შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის არომატი (ნაწილი 16-17-18)


გუშინ, 08:34
ავტორი თინათინი10
ნანახია 156

მზის პირველი სხივები ჩუმად იპარებოდა ოთახში.. მთელი ღამე ჩახუტებულებს ეძინათ ტკბილად..
ლიზამ ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა იგრძნო დანიელის თბილი სუნთქვა საკუთარ სახეზე, ტუჩებზე ოდნავი ღიმილი გაუჩნდა, ნელა გაახილა თვალები, მის წინ დანიელი იწვა ძალიან ახლოს, ის უკვე გაღვიძებული იყო, მშვიდად უყურებდა, იმ მზერით, რომელშიც იმდენი სითბო და სიყვარული იდგა, რომ ლიზას გულში უცნაური სიმშვიდე ჩაიღვარა, დანიელმა თითები ნაზად გადაუსვა მის თმას და ძალიან ფრთხილად აკოცა ტუჩებზე..
- დილამშვიდობისა… - ჩუმად თქვა,
ლიზას გაეღიმა.
- დილამშვიდობისა… როგორ გრძნობ თავს? - ლოყაზე ნაზად მოეფერა.
დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა
- თუ ყოველ დილით ასე გავიღვიძებ… შენს გვერდით მაშინ.. ძალიან კარგად ვიგრძნობ თავს - შემდეგ თავი ოდნავ დაიხარა და კისერში აკოცა, ლიზას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, თითები მის თმაში შეაცურა და თვალებში უყურებდა.
- მეც მინდა… რომ ყოველ დილით შენი კოცნა მაღვიძებდეს - დანიელს თვალებში ეშმაკურმა სხივმა გაუელვა.
- როგორ… აი ასე? - მიუახლოვდა.
შემდეგ უფრო ვნებიანად აკოცა, ლიზას სიცილი წასკდა კოცნის შუაში.
- კი… ასე! - დანიელმა ამოისუნთქა და რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა.
- თითქოს უზარმაზარი ლოდი მომეხსნა… თითქოს გავთავისუფლდი - თქვა ჩუმად
- შენი წარსული… კიდევ ვინ იცის?
- იშაიმ იცის, რომ ქართული ფესვები მაქვს… სხვამ არავინ - ლიზამ ოდნავ თავი დახარა.
- დანი… იქნებ შენი და მოძებნო… ის არაფერ შუაშია…
- არ მინდა, ლიზა… წარსულთან არაფერი საერთო აღარ მინდა მქონდეს. მიფიქრია ამაზე… ბევრჯერ… მაგრამ არ მინდა - რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ, შემდეგ ლიზამ გაუღიმა.
- იცი? მიხარია ქართველი რომ აღმოჩნდი - დანიელმა მაშინვე წარბი ასწია.
- ლიზა! მე ებრაელი ვარ. ებრაელების გვერდით გავიზარდე! მე დანიელი ვარ!-მის ხმაში ჯიუტი სერიოზულობა იგრძნობოდა.
- საქართველოსთან ერთადერთი რამ მაკავშირებს… და ეს შენ ხარ - ლიზამ ოდნავ გაიცინა.
- კარგი, დანიელ… ასე იყოს.. კარგი.. -
შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.
ვირივით ჯიუტ დანიელთან კამათს მაინც ვერ მოიგებდა, დანიელი საწოლიდან წამოდგა და მაისური აიღო.
- წყალს გადავივლებ და სამსახურში წავალ. საღამომდე ვმუშაობ… საღამოს მზად დამხვდი. ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო - ლიზა მაშინვე წამოხტა საწოლიდან ბავშვივით.
- მმ… სააად? - დანიელმა თვალები მოჭუტა.
- აჰა… დაიწყო ისევ. არ უნდა მეთქვა. ახლა საღამომდე ალბათ გულს გამომჭამ - ლიზას სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებს?
- ქართულად რომ ლაპარაკობ… ვერ ვეგუები - დანიელმა წარბი აწია.
- სხვათა შორის, ქალბატონო ლიზა… მე ყველაფერი მესმოდა ოდესღაც როგორ მლანძღავდი. მწყევლიდი… მაგინებდი… ყველაფერს ვისმენდი.
- რანაირად არ გქონდა რეაქცია მაშინ? -
დანიელმა მხრები აიჩეჩა და კარისკენ წავიდა.
- ემოციებს ძალიან კარგად ვაკონტროლებ - ცხვირზე მომიჭირა ხელი და საშხაპეში შევიდა..


საღამოს როცა ქალაქში ნელა-ნელა უკვე ჩამობნელდა, დანიელმა მანქანით წაიყვანა ლიზა..დანიშნულების ადგილას მივიდნენ,ლიზამ ფანჯრიდან გაიხედა… და თვალები გაუფართოვდა.
- არა… - ჩურჩულით თქვა, მის წინ ლუნა პარკი იდგა..მთელი სივრცე ფერადი ნათურებით ანათებდა, ჰაერში კარუსელების მუსიკა და ბავშვების სიცილი ირეოდა.. უზარმაზარი ატრაქციონები ცაში ტრიალებდნენ, ბამბის ნაყინის, კარამელისა და პოპკორნის ტკბილი სურნელი ყველგან ტრიალებდა. ლიზა მანქანიდან თითქმის გადახტა.
- დანიელ! - სიხარულით წამოიყვირა,
დანიელმა კარის დაკეტვა ძლივს მოასწრო, რომ ლიზა უკვე მის წინ იდგა, თვალები ბავშვივით უბრწყინავდა.
- ლუნა პარკში მომიყვანე?! - დანიელმა მხრები აიჩეჩა.
- ჰო… შენ ხომ ბავშვივით გიხარია ასეთი რაღაცეები, ვიცოდი რომ მოგეწონებოდა
- ეს ჩემი საყვარელი ადგილია! - გახარებული ჩაეხუტა..ბილეთების რიგში ჩადგა დანიელი, ლიზა უკვე ბამბის ნაყინს ჭამდა, დანიელს ძალით აჭმევდა
- ლიზა გეყოფა, არ მინდა, რა ტკბილია..ამას რა გაჭმევს, მართლა ბავშვი ხარ!
- ჰმ შენ რა ხარ? დიდი ხარ?
- დიახ! - ლიზამ თვალები მოჭუტა.
- და ლუნა პარკში რა გინდა მაშინ? -
დანიელმა ჩუმად გაუღიმა.
- შენთან ყოფნა - ლიზასაც გაეღიმა… მაგრამ მალევე თავი გააქნია.
- არა, ასე მარტივად ვერ გამოძვრები! დღეს ბავშვი იქნები - უცებ ხელი მოკიდა და უზარმაზარი ატრაქციონისკენ გააქანა.
- ეს რა არის… - ამოიხვნეშა დანიელმა.
- ამერიკული მთები!
- არა.
- კი!
- ლიზა…
- დანიელ! - ორ წამში უკვე რიგში იდგნენ, დანიელი აშკარად არ იყო აღფრთოვანებული.
- გეშინია მუსკულებიანო ბიჭო - დანიელმა მაშინვე შეხედა.
- მე არაფრის მეშინია!
- მაშინ ჩაჯექი! - რამდენიმე წუთში ატრაქციონი ცაში ავარდა, ლიზა კიოდა და იცინოდა.
- დანიეეელ!!! - ქარი თმას უფრიალებდა, დანიელი კი კბილებმოჭერილი იჯდა.
- ეს საშინელებაა!
- საოცრებაა!!! - ატრაქციონი ქვემოთ დაეშვა, ლიზა სიცილით ვერ სუნთქავდა.
- შენი სახე უნდა გენახა! - დანიელმა ღრმად ამოისუნთქა.
- არანორმალური ხარ! - ლიზამ ხელი ჩაჰკიდა.
- მაგრამ ხომ ერთობი? - დანიელმა მას შეხედა, ლიზა ნათურების შუქში იდგა, თვალები უბრწყინავდა, თმა ქარში ეშლებოდა… და ბავშვივით იცინოდა.
დანიელს უნებურად გაეღიმა.
- ჰო… ძალიან - ლიზა უცებ ისევ აენთო.
- ახლა იქ მივდივართ!
- სად?
- საბრძოლო მანქანებზე!
- ლიზა…
- დღეს შენს წინააღმდეგ ომს ვაცხადებ- დანიელმა წარბი ასწია.
- ჰო არა? გაფრთხილებ… როცა მე მოვიგებ, მერე არ იწუწუნო!
-ეს ჩემი ტერიტორიაა, აქ ვერ მომიგებ ოფიცერო!
ორივე ცალ-ცალკე მანქანაში ჩასხდნენ, დანიელმა საჭე დაიჭირა,
მანქანები ერთდროულად დაიძრა, ლიზა პირდაპირ დანიელისკენ წამოვიდა და პირველად თავად დაეჯახა, სიცილით იკეცებოდა საჭესთან, დანიმ მანქანა შემოატრიალა, რამდენიმე წამში თავად დაეჯახა გვერდიდან.
- აი ასე!
შემდეგ კიდევ ერთხელ დაეჯახა წინიდან
- ახლა ვინ იგებს ჩემო პატარა?
- ჯერ არ დასრულებულა! - ლიზამ საჭე შემოატრიალა და პირდაპირ მისკენ გააქანა მანქანა, ორივე იცინოდა.. შემდეგ ლიზა მანქანიდან გადმოხტა და სირბილი დაიწყო
- აბა დამიჭირე!
- დაგიჭერ და იცოდე დაისჯები!
- მიდი დამიჭირე - სიცილით გაიქცა, დანიელმა ძალიან სწრაფად მოახერხა მისი დაჭერა, ლიზას ხელი ჩაავლო, მხარზე გადაიკიდა და შემდეგი ატრაქციონისკენ წაიყვანა
- რას აკეთებ სულელო
- ხომ გითხარი დაგსჯითქო, ისეთ ადგილას წაგიყვან ისევ რომ ვერ გამექცე
- რას იზამ ისევ ნავით მომიტაცებ? - დანიელმა ჩამოსვა
- არა, ამჯერად ჰაერში გაგიტაცებ! -
დანიელმა თავი მაღლა ასწია, ლიზამ მის მზერას გააყოლა თვალი… და გაშეშდა, მათ წინ უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი იდგა, ნელა ტრიალებდა ღამის ცაში, მისი ნათურები ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ. თითოეული კაბინა შუქით იყო განათებული და როცა მაღლა ადიოდა, მთელი ქალაქი ქვემოდან იშლებოდა.
ლიზამ აღფრთოვანებით ამოისუნთქა.
- დანიელ… ეს… - ხელი ჩაავლო და
რამდენიმე წუთში უკვე პატარა კაბინაში ისხდნენ, კარი დაიკეტა.
ბორბალი ნელა დაიძრა, ქვემოთ ლუნა პარკის ფერადი ნათურები ციმციმებდა, ზემოდან ყველაფერი პატარა და ზღაპრულად ლამაზი ჩანდა.
- ვაუ… შეხედე რა ლამაზია… - ჩუმად თქვა ლიზამ, დანიელი მას უყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით
- ჰო… მართლა ძალიან ლამაზია - მასთან ძალიან ახლოს მიიწია და თქვა მშვიდად, ლიზამ თავი მოაბრუნა.
- ქალაქზე ამბობ? თუ.. - დანიელმა ოდნავ ჩაიღიმა.
- არა.. ქალაქზე არ ვამბობ - ლიზას გაეღიმა, ლოყები ოდნავ აუწითლდა,
ბორბალი სულ უფრო მაღლა ადიოდა, ქარი ნაზად ეხებოდა მათ სახეებს.
რამდენიმე წამით უბრალოდ ჩუმად ისხდნენ. შემდეგ ლიზამ თავი დანიელის მხარზე ჩამოდო.
- მიხარია რომ აქ მომიყვანე - დანიელმა ხელი მხრებზე მოხვია.
- მიხარია რომ ბედნიერი ხარ! -
კაბინა უკვე თითქმის ყველაზე მაღალ წერტილზე იყო, ქალაქი ქვემოთ ვარსკვლავების ზღვისავით ანათებდა,
დანიელმა მის თმაში ჩარგო ცხვირი,
შემდეგ ძალიან ნაზად აკოცა..

ეშმაკის ბორბლიდან ჩამოსვლის შემდეგ ლიზას სახე ისევ ანათებდა, თვალები ბავშვივით უბრწყინავდა და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებებში იყო,
ლიზამ უცებ სხვა სტენდი შეამჩნია.
იქ პატარა თოფებით სროლის თამაში იყო მოწყობილი. ფერადი სამიზნეები ტრიალებდა, ბავშვები და მოზარდები კი სიცილით ცდილობდნენ მათ მოხვედრას, ლიზა მაშინვე გაჩერდა.
- ოჰოო…არ გინდა შევეჯიბროთ? - ეშმაკურად გახედა დანიელს
- კარგი და რაზე შევეჯიბროთ?
- თუ მე მოგიგებ საქართველოში წამოხვალ ჩემთან ერთად!
- კარგი
- და შენ? რა გინდა თუ მოიგებ? - დანიელი ახლოს მიიწია, წელზე ხელი შემოხვია, ყურში ნაზად ჩასჩურჩულა
- შენ! - ლიზას გაეღიმა, თვალებში სიცელქე აუთამაშდა, რამდენიმე წამში უკვე თამაშის წინ იდგნენ, ლიზამ თოფი აიღო და სამიზნეს დაუმიზნა.
- ახლა ნახე… - თქვა თავდაჯერებულად,
გასროლა..სრული აცდენა..დანიელს სიცილი აუტყდა.
- საოცარი ხარ პატარავ - ლიზამ გაბრაზებულმა შეხედა.
- ჩუმად! - მეორე გასროლა..ისევ აცდა.
- ლიზა, მგონი სამიზნე კი არა კედელი გინდა ჩამოანგრიო.
- მოკეტე დანიელ!
- კარგი, კარგი… მაჩვენე კიდევ - მესამე გასროლაც აცდა, ლიზამ თოფი დაბღვერილმა გადააწოდა დანიელს,
მან სიცილით გამოართვა.
- მოდი მე ვცდი - მოიმარჯვა თოფი, ერთი გასროლა, სამიზნე ზუსტად მოხვდა..მეორე - ისევ ზუსტად, ლიზამ თვალები გააფართოვა.
- ასე ზუსტად როგორ არტყამ?! -
დანიელმა წარბი ოდნავ ასწია.
- დაგავიწყდა მე ვინ ვარ? ძალიან კარგი თვალთახედვა მაქვს პატარავ.. -
მესამე გასროლაც ზუსტად მოხვდა,
ლიზამ ხელები წელზე შემოიწყო.
- არა, ეს სამართლიანი არ არის.
- ვითომ რატომ?
- იმიტომ რომ შენ აშკარად უპირატესობაში იყავი, ცხადია მომიგებდი, სროლა კარგად იცი! - ბუზღუნებდა ლიზა, დანიელმა გაიცინა.
- თავის მართლებას აზრი არ აქვს, უკვე წააგე.. თანაც შენ დაიჯინე ამის თამაში და არა მე!
- კარგი, კარგი.. მოიგე! - უცებ ისევ გაეღიმა.
- ხომ გახსოვს სანაძლეო? - თვალები აუთამაშდა
- დანიელ!!
-რაიყო? შენ წააგე.. ისე ერთი რამ უნდა ვაღიარო…
- რა?
- ძალიან კარგი საღამო გამოვიდა - დანიელმა მისკენ გადაიხარა.
- მმ.. მეც ასე ვფიქრობ - კისერზე შემოეხვია..

ისინი მანქანაში ჩასხდნენ, გზაში ისევ სიცილ-კისკისით იხსენებდნენ ატრაქციონებს, ერთმანეთს დასცინოდნენ და ხანდახან ბავშვებივით კამათობდნენ..
- შენი სახე ამერიკულ მთებზე უნდა გენახა!
- შენ კი ყველგან დამარცხდი ლიზა!
კიბეები სიცილით აიარეს, ლიზამ კარი გააღო და ოთახში შევიდა, დანიელი კი უკან მიჰყვა. სიცილი ნელ-ნელა მიწყდა, ოთახში უცებ მშვიდი, თბილი სიჩუმე ჩამოწვა, დანიელი გაჩერდა, ლიზას შეხედა..ის ერთიან კომბინიზონში იდგა, თმა ოდნავ გაწეწილი ჰქონდა..დანიელს მზერა ნელა გაუმძაფრდა, ახლა უბრალოდ უყურებდა მის წინ მდგომ სასურველ ქალს, ისეთი თვალებით, თითქოს სიტყვების გარეშე ელაპარაკებოდა.
ლიზამ იგრძნო ეს მზერა.. სუნთქვა შეუმჩნევლად აუჩქარდა, სხეულში უცნაურმა სიცხემ დაუარა..დანიელი ნელა მიუახლოვდა, მისი ნაბიჯები მშვიდი იყო… მაგრამ მზერა ცხელი..
ლიზამ უნებურად ტუჩი მოიკვნიტა,
დანი თითქმის მის წინ გაჩერდა, ხელები ნაზად მოჰკიდა, ლიზას სხეულში ჟრუანტელმა გაირბინა.
ის უკვე მისკენ იხრებოდა, რომ ეკოცნა.
- მოიცადე, დანიელ… - ტუჩზე ხელი მიაფარა, დანიელი გაჩერდა.
- რა მოხდა? - ლიზამ ოდნავ გაიცინა, მაგრამ აშკარად ნერვიულობდა.
- წყალს დავლევ და მოვალ… კარგი? ძალიან მწყურია. - პასუხის მოსმენას არც დაელოდა, სწრაფად გაუსხლტა ოთახიდან, დანიელს ჩაეცინა
- მიდი, ჩემო ჩიტუნია… დალიე წყალი. მაინც ვერ გამექცევი ამაღამ. - ლიზა სამზარეულოში მივიდა, ონკანი მოუშვა და წყალი გამალებით დალია, შემდეგ ხელით სახეზე ინიავა, თითქოს სიცხეს იგერიებდა, ღრმად ჩაისუნთქა.
- ღმერთო… რა გავაკეთო… - თითები ოდნავ უკანკალებდა, თან ეცინებოდა… თან უცნაურად ეშინოდა. კიდევ ერთხელ მოსვა წყალი, ყელი ჩაიწმინდა და ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით ისევ ოთახისკენ წავიდა, კარი ოდნავ შეაღო..დანიელი საწოლზე იწვა, გაშხლართული, მშვიდი ღიმილით.
ტანსაცმელი აღარ ეცვა მხოლოდ ტრუსებში იყო დარჩენილი, ლიზამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, დანიელმა რომ დაინახა, მაშინვე წამოდგა.
ორი ნაბიჯი და უკვე მის წინ იდგა,
შემდეგ უცებ მკლავებში მოიქცია,
ლიზას მხოლოდ ჩუმი კვნესა აღმოხდა.
თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა, როცა დანიელი მის კისერში ჩაიმალა და ვნებიანად აკოცა.
მისი კოცნა ხარბი იყო ვნებიანი..
ლიზას თითები ავტომატურად მის მხრებს მოეჭიდა.
- დანიელ… - ძლივს ამოილაპარაკა,
დანიელი უკვე მის კისერს, ყვრილებს კოცნიდა, ხელები ნელა გადაუსვა მის ზურგს… შემდეგ კომბინიზონის ელვაზე გაჩერდა, ერთი ნელი მოძრაობით ჩამოსწია, ქსოვილი სხეულიდან ფრთხილად ჩამოსრიალდა..ლიზას სხეულზე თითებით შეეხო, თითქოს თითოეულ ხაზს სწავლობდა, ლიზამ თვალები მთლიანად დახუჭა, მისი სუნთქვა კიდევ უფრო აჩქარდა.
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მაგიჟებ! - ჩურჩულით თქვა დანიელმა,
ლიზამ პასუხის ნაცვლად ტუჩებზე აკოცა, ახლა თავად კოცნიდა მას ვნებიანად, დანიელმა მსუბუქად ასწია,
ლიზა ინსტინქტურად წელზე შემოეხვია ფეხებით, მის მკლავებში ჰაერივით მსუბუქად ეკიდა. ხელები ზურგზე და წელზე დაჰყვებოდა, თითები მის სხეულზე ნელა მოძრაობდა..შემდეგ ნელა მიიყვანა საწოლამდე, ფრთხილად გადააწვინა.
რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა ზემოდან, მისი თმა ბალიშზე იყო გაშლილი, თვალები ვნებით ჰქონდა სავსე, ლიზამ ხელი თმაში შეუცურა.
- მიყვარხარ დანიელ… - მის ხმაში სიცილი და ვნება ერთდროულად ისმოდა, დანიელმა თავი ასწია და თვალებში ჩახედა, მისი თითები დანიელის მხრებს ებღაუჭებოდა, ლიზას ხელები მის ზურგზე დაეშვა, თითები კუნთებს ეფერებოდა, თითქოს ყოველი შეხებით მის სიახლოვეს იმახსოვრებდა, დანიელმა კიდევ უფრო ახლოს მიიკრა.. მათი სხეულები ერთმანეთს ისე მიეკრა, რომ სივრცე აღარ დარჩენილიყო..ლიზამ თავი ოდნავ უკან გადასწია, ღრმად ამოისუნთქა.
- დანიელ… - მის ხმაში თბილი კვნესა გაისმა, დანიელმა ისევ აკოცა ჯერ ყელზე, შემდეგ მხარზე. მისი ხელები ლიზას ზურგზე ნელა მოძრაობდა, თითები ნაზად ეხებოდა კანს.. ლიზამ თვალები დახუჭა და თითები მის თმაში შეუცურა, დანიელმა თავი ასწია და რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა.. შემდეგ კიდევ ერთხელ მიიზიდა და კოცნაში ჩაიკარგნენ..
საწოლზე ნელა გადაბრუნდნენ, ერთმანეთის სითბოში გახვეულები..

დილით ლიზა დანიელის მკლავებში იყო ჩაფლული, თავი მის მკერდზე ედო, თითებით კი ნაზად ეხებოდა მის კანს, თითქოს ისევ რწმუნდებოდა, რომ ის აქ იყო, მასთან..დანიელი უკვე გაღვიძებული იყო, თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ ლიზას თმაში თითებს ატარებდა და მშვიდად სუნთქავდა.
- დილამშვიდობისა… - ჩურჩულით თქვა ლიზამ, დანიელმა თვალები გაახილა და ქვემოთ დახედა.
- დილამშვიდობისა, პატარავ - ლიზამ თავი ოდნავ ასწია, თვალებში შეხედა და გაუღიმა.
- გუშინ… უბედნიერეს კაცად მაქციე -
დანიელმა ნაზად აკოცა შუბლზე
- მეც! - ოდნავ ჩაფიქრებულმა უპასუხა
- რა იყო? რა დაგემართა?
- ხვალ ინტერვიუ გვაქვს.. ვნერვიულობ..
- რა განერვიულებს, ახლა მით უმეტეს როცა მართლა ერთად ვართ
- ჰო.. მაგრამ, იშაის არ მოვწონვარ.. და ყველაფერს გააკეთებს რომ მავნოს
- იშაის კარგად ვიცნობ, ზოგადად არალეგალები არ უყვარს.. ჰგონია რომ სამსახურს ვუღალატე.. როცა დარწმუნდება რომ მართლა სიგიჟემდე მიყვარხარ და ჩვენი სიყვარული ნამდვილია გაჩერდება! არ ინერვიულო არადერზე ჩემო პატარავ - შუბლზე მაგრად აკოცა
- დანიელ… - ჩუმად თქვა ბოლოს ლიზამ
- ჰო
არ გამიბრაზდე… კარგი? რაღაც უნდა გითხრა - დანიელმა წარბი ოდნავ ასწია.
- უკვე არ მომწონს დასაწყისი.. რა მოხდა? - ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა.
- შენი და… ვიპოვე.. - დანიელის სხეული და სახე უცებ გამკაცრდა, გული უცნაურად აუჩქარდა. თვალწინ ბავშვობამ გაურბინა, იმ ბავშვობამ როცა ჯერ კიდევ გიორგი იყო და დანიელი არ არსებობდა..პატარა გოგონა, რომელიც ხშირად ტიროდა… და თვითონ, პატარა გიორგი, რომელიც მუდამ ეხუტებოდა, როგორ აკატავებდა საქანელაზე, როგორ ზრუნავდა მის დაზე, როგორ ჭამდნენ ხოლმე ერთად საჭმელს..ფიქრის დროს მზერა დაურბილდა, მაგრამ შემდეგ თვალებში ისევ სიმკაცრე ჩაუდგა.
- ეს რატომ გააკეთე, ლიზა?! - ლიზა მაშინვე წამოჯდა.
- მინდოდა შენთვის მეც გამეკეთებინა რაღაც…
- არ იყო ამის გაკეთება საჭირო! - ხმა გაუმკაცრდა დანიელს.
- ხომ გითხარი, არ მინდა წარსულთან რამე მაკავშირებდეს! არ მაინტერესებს ისინი.
- მაგრამ ის ხომ არაფერ შუაშია… უბრალოდ დაელაპარაკე - ჩუმად ჩაილაპარაკა ლიზამ..
- არა! მორჩა! არ მაინტერესებს - მკვეთრად თქვა დანიელმა, წამოდგა და სწრაფად დაიწყო ჩაცმა..ლიზა საწოლიდან გადმოვიდა და უკან მიჰყვა.
- დანიელ, გთხოვ… - შემდეგ უკნიდან მოეხვია.
- ვიცი რომ სასტიკი არ ხარ..შენს დას არაფერი დაუშავებია. - დანიელმა თვალები დახუჭა ერთი წამით, შემდეგ ისევ მკვეთრად თქვა:
- ვარ, ლიზა! ვარ! სასტიკი ვარ! მათ მაქციეს ასეთად! - ლიზა გაჩუმდა.
- არ მინდა! როგორ გგონია მე არ ვიცოდი სად იყო ის? არ შემეძლო მისი მოძებნა? მაგრამ არ მინდა! ისიც ვიცი რომ დედამისი უკვე მკვდარია!! ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მინდა მასთან კონტაქტი!
- სად მიდიხარ? - ჰკითხა ლიზამ.
- სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე - ქურთუკი აიღო და კარისკენ წავიდა, იმ წამს ტელეფონმა დაურეკა, იშაი იყო.
- ჰო.
- შენს სახლთან მოვალ ხუთ წუთში. დალაპარაკება მინდა შენთან.. -დამელოდე, ქვემოთ ჩამოვალ და გნახავ.
- აღელვებული ხმა გაქვს… რამე მოხდა?
- ისეთი არაფერი.. მე და ლიზამ ციტა ვიკამათეთ, მაგრამ უმნიშვნელო რამაა.. - დანიელმა ტელეფონი გათიშა და კიბეები ჩაიარა, ქუჩაში გამოვიდა. ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ თავში ისევ ლიზას სიტყვები ტრიალებდა. "შენი და ვიპოვე", უცებ ისევ ის პატარა გოგონა გაახსენდა, მისი სახე..ფიქრებში ჩაფლული გზაზე გადავიდა, არ გაუხედავს..უცებ ძლიერი დამუხრუჭების ხმა გაისმა, შემდეგ - დარტყმა, დანიელის სხეული ასფალტზე დაეცა, რამდენიმე მეტრში იშაი მანქანიდან გადმოხტა.
- დანი!!! - გიჟივით მივარდა მასთან შუბლიდან სისხლი ჩამოსდიოდა, თვალები დახუჭული ჰქონდა.
- არა… არა… არა… - იშაიმ სწრაფად აიყვანა და მანქანაში ჩასვა.
- გამაგრდი, ძმაო… გამაგრდი…- მანქანა დაქოქა და მთელი სისწრაფით საავადმყოფოსკენ გააქანა.

იშაიმ სწრაფად გააჩერა მანქანა საავადმყოფოს შესასვლელთან, კარი გააღო და დანიელისკენ გადაიხარა,
დანიელი ნელა ამოძრავდა. თვალები მძიმედ გაახილა, თითქოს ჯერ ვერ ხვდებოდა სად იყო.
- დანი… როგორ ხარ? - დაუძახა იშაიმ სწრაფად, დანიელმა ძლივს ამოისუნთქა.
- ხელი… ხელი მტკივა ძალიან… -
მისი ხმა დაძაბული იყო.
- მოვედით უკვე, ექიმი გნახავს, ყველაფერი კარგად იქნება. - სასწრაფოს თანამშრომლები უკვე მათთან იყვნენ, საკაცე მოიტანეს და ფრთხილად გადააწვინეს დანიელი.
დანიელმა უცებ თავი ოდნავ ასწია.
- ლიზა… ლიზას დაურეკე, იშაი… - იშაიმ თავი დაუქნია.
- დავურეკავ, დავურეკავ… დაწყნარდი.. -
ექიმებმა სწრაფად შეიყვანეს დანიელი შიგნით, იშაი მარტო დარჩა კართან, ღრმად ჩაისუნთქა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ლიზასთან დარეკა..

ექიმმა დანიელს ხელზე საბოლოოდ შეუხვია ელასტიკური ბინტი და კისერზე ჩამოსაკიდებელი სლინგი გაუკეთა.. სახეზე რამდენიმე მცირე ნაკაწრი ჰქონდა, რომლებიც უკვე დამუშავებული იყო. იშაი მის გვერდით იდგა, ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და თვალებით მკაცრად აკვირდებოდა.
- რანაირად ვერ დაინახე მანქანა რომ მოდიოდა?.. - თქვა ბოლოს, დანიელმა მხრები ოდნავ აიჩეჩა.
- ვერ დავინახე… - იშაიმ თვალები ოდნავ დააწვრილა.
- ლიზასთან იჩხუბე? - დანიელმა თავი გააქნია.
- არა… უფრო სწორად კი, მაგრამ ლიზა არაფერ შუაშია. - სწორედ ამ დროს პალატის კარი ხმაურით გაიღო, ლიზა შემოვარდა გაფითრებული, გულამოვარდნილი, თვალებში შიში და სასოწარკვეთილება ედგა, როგორც კი დანიელი ფხიზლად დაინახა, თითქოს სუნთქვა დაუბრუნდა, მასთან მივარდა და ძლიერად ჩაეხუტა.
- ჩემო სიცოცხლე… ხომ კარგად ხარ… ჩემო ერთადერთო…
- ლიზა… ხელი… ფრთხილად… - ძლივს თქვა დანიელმა, ლიზამ მაშინვე უკან დაიხია.
- რა გჭირს ხელზე?
- ნაღრძობია…
- მთავარია სხვა სერიოზული არაფერია… რომ გავიგე, რამის გავგიჟდი… - ისევ მიეკრო, ამჯერად უფრო ფრთხილად, რომ ხელი არ სტკენოდა, დანიელმა თავისუფალი ხელით შუბლზე აკოცა.
- ნუ გეშინია… კარგად ვარ. - ლიზამ თვალები დახარა.
- მაპატიე…
- პატიებას ნუ მთხოვ. - მშვიდად უთხრა დანიელმა.
- შენ არაფერ შუაში ხარ - ამ დროს ექიმი შემოვიდა,
- ძალიან გთხოვთ, ცოტახნით გარეთ გაბრძანდეთ. პროცედურას დავასრულებთ და დანიელიც თქვენთან ერთად წამოვა. - ლიზა და იშაი უსიტყვოდ გავიდნენ, დერეფანში სკამზე დასხდნენ, რამდენიმე წამი სრული სიჩუმე იყო, იშაი გაბრაზებული თვალებით უყურებდა ლიზას, ბოლოს ვეღარ მოითმინა.
- რამდენი უბედურება უნდა მოუტანო დანიელს? - ლიზამ მაშინვე თავი ასწია.
- რა? რას ამბობ?
- რაც გაიგე. - ცივად თქვა იშაიმ.
- შენი ბრალია ეს რომ დაემართა. - ლიზას თვალები ბრაზისგან აენთო.
- რაც არ იცი, იმას ნუ ლაპარაკობ! დანიელის გამო სიცოცხლეს არ დავიშურებ, გასაგებია?! - იშაის ხმამაღლა გაეცინა.
- რა თქმა უნდა! აბა რა! დანიელის გამო კი არა, საბუთისა და ფულის გამო არ დაიშურებ არაფერს! ვიცი ვინც ხარ სინამდვილეში!
- რას ბოდავ?! სიტყვებს დაუკვირდი!
- დანი ჩემთვის ძმასავითაა, გესმის? თუ თქვენი ქორწინება ნამდვილია და მას მართლა უყვარხარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენი ნამდვილი სახე დავანახო. შენ ყველაფრის მკადრებელი ხარ!
- იშაი!!! - უკნიდან გაისმა მძიმე, მკაცრი ხმა, დანიელის ხმა ლომის ღრიალს ჰგავდა, ორივემ ერთად მოიხედა, დანიელი მათ წინ იდგა, მისი თვალები ალმოდებული იყო, ლიზას ხელი მტკიცედ ჩასჭიდა და წინ დაუდგა იშაის
- არ გაბედო მსგავსი ტონით ჩემს ცოლთან საუბარი! გასაგებია?! მეორედ ლიზას ასე აღარ ელაპარაკო!
- დანიელ… საჭირო არ არის… - ლიზა ცდილობდა დაემშვიდებინა.
- საჭიროა! ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩემს ცოლს პატივი უნდა სცენ! - მკვეთრი ტონით საუბრობდა დანი,იშაი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. მასზე უკეთ არავინ იცნობდა დანიელს, ახლა კი მის თვალებში რაღაც სხვა დაინახა..
ნამდვილი სიყვარული.
- მართალი ხარ, ძმაო… შენზე ვღელავდი. მეგონა ლიზასთან კამათის გამო დაგემართა ეს… ამიტომ ჩემს თავს ზედმეტის უფლება მივეცი. -
შემდეგ ლიზას შეხედა.
- მაპატიე ლიზა - დანიელმა კმაყოფილად თავი ოდნავ დაუქნია,
იშაიმ მანქანის გასაღები ამოიღო.
- მე წაგიყვანთ სახლამდე.
- არ არის საჭირო, ტაქსით წავალთ. - თქვა დანიელმა
- დანი, გთხოვ… აღარ განმეორდება. შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ! -
რამდენიმე წამი იდგნენ ჩუმად, ბოლოს დანიელმა ამოისუნთქა.
- კარგი - მანქანაში სიჩუმე ჩამოწვა,
ლიზამ ფრთხილად მოჰკიდა ხელი დანიელს, ჯანმრთელ მკლავზე თავი დაადო. იშაი საჭესთან იჯდა, წინ იყურებოდა, რამდენიმე წუთის შემდეგ თავად დაარღვია სიჩუმე.
- ხვალ თქვენს სახლში ჩატარდება ინტერვიუ, მე და ედი ვიქნებით.. მეზობლებიც დაიკითხებიან. - დანიელმა მშვიდად უპასუხა:
- ვინც გინდა ის დაკითხე და სადაც გინდა იქ დაგვკითხეთ. მე და ჩემს ცოლს ნამდვილი სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან - იშაიმ ოდნავ ჩაიღიმა.
- მიხარია, ძმაო… გულწრფელად მიხარია. - შემდეგ უკანა ხედვის სარკეში გახედა ლიზას, ცივი, გომცდელი მზერით, თითქოს რაღაცას წინასწარ მოელოდა..ლიზამაც იგრძნო ეს მზერა და იმ წამს, რატომღაც, გულში უცნაურმა შიშმა გაიარა..

ინტერვიუს დღე:
მისაღებში მაგიდა უკვე გამზადებული იყო, დოკუმენტები, ჩანაწერების ბლოკნოტები და დიქტაფონი იდო.
იშაი სავარძელში ნახევრად მოდუნებულად იჯდა, მაგრამ თვალებში ისევ ის ირონიული ცივი ელვარება ჰქონდა.. ედი მის გვერდით იჯდა, პროფესიული სიმშვიდით ათვალიერებდა ჩანაწერებს.
- აბა, მზად ხართ? ხომ არ ნერვიულობთ? - იკითხა იშაიმ ირონიული ტონით, დანიელმა მხრები აიჩეჩა.
- სანერვიულო რა გვაქვს?
- ძალიან კარგი… - ჩაიცინა იშაიმ.
- ჰო, მართლა… ქართველი მეგობარი მყავს სტუმრად. წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ლიზა, აქ რომ მოვიდეს? ვიფიქრე, უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს ქართველს რომ ნახავდა და ამიტომ დავპატიჟე.. - ლიზა ოდნავ დაიბნა, მაგრამ თავი დაუქნია.
- რა პრობლემაა - დანიელმა ინტერესით შეხედა.
- ვინ მეგობარია? მე არ ვიცნობ?
- არა, დანი…შენ არ იცნობ… ჯერ-ჯერობით - ოთახში წამით უცნაური სიჩუმე ჩამოწვა, ედი საქმეს დაუბრუნდა.
- კარგი, დავიწყოთ.. ჯერ დანიელთან ვისაუბრებთ..დანი ცალკე ოთახში გადაიყვანეს. ის მშვიდად იჯდა, ხელზე სლინგი ეკიდა, მაგრამ სახეზე დაძაბულობა თითქმის არ ეტყობოდა.. დაკითხვა ედიმ დაიწყო, კითხვები ჩბეულებრივ ყოველდღიური ცხოვრების შესახებ იყო..
- მადლობა, დანიელ, ამ ეტაპზე საკმარისია, შეგიძლიათ დაბრუნდე და ლიზა შემოვიდეს.. - ახლა ლიზა შევიდა ცალკე ოთახში, მისი თითები ოდნავ იძაბებოდა, მაგრამ ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, ედიმ ისევ იგივე შეკითხვები დასვა.. პასუხებს ერთმანეთს ადარებდნენ, აკვირდებოდნენ ფსიქოლოგიურად..
მეზობლების ჩვენებამაც დაადასტურა რომ წყვილს ერთად ხშირად ხედავენ, ბედნიერად.. რომ დანიელი ძალიან მზრუნველია ლიზას მიმართ..
ედიმ საბოლოოდ ჩანაწერები შეკრა,
ბოლოს ლიზა და დანი ერთად ისხდნენ მისაღებში, ედიმ საუბარი დაიწყო.
- პირველ ეტაპზე ჩატარებულმა შემოწმებამ საეჭვო გარემოება არ აჩვენა. მეზობლებმაც დაადასტურეს, რომ თქვენ ჩვეულებრივ წყვილად გიცნობენ. - დანიელმა მშვიდად თავი დაუქნია.
- თუმცა… დაკვირვება მაინც გაგრძელდება გარკვეული პერიოდი.
- გასაგებია - თქვა დანიელმა, ამ დროს იშაის ტელეფონი ვიბრაციით აციმციმდა, მან შეტყობინებას დახედა..
ტუჩის კუთხე უცნაურად აეწია, შემდეგ თავი ასწია და დანისა და ლიზას შეხედა.
- ჰო მართლა… ლიზა, შენთვის ერთი კითხვის დასმა დამავიწყდა - ლიზა ოდნავ დაიძაბა.
- გისმენ.
- მინდა აქვე გკითხო. დანიელის თანდასწრებით. ესეც ინტერვიუს ნაწილია ჩათვალე.
- კარგი… - იშაი წინ გადაიხარა, მის თვალებში ცინიკური ციმციმი იყო.
- რა არ უყვარს ყველაზე მეტად დანიელს? რა არის ის… რასაც დანიელი ვერასდროს გაპატიებდა? - ლიზა გაიყინა, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, რამდენიმე წამი გავიდა,
იშაიმ ისევ გაიღიმა.
- ლიზა… პასუხი არ გაქვს? თუ კითხვა გაგიმეორო? - ლიზამ ბოლოს ამოისუნთქა.
- დანიელი… ვერასდროს მაპატიებს… ტყუილს - ზუსტად ამ დროს კარზე ზარი გაისმა..
- ალბათ ის არის. ჩემი მეგობარი მოვიდა - დანი წამოდგა.
- მე გავაღებ - კარი გააღო, ზღურბლზე ახალგაზრდა ბიჭი იდგა, დაახლოებით ოცდახუთი წლის, მკაცრი სახე ჰქონდა, ლოყაზე ძველი ნაიარევი ეტყობოდა.
- მობრძანდით - თქვა დანიელმა და ხელი ჩამოართვა, ბიჭმა ამაყად გაუწოდა ხელი და სახლში შემოვიდა, როგორც კი მისაღებში შევიდა ლიზას თვალები გაფართოვდა, ხელში ჭიქა ეჭირა, ჭიქა თითებიდან გაუცურდა და იატაკზე ხმაურით დაიმსხვრა.
- გაიცანით ჩემი მეგობარი… დათო - თქვა იშაიმ მშვიდად, ლიზას სახე გაფითრებული ჰქონდა, თვალები დათოზე ჰქონდა მიპყრობილი, დათომაც მას შეხედა, მათი მზერები ერთმანეთს შეხვდა.. ზიზღი, ტკივილი და რაღაც ძველი, მძიმე წარსული.
- დათო, მოდი ჩამოჯექი… - გააგრძელა იშაიმ.
- ინტერვიუს დავასრულებთ ბარემ და შემდეგ გაგაცნობ ჩემს მეგობრებს - ლიზას გული ძლიერად უცემდა,
მისთვის ყველაზე საშიში ადამიანი იდგა მის წინ. დანიელმა ეს ყველაფერი შეამჩნია, ლიზას გაფითრებული სახე, მისი დაძაბული სუნთქვა და უფრო და უფრო იძაბებოდა თავადაც..
- მაშ ასე… ბატონო ედი. თქვენ ამბობთ, რომ ქორწინებაში საეჭვო ვერაფერს ხედავთ.. მაგრამ ნება მომეცით მე ჩემი აზრი დავაფიქსირო.. მე ვთვლი… რომ ეს ქორწინება ნამდვილი არ არის - დანიელს გაეცინა ხმამაღლა, მალევე
მისი სახე გამკაცრდა.
- რას ამბობ იშაი?!
- სიმართლეს, არ არის ეს ქორწინება ნამდვილი - დანიელი წამოდგა.
- რას ლაპარაკობ?!
- იმას რომ… ოფიციალურად ლიზა შენი ცოლი არ არის.
- შეგახსენებ, მე და ლიზამ კვიპროსზე ვიქორწინეთ! - გაბრაზდა დანიელი.
- დანიელ… - აკანკალებული ხმით თქვა ლიზამ
- ცალკე მინდა შენთან დალაპარაკება…
- ჯერ დათოს გავაცნობ, მერე ილაპარაკეთ - ცივად თქვა იშაიმ.
- გთხოვ… ნება მომეცი დაგელაპარაკო! -
დანიელი უკვე დაძაბული უყურებდა ორივეს, იშაიმ ხელი დათოს მხარზე დაადო და მშვიდად თქვა:
- დანი… გაიცანი.. შენი ცოლის ნამდვილი მეუღლე…დათო ადეიშვილი!
********
დანიელმა რომ შემომხედა…ასე არასდროს შემოუხედავს ჩემთვის..
მის თვალებში აღარ იყო სითბო, აღარ იყო ის სინათლე, რომელიც ყოველთვის ჩემსკენ მოდიოდა..
ახლა მისი თვალები ცივი იყო,
გაყინული..სასტიკი..იშაი გვერდით იდგა და აშკარად კმაყოფილი ჩანდა თითქოს საბოლოოდ ჩამომხსნა ნიღაბი, რომელიც მის თვალში ყოველთვის მეკეთა. ედი გაკვირვებული უყურებდა სცენას.
დათო კი… კიდევ უფრო კმაყოფილი იდგა, სამწლიანი დევნის შემდეგ ბოლოს მაინც მიპოვა. მაგრამ იმ წამს… ყველაზე უსუსური ადამიანი მე ვიყავი. არა იმიტომ, რომ ყოფილი ქმარი დამადგა თავზე, რომელიც მოსაკლავად დამსდევს. არამედ იმიტომ, რომ პირველად ვხედავდი დანიელის ასეთ მზერას… ჩემს მიმართ.
- დანიელ… გთხოვ… ვილაპარაკოთ…
- მგონი პირველ რიგში ჩემთან გაქვს სალაპარაკო, ლიზა. - წინ წამოიწია დათომ. მისი ხმა რომ გავიგონე, სისხლი ამომიდუღდა.
- მოკეტე!! - მთელი ხმით დავუღრიალე.
- მოკეტე!! ხმა ჩაიკმინდე!!! სიტყვა არ თქვა!! - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
- ანგარიში გვაქვს ერთმანეთთან გასასწორებელი. - მშვიდად თქვა და ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, ინსტინქტურად ხელი გავწიე მაგიდისკენ, მინის ბოთლი ავიღე და მაგიდას მთელი ძალით ჩამოვკარი.
ბოთლი დაიმსხვრა, მინის ნატეხი ხელში დავიჭირე და დათოსკენ გავიშვირე.
- არ მომიახლოვდე!!! არ გაბედო!! -
ხმა უკვე ისტერიკამდე მისული მქონდა..თავში ისევ იმ წლებმა გამიელვა.. ის ჯოჯოხეთი, რომელშიც მასთან ერთად ვცხოვრობდი. როგორ მიწევდა ყვირილით და წივილით თავის დაცვა, დათომ ირონიულად გაიცინა.
- აი ხედავთ? არ შეცვლილა… ესაა მისი ნამდვილი სახე - კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.. მეც გავიწიე მისკენ "შეიარაღებულმა", ამ დროს დანიელი სწრაფად მოვიდა ჩემთან,
ხელზე მომკიდა ხელი, მინის ნამსხვრევი ხელიდან გამაგდებინა,
მისი მზერა ისევ ისეთი იყო, მკაცრი.
ცივი..მაგრამ ხმა მშვიდი ჰქონდა.
- ოთახში შედი!
- მაგრამ…
- ოთახში შედი და დამელოდე!!
- უნდა ვილაპარაკოთ… - თვალებში ცრემლები ჩამიდგა.
- ვილაპარაკებთ. მაგრამ ჯერ არა, ოთახში შედი, აღარ გამამეორებინო - მკაცრად თქვა.. შევნიშნე მასაც როგლრ უკანკალებდა ხელები.. ხმა აღარ ამომიღია, უსიტყვოდ წავედი ოთახისკენ, დერეფანში ისევ დანიელის ხმა გაისმა.
- თქვენც წადით… ეს დარჩეს - ედი შეჩერდა.
- დანიელ… ვიცი ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ლიზა შენი ცოლი არ გამოდის და შესაბამისად ქვეყანაში ვერ დარჩება - დანიელმა მშვიდად უპასუხა.
- მესმის, ბატონო ედი. ყველაფერი წესის მიხედვით გაკეთდება! - იშაი და ედი წავიდნენ..კარი დაიხურა, ახლა ოთახში მხოლოდ ორი კაცი დარჩა, დანიელი და დათო..
დანიელი ნელა დაჯდა მის წინ.
- ახლა მე და შენ ვილაპარაკებთ - რამდენიმე წამი უყურებდა.
- მოყევი ყველაფერი - დათომ მხრები აიჩეჩა.
- მე და ლიზა თექვსმეტი წლის ასაკში დავქორწინდით. წლები გავატარეთ ერთად. ბევრი კარგი და ცუდი დღეებიც გვქონდა… მაგრამ ადრეულ ასაკში ქორწინება ყველაზე არასწორი ნაბიჯი იყო - დანიელმა ცივად ჰკითხა:
- რა ანგარიში გაქვთ შენ და ლიზას გასასწორებელი ერთმანეთთან? -
დათომ თავი ოდნავ გადახარა და თითი ნაიარევზე მიიდო.
- რატომ გააკეთა ეს? უმიზეზოდ?
- ბოლო დროს ურთიერთობა ძალიან დაძაბული გვქონდა, ჩხუბის დროს ჭრილობა მომაყენა. ჩვენი ოჯახის რესტორანი გადაგვიწვა.. პოლიცია ეძებს, სარჩელი დღემდე მაქვს მის წინააღმდეგ შეტანილი - დანიელმა მუშტი შეუმჩნევლად შეკრა.
- მთელი ეს წლები ვეძებდი, რომ პასუხი მომეთხოვა მისთვის.
- დაუჯერებელია… - ჩუმად თქვა დანიელმა.. მას უყვებოდნენ ისტორიას ქალზე… რომელსაც ეგონა რომ იცნობდა..მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ იცნობდა.
- გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, რომელსაც საერთოდ არ იცნობ. დაინახე როგორ წამოვიდა ჩემსკენ?
- რა გინდა ახლა?
- ჩემი კუთვნილი ფული! ვალი აქვს! რესტორნის ზარალს თუ ამინაზღაურებს, სარჩელს უკან გავიტან.
- რამდენი?
- ასორმოცდაათი ათასი დოლარი. ორმოცდაათი უკვე გადამიხადა, ბინა გაყიდა დედამისმა.. დანარჩენი არ გადაუხდია. მამაჩემი გავლენიანი ადამიანია… აქ გამოქცევამ უშველა თორემ აქამდე დიდხანს იჯდებოდა ციხეში - დანიელმა ცივად ჰკითხა:
- როგორ იპოვე?
- იშაიმ დამირეკა.
- გასაგებია… - რამდენიმე წამი ჩუმად იჯდა. შემდეგ ნელა თქვა:
- ახლა ასე მოვიქცევით - დათო ყურადღებით უსმენდა.
- შენ წახვალ, საქართველოში დაბრუნდები, ჩათვალე რომ ლიზა თვალით არ გინახავს!
- კი მაგრამ..
- ნუ მაწყვეტინებ!!! - მკაცრად თქვა დანიელმა, დათო გაჩუმდა.
- ხვალ ანგარიშზე გექნება ის თანხა რასაც ითხოვ! სარჩელს გამოიტან, და ლიზას ცხოვრებაში აღარ გამოჩნდები - მისი ხმა მშვიდი იყო,
მაგრამ საშიში.
- გზაზეც რომ შეგხვდეს გვერდს აუვლი და წახვალ! არ მაინტერესებს მამაშენის გავლენები. თუ გავიგებ, რომ სადმე გამოჩნდი… თავბედს გაწყევლინებ! - დათომ ცოტა ხანს უყურა, შემდეგ ჩაიცინა.
- რაც მეკუთვნის თუ იმას მივიღებ, გვერდზე გავდგები. მაგრამ შენ? გინდა მისნაირ მატყუარა ადამიანთან დარჩე? - დანიელმა თვალებში ჩახედა.
- ეგ შენი საქმე არ არის! ახლა შეგიძლია წახვიდე! - დათო წამოდგა,
უხმოდ წავიდა, კარი დაიხურა.
სახლში სიჩუმე ჩამოვარდა..
დანიელი ნელა დაჯდა სკამზე.
თვალები საძინებლის კარისკენ გაექცა, მაგრამ იქ შესვლას არ ჩქარობდა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, იშვიათად ეწეოდა..ძალიან იშვიათად, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როცა ნახევარ საათში მთელი კოლოფი თითქმის დაცარიელდა..
გარედან ის უცნაურად მშვიდი ჩანდა.
მაგრამ შიგნით…ქარიშხალი ტრიალებდა..ახსენდებოდა ყოველი წამი, რომელიც ლიზასთან ერთად გაატარა, მისი სიცილი, მისი ხმა, მისი თვალები, მისი კოცნა.
ყველაფერი..ეგონა, რომ კარგად იცნობდა, ეგონა, რომ ეს ქალი განსხვავებული იყო, მაგრამ ახლა ერთი აზრი უტრიალებდა თავში..
ის თვალებში უყურებდა და ატყუებდა! ატყუებდა..ატყუებდა!!
ისევ მოატყუეს!! ისევ სასტიკად!!..
ბოლო ღერი სიგარეტი შუამდე მივიდა, დანიელმა სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო, მუშტი ისე ძლიერად შეკრა, რომ თითები გაუთეთრდა, მის თვალებში ახლა უკვე აღარ იყო სიცივე..იყო ბრაზი, მძიმე, მდუღარე, საშიში ბრაზი..
დანიელი ნელა შევიდა ოთახში,
სადაც სიჩუმე იდგა..ლიზა წინ და უკან დადიოდა ნერვიულად, თითებს ერთმანეთში ხლართავდა, მისი ნაბიჯები მოულოდნელად გაჩერდა, როცა კარისკენ მოტრიალდა და დანიელი დაინახა..გაშეშდა.
მათ შორის რამდენიმე ნაბიჯის მანძილი იყო, მაგრამ იმ წამს თითქოს მთელი სამყარო იდგა მათ შორის..დანიელის მზერა ისევ მკაცრი იყო, ცივი, მძიმე..ის ნელა დაიძრა მისკენ, ლიზამ თავი დახარა. მხრები აუკანკალდა და ცრემლები ჩუმად ჩამოუგორდა ლოყებზე, დანიელი მის წინ გაჩერდა, რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა, მხოლოდ უყურებდა, შემდეგ ხელი ნაზად ჩაჰკიდა ნიკაპში და თავი ააწევინა..ლიზამ ვერ გაბედა თვალებში ჩახედვა, დანიელმა ცერა თითით ცრემლი მოწმინდა ლოყიდან, მერე უცებ დაიხარა და თავი მის კისერში ჩარგო, ლიზა გაშტერებული დარჩა..მისი სხეული კანკალებდა შიშით, დაძაბულობით, გაუგებრობით, დანიელის თბილი სუნთქვა კისერზე ეხებოდა, მისი ხელები ძლიერად, თითქმის მფლობელურად ჰქონდა შემოხვეული წელზე, თითქოს მის სურნელს იმახსოვრებდა..ლიზამ ძლივს ამოილუღლუღა:
- შენ… დათომ რა გითხრა? - დანიელი წამით გაჩერდა, მაგრამ თავი ისევ მის კისერში ჰქონდა ჩარგული.
- არ აქვს ამას მნიშვნელობა - მის ხმაში ისევ სიმკაცრე ისმოდა, ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა.
- რაც არ უნდა ეთქვა… გთხოვ ახლა მე მომისმინე - დანიელმა ტუჩებზე თითი დაადო.
- არ მაინტერესებს არაფერი - თითები მის თმებში შეუცურა და ყურზე ნაზად გადაუწია, შემდეგ დაიხარა და კისერზე აკოცა, ერთხელ..მერე ისევ, ამჯერად უფრო ხარბად.. თითქოს ამ სურნელს იმახსოვრებდა… თითქოს ამ წამს ეჭიდებოდა..ლიზა დაბნეული იდგა,
მისი ხელები ჰაერში გაუნძრევლად გაჩერდა.
- დანიელ… ვერაფერს ვხვდები - დანიელმა თავი ასწია და პირდაპირ თვალებში ჩახედა, მის თვალებში უცნაური რამ ტრიალებდა.. ერთდროულად ბევრი გრძნობა, ტკივილი, სიყვარული, ბრაზი, სიბრალული..
- რას ვერ ხვდები, ლიზა? მიყვარხარ… და არავის საუბარი არ მაინტერესებს.. შენ ჩემი ცოლი ხარ და მორჩა! - ლიზას თვალები ცრემლებით აევსო, ამჯერად ბედნიერებისგან, უცებ ძლიერად მოეხვია.
- ამას მართლა ამბობ?.. - დანიელმა თვალები წამით დახუჭა.
- რა თქმა უნდა! ოღონდ ახლა არ გვინდა ამ თემაზე საუბარი - ის უცნაურად მშვიდი იყო.. ზედმეტად მშვიდი, ლიზა მის თვალებში იყურებოდა და ვერ იგებდა რას გრძნობდა დანიელი..მის თვალებში ყოველ წამს სხვა ფერი ჩნდებოდა..
დანიელმა ლოყაზე ხელი გადაუსვა.
- რაღაც რომ გთხოვო… გააკეთებ?
- რა?
- აბაზანაში წყალი დააგროვე. მინდა… შენთან ერთად დავტკბე - ლიზამ თავი ჩუმად დაუქნია, ჯერ კიდევ შოკში იყო. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ყველაფერი ასე მშვიდად დასრულდა.
გვანცა მისაღებში წინ და უკან დადიოდა.. თითებს ნერვიულად იმტვრევდა, ხან ფანჯარასთან ჩერდებოდა, ხან ისევ ოთახში იწყებდა სიარულს..სახე გაფითრებული ჰქონდა, გული ისე უცემდა, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას აპირებდა.
- გვანცა… - ბოლოს ვეღარ მოითმინა ანიმ, რომელიც დივანზე იჯდა და უკვე დიდი ხანია აკვირდებოდა
- აღარ იტყვი რა მოხდა? თავბრუ დამეხვა უკვე! - გვანცა გაჩერდა, თვალები ცრემლებით აევსო.
- ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე, ანი…
- რა იყო, კაცი მოკალი?
- ანი… მე ძალიან ცუდი ვარ… - დივანზე მძიმედ ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩამალა, ცრემლები ჩამოუგორდა.
- თქვი ერთხელ და სამუდამოდ!! - ხმას აუწია ანიმ, გვანცამ ძლივს ამოილაპარაკა:
- ლიზას ვუღალატე.. - ანი წამით გაშეშდა.
- ვერ გავიგე… მოიცა… - თვალები დააწვრილა
- ახლა არ თქვა რომ დანიელს და შენ…
- არა! არა!! ეგ არა! - რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ ჩუმად თქვა:
- იშაის… მის წარსულზე ყველაფერი მოვუყევი - ანი ფეხზე წამოხტა
- რა გააკეთე?! - გვანცა ისევ ატირდა.
- ახლა როგორ მოვიქცე… ეს რა გავაკეთე… ასე როგორ დავეცი… -
ანი სწრაფად მივიდა მასთან,
მკლავში ჩაავლო ხელი და ძლიერად შეაჯანჯღარა.
- სულ გამოშტერდი?! ეს რამ გაგაკეთებინა, გვანცა?! ეს რანაირად შეძელი?! -
გვანცა თავს აქეთ-იქით აქნევდა.
- დღეს… მისი ქმარი უნდა ჩამოსულიყო…
- ღმერთო… - რამდენიმე წამი ჩუმად იდგა.
შემდეგ მძიმედ ამოისუნთქა.
- იცი ახლა რა დღეში ჩააგდე ის საწყალი გოგო?! - მის ხმაში გაბრაზება უკვე აღარ იმალებოდა.
- წარმოგიდგენია რა მოუვა ახლა მას?! - გვანცა ხმას ვერ იღებდა, ანი კი უკვე ყვიროდა:
- უსინდისო ხარ!! მის მეგობრად მოგქონდა თავი და კაცის გამო უკადრებელი იკადრე! გრცხვენოდეს!!! - გვანცამ თავი კიდევ უფრო დახარა, ანი გაბრაზებული შეტრიალდა და ოთახში შევიდა, ტელეფონი აიღო.
ლიზას ნომერი აკრიფა, ზარი გავიდა.
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ..არ პასუხობდა.. ანი ნერვიულად დადიოდა ოთახში და ისევ დარეკა.
- აიღე რა… აიღე…

სააბაზანოდან ორთქლი გამოდიოდა,
ლიზა სირბილით გამოვარდა, თმა ოდნავ სველი ჰქონდა და სახეზე ჯერ კიდევ იმ უცნაური, დაუჯერებელი ბედნიერების ნაპერწკალი ედგა.
- დანიელ! აბაზანა მზადაა! -
ერთი ნაბიჯი გადადგა საძინებლისკენ და გაჩერდა..სახე ერთ წამში გაეყინა, დანიელი შუა ოთახში იდგა, მის წინ დიდი, შავი ჩემოდანი ჰქონდა გამზადებული,
უკვე თითქმის ბოლომდე ჩალაგებული,ლიზას სუნთქვა შეეკრა.
ხმა აუკანკალდა.
- ეს… რა არის, დანიელ?.. - დანიელი ნელა შეტრიალდა, მისი მზერა მძიმე იყო, მკაცრი, სასტიკი..ის პირდაპირ მივიდა ლიზასთან და უცებ მკლავში ისე ძლიერ ჩაავლო ხელი, რომ ლიზამ ტკივილისგან ამოიკვნესა.
- აიღე! მივდივართ. - მკაცრად უთხრა.
- ეს რა არის?! შენ არ მითხარი რომ.. - ხმა აუკანკალდა ლიზას.
- კი! - მკვეთრად შეაწყვეტინა დანიელმა, მის თვალებში ცივი ბრაზი იდგა.
- გითხარი! შენგან ავიღე მაგალითი, თვალებში ჩაგხედე… იმედი მოგეცი… და მოგატყუე - მისი ტონი შხამივით ცივი იყო.
- მტკივნეული ყოფილა, არა? მითხარი… გული გეტკინა? - ლიზას თვალები ცრემლებით აევსო.
- წამოდი! - დაიღრიალა დანიელმა.
- ჩემოდანი აიღე!
- ვილაპარაკოთ… უნდა მომისმინო! - ძლივს თქვა ლიზამ
- არ მინდა შენი მოსმენა! შენი არაფერი მინდა! ერთი სიტყვაც აღარ მჯერა შენი! - მარჯვენა ხელით ძლიერად წაავლო ხელი და მიათრევდა, მარცხენა ხელი ისევ დაკიდებული ჰქონდა, მაგრამ ძალა მაინც საკმარისი ჰქონდა.. მანქანამდე მიათრია, კარი გააღო.
და ძალით ჩასვა შიგნით.. დანიელი ერთი ხელით მართავდა საჭეს
და გიჟივით მიაქროლებდა გზაზე..
ლიზა ტიროდა.
- გთხოვ… მომისმინე! - დანიელი ჩუმად იყო.
- ის არაკაცი სიცოცხლეს მიმწარებდა… - ხმა უკანკალებდა ლიზას.
- პატარა ვიყავი როცა გავთხოვდი…მეგონა მიყვარდა… - მანქანა კიდევ უფრო აჩქარდა.
- სვამდა… თამაშობდა… მცემდა… მეჩხუბებოდა… ძალას ხმარობდა ჩემზე…ვთამაშობდი ბედნიერი გოგოს როლს იმიტომ რომ დედას გული არ გახეთქვოდა.. - დანიელს მწარედ გაეცინა.
- ჰო აბა რა… შენ ხომ თამაში არ გეშლება - თქვა ირონიულად
- გთხოვ დამიჯერე! ბოლოს იმდენად გამამწარა რომ მისი მოკვლა ვცადე! -
დანიელის თვალები გზას იყო მიჯაჭვული.
- ისე მცემა… მუცელი მომეშალა… - ხმა გაუწყდა ლიზას, სიჩუმე ჩამოვარდა.
- გესმის?! - ყვიროდა უკვე.
- სვამდა და უმიზეზოდ მცემდა! წლები ვითმენდი! - დანიელმა გვერდულად გადმოხედა, მის თვალებში მხოლოდ ზიზღი ჩანდა,
შემდეგ მუსიკას ბოლო ხმაზე აუწია..
ლიზას ხმა ჩაიკარგა ხმაურში..ლიზა უკვე ისტერიკაში იყო..მანქანა აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდა, ლიზა უცებ გაჩუმდა, გარშემო მიმოიხედა და განწირული თვალებით ჩუმად იკითხა:
- დანიელ… რას აპირებ?.. - მანქანა გაჩერდა, დანიელმა კარი გააღო.
- შენი ადგილი შენს დამპალ ქვეყანაშია. - ცივად თქვა.
- აქედან წაეთრიე! თუ გინდა შენს ქმარს დაუბრუნდი - მანქანიდან გადმოათრია, ლიზა ცდილობდა ხელი გაეშვებინა, მაგრამ დანიელი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცალი ხელითაც კი მასზე ძლიერი იყო,
აეროპორტში შეათრია, თანამშრომლები გაოცებულები უყურებდნენ..ის კი ყველას მშვიდად ესალმებოდა, შემდეგ კიბეებით დაბლა ჩავიდნენ, მინუს პირველ სართულზე. იქ, სადაც სადეპორტო განყოფილება იყო.
- გამიშვი!! - ყვიროდა ლიზა.
- გამიშვი! მომისმინე ხომ შეიძლება რომ მომისმინო?! - დანიელი ისევ დუმდა, კარი ხმაურით გააღო, ოთახში იშაი და რამდენიმე თანამშრომელი იდგა.
- დანი? - გაკვირვებით წამოდგა იშაი.
- უახლოესი თბილისის რეისი რომელ საათზეა? - ცივად იკითხა დანიელმა.
- საღამოს ცხრა საათზე… - დანიელმა ლიზას პასპორტი მაგიდაზე დააგდო.
- აი მისი პასპორტი. ბილეთები გაამზადებინეთ. ეს ქალი ჩემი ცოლი არ არის.. აქ ვერ დარჩება! - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა..იშაის სახეზე უცნაური გამომეტყველება გაჩნდა,
თითქოს კმაყოფილი იყო.
მაგრამ ბოლომდე არა..
- მისი ჩემოდანი მანქანაშია, მოვიტან. - შემდეგ ლიზას მიუბრუნდა, მისი ხმა მკაცრი იყო.
- იქ დაჯექი - ხელით მიუთითა კუთხეში.
- შენნაირებთან.. - იქ სხვა არალეგალებიც ისხდნენ, დაღლილი, შეშინებული ადამიანები.
ლიზა გაშეშებული იდგა, შემდეგ ნელა მივიდა და მოწყვეტით დაჯდა ძველ, გადაქლექილ დივანზე.
მისი გული ახლა ყველაზე მეტად
არა შიშს, არა სირცხვილს.
არამედ იმას განიცდიდა, რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა…მას აღარ უსმენდა..არ სჯეროდა მისი.
- კმაყოფილი ხარ? - ხმამაღლა დაუძახა იშაის, როცა დანიელი გავიდა, იშაიმ ხმა არ გასცა.
- მიპასუხე! კმაყოფილი ხარ ახლა?! -
იშაიმ ცივად უპასუხა:
- კი! კმაყოფილი ვარ! თაღლითი ადამიანის ადგილი ჩემი ძმის გვერდით არ იყო - ლიზას თვალები აენთო.
- ძმის?! - დაიყვირა.
- ძმას უწოდებ ადამიანს, რომელსაც ცხოვრება დაუნგრიე?! - იშაი გაჩუმდა.
- შენ დანიელი მოკალი! - ყვიროდა ლიზა.
- შენ გააკეთე ეს! ჩემი თავი შეაზიზღე! ამით დანიელი მოკალი!!
ზ მოკეტე!! - დაიყვირა უცებ დანიელმა, კარი გაიღო.. ის დაბრუნდა..ცალი ხელით ლიზას ჩემოდანი შემოიტანა, კუთხეში მჯდომ ლიზას ზიზღით გადახედა,
შემდეგ მშვიდად მივიდა მაგიდასთან, კომპიუტერს მიუჯდა.
თითქოს არაფერი მომხდარა..
თითქოს ერთ ხელის მოსმით გადაუსვა ხაზი ყველაფერს. ისევ ის ძველი დანიელი გახდა, დაუნდობელი, ცივი, მონსტრი, რომელიც ლიზამდე არსებობდა..ფრენამდე ოთხი საათი იყო დარჩენილი..ოთახი ბინძური იყო..ძველი დივნები, უგემური საჭმელი, უცხო ადამიანები.
მხოლოდ პატარა ფანჯარა, საიდანაც ცის პატარა ნაგლეჯი ჩანდა..ლიზას უკვე სული ეხუთებოდა.
- ტუალეტში მინდა გასვლა… - ჩუმად თქვა - დანიელმა გადმოხედა, ირონიულად გაეცინა.
- ცოტა ხანში, ჯერ ვჭამ! - სალათას ჭამდა მშვიდად.
- ვერ მოვიცდი!
- ჯერ ვჭამთქო! უნდა მოიცადო! -
ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო,
ლიზა პატიმარი გახდა, დანიელი კი დაუნდობელი ოფიცერი..

დრო ნელა გადიოდა..საათის ისრები თითქოს გაჩერდა, ლიზას ფრენამდე უკვე ერთ საათზე ნაკლები რჩებოდა.
ის კუთხეში იყო მოკუნტული, ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული და ერთ წერტილს იყო მიშტერებული. თვალები თითქოს ცარიელი ჰქონდა მაგრამ სინამდვილეში იქ ქარიშხალი ტრიალებდა..რას ფიქრობდა? ეს მხოლოდ მისმა გულმა თუ იცოდა..ოთახში უცხო ადამიანები ლაპარაკობდნენ, ვიღაცები ჭამდნენ, ვიღაცები ტელეფონზე საუბრობდნენ… მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი შორეული ხმაური იყო..დანიელი მაგიდასთან იჯდა, ხანდახან შეუმჩნევლად თვალს აპარებდა მისკენ, არ უნდოდა, ძალიან ცდილობდა, მაგრამ თვალები მაინც გარბოდა მისკენ..ის კი ისევ კუთხეში იჯდა, პატარა, დამსხვრეული..დანიელი მაშინვე სხვა მხარეს იყურებოდა, თითქოს ეს საერთოდ არ შეეხებოდა.
მის მზერაში ისევ სიმკაცრე და ზიზღი იდგა..
- ძალიან ძლიერი წვიმაა… - თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
- შეიძლება ფრენა გადაიდოს. - ,
მართლა ძლიერად წვიმდა, ისრაელში იშვიათად წვიმდა, მაგრამ როცა იწყებოდა ცა თითქოს სკდებოდა.. დანიელმა ცივად უპასუხა:
- არაუშავს. თუ გადაიდება… წასვლას მაინც ვერ გადარჩება - იშაიმ დანიელს შეხედა.
- უკვე დროა გადავიყვანოთ.. წავიყვანო თუ შენ წაიყვან?
- შენ წაიყვანე - დანიელი ისევ კომპიუტერის ეკრანს მიუბრუნდა.
გარედან მშვიდი იყო, ამაყი, ამბიციური, ისეთი სასტიკი იყო როგორიც ზოგადად უნდა ყოფილიყო საემიგრაციოს ოფიცერი..დაუნდობელი, გულქვა..
მაგრამ შიგნით, შიგნით მაინც რაღაც იშლებოდა..მის გულში ისეთი ქარიშხალი ტრიალებდა, რომ თვითონაც ვერ უმკლავდებოდა, ყოველი წამი, რაც გადიოდა, უფრო მძიმდებოდა. ის ცდილობდა საკუთარ თავი დაერწმუნებინა:
- "მოგატყუა" "ყველაფერი ტყუილი იყო" "ყველაფერი თამაში იყო".. გონება და გული ერთმანეთს ებრძოდა, გონება ეუბნებოდა "ის მატყუარაა"..გული კი ჩუმად ჩურჩულებდა "მაინც გიყვარს".. თუმცა დანიელი კოენი არ იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ასეთ სისუსტეს აპატიებდა, გულს არ დაუჯერებდა..ამიტომ აირჩია სიმკაცრე, სიმწარე, სიამაყე..იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი ფარი, რაც ახლა ჰქონდა.
- კარგი… წამოდი, ლიზა. - თქვა იშაიმ, ლიზა ნელა წამოდგა, თითქოს სხეული აღარ ემორჩილებოდა, დანიელს შეხედა, დანიელმა არც კი გამოხედა, საქმეში იყო გართული.
თვალზე ერთი ცრემლი ჩამოუგორდა..მხოლოდ ერთი, იშაის შეხედა..პირველად ცხოვრებაში მოხდა, რომ ვიღაცის ცრემლი გულქვა იშაის გულამდე მივიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.. ეს ყველაფერი თვითონ დაიწყო.
მან გააღვივა ეს ცეცხლი, იშაიმ ბორკილები ამოიღო.
- მოიცადე, იშაი! - მკაცრად თქვა დანიელმა..ყველამ მისკენ გაიხედა.
დანიელი წამოდგა.
- მე გავაკეთებ ამას - ბორკილები გამოართვა, ლიზასთან მივიდა.
მის წინ გაჩერდა, მზერა ისევ გაყინული ჰქონდა, მაგრამ როცა ბორკილებს ხელზე ადებდა…თვალებს არ აშორებდა.. იმახსოვრებდა მის თვალებს, მის სახეს..ყველაფერს, ალბათ ბოლოჯერ..მისთვის ეს წამი მძიმე იყო, სასტიკად მძიმე, მაგრამ მაინც ამაყად იდგა.
- შეგიძლია წაიყვანო - ლიზამ ბოლოს კიდევ ერთხელ შეხედა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, იშაიმ ხელი მოჰკიდა, კარისკენ წაიყვანა.
- მოიცადე! - დანიელის ხმა გაისმა.
- მეც წამოვალ - იშაიმ გაკვირვებით შეხედა.
- ერთად წავიყვანოთ - დანიელის გულმა ვერ გაუძლო, შიგნით რაღაც ღრღნიდა, რაღაც, რაც არ აძლევდა მოსვენებას..საემიგრაციოს მანქანაში ჩასვეს.. უკან რკინის გალიაში.. წვიმა გაძლიერდა, ცა თითქოს ტიროდა მათი სიყვარულის ცოდვით..ჭექა-ქუხილი ანათებდა ცას, მაგრამ ფრენა მაინც არ გადაიდო..თვითმფრინავს ამზადებდნენ, ორივეს გული გამალებით ცემდა..ლიზას სევდისგან, დანიელს ყველაფრისგან ერთად, მას უნდოდა ბოლოჯერ ჩაეკრა..ბოლოჯერ ეგრძნო მისი სუნთქვა და სურნელი, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა უფლებას..
სიყვარულმა ვერ სძლია სიმწარეს.
- მიდი… აიყვანე. - უთხრა დანიელმა იშაის ოდნავ შემკრთალი ხმით,
ლიზა უცებ გაცოფდა.
- მან რატომ?! - დაიყვირა.
- შენ ამიყვანე ბორტზე! გამბედაობა არ გყოფნის?!
- მოკეტე!! - დაიყვირა დანიელმა.
- იშაი, წაიყვანე! მოაშორე აქედან!! -
იშაიმ ხელი ძლიერად ჩაავლო,
მანქანიდან გადმოიყვანა..
დანიელი მანქანაში დარჩა, მხრები გაშლილი ჰქონდა, ცდილობდა გვერდზე არ გაეხედა..ტუჩები უკანკალებდა, თითები გაყინული ჰქონდა.
- დანიეეეელ!!! - განწირულად დაიყვირა ლიზამ.
- გადმოდი!! - წვიმის წვეთები სახეში ეცემოდა, ჭექა-ქუხილი ანათებდა ცას.
- შენ გააკეთე ეს!! გეყოს სიმამაცე და შენი ხელით გააკეთე!! სეირს რატომ უყურებ!!! - მისი ხმა და ცის გრუხუნი ერთმანეთს ერეოდა.
- გპირდები!!! სიმწრისგან სისხლს გადენ ისე გაგამწარებ, დანიელ კოენ!! შენს წყევლად ვიქცევი!!! - ყვიროდა ბოლო ხმაზე, მანქანაში მჯდომი დანიელი ჩუმად ბუტბუტებდა:
- გაჩუმდი… გაჩუმდი…
- მოდი!!! - ყვიროდა ლიზა.
- გეყოს გამბედაობა!! - უკვე თვითმფრინავის კიბესთან იყვნენ, დანიელმა ვეღარ გაუძლო, მანქანის კარი გააღო, წვიმაში გამოვიდა.
რამდენიმე მეტრი გაიარა, მთლად დასველდა, ლიზამდე მივიდა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, წვიმის წვეთები სახეზე ჩამოსდიოდათ, თმა ორივეს შუბლზე ეკვროდა, ტანსაცმელი სხეულზე ეკრობოდათ..დანიელმა იშაის ხელი ჩამოაგდებინა, ლიზას მკლავში ჩაავლო, იმდენად ძლიერად, რომ ლიზამ ტკივილისგან ამოიკვნესა.. კიბეებზე თითქმის ძალით აათრია,
თვითმფრინავის სალონში შევიდნენ.
ლიზას ნაბიჯები უკან რჩებოდა..
მაგრამ წინააღმდეგობის ძალა აღარ ჰქონდა..დანიელმა პასპორტი ბორტგამცილებელს ჩააბარა და მაშინ დადგა ის წამი..ყველაზე მძიმე..უკანასკნელი მზერა..
ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, უკვე ორივეს თვალებში ზიზღი იდგა.
მაგრამ იმავე თვალებში სიყვარულიც გიზგიზებდა დაფარულად..ტკივილიც..სინანულიც,
ბრაზიც..ყველაფერი ერთად..ლიზას თვალები თითქოს ეუბნებოდა:
" რატომ არ დამიჯერე…რატომ არ მომისმინე" დანიელის თვალები კი პასუხობდა "რატომ მომატყუე…"
სიტყვები აღარ იყო საჭირო, ყველაფერი უკვე ითქვა..დანიელი ნელა შეტრიალდა..თავაწეული, ამაყად და სალონი დატოვა, წვიმაში ისევ გავიდა, იშაის გვერდით ჩაჯდა მანქანაში, ხმას ვერ იღებდა, გული ისე სტკიოდა, როგორც არასდროს.
მაგრამ მაინც რკინის კაცივით იდგა.
თვითმფრინავის ძრავამ დაიქუხა..
რამდენიმე წუთში Georgian Airways-ის ბორტი ნელა დაიძრა და ბოლოს ცაში აიჭრა ლიზასთან ერთად..
*********
ერთი წელი გავიდა!
ბათუმი ისევ ისეთი ხმაურიანი და ცოცხალი იყო, როგორც ყოველთვის. ზღვის სუნი ჰაერში ირეოდა, ქუჩები ტურისტებით იყო სავსე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ლობი კი ყოველდღიური მოძრაობით ფეთქავდა. რეცეფშენის უკან მდგომი ლიზა მშვიდი და თავდაჯერებული ჩანდა, თმა უკან ჰქონდა შეკრული, ფორმა იდეალურად ეცვა და სახეზე ის თავაზიანი ღიმილი ედო, რომელსაც სტუმრები მაშინვე ამჩნევდნენ.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - რბილად გაუღიმა ახლად მოსულ წყვილს და კომპიუტერში სწრაფად გადაამოწმა ჯავშანი.
- თქვენი ნომერი მზად არის - გასაღები გადასცა, რამდენიმე საჭირო ინფორმაცია აუხსნა და წყვილიც კმაყოფილი წავიდა ლიფტისკენ, ლიზამ ღრმად ამოისუნთქა და ზურგი ოდნავ გაასწორა.
- ღმერთო, რა ხალხი დადის აქ ყოველდღე… - ჩაიბურტყუნა გვერდიდან თემომ, თემო მის გვერდით იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ლობიში შემოსულ ხალხს დაკვირვებით ათვალიერებდა.
- რა იყო? - ჩაიცინა ლიზამ.
- ის კაცი ნახე? - ჩუმად მიუთითა თემომ შუახნის ტურისტზე, რომელიც ძალიან სერიოზული სახით მიდიოდა ლიფტისკენ.
- ისეთი სახე აქვს, თითქოს მსოფლიო ეკონომიკას მართავს - ლიზას სიცილი აუტყდა.
- არადა, ალბათ ცოლმა შოპინგზე გამოგზავნა.
- ასი პროცენტი! - თავი დაუქნია თემომ,
ორივეს ისევ გაეცინა..ამ დროს ლობიში მაღალი, მოხდენილი გოგო შემოვიდა. მოკლე კაბა ეცვა და ისეთი თავდაჯერებული ნაბიჯით მოდიოდა, რამდენიმე სტუმარმაც კი მიაბრუნა თავი..ლიზამ თვალი გააყოლა.
- ვაუ… რა ლამაზი გოგოა - ჩუმად თქვა
- სად? - მაშინვე გამოიხედა თემომ.
- აი ის… შავი კაბით - თემო რამდენიმე წამი აკვირდებოდა.
- ჰოო, ცუდი არ არის… - ბოლოს თქვა უდარდელად..ლიზამ წარბი ასწია.
- "ცუდი არ არის"? ძალიან ლამაზი ტანი აქვს, თემო მისკენ გადაიხარა და ჩურჩულით უთხრა:
- შენზე ლამაზი მაინც არ არის! - ლიზამ მაშინვე თვალები გადაატრიალა.
- თემო, შენ გამოუსწორებელი ხარ.. უკან დაიხიე! - თემომ ინტერესით შეხედა.
- ლიზა, ერთი რამე მაინტერესებს.
- რა?
- აღარ დადგა დრო რომ სხვა ადამიანი შემოვიდეს შენს ცხოვრებაში? -
ლიზამ კომპიუტერის ეკრანს შეხედა, თითქოს რაღაცას ამოწმებდა, შემდეგ მხრები აიჩეჩა
- თემო! არა, არ არის საჭირო! ძალიან კარგად ვარ ასე! - მაცივრისკენ წავიდა წვენის ასაღებად.. თემომ ღრმად ამოისუნთქა
- შენ კარგად ხარ.. მაგრამ მე?! მე რა გავაკეთო ძალიან რომ მომწონხარ.. - ჩაილაპარაკა თავისთვის..

სასტუმროს კარები მოულოდნელად გაიღო, ლობიში ქარივით შემოიქროლა სასტუმროს მენეჯერმა - ქეთიმ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მკვეთრი ხმა იატაკზე მკაფიოდ გაისმოდა.. ქალი სწრაფი, თავდაჯერებული ნაბიჯით მოდიოდა. შავი პიჯაკი თავისუფლად ჰქონდა გადაკიდებული მხარზე, თემო ინსტინქტურად გასწორდა.
- ოჰო… ბოსი მოვიდა - ჩაიჩურჩულა ლიზამ და ქეთის მიესალმა
- დილა მშვიდობისა, ხალხო. აბა როგორ ხართ? იმედია დღეს სასტუმროს არ დამაწვავთ თავზე! - თემოს გადახედა გვერდულად, მის ხმაში ნახევარი ხუმრობა იყო, ნახევარი სერიოზულობა.
- აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი ქეთი - უხერხულად ჩაახველა თემომ
- შენთვისვე ჯობია! ეხმარები ლიზად? თუ ნახევარზე მეტ საქმეს ისევ ლიზა აკეთებს?
- მეხმარება, ნელ-ნელა მიეჩვია მუშაობას - ლიზამ უპასუხა ღიმილით თემოს ნაცვლად..
ქეთი უბრალოდ ჩაიცინა და ლობიში შემოსულ სტუმრებს თვალი გადაავლო.
მისი მზერა სწრაფად და ზუსტად მოძრაობდა თითქოს ერთ წამში ამჩნევდა ყველაფერს..
- ის კაცი ვინ არის? - ჩუმად იკითხა და ნიკაპით მიუთითა შუახნის სტუმარზე,
თემომ მაშინვე გადახედა.
- ნომერი 412 დან არის.. დილიდან სამჯერ იჩხუბა რესტორნის მენიუს გამო - ქეთიმ მოკლედ ჩაისუნთქა.
- მენიუს გამო?
- დიახ.. ლიზას ეჩხუბა
- მაგას ვაჩვენებ როგორია ჩემს თანამშრომლებთან ჩხუბი! - ქეთიმ ხელები აიკაპიწა და სტუმრისკენ აპირებდა წასვლას, ლიზამ შეაჩერა
- არ გინდა! არ არის საჭირო! არ ეჩხუბო, უკვე ჩაიარა..
- ! ფული აქვთ და ასე ჰგონიათ ყველაფრის უფლება აქვთ! - მუშტი დაარტყა ქეთიმ მაგიდას, ლიზას თვალებში ღიმილი ჩაეფინა, ისეთი, თითქოს რაღაც ძალიან ნაცნობი დაინახა..თემო შეხტა, შემდეგ ჩუმად გაეღიმა
- რას იცინი? მიდი საქმეს მიხედე! - თემო გავიდა..
- და შენ? როგორ ხარ? - ჰკითხა ლიზას თბილი მზრუნველი ტონით
- კარგად.
- მართლა კარგად? - ლიზამ თავი დაუქნია.
- სასმელს ხომ არ მიირთმევ ისევ?
- არა ქეთი.. უკვე აღარ!
- წამოდი აივანზე ავიდეთ, ვისაუბროთ..
საღამოს ბათუმი სხვანაირად ცოცხლობდა..ზღვის მხრიდან გრილი ნიავი უბერავდა, სასტუმროს ზედა ტერასაზე კი მხოლოდ რამდენიმე ნათურა ანათებდა.. ქვემოდან ქალაქის ხმაური ისმოდა მანქანები, სიცილი, მუსიკა შორი ბარებიდან, ლიზა მოაჯირს მიყრდნობოდა და შორს, შავ წყალს უყურებდა, ქეთი გვერდით დაუდგა, ხელში ორი ქაღალდის ჭიქა ეჭირა, ერთი ლიზას გაუწოდა.
- ყავა? საღამოს ათ საათზე?
- ვიცი, რომ მაინც არ დაიძინებ - ლიზამ ჭიქა აიღო, რამდენიმე წამი ჩუმად იდგნენ, ქეთი მოაჯირს დაეყრდნო, ქალაქს გადახედა და ღრმად ჩაისუნთქა.
- დღეს ოფიციალურად დასრულდა ორთვიანი ომი ისრაელში..
- ვიცი.. - ჩვეულებრივი ხმით უპასუხა ლიზამ
- მერე?
- რა მერე ქეთი?! რა?! რა გავაკეთო?! რატომ ცდილობ იმ ადამიანის არსებობს შემახსენო სულ?! - უცებ აფეთქდა ლიზა
- ჰმ? მე ვტიროდი ორი თვის წინ ცხარე ცრემლით როცა გაიგე რომ ომში წინა ხაზზე იბრძოდა ის შებერტყილი?!
- მაშინ უბრალოდ ემოციები შემომაწვა.. ვინერვიულე.. მაგრამ გაიარა ყველაფერმა, თან ვიცი რომ კარგადაა
- საიდან იცი?! - გაეღიმა ქეთის
- ირაკლიმ მითხრა..
- ეგ ვინ არის?
- ჩემთან ერთად მუშაობდა ადრე, მასაც იცნობს.. მისგან ვგებულობ ხოლმე ყველაფერს..
- მინდა ბედნიერი იყო ლიზა, მთელი გულით მინდა
- ვიცი ქეთი.. შენ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი დაიჭირე.. შენ რომ არა.. ახლა ის არ ვიქნებოდი ვინც ვარ.. ღმერთმა იცის სად ვიქნებოდი.. -
ლიზამ ყავა მოსვა.
- დრო საკმაოდ გავიდა.. მინდა დავივიწყო, გულიდან ამოვიგდო.. ძაღლივით მომექცა.. არ მომისმინა! -
ქეთიმ მოკლედ ჩაიცინა.
- დრო ბევრს აკეთებს… მაგრამ ყველაფერს ვერ შველის.. - ლიზამ ამჯერად არაფერი უპასუხა, ქეთი რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, მერე უცებ შეცვალა ტონი თითქოს მძიმე საუბარი აღარ უნდოდა.
- ეს ახალი ბიჭი თემო, სასაცილოა -
ლიზას გაეღიმა.
- ძალიან.
- მგონი ეშინია ჩემი.
- ცოტათი - ქეთიმ ამაზე გულწრფელად გადაიხარხარა.
- შევატყვე რომ გეპრანჭება, ასე რომ ფრთხილად იყოს თვალებს დავთხრი!
- ქეთიი! ხანდახან მგონია რომ..
- რომ რა ?
- არაფერი..
- მითხარი
- ხანდახან მგონი რომ ჩემს წინ შენ კი არა ის დგას..
- ასე ვგავართ ერთმანეთს?
- ძალიან.. - ლიზამ ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა
- შენი ვის არ შეეშინდება, ხანდახან ისეთი მკაცრი ხარ..
- შენ ხომ იცი რომ საერთოდ არ ვარ მკაცრი
- კი მაგრამ ჩემსავით არ გიცნობს ყველა! პირველად რომ გნახე საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი შენთან საერთო ენას თუ გამოვნახავდი
- პირველად რომ გნახე გალეშილი მთვრალი იყავი!
- ჰო მაგრამ კარგად მახსოვს როგორ შემათრიე აბაზანაში და ცივი წყლის ქვეშ დამაყენე.. - ლიზა სიცილით იხსენებდა რამოდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს..
- ჰო მართლა, რას ვაპირებთ შენი დაბადების დღისთვის? - ლიზას თვალებში ისევ სევდა ჩადგა
- სიმართლე გითხრა არ მინდა აღნიშვნა
- რატომ?
- იმიტომ რომ არ მაქვს სურვილი..შარშან ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ დღეს.. წელს კი..
- რაიყო წელს არ გყავს გვერდით საყვარელი ადამიანები? თუ ის ვირი არ იქნება, ჩვენ ვიქნებით! ნუ მოიწყინე ეხლაა! - დიდი ძალისხმევის მიუხედავად მაინც ჩაუდგა თვალებში ცრემლები, გაახსენდა ის დღე, ის სიურპრიზი, ის გულწრფელი სიცილი და სითბო, ის ხელები.. ის კაცი, რომელმაც მაშინ მთელი დღე ზღაპრად უქცია და რომელიც ახლა… ათასობით კილომეტრის იქით იყო.
ან შეიძლება საერთოდაც არ იცოდა, რომ ლიზას ისევ ახსოვდა.. ტკივილისა და დამცირების მიუხედავად, ლიზას მაინც ახსოვდა დანიელი, უფრო მეტიც ამაზე არასდროს საუბრობდა, მაგრამ ის ყოველდღე ხედავდა მას საკუთარ წარმოსახვაში..ყოველდღე მის წინ იდგა, ელანდებოდა ყველგან ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში…სიზმარში…
ცხადში…სიმთვრალეში თუ სიფხიზლეში..მუდამ ხედავდა! მთელი ერთი წელი გრძელდებოდა მისი კოშმარი.. იმ საზიზღარი დღიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე.
ზოგჯერ ჰალუცინაცია ისე ნამდვილი ჩანდა, რომ უნდოდა მისულიყო და ჩახუტებოდა, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა ეს შეუძლებელი იყო, როცა ამ მოჩვენებას დაინახავდა, თავიდან მზერა ურბილდებოდა, მუცელში პეპლები უფრთხიალდებოდა… თითქოს ყველაფერი კარგად იყო,
მაგრამ შემდეგ გონს მოეგებოდა, თავის თავს მკაცრად შემოუძახებდა
და იმავე მოჩვენებას ბრაზითა და ზიზღით აძევებდა საკუთარი წარმოსახვიდან..რამდენი რამ გადაიტანა, რომ დღეს ასე „გაღიმებული“ მდგარიყო სასტუმროს რეცეფშენში..
ალბათ გაინტერესებთ, როგორ იყო მათი ცხოვრება მთელი ერთი წლის განმავლობაში… იმ დღის შემდეგ..
გიამბობთ..
ლიზას ბორტი პირდაპირი რეისით თბილისში ჩამოფრინდა, სიცივისა და ტკივილისგან აკანკალებულ გოგოს აეროპორტში დედა და ნინი დახვდნენ.
დედა ერთადერთი იყო, ვინც შეძლო ოდნავ დაეწყნარებინა გულდამსხვრეული შვილი.. დაახლოებით ერთი თვე სახლიდან საერთოდ არ გადიოდა, შიშიც ჰქონდა ყოფილი ქმრის, მაგრამ მალევე შეიტყო, რომ დათომ სარჩელი უკან გაიტანა და აღარ შეაწუხებდა..ისიც გაიგო, რომ ეს ყველაფერი დანიელის წყალობით მოხდა, ლიზას გულში ომი იყო გაჩაღებული, ერთის მხრივ სძულდა ადამიანი, რომელმაც ასე სასტიკად მოექცა, მაგრამ მეორეს მხრივ… სიგიჟემდე უყვარდა..
პირველი თვე საკუთარ ცრემლებში იხრჩობოდა..რას არ გაიღებდა, ოღონდ მისი ხმა კიდევ ერთხელ გაეგონა, ალბათ სიცოცხლესაც კი..შემდეგ დალევა დაიწყო, სასმელში ახრჩობდა დარდს…მწუხარებას…მონატრებას..
ვიკა და ნინი ვერაფერს უხერხებდნენ,
ისტერიკებში იყო.. თავზე ცა ჩამოექცა.
როცა მთვრალი იყო ენატრებოდა დანიელი, როცა ფხიზლდებოდა ისევ სძულდა..სწორედ იმ ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩნდა მის ცხოვრებაში ქეთი. ძლიერი, მამაცი და შეუპოვარი ქალი, ქეთი არ აძლევდა საშუალებას ლიზას, რომ ტკივილს დაემარცხებინა..
აიძულა თავი დაენებებინა სასმელისთვის, მის სასტუმროში წაიყვანა, სადაც თავად მენეჯერად მუშაობდა… და იქვე დაასაქმა..
ლიზაც და დედამისიც ბათუმში გადავიდნენ, მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ სასტუმროში.. დრო ნელ-ნელა გადიოდა, ასე შეძლო ლიზამ, დარდი ცოტათი უკან დაეტოვებინა.
ისევ აჰყვა ცხოვრების თამაშს,
ისევ მოირგო ნიღაბი თითქოს არაფერი სტკიოდა, თუმცა ხანდახან იყო ისეთი მომენტები, როცა მისი გული მაინც ამოხეთქავდა და მაშინ მხოლოდ ქეთისთან ახერხებდა ამას, როგორც მაგალითად დღეს..ქეთიმ გულში ჩაიკრა მეგობარი
- მიდი… იტირე. იტირე და მოგეშვება.- ლიზა მხარზე ჩამოეკიდა, ქეთი თმაზე ეფერებოდა.
- ოხ, ის საზიზღარი… ვირი! - გაბრაზებით თქვა მან.
- ასეთი უგულო როგორ არის? ასე როგორ გატკინა… აქ რომ მყავდეს, ჩემი ხელით ვცემდი შენი ცრემლების გამო! - წამით გაჩუმდა, შემდეგ ისევ ჩუმად დაამატა:
- მართლა ვცემდი, მასაც და იმ ნაძირალა იშაის და გვანცას ხომ საერთოდ თავს ვარტყმევინებდი ერთმანეთზე! - ლიზას მიუხედავად ყველაფრისა… გაეღიმა.
- გვანცა.. იცი როგორ მიყვარდა? ჩემთვის დასავით იყო.. - ხმადაბლა თქვა ლიზამ, ქეთიმ ცხვირი შეჭმუხნა.
- დასავით რომ იყო მაგიტომაა საცემი, ვერ აიტანა თქვენი სიყვარული შურიანმა!
- თურმე თხოვდება - ლიზამ ცრემლები მოიწმინდა.
- ვისზე?
- არვიცი ვიღაც ებრაელზე.. ანიმ მითხრა - ქეთიმ გაბრაზებით ამოისუნთქა.
- ნაზე რა.. .. ქაჯი! თქვენ ცხოვრება დაგინგრიათ და ახლა თვითონ თხოვდება! სიამოვნებით ვითრევდი თმით მაგ გოგოს! - მუშტი მაგიდაზე დაარტყა გაცეცხლებულმა, ლიზას ისევ გაეღიმა, თუმცა ამჯერად ღიმილში სევდა ერია..

რაც შეეხება დანიელ კოენის ცხოვრებას…როგორც უკვე მიხვდით, ის ომში წავიდა..ომი მისი ქვეყნისთვის უცხო არასდროს ყოფილა.. ისრაელში დაბადებული კაცისთვის სირენის ხმა თითქმის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც ქარის შრიალი. მაგრამ ეს ომი სხვანაირი იყო, ქალაქის თავზე გამუდმებით ისმოდა სირენები.. ცა ღამით წითლად ნათდებოდა აფეთქებებისგან, სადღაც შორს რაკეტები ეცემოდა მიწას, ჰაერში კი მათი შხუილი ისმოდა ის ხმა, რომელიც ადამიანს წამით მაინც აგრძნობინებს, რომ სიკვდილი ძალიან ახლოს არის..
დანიელი მოხალისედ წავიდა,
ისედაც სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ამჯერად თითქოს სხვანაირი სიჯიუტით იბრძოდა..
თითქოს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, წინა ხაზზე იდგა..ქვიშიან მიწაზე მუხლებზე დაჩოქილი, იარაღით ხელში, თვალები ყოველთვის წინ ჰქონდა მიპყრობილი. ტერორისტების თავდასხმები მოულოდნელად იწყებოდა - სროლა, აფეთქებები, კვამლი, ყვირილი..რამდენჯერ აღმოჩნდა სიკვდილის პირისპირ…
ერთხელ აფეთქებამ იმდენად ახლოს გაიარა, რომ მიწა ფაქტიურად ფეხქვეშ გაუცურდა.. კიდევ ერთხელ ტყვიამ მხართან ჩაუარა..მეგობრები ხუმრობდნენ კიდეც:
- კოენ, შენ სიკვდილიც ვერ გეკარება. -
დანიელი მხოლოდ მოკლედ იღიმოდა,
არავინ იცოდა, რომ ომი მისთვის მხოლოდ ომი არ იყო. ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.. თუმცა მაინც ახსენდებოდა მისი პატარა ჩიტი!
ბომბების შხუილშიც კი.. ხშირად, როცა მარტო რჩებოდა სადმე ბეტონის კედელთან მიყრდნობილი, თვალებს ხუჭავდა… და კონცენტრაციას მასზე ფიქრში აკეთებდა..ერთხელ ქალაქში ჩასულმა პატარა მაღაზიაში სუნამო დაინახა, ის სუნამო..ის, რომელსაც ლიზა ისხამდა ხოლმე, უყოყმანოდ იყიდა.. უნდა გენახათ როგორ ხარბად შეისუნთქავდა ხოლმე, თითქოს ამ გზით მაინც ახლოს იყო მასთან, მაგრამ დანიელი ძალიან პატივმოყვარე და ამაყი კაცი იყო, არასდროს აჩვენებდა სხვებს თავის სისუსტეს..მისი განცდები… ემოციები… ტკივილი… ყველაფერი გულში ჰქონდა ჩაკეტილი.
სხვების წინ ყოველთვის ამაყად იდგა,
ისევე როგორც იმ ღამეს! იმ საშინელ და საზარელ ღამეს, როცა ლიზა საკუთარი ხელით აიყვანა ბორტზე… და თავისი ცხოვრებიდან და თავისი ქვეყნიდან გააგდო.. იმ მომენტში მისი გული ათას ნაწილად იყო დამსხვრეული, დამწვარი, ალმოდებული.. მაგრამ გარედან ქვა იყო..იმდენად მშვიდად ჩამოვიდა თვითმფრინავიდან და ჩაჯდა მანქანაში, წარბიც კი არ შეუხრია..
მანქანაში სიჩუმე იდგა, საბოლოოდ იშაიმ ამოისუნთქა.
- ძმაო… ვიცი როგორ გტკივა ახლა, მაგრამ ასე სჯობდა - დანიელი ფანჯარაში იყურებოდა.
- არ მტკივა არაფერი, იშაი - მშვიდი ხმა ჰქონდა.
- კარგად იცი, ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვიტანდი. მან კი იმდენი რამე მომატყუა… ჩემს თვალში ის ქალი არარაობაა - იშაიმ საჭეს ხელი უფრო მაგრად მოუჭირა..გულის სიღრმეში უკვე ხვდებოდა, რა საშინელი უსამართლობა ჩაიდინა ორი სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანის მიმართ.
- მინდა ბედნიერი იყო… არ მინდა დაიტანჯო.
- არ ვიტანჯები.
- თუ გინდა სადმე ბარში წავიდეთ - დანიელმა თავი გააქნია.
- არა… არ მინდა - წამით გაჩუმდა.
- თუ შეგიძლია, დედაჩემთან დამტოვე.. მასთან მინდა დალაპარაკება. -
ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც დანიელს შეეძლო ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო, მისი გამზრდელი დედა იყო - სარა. ქალი, რომელიც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა თავის შვილს.
ქალი, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ნანახი დანიელის ცრემლები ბავშვობაში როცა ღამით ბოდავდა, როცა ძილში ტიროდა..
როცა სარამ კარი გააღო…დანიელი კართან იდგა მძიმედ, მხრებჩამოშვებული..ნელა შეხედა დედას თვალებში, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, სარამ არაფერი ჰკითხა, უბრალოდ ხელები გაუშალა და მაშინვე გულში ჩაიკრა თავისი შვილი..ეს იყო წამი, როცა დანიელმა ბოლოს და ბოლოს გულიდან ამოიღო მთელი თავისი დარდი, უცებ ბოლო ხმაზე დაიწყო ღრიალი, ისეთი ღრიალი, რომელიც ადამიანს მაშინ ამოხეთქავს, როცა ტკივილი ძალიან დიდია..იქვე, იატაკზე ჩაიმუხლნენ, დანიელი დედის მკერდში ჩაემხო და გული მოიოხა.
სარა თმაზე ეფერებოდა.
- ჩემო სიცოცხლე… შენ ხომ ძლიერი ხარ - დანიელმა თავი გააქნია.
- ვერ შევძელი, დედა… ვერ შევძელი… -
ხმა უკანკალებდა.
- ვერ ვაპატიე… მომატყუა… მანაც მომატყუა - ხელები მუშტებად ჰქონდა შეკრული.
- მანაც ტკივილისთვის გამწირა… იცოდა როგორ მეზიზღებოდა ტყუილი… და მაინც თვალებში მიყურებდა და მატყუებდა! - სარამ ნაზად მოაშორა ხელი სახიდან.
- იქნებ ცხელ გულზე არ მიგეღო გადაწყვეტილება… იქნებ სჯობდა დაწყნარებულიყავი… - დანიელმა მძიმედ ამოისუნთქა.
- არა! - ხმაში ისევ ის სიჯიუტე იყო.
- არ შეიძლებოდა… არც კანონით შეიძლებოდა… და ვერც ვაპატიებდი! -
ხელები ასწია და უყურებდა.
- ამ ხელებით… ამ ხელებით დავადე ბორკილები, დედა… - ხმა ჩაუწყდა.
- და ამავე ხელებით გავაგდე აქედან…
დანიელი უცებ წამოდგა და მარცხენა ხელი მთელი ძალით მიარტყა სარკეს,
მინა მაშინვე დაიფშვნა, ხელიდან სისხლი წამოვიდა.
- შვილო! - სარამ შეშინებულმა წამოიძახა, სწრაფად მოიტანა სამედიცინო ყუთი, ჭრილობა სპირტით დაუმუშავა და ხელი შეუხვია, დანიელი ჩუმად იდგა.
- შეეშვი, დედა… - ჩუმად თქვა ბოლოს.
- ამ ხელმა გააგდო ჩემი პატარა ჩიტი აქედან… - სპირტი ჭრილობას წვავდა,
მაგრამ გულის ჭრილობასთან რა მოსატანი იყო.. სარამ სევდიანი თვალებით შეხედა.
- დღეს აქ დარჩი.
- არა… უნდა წავიდე.
- მეც წამოგყვები. - დანიელმა თავი გააქნია.
- დედა… ბავშვი არ ვარ -
ხმა დაბალი ჰქონდა, მაგრამ მტკიცე.
- უნდა მივეჩვიო… უნდა შევძლო მის გარეშე ყოფნა, უნდა დავიძინო მის გარეშე… მისი ღიმილის გარეშე… მისი სითბოს გარეშე… მისი ტუჩების… მისი სურნელის გარეშე… - თვალები დახუჭა,
ლიზა წარმოიდგინა, ის ღიმილი, ის თვალები.
- დანი, ასე არ შეიძლება… მოძებნე ლიზა და შერიგდით. თქვენ ერთმანეთი გიყვართ. - დანიელმა თავი მკვეთრად გააქნია.
- არა! არც ის არ შეიძლებოდა, რომ მატყუებდა! - ბარბაცით წამოდგა და კარისკენ წავიდა, ერთი ხელი ჩამოკიდებული ჰქონდა, მეორე შეხვეული.. სარამ აღარ შეაჩერა.
იცოდა, ახლა სიტყვებს აზრი აღარ ჰქონდა.. დანიელი ქუჩაში მარტო მიდიოდა, თავისთვის ბუტბუტებდა.
- მატყუარა… მატყუარა… უგულო ქართველი… - ბინაში შევიდა,
ტანსაცმელები აქეთ-იქით მიმოფანტა,
საწოლზე დაეცა..კედლიდან მისი და ლიზას საერთო პორტრეტი უყურებდა..
დანიელი უცებ წამოხტა, პორტრეტი ჩამოხსნა, უნდოდა მუხლზე გადაემტვრია, მაგრამ ვერ შეძლო, გაჩერდა..ლიზას გამოსახულებას თითებით ნაზად შეეხო, რამდენიმე წამი ასე იდგა, შემდეგ ჩუმად დადო საწოლზე, საწოლში ჩაწვა, ნახატი გვერდით დაიდო და ასე დაიძინა.
დრო ნელ-ნელა გადიოდა..დანიელი თითქოს ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდა, გარეთ როცა გადიოდა, ისევ იღიმოდა, ხუმრობდა, ვარჯიშობდა.
მუშაობდა.. ისევ ადრინდელივით ნადირობდა უველა არალეგალზდ, ხანდახან ბარშიც დადიოდა..ქალები ყოველთვის დასტრიალებდნენ თავს,
მუდამ სასურველი მამაკაცი იყო, მაგრამ ახლოს ვერავის იკარებდა.
ცდილობდა…მაგრამ ყველა ქალის სახეში მხოლოდ ერთ სახეს ხედავდა -
ლიზას! მის ქართველს.. ასე გავიდა თვეები, დანიელსაც ისე ძლიერად ენატრებოდა მისი ქართველი…
მაგრამ სიამაყეს ვერცერთი აბიჯებდა.
ვერც ის და ვერც ლიზა..სწორედ ამიტომ მიიღო ომში წასვლის გადაწყვეტილებაც, იქ მაინც შეძლებდა ყველაფრის დავიწყებას დროებით მაინც..და ახლა…ომი დასრულდა..დანიელ კოენი უკვე უკან ბრუნდებოდა..

როგორც უკვე მიხვდით, ლიზამ და დანიელმა ეს ერთი წელი ერთმანეთისგან შორს გაატარეს, ერთმანეთის მონატრებაში.. ახლა კი ისევ აწმყოს დავუბრუნდეთ..

დილა იყო, ბათუმი ნელ-ნელა იღვიძებდა. სასტუმროს ფოიეში კი უკვე ჩვეულებრივი დილის აურზაური იწყებოდა, ლიზა რეცეფშენის უკან იდგა და სტუმრების რეგისტრაციას ამოწმებდა, თემო ისევ იქვე ტრიალებდა, როგორც ყოველთვის ზედმეტად ახლოს.
- ლიზა, ყავა მოგიტანო? - ჩუმად ჰკითხა.
- უკვე მოვიტანე.
- მაშინ წვენს ან რაიმე სხვას, რაც შენს გულს ესიამოვნება - ხელზე ხელი დაადო
- თემო…
- ჰო კარგი, კარგი… უბრალოდ ვზრუნავ შენზე - სწორედ ამ დროს ფოიეში ქეთი შემოვიდა, მაღალი ნაბიჯით მოდიოდა,
შეჩერდა, თვალები დააწვრილა.
- თემო! - ბიჭი მაშინვე გასწორდა.
- ლიზასთან ღლაბუცს მორჩი და საქმეს მიხედე!
- ყველაფერი გავაკეთე უკვე.
- ლიზას მოეშვი! - თემო გაბრაზდა.
- რა პრობლემაა, ვერ ვხვდები? - ქეთიმ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
- არის პრობლემა. არ მომწონს, რომ აწუხებ.
- არ ვაწუხებ! რა გაქვს ჩემი საწინააღმდეგო, ქეთი?
- არაფერი, მაგრამ აქ სამსახურია და მოიქეცი ისე როგორც თანამშრომელს შეესაბამება! - თემო თვალები მოჭუტა.
- შენ იმაზე ბრაზობ, როცა ლიზას გვერდით მხედავ - ქეთიმ წარბი მაღლა ასწია, თემომ ბუზღუნით გააგრძელეა
- უცხო იფიქრებს, ეჭვიანობსო..
- თემო, წადი სამზარეულოში! - თემო ბუზღუნ-ბუზღუნით გაეცალა იქაურობას,
ქეთიმ რამდენიმე წამი ჩუმად უყურა, შემდეგ ლიზას გადახედა, ორივეს ერთდროულად გაეცინა..ქეთიმ ტუჩის კუთხეში გაიღიმა, მისი ღიმილი - ოდნავ ირონიული, ოდნავ ეშმაკური იყო, თვალებში უცნაური სიეშმაკე ჩაუდგა.
- ამ სულელმა რა იცის…რომ მართლა ვეჭვიანობ? - ჩაიცინა, ლიზამ თვალები აატრიალა, ქეთი კმაყოფილი აგრძელებდა:
- მე ხომ გიორგი აბაშიძის ქალი ვერსია ვარ! - ლიზამ თავი გააქნია.
- ზედმეტადაც კი, შენს აუტანელ ძმას ერთი-ერთში ჰგავხარ - ქეთის ღიმილი უცებ დარბილდა, ხმა ნელა შეუმსუბუქდა.
- ლიზა… მითხარი კიდევ ერთხელ… იმ აუტანელზე მომიყევი - ლიზამ ამოიოხრა.
- ქეთი…
- როგორია?
- დავიღალე… რაც გიცნობ, იქედან მოყოლებული გიყვები მასზე. მართლა დავიღალე - ხმა ცოტა აუთრთოლდა.
- მეც ხომ ადამიანი ვარ… ნუ მახსენებ, გთხოვ. არ მინდა მასზე ვიფიქრო, არ მინდა! მინდა დანიელი თავიდან ამოვიგდო!
- დანიელი კი არა გიორგი!
- დანიელია! არ მოეწონება გიორგი რომ დაუძახო.. გაგიბრაზდება, მუდამ ის აკერია პირზე რომ უდიადესი დანიელ კოენია - ქეთი მაინც არ დანებდა.
- ერთხელ მოყევი და მორჩა. მეტს აღარ გთხოვ.
- სულ ასე მეუბნები - ქეთი მიუახლოვდა.
- მომიყევი, ლიზა… როგორია ჩემი ძმა?
ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა.
- სარკეში ჩაიხედე… და დაინახავ -
ქეთიმ წარბი ასწია.
- შენნაირია ქეთი, ზუსტად შენნაირი! ფიზიკურადაც გგავს და ხასიათითაც. ორივე ჯიუტები ხართ… ფეთქებადები… ეჭვიანები - ხმა უცებ გამკაცრდა.
- საზიზღარია… აუტანელი… ნამდვილი ცხოველი! - წამით გაჩერდა.
- ზოგჯერ რომ გიყურებ… ის მიდგას თვალწინ - ლიზამ თავი გააქნია.
- კარგი, მორჩა. აღარ მინდა ამაზე საუბარი.. ძალით მალაპარაკევ მასზე რომ არ დამავიწყდეს! - ბუზღუნით გაეცალა რეცეფშენს, ქეთი იქვე დარჩა, ტუჩის კუთხეში ისევ ის ეშმაკური ღიმილი დაუბრუნდა.
- მე ქეთი აბაშიძე არ ვიყო… თუ შენ და ჩემი ძმა არ შეგარიგოთ! - ხელები ჯიბეში ჩაიწყო კმაყოფილი სახით
- მოვა ეგ დღე… აუცილებლად მოვა! და თქვენს ქორწილში… ბოლომდე გავშლი ფრთებს!!..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent