შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე II (სრულად)


1-04-2026, 11:22
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 8 114

თბილისის ოქტომბერი იმაზე თბილი აღმოჩნდა ვიდრე, მოსახლეობა ელოდა. თუმცა იყო ხოლმე დღეები, როდესაც საშნელი ქარი და სუსხი ერთმანეთს ერწყმოდა და გარეთ გასვლის სურვილს გიკარგავდა. ხის ფოთლების შრიალი ქუჩებში, ნარინჯისფერი და ყავისფერი ფერების ნაზად გაჯერებული ფონზე, თითქოს თავისებურ სიმშვიდეს ანიჭებდა ქალაქს. რბილი ქარი ნელ - ნელა ირეკლებოდა ძველი კორპუსების კედლებზე, ხანდახან კი შორიდან მანქანების სიგნალიც ჩაწვდებოდა - ქალაქი ნელ - ნელა იღვიძებდა, მაგრამ ანას თვალში დრო თითქოს გრძელი, ფერხნული მონაკვეთებით მიედინებოდა. დილის ექვსი საათი გამხდარიყო, მზე ნელ - ნელა იწყებდა ამოსვლას, თუმცა მაინც ქარი იყო და ოდნავი წვიმაც. აი ისეთი ამინდია, გარეთ რომ დაგეზარებოდა გასვლა და მთელი დღის საწოლში გატარებას ისურვებდი. ჩაით სავსე ჭიქა ისევ ფანჯრის რაფაზე იდო. მეხუთე სართულამდეც აღწევდა მანქანების ხმა. უკვე ექვსი თვე გამხდარიყო, რაც ანა თბილისში ჩამოსულიყო. სვანეთიდან წამოსვლის დღიდან მოყოლებული, მისი ცხოვრება ნელ - ნელა მიჰყვებოდა ახალ რიტმს - ქალაქის ხმები, შუქი, ადამიანების ნაკადი, სუნი - ყველაფერი მის ყოველდღიურობაში ნელ - ნელა ერწყმოდა, მაგრამ შინაგანი სამყაროს ბზარები ჯერ კიდევ გრძნობადი იყო. ბოლო ორი თვე განსაკუთრებით მძიმე იყო. ანა ხშირად ატარებდა დროს ფანჯრის წინ, ღრმა ფიქრში ჩაძირული და ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა - სიმშვიდე თითქოს სადღაც შორს იყო, ხოლო სხეული, გონება და გრძნობები ფრთხილად, ნელ - ნელა ეცემოდა შფოთვის, დაღლილობისა და უცნაური სიმარტოვის ჩრდილებში. დეპრესია ნელ - ნელა ერეოდა ყოველდღიურობის ნებისმიერ დეტალში - ყავის სუნი, რომელიც ადრე სიამოვნებდა, ახლა მხოლოდ ჩურჩულით ერწყმოდა მის ფიქრებში, აღიზიანებდა, თანაც ძალიან. გზის ხმაური, რომელიც ადრე თვალს ახარებდა, ახლა მხოლოდ მონოტონურ ფონად გარდაიქმნებოდა. მომხდარის მიზეზი ანას თავადაც ვერ აეხსნა, მხოლოდ ზოგჯერ სარკეში საკუთარ თავს შეხედავდა და თვალებში უცნაური, ბუნდოვანი განცდა ჩნდებოდა - „ვინ ვარ ახლა... რა მინდა... სად წავალ..." სულ უფრო ხშირად, ნელ - ნელა შესამჩნევი რომ დღის რიტმი მისი სულის მძიმე ტალღებს ვერ აფერხებდა. მხოლოდ თბილისური შემოდგომის ფერები - ნარინჯისფერი ფოთლები, ოქროსფერი ნათება ხეების ქვეშ, ქარის მსუბუქი შეხება - უფრო ნათლად ახსენებდა რომ ყველაფერი მაინც ცოცხალია, მიუხედავად შინაგანი ჩიხისა.
პირველი თვე მაინც ძალიან საშნელება იყო. თავს დამნაშავედ გრძნობდა, პრინციპში ახლაც გრძნობს, თუმცა საკუთარ თავს იმით ამართლებს რომ ვერ გაწირავდა. ნიკას სასამართლო რომ მორჩა და ბიჭს ხუთი წელი მიუსაჯეს, სოფომ სულ წყევლა კრულვით დაურეკა, ლანძღა და თან როგორ, თუმცა ანას არაფერი არ უთქვამს მადლობის მეტი და ტელეფონი გაუთიშა, მისი ნომერიც დაბლოკა. უნდოდა საერთოდ ნომრის შეცვლა, თუმცა ვერ ბედავდა, იქნებ მას დაერეკა? თითები ნელ - ნელა ტრიალებდნენ ტელეფონის ეკრანზე, თითქოს ეშინოდა, თავად რომ დაერეკა, პასუხი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ნაძალადევი სუნთქვა, დაბნეული ფიქრები და ემოციური დაძაბულობა ერთმანეთს ავსებდნენ, ქმნიდნენ უხილავ ბგერას, რომელიც მხოლოდ მის გონებაში ჟღერდა. სავარაუდოდ, ერთი პატარა ნაბიჯი, ერთი მოკლე ზარი, იქნებოდა საკმარისი რომ ყველაფერი სხვა ფაზაში გადასულიყო - მაგრამ მაინც ვერ გაბედა. თვალები ოთახის კუთხეებს ეჩხირებოდა, ფანჯრიდან შემოსული ქარის შეხება ხანდახან აფხიზლებდა, ხანდახან კი კიდევ უფრო აშინებდა. სურვილი ჰქონია, მაგრამ სიფრთხილე უფრო ძლიერია - მხოლოდ ფიქრის ალი რჩება მის გულში. მაკა უფრო ხშირად ურეკავდა, რამდენჯერმე იყო ჩასული მასთან და ხვდებოდა შვილი როგორ კვდებოდა ნელ - ნელა, თუმცა ვერაფერს აკეთებდა, ვერ ეხმარებოდა და არც იცოდა რა ექნა. როგორ იკარგებოდა მისი ცოცხალი ენერგია. ვერაფერს შეძლებდა, ვერ მიაღწევდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ანას თვალები კვლავ ჩაძირული იყო სარკეში, მაგრამ თავად საკუთარ თავს ვეღარ აღიქვამდა. ლუკმა ბაგესთან ეჩხირებოდა, სხეულს აკავებდა შიშით, სინანულით, იმ საშინელი ცოდვების მორევით, რომლებიც უკვე მრავალი დღეა მის გულში ჩაუხერგავად ირეოდნენ. ანტიდეპრესანტების ტაბლეტები ცოტა ხანს სძენდნენ სიმშვიდეს, მაგრამ სიმშვიდე მხოლოდ ზედაპირული იყო - გონებაში ყველაფერი შეუფერხებლად ბობოქრობდა, შფოთვა და დეპრესია კიდევ უფრო უხეშად ამოძრავებდა ძარღვებს. ყოველ მოძრაობაზე თითქოს დამცავი მექანიზმი ჰქონდა შექმნილი - ნაბიჯიც კი, სუნთქვის აჩქარება, პატარა ხმა - ყველაფერი უდიდესი სიმძაფრით აღწერდა შიშსა და უძლურებას. ანას თვალებში ნელ - ნელა ჩნდებოდა საკუთარი ხატება, რომელიც არც კი უნდოდა ენახა - ქალის სახე, რომელიც შიშითა და სიმარტოვით არის ჩამძვრალი, რომელსაც ახლაც ვერ სცნობდა. სავარაუდოდ, მთელი ეს ხანგრძლივი წუთები, მთელი ეს ნელ - ნელა დანგრეული ფიქრები, მხოლოდ კიდევ უფრო აძლიერებდა შეგრძნებას, რომ თავად ვერ იქნებოდა საკმარისი - ვერ გამოასწორებდა, ვერ გაანადგურებდა იმ ჩრდილებს, რომლებიც მის გულში ჩაძირულნი იყვნენ. პირველი ორი თვე ასეთი რთული იყო მისთვის, შემდეგ ნელ - ნელა ანამ დაიწყო სამსახურის ძიება - მცირე ნაბიჯებით, ფრთხილად, თითქოს სუნთქვა შეეკავებინა. ერთ დღეს პატარა კომპანიის ოფისში იჯდა, მზის შუქი ხის ფანჯრიდან ირეკლებდა მაგიდაზე და კომპიუტერზე მოძრაობდნენ გრაფები და წერილები. თითოეული შესრულებული სამუშაო ნელ - ნელა აძლევდა მას კონტროლის განცდას, მცირე გამარჯვების შეგრძნებას. შინაგან დაღლილობას ჯერ კიდევ თან სდევდა ნისლი, მაგრამ თანდათანობით ფრთხილად იბადებოდა ახალი იმედი - „უნდა გავუძლო... უნდა ვიყო ძლიერი..." სამსახურს თითქოს მიეჩვია, თუმცა ჯერ კოლეგებთან თავს კარგად ვერ გრძნობდა, ხშრად გადიოდნენ ხან კაფეებში, ხან რესტორნებში, ანას თავიდან ეუხერხულებოდა უარის თქმა, თუმცა ბოლოს ცუდად ყოფნას ან რამე მსგავსს იმიზეზებდა. პარასკევი საღამო იყო უკვე, გვიან რომ მორჩა მუშაობას და სახლში აპირებდა წასვლას, ოფისი ცარიელი იყო, ბნელოდა. უნდოდა მალე მიეღწია სახლში რომ დაესვენა, ლიფტის კარები გაიღო, დიდად არ უყვარდა ლიფტების გამოყენება, თუმცა ახლა ფეხები ისე სტკიოდა სხვა გზა არ იყო. როგორც კი დაიწრიპინა და კარი გაიღო, ანა შიგნით შევიდა, გვერდით დაუდგა ცოტათი ჟღალთმიან გოგოს, რომელიც ასევე მისი თანამშრომელი იყო.
- საღამომშვიდობისა,- დაიძახა ხმადაბლა.
- გამარჯობა,- მოესმა მისი მისუსტებული ხმაც. გაუკვირდა, ზოგადად ძალიან ხმამაღალი ტონი აქვს გოგოს, ნაბიჯი გადადგა, გვერდით მიტრიალდა და ის იყო ხმა უნდა ამოეღო, რომ გოგო პირდაპირ მის მკლავებში ჩავარდა. ანამ ძლივს მოასწრო ხელების დახვედრება, რომ ლილეს მოწყვეტილი სხეული იატაკზე არ დანარცხებულიყო. გოგონა მის მკლავებში ისეთი მსუბუქი და უღონო ჩანდა, თითქოს მთელი სასიცოცხლო ძალა წამებში გამოეცალაო.
- ლილე, გამომხედე! რა გემართება?- ანას ხმა აუკანკალდა, როცა ფერმკრთალ სახეს დააკვირდა. ლილეს შუბლზე ცივი ოფლის წვეთები გამოჰკვროდა, ტუჩები კი უცნაურად, მოთეთროდ დასწითლებოდა. ლილემ ქუთუთოები მძიმედ ასწია. მისი მზერა არაფოკუსირებული იყო, თითქოს შორიდან უყურებდა ანას.
- ჩანთა...- ამოიხრიალა ძლივს გასაგონად და ხელი უღონოდ გაიწვდინა იქვე დაგდებული ზურგჩანთისკენ,- ინსულინი... გეხვეწები...
ანამ ელვისებური სისწრაფით დასვა ლილე იატაკზე, ზურგით კედელს მიაყრდნო და ჩანთას ეცა. ნივთების ქექვისას ხელები ისე უთრთოდა რომ რამდენიმე ნივთი იატაკზე გადმოუცვივდა. ბოლოს, პატარა, მუქ ბუდეს წააწყდა.
- აი, ვიპოვე! მითხარი, რა ვქნა? ლილე, არ გაითიშო, მითხარი!- პანიკა ყელში ბურთივით მოებჯინა. ლილემ თავი ძლივს ასწია, სუნთქვა უხშირდებოდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა.
- თავსახური მოხსენი...- ჩურჩულით კარნახობდა, ყოველი სიტყვა დიდ ძალისხმევად უჯდებოდა,- მუცელზე... პერანგი ამიწიე... მე ხელები მიკანკალებს, ვერ დავიჭერ... შენ უნდა... გამიკეთო.
ანამ აკანკალებული თითებით მოხსნა ნემსს დამცავი. შიშისგან გული გამალებით უცემდა - არასოდეს გაეკეთებინა ნემსი, მით უმეტეს ასეთ ვითარებაში. მან ფრთხილად აუწია ლილეს პერანგის კიდე და დაინახა გოგონას თეთრი, დაჭიმული კანი.
- ნუ გეშინია... უბრალოდ ჩაარჭვე და ბოლომდე დააჭირე...- ლილემ თვალები დახუჭა და კედელს თავი მიადო,- ჩქარა, ანა... ყველაფერი მებინდება...
ანამ ღრმად ჩაისუნთქა, თვალები წამით დახუჭა რომ შიში დაეძლია, შემდეგ კი ნემსი ლილეს კანს შეახო. ანა წამით შეყოვნდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. ხელები ისე უთრთოდა, რომ ინსულინის კალამი თითებში ძლივს ეჭირა. ლილეს სუნთქვა სულ უფრო ხშირი და ზედაპირული ხდებოდა, თავი კი გვერდზე გადაუვარდა.
- ანა... გთხოვ...- ძლივს გასაგონად ამოიხრიალა გოგონამ. ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა. შიში სადღაც უკანა პლანზე გადავიდა და მის ადგილას გადარჩენის ინსტინქტი გაჩნდა. ცალი ხელით ლილეს მუცელზე კანი ოდნავ მოზნიქა, როგორც ეს სადღაც ფილმში ჰქონდა ნანახი და კბილების ღრჭიალით ნემსი სწრაფად ჩაარჭო. ლილე მცირედით შეკრთა, მაგრამ თვალები არ გაუხელია. ანამ კალმის ბოლოს თითი დააჭირა და იგრძნო, როგორ შევიდა სითხე გოგონას სხეულში. ათამდე დაითვალა, როგორც ინსტრუქციაზე ეწერა, შემდეგ კი ნემსი ფრთხილად ამოიღო.
- მორჩა, ლილე, გავაკეთე. მორჩა...- ჩურჩულებდა ანა და აკანკალებული ხელით გოგონას შუბლიდან სველ თმას უწევდა. ლილე რამდენიმე წუთს გაუნძრევლად იწვა, მხოლოდ მისი მძიმე სუნთქვა არღვევდა ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს. ანა გვერდით მიუჯდა, მისი ცივი ხელები საკუთარში მოიქცია და ცდილობდა გაეთბო. ნელ - ნელა ლილეს სახეზე ფერი დაუბრუნდა, სუნთქვაც გათანაბრდა.
- მადლობა...- ამოილუღლუღა ლილემ და თვალები ნელა გაახილა,- შენ რომ არა...
ანა იატაკზე მოწყვეტით დაჯდა, თითქოს მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რა მოხდა. ემოციებისგან თვალები აუცრემლიანდა.
- მეტჯერ აღარ გამიბედო ასე შეშინება, გესმის? - ხმა ჩაეწყვიტა ანას,- აქ რომ არ ვყოფილიყავი?
ლილემ სუსტად გაიღიმა და ანას ხელს ხელი მოუჭირა. ის იყო პირველი ნაბიჯები მათი დაახლოებისკენ. ლილე საყვარელი ჟღალთმიანი ყავისფერთვალება გოგო ოყო, ანა მუდმივად კომპლიმენტებს ეუბნებოდა ხოლმე, რაზეც საყვარლად უწითლდებოდა ლოყები. თითქოს ჩამქრალი არსებობის მერე შემობრძანდა ქალბატონი ლილე შაქარაშვილი ანას ცხოვრებაში და გაანათა მთლიანად. ხშირად ერთად გადიოდნენ, ერთმანეთის სახლში რჩებოდნენ, ანას ჩანთაში მუდამ იდო ინსულინის ნემსები, იცოდა ლილე როდის რას რა დოზით ჭამდა, დიდ ყირადღებას აქცევდა და პატარა ბავშვივით სულ უწყრებოდა, რადგან თავად ლილე ერთი თავქარიანი გოგო იყო, რომელსაც სულ ავიწყდებოდა ჭამა ან წამლების მიღება.
ლილეს გაცნობიდან იმაზე სწრაფად დაუახლოვდა, ვიდრე ეგონა. თითქმის ოთხი თვე იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა ანას ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ეს ოთხი თვე კი არა, საუკუნე იყო. უნივერსიტეტიდან მეგობრები აღარ შერჩა, არ დაკონტაქტებია არავის, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პერიოდში ყველას ემეგობრებოდა. ლილე კი ერთი მომაბეზრებელი გოგო იყო, რომელიც იმ დღის მერე ტკიპასავით მიეკრო და ვეღარ იცილებდა. ნატო - ლილეს დედა, აფასებდა ანას. თანაც ძალიან. შვილივით მიიღო და მადლობელიც კი იყო ასე ძალიან რომ ეხმარებოდა ლილეს ყველაფეის კონტროლში, რადგან იცოდა თავისი ქალიშვილი როგორი უდარდელი და თავქარიანიც იყო. ანას ხშირად პატიჟებდა ნატო, ხან ყავაზე, ხან ტკბილეულზე, ხანაც სამსახურის მერე დაღლილებს გემრიელ ვახშამს ამზადებდა.
თუმცა... აქ იყო კიდევ ერთი პრობლემა. ლილე დიდხანს აკვირდებოდა ანას და ხვდებოდა რომ ამ გოგოში იყო რაღაც იდუმალი, რაღაც ისეთი, რაც არ ითქმოდა. ჰკითხა კიდეც ერთი ორჯერ, თუმცა არაფედი უთქვამს ანას. მაგრამ ხომ ნათელია, ლილე ხომ ხედავს ერთ დღეს როგორი მხიარულია და მეორე დღეს უკანასკნელი დეპრესიული ადამიანივითაა. მას რომ ასე სტკივა და თან თავისთვის იტოვებს ყველაფერს - ლილესაც გული სტკივა, თუმცა იმედოვნებს ეტყვის ერთ დღეს და დაიმსახურებს მისგან ნდობას.
ოქტომბრის თვე როგორც უკვე ვახსენეთ მზიანი იყო. დღესაც ზედმეტად კარგი ამინდი იყო იმისთვის რომ შემოდგომა ყოფილიყო.
- დღეს მინდა რომ ბარში წავიდე,- წინ გადაუდგა შესვენებაზე ლილე.
- მერე წადი,- მხრები აიჩეჩა ანამ,- მე უნდა მოგცე ნებართვა?
- დამავიწყდა მეთქვა, თავიდან ვიტყვი,- თმები შეისწორა ლილემ,- დღეს მინდა რომ ბარში წავიდეთ.
- შანსი არ გაქვს,- თითი აუქნია ანამ,- სახლში მინდა წასვლა.
- მაშინ შენ სახლში მოვაწყოთ ბარი,- ხელები შეკრა წინ,- გთხოვ რა, ასე როდემდე უნდა იყო, გაერთე ცოტა, ჩამოხმი ადამიანო.
- კარგად ვარ ლილე,- ამოიოხრა ანამ და ლეპტოპს თავი მიანება,- არაფერი მჭირს. რატომ დადიხარ ბარში, მაინც არ სვამ ალკოჰოლს, გიხარია ყველგან შენი წვენებით რომ დადიხარ?
- გეტყობა!- მიახალა უცებ,- და რადგან თქმას არ გაძალებ და არ გეკითხები, არ ნიშნავს იმას რომ ვერ ვხვდები ვერაფერს. და ჩემს წვენებს შეეშვი.
- კარგი, წამოდი, თუ ეს დაგამშვიდებს,- თავს აქნევს ანა და ლილეც გახარებული უბრუნდება თავის მაგიდას.
საღამო ხმაურიანი გამოდგა. ბარის ნაცვლად ანასთან ავიდნენ სახლში. ლილემ მაღაზია ფაქტობრივად გამოზიდა, არადა მხოლოდ ორნი იქნებოდნენ. საბოლოოდ კი ფანჯრის რაფაზე ისხდნენ ორივენი, ასე ძალიან რომ უყვარდა ანას და მშვიდად საუბრობდნენ.
- იცი მალე ერეკლე ბრუნდება,- თქვა უეცრად ლილემ. ერეკლე მისი ძმა იყო, კახეთში ატარებდა ბოლო თვეს დროს, როგორც ლილემ ახსენა სახლს აშენებენო,- ტვინი გაბურღა, ცხრაჯერ დამირეკა.
- რატომ ჭამთ თქვენ ორი ერთმანეთს.
- თვითონ იწყებს ხოლმე, ნერვებს მიშლის,- ბუზღუნებს ლილე,- არადა დიდია ჩემზე და უნდა დამითმოს ხოლმე.
- არც შენ ხარ პატარა, ლილე,- ჩაიცინა ანამ,- ოცდასამი წლის ხარ.
- მერე ის ჩემზე ორი წლით დიდი ვირია,- გააქნია თავი ლილემ,- კარგი, შენ ის მითხარი, როდის აპირებ შეყვარებულის ყოლას? ქორწილში მინდა ქეიფი.
- არ ვაპირებ,- სახეზე ღიმილი წაერთვა ანას.
- რატომ? მონაზონი უნდა გახდე ბოლოს?
- არა... არ ვიცი,- დააპაუზა ანამ და მოაწვა ყველა მოგონება,- მართლა არ ვიცი. მაგრამ ალბათ გავიცნობ ვინმეს, შენსავით სამს ერთად ვერ მოვასწრებ.
- ძალიან სასაცილოა,- გააჯავრა ლილემ,- არც არავინ გყოლია?
- ლილე...- ხმა ჩაუწყდა ანას.
- ანუ კი... მითხარი ვინ იყო, გპირდები არასდროს არავის ვეტყვი,- მიუცუცქდა გოგოს. ანამ თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა, ღირდა კი ეთქვა? ღირდა კი?- ანა გთხოვ, მგონია რომ არ მენდობი.
- ამ ამბით წყვეტ გენდობი თუ არა?- წარბებს კრავს ანა.
- თემა გადაგაქვს და სისულელეებს მეუბნები,- ატრიალებს თვალებს ლილე.
- გაგიჟდები რომ გაიგებ,- გაეცინა უცებ,- შეყვარებული არასდროს მყოლია, მართალი ხარ. არ მქონდა ამის დრო. სწავლას რომ მოვრჩი ჩემებთან წავედი ჩხორიწყუში. ისე მიყვარს ეგ ადგილი...
- მერე?- ვეღარ ითმენდა ლილე. მერე თვალი ანას თითებისკენ გაეპარა, გოგო ნერვიულად აწვალებდა არათითს.
- მერე იქ...- გაჩერდა, ცრემლების ბურთი გაეჭედა ყელში,- მერე იქ ჩემი ბიძაშვილი გამოჩნდა და მაშინ დაიწყო ყველაფერი...
ანა მზერას ვერ უსწორებდა, გარეთ მიმავალ მანქანებს უყურებდა, ყვებოდა და ნელ - ნელა ხვდებოდა რომ გული იხსნებოდა და იცლებოდა დაგროვილი გრძნობებისგან.
- გავგიჟდები,- პირზე ხელი აიფარა ლილემ, როგორც კი ნიკას ამბავი გაიგო,- რას ამბობ.
- მეორე დღეს სვანებმა მომიტაცეს და ასე გამათხოვეს გაგი ხერგიანზე...
- მეღადავები,- თავში ხელი შემოირტყა ლილემ და აგრძელებდა მის მოსმენას.
- მაგიჟებდა, ჭკუიდან მშლიდა, ორჯერ გავიქეცი და ვერც ერთხელ ვერ შევძელი,- ჩაეღიმა ანას იმ ყველაფროს გახსენებაზე.
- სიგიჟეა, მსგავსი რამ თუ კიდევ არსებობდა არ მეგონა,- შუბლი მოისრისა ლილემ და განაგრძო ანას მოსმენა.
- ბოლოს იმდენი ქნა - თავი შემაყვარა,- მოსვა ცხელი ჩაი ანამ,- მაგრამ დავშორდით. უფროსწორედ, ზურას ამბის გამო ავდექი და წამოვედი. ბეჭედიც იქ დავუტოვე და ვუთხარი რომ დაშორება მინდოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. არც დაურეკია, არც მოუწერია. ვფიქრობდი მე თავად ხომ არ გამეგზავნა საბუთები. მაგრამ არ ვიცი...
- ჩემო პატარა,- იხუტებს ლილე და თმაზე ეფერება, ხედავდა როგორ უჭირდა და როგორ უნდოდა ტირილი, თუმცა თავს იკავებდა,- ამდენ რამეს გულში როგორ ინახავდი?
- არვიცი,- მხრბს იჩეჩს ანა,- მოკლედ, რაც წამოვედი იმის შემდეგ აღარ გვისაუბრია.
- არ ვიცნიბ სვანებს, მაგრამ ამდენ ხანს როგორ შეძლო უშენოდ ყოფნა თუ უყვარდი?- ტუჩები ლამის დაიჭამა ნერვიულობისგან,- ან შენ...
- ფიზიკურად არ მქონდა ძალა რომ დავრჩენილიყავი და მეყურებინა როგორ იცავდა ჩემი ქმარი დისტანციას ჩემგან, როგორ მიყურებდა, როგორც დამნაშავეს და არა როგორც ცოლს. ერთი კვირა მაგას ვუყურე, მერე უკვრ აღარ შემეძლო...
- გასაგებია,- ხასიათი წაუხდა ლილეს,- ანუ ახლა მაინც დაქორწინებული ქალბატონი ხარ.
- თუ ასე შეიძლება ეწოდოს ამ სიტუაციას... მაშინ კი,- მხრებს იჩეჩს ანა.
- ვახ, იმენა კინოა,- ჩაეცინა ლილეს,- მომეცი დავლიო რა ჩაის მაწრუპინებ.
წამოდგა ფეხზე. იმ ღამეს შეძლებისდაგვარად ბევრი დალიეს.
* * *
სვანეთის ცაზე მუქი ფერის ღრუბელი უკვე დიდი ხანია ტრიალებდა. უზარმაზარი, მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები ისე დასცქეროდნენ ხეობას, თითქოს ძველ, მივიწყებულ ცოდვებს ითვლიდნენ. აქ, სადაც ჰაერი იმდენად ცივი და გამჭვირვალეა, რომ სუნთქვისას ფილტვებს გიწვავს, ანა თავს ყოველთვის პატარა, უმწეო ნამცეცად გრძნობდა. კოშკების ჩრდილები გრძელ თითებივით ეფინებოდა მიწას. ნისლი ნელა, ზვირთებივით მოიწევდა მთებიდან, ფარავდა ნაძვნარს და სოფელს სუნთქვას უგუბებდა. სწორედ ამ ნისლში, ამ მკაცრ და დაუნდობელ სილამაზეში, ანასთვის ერთადერთი თბილი წერტილი ლილე იყო. უზარმაზარ მდელოზე ცხენის ფლოქვების თქარუნის ხმა ისმოდა. ყორანივით შავი ცხენი მიქროდა თავის პატრონთან ერთად და სადღაც ტყეში ჩაიკარგა. რამდენიმე საათი გასულიყო არ გამოჩენილა. თითქმის ღამდებოდა უკვე, თუმცა უკან დაბრუნებას არ აპირებდა, ან რა დააბრუნებდა ისეთ სახლში, სადაც ის ადამიანი არ ელოდებოდა, ვინც ასე ძალიან უყვარდა და ენატრებოდა.
- აუ ამან ხო გამიტრაკა საქმე,- დაიწუწუნა ანდრიამ და ტელეფონს დახედა,- ჯიპიესი უნდა დავუმაგრო და ისე გავუშვა.
- სადაა? გიპასუხა?- იკითხა ანერვიულებულმა ნინომ.
- მოვდივარო და გამითიშა,- მხრები აიჩეჩა და ხეს მიეყრდნო,- მოვა ნინო, შედი სახლში და დაისვენე, მე დაველოდები. ცივა თან.
- ოხ, თქვენ რა გითხარით,- ამოიოხრა ქალმა და შინ შევიდა. ანდრია კიდევ ოცი წუთი იდგა და ელოდებოდა ძმაკაცს, რომელმაც როგორც იქნა ინება ბოლოს გამოჩენა.
- ეჭვიანო ცოლივით უნდა მელოდო და მომიკითხო ხოლმე სულ?- ჩამოხტა ცხენიდან გაგი და თავლაში შევიდა.
- დედაშენი ნერვიულობს,- უკან მიჰყვა ანდრია,- დაიბარე ხოლმე სადაც იქნები რა, ნუ შეჭამე ეს ქალი.
- ვერ მიხვდა ისედაც რომ დავბრუნდებოდი? აბა სად წავიდოდი.
- გაგი,- გააჩერა ანდრიამ,- გეყოფა, რობიტივით ნუ ხარ.
- წადი, ანდრია,- მიუბრუბდა ძმაკაცს,- მადლობა რომ მელოდებოდი, დავბრუნდი უკვე.
- ხვალ ირინა თბილისში მიმყავს,- გასვლამდე დაიძახა ანდრიამ.
- უარესადაა?
- საოპერაციოა და აქ ვერ აკეთებენ, რეანომობილით წაიყვანენ და გავყვები,- კედელს მიეყუდა ანდრია.
- წამოგყვები.
- ვიღაცას წეღან ფეხებზე ვეკიდე და ახლა გავახსენდი?
- იმენა ქალივით წუწუნებ,- ცხენს დაუდო საჭმელი,- რა გინდა, გითხარი გამოგყვებითქო, მეტი რა გითხრა...
- კარგი, ხო, კარგი, დაგირეკავ ხვალ,- ბუზღუნით ეუბნება ანდრია და სახლში მიდის.
გაგი კიდევ ცოტახანს ატარებს თავლაში. თივაზე ზის და გაჰყურებს შავ ცხენს, რომელიც აქეთ - იქით თავს აქნევს.
- დაგტოვა მარტო დედაშენმა ქალბატონო ალია,- გაეცინა, თუმცა უფრო სიმწრის სიცილი იყო ეგ,- და მეც დამტოვა...
ვეღარაფერი თქვა. ანას წასვლის შემდეგ კიდევ უფრო შეიცვალა, უფრო ცივი გახდა, თითქოს ემოციის გამოხატვის ეშინოდა. სახლში იშვიათად მიდიოდა, ერთი პერიოდი ანდრიამაც კი არ იცოდა სად იყო. მაგრამ მას კიდევ თავისი პრობლემა ჰქონდა, ირინასთვის უნდა ემკურნალა, რომელიც ბოლო თვეებია მუხლის ართროზით იტანჯებოდა. საბოლოოდ გადაწყვიტა ქალმა ოპერაციას დათანხმდებოდა, ანდრიასაც მეტი რა უნდოდა, ხვეწნისგან ყელი ჰქონდა გამომშრალი უკვე, მეორე დღესვე მიაქანებდა თბილისში.
გაგი მძიმედ აუყვა კიბეებს, ოთახში შევიდა, ისევ ის სურნელი იდგა. ანას ტანსაცმელებსაც იგივე სურნელი ასდიოდა. წინაზე ნინომ ოთახი მიალაგა, ყველაფერი გადახსნა საწოლს, მხოლოდ ანას ბალიში დატოვა ხელშეუხებელი, იცოდა გაგის უნდოდა თან ჰქონოდა. ხელი არაფერზე უხლია სხვაზე, ენატრებოდა ანა, თანაც როგორ. იცოდა როგორ იტანჯებოდა თავისი შვილი, მაგრამ ჯიუტი იყო, თანაც ძალიან. ანასიც ესმოდა და ვეღარაფერს ეუბნებოდა. მხოლოდ მალხაზი იყო ის, ვინც სულ უჩიჩინებდა რომ მოეგვარებინა საქმე და გაშორებოდა მალე ან ჩამოეყვანა გოგო და გვერდით ჰყოლოდა ცოლი. აბაზანიდან გამოსვლის მერე საწოლზე მძიმედ დაეცა. ბალიშისკენ გააცურა ხელი და ჩაიხუტა. თვალები საშინლად ეხუჭებდა, მაგრამ თითქოს სულ ნახევარი საათით ჩასთვლიმა, დილის რვა საათი იყო ანდრიამ რომ დაურეკა და უთხრა მიდიოდა უკვე. წამოდგა გაგი, მოხიკა საჭირო ნივთები და ჭიშკართან მდგარ ანდრიას მანქანაში ჩაუხტა. ამდენი ხნის შემდეგ თბილისში მიდიოდა, იქ სადაც თავისი სიყვარული წავიდა. იცოდა გაგიმ სადაც იყო, ისიც იცოდა ვისთან კონტაქტობდა, რას აკეთებდა, სად ცხოვრობდა. როგორ გაუშვებდა ისე, მასზე ყურადღება რომ არ ჰქონოდა. ანდრია სულ აფრთხილებდა რომ ანა მოკლავდა თუ გაიგებდა თვალყურს ადევნებდა შორიდან და არაფერს ეუბნებოდა, თუმცა გაგი მუდამ დუმდა.
სვანეთის მერე თბილისი სხვანაირი ეჩვენა. დატვირთული იყო, სხვანაირი ჰაერი. ხალხს თითქოს სულ სადღაც ეჩქარებოდა. დიღომი სავსე იყო მანქანებით, ძლივს გაძვრნენ საბურთალოზე. ანდრიამ კორპუსის ეზოში შეაყენა მანქანა და გადმოვიდა. ღრმად ჩაისუნთქა მონატრებული ჰაერი და გაიზმორა.
- მომენატრა აქაურობა,- გახედა გაგის,- დავისვენით, ვჭამოთ მოვწესრიგდეთ და წავიდეთ მერე ირინკასთან. ჯერ ადრეა, არ შეგვიშვებენ.
გაგის არაფერი უთქვამს, თავი დააქნია, ჩანთა მოიკიდა და მეგობარს გაჰყვა. ანდრია მეშვიდეზე ცხოვრობდა. ახსოვს ადრე რომ ურეკავდა სულ აივანზე იჯდა ხოლმე ხედზე. თავად აქ ალბათ ოთხი - ხუთი წლის წინ იყო, რაღაც საქმეზე ჩამოვიდა და ერთი კვირა დარჩა ანდრიასთან. მერე რამდენჯერმე ჩამოვიდა, სურვილიც არ ჰქონდა აქეთ გამოეხედა, ბოლოს კი ჩარჩა და ჩარჩა იმ სვანეთში და ბოლომდე შეისრუტა იქაურმა მთებმა.
- ძაღლივით მშია,- დაიწუწუნა ანდრიამ და ტელეფონი მოიმარჯვა,- გამოვიძახებ რამეს, თორემ ცუდად ვარ უკვე. რას შეჭამ?
- რაც გინდა, უნდა გადავივლო, თორემ ცუდად ვარ უკვე,- აბაზანისკენ დაიძრა გაგი,- დამიძახე მერე.
ოთხის წუთები იყო საავადმყოფოსკენ რომ დაიძრნენ. დიღომში მიდიოდნენ ისევ სამედიცინო კლასტერში ლუბლიანაზე. ანდრიამ როგორც გაარკვია კარგი საავადმყოფო იყო ირინკასთვის. შესასვლელში იცდიდნენ, მერე ექთანი გაუძღვათ ექიმის კაბინეტისკენ და ნახევარი საათი ისმენდნენ ოპერაცდიამდე და შემდეგ რა შედეგები ექნებოდა, როგორ უნდა მოეარათ და ყველაფერი. დაღლილი გამოვიდა ანდრია კაბინეტიდან და მძიმედ დაეცა სკამზე.
- გავრეკავ ასე,- დაღლილმა მოისრისა შუბლი,- საიდან დაემართა ახლა ეს, ამდენს ვუვლით და...
- დამშვიდდი, კარგად იქნება,- გვერდით მიუჯდა გაგი,- ნუ ინერვიულებ მასთან, თორემ თვითონაც დაიწყებს და ხო იცი, უარს იტყვის მერე.
- მაგიტო არ შევდივარ,- თავი გააქნია ანდრიამ,- ხო ვიცი გამომტყუებს რაღაცას.
- შეიყვანონ და კაფეში ჩავიდეთ, აქ არ გაგვაჩერებენ,- წამოდგნენ ფეხზე როგორც კი ექიმები დაინახეს. ირინკას გაუღიმა ანდრიამ, გარეთ დაგელოდებიო უთხრა და ხელი დაუქნია. მიმღებში რომ ჩავიდნენ, ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობდა. უკანა შესასვლელთან სასწრაფოები ყოველ თხუთმეტ - ოც წუთში ჩერდებოდნენ და ხან ვინ გადმოჰყავდათ და ხან ვინ. ანდრიას ლამის გული აერია უგონო კაცის დანახვაზე ლამის ფეხი მოგლეჯილი რომ ჰქონდა. როგორც გაიგო შენობიდან გადმოვარდნილა, რემონტოს დროს.
- წავიდეთ თორემ აქ გავრეკავთ,- მიუბრუნდა ძმაკაცს გაგი.
- გაგვატარეთ,- გაისმა ექთნების ხმა. უკან დაიხიეს, სასწრაფოს კარები ისევ გაიღო, ახალგაზრდა გოგო გადმოიყვანეს, გონზე არ იყო. თვალები გაუშტერდათ ორივეს. გაგის მზერა ახლა იმ გოგოზე გადავიდა, ატირებული რომ ჩამოვიდა მანქანიდან, ჟღალთმიანის ხელი ჩაებღუჯა და თან მიჰყვებოდა გაგორებულ საკაცეს. ისე ჩაიარეს მათ წინ არაფერი შეუმჩნევია.
- მოლანდებები დამეწყო მემგონი,- ანდრიამ რომ განაცხადა და თვალები მოიფშვნიტა, მაშინ მიხვდა გაგი რომ არ მოსჩვენებია და მართლა დაინახა ის ვის სახესაც ექვსი თვეა სიზმრებში ხედავს,- ანა დავინახე.
- მეც,- დასცდა მის ტუჩებს. ანდრია მაშინვე მობრუნდა ძმაკაცისკენ.
- სერიოზულად? ანა იყო?- წარბები შეკრა და იმ დერეფანს მიჰყვა საითაც წავიდნენ.
- კი,- თავი დახარა და ხელებს დახედა,- ის იყო.
- რა მოხდა, ვინ იყო ის გოგო,- კეფა მოიქექა ანდრიამ. იქითკენ წავიდა და შორიდან გადახედა სიტუაციას. ანა კუთხეში იყო ჩამუხლული, სახეზე ხელები აეფარებინა და ცხარე ცრემლით ტიროდა. მის თავზე ერთი მაღალი ბიჭი ტრიალებდა ასევე ანერვიულებული,- ეს ბიჭი ვინაა?
იკითხა და მისი ყურადღებაც მიიქცია. შორიდან გახედა გაგიმ ორივეს. ეუხეშა ეს სიტუაცია, თუმცა ვერაფერი თქვა.
- არ მიხვალ?- მიუბრუნდა ანდრია.
- ახლა?
- აბა როდის, ქორწილში რომ დაგპატიჟებს მერე? მისალოცად მიდი ბარემ.
- ნუ გამაჭედინე,- სიბრაზე მოაწვა ხმაში,- ახლა როგორ უნდა მივიდე?
- მაგიჟებ,- მიატრიალა ძმაკაცი და კაფეში წაათრია,- რამდენ ხანს უნდა იყო ასე შორს მისგან? არ ეყო ისედაც, რაც დაიტანჯა?
- ახლა არ გინდა რა...
- მინდა! არც შორდები, არც ურეკავ, არც არაფერი. იქნებ ადამიანმა დაგივიწყა, იქნებ ახალი ურთიერთობის დაწყება უნდა და შენ გამო ვერ აკეთებს? ამაზე არ გიფიქრია?
- არ ჰყავს არავინ, ზუსტად ვიცი,- თვალს არიდებს.
- მეღადავები, არა? ცხოვრების ბოლომდე ასე უნდა იყოთ? გაგი ექვსი თვე გავიდა,- ხელს უფრიალებს ცხვირწინ,- იცი რამხელა დროა ექვსი თვე? ერთად ზუსტად ექვსი თვე იყავით, მოახერხე და თავი შეაყვარე, შენც შეგიყვარდა. ხვდები ექვს თვეში რამდენი რამ მოხდა?
- ანდრია... გეყოფა უკვე.
- მიყვარს ანა და მენატრება. ვერ ველაპარაკები, ვერ ვურეკავ, იმიტომ რომ არ მინდა გადაგაბიჯო, მაგრამ ვერც შენ მომყავხარ გონზე, მივალ დღეს და დაველაპარაკები და შენ თუ გინდა იჯექი აქ,- ატრიალებს თვალებს და ყავას სვამს,- ოხ ამის... რა ცხელია.
ბუზღუნებს და წყალს აყოლებს. ოპერაცია არ იცის ანდრიამ რამდენ ხანს გაგრძელდება. კაფიდან რომ გამოვიდა გაგი ისევ იქ დატოვა, ვიღაცას ელაპარაკებოდა. ისევ იმ ადგილად დაბრუნდა, სადაც ანა იყო, ამჯერად გოგო მარტო იჯდა სკამზე. ვეღარ გაუძლო, მიუახლოვდა და მხარზე ხელი ჩამოადო. ანა შეხტა, არ ელოდა. აწითლებული თვალებით ამოიხედა და ანდრია რომ დაინახა ეგონა მოეჩვენა.
- ანა,- გაუღიმა ბიჭმა,- როგორ ხარ?
- ანდრია?- ჩახლეჩილი ხმით იკითხა,- აქ რა გინდა?
- ირინკას ოპერაციას უკეთებენ,- ამოიოხრა ბიჭმა,- რატომ ტირი? დაგინახე რომ შემოხვედი აქ, რა ხდება?
- ჩემი მეგობარი მოვიყვანე,- თმები გადაიწია უკან,- დიაბეტიანია. ტკბილი შეჭამა და გონება დაკარგა.
- ის ჟღალთმიანი?
- ჰო, ლილე,- თვალები მოისრისა,- მოდი ჩაგეხუტო, რამდენი ხანია არ მინახიხარ.
- ჰო, დიდი დრო გავიდა,- სუსტად გაეღიმა ანდრიას და მოეხვია,- მოდი დაჯექი, ვერ ხარ კარგად შენც.
- ძალიან შემეშინდა. არც კი სუნთქავდა, მეგონა მოკვდა,- ანერვიულებული საუბრობდა და სიტყვებს ძლივს ალაგებდა.
- ირინას რა სჭირს? ხომ კარგადაა?
- მუხლის ართროზი დაუდგინეს. სტკიოდა ძალიან, ძლივს დავითანხმე ოპერაციაზე,- მხრებს იჩეჩს ანდრია,- სხვა... როგორ ხარ?
- მეკითხები როგორ ვარ გაგის გარეშე?
- ვიცი რომ არ ხარ კარგად, არც ის არის,- თვალს არიდებს ბიჭი,- ძალიან შეიცვალა შენი წასვლის შემდეგ.
- სხვა გზა არ მქონდა, ანდრია,- ცრემლი ჩამოუგორდა აწითლებულ ლოყაზე,- ისედაც, რაც დამემართა ყველაფერი სხვის გამო... ახლა იმასაც ვეღარ გადავიტანდი მისი ცივი თვალები რომ დამენახა. ამდენი ძალა არ მქონდა.
- ასე როგორ აორთქლდი კი მაგრამ... გეძებდა.
- ვიცი, აქ არ ჩამოვსულვარ თავიდანვე,- მხრევს იჩეჩს ანა,- ისევ იქ არის?
- სხვა პასუხი რომ გითხრა - ნახავ?
- არა,- მზერა აარიდა ბიჭს, არადა მის ნახვაზე და ჩახუტებაზე მეტად არაფერი უნდოდა.
- ანა,- გაისმა ერეკლეს ხმა უკან,- გამარჯობა.
წამოადგა ანდრიას თავზე ბიჭი.
- გამარჯობა,- წამოდგა ისიც.
- ეს ანდრიაა, ჩემი მეგობარი,- წამოდგა ანაც,- ეს კი ერეკლეა, ლილეს ძმა.
- სასიამოვნოა,- გაუღიმა ბიჭმა,- ანა ნატო მოვა მალე და დახვდები? მე უნდა გავიდე ცოტახნით.
- კი, არაა პრობლემა,- დაუქნია თავი.
- კარგი, წავედი მაშინ, დამირეკე რამე თუ მოხდება,- თავი დაუქნია ანამ.
- შენი შეყვარებულია?- წარბებს წევს ანდრია.
- დამცინი? ლილეს ძმა და ჩემი მეგობარია.
- ძალიან ახლო ურთიერთობა გქონიათ სამივეს.
- ალბათ იმიტომ რომ მაშინ იყვნენ ჩემთან, როცა თქვენ ორი უნდა ყოფილიყავით. განსაკუთრებით ის შენი ძმაკაცი,- ხმა გაუმკაცრდა ანას,- იმედია ჩემსავით იტანჯება ვაჟბატონი. შენ რას გერჩი, მკითხულობდი მაინც.
- აქაა, თუ გინდა ნახე, შენით უთხარი და უფრო დატანჯე,- ჩაეცინა ანდრიას.
- აქ არის?- გაოცდა ანა,- არც კი უნდა ნახვა.
- ხომ იცი რა ჯიუტია.
- გავიწყდება ალბათ მე ვინ ვარ.
- თქვენ უნდა შეიკლათ ჩემი ნერვები?- მაღლა აიხედა ანდრიამ,- ალბათ შემდეგი ორი კვირა აქ ვიქნები მე. შეიძლება მეტიც. ირინკას უნდა მივხედო. არ გინდა შეხვდეთ ერთმანეთს?
- არ ვიცი,- თავი დახარა ანამ, უნდოდა და თანაც როგორ უნდოდა.
- წავალ მე, გაგიმ არ იცის ეს დრო რომ გეკონტაქტებოდი,- მხრებზე მოჰკიდა ხელი,- შენ როგორ უნდა მიმეტოვებინე.
- მადლობა რომ შენც არ დამტოვე,- გაუღიმა ანამ.
- როგორ გეკადრება,- გაეცინა ანდრიას,- დამირეკე ხოლმე თუ რამე დაგჭირდა, იმედი მაქვს შენი მეგობარი მალე გამოჯანმრთელდება.
- იმედია,- ანდრიას კიდევ ერთხელ მოხვია. კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა. შეკრთა მათ დანახვაზე,- ლილე როგორ არის?
მიუბრუნდა ანა უცებ. ექიმმა ოხვრით ჩაიხედა სამედიცინო ბარათში.
- მდგომარეობა მძიმეა. ეს არის დიაბეტური კეტოაციდოზი. როგორც ჩანს, ორგანიზმმა ვერ გაუძლო შაქრის ასეთ მკვეთრ ნახტომს. სისხლში აცეტონის დონე ძალიან მაღალია, რამაც ტვინის ფუნქციებზე იმოქმედა. ამიტომაც არის გათიშული - ეს პრეკომატოზური მდგომარეობაა.
- ანუ?
- ლილეს ორგანიზმმა შაქრის მკვეთრი მატებისგან ძლიერი დარტყმა მიიღო. რადგან ინსულინი დროულად ვერ მიიღო, სისხლში შაქრის დონე კრიტიკულ ზღვრამდე ავიდა. მარტივად რომ გითხრა, მისმა ორგანიზმმა თვითმოწამვლა დაიწყო.
- ჩემი ბრალია...- ჩაილაპარაკა ანამ და თვალები აუცრემლიანდა,- უშაქრო ეგონა, რაც შეჭამა...მე უნდა შემემოწმებინა. მე მივაწოდე ეგ...
- ახლა მაგას მნიშვნელობა არ აქვს,- გააწყვეტინა ექიმმა მკაცრად, თუმცა ცოტა თანაგრძნობით,- ახლა მთავარია, ორგანიზმმა გადასხმებს უპასუხოს. ინსულინს ვუწვეთებთ რომ შაქარი ნელ - ნელა დავწიოთ. მკვეთრად დაწევა არ შეიძლება, ტვინის შეშუპების რისკი არსებობს. უახლოესი რამდენიმე საათი გადამწყვეტია. თუ შაქარი დაიწევს და კეტონების დონე დაიკლებს, გონს მოვა. მანამდე კი მხოლოდ ლოდინი შეგვიძლია.
- მადლობა,- ამოიჩურჩულა ანამ და ექიმი წავიდა,- ჩემი ბრალია...
მიუბრუნდა ანდრიას.
- დამშვიდდი, კარგად იქნება, ტელეფონი გირეკავს, მიდი მოიწმინდე ცრემლები,- მიაწოდა მობილური.
- დედამისია, რა უნდა ვუთხრა...
- დედამისი რომ არის სწორედ მაგიტომ არ უნდა იტირო, რას იფიქრებს ის ქალი, კვდებაო ჩემი შვილი.
- მართალი ხარ,- შეიმშრალა ცრემლები ანამ,- გისმენთ ნატო დეიდა... გამოვალ ახლავე.
- მე მეორეზე ვარ, თუ რამე ამოდი, ან დარეკე და ჩამოვალ,- უღიმის და ლიფტისკენ მიდის.
- სად ხარ ამდენ ხანს,- წუწუნით შეეგება გაგი დერეფანში,- მეგონა წახვედი.
- ანა ვნახე,- სიტყვა ჰაერში გაუშეშდა გაგის.
- კარგადაა?
- არა, ცუდად არის. იცის რომ აქ ხარ და სიმართლე გითხრა გელოდებოდა.
- ვნახავ, ოღონდ ჯერ არა,- აღარ იცოდა რა ეთქვა.
- მეგობარი მოუყვანია, საწყალი გოგო,- სკამზე დაჯდა ანდრია,- დიაბეტი ჰქონია და ტკბილი უჭამია, ანას მიუცია შეცდომით. ისე ტიროდა შენ უნდა დაგემშვიდებინა და არა მე. ასეთი ხისთავიანი რომ არ ყოფილიყავი, იქნებ რამე გამოსულიყო?
გაგი არაფერს ჰპასუხობს, იცის რომ მართალია. შემდეგი ორი საათი ხმა აღარ ამოუღიათ, ჩუმად ისხდნენ, მანამ სანამ ექიმი არ გამოვიდა და არ უთხრა რომ წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ. ანდრიას დამძიმებული გული მოეშვა. ღიმილით მიეყუდა კედელს, დიდი ხანია ასეთი სითავისუფლე არ უგრძვნია.
* * *
მეორე დღეს ლილე გონს მოვიდა. თუმცა შესვლა მხოლოდ მესამე დღის ხუთი საათიდან შეძლეს. საჭმელი ეჭამა გოგოს და ფერზე მოსულიყო. ღიმილით იწვა საწოლზე. ჯერ ნატო შევიდა, დაუკოცნა შვილს ლოყები, თმაზე ეფერა. მერე ლილემ გემრიელი საჭმელები სთხოვა, ნატოც სახლში გიექცა რომ მოემზადებინა შვილისთვის.
- შეიძლება?- დააკაკუნა ანამ კარზე. წინა ღამის უძინარი, იგივე ტანსაცმლით და ჩამოშლილი თმით იყო.
- შემოდი,- გაუღიმა ლილემ,- ბუას ჰგავხარ.
- როგორ ხარ?- მიუჯდა საწოლზე,- რამე ხომ არ გტკივა?
- არა, კარგად ვარ,- ხელზე შეეხო გოგო.
- ისე ვინერვიულე, ჩემი ბრალია,- თავი ჩახარა ანამ,- მე მოგეცი ის ნამცხვარი. არასწორად იდო ყუთებში და არ დავაკვირდი.
- დამშვიდდი ჩემო ლამაზო,- უახლოვდება ლილე,- არაფერია, ხდება ხოლმე, მეც ამრევია და თანაც ძალიან ბევრჯერ.
- არ სუნთქავდი ლილე, ლამის გავაფრინე.
- ანა, კარგად ვარ,- გაუღიმა ლილემ კვლავ,- დამშვიდდი, კარგი?
- გიჟი ხარ, როგორ შეგიძლია ახლაც ასე იღიმოდე?
- აბა ვიტირო იმის გამო რომ გადავრჩი?- გაეცინა გოგოს.
- კარგი, ნატო სახლში წავიდა. ერეკლე მოდის - გზაშია, გინდა მანამდე რამე?
- არაფერი,- ჩაიჩოჩა საწოლზე ოდნავ.
- ერთი წუთი,- ზარს დახედა ანამ ანდრია ურეკავდა,- გისმენ ანდრია.
- ანა ისევ აქ ხარ?
- კი, ლილემ გაიღვიძა და...
- როგორ გამიხარდა, კარგად არის?
- ყველაფერი რიგზეა, რა ხდება?
- ირინკამაც გაიღვიძა და რომ ვუთხარი აქ ხარ, გაგიჟდა, გიკითხა. ამოხვალ ცოტახნით?
- მოვალ, მაგრამ ლილეს მარტო ხომ ვერ დავტოვებ?- წარბები შეკრა ანამ,- ერეკლე კი მოდის, მაგრამ...
- არ ინერვიულო, მოდი შენ, მე მივალ მაგასთან თუ გინდა,- მიაყარა ანდრიამ,- დამღალა ერთი საათი მეხვეწებოდა. გთხოვ რა...
- კარგი, მოვალ,- გაუთიშა ტელეფონი,- უნდა გავიდე მეორეზე...
- ვისთან. ვინ იყო ქალბატონო?- ეშმაკურად ჩაიღიმა ლილემ.
- ანდრია,- ხმა გაუწყდა უცებ,- ჩემი ქმრის ძმაკაცი.
- აი ხომ ვამბობდი ეგ ბიჭი ისევ გიყვარსთქო, ისევ ქმრად მოიხსენიებ.
- აქ არის, ორივე. ანდრიას დედას გაუკეთეს ოპერაცია.
- ღმერთო ჩემო, არ გინახავს?
- არა, არც ვნახავ. არ უნდა ჩემი ნახვა. რომ სდომოდა მეტყოდა ანდრია ან მოვიდოდა,- ფეხზე დგება ანა,- ანდრია ჩამოვა, მარტო არ იქნები ერეკლეს მოსვლამდე, ათი წუთით მივალ და დავბრუნდები, კარგი?
- რათ მინდა ანდრიას მოსვლა, მარტო ვერ დავრჩები?
- ლილე, გთხოვ...
- კარგი, კარგი,- აუქნია ხელი,- წადი და დაუძახე იმ შენი ქმრის ძმაკაცს.
ანამ პალატა დატოვა, კიბეებგან ანდრია შეეგება, პალატამდე მიიყვანა და თავად ქალბატონ ლილესთან მივიდა. კარზე დააკაკუნა და თავი შეყო ოთახში.
- გამარჯობა, სწორედ მოვხვდი?
- ანდრია თუ ხარ შემოდი,- საბანი შეისწორა გოგომ.
- უცნაურია,- კეფა მოიქექა ბიჭმა,- გამარჯობა, მე ანდრია ვარ.
- ლილე, სასიამოვნოა,- ხელი გაუწოდა გოგომ.
- გავიგე ცუდად ყოფილხარ, ახლა როგორ ხარ?
- კარგად ვარ, არაფერია. ანამ რომ ინერვიულა მაგდენის არ მომხდარა არაფერი,- ბუზღუნებს ლილე.
- კარგია.
- ის შენი ძმაკაცი იქაა მაღლა?
- ვინ? გაგი? არა, შენ საიდან იცნობ?
- ანასგან, მომიყვა ყველაფერი,- მხრები აიჩეჩა ლილემ,- იდიოტია შენი ძმაკაცი.
- აუ მაგარი,- დაეთანხმა ანდრიაც,- უკვე იმდენი ხანია ამის ვინმესთვის თქმა მინდა. სისხლი გამიშრო.
- ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ,- გაეცინა ლილეს,- არ აპირებს შერიგებას?
- არ ვიცი, არც უშვებს. ეგ კარგია ანუ უყვარს,- მხრებს იჩეჩს ანდრია.
- ჩვენი რა განსახილველია ახლა მაგრამ...- დაიწყო ლილემ და უცებ დააპაუზა, ორივეს გაეცინა მის ნათქვამზე,- ანა მართლა იტანჯებოდა მთელი ეს დრო და აღარ მინდა შენი კრეტინი ძმაკაცის გამო ისევ მოწყენილმა იაროს. ვფიცავ, ბიჭს გავაცნობ და ნახავს მერე.
- მე ორი კვირით აქ ვრჩები,- აცხადებს ანდრია,- გაგისაც დავიტოვებ, მაინც გრიგალივით ტყუილა დაქრის სვანეთში და იქნებ...
- შევარიგოთ?- ანდრიამ თავი დაუქნია,- მთავარია საზღვრებს არ გავცდეთ, ჯერ ანასთან უნდა გავარკვიო უნდა თუ არა შერიგება.
- მოვედი, ირინა გეძახის,- შედის ოთახში ანა და უკან ერეკლეც მიჰყვება.
- კარგი, წავედი. გინახულებ მერე კიდევ ანა,- ხელს უქნევს გოგოს და ოთახიდან გადის. წამით კართან შეშდება, რანაირად დაუკავშირდება ლილეს თუ მისი ნომერიც არ ჰქონდა? შებრუნება უნდოდა, მაგრამ მოერიდა, მისი ძმაც იქ იყო. ამოიოხრა, თავში ხელი შემოირტყა და პალატაში აბრუნდა.
* * *
- ხოდა პალატაში რომ შევედი ეს ბიჭი თავს დასტრიალებდა ამ შენს ცოლს,- ლუდს სვამს ანდრია და ძმაკაცს აღიზიანებს,- ისე ძალიან კარგი ბიჭი იყო, მე მომეწონა. მგონი ანასაც მოსწონს.
- ანდრია თავს გაგიტეხავ ახლა.
- რა გინდა? გეუბნები უბრალოდ, მართლა კარგი ბიჭია,- ცარიელ ქილას აგდებს ნაგავში და ახალს ხსნის,- ლილემ მითხრა რომ ძალიან უჭირდა თურმე ანას.
- დაქალი?
- კი, მისთვისაც ახლახანს უთქვამს და მთელი ეს თვეები თავისთვის ინახავდა თურმე,- ტუჩს აწვალებს ანდრია,- არ გეცოდება ეგ გოგო გაგი?
- ნუ სულელობ, ჩემზე მეტად განა ვინმეს უნდა...
- ანბანის მიხედვით გაგინებდი ახლა. ბიჭო, ნუ ხარ ჯიუტი, სვანი კი ხარ, მაგრამ მაინც. რა ჯანდაბა გეტაკა, გოგოა, დაიცავდა თავის ნათესავს აბა რას იზამდა. მითუმეტეს სიმართლე ხო გავიგეთ უკვე, როდემდე უნდა აწვალო? მოეწონება ვინმე, ავდგები და მეც დავეხმარები და მის ქორწილში მეჯვარეც ვიქნები. აი ზუსტად ამის ღირსი ხარ შენ!
- კარგი, ნუ შემეცი ვნახავ,- დაღლილი აჩერდება,- მაგისთვის წამოვედი რეალურად ისედაც, დაველაპარაკები.
- ანა შვილს გააჩენს, გაზრდის და მერე მისი შვილი დაგპატიჟებს ქორწილში, იქ დაელაპარაკე, უფრო მარტივი იქნება დამიჯერე,- თვალს უკრავს და მეორე ქილასაც ისვრის ნაგავში,- ლოთი გამხადე ნერვიულობისგან, შენ რა გითხარი.
- ირინა როგორაა?
- თემის გადატანაში მაგარი ხარ,- წინ უჯდება ბიჭს,- პარასკევს წამოვიყვან და აქ იქნება ცოტახანს და შენ არც იფიქრო რომ სვანეთში წახვალ.
- რამდენ ხანს აპირებ აქ ყოფნას?
- შენი ცოლის გარეშე სად მიდიხარ?
- არსად არ მივდივარ, გკითხე უბრალოდ,- ხმაში გაღიზიანება დაეტყო.
- კარგი, არ ვიცი, ორი კვირა ალბათ,- ჩაფიქრებული ამოთქვამს ანდრია.
- ვიქნები აქ,- ფეხზე დგება და ოთახში შედის. ის ღამე არ უძინია. ვინ იცის რამდენჯერ ჩამოსულა თბილისში, რამდენჯერ მისულა მის სახლთან, რამდენჯერ მდგარა სადარბაზოსთან და უცდია დაკაკუნება, თუმცა ვერ შეძლო. ლაჩარივით უკან გაბრუნდა, თითქოს მოეჩვენა რომ მის გარეშე უკეთ იყო, ისე ჩანდა თითქოს შეეჩვია ანა, გადაიტანა და შეძლო ხელახლა დაწყება, თუმცა ტყუილად. ანდრიამ რომ უთხრა სიმართლე - ყველა კოშკი ჩამოენგრა, ყველაფერი წამში გაცამტვერდა. ერთ მომენტში ისიც იფიქრა, დაშორებაზე მართლა ხომ არ დაფიქრებულიყო, მაგრამ ჯერ მასთან უნდა ესაუბრა, ამის ძალა კი არ შესწევდა.
* * *
- რომ გამოვკეთდები სადმე ბარში წავიდეთ, კარგი? ცოტა გული რომ გადავაყოლოთ,- წუწუნებდა ერეკლეს მკლავებში მოქცეული ლილე. საავადმყოფოდან რომ გამოწერეს და სადარბაზოსთან მივიდნენ, წუწუნი დაიწყო ამხელა კიბეზე მარტო ვერ ავალო და ააბრძანა ბატონმა ერეკლემ თავის ოთახში ხელში აყვანილმა.
- ახლა გამოგწერეს, ნატო შეხედე რაებს იძახის, დალევა უნდა ისევ,- დაიწყო ყვირილი ანამ და თან ეცინებოდა,- ორი ჭიქის მეტს ვერ სვამ და რას დაწანწალებ ამ ბარებში?
- ოხ, ლილე დაგალევინებ მე შენ ცეცხლს და ნავთს,- დატუქსა ქალმა და ლანგრით საჭმელი შემოიტანა,- ჭამე ეს დროზე და შენი ხმა არ გავიგო!
- დედა, კარგი რა,- აბუზღუნდა ლილე,- ერე უთხარი რა რამე.
შეამოკლა ძმის სახელი და ერეკლემ უკვე იცოდა რომ მის თხოვნას უარს ვერ ეტყოდა. სულ ასე იცოდა ლილემ.
- ორი სამი დღე მოიცადე და თუ ყველაფერი რიგზე იქნება წაგიყვან,- დაჰპირდა ბიჭი და წამოდგა,- წავედი მე სამსხურში, ისედაც ბევრი გავაცდინე შენ გამო პატარა კაპარჩხანა.
- შენ მუშაობა არ გინდოდეს და მე დამაბრალე ახლა,- მხრები აიჩეჩა ლილემ.
- გამაგიჟებს ეს, წამოდი დედა, წამოდი,- მოკიდა ქალს ხელი და ერთად გავიდნენ ოთახიდან.
- იმ შენი ქმრის სიმპატიური ძმაკაცის ნომერი მომეცი რა,- მიახალა ეგრევე ანას. დაიბნა, ვერ მიხვდა უცებ რას გულისხმიბდა,- ანდრიასი.
- რათ გინდა?- შეწუხებულმა შეხედა,- არ თქვა რომ მოგეწონა.
- დასაწუნი რა ჰქონდა? სვანია ეგეც?
- ც? ჩემი ქმარი ხომ უარესია და ეგ იმაზე უარესია მემგონი,- გაეღიმა ანას,- გამოგიგზავნე.
- ანდრია ნაკანი, ჰმმ,- ტუჩს აწვალებდა კბილებით სანამ მის სოციალურ ქსელს ათვალიერებდა,- იფ, რა ბიჭია? არ გინდა რომ ქმარს შეურიგდე, მე ამას მოვაწონებ თავს და მერე სვანეთშიც ერთად ვიქნებით.
- იქღა მაკლიხარ ახლა რა...
- ანუ თანახმა ხარ ქმარს შეურიგდე?
- ეგ როდის ვთქვი?- გაბრაზდა ანა.
- მე მჯერა რომ სადღაც გულის სიღრმეში ძალიან გიყვარს, უბრალოდ გეშინია მასთან შეხვედრის,- მიადო ხელი გულზე ანას.
- ასეთ ფილოსოფოსს ვიცნობ ერთს კიდევ,- გადაატრიალა თვალები,- არა და არ სრულდებოდა ხოლმე ბრძნული გამონათქვამები.
- შეიძლება ახლა სასაცილოდ არ გყოფნის, მაგრამ ასე არ შეიძლება ანა. შეხვდი ადამიანს და დაელაპარაკე,- სახეს ასერიოზულებს გოგო,- ხომ არ შეგჭამს არა, თუ კიდევ მოგიტაცებს უთხარი რომ დაქალი გყავს ისეთი, სამყაროს ბოლოში რომ წაგიყვანოს, მაინც მოგაგნებ, ასე რომ არ ინერვიულო.
- შენ არაფერი გეშველება რა,- პასუხს თავს არიდებს, საბანს უსწორებს და საჭმელს უდებს წინ,- ჭამე, იქნებ ენა დაიწვა და ვეღარ ილაპარაკო ცოტახანს.
- ტვინს მარტო ლაპარაკით არ გაგიბურღავ, არ ინერვიულო,- ბოროტულად იღიმის და ჭამას იწყებს.
იმ ღამეს ანა შაქარაშვილებთან დარჩა. ნატომ სტუმრევბის ოთახში გაუშალა საწოლი, თუმცა უარა განაცხადა და ლილეს გვერდით დაიძნა. ლილე კი მთელი ღამე ნაკანის სოციალურ ქსელებს ათვალიერებდა, თითქმის ღამის სამი საათი იყო შეტყობინება რომ მოუვიდა მესენჯერზე.
- ჩახვედი უკვე დაბადების ფოტოებამდე, რამდენ ხანს უნდა ათვალიერო ჩემი ქსელები?
" რა ჯანდაბაა" გაიკვირვა ლილემ და აუყვა ისევ გვერდს მაღლა, მაშინ დაინახა ერთი მოწონება რომ დაუსვია შემთხვევით ანდრიას ფოტოსთვის.
- ოხ, ლილე, ოხ,- თავში შემოირტყა ხელი,- დებილი გოგო ხარ.
ლანძღავდა საკუთარ თავს.
- ხომ უნდა გამერკვია ვისთან ერთად უნდა მეთანამშრომლა?- არ ჩამორჩა გოგოც. ანდრიას გაეცინა და თანაც ხმამაღლა.
- ანამ მოგცა?
- კი,- უპასუხა მაშინვე,- ვლაპარაკობდით შენს ძმაკაცზე, იმედია სლოკინით არ კვდება.
- ეს მაქსიმუმ უჰაერობამ მოკლას, სძინავს ახლა.
- ანასაც ვუთხარი დღეს შეხვედრაზე და არ თანხმდება, მაგრამ არც უარს ამბობს.
- ეგრეა გაგიც, რა შეგვიძლია რომ ვქნათ?
- ჰმმ, ბარში მივდივართ ორ დღეში, მოდით თქვენც მანდ და იქ შევახვედროთ.
- მოვალთ, მისამართი და დრო მომწერე და მოვიყვან.
- ეგაა, მარტივია გეგმა,- გაეცინა ლილესაც, მერე ტელეფონი გადადო. უკვე თვალები სტკიოდა. გადაბრუნება და დაძინება ერთი იყო.
* * *
- არ მინდა რა წამოსვლა,- დაიწუწუნა ანამ,- გთხოვ, ლილე.
- მაშინ ხომ დამთანხმდი, გთხოვ ერთი საათით მაინც რა, გეფიცები მერე წამოვალთ, ან ერეკლეს ვეტყვი და წამოგიყვანს,- შეეხვეწა ლილე.
- კარგი, ხო,- აბუზღუნდა ანა და გამოიცვალა. ერეკლემ ორივე მიიყვანა ბარამდე, თავადაც ძალიან ეზარებოდა, უბრალოდ გოგოებს მარტო ხომ არ გაუშვებდა, თან იცოდა თავისი თავქარიანი დის ამბავი, ვინმეს თუ აითვალწუნებდა შეეძლო ბოთლი გადაემტვრია თავზე.
- ძალიან კარგი გარემოა, ყოჩაღ ლილე,- შეიქო თავი და შიგნით შევიდა. ბარი გადავსებული იყო, როგორც გაიგეს დღეს ერთი ცნობილი მომღერალი მოდიოდა და ამიტომაც შეკრებილიყო ხალხი. ლილეს ნახევარ საათში მოესწრო უკვე თავისი წვენისა და ერთი ჭიქის დალევა, რადგან ერეკლემ ალკოჰოლი აუკრძალა მეტი ვერ გაბედა. ანდრია არადა არ ჩანდა, ტელეფონი ამოიღო და გარეთ გადიოდა რომ დაერეკა, თუმცა აღარც დასჭირდა.
- მოგესალმებით, ლამაზო ქალბატონო,- გაიგო ყურთან ბიჭის ხმა და მისკენ შებრუნდა.
- როგორც იქნა, სად იყავი ამდენ ხანს?
- გაგის ვარწმუნებდი, თუმცა უშედეგოდ,- მხრები აიჩეჩა ანდრიამ.
- ღმერთო, შენ რაში მჭირდებოდი ის თუ არ მოვიდა?- გაუბრაზდა ლილე და მკერდზე მუშტი დაარტყა.
- რა მექნა აბა? არ წამოვიდა და ძალით ხომ არ ჩავტენიდი.
- უნდა ჩაგეტენა, იდიოტო,- ნაწყენი მიბრუნდა უკან,- რა ვქნა ახლა? როგორ შევახვედრო? ანას ისედაც არ უნდოდა წამოსვლა და ძალით წამოვიყვანე. სამი დღეა ვეხვეწები.
- კარგი, ბოდიში რა, ნუ მიბრაზდები,- მკლავზე მოეჭიდა და მკერდზე აიკრო გოგო. იმდენი ხალხი მოძრაობდა ფიზიკურად ადგილიც აღარ იყო.
- გამიშვი ხელი,- მიაწვა მკერდზე,- რა უბედურებაა.
- რომ ბრაზობ სახე გიწითლდება და ეს ჟღალი თმები...- თმაზე ჩამოუსვა ხელი.
- თმაზე ნუ მეხები.
- წამოდი ჩვენ გავერთოთ და მაგათ მოვიფიქრებთ რამეს,- ჩაიცინა ანდრიამ და სასმელი შეუკვეთა,- თან შენი ძმა ისე მიყურებს, გამგლიჯავს მგონი.
- ღირსიც იქნები,- ეშმაკურად გაუცინა და თან გაჰყვა.
ანას მართლა დაელია სამი - ოთხი ჭიქა. დიდად არ იყო გრადუსიანი, თუმცა მალე თვრებოდა და თანაც ესეთი ადგილები არ უყვარდა, ვერ ერთობოდა და ახლაც ლილეს ხათრით წამოვიდა. თითქმის საათზე მეტია აქაა, ერეკლესთან კარგად ატარებდა დროს, თუმცა ბიჭიც დათვრა და სადღაც გადაიკარგა.
- ანდრია,- გაეცინა და მხარზე ჩამოეკიდა,- როგორ ხარ?
- მე მაგრად, გეტყობა შენც,- გადახედა სიცილით ლილეს.
- კი, მე ძალიან მაგრად ვარ,- წამოიწია ისევ წინ,- მაგრამ სახლში მინდა.
- უი, მართლაა?- გაიკვირვა ანდრიამ,- გინდა ტაქსი გამოგიძახო?
- მინდა,- მხარზე ჩამოადო თავი და ესმოდა როგორ ბურტყუნებდნენ ლილე და ანდრია, თუმცა სიტყვებს ვერ არჩევდა წესიერად.
- გაგიჟდება.
- დააწყნარებს თავისი ქმარი,- გადაიხარხარა ანდრიამ,- სვანებს ასე ნუ გვიყურებ.
აუთამაშა წარბები გოგოს. ანამ მალევე იგრძნო მხარზე ხელი. ანდრიამ რაღაც უთხრა, მაგრამ ვერც ეგ ვერ გაიგო.
- მოიცა, ავიყვან,- მიძინებული გოგო ხელში აიყვანა,- მიდი კარი გააღე. ლილე ნუ გძინავს.
- ბოდიში,- გაისმა გოგოს ხმაც,- გამარჯიბა სიძევ.
- ანდრია რას აკეთებ,- გაისმა გაგის ხმაც,- ღმერთო, ჭკუიდან მშლი.
- წაიყვანე ბიჭო, შენით ვერ მიგყავს და მე მოგიყვანე, რა გინდა მეტი.
- მაგიჟებ,- ამოისისინა,- გაჭედავს დილას.
- ახლა მე გავჭედავ იმ დედა აფეთქებულ გაზს თუ არ დააჭერ, არ წაიყვან და არ ისაუბრებთ. ვერ გავიგე, ორი წლის ბავშვები ხართ? ნუ მაგიჟებ. კაცი ხარ და კაცურად მოიქეცი,- იყვირა გაღიზიანებულმა ლილემ,- დროზე ახლა!
გაგი რამდენიმე წამს დუმდა, მერე უჩუმრად დაკეტა კარი და წავიდა.
- ჩემი გოგოა,- მიაძახა ძმაკაცს და ლილეს მხარზე მოჰხვია ხელი.
- მიგაყოლებ შენ ძმაკაცს, ვინაა შენი გოგო, გასწიე ხელი თორემ,- დაუბღვირა ბიჭს და უკან შებრუნდა.
გაგი სარკიდან დაჰყურებდა მეუღლეს, ანას მშვიდად ეძინა უკანა სავარძელზე. ზედმეტი დალია, მაგრამ ვაი რომ დილას გაიღვიძებდა რა უნდა ექნა. მისი სურნელი გაიშალა მანქანაში. ოჰ, გაგის როგორ მონატრებია ეს სურნელი. კორპუსის ეზოში შეაყენა მანქანა და გადმოვიდა. ხელი შეუცურა გოგოს ფეხებში და ნელა გადმოიყვანა მანქანიდან, ანა ოდნავ შეიშმუშნა და მკლავზე მოეჭიდა კაცს, თუმცა არ გაუღვიძია. ირინა ჯერ სახლში არ მიუყვანიათ, ხვალ უნდა წასულიყვნენ, ამიტომ ახლა იქ არავინ იყო. თავის ოთახში შეიყვანა გაგიმ და საწოლზე დააწვინა, ფეხსაცმელიც გააძრო და ზედა მოსაცმელიც. ანა უბრალოდ გვერდით გადაბრუნა, შეკრული თმა ჩამოეშალა და პირველი დარტყმა გაგიმ მაშინ მიიღო, წელამდე თმა რომ დამოკლებული დახვდა. ძლივს, გაჭირვებით შეახო ოქროსფერ თმაზე ხელები, სახესთან ახლოს მიიტანა და ღრმას ჩაისუნთქა ჰაერი, მერე ანას დახედა, ისევ ისეთი ლამაზი იყო. ისევ უმაკიაჟოდ, ისევ ხალებით სავსე, როგორ უნდა დაევიწყებინა ეს სახე, ეს სურნელი, ეს ნაზი კანი? ვერ შეძლებდა. მაშინ უნდა მომკვდარიყო.
ნელა ადგა ფეხზე და ოთახიდან გავიდა, მისაღებში დივანზე დაჯდა და ვერ დაიძინა. არხები ათამაშა, რამდენჯერმე ანას დახევდა ხოლმე, ალბათ დილის ხუთი საათი იყო მაინც რომ გაიპარა ძილში. არ ახსოვს არაფერი, თუმცა დილას კივილმა გამოაფხიზლა, გულზე ხელი დაიდო, სერიოზულად შეეშინდა. ფეხზე წამოვარდა და ოთახის კარი რომ გამოაღო - გამოფხიზლებული ანა დაინახა, ატირებული რომ იჯდა საწოლში.
- რა მოხდა?- მივარდა და იმანაც რომ გაიაზრა ახლა ვინ ედგა წინ - საერთოდ გაგიჟდა.
- მელანდები?- სახეზე ოდნავ გაულწუნა,- რა ჯანდაბა მოხდა გუშინ.
დაიკივლა და საბანი თავზე წამოიმხო.
- დამშვიდდი. არაფერი მომხდარა, გეძინა უბრალოდ მთვრალი იყავი.
- შენ აქ რა ჯანდაბა გინდა? აქ რა მინდა?- გადასწია საბანი და ფეხზე წამოდგა.
- წამოგიყვანე ანა. მთვრალი იყავი, რა მექნა, დამეტოვებინე?
- დაგეტოვებინე,- მიახალა სახეში,- ერთხრლ ხო დამტოვე და მეორედაც რა უჭირს?
- მეგონა შენ იყავი ის, ვინც დამტოვა,- ჩაეცინა გაგის.
- ხოო? გეწყინა? კიდევ ბევრჯერ დაგტოვებდი, შენ როგორც მომექეცი იმის მერე იმსახურებ!
- ალბათ ორივე ვიმსახურებდით.
- ძალიან მატკინე გული, ძალიან მაწყენინე,- დაეცა ანა საწოლზე და ეცადა არ ეტირა,- ვის გამო დავანგრიეთ ყველაფერი, ვის გამო ვართ უბედურები და ვის გამო დაიწყო ეს ყველაფერი? ამის ღირსები ვიყავით? შენგან ასეთი ქცევის ღირსი ვიყავი?
- არც მე ვიყავი შენგან ტყუილის და ღალატის ღირსი,- ხმადაბლა ამოთქვა გაგიმ.
- ჯანდაბა, მაგიჟებ,- ტონს უწევს ანა,- რა უნდა მეთქვა? ვიპოვე და მიდი მოკალითქო? და მერე რა იქნებოდა? ქალს შვილს მოვუკლავდი, შენ ციხეში წაგიყვანდნენ და მე რა მეშველებოდა? მითხარი, რას მიპირებდი? ავდგებოდი და დაგელოდებოდი სულ? და მერე ბედნიერად ვიცხოვრებდით? არ დაგელოდებოდი, არც ახლა დაგელოდები, ექვსი თვე რომ გელოდე ეგეც ზედმეტია.
- მელოდებოდი,- გაეღიმა გაგის,- იმიტომ რომ ისევ გიყვარვარ.
- მერე რა... გაგი კარგი რა,- ამოიტირა ანამ, ხმა ჩახლეჩვოდა უკვე,- მიყვარხარ, მაგრამ ეგ სიყვარული იცი როგორ მტკენს? ექვსი თვეა ადამიანს აღარ ვგავარ. შენი აზრით ეს სიყვარულია?
- ანა,- უახლოვდება ისე რომ თავადაც ვერ იაზრებს. მკლავებს შლის და ცდილობს გოგოს მოეხვიოს,- ორივეს გვჭირდებოდა ეს დრო...
- არ მინდა, ნუ მეხები,- ცხარე ცრემლებით ტირის და მკლავებზე აწვება რომ მოიცილოს, თუმცა მისი ძალის წინაშე უძლურია,- ვერ გიტან. მეზიზღები.
- დამშვიდდი,- თმაზე ეფერება ჩხუბისგან დაღლილს,- ისუნთქე.
- ვერ გიშველის ეს,- ცოტახანში სცილდება ისევ,- აღარ მინდა შენთან შეხვედრა, შემთხვევითაც კი.
საწოლიდან ძვრება და ნივთებს იღებს. შემდეგ კი კარებისკენ გარბის.
- წაგიყვან,- აჩერებს გასასვლელში.
- რა ვთქვი ვერ გაიგე, ხო?
- ასე სად წახვალ, შეხედე შენ თავს რას გავხარ,- მიანიშნა გაწეწილ თმებზე და ჩაწითლებულ თვალებზე.
- არ მჭირდება შენი დახმარება.
- ანა წაგიყვან, არ მიკითხავს,- მძიმე ხმით ამბობს და გასაღებს ხელს ავლებს. მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა და უკან გაჰყვა. გაგიმ რომ ლიფტი გამოიძახა და კარი გაიღო ანა ცოტახნით იდგა კიდევ,- არ შეხვალ?
- არა... უფროსწორედ კი,- მაგრამ მაინც ყოყმანობდა.
- წამოდი,- ხელი ჩაჰკიდა და ნელა შევიდნენ ლიფტში. ზიგადად ანა არ იყენებდა კორპუსის ლიფტებს, რაღაცნაირი შიში ჰქონდა. ახლაც კედელზე ატუზული იდგა და ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას,- ნუ ხარ დაძაბული, არაფერი მოხდება.
- არ ვარ,- ძლივს აბამს სიტყვებს ერთმანეთს,- რომ გაჩერდეს?
- გაჩერდეს, მე აქ ვარ,- მისკენ ბრუნდება და მეორე ხელზეც ეხება,- შემომხედე და ისუნთქე.
- ვერ გიტან, რატომ შემომიყვანე აქ.
- ანა დამშვიდდი, როდიდან დაიწყე ასეთი ისტერიკობა?
- შენგან რომ წამოვედი იმ დღიდან,- არ ნებდებოდა ანაც.
- ღმერთო მიშველე,- ჩაიბურტყუნა გაგიმ თავისთვის. ლიფტი გაჩერდა კარები გაიღო და ანაც მალევე გავარდა იქიდან,- მისამართი?
იკითხა ისე, თითქოს არ იცოდა.
- ვაჟაზე, ქავთარაძის ქუჩა,- მიაშტერდა ფანჯარას. გზაში ხმა არ ამოუღიათ, ბოლოს ანამ აჩვენა სად უნდა გაეჩერებინა, მანაც მოხიკა ნივთები და მანქანიდან გადავიდა, მადლობაო მიაძახა და კარები დახურა. გაგი უყურებდა იქამდე, სანამ სადარბაზოში არ შევიდა. ანა მძიმედ მიუყვებოდა კიბეებს. სახლში როგორც კი შევიდა, მაშინვე აბაზანაში წყალი მოუშვა, ტანსაცმელები გაიძრო და ცხელი წყლის ქვეშ ალბათ ნახევარი საათი გაატარა. გული სტკიოდა, თანაც ძალიან, მაგრამ ენატრებოდა. ეს ჩახუტება ენატრებოდა და თან როგორ. სადღაც შორს ტელეფონის ზარის ხმაც ისმოდა, თუმცა ახლა ენერგია არ ჰქონდა რომ ვინმესთვის ეპასუხა. ერთ საათში გამოვიდა, ხალათი მოიხვია, თმებზე პირსახოცი წაიკრა და საწოლზე დაწვა. ლილესგან ჰქონდა უამრავი შეტყობინება, ანდრიასგან ორი ზარი, ბოლოს კი გაგისგან მხოლოდ ერთი შეტყობინება, სადაც პატიებას სთხოვდა.
" არასდროს" მიწერა და დაბლოკა ტელეფონი. გაგი უნდა ყოფილიყო გაბრაზებული? შეიძლება ორი დღით, ერთი კვირით, მაგრამ სულ? ანა ბრაზობს, იმიტომ რომ ასე მარტივად შეძლო მისი დათმობა.
- ჩემო ცხოვრება,- უპასუხა ლილეს ზარს და მანაც დაიწყო თავისებური,- როგორ ხარ?
- ღირსი ხარ რომ გაგითიში და საერთოდ ხმა არ გაგცე,- ნაწყენმა უპასუხა,- ეს როგორ გააკეთე?
- ანა, ოდესმე ხომ უნდა შეხვედროდით?
- ოდესმე კი, მაგრამ ახლა არა!
- რა მნიშვნელობა აქვს როდის? თქვენ გჭირდებათ რომ ერთმანეთთან დრო გაატაროთ რომ შეძლოთ საუბარი! რა მოხდა? იჩხუბეთ?
- კი, ვიჩხუბეთ, და სულ ვიჩხუბებთ, ასეთი რამ აღარ გააკეთო მეორედ,- ამატებს ბოლოს.
- არაფერი გამოვა აქედან?
- დაშორება მინდა,- ხმა გაუწყდა ბოლოს,- და თან მალე.
- ვიცი რომ ახლა ტირი და ამას მართლა არ ამბობ.
- ვტირი, იმიტომ რომ ვბრაზობ და ნერვები მეშლება,- ცრემლს უხეშად იწმენდს გოგო,- რა ვქნა აბა, ავდგე და კისერზე ჩამოვეკიდო?
- ეგრე ქენითქო არ გეუბნები, უბრალოდ ხომ შეიძლება ცივილური საუბრით მოაგვაროთ?
- რომ მერე ისევ ვიჩხუბოთ და ისევ ექვსი თვით დავშორდეთ? ან იქნებ უფრო მეტითაც.
- რატომ ან რაზე უნდა იჩხუბოთ ასეთზე? ისევ მის მოტყუებას აპირებ? ანა ის იმიტომ ბრაზობს რომ ასეთ თემაზე არაფერი უთხარი, მაშინ, როცა ასე ძალიან გენდობოდა. მეც გავბრაზდებოდი ჩემი საყვარელი ადამიანი რომ მტრის გვერდით მენახა. ხო, შენ შენი ოჯახის წევრს იცავდი, მაგრამ მისთვის ის დამნაშავეა, თან მან არ იცოდა ვინ იყო ალეკოს ნამდვილი მკვლელი. მაგრამ ყველაფერი ხო მაინც მისით დაიწყო?
- კი და მისითვე დასრულდა, როცა დაიჭირეს. ახლა გაშორებაღა დარჩა და დასრულდება საერთოდ ეგ ამბავი.
- აი იმენა მაგიჟებ რა,- ოხრავს ლილე,- რას გელაპარაკრბი და რას ამბობ. სვანი გახდი მგონი შენც.
- ლილე უნდა დავიძინო! სამსახურში მივდივარ ხვალ, ისედაც ბევრჯერ გავაცდინე, იქნებ გამომაგდონ,- უთიშავს ტელეფონს და საწოლზე წვება. ძალიან უნდა მასთან, თუმცა რაღაც პატარა დაბრკოლებები აკავებს.
* * *
- ასე უნდა გდიო სულ?- წუწუნებს ანდრია.
- ვინ გითხრა გამომეკიდეო?- მიუბრუნდა ლილე.
- გამომყევი პაემანზე, გავახარო ირინკას გული,- გაეცინა ანდრიას.
- პაემანზე იმიტომ მეპატიჟები რომ ვიღაცის გული გაახარო?- წარბებს წევს ლილე.
- არა, რა თქმა უნდა, არა. შენმა სილამაზემ მომხიბლა და ისე ირინკა ვიღაც არაა,- გაიბუსხა ანდრია,- დედაჩემია ქალბატონო.
- კარგი,- ამოისუნთქა ღრმად ლილემ,- ჯერ ერთი კვირაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ და იქნებ მაცადო ეგ დედააფეთქებული რომ ოდნავ მაინც მომეწონო? ვირი ხარ!
უყვირა უეცრად, ანდრიაც არ ელოდა მის ასეთ რეაქციას.
- იმენა ქალი კი არა, ვულკანი ხარ,- გაიაზრა და გაეცინა,- ახლა უფრო მინდა რომ გამომყვე პაემანზე.
- ღმერთო, რა დავაშავე,- ზურგი აქცია ბიჭს,- ერთი სიტყვას ვერ იგლეჯს პირიდან, მეორე პირიქით ენას ვერ აჩუმებს.
- მომყვები?
- არსადაც არ მოგყვები, დამანებე თავი,- გაიხურა კარი და მეორე სართულზე ავიდა.
- გაგი, ძმაო,- დაურეკა მაშინვე მეგობარს.
- ისევ დაგადო?
- კი,- მანქანაში ჩაჯდა ანდრია,- წავალ ირინკას მოვიყვან, რამდენი დღეა მელოდება. სახლში ხარ?
- ცოტახანში გავალ, მაგრამ მანქანის გასაღებზე კიდია სახლის გასაღებზეც, გააღებ შენითაც.
- კარგი, კარგი,- ტელეფონი გაუთიშა ანდრიამ. გაგიმ მოსაცმელი აიღო და გარეთ გავიდა. ანას მისწერა შენთან საუბარი მინდაო და მისი სამსახურისკენ აიღო გეზი. ანა კიდევ რამდენიმე წუთი უყურებდა გაშტერებული მესიჯს, შემდეგ უბრალოდ დაბლოკა ტელეფონი და გააგრძელა მუშაობა.
- მიპასუხებ?- მოვიდა კიდევ ერთხელ შეტყობინება,- ამოვალ ოფისში იცოდე.
- აქ რა გინდა? არ მინდა შენთან ლაპარაკი, წადი აქედან.
- ათ წუთში ამთავრებ მუშაობას და დაგელოდები, უშენოდ არსად წავალ.
- კაი ერთი, რას მეუბნები,- არ აკლებს ანაც,- ახლა მოგინდა ყველაფრის გარკვევა?
- გელოდები,- ტელეფონი გვერდით მიაგდო. ფეხზე წამოდგა და ფანჯრიდან გადაიხედა. გაგი მართლაც იქვე იდგა, ვიღაცას ესაუბრებოდა ტელეფონზე, სულაც არ აპირებდა მას გაჰყოლოდა, თუმცა კი ის უფრო აინტერესებდა რა ჰქონდა სათქმელი. ექვსი რომ გახდა, მოკიდა მოსაცმელს ხელი და დაუყვა დაბლა კიბეებს.
- კარგია რომ არ მალოდინე,- გაეღიმა გაგის.
- ხო ზოგ - ზოგიერთებივით ექვსი თვე არ ვალოდინებ ხალხს,- ცხვირს იბზუებს და გვერდს უვლის,- რაზე უნდა ვისაუბროთ?
- ყველაფერზე, გუშინ დილას ვერ მოვახერხეთ ვერაფრის თქმა.
- მეღადავები? ჩამოხვედი, დამინახე და მოგინდი თუ რა ხდება ვერ გავიგე? ასე უნდა მსდიო ახლა? ან საიდან იცოდი სად ვმუშაობდი? ლილემ გითხრა? მოვკლავ მაგას.
- გავიგე, ლილეს არაფერი უთქვამს, ისე ცოტა საშიშია ეგ გოგო,- ჩაეცინა გაგის,- ანა, გთხოვ.
მისკენ მიიწია ერთი ნაბიჯით.
- მანდ გაჩერდი,- ასწია ხელი,- წავედით.
ანიშნა ხელით. საბოლოოდ პატარა რესტორანში დასხდნენ, ბევრი ხალხი არ იყო და გარემოც კომფორტული ჩანდა. ყავა შეუკვეთა ანამ, თანაც მწარე.
- ისევ სვამ მაგას,- ანიშნა თვალით ჭიქაზე.
- ენა უნდა ავიმწარო რომ მაგრად გაგლანძღო,- უკბინა კვლავ.
- წარმატებები,- მაგიდას დაეყრდნო გაგი,- პირველ რიგში, ბოდიში მაქვს მოსახდელი რომ ყველას ჯავრი შენზე ვიყარე.
- თუ ეს გულს დაგიმშვიდებს - მივიღებ,- ცინიკური ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.
- მაცდი საუბარს?- წარბები შეკრა გაგიმ, ახლა ნამდვილად ეტყობოდა სახეზე რომ სვანი იყო,- ვიცი რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი, ისიც ვიცი რომ არ უნდა გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. იმასაც გეტყვი რომ ეს პირველი არაა, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ბვრჯერ მოვედი აქ, ძალიან ბევრჯერ მინდოდა შენი ნახვა და საუბარი, მაგრამ ძალა არ მეყო...
- დამცინი, არა?
- არა,- კეფას იქექავს,- აქ ვიყავი მაშინ, როცა ფანჯარასთან იჯექი და ტიროდი. მაშინ, როცა ეზოში კატებს აჭმევდი. მაშინაც, როცა სამსახური იპოვე. კიდევ ბევრჯერ, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო... უბრალოდ მეშინოდა, სასაცილოა ამ სვან კაცს რომ რამის მეშინია, მაგრამ ასეა... არ მინდოდა რომ დამენახე და ისევ გამხსენებოდა, ისევ გავგიჟებულიყავი და მეტკინა შენთვის.
- ხვდები ახლა რამდენად სუსტი ჩანხარ?- გაეცინა ანას,- ძალიან.
- ცხოვრებაში არ ვაღიარებდი ამას სხვასთან, მაგრამ შენ ანა... შენ გონებას მირევ.
- ეგეც ჩემი ბრალია? გულსაც გიჩქარებ?
- მიჩქარებ, ისევ ისე, როგორც ადრე,- ანას უნდოდა კიდევ რამე ეთქვა, თუმცა სიტყვა ჰაერში გაუწყდა. ყავა მოსვა, მაგრამ რატომღაც ესეც ტკბილი ეჩვენა,- ეგეც ვერ გიშველის.
- და რა გინდა რომ ახლა ვქნათ? დავივიწყოთ ყველაფერი და გავაგრძელოთ ბედნიერად ცხოვრება? და? უკან დავბრუნდეთ? დარიკო რას იტყვის? ან ნინო? გაბრაზებულები იქნებიან ალბათ.
- არ მაინტერედებს ვინ რას იტყვის, მაგრამ არცერთი არაა გაბრაზებული,- ნიშნის მოგებით გაუღიმა,- პირიქით, მთხოვდნენ რომ წამეყვანე მათთან.
- ისევ ქალი თუ იაზროვნებს,- ბურტყუნებს ანა თავისთვის,- სულ ეს იყო რისი თქმაც გინდოდა?
- აქ ორი კვირა ვრჩებით ირინას გამო,- თვალებში აშტერდება გოგოს,- ორი კვირა მომეცი რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდო.
- გინდა ორ კვირაში დამავიწყო ექვს თვიანი ტანჯვა? თავი მაგრად მიგირტყამს რამეზე მაშინ.
- მაგაზე შენ არ ინერვიულო,- თვალი ჩაუკრა გოგოს.
- და რა მოხდება თუ ორი კვირის მერე ვერ გამოისყიდე დანაშაული?
- დაგშორდები, ხომ გინდოდა ეს?- ანას თითები გაუშეშდა ჭიქაზე.
- მინდოდა...- ხმა დაიდაბლა,- ხო.
- შემიძლია ახლა სახლამდე მიგაცილო?
- არ არის საჭირო.
- ხომ იცი რომ...
- კარგი, კარგი, ტვინს ნუ მირევ,- ბუზღუნით დგება ფეხზე. გაგი ანგარიშს იხდის, მზერას ანასკენ აპარებს, მოსაცმელს იცვამს და თმაში ჩამაგრებულ კალამს იხსნის, თმები ზურგზე ეყრება, კიდევ ერთხელ ახსენდება გაგის ის წელამდე თმები, ის დრო...
- თმები შეგიჭრია,- გასვლისას დააწია სიტყვა.
- ხო,- ჩანთა მოიკიდა მხარზე,- შენ თავს მახსენებდა და გაბრაზებულზე შევიჭერი.
- მხოლოდ თმა გახსენებდა ჩემ თავს?
- კიდევ ბევრი რამე,- მისეირნობს ტროტუარზე,- თმა ერთადერთი იყო, რომლისთვისაც რამის დაშავება შემეძლო!
- კიდევ კარგი უფრო მოკლედ არ შეიჭერი.
- დღესვე შემიძლია კისრამდე დავიმოკლო.
- მაგიტომ არ მითქვამს,- ამოიოხრა გაგიმ,- ნუ მეკიდები სულ სიტყვებზე.
- არ გეკიდები, უბრალოდ გეუბნები.
- კარგი, როგორც იტყვი,- დანებდა გაგი. ანას სამსახური სახლთან ახლოს იყო, ამიტომ ფეხით დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა,- უკვე მიდიხარ?
- ზედმეტები არ მოგივიდეს,- აფრთხილებს ანა,- ასე ყოველ დღე არ იქნება.
- მაწყენინე.
- მადარდე,- შეაღო სადარბაზოს კარი.
- ღამემშვიდობისა მაინც მისურვე.
- არაა მშვიდობიანი ღამე, კარგად,- და კარებს იხურავს, კიბეებზე დაღლილი ადის. კარებს რომ აღებს დივანზე წამოსკუპებულ ლილეს ხედავს, ხვდება რომ წასულია მისი საქმე და ამაღამ დაძინება არ უწერია.
- სად ბრძანდებოდი ქალბატონო?- წამოიწია ლილე,- უფროსწორედ სად ბრძანდებოდი გაგისთან ერთად?
- კაფეში.
- შერიგდით უკვე და მე ტყუილად ვწვალობ?
- არ შევრიგებულვართ.
- აბა რა გინდოდათ კაფეში? ისევ იჩხუბე?
- არ გვიჩხუბია.
- ამოღერღავ?
- ლაპარაკი უნდოდა და გავყევი. თქვა რომ ორი კვირა აქ იქნებოდა და უნდოდა ამ ორი კვირის განმავლობაში გამოესყიდა დანაშაული,- მხრები აიჩეჩა ანამ.
- და თუ ეგრე ვერ მოხდა?
- დაგშორდებიო,- ლილემ პირზე აიფარა ხელი.
- სერიოზულად?
- კი.
- და შენც დათანხმდი?
- თვითონ შემომთავაზა, მე როცა ვუთხარი უარი მითხრა და რადგან ახლა თვითონ თქვა, ესეიგი უნდა ალბათ, რა ვიცი.
- იმენა სიგიჟე,- გაოცდა ლილე,- და მერე?
- არაფერი, მომაცილა სახლამდე.
- დაგინახეთ, ისე ჭუკჭუკებდით, ვინ იფიქრებდა რომ ცოლ - ქმარი ხართ, რომლებიც უნდა დაშორდნენ ერთმანეთს,- ჩაეცინა ლილეს.
- ანუ... დამშვიდდი.
- ორი კვირა დიდი დროა, იცოდე მე სიძეს ვეხმარები.
- იქნებ შენ თავს დახმარებოდი ჯერ?
- ხო, ეგეც მართალია. დღეს ანდრიამ პაემანზე დამპატიჟა,- გადაწვა დივანზე,- კარგი ბიჭია, მომწონს, ცოტა ვაწვალებ. კაცმა რომ იკითხოს რამდენიმე დღეა ერთმანეთს ვიცნობთ. თან ერეკლესაც ისე ჩაუძმაკაცდა, დამპალი ეგ, არადა მინდოდა ამით შემეშინებინა ხოლმე.
- გაკლია.
- დრამის გარეშე რაა აბა ცხოვრება?- გადაიხარხარა და ლამის პოპკორნზე დაიხრჩო.
- აი შენი დრამაც, კინაღამ დაიხრჩვი,- ზურგზე ურტყამს ხელს და წყალს ასმევს,- მერამდენედ უნდა დაიხრჩო ჩემ სახლში? დედაშენი მიმაკლავს ერთხელაც.
- ხო რაღაცა საეჭვო ხდება ამ სახლში, მესამე და სამართალიო ხომ გაგიგია, ეგრე არ დამემართოს,- ცოტახნით კიდევ ვერ წყვეყდა ხველებას.
- შემიწირავ,- ფეხზე დგება დაღლილი და პიჟამოებს იცვამს, სახეს იბანს და საწოლში წვება,- შუქი ჩააქრე იცოდე.
გასძახა მისაღებში მყოფს და ღრმა ძილში გადაეშვა.
* * *
- თავს როგორ გრძნობ ირა?- ჩამოუჯდა გვერდით გაგი ირინას.
- კარგად ვარ, ჩემო ბიჭო, ახლა არამიშავს,- გაუღიმა ქალმა,- შენ როგორ ხარ? ანა ნახე?
- ვნახე ირა, ვნახე,- ხელებზე მოეფერა ქალს.
- როგორ გაზრდილა, დაქალებულა, ისე გამხდარა ძლივს ვიცანი რომ შემოვიდა,- ლოყაზე მოეფერა ქალი,- არ აპირებ შერიგებას?
- ვცდილობ ირა, დარიკომ დამირეკა და გამომლანძღა,- გაეცინა გაგის,- ანას გარეშე კარს არ გაგიღებო.
- მერე მართალია ბიჭო, ამდენი იტანჯეთ,- დროა უკვე,- გაუწყრა ქალი,- ეს ჩემი შვილიც დაპანტურობს აქეთ - იქით, იქნებ ვინმე ნახოს ამანაც, თორე დაიქცა დუნია უკვე. შვილიშვილი მინდათქო რომ ვეუბნები რას ამბობს იცი? გაგი შეურიგდება ცოლს და გვაჩუქებს პატარასო.
- მოხვდება მაგას ვატყობ მე,- გახედა ალმაცერად მისაღებში ტელეფონზე მოლაპარაკე ბიჭს,- და მერე შენ...
- არის,- გაისმა ანდრიას ღრიალი და კარი შემოგლიჯა,- გვეშველა, მეშველა. პაემანზე მომყვება, ძლივს!
- ლილე?- წამოიწია გაგი.
- ვინაა ლილე?- ჩაეძია ირინა.
- შენი მომავალი რძალი,- წაიცეკვა ანდრიამ და ოთახიდან გავიდა,- რა ჩავიცვაა...
ზუზუნებდა თავისთვის.
- ვინაა, სად მოასწრო?- სიცილით უჩურჩულა გაგის.
- ანას მეგობარია, მარა მაგარი საშიში გოგოა,- მხრები აიჩეჩა გაგიმ,- წინაზე ისეთი მიყვირა, ხმა ვერ ამოვიღე.
- თუ მჯეროდეს,- ჩაიხითხითა ქალმა ბედნიერებისგან.
- დღეს მიდიხარ?
- არა, ხვალ საღამოს.
- მერე დღეს რატომ არჩევ ტანსაცმელს?- ინტერესედება გაგი.
- იმიტომ რომ ბოლო წუთას არ ჩავიცვა ძონძები და მოვეწონო. შენ რა გიჭირს, ცოლი უკვე გყავს, სულ რომ ტიტველმა იარო არაფერია.
- კაი ერთი, რას მეუბნები,- ჩაეცინა გაგის,- ეგრე რომ ვქნა შეიძლება რამით მცემოს.
- თქვენი პირადი პრობლემები თქვენი პრობლემებია და მე ნუ მომახვევ თავს,- ნიშნისმოგებით უღიმის.
- შენი აზრით რა უნდა ვქნა? თავზე დავადგე?
- შენ თუ ვერ ხვდები რა უნდა ქნა, ჯობია ხვალვე მიუტანო განქორწინების საბუთები.
- რაასაც ვხვდები ის რომ ვქნა, ხვალ ჩემს პანაშვიდზე მოგიწევს მოსვლა,- ტუჩს აწვალებს გაგი და ჩაფიქრებული აჩერდება ძმაკაცს.
- მე ნუ მიყურებ, უნამუსო ვიყო ვერ ვფიქრობ სხვა ვერფერზე.
- ოღონდ შენ ვინმე ნახე და რას დავეძებ,- ტელეფონს იღებს და ანასთან ჩატს ხსნის.
- გძინავს?- უგზავნის მესიჯს, საათს რომ უყურებს, თითქმის თერთმეტია.
- ძილს ვაპირებდი და ვიღაც უსინდისომ შემაწუხა,- მისდის მალევე პასუხი.
- უსინდისოს უბრალოდ შენი ხმის გაგონება უნდოდა.
- უსინდისოს ვუთხარი რომ ზედმეტის უფლება არ ჰქონდა მემგონი.
- მაინც არ ნებდება.
- ექვსი თვის წინ რომ არ დანებებულიყო, ახლა ჩემ ხმას მის გვერდით საწოლში გაიგებდა და არა კილომეტრებით შორს ტელეფონიდან.
- იმენა, რაც არ უნდა მოგწეროს მართალია,- იძახის ანდრია ბოლო შეტყობინებას რომ კითხულობს,- რა გინდა რომ უთხრა.
- არაფერი,- მხრებს იჩეჩს,- არ დავშორდები და ეგ იქნება.
- შენ მას სიტყვა მიეცი.
- ვიცი, შენი აზრით როგორ შევძლებთ ხელის მოწერას?- ეშმაკურად იღიმის გაგი,- ან ვინ მოაწერს ხელს თუ ერთ - ერთი იქ არ იქნება?
- მაშინებ, არ მომწონს ეს ღიმილი,- სარკეში იხედება გამოწყობილი ანდრია.
- მოვიტაცებ, მეორედ წავიყვან სვანეთში.
- იმენა შევირყიე,- დარეტიანებული შემობრუნდა ანდრია,- თავში ტვინი გიდევს? ნამდვილად მაგით აზროვნებ? გენიალური იდეები მოგდის თავში.
- ვიცი,- ტელეფონს დაჰყურებს გაგი,- რას იზამს, ისევ გამექცევა? ისევ მოვიყვან.
- მთლად არ გაგიჟდეს, რამ გაგაგიჟა შენც?
- ალბათ ჩემი ბრალია რომ ამდენი ხანი დავტოვე... მისგან შორს ყოფნა კი არ მჭირდებოდა, მასთან ახლოს ყოფნა მჭირდებოდა რომ მივმხვდარიყავი...
- ჩემი აზრით ერთი გალაწუნება გინდა სახეში და ჩემი წინასწარმეტყველური ხედვებით, ვხედავ რომ ორ კვირაში მოხდება.
- ნუ ცინიკოსობ, ამჯერად შენ მომეხმარები,- ფეხზე დგება გაგი.
- მე რომ არ გამრიოს არ შეუძლია, მე რა შუაში ვარ? დამსვი, დამასვენე რა.
- ხომ თქვი გოგო არასდროს მომიტაციაო, ხოდა აგერ, დრო გაქვს ისწავლო. რა იცი იქნებ დაგჭირდეს. ისე არ მგონია აბა ერეკლემ ეგ გოგო გამოგატანოს. იქით ჩაგასიძებს,- ხარხარებს გაგი.
- ცვეტში, მაშინებს მაგრად ხანდახან. ვერ ვეწინააღმდეგები,- კეფას იქექავს ანდრია,- ქალების მონები ვხდებით.
- რას იზამ, ძნელია სიყვარული.
- ნეტა მაგას ადრე მიმხვდარიყავი, ახლა მარტო მე ვიქნებოდი პრობლემა.
- აი კიდევ შემახსენებ მაგას და...
- ვიცი, ვიცი, ხო. თავს გამიტეხავ,- იცინის ანდრია.
პაემანი იდეალურად მიდის. ლილე რომ ეზოში გამოვიდა, თვალი ვერ მოსწყვიტა, ჟღალი კულულა თმების ნახევარი აეწია და ლამაზი კაბა ეცვა. პრინცესას ჰგავდა. მერე ანდრიამ უცებ მოტვინა, მანქანიდან გადავარდა და კარი გაუღო გოგოს. ისიც კმაყოფილი ჩაჯდა. რესტორნამდე უამრავი კომპლიმენტი უთხრა და იქაც ბევრ რამეზე ისაუბრეს, თუმცა მიშტერებულ ანდრიას ბევრი არც არაფერი ესმოდა. ლილე გატაცებით ყვებოდა რაღაცას, ხელებით ჟესტიკულირებდა და დროდადრო მხიარულად იცინოდა. ანდრია კი... ანდრია უბრალოდ „გათიშული" იყო. ხედავდა, როგორ მოძრაობდა ლილეს ტუჩები, როგორ უციმციმებდა თვალები ყოველი ახალი წინადადებისას, მაგრამ სიტყვების აზრი მასთან საერთოდ ვერ აღწევდა. მისთვის ეს ყველაფერი ლამაზ კადრს ჰგავდა კინოდან, სადაც ხმა ჩაწეულია და მხოლოდ მუსიკა ისმის. როცა ლილემ მოულოდნელად გაჩერდა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო, ანდრიამ მექანიკურად დაუქნია თავი და რაღაც გაურკვეველი ჰო, მართალი ხარო ჩაილაპარაკა. ლილეს ეშმაკურად ჩაეღიმა - მიხვდა რომ მისი თანამგზავრი სადღაც შორს, იყო დაკარგული.


ჰაერში ყავის სურნელი და დაბალი მუსიკა ტრიალებდა, რაც ამ მომენტს კიდევ უფრო არარეალურს ხდიდა. ანდრია ფიქრობდა რომ ასეთი სილამაზე აქამდე მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნანახი, თუმცა ახლა მის პირისპირ პრინცესა იჯდა. რესტორნიდან გამოსვლისას ღამის თბილისის ჰაერი სასიამოვნოდ მოხვდათ სახეზე. ანდრია ისევ ისე გაბრუებული იყო, თითქოს იმ მაგიდიდან კი არ წამომდგარა, არამედ რაღაც სხვა სამყაროდან ახლახან დაბრუნდაო. ლილე მის გვერდით მოაბიჯებდა, კაბა ფეხებთან ნაზად უფრიალებდა და მისი ჟღალი კულულები ქუჩის ყვითელ ლამპიონებზე კიდევ უფრო მკვეთრად ელავდა. მანქანამდე რომ მივიდნენ, ანდრიამ ამჯერად თავი ხელში აიყვანა. უფრო თავდაჯერებულად გაუღო კარი და ლილეს მადლიერი ღიმილიც დაიმსახურა. გოგო რომ ჩაჯდა, მანქანის სალონი მაშინვე მისი სუნამოს ნაზი სურნელით გაიჟღინთა. გზაში ლილე ფანჯრიდან იყურებოდა, ქალაქის განათებული ქუჩები კი მის სახეზე მონაცვლეობით ხატავდნენ ჩრდილებს. ანდრია საჭესთან იჯდა, მაგრამ მთელი მისი ყურადღება მაინც მარჯვნივ, გვერდითა სავარძლისკენ იყო მიმართული.
- იცი, დღეს ძალიან კარგი საღამო იყო,- თქვა ლილემ მოულოდნელად და ანდრიასკენ მიტრიალდა,- მიხარია რომ წამოვედი.
ანდრიას გული ისე აუჩქარდა, თითქოს პირველად მართავდა მანქანას.
- ჩემთვისაც... მართლა საუკეთესო იყო,- ამოილუღლუღა და ისევ გზას მიაშტერდა რომ სიხარულისგან სახეზე არ დასტყობოდა, რამდენად „გაჭედილი" ჰქონდა ამ გოგოზე.
ლილეს სახლთან რომ გააჩერეს, სიჩუმე ჩამოვარდა. ანდრია გრძნობდა რომ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სიტყვები ისევ სადღაც გაეფანტა. ლილე გადასასვლელად მოემზადა, მერე კი უცებ შემოტრიალდა, ლოყაზე მსუბუქად აკოცა და სწრაფი ნაბიჯით გადავიდა მანქანიდან.


ანდრია კარგა ხანს იჯდა ასე, გაქვავებული, და უყურებდა, როგორ შევიდა სადარბაზოში. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა მიხვდა რომ ისევ სულელური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და საჭეს ხელებს მთელი ძალით უჭერდა.
სახლში მისვლა და გაგის დაცინვა ერთი იყო. მაგრამ ვისთვის უნდა დაეცინა, თავად უარესს დღეში იყო. ირინა საერთოდ მეცხრე ცაზე დაფრინავდა რომ მოუყვა ანდრიამ ყველაფერი, ფოტოც ანახა და უკვე მზად იყო წამომდგარიყო და გოგო თავისით ენახა. როგორღაც დაამშვიდა ანდრიამ, კარი დაკეტა და მისაღებში გავიდა. გაგი სავარძელზე იჯდა ლუდს სვამდა და ვიღაცას ესაუბრებოდა ტელეფონზე, თვალით ანიშნა მეორე ბოთლზე მაგიდაზე და ანდრიაც გვერდით მიუსკუპდა, თავი მხარზე ჩამოადო და დივანზე გაწვა.
- ვინ იყო?
- ნინო,- ტელეფონი იქვე მაგიდაზე მიაგდო,- აინტერესებს როდის ჩავალთ.
- ორ კვირაშითქო გეთქვა მერე.
- შენ არა, აინტერესებს ანას როდის ჩავიყვან. გოგოს ერთი კვირაა დავსდევ და ვერაფერი…
- ხო, მაშინ რთულადაა საქმე,- თავი გააქნია ანდრიამ,- ლილემ მითხრა რომ ანა მივლინებაში მიდის.
- მეღადავები?
- არა, კახეთში, ორი დღით.
- ესღა მაკლდა, კახეთში უნდა წამიყვანონ ახლა?
- ანასაც არ უყვარს კახეთიო დიდად, ლილემ თქვა, მაგრამ უცებვე დათანხმდაო, დიდი ალბათობით შენ გამო.
- ეჭვიც არ მეპარება,- გაეღიმა გაგის,- ნუ კარგი, რითი მიდის ნეტავ. მანქანა უნდა ვითხოვო.
- არ მინდა რომ კახეთშიც თქვენი ჩხუბი ისმოდეს.
- ნუ გამიტრაკე რა საქმე,- აიმრიზა გაგი და წამოდგა. ანდრიას თავი ჩამოუვარდა და მოჰყვა წუწუნს.
დილას ანა ადრე ადგა, მიალაგა ყველაფერი და ბოლოს ჩემოდნის ჩალაგებას რომ მორჩა, ღრმად ამოისუნთქა, დასცხა, თმები კალმით დაიმაგრა და შემდეგ ტელეფონს დასწვდა. ტაქსი ჰქონდა გამოძახებული. მოსაცმელი აიღო და ჩანთა მოიკიდა. ჩემოდანი ჩააგორა კიბეებზე. სადარბაზოდან რომ გამოვიდა მალევე გაჩერდა მის ფეხებთან მანქანა.
- აქ რას აკეთებ?- წარბებს კრავს ანა.
- ჩაჯექი,- გადმოდის მანქანიდან გაგი.

- ისევ ნუ დაიწყე.
- ანა ჩაჯექი, სად უნდა იარო ესე მარტომ, ცხრა ტრანსპორტის გამოცვლა მოგიწევს

- გაგი...

- ხომ მომეცი საშუალება შეცდომები გამომესყიდა, ხოდა ჩაჯექი,- გაუღო კარი და მისი ჩემოდანი უკან ჩადო,- რა გინდა კახეთში?

- საიდან გაიგე?

- რა მნიშვნელობა აქვს? სად მიდიხარ?

- ლოპოტაზე.

- ჰმმ, გამიგია კარგი ადგილია.

- კი, უშენოდ უფრო კარგი იქნებოდა,- ბრაზით იკრავს ღვედს,- რატომ მოდიხარ? იქაც ნერვები უნდა ამიშალო?

- არადა პირიქით ხდება ხოლმე უმეტესად,- ჩაეცინა გაგის,- ნინომ მოგიკითხა და მკითხა როდის ჩაგიყვანდი სვანეთში.

- ნინოს უთხარი რომ სვანეთში აუცილებლად ჩავალ, როცა ხელს მოვაწერთ მაშინ. როგორც ტურისტი.

- დიდი ამბიციები გქონია,- გვერდულად გახედა გაგიმ.

- ამბიცია და მიზნები გეშლება ერთმანეთში.

- შენ აშკარად დაგვიწყებია ჩემი ხასიათი.

- როგორც ჩანს შენ არა, ამიტომ მაღიზიანებ ყოველ წამს?

- არც მიცდია არადა,- მხრები აიჩეჩა. ანას ხმა აღარ გაუღია. ორი საათი დასჭირდა იქ ჩასასვლელად. ლოპოტაზე უკვე მზე უკვე გადადიოდა, ანამ თავისი სახელი და გვარი უთხრა მიმღებში, ნომერი უკვე მზად იყო. გაგიმაც აიღო ნომერი მის ქვედა სართულზე. შენდეგ პატარა ბაგებით მიიყვანეს კორპუსთან და ჩემოდნის ატანაშიც დაეხმარნენ. ანამ ჯერ მაკას დაურეკა და მერე ლილეს ელაპარაკებოდა ნახევარი საათი, მთელი სიბრაზე ამოანთხია და გაგიც გალანძღა, ბოლოს დაღლილმა გაუთიშა. მიხვდა როგორ მოშიებოდა, თითქმის ცხრა საათი იყო, ვახშამზე უნდა გასულიყო ცალკე შენობაში.

- იცი რომ ხმა ჩამიდის, როცა აივანზე საუბრობ?- მოესმა გაგის ხმა ქვემოდან.

- შენი აზრით აივანზე რატომ ვიდექი?

- მოკლედ, ენა გაქვს სასწაული,- ჩაეცინა გაგის,- არ გშია, წავიდეთ რა.

- ჩემი ნერვების მოსაშლელად წამოხვედი აქ?

- ჩამოდი, ჩამოდი, დაივიწყე აქ ნერვების მოშლა, ნახე რა ლამაზია,- გამოვიდა ეზოში გაგი,- ჩამოდი, თორემ მე ამოვალ.

- მოვდივარ, ხო,- მოსაცმელი აიღო და ჩამოვიდა დაბლა,- ცივა.

- ეგრე ძაანაც არ ცივა,- მხარზე მოხვია ხელი.

- ხელი გაგი...- თვალებით ანიშნა,- ნუ გავიწყდება რომ...

- კარგი, კარგი. გკითხავ წინასწარ შეიძლება თუ არა რომ შეგეხო ან ჩაგეხუტო,- ხელებს უკან წევს გაგი. ვახშამი მრავაფლეროვანია. ანა თეფშს ივსებს, ხვდება რომ ნერვიულობს და ამის ფონზე ჭამს ბევრს, თუმცა ახლა ეგ საერთოდ არ აინტერესებს.

- შენ რომ მითხარი,- დაიწყო გატენილი პირით საუბარი,- ხელის მოწერაზე, ხომ არ გადაგიფიქრებია?

- არ ვიცი,- ჩანგალს აბრუნებს უკან,- შენ რას ფიქრობ?

- მე გკითხე ჯერ.

- ყოყმანობ,- ანთებული თვალებით უმზერს გოგოს,- და არ გინდა რომ ასე მოხდეს. ანა რა იქნება თუ ერთ - ერთი ჩვენგანი არ მოვა ხელის მოწერაზე?

- მე მოვალ! და შენც მოხვალ,- მტკიცედ ამბობს გოგო.

- დარწმუნებული არ ვარ,- ღვინით სავსე ჭიქას უდგამს წინ,- მიდი დალიე, გიყვარს.

- რომ მერე ისევ შენ საწოლში გავიღვიძო? იყოს არ მინდა, მადლობა.

- როგორი დარწმუნებული ხარ,- მაინც მიაწოდა ჭიქა,- ადრე კარგად იღვიძებდი ჩემს საწოლში... და ბევრ სხვა რაღაცასაც აკეთებდი.

- გაგი,- ლამის საჭმელზე დაიხრჩო ანა, მალევე აყოლებს მის მოწოდებულ ღვინოს,- რას ლაპარაკობ.

პირზე აფარებ ხელს.

- რა მოხდა, იცი როგორ მომენატრე?

- ის ექვსი თვე რას აკეთებდი უჩემოდ? ცეკვავდი? ახლა მოგენატრე, ხო? იდიოტი რომ ხარ,- ჭამას ასრულებს ანა და შენობიდან გადის.

- ის ექვსი თვეც მენატრებოდი. ანა, მეღადავები? მიყვარხარ, როგორ შეიძლება არ მომნატრებოდი?- ჩერდება ტბის პირას გაგი და ანასაც ავლებს ხელს მხარზე,- მომისმინე, გთხოვ.

მისკენ აბრუნებს და მკერდზე იკრავს ქალს.

- იცი როგორ მენატრებოდა ეს სურნელი, ეს თმები,- თმაზე უსვამს ხელს და სახიფათოდ უახლოვდება,- იცი რამდენჯერ ჩამოვედი, რამდენჯერ გავბრაზდი საკუთარ თავზე ასე რომ გექცეოდი იმიტომ.

- არ გინდა, გთხოვ,- თავს აბრუნებს გვერდით, ვერ უძლებს, არ შეუძლია უარი თქვას მის შეხებაზე.

- ვიცი რომ შენც გინდა, ამას ვგრძნობ. განა დამავიწყდა ის ემოციები, რაც მაშინ ვიგრძენი როცა პირველად გაკოცე,- ცხვირზე გაეხახუნა გოგოს,- გთხოვ, უფლება მომეცი რომ ეს გავაკეთო.

- გაგი...- ძლივს ამოილუღლუღა, ქვემოდან ამოჰხედა. თითქოს ეს თანხმობა იყო, გაგის აღარც უცდია, ნაზად დაეწაფა ცოლის ტუჩებს. შეხება თავიდან ფრთხილი იყო, თითქოს ნებართვას სთხოვდა, შემდეგ კი ნელ - ნელა უფრო თავდაჯერებული და მომთხოვნი გახდა. ანას სხეულმა უნებურად უპასუხა ამ სითბოს. დაჭიმული მხრები მოეშვა და თითები გაუაზრებლად ჩაეჭდო გაგის პერანგს. ამ კოცნაში ყველაფერი იგრძნობოდა. ის გაურკვევლობა, რაც მათ შორის მანამდე იყო, შიში და ბოლოს, ის უსიტყვო აღიარება, რომელსაც ორივე ასე დიდხანს გაურბოდა. გაგიმ ერთი ხელი მჭიდროდ მოხვია წელზე, მეორე კი ნაზად შეუცურა თმებში და თავისკენ მიზიდა, თითქოს სურდა ეს წამი სამუდამოდ გაეჩერებინა. გარშემო გამეფებული სიჩუმე მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვის ხმას დაერღვია. ანამ თვალები დახუჭა და იგრძნო, როგორ გაქრა გარესამყარო - აღარ არსებობდა, არც წარსულის მწარე მოგონებები და არც მომავლის შიში. იყო მხოლოდ გაგის სითბო, მისი ნაცნობი სურნელი და ის წარმოუდგენელი სიმშვიდე, რომელიც ამდენი ხნის შემდეგ პირველად ეწვია მის გულს. გაგიმ კოცნა ნელა გაწყვიტა, თუმცა სახე არ მოუშორებია. შუბლი შუბლზე მიაჭირა და თვალებში ჩახედა - იქ, სადაც მანამდე მხოლოდ დაბნეულობა კამკამებდა, ახლა უცნაური, თითქმის მტკივნეული სინაზე დაინახა. მისი თითები კვლავ ანას თმებში იყო ჩახლართული, თითქოს ეშინოდა, ხელის გაშვებისთანავე ეს წამი სიზმარივით არ გამქრალიყო. ანას სუნთქვა კვლავ აჩქარებული ჰქონდა, მისი გული კი ისე გამეტებით ცემდა რომ გაგის მკერდს სწვდებოდა ეს რიტმი. გოგონამ თითქმის გაუცნობიერებლად ააყოლა ხელები მის მკლავებს, თითქოს დასაყრდენს ეძებდა ამ მოულოდნელ გრძნობათა მორევში.

- ანა...- ჩუმად, თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა კაცმა მისი სახელი და ამ ერთ სიტყვაში იმაზე მეტი აღიარება იგრძნობოდა, ვიდრე ნებისმიერ გრძელ მონოლოგში. ჰაერი თითქოს დამუხტული იყო. გაგიმ ცალი ხელით სახე დაუჭირა, ცერა თითით ნაზად გადაუსვა ქვედა ტუჩზე, რომელიც კვლავ ოდნავ თრთოდა. ამ წამს აღარც გამოწვეული შუღლი არსებობდა და აღარც ის მძიმე მიზეზი, რის გამოც მათი გზები გადაიკვეთა. იყო მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებმაც საკუთარ თავში ისეთი რამ აღმოაჩინეს, რასაც მანამდე სიჯიუტით უარყოფდნენ.

ანა თითქოს გამოფხიზლდა. გაგის სიახლოვე, მისი სურნელი და ეს მოულოდნელი ალერსი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ წამით რეალობის აღქმა დაკარგა. მაგრამ ახლა, როცა კოცნა დასრულდა, გონებაში ისევ გაიელვა იმ მიზეზებმა, რის გამოც ისინი აქ, ასეთ მდგომარეობაშ იყვნენ. მან ნელა, მაგრამ მტკიცედ დაადო ხელები გაგის მკერდს და ოდნავ მიჰკრა, რათა მათ შორის დისტანცია გაეზარდა.

- გაგი...- ამოთქვა მან, ამჯერად უფრო გარკვევით, ვიდრე მანამდე, თუმცა ხმა მაინც უთრთოდა,- ეს... ეს არ უნდა მომხდარიყო.

კაცმა ნელა გაუშვა ხელი თმებიდან, მაგრამ თვალები არ მოუშორებია. მის მზერაში იმედგაცრუება და გაგება ერთმანეთში არეულიყო. ნაბიჯი უკან გადადგა, თითქოს სივრცეს აძლევდა, რათა აზრები დაელაგებინა.

- ოღონდ შეცდომას ნუ დაუძახებ,- თქვა მან დაბალი, ჩახლეჩილი ხმით,- ვიცი რომ ყველაფერი რთულადაა. მაგრამ, ანა, ნუ მეტყვი რომ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო. ნუ მეტყვი რომ ვერაფერს გრძნობ.

ანამ თავი დახარა, რათა მისი დაჟინებული მზერა აეცილებინა. ტბიდან წამოსულმა სიგრილემ ტანში გაცრა. ხელები მოიხვია, თითქოს ამით საკუთარი თავის დაცვას ცდილობდა არა მხოლოდ სიცივისგან, არამედ იმ ემოციებისგანაც, რომლებიც შიგნიდან ღრღნიდნენ.

- ეს არაფერს ცვლის, გაგი,- თქვა მან ჩუმად, ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს,- ჩვენი შეთანხმება... მიზეზი... ეს ყველაფერი ისევ ძალაშია. ეს კოცნა უბრალოდ შეცდომა იყო...

დააპაუზა ანამ. გაგიმ მძიმედ ამოისუნთქა. ხედავდა, როგორ იბრძოდა ქალი საკუთარ თავთან, როგორ ცდილობდა გონების ხმა გულის კარნახისთვის დაეპირისპირებინა.

- შეცდომა?- გაიმეორა მან, ხმაში ოდნავი სიმწარით,- თუ შეცდომაა ის რომ შენთან ყოფნა მინდა, მაშინ მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა ყოფილა.

მან ნელა გაუწოდა ხელი, მაგრამ არ შეხებია, თითქოს მის გადაწყვეტილებას ელოდა.

- ანა, შემომხედე,- სთხოვა მან. ნელა ასწია თავი. მთვარის შუქზე მისი თვალები ცრემლებით იყო სავსე.

- მეშინია, გაგი,- აღიარა მან და მისი ხმა იმდენად სუსტი იყო, რომ თითქმის არ ისმოდა ტბის ლივლივში,- მეშინია, რომ თუ ამას დავუშვებ, თუ ნებას მოგცემ რომ მომიახლოვდე... ყველაფერი დაინგრევა. ის, რასაც ამდენ ხანს ვაშენებდი დამენგრევა, მეშინია რომ ისევ დავშორდებით, იმ ექვსი თვის გავლა მომიწევს და მე მეტს ვეღარ გადავიტან.

გაგიმ ნაბიჯი გადადგა წინ, ამჯერად უფრო ფრთხილად. აიღო მისი ხელი, რომელიც ცივი იყო და თავის თბილ ხელებში მოიქცია.

- არაფერი არ დაინგრევა, ანა,- ირგვლივ ლოპოტას ბუნება კვლავ განაგრძობდა თავის წყნარ ცხოვრებას. ტბის ზედაპირზე მთვარის შუქი ცეკვავდა, ხეები კი შრიალებდნენ, თითქოს ამ ორ ადამიანს შორის მიმდინარე დრამის მოწმეები ყოფილიყვნენ. ანამ დახედა მათ გადაჭდობილ ხელებს და იგრძნო, როგორ დნებოდა მისი წინააღმდეგობა ამ სითბოსა და დაცულობის შეგრძნებაში. მაგრამ შიში... შიში მაინც არსად გამქრალიყო. გაგიმ იგრძნო ანას თითების უნებლიე კანკალი და მისი ხელი უფრო მჭიდროდ მოიქცია თავისაში, თითქოს ამით სურდა მთელი თავისი ძალა და სიმშვიდე გადაეცა.

- დანგრევით მხოლოდ ის დაინგრევა, რაც ხელოვნურია, ანა,- თქვა კაცმა დაბალი, დაარწმუნებელი ტონით,- ის კედლები, რომლებიც ჩვენ გარშემო აღმართე.

ანამ ამოიოხრა და მზერა ისევ ტბის შავ ზედაპირს მიაპყრო. წყალი ისეთი მშვიდი იყო, თითქოს არანაირი საიდუმლო არ გააჩნდა, მათგან განსხვავებით.

- შენ არ გესმის... ნიკას გამო რაც მოხდა, ის იარა არასოდეს გაქრება. მე შენი ცოლი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ...- სიტყვა გაუწყდა, ყელში მობჯენილმა ბურთმა საუბრის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

- შენ ჩემი ცოლი ისევ იმიტომ ხარ რომ მიყვარხარ,- შეაწყვეტინა გაგიმ და ამჯერად ორივე ხელით მოჰკიდა მხრებში, აიძულა მისკენ შემობრუნებულიყო,- ახლა, ამ წუთას, აქ მხოლოდ ჩვენ ვართ და ის, რაც ცოტა ხნის წინ იგრძენი... ისიც გარიგების ნაწილი იყო? ისიც ხელოვნური იყო?

ანამ თვალები დახუჭა. სიმართლე ისეთი მტკივნეული იყო რომ მისი აღიარება საკუთარ თავთანაც კი უჭირდა. გაგის სურნელი - ფიჭვისა და ცივი ღამის ჰაერის ნაზავი - ათრობდა და აბრუებდა.

- არა,- აღმოხდა ძლივს გასაგონად. ეს ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა. გაგიმ შვებით ამოისუნთქა და ანა თავისკენ მიიზიდა, მკერდზე მიიკრა. გოგონამ წინააღმდეგობა აღარ გაუწია. თავი მის მხარზე ჩამოდო.

- მაშინ ნუ იბრძვი,- ჩასჩურჩულა გაგიმ,- უბრალოდ ნება მიეცი ამ ღამეს რომ იყოს ისეთი, როგორიც არის. ხვალ ისევ შეგვიძლია ვიყოთ ის ადამიანები, ვინც ერთმანეთს ხოცავენ. მაგრამ ახლა... ახლა უბრალოდ ჩემი იყავი.

ტბის პირას სიმშვიდე ჩამოწვა. მთვარე ღრუბლებში იმალებოდა, თითქოს მათთვის პირადი სივრცის დატოვება სურდა. ანამ ხელები მოხვია გაგის წელს და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში, საკუთარ თავს უფლება მისცა, თავი დაცულად ეგრძნო იმ კაცის მკლავებში, რომელიც მისი მტერი უნდა ყოფილიყო. ლოპოტას სუსხიანმა სიგრილემ ისინი აიძულა, ოთახებში დაბრუნებულიყვნენ. გაგიმ ანა კარამდე მიაცილა, შუბლზე ნაზად ეამბორა და თავის ნომერში შევიდა, თუმცა მათ შორის დარჩენილი უთქმელი სიტყვები ჰაერში მძიმე ლოდივით ეკიდა. სასტუმროს დერეფანში სამარისებური სიჩუმე იდგა, რომელსაც მხოლოდ იატაკის იშვიათი ჭრიალი და ანას აჩქარებული გულისცემა არღვევდა. მას შემდეგ, რაც გაგიმ თავის ოთახამდე მიაცილა და დაემშვიდობა, ანასთვის დრო თითქოს გაჩერდა. საკუთარ ნომერში შესულმა, კარი ზურგსუკან ჩაკეტა და ზღურბლზევე ჩაცურდა. ტბის პირას მომხდარი კოცნა გონებიდან არ ამოსდიოდა. გაგის ტუჩების სითბო, მისი ხელების სიმხურვალე წელზე, მისი სურნელი... ყველაფერი ეს ჯერ კიდევ კანზე ჰქონდა შერჩენილი. ანა საწოლზე დაწვა, მაგრამ ძილი არ ეკარებოდა. ყოველ ჯერზე, როცა თვალებს ხუჭავდა, გაგის ჩახლეჩილი ხმა ესმოდა: „უბრალოდ ჩემი იყავი". ეს სიტყვები ექოსავით აწყდებოდა მისი ცარიელი ოთახის კედლებს. ის ებრძოდა საკუთარ თავს, იმ მოვალეობის გრძნობას, რამაც აქ მოიყვანა. მაგრამ ყოველი გასული წუთი ამ ბრძოლას უფრო უაზროს ხდიდა. ლტოლვა იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შიში ან სინდისი. ვეღარ უძლებდა ამ გაურკვევლობას, იმ კედელს, რომელიც მათ შორის ხელოვნურად იყო აღმართული. გამთენიისას, როცა ცაზე პირველი ნაცრისფერი ზოლები გამოჩნდა და ტბაზე ნისლი ჩამოწვა, ანა წამოდგა. ფეხშიშველმა, მხოლოდ თხელი, აბრეშუმის ხალათის ამარა, ჩუმად გააღო თავისი ოთახის კარი. დერეფნის სიცივემ ტანში გააცრა, მაგრამ უკან დახევაზე აღარ უფიქრია. ის ნელა მიუახლოვდა გაგის კარს. ყოველი ნაბიჯი მძიმე იყო, თითქოს უხილავ ბარიერს ლახავდა. კართან შედგა. ხელი აუკანკალდა, როცა ასწია, რათა დაეკაკუნებინა. გული ისე გამეტებით უცემდა, ეგონა, მთელ სასტუმროს გააღვიძებდა. ერთხელ... ორჯერ... სუსტად დააკაკუნა. შიგნიდან სიჩუმე იყო. ანას სუნთქვა შეეკრა. იქნებ სძინავს? იქნებ არ უნდა რომ ნახოს? მაგრამ შემდეგ ნაბიჯების ხმა გაისმა. კარი გაიღო და ზღურბლზე გაგი გამოჩნდა. მასაც არ ეძინა. პერანგის ღილები შეხსნილი ჰქონდა, თმა კი არეული. როგორც კი დაინახა აკანკალებული ანა, მისი მზერა მყისვე შეიცვალა. გაკვირვება წამებში შეცვალა ღრმა, მზრუნველმა სინაზემ.

- ანა?- ჩურჩულით თქვა მან და ხმა ჩაეხლიჩა. გოგონამ ხმა ვერ ამოიღო. უბრალოდ შეხედა თავისი დიდი, სევდიანი თვალებით, რომლებშიც მთელი მისი სასოწარკვეთა და ნდობა იკითხებოდა. ნაბიჯი გადადგა წინ, მის მკერდს მიეკრა და ხელები მჭიდროდ მოხვია წელზე, თითქოს ამით სურდა საკუთარი თავი დაეცვა იმ სამყაროსგან, რომელიც მათ გარეთ დარჩა. გაგიმ მძიმედ ამოისუნთქა, თითქოს მთელი ეს საათები, რაც ცალ - ცალკე გაატარეს, სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა. მისი ხელები ინსტინქტურად მოეხვია ანას წელზე, მჭიდროდ მიიკრა თავისკენ და ოთახში შეიყვანა. კარი ზურგსუკან ფეხით მიხურა, თითქოს ამით გარე სამყაროს, წარსულს და იმ ვალდებულებებს გამოეყო, რომლებიც მათ სულს უხუთავდა. ოთახში გამთენიის ნაცრისფერი შუქი იღვრებოდა, რაც გარემოს კიდევ უფრო დაუცველს ხდიდა. ანა კვლავ დუმდა, მხოლოდ მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა გაგის, რომელიც კაცის მკერდს გამეტებით აწყდებოდა.

- ანა, შემომხედე...- ჩურჩულით სთხოვა გაგიმ. ხელი ნაზად შეახო ნიკაპზე და თავი ააწევინა. გოგონას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, თუმცა მათში შიშზე მეტად ახლა მტკიცე გადაწყვეტილება იკითხებოდა.

- ვეღარ შევძელი, გაგი...- ამოილუღლუღა მან, ხმა უთრთოდა,- იმ ოთახში... ისეთი სიჩუმე იყო რომ მხოლოდ შენი სიტყვები მესმოდა. მეგონა, თუ ახლა არ მოვიდოდი, გავგიჟდებოდი.

გაგიმ ცერა თითით ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა. მისი მზერა ანას ტუჩებზე შეჩერდა, რომლებიც კვლავ ოდნავ თრთოდნენ. ამ წამს აღარ არსებობდა არაფერი. იყო მხოლოდ ორი ადამიანი ლოპოტას ნისლიან დილას, რომლებმაც საკუთარ თავში ისეთი რამ აღმოაჩინეს, რასაც მანამდე სიჯიუტით უარყოფდნენ.

- აქ ხარ,- თქვა გაგიმ დაბალი, ჩახლეჩილი ხმით,- და აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.

თავი დახარა, სახეზე მიუახლოვდა. თავი მაღლა ააწევინა და ნაზად დაეწაფა ანას ტუჩებს, ოღონდ ამჯერად ეს კოცნა უფრო თავდაჯერებული, უფრო მომთხოვნი იყო. ანამ ხელები კისერზე შემოხვია, თითქოს ეშინოდა რომ თუ ხელს გაუშვებდა, ეს ყველაფერი გამთენიის ნისლივით გაიფანტებოდა. გაგიმ ჰაერში აიტაცა, ანამ კი ფეხები წელზე შემოაჭდო. კაცმა ზურგით საწოლისკენ დაიხია, კოცნა გაწყვიტეს, მზერა ერთი წამითაც არ მოუშორებია მისი თვალებისთვის. ამ ოთახში, სადაც დრო თითქოს გაჩერდა, მათმა სიამაყემ საბოლოოდ დათმო პოზიციები ნამდვილი, დაუოკებელი გრძნობის წინაშე. გაგიმ ფრთხილად დააწვინა საწოლზე, თვითონ კი ზემოდან დააჩერდა. მისი ხელები გოგონას სახეს ეფერებოდნენ, თითქოს სურდა დაეჯერებინა რომ ეს ყველაფერი ცხადი იყო და არა მორიგი ღამისეული ჩვენება. ოთახში გამეფებული ნახევარბნელი მათ სხეულებს უცნაურ, რბილ ჩრდილებს ჰფენდა.

- ანა...- ჩურჩულით წარმოთქვა მან და მის ხმაში იმაზე მეტი სინაზე იგრძნობოდა, ვიდრე ოდესმე,- დარწმუნებული ხარ? არ მინდა რომ ხვალ დილით ინანო. არ მინდა რომ ეს მხოლოდ შიშის გამო იყოს.

ანამ პასუხის ნაცვლად ხელი მოჰკიდა მის პერანგს და თავისკენ მოქაჩა. მისი თვალები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ცრემლებით იყო სავსე, ახლა უცნაური სიმტკიცით კამკამებდნენ.

- ხვალ რა იქნება?- იკითხა ანამ.

- ნუ მელაპარაკები ხვალინდელზე,- თქვა ჩუმად, თითქმის მუდარით,- ხვალ ალბათ ისევ ისტერიკებს გამიმართავ. ისევ ის კედლები აღიმართება... მაგრამ ახლა, ამ წუთას, მხოლოდ შენ მჭირდები. მხოლოდ შენი სითბო.

გაგიმ ვეღარ გაუძლო. მისი ტუჩები ანას ყელს შეეხო, შემდეგ კი ლავიწებზე გადავიდა. ყოველი შეხება ელექტროშოკივით იყო ორივესთვის. ანამ თვალები დახუჭა და თითები გაგის თმებში ჩახლართა, მისი სუნთქვა კი სულ უფრო აჩქარებული და არათანაბარი ხდებოდა. ამ ოთახში, ლოპოტას ნისლიან გამთენიისას, ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. აქ ის უბრალოდ ქალი იყო, რომელსაც უყვარდა და რომელსაც ასე თავგანწირვით ეტრფოდნენ. კაცმა ნელა შეხსნა მისი ხალათის ქამარი. აბრეშუმი შრიალით ჩაცურდა იატაკზე. გაგი წამით შეყოვნდა, თითქოს ანას სილამაზით ტკბებოდა, შემდეგ კი ისევ მჭიდროდ მიეკრა მას. მათი სხეულების შეხება იმდენად ბუნებრივი და აუცილებელი იყო რომ ყოველგვარი ეჭვი გაქრა. გარეთ, ტბის ზედაპირზე, პირველი მზის სხივები აციმციმდნენ, მაგრამ მათთვის სამყარო ამ ოთახის კედლებში მოექცა. იქ, სადაც სიძულვილი და შურისძიება უნდა ყოფილიყო, მხოლოდ დაუოკებელი ლტოლვა და ის სიმართლე დარჩა, რომლის აღიარებასაც მთელი ეს დრო გაურბოდნენ.

მზე უკვე სიმაღლეზე ასულიყო. ანა მაშინ გამოფხიზლდა, ტელეფონმა რომ დარეკა. როგორც კი ხელში აიღო, მაშინვე გაითიშა. ლილეს ზარი იყო, თუმცა დარეკვა დაეზარა. უკან გადაბრუნდა, გაგის ეძინა. მერე ტელეფონს დახედა, საღამოს შვიდზე პრეზენტაცია ჰქონდა უცხოელ პარტნიორებთან. მერე წამით გაახსენდა ყველაფერი. უნდა მიეშვა ასე ახლოს? ასე მალე? ღირდა ექვს თვიან ტანჯვად? იქნებ ღირდა? იქნებ დასრულდა? მზადაა ყველაფერი თავიდან დაიწყონ? იმდენი კითხვა მოაწვა თავში, რომ უკვე ფიქრიც უჭირდა. თავი გააქნია. საწოლზე წამოჯდა. ხალათი მოიცვა და ფეხზე ადგა.

- სად მიდიხარ?- გაისმა გაგის ბოხი ხმაც.

- ოთახში. ჩავიცვა უნდა და ვჭამო. მერე საქმე მაქვს.

- ესე მიდიხარ? რომ არ გამეღვიძა აპირებდი მარტო დაგეტოვებინე?- იწევა საწოლიდან გაგი.

- არა,- სიტყვა ჰაერში გაუწყდა ანას,- რა სისულელეა.

კვლავ საწოლში ბრუნდება ანა. მასთან ახლოს ჯდება. გაგი მხარზე თითებს უსვამს და ქვემოდან აჰყურებს.

- უბრალოდ... სულ ეს იყო? ეს იყო იმ ექვს თვიანი ტანჯვის ბოლო? ამისთვის ვიყავით ამდენ ხანს მარტო?- მზერას არიდებს გოგო,- აღარ მინდა მარტო ყოფნა.

- მგონი ეს პირველო და უკანასკნელი დაშორება იქნება, ალბათ ორივეს გვჭირდებოდა რომ გაგვეგო ერთად ყოფნის ფასი,- საწოლზე წამოჯდა და გოგო მიიხუტა მკერდზე,- აღარასდrოს გაგიშვებ, არც შენ მოგცემ წასვლის უფლებას.

- მართლა? მაშინაც ასე ამბობდი.

- ვფიცავ,- შუბლზე ჰკოცნის გოგო,- სვანეთში გამომყვები?

- სვანეთში?

- ჰო, არ მოგეწონა სოფლური ცხოვრება? არ მოგბეზრდა ეს ქალაქი? ახლა კახეთშიc კი ჩამომიყვანე ეს სვანი კაცი.

- აქ უკვე მაქვს ცხოვრება. სამსახური, მეგობრები...

- შენი მეგობარიც მგონი მალე გამოფრინდება სვანეთში.

- ამაზე არ მილაპარაკია მასთან, დრო არ მქონდა,- გაგის მკერდზე ფრჩხილოთ წრეებს ხაზავს ანა.

- ანუ წამომყვები სვანეთში.

- ჯერ აქ უნდა მოვაგვარო ყველაფერი და სიმართლე გითხრა ჯერ დედაჩემთან მინდა ჩასვლა.

- ჩავალთ, ყველგან წავალთ, ოღონდ შენ ისურვე,- ლოყებს უკოცნის გოგო,- ავდგეთ, თორემ მაგრად მშია.

- მეზარება მაღლა ასვლა,- საწოლზე წვება ანა.

- ამოვალ მე ან ჩამოდი შენ.

- ამოდი შენ და ამიყვანე მეც,- გაუღიმა ეშმაკურად და ხელები ჰაერში გაიშვირა.

- რა აფერისტი და ეშმაკი ხარ,- ჩაეცინა ბიჭს და ჰაერში აიტაცა გოგო, მეორე სართულზე ავიდნენ, ანამ ოთახის კარი შეაღო და მაშინ აბაზანისკენ გაიქცა. უკან მოწესრიგებული რომ გამოვიდა, გაგიც მზად დახვდა და მაშინვე სასადილოდ გაემართნენ.

პრეზენტაცია დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ კარგად ჩაიარა, ანამ პირდაპირ უფროსთან გადააგზავნა დოკუმენტები. შემდეგ კი მთელი ღამე გაგისთან ერთად გაატარა, მეორე დღეს შუადღისით უკან ბრუნდებოდნენ, გაგიმ შესთავაზა თუ უნდოდა შეეძლო დარჩენილიყო კიდევ ცოტახანს, თუმცა ანამ უარი განაცხადა. ლოპოტას ტბას თითქმის სამჯერ შემოუარეს, საუბრობდნენ და თან რაზე აღარ, თითქოს ხელახლა იცნობდნენ ერთმანეთს. მერე ველოსოპედებითაც გაისეირნეს, ბოლოს მობეზრებული უკან დაბრუნდნენ ნომერში, ანამ ლეპტოპი გაშალა და გაგიმ ლამის სული ამოუღო წუწუნით და კოცნით. სანამ ანა არ დაემუქრა, მანამდე არ გაჩერებულა.

მესამე დღეც მალევე დადგა, მგზავრობა ძალიან დამღლელი იყო. ანა სახლში რომ აბარგდა, ძლივს გააგდო გაგი იქიდან, საღამოს შევხვდეთო დაუბარა და თავად ჩემოდნის ამოლაგება დაიწყო, თუმცა არ დასცალდა. ლილემ შემოგლიჯა კარები და მაშინვე ეცა.

- რა ქენით?

- არაფერი, რა უნდა გვექნა?- წარბები აზიდა ანამ.

- შერიგდით?

- არა,- იცრუა სერიოზული სახით,- რისი იმედი გქონდათ ნეტავ?

- ისევ იჩხუბეთ?- შეეცვალა სახე ლილეს,- ძალიან იჩხუბეთ?

- იმდენად რომ თანახმაა ხვალვე ხელის მოწერაზე.

- რას ამბობ,- პირზე ხელს იფარებს ლილე,- ანდრია გაგიჟდება.

- რა ქენით შენ და ანდრიამ,- წარბები აუთამაშა და თემა უცებ გადაიტანა.

- პაემნებზე დავდივართ, დროს ერთად ვატარებთ. ვიცინით, ვლაპარაკობთ, ვსეირნობთ, მაგრამ მომწონხარო ჯერ არ უთქვამს,- მხრებს იჩეჩს ლილე.

- მეღადავები? რაღა დარჩა?

- რა ვიცი, არადა ერეკლესთან რა მაგრადაა, იცი? მემგონი ის მოეწონა და ჩემთან მაგიტომაა რომ პირდაპირ ვერ ეუბნება.

- გიჟია ეგ ბიჭი, მოიცა, ვნახო, ნახავ როგორ მოხვდება,- ამოიბუზღუნა და ცარიელი ჩემოდანი კარადაში შედო,- დავიღალე უკვე ასე ბოდიალით.

- თქვენ რა მართლა იჩხუბეთ?- მოწყენილმა ხელახლა ჰკითხა ლილემ.

- არა, მოგატყუე. შევრიგდით,- მიახალა უცებ და მისი სახით დანახვაზე კვლავ გაეცინა.

- მართლა? თუ მატყუებ? უნდა დავურეკო გაგის და მე თვითონ ვკითხო,- ამოაძრო ტელეფონი უცებ.

- მოიცა, რა დაურეკო გოგო,- გააჩერა ანამ,- მართლა გეუბნები.

- აი ეგაა რა, ხო ვუთხარი იმ ნახევარ ქათამას რომ კაი იდეა იყო გაგის გაშვებაც,- შეაქო საკუთარი თავი.

- ანუ თქვენი იდეა იყო ეგ და შენ უთხარი გაგის მე სად მივდიოდი.

- მოიცა რა, თქვენ გამო ლამის დღე და ღამ ვლოცულობდით მე და ანდრია,- აიქნია ხელი.

- სვანეთში წასვლაზე მკითხა...- გააგრძელა ანამ,- უნდა დავბრუნდე?

- არ ვიცი, გინდა დაბრუნება?

- საძულველი, მაგრამ მაინც საყვარელი ადგილია ჩემთვის,- თავს ანებებს ყველაფერს,- შევრიგდით, მაგრამ ვაი რომ ისევ ისე მოხდეს უკან დაბრუნებისას? იქნებ ნამუსის გამო შემირიგდა? იქნებ ოჯახმა დააძალა? ყველაფერზე ვფიქრობ უკვე და მაგიჟებს ეს ფიქრი.

- მას ელაპარაკე?

- კი, დამპირდა კიდეც რომ მსგავსი არასდროს განმეორდებოდა.

- სვანი კაცის სიტყვის მჯერა,- თავს აქნევს ლილე,- რასაც ამბობენ ასრულებენ სულ.

- ხო, მაგრამ...

- თავს ძალით ისტრესავ.

- მირჩევნია ახლა დავისტრესო, ვიდრე მერე ისევ იგივე მოხდეს.

- მისი არ გჯერა თუ ასე რატომ ამბობ?

- მჯერა, მაგრამ...

- თუ გჯერა, იქ მაგრამ არ იქნებოდა. არ ენდობი ბოლომდე.

- ჯერ კიდევ ვერ...- აღიარებს ანა.

- მესმის, თუმცა ალბათ ნდობასაც დრო მოიტანს,- საწოლზე წვება ლილე,- ჯერ ხომ აქ ხარ, შეხედე ყველაფერს და მიხვდები შენით.

- ეგრე ფიქრობ?

- ხო აბა, რავი ახლა რა უნდა ქნა სხვა? ისევ დაშორდები? და ასე თხა და გიგოსავით უნდა იყოთ?

- არ ვიცი, მაგრამ რახან ასე მოხდა. დავაკვირდები. თორემ ეს ფიქრები მაგიჟებს.

- დროს მიენდე და გაყევი მაგ სვანეთში. მეც მინდა წასვლა, მაინტერესებს.

- აგერ შენი და ანდრიას საქმე კარგად თუ წავიდა, კი წაგიყვანს მალე,- ჩაეცინა ანას.

- ვაიმე, ერეკლე რომ ნერვებს მიშლის მაგით ვაშინებ ხოლმე და გიჟდება,- ხარხარებს ლილე,- სამსახურს რას უზამ?

- ეგ მაინც გულის გადასაყოლებლად დავიწყე. წამოვალ მერე.

- აგიწყვია ცხოვრება,- თვალი ჩაუკრა ლილემ.

- ახლა ისევ ნუ დაიწყე,- აიქნია ხელი და დაკეცილი ტანსაცმელები კარადაში შეალაგა.

* * *

ორი კვირა თითქმის მიიწურა. ირინა უკვე თავს კარგად გრძნობდა თავს და დამოუკიდებლად შეეძლო გადაადგილება, იმდენს წუწუნებდა უკვე უკან დაბრუნებაზე რომ ანდრიამ გადაწყვიტა კვირას წაეყვანა, მანამდე კიდევ ჰქონდა ხუთი დღე, თუმცა მერე რას იზამდა არ იცოდა, ირინასთან დარჩებოდა თუ აქეთ ლილესთან გაატარებდა დროს. ბოლო ორი დღე გაგის დასდევდა უკან და ეხვეწებოდა რამეში დახმარებოდა, თუმცა გაგის თავისი პრობემა ჰქონდა მოსაგვარებელი. თავადაც უწევდა უკან დაბრუნება, მაგრამ ანას გარეშე არ უნდოდა, თუმცა ჯერ მთლად იმ სიტუაციაშიც არ იყვნენ რომ ანა ამდგარიყო მიეტოვებინა ყველაფერი და მას გაჰყოლოდა.

- ირინა თავს იგიჟებს, წამიყვანე იქ დამტოვე და ჩამოდი მერეო,- წუწუნს აგრძელებს ნაკანი,- იმენა რა ტრაკში ვარ.

- მე უფრო ვარ,- კეფას იქექავს გეგა,- ბევრი საქმე მაქვს და აქ ცოლი უნდა დავტოვო მარტო.

- როდის აპირებ რომ ანას უთხრა?

- არ ვიცი, დღეს ვეტყვი ალბათ.

- არ გამოგყვება, ხო?

- არა მგნოია, თან ჯერ დედამისთან უნდოდა ჩასვლა. ალბათ მომიწევს წასვლა, მოვაგვარებდი ყველაფერს დს მერე უკან ჩამოვიდოდი.

- ეგეც შეიძლება,- ეთანხმება ანდრია და ოთახიდან გადის რომ ლილეს შეტყობინებას უპასუხოს. გაგი ჩაფიქრებული ზის ცოტახნით, თუმცა მისი ტელეფონი იწყებს ბზუილს.

- გისმენ, ანა.

- სად ხარ?

- სახლში, რა ხდება?

- შეგიძლია დღეს მოხვიდე?

- მოვალ, რა ხმა გაქ? ცუდად ხომ არ ხარ?

- არა, მოდი და რამე საჭმელი წამოიღე, კუჭი მიხმება,- და ტელეფონს უთიშავს, გაგი კიდევ რამდენიმე წამი უყურებდა ჩამქრალ ეკრანს, თითქოს იმ რამდენიმე სიტყვაში რაღაც ისეთი დაემალა, რასაც ბოლომდე ვერ წვდებოდა. ანას ხმა ჩვეულებრივი არ იყო - არც აშკარად ცუდი, მაგრამ ზედმეტად დაღლილი, ჩაწყვეტილი. ტელეფონი ნელა ჩამოდო მაგიდაზე და თვალები დახუჭა წამით. სწრაფად წამოდგა, ოთახში გაიარა, კარადიდან ჟაკეტი გამოიღო. სარკეში თავისთვის არც შეუხედავს. მხოლოდ გასვლის წინ, ინსტინქტურად, ხელი კისერზე მიიტანა - თხელ ჯაჭვზე ჩამოკიდებული ბეჭედი თითებში მოიქცია. წამით შეაყოვნა, მერე ხელი ისევ ჩამოუშვა.

- გავდივარ,- მოკლედ უთხრა გაგიმ. ანდრიამ თავი ასწია, თვალებით შეაფასა.

- ანასთან?- გაგიმ მხოლოდ თავი დაუქნია,- კარგადაა?

- არ ვიცი,- უპასუხა მშრალად,- ვნახავ.

ანდრიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

- კაი, თუ რამეა დამირეკე.

გაგიმ აღარ უპასუხა. მანქანაში ჩაჯდა, ძრავა ჩართო და რამდენიმე წამი უძრავად იჯდა. მერე ღრმად ამოისუნთქა და ნელა დაძრა. ქალაქისკენ გზაზე ხალხი ჩვეულებრივად მოძრაობდა, ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მაგრამ მაინც რაღაც არ ემთხვეოდა. ფიქრები ისევ და ისევ უბრუნდებოდა ანას ხმას. „მოდი და საჭმელი წამოიღე" - ზედმეტად მარტივი იყო, ზედმეტად ჩვეულებრივი. მაღაზიასთან გაჩერდა, სწრაფად შევიდა. არაფერი უფიქრია დიდხანს - რაც ხელში მოხვდა, ის აიღო. გადახდისას ისევ იგრძნო ჯაჭვი კისერზე. ბეჭედი მკერდზე ედებოდა, მძიმე, შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც. მანქანაში რომ დაბრუნდა, საჭეს დაეყრდნო წამით. თვალები დახუჭა.

- კარგად იქნება,- ჩუმად თქვა თავისთვის, თუმცა თვითონვე არ დაიჯერა. რამდენიმე წუთში უკვე მის კორპუსთან იდგა. ძრავა გამორთო, მაგრამ არ გადმოსულა მაშინვე. შენობას უყურებდა - ფანჯრებს, აივნებს, თითქოს ცდილობდა გამოეცნო რომელში იყო ის.

ბოლოს კარი გააღო და გადმოვიდა. ნაბიჯები ნელა აიარა კიბეებზე. ყოველ სართულზე სიჩუმე უფრო მძიმდებოდა. მის კართან რომ გაჩერდა, ხელი წამით გაუშეშდა. მერე მაინც დააკაკუნა. შიგნიდან ხმა არ ისმოდა რამდენიმე წამი. გაგიმ მზერა კარზე გააშეშა. და უცებ - საკეტი ჩუმად გაიხსნა. კარი ოდნავ გაიღო და ანა გამოჩნდა. თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, სახე უფერული, თვალების ქვეშ სუსტად ჩასჩენოდა ჩრდილები. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს - ისე, თითქოს ეს ჩვეულებრივი შეხვედრა არ იყო, მიუხედავად ყველაფრისა, რაც უკვე ერთად ჰქონდათ გავლილი.

- შემოდი,- თქვა ანამ ბოლოს და გვერდზე გადგა.

გაგი უხმოდ შევიდა. კარი მის უკან ნელა დაიხურა და სიჩუმე მაშინვე დაბრუნდა. ოთახში მსუბუქად იგრძნობოდა დახურული ჰაერი - თითქოს მთელი დღე ფანჯარა არ გაეღოთ.

- რა გჭირს?- იკითხა ბოლოს, როცა პარკი მაგიდაზე დადო.

ანა ჯერ კედელს მიეყრდნო, მერე ნელა ჩამოსრიალდა მზერით მის ხელებზე, ჩანთაზე, ისევ მის სახეზე.

- არაფერი,- ჩაილაპარაკა, მაგრამ ხმაში ისევ ის სიშორე იგრძნობოდა. გაგიმ ამოიოხრა, ჩანთა გახსნა და რაც მოიტანა, მაგიდაზე დააწყო.

- „არაფერი" ასე არ ჟღერს,- თქვა ჩუმად, თვალის აუღებლად. ანა ცოტახნით დუმდა. მერე ნელა მიუახლოვდა, მაგიდას დაეყრდნო და თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ისევ გაჩერდა. გაგიმ ბოლოს თავი ასწია და პირდაპირ შეხედა.

- ცუდად ხარ?

- არა,- ამჯერად სწრაფად უპასუხა,- უბრალოდ... არ მინდოდა მარტო ყოფნა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ეს სიტყვები თითქოს ზედმეტად უბრალო იყო, მაგრამ მაინც მძიმე. გაგიმ მზერა წამით მოარიდა. მერე ისევ მისკენ დაბრუნდა.

- და პირველი მე გაგახსენდი?

ანას ოდნავ გაეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი თვალებამდე არ მისულა.

- შენ ყოველთვის მახსენდები. ან ეს რა კითხვაა, არ უნდა გამხსენებოდი?

- ჭამე,- თქვა ბოლოს, თითქოს ამით ყველაფერს გადაფარავდა,- მთელი დღე არაფერი გიჭამია, აშკარად.

ანა ისევ არ განძრეულა.

- შენ?

- მე რა.

- შენ ჭამე?

გაგიმ მხრები აიჩეჩა.

- მოვასწარი,- ანამ ნელა გადააქნია თავი, მერე სკამი გამოწია და დაჯდა. თეფში წინ მიიწია, მაგრამ ჭამა არ დაუწყია მაშინვე. მხოლოდ ჩანგალს ათამაშებდა თითებში. ოთახში ისევ სიჩუმე იყო. მძიმე, მაგრამ უცნაურად მშვიდიც. გაგი კედელს მიეყრდნო, თვალს არ აშორებდა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ ჩქარობდა. არც ეს სიჩუმე იყო უკვე ისეთი უცხო. ანამ ბოლოს პატარა ნაჭერი აიღო და ძლივს შეახო ტუჩებს.

- მადლობა,- ჩაილაპარაკა. გაგიმ ოდნავ დაუქნია თავი. მერე ნელა დაიძრა მისკენ. ნაბიჯები ფრთხილი ჰქონდა, თითქოს ზედმეტი მოძრაობით ისევ ყველაფერს გააფუჭებდა. მის გვერდით გაჩერდა. ანას არ შეუხედავს. მხოლოდ იგრძნო, როგორ მიუახლოვდა. გაგიმ ხელი ნელა ჩამოუშვა მაგიდაზე, თითებით ოდნავ შეეხო მის მაჯას - ისე მსუბუქად, თითქოს ნებისმიერ წამს უკან დახევას აპირებდა. ანა შეხებისთანავე ოდნავ შეკრთა. მაგრამ ხელი არ გაუწევია. სუნთქვა შეუმჩნევლად აჩქარდა. გაგი კიდევ ერთი წამით გაჩერდა, თითქოს ელოდა - უკან დაიხევდა თუ არა.

არ დაუხევია. მისმა თითებმა უფრო მყარად მოხვია ანას მაჯას. არა ძალით - უბრალოდ ისე, რომ გაეგო, ისევ აქ იყო. ანა ნელა მიაბრუნდა მისკენ. თვალები ერთმანეთს შეხვდა. და ამჯერად არცერთმა მოარიდა. სიჩუმე არ ირღვეოდა, მაგრამ უკვე აღარ იყო ცარიელი - მათ შორის თითქოს რაღაც გადიოდა, უხილავი, დაჭიმული, რომელიც ორივეს ერთდროულად ეჭირა. ანამ ჩანგალი ნელა დადო. ხელები მაგიდაზე ჩამოაწყო, მერე ერთი მათგანი შეუმჩნევლად გაგის თითებს შეეხო. არც უკან გაუწევია, არც ბოლომდე ჩაუჭერია - უბრალოდ იქ დატოვა. გაგიმ თვალები წამით დახუჭა, თითქოს ამ პატარა შეხებასაც ეშინოდა დაერღვია. მისკენ ოდნავ დაიხარა.

- ასე რატომ მიყურებ?- ჩუმად ჰკითხა ანამ, ხმა ძლივს გაისმა. გაგის არ უპასუხია მაშინვე. მზერა არ მოუშორებია.

- იმიტომ რომ... - დაიწყო და გაჩერდა,- იმიტომ რომ არ ხარ კარგად.

ანას ოდნავ გაეღიმა, მაგრამ ისევ ის დაღლილი ღიმილი ჰქონდა.

- შენს გარეშე ვარ და რა გინდა, კარგად ვიყო?- ეს სიტყვები თითქოს მსუბუქად თქვა, მაგრამ ჰაერი მაშინვე დამძიმდა. გაგის ხელი ოდნავ დაეჭიმა მის მაჯაზე.

- მე აქ ვარ,- თქვა ჩუმად, თითქმის გაუცნობიერებლად. ანა ცოტა ხანს უყურებდა, მერე ნელა გადააქნია თავი.

- ხო... ახლა ხარ,- სიჩუმე ისევ ჩამოვარდა. გაგიმ ხელი აუშვა ნელა, თითქოს ეშინოდა ზედმეტი ყოფილიყო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ჩამოუშვია - თითები ისევ ეხებოდა. ანა წამოდგა მოულოდნელად.

- წყალს დავლევ,- თქვა და სამზარეულოსკენ წავიდა.

გაგი უყურებდა, როგორ მიდიოდა - ნაბიჯები ნელა ჰქონდა, თითქოს ძალა არ ჰყოფნიდა ბოლომდე. რამდენიმე წამში თვითონაც ადგა და უკან გაჰყვა. ანა უკვე ნიჟარასთან იდგა, ჭიქას ავსებდა. წყლის ხმა ერთფეროვნად მოდიოდა. გაგი კართან გაჩერდა.

- ანა,- ხელი, რომლითაც ჭიქა ეჭირა, ოდნავ აუკანკალდა.

- ჰო?- გაგი ცოტა ხანს დუმდა. თითქოს სიტყვებს არჩევდა.

- უნდა წავიდე,- თქვა ბოლოს, ხმადაბლა.

- სად?

- უკან,- მოკლედ უპასუხა გაგიმ,- აქ ვერ დავრჩები დიდხანს.

ეს სიტყვები თითქოს ძალიან მარტივად ჟღერდა, მაგრამ შიგნით ბევრად მეტი ედო. ანა ცოტა ხანს უყურებდა, მერე ნელა გადააქნია თავი.

- და მერე?- გაგიმ მზერა მოარიდა. კედელს გაუსწორა თვალი, თითქოს იქ უფრო მარტივი იყო საუბარი.

- არ ვიცი,- ამოიოხრა,- არ ვიცი რა უნდა ვქნა,- შენთან რომ ვარ...- დაიწყო და ისევ გაჩერდა, სიტყვები ვერ დაალაგა,- და მერე რომ წასვლა მიწევს... მკლავს შიგნიდან

ანა არაფერს ამბობდა. მხოლოდ უსმენდა.

- იქაც არ ვარ ბოლომდე, არც აქ,- გააგრძელა ბოლოს, უფრო ჩუმად,- არ ვიცი როგორ მოვიქცე, ანა.

ეს უკვე აღარ იყო გაბრაზებული გაგი, არც ირონიული - უბრალოდ იყო ადამიანი, რომელიც ვერ პოულობდა გზას. ანა ნელა მიუახლოვდა. მანძილი ისევ შემცირდა, მაგრამ ამჯერად უფრო ფრთხილად.

- მაშინ ნუ მიდიხარ,- თქვა მშვიდად. გაგიმ თვალებში შეხედა.

- ასე მარტივი არ არის,- მხარზე პატარა კოცნას უტოვებს გაგი,- რა გავაკეთო? ხომ იცი რომ აქაურობას არ ვეკუთვნი? შენ ეკუთვნი აქაურობას?

- არა,- უპასუხა ანამ,- მიყვარს აქაურობა, მაგრამ მე ჩხოროწყუში გავიზარდე, იქაურობას ვერ დავტოვებდი.

- ვერც მე დავტოვებ სვანეთს, მაგრამ შენ იქ დიდი დრო გაატარე.

- სვანეთიც მიყვარს,- ჩაიღიმა ანამ,- გინდა რომ წამოგყვე?

- არ გაძალებ, შეძლებ წამოსვლას?

- ჯერ ვერა,- თავი გააქნია ანამ.

- შემიძლია მე წავიდე? ვეცდები მალე დავბრუნდე, დარიკო ცუდად არის და მარტო არ მინდა დავტოვო,- ოხრავს გაგი,- თან იქაურობაც მოსავლელია.

- მომენატრები.

- ჩამოვალ მალე,- ლოყაზე ჰკოცნის, შემდეგ ცხვირზე, ოდნავ ტუჩებზეც,- მეორედ აღარასდროს დაგტოვებ.

- მოგკლავ და ვეღარ დამტოვებ.

- როგორი რთული ხარ,- გაგიმ უნებლიეთ გაეღიმა - დაღლილი, ცოტა მწარე ღიმილი.

- შენთან არაფერი არის მარტივი.

- არც შენთან,- დაუბრუნა ანამ. ისევ სიჩუმე. გაგიმ ხელი ჯიბეში ჩაიყო, მერე ისევ ამოიღო, თითქოს ვერ პოულობდა ადგილს. ბოლოს ისევ კისერთან მიიტანა ხელი, ბეჭედი თითებში მოიქცია და მოიხსნა.

- დაიბრუნებ ამას?- ამოხედა ქვემოდან.

- არ მეგონა თან თუ გექნებოდა...

- ერთხელაც კი არ მომიხსნია.

- იმ დღეს, როცა ეს მოვიხსენი, გული ცხრაჯერ გამიტყდა, მეგონა ხელზე ლოდი მედო, მეგონა დაპატარავდა იმდენად გამიჭირდა ამის გაკეთება,- გაგიმ ბეჭედი თითებში ატრიალა, თითქოს ბოლოჯერ უნდა შეეგრძნო მისი სიმძიმე, მერე ხელი ოდნავ წინ გასწია, მაგრამ ბოლომდე არ გაუწვდია.

- არ უნდა მოგეხსნა,- თქვა ჩუმად, თითქმის თავისთვის. ანა რამდენიმე წამი უყურებდა. თვალები ისევ იმ ბეჭედზე ჰქონდა გაჩერებული, თითქოს მის დანახვასაც კი თავიდან ეჩვეოდა.

- სხვა გზა არ მქონდა,- ძლივს ამოილაპარაკა,- რომ არ მომეხსნა, ვერ წავიდოდი.

გაგის მზერა ოდნავ დაეძაბა.

- და რომ წახვედი, მერე მარტივი იყო?- ანამ ნელა გადააქნია თავი.

- არა...- ხმა ჩაუწყდა,- საერთოდ არაფერი იყო მარტივი.

სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ მათი სუნთქვა ისმოდა. გაგიმ ისევ დახედა ბეჭედს, მერე ანას.

- მე ვერ მოვიხსენი,- თქვა მშვიდად,- ვცადე კიდეც... მაგრამ ვერ შევძელი.

ხელში მჭიდროდ მოიქცია.

- თითქოს...- გაეღიმა მწარედ,- თითქოს შენს გარეშე მაინც ახლოს ვიყავი ამით.

ანას ტუჩები ოდნავ შეერყა, მაგრამ არაფერი უთქვამს. გაგიმ ნაბიჯი მიუახლოვა.

- არ გთხოვ რომ ახლა ყველაფერი უცებ დალაგდეს,- გააგრძელა ნელა,- არც იმას რომ დამიჯერო უბრალოდ... მაგრამ ეს რომ დავიბრუნო და ისევ ისე მომიწიოს წასვლა, როგორც მაშინ...

თავი ოდნავ გააქნია.

- აღარ მინდა ეგ,- ბეჭედი ისევ მისკენ გაუწოდა.

- თუ ამას დავიბრუნებ...- დაამატა,- მინდა რომ ამჯერად ბოლომდე მივიყვანოთ.

ანა არ ჩქარობდა. მზერა ნელა ასწია, გაგის თვალებს შეხვდა. იქ აღარ იყო ძველი სიმსუბუქე, არც ის ირონია - მხოლოდ დაღლილი, მაგრამ მტკიცე რაღაც. ხელები ოდნავ ასწია, მაგრამ ისევ გააჩერა შუაში.

- მეშინია,- თქვა ბოლოს.

გაგიმ თავი ოდნავ დაუქნია, თითქოს ამას ელოდა.

- მეც,- ანა ნელა მიუახლოვდა, მანძილი თითქმის აღარ იყო. მზერა ისევ მრგვალ რკინაზე დაუბრუნდა, მერე მის ხელზე. ნელა გაშალა თითები.

ბეჭედს შეეხო - ფრთხილად.

- თუ ისევ იგივე მოხდება...- დაიწყო ჩუმად.

- არ მოხდება,- ჩაუჭრა გაგიმ,- არ დავუშვებ.

ანა კიდევ ერთი წამი შეყოვნდა. მერე ნელა აიღო ბეჭედი მისი ხელიდან. მუჭში მოიქცია. არ გაუკეთებია მაშინვე. უბრალოდ ეჭირა. და ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. გაგი არ ჩქარობდა. არც ცდილობდა დაეჩქარებინა. უბრალოდ უყურებდა, როგორ ებრძოდა ანა საკუთარ თავს. ანამ ბოლოს თითზე მიიტანა. შეაჩერა. ისევ შეხედა გაგის.

- თუ ამას გავიკეთებ...- დაიწყო ჩუმად,- უკან აღარ დავბრუნდებით იმ მდგომარეობაში, სადაც ვიყავით.

გაგიმ თავი ოდნავ დაუქნია.

- არც მე მინდა.

ანა კიდევ რამდენიმე წამი გაჩერდა. გაგიმ ბეჭედი გამოართვა და ნელა გააცურა თითზე.ზუსტად იმ ადგილას, სადაც ადრე იყო. ისე, თითქოს არც არასდროს მოუხსნია. სუნთქვა შეუმჩნევლად აუჩქარდა. თვალი არ მოუშორებია. გაგიმაც ვერ შეძლო მზერის მოშორება. ეს არ იყო უბრალოდ ბეჭედი. ეს იყო დაბრუნება. მაგრამ ამჯერად უფრო მძიმე. უფრო ნამდვილი. გაგი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ხელი ნელა გაუწოდა, ანას თითებზე ჩამოუცურა, ბეჭედს შეეხო.

- ამჯერად არ გაგიშვებ,- თქვა ჩუმად. ანას ოდნავ გაეღიმა - სუსტად, მაგრამ გულწრფელად.

- ნუ იტყვი ისეთ რაღაცებს, რასაც მერე ვერ გააკეთებ,- გაგიმ თავი გადააქნია.

- გავაკეთებ,- ანა ნელა მიეყრდნო მას, შუბლი მკერდზე მიადო. თითქოს ამჯერად აღარ ეწინააღმდეგებოდა იმ სიახლოვეს, რომელიც ყოველთვის აშინებდა. გაგიმ ხელები ფრთხილად შემოჰხვია. არც ძლიერად, არც სუსტად - უბრალოდ ისე რომ ეგრძნო - აქ იყო. სიჩუმე ჩამოწვა. მაგრამ ამჯერად ის სიჩუმე აღარ იყო მძიმე. უფრო მშვიდი იყო. უფრო დალაგებული. თუმცა ორივემ იცოდა - ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

რამდენიმე წამში ანამ ხელი ნელა დაუშვა ქვემოთ, თითები გაგის თითებს შეეხო.

- გიფიქრია ოდესმე...- დაიწყო ჩუმად, თითქოს ეჭვი ეპარებოდა უნდა ეთქვა თუ არა,- მომავალზე?

გაგიმ თვალები ოდნავ დააწვრილა.

- შენთან?- ანა ოდნავ გაეღიმა.

- ჰო... ჩემთან. რას მეკითხები, სხვასთანაც გეგმავდი?- გაგიმ მის ხელს უფრო მყარად მოჰკიდა.

- შენთან მიფიქრია, სხვასთან არა,- თქვა გულწრფელად,- ბევრჯერ.

- და რას ფიქრობდი?- გაგიმ მხრები ოდნავ აიჩეჩა, მაგრამ მზერა არ მოუშორებია.

- იმას რომ მშვიდად ვიქნებოდით...- თქვა ნელა,- რომ სულ შენთან გამეტარებინა მთელი ცხოვრება.

- და ბავშვებზე? - ამჯერად პირდაპირ ჰკითხა. გაგის სახეზე უცნაური, თბილი ღიმილი გაჩნდა.

- მაგაზეც მიფიქრია,- თქვა,- მინდოდა გოგონა გვყოლოდა, შენნაირი ჯიუტი.

- მე ვერ მიძლებ და იმას გაუძლებდი?

- მეხუმრები?- ანა ჩუმად უსმენდა. ანა წამით გაჩუმდა, თითქოს ამ სიტყვებმა ცოტა მეტი გააღვიძა მასში.

- მე მეშინოდა მაგაზე ფიქრისაც კი,- თქვა ბოლოს,- მეგონა რომ... ვერ შევძლებდი.

გაგიმ ხელი ოდნავ მოუჭირა.

- არავინ ამბობს რომ ახლა უნდა ვიფიქროთ მაგაზე...- ჩუმად თქვა,- უბრალოდ... თუ ოდესმე მივალთ იქამდე, მინდა რომ ერთად მივიდეთ.

ანა ნელა დაუქნია თავი.

- ერთად, - გაიმეორა ჩუმად. სიჩუმე ისევ ჩამოწვა.

მაგრამ ამჯერად ამ სიჩუმეში უკვე იყო რაღაც ახალი - არა შიში, არა გაურკვევლობა, არამედ ფრთხილი, ნელი იმედი.

* * *

გაგიმ კარზე დააკაკუნა, რამდენიმე წამით დაიცადა. ანდრიამ მალევე გააღო და სახეწაშლილმა გახედა ძმაკაცს.

- გამაგიჟებს ეს გოგო და ნახავ, შენი ძმაკაცი ბოლოს თავს მოიკლავს,- დაიწუწუნა და მეგობარი აათვალიერა.

- გამარჯობა,- თავს ყოფს გაგის ზურგს უკან ჩამალული ანა.

- რძალო,- ღიმილი გამოესახა სახეზე,- როგორ ხარ?

გადაეხვია მონატრებულს.

- კარგად, თავად როგორ ხარ?

- შენი დაქალის გადამკიდე ცოცხალი რომ ვარ მიკვირს,- ნიშნის მოგებით უცინის და კარებში გამოატარა,- აქ რამ მოგიყვანა?

- წასვლამდე მინდოდა ირინა მენახა.

- ა, ხო, ახლახანს გაიღვიძა, ოთახშია. მიდი შედი,- უღიმის და ხელით აჩვენებს გზას,- თქვენ როგორ ძაან ჭუკჭკებთ, გვრიტებო.

გააჯავრა მეგობარს და სამზარეულოში გავიდნენ.. ანა ნელა მიუახლოვდა ოთახს, ჯერ დააკაკუნა და ქალის ხმა რომ გაიგო, მერე შევიდა ოთახში.

- ირმა, გამარჯობა,- გაუღიმა ქალს და მიუახლოვდა,- როგორ ხარ?

- კარგად, ჩემო ლამაზო, შენ როგორ ხარ?

- მეც კარგად, ბოდიში რომ ხშირად ვერ მოვდიოდი,- ამოიოხრა და საწოლზე ჩამოჯდა.

- ვიცი რომ დაკავებული იყავი, ამაზე ნუ დარდობ. შენ და გაგი რას შვებით?

- ჩვენ...- გაჩერდა წამით,- შეიძლება რაღაცაზე დაგელაპარაკო? ვიცი რომ მომისმენ და დამეხმარები.

- გისმენ, რა ხდება?

- ჩვენ... - ანა ისევ გაჩერდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა, - არეულები ვიყავით... ძალიან.

ირინა მშვიდად უყურებდა, არ აწყვეტინებდა. მის თვალებში ის სითბო იყო, რაც ანას ყოველთვის ამშვიდებდა.

- და ახლა?- ჩუმად ჰკითხა.

ანამ ღრმად ამოისუნთქა.

- თითქოს ისევ დავბრუნდით... - თქვა ნელა,- მაგრამ მეშინია. არ ვიცი ეს მართლა გამოსწორდა თუ უბრალოდ ისევ ის ეტაპია, როცა გვგონია რომ ყველაფერი კარგადაა.

ირინამ ოდნავ გაუღიმა.

- და შენ რას გრძნობ?- ანა წამით დაფიქრდა.

- ისევ მინდა... - ძლივს თქვა, - ისევ მასთან მინდა ყოფნა. მაგრამ იმაზე მეტად მეშინია, ვიდრე ადრე.

ირინამ თავი ოდნავ დაუქნია, თითქოს ამ პასუხს ელოდა.

- იმიტომ რომ ერთხელ უკვე გეტკინა,- თქვა მშვიდად. ანამ თვალები დახარა.

-არაერთხელ,- ირინამ ხელი ნელა დაადო ანას ხელს.

- ანა, იცი რა არის ყველაზე რთული?- ანა ჩუმად უსმენდა,- როცა გტკივა და მაინც ისევ იმ ადამიანთან გინდა დაბრუნება, იმიტომ რომ გიყვარს... მაგრამ გეშინია რომ ისევ იგივე განმეორდება.

ანამ ნელა დაუქნია თავი.

- ზუსტად ეგ არის,- ირინამ ოდნავ გაუღიმა.

- და იცი რა? ეს შიში ცუდი არ არის,- ანამ გაკვირვებულმა ახედა.

- ცუდი არ არის?

- არა,- თავი გადააქნია ირინამ,- იმიტომ, რომ ახლა უკვე თვალდახუჭული აღარ ხარ, აფასებ უკვე ყველაფერს და სხვანაირად უყურებ. ახლა უკვე იცი რას ნიშნავს დაკარგვა... და მაინც არჩევ მას.

- მაგრამ ერთი რამ უნდა გაიგო,- დაამატა ცოტა სერიოზულად,- მარტო სიყვარული არ ყოფნის ამ ყველაფერს,- თუ ისევ ერთად გინდათ ყოფნა, ორივემ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა. მარტო შენ ვერ გადაარჩენ ამ ურთიერთობას და მარტო ისიც ვერ შეძლებს.

ანამ ტუჩი მოიკვნიტა.

- და როგორ გავიგო... ღირს თუ არა?- ირინამ ოდნავ ჩაეღიმა.

- თუ ახლა უკვე კითხვას სვამ „ღირს თუ არა", ეგ უკვე კარგის ნიშანია,- ანა ვერ მიხვდა.

- რატომ?

- იმიტომ რომ ადრე არ ფიქრობდი. უბრალოდ მიდიოდი მისკენ,- თქვა ირინამ,- ახლა კი ფიქრობ... აფასებ... და ეს ნიშნავს რომ თუ დარჩები, შეგნებულად დარჩები.

სიჩუმე ჩამოწვა.

- და თუ ისევ ისე მოხდება?- ჩუმად ჰკითხა. ირინამ ხელი ოდნავ მოუჭირა.

- მაშინ წახვალ,- თქვა მშვიდად,- მაგრამ ამჯერად არ დაიკარგები. გეცოდინება რატომ წამოხვედი და საბოლოო იქნება ყველაფერი.

- რატომ?

- იმიტომ რომ უკვე იცი საკუთარი თავი, შენი ფასი,- გაუღიმა ირინამ,- და ეს ყველაზე დიდი ძალაა.

- მაგრამ სანამ იმაზე იფიქრებ, რა მოხდება თუ ცუდად წავა...- დაამატა ნელა,- იფიქრე, რას გააკეთებ თუ კარგად წავა.

ანა გაჩუმდა.

- ბედნიერი ვიქნები,- ჩაილაპარაკა ბოლოს. ირინამ თავი დაუქნია.

- ხოდა მაშინ... მიეცი საკუთარ თავს შანსი,- სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ამჯერად უფრო მსუბუქი. ანამ ნელა ამოისუნთქა, თითქოს რაღაც მძიმე ჩამოიხსნა.

- მადლობა,- თქვა ჩუმად. ირინამ გაუღიმა.

- შენ და გაგი ყოველთვის ცოტა რთულები იყავით,- თქვა თბილად,- მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ვერ გამოვა... უბრალოდ ცოტა მეტი სიფრთხილე და სიმართლე გჭირდებათ ერთმანეთთან.

ანა ჩაფიქრებული იჯდა, მაგრამ თვალებში უკვე ის დაძაბულობა აღარ ჩანდა. მხოლოდ ფრთხილი, მშვიდი იმედი.

- და თუ აქ დავრჩები... - დაიწყო ანამ ნელა,- აქ უკვე ყველაფერი მაქვს. სამსახური, ცხოვრება... რაღაც მაინც დავალაგე ჩემს თავში. თუ ისევ მასთან დავბრუნდები, შეიძლება ესეც დავკარგო.

ირინამ ყურადღებით შეხედა.

- ანუ გეშინია რომ არჩევანი უნდა გააკეთო?- ანამ თავი დაუქნია.

-კი... -ამოიოხრა,- მგონია რომ ან ის უნდა ავირჩიო, ან ეს. და რაც არ უნდა ავირჩიო, რაღაც მაინც დამრჩება დაკარგული.

ირინამ ხელი ისევ მის ხელს დაადო, მშვიდად, დამამშვიდებლად.

- ანა, ცხოვრება ყოველთვის არ გაყენებს ასეთ არჩევანის წინაშე,- თქვა ნელა,- ხანდახან ჩვენ თვითონ ვაყენებთ საკუთარ თავს.

- რას ნიშნავს?

- იმას რომ შეიძლება არც არის საჭირო ერთის დაკარგვა მეორის სანაცვლოდ,- გაუღიმა ირინამ,- უბრალოდ დრო სჭირდება რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს.

- შენ ახლა აქ მუშაობ, შენს ცხოვრებას აშენებ...- გააგრძელა,- და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ ისიც გინდა, ეგეც არ არის დანაშაული.

- უბრალოდ ნუ იჩქარებ,- დაამატა ირინამ,- ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას შიშის გამო. არც იმის შიშით რომ ისევ გეტკინება... და არც იმის შიშით რომ რამეს დაკარგავ.

- და თუ მართლა მომიწია არჩევანის გაკეთება?- ირინამ ოდნავ გაუღიმა.

- მაშინ აირჩევ იმას, სადაც შენ ხარ... არა იმას, სადაც უბრალოდ ვიღაცას ინარჩუნებ და ვიღაცის გამო გიწევს რაღაცის გაკეთება.

- არ მინდა ისევ დავკარგო ყველაფერი,- თქვა ჩუმად,- არც ის... და არც ეს.

ირინამ თავი დაუქნია.

- ხოდა ნუ დაკარგავ,- თქვა მშვიდად,- თუ მართლა გინდა ორივე, ეცადე ორივე შეინარჩუნო. მაგრამ ამისთვის ორივემ უნდა იმუშაოთ... მარტო შენ ვერ გააკეთებ. უნდა ილაპარაკოთ.

ანა ჩაფიქრებული იჯდა, თითებით ნელა ეხებოდა ბეჭედს.

- მეშინია რომ ისევ იმავე ადგილას დავბრუნდებით…- ირინამ ნაზად გაუღიმა.

- თუ ისევ იმავე შეცდომებს გაიმეორებთ -კი. მაგრამ თუ ამჯერად ისწავლით, შეიძლება სულ სხვა ადგილზე აღმოჩნდეთ.

- და შენ რას ფიქრობ?- ჰკითხა ბოლოს.

ანა რამდენიმე წამი დუმდა. მერე ჩუმად თქვა.

- მგონია... ღირს ცდა.

- ეგ უკვე ნახევარი გზაა.

ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ამჯერად ის სიჩუმე აღარ იყო შიშით სავსე. უფრო გადაწყვეტილებას ჰგავდა. ირინამ ცოტა ხანს ჩუმად უყურა. მერე ოდნავ გასწორდა ბალიშზე და მშვიდად უთხრა.

- მოდი, ერთი რამ წარმოიდგინე,- ანა გაჩერდა, ყურადღებით შეხედა,- დახუჭე თვალები.

დაამატა ირინამ რბილად. ანა წამით დაფიქრდა, მაგრამ მაინც დახუჭა.

- ახლა წარმოიდგინე შენი ცხოვრება აქ... თბილისში,- დაიწყო ირინამ ნელა,- დილა, შენი ოთახი, სამსახური, ის ხალხი, ვისთანაც ურთიერთობ... შენი წესრიგი, შენი დამოუკიდებლობა. არავინ გიზღუდავს არაფერს. შენ წყვეტ, სად მიდიხარ, რას აკეთებ, როგორ ცხოვრობ.

- ახლა წარმოიდგინე რომ ამ ცხოვრებაში ის არ არის,- ანას სუნთქვა ოდნავ დაუმძმდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ირინამ გააგრძელა.

- გადის დრო. შენ ისევ მუშაობ, ისევ ცხოვრობ, ყველაფერი დალაგებულია... მაგრამ ის აღარ არის. საერთოდ.

- და ახლა...- ხმადაბლა დაამატა,- წარმოიდგინე მეორე.

- სვანეთი... სახლი, სიწყნარე, მთები... და ის. გაგი. ყოველდღე. შეიძლება არ იყოს მარტივი - იქნება ჩხუბიც, გაუგებრობაც... მაგრამ იქნება ისიც. გვერდით.

- და ახლა თავს ჰკითხე...- დაამატა ირინამ,- რომელ ცხოვრებაში გაკლია ნაკლები?

დიდხანს აღარ უთქვამს არაფერი. ანა ისევ თვალდახუჭული იჯდა. სუნთქვა უფრო ღრმა გაუხდა. რამდენიმე წამში ნელა გაახილა თვალები. ირინა უყურებდა - მშვიდად, მოლოდინით. ანა ცოტა ხანს დუმდა. მერე ჩუმად თქვა.

- ორივეში რაღაც მაკლია...- ირინას გაეღიმა ოდნავ.

- ზუსტად.

- ამიტომ არ უნდა აირჩიო ადგილი,- გააგრძელა,- უნდა აირჩიო ადამიანი... და მერე უკვე ერთად შექმნათ ადგილი, სადაც ორივე კარგად იქნებით.

ანა ჩაფიქრებული უყურებდა.

- ანუ არ არის აუცილებელი რომ ან ეს დავკარგო, ან ის?- ირინამ თავი გადააქნია.

- თუ ის კაცია, ვისთანაც გინდა ყოფნა... მაშინ ისიც უნდა ისწავლოს, როგორ იყოს შენთან იმ ცხოვრებაში, რომლითაც შენ გინდა ცხოვრება. და შენც - მისაში.

- სიყვარული მარტო ის არ არის რომ ერთი მეორესთან წავიდეს...- დაამატა, - სიყვარულია, როცა შუაში ხვდებით ერთმანეთს.

ანა ხელით ისევ ბეჭედს შეეხო.

- მგონი... მესმის,- თქვა ჩუმად. ირინამ კმაყოფილი დაუქნია თავი.

- ხოდა ნუ შეგეშინდება,- დაამატა ბოლოს,- თუ ორივე მართლა გინდათ, გზა ყოველთვის იქნება.

ირინა ცოტა ხანს ჩუმად უყურა, თითქოს ანას სიტყვებს არა მხოლოდ უსმენდა, არამედ აანალიზებდა კიდეც. რამდენიმე წამი კიდევ იდგა, მერე ნელა წამოდგა.

- ცოტახნით გავალ,- უთხრა ირინას და თბილად გაუღიმა.

- მიდი,- თავი დაუქნია ირინამ,- და ამჯერად ზედმეტად ნუ იფიქრებ.

ანას ოდნავ გაეღიმა, მერე კარისკენ წავიდა. ცოტა ხანს გაჩერდა, თითქოს ისევ ფიქრობდა - შესულიყო თუ არა - მაგრამ ბოლოს მაინც შეაღო. სამზარეულოში ხმაური იყო. ანდრია გაზქურასთან იდგა და რაღაცას ურევდა ისე, თითქოს პროფესიონალი შეფი იყო, გაგი კი კედელს მიყრდნობილი უყურებდა და აშკარად ერთობოდა.

- ღმერთო...- ამოიოხრა ანამ კარში შეჩერებულმა,- რას აკეთებ?

ანდრიამ უკან მოუხედავად უპასუხა.

- ნუ ერევი, კულინარიული პროცესი მიმდინარეობს.

- ეს თუ კულინარიაა, მაშინ...- ჩაიბურტყუნა ანამ და შიგნით შევიდა. გაგის გაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ანდრიამ კოვზი ჰაერში გააჩერა და ბოლოს მაინც შემოტრიალდა.

- აი, მოვიდა კრიტიკოსი. გვითხარი, რა არ მოგწონს?- ანა მიუახლოვდა, ქვაბში ჩაიხედა და სახე ოდნავ შეეცვალა.

- ეს საჭმელია?

- რა თქმა უნდა,- დაიცვა თავი ანდრიამ,- უბრალოდ... ცოტა კრეატიული ვარ.

-„ცოტა"?- გაეცინა ანას,- ამას არც სახელწოდება აქვს.

გაგიმ თავი გადააქნია.

- მე გითხარი, არ დაიწყო - მეთქი.

- შენ ჩუმად იყავი საერთოდ,- მიუბრუნდა ანდრია, -არც კი დამეხმარე.

- იმიტომ რომ არ მინდოდა მერე ვინმესთვის ახსნა, რატომ მოვიწამლეთ,- მშვიდად უთხრა გაგიმ,- ან რითი მოვიწამლეთ.

ანა სიცილს ძლივს იკავებდა.

- გადი აქედან,- ხელი მოჰკიდა ანდრიას და ოდნავ გაწია,- სანამ რაღაცას საბოლოოდ გააფუჭებ.

- ეჰ, რა ხალხში ვცხოვრობ...- ბუზღუნით დაიხია უკან ანდრიამ,- ნიჭს არ აფასებენ.

ანა გაზქურასთან დადგა, ცეცხლი შეამოწმა და ქვაბს კოვზი შეურია.

- ნიჭი სხვა რამეა,- ჩუმად თქვა. გაგიმ ამჯერად ხმამაღლა ჩაიცინა. ანდრიამ თვალები აატრიალა.

- იცინე, იცინე... ბოლოს მაინც ჩემ გაკეთებულს შეჭამთ.

- თუ გადავრჩით,- დაუმატა გაგიმ.

* * *

- დღეს სამსახურიდან წამოსვლის განცხადება შევიტანე უფროსთან,- შესვენებაზე უთხრა ლილეს.

- ანუ საბოლოოდ გადწყვიტე?

- კი, გუშინ მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი,- ყავა მოსვა ანამ,- ირინას ველაპარაკე და მივხვდი რომ დროა.

- გაგიმ იცის?

- არა ჯერ, მერე ვეტყვი,- ჩაეცინა ანას.

- ანუ ვსო, საბოლოოდ შერიგდით?

- კი, მგონი ჯობია მალე ჩაბარგდე და ჩამოხვიდე სვანეთში,- ჩაიხითხითა ანამ.

- მოვალ, ხო,- მოიწყინა უცებ,- ანდრიაც მიდის, ღმერთმა იცის როდის ჩამოვა.

- სახლში ირინასთან თავს იგიჟებდა,- გააქნია თავი ანამ,- ჩამოვა მალე, თუ არა და მე გამოვუშვებ ძალით.

- ძალით გამოსაშვები თუ გახდა საერთოდ ნუ ჩამოვა,- აიბზუა ცხვირი ლილემ.

- კარგი, ნუ წუწუნებ, მივხედავ მე,- წამოდგა ანა,- წავედი ახლა, საქმე მაქვს, დაგირეკავ საღამოს.

მოსაღამოვებულს ანა ფეხით მივიდა სახლამდე, სადარბაზოს როგორც კი მიუახლოვდა ეზოში მდგარი გაგი დაინახა. ხელები გაშალა და მაშინვე მოეხვია მონატრებულს.

- მომენატრე,- უჩურჩულა კაცმა.

- მეც, აქ იყინებოდი? დაგერეკა მალე მოვიდოდი,- სადარბაზოში შევიდა ანა.

- მეგონა მალე მოხვიდოდი, მაგრამ შევცვდი,- სახლში შესული, დივანზე მოკალათდა,- რა ხდებოდა დღეს?

- არაფერი, მოსაწყენი იყო ყველაფერი, ნერვი აღარ მაქვს მაგათი,- გაილანძღა ანა. შენ რას შვებოდი?

- ავბარგდით და ანდრიას ვეხმარებოდი, წამოუღია ორი ჩემოდანი, გამაგიჟა ლამის,- შუბლი დაიზილა დაღლილმა,- ხვალ გზაში ტვინს შემიჭამს და იქნებ დავტოვო სადმე.

- რა იყო მთელი სახლი წამოიღო?- ჩაეცინა ანას.

- კიდევ კარგი დიდი მანქანით ვართ, მართლა ვერსად ვერ დავატევდით, არადა აქეთ რომ მოვდიოდით არ ჩანდა ამდენი,- მხრებს იჩეჩს გაგი.

- გაქვს ადგილი რომ ჩემი ჩემოდანიც ჩაატიო?- მიუჯდა გვერდით ანა.

- რა თქმა უნდა, მაქვს მაგრამ...- დააპაუზა გაგიმ და შეცბუნებულმა გამოხედა,- შენი ჩემოდანი?

წამოიწია გაკვირვებულმა.

- ჩემოდანი?- გაიმეორა კიდევ ერთხელ,- მოდიხარ? შენც მოდიხარ?

ფეხზე წამოდგა გაოცებისგან, ანას გაეცინა, თავი დაუქნია და მაშინვე იგრძნო გაგის მკლავები მხრებზე. ჰაერში აიტაცა და ადგილზე დაატრიალა.

- სერიოზულად ამბობ თუ დამცინი?

- სერიოზულად ვამბობ,- ჩაიხითხითა ანამ,- დღეს განცხადება დავწერე და თუ მომცემ ნებას ჩავალაგებ ჩემოდანს.

- რა თქმა უნდა,- მოშორდა და წასვლის ნება მისცა, თუმცა გულში ჯმდენად უხაროდა, ემოციებს ვეღარ იტევდა.

- არც კი იცი, ეს ჩემთვის რას ნიშნავს,- ჩაილაპარაკა დაბალი ხმით,- მეგონა, მთელი გზა შენზე ფიქრით უნდა დავტანჯულიყავი და ყოველ საათში დამერეკა რომ გამეგო, როგორ ხარ. ახლა კი... ახლა ჩემთან იქნები.

- ნუ აჩქარდები,- გაეხუმრა ანა, თუმცა თვალები ეცრემლებოდა,- ჯერ ჩემოდანი მაქვს ჩასალაგებელი. იმდენი რამე მაქვს, შეიძლება მაგ შენს დიდ მანქანაშიც ძლივს დაეტიოს.

- ყველაფერს დავატევთ!- გაეცინა გაგის და შუბლზე აკოცა,- თუ საჭირო გახდება, სახურავზე დავაბამთ, ან სულაც ახალ მანქანას ვიყიდი. მთავარია რომ მოდიხარ.

ანა საძინებელში შევიდა და კარადა გამოაღო. გაგი ზღურბლთან იდგა და უყურებდა, როგორ იღებდა გოგო ნივთებს. მის მზერაში რაღაც ისეთი იყო - მფარველობითი და ამავდროულად მოკრძალებული. იცოდა რომ ანამ ეს ნაბიჯი მისი ხათრით გადადგა, იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც მათ შორის მოხდა, იმ რთული დასაწყისის მიუხედავად, რამაც ისინი აქამდე მოიყვანა.

- დამეხმარე,- გასძახა ანამ, როცა მძიმე ჩემოდანი საწოლზე შემოდო,- მარტო ვერ ვერევი.
გაგი მაშინვე მიეშველა.

- ანა, გპირდები…- დაიწყო სერიოზული ტონით,- იქ, სადაც მივდივართ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. რაც ადრე მოხდა, ის წარსულია. ახლა მხოლოდ ჩვენ ვართ.

ანამ თავი დაუკრა და მსუბუქად მიეყრდნო მის მხარს. იცოდა რომ წინ რთული გზა ელოდათ, მაგრამ პირველად დიდი ხნის შემდეგ, თავს დაცულად გრძნობდა.

გაგიმ მძიმე ჩემოდანი ერთი მოქნევით ასწია და დერეფნისკენ გაემართა. აშკარად ეტყობოდა რომ ის დაღლილობა, ცოტა ხნის წინ სახეზე რომ ეწერა, სადღაც გამქრალიყო. ახლა მის ყოველ მოძრაობაში ახალი ენერგია იგრძნობოდა.

- დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი დაგრჩა?- გადასძახა კიბეებიდან,- საბუთები? ტელეფონის დამტენი? თუ რამეა, უკან აღარ შემოვბრუნდებით, იცოდე.

ანა სარკის წინ იდგა და თმას ისწორებდა. საკუთარ ანარეკლს შეხედა, თვალები უციმციმებდა. ეს არ იყო მხოლოდ მოგზაურობა, ეს რაღაც ახლის დასაწყისი იყო.
- ყველაფერი აქაა,- ჩაილაპარაკა ანამ, ჩანთა მხარზე გადაიკიდა, ოთახიდან გამოვიდა და მისაღებში დაალაგა ყველაფერი.

დილის ცივი ჰაერი სასიამოვნოდ სცემდათ სახეში. ლილე მანქანასთან იდგა, კანკალებდა სიცივისგან, ხელები ქურთუკის ჯიბეებში ღრმად ჩაეწყო. ანდრია მის წინ იდგა და თვალს ვერ აცილებდა. ორივემ იცოდა, რომ ეს მხოლოდ „ნახვამდის" არ იყო - ეს გაურკვეველი დროით განშორება იყო.

- მომწერე ხოლმე, კარგი?- ხმადაბლა უთხრა ლილემ და ანდრიას შეხედა,- იცოდე ჩამოვალ და ნახავ რასაც გიზამ რომ დამივიწყო.

- შენ როგორ დაგივიწყებ, ჩემო სიცოცხლე,- გაეცინა ანდრიას და მიიხუტა,- ჩამოვალ მალე და წაგიყვან ჩემთან სვანეთში.

- როდოდან გავხდი შენი სიცოცხლე?

- აბა რა დაგიძახო? ჩემო ცხოვრება? ჩემო ლამაზო?- წარბები აათამაშა ანდრიამ,- ცოლუკას დაგიძახებდი, მაგრამ ჯერ ადრეა.

- იდიოტო,- შემოსცხო მხარზე ხელი ლილემ,- მომენატრები.

- მეც, დაგირეკავ ხოლმე, თავი არ მაძებნინო, თორემ ერეკლეს დავურეკავ და ნახავ მერე,- აბიზღუნდა უცებ,- წავედით?

დაიძახა ხმამაღლა.

- მოიცა გაგის ველოდებით,- უპასუხა ირინამ.

- მოვედით,- გაისმა ანას ხმაც.

- ჩავსხდეთ და წავიდეთ,- გადადგა ნაბიჯი ანდრიამ, თუმცა ადგილზე დააპაუზა და უკან მობრუნდა,- შენ აქ რას აკეთებ?

- რა გეგონა, ქმარს მარტო გავუშვებდი სვანეთში?- მხარზე გაჰკრა ხელი.

- ანუ მოდიხარ? თუ მჯეროდეს,- სახეზე შემოირტყა ხელი,- ახლა მთელი გზა არ მომასვენებს.

გახედა ირინას და მანაც შუბლი დაიზილა.

- დაჯექი შვილო რას ცირკობ,- გაეცინა ირინას,- დამიჯექი შენ უკან და დასვი ეგენი წინ.

მიუთითა ანაზე და გაგიზე. ანდრიამ თვალები აატრიალა და დედამისს მიუჯდა უკან, სანამ გაგიმ ჩემოდანი მანქანაში ჩადო, ლილე ანას ემშვიდობებოდა.

- მოვიწყენ უშენოდ,- ლამის ცრემლი მოადგა ლილეს,- მეც უნდა ჩამოვიდე ერთი იმ სვანეთში და ვნახო რა არის ასეთი ყველა რომ მომტაცა.

- მოგიწევს ადრე თუ გვიან,- თვალებით ანიშნა ანდრიაზე.

- მე რომ დავემშვიდობე ერთი ღიმილი ძლივს მაჩუქა და თავის დაქალზე ტირილით კვდება,- გაიბუსხა ანდრია,- რა წესია ეს?

- დაქალია და იმიტომ,- გაეცინა გაგის და გოგოებს მიუახლოვდა,- უნდა წავიდეთ, დაგვიანდება.

- კარგი ხო, კარგი, მომტაცე დაქალი,- აწუწუნდა ლილე.

- გითხრა ანამ ჩამოდიო,- მომღიმარმა გახედა ცოლს,- ან მოგიწევს მალე ჩამოსვლაო.

- შენღა მაკლდი რა ახლა, მოდი ჩაგეხუტო,- კიდევ ერთხელ გადაეხვია ანას, შემდეგ გაგისაც,- რომ ჩახვალ მომწერე იცოდე, ან დამირეკე.

- კარგი, ხო, დაგირეკვ, წავედი,- მანქანაში ჩაჯდა ანა, გაგი საჭეს მიუჯდა და დაიძრნენ სვანეთისკენ.

სვანეთის გზა ყოველთვის განსაკუთრებული იყო, მაგრამ ამჯერად მანქანაში სულ სხვა განწყობა სუფევდა. ბოლოს აქ ანა რომ მოვიდა, სიძულვილით სავსე გულით შედგა ფეხი სვანეთში. ვერაფერს იტანდა აქ, ვერც კოშკებს, ვერც იმ მთებს, კანონებს რომ წერდნენ და დარჩენას აიძულებდა, ვერც შხარასა და ვერც თეთნულდს დღე და ღამ ერთმანეთს რომ გაჰყურებენ, არც ენგური ეხატებოდა გულზე, მუდამ ხმამაღლა რომ ღრიალებდა და არც ეს ტყე და მდელო, მიუწვდომელი რომ ჩანს. ეს სახლები, რომელშიც მუდამ მასზე საუბრობდნენ. ნეტავ ახლა რას იტყოდნენ, ნეტავ ახლა რა სიტყვებით შეამკობდნენ, რა იქნებოდა? როგორ მიიღებდა ამჯერად სვანეთი? დაუთმობდა ამჯერად შხარა? დაუთმობდა თეთნულდი? მისცემდა ისევ დარჩენის უფლებას? აპატიებდა მთა იმას, რასაც ბევრს არ პატიობენ? რაც უფრო ღრმად შედიოდნენ მთებში, მით უფრო ვიწროვდებოდა ხეობები და ჰაერიც უფრო მკვეთრი, ფიჭვისა და სველი მიწის სურნელით გაჟღენთილი ხდებოდა. მდინარე ენგური მრისხანედ ღრიალებდა გზის პირას, თითქოს ისიც მათ დაბრუნებას ეგებებოდა. ირინა ფანჯარას მიჰკვროდა და თვალებს არ აშორებდა ნაცნობ ხედებს, ანდრია კი ჩუმად იჯდა, ფიქრებში წასული - ალბათ ლილეზე ფიქრობდა ან იმაზე, თუ როგორ დახვდებოდათ სვანეთი ამდენი ამბის შემდეგ.
სვანეთის საღამო განსაკუთრებული სიმკაცრით და ამავდროულად საოცარი მინავლებადი სილამაზით გამოირჩეოდა. რაც უფრო დაბლა ეშვებოდა მზე თეთნულდის მწვერვალს მიღმა, მით უფრო მკვეთრდებოდა მთების ლურჯი კონტურები. ცა, რომელიც ცოტა ხნის წინ ოქროსფერი იყო, ახლა ღრმა იასამნისფერში გადადიოდა, ხოლო ხეობის სიღრმიდან ნისლი ნელი, ზვირთისებური მოძრაობით იწყებდა ამოსვლას. აქაური ჰაერი სულ სხვანაირი იყო - ისეთი სუფთა და ცივი რომ ყოველ ჩასუნთქვაზე ფილტვებში სასიამოვნო ჩხვლეტას გრძნობდი. მასში ერთდროულად ირეოდა ნესტიანი კლდეების, საუკუნოვანი ფიჭვების და შორს, ალპურ მდელოებზე აყვავებული დეკას სურნელი. კოშკები, რომლებიც სოფლის ყოველ კუთხეში ამაყად აზიდულიყვნენ, შებინდებისას გიგანტურ გუშაგებს დაემსგავსნენ. მათი რუხი, გამოფიტული ქვები ათასწლოვან ისტორიებს ინახავდნენ - აქაური სიმტკიცის, სისხლისა და სიყვარულის ამბებს. ზოგიერთი კოშკის ვიწრო სარკმლიდან უკვე მოსჩანდა სანთლის თუ ლამპის მკრთალი შუქი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სოფელი ღამის გასათევად ემზადებოდა.
მანქანამ ხერგიანების ეზოს მძიმე ჭიშკარი შეაღო და ნაცნობ ფიქალის ქვებზე საბურავების ხრაშუნით შევიდა. როგორც კი ძრავა გაჩუმდა, სახლის დიდი აივნიდან მაშინვე ფეხის ხმა გაისმა. პირველი ნინო გამოვარდა, რომელიც მთელი ეს დღეები მოსვენებას ვერ პოულობდა. მას უკან დარიკო მოჰყვებოდა, სახეზე ნაოჭებად დატყობილი სვანური სიმტკიცით, თუმცა თვალებში იმხელა მონატრება ედგა რომ სიხარულს ვერ მალავდა.
- მოვიდნენ! მოვიდნენ!- დაიძახა ნინომ და კიბეებზე თითქმის დაეშვა. გაგი მანქანიდან გადავიდა თუ არა და მაშინვე მკლავებში ჩაუვარდა. ნინო შვილს მაგრად მოეხვია, მერე კი დარიკო მიუახლოვდა. შვილიშვილს სახეზე ხელები დააწყო, თითქოს ამოწმებდა, მართლა მშვიდობით დაბრუნდა თუ არა მისი ბიჭი.
- ჩემი დაღვრემილი მოვიდა...- ჩაილაპარაკა დარიკომ და გაგის შუბლზე აკოცა,- მადლობა უფალს რომ მშვიდობით ხარ.
მალევე მანქანის კარიც გაიღო. ანა ნელა გადმოვიდა. ერიდებოდა, თითქოს რაღაც დანაშაულს ჩადიოდა, დასჯილო ბავშვივით იდგა კარებთან. დაბნეული იყო, არ იცოდა რა ექნა, თმას ისწორებდა და ცდილობდა გაეგო, როგორი იქნებოდა მისი დახვედრა ამ სახლში, სადაც მისი ბედი ასე რთულად გადაიხლართა ხერგიანების გვართან. ნინო ადგილზე გაშრა. გაგის მკლავებიდან ნელა გამოთავისუფლდა და თვალები გაუფართოვდა. დარიკომაც მზერა ანასკენ გადაიტანა. ეზოში წამიერი, მჭრელი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ შორიდან მომავალი მდინარის ხმაური არღვევდა.
- ანა?- აღმოხდა ნინოს. მას არც კი წარმოედგინა რომ გაგი გოგოს თან წამოიყვანდა, თანაც ასე - საბოლოოდ. სიტყვაც არ დასცდენია იმის შესახებ რომ ანას შეხვდა, რომ შეურიგდა და თან მის წამოყვანას აპირებდა. დარიკომ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. მისი მზერა მკაცრი იყო, გამომცდელი, თუმცა, როცა ანას აკანკალებულ ხელებსა და დაღლილ, მაგრამ მტკიცე თვალებს შეხედა, სახე დაეწმინდა. სვანმა ქალმა იცოდა, რას ნიშნავდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა.
- რატომ დგახარ მანდ, შვილო?- თქვა მოულოდნელად თბილი ხმით დარიკომ,- მოდი, სახლში შედი, სტუმარი კი არა, შინაური ხარ უკვე დიდი ხანია.
ნინომ გაოცება სიხარულით შეცვალა, ანასთან მიირბინა და მაგრად ჩაეხუტა.
- არ მჯერა... მართლა წამოხვედი? მართლა აქ ხარ?- ჩურჩულებდა ნინო. გაგიმ ამ სცენას რომ უყურა, შვებით ამოისუნთქა. მანქანიდან ირინა და ანდრიაც გადმოვიდნენ და ეზო ერთბაშად აივსო ხმებით, მისალმებებითა და იმ დიდი ოჯახური აურზაურით, რომელიც მხოლოდ სვანურ ოჯახებს ახასიათებთ.
- მამა სად არის?- იკითხა გაგიმ.
- მამაშენი უკვე სამი დღეა მთაშია, საქონელი დაიკარგა და იმას ეძებს.
- აბა, დროზე შიგნით!- დაიძახა დარიკომ და სტუმრებს გზა დაუთმო,- ნინო, შევიდეთ, სვანეთში დაბრუნებას სხვანაირი დახვედრა უნდა!
სამზარეულოში ფაცაფუცი ატყდა. დარიკომ ანა ბუხართან დასვა, უჩურჩულა ყველაფერზე მერე ვილაპარაკებთო. მერე დიდ ქვაბებს მიუბრუნდა და აჩხაკუნებდა, ნინო კი სუფთა ტილოებსა და თეფშებს იმარაგებდა. ორივე ქალის მოძრაობაში იგრძნობოდა ის განსაკუთრებული მუხტი, რომელიც მხოლოდ დიდ ბედნჯერებას ახლავს.
- არ მჯერა რომ აქ არიან,- გადაუჩურჩულა ნინომ დარიკოს, როცა დარწმუნდა რომ გარეთ არავინ უსმენდა,- ანა... მართლა მოიყვანა? მე მეგონა იქ ირინას გამო იყო წასული.
დარიკომ ცომის ზელვა შეწყვიტა, ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და გამომცდელად შეხედა.
- გაგის თვალები არ გინახავს, ნინო?- ხმადაბლა ჩაილაპარაკა დარიკომ,- ჩემი ბიჭი ისეთი სახით მოვიდა, ეგ გოგო რომ არ წამოეყვანა, იქ დარჩებოდა თვითონაც. სულსაც იქ დატოვებდა და გულსაც. მთის კაცია, მთაში გაზრდილი, როგორ გგონია რას იზამდა? ეტყობა, ბედისწერაა. ახლა ზედმეტი კითხვები არ დაუწყო, ხედავ, როგორ კანკალებს ეს საწყალი ბავშვი? ჯერ დასვენება და სითბო სჭირდება.
- ვიცი, უბრალოდ... რაც მოხდა... სოფელი ხომ იცი?- ნინომ ფანჯარაში გაიხედა, სადაც ეზოში მეზობლები უკვე ნელ - ნელა გროვდებოდნენ,- დაიწყებენ ლაპარაკს და არ მოასვენებენ ჩემ საწყალ გოგოს.
- სოფელს მე მივხედავ,- მკაცრად თქვა დარიკომ,- ვინც ამ სახლში შემოაბიჯებს, ის ჩემიანია. წადი, ირინას მიეხმარე, სტუმარია, მაგრამ ხომ იცი, ხელს ვერ გააჩერებს.
მართლაც, ირინა მალევე შემოვიდა სამზარეულოში. მიუხედავად დაღლილობისა, მაშინვე ჩაერთო საქმეში. სამივე ქალი ერთად ატრიალებდა საქმეს - შუშხუნებდა ტაფაზე სვანური კუბდარი, იჭრებოდა სულგუნი და ჰაერში სვანური მწვანილის სურნელი დადგა. ანამ ვერ მოისვენა მათი შემხედვარე, სამზარეულოში შევიდა და კატეგორიულად მოითხოვა დახმარება. საღამოს დიდ მისაღებში სუფრა გაიშალა. სახლი ხალხით გაივსო. მოვიდნენ მეზობლები - ჭაღარა სვანი კაცები, რომლებმაც გაგის მხარზე ხელი მძიმედ დაჰკრეს და დაბრუნება მიულოცეს. ანდრია მათ შორის იჯდა, ცოტა მორიდებული, მაგრამ მალევე გაუშინაურდა მოხუცებს. სუფრის თავში გაგი იჯდა. მის მარჯვნივ ანა მოათავსეს. თავს ცოტა უხერხულად გრძნობდა ამდენი უცხო თვალის წინ, მაგრამ დარიკომ რამდენჯერმე თბილად გადახედა და მხარზე ხელი მოუთათუნა, რაც გოგოსთვის ყველაზე დიდი დასტური იყო რომ ის აქ მიღებულია.
- აბა, გაგი, ანა, ანდრია, თქვენს დაბრუნებას და ამ მშვენიერ სტუმრებს გაუმარჯოს!- ფეხზე წამოდგა ერთ - ერთი მეზობელი, მოხუცი კაცი, რომელსაც ხმა მთის ექოსავით უძახდა,- სვანეთს კაცი სჭირდება და კაცს - ოჯახი. მშვიდობით გევლოთ ამ ეზოში.
ყველამ შესვა. ანდრიამ ანას გადახედა და თვალი ჩაუკრა, თითქოს ეუბნებოდა -"ხომ ხედავ, ყველაფერი კარგადააო". ირინა კი დარიკოს გვერდით იჯდა და ორივე დედა ჩუმად, მხოლოდ მათთვის გასაგები ენით საუბრობდა შვილებზე. სუფრა ხმაურიანი და თბილი გამოდგა. სვანური სიმღერების მრავალხმიანობა სახლის კედლებს აზანზარებდა. გაგიმ სუფრის ქვეშ ანას ხელზე მოუჭირა ხელი.
- გესმის?- გადაუჩურჩულა მან,- ეს მთები ახლა შენ გიმღერიან. აღარაფრის შეგეშინდეს.
ანას გაეღიმა, გაახსენდა მისი პირველი დღეები სვანეთშუ, ქორწილიც კი. პირველად, ხანგრძლივი და მტკივნეული გზის შემდეგ, იგრძნო რომ სახლში იყო. სუფრა უკვე კარგა ხნის გაშლილი იყო, მრავალხმიანი სვანური სიმღერა სახლის სქელ კედლებს აზანზარებდა. სტუმრები მხიარულობდნენ, ანდრია მეზობელ ბიჭებს რაღაცას გაცხარებით უყვებოდა, გაგი კი კაცურ საუბარში იყო ჩაბმული, თუმცა თვალს მაინც ანასკენ აპარებდა. ანა დარიკოს გვერდით იჯდა. მიუხედავად თბილი დახვედრისა, შიგნიდან მაინც რაღაც ღრღნიდა. ხედავდა მეზობლების ცნობისმოყვარე მზერას და გონებაში ის დღე უტივტივდებოდა, როცა აქედან გაიპარა. თავს დამნაშავედ გრძნობდა ამ ხალხის წინაშე. როცა ხმაურმა იმატა, ანა დარიკოსკენ გადაიხარა და სანამ რამეს ეტყოდა, დარიკოლ დაასწრო.
- რა არ გასვენებს?
- ხალხის მზერები. ჩემი ბრალია ასე რომ არიან, ჩრდილი მოადგა ოჯახს,- თავი ჩახარა ანამ. დარიკომ ჭიქა მაგიდაზე დადგა, ანას შეხედა და მის თვალებში ისეთი სიმტკიცე დაინახა გოგომ, როგორიც მხოლოდ ამ მთების შვილებს აქვთ. ქალმა ანას ხელი ხელზე დაადო და თბილად, მაგრამ მედიდურად მიუგო:
- მისმინე, შვილო... სვანეთში ყველამ იცის რომ ხერგიანების კარზე ვინც შემოდის, ის ხელშეუხებელია. შენ გაგის ცოლი ხარ, ჩემი რძალი და ამ სახლის ნაწილი. ერთი სიტყვაც რომ წამოსცდეს ვინმეს ზედმეტი, ჩათვალე რომ ჩემთან ექნება საქმე. აქ შენს წარსულს არავინ გაგიხსენებს, იმიტომ რომ შენი მომავალი ახლა დაიწყო. თავი მაღლა აწიე, ნუ გეშინია, ვერავინ ვერაფერს გაბედავს. ყველამ იცის რა მოხდა და როგორ, მაგაზე არ იდარდო, შენ ამათთან შედარებით ანგელოზი ხარ.
ანამ შვებით ამოისუნთქა. დარიკოს ამ სიტყვებმა ისეთი ძალა მისცა, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ლოდი მოეხსნა. დარიკომ კი თვალი ჩაუკრა, თეფშზე კიდევ ერთი ნაჭერი ხაჭაპური დაუდო და დააყოლა.
- ახლა კი ჭამე და გაიღიმე, თორემ გაგი სულ შენ გიყურებს და მალე სუფრას ჩაშლის შენი ნერვიულობის გამო,- საღამო მართლაც საოცარი გამოდგა. მეზობლებმა ძველი ამბები გაიხსენეს, მალხაზის სადღეგრძელოზე ყველანი ფეხზე წამოდგნენ, მოიწყინეს აქ რომ არ დახვდათ. სიმღერამ და ცეკვამ შუაღამემდე გასტანა. ანა ხედავდა გაგის მომღიმარ სახეს და ხვდებოდა, რომ მისი ადგილი მართლაც აქ იყო - ამ მკაცრ, მაგრამ გულწრფელ ადამიანებს შორის. როცა სტუმრები დაიშალნენ და სახლში სიმშვიდე ჩამოვარდა, ნინომ და ანამ ერთად დაიწყეს სუფრის ალაგება, იცინოდნენ და გეგმავდნენ, ხვალ რას გააკეთებდნენ. სვანეთის ცაზე ვარსკვლავები ისე კაშკაშებდნენ, როგორც არასდროს.
კიბეზე ასვლისას ხის საფეხურები ნაცნობად ჭრაჭუნებდნენ, თითქოს სახლიც სუნთქავდა მათთან ერთად. ქვემოთ, მისაღებში, ჯერ კიდევ ტრიალებდა სტუმრებისგან დატოვებული მხიარულების სუნი, მაგრამ აქ, ზემოთ, სულ სხვა სამყარო იწყებოდა. გაგიმ მძიმე, ხის კარი შეაღო და ანას გზა დაუთმო. ოთახში შესულმა გოგონამ წამით სუნთქვა შეიკავა. ყველაფერი თავის ადგილზე დახვდა. ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს, როცა ცხოვრება თავდაყირა დაუდგა. ტუმბოზე დატოვებული მისი საყვარელი წიგნი, რომლის სანიშნეც იმავე გვერდზე იყო გაჩერებული. სარკის წინ მივიწყებული თმის სამაგრი, რომელიც ვერცხლისფრად ბზინავდა მთვარის შუქზე. ანამ თითები ფრთხილად გადაუსვა კომოდის ზედაპირს. არანაირი მტვერი. მიხვდა - გაგი აქ ყოველდღე შემოდიოდა.
- არაფერი შემიცვლია,- გაგის ხმა დაბალი და ოდნავ ჩახლეჩილი იყო. ის ზღურბლთან იდგა, მხრებით ჩარჩოს მიყრდნობილი და თვალს არ აცილებდა ანას ყოველ მოძრაობას,- ყოველ ღამე, როცა კარს ვაღებდი, მეგონა რომ შენს სუნს დავკარგავდი, მაგრამ ეს კედლები ისევ შენზე ყვებოდნენ.
ანა შებრუნდა და კაცის თვალებში ისეთი მონატრება დაინახა რომ ყელში ბურთი გაეჩხირა. მიუახლოვდა, ცივი ხელები მის თბილ ლოყებზე დააწყო. გაგიმ თვალები დახუჭა, თითქოს ამ შეხებას მთელი სხეულით ისრუტავდა.
- მეგონა, აქაურობა მხოლოდ სიზმარში დამრჩებოდა,- ჩასჩურჩულა ანამ,- მეგონა, ნიკას გამო ყველაფერი დასრულდა...
გაგიმ მკლავები წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. ისე მაგრად ჩაიკრა, თითქოს ეშინოდა, ისევ არ გაუჩინარებულიყო.
- ნიკას გამო დაიწყო, მაგრამ შენ გამო გაგრძელდება,- ამოიხოხინა გაგიმ მის თმებში,- ეს ოთახი შენს გარეშე მხოლოდ ოთხი ცივი კედელი იყო, ანა. ახლა კი ისევ სახლი გახდა, ჩვენი სახლი. ფანჯრიდან სვანეთის ცივი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მოჩანდა. გარეთ ციოდა, მაგრამ აქ, ამ ოთახში, სადაც ყველა ნივთი თავის ადგილს დაბრუნებოდა, პირველად ჩამოწვა ისეთი სიმშვიდე, როგორსაც მხოლოდ ნამდვილ თავშესაფარში იგრძნობდა ადამიანი. გაგიმ ხელი ჩაჰკიდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ანაც თავისთან ახლოს მიიზიდა. ოთახში მხოლოდ მთვარის შუქი იღვრებოდა, რომელიც იატაკზე გრძელ, თეთრ ლაქებად იფინებოდა.
- იცი, რამდენი ღამე გავატარე აქ მარტომ?- დაბალი ხმით თქვა გაგიმ და ანას ხელისგულს ცერა თითით ფრთხილად დაუწყო ფერება,- ზოგჯერ შუქსაც არ ვანთებდი. უბრალოდ ვიჯექი და ვუსმენდი, როგორ უბერავდა ქარი ფანჯრის მიღმა. ყოველ წამს მეგონა რომ კარი გაიღებოდა და შენ შემოხვიდოდი... ისეთივე დაბნეული და შეშინებული, როგორიც პირველ დღეს. ან ფანჯრიდან გადავიხედებოდი და დავინახავდი როგორ გარბოდი თოვლში ისევ. ან თავლაში როგორ აჭმევდი ცხენებს. შენი ალია ისევ აქ არის, შენ გელოდება.
ანამ თავი მის მხარზე ჩამოდო. გრძნობდა, როგორ უცემდა კაცს გული - სწრაფად და მძიმედ. ის მკაცრი, შეუვალი გაგი, რომელსაც მთელი სვანეთი პატივს სცემდა და ზოგჯერ უფრთხოდა კიდეც, ახლა მის წინაშე სრულიად დაუცველი იყო.
- მეშინოდა რომ ჩემი დანახვა აღარ მოგინდებოდა,- ამოიჩურჩულა ანამ,- მეგონა რომ ჩემში მხოლოდ იმ ტკივილს დაინახავდი, რაც იმ ამბავმა მოგიტანა.
გაგიმ უცებ შეაწყვეტინა. ცალი ხელით ნიკაპი აუწია და აიძულა, თვალებში ჩაეხედა.
- ნიკა დაივიწყე უკვე, ანა. შენ კი...- აქ წამით შეყოვნდა, თითქოს სწორ სიტყვას ეძებდა, რომელიც მის გრძნობას დაიტევდა,- შენ ჩემი სუნთქვა ხარ. ამ ოთახში ყოველი ნივთი შენს სახელს იძახდა. შენი სარკის წინ რომ ჩავივლიდი, შენი ანარეკლი მელანდებოდა. შენი წიგნის გადაშლა მინდოდა, მაგრამ მეშინოდა, ის სურნელი არ გამქრალიყო, ფურცლებს შორის რომ დატოვე.
კაცმა ანას შუბლზე აკოცა და უფრო მაგრად მიიკრა გულზე. ანამ თვალები დახუჭა. პირველად, იმ საბედისწერო გატაცების შემდეგ, იგრძნო რომ მისი სულიც „თავის ადგილზე" დადგა.
- აღარასდროს წახვალ,- ეს არ იყო კითხვა, ეს იყო გაგის მტკიცე, მთიელი კაცის პირობა.
- აღარასდროს,- უპასუხა ანამ და იგრძნო, როგორ გაეღიმა სიბნელეში. ფანჯრის მიღმა სვანეთის მწვერვალები ამაყად გადაჰყურებდნენ მათ მყუდროებას. იქ, გარეთ, შესაძლოა ისევ იყო საფრთხე და წარსულის აჩრდილები, მაგრამ ამ ოთახში, ერთმანეთის მკლავებში, ისინი ხელშეუხებელნი იყვნენ.
* * *
დილის მზე სვანეთის მწვერვალებს შორის ნელა ამოიწვერა და ოთახში შემოიჭრა, სადაც ჰაერი ჯერ კიდევ ღამის სიგრილესა და სიმშვიდეს ინახავდა. ანამ თვალები გაახილა. პირველი, რაც იგრძნო, გაგის მძიმე, თბილი მკლავი იყო, რომელიც წელზე მყარად ჰქონდა შემოხვეული, თითქოს ძილშიც კი უფრთხილდებოდა რომ არსად გამქრალიყო. ანა ნელა მიტრიალდა და მძინარე ქმარს შეხედა. მზის შუქი გაგის სახის ნაკვთებს ათბობდა. ძილში ის სულ სხვაგვარი ჩანდა - გაქრობოდა ის მუდმივი დაძაბულობა და სიმკაცრე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მის გამოხედვას ახლდა. ანა დიდხანს უყურებდა მას, უსმენდა მის თანაბარ სუნთქვას და გულში სითბო ეღვრებოდა. ეს კაცი მისი ციხესიმაგრე იყო, მისი გადამრჩენელი. ფრთხილად აწია ხელი და ჰაერში, შეხების გარეშე, მისი სახის კონტურებს გადაჰყვა. როცა გაფიქრა რომ დრო იყო ადგომისა და დარიკოს მიხმარებისა, ნელა დაიწყო საბნის გადაწევა. თუმცა, როგორც კი ოდნავ განძრეულა, გაგის ხელები ინსტინქტურად უფრო მაგრად მოეჭდო.
- სად გარბიხარ?- გაისმა გაგის ჩახლეჩილი, ძილნარევი ხმა. თვალები არც კი გაუხელია, ისე მიიზიდა ცოლი თავისკენ.
- გაგაღვიძე? მეგონა გეძინა,- ჩაეღიმა ანას და ეცადა მისი მკლავებიდან დახსნილიყო,- დარიკო უკვე ქვემოთ იქნება, უნდა მივეხმარო.
- დარიკო არაფერს იტყვის, დაიცდის,- ამოიხოხინა გაგიმ და თავი ანას ყელში ჩარგო. მისი წვერი ოდნავ ჩხვლეტდა გოგონას კანს, რაც ანას სიცილს ჰგვრიდა,- კიდევ ცოტა ხანს დარჩი. მთელი მარადისობა მეგონა რომ ამ ოთახში მარტო გავიღვიძებდი. მაცადე შევირგო.
ანას გული შეეკუმშა. მიხვდა, რამდენად დიდი იყო ის სიცარიელე, რაც მისმა არყოფნამ ამ კაცის ცხოვრებაში დატოვა. ცოტა ხანს მართლაც გაირინდა მის მკლავებში, უსმენდა მის გულისცემას, მაგრამ ბოლოს მაინც აკოცა შუბლზე და ძლივს დააღწია თავი მის „ტყვეობას".
- კარგი, გეყოფა, ზარმაცო მთიელო! ადექი, თორემ დარიკო შემოგივარდება ოთახში და ნახავ მერე.
- დარიკოს გუშინ ვუთხარი შვილთაშვილებს გაჩუქებთქო და ერთი კვირა კიდევ არ შემოვა ამ ოთახში,- ჩაიფხუკუნა გაგიმ.
- რა იდიოტი ხარ,- მხარზე წაარტყა ხელი.
- რაა, მინდა მე შვილები.
- ა, მრავლობითში ვლაპარაკობთ უკვე?
- რა, არა? აბა ერთი რას მეყოფა. გოგო რომ მყავდეს და მე სულ გვერდით არ მყავდეს ვინ უნდა დაიცვას? ვინმემ რომ მომტაცოს ხომ უნდა ჰყავდეს გვერდით ძმა, სანამ მე მოვალ თავ-ყბა რომ გაუერთიანოს?
- ღმერთო მიშველე,- ამოიოხრა ანამ და საწოლის თავს მიეყრდნო.
- მიფიქრებული მაქვს ჩემს პრინცესას რა უნდა დავარქვათ,- წარბები აათამაშა გაგიმ.
- და მე არ მეკითხები? იქნებ არ მომწონს?
- მაცადე რომ მეკითხა? მე ჩემთვის მოვიფიქრე უბრალოდ,- აბუზღუნდა უცებ.
- მითხარი აბა რა მოიფიქრე, იქნებ მომეწონოს,- დახედა მაღლიდან ქმარს.
- ქალბატონი თინათე ხერგიანი,- კმაყოფილმა გახედა ანას.
- დამცინი...
- რა, არ მოგწონს?- ტუჩი მოკუმა უცებ.
- მომწონს? მეც ეგ მქონდა მოფიქრებული,- პირზე ხელი აიფარა გოგომ.
- ძალიან კარგი, გოგოს ვარქმევთ მაგას,- ჩაიღიმა გაგიმ,- და ბიჭს?
- დაჩი!- შეაწყვეტინა სიტყვა,- ბიჭს მე დავარქმევ!
- კარგი, თუ ბიჭი იქნება დავარქვათ ეგ.
- გეყოფა ახლა, წავედი,- სწრაფად ჩაიცვა და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. ქვემოთ, სამზარეულოში, უკვე ტრიალებდა ნაცნობი სურნელი. დარიკო ფუსფუსებდა, თან დაბალ ხმაზე რაღაც სვანურ მელოდიას ღიღინებდა. ანა მაშინვე საქმეში ჩაერთო - სიტყვა არ დასცდენიათ, ისე გაუგეს ერთმანეთს. ანამ ფქვილი გაცრა, ხის დიდი გობი მიიდგა და დარიკოს გვერდით დადგა.
- რა კარგია რომ აქ ხარ, შვილო. სახლს სული დაუბრუნდა, კედლებიც კი სხვანაირად სუნთქავენ,- უთხრა დარიკომ და თბილად, დედობრივად შეხედა. ანამ მხოლოდ გაუღიმა და ხელები ფქვილში გაიქათქათა. ეს იყო ის სიმშვიდე, რომელსაც ასე ეძებდა. როცა საქმეს მორჩნენ, ანა ეზოში გავიდა. სვანეთის დილა ყოველთვის განსაკუთრებული იყო - ჰაერი ისეთი კამკამა და ცივი რომ ფილტვებს სასიამოვნოდ გიწვავდა. ნელა მოიარა მთელი ეზო. თითოეულ ხესა და ქვას ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა. გაიარა იმ ადგილას, სადაც ადრე სხდებოდნენ ხოლმე, შეხედა მაღალ კოშკს, რომელიც ცას აზიდულიყო და სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეულიყო. ბოლოს თავლას მიაშურა. შიგნით შესულს თივისა და ცხენების ნაცნობი სუნი შეეგება. სინათლის სხივები ჭუჭრუტანებიდან აღწევდა და მტვრის ნაწილაკებს ოქროსფრად აციმციმებდა. თავლის ბოლოში, თავის სადგომში, ალია იდგა. როგორც კი ანას ნაბიჯების ხმა გაიგონა, ცხენმა დაიფრუტუნა და თავი მაღლა ასწია.
- ჩემო ლამაზო, ჩემო გოგო...- ანამ მასთან მიირბინა. ალიამ შავი შუბლი მიუშვირა და ნაზად დაუწყო ხელებზე ტუჩების ცახცახი. ანა მის კისერს მიეკრა, თვალები დახუჭა და ცხენის თბილი სუნთქვა იგრძნო სახეზე,- მოგენატრე? მეც ძალიან მომენატრე, ჩემო ლამაზო.
იქვე დადებული ჯაგრისი აიღო და ფრთხილად დაუწყო ალიას დავარცხნა. ცხენი მშვიდად იდგა, ხანდახან კმაყოფილების ნიშნად თავს აქნევდა. ანა მას ელაპარაკებოდა, უყვებოდა ყველაფერს, რისი თქმაც ადამიანებისთვის უჭირდა. აქ, თავლაში, ამ დიდებულ ცხოველთან ერთად, ის თავს სრულიად თავისუფლად გრძნობდა. მერე ისევ ეზოში გამოვიდა და შორს, თოვლიან მწვერვალებს გადახედა. მიხვდა რომ სვანეთი აღარ იყო მისთვის მხოლოდ ადგილი, სადაც ის იძულებით მოხვდა. ეს იყო მისი სახლი, მისი თავშესაფარი და მისი სიყვარულის აკვანი. ნიკას გამო დატრიალებულმა ქარიშხალმა ბევრი რამ წაიღო, მაგრამ აქაურმა მთებმა და ხალხმა მას რაღაც უფრო მყარი - საკუთარი თავი დაუბრუნეს ალიას დავარცხნამ ანა სრულიად სხვა სამყაროში გადაიყვანა. ჯაგრისის რიტმული მოძრაობა, ცხენის თბილი სუნთქვა და თივის შრიალი მას იმ სიმშვიდეს ჰგვრიდა, რომელიც თვეების განმავლობაში სიზმარშიც კი არ ჰქონია. გოგონა ალიას ყურში რაღაცებს ჩურჩულებდა, თითქოს იმ დღეების სიმძიმეს ანდობდა, როცა გაგისგან შორს, გაურკვევლობაში იყო. ზურგსუკან ნაბიჯების ხმა გაისმა. მძიმე, დარწმუნებული ნაბიჯები, რომლებიც ანასთვის უკვე იმდენად ნაცნობი იყო რომ შემობრუნებაც არ სჭირდებოდა. გაგი თავლაში შემოვიდა. მზის სინათლე მის ზურგსუკან იღვრებოდა და კაცის მაღალ ფიგურას კიდევ უფრო დიდებულს აჩენდა. ის გაჩერდა, მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა და ჩუმად უყურებდა ამ სცენას. მის თვალებში, რომლებიც ჩვეულებრივ ცივ მთის ტბას ჰგავდა, ახლა უჩვეულო სითბო და სიამაყე კამკამებდა.
- ალიას შენზე მეტად არავის დანახვა გახარებია ასე ძალიან,- თქვა გაგიმ დაბალი ხმით და ნელა მიუახლოვდა,- იმ დღეებში, როცა აქ შემოვდიოდი, ისე მიყურებდა, თითქოს მსაყვედურობდა - სად დატოვე, რატომ არ მოიყვანეო.
ანამ ჯაგრისი დადო და გაგისკენ შებრუნდა. კაცი ახლა სულ ახლოს იდგა. მან ხელი აწია და ანას ლოყაზე ჩამოშლილი თმის ღერი ყურს უკან გადაუწია. მისი თითები ოდნავ უხეში იყო, ნაჩვევები მძიმე შრომასა და იარაღს, მაგრამ ანასთვის ეს იყო ყველაზე ნაზი შეხება მთელ სამყაროში.
- მეც ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ალია,- უპასუხა ანამ და გაგის ხელისგულს მიეყრდნო,- მეგონა რომ ჩემი ფესვები აქ დარჩა, მე კი სადღაც ქარმა წამიღო. გაგი, მართლა მეგონა რომ ვეღარასდროს ვნახავდი ამ მთებს... შენს თვალებს...
გაგიმ პასუხად არაფერი თქვა, უბრალოდ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და ანა თავისკენ მიიზიდა. ისე მაგრად მიიკრა სხეულზე, თითქოს უნდოდა საკუთარ სხეულში დაემალა, რათა სხვა ვერავის, მათ შორის ნიკას აჩრდილსაც კი, ვერასდროს მიეწვდინა ხელი. ანამ თავი მის მკერდზე დადო და თვალები დახუჭა. ეს იყო მისი ნამდვილი თავშესაფარი - არა კოშკი, არა სახლი, არამედ ეს მკლავები.
- აღარაფრის შეგეშინდეს,- წამოიძახა გაგიმ მის თმებში,- ახლა აქ ხარ, ჩემს მიწაზე, ჩემს სახლში. სვანეთის მთებმა იციან შენი დაბრუნება და ისინი შენს სიმშვიდეს დაიცავენ. ვინც შენს შეხებას გაბედავს, მასთან მე მექნება საქმე,- მიდი გამოიყვანე ალია, გელოდებოდა.
ანამ ალიას სადავეები მოჰკიდა და თავლიდან ნელი ნაბიჯით გამოიყვანა. შავი ფაშატი თითქოს გრძნობდა პატრონის მღელვარებას, ფრუტუნებდა და ნაცნობ სურნელს ხარბად ისუნთქავდა. როგორც კი ეზოს გასცდნენ და სვანეთის მდელოებზე გავიდნენ, ანამ იგრძნო რომ ის სიმძიმე, რომელიც გულზე ლოდად აწვა, ნელ-ნელა ქრებოდა. გაგი შორიდან ადევნებდა თვალს, მკლავები გადაეჯვარედინებინა და სვანური კოშკის ჩრდილში იდგა. ის ხედავდა არა შეშინებულ გოგოს, რომელიც სისხლის აღების გამო მოიტაცეს, არამედ ქალს, რომელიც საკუთარ თავისუფლებას უბრუნდებოდა. ანამ ალიას გვერდებში ფეხები მსუბუქად ჰკრა და ცხენი მაშინვე ადგილიდან დაიძრა. თავიდან ნელი ნაბიჯით, შემდეგ კი - უმისამართოდ. ქარი სახეში ეცემოდა, თმებს უფრიალებდა და წარსულთან დაკავშირებულ ყველა შავბნელ ფიქრს თავიდან უფანტავდა. აქ, ამ სიმაღლეზე, მხოლოდ ის, ალია და უსასრულო ცა არსებობდა. გარშემო აზიდული მწვერვალები ისე გამოიყურებოდნენ, როგორც გიგანტური გუშაგები. ანას მოეჩვენა, რომ მთები მართლაც პასუხობდნენ მის სუნთქვას. ალია მიწას ფლოქვებით ძლიერად სცემდა. ყოველი ნახტომი ანას სხეულში ენერგიას ღვრიდა. ის აღარ იყო მსხვერპლი. ის იყო ამ სტიქიის ნაწილი.
- უფრო სწრაფად, ალია!- ჩასჩურჩულა მან ცხენს და ფაფარზე ხელი გადაუსვა. ჯირითის შემდეგ, როცა ანამ ცხენი შემოაბრუნა და ნელი ნაბიჯით გაგისკენ წამოვიდა, მისი ლოყები აწითლებული იყო, თვალები კი - კვლავაც ცოცხალი და კაშკაშა. დაინახა, როგორ უყურებდა მას ქმარი. მის მზერაში აღარ იყო მხოლოდ მესაკუთრეობა, იქ გაჩნდა რაღაც ახალი - აღფრთოვანება.
- შენ მთებს უხდები, ანა,- თქვა გაგიმ, როცა გოგონა მასთან შეჩერდა. მან ხელი გაუწოდა, რათა ჩამოსვლაში დახმარებოდა. ანამ მისი ხელი ჩაჰკიდა და მიწაზე დაეშვა. სხეული ჯერ კიდევ უთრთოდა ჯირითისგან, მაგრამ გული დაუმშვიდდა.
- პირველად ვიგრძენი რომ სუნთქვა შემიძლია,- თქვა მან ჩუმად და გაგის თვალებში ჩახედა,- აქაურობამ შეიძლება ბევრი რამ წამართვა თავიდან, მაგრამ ეს შეგრძნება... ამას ვერასდროს შეეხება.
* * *
მალხაზისთან შეხვედრა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ანა ელოდა. კაცი სულაც არ ჩანდა ისეთი ბედნიერი, როგორც დანარჩენები. თუმცა გაგის მზერის დანახვისას მიხვდა, არ იყო წარსულის გახსენების დრო და უნდა მოეტოვებინათ ყველაფერი უკან. მიესალმა, დალოცა და სახლში შევიდა. ანას არაფერი უთქვამს, ელოდა ისედაც რომ კაცი ხელგაშლილი არ შეეგებებოდა. მალხაზი თავისებური კაცი იყო, რთული, ნინოსაც უჭირდა ხანდახან მისი გაგება.
ერთი კვირის შემდეგ, ანდრიამ ვეღარ გაძლო და თბილისში წავიდა ოთხი დღით. ანამ ჩხოროწყუში წასვლა ითხოვა და გაგი რა კაცი იყო, სურვილს თუ არ აუსრულებდა ცოლს. მეორე დღესვე წავიდნენ და მოულოდნელად დაადგნენ მაკას. ქალმა აღარ იცოდა რა ექნა, როგორ გამასპინძლებოდა. დიდი ხანი არ ენახა ანა და მონატრებულს ერთი საათი უკოცნიდა ლოყებს. მათი შერიგების ამბავი ლამის სამჯერ მოისმინა, მერე ლილესაც ესაუბრა ტელეფონიდან და ბოლოს დიდი სუფრაც გაუშალა. გაგი წუწუნებდა რატომ შეწუხდიო, მაგრამ სამეგრელოში ასე იციან სტუმრის დახვედრა და ამას ვერავინ ვერ შეცვლიდა. მაკა ერთი წუთითაც არ ჩერდებოდა. ხან რას უმატებდა გაგის, ხან ანას აიძულებდა, კიდევ ერთი ნაჭერი გადაეღო.
- ჭამე, შვილო, ჭამე! შენ ქმარს კი უყვარხარ, მაგრამ სვანეთის მთებში ეგეთი რა უნდა ჭამო, აქაურს რომ შეედროს,- ეხუმრებოდა მაკა გაგის და თან თვალს არ აცილებდა ანას, თითქოს ამოწმებდა, მართლა ისეთივე ბედნიერი იყო თუ არა, როგორც ყვებოდა. გაგიმ ღვინით სავსე ჭიქა ასწია.
- მალე მოვიმატებთ აქ მგონი,- ჩაეცინა გაგის. სადილის შემდეგ აივანზე გადაინაცვლეს. ჩხოროწყუს საღამოს სიგრილე და თხილნარიდან წამოსული ნიავი საოცარ სიმშვიდეს ჰგვრიდათ. ანა მაკას გვერდით იჯდა, თავი მხარზე მიედო და უსმენდა, როგორ ყვებოდა ქალი ძველ ამბებს, ანას ბავშვობაზე და იმ ოინებზე, რასაც მაშინ სჩადიოდა. გაგი შორიდან უყურებდა ანას. ხედავდა, როგორ უბრწყინავდა ცოლს თვალები მშობლიურ გარემოში და გულში უხაროდა რომ ეს სურვილი აუსრულა. მიხვდა რომ ანასთვის ეს "გამოპარვა" მხოლოდ სტუმრობა კი არა, სულის მოთქმა იყო. ღამე რომ დადგა, ჩხოროწყუს ცაზე ვარსკვლავები ისე კაშკაშებდნენ, როგორც არსად. ანა და გაგი მათთვის გამზადებულ ოთახში მარტონი დარჩნენ.
- მადლობა, გაგი,- ჩუმად თქვა ანამ და ქმარს მიეხუტა,- მადლობა, რომ აქ მომიყვანე. მჭირდებოდა აქ ყოფნა.
გაგიმ თმებზე აკოცა.
- შენი ღიმილი ამაზე მეტიც ღირს, ანა,- ცოლს უახლოვდება, პატარა კოცნას უტოვებს ტუჩებზე, შემდეგ, ისევ, ისევ და ისევ.
- გაჩერდი, რას აკეთებ,- მკერდზე აწვება გაგის.
- მომენატრე, არ შეიძლება?- არ წყვეტდა კოცნას.
- არა, მოიცადე,- ძლივს ამოიღო ხმა,- საზიზღარი ხარ.
- მაკა პირველ სართულზეა, თუ არ იხმაურებ...- ეშმაკურად ჩაეღიმა გაგის და მაისური გადააძრო.
- როგორ ვერ გიტან,- დაუბღვირა ანამ, თუმცა მალევე მოსცილდა,- ნებას არ გაძლევ. დაწექი.
- საწოლში მეპატიჟები?- ზედ ჯდება გაგი.
- დასაძინებლად,- იცვლის, ხელს ჰკრავს და ერთ მხარეს იკავებს, საბანს ყელამდე იფარებს.
- ვითომ ეს საბანი შემაჩერებს? რას ფიქრობ?
- არ ვფიქრობ. ზუსტად ვიცი რომ ამაღამ გემრიელად დავიძინებ, დაწექი, მეორედ აღარ ვიტყვი,- გაგი ცოტახნით კიდევ უყურებდა დაბღვერილი, მერე საწოლში ჩაწვა, თუმცა ვეღარ გაუძლო და უკნიდა. მაინც მიეხუტა ცოლს.
- ამას ხომ მაინც ვერ დამიშლი,- ჩასჩურჩულა ყურში და ზურგით მკერდზე აიკრა.
* * *
ანდრიასთვის თბილისი ყოველთვის ზედმეტად ხმაურიანი და ჩახუთული იყო, მაგრამ ამჯერად ქალაქის გუგუნს ვერც კი ამჩნევდა. ოთხი დღით ჩამოსული, მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა - ლილეზე. სვანეთის მთების სიმკაცრეს გამოქცეული, ახლა დედაქალაქის შუაგულში იდგა და გრძნობდა, როგორ უჩქარდებოდა გული, როცა ნაცნობ სადარბაზოს მიუახლოვდა. ლილესთვის არაფერი უთქვამს, სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. როცა კარზე ზარი დაირეკა და გოგონამ გააღო, წამით ორივე გაშრა. ლილეს ხელში წიგნი ეჭირა, სათვალე ოდნავ ჩამოსცურებოდა ცხვირზე და ისეთი დაბნეული უყურებდა დაუპატიჟებელ სტუმარს, თითქოს მოჩვენება დაინახაო.
- შენ...- ძლივს ამოილაპარაკა ბოლოს,- მართლა შენ ხარ?
ანდრიას უნებლიეთ გაეღიმა, მაგრამ ეს ღიმილი უფრო დაძაბული იყო, ვიდრე ხალისიანი.
- ჰო... -თავი ოდნავ დაუქნია,- მე ვარ.
სიჩუმე ჩამოვარდა. ერთ კვირას თითქოს დიდი დრო არ ერქვა, მაგრამ ამ ერთ კვირაში ორივესთვის ბევრი რამ შეცვლილიყო. ეს იგრძნობოდა - მათ შორის ჰაერიც კი თითქოს სხვანაირი იყო. ლილემ ნელა გადადგა ერთი ნაბიჯი უკან, გზა დაუთმო.
- შემოდი...- თქვა ჩუმად.
ანდრიამ ცოტა ხანს დააყოვნა, მერე ბინაში შევიდა. კარი ფრთხილად დაიხურა მის უკან. შიგნით სიჩუმე იდგა. იგივე სურნელი, იგივე ნივთები - ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ მაინც ცოტა უცხო. ლილე კართანვე დარჩა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ ეჩვეოდა მის იქ ყოფნას.
- რატომ არ მითხარი...- დაიწყო ბოლოს,- რომ ჩამოდიოდი?
ანდრიამ მხრები ოდნავ აიჩეჩა.
- სიურპრიზი მინდოდა.
- კარგი სიურპრიზია,- ჩუმად ჩაიცინა ლილემ.
- მომენატრე,- მიიწია ანდრია მისკენ და მოეხვია მონატრებულს. ლილემ თვალები წამით დახარა.
- მეც...- წიგნს ხელი უშვა და საბოლოოდ ჩაიკარგა მის მკლავებში.
- ლილე ვინ არის?- გადმოდგა კაცი მისაღებში,- ლილე?
გაისმა მჭექარე ხმა და ლილე ადგილზე გაშრა, სულ დაავიწყდა რომ მამამისი გუშინ საღამოს ჩამოვიდა. უკან რომ მიიხედეს, კაცი ოდნავ აწითლებული, გაბრაზაებული მზერით იდგა სამზარეულოს კარებთან.
- რა ხდება?- გადმოდგა ხმაურზე ნატოც,- ანდრია?
- გამარჯობა,- ძლივს ამოილუღლუღა
ანდრია წამით არ განძრეულა, თითქოს ბოლომდე ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა. ლილეს ხელი ინსტინქტურად გაუშვა, მაგრამ უკან არც გადადგა ნაბიჯი. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. კაცის მზერა მკაცრად გადაჰქონდა ერთიდან მეორეზე.
- ეს ვინ არის?- ხმაში უკვე აშკარა გაღიზიანება იგრძნობოდა.
- მამა...- დაიწყო ჩუმად,- ეს ანდრიაა.
ნატო უკვე მათთან ახლოს მოვიდა, სიტუაციას აკვირდებოდა.
- ანდრია...- გაიმეორა კაცმა ნელა,- და აქ რას აკეთებს?
ანდრიამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს თავი აიძულა ხმა ამოეღო.
- ჩამოვედი...- თქვა მოკლედ,- ლილესთან.
კაცს ირონიულად გაეღიმა.
- ეგ კი ვხედავ,- თქვა მშრალად. ლილე აშკარად დაიძაბა.
- მამა, გთხოვ...
- რას მთხოვ?- დაუბრუნა მან მკაცრად,- სახლში უცნობი კაცი შემოდის, გეხვევა ჩემს თვალწინ და შენ რას მთხოვ?
ანდრიას ყბა დაეჭიმა, მაგრამ თავი შეიკავა.
- უცნობი არ ვარ,- თქვა მშვიდად, თუმცა ხმაში სიმტკიცე იგრძნობოდა.
- უცნობი არ არის,- ჩაერთო ნატოც. კაცი ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდა.
- ჩემთვის უცნობია,- ნატომ ხელი ოდნავ დაადო კაცს მკლავზე.
- ცოტათი დამშვიდდი,- ჩუმად უთხრა,- ჯერ გაიგე რა ხდება.
ლილემ ანდრიას სწრაფად გახედა, თითქოს უნდოდა ეთქვა რომ აქედან აორთქლებულიყო, თუმცა ახლა აზრი აღარ ჰქონდა.
- არ მინდოდა ასე გამოსულიყო,- თქვა ბოლოს,- უბრალოდ... მისი ნახვა მინდოდა. რომ მცოდნოდა აქ იყავით სხვანაირად მოვიდოდი, უბრალოდ ქალბატონი ნატო ისედაც მიცნობს.
- და ასე უშვებდი სახლში ამას? ვინ ხარ საერთოდ?
- ანდრია ნაკანი.
- თან სვანი.
- ჩემი კუთხე რამე პრობლემას წარმოადგენს?- წარბი აზიდა ანდრიამ და ახლა ნამდვილად სვან კაცს დაემსგავსა. ოთახში ისევ დაძაბულობა ჩამოწვა. ლილე რამდენიმე წამი იდგა ჩუმად, მერე გაბედა და ხმა ამოიღო.
- მამა გეყოფა, რა პრობლემაა ვერ ვხვდები. ვინმე უცნობი კი არაა, ბიჭია, რომელიც მომწონს,- ლილეს ხმა გაებზარა.
- მერე იქნებ გეთქვა და გაგეცნო თავიდანვე, ასეთ დროს რომ არ შემომესწრო?- ბრაზი არ წყდებოდა,- რომ არ დამენახეთ, არც აპირებდი თქმას?
- მამა...
- მე მასზე სერიოზულად ვფიქრობ,- თქვა პირდაპირ.
სიტყვები მკაფიო იყო, დაუფარავი. ნატომ სწრაფად გადახედა ანდრიას, თითქოს არ ელოდა ასეთ პირდაპირობას. კაცის მზერა კიდევ უფრო გამკაცრდა.
- სერიოზულად?- გაიმეორა ნელა,- და შენ ვინ ხარ რომ მასზე სერიოზულად ფიქრობ?
- მოდით, ასე ნუ დავიწყებთ,- თქვა მშვიდად,- ანდრია, დაჯექი... დამშვიდდი ნოდარ, რა გეტაკა.
გაუწყრა ქმარს ქალი, ზედმეტი დაძაბულობა იყო მისაღებში, სანამ ერეკლე არ შემოვიდა. ანდრია რომ დაინახა ცოტა გაუკვირდა, მერე თვალი მამამისს მოკრა და მიხვდა რაშიც იყო სიტუაცია.
- რა ხდება აქ?- გაისმა მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმა. კართან გაჩერდა, ერთი შეხედვით გადაავლო თვალი სიტუაციას,- აქ როდის ჩამოხვედი?
- შენ იცნობ ამას?- ჩაერია ნოდარი.
- კი,- უპასუხა ერეკლემ მშვიდად,- ვიცნობ.
- და არაფერი გითქვამს?- ხმაში აშკარა უკმაყოფილება შეეპარა კაცს. ერეკლემ მხრები ოდნავ აიჩეჩა.
- რა უნდა მეთქვა?
- მასზე! რატომ არაფერი ვიცოდი?
- იმიტომ რომ არაფერი იყო სათქმელი,- ნოდარიმ თვალები დააწვრილა.
-„არაფერი იყო სათქმელი"?- გაიმეორა,- სახლში კაცი შემოდის, შენს დას ასე ეხვევა და შენ ამბობ რომ არაფერი იყო?
ერეკლე მის წინ გაჩერდა, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ.
- სახლში კაცი კი არ შემოვიდა... ლილესთან მოვიდა,- თქვა,- და მე ვიცი ვინ არის, რას წარმოადგენს და რა ურთიერთობა აქვს ჩემს დასთან. კარგი ბიჭია და მე მას ვენდობი.
ანდრიას თვალები წამით გაუფართოვდა, აშკარად არ ელოდა ასეთ მხარდაჭერას. ნოდარიმ ირონიულად ჩაიცინა.
- შენ გადაწყვიტე უკვე ვინ არის ნორმალური და ვინ არა?- ერეკლემ ამჯერად პირდაპირ შეხედა.
- რა გინდა ვერ ვხვდები. თუ ჩემს დას მოსწონს, ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს და რა პრობლემაა? პატარა ბავშია?
- არ დავუშვებ ჩემს სახლში უცხოების ასე სიარულს!- ლილე გაოცებული უყურებდა ძმას. ნატომ შვებით ამოისუნთქა, თითქოს ცოტათი მაინც განმუხტა სიტუაცია. კაცი ისევ დუმდა რამდენიმე წამი, მერე ნელა თქვა.
- მე არ მომწონს ეს ყველაფერი.
- შეიძლება,- მშვიდად დაუბრუნა ერეკლემ,- მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ანდრია ცუდია.
- თუ პრობლემა გაქვთ მე დამელაპარაკეთ,- წინ გადაუდგა ლილეს ანდრია. ჟღალთმიანი ჩუმად იდგა ძმისა და საყვარელი კაცის ზურგს უკან, ცოტაც და ასლუკუნდებოდა, თუმცა თავს იკავებდა ბოლომდე,- თუ ჩემი გაცნობა გსურთ აქ ვარ, თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, არსად წასვლას არ ვაპირებ. აქ იმისთვის ჩამოვედი რომ ლილე მენახა და არა გასართობად.
ლილემ ნელა ამოისუნთქა. ნოდარი ისევ მკაცრი სახით იდგა, მაგრამ მისი მზერა უკვე ისეთი მძაფრი აღარ იყო.
- ვნახოთ,- თქვა ბოლოს მოკლედ.
ეს არ იყო თანხმობა, მაგრამ არც უარი. და ამ ოთახში ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა სიჩუმე რამდენიმე წამით კიდევ გაჩერდა ოთახში, მერე ნატომ ხელები ერთმანეთს დაუკრა, თითქოს განგებ. სიჩუმე კიდევ რამდენიმე წამით იდგა ოთახში, თითქოს ყველა თავისთვის ცდილობდა ემოციების დალაგებას. ლილე ძლივს იკავებდა თავს - თვალები აუწყლიანდა, მაგრამ მაინც არ უნდოდა ამ მომენტში გატეხილიყო. ხელები ერთმანეთში ჩაეჭიდა და ჩუმად იდგა, ძმისა და ანდრიას ზურგს უკან. ნატომ სიტუაციის განმუხტვა ისევ საკუთარ თავზე აიღო. ნელა გადავიდა მაგიდასთან, ჭიქები გამოიღო, წყალი დაასხა. ყოველდღიური, უბრალო მოძრაობები თითქოს ყველას ახსენებდა, რომ ეს არ იყო არც ომი და არც განაჩენი - უბრალოდ საუბარი, რომელიც უნდა დასრულებულიყო. ნოდარიც ნელა დაჯდა. მისი სიმკაცრე ბოლომდე არ გამქრალა, მაგრამ ტონი უკვე შეცვლილი ჰქონდა. საუბარი დიდხანს გაგრძელდა - არც ხმამაღლა, არც ჩხუბით. უფრო შეკავებული, დაძაბული, მაგრამ მაინც მართვადი. ნოდარი კითხვებს სვამდა, ანდრია კი ცდილობდა პირდაპირ და მოკლედ ეპასუხა. არ უმატებდა, არ ამცირებდა - უბრალოდ ამბობდა იმას, რაც იყო. ერეკლე ჩუმად უსმენდა, მხოლოდ მაშინ ერთვებოდა, როცა ხედავდა, რომ საუბარი ისევ ძველ დაძაბულობას უბრუნდებოდა. ლილე თითქმის არაფერს ამბობდა. მხოლოდ უსმენდა - ანდრიას ხმას, მამამისის კითხვებს და ყველაზე მეტად იმას აკვირდებოდა, როგორ არ დაიხია უკან ანდრიამ არც ერთ მომენტში.
დრო ნელა გავიდა.
საბოლოოდ საუბარი იქ მივიდა, სადაც ხმები აღარ იყო დაძაბული. ნოდარმა ბოლოჯერ შეხედა ანდრიას - მკაცრად, მაგრამ უკვე სხვანაირად. ეს არ იყო სრული მიღება. მაგრამ არც უარყოფა. და ამჯერად ეს საკმარისი აღმოჩნდა. ანდრია რომ წამოდგა წასასვლელად, ლილეც მაშინვე გაჰყვა კართან. ნოდარს უნდოდა გაეჩერებინა, თუმცა ერეკლე მკლავზე მოეჭიდა და თვალით ანიშნა რომ მიეშვა, ისიც გაჩერდა და სავარძელზე დაბრუნდა. სადარბაზოში რომ გამოვიდნენ, სიჩუმე რამდენიმე წამით ისევ გაჭიანურდა. ლილემ ბოლოს ამოისუნთქა.
- რამდენი ხნით ხარ ჩამოსული?- ჰკითხა მოკლედ.
- რამდენიმე დღით,- უპასუხა ანდრიამ,- მაგრამ თუ საჭირო იქნება, დავრჩები.
ნოდარმა წარბი ოდნავ აწია.
- „საჭირო იქნება" რას ნიშნავს?-ანდრიამ არ დაიხია.
- იმას რომ თუ შენთან დაკავშირებით რაღაცები უნდა დალაგდეს, არ გავიქცევი,- მამაშენსაც ეგ უნდა, მე კიდევ არ ვარ ის კაცი, გოგოს მამის რომ შეეშინდეს. სვანეთში ასე არ გვასწავლიან.
- ძალიან ვინერვიულე...- თქვა ჩუმად. ანდრიამ ოდნავ გაუღიმა.
- ვატყობდი.
- მამაჩემი ასეთია, მეგონა...- გაჩერდა,- არ ვიცი, მეგონა საერთოდ არ მოგცემდა ლაპარაკის საშუალებას.
- მაგრამ მომცა,- მშვიდად თქვა ანდრიამ,- უბრალოდ... ჯერ კიდევ გვერდულად მიყურებს.
ლილემ თვალები აატრიალა.
- ეგ კიდევ კარგია,- ჩაიცინა ოდნავ,- უარესიც შეიძლება ყოფილიყო. ანდრია ახლოს მიიწია.
- მოვაგვარებ,- თქვა ჩუმად,- შეიძლება დღეს ვერა... მაგრამ მოვაგვარებ.
- და თუ ვერ მოაგვარებ?- ჰკითხა ლილემ, ამჯერად უკვე ოდნავ ღიმილით. ანდრიამ წარბი ასწია.
- მაშინ გეგმა ბ-ზე გადავალ.
- გეგმა ბ?
- ჰო,- გაეცინა,- მოგიტაცებ.
ლილემ თავი გააქნია, სიცილს ძლივს იკავებდა.
- შენ სერიოზულად ვერ ხარ.
- აბსოლუტურად სერიოზულად ვარ,- მიუახლოვდა კიდევ,- წაგიყვან სვანეთში, მთებში... ვერავინ გიპოვის. გაგის იქით ვეჩხუბე ანა რომ მოიტაცა, მაგრამ მეც იგივეს ვიზამ, მამაშენმა თუ გამიჭედა.
- და მე უნდა გამოგყვე?- წარბი აწია ლილემ. ანდრიამ ცოტა ხნით შეხედა, მერე ჩუმად ჰკითხა.
- გამომყვები?- ლილე გაჩუმდა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. მერე ოდნავ გაიღიმა.
- ალბათ…- ანდრიას გაეღიმა.
- არ მომწონს ეგ პასუხი, ხომ იცი მოტაცებას არ უთანხმებენ,- ლილემ ხელი ნელა მოჰკიდა.
- ძალიან დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში.
- შენში ვარ დარწმუნებული,- დაუბრუნა მშვიდად,- შენ რომ გრძნობები გაქვს, აი მაგაში ვარ დარწმუნებული.
სიჩუმე ჩამოწვა. ლილე კიდევ უფრო მიუახლოვდა და ჩაეხუტა. ანდრიამაც ძლიერად ჩაიკრა.
- არ მინდა ისევ ერთ კვირაზე მეტი გელოდო,- ამოიჩურჩულა ლილემ.
- არც მე,- უპასუხა ანდრიამ,- ამჯერად ასე აღარ იქნება. მოვაგვარებ ყველაფერს
* * *
- უნამუსო ვიყო მოვიტაცებ,- გაისმა სპიკერზე ანდრიას ხმა.
- მე ლამის მცემე მაგის გამო და ახლა შენ იგივეს აკეთებ?- ჩაიცინა გაგიმ.
- კაცმა იმენა გამიტრაკა, სიტყვა ვერ ჩავაკვეხე. არ მინდოდა ცუდად მეთქვა რამე, რა პრობლემა აქვს ვერ ვხვდები,- აიბზუა ცხვირი ანდრიამ.
- ცოტა მკაცრი მამა ჰყავს კი,- გაისმა ანას ხმაც,- მეც არ ვიცნობ მაგ კაცს კარგად, რამდენჯერმე მყავს ნანახი, მაგრამ არც მე მომწონს.
- იმენა გუშინ ცოცხალი თუ გამოვაღწევდი არ მეგონა.
- მოიცადე ცოტახანს, მოაწონე თავი. იქნებ გამოვიდეს რამე, ეგრევე სვანის რეჟიმი ნუ გერთვებათ ხოლმე შენც და შენს ძმაკაცს,- აატრიალა თვალები ანამ,- ადამიანურად მიუდექით საქმეს.
- კაცი არ ვიყო ნოდარ შაქარაშვილის ასული ცოლად თუ არ მოვიყვანო,- მტკიცედ განაცხადა ანდრიამ და გათიშა.
- ანუ მე არაადამიანურად ვიქცევი?- უკნიდან მიუახლოვდა ცოლს.
- ხანდახან კი, გიკვირს?- წარბები აზიდა ანამ და მისკენ მიბრუნდა,- ჯერ კიდე მახსოვს ესენი.
მკერდამდე ჩაიწია მაისური და დალურჯებული ნაწილი ანახა.
- ცხოველი ხარ.
- ეგ ყველაზე კარგი ნაწილი იყო,- ეშმაკურად ჩაიღიმა და ოთახიდან გავიდა. მაკა დილას გასულიყო ბოსტანში. გაგი რომ მიუახლოვდა დასახმარებლად, ლამის წკეპლით სცემა, ჩემი ბოსტანია და მე უნდა მივხედოო. სამეგრელოში გატარებული ოთხი დღის შემდეგ, სვანეთის ცივი ჰაერის ჩასუნთქვა ერთი დიდი მისწრება იყო. გაგიმ განაცხადა მთაში უნდა ავიდე ორი დღით, სანამ გაუვალი თოვლი მოვაო. მეორე დილას მოახტა ცხენს და გზას გაუდგა. მანამდე დიდხანს კოცნა და ეხვია თავის ცოლს, შემდეგ კი ჩაიკარგა სვანეთის ტყეში.
- ხო ხედავ როგორ შეამცირა დრო,- გაეცინა ნინოს,- ადრე ორი - სამი კვირით იკარგებოდა ხოლმე დ აახლა ორი დღე ვერ ძლებს ცოლის გარეშე.
- ამდენ ხანს რას აკეთებდა ხოლმე?
- ვინ იცის, სულ ეგ დადიოდა, მალხაზისაც არ უშვებდა ხოლმე. საქმეს სულ აკეთებდა, მაგრამ ორი კვირა იმ ცივ მთებში რა აჩერებდა არ ვიცი,- მხრებს იჩეჩს დარიკო.
- მთის კაცია, ვინ გაიგებს,- ჩაიბურტყუნა ნინომ,- შვილი თუ გააჩერებს მაგას ადგილზე.
ეშმაკურდა გახედა ანას.
- რა დროს შვილია ჯერ,- არეულმა უპასუხა,- ჯერ ადრეა, არა?
- შენს ასაკში გაგი უკვე ხუთი წლის მყავდა,- მხარი გაჰკრა ნინომ.
- იმ დროს როგორ ადარებ დღევანდელს ნინო,- აუმჟავდა სახე.
- დამპირდა ჩემი ბიჭი შილთაშვილს დაგაკავებ ხელშიო,- აჰყვა დარიკოც,- აბა სადაა?
- ახლა ამაზე თუ უნდა მესაუბროთ წავალ,- შეეცვალა სახე ანას.
- კარგი, კარგი ვხუმრობთ,- თმაზე მოეფერა ნინო,- შენ როცა გაგიხარდება მაშინ იყოლიეთ პატარა.
- ოღონდ მე მომასწარით და რას დავეძებ,- დააყოლა დარიკომ და სიცილი ატეხეს. ანასაც ჩაეღიმა, თუმცა რომ წარმოიდგინა გაგი ბავშით ხელშ, არც ისეთი ცუდი იდეა იყო.
საღამოს, როცა ეზოში სიჩუმე ჩამოწვა და ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული, ანა მარტო დარჩა. კართან ჩამოჯდა, ხელები მუხლებზე ჩამოაწყო და წინ გაიხედა - იმ გზისკენ, სადაც დილით გაგი გაუჩინარდა. მთები უკვე ჩრდილში იყო ჩაძირული. ჰაერი გაცივდა.
„ორი დღე" - გაიფიქრა.
სხვა დროს, ალბათ ვერც შეამჩნევდა ამ დროს. ახლა კი უცნაურად გაიწელა ყველაფერი. თითქოს ეს ორი დღე რაღაცას ცვლიდა. თითები უნებურად შეახო ბეჭედს. მერე ისევ ის სურათი გაუჩნდა თვალწინ - გაგი, პატარა ბავშვი ხელში, იმ თავისი უხეში, მაგრამ თბილი მზერით. ამჯერად აღარ გასცინებია. სუნთქვა ოდნავ შეეკრა.
- რა დროსაა...- ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ სიტყვებში დარწმუნებული აღარ იყო. ქარმა თმა ოდნავ აუწია. ანამ შალი უფრო მჭიდროდ მოიხვია და ისევ იმ გზას გაუსწორა თვალი. სადღაც შორს, იმ მთებში, სადაც გაგი წავიდა, უკვე თოვა შეიძლებოდა დაწყებულიყო.
ოთახში რომ დაბრუნდა, ტელეფონმა დაიწყო ბზუილი, საწოლზე ჩამოჯდა და უპასუხა მონატრებული დაქალის ზარს.
- ჭკუიდან გადამიყვანენ,- დაიწყო წიკვინი ლილემ.
- ჯერ გამარჯობა,- ჩაეცინა ანას,- რა ხდება?
- ჯერ იყო და ანდრია რომ მოვიდა ლამის გარჩევები დამიწყეს, ახლა მამაჩემმა მე მაგ ბიჭს არ მივიღებო. იმენა გამაგიჟა, ერეკლესიც აღარ ესმის უკვე,- ხმა გაუტყდა ლილეს,- რა უნდა ვერ ვხვდები.
- დაელაპარაკე უკვე?
- ვერ ველაპარაკები. ჯერ ბრაზი მახრჩობს და არ მინდა რამე ცუდად ვუთხრა, მერე კიდევ აზრი არ აქვს, ერთ მომენტში თანხმდება, მერე რაღაც სისულელე ახსენდება და ისევ იცვლის აზრს.
- რთული კაცია მამაშენი,- ამოიოხრა ანამ,- ანდრიამ რაო?
- ამასაც აჩემებული აქვს, თუ არ დამთანხმდება მოგიტაცებო.
- მაგარი იქნება,- წარმოიდგინა უცებ ანამ.
- შენ რას შვები?
- რავი, გაგი მთებში წავიდა. ზეგ ჩამოვა, მე კიდევ ვარ აქ და ვისმენ როგორ უნდათ შვილიშილი დარიკოს და ნინოს,- მხრებს იჩეჩს ანა,- ჯერ რა დროს ბავშვია.
- აქამდე რომ არ გთხოვეს, არ გიკვირს?- წარბები აზიდა ლილემ,- უნდა შვილი გაგის?
- უნდა და თანაც ორი.
- შენ?
- მეც მინდა, მაგრამ...
- ჯერ ადრეა? პასუხისმგებლობის გეშინია მგონი.
- მეშინია, რა არის მერე ამაში ცუდი? ბავშვია, სათამაშო ხომ არა.
- მართალი ხარ, დაილაპარაკეთ შენ და გაგიმ და ეგაა, გაიგებს. ხომ არ გაძალებს, არა? გაძალებს?
- არა, რა სისულელეა, პირიქით.
- ხოდა ვსო, სხვას ნუ უსმენ. შენი სხეულია და შენი ბავშვი,- გაუღიმა ლილემ,- წავედი ახლა მე, ანდრიასთან უნდა გავიდე, მოგწერ მერე.
- მიდი, მიდი,- ზარი შეწყდა, ანამ ღრმად ამოისუნთქა და საწოლზე გადაწვა. გარეთ ქარი იყო, თანაც ისეთი რომ ფანჯრების ღრიჭოებში შემავალი ჰაერი უსტვენდა.
გარეთ ქარი კიდევ უფრო გაძლიერდა. ფანჯრების ღრიჭოებში შემომავალი ჰაერი უსტვენდა, კედლებს ედებოდა და ოთახში უცნაურ, მოუხერხებელ ხმას ავრცელებდა. ანა საწოლზე გადაწოლილი ჭერს უყურებდა, მაგრამ ფიქრები ისევ იქ იყო - გზაზე, მთებში, გაგისთან.
მოულოდნელად შუქი ორჯერ აციმციმდა.
ერთხელ.
მეორედ.
და მერე ყველაფერი ჩაქრა.
ოთახი ერთ წამში ჩაბნელდა.
ქარის ხმა კიდევ უფრო მკვეთრად გაისმა სიბნელეში. თითქოს ახლა, როცა შუქი აღარ იყო, ყველაფერი უფრო ცოცხალი გახდა - ფანჯრის ჭრიალი, კარის ოდნავი რხევა, შორიდან ძაღლის ყეფაც კი. ანა რამდენიმე წამით გაუნძრევლად იწვა, მერე ნელა წამოჯდა. თვალები სიბნელეს მიეჩვია, მაგრამ მაინც ვერაფერს არჩევდა გარკვევით.
- დარიკო?..- დაუძახა ჩუმად. ქვემოდან ფეხის ხმა გაისმა, მერე კარის გაღების ხმა. რამდენიმე წამში კარის ღრიჭოში სუსტი, თბილი შუქი გამოჩნდა. დარიკო შემოვიდა, ხელში სანთელი ეჭირა. ცეცხლის პატარა ალი ნელა ირხეოდა, მის სახეს ნახევრად ანათებდა, ნახევრად ჩრდილში ტოვებდა.
- ნუ გეშინია,- თქვა მშვიდად,- ქარმა დენი გათიშა. მალე მოვა. სანთელი ტუმბოზე დადგა. ოთახში მყუდრო, რბილი სინათლე გაიფანტა.
- შენ დაწექი,- დაამატა და თმაზე ხელი გადაუსვა ანას,- დაისვენე.
ანამ ოდნავ გაუღიმა.
- კარგი,- დარიკო ისევ ისე ჩუმად გავიდა, როგორც შემოვიდა. კარი ნახევრად მიხურა.
სანთლის შუქი კედლებზე ცეკვავდა. ჩრდილები ნელა მოძრაობდნენ, ქართან ერთად ირხეოდნენ. ანა ისევ დაწვა, შალი უფრო მჭიდროდ მოიხვია და გვერდზე გადაბრუნდა. თვალები ნელა დაეხუჭა. ქარის ხმა თითქოს შორს წავიდა. სუნთქვა დაუმშვიდდა. და უცებ გათენდა - მზემ გამოანათა. ანა ეზოში იდგა. ჰაერი სუფთა იყო, მთები ისევ იქ - მაგრამ ახლა მშვიდი, რბილი. და წინ... პატარა ბავში დაინახა, ბალახზე იჯდა, პატარა თითებით ყვავილებს ეპოტინებოდა, მისი თხელი თმა მზის შუქში ოქროსფრად ბრწყინავდა, თვალები ღრმა ყავისფერი, ცოცხალი და სრული ინტერესით სავსე იყო. ბავშვი კისკისებდა, ანამ მიმოიხედა, სვანეთში იყო. თავიანთ ეზოში. ბავშვს მიუახლოვდა, ნაზად მოეფერა კანზე. მანაც ამოხედა ღია ყავისფერი თვალებით, გაუღიმა და მისკენ მიიწია, მკლავზე მოეჭიდა. ანა ნელა დაიხარა, ხელი გაუშალა. თავით მის მკერდს მიეკრა, პატარა ხელები ძლიერად ჩაეჭიდა. ანას გულში სითბო ჩაეღვარა.
კადრი შეიცვალა - ახლა ეზოში ერთი წლის ბიჭი დარბოდა. პატარა ფეხები ნაზად, მაგრამ მტკიცედ სრიალებდნენ ბალახზე, სიცილი მთელს ეზოში ისმოდა, ხელები გაშლილი ჰქონდა, თვალები კვლავ ღრმა ყავისფერი, მაგრამ უკვე ცელქი, ცოცხალი, ჭირვეული. მზის სხივები მის თმებში ირეკლებოდა, და სიჩქარეში თითქმის დაფრინავდა ჰაერში. გაგი გამოჩნდა კარებში. მშვიდი, ოდნავ ღიმილიანი მზერით უყურებდა მათ. ბიჭი დარბოდა, სიცილით ყვიროდა. კადრი შეიცვალა - საშინელი წვიმა დაიწყო. ქარი ყლაპავდა ყველა ხმას, წვეთები ძლიერად ეცემოდა ბალახს. ცა მძიმე, ღრუბლებით სავსე და მუქი იყო, თითქოს ყველა სინათლე მისკენ ეცემოდა. ანას გულზე გაჰკრა რაღაცამ - სულ ცოტა ხნის წინ ის სიხარულით სავსე იყო, ახლა კი გარშემო ქაოსი და შიშის გრძნობა მოედო. გაგი დადგა წვიმაში. ხელში ბავშვი აღარ ეჭირა. არ ინძრეოდა, გაშეშებული უდგა იმ ადგილას,ს ადაც მანამდე ბავშვი იჯდა. ხელში ცისფერი ქუდი ეჭირა.
- სადაა ბავშვი?!- იკითხა შეშინებულმა ანამ.
- აღარაა...- გაგიმ უცნაური ხმით მიუგო.
ადგილზე გაშეშდა ანა, გულისცემა ყურებში ურტყამდა. ქარის და წვიმის ხმაში თითქოს დაიკარგა, სადღაც შორიდან ზღვის ტალღების ხმაც მოესმა. შემდეგ მუხლებზე დაემხო, ატალახიანდა, გულზე მიიჭირა ხელი, იმ მომენტში თითქოს ფილტვები ჩაეკეტა, ვეღარ ახერხებდნენ ჰაერის მიღებას. ხელები მთელ სახეზე მიიფარა, რომ ვეღარ ამოისუნთქა - ბოლო ხმაზე იყვირა. მისი ხმა მთელ ეზოს და წვიმის ხმას შეერწყა, ქვეყანა შეძრა, მთებმაც კი თავი დახარეს. თითქოს ყველა ტკივილმა, შიშმა და დაძაბულობამ ერთიანად ამოხეთქა. სხეული უკანკალებდა, ცრემლები და წვიმის წვეთები ერთმანეთში ერეოდა, სახე დაუსველდა, მაგრამ გრძნობების სიძლიერე იმდენად მწვავე იყო რომ ყოველი აქცენტი გამძაფრებული ჩანდა.
- ანა! გამოაფხიზლდი!- გაისმა სადღაც შორიდან ნინოს ხმა, იგრძნო ანამ როგორ ეცლებოდა ხელიდან იქაურობა. როგორ აირია ერთმანეთში საღებავებივით მუქი ფერები.
ანა ნელ - ნელა შეკრთა. წამში გამოფხიზლდა, შეშინებული წამოვარდა საწოლზე, სახე სულ ცრემლებით ჰქონდა დაფარული. ვერ აცნობიერებდა სად იყო, ვერც ნინოს სახეს ხედავდა ნორმალურად. ხელი სახეზე მიიფარა, თითქოს საკუთარი სხეულიც ვერ აკონტროლებდა. გული სწრაფად უცემდა, სუნთქვა წყვეტილი ჰქონდა, თითოეული ყლაპვისთანავე ჰაერი საშინლად მძიმე ჩანდა. მისი გარშემო ყველაფერი ბუნდოვნად ჩნდებოდა. ოთახის კედლები თითქოს იჭიმებოდნენ, სინათლე ფანჯრიდან ჩამავალი წვეთებით ცრემლების მსგავსად ირეკლებოდა. ანას მხრებზე დაღუპული სხეული ოდნავ კანკალებდა, და თითოეული მოძრაობა თითქოს წვიმის წვეთების რიტმში თავს იჩენდა. საწოლზე მუხლებზე ჩამომჯდარი, თავი მკერდზე მიაფარა, მთელი სხეულით გამოსცემდა შიშსა და უსუსურობას. ცრემლები ნელ - ნელა სველ ლოყებზე ჩამოუცვივდა, წვიმის წვეთებს ურევდნენ ერთმანეთში, ტკივილი და შიში ერთმანეთს ერწყმოდა. ოთახში სიჩუმე ტრიალებდა, მხოლოდ ანას სუნთქვა და გულის სწრაფი ძგერა იგრძნობოდა. სივრცე გარშემო გრძელი, მუქი და ჩუმი ჩანდა, თითქოს ყველაფერი გარეთ წვიმას ელოდებოდა, ყოველ წამს უფრო მძაფრი ხდებოდა. სხეული ჯერ კიდევ კანკალებდა, თუმცა ნელ - ნელა, თითქოს საკუთარი ქაოსური ემოციების მძაფრი ტალღები ნელ - ნელა ჩამშვიდდებოდა. თვალები მაინც გაფართოებული ჰქონდა, მაგრამ სიფრთხილე, შიში და ფაქიზი სიმშვიდის ნაზად აღდგენის შეგრძნება ერთმანეთს ერეოდა.ძარღვებში სისხლი თითქოს შეჩერდა, გული ძლიერად უცემდა, მაგრამ ნინოს შეხებამ და დამამშვიდებელმა სიტყვებმა ცოტათი სიმშვიდე შესძინა. სხეული ჯერ კიდევ კანკალებდა, მაგრამ ნელ-ნელა მისმა ყვირილმა ჩაცხრა. ნინოს თვალებში სითბო და დარწმუნება ანას საშუალებას აძლევდა რომ ისევ წამოდგომოდა, დაინახა გზა სიმშვიდისკენ.
- დამშვიდდი, ნელა ისუნთქე,- ზურგზე მოეფერა ქალი,- რა ნახე, საყვარელო?
- საშინელება, კატასტროფა,- ძლივს ამოილუღლუღა ანამ, თუმცა ქალს თვალებში ვერ უყურებდა.
- მომიყვები?
- არა,- თავი გააქნია შეშნებულმა, ნინოს ახედა ქვევიდან, მერე ისევ საწოლს მიაშტერდა,- ბავშვი ვნახე პატარა. ხელში მეჭირა.
გააგრძელა მაინც, ნინომ ლამის სუნთქვა შეწყვიტა ამის გაგებაზე.
- მერე გაგი დავინახე,- აწყლიანებული თვალებით შეხედა ნინოს,- მარტო მისი ქუდი ეჭირა, ბავშვი არ იყო.
ხმა გაუტყდა და ცრემლებმაც ხელახლა იხეთქა.
- ნუ ტირი, ჩემო ლამაზო, ყველაფერი კარგადაა,- ნინო მიხვდა, მიიხუტა, იმდენ ხანს ეფერებოდა თმაზე, სანამ არ ჩაეძინა. გარეთ წვიმა გაძლიერდა, მაგრამ ოთახში სიმშვიდე დადგა. ნინოს მზერას ჰქონდა დამამშვიდებელი ძალა - ის ისე იდგა ანას გვერდით, თითქოს მის ტკივილსაც საკუთარ გულში ატარებდა. ანა თვალებს ხანდახან ახელდა, მაგრამ ნელ - ნელა მზერა მიანელდებოდა. დივანზე დაწოლილი, ანას ნელ - ნელა ჩაეძინა ნინოს მკლავებში, მისი სუნთქვა თანდათან თანაბრდება, გაწელილი დაძაბულობა გაქრა. ნინო მთელი ღამე ფხიზლად იჯდა გვერდით.
ანას იმ დღეს ოთახი არ დაუტოვებია. ლუკმა არ უჭამია იმდენად ცუდად გრძნობდა თავს და იმდენად მოედო გულზე ეს სიზმარი. დაღლილს არაფრის ძალა აღარ ჰქონდა. სხეული ეწვოდა, სისხლი აღარ მოძრაობდა ზაღრვებში, ყველაფერი ისეთი რეალური იყო რომ ცრემლიც შეაშრა უკვე. იწვა საწოლში და იყურებოდა სადღაც სიცარიელეში. ვერც ის იგრძნო როგორ შემოდიოდა ნინო მის ოთახში, ვერც ის როგორ შემოაღამდა. გარედან რაღაც ხმაური მოისმა, მერე კარი გაიღო. პატარა ხმაური ისმოდა აქა - იქ. გვერდით რომ საწოლი ჩაიზნიქა მიხვდა გაგი იყო. ქვემოდან აიხედა, გააკანკალა ქმრის ცივი თითები რომ მოხვდა წელზე.
- ნინომ მითხრა რომ ცუდად იყავი,- ჩასჩურჩულა დაბალ ხმაზე,- რა დაგემართა? უჩემობამ დაგაავადა?
- მომენატრე,- შეიყუჟა მის მკლავებში, ცხვირი მის კისერთან ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მონატრებული ჰაერი.
- რა მოხდა ჩემო სიცოცხლე,- თმები გადაუწია ყურს უკან.
- სიზმარი ვნახე, თანც ძალიან ცუდი,- ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს. გაგის აღარ უკითხავს რა ნახა, ისედაც იცოდა ნინოსგან. მოეხვია ცოლს დაამშიდა, რამდენჯერმე აკოცა და საშუალება მისცა დაეძინა. მშვიდად სუნთქავდა ანა, იმ ღამეს ტკბილად ეძინა, დილითაც გვიან გაიღვიძა. თავი რომ ასწია მიხვდა გაგის მკლავზე ედო. გადაბრუნდა მისკენ და ისევ შეუძვრა მკლავებში.
- დღეს რაღაც მონდომებული ხარ,- გამოფხიზლდა გაგიც.
- წახვედი და...
- ასე ძალიან ნუ ნერვიულობ სიზმრებზე. უბრალოდ ერთი ცუდი სიზმარი იყო.
- საშინელება იყო, არავის ვუსურვებ მსგავსი რამის გამოცდას,- ხმა შეეცვალა ანას,- იმდენად რეალური იყო, იმდენად ბუნებრივი...
- ჩშშ, ნუღარ ფიქრობ,- თმაზე ჩამოუსვა ხელი,- ადექი, ვისაუზმოთ და გავისეირნოთ.
გაუღიმა და საწოლიდან წამოდგა. თუმცა გაგის გეგმები მაშინ ჩაიშალა, ფანჯრიდან ეზოში მდგარ ანდრიას რომ მოკრა თვალი. მიხვდა კარგი არაფერი ელოდა, გაბრაზებული დაიარებოდა ბიჭი აქეთ - იქით.
- დაბლა ჩავალ მე,- გასძახა ცოლს და ეზოში გავიდა.
- სად ხარ ამდენ ხანს,- მივარდა ანდრია.
- რა სახე გაქვს?
- მამამისს უნდა რომ დაგვაშოროს.
- ლილეს მამას?- წარბები აზიდა გაგიმ,- ეგ გითხრა შეგეშინდა და აქ გამოიქეცი?
- არა, რა თქმა უნდა, რომ არა,- თავი გააქნია ნერვიულად,- ლილე მივლინებაში წავიდა და ჩამოვედი ორი დღით. ირინკას ვნახავ თან.
- არ დათმო ქალი,- მხარზე ჩამოადო ხელი,- თორემ სულ დაკარგავ.
- ვიცი, არც ვაპირებ, ეგ ქალი თუ ჩემი არ გახდეს, კაცი არ ვიყო,- ჩაეღიმა თავდაჯერებულს.
- აბა ჩემთან საწუწუნოდ მოხვედი? გცოდნია, წამო ვჭამოთ, მგელივით მშია,- შეიპატიჟა შინ.
* * *
- მალე გაგის დაბადების დღე მოდის,- ახსენა ანამ და სამზარეულოში, სკამზე ჩამოჯდა,- რა უნდა ვაჩუქო?
- არ ვიცი,- მხრები აიჩეჩა ნინომ,- მე ვერასდროს ვერაფერს ვჩუქნიდი ხოლმე.
- დიდი ხანია ვფიქრობ და აღარ ვიცი რა ვქნა,- ამოიოხრა ანამ,- რას აკეთებ?
- სოკოს, არ გინდა?
- გაწიე, გთხოვ,- ხელი აიფარა წინ,- ვერ ვიტან სოკოს, საშინელი სუნი აქვს.
- შენ რა წუნია გახდი ამ ბოლო დროს,- გაეღიმა ნინოს.
- როდის არ ვიყავი?
- რას შეჭამ?
- რამეს მოვიმზადებ, თან მე მაინც გაგის ველოდები,- წამოდგა ცოტახანში ფეხზე. თითქმის ოცი წუთი ფიქრობდა რა მოემზადებინა. თუმცა ხორცი რომ გამოიტანა და მისი დაჭრა დაიწყო, იმდენად სპეციფიური ეჩვენა სუნი რომ ხელი უშვა და უკან გაიწია,- მერამდენედ…
ამოილუღლუღა თავისთვის. თუმცა მიბრუნება ვეღარ შეძლო, გაჭირვებით ჩადო ხორცი წყალში და ოთახში ავიდა, ფანჯრები გამოაღო და მაშნვე ლილეს დაურეკა.
- პრობლემა მაქვს,- მიახალა ახლადგაღვიძებულ გოგოს,- თან ძალიან დიდი.
- რა ხდება?
- ბოლო პერიოდია ცუდად ვარ,- თმებში შეიცურა ხელი,- ცუდად კი არა მგონი ორსულად ვარ.
- მეღადავები?- დააღო პირი ლილემ,- არ არსებობს, რა მაგარია.
- არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ დებილი უნდა იყო ეს ნიშნები რომ ვერ შენიშნო.
- ბავშვი გეყოლება, დეიდა გავხდები,- ამოიტირა ლილემ,- ტესტი გაიკეთე მიდი. სადმე აფთიაქი როგორ არ იქნება. რამდენი ხანია ასე ხარ?
- რამდენიმე კვირა...
- აქამდე როგორ არ იფიქრე მაგაზე?
- ვიფიქრე, უბრალოდ არ ვიყავი დარწმუნებული...
- მიდი, მალე გაიკეთე და გამაგებინე, გელოდები იცოდე არ დაგავიწყდეს,- გაუთიშა ტელეფონი დაქალს.
ლილე ლამის მთელი დღე ელოდა პასუხს, არ ურეკავდა, არ უნდოდა დაეძაბა, ან ვინმეს რამე ეჭვი გასჩენოდა. ვერ მოისვენა ადგილზე. ანდრიასაც კი ვერ დაელაპარაკა წესიერად. უკვე საღაქმო ხანი იყო, ოთახში შეიკეტა, საწოლზე დაჯდა და უკვე მზად იყო თავად დაერეკა მეგობრისთვის და ეკითვა რა ხდებოდა და რამე სიახლე თუ ჰქონდა. თუმცა აღარ გახდა საჭირო, რადგან ანასგან თავად მოვიდა შეტყობინება.
"დადებითია"- ო რომ წაიკითა ხმამაღლა წამოიკივლა. მაშინვე პირზე იტაცა ხელი რომ ნატოს არ შეშინებოდა.
"გილოცავ, ჩემო ლამაზო" მისწერა უკან და ბედნიერი გადაწვა საწოლზე. მისი ერთადერთი და განუმეორებელი მეგობარი ახლა შვილს ელოდებოდა, ამაზე მაგარი რაღა უნდა მომხდარიყო, თუ არ ჩათვლიდა იმას რომ თავისი გადარეული შეყვარებული მის მოტაცებას გეგმავდა.
ანა კიდევ დიდხანს ფიქრობდა გაგისთვის როგორ ეთქვა ეს ამბავი. რამე მოეწყო? სახეში მიეხალა? ოჯახის წევრებთან ერთად ეთქვა? უკვე ფიქრისგან ალბათ თავიც კი გაუსკდებოდა, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა, მშვიდად წყნარად ეხარებინა, თუმცა გაგი არ ჩანდა. გარეთ გასულიყო, ენგურთან მაშველები რაღაცას აკეთებდნენ და სოფლის ბიჭებიც მათ ეხმარებოდნენ.
- გაგი არ მოსულა?- მოიკითხა ერთი საათის შემდეგ.
- ჯერ არა შვილო, რა გინდა?- ამოსძახა ნინომ.
- არა, არაფერი,- კარი მიიხურა და ცივ საწოლში ჩაწვა. ვერ მოისვენა, ვერც დაეძინა, ალბათ ღამის სამი საათი იყო ძილბურანში მყოფმა რომ იგრძნო ქმრის ხელები წელზე. საწოლი ჩაიზნიქა, ქალს მიეალერსა მხარზე და მკლავებში ჩაიწვინა,- მოხვედი.
- გაგაღვიძე?- დაღლილი იყო, თანაც ძალიან. ანა წამოიწია, დაბალი ლამპა აანთო და ისევ ქმრისკენ მიბრუნდა.
- მორჩით?
- არა, მაგრამ მიხედავენ თვითონ,- ამოიოხრა დაღლილმა.
- რაღაც უნდა გითხრა,- მიბრუნდა ანა და ლოყაზე მოეფერა,- რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
გაგიმ ოდნავ შეიჭმუხნა წარბები, თუმცა თვალებში მაინც სითბო ედგა
- მოხდა რამე?- ხმადაბლა ჰკითხა, ხელი არ გაუშვა, ისევ მჭიდროდ ჰყავდა მიხუტებული. ანა რამდენიმე წამი ჩუმად იყო. თითქოს სიტყვებს არჩევდა, თითქოს ეშინოდა რომ ხმამაღლა ნათქვამი ყველაფერი რეალობად გადაიქცეოდა. მერე ღრმად ჩაისუნთქა, ხელი მის ხელზე დაადო და თვალებში შეხედა.
- მგონია… არა, დარწმუნებული ვარ… - ხმა ოდნავ აუკანკალდა, მაგრამ ღიმილი მაინც გაეპარა,- ორსულად ვარ.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ გარედან შემოსული ქარის შორეული ხმა ისმოდა. გაგი ერთ წამს არ განძრეულა, თითქოს ვერ გაიაზრა, რაც გაიგო.
- რას ამბობ…- წამოიყვირა, თუმცა ანამ პირზე ხელი ააფარა,- ანა… მართლა?
ანამ ნელა დაუქნია თავი.
- ჰო… უკვე რამდენიმე დღეა ვფიქრობდი, მაგრამ დღეს დავრწმუნდი,- გაგიმ ხელი უფრო მჭიდროდ მოუჭირა, მერე უცებ წამოიწია, თითქოს ვერ მოითმინა და პირდაპირ თვალებში ჩახედა.
- ანუ… ჩვენ…- სიტყვები ვერ იპოვა, ღიმილი ნელ - ნელა გაეფინა სახეზე, ისეთი, როგორსაც იშვიათად აჩვენებდა,- ანა… ჩვენ ბავშვი გვეყოლება?
ანას თვალები აუწყლიანდა, მაგრამ სიცილიც მოჰყვა.
- ჰო…- ძლივს თქვა,- გვეყოლება.
გაგის აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ მოეხვია, ისე ძლიერად, თითქოს ამით უნდოდა დაერწმუნებინა თავი რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა. ანამ თავი მის მკერდზე მიადო, ისევ ის ნაცნობი სითბო იგრძნო, მაგრამ ამჯერად სხვანაირი - უფრო ღრმა, უფრო მნიშვნელოვანი.
- იცი როგორ მეშინია?- ჩურჩულით თქვა ანამ.
- რა?- გაგი ოდნავ მოშორდა, ისე რომ თვალებში ჩახედა.
- შენ წარმოიდგინე, როგორი იქნება?- ჰკითხა ანამ ჩუმად. გაგიმ ჩაიცინა.
- თუ შენ დაგემსგავსება, ძალიან ლამაზი იქნება.
- და თუ შენ?
- მაშინ ძალიან ჯიუტი,- გაეცინა,- მაგრამ მაინც საუკეთესო.
ორივეს გაეღიმა.
- ყველაფერი შეიცვლება, არა?
- ჰო,- უპასუხა გაგიმ,- მაგრამ ერთად ყველაფერს შევძლებთ. ხვალ ექიმთან წავიდეთ, გავარკვიოთ ყველაფერი.
გარე სამყაროში ისევ ქარი ქროდა, მაგრამ ამ ოთახში სიმშვიდე იდგა. იმ ღამეს ანას აღარ შეშინებია. არც სიზმრები დაბრუნებია. მხოლოდ ერთხელ, ძილში, თითქოს ისევ დაინახა ბალახზე მჯდარი პატარა ბავშვი - ამჯერად არ გამქრალა. უბრალოდ შებრუნდა, გაუღიმა და ისევ თამაში გააგრძელა. ანას მშვიდად ეძინა. ხელები მუცელზე ჰქონდა შემოხვეული, თითქოს უკვე იცავდა შვილს. მის გვერდით გაგი იწვა, ნახევრად ჩაძინებული, მაგრამ ხელი მაინც არ გაუშვია.
და დიდი ხნის შემდეგ, ორივემ ერთდროულად იგრძნო რომ ყველაფერი მართლა სწორად მიდიოდა.
- იცი რაზე ვფიქრობდი?- ანამ ნელა დაიწყო, თითები ერთმანეთში გადაახლართა,- გოგო იქნება თუ ბიჭი?
- მე გოგო მინდა, ლამაზი, სიფრიფანა გოგო.
- გჯერა რომ ჩვენი შვილი ნაზი და სიფრიფანა იქნება?- წარბები აზიდა ანამ.
- არ ვიცი, მინდა რომ იყოს. შენ?
- მე ბიჭი მინდა,- თავი გააქნია ანამ,- დიდი ბიჭი გაიზრდება და დედიკოს დაეხმარება ბევრ რამეში.
- მე მაინც გოგო მგონია.
- იცოდე სახელებზე როგორც შევთანხმდით, ისე იქნება,- წამოაძახა ანამ.
- კარგი, ხო, არაფერი მითქვამს,- ჩაეცინა გაგის,- დაიძინე ახლა, ხვალ ექიმთან მიივდივართ.
* * *
გაგის ალბათ ცხოვრებაში არ უტანჯია ისე, როგორც ამ ცხრა თვეს იტანჯა. ანას კაპრიზები არ სრულდებოდა, წუწუნი, ტირილი, ჩხუბი, მშობიარობა საერთოდ კატასტროფა იყო, ბავშმა დილის ხუთის წუთებზე რომ გადაწყვიტა დაბადება. ალბათ ამაზე დიდი ტკივილი არც უგრძნია და ვეღარც იგრძნობს ანა, ლამის ექვსი საათი იტანჯა და შუადღის თორმეტ საათზე გაგი გარეთ გამოვარდა და ყველას ახარა პატარა დაჩი ხერგიანის დაბადება. იმ დღეს სამეგრელოც და სვანეთიც ფეხზე იდგა, ყველა ერთად ზეიმობდა, ყველა ერთ მაგიდასთან იხსდა. ზეიმი დიდხანს გაგრძელდა. ეზოში ხმაური, სიცილი და სადღეგრძელოები ერთმანეთში ირეოდა, ღვინის სუნი და ახლადმომზადებული საჭმლის არომატი ჰაერში ტრიალებდა. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა - ახლობლები, მეზობლები, შორეული ნათესავებიც კი, თითქოს ყველას უნდოდა საკუთარი თვალით ენახა ის სიხარული, რაც იმ დღეს ამ ოჯახში დაიბადა. გაგი თითქმის ყველა ადამიანს ხვდებოდა, ყველას ეხვეოდა, უღიმოდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა რომ გონება სხვაგან ჰქონდა - სახლში, იმ პატარა ოთახში, სადაც ანა და მისი შვილი ელოდებოდნენ. არ უნდოდა რომ ფეხზე ამდგარიყო, სთხოვა რომ დაესვენა და თავად მიხედავდა სტუმრებს. საღამოსკენ, როცა მზე მთებს მიღმა ჩაიკარგა და ცა ნელ - ნელა მუქი ლურჯი გახდა, ეზოც დაცარიელდა. ხმაური ჩაცხრა, დარჩა მხოლოდ სუფრის ნარჩენები და იმ დღის კვალი - სიცილის, სიხარულის და რაღაც ახლის დასაწყისის. სახლში კი სხვა სიჩუმე იდგა. თბილი, მშვიდი და ნაზი. ანა საწოლში იწვა, ძალაგამოცლილი, მაგრამ სახეზე მსუბუქი ღიმილი ედო. მისი მზერა სულ ერთ წერტილზე ჩერდებოდა - პატარა საწოლზე, სადაც დაჩი იწვა. ბავშვი მშვიდად სუნთქავდა, ხანდახან ოდნავ იძროდა, თითქოს ჯერ კიდევ ეჩვეოდა ახალ სამყაროს. გაგი ჩუმად შევიდა ოთახში. კართან შეჩერდა, რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა ამ სურათს - ანას, რომელიც ძლივს იკავებდა თვალის დახუჭვას და მაინც არ აშორებდა მზერას შვილს, და პატარა ბავშვს, რომელიც თითქოს ყველაფრის ცენტრში იწვა. ის ნელა მიუახლოვდა, თითქოს ეშინოდა რომ ხმაურით ამ სიჩუმეს დაარღვევდა. საწოლთან ჩამოჯდა და ჯერ ანას შეხედა, მერე ბავშვს.
ამ წამში პირველად იგრძნო სრულად, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.
დაჩი მსუბუქად შეირხა და პატარა ხელი გაშალა. გაგიმ ინსტინქტურად გაუწოდა თითი. ბავშვი მაშინვე მოეჭიდა. გაგი გაშეშდა. მის სახეზე ღიმილი გაჩნდა - მშვიდი, ღრმა და ცოტა დაუჯერებელიც. ანა ამ ყველაფერს ჩუმად აკვირდებოდა. მისი თვალები სავსე იყო დაღლით, მაგრამ იმავდროულად ისეთი სითბოთი, რომელიც მხოლოდ იმ მომენტში იბადება, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ოთახში არავინ ლაპარაკობდა. არც იყო საჭირო. გარედან შორეული ხმები ისმოდა - ქარის მსუბუქი შრიალი, ძაღლის ყეფა, სოფლის ჩვეულებრივი ღამე. მაგრამ ამ პატარა სივრცეში დრო თითქოს ნელდებოდა. ანა ნელა წამოიწია რომ უკეთ დაენახა. მისი მზერა ბავშვზე შეჩერდა, მერე გაგისკენ გადავიდა.
ისინი ერთმანეთს შეხვდნენ თვალებით. ამ მზერაში იყო ყველაფერი - გადატანილი ტკივილი, დაღლა, შიში და ის სიხარული, რომელიც სიტყვებს აღარ საჭიროებდა. გაგიმ ხელი გაუწოდა და ანას ხელზე დაადო. ორივე ჩუმად იჯდა, ერთმანეთის და ბავშვის გვერდით. დაჩი ისევ მშვიდად სუნთქავდა. მისი პატარა გულმკერდი ნელა მოძრაობდა, თითქოს ამ ახალ სამყაროს საკუთარ რიტმს აძლევდა. და ამ წამში, იმ პატარა ოთახში, ყველაფერი ძალიან მარტივი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ისინი სამნი იყვნენ. ერთად.
და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
* * *
სვანეთი ისევ ისეთი იყო - მაღალი, მშვიდი და ამაყი. მთები, რომლებიც თითქოს დროის გარეთ არსებობდნენ, ისევ ისე იდგნენ, როგორც წლების წინ. მაგრამ ანასთვის ყველაფერი მაინც სხვანაირად ჩანდა.
- დაჩი დაეცემი და მერე ტირილით არ მოხვიდე ჩემთან,- დაჩი აქეთ - იქით დარბოდა კიბეებზე და დღეს უკვე მესამედ მისცა შენიშვნა ანამ.
ეზოში ხმაური იდგა. ლილეს და ანდრიას ქორწილისთვის მზადება დილიდანვე დაწყებულიყო. ქალები სუფრას აწყობდნენ, კაცები ეზოს ამზადებდნენ, ბავშვები კი იქვე დარბოდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, სიცილით ავსებდნენ მთელ სივრცეს. ანა კართან იდგა და ამ ყველაფერს უყურებდა. სახეზე მშვიდი ღიმილი ჰქონდა. თმა ზურგზე ჩამოშლოდა, ხელში პატარა პერანგი ეჭირა, რომელიც უკვე მესამედ ჰქონდა გასწორებული.
- დედა!- პატარა ხმა მოესმა ქვემოდან. დაჩი ეზოდან ამორბოდა, თმები არეულად, ლოყები აწითლებული, თვალები კი ისეთი ცოცხალი, როგორიც ყოველთვის.
- კიდევ წაიქეცი?- გაუწყრა ანა და დაიხარა, ხელები გაშალა. ბავშვი მაშინვე მიეკრო, პატარა ხელები კისერზე შემოხვია.
- ბებომ კამფეტები მომცა,- აღფრთოვანებით თქვა.
- ჯერ ჩავიცვათ,- გაეცინა ანას,- მერე მამასთან წადი და ნახე რას შვება. ოღონდ აღარ ირბინო, კარგი?
- კარგი დედიკო,- დაჩიმ თავი დაუქნია, თუმცა თვალებში აშკარად ჩანდა რომ ეს დაპირება დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მალევე გაგი შემოვიდა ოთახში. უკვე ჩაცმული იყო, თეთრი პერანგი ეცვა, ოდნავ დაკეცილი მკლავებით. თვალებით ჯერ ანა მოძებნა, მერე დაჩი.
- ჩემო ჩემპიონო,- ხელში აიტაცა შვილი,- როგორი სიმპატიური ხარ, გოგოებს მოაჯადოვებ.
- ეგ რას ნიშნავს?- წაიჩლიფინა ბავშვმა.
- ბევრ გოგოს მოეწონები,- აუხსნა სიცილით,- ნახე დედიკო რა ლამაზია.
გადახედა ცოლს და ჩაათვალიერა თავიდან ბოლომდე.
- წავიდეთ მალე, ლილესთან უნდა მივიდე, დღეს დაჩი შენზეა, მე მეჯვარე ვარ,- წარბები აუთამაშა ანამ.
- რატომ ხარ შენ მეჯვარე და მე არა?
- დაგასწარი და იმიტომ,- ენა გამოუყო ქმარს და ოთახიდან გავიდნენ.
ნაკანების ეზო სავსე იყო, ჯერ ეკლესიაში უნდა ასულიყვნენ ჯვრისწერაზე, მერე კი რესტორანში უნდა მისულიყვნენ. დილიდანვე მოძრაობა არ წყდებოდა - კარში შემოსვლა, მისალმება, ჩქარი ნაბიჯები, ჩურჩულები და ხანდახან ხმამაღალი სიცილიც. ქალები ბოლო დეტალებს ამოწმებდნენ, კაცები მანქანებს ალაგებდნენ, ბავშვები კი ყველაფრის შუაგულში დარბოდნენ, თითქოს ეს დღე მთლიანად მათი იყო. ლილე სახლიდან რომ გამოვიდა, ეზოში წამით სიჩუმე ჩამოვარდა. თეთრი კაბა ნაზად მიჰყვებოდა მის ნაბიჯებს, თმა მხრებზე ეყარა, სახეზე კი ის ემოცია ედო, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს - შიში, სიხარული და მოლოდინი ერთად.
ანდრია კართან ელოდებოდა. როცა დაინახა, რამდენიმე წამით უბრალოდ უყურა, თითქოს ვერ იჯერებდა. მერე ნელა მიუახლოვდა, ხელი გაუწოდა. ანა ამ ყველაფერს ოდნავ მოშორებით იდგა და აკვირდებოდა. მის გვერდით გაგი იდგა, ხოლო დაჩი ხელში პატარა მანქანას ატრიალებდა, თუმცა თვალს არ აშორებდა იმ სცენას, რომელიც მისთვისაც რაღაც მნიშვნელოვანს ნიშნავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ ხვდებოდა რას.
- დედა, ახლა სად მიდიან?- ჰკითხა ჩუმად.
- ეკლესიაში,- უპასუხა ანამ,- ჯვარი უნდა დაიწერონ.
დაჩიმ თავი დაუქნია, თითქოს მიხვდა, მერე ისევ მანქანას დახედა, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ზემოთ აიხედა. მანქანები ერთიმეორის მიყოლებით დაიძრა. გზა მთებისკენ ადიოდა, ვიწრო და მოხვევებით სავსე. ფანჯრებიდან ჰაერი შემოდიოდა - სუფთა, გრილი, ისეთი, რაც მხოლოდ სვანეთში იგრძნობა.
ანა ფანჯარაში იყურებოდა. გზის ორივე მხარეს ხეები და ქვები სწრაფად იცვლებოდა, შორიდან კი ეკლესიის თეთრი კედლები უკვე მოჩანდა. გაგიმ ხელი ჩუმად მოჰკიდა. ანა მისკენ არც შებრუნებულა, უბრალოდ თითები მოუჭირა. ეკლესიის ეზოში ასვლისას ისევ ის ნაცნობი სიმშვიდე იგრძნობოდა, რომელიც ყველა ხმაურს ჩუმად ფარავდა. ჯვრისწერა ნელა, მშვიდად დაიწყო. სანთლების შუქი კედლებს ეცემოდა, მღვდლის ხმა ექოდ ისმოდა. ლილე და ანდრია გვერდიგვერდ იდგნენ. ხელები ერთმანეთში ჰქონდათ ჩაკიდებული, თვალები კი ხან ერთმანეთს, ხანაც მიწისკენ გაურბოდათ. ანა ყურადღებით უყურებდა. რაღაც მომენტები თითქოს ძალიან ნაცნობი იყო - სიტყვები, ჟესტები, ის უხილავი დაძაბულობა, რომელიც თანდათან მშვიდობაში გადადიოდა. გაგი მის გვერდით იდგა, ჩუმად, სერიოზული. დაჩი კი თავიდან ინტერესით უყურებდა ყველაფერს, მერე ნელ - ნელა გაგის მიეკრო, თავი მის ფეხს მიადო და გაჩუმდა. როცა ჯვრისწერა დასრულდა, ეკლესიის ეზოში ისევ ხმაური დაბრუნდა. ხალხი ულოცავდა, ეხუტებოდა, ფოტოების გადაღება დაიწყო. ლილე იცინოდა, ანდრია უკვე უფრო თავისუფლად იდგა მის გვერდით. ანა მიუახლოვდა, ნაზად მოეხვია.
- ბედნიერები იყავით,- ჩუმად უთხრა. ლილემ თავი დაუქნია, თვალები ოდნავ აუწყლიანდა. მანქანები ისევ დაეშვა ქვემოთ. ახლა უკვე გზა რესტორნისკენ მიდიოდა.
მზე მაღლა იდგა, მაგრამ ჰაერში უკვე იგრძნობოდა დღის ის ნაწილი, როცა ყველაფერი ნელ - ნელა საღამოსკენ მიდის. ანა ისევ ფანჯარაში იყურებოდა. მის გვერდით გაგი იჯდა, წინ კი დაჩი, რომელიც ახლა უკვე დაღლილი, მაგრამ მაინც აღფრთოვანებული ლაპარაკობდა ყველაფერზე, რაც ნახა. ანა უსმენდა, მაგრამ თან საკუთარ ფიქრებში იყო. ეს დღე თითქოს ბევრ რამეს აერთიანებდა - წარსულს, აწმყოს და იმას, რაც წინ ელოდათ. ჩუმად გახედა გაგის. გაგიმაც იმ წამს შეხედა. არაფერი უთქვამთ. რესტორნის ეზოში მანქანები ერთიმეორის მიყოლებით გაჩერდა. ხმაური ისევ წამში დაბრუნდა - სიცილი, მისალმებები, კამერების წკაპუნი. კართან შეკრებილმა ხალხმა გზა გაუხსნა ახალდაქორწინებულებს. ლილე ნელა ჩამოვიდა მანქანიდან. კაბის ბოლო მიწას მსუბუქად შეეხო, ფატა ოდნავ გვერდზე გადაეწია. ერთი წამით გაჩერდა, თითქოს სუნთქვა უნდა დაელაგებინა. ანა მაშინვე მიუახლოვდა.
- მოიცადე,- ჩუმად უთხრა და ფატა ფრთხილად გაუსწორა, თმა ყურს უკან გადაუწია. ლილემ ღიმილით შეხედა.
- ნერვიულობა არ მეშვება…
- ნორმალურია,- გაუღიმა ანამ,- მალე გაივლის.
ლილემ ამოისუნთქა.
- შენც ეგრე იყავი?- ანა წამით ჩაფიქრდა, მერე ოდნავ გაეცინა.
- უარესად,- ორივეს გაეღიმა.
- და მერე?- ჰკითხა ლილემ ჩუმად.
- მერე მიხვდი რომ უბრალოდ თავისუფლად უნდა იყო…- ნელა უთხრა ანამ,- ყველაფერი თავისით დალაგდება.
ლილემ თავი დაუქნია. თვალებში უკვე ცოტა მეტი სიმშვიდე გამოჩნდა.
- მიხარია რომ აქ ხარ…
ანა ნაზად მოეხვია.
- ყოველთვის,- ცოტა მოშორებით ანდრია დაჩისთან ერთად იდგა. ბავშვი ინტერესით უყურებდა ყველაფერს, ხელში ისევ თავისი პატარა მანქანა ეჭირა. ანდრია დაიხარა და ხელში აიყვანა.
- აბა, შენ რას იტყვი, მოგწონს ეს ამბავი?
დაჩიმ სერიოზულად შეხედა.
- ძალიან ბევრი ხალხია,- ანდრიას გაეცინა.
- იმიტომ რომ შენმა საყვარელმა ბიძიამ ცოლი მოიყვანა.
- როგორც იქნა,- ანდრიამ ჯერ გაგის გადახედა.
- ოთხი წლისაა და დედასავით ენაკვიმატია,- გაგიმ ჯერ ჩაიფხუკუნა, ანდრიას სახის დანახვაზე თავი ვერ შეიკავა და გადაიხარხარა ბოლო ხმაზე.
რესტორანში ყველაფერი შეიცვალა, ის სიმშვიდე და დაღლილობა სადღაც გამქრალიყო. მისვლის შემდეგ, ანდრია ჯერ ლილეს მშობლებს დასდევდა, მერე ერეკლეს უხსნიდა ერთი საათი როგორ მოსულიყო რესტორანში, რადგან დაიკარგა. ორ საათში უკვე ყველა მთვრალი იყო. ანა ლილეს გვერდით იჯდა და ქმარს ეძებდა, რომელიც ასევე მთვრალს დაჩი აეყვანა ხელში და ნინოს ეცეკვებოდა. გაეღიმა მათ დანახვაზე.
- ეკლესიაში რომ ავედით ჩემი თავი გამახსენდა,- ღიმილი დაეტყო სახეზე.
- როგორ იყავი აქ მარტო? ცოტა მეშინია.
- არ ვიცი, სიბრაზეს ვყავდი დაბრმავებული,- მხრებს იჩეჩს ანა,- შენ შეგიძლია თბილისში იცხოვრო, მითხრა ანდრიამ რომ შემოგთავაზა.
- ჰო, მითხრა, მაგრამ მინდა ცოტახნით აქ ვიყოთ, აქაურობას შევეჩიო,- გადახედა ანდრიას ლილემ, რომელიც მთელი ეს დრო თავის ძასთან ერთად ცეკვავდა,- მერე ვნახოთ.
- მეზობლები ვიქნებით,- მიიხუტა გოგო,- ძალიან მიხარია შენ გამო, მაგრამ ახლა ცოტახნით უნდა დაგტოვო, თორემ ჩემი ქმარი ბავშვიანად დაეცემა იატაკზე.
წამოხტა ფეხზე და სცენის შუაში გაიქცა.
- გაგი მომიყვანე,- მიუახლოვდა ქმარს უკუღმა.
- გეძებდი,- შუბლზე აკოცა ქმარმა,- სახლში უნდა ავიყვანო, ჩაეძინა.
- შეძლებ წასვლას?
- მარტო მიშვებ?- წარბები აწია კაცმა,- მერე რომ ვიღაც ქალებ...
- ენას ამოგაძრობ იცოდე,- მხარზე წამოარტყა ხელი,- წადი, მოგყვები, მერე მოვბრუნდეთ.
- მოდი, ჩემო ცხოვრება,- ცალ მკლავზე დაიწვინა დაჩი და მეორეთი ცოლის თითებში ახლართა საკუთარი,- მეორეზეც უნდა ვიფიქროთ, ამჯერად გოგო უნდა იყოს.
ანა მხარზე მიეკრა, პატარა ბიჭს ხელები მოხვია, მერე გვერდით გადახედა. გაგიმ ღრმად ჩაისუნთქა, ჩაფიქრდა და ნელა უთხრა.
- მართლა ვერ გადავიტან ჩემი გოგო… უცებ რომ მომტაცონ. ვერა! შენც გახსოვს, როგორი თავქარიანი იყავი, არა? ყოველთვის ჯიუტი, ურჩი… არაფერი მოგწონდა, ყველას წინააღმდეგ მიდიოდი.
- აბა თავი დამექნია და კისერზე ჩამოგკიდებოდი?- ცხვირი აიბზუა ანამ.
- არა, მაგრამ იმდენად ვეღარ გერეოდი უკვე რომ ვფიქრობდი, აზრი არ ჰქონდა შენთან ომს. ერთ მომენტში ისიც ვიფიქრე უკან ხომ არ დამებრუნებინე.
- გაგიმართლა რომ სიმპატიური ხარ და შემიყვარდი,- თითი აუფრიალა ანამ.
- მე ყველაზე სიმპატიური ვარ მთელს სვანეთში.
- ოხ ეს ამბიციები და თავდაჯერებულობა რომ არ გქონდეთ ამ სვანებს რა გეშველებოდათ,- აატრიალა თვალები ანამ.
მზე ნელ - ნელა ჩადიოდა, თეთნულდის დათოვლილ მწვერვალს ანათებდა. შხარასა და თეთნულდის ჩრდილები მთების ფერდობებზე იჭიმებოდა, თითქოს ნაზი ფუნჯის წვეთებით დახატეს, მზის სხივები კი მათ შორის ფაქიზად ირეკლებოდა, ყველაფერს ოქროსფრად ამძაფრებდა. დაჩის ჩუმი სუნთქვა, მისი პატარა მკლავები, რომლებიც ანას და გაგის თითებში იშლებოდა, ნაზი, მაგრამ მტკიცე კავშირი იყო, რაც გრძნობას სიძლიერეს სძენდა. ანა და გაგი ერთმანეთის გვერდით იდგნენ, თითები ჩახლართული, თვალებში სითბო და სიყვარული აენთოთ. მათი მზერა, ტუჩებზე ოდნავი ღიმილი, ხელებში მოქცეული პატარა სიცოცხლე - ყველაფერი ერთ დიდ, მშვიდ, სრულყოფილ პეიზაჟში იჭრებოდა. ბუნება, ადამიანი, სითბო, ნაზი სიცილი - ერთმანეთში ასე აბსოლუტურად შერეული იყო რომ თითქოს დრო გაიყინა, ყოველ წამს ღრმა მნიშვნელობა შეეძინა. მთელი ისტორია, წარუშლელი, თითქოს დასრულებული სურათი, ერთ მომენტში გაჩერდა. სვანეთის ფერდობები, მზის სხივები, წვიმის მსუბუქი სურნელი, პატარა დაჩის მშვიდი სუნთქვა და მათ გულებში ერთდროულად მცხოვრები უსაზღვრო სითბო და სიყვარული. ყველა დაძაბულობა, წუხილი, შიშები, წარსული ამბები - ერთ წამში გაქრა, გაჩნდა მხოლოდ სიმშვიდე, სილამაზე და ახალი დასაწყისი. დაჩის სუნთქვა ნაზად იგრძნობოდა ორივე მშობლის გულში, პატარა მკლავები მათ თითებში მოქცეული ჰქონდა. ის იყო მათი სიყვარულის, ერთიანობისა და მომავლის სიმბოლო - ნათელი და ცოცხალი, მომავალი, რომელიც უკვე დაწყებული იყო, დასაწყისი, რომელიც იმედით იყო გაჯერებული. გაგი ანასკენ იხედებოდა. ახლა იმ გოგოს ხედავდა მასში, წლების წინ რომ მაკას ზურგს უან შენიშნა, დაუცველი, შეშინებული, მაგფრამ მაინც მტკიცე და ჯიუტი. თვალებიდან რომ სიბრაზის ნაპერწკლებს აფრქვევდა.
და ბოლოს, როგორც შხარა და თეთნულდი ბუნებაში ერთმანეთს ერწყმიან, ისე გაერთიანდნენ ისინი და ასე, მზის სხივების, მთებისა და მდინარის ჩრდილების ფონზე, ზღაპრული სვანეთის გულში, თავქარიანი მეგრელი გოგონა და ურჩი სვანი ბიჭი, საბოლოოდ ერთად დარჩნენ - ყველა სირთულის, ყველა კამათის, ყველა ჯიუტობის მიუხედავად, სიყვარულის და სიმშვიდის სიმბოლოდ.



№1 სტუმარი Obli Vion

საუკეთესოო იყოო❤️
პ.ს.მინდოდა ანდრიას ლილე მოეტაცა😁

 


№2  offline წევრი ლილეო

აუ საოცრება იყო ზუსტად ის დასასრული რასაც იმსახურებდენ❤️🥰

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamo

მადლობა!♥️ არ მინდოდა რომ
დასრულებულიყო! მთელი წერის პროცესში აქ ვიყავი და გგულშემატკივრობდი:)) ♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგი იყოო heart_eyes heart_eyes ველი ავტორის ახალ ისტორიებს

 


№5 სტუმარი Ბელა

Ეხლა დავმშვიდი ბოლომდე რომ წავიკითხე😁🩷💝 კარგი იყო🧡❤️
Მიყვარს💛

 


№6 სტუმარი სტუმარი ცისანა

ძალიან მომეწონა
საუკეთესოა. ♥️
მადლობა მიღებული ემოციებისათვის♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

ორივე ნაწილი წავიკითხე..საინტერესო იყო...სიუჟეტი, პერსონაჟები.. და რაც მთავარია ემოციებით სავსე.. მართალო მანგარო მიმეწონუ❤️ მალას გუმახარით წარმატებები❤️

 


№8  offline წევრი სართია

გახარებედათ იშენდო იშენი🤩

გახარებედათ იშენ დო იშენი🤩
--------------------
რიტა❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციების გადმოსაცემად ,რაც ამ ისტორიის კითხვისას ვიგრძენი,საოცრად დახვეწილია,ფრთხილი და სავსე ემოციებით👏❤️მადლობა ავტორს👏❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგი იყო ,წარმატებები და დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით

 


№11 სტუმარი სტუმარი ლიაკო

სუპერი იყოოოო

 


№12 სტუმარი სტუმარი მანანა

როგორ ველოდებოდი და როგორ მასიამოვნა 💞💞💞 რა თქმა უნდა სიყვარულმა გაიმარჯვა ❤️❤️ უკან დარჩა ყველა წყენა, უსიამოვნება და კარგია რომ არ მისცეს გაგიმ და ანამ თავის სიჯიუტეს და ამბიციებს გაგრძელების უფლება 🌺🌺🌺 ანდრია და ლილეც საუკეთესო წყვილია ამ ისტორიაში, რომლებმაც თავის სიყვარულს ფრთები შეასხეს და ქორწილით დააგვირგვინეს 🥰🥰 დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს ახალ ისტორიას. ძალიან კაეგად და შინაარსიანად წერთ და გადმოსცემთ 💕💕💕 დროებით გემშვიდობებით 👋👋👋

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საუკეთესო იყო საოცარი საინტერესო კარგი დასრულით ვლოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ♥️🥰

 


№14 სტუმარი სტუმარი ირო

მიხარია რომ საიტზე ახალბედა მწერალი გამოჩნდა.მიხარია რომ ამ ისტორიამ ისე ჩამითრია,ყველაფერი დამავიწყა.ძალიან ლამაზად და საინტერესოდ წერ.წინასიტყვაობაში დაწერე რომ ბევრი ისტორია გაქვს დაწერილი და დღის სინათლე მხოლოდ ამ ისტორიამ იხილა.გაგვაცანი შენი შემოქმედება.გაგი და ანა საოცარი წყვილია.რამდენი რამ გადაიტანეს,სვანეტი მართლაც რომ მასეთია თუ ართხელ ესტუმრე და გულში ჩაგიკრა სულ გინდა რომ ესტუმრო და იქის ნაწილი გახდე.

 


№15  offline წევრი Anukaaa_aa

სტუმარი ირო
მიხარია რომ საიტზე ახალბედა მწერალი გამოჩნდა.მიხარია რომ ამ ისტორიამ ისე ჩამითრია,ყველაფერი დამავიწყა.ძალიან ლამაზად და საინტერესოდ წერ.წინასიტყვაობაში დაწერე რომ ბევრი ისტორია გაქვს დაწერილი და დღის სინათლე მხოლოდ ამ ისტორიამ იხილა.გაგვაცანი შენი შემოქმედება.გაგი და ანა საოცარი წყვილია.რამდენი რამ გადაიტანეს,სვანეტი მართლაც რომ მასეთია თუ ართხელ ესტუმრე და გულში ჩაგიკრა სულ გინდა რომ ესტუმრო და იქის ნაწილი გახდე.


ვამზადებ კიდევ ერთ ნაშრომს, უფრო მძიმე, უფრო ემოციური და საინტერესო იქნება წესით, ვეცდებუ მალე გამოვაქვეყნო<3

 


№16 სტუმარი სტუმარი ირინა

კარგი იყო დასასრული საუკეთესო ყოჩაღ

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინიკო

ისე ვისიამოვნე ამის კითხვისას, მიხარია რომ არ იყო ბანალური ეპიზოდები, პირველი ნაწილი შესანიშნავი იყო, ოდნავ,სულ ოდნავ გრამატიკულად იყო გასამართი,რაც მგონია რომ უბრალოდ გამოგეპარა, უზადოდ ნიჭიერი ხარ, ეს პირველ ნაწილს ეტყობა, უამრავ წარმატებას გისურვებ და ჩვენთვის ბევრ სასიამოვნო ნოველას ♥️♥️♥️

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგი იყოო, მშვიდი დასასრული ზედმეტი დაძაბულობის გარეშე.

 


№19  offline წევრი თამო123

რა კარგი წასაკითხი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent