მებაღე - თავი 18
მილენა მთელი საღამო ანერვიულებული იყო და იოანეზე სიბრაზისგან ჯავრი ლარნაკზე და კედელზე არსებულ ნახატზე იყარა. ვერ იძინებდა. თვალებს ხუჭავდა, მაგრამ გონება ისევ იმავე წრეზე ტრიალებდა - იოანეს სიტყვები, მისი ქცევა, ლუკას სახე… შიში, რომ ლუკას მის გამო რამეს დაუშავებდა. "ყველაფერზეა წამსვლელი. ავადმყოფი.. ბანდიტი.. ეშმაკი!" ფიქრობდა და ბალიშზე ხელებ მოხვეული ბუტბუტებდა. "დილით ლუკას დაველაპარაკები..". ბოლოს, ლამის გათენებისას, დაღლილობამ მაინც აჯობა. დილით სარკის წინ მოწესრიგებული იდგა, უკვე სრულიად სხვა გამომეტყველებით - ბალანსირებული, ცივი. შავი, სოლიდური კაბა ეცვა, ტალღოვანი წაბლისფერი თმა კი მხრებზე გაეშალა. გარეთ მშვიდობა ჩანდა, მაგრამ შინაგანად თითქოს ყველაფერი ქაოსში ჰქონდა გახვეული. სამსახურში მისვლისთანავე პირველი რაც შენიშნა - ლუკა არ იყო. თავიდან უბრალოდ გაიფიქრა, რომ აგვიანებდა. მაგრამ არც ერთი საათის შემდეგ გამოჩნდა. არც ზარებს პასუხობდა. არც შეტყობინებებს. მისი ნომერი გათიშული იყო. სოციალური ქსელები - გაუქმებული. უცნაური სიცივე დაეუფლა. -შეუძლებელია… -ჩუმად ჩაილაპარაკა. რამდენიმე თანამშრომელს ჰკითხა, მაგრამ პასუხი ყველგან ერთი იყო - „არ ვიცით“. იმ წამს ყველაფერი რა თქმა უნდა ერთ წერტილში შეიკრა. იოანე. *** მილენა პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა. -იოანე ჯაიანთან მივდივარ, -მკაცრად მიმართა მძღოლს. კაცმა მაშინვე თავი დაუქნია. მანქანა სწრაფად დაიძრა. *** მისთვის უცხო გარემოში, სწორხაზოვან აღმართს მიუახლოვდნენ თუ არა მილენამ იქაურობას თვალი ინტერესით მოავლო. იოანეს სახლი თითქოს ისეთი ცივი და უზარმაზარი ჩანდა, როგორც მისი არსებობა მილენას ცხოვრებაში. მილენა სწრაფი ნაბიჯით შევიდა - ქუსლების კაკუნი მთელ ბილიკზე და დერეფანში ისმოდა. მოსამსახურე მაშინვე გამოიჭრა. -მოგესალმებით. რით დაგეხმაროთ? -არაფრით, -მკვეთრად უთხრა მილენამ, -უფრო სწორად, იოანესთან საუბარი მინდა. მოვიდეს თუ კაცია.-ამოთქვა განრისხებულმა და იგრძნო რამდენიმე წყვილი თვალი ირგვლივ დამკვირვებლურად როგორ მიებყრო. ამ დროს შესასვლელი კარიდან თავად იოანე შემოვიდა. ნაბიჯი შეანელა, როცა მილენა დაინახა. მზერა თავიდან ფეხებამდე ინტერესით აავლო - თითქოს პირველად ხედავდა. -თუ მთა არ მიდის მუჰამედთან… -ჩუმად თქვა და ტუჩზე კმაყოფილი ღიმილი გაეპარა, -მუჰამედი მორბის მთასთან. ხელით ანიშნა, დაჯექიო. მილენას ფეხი არ მოუცვლია. რამდენიმე წამი უბრალოდ თვალმოუშორებლად უყურებდა. შემდეგ ხელი მოიქნია და მთელი ძალით გაარტყა სახეში. ხმამ სივრცეში კრიტიკული სიჩუმე გაარღვია და ექო გამოსცა. ყველას მზერა უცნაურად გაიყინა. მილენას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. -ნუ მაკონტროლებ, გაიგე?! -ხმა აუკანკალდა, მაგრამ მაინც მკვეთრად ლაპარაკობდა, -ჩემი ცხოვრება შენი საქმე არ არის! არ მიყვარხარ! არ მინდა შენთან რაიმე მაკავშირებდეს საერთოდ! წადი ჩემი ცხოვრებიდან, იოანე! მისაღებში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. იოანე რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა. მისი სახე ნელ-ნელა შეიცვალა გაოცებიდან ცივ, შეურაცხყოფილ სიმკაცრემდე. შემდეგ უცებ წინ გადადგა ნაბიჯი, მკლავში ძლიერად ჩაავლო ხელი და თითქმის ძალით წაათრია კიბეებისკენ. -გამიშვი! -დაიყვირა მილენამ. იოანე არ უსმენდა. მეორე სართულზე აიყვანა, კარი გააღო და ოთახში შეაგდო. მილენა საწოლზე დაეცა, ძლივს შეიკავა თავი, რომ თავი კიდეზე არ დაერტყა. -ცხოველო! -წამოდგა მაშინვე, -რას მიზამ, ახლა რით გამამწარებ?! მცემ და მომკლავ?! თუ აქ გამომამწყვდევ? ცხოვრებას ხო ისედაც ჯოჯოხეთად მიქცევ და დღითიდღე უფრო მაზიზღებ მაგ დეგენერატ თავს. საყვარელ ადამიანს მაცილებ. რა გაუკეთე მითხარი?!.. იოანეს მოთმინება ამოწურული ჰქონდა. წამებში მიუახლოვდა, ხელი ყელში ჩაავლო და კედელთან მოწყვეტით მიანარცხა. -არასდროს გაბედო ასე მოქცევა მითუმეტეს სხვებთან, გაიგე?! -ხმამ სიმკაცრე დაკარგა და თითქმის ყვირილში გადავიდა, -ვინ გგონია შენი თავი?! მილენა ჰაერს ძლივს იკრებდა და ხავილი აღმოხდა, მაგრამ მაინც თვალებში, პირდაპირ და უდრეკად უყურებდა. -გგონია ჩემთან ყველაფრის უფლება გაქვს? -გააგრძელა იოანემ, -დიდი ხანია რაც ღირსება იყიდე? მილენას ცრემლები ჩამოუგორდა. -შენ… -ძლივს ამოიღო ხმა, -საერთოდ იცი რას აკეთებ? იოანემ ხელი ოდნავ შეასუსტა, მაგრამ არ გაუშვა. -ვიცი, -ცივად თქვა, -შენზე უკეთ ვიცი, რა გჭირდება. -ტყუილია… -თავი გააქნია მილენამ, -შენ მხოლოდ მაკონტროლებ… ყველაფერს მინადგურებ რაც მაქვს… იმიტომ რომ შენ არ აგირჩიე.. იოანეს თვალებში რაღაც გაუკრთა, ჯერ ბრაზი და მერე რაღაც უფრო ღრმა. -ის ბიჭი… -კბილებში გამოსცრა, -საერთოდ არ იცი ვინ არის. -ის ნამდვილი კაცივით მექცევა, შენგან განსხვავებით! და ამიტომ მომწონს, გესმის? ზუსტად იმიტომ რომ შენ არ გგავს..-მაშინვე ბრაზით უყვირა მილენამ. ეს უკვე ზედმეტი იყო. იოანემ ხელი ამჯერად უფრო მჭიდროდ ჩაავლო ყელში. მილენას თვალებში დაუბნელდა და ტკივილისგან სუნთქვა გაუსაძლისი გახდა თუ არა სიმწრით ცრემლები გადმოსცვივდა. -მკლავ.. -ისაა შენი საყვარელი კაცი არა? ის აირჩიე? იცი რა ვქენი, ფული შევთავაზე რომ შენი ცხოვრებიდან გამქრალიყო და თვალის დახამხამებაში დამთანხმდა, იმ წამსვე!-ხელი ზიზღით შეუშვა იოანემ, მერე კი ცინიკურად გაიცინა. -ჩემი თუ არ გჯერა შეგიძლია დათოს ჰკითხო.. ხომ ენდობი, გითხრას, რომ შენმა ნამდვილმა კაცმა ჩეკში თხასავით გაგცვალა. მილენა გაშრა. -გაჩუმდი… -ხმა აუკანკალდა, -გთხოვ, გაჩუმდი… იოანე არ გაჩუმდა. -ის შენ გხედავდა როგორც შანსს, -გააგრძელა მშვიდად, -ფულს, პოზიციას… და როცა ეს მიიღო, უბრალოდ წავიდა. მილენას ცრემლები წამოუვიდა. -გაჩუმდი მეთქი! -უკვე ხმამაღლა უთხრა და ხელით მოიშორა, -ჩემთვის არაფერს ნიშნავს შენი სიტყვები! იოანე წამით გაჩერდა. შემდეგ ჩუმად ჩაიცინა. -არაფერს? -ჩაიჩურჩულა, -მაშინ რატომ გტკივა ასე? მილენა თავი გააქნია. სუნთქვა აუჩქარდა. -შენ… -ძლივს ამოიღო ხმა, -ყველაფერი გაანადგურე… -არა, -მშვიდად შეაწყვეტინა იოანემ, -მე უბრალოდ რეალობა დაგანახე. ეს სიტყვა ყველაზე მძიმედ მოხვდა ყურს. მილენამ თავი დახარა, მწვანე თვალები ჩაწითლებოდა და ცრემლები მკრთალ კანზე უწყვეტად მოედინებოდა. რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა. შემდეგ, ძლივს, თითქმის ჩურჩულით თქვა: -მართლა… ასე იყო? თანხა აიღო ? იოანემ პირდაპირ შეხედა. -იმაზე სწრაფად, ვიდრე ვიფიქრებდი. მილენას ტუჩები აუკანკალდა. მუხლები მოეკვეთა და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაცემულიყო. ხელი საწოლის კიდეს ჩასჭიდა. -ღმერთო… -ჩუმად აღმოხდა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. იოანე აკვირდებოდა. პირველად - მისი თვალები აღარ იყო აგრესიული. უფრო… მძიმე. მილენამ ცრემლები მოიწმინდა, თუმცა ვერ ჩერდებოდა. -მე… -ხმა გაებზარა, -მართლა მჯეროდა მისი… იოანემ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ. მილენა უკან დაიხია. -არ მომეკარო… -თქვა სწრაფად, -შენ… ყოველთვის მტკენ… იოანე გაჩერდა. -მე არ ვარ ის, ვინც გატკინა, -ხმადაბლა თქვა. მილენას მწარედ გაეცინა, ცრემლებში. -არა? -ამოხედა, -შენ ქენი ეს! პაუზა. იოანემ თვალები ოდნავ დახარა. -მე უბრალოდ ის ვქენი, რასაც სხვები მაინც იზამდნენ, -თქვა მშვიდად, -განსხვავება ისაა, რომ მე არ დაგტოვებ, დაგიცავ.. მილენამ გაშეშებულმა შეხედა. -ეს უნდა მანუგეშებდეს?.. -ამან უნდა გაგაგებინოს, -უპასუხა იოანემ, -რომ ამ სამყაროში ან შენ აკონტროლებ შენ თავს, ან სხვები გიყენებენ. სიჩუმე. მილენა ნელა დაჯდა საწოლზე. თვალები დაცარიელებული ჰქონდა. -და მე… -ჩურჩულით თქვა, -მე ვიღაცისთვის უბრალოდ თამაში ვიყავი… იოანემ არაფერი უპასუხა. რამდენიმე წამი მხოლოდ მისი სუნთქვა ისმოდა. შემდეგ მილენამ ნელა ასწია თავი. მის თვალებში ტკივილი ჯერ კიდევ იყო - მაგრამ უკვე სხვა რამეც დაემატა. გაყინული რეალობა. -კარგი… -თქვა სუსტად, -გავიგე… იოანემ ყურადღებით შეხედა. -შენ გგონია, ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ გტკენოდა? -ჰკითხა დაბალ ხმაზე. -სხვა რა მიზეზი შეიძლება გქონდეს? -დაუბრუნა მაშინვე, -რა გინდა ჩემგან? გგონია დავიჯერებ რომ შენნაირ ადამიანს მე ვუყვარვარ? იოანე მის წინ გაჩერდა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა - ისე, თითქოს პირველად ხედავდა მას ამ მდგომარეობაში, გატეხილს, დაუცველს. -შენ… -დაიწყო და გაჩერდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა, -თავიდან ვერ ამოგიგდე.. მილენა ჩუმად უსმენდა. -თავიდან მეგონა, რომ ძლიერი იყავი, რომ არაფერს გრძნობდი, სულ სერიოზული იყავი, შენს საქმეს გულმოდგინედ აკეთებდი-გააგრძელა ნელა, -მერე მივხვდი… რომ უბრალოდ არავის აძლევდი უფლებას, ეტკინათ. შენი ხელები, შენი სხეული, სახე, სისათუთე, უბრალოება, სიწმინდე, რაღაც რაც ვერ დავივიწყე, არადა ძალიან მინდოდა ასე ყოფილიყო... სწორედ მაშინ გადავწყვიტე რომ ცოლად მოგიყვანდი და არ მაინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა ან იტყოდა.. მილენას სუნთქვა ოდნავ აუჩქარდა. იოანე კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. -და ახლა… -თვალები არ მოუშორებია, -ახლა ვხედავ, რამდენად მარტივად შეიძლება გატკინონ. მილენამ თავი დახარა. -გთხოვ… ნუ მელაპარაკები ახლა ასე… -ჩუმად თქვა. იოანემ ხელი ფრთხილად გაუწოდა. ერთი წამით შეყოვნდა - თითქოს პირველად არ იყო დარწმუნებული საკუთარ ქმედებაში. შემდეგ ნელა შეეხო მის ხელს. მილენა დაიძაბა… მაგრამ ხელი უკან არ წაუღია. -არ ვარ ის, ვისაც შენი ტკენა უნდა, -თქვა იოანემ ძალიან მშვიდად. მილენამ თვალები ასწია. -მაგრამ მაინც მტკენ… -ჩურჩულით უთხრა. იოანეს მზერა დამძიმდა. -ვიცი, -თქვა ჩუმად, -და სწორედ ამიტომ ვერ ვიტან საკუთარ თავს. ეს უკვე განსხვავებული იყო. მილენა გაოცდა - პირველად არ ჟღერდა ის ისე, როგორც ადრე. იოანე უფრო ახლოს ჩამოჯდა, მის წინ, ისე რომ თვალებში უყურებდა. -შეიძლება არ გჯერა, -თქვა ნელა, -მაგრამ რაც არ უნდა გამეკეთა ან მეთქვა შენთვის… ერთი რამ არ შეცვლილა. პაუზა. მილენას სუნთქვა გაჩერდა. -რა? -ძლივს ჰკითხა. იოანემ აღარ აარიდა მზერა. -მიყვარხარ, მილენა. სიჩუმე. მილენა თითქოს კვლავ ვერ მიხვდა, სწორად გაიგო თუ არა. -ნუ ამბობ ამას… -ჩუმად თქვა, -შენ არ იცი რა არის სიყვარული. იოანემ თავი ოდნავ დახარა. -შეიძლება, -უპასუხა, -მაგრამ ის, რაც შენთან მაქვს… სხვა არაფერს ჰგავს. მილენას თვალებში ისევ ცრემლები ჩაუდგა - თუმცა ამჯერად მხოლოდ ტკივილი არ იყო. რაღაც სხვა… გაუგებარი. იოანემ ხელი ნელა აწია და ლოყაზე ჩამოსული ცრემლი ფრთხილად მოაშორა. მილენა აღარ გაწეულა. -მეზიზღები… -ჩუმად თქვა, თუმცა მისი ხმა აღარ იყო ისეთი დარწმუნებული. იოანეს ტუჩებზე სუსტი, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილი გაკრთა. -ეგეც შეიცვლება, -ძალიან მშვიდად თქვა და ზურგზე ხელი მშვიდად მოხვია. მისი ნაზი ხელი თავის ხელში მოიქცია და ოდნავ მჭიდროდ მოუჭირა, თითქოს ეშინოდა არ გამქრალიყო. მილენამ თვალები დახუჭა ერთი წამით. არ იცოდა რატომ, მაგრამ ამჯერად აღარ ეწინააღმდეგებოდა. იოანე ახლოს იყო. ძალიან ახლოს. თუმცა ახლა არ იყო სისწრაფე, ტკივილი ან უხეშობა. მხოლოდ დაძაბული, ყოვლისმომცველი, უცხო სიახლოვე. ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთისთვის ტკივილიც იყო… და მაინც რაღაც უფრო მეტიც, ერთმანეთს ხელს ვერ უშვებდა. მილენამ იგრძნო უჩვეულო გადაღლისგან როგორ ერეოდა ძილი და უნებლიედ გაეთიშა სამყაროს. მხოლოდ რამდენიმე წუთში იოანე მიხვდა თუ არა მილენას დაეძინა, საწოლზე ნელა დააწვინა და თავი ბალიშზე დაადებინა. რამდენიმე წამი ასე დაჰყო მის ცქერაში, მერე ღიმილს ვერ წყვეტდა და მის სახეს, ყელს და ხელებს ძალიან ფრთხილად, თითქმის უგრძნობად ეფერებოდა. -მაპატიე...-დაიხარა და ნაზად შეეხო ბაგეებზე, რამდენიმე წამში ოთახის კარი ფრთხილად გაიხურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


