შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი ოცნება (თავი 6)


გუშინ, 21:48
ავტორი Tak.oo
ნანახია 166

შუადღის მიწურულს ბრუნდება ბექა,მასთან ერთად არის ლაშაც,რომელსაც თაკოს დანახვაზე ეღიმება.რაც მე და ნიას მხედველობიდან არ გვეპარება.
_ გამარჯობა შესანიშნავ სამეულს და ჩემს ძვირფას რძალს ეს…_ თაიგულს მიწვდის._ გილოცავთ.,ბედნიერი ფეხი მოგეტანოს საძმაკაცოსთვის.
ვიცინი უნებურად.
_ რამხელა პასუხისმეგბლობაა…ვეცდები,გავამართლო თქვენი იმედები.
_ თქვენ როგორ ხართ ქალბატონებო? _ გოგონებს მიუტრიალდა.
ბექა მე მიახლოვდება.
_ შორენა აქ არის კიდევ? _ მეკითხება დაბალი ტონით ბექა.
_ კი,ვთხოვე დარჩენა.წარმოდგენა არ მაქვს რა დამევალებინა…
_ არაუშავს,ავთომ უკვე დარეკა გზიდან. ყველაფერს მოიტანენ.მაგრად მშია… თქვენ ჭამეთ?
_ კი,შორენა გაგვიმასპინძლდა…
_ შორენა ხომ?.. _ ეღიმება._ მასპინძელი შენ უნდა იყო აწი._ ლოყაზე მსუბუქად მჩქმეტს.
_ დამაცადე,ჯერ ვპატარძლობ.
ორივეს გვეცინება.
_ ხო და გაემზადე საღამოსთვის.სტუმრები გვეყოლება…შენს მშობლებსაც დავურეკე და ბადრიმ მოვალთო.
მეღიმება.თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად.
_მართლა არ გშიათ?
_ არა.შენ და ლაშამ მიირთვით.

საღამოს მისი მშობლები მოდიან,შემდგომ რამდენიმე მეგობარი.ჩემი მშობლები და გოგოები,რომლებიც მიდიან და მერე ისევ ბრუნდებიან.
ამ დროს ჩემთვის ვიყენებ და ვემზადები.
ვიცვამ კრემისფერ მაისურს,თეთრ თავისუფალ სტილის შარვალს.თმებს მარტივად ვიწევ ცხენის კუდად.ტუჩსაცხს და ლაინერს ვიკეთებ მხოლოდ.
ბექა შემოდის და მიახლოვდება.
_ ჩემი მშობლები მოვიდნენ…მზად ხარ?
თავს ვუქნევ.
_ მეხუთე კლასელი ბავშვივით ეს თავის დაქნევა კაი იცი…_ დამცინის.
თვალებს ვავიწროვებ და ხელებს გულზე ვიჯვარედინებ.
_ ჰო,და შენ დირექტორივით იქცევი უკვე… გაკლია მხოლოდ ჟურნალი და შენიშვნები._ ვკბენ მშვიდად.
ეცინება.
_ შენიშვნებს მერე ჩამოგიწერ… ჯერ ეს დღე დავასრულოთ,სტუმრები…
წარბს ვწევ.
_ დამშვიდდი, ბექა… მე სცენაზე უფრო რთული გამოსვლებიც მქონია… ასე რომ ამ გამოსვლასაც იდეალურად გავუმკლავდები…
ერთი წამით მაკვირდება.
მერე ნელა მიახლოვდება.
_ ჩემზე რას იტყვი?_ დაბალი ხმით მეკითხება.
ცოტა მღელვარებას ვგრძნობ, მაგრამ არ ვიმჩნევ.
_ შენზე ჯერ ვმუშაობ…_ ვპასუხობ მშვიდად.
ტუჩის კუთხეში ეღიმება.
ხელით თმის კუდს ოდნავ მისწორებს, მისი თითები წამით მეხება კისერზე.
_ მაშინ ფრთხილად…_ ჩუმად ამბობს._ შეიძლება არ მოგეწონო პროცესში.
სუნთქვა მერევა.
_ უკვე გვიანია მაგისთვის…_ ვბურტყუნებ.
რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებს.
_ მომწონს შემართება.ახლა კი წამოდი, ქალბატონო… გელოდებიან.
მის გვერდით ვდგები და ერთად ჩავდივართ კიბეზე.

***
_ ბექა,დედაშენს რა ჰქვია?
_ უკვე დაგავიწყდა?_ დამცინის.
_ კი არ დამავიწყდა,არც გითქვამთ…
ვეჩურჩულები,რადგან უკვე კიბეზე ჩავდივარ.
_ მაშინ გამოიცანი…_ მეთამაშება.
_ ბექაა…
ჯიუტად დუმს.
კიბის უჯრედი მრგვალად ეშვება და უკვე ვხედავ მათ…
_ ჯიუტო…ჩუმად ვბურტყუნებ და გვერდზე ხელს შეუმჩნევლად ვურტყამ.
მამამისი შუახნის მაღალი,სიმპათიური მამაკაცია.
როგორც ჩანს ეს ახვლედიანების ვაჟბატონი ორივეს ჰგავს და კი გამოვიდა თვითონ იდეალური,ნუ ჩემთვის.
_ მამა… ნუკი,აწი უკვე შენი რძალი.
_ ავთო_ ხელს მიწვდის და მიღიმის._ მოხარული ვარ.
_ მადლობა,მეც.
_ მაიკოს იცნობთ უკვე…
_ კი,დილით…
_ ხომ მოვლენ მშობლები ნუკი?_ მეკითხება ისევ ავთო.
_ კი.
_ ეს შენ…_ მაგიდაზე დადებულ ჩანთაზე მიმანიშნებს._ მანამდე რომ მცოდნოდა სხვანაირად მოვემზადებოდი.ახლა დუტი ფრიში რაც ავარჩიე…
_ მადლობა,ნუ წუხართ…სასიამოვნოა.
მათ წინ დივანზე ვჯდები,ბექა გვერდით მიჯდება.
“ ღმერთო რა უხერხულად ვარ,ვერ ავღწერ…”
_ გარეთ დახმარება ხომ არ ჭირდებათ?_ კითხულობს მაიკო.
_ არა. შორენა იქ არის და მიხედავს ყველაფერს,საკმრისი პერსონალია არ ხარ საჭირო იქ. _ პასუხობს მშვიდად ავთო.
_ ასეთები არიან ახვლედიანების მამაკაცები,სულ რომ გინდოდეს ხელს არ გაგაშლევინებენ ზედმეტად._ იცინის მაიკო.

მოგვიანებით ჩემი მშობლები მოდიან.დედას შედარებით მშვიდი სახე აქვს,მამა როგორც ყოველთვის თავშეკავებული და მშვიდია.
ბექა როგორც თავის ტერიტორიაზე მყოფი,უფრო უშუალო და თავაზიანია.
მშობლებს ვაცნობთ ერთმანეთს.მაიკო მარტივად ახერხებს დედასთან კონტაქტის დამყარებას.ცოტახანში დედას სახე უფრო მეტად უმშვიდდება.ლაშა და გოგოები ერთად მოდიან,მათ სულ სხვა სიხალისე შემოაქვთ.
ლაშას თან ახლავს ვინმე ნიკუშა,ბექას და მისი ძმაკაცი.მოგვიანებით.
ავთოს ძმის ოჯახი,მათი შვილები ლუკა და ნენე.
რადგან ყველა ადგილზეა.ეზოში გავდივართ.

ეზოში თავისუფლად ვსუნთქავ,სახლში რომ დაძაბულობა მქონდა, აქ თითქოს ნელ-ნელა მეხსნება.
საღამოა უკვე. ცა მუქ ლურჯში გადადის.
ეზო განათებულია რბილი, თბილი ნათებებით.
ბილიკის ორივე მხარეს დაბალი სანათებია ჩამწკრივებული, რომლებიც მიწას მსუბუქად ანათებენ.
სამი მრგვალი მაგიდაა გაშლილი.ზედ კი მინიმალისტურად, მაგრამ ძალიან გემოვნებითაა გაფორმებული
ცოცხალი ყვავილები დაბალ ვაზებში,
თხელი სანთლები, რომლებიც ნელა ირხევა და ციმციმებს,
აუზიდან მსუბუქი წყლის ხმა ისმის მშვიდი.

უფროსები ერთად სხდებიან მაგიდასთან.
მე,ბექა და მეგობრები ერთად.ხმაურიანები, ენერგიულები.აშკარად მზად არიან იმისთვის,რომ ეს საღამო მშვიდად არ ჩაივლის.ჯერ არ დამჯდარან უკვე სასმელზე საუბრობენ.
_ მე დღეს აღარ ვსვამ,თორემ ბოლოს რომ დავლიე… _ ვამბობ და თაკოს თვალს ვუკრავ.
_ შედეგით უკმაყოფილო ხარ?_ იცინის თაკო.
_ მეც მაინტერესებს მაგაზე პასუხი._ თავს მხარზე მაყრდნობს ბექა და თაკოს უღიმის.
_ ასე უცებ ვერ გიპასუხებ,ჯერ დაკვირვებას ვაწარმოებ…

სუფრის გაძღოლას ავთო იღებს თავის თავზე.საუბრობენ იმ ემოციაზე,რომელიც მათში გამოიწვია ჩვენ ამბავმა,მომავალ ქორწილზე,გეგმებზე…
ვუსმენ და ვფიქრობ გუშინ ამ დროს ჯერ მხოლოდ ბარში ვიჯექი კოქტეილის ჭიქით ხელში და დღეს,იგივე ხელი ჩემი ოცნების მამაკაცის ხელშია.
_ ვფიქრობ ქორწილი უახლოეს მომავალში უნდა დაიგეგმოს._ ამბობს ავთო.
_ ნუკი,ბექა… აარჩიეთ ადგილი,ფორმატი დახურული,თუ ღია სივრცე. სანამ ზაფხულის სიცხეები დაიწყება მშვენიერი დროა…დანარჩენს მე მოვაგვარებ,ორგანიზებას.
_ ასე უცებ ძვირფასო კაბა პატარძალს? იქნებ გრანდიოზული უნდა ჩვენს გოგოს?_ ამბობს მაიკო.
_ ყველაფერი ექნება რასაც მოისურვებს.
_ თვითონ თუ უნდათ ქორწილი?_ ამბობს დედა.
_ არ უნდათ? _ დაფიქრებით და ღიმილით ამბობს ავთო.
ბექა მე მიყურებს.თავს ვუქნევ ღიმილით.
_ პატარძალს უნდა და მე ავტომატურად თანახმა ვარ._ხელებს შლის თანხმობის ნიშნად ბექა.
_ ყველაზე მთავარი კაბა გაქვს ხომ იცი,თუ რა თქმა უნდა გინდა ის კაბა.
თვალებს ვავიწროვებ
_ იქამდე დროა…
_ ანუ ოფიციალურად მზადებას ვიწყებთ ხალხო_ იცინის თაკო.
_ მე ისეთი ქარიზმა მაქვს,არ მჭირდება._ იცინის ლაშა.
_ მხოლოდ ქარიზმით შენ ვერ გაქაჩავ ლაშიკო_ ჩაერთო ლუკა
მისკენ ვიხედები.
_ და მე მეგონა მხოლოდ მე მქონდა ეგ ილუზია,_ ამბობს ლუკა და ლაშას უყურებს.
_ შენთვის ილუზიაა ლუკ._თვალს უკრავს ლაშა.
ყველა იცინის,მათ შორის ლუკაც.
ნენე უკვე გოგოებთან არის ჩართული საუბარში.
ნიკუშა მაგიდის მეორე მხარეს ზის,თითქმის ჩვენს წინ.
_ ისე ასეთი მოულოდნელი ქორწინებები სტატისტიკურად ძალიან კარგად მთავრდება…თუმცა ხან კრახითაც…
ყველა ჩუმდება.
_ მადლობა ნიკუშა…ძალიან გამამხნევე…
კიდევ ერთი სიცილის ტალღა უვლის სუფრის წევრებს.
_ არ უსმინო,ეს ცოტა ფილოსოფიისკენ არის მიდრეკილი._ იღიმის ბექა._ მიეჩვევი ამის იუმორს მერე…
_ ვუშველით._ ვიღიმი.
გვიან იშლებიან.საყვარელი საღამო გამოდის.
დედა და მამა შედარებით ადრე მიდიან.კართან ვაცილებთ მე და ბექა.
მამა ბექას ემშვიდობება.
_ ეს ერთი მყავს და მთელი ცხოვრება მასში ჩავდე,მოუფრთხილდი ბექა.
_ რა თქმა უნდა,ბადრი.არცერთი წამით არ გქონდეთ დარდი…დრო გაჩვენებთ რომ საიმედო ხელშია.
_ ვხედავ და მიხარია.
ეს ისე გვერდიდან მესმის.სანამ დედა მეხუტება და ცრემლებს ვერ მალავს.
_ მაპატიე დე…
_ არაფერია,უბრალოდ,რომ ვაცნობიერებ როგორ გაიზარდე…_ ცრემლებს იწმენდს.
_ მეგონა ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე…
_ არა…მოულოდნელი იყო ძალიან,მაგრამ ეს ხომ შენი ოცნება იყო…დიდად არ გამკვირვებია…_ ეღიმება._ შენ ხომ ბავშვობიდან მიზანდასახული ხარ და იხდენ ოცნებებს._ეღიმება.
ვეხუტები.გული მეც მიჩუყდება.
_ გეყოთ აბა ახლა,სატირალი არაფერია._ ამბობს მამა.
_ ნებისმიერ დროს მოხვალ ჩვენთან ისევ,ის შენი სახლია მაინც…
შუბლზე მკოცნის.
_ მიყვარხარ და ჩემი ოცნების გოგო ხარ შენ მა,არ დაგავიწყდეს.
ახლა მართლა ვერ ვიკავებ თავს და ცრემლები თავისთავად მომდის.
_ კარგი გოგო.._ იცინის მამა._ შედი მიდით გელოდებიან.
მიდიან.
ბექა მხრებში მავლებს ხელს და მისკენ მატრიალებს,მიხუტებს,თავზე ხელს მისმევს.
მაგიდის წევრებისკენ მივდივართ.
გვიან იშლებიან,როგორც ავღნიშნე.სუფრას ავთოს მიერ დაქირავებული პერსონალი ალაგებს.შორენა ისევ ჩვენთან არის.
მე და ბექა საძინებელში ავდივართ.
_ შორენას დახმარება არ უნდა?
_ მიხედავს ყველაფერს. დაისვენე შენ.
_ აქ რჩება?
_ შეუძლია კი.არის დაბლა საძინებელი.
აბაზანაში შევდივარ,რომ გამოვდივარ ბექა ოთახში არ მხვდება.ცოტა მიკვირს,მაგრამ ალბათ დაბლა საქმეზე ჩავიდა…

ტელეფონს ვიღებ და სოც.ქსელში შევიჭყიტე.
ბექას გვერდზე გადავდივარ.
ოჰ… ფოტოზე წარწერა..
My love
She said yes
რა აჟიოტაჟი გამოუწვევია ჩვენს ფოტოს…
კომენტარებს ვკითხულობ ვარაუდობენ, მსჯელობენ, აკვირდებიან…
მაგრამ არავინ იცის, ვინ ვარ.
ამაზე მეცინება.
“გამომიცანით აბა…” — ვფიქრობ გულში.
ერთ წამს ვფიქრობ, მეც ხომ არ მოვნიშნო…
მაგრამ თითს ეკრანზე ვაჩერებ.
არა… ჯერ არა.
ტელეფონს გვერდზე ვდებ.
დაღლილობა უცებ მეძალება და მალევე ვითიშები.
გამთენიას მეღვიძება.
ოთახში სიჩუმეა.
თვალებს ვახელ და ინსტინქტურად გვერდით ვიხედები.
ცარიელია.
უცნაური სიცარიელე მხვდება.
“სად არის ბექა?..”
ოთახიდან გავდივარ.
კიბეებს ჩავდივარ ქვემოთ სიჩუმეა.
არავინ ჩანს.
სამზარეულოში შევიხედე…
სასტუმრო ოთახში…
არ არის.
უცნაური შეგრძნება მიჩნდება ვერ ვხსნი რა არის, მაგრამ არ მომწონს.
ისევ ზემოთ ავდივარ.
დერეფანს მივუყვები. რამდენიმე საძინებელია.
ერთ-ერთი კარის ქვეშ შუქი იპარება.
ვჩერდები.
კარი ოდნავ შეღებულია.

ნელა ვაღებ.
ის არის.
საწოლზე წევს, მუცელზე გადაბრუნებული.
თავი ბალიშში აქვს ჩარგული.
გული უცნაურად მეკუმშება.
ერთი წამით ვფიქრობ შევიდე?
დავუძახო?
მაგრამ…
არა.
არაფერს ვამბობ.
ჩუმად ვხურავ კარს ისე, რომ არც გაუგია.
დერეფანში ვჩერდები რამდენიმე წამით.
უცნაური ჩხვლეტა მაქვს გულში.
ალბათ იმიტომ, რომ მის გვერდით უნდა მეძინოს.
ან იმიტომ, რომ…
არ ვარ ის, ვისთანაც უნდა რომ ეძინოს…
ჩუმად ვბრუნდები უკან.
“ალბათ უბრალოდ… არ უნდა უხერხულობა შემიქმნას…” — ვიმშვიდებ თავს.
“ამიტომ გადავიდა სხვა საძინებელში…”
მაგრამ ეს ფიქრი ბოლომდე ვერ მამშვიდებს.
რატომღაც
უფრო მტკენს.
ვეღარ ვიძინებ.
ერთ პოზაში ვწევარ, მერე ვტრიალდები… ისევ ვხუჭავ თვალებს… ისევ ვახელ.
გონება არ ჩერდება.

***

დილით ადრე ვდგები.
ვიცვამ, სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივია, მაგრამ შიგნით რაღაც არ არის თავის ადგილზე.
ქვემოთ ჩავდივარ.
ის უკვე იქ არის.
ჩემს დანახვაზე თავს სწევს.
მზერა რამდენიმეწამით ერთმანეთზე ვაჩერებთ, მერე მიღიმის მშვიდად, თბილად.
_ დილამშვიდობის.
_ დილამშვიდობის… _ ვპასუხობ მოკლედ.
_ სადმე მიდიხარ? _ მეკითხება.
_ კი… საქმეზე.
თავი ოდნავ მიქნევს.
_ წაგიყვან.
მაშინვე ვპასუხობ.
_ არ მინდა.
წარბს წევს.უკვირს თითქოს.
_ რამე მოხდა?
თვალებში მიყურებს პირდაპირ.მინდა ვკითხო:
“ღამე სად იყავი?”
“რატომ არ იყავი ჩემთან?”
“რატომ იყავი მარტო?”
მაგრამ არა.
თავს არ დავიმცირებ.მზერას ვარიდებ.
_ არა… არაფერი.
ვტრიალდები და კარისკენ მივდივარ.
ვგრძნობ, რომ მიყურებს.
მაგრამ აღარ ვჩერდები.
_ ნუკი, მოიცა.
ვჩერდები, მაგრამ არ ვბრუნდები.
მიახლოვდება..
_ ეს “არაფერი” აშკარად არაფერი არ არის._ დაბალი ხმით ამბობს.
ნელა ვტრიალდები.
_ ყველაფერს ასეთი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭო.
წარბებს წევს.
_ რას?
_ ყველაფერს._ ვიმეორებ მშვიდად.
მის თვალებში გაკვირვება ირევა გაღიზიანებასთან ერთად.
_ რას ჰქვია ყველაფერს?!_ ირონიულად იმეორებს._ მე უბრალოდ გკითხე რა გჭირს.
_ და მე გიპასუხე არაფერი.
_ არ მჯერა.
_ ეგ შენი პრობლემაა.
ახლა უკვე აშკარად ეღიმება, მაგრამ ეს ღიმილი სხვანაირია.
_ საინტერესოა…_ ამბობს ნელა._ ცოლობაზე მთანხმდები და ახლა “შენი პრობლემააო” მეუბნები.
_იმ საღამოს ცოტა სხვა მდგომარეობაში ვიყავი._ ვპასუხობ დაუფიქრებლად.
სახე ეცვლება.
_ ანუ ნანობ?
რამდენიმე წამით ვჩუმდები.
_ არ მითქვამს ეგ.
_ მაგრამ არც უარყავი.
ახლა უკვე ვბრაზდები.
_ შენ რომ გკითხო იგივე?! თვალებში ვუყურებ._ ღამე სად იყავი?
სიჩუმე.
პირველად ჩერდება და ეს პაუზა გულს მისერავს.
_ რა მნიშვნელობა აქვს?_ მშვიდად ამბობს ბოლოს.
_ მაშინ შენც ნუ მეკითხები.
რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებს.
ამჯერად ირონია ქრება.
_ ეგრე არ მუშაობს._ ამბობს.
_ ჩემთან მუშაობს.
კარისკენ ვტრიალდები.
_ ნუკი.
ამჯერად აღარ ვჩერდები.
კარს ვაღებ და გავდივარ.
ღრმად ვისუნთქავ გაზაფხულის თბილ ჰაერს,მაგრამ არ მშველის.
სწრაფად მივდივარ კარისკენ, თითქოს თუ დროზე გავალ, ყველაფერს უკან მოვიტოვებ.
მაგრამ ვერ ვასწრებ.
ცრემლები თავისით მოდის.
ვერც ვაკავებ.
_ ჯანდაბა…_ ჩუმად ვბურტყუნებ და სახეს ვიწმენდ.
ეზოში ნაბიჯების ხმა მესმის.
_ ნუკი…
მის ხმაზე გული ისევ მეკუმშება.
არ ვჩერდები.
მაჯაში ხელს მავლებს და მაჩერებს.
_ გამიშვი…_ ვამბობ დაბალი, მაგრამ გაბრაზებული ხმით.
მისკენ მატრიალებს.
ცრემლებს ვერ ვმალავ.
მზერა ეცვლება.წამიერად იბნევა.
_ მაპატიე… უხეშად გამომივიდა.
_ არ მინდა ეს ბოდიშები._ თავს ვაქნევ._ მომეშვი.
ხელის გაშვებას ვცდილობ, მაგრამ ბოლომდე არ მშორდება.
_ ნუკი, გაჩერდი…
_ არა._ თავს ვაქნევ._ მომეშვი.
ხმაში უკვე დაღლა მეტყობა.
_ არ მინდა აქ ყოფნა…

ეს სიტყვები ვიცი სასტიკად ჟღერს,მაგრამ ყველაზე მეტად ეს არის სიმართლე.
რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებს.
თითქოს რაღაცის თქმა უნდა…
მაგრამ ვერ პოულობს სწორ სიტყვებს.
მე კი აღარ ველოდები.
მისი ხელიდან ვიხსნი ჩემს ხელს და უკან ვდგამ ნაბიჯს.
_ ტაქსს გამოვიძახებ.
ვტრიალდები.
ამჯერად აღარ მაჩერებს.

***
მთელი დღე გავდივარ.
ქალაქში გავდივარ.ადგილს ვერ ვპოულობ.
არც კი ვიცი სად ვარ.
უბრალოდ მივდივარ.
ტელეფონი რამდენჯერმე რეკავს.
ბექა.
ვუყურებ ეკრანს.
არ ვპასუხობ.
მერე ისევ რეკავს.
და ისევ.
ბოლოს ხმას ვუთიშავ.
არ მინდა მისი ხმა.
არ მინდა არაფერი.
მინდა მარტო ვიყო.
საღამო ნელა გადადის ღამეში.
ქალაქი ცარიელდება.
ვპოულობ ადგილს, სადაც თითქმის არავინ არის.
ვჯდები.
სიჩუმეა.
და ბოლოს…
ვტირი.
მთელი დღის დაგროვილი ემოცია ერთიანად ამოდის.
“რა სისულელე ჩავიდინე?! მხოლოდ ჩემი სიყვარული არ კმარა! რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი?! ან თვითონ რატომ შემომთავაზა?”...
კითხვები მიჩნდება,მაგრამ პასუხები არ მაქვს და ეს გაურკვევლობა მაგიჟებს,თავმოყვარეობა კი არ მაძლევს უფლებას ვკითხო…
ძალიან გვიან ვბრუნდები.
სახლში ბნელა.მკრთალი განათება მხოლოდ კიბის უჯრედში.
ალბათ სძინავს,ან სახლში არც არის…
მაგრამ შუქი ინთება.
ის იქ არის.
სანამ კიბეს მივუახლოვდები,წინ მიდგება.
თვალები დაღლილი აქვს, მაგრამ დაძაბული.
რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებს.
მერე მეკითხება.
_ სად იყავი?!
ხმა უკვე აწეული აქვს.
ჩანთას მშვიდად ვიხსნი მხრიდან,დივანზე ვდებ.თითქოს არაფერი ხდება,მშვიდად ვპასუხობ.
_ გარეთ.
_ გარეთ?!_ ირონიულად იმეორებს._ მთელი დღე ტელეფონს არ პასუხობ და “გარეთ” იყავი?!
_ ჰო._ ვპასუხობ მოკლედ.
მისი გაღიზიანება უკვე აშკარაა.
მოდის ჩემთან ახლოს.
_ იცი რა გავიარე?_ ხმას ვერ აკონტროლებს._ რამდენჯერ დაგირეკე, საერთოდ აზრზე ხარ?!
_ არ მინდოდა პასუხი._ ვამბობ მშვიდად, მაგრამ ცივი ტონით.
ეს უკვე აფეთქებს.
_ ეს რა საქციელია ნუკი?!_ ხმას უწევს._ უპასუხისმგებლობაა!
ვიცინივარ მოკლედ.ცინიკურად.
მინდა გავაგიჟო,გავაღიზიანო.
ისე როგორც მე ვარ…
_ უპასუხისმგებლობა? შენ მელაპარაკები პასუხისმგებლობაზე?
სიჩუმე
მისი სახე იცვლება.
_ რას გულისხმობ?
ახლა აღარ ვიკავებ თავს.
_ იმას,რომ ერთი ღამე არ გინდა საკუთარი “ცოლის”გვერდით დაიძინო._ ხელებით ბრჭყალებს ვაკეთებ სიტყვაზე._ და მერე მე მელაპარაკები პასუხისმგებლობაზე?!
მის თვალებში პირველად რაღაც კრთება — გაკვირვება? გაღიზიანება? ორივე ერთად.ვერ ვარჩევ…
_ ეს არის პრობლემა?_ მკაცრად მეკითხება.
_ არ ვიცი რა არის პრობლემა!_ ხმას მეც ვუმატებ._ მაგრამ აშკარად რაღაც არის!
_ ნუკი, ეს დრამა…
_ არ არის დრამა!_ ვაწყვეტინებ._ უბრალოდ…_ ვჩერდები წამით, სიტყვებს ვეძებ._ უბრალოდ არ ვარ ის, ვისაც ასე მოექცევი და მერე ვითომ არაფერი!.
_ და როგორ მოვიქეცი?_ მკაცრად მეკითხება.
_ არ იცი?_ ირონიულად ვიღიმი._ მართლა?
ყბა ეჭიმება.
_ შენ მთელი დღე გაქრი._ ახლა უკვე ის მიტევს._ არ პასუხობ ზარებს, არ ვიცი სად ხარ,
_ ხომ მთხოვე ცოლობა ერთ დღეში? მაშინ ესეც მიიღე არასტაბილური, გაუგებარი და არაკომფორტული სიტუაცია!
სიჩუმე.
ორივე მძიმედ ვსუნთქავთ.
_ ეს თამაში არ არის._ ამბობს ბოლოს.
_ ზუსტად._ ვპასუხობ._ არც ჩემთვის არის.
რამდენიმე წამი ერთმანეთს ვუყურებთ.
მერე ვიღლები.
უბრალოდ ვიღლები.
_ აღარ მინდა ახლა ჩხუბი._ ვამბობ ჩუმად._ მართლა აღარ შემიძლია.
ვტრიალდები და კიბეებისკენ მივდივარ.
ამჯერად აღარ მაჩერებს.

ისევ მარტო ვწვები.
მისი ოთახი.
მისი საწოლი.
მისი სურნელი.
მაგრამ ის არა.
ისევ ვერ ვიძინებ.
სული მტკივა…
ნუთუ ამაზე ვოცნებობდი?..
გვიან ღამით კარის მსუბუქი ხმა მესმის.
უბრალოდ თვალებს ვხუჭავ.
მისი ნაბიჯები ახლოვდება.
საწოლთან ჩერდება.
რამდენიმე წამი არაფერს აკეთებს.
მერე ძალიან ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად ხელს მისვამს თავზე.
ისე ნაზად, თითქოს ეშინია, არ გამაღვიძოს.
გული მეკუმშება.
იმ წამს მინდა ხელი მოვკიდო.მინდა ვუთხრა რომ დარჩეს ჩემთან.
მაგრამ არ ვმოძრაობ.
რამდენიმე წამში მისი ხელი ქრება.
ნაბიჯების ხმა ისევ შორდება.
კარი იხურება.
და ისევ მარტო ვარ…
ცრემლები თავისით პოულობს გზას.
დილით ადრე ვიღვიძებ.
სხეულში სიცივე მაქვს.არ ვიცი ოთახისგანაა თუ ჩემი შინაგანი მდგომარეობაა.
ჭერს ვუყურებ.
და ვფიქრობ
რა მოხდა ჩვენ შორის?
იყო კი საერთოდ რამე?
რომ არ გვეჩქარა იქნებ მართლა მომხდარიყო რამე… ლამაზად…
ტელეფონს ვიღებ.
ჩათი აქტიურია.

თაკო: “ პატარძალი ცოცხალია თუ უკვე გვარიც გამოიცვალა? ”

ნია: “ ნუ შეაწუხებ, თაფლობის თვე აქვს, ჩვენთვის აღარ სცალია

ვუყურებ ეკრანს.
მეღიმება,მაგრამ,ისეთი ღიმილით,რომელიც არ არის ნამდვილი.
ვიწყებ წერას.
ვშლი.
ისევ ვიწყებ.
ბოლოს ვაგზავნი.

ნუკი: “ იცინეთ, იცინეთ… ”
პაუზა.

რა თაფლობის თვე…
რა ბედნიერება…
რა სიყვარული…
ვიღაცის სახლში ვარ, ვიღაცის საწოლში და მაინც მარტო ვარ.
საშინლად მარტო.
მაგრამ…
ეს არ უნდა გამოჩნდეს.
არავისთან.
არც მათთან.
არც მასთან.
განსაკუთრებით მასთან.
თავს ვწევ.
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.ძალას ვიკრებ.
ვდგები
სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ.
_ კარგად ხარ._ ვეუბნები ჩუმად._ ძალიან კარგად.

კარზე აკაკუნებს.
_ ჩამოდი, საუზმე მზადაა._ ბექას ხმა მესმის კარიდან.
სარკესთან ვდგავარ.
“არც კი შემოდის,რომ მნახოს”_ გულში ჩხვლეტას ვგრძნობ,მაგრამ არაუშავს…არ შევიმჩნევ.
_ არ მშია._ ვპასუხობ მოკლედ.
პაუზა.
_ ნუკი…_ ტონი ეცვლება._ უბრალოდ ჩამოდი.
_ ვთქვი, არ მშია.
ისევ სიჩუმე.
ვგრძნობ, რომ რაღაცის თქმა უნდა.
მაგრამ ბოლოს კარი იკეტება.
“ცუდი ბიჭი…რომ შემოხვიდე და უფრო თბილად მთხოვო არა?!”
რამდენიმე წუთში მეც გავდივარ.
უკვე ჩაცმული.
ჩანთას ვიღებ და კიბეზე ჩავდივარ.
ის დივანზე ზის.
როგორც კი მხედავს, მაშინვე სწორდება.
_ სად მიდიხარ?
არ ვპასუხობ.
უბრალოდ კარისკენ მივდივარ.
დგება.
ხმაში უკვე დაძაბულობა აქვს.
_ ნუკი.
ვჩერდები.
მაგრამ არ ვბრუნდები.
_ ვერ წახვალ._ ამბობს მკაცრად._ თუ გუშინდელი უნდა განმეორდეს.
ნელა ვტრიალდები.
თვალებში ვუყურებ.
_ მე შენ არ გეკითხები.
მშვიდად, მაგრამ მკვეთრად ვპასუხობ.
მისი ყბა იჭიმება.
რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება.
_ მოდი ვილაპარაკოთ.
_ არა.
_ ნუკი…
_ არა._ ვიმეორებ._ არაფერი მაქვს სათქმელი.
პაუზა.
ახლა უკვე ხმას უმატებს.
_ გეყოფა._ ამბობს._ არ შეიძლება ასე.
ვიღიმი ოდნავ.ცივად.
_ როგორ “ასე”?
_ ბავშვივით._ მპასუხობს დაუფიქრებლად.
ეს უკვე მაღიზიანებს.
_ ბავშვივით?_ წარბს ვწევ._საინტერესოა… და შენ როგორ იქცევი?
სიჩუმე.
_ გუშინ სად იყავი?_ ვუმეორებ ისევ.
წამიერად მზერას მარიდებს.
ეს საკმარისია
_ ზუსტად._ ვამბობ ჩუმად._ არც კი გაქვს პასუხი.
ვტრიალდები ისევ.
_ ნუკი, გეუბნები…
_ ხოდა ნუ მეუბნები._ ვაწყვეტინებ.
იმ წამს ზარის ხმა ისმის.
ორივენი ერთდროულად ვიყინებით.
თვალებს ხუჭავს წამით, თითქოს ნერვებს იმშვიდებს.
კარისკენ მიდის და აღებს.

მე სუნთქვას ვასწორებ.სახეს “ვამშვიდებ”.
თითქოს არაფერი მომხდარა.
კარში მაიკო ჩანს,მომღიმარი.ბექას კოცნის,მერე მზერა ჩემზე გადმოაქვს.
_ დილამშვიდობის, ნუკი.
_ დილამშვიდობის…_ ვუღიმი.
ბექას ვუყურებ.ისიც მშვიდად გამოიყურება.
ზედმეტად მშვიდად და ესეც მაღიზიანებს.
თითქოს წუთის წინ საერთოდ არაფერი ყოფილა.
_ აბა,დავიწყოთ?_ ამბობს მაიკო მხიარულად._ დრო ცოტა გვაქვს და ქორწილის ამბები ბევრია.
სასტუმრო ოთახში მიდის.
ბექა ჩემკენ იხრება ოდნავ.
ძალიან ჩუმად, მხოლოდ მე რომ გავიგო ამბობს.
_ მოგვიწევს ერთად თამაში.
მისკენ არც კი ვიხედები.
_ შენ კარგად გეხერხება._ ვჩურჩულებ ცივად.
სახეზე ღიმილს ვიკრავ და მეც სასტუმრო ოთახში ვბრუნდები.
მაიკოს წინ ვჯდები.
ბექა გვერდით მიჯდება და ხელს მადებს მუხლზე.
ვიღიმი,არ ვიმჩნევ და რამდენიმე წამში მეც მის ხელს ვადებ ხელს.
ცერა თითით ვაწვები მის თითებს და ასე ვცდილობ ვაგრძნობინო,რომ გაწიოს ხელი.
ხვდება,რასაც ვანიშნებ,მაგრამ ჯიუტად…
წამიერად იღებს ხელს ჩემი მუხლიდან,მაგრამ ისე რომ ახლა ჩემს ხელსაც თავის ხელში იქცევს და შეუმჩნევლად მიჭერს.
“ მოგკლავ ახვლედიანების ვაჟო და ქორწილი გვერდით დაგრჩება…”
მაიკო საუბრობს გატაცებით და გონებაში არაფერი შემდის.
ბექა რომ ხვდება ასე ძიძგილაობა არ გამოვა,მიშვებს ხელს,მხარზე მხვევს უცებ ხელს და თავისკენ მიხუტებს.
“ არ მინდა ასე მხოლოდ სხვების დასანახად” პროტესტი მაქვს.
მაიკო იღიმის და კიდევ გატაცებით აგრძელებს საუბარს.
_ რას იტყვი ნუკი შენ?
_ რაზე?
მაიკოს ტუჩის კუთხე ეშვება…გაოცებისგან
_ არ მისმენდი?
სიტუაცია ბექას გამოყავს.
_ ჩემს გვერდით ისე იბნევა,უბრალოდ ვერ იგებს დედა._ იცინის ბექა და საფეთქელზე მკოცნის.
_ მოკლედ ღია სივრცე გინდათ თუ დახურული?
_ ღია…_ ორივე ერთდროულად ვამბობთ.
მაიკოს უხარია ერთ აზრზე რომ ვართ,მაგრამ აი მე პირიქით…
_ არც დახურულზე მაქვს პრობლემა.
_ არა ღია იყოს.ასე ჩავინიშნავ.რა ფერებში გინდათ დიზაინერმა რომ იმუშაოს? ავთო დაუკავშირდა თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ფლორისტს და შეუთანხმდა,ყველა მიზეზ-გარეშე უნდა იმუშაო ქორწილზეო…გაგიჟდა კაცი,1 თვით ადრე ვის გაუგიაო.დაკავებული ვარო,მაგრამ არ მოეშვა დაითანხმა…_ იცინის მაიკო.
_ ნუკი,კაბას მივხედოთ სასწრაფოდ…
_ კაბა მზად არის…
_ როდის მოასწარით?_ იცინის მაიკო
_ კაბა გადახაზე სიიდან დედა… ეგ ერთი მოგაშორეთ აღარ იდარდო.

ამასობაში ბექა წურბელასავით მეკრობა ვერ ვიცილებ,ბოლოს ვეგუები და ვჯდები მშვიდად.მაიკო საათზე მეტხანს ჩერდება. მერე ვაცილებთ,ისე დავიღალე კამათით,მერე ამ საუბრით,არსად წასვლის თავი აღარ მაქვს.ვტრიალდები და ოთახში ავდივარ.
ჩანთას იქვე ვაგდებ იატაკზე.ფეხზე ვიხდი და საწოლზე ვწვები.მეძინება…
როცა ვიღვიძებ,ვერ ვხვდები რა დროა…საღამოა,თუ თენდება ვერ ვხვდები…
პლედი მაფარია,ალბათ ბექა იყო შემოსული.გული მითბება,მის მზრუნველობაზე.

ვდგები და დაბლა ჩავდივარ.
დივანზე ზის ისევ.
_ წებო წაგისვეს?
_ რა?
_ წებო გისვია? სულ მანდ რომ ზიხარ?
ეღიმება,ალბათ თან გულზე ეშვება,რადგან ვხუმრობ…
_ კი,ცოლი მხდის იძულებულს…ეს ორი დღეა…
“ჰმ…შენ გაჩვენებ ირონიას”
_ არაუშავს, დროებითია._ მხრებს ვიჩეჩავ._ მალე მოიშორებ “მიზეზსაც” და თავისუფლად ადგები.
მიხვდება სადაც ვუმიზნებ და ტყდება.
_ კაი,ნუკი… გვეყოს.
დგება და მიახლოვდება.
_ ქორწინების პირველი დღეებია…იმის მაგივრად,რომ დავტკბეთ,ორი დღეა ვკამათობთ.
_ ქორწინების… _ ირონიულად ვიცინი.
გვერდს ვუვლი.მკლავში მკიდებს ხელს და არ მაძლევს გზის გაგრძელების საშუალებას.
ძლიერად მწევს თავისკენ და მის ტორსს მაკრავს.
სუნთქვა მერევა,მაგრამ თავის ხელში აყვანას ვცდილობ.
ხელებს მკერდზე ვადებ და ასე ვცდილობ ჩვენს შორის დისტანციის შენარჩუნებას.
ხვდება და ჯიუტად უფრო მეტად მიხუტებს.
_ გავიჭყლიტე…_ ვბუსხავ ტუჩებს.
ტუჩებზე აჩერებს მზერას…
თავს გვერდზე ხრის,ნელა მეპარება და ყბის ძვალზე მკოცნის.
მთელს ტანში ელვა კრთება.
სველი ტუჩებით მოუყვება ტუჩებისკენ გზას.
გონებას ვეღარ დავიმორჩილებ მალე ვხვდები.
_ გამიშვი_ მკაცრად ვამბობ_ მშია.
იღიმება.
_ დარწმუნებული ხარ?
_ კი,სავსებით.
ხელს მიშვებს.ვტრიალდები და სამზარეულოში შევდივარ.კედელს ვეყუდები და ვფიქრობ,რომ ძალიან გვიანია ჭამისთვის,მაგრამ დღეს საერთოდ არ მიჭამია და ეს ორი დღეა,ჩემი რეჟიმი ძალიან არეულია…
_ რა არის?
არ ველოდი და ვკრთები მის ხმაზე.
_ ბოდიში… ძალიან შეგაშინე?
_ არაფერია…
_ გინდა რამე მოგიმზადო?
თავს ვაქნევ.
მის გაოცებულ მზერას რომ ვხედავ ვამატებ
_ გვიანია ჭამისთვის…
_ დღეს არაფერი გიჭამია,რა გვიანია…აბა ეგეთები არ გავიგო…დაჯექი._ სკამს მიწევს.
_ არა,ბექა,ამ დროს მართლა არ ვჭამ…
_ ცოლი რომ გეყოლება შენ არ აჭამო და მე ჩემს ცოლს უნდა ვაჭამო.დავასრულოთ.
მსიამოვნებს მისი მზრუნველობა,მაგრამ მაინც საშინლად ნაწყენი ვარ.
_ ბოსტნეული მოგეპოვება?
_ მომისმინე, ახლა გაიმეორე ჩემთან ერთად “მო გვე პო ვე ბა”...
მეღიმება.
_ ხომ მიხვდი,მთავარი ეგ არის.
_ არა. გაიმეორე._ისევ მარცვლავს
_ კაი, მო გვე პო ვე ბა? _ ვმარცვლავ მასავით და ვაჯავრებ.
_ მომწონხარ.
“ მე მიყვარხარ” ვფიქრობ და კიდევ ერთხელ მეკუმშება გული.
სევდიანი თვალებით ვუყურებ…
მიღიმის…
მაცივრიდან
ისეთ უცნაურ საკვებს მაწვდის…
_ბექააა,ტყუილად ნუ ალაგებ.მსგავს ნახშირწ....ბს მე არ ვჭამ ამ დროს.
ბოსტნეული მხოლოდ…
_ ღმერთო…_ხელებს შლის.
_ გამოდი,გამოდი.მივხედავ ჩემს თავს._ გვერდით ვწევ და ვიღებ სასურველ პროდუქტებს.
_ შორენა,რომ მოვა ვეტყვი მენიუ შევცვალოთ.რა კვებაა ეს?
_ მე არ მაქვს მისტერ საქართველოს ტიტულზე პრეტენზია.
ხმამაღლა ვიცინი.
_ წარმოგიდგინე ..._ ვაგრძელებ სიცილს._ ტრუსებით სცენაზე.
თვალებს ავიწროებს.
_ იცი რა სექსუალური ვარ?! ნუ დამცინი…
_ დარმუნებული ვარ._ თავს ვუქნევ.
მიყურებს,როგორ ვჭამ.
_ ნუ მიყურებ მასე,დავიხრჩობი.
ეღიმება.
_ კაი,დაქვრივება არ შედის ჩემს სამომავლო გეგმებში.
_ კიდევ კარგი._ ვპასუხობ და ვაგრძელებ ჭამას.
ვჭამ და მისაღებში გავდივართ.
_ გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?
ვჩერდები.
ჩემში ორი ნაწილი იბრძვის
მივცე უფლება სიტუაციის დათბობის,თუ ისევ ჯიუტად გავაგრძელო ის რაც მან დაიწყო.
კიბისკენ მივდივარ.
_ ნუკი,გთხოვ… _ მშვიდი ხმით მეუბნება.
არ ვჩერდები კიბეს მივუყვები.
თვითონ დგას და მიყურებს.
მომწონს რომ წვალობს.
ისიც კი არ ვიცი ბოლომდე განიცდის თუ არა…
და საერთოდ ახლა ვაანალიზებ…
მას ხომ არ ვუყვარვარ…
წამიერად გონებებაში ერთმანეთის მიყოლებით იბადება ფიქრები.
როდის შემიყვარებდა?!
მაგრამ ახლა მაქვს შანსი
შევაყვარო თავი.
ნუკი…ნუკი…
ასე შენს ოცნებას გაუშვებ ხელიდან
თუ ცდილობს მოუშვი…
ვეუბნები ჩემს თავს.
ბექას კი
_ ტელეფონი ოთახში დამრჩა… აარჩიე მანამდე შენ…
თითქოს ერთიანად მოეშვა მისი მხრები
_ კარგი.
ტრიალდება და დივანზე ჯდება.

ოდნავ მოშორებით ვჯდები მისგან,თუმცა იგივე დივანზე.
_ კიდე შორს დაჯექი._ მეხუმრება თბილი ტონით.
_ არ მინდა შეგაწუხო._ მაინც ვიკბინები.
_ საერთოდ არ ვწუხდები.
დგება და ისე ახლოს ჯდება,სანტიმეტრს არ ტოვებს თავისუფალ ადგილს,ჩვენს შორის.
_ როგორი ფილმები გიყვარს?
_ ხოცვა- ჟლეტაზე… _ მე თვითონ მეცინება.
_ ცუდად არის ჩემი საქმე._ იღიმის.
_ გეთანხმები.
ბოლოს რომანტიულ კომედიას არჩევს და ვუყურებთ.პერიოდულად კომედიურ მომენტებში სიცილის დროს ჩემსკენ იხრება და მეხება.
რადგან არაფერს ვამბობ შემდგომ თავს მხარზე მადებს.
მერე ხან ხელს მხვევს მხარზე.
ბოლოს სულაც მიხუტებს.
ფილმიც სრულდება
_ გინდა კიდე ჩავრთოთ სხვა?
_ არა.დავიღალე ერთ ადგილზე ჯდომით.
_ გავისეირნოთ?
_ არ მინდა.
_ მაშინ… სახლი დავათვალიეროთ.მოდი
პირველი დგება და ხელს მიწვდის.
ჯერ პირველ სართულს მათვალიერებინებს.
მერე მაღლა ავდივართ.
_ ეს უკვე იცი ჩვენი ოთახი._ იღიმება და გვერდს უვლის.
შანსს არ ვუშვებ ხელიდან არ ვუკბინო.
ირონიულად ვიღიმი.
_ ჰმ… უკვე ჩემი…შენი ნაკლებად.
სახე ეცვლება,მაგრამ არ იმჩნევს.
ისევ ის უხმო ტკივილი იწყებს ჩემში მოძრაობას.
თუმცა მივყვები უთქმელად.
_ ეს … _ ჩერდება საწოლი ისევ არეულია.
ის ოთახია სადაც ღამით სძინავს.
_ შენი ოთახი…_ ვიძახი ცივი ხმით._ ნუ გერიდება თქვი.
უკან ვტრიალდები.მისი ეს სიჩუმე მაგიჟებს.
მე ვიღაც ტოქსიკური,პრეტენზიული ქალივით ვჩანვარ…ეს კი… როგორ მაღიზიანებ ბექა…
თვალები ცრემლებით მევსება,რა ჯანდაბა მატირებს ან საერთოდ ეს გამაგებინა?!
ჩემი ოთახისკენ მივდივარ.აღარ მსურს ამ ექსკურსიის გაგრძელება.
_ ნუკი…
ვეღარ ვითმენ.
_ ჰო… ნუკი მქვია 22 წელია…მეძახე ასე ახლა…
მისკენ ვტრიალდები,ისევ კარის ზღურბლზეა გაჩერებული.
_ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი…
მიყურებს უხმოდ,უემოციოდ…მე კი უფრო მიდუღს სისხლი და ვაგრძელებ
_ ბექა,სანამ უფრო არ შევტოპეთ დავასრულოთ ეს სპექტაკლი.
სახე ცივი უხდება.
_ არა.
_ რა არა?! როდემდე ვითამაშოთ სხვების თვალწინ? მხოლოდ მესამე დღეა და აქედან ორი კამათში გავატარეთ…
მაგარ შედეგს ვდებთ…
ხმა მიწყდება.
ვდგავართ გაშეშებულები ორივე.
ჩვენს შორის მანძილი სულ სამიოდე მეტრია,მაგრამ თითქოს ამაზე დიდია.
მიახლოვდება.
ჩემს სახეს მის თბილ და ძლიერ ხელებში იქცევს.თვალებში ისევ ცრემლები მიკრთება.
ახლა ისე ვარ…ისე მინდა ჩამეხუტოს,მაგრძნობინოს რომ ვჭირდები…
მაგრამ თუ ამას არ იზამს,არაფრის ფასად თავს არ დავიმცირებ.
დავასრულებ ამ კავშირს.
გადამწყვეტი წამი დგება ჩვენს შორის.ისე რომ თავადაც არ იცის…
ახლა მასზეა დამოკიდებული,მის ქცევაზე…
თვალებში მიყურებს
მერე რაღაცის თქმას ცდილობს…
ჩემში შიში იბადება…
თუმცა რაც არ უნდა მეტკინოს მზად უნდა ვიყო.
_ ვერ მოგატყუებ… _ თავს ხრის.
თვალებს ვხუჭავ,სიმწრისგან…
მეღიმება…ჰო მეღიმება…მაგრამ ეს რაღაც მწარე ღიმილია.
საკუთარი თავის მიმართ…
გულიდან მწყდება რაღაც ძალიან დიდი და ტკივილად იშლება ჩემს სხეულში.
“არ იტირო ნუკი,არ დაუშვა!” _ ვუმეორებ ჩემს თავს მონოტონურად.
დროა…
_ გასაგებია. _ ვამბობ ჩუმად,მაგრამ მტკიცედ.
ხელებს ვაშვებინებ,ვტრიალდები და ოთახში შევდივარ.
პირველი რასაც ვაკეთებ,ჩემოდანს ვიღებ
ვხსნი და ჩემი ნივთების ჩალაგებას ვიწყებ.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ეს რა იყო ეხლა ბექას საქციელი ძალიან გავბრაზდი,მეგონა მასაც უყვარდა ,მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს♥️

 


№2  offline წევრი Tak.oo

სტუმარი თეო
ეს რა იყო ეხლა ბექას საქციელი ძალიან გავბრაზდი,მეგონა მასაც უყვარდა ,მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს♥️

როგორ ველი შენს ემოციებს ხოლმე თეო 😊❤️
დიდ თავებს დავდებ,რომ მალე გაიგო,რაშია საქმე 😉

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

როგორ ველოდები გაგრძელებას😍

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent