ნათელიბნელში ნაწილი 5-6
— დაო, რატომ წამომიყვანე, აქ?—შეწუხებული სახით კითხრა დას.— ხომ იცი არა, რომ არ მწამს ასეთი რაღაცების. — ამოთქვა გელოვანმა, მის ხმაში გაღიზიანება და შინაგანი უხერხულობა იგრძნობოდა. — ჩშ! ჩუმად, აქ ხმაური არ შეიძლება და კიდევ აქ განგებ მოგიყვანე, იქნებ გონება გაგინათდეს. — ჩასჩურჩულა ყურში თამთამ და ტაძრის სიბნელეში, ფრესკებს შორის ჩაიკარგა. გელოვანი დაბნეული იდგა და თვალებს უმისამართოდ ისვროდა. მის ყურადღებას იქცევდა კედელზე გამოსახული ფრესკები და ხატები. ტაძრის ბნელ წიაღში სანთლების შუქი ციმციმებდა, თითქოს იმედის პატარა ალი ანათებდა სიბნელეში და სარკმევლის მისტიკური, დამამშვიდებელი არომატი იგრძნობოდა. თავს უცნაურად გრძნობდა და აფორიაქებდა იქაურობა, ეს იყო ადგილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის მატერიალისტურ სამყაროს. თვალიერებაში მოულოდნელად თვალში მოხვდა გოგო, რომელიც იქვე კუთხეში იდგა, გოგოს თვალები დაეხუჭა, ხელები შეერთებული ჰქონდა და თითქოს მთელი სულით და გულით ლოცულობდა. სანთლის შუქი მის სახეზე ირეკლებოდა და მის ლამაზ, ნაზ ნაკვთებს გამოკვეთდა. თავიდან ოდნავ ჩამოსცურებოდა შარფი და ახლა უკვე კარგად შესამჩნევი იყო მისი სახე. გელოვანი ადგილზე გაქვავდა, ვერ იჯერებდა; ნუთუ ეს ის გოგო იყო, ვინც მის სიმშვიდეს არღვევდა და ვინც ასე უშიშრად უპირისპირდებოდა? რაღაცნაირად შინაგანად აფორიაქდა და სუნთქვა ხშირი გაუხდა. თვალს ვერ აშორებდა. სწორედ ამ დროს ნიამ ნაზი ღიმილით გადაისახა პირჯვარი. მისი სახე ისეთი მშვიდი და ნათელი იყო. შარფი გაისწორა, შემდეგ ღიმილითვე მობრუნდა უკან და ღიმილი სახეზე შეახმა, როდესაც მოშორებით მდგარი, გელოვანი დაინახა. აი თურმე ვის ეკუთვნოდა ეს ნაბიჯები. ნია რაღაცნაირად გრძნობდა მის სიახლოვეს, თავადაც არ იცოდა როგორ, მაგრამ ახლა მის წინ სწორედ ის იდგა. ნია შოკირებული უყურებდა. მისთვის გაუგებარი იყო, თუ რა უნდოდა იქ ამ ურწმუნო, ამპარტავან ადამიანს ასეთ წმინდა ადგილს. კაცმა, უკან მოუხედავად დატოვა ტაძარი და გარეთ გასვლის თანავე ჰაერი ხარბად შეისუნთქა თითქოს ტაძარში სული ეხუთებოდა, ცდილობდა თავზე კონტროლი დაიბრუნებინა და გონება მოეკრიბა, აფორიაქებული იყო და სრულ გაურკვევლობაში ჩავარდნილიყო, ჯერ ხომ ტაძრის ატმოსფერომ იმოქმედა მასზე, მაგრამ გოგოს ხილვამ სულ მთლად მოუღო, ბოლო. ნერვიულად მოისვა კისერზე ხელი, ის იყო გაბრუნებას აპირებდა, რომ მოულოდნელად ზურგს უკან, გოგოს ხმა გაიგო. — აქ რას აკეთებთ?! — გაისმა მის ზურგს უკან ნაცნობი ხმა. გელოვანი ნელა ბრუნდება მისკენ და ცივ მზეტას ავლებს, გოგონას. — არ ვაპირებ შენთან საუბარს.. — გაღიზიანებულმა უთხრა და სახეზე ცინიკური ღიმილი აიკრა, ნამდვილად არ იყო, ახლა იმ განწყობაზე, რომ როგორც თავად უწოდებს, მომაბეზრებელი, გოგოსთვის ესმინა. უსიტყვოდ შემობრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ გოგოს სიტყვებმა გააჩერა. — ხომ გთხოვეთ, ჩემგან თავი შორს დაგეჭირათ?! ამის მერე კიდევ იტყვით, რომ მე გითვალთვალებთ?! — ეჭვით გახედა კაცს და ისე უთხრა. — უკაცრავად, რა თქვი? შენ გგონია, რომ აქ შენს გამო ვარ? — ცალყბად ჩაიცინა და ხელები გადააჯვარედინა. — როგორც ჩანს, სამყაროს ცენტრად მოიაზრებ თავს, ქალბატონო. — მაშინ მითხარით, რატომ ხართ აქ? თქვენ ღმერთს არ აღიარებთ და თქვენნაირი ადამიანები ტაძარში არ დადიან. — გაგულისებულმა უთხრა და ჩამოყრილი თმები უკან გადაიწია. — რით ახსნით იმას, რომ ყველგან ჩნდებით, სადაც მე ვარ? ეს უბრალო დამთხვევა აღარ არის! გელოვანი მასთან ახლოს მივიდა და თავისი ყორანივით მუქი თვალებით დააჩერდა გოგონას. მწველი, დაჟინებული მზერით უყურებდა მის ნაცრისფერ თვალებს, თითქოს მისი სულის შესწავლას ცდილობდა. — შენ ძალიან ბევრს ხომ არ ლაპარაკობ, ნუ გგონია, რომ რაც გზატკეცილზე მოხდა, დამავიწყდა. — მხრებში მტკივნეულად ჩაავლო ხელი. ნიასთვის ისეთი მოულოდნელი იყო ეს მოქმედება, რომ შეკრთა და სიმწირისგან ცრემლი მოადგა თვალზე, თუმცა მის თვალებში, ტკივილი და ბრაზი ერთად იკითხებოდა. — ხო, რა თქმა უნდა, სხვა რა დაგრჩენია, გარდა ტირილისა. — ირონიულად უთხრა, თუმცა მისი ცრემლების დანახვისას, თითქოს გულში წამიერად რაღაც ტკივილი იგრძნო. თვალს ვერ აშორებდა მის დაუცველ და უმწეო სახეს, რომელიც თრთოდა. გოგო წყლიანი, საყვედურებით სავსე თვალებით უყურებდა მას. — თქვენ მარტო, ეს შეგიძლიათ არა? — მწარედ ჩაეცინა ნიას. —რას ამბობ? — ნიას, მოულოდნელმა კითხვამ, კაცი დააბნია. — იმას, რომ უგულო და თავხედი ხართ და არ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ.— მტკიცედ უთხრა, ლუკას რაღაცის თქმა უნოდოდა კიდევ, მაგრამ დაუძახეს და ხელი შეეშალა. — ლუკა! — გაისმა თამთას ხმა. გელოვანმა კი ნიას ხელი შეუშვა და ისიც იმწამსვე გაიქცა. კაცმა გოგოს, თვალი გააყოლა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე და სულ მალე კი გაუჩინარდა მისი ანარეკლი და ლუკაც წარბებშეკრული მობრუნდა უცვლელი ცივი მზერით, მაგრამ შინაგანად სრულიად არეული. — ლუკა, სად იყავი? იცი რამდენი ხანია, გეძებ ან ის გოგო, ვინ იყო? დავინახე როგორ გაიქცა. — დაეჭვებით კითხა და ძმას შეხება. — თამთა, ხომ იცი აქ ყოფნა მრთგუნავს, ამიტომ გარეთ გამოვედი და გიცდიდი, თუ მორჩი წავიდეთ, ბევრი საქმე მაქვს. — ნაჩქარევად უთხრა და კიბეებზე დაეშვა თავისი ჩვეული, ქედმაღლური სიარულის მანერით. *** მთელი გზა ხმა არ ამოუღია, საჭეს ჩაფიქრებული, გონებით მართავდა. თითქოს აქ იყო, მაგრამ შინაგანად სადღაც სხვაგან დაფრინავდა და ერთ წერტილს მისშტერებოდა. წარბები შეეყარა და ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე თითებს, თამთა ხვდებოდა, რომ მის თავს რაღაც უცნაური ხდებოდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა, იცოდა, მაინც არაფერს ეტყოდა. — მოვედით დაო. — უთხრა დას სერიოზული სახით. — კარგი, საღამომდე. — თბილად გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. გელოვანმა გზა განაგრძო და უფრო სწრაფად დაიწყო მანქანის მართვა. ოფისში გაღიზიანებული მივიდა, სწრაფად შევიდა თავის კაბინეტში, პიჯაკი გაიხადა და იქვე მიაგდო. სავარძელზე დაეშვა, თავი კი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. მის გონებაში ისევ ის სცენა ტრიალებდა: ნიას შეშინებული სახე, სველი თვალები. თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა. — ჯანდაბა… ეს რა იყო ? — გაღიზიანებულმა წამოიძახა და გასწორდა. — რატომ ვერ ვივიწყებ მის თვალებს? რატომ ვგრძნობ თავს დამნაშავედ? ბრაზი კიდევ უფრო მოაწვა, ახლა უფრო საკუთარ თავზე. — საკმარისია, ლუკა! — ხმამაღლა წამოიძახა და მაგიდას ხელი მიანარცხა. — ვიღაც გოგოს ცრემლებმა გონება ვერ უნდა აგირიოს! თუმცა შინაგანად ასე სულაც არ იყო. ნია არ იყო უბრალო გოგო და გელოვანი ამას გრძნობდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ მოქმედებდა ასე მისი არსებობა მასზე. ის რაც დღეს ტაძარში დაინახა, უბრალოდ დაადუმა, თითქოს მოწყდა მიწიერებას. მისი სახე ისეთი ნათელი, მშვიდი და თბილი იყო, რომ ანგელოზს ჰგავდა. მისი სველი თვალებში, სადაც შიში და ბრაზი ამოიკითხა, მის ეგოს ეხებოდა. მან კიდევ ერთხელ ატკინა გოგოს. — ლუკა, მოხვედი? — კაბინეტში ნინი შემოვიდა, როგორც ყოველთვის გამომწვევად გამოიყურებოდა, მასთან მივიდა, შემდეგ კი ზურგიდან მოეხვია. ლუკა ამ ჟესტზე გაღიზიანდა, ხელები უხეშად მოაშორა ფეხზე წამოდგა და გამჭირვალე მინიასთან მივიდა, საიდნაც მთელი ქალაქი,მოჩამდა. — ლუკა, რა ხდება? — გაოცებულმა იკითხა. — არაფერი ნინი, უბრალოდ არ ვარ ხასიათზე დღეს, გთხოვ მარტო დამტოვე. — რა გჭირს? ეს ორი დღეა, ვერ გცნობ, ჯერ ჩემთან მოხვედი ბინაში, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად წახვედი, ახლა კი ახლოს არ მიკარებ. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდად მიუბრუნდა. — ოჯახური დაძაბულობაა ნინი, შენც კარგად იცი, რომ ბებიაჩემთან მიწევს ბრძოლა, მას არ მოსწონს ჩვენი ურთიერთობა, ამ ყველაფერმა კი, ძალიან დამღალა. ამიტომ გთხოვ მარტო დამტოვე. — კარგი. — ჩაილაპარაკა და გავიდა. ისევ მარტო დარჩა საკუთარ თავთან, თუმცა ვერაფრით ვერ მოისვენა და წავიდა. უკვე მობინდებული იყო. გარეთ კოკისპირულად წვიმდა და ეს პარადოქსულად კიდევ უფრო ამძაფრებდა მის შინაგან ფორიაქს. ამ შემოჭრილ განცდებს ვერაფერს უხერხებდა. მკვეთრად დაამუხუჭა, მანქანიდან გადმოვიდა და ზურგით მიეყრდნო კარებს. დაღლილი სახით დახუჭა თვალები და წვიმას უფლება მისცა მთლიანად დასველებულუყო. თითქოს ამით ცდილობდა მასში გაჩენილი ცეცხლი დაეხშო, რომელიც შიგნიდან წვავდა. ისევ ამოუტივტივდა გოგონა, მათი შეხვედრა, მისი უმანკო სახე, ცრემლიანი თვალები, რომლებიც ასე ეხებოდა მის სულს და აფორიაქებდა. სრულიად სველი იდგა და თვალებში კი, ყველაფერი ერთად იკითხებოდა: ბრაზი, გაურკვევლობა, მღელვარება და სევდა. ეს ყოველივე მას შინაგანად ღრნიდა და მოსვენებას უკარგავდა. წვიმაც კი ვერ უქრობდა იმ ხანძარს, რასაც შინაგანად გრძნობდა და ტანჯავდა. — რატომ არ შემიძლია მისი გონებიდან ამოგდება? იქნებ მე არ ვიქცევი სწორად? — ჩაილაპარაკა მან დაბალ ხმაზე. — არა, მე სწორად ვიქცევი, — ხმამაღლა თქვა ცივი ტონით. — მაგრამ თუ ასეა, რატომ მგონია, რომ უსამართლოდ მოვექეცი? თავი მაღლა აიწია. შუა გზაში იდგა, წვიმის წვეთები ძლიერ ეხეთქებოდა და მთლიანად ასველებდა მას. თითქოს ბუნებაც ცდილობდა ემოციების ჩამოერეცხვას. — არა, — დაიჩურჩულა ბოლოს, — ლუკა გელოვანის ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის. — სახე წამში დაუსერიოზულდა, მზერა ცივი გაუხდა, მაგრამ მაინც იყო მის მზერაში ისეთი რაღაც, რაც საპირისპიროს გვაგრძნობინებდა: ეს სევდა იყო. მიუხედავად მისი სიამაყისა და ცივი ბუნებისა, გული მაინც სევდით ჰქონდა სავსე და სწორედ ეს აღიზიანებდა, რატომ გრძნობდა ყოველ ჯერზე სინანულს და მის ეგოს ეხებოდა, თითქოს მიანიშნებდა, რომ მისი ქმედებები არასწორი იყო, თუმცა სიამაყე ამის უფლებას არ აძლევდა. *** ოთახში იჯდა, ჩაფიქრებული და სევდიანი. ალბათ, როგორ წაროუდგენელია მის უემოციო თვალებში სევდის ხილვა, მაგრამ ის დარდობდა და ეს განცდები მას ტანჯავდა, არ აძლებდა მოსვენებას. რამდენიც არ უნდა გაეწია წინაღმდეგობა, რამდენიც არ უნდა უარყოს საკუთარ თავთან, უძლური იყო. ის ვერაფერს ხვდებოდა. ნია მის გონებაში ღრმად შეიჭრილიყო და დღითი დღე უფრო იდგამდა ფესვებს მასში. რა თქმა უნდა, მის ბნელ ცხოვრებას და გულს სინათლე შეეხო. სინათლე კი ყოველთვის არღვევს სიბნელეს, რადგან ბნელი ვერ მოიცავს სინათლეს. ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოს მისგან გაქცევას, სინათლე მაინც შეაღწევს მასში და გაარღვევს სიბნელეს. მასში იღვიძებდა მიძინებული გრძნობები, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა, ახლა კი თავს იჩენდნენ. — დაო, გეყოფა, მეტი აღარ მინდა გამშრალება. — წამოიძახა და თამთამაც შეწყვიტა მისი თმის გამშრალება. — რა გჭირს ლუკა, რატომ ხარ ასეთი გაღიზიანებული, ეს დღეებია უცნაურად იქცევი? — აღელვებით კითხა. — არაფერი მსგავსი... — მძიმედ ამოიოხრა. — აბა, მაშინ რა ხდება? ვხედავ რომ რაღაც გაწუხებს. — საიდან მოიტანე.. — შენი თვალები ამბობენ ყველაფერს. რამდენიც არ უნდა უარყო, თვალები სულის სარკეა, ამიტომ შენი განცდები თვალებში იგრძნობა. მითხარი, რა მოხდა, რამე ისეთი გააკეთე, რასაც ნანობ? — მზრუნველად მოეფერა სახეზე. — მე არაფერს ვაკეთებ ისეთს, რომ შემდეგ ვინანო. — მტკიცედ უთხრა. — კარგი, როგორც იტყვი, ახლა წავალ შენ კი დაისვენე. — თბილად უთხრა და ოთახიდან გავიდა. **** ვერც ნია ისვენებდა. ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო და ჩაფიქრებული გაჰყურებდა წვიმიან ქუჩებს. ამინდიც, რომ ხელს უწყობდა სევდას. ფიქრობდა, ყველგან რატომ ჩნდებოდა ის ადამიანი ამხელა ქალაქში, მაინცდამაინც ერთმანეთს ეჯახებოდნენ. — რატომ ხდება ასე, რატომ ვხედავ ყველგან მას? ეს შემთხვევითობა აღარ არის, რადგან საკმარისად ბევრჯერ გადაიკვეთა ჩვენი გზები. მე ვცდილობ დავივიწყო ის ადამიანი, ღმერთო, შენ კი ისევ და ისევ მახვედრებ. — ამოიგმინა ნიამ და ცას ახედა. მოულოდნელად ელვა გავარდა ცაზე და გაიჭექა. ნიას კი შეეშინდა, ლოგინში შეძვრა, ეცადა დაეძინა, მაგრამ ღამით, როდესაც მარტო რჩებოდა, სევდა შემოაწვებოდა ხოლმე, ძალიან ენატრებოდა მშობლები მართალია ისინი, მისი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ და მხოლოდ ბიძა და ბიცოლაა, რომლებმაც აღზარდეს, მაგრამ საკუთარი მშობლებისგან არ განასხვავებდა, ძველი და ლაღი ცხოვრებაც ენატრებოდა, მაგრამ ახლა იმ ვაჟბატონის გამო, ამ ყველაფერს მოკლებული იყო. მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა და პერიოდულად ელ-ჭექი გაირბენდა ხოლმე მოქუფრულ ცაზე, თითქოს ამინდიც გრძნობდა მათ განცდებს, რომლებიც სტანჯავდნენ და მოსვენებას უკარგავდნენ. გელოვანი საწოლზე იწვა და ძილი არ ეკარებოდა. ჩაბნელებულ ოთახში, ღრმად ჩაფიქრებული იწვა, ცალი ხელი თქვეშ ამოედო, ცალი კი მუცელზე ედო და ფიქრს მისცემოდა. გონებაში სულ ნიას სახე უტრიალებდა, რომელსაც ვერ იშორებდა თავიდან. ეს უკვე ძალიან აღიზიანებდა, ვერ იტანდა, როდესაც მისით შემოიჭრებოდნენ ხოლმე ნიაზე ფიქრები და კომტროლს კარგავდა. — არ ვიცი, როგორ მაგრამ როგორმე თავიდან უნდა ამოვიგდო ის გოგო. — გაიფიქრა, შემდეგ კი, შეეცადა დაეძინა. დილით საკამოდ უხასიათოდ გაიღვიძა და როგორც ყოველთვის ახლაც მოქუფრული სახით გავიდა, ოთახიდან. ოფისში უნდა წასულიყო და ჩქარობდა. კიბეებზე, რომ დაეშვა ქვემოთ მისაღებში უცხო ხალხი შენიშნა, ღრმად ამოისუნთქა და მათკენ მივიდა. — აქ რა ხდება?! — ბრაზნარევი ხმით წამოიძახა და ცივი მზერით გადახედა სტუმრებს. — შვილო, კარგია,რომ მოხვედი, ესენი შენი მომავალი სიდედრი და სიმამრია, ეს კი შენი მომავალი საცოლეა ლელა. — გააცნო ბებიამ სტუმრები. ოთახში დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა და ეს დაძაბულობა ოჯახის წევრებზეც გადავიდა, ყველამ კარგად იცოდა რა მოჰყვებოდა ამას. კაცი ერთხანს გაუნძრევლად იდგა, ხშირი წარბები მრისხანედ შეეყარა და გამჭოლი მზერით აკვირდებოდა, ყველას, ბოლოს გონება მოიკრიბა და თქვა: — ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ბებიაჩემმა შეცდომაში შეგიყვანათ, მაგრამ მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას, რადგან უკვე მყავს პარტნიორი და ამას, რომ თავი დავანებოთ, თქვენი მოსვლაც საეჭვოდ მეჩვენება, როგორც ვიცი და გამიგია, წესის მიხედვით ბიჭის ოჯახი მიდის გოგოსთან ხელის სათხოვნელად და არა პირიქით ამიტომ თქვენს ძვირფას დროს ტყუილად ნუ დახარჯავთ, თქვენს ქალიშვილს კი სხვა საქმრო მოუძებნეთ. — შეეცადა, მშვიდად ეთქვა, მაგრამ მისი ხმა მკაცრი იყო, თუმცა კაცი ისეთი სახით უყურებდა მათ, თითქოს მათზე დეტექტორებს ატარებდაო, ის ვითომ სიდედრი და სიმამრი, წამში წამოენთნენ და აშღშფოთდნენ, მომხდარით, კაცს სახე გადაუფითრდა და თვალები გაუფართოვდა, რას წარმოიდგენდა მათი, ეგრეთ წოდებული სასიძო, თუ ასეთი უხეში და შეუვალი იქნებოდა, ამას დამატებული, კიდევ ის, რომ გელოვანი ისე უყურებდა, მათ თითქოს, რაღაც ისეთი ჩაედონოთ, მერე რა მოხდა, თუ ბიჭის ოჯახში მივიდა სარძლოს ოჯახში, დიდი ამბავი ახლა, თან გოგონილი ჰქონდათ, რომ ბიჭი თანამედროვე იყო, მაგრამ განა ის არ იცოდნენ, რომ გელოვანი ის ჩიტი არ იყო, რომ მათ მახეში მომხდარიყო, საეჭვოდ უყურებდა,ლუკა მათ, საკუთარი შვილი, როგორ უნდა გაიმეტო, ქონების გამო, როგორც კი დაინახა ეს უცნაური წყვილი, უმალ მიხვდა, რომ შვილის სარფიანად გათხოვება უნდოდათ, მის მახვილ თვალს და გონებას არაფერი გამოჰპარვია, შეამჩნია, როგორ აცეცებდნენ, თვალებს და ამან უარესად გააცეცხლა. ვერ იტანდა ასეთ ხალხს. საბოლოოდ წამოენთო, მელოტი კაცი: — ეს რა სითავხედეა, რა უპატივცემულობაა, ცხოვრებაში ასე არავის დაუმცირებივარ.— ჯუჯღღუნებდა კაცი, და აქეთ საყვედურით მიუბრუნდა, ლუკას. — თქვენისთანა სიძისგან ღმერთმა დაგვიფაროს. — საყვედურით უთხრა, შემდეგ ქალიშვილს, ხელი დაავლო და უკან მოუხედავად დატოვა სახლი. — ლუკა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, შენ მათ თანდასწრებით შემარცხვინე.— ბრაზით უთხრა ბებიამ, როდესაც სტუმრები წავიდნენ. ლუკამ თვალები დახუჭა, სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ცოტაც და მოთმინებას დაკარგავდა. — ცდებით, მე არაფერი მითქვამს ისეთი, რაც შეგარვხვენდათ, საკმაოდ კორეკტულად ავუხსენი იმ ხალსხს ყველაფერი, ან საერთოდ ვინ არიან იცნობთ მათ? — დაეჭვებით კითხა. — ვიცი, რომ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. — წამოიძახა ბებიამ. — მართლა? ეს მათ გითხრეს, რომ კარგი რეპუტაცია აქვთ, ბებია, თქვენ იმდენად ხართ იმ აზრით დაკავებული, რომ იქნებ, როგორმე დამაქორწინოთ, ამის გამო ვერაფერს ამჩნევთ, მაგრამ მე მაშინვე შევამჩნიე, რომ საეჭვოდ იქცეოდნენ, მშვენივრად დავინახე,თუ როგორ ხარბად ათვალიერებდა, ის კაცი, აქაურობას, ან რომელი საუკუნეა? საერთოდ, ჯერ ისედაც მოძველებულია, ეს ტრადიციები და ახლა ამათი აქ მოსვლა, და გაცნობაზე საუბარი, ხომ ზედმეტია. — მაშინ დააყენე საშველი და მოიყვანე ცოლი მეც დავისვენებ და შენც. — წამოენთო ბებია. — ბოლოჯერ ვამბობ და ძალიან გთხოვთ, გაიგეთ მე უკვე იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ჩემს მაგივრად ვინემ გადამიწყვიტოს, თუ როგორ ვიცხოვრებ, მე პატივს ვცემ თქვენს ასაკს და შეხედულებებს, მაგრამ თქვენგანაც იგივეს ველი, მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას და ნინის არ დავშორდები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ მოგწონთ.— გაღიზიანებულმა მიუგო, შემდეგ კი, უკან მოუხედავად გავიდა სახლიდან და კარები, მიიჯახუნა. როგორ დაღალა ამ ყველაფერმა, ყველაფდრთან ერთად ახალი თავის ტკივილი გაუჩნდა ამ დილადრიან, ბებიას დიდ პატივს სცემდა, მაგრამ ყოველთვის უთანხმოება მოსდიოდათ, ერთმანეთთან, ქალი ვერ ეგუებოდა, იმას რომ მისი შვილიშვილი ყველა წესს არღვევდა და თავისუფალ ურთიერთობაში იყო, ვიღაც გოგოსთან, ძველი ყაიდის ქალი გახლდათ და სკეპტიკურად და მკაცრად უდგებოდა ამ ყველაფერს, ამიტომაც იყო, რომ სულ კამათობდნენ, ლუკა ვერ იტანდა, როდესაც მის ცხოვრებას სხვა უკონტროლებდა, ასე მოხდა ახლაც ბებიამ მისგან შეუთანხმებლად მიუყვანა ვიღაც ლელა სახლში გასაცნობად, თან ამ დილადრიან ვინ მიდიოდა სტუმრად. ***” დილით ნიამ ჩვეულებრივზე გაცილებით კარგ ხასიათზე გაიღვიძა. ბოლო დღეების სევდა თითქოს სადღაც გაქრა და მის სახეზე ისევ ძველი ნიას, ლაღი ღიმილი დაუბრუნდა. ფანჯრიდან მზის პირველი სხივები იჭრებოდა და ოთახს ოქროსფრად ანათებდა. ნია წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი, რომელსაც წვიმის შემდეგ განსაკუთრებით სასიამოვნო სურნელი ჰქონდა. საბაზანოდან დაბრუნების შემდეგ სწრაფად მიალაგა თავისი პატარა ოთახი, სანთელი და საკმეველი დაანთო და რამდენიმე წუთით ჩუმად ლოცულობდა — თითქოს ამ დილას ღმერთსაც კი მადლობას უხდიდა. შემდეგ მხიარულად გავიდა მისაღებში, მაგრამ იქ არავინ დახვდა. მაშინვე სამზარეულოს მიაშურა. თავისი საყვარელი წინსაფარი გადაიკიდა, ტელევიზორში საყვარელი სიმღერა ბოლო ხმაზე ჩართო და კოკო ჯამბოს მხრიარულ რიტმზე შეუდგა საქმეს. — ია იაეი კოკო ჯამბო ია იაეი... — ხმამაღლა აყვა სიმღერას და თან ტანსაც ნაზად აყოლებდა, თან ეცინებოდა თავისნთავზე, იმ წუთას სულ აღარ ახსოვდა, გელოვანი. საუზმისთვის ბოსტნეულს ჭრიდა და ხან ცეკვით მიჰყვებოდა მუსიკას, ხან ხმამაღლა მღეროდა. სამზარეულოში სალათის სურნელი და მუსიკის ხმა ირეოდა. ნია, სალათის ფურცლებს ჭრიდა და თან ხელში ჩამჩა ეჭირა და ცეკვავდა, ზუსტად ამ დროს კარი გაიღო და სახლში ნანული და ლიზა შემოვიდნენ. — რა ხდება აქ?! — დაიყვირა ნანულიმ და სამზარეულოსკენ გაიქცა. სამზარეულოში რომ შევიდნენ, შოკში ჩავარდნენ: ნია აბურდული თმებით იდგა წელზე წიმსაფარი მოერგო და მთელი ხმით მღეროდა. — ლიზა, შვილო, რა ჭირს ამას? — გაოგნებულმა იკითხა ნანულიმ. ლიზამ სიცილით მიაყოლა: — არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, ნია ისევ თავის თავს უბრუნდება! — მიუგი და ნიას მიუახლოვდა. — ნია, რას აკეთებ? — სიცილით ჰკითხა. — მოხვედით, დაო! — მხიარულად წამოიძახა,, ცოტაცნით თავი ანება სალათის გაკეთებას და ლიზას ხელი ჩასჭიდა. — მოდი, იცეკვე ჩემთან ერთად! — რას სჭირს ამას?! — ნანულიმ თავზე ხელი შემოირტყა, მაგრამ უნებურად გაეღიმა. — ამყევი, დაოოო! ია იაე კოკო ჯამბოოო! — მღეროდა ნია და ლიზას აბზრიალებდა, მთელი სამზარეულო სიცილით აივსო და მამიდაც კი აიყოლეს. ასე დიდი ხანია არ უმხიარულიათ. ნიას ლიზასთვის ხელი ჩაეჭიდა, ცდილობდა კოკოჯამბოს რიტმს აეყოლებინა, რომელსაც არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა ცეკვა ნიასგან განსხვავებით. თან გულიანად იცინოდანენ. ხელი ჰაერში აწეია და სიმღერას ყვებოდა. — კოკო ჯამბოოო! — სიცილით იმეორებდა ტექსტს და ცეკვავდა. ნანულის გულმა ვეღარ გაუძლო და სიცილით აჰყვა გოგოებს, რამაც მათი გაოცება გამოიწვია. ბოლოს კი დაღლილები ეშვებიან დივანზე. — ღმერთო, ამდენი დიდი ხანია აღარ მიცეკვია. — აკისკისდა ნია. — რა გჭირს დილიდან? — კითხა ნანულიმ. — არაფერი მამიდა, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ, გადავწყვიტე ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვო და ცხოვრება გავაგრძელო. თან კიდევ ერთი მიზეზი მაქვს სამხიარულოდ, დღეს ჩემი მეგობრების ქორწილია, ამიტომ ბედნიერი ვარ. მას შემდეგ რაც ჩვენი ანსამბლი დაიშალა, დიდი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს, ეს კი, კარგი მიზეზია იმისთვის, რომ ყველა ვნახო. — მხიარულად გაახახუნა ხელები ერთმანეთზე. — მერე ფული გაქვს რით აპირებ წასვლას? — ჰკითხა ქალმა. — მამამ ჯერ კიდევ მაშინ მომცა ქორწილის ფული, როდესაც სახლში ვიყავი, ამიტომ ახლა ვისაუზმებთ და მერე წავალ და საღამოსთვის კაბას შევარჩევ. — ბედნიერმა წამოიძახა და სუფრის გაშლას შეუდგა. გემრიელად მიირთვეს საუზმე. ნიამ მიალაგა სამზარეულო, შემდეგ თავი მოიწესრიგა, პატარა ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა. — ლიზი, გამომყვები კაბის ასარჩევად? — კითხა თავის დას. — რა თქმა უნდა, ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. — წამოიძახა ოთახში გაიქცა ჩანთის ასაღებად. ** მთელი მაღაზიაბი მოიარეს სადაც შეეძლოთ, მისვლა, ბოლოს კი, როგორც იქნა იპოვეს სასურველი და შიგნით შევიდა, თითქმის ყველაფერს იწუნება და ხან ფერი არ მოსწონდა ხან რა. ბოლოს კი, როგორც იქნა იპოვა სასურველი,. საღამოს ნია უკვე მზად იყო. მუქი წითელი, ელეგანტური კაბა ეცვა, რომელიც მის გრაციოზულობას კიდევ უფრო ხაზს უსვამდა. თმები ოდნავ ჰქონდა დახვეული, სახეზე კი — მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი ესვა, სარკის წინ იდგა და გაბრწყინებული თვალებით ათვალიერებდა საკუთარ თავს. — დაო, ნახე რა ლამაზი კაბაა! — სიხარულით წამოიძახა და ბედნიერებისგან თვალები აუციმციმდა. — ულამაზესი ხარ, ნია! რომელზე მიდიხარ? — ინტერესით ჰკითხა ლიზამ. — ალბათ მალე მოვლენ უკვე, — ღიმილით უპასუხა ნიამ. — დარწმუნებული ვარ, დღეს ცეკვით აიკლებ რესტორანს, — გაეცინა ლიზას. — ამაში ეჭვი გეპარება? — ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ნიამ და სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა. მალე მოაკითხეს მეგობრებმაც და ნიაც გარეთ გავიდა. — ძალიან არ დააგვიანო იცოდე! — გააფრთხილა ნანულიმ. **** მათი მანქანა რესტორნის ეზოში შევიდა. ნია მოულოდნელად ცოტა უფრო სწრაფად აახამხამა თვალები — თითქოს გულისცემა აუჩქარდა. რესტორანი შორიდანვე ბრწყინავდა. შენობაში შესვლისას თვალში მოხვდათ ოქროსფერი სინათლით განათებული დარბაზი; ჭაღები ბრჭყვინავდნენ, მუსიკა მშვიდად ერეოდა ფუსფუსსა და სტუმრების საუბრის ხმებს. ეტყობოდა, რომ სტუმრების ნაწილი უკვე მოსული იყო — ყველგან იგრძნობოდა მოლოდინის, სიხარულისა და სადღესასწაულო განწყობის არომატი. ნიამ და მისმა მეგობრებმა თავიანთ მაგიდას მიაშურეს და ადგილები დაიკავეს. — როგორ მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, თანაც ამ ბედნიერ დღეს! — მხიარულად წამოიძახა ნიამ და თვალები აუციმციმდა. — ჩვენც ძალიან გვიხარია, ნია. ნიკამ და სალომემ გაგვახარეს ქორწილით, — ჩაიღიმა ანამ და ნაზად მოეხვია. — მართლაც, ძალიან მომენატრეთ ყველა, — გულწრფელად დაამატა ნიამ და ბედნიერად მოავლო მზერა მაგიდას. მალე სტუმრებმა ერთდროულად გაიხედეს შემოსასვლელი კარისკენ, საიდანაც ნეფე და დედოფალი გამოჩნდნენ. პატარძალს თეთრი, გრძელი შლეიფიანი კაბა ეცვა, რომელიც სინათლეში ბრწყინავდა, ხოლო ნეფე კლასიკური შავი კოსტიუმით იდგა მის გვერდით. ისინი ნელა, გრაციოზულად შემოვიდნენ დარბაზში. ხალხის შეძახილები და ტაში ერთდროულად ატყდა — ზოგმა აღტაცებით შეძახა, ზოგმა ტელეფონი მოიმარჯვა ამ მომენტის გადასაღებად. — უჰ, როგორები ლამაზები არიან... — ჩურჩულით თქვა ნიამ, თვალებში თბილი ცრემლი გამოეხატა. — მართლა საოცარი წყვილია, — დაეთანხმა ანა და მეგობარს ხელი მოხვია მხარზე. როგორც წესია, შემოსვლისას ნეფე-დედოფალმა პირველი ცეკვა შეასრულეს. ცეკვის ბოლოს მათ თბილად გადაუხადეს მადლობა სტუმრებს და თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. თავდაპირველად დარბაზში წყნარი მუსიკა ჟღერდა, შემდეგ კი აჭარულის მხიარული ჰანგები გაისმა. — აბა, წავედით! — წამოიძახა ნიამ და ყველა ერთად სცენის შუაგულში გავიდა. ერთ-ერთი ბიჭი ენერგიულად ხტება სცენაზე და ცეკვას იწყებს. მის მოძრაობებს მალე კიდევ სამი ბიჭი უერთდება; ისინი ხტუნვითა და მხიარული ნაბიჯებით აგრძელებენ ცეკვას. მათ მიჰყვებიან ორი გოგო, რომელთაგან ერთ-ერთი ნია იყო, მისი ხელების ლამაზი, ნაზად დახვეწილი მოძრაობები მაშინვე იზიდავს ყურადღებას. ნია თავის მეწყვილესთან ერთად იწყებს ბზრიალს — ისეთი გრაციოზულია, რომ ყველა თვალი მას მიეპყრო. მისი წითელი, გრძელი კაბა ცეკვისას ყვავილივით იშლებოდა, ოდნავ დახვეული თმები კი ჰაერში ფარფატებდა. ნიას სახეზე კმაყოფილი, ამაყი ღიმილი ეტყობოდა — ცეკვაში მთელ გულს დებდა და აშკარად სიამოვნებდა თითოეული მოძრაობა. მთელი დარბაზი თითქოს მის ენერგიას ეხმიანებოდა. ცეკვის უმეტეს პარტიებს ნია და მისი მეწყვილე ასრულებდნენ, მათ სინქრონულ მოძრაობებს თვალს ვერ წყვეტდა ხალხი. გელოვანი, რომელიც ცოტა მოშორებით იჯდა, მონუსხული აკვირდებოდა. მისი ცივი გამოხედვის მიღმა გაოცება და აღტაცება იკითხებოდა. ის არ ელოდა, რომ ეს თითქოს „მომაბეზრებელი“ უცნობი გოგონა ასე მოხიბლავდა. ნია თითქოს სრულიად სხვა სამყაროდან იყო — ცოცხალი, მხურვალე და დაუფარავი. ცეკვა წყვილებში დასრულდა. ბოლოს ნიამ და მისმა მეწყვილემ ერთდროულად გააკეთეს ბოლო ბზრიალი და მუსიკაც შეწყდა. დარბაზი ტაშით აჭრელდა, სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. — ბრავო, ბრავო! — წამოიძახა წამყვანმა. — მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ნეფე-დედოფლის მეგობრებს, რადგან მათ სცენაზე ცეცხლი დაანთეს! ნეფე-დედოფალი სცენაზე ავიდნენ, თითოეულს მოეხვივნენ და მადლობა გადაუხადეს. პატარძალი განსაკუთრებით თბილად მოეხვია ნიას. — ნია, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყავი! — მხიარულად უთხრა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა. მალე ისევ მშვიდი მუსიკა ჩაირთო და ყველა მაგიდას მიუჯდა. ნია მხიარულად იჯდა და მეგობრებთან საუბრობდა. ცეკვიდან შემორჩენილი ემოციები ჯერ კიდევ ეტყობოდა და კმაყოფილი იღიმოდა. გელოვანი ჯერაც გაკვირვებული იყო ნანახით, მაგრამ უფრო საკუთარ თავზე, რადგან აქამდე არასდროს გამოუჩენია ინტერესი გოგოს მიმართ. დაძაბულობისგან კისერზე ძარღვები დაეჭიმა. — ლუკა, კარგად ხარ? — კითხა ნინიმ. — კი. — მოკლედ უპასუხა. — მაშინ ასეთი სახე რატომ გაქვს...? — როგორი? — უხეშად კითხა. — დაბნეული... — როგორც კი მისი ბრაზნარევი სახე დაინახა, თემა შეცვალა. — კარგი, დაივიწყე. კარგად იცეკვეს, არა? — უთხრა უდარდელად. — განსაკუთრებული არაფერი. — ჩაილაპარაკა და მიბრუნდა. არ უნდოდა ეღიარებინა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ნიამ მისი ყურადღება მიიქცია. ისეთი ლამაზი იყო და ისე ცეკვავდა! ეს წითელი კაბა, რომელიც საშინლად უხდებოდა, თან გელოვანის საყვარელი ფერი იყო და სულ გააგიჟა. ეს გოგო მას გონებას ურევდა, მას კი ეს არ მოსწონდა. არ მოსწონდა ეს ხმაურიანი ადგილები, თუმცა თავის პარტნიორს უარი ვერ უთხრა. ცოტა ხნის შემდეგ მუსიკა უფრო ენერგიულ ჰანგებში გაისმა. ახალგაზრდები ფეხზე წამოდგნენ და სცენაზე ავიდნენ საცეკვაოდ. ნია მეგობრებთან ერთად შეუერთდა ჯგუფურ ცეკვას. მათი მოძრაობები ერთიანად ვითარდებოდა, მხიარულებით აივსო მთელი სცენა. ნია ხელებს ჰაერში სწევდა, ტანს აყოლებდა რიტმზე, თითოეული ნაბიჯი ცოცხალი იყო, ტემპს მეგობრებიც აყოლებდნენ. თმა ჰაერში ფარფატებდა და წითელი კაბა მოძრაობისას ყვავილივით იშლებოდა. ნიას სახე ბრწყინავდა, თვალები, ბედნიერებისგან უციმციმებდა, სახიდან კი ღიმილი არ შორდებოდა. სცენა მთლიანად მისი ენერგიით ივსებოდა. გელოვანი დარბაზში შორიდან აკვირდებოდა. სერიოზული გამომეტყველება აღარ შეინიშნებოდა — თვალები ნიას მოძრაობებს მიჰყვებოდა. შიგნიდან გაოცება, ინტერესი და გაღიზიანებაც ერთმანეთში ერეოდა. ნია მისთვის უცნობი, თუმცა საოცრად მიმზიდველი ჩანდა; თითოეული მოძრაობა გულს უჩქარებდა. ერთ მუსიკას მეორე მიჰყვა და უფრო სწრაფად დაიწყეს ცეკვა. სალომე და ნიკა მათთან მივიდნენ და მხიარულად დაიწყეს ცეკვა. ნია თითქოს მთლიანად ჩაკარგული იყო მუსიკაში და ცეკვაში; ისეთი ენერგიული და ლაღი იყო, ღიმილიანი სახით ცეკვავდა. — ვაიმე, ეს ხომ ჩემი საყვარელი სიმღერაა, — სიცილით წამოიძახა, როდესაც კოკო ჯამბო ჩაირთო. თან დილის ამბები მოაგონდა. მხიარულად მოძრაობდა და ანასთან ერთად ხელჩაკიდებული ცეკვავდა. — აბა, წავიდააა, ია ია კოკო ჯამბო! ია იაეი კოკო ჯამბოო, ია იაეი! — მღეროდა ნია და თან იცინოდა. — რა გიჟი ხარ, ნია! — გაეცინა გოგონას. — აბა რა, თუ არ იმხიარულებ, ცხოვრება მოსაწყენი იქნება. *** გელოვანი დარბაზის მოპირდაპირედ იჯდა და თვალს ვერ აშორებდა სცენას, სადაც ნია ცეკვავდა. მისი ენერგია, მხიარულება და თავისუფლება მას გონებას ურევდა. ვერ იჯერებდა, როგორ შეიძლებოდა ეს გოგო ასეთი მრავალმხრივი ყოფილიყო. ხელში ბაკალი ეჭირა, თუმცა პირიც კი არ დაუკარებია. ბოლოს, რომ ვეღარ გაუძლო იქ ყოფნას, გარეთ გავიდა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ერთი ამოჯღო და ცეცხლი გაუკიდა, სიგარეტს მხოლოდ მაშინ ეწეოდა, როცა არეული იყო და ფიქრი სჭირდებოდა. — ყოველ ჯერზე, როდესაც მინდა მისი გონებიდან ამოგდება, ის ისევ ჩნდება ჩემს ცხოვრებაში. ან რატომ მოქმედებს ასე და მირევს გონებას? — ფიქრობდა თავისთვის. — დღეს რაც მოხდა... არა, ლუკა, არ მისცე სულელურ ემოციებს, რომ გმართოს. ის გოგო არავინ არის, დაიმახსოვრე! მე არ ვინტერესდები ისეთი გოგოებით, როგორიც ის არის! — მტკიცედ და თავდაჯერებულად წამოიძახა. სიგარეტი ნაგვის ურნაში ჩააგდო და შენობაში შევიდა. შესასვლელთან კი ერთმანეთს შეეჯახნენ. — ვერ ხედავთ, სად მიდიხ... — სიტყვა შუაზე გაუწყდა, როდესაც თავი აწია და გელოვანის ცივ და გამჭოლ მზერას გადააწყდა. დაბნეული და შეშინებული უყურებდა მამაკაცს, რომელიც თვალს არ აშორებდა. მისი ცივი მზერა თან აფრთხობდა, მაგრამ თან რატომღაც იზიდავდა მისი თვალები. გელოვანს მის მხარზე ჰქონდა მოხვეული ხელი. ნიამ გვერდით გაიხედა, სადაც გელოვანს ხელი ჰქონდა შემოხვეული, სახე შეეცვალა, მისი ხელი მოიშორა, განზე გადგა და სწრაფად დატოვა შენობა. გასასვლელისკენ გაიქცა, შემდეგ კი იქვე ხის ბოძზე ჩამოჯდა. მისმა შეხებამ უცნაური გრძნობა გამოიწვია მასში. — რატომ გამოიქეცი ან აქ რას აკეთებ? — გაისმა მის ზურგს უკან ნაცნობი ხმა. ნია სწრაფად დგება და მისკენ ბრუნდება. — თქვენ რას აკეთებთ აქ? — მოჭუტული თვალებით გახედა. — ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს უკან დამყვებით?! — წამოიძახა ნიამ. — მე... უკან დაგყვები? — ცინიკურად ჩაიცინა. — დიახ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ გამომყევით უკან? — ნიშნის მოგებით უთხრა. — სულაც არ დაგყვები უკან, გასაგებია? — ცივად უთხრა. — უბრალოდ, გარეთ ახალგაზრდა გოგო მარტო რესტორნის ეზოში არ უნდა იყოს. ათასი არამზადა დადის. — და თქვენ რატომ გადარდებთ ჩემი ბედი? მე თქვენთვის არავინ ვარ, საერთოდ არავინ! და კიდევ, მეეჭვება, თქვენზე მეტად კიდევ ვინმემ დამიშავოს რამე! — გაღიზიანებულმა უთხრა. — რატომ გაქვთ ასეთი სახე? კითხა, როდესაც შეამჩნია, თუ როგორ შეეცავა კაცს სახე. —ასე მალე დაგავიწყდათ, რა სასტიკად მომექეცით? — მასთან ახლოს მივიდა და ისე უთხრა. თვალებში ცრემლეში ცრემლი ჩაუდგა, თუმცა არ გატყდა და ამაყად გაუსწორა მზერა კაცს. კაცი, დადუმდა და ხმა ვერ იღებდა. ან რა უნდა ეთქვა? კარგად იცოდა, რომ დამნაშავე იყო, მაგრამ არ აღიარებდა და თავსაც იტყუებდა. — რა იყო, რატომ არაფერს ამბობთ? სათქმელი არაფერი გაქვთ, ხომ ასეა? მე ამაზე მეტ ზიანს ვერავინ მომაყენებს. თქვენ მორალური ზიანი მომაყენეთ, სახალხოდ შემარცხვინეთ და ის კადრები გაავრცელეთ ტელევიზიით, თუ როგორ ვეცემი თქვენს მკლავებში. ახლა კი ღელავთ თურმე ჩემი უსაფრთხოებით. მაშინ რატომ არ ღელავდით, თქვენ გამო თავს რომ დამესხნენ და ძლივს დავაღწიე თავი? — თვალებში ტკივილი და ბრაზი ჩაუდგა. მის დიდ ნაცრისფერ თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა და მტკივნეულად აწვებოდა. ცდილობდა მის წინ არ ატირებულიყო, მაგრამ ცრემლებმა თავისი ქნეს და მის ლოყებზე გზა გაიკვლიეს. წამით მოუნდა შეხებოდა და მოეწმინდა ცრემლები. გაშვირა კიდეც მისკენ ხელი, თუმცა ნიამ უკან დაიხია. უხეშად მოიწმინდა ცრემლები სახიდან და უთხრა: — არ გაბედოთ და არ შემეხოთ! — გულმოსულმა უთხრა. — თქვენს გამო ისედაც საკმარისად დავიტანჯე. ძალიან დამავალებთ, თუ მეტი არსად აღარ შემხვდებით! — უთხრა ნიამ და დაჟინებით ჩააშტერდა მის თვალებს. არცერთი იღებდა ხმას, მხოლოდ უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ღამეში ჩაკარგულები, ლამპიონების მკრთალი შუქით განათებულ ეზოში იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ. უსიტყვოდ იდგნენ, მაგრამ მათი თვალები საუბრობდნენ მათ ნაცვლად. ბოლოს სიჩუმე გელოვანმა დაარღვია. — ძალიან კარგი, არც მე მსიამოვნებს შენი ნახვა. — უთხრა გელოვანმა ცივად, მის ხმაში ირონია გაერია, ნიამ ერთი შეხედა და უკან გაბრუნდა გელოვანმა მას თვალი გააყოლა, იქამდე, სანამ მისი ანარეკლი არ გაქრა. თავადაც უკან გაჰყვა, დარბაზში შევიდა და თავის ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ შინაგანად ვერ ისვენებდა. თვალებით ნიას დაეძებდა ყველგან, მაგრამ ის არსად არ ჩანდა. — ლუკა, კარგად ხარ? — კითხა მეგობაარმა. — კარგად ვარ, ალექს, ნუ ღელავ. — სერიოზული ხმით უთხრა. სწორედ ამ დროს კი ნია შემოვიდა გაღიმებული სახით და მეგობრებს შეერია. ისეთ დროს მოვიდა, როდესაც ბუკეტი უნდა ესროლათ. ყველა გოგო ცენტრში დადგა ბუკეტის დასაჭერად, ნია კი ურეაქციოდ იყო. — ნია, წამოდი, შენც არ გინდა? — კითხა სიცილით ანამ. — არა, მადლობა. დაღლილი ვარ, მირჩევნია ჩემთვის ვიჯდე. — კარგი, რა, წამოდი! — ძალით გაიყვანა და ცენტრში დააყენა. — აბა, მზად ხართ! — წამოიძახა წამყვანმა და სამ თვლაზე ბუკეტი ისროლეს. ბუკეტი პირდაპირ ნიას მიმართულებით გაფრინდა და მოულოდნელად მის ხელებში აღმოჩნდა. ნია დაბნეული უყურებდა ბუკეტს. რა ბედის ირონია იყო, არა? მას არ უნდოდა მისი დაჭერა, მაგრამ მისდა გასაკვირად, მასთან მოხვდა. ნათქვამია, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მასთანო. შემთხვევითობა იყო ეს თუ ბედისწერა, რომ სწორედ მას უნდა დაეჭირა ეს ბუკეტი. ხალხის შეძახილები ატყდა, ყველა ულოცავდა თაიგულის დაჭერას. ნიამ თავი უხერხულად იგრძნო და ლოყები აუწითლდა. — გილოცავ, ნია! ხედავ, შენ არ გინდოდა მისი დაჭერა, მაგრამ ის მაინც შენთან მოხვდა. იქნებ შენს ცხოვრებაში მალე გამოჩნდეს შენი გულის სწორი. — უთხრა მხიარულად. — მე არ მჯერა ასეთი რაღაცების. ასე რომ იყოს, მაშინ ყველა გათხოვდებოდა, რამდენ ბუკეტსაც დაიჭერდნენ. — გაეცინა ნიას, მაგრამ ეს უფრო ირონიული ჩაცინება იყო. უნებლიეთ იმ მხარეს გააპარა მზერა, სადაც გელოვანი იჯდა. როდესაც მის მზერას მოკრა თვალი, წამში სხვა მხარეს გაიხედა. გელოვანი მას ფარული მზერით აკვირდებოდა. წარბშეკრული იჯდა, როგორც ყოველთვის, თუმცა მის შიგნიდან უკვე რაღაც ირღვეოდა. ქორწილი კულმინაციას აღწევდა. უკვე სამეჯლისო ცეკვები ჩაირთო. ნია ნაღვლიანი თვალებით იჯდა, უყურებდა წყვილებს, რომლებიც ვალსს ცეკვავდნენ. — მადამ, არ მეცეკვებით? — ჯენტლმენივით გაუწოდა მისმა მეგობარმა გიორგიმ ხელი. ნიამ თანხმობის ნიშნად ხელი გაუწოდა. საცეკვაოდ გავიდნენ სცენაზე. ნიამ ხელი უხერხულად შემოხვია, გიორგიმაც მოწიწებით მოხვია წელზე ხელი, შემდეგ კი ცეკვა დაიწყეს. გელოვანს არ გამოპარვია ნიას ცეკვა. ნია არ იყო განწყობაზე, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. ლუკა უყურებდა მათ და რატომღაც აღიზიანებდა ნიას გვერდით სხვა მამაკაცის დანახვა. — ლუკა, წამო, ჩვენც ვიცეკვოთ ვალსი. — წამოიძახა ნინიმ. — ნინი, ხომ იცი, მე არ ვცეკვავ. — ცივად უთხრა. შემდეგ კი ისევ მისკენ გააპარა თვალი. რატომ ვერ იშორებდა მასზე ფიქრებს გონებიდან, ან რატომ ვერ წყვეტდა მის ცქერას? ვერ იგებდა, არ ესმოდა. ეს კი აგიჟებდა. ცეკვაც დასრულდა და ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა. — მეგობრებო, მე უნდა წავიდე, უკვე ძალიან გვიანია, მამიდაჩემი მომკლავს, თუ დავაგვიანებ. — წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. ყველას დაემშვიდობა, შემდეგ კი გასასვლელისკენ წავიდა. ზუსტად ის ადგილი უნდა გაევლო, სადაც გელოვანი იჯდა. ნია სწრაფი ნაბიჯებით გაემართა, მას კი უკან გიორგი აედევნა. — ნია, მოიცადე, მე წაგიყვან! — დაუძახა ხმამაღლა და ნიაც გაჩერდა. აი, გელოვანმაც გაიგო მისი სახელი. თვალი გააყოლა მათ, თუ როგორ გავიდნენ გარეთ, და თავადაც წამოხტა. — რა ხდება, ლუკა? — გაკვირვებით კითხა ნინიმ. — მივდივართ. — სწრაფად უპასუხა და გასასვლელისკენ წავიდა ნინიც წამოდგა და უკან გაჰყვა. გარეთ რომ გავიდნენ, ლუკამ, დაინახა, თუ როგორ ჩაჯდა ნია მანქანაში და წავიდნენ. ***** მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, არ ასვენებდა მასზე ფიქრები. მოსვენებას უკარგავდა ის, რაც ნახა წვეულებაზე. გონებიდან ვერ იგდებდა. საწოლზე წრიალებდა, ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზე, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. — და თქვენ რატომ გადარდებთ ჩემი ბედი? მე თქვენთვის არავინ ვარ, საერთოდ არავინ! და კიდევ, მეეჭვება, თქვენზე მეტად კიდევ ვინმემ დამიშავოს რამე! — გაღიზიანებულმა უთხრა. — რატომ გაქვთ ასეთი სახე? ასე მალე დაგავიწყდათ, როგორ სასტიკად მომექეცით? — უცებ გაახსენდა მისი სიტყვები და მისი ცრემლიანი სახე თვალწინ დაუდგა. — ჯანდაბა! რატომ ვერ ვუყურებ მის ცრემლებს? ლუკა, გონს მოდი! — თავს შემოუძახა და შეეცადა დაეძინა. დილას მის ოთახში თამთა, შევიდა და —ნიაა! — წამოიძახა, როგორც კი გაიღვიძა. — დაო, აქ რას აკეთებ? — საყვედურით უთხრა და თვალები მოიფშვნიტა, რადგან მზის სხივები თვალს ჭრიდნენ. — რა იყო, არ შეიძლება, შემოვიდე? — მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა, თან ისე, რომ ნერვიც არ გაუტოკდა სახეზე. — მე ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ, ამ დილაადრიან აქ არ გელოდებოდი... — დაბნეულმა ამოიგმინა და თამთაც ახარხარდა. — ასე რატომ აღელვდი? გგონია, მარტო შენ შეგიძლია გაბრაზება... — სიცილს ვერ წყვეტდა. — შენ მომატყუე... — კარგი, დამშვიდდი, გეხუმრე, — უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა. — ხო, მართლა, ვინ არის ნია? — არავინ, დაივიწყე... — ჩაილაპარაკა და საწოლიდან წამოდგა. — არავინ? ეს როგორ? შემთხვევით, ამ გოგომ შენი ყურადღება ხომ არ მიიქცია? — ღიმილით უთხრა. — რა სისულელეა, დაო! საიდან დაასკვენი ეს? — თავი გაიქნია და ვერანდაზე გავიდა. თამთაც უკან გაჰყვა. — ლუკა, ვერ გამექცევი. — უთხრა სიცილით. — კარგი, რა, დაო! ძალიან გთხოვ, ამ დილაადრიან არ დამიწყო ისევ სიყვარულზე საუბარი. — მობეზრებით წამოიძახა. — ხომ იცი, მე ამ სისულელეების არ მჯერა. — იცი, რა, ლუკა? არსებობს ძალა, რომელიც თვალს ადევნებს შენს ცხოვრებას. შენ შეიძლება რაღაცებს არ ეთანხმები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სადღაც არსებობს ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც უფლის გზავნილი იქნება, რომელიც შეავსებს შენს სიცარიელეს და როდესაც ეს მოხდება, მიხვდები, რომ მის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებ. — რა ძალა, დაო? რას ამბობ? ან მე ვიღაც გოგოს გარეშე ვერ ვიარსებებ? რა სისულელეა! — ცალყბად ჩაეცინა. — ჰო, ზუსტად ასეა. მაღალი ძალა არის უფალი, რომლის ნების გარეშეც ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება. ისიც მართალია, რომ სადღაც არსებობს შენი ადამიანი. — ღიმილით უთხრა. — მე ვერ ვიარსებებ, ხომ? არასდროს! პირველ რიგში, რომც არსებობდეს, მე მას ახლოსაც არ მოვუშვებ და უიმისოდაც მშვენივრად ვიარსებებ. — ჩაილაპარაკა და წავიდა. — ვნახოთ, ბატონო ლუკა. *** ოფისში, როგორც ყოველთვის, მკაცრი და სერიოზული სახით შევიდა. თანამშრომლებმა, როგორც კი დაინახეს, მაშინვე გაჩუმდნენ. ერთ-ერთს მოჰკრა თვალი, რომელიც არ მუშაობდა. — ქალბატონო სოფია, ფულს იმისთვის არ გიხდით, რომ დრო ფუჭად დაკარგოთ. საქმეს შეუდექით, თორემ სამსახურიდან გაგიშვებთ. — მკაცრად უთხრა. — დიახ, ბატონო. — უთხრა გოგონამ. გელოვანი კი თავის კაბინეტში ავიდა. თავი საშინლად სტკიოდა. ცდილობდა კონცენტრირებულიყო სამსახურზე, თუმცა ვერ ახერხებდა. — ბატონო ლუკა, შეიძლება? — უთხრა მდივანმა მას შემდეგ, რაც დააკაკუნა. — შემოდი. — ცივად უთხრა. — მითხარი, დღეს რა გვაქვს ჩანიშნული? — დიახ, დღეს არქიტექტორებთან გაქვთ შეხვედრა დანიშნული ახალ პროექტთან დაკავშირებით. კიდევ, აი, ამ საბუთებზე გაქვთ ხელი მოსაწერი. — გააცნო დღის გეგმა. — კარგი, დატოვე, ამას გადავხედავ და მოვაწერ. შეხვედრა რომელზეა დანიშნული? — ერთ საათში. — კარგი, თავისუფალი ხარ. საბუთებს გაეცნო, შემდეგ ხელი მოაწერა და წასასვლელად მოემზადა. გზაში, ცდილობდა გონებიდან ამოეგდო წუხანდელი ღამე. მანქანა ერთ-ერთი ძველი ტაძრის ეზოში შეაჩერა. ტაძარი უკვე ძალიან ძველი იყო და თითქმის ჩამონგრეული. იქ უკვე შეკრებილიყვნენ პარტნიორები და ბულდოზერებიც იქვე იდგა. მედიასაც არ გამორჩენია ეს ამბავი. — სალამი, ბატონო ლუკა. — მიესალმნენ. — გამარჯობა. აბა, გაქვთ მონახაზი, რას ვაპირებთ ამ ადგილზე? — დიახ, ნახეთ. ეს ტერიტორია,ძალიან დიდია და უფრო მეტი სივრცე გამოჩნდება, როდესაც ამ ნანგრევებს ავიღებთ. ამ ადგილზე აშენდება ფეშენებელური სასტუმრო. — აუხსნა კაცმა. ლუკამ დანგრეულ ტაძარს წარბშეკრული გახედა. თითქოს არაფრის მომცემი ჩამონგრეული კედლები და ფრესკები მტვერში იყო გახვეული. — კარგი, დავიწყოთ. — უბრძანა მუშებს და ის იყო, ბულდოზერით უნდა შესულიყვნენ, რომ მოულოდნელად შეაჩერეს: — შეჩერდით! — დაიყვირა ნიამ და გელოვანს წინ გადაუდგა. ცოტა ხნის წინ. *** ნია ტელევიზორს უყურებდა, როდესაც ახალი ამბები პირდაპირი ეთერით დაიწყო. — გამარჯობა, მე ვარ „ტელეიმედის“ წამყვანი, ეთო შანუგია. დღეს ჩვენ მიგვაქვს პირდაპირი ეთერი ადგილიდან, სადაც აპირებენ ძველი ტაძრის დანგრევას და მის ადგილზე სასტუმროს აშენებას. ახლა ჩვენ გავესაუბრებით ამ პროექტის მფლობელს. — გამარჯობა, ბატონო ლუკა. თუ შეიძლება, გვითხრათ, რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ტაძრის ადგილას სასტუმროს აშენება? — ეს ტაძარი უკვე გაუქმებულია და დიდი ხანია აღარ არის მოქმედი, ამიტომ გადავწყვიტე ამ ადგილზე სასტუმროს აშენება. — რაო? — წამოენთო, გოგო.— ეს, ხომ არ უბერავს, რას ქვია, ტაძრის დანგრევა უნდა?! დამაცადე, ბატონო გელოვანო, მე შენ გაჩვენებ, თუ როგორ უნდა ტაძრის დანგრევა! — მუქარით წამოიძახა და ფეხზე წამოვრდა, ოთახში შევარდა, სასწრაფიდ ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ წავიდა. — ნია, რა ხდება, სად მიდიხარ? — იკითხა გაკვირვებით ლიზამ, როდესაც აღელვებული ნია დაინახა, რიმელიც სახლიდან მიდიოდა. — მერე აგიხსნი, დაო. — ნაჩქარევად უთხრა და წავიდა. ... — შეჩერდით! — წამოიძახა გაბრაზებულმა და ბულდოზერს წინ გადაუდგა. ყველა დაბნეული და გაოცებული უყურებდა. ლუკამ ხელი ჩაავლო და გვერდზე გაიყვანა. — აქ რა ჯანდაბას აკეთებ! — გაბრაზებულმა უთხრა. ნამდვილად არ მოელოდა გოგოს ამ ადგილას. — რას ვაკეთებ და არ მოგცემთ უფლებას ტაძარი დაანგრიოთ! — ნერვიულად უთხრა. — და შენ შემიშლი ხელს? — ცინიკურად ჩაეცინა. — დიახ, მე დაგიშლით! ეს ადგილი წმინდაა, თქვენ არ გაქვთ უფლება, ის დაანგრიოთ და მის ადგილას სასტუმრო ააშენოთ.— დაუყვირა ნიამ. — ეს ტაძარი უკვე დიდი ხანია მოქმედი აღარ არის, მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, შეხედე. — ცივად უთხრა და ტაძრისკენ შეაბრუნა. — არ აქვს მნიშვნელობა, მოქმედია თუ არა. ეს უფლის სახლია! თქვენ შეიძლება არ გწამდეთ ამის, მაგრამ დანარჩენები რამ გადაგრიათ? როგორ ვერ ხვდებით, რომ ეს დაუშვებელია? ეს წმინდა ადგილია, რომელიც საუკუნეებს ითვლის! — ცრემლიანი თვალებით უთხრა, მას კი ყველა გაოგნებული უყურებდა. — ახლავე წადი აქედან და ხელს ნუ მიშლი! — კბილებში გამოსცრა და ბრაზისგან კისერზე ძარღვები დასჭიმვოდა. — არა, არ წავალ! უკვე ვთქვი, მე არ მოგცემთ უფლებას, რომ ის დაანგრიოთ. — მაინც რას აპირებ? — წარბაწევით ჰკითხა. მისი მზერა კი ყინულივით ცივი იყო. — იცით, რა, ახლა უკვე აღარ ვიცი, უნდა მძულდეთ თუ მეცოდებოდეთ. მართლა ძალიან მეცოდებით, რადგან თქვენ სულიერად ღარიბი ხართ. ეს თქვენ დღეს დაამტკიცეთ თქვენი საქციელით, ხაზი გადაუსვით უფალს და დაამტკიცეთ, რომ თქვენში არაფერია წმინდა, საერთოდ არაფერი! — აუცრემლიანდა თვალები, ტუჩები კი ტირილისგან უცაცახცახებდა. შემდეგ ნანგრევებთან მივიდა, თავზე შარფი გაიკეთა, თვალები დახუჭა, პირჯვარი გადაისახა და გულში ლოცვა დაიწყო. ყველა გაოგნებული უყურებდა გოგონას. გულში ლოცულობდა და უფალს სთხოვდა შეწევნას და იმ ადამიანების გონზე მოსვლას. გელოვანი შოკირებული უყურებდა მას. ნია მტკიცედ წამოდგა ფეხზე და მასთან მივიდა. — მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით: დარწმუნებული ვარ, გყავთ ოჯახის წევრები, რომლებიც თქვენგან განსხვავებით სწამთ უფლის. დარწმუნებული ვარ, ეს არ მოეწონებოდათ მათ, რადგან ამით ეხებით ყველა იმ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სწამს უფლის. — გულმოსულმა უთხრა. ნერვიულობისგან სუნთქვა ჰქონდა დამძიმებული. — სანამ წავალ, უკანასკნელად გეტყვით: გეშინოდეთ ღმერთის! თქვენ კი ამას არ აღიარებთ, მაგრამ თქვენ გწამთ თუ არა, ის არსებობს! — ხელი ზევით, ზეცისკენ აღაპყრო და ლუკას ეს სიტყვები არ ესიამოვნა. ნიას მიუახლოვდა და მკლავში წვდა. — რა თქვი? მე, ლუკა გელოვანს, უნდა მეშინოდეს არარსებულის? — ცინიკურად ჩაიცინა და ნიას ჩააშტერდა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც თავის პოზიციაზე იყო, შინაგანად მასში უკვე ჩნდებოდა ბზარები. — ვინც გინდათ, ის იყავით! თქვენ თავს ღმერთად თვლით და მკრეხელობთ მასთან. იცით, რა? ძალიან მაგონებთ ლუციფერს, რომელიც ღმერთის ერთ-ერთი საყვარელი მთავარი ანგელოზი იყო, მაგრამ იცით, რა დაემართა ბოლოს? — ორაზროვნად უთხრა. — შენი ზღაპრები არ მაინტერესებს. — გაბრაზებულმა უთხრა. — არ გაინტერესებთ, მაგრამ მე მაინც გეტყვით. ის დაეცა. დიახ, დაეცა თავისი სიამაყის გამო! მან გადაწყვიტა, რომ ღმერთზე მაღლა უნდა მდგარიყო. თვლიდა, რომ ის უფრო იმსახურებდა მის ადგილას ყოფნას. იცით, რა მოხდა? ის აუჯანყდა ღმერთს, რის გამოც გაძევებული იქნა და სულიერად მარტო დარჩა. მან სულიერი სიმდიდრე დაკარგა მატერიალური ტახტის სანაცვლოდ! თქვენს გზასაც იგივე დასასრული უჩანს, თუ არ შეიცვლებით! — წამოიძახა ნიამ და მისი ხელებისგან გაინთავისუფლა თავი. შემდეგ კი წავიდა. მიდიოდა, მაგრამ თავს უცნაურად გრძნობდა. უკანასკნელად შეხედა გელოვანს და გაქრა თვალთახედვიდან. ლუკა ჯერაც შოკირებული იყო. მისი სიტყვები ისარივით ერჭობოდა გულზე. გამწარებული იდგა და არ იცოდა, რა ექნა. ნიას გამოჩენამ ყველაფერი არია. — რატომ მოქმედებს მისი სიტყვები ასე? ალბათ იმიტომ, რომ აქამდე არავის გაუბედია ჩემთან მსგავსი რამ! ეს თავხედი გოგო კი რამდენს ბედავს! — ჩაილაპარაკა. — ბატონო ლუკა, რა ვქნათ? არ დავიწყოთ მუშაობა? — კითხა მუშამ. — დაიწყეთ, — უთხრა მუშებს, თუმცა ბოლო წუთს იმ ადგილას ნია გაახსენდა, რომელიც ლოცულობდა, და მაშინვე გააჩერა. — შეჩერდით! — წამოიძახა. მაინც ვერ შეძლო ტაძრის აღება, რადგან, როგორც ჩანს, მთლად დაკარგული ადამიანიც არ ყოფილა. — რა ხდება? — გაკვირვებულებმა იკითხეს. — გადავიფიქრე. აქ აღარ ავაშენებ სასტუმროს. — კი, მაგრამ რატომ? — ეს ადგილი არ გამოდგება სასტუმროსთვის. სხვა ადგილი მოვნახოთ. — მაშ, რა ვქნათ? — თავისუფლები ხართ. ახალი ადგილი უნდა მოვნახოთ სასტუმროსთვის, ამას კი ისე დავტოვებთ, როგორც არის. ყველა დაიშალა. მხოლოდ ლუკა დარჩა იქ. ღრმად ჩაისუნთქა და ტერიტორია შეათვალიერა. ტაძარი მართლაც ძალიან ძველი იყო, რომელსაც ნახევარი მხარე მთლიანად ჩამონგრეული ჰქონდა. კარგად მოჩანდა შიგნიდან ძველი ფრესკები. განსაკუთრებით ერთმა ფრესკამ მიიქცია ყურადღება, რომელიც მას უყურებდა. ეს იყო იესოს ხატი, რომელიც თითქოს მას მკაცრად უმზერდა, მაგრამ თითქოს რაღაც იმედსაც აძლევდა. უსიამოვნოდ შეიშმუშნა და გამობრუნებისას ფეხი რაღაცას დაადგა. ძირს ვარდისფერი შარფი ეგდო. — ეს ხომ ნიასია... — გაიფიქრა. შემდეგ ხელში აიღო და დააკვირდა. შარფს ნიას სურნელი ჰქონდა. საგულდაგულოდ შეინახა პიჯაკის ჯიბეში, მერე კი წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


