ახდენილი ოცნება (თავი 2)
ფიქრები ელვის სისწრაფით მოდის და მაწყდება… ერთი მომენტი უზომოდ მიხარია,რომ ვნახე,როგორც იქნა შევხვდი პირადად,მაგრამ ცოლი მოყავს? “კარგი რაა,ამდენი წელი იმიტომ გქრაშავდი სხვა მოიყვანო?! ჩემზე მეტად არავინ შეგეფერება!”_ ვბრაზობ. ჯანდება.ისეთი მომხიბვლელი და სიმპათიურია… იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ფოტოებში ჩანდა. ცოცხალს სულ სხვა ხიბლი აქვს. განიერი მხრები აქვს, პერანგი კი ზუსტად მის სხეულს იმეორებს. მკლავებსა და მხრებზე ოდნავ გადაჭიმული ქსოვილი ხაზს უსვამს მის აღნაგობას. მოძრაობაში კიდევ უფრო იგრძნობა ეს სიმტკიცე თავდაჯერებული, დაუძაბავი. სახეზე… მუქი თვალები ღრმა, ყურადღებიანი, თითქოს ყველაფერს ერთდროულად ამჩნევს. მკაფიო ყბის ხაზი და ოდნავ დაჭიმული ტუჩები, რომლებსაც უცნაური, მაცდური სიმშვიდე აქვთ. რა ლამაზია… — კრუტუნებს ჩემში ჩემი მეორე მე. ფიქრებიდან ლალის ხმა მარკვევს. _ ნუკი,ეს ბატონი ბექაა.ეს კაბა მისი ესკიზის მიხედვით შეიქმნა. “ეჰ,აქეთ გაგაცნობთ ყველას ბექა ახვლედიანს,მეცინება გულში.” გაჭირვებით ვუღიმი.ისიც,უმნიშვნელოდ თავს მიკრავს. დგება და მიახლოვდება,მისი მზერა ჩემზეა,უფრო სწორად ჩემს სხეულზე,მაგრამ არცერთი წამით ისე არა როგორც სხვებს სჩვევიათ.ის კაბას ათვალიერებს დეტალურად ახლოდან.გარს მივლის,ყველა წვრილმანს სწავლობს.თითებით ეხება ქსოვილს და იმ ადგილებს სადაც თვლებია,თითქოს მათ სიმყარეს ამოწმებს,მაგრამ მე თითოეული შეხება მბოჭავს,კანი თითქოს მეწვის სადაც შემეხო.დროულად მორჩეს ვლოცულობ გულში. ჩუმად არის,იმდენად ჩუმად,რომ უხერხული სიჩუმეც კი ისადგურებს.ბოლოს თავს აქნევს. _ კარგია. _ ჰმ… _ უნებლიედ მცდება.პირველად მზერა ჩემზე გადმოაქვს,თვალებში მიყურებს. _ რამის თქმა გსურთ? _ წამიერად ვიბნევი,მაგრამ რის ნუკი ნაკაშიძე ვარ?! _ ვფიქრობ სიტყვა “კარგი” შეუსაბამო ეპითეტია. ” რაოო?,რაებს ვბოდიალობ?! ეს მხოლოდ იმიტომ რომ მინდა შთაბეჭდილება მოვახდინო?! , ვაი შენ დებილო ჩემო თავო,გაჩუმდი!” ეღიმება,ტუჩის კუთხეში,ირონიულად,მაგრამ არაფერს ამბობს. მე კი უფრო ვდიდგულდები,მაგრამ ჩუმად ვარ,ისედაც ბევრი ვთქვი. მყარი,მოზომილი ნაბიჯებით უახლოვდება ლალის,როგორც ჩანს შეფასებას მორჩა. ფრთხილად ჩამოვდივარ და გასახდელში მივდივარ. _ ზუსტად ის არის,რაც მინდოდა._მესმის გასახდელში მიმავალს. _ მიხარია,რომ მოგეწონათ. _ ეჭვი არც შემპარვია,ქალბატონო ლალი,რომ ამ შეკვეთასაც თავს იდეალურად გაართმევდით. _ მადლობა ბექა.გამოგიგზავნოთ მე თვითონ,თუ ახლა წაიღებთ? _ მე თვითონ გამოვგზავნი ვინმეს წასაღებად.ახლა წავალ.კიდევ ერთხელ მადლობა. “ ხმაც როგორი დახვეწილი აქვს…მშვიდი,ბარხატივით რბილი,მაგრამ ოდნავ ბოხი.ისეთი, ერთხელ რომ მოისმენ და მერე ისევ გინდა მოისმინო.კარგი,ნუკი,დაწყნარდი… მარტო ხმაა…” — ვუბურტყუნებ ჩემს თავს. მთვრალივით მივუყვები სახლისკენ მიმავალ გზას. “ეს რა იყო?”... ვეკითხები საკუთარ თავს. ნეტავ ვისთვის უნდოდა ის კაბა?.. თან თავისი ესკიზი… ოჰო, გემოვნებაც როგორი ჰქონია. მგონი ეს ბიჭი იმაზე იდეალურია, ვიდრე მეგონა. ტელეფონზე ზარის ხმა მაწყვეტინებს ფიქრს.ეკრანს დავყურებ - თაკო. _ ჰო,თაკუნა… _ სად ხარ ნუკს? პაუზა.მერე ისევ მეკითხება _ რა გჭირს ხმაზე? მშვიდობაა? _ უჰ… _ ვოხრავ. _ რა არიის? ნუ მომკალი,თქვიი… რა სჭირს? _ მესმის ნიაკოს ხმა. _ სად ხართ,მოვალ და გეტყვით. _ ბარში გვინდოდა გასვლა… _ რა დროს ბარია?! თან შესაფერისად არც მაცვია. _ ჯერ ნიასთან ვართ.მოდი აქ და ჩაიცვი ნიას რამე,მერე წავიდეთ… _ კაი მოვდივარ. ნიას საწოლზე ვწვები,თვალებს ჭერს ვაპყრობ.ტუჩებს,ვაბრუნებ გაბუტული ბავშვივით,მაგრამ ღიმილი მაინც მეპარება მის გახსენებაზე. რა სიმპათიურია…გულიდან ერთი მძიმე ამოსუნთქვა მწყდება.ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ. _ რა ჭირს? _ნია თაკოს ეკითხება და ახლა ვხვდები როგორ სასაცილოდ დამყურებს ზევიდან ორი გაოცებული სახე. საწოლზე ვჯდები.ჯერ ერთს ვუყურებ,მერე მეორეს. _ შევხვდი… _ ვის?_ მეკითხება ნია. მხოლოდ ვიღიმები,რამდენიმე წამი არაფერს ვამბობ. _ ვაიმეე,ვაიმეეე…არ არსებობს… დედააა. თაკო ადგილზე ცქმუტავს და ხელებს სასაცილოდ იქნევს. ნია უყურებს თაკოს გაოცებული. _ რას მიყურებ,ვერ მიხვდიი?_ უტევს თაკო. _ ახვლედიანების ვაჟი ნახა უეჭველი. “ ახვლედიანების ვაჟი” _ ასე შეერქვა ჩემს სადაქალოში უკვე თინეიჯერობის ასაკიდან და სულ ასე ვიხსენიებდით. _ რააა?.. სერიოზულად? _ კითხულობს გაოგნებული ნია. თავს ვუქნევ დასტურის ნიშნად. _ დროზე გამოუშვი…_ ნიას თვალები უფართოვდება. ვუყვები დეტალურად. _ ვაა… როგორც იქნა შეხვდი…_ ამბობს ნიაკო _ ჰო,მაგრამ ეს საქორწილო კაბა რა იყო?_ დაფიქრებული კითხულობს თაკო. _ ბეჭედი ეკეთა? _ არაა._ მეტი დამაჯერებლობისთვის თავსაც ვაქნევ. _ და ჰყავს? იქნებ დას უნდა აჩუქოს._ კითხულობს ნია. _ რატომ უნდა აჩუქოს ძმამ? თავად გემოვნება არ აქვს? _ თაკო პასუხობს.კრიტიკული აზროვნების მოყვარული.ყველა ჭრილში უნდა განიხილოს საკითხი ხოლმე.ასეთია… _ მასე საცოლეს რატომ უნდა აჩუქოს? _ კითხულობს ნია. _ ჰო,აი ეგ მეც ვერ ამოვხსენი._ დაფიქრებული სახით ამბობს თაკო _ იქნებ უბრალოდ ესკიზი შექმნა და უნდოდა ისეთი კაბა შეექმნათ,რაც დახატა? _ ვიძახი მე. _ შეიძლება…_ ამბობს ნია. _ ჰო,არის რაღაც ლოგიკა… _ თაკოც მეთანხმება._ არა,ისე ამ ათი წლის მანძილზე,რანაირად არ შეგხვდა არასდროს არსად?! _ ოჰ,თორმეტი წლის რომ ვენახე ძალიან მომაქცევდა ყურადღებას,მაშინ მითუმეტეს ცხრამეტი ან ოცი წლის იყო… ეგ კი არა,დღესაც არ შემოუხედავს წესიერად.საერთოდ თუ დამინახა?! _ მხრებს ვიჩეჩავ _ გეია?_ კითხულობს თაკო. სამივე ერთიანად ვფხუკუნებთ და მერე სიცილში გადაგვდის. რამდენიმე დღე გამყვა ეს ემოცია. მერე?.. მერე ისევ მინელდა… ხანდახან ვხვდები, რომ ეს რაღაც ბავშვური აკვიატება თუ ახირებაა “ახვლედიანების ვაჟზე”. ალბათ ოდესმე დავასრულებ ამ ეპოქას ჩემს ცხოვრებაში. მგონია, ეს დღე მალე დადგება… ის კაბა… რაღაც საეჭვოდ მეჩვენება. ალბათ ჰყავს ადრესატი… თუმცა ინტერვიუებში არასდროს უხსენებია. მაგრამ რა არის გასაკვირი — იქნებ მალავს და არ უნდა ეს თბილისური ჭორები?.. თითქოს მენანება ამდენწლიანი ფიქრებისა და ოცნებების ადრესატის გაშვება ჩემი ცხოვრებიდან… მაგრამ ვგრძნობ ახლოვდება დღე, როცა მის სურათებსაც ჩამოვხსნი კედლიდან და ბოლოსდაბოლოს მივცემ იმ კედლის გარემონტების უფლებას დედას… *** ბოლო რამდენიმე დღეა, სრული მზადებაა Tbilisi Fashion Week-ისთვის. რამდენიმე დიზაინერის ჩვენებაში ვიღებ მონაწილეობას და მთლიანად ამ პროცესში ვარ ჩაძირული. წინა საღამოსაც ადგილზე ვარ.ბოლო დეტალებს გავდივართ. ხმაური, ჩქარი ნაბიჯები, კულისებში გამეფებული ქაოსი, რომელიც უცნაურად მიყვარს კიდეც. შემთხვევით ერთ-ერთ ბანერს მოვკარი თვალი. წელს, როგორც ჩანს, ახვლედიანების კომპანია ერთ-ერთი სპონსორია ამ ჩვენების. მაშინვე ფიქრი მიელვებს თავში “შესაძლოა დაესწროს ჩვენებას…” ჩვენების დღეს,დილიდან ადგილზე ვარ. კულისებში ქაოსია. ყველა თავის საქმეშია ჩართული ვიღაც თმას მისწორებს, ვიღაც კაბას მისწორებს,ვიღაც ბოლო ინსტრუქციებს აძლევს მოდელებს. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ. მაკიაჟი იდეალურია, თმა ადგილზე, კაბა ზუსტად ისე ზის, როგორც უნდა იყოს. _“ნუკი, მზად იყავი, შენ ხურავ.”_ მეუბნება კულისებიდან ერთ-ერთი ორგანიზატორი. თავს ვუქნევ. წინ მდგომი მოდელი გადის. 3… 2… 1… მუსიკა იცვლება. ჩემი რიგია. კულისებში წამით სიჩუმე ისადგურებს, თითქოს ყველა ელოდება ამ მომენტს. არანაირი პანიკა. არანაირი ნერვიულობა. ეს ჩემი სივრცეა. პირველ ნაბიჯს ვდგამ და განათება თვალებში მხვდება. მაშინვე ვეჩვევი. პოდიუმი ჩემს წინ იშლება — სწორი, ნათელი, ჩემთვის კარგად ნაცნობი. ნაბიჯები მშვიდია, ზუსტად გაზომილი. მუსიკის რიტმს არ მივყვები მე თვითონ ვქმნი ჩემს ტემპს. მზერა წინ მაქვს გასწორებული, მაგრამ გვერდითი ხედვით ვგრძნობ დარბაზს კამერები, მოძრაობა, ყურადღება, რომელიც ჩემზეა მომართული. შუაში ვჩერდები. მცირე პაუზა. მხრებს ოდნავ ვასწორებ და სხეულს ვატრიალებ ისე, როგორც ათასჯერ გამიკეთებია. და მაშინ… თვალი უნებლიედ გარბის დარბაზში. პირველ რიგში და ვხედავ. ის არის. რამდენიმე წამით ყველაფერი თითქოს წყდება ხმა, მუსიკა, ხალხი. მხოლოდ მისი მზერა მხვდება. ზუსტად მე მიყურებს. არ ინძრევა. არ იღიმის. უბრალოდ მიყურებს. გულში რაღაც უცნაურად იკუმშება, მაგრამ სახეზე არაფერი მეტყობა. პროფესიონალიზმი ავტომატურად მერთვება. მზერას ვწყვეტ. მობრუნებას ვასრულებ და ისევ იმავე ტემპით მივყვები პოდიუმს უკან. თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ჩემთვის მოხდა. .. კულისებში გამოვდივარ…დღეს დასრულდა. ახლა ხვალ… და სულაც შემდეგი ოთხი დღე კიდევ… დღეში ორი ან სამი ჩვენებაზე გამოვდივარ.ცოტა დამღლელია,მაგრამ ეს ჩემი საქმეა და მიყვარს.დღის ბოლოს სასიამოვნო ემოციურ დაღლილობას ვგრძნობ ხოლმე… თუმცა ახლა ეს ემოცია უფრო მავსებს და თან მაღელვებს… არასდროს არ დასწრებია ახვლედიანების ვაჟი ამ ჩვენებებს.წელს აქ არის და სრულიად მომიცვა ამ ემოციამ… როგორც სპონსორი კომპანიის წარმომადგენელი გახსნაზე იყო,თუმცა დაესწრება თუ არა შემდეგ დღეებს?.. დარჩენილი დღეები არ გამოჩენილა.თვალებით სულ ვეძებდი... მხოლოდ დახურვის დღეს კულისებიდან გამოსულმა მოვკარი თვალი... სანამ ჩვენება დაიწყებოდა,იდგა სტუმრებთან ერთად.თავდაჭერილი,მსუბუქი ღიმილით... ჩემი იდეალია ეს ბიჭი... გული მეკუმშება. ჩვენება იწყება. მუსიკა, განათებები, ნაბიჯების რიტმი ყველაფერი ნაცნობია, ათასჯერ გავლილი. ჩემი სხეული ავტომატურად მოძრაობს. ყველაფერი იდეალურად მიდის. როგორც ყოველთვის. მაგრამ დღეს “როგორც ყოველთვის” არ არის. დღეს მე ვიცი, რომ ის აქ არის. ყოველი გამოსვლისას, ყოველი შემობრუნებისას, ვგრძნობ მის არსებობას. თითქოს უხილავი ძაფი მაკავშირებს მასთან. გული გამალებით მიცემს,მის გამო. ბოლო გამოსვლა. ჩემი გამოსვლა. ნაბიჯს ვდგამ და დრო უცნაურად ნელდება. ხმაური იკარგება. მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმის. ვჩერდები. ერთი წამით. სულ ერთი წამით, სხვებისგან განსხვავებით. ძალას ვიკრებ და მზერა მასზე გადამაქვს. ჩვენი თვალები ერთმანეთს ეჯახება. გული ერთიანად ამითრთოლდა. ის წამი იწელება. თითქოს ყველაფერი ქრება ხალხი, განათება, ხმაური… მხოლოდ ის და მე ვრჩებით. და მერე ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ვბრუნდები. მაგრამ უკვე არაფერი არის ჩვეულებრივი. არ ვიცი როგორ ავხსნა,ეს არის აღმაფრენის ეტაპი… მან მე შემამჩნია… ან მე აღვიქვი ასე,არ ვიცი… გული გამალებით მიცემს… გასახდელში ვბრუნდები. არაფერს ველოდები,უბრალოდ ვალაგებ ჩემს ნივთებს,ვიცვლი და გამოვდივარ. დახურვის შემდეგ დარბაზი ნელ-ნელა იცლება,მაგრამ მაინც ხმაურია.იღიმიან, ერთმანეთს ულოცავენ, კამერების შუქი ინტერვიუს წერენ. მე კი ჯერ კიდევ იმ ერთ წამში ვარ გაჩერებული. მაგრამ დრო არ მაძლევს გაჩერების უფლებას. რამდენიმე ჟურნალისტი ჩემთან მოდის,მთხოვენ კომენტარის გაკეთებას,შეფასებას.რასაც ღიმილით ვასრულებ. შავი, წელში მომდგარი კაბა მაცვია. მძიმე ქსოვილი სხეულს ზუსტად მიყვება. მხრებზე ჩამოშლილი თმა და მაკიაჟს ვერ ვცვლი,ისევ ჩვენების დროს რაც მქონდა იმით ვარ. ზუკას ვხედავ,მასთან მივდივარ.ისიც მამჩნევს და რამდენიმე ფოტოს მიღებს,სანამ მივუახლოვდები. ჩემსკენ იწევა და ხმადაბლა მეუბნება. _ შენთვის სიურპრიზი მაქვს. _ რაა? _ შენი ბიჭის ექსკლუზიური ფოტოები._ უკან იწევა და თვალს მიკრავს. _ დროულად მომაწოდე,არ მალოდინო._ ვუღიმი თავშეკავებით. ძალიან მიხარია… მაგრამ გარეთ სამსახურში, საჯარო სივრცეებში მას შემდეგ, რაც ცნობადი სახე გავხდი, ვცდილობ ემოციები ზედმეტად არ გამოვხატო. ყველაფერი წამში ხდება. ვერც გაიგებ, ვინ როგორ დაგიჭერს, გაასაჯაროებს და მერე გამოფენს. და თუ გინდა ნაკლებად იყო განხილვის თემა… ნაკლებად გახდე ბულინგის სამიზნე გრძნობები, ემოციები, ქცევები… უნდა აკონტროლო. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. არ მსურს, რომ საზოგადოებამ “მათრიოს”. არ ვარ მენტალურად ამისთვის მზად. შესაბამისად… ვიღიმი. ზუსტად იმდენად, რამდენიც საჭიროა. სახეებს ვეღარ ვიმახსოვრებ. ხმებიც ირევა. ჩემთან მოდის ეკატერინა.მისი კოლექცია იყო ბოლო ჩვენების დრო და მე დავხურე. _ნუკი,ძვირფასო,ორიოდე წუთით,თუ შეგიძლია… მასთან მიხმობს.აქ ასე ყველა ოფიციალურია,დაყენებული ხმა,ტონი,მიმიკა… მეც თავაზიანად ვუღიმი.ჩემს ზუკას ბოდიშს ვუხდი და ეკატერინასკენ მივემართები. მამაკაცების წრეში დგას,ვუახლოვდები ვიღიმი თავაზიანად და ვესალმები _ საღამო მშვიდობის. _ საღამო მშვიდობის.გილოცავთ,როგორც ყოველთვის მშვენიერი გამოსვლა იყო._ მამაჩემის ასაკის მამაკაცი ხელს მიწვდის და მისი ღიმილი,ღმერთო ჩემო,პირდაპირ მაშიშვლებს თვალებით. რა ამაზრზენია. _ ჩვენი სპონსორები არიან ნუკი.ბატონი გოგა,ბატონი თემური და ბატონი ლევანი. _ ოჰ,კატერინა არ არის საჭირო ეს ბატონი,უშუალოდ გოგა._ ეს ის ბატონია,თვალებით რომ მჭამს. _ მოხარული ვარ…_ ვუღიმი ისევ არადა სულ არ მიხარია,ახლა ამათი ვნება არეული თვალები ჩემს სხეულზე რომ დაცოცავს. _ უკაცრავად, ბატონო გოგა წავიდეთ? ზუსტად ჩემს უკან,ერთ ნაბიჯში მისი ხმა მესმის,უმცირეს ნაწილაკებად ვიშლები… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



