შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 17


5-04-2026, 13:35
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 267

საავადმყოფოს თეთრი კედლები და ნაძალადევი სუნთქვა თითქოს უსასრულოდ იწელებოდა, და დრო გაურკვეველ, მძიმე სივრცედ იქცა, სადაც საათებს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. მილენა ხშირად იღვიძებდა და ისევ იძინებდა, თითქოს სხეული ვერ ეგუებოდა იმ სიმართლეს, რომელიც გონებას უკვე გაეგო.

პირველი დღეები ერთმანეთში აირია.

სოლომონის ცხედარი ჯერ კიდევ გზაში იყო - შვეიცარიიდან საქართველოში გადმოსვენებას დრო სჭირდებოდა. ამ ლოდინმა კი ყველაფერი კიდევ უფრო აუტანელი გახადა. თითქოს დასასრულიც არ არსებობდა - მხოლოდ გაუთავებელი მოლოდინი.

სახლში დაბრუნება ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

დიდი, ნათელი სახლი უცებ ცარიელი და უცხო გახდა. კედლები, რომლებიც ადრე უსაფრთხოებას ასხივებდა, ახლა სიჩუმით დამძიმებულიყო. თითოეულ ოთახში სოლომონის კვალი იყო - მისი ხმა, ნაბიჯები, ჩვეული მოძრაობები… და ახლა - აღარაფერი.

მილენა ხშირად ჩერდებოდა დერეფანში, თითქოს ელოდა, რომ სადმე კარს გააღებდა და ისევ დაინახავდა.

მაგრამ კარი აღარ იღებოდა..



ანდერძის გახსნა რამდენიმე დღეში მოხდა.

დიდ მისაღებში ოჯახის ადვოკატები, ახლო ადამიანები და სოლომონის საქმიანი პარტნიორები შეკრებილიყვნენ, მათ შორის იოანეც, რომელიც ამოუცნუბი, სერიოზული გამომეტყველებით ადევნებდა ყველაფერს თვალს და დროდადრო დინჯად საუბრობდა. მილენა ჩუმად იჯდა, თითქმის არაფერს ამბობდა, მხოლოდ უსმენდა.

როცა ადვოკატმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სოლომონის ქონების უმეტესი ნაწილი მილენას რჩებოდა - სახლი, კომპანიები, აქტივები - ოთახში უხილავი დაძაბულობა გაჩნდა.

ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ შვილის დანაკარგი.

ეს იყო პასუხისმგებლობა.

ძალა.

და… საფრთხე.

მილენამ თავი ოდნავ დახარა.

არანაირი სიხარული.

მხოლოდ სიცარიელე.



იოანე ამ დღეებში თითქმის სულ მის გვერდით იყო.

შეცვლილი იყო.

მისი ხმა კი უფრო რბილი გახდა, მოძრაობები - ფრთხილი. ხშირად არაფერს ამბობდა, უბრალოდ იქ იდგა, როცა მილენა დუმდა, ან სევდისგან დასეტყვილივით ტიროდა.

-მე აქ ვარ, -უთხრა ერთ საღამოს ჩუმად, როცა მილენა ფანჯარასთან იდგა, -და არასდროს დაგტოვებ. ნუ განიცდი, თავი ხელში აიყვანე, მილენა..
ეს სიტყვები თითქოს სითბოს უნდა მოჰქონდა.

მაგრამ მილენას შინაგანად იმდენად ბევრი ტკივილი იყო, რომ მეტს ვერაფერს იტევდა.



ლუკაც ხშირად მოდიოდა.

ის სხვანაირად იქცეოდა - ნაკლებად მძიმედ, ნაკლები დაძაბულობით. ცდილობდა, მილენას გონება ოდნავ მაინც გადაეტანა ამ მდგომარეობიდან და მომავალზე ეფიქრა.

ერთხელ ბაღში იდგნენ.

-გახსოვს, როგორ ნერვიულობდი იმ იტალიელებთან პირველ პრეზენტაციაზე? -გაუღიმა ლუკამ.

მილენამ ოდნავ ასწია თვალები.

-მაშინ მეგონა, რომ ვერ შევძლებდი.

-და ახლა?

პაუზა.

-ახლა… აღარ ვიცი საერთოდ რა შემიძლია, საყრდენი გამომეცალა, -ჩუმად თქვა მილენამ.

ლუკამ ხელი მხარზე დაადო.

-შეძლებ. შენ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია. ხომ ხედავ მამაშენი ყველაზე მეტად შენ გენდობოდა.. მან ხომ ზუსტად იცოდა როგორიც ხარ..

***

სწორედ ამ სცენას შეესწრო იოანე.

მისი მზერა უცნაურად გამკაცრდა.

არაფერი უთქვამს მაშინვე.

მაგრამ იმავე საღამოს, როცა მილენა მარტო იყო მისაღებში, იოანე მის წინ აისვეტა.

-ხშირად არის შენთან, -თქვა თითქოს შემთხვევით.

მილენამ უცხოდ შეხედა.

-ლუკა?

-ჰო.

პაუზა.

-და?

იოანემ ნელა ამოისუნთქა.

-უბრალოდ ვამბობ.

-რას ამბობ?

კაცმა მზერა არ მოაშორა.

-არ მომწონს.

მილენა წამში დაიძაბა.

-რა არ მოგწონს?

-მისი შენდამი სიახლოვე.

სიჩუმე.

მილენას თვალებში გაკვირვება გაჩნდა, მერე კი - ბრაზი.

-სერიოზულად მელაპარაკები ახლა?

იოანემ ხმა ოდნავ დაუმძიმა.

-დიახ.

-მამაჩემი აღარ არის… -სიტყვების გამოთქმა გაუჭირდა უძლურებისგან, -და შენ… ეჭვიანობას მიმართავ?

იოანე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

-მე უბრალოდ-

-მოკეტე! -უცებ ხმამაღლა თქვა მილენამ.

მისმა ხმამ და აგრესიამ თვითონვე გააოცა.

-მართლა? -თვალებში ცრემლები ჩაუდგა, -მართლა ეს გაკლდა ახლა..

იოანე გაჩუმდა.

-მე მამა დავკარგე… -ხმა ნელ-ნელა დაიშალა, -და შენ… შენ მხოლოდ ეს გაქვს სათქმელი?

ცრემლები უკვე თავისუფლად ჩამოსდიოდა.

-ვერ ხედავ, რა მდგომარეობაში ვარ?.. სოლომონი მარტო არ მომკვდარა იმ დღეს მთაში, იოანე, მეც მოვკვდი... სალომე და ალექსი ცხოვრებას განაგრძობენ, მე მარტო ვარ, მე ერთადერთმა ადამიანმა დამტოვა, როცა მეგონა რომ ჩემი ჯერი იყო ოჯახი მყოლოდა.. ის მეგრძნო რასაც ბავშვობაში თითქოს შორეულ სამყაროზე ვოცნებობდი..

იოანეს სახე წამით შეიცვალა.

ბრაზი გაქრა.

მის ადგილზე… რაღაც სხვა მოვიდა.

მძიმე.

სერიოზული.

ის ნელა მიუახლოვდა, ხელები ფრთხილად მოხვია მილენას.

-მაპატიე… -ჩუმად თქვა, -არ უნდა მეთქვა.

მილენა ჯერ ეწინააღმდეგებოდა, თითქოს მისი მოცილება უნდოდა, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა.

მკერდზე თავი მიადო.

-მე აღარავინ მყავს…-ჩუმად თქვა.

იოანემ უფრო მჭიდროდ ჩაიხუტა.

-მე გყავარ.

პაუზა.

-მე არასდროს დაგტოვებ.

მის ხმაში ამჯერად არ იყო სიცივე.

არც თამაში.

მხოლოდ სიმტკიცე.

მაგრამ… სადღაც ძალიან ღრმად, მის მზერაში მაინც იმალებოდა რაღაც - ისეთი, რასაც მილენა ჯერ ვერ ხედავდა..

****

რამდენიმე კვირა გავიდა, ამასობაში მილენამ ნელ-ნელა დეპრესია დაძლია და სამსახურში სიარული დაიწყო, მთელი სოლომონის პასუხისმგებლობა მეტწილად მილენაზე იყო, მან ასე გადაწყვიტა შესაბისად მილენაც მონდომებით ცდილობდა ყველაფრის კონტროლს, თუმცა ყველაფერი ზედმეტად ზაფრავდა. საღამოს, ლუკამ სახლში მოაცილა და ერთად შევიდნენ მისაღებში, სახლი სიჩუმით იყო სავსე.

საღამო გვიანდებოდა, შუქი ოდნავ ჩაბნელებული ჰქონდათ. მისაღებში მილენა და ლუკა ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ - მათი სუნთქვა ნელ-ნელა სინქრონული ხდებოდა, მზერა კი უკვე აღარ იყო უბრალოდ მეგობრული, რაღაც უფრო მეტს ჰგავდა.

ეს იყო ისეთი მომენტი, როცა სიტყვები ზედმეტი ხდება.

ლუკამ ჩუმად მოაშორა თმა მილენას სახიდან.

-ასე ჯობია… -ჩურჩულით თქვა.

მილენამ ოდნავ გაუღიმა.

-თუ არ გინდა, გავჩერდები… -ჩუმად თქვა ლუკამ.

მილენამ პასუხად თვალები მშვიდად დახუჭა.

ეს საკმარისი იყო.

ლუკა ფრთხილად მიუახლოვდა და მსუბუქად შეეხო მის ტუჩებს. კოცნა თავიდან ნაზი და მოკრძალებული იყო - თითქოს ორივე ამოწმებდა საკუთარ გრძნობებს.

მაგრამ მალევე შეიცვალა.

მილენამ თავადაც უპასუხა, უფრო ახლოს მიიზიდა და ხელი მის პიჯაკს ჩასჭიდა. კოცნა უფრო თბილი და ღრმა გახდა, თუმცა მაინც ნაზი - ისეთი, სადაც სიჩქარე არ იყო საჭირო, მხოლოდ გრძნობა.

როცა ერთმანეთს დაშორდნენ, ერთმანეთს თვალებში ჩახედეს.

-არ მინდა, რომ ეს ოდესმე დასრულდეს… -ჩუმად თქვა მილენამ.

ლუკამ ოდნავ გაუღიმა.

-არც დასრულდება.

მომენტი გაჩერდა.

და სწორედ მაშინ…

კარი გაიღო.

***

იოანე.

ის არ შევიდა მაშინვე.

კართან იდგა.

უყურებდა.

და რაც დაინახა - საკმარისი იყო.

მისი სახე არ შეცვლილა, მაგრამ თვალებში რაღაც გაიყინა.

-სერიოზულად? -მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ გამჭოლი და ცინიზმით სავსე.

მილენა მაშინვე მოშორდა ლუკას, თითქოს მოულოდნელად გაყინული ჰაერი შეიგრძნო.

-იოანე… -ჩუმად თქვა.

ლუკა ნელა წამოდგა.

-აქ რას აკეთებ?

იოანემ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ.

-მგონი მეც იგივე კითხვა უნდა დაგისვა.

პაუზა.

მისი მზერა მილენაზე იყო მიბჯენილი.

-ასე იქცევი მაშინ, როცა მე არ ვარ აქ?

ლუკას ყბა დაეჭიმა.

-ვინ ხარ და რას ლაპარაკობ შეიძლება გამარკვიო?

იოანემ ოდნავ ჩაიცინა, მაგრამ ეს სიცილი არ იყო - უფრო დაცინვა.

-როგორ?

ლუკა ნაბიჯით მიუახლოვდა.

-ისე იქცევი, თითქოს ცდილობ მის გვერდით იყო. მგონი ეს უკვე გვიანია.

-მართლა? -იოანემ თავი ოდნავი იორნიით დახარა,

რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა.

მერე ნელა წამოვიდა მათკენ.

-საკმარისია, -თქვა ზიზღით.

მზერა პირდაპირ ლუკაზე ჰქონდა მიპყრობილი.

-აქედან წადი და აღარასდროს მოხვიდე, თორე რაც მოხდება შენ თავს დააბრალე, ახალგაზრდა ხარ, ჯობია ცხოვრებას ამის გამო ნუ დაინგრევ..-აათვალიერა თუ არა, ცინიკურად უთხრა.

ლუკა არ დაძრულა.

-არ მგონია, რომ შენ წყვეტდე რამეს-

იოანემ ხელი ასწია და დაცვისკენ ანიშნა.

-გააცილეთ.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. დაცვის წევრი მიუახლოვდა ლუკას, დაძაბულობა წამში გამწვავდა.

-ხელი არ ახლო! რას შვრები, -იყვირა მილენამ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ლუკა ძალით გაიყვანეს.

კარი ხმაურით დაიხურა.

სიჩუმე ჩამოვარდა.

მილენა შემოტრიალდა, თვალებში აშკარა ბრაზი ედგა.

-რა გააკეთე?! რამდენს ბედავ! მძულხარ, იოანე..

იოანე ნელა მიუახლოვდა.

მისი სახე დაძაბული იყო, თვალებში კი რაღაც მძაფრი ედგა, თითქმის შეუკავებელი.

-რას აკეთებ, მილენა? -მკაცრად ჰკითხა.

-შენ რა უფლება გაქვს-

სიტყვა არ დაასრულებინა.

კაცის ხელი სწრაფად დაეშვა მილენას ლოყაზე, ოთახში მკვეთრი დარტყმის ხმა გაისმა.

სიჩუმე.

მილენა ერთ წამში გაიყინა. ხელი ინსტინქტურად მიიტანა სახეზე, თვალები გაოცებისა და წყენისგან აევსო.

იოანე მასთან ძალიან ახლოს იდგა, სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა.

-კიდევ ერთხელ გკითხავ, -თქვა დაბალი, მაგრამ საშიში ტონით, -რას აკეთებ?

მილენას ხმა ამჯერად უფრო მტკიცე იყო, მიუხედავად ტკივილისა:

-შენ გაგიჟდი…

იოანემ თავი გადააქნია, თითქოს გოგოს პასუხები ცეცხლზე ნავთივით იყო.

-იმ ტიპს აღარ შეხვდები, -უხეშად გამოსცრა კბილებს შორის, მის ცივ ტონზე და ქცევაზე მილენას დაძაბულობისგან ჟრუანტელმა დაუარა, -გესმის?

მილენას თვალებში ბრაზი ისევ აინთო.

-ვინ ხარ, რომ მიკრძალავ, მანიაკო!

-ის შენს ფულს და ძალაუფლებას უყურებს, -გააწყვეტინა ცივად, -მეტი არაფერი აინტერესებს.

პაუზა.

-და როცა დრო მოვა, ვერ დაგიცავს, -გააგრძელა, -ვერაფერს გააკეთებს. გაგანადგურებს, თუ მის გვერდით დარჩები.

მილენა მძიმედ სუნთქავდა.

-შენ მანადგურებ, შენ!

იოანე კიდევ უფრო მიუახლოვდა, ხმას დაუწია, მაგრამ სიტყვები უფრო მძაფრად ისმოდა:

-მე შენის დაცვა მევალება.. მარტო მამაშენის პარტნიორი არ ვარ, -თქვა ნელა, -ამ ოჯახის ნაწილიც ვარ. ხომ გესმის?

-არ მჭირდები..

მისი მზერა გამკაცრდა.

-არ მაინტერესებს შენი უჭკუო აზრები, გოგო. არ დავუშვებ, რომ შეცდომა დაუშვა… ისეთი, რასაც ის არასდროს მოისურვებდა შენთვის.

მილენა მას უყურებდა - ტკივილით, ბრაზით და გაუგებრობით სავსე.

იოანემ კი ნაბიჯი უკან გადადგა, თითქოს უკვე ყველაფერი თქვა.

მაგრამ ჰაერში დარჩენილი დაძაბულობა უფრო მძიმე და აუტანელი იყო, ვიდრე სიტყვები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent