შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის არომატი (ნაწილი 12)


გუშინ, 07:05
ავტორი თინათინი10
ნანახია 16

ნავი ნელა ირწეოდა წყლის ზედაპირზე..ირგვლივ სიჩუმე იყო, ზღვის მსუბუქი სურნელი, მზე ჩავიდა.. უკვე დაბნელდა.. ღამის ნოტიო ჰაერი იგრძნობოდა… და ლიზას თბილი კანის არომატი, რომელიც დანიელს გონებას უმღვრევდა..ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.. გაჩერებულ ნავში ჩახუტებულები ისხდნენ, ლიზა ზურგით მიყრდნობილიყო მის გულ მკერდს, თმაზე ნაზად ეფერებოდა.. ხანდახან შუბლზე კოცნიდა, მერე ლოყაზე… ხანაც ტუჩებზე..ლიზა მის ხელებს ეხებოდა ძლიერ ხელებს, სადაც ვენები მკაფიოდ ეტყობოდა. თითებს ნელა ატარებდა მის მაჯაზე… ეს მისი სუსტი წერტილი იყო..
- მგონი უკვე დროა წავიდეთ, ბატონო დანიელ… - ჩურჩულით თქვა.
- მხოლოდ ერთი პირობით.
- რა პირობით? - ეშმაკურად აჰხედა თვალებში.
- ხმელეთზე რომ დავბრუნდებით, აღარ მომიწევს შენი დევნა - ლიზამ ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია.
- არა, აღარ მოგიწევს… იმიტომ რომ არსად არ ვაპირებ გაქცევას! ჩემი თავიდან მოშორება ასე მარტივი აღარ იქნება - დანიელს გაეღიმა
- არ მინდა წასვლა… კარგია აქ. სიმშვიდე… მხოლოდ მე და შენ.
- დედა მარტოა… კიდევ გვექნება ასეთი მომენტები.. - შეტრიალდა და მან ოდნავ შუბლი შუბლზე მიადო.
- კარგი… წავიდეთ, ჩემო მახინჯო - ბოლო სიტყვა ქართულად წარმოთქვა..ლიზამ თვალები დავიწროვა
- ანუ მახინჯი ვარ?
- კი. ყველაზე მახინჯი ადამიანი ხარ მთელ დედამიწაზე!
- უკვე გაგიცანი, დანიელ. როცა ასე ამბობ, ზუსტად ვიცი პირიქით ფიქრობ!
- ყოჩაღ… ესე იგი უკვე მიცნობ -
ორივემ სიცილი დაიწყო, ნავი ნელა მიუახლოვდა ნაპირს.გადმოსვლისას ხელი გაუწოდა. ლიზა დაეყრდნო მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, ხელში აიტაცა.
- რამხელა პატივია… თვით დანიელ კოენი ხელით მატარებს - სიცილით თქვა, მან თვალებში ჩახედა, ნაბიჯები შეანელა.. სიცილი ნელ-ნელა სერიოზულობაში გადაეზარდა.
- დანიელს ძალიან უნდიხარ, ლიზა. - ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა, დაიხარა და აკოცა.. ამჯერად უფრო ღრმად, ნელა, ნაზად..ლიზამ თვალები დახარა ბავშვივით, მორცხვად.
- ვგიჟდები როცა ასე მორცხვი ხდები… მინდა შეგჭამო - ჩუმად ჩასჩურჩულა, მანქანასთან მივიდნენ, ნელა ჩამოსვა ძირს, მაგრამ ხელები ისევ წელზე ეჭირა.
- შენი ბრალია… ისეთ რაღაცეებს მიკეთებ, ვწითლდები…
- ბავშვივით ხარ… ამ დროს არ გეტყობა, რომ თხასავით ჯიუტი ხარ.
- შენთან შედარებით, შეიძლება ბავშვიც მეწოდოს.
- მოიცა… ახლა ჩემს ასაკს უსვამ ხაზს? სულ რაღაც ათი წლით ვარ შენზე დიდი… რამე მეტყობა? -
ლიზამ თითი მის მკლავზე ჩამოატარა.. ნელა, შეგნებულად.
- არა… პირიქით. ყველაზე სიმპატიური მამაკაცი ხარ მსოფლიოში. შენი დაკუნთული სხეულით… - დანიელის სუნთქვა შესამჩნევად დამძიმდა, მან ხელი წელზე მოჰხვია, მისკენ მიიზიდა.. ლიზას სხეული მთლიანად მიეკრო მისას.
- ნუ მცდი, ლიზა… თორემ თავს ვერ შევიკავებ - ჩურჩულით უთხრა..
ლიზამ ქვემოდან ახედა, თვალები ჩაბნელებული ჰქონდა სურვილით, მაგრამ შიგნით ისევ ის მორცხვი სინაზე იმალებოდა.
- გეყოფა..წავედით..
- წავედით… მაგრამ მოიცადე, კიდევ რაღაც მაქვს - მანქანის საბარგულიდან გიტარა ამოიღო, ლიზა გაკვირვებული უყურებდა..
პირველი აკორდი ჰაერში გაიფანტა. მერე მეორე.. ზღვის სურნელს ქართულმა მელოდიამ გადაუარა.
დანიელი ქართულად ამღერდა:
- „თოლიები მიფრინავენ შორი შორს…
ერთი გოგო ჩამივარდა გულშიი…
მის სიყვარულს მე ვერ გადავურჩიი…“ - ლიზა ხმამაღლა ახარხარდა, სიცილისგან თვალები აუწყლიანდა.
- აბა? როგორი იყო?
- საოცარი! - გიტარა ისევ საბარგულში დააბრუნა
- მგონი ქალბატონი დედა არ გაბრაზდება კიდევ ნახევარი საათი თუ დავიგვიანებთ… რას იტყვი?
- და ნახევარი საათით სად მივდივართ?
- არსად. აქ მინდა ყოფნა. ამ ლამაზი ზეცით დავტკბე შენთან ერთად.
მანქანის კაპოტზე გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ვარსკვლავებს ახედა.
- ვფიქრობ არც არაფერი დაშავდება რომ დავიგვიანოთ… - ლიზაც სწრაფად აძვრა და გვერდით მიუწვა.
ცა თითქოს უსასრულო შავი აბრეშუმი იყო, რომელზეც ათასობით ვარსკვლავი ანათებდა, ზოგი მკვეთრად, ზოგი ჩუმად ციმციმებდა, თითქოს ერთმანეთთან საიდუმლოს ყვებოდნენ. ჰორიზონტთან ზღვის ზედაპირი სუსტად ირეკლავდა ამ სინათლეს. სიჩუმეს მხოლოდ ტალღების რბილი ხმა არღვევდა.
ისინი იცინოდნენ.. ლიზა მისკენ გადატრიალდა, ცხვირი დანიელის კისერში ჩარგო
- ასეთი ლამაზი ცა მიყვარს… ზღვის ტალღების ხმა და სურნელი… მხოლოდ მთვარე აკლია ამ სილამაზეს… მაგრამ მის მაგივრად შენ ხარ. - დანიელმა სითბოთი სავსე თვალებით გადახედა, მისი ხელი თავის ხელში მოიქცია.
- რა კარგია რომ იმ ღამით ჩემი უფლებამოსილება ბოროტად გამოვიყენე და დაგეხმარე…
- რატომ გააკეთე ეს? ფულის გამო მხოლოდ? - დანიელს გაეცინა.
- არა, ლიზა… ფულის გამოც ნაწილობრივ. სრულიად უცხო ადამიანს უანგაროდ არ დავეხმარებოდი. მაგრამ ფულზე მნიშვნელოვანი იყო შენი სიმტკიცე… სიმამაცე… გამბედაობა..და რაც მთავარია პატიოსნება! კარგი ცხოვრების სანაცვლოდ საკუთარი თავი არ გაყიდე. ამან მომხიბლა ყველაზე მეტად. შენი ასაკის გოგონასგან ამას არ მოველოდი -
ლიზა გაჩუმდა, მკერდზე თავი დაადო.
- სხვისთვისაც შეგითავაზებია იგივე?
- სხვისთვის გაქცევა არასდროს შემითავაზებია… მაგრამ სექსი კი.
- მერე? გთანხმდებოდნენ?
- შენი აზრით ჩემნაირ მამაკაცს ვინმე უარს მეტყოდა? - სიცილით თქვა, ლიზამ მკერდზე მუშტი მსუბუქად დაჰკრა.
- მე რომ თანხმობა მეთქვა? მაშინ რას გააკეთებდი? - დანიელმა წამით სერიოზულად შეხედა.
- იცი რას გავაკეთებდი? ჩემსას გავინაღდებდი… და მერე მაინც გაგამგზავრებდი საქართველოში, ფულსაც კი წაგართმევდი.
- არ მჯერა რომ ამას გააკეთებდი…
- კი ასე მოვიქცეოდი. მე შემიძლია მონსტრი ვიყო თუ ამის აუცილებლობას ვხრდავ..არ შემეცოდებოდა ადამიანი, ვინც საკუთარ ღირსებას ასე მარტივად გაცვლიდა.. მაგრამ შენ არ აღმოჩნდი ასეთი.
- გაგიკვირდა?
- ძალიან… მეგონა სიხარულით დამთანხმდებოდი.. ამიტომაც ჩამოგიყვანე ბოეტიდან უკან. - ლიზამ თვალი მოჭუტა.
- შენ ადრე მითხარი რომ ქართველთან არასდროს გქონია ურთიერთობა და ამის მუღამი გქონდა…
- ჰო ასეა..
- ტყუილია.. ქართული იცი.. არ უარყო! სიტყვებს ისე გამართულად ამბობ, აქცენტი საერთოდ არ გაქვს.. თანაც შენი ზიზღი საქართველოს მიმართ.. ამ ყველაფერს ახსნა ექნება - დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა.
- აქვს… მაგრამ ახლა არა. ახლა მინდა შენით დავტკბე მხოლოდ! -
ისევ ჩაეხუტნენ, მისი თითები ლიზას თმაში დაიკარგა, ლიზას ხელი მის მკერდზე ნელა მოძრაობდა, თითქოს მის გულისცემას იმახსოვრებდა.. როცა გული იჯერეს ცის სილამაზის ტკბობით მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ..ლიზამ ტელეფონი აიღო, ხმამაღლა ჩართო ის მელოდია, რაც დანიელმა ცოტა ხნის წინ იმღერა. „თოლიები მიფრინავენ შორი შორს…“ - ორივეს ერთდროულად გაეცინა, მანქანა ნელა დაიძრა. ფანჯრები ჩამოწეული ჰქონდათ, ზღვის სურნელი ისევ შიგნით აღწევდა. ორივე ხმამაღლა მღეროდა, სიტყვებს ერთმანეთში ურევდნენ, ლიზა სავარძელში ცეკვას ცდილობდა..დანიელმა წამით გადმოხედა.
- იცი რა მომწონს ყველაზე მეტად?
- რა?
- რომ აღარ ცდილობ გაქცევას -
ლიზამ გაუღიმა.
- იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მივხვდი… რომ შენგან გაქცევა აღარ მინდა!

სახლში ატმოსფერო ტრიალებდა, სამზარეულოდან ქართული სურნელები იფრქვეოდა. ვიკამ მაგიდა ლამაზად გააწყო, შუაში ტორტი სანთლებით, გვერდით თეფშებზე მჭადი და დაჭრილი სულგუნი, უამრავი ქართული გემრიელი კერძები.. ქართული ღვინო..
- აბა, დაბადების დღის დედოფალო, ადგილი დაიკავე! - სიცილით უთხრა ვიკამ ლიზას, დანიელი მაგიდას უყურებდა ისეთი გამომეტყველებით, თითქოს საგანძური აღმოაჩინა.
- ეს… ეს რა არის? - მჭადს თითით შეეხო.
- მჭადი, ბატონო დანიელ - ამაყად უთხრა ლიზამ.
- და ეს? - სულგუნისკენ გაიწია.
- სულგუნი.
- და ეს წითელი, რა ატომატი აქვს..
— მეგრული აჯიკა, ცხარეა ძალიან.. -
დანიელმა ცოტა სულგუნი მოატეხა, მჭადზე დადო, ზედ აჯიკა წაუსვა. გაბედულად ჩაკბიჩა… და თვალები გაუფართოვდა.
- ღმერთო… - ძლივს ამოთქვა.. პირი დაეწვა
- ეს ოფიციალურად საუკეთესო კომბინაციაა, რაც ცხოვრებაში გამისინჯავს! - ვიკამ ღვინო ჩამოასხა.
- ახლა ეს დააგემოვნე, ქართული ღვინო - დანიელმა მოსვა, წამით გაჩერდა, შემდეგ თავი ოდნავ გადააქნია.
- ახლა გასაგებია რატომ ამაყობთ თქვენ ასე თქვენი ქვეყნით.. -
ლიზამ თვალები მოჭუტა.
- ჩვენ უბრალოდ ამაყები არ ვართ. ჩვენ გემოვნებიანი ხალხი ვართ.. ქართული სამზარეულო დამოკიდებულებას იწვევს, ერთხელ გასინჯავ და მერე უკვე დაკარგული ხარ.
- არა მარტო სამზარეულო..ხალხიც დამოკიდებულევას იწვევს! - ჩუმად გადმოხედა დანიელმა, ლიზამ თვალებში შეხედა..ღიმილი ორივეს მოედო ტუჩებზე..ვიკამ ტაში შემოჰკრა.
- კარგი, კარგი, აბა ტორტის დროც მოვიდა - სანთლები აანთეს, ლიზამ თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრა. დანიელი თვალებ ანთებული უყურებდა
- აბა, გაჭერი! - ვიკამ დანა მიაწოდა, ტორტი გაჭრეს.. იყო სიცილი, სადღეგრძელოები, ღვინის ჭიქების ხმაური.
- ლიზას, ყველაზე ჯიუტ, ყველაზე მამაც და ყველაზე… ლამაზ გოგოს გაუმარჯოს!
- მახინჯს? - სიცილით ჩაურთო ლიზამ.
- ჰო! ყველაზე მახინჯს დედამიწაზე - თვალი ჩაუკრა.. - დანი და ლიზა ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ, გაბრუებული თვალებით.. იმ თვალებით სადაც ორ ადამიანს ერთმანეთი სიგიჟემდე სწყურია..ვახშამი სასიამოვნოდ გრძელდებოდა, ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა..ყველა გაჩუმდა.
- ვინმეს ელოდებოდი? - ჰკითხა დანიელმა, ლიზამ მხრები აიჩეჩა
- არა.. არავის.. - ზარი ისევ განმეორდა.. დანი ადგა და კარისკენ წავიდა..

დანი კარს აღებს, კარს მიღმა კი იშაი დგას, კმაყოფილი ღიმილით, ხელში შამპანურის ბოთლი და პატარა თაიგული უჭირავს.
- სალამი, ძმაო! როგორც ჩანს, გაგიკვირდა ჩემი დანახვა - თქვა იშაიმ.
- შემოდი… არ გელოდებოდით - უპასუხა დანიელმა.
- გავიგე, ჩვენს ძვირფას რძალს დაბადების დღე ჰქონდა, ამიტომ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი - უთხრა მან და ყვავილები ლიზას გაუწოდა, შამპანური კი მაგიდაზე დადო.
- ძალიან დიდი მადლობა… შემოგვიერთდი - მორცხვად უთხრა ლიზამ.
- დიდი სიამოვნებით… რა ხანია ჩემი ძმა არ მინახავს, თანაც კარგი ამბით ვარ მოსული.
- რა ხდება? - ლიზამ და დანიელმა ერთმანეთს გადახედეს.
- ჯერ სტუმარს გავიცნობ… ლიზას დედაა არა?
- დიახ, დედაჩემი, ვიკა. დედა, ეს იშაია, დანის მეგობარი
- ძალიან სასიამოვნოა… როგორც გავიგე, მხოლოდ ერთკვირიანი ვიზა გაქვთ.
- დიახ.
- კიდევ კარგი, დანიელი რომ არსებობს, თორემ ვერც თქვენ და ვერც ლიზა ახლა აქ ვერ იქნებოდით… - იშაის სიტყვებს ღიმილი მოჰყვა, დანიელი დაიძაბა, ლიზასაც დაეჭიმა სახე..
- იშაი, რასთან დაკავშირებით მოხვედი? რა ახალი ამბავი მოიტანე?
- ჯერ ეს გემრიელობა უნდა დავაგემოვნო, რასაც ქართული სამზარეულო ჰქვია - საჭმელებს ხარბად მიადგა, ცოტ-ცოტა ყველაფერი გასინჯა. მე ჩუმად ვიჯექი, რადგან დაბადების დღის დასაგვირგვინებლად სტუმარი ცოტა მძიმე აურას ქმნიდა. როგორც იქნა, ჭამა დაასრულა და განაგრძო
- მოკლედ, დანი… გილოცავ. ხვალიდან შეგიძლია სამსახურში დაბრუნდე! - დანიელმა თითქოს შვებით ამოისუნთქა, კმაყოფილი სახით. მე კი, პირიქით, გულში ჩხვლეტა ვიგრძენი.
- ესეიგი ვბრუნდები…
- დიახ. ბატონმა ედიმ ასე ჩათვალა საჭიროდ. ინტერვიუ და შემოწმება იქნება ალბათ, მაგრამ როდის, ეს არავინ იცის. ბორტგამცილებელი კიდევ ერთხელ დაკითხეს, ამის შემდეგ მიიღო ედიმ გადაწყვეტილება, რომ დაგაბრუნოს. ხვალიდან შენი სამფლობელო გელოდება.
- მშვენიერია.
- ნამდვილად… რძალო, არ გაგიხარდა? მოწყენილი ჩანხარ…
- გამიხარდა რა თქმა უნდა - ვუპასუხე ჩუმად, მაგრამ ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი.
- წარმომიდგენია როგორ გიხარია, დანი… ჩვენც ძალიან გვიხარია. დეპარტამენტს აკლიხარ, შენნაირი “მონადირე” ბევრი არ არის - დანიელმა ნელ-ნელა გადმომხედა.. თვალებზე მეტყობოდა რომ საერთოდ არ ვიყაბი ამ ამბით აღფრთოვანებული
- დანის მისი სამსახური ძალიან უყვარს, რძალო… უნდა ნახო, როცა ფორმა აცვია, როგორი თავზეხელაღებულია. როგორ სიამოვნებით ადებს არალეგალებს ბორკილებს და მიჰყავს თვითმფრინავის ბორტამდე… მისი საყვარელი “ნადავლი” კი ქართველები არიან - იშაიმ სიცილით დაამატა.
- წარმომიდგენია… — ჩუმად ვთქვი.
- იშაი! არ არის საჭირო დეტალურად აღწერო… ლიზამ ისედაც იცის, რას მოიცავს ჩემი სამსახური - დანიელმა მკაცრად უპასუხა.
- მართალი ხარ, ძმაო… არ გამახსენდა, რომ ლიზასთვის ეს თემა ფაქიზია. ჯობია წავიდე, აღარ მოგაწყენთ თავს. ხვალ შევხვდებით.
- ხვალამდე - დანიელმა სტუმარი გააცილა. შემობრუნდა და თვალებში ჩამაშტერდა..

- ძალიან უცნაური კაცი იყო… თითქოს ჯიბრზე ლაპარაკობდა - თქვა ვიკამ
- ასეაცაა… დაგვსდევს. ბოლომდე დარწმუნებული არ არის იმაში, რომ დანიელმა სიყვარულით მომიყვანა ცოლად - დანის გავხედე
- რა სისულელეა… სიყვარული თუ არა, აბა რა ჰქვია იმას, რასაც შენთვის აკეთებს?
- ჰო, დედა… კარგი, ავალაგოთ უკვე - ვთქვი და თეფშებს ხელი მოვკიდე.
- ლიზა, ერთი წუთით მოდი - დანიელმა კუთხეში მიმიხმო..მის წინ რომ დავდექი, ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია. მისი თითები თბილი იყო, მშვიდი, თითქოს ცდილობდა შფოთვა მოეშუშებინა.
- ნუ მიაქცევ იშაის საუბარს ყურადღებას…
- მაგრამ მართალი თქვა… მონადირე ხარ… - ჩემს თვალებში სევდამ გაიელვა
- ლიზა… არ გვინდა, გთხოვ. ნუ გავაფუჭებთ ამ წუთებს. ეგ ყველაფერი ჩვენთან არაფერ შუაშია- დაიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა..
- ხომ არ მოგდის გული? - მკითხა ჩურჩულით.
- არა… მაგრამ შენი სამსახური არ მომწონს, იცოდე - ვუთხარი გულწრფელად და ისევ მაგიდისკენ წავედი. - დედას დავეხმარე ალაგებაში.. დანი ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ აზრები სხვაგან ჰქონდა.
- დანი… დედას ის ოთახი მოვუმზადო? დივანზე ხომ არ დავაწვენ? - დანი ჩაფიქრდა, თავი მოიქექა, ღრმად ჩაისუნთქა.
- მოდი ასე მოვიქცეთ… დედა-შვილს მონატრებული გყავთ ერთმანეთი. თანაც დიდხანს ვერ რჩება აქ. ეს ერთი კვირა მე დავუთმობ ოთახს.. ერთად დაიძინეთ. იმ ოთახში მე მოვთავსდები.
- არა… ესე როგორ შეიძლება? ცოლს ხომ არ წაგართმევ - გაეცინა ვიკას.
- რას ამბობთ… დატკბით ერთად ყოფნით. ერთი კვირა არაფერია -
გული გამითბა.. ასეთი იყო.. უხმოდ მსხვერპლზე წამსვლელი
- კარგი… ასე ჯობია. დედა ჩემთან იქნება. - დედამ ნივთები ოთახში შეიტანა.
- იმ ოთახს მოწესრიგება არ უნდა? ალბათ ანგრეულია… დავალაგებ და მერე დაიძინე - ვუთხარი დანიელს,
მას გაეცინა. თვალებში ეშმაკური სხივი აუთამაშდა. ცხვირზე თითი მომიჭირა.
- არა, იმ ოთახს არაფერი სჭირდება. მოწესრიგებულია, ძვირფასო. - გაბუტულმა გავხედე.
- ნუ იბუტები. ზედმეტად ცნობისმოყვარე ხარ.
- მაინტერესებს რას მალავ შიგნით! ისეთი იდუმალი ოთახია, ინტერესი მკლავს! - დანი ჩემსკენ დაიხარა, თითქოს დიდი საიდუმლოს გამხელას აპირებდა.
- გინდა გითხრა რას ვმალავ?
- ჰო! - ფეხი იატაკზე დავაბაკუნე ბავშვივით. მან ჩურჩულით მითხრა:
- სერიული მკვლელი ვარ. ქალებს გულებს ვაცლი და შიგნით ვინახავ.
- იდიოტო! - მუშტები დავცხე მკერდზე..ის ხმამაღლა იცინოდა, შემდეგ მოულოდნელად დამიჭირა და მოღუტუნება დამიწყო.
- გამიშვი! ძალიან მეღუტუნება, დანიეელ! - დივანზე დავვარდი, ზემოდან დამეყრდნო და ისევ აგრძელებდა.. სიცილისგან სუნთქვა მიწყდებოდა. მერე მოულოდნელად შეჩერდა, მისი მზერა შეიცვალა.
დაიხარა და ნაზად, რბილად მაკოცა. ტუჩები ფრთხილად შემეხო, თითქოს პირველად მკოცნიდა.. სიცილი წამში გაქრა. სხეულში მსუბუქმა ჟრუანტელმა დამიარა..მისმა ხელმა წელზე მომიჭირა, მეორე კი თმებში შემიცურა. კოცნა ნელ-ნელა უფრო ღრმა გახდა.. მისი სუნთქვა ჩემს სუნთქვას შეერია, დრო გაჩერდა,
შემდეგ ტუჩები კისერზე ჩამომიცურა. იქ ნაზად შემეხო.. თბილად, დამათრობლად, თვალები დამეხუჭა. მთელი სხეული სითბოთი ამევსო, თითქოს მიწას მოვწყდი და ჰაერში დავფრინავდი.
- გეყო… - ძლივს ამოვთქვი. - უხერხულია… დედა არ გამოვიდეს. -
ის წამით გაჩერდა. ტუჩი მოიკვნიტა, ღრმად ამოისუნთქა და გასწორდა.
- ასე გავგიჟდები…
- გიჟი ისედაც ხარ. მეტი რაღა უნდა გაგიჟდე? - ენა გამოვუყავი და სიცილით საძინებლისკენ გავიქეცი..
დანიელმა თავი გააქნია, ღიმილით. შემდეგ სააბაზანოში შევიდა, შხაპის ხმა გაისმა, ცხელი წყლის შხეფები თითქოს მის ვნებებს ამშვიდებდა.
მე კი საწოლში დედას გვერდით ვიწექი, მაგრამ გულში ისევ მისი ტუჩების სითბო მედო…

დედას ჩემთან ჩახუტებულს მშვიდად ჩაეძინა… მისი სუნთქვა თანაბარი და თბილი იყო. მე კი საწოლში ვწრიალებდი.. ვნება შიგნიდან მღრღნიდა და მოსვენებას არ მაძლევდა. მხოლოდ ერთი კედელი გვაშორებდა ერთმანეთს, მაგრამ ასე მეგონა, თითქოს ძალიან შორს იყო… უკვე მენატრებოდა მისი ჩახუტება, მისი ხელების სიმძიმე წელზე, მისი სურნელი, რომელიც კანზე მიჩერდებოდა, თავი წამოვწიე. ადგომა გადავწყვიტე…თუმცა ისევ დავწექი.. ორი წუთის შემდეგ ისევ წამოვდექი ფრთხილად.. ოთახში აქეთ-იქით დავიწყე სიარული. დანიელის ნაჩუქარ საჩუქრებს გავხედე მათ შორის თეთრეულს და პერანგს.. გამეღიმა, ფრთხილად მივედი ამოვიღე ბორდოსფერი, ნაზი თეთრეული და ჩავიცვი. კისერში ის სუნამო შევისხი ალუბლის არომატით რომლითაც მის გაგიჟებას ყოველთვის ვახერხებდი. ღრმად ჩავისუნთქე.
- ღმერთო… სწორად ვიქცევი? - საკუთარ თავს ვეკამათებოდი.
- იქნებ არ ღირს… მაგრამ ახლა მასთან ყოფნა მინდა… ძალიან მინდა… - საბოლოოდ მაინც გადავდგი ნაბიჯი და გავედი, სუნთქვა აჩქარებული მქონდა. ერთი იყო სურვილი, რომელიც მასთან ყოფნას მთხოვდა… და მეორე იმ იდუმალი ოთახის ნახვის ცნობისმოყვარეობა..მის კართან მივედი, ფაქიზად დავაკაკუნე.. სიჩუმე.. სახელური ფრთხილად ჩამოვწიე.. ჩაკეტილი იყო.
სამზარეულოს უკან პატარა ოთახიდან შუქი მოჩანდა.. დანიელის სავარჯიშო ოთახიდან, იქ ჰქონდა მოწყობილი სარბენი ბილიკი და დაკიდებული საბრძოლო ტომარა ის დიდი ტომარა, რომელსაც კრივში ურტყამენ..
ყურსასმენები ეკეთა, წელს ზემოთ შიშველი იყო.. მთელი ძალით ურტყამდა კრივის ტომარას, თითქოს მასში აგროვებდა მთელ ენერგიას. კუნთები დაჭიმული ჰქონდა, ოფლის წვეთები მკერდსა და მხრებზე ჩამოსდიოდა.. თავის სტიქიაში იყო.
გავშეშდი.. უბრალოდ ვუყურებდი, ვტკბებოდი ამ სანახაობით..იქვე დადებული პირსახოცი ავიღე, ნელა მივუახლოვდი და ოფლი შევამშრალე ზურგიდან..ის გაჩერდა.
ჩემსკენ შემოტრიალდა, თვალებმა მაშინვე დამათვალიერა ზემოდან ქვემოთ როცა მის ნაჩუქარ ხალათში გამოწყობილი დამინახა, წყალი მოსვა.. კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა სახეზე.. მზერა არ მოუცილებია.
- რა მოხდა, ჩემო ქალბატონო… ძილი არ გეკარება? - ხმადაბლა მკითხა,
ღიმილით თავი გავუქნიე.
- ძალიან გიხდება… - ნელა მითხრა.
- შიგნითაც ჩემი ნაჩუქარი თეთრეული გაცვია? - უხმოდ დავუქნიე ისევ თავი..მომიახლოვდა. უკნიდან მომიარა და ზურგზე ამეკრო, მისი მკერდის სიცხე ჩემს ზურგს შეეხო.. კისერსა და ყურს შორის მანძილი ნელა, ხარბად დამიკოცნა, სუნთქვა დამძიმებული ჰქონდა, ალუბლის არომატს ღრმად ისუნთქავდა, მისი ხელები ნელა ჩამოცურდა წელზე… თითების ბალიშები კანზე ფრთხილად მისრიალებდა.. ხალათის თხელი ქსოვილი ოდნავ გააღო და ხელი შიგნით შეაცურა..გრილი თითები ჩემს გახურებულ კანს რომ შეეხო, სუნთქვა შემეკრა.. ჯერ წელზე გამიჩერა ხელი, შემდეგ ზემოთ ასწია ნელა, განზრახ, თითქოს თითოეულ წამს წელავდა. მკერდთან რომ შეჩერდა, თითები მსუბუქად შემახო… შემდეგ ხელისგული სრულად მომადო გულთან.. ჩემი სხეული ინსტინქტურად აიწია მისკენ, სითბო და სიცივე ერთდროულად დამეჯახა, მისი გრილი ხელი და ჩემი გახურებული კანი ერთმანეთს შეერწყა..ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- ლიზა… - ჩურჩულით წარმოთქვა ჩემი სახელი, შემომატრიალა, თვალებში ჩამხედა, წამში ხელი წელზე მომხვია და მაღლა ამწია..ინსტინქტურად ფეხები წელზე შემოვახვიე. ხელები კისერზე შემოვაჭდე.. მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს დაეუფლა ღრმა, დამათრობელი კოცნით.. კედელს მიმაყრდნო, თითქოს აღარ შეეძლო დალოდება..თითები ზურგზე ჩამომისვა, შემდეგ ისევ ხალათის ქვეშ ჩამიცურა. ჩემი სხეული მთლიანად მასზე იყო მიკრული, ყოველი სუნთქვა ერთმანეთში გვერეოდა.
- ასე მოვკვდები… - ჩუმად ამოიოხრა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent