შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის არომატი (ნაწილი 25-26)


დღეს, 08:28
ავტორი თინათინი10
ნანახია 49

სამივენი მაგიდასთან იყვნენ დახრილები და უკვე სერიოზულად ათანხმებდნენ გეგმას.
- ესეიგი ასე… - ჩუმად ამბობდა დანიელი - ჯერ სასტუმროსთან მივალთ, მერე…
- მერე მე დავიჭერ! - ჩაერთო იშაი სიცილით - როგორც მაშინ პირველად!
- შემდეგ მანქანაში ჩავსვამთ - დაამატა ქეთიმ - და პირდაპირ მთებში გავქრებით..სამივე ისე იყო გართული „ოპერაციის“ დაგეგმვაში, რომ ვერც კი შენიშნეს როდის გამოჩნდა კარში ლილი დეიდა.
ხელები წელზე შემოეწყო და გაოგნებული უყურებდა.
- რას გეგმავთ თქვენ სამნი ასე საიდუმლოდ? - სამივე ერთად შეკრთა.
- ა… არაფერს დეიდა - დაიწყო ქეთიმ
- არაფერს? - წარბი ასწია ლილიმ
- მე კი მგონია ვიღაცის მოტაცებას გეგმავთ - დანიელს გაეცინა.
- დეიდა… სიყვარულისთვის ყველაფერი დასაშვებია - ლილიმ თავი გააქნია, იშაიმ სკამიდან წამოდგომით თქვა:
- მე ოთახში ავალ და მოვემზადები… - ნელ-ნელა წავიდეთ.
- კარგი იდეაა - დაუმოწმა დანიელმა,
იშაიმ ორივეს მხარზე ხელი დაჰკრა და კიბეებზე ავიდა..სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა..ლილი დეიდა ცოტა ხანს უყურებდა დანიელს და ქეთის, თვალები აუწყლიანდა.
- რა ბედნიერი იქნებოდა მზია ახლა რომ გიყურებდეთ…- დანიელის სახე მაშინვე დაუსერიოზულდა, უხერხულად ჩაახველა, ლილი მიუახლოვდა და ხელზე ხელი მოკიდა.
- არ გინდა… დედის საფლავი ნახო?- დანიელი გაშეშდა, რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს, შემდეგ მშვიდად, მაგრამ მკაცრად თქვა:
- დედაჩემი ცოცხალია… და ის ისრაელში ცხოვრობს.. გთხოვთ პატივი ეცით ჩემს სურვილს… მე ერთი დედა მყავს, ის… ვინც გამზარდა! - ლილი დეიდამ თავი დახარა.
- კარგი შვილო… არ გეწყინოს… უბრალოდ…
- არ მეწყინება - შეაწყვეტინა დანიელმა
- თუ იმ ქალზე აღარ დაიწყებთ საუბარს - ლილიმ ჩუმად დაუქნია თავი, შემდეგ ნელა გავიდა ეზოში..
ქეთი კი მაგიდასთან ჩუმად იჯდა,
დანიელმა შეხედა.
- რა გჭირს? - ქეთიმ თვალები ასწია.
- შენ… მე… მართლა მიმიღე?- დანიელს გაუკვირდა.
- რას ამბობ?
- მართლა გიყვარვარ? - დანიელს გაეცინა.
- აბა ახლა რას მეკითხები? - მისკენ გადაიხარა და შუბლზე მსუბუქად დაარტყა თითი.
- ჩემი მეორე ნაწილი ხარ ქეთი -
ქეთიმ თვალები დახარა.
- მაგრამ მე ხომ იმ ქალის შვილი ვარ ვინც… - დანიელმა ხელი მოკიდა
თბილად.
- შენ არაფერი დაგიშავებია - შემდეგ ჩუმად დაამატა:
- მეტიც… თუ ამით შენი სიცოცხლე გადარჩა… მაშინ პირიქით, მადლობელიც კი ვარ იმ ქალის -
ქეთის თვალებში ცრემლები მოადგა,
უცებ წამოდგა და ძმას ძლიერად ჩაეხუტა.
- თურმე რა კარგი ყოფილხარ, საზიზღარო! - სიცილ-ტირილით უთხრა.
- თავიდან რატომ მაგლეჯდი ნერვებს?! - დანიელს გაეცინა.
- იმიტომ რომ შენც ჩემნაირი ხარ, და ორი ასეთი ადამიანი ერთად ვერ ვიტანდით ერთმანეთს - ორივეს გაეცინა, ცოტა ხნის შემდეგ ქეთიმ ჩუმად თქვა:
- დანი…არ გინდა ჩვენს ძველ სახლში მივიდეთ? იქ… სადაც ვიზრდებოდით. - დანიელი ცოტა ხანს ჩუმად იყო.
- ისედაც ხომ გამატარე იქ ამასწინ… როცა ჩამოვედი, ვითომ შემთხვევით- ქეთის გაეღიმა.
- ჰოო… მაგრამ ახლა მართლა რომ მივიდეთ ერთად… არ გინდა? -
დანიელმა თავი გააქნია.
- არ მინდა, ქეთი.
- მე კი ძალიან მომწონს იქ მისვლა… ხშირად დავდივარ, სულ შენ მახსენდებოდი იქ..საქანელაზე რომ მაკატავებდი… - ორივეს გაეცინა.
- ვინ ცხოვრობს ახლა მანდ? - ჰკითხა დანიელმა.
- არ ვიცი… როცა გაიყიდა ვიღაცამ იყიდა..ძალიან მინდა ვიყიდო… მაგრამ აღარ ყიდიან.
- რათ გინდა?
- მინდა დანი… ტკბილ მოგონებებს მახსენებს - დანიელმა თავი გააქნია.
- მე კი წარსულთან შენს გარდა არაფერი მინდა მაკავშირებდეს..
შემდეგ მოულოდნელად დაამატა:
- მინდა დედაჩემი გაგაცნო, ისრაელში წაგიყვანო ცოტახანი -
ქეთის თვალები გაუფართოვდა.
- მანდ ხომ ადვილი არ არის შესვლა-
დანიელმა ჩაიცინა.
- არა, მაგრამ გაგათხოვებ ვინმე ებრაელზე… მოქალაქეობას აიღებ, მერე იარე როგორც გაგიხარდება. -
ქეთი წყალს სვამდა, ამ სიტყვებზე უცებ გადასცდა, ხველება დაიწყო.
- რა დაგემართა?! - ქეთი ძლივს სუნთქავდა.
- არაფერია… გადამცდა…
- სულ გაფითრდი, კარგად ხარ?
- კი კი… უბრალოდ წყალი გადამცდა -
დანიელი ცოტა ხანს უყურებდა,
შემდეგ მშვიდად თქვა:
- ქეთი… იცოდე არაფერი დამიმალო! -
ქეთი დაიძაბა.
- რა უნდა დაგიმალო?
- ჯანმრთელობის მხრივ… ხომ ხარ კარგად? ბავშვობაში რაც გჭირდა… -
ქეთიმ ამოისუნთქა.
- ააჰ… მაგაზე მეკითხები? კარგად ვარ..განვიკურნე, საფრთხე აღარ არსებობს… - შემდეგ ოდნავ გაჩუმდა.
- მაგრამ… - დანიელმა მაშინვე ჰკითხა:
- მაგრამ რა?
- ისეთი არაფერი… უბრალოდ ხშირად კონტროლს გავდივარ - ქეთი ოდნავ მოწყენილი ჩანდა, დანიელმა თავი დაუქნია.
- კარგი, წავიდეთ..მოვემზადოთ, სასტუმროში მივიდეთ და შუადღისთვის ლიზა გავიტაცოთ -
ქეთის თვალები უცებ გაუმხიარულდა..
- ერთი სული მაქვს ეგ ჯიუტი მოვარჯულო! და კიდევ ერთი სული მაქვს დავიბრუნო!..


იშაიმ თმა ხელით მოისწორა და სწრაფად მიდიოდა დერეფანში,
ზუსტად იმ მომენტში ოთახიდან ქეთიც გამოვიდა..ორივე ერთმანეთს შეეჯახა.
- ოჰ! - აღმოხდა ქეთის.
- უი! - თქვა იშაიმ..ორივე ერთდროულად გაჩერდა, ქეთი მარჯვნივ გადგა რომ გაევლო, იშაიმაც მარჯვნივ გადგა.
ისევ დაეჯახნენ.
- უკაცრავად… - ჩაიცინა იშაიმ და ახლა მარცხნივ გადგა, ქეთიც მარცხნივ გადგა..ისევ გზა გადაუკეტეს ერთმანეთს..რამდენიმე წამი ერთმანეთის წინ იდგნენ, შემდეგ ორივეს გაეცინა.
- შენ სპეციალურად აკეთებ ამას? - თვალები მოჭუტა ქეთიმ.
- მე? შენ დგები იქ სადაც მე მივდივარ - გაიკვირვა იშაიმ, ქეთიმ ამოიოხრა..
რამდენიმე წამი უხერხულად უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ ქეთი ცოტათი მიუახლოვდა და ჩუმად ჩასჩურჩულა:
- მისმინე…
იშაიმაც ინსტინქტურად დაიხარა მისკენ.
- ის სისულელე უნდა გამოვასწოროთ სანამ წახვალთ - იშაიმ თვალები დაახამხამა.
- რომელი სისულელე? - ქეთიმ თვალები დაუბრიალა.
- ნუ თამაშობ იშაი.. ქორწინება!
- აჰა… ის სისულელე..
- უნდა გავაუქმოთ, რაც შეიძლება მალე - იშაიმ თავი დაუქნია.
- ისე… ძალიან უცნაურია.
- რა არის უცნაური?
- ის რომ გუშინ გავიღვიძე… და აღმოვაჩინე რომ ცოლი მყავს -
ქეთიმ თვალები დაატრიალა.
- ძალიან სასაცილოა.
- ჩემთვის ცოტა საინტერესოა - თქვა იშაიმ ღიმილით, ქეთიმ წარბი ასწია.
- საინტერესო? - იშაი ოდნავ მიუახლოვდა.
- ჰო - შემდეგ ეშმაკურად თქვა:
- ცუდი ცოლი ნამდვილად არ ხარ -
ქეთიმ გაოცებით შეხედა, დამფრთხალმა
- რა? - იშაიმ მხრები აიჩეჩა.
- ლამაზი ხარ, ჯიუტიც და სახალისოც, სასიამოვნოც
- შენ… ახლა ფლირტაობ?
- ცოტათი - უპასუხა მშვიდად იშაიმ,
ქეთიმ გაკვირვებით ჩაიცინა.
- ღმერთო… რა ადამიანი ხარ … გუშინ ძლივს გავიცანით ერთმანეთი და უკვე ქმარი მეფლირტავება - იშაიმ გაიღიმა.
- ცუდი სიტყვა არ არის… „ქმარი“. -
ქეთიმ თითი დაუქნია.
- ნუ მიეჩვევი, ეს დროებითია -
იშაიმ თავი ოდნავ დახარა მისკენ.
- ვნახოთ - უოასუხა ღიმილით, ტუჩუ მოიკვნიტა, ამ დროს დერეფნის ბოლოს დანიელი გამოჩნდა..
რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა მათ..როგორ იდგნენ ძალიან ახლოს,
როგორ ჩურჩულებდნენ..დანიელმა თვალები მოჭუტა..შემდეგ ნელა მიუახლოვდა მათ
- აბა… - ორივემ შეხედა.
- რას ჩურჩულებთ ასე საიდუმლოდ? -
ქეთი მაშინვე უკან დაიხია.
- არაფერს! - იშაიმაც სწრაფად დაამატა:
- უბრალოდ ვსაუბრობდით - დანიელმა ორივეს ეჭვის თვალით გადახედა.
- ასე ახლოს? - ქეთი დაიბნა.
- დერეფანი პატარაა და რა ვქნათ? -
დანიელმა თვალები მოჭუტა.
- კარგი კარგი წავიდეთ.. დროა, ოპერაცია ლიზას მოტაცება იწყება! - თქვა ღიმილით დანიელმა, თან იშაის არ აშორებდა თვალს..

ქეთი, დანი და იშაი უკვე სასტუმროსთან იყვნენ, მანქანაში ისხდნენ და ბოლო დეტალებს ათანხმებდნენ, დანიელმა ეჭვის თვალით გახედა მანქანას.
- ქეთი… იქნებ სხვა მანქანით გვეცადა? ამ მანქანას როგორ ვენდოთ? - ქეთიმ საჭეს ხელი გადაუსვა.
- დანი, არ გვიღალატებს დამიჯერე.
- იცოდე… ამის გამო რომ ვერ მოვიტაცოთ ლიზა… ამ მანქანას დაგიწვავ! - ქეთიმ თვალები დაატრიალა.
- იცოდე ამ მანქანით მოგიწევს სიარული შენი და ლიზას ქორწილში! ასე რომ დაწვავ კი არა… მოერიდე და მოეპყარი!
- მორჩით? - ამოიხვნეშა იშაიმ,
ორივემ ერთდროულად გადახედა,
იშაიმ ხელში ბორკილები ააჩხრიალა.
- უკვე დროა, მზად იყავით. -
შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და სასტუმროსკენ წავიდა, გამართული, თავდაჯერებული ნაბიჯებით, ქეთიმ თვალი გააყოლა, რამდენიმე წამი უყურებდა, ეს დეტალი დანიელს არ გამოჰპარვია, მან მაშინვე ჰკითხა:
- შენ და იშაის ერთმანეთი მოგწონთ?-ქეთის მოულოდნელად ხველება აუტყდა, ისე ახრჩობდა, თითქოს წყალი გადასცდა, დანიელს გაეცინა.
- პასუხი უკვე გასაგებია - ქეთიმ ძლივს თქვა
- არა სულელო! ეგ საიდან მოიტანე?! -
დანიელმა წარბი აუწია.
- მართლა სულელი ხომ არ გგონივარ?
- სულელი ხარ აბა რა ხარ! საიდან მოიტან ხოლმე ასეთ რაღაცებს?
დანიელმა მშვიდად თქვა:
- იშაიმ მითხრა, რომ იქორწინეთ -
ქეთი სახეზე მაშინვე გაფითრდა,
ხველება კიდევ უფრო დაეწყო.
- კარგი, კარგი… - ჩაიცინა დანიელმა - არ დაიხრჩვე და არაფერი არ მინდა,
ქეთიმ ძლივს ამოისუნთქა.
- ეს… ეს… როდის გითხრა მაგ იდიოტმა?
- დღეს, ცოტა ხნის წინ.. მომიყვა როგორი სიგიჟეც ჩაგიდენიათ..
- მთვრალები ვიყავით…მალე გავაწერთ ხელს - დანიელმა სიცილი დაიწყო.
- მე თუ მკითხავ… სიძე ძალიან კარგი ბიჭია.
- დანიი!
- რა იყო? არ მოგწონს? - ქეთიმ მკაცრად უპასუხა:
- არა, საერთოდ არა - დანიელმა თავი დახარა და ეშმაკურად გაიღიმა.
- ლიზაც ასე იძახდა თავიდან ჩემზე… მაგრამ… - ქეთიმ ხელი აუქნია.
- ეგ სხვა ამბავი იყო! - შემდეგ სრულიად სერიოზულად თქვა:
- მე არ ვაპირებ სერიოზულად არავისთან ოჯახის შექმნას - დანიელს გაუკვირდა.
- რატომ? რა გიშლის ხელს? - ქეთიმ მზერა აარიდა, რამდენიმე წამი ჩუმად იყო, შემდეგ მოკლედ თქვა:
- არ მინდა და მორჩა! ოჯახის შექმნას არ ვაპირებ - დანიელი ჩუმად უყურებდა დას, იგრძნო, რომ რაღაცას მალავდა, მაგრამ აღარ ჩაეძია.


იშაი ფრთხილად მიუახლოვდა რეცეფშენს, სადაც ლიზა იდგა და მუშაობდა.
-გამარჯობა, იშაი… უკვე დაბრუნდით?- გაუღიმა ლიზამ,
იშაი რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, თითქოს სიტყვებს ეძებდა.
- ლიზა… შენი საბუთები თუ შეიძლება. - ლიზამ გაკვირვებულმა შეხედა.
- რა?
- საბუთები-მეთქი. - ლიზას გაეცინა.
- მგონი წარსულში ჩარჩი, არა? -
იშაიმ თავი ოდნავ დახარა.
- არა… უბრალოდ ყველაფერი ასე დაიწყო და ასე უნდა გაგრძელდეს. -
ლიზამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, ერთ წამში იშაიმ მისი ხელები დაიჭირა და ბორკილები დაადო.
- იშაი?! გაგიჟდი? რას აკეთებ? ეს რა ხუმრობაა?
- ხუმრობა არ არის. ჩემს ძმას შენთან ყოფნა ძალიან უნდა - ის სწრაფად გაიყვანა გარეთ და მანქანასთან მიიყვანა, სადაც დანიელი და ქეთი ელოდებოდნენ. დანიელის თვალებში უცნაური ელვარება ჩანდა.
- ხალხო, გააფრინეთ?! რას აკეთებთ? მომხსენით ესენი! ხალხია შიგნით, მე ვმუშაობ! - გაბრაზებით იყვირა ლიზამ, დანიელმა მანქანის კარი გააღო.
- ჯერ ერთი, მენეჯერი მე ვარ და მე ვწყვეტ როდის მუშაობ… და მეორეც გთხოვ, ჩემს კომფორტულ მანქანაში დაბრძანდი. - უთხრა ქეთიმ
- არავითარ შემთხვევაში! - ლიზა გაქცევას შეეცადა, მაგრამ დანიელმა მაშინვე დაიჭირა. მხარზე გადაიკიდა და ძალით ჩასვა მანქანაში.
- გეფიცები, ამას არ გაპატიებ დანიელ! ეს რა წესია?! ყველა ერთად გაგიჟდით?! - დანიელი მის გვერდით დაჯდა და კმაყოფილი ღიმილით თქვა:
- დაწყნარდი, პატარავ… წინ ძალიან ლამაზი დასვენება გველოდება. -
მან იშაის ანიშნა წინ დამჯდარიყი, ქეთის გვერდით. ქეთიმ გაბრაზებული თვალით გადახედა იშაის, რომელიც კმაყოფილი ღიმილით იჯდა.
- აბა, ჩემო ფერია - თქვა ქეთიმ
- შენ იცი და შენმა ქალობამ… სოფელში უნდა ჩაგვიყვანო.
- რაა? იქ რა გვინდა? ქეთი, შენ მაინც რა დაგემართა? - გაოცდა ლიზა -
ქეთიმ მხრები აიჩეჩა.
- შეყვარებულ წყვილს ხელს ვუწყობ, ჩემო ლამაზო - დანიელი ლიზასკენ გადაიხარა და ნიკაპზე ხელი შეახო
- ნუ ბრაზობ, პატარავ - ლიზამ მაშინვე თავი შეატრიალა.
- შენ გგონია ასე დაგიბრუნდები? ასე ცხოველივით რომ დამაბავ და გამიტაცებ ასე მოიგებ ჩემს გულს?!
დანიელმა თვალებში ეშმაკურად ჩახედა
- დამიბრუნდები… მე დანიელი არ ვიყო, თუ ისევ ჩემი არ გახდე - ქეთიმ მოულოდნელად ტაში შემოკრა.
- კარგი, გვეყო კამათი! წინ გრძელი გზა გვაქვს. დროა ვიმღეროთ. კენჭი ვყაროთ ქართული სიმღერები თუ ებრაული? - ბიჭებმა ერთხმად იყვირეს:
- ებრაული! - ლიზა ჩუმად იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა და სიბრაზისგან ხმას არ იღებდა, ქეთიმ მუსიკა ჩართო და მანქანაში ხმამაღალი მელოდია გაისმა.. დანიელი ლიზასკენ მიჩოჩდა.
- ლიზა, ყური მოწიე, რაღაც უნდა გითხრა.
- უკან დაიხიე! და ეს საზიზღრობა მომხსენით!
- რომ მოგხსნა, მერე ყველას დაგვხოცავ.
- ღირსები არ ხართ?
- მოდი ახლოს… - ჩუმად უთხრა, ლიზამ თვალები აატრიალა, მაგრამ მაინც მიუახლოვდა. დანიელი ყურთან დაიხარა და ჩურჩულით თქვა:
- მისმინე… მეც არ მომწონს ეს სიტუაცია. საერთოდ არ მინდოდა შენი მოტაცება. - ლიზამ წარბები შეკრა.
- რას ბოდავ?
- იშაის და ქეთის ერთმანეთი მოსწონთ. მინდა დავაახლოვო ისინი. ამიტომ ვთამაშობ, თითქოს შენზე გაგიჟებით ვარ შეყვარებული.
- არ მჯერა შენი!
- მართლა… მალე ისედაც მივდივარ. შვებულება მთავრდება..ჩვენი ურთიერთობაც დასრულდა… თანაც, სხვა ადამიანიც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაშ - ლიზას სახე თითქოს არაფერს გამოხატავდა, მაგრამ უნდოდა დანიელი შუაზე გაეგლიჯა
- მერე რა… გამოჩნდეს ვინც გინდა -
დანიელმა ისევ ჩურჩულით თქვა:
- იცი, რომ იშაიმ და ქეთიმ ფარულად იქორწინეს?
- რაა? სერიოზულად?
- კი.. - ამ დროს მუსიკა დამთავრდა,
ქეთიმ სარკეში გამოიხედა.
- რას ჩურჩულებთ, გვრიტებო? -
ლიზამ ხმამაღლა იკითხა:
- ამ იდიოტმა მითხრა, რომ იქორწინეთ. მართალია? - ქეთის ხმა წაერთვა, დანიელმა შუბლში ხელი შემოირტყა..იშაიმ მშვიდად თქვა:
- კი… მე და ქეთიმ ვიქორწინეთ -
ქეთიმ გაბრაზებულმა გადახედა
- და ერთმანეთი მოგწონთ? თუ რატომ იქორწინეთ?
- არა რა მოგვწონს! მთვრალები ვიყავით და მორჩა! - თქვა ქეთიმ,
ლიზამ ნიშნისმოგებით გადახედა დანიელს და ჩასჩურჩულა:
- შენს დას იშაი არ მოსწონს, შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ.
- ვერა.
- რატომ? - დანიელმა ღიმილით უპასუხა:
- უკვე ძალიან გვიანია უკან დასაბრუნებლად - მანქანა ცოტა ხანში სოფელში შევიდა, სოფელი პატარა და მშვიდი იყო. ძველი ქვის სახლები იდგა წითელი კრამიტის სახურავებით. ეზოებში ატმისა და კაკლის ხეები შრიალებდნენ. გზის გვერდით პატარა წყარო ჩუხჩუხებდა, მთებიდან საღამოს ნიავი ჩამოდიოდა..ქეთიმ მანქანა წყაროსთან გააჩერა.
- გააჩერე, წყალი ავავსოთ - თქვა დანიელმა, დანიელი და იშაი გადავიდნენ..იქვე მოხუცი ცოლ-ქმარი წყალს ავსებდა..ლიზამ მათი დანახვისთანავე იყვირა:
- ქალბატონო! ბატონო! გთხოვთ პოლიციაში დარეკეთ! ამათმა მომიტაცეს! - მოხუცებმა გაკვირვებით შეხედეს, დანიელმა მშვიდად გაუღიმა.
- ჩემი ცოლია.. გაბრაზებულია ჩემზე და ვცდილობ შევირიგო, მოხუცმა ქალმა ლიზას შეხედა და სიცილით თქვა:
- შვილო, ასეთმა ბიჭმა თუ მოგიტაცა, მადლობა უნდა თქვა - ყველამ გაიცინა ლიზას გარდა, მან გაბრაზებით გადახედა ქეთის.
- ქეთი, რას აკეთებ? გამოფხიზლდი! მომხსენით ბორკილები - ქეთიმ სიცილით უპასუხა:
- მაგას ჩემი ძმა მოგხსნის, როცა საჭიროდ ჩათვლის.
- არ გაპატიებ, იცოდე!
- მაპატიებ… ამას თქვენთვის ვაკეთებ - ლიზამ უცებ ჰკითხა:
- შენ იშაი მართლა მოგწონს? - ქეთი ცოტა ხნით ჩაფიქრდა.
- არა…
- ქეთი! - მან ჩაიცინა.
- კარგი, ხო… ცოტათი. მაგრამ შენ იცი, რომ ვერ დავოჯახდები
- ნუ ლაპარაკობ სისულელეებს! -
ქეთიმ სერიოზულად თქვა:
- არა, ლიზა… არ შეიძლება..სხვის ცხოვრებას ვერ დავანგრევ.. -ამ დროს ბიჭები მანქანაში დაბრუნდნენ..დანიელმა ბოთლი გახსნა და ლიზას მიაწოდა.
- ცივი წყალი ხომ არ გინდა, ჩემო პატარავ? - ლიზამ გაბრაზებული შეხედა.
- შენი ხელიდან მოწოდებულ უკვდავების წყალსაც არ დავლევ! -
დანიელს ისევ გაეცინა. მისთვის ლიზას სიბრაზე საოცრად მიმზიდველი იყო..

საბოლოოდ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს.. ირგვლივ სუკ სიმწვანე და სიხასხასე იყო.. უზარმაზარ ლამაზ ეზოში პატარა საყვარელი ქოხი იდგა.. ყველა კმაყოფილი იყო ცხადია ლიზას გარდა..
- წამოდი ქეთი, ეზო დავათვალიეროთ - იშაიმ ქეთი წაიყვანა..ლიზას და დანიელს განმარტოების საშუალება მისცა
- მოდი აქ.. მოგხსნა ესენი - დანიელმა ბორკილების მოხსნა დაიწყო.. თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს.. ლიზას ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან
- რა დაგემართა?
- გამახსენდა ბოლოს რომ დამადე ბორკილები!! - ხელი ჰკრა დანიელს და ქოხისკენ წავიდა, დანიელი დაეწია, მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა
- დაივიწყე ის წყეული დღე! დაივიწყე!!
- არ შემიძლია ვერ ვივიწყებ!!
- მაშინ მე დაგავიწყებ - თმაში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა, გაგიჟებული დააცხრა ლიზას ტუჩებს..
**********
ლიზამ დანიელს ხელი ძლიერად ჰკრა, თავი სწრაფად დააღწია და ტირილით ქოხში შევარდა. კარს შიგნიდან მიაწვა, თითქოს ეშინოდა, რომ ისევ შემოეღო.
გარედან დანიელი კარს უბრახუნებდა.
- ლიზა! გამიღე!.. გამიღე, თორემ შემოვამტვრევ! ხომ იცი, არ გამიჭირდება! - ლიზამ ცრემლიანი თვალებით შეხედა კარს.
- ვიცი! ვიცი, რომ ცხოველი ხარ! -
მაჯებზე ჯერ კიდევ ეტყობოდა ბორკილების კვალი. თითი ნელა გადაისვა იმ ადგილას. მოგონებამ ისევ ატკინა და ცრემლები უფრო ძლიერად წამოუვიდა..კართან ჩაიკეცა და ტიროდა.
- ლიზა… გააღე, ვილაპარაკოთ… ლიზა, ნუ იქცევი ასე… - მშვიდი ხმით სთხოვდა კარის გაღებას..დანიელი გარედან კარს მიეყრდნო, შიგნიდან ლიზას სლუკუნის ხმა ესმოდა.
- გთხოვ… გააღე… ვერ ვიტან, როცა შენს თვალზე ცრემლს ვხედავ… - ლიზა უცებ წამოდგა, კარი ფართოდ გააღო და დანიელს ხელი ჰკრა.
- ვერ იტან, არა? ვერ იტან?! - ხმა აუკანკალდა
- სწორედ შენს გამო ვიხრჩობოდი მთელი ერთი წელი ცრემლებში! შენ არ იყავი, რომ დამამცირე? და იქედან გამომაგდე?! - დანიელი გაჩუმებული იდგა.
- მიპასუხე! შენ არ იყავი?! - ყვიროდა ლიზა
- მაშინ ჩემი ცრემლების დანახვა რომ გსიამოვნებდა?! - მუშტებით მკერდში ურტყამდა.
- ახლა თურმე ჩემს ცრემლებს ვერ იტან… ცინიკოსო!
- ლიზა… - დანიელი ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვა ვერ ჩააკვეხა.
- მე მეძახი მატყუარას და შენ?! შენ ვინ ხარ?! - ხმა უფრო აუწია
- ათას სისულელეს და ტყუილს იგონებ, რომ სულში შემომიძვრე! - სუნთქვა უჭირდა.
- არ მინდა!.. ვერ გაპატიებ… ვერ გაპატიებ იმ დღეებს… იმ დამცირებას… არ შემიძლია… - ლიზა ისევ ურტყამდა მუშტებს, დანიელმა ბოლოს ხელები დაუჭირა, ძლიერად მიიზიდა და გულში ჩაიკრა.
- მორჩა… დაწყნარდი… - ლიზა თავიდან ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა, ცდილობდა გათავისუფლებას, მაგრამ ძალა აღარ ეყო.. ბოლოს დანებდა და სლუკუნით მიეკრო მის მკერდს,
დანიელი თმაზე ეფერებოდა.
- მე შენთან ვარ… - ჩუმად ეჩურჩულებოდა
- დაგავიწყებ იმ დღეებს… გპირდები. შენს თითოეულ ცრემლს სიხარულით შევცვლი. - ლიზას სახე ხელებში მოიქცია.
- მომეცი შანსი… იმსახურებს ჩვენი სიყვარული შანსს, ლიზა… - ცრემლიანი თვალები დაუკოცნა, შუბლზე აკოცა, ცხვირზე..ლიზა ჩუმად იყო.. შიგადაშიგ თითო ცრემლი ჩამოუგორდებოდა,
ყვირილისა და ჩხუბისგან ძალა ჰქონდა გამოცლილი,რამდენიმე წუთის შემდეგ ხმადაბლა უთხრა:
- შენ… რატომ არ მომეცი მაშინ შანსი? -
დანიელი გაჩუმდა.
- ჩემგან რატომ ითხოვ შანსს? - თავი გააქნია
- არა! და მორჩა! წავიდეთ აქედან. ჩემი სიტყვა საბოლოოა! არ გაძლევ არანაირ შანსს - დანიელმა თავი მოიფხანა, დანებებას მაინც არ აპირებდა.
- ვერ წავალთ.. - ლიზამ გაოცებით შეხედა.
- რატომ?!
- ეს ჩემს დაზეა დამოკიდებული.
- რა შუაშია ქეთი?! - დანიელმა მხრები აიჩეჩა.
- ხომ იცი, რა ჯიუტია? მანამ არ წაგვიყვანს აქედან, სანამ არ შევრიგდებით. - ლიზამ ღრმად ამოისუნთქა.
- ღმერთო… ერთი არ მეყოფოდი?! ახლა მეორე შენნაირი კიდევ! - დანიელს ჩუმად გაეცინა.
- რა ვქნა… მათი იდეა იყო შენი მოტაცება. იშაიც დამნაშავედ გრძნობს თავს. გადაწყვეტილი აქვთ შეგვარიგონ, როცა მიხვდებიან, რომ შევრიგდით, მაშინ წავალთ. - მშვიდად უთხრა დანიელმა, ლიზას სახე წამში შეეცვალა..ცრემლები სწრაფად მოიწმინდა.. თვალებში ამბიცია გაუჩნდა..
- მაშ ასე? კარგი… თუ ასეა, იყოს ასე!
როცა ვაჟბატონი და ქალბატონი დაბრუნდებიან, ნახავენ რომ შევრიგდით - დანიელმა წარბი ასწია.
- ანუ?
- კიდევ ერთხელ ვითამაშებთ შეყვარებული წყვილის როლს! - თქვა მტკიცედ
- და შენ ამყვები, მერე კი დავიშლებით -
დანიელმა ოდნავ ჩაიღიმა, კმაყოფილი ღიმილით მიუახლოვდა ლიზას, აკანკალებულ ტუჩებზე ღიმილით დააშტერდა, დაიხარა მისკენ ნელ-ნელა და ჩურჩულით თქვა
- ანუ თამაში.. - ლიზამ სწრაფად დაიწია უკან მანამ სანამ აკოცებდა და მტკიცედ ომახიანად უთხრა
- კი! მხოლოდ თამაში! რომ აქედან წავიდე. მერე შენ წახვალ და საბოლოოდ დამანებებ თავს! -
დანიელმა ღრმად ამოისუნთქა.
- კარგი… რადგან არ იშლი… იყოს ასე.. ვითამაშოთ.. - გულის სიღრმეში ეს იდეა ძალიანაც მოეწონა დანიელს,
ამ თამაშით ის ყველაფერს გააკეთებდა, რომ ლიზა ისევ დაებრუნებინა..თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.

ქეთი და იშაი სოფლის ვიწრო გზაზე ნელა სეირნობდნენ..გზის ორივე მხარეს მაღალი ბალახი ირხეოდა, შორიდან ძროხების ზარები ისმოდა.
ქეთიმ ჩაფიქრებულმა თქვა:
- ნეტავ რა ქნეს… იმედია შერიგდებიან -
იშაიმ მხრები აიჩეჩა.
- დანიელი არ დანებდება, აუცილებლად შერიგდებიან.
- ლიზა ძალიან ჯიუტია… ასე მარტივად ნუ იტყვი. - იშაიმ ჩაიცინა.
- ზოგადად ქალები ხართ ჯიუტები… პატარა რამეს უდიდეს ტრაგედიად გადააქცევთ ხოლმე - ქეთი მაშინვე გაჩერდა.
- ვითომ რატომ? და კაცებს ყველაფრის უფლება გაქვთ? - წარბები შეკრა ქეთიმ,
იშაიმ მხრები აიჩეჩა.
- ეგ არ მითქვამს.
- დანიელი ჩემი ძმა რომ არ იყოს, ლიზას ვეტყოდი საერთოდ არ ეპატიებინა მისთვის! - მტკიცედ თქვა ქეთიმ, იშაის გაეცინა.
- აი, შენც ძალიან ჯიუტი ხარ.
- რა მხრივ? - იშაიმ ეშმაკურად შეხედა.
- ისეთი კარგი ქმარი გყავს და მაინც განქორწინება გინდა - ქეთიმ გვერდულად გადახედა, იშაიმ ხმამაღლა გადაიხარხარა.
- ნუ მახსენებ მაგ ამბავს! - ჩაიფრუტუნა ქეთიმ
- ასეთი სისულელე როგორ ჩავიდინეთ… ისიც კი არ მახსოვს რატომ გავაკეთეთ.
- მე მახსოვს - ქეთი მაშინვე გაჩერდა.
- რა? რატომ? - იშაიმ მისი ლაპარაკის მანერას მიბაძა და ხელები თეატრალურად აქეთ-იქით ააქნია.
- იშოოო… ძალიან შემიყვარდი… მოდი დავქორწინდეთ… ბედნიერები ვიყოთ! -
ქეთიმ თვალები აატრიალა, იშაის გულიანად გაეცინა.
- კარგი, ვხუმრობ. არც მე მახსოვს… შენზე მეტად მთვრალი ვიყავი - ქეთიმ ამოიოხრა.
- ჩემს ძმას რატომ უთხარი?
- შენს ძმას ტყუილები არ უყვარს. ამიტომაც ვუთხარი… - მშვიდად უპასუხა იშაიმ
- მერე შემთხვევით რომ გაეგო, უარესად გამოჩნდებოდა ყველაფერი. ასე სჯობდა.
- გასაგებია… - ჩაილაპარაკა ქეთიმ,
იშაის გაეღიმა.. გაახსენდა ის მომენტი, როცა დანიელს სიმართლე უთხრა..

იმ დღეს დანიელი ეზოში იდგა, როცა იშაიმ ჩუმად მიიმწყვდია სახლის კუთხეში.
- დანი… რაღაც უნდა გითხრა.
- რა ხდება? - გაეცინა დანიელს
- საიდუმლო მისია უნდა ჩამაბარო? რას მეჩურჩულები?
- ჩშშ… ქეთიმ არ მინდა გაიგოს.
- ქეთიმ? რა შუაშია ქეთი? - უფრო ყურადღებით შეხედა.
- მოკლედ… ძმაო… არ ვიცი როგორ გითხრა… მე… ანუ მე და ქეთიმ…ჩვენ.. ისე მოხდა რომ.. მე და ის.. - დანიელმა თვალები აატრიალა
- იშაი, დავიღალე! პირდაპირ მითხარი -
იშაიმ ღრმად ჩაისუნთქა და ძალიან სწრაფად მიახალა დანიელს
- მე და ქეთიმ ვიქორწინეთ! - დანიელმა თვალები გააფართოვა, სახე დაეძაბა,
ერთ წამში იშაის საყელოში ჩაავლო ხელი, მასში იმ ძმის ინსტიქტმა გაიღვიძა რომელსაც საკუთარი და არავისთვის ემეტებოდა..
- რა ქენით?!
- დამშვიდდი! - სწრაფად თქვა იშაიმ.
- ერთად ხართ და ჩუმად იქორწინეთ?!- თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევდა დანიელი.
- არა! არა! ჯერ მომისმინე! - იშაიმ ხელები ასწია
- მთვრალები ვიყავით და… არ ვიცი რატომ… მაგრამ დავქორწინდით.
- მასულელებ? - კბილებში გამოსცრა დანიელმა
- ერთმანეთი მოგწონთ? გიყვართ?
- არა… მსგავსი არაფერი… - ცოტა გაჩერდა.
- უფრო სწორად…
- უფრო სწორად რა?
- ქეთი ლამაზი გოგოა… არ დაგიმალავ… სიმპათიები მაქვს მის მიმართ - დანიელმა ღრმად ამოისუნთქა და კიდევ უფრო მოუჭირა საყელოში ხელი.
- ქეთი ჩემი და არის იდიოტო!!
- ვიცი, დანიელ… მაგრამ ცუდს ხედავ რამეს იმაში, თუ სიძე და ცოლის ძმა გავხდებით? - დანიელს უნებურად გაეცინა.
- შენ ჩემი სიძე?
- ჰო… და შენ ჩემი ცოლის ძმა - ორივეს გაეცინა, დანიელმა ხელი გაუშვა.
- არ ვიცი რა ვთქვა… - იშაი ცოტა უფრო სერიოზული გახდა.
- მართალია, ქორწინება ადრეა… თან ქეთის გრძნობებიც არ ვიცი… მაგრამ მინდა ვცადო. შენ და ლიზამაც ხომ ასე დაიწყეთ… თავიდან თითქოს თამაში იყო - დანიელი ჩაფიქრდა.
- მინდა ქეთის გამოვუტყდე… მაგრამ არ მაცდის… თან შენი ერიდება მგონი -
დანიელმა თავი დაუქნია.
- კარგი. მაშინ ჯერ გავიგებ ქეთის თუ აქვს რამე გრძნობები შენს მიმართ… და მერე ვნახოთ - მხარზე ხელი დაჰკრა, მაგრამ უცებ თვალებში სიმკაცრე ჩაუდგა.
- თუმცა იცოდე… ის ჩემი დაა, რამეს თუ აწყენინებ… - თითი დაუქნია
- ვიცი, დანიელ! - სწრაფად თქვა იშაიმ,
დანიელს ისევ გაეღიმა.
- მაშინ კარგი… სიძე - ორივეს გაეცინა..

როცა დანიელმა მანქანაში ქეთის უთხრა, რომ ყველაფერი იცოდა, მისი რეაქციით დარწმუნდა რომ ქეთიც გულგრილი არ იყო, იშაის მიმართ,
სწორედ ამიტომ, ლიზას მოტაცების გეგმასთან ერთად, დანიელსა და იშაის კიდევ ერთი საიდუმლო გეგმა ჰქონდათ. როგორ გამოეტეხათ ქეთი საკუთარ გრძნობებში..

იშაი ჩაფიქრებული იყო, უცებ მის გვერდით მდგომმა ქეთიმ ისეთი ხმა დასცა, რომ იშაი ადგილზე შეხტა.
- აააააააააააააააა!! - შემდეგ ყველაფერი წამის მეასედებში მოხდა,
ქეთი პირდაპირ იშაის შეახტა, ფეხები წელზე შემოაჭდო და ორივე ხელი კისერზე შემოაჭდო..იშაი გაშეშდა,
ხელები ჰაერში გაუშეშდა, თითქოს არ იცოდა რა ექნა. რამდენიმე წამი ასე იდგა გაოგნებული, ბოლოს ინსტინქტურად ქეთს ხელი შემოხვია, რომ არ ჩამოვარდნილიყო.
- ბაყაყი!.. - შეშინებული ჩურჩულით თქვა ქეთიმ
- იქ ბაყაყი იყო, იშაი! - იშაის თვალები გაუფართოვდა, შემდეგ… გაეცინა.
- რა გაცინებს?! - აღშფოთდა ქეთი
- მეშინიაა! მითხარი ისევ იქაა?! - იშაიმ ვითომ სერიოზული სახით მოათვალიერა მიწა..ბაყაყი უკვე კარგა ხნის გამქრალი იყო, მაგრამ მის თვალებში ეშმაკურმა ნაპერწკალმა გაიელვა.
- კი ქეთი… ისევ იქაა - ქეთი უფრო მჭიდროდ შემოეხვია.
- სად?! - იშაიმ ქვემოთ დაიხედა.
- იქ დგას… და გვიყურებს.
- არაააააა! - ქეთიმ კისერზე კიდევ უფრო ძლიერად შემოაჭდო ხელები
- რა საზიზღრობაააა! - იშაი ძლივს სუნთქავდა.
- არ დამსვა!.. მეშინია!
- არა, არ დაგსვამ… - ძლივს თქვა იშაიმ სიცილის შეკავებით
- თან ისეთი დაგეშილი თვალებით გიყურებს… - ქეთი პანიკაში იყო.
- ღმერთოოო! რამე გააკეთე! წავიდეს მაქედან!
- რა გავაკეთო? ხელი რომ გაგიშვა და შემოგახტეს?
- არა! არა! ხელი არ გამიშვა! - ქეთი უფრო ძლიერად ჩააფრინდა
- წამიყვანე აქედან! გავეცალოთ მაგ ბაყაყს!
- ფეხი რომ გადავდგა და მაინც შემოგახტეს? - იშაი ძლივს იკავებდა სიცილს, ძალიან სიამოვნებდა ეს სიტუაცია..ქეთი ისე იყო შემოხვეული მასზე როგორც ვაზი ტალავერს..
- მეშინია ძალიან… - ჩაიბურტყუნა ქეთიმ
- ვერ ვიტან ასეთ რაღაცეებს… - სახე ოდნავ ასწია…და პირდაპირ იშაის სახეს დაეჯახა, ორივე გაშეშდა, იშაი თვალდაჭყეტილი უყურებდა.. ქეთის შიშიც კი მიავიწყდა, ქეთის თვალები მის თვალებს შეხვდა ისე ახლოს იყვნენ, რომ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ, რამდენიმე წამი არც ერთს განძრეულა, იშაის ხელები ისევ ქეთის წელზე იყი შემოხვეული, თითქოს ეშინოდა რომ ჩამოვარდებოდა… ან იქნებ თვითონ არ უნდოდა გაშვება, ქეთის სუნთქვა აუჩქარდა, მის თვალებში რაღაც ახალმა გაიელვა შიში აღარ იყო… უფრო დაბნეულობა… და რაღაც უცნაური თბილი შეგრძნება, იშაი ცდილობდა რამე ეთქვა… მაგრამ სიტყვა ვერ მოიგონა, მხოლოდ უყურებდა..ქეთიმ ნელა გადაყლაპა ნერწყვი, მისი მზერა წამით იშაის ტუჩებზე დაეშვა და თითქოს იმ მომენტში დრო გაჩერდა, იშაიმაც შენიშნა ეს, გული ძლიერად აუჩქარდა და სწორედ მაშინ მისი ბაგე ფრთხილად შეეხო ქეთის ბაგეს, მხოლოდ წამიერად, მსუბუქად, ქეთი სრულიად გაშეშდა, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, მისთვის ეს კოცნა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სუნთქვაც კი დაავიწყდა.. გამოფხიზლდა, მაშინვე ხველება დაეწყო უხერხულობისგან, უცებ მოშორდა, იშაის ხელებიდან ჩამოხტა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია..
- სად არის?! - სწრაფად თქვა, თითქოს რაღაცას ეძებდა, იშაი ჯერ კიდევ იმავე ადგილას იდგა, ჯერ კიდევ იმავე გაოცებული სახით.
- ვინ?… - ძლივს ამოილაპარაკა.
- ბაყაყი! სად წავიდა? - ქეთიმ მიწას გადახედა,იშაიმ ხელი თმებში შეიცურა.
- ააჰ… ბაყაყი… .მგონი ახლახანს გადახტა - ქეთიმ თვალები მოჭუტა.
- კარგი… წავედით.. დავბრუნდეთ.. - შეტრიალდა
- მოიცადე… - ქეთი შემობრუნდა.
- რა?
- არაფერს მეტყვი? - ქეთიმ გულგრილი სახე მიიღო.
- სათქმელი რა არის? - იშაიმ წარბი ასწია.
- ანუ მე ცოტა ხნის წინ…
- შენ ცოტა ხნის წინ შემთხვევით მაკოცე - მშვიდად თქვა ქეთიმ
- არაუშავს, ეს აღარ განმეორდება.. -
და გზა გააგრძელა..იშაი რამდენიმე წამი უყურებდა მის ზურგს, შემდეგ თავისთვის ჩაიბურტყუნა:
- შემთხვევით არა… გამიზნულად გაკოცე.. - და ქეთის უკან გაჰყვა.

ქოხთან დაბრუნებისას უკვე საღამოს გრილი ჩამოწოლილიყო.. პატარა ბანაკთან კოცონი ანთებული იყო, ხოლო მის გვერდით დანიელი შეშას აწყობდა და ჩანთებიდან პროდუქტებს იღებდა. ქეთი და იშაი ნელა მიუახლოვდნენ, როგორც კი დაინახა ლიზამ ისინი მაშინვე როლში შევიდა.. ქოხიდან გამოვარდა… ისეთი გაკრეჭილი სახით, თითქოს ლატარია მოეგო.
- ოოოო, დაბრუნდით! - მხიარულად თქვა, ქეთი შეჩერდა.
- ჰო… რა ხდება? - ცოტა ეჭვით უპასუხა,
ლიზამ თვალები ბედნიერად მოჭუტა.
- მე და დანიელი… შევრიგდით!- დანიელმა თავი ასწია, თვითონაც გაოცდა ლიზას თეატრალური ტონით
- რაა? ასე… უცებ? - ორივემ თვალები დააჭყიტა, ლიზამ ღიმილით შეხედა დანიელს, მერე კი სრულიად მოულოდნელად მივიდა, ხელი მკლავზე შემოხვია და მკერდზე მიეკრა.
- ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ ხვდებიან… რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ - დანიელს სიცილი უნდოდა, მაგრამ ძლივს შეიკავა.
- ჰო… ზუსტად ასე მოხდა - ჩაახველა დანიელმა, რომელიც იშაის თვალებით ანიშნებდა რომ რაღაც ისე ვერ იყო..
ლიზამ უცებ თავი ასწია და დანიელს კისერში აკოცა მეტი დამაჯერებლობისთვის..თან ზედმეტად კეკლუცობდა..
- ლიზა… - ჩურჩულით უთხრა დანიელმა ყურში
- ჰოო, ძვირფასო? - ტკბილი ხმით უპასუხა ლიზამ, ქეთი კიდევ უფრო დააკვირდა მათ
- მგონი ცოტა ზედმეტად თამაშობ… -
ლიზამ ისე გაიღიმა, თითქოს ყველაზე ბედნიერი ქალი იყო.
- ჩუმად იყავი, საყვარელო… - ასევე ჩურჩულით უპასუხა
- შენი და გვიყურებს - შემდეგ ხმამაღლა თქვა:
- ჩვენ გადავწყვიტეთ… ყველაფერი თავიდან დავიწყოთ - ქეთი მაინც ვერ რწმუნდებოდა
- კარგი! რადგან ყველანი აქ ვართ, მოდი ვივახშმოთ! - ჩანთიდან პროდუქტები ამოიღო.
- ქეთი, მოდი დამეხმარე. სალათა გავაკეთოთ
- კარგი… - ლიზა საჭმლის მომზადებას შეუდგა, დანიელი შეშას ალაგებდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ლიზამ ისევ მიირბინა მასთან.
- დანიელ, კონსერვი გამიხსენი გთხოვ, ჩემო სიცოცხლე - დანიელმა კონსერვის გახსნა დაიწყო..ქეთი მათ ყველა ქცევას და მანერას გულდასმით აკვირდებოდა
- რას ფიქრობ? მართლა შერიგდნენ ვითომ? თუ თამაშობენ შენი აზრით? - გადაუჩურჩულა იშაის, რომელიც მისი სიახლივისას ზედმეტად დნებოდა
- რაღაც უცნაურია ამაში.. ლიზა ზედმეტად ბედნიერია..
- არვიცი.. მაგრამ რომ დავრწმუნდეთ.. ერთი კარგი იდეა მაქვს.. - ასევე გადაუჩურჩულა იშაიმ
- რა?
- პირველ რიგში ამისთვის აქ უნდა დავრჩეთ ჩვენც ოღონდ შორიახლოს ისე რომ ხელი არ შევუშალოთ მათ და დავაკვირდეთ
- რა ჩაიფიქრე?
- ნახავ ცოტახანში.. - ეშმაკურად გაიცინა იშაიმ

ლიზა ძალიან ახლოს დაუდგა დანიელს..ისე ახლოს, რომ მხრები ერთმანეთს ეხებოდათ,
დანიელმა გვერდულად გადახედა.
- ასე ახლოს რატომ დგახარ?
- იმიტომ რომ მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე - დანიელს სიცილი გაეპარა.
- შენ ძალიან საშიში მსახიობი ხარ - ლიზამ თვალები მოჭუტა.
- და შენ ძალიან ცუდი პარტნიორი ხარ სცენაზე - მერე მოულოდნელად ხელი კისერზე შემოხვია და ლოყაზე აკოცა, დანიელიც აჰყვა თამაშში, ყოველ ჯერზე, როცა დანიელის ხელი შემთხვევით ლიზას წელზე ჩერდებოდა, ლიზას სხეულში უცნაური სითბო ევლებოდა.. ძნელი იყო ამის დამალვა, რადგან სხეული სცემდა მის საიდუმლოს..
- მეგობრებო, ერთი ბრწყინვალე აზრი მომივიდა თავში - სიტყვით გამოვიდა იშაი
- გისმენთ ძმაო, რა აზრი მოგივიდა - დანიელი ლიზას ეხუტებოდა უკნიდან
- მგონი კარგი ამინდია.. კარვები მაქვს წამოღებული, მწვადი შევწვათ.. ვისაუბროთ და მერე კარვებში დავიძინოთ.. შენ და ლიზა ერთად, მე და ქეთი ერთად - ლიზამაც და ქეთიმაც თვალები გააფართოვეს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent