ალუბლის არომატი (ნაწილი 13-14-15)
მისი სუნთქვა უკვე დამძიმებული იყო.. ხელები ისევ ჩემს სხეულს დაეძებდა, თითქოს ვერ კმაყოფილდებოდა.. კედელს მიყრდნობილს მჭიდროდ მიჭერდა, ტუჩები კისერზე დაცურავდა, თითები ხალათის შიგნით ისევ ჩემს გახურებულ კანზე მოძრაობდა. - ლიზა… მაგიჟებ! - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა.. მე კი, თითქოს განზრახ, უფრო ახლოს მივეკარი. ფეხები ისევ წელზე შემოვხვიე, თმებში თითები შევუცურე და ტუჩთან ძალიან ახლოს ჩავუჩურჩულე: - აქ არ შეიძლება… დედა არ გამოვიდეს… - ის წამით შეჩერდა, მაგრამ ხელი არ გაუწევია, თვალებში ვნება მძვინვარებდა - ახლა ვერ გავჩერდებით! ასე არ მომექცეე! - კბილებში გამოსცრა, გამეცინა, თითით მკერდზე მსუბუქად მოვუსვი, შემდეგ ხალათი ოდნავ უფრო შევიხსენი იმდენად, რომ მხოლოდ მას დაენახა. - მაშინ.. შეიძლება ოთახში დამპატიჟო..შენს იდუმალ ოთახში… - ვუთხარი მაცდურად, თვალები ავათამაშე. მის სახეზე წამში შეიცვალა რაღაც, ვნება ისევ იქ იყო, მაგრამ მასთან ერთად დაძაბულობაც. - ლიზა, არა. - რატომ? - უფრო გავუღიმე, თითქოს არაფერს ვეჭვობდი, პარალელურად ვაგრძელებდი მის ჰიპნოზს კოცნით - გეშინია? თუ მართლა ინახავ იქ ქალების გულებს? - მან ღრმად ამოისუნთქა, ხელი წელზე მომიჭირა, თავს ძლივს იკავებდა. - ნუ პროვოცირებ… ახლა არა - მისი უარი კიდევ უფრო მეტად მაცდუნებდა, თითის წვერებით მკერდზე მსუბუქად შევეხე, მერე ნელა ჩამოვცოცდი მის სხეულზე, თითქოს მისგან თავის დაღწევა მიჭირდა. - როგორც გინდა… - ჩავჩურჩულე და ტუჩები ყურთან მივუტანე. - მაგრამ იცოდე… ძალიან ცუდად მძინავს როცა სურვილი დაუკმაყოფილებელი მრჩება… - მის თვალებში ცეცხლი აალდა. - ლიზა… - უკვე მართლა„გაგიჟებულს“ ჰგავდა..მივუახლოვდი კიდევ ერთხელ, სწრაფად, მოულოდნელად ვაკოცე ტუჩებზე, მოკლე, მაგრამ ისეთი კოცნა, რომელიც დაპირებას ჰგავდა..შემდეგ უცებ მოვშორდი. - ტკბილ ძილს გისურვებ… - თვალები ცუღლუტად დავხუჭე..ის ადგილზე გაშეშდა, გახშირებული სუნთქვა ჰქონდა..მე კი ხალათი შევისწორე, მშვიდი ნაბიჯით გავედი ოთახიდან და დერეფანში გავჩერდი წამით, ზურგს უკან მისი მძიმე სუნთქვა ჯერ კიდევ მესმოდა..საძინებელში შევიპარე, დედას გვერდით ჩავწექი.. მან ძილში შემომეხვია..მე კი ბალიშში ჩაფლული ღიმილით ვიწექი..დანიელი იქ დარჩა ნახევრად გაბრაზებული და ნახევრად აღგზნებული… მეორე დილას ადრე გამეღვიძა, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ოთახში თბილად იღვრებოდა.. დედას ისევ მშვიდად ეძინა, მე კი ისევ იმ განწყობაზე ვიყავი. სარკეში საკუთარ თავს გავუღიმე. - აბა ვნახოთ დანიელ, დღესაც თუ გაუძლებ ცდუნებას - ჩავიჩურჩულე, თმა ოდნავ გავისწორე, ხალათი მოვიცვი და თითქოს სრულიად უდარდელი ნაბიჯით გავედი დერეფანში, დანის კართან მივედი და დაუკაკუნებლად ჩამოვწიე სახელური.. ჩაკეტილი იყო შიგნიდან წარბი ავწიე. - ოჰო… - სახელურს კიდევ ერთხელ შევეხე, ვითომ შემთხვევით ვცდილობდი გაღებას, უცებ კარი გაიღო, დანი ნახევრად შიშველი იდგა ზღურბლზე მხოლოდ შარვლით. თმა ჯერ კიდევ ოდნავ სველი ჰქონდა, მხრებზე წყლის წვეთები ჩამოსდიოდა.. თვალებში ის ნაცნობი ღიმილი უთამაშებდა. - რა იყო, პატარა… მოგენატრე? - მითხრა დაბალი ხმით. - თუ დაუსრულებელი საქმე გინდა დავასრულოთ? - სანამ რამეს ვეტყოდი, მკლავში ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა, წამში მის მკერდს ავეკარი.. მისი სხეულის სითბო მაშინვე ვიგრძენი. - დანი! - ნახევრად პროტესტით ჩავჩურჩულე, თუმცა აშკარად არ ვცდილობდი თავის დაღწევას. - ჩაიცვი… უხერხულია. დედა არ გამოვიდეს - მან სიცილით უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი - გუშინდელის გამო ღირსი ხარ დაისაჯო! - მაგრამ ვერ დამსჯი! ვერ გამიმეტებ!- თვალები დავაწვრილე და ნახევრად ღია კარისკენ გავაპარე თვალი, ფეხის წვერებზე ავიწიე, ოთახისკენ ვიჭყიტებოდი.. მაგრამ ისევ ვერაფერი დავინახე, ოთახი ისე იყო მოწყობილი, რომ შიგნით არსებული სივრცე პირდაპირ არ ჩანდა, მხოლოდ სუფთა, მოწესრიგებული კედლის ნაწილი და კარადის კუთხე.. დანიელს გაეცინა და ოთახის კარი ბოლომდე მოხურა.. - რა ხდება? გამოძიება დილიდან დაიწყე? - ჩაიჩურჩულა ჩემს ყურთან ახლოს - უბრალოდ მაინტერესებს… - ვითომ გულუბრყვილოდ ვუთხარი, თუმცა თვალები ისევ ოთახისკენ გამირბოდა..მან ნიკაპზე თითი მომიდო და სახე თავისკენ შემატრიალებინა.. - ზედმეტად ცნობისმოყვარე ხარ ლიზიკო - შენ კი ზედმეტად იდუმალი - მისი ღიმილი ფართოვდებოდა. - პატარავ, მოვა მაგის დროც რომ ნახო.. გპირდები. - დარწმუნებული ხარ? - ჩავუღიმე მაცდურად, მან კიდევ ერთხელ ჩამიხუტა, ხელები ზურგზე ჩამომისვა, მაგრამ ამჯერად უფრო თამაშით, ვიდრე ვნებით. - ჯობია ყავა დავლიოთ.. - სამზარეულოსკენ შეტრიალდა და ჩაიდანი ჩართო.. სამზარეულოში მშვიდი დილის სურნელი დატრიალდა. ყავის არომატი და ახლად მოხარშული წყლის ორთქლი ჰაერში აირია. - აბა? დღეს მიდიხარ სამსახურში? - ვკითხე, როცა ფინჯნები მაგიდაზე დავალაგე. - კი.. დღეს სმენაში ვარ, შენ რა გეგმები გაქვს? - მინდა დედა იერუსალიმში წავიყვანო.. შეიძლება გვანცა და ანიც მოვიდნენ.. დედას გაცნობა უნდათ - რომ მოიცადო და ხვალ ერთად წავიდეთ? - წარბი ავწიე. - შენ? რა გინდა იუდეველ კაცს ქრისტეს საფლავზე? - მან მხრები აიჩეჩა. - რაიყო მეკრძალება? - არა.. მაგრამ გამიკვირდა.. - მე შენთან ყოფნა მინდა. ადგილი მეორეხარისხოვანია - გულში რაღაც თბილი ჩამეღვარა, ყავა დავლიეთ, შემდეგ დანი მზადებას შეუდგა.. პერანგი ჩაიცვა, ხელისგულით თმა უკან გადაიწია, საათი გაიკეთა. ზღურბლთან რომ მივიდა, მე კართან გავყევი..კარი გააღო და პირდაპირ ანის და გვანცას შეეჩეხა. - ოჰ! როგორი სიურპრიზია! - სიცილით თქვა გვანცამ, ანი უფრო მშვიდად მიესალმა: - გამარჯობა, დანი - გვანცა კი აშკარად სხვანაირად იღიმოდა, თვალებით თავიდან ბოლომდე შეათვალიერა. - რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი… ცოტახანი დაიცადე, არ წახვიდე… - თქვა და ნაბიჯი წინ გადადგა,მოულოდნელად ჩაეხუტა. ზედმეტად ახლოს, ზედმეტად ხანგრძლივად..დანი აშკარად გაკვირვებული იყო.. ხელები ჰაერში გაუშეშდა წამით, მერე ზრდილობიანად მოხვია...მე გვერდიდან ვუყურებდი, ანი ჩემსკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მითხრა: - შენს ქმარს მიაქციე ყურადღება… თორემ ეს მალე კალთაში ჩაუჯდება! - თვალები დავაწვრილე, დანიმ ნაზად მოიშორა გვანცა. - უნდა წავიდე გოგოებო, სამსახურში მეჩქარება - თქვა მოკლედ, შემდეგ ჩემსკენ შემობრუნდა, თვალებში ჩამხედა თავდაჯერებული მზერით, ხელი წელზე მომხვია და ტუჩებში მზრუნველად, მაგრამ აშკარად მფლობელურად მაკოცა..მოკლედ, დამაჯერებლად..გვანცას სახე წამში შეეცვალა. - საღამოს დაგირეკავ - ჩამჩურჩულა დანიმ და წავიდა..კარი დაიხურა. გვანცა კი რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, მერე ვითომ ჩვეულებრივად თქვა: - რა სიმპათიურია შენი ქმარი ლიზა.. - მის ხმაში აშკარა უკმაყოფილება ჟღერდა, განსაკუთრებით იმ კოცნის შემდეგ. - მოდით, დედას გაგაცნობთ - ვუთხარი მშვიდად..დედა სიხარულით შეხვდა გოგოებს, ყველანი სამზარეულოში დავსხედით, ყავა დავისხით..ანი თბილად ესაუბრებოდა დედას, გვანცა კი ჩუმად იყო.. ფინჯანს თითებით ატრიალებდა.. შუადღისით საწოლზე წამოწოლილი ვიყავი.. ტელეფონი ხელში მეჭირა.. დანიელი ხან მოწყენილ, ხან დაჭყანულ, ხანაც სრულიად სერიოზულ სახეს იღებდა და „არალეგალთან“ საწყალ ინდოელ ბიჭთან გადაღებულ სელფებს მიგზავნიდა..ერთ ფოტოში ბიჭი აშკარად შეშინებული ჩანდა. - „საერთოდ არ არის სასაცილო!!“ - მივწერე გაბრაზებულმა..წამში პასუხი მოვიდა: - „მომენატრე.“ - თვალები ოდნავ დამითბა.. დავფიქრდი წამით… მერე მაინც გადავურეკე. - ჰო, პატარავ? - მაშინვე მიპასუხა. - მე შენი ხმა მომენატრა… - მისი ტონი შეიცვალა, უფრო რბილი გახდა. - რას აკეთებ? - რას და… ოღონდ არ გამიბრაზდე - დამისერიოზულდა ხმა. - რა მოხდა? - საწოლზე გვერდი ვიცვალე, ჭერს ავხედე. - საიდუმლო ოთახი გავაღე… - წამით სიჩუმე ჩამოვარდა. - ხოო? რა ნახე მერე რომ გააღე? - მშვიდად მითხრა, ღიმილი ვერ შევიკავე. - ვნახე… ქილაში ჩაყრილი გულები - სიცილი ამიტყდა. - ძალიან სასაცილოა.. - რატომ არ გაბრაზდი? მართლა რომ გავაღო? - რომ გააღო, გავიგებ. - წამოვჯექი. - საიდან? - შეტყობინება მომივა რომ ოთახში ქურდი შეიპარა! - მისი ხმა ისეთი სერიოზული იყო, სიცილი წამში გამიქრა. - მართლა… რას მალავ ასეთს, რომ ასე კბილებით იცავ მაგ ოთახს? - მცირე პაუზა, შემდეგ სრულიად მოულოდნელად მითხრა - მითხარი… ისევ ის თეთრეული გაცვია? - თვალები დავატრიალე. - დანიელ! მე რაზე გესაუბრები და შენ რაზე?! - მითხარიი… - მის ხმაში აშკარა ღიმილი იგრძნობოდა, ტუჩი მოვიკვნიტე. - კიი… - მაინც გავეცი პასუხი და უნებურად ჩამეღიმა, მეორე მხრიდან ჩუმი, კმაყოფილი ჩასუნთქვა გაისმა - მე მელოდები, რომ გაგხადო? - გარყვნილო! - მისი კმაყოფილი ხარხარი ტელეფონიდან გაისმა. - კარგი… წავედი, პატარავ. ნადირობა უნდა გავაგრძელო.. გკოცნი - მის ხმაში ისევ ის ნაცნობი სიმკაცრე დაბრუნდა. - მეც გკოცნი.. - ტელეფონი გულზე მივიკარი და რამდენიმე წამი ჩუმად ვიწექი.. დანიელის სახლში არყოფნა უცნაურ სიცარიელედ ჩამეღვარა გულში, საღამოსაც კი ინსტინქტურად კარს ვუყურებდი, თითქოს ახლა შემოვიდოდა.. უკვე მენატრებოდა მისი სიცილი, მისი მზერა. მისი მკლავები… ის კუნთები, რომლებსაც თითებით უნებურად ვეხებოდი ხოლმე..მეორე დღეს, დილით, კარზე ზარის ხმა გაისმა, გულმა უცებ სწრაფად დაიწყო ძგერა..დანი იყო. როგორც კი ზღურბლზე გამოჩნდა, სიტყვაც არ მითქვამს გავიქეცი და პირდაპირ მკლავებში ჩავუვარდი, ძლიერად ჩავეხუტე, ლოყაზე სწრაფად, ბავშვურად ვაკოცე. - მოგენატრე? - ჩუმად ჩამჩურჩულა. - ცოტათი - ვითომ გულგრილად ვუპასუხე, მაგრამ უფრო ძლიერად მივეკარი..დედა სამზარეულოდან გვიყურებდა და ღიმილით აქნევდა თავს. - აბა, რა გეგმები გვაქვს დღეს? - დაღლილი არ ხარ? დასვენება არ გინდა? - მან წარბი ასწია. - შენთან ერთად დროს გატარებას დასვენებას როგორ ვამჯობინებ? სად მივდივართ? - იერუსალიმში! იერუსალიმი მართლაც სამოთხეს ჰგავდა, ქალაქი ნელ-ნელა გამოჩნდა.. ქვებით ნაგები კედლები, ძველი გალავანი, ზეთისხილის ბაღები, ვიწრო ქუჩები, სადაც საუკუნეების სუნი ტრიალებდა.. ძველ ქალაქში შესვლისას დედას თვალები გაუბრწყინდა.. თითოეულ ქვას ხელით ეხებოდა, თითქოს ისტორიის შეხება უნდოდა..ქუჩები სიცოცხლით იყო სავსე, სუვენირების პატარა დახლები, თაფლის სანთლების სურნელი, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები.. დანი გვერდით მედგა.. ჩვეულებრივზე ჩუმი იყო, ხანდახან კედლებს თვალს აყოლებდა, თითქოს რაღაც ნაცნობს ეძებდა.. ერთ მომენტში ძველ ხის კარზე ამოკვეთილ ჯვარს შეეხო თითებით თითქმის შეუმჩნევლად, მერე თითქოს გაახსენდა, რომ ვუყურებდი და ხელი სწრაფად ჩამოუშვა. - აქ განსაკუთრებული სიმშვიდეა - თქვა უბრალოდ.. მაცხოვრის საფლავთან მისვლისას დედა უკვე ცრემლებს ვერ იკავებდა. ტაძარში სანთლების მბჟუტავი შუქი და დაბალი ჩურჩული ერთმანეთს ერწყმოდა..დედამ სანთელი აანთო, თვალები დახუჭა, მე დანიელს შევხედე, ის უჩვეულოდ სერიოზული იდგა.. თვალები დახუჭული ჰქონდა წამით. თითქოს რაღაცას ჩუმად ამბობდა სიტყვების გარეშე. როცა გაახილა, მზერა ჩემზე შეაჩერა.. ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ქალაქის ვიწრო ქუჩებში ხელჩაკიდებულები დავდიოდით, ერთ პატარა მაღაზიაში შევედით, სადაც ხელნაკეთი ხის ჯვრები და ძველი სტილის სამკაულები იყიდებოდა..დანი ერთ პატარა, უბრალო ჯვარს დააკვირდა. თითებით მოეფერა, მერე ჩუმად დადო ადგილზე. - ლამაზია - ვუთხარი. - ჰო… უბრალო რაღაცეები ხშირად ყველაზე მეტს ნიშნავს - მიპასუხა უცნაური ტონით..დედამ ფოტოები გადაიღო, ჩვენც გადაგვიღო.. ძველ ქალაქის კედელთან დავჯექით, ქარი თმას მიწეწავდა. დანი თითებით მისწორებდა თმებს.. იერუსალიმიდან წამოსულები გზად იაფოში შევჩერდით.. ოქროსფერი ქვის სახლები, ვიწრო, მოზაიკით მოპირკეთებული ქუჩები, ლურჯი კარები და ფანჯრები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ფერს იმეორებდა. ჰაერში მარილის სურნელი ტრიალებდა..ნავსადგურთან გავჩერდით, ტალღები მშვიდად ეხეთქებოდა ნავს.. დედამ ღრმად ჩაისუნთქა. - როგორ ჰგავს ბათუმს ეს სურნელი - თქვა ჩუმად..დანი ჩემ გვერდით იდგა.. ხელი წელზე მომხვია და ზღვისკენ იყურებოდა. - შენთან ერთად ზღვის სანაპირო კიდევ უფრო მიმზიდველი და ლამაზია.. - გავუღიმე და მოვეხვიე.. ერთ პატარა გალერეაში შევედით, სადაც ადგილობრივი მხატვრების ნახატები ეკიდა - მეგობარო შეგიძლია მე და ჩემი ცოლი დაგვხატო? - მიუბრუნდა იქვე მჯდარ მხატვარს, მხატვარმა თვალები შემოგვავლო და ღიმილით დაუქნია თავი, ფუნჯი აიფო და ნელ-ნელა დაიწყო ნამუშევრის შექმნა.. მე და დანი ფეხზე ვიდექით, სხეულები მსუბუქად ერთმანეთს შეხებული, დანის ხელი წელზე ფრთხილად მქონდა მოდრბული, ჩვენი შუბლები ერთმანეთს იყო შეხებული, თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, სწორედ ასეთ პოზაში გვხატავდა მხატვარი..ის ცდილობდა თითოეული დეტალი დაეჭირა.. ჩემი თმის მსუბუქი მოძრაობა ქარში, დანის დაკუნთული სხეულის სილუეტი, ჩვემი შეხების ნაზი ტონები..ეს არ იყო უბრალოდ პორტრეტი ეს იყო ემოციის უკვდავება, სიახლოვის და სითბოს ნამუშევარი. - ულამაზესია! - ვთქვი აღფრთოვანებული თვალებით - მოგწონს? - ძალიაან!! - მაშინ ეს პორტრეტი ჩვენს საძინებელში საპატიო ადგილს დაიკავებს - დაიხარა და ლოყაზე მაკოცა - ყველაფერი ისე კარგად მიდის..ზოგჯერ მგონია რომ სიზმარში ვარ.. - არა სიზმარში არ ვართ, ეს ლამაზი რეალობაა - კიდევ ერთხელ მაკოცა.. საღამოს უკვე თელ-ავივ ში ვიყავით. ქალაქი სრულიად სხვანაირი ენერგიით სუნთქავდა..ფართო ბულვარები, პალმები, შუქებით განათებული კაფეები და ზღვის სუნი, რომელიც აქაც აღწევდა. ერთ მყუდრო რესტორანში დავსხედით, ღია ტერასაზე. მაგიდაზე სანთელი ენთო. მსუბუქი მუსიკა ისმოდა.. დედა აღფრთოვანებული იყურებოდა აქეთ-იქით. - რა ლამაზია აქ ყველაფერი… - თქვა, დანი ღვინო დაგვისხა, მერე ვიკას გახედა. - ვიკა მაინტერესებს ჩემი ცოლის ბავშვობა.. მინდა პატარა ლიზა გავიცნო.. - დანი! - შევუღრინე სიცილით - ვიკამ ფინჯანი გვერდზე გადადო. - ცელქი… ძალიან ცელქი - დაიწყო ღიმილით. - მაგრამ გულით სუფთა, თუ ვინმე ჩაგრავდა სხვას, პირველ რიგში ლიზა ჩაერეოდა - დანი ინტერესით და ღიმილით ისმენდა.. თვალები ჩემზე გადმოჰქონდა პერიოდილად.. - ლიზას ოცნება ყოველთვის ბედნიერი ცხოვრება იყო.. მამამისმა ადრიანად დაგვტოვა და მუდამ ერთად ვბრძოლობდით.. - გააგრძელა ვიკამ სევდიანად - მუშაობას არასდროს თაკილობდა.. ჯიუტი იყო.. ყოველთვის ყველაფერს თავის თავზე იღებდა.. ჩემი ავადმყოფობა რომ არა.. - დედა.. არ გვინდა ახლა ამ თემაზე საუბარი.. - შევაწყვეტინე ქართულად, დანიელმა გადმომხედა.. - ოცნებობდა ბევრზე, სულ ამბობდა, რომ ერთ დღეს როცა თავის ბედს თვითონ აირჩევდა, აუცილებლად იქნებოდა უბედნიერესი.. მასაც შენსავით ზღვა უყვარს.. მისი ოცნება ზღვის სანაპიროზე ზღაპრული ქორწილი იყო - დანი ჩუმად დამაკვირდა. - და აირჩია თავისი ბედი? როგორ ფიქრობთ? - დედამ მე შემომხედა. - რა თქმა უნდა! - ვიგრძენი, როგორ მომიჭირა დანიელიმ მაგიდის ქვეშ ხელი, თითები ჩემსას ჩაებღაუჭა მტკიცედ, სანთლის ალი ჩვენს შორის მშვიდად ციმციმებდა. და იმ მომენტში ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო.. - ნახე მისი ბავშვობის ფოტოებიც მაქვს - არა დედა! არ გაბედო! - მაჩვენე ვიკა - დაჟინებით მოითხოვა დანიელმა - დედა არ გინდა! დამცინებს!! - არ დაგცინებს, დანი კარგი ბიჭია - ფოტოების ნახვის შემხეგ თავიდან სერიოზულად უყურებდა მათ, თან ჩუმად სიცილს იკავებდა. - იაჰ, ნამდვილად ძალიან საყვარელი ყოფილხარ… მაგრამ ცოტათი ფუმფულა - მითხრა ბოლოს, ხმა სიცილში გადაუვიდა.. - აი ხომ გითხარი დამცინებსთქო! - არა მართლა ძალიან საყვარელი ხარ, მსუქანი ლიზაც ძალიან ლამაზია - მეც მაჩვენე შენი ბავშვობის ფოტოები ვნახოთ როგორი იყავი! - ხომ ნახე დედაჩემთან ალბომი - იქ ფოტოებში უკვე დიდი ხარ, უფრო პატარაობის ფოტოები მინდა რომ მეც დაგცინო!! - ენა გამოვუყავი გაბუტულმა.. თავბრუდამხვევი დღის შემდეგ სახლში დავბრუნდით. - გამოვიცვლი და მოვალ - რას ჩაიცმევ? - მკითხა დანიელმა მაცდურად და კედელთან მიმიმწყვდია. - ისეთს არაფერს, რაც ჭკუიდან აგჭრის - ცხვირზე ხელი მოვუჭირე, მაკოცა ვნებიანად და ოთახში შევედი. დანიელს ტელეფონმა დაურეკა. - გისმენ, გვანცა - სალამი, დანი… როგორც იქნა მიპასუხე. დღეს რამდენჯერმე გირეკავდი. - არ მეცალა, ლიზასთან ერთად ვიყავი… რა ხდება? - კარგი რაა… ნუ იკატუნებ ჩემთან თავს. - ვერ გავიგე? - ვიცი, რომ ეგ ქორწინება ნამდვილი არ არის! ვიცი, რომ საჭიროების გამო იქორწინეთ… მანამდე ისე კარგად ვიყავით ერთად… - გვანცა!! მეორედ აღარ გაიმეორო ეგ!! მე და შენ თავიდანვე მეგობრები ვიყავით! შენთვის არასოდეს მომიცია საბაბი სხვანაირად ფიქრის!! საიდან მოიტანე საერთოდ ეს?! - ლიზამ თავად მითხრა, დანიელ!!- დანიელი რამდენიმე წამი ჩუმად იყო, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.. სახე დაეძაბა. - მოგატყუა! ალბათ იმიტომ, რომ გული არ გტკენოდა! ჩვენი ქორწინება ნამდვილია, მე და ლიზას ერთმანეთი გვიყვარს და სხვა მოლოდინები ნუ გექნება! - იტყუები!! ვიცი, ეს სამსახურის გამო გააკეთე! - გვანცა!!! - ტონს აუწია დანიელმა - გიმეორებ! მე ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს! - ყურმილი სწრაფად გაუთიშა.. გაჩერდა, ერთი წამით კედელს მიეყრდნო, თვალები ჩაუწითლდა , ძარღვები კისერზე და მკლავებზე დაეტყო, მთელი სხეული ზეწოლას გრძნობდა.. ბორგავდა, სწრაფი ნაბიჯებით დადიოდა, კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.. სწრაფად ლიზას მიუკაკუნა ოთახში - ვერ გაძელი უჩემოდ ბატონო დანიელ? - დანიელს ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა.. დავიძაბე მისი სახის დანახვისას.. - რამე მოხდა? - მოდი ერთი წუთით.. - ოთახიდან გავედი.. კუთხეში მიმიხმო, ისე რომ დედას არაფერი გაეგონა - გვანცამ დამირეკა.. ვიგებ რომ სიმართლე გითქვამს მისთვის ჩვენი ქორწინების შესახებ.. მე კი მითხარი რომ უბრალოდ შერიგდით და მორჩა.. რატომ ? - ხელი მაჯაზე ჩამავლო ინსტიქტურად, ძალიან ძლიერად.. თითქოს ჩემს თვალწინ სრულიად უცხო ადამიანი იდგა.. მის თვალებს ვერ ვცნობდი - მე.. მოგატყუე.. - აღარ გაბედო!! - დაიღრიალა უეცრად - აღარ გაბედო ჩემი მოტყუება!! მეზიზღება ტყუილი!! მეზიზღება როცა ადამიანი თვალებში მიყურებს და მატყუებს!! მეჯავრება ტყუილი!!! - აღარ გაბედო ჩემი მოტყუება!! - ხელს მკლავზე ძლიერად მიჭერდა - მეზიზღება ტყუილი!! მეზიზღება!!! - იმეორებდა განუწყვეტლივ.. შოკში ვიყავი..მისი ასეთი რეაქციის გამო.. მისთვის ტყუილი იმედგაცრუებას და მრისხანებას იწვევდა.. - შენ… არ გაქვს უფლება… შენგან ტყუილს ვერ ავიტან!! შენც ვერ გამიცრუებ იმედებს!!!.. ****** დანიელს თვალები ჯერ კიდევ ცეცხლივით უელავდა..ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს წამით საერთოდ აღარ ჰგავდა იმ კაცს, რომელსაც ვიცნობდი, მის წინ ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი. შეშინებული თვალებით ვუყურებდი.. მართლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს წინ სრულიად სხვა ადამიანი იდგა..დანიელმა თითქოს სწორედ ეს დაინახა - ჩემი თვალები.. შიში. მის მზერაში რაღაც ნელ-ნელა შეიცვალა..მაჯაზე მოჭერილი ხელი თანდათან შეასუსტა… შემდეგ სრულიად გამიშვა. თვალი გააყოლა ჩემს მაჯას, კანი საშინლად ჩაწითლებული მქონდა..მე ინსტიქტურად დავხედე იმ ადგილს… და როცა თავი ავწიე, დანიელის თვალებში სინანულის ისეთი ელვა დავინახე, რომ გული ჩამწყდა..მის მზერაში ბრაზი აღარ იყო, მხოლოდ მძიმე დანაშაული. - მაპატიე… - ჩუმად თქვა..შემდეგ კიდევ ერთხელ, უფრო ჩახლეჩილი ხმით - მაპატიე… - უცებ მომიახლოვდა, ჩემი ხელი ორივე ხელში მოიქცია და ფრთხილად შეეხო. - თავი ვერ შევიკავე… მაპატიე.. რომ გავიგე მომატყუე… თავი ვერ მოვთოკე… - ნაზად მოეფერა ჩემს მაჯას, შემდეგ ტუჩებით შეეხო იმ ადგილს. - ძალიან გატკინე?… - კვლავ აკოცა, ისე ფრთხილად, თითქოს ეშინოდა კიდევ ერთხელ არ ეტკინა. მე ხმას ვერ ვიღებდი. უბრალოდ ვუყურებდი, უეცრად დანიელმა თავი გვერდზე გადაატრიალა და მთელი ძალით მიარტყა მუშტი კედელს. - ეს რა გავაკეთე… - ხმა ისეთი ჰქონდა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა..ცოტა ხნის შემდეგ ძლივს ამოვთქვი: - ვიცი, რომ სწორად არ მოვქცეულვარ… მაგრამ ისეთიც არაფერი ჩამიდენია, მსგავსი რეაქცია რომ გქონოდა… - ვიცი… ვიცი… - თქვა ჩუმად. - ეს შენს გამო არაა… - ღრმად ჩაისუნთქა. - უბრალოდ… ტყუილი მეჯავრება - შემდეგ თვალებში ჩამხედა, ისეთი სერიოზული მზერით, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მეუბნებოდა. - დაიმახსოვრე ეს! ცხოვრებაში ნურასდროს… ნურაფერს მომატყუებ - თავი დავუქნიე. - გვანცას იმიტომ ვუთხარი სიმართლე, რომ სხვა გზა არ მქონდა… ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია. - დანიელის ყბა დაიჭიმა. - გვანცა ქალია… რომელსაც ახლა ბოღმა აბრმავებს.. ასეთი ქალი კი ყოველთვის საშიშია. - ხმა ისევ ცივი გაუხდა. - არ უნდა გეთქვა..და მით უმეტეს… ტყუილი არ უნდა გეთქვა ჩემთვის - „ტყუილის“ ხსენებაზე ისევ შეკრა მუშტი..მაშინ პირველად ვკითხე ის, რაც გულში მომაწვა. - ვინ მოგატყუა ისე მწარედ… რომ ასე აფეთქდი? - რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა..მისი თვალები ისევ ჩაწითლებული იყო. - რა გაგიკეთეს ასეთი?.. - დანიელი არაფერს პასუხობდა..უბრალოდ მიყურებდა..იმ მომენტში ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მის თვალებში რაღაც ძალიან ძველი ტკივილი დავინახე..შემდეგ უცებ შეტრიალდა..ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს..წავიდა… და იმ იდუმალი ოთახის კარი გააღო..შიგნით შევიდა. კარი მძიმედ მოიჯახუნა. დერეფანში მარტო დავრჩი, რამდენიმე წამი იქვე ვიდექი გაუნძრევლად..თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა..გული დამიმძიმდა..ნაბიჯები ნელა გადავდგი და ოთახში შევედი დედასთან.. დედა საწოლზე წამომჯდარი დამხვდა, თვალებში აშკარა შიში ედგა, როგორც კი დამინახა, მაშინვე წამოიწია. - ლიზა… ხო მშვიდობაა? - ჩუმად მკითხა შეშფოთებულმა - ყვირილის ხმა გავიგე… შენ და დანიელმა იკამათეთ? - თვალებში ჩავხედე და იმ წამს თითქოს ყველაფერი დამემსხვრა შიგნით, ტუჩები ამიკანკალდა..შემდეგ ვეღარ გავუძელი, ცრემლები უცებ წამსკდა. - დედა… - ძლივს ამოვთქვი და ბავშვივით მივვარდი, ძლიერად ჩავეხუტე..ქვითინი ამივარდა. ისეთი, რომელსაც ვეღარ აჩერებ.. თავი მის მხარზე დავადე და სლუკუნით ვტიროდი, თითქოს ისევ პატარა ბავშვი ვიყავი..დედამ მაშინვე ჩამიხუტა..მკლავებში მომიქცია და თმაზე ნაზად მისვამდა ხელს. - რა მოხდა, ჩემი სიცოცხლე… - ჩუმად მეჩურჩულებოდა. - მომიყევი… რა დაგემართა… - მე კი ისევ ვქვითინებდი. - დანიელმა გაწყენინა? - თავი ნელა გავაქნიე..რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოვიღე, მერე კი სლუკუნით ამოვილუღლუღე: - არა… მე… მე ვაწყენინე… - შენ? რა აწყენინე? - გაკვირვებულმა მკითხა. - სიმართლე ხომ არ გითქვამს? - ამ სიტყვებზე კიდევ უფრო ძლიერ ამიტყდა ტირილი. - არა, დედა!! არა!! - თითქმის შევკივლე. - არ მითქვამს… ის წყეული სიმართლე!! - დედამ მკლავები კიდევ უფრო შემომიჭირა. - აბა რაზე იჩხუბეთ, ლიზა? - ცრემლებს ძლივს ვიწმენდდი. - უმნიშვნელო რაღაც მოვატყუე… - ძლივს ამოვთქვი. - და ისეთი რეაქცია ჰქონდა… დედი… რა იქნება როცა სიმართლეს გაიგებს?.. როცა გაიგებს ჩემზე… მერე რა იქნება, წარმოგიდგენია?.. - ჩუმად ამოვილუღლუღე.. ხმა ჩამიწყდა. - ამის შემდეგ… როგორ ვუთხრა ის რომ… - კარგი… დამშვიდდი.. თუ გინდა მე დაველაპარაკები დანიელს - არა! არ გაბედო! - მაშინვე შევყვირე და თავი გავაქნიე.. დედა გაჩუმდა.. რამდენიმე წამი მხოლოდ ჩემი სლუკუნი ისმოდა ოთახში, შემდეგ ისევ ნაზად მითხრა: - ჩემო პატარავ… რამდენი ტანჯვა გაიარე…ძლივს ბედნიერი ხარ… ნუ დაკარგავ ამ ბიჭს.. აუხსენი ყველაფერი… - ავუხსნი, დედა… ძალას მოვიკრიბავ… და ავუხსნი - ისევ ჩავეხუტე..მაგრამ ახლა სხვანაირად. მთელი ძალით..ისე, თითქოს მისგან სითბოს თითოეულ წვეთს ვინახავდი, გულში უცნაური ფორიაქი მქონდა.. ხვალ დედა მიდიოდა.. ხვალ ისევ მარტო დავრჩებოდი, თავი მის მკერდზე მქონდა მიყრდნობილი და ღრმად ვისუნთქავდი მის სურნელს იმ სურნელს, რომელიც მთელი ბავშვობა ჩემთან იყო..სითბოს, რომელსაც მხოლოდ დედა გასცემს. დედამაც ძლიერად ჩამიხუტა. თითები ჩემს თმებში ჩამარჭო და შუბლზე მაკოცა..რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავით..უბრალოდ ვეხუტებოდით ერთმანეთს. თითქოს ორივე ვგრძნობდით რომ ამ ღამეს ერთმანეთს ვიმახსოვრებდით.. საათის ისარი ნელა უახლოვდებოდა თერთმეტს..იშაის ტელეფონმა დარეკა.. ეკრანს დახედა, უცნობი ნომერი იყო.. წარბები ოდნავ შეკრა, მაგრამ მაინც უპასუხა. - გისმენ - მეორე მხრიდან ქალის ხმა გაისმა. ფრთხილი, მაგრამ აშკარად დაძაბული. - გამარჯობა… იშაის ვესაუბრები? - დიახ. ვინ ხარ? - თქვენთან შეხვედრა მსურს. - ვინ ხარ? - ჩემი სახელია გვანცა… თქვენთან საუბარი მინდა… ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. - იშაიმ ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია, სახელი უცხო არ იყო. - ჰოო? და რა საკითხია ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ღამის თერთმეტ საათზე მირეკავ? - მშვიდად ჩაილაპარაკა..მეორე მხრიდან ღრმა ჩასუნთქვა გაისმა. - ვფიქრობ უნდა ხვდებოდეთ, ჭკვიანი ადამიანი ხართ - ამ სიტყვაზე იშაის მზერა მაშინვე გამკაცრდა, მის თვალებში ცივი ინტერესის ნაპერწკალი გაჩნდა. - გასაგებია… და როდის გინდა შეხვედრა? - რაც შეიძლება მალე - იშაიმ საათს დახედა. - ახლა მცალია. შეძლებ? - დიახ!.. შუაღამე იყო… ალბათ ღამის ორი საათი იქნებოდა..ბინაში ისეთი სიჩუმე იდგა, რომ საკუთარი სუნთქვაც კი მესმოდა..უცებ რაღაც ხმაურმა გამაღვიძა, კარადის დახურვის და მძიმე ნაბიჯების ხმა იყო..თვალი გავახილე, შემდეგ ნელა წამოვიწიე საწოლზე, დედას მშვიდად ეძინა ჩემს გვერდით. ფრთხილად წამოვდექი, რომ არ გამეღვიძებინა, და ფეხაკრეფით გავედი ოთახიდან. მისაღებში შუქი იყო ანთებული, მაგრამ იქ არავინ ჩანდა. სიჩუმეში რამდენიმე წამი ვიდექი, როცა საიდუმლო ოთახიდან კარი გაიღო და დანიელი გამოვიდა. ფორმაში იყო გამოწყობილი, მუქი ფორმა, რომელიც ისე უხდებოდა, თითქოს სპეციალურად მისთვის იყო შეკერილი..მე კი მაინც ვერ ვიტანდი ამ საზიზღარ საემიგრაციოს ფორმას.. მისი თვალები მაშინვე შემომეყარა. - ლიზა… რატომ არ გძინავს? - ხმაურმა გამაღვიძა… შენ სად მიდიხარ ასეთ დროს? - ჩუმად ვუთხარი..მან ქამარი გაისწორა და სწრაფად მიპასუხა. - იშაიმ დამირეკა. დახმარება სჭირდება - წარბები შევკარი. - დღეს რომ არ მუშაობ? - დანიელმა ოდნავ გაიღიმა და მკერდზე, ისრაელის გერბთან მიიდო ხელი. - ლიზა… მე ნებისმიერ დროს ვმუშაობ, როცა ეს ფორმა მაცვია - თვალები ავატრიალე. - გაწიე ეგ საზიზღარი ფორმა იქით! ვერ ვიტან! - მას გაეცინა. - მიდი დაიძინე… დილით მოვალ და ვიკა აეროპორტში წავიყვანოთ - მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.. - მე რომ გთხოვო დარჩი-თქო… არ დარჩები? - ვკითხე მაცდურად, დანიელმა თვალები ოდნავ მოჭუტა. - შენზე ისევ ვბრაზობ, არ გეგონოს ყველაფერი დასრულდა, პატარა ქალბატონო! - თითი დამიქნია, ტუჩი მოვიკვნიტე. - ჰოდა მომეცი საშუალება, რომ დანაშაული გამოვასწორო. - დანიელი ნელა მომიახლოვდა, მისი სხეულის სითბო მაშინვე ვიგრძენი. კისერზე ცხვირი ჩამომატარა და ჩურჩულით მკითხა: - როგორ აპირებ ამას? - ღიმილით ავიჩეჩე მხრები. - რამეს მოვიფიქრებ. - მან ეშმაკურად ასწია წარბი. - დღეს ვერაფერს მოიფიქრებ… აი ხვალიდან კი მარტო ვრჩებით სახლში… და მერე შეიძლება. - მისი ღიმილი აშკარად ბევრ რამეს გულისხმობდა.. მისი სახე ხელებში მოვიქციე, რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი..შემდეგ ნელა მივიწიე და შუბლზე ვაკოცე, თბილად გამიღიმა, შემდეგ მისი მზერა ისევ ჩემს მაჯაზე გაჩერდა.. ჩაწითლებულ ადგილზე. სახე უცებ შეეცვალა.. - როგორ ძალიან გაქვს ჩაწითლებული… - ჩუმად თქვა, ფრთხილად აიღო ჩემი ხელი და მაჯაზე ნაზად მაკოცა, მისი ტუჩები იმდენად რბილი იყო, რომ კანზე მსუბუქმა ჟრუანტელმა დამიარა. - რომ გეუბნები დაკუნთული ცხოველი ხარ-თქო, ტყუილს კი არ ვამბობ! - გავუბრაზდი ვითომ, ამჯერად მან მოიქცია ჩემი სახე ხელებში, თვალებში მიყურებდა. ისეთი სინანული ედგა მზერაში, რომ გული ამიჩუყდა. - მაპატიე კიდევ ერთხელ… - რომ გაპატიო, ძალიან ბევრჯერ უნდა აკოცო ამ ადგილს! - ფეხები დავუბაკუნე ბავშვივით, მას გაეცინა. შემდეგ ისევ დახარა თავი და რამდენჯერმე ნაზად მაკოცა იმავე ადგილას. - კარგი… უნდა წავიდე ახლა.. - ტუჩებზე მაკოცა სწრაფად, შემდეგ უკან შეტრიალდა კარისკენ..უცებ ხელი ჩავჭიდე და შევაჩერე. - დანი… - შემოტრიალდა. - რა იყო, ლიზა? - გული უცნაურად ამიჩქარდა, რამდენიმე წამი ვდუმდი. - რაღაცის თქმა მინდა… - გისმენ. - მის თვალებში ჩავიხედე. იმდენი სიტყვა მქონდა სათქმელი… იმდენი სიმართლე…მაგრამ ვერ ვთქვი..თავი გავაქნიე. - არა… არაფერი… სხვა დროს იყოს.. როცა დაბრუნდები. რამდენიმე წამი მიყურებდა, შემდეგ თავი ოდნავ დამიქნია. - კარგი - მომიახლოვდა, კიდევ ერთხელ მაკოცა ტუჩებზე. შემდეგ კარი გააღო… და წავიდა.. დანიელმა კიბეები სწრაფად ჩაიარა, ღამის ჰაერი გრილი იყო, ქუჩა თითქმის ცარიელი. სადარბაზოს წინ კი უკვე იდგა დიდი თეთრი სავანას მანქანა - ის, რომლითაც ჩვეულებრივ ოპერაციებზე დადიოდნენ და ადამიანებს აკავებდნენ.. მანქანის გვერდით იშაი იდგა, კაპოტს მიყრდნობილი.. დანიელის დანახვისას ნელა გაიღიმა ის ცინიკური, ნახევრად ირონიული ღიმილი, რომელიც ყოველთვის რაღაც ცუდს მოასწავებდა. - აბა? მზად ხარ? - ჰკითხა მშვიდად. - სად არიან? - იშაიმ სიგარეტი ძირს დააგდო, ფეხით გაჭყლიტა და საჭესთან მოკალათდა - ბნეი ბრაკში… დათიმების დასახლებაში..ძალიან ბევრნი იქნებიან - შემდეგ თავი ოდნავ დახარა და დანის შეხედა. - იმედი მაქვს გული არ აგიჩუყდება - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა..დანიელის სახე გამკაცრდა. მის თვალებში ის ცივი, მკაცრი მზერა გაჩნდა, რომელიც მხოლოდ სამსახურის დროს ჰქონდა ხოლმე. - წავედით!! აეროპორტის დარბაზში ხალხის ხმაური ირეოდა, მაგრამ იმ წუთებში ლიზასთვის ყველაფერი სულერთი იყო.. დედას ისე ეხვეოდა, რომ სურდა დრო შეეჩერებინა..ვიკამ შვილის სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად აკოცა. - ჩემო გოგო… - მხოლოდ ეს შეძლო ეთქვა, რადგან სიტყვები ყელში გაეჩხირა..შემდეგ დანიელს მიუბრუნდა. - მთელი ცხოვრება შენი უსაზღვრო მადლიერი ვიქნები… რომ ჩემს შვილთან ჩახუტების საშუალება მომეცი. - ვიკამ დანი გულში ჩაიხუტა.. დანიელმა თბილად გაუღიმა და მხარზე ხელი დაადო. - როცა ამის შანსი ისევ გვექნება… კიდევ ჩამოხვალთ. - ამ დროს დანიმ ერთი ნაცნობი შეამჩნია და მისკენ წავიდა მისალმებლად.. ვიკა მაშინვე მიუბრუნდა ლიზას. - აბა შენ იცი შვილო… გთხოვ, დიდხანს ნუ გააჭიანურებ იმ ამბავს. - ლიზამ თვალები დახარა და თავი ჩუმად დაუქნია..მალე რეგისტრაციის დრო მოვიდა.. ვიკა კიდევ ერთხელ მოეხვია ლიზას და დანის.. უსაზღვრო სევდის მიუხედავად ცდილობდა შვილის წინაშე არ ეტირა.. მერე ნელა გაემართა გასასვლელისკენ..როცა შიგნით შედიოდა უკან მოიხედა, ლიზამ ხელი აუქნია, შემდეგ ტუჩებით ჰაერში კოცნა გაუგზავნა.. ვიკამაც იგივე გაუმეორა და ბოლოს ღიმილით გაუჩინარდა ხალხში.. - კარგი რაა.. ნუ ჩამოუშვი ცხვირი მე შენთან ვარ.. - მომენატრება.. შენთვის ადვილია სულ შეგიძლია მიხვიდე დედასთან როცა მოგინდება - თვალები დაუსერიოზულდა, შემდეგ ხელი მომხვია და ძლიერად ჩამეხუტა - ახლა სახლში წავიდეთ.. მე შენთვის სიურპიზი მაქვს მოწყობილი - რა სიურპრიზი? - პატარა ბავშვივით დავიწყე ხტუნვა, დანიელს გულიანად გაეცინა - წამოდი გადარეულო.. სულმოუთქნელო და ნახავ - ხელი ჩამჭიდა და მანქანისკენ წამიყვანა.. სახლში მისვლისას დანიელმა კარი გააღო და გზა დამითმო. - შედი… - მითხრა ჩუმი ღიმილით. ერთი ნაბიჯი გადავდგი და ადგილზე გავიყინე..სახლი სრულიად შეცვლილი იყო.. მისაღები ოთახი რბილი სანთლების შუქში ციმციმებდა..იატაკზე და მაგიდაზე ვარდის ფურცლები იყო გაფანტული…ასევე საძინებელშიც. კედელზე დიდ ჩარჩოში ჩვენი პორტრეტი ეკიდა, ის ნახატი… მხატვარმა რომ დაგვიხატა: ერთმანეთისკენ მდგარნი, შუბლი შუბლზე მიბჯენილი, მისი ხელი ჩემს წელზე…მაგიდა ორ პერსონაზე იყო გაწყობილი.. თეთრი სუფრა, ლამაზი ჭიქები, შამპანური, ტკბილეული… და ისევ სანთლები. თვალები გამიბრწყინდა. - აქაურობა… ზღაპარს ჰგავს… - ჩავჩურჩულე და დანიელს თვალებში შევციცინე, მან მსუბუქად დაიხარა და ხელი გამომიწოდა. - გთხოვთ… გეთაყვა - ჩავკიდე ხელი. სკამი გამომიწია და დამსვა, მერე თვითონაც ჩემს წინ დაჯდა. შამპანურის ბოთლი გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა. - როდის მოასწარი ამ ყველაფრის გაკეთება? - ჩემთვის შეუძლებელი არაფერია… მე დანიელ კოენი ვარ! - უცებ შუქი ჩაქრა, ოთახში მხოლოდ სანთლების რბილი შუქი დარჩა.. შევხტი. - დანიელ! - მას გაეცინა. - მშვიდად, ჩემო ბაჭია… - ხომ იცი სიბნელის შიში მაქვს. - მაგრამ ეს სიბნელე არ არის… სანთლებია… და თან მე გყავარ გვერდით. ღამე სულ შუქში იძინებ? - არა… როცა დედასთან მეძინა არა… საერთოდ… როცა ვინმე მყავს გვერდით, მაშინ ნაკლებად მეშინია. - მის თვალებში კმაყოფილების ნაპერწკალი გაჩნდა. - ანუ ჩემს გვერდითაც მშვიდად დაიძინებ - შემდეგ ჭიქა შეავსო და გამომიწოდა. - ჩვენ გაგვიმარჯოს. - ჭიქები ერთმანეთს მივაჭახუნეთ, სანთლების შუქი მის თვალებში ირეკლებოდა, თითქოს ოქროსფერი ნაპერწკლები დაცურავდა იქ.. ის კი ისე მიყურებდა, თითქოს ამ წუთში მთელ სამყაროში მხოლოდ მე ვარსებობდი. შამპანური მოვსვი, მომეწონა.. ღიმილით ისევ ავიღე ბოთლი და მეორე ჭიქა თავად ჩამოვისხი. დანიელმა წარბი ასწია. - ოჰო… ეს უკვე საინტერესოა. - მომეწონა… - გამეცინა. - იცი, არასდროს ვყოფილვარ ძალიან მთვრალი. სულ მინდოდა ერთხელ ბევრი დამელია. - დღეს არ გვინდა. - რატომ? - ძლივს ქალბატონი დედა წავიდა… - ეშმაკურად ჩამიჩურჩულა. - მარტონი ვართ - გამეცინა. - დანიეელ! შე ეშმაკო! - თითი დავუქნიე, მანაც გაიცინა, ჭიქა ავიღე. - იცი ამით რას გაუმარჯოს? - რას? - იმ დღეს… როცა პატიმარმა ლიზამ ოფიცერი დანიელი პირველად ნახა - ჭიქები მივუჭახუნეთ, ვიცინოდით. - აღიარე… თავიდანვე ხომ მოგეწონე? - მკითხა. - სიმპატიური იყავი… კი… მაგრამ იმდენად მეჯავრებოდი, ამას ვერ ვხვდებოდი - ჩაიცინა - და შენ? - ჩემთვის თავიდან გალიაში გამოკეტილი ნაზი ჩიტი იყავი… რომელსაც ჩემი სახით ნადირი დასტრიალებდა თავს სხვანაირად გიყურებდი მაგრამ მერე სხვანაირად დაგინახე..უცებ წამოდგა..ჩემთან მოვიდა, მე სკამზე ვიჯექი, ჩაიმუხლა, პირველად თვალებზე მაკოცა, შემდეგ ტუჩებზე, ბოლოს კისერზე. თბილმა ჟრუანტელმა დამიარა, მესამე ჭიქა ჩამოვასხი და გავუწოდე. - ეს ვახტანგურად უნდა დავლიოთ… - გავუღიმე. - და იცი რას გაუმარჯოს? - რას? - გულდასმით მისმენდა - იმ დღეს… როცა დანიელ კოენმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი ჩიტი… და მის მაგივრად საკუთარი თავი დაიჭრა - დანიელს გაეღიმა. ვახტანგურად დავლიეთ, თვალებში ჩავხედე, სიტყვები თავისით წამოვიდა. - ვერასდროს შევძლებ შენი სიკეთისთვის მადლობის გადახდას, დანიელ… - სასმელი უკვე მოქმედებდა, გულჩვილი გავხდი. - მგონი ვიღაცას სენტიმენტები მოაწვა… - გაეცინა. - მართლა ასეა… ჩემთვის ყველაფერს აკეთებ… - თვალები ამიცრემლიანდა, მან ცრემლები თითის ბალიშებით ნაზად მომწმინდა. - მთავარია გიყვარდე.. ამით გადამიხდი, მთავარია ჩემი ერთგული იყო - გული ამიჩქარდა. - მიყვარხარ…მართლა ძალიან მიყვარხარ - ჩავჩურჩულე.. ამ დროს ნელი მუსიკა ჩაირთო, ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეცინა, კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი და თამამად ჩავკიდე ხელი..დანიელმა ხელი წელზე მომხვია და წამომაყენა, ცეკვა დაიწყო, მისი მოძრაობები საოცრად მოქნილი იყო ძლიერი, მაგრამ ნაზი.. ისე მამოძრავებდა, თითქოს მუსიკას სხეულით გრძნობდა..მე კი სულ უფრო ახლოს მივიწევდი. ხელები მის მკლავებზე ავაცურე… ვენებს თითებით შევეხე… ნელა გავუსვი ხელი, მის თვალებში ვნება გაჩნდა..მანაც ხელი ზურგზე ჩამომასრიალა… მერე უფრო ქვემოთ… თითები ნელა, თამამად მოძრაობდა, სუნთქვა დაგვიმძიმდა. ცეკვის ბოლოს მკვეთრად მიმიზიდა, მისი ხელი ძლიერად შემომეჭირა წელზე, შემდეგ უცებ ამწია და მაგიდაზე დამსვა, ჩემსკენ დაიხარა. ჩურჩულით მითხრა: - ეს კაბა ძალიან გიხდება… მაგრამ ვფიქრობ მის გარეშე უფრო ლამაზი იქნები! - გამეცინა, მაცდურად შევხედე..მაგიდაზე დადებული ტკბილეული და სანთლები გვერდზე გავწიე და მაგიდაზე გადავწექი. - ვცადოთ… - გავუღიმე, დანიელი მაშინვე დააცხრა ჩემს ტუჩებს, კოცნიდა გაგიჟებული, სწრაფად… სუნთქვა გვიხშირდებოდა, მე ვიცინოდი და თან სიამოვნებისგან ვკანკალებდი.. უეცრად.. - დანიელ! ცეცხლი! - ცეცხლი სუფრის გადასაფარებელს მოედო, ორივემ ერთად შევხედეთ. - ოჰ ჯანდაბა! - დანიელი მაშინვე წამოხტა, მე კი სიცილით ვცდილობდი რაღაცით ჩამექრო ცეცხლი.. - ლიზა გაჩერდი! - ის სამზარეულოში გავარდა, წყლით სავსე ჭურჭელი მოიტანა და გადაასხა. რამდენიმე წამში პატარა ხანძარი ჩაქრა.. ორივენი სუნთქვაშეკრული ვიდექით.. მერე ერთმანეთს შევხედეთ და ერთდროულად სიცილი აგვიტყდა.. სწორედ ამ დროს…კარზე ზარმა დარეკა.. - მგონი დაწყევლილები ვართ.. მარტო დარჩენა არ გვიწერია - ამოიხვნეშა და კარი გააღო - ესეც მეე - სიცილით შემოვიდა კარში იშაი, მომესალმა, გავუღიმე, ჭიქა ავუწიე, სასმელმა გამბედაობა შემმატა.. სახლს რომ გადახედა გაუკვირდა - აქ რა მოხდა, ომი გქონდათ? - ომი არა ძმაო.. რომანტიკული ვახშამი, რომელიც ჩაგვიშალე - ვაიმე.. ეს რა მითხარი.. კარგი დიდხანს არ მოგაცდენთ.. - რა მოხდა ბატონო იშაი, ჩემი ქმარი ისევ სპეც ოპერაციაზე მიგყავს? - ჭიქა გავუწოდე, გაკვირბებულმა შემომხედა, ჭიქა აიღო - ვაუ.. როგორც ჩანს შენმა მეუღლემ მოგახსენდა ჩვენი სპეცოპერაციის შესახებ, რა სიამოვნებით გამოიყვანა წუხელ მძინარე ქართველები ბინებიდან.. - სახე წამეშალა.. თითქოს ტყვია მესროლეს.. - რა? - ამოვილუღლუღე - იშაი! - დანიელმა თვალებით ანიშნა - ხო აი.. ნახე.. კადრებიც მაქვს - ტელეფონში ვიდეო ჩართო, როგორ მიდიან შუაღამეზე და უმოწყალოდ ყრიან სახლებიდან მძინარე არალეგალებს.. როგორ დასცინიან მათ.. და ამ ყველაფერს დანიელი აკეთებს.. - გული ჩამწყდა.. ეს ხალხი ჩემთვის სრულიად უცხო და თანაც ახლობლები იყვნენ.. ჩემი თანამემამულეები.. მითუმეტეს რომ ის სიმწარე მეც მქონდა გავლილი რაც მათ გაიარეს.. გაშეშებული ვიდექი.. მინდოდა ორივეს კისერში ვწვდომოდი.. - კარგი ეს განვიხილეთ.. ჰო.. მთავარი თემა.. რისთვისაც მოვედი.. კვირას ინტერვიუ გაქვთ ჩანიშნული, პირადად მე ვიქნები დაკითხვაზე - გამწარებული ვიდექი.. თავში ისევ ის კადრები მიტრიალებდა.. კიდევ ერთი ჭიქა მოვსვი, მეტი გამბედაობისთვის.. - მე წავალ ახალგაზრდებო..ხელს აღარ შეგიშლით - ბატონო იშაი! წრთი წუთით.. მინდა განცხადება გავაკეთო! - ვიცინოდი, ვბარბაცებდი.. გამწარებული ვიყავი..დანიელს რომ გავხედე სახეზე დაძაბულობა აკვროდა.. თვალებით მეუბნებოდა სისულელე არ გამეკეთებინა - გისმენ ლიზა.. - ინტერვიუ საჭირო არ არის.. იმიტომ რომ.. - სპეციალურად ვწელავდი სიტყვებს - იმიტომ რომ.. რა? - დაინტერესდა უფრო იშაი - იმიტომ რომ.. ჩემი ქმარი სიგიჟემდე მიყვარს.. ვერ ამჩნევთ ამას? - იშაის გაეცინა, დანიელმა ჩუმად ამოისუნთქა.. - ვამჩნევ.. მაგრამ მაინც საჭიროა ინტერვიუ.. აბა ღამემშვიდობისა - წავიდა.. დანიელი ნელ-ნელა შემოტრიალდა ჩემსკენ, უტეხად თვალებში შემომხედა..მე კი საშინლად ძლიერი სილა გავაწანი სახეში..სახე გვერდზე მოექცა - პირუტყვი ხარ! - ყვირილი დავიწყე - როგორ? რანაირად? ეს რანაირად განიჭებს სიამოვნებას? შუაღამეზე მძინარე ადამიანს სახლში შეუვარდე და ხელზე ბორკილები დაადო სიცილით!!! რანაირაფ განიჭებდა იმ სასოწარკვეთილი ხალხის ყურება სიამოვნებას?! შენ ადამიანი არ ხარ - თვალები ცრემლებით ამევსო.. - ლიზა! - რა დანიელ!! რაა?! რა უნდა მითხრა?! წარმოგიდგენია მაინც ამ ხალხის უკან ოჯახები დგას.. წარმოგიდგენია რომ შეიძლება წუხელ ვიღაცის შვილი ულუკმაპუროდ დატოვე! წარმოგიდგენია მათ უკან რამდენი ვალი შეიძლება იყოს? ვერ წარმოიდგენ!! იმიტომ რომ არ გამოგიცდია!! მე გამოცდილი მაქვს და ვიცი!! ღმერთო ეს რა სისადისტეა!!! - ვტიროდი და თან ვეჩხუბებოდი - ეს ჩემი სამსახურია ლიზა! ჩემი საქმე!! რა გამეკეთებინა, ავმდგარიყავი და ცოლად შემერთო ქალები? ხოლო კაცები გამეპარებინა? გაიგე ეს ჩემი სამსახურია!! ვის გამო მეჩხუბები იმ ნაბიჭვრების გამო? - მოკეტე!! დაჭერასაც ხომ თავისი მხარე აქვს, მძინარე ადამიანს ადგები სახლში და სახლიდან გამოგყავს.. მიგყავს ციხეში და შემდეგ იქ აგრძელებთ მათ დაცინვას.. ისე როგორც მე დამცინოდი!! - ნაბიჭვრები არიან!! მეზიზღებიან!! ხო სიამოვნებით ვაკეთებდი ამას და მუდამ გავაკეთებ!! მეზიზღებიან!!! - კიდევ ერთხელ გავარტყი სახეში, უფრო ძლიერად - მე შენ მეზიზღები ამის შემდეგ!! მინდა რომ გაქრე!! მინდა რომ მოკვდე!! გაეთრიე!! ვერ გიტან!! იმედები გამიცრუე!! - კიდევ რაღაცის თქმა სურდა, თუმცა თავი შეიკავა.. ღრმად ჩაისუნთქა და სახლიდან გავარდა.. ჩამოვჯექი.. ვტიროდი.. თავი ხელებში ჩავრგე და საწყალი სასოწარკვეთილი ხალხი წარმომიდგა თვალწინ ისევ..ერთი კარგად დავიღრიალე.. თითქოს ემოციისგან განვთავისუფლდი.. აივანთან მივედი.. დავინახე როგორ ჩქარი, მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა.. სიამაყეს არ კარგავდა.. უკან არ მოუხედავს.. ზღვასთან მივიდა, ცოტახანი იქ იდგა, უყურებდა.. შემდეგ მაისური გადაიძრო და ზღვაში შეცურა.. ვიდექი და ზიზღით სავსე თვალებით ვუყურებდი მანამ სანამ ზღვაში არ გაუჩინარდა..მისი სილუეტი აღარ ჩანდა.. პანიკამ მომიცვა.. გარეთ გავიქეცი.. ********* - დანიელ!! - თავიდან ბუტბუტით შემდეგ კი ყვირილით გავიქეცი, კიბეებს თითქმის ჩავუფრინე, ფეხშიშველი გავვარდი ქუჩაში..ქვიშა ოდნავ ცივი იყო ღამის კვალობაზე..ნაპირთან მივვარდი და გიჟივით დავიწყე წყალში ყურება. - დანიელ!!! - დავიყვირე და ხმა გამიწყდა..ტალღები მხოლოდ შავ სიბნელეში მოძრაობდნენ. - დანიელ! - ახლა უკვე ტირილით ვყვიროდი, მუხლები ამიკანკალდა. რამდენიმე ნაბიჯით შევედი წყალში.. ცივი ზღვა ფეხებზე მომეხვია. - გთხოვ… უბრალოდ გამოჩნდი - ჩუმად ამოვილუღლუღე, ცივი ზღვა ფეხებზე მომეხვია, ტალღები მუხლებამდე ამომივიდა.. თვალები გავაფართოვე და შორს ვცდილობდი რამე დამენახა. - დანიელ! - ისევ დავიყვირე განწირული ხმით.. პასუხი არსაიდან არ იყო..გული ძლიერად მიძგერდა, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წყალში. - დანიელ! გთხოვ… - უცებ თავში საშინელმა აზრმა გამიელვა. - მართლა თუ… არა… არა… - თავი გავაქნიე, პანიკა ერთიანად დამეცა. წყლიდან გამოვვარდი და ნაპირზე გავიქეცი.. ხელები დამიბუჟდა.. ბოლო ხმაზე ვყვიროდი.. ჩვეუმებრივი გამვლელები და მაშველები ჩემთან მოცვივდნენ - დამეხმარეთ გთხოვთ.. ჩემი ქმარი ზღვაში შევიდა… და აღარ ჩანს, გთხოვთ… გთხოვთ… მალე! - სად შევიდა? - ხელი ზღვაზე გავიშვირე. - იქ… იქ იყო… ცურავდა… მერე… მერე აღარ გამოჩნდა… - სიტყვებს ძლივს ვამბობდი. სამაშველოები მაშინვე გაიქცნენ. ერთმა ფანარი ჩართო, მეორემ რადიოში რაღაც უთხრა. მალე პატარა ნავი ჩამოუშვეს წყალში. ფანრის ძლიერი სხივი ტალღებზე გადადიოდა..მე კი ნაპირზე ვიდექი. ხელები მკერდზე მქონდა მოხვეული. ვკანკალებდი..თითოეული წამი საუკუნედ მეჩვენებოდა. ერთ-ერთმა მაშველმა მკითხა: - რამდენი ხნის წინ შევიდა წყალში? - არ ვიცი…ალბათ… ათი წუთი… შეიძლება მეტი… - კაცმა სერიოზულად შემომხედა. - წყალი ძალიან ცივია. - ეს სიტყვები თითქოს დანასავით ჩამესო გულში.. მუხლები ისევ მომეკვეთა და ქვიშაზე ჩავჯექი. თვალები ისევ ზღვას მივაშტერე. - დანიელ… - ჩუმად ვთქვი..ცრემლები შეუჩერებლად ჩამომდიოდა. - გთხოვ… დაბრუნდი… - იმ წამს პირველად მივხვდი, რამხელა სისულელე ვთქვი..რამხელა ტკივილი მივაყენე და ახლა… შეიძლება უკვე ძალიან გვიანი ყოფილიყო..შორიდან მაშველების ხმები ისმოდა..ფანრის შუქი ისევ და ისევ კვეთდა ტალღებს, მაგრამ დანიელი…ჯერ ისევ არ ჩანდა. გამვლელები მაწყნარებდნენ შემდეგ ისევ ზღვასთან მივვარდი. - დანიელ!!! - მთელი ძალით ვიყვირე, ტალღებმა ისევ ჩამყლაპეს ჩემი ხმა.. მუხლებზე დავეცი ქვიშაში..თავში ისევ და ისევ ის სიტყვები ჩამესმოდა რაც ვუთხარი - „მინდა რომ მოკვდე!“ - სუნთქვა შემეკრა. - ღმერთო არა გთხოვ.. უვნებელი დააბრუნე გემუდარები.. ზღვას მივაშტერებოდი გაუნძრევლად.. მხოლოდ ერთ წერტილს მივშტერებოდი..უცებ გული შემეკუმშა. - დანიელ! - წამოვხტი, შორს… ტალღებს შორის თითქოს ვიღაცის თავი დავინახე.. - იქ არის! - ყვირილით გავიქეცი წყლისკენ..მაშველებიც შებრუნდნენ იმ მიმართულებით, მაგრამ სანამ რამეს იტყოდნენ, ტალღამ ისევ გადაფარა ყველაფერი..აღარაფერი ჩანდა. - იქ იყო… გეფიცებით… იქ იყო… - ჩავიჩურჩულე დაბნეულმა, ერთ-ერთმა მაშველმა მხარზე ხელი დამადო. - თქვენ ახლა ძალიან ნერვიულობთ.. დასვენევა გჭირდებათ - თავი გავაქნიე. - არა… მე დავინახე… - მაგრამ ჩემს თავში უკვე თვითონაც შემეპარა ეჭვი.. ნაპირს ავუყევი სწრაფი ნაბიჯებით.. სიბნელეში წინ ვიღაცის სილუეტი დავინახე.მაღალი… ფართო მხრები…გული ამოვარდა. - დანიელ! - გავიქეცი მისკენ, კაცი შემოტრიალდა..უცნობი იყო, მე ადგილზე გავჩერდი - მაპატიეთ… სხვაში ამერიეთ - ძლივს ამოვთქვი, კაცმა გაკვირვებით შემომხედა და გზა გააგრძელა, მე კი ისევ ქვიშაზე დავრჩი, გული ისე ჩამწყდა, თითქოს შიგნით რაღაც დამემსხვრა, მუხლებზე დავეცი და სახე ხელებში ჩავრგე. - არა… არა… არა… ვერ მიმატოვებ დანიელ - ვჩურჩულებდი.. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი მაშველი მომიახლოვდა. - მისმინეთ… სჯობს სახლში წახვიდეთ - თავი მაშინვე გავაქნიე. - არა! არ წავალ! - ძებნას გავაგრძელებთ..იქნებ გამოცურა ზღვიდან.. ცუდზე ნუ იფიქრებთ - მე აქ დავრჩები… სანამ არ იპოვით…- კაცმა სერიოზულად შემომხედა. - იქნებ თავად დაბრუნდეს სახლში, თქვენ თუ აქ იქნებით და ის სახლში მივა, ერთმანეთს ასცდებით. ჯობს დაბრუნდეთ. ჩვენ პარალელურად ვეძებთ - ეს აზრი თავში ძლივს ჩამეძალა..თუ… მართლა დაბრუნდა? თუ… კარგად არის? თავი ნელა დავუქნიე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა, მაშველმა ხელი მომკიდა.. - ჩვენ შეგატყობინებთ თუ რამეს ვიპოვით - არაფერი მიპასუხია, უბრალოდ გზას გავუყევი. ზღვიდან მოშორებით ყოველი ნაბიჯი უფრო მძიმე ხდებოდა. მე… უბრალოდ მივდიოდი, ზომბივით. ცრემლები ისევ მდიოდა.. სუნთქვა მიწყდებოდა სლუკუნისგან. „მინდა რომ მოკვდე…“ ' ეს სიტყვები ისევ და ისევ ჩამესმოდა თავში. - არა…არ მინდა რომ მოკვდე.. მაპატიე - ჩავიჩურჩულე..არ მინდოდა ამის დაჯერება..არ მინდოდა იმის გაფიქრებაც კი, რომ დანიელი… აღარ იყო, სახლი შორიდან გამოჩნდა..კარი ისევ ნახევრად ღია დამხვდა. შიგნით ყველაფერი ისევ ისე იყო… ვარდების სუნი… დამწვარი გადასაფარებელი…რამდენიმე საათის წინ აქ ვიცინოდით, ახლა კი… კარის ჩარჩოს მივეყრდენი..ფეხები მომეკვეთა. ნელა ჩავჯექი იატაკზე და ხმამაღლა ავტირდი. - დანიელ…გთხოვ… დაბრუნდი.. - ცრემლები მოვიწმინდე ხელის გულით, გონება ქაოსში იყო ჩაფლული..რა უნდა მექნა? სარასთვის დამერეკა? ან იქნებ იშაისთვის? ტელეფონი ავიღე, მაგრამ ხელები ისე მიკანკალებდა ნომრის აკრეფაც ვერ შევძელი. ეკრანი ბუნდოვნად ჩანდა ცრემლებისგან. - რა ვქნა… - ჩავიჩურჩულე..თავში ხელი შემოვირტყი გაბრაზებულმა. - ღმერთო… რა გავაკეთე… - უცებ რაღაც გამახსენდა, ნელა წამოვდექი და ოთახისკენ წავედი. საწოლის თავთან პატარა ხატი მედო, რომელიც დედამ ჩამომიტანა, ხელში ავიღე და მკერდზე მივიკარი. მუხლებზე დავეშვი, ხატი ხელებში მქონდა მოქცეული და თითები ისე მიკანკალებდა, ძლივს ვიჭერდი. - გთხოვ… გთხოვ დამიბრუნდი… - ცრემლები ისევ წამსკდა. - გთხოვ დანიელ… ღმერთო მოახდინე სასწაული… დააბრუნე… გთხოვ… - ხატს შუბლს ვადებდი და ვტიროდი..სიტყვები ერთმანეთში მერეოდა. - აღარასდროს ვიტყვი ეგეთ რამეს… გეფიცები… უბრალოდ დამიბრუნე… - ცრემლებით ვსლუკუნებდი, როცა უეცრად… ოთახის კარის ზღურბლიდან ხმა გაისმა..დაბალი… ირონიული… ძალიან ნაცნობი. - აღარ გინდა რომ მოვკვდე? - ჩაილაპარაკა ქართულად..გავშეშდი. ნელა ავწიე თავი, კართან დანიელი იდგა, კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა და იმ უცნაური ირონიული ღიმილით მიყურებდა, რომელიც ყოველთვის ჩნდებოდა როცა რაღაცაზე ბრაზობდა…რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი.. - დანიელ… - ძლივს ამოვთქვი, ის არ განძრეულა, მზერა ისევ მკაცრი ჰქონდა. - რა იყო… ახლა უკვე აღარ გინდა რომ მოვკვდე? - ისევ ქართულად მითხრა მთელი წინადადება.. წამოვხტი და მისკენ გავიქეცი. - დანიელ! - მთელი ძალით შევასკდი მკერდზდ და ხელი მოვხვიე.. თითები ზურგში ჩავაჭირე ისე ძლიერად, თითქოს მეშინოდა ისევ არ გამქრალიყო.. თითებს სახეზე ვუფათურებდი და ვრწმუნდებოდი რომ ნამდვილი იყო..ის გაშეშდა ერთი წამით..შემდეგ მძიმე ამოსუნთქვა გააკეთა და ხელები ნელა მომხვია. - დაწყნარდი… - ჩუმად თქვა, მაგრამ მე ვერ ვწყნარდებოდი. ვტიროდი, ვქვითინებდი და კიდევ უფრო ძლიერად ვეხუტებოდი. - მეგონა… მეგონა რომ მოკვდი… - სიტყვები სლუკუნში მეკარგებოდა. - ღმერთო… მეგონა მართლა მოკვდი… დანიელმა თავი ოდნავ დახარა. - შენც ეგ არ გინდოდა? - არა! არ მინდოდა! - დანიელს ჯერ ისევ ვეხუტებოდი, როცა უცებ რაღაც უცნაური შევამჩნიე.მისი სიტყვები… ტვინში უცნაურად ჩამესმოდა.. ნელა მოვშორდი და გაშტერებულმა შევხედე. - დანიელ… - ის მშვიდად მიყურებდა. - ჰო? - ყელი გამიშრა. - შენ…ქართულად მელაპარაკები - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ მის ტუჩებზე ძალიან უცნაური ღიმილი გაჩნდა, არა ირონიული, არა ცინიკური.. სხვანაირი. - ქართული იცი? - ჩურჩულით ვკითხე, თვალებგაფართოებულმა, პასუხი არ უთქვამს..უბრალოდ ხელი ჩამავლო მტკიცედ და უხმოდ წამიყვანა დერეფნისკენ..გონება ისევ დაბინდული მქონდა, მაგრამ ინსტინქტურად მივყვებოდი. მივედით იმ კართან… იმ კართან, რომლის წინაც არაერთხელ გამივლია, მაგრამ დანიელს არასოდეს გაუღია.საიდუმლო ოთახი! ის გაჩერდა, შემომხედა..მის თვალებში ახლა რაღაც ძალიან სერიოზული ჩანდა… თითქოს დიდი ხნის დამალულ სიმართლესთან ვიდექით..შემდეგ ქართულად მკითხა: - მზად ხარ? - დაბნეულმა თავი დავუქნიე..დანიელმა კარი ნელა გააღო.. და მე მის უკან შევედი. ორი ნაბიჯი გადავდგი..შემდეგ კი… გავშეშდი..სუნთქვა შემეკრა. ოთახი…ქართული იყო! კედელზე დიდი საქართველოს დროშა ეკიდა, მის გვერდით საქართველოზ რუკა.. თაროები მთლიანად წიგნებით იყო სავსე მაგრამ არა ჩვეულებრივი წიგნებით, მე მათ კარგად ვიცნობდი.. თაროზე იდო "ვეფხისტყაოსანი", გვერდით ბიბლია ქართულ ენაზე, ცოტა ქვემოთ "დიდოსტატის მარჯვენა", "ბაში-აჩუკი", ილია ჭავჭავაძის კრებულები, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი…თითქოს პატარა ქართული ბიბლიოთეკა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ წიგნები არ იყო, კედელზე ეკიდა ბორჯღალი, პატარა ხის ვაზის ჯვარი, თაროზე იდგა თიხის ყანწი, გვერდით ძველი ქართული მონეტები ჩარჩოში, მუხლები მომეკვეთა, ნელა შევბრუნდი დანიელისკენ..ის ჩუმად მიყურებდა. - ვისია.. ეს ოთახი? - მისი ხმა მშვიდად გაისმა. - ეს ოთახი… გიორგი აბაშიძეს ეკუთვნის - გავშეშდი. - და… ეგ ვინ არის? - მან თითი კედლისკენ გაიშვირა, იქ პატარა ჩარჩო ეკიდა, ფოტოზე პატარა ბიჭი იყო,ხუთი წლის იქნებოდა, შავი თმით… დიდი თვალებით… ღიმილით. გულმა უცნაურად შემეკუმშა.. - ეს… ეს შენ არ ხარ? - ჩურჩულით ვთქვი, დანიელის სახე ერთ წამში გამკაცრდა. - არა! ეს გიორგია! მე დანიელი ვარ! - მტკიცედ და მტკივნეული მზერით წარმოთქვა..ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, მან უცებ თავი დახარა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და საწოლის ფეხთან ჩაიკეცა, იატაკზე დაჯდა, ორივე ხელი სახეზე მოისვა და ღრმად ჩაისუნთქა.. მე ისევ გაშტერებული ვიდექი..არაფერი მესმოდა..დანიელმა ნელა ასწია თავი..თვალებში უცნაური ტკივილი ედგა… ისეთი, რომელსაც ადამიანი წლები მალავს. შემდეგ ქართულად თქვა: - ყველაფერი ტყუილით დაიწყო… - ხმა ოდნავ ჩაუწყდა, თითები ერთმანეთში გადახლართა. - შენ გაინტერესებდა, რატომ ვერ ვიტანდი ქართველებს გაინტერესებდა, რატომ ვერ ვიტანდი ტყუილს…ყველაფერი ასე დაიწყო..ბათუმში დავიბადე… მამა ჩემს დაბადების დღეს გარდაცვლილა.. ხუთ წლამდე გვზრდიდა ის ქალი… ვინც გამაჩინა. ბათუმში ვცხოვრობდით, ლიზა… ზღვასთან ახლოს.. ამიტომაც მიყვარს ზღვა ასე ძალიან.. დანიელს ბავშვობიდან ბევრი რამ ახსოვს… ახსოვს, რომ ტყუპისცალი და ჰყავს, რომელზეც ბავშვობაში მუდამ უნდა ზრუნავდა… ახსოვს, როგორ კატაობდნენ ეზოში საქანელაზე…ალუბლის ხის ძირში, ამიტომაც გამაგიჟა შენმა სურნელმა..შენ მე წარსულში დამაბრუნე.. ყველანაირად მაბრუნებდი იქ… იმ ეზოში… იმ ბავშვობაში…იმ ქვეყანაში.. ამიტომ ვერ გიტანდი თავიდან…მაგრამ ამავე დროს რაღაც დაუძლეველი ლტოლვა მქონდა შენდამი… ისე, როგორც იმ ყველაფრისადმი, რაც დავკარგე. მეზიზღება საქართველო… მეზიზღებიან ქართველები… მაგრამ ხომ ხედავ საკუთარ თავს მაინც არ მივეცი უფლება დამევიწყებინა ის ენა… მისი კულტურა… მისი სიტყვები… ყველაფერს ვსწავლობდი… ნაბიჯ-ნაბიჯ… - შოკში ვიყავი, როცა ამას ვუსმენდი… ეს ადამიანი სუფთა ქართულით მელაპარაკებოდა - დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა, საუბრისას ძარღვები დაეჭიმა, ხელები მუშტად შეკრა.. საუბრისას კბილებს აჭერდა ძლიერად ერთმანეთს - არ ვიცი რატომ… არ ვიცი რა დავაშავე…ერთ დღეს გამომაწყო… ხელი ჩამჭიდა და სადღაც წამიყვანა.. ჩემი და სახლში დატოვა… მე წამიყვანა..ვკითხულობდი გზაში სად მივდივართ-მეთქი…პასუხს არ მცემდა, ხელს ძლიერად მიჭერდა… ისე ძლიერად, რომ მტკიოდა… მიმიყვანა სადღაც… ვიღაც ქალი ნახა…და მე… ჩემი პატარა თვალებით დავინახე…როგორ აიღო ფული, იმდენად უმწეო ვიყავი, ვერაფერს ვხვდებოდი… მეგონა ისევ უკან წამიყვანდა… ჩემს დასთან… მაგრამ როცა წავიდა…უკან არც კი გამოუხედავს, მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა მივაძახე „დედა… სად მიდიხარ?“ - დანიელს ხმა ჩაუწყდა.. ყელში ბურთი გაეჩხირა. - არ შემოტრიალდა… ისე მიპასუხა… „მალე დავბრუნდები… აქ დამელოდე… მალე დავბრუნდები…“ ასე მითხრა, ლიზა…არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა… სხვა ბავშვებთან გამიყვანეს…მხოლოდ მაშინ ვიკითხე დედა… როცა ჩამობნელდა. ვიდექი… და ვიძახდი „დედასთან მინდა…“ ისინი კი მეუბნებოდნენ… - დანიელმა სიტყვები ზიზღით წარმოთქვა - „დედა არ მოვა.“ - მე ჯიუტად ვტიროდი. - „მოვა… მითხრა რომ მოვა… უნდა წამიყვანოს…“ - და იცი რა მითხრა ერთმა ქალმა? იცი რა მითხრა იმ ნაბიჭვარმა? - „არ მოვა. მოგატყუა.“ - მაშინ გავიგე პირველად ტყუილი რას ნიშნავდა… მაშინ მივხვდი ამ სიტყვის მნიშვნელობას - დანიელს ცრემლები მოერია. - ჩემს თვალწინ… ფული აიღო ჩემში… გამყიდა! გამყიდა იმ ძაღლმა! მომატყუა!დამპირდა… და არ მოვიდა ჩემს წასაყვანად!! გამიმეტა! - ამ სიტყვებზე დანიელს ხმა გაებზარა.. დანიელთან ერთად მეც ცხარე ცრემლით ვტიროდი. - ახლა მითხარი, ლიზა… იმ ყველაფრის შემდეგ… როგორ უნდა მერწმუნა რამე ქართველებისგან? როცა საკუთარმა სისხლმა გამიმეტა ფულის სანაცვლოდ…როგორ უნდა ვყოფილიყავი ლმობიერი მათ მიმართ? დაახლოებით მისი ასაკის ქალებს როცა ვიჭერ..განსაკუთრებით სასტიკი ვარ…იმ დროს მგონია, რომ ჩემს წინ ის ქალი დგას. - ღმერთო… - ამოვიკვნესე და გულში ჩავიკარი. - განა ამაზე მეტად როგორ უნდა ეტკინა ვინმეს გული… პატარა ბავშვი მოატყუა… გაყიდა…მაინც, პატარა გიორგი იდგა იქ… ჯიუტად ელოდა… არა მხოლოდ იმ ღამეს…მომდევნო დღეებშიც…მაინც ჰქონდა იმედი… მაგრამ არ გამოჩნდა… - არ ვიცი რა გითხრა… მართლა არ ვიცი… - შემდეგ სარა გამოჩნდა, წამომიყვანა, მომიარა…ასე გავხდი დანიელ კოენი.. სარა ახალი დაქვრივებული იყო… არ უნდოდა მარტო დარჩენა…მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, ღამე როცა ვბოდავდი… ვტიროდი… გვერდიდან არ მშორდებოდა, ყველაფერი მომცა. სიყვარული, განათლება, ძალა, დამოუკიდებლობა, გვარი, სახელი.. სარამ დედა შემიცვალა, ამ ქვეყანამ კი ჩემი სამშობლო. მე დღეს დანიელი ვარ… სარას შვილი - დანიელი! გიორგი კი… იმ ბავშვთა სახლში დარჩა. - ძალიან მძიმე მოსასმენია, დანიელ… მართლა… - დანიელმა ხელი გაიშვირა და კომოდზე დადებული ძველი წერილები აიღო. - ბოლომდე მაინც ვერ ვიმეტებდი… მაინც ვეძებდი…წერა ვისწავლე… წერილებს ვწერდი..გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ვერასდროს წაიკითხავდა…მაგრამ მაინც ვწერდი… შემდეგ შევწყვიტე წერაც… - არაფერი გაგიგია მასზე? - ვკითხე ჩუმად, თავი გააქნია. - არ მიცდია… და არც არასდროს ვცდი, დედა ის კი არ არის ვინც გაგაჩინა…დედა ისაა, ვინც აგღზარდა. სარას გამო ტყვიას გადავუდგები წინ, გულს ამოვიღებ და მივცემ. - შენი და? - არც მასზე ვიცი არაფერი, შეიძლება ისიც გაყიდა…ან დაიტოვა…არ ვიცი. - არ გინდა მოძებნო? - არა! მე დანიელი ვარ, ლიზა. მათთან საერთო არაფერი მაქვს. - მისი სახელი და გვარი იცი? - მზია ლაცაბიძე - სიმწრით გამეცინა. - რომ მოინდომო ადვილად იპოვი - მაგრამ არ მინდა! მეზიზღება ყველაზე დიდი ზიზღით! ახლა რომ მოვიდეს და ჩემს წინ დადგეს სახეში შევაფურთხებდი! მე მას არასდროს ვაპატიებ მოტყუებას და ღალატს! არც მას და არავის!! - საქართველოში არ ყოფილხარ? - არა, დანიელი არასდროს ყოფილა საქართველოში.. ასე მგონია იმ ქვეყანაში ჩასვლით ჩემს ჭრილობებს მარილს მოვაყრი..მხოლოდ შენ შეგიძლია ამ ჭრილობებს უმკურნალო, მხოლოდ შენ - შუბლი შუბლზე მომადო - ანუ გამოდის, რომ ორივე ბედკრული საქართველოს შვილები ვართ? - დანიელმა თავი დამიქნია, სიმწრისგან გაეცინა და უცებ..ატირდა, ბოლო ხმაზე ატირდა. პირველად ვხედავდი მის თვალებში ცრემლებს..ძლიერად ჩავიკარი გულში, თავზე ვკოცნიდი. ის კი პატარა ბავშვივით ბუტბუტებდა - მე დანიელი ვარ… მე დანიელი ვარ… - ჰო! დანიელი ხარ… ჩემი დანიელი - თვალებზე ვაკოცე. - გავიდეთ აქედან - წამოვაყენე და ჩვენს ოთახში გავიყვანე, საწოლზე დავაწვინე, ის ისევ ბუტბუტებდა - მე დანიელი ვარ… სარას შვილი დანიელი!.. - გვერდით მივუწექი, გულზე მომეკრო, თმაში ხელი შევუცურე… ნაზად ვეფერებოდი… პატარა ბავშვივით ჩაეძინა.. დიდხანს ვუყურებდი მის სახეს… მის თითოეულ ნაკვთს…რამდენი ტკივილი ჰქონია გულში… რამდენი დარდი უტარებია ჩუმად… შემდეგ ისევ ჩავეხუტე, პლედი კარგად გადავაფარე, მკერდზე მივეკარი…და მასთან ჩახუტებულმა მეც დავიძინე.. იშაი რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა ტელეფონის ეკრანს, შემდეგ მშვიდად დააჭირა ხელი და ზარი განახორციელა საქართველოში, რამდენიმე წამის შემდეგ უხეში, მძიმედ ჩამჯდარი ხმა გაისმა. - გისმენ. - ბატონი დავით ადეიშვილი, ხომ ასეა? - ვინ კითხულობს? - ჩემი სახელია იშაი.. ისრაელიდან გიკავშირდებით - ისრაელიდან? რა გინდა? - უბრალოდ საუბარი მინდა… ერთი ადამიანის შესახებ.. - დათოს ხმა უცებ უფრო ცივი გახდა. - პირდაპირ თქვი. - ლიზა გვენცაძე! იცნობ არა? -სიჩუმე, გრძელი, მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ დათომ ღრმად ჩაისუნთქა. - გააგრძელე. - როგორც ჩანს, თქვენ მას კარგად იცნობთ. - სად არის ლიზა? - საინტერესოა… ძალიან საინტერესო. - რატომ? - მკაცრად ჰკითხა დათომ. - იმიტომ რომ ამჟამად ის ჩემს ქალაქში ცხოვრობს, ჩემი მეგობრის ცოლია! - მეორე მხარეს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, იშაიმ მსუბუქად განაგრძო: - ვფიქრობ, ეს ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს.. - მისი ნახვა მინდა! - ასეც ვფიქრობდი! ისევ დაგირეკავთ დავით, ვფიქრობ მე შემიძლია თქვენი დახმარება.. - იშაიმ ყურმილი გათიშა..მეორე მხარეს დათომ ნელა ამოილაპარაკა: - ბედმა ისევ ჩემს გზაზე დაგაბრუნა ლიზა!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


