ალუბლის არომატი (ნაწილი 22-23-24)
ლიზამ სწრაფად მიიღო შხაპი, თბილმა წყალმა დღის დაღლა ცოტათი ჩამორეცხა.. მერე სარკის წინ დადგა, ფენი ჩართო და თმის გაშრობა დაიწყო. განსაკუთრებულად არ გამოწყობილა. უბრალო კაბა ჩაიცვა ისეთი, როგორსაც ყოველდღე იცვამდა.. - რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამოვიყურები… - ფენს ატრიალებდა და თან ეღიმებოდა..უცებ ისევ გაახსენდა დერეფნის სცენა, როგორ მოიკეცა დანიელი ადგილზე. როგორ ამოიხრიალა..ლიზა საწოლზე დაჯდა და ხმამაღლა გადაიხარხარა. - ღმერთო… - სიცილს ძლივს იკავებდა. - რა სახე ჰქონდა… - ცოტა ხანში სიცილი ნელა ჩაცხრა, სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში..ლიზას მზერა გაუშეშდა, ფიქრებში წავიდა, თვალები დახუჭა..უცებ წარმოსახვაში ისევ დანიელი გაჩნდა.მისი ახლოს მდგომი სხეული…მისი თბილი სუნთქვა… მისი მუქი, შავი თვალები…ლიზამ უნებურად ტუჩებზე თითი მიიდო, მისი ცეცხლოვანი ბაგეები გაახსენდა. მისი ათლეტური სხეული..ის მზერა… რომელიც თითქოს მთელ სხეულს უწვავდა. - დანიელ… - ჩურჩულით ამოსცდა, შემდეგ თვალები ფართოდ გაახილა, შეხტა თითქოს რაღაც ცუდს აკეთებდა - არა! არა! - თავის თავს ორი სილა გაარტყა ლოყებზე. - არა ლიზა! შენ მასზე არ ფიქრობ! - ხმამაღლა თქვა. - ეს დაუშვებელია!! - მაშინვე ფეხზე წამოხტა, ჩანთა აიღო და სასტუმროს რესტორნისკენ სწრაფად წავიდა, თითქოს ვინმე მისდევდა.. თემო უკვე ადგილზე იჯდა, ლიზას დანახვისას სახე გაუნათდა, ხელით სკამი გამოუწია. - როგორც ყოველთვის ანათებ - თვალები უბრწყინავდა თემოს, ლიზამ ოდნავ გაიღიმა. - ნუ აჭარბებ. - არ ვაჭარბებ… მართლა საოცრად ლამაზი ხარ - მის ხელს ხელი მოკიდა, ლიზამ მაშინვე უხერხულად გაიწია, ჩაახველა. - თემო… მე და შენ მეგობრები ვართ - თემო წამით გაჩერდა, შემდეგ სრულიად სერიოზულად თქვა: - ცდები. მე და შენ შეყვარებულები ვართ - ლიზამ თვალები დააწვრილა, თემოს კი გაეცინა. - იცი რა? ძალიან მომწონს ეს თამაში…მინდა დიდხანს გაგრძელდეს.. ან იქნებ… სულაც რეალობაშიც გაგრძელდეს - ლიზამ თავი გააქნია. - მაგის იმედი ნუ გექნება - მზერა ოდნავ დაუმძიმდა. - სიყვარულს კარი მივუხურე… მეგობრობის მეტს ვერაფერს შემოგთავაზებ.. - ამ დროს რესტორანში ებრაელი სტუმრებიც შემოვიდნენ, დანიელმა შორიდანვე შეამჩნია ლიზა და თემო, წარბი ნელა ასწია, ღრმად ჩაისუნთქა..ლიზა ზურგით იჯდა და ვერ ხედავდა მათ..თემომ დაინახა, ოდნავ წინ გადაიხარა… ლიზას ხელი მოკიდა… და ხელზე ნელა აკოცა. - ისინი აქ არიან… - ჩურჩულით თქვა, დანიელის თვალები წამში გამუქდა, თითები ხმაურით გადაიტკაცუნა, შემდეგ კისერი დაჭიმა და გადაატრიალა.. მის თვალებში უკვე აშკარა სიბრაზე იდგა. - იმ ხელებს…ახლავე მოვამტვრევ… - მისი მზერა პირდაპირ თემოს ხელებზე იყო მიჩერებული, მათკენ დაიძრა, იშაიმ მაშინვე ხელი ჩაავლო. - დანიელ! გაჩერდი!! - გამიშვი იშაი! - დანიელს სახე ალეწილი ჰქონდა. თვალებში ისეთი ცეცხლი ედგა, თითქოს მართლა შეეძლო თემოს შუაზე გაგლეჯა. - დანიელ! - ძლივს შეაჩერა იშაიმ. ხელი ჩაავლო და გვერდით გაიყვანა. - დანიელ!! გონს მოდი!! რა დღეში ხარ?! გაგიჟდი?! - დანიელი მძიმედ სუნთქავდა, წინ და უკან დადიოდა.. მუშტები შეკრული ჰქონდა. - დაინახე? დაინახე როგორ ეფერებოდა ხელებზე?! - თვალები სიბრაზისგან უელავდა. - მოვკლავ!! - დაწყნარდი! - არა! ის ხელები უნდა მოვატეხო!! იშაიმ მაგრად ჩაავლო მკლავში - ისევ მათკენ წავიდა - დაწყნარდი მეთქი!! მშვიდად იყავი!!-დანიელმა გაბრაზებული შეხედა, იშაიმ ამოიოხრა. - კარგი… აღარ შემიძლია - იშაიმ პირდაპირ თვალებში შეხედა. - არ არის ის ბიჭი ლიზას საქმრო - დანიელის სახე წამში შეიცვალა. - რა თქვი? - გითხარი თხოვდებათქო… მაგრამ არ თხოვდება - დანიელი გაოგნებული უყურებდა. - იმიტომ გითხარი ასე… რომ სხვანაირად აქ წამოსვლას არ მოინდომებდი - რამდენიმე წამი დანიელი სრულიად უძრავად იდგა, სახეზე არაფერი ეწერა, არც სიბრაზე. არც გაოცება, იშაიმ იფიქრა, რომ ახლა ალბათ აფეთქდებოდა..მაგრამ… მოულოდნელად დანიელს სახე გაეხსნა, შემდეგ მთელი პირით გაიღიმა, შემდეგ კი გულიანად გადაიხარხარა. - რა?! - იშაისკენ მივარდა, მოულოდნელად ჰაერში ასწია ორ მეტრიანი კაცი. - ჩემი ძმა ხარ!!! - იშაიმ ძლივს თქვა: - დანიელ… დამსვი… - მაგრამ დანიელი უკვე აბზრიალებდა. - ჩემი ძმა ხარ, იშაი!! - მერე ჩამოსვა. მკლავები გაისწორა, სახეზე ისევ ის თავდაჯერებული, ცინიკური ღიმილი დაუბრუნდა და კმაყოფილი რესტორნისკენ დაიძრა. - ახლა კი…თამაშს გავაგრძელებთ ძვირფასო ლიზა.. - აბა… ძვირფასო შეყვარებულებო, თავს როგორ გრძნობთ? - დანიელმა ტაში შემოჰკრა და მათ მაგიდასთან სკამი მისწია, სრული სიმშვიდით ჩამოჯდა..ლიზამ თვალები აატრიალა. თემომ კი წყნარი ხმით თქვა: - მე და ჩემს საცოლეს მარტო გვინდოდა ვახშმობა. - დანიელმა წარბი მაღლა ასწია. - საცოლეს? ვაუ… საცოლეს… - ირონიულად გაიმეორა. - დიდი ხანია რაც დაინიშნეთ? - არა - კი - ლიზამ და თემომ ერთდროულად თქვეს, დანიელს სიცილი აუტყდა. - ჯერ ჩამოყალიბდით და მერე მიპასუხეთ… - თქვა ღიმილით. - ლიზა, კარგად ვერ ამეცადინე მოსწავლე? - დანიელ, გთხოვ, მარტო დაგვტოვე! - მკაცრი ხმით უთხრა ლიზამ. - რატომ? ხელს გიშლით? მიყვარს შეყვარებული წყვილების ყურება.. მიდით, განაგრძეთ… ვითომ მე აქ არ ვარ - ნიკაპით ხელზე დაეყრდნო და მათ ყურება დაიწყო - არა! აუტანელია ეს ყველაფერი! - ლიზა სწრაფად წამოდგა, დანიელმა ინსტიქტურად ხელზე ჩაავლო ხელი. - არ წახვიდე - ლიზას მზერა ნელა დაეცა მის ხელს, მერე ხელი მკვეთრად გამოსწია. - არ წახვიდე, ლიზა… ვისაუბროთ სამივემ ერთად. რას გაურბიხარ? - ირონიული ღიმილით უთხრა. - შენს საქმროს მარტო ხომ არ დატოვებ? რამის გეშინია? - ლიზამ ამაყად ასწია თავი. - რისი უნდა მეშინოდეს? - მაშინ დაჯექი.. ნუ გარბიხარ. თემომაც მშვიდად თქვა: - ლიზა, დაჯექი… რატომ იფუჭებ განწყობას? - ლიზა ისევ ჩამოჯდა. დანიელმა სკამზე ოდნავ წინ გადაიწია. - თემო… ლიზას კარგად იცნობ? - კი… - ჩაფიქრებულმა უპასუხა თემომ. - კარგი. მაშინ მითხარი… რომელი კერძი უყვარს ყველაზე მეტად? - თემო წამში დაიბნა, თვალები აქეთ-იქით ააცეცა, დანიელმა გაეღიმა. - მე გეტყვი. მაკარონი ნაღებში - თითები მაგიდაზე მსუბუქად დააკაკუნა. - და რომელი ხილი უყვარს ყველაზე მეტად? - თემო ისევ ჩუმად იყო. - ფილმი? - რა ჟანრის მუსიკას უსმენს? ლიზამ ვეღარ მოითმინა. - რა ჯანდაბას აკეთებ?! დაკითხვაზე ვართ?! - მინი ინტერვიუს ვატარებ.. ხომ ქორწინდებით? ნუთუ საერთოდ არ იცნობთ ერთმანეთს? - გეყოფა!! თემო წავიდეთ! - ლიზა წამოდგა, დანიელმა მხრები აიჩეჩა. - თემო, შენ შეგიძლია წახვიდე. ზედმეტი ხარ. ლიზა შენ დარჩი - თემო წარბაწეული უყურებდა. - რას მიყურებ? შეგიძლია როლიდან გამოხვიდე… მე ყველაფერი ვიცი. - მშვიდად უპასუხა დანიელმა - არ ვიცი რას ბოდავ, მაგრამ - კარგი თემო, არ გინდა… - ლიზამ გააწყვეტინა. - გთხოვ, მარტო დამტოვე მასთან. - ლიზა… - მარტო დამტოვე თემო! - თემო უხმოდ წამოდგა და გავიდა, ლიზა ისევ დაჯდა. დანიელი ამბიციური, კმაყოფილი გამომეტყველებით უცქერდა..ლიზამ ღვინის ჭიქა აიღო და ერთი დიდი ყლუპი მოსვა..რამაც ცოტა გამბედაობა შემატა..რამდენიმე წუთი სრული სიჩუმე ჩამოვარდა..არცერთი არაფერს ამბობდა, მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ..დანიელის თვალებში ისევ ის ვნებით სავსე, დაჟინებული მზერა იდგა, ისეთი მზერა, თითქოს ლიზას მთლიანად კითხულობდა.. მის აზრებს, მის სუნთქვას, მის დუმილს. ლიზას თვალები კი საოცრად მშვიდი და იდუმალი იყო, თითქოს არაფერი აწუხებდა, თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა..რამდენიმე წამი ასე გაგრძელდა, შემდეგ ლიზა უცებ წამოდგა, დანიელს ხელი მოკიდა. არც არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაიყვანა..დანიელი გაკვირვებული წამოდგა და უხმოდ გაჰყვა, დერეფანი, ლიფტი..ლიზამ ღილაკს დააჭირა, ლიფტი ჩაიკეტა, ორივე ჩუმად იდგა. დანიელი თვალებით ჭამდა, ლიზა კი ისევ მშვიდად იდგა. დანიელის თავში კი ათასი კითხვა ტრიალებდა. - "რა ხდება? რატომ დაიხია უკან?" - ინტრიგა თითქმის კლავდა..ლიფტი მესამე სართულზე გაჩერდა..ლიზას ისევ ჰქონდა მისთვის ხელი ჩაკიდებული, მისი ოთახისკენ წაიყვანა, კართან გაჩერდა, კიდევ ერთხელ შეხედა დანიელს..მისი მზერა ისევ მშვიდი და იდუმალი იყო.. შემდეგ გასაღები გადაატრიალა და კარი გააღო..დანიელი უხმოდ მიჰყვებოდა, გული უკვე საგრძნობლად სწრაფად უცემდა..ლიზა ნელა მიუახლოვდა.ახლა მათ შორის თითქმის აღარ იყო მანძილი, სახეები ძალიან ახლოს ჰქონდათ..დანიელმა ვეღარ მოითმინა, მისკენ დაიხარა. მაგრამ ლიზამ ხელისგული ტუჩებზე მიაფარა..დანიელი გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, ჩურჩულით თქვა: - არ გინდა… გთხოვ… ნუ გამიკეთებ ამას… -მისი ხმა დაბალი და დაძაბული იყო. - ვერ წარმოიდგენ როგორ მაგიჟებს ის… რომ შენი კოცნა არ შემიძლია… - ლიზა ისევ უყურებდა, რეაქცია არ ჰქონდა, თითქოს ღვინომ მასში ეშმაკი გააღვიძა, მწარედ გაიღიმა, შემდეგ შეტრიალდა, უჯრა გამოაღო, იქიდან რამდენიმე წერილი ამოიღო, დანიელს გაუწოდა. - ეს რა არის? - წერილები შენთვის. - დანიელმა გაკვირვებით შეხედა. - შენსავით ვწერდი… - მშვიდად თქვა ლიზამ. - მეგონა ვერასდროს წაიკითხავდი, თუმცა ჯობია წაიკითხო.. მისი ხმა ახლა მტკიცე იყო. - წაიკითხე და მერე მიხვდები… რომ მე შენ არასდროს გაპატიებ! - დანიელი ჩუმად უსმენდა, ლიზამ დაამატა: - მართალია მე და თემო დანიშნულები არ ვართ… მაგრამ ჩემი პოზიცია უცვლელია შენთან დაკავშირებით - ღრმად ჩაისუნთქა. - შენ ჩემს დამსხვრეულ გულს… რომელიც თავად დაამსხვრიე… ვეღარ გაამთელებ! - შემდეგ კარი გააღო, თვალებით ანიშნა წასულიყო, დანიელმა წერილები აიღო..რამდენიმე წამი ლიზას უყურებდა, მერე ჩუმად გავიდა..კარი დაიხურა, ლიზამ ღრმად ამოისუნთქა, სარკესთან მივიდა..მხოლოდ ახლა აუკანკალდა ნიკაპი..კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დაისხა, სარკეში საკუთარ თავს შეხედა. - ვამაყობ შენით, ლიზა… - ჩურჩულით თქვა. დანიელი ნელა მიდიოდა, ხელში ლიზას წერილები ეჭირა.. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა, თითქოს ფეხები ვეღარ მიჰქონდა. ბოლოს თავისი ნომრის კარი გააღო, შევიდა და ჩუმად დახურა..ოთახში ნახევრად ბნელოდა, დანიელმა წერილები მაგიდაზე დადო… მაგრამ მალევე ისევ აიღო, თითები ოდნავ უკანკალებდა..რამდენიმე წამი უყურებდა დაკეცილ ფურცლებს, თითქოს გახსნა ეშინოდა..მერე ღრმად ჩაისუნთქა, ნელა გადაშალა პირველი, ლიზას ხელწერა მაშინვე იცნო..მრგვალი, ოდნავ დახრილი ასოები..წაიკითხა. "უკვე ერთი კვირა გავიდა უშენოდ… და მაინც მგონია რომ კარს გააღებ და შემოხვალ" "ყველა ნაბიჯის ხმა შენი მგონია." - დანიელის თვალები აუწყლიანდა..მეორე ფურცელი გადაშალა. "უშენობას ალკოჰოლი მავიწყებს…თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით" "რატომ მომექეცი ასე, დანიელ? რატომ გამაგდე?" - დანიელმა სახე მაგრად შეკრა.. მესამე წერილი.. "რას არ მივცემდი… ახლა რომ შენი ხმა გამეგონა. ერთი სიტყვაც კი მეყოფოდა." "შენ მე გული ამომგლიჯე, დანიელ… ამაზე მწარედ ვერავინ მატკენს გულს." - დანიელს სუნთქვა დაუმძიმდა, შემდეგ განაგრძო.. "შენი თვალები მენატრება… მაგრამ მეშინია კიდეც, ბოლო მზერა რომ მახსენდება…" "ყველგან შენ ხარ…ყველგან შენ მელანდები. მინდა დაგივიწყო… გთხოვ, წადი ჩემი ცხოვრებიდან." - კიდევ ერთი ფურცელი. "სული მტკივა, დანიელ… შენ მე სული მატკინე." - დანიელმა ფურცლები ნელა ჩამოსწია, გულში რაღაც მძიმე ჩასწყდა, კითხვა ვეღარ გააგრძელა, ვერ შეძლო..თითოეული სიტყვა თითქოს პირდაპირ გულზე აწვებოდა, რამდენიმე წამი ჩუმად იდგა..შემდეგ ძალიან დაბალი ხმით თქვა: - როგორ გტკიოდა თურმე… ჩემო პატარავ… - თვალებით ისევ ფურცლებს დააშტერდა. - როგორ გტკიოდა… - ნელა დაკეცა წერილები, თავზე ხელი გადაისვა.. ამჯერად მის სახეზე არც ირონია იყო. არც ჩვეული ცინიკური ღიმილი. პირველად უყურებდა ამ ყველაფერს სერიოზულად..პირველად მიხვდა რა დატოვა უკან, რამდენად ღრმა ჭრილობა მიაყენა მის ჩიტს.. დანიელმა წერილები გულთან მიიტანა, შემდეგ ჩუმად თქვა: - აუცილებლად მოგირჩენ იარებს… - მის თვალებში ახლა უკვე ჯიუტი, მტკიცე გადაწყვეტილება ჩანდა. - აუცილებლად დამიბრუნდები ისევ ჩემო პატარავ!.. სასტუმროს ეზოში თითქმის ყველა მანქანა მშვიდად იდგა, ერთის გარდა. ძველი, ოდნავ დაღლილი მანქანა უკვე მეხუთედ ცდილობდა დაქოქვას. - აბა… მიდი… მიდი… მიდი… - კბილებში გამოსცრა ქეთიმ და გასაღები ისევ გადაატრიალა. - ოჰჰჰ არააა!! - საჭეს მუშტი დაჰკრა. - კარგი რაა ჩემო ლამაზო, დაიქოქეე.. სახლში მინდა წასვლაა! - საჭეს ეფერებოდა..მეორე სართულზე, ფანჯარასთან მდგომმა იშაიმ ეს სცენა დაინახა, რამდენიმე წამი უყურა, შემდეგ გაეღიმა. - ოჰ… მგონი ამ გიჟს დახმარება სჭირდება - ფანჯარა დახურა და ქვემოთ ჩავიდა, ქეთი ისევ ებრძოდა მანქანას. კიდევ ერთხელ… გასაღები გადაატრიალა..ქეთი უკვე მართლა გაბრაზდა. - აი ახლა თუ არ დაიქოქე, გეფიცები დაგწვავ! - მგონი ეგ მეთოდი არ იმუშავებს - ქეთი შეხტა და გვერდით გაიხედა, იშაი იდგა.. კაპოტს მიეყრდნო და სიცილს ძლივს იკავებდა. - უძილობა გაწუხებს? თუ რა გინდა აქ ? - ვიფიქრე დავეხმარებითქო - იშაიმ მანქანას დახედა, შემდეგ ისევ ქეთის. - ეს ჯართი გადააგდე. ვერ ხედავ? არ იქოქება - ქეთი მაშინვე აფეთქდა. - ჯართი არაა! მანქანაა! - ჰო, ძველი ისტორიული ექსპონატი. - ძალიან სასაცილოა! - ხელები გადაიჯვარედინა ქეთიმ. -ეს იყი დახმარება სულ? - იშაიმ კაპოტი გახსნა. - ვნახოთ აბა… რა ჭირს ამ გმირს - ქეთი გვერდით დაუდგა და ეჭვით უყურებდა. - გაფრთხილებ! თუ რამეს გააფუჭებ.. - უფრო მეტად როგორ გავაფუჭებ? - გაეცინა იშაის..რამდენიმე წამი რაღაცას ამოწმებდა, მერე ქეთის შეხედა. - სცადე ახლა - ქეთი საჭეს მიუჯდა, გასაღები გადაატრიალა, მანქანა ბოლოს და ბოლოს დაიქოქა. ქეთის თვალები გაუბრწყინდა. - დაიქოქააა!!! - მანქანიდან გადმოხტა და პირდაპირ ადგილზე ხტუნვა დაიწყო. - დაიქოქა! დაიქოქა! - იშაი სიცილით უყურებდა. - ვისი წყალობით? - მადლობა - მადლობის მაგივრად ღამის ბათუმი რომ დამათვალიერებინო უკეთესი იქნება - ქეთიმ წარბი ასწია. - ჰმ.. კარგი.. მე გიდი ვიქნები შენ ტურისტი.. წავედით.. - იშაი გვერდით დაჯდა. - იმედია შუა გზაში არ დაგვტოვებს ეს მანქანა - არა… ძრავას თუ არ გავთიშავ, ისე არ გაითიშება - ორივეს გაეცინა..ბათუმის ღამის ქუჩები ნელა გადიოდა მათ წინ, განათებები, ზღვის სუნი, ხმაური. იშაი ფანჯრიდან იყურებოდა. - საოცრად ლამაზია. - მადლობა ვიცი რომ ლამაზი ვარ - ქეთიმ სიცილით გადახედა იშაის, - ნაყინი მინდა.. გააჩერე აი იქ ჩამოსასხმელი ნაყინია - ახლა? - დიახ ახლა მინდა. გამიჩერე - მანქანა გააჩერა, იშაი გადავიდა. როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი გადადგა… - პიპიპიპიპიპი! - ქეთი უსიგნალებდა, იშაი შემოტრიალდა. - რა მოხდა?! - ჩქარა! - ფანჯრიდან დაუყვირა ქეთიმ სიცილით. - თორემ მანქანა ჩამიქვრება! - იშაი სიცილით წავიდა ნაყინის საყიდლად, რამდენიმე წამში დაბრუნდა ორი ნაყინით. - აი, აიღე - ვერ ვიტან მარწყვის ნაყინს.. შოკოლადის მიყვარს - არ ვიცოდი.. სხვათაშორის დანიელიც შენსავითაა, მასაც არ უყვარს მარწყვის და შოკოლადს ჭამს მხოლოდ.. ქეთის გაეცინა, იშაი აკვირდებოდა. მის სიცილს, მის თვალებს..მის მიმიკებს..უცებ წარბი შეკრა. - უცნაურია..როცა იცინი… ვიღაცას ძალიან მაგონებ. - ქეთიმ ინტერესით შეხედა. - ვის? - იშაი დაფიქრდა. - არ ვიცი… ვერ ვიხსენებ. - ქეთიმ მხრები აიჩეჩა. - ალბათ რომელიმე ლამაზ გოგოს. - ალბათ - გაეცინა იშაის..ცოტა ხანში ისევ სასტუმროსთან დაბრუნდნენ. - კარგი გასეირნება გამოვიდა.. თურმე შეგვძლებია საერთო ენის გამონახვა და არც ისეთი ცუდი ვარ - ჰო, თუ ბოროტი ჯადოქარივით შეყვარებულებს არ დააშორებ მაშინ კარგი იქნები - გაეცინა ორივეს.. დილით სასტუმროს ფოიეში უკვე მოძრაობა იყო. სტუმრები მოდიოდნენ, მიდიოდნენ, პერსონალი საქმით იყო დაკავებული..თემო ბართან იდგა და რაღაცებს აწყობდა, ამ დროს ლიფტიდან დანიელი გამოვიდა, სახეზე აშკარად ცუდი განწყობა ეწერა.. ღამე თითქმის არ ეძინა ლიზას წერილები ისევ და ისევ ახსენდებოდა. ფოიეში გაჩერდა, თემოს შეხედა და მშრალი ხმით თქვა: - ჰეი, შენ. - თემო შემობრუნდა. - დიახ? - წვენი მომიტანე - თემომ წარბი შეკრა. - მე ბარმენი არ ვარ - დანიელმა ირონიულად ჩაიცინა. - მართლა? ვერ შევამჩნიე.. რა მნიშვნელობა აქვს,წვენი მინდა! შენ აქ მუშაობ, მე კი სტუმარი ვარ! - მე ბარმენი არ ვარ გიმეორებთ! ის რასაც თქვენ ითხოთ ჩემს სამსახურში არ შედის - თავხედი ხომ ხარ?! თანამშროლებზე სდევნა ხომ შედის შენს სამსახურში? - ამ დროს გვერდიდან გაცოფებული ქეთის ხმა გაისმა. - როგორ ბედავ ჩემს თანამშრომლებს ასე რომ ელაპარაკები? - ყველამ მათკენ გაიხედა..ქეთი სწრაფი ნაბიჯით მივიდა მათთან, თემოს გვერდით გაჩერდა. - თუ რამე გინდა, ნორმალურად ითხოვე, ეს ადგილი შენი პირადი მომსახურების ცენტრი არ არის! - დანიელმა ნელა შეხედა, მის თვალებში წამში გაჩნდა სიბრაზე. - შენ როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს? - ხმა აუწია. - არ დავუშვებ უსამართლობას ჩემი თანამშრომლების მიმართ!! მიუხედავად იმისა რომ.. - ქეთიმ წინადადება აღარ დაასრულა - შენ იცი მე ვინ ვარ? -ვიცი! ჩემზე უკეთ არავინ იცის ვინ ხარ!- ამ დროს თვალები აუწყლიანდა, დანიელმა წარბები შეკრა. - შენ არაფერი არ იცი! - დანიელი უკვე პირდაპირ მის წინ იდგა. - ვინ ხარ საერთოდ? - მკაცრად უთხრა. - რა ოჯახში გაიზარდე? ზრდილობა საერთოდ არ გასწავლეს? სტუმართან საუბარი არ იცი! - ქეთის თვალებში წყენა გაჩნდა.. უსაშველო გულისტკივილი.. - რატომ ყოფ შენს გრძელ ცხვირს ყველგან? - გაბრაზებულმა უთხრა. - ვინ გთხოვა ჩარევა? მე პრობლემა მასთან მაქვს!! - ახლა ორივე უკვე პირისპირ იდგა, თითებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.. ერთნაირად ბრაზობდნენ, ერთნაირი მიმიკებით..სწორედ ამ დროს ფოიეში ლიზა შემოვიდა, მეორე მხრიდამ იშაიც გამოჩნდა.. გაოცებული უყურებდნენ სცენას..დანიელი ყვიროდა, ქეთი არ თმობდა..იშაი გვერდიდან უყურებდა მათ და სწორედ მაშინ გულის სიღრმეში ყველაფერს მიხვდა.. ისინი ერთმანეთს ისე ჰგავდნენ იმ მომენტში…იმავე სიბრაზით, იმავე ჟესტებით, იმავე გამომეტყველებით. - არამკითხე მოამბე ხარ!! - ქეთიმ ვეღარ გაუძლო საკუთარი ძმისგან მსგავს სიტყვებს, თვალები აუცრემლიანდა..შეტრიალდა და სწრაფად გარეთ გავარდა,კარი ძლიერად გაიჯახუნა..გარეთ გაჩერდა ღრმად სუნთქავდა..იშაი მაშინვე გაეკიდა. - ქეთი! - ის რამდენიმე ნაბიჯში დაეწია. - ქეთი, მოიცადე! - დაიჭირა აღელვებული, საშინლად აფორიაქებული ქეთი.. ცდილობდა მისთვის სუნთქვა დაემშვიდებია, ძლიერად მოჰკიდა ხელი და გულთან მიიკრა - დაწყნარდი.. ის ასეთია.. უხეშია, ნუ მიიტან გულთან მის სიტყვებს.. შენც ასეთი ხარ..რა გიკვირს? ერთმანეთის ასლები ხართ - ქეთიმ იშაის ამოხედა - ვიცი ყველაფერი.. მივხვდი.. მივხვდი რომ მისი და ხარ.. - ცრემლები კიდევ უფრო მოერია - ვინ ხარო.. სად გაიზარდეო.. როგორ მინდოდა მეთქვა ვინც ვიყავი! მაგრამ ვერ შევძელიი.. ვერ შევძელი მეთქვა რომ მისი და ვარ.. რომ ჩემი გულისთვის დატოვა დედამ ბავშვთა სახლში - სლუკუნს მოუმატა და უფრო მეტად მიეკრო იშაის მკერდზე.. ამ დროს ფოიეში, ლიზა გააფთრებული დანიელთან მივიდა და ძლიერად ჰკრა ხელი მკერდში. - რა ადამიანი ხარ?! - დანიელი გაკვირვებული უყურებდა. - რა სიტყვები უთხარი გოგოს?! - ღირსი იყო - გაბრაზებულმა თქვა დანიელმა. - თავი მომაბეზრა უკვე. - ღირსი იყო?! შენ ასე ლაპარაკის უფლევა არ გაქვს მასთან!! არ გაქვს უფლება გული ატკინო! - ხმას უფრო და უფრო უწევდა ლიზა, დანიელი გაბრაზდა. - ვინ ჯანდაბაა საერთოდ ეს გოგო?! რატომ გადამეკიდა?! რატომ იცავ?! - ლიზა გაბრაზებით უყურებდა. - იდიოტი ხარ! ვერაფერს ვერ ხვდები და ვერ ხედავ! ბრმა იდიოტი ხარ!! - რას უნდა მივხვდე?! - დაუყვირა დანიელმა..ლიზამ აღარ უპასუხა, ისიც სწრაფად გარეთ გავარდა, თუმცა ქეთი იშაისთან ერთად წასული დახვდა.. საღამოს სასტუმროს ფოიეში შედარებით მშვიდი გარემო იყო.. რამდენიმე სტუმარი დივნებზე იჯდა, ფონად წყნარი მუსიკა ისმოდა, ქეთი რეცეფშენის მაგიდასთან იდგა და რაღაცებს ამოწმებდა..ხან ფურცლებს ალაგებდა, ხან კომპიუტერში რაღაცას ამოწმებდა, სახეზე ისევ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. ფოიეს მეორე მხარეს დანიელი იჯდა. ხელში ტელეფონი ეჭირა, ბრაზით გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს.. ორივეს შორის აშკარად დაძაბული ჰაერი ტრიალებდა..ქეთი რაღაცას ეუბნებოდა თანამშრომელს და თან ხელებით აქტიურად ჟესტიკულირებდა, დანიელმა უნებურად დააკვირდა. ჯერ უბრალოდ გაბრაზებულად,მაგრამ შემდეგ…რაღაც უცნაური შეამჩნია მის ღიმილში..მის მკაცრ გამოხედვაში.. მის ხელების მოძრაობაში..რაღაც ძალიან ნაცნობი იყო..დანიელი ოდნავ წინ გადაიხარა..ეს მანერა…ქეთიმ რაღაცაზე გაიცინა თანამშრომელთან და სწორედ იმ სიცილში დანიელს თითქოს გულში რაღაც მოეკვეთა. მის თავში უცებ ამოტივტივდა ძველი სურათები..ბავშვობის ეზო..პატარა გოგო, შავი თმა, დიდი თვალები. მისი სიცილი.. მისი ხმა..დანიელს სუნთქვა შეეკრა. - არა… - თავში უეცრად დაჰკრა აზრმა.. მის თვალწინ დის სახე წარმოუდგა, პატარა ქეთი..მაშინვე გაახსენდა მის დასაც ქეთი ერქვა..აქამდე რატომღაც არასდროს მიუქცევია ამისთვის ყურადღება, არასდროს დაფიქრებულა, დანიელი ნელა წამოდგა..ის ძლიერი, ამაყი დანიელი, რომელიც ყველას ზემოდან უყურებდა, ახლა დაბნეულ კაცს ჰგავდა..კაცს, რომელსაც ეჭვი შიგნიდან ღრღნიდა..ნელი ნაბიჯით მივიდა რეცეფშენთან, ქეთი მუშაობას აგრძელებდა, უცებ იგრძნო რომ ვიღაც ძალიან ახლოს იდგა, თავი ასწია. დანიელი ცნკბისმოყვარეობით უყურებდა.. - რა გინდა? - მკაცრად ჰკითხა. - არ გეყო? კიდევ უნდა მეჩხუბო? - დანიელი ხმას არ იღებდა, უბრალოდ უყურებდა, ისე, თითქოს პირველად ხედავდა..ქეთი უკვე აშკარად დაბნეული იყო. - რა გჭირს? რას მიყურებ? - დანიელმა ნელა ჩამოსწია მზერა, რეცეფშენის მაგიდაზე ქეთის ბეიჯი იდო.. ხელი გაუწოდა, აიღო.. ქეთი გაკვირვებული უყურებდა..დანიელმა ხმამაღლა წაიკითხა, ბოხიანი, გამკრთალი ხმით - ქეთი… აბაშიძე… ******** ფოიეში ჰაერი თითქოს გაჩერდა, დანიელს ხელში ქეთის ბეიჯი ეჭირა. - ქეთი აბაშიძე.. - ქეთი მის წინ იდგა, სუნთქვა სწრაფი ჰქონდა, თვალები უციმციმებდა..მის სახეზე ერთდროულად იყო შიში, იმედი და სიხარული.. გულში ფიქრობდა იქნებ ახლა მაინც…იქნებ ახლა მაინც შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი… დანიელი კი ჩუმად იდგა..მისი სახე უცნაურად გაცივებული იყო, თვალებში ტკივილი ჩანდა… მაგრამ უფრო მეტად წყენა. და-ძმა ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, ფოიეს მეორე მხარეს ლიზა იდგა, იშაიც იქვე იყო..ორივენი გაფაციცებით უყურებდნენ, ყველა ელოდებოდა რა მოხდებოდა ახლა.. მოულოდნელად დანიელმა ბეიჯი მაგიდაზე მოისროლა! თითქოს ეს საერთოდ არაფერს ნიშნავდა, შემოტრიალდა და წასვლა დააპირა. ყველა გაოგნებული დარჩა..ქეთის თვალებში ჯერ დაუჯერებლობა გაჩნდა, შემდეგ კი სისხლი თავში აუვარდა, ხელი ძლიერად დაარტყა მაგიდას. - არაფერს იტყვი?! - დაუყვირა. - ასე უბრალოდ შეტრიალდები და წახვალ?! - დანიელი შუა გზაში გაჩერდა, ნელა შემოტრიალდა, მისი სახე ცივი იყო..მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, თითქოს რაღაც საშინლად აწვებოდა შიგნიდან..ქეთის მიუახლოვდა ძალიან ახლოს და ირონიული სიცილით უთხრა: - რა გინდა რომ გითხრა? - თვალებში ჩახედა. - რას ელოდები ჩემგან?! - მერე სიცილი გაეპარა. - გინდა მოვიდე და გულში ჩაგიკრა?- ხმას აუწია. - სიხარულით ჩაგეხუტო და გითხრა: ჩემო საყვარელო დაიკო, მე აქ ვარ? - სიცილი უკვე ხმამაღალი გახდა, თითქოს საკუთარ თავს დასცინოდა. - ეს გინდა?! - ის ბოლო ხმაზე იცინოდა.. ქეთი ცრემლმორეული იდგა, სიმწრისგან ვერაფერს აკეთებდა..ხმა არ ამოსდიოდა, დანიელმა უცებ იყვირა: - მიპასუხე!! - ფოიეში ექო გაისმა, ყველას ყურადღება მათკენ იყო მიმართული - რას ელოდები ჩემგან?! - მერე უფრო ხმამაღლა: - ვინ ვართ მე და შენ ერთმანეთისთვის?! - ქეთის ხმა ძლივს ამოვიდა. - მე… შენი და… - არ გაბედო!! - დაუყვირა დანიელმა. - არ გაბედო ამის თქმა!! - მისი თვალები ბრაზით ანათებდა - მე და არ მყავს! - მკერდზე ხელი მიიდო. - მე დანიელ კოენი ვარ! სარა კოენის და მოშე კოენის შვილი! - თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებდა ამას. - მე დავიბადე ისრაელში და იქ გავიზარდე!. - მე არაფერი მაქვს საერთო არც შენთან და არც ამ ქვეყანასთან! - მერე ხელი უცებ ლიზასკენ გაიშვირა. - ერთადერთი რაც საქართველოსთან მაკავშირებდა ის იყო! - ქეთიმ ვეღარ მოითმინა, დანიელს საყელოში ჩაავლო ხელი და ბოლო ხმაზე უყვირა: - მოგწონს თუ არა მე შენი და ვარ!! - მისი ხმა კანკალებდა. - რეალობას ვერ შეცვლი!! - თითქმის ყვიროდა. - შენი და ვარ!! შენი და ვარრრ!! გაიგეე ეს!! - დანიელი ისევ იცინოდა, უცნაურად, უდიდესი ტკივილით.. ქეთი ტირილით აგრძელებდა: - მე და შენ მზიას შვილები ვართ! ერთად ვთამაშობდით! ერთად ვიზრდებოდით! მან გაგვაჩინა ორივე!! - დანიელის სახე წამში შეიცვალა, სიცილი გაქრა..თვალები უცებ გამკაცრდა. - და მან მიმატოვა!! - დაუყვირა. - არ დაგავიწყდეს ეს!! მან მიმატოვა და მომატყუა რომ მომაკითხავდა!! - ქეთის ცრემლები უკვე ღვარად ჩამოსდიოდა. - მან ეს იმიტომ გააკეთა რომ… იმიტომ რომ… - სუნთქვა გაეჩხირა, ვერ აგრძელებდა. - იმიტომ რომ… - ძლივს თქვა.. დანიელმა ყვირილით ჰკითხა: - რატომ?! რატომ გააკეთა?! - ქეთიმ თავი გააქნია. - არა… არ შემიძლია - ჩურჩულით თქვა, შემდეგ უცებ შეტრიალდა და გარეთ გავარდა, ძლივს სუნთქავდა, ფოიეში სიჩუმე ჩამოვარდა, დანიელი შუაში იდგა, გაშეშებული, ახლა აღარ იცინოდა, აღარც ირონიის თავი ჰქონდა, აღარც სიტყვები..ის უბრალოდ იდგა…და ვერაფერს აკეთებდა..მერე მოულოდნელად შეტრიალდა და ოთახისკენ გაიქცა..გარეთ ქეთი თავისი მანქანისკენ გაიქცა, ცდილობდა დაქოქვას, ხელები უკანკალებდა..მაგრამ არ დაიქოქა, გადმოვიდა პირველივე ტაქსიში ჩაჯდა და სწრაფად წავიდა იქედან..იშაი უკან გაეკიდა. - ქეთი!! მოიცადე!! - მაგრამ უკვე გვიანი იყო, ის ვერ დაეწია..ამ დროს გარეთ ლიზაც გამოვარდა. - წავიდა? - სწრაფად ჰკითხა, იშაიმ სევდიანად ამოისუნთქა. - ტაქსით წავიდა…ვერ დავეწიე. - ლიზას სახე დაძაბული ჰქონდა, ერთი წამიც არ დაუკარგავს, სწრაფად შემობრუნდა და სასტუმროში შევარდა. პირდაპირ დანიელის ოთახისკენ გაიქცა.. მიუხედავად ყველაფრისა… მიუხედავად იმისა რომ დანიელმა ქეთის საშინლად ატკინა გული… ლიზა მაინც ვერ ბრაზობდა ბოლომდე მასზე. რადგან ყველაზე კარგად იცოდა რამდენი ტკივილი ჰქონდა დანიელს გულში, როგორ იტანჯებოდა წლების განმავლობაში, როგორ ებრძოდა საკუთარ თავს, როგორ ცდილობდა დაევიწყებინა გიორგი აბაშიძე…და მაინც…საიდუმლოდ სწავლობდა ქართულად წერას, კითხვას, საუბარს. თითქოს გულში მაინც უნდოდა არ დაეკარგა ის ნაწილი, რომელიც საქართველოდან მოდიოდა. ლიზა დანიელის ოთახში დაუკაკუნებლად შევარდა..ოთახში მძიმე სიჩუმე იდგა, დანიელი საწოლთან ჩამუხლული იჯდა, მაღალი, ძლიერი კაცი ახლა თითქოს სრულიად დამსხვრეულიყო..თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, არ ამოუხედავს. ისედაც მიხვდა რომ ლიზა იყო, ლიზა ნელა მიუახლოვდა, მის გვერდით ჩამოჯდა საწოლთან..რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა, შემდეგ ხელი ფრთხილად დაადო მხარზე და ჩუმად დაიწყო: - ვიცი… როგორ გტკივა გული… - პაუზა გააკეთა. - მაგრამ მასაც არანაკლებად სტკივა - დანიელმა ნელა ასწია თავი, ლიზას შეხედა..მის თვალებში ისეთი სევდა იდგა, რომ ლიზას გულიც შეეკუმშა. დანიელმა ჩუმად თქვა: - ის დედასთან გაიზარდა… - ხმა ნელა გაუმკაცრდა. - ის არ გაუშვილებიათ, ის არ მიუტოვებიათ - ლიზას პირდაპირ თვალებში ჩახედა. - რანაირად სტკივა? - ლიზამ მშვიდად უპასუხა: - სტკივა… დამიჯერე - ცოტა წინ გადაიხარა. - მოუსმინე და მიხვდები რატომაც გეუბნები ამას..უბრალოდ მოუსმინე - ხმა უფრო თბილი გაუხდა, შემდეგ ჩუმად დაამატა: - იგივე შეცდომას ნუ დაუშვებ რაც ჩემთან გააკეთე… - დანიელმა მზერა აარიდა. - ნუ იქნები სასტიკი, დანიელ…მოუსმინე მას… - დანიელმა თავი გააქნია, ხმა ჩაუწყდა. - არ შემიძლია… - თვალები აუწყლიანდა. - ასე მგონია ამით დანიელ კოენს ვუღალატებ, ლიზა…არ შემიძლია… - სიტყვები ძლივს თქვა, ცრემლი ჩამოუვიდა და მოულოდნელად თავი ლიზას კისერში ჩარგო, ლიზას ხელები წამით ჰაერში გაუშეშდა, თითქოს არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, შემდეგ ფრთხილად მოხვია ხელები მხრებზე.. თავი ოდნავ ააწევინა, თვალებში ჩახედა. - გადააბიჯე შენს წყეულ სიამაყეს… მიდი შენს დასთან…და გულში ჩაიკარი - მის ხმაში ტკივილი იგრძნობოდა. - ნუ დაკარგავ მას… ჩემსავით… - დანიელმა მისი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ჩახედა. - მე შენ არ დამიკარგიხარ… -ჩურჩულით თქვა. - შენ ისევ ჩემი იქნები, ლიზა… - უნდოდა ისევ მის გულში ჩარგულიყო, მაგრამ ლიზა წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. - თუ გინდა რომ რაიმე შანსი გვქონდეს… ჯერ ქეთის ელაპარაკე - დანიელმა მაშინვე ჰკითხა: - სად ვნახავ? - ლიზას ოდნავ გაეღიმა.. სწორედ ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა, კარი გაიღო, იშაი შემოვიდა, ლიზას დანახვაზე აშკარად დაიბნა. - მაპატიეთ… მე არ ვიცოდი… გავალ… - თქვა უხერხულად - არა, არა..შემოდი, არ წახვიდე - საათს დახედა. - ქვემოთ უნდა ჩავიდე. რეცეფშენს დიდხანს ვერ დავტოვებ - იშაიმ ჩუმად თქვა: - ქეთი ისე წავიდა…ძალიან განერვიულებული.. ვღელავ მასზე - დანიელმა მაშინვე შეხედა, წარბი ასწია. - როდის მერე ღელავ ქეთიზე? - იშაიმ მხრები აიჩეჩა. - ძმაო… ცუდად გამოიყურებოდა - ოთახში წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ლიზამ თქვა: - მე ვიცი სადაც წავიდოდა - ორივემ ერთდროულად ჰკითხა: - სად? - მახუნცეთი.. შორს არაა. იქ იქნება… დეიდამისთან.. როცა ცუდადაა, სულ მასთან მიდის - დანიელმა ჩუმად თქვა: - დეიდა… - ცოტა ჩაფიქრდა.. - ბუნდოვნად მახსოვს… - ლიზამ საათს კიდევ ერთხელ დახედა. - ორ საათში ცვლას ვასრულებ და წავიდეთ.. იცოდე, წამოხვალ! - თითი დაუქნია დანიელს, დანიელმა ამოისუნთქა. - კარგი, კარგი…წამოვალ - ამ დროს იშაიმ თქვა: - მოდი ასე მოვიქცეთ… მე ახლა წავალ.. თქვენ ერთად წამოდით - დანიელმა და ლიზამ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ორივემ იშის შეხედა. - ანუ? უბრალოდ… მარტო რომ არ იგრძნოს თავი.. ჯერ მე მივალ, მერე თქვენ წამოდით. - იშაი ოდნავ დაიბნა, რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდნენ. შემდეგ ლიზამ თავი დაუქნია. - კარგი წადი.. ქეთი სამზარეულოს პატარა მაგიდასთან იჯდა, მის წინ არაყის ბოთლი იდგა..ლილი დეიდა მის მოპირდაპირედ იჯდა და შეშფოთებული უყურებდა, ქეთიმ ჭიქა კიდევ ერთხელ შეავსო. - ასე იყო დეიდა… - ხმადაბლა თქვა და ჭიქა ერთიანად გადაკრა. - ასე მომექცა ჩემი საკუთარი ძმა… ჩემი გიორგი… მას ვძულვარ… - თვალები აევსო, უკვე მეხუთე ჭიქა დალია, სახე შეწითლებული ჰქონდა..ლილი დეიდამ თავი გააქნია. - კარგი შვილო… ნუ განიცდი, დრო სჭირდება… დააცადე.. იმ გოგოს როგორ მოექცა ხომ ნახე… მაგრამ მაინც დასდევს ახლა - ქეთიმ თავი გააქნია. - ის სხვა შემთხვევა იყო დეიდა… ეს სხვაა… - კიდევ ერთი დალია - მას ძალიან წყდება გული ჩვენზე - ხმა აუკანკალდა. - რომ გაიგებს… რომ ჩემს გამო მიატოვა დედამ… შენი აზრით შემიყვარებს?…- ცრემლები ჩამოუვიდა.. ლილი დეიდა მაშინვე წამოდგა. - ნუღარ სვამ მეტს! - ბოთლისკენ ხელი გასწია.. - დათვერი უკვე! მომეცი ეს აქ! - მაგრამ ქეთიმ ბოთლი ხელში აიღო და არ დაანება. - არა! - თავი გააქნია. - მინდა! მინდა დავივიწყო ყველაფერი! ლიზასავით მინდა ალკოჰოლმა მიშველოს! - თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე..ზუსტად ამ დროს ეზოდან მანქანის ხმა გაისმა, ლილი დეიდა ფანჯარასთან მივიდა. გარეთ გაიხედა..ქეთიმ დაბნეულად ჰკითხა: - ვინ არის დეიდა? - ქალმა დაბნეულმა უპასუხა: - შენი მანქანაა შვილო. - ქეთის გაეცინა. - დეიდა შენ ხარ მთვრალი თუ მე? ჩემს მანქანას აქ რა უნდა? - ლილი დეიდამ ისევ გაიხედა. - მართლა შენი მანქანაა, ვიღაც ბიჭია. - ქეთი ბარბაცით წამოდგა, ფანჯარაში გაიხედა და როცა დაინახა, სახე უცებ გაუბრწყინდა. - იშოოო! - მაშინვე გარეთ გავარდა, იშაი მანქანასთან იდგა, ქეთი პირდაპირ მასთან მივარდა. - როგორ ხარ? - იშაიმ ღიმილით ჰკითხა. - კარგად. შენ? ჩემი ფერია მომიყვანე? - ქეთიმ მანქანაზე მიუთითა. - ჰო, ვიფიქრე მოგენატრებოდა.. - ქეთიმ გაკვირვებით ჰკითხა: - რანაირად დაქოქე? - იშაიმ მხრები აიჩეჩა. - სული შევუბერე და დაიქოქა - ორივეს სიცილი აუვარდათ, ქეთიმ ხელი ჩაჰკიდა. - მოდი შემოდი! ეს ჩემი საყვარელი ლილი დეიდაა, გაიცანი - იშაი სახლში შევიდა, ზრდილობიანად გაუწოდა ხელი ლილის - სასიამოვნოა. - შემდეგ იშაიმ არაყის ბოთლს გადახედა - ეს რა არის ქეთი? რას გავხარ? - ქეთიმ მხრები აიჩეჩა. - დარდს ასე ვაყოლებ. შენმა მეგობარმა მიწასთან გამასწორა! - რა გეწყინა მისგან? ერთნაირი გიჟები ხართ ორივე! ზუსტად ერთნაირები! ერთმანეთს დახოცავთ მოსისხლე მტრებივით და მერე ვითომ არაფერი, დარწმუნებული ვარ ორ დღეში ერთმანეთზე უკეთესი არავინ გეყოლებათ. - ქეთიმ ბოთლი აიღო. - მოდი ჩემთან ერთად დალიე იშო - იშაიმ მაშინვე გააპროტესტა. - იშო არა! იშაი! - ქეთიმ ხელი აიქნია. - რა მნიშვნელობა აქვს? - აქვს! - ქეთიმ უკვე ჭიქაში ჩაასხა არაყი - მოდი მოდი! - იშაიმ თავი გააქნია. - არ მინდა. - როგორ არ გინდა? - ქეთიმ ბოთლი ასწია. - ნამდვილი ჭაჭა გასინჯე! სულ კი არ გექნება ამის დალევის სიამოვნება - იშაი ისევ უარზე იყო. - არ ვსვამ. - ქეთიმ თვალები მოჭუტა. - ნუ მაწყენინებ, გთხოვ… - იშაიმ ამოისუნთქა. - კარგი… მხოლოდ ერთი ჭიქა - ერთი საათის შემდეგ…იშაი უკვე მეექვსე ჭიქაზე იყო, ქეთი კი მეთორმეტეზე, მაგრამ სასმელი იშაის უფრო ჰქონდა მოკიდებული, ქეთი ხმამაღლა იცინოდა..იშაი ბარბაცებდა. - ქეთიიი… - ენა ებმოდა. - შენ იცი რომ… რომ… რომ… - მერე უცებ გაჩუმდა. - რა უნდა მეთქვა? - ქეთი სიცილით იკეცებოდა. - არ ვიცი! შენ დაიწყე! - იშაი უცებ ფეხზე წამოდგა. - მე… ახლა… ვიმღერებ! - და სრულიად სერიოზული სახით დაიწყო საქართველოს ჰიმნის სიმღერა, აქცენტით მღეროდა, ქეთი სიცილით დაიხრჩო. - ღმერთოოოო! გაჩერდი! - ლილი დეიდა სამზარეულოს კარიდან უყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა, იშაიმ ხელი ქეთის ჩაავლო. - ახლა ვიცეკვოთ! - და უცებ დაიწყო უცნაური ცეკვა, ქეთიც აჰყვა..ორივე ბარბაცით ცეკვავდა.ხან ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ხან სკამს, ხან მაგიდას. - ფრთხილად! - სიცილით ყვიროდა ქეთი, იშაიმ ხელი ჰაერში ასწია. - მე პროფესიონალი ვარ! - და მაშინვე კინაღამ დაეცა, ქეთიმ ძლივს დაიჭირა.. ორივე ისევ სიცილით იგუდებოდა. უცებ ქეთიმ ხელი ჩაავლო. - წავიდეთ! - იშაი გაოგნდა. - სად? - აქაურობა უნდა დაგათვალიერებინო! - ფეხით? თუ ფერია წაგვიყვანს? - ჰოო ფეხით სჯობს - ეზოში გამოვიდნენ, ლილი დეიდა კარიდან უყურებდა. - შვილო! ასე მთვრალები სად მიდიხართ? - ქეთიმ ხელი დაუქნია. - მალე მოვალთ დეიდა! - იშაის მხარზე ჩამოეკიდა. - იშოს აქაური სამოთხე უნდა ვაჩვენო- იშაი გაბრაზდა. - იშო არააა! - მაგრამ ქეთი უკვე სიცილით მიათრევდა, ორივე ბარბაცით და ხარხარით წავიდნენ სოფლის გზაზე.. ლიზამ სამუშაო დაასრულა, დანიელთან ერთად ტაქსით სოფლის გზისკენ მიიწევდნენ..მანქანის უკანა სავარძელზე დანიელი და ლიზა ისხდნენ,მძღოლი წინ მშვიდად ატარებდა მანქანას..უკან კი… სიმშვიდდ ნამდვილად არ იყო, დანიელი სულ რაღაცას მაიმუნობდა, ჯერ თითით ლიზას თმას წაეთამაშა.. ლიზამ მაშინვე ხელი მწარედ დაარტყა. - აუჩ! - ჩუმად დაიყვირა დანიელმა, მძღოლმა სარკეში გამოიხედა.. უკანა სავარძელზე ორივე სიცილს ძლივს იკავებდა.. შემდეგ ლიზას გვერდიდან ხელზე უჩქმიტა.. - დანიელ! ნერვებს ნუ მიშლი! - საერთოდ არაფერს ვაკეთებ - ლიზამ თვალები მოჭუტა და რაც შეიძლება შორს გაიწია სავარძელზე..დანიელმა ჩუმად ჩაიცინა..მერე უცებ თავი მის მხარზე დაადო..ლიზა მაშინვე გასწორდა. - მოაშორე თავი! - ვიძინებ… - ზელი ჰკრა თავზე და ძალით მოიშორა - აუტანელო!! - მძღოლმა ისევ სარკეში გამოიხედა.. - ცოლ-ქმარი ხართ ახალგაზედებო? - არა! - სწრაფად უპასუხა ლიზამ - კი! - იმ დროს უთხრა დანიელმაც.. მძღოლი დაიბნა.. ლიზას გაეცინა ჩუმად..რამდენიმე წუთში ტაქსი გაჩერდა. - აქედან ფეხით უნდა მიხვიდეთ - თქვა მძღოლმა, ორივენი გადმოვიდნენ. გარშემო მთის ჰაერი იდგა..მდინარე ხმაურით ჩქეფდა სადღაც ახლოს.. რამდენიმე წუთი იარეს, უცებ გზა ვიწრო საცალფეხო ხიდთან მივიდა.. ქვეშ ღრმა მდინარე მიედინებოდა.. ლიზა მაშინვე გაჩერდა. - არა მე აქ ვერ გავივლი! მეშინია! - ფეხებს აბაკუნებდა, დანიელს გაეცინა. - რისი გეშინია? წამოდი. - არაა! ვერა! - დანიელმა უცებ დაეტაკა და ზურგზე მოიკიდა. - წავედით! - ლიზამ მაშინვე კივილი დაიწყო. - დამსვი იდიოტო!! დამსვი!! - ხელებს ურტყამდა ზურგზე, დანიელი იცინოდა, ბოლოს დასვა, ლიზა გაბრაზებული იდგა..დანიელმა ხელი გაუწოდა. - წამოდი. - არა! - არაფერია საშიში, ჩემს გვერდით ხარ- ლიზამ წარბი ასწია. - შენ დამიცავ? - დანიელმა მშვიდად უპასუხა: - კი! მე დაგიცავ, სიცოცხლის ფასადაც კი! წამოდი - ხელით ისევ გაუწოდა, ლიზა რამდენიმე წამი ყოყმანობდა, შემდეგ მაინც ჩასჭიდა ხელი. - ოღონდ ნელა…- ისინი ხიდზე გავიდნენ, ლიზა კანკალით მიდიოდა, თითქმის თვალდახუჭული. - ქვემოთ არ ჩაიხედო! - იმეორებდა, დანიელი კი სრულიად მშვიდად მიდიოდა..ხანდახან კიდეც ეცინებოდა. - ლიზა, თვალები გაახილე. - არა! - არაფერი მოხდება - ლიზა თვალდახუჭული მიაბიჯებდა, უცებ დანიელი გაჩერდა..ლიზა შეჩერდა. - რატომ გავჩერდით? - შიშით ცალი თვალი გაახილა, ნახა რომ ხიდის შუაში იდგნენ. - დანი… წავიდეთ…- დანიელმა ხელი მხარზე დაადო. - ნახე, შეხედე რა სილამაზეა - მის წინ ბუნებაზე მიუთითა. - შეხედე, თვალები გაახილე - ლიზამ ძლივს გაახილა მეორე თვალიც და გაჩერდა, მის ქვემოთ ულამაზესი ხეობა იშლებოდა, მწვანე ტყე. ვერცხლისფერი მდინარე..მთები, ქარი ნელა არხევდა ხეებს, ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა, მის სახეზე ღიმილი გაჩნდა - მართლა ძალიან ლამაზია… ცოტა ხნით უბრალოდ იდგა და ბუნებას უყურებდა, შიში თითქოს ნელ-ნელა გაქრა, დანიელი ნელა მიუახლოვდა უკნიდან, ძალიან ახლოს..ქარი ლიზას თმას უწეწავდა..დანიელმა თავი ოდნავ დახარა და ღრმად ჩაისუნთქა ალუბლის სურნელი..ის სურნელი… რომელიც სიგიჟემდე უყვარდა.. 🍒 ლიზა უცებ შემობრუნდა და ძალიან ახლოს დაინახა მისი სახე, დაიბნა. - რას აკეთებ? - ჰკითხა დაბალი ხმით - უკან გაიწიე დანიელ.. - დანიელი ისევ ახლოს იდგა. - გთხოვ… - ლიზამ ახლა მკაცრად თქვა: - გაიწიე დანიელ! - დანიელმა ნაბიჯი უკან გადადგა, ლიზამ აღარაფერი თქვა, უბრალოდ შემოტრიალდა და სირბილით გაიარა ხიდის დარჩენილი ნახევარი.. სოფლის ვიწრო გზაზე ქეთი და იშაი ბარბაცით მიდიოდნენ..მზე მთებს ჩასცქეროდა, ჰაერში სიგრილე და სველი ბალახის სუნი იდგა..ქეთი ხან გზის შუაში ჩერდებოდა, ხან იშაის ხელს ექაჩებოდა. - შეხედე! - უცებ გაჩერდა და ხელით ხეებისკენ მიუთითა. - რა ლამაზია აქ… - ჰო… მართლა ლამაზია. - ამას შეხედე! - ქვემოთ წყალი ჩქეფდა, იშაიმ ღრმად ჩაისუნთქა. - მგონი პირველად ვხედავ ასეთ ადგილს - ქეთიმ მოულოდნელად ხელი ჩაავლო. - წამოდი! - და ბილიკზე გაიყვანა, იშაი ძლივს მიჰყვებოდა. - ქეთი… ნელა… მგონი მიწა მოძრაობს… - ქეთიმ სიცილით გადაიხარხარა - მიწა არ მოძრაობს იშო! - იშაი! - გაუსწორა მაშინვე. - კარგი კარგი… იშაი - მერე უცებ გაჩერდა, ისე ახლოს აღმოჩნდნენ, რომ თითქმის ერთმანეთს ეჯახებოდნენ.. ქეთი წონასწორობას კარგავდა, იშაიმ ხელი წელზე მოხვია, რომ არ დაცემულიყო..რამდენიმე წამი ასე დარჩნენ, ძალიან ახლოს, ქეთიმ ზემოთ ახედა..იშაიც ქვემოთ უყურებდა. ორივეს გაეცინა. - მგონი ორივე მთვრალები ვართ… - თქვა იშაიმ. - ცოტა - ჩაიკისკისა ქეთიმ, ქარი ნელა არხევდა მის თმას..იშაიმ ხელი ოდნავ გაუშვა, მაგრამ ისევ არ გაუშვია ბოლომდე..ქეთი ისევ მის მკერდთან იყო..ისინი ისევ ერთმანეთს უყურებდნენ..ნელა… ძალიან ნელა მიუახლოვდნენ ერთმანეთს, თითქოს კოცნას აპირებდნენ, მაგრამ ქეთიმ უცებ სიცილით უკან დაიხია. - არაა… არაა… - მერე ინანებ! - იშაიმ ხელები გაშალა. - მე? არასდროს! - ჰოოო? - ორივე ხმამაღლა იცინოდა, ცოტა ხანი ჩუმად მიდიოდნენ..ქეთი უცებ შეჩერდა..სახე უცნაურად მოეღრუბლა. - იცი რა? - რა? - ჰკითხა იშაიმ - ისეთ ხასიათზე ვარ… - პაუზა გააკეთა. - მინდა სიგიჟე ჩავიდინო - იშაიმ მაშინვე გაეცინა. - მეც! - მართლა? - ქეთიმ თვალები გააფართოვა. - აბა რა! მთვრალი ვარ… ახალგაზრდა ვარ… და ცხოვრება ერთხელ გვაქვს! - ზუსტად! - უცებ ხელი ჩაავლო, - მაშინ წამომყევი! - სად? - იშაი გაოცდა, ქეთიმ ეშმაკურად გაუღიმა. - სიურპრიზია! - და ხელი ჩაჭიდებული სწრაფად წაიყვანა სოფლის პატარა გზაზე - იშაი ბარბაცით მიჰყვებოდა. - ქეთი… სად მივდივართ? - ქეთიმ უკან მოიხედა, თვალები უბრწყინავდა. - სიგიჟის ჩასადენად!.. საბოლოოდ, ხიდის შემდეგ პატარა ბილიკი გაიარეს და ხეებს შორის უბრალო, ორ-სართულიანი სახლი გამოჩნდა. სახლს ეზო ჰქონდა, ძველი ღობე და ყვავილებით სავსე კუთხეები. ლიზამ ხმამაღლა დაუძახა: - ლილი დეიდაა! - რამდენიმე წამში კარის გაიღო, ქალი ეზოში გამოვიდა. ლიზა რომ დაინახა, მაშინვე გაეღიმა და სწრაფად მივიდა. - ლიზა! როგორ ხარ ჩემო გოგო? - გულში ჩაიკრა. - თქვენ როგორ ხართ? - ჰკითხა ლიზამ ღიმილით. - კარგად შვილო… არამიშავს… - ლიზამ ოდნავ გვერდით გაიწია. - ეს… - ქალმა დანიელს შეხედა, იმ წამს მისი თვალები სიყვარულით აივსო..დანიელს გული უცებ აუჩქარდა. ლილი დეიდა ძალიან ჰგავდა მის ნამდვილ დედას..ისეთი სახე… ისეთი თვალები…დანიელი მაინც ამაყად იდგა..ქალმა ჩუმად თქვა: - ვიცი… ეს ჩვენი გიორგია - ღიმილი გაეპარა, დანიელმა მაშინვე მკაცრად უპასუხა: - დანიელი! მე დანიელ კოენი ვარ - ლიზამ თვალები აატრიალა..ლილი დეიდამ თბილად გაიღიმა. - ვინც გინდა ის იყავი შვილო… ჩემთვის მაინც პატარა გიო ხარ - ნელა მიუახლოვდა, ხელები ოდნავ უკანკალებდა და ფრთხილად შეახო ხელი მის სახეს..დანიელს უცნაური გრძნობა დაეუფლა..ძალიან უცნაური..მკერდში რაღაც შეეკუმშა. ამაყმა დანიელმა ძლივს შეიკავა თავი.. ქალმა ჩუმად ჰკითხა: - შეიძლება… ჩაგეხუტო? ძალიან მენატრებოდი… - დანიელი რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, შემდეგ ნელა დაუქნია თავი..ლილი დეიდამ მაშინვე გულში ჩაიკრა..ისე ძლიერად, თითქოს წლები ელოდა ამ წამს..მის სახეს და ხელებს უკოცნიდა ცრემლიანად. - ჩემო ტკბილო… დეიდას ლამაზო ბიჭო… როგორი კარგი ხარ… როგორი ბედნიერი ვარ რომ ეს დღე დადგა… - მკერდთან ძლიერად მიიკრა, დანიელის თვალებიდანაც ცრემლები ჩამოვარდა.."რკინის კაცსაც" კი გადმოსცვივდა რამდენიმე ცრემლი..ისიც კანკალებდა, რამდენიმე წამში ჩუმად ჰკითხა: - რატომ… რატომ დამტოვა? - ხმა გაუწყდა, წითელი თვალებით შეხედა დეიდას. ლილი დეიდას ცრემლები ჩამოუგორდა. - შენი დის გამო შვილო… - დანიელი გაშეშდა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. - ეს რას ნიშნავს? - ქალმა ღრმად ამოისუნთქა. - არ უნდოდა… ჩემი და ორ ცეცხლს შორის იდგა…თითქოს მკერდიდან გული ამოაცალეს..ისე ცუდად იყო - ცრემლები აღარ ჩერდებოდა. - მაგრამ იძულებული იყო… - დანიელი ხმას ვერ იღებდა. - შენ ჯანმრთელი იყავი… ქეთის…ქეთის სიცოცხლე საფრთხეში იყო..ბავშვობაში ლეიკემია ჰქონდა… - ლიზას ცრემლები უკვე ღვარად ჩამოსდიოდა. - მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული… ძალიან დიდთან… - ქალი ტიროდა. - და მაშინ… არჩევანი უნდა გაეკეთებინა… - დანიელს სუნთქვა გაუჩერდა. - ამიტომ… იძულებული გახდა.. შენ გაეშვი… - ძლივს თქვა ქალმა, ლიზა ტიროდა..ლილი დეიდაც..დანიელსაც ცრემლები ჩამოსდიოდა. - ნუ შეიძულებ ქეთის… ნურც დედას…ქეთის ისედაც სძულს საკუთარი თავი…მთელი ცხოვრება თავს დამნაშავედ გრძნობდა…ქეთი გაღმერთებს შვილო.. რამდენი ხანი გელოდა.. სულ ოცნებობდა ძმის ნახვაზე.. - ცრემლებს შორის გაეღიმა ქალს, დანიელმა ღრმად ამოისუნთქა..თვალები დახუჭა. ლილი დეიდამ დაამატა: - შენი წყალობით… ამ ყველაფრის წყალობით…ქეთი სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან… - რამდენიმე წამი სიჩუმე იყო..შემდეგ დანიელმა ჩუმად იკითხა: - სად არის ახლა? - იმ ბიჭთან ერთად გავიდა სადღაც… ნასვამები იყვნენ… - წავიდეთ - ლიზას მიუბრუნდა. - უნდა მოვძებნოთ - ლიზამ ჩუმად დაუქნია თავი, ორივე დამძიმებული გამოვიდა სახლიდან..ჰაერიც კი მძიმე იყო..დანიელი ეზოში გავიდა, ქეთის მანქანას მიეყრდნო..თავი დახარა. - კარგად ხარ? - სწრაფად მივარდა ლიზა, დანიელმა თავი გააქნია. - არ ვარ კარგად… არა… - უცებ გაბრაზებით ხელები დაუშინა მანქანას. - დანი! - ლიზამ ხელი ჩაავლო. - გაჩერდი! დაწყნარდი! - დანიელი ისევ ბრაზობდა, ლიზამ უცებ ჩაეხუტა, ძლიერად..ნელ-ნელა მისი სუნთქვა დამშვიდდა..რამდენიმე წამში დანიელმა ჩუმად თქვა: - წავიდეთ… უნდა ველაპარაკო… - ლიზამ შეხედა. - დარწმუნებული ხარ? - კი, მანქანით წავიდეთ - ლიზამ მანქანას შეხედა, გაეცინა. - ამ მანქანაზე სწრაფად ფეხით მივალთ - დანიელსაც გაეცინა. - ისე ეგეც მართალია…მაგრამ ფეხით მეზარება - ლიზამ მხრები აიჩეჩა. - თუ დაიქოქება… წავიდეთ - დანიელმა კარი გააღო, სავარძელში ჩაჯდა, გასაღები გადაატრიალა და მანქანა პირველივე ცდაზე დაიქოქა..ლიზამ გაკვირვებულმა შეხედა. - ვაუ… საოცარია - ღიმილით თქვა ქეთი და იშაი ისევ სიცილით და ბარბაცით დაბოდიალობდნენ სოფლის ვიწრო გზაზე, ნელ-ნელა ბინდდებოდა, მთვარე მთებს ზემოდან დაჰყურებდა..იშაი ძლივს მიდიოდა სწორად. - ქეთი… მგონი… მიწა ისევ მოძრაობს… - თქვა სერიოზული ხმით, ქეთი სიცილით დაიხრჩო. - იშოოო! - ამ დროს გზაზე სამი ბიჭი გამოჩნდა..სიგარეტს ეწეოდნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ,როცა იშაი დაინახეს, ერთმანეთს გადახედეს. ერთმა ირონიულად ჩაიცინა. - აბა რა გვყავს აქ… უცხოელი .. ფული ბევრი ექნება ჯიბეში - მეორემ იშაის მიუახლოვდა. - ჰეი ტურისტო… გზა აგერია? - ქეთი საშინლად გაბრაზდა. - თავი დაანებეთ! - ბიჭებს დაუღრიალა, ერთმა ირონიულად შეხედა. - შენ რა გინდა? მისი ნაშა ხარ? - წადით თქვენი გზით! - ქეთი წინ დაუდგა, ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. - მშვიდად გოგო… - მაგრამ უკვე გაწევ-გამოწევა დაიწყო, ერთმა იშაის ხელი ჰკრა. - აბა რას იზამ? - იშაიმ გაბრაზებით შეხედა. - ხელი არ დამაკარო! - მაგრამ ერთმა უკვე მუშტი დაარტყა, მთვრალი იშაი მიწაზე დაეცა..ქეთი მაშინვე მივარდა. - გაგიჟდით?! - ამ დროს მეორე ბიჭმა ქეთის ხელი ჩაავლო. - მოდი აქ! - ქეთი გამწარებით ებრძოდა. - გამიშვი ნაძირალა!! - ზუსტად იმ წამს გზაზე მანქანის ძლიერი მუხრუჭის ხმა გაისმა..საბურავებმა ასფალტზე მკვეთრად დაიჭრიალეს, მანქანა მათ წინ გაჩერდა..კარი გაიღო..დანიელი იყო, მის გვერდით ლიზა..დანიელი მანქანიდან გადმოვიდა,ქეთი რომ დაინახა… თვალები აენთო.. ქეთიმ კი უცებ მის მანქანას შეხედა და სიცილი აუვარდა. - ვაუ! ჩემი ფერია აქ საიდან გაჩნდა?! - მაგრამ იმავე წამს ისევ იმ ბიჭს ურტყამდა, დანიელი უკვე მანქანიდან გადმოხტა, მის სახეზე უსაშველო ბრაზი ჩანდა, პირველ ბიჭს ისე დაარტყა მუშტი, რომ ის პირდაპირ მიწაზე დაეცა. მეორე ბიჭი მისკენ წავიდა, დანიელმა კისერში ხელი ჩაავლო და ძირს დააგდო..მესამემ დარტყმა სცადა..მაგრამ დანიელი უკვე გამხეცებული იყო..ერთ დარტყმაში გაუტეხა ცხვირი, სისხლი მაშინვე წამოვიდა თქრიალით, ბიჭები უკან იხევდნენ, ორი გაიქცა, ვეღარ გაუძლეს მის მწარე ხემს, მესამე ბიჭი ის, ვინც ქეთის ავიწროებდა ხელში ჩაიგდო და მუშტებით ურტყამდა უმოწყალოდ. ბიჭს სახე მთლიანად სისხლით ჰქონდა სავსე - შე !! - ყვიროდა დანიელი, კიდევ ერთი მუშტი დაარტყა. - როგორ გაბედე?! როგორ გაბედე ჩემს დას ხელი როგორ დააკარე?! - ბიჭი ძლივს სუნთქავდა..დანიელი ისევ ურტყამდა, ლიზა სწრაფად მივარდა. - დანი! გაჩერდი! შემოგაკვდება - ხელებში ჩაავლო, ძლივს მოახერხა მისი გაჩერება..ბიჭი მიწაზე დაეცა და ბობღვით გაიპარა იქიდან..დანიელი მძიმედ სუნთქავდა, შემოტრიალდა და დაინახა ქეთი ძირს იჯდა, ჩაკეცილი. თვალები გაფართოებული ჰქონდა, დანიელი მაშინვე მივარდა, ფეხზე წამოაყენა.. თვალებში ჩახედა და შემდეგ ძლიერად ჩაიკრა გულში.. იმ ჩახუტებაში თითქოს წლების ტკივილი იყო, ქეთი უცებ ატირდა..ძლიერად, დანიელი მის თმას ეფერებოდა, სახეზე ეფერებოდა.. - შშ… შშ… ნუ ტირი… - ქეთი მის მკერდში ტიროდა..დანიელმა ცრემლები მოწმინდა. - ნუ ტირი! ბავშვობაშიც სულ ასე ტიროდი… - ღიმილით თქვა, ქეთის ცრემლებს შორის გაეღიმა. - მე… მე შენ… მე… - სიტყვებს ვერ აბამდა თავს, დანიელმა თავზე ხელი გადაუსვა. - გავიგე..არაფერი თქვა - მისი სახე ხელებში მოიქცია - მე შენთან ვარ და სულ დაგიცავ! - შემდეგ ნაზად უთხრა - ახლა წავედით.. დავბრუნდეთ - ქეთიმ ჩუმად თქვა: - დღეს… დეიდასთან დავრჩეთ…გთხოვთ… - დანიელმა ლიზას შეხედა, ლიზამ თავი დაუქნია. - კარგი - მანქანაში ჩასხდნენ ოთხივე.. წინ ბიჭები, უკან გოგოები - იმედია… დაიქოქება… - ბურტყუნებდა იშაი, დანიელმა ჩაიცინა - თუ არ დაიქოქება… აქ ამდენი ხალხი ვართ და მივაწვებით! - მანქანაში სიცილი ატყდა..დეიდასთან რომ მივიდნენ, ლილი დეიდამ სუფრა გაშალა. - მოდით შვილებო! - ქეთი უკვე უკეთეს ხასიათზე იყო, ძმას გვერდიდამ არ შორდებოდა - მიყვარხარ.. გიო - მოდი შევთანხმდეთ რომ მე დანიელი ვარ! - კარგი ხო.. - არაყი ჩამოასხა..ლიზამ მაშინვე თქვა: - მე არ მინდა სასმელი - ქეთი გაეცინა. - ოჰჰ… ახლა არ გინდა? არა! ყველა დავლევთ! - დანიელმა ხელი ასწია. - არც მე მინდა - ქეთიმ თვალები მოჭუტა. - არავითარ შემთხვევაში! ახლა დავლევთ და გავიგებთ ქართველები უფრო მაგრები ვართ თუ ებრაელები! - ქეთიმ სიცილით თქვა - მგონი ცუდი იდეა არაა.. - ლიზამაც ჩამოასხა თავისთვის - კარგი… ასე იყოს - დანიელმაც მიიღო გამოწვევა..რამდენიმე ჭიქის შემდეგ… დანიელი და იშაი უკვე ბარბაცებდნენ.. ლიზა და ქეთი კი ბოლო ხმაზე იცინოდნენ. - დანი! მიდი აბა პირდაპირ, სწორ ხაზზე გაიარე! - დანიელმა სერიოზულად თქვა: - მე… იდეალურად… დავდივარ… - და სკამს დაეჯახა.. ლიზა სიცილით იკეცებოდა.. ბოლოს ყველა ოთახებში დანაწილდა.. ლიზამ თქვა: - მე აქ დავწვები… დივანზე… თუ პრობლემა არ იქნება - ლილი დეიდამ მაშინვე უპასუხა: - რა პრობლემაა შვილო…აქ გაგიშლი. დანიელმა ჰკითხა: - ზემოთ რატომ არ წვები ლიზა? რამემ ხომ არ შეგაშინა? - ლიზამ წარბი ასწია. - არა, კოენ! მე არაფრის მეშინია! - ძალიან კარგი.. თუ ასეა - კოცნა გაუგზავნა ჰაერში და მეორე სართულზე წავიდა..ყველა დასაძინებლად გაემართა, ლიზაც დივანზე დაწვა..მალევე მოერია ძილი.. მაგრამ დანიელს არ ეძინა, მოუსვენრად ტრიალებდა..ბოლოს ფეხაკრეფით ქვემოთ ჩამოვიდა..ლიზას შეხედა..დივანზე მშვიდად ეძინა..დიდხანს უყურებდა. მისი ყურებით თითქოს მშვიდდებოდა, გაეღიმა, ტუვი მოიკვნიტა.. შემდეგ პლედი ნელა გადააფარა ფრთხილად, რომელიც გადამძვრალი ჰქონდა..აღარ გააღვიძა, ძილი აღარ დაუფრთხო.. შეტრიალდა, რომ წასულიყო, მაგრამ უცებ იგრძნო ლიზამ ხელი ჩასჭიდა.. თვალები ნახევრად გახელილი ჰქონდა.. დანიელი შეჩერდა, გაეღიმა.. ლიზამ ჩუმად თქვა: - არ წახვიდე… ხომ იცი სიბნელის მეშინია… ************ დანიელმა თბილი მზერით გამოიხედა უკან. ლიზას ნახევრად გახელილ თვალებს ღიმილით შეხედა. - რა თქვი? - თვალები გაუფართოვდა სიხარულით. - არ წახვიდე… აქ დარჩი… - ბუტბუტებდა ლიზა. დანიელი ახლოს მიიწია, ლიზას თავთან ჩაიცუცქა და მაცდური ღიმილით დახედა. - შენ ხომ არაფრის გეშინია, ლიზა… - უთხრა წარბის აწევით. - მოკეტე! და აქ დარჩი! - ხელი ჩაავლო და დივანზე დააჯინა კუთხეში, რამდენიმე წუთი ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს, დანიელის მზერა ქამელეონივით იცვლებოდა: ხან თბილი იყო, ხან ვნებით სავსე, ხან პატარა საყვარელი ბიჭივით მაცდურად უყურებდა ლიზას, ხან კი გაკვირვებითა და ინტერესით.. ლიზა ნელა გადაცოცდა მისკენ, საპირისპირო მხარეს დაჯდა, პლედი წაიღო, მასში გაეხვია… შემდეგ კი მოულოდნელად დანიელს გულზე დაადო თავი და მშვიდად დახუჭა თვალები..დანიელი ერთ წამს გაშეშდა, თითქოს სუნთქვაც კი გაუჩერდა..მისი თმა მის ნიკაპს ეხებოდა, ალუბლის სურნელი ისევ იგრძნო, ის სურნელი, რომელიც ყოველთვის აბნევდა, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა..მის მკერდზე ჩახუტებული ლიზა ისე ახლოს იყო, რომ მისი გულისცემაც კი ესმოდა..რამდენიმე წამი ასე იწვა გაუნძრევლად. შემდეგ ლიზამ თავი ოდნავ ასწია და თითი დაუქნია. - იცოდე… ერთი ზედმეტი მოძრაობაც და აქედან გავარდები! მომეცი საშუალება მშვიდად დავიძინო - დანის ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. - სუნთქვა ნებადართულია? - ლიზასაც ჩაეღიმა. - მხოლოდ სუნთქვა. მეტი არაფერი! - კარგი ქალბატონო ლიზა… მშვიდად დაიძინეთ..მე ვუყარაულებ თქვენს ძილს - ლიზამ კმაყოფილმა ისევ დაადო თავი გულზე და თვალები დახუჭა, თითქმის მაშინვე ჩაეძინა.. პატარა დივანზე იწვნენ ერთმანეთთან ჩახუტებული ორი ჯიუტი ადამიანი. დანიელს კარგა ხანს ძილი არ ეკარებოდა, გაუნძრევლად იწვა, ზუსტად ისე როგორც ლიზამ გააფრთხილა. და უბრალოდ ტკბებოდა მისი სიახლოვით, მისთვის ესეც საკმარისი იყო ამ ეტაპზე, ძალიან ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად, თმაზე ეფერებოდა და გულში ფიქრობდა: „როგორ გავძელი უმისოდ ამდენი ხანი… როგორ მენატრებოდა… როგორ მაკლდა… როგორ მიყვარდა… და მაინც რა სასტიკად მოვექეცი…“ ლიზა მის მკერდზე იწვა, მაგრამ მაინც ენატრებოდა, მაინც არ ჰყოფნიდა ეს სიახლოვე იმდენი დღეების შემდეგ, ბოლოს ვეღარ მოითმინა, ლიზას გაფრთხილების მიუხედავად ნელა წელზე მოხვია ხელი და შუბლზე გემრიელად აკოცა..ლიზა ძილში ოდნავ შეიშმუშნა, დანიელს გაეღიმა. შემდეგ მასთან ჩახუტებულმა ბედნიერად დაიძინა.. დილით სოფელმა ხმაურით გაიღვიძა, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და სადღაც ახლოს მამალი ისე დაუნდობლად ყიოდა, თითქოს პირადად ჰქონდა გადაწყვეტილი დანიელის გაღვიძება დანიელმა ერთი თვალი გაახილა. - ჯანდაბა… ეს არსება საათზე მუშაობს თუ შურისძიებით? - მამალი ისევ გაჰყვიროდა.. - კარგი… გავიღვიძე… გავიღვიძე.. - ბურტყუნებდა ნახევრად მძინარე დანიელი, მაგრამ შემდეგ ქვემოთ დაიხედა…და ყველაფერი დაავიწყდა.. ლიზა ისევ ჩახუტებული ჰყავდა, მის მკერდზე მშვიდად ეძინა..მზის სხივი თმაზე ეცემოდა, დანიელს უნებურად გაეღიმა..მამლის ყივილიც კი აღარ ესმოდა, ლიზა ნელ-ნელა ფხიზლდებოდა..თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა..ყველაფერი ახსოვდა, საკმარისად ფხიზელი იყო წუხელ, რომ კარგად გახსენებოდა საკუთარი მოუსვენრობა..იცოდა რატომაც დარჩა დანიელი, იცოდა რატომაც ჩაეხუტა და ახლა ცოტათი ნანობდა კიდეც, მაგრამ… იმდენად კომფორტულად იყო დანიელის მკლავებში, რომ თავის აწევა ენანებოდა. უნდოდა რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო ასე. დანიელმა ნელა ჩასჩურჩულა ყურში: - პატარავ… გღვიძავს? - წელზე მოჭერილი ხელი ოდნავ შეარხია. - ჩემო პატარავ… - ლიზა ისევ თვალდახუჭული იყო. - როგორ მომენატრე ჩემო ალუბალო… როგორც იქნა ისევ ჩემთან ხარ… - ამ სიტყვებზე ლიზამ უცებ ფართოდ გაახილა თვალები, ჩუმად გაეღიმა. მაგრამ მაშინვე სახე დაისერიოზულა. თავი ასწია და ხმამაღლა დაუყვირა: - შენ რა გინდა აქ?! - დანიელი გაოგნდა. - რა?! - ლიზა წამოჯდა. - რა გინდა აქ?! - შენ არ დამიძახე? - ლიზას სახე კიდევ უფრო გამკაცრდა, მუშტები დაუშინა გულ-მკერდზე. - მე დაგიძახე?! მეეე?! შენი აზრით მე ამას გავაკეთებდი?! - უკვე გააკეთე! არ გახსოვს?! - არა! არ მახსოვს! წადი, მომშორდი! - არა გთხოვ… ჩვენ გუშინ… - რა? რა გუშინ? - შეაწყვეტინა ლიზამ, დანიელი დაიბნა. - ჩვენ… ისე კარგად ვიყავით… ბედნიერები… ნუ გააკეთებ ამას… - „ჩვენ“ არ არსებობს დანიელ! სიტყვა „ჩვენ“ თავად შენ გაანადგურე! - ლიზა გთხოვ… ისევ ნუ დაიწყებ… - წამოდგა, მაგრამ ლიზამ უკან დაიხია. - არ მომეკარო! - ის რომ ქეთის გამო აქ ერთად მოვედით არ ნიშნავს რომ მე ყველაფერი გაპატიე! რამდენის უფლება მიეცი შენს თავს? ისარგებლე იმით რომ მთვრალი ვიყავი! უსირცხვილო! - ლიზა გეფიცები შენ თვითონ მთხოვე ეს! თვითონ ჩამჭიდე ხელი! - დანიელი ბავშვივით იმართლებდა თავს,ლიზას გულში ძალიან ეცინებოდა. მაგრამ სახეზე არაფერს იმჩნევდა. - აქედან მოშორდი დანიელ! მე არაფერი გამიკეთებია! შენს ოთახში დაბრუნდი! - ლიზა! - მომშორდი გთხოვ! წადი! - დანიელი გაჩერდა, შემდეგ ჩუმად ჰკითხა: - ანუ… არ შევრიგდით? - ისეთი საწყალი სახე ჰქონდა, ლიზას ძლივს შეიკავა თავი რომ არ გასცინებოდა.. - არა! და არც შევრიგდებით! - ანუ ისევ მტრები ვართ? - დიახ! ისევ მტრები ვართ! ჩემგან ნუ ელოდები პატიებას! - დანიელმა ნელა გაიღიმა. - კარგი! შენ თვითონ მოხვალ ჩემთან! - ლიზამ წარბი ასწია. - შენივე ფეხით! ერთ დღეს… ოღონდ ფხიზელი! მოხვალ და თვითონ ჩამეხუტები! მაკოცებ კიდეც! ზუსტად ისე როგორც გუშინ! მართალია არ აღიარებ, მაგრამ ვიცი რომ გამიზნულად მთხოვე წუხელ დარჩენა - ლიზამ სიცილი დაიწყო. - ჰო აბა რაა! იოცნებე დანიელ კოენ!იოცნებე რომ მოვალ და კისერზე ჩამოგეკიდები! - დანიელმა მშვიდად უპასუხა: - მოხვალ ლიზა… მოხვალ - შემდეგ კიბეებისკენ წავიდა, შეჩერდა, თავი მოატრიალა და დაამატა - მაგრამ არ დაგაგვიანდეს…დრო გადის, ჩემი შვებულება ერთ კვირაში მთავრდება უკვე… - კიბეზდ გააგრძელა სვლა გრძელი ნაბიჯებით.. ლიზა მარტო დარჩა..ჩაფიქრდა.. ჩუმად ჩაილაპარაკა: - ერთი კვირა… ერთ კვირაში წავა… - შემდეგ ჯიუტად თქვა ხმამაღლა: - წავიდეს! რა ჩემი საქმეა! - მაგრამ მაინც გაეცინა..დანიელის ცოტა ხნის წინანდელი სახე გაახსენდა. - იდიოტი… უკვე ეგონა ყველაფერი ვაპატიე… ავადმყოფი! - თავი გააქნია და მაინც… ისევ გაეღიმა. დილა უკვე კარგად გათენებულიყო.. ეზოში ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, სადღაც ისევ ჯიუტად ყიოდა ის დაუღალავი მამალი, რომელიც თითქოს სპეციალურად ამ სახლს ჰყავდა შერჩეული გაღვიძებისთვის..ლიზა უკვე ჩაცმული იდგა დერეფანში, თმა სწრაფად შეიკრა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ტელეფონში ტაქსის აპლიკაციას შეხედა. - მოვიდა… - ჩაილაპარაკა თავისთვის, ზუსტად ამ დროს კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა..ქეთი ჩამოდიოდა, თმა აბურდული ჰქონდა, თვალები ნახევრად დახუჭული, ხელით შუბლს იჭერდა. - ღმერთოო… თავი მისკდება… - ქეთიმ ლიზას შეხედა, თვალები ოდნავ გაუფართოვდა. - რა ხდება? საით? - ლიზამ მშვიდად უპასუხა: - ჩემო ძვირფასო მენეჯერო, შეგახსენებ რომ ვმუშაობ - ქეთიმ საათს დახედა.. თვალები რამხენჯერმე დახუჭა და გაახილა, შემდეგ ისევ დახედა. - რომელი საათია?! რა დრო მოსულა…ღმერთოო… არ შემიძლია დღეს მუშაობა… - ქეთი კედელს მიეყრდნო, თავზე ხელი მოიჭირა. - ალეკოს დავურეკავ და ვეტყვი რომ შეუძლოდ ვარ. - კარგი… მე წავედი, ტაქსი უკვე მოვიდა- ქეთიმ უცებ გააჩერა. - მოიცადე! - რა? - ქეთიმ თვალები მოჭუტა. - შენ და ჩემი ძმა შერიგდით? - თვალები აუციმციმდა..ლიზამ მაშინვე უპასუხა: - არა! - არა? რანაირად?ახლა არ მითხრა რომ მომეჩვენა. - ქეთი დაიბნა, ლიზამ გულუბრყვილო სახე მიიღო. - რა მოგეჩვენა? - ქეთი უფრო მიუახლოვდა. - ღამით რომ ჩამოვედი, ჩახუტებულებს გეძინათ - ლიზამ წარბი ასწია. - რას ბოდავ ქეთი…ისე ნასვამი იყავი ალბათ რამე გესიზმრა.. კარგი კარგი წავედი თორემ დამაგვიანდება - სწრაფი ნაბიჯებით გარეთ გავიდა,ქეთი გაოგნებული დარჩა. - რანაირად იყო სიზმარი…-ჩაილაპარაკა, შემდეგ წყალი დალია. თავი ისევ საშინლად სტკიოდა..უცებ ხელზე დაიხედა და თითზე რაღაც უცნაური შენიშნა..ბეჭედი..მაგრამ ჩვეულებრივი ბეჭედი არ იყო, ეს იყო წვრილი მავთულისგან დაგრეხილი ბეჭედი, რომელსაც ზედ პატარა ლურჯი მძივი ჰქონდა ჩამოცმული..ქეთიმ თვალები დააჭყიტა. - ეს რა არის? - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარა, ნელ-ნელა რაღაცები გაახსენდა…გუშინდელი ღამე,იშაისთან ერთად ბარბაცით რომ მიდიოდა გზაზე. - სიგიჟე მინდა ჩავიდინო! - გაახსენდა ეს სიტყვები, უცებ შეხტა. - არა… არაა… - სწრაფად აირბინა ოთახში, ჩანთა აიღო, ხელის კანკალით გახსნა და შიგნით ფურცელი იპოვა. ქორწინების მოწმობა, წარწერა: ქეთევან აბაშიძე და იშაი ლევი ხელმოწერით..ქეთიმ პირი დააღო. გაოგნებულმა ფურცელი სწრაფად ჩადო ჩანთაში, თითქოს ვინმემ დანაშაულზე წაასწრო..სარკესთან მივიდა. - ქეთი… - უთხრა საკუთარ თავს - შენ მართლა გაგიჟდი გოგო? - უცხო კაცზე გათხოვდი?! ღმერთოო… ახლა რა ვქნაა… - ფურცელი ისევ აიღო, ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა დერეფანში. იშაის კართან მივიდა, დაუკაკუნა, რამდენიმე წამში კარი გაიღო, ნახევრად მძინარე იშაი იდგა.. წელს ზემოთ შიშველი. - გამარ… - ქეთიმ სიტყვა ვერ დაამთავრა, იშაიმ ტანზე დაიხედა და მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ შიშველი იყო, უცებ დაფაცურდა. - უკაცრავად! - სწრაფად მოძებნა მაისური, ჩაიცვა, ქეთის გაეცინა. - ეგ უკუღმაა - იშაი გაჩერდა. - ახლავე! - გახდას აპირებდა, მაგრამ ქეთიმ ხელი დაუჭირა. - არა, არ გინდა.. გეცვას ასე - შემდეგ სერიოზულად შეხედა. - მისმინე… გახსოვს რამე გუშინდელი დღიდან? - იშაიმ მხრები აიჩეჩა. - მხოლოდ ის რომ ის ბიჭები დამესხნენ თავს - იცინოდა. - მთვრალი რომ არ ვყოფილიყავი ერთ ლუკმად არ მეყოფოდნენ! - ქეთი თვალებს ატრიალებდა. - მანამდე რა მოხდა არ გახსოვს? - არა… რამე მოხდა? - ქეთიმ იშაის ხელი დაინახა, იგივე სასაცილო ბეჭედი ეკეთა თვალის გარეშე..ხელზე მიანიშნა, იშაიმ გაკვირვებით დახედა. - ეს რა არის… - ქეთიმ ფურცელი მიაწოდა, ღრმად ამოისუნთქა და გაუწოდა. - ეს რა არის? რა წერია? ქართულადაა… ვერ ვკითხულობ - ქეთიმ ჩუმად თქვა - ქორწინების მოწმობაა, მე და შენ… გუშინ ხელი მოვაწერეთ - იშაის თვალები გაუფართოვდა. - ხუმრობ? - მართლა არაფერი გახსოვს? - არა… - თავი მოიქექა. - ეს რანაირად…ან რატომ? - ქეთიმ მხრები აიჩეჩა. - არ ვიცი - შემდეგ სწრაფად თქვა: - მაგრამ სწრაფად უნდა გავაწეროთ ხელი ისევ და გავაუქმოთ.. ამ სისულელის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს! განსაკუთრებით დანიელმა! - იშაის გაეღიმა. - სისულელე რატომაა ქორწინება? - ქეთიმ თვალები დაატრიალა. - სისულელეა როცა ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ! - ზუსტად ამ დროს დერეფანში დანიელი გამოჩნდა, ქეთიმ მაშინვე მოკუჭა ფურცელი ხელში..ძმას მორცხვად გაუღიმა და ჩაეხუტა. - დილამშვიდობის ყველაზე სიმპატიურო ძამიკო! - დანიელმაც თბილად გაუღიმა, შუბლზე აკოცა. - დილამშვიდობის ყველაზე ლამაზო დაიკო - შემდეგ ეჭვით შეხედა ორივეს. - რას შვებით? რას ჩურჩულებდით? - თვალებმოჭუტულმა შეხედა იშაის, ორივე დაიბნა. - ააა… ჩვენ… ისა… არაფერი… ისე ვსაუბრობდით… - ენა დაება იშაის, ქეთიმ სწრაფად დაამატა: - ჰო, უბრალოდ ვლაპარაკობდით - შემდეგ სწრაფად თქვა: - მე წავალ… ყავას გავაკეთებ.. და ერთად დავლიოთ - უნდოდა გაქცეოდა სიტუაციას. - მოიცა ქეთი… ლიზა სადაა? - ლიზა წავიდა უკვე - დანიელმა ღრმად ამოისუნთქა. - კარგი… - ქეთი სწრაფად შევიდა სამზარეულოში, ყავის გასაკეთებლად, ფურცელი უჯრაში ჩამალა, ძალიან აფორიაქებული იყო, წინ და უკან დადიოდა, ხელიდან ყველაფერი უვარდებოდა, შაქარი, ჭიქები..კოვზი. - მშვიდობა გაქვს? - ჩამოსძახა დანიელმა ზემოდან. - კი კი! უბრალოდ ხელიდან გამივარდა ჭიქები! - დერეფანში დანიელი იშაის აკვირდებოდა, ძალიან ეჭვის თვალით. - აბა? მოყევი რა ხდება. - იშაიმ თავი გაიქნია. - არაფერი… - რა ხდება იშაი?… როცა ენა გებმის რაღაც ხდება - თქვა მშვიდად დანიელმა - არაფერია ისეთი მართლა. - დარწმუნებული ხარ? - კი - ზუსტად ამ დროს ქვემოდან ქეთიმ დაიძახა: - ყავა მზადაა! - დანიელმა კიდევ ერთხელ შეხედა იშაის, შემდეგ თქვა: - წამოდი, წავიდეთ… ქეთი ისევ სამზარეულოში ფუსფუსებდა..კოვზები ჩხარუნობდნენ, წყალი ადუღდა, ყავის სურნელი მთელ სახლში იფრქვეოდა. დანიელი და იშაი მაგიდასთან ისხდნენ და ყავას სვამდნენ. დანიელი აშკარად გაღიზიანებული იყო. - ვერ გავიგე ამ გოგოს რა უნდა… - ბურტყუნებდა - ხან ასე იქცევა, ხან ისე… ჭკუიდან გადამიყვანა - იშაი კი ფიქრებში იყო დაკარგული. - იშაი… ალოო… - ხელი აუქნია დანიელმა - არ გესმის? - იშაი მხოლოდ ახლა გამოფხიზლდა. - ჰო ძმაო… გისმენ… ჩავფიქრდი. - ლიზაზე გეუბნები… ისევ ჯიუტად ჭირვეულობს… ერთ კვირაში მივდივართ… ის კი… ისევ ვერ დავიბრუნე - იშაიმ მხრები აიჩეჩა. - აბა რა გეგონა… ორ დღეში მოულბებოდა გული? - დანიელმა ამოიოხრა. - რა გავაკეთო… როგორ დავიბრუნო… სულ გამირბის, სულ მეჩხუბება - რამდენიმე წამი ჩუმად იყო. შემდეგ უცებ თქვა: - ისევ ნავით ხომ არ მოვიტაცებ და შუა ზღვაში ხომ არ გავიყვან… - იშაის გაეცინა, მერე უცებ სახეზე ბრწყინვალე აზრმა გადაურბინა. - ნავით არა… მაგრამ მოტაცება ცუდი იდეა არ არის. - მაცდურად გაეღიმა, დანიელი გაჩერდა. - ვითომ? - შემდეგ თავადაც გაეცინა. - მართლა ხომ არ მოვიტაცო? - მართლა, მართლა. - წარმოიდგინე… სადმე წყნარ მშვიდ ადგილას წაიყვან… საიდანაც ვერ გაგექცევა… მშვიდად ისაუბრებთ და იქნებ გული მოულბეს - დანიელი ჩაფიქრდა. - ჰო… მაგრამ როგორ? ან სად წავიყვანო? - ამ დროს მოულოდნელად ქეთი გამოჩნდა კარში, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და ეშმაკურად იღიმოდა. - აი აქ კი მე გჭირდები საქმეში, ძმაო - დანიელმა წარბი ასწია. - აბა თქვი დაო - ქეთი სკამზე ჩამოჯდა. - მე ვიცი ადგილი, მაღალმთიან აჭარაშია… პატარა სოფელი ხიხაძირი. მთებს შორისაა, საოცარი ხედები აქვს. იქ ისეთი სიწყნარეა… რომ ადამიანები საკუთარ გულსაც კი უკეთესად უსმენენ, იქ წაიყვან, განმარტოვდებით და იქნებ შერიგდეთ კიდეც - დანიელს თვალები აუნთდა. - კარგი იდეაა… - შემდეგ ჩაიცინა. - მაგრამ როგორ გამოვიტყუებთ? - ქეთიმ მხრები აიჩეჩა. - რათ უნდა გამოტყუება? - შემდეგ მაცდური ღიმილი გაუჩნდა. - თუ მოტაცებაა… მოტაცება უნდა იყოს! - დანიელმა და იშაიმ ერთმანეთს გადახედეს. - რას გულისხმობ? - ქეთიმ მშვიდად თქვა: - მანქანაში ჩავტენით… და წავიყვანთ - დანიელს სიცილი აუტყდა, იშაიმაც გადაიხარხარა. - არა რა… მართლა ერთნაირები ხართ რომ გაკვირდებით. მოძალადე და-ძმა - თქვა იშაიმ სიცილით, ქეთიმ მხრები აიჩეჩა. - ტყუპები ვართ და რა გასაკვირია - დანიელმა მაგიდაზე ხელი დაარტყა. - ესეიგი გადაწყდა! ლიზას ვიტაცებთ! - ვიტაცებთ! - გაიმეორა იშაიმ, შემდეგ გეგმა დაიწყო: - მე დავიჭერ როგორც მაშინ პირველად, შემდეგ შენ მოგიყვან, ხოლო შემდეგ შენ მიხედავ შენს ჩიტს. - მე მძღოლი ვიქნები! - თქვა ქეთიმ..სამივეს სიცილი აუტყდათ, იშაიმ თავი გააქნია. - ღმერთო… რას ვაკეთებთ ჩვენ…- დანიელმა მხარზე ხელი დაარტყა. - სიყვარულისთვის ყველაფერია ნებადართული - იშაიმ თვალები მოჭუტა. - იმედია მანქანა არ გვიღალატებს. - არავითარ შემთხვევაში, ჩემმა ფერია მანქანამ იცის, რომ მნიშვნელოვან დღეებში არ უნდა მიღალატოს - ქეთიმ სიცილით ჭიქა ასწია. - მაშინ გეგმის წარმატებისთვის! - სამივე ერთმანეთს შეეჯახა ჭიქებით. - ოპერაცია: ლიზას მოტაცება იწყება!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.





