შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი ოცნება (თავი 8)


5-04-2026, 11:51
ავტორი Tak.oo
ნანახია 438

ყველაფერი თითქოს ერთ კალაპოტში ჩადგა და მშვიდად მიედინება.
ჯერ ოფისში არ გადის.დღეებს ჩემთან ატარებს, უფრო სწორად, ქორწილის სამზადისში.
არის დეტალები, რასაც ჩვენთან ათანხმებენ, მაგრამ ძირითადად მაინც ავთო მართავს ყველაფერს. ალბათ დიდხანს ელოდა ამ დღეს.
ღამით სულ ჩემთან არის. აღარ მტოვებს.
აღარ ვგრძნობ თავს მიტოვებულად… ან შეცდომად.
ნელ-ნელა თბება ჩვენი ურთიერთობა.
თავადაც იცვლება ჩემს მიმართ. უფრო ყურადღებიანია, უფრო ახლოს მოდის.
ერთხელ ავთომ სთხოვა რამდენიმე საათით შეხვედრაზე წასვლა.
საღამოს რომ დაბრუნდა, სიტყვაც არ უთქვამს უბრალოდ მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
ძლიერად.
რამდენიმე წამი… არა, უფრო მეტი.
ისე ვიდექით, თითქოს დრო გაჩერდა.
_ მომენატრე…_ ჩუმად თქვა.
გულში რაღაც ჩამწყდა… ან პირიქით, გაიხსნა.
თავი ოდნავ წამოწია და სახეზე მაკოცა ჯერ ლოყაზე, მერე თვალებთან, შუბლზე…
ბოლოს კი ტუჩებთან გაჩერდა.
წამით ჰაერი გაიყინა
მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვცხოვრობთ, ერთ საწოლში გვძინავს…
ჩვენ შორის კოცნაც კი არ ყოფილა.
იმ დღის შემდეგ,როცა პირველად მაკოცა.
ახლა კი…
ცხელმა ტალღამ დამიარა მთელ სხეულში.
ადგილზე გავშეშდი.
მისი სუნთქვა ჩემს ტუჩებთან იგრძნობოდა…
კარი გაიღო.
ფეხის ხმა.
ბექა მაშინვე ოდნავ მშორდება და იქით იხედება.
შორენაა.
_ უკაცრავად…_ ამბობს შორენა და თვალს გვარიდებს, თუმცა ღიმილს ვერ მალავს.
_ უკაცრავად მე, არ ვიცოდი თუ აქ იყავი,_ მშვიდად პასუხობს ბექა.
მე ისევ ადგილზე ვდგავარ… ჯერ ვერ გამოვედი იმ წამიდან და იმ ემოციებიდან.
_ მივდივარ უკვე, თუ სხვა არაფერია?_ ეკითხება შორენა.
_ არ ვიცი, მე არაფერი მჭირდება._ მერე ჩემკენ ტრიალდება._ შენ?
_ არა…_ ძლივს ვპასუხობ.
_ მაშინ ზეგამდე.
ვემშვიდობებით.
კარი იკეტება.
სიჩუმეა.
ორივემ ვიცით რაღაც შეიცვალა.
ნელა ვწევ მზერას მისკენ.
ისიც მიყურებს.
_ სად გავჩერდი?_ მაცდური ღიმილი უთამაშებს ტუჩებზე.
_ ა… არ მახსოვს._ ვეთამაშები.
საფეთქელთან ისმევს საჩვენებელ თითს.
_ ოჰ,ეს სკლეროზი… მეც დამავიწყდა._ მაგალითს ჩემგან იღებს.
ვიცინივარ.
უკვე ორივე ვხვდებით იმ ზღვარს, რაც აქამდე გვყოფდა,გადავაბიჯეთ.

***

სააგენტოდან ელიზა მირეკავს.
_ აბა, ძვირფასო, არ გვიბრუნდები?
_ გაგიჭირდათ უჩემოდ?_ ვეხუმრები.
_ და თან როგორ?!_ ელიზას მხიარული ხმა ისმის._ დღეს შეძლებ რომ მოხვიდე? რამდენიმე შეთავაზებაა… სტუდიური გადაღებებიც… ზუკას სჭირდები მოკლედ…
_ მოვალ.
ბექას მივყავარ სტუდიაში.
გარედანვე ისმის ხმაური. მუსიკა, გოგოების სიცილი, ფენების ხმა.
შიგნით შევდივარ და პირველივე თაკოს ვხედავ მოდელებს მაკიაჟს უკეთებს.
_ ოჰოო, ვარსკვლავი დაბრუნდა!_ მეძახის და თვალს მიკრავს.გოგოები მხიარულად მხვდებიან და მილოცავენ.
ყველას ვკოცნი.
_ მომენატრეთ_ ვეუბნები ყველას.
_ სიძე როგორ მყავს? _ კითხულობს თაკო.
_ აქ არის.
კარში ბექაც შემოდის და ჩვენსკენ მოდის.
_ მე ელიზასთან შევალ.
ელიზასკენ მივდივარ.
ოთახში რომ შევდივარ ზუკა მხვდება.
_ ზუკიი!_ ვეხუტები და ისიც ძლიერად მიკრავს გულში.
_ ჩემი პატარა…_ მეუბნება თბილად._ როგორ ხარ?_
_ შენ?_ ვუღიმი.
ჩემს სახეს ხელებში იქცევს, თვალებში მიყურებს.
_ როგორ მომენატრეეე…_ შუბლზე მკოცნის.
კარისკენ შემთხვევით ვიხედები.
ბექა დგას.
ჩუმად. უყურებს.
მისი სახე… შეიცვალა.
ზუკა ვერ ამჩნევს ან არ აქცევს ყურადღებას.
მხრიდან მშორდება და პირდაპირ ბექასკენ მიდის.
_ როგორ ხარ, სიძე?_ სიცილით ეუბნება.
_ კარგად._ მოკლედ პასუხობს ბექა._ შენ?
_ მეც კარგად._ მხარზე ხელს ურტყამს._ რომ გაიტაცე ჩემი გოგო, ასე უნდა დაკარგვა?_ ხუმრობს.
ბექას ტუჩის კუთხე ოდნავ იძვრის.
_ გვესტუმრე.
მის ტონში ოდნავ ხუმრობა ან სირბილე არ იგრძნობა.
მაღიზიანებს და უხერხულობას მიქმნის.
ელიზას ვაცნობ ბექას, ვითომ არაფერი ხდება.
თაკოც შემოდის, რაღაცას ხუმრობს, ოთახში ცოტა სიმსუბუქე ბრუნდება.
მერე ელიზასთან ერთად ვჯდები.
_ მოკლედ,_ ფურცლებს მაწვდის._ ეს არის რამდენიმე შეთავაზება…
ვათვალიერებ.
_ ეს საფრანგეთიდანაა,_ ამატებს._ ძალიან კარგი პროექტია…სამი თვე..
ვჩერდები.
ფურცელს ვუყურებ...
_ უარს ვამბობ,_ ვამბობ მშვიდად.
ელიზა გაკვირვებით მიყურებს.
_ დარწმუნებული ხარ? მხოლოდ სამი თვე…
_ კი._ ვიღიმი._ ახლა ვერ გავალ საქართველოდან.
_ ნუკი… ეს სერიოზული შანსია…
_ ვიცი,_ ვაწყვეტინებ რბილად._ მაგრამ ახლა… ხომ ხვდები.
თაკო მიყურებს ჩუმად. ხვდება.
_ კარგი,_ ამოისუნთქებს ელიზა._ მაშინ ადგილობრივებზე გადავიდეთ.
თავს ვუქნევ.
“რადროს გათხოვება იყო…” — თავში გამიელვა.
მაგრამ ვიღიმი.
ბექა იქვე დგას თაკოსთან ერთად.
_ დღეს დარჩები? _ მეკითხება ზუკა.
_ დღეს არა,ხვალ მოვალ,მითხრა ელიზამ უკვე.
_ კარგი,ხვალ იყოს.არ გადამაგდო იცოდე…
_ ოქეი.

უკან ვბრუნდებით.
მანქანაში სიჩუმეა.
ბექა გზას უყურებს.
ხელები მყარად უჭირავს საჭეზე.
ვუყურებ გვერდიდან.
_ რა გჭირს?_ ბოლოს ვეკითხები.
არ მიყურებს.
_ არაფერი.
_ ბექა…
_ ეს ზუკა ვინ არის?_ ბოლოს ამბობს._ რა ტიპია საერთოდ?
ვიცინი ოდნავ.
_ მორჩი რაა… მე და ზუკა… და-ძმასავით ვართ._
ამჯერად მიყურებს სერიოზულად.
_ ვით და არა და-ძმა._ მშვიდად მპასუხობს._ შენ თვითონ აღნიშნე…
_ აუ, ბექა, მორჩი.არასდროს არ მივიღებ ზუკაზე მსგავს შენიშვნებს. და ჯობია მიეჩვიო.
სიჩუმე.
მისი ყბა იჭიმება.
_ მე უბრალოდ…_ იწყებს.
_ არა._ ვაწყვეტინებ._ უბრალოდ არ გინდა ეს თემა.
რამდენიმე წამი არაფერს ამბობს.
მანქანა ჩერდება შუქნიშანზე.
მერე ჩუმად ამბობს:
_ არ მომწონს, როცა ვიღაც ასე გეხება.
ვუყურებ.
_ და მე არ მომწონს, როცა მკარნახობ ვისთან როგორ ვიყო.
მწვანე აინთო.
მანქანა ისევ დაიძრა.
რამდენიმე წამი გადის… მერე ბექა თვითონ იწყებს.
_ ანუ… საფრანგეთზეც ასე მარტივად თქვი უარი?_ ხმაში ირონია არ აქვს, უფრო ინტერესია.
ფანჯარაში ვიყურები.
_ მარტივი სულაც არ იყო._ მეღიმება.
_ ძალიან მალე მიიღე გადაწყვეტილება _ ამბობს მშვიდად.
_ და რა უნდა მექნა?_ ვეკითხები._ წავიდოდი? ამ ყველაფრის მერე?
_ არ ვიცი,_ მხრებს იჩეჩავს._ შენი საქმეა…
“ჩემი საქმეა…”
_ ჩემ გამო?_ პირდაპირ მეკითხება ბოლოს.
_ არა მარტო,_ ვპასუხობ გულწრფელად.
_ “არა მარტო” რას ნიშნავს?_ არ მეშვება.
_ ბექა, დაკითხვაზე ვარ?
_ პასუხი მაინტერესებს.
ვუყურებ.
_ შენც ხარ ამ “არა მარტო”-ში._ ბოლოს ვეუბნები მშვიდად.
რამდენიმე წამი არაფერს ამბობს.
_ არ მინდოდა, რომ ჩემს გამო რამეზე უარი გეთქვა,_ ამბობს ბოლოს.
_ და მე არ მითქვამს მხოლოდ შენ გამო,_ ვუმეორებ.უცებ ვცვლი მიდგომას._ დავთანხმდები…მხოლოდ სამი თვე…
თვალებთან წვრილი ნაოჭები უჩნდება.
“ჰმ,გავარტყი მიზანში”_ მეღიმება.
_ ანუ,წახვალ?
_ ვფიქრობ არც ისე დიდი დროა…_ აზარტში შევედი,ვცდილობ დავარწმუნო,რომ გადავიფიქრე და წავალ._ შეიძლება ერთხელ ან ორჯერ შევძლო ჩამოსვლაც.
_ მოეშვი ცინიზმს.ეგ ჩემი ძლიერი მხარეა…
ვკისკისებ.
თვალის კუთხიდან მიმზერს,ისე რომ გზას თვალს არ არიდებს.ჩემს ხელს იღებს და მკოცნის.
_ გგონია გაგიშვებ?
_ გგონია დაგემორჩილები?
თავს აბრუნებს წამიერად.მზერა უსერიოზულდება.
_ არ მომწონს,მსგავსი დამოკიდებულება წყვილს შორის.
_ აბა ეს “ გაგიშვებ” რა იყო?!_ ვასერიოზულებ ტონს.
_ ნუ ეცდები დამიმტკიცო შენი ძალები…მე არ გზღუდავ.ეს სიყვარულით გითხარი.
_ აჰ,უკაცრავად,მეგონა თქვენი “მამაკაცური ეგო” იყო.
_ როგორი მწარე ცინიკოსი ხარ.
_ არა,უბრალოდ კარგი მასწავლებელი მყავს.
_ ბავშვი ხარ ჯერ კიდევ._ თავს აქნევს.
_ უკვე ვბრაზდები._ ვაფრთხილებ.
_ ხოდა ნუ მეთამაშები,_ ტუჩის კუთხე ოდნავ ეწევა და წარბს წევს.

მანქანა სახლთან ჩერდება.ძრავს არ აქრობს.
_ ნუკი…
ვბრუნდები.
მიყურებს პირდაპირ.
_ ზუკა, უბრალოდ…_ ჩერდება._ ცოტა… ზედმეტად შენი ჩანს.
მეღიმება ოდნავ.
_ და შენ?_ ვეკითხები._ ნაკლებად ჩემი ხარ?
ერთი წამით იბნევა… მერე ეღიმება.
_ ჩემთან მასე არ ხარ…_ჩემი სახის გამომეტყველებაზე ხვდება და ამატებს
_ თავისუფლად.
_ შეიძლება… რაც ჩემი თავი მახსოვს ზუკაც მახსოვს…არ ვიცი ბუნებრივად ხდება ეს, და მართლა არ მინდა ან ჩემ ქმარმა ან ზუკას ცოლმა ეს ურთიერთობა შეცვალოს.
_ მესმის._ სახიდან თმას მიწევს და თან მეფერება.
სახლში შევდივართ.

ღამით სანამ დავიძინებ.აბაზანიდან გამოსულ ბექას ვეუბნები
_ მგონი დროა,ორივე დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას.
სახე ეცვლება.დამკვირვებლური მზერა უხდება.მე მეცინება
_ სამსახურს ვგულისხმობ.რელაქს…
_ რავიცი,ვიფიქრე ისევ საფრანგეთში ხომ არ გარბისთქო.
_ კი, მაძალებდი და ახლა რა ფერს კარგავ?_ ვეკითხები ღიმილით.
ერთი წამით მიყურებს… მერე ტუჩის კუთხეში ღიმილი უჩნდება.
_ ფერს კი არ ვკარგავ,_ ნელა მიახლოვდება,_ უბრალოდ ვამოწმებდი,შენ რამდენად შეგეძლო ჩემი დატოვება.
_ იმედები გაგიცრუე?
_ ცოტა,_ მხრებს იჩეჩავს._ბოლოს უკვე გეგმას ვაწყობდი, როგორ უნდა ჩამოვსულიყავი “საქმიანი ვიზიტით” პარიზში.
_ რა თავდადებაა,_ ვკბენ.
_ აბა რა,_ წარბს სწევს._ პროფესიონალი ვარ.
_ ანუ…_ თავს ოდნავ ხრის._ შენ სამსახურს უბრუნდები?
_ ჰო.
_ კარგი.მაშინ მეც დავუბრუნდები ჩემსას… თორემ ასე თუ გავაგრძელე, ხალხი იფიქრებს, რომ ქორწინების მერე საერთოდ დავკარგე ინტერესები.
_ ჰო,მართლაც საეჭვოა._ დავცინი.
ბალიშს მსუბუქად მირტყამს.
_ მოეშვი ცინიზმს,რამდენჯერ გაგაფრთხილე.
_ ხო,ეგ შენი ძლიერ მხარეა
_ აი,კიდევ…_ ბალიშს მესვრის.
მეც არ ვაყოვნებ, ვიჭერ და ეგრევე უკან ვუბრუნებ.
_ აქაც პროფესიონალი ხარ? ყველა სფეროში ერთნაირად ძლიერი ხარ?
_ ჯერ სად ხარ,_ სწრაფად იჭერს _ მაგრამ მაგ ირონიას დაგავიწყებ…
მესვრის ისევ. ამჯერად არ ველოდები და პირდაპირ მხვდება.
_ ბექააა!_ სიცილს ვეღარ ვიკავებ._ ომი გინდა?
_ უკვე დაიწყო,_ თვალებს ავიწროებს ვითომ სერიოზულად.
ბალიშს ვტაცებ ხელს და ამჯერად მე ვუტევ.
ისიც არ მანებებს ახლოს მოდის, ბალიშს მაფარებს და უკან მხევს.
თვალებში მიყურებს… ისიც აღარ იცინის,მხოლოდ თბილი ღიმილი დარჩა სახეზე.
_ მორჩი?_ ჩუმად მეკითხება.
_ არა…_ ვჩურჩულებ, მაგრამ ხმა აღარ მაქვს ისეთი შემტევი,როგორც წეღან.
ტუჩის კუთხეში ეღიმება.
უცებ ჩვენს შორის სივრცეს ათავისუფლებს.ბალიშს ძირს აგდებს.
თვალის კონტაქტს არ კარგავს.ფარავს ამ მცირე მანძილსაც და ტუჩებზე დამყურებს.
სხეულში იმპულსებს ვგრძნობ,ერთიანად მეყინება თითები,ტუჩები.
ხელებს მკლავებზე მხვევს.
მკოცნის ნელა,აუჩქარებლად და მეც ვყვები მის რიტმს.
ვგრძნობ როგორ ეჭიმება სხეული,სუნთქვა უხშირდება.
ხელს მიცურებს ყელზე,ძლიერად მიფიქსირებს თავს და კოცნის რიტმს აძლიერებს.
მეორე ხელი ჩემს სხეულზე დასრიალებს.
_ ააჰ…_ აღმომხდა უნებლიედ.
_ ამის დედაც… მეტს ვეღარ მოვითმენ…
მკერდზე ჩემს მაისურს ჭიდებს ხელს,კოცნებს შორის და ზედვე მახევს.
_ ნუ მაშინებ._ მეცინება.
დანისლული თვალებით მიყურებს.მგონი ვერც იაზრებს ჩემს ნათქვამს.ეშმაკურად ეღიმება.
_ ახლა მაინც გააჩუმე ენა.
_ ვითომ რატომ? ხელს გიშლი?_ არ ვეშვები.
“ არა,მართლა,რომ გაჩუმდე არ შეიძლება?”_ მეჩხუბება ჩემი შინაგანი მე.
ბექა თვალებს ატრიალებს.
ნიკაპში ხელს მკიდებს თავს მაწევინებს და მკოცნის ვნებიანად.
სწრაფად მწევს ჰაერში და საწოლზე მაწვენს…

***

თავი მის შიშველ მკერდზე მიდევს.მისი ხელი კი ჩემს შიშველ წელზე დასრიალებს.
_ ბექააა…_ ბოლოში ვაგრძელებ პატარა ბავშვივით.
_ ჰმ…
_ ცოლობა რატომ მთხოვე?
წამით სუნთქვას აჩერებს.
_ შენ რატომ დამთანხმდი?_ კითხვას მიტრიალებს.
_ ჯერ შენ მიპასუხე… და თან ვფიქრობ რომ შენს კითხვაზე პასუხი ისედაც გაქვს.
_ მომეწონე…
მაინც ვერ ვისვენებ.რამდენიმე წამში ისევ…
_ბექაა…
_ ჰმ…_ უკვე ეცინება.
_ კაბა რად გინდოდა?
_ მართლა დაკითხვაზე ვარ,ოღონდ ასეთი ნაზი დაკითხვა პირველად მაქვს…_ იცინის.
_ მიპასუხე…მაინტერესებს.
_ ვხატავ…მერე გაჩვენებ ჩემს ნახატებს…ხოდა როცა ეგ კაბა დავხატე,ძალიან მომინდა მზა მენახა…
კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებ,რომ ნიკაპში ხელს მკიდებს თავს მაწევინებს და მკოცნის ვნებიანად.
_ მხოლოდ ასე გაგაჩუმებ ხომ? _ იცინის და თან კოცნას არ წყვეტს.
მეღიმება,მაგრამ არაფერს აღარ ვამბობ.
მისი ხელი ზურგზე ამოდის, უფრო ახლოს მიზიდავს, სწრაფად მაბრუნებს და ჩემს ზევიდან ექცევა.
_ მოდი დაკითხვა დავასრულოთ…ვფიქრობ იმდენი პასუხი მიიღე…პრიზს ვიმსახურებ.
_ პრიზი? _ მეცინება._ მე თუ მგულისხმობ…აქ ვარ…
ხელებს მჭიდროდ ვხვევ კისერზე და ვკოცნი…


ეს დილა,ყველა დილებისგან განსხვავდება. თვალებს ვახელ.თმა აჩეჩილი ჩემს გვერდით საყვარლად წევს.მსუბუქად ვკოცნი,საწოლიდან ვძვრები,მისი ხმა მესმის.
_ სად მიიპარები?_ ჯერ ისედაც ბოხი ხმა აქვს და დილით უარესი.მეც ხმას ვიბოხებ და მისი ინტონაციით ვპასუხობ.
_ აქვე,აბაზანაში…
ეცინება.ხმას იწმენდს,ჩაახველა რამდენჯერმე.
_ მოდი აქ… _ ხელს მხვევს წელზე და საწოლში მაბრუნებს.
ყელში მკოცნის,ხელებს არ ასვენებს და მაისურის ქვეშ მისრიალებს.
_ მოისვენე,უნდა გავემზადო…_ ყურადღებას არ მაქცევს._ სტუდიაში უნდა გავიდე დღეს,ადექი შენც მიდი.
_ მოიცა რაა…
ხელიდან ვუსხლტები და ვდგები.
_ მიდი,მიდი… დამაგვიანებ მასე…
აბაზანაში შევდივარ,იქ მაკითხავს შხაპის ქვეშ.
_ ღმერთო,რა თავხედი ხარ._ ვეუბნები.
_ კარი ღია იყო… _ იცინის მაცდურად…

ორივე ვემზადებით.მე სააგენტოში მტოვებს ბექა და თვითონ ოფისში მიდის.
სანამ გადაღება დაიწყება,ჯერ თაკოსთან ვზივარ სარკის წინ და მაკიაჟს მიკეთებს.
_ გითხრა გუშინ ელიზამ ნიტა ჩამოდის ამერიკიდან…
_ ვაა… რა მოელანდა?
_ რას გაიგებ?! _ მხრებს იჩეჩავს თაკო_ რა ბუზმა უკბინა ახლა…
_ სულ ბრუნდება თუ ცოტახნით ჩამოდის?
_ არაფერი არ ვიცი.ელიზასთვის მოუწერია ჩამოვდივარ და გამითვალისწინე აწიო…
_ რა ტოქსიკური გოგო რაა…
_ ტოქსიკურობა აწი ნახე…
_ მორჩი? _ვეკითხები თაკოს.
_ ორი წუთი ბლაშს და ჰაილაითერს ჩაგიმატებ და გადი ზუკიტოსთან მერე…

ბილბორდისთვის არის სარეკლამო რამდენიმე ფოტო გადასაღები.
რამდენიმე ბრენდის ფოტოა.
_ ყველაფერს დღეს ვერ მოვასწრებთ…_ ეუბნება ზუკა ელიზას.
_ ეს ბილბორდების დაასრულე დღეს გთხოვ. ხვალ ხომ მოხვალ ნუკი?
_ კი,ვივლი აწი ელი.
ზუკა მანიშნებს გავჩუმდე და აპარატს აჩხაკუნებს..
_ ქორწილის დღეები მომიტევე მერე და ვსო,სულ შენი ვარ…_თვალს ვუკრავ._ მოემზადეთ ხო მართლა…
_ ჩვენ კი არა,ნიტა ემზადება ამერიკიდან მოფრინავს მგონი სპეციალურად შენი ქორწილისთვის.
ინსტიქტურად ვიჯღანები.
ელიზას და ზუკას ეცინებათ.
_ ჩემი ქორწილისთვის სულ აბაა, რა ყურადღებიანი გამხდარა უცებ.
ვიღიმი,თუმცა ცოტა ირონიულად.
_ ან უბრალოდ მუშაობისთვის,_ ამატებს ელიზა.
ტუჩის ამრეზით ვუყურებ კამერას.
ზუკა კამერას წევს.
_ გაასწორე სახე._ ეღიმება._ დაგრჩა რამე დაუმთავრებელი კონკურსიდან? მეკითხება თითქოს სხვათა შორის.
_ არაფერი ისეთი, _ მხრებს ვიჩეჩავ._ უბრალოდ… ვერ მიტანდა და არც მალავდა,ანალოგიურად ვარ მეც მის მიმართ.
_ კონკურენცია,_ ამბობს ელიზა მარტივად.
_ კონკურენცია თუ ტიტული? გადამაყოლა თან,მთელმა მისმა საგვარეულომ… შენ რომ არა,კი უყიდიდა მამიკო იმ ტიტულს.
_ მართლა,რა მაგრად გაფაქტე ელ, _ ეუბნება ზუკა.
_ პირველი შემთხვევა კი არ არის,იმუნიტეტი მაქვს უკვე _ ეღიმება ელიზას.
_ ისედაც ვერ მიტანდა,მაგ ყველაფრის მერე საერთოდ…
_ ჰო,მსგავს ფაქტებს ძნელად ივიწყებენ… ნიტა ამბიციურია,ზოგადად მისი ოჯახიც…ეს თითქოს სისხლში აქვთ… ამიტომ მასე მარტივად არ დაივიწყებს,იმ ამბავს,რომ შენს გამო ტიტული დაკარგა. _ ამბობს ელიზა.
_ ჟიურის მოედაოს,მე შემეშვას…
ელიზას ეღიმება,მეც ვიღიმი ვითომ არაფერია.
_ კარგი,მორჩით ახლა დრამებს,_ ხელებს ვიქნევ._ დღეს ჩემი ბილბორდის დღეა,არ მინდა ვინმე ნიტამ გამიფუჭოს განწყობა.
_ აი ეგ უკვე მომწონს,_ იცინის ელიზა.
_ აბა,მოდელი, მეუბნება ზუკა._ მოემზადე,შენი ქმარი რომ გაივლის ქუჩაში,შენს სახეს უნდა უყურებდეს ყველგან.
_ უყურებს ისედაც,_ ვეუბნები სიცილით._ ბილბორდი აღარ სჭირდება.

***

ყოველი გათენებული დილა მიხარია. არ ვიცი რატომ და რისთვის დავიმსახურე ეს ბედნიერება,მაგრამ ყოველ დილით და ღამით უფალს ვმადლობ.
ქორწილის დღე მოახლოვდა.ყველა სამზადისშია.
თაკო და ნია ჩემი მეჯვარეები არიან.
ბექასი ლაშა და ნიკუშა.
დილიდან სამზადისია.თაკომ თავი მოიკლა სანამ არ დამითანხმა რომ მაკიაჟს თვითონ გამიკეთებდა ქორწილში.ბექა ოთახიდან გააგდო და ჩემს ოთახშია თავისი სრული აღჭურვილობით.
_ თაკო,_ კარზე აკაკუნებს ბექა.
_ რა გინდა ბექა?!_ უბღვერს თაკო.
_ღმერთო რა დავაშავე,ჩემს სახლში,ჩემს ოთახში ცოლის დაქალებს ვეკითხები შესვლას…_ მოსთქვამს ბექა.
_ გოგო,შემომიშვი,ყველაფერი მანდ მაქვს.
_ მოუსვი ბექა,გაგეტანა თუ რამე გჭირდებოდა…ახლა გვიანია,ხელს ნუ მიშლი გადი…
ცოტახანში ლაშა მოაგზავნა
_ თაკუნა,სიხარულო…
_ ლაშა,ბექას მიგაყოლებ ზედ,თავი დამანებეთ… სიმშვიდე მინდა ახლა…
_ გოგო,შემოუშვი ბექა…
_ ახლა,არა,რომ დავასრულებ მერე…
მე განძრევის უფლება არ მაქვს,არათუ ჩარევის და შუამდგომლობის.დღეს ზედმეტად გაკაპასებულია ჩემი დაქალი.
როგორც იქნა ამთავრებს.
კაბას ვიცმევ და მათვალიერებს.
_ ღმერთო,ახლა ვიტირებ… _ ხელებ გაშლილი მიყურებს და თვალებს აფახულებს რომ არ იტიროს.
მეცინება მის სენტიმენტებზე.
როგორც იქნა ბექას აძლევს ოთახში შემოსვლის უფლებას.
_ ვაუუ…
წამით ჩუმდება, თითქოს სიტყვებს ეძებს. თაკო კმაყოფილი ათვალიერებს ბექას და მისი რეაქციით ტკბება.
ბექა თვალებით თავიდან ბოლომდე მათვალიერებს და მიღიმის.
_ მგონი შეცდომა დავუშვი…_ ამბობს ჩუმად.
_ რატომ?_ წარბს ვწევ.
ახლოს მოდის და ჩემს წინ ჩერდება.
_ ადრე უნდა მეთხოვა ცოლობა…_ თვალებში მიყურებს._ ბევრი დრო დავკარგე.
_ დრამატიზმში გადაგივიდა,_ ვკბენ.
თუმცა ღიმილს ვერ ვმალავ.
_ არა,_ თავს ოდნავ აქნევს._ უბრალოდ…
თითებით ნიკაპს მიწევს ოდნავ მაღლა._ ძალიან ლამაზი ხარ.
_ არ აკოცო,თორემ მიგაკლავ._ თვალებს უბრიალებს თაკო.
_ ღმერთო ეს ვინ ყოფილა?!_ ხელებს შლის ბექა სიცილით._ ლაშა უნდა გავაფრთხილო დროზე…
საგარდერობე ოთახში გადის და თან თაკოსკენ აპარებს თვალს.
_ ვაიმეე,ახვლედიანების ვაჟო,მოგკლავ.
ბექას სიცილი ავსებს ოთახს.

ყველაფერი ისეა, როგორც წარმოვიდგენდი… ან უფრო ლამაზიც.
ჯვრისწერის დროს მის ხელს ვიჭერ. მტკიცედ.ისიც უფრო ძლიერად მიჭერს ხელს.
თვალებში მიყურებს და პირველად ვგრძნობ ახლა უკვე მართლა ერთად ვართ.
ფოტოსესია სიცილის ფონზე მიმდინარეობს.
თაკო და ნია არ გვასვენებენ, ლაშა და ნიკუშა ხუმრობენ, ყველა ერთად ძალიან ბედნიერები ვართ.
რესტორანში, ღია სივრცეში, განათებული მაგიდები, ღვინის ჭიქები, სიცილი, მუსიკა…
ყველაფერი ირევა ერთმანეთში ემოციები, ხმები…
ბექა ჩემს გვერდით დგას.
ხელს მკიდებს და თავისკენ მიმიზიდავს.
_ როგორ ხარ?_ მეკითხება ჩუმად.
ვუყურებ.
_ ბედნიერი.
იღიმის.
_ მეც.
თავზე მკოცნის.
მის მკერდზე ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ.
და ამჯერად არც ეჭვი მაქვს, არც შიში.
უბრალოდ ვარ მის გვერდით და უსაზღვროდ ბედნიერი.

თაფლობის თვე არა,მაგრამ რამდენიმე კვირა გვაქვს.
საფრანგეთში,პარიზში მივფრინავთ ერთი კვირა.იქიდან რომში…
დაუვიწყარ მოგონებებს ვაგროვებთ ერთად.
დავხეტიალობთ ქუჩებში ფეხით,სიყვარულისგან თავბრუ მეხვევა…
რამდენიმე დღეში ორი თვე გახდება რაც ერთად ვართ.
იტალიაში ყოფნის ბოლო დღეებში,გადაღლილობას ვგრძნობ.ცოტა უენერგიოდ ვარ,თუმცა არ ვდუნდები და მაინც არცერთ ლოკაციის მონახულებაზე უარს არ ვეუბნები ბექას,ყველგან ფეხით დავდივართ.
ღამით ფრენა გვაქვს.ბექა ძლივს მაღვიძებს.
_ თვითმფრინავში დაიძინე პატარა,ახლა ადექი.თორემ დავაგვიანებთ.
გამთენიას ვბრუნდებით თბილისში.
სახლში შესვლისთანავე შორენა გვეგებება და საუზმეს გვთავაზობს,მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ,შხაპსაც არ ვიღებ ვწვები.
_ ბექ,გთხოვ ფარდები ჩამოაფარე._ გაუხდელად ვწვები და ვიძინებ.შუადღისით საშინელი სპაზმი მაღვიძებს,ღებინების შეგრძნებით.ყველაფერი ტრიალებს…
რა წამს გადამიარა ჩავდივარ დაბლა,ბექა არ არის სახლში.შორენაა.
_ ნუკი,ცუდი ფერი გაქვს…
_ რაღაც ვერ ვარ…გადავიღალე ძალიან,სულ მეძინება,ახლაც ღებინების შეგრძნება მქონდა და მაგან გამაღვიძა…
რა გვაქვს საჭმელი?
_ მოდი_ კუნძულთან ვჯდები._ ახლავე,ყველაფერი გავამზადე რაც შენ გიყვარს. შენი საყვარელი სალათი თინუსით,ფორთოხლის წვენი…
წვენს ვსვამ და ლამის იქვე ვაღებინო.
_ ვაიმე,რა საშინელი სუნი აქვს ამ ჭიქას შორენა…
შორენა დაფიქრებული მიყურებს.
_ კარგი,მომეცი ჭიქას შევცვლი.თან ჭიქას სუნავს.თავს აქნევს.
_ ბოდიში,ცუდად გამომივიდა.
_ არა,არაფერი… უბრალოდ…
უხერხულად ჩერდება.
_ რა?
_ ნუკი,ორსულად ხომ არ ხარ?
თითქოს დრო ჩერდება…
_ ნუკი…
_ შეიძლება…არც მიფიქრია მაგაზე…
ტესტი მინდა სასწრაფოდ.
ტელეფონს ვიღებ.ჩათში ვიწერები.


ნუკი:
ქალებოოოო
სასწრაფოდ ჩემთან ტესტებით ხელში!!!
მგონი დეიდები ხდებით 🍼))

ნია:
რააა???????
ნუკი ხუმრობ???

თაკო:
მოიცა… მოიცა…
მე მაკიაჟის ფუნჯებით მოვდივარ თუ ტესტებით??

ნუკი:
ორივეთი მოდი )))
სიტუაცია სერიოზულია!!!

ნია:
გული გამიჩერდა.
მართლა ამბობ??

თაკო:
მე უკვე აფთიაქში ვარ ))
მოლარეს ვეუბნები: ყველაფერი მომეცით,რაც ორსულობას ადგენსთქო )))

ნია:
დამაცადეეთ.თაკო დამელოდე.უჩემოდ ფეხი არ მიადგა.

ნუკი:

მე ჯერ შოკში ვარ…

თაკო:
თუ მართალია…
მე ვიტირებ. წინასწარ გაფრთხილებ

ნია:
მე კიდე ბავშვს პირდაპირ ჩემთან წავიყვან
ბექას არ ვანდობ

ნუკი:
ჯერ გავიგოთ რა ხდება და მერე გადაწყვიტეთ ვის მიჰყავს ბავშვი

თაკო:
არაფერი არ მაინტერესებს
თუ ორსულად ხარ
მე ვარ მთავარი დეიდა. ოფიციალურად.

ნია:
ოცნებებში იცხოვრე
მე ვარ ფავორიტი.

ნუკი:
ღმერთო სად გავყავი თავი
სასწრაფოდ მოდით!!!

_ მგონი აღარ მშია,_ მეცინება და ტელეფონს გვერდით ვდებ.
შორენა გაღიმებული მიყურებს.
_ პირიქით,ახლა უნდა ჭამო.
_ ნეტა ბექას რა რეაქცია ექნება? _ ვიძახი ხმამაღლა.
_ უყვარს ბავშვები… გაუხარდება რა თქმა უნდა… იცი პატარა რომ იყო ბექას ძიძა ვიყავი.
_ მართლა? არ უთქვამს…
_ ჰო…მერე გაიზარდა,რად უნდოდა ძიძა…მაგრამ ცალკე რომ გადმოვიდა მაშინ მაიკომ დამირეკა დიასახლისი სჭირდება შენს ბექასო და…
_ რა კარგია…_ მეღიმება._ ახლა ბექას შვილსაც გაზრდი._ ვუღიმი.
_ მართლა? _ სახე უნათდება.
_ კი,რატომ არა?! მოიცა ჯერ დადასტურდეს._ ვიცინი._ იქნებ უბრალოდ გადავიღალე…

მალე გოგოები მოდიან.წიოკით და ხმაურით ავსებენ სახლს.
_ აი ტესტები._ მაგიდაზე ყრის თაკო.
_ რა არის გოგო ეს? _ მთელი ცხოვრება მეყოფა._ ვიცინი.
ნია ცალკე აძვრენს ჩანთიდან და ამაზე სამივე ვკვდებით სიცილით.
_ არ ხართ ნორმალურები.
_ ჩემო მოტანილით გაიკეთე._ ჭყივის თაკო.
_ ვითომ რატომ?_ აპროტესტებს ნია._ არა ჩემით გაიკეთე.
_ კაით,ორივეთი გავიკეთებ.ხმა არ გავიგო თქვენი._ ვაჩუმებ და ორ ტესტს ვაძვრენ.
_ გიჟები ხართ. ეს შეინახეთ.ბექა თუ მოვიდა ხმა არ ამოიღოთ.
_ ჩვენ რად გვინდა,ადექი და შეინახე._ მაჩეჩებს თაკო.
აბაზანაში შევდივარ.
გული გამალებით მიცემს.
დრო უცნაურად ნელა გადის…
ტესტს ვატრიალებ…
მკაფიო ორი წითელი ხაზი
ორივე ტესტზე…
გულში უცნაურად თბება…
ინსტიქტურად ხელით მუცელს ვეფერები…

გოგოები გაყუსულები მელოდებიან.
მგონი სუნთქვა დაავიწყდათ…
_ ორივე ტესტმა კიიიო….დეიდები ხდებიიით…_ სამივე ერთად ვკივივართ.
_ აააა…..
_ ვაიმეეეე….
_ უუჰუუუუ….
_ რა მაგარიაააა…
მეხუტებიან და კისკისებენ…
ბექა შემოდის ოთახში.
_ ოჰ,გიჟების ბანდა მოსულა.
თაკო ურეაქციოდ ტოვებს ბექას “კომპლიმენტს” და ეხუტება.
_ მომენატრე…
_ რა ჭირს ამას?! ხომ კარგად ხარ?
_ ჰოო… _ გული უჩუყდება და ტირის.
მეორე ხელით ნიას იხუტებს ბექა და თავზე კოცნის.
_ნიკული,როგორ ხარ? _ თან თაკოს ხელს არ უშვებს.გაოცებული სახით გვიყურებს ხან ჩვენ,ხან თაკოს.
_ რა გჭირს გოგო?
_ არაფერი,მომენატრეთ._ ამოიკნავლა თაკომ.
_ ოჰ,გული ჰქონია ამას._ იცინის ბექა და იხუტებს.
ბედნიერი ვუყურებ და ვერ ვხვდები,როდის ან როგორ ვუთხრა…

ორ კვირაში დაბადების დღე აქვს,დაბადების დღეზე ვეტყვი.ასე წამიერად გადავწყვიტე.ამიტომ მანამდე მხოლოდ გოგოებს ეცოდინებათ.ჩუმად ვუმხელ ჩემს გეგმებს და ვაფრთხილებ.
შორენას ვეუბნები კიდევ მეორე დღეს.ეს ორი კვირა მიფრთხილდება,მიმზადებს სადილებს,ოღონდ რამე ვინატრო.
ბექასთან საგულდაგულოდ ვმალავთ

ელიზა მირეკავს და მთხოვს სააგენტოში მისვლას.მგზავრობა საშინლად მოქმედებს,მაგრამ უარს ვერ ვეტყვი.ბექას მივყავარ და ჩემი ფერმკრთალი სახის დანახვაზე აპროტესტებს ჩემს სიარულს.
მაგრამ მე ჯიუტად ვუმტკიცებ კარგად ვარ.
შევდივარ,ბექაც მომყვება.თაკოსთან მივდივარ პირველი.განათებული თვალებით მხვდება.ვიღაც უზის ამზადებს,ხმაზე ტრიალდება ნიტა…
_ ოჰ,პატარძალი მოსულა…
_ გამარჯობა ნიტა. როგორ ხარ?
მზერა ჩემს უკან გადააქვს,ვხვდები ქმარს მიფასებს. ტუჩებს მუწავს და რაღაცნაირი ცივი ღიმილი ურბენს სახეზე.
_ ბექა… როგორ ხარ?
_ კარგად._ პაუზას აკეთებს._ შენ?
_ კარგად. გილოცავთ
_ მადლობ.
თაკოს ვუყურებ.თაკო წარბებს ზიდავს ოდნავ,ნიშნად იმის რომ ვერ ხვდება რა ხდება…
_ ნუკი,დამირეკე როცა დაასრულებ,გამოგივლი._ მეუბნება ბექა.
_ კარგი._ ვუქნევ თავს და აღარ ვჩერდები მაშინვე ელიზასთან შევდივარ…

***
_ როგორ ხარ ჩემო ლამაზო? _ ელიზა მესალმება.
_ კარგად,ელი,შენ?
_ მეეც.აბა ხომ ხარ ენერგიულად,შევუდგეთ საქმეს?
ჩვენებისთვის მჭირდები…
_ აჰა…
ელი დაეჭვებული მიყურებს.
_ მშვიდობაა?
_ კი. _ ვფიქრობ._ ელ,ორსულად ვარ.
ელი წარბებს ზიდავს,მერე იღიმის.
_ ვააუ,როგორი კარგი სიახლეა,გილოცავ.
_ იმიტომ ხარ ფერმკრთალი.შეძლებ?
_ კი.
_ ექიმთან იყავი?
_ ჯერ არა…
_ მოდი წადი ექიმთან,გადააკონტროლე ყველაფერი და მის მიხედვით ვიმოქმედოთ.
_ კარგი.ბექამ ჯერ არ იცის და არ თქვა არავისთან რაა,დაბადების დღეზე მინდა ვუთხრა და რამდენიმე დღეც…
_ კარგი.უბრალოდ მაინც გაიკონტროლე ტონუსი არ გქონდეს…
_ კარგი.

***
ელიზას კაბინეტს ვტოვებ.თაკოსთან გამოვდივარ.ნიტა ისევ მასთან ზის და მისი დაქალი თიკო.
_ ანუ,გათხოვდი ჩიტო?_ მეუბნება ირონიულად ნიტა.
პასუხს არ ვუბრუნებ.
_ და შენი ქმარი რომ ჩემი ყოფილია იცოდი?



№1 სტუმარი სტუმარი თეო

დაიძაბა ამბავი,აბა ვნახოთ როგორ მაგრამ დაუდგება ჩვენი ნუკი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent