ახდენილი ოცნება (თავი 5)
_ ცოლად გამომყვები?.. ის-ის არის ჩაის ბოლო ყლუპი მოვსვი და ხველება მიტყდება. ძლივს ამოვისუნთქე.ის კი ზის და დაკვირვებით მიმზერს. _ დავიხრჩე ლამის… _ გათვლილი არ მქონია… _ რატომ მეთამაშები? _ ვეკითხები პირდაპირ,თითქოს ერთიანად გამოვფხიზლდი. _ არ გეთამაშები,მართლა გეუბნები… თუ გინდა დაგიჩოქებ… შევყურებ და ვერ ვხვდები,რას აკეთებს.სერიოზული სახე აქვს,მაგრამ რა ცოლი?! _ უნდა წავიდე._ სწრაფად ვდგები. _ არა,მოიცადე._ მაჯაში ასწრებს ხელის ჩავლებას და მისკენ მატრიალებს. _ გთხოვ დარჩი და გამომყევი ცოლად… _ რა სისულელეა?! დამცინი? _ არა,სერიოზული ვარ,ისე როგორც არასდროს…ბანალურად ჟღერს,მაგრამ მართლა… როცა დაგინახე იმ კაბაში… _ არც კი შემოგიხედავს ჩემთვის… ნუ მატყუებ. _ შენ გგონია მასე…მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს… ის კაბა შენ გელოდება,ხომ შენს ტანზე შეკერეს..._ იღიმება ისევ ისე მაცდურად. “ ღმერთო,ახლა არ გამასუსლელო და თანხმობა არ მათქმევინო… რა მაცდური წინადადებაა ჩემი “ ახვლედიანების ვაჟი ცოლობას მთხოვს…” ვუყურებ და ხმას ვერ ვიღებ,იცით რატომ? არც უარის თქმა მინდა და არც თანხმობის.რაღაც ჯერ კიდევ ფხიზლობს ალბათ ჩემში… მიახლოვდება,ნელა,ზანტად.თვალის კონტაქტს არ წყვეტს და ეს უფრო მაბნევს,მაკარგვინებს რეალობის შეგრძნებას… მის ხელებში იქცევს ჩემს სახეს. თავს ხრის,ჩემს ტუჩებთან სულ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებს… მისი ცხელი სუნთქვა,ჩემს სახეზე იშლება… თვალებს დაბნეული ვხრი,არ ვიცი რა გავაკეთო… მე ეს არასდროს გამიკეთებია რეალობაში… ფიქრებში…ოცნებებში…მისთვის ბევრჯერ მიკოცნია,მაგრამ რეალობის წინაშე ახლა ისე დავიბენი და თან ისეთი დიდია ცდუნება… სრულად ფარავს იმ რამდენიმე სანტიმეტრს და მისი რბილი ტუჩების შეხებას ვგრძნობ,რომ არ დავეცე,მის ძლიერ მკლავებს ვხვევ თითებს. ამ ყველაფერს ალბათ თანხმობად იღებს,უფრო მეტად მეკვრის ტუჩებზე,ხელს წელზე მისრიალებს და მიკრავს… რამდენიმე წამი გრძელდება ეს ყველაფერი,მაგრამ ესეც საკმარისია,რომ გონება სრულიად ამირიოს,რეალობის შეგრძნება დამაკარგვინოს და სისულელე მათქმევინოს. _ დარჩები?.. _ რბილი,ჩახლეჩილი ხმით მეჩურჩულება ყურთან და მისი ცხელი სუნთქვა მედება ყელზე. უბრალოდ თავს ვუქნევ… ვგრძნობ იღიმის. ცხვირს ცხვირზე მადებს თვალებში მიყურებს _ ამიერიდან ჩემი მწვანე თვალება ანგელოზი იქნები. ვგრძნობ ცხვირის წვერი მეწვის… ცრემლები მაწვება… ჩემი უცნაური ოცნება ხდება… _ წამოდი._ ხელს მკიდებს და სასტუმრო ოთახში გავდივართ სინათლეს აქრობს,კიბის უჯრედის განათებას ტოვებს.ტელეფონს იქვე თაროზე დებს სელფის რეჟიმზე ტაიმერს რთავს,ოდნავ უკან მხევს და მიხუტებს,თავს მის მკერდში ვმალავ და თმები სახეზე მეფარება. _ ჩვენი პირველი ფოტო…_ იღიმის. _ დარწმუნებული ხარ? _ წარბს ვწევ. დაეჭვებულმა გამომხედა,მაგრამ აქცენტი მის ტელეფონზე ჰქონდა,ფოტო აინტერესებდა. გახსნა და ღიმილით უყურებდა. _ კარგია… _ამომხედა.მაგრამ რატომ ჩამალე სახე? _ უფრო დამაინტრიგებელი და რომანტიულია… დაფიქრებული მიყურებს,თითქოს რაღაცას ზომავს და წონის… _ შეიძლება დავდო ინსტაზე? _ დადე… _ მხრებს ვიჩეჩავ. ფოტოს ტვირთავს. ტელეფონს დივანზე აგდებს. _ მოდი სახლს დაგათვალიერებინებ… ხელს მკიდებს და კიბეებზე ავდივართ.პირველივე კარი მარჯვნივ მისი საძინებელია _ ეს ჩემი ოთახი…თუმცა აწი უკვე ჩვენი… ჩვენი… _ იღიმის და უკნიდან წელზე მხვევს ხელებს._ კარგად ჟღერს… ოთახის სიღრმეში შედის და მიღიმის. _ მოდი…დაისვენე… _ აბაზანით ვისარგებლებ. _ კი. თავისუფლად იყავი… მიახლოვდება და ჩემს სახეს მის ხელებში იქცევს. _ შენი სახლია უკვე… ყველაფერი შენია,ასე რომ რაც დაგჭირდეს ყველაფერი აიღე… აი იმ ოთახში გარდერობია,მოდი… ხელს მკიდებს და საძინებლიდან გამავალ კარში შედის. _ პირსახოცებს იღებს.აიღე ეს… სხვა რა შემიძლია? თავს გვერდზე ხრის და ისე საყვარლად მიღიმის ისევ მიქრება ორჭოფობის შეგრძნება… _ მაისური მათხოვე…_ ვჩურჩულებ. _ აა,ხოო… იცინის და მიწვდის._ ცოტა მოუმზადებელი დაგხვდი._ იცინის და თმაზე ხელს ისმევს. _ რავიცი,კაბის შეკერვას,მსგავსი წვრილმანებით მომზადებულიყავი… იცინის. _ შენიშვნა მიღებულია… გამოვასწორებ უახლოეს დღეებში შენთან ერთად. შუბლზე მკოცნის და გადის. აბაზანაში შევდივარ და კარს ჩუმად ვხურავ. ცივ კაფელს შუბლს ვადებ. სხეულში ჯერ კიდევ ირევა ყველაფერი ემოციები, ალკოჰოლი, მისი შეხება… რა გავაკეთე?.. ხომ გიყვარს? ოცნება აგიხდა… და ახლა?.. ოჯახი?.. კარიერა?.. თმებში თითებს ვისვამ და ნერვიულად ვუჭერ, თითქოს ამ ფიქრებს ასე მაინც დავალაგებ. რას აკეთებ, ნუკი?.. პასუხი არ მაქვს. და სიმართლე რომ ვთქვა — არც ძალა. წყალი მეხება და ნელ-ნელა მიწყნარებს სხეულს, მაგრამ გონება ისევ მისკენ გარბის. მისკენ… მის ხმასთან, მის თვალებთან, მის სუნთქვასთან. შხაპიდან გამოვდივარ, მის მაისურს ვიცვამ. ზედმეტად დიდია, მაგრამ საოცრად კომფორტულია. მისი სურნელი მეკვრის,მაბრუებს,თითქოს ისევ მის მკლავებში ვარ. საწოლში ვწვები. თვალებს ვხუჭავ და კიდევ ერთხელ ღრმად ვისუნთქავ. ორჭოფობა ნელ-ნელა ქრება… ფიქრები იფანტება… ვიცი მხოლოდ ერთი მინდა მასთან ვიყო. და ამ ფიქრით, მშვიდად, უჩვეულოდ მშვიდად, ძილი მეპარება. დილით თვალს ნელა,ზანტად ვახელ.ვერ ვხვდები სად ვარ.გონებას ვძაბავ,რა მოხდა გუშინ… ბარი…ბექა…მასთან სახლში… მის ცოლობას დავთანხმდი… ღმერთო… შხაპი მივიღე და დამეძინა. არაფერი მომხდარა… სასწრაფოდ ვიცმევ და ფეხაკრეფით გავდივარ ოთახიდან. კიბეებზე ჩავდივარ,როცა ბექა პირველ საფეხურზე მეჩეხება,ტანს ზევით შიშველი.ჭიქით ხელში. მიღიმის და მესალმება. _ დილამშვიდობის. _ დილამშვიდობის._ ძლივს ვპასუხობ უხერხული სიჩუმეა. _ უცნაური დილაა ხომ? _ ჰო… _ პირდაპირ დივანზე ვჯდები და ვიწყებ. _ ბექა,სისულელეა რაც გუშინ მოხდა…უფრო სწორად არაფერი მომხდარა…_ თითები ერთიანად მეყინება ნერვიულობისგან,ერთმანეთში ვხლართავ. _ არავინ არაფერი იცის…ჩვენს შორის დავტოვოთ ყველაფერი და დავიშალოთ უბრალოდ…. მიახლოვდება ჩემს წინ იმუხლება.ხელებს ერთმანეთისგან ნაზად მაშვებინებს და თავისაში იქცევს. _ ნუკი,მე გააზრებულად შემოგთავაზე ეს წინადადება… არ გინდა შენ? ჩემი ტელეფონი რეკავს.ეკრანს დავყურებ. თაკო _ ბოდიში,ვუპასუხებ. _ ხო თაკო… _ რა ხო თაკო,გოგოო…სად ხარ? უხერხულად ჩავახველე. _ ნუკიი,არ გამაფრენინო… სად ხარ? ლაშამ დამირეკა… გოგო,ნუ მაგიჟებ ამოიღე ხმა… _ რაო? _ რა რაო?? სოციალური ქსელები აფეთქებულია… ტელეფონი არ გინახავს? _ აა…არაა… _ ნუ მაგიჟებ… _ თაკო,მერე დაგირეკავ გთხოვ… პასუხსაც არ ველოდები ვთიშავ. ვერ ვბედავ სოციალური ქსელების გახსნას.თავს ხელებში ვრგავ. _ ნუკი,რა ხდება?_ ბექას ხმა სერიოზულია. თავს ნელა ვწევ. _ სოციალური ქსელები შეამოწმე? საიდან გაიგეს? ბექას ეღიმება. _ გუშინ ფოტო ხომ ავტვირთე… ვიყინები _ რა ფოტო? ბექა ტელეფონს მაწვდის და ფოტოს მაჩვენებს. ცოტა რთულია გაარკვიო ვინ არის გოგო,ნეტა მიხვდნენ რომ მე ვარ?! _ რა დაწერეს ნახე? _შეშინებული ვეკითხები. თავს მიქნევს. _ რა დავლიეთ ასეთი? _ სასოწარკვეთილი ხელებს თავში ვრგავ ისევ… _ ნუკი,ნუ ღელავ… _ იციან,რომ მე ვარ? _ არა,ჯერ არკვევენ… თავი ავწიე და თვალებში ვუყურებ…სახე ეცვლება.მერე ირონიულად იღიმის. _ პირველ დღესვე მიმატოვებ ხომ?! “მისი ხმა… ღმერთო,ღმერთოო…ეს რა ვქენი?!” _ ეს რა გიჟური დღე გათენდა…როგორმე… კარზე ზარია. სიტყვას ვწყვეტ.ბექა დგება და კარისკენ მიდის. და პირველად, გუშინდელის შემდეგ, ნამდვილად ვგრძნობ ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება. *** _ სოციალური ქსელებით უნდა ვიგებდეთ?? ხუმრობ თუ რა ხდება?_ ქალის ხმაა. თავს ვაბრუნებ.ბექას დედაა.ვცნობ ფოტოებიდან. მზერა ჩემზე გადმოაქვს და იღიმის. _ ანუ მართალია… დეე _ ბექას ეხუტება და კოცნის._ როგორ მიხარიხართ. ბექა დედას ხელებს ხვევს,თუმცა ვგრძნობ დაძაბულია,ალბათ ჩემგან გაურკვევლობის გამო… ეს რა ვქენი? ამ ყველაფერს რა ჩაახშობს უჩუმრად და უმტკივნეულოდ? “იდიოტი ხარ ნუკი,იდიოტი.” ჩემსკენ მოემართება ბექას დედა,მიღიმის და მეკითხება _ შეიძლება ჩაგეხუტო? ღმერთო,რას მიშვრება ეს ხალხი,ყველაზე გარდამტეხ მომენტში მცელავენ. ვუღიმი და თავს ვუქნევ. გულში მიკრავს. _ გილოცავთ,ძალიან მიხარია._ ლოყაზე მკოცნის. _ მადლობ. _ რა ლამაზი ხარ._ მეუბნება და შემდეგ ბექასკენ ტრიალდება,რომელიც იქვე კედელს არის მიყუდებული._ მომწონს უკვე. _ მეც._ პასუხობს მშვიდად. მისი ეს სიმშვიდე მაცოფებს და მამშვიდებს კიდეც ერთდროულად. _ მამაშენი გაგიჟდა.დღეს დაბრუნდება,გადადებს შეხვედრებს და პირველივე რეისით გამოვფრინდებიო. _ არ იყო საჭირო. _ ჰმ… ავთოს შენ გააჩერებდი ახლა და ამ დროს. სარძლო…უფრო სწორად რძალი აინტერესებდა,მაგრამ ვერაფერი ვუთხარი…_ იცინის დედა. _ ნუკი ნაკაშიძე. ბექას დედა თვალებს ავიწროებს. ბექას ეცინება. _ ეგ არის კი… _ აჰ… მეთქი საიდან მეცნობა._ ეღიმება. მე მორცხვად ვიღიმი. ბექას დედაზე ჩემი მშობლები მახსენდება. “ღმერთო გაგიჟდებიან”… _ ბექა… ჩემთან სახლში მინდა… ბექას სახე ეცვლება. _ ჩემს მშობლებსაც… ჯობია მე ვუთხრა,სანამ… _ კი,რა თქმა უნდა… ერთად წავიდეთ. მისი ეს “ერთად” რაღაცნაირად მხვდება გულზე. _ დე,ჩემგან რამე გჭირდებათ? _ არ ვიცი დედა… ცოტა ქაოსური სიტუაციაა… _ არაუშავს.ავთო დაბრუნდება და ერთად დავგეგმოთ ყველაფერი… ახლა მთავარია ნუკის ოჯახს შეატყობინოთ. მე წავალ… ნუკი,გამიხარდა ძალიან…_ ხელახლა მეხუტება,მერე ბექას და მიდის. ტელეფონს შეგნებულად არ ვხსნი. _ ბექა,მანქანა ბარში გყავს…_ როგორც იქნა რაღაც დამოუკიდებლად მახსენდება. _ არაუშავს…მეორეც მყავს.ჩავიცვამ და წავიდეთ. _ კარგი. დროულად გთხოვ. თავს მიქნევს და სწრაფი ნაბიჯით მიემართება საძინებლისკენ. სანამ ბექა გაემზდება თაკოს ვურეკავ. _ მადლობა,სანამ დამირეკე,პახმელია აღარ მკლავს…ეგრევე გამოვფხიზლდი… _ ბოდიში… _ ამოვიკრუტუნე,ვგრძნობ მართლა დამნაშავე ვარ. _ ბოდიში კი არა რა ხდება გამარკვიე. _ არ ვიცი თაკო,არ ვიცი… რატომ დამტოვეთ გუშინ? ლამის ვიტირო. _ რა მოხდა?_ თაკოს ხმა ეცვლება. _ არ ვიცი,მასთან წამოვედით.მერე ასე მოულოდნელად ცოლად გამომყევიო…მეც ხომ იცი… ყველაფერი ერთად… სასმელი… და დავთანხმდი… სიჩუმე. _ დილით ვიფიქრე დავასრულებთ თქო…და თურმე ფოტო აუტვირთია,არც მახსოვდა… _ რაა? რა სიგიჟეა… _ ვიცი…_ თვალებს ვხუჭავ._მჭირდებით. _ მოვალ. _ სახლში გავალთ ჯერ და მერე… _ რჩები? _ თაკოს გაოცებული ხმა მესმის. _ ჰოო… _ ნუკი… _ გთხოვ,ახლა არაფერი მითხრა… _ ნუკი,სანამ დრო გაქვს დაფიქრდი… _ მისმა მშობლებმაც იციან…დედამისი იყო წეღან…ასე ვერ მოვექცევი… _ და შენ? შენს თავზე და გეგმებზე არ ფიქრობ? ეს სიგიჟეა ნუკი… კიბეზე ფეხის ხმა ისმის. _ წავედი და ნიას შეეხმიანე გთხოვ,ლოკაციას ჩაგიგდებთ და მოდით მოგვიანებით. _ კაი. _ წავედით? _ მეკითხება ბექა. თავს ვუქნევ. და უცებ ვხვდები უკან დასაბრუნებელი გზა ნელ-ნელა ქრება. *** _ ბექა… მიყურებს. _ მგონი ჯერ კიდევ მთვრალები ვართ…_ თავს ხელებში ვრგავ. _ არ შეიძლება ფხიზელი ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას იღებდეს… _ არც მასეთი მთვრალები არ ვიყავით…ნუ მე პირადად…_ ეღიმება. _ ბექა,ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა… _ და მეც სერიოზულად შემოგთავაზე…უბრალოდ ბეჭდის გარეშე…_ იღიმება. _ ღმერთო… _ ვოხრავ._ ეს ყველაფერი ფოტოს გამო…?_ არ ვამთავრებ სათქმელს. _ არა._ დაბეჯითებით მპასუხობს._ გაიხსენე მე ჯერ ცოლობა გთხოვე და ფოტო მერე ავტვირთე. _ ხო,მაგრამ მთვრალები ვიყავით… _ არც მასეთი,გითხარი უკვე…_ მპასუხობს გადაწყვეტით,თუმცა რბილი ტონი აქვს. _ მხოლოდ ფილმებში მინახავს მსგავსი ამბები… _ ჩათვალე ფილმში ვართ…მთავარ როლზე…_ იცინის. კარზე ვაკაკუნებ.საშინელი განცდა მაქვს.ასე მგონია ვუღალატე ოჯახს… დედას…მამას… ყველაზე ძვირფასებს… ლამის ვიტირო და გავიქცე ზღურბლიდან. დედა კარს აღებს. ბექა ზურგით დგას და იმ წამს დედა ვერც აღიქვამს,რომ ჩემთან ერთად არის… ეგრევე ტრიალდება ოთახისკენ და მეუბნება. _ რა ზარს რეკავს,გასაღები სად გაქვს? ჰო,გასაღები…რატომ არ გამოვიყენე?! ბექასკენ ვტრიალდები. _ მოდი. დედა სამზარეულოში შედის.მამა არ ჩანს. _ მამა სადაა? _ აქ იყო…ოთახშია ალბათ… ბექას ვერ ამჩნევს.ბექა სასტუმრო ოთახის შუაგულში დგას. _ დაჯექი._ ძლივს ამომდის ხმა. _ დედა,გამოდი…სტუმარი გვყვავს._ სამზარეულოში თავს ვყოფ და ვეძახი. დედა წარბებს ზიდავს,თუმცა უთქმელად გამოდის. ბექას დანახვაზე სახე ეცვლება. ბექასგან ჩემზე გადმოაქვს მზერა,მერე ისევ ბექა… ცნობს.ხელებს წინსაფარზე იწმენდს და სკამზე ჯდება. _ გამარჯობა.რა ხდება? _ გამარჯობა.ბექა _ ხელს უწვდის ბექა. _ ლენა._ დაბნეული პასუხობს დედა. _ მამას დავუძახებ. მშობლების საძინებელში გავდივარ,მამა აივანზეა სიგარეტს ეწევა. _ მაა… _ მაამ,მოხვედი ჩემო პრინცესა? _ მა,სტუმარი გვყვავს გამოდი… _ კაი ახლავე. სიგარეტს აივნის მოაჯირზე აქრობს იქვე ურნაში აგდებს და მომყვება უკან. _ გამარჯობა._ ამბობს და ხელს ართმევს ბექას.ბექა დგება და ხელს აგებებს. _ გამარჯობა.ბექა… _ ბადრი._ ეუბნება მამა. დედასგან განსხვავებით მამა ვერ ცნობს. ჯდება. _ მა… _ თვალებში ვუყურებ და თვალები ცრემლებით მევსება.ვგრძნობ და ვფიქრობ,რომ დავამსხვრიე მათი ყველა იმედი და მოლოდინი.სათქმელს ვწელავ,თითქოს მათ ვუფრთხილდები… _ დე… იცანი ხომ? დედა უთქმელად თავს აქნევს. მამა გაოცებული იყურება,ვერაფერს იგებს. _ ღმერთო,არ ვიცი როგორ გითხრათ… _ ვამბობ წამში. _ ნუკი,მოდი ჯერ დამშვიდი მა,ცოცხალი ხარ და აქ ხარ და დანარჩენი მეორე ხარისხოვანია ყველაფერი.მშვიდად დალაგებულად თქვი მა,სანერვიულო არაფერი გაქვს… უფრო გულს მიჩუყებს მისი ეს ნდობა.ნდობა,რომელიც ვერ გავამართლე. მის წინ ჩავიმუხლე. _ მა,ბექას გავყევი ცოლად… თვალებში შევყურებ და მეშინია,რომ რამე ისეთი არ დავინახო მის თვალებში,რაც ჩემს თავს შემაძულებს. ჩემდა გასაკვირად ეღიმება. _ ხუმრობ? თავს ვაქნევ. _ არა. წარბებს ზიდავს. _ ვაა._ კეფას იქექავს._ ნუკი… ფეხზე დგება,სახეზე ხელებს ისვამს. _ გიყვარს? “ოღონდ ეს არ გეკითხა მამაა” მეტი გზა არ მაქვს უნდა დავეთანხმო. თავს ვუქნევ.რამდენიმე წამი ჩერდება.მომხდარს აანალიზებს. ბექასკენ ტრიალდება.კიდევ ერთხელ ართმევს ხელს. _ გილოცავთ. მერე მე მიხუტებს.თავზე მკოცნის,შუბლზე. დედას ვუყურებ.ლოყები დანამული აქვს ცრემლებით. მასთან მივდივარ.თავზე ხელს მისვამს. _ უკაცრავად… _ ამბობს მამა_ ძალიან მოულოდნელი იყო…ჩვენ ისიც არ ვიცოდით შეყვარებული თუ იყო ნუკი… _ მესმის._ პასუხობს ბექა._ მართლა მოულოდნელად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ბოდიშს გიხდით. _ არა,არა… მთავარია ბედნიერები იყოთ,ეს არაფერია… _ მადლობა გაგებისთვის._ პასუხობს ბექა. _ რამდენიმე ნივთს ავიღებ… ვამბობ უხერხულად. _ ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ?_ უხერხულობის გასაფანტად კითხულობს დედა. _ სიამოვნებით,ყავას._ პასუხობს ბექა. ჩემს ოთახში გავდივარ. საკუთარ სახლში ადგილს ვერ ვპოულობ,უხერხულად ვმოძრაობ. ოთახში შევდივარ.საწოლის ქვედა სათავსოდან პატარა ჩემოდანს ვიღებ.დაბნეული ვდგავარ გარდერობთან,რა ჩავდო,რა მინდა?.. ასე ვდგავარ რამდენიმე წუთით და ვერ ვერკვევი…ალბათ იმიტომ რომ გონებით სხვაგან ვარ. ნელ- ნელა გონებას ვიკრეფ. პიჟამებს ვალაგებ,შიდა თეთრეულს.რამდენიმე წყვილ ლუქს.,ზევიდან ორ წყვილ ფეხსაცმელს ვადებ. კარი იღება და ბექა შემოდის. _ შეიძლება? _ ჰო… შემოდის,საწოლზე დადებულ ჩემოდანს მაკვრევინებს,ჩემოდანს იღებს,ძირს უნდა დადოს,რომ მზერა კედელზე გადააქვს. “ჯანდაბა…არც გამხსენებია… ფუ,ჯანდაბაა…” ეღიმება. _ ეს რა არის? მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს,მირჩევნია. ვიდრე პასუხი გავცე. კედელს უახლოვდება და ყველა ფოტოს აკვირდება… _ ჰმ… კონკურენცია სერიოზული მქონია._ ჩემკენ იხედება და ეღიმება _ ცოტა შემაგვიანდა არა? ამ წუთებში თუ რამე გამაღიმებდა არ მეგონა,მაგრამ ვიღიმები. _ კონკურენცია? შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამხელაა… _ მაგრამ მაინც გავიარე._ იღიმის ირონიულად. თვალებს ვავიწროვებ. _ და მაინც ჯიუტად რატომ ცდილობდი ჩემს გადარწმუნებას? _ იმიტომ,რომ ოჯახი თამაში არ არის. რამდენიმე წამით ჩუმდება. მზერა სერიოზული უხდება. _ ნუკი…_ ამბობს უკვე სხვანაირი ხმით. _ მე თამაშად არ აღვიქვამ ამას. გული ოდნავ მეკუმშება. ვცდილობ ირონია შევინარჩუნო. _ აბა რა არის? ჩემსკენ მოდის ნელა. _ შეცდომაც შეიძლება იყოს…_ ჩუმად ამბობს._ ან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩვენს ცხოვრებაში. ვცადოთ…როგორც ჩანს ორივეს გვქონია მიზეზი ამ ურთიერთობის გაგრძელების…ეშმაკურად მიღიმის. არ ვიცი რა ვუპასუხო. ის კი მიყურებს… მერე ისევ უბრუნდება თავის ჩვეულ, მსუბუქ ტონს: _ ასე,რომ ნუ ებრძვი თავს… იღიმის და მეც მეღიმება. დაძაბულობა ოდნავ იხსნება… ოთახიდან გავდივართ. ცოტახნით ვჩერდებით ჩემს სახლში. რამდენიმე წინადადებით იცნობს მამა ბექას. _ უკაცრავად,ახლა დაგტოვებთ.მოგვიანებით დაგირეკავთ და ყველა დეტალს შეგითანხმებთ,ოჯახებსაც გაგაცნობთ ერთმანეთს… წამით ჩერდება. _ კიდევ ერთხელ ბოდიში ამ არეულობისთვის. მამა თავს უქნევს. _ არაუშავს… მთავარია თქვენ იცოდეთ რას აკეთებთ. დედა ჩუმად გვიყურებს. ვემშვიდობებით. მანქანაში ჩუმად ვჯდები. კარს მიკეტავს და ცოტა ღრმად ვსუნთქავ. ბექაც ჯდება, ძრავს მანქანას, მაგრამ რამდენიმე წამი არაფერს ამბობს. ქუჩებს ვუყურებ, რომლებიც თითქოს ჩვეულებრივად მიდიან… მხოლოდ მე აღარ ვარ ჩვეულებრივად. _ უკეთესად ჩაიარა, ვიდრე ელოდი?_ ბოლოს მეკითხება მშვიდად. მისკენ ვიხედები. _ ბევრად…_ ვამბობ ჩუმად._ მეგონა… არ ვიცი, რა მეგონა… _ რომ სახლიდან გამოგაგდებდნენ?_ ტუჩის კუთხე ოდნავ უტყდება. თვალებს ვატრიალებ. _ ძალიან სასაცილო ხარ… _ ჰოო? არადა პირიქით მეუბნებიან ხოლმე… რამდენიმე წამით ჩუმდება. _ მამაშენი კარგი ვინმეა._ ამატებს მერე._ ძლიერი კაცია… მაგრამ შენზე სუსტდება. გული მეკუმშება ოდნავ. ფანჯარაში ვიყურები. _ დედაჩემიც… უბრალოდ სხვანაირად გამოხატავს… და მე რანაირად მოვიქეცი…სულ შენი ბრალია. იცინის _ ეგ ცუდი საქციელია,სხვაზე გადაბრალება. _ მე არ მითხოვია შენთვის ხელი,ასე რომ შენი ბრალია. იცინის. _ მომწონს,მამხიარულებ._ირონიულად ეღიმება. ვბუსხავ ტუჩებს. _ ისევ ეგ ტონი… ვერ გადაეჩვევი ხო? _ ვერა… გიხდება გაბრაზება_ მშვიდად მპასუხობს. რამდენიმე წამი სიჩუმეა. მერე უცებ მახსენდება. _ სხვათა შორის…_ ვამბობ ისე, თითქოს შემთხვევით._ კედელი რომ ნახე… _ ჰოო…_ მაშინვე ტონი ეცვლება,მხიარულდება_ ძალიან შთამბეჭდავი კოლექციაა. თვალებს ვავიწროვებ. _ ძალიან ნუ იამაყებ ახლა. _ გვიანია უკვე._ იღიმის._ აშკარად წლებია ფანკლუბი მყავს და არ ვიცოდი. ვცდილობ ირონია შევინარჩუნო. _ თავი არ მოიკლა სიხარულით. _ არა, ჯერ არა…_ წარბს სწევს._ ჯერ უნდა დავრწმუნდე,რომ ამად ღირს… თვალებს ვაბრიალებ. _ აუტანელი ხარ… _ ვიცი._ მშვიდად ამბობს._ მაგრამ უკვე გვიანია. ამაზე მეღიმება,მაგრამ პასუხს აღარ ვუბრუნებ. ტელეფონს ვიღებ. _ თაკოს დავურეკავ… _ მოიწვიე…_ ამბობს ისე, თითქოს ელოდა._ ჯობია შენი დაცვის ჯგუფი ახლოს გყავდეს. მეღიმება,მომწონს მისი იუმორი… ვრეკავ. _ ხო თაკო… _ ცოცხალი ხარ?_ მაშინვე მესმის მისი ხმა. _ ჯერ კი…_ ვამბობ ირონიულად._ სად ხართ? _ ნიასთან. მოვიდეთ? ბექასკენ ვიხედები. _ მოდით… ლოკაციას ჩაგიგდებთ. _ მარტო ხარ?_ ეჭვით მეკითხება. წამით ვჩუმდები. ბექა გვერდიდან მიყურებს, ტუჩის კუთხე ოდნავ უტყდება. _ არა…_ ვამბობ მშვიდად._ "პრობლემასთან" ერთად ვარ. მისი ჩუმი სიცილი მესმის გვერდიდან. _ რა პრობლემასთან, გოგოო?ნუ მომიღე ბოლო ერთ დღეში._ წივის თაკო. _ მოხვალ და გაჩვენებთ…_ ვუღიმი._ მზად იყავით, თორემ შეიძლება გადაიფიქროთ ჩემი მეგობრობა… _ ნუკიი…ნუ თამაშობ ნერვებზე! ვიცინი. _ მოდით უბრალოდ… ვუთიშავ. ტელეფონს ვდებ და ფანჯარაში ვიყურები. ბექა ისევ გზას უყურებს, მაგრამ ვგრძნობ _ ეღიმება. _ პრობლემაო?_ იმეორებს ჩუმად. მხრებს ვიჩეჩავ. _ უფრო სწორად… რთული ამოცანა… _ კარგია…_ ამბობს მშვიდად._ ეგ უკეთესია.” პრობლემა” არ ჟღერდა სასიამოვნოდ. მისკენ ვიხედები და გულში რაღაცნაირ სიმშვიდეს ვგრძნობ. მანქანას აჩერებს სახლთან.სანამ ღვედი შევიხსნა,მობილური ტელეფონი ავიღო,უკვე ჩემს კართან არის. მეცინება,პირს ვაღებ უნდა ვთქვა,რომ მასწრებს. _ მიეჩვიე,არ მაინტერესებს…_ ამბობს სიცილით._ ასეთი ვარ. _ სასაცილოა. _ იცინე,წინააღმდეგი არ ვარ. _ რომელ სკოლაში გადაგამზადეს ამ მანერებისთვის? _ ბუნებრივად მოდის…_ — მხრებს იჩეჩავს. _ ყველას არ აქვს ეს ფუფუნება…უბრალოდ ცოტა მოთმინებაა სააჭირო და დამელოდე ხოლმე… _ ამატებს ბოლოს. _ ძალიან ცუდი ბიჭი ხარ._ ვმუწავ ტუჩებს და გადავდივარ მანქანიდან. მაშინვე წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მაბრუნებს. _ მაგრამ ამ ცუდ ბიჭს მაინც ელოდი წლები…_ ისევ მისი ცინიკური ღიმილი. _ ნუ იქნები ასეთი თავდაჯერებულიც. მისი მკლავებიდან ვითავისუფლებ თავს და წინ მივდივარ. მიმავალი ერთ ხელს მაღლა ვწევ. _ ჰო,მართლა,ჩემოდანი არ დაგრჩეს… იმედი მაქვს სრული პაკეტით ხარ… მისი სიცილის ხმა მესმის.კარს ხურავს. *** სახლში შესულს,შუახნის ასაკს გადაცილებული ქალი მხვდება. _ გამარჯობა._ ვამბობ,ცოტა დაბნეული. _ გამარჯობა_ მიღიმის ძალიან თბილად.ხელს მიწვდის_ შორენა,თქვენ ალბათ ბექას მეუღლე? სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე. “ მეუღლე…ცოტა უცნაურად მხვდება ყურში” _ დიახ. მე ნუკი ვარ. _ გცნობთ,ასე შორიდან. მხოლოდ ვიღიმები არ ვიცი რა ვუპასუხო.ან ვინ არის. ვწრიალებ,კარისკენ ვიყურები. “ ეს ბიჭი სად არის ამდენ ხანს?!” _ მე თქვენი სახლის დიასახლისი ვარ.კვირაში 3-4 ჯერ მოვდივარ.გეტყვით ბექა. _ ა…დიახ. აჰა,ძლივს გამოჩნდა,ჩემოდანს მოაგორებს. _ გამარჯობა შორენა დეიდა. როგორ ხართ? _ კარგად,მადლობ.დილიდან მშვენიერ განწყობაზე.გამიხარდა,გილოცავთ. _ მადლობა._ იღიმის ისეთი ბედნიერი,თითქოს ისეთი სიყვარულით შევუღლდით,მეტი რომ არ შეიძლება. მიახლოვდება და მკლავზე ხელს მხვევს. _ გაიცანით ხომ…_ ჩემზე ანიშნებს. _ კი კი… _ იღიმის შორენა. ეს ქალი ძალიან მომწონს,ისეთი თბილი და სანდო სახე აქვს. _ ერთი ამრევი დაგიმატეთ._ იცინის ბექა. _ მაგას რა ჯობია,აქამდე მოწყენილობა იყო სახლში._ უღიმის შორენა._ ბექა,შვილო,დღეს რამე სხვა დავალება ხომ არ გექნებათ? სტუმრებს ხომ არ ელოდებით და განსხვავებული კერძები გნებავთ? _ აუ,მაგაზე თქვენ რომ მორიგდეთ? _ ჩემს ოდნავ გაკვირვებულ სახეს რომ ხედავს,შუბლზე მკოცნის. _ გაართმევ თავს,ვიცი… მე ჩემოდანს ავიტან ჩვენს ოთახში. “ ჩვენი ოთახი…ახლა კერძები… ე,ბექა…ბევრის მოლოდინი ხომ არ გაქვს?” ოთახში მე და შორენა ვრჩებით.სამზარეულოსკენ ვინაცვლებთ. ბარზე ხელებს აყრდნობს და განაგრძობს. _ როგორც გითხარით ნუკი… _ ძალიან გთხოვთ,უბრალოდ ნუკი…არავითარი თქვენობითი ფორმები საჭირო არ არის…_ სკამზე ვჯდები და ღრმად ვსუნთქავ. _ ისედაც უჩვეულოდ ვგრძნობ ჯერ თავს…ხომ გესმით? _ კი.._ მიღიმის. _ ხოდა თქვენ თუ თქვენობით მომმართავთ… ჩემზე მეტად იცით ეს სახლი, ყველა კუთხე-კუნჭული,მე უფრო დავიძაბები და დავკომპლექსდები… _ კარგი,მაგაზე შევთანხმდით… ახლა კერძები დღეისთვის… და შემდეგ დღეებზე უკვე შემდეგში… _ მასე ჯობია…_ ამოვისუნთქე ცოტა._ თუმცა არც კერძები არ ვიცი რა გითხრათ,ისიც არ ვიცი რა იგეგმება დღეს… უბრალოდ აქ იყავით და თუ რამე გადაწყდა,ერთად მოვაგვაროთ კარგი? _ კარგი…_ მიღიმის გულთბილად. *** ჩვენს ოთახში ავდივარ.ჯერ ისევ ბარში რაც მეცვა იმ ლუქით დავდივარ.შევდივარ ოთახში,ბექა ოთახის შუაგულში დგას.ტელეფონზე საუბრობს. _ ჰო…ასე მოხდა,რა პრობლემაა? ფეხის ხმაზე ტრიალდება.ოდნავ სახე ეძაბება,თუმცა მიღიმის მაინც,ჩემსკენ მოდის. _ მოხვედი?_ ძალიან რბილი და თბილი ხმით მეუბნება. _ კარგად._ პასუხს არც ელოდება თიშავს ტელეფონს. _ შენი ჩემოდანი გარდერობში შევიტანე.შორენას უთხარი და დაგილაგებს. _ მე თვითონ…შენნაირი ზარმაცი არ ვარ… _ ოჰო… გადამამზადე მაშინ ველი… _ ირონიას არ კარგავს. _ მოგიწევს,ტყუილად იცინი. ტელეფონი რეკავს.ეკრანს დავყურებ თაკო. _ ორ წუთში მანდ ვართ ნუკი. _ კაი დაგხვდებით._ ტელეფონს ვთიშავ. გოგოებს დახვდი რა,გამოვიცვლი მე. _ კარგი,მიდი პატარძალო გაიპრანჭე… _ ბექააა… _ ჩუმად,მაგრამ სასტიკად ჟღერს ჩემი ხმა. იცინის. _ კაი,ჩუმად ვარ._ ჰაეროვან კოცნას მიგზავნის და გადის. თავს ვაქნევ მეცინება. სწრაფად ვიცვამ და დაბლა ჩავდივარ. დივანზე ზიან თაკო და ნია.ბექა მათ წინ სავარძელში და რაღაცაზე იცინიან _ ოჰ,პატარძალიც გამოჩნდა…_ ტაში შემოკრა ნიამ. _ უკვე გადაიბირე თუ თავისით მოახერხა?.._ ვამბობ მე, ბექა სიცილს ვერ იკავებს. _ რა არ ხარ თუ? _ მიტევს თაკო. _ კაი,ხო ვარ.მომეშვით…_ ორივე მეხუტება. _ ცოტა უცნაურია…_ იცინის თაკო._ თუმცა გილოცავ ჰო… _ მე ხომ ჯერ ისევ ნაბახუსევი ვარ,მერე შოკირებული…დამირეკა თუ არა შესავალი არც გაუკეთა,ნუკი გათხოვდა მომახალა…_ ამბობს ნია. ბექა იცინის. _ თქვენ დილიდან ჩემი ტელეფონი უნდა ნახოთ…ამ ქალბატონმა _ ჩემზე ანიშნებს თავით._ ჯერ მონიშვნაც არ გააკეთა თავის კედელზე სოც.ქსელში,ამიტომ მშვიდობა აქვს… _ არაუშავს,ამას სხვა კედელი აქვს მონიშნული სამაგიეროდ…_ იკბინება თაკო და აი აქ პირველად მესმის ბექას გულიანი სიცილი. ნია ცალკე კისკისებს. მე ვდგავარ ფეხზე დავყურებ ამ სამივეს.სიმწრისგან მეცინება… _ ამას რა აცინებს? _ კითხულობს თაკო ბექაზე. ბექა გაჭირვებით მშვიდდება და პასუხობს _ საკუთარი თვალით დავათვალიერე ეგ კედელი დღეს მინდა გითხრა…_ ისევ ფხუკუნებს. თაკოს და ნიას ყბა ღია რჩებათ.ბექა აგრძელებს. _ და ამიტომ არ ვაჩქარებ,სოც.ქსელების კედლები ააჭრელოს,ცოტა ტაიმაუტი არ აწყენს… _ მოიცააა… დაგვაცადეთ დაგეწიოთ ემოციებში… _ სწრაფები არიან…_ იცინის ნია. _ კარგი ახლა,ცოტახნით დაგტოვებთ მე._ ამბობს ბექა._ არ მოიწყენთ უჩემოდ ვიცი._ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება. ჩემსკენ ტრიალდება. _ 2 საათში მამას თვითმფრინავი ჯდება.უნდა დავხვდე… ბადრის ნომერი მომწერე,გზიდან დავურეკავ,დღეს საღამოს შევიკრიბოთ,ავთო არ მოისვენებს ვიცი მე… თავს ვუქნევ. გოგოებისკენ ბრუნდება. _ სანამ არ დავბრუნდები,იმედია არ დამიტოვებთ მარტოს მეუღლეს._ იღიმის და თვალს უკრავს მათ._ საღამოს კი კარგად გავერთოთ…დროებით. თავზე მკოცნის და მიდის. კარის დახურვა და მათი ჭყიპინი ერთია… _ ჩუუუ… მარტოები არ ვართ,დიასახლისია კიდევ სახლში._ ვაჩუმებ სანამ რამეს წამოროშავენ. _ რანაირად…რა მოხდა? მოყევი დროზე…_ დაბალ ხმაზე იწყებს ნია. _ ისე მოულოდნელი იყო…რომ არ დამელია,არაფერი მოხდებოდა… ორივეს თვალები უფართოვდება.მათი სახეების დანახვაზე მეცინება. _ არაფერი მსგავსი,ნუ ხართ ბილწი აზროვნების…_ ვიცინი და ვაგრძელებ._ უბრალოდ აქ მომიყვანა და… მოულოდნელად მთხოვა ცოლობა...მეც დავთანხმდი.ასე უბრალოდ…მერე კი ის ფოტო…რომ არ დაედო და არ ატეხილიყო ამხელა ამბავი… “ფოტოს გახსენებაზე მახსენდება არ მინახია მე ჯერ კიდევ,რა ამბები მოყვა სოც.ქსელებში…” _ დილით დედამისი იყო…მამამისი სადღაც არის და სასწრაფოდ მოფრინავს უკან… _ ხომ გიყვარს ხოდა დამშვიდდი… მაწყვეტინებს ნია. არ ვპასუხობ მაშინვე.ვფიქრობ. _ არ ვიცი ნია… _ რა არ იცი გოგო?_ პანიკაში ვარდება თაკო. _ ანუ… თქვენზე უკეთ ვინ იცის ამდენი წელი ჩემთვის კაცის “ იდეალი” იყო,თითქოს ხელშეუხებელი,რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგიძლია…ახლა,როცა ყველაფერი ასე ახლოს და ხელშესახებია… როგორ ვთქვა… მაბნევს… _ ალბათ,მართალი ხარ…_ მეთანხმება ნია. _ და სიყვარული?.._ თაკო არ ცხრება. _ მიყვარს…მაგრამ ჩემს ოცნებებში._ მზერა მიშტერდება და ვიღიმები. პაუზა. _ იმედია რეალობაში უფრო მეტად შემაყვარებს თავს…რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილია… _ და კაი შენ მიზეზი გაქვს დარჩენის მასთან და თვითონ? რა მოელანდა?_ კითხულობს თაკო. ვფიქრობ… _ მაშინ იმ კაბაში,რომ გნახე,მის მერე მომწონხარო… თაკო გაშტერებული მიყურებს. _ ან მაგრად გაკლიათ და ან მაგრად ვერ ხართ თქვენ. ნია იცინის. _ მე მგონი ორივე._ დასკვნას დებს ნია. მე მხრებს ვიჩეჩავ. _ ისეთი დიდი არჩევანია,რთულია პასუხი…_ მეღიმება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


