდრიამ, - ეგ მასზეა. ჰაერი ისევ დამძიმდა. გაგიმ ღრმად ჩაისუნთქა. - ჯერ არ იცის. - მაგრამ მიხვდება,- მოუჭრა ანდრიამ,- ჭკვიანი გოგოა. ყველა ჩხოროწყუში ჰყავს და რას ფიქრობ, სანამ შენ გაარკვევ, მანამდე ის ვერ გაიგებს? გაგიმ ამჯერად არაფერი თქვა. უბრალოდ იდგა და აშკარად იგივეს ფიქრობდა. - კაი,- თქვა ბოლოს ანდრიამ,- რაც გინდა ის ქენი. ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე... - ორივეს ერთად ვერ შეინახავ, თუ საქმე ისე წავიდა,- ენას აწკლაპუნებს ანდრია და მესამე ღერს უკიდებს,- შენი მტერია, მაგრამ შენი ცოლის ოჯახის წევრიცაა. - ვნახავთ,- ანდრიამ თავი გადააქნია, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. ეზოდან კარის ხმა მოისმა. ორივემ ინსტინქტურად გაიხედა. ანა გამოვიდა, მზის შუქში თვალები ოდნავ მოჭუტა, თმა უკან გადაიწია და ეზოს მოავლო თვალი. ჯერ ისინი ვერ შეემჩნია. - აი, შენი საყვარელი ცოლიც,- ანდრიამ გაიღიმა, გვერდულად გახედა გაგის,- რძალო მოდი აქ. ანდრია სიგარეტი დააგდო მიწაზე და ფეხით ჩააქრო. - გავიგე რაღაც გემირელ ტკბილობებს აცხობსო ქალბატონი რძალიო და მე როდის უნდა გამომიცხო ერთი?- წუწუნი დაიწყო უცებ. - ვინ გითხრა?- სახე აუმჟავდა ანას,- საიდან მოიტან ხოლმე სისულელეებს? - სისულელე? გაგი შიმშილით გკლავს ხოლმე შენი ცოლი?- უბრუნდევა ძმაკაცს. - როდის იყო საერთოდ ეს ამზადებდა,- ჩაეღიმა გაგის. - რადგან შენ არ გიკეთებ, არ ნიშნავს რომ არ ვიცი,- ცხვირი აიბზუა ანამ,- შეიძლება კონკრეტულად რაღაცები არ ვიცი, თუმცა სხვა ბევრი გამომდის. - ხოდა ის სხვა ბევრი გამიკეთე ხვალ რომ მოვალ,- თვალი ჩაუკრა ანდრიამ,- მე წავედი ახლა, ენგურს დავუყვები, იქნებ ჩემი სატრფო ვიპოვო ოდესმე. ანას გაეცინა, ანდრიაც სიცილით დაუყვა ქუჩას. ეზოში ახლა მხოლოდ ისინი დარჩნენ. ანა რამდენიმე წამი იდგა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მერე ნელა მიუახლოვდა. - რატომ არ მითხარი?- მხარზე წამოარტყა ოდნავ. - რა არ გითხარი? სულ როგორ შეიძლება მსაყვედურობდე?- ეცინება გაგის. - რა და იმ შენი დაქალებიდან რომ ერთი თხოვდება და მეორეს შეყვარებული ჰყოლია?- წარბებს ქაჩავს ანა. - მაცადე რომ მეთქვა? ან მკითხე საერთოდ? - ანუ ჩემი ბრალია? - ოხ ეს მეგრელები რა ხართ,- ოხრავს გაგი და ბეტონს ეყრდნობა,- რა მეთქვა? - მეგრელები ლანძღე შენ და სვანებიც კაი აფერისტები ხართ,- გვერდით ამოუდგა ანა,- დარიკომ თქვა ქორწილში დაგვპატიჟესო. - მერე? - მერე რა? მიდიხარ? - მხოლობითში რატომ, შენ არ მოდიხარ? - მე რა მესაქმება იქ? - აბა მე რა მინდა იქ უშენოდ? რა გინდა, გამომპრანჭო, წავიდე და მერე იქ სხვა გოგოებმა მიყურონ?- იწყებს ანას გაღიზიანებას,- მერე ისევ გაბრაზდე და მთელი დილა არ მელაპარაკო? თუ გინდა კოცნით შემოგირიგო? შენ თუ ჩემი კოცნა გინდა ამხელა გეგმა არაა საჭირო, ახლაც შემიძლია. მიიწია მისკენ გაგი. - მომშორდი რას აკეთებ, ვერ ხედავ როგორ იყურებიან,- მწარედ არტყამს ხელზე და უკან წევს. უხერხულად უღიმოს ეზოს გარეთ მყოფ ხალხს,- წამოდი შიგნით. მაჯაში ავლებს ხელს და ოთახში მიათრევს. - რას ფილოსოფოსობ და რა ოცნების კოშკებს აგებ ვერ გავიგე?- კარს როგორც კი ხურავს ქმრისკენ ბრუნდება,- მეზარება მე წამოსვლა, წადით თქვენ. - უშენოდ მე არ წავალ,- საწოლზე ჯდება გაგი,- აი მერე დარიკო რომ იკითხავს რატომ არ მივდივართ, მერე შენ გაეცი პასუხი. - კარგი, კარგი, ხო,- ზმუის ანა,- წამოვალ, შენ ხომ ცოცხლად შეჭამ ადამიანს. - სხვა არ ვიცი, მაგრამ შენ კი შეგჭამდა ახლა კაცი,- ჩაიდუდღუნა თავისთვის. - რა უნდა ჩავიცვა? რამე მოკლე და ქალაქური თუ აქ ანაფორებს იცვამთ? ან როგორი ქორწილია? - შენ სვანეთი დაღესტანი ხომ არ გგონია?- წარბებს კრავს გაგი და ახლა ანა დაიფიცებს რომ ნამდვილ სვან მამაკაცს უყურებს,- რაც გინდა ჩაიცვი, ვინ რას გეტყვის. მე იქ ვიქნები და ეს ყველასთვის საკმარისი იქნება. ზედმეტს ვერავინ გაბედავს. - ანდრიაც იქნება? - შენ და ანდრია ზედმეტად დიდ დროს ატარებთ ერთად, ვეჭვიანობ,- ბალიშს იდებს თავქვეშ,- იქნება. - ნუ აბუქებ,- კარადის კარებს აღებს ანა,- უბრალოდ კარგი ბიჭია და ვემეგობრები. - ბევრი ბიჭი მეგობარი გყავს, მაგალითად ის ლაშაც, შენი მეზობელი და ყოფილი. - ყოფილი? - ხო ყოფილი, რა არა?- ოდნავ იწევა საწოლიდან,- თვითონ მითხრა, თურმე თავდავიწყებით გყვარებიათ ერთმანეთი. ისე რა სასაცილოა, მე რომ მეუბნებოდა მაგას - შენს ქმარს, ვითომ რას ვიზამდი, დაგშორდებოდი და ჩემი ხელით მიგიყვანდი მასთან თუ რისი მიღწევა უნდოდა ვერ მივხვდი. - მართლა ეგრე თქვა?- წარბები აქაჩა ანამ,- რატომ არ მითხარი? ანუ მაშინ მაგიტო ხოცავდით ერთმანეთს? - არავის არავინ არ მოუკლავს, ვერ ვიტან ასეთ ჩამოსხმა ტიპებს, დამიწყო აქ ცოლის წინ კაჩაობა, გეგონება რამეს წარმოადგენდეს,- ბუზღუნევს გაგი,- ასე უნდა მსდიონ შენმა ყოფილებმა? - ჩემი ყოფილი არ არის,- მხრებს იჩეჩს ანა. - აბა ვინ არის? პირველი სიყვარული? - არა, მე არ მყვარებია, თვითონ ვუყვარდი,- კარადიდან უამრავ კაბას იღებს ანა,- მე უბრალოდ ვემეგობრებოდი, მეზობელი იყო, ავი ძაღლივით ხოარ ვიქნებოდი. - იცოდი რომ უყვარდი და არაფერს აკეთებდი? - რა უნდა გამეკეთებინა, გიჟი ხომ არ ხარ, მხრებზე ხომ არ ჩამოვეკიდებოდი ბოდიშებით? - ეგეც მართალია,- დაეთანხმა გაგი,- საბოლოოდ შენი იდეალური და განუმეორებელი ქმარი შეგრჩა გვერდით. - ნეტავ ეს თავის ქება არ იცოდე რა,- ზედ აყრის კაბებს. - ესენი კაბებია? საღამურებს უფრო ჰგავს,- ათვალიერებს გაგი,- დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად კაბებია? - შენ ხომ თქვი რომ პრობლემა არ იქნებოდა? - მე ვთქვი რომ კაბებზე პრობლემა არ იქნებოდა, საღამურები ვახსენე სადმე? - საღამური არ გცოდნია შენ როგორია. - ესეთი თუ არის მზად ვარ ქორწილში წასვლა კი არა ამ ოთახში გაგატარებინო მთელო ღამე. - ზედმეტები მოგდის,- თითს უფრიალებს ანა ცხვირწინ. - სულაც არა, შენ იფიქრე ახლა რაღაცები, თორე მე სულ სხვა რამეს ვაპირებდი. - რას აპირებდი ერთი? გარყვნილო კაცო,- იცინის ანა. - აქ უნდა დამეყენებინე და მეპოზიორებინე, მაგრამ ერთი პატარა გარყვნილი ქალბატონი წავიდა ბინძური აზრებისკენ,- წარბებს ათამაშებს გაგი,- მგონი ბევრს ფიქრობ მაგაზე, გელანდება უკვე. - ნერვებს მიშლი უკვე, აღარ წამოვალ იცოდე. - სიტყვა ნათქვამია უკვე და უკან ვეღარ წაიღებ, ასე რომ მობრძანდი და აარჩიე რამე წესიერი საღამური. - თავს მომაკვლევინებ,- დაღლილი უბრუნდება კაბებს და შავ მუხლამდე კაბას იღებს, ცალ მხარეს სალტე აქვს მხარზე გადადებული და წინ პატარა ოქროსფერი ქამარი. - მომწონს, მომწონს, გემოვნებას არ ვუჩივით თურმე. - საქმე არაფერი გაქვს? წადი, მომშორდი, დამღალე უკვე,- ოხრავს ანა. - ისე ქორწილი როდისაა? - ორ დღეში, გამიკვირდა დაქალმა რომ არ გითხრა,- ჩაიცინა ანამ. - ოხ შენ რას გიზამ,- გააფრთხილა შორიდან და ისევ ჩაყო თავი ბალიშში. * * * ქორწილის დილა სვანეთში სხვანაირად იწყება - სიცივეა, მაგრამ სასიამოვნო. ისეთი რომ გინდა ფანჯრა ბოლომდე გააღო და ჰაერი ჩაისუნთქო. მთები ნახევრად ნისლშია. სოფელში უკვე მოძრაობაა - მანქანები, ხალხი, შორიდან მუსიკის ხმაც კი ისმის. ანა დილას დარიკოს ეხმარებოდა სამზარეულოში. შუადღეს უკვე სარკის წინ იდგა, თმა თითქმის მზად ჰქონდა, კაბა საწოლზე იყო გადაფენილი. გაგი, რომელიც მთელი ეს დრო სავარძელზე იყო წამოსკუპებული ისევ ამჟავებული სახით უყურებდა სამოსს. - არ მომწონს,- ამბობს თავისთვის. - ისევ დაიწყე?- მოტრიალდა ანა,- გუშინ მოგწონდა. გაგი წამოდგა, ნელა მიუახლოვდა და კაბას დახედა. - გუშინ სხვა თვალით ვუყურებდი, აქ გეცვა, ოთახში. - დღეს როგორი თვალით უყურებ? - იმით, რომლითაც ვხედავ და ვასკვნი რომ არაფერი გაქვს ჩასაცმელი. - კლასიკა,- თავი გააქნია ანამ. - ძალიან სასაცილოა, ხომ? - ვერც კი წარმოიდგენ ისეთი. - კიდევ ერთხელ თუ გაიცინებ, საერთოდ არ წავალთ, ნახავ მერე მაგ კაბას რას ვუზამ და სად აღმოჩნდება. - წამოხვალ,- მშვიდად თქვა ანამ,- და თან ისე კარგად წამოხვალ. მიუახლოვდა და ბანტი გაუსწორა ყელთან. - წამოხვალ, ხომ?- გაუმეორა კიდევ ერთხელ, იმდენად ახლოს იყო მისული, გაგიმ დაჰიპნოზებულივით დაუქნია თავი. ანამ კიდევ ცოტა ხანს უყურა, მერე ისევ სარკეს მიუბრუნდა. - თიკა როგორი გოგოა საერთოდ? - ნორმალური. - "ნორმალური" რას ნიშნავს? - იმას რომ ნორმალურია,- მხრები აიჩეჩა გაგიმ,- მშვიდია, ცოტა ჩაკეტილი, მაგრამ თავისიანებში იხსნება. - მე რომ მივალ და არავის ვიცნობ, უხერხული არ იქნება? ან საჩუქარი? - მე იქ ვიქნები. ვუყიდე უკვე. - შენ სულ სხვებთან იქნები, შენს ძმაკაცებთან. - ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყურადღებას არ მოგაქცევ, მოდის თან შენი ძმაკაციც და იყავით ერთად. - ანდრიასთან მტოვებ? - ანდრია ყველასთან იქნება, გამოდის შენც გაიცნობ ყველას,- ჩაიცინა გაგიმ,- შენც მოგაკითხავს, ნუ ნერვიულობ. ანა ოდნავ დამშვიდდა, მაგრამ მაინც ჩაფიქრებული დარჩა. - ანუ საინტერესო ხალხში მივდივარ,- ჩაილაპარაკა ანამ. - ძალიან,- ირონიულად თქვა გაგიმ. ანამ ბოლოს ამოისუნთქა, კაბა აიღო, სააბაზანოში გავარდა და ჩაიცვა. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო, მერე ნელა შებრუნდა. გაგიმ თავიდან ბოლომდე შეხედა,- რამდენ ხანს უნდა მოემზადო კიდე? - ხუთი წუთი,- ავტომატურად უპასუხა ანამ და სარკეში საკუთარ თავს დააკვირდა. - ეს შენი "ხუთი წუთი" საათნახევარია გრძელდება უკვე. - თუ არ მოგწონს, წადი და დამელოდე ქვემოთ. - გელოდები უკვე,- ამოიოხრა გაგიმ და ოთახში შემოვიდა,- აუ... ანა შემოტრიალდა. - რა იყო? - არაფერი,- დააკვირდა თავიდან ბოლომდე,- უბრალოდ ზედმეტად ლამაზი ხარ. - ისევ დაიწყე,- თვალები გადაატრიალა ანამ, მაგრამ აშკარად ესიამოვნა. - არა, სერიოზულად,- მიუახლოვდა გაგი,- ასე რომ მოდიხარ, ათმაგი ყურადღება მმართებს, ნახევარი ქორწილი შენ შემოგხედავს. - შენ ხომ თქვი, პრობლემა არ იქნებაო? - მე ვთქვი რომ ვერავინ ვერაფერს გაბედავს. ეგ არ ნიშნავს, რომ არ შემომაკვდება ვინმე თუ საჭირო გახდა,- წარბები აათამაშა გაგიმ,- აი, ახლა რაღა მოხდა? რატომ მიყურებ ასე? - მართლა ესეთი ცუდია ეს კაბა? - ცუდი კი არა, ზედმეტად კარგია. სახლში რომ მოვალთ ჩემთვისაც ჩაიცვი ხოლმე,- თვალი ჩაუკრა გაგიმ. - ნუ აბუქებ. რომ მოვალთ ამ კაბას დავწვავ! - არ ვაბუქებ,- მიუახლოვდა გაგი,- დაწვავ და ახალს გიყიდი. წავედით, თორემ მართლა დავაგვიანებთ. ანდრიაც მოვიდა უკვე. მანქანის ხმა ეზოში რომ გაისმა, გაგიმ მხოლოდ მაშინ შეამჩნია ჭიშკართან მდგომი ანდრია - კედელზე მიყრდნობილი იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად დიდხანს იცდიდა გარეთ. - ოჰ, მობრძანებულა ვაჟბატონი,- ჩაილაპარაკა ანამ. - შენ გელოდებოდა,- მშვიდად უპასუხა გაგიმ. ანდრია მაშინვე გამოემართა მათკენ. - ძლივს მოხვედით, რა უბედურებაა ამდენი ხანი მომზადება?- თქვა და ჯერ გაგის გადახედა, მერე ანას,- არა, კი ლამაზი ხარ, მაგრამ მაინც. სპეციალურად მალოდინე, ხო? თვალები მოჭუტა ანდრიამ. - შენს სანახავად კი არ მოვდიოდი! მომზადებას დრო უნდა,- დაუბღვირა ანამ. - აბა სხვას რას ელოდებოდი, მე აქ ვდგავარ უკვე ნახევარი საათია,- ხელი გაშალა ანდრიამ. - ნახევარი საათი თუ დგახარ, მგონი შენ გაქვს პრობლემა და არა ჩვენ,- გაუღიმა ანამ. - აი, დაიწყო უკვე,- ჩაიცინა ანდრიამ,- გითხარი გაგი, ეს მე ნერვებს გამიფუჭებსთქო. - შენც ნუ ეძებ პრობლემას იქ, სადაც არ არის,- ჩაერთო გაგი. - მე საერთოდ არაფერს ვეძებ, თვითონ მპოულობს,- თქვა ანდრიამ და ანასკენ გადაიხედა. ანა კარს მიეყრდნო და ხელები გადაიჯვარედინა. - ძალიან ბევრს ლაპარაკობ მგონი. - მეგრელი მაინც არ იყო, გოგო,- გადაიხარხარა ანდრიამ,- აფერისტი ხარ სუფთა. - მომწონს, თავდაჯერებული ხარ!- ანას გაეცინა. - აუტანელი ხარ. - ვიცი, მაგრამ მაინც მელაპარაკები და მოგწონვარ. - სხვა გზა არ მაქვს, გაგის ძმაკაცი ხარ. - ანუ რომ არა ეგ, საერთოდ არ დამელაპარაკებოდი?- ვითომ გაკვირვებული ჰკითხა ანდრიამ. - ეჭვი გეპარება?- ანდრიამ ხელი გულზე მიიდო. - ძალიან მატკინე. - გადაიტან,- მშვიდად უპასუხა ანამ. გაგიმ ორივეს შეხედა და თავი გააქნია. - თქვენ ორი ხუთი წუთია რაც ჩასხედით მანქანაში და უკვე ცხრაჯერ მოასწაროთ ჩხუბი! დამღალეთ. - მე არ ვჩხუბობ,- თქვა ანამ. - არც მე,- დაამატა ანდრიამ,- უბრალოდ ვსაუბრობთ. - თქვენ ამას საუბარს ეძახით?- ჩაიცინა გაგიმ. ანა ანდრიას მიუახლოვდა, ოდნავ დახედა. - მოდი შევთანხმდეთ, შენ თუ ნაკლებს ილაპარაკებ, მეც ნაკლებს შეგეწინააღმდეგები. ანდრიამ წამით დაფიქრდა. - არა, არ მაწყობს. - რატომ? - იმიტომ რომ მაშინ მოსაწყენი იქნები,- ანას ისევ გაეცინა. - შენთვის რომ საინტერესო ვიყო, ამისთვის უნდა გეკამათო? - დაახლოებით. - კარგი, მაშინ არ გავჩერდები. - მშვენიერია. გაგიმ კიდევ ერთხელ გადახედა ორივეს და ამოიოხრა ხმამაღლა. - მორჩით ახლა, ორივე,- თქვა ხმადაბლა,- ქორწილში მივდივართ და იქაც უნდა გააგრძელოთ? რესტორანში მისვლამდე ხმა აღარ ამოუღიათ. იქაურობა ხალხით იყო სავსე, მუსიკა უკვე ცოცხლად ჟღერდა. დიდი ხის დარბაზი სითბოთი და ხმაურით იყო გაჯერებული - სუფრები გადაჭედილი, ორთქლი ამოსდიოდა ახლად მოტანილ ხორცს, ყველგან ღვინის ჭიქები ბზინავდა. კაცი ვერ მიხვდებოდა სად იწყებოდა ერთი საუბარი და სად მთავრდებოდა მეორე - სიცილი, შეძახილები, სადღეგრძელოები ერთმანეთში ირეოდა. - აი, მოვიდნენ!- შორიდან იყვირა ანდრიამ და პირდაპირ მათკენ წამოვიდა. - ისევ ღრიალებ,- შეუბღვირა გაგიმ,- ხმადაბლაც გვესმის. რა გაკრეჭილი დადიხარ. - აბა რა ვქნა, შენნაირი სახით ხომ ვერ ვივლი, - გადაიხარხარა ანდრიამ და ანას გადაეხვია, - ულამაზესი ხარ, მართლა. - მადლობა,- გაეღიმა ანას. - საკმარისია,- ჩაერთო გაგი,- უკვე ზედმეტია. მგონი ამაღამ ძმაკაცის ცემა მომიწევს, სხვისი კი არა. ანდრიამ სიძე - პატარძალი რომ დაინახა წინ გაუძღვა წყვილს. ხალხში გზა ისე გაჭრა, თითქოს ყველა იცნობდა და ყველა მას უთმობდა ადგილს. ანა გზაში ყველაფერს აკვირდებოდა - ქალები ფერად კაბებში, კაცები ერთმანეთთან ახლოს მდგარი, ხმამაღალი საუბრები, სუფრებზე დაწყობილი უზარმაზარი ლანგრები. ყველაფერი ერთდროულად ქაოსურიც იყო და ძალიან ორგანიზებულიც. ცენტრში, ოდნავ შემაღლებულ ადგილას, თიკა იდგა თეთრ კაბაში. ახლოდან კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა - მაგრამ თვალებში ის დაძაბულობა მაინც ეტყობოდა, რაც ანამ მანამდეც შეამჩნია. გიორგი მის გვერდით იდგა, მშვიდად, თითქოს ეს ხმაური საერთოდ არ აწუხებდა. - მოხვედით!- თიკამ პირველმა შეამჩნია ისინი და გაუღიმა. გაგი მიუახლოვდა და გადაეხვია. - აბა რა,- თქვა მოკლედ,- გილოცავ, ბედნიერებას გისურვებ. უთხრა და სიძიკენ გადაინაცვლა. თიკამ ანას შეხედა. - შენ ანა ხარ ხომ? - ჰო,- ოდნავ გაუღიმა ანამ. - ძალიან მიხარია რომ მოხვედი,- უთხრა თიკამ გულწრფელად. - მეც მიხარია, - უპასუხა ანამ და ცოტა მოდუნდა,- გილოცავ, ბედნიერებას გისურვებ. - კარგი, მორჩით ოფიციალურ ნაწილს, ხალხი ელოდება უკვე ჭამასაც და დალევასაც,- ანდრია გვერდიდან უყურებდა და უცებ ჩაერთო. - შენ კი ელოდები განსაკუთრებით,- გადახედა გაგიმ. - მე ყველაფერს ველოდები, მთელი დღეა მუცელს ვინახავ უკვე,- უპასუხა ანდრიამ წუწუნით. სუფრასთან რომ დასხდნენ, ანამ პირველად იგრძნო ქორწილის რეალური ტემპი. ჭიქები თითქმის არ ცარიელდებოდა, სადღეგრძელოები ერთმანეთს მიჰყვებოდა და თითოეულს თავისი ტონი ჰქონდა - ზოგი სერიოზული, ზოგი ხუმრობით, ზოგი ძალიან ემოციური. თამადა ფეხზე წამოდგა და ხმა უცებ უფრო გამოკვეთილი გახდა. - დღეს აქ შევიკრიბეთ ორი ადამიანის სიყვარულისთვის...- ხმაური ცოტათი ჩაცხრა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა რომ ეს იყო ცოცხალი, გარემო - ხალხი რეალურად იყო ჩართული. ანა ჩუმად უსმენდა, თან ირგვლივ აკვირდებოდა. - როგორია?- ჩუმად ჰკითხა გაგიმ. - უცნაურია,- უპასუხა ანამ,- ჩვენი ჯობია, მეგრული და ნაღდი. - ოხ, როგორ ამაყობს სამეგრელოთი,- გაგიმ ოდნავ გაუღიმა. ანდრია უკვე ჭიქას ავსებდა. - ჯერ სად ხარ,- ჩაერთო ანდრია,- ცოტა ხანში სიმღერები დაიწყება და მერე საერთოდ დაგავიწყდება ეგ შენი სამეგრელო. - მე არაფერი მავიწყდეbა,- უპასუხა ანამ. - ვნახოთ, ვანხოთ,- გაეღიმა ანდრიას. მალევე პირველი სიმღერა დაიწყო - რამდენიმე კაცი ერთად წამოდგა და სუფრასთანვე დაიწყო მრავალხმიანი გალობა. ხმა ისეთი ძლიერი იყო, რომ ანას უნებურად გააჟრჟოლა. - ეს მომწონს,- ჩუმად თქვა. - ეს სვანეთია,- უპასუხა გაგიმ. ანდრია წინ გადაიხარა. - ახლა ცოტა ხანში შენც აგაყენებენ. - რას ამბობ?- შეხედა ანამ. - საცეკვაოდ წაგიყვანენ, - ისევ გაიმეორა ანდრიამ. ხმაური ისევ გაიზარდა, ვიღაც უკვე ცეკვას იწყებდა, ვიღაც სადღეგრძელოს აგრძელებდა, ვიღაც უბრალოდ იცინოდა. ანა ნელა მოეშვა, სკამზე მიეყრდნო და იგრძნო რომ მართლა ქორწილში იყო, როგორც ახლობელი და არა უბრალოდ სტუმარი, არამედ ამ დიდი, ცოცხალი ამბის ნაწილი. დალევის შემდეგ, ქორწილი უკვე სხვა ტემპში გადავიდა - აღარ იყო ის "დასაწყისის" ფორმალობა, ყველაფერი გაცოცხლდა. სუფრებზე ღვინო ისევ ისხმებოდა, მაგრამ ხალხი უფრო ხშირად დგებოდა, დადიოდა, ერთ სუფრას მეორეს უერთდებოდა. მუსიკა აღარ წყდებოდა - თუ არ მღეროდნენ, უკრავდნენ, თუ არ უკრავდნენ, მაინც ტაში და ხმაური ავსებდა სივრცეს. ანა სკამზე ჩამოჯდა ანდრიასთან ცეკვის შემდეგ, ოდნავ სუნთქვა დაიმშვიდა და თმა უკან გადაიწია. - ცოტა დავიღალე,- თქვა და ჭიქას მოკიდა ხელი. - ხუთი წუთი იცეკვე და უკვე დაიღალე?- გაეცინა გაგის და გვერდით ჩამოუჯდა. - შენთვის ეს ნორმაა, ჩემთვის - არა,- მიუგო ანამ და წყალი მოსვა. - ქორწილი ქორწილია ანა, რა მნიშვნელობა აქვს. - აუ ამ თამადამ ხო გაატრაკა საქმე, რამდენი სიყვარულზე დალია მე ამომიყენა გვერდით, ქალი მალე გეშოვნოსო,- წუწუნით დაიკავა გაგის გვერდით ადგილი ანდრიამ,- გიჟია ვიღაც. - მერე მართალია, დაბერდი უკვე, ნაოჭები დაგეტყო,- არ ჩამორჩა ანა. გაგიმ თავი გააქნია. - თქვენ ორმა თუ არ დაჭამეთ ერთმანეთი ერთი საათით მაინც, ისე არ გამოვა, ხო?. - არ ვჩხუბობთ,- თქვა ანამ. - ხო, არც ერთმანეთს ვჭამთ,- წამოიწია ანდრია,- მე მაქსიმუმ ახლა ეს კანჭი ვჭამო, ისე გემრიელად გამოიყურება. თამადამ სადღეგრძელო დაასრულა და ყველამ ერთდროულად ასწია ჭიქები. "გაუმარჯოსო"გაისმა რამდენიმე მხრიდან ერთად. ანა ცოტათი დაიბნა, მაგრამ მაინც ასწია ჭიქა და მოსვა. ღვინო ძლიერი იყო, მაგრამ არ შეუმჩნევია - ატმოსფერო უფრო მოქმედებდა, ვიდრე ალკოჰოლი. - როგორია?- ჰკითხა გაგიმ. - ძლიერი,- თქვა ანამ და ოდნავ გაიღიმა. - ეგ ჯერ დასაწყისია,- ჩაერთო ანდრია. - ჭორიკანა დედაკაცივით გვისმენს სულ,- აბობოქრდა გაგი,- დამტოვე ცოლთან მარტო, იქნებ რას ვეუბნები. - შემიძლია, მაგრამ არ მინდა,- გაგიმ უბრალოდ თავი გააქნია და დალევა განაგრძო. მალევე ისევ მუსიკა დაიწყო - ამჯერად უფრო სწრაფი. რამდენიმე კაცი უკვე ფეხზე იყო, ვიღაცებმა შეძახილიც დაიწყეს. ანდრიამ სკამი უკან გასწია. - წამოხვალ კიდევ?- ჰკითხა ანას. ანა სკამს დაეყრდნო. - ცოტა ხანში. - "ცოტა ხანში" ისევ "არა"-ს ნიშნავს? - არა, ამჯერად მართლა ცოტახანში,- უპასუხა ანამ. გაგიმ ანდრიას შეხედა. - დაანებე თავი ცოტახანს. - ვანებებ,- თქვა ანდრიამ, მაგრამ მაინც არ მოშორებია. რამდენიმე წუთში ისევ წამოდგნენ - ამჯერად ანამ თვითონ წამოიწია. მუსიკა უფრო ენერგიული იყო, ხალხიც უფრო თავისუფლად მოძრაობდა. უკვე აღარ აკვირდებოდა ისე, უბრალოდ ერთვებოდა. გაგი გვერდიდან უყურებდა, ანდრია ისევ რაღაცებს ეუბნებოდა, ანა პასუხს უბრუნებდა - ხან სიცილით, ხან ირონიით. ცეკვის მერე ისევ სუფრასთან დაბრუნდნენ, მაგრამ ახლა უკვე სულ სხვა განწყობით. ანა აღარ იყო ის, ვინც თავიდან, ცოტა იკავებდა თავს - აშკარად მოერგო გარემოს. - გითხარი, მოგეწონებოდა,- უთხრა გაგიმ. - ჰო,- დაუქნია თავი ანამ,- მართლა კარგია. ცოტახანში ანა უკვე აშკარად მოდუნებული იყო - ლოყები ოდნავ შეწითლებული ჰქონდა. ჭიქა ხელში ეჭირა, მაგრამ უფრო თამაშობდა, ვიდრე სვამდა. - წასვლამდე ერთ ცეკვას არ მაჩუქებ?- გაისმა გაგის ჩურჩული ყურთან. - ადგომაში თუ დამეხმარები აუცილებლად,- ამოილუღლუღა ანამ,- ამან ხო შემჭამა. დაიწუწუნა და ანდრიას ხელით უარი უთხრა. - მგონი შენ აქ ყველაზე ხმაურიანი ხარ. - ეგ ტიტული უკვე მაქვს,- თავი დაუქნია ანდრიამ ამაყად. - თვითონ მიანიჭე, საკუთარ თავს ხო?- გაეცინა ანას. - სხვას არ მივანდობდი. გაგიმ თავი გააქნია. - ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ,- გაგი ფეხზე წამოდგა. ცოლს გაუწოდა ხელი. - მოდი,- ანა დაუფიქრებლად აჰყვა, ხელი ჩაუდო და მისკენ მიიწია. დარბაზი უკვე დამშვიდებული იყო - დილის სამი საათი სრულდებოდა, ხალხი ნაკლები დარჩენილიყო, მაგრამ ვინც იყო, ყველა თავის სამყაროში იყო ჩაძირული. ნელი მუსიკა გაისმოდა, წყვილები შუაში ირწეოდნენ, თითქოს აღარავინ ჩქარობდა. გაგიმ ხელი წელზე შემოხვია, ანა უფრო ახლოს მიეყრდნო. - დაიღალე?- ჩუმად ჰკითხა გაგიმ. - ცოტა,- უპასუხა ანამ მშვიდად,- მაგრამ არ მინდა რომ დამთავრდეს. გაგიმ ოდნავ გაუღიმა. რამდენიმე წამი ჩუმად ირწეოდნენ, მუსიკას აჰყვნენ. ანამ თავი ოდნავ ასწია და გაგის შეხედა. - რას მიყურებ ასე? გაგიმ თვალები არ მოარიდა. - ლამაზი ხარ. ანა ცოტა დაიბნა, მაგრამ გაეღიმა. - ახლა გაგახსენდა ეგ? - ახლა ახლოდან გიყურებ და უფრო კარგად ჩანს,- უპასუხა გაგიმ მშვიდად. ანა ჩუმად გაეცინა. - ადრე არ ჩანდა? - ჩანდა, მაგრამ ახლა სხვანაირად. - როგორ?- გაგიმ მხრები ოდნავ აიჩეჩა. - არ ვიცი... უფრო ჩემი ხარ. უფრო მესაკუთრე გავხდი,- ტუჩები გაუხახუნა ყურთან,- ეს კაბა მაგიჟებს. ანა რამდენიმე წამი უყურებდა, მერე თავი ისევ მის მხარზე დაადო. - უცნაური ხარ ხანდახან,- გააქნია თავი,- და შეეშვი ამ კაბას. - ვიცი,- შუბლზე აკოცა გოგოს,- და არ შევეშვები, ნახავ რაც მოუვა ამაღამ ამ კაბას. მუსიკა ნელა გრძელდებოდა, ირგვლივ სხვა წყვილებიც იმავე რიტმში ირწეოდნენ - ვიღაც ჩუმად ლაპარაკობდა, ვიღაც უბრალოდ დუმდა. ანა ისევ ჩაილაპარაკა. - კარგი იყო დღეს. - ჰო. - თავიდან მართლა არ მინდოდა წამოსვლა. - ვიცი, მაგრამ ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. - და მაინც მომიყვანე. - ჩემი ცოლი ჩემს გვერდით იქნებოდა,- ანას ოდნავ გაეღიმა. - სწორად მოიქეცი, ხანდახან დაიჯერება შენზე. გაგიმ ხელი ოდნავ მოუჭირა. - ზუსტადაც. მაგას გეუბნები ამდენი ხანია. ანას ჩუმად გაეცინა. - რა თავდაჯერებული ხარ. - სიმართლეა. მუსიკა ნელა მიიწევდა დასასრულისკენ, მაგრამ არც ერთს არ ეჩქარებოდა. უბრალოდ იდგნენ, ირწეოდნენ და იმ მომენტში იყვნენ - ხმაურიანი დღის შემდეგ, მშვიდი, თბილი დასასრული. დარბაზიდან რომ გამოვიდნენ, სიცივე მაშინვე იგრძნეს - ღამე ჯერ ისევ ციოდა, ჰაერი სუფთა და ოდნავ მკვეთრი იყო. შიგნით დარჩენილი ხმაური კარის დახურვასთან ერთად თითქმის გაქრა, მხოლოდ შორიდან მოჰქონდა მუსიკის ჩუმი ხმა. ანა გაგის ქურთუკში უფრო გაეხვია და ღრმად ჩაისუნთქა. - რა სიჩუმეა,- თქვა და ცას ახედა. - მეგონა თავი გამისკდებოდა,- ნელა წავიდნენ მანქანისკენ. ეზოში რამდენიმე კაცი ისევ იდგა, ვიღაც იცინოდა, ვიღაცები ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ უკვე ყველაფერი ბოლოსკენ მიდიოდა. გაგიმ მანქანის კარი გახსნა. - დაჯექი,- ანა ჩაჯდა, ფეხსაცმელი გაიხადა და სკამს მიეყრდნო. გაგი საჭესთან დაჯდა, გასაღები გადაატრიალა, მაგრამ არ დაძრულა - რამდენიმე წამი უბრალოდ იჯდა. - მართავ?- ჰკითხა ანამ და გვერდიდან შეხედა. გაგიმ თავი დაუქნია. - კი. გამოვფხიზლდი უკვე. - დარწმუნებული ხარ? - ბევრი არც დამილევია,- მშვიდად უპასუხა გაგიმ,- ნელა წავალ. ანა ცოტა ხანს უყურებდა, მერე თავი დაუქნია. - კარგი,- მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა. გაგიმ ნელა დაძრა მანქანა. ფარები გზას უნათებდა, რესტორანი უკან დარჩა, და რამდენიმე წამში უკვე სოფლის ვიწრო გზაზე იყვნენ. მანქანა ნელა მიდიოდა, გზაზე თითქმის არავინ იყო. შორიდან მთების კონტურები ჩანდა, ცა ჯერ კიდევ ბნელი იყო, მაგრამ ოდნავ ნათდებოდა. ანა მშვიდად იჯდა მანქანაში და ფანჯრის ნაცვლად გაგისკენ იყო მობრუნებული. რამდენიმე წამი არც ერთმა არაფერი თქვა. - გეძინება?- მშვიდად ჰკითხა გაგიმ. ანა თავი ოდნავ გააქნია. - არა... უბრალოდ ფეხები მტკივა ცოტა. გაგიმ წამით შეხედა, მერე ისევ გზას გაუსწორა თვალი. - მოდი, ამოწიე ფეხები,- ხელი ბარძაყზე დაადო და თავის კალთაში ჩაადებინა,- ცოტახანში გაგივლის, კიდევ კარგად გეცვა მთელი ღამე. სიჩუმე ისევ ჩამოვარდა, მაგრამ უკვე სხვანაირი. უფრო დაძაბული, უფრო ვნებიანი. ანა ნელა მიუახლოვდა, თავი მხარზე დაადო. გაგიმ ხელი ოდნავ შეაცურა და საჭეზე მჭიდროდ დაიჭირა, რომ მანქანა სტაბილურად ემართა, მეორე ხელი კი ფრთხილად დაადო ანას ხელზე. - ცივი ხარ,- ჩუმად თქვა. - გარეთ ცივა,- უპასუხა ანამ და უფრო მიეყრდნო. გაგიმ ოდნავ მოუჭირა საჭეს ხელი. მანქანა ნელა მიიწევდა, გზა ცარიელი იყო, შორიდან მხოლოდ ფარების შუქი იშლებოდა. მანქანის სიჩქარეს უკლო, კალთაში ჩალაგებული ცოლის ფეხები ახლა სხვანაირად მოქმედებდნენ მასზე, ხელს ნელა ასრიალებდა ზემოთ ქვემოთ, ესმოდა მისი სუნთქვა, გოგო ზედმეტად ახლოს იყო მასთან. ანა ოდნავ შეიშმუშნა. - მასე ნუ აკეთებ,- დაიბოხა ხმა გაგიმ. - როგორ?- ვერ მიხვდა რას გულისხმობდა და თავი წამოყო,- გავსწორდები თუ ხელს გიშლი. ამოიბურტყუნა და გასწორდა რომ ფეხები უკან წაეღო. ის იყო რომ გაგის მზერა იგრძნო, მანქანა გააჩერა, ცოლის წელს მოეჭიდა და მთლიანად კალთაში ჩაისვა, მანქანის ფარები ჩააქრო, მხოლოდ გარეთ ქუჩაში მდგარი ლამპიონის შუქზე ათვალიერებდა ქალის სხეულს. - რატომ მაგიჟებ?- ამოიჩურჩულა და ლავიწზე აკოცა. - რა გავაკეთე ასეთი?- ანა მართლა ვერ მიმხვდარიყო რას გულისხმობდა, თუმცა ამ კოცნამ საუბრის უნარი დააკარგვინა,- სუსტ წერტილში მირტყამ, ბატონო გაგი. ამოიჩურჩულა განწირული ხმით, როცა ქმროს ტუჩები იგრძნო ყელზე. შემდეგ მხარზე, შემდეგ ისევ ლავიწებზე და მკერდთან ახლოს. - ახლა ამის დროა? და თან აქ, შუა ქუჩაში. - ნეტავ ვინ დაიწყო?- ხმა შეცვლილმა ამოილაპარაკა,- ნეტავ ვინ მიწვევს სულ და მერე ბატკნის თვალებით მიყურებს? - ნეტავ ვინ? სხვა ქალიც გყავს?- დაჰყურებს მაღლიდან ქმარს და ფეხებს აქეთ - იქით ალაგებს. - შენ ხარ ერთადერთი ქალი, რომელზეც ჭკუას ვკარგავ,- ხმადაბლა ამოთქვამს, ტუჩებით ტუჩებზე ეხახუნება და საბოლოოდ ეწაფება,- ალუბლის გემოს ვგრძნობ, შენი ტუჩსაცხიც გავაფუჭეთ. - არაუშავს, მაინც სახლში მივდივართ,- ჩაეცინა ანას. - იმედია დარიკოს და დანარჩენებს სძინავთ,- კვლავ მიაწება ტუჩები ცოლისას. მისი ხელი ნაზად ჩაეშვა ანას წელზე, თითქოს არ უნდოდა ეს წამი ოდესმე დასრულებულიყო. - სახლამდე მაინც მიმაღწევინე,- ამოილაპარაკა გაგიმ კოცნებს შორის,- გადაძვერი, თორემ ამ კაბას ვეღარ ვუყურებ უკვე, მაგიჟებს. - უტაქტო ხარ,- ჩაიცინა ანამ და საკუთარ სავარძელზე დაბრუნდა. გაგის არ ახსოვს სახლამდე როგორ მიაღწია, გადმოვარდა მანქანიდან, ანა ხელში აიყვანა, თავისივე ფეხსაცმელები ხელში დააკავა და პირდაპირ მეორე სართულისკენ დაიძრა. - გაიძრე ეს უკვე,- ჩამოსვა საწოლთან და მაშინვე მოიგლიჯა ყელიდან ბანტი, მთელი ღამე რომ ახრჩობდა. კოსტუმიც მიაყოლა და პერანგის პირველი რამდენიმე ღილი ფაქტობრივად გაგლიჯა. - ცხოველო,- დაიბუზღუნა ანამ. - გამიხსენი რა, ვერ ვიხსნი,- მიბრუნდა ზურგით მისკენ. გაგიმ ფრთხილად შეუხსნა ელვა. ანამ თმაზე ჩამაგრებული შესაკრავები მოიხსნა და მაშინვე ჩამოიშალა ოქროსფერი თმები. გაგიმ სალტე გვერდით გასწია. კაბა ნელა ჩაცურდა დაბლა და მთლიანად მოსცილდა სხეულს. თმებს შეეხო, მხარზე აკოცა, კიდევ ერთხელ შეისუნთქა ის სურნელი, უკვე ყველგან რომ ელანდებოდა. - შეიძლება?- იკითხა ხმადაბლა და ანა თავისკენ შეაბრუნა, განაბული იდგა, სიამოვნებისგან თვალები მიელულა. თავი ოდნავ დააქნია აგონიაში მყოფმა. შემდეგ იგრძნო ქმრის ტუჩები ყველგან, მხრებზე, ლავიწებზე, ტუჩებზე, მკერდზე. კანით კანზე ეხებოდა, ყველა დეტალს სწავლობდა, ნაზად უკოცნიდა. ვერც გაიგო როდის გადაიძრო თავად პერანგი. ოთახში მხოლოდ მათი სუნთქვის ხმა ისმოდა, რომელიც თანდათან უფრო ხშირი და ერთმანეთში არეული ხდებოდა. გაგიმ ხელები ანას წელზე მოჰხვია და სხეულზე მჭიდროდ აიკრა, თითქოს სურდა ყოველი სანტიმეტრით ეგრძნო მისი სითბო. ჰაერი ელექტროობით აივსო. ანამ ხელები მის კისერზე დაასვენა, თითები თმებში შეუცურა და თავისკენ უფრო ახლოს მოზიდა. ამ წუთას სამყარო მათ გარშემო გაჩერდა - აღარ არსებობდა არც წარსული და არც მომავალი, მხოლოდ ეს მომენტი, კანის შეხება და ის დაუოკებელი ლტოლვა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა. ვანილისა და ცივი ჰაერის ნაზავი, რომელიც ანას ასდიოდა, გაგისთვის ყველაზე მათრობელ არომატად ქცეულიყო. გაგიმ ხელში აიტაცა და ფრთხილად დააწვინა საწოლზე, რომელიც მთვარის შუქზე თეთრად ბზინავდა. ანა უყურებდა მას და გრძნობდა, როგორ იშლებოდა ყველა ბარიერი მათ შორის. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა. ეს იყო ორი სულის შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს დიდი ხნის ძებნის შემდეგ დაუბრუნდნენ. მისმა ტუჩებმა კვლავ იპოვეს ანას ყელი, შემდეგ კი ნელა დაეშვნენ დაბლა. ყოველი კოცნა იყო დაპირება, ყოველი შეხება - აღიარება. ამ ღამეს სიჩუმე ყველაზე ხმამაღალი იყო, რადგან მათ გულებს ერთი რიტმი ჰქონდათ აკრეფილი. გაგის თითები ანას კანზე ცეცხლს ტოვებდა. ყოველი შეხება, ყოველი მოზომილი კოცნა ლავიწებზე, თითქოს მის სულამდე აღწევდა. ანა გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა და ამავდროულად, როგორ ივსებოდა რაღაც ახალი, დაუოკებელი ენერგიით. მისი სხეული თავად პასუხობდა გაგის ყოველ მოძრაობას, ინსტინქტურად იკვროდა მასზე, თითქოს სურდა, მათ შორის სივრცე საერთოდ გაექრო. გაგიმ ხელები მის წელზე მჭიდროდ შემოაჭდო და ერთი მკვეთრი მოძრაობით თავის ქვეშ მოიქცია. ანას თვალები, სიამოვნებისგან დანისლული, პირდაპირ მის მზერას შეეჩეხა. იქ, გაგის თვალებში, იმაზე მეტი სურვილი იკითხებოდა, ვიდრე ანას წარმოედგინა - ეს იყო წლების განმავლობაში ნაგროვები წყურვილი, რომელიც ახლა, ამ წამს, გამოსავალს პოულობდა. სამყარო მათ გარშემო საბოლოოდ გაქრა. დარჩა მხოლოდ კანის სიმხურვალე, აჩქარებული გულისცემა, რომელიც ერთმანეთის მკერდზე ესმოდათ და ის ველური, პირველყოფილი გრძნობა, რომელიც მათ აერთიანებდათ. ანამ თვალები დახუჭა და გაგის მხრებს ფრჩხილებით ჩაეჭიდა, როცა სიამოვნების ტალღამ საბოლოოდ გადაუარა და ორივე ამ ვნებიან მორევში ჩაიძირა. *** ოთახში მზის თბილი შუქი ნელა იღვრებოდა და ფანჯრის რაფაზე დადებულ ნივთებს ოქროსფრად ღებავდა. ანამ თვალები გაახილა და პირველი, რაც იგრძნო, გაგის სხეულის სიმხურვალე და ის მშვიდი, თანაბარი სუნთქვა იყო, რომელიც მის კისერზე სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა. წინა ღამის მოგონებები ნელა, ტკბილ ტალღებად ამოტივტივდა - ყოველი შეხება, ყოველი ჩურჩული და ის წარმოუდგენელი სიახლოვე. გააანალიზა, რამდენად ახლოს იყო გაგისთან, ბუნებამ მაშინვე თავი იჩინა. შიშველ მხრებზე საბანი აიქაჩა, უცებ შერცხვა წინა ღამის სითამამის და იმის რომ ასე ნებაზე მიშვებული იწვა მის მკლავებში. სცადა, ფრთხილად გათავისუფლებულიყო, მაგრამ გაგის ხელი მყარად ედო წელზე. - სად გარბიხარ, ანა?- გაისმა გაგის ჩახლეჩილი, ძილნარევი ხმა. მამაკაცს თვალები არ გაუხელია, ისე მოუჭირა ხელი და უფრო ახლოს მიიზიდა. - გამიშვი, გაგი, ადგომის დროა უკვე,- ჩაიბუტბუტა ანამ და სცადა, ხმაში სიმკაცრე გამოერია, თუმცა ლოყები აუწითლდა. - მოდი ჩემთან,- გაგიმ თვალები გაახილა და ეშმაკური მზერით შეხედა. - ნუ მიყურებ ეგრე. ადგომის დროა,- აიბზუა ცხვირი ანამ,- სირცხვილია შენებთან. - ჩემი ცოლი ხარ და ჩემთან იქნები,- ჩაუძვრა კისერში ბიჭი,- ოხ, როგორ მსიამოვნებს ასე ყოფნა. - ადექი, თორემ დარიკო შემოგვივარდება და მერე ნახე შენ. - ბებიაჩემს ნუ იმიზეზებ ახლა,- ჩაეცინა გაგის და მის აწითლებულ ლოყას თითი ჩამოაყოლა,- წუხელ სულ სხვანაირად მელაპარაკებოდი, ახლა კი რა ხასიათზე ხარ? - წუხელ... სხვა სიტუაცია იყო და ახლა სხვა!- უფრო მეტად აიმრიზა ანა და საბანი მკერდზე მაგრად მიიკრა,- საერთოდ, რატომ მიყურებ ეგრე? - ეგრე როგორ? - არ ვიცი, რაღაცნაირად, რამე მაქვს სახეზე?- გრძელი თითები მოისვა ლოყებზე. - ლამაზი ხარ,- გაგიმ გაღიმებულმა დატოვა საწოლი და სასაუზმოდ მოემზადა. ანა ისევ გაუნძრევლად იწვა, გრძნობდა, როგორ უხურდა ლოყები. სწრაფად წამოდგა, ჩაიცვა, გაგის მაისური მოიცვა, გარედან ჟაკეტი და ფეხაკრეფით ჩაუყვა კიბეს სამზარეულოსკენ. სახლში სიჩუმე იყო. თუმცა მალევე გაიღო კარი და დარიკო და ნინო შემოვიდნენ. - დილა მშვიდობისა, ჩემო ლამაზო,- მიეგება დარიკო და ეშმაკურად გადახედა ანას. - დილა მშვიდობისა, ყავას დალევთ?- გადახედა ანამ ორივეს. - ახლა ვაპირებდი მოდუღებას,- დაალაგა ჩანთები მაგიდაზე ნინომ,- გაგი მამაშენმა გადმოგცა რომ თბილისში წავიდა ერთი კვირით და მიხედოს აქაურობასო. - რაზე? - არ ვიცი, ხო იცი როგორი ლაპარაკი იცის, ვერაფერს გაიგებ მისგან. * * * საუზმე თითქმის დასრულებული ჰქონდათ, როცა ანას ტელეფონმა მაგიდაზე ვიბრირება დაიწყო. ეკრანზე "უცხო" ნომერი გამოჩნდა. - არ უპასუხებ?- იკითხა გაგიმ მშვიდად, თუმცა მისი მზერა ანას თითებს გაეყინა, რომლითაც ჩანგალი უკან დააბრუნა. - ჰო, კი, ახლავე... ახლავე,- თქვა ანამ, ტელეფონს ხელი დასტაცა და სწრაფად გავიდა აივანზე რომ გაგის მისი ხმა არ გაეგონა. - გისმენთ,- უპასუხა ხმადაბლა, თუმცა მეორე ხაზიდან სიჩუმე იყო,- ვიცი რომ შენ ხარ. - ანა,- გაისმა ნიკას ხმა მეორე ხაზიდან,- როგორ ხარ? - მკვლელი არ უნდა მეკითხებოდეს კარგად ვარ თუ არა,- უნდოდა ეყვირა, უნდოდა გაელანძღა, თუმცა თავს ძლივს იკავებდა,- სად იყავი ეს დრო. - ხომ გითხარი რომ სანამ არ დავამტკიცებდი ჩემს სიმართლეს, მანამდე არ დავბრუნდებოდი ბოლომდე თქვენთან. - დამცინი, ხო? ხუთი თვე გავიდა,- სისინებს ანა,- რა უნდა დაამტკიცო. - არ მიჩივლე,- გადაიტანა თემა დანელიამ,- არც შენი ქმრისთვის გითქვამს, ანუ ჯერ კიდევ იმედი გაქვს ჩემი. - არ გიჩივლე დედაშენის გამო,- გამწარებული აყრის სიტყვებს,- და არც ჩემს ქმარს ვუთხარი, იმიტომ რომ გიპოვიან და მოგკლავენ. - გეშინია რომ მომკლავენ? - დედაშენს რა პასუხი გავცე?- კითხვაზე კითხვითვე ჰპასუხობს ანა,- დედაშენს შვილს ვერ მოვუკლავ, შენგან განსხვავებით. - ასე ნუ ამბობ, გთხოვ,- მწუხარება გაკრთა მის ხმაში. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი შენთან, თუ არაფერი გაქვს სათქმელი - გავთიშავ. დავიღალე ამ ყველაფრის დევნით, შენი დევნით, აქ თუ არა, იმ ქვეყნად მაინც მოგეკითხება პასუხი,- ანამ ტელეფონი მოიშორა და უკვე უნდა გათიშოს რომ გაიგო კვლავ ნიკას ხმა. - გავიგე რომ ალეკო გულში ჭრილობით მომკვდარა. - საიდან გაიგე?- დაინტერესდა ანა, გაგისგან იცოდა ეს ამბავი. - რა მნიშვნელობა აქვს. გავიგე. - მითხარი! - რეზიმ მითხრა, ამოვაქექინე. - რეზის უთხარი რომ ისიც დასაჭერია, ეგ ამბავი რომ უთხარი და ბორკილები არ დაგადო ხელზე,- ბრაზოვს ანა. - არ მითქვამს ბოლომდე სიტუაცია, წამოვიდა თან, აღარ მუშაობს იქ,- ამოიოხრა ნიკამ,- ჯერ კიდევ აქვს რაღაცებზე წვდომა. - და რა მერე? - მე არ მომიკლავს ის კაცი, ანა. მართალია ვიჩხუბეთ, დავარტყი, იარაღიც დამიმიზნა და შემთხვევითაც გავისროლე წართმევისას, მაგრამ გულში არ მოხვედრია, ფეხზე მოხვდა, კოჭთან,- ნერწყვს მძიმედ ყლაპავს ანა. - რას ამბობ... - გეფიცები, ლევანის სულს გეფიცები ფეხში მოხვდა,- იმართლებს თავს ნიკა. - მამაჩემს ნუ იფიცებ. აქამდე სად იყავი ეგ თუ გახსოვდა? - თეკლას ვეძებ,- ტუჩს კბენს ნიკა,- უკვე თვეებია თეკლას ვეძებ, სვანეთძი ვერ ჩამოვდივარ რომ მშობლებს ვკუთხო. შეზღუდული ვარ ყველანაკრად, არ ვიცი სად წაიყვანეს ის გოგო. იმ ღამეს იქ იყო. ის დაინახავდა რამეს ჩემი წასვლის შემდეგ. - თეკლა...- აპაუზებს ანა,- აქ არავინ ლაპარაკობს მაგაზე, არც მისი მშობლები მინახავს. - ანუ იქ არ არიან. - იქნებ ქვეყნიდან წავიდნენ? - არა, ვიპოვიდი მაშინ, აქ არის,- კეფას იქექავს ნიკა,- აქ არის და მალავენ. ჯანდაბა, დედა შევეცი, სად ვეძებო. - არ ვიცი,- უკან იხედება ანა,- უნდა წავიდე. - მაპატიე,- იცვლის ტონს ნიკა,- მაპატიე ყველაფრისთვის, აუცილებლად ვაგებ პასუხს ჩემი დანაშაულისთვის გპირდები, ოღონდ ჯერ ეს გავარკვიო. - არ მჯერა შენი,- თვალზე ცრემლი ადგება, ლოყას კბენს რომ არ იტიროს,- არ გაპატიებ არასდროს. და ტელეფონს უთიშავს. სახლში შედის და პირდაპირ ოთახისკენ იღებს გეზს. - ანა?- ესმის შიგნით შესულს გაგის ხმა,- სად იყავი, გეძებდი. ტირი? მიუახლოვდა და ლოყაზე შეეხო გოგოს. - რა მოხდა? ვინ იყო?- ანიშნა ტელეფონზე. - დედა იყო,- იტყუება მაშინვე,- გუშინ ცუდად ყოფილა. - ამიტომ ტირი?- თვალის კუთხიდან გადმოგორებულ ცრემლს წმენდს და იხუტებს,- თუ გინდა წავიდეთ და ინახულე. - არა, იყოს. კარგად ვარო,- აყრის სიტყვებს ერთმანეთს. - კარგი. შენ ნუ ტირი, კარგად იქნება, ძლიერი ქალია,- უღიმის და ზურგზე ხელს უსვამს დასამშვიდებლად. გაგის მხარზე ჰქონდა თავი მიყრდნობილი, თუმცა მისი ფიქრები შორს, ნიკას ნათქვამ სიტყვებთან იყო. „ფეხში მოხვდაო..." - ეს სიტყვები გონებაში ზარივით უგუგუნებდა. თუ ნიკა სიმართლეს ამბობდა, მაშინ ალეკო იმ ღამეს სხვამ მოკლა. მაგრამ ვინ? და სად გაქრა თეკლა? ფიქრები კარზე ბრახუნმა და ნაცნობმა, ოდნავ ხრინწიანმა ხმამ შეაწყვეტინა. - ხალხო, ცოცხლები ხართ? გამიღეთ, სანამ აქვე ჩავიკეცე!- მოისმა დერეფნიდან. გაგიმ ჩაიცინა და ანას მოცილდა. - აი, ჩვენი აყვანილიც გამოჩნდა. წადი, სახეზე წყალი შეისხი, მე გავუღებ,- ანამ სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და სააბაზანოსკენ წავიდა, გაგიმ კი კარი გააღო. ზღურბლზე ანდრია იდგა - პიჯაკი ცალ მხარზე გადაეკიდა, ჰალსტუხი მოშვებული ჰქონდა. - ვაიმე, ძმობას ვფიცავ, ეს სახლი კი არა, შხარაა, ძლივს ამოვფორთხდი,- ამოიოხრა ანდრიამ და პირდაპირ მისაღებში, დივანზე გაიშოტა,- წყალი... ცივი წყალი მესროლეთ, თორემ ვიწვი. - რა იყო, მორბოდი? სახლში სულ არ ყოფილხარ გამოსაცვლელად?- ჰკითხა გაგიმ და სამზარეულოდან ჭიქით წყალი გამოუტანა. ანდრიამ წყალი ერთი ამოსუნთქვით დაცალა და შუბლზე მიიდო ცივი ჭიქა. - გაგი, მართლა არ მახსოვს, იქიდან როგორ მოვაღწიე. ავთოს წავუყვანივარ თავისთან სახლში. დილას თიკა ვიდეოებს მიგზავნიდა, თამადას ვუმტკიცებდი მეორე ტურში გადასვლა მეკუთვნის ამ სიმღერისთვის - მეთქი. მგონი, ვიმღერე კიდეც... ღმერთო, იმედია, არავინ არსად დადებს. ტელეფონს ვერ ვპოულობ, ალბათ სადმე დამივარდა. ანა გამოვიდა ოთახიდან. ცდილობდა, ჩვეულებრივი სახე მიეღო, მაგრამ ანდრიას „რენტგენის" თვალს არაფერი გამოჰპარვია. - ოჰ, ანა-ჯან, შენც ჩემსავით „ნაბახუსევი" სახე გაქვს,- წამოიწია ანდრია და თვალები მოჭუტა,- პახმელიის ბრალი არაა, რა სახე გაქვს? - დედამისზე ნერვიულობს, ცუდად ყოფილა,- უპასუხა გაგიმ მის ნაცვლად. ანდრიამ სახე დაასერიოზულა. - როგორაა ახლა? - კარგადაა, არაფერია,- გაიღიმა ანამ,- გუშინ სად დაიკარგე? ვერ გიპოვეთ. - უნამუსო ვიყო არ ვიცი, არაფერი მახსოვს,- ოხრავს ანდრია და შუბლს იზელს,- ისე, გუშინდელზე გამახსენდა... გაგი, შენმა ნათლიამ, იმ კაცმა, სახელი დამავიწყდა, "ღიპიანი ჯიმი" რომ შევარქვით, მთელი საღამო შენს ბავშვობაზე მიყვებოდა. შენ არ ჩამოუჯექი და ნახევარი საათი მე მელაპარაკებოდა. გაბურღა ტვინი. გაგის სახეზე მცირე ღიმილი გამოეპარა, მიხვდა, რომ ანდრია თემას ცვლიდა. - რაო, რა მოგიყვა ასეთი? - რა და... მეორე კლასში რომ იყავით, სკოლის ზეიმზე ჯუჯა უნდა ყოფილიყავიო თუ რაღაც ეგეთი?- ანდრიამ სიცილი ატეხა,- მითხრა, ფორმა ძლივს ვუშოვეთ და რომ ჩავაცვით ყველაზე მაღალი ეგ იყოო. - აუ, ეგ საიდან ამოქექა!- გაგიმ თავზე ხელი გადაისვა და გაეცინა,- ჯუჯა კი არა, ხე ვიყავი, უბრალოდ კოსტიუმები აერიათ და რაღაც უცნაური თეთრი მოსასხამი მომცეს. მამაჩემმა რომ დამინახა, ეგონა, ვიღაცას დავცინოდი და კინაღამ იქვე მცემა. ანა ოთახის კარიდან იყურებოდა და უნებურად გაეღიმა. გაგის სიცილი ყოველთვის ამშვიდებდა. - სადღაც სუფრის ბოლოში ერთი გოგო იჯდა, სიძის მხრიდან ვარო რომ ვიკითხე. ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა იქვე დამახრჩობდა. - ალბათ იმიტომ რომ მთელი საღამო "დედაო ღვთისმშობელოს" მღეროდი,- გაეცინა ანას და დივანზე ჩამოჯდა. - ეგ რიტუალი იყო!- დაიცვა თავი ანდრიამ,- ნუ, მომავალი ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ დღევანდელი "პახმელია" ზუსტად ვიწინასწარმეტყველე. გაგიმ ანას მხარზე ხელი გადახვია და თავისკენ მიიზიდა. - ხედავ, რა გიჟებთან გიწევს ცხოვრება? ერთი წინასწარმეტყველია, მეორე - ყოფილი "ხე". - ჰოდა, ამ ხეს და წინასწარმეტყველს ახლა რამე გემრიელი ჭამა არ აწყენდათ,- წამოხტა ანდრია,- ის გემრიელი კექსი როდის უნდა გამიკეთო კიდევ, რომ მპირდები. * * * - ამ ბოლო დროს საერთოდ არ ხარ დედამიწაზე,- უკნიდან უახლოვდება გაგი,- რა გჭირს? - სეზონური დეპრესია,- ჩაიცინა ანამ,- არაფერი, რა უნდა მჭირდეს? - წამოდი, რაღაცას გაჩვენებ,- ხელს უწვდის ცოლს და ისიც უმალვე ეჭიდება. გაგი ჯერ სახლიდან გადის, შემდეგ კი თავლაში შედის. ანა რამდენიმე წამით ვერ ხვდება აქ რა უნდა, თუმცა წინ რომ მუქი, ყორანივით შავი ცხენი გამოჰყავს გაგის, თვალები ლამის შუბლზე ასდის,- მოგწონს? - როგორი ლამაზია,- უახლოვდება ცხენს,- საიდან მოიყვანე, ღმერთო. ხელს უსვამს ნაზად, შემდეგ თმებზე ეფერება. - შენია,- საბელს აკავებს ხელში და უკან იხევს,- სახელი ჯერ არ აქვს, შენ დაარქვი. - ჩემი?- ბრუნდება ქმრისკენ, რომელიც გამარჯვებულის ღიმილით დგას,- მხოლოდ ჩემია? - მხოლოდ შენია,- იმეორებს გაგიც,- რას დაარქმევ? გავისეირნოთ მერე. ანა გაოცებული შეჰყურებდა შავ, მბზინავ ცხენს, რომელიც თითქოს ღამის ნატეხისგან გამოეკვეთათ. ცხენმა ნესტოები დაბერა და ფრუტუნით მიენდო ქალის ნაზ ხელს. - ალია,- ჩაიჩურჩულა ანამ და თვალები გაუბრწყინდა,- მას ალია ერქმევა. გაგიმ გაიღიმა, ცოლს წელზე ხელი მოხვია და ცხენთან ახლოს მიიყვანა. - ალია... ლამაზი სახელია. აბა, მზად ხარ?- გაგი ჯერ თავად მოახტა ცხენს, შემდეგ კი ხელი გაუწოდა ანას და ისიც მსუბუქად აზიდა მაღლა. ალია ადგილიდან დაიძრა. თავლა მალე უკან დარჩათ და მათ წინ გადაიშალა უსასრულო, ზურმუხტისფერი მდელო, რომელიც გაზაფხულის მზის სხივებში ლივლივებდა. ცხენი თავდაჯერებულად მიაბიჯებდა, მისი ჩლიქების ხმა კი ბალახის შრიალს ერწყმოდა. როდესაც შუაგულ ველზე გავიდნენ, სადაც სივრცე და თავისუფლება სუფევდა, გაგი ჩამოხტა, სადავეები ანას ხელებში მოაქცია და თვალებში მიაჩერდა. - სცადე. მიდი. მე აქ ვიქნები,- ანამ თავი დაუქნია, ალიას ფაფარზე ხელი გადაუსვა და მუხლები ოდნავ მოუჭირა. ცხენი თითქოს მხოლოდ ამას ელოდაო - ერთბაშად მოწყდა ადგილს. ეს არ იყო უბრალოდ ჭენება, ეს იყო ფრენა. ანამ იგრძნო, როგორ აივსო მისი ფილტვები მთის სუფთა ჰაერით. შიშმა ადგილი დაუთმო ეიფორიას. ნელ-ნელა საბელებს ხელი გაუშვა და მკლავები განზე გაშალა, თითქოს სამყაროს ჩახუტებას ლამობდა. მზე პირდაპირ დასცქეროდა ზემოდან და მის გრძელ, ოქროსფერ თმას ოქროს ნართად აქცევდა, რომელიც ქარში აფრიალებულიყო და ალიას შავ ფაფარს ერწყმოდა. ქალი იცინოდა - გულწრფელად, ხმამაღლა და ეს სიცილი ველზე ექოსავით იფანტებოდა. გაგი იდგა მდელოს ცენტრში, თვალმოუშორებლად უყურებდა ამ სანახაობას - შავი ცხენი, ოქროსფერთმიანი ქალი და მათ ირგვლივ აფეთქებული ბუნება. მზის შუქზე ანა ისეთი კაშკაშა და მიუწვდომელი ჩანდა, როგორც თავად თავისუფლება. იმ მომენტში გაგი მიხვდა, რომ ყველაფრის დაკარგვას გადაიტანდა, მაგრამ არა ანასი. ის იყო მიზეზი, რის გამოც ღირდა ბრძოლა. გაგის მზერა ანას მიჰყვებოდა, რომელიც ალიასთან ერთად ჰორიზონტს ერწყმოდა. მზის ჩასვლის პირველი სხივები ოქროსფრად აფერადებდა მდელოს, რაც სცენას კიდევ უფრო არარეალურს, ზღაპრულს ხდიდა. როცა ანამ ცხენი შემოაბრუნა და ნელი ნაბიჯით დაბრუნდა ქმართან, მისი სახე ბედნიერებისგან ანათებდა. თმები აწეწილი ჰქონდა, ლოყები კი სიცივისა და მძაფრი ემოციებისგან ვარდისფრად შეფაკლოდა. გაგიმ ხელი გაუწოდა, დაეხმარა ჩამოსვლაში და როგორც კი ქალის ფეხებმა მიწას მიაღწია, მაშინვე თავისკენ მიიზიდა. - დაინახე?- სუნთქვააჩქარებული კითხულობდა ანა,- დაინახე? როგორ მიგებს? ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა. გაგიმ შუბლი შუბლზე მიადო, მისი ხელები ანას წელზე ისე მყარად ეხვია, თითქოს ამით სამყაროსგან იცავდა. - დავინახე,- ჩუმად თქვა კაცმა,- დავინახე, როგორ ბრწყინავდი. - წამოდი, ერთი ადგილი უნდა გაჩვენო,- უთხრა ჩუმად და ტყის პირისკენ გაუძღვა, სადაც საუკუნოვანი მუხები და ნაძვები ისეთ ჩრდილს ჰფენდნენ მიწას რომ ჰაერი ერთბაშად გაგრილდა. ტყეში შესვლისთანავე სამყარო შეიცვალა. ფოთლების შრიალი და ჩიტების გალობა ირგვლივ მისტიკურ გარემოს ქმნიდა. ალია ფრთხილად მიაბიჯებდა რბილ ხავსზე, მისი შავი სილუეტი კონტრასტულად ჩანდა სიმწვანეში. გაგიმ ხელი ჩაჰკიდა ანას და ვიწრო ბილიკზე წინ გაატარა. - აქ მე და ანდრია მოვდიოდით ხოლმე,- თქვა გაგიმ და ტოტები გადასწია, რომ ანას თავისუფლად გაევლო,- ანდრია ამბობდა რომ ამ ტყეს თავისი სული აქვს და მხოლოდ მათ უმხელს საიდუმლოებას, ვისაც სიმშვიდე შეუძლიაო. ხანდახან მაგარი ფილოსოფოსი ხდება ეგ ბიჭი. ცოტა ხანში ხეები გაიხსნა და ისინი პატარა, კლდეებს შორის მოქცეულ ჩანჩქერთან გამოვიდნენ. წყალი კრისტალურად სუფთა იყო და ქვებზე ვარდნისას თეთრ ქაფად იქცეოდა. მზის სხივები, რომლებიც ხეების კენწეროებიდან ძლივს აღწევდნენ აქამდე, წყლის წვეთებში ცისარტყელებს ხატავდნენ. ჩანჩქერის თავზე, კლდის ნაპრალში, ხავსითა და სუროთი დაფარული ძველი სვანური კოშკის ნანგრევი მოჩანდა. ის ისე იყო შერწყმული ბუნებასთან, თითქოს მიწიდან თავისით ამოიზარდაო. გაგიმ და ანამ ალია იქვე, მზისგან განათებულ მცირე მდელოზე დატოვეს და კოშკისკენ აუყვნენ. ზემოთ, შხარას მყინვარიდან წამოსული ცივი, კამკამა სიო სახეში სასიამოვნოდ სცემდათ. აქედან მთელი ხეობა ხელისგულივით ჩანდა - უშგულის კოშკები შორს, თითქოს სათამაშოები ყოფილიყვნენ, და ენგური, რომელიც ვერცხლისფერი ძაფივით იკლაკნებოდა ქვემოთ. - აქ ადრე ჩვენი წინაპრები მტრისგან იმალებოდნენ,- თქვა გაგიმ და კოშკის ცივ ქვას ხელი გადაუსვა,- ახლა კი მხოლოდ ნანგრევებიღაა. - ძალიან ლამაზი ადგილია,- მოათვალიერა ანამ ბოლომდე. იქვე ჩამოსხდნენ, ანა კიდევ დიდხანს უყურებდა გაშტერებული ბუნებას. გაგიმ ხელი გადახვია ანას და თავისკენ მიიზიდა. ცოტა ხანს ასე, ჩუმად იყვნენ. მხოლოდ შხარას მხრიდან წამოსული ცივი ნიავი შრიალებდა ბალახში. - წამო, სანამ სულ დაბნელდება,- თქვა გაგიმ, წამოდგა და ხელი გაუწოდა. ანამ ხელი ჩაჰკიდა და ფეხზე წამოდგა. ნანგრევებიდან სწრაფად ჩავიდნენ იმ პატარა მდელოზე, სადაც ალია დატოვეს. ცხენი მოუთმენლად ფრუტუნებდა და მიწას ჩლიქით თხრიდა. გაგიმ ანა აიყვანა და ცხენზე შემოსვა, თვითონ კი სადავეებს ხელი მოჰკიდა და წინ გაუძღვა. - აბა, ალია, აჩვენე რა შეგიძლია,- გადაუძახა გაგიმ. ანამ მუხლები მოუჭირა ცხენს და ალია ერთბაშად მოწყდა ადგილს. გაგი იდგა და უყურებდა, როგორ მიქროდა მისი ცოლი ენგურის პირას, გაშლილ ველზე. საღამოს პირი იყო, როცა სოფელში დაბრუნდნენ. ალია თავლაში შეიყვანეს, კარგად დააბინავეს და საჭმელი დაუყარეს. ანა კიდევ ერთხელ მოეფერა ცხენს ნესტოებზე, მერე კი გაგისთან ერთად სახლისკენ გაეშურა. კიბეებზე ასვლისას ნინო დაინახეს, რომელიც აივნიდან გადმოჰყურებდათ. - სად იყავით ამდენ ხანს? საჭმელი გაცივდა,- გამოსძახა ქალმა, თუმცა მათ სახეებზე დანახულმა ღიმილმა თვითონაც გააღიმა. - ცხენს ვასეირნებდით,- უპასუხა გაგიმ. შიგნით ბუხარი უკვე დაენთოთ და მთელ ოთახში შეშის ტკაცუნის სასიამოვნო ხმა ისმოდა. *** უშგულში ნისლი ისე ჩამოწოლილიყო, თითქოს ცასა და მიწას შორის სამუდამოდ გაბზარულიყო სიჩუმე. მალხაზის შავი "ჯიპი" ეზოში მძიმე გრუხუნით შემოვიდა. მანქანიდან გადმოსულს სახეზე მონატრება კი არა, რაღაც უფრო ბნელი და დაუნდობელი ეწერა. ის პირდაპირ აივანზე ავიდა, სადაც გაგი მარტო იჯდა და სანადირო იარაღს წმენდდა. მალხაზმა პიჯაკი სკამზე მიაგდო და შვილს წინ დაუჯდა. მისი თვალები, ორი მჭრელი ნაპერწკალი, გაგის სახეს აკვირდებოდა. - ნიკა გამოჩნდა,- თქვა მალხაზიმ მოკლედ და მაგიდაზე მუშტი მძიმედ დადო. გაგიმ ტილო გადადო და გაკვირვებულმა შეხედა მამას. - არ მეგონა შენამდეც თუ მოაღწევდა ეგ ამბავი. - იცოდი ამის შესახებ?- წარბებს კრავს კაცი. - ჭორი დადიოდა რომ ჩხოროწყუში იყო მოსულიო, მაგრამ შენ საიდან გაიგე. მალხაზმა ჩაიცინა. კაცმა ჯიბიდან დაკეცილი ფურცელი ამოიღო და მაგიდაზე, პირდაპირ იარაღის ლულასთან დადო. - ჩხოროწყუში კი არა, ნაბახტევში იმალებოდა. ჩემმა ხალხმა ნახა. ისიც მითხრეს, რომ მარტო არ არის. ვიღაცას ელოდება, გაგი, და მგონი, ორივემ კარგად ვიცით - ვის. გაგის თითები იარაღის ცივ ლულაზე გაეყინა. ანა... - შენ გგონია ის ანას ეძებს?- სადღაც ბოლოში ხმაც კი აუკანკალდა. - ეჭვი გეპარება ამაში?- წარბებს ქაჩავს მალხაზი,- შენი ცოლი აქ სისხლის სანაცვლოდ მოვიყვანეთ, გაგი. არ მითხრა ახლა რომ ეს დაგავიწყდა. მუშტები შეკრა კაცმა. - გაგი,- გაიმეორე კვლავ შვილის სახელი,- შეგიყვარდა? - ის ჩემი ცოლია,- მტკიცედ ამბობს გაგი,- ჩემი ოჯახი, მე მას პატივს ვცემ. - ანა შენი ცოლი მხოლოდ იმიტომაა, რომ ნიკას გვარს პასუხი ეგო. ასე დაგაბრმავა სიყვარულმა? მტრის შვილთან გრძნობები როგორ გაგიჩნდა? ბიძაშენი საფლავში ბრუნავს ალბათ. - მას არაფერი დაუშავებია,- ფეხზე დგება გაგი,- მიყვარს, დიახაც და გაფრთხილებ, თავი დაანებე და შენი შურისძიებისთვის სხვა ხერხს მიმართე, თორემ ძალიან ვიჩხუბებთ. იარაღს იღებს და აივნიდან გადის. მალხაზი ადგილზე დარჩა, აივნიდან მიმავალ გაგის ზურგს ცივი მზერით აყოლებდა. ხელში ის დაკეცილი ფურცელი ეჭირა, რომელიც ცოტა ხნის წინ მაგიდაზე იდო. კაცმა ნელა ჩაიცინა, მაგრამ ამ სიცილში მხიარულების ნატამალიც არ ერია. - "ჩემი ცოლია"... „პატივს ვცემ"... - გამოცრა კბილებში და ფურცელი მუჭში მოაქცია,- სულელი ხარ, გაგი. სიყვარულმა იცის ასეთი დაბრმავება, მაგრამ სისხლის სუნი ადრე თუ გვიან მაინც გაგაღვიძებს. გაგი კი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა დერეფანში. ყოველი ნაბიჯი იატაკზე მძიმედ ისმოდა. გონებაში მალხაზის სიტყვები ექოსავით უცემდა: „მტრის შვილთან გრძნობები როგორ გაგიჩნდა?" მართალი იყო - ეს ქორწინება შურისძიების გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო, ცივი გათვლა, ნიკასთვის სამაგიეროს გადახდა. მაგრამ ახლა, როცა თვალწინ ანას სახე წარმოუდგებოდა, ის მხოლოდ მსხვერპლს კი არა, იმ ადამიანს ხედავდა, რომელმაც მის გაყინულ სამყაროში სინათლე შეიტანა. საძინებლის კართან შეჩერდა. სახელურს ხელი მოჰკიდა, მაგრამ წამით შეყოვნდა. სუნთქვა გაუჭირდა. იარაღი, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, იქვე მიაყუდა და კარი ნელა შეაღო. ოთახში ნახევრადბნელოდა. ანა ფანჯარასთან იჯდა, მხრებზე თხელი მოსასხამი მოეგდო და გარეთ, ღამის წყვდიადს გაჰყურებდა. გაგის დანახვაზე შეკრთა, მაგრამ არ განძრეულა. გაგი მიუახლოვდა, მაგრამ ალბომისთვის არც კი დაუხედავს. მისი მზერა მხოლოდ ანას დასჩერებოდა - მის მშვიდ სახეს, ნათელ თვალებს და იმ უცოდველობას, რომელიც ამ სახლში გამეფებულ სისასტიკეს საერთოდ არ შეეფერებოდა. მალხაზის სიტყვები „სისხლის სანაცვლოდ მოყვანაზე" ყურებში ზარივით უგუგუნებდა. - ანა...- ხმა ჩაეხლიჩა კაცს. - ხომ მშვიდობაა? რა გჭირს,- ანამ ალბომი გვერდზე გადადო და ფეხზე წამოდგა,- ისევ ბევრს მუშაობ, არა? ისეთი ცივი ხელები გაქვს... გოგონამ ხელები ლოყებზე შემოაწყო რომ გაეთბო. გაგის გული ისე აუჩქარდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობდა. ვერ გაუძლო ამ სითბოს, ამ ნდობას, რომელიც ანას თვალებში კრთოდა. უცებ, თითქოს ეშინოდა, რომ ვინმე წაართმევდა, ხელი მოხვია და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. ისე მაგრად ეხუტებოდა, თითქოს სურდა საკუთარ სხეულში დაემალა, გარე სამყაროსგან, მალხაზისგან, შურისძიებისგან და იმ წარსულისგან, რომელიც მათ დაშორებას უქადდა. ანა დაიბნა, თავი მის მკერდზე მიადო და გაოცებულმა ჰკითხა: - გაგი, რა მოხდა? სუნთქვა მიჭირს... რამე დაშავდა? - არაფერი,- ჩაიჩურჩულა გაგიმ და ცხვირი მის თმებში ჩარგო, რომლის სურნელიც ერთადერთი რამ იყო, რაც ამ წამს რეალობასთან აკავშირებდა,- უბრალოდ ასე იყავი... ცოტა ხანს კიდევ ასე იყავი. - ხომ იცი რომ არსად მივდივარ?- ჩაიცინა ანამ და ხელი ზურგზე ნაზად გადაუსვა,- სულ აქ ვარ. გაგის თვალები დაეხუჭა. „სულ აქ ვარო"- ამბობდა გოგონა, რომლის გარშემოც რკალს უკვე კრავდნენ მტრები. კაცმა უფრო მეტად მოუჭირა ხელები, თითქოს ეს ჩახუტება უკანასკნელი ყოფილიყო, თითქოს ამით შეძლებდა დროის გაჩერებას და იმ საბედისწერო წუთის გადადებას, როცა სიმართლე წყალწაღებულივით ამოტივტივდებოდა ზედაპირზე. - ვერც წახვალ, არ მოგცემ უფლებას. არავის მივცემ...- ჩაილაპარაკა თავისთვის,- არავის. ანამ ვერაფერი გაიგო, მხოლოდ გაეღიმა და უფრო მჭიდროდ მიეკრა ქმარს, ვერც კი ხვდებოდა, რომ ამ წუთას მისი ბედი აივანზე მყოფი კაცის დაუნდობელ გეგმაზე ეკიდა. - მაშინებ,- ხმა შეეცვალა გოგოს,- რას მიმალავ? რატომ არაფერს მეუბნები? - არაფერს გიმალავ,- გაგიმ იგრძნო როგორ გაეჭედა რაღაც ყელში,- მართლა. ადრე გკითხე, წასვლაზე, თუ გაგიშვებ, წახვალ? - ამ კითხვაზე აღარ გიპასუხებ,- ბრაზობს ანა. - წახვალ?- არ მოეშვა გაგი. - სად უნდა წავიდე გაგი, უკვე მაშინებ,- უწყლიანდება თვალები გოგოს,- რამე მოხდა? - გაგი უნდა წავიდეთ,- გაისმა მალხაზის მჭექარე ხმა პირველი სართულიდან. - რა? სად მიდიხარ?- გამოერკვა უცებ ანა. - არ ვიცი, მალხაზის უნდა გავყვე, მალე დავბრუნდები,- შუბლზე ჰკოცნის გოგოს,- არ ინერვიულო არაფერზე. დაგირეკავ ხოლმე. - მაგრამ...- საუბარს აწყვეტინებს გაგის ტუჩების შეხება თავისაზე. - მიყვარხარ,- ეჩურჩულება, მოსაცმელს იღებს და ოთახიდან გადის. კარის დახურვის ხმა ოთახში ცარიელი ექოსავით გაისმა. ანა ერთხანს გაუნძრევლად იდგა, თითქოს ჯერ კიდევ გრძნობდა გაგის ტუჩების სიმხურვალეს საკუთარზე, მაგრამ ეს კოცნა არ ჰგავდა ჩვეულებრივ დამშვიდობებას - მასში სასოწარკვეთა და რაღაც საბედისწერო იგრძნობოდა. გაგი კი კიბეებზე მძიმე ნაბიჯებით ეშვებოდა. ყოველი საფეხური თითქოს უფსკრულთან აახლოებდა. მისაღებ ოთახში მალხაზი იდგა, ფანჯარასთან ზურგით, ხელში სიგარა ეჭირა და მისი კვამლი ოთახის ნახევრადბნელ კუთხეებს ნაცრისფრად ჰფარავდა. კაცმა მოიხედა, მისი თვალები ცივი იყო, როგორც იმ ღამეს, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. - წავედით?- მოკლედ ჰკითხა მალხაზმა და პიჯაკი შეისწორა,- დრო არ ითმენს. გაგის ხელი ქვეცნობიერად ჯიბეში ჩადებული ტელეფონისკენ გაეპარა. მას ერთი სურვილი ჰქონდა - უკან მიბრუნებულიყო, ანა ხელში აეტაცა და აქედან რაც შეიძლება შორს გაქცეულიყო, მაგრამ იცოდა, რომ მალხაზის ქსელიდან ასე იოლად ვერავინ გადიოდა. ოთახში მარტო დარჩენილმა ანამ ფანჯრიდან დაინახა, როგორ გამოვიდა თავისი ქმარი, როგორ გამოხსნა კარები, ჩაჯდომამდე ამოჰხედა ფანჯარას. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გულზე ხელით ეხებოდნენ და ძლიერად უჭერდნენ. მალევე გაიხურა მანქანის კარი და გაქრა წყვდიადში წითელი შუქები. გულში უსიამოვნო წინათგრძნობა ეღვრებოდა. ოთახში დაბრუნებულმა, თვალი ისევ იმ ალბომს მოჰკრა, რომელიც ცოტა ხნის წინ გვერდზე გადადო. რაღაც ძალამ აიძულა, ისევ აეღო. ფურცლავდა ძველ სურათებს, სანამ ბოლო გვერდზე, ყდასა და ფურცელს შორის ჩაცურებული პატარა, გაყვითლებული კონვერტი არ შენიშნა. კანკალით ამოიღო იქიდან ფოტო. სურათზე უცნობი ხალხი ჩანდა, მათ გვერდით კი... ანამ სუნთქვა შეიკავა. მათ გვერდით გაცილებით ახალგაზრდა მალხაზი იდგა, რომლის მზერაშიც ისეთივე სიცივე იკითხებოდა, როგორიც ახლა. იქვე ფოტოსთან იდო პატარა წერილი, უკანა მხარეს კი მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა, ნაჩქარევად ნაწერი ხელით. "სისხლი სისხლის წილ. ის, რაც წაიღეს, უკან უნდა დაბრუნდეს." *** ბოლო ექვსი თვე ნიკასთვის დროის ჩვეულებრივ მონაკვეთს აღარ ჰგავდა - ის უფრო უსასრულოდ გაწელილ, უფერულ კოშმარად იქცა, რომელშიც დღეები ერთმანეთში ირეოდა და ღამეებს ვერ არჩევდი. ლევანის სიკვდილმა თითქოს საფუძველი გამოაცალა მის რეალობას. ეს არ იყო უბრალოდ ახლობლის დაკარგვა - ეს იყო დარტყმა, რომელმაც ნიკას სამყაროს ბირთვი დაშალა. ანას მოტაცებამ ამ ნანგრევებზე კიდევ უფრო მძიმე სიჩუმე და შიში დაამატა, თითქოს ჰაერიც კი დამძიმდა და სუნთქვა გაძნელდა. ხოლო თეკლას ღალატმა საბოლოოდ გატეხა ის, რაც ჯერ კიდევ შერჩენოდა - ნდობა, რომელიც აქამდე ყველაზე მყარ საყრდენად მიაჩნდა. ნიკა დადიოდა თბილისის ქუჩებში, მაგრამ ეს სიარული მიზანს მოკლებული, თითქმის მექანიკური მოძრაობა იყო. ხალხით სავსე გამზირებიც კი მისთვის ცარიელი ჩანდა. მანქანების ხმაური, ქუჩის გამყიდველების შეძახილები, შემთხვევითი სიცილიც კი - ყველაფერი თითქოს შორიდან, გაურკვევლად აღწევდა მის ყურამდე. ის იქ იყო, მაგრამ ამავე დროს - არსად. ცოცხალი მკვდარივით დადიოდა, თვალებით ეძებდა რაღაც კვალს, რაიმე მინიშნებას, რომელიც რეალურად არ არსებობდა. ზოგჯერ ჩერდებოდა, თითქოს რაღაც უნდა გაეხსენებინა, მაგრამ აზრები მაშინვე ეფანტებოდა. თეკლას გაქრობა ყველაზე გაუგებარი და ამავე დროს ყველაზე მძაფრი ჭრილობა იყო. ის არ წასულა - ის უბრალოდ გაქრა. არ დაუტოვებია კვალი, არ დაურეკავს, არ მიუწერია. თითქოს ერთ წამში ამოიშალა რეალობიდან. სვანეთის მკაცრი, ცივი მთები ხშირად ამოუტივტივდებოდა ნიკას გონებაში - თითქოს სწორედ იქ, იმ უხეშ და მიუვალ სივრცეში შთაინთქა თეკლა, სადაც პასუხები არ არსებობს და საიდუმლოებები არასოდეს იხსნება. ვერავინ ამბობდა, სად იყვნენ ან საერთოდ ცოცხლები იყვნენ თუ არა. მათი გაქრობაც იმავე უცნაურ ჩრდილს ატარებდა, რაც თეკლას ამბავს - ყველაფერი ერთმანეთში იხლართებოდა, ქმნიდა ბურუსს, რომელშიც ნიკა სულ უფრო ღრმად იძირებოდა. და ამ ყველაფრის ფონზე, ყველაზე მძიმე იყო სიჩუმე - პასუხგაუცემელი კითხვების, დაუმთავრებელი ისტორიების და გაუჩინარებული ადამიანების სიჩუმე, რომელიც ნიკას ყოველდღე უფრო ძლიერად აწვებოდა. ეს სიჩუმე იმდენად გაჭიანურდა რომ ერთ დროს ტკივილიც კი ჩაახშო. დარჩა მხოლოდ ჩვეული, მქრქალი სიცარიელე, რომელიც მის ყოველდღიურობას თან სდევდა - დილიდან საღამომდე, ქუჩიდან ოთახამდე, ფხიზლობიდან ძილამდე. ნიკა უკვე აღარ ეძებდა პასუხებს ისე გამალებით, როგორც ადრე. თითქოს შიგნით რაღაც გატყდა და დანებდა. ან უბრალოდ დაიღალა. მაგრამ სიჩუმე ყოველთვის მაშინ ირღვევა, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები. იმ საღამოს, როცა ზარი გაისმა, ნიკა ფანჯარასთან იდგა და უაზროდ გაჰყურებდა ქუჩას. ქალაქი ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა - მანქანები მოძრაობდნენ, ხალხი ჩქარობდა, შუქები ინთებოდა. მისთვის კი ეს ყველაფერი თითქოს სხვა რეალობას ეკუთვნოდა. ტელეფონი მაგიდაზე ვიბრირებდა. უცნობი ნომერი იყო. ერთხელ... ორჯერ... სამჯერ. არასდროს ჰპასუხობდა უცხო ნომრებს, მაგრამ რადგან აღარ გაჩერდა - უპასუხა. ნიკამ ტელეფონი ყურთან მიიტანა. სიჩუმე წამებს გაუყვა, სანამ მეორე მხრიდან აკანკალებული, ქოშინით შეზავებული ქალის ხმა არ გაისმა. - ნიკა დანელიას ვეძებ,- ხმა უცხო იყო, სრულიად უცნობი, მაგრამ მასში ისეთი პანიკა იგრძნობოდა, რომ ნიკას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. - ვინ ხართ?- ცივად იკითხა მან. - მე... მე ნიცა ვარ, თეკლას მეგობარი,- გოგონა სლუკუნებდა, სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს,- ვიცი, არ მიცნობთ, მაგრამ მე გიცნობთ.. თეკლასგან. ნიკას სუნთქვა შეეკრა. ამ სახელის გაგონებამ გული გაუჩერა. ის რომ ვიღაც უცხომ იცოდა მათი ამბავი, ახლა მეორეხარისხოვანი იყო. მთავარი ის შიში იყო, რომელიც ამ უცხო გოგოს ხმაში იკითხებოდა. - თეკლა სად არის?- ხმა ჩაეხლიჩა ნიკას,- შენ რატომ მირეკავ? - ნიკა, მომისმინე...- ნიცა ატირდა,- თეკლა ახლა თბილისშია, რესპუბლიკურში. ცუდად არის, მანქანა დაეჯახა. ნიკას ყურებში ზუზუნი აუტყდა. „რესპუბლიკური", „მანქანა დაეჯახა", „ცუდად არის" - ეს სიტყვები ერთმანეთში ირეოდა და აზრს კარგავდა. ექვსი თვის განმავლობაში ის წარმოიდგენდა ამ შეხვედრას: ხან შურისძიებით სავსეს, ხან კითხვებით გაჯერებულს, მაგრამ ასეთს - არასდროს. - ნიკა! გესმის?!- ნიცა ყვირილზე გადავიდა - სასწრაფოდ მოდი, ნახე მაინც. არ ვიცი რამდენ ხანს გაუძლებს, ან თუ გაუძლებს საერთოდ. ძალიან მძიმედაა... შეიძლება ვერ გადარჩეს. ნიკამ ტელეფონი გათიშა. მის სახეზე ემოციის ნატამალიც არ ჩანდა, მხოლოდ თვალები გაუფართოვდა, თითქოს შიგნიდან რაღაც ცეცხლი წაეკიდაო. გვერდით მდგარმა რეზომ, რომელიც ნიკას რეაქციას აკვირდებოდა, მაშინვე მიხვდა - ნადირობა დასრულდა და დაიწყო რაღაც უფრო საშინელი. - რესპუბლიკურშია,- ძლივს ამოიხრიალა ნიკამ და მანქანის გასაღებს ხელი დაავლო. გზა საავადმყოფომდე დაგრძელდა. რეზო საჭესთან იჯდა. ის არ სვამდა კითხვებს. იცოდა რომ ნიკას ახლა არა ნუგეში, არამედ მოქმედება სჭირდებოდა. მანქანა თბილისის საცობებში გიჟური სისწრაფით მიიკვლევდა გზას. ნიკა ფანჯარაში იყურებოდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. გონებაში თეკლას ღალატის კადრები ენაცვლებოდა მის სისხლიან სახეს, რომელიც ახლა რეანიმაციის ცივ პალატაში წარმოედგინა. სიბრაზე, რომელიც თვეების განმავლობაში ასაზრდოებდა, სადღაც გაქრა და მის ადგილი გაურკვეველმა, მჭრელმა ტკივილმა დაიკავა. თბილისის ქუჩები ნიკასთვის ბუნდოვან ლაქებად იქცა. მანქანის საბურავები ასფალტს ღრღნიდა, თითქოს ყოველი წამი, რომელსაც ის გზაში კარგავდა, თეკლას სიცოცხლის ძაფიდან მოგლეჯილი ნაწილი ყოფილიყო. ქალაქი ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა - შუქნიშნები იცვლებოდა, ხალხი სეირნობდა, მაგრამ ნიკასთვის სამყარო იმ ერთადერთ წერტილში შეიკუმშა, რომელსაც "არ ვიცი რამდენ ხანს გაუძლებს" ერქვა. ხელები საჭეზე ისე ჰქონდა მოჭერილი რომ თითები გაუთეთრდა. ყურებში ისევ ნიცას ხმა ჩაესმოდა. "ძალიან მძიმედაა... შეიძლება ვერ გადარჩეს." როცა საავადმყოფოს ეზოში მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, ნიკამ კარიც კი არ დაკეტა, ისე გავარდა შენობისკენ. შიგნით საავადმყოფოსთვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნი იდგა. ლიფტს არ დალოდებია, კიბეებზე აირბინა, ნიცამ მისწერა რომ მესამეზე დალოდებოდა და თაცად მოაკითხავდა. იქ, დერეფნის ბოლოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილების წინ, რამდენიმე ადამიანი იდგა. ნიკამ მაშინვე იცნო თეკლას მშობლები. დედამისი კედელს მიყრდნობილიყო, სახეზე ხელები აეფარებინა და ჩუმად, მხრების კანკალით ტიროდა. მამამისი კი, ჩვეულებრივზე მეტად დაბერებული და მხრებში მოხრილი, ნერვიულად დააბიჯებდა წინ და უკან. არ შეეძლო მათთან მიახლოება. ის იყო ადამიანი, რომელმაც თეკლა ვერ დაიცვა. იქვე, სკამზე, გოგონა იჯდა. " ალბათ ესაა ნიცა" გაიფიქრა და გოგონამაც მისკენ გამოიხედა. ცრემლი მოიწმინდა, რაღაც უთხრა ქალს და ნიკასკენ გამოემართა. ღია ფერის მოსაცმელზე სისხლის ლაქები ჩანდა - თეკლას სისხლი. ნელა მიუახლოვდა მას. ნიცამ თავი ასწია. მისი თვალები წითელი და დასიებული იყო. - გამარჯობა ნიკა,- ჩურჩულით თქვა ნიცამ და საავარიო გასასვლელისკენ გაემართნენ. ხმა ისე ჰქონდა ჩამწყდარი, თითქოს ყელში რაღაც ჰქონდა გაჩხერილი,- კარგია რომ მოხვედი... - თვეებია ვეძებ, როგორ არ მოვიდოდი,- თქვა ნიკამ აკანკალებული ხმით. - ექიმები შიგნით არიან. ჯერ არაფერს ამბობენ, მხოლოდ ის ვიცით რომ ოპერაცია დასრულდა, მაგრამ მდგომარეობა კრიტიკულია. აპარატზეა შეერთებული. - რა მოხდა? რატომ გაიქცა?- კითხულობდა ის და თვალებით ითხოვდა პასუხს, რომელიც მას არ დაადანაშაულებდა. ნიცამ ამოიოხრა და ჯიბიდან თეკლას ტელეფონი ამოიღო, რომელიც ეკრანგაბზარული იყო. - ორი კვირის წინ მომწერა,- ნიკამ თავი ასწია. - რა მოგწერა? - მითხრა რომ სახლში რაღაცას უმალავდნენ. თავიდან ეგონა, უბრალოდ ეჭვი ჰქონდა... მაგრამ მერე გაიგო. დედამისს და მამამისს უკვე შერჩეული ჰყავდათ კაცი. უკვე შეთანხმებულებიც იყვნენ. ნიცას ხმა თანდათან უფრო მყიფე ხდებოდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა. - თეკლე პანიკაში იყო. სულ შენზე ლაპარაკობდა. მეუბნებოდა, ნიკას უნდა ვუთხრა, ნიკა მოვა და წამიყვანსო... მაგრამ თან ეშინოდა. ამბობდა რომ თუ გაიგებდნენ, საერთოდ აღარ გამოუშვებდნენ სახლიდან. ნიკამ მუშტები შეკრა. - მერე? - ახალი ტელეფონი ჰქონდა, არ ეწერა შენი ნომერი. მერე ტელეფონიც წაართვეს. რამდენიმე დღე საერთოდ ვერ ვუკავშირდებოდი. ბოლოს ძველი ტელეფონი იპოვა, როგორღაც დამირეკა.... ტიროდა. მეუბნებოდა რომ უკვე თარიღიც დანიშნული ჰქონდათ. რამდენიმე დღეში უნდა გაეთხოვებინათ. ნიცამ თვალები დახუჭა, თითქოს ის ხმა ისევ ესმოდა. - მითხრა რომ არ შეეძლო... რომ ვერ იცხოვრებდა ასე. და რომ ერთადერთი გზა გაქცევა იყო. ნიკას სუნთქვა უფრო მძიმედ ისმოდა. - ვცადე დამეწყნარებინა. ვუთხარი რომ დაეცადა... რომ იქნებ რამე გზა გვეპოვა. მაგრამ... უკვე აღარ უსმენდა. თითქოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. თავიდან გირეკავდა ნომერზე, დედაშენმა უპასუხა, ლანძღა და წყევლა საწყალი გოგო. - მაგ ნომერს თვეები არ ვიყენებდი,- რაღაც ჩასწყდა სხეულში ნიკას,- მე თვითონ მომსდევდნენ მოსაკლავად. თან არაფერი წამიღია. - გუშინ ღამით ისევ დამირეკა. ძალიან ჩუმად ლაპარაკობდა. მითხრა რომ მიდიოდა. რომ შენს პოვნას აპირებდა. ნიკას თვალები გაუფართოვდა. - ჩემთან მოდიოდა? - ჰო. ზუსტად. ნიცას ხმა აქ უკვე ძლივს ისმოდა. - ვეხვეწე, არ წასულიყო მარტო. ვუთხარი, დამელოდე, მოვალ - მეთქი... მაგრამ გათიშა. მერე აღარ პასუხობდა. დუმილი ჩამოვარდა. - და... მერე?- ძლივს ჰკითხა ნიკამ. ნიცამ ტელეფონს დახედა, თითქოს პასუხი ისევ იქ ედო. - დილით დამირეკეს. უთქვამთ რომ ღამით, ქალაქიდან გასასვლელ გზაზე... მანქანა დაეჯახა. მძღოლი ნასვამი ყოფილა და... სიტყვები გაწყდა. ნიცამ ძლივს გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი. - როცა მოვედი უკვე საოპერაციოდ ჰყავდათ შეყვანილი. ექიმებმა თქვეს რომ გადარჩენის შანსი არის, მაგრამ... - ხმა ისევ აუკანკალდა, - ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ნიკა აღარ ლაპარაკობდა. მხოლოდ უყურებდა, თითქოს თითოეულ დეტალს იმახსოვრებდა და საკუთარ თავში აწყობდა. ნიცამ ბოლოს ჩუმად დაამატა: - ნიკა... ბოლომდე შენზე ფიქრობდა. ბოლო ზარშიც კი,- კედლებს შორის ისევ დუმილი ჩამოწვა, მძიმე და დაუძვრელი, როგორც ის სიმართლე, რომელსაც ვეღარავინ შეცვლიდა. ნიკამ ნელა ჩამოწია თავი. რამდენიმე წამი არ განძრეულა - თითქოს სხეულიც კი ვერ ეწეოდა იმ ყველაფერს, რაც გაიგო. მერე უცებ ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ჰაერი ვერ ეყო. - სად არის?.. - ძლივს ამოთქვა. - რეანიმაციაში,- ჩუმად უპასუხა ნიცამ,- აქედან მარცხნივ, ბოლოს. ნიკამ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისევ გაჩერდა. - შემიშვებენ? - ახლა არა. მხოლოდ ექიმებს უშვებენ. უნდა დაველოდოთ,- ოხრავს ნიცა,- თან მშობლებიც აქ არიან, რომ დაგინახონ გაგიჟდებიან. ნიკამ კედელს მიეყრდნო. თვალები დახუჭა, მაგრამ მაშინვე გაახილა - თითქოს შიგნით უფრო მძიმე სურათები ხვდებოდა. - მარტო იყო... - თქვა თავისთვის, - მარტო მიდიოდა ჩემთან... ნიცამ პასუხი ვერ გასცა. გარეთ გამოვიდნენ. სიტყვები ზედმეტი იყო. უცებ რეანიმაციის კარის თავზე პატარა ნათურა აინთო და კარი გაიღო. ექიმი გამოვიდა. ნიცა მაშინვე გაიქცა მათკენ, ნიკა კი შორიდან უსმენდა. - თეკლე... - დაიწყო ნიცამ, მაგრამ ხმა გაუწყდა. ექიმმა მათ შეხედა. - ოპერაცია ტექნიკურად წარმატებული იყო,- თქვა ნელა,- მაგრამ მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ოცდა ოთხი საათია. - გონზე მოვა?- იკითხა ლალიმ. ექიმმა მცირე პაუზა გააკეთა. - ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ უპასუხებს ორგანიზმი. ნიცამ თავი დახარა. შემდეგი ორი დღე მძიმე იყო, ნიკა მიდიოდა, შორიდან უყურებდა, მთელ ღამეს იქ ატარებდა. ნიცა ხშირად აწვდიდა ინფორმაციას. მდგომარეობა ნელ - ნელა უმჯობესდებოდა. პალატაში რომ გადაიყვანეს, ნიცამ ლალის და დათოს აიძულა სახლში წასულიყვნენ, რომ ცოტახანს დაესვენა, ექიმს ლამის მუხლებში ჩაუვარდა, ვის აღარ დაურეკა რომ იქნებ ნაცნობობით მაინც შეეშვათ. შეფუთეს ბიჭი და შეუშვეს თეთრ ოთახში. - თეკლე... - ჩურჩულით თქვა, მაგრამ ხმა თითქმის არ ისმოდა. ნელა მიუახლოვდა. ხელი გაუწოდა, მაგრამ ჰაერში გააჩერა - ვერ ბედავდა შეხებას, თითქოს ეშინოდა, რომ გაქრებოდა. ბოლოს მაინც შეეხო თითებზე. ცივი იყო. ნიკამ თვალები დახუჭა და შუბლი საწოლის კიდეს მიადო. - მოვედი... - ძლივს ამოილაპარაკა,- ხედავ? მოვედი... აპარატი ისევ იმავე რიტმით პიპინებდა. არაფერი შეცვლილა. მაგრამ ნიკა მაინც იდგა, თითქოს ამ ჩუმ, უძრავ სივრცეში ერთადერთი იყო, ვინც ჯერ კიდევ იბრძოდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ასე არ დასრულებულიყო. ნიკა დიდხანს იდგა ასე, თავი დახრილი, თითები ისევ თეკლეს გაყინულ ხელზე ედო. დრო თითქოს გაიწელა - წამები წუთებად იქცა, წუთები კი რაღაც გაურკვეველ სიცარიელედ. აპარატის მონოტონური ხმა ნელ-ნელა მის სუნთქვას დაემთხვა. - გახსოვს?.. - ჩუმად დაიწყო, ისე, თითქოს ეშინოდა, ხმამ არ დააფრთხოსო,- პირველად რომ უნდა მენახე, დაგაგვიანდა და მე გელოდებოდი... ნახევარი საათი ვიდექი იმ წვიმაში... ტუჩებზე სუსტი ღიმილი გაეკრა, მაგრამ თვალებში მაშინვე გაქრა. - მერე რომ მოხვედი, ისეთი სახე გქონდა... თითქოს არაფერი მომხდარა. მე კიდე გაბრაზებული ვიდექი და ვიფიცებდი, აღარასდროს დაგელოდები - მეთქი... ხმა გაუწყდა. თითები ოდნავ მოუჭირა. - და მაინც სულ გელოდებოდი. დუმილი. თეკლე ისევ უძრავად იწვა. ნიკამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ახლა ყველაზე მძიმე სათქმელს უახლოვდებოდა. - რატომ არ მითხარი?- ამჯერად ხმაში ტკივილი უკვე აშკარად ისმოდა,- მარტო რატომ წახვედი? კითხვა ჰაერში დარჩა, უპასუხოდ. ნიკამ თავი ასწია და პირველად შეხედა პირდაპირ - სახეზე, რომელიც ახლა თითქოს სხვას ეკუთვნოდა. - ხომ იცი რომ წამოგიყვანდი... ყველაფერს დავტოვებდი... საერთოდ ყველაფერს. ამდენი თვე გეძებდი... მისი ხმა ნელ - ნელა იმსხვრეოდა. ნიკამ ხელი შუბლზე მიადო თეკლეს, ძალიან ფრთხილად, თითქოს ეს ერთადერთი კავშირი იყო, რაც ჯერ კიდევ დარჩა. - ახლა მაინც მომისმინე... - ჩურჩულით თქვა, - აღარ წახვიდე. აღარ გამექცე. გესმის?.. ამჯერად მისი ხმა უკვე თხოვნას ჰგავდა. - მე აქ ვარ. აღარ დაგტოვებ,- კარის იქით ჩუმი ნაბიჯების ხმა გაისმა. დრო იწურებოდა. ნიკამ თვალები დახუჭა, შუბლი მის ხელზე მიადო და თითქმის უსიტყვოდ დაამატა. - თუ რამე გესმის... დაბრუნდი. რამდენიმე წამი ასე დარჩა. და სწორედ მაშინ, აპარატმა უცნაურად ამოიწკმუტუნა. ნიკამ თავი წამოწია. თავიდან იფიქრა, მოეჩვენა. მაგრამ მერე ისევ - მოკლე, არათანაბარი სიგნალი. მისი მზერა ეკრანზე გადავიდა. რიტმი ოდნავ შეცვლილიყო. - თეკლე?- ჩუმად, მაგრამ უკვე სხვა ტონით თქვა. თითები უფრო ძლიერად მოუჭირა. - თეკლე, გესმის?- მეორე უცნაური სიგნალი. ამჯერად აღარ იყო შემთხვევითი. ნიკას სუნთქვა შეეკრა. - ექიმი!- ხმამაღლა დაიძახა და კარისკენ გაიხედა, მაგრამ ისევ მას მიუბრუნდა,- მე აქ ვარ... გესმის?.. მე აქ ვარ! ექიმები რამდენიმე წამში შემოვიდნენ. ნიკამ უნებლიეთ უკან დაიხია, მაგრამ მზერა თეკლესგან ვერ მოაშორა. - გარეთ დაგველოდეთ!- მკაცრად უთხრა ერთ-ერთმა ექიმმა. კარი დაიხურა. დერეფანში ნიკა და ნიცა ისევ მარტო დარჩნენ. ამჯერად დუმილი სხვანაირი იყო - შიგნით უკვე რაღაც შეიცვალა და ორივე ამას გრძნობდა, თუმცა ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. - რა მოხდა?- ჩურჩულით ჰკითხა ნიცამ. - არ ვიცი...- სიტყვებს ვერ პოულობდა ნიკა,- მგონი გაიგო... ნიცამ არაფერი უპასუხა, მაგრამ თვალებში პირველად გამოჩნდა ფრთხილი იმედი. * * * რამდენიმე საათი ისე გაიწელა, თითქოს დრო საერთოდ არ გადიოდა. დერეფანში ხალხი იცვლებოდა, ხმები მოდიოდა და ქრებოდა, მაგრამ მათთვის ყველაფერი ერთ წერტილში იყო შეკრული - იმ კართან, რომლის მიღმაც თეკლე იწვა. ბოლოს ექიმი ისევ გამოვიდა. ამჯერად სახე აღარ ჰქონდა ისეთი მძიმე. - მდგომარეობა ისევ სერიოზულია, მაგრამ...- მცირე პაუზა გააკეთა,- დადებითი დინამიკა ჩანს. ნიკამ თითქმის არ ისუნთქა. - რას ნიშნავს? - ორგანიზმი რეაგირებს. ეს კარგი ნიშანია,- ნიცამ თვალები დახუჭა, თითქოს პირველად გაბედა ამოესუნთქა. * * * შემდეგი დღეები ერთმანეთში აირია. ნიკა თითქმის არ ტოვებდა საავადმყოფოს. ხან ეზოში იყი, ხან პირველ სართულზე, ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა თეკლას მშობლებს. სკამზე ეძინა, კედელს მიყრდნობილი, ხან კი საერთოდ არ ეძინა - უბრალოდ იჯდა და კარს უყურებდა. ნიცა მოდიოდა, მიდიოდა, საჭმელს აძალებდა, მაგრამ ნიკა ძლივს ეხებოდა. ყოველი ახალი ინფორმაცია მცირე ნაბიჯი იყო - ზოგჯერ წინ, ზოგჯერ ისევ გაურკვევლობაში. - წნევა დასტაბილურდა, შეშუპება ოდნავ შემცირებულია,- ეს სიტყვები ყოველდღიურობად იქცა. * * * რამდენიმე დღეში ნიცამ ისევ სთხოვა ექიმს რომ ნიკა შეეშვათ პალატაში. იქ ისევ სიჩუმე იყო, მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირი იგრძნობოდა - თითქოს სხეული, რომელიც აქამდე მხოლოდ იბრძოდა, ახლა ნელ-ნელა ბრუნდებოდა. ნიკა ახლოს მივიდა. - თეკლე...- ჩუმად თქვა, უკვე ისე, თითქოს იცოდა, რომ შეიძლება მოესმინა. თითები ისევ ხელზე დაადო. რამდენიმე წამი არაფერი. მერე თვალის ქუთუთო ოდნავ შეირხა. ნიკა გაიყინა. - თეკლე?.. მეორედ - უფრო აშკარად. ნელი, მძიმე მოძრაობით, თითქოს თითო მილიმეტრი ბრძოლა იყო, თეკლემ თვალები ოდნავ გაახილა. მზერა არ იყო ფოკუსირებული. გაურკვევლად იყურებოდა, თითქოს ვერ ხვდებოდა სად იყო. ნიკას ხმა გაებზარა. - მე ვარ... ნიკა,- რამდენიმე წამი დასჭირდა. მერე - ძალიან სუსტად, ძლივს შესამჩნევად - მისი მზერა ნიკაზე გაჩერდა. ჯერ ვერ აცმობიერებდა სრულიად, მაგრამ საკმარისი იყო. თეკლეს ტუჩები ოდნავ შეირხა. ხმას ვერ იღებდა. ნიკა უფრო ახლოს დაიხარა. - ნუ ლაპარაკობ... არაფერი თქვა... თვალის კუთხეში ცრემლი მოადგა თეკლეს. ნიკამ თითით ფრთხილად შეიმშრალა. - აღარ ხარ მარტო... გესმის?.. აღარასდროს. მზერა ისევ ნელ - ნელა დაიბინდა. ქუთუთოები დაიხურა. აპარატი ისევ იმავე რიტმით აგრძელებდა მუშაობას. მაგრამ ამჯერად ეს უკვე სხვა დუმილი იყო. * * * მომდევნო დღეებში მდგომარეობა ნელ - ნელა გაუმჯობესდა. გონზე მოსვლის ეპიზოდები უფრო გახანგრძლივდა. თავიდან რამდენიმე წამი, მერე წუთები. მალევე პალატაში გადაიყვანეს, იქაურობა ბევრად უფრო მშვიდი იყო. აღარ იყო იმდენი აპარატი, აღარ იყო ის მუდმივი დაძაბულობა ჰაერში. თეკლე უკვე ფხიზლად იწვა. სუსტი, გაფერმკრთალებული, მაგრამ ცოცხალი - და ეს მთავარი იყო. - ცოტახანში გამოვლენ თეკლეს მშობლები და მერე შევიდეთ ჩვენ,- ხმადაბლლა უთხრა ნიკას, რომელიც მთელი ეს დრო უკანა ეზოში იყო. არ ახსოვს რამდენ ხანს იცდიდა, ნიცა რომ მხარზე შეეხო მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. - შედი,- ნიკამ ნელა შეაღო კარი და მიუახლოვდა გოგოს, ეგონა ეძინა, რადგან არ განძრეულა. თეკლემ თავი ოდნავ შეატრიალა. და ამჯერად, სრულიად ცნობიერად - შეხედა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ყველა ის სიტყვა, რაც უნდა ეთქვათ, თითქოს ერთდროულად გაჩნდა, მაგრამ არცერთი არ აღმოჩნდა საკმარისი. ბოლოს თეკლემ ძალიან ჩუმად, ხრინწიანი ხმით თქვა: - მაინც... მოხვედი,- ჩაეღიმა, თუმცა მთელი ტკივილო დააყოლა ამ ღიმილს,- ანუ უნდა მოვმკვდარიყავი რომ შენ მოსულიყავი? მე ხომ გიღალატე. - დამნაშავე ვარ,- გულზე გაჰკრა მისმა კითხვამ,- გეძებდი, ყველგან. თეკლემ სუსტად გააწოდა ხელი. ნიკამ მაშინვე დაიჭირა. ამჯერად - თბილი იყო. ნიკას ხელი არ გაუშვია. თითები ფრთხილად ჰქონდა ჩაკიდებული, თითქოს ეშინოდა - თუ მოშორდებოდა, ეს ყველაფერი ისევ გაქრებოდა. პალატაში დაბალი შუქი იდგა. ფანჯრიდან შემოსული დღის ნათება თეკლეს სახეზე ეცემოდა და ახლა უკვე აშკარად ჩანდა - მიუხედავად სისუსტისა, სიცოცხლე ნელ - ნელა ბრუნდებოდა. თეკლე რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა ნიკას. თვალებში დაღლა ედგა, მაგრამ იქვე - რაღაც სითბოც, რომელსაც ვერაფრით დაფარავდა. - მეგონა... ვერ მოგისწრებდი...- ძლივს თქვა. ნიკამ თავი ოდნავ გააქნია. - მე დაგაგვიანე...- ჩუმად უპასუხა,- შენ არა. თეკლეს სუსტი ღიმილი გაუკრთა, მაგრამ მალევე გაუქრა - თითქოს ძალაც აღარ ეყო, ბოლომდე შეენარჩუნებინა. - არ ვიცოდი... სხვანაირად როგორ მოვსულიყავი...- ნელა თქვა,- მეშინოდა... რომ ვეღარ გნახავდი... და რომ... ვეღარაფერს მოვასწრებდი. ნიკამ ხელი ოდნავ მოუჭირა. - ახლა აქ ხარ. დანარჩენს მოვასწრებთ,- თეკლემ ნელა გაახილა თვალები და პირდაპირ შეხედა. - მართლა?- ამ კითხვაში ბავშვური სიფრთხილე და შიში ერთად იყო,- აღარ გამიშვებ? ნიკამ ამჯერად პასუხი არ იჩქარა. თითქოს იცოდა, ეს უბრალო სიტყვა აღარ იყო - დაპირება იყო, რომელსაც უკვე ვერ დაარღვევდა. - აღარავის მივცემ უფლებას, რომ დაგვაშოროს,- თქვა ბოლოს, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ. თეკლეს თვალები ისევ ცრემლით აივსო. - ძალიან დავიღალე...- ჩუმად თქვა. - ვიცი,- კარი მსუბუქად გაიღო. ნიცამ ფრთხილად შემოყო თავი. - არ გაწუხებთ, ხომ?- თეკლემ თვალებით გაუღიმა. - არა. თეკლემ თვალები ისევ გაახილა. ამჯერად უფრო დიდხანს შეაჩერა მზერა ნიკაზე - თითქოს ახლა უკვე არა მხოლოდ ხედავდა, არამედ იაზრებდა. - შენ...- ჩუმად დაიწყო,- სად იყავი ამდენი ხანი?.. ნიკა წამით დაიბნა. ამ კითხვას ელოდა, მაგრამ მაინც მოუმზადებელი აღმოჩნდა. - აქ არ ვიყავი... - თქვა ნელა, - ქალაქშიც კი ვერ ვჩერდებოდი. თეკლე უყურებდა, ელოდა გაგრძელებას. ნიკამ ამოისუნთქა. - პრობლემები მქონდა... სერიოზული. რაღაცები მოხდა... რის გამოც... - სიტყვა შეაჩერა, - ვერ მოვედი დროზე. თეკლემ თვალები ოდნავ დააწვრილა. - ჩემ გამო?.. - შენ გამო... და არა მარტო. პალატაში სიჩუმე ჩამოვარდა. ნიკას არაფერი უთქვამს. მხოლოდ უყურებდა - ისე, თითქოს ამ რამდენიმე სიტყვაში უფრო მეტი გაიგო, ვიდრე შეიძლებოდა ეთქვა. ნელა მიუახლოვდა. თეკლეს ხელი ისევ გვერდით ედო, უმოძრაოდ. ნიკამ ფრთხილად შეეხო, თითქოს ჯერ კიდევ ეშინოდა, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი გაქრალიყო. თეკლეს თვალები არ მოუშორებია. მისი თითები ოდნავ შეირხა - და ნიკას ხელში ჩაებღაუჭა. ძალიან სუსტად. მაგრამ საკმარისად რომ ეგრძნო. ნიკამ სუნთქვა შეიკავა. - გტკივა?- ჩუმად ჰკითხა. თეკლემ თავი ოდნავ გააქნია. - არა... - უბრალოდ... აღარ მინდა რომ წახვიდე,- ეს ისე თქვა, თითქოს ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც ახლა მართლა ჰქონდა მნიშვნელობა. ნიკას თვალებში რაღაც შეეცვალა. ხელზე ხელი უფრო ფრთხილად მოუჭირა. - არსად მივდივარ,- პალატაში ისევ სიჩუმე ჩამოწვა - მაგრამ ამჯერად მძიმე აღარ იყო. თეკლემ ნელა დახუჭა თვალები. მისი თითები ისევ ნიკას ხელზე იყო ჩაჭიდებული. და პირველად, ამდენი ხნის შემდეგ, აღარ იყო შიში, რომ როცა თვალებს გაახელდა - ის აღარ იქნებოდა იქ. **** რამდენიმე დღე გავიდა. საავადმყოფოს კედლები თითქოს შეეჩვივნენ თეკლას ყოფნას, ხოლო აპარატურის ერთფეროვანი რიტმი მისი ცხოვრების ახალ საუნდტრეკად იქცა. ფიზიკური ტკივილი ნელ-ნელა უკან იხევდა, ტოვებდა რა ადგილს გაცილებით უფრო მწვავე, სულიერი შფოთვისთვის. თეკლა უკვე ახერხებდა საწოლში წამოჯდომას, მაგრამ მისი მზერა უმეტესად ფანჯრის მიღმა, შემოდგომის ნაცრისფერ ცას იყო მიჯაჭვული. იქ, შორს, მთები მოჩანდა - ის მთები, სადაც მისი ცხოვრება ორად გაიყო. იმ დილით პალატაში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. ექიმებმა ჩამოიარეს, წამლები დაუნიშნეს და წავიდნენ. თეკლა მარტო დარჩა საკუთარ ფიქრებთან. კარი ჩუმად გაიღო და ნიკა შემოვიდა. ის სხვანაირი იყო - უფრო დაღლილი, უფრო მოტეხილი, ვიდრე ავარიის დღეს. მის თვალებში, რომლებიც ოდესღაც სიცოცხლით სავსე იყო, ახლა მხოლოდ უძირო სინანული და სასოწარკვეთა მოსჩანდა. - როგორ ხარ?- გაისმა ნიცას ხმა პალატაში და მას უკან ნიკა მოჰყვა. - უკეთ,- თვალი აარიდა ბიჭს,- სად არიან ჩემები? - კახეთში, ნივთების მოსატანად, რაღაცას ამბობდნენ ვერ გავიგე ზუსტად,- საწოლზე ჩამოჯდა ნიცა, მის პირდაპირ კი ნიკა. - შენთან საუბარი მინდა,- გაისმა ბიჭის ხმაც და თეკლამ მზერა აარიდა. - რაზე უნდა ვისაუბროთ,- ნელ - ნელა იაზრებდა მომხდარს, გადატანილს,- მე ხომ გიღალატე... - ვიცი რა მოხდა,- თეკლას ხელი გაუშეშდა და მაშინვე მახვილივით ბასრი მზერა ესროლა ნიცას,- ყველაფერი არა, რა თქმა უნდა, ამიტომაც მინდა შენთან საუბარი. - უნდა მეთქვა,- ამოილუღლუღა ნიცამ,- შენ ისე არაფერს ეტყოდი. - არ უნდა გეთქვა,- დააყოლა ბოლოს თეკლეს. - ექვსი თვეა სვანებს ვემალები, ექვსი თვეა ანაც იტანჯება ამ საიდუმლოთი,- საწოლის მეორე მხარეს მიდის ნიკა,- ხვდები რა დღეში ვართ, თეკლე? ვერ წაგიყვან ვერსად, მე თვითონ მოსაკლავად დამსდევენ. ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ხელ - ფეხი მაქვს შეკრული, ვერ ვფიქრობ იმ ღამეზე, ვერაფერს ვიხსენებ წესიერად. გთხოვ, მითხარი რამე რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. თეკლამ მზერა ჭერს მიაპყრო, თითქოს იქ, თეთრ ბათქაშზე, კინოკადრებივით იშლებოდა ის ღამე. ნიკა სუნთქვაშეკრული უსმენდა, მისი თითები სავარძლის სახელურებს ისე ჩააფრინდნენ, რომ სახსრები გაუთეთრდა. - ყველაფერი იმ წყეულ ღამეს დაიწყო,- ხმაში სიმწარე გაეპარა,- ნოემბრის ბოლო იყო, თოვდა. საღამოს გაწვიმდა. თიკუნასთან ვიყავით, მის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. ისე შემომაღამდა ვერ გავიგე. ახლოს ვცხოვრობდი მაინც და აღარ დავრეკე ჩემებთან, ფეხით გავივლიდი. სახლში ვბრუნდებოდი. იცი როგორი გზაც გადის ჩემთან. თეკლამ დააპაუზა, ღრმად ამოისუნთქა და კვლავ გააგრძელა. გრძნობდა ნიცას ხელს თავისაზე და მადლობელიც კი იყო მისი. - წვიმა ისე უცებ გახშირდა, ვინანე რომ ფეხით წამოვედი, თვალებში ვერაფერს ვხედავდი, ფანარიც კი ვეღარ მეხმარებოდა. უკნიდან მომადგა მანქანის შუქი, გავჩერდი. გამიხარდა ზურა რომ დავინახე, ვიფიქრე ვთხოვდი და სახლში გამიყვანდა. თეკლამ თვალები დახუჭა და სხეულით შეკრთა, თითქოს ისევ იგრძნო ის ცივი ჟრუანტელი. - მთვრალი იყო. არა, უბრალოდ მთვრალი კი არა, პირუტყვს ჰგავდა. მანქანა გზის პირას გაეჩერებინა და რომ დამინახა, ისეთი თვალებით შემომხედა, ცხოვრებაში რომ არასდროს არავის შემოუხედავს,- ტუჩი აუკანკალდა გოგოს,- მაგრამ ვიცნობდით ყველა და ყურადღება არ მივაქციე დიდად. თეკლამ სუნთქვა შეიკავა, თითქოს იმ წამში დაბრუნდა, სადაც ყველაფერი ნელა, მაგრამ შეუქცევადად იცვლებოდა. - კარი გამიღო... ხმაც კი სხვანაირი ჰქონდა. მაინც დავუჯერე... ალბათ იმიტომ ვენდობოდით, ხერგიანები დიდ პატივს სცემდნენ. მანქანაში რომ ჩავჯექი, სიგარეტის და ალკოჰოლის მძაფრი სუნი მეცა. ფანჯარასთან მივიწიე, მაგრამ წვიმა ისე ასკდებოდა მინას, გარეთ მაინც ვერაფერს ვხედავდი. რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია. მხოლოდ საჭეს უჭერდა ხელებს ისე ძლიერად, რომ ძარღვები უჩანდა. მერე უცებ... გზა შეცვალა. თეკლამ თვალები გაახილა და სადღაც შორს გაიხედა, თითქოს ისევ იმ ბნელ გზას აკვირდებოდა. - ვუთხარი რომ ჩემი სახლის გზა არ იყო, მაგრამ არ მიპასუხა. უბრალოდ გაეღიმა ისევ... ის ღიმილი არ იყო ნორმალური. მაშინ პირველად შემეშინდა. მისი ხმა უფრო ჩუმი გახდა. - მანქანა ტყის პირას გააჩერა. წვიმა იქაც იგივე სიგიჟით მოდიოდა, მაგრამ შიგნით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ყურები მიწუოდა. თეკლას თითები ერთმანეთს ჩაეჭიდა. - იმ მზერაში რაღაც იყო... ცივი, უცხო. თითქოს საერთოდ აღარ მცნობდა. მან ჩაისუნთქა ღრმად. - მაშინ მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი. მაგრამ უკვე გვიანი იყო,- თეკლას ხმა ახლა თითქმის ჩურჩულად გადაიქცა, მაგრამ თითოეული სიტყვა მკაფიოდ, მძიმედ ეცემოდა ჰაერში. - კარის გაღება ვცადე... მაგრამ დაბლოკილი იყო. არ მახსოვს, როდის ჩაკეტა. ალბათ მაშინვე, როგორც კი ჩავჯექი. მის თვალებში შიში ისევ ცოცხლობდა. - შემეშინდა და ვუყვირე, ისე ძლიერ მომხვდა ლოყაზე, ახლაც მახსოვს... კარის გაღება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. თეკლამ უნებურად უკან დაიხია, თითქოს ისევ იმ სივრცეში იყო მოქცეული. - ალკოჰოლის სუნი ისე მძაფრად მცემდა, სუნთქვაც მიჭირდა. ხელი დამადო მხარზე... თავიდან თითქოს მშვიდად, მაგრამ მერე ისე მომიჭირა რომ ლამის ძვლებიც დამეფშვნა მან თვალები დახუჭა, წამით შეჩერდა. - ვეხვეწებოდი, ვთხოვდი, უშედეგოდ,- სიჩუმე ჩამოწვა. ლამის აღარც კი სუნთქავდნენ ოთახში,- მერე ხელზე ვუკბინე და უკან გადავძვერი. სისხლი სდიოდა, მგონი შრამიც ექნება. - მკლავით მაინც დამიჭირა. ვცადე ხელი გამენთავისუფლებინა, მაგრამ უფრო ძლიერად ჩამჭიდა. მერე მეორე ხელით სახეზე შემეხო... მისი თითები ისევ ცახცახებდა. - იმ წამს მივხვდი რომ არავინ იყო იქ, ვინც დამეხმარებოდა. არც გზა ჩანდა, არც ხმა ისმოდა... მხოლოდ წვიმა და ის. თეკლამ ნელა გაახილა თვალები. - და მაშინ... დავიწყე ყვირილი. მან ღრმად ჩაისუნთქა. - არ ვიცი, საიდან მომივიდა ის ძალა, მაგრამ მთელი ძალით დავკარი ხელი, რაც შემეძლო. წამით დაიბნა... და ეს საკმარისი აღმოჩნდა. თეკლამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ძალას იკრებდა, რომ ისევ იმ მომენტში დაბრუნებულიყო. - კარს ვერ ვაღებდი... რაც უფრო ვქაჩავდი, მით უფრო ვგრძნობდი რომ ჩაკეტილი იყო. პანიკაში ვიყავი უკვე. ხელები მიკანკალებდა. ის კი... საერთოდ არ ჩქარობდა. ნელა შემობრუნდა ჩემსკენ, ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი შიში სიამოვნებდა. მის ხმაში ისევ გაჩნდა ის დაძაბულობა. - მერე გადმოიხარა და უცებ ნიკაპში ჩამავლო ხელი. ისე ძლიერად რომ თავი ძალით ამაწევინა. ვერ ვიშორებდი. თეკლამ უნებურად ხელი ნიკაპთან მიიტანა, თითქოს ისევ გრძნობდა იმ შეხებას. - მე არ მინდოდა, მაგრამ მაინც ვუყურებდი. ისეთი თვალები ჰქონდა... საერთოდ აღარ ჰგავდა საკუთარ თავს. უკვე ძალიან ახლოს იყო. სუნთქვაც კი მეხუთებოდა. და ზუსტად მაშინ ხმაური მომესმა უკნიდან. აღარ ვფიქრობდი უკვე ვინ იყო, უბრალოდ მინდოდა რომ დამხმარებოდა ვინმე. ისეთი მკვეთრი იყო, ორივემ შევხედეთ. მანქანა გაჩერდა გვერდით და ვიღაც გადმოხტა. მის ხმაში პირველად გაისმა შვება. - ალეკო იყო,- ამოიოხრა გოგომ,- ზურას გამოჰყოლია, მალხაზის გამოუშვია მთვრალია და რამე არ მოუვიდესო. ტუჩები ოდნავ აუკანკალდა. - მე ვერ ვინძრეოდი... ისევ შიგნით ვიჯექი, კარი ისევ დაკეტილი იყო, მაგრამ ალეკომ გააღო. ჯერ ზურას შეხედა და მერე მე, ჩემი გაგლეჯილი ტანსაცმელი რომ დაინახა გაგიჟდა. მერე არ მახსოვს რა გააკეთა. მხოლოდ ის მახსოვს რომ სახლში მიმიყვანა და ჩემებს ელაპარაკებოდა რაღაცაზე. იმ ღამეს სიტყვა არავის უთქვამს ჩემთვის, მაგრამ მეორე დღიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. ნიკას იმდენად უჭირდა სუნთქვა, ეგონა რომ აქვე გაიგუდებოდა. ოდნავ ფანჯარა გამოაღო და მოშოედა გოგოს. - ოჯახის სირცხვილს მეძახდნენ. მე მადანაშაულებდნენ. ზურა თვალით არ მინახავს, მაგრამ ალეკო ხშირად მოდიოდა. გაგიც ბევრჯერ იყო მოსული და მეხუმრებოდა. მგონი ალეკოს მოსწონხარ და შენი ხელის სათხოვნელად ემზადებაო, რა ვიცოდით მაშინ მართლა ეგრე თუ იყო. იმ ღამესვე გავიგე ეგ ამბავი, თურმე ჩემებს უნდოდათ ჩემი გათხოვება, სანამ ეს ამბავი გასკდებოდა. ვიღაც გადამთიელი უპოვიათ. - თეკლე, ისუნთქე,- ახსენებს ნიცა და ისიც ღრმად ისუნთქავს ჰაერს. - ალეკომ განაცახადა რომ ის დაქორწინდებოდა ჩემზე. ამაზე ზურა გაგიჟებულა. დღემდე არ ვიცი რატომ მოხდა, რა მიზეზით, რამ გააგიჟა. ისევ იჩხუბეს და მერე ის ამბავი მოხდა,- ნიკას გახედა გვერდულად და თვალის კუთხიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა. - იმ ღამეს მე შენ გაგიშვი, არ იცოდი ეს ამბავი,- ხელი გაიწვდინა მისკენ,- არ მინდოდა რომ გაგეგო, მერე როგორ შემომხედავდი. ბოლოს უკვე ამ ტყუილებში ისე ღრმად შევტოპე რომ იძულებული ვიყავი ალეკოს დავთანხმებოდი, სხვანაირად ზურას მუქარებს ვერ ვიგერიებდი. მერე შენც გაიგე, ყველაფერი არასწორად. გაგიჟდი და ალეკოს ეჩხუბე, მაგრამ ის ვინც ალეკო მოკლა, შენ არ ყოფილხარ... - მე მას ვესროლე,- სახეზე ხელები მოისვა ნიკამ,- მაგრამ მახსოვს რომ ფეხში მოხვდა. მეგონა სისხლისგან დაიცალა ან რამე...შენც იქ იყავი, მე რომ გავიქეცი დაგინახე... - მოგყვებოდი და იმიტომ, ზურაც იქ იყო. მან ესროლა იმ იარაღიდან, რომლიდანაც შენ ისროლე,- ნიკას სახე დაეძაბა. სიბრაზემ სისხლძარღვებამდე მიაღწია. ხელები მომუშტა და მზად იყო ნებისმიერი კედელი გაენგრია. - ჩემებმა მომაშორეს იქაურობას, ამდენი თვე მოწყვეტილი ვიყავი. თავიდან გირეკავდი, მაგრამ დედაშენი მპასუხობდა, მითხრა დაგივიწყა და დაივიწყე შენცო,- ამოიტირა თეკლამ,- რაღაც პერიოდის მერე ისევ დავრეკე და მითხრა რომ ვიღაც გყავდა, რომ ეს ნომერი აღარ გქონდა და დამივიწყე. რა უნდა მექნა მე... მერე ნიცამ გიპოვა. - რამდენი რამ მომხდარა,- სახეს ხელებში მალავს ნიკა. - შენ აქ რას აკეთებ,- იჭექა დავითის ხმამ პალატაში და ნიკამ განძრევაც ვერ მოასწრო, ისე დაიჭირეს საყელოთი,- არ გეყო რომ ალეკო მოკალი, ჩემი შვილი გაანადგურე, ახლა კიდევ რა გინდა? ძლიერად მოხვდა ყბაში. თეკლა წამოიწია, ლალიმ შეჰკივლა მოულოდნელობისგან. ნიცა სწრაფადვე მივარდა დავითს და ეცადა გამოეგლიჯა ნიკა ხელიდან თუმცა სულ ტყუილად. კიდევ უნდოდა დაემატებინა თუმცა დაცვა ამოვარდა უცებ და გარეთ გაიყვანეს. - დაგწყევლოს ღმერთმა, საზიზღარო, გააუბედურე ჩემი შვილი და ახლაც არ ანებებ თავს, აქ ვინ მოგიყვანა,- თვალი გაექცა ნიცასკენ,- შენ იყავი? - ის არ ყოფილა,- ამოიღო ხმა ნიკამ,- მას საერთოდ არ ვიცნობ. - აქ რა ჯანდაბა დაგრჩენია? წაეთრიე აქედან,- ხელი მკერდზე დაარტყა ქალმა,- მალხაზი გეძებს გამწარებული. ჩემი შვილი ლამის მოკვდა შენ გამო. რით ვეღარ წაიღო შენი სიცოცხლე ღმერთმა რომ დავისვენოთ ყველამ? - აქედან მოშორდი და ახლოს მოსული აღარ დაგინახო, დაივიწყე თეკლა,- სისინებს კაცი,- სვანეთში რომ დავბრუნდებით, უკვე გათხოვილი იქნება. იმედი მაქვს ციხეში ამოლპები, ან მალხაზი მალე გიპოვის. დათო უკან ბრუნდება და ცოლსაც თავისკენ ექაჩება. დაცვას აფრთხილებს რომ აღარ შემოუშვან საავადმყოფოში. ნიცა კი იქვე კუთხეში დგას, დამწუხრებული და დარცხვენილი უყურებს ქვემოდან. - ბოდიში, არ მეგონა ასე მალე თუ დაბრუნდებოდნენ... - ისევ მის გათხოვებას აპირებენ,- თემა გადააქვს ნიკას. - არ ვიცოდი ამის შესახებ, მარტო ის ვიცოდი რომ როგორც კი გამოწერენ თეკლას სვანეთში ბრუნდებიან. - ამის დედასაც შევეცი,- შეიგინა გაბრაზებულმა. ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან და რეზის ნომერი აკრიფა,- თეკლას შენ განდობ, მიხედე სანამ აქ არ ვიქნები და შემატყობინე ყველაფერი. უბარებს ნიცას და ქუჩის ბოლოს დაყენებული მანქანისკენ გარბის. * * * - ასეთი მოწყენილი რატომ ხარ, ჩემო ლამაზო,- თმაზე ეფერება ნინო და წინ ყავას უდგამს,- გაგი მოგენატრა? - ისე წავიდა არც უთქვამს სად მიდიოდა,- ამოიოხრა ანამ. - მალხაზიმ ასე იცის,- ტუჩი მოკუმა ქალმა,- თვითონაც არ იცოდა დიდი ალბათობით. არ დაგირეკავს? - დავრეკე, მაგრამ არ უპასუხია,- მზერას არიდებს ანა და ფანჯარაში იხედება. გარეთ ბნელა, თავსხმა წვიმაა. - არ ინერვიულო, მალე გამოჩნდება და დაგირეკავს,- ამის თქმა და გაგის ზარი ერთი იყო,- ხომ გეუბნებოდი. ჩაეცინა ნინოს და ფეხზე წამოდგა. მარტო დაგტოვებო დაუბარა და მისაღებში გავიდა. - გაგი,- ჩაჰყვირა ტელეფონში,- სად ხარ? - იქბებ ჯერ გეკითხა როგორ ვარ,- გაეცინა ბიჭს მეორე ხაზზე. - რადგან დამირეკე ანუ კარგად ხარ. - შენმა ხმამ ენერგია მომცა,- ანას გაეღიმა,- მომენატრე. არადა ჯერ მხოლოდ ორი დღე გავიდა. - სახლში უშენოდ სიჩუმეა, რა ხდება? ისე წახვედი არაფერი გითქვამს,- ტუჩი გადმოაგდო ანამ,- მეც მომენატრე. - მალხაზის საქმეები ხომ იცი,- თავი გააქნია გაგიმ,- ქუთაისსში ვართ და ხვალ საღამოს ან ზეგ დილას ჩამოვალთ. უფრო ზეგ ალბათ. - კარგი ხო, გელოდები,- ამოიბუზღუნა ანამ. - ნუ წუწუნებ ჩემო ლამაზო,- გააჯავრა გაგიმ,- აი რომ მოვალ, მერე ვნახოთ მაშინაც ესე თუ იქნები. - ზედმეტად უსაქმური ხარ მგონი შენ ახლა,- ტუჩზე იკბინა ანამ,- ჯანდაბა, წვიმს და ოთახში ფანჯრის დახურვა დამავიწყდა. თავქუდ მოგლეჯილი გაიქცა მეორე სართულისკენ. - აი, დაგტოვე და უკვე დაფრინავ სადღაც. - გითიშავ! რომ ჩამოხვალ მერე გავაგრძელოთ, ვნახით ერთი რისი თავი გაქვს,- პრეტენზია გამოთქვა ანამ. - მიდი, კარგი. ლაპარაკს ხომ არ აცდი კაცს,- ამოიბუზღუნა გაგიმ და ზარი შეწყდა. "ხვალ სვანეთში ვიქნები, გამონახე დრო და შემხვდი, მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი" მოვიდა ნიკასგან შეტყობინება. * * * დილა რომ გათენდა, მზემ ისე გამოაცხუნა თითქოს წინა ღამეს არ ჩამოქცეულიყო ცა. რვა საათი იყო მზოს სხივები რომ შემოიჭრა ოთახში და საწოლზე დაეფინა. ანას ნელ - ნელა გამოეღვიძა, ცარიელი საწოლი რომ დაინახა გული შეეკუმშა. მალევე წამოდგა, თმები მოიქექა, დილაობით სულ გაპუწული რომ ჰქონდა ხოლმე. ოთახში ისევ ტრიალებდა გაგის სუნამოს სურნელი. ცოტახანს იფიქრა, მერე ფეხზე წამოდგა, მოწესრიგდა და გარეთ გავიდა. დარიკო შეხვდა კიბეებზე. თავშალს იკრავდა ქალი. - ასე ადრე რატომ იღვიძებ ხოლმე?- ჰკითხა ქალმა და მხარზე ხელი მოჰკიდა. - მივეჩვიე მგონი,- სამზარეულოში გაემართნენ. ნინოს უკვე გაეშალა სუფრა. ისე გემრიელად ისაუზმეს, მეტი რომ არც შეიძლებოდა. მერე ეზოში გავიდა და იქ დაინახა ენგურისკენ მიმავალი ანდრია. - სალამი, რძალო,- გადაუხვია ბიჭმა და ეზოში შემოვიდა,- აბა როგორ ხარ ქმრისგან მიტოვებული? - დღეს ჩამოვა,- ნიშნის მოგებით უღიმის ანა,- შენ მგონი ძალიან გატკინა ძმაკაცის წასვლამ გული. - შენზე მეტად კი,- გულზე დაიდო ხელი ანდრიამ. - საით გაგიწევია ამ დილაუთენია? - აფთიაქში ვიყავი, ირინკას წამლები ვუყიდე. მგონი თბილისში წაყვანა მომიწევს, რაღაც ვერ არის კარგად. - ცუდია, ექიმი გყავდათ? - მყავდა, მაგრამ მაინც,- მხრებს იჩეჩს ანდრია,- აქ ხუთ ექიმს, სამ პედიატრს და ოთხ ქირურგს თუ არ ენახე ისე სწორ დიაგნოზს არ გისვამენ და რა ვიცი. წავიყვან და გავასინჯებ,- ტუჩები მოკუმა ანდრიამ. - ხო, ეგეც მართალია, წაიყვანე, რა იცი რა ხდება,- დაეთანხმა ანამ,- ღმერთმა კარგად ამყოფოს და რამე სერიოზული არ იყოს. - იმედი მაქვს,- ხმადაბლა ამოთქვა ანდრიამ,- წავალ მივუტან ამას და მერე ამოვალ, გაგი როცა ჩამოვა. - ხო, შენ მაგის გარეშე არ მოხვიდე, გაწყენს,- მიაძახა ანამ უკნიდან სიცილით. შემდეგ თავლაში შევიდა, ცხენებს აჭამა. ნინოსაც მიეხმარა და დრო როგორ გაეპარა არ ახსოვს. ტელეფონი აბზუილდა ჯიბეში. რამდენიმე მესიჯი მოეყარა ნიკასგან და გაახსენდა რომ გუშინ მოწერილზე საერთოდ არ უპასუხია. ამოიოხრა და მესიჯებზე მოყოლილ ზარს უპასუხა. - რა გინდა? - შემხვდი. - არ მცალია ახლა შენთვის,- ამოიოხრა ანამ და ტილო იქვე დაკიდა. - იცოდე მე თვითონ შემოვალ სახლში თუარ შემხვდები,- მტკიცედ განაცხადა ნიკამ,- უკვე აქ ვარ. - გააფრინე? მაცადე გამოვალ, უკან თავლაში მიდი, ვინმემ არ დაგინახოს, თორემ კარგი დღე არ დაგადგება,- ჩაისისინა ანამ, ოთახში აბრუნდა, ჟაკეტი მოიცვა და სახლიდან ჩუმად გავიდა. გული გამეტებით უცემდა. თავლაში შესულს ნესტიანი თივისა და ცხენების მძაფრი სუნი ეცა. სიბნელეში მხოლოდ ნიკას სილუეტი მოჩანდა, რომელიც კუთხეში, ძველ უნაგირებთან ატუზულიყო. მისი სუნთქვა მძიმე და წყვეტილი იყო. - ნიკა, გიჟი ხარ?- ჩაისისინა ანამ და მის წინ დადგა,- აქ როგორ მოხვედი? გაგიმ რომ დაგინახოს, ცოცხალს არ გაგიშვებს. ნიკამ თავი ასწია. მისი თვალები ჩაწითლებულიყო, სახეზე კი რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი დასტყობოდა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჯოჯოხეთი გამოიარაო. - ანა, უნდა მომისმინო,- ნიკას ხმა აუკანკალდა და გოგონას ხელებში ჩააფრინდა,- გავიგე ვინ მოკლა ალეკო... - რას ამბობ?- ანამ ხელი გააშვებინა და უკან დაიხია,- იარაღი შენი იყო, იქ იყავი. აბა ვინ მოკლა? - თეკლა ვიპოვე, ერთი დიდი ჯოჯოხეთი გამოგვივლია ყველას,- ხმა გაუწყდა ბიჭს,- მასთამ ვიყავი - თბილისში. იქიდან მოვდივარ ახლა. - მერე? თუ შენ არ მოგიკლავს, აბა ვინ? - ზურამ!- ნიკამ კბილებში გამოსცრა,- ზურა იყო ის ნაძირალა. ანას მოსმენილისგან თავბრუ დაეხვა. ვერ უძლებდა მის ნატქვამს, სიგიჟე იყო ის ყველაფერი, რასაც ნიკა უყვებოდა. მალხაზის მეგობარი, კაცი, რომელსაც წლებია ენდობოდნენ - მკვლელი? ეს წარმოუდგენელი იყო. - კი მაგრამ რატომ...ვერ ვიჯერებ,- წაილუღლუღა ანამ და კარისკენ შებრუნდა,- გაგის უნდა ვუთხრა. - არა!- ნიკა წინ გადაუდგა და მუხლებში ჩაუვარდა,- გეხვეწები, ანა. გაგი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, არ მომისმენს, ადგილზე დამცხრილავს. ცოტა დრო მომეცი. თეკლე საავადმყოფოდან უნდა გამოწერონ დღეს, წესით მოვა მალე, ის იტყვის სიმართლეს. მხოლოდ რამდენიმე საათი მაცადე და მე თვითონ ჩავბარდები პოლიციას. არ დამღუპო. ანას გული დაუმძიმდა. ხედავდა ნიკას თვალებში იმ სასოწარკვეთას, რომელსაც ადამიანი მხოლოდ მაშინ განიცდის, როცა ყველაფერს კარგავს. - ამდენ ხანს მკვლელის გვერდით ვცხოვროვდი და ახლა რას მთხოვ?- თვალები აეწვა ანას. სიგიჟე იყო ის ფაქტი რომ ამ ყველაფერში იმდენი უდანაშაულო ადამიანი მოყვა და გაგის რომ გაეგო ანა კიდევ მალავდა რაღაცებს სულ გაგიჟდებოდა - გემუდარები, ანა,- ეხვეწებოდა თვალებით,- ბოლო თხოვნაა, უკანასკნელი. - კარგი,- ამოიხრიალა ანამ. უხეშად მოიწმინდა ცრემლები. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, თუმცა არ დასცალდა. გარედან პატარა ხმაური მოესმა და თავლაში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. კარი გაიღო და ზღურბლზე გაგი გამოჩნდა. მისი სილუეტი მთვარის შუქზე საშიშად მოჩანდა. გაგიმ ნელა შემოხედა ანას, მერე კი მისი მზერა მუხლებზე დაცემულ ნიკაზე დასწვდა. - ანა?- გაგის ხმა იმდენად მშვიდი და ცივი იყო, რომ გოგონას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ეს არ იყო მხოლოდ გაბრაზება. ეს იყო ნდობის ნგრევის ხმა. გაგიმ იგრძნო, როგორ გამოეცალა საფუძველი ყველაფერს, რაც აქამდე სწამდა. ყოველი საერთო მოგონება, ნიკასთან გატარებული წლები და ანას მიმართ არსებული სითბო ერთ წამში ტყუილად იქცა. ღალატი ყელში მწარე ბურთად მოებჯინა - იმ ადამიანებმა, ვისაც ზურგს უკან თვალდახუჭული ენდობოდა, ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყეს,- ეს აქ რას აკეთებს? ძლივს ამოილუღლუღა, ბრაზი მოაწვა. წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ანამ მზერა მოაცილა და ნიკაზე გადაიტანა, ფეხზე წამოაყენა და გვერდით დაუდგა. - ამას მიმალავდი?- ხმაში იგრძნობოდა ტკივილი და თან როგორი ტკივილი,- მატყუებდი? გაგის ხმაში ისეთი ყრუ სიმშვიდე იდგა, რომელიც ნებისმიერ ყვირილზე საშინელი იყო. - გვერდზე გადექი, ანა,- თქვა გაგიმ ისე რომ ნიკასთვის თვალი არ მოუშორებია. მისი მუშტები ისე იყო შეკრული, რომ ძვლები თეთრად გამოკვეთოდა. - გაგი, მომისმინე, გეხვეწები...- ანა წინ გადაუდგა, ხელი მკერდზე მიადო რომ შეეჩერებინა, მაგრამ გაგიმ ის ერთი მოძრაობით, თითქმის შეუმჩნევლად, გვერდზე გასწია. - შენ იცოდი...- ტონს აუწია კაცმა და ანას თვალებში ჩახედა. იქ იმდენი იმედგაცრუება დაინახა გოგონამ რომ სუნთქვა შეეკრა. ასეთი არ ენახა არასდროს, ყვიროდა და მთელ გრძნობებს და ტკივილს აქსოვდა შიგნით,- შენ იცოდი რომ აქ იყო? ჩემს ზურგს უკან მკვლელს მალავდი? ჩემს სახლში?! არ მჯერა. სიმწრისგან იცინის და უკან იხევს. - მე აქ ოცნების კოშკებს ვაწყობდი და თქვენ თურმე რა დღეში ყოფილხართ,- გაეცინა კვლავ. - გაგი, გთხოვ,- მხარზე დაადო ხელი და ეცადა შემოებრუნებინა თავისკენ,- მომისმინე. - მე შენ გითხარი რომ ჩვენ შორის პატივისცემა მნიშვნელოვანი იყო. რომ მთავარი იყო ჩემთვის ყოველთვის სიმართლე გეთქვა,- ხელს ჰკრავს ბიჭი,- მადლობა რომ ჩემი სიტყვები ასე გაითვალოსწინე. - ის არ არის მკვლელი!- იყვირა ანამ, მაგრამ სიტყვა დაამთავრა თუ არა, გაგი ეცა ნიკას. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ ნიკა კედელს მიენარცხა. გაგი ზემოდან მოექცა, გამეტებით ურტყამდა, ყოველი დარტყმით ალეკოს გამო დაგროვილ ტკივილს ანთხევდა. ნიკა არც კი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მხოლოდ სახეზე აიფარა ხელები რომ მთლად არ შემოკვდომოდა ცემაში. - გაჩერდი! მოკლავ!- ანა გაგის მკლავებში ჩააფრინდა, ეჯაჯგურებოდა, ცდილობდა მისი ძალა გაენეიტრალებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. იმდენად ძლიერ მოხვდა გაგის ხელი რომ გვერდით გადააგდო და ჭრილობაც მიიღო ფიცარზე. ხმაურზე მალხაზი შემოვარდა ზურასთან და ავთოსთან ერთად. ადგილზე გაქვავდნენ. ძმის მკვლელის დანახვამ კაცს სახე აუკანკალა. ზურა წამით გაფითრდა. დაფეთებული ნადირივით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, როცა დაინახა რომ ნიკა ცოცხალი იყო და აქ იყო. თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა თუ რატომ. - მოშორდი, გაგი! მე თვითონ უნდა დავასრულო ეს ლეში!- დაიღრიალა მალხაზიმ და წინ წაიწია. - მოიცადეთ!- ანა კვლავ ნიკას გადაეფარა,- მას არ მოუკლავს, მოუსმინეთ. გთხოვთ. - ის დამნაშავეა,- თითით უჩვენებს მალხაზი,- მაგრამ შენც დამნაშავე ხარ მისი დამალვისთვის, პასუხი შენც მოგეთხოვება. გაისმა მისი მკაცრი ხმა. გაგი მამის უკან იდგა და ტკივილით სავსე მზერას არ აცილებდა. - აქ მოღალატეების ადგილი არ არის,- გაისმა ზურას ხმა და იარაღი ამოიღო. პირდაპირ ნიკას უმიზნებდა, თუმცა ანა ხელს უშლიდა. - გაიწიე რძალო, თორემ არ მოგერიდები,- მკაცრად უპასუხა ზურამ. - მკვლელისგან არც უნდა მიკვირდეს მსგავსი სიტყვები,- ექოსავით გაისმა მისი ხმა თავლაში. - რას ბოდავ, გოგო,- სახე გაუწითლდა კაცს. - ანა გამოდი,- გაისმა გაგის ოდნავ დამშვიდებული ხმა,- ეს შენი საქმე არ არის. წაიწია წინ გაგი, თუმცა ანამ ხელის აწევით გააჩერა. - შეიძლება ის დამნაშავეა, თუმცა ყველა იმისთვის უნდა დაისაჯოს, რაც ჩაიდინეს,- ბრუნდრბა კვლავ ზურასკენ,- ჰკითხეთ ერთი ზურას! ჰკითხეთ რა ცოდვები ადევს მხრებზე? თავლაში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ყველა ზურასკენ მიბრუნდა. კაცს იარაღი არ დაუშვია, წამი წამზე მზად იყო ესროლა, თუმცა გოგოს გამო, წინ რომ ეფარებოდა - თავს იკავებდა. - იმ ღამეს ზურაც იქ იყო,- გაისმა ნიკას ხმა, გატეხილი ცხვირისა და წარბის გამო უჭირდა საუბარი,- უთხარი რაც ჩაიდინე, უთხარი მათ როგორ დაუნგრიე უცოდველ გოგოს ცხოვრება და რა ჯოჯოხეთი გამოატარე. მიდი. კაცი ხომ ხარ, ხომ ამაყობ სვანობით, უთხარი შენს საამაყო სვანებს რა ც ხარ და როგორ შეარცხვინე საკუთარი კუთხე,- გაგისაც და მალხაზისაც მახვილივით მოხვდათ ნიკას სიტყვები გულზე. წამით ადგილზე გაშეშდნენ, ვეღარ გაეგოთ რა ექნათ. გაგიმ მერე მზერა ზურაზე გადაიტანა, იარაღს ისევ არ უშვებდა დაბლა, პირიქით, მზად იყო ესროლა კიდეც გაგის რომ არ დაერტყა ხელზე. ზურას იარაღი დაუვარდა, თუმცა ტყვია მაინც გავარდა ბრმად. თავლაში სიჩუმე ჩამოვარდა, არავინ ელოდა ამ მოქმედებას, მხოლოდ ცოტახანში გამოფხიზლდნენ ანა რომ ნიკას მკერდს დაეჯახა და წონასწორობა დაკარგა. გაგის თვალში შენელებული კადრივოთ მოჩანდა როგორ დაეცა გოგო მუხლებზე. - კარგად ვარ,- ამოთქვა ტკივილისგან დატანჯულმა და მაგრად მოიჭირა ხელი მკლავზე. გაგიმ წამით აზროვნების უნარი დაკარგა, მძიმედ დაეცა მის წინ მუხლებზე,- კარგად ვარ, ნაკაწრია. ამოიჩურჩულა მის გასაგებად. თუმცა გაგი აღარ უსმენდა, მაისურიდან მოხია ნაწილი და ჭრილობა შეუხვია, ნამდვილად არ იყო ღრმა, თუმცა გაგის გულს შანთივით მოედო მთლიანი მომენტი. ეგონა დაკარგა, ეგონა ვერ მოასწრო, ეგონა თავისი გულის ნაწილი მოკვდა. - რას ბოდავს ეს ხალხი, მალხაზ?- ჩაილაპარაკა ზურამ კანკალით,- ჭკუიდან გადავიდნენ ალბათ... ნიკამ აურია ტვინი! და ამ სულელმაც დაუჯერა. რა თქმა უნდა, ბიძაშვილს ხომ არ გაწირავს. - იმ ღამეს მე იარაღი გამივარდა,- დაიწყო კვლავ ნიკამ,- თუმცა ალეკოს ვართმევდი და ამიტომ, იარაღი დაბლა იყო მიშვერილი, ტყვია ფეხში მოხვდა - კოჭში! - და შენ გაიქეცი!- მიახალა მალხაზიმ. - გავიქეცი! ამის დედაც, გავიქეცი, შემეშინდა და ამიტომ!- დაიყვირა ნიკამ,- მაგრამ ის ამით არ მომკვდარა. გაგი ნელა მიუახლოვდა ზურას. მისი მზერა ახლა ზურას ხელებს დააკვირდა, რომლებიც უმწეოდ კანკალებდნენ. მალხაზი კი, გაქვავებული, თითქოს ვერ იჯერებდა, რასაც ისმენდა. მისი საუკეთესო მეგობარი, კაცი, რომელსაც წლებია ენდობოდა, ვისთან ერთადაც ძმას გლოვობდა... მკვლელი? - სიმართლეა, ზურა?- ჰკითხა გაგიმ იმდენად დაბალი ხმით, რომ ძვლებში ატანდა,- თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ ნიკა იტყუება! - გაგი, შვილო...- ზურამ ხელი გაიწოდა,- ნუ უსმენ ამ მკვლელს... მე და მამაშენი ძმებივით ვართ... როგორ ფიქრობ, ამას ვიზამდი მე? - მაგრამ მე ხომ გამიკეთე?- თავლაში ყავარჯნებიანი თეკლე შემოვიდა. ყველას მზერა ახლა თეკლეზე გადავიდა. გოგოს ფეხი მოეტეხა, თავი და მკლავები ჰქონდა შეხვეული. ანა სადღაც კარებს იქით დარიკოსა და ნინოსაც ხედავდა ატირებულს, ანდრიაც იქვე იყო, რომელიც ორივეს იჭერდა და შემოსვლის საშუალებას არ აძლევდა. - როგორ ფიქრობთ რატომ გადამასახლეს კახეთში, ძია მალხაზ?- მიუბრუნდა კაცს თეკლე,- რატომ ვერ გითხრეს ჩემებმა მიზეზი და რატომ გადაწყვიტა ალეკომ ჩემზე დაქორწინება? - თეკლე, შვილო.. - ეს იყო...- გაიმეკრა კვლავ,- სულ რომ სახელი გამიტყდეს, სულ რომ ნამუსი შემელახოს, ცხოვრების ბოლომდე მარტო დავრჩები, მაგრამ სიმართლეს ვიტყვი. ექვსი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ვისზე აღარ დამიპირეს გათხოვება. ალეკომ ამ პირუტყვუსგან გადამარჩინა... ამან მოკლა! ამან ესროლა. მალხაზის ხელები ჩამოეყარა დაბლა. ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო. კაცი თითქოს ერთიანად ჩამოიშალა. ზურას გახედა და მის თვალებში დაინახა არა უარყოფა, არამედ შიში - იმის შიში, რომ სიმართლე გამჟღავნდა. - შენ...- ამოთქვა მალხაზმა,- ჩემი ძმა... ჩემი ალეკო შენ მოკალი? ზურა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას. თუმცა მალხაზი რომ იარაღისკენ წავიდა, მაშინ მიხვდა რომ ვეღარაფერი უშველიდა. - იმ ღამეს ალეკო რომ არ მოსულიყო...- ცრემლები წასკდა თეკლას გახსენებაზე,- მაშინ ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი რა მოხდებოდა. გაგი ნელა მიუახლოვდა, მხარზე ხელი მოჰხვია. - ექვსი თვეა საკუთარ თავს ვერ ვცნობ. ადამიანი, რომელოიც მიყვარდა დავკარგე, ოჯახი დავკარგე, ცხოვრება დავკარგე, სახელი შემელახა,- ზურა ხვდებოდა რომ ყველაფერი დამთავრდა. დაინახა გაგი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. მან იცოდა სვანური კანონი - ღალატს და მკვლელობას აქ არავინ აპატიებდა. - ჩემი უნდა ყოფილიყო...- ჩაილაპარაკა ზურამ შეშლილივით,- ალეკო რომ არ ჩარეულიყო, ჩემი იქნებოდი! ამ სიტყვებმა თავლაში ჰაერი გაყინა. ეს არ იყო აღიარება, ეს იყო განაჩენი, რომელიც საკუთარ თავს თავადვე გამოუტანა. მალხაზმა ბარბაცით დაიხია უკან, თითქოს ზურას ყოველ სიტყვას ფიზიკური ტკივილი მოჰქონდა. კაცი, რომელსაც ორმოცი წელი ძმას ეძახდა, ახლა მის წინ იდგა და შვილის მკვლელობაზე კი არ ნანობდა, არამედ იმას გლოვობდა რომ მსხვერპლი ხელიდან დაუსხლტა. - ,- გაგიმ ხმადაბლა ამოიხრიალა. მისი თვალებიდან ყოველგვარი ადამიანური გაქრა, მხოლოდ ცივი, მკვლელი მზერა დარჩა. მან ნელი ნაბიჯით დაიწყო ზურასკენ სვლა. ზურა მიხვდა რომ ვეღარაფერს შეცვლიდა. სახეზე უცნაური, შეშლილი ღიმილი გადაეფინა. დაიხარა რომ იარაღი აეღო, მაგრამ გაგიმ დაასწრო. - გაგი, არ ქნა!- იყვირა ანამ და მათკენ გაიქცა, მაგრამ არსაიდან გაჩენილმა ავთომ ხელი ჩაავლო და შეაჩერა. - არ ჩაერიო, ანა! ეს უკვე მათი საქმეა,- მკაცრად უთხრა, თუმცა თვითონაც კანკალებდა. ძლიერად მოხვდა გაგის ხელი კაცს. ზურა კედელს მიენარცხა, ცხვირიდან სისხლი წასკდა, მაგრამ მაინც ეცინებოდა. ეს იყო შეშლილის ხარხარი, რომელიც ყველას სულს უწამლავდა. - დამარტყი, მიდი!- ღრიალებდა ზურა და სისხლიან ნერწყვს მიწაზე აფურთხებდა,- მაინც ვერაფერს შეცვლი! მეგობრად მთვლიდი? როდიდან? მიუტრიალდა მალხაზის. - მაშინაც მეგობრად მთვლიდი სხდომაზე რომ უკანა პლანზე მაგდებდი? უცხოს აზრს რომ უფრო აფასებდი ვიდრე ჩემსას? ალეკო მიწაშია. შენ კი... შენ მთელი ცხოვრება იმის ფიქრში იქნები, როგორ გატყუებდი და შენს გვერდით როგორ ვჭამდი პურს! მაგრამ იცი რა არის ყველაზე დიდი სიმართლე? მან თეკლესკენ გაიხედა, რომელიც კუთხეში აკანკალებული იდგა,. - ეგ გოგო ვერასდროს გათხოვდება! ჩემი ვერ გაგხადე, მაგრამ ნამუსი შეგელახა, ჩემი დაღი დავასვი! მე უნდა მომეყვანა ცოლად, ჩემი უნდა ყოფილიყავი და ახლა... ახლა ვის რად უნდა ეგ გაუბედურებული?! მთელმა სვანეთმა იცის, რაც მოხდა! მაგის პატიოსნება ჩემს ხელებში დარჩა! მალხაზიმ ვეღარ გაუძლო. კაცი თითქოს ერთიანად გაცოცხლდა, ნაბიჯი გადადგა და გაგის ხელი დაუჭირა, რომელიც კიდევ ერთი დარტყმისთვის იყო მომართული. - მოეშვი, შვილო... - ამოთქვა მალხაზიმ ჩამწყდარი ხმით,- ხელს ნუ გაისვრი. ეს კაცი სიკვდილსაც არ იმსახურებს შენი ხელიდან. გაგიმ მამას შეხედა. მისი მკერდი მძიმედ ადი-ჩამოდიოდა. ზურას საყელოში ხელი ჩაავლო, ჰაერში აწია და პირდაპირ თვალებში ჩახედა. გაგიმ წამით მზერა ანაზე გადაიტანა, გოგო ძლივს იდგა ფეხზე. უჭირდა, სტკიოდა, გაგისაც სტკიოდა გული და თან ძალიან. იარაღი დაუშვა დაბლა, სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა, სირენის ხმა გაისმა გარეთ და ზურა შეკრთა. იარაღს სტაცა ხელი, გაგი კედელს მიახეთქა. ბიჭმა ტკივილისგან ამოიკვნესა. დაეიკომ და ნინომ ეზოში შეჰყვირეს შიშისგან. მთელი სოფელი შეკრებილიყო და აინტერესებდათ კარს მიღმა რა ხდებოდა. ანდრია ნაბიჯს არ იცვლიდა, ქალებს ეფარებოდა და არცერთს არ უშვებდა შიგნით. - არავინ გაინძრეთ!- იყვირა მან და იარაღი ყველას მიაშვირა, ლულა ხან გაგისკენ ჰქონდა მიშვერილი, ხანაც ატირებული თეკლესკენ,- გგონიათ ციხეში ლპობას ვაპირებ? თქვენ ყველანი ჩემზე უარესები ხართ. არასდროს გინდოდა შენ ჩემი ბედნიერება. მიბრუნდა მალხაზისკენ. - ასე გვატრიალებდი მეც და ოთარისაც, სასაცილოა,- გაჰხედა კაცს. გაგიმ ნაბიჯი გადადგა წინ, სრულიად უშიშრად, იარაღის ლულას მკერდი დაუხვედრა. - ისროლე, ზურა. აბა, მიდი. კიდევ ერთი სისხლი აიღე შენს თავზე, თუ მაგის კაცობა მაინც შეგრჩა,- ანამ იგრძნო როგორ შეწყდა სხეულში სისხლის მოძრაობა, როგორ შენელდა გულისცემა და როგორ მოსწყდა სამყაროს. ზურას ხელი აუკანკალდა. იარაღის ცივი ლითონი გაგის მკერდს მძიმედ მიებჯინა. გარეთ სირენების ხმა სულ უფრო ახლოვდებოდა, თითქოს ყოველი წამი ზურას განაჩენს უახლოებდა. სოფლის გუგუნი და ქალების კივილი შორიდან აღწევდა მათ ყურამდე, როგორც სხვა, უკვე დაკარგული სამყაროს ხმაური. - ისროლე!- გაიმეორა გაგიმ, ამჯერად უფრო ხმადაბლა, მაგრამ ისეთი სიმტკიცით რომ ზურამ ნაბიჯი უკან გადადგა,- შენ ხომ ამბობდი რომ არ იყავი მნიშვნელოვანი ჩვენთვის? რომ უკანა პლანზე იყავი მუდამ? ახლა კი, როცა სიმართლემ კუთხეში მიგამწყვდია, მხოლოდ ეს დაგრჩენია? დაასრულე, თუ გგონია რომ ეს ტყვია შენს დანაშაულს წაშლის. თუ გგონია რომ კაცობას დაგიბრუნებს. - დავასრულებ,- გაიმეორა მანაც და იარაღი გაგის მკერდს მოაცილა. იარაღის ლულა ზურას შუბლისკენ ჰქონდა მიშვერილი, მთელი სხეული კი ბრაზისგან უთრთოდა. ერთი მოძრაობაც და ყველაფერი დამთავრდებოდა - შურისძიებაც, ტკივილიც და ის დამამცირებელი ხარხარიც, რომლითაც ზურა მათ ოჯახს სულში აფურთხებდა. მაგრამ სწორედ იმ წამს, როცა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მხოლოდ მილიმეტრი რჩებოდა, გაგიმ გვერდით ანა დაინახა. გოგონა გაქვავებული იდგა, თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ტირილი - ეს იყო უსიტყვო ვედრება, სასოწარკვეთა და შიში იმისა, რომ კაცი, რომელიც უყვარდა, ამ ომს არ შესწირვოდა. ანას აცრემლებული თვალები გაგის სულში ჩააშტერდა და სწორედ იქ, იმ წყვდიადში, სადაც მხოლოდ სისხლის წყურვილი ბობოქრობდა, რაღაც გატყდა. გაგიმ იგრძნო, როგორ დაუმძიმდა ხელი. ანას მზერა თითქოს ფიზიკურად აკავებდა მას. ამავდროულად, გულში სხვა ტკივილი ეწვოდა - გაუსაძლისი და მწარე. ის ფაქტი რომ ანამ დაუმალა, რომ მის ზურგს უკან მოქმედებდა, რომ არ ენდო მას და ნიკა არჩია... ეს ღალატი ყოველგვარ ტყვიაზე მეტად სტკენდა. "როგორ შეძლო?" - უტრიალებდა თავში, - "როგორ დამიმალა ის, რაც ჩემთვის ჰაერივით მნიშვნელოვანი იყო?" თავლა მალევე გაივსო უცხო იარაღიანი ხალხით. მიხვდა რომ ამ თავლაში მას ცოცხალს აღარავინ დატოვებდა სულიერად - ის უკვე მკვდარი იყო სვანეთისთვის. - გგონიათ, გამასამართლებთ?- ჩაიხითხითა ზურამ,- მე ჩემსას ყოველთვის თვითონ ვწყვეტდი! თეკლე, იცოდე რომ ჩემი დაღი მაინც დაგასვი! იცოდე რომ ამას ვერასდროს დაივიწყებ! ყრუ გასროლის ხმა თავლაში დიდხანს დარჩა ექოდ. ზურას ყვირილი გაისმა, შემდგ ხმა, მეტალის ხმა იყო. ანა გონზე რომ მოვიდა, ზურა უკვე დკაავებული გაჰყავდათ გარეთ. ასცდა, დააკავეს და წაიყვანეს. თავლაში დენთის სუნი და დამარხული სიმართლის სიმძიმე დატრიალდა. გაგიმ გაშვერილი ხელები დაბლა დასწია. სადღაც შორიდან ქალების კივილის ხმა ისმოდა. ზოგი რაღაცას ამბობდა, თუმცა იმდენად გაოგნებული იყო რომ არ ესმოდა. გაგი ნელა მიუბრუნდა ანას, რომელიც ჯერ კიდევ კანკალებდა და სხეულს აშტერდებოდა. - კარგად ხარ?- როგორღაც ამოიღო ხმა,- მგონი სისხლი აღარ გდის. - კარგად ვარ, არაფერია,- ცრემლი მოიწმინდა ანამ. - პოლიცია ნიკასაც წაიყვანს,- თქვა გაგიმ ცივად,- შენ კი... შენ დღეს ჩემთვის ის ადამიანი მოკალი, ვინც მეგონა რომ იყავი. პატივისცემა მინდოდა შენგან, ანა. უბრალო ნდობა. შენ კი არჩევანი გააკეთე და ამ არჩევანში მე საერთოდ არ ვარ. ანას უნდოდა რამე ეთქვა, უნდოდა აეხსნა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა. გაგის თვალებში დანახულმა სიცივემ მიახვედრა, რომ მათ შორის რაღაც ისეთი დაინგრა, რასაც ვერცერთი სიმართლე ვეღარ გაამთელებდა. ანა ცდილობდა ჰაერი ჩაესუნთქა, მაგრამ ყოველი მცდელობა მხოლოდ ყელში გაჩხერილ ბურთს უფრო მეტად უჭერდა. უყურებდა გაგის - იმ ადამიანს, რომლისთვისაც მისი ყოველი სიტყვა ადრე კანონი იყო და ხედავდა, რომ ახლა მის წინ სრულიად უცხო კაცი იდგა. ეს აღარ იყო ის გაგი, რომელიც მას სითბოთი და ნდობით უყურებდა. ეს იყო კაცი, რომლის მზერაშიც მხოლოდ გაყინული ტკივილი და გულგრილობა დარჩენილიყო. გაგიმ მზერა აარიდა. ეს აცილება ტყვიაზე მეტად მწარე აღმოჩნდა ანასთვის. ის მიხვდა, რომ გაგი მას კი არ უყურებდა, არამედ იმ ადამიანს, რომელიც ეგონა, რომ ანა იყო. "ის გოგო მოკვდა," - თითქოს ეს ეწერა ბიჭის დაძაბულ მხრებსა და მომუჭულ ხელებს. გაგის სიჩუმე ყველაზე დიდ განაჩენად იქცა - მან ანა უბრალოდ თავისი სამყაროდან წაშალა. ანამ ნაბიჯი გადადგა მისკენ, თითქოს ამ უმნიშვნელო მოძრაობით მაინც შეძლო იმ უხილავი კედლის გარღვევა, რომელიც მათ შორის წამებში აღმოცენდა. ფეხქვეშ იატაკი მძიმე და უცხო გახდა, როგორც ადგილი, სადაც ოდესღაც სახლობდა, ახლა კი ვეღარ ცნობდა. რამდენიმე საათი გასულიყო ყველაფრიდან. უკვე თენდებოდა თითქმის. მთელი სვანეთი დუმდა, ხმას ვერავინ იღებდა, ყველა თავიანთ სახლებში შეყუჟულიყვნენ და ჩუმად გლოვობდნენ. ოღონდ ვის, მკვლელს თუ უბრალო ადამიანს ვერ გაიგებდით. ხერგიანების სახლშიც სიჩუმე იყო. უკან დაბრუნების შემდეგ, დარიკო წნევიანი იწვა საწოლში. ნინო თავს დასტრიალებდა, მალხაზი ოთარისთან ერთად გასულიყო გარეთ. ანდრია ლამის ნახევარი საათი ელაპარაკებოდა გაგის რაღაცაზე, თუმცა ანას არ გაუგია რაზე. ნიკა პოლიციამ წაიყვანა. თავად კი ოთახში იჯდა და ცდილობდა ჭრილობა დაემუშავებინა. სასწრაფო რომ მოვიდა უარი თქვა მათ დახმარებაზე. ახლა კი თავად წვალობდა. სპირტით იმუშავებდა, როცა ოთახის კარი გაიღო, შეხტა შიშისგან და ზედ გადაესხა ლამის მთელი ფლაკონი. სიმწრისგან თვალები ერთმანეთს დააჭირა, ტუჩზე ისე იკბინა რომ სისხლიც კი იდინა. - მომეცი,- ართმევს გაგი და თავად აგრძელებს დამუშავებას. - გაგი...- სიტყვა ძლივს ამოსცდა, ჩუმად. ბიჭმა თვალები წამით დახუჭა, თითქოს ეს ხმა ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა მისთვის. მერე ნელა, ძალიან ნელა გააქნია თავი. ეს მოძრაობა საკმარისი იყო. ანამ იგრძნო, როგორ დაეშვა მასზე სიმართლე სრული სიმძიმით - არ არსებობდა სიტყვა, რომელიც ამას შეცვლიდა. არც ახსნა, არც გამართლება. რაც უნდა ეთქვა, უკვე დაგვიანებული იყო. არა იმიტომ, რომ გაგი არ მოუსმენდა, არამედ იმიტომ, რომ ის, ვისაც მოუსმენდა, აღარ არსებობდა მის თვალში. მისი თითები ოდნავ აიწია, თითქოს უნდოდა შეხებოდა, დაეჭირა, დაებრუნებინა რაღაც - მაგრამ შუა გზაში გაჩერდა. ჰაერში ჩამოკიდებული ხელი თავადვე გაუცივდა. გაგიმ ბოლოს მაინც შეხედა. ბინტით შეუხვია და ფეხზე წამოდგა. ეს არ იყო გაქცევა - უფრო წასვლა იყო, მშვიდი, საბოლოო, ისეთი, რომელსაც უკან დაბრუნება აღარ მოჰყვება. კარის სახელურმა ოდნავ დაიჭრიალა, როცა გააღო. იმ ხმამ ყველაფერი დაასრულა. - არ წახვიდე...- ამჯერად ხმა უფრო მკაფიო იყო, მაგრამ მაინც გატეხილი. კარის მიღმა ნაბიჯები შეწყდა. ეს პაუზა - ერთი შეხედვით უმნიშვნელო - ანასთვის იმედად გადაიქცა. მან სწრაფად გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, მერე კიდევ ერთი. - გთხოვ... ერთხელ მაინც მომისმინე. გაგი არ შემობრუნებულა. თითქოს იბრძოდა საკუთარ თავთან - წასულიყო თუ დარჩენილიყო. ბოლოს მაინც მოტრიალდა, მაგრამ ამ მოძრაობაში აღარ იყო ის ძველი სითბო - ეს იყო დაძაბული, თითქმის მტრული დაბრუნება. - მოსმენილი მაქვს უკვე,- თქვა მან ჩუმად, მაგრამ მკვეთრად,- ყველაფერი. - არა, არ გესმის...- ანას ხმა აუკანკალდა,- ის, რაც ნახე... რაც გგონია.. - რას ვფიქრობ, ანა? - ამჯერად გაგის ხმა გამკაცრდა,- მითხარი. რას ვფიქრობ? ანა გაჩერდა. სიტყვები ისევ დაიკარგა, მაგრამ ახლა დუმილი აღარ იყო უსაფრთხო. - ვაპირებდი მეთქვა... - ნეტავ როდის,- ჩაეცინა სიმწრისგან,- გაგიმ მწარედ ჩაიცინა - ისეთი სიცილი, რომელიც უფრო ტკივილს ჰგავდა, ვიდრე რეალურ რეაქციას. - კლასიკა,- თქვა მან,- ყოველთვის ასე იწყება. - არ ხარ სამართლიანი!- მოულოდნელად ამოხეთქა ანამ,- არც კი მაცდი ახსნას! - იმიტომ რომ აღარ მაინტერესებს!- გაგიმ თითქმის დაუყვირა, და ეს იყო პირველი ბზარი მის ყინულოვან სიმშვიდეში,- გესმის? აღარ მაინტერესებს. ეს სიტყვები ჰაერში ჩამოეკიდა. ანას თვალებში პირველად გაკრთა არა მარტო ტკივილი, არამედ ბრაზიც. - კარგი,- თქვა მან ჩუმად, მაგრამ მტკიცედ,- მაშინ წადი. გაგი წამით გაჩერდა, თითქოს ამ პასუხს არ ელოდა. - მართლა გინდა ეს?- იკითხა მან. ანა რამდენიმე წამი დუმდა. მერე ნელა დაუქნია თავი. - არა...- თქვა გულწრფელად,- მაგრამ შენ უკვე აქ ისედაც არ ხარ. ეს უკვე აღარ იყო თხოვნა. არც მცდელობა. ეს იყო მიღება - მტკივნეული, მაგრამ საბოლოო. გაგის აღარაფერი უთქვამს. კარი მეორედ გაიღო. * * * - არ გელაპარაკება?- იკითხა ანდრიამ ხმადაბლა და ეზოში მყოფ გოგოს გვერდით მიუჯდა. - არა, მაგიჟებს მისი იგნორი,- ოხრავს ანა,- არ ვიცი ასე რამდენ ხანს გავძლებ. - რას აპირებ? - არ ვიცი მართლა,- ხმა უტყდება ანას. - გაგი ასეთია, ბავშობაში მეც მოვატყუე რაღაცა და მთელი თვე ხმას არ მცემდა,- ეცინება ანდრიას,- მაგრამ ერთით მართალია, უნდა გეთქვა მისთვის. - რომ მეთქვა გაგიჟდებოდა, მე ძლივს მისმენდა და იმას საერთოდ არ მოუსმენდა. - ეგეც მართალია,- ოხრავს ანდრია,- არ ვიცი რა გირჩიო. - მადლობა რომ შენ მაინც მელაპარაკები, თორემ მთელი ოჯახი გაბრაზებულია ჩემზე. - ეგ უფრო უარესია,- კეფას იქექავს ანდრია,- თუ რამე მომწერე ან დამირკეე ხოლმე, თორემ ასე გააფრენ. - ამაღამ დაველაპარაკები, იქნებ რამე გამოვიდეს, თორემ უკვე კვირა გავიდა,- ყელში ბურთი გაეჩხირა ანას. ფეხზე წამოდგა და სახლში შევიდა. დარიკო სამზარეულოში იყო, ჯერ ისევ ბრაზობდა, ისე თბილდ აღარ უღიმოდა, როგორც ადრე, ნინო და მალხაზი ცოტახნით წასულიყვნენ სვანეთიდან, ანამ ზუსტად ისიც არ იცის ზურას საქმეზე, ნიკასი თუ საერთოდ მის გამო წავიდნენ. გაგი კი ღმერთმა იცის სად იკარგებოდა. - დარიკო,- დაუძახა ხმადაბლა და უკნიდან მიადგა,- არ გინდა დამელაპარაკო? - არა,- მოკლედ უპასუხა ქალმა, ისე რომ სახეშიც არ შეუხედავს. - გთხოვ, შენ მაინც დამელაპარაკე, ისიც საკმარისია შენი შვილიშვილი რომ მსჯის,- თვალები აუწყლიანდა ანას,- არ მელაპარაკება მთელი კვირაა, ახლოსაც ვერ ვეკარები ისეთი ცივია. - დაიმსახურე, ანა,- მოტრიალდა ქალი, ეტყობოდა სახეზე ტკივილი და ყველაფერი,- არ უნდა დაგემალა მისთვის, შეიძლება ჩვენთვის კი, მაგრამ მისთვის უნდა გეთქვა. იცი როგორი გულნატკენია, გუშინ მეკითხებოდა საერთოდ თუ შეეძლო შენი ნდობა აღარ იცოდა. - ვიცი,- ამოიოხრა ანამ,- მაპატიე გთხოვ. მაგრამ ასე რომ არ მექნა, სხვანაირად როგორ იქნებოდა? - დრო სჭირდება, აცადე, კარგი?- მოლბა, ნაზად გაუღიმა ქალმა და თმაზე მოეფერა,- შეიძლება ჯიუტია, მაგრამ კეთილი გულის პატრონია. - მინდა ამაღამ დაველაპარაკო. - სცადე, იქნებ რამე გამოვიდეს. ანა საღამომდე ოთახში იცდიდა. იმდენად ჰქონდა გონება გაფანტული საერთოდ არ გაუგია როგორ შემოვიდა გაგი ოთახში. მაისური გადაიძრო და სააბაზანოში შევიდა ისე რომ სიტყვა არ უთქვამს გოგოსთვის. ანა ელოდა სანამ მორჩებოდა მოწესრიგებას, უკან გამოსულმა შავი მაისური გადაიცვა პირსახოცი იქვე მიაგდო და წამით ანას გახედა. ეტყობოდა თვალებში სევდა, ტკივილი, იმედგაცრუება. - გაგი, მოიცადე,- წამოდგა ფეხზე ანა და წინ გადაეფარა. კარები გადაკეტა და გასვლის საშალება არ მისცა. - თუ ისევ იგივე უნდა დაიწყო, აზრი არ აქვს. - თუ არ მომისმენ მაშინ აქ რატომ მაჩერებ?- წარბებს კრავს ანა. - იცი რამდენი ისეთი ადამიანი ჩამოვიშორე, რომელმაც მომატყა? ან მიღალატა?- მისკენ ნაბიჯს დგამს ბიჭი,- შენ კი ორივე ერთად გააკეთე. მისმა ტონმა ანა ოდნავ შეაშინა, უკან დაიხია და კარებს აეკრო. სხეულში უცნაურმა გრძნობამ დაუარა. - მეც უნდა მომიცილო თავიდან?- აუწყლიანდა თვალები და იგრძნო როგორ გადმოვარდა გავარვარებული ცრემლი ლოყაზე. გაგიმ თვალები მილულა, მისი ცრემლების დანახვა არ შეეძლო, ვერ უძლებდა. ხელით მოსწმინდა და მიუახლოვდა, იმდენად რომ მის აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა, მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. - შენ როგორ უნდა მოგიცილო თავიდან?- იკითხა, თუმცა ანას ჰკითხა თუ თავის თავს - თავადაც არ იცოდა,- როგორ გითხრა წადითქო, როდესაც ეგ უკანასკნელია რისი გაკეთებაც შემიძლია? - მაშინ ასე რამდენ ხანს მომექცევი?- წარბები შეკრა გოგომ,- რამდენ ხანს უნდა დამსაჯო? - მე ვერ გაგიშვებ, ვერ გეტყვი რომ წახვიდე, შენ იცი ეს. მოვკვდები და ვერ გაგიშებ,- ცხვირზე ეხახუნება ტუჩებით და პატარა კოცნას უტოვებს,- მაგრამ არ შემიძლია ამის დავიწყება... იცი რა მტკივა ყველაზე მეტად? ალბათ მე რომ არ დამენახა, ვერც ვერასდროს გავიგებდი ამის შესახებ. - ასე არ არის... - არის, იმიტომ რომ ვიცი, ჯერ კიდევ როდიდან მქონდა ეჭვი და საკუთარ თავს ვაიძლებდი რომ სხვანაირად მეფიქრა, თუმცა, რადგან იმის საბაბი მომეცი რომ ეს მეფიქრა, მაშინ რაღაც კიდევ გამოჩნდებოდა რომ ამომექექა და ყველაზე მეტად იმ შედეგის მეშნოდა, ამოქექვის მერე რომ შევასკდებოდი სახით, თუმცა შენ უარესი ქენი. - გაგი... - ადგილზე ცხრაჯერ მოვკვდი და ცხრაჯერვე გავცოცხლდი იქ რომ დაგინახე. სჯობდა თვითონვე დაგერტყა დანა ჩემთვის, ვიდრე იქ მენახე,- ხმა გაუტყდა გაგის,- აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, იქნებ ის კოცნაც ტყუილი იყო, იქნებ ის სიტყვები, ის მონატრებაც ტყუილი იყო, იქნებ ის ღამეც ტყუილი იყო ან იქნებ შენი მთელი პიროვნებაც სიცრუეა? - სიცრუე არ იყო არაფერი, არც ერთი სიტყვა ,- ამოიტირა ანამ, ლოყაზე შემოსდო ხელი და ნაზად დაეწაფა მის ტუჩებს,- არც ეს კოცნა. გთხოვ, ასე ნუ მომექცევი. - მაპატიე,- ხელს აშვებინებს გაგი, გვერდით სწევს გოგოს და საკეტს ხსნის,- მაპატიე, ჩემი თავი მძულს იმის გამო რომ ტირი და გული გტკივა. კარს აღებს და ოთახში მარტო ტოვებს ცოლს. ცხარე ცრემლები იწყებს დენას, ლოყებს უწვავს, მუხლებს ვეღარ გრძნობს, იატაკზე ეცემა და სახეზე ხელს იფარებს. მერამდენედ, მერამდენედ უნდა დაენგრეს ცხოვრება ნიკას გამო და მერამდენედ უნდა მიატოვოს საყვარელმა ადამიანმა. რისთვის ისჯება ვეღარ გაუგია, რის გამო უწევს ყველა საყვარელი ადამიანის დაკარგვა არ იცის. იმ ღამეს ბევრი იტირა, ძალიან ბევრი, იმდენი რომ ფანჯრამდე ძლივს მიაღწია რომ ჰაერი ჩაესუნთქა. დიდხანს უყურებდა სარკეში საკუთარ თავს. ვერ ცნობდა იმდენად დასიებული ჰქონდა თვალები. აღარ იცოდა რა ექნა. - დედა...- ტირილით უპასუხა ტელეფონს, მაკამ აღარ იცის მერამდენედ მოკვდა შვილის გატეხილი ხმის გაგონებაზე. რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს, მხოლოდ უსმენდა - როგორ სუნთქავდა ანა, როგორ ეჭრებოდა ხმა, როგორ ცდილობდა სიტყვების დალაგებას და ვერ ახერხებდა. - რა მოხდა...- ძლივს ამოილაპარაკა მაკამ, მაგრამ კითხვაც კი თითქოს ზედმეტი იყო. ანა კედელს მიეყრდნო, სრიალით ჩამოჯდა იატაკზე. ტელეფონი ძლივს ეჭირა ხელში. - აღარ შემიძლია...- ჩუმად თქვა, თითქოს საკუთარ თავთან. სიჩუმე ჩამოვარდა. - სახლში ხარ?- მხოლოდ ეს ჰკითხა. - ჰო... - მარტო ხარ?- ამ კითხვაზე ანამ თვალები დახუჭა. რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს, მერე ძლივს ამოილაპარაკა. - ჰო. ის „ჰო" ისეთი ცარიელი იყო, თითქოს არაფერს აღარ ნიშნავდა. მაკამ ღრმად ამოიოხრა, მაგრამ ხმა არ გაუმძიმებია. - მითხარი, რა ქნა... ანა ჩუმად იცრემლებოდა. სიტყვები უჭირდა, თითქოს თითოეული წინადადება ისევ თავიდან ახსენებდა ყველაფერს. - წავიდა...- ძლივს თქვა,- დამტოვა ისევ... სიტყვა „ისევ" ჰაერში დარჩა. მაკას არაფერი უკითხავს ამაზე. იცოდა, რას ნიშნავდა. ანამ ხელით მოიწმინდა ცრემლები, მაგრამ ახალი უკვე ისევ მოსდიოდა. - არ შემიძლია, დედა... მართლა აღარ შემიძლია...- ხმა ისევ გაუტყდა,- რამდენჯერ უნდა დავიწყო თავიდან... მაკა ჩუმად უსმენდა. თითები ტელეფონზე მოუჭირა, თითქოს ასე უფრო ახლოს იქნებოდა შვილთან. - ვერ გტოვებს...- თქვა ნელა, ფრთხილად,- უბრალოდ ახლა ვერ გაუძლო. - ეგ რა განსხვავებაა...- გაეცინა ანას მწარედ,- წავიდა. სიჩუმე. ანა ნელა წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა. ცივი ჰაერი სახეზე ედებოდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. - ყველაფერი მენგრევა,- ჩაილაპარაკა,- როგორც კი რაღაც იწყებს დალაგებას... ისევ... მაკამ თვალები დახუჭა, მაგრამ ხმა მყარად შეინარჩუნა. - შენ ისევ ადგები. ყოველთვის. გესმის?- ანა სარკისკენ შეტრიალდა. საკუთარი თავი ვერ იცნო - თვალები დასიებული, სახე გაფითრებული, თმა არეული. - აღარ მინდა ადგომა...- ჩუმად თქვა. ანა ისევ ჩამოჯდა საწოლზე. ტელეფონი მუხლებზე დაიდო, მაგრამ ხელი არ გაუშვია. სუნთქვა ნელ-ნელა დაუმშვიდდა, თუმცა ცრემლები არ შეწყვეტილა. ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. შორიდან ხმები ისმოდა - ხალხის, მანქანის, სადღაც ძაღლის ყეფა. ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდებოდა. მხოლოდ მისთვის გაჩერდა დრო. და პირველად დიდი ხნის შემდეგ, ანამ იგრძნო - მარტო იყო. მართლა მარტო. გაგი იმ ღამეს ოთახში აღარ დაბრუნებულა, გარეთ იყო, თავლაშ გაატარა მტელი ღამე და ახსენდებდა მომხდარი. იმ ადგილს მიშტერებოდა სადაც ერთ დროს თავად იდგა. აქა =- იქ სისხლის კვალი ჯერ კიდევ შერჩენილიყო. თავლაში გატარებული საათები ერთმანეთს შეერია - სიბნელე, სუნი, ის ადგილი, ის ლაქა... ყველაფერი ერთმანეთში აირია, მაგრამ აზრები მაინც ერთ წრეზე ტრიალებდა. რამდენჯერაც სცადა სხვა რამეზე ეფიქრა, მაინც იქ ბრუნდებოდა. იმ მომენტთან. იმ სახესთან. იმ სიტყვებთან. სახლში შესვლისას უცნაური სიჩუმე დახვდა. ისეთი, რომელიც ჩვეულებრივ დილას არ ახასიათებს. კიბეებზე ნელა ავიდა. ყოველი ნაბიჯი მძიმე იყო, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ რაღაც არ ელოდა კარგად, მაგრამ მაინც მიდიოდა. კართან გაჩერდა. ხელი სახელურზე შეაჩერა, მაგრამ არ გაუღია მაშინვე. რამდენიმე წამი იდგა ასე, უსმენდა - იქნებ შიგნიდან რამე ხმა მოესმა. არაფერი. მხოლოდ სიჩუმე. ბოლოს მაინც შეაღო კარი. ოთახში მზის შუქი შემოდიოდა. ყველაფერი თავის ადგილზე იყო - საწოლი, კარადა, სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი... თითქოს არაფერი შეცვლილიყო. გაგიმ ერთი ნაბიჯი გადადგა. მერე კიდევ ერთი. თვალი უცებ ტუმბოზე გაუჩერდა, მიუახლოვდა და ნივთს დახედა მზის შუქზე ასე რომ ბრწყინავდა. ხელზე დაიხედა. ბეჭედი. საქორწინო ბეჭედი. რამდენიმე წამი ვერ მიხვდა. უბრალოდ იდგა და უყურებდა. გონება თითქოს არ იღებდა სურათს. თითქოს ეს რაღაც სხვა იყო - არასწორად დადებული ნივთი, რომელიც აქ არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ იყო. და ზუსტად ის იყო, რაც გაიფიქრა. გაგიმ ნელა ჩაისუნთქა ჰაერი, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა. მკერდში რაღაც გაეჭედა. თვალი ვერ მოაშორა. თითქოს თუ არ მიუახლოვდებოდა, თუ არ შეეხებოდა - ეს ყველაფერი არ მოხდებოდა ბოლომდე. მაგრამ ნაბიჯი მაინც გადადგა. მიუახლოვდა. ხელი ნელა გაიწოდა, მაგრამ შუაში შეაჩერა. ვერ შეეხო მაშინვე. მხოლოდ უყურებდა. მაშინღა მიხვდა. მან ვერ შეძლო ანას გაშვება, თუმცა ანამ შეძლო მისი მიტოვება. მთელი სიმძიმე ერთ წამში დააწვა. ეს არ იყო გაბრაზება. არც იმპულსი. არც სიტყვები, რომლებიც მერე გადაიფიქრებოდა. ეს იყო პასუხი. დასრულებული. გაგის თითები ბოლოს მაინც შეეხო ბეჭედს, აიღო. ცივი იყო. უცნაურად ცივი. თითებში მოიქცია, დაატრიალა, მაგრამ ვერ გრძნობდა. ვერ იგებდა ბოლომდე, რა უნდა ეგრძნო - ბრაზი? ტკივილი? სიცარიელე? ყველაფერი ერთად იყო და მაინც - არცერთი ბოლომდე. გონებაში ერთდროულად ამოტივტივდა ყველაფერი - მისი ხმა, მისი თვალები, წუხელ მისი კოცნა... და ისიც, როგორ ტიროდა. და მერე - ეს. ბეჭედი. გაგიმ თვალები დახუჭა წამით. სუნთქვა გაუჭირდა. მკერდში თითქოს მოუჭირა გრძნობებმა. „სჯობდა თვითონვე დაგერტყა დანა..." - თავისი გუშინდელი სიტყვები გაახსენდა. მწარედ გაეცინა. მართლაც დაარტყა. უბრალოდ სხვანაირად. ხელი ოდნავ აუკანკალდა. ბეჭედს ისევ შეხედა. პატარა იყო. თუმცა ლამაზი, ანას თელ ტითებზე მუდმივად ბზინავდა. მსუბუქი იყო, მაგრამ ახლა ისეთი მძიმე ეჩვენა, გაგიმ ისიც კი გაიფიქრა რომ ტარებაც კი გაუჭირდებოდა. გაგიმ ნელა ჩამოუშვა ხელი. არ დაუდია უკან. მუშტში შეკრა. ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. ჯერ ისევ იგრძნობოდა მისი სურნელი, კარადები სავსე იყო, ტუმბოზეც მისი ნივთები ელაგა, თუმცა თავად ის არ ჩანდა. ის არ ეყო, რაც ჩაიდინა და ახლა ყველაზე მძიმე სასჯელით დასაჯა გაგი, რომელსაც უმისობა ერქვა. ყველაფერი ისევ იქ იყო. ყველა ნივთი ადგილზე იდო, თუმცა მთავარი არ იყო იქ და უკვე ვეღარც გაგი გრძნობდა საკუთარ არსებობას. "შენთან დაშორება მინდა" შემოვიდა უკანასკნელი შეტყობინება ანასგან. გაგიმ შეტყობინებას თვალი კიდევ ერთხელ გააყოლა. ტელეფონი ნელა ჩამოუშვა ხელში, მაგრამ მზერა ისევ იმ სიტყვებზე ჰქონდა გაჩერებული, თითქოს გვიან გაიაზრა, რა ეწერა სინამდვილეში. მეორე ხელში ბეჭედი ეჭირა. ცივი იყო. უცხო. მუშტი ოდნავ მოუჭირა, თითქოს ამ პატარა წრესთან ერთად რამეს შეინარჩუნებდა - იმას, რაც რამდენიმე საათის წინ ჯერ კიდევ არსებობდა. ვერაფერი შეინარჩუნა. მძიმედ ამოისუნთქა, მაგრამ გულში შეკრული სიცარიელე არ იცვლებოდა. არც ბრაზი იყო, არც ხმამაღალი ტკივილი - მხოლოდ ის ჩუმი შეგრძნება, ის ტკივილი, რომელიც შიგნიდან ჭამდა. გაგიმ თვალები დახუჭა წამით. და პირველად გააცნობიერა - ამჯერად არც სიტყვები ეყოფოდა ამ სიტუაციას და არც მათი გრძნობები. დასასრული მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა რომ კითულიბდით. ნაშრომს მეორე ნაწილიც ექნება, გაგრძელება, რა თქმა უნდა, აქვს. აქ არ სრულდება, უბრალოდ, ეს ისედაც დიდია და აღარ მინდოდა მთლად დაუსრულებლად რომ მექცია. რა თქმა უნდა, ისიც მალე აიტვირთება. ზოგადად პირველი არაა რომ ვწერ, თითქმის ოცდაათამდე ნაშრომი მაქვს დაწერილი, თუმცა აქ არცერთი, შესაბამისად წლებია ვუყურებ ამ ყოველივეს დაახლოებით 2015 წლიდან. ახლა რომ პერსონაჟებზე ვისაუბრო, ძალიან მიყვარს ყველა. თითოეული ჩემი შექმნილია, მე დავწერე, მე შევუქმენი გარეგნობა ხასიათი მე აღვწერე სიტუაცია. უცნაურია ძალიან ასე საუბარი, ცოტა ისეთ თემას შევეხე, თავიდან მეშინოდა იქნებ ცუდად გამომსვლოდა, იქნებ საერთოდ სხვა რამ დამეწერა, თუმცა ვეცადე და თანაც ძალიან. სამეგრელო, ჩემი სიყვარული, მეგრელი ქალბატონი გახლავართ, ნახევრად შესისხლხორცებული მაქვს იქაურობა, იმდენად მიყვარს. სვანებთან ახლოს ვართ, როგორც ტერიტორიულად, ისე ხასიათით ხშირად მქონია სვანებთან შეხება, მართლაც ჯიუტები არიან, თუმცა მე რისი მეგრელი ვარ რომ ჩემი არ გამეტანა. ეს ნაწარმოები… არ ვიცი დეკემბერში დავიწყე წერა და ბოლო ერთ კვირაშ ალბათ რვა თავი ერთად მაქვს დაწერილი იმდენად მინდოდა უკვე რომ მალე დამედო.ძალიან მაინტერესებს სხვის თვალში როგორ აღიქმება ნაწერი, თქვენი იდეები, მეორე ნაწილში რას ფიქრობთ რომ იქნება, ზოგადად ამ სიტუაციაზე რა ხდება, სამეგრელოშიც ხშირად გამიგია ქალის მოტაცებაზე, შეიძლება მთლად სისხლის გამო არა, მაგრამ მაინც. ნაწილობრივ სიმართლეცაა ის, რაც დავწერე. მოკლედ, მადლობა რომ ბოლომდე გამომყევით და დიდი ალბათობით სანამ მეორე ნაწილი დაიდება ერთ პატარა ისტორიასაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი ველოდები თქვენს კომენტარებს. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



