ახდენილი ოცნება ( თავი 9)
_ და შენი ქმარი რომ ჩემი ყოფილია იცოდი? ვიბნევი,თითქოს ცივი წყალი გადაგასხეს.გონებას ვიკრეფ,ვცდილობ არ შევიმჩნიო. _ჰოო?მიხარია რომ ბოლოს გემოვნება გაიუმჯობესა._ნიტას ირონია ურბენს სახეზე. _ მადლობა,კარგი არჩევანის საშუალება რომ დამიტოვე.წავედი მე. თაკო სიცილს ძლივს იკავებს.თვალს ვუკრავ და გამოვდივარ გაცეცხლებული. ბექას ვურეკავ. _ მოვრჩი მე… _ ახლა არ დაგტოვე? _ უკვირს და სიცილით მპასუხობს. _ ტაქსით ავალ სახლში,მალე მოხვალ? _ აქვე ვარ,დავტრიალდები,დამელოდე. რამდენიმე წუთი ველოდები.მანქანის კარს როგორც კი ვაღევ ვეტაკები. _ რა გაკავშირებდა ნიტასთან? სახეზე ჩრდილი ურბენს. _ არაფერი განსაკუთრებული. _ ბექა_ მკაცრად ვამბობ. _ ვხვდებოდით…რამდენიმე თვე…რა ხდება? _ რატომ არ მითხარი?რატომ დაუშვი რომ მისგან გამეგო?! _ რა ვიცოდი თუ იცნობდი?_ თავს იმართლებს ბექა _ ერთ სფეროში ვართ რანაირად არ მეცოდინებოდა?!ჩემთან ერთად იღებდა კონკურსში მონაწილეობას,ეგ მაინც არ იცოდი? _ ხმას ვუწევ. _ მაგ დროს ვაფშე არ ვიცნობდი…რა გჭირს,დიდი ამბავი…_ ხმას უწევს ბექაც. _ ის,რომ იქ მიცხადებს ყველას თანდასწრებით…ნაგავი… რა უნდოდა მაგით ვითომ?!. _ კაი დამშვიდდი… _ ნუ მამშვიდებ!_ ვუბღვერ. _ აბა რა გეგონა?!_ იცინის_ ვაჟიშვილი ჩაგბარდებოდი? _ მოკეტე ბექა,არ მეცინება საერთოდ. _ წესიერად მესაუბრე._ ხმა უსერიოზულდება._ გითხარი არაფერი ყოფილა სერიოზული და რომც ყოფილიყო წარსული იყო და შენამდე. რამდენიმე წამი ვუყურებ,მერე ღრმად ვსუნთქავ,თუმცა გაბრაზება მაინც რჩება. _ წარსული იყო…მაგრამ, უბრალოდ ეგ “წარსული” ცოტა ხმაურიანად დაბრუნდა. ბექა თვალებს ატრიალებს. _ ნიტას სტილია, დრამა უყვარს. შენ კიდე ეგრე მარტივად როგორ აყევი? _ ავყევი კი… თვითონ მომადგა ფაქტებით. _ ფაქტებით კი არა, სპექტაკლით _ჩაიცინა. _ ოსკარს ელოდებოდა ალბათ. უნებურად მეც მეცინება, მაგრამ მალევე ვსერიოზულდები. _ მაინც… ერთხელ მაინც შეიძლებოდა გეთქვა. ბექა მხრებს იჩეჩავს. _ და რა მეთქვა? “გამარჯობა, სხვათა შორის, ერთი ყოფილი მყავს, რომელიც შეიძლება სადმე გამოხტეს და სცენა დადგას?” _ მეღიმება. _ეგრე თუ წავედით, სია უნდა დავწერო. _ ნუ, მინიმუმ “გიჟების კატეგორია” მაინც უნდა გაგეფილტრა, _ ვკბენ მეც ირონიით. _ ოო, ეგ ცალკე ფაილია, _ იცინის გულიანად. _ ძალიან ორიგინალურია._ ვაჯავრებ გაღიზიანებული. _ კაი გეყოს ახლა.სად წავიდეთ?.. _ მშია…სადმე რომ ვჭამო… *** გადავწყვიტე ბექას იუბილეზე ტორტი შევუკვეთო,რომელიც გაფორმებული იქნება ბავშვის აქსესუარებით… შორენა და მე სამზარეულოში ვემზადებით. ბექა შემოდის. _ გარეთ,მანქანას რომ ვაჩერებდი კურიერი იყო,ტორტი მოიტანა,მაგრამ შეშლიათ,ბავშვის იყო,უკან გავატანე… _ რა ქენი?.. _ გავატანე…გაოცებული მიყურებდა მიმტკიცებდა თქვენიაო,მეტი ტორტი არ მქონიაო,უკაცრავად მაგრამ ჩემი დაბადების დღეა და როგორ ფიქრობთ ეს მე შემეფერებათქო და თვითონვე იცინოდა.ალბათ საკონდიტროს აერიაო. _ არაუშავს,ამოიტანენ კიდევ…_ შორენა თვალებით მამშვიდებს. ოთახიდან გავდივარ და ვრეკავ,ვუხსნი სიტუაციას.კურიერი ბრუნდება და ვიბარებ ტორტს. _ ლამის ჩამიშალა გეგმები_ ვიცინი და მაცივარში ვდებ ტორტს. შორენას ეცინება. _ რა ქნას ლოგიკური იყო… საღამოს როგორც ყოველთვის,მეგობრები,ჩვენი მშობლები მოდიან. _ სანამ ძალიან დათვრებიან ტორტი უნდა გავიტანო,რომ ფიგურების ამოცნობა შეძლონ. _ ვეუბნები შორენას. ტორტი გამომაქვს. ბექას უცნაურ სახეს გოგონები აფიქსირებენ ვიდეოთი. _ ისევ ეს ტორტი?! თავს ვუქნევ. _ შენია… _ ესეთი ბავშვი ვარ?! რა იმიჯს მიფუჭებ ხალხში? _ ხუმრობით ტუჩებს ბუსხავს ვითომ წყინს,მაგრამ წამში მზერა ეცვლება,თითქოს ხვდება… _ რაც ვიფიქრე ეგ?.. სუფრი წევრები გვიყურებენ… _ კი ბექა,კიი… ამხნევებენ გოგოები…სიცილით მიახლოვდება.ანთებულ ტორტს გვერდით დებს და მეხუტება. _ როგორ მიყვარხაარ…მაგრამ ამ ტორტს არ გაპატიებ…_ იცინის და მიხუტებს მჭიდროდ. _ ჯერ დააგემოვნე… ვპასუხობ ღიმილით. სუფრასთან ხელახალი ტალღა იწყება ჟრიამულის… *** ღამით,როცა ვწვები,ბექა ვერ ისვენებს.თითქოს ემოციები ვერ დახარჯა. _ ვაიმე, მე მამა ვხდები? _ როგორც ჩანს, _ მხრებს ვიჩეჩავ. _ ვაიმე…_ ისევ იცინის, უკვე ნერვიულად დადის ოთახში. _ მე ბავშვი უნდა გავზარდო? _ ნუ პანიკობ, მეც აქ ვარ, _ ვამბობ სიცილით. უცებ ჩერდება, მიყურებს… და მოდის ჩემკენ. _ ანუ… ჩვენ… _ ხელებს შორის იქცევს ჩემს სახეს. _ ჩვენ მართლა ამას ვაკეთებთ? _ გავაკეთეთ უკვე _ ვიცინივარ. _ მაგარი გამოვა._ იცინის თვითონაც. _ დარწმუნებული ხარ? _ ვეკითხები ნახევრად სერიოზულად. _ არა, _ გულწრფელად მპასუხობს და სიცილს განაგრძობს. _ კარგი, მაშინ ვნახოთ, რას გამოვძერწავთ. *** დრო ისე გადის, ვერც კი ვხვდები როდის გადავედი მესამე თვიდან მეშვიდეში. უცებ სარკეში რომ ვიხედები, უკვე აშკარაა მარტო მე აღარ ვარ. _ ეს უკვე სერიოზულია,_ ვამბობ და მუცელზე ხელს ვიტარებ. _ რა, აქამდე თამაში იყო? _ ბექა გვერდიდან მიყურებს. _მე თავიდანვე სერიოზულად ვიყავი განწყობილი. _ შენ თავიდანვე პანიკაში იყავი, _ვუსწორებ. _ პანიკა არა პასუხისმგებლობაა ეგ._ მიცხადებს ამაყად. დღეები უცნაურად ლამაზად გადის. მუშაობას არ ვანებებ თავს. ბავშვთა მაღაზიებიდან შეკვეთები მომდის,ასევე ორსულების ლუქები, სათამაშოების მაღაზიები ცალკე მიკავშირდებიან.ეს სააგენტოს გარეთ… საღამოები ისევ ხმაურიანია. მეგობრები ხშირად გვადგებიან. ხან ბავშვის სახელებზე ვკამათობთ, ხან იმაზე, ვის უფრო დაემსგავსება. _ თუ ჩემნაირი იქნება, დაისვენებთ, _ამბობს ბექა. _ თუ შენნაირი იქნება, სკოლაში პირველივე დღეს დირექტორთან დამიბარებენ, _ ვპასუხობ. _ ნუკი, მე იდეალური ბავშვი ვიყავი. _ ჰო, შენივე ვერსიაში, _ თვალს ვუკრავ და ვიცინით. ერთხელ ვხედავ, როგორ კითხულობს რაღაცას ტელეფონში, წარბებშეკრული. _ რა ხდება? _ აქ წერია რომ ხმები უკვე ესმის… _ მერე? _ მაშინ მგონი დროა ოფიციალურად გავეცნო. _ გისმენთ…_ ვიცინი. მუცელზე გაშლილ ხელებს მალაგებს. _ გამარჯობა…მე შენი მამიკო ვარ… ხომ არ გეშინია?.. მეც მეშინია,ისე რომ იცოდე… _ ბექააა _ ვიცინივარ_ ვერ ხარ შენ,ნუ მიშინებ ბავშვს… *** ბოლო ორი თვე განსაკუთრებით მშვიდი იყო. ნიტა ამერიკაში იყო. არანაირი ირონიული კომენტარი,ჯიბრი და არაჯანსაღი კონკურენცია. _ დაგვიბრუნდა ქალბატონი._ მეუბნება თაკო. _ როგორ გამახარე._ თვალებს ვატრიალებ. _ შეცვლილია,რა ჭირს არ ვიცი… _ რა მხრივ? _ რავიცი,აღარ ისვრის ირონიას…გიკითხა. _ არ მგონია მოვნატრებოდი… _ ჰო,არც მე,თუმცა შენი ნახვა უნდოდა. *** _ ბექაა,_ ვეძახი სამზარეულოდან როცა მისი ფეხის ხმა მესმის._ ბეეექ… _ ჰოუ… სად ხარ? სამზარეულოში ყოფს თავს. _ სხვაგან სად იქნებოდა,ჩემი სუნსულა…_ მოდის და ზურგიდან მეხუტება,მუცელზე ხელებით მეფერება. _ ბექუნა,დღეს ნიას პატარა და ხომ იცი ტაისია,_ თავს მიქნევს._ იუბილარია და უნდა ავიდეთ მე და თაკო.საღამოს ცოტა შემაგვიანდება… _ მე არ მეპატიჟება ტაისია?_ იღიმის ეშმაკურად. _ არა,მხოლოდ გოგოები…_ ვიცინი _ ხო,თქვენ თან ძალიან თანატოლები ხართ._ დამცინის._კაი,მეც საქმე მაქვს ოფისში.დღეს ახალ კომპანიასთან ვაფორმებთ კონტრაქტს… მოკლედ დაგტოვებ და საღამოს დამირეკე… _ ჯერ სტუდიაში გამატარე,იქიდან გავალთ მე და თაკო. *** საღამო სტუდიაში. _ ელიზა,მე და ნუკი გავდივართ,წვეულებაზე…_ რამე ხომ არ გინდოდა კიდევ? _ არა,ძვირფასო წადით.ბედნიერი დღე. _ რა წვეულებაა?_ მეკითხება ნიტა. _ დაქალთან._ არ პასუხობს თაკო ბოლომდე. _ აჰ … გვიანობამდე ვჩერდებით ტაისიას იუბილეზე.დიდი ხანია ნიასთან სახლში არ ვყოფილვარ.ერთმანეთს მონატრებულები დრო ისე გავიდა ვერ ვამჩნევთ. ბოლოს ვეღარ ვისვენებ,ბექასთანაც არ დამირეკია და გასაკვირად თვითონაც არ რეკავს.სახლში მინდა დაბრუნება.საათს ვუყურებ.საღამოს ათი საათია. _ თაკუ,მე წავალ რა.დავიღალე. _ წაგიყვან მე… _ ტაქსს გამოვიძახებ… _ შენი ქმარი გადაირევა…_ იცინის თაკო. _ დამშვიდდი,მე მოვუგვარებ. სახლის კარს ვაღებ.სრული სიჩუმეა. “ სად არის?” _ ვფიქრობ. ჩანთას იქვე დივანზე ვდებ და კიბეზე ავდივარ. ბოლო დროს ეს კიბეები მღლის.მგონი მოგვიწევს დაბლა საძინებელში ჩამობარგება ცოტახნით.ვფიქრობ. საძინებლიდან მკრთალი შუქი გამოდის.კარს ვაღებ საწოლი არეულია _ ბექ,გძინავს?_ პარალელურად შუქს ვანთებ.მკვეთრ სინათლეზე ბექა,თავს წევს და სახეს ისრისავს. _ აუ,თავი… მის გვერდით რაღაც მოძრაობს.ინსტიქტურად ვიყურები და ნიტას კულულებს ვცნობ. _ აუ,ჩააქრე გთხოვ…_ ვხედავ მის შიშველ ზურგს და სანახევროდ მის შიშველ მკერდს… ადგილზე ვიყინები…გაოგნებისგან… ნიტა თავს წევს… _ ვაიმე… ნუკი… საბანს შიშველ მკერდზე იფარებს. _ ბექა… ბექა ჯერ მე მიყურებს,მერე ნიტას.გაოცებული,გაოგნებული…თუმცა მასზე მეტად მე ვარ შოკურ მდგომარეობაში. _ რა გააკეთე?_ ვჩურჩულებ. _ აქ რა გინდა?_ ტრიალდება ნიტასკენ._ ადექი,გაეთრიე…_ უყვირის და თან დგება,ჩემსკენ მოდის. “ღმერთო, რა ამორალურია”… კარს ვაჯახუნებ და გამოვრბივარ.კიბეზე ჩამოვრბივარ. _ ნუკი,მოიცადე,გაჩერდი… _ ნუკიი… ბოლო რამდენიმე კიბეზე სიჩქარეში ფეხი მიცდება და პირდაპირ მუცლით ვვარდები. საშინელი ტკივილი მივლის სხეულში,ყველაფერი შავდება… შორიდან ჩამესმის ბექას ხმა _ ნუკიიიიი…. მერე ყველაფერს ნისლი ფარავს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


