შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილვილიდან სიყვარულამდე (თავი 3)


გუშინ, 20:56
ავტორი Elenaa…
ნანახია 10

***
დილით ადრე გამეღვიძა.
თორნიკეს ხელი ისევ ჩემს მაჯაზე ჰქონდა.
მძინარესაც არ გაუშვია.
რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი.
-რა უცნაური ხარ… ჩავილაპარაკე ჩუმად.
ნელა გამოვიწიე, რომ არ გამეღვიძებინა.
მაგრამ როგორც კი ხელი გავაშვებინე მაშინვე გაახილა თვალები.
-გარბიხარ? ჩუმად მკითხა.
თვალები ავატრიალე.
-დილა მშვიდობისა მაინც მითხარი სად შემიძლია გაქცევა თორე დიდი სიამოვნებით
ოდნავ გაეღიმა.
-დილა მშვიდობისა.
-ჰო. ავდექი.
-ქვემოთ ჩავალ.
-მეც მოვალ.
სამზარეულოში ნინა დაგვხვდა.
-დილა მშვიდობისა ბავშვებო.
-დილა მშვიდობის. ერთხმად ვუთხარით.
თორნიკე სკამზე დაჯდა ჩემ გვერდით
უცნაურად ახლოს.
-ყავა? მკითხა და სკამიდნ ადგა
-კი. ვუპასუხე ნაზად
ფინჯანი მომაწოდა.
ჩვენი თითები ერთმანეთს შეეხო სწრაფად გავწიე ხელი.
თითქოს არაფერი იყო… მაგრამ იყო
ვიგრძენი.
მანაც იგრძნო.
უცებ კარის ხმა გაისმა ვიღაც შემოვიდა.
ქალის ქუსლების ხმა ნელა შევტრიალდი.
და დავინახე მაღალი, ძალიან ლამაზი გოგო.
მკვეთრი მაკიაჟი, თავდაჯერებული სახე.
პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა.
-თორნიკე. თქვა ისე, თითქოს ყველაფერი მისი იყო.
თორნიკე მაშინვე დაიძაბა.
-თამთა… ჩუმად თქვა. გული უცნაურად ჩამწყდა. გოგო პირდაპირ მოვიდა და…
გადაეხვია ისე ახლოს… ისე თავისუფლად…
თითქოს მე საერთოდ არ ვარსებობდი. გავშეშდი.
-მომენატრე. უთხრა. და კისერზე ჩამოეკიდა
თორნიკემ ოდნავ მოიშორა.
-აქ რას აკეთებ?ტონი ცივი ჰქონდა.მაგრამ მაინც არ მომეწონა.
-ვერ მოვალ შენს სახლში? გაეღიმა
შემდეგ შემომხედა.
თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.
-ესა შენი ცოლი? გულისცემა გამიჩქარდა.
არაფერი მითქვამს.
-ევა. თქვა თორნიკემ
-ეს თამთაა.
-უკვე მივხვდი. ვუპასუხე ცივად.თამთას გაეღიმა.
-ლამაზი ხარ.ტონი ისეთი ჰქონდა… თითქოს სინამდვილეში არ გულისხმობდა.
-შენც. ვუპასუხე იგივე ტონით.
რამდენიმე წამი სიჩუმე.ჰაერი დაიძაბა.
თამთა პირდაპირ თორნიკეს გვერდით დაჯდა.ძალიან ახლოს.
ზედმეტად ახლოს.
-რატომ არ მიპასუხე ზარებზე? ჰკითხა და მისი ჭიქიდან ყავა მოსვა
-დაკავებული ვიყავი.
- რით? ქორწინებით? ჩაიცინა
გული მომეჭირა.თორნიკემ არაფერი უპასუხა.
-იმდღეს კაფეში გვნახეს ისევ “მეგობარი” ვიყავი?
მაშინვე ავხედე თორნიკეს.ისიც მიყურებდა.
დაძაბული.
-თამთა გაჩერდი. თქვა მკაცრად.
-რატომ? ცოლმა არ უნდა იცოდეს? ისევ იღიმოდაეს უკვე ზედმეტი იყო.
ავდექი.
-მე არ მაინტერესებს. ვთქვი ცივად. თორნიკეც მაშინვე წამოდგა.
-ევა
-არა. მართლა არ მაინტერესებს.
მაგრამ ტყუილი იყო.ძალიან მაინტერესებდა.და მტკიოდა.
ოთახში ავედი სწრაფად.
კარი დავხურე გული ძლიერად მიცემდა.
-რა გჭირს… საკუთარ თავს ვუთხარი
ლოგინზე დავჯექი.
მაგრამ თავში ისევ ერთი სურათი მიტრიალებდა თამთა რომ გადაეხვია.
და ის… არ გაიწია. მაშინვე კარზე კაკუნი.
-ევა. თორნიკე იყო არ გავუღე კარი
-ევა კარი გააღე.
-არ მინდა!
-ვიცი რომ გაბრაზებული ხარ.
-არ ვარ!
-მატყუებ.
სიჩუმე.
-ევა…
-რა?!
-არაფერია ჩემსა და თამთას შორის.
გული ამიჩქარდა.
-და ადრე?
რამდენიმე წამი გაჩუმდა.
-ადრე იყო.
ეს სიტყვა საკმარისი იყო.
-გასაგებია.
ვუთხარი ცივად.
-ევა კარი გააღე.
-არა.
-გთხოვ.
პირველად გავიგე მისი ,,გთხოვ”.
გავშეშდი ნელა ავდექი კარი გავაღე.
ის იქ იდგა ძალიან ახლოს.
-რა გინდა? ვკითხე ჩუმად.
-რომ დამიჯერო.
-რატომ? რამდენიმე წამი მიყურებდა.
-იმიტომ რომ ახლა… სხვანაირადაა.
-როგორ? ოდნავ მომიახლოვდა.
გული ამიჩქარდა.
-იმიტომ რომ შენ ხარ აქ.
სუნთქვა შემეკრა.
-და რა?
-და არ მინდა შენ გატკინო.
ჩუმად ვუყურებდი.
-უკვე მატკინე.
გაიყინა.
-ვიცი.
სიჩუმე. ძალიან ახლოს ვიდექით.
-ევა… ჩუმად თქვა
-ჰო?
მისი მზერა ტუჩებზე ჩამოსრიალდა.
გული ისე მიცემდა, თითქოს გამოვარდებოდა.ოდნავ კიდევ მომიახლოვდა…
სულ ცოტაც და მაკოცებდა
და კარს უკნიდან ხმა რომ გაისმა
-თორნიკე? თამთა იყო
ორივე გავიშალეთ.
თორნიკემ კბილები დააჭირა ერთმანეთს და გახედა მე კი უკან გადავიწიე.
-წადი. ვუთხარი ჩუმად.
რამდენიმე წამი მიყურებდა. მერე წავიდა.
კარი დავხურე. ზურგით მივეყრდენი კარებს
გული ისევ სწრაფად მიცემდა. და პირველად ვაღიარე საკუთარ თავთან რომ არ მეზიზღებოდა. უბრალოდ…
ეჭვიანობდი.
-რა მჭირს… ჩავილაპარაკე.
ხელები სახეზე მივიდე.
მისი ხმა, მისი მზერა, ის მომენტი
სულ ცოტაც და მაკოცებდა.
თვალები სწრაფად გავახილე.
-არა. ლოგინიდან ავდექი.
-აქ ვერ გავჩერდები.
კარადასთან მივედი და სწრაფად გავხსენი.
-უნდა გავიდე.უნდა გავფანტო ეს ყველაფერი.
ჩავიცვი შავი ტოპი, ოდნავ ჩამოწეული ჯინსი და კურტკა
თმა გაშლილი დავტოვე.
სარკეში ჩავიხედე რამდენიმე წამი საკუთარ თავს ვუყურებდი.
-ნორმალურია.
მაგრამ თვალებში მაინც რაღაც სხვანაირი იყო.
ქვემოთ რომ ჩავედი
სიჩუმე.
არც ნინა.
არც თამთა.
არც თორნიკე.
უცნაურად შვება ვიგრძენი.
ფეხსაცმელი ჩავიცვი და გავედი.
მძღოლს ვთხოვე წავეყვანე
კოლეჯის ეზოში რომ შევედი
ხმაური, ხალხი, სიცილი. სულ სხვა სამყარო.
და უცებ მივხვდი ეს მჭირდებოდა.
არანაირი თორნიკე.
არანაირი თამთა.
უბრალოდ… მე.
ნელა მივდიოდი დერეფანში, როცა
ვიღაცას შევეჯახე.
საკმაოდ ძლიერად.
-ფრთხილად! გავბრაზდი.
-შენ უფრო. —მშვიდად მიპასუხა.
თავი ავწიე. და გავჩერდი.
ჩემ წინ იდგა ბიჭი
მაღალი, სპორტული აღნაგობის, მუქი თმით ოდნავ არეული, თვალები ღრმა, მუქი ყავისფერი.სახეზე მსუბუქი, თავდაჯერებული ღიმილი.
ისეთი ტიპი იყო რომ იცოდა, რა ეფექტს ტოვებდა.
-ახალი ხარ. თქვა პირდაპირ.
-შენ რა, დირექტორი ხარ? ოდნავ გაეღიმა.
-არა. უბრალოდ აქ ყველას ვიცნობ.
-მე არა.
-ეგეც ჩანს. თვალები ავატრიალე.
-გზა დამითმე. მაგრამ არ გაიწია.
პირიქით ოდნავ ახლოს მოვიდა.
-ჯერ სახელი მითხარი.
-რატომ?
-იმიტომ რომ მაინტერესებს.რამდენიმე წამი ვუყურებდი. უცნაურად მშვიდად ვიყავი.
არანაირი დაძაბულობა.არანაირი გულის აჩქარება.უბრალოდ… საუბარი.
-ევა.
-ნიკოლოზი.
ხელი გამომიწოდა.
ერთი წამით დავფიქრდი… მერე ჩამოვართვი.
-კარგი. თქვა ახლა შეგიძლია გაიარო.
გვერდით გადგა. გამეცინა.
-მადლობა ნებართვისთვის.
არაფრის.
რამდენიმე ნაბიჯი გავიარე, მაგრამ…
-ევა. მისი ხმა ისევ გავიგე.
შევტრიალდი.
-ჰო?
-დაიკარგები კაბინეტები შეცვალეს
-ვიპოვი გზას.
-არ მგონია. გაეცინა და თცითონ გამომყვა
-რომელ კურსზე ხარ? მკითხა.
-პირველი.
-ჰმ… პატარა ხარ.
-და შენ დიდი?
-საკმარისად.
თვალები ავატრიალე.
-თვითდაჯერებული ხარ.
-ვიცი. გავიცინე.უცნაურად ადვილი იყო მასთან. არაფერს არ მაძალებდა.
არ მიყურებდა ისე, როგორც…
თორნიკე.
-აი იქა შენი კლასი მითხრა ბოლოს.
კართან გაჩერდა.
-მადლობა.
-არ დამიმთავრებია.
-კიდევ რა?
-მერე კაფეტერიაში ჩამოდი.
-რატომ?
-იმიტომ რომ დაგპატიჟებ.
ოდნავ გამეღიმა.
-ვნახოთ.
-ვნახოთ” არ მიყვარს.
-მაშინ შეიყვარე.
შევედი კლაში მაგრამ სანამ კარი დაიხურებოდა მისი ხმა ისევ გავიგე
-მაინც ჩამოხვალ.
უნებლიედ გამეღიმა. გაკვეთილის დამთავრების მერე მართლაც ჩავედი ცოტახანი ვისაუბრეთ და მერე წავედი სახლში.
საღამოს სახლში რომ შევედი
ისევ მისაღებში თორნიკე.
კედელზე მიყრდნობილი მელოდა.
-სად იყავი? ტონი ისევ ცივი.მაგრამ ახლა…
სხვა რაღაცაც იგრძნობოდა.
-კოლეჯში.
რამდენიმე წამი მიყურებდა.
-როგორი იყო? უცნაური კითხვა იყო.
-ნორმალური.
-ვინმე გაიცანი? გავშეშდი წამით.
-კი. მისი მზერა მაშინვე შეიცვალა.
-ვინ?
-ერთი ბიჭი. სიჩუმე. ძალიან მძიმე. ნელა მომიახლოვდა.
-სახელი?
-ნიკოლოზი. მისი ყბა დაიძაბა.
-და?
-რა და?
-რა უნდა შენგან? გავიცინე.
-შენ რა გინდა ჩემგან?
არ მიპასუხა მხოლოდ მიყურებდა.
მძიმე მზერით.
-მომწონს როცა მშვიდად ხარ. —თქვა უცებ -მაგრამ ეს არ მომწონს.
-რა?
-რომ ვიღაც სხვა ბიჭზე ლაპარაკობ.გული ისევ ამიჩქარდა.
-შენ არ გაქვს უფლება დამიშალო
რამდენიმე წამი სიჩუმე. მერე ჩუმად თქვა
-არ მაქვს.
და კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.
-მაგრამ მაინც არ მომწონს. სუნთქვა შემეკრა. ისევ ძალიან ახლოს ვიდექით.
ისევ ისე როგორც ზემოთ.
-ევა…
-ჰოო
მისი ხელი ნელა ჩემს წელთან გაჩერდა არ შემხებია უბრალოდ ჰაერში ჰქონდა გაჩერებული
-ხვალაც ნახავ? მისი ხმა დაბალი იყო.
-შეიძლება.
-შეიძლება… გაიმეორა ჩუმად და ამჯერად
ხელით მსუბუქად შემეხო გული გამიჩერდა.
-არ მინდა რომ ნახო ჩუმად თქვა
თვალებში ვუყურებდი.
-ვერ მეტყვი რა გავაკეთო
-ვიცი.
კიდევ უფრო ახლოს მომიახლოვდა
სიჩუმე და ისევ ის დაძაბულობა.
რაც უკვე გვკლავდა.
სიჩუმე გაიწელა.
თორნიკეს ხელი ისევ ჩემს წელთან იყო.
თბილი. მძიმე
და ძალიან ახლოს.
-არ მინდა რომ ნახო. გაიმეორა ჩუმად.
ამჯერად უკვე თვალებში მიყურებდა.
სწორად მტკიცედ.
გული ამიჩქარდა… მაგრამ უკან არ დავიხიე.
-და შენ თუ ნახულობ სხვას?
მისი მზერა ოდნავ გამკაცრდა.
-ვის?
-თამთას.
ისევ სიჩუმე.
-ეგ არ არის იგივე.
-რატომ არ არის?
ხმას ავუწიე.
-შენ შეგიძლია და მე არა?
რამდენიმე წამი მიყურებდა.
მერე… უცებ გაიღიმა.
ისეთი ღიმილით რომ ცოტა გამაღიზიანა.
-ეჭვიანობ?
გავშეშდი.
-რა?!
-ეჭვიანობ. ისევ გაიმეორა უფრო მშვიდად.
- ნუ ფანტაზიორობ. თვალები ავატრიალე -საერთოდ არ მაინტერესებს.მომიახლოვდა კიდევ. ეხლა უკვე ძალიან ახლოს იყო
-მაშინ რატომ გაწუხებს?
მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა.
-არ მაწუხებს.
-მატყუებ. გული ისევ სწრაფად მიცემდა.
-შენ მატყუებდი გუშინ. ვუთხარი ჩუმად -რასს?
-“არაფერი მაქვსო”.
მისი ხელი ოდნავ გამკაცრდა ჩემს წელზე.
-წარსულია.
-ჩემთვის არ არის. რამდენიმე წამი სიჩუმე.
და მერე მისი თითები ნელა ამოძრავდა.
წელიდან ზემოთ ზურგზე…
თითქოს ნელა მიკვლევდა. სუნთქვა შემეკრა.
-ევა… ჩუმად თქვა
-რა…
-არ მომწონს როცა სხვასთან ხარ.
-და მე არ მომწონს როცა შენ სხვებთან ხარ.
მაშინვე მიპასუხა
-აღარ ვარ.
-არ მჯერა. ოდნავ ჩაიცინა.
და კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.
-დაგაჯერებ. გული გამიჩერდა.
-როგორ? მისი ხელი ნელა ჩემს თმებში გაერია. თითები ნაზად ჩამოატარა.
-ასე. სუნთქვა ამიჩქარდა.
-ეს არაფერს ნიშნავს.
-შენთვის შეიძლება არაფერს ნიშნავდეს. ჩემთვის მასე არა. ჩუმად ჩამჩურჩულა თვალებში მიყურებდა.
ისე… რომ ვეღარ ვწყვეტდი თვალს.
-და ნიკოლოზი? უცებ ვუთხარი.
მაშინვე გაიყინა. მისი ხელი გაჩერდა.
-რა ნიკოლოზი. გაბრაზება შეტყო ხმაში
-რომელიც მომწონს.
ვუთხარი პირდაპირ.
შევატყვე როგორ დაეძაბა ყბა.
-რამდენჯერ გინახავს?
-რამდენჯერმე. მხრები ავიჩეჩე
მისი მზერა გამუქდა.
-და არ მითხარი?
-რატომ უნდა მეთქვა?
მძიმე სიჩუმე.
-ხვალაც შევხვდები. დავამატე სპეციალურად ამჯერად უკვე აშკარად გაბრაზდა.
-არ წახვალ.
-ვნახავთ. გავუღიმე ოდნავ ირონიულად.
ზუსტად როგორც ის აკეთებდა ხოლმე.
რამდენიმე წამი მიყურებდა.
მერე უცებკედელთან მიმიმწყვდია.
სწრაფად გული გამიჩერდა.
-თამაში გინდა? ჩუმად მკითხა.
სუნთქვა შემეკრა.
-არ ვთამაშობ.
-ცრუობ. მისი ხელი ისევ ჩემს წელზე იყო.
მეორე კედელთან. გაქცევის საშვალება არ მქონდა.
-შენ თვითონ დაიწყე.
-შეიძლება.ოდნავ დაიხარა ჩემკენ.
-მაგრამ დამთავრებაც ვიცი.
გული ისე მიცემდა, ძლივს ვსუნთქავდი.
-დამემუქრე?
-არა. მისი ტუჩები ძალიან ახლოს გაჩერდა.
-გაგაფრთხილე. რამდენიმე წამი…
უბრალოდ ასე ვიდექით. და მერე უცებ უკან დაიხია. თითქოს თავი შეიკავა.
-ხვალ წადი. თქვა ცივად
გავშეშდი.
-რა?
-შეხვდი შენს ნიკოლოზს.
ტონი ისეთი ჰქონდა რომ საერთოდ არ მომეწონა.
-და შენ?
-მე ვნახავ.
-რას?
გამომხედა.
-რას კი არა ვის. ტუჩზე იკბინა და კიბებზე ასვლა დაიწყო
-ვისს? ვკითხე ოდნავ გაბრაზებულმა. გამომხედა გაიღიმა და მიპასუხა
-თამთას. ცოტახანი მიყურებდა პასუხი რო არ გავეცი ასვლა განაგრძო მეც ავედი ოთახში ვიმეცადინე ვცდილობდი თორნიკეზე არ მეფიქრა და იმაზე რომ ხვალ თამთას ნახულობდა. უცებ კარზე კაკუნი გავიგე
-გისმენნნ? შემოდი
ვუთხარი თუ არა კარი გამოაღო შემოიხედა ოთახში და მითხრა
-დღეს სახლში არ მოვალ ტყვილად არ მელოდო. ისეც ნაზად იკბინა ტუჩზე და გავიდა არ მესმოდა რა უნდოდა გუშინ ჩემთან ერთად იძინებდა რომ არ შემშინებოდა. დღეს კი საერთოდ მიდოდა დავწექი და ამ ფიქრებში ჩამეძინა.
დილით რომ გავიღვიძე, პირველი რაც ვიგრძენი სიჩუმე იყო.
უცნაური მძიმე.
თვალები ნელა გავახილე და რამდენიმე წამი უბრალოდ ვიწექი.
არავინ იყო.
არც ნაბიჯების ხმა.
არც კარის გაღება.
არც მისი ხმა.
თორნიკე უცნაურად დავაკვირდი ამ აზრს.
გუშინ თვითონ თქვა “სახლში არ მოვალო”.
მაშინ თითქოს არ მაინტერესებდა.
ახლა… რატომღაც ვგრძნობდი რაღაც საშინელებას გულში.
ნელა წამოვდექი და ოთახიდან გავედი.
დერეფანში სიჩუმე იდგა.
_ნინა? დავიძახე ჩუმად.
არავინ მიპასუხა. სამზარეულოში შევიხედე.
ცარიელი.
სახლი ისეთი იყო, თითქოს საერთოდ არავინ ცხოვრობდა აქ. გული ოდნავ დამიმძიმდა.
-რა გჭირს… საკუთარ თავს ჩავილაპარაკე.
თითქოს არაფერი იყო… მაგრამ მაინც იყო რაღაც ენით აღუწერელი ნელა დავბრუნდი ოთახში ტელეფონი ავიღე. ზუსტად იმ მომენტში ზარი გაისმა. ეკრანს დავხედე.
უცნობი ნომერი რეკავდა
ერთი წამით გავიყინე.
რატომღაც… მაინც ავიღე.
-ჰო… — ვთქვი ჩუმად.
-ევა. ნიკოლოზის ხმა გასმა
გული ოდნავ ამიჩქარდა.
-ჰო? ვუპასუხე მშვიდად
-მნახავ?
ფანჯრისკენ გავიხედე. სიჩუმე ისევ იქ იყო.
სახლი ისევ ცარიელი.
და უცებ მივხვდი აქ დარჩენა არ მინდოდა.
-კარგი. ვუპასუხე მშვიდად
-კოლეჯთან სკვერი რომ არის იცი?
-ვიცი.
-მანდ მოდი 1 სათში ვიქნები. მითხრა და
ზარი გავთიშე რამდენიმე წამი უბრალოდ ვიდექი. მერე უცებ შევირხიე.
კარადასთან მივედი, სწრაფად ჩავიცვი
შავი ელასტიკი, წითელი ტოპი და ტყავის კურტკა. თმა გავიშალე და დავისწორე
სარკეში ჩავიხედე.თვალებში ისევ ის არეული რაღაც ჩანდა.
მაგრამ ამჯერად… აღარ გავჩერდი.
მაღალ ქუსლიანი ჩექმები ჩავიცვი და სახლიდან გავედი. ჰაერი გრილი იყო.
ღრმად ჩავისუნთქე.
მძღოლს ვთხოვე წავეყვანე და
რამდენიმე წუთში უკვე იქ ვიდექი.
და ისიც დავინახე. ნიკოლოზი.
ჩემკენ მოდიოდა ნელა, თითქოს საერთოდ არ ჩქარობდა.
თვალები ისევ ისეთი ჰქონდა პირდაპირი.
-არ მეგონა ასე მალე თუ მოხვიდოდი. გაეღიმა.
-მეც არ მეგონა. ჩავილაპარაკე.
რამდენიმე წამი სიჩუმე.
მაგრამ ეს სიჩუმე… მსუბუქი იყო არ მჭირდებოდა თავის დაცვა.
არ მჭირდებოდა ფიქრი, რას იტყოდა. ის ოდნავ მომიახლოვდა.
-გუშინდელიდან მინდოდა შენი ნახვა.
არაფერი მითქვამს. უბრალოდ ვუყურებდი.
ის კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.ახლა უკვე ძალიან ახლოს იდგა.
-ევა.. ჩუმად თქვა. სუნთქვა შემეკრა.
მისი მზერა ჩემს ტუჩებზე ჩამოსრიალდა.
და ნელა დაიხარა ჩემკენ… გავშეშდი.
უკან არ დამიხევია. წელზე ხელი შემომხვია უფრო ახლოს მიმიზიდა. იმ დომემდე ახლოს რომ მანძილი საერთოდ აღარ გვქონდა სულ ცოტაც და მაკოცება და ზუსტად იმ მომენტში
-ევა. გული გამიჩერდა. ეს ხმა… ნელა შევბრუნდი თორნიკე იდგა.
და მის გვერდით თამთა მისი მზერა პირდაპირ ჩემზე იყო.
მძიმე. ბნელი. გაბრაზებული.შემდეგ ნიკოლოზე გადაიტანა მზერა და ისევ ჩემზე.
ისეთი თვალებით მიყურებდა… რომ მივხვდი დაინახა ყველაფერი. გავშეშდი.
თორნიკეს თვალებს ვერ ვუსწორებდი.
მაგრამ მაინც ვუყურებდი. მისი მზერა ისეთი იყო… თითქოს ერთდროულად გაბრაზებული და რაღაც უფრო მძიმე.ნიკოლოზმა ჩემგან ოდნავ დაიხია. სწრაფი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა თორნიკე
-პრობლემაა? თქვა მშვიდად თქვა ნიკამ
თორნიკემ მაშინვე ახედა.
-კი. მოკლედ უპასუხა. გული ამიჩქარდა.
-თორნიკე… ჩავილაპარაკე.
მაგრამ მან ხელი უცებ მომკიდა ძლიერად.
-წავედით. თქვა ისე, რომ თვალიც არ მოუშორებია ნიკოლოზისთვის.
-გამიშვი. ვუთხარი ჩუმად, მაგრამ ხმაში უკვე ნერვები მეტყობოდა.არ გამიშვა პირიქით კიდევ უფრო მომიჭირა.
-არ გავიმეორებ. თქვა აღარ ქონდა აწეული ტონი მაგრამ ძალიან მკაცრი იყო მისი ისედაც ბოხი ხმა ნიკოლოზი მაშინვე დაიძაბა.
-შენ ვინ ხარ საერთოდ? მიმართა თორნიკეს
გავშეშდი. თორნიკემ ოდნავ ჩაიცინა.
ისეთი სიცილი რომ სისხლი გამეყინა
-ვინ ვარ? გაიმეორა. მერე ჩემკენ გადმოხედა.
-უთხარი.
გული გამიჩერდა. ნიკოლოზი მიყურებდა. პასუხს ელოდა.
ტუჩზე ნერვიულად ვიკბინე.
-ჩემი… ქმარია. სიტყვა ძლივს გამოვთქვი. ჰაერი თითქოს გაჩერდა. ნიკოლოზის სახე შეიცვალა.
-ქმარი? ჩუმად გაიმეორა. თორნიკემ ირონიულად ჩაიცინა.
-კი. რაღაც გამოგრჩა, როგორც ჩანს. უთხრა თორნიკემ ირონოულად
გული მომეჭირა.
-კარგი… თქვა ნიკოლოზმა ნელა, მაგრამ თვალები ისევ ჩემზე ჰქონდა.
-რატომ არ მითხარი?
-არც გიკითხავს. ვუპასუხე ჩუმად.
თორნიკეს ხელი ისევ ჩემს მაჯაზე იყო.
ცხელი. მძიმე.
-დავასრულეთ? თქვა ცივად.
-ჯერ არა. ნიკოლოზმა ერთი ნაბიჯი გადმოდგა. დაძაბულობა მაშინვე გაიზარდა.
-ევა მართლა გინდა წახვიდე? მითხრა ჩუმად.
ვერ ვუპასუხე. თორნიკემ უცებ გამწია თავისკენ. ისე ახლოს… რომ სუნთქვა შემეკრა.
-წავედით. ამჯერად ჩუმად მითხრა, მაგრამ ტონში ბრძანება იყო. და… რაღაც კიდევ.
რაც უარესად მოქმედებდა ჩემზე.ნიკოლოზს კიდევ ერთხელ შევხედე. მერე… თორნიკეს.
და საბოლოოდ… არაფერი მითქვამს.
უბრალოდ წავედი მასთან ერთად.
მანქანამდე თითქმის ძალით მიმიყვანა.
მანქანასთან მიმაყუდა
-რა ჯანდაბას აკეთებდი? ხმა დაბალი ჰქონდა, მაგრამ ბრაზი აშკარა იყო.
-არაფერს ვსაუბრობდი. ვუპასუხე ცივად.
-ასე საუბრობ? მომიახლოვდა. ტუჩებთან
გული უფრო ძლიერად ამიჩქარდა
-შენ რა გინდა საერთოდ ჩემგან? ვუთხარი გაბრაზებულმა.
-ეს მე უნდა გკითხო. მიპასუხა მაშინვე.
-რატომ? შენ არ იყავი გუშინ თამთასთან? ხმა ავუწიე. მისი ყბა დაიძაბა.
-ეგ შენი საქმე არ არის.
-და შენი არის? ვის ვხვდები და რას ვაკეთებ? ვუყვირე
მოულოდნელად გაჩუმდა. რამდენიმე წამი მიყურებდა. მძიმე მზერით. მერე უცებ მომიახლოვდა. ძალიან ახლოს.
ხელით წელზე შემეხო. გული გამიჩერდა.
-როცა ჩემს ცოლს ეხება… ჩუმად თქვა
-ჩემი საქმეა.
სუნთქვა შემეკრა.
-მე შენი არაფერი არ ვარ. ვუთხარი ჩუმად, მაგრამ თვალებში ვუყურებდი.ოდნავ ჩაიცინა.
-კანონით ხარ.
და კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.
-და შენც ძალიან კარგად გესმის…
ჩუმად ჩამჩურჩულა.
მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა.
გული გამალებით მიცემდა.
მაგრამ უკან არ დავიხიე.
-არ მეშინია შენი. ვუთხარი.
მისი მზერა გამუქდა.
-ვიცი. ჩუმად მითხრა.ეგ არის პრობლემა
სიჩუმე. მძიმე დაძაბული.
მისი ხელი ისევ ჩემს წელზე იყო.
ჩემი კი… მის მკერდთან.
თითქოს ორივე ვცდილობდით არ გადაგვეჭარბებინა. მაგრამ უკვე გვიან იყო.
-იმას კიდევ შეხვდები? მკითხა უცებ.
-კი. ვუთხარი ჯინაზე. მისი ხელი წამით გაჩერდა მერე… კიდევ უფრო მომიჭირა.
-ვერ. თქვა ხმა დაბლა. გული გამიჩერდა.
-ვნახოთ. ჩავილაპარაკე. ის წამით მიყურებდა. მერე უცებ… კიდევ უფრო ახლოს მოვიდა. სულ ცოტაც…
და ამჯერად არ გაჩერდა.
ისე ვიდექით, თითქოს არც ერთს არ გვინდოდა პირველი ნაბიჯის გადადგმა…
და ამავე დროს ორივე ვდგამდით.
თორნიკეს ხელი ისევ ჩემს ნიკაპზე ჰქონდა.
ნაზად… მაგრამ მტკიცედ. მის თვალებს ვერ ვწყდებოდი.
-ევა… ჩუმად თქვა.
-ჰო…
მისი ცერა თითი ოდნავ ჩამოსრიალდა ჩემს ტუჩზე. გული გამიჩერდა.
-არ მომწონს ეს თამაში. თქვა ხმა დაბლა.
-შენ დაიწყე. ოდნავ გაეღიმა.
-შეიძლება.
მერე ხელი ნელა ჩამოსწია, მაგრამ წელზე დამადო ისევ.
-და დამთავრებაც ვიცი. სუნთქვა შემეკრა.
-დამემუქრე?
-არა.
კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.
-უბრალოდ არ მინდა რომ ვიღაც სხვასთან გხედავდე.
-და მე რომ გხედავ? მაშინვე ვუთხარი.
სიჩუმე. მისი მზერა წამით ჩამოიშალა… მერე ისევ გამყარდა.
-არ არის იგივე.
-რატომ?
-იმიტომ რომ… დაიწყო, მაგრამ გაჩერდა.
-რა?
რამდენიმე წამი მიყურებდა. მერე ჩუმად თქვა
-იმიტომ რომ შენ ჩემი ხარ.
გული გამიჩერდა.
-არ ვარ. ვუთხარი მაშინვე, მაგრამ ხმა ისეთი აღარ მქონდა.მისი ხელი ოდნავ გამკაცრდა ჩემს წელზე.
-ხარ.
-იძულებით?
-არ აქვს მნიშვნელობა. ისევ სიჩუმე.
გული ისე მიცემდა, ძლივს ვსუნთქავდი.
-ჩემთვის არ აქვს. ვუთხარი ჩუმად
მან მომიზიდო
ახლა უკვე ისე ახლოს იდგა… რომ თითოეული სუნთქვა ვგრძნობდი.
-ჩემთვის აქვს. ჩამჩურჩულა. სუნთქვა შემეკრა.მისი შუბლი ოდნავ ჩემსას შეეხო.
გავშეშდი. არ გავწეულვარ.არ შემიხედავს გვერდზე. უბრალოდ ვიდექი.
-იმასთან არ წახვიდე. ისევ გაიმეორა ჩუმად.
-წავალ. ვუთხარი ჯინაზე.მისი ხელი უცებ გამკაცრდა.
-ევა…
-რა?
-ნუ მაბრაზებ.
-უკვე გაბრაზებული ხარ. ოდნავ ჩაიცინა.
მაგრამ ეს სიცილი… არ იყო სასიამოვნო.
-არ იცი როგორი ვხდები.
-არ მაინტერესებს. პირდაპირ ვუთხარი.
რამდენიმე წამი მიყურებდა.
მერე უცებ… ხელი წამართვა და მანქანის კაროსკენ კარისკენ დაიხია.
გავშეშდი.
-რას აკეთებ?
-ჩაჯექი. თქვა მოკლედ.
-არ მინდა.
შემობრუნდა.
მისი მზერა ისევ იმ მძიმე ტონით იყო.
-ევა
-არ..
სიტყვა ბოლომდე ვერ დავამთავრე.
უკვე ხელში ვყავდი აყვანილი და მანქანაში მსვავდა.
-არ გავიმეორებ. თქვა ხმა დაბლა.
გული ამიჩქარდა.
-გამიშვი!
-არა. და პირდაპირ მანქანაში ჩამსვა.
კარები მიაჯახუნა. სწრაფად შემოუარა მანქანქს წრე და თვითონაც ჩაჯდა.
მანქანა დაძრა.რამდენიმე წამი სიჩუმე.
მძიმე.
-გძულვარ? ვკითხე უცებ.
არ მიყურებდა.
-არა. გავშეშდი.
-და მაშინ რას აკეთებ?
ახლა შემომხედა. ისე… რომ გული ისევ გამიჩერდა.
-ვცდილობ არ შეგეხო მაშინ, როცა არ გინდა
სუნთქვა შემეკრა.
-და მაინც მეხები.
ოდნავ გაეღიმა.
-ხო.
სიჩუმე.
მერე ჩუმად დაამატა
-და ყველაზე ცუდი ისაა… რომ შენც არ გინდა გავჩერდე.
გავშეშდი.
-შეცდი.
-არა. მიპასუხა მაშინვე.
მერე გზა გადახედა და ისევ ჩემკენ მოაბრუნა თავი.
-ძალიან კარგად ვხედავ.
გული ისე მიცემდა, ვეღარ ვაკონტროლებდი. ფანჯარას გავხედე. მაგრამ ვიცოდი
ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ ჯინი. და ეს უფრო საშიში იყო.
მანქანაში სიჩუმე მძიმედ ჩამოწვა.
ფანჯარაში ვიყურებოდი, მაგრამ არაფერს ვხედავდი.
უბრალოდ ვგრძნობდი მის მზერას
-სად მივდივართ? ვკითხე ბოლოს.
რამდენიმე წამი არ მიპასუხა.მერე მშვიდად თქვა
-სადაც არ იქნება ნიკოლოზი. თვალები ავატრიალე.
-სასაცილოა.
-არ არის. მიპასუხა მოკლედ. მანქანა უცებ გააჩერა
-რა.. სიტყვა ვერ დავასრულე მოტრიალდა ჩემკენ. ახლა უკვე მთლიანად ჩემზე იყო კონცენტრირებული.
-ერთხელ მაინც მითხარი სიმართლე. თქვა ჩუმად.
-რა სიმართლე?
-რომ არ გინდა მასთან შეხვედრა. გული ამიჩქარდა.
-მინდა. პირდაპირ ვუთხარი. მისი ყბა მაშინვე დაეძაბა. რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებდა. მერე უცებ… კარი გააღო და გადავიდა. გავშეშდი.
-რა გააკეთე ახლა… ჩუმად ჩავილაპარაკე. რამდენიმე წამში ჩემი კარი გამოაღო.
-გადმოდი.
-არ გადმოვალ. დაიხარა, ხელი მომკიდა და მაინც გადმომიყვანა.
-თორნიკე!
-ნუ მეჩხუბები. თქვა ხმა დაბლა, მაგრამ ტონი ისეთი ჰქონდა, მაინც გავჩუმდი. გარშემო გავიხედე. პატარა, თითქმის ცარიელი პარკი იყო. ქარი ოდნავ ქროდა.
-აქ რატომ მოვედით? არ მიპასუხა. უბრალოდ მიყურებდა. ისე… რომ ისევ დავიბენი.
-იმიტომ რომ დამლაპარაკებოდი ნორმალურად. თქვა ბოლოს.
-ახლა ვლაპარაკობთ.
-არა. მეწინააღმდეგები.
-იმიტომ რომ მაკონტროლებ! ხმას ავუწიე. მერე ნელა მომიახლოვდა.
-და შენ არ მაკონტროლებ? მკითხა ხმა დაბლა. გავშეშდი.
-მე?
-ჰო. კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.
-გუშინ დღეს სულ ჩემ ჯინაზე აკეთებ ყველაფერს.
-შენც!
-ვიცი. ამ სიტყვას არ ველოდი.
-და? მისი მზერა გამკაცრდა.
-და არ მომწონს.
-მეც არ მომწონს! ორივემ ერთდროულად ვთქვით თითქმის.
და უცებ… გამეცინა.
თვითონაც ოდნავ გაეღიმა.რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. უცნაურად მშვიდად. მაგრამ მაინც დაძაბულად.
-მაინც წავალ. ვუთხარი ჩუმად. მისი ღიმილი მაშინვე გაქრა.
-სად?
-ნიკოლოზთან. ვუთხარი პირდაპირ. მისი თვალები გამუქდა.
-ევა…
-რა?
-ნუ მაიძულებ. გული ამიჩქარდა.
-რას? კიდევ უფრო მომიახლოვდა.ახლა უკვე იმდენად ახლოს იდგა, რომ უკან ნაბიჯი გადავდგი… მაგრამ კედელს მივეყრდენი. გასაქცევი აღარ იყო. ისიც მიხვდა.მისი ხელი კედელზე დაყრდნო ჩემს გვერდით.
-იმას, რასაც მერე ინანებ. სუნთქვა შემეკრა.
-დამემუქრე?
-არა.
მეორე ხელიც კედელზე მიაყრდნო.
ახლა უკვე მთლიანად მომიმწყვდია.
-გეუბნები. მისი ხმა დაბალი იყო.მძიმე.
-არ წახვიდე. გული ისე მიცემდა, თითქოს მართლა რაღაც მოხდებოდა.
მაგრამ მაინც
-წავალ. ჩუმად ვუთხარი. მისი მზერა ტუჩებზე ჩამომივიდა. მერე ისევ თვალებში. რამდენიმე წამი… უბრალოდ მიყურებდა.და უცებ უკან დაიხია. გავშეშდი არ ველოდი.
-კარგი. თქვა ცივად.
-რა?
-წადი შეხვდი.
მისი ტონი სრულიად შეიცვალა. გული უცნაურად ჩამწყდა.
-და შენ? ოდნავ გაიღიმა. მაგრამ ეს ღიმილი… არ მომეწონა.
-მე ჩემით ვერთობი.
-თამთასთან?პირდაპირ ვკითხე. მაშინვე მომაშტერდა.რამდენიმე წამიანი სიჩუმე. მერე ჩუმად თქვა
-შეიძლება. გული მომეჭირა.მაგრამ არ ვაღიარე.
-კარგია. ვუთხარი ცივად. რამდენიმე წამი მიყურებდა. ისე… თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. მაგრამ არ თქვა. უბრალოდ შემობრუნდა. მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მე კი იქ დავრჩი. მარტო ქარში.და მართლა ცუდად ვიგრძენი თავი. ტელეფონი ავიღე ავკრიფე ნიკოლოზის ნომერი რამდენიმე წამი ვუყურებდი. მერე… დავურეკე.
-ჰო, ევა? მისი ხმა მაშინვე მიპასუხა
ღრმად ჩავისუნთქე.
-შევხვდეთ. სიჩუმე ერთი წამით. მერე გაეღიმა ხმაში
-ვიცოდი რომ დარეკავდი. თვალები დავხუჭე
-სად ხარ?
-კოლეჯის სკვერთან ახლოს გული უცნაურად ამიჩქარდა.
-კაი მოვდივარ. ტელეფონი გავუთიშე და მაშინვე ტაქსი გამოვიძახე და წავედი.
***
ნიკოლოზთან ერთად ნელა მივდიოდი.
ქარი ოდნავ ქროდა, თმა სახეზე მეფარებოდა, მაგრამ არ ვისწორებდი.
უბრალოდ მინდოდა… დრო გამეწელა.
-ჩუმად რატომ ხარ? თქვა ნიკოლოზმა.
-ვფიქრობ.
-ვიზე?
გავშეშდი წამით.
-არ აქვს მნიშვნელობა. ოდნავ გაეღიმა.
-აქვს. არ შევხედე. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გავიარეთ სიჩუმეში.
-ევა… ისევ დამიძახა.
-ჰო?
-თუ გინდა, დავიშალოთ. თქვა მოულოდნელად. ახლა უკვე შევხედე.
-რატომ? მხრები აიჩეჩა.
-არ ხარ აქ ბოლომდე. გული უცნაურად ჩამწყდა.
არ ველოდი, რომ მიხვდებოდა. სიჩუმე.
-კარგი. ვუთხარი ბოლოს.
ოდნავ გამეღიმა.
-ხვალ შევხვდეთ.
-ხვალ? გაიმეორა.
მომიახლოვდა… თითქოს ისევ იმ მომენტს უბრუნდებოდა.
მაგრამ ამჯერად ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. მისმა თვალებმა მაშინვე შეამჩნია. არაფერი უთქვამს.
უბრალოდ თავი დამიქნია.
-კარგი, ევა.
ტელეფონი ამოვიღე და მძღოლს დავურეკე.
- მოდი წამიყვანე.
***
სახლში რომ შევედი
პირველივე წამში მივხვდი. რაღაც არ იყო სწორად
ისევ ის საშინელი სიჩუმე.მაგრამ მძიმე.
ჰაერი დაძაბული. ნელა გავიხადე კურტკა და მისაღებისკენ წავედი.
და იქ ის იჯდა.
თორნიკე. დივანზე, ნახევრად გადაწოლილი. პერანგის ღილები გახსნილი ჰქონდა. ხელში ჭიქა ეჭირა.
და აშკარად… ნასვამი იყო.
გავშეშდი. მანაც მაშინვე შემომხედა.
თვალები დაბინდული ჰქონდა, მაგრამ
მაინც ისეთი იყო… რომ გული გამიჩერდა.
-დაბრუნდი. თქვა ჩუმად.
ტონი მშვიდი ჰქონდა ზედმეტად.
-ჰო.
ნელა მივუახლოვდი.
-შენ?
ოდნავ გაეღიმა.
-მე… აქ ვარ.
ჭიქა დადო მაგიდაზე და წამოდგა.
ოდნავ შეირხა. მაგრამ მაინც ჩემსკენ წამოვიდა. გული ამიჩქარდა.
-დალიე?
-ცოტა. ჩაიცინა. ცოტა არ იყო.
ვგრძნობდი. ახლოს გაჩერდა.
ძალიან ახლოს.
-კარგი იყო? მკითხა უცებ.
-რა?
-შეხვედრა.
მისი მზერა პირდაპირ თვალებში ჩამეყინა.
სიჩუმე.
-ნორმალური. ვუპასუხე ბოლოს.
ოდნავ თავი დახარა.
-ნორმალური… გაიმეორა.
მერე კიდევ უფრო მომიახლოვდა.
-და კოცნა? გული გამიჩერდა.
-არ იყო. მისი თვალები ოდნავ დაიბნელა.
-დაგვიანაა? ცინიკურად ჩაიცინაა
ეს უკვე პროვოკაცია იყო.
-შენ რაში გაინტერესებს? ან რაა? ხმაში ბრაზი მეტყობოდა
ოდნავ ჩაიცინა.
-ყველაფერი.
მისი ხელი ნელა ჩემს თმებში შეაცურა
სუნთქვა შემეკრა.
-ევაა…
-ჰო? ახლოს დაიხარა.
ისე, რომ სუნთქვა სახეზე მეცემოდა.
-არ მომწონს. თქვა ხმა დაბლა.
-რა? მისმა თითებმა თმებში ოდნავ მომიჭირა.
-რომ ვიღაც სხვასთან დადიხარ. გული ისევ ამიჩქარდა.
-შენც დადიხარ. მაშინვე ვუთხარი.
მისი ყბა დაეძაბა.
სიჩუმე მძიმე.
მერე უცებ
მომიჭირა წელზე ხელი და თავისკენ მომქაჩა.
-მე სხვასთან არ ვარ. თქვა ჩუმად.
გავშეშდი.
-და რო ვიცი რო ხარ?
მისი თვალები გამუქდა.
-არ ვარ.
-არ მჯერა. ოდნავ ჩაიცინა.
მაგრამ ამჯერად… სხვანაირად.
-რატომ არ გჯერა?
-და შენ დაიჯერებდი?
-რას?
-რომ მეთქვა ნიკოლოზის კოცნა არ მინდოდა თქო?
სიჩუმე.
მიხვდა.
მაშინვე მიხვდა.
მისი ხელი ოდნავ გამკაცრდა ჩემს წელზე.
-გინდოდა. თქვა ჩუმად.
-არა.
-კი. მომიახლოვდა კიდევ.
ახლა უკვე საერთოდ აღარ იყო მანძილი ჩვენს შორის.
-გინდოდა რომ ეკოცაა?
მისი ხმა დაბალი იყო. მძიმე.
სუნთქვა შემეკრა.
-და შენ? ვკითხე ჩუმად.
-შენ რა გინდა?
რამდენიმე წამი მიყურებდა.
მერე… მისი ხელი ნელა ამოვიდა ზურგზე.
-მე? ოდნავ დაიხარა.
მისი ტუჩები ჩემსასთან ძალიან ახლოს გაჩერდა.
-მე არ მინდა… რომ ვიღაც სხვამ შეგეხოს.
არ გავწეულვარ. სუნთქვა შემეკრა.
თორნიკეს ტუჩები იმდენად ახლოს იყო… რომ ერთი მოძრაობაც და
მაგრამ ისევ გაჩერდა. ყოველთვის ასე აკეთებდა. მიყვყავდი ზღვრამდე… და მერე მაჩერებდა.
-რატომ ჩერდები? ამოვიჩურჩულე უნებურად.
თვალებში ჩამხედა.
ისეთი მზერით, რომ გული ამიჩქარდა.
-იმიტომ რომ ნასვამი ვარ. თქვა ჩუმად.
არ ველოდი ამ პასუხს
მისი ხელი ისევ ჩემს ზურგზე იყო.
თბილი. მძიმე.
-და?
ოდნავ გაეღიმა.
-და არ მინდა ხვალ ეს ყველაფერი არ მახსოვდეს.
უცნაური ხმა ჰქონდა
თითქოს მართლა ფიქრობდა.
-და ახლა გახსოვს? ვკითხე ჩუმად.
მომიახლოვდა ოდნავ.
-ძალიან კარგად. გული ისევ ამიჩქარდა.
მისი თითები ნელა ამოძრავდა ჩემს ზურგზე… მაგრამ ამჯერად ნელა ჩამოსწია ხელი. გამიშვა. ეს უფრო მეტად დამაბნია.
-წადი დაიძინე. თქვა უცებ. გავშეშდი.
-რა?
უკან დაიხია. თვალები ისევ ჩემზე ჰქონდა.
-დღეს არ მინდა ვიჩხუბოთ. ეს საერთოდ არ ჰგავდა მას.
-და გუშინ გინდოდა?
ოდნავ ჩაიცინა.
-დღეს არ მინდა.
სიჩუმე.
არ ვინძრეოდი
არ მივდიოდი.
-ევა… დამიძახა ჩუმად.
-ჰო? რამდენიმე წამი მიყურებდა.
მისი მზერა მაშინვე გამკაცრდა.
-წადი დაიძინე!
არ მინდოდა წასვლა.
ვიცოდი, უნდა ავსულიყავი.
უბრალოდ დამეძინა… ყველაფერი დამევიწყებინა. მაგრამ ფეხები არ მიმოძრავებდა.
თორნიკე უკვე გვერდით გავიდა თითქოს მართლა აპირებდა ჩემს გაშვებას.
და უცებ
-არ დაიძინებ ჩემთან? ძლივს ამოვთქვი
ზურგით იდგა ჩემკენ
ნელა შემოტრიალდა. თვალებში პირდაპირ შემომხედა.
ისეთი მზერით… რომ გული ამიჩქარდა.
-რა თქვი? მკითხა ჩუმად.
ახლა უკვე უკან დასახევი აღარ მქონდა.
-გკითხე..ჩემთან არ დაიძინებ?
გავუმეორე ძლივს
რამდენიმე წამი მიყურებდა. უბრალოდ მიყურებდა. მერე… ოდნავ ჩაიცინა.
მაგრამ ეს სიცილი არ იყო ირონიული.
უფრო გაკვირვებული.
-გეშინია? მკითხა.
-არა. მაშინვე ვუთხარი.
თვალები ოდნავ დაავიწროვა.
-აბა?
სიჩუმე. არ ვიცოდი რა მეთქვა.
უბრალოდ… არ მინდოდა მარტო ყოფნა.
-არ მინდა მარტო ვიყო. ვთქვი ბოლოს ჩუმად. მისი მზერა მაშინვე შეიცვალა.
მკვეთრი აღარ იყო. დარბილდა. ნელა მომიახლოვდა. ისევ
ყოველთვის ისე მოდიოდა… რომ სუნთქვა მეკვრებოდა.
-და ჩემთან გინდა? მკითხა ხმა დაბლა.
თავი ოდნავ დავუქნიე. სიტყვები აღარ მყოფნიდა. რამდენიმე წამი მიყურებდა.
მერე ჩუმად თქვა
-ხვალ არ ინანო. გული ამიჩქარდა.
-არ ვინანებ. ოდნავ გაეღიმა.
-არ მჯერა.
-არ მაინტერესებს. ამჯერად მე გავუღიმე.
მისი თვალები ისევ ჩემს ტუჩებზე ჩამოვიდა.
მაგრამ არაფერი გააკეთა. უბრალოდ ხელი მომკიდა.
ძლიერად არა ნაზად.
-წავიდეთ. თქვა ჩუმად. გული უცნაურად დამიმშვიდდა. კიბეებზე ავედით ერთად.
სიჩუმეში. მაგრამ ეს სიჩუმე აღარ იყო მძიმე.
ოთახის კართან გაჩერდა. ჩემკენ შემოტრიალდა.
-დარწმუნებული ხარ? მკითხა კიდევ ერთხელ.
-ჰო.
ამჯერად აღარ შევყოვნებულვარ.
შევედი. ისიც შემომყვა. კარი ნელა დაიხურა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
გული ისევ სწრაფად მიცემდა.
მაგრამ ამჯერად არ ვგრძნობდი, რომ გავრბოდი. პირიქით. თორნიკე ახლოს იდგა.
ძალიან ახლოს. მაგრამ აღარ მაწვებოდა.
არ მაკონტროლებდა უბრალოდ იყო ჩემთან.
უცებ პერანგი გაიხადა და ლოგინზე ჩამოჯდა.
მეც უცებ აბაზანაში შევედი საღამრი ჩავიცვი და გამოვედი.
-დაიძინე. თქვა ჩუმად და
ლოგინისკენ მიმითითა.
უცნაურად გამეღიმა.
-უბრალოდ დავიძინო?
ოდნავ ჩაიცინა.
-ჯერ კი.
“ჯერ” ეს სიტყვა ჰაერში დარჩა. ლოგინზე დავწექი ზურგით.
ვგრძნობდი, როგორ მომიახლოვდა.
მერე საწოლი ოდნავ ჩაიზნიქა.
გვერდით დაწვა ძალიან ახლოს.
სუნთქვა შემეკრა. რამდენიმე წამი არც ერთი არ განვძრეულვართ.
მერე მისი ხელი ნელა შემომხვია ძელზე
ინსტინქტურად დავიძაბე.
მაგრამ არ მოვიშორე.
-ნუ ინერვიულებ. ჩამჩურჩულა.
გული გამიჩერდა.
-არ ვინერვიულებ.
ჩუმად ვუთხარი.
მისი თითები ოდნავ გამიმკაცრდა. მერე თავი ჩემს თმებში ჩამალა. სითბო მთელ სხეულში გამეფანტა. და უცებ მივხვდი
რომ მის მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობ.
არ მეძინა. თვალები დახუჭული მქონდა, მაგრამ სრულად ვგრძნობდი მის ხელს ჩემს წელზე.
მის სუნთქვას… ჩემს თმებში.
ყოველი წამი ზედმეტად ცხადი იყო. ნელა შევტრიალდი. ახლა პირისპირ ვიყავით.
ძალიან ახლოს.
სუნთქვა ისევ ამიჩქარდა. თორნიკეს თვალები დახუჭული ჰქონდა… მაგრამ ვიცოდი, არ ეძინა.
-არ გძინავს? ჩავილაპარაკე ჩუმად.
ოდნავ გაეღიმა. თვალები არ გაუხელია.
-შენც არა.
-ჰო.
რამდენიმე წამი სიჩუმე. უბრალოდ ერთმანეთს ვგრძნობდით. მისი ხელი ისევ ჩემს წელზე იყო… თბილი, მძიმე.
-ევა… თქვა უცებ.
-ჰო? ამჯერად თვალები გაახილა.
პირდაპირ ჩემს თვალებს გაუსწორა მისი მწვანე სფეროები.
-დღეს რომ გეკოცნა… დაიწყო ჩუმად.
გული გამიჩერდა.
-არ მაკოცა. მაშინვე ვუთხარი. მისი მზერა არ შეცვლილა.
-ვიცი.
გავშეშდი.
-რა?
ოდნავ მომიახლოვდა.
ახლა უკვე მისი შუბლი ჩემსას შეეხო.
-ვხედავდი.
სუნთქვა შემეკრა.
-და მაინც გაბრაზდი.
ოდნავ ჩაიცინა. მაგრამ ეს სიცილი… სერიოზული იყო.
-ჰო.
-რატომ?
რამდენიმე წამი მიყურებდა.
მერე ძალიან მშვიდად თქვა
-იმიტომ რომ გინდოდა.
გული გამიჩერდა ვერაფერი ვუთხარი.
ისიც მიხვდა. მისი თითები ნელა ამოძრავდა ჩემს წელზე.
-და ეს უფრო არ მომწონს. დაამატა ჩუმად.
-და შენ? ვკითხე ძლივს.
-შენ რა გინდა?
მისი მზერა ოდნავ ჩამოსრიალდა ჩემს ტუჩებზე. მერე ისევ თვალებში.
-მე?…
კიდევ უფრო მომიახლოვდა. ახლა უკვე საერთოდ აღარ იყო სივრცე ჩვენს შორის.
-მე მინდა…რომ როცა გეხები, არ იფიქრო სხვაზე.
სუნთქვა შემეკრა.
-არ ვფიქრობ.
-ფიქრობ. მაშინვე მიპასუხა.
მისი ხმა დაბალი იყო… მაგრამ დარწმუნებული.
-შენ თვითონ ხარ პრობლემა. დავამატე ჩუმად. ოდნავ გაეღიმა.
-ვიცი. მისი ხელი ზურგზე ამოასრიალა
ნელა. თითქოს მაკვლევდა.
გული ისე მიცემდა, ძლივს ვსუნთქავდი.
-და მაინც არ ჩერდები. ვუთხარი.
-ვერ ვჩერდები. მიპასუხა პირდაპირ.
სიჩუმე. ძალიან ახლოს ვიყავით. ძალიან.
მისი სუნთქვა ჩემს ტუჩებს ეხებოდა.
-ევა… ჩამჩურჩულა.
-ჰო…
მისი თითები ჩემს თმებში შეაცურა ნაზად.
ამჯერად არ იყო ბრაზი. არ იყო დაძაბულობა. მხოლოდ… სხვა რაღაც.
რაც უფრო საშიში იყო. მისი ტუჩები ნელა მომიახლოვდა. სულ ცოტაღა აშორებდა
გული გამიჩერდა. ამჯერად არ გაჩერებულა.
მისი ტუჩები ჩემსას შეეხო ნელა. ფრთხილად. თითქოს მეკითხებოდა.
არ გავწეულვარ. პირიქით. ოდნავ შევეხე მეც. მისი ხელი მაშინვე უფრო ძლიერად მომიჭირა წელზე. სუნთქვა ამიჩქარდა.
კოცნა აღარ იყო უბრალოდ შეხება.
ნელა გაღრმავდა. თბილი. მძიმე.
და უცნაურად ნამდვილი.
ყველაფერი გაქრა იმ წამს.
ნიკოლოზი.
თამთა. ყველაფერი.
მხოლოდ ჩვენ ვიყავით.
სუნთქვა მეკვროდა.
მისი ტუჩები ჯერ კიდევ ჩემსას ეხებოდა…
მაგრამ ნელა შეჩერდა.
არ გამიშვა. უბრალოდ შუბლი მომადო. ორივე მძიმედ ვსუნთქავდით.
-ეს არ უნდა მომხდარიყო… ამოვიჩურჩულე.
თავადაც არ ვიცოდი რატომ ვთქვი.
თორნიკემ ოდნავ ჩაიცინა. მაგრამ ეს სიცილი მშვიდი არ იყო.
-გვიანია ეგ ახლა.
გული ისევ ძლიერად მიცემდა.
მისი ხელი ისევ ჩემს წელზე იყო.
არ მიშვებდა.
-ეს არაფერს ნიშნავს. ვთქვი ჯიუტად.
მაშინვე მომაშორა ოდნავ თავი. თვალებში ჩამხედა. მკვეთრად.
-ნუ მატყუებ.
გავშეშდი.
-არ გატყუებ. მისი ყბა დაიძაბა.
-ევა… ხმა დაბლა
-შენ თვითონ არ გჯერა ეგ.
ვერაფერი ვუთხარი. და ეს საკმარისი იყო.
მისი თითები ნელა გამისვა ზურგზე.
მაგრამ ამჯერად სხვა რაღაც იგრძნობოდა.
არა უბრალოდ დაძაბულობა. რაღაც უფრო ღრმა.
-ხვალ მაინც ნახავ? მკითხა უცებ.
გული გამიჩერდა.
ვიცოდი ვის გულისხმობდა.
-არ ვიცი.
სიმართლე იყო. რამდენიმე წამი მიყურებდა. მერე ნელა გამიშვა ხელი.
ეს უფრო მეტად გამიჭირდა.
-კარგი. მითხრა ცივად თავი აწია და ჩემს თმებში ჩარგო ისევ ხელი არ გაუშვია ჩემი წელისთვის ისევ მოხვეილი ჰქონდა მსიამომნებდა მაგრამ ზუსტად ეს სიამოვნება მტანჯავდა.
ორ ადამიანს შორის ვიყავი გაჭედილი
თითქოს სიყვარულსა და სიძულილში.
ნიკოლოზი არ მიყვარდა არც მომწონდა ვგრძნობდი მაგრამ მინოდა მასთან.
თორნიკესფან კი ვგრძნობდი რაღაცას ენით აღუწერელს. არ მინდოდა და იქმებ ზუსტად ამითომ მქონდა ურთიერთობა ნიკოლოზთან.

გამიზიარეთ თქვენი აზზრი კომენტარებში




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent