შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელიბნელში ნაწილი 7-8-9


გუშინ, 14:01
ავტორი La dolce vita
ნანახია 309

ნია განადგურებული მიაბიჯებდა ტროტუარზე. ყოველი ნაბიჯი მძიმე იყო, თითქოს ფეხსაცმლის ლანჩები ასფალტს მიჰკვროდა. სახე კი ფერმკრთალი ჰქონდა, თითქოს მთელი სასიცოცხლო ძალა იმ კაბინეტში დატოვა. გული საშინლად სტკიოდა იმის გამო, რაც ცოტა ხნის წინ საკუთარი თვალით ნახა. როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი სასტიკი და სულდაბალი იყოს, რომ წმინდა ტაძრის დანგრევა დაგეგმოს? დღეს იგი კიდევ ერთხელ გადააწყდა ბოროტებას — იმ ცივ, გათვლილ გულგრილობას, რომელიც ყველაფერ წმინდას ანადგურებს. კიდევ ერთხელ აუხილეს თვალები და დაანახეს, თუ რა სასტიკია სამყარო, სადაც ძალაუფლება უგრძნობი ადამიანების ხელშია.
ბრაზი ყელში მწარე ბურთივით აწვებოდა, ახრჩობდა და გული ეფლითებოდა. როგორ ვერ იტანდა ამ ადამიანს! იცოდა, რომ გელოვანი არ იყო წმინდანი, მისი ცივი ხასიათი უკვე გამოცდილი ჰქონდა, მაგრამ აზრადაც კი არ გაუვლია ის, რომ კაცი ასეთ რამეს მოიმოქმედებდა. ბრაზობდა, მაგრამ ამ გააფთრებული ბრაზის მიღმა, სადღაც სულის სიღრმეში, რატომღაც ეცოდებოდა კიდეც. მაგრამ რატომ ებრალებოდა, ამას თავადაც ვერ ხსნიდა. იქნებ ამ ყინულივით ცივი თვალების მიღმა რაღაც ისეთი დაინახა, რასაც თავად ლუკა საგულდაგულოდ მალავდა? ან სულაც უბრალოდ იმიტომ ებრალებოდა, რომ ეს კაცი ადამიანური გრძნობებისგან სრულიად დაცლილი და ცარიელი იყო. ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეგონა. მან ხომ ისიც კი არ იცოდა, რომ ტაძარს აღარ ანგრევდნენ და მისმა თავგანწირულმა მისვლამ უკვე გამოიღო შედეგი. ამიტომ გული მაინც მოსდიოდა — გადაფიქრებით კი გადაიფიქრა, მაგრამ ფაქტია, რომ მის დანგრევას აპირებდა და გამართლება არ ქონდა.
ისე მიუახლოვდა გაჩერებულ ტაქსს და ჩაჯდა, ვერც კი გაიგო, იმდენად იყო გათიშული გარესამყაროსგან. სალონში ძველი სავარძლებისა და მძღოლის თამბაქოს ნაცნობი სუნი ტრიალებდა. მძღოლმა მაშინვე შეამჩნია, რომ გოგონა არ გამოიყურებოდა კარგად და მზრუნველი ხმით ჰკითხა:
— შვილო, კარგად ხარ? — მზრუნველი ხმით ჰკითხა ტაქსის მძღოლმა, როდესაც მის ნაღვლიან და ცრემლით სავსე თვალებს შეხედა. გულწრფელად შეეცოდა, რადგან მისხელა შვილიშვილები ჰყავდა სახლში და იცოდა, რა სიმძიმე შეიძლება ატაროს ახალგაზრდა გულმა.
— კარგად ვარ... — ჩამწყდარი, ძლივს გასაგონი ხმით უთხრა ნიამ და თავი ფანჯრის ცივ მინას მიადო, რომელიც მისი ცხელი სუნთქვისგან უმალვე დაიორთქლა.
— სად წაგიყვანო? — ჰკითხა მძღოლმა მშვიდი ხმით.
— ძველ თბილისში... — ამოთქვა ნიამ და ფანჯრის მინას მიადო თავი. მძღოლმა ძრავი აამუშავა და მანქანა გზაზე გაიჭრა, ქალაქის ხმაური კი თანდათან უკან დარჩა.
როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდნენ, ნიამ ფული გადაუხადა და მანქანიდან გადავიდა. იქვე ახლოს იყო მისი საყვარელი ტაძარი მისი სიმშვიდის კუნძული ამ აფორიაქებულ სამყაროში. ფეხით გაუყვა ნაცნობ გზას, თავჩაქინდრული შევიდა ეზოში, შემდეგ კი, ტაძარში. როგორც კი შიგნით შევიდა, საკმევლისა და სანთლების სურნელმა მოიცვა. ნია მუხლებზე დაემხო ცივ ქვაზე და მწარედ, გულამოსკვნით ატირდა.
— ღმერთო... რატომ დაუშვი ეს? რატომ მიეცი უფლება, რომ დაენგრიათ წმინდა ადგილი?.. — სლუკუნებდა და ხელებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა, თითქოს ამით თავისი დანაწევრებული რწმენის გამთლიანებას ცდილობდა.
არ იცოდა, რამდენი ხანი გაატარა ასე მუხლებზე მდგარმა, სანამ მხარზე თბილმა შეხებამ ფიქრებიდან არ გამოარკვია.
— აქ რას აკეთებ ამ მდგომარეობაში, შვილო? — სითბოთი ჰკითხა მამაომ. ნიას მის დანახვაზე გული უარესად აუჩუყდა, მამა შალვას თბილი და მზრუნველი ხმა, ნიას ყოველთვის ნუგეშს ჰგვრიდა.
— განადგურებული ვარ... — სლუკუნებდა გოგონა.
— ღმერთო ჩემო, რა მოხდა? — შეშფოთებით იკითხა მღვდელმა.
— გახსოვთ, რომ მოგიყევით იმ ადამიანზე, რომელმაც ჯვარი ჩამომგლიჯა?
— კი, მახსოვს...
— დღეს იმ ადამიანმა საშინელება ჩაიდინა — გადაწყვიტა ძველი ტაძარი დაენგრია და, ალბათ, უკვე დაანგრია...
— ახლა გასაგებია... მოდი, ჩამოვჯდეთ და მომიყევი ყველაფერი, — უთხრა მამა შალვამ.
ისინი ტაძრის კუთხეში, ხის ძველ სკამზე დასხდნენ და ნიამ დეტალურად უამბო ყველაფერი: ბულდოზერების მზარავი ღრენა, მისი სასოწარკვეთილი დაპირისპირება, ლუკას აუტანელი სიამაყე და ბოლოს მისი უმწეო ლოცვა ნანგრევებთან.
— ანუ შენ ბულდოზერებს წინ აღუდექი, შეეცადე, გაგეჩერებინა ისინი... შენ გეყო სიმამაცე, ხელი შეგეშალა მისთვის, შემდეგ კი ნანგრევებთან მიხვედი და მათ დასანახად ილოცე... — ოდნავი ღიმილით უთხრა მღვდელმა, მის მზერაში ნიას მიმართ პატივისცემა იკითხებოდა.
— დიახ, მამაო... მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. იმ ადამიანს არაფრის სწამს — მისთვის ეს ყველაფერი არაფერია... — ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ნიამ. — მე კი გული მტკივა ისე, თითქოს სამყარომ მიღალატა, რატომ დაუშვა ეს ღმერთმა? რატომ მაჩვენა ეს ყოველივე?..
— რატომ ფიქრობ, რომ შედეგი არ გამოიღო, შვილო? დაფიქრდი ის, რაც შენ გააკეთე, ძალიან ცოტას თუ შესწევდა ძალა ეს გაეკეთებინა. გახსოვს, გითხარი მდოგვის მარცვლის შესახებ? ის შეიძლება ძალიან პატარა იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში იზრდება — ისე, როგორც რწმენა, რომელსაც შეუძლია შეუძლებელიც კი შესაძლებლად აქციოს.
— ასე ფიქრობთ, მამაო?.. — ჩაფიქრებით იკითხა ნიამ და მღვდელს თვალებში შეხედა.
— კი, ასე არა მხოლოდ ვფიქრობ არამედ ეს ასეა. ამით არა მარტო შენი რწმენა გამოიცადა, შენ იმ ადამიანს დაანახე, თუ რა ძალა აქვს ღმერთისადმი სიყვარულს და რწმენას. ახლა ის საკუთარი სულის ნანგრევებს უყურებს, შვილო. ეგონა, ტაძარს ანგრევდა, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ სულს ანგრევდა. შენ კი მის უკუნ სიბნელეში სინათლე შეიტანე.
— მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს?.. ის ადამიანი უკუნით სიბნელეს ჰგავს — საიდანაც სინათლე არ მოჩანს... — ამოიხვნეშა ნიამ.
— ყოველთვის გახსოვდეს, — მშვიდად უთხრა მამა შალვამ, — ყველაზე უკუნ სიბნელეშიც კი შეიძლება შემოვიდეს სინათლე. ბნელი ვერ დაჩრდილავს სინათლეს სინათლე მოიცავს ბნელს. ამიტომაც, შენ დიდი საქმე გააკეთე. შეიძლება ახლა ტაძარი დაანგრიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მის გულში უკვე შეიჭრა ნათელი. — თბილად გაუღიმა. — ახლა მარტოს დაგტოვებ. — დაემშვიდობა და წავიდა.
ნია მარტო დარჩა ტაძარში, მაგრამ ახლა უკვე შედარებით დამშვიდებული ჩანდა. ეკლესიის ნახევრად ჩაბნელებული ატმოსფერო, სანთლების მბჟუტავი შუქი, რომელიც კედლებზე ფრესკების ჩრდილებს აცეკვებდა, და საკმევლის სურნელი აბრუებდა ნიას და ამშვიდებდა. სევდიანი, მაგრამ მომღიმარი სახით ათვალიერებდა თითოეულ კუთხე-კუნჭულს, ტაძრის კედლებზე ლამაზად მოხატულ ფრესკებს, რომლებიც თითქოს უსიტყვოდ ესაუბრებოდნენ.
თვალიერებისას მზერა შეაჩერა მაცხოვრის ხატზე. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ხატს მზის სხივები, თითქოს ზეციური ნათება, პირდაპირ სახეზე ანათებდა. იმ წამსვე მივიდა იმ ადგილას და სანთელი აანთო. ფითილის ალის სითბო მის სახეს შეეხო.
— მადლობა, ღმერთო, შენ დამანახე, რომ ჩემთან ხარ. — სიხარულის ცრემლები წამოუვიდა, თან ყურებამდე იღიმებოდა. — მიყვარხარ უფალო... — ცრემლებისგან თვალები უბზინავდა. მადლით და სიმშვიდით აღივსო, პირჯვარი გადაისახა და წავიდა. იმხელა შვება იგრძნო, იმ წუთას რომ ამის გადმოცემაც კი უჭირდა. სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. ხომ გაგიგიათ, როდესაც უმიზეზოდ რაღაც ძალიან გიხიარია, ესეიგი შენს გულს უფალი შეეხოვო. ხოდა ნიაც ასე იყო, რადგან მისი სიახლოვე იგრძნო.
ტელეფონზე დაურეკეს:
— გისმენ ლიზა? — ჩასძახა ყურმილში.
— სად ხარ ნია?
— ტაძარში ვიყავი და ახლა სახლში მოვდივარ.
— კარგი, თუ ასეა ძალიან არ დაიგვიანო.
— კარგი...
ავტობუსის გაჩერებას რომ მიუახლოვდა, დაინახა, რომ უკვე გასვლას აპირებდა, ამიტომ სწრაფად გაიქცა, რათა მიესწრო. ამ დროს კი, მოულოდნელად ვიღაცას შეასკდა.
— უკაცრავად, ვჩქარობდი და ვერ დაგინახეთ. — მოუბოდიშა ნიამ.
— არაუშავს. — მშვიდი ხმით უთხრა მამაკაცმა. — მგონი საიდანღაც მეცნობით? ზუსტად თქვენ ის გოგონა არ ხართ, იმ დღეს თავს რომ დაგესხნენ? — ჰკითხა. ნიამ აიხედა და მის წინ მაღალი, მშვიდი გამოხედვის მქონე ბიჭი დაინახა.
— დიახ, მაგრამ თქვენ საიდან იცით? — დაბნეულმა მიუგო და ამ დროს ავტობუსიც წავიდა.
— ღმერთო ჩემო, თქვენ გამო ავტობუსმა გაიარა. — შეწუხებულმა წამოიძახა და იქვე ჩამოჯდა. ის უცნობი გვერდით მიუჯდა. ნიამ უცნაურად გახედა უცნობს, მისი სიახლოვე არ იყო აგრესიული, როგორც ლუკასი.
— თქვენ არსად გაგვიანდებათ?
— აჰ, ჩემს ავტობუსს ჯერ არ ჩამოუვლია. — უდარდელად მიუგო და მხრები აიჩეჩა.
— გასაგებია... — ჩაილაპარაკა.
— ესეიგი, ვერ მიცანი? — ჩაეკითხა ბიჭი.
— უკაცრავად, მაგრამ საიდან უნდა მახსოვდეთ, როდესაც პირველად გხედავთ.— გაიოცა ნიამ.
— მე ის ვარ, ვინც ის ბირჟავიკები სცემა.
— რაა? თქვენ იყავით?
— კი, იმ დღეს მე გიხსენით მათგან. კიდევ ვერ გამიხსენე?
— აი, თურმე რა, სიმართლე გითხრათ, ბუნდოვნად მახსოვს ის დღე, რადგან ცუდად ვიყავი. — უხერხულად შეიშმუშნა.
— ეგ არაფერია, მე ზურა მქვია. — გააცნო თავი და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ნიამ ყოყმანით უყურა მის გაწვდილ ხელს და შემდეგ მანაც ჩამოართვა.
— სასიამოვნოა, მე ნია ვარ ნია ჭინჭარაული. — მკრთლად გაუღიმა. ამასობაში ავტობუსიც მოვიდა. — ჩემი წასვლის დროა.
— იმედია, კიდევ შევხვდებით.
— ამას დრო გვიჩვენებს. — უთხრა და ავტობუსში ავიდა.

***

ლუკა გამწარებული იჯდა თავის კაბინეტში და ვერაფრით ვერ მშვიდდებოდა. ჰაერი არ ჰყოფნიდა, კედლები თითქოს მასზე მოიწევდნენ. ჯერ არავის გაუბედავს ამდენი მისთვის, რაც ნიამ გააკეთა, რადგან იმდენი გამბედაობა ეყო, მიეჭრა მშენებლობაზე და ხელი შეუშალა. ყველაზე მეტად თავისთავზე ბრაზდებოდა, რადგან ვერაფერი მოახერხა. ყოველთვის, როდესაც მის გვერდით იყო, მის სიახლოვეს, უძლური ხდებოდა, თითქოს მისი სიტყვები შინაგანად ზემოქმედებდა მასზე და აჩერებდა.
— ჯანდაბა! — დაიღრიალა და გამწარებულმა იატაკზე მოისროლა პატარა გლობუსი, რომელიც ხელში ეჭირა. მსხვრევის ხმამ კაბინეტის სიჩუმე ყურისწამღებად დაარღვია. — რა მემართება რაა? ვინ არის ეს გოგო, რატომ ვაძლევ ამდენის უფლებას, რატომ? — წამოიძახა და შუბლი ნერვიულად მოისრისა.
თავს ვერ ერეოდა და ოთახში ბოლთას სცემდა, შინაგანად ცახცაცებდა. კბილებს კი სიმწრისგან ერთმანეთზე აჭერდა.
— რა აღარ გავაკეთე, როგორ არ დავამცირე, მაგრამ ის არ ტყდება, პირიქით, უფრო და უფრო იჭრება ჩემს ცხოვრებაში.
მოულოდნელად კარი გაიღო და ალექსი შემოვიდა.
— ძმაო, რაღაც უნდა გითხრა... — უთხრა მას.
— რა ხდება, ალექს? — მოქუფრული სახით გახედა, მისი მზერა სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდა.
— ხომ გახსოვს ვახო ნადირაძე.. მასთან ხელშეკრულება უნდა დაგვედო, მაგრამ...
— მაგრამ რა?
— მაგრამ... ახლა უარი გამოგვიცხადა, ვცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ არაფრის მოსმენა სურს.
— ეგ ცოტას ხომ არ უბერავს? უკვე ყველაფერი მზად გვქონდა, ყველაფერი, მხოლოდ ხელის მოწერაღა გვრჩებოდა, რომ საქმე დაგვეწყო, ის კი ბოლო წუთას უარს ამბობს. მაგას ლუკა გელოვანი ვინ ჰგონია, რა გონია შევარჩენ ამას?! — წამოიძახა და გასასვლელისკენ გაემართა.
— წასულია მისი საქმე, — ჩაილაპარაკა ალექსმა და უკან გაჰყვა.
მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, საბურავების ხმა ასფალტზე მჭრელად გაისმა. სწრაფად გამოვიდა მანქანიდან, კარები მძლავრად მიაჯახუნა და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა შენობაში.
— სად არის თქვენი უფროსი?! — მრისხანედ წამოიძახა.
— კაბინეტშია... — უთხრა შეშინებულმა ასისტენტმა. გელოვანმა კარები მთელი ძალით შეაღო და ისეთი მზერით გახედა, ლამის თვალებით შეჭამა. როდესაც ვახო ნადირაძემ გელოვანი დაინახა, შეკრთა. გელოვანი წამში მასთან გაჩნდა და სახეში ერთი კარგად უთავაზა, შემდეგ კი პერანგის საყელურში წვდა და გააფრთებულმა გადმოხედა.
— ბატონო ვახო, თქვენი აზრით, ვგავარ მე იმ ადამიანს, რომელთანაც შეძლებთ თამაშს?! — კბილებში გამოსცრა.
— მე სრული უფლება მაქვს უარი ვთქვა თქვენთან თანამშრომლობაზე... — ამოიხრიალა კაცმა, რომლის სახეც შიშისგან გაფითრებულიყო.
— მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრათ, სანამ ჩემთან თანამშრომლობას გადაწყვეტდით, მე კი ერთ შეცდომასაც კი არავის ვპატიობ. — მოქუფრული სახით უთხრა და გაბრაზებულმა უფრო მოუჭირა. კაცმა ხრიალი დაიწყო უკვე.
— ლუკა, გაუშვი, ასე ხომ მოკლავ! — შეევედრა ალექსი.
ლუკამ ხელი სწრაფად გაუშვა და კაცმაც ამოისუნთქა.
— ესეიგი უარს ამბობ ჩემთან თანამშრომლობაზე? არც მე აღარ მსურს თქვენნაირ ადამიანთან თანამშრომლობა, რადგან აფერისტები ხართ! — მიაძახა გაბრაზებულმა, სათვალეები მოირგო სახეზე და დატოვა იქაურობა.
თავისი ჩვეული სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა შენობიდან და მანქანაში ჩაჯდა. მთელი გზა დაძაბული მართავდა საჭეს. მოულოდნელად მისი ტელეფონი აწკრიალდა.
— გისმენ თამთა?
— ლუკა, სად ხარ?! — აღელვებით უთხრა დამ.
— გზაში ვარ, რა მოხდა?
— გთხოვ მალე მოდი სახლში, ბებია ძალიან გაბრაზებულია.
— რატომ?
— დღეს ბებიამ ნინი დაპატიჟა ჩვენთან და...
— ჯანდაბა, ესღა მაკლდა! — მოთმინება დაკარგულმა დაიყვირა. — კარგი, მოვდივარ!
ტელეფონი გაუთიშა და იქვე მიაგდო.
— რა ხდება, მშვიდობაა? — ინტერესით ჰკითხა ალექსმა.
— მშვიდობა როგორ უნდა იყოს, ძმაო, ნინი ყოფილა ჩვენთან მისული. ბებიას დაუპატიჟებია, ის სულელიც ჩემთან შეუთანხმებლად მივიდა იქ, არა, მართლა გავგიჟდები! — გაღიზიანებულმა წამოიძახა და სიჩქარეს უმატა.
როგორც კი მანქანა სახლის წინ შეაჩერა, იმ წამსვე შევიდა შიგნით, სადაც არასასიამოვნო სურათი დახვდა: დაძაბული თამთა, მრისხანე ბებია და ნინი, რომელიც ყველაფერს გაოგნებული უყურებდა.
— ვინმე ამიხსნის, აქ რა ჯანდაბა ხდება?! — გაღიზიანებულმა დაიყვირა.
— ლუკა, მოხვედი... — წამოიძახა თამთამ და მასთან მივიდა.
— ბებია, ამიხსენით, რას ნიშნავს თქვენი საქციელი?
— რას უნდა ნიშნავდეს, შენ არ გინდოდა მისი გაცნობა ჩვენთვის, ხოდა მე მოვიწვიე.
— მერე კმაყოფილი ხართ თქვენი საქციელით? ჩემგან მალულად მოიწვიეთ ნინი, მითუმეტეს იცოდით, რომ მე ამის კატეგორიულ უარზე ვიყავი, თქვენ კი თქვენებურად მოიქეცით.
— ლუკა, გთხოვ არ გინდა რა, არ იჩხუბოთ... — შეევედრა თამთა.
— არა, დაო, საკმარისად ვითმინე. ბებიას არაფერს ვეუბნებოდი, რადგან ის ხანდაზმულია უკვე და მის ასაკს პატივს ვცემდი, მაგრამ დღეს მე გადამაბიჯა და ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ იმოქმედა. მითხარით, კმაყოფილი ხართ ნანახით? — დაიგვირვინა ლუკამ.
— კმაყოფილი ვარ თუ არა? არა, არ ვარ კმაყოფილი, რადგან ჩემი ეჭვები გამართლდა. დღეს, როდესაც ის გოგო დავინახე, თავზარი დამეცა. ჯერ რა ჩაცმა აქვს, მერე რა მანერები აქვს. ეგ გოგო ჩვენი ოჯახის შესაფერისი არ არის! — შეუტია ბებიამ. ნინის სახეზე წყენა გამოეხატა, მაგრამ ლუკა მის დამშვიდებას არც აპირებდა.
— შეიძლება თქვენთვის არ არის, მაგრამ ჩემთვის არის, მე სრულიად მაკმაყოფილებს ის და კიდევ უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ მე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, ჩვენ ასეც კარგად ვართ! — აშკარა იყო, უკვე მოთმინებას საბოლოოდ კარგავდა.
— შვილო, მე შენთვის კარგი მინდა, რატომ არ გესმის, იმ გოგოსთან შენ ბედნიერი ვერ იქნები.
— ბებია, მე ყველაფერს ცივი გონებით ვუყურებ და არ ვექცევი ემოციების ქვეშ. სიყვარული არ არსებობს, ეს მხოლოდ ფილმებში ან წიგნებშია. მე კი გრძნობებით არასდროს ვმოქმედებ, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. დროა ყველა მიეჩვიოთ იმ აზრს, რომ მე ცოლს არ მოვიყვან, უკვე ოცდამეერთე საუკუნე იწურება სადაცაა და აღარ არის საჭირო ეს წეს-ჩვეულებები.
— არა, ეს ბიჭი მე მართლა გადამრევს! — ნერვიულად ჩაილაპარაკა ბებიამ და წავიდა.
— დაო, ბებიას დაელაპარაკე, ძალიან გთხოვ, მე ვეღარ ავიტან მსგავს რამეს, თუ კიდევ განმეორდა მსგავსი... — გააფრთხილა თავისი და და ოთახში ავარდა.
ამდენი პრობლემებისგან ტვინი უდუღდა უკვე, ჯერ ტაძრის ინციდენტი, მერე ვახო ნადირაძე, ახლა ბებიამისი, რომელიც ყველაფერს ართულებდა. პიჯაკი საწოლზე მიაგდო და თვითონ სავარძელზე ჩამოჯდა. თავი საზურგეს მიაყრდო, თვალები კი დახუჭა დასამშვიდებლად.
— ყველაფერი ჯანდაბისკენ მიდის. ადრე ყველაფერს ვაკონტროლებდი, ახლა კი კონტროლს ვკარგავ... — წამოიძახა და მტკივნეულად მოისრისა შუბლი.
სახლში ვეღარ გაჩერდა, ამიტომ წასვლა გადაწყვიტა.
მანქანაში ჩაჯდა, ძრავი აამუშავა და როდესაც საჭეს ატრიალებდა, სავარძელზე ნიას თავშალს მოჰკრა თვალი. ინსტინქტურად აიღო და მოქუფრული სახით დახედა. მაინც რატომ წამოიღო მისი ნივთი? მუჭში მოიქცია. თხელი ნაჭერი მის უხეშ ხელებში უცხო სხეულივით ჩანდა. მისი დანახვისას გაახსენდა მშენებლობის ამბავი, ნიას თავგანწირული დაპირისპირება.
— არ გაინტერესებთ, მაგრამ მე მაინც გეტყვით... — მისი ხმა ისევ ჩაესმოდა. — ის დაეცა, დიახ, დაეცა თავისი სიამაყის გამო. მან გადაწყვიტა, რომ ღმერთზე მაღლა უნდა მდგარიყო... თვლიდა, რომ ის უფრო იმსახურებდა მის ადგილას ყოფნას და იცით რა მოხდა? ის აუჯანყდა ღმერთს, რის გამოც გაძევებული იქნა და ის სულიერად მარტო დარჩა. მან სულიერი სიმდიდრე დაკარგა მატერიალური ტახტის სანაცვლოდ. თქვენს გზასაც იგივე დასასრული უჩანს, თუ არ შეიცვლებით.
მისი სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა გონებაში. სახე კი ბრაზისგან აელეწა, კისერზე ძარღვები დაეჭიმა.
— თავხედი, რამდენს ბედავს! — კბილებს შორის გამოსცრა. ფანჯრის მინა ჩამოწია, თითქოს აპირებდა შარფის გადაგდებას, თუმცა გადაიფიქრა და სავარძელზე მოისროლა. ეს ნივთი მისთვის უნებლიე ტვირთად იქცა, რომელსაც ვერც იშორებდა და ვერც იტანდა.
უკვე შებინდებულს მივიდა დანიშნულების ადგილზე. ქალაქისგან მოშორებით პატარა ფერმა ჰქონდა, სადაც უყვარდა ხოლმე ამოსვლა და განმარტოება, მაგრამ ძალიან იშვიათად ამოდიოდა. აქ ჰაერიც კი სხვანაირი იყო — ცივი და დაუნდობელი.
შიგნით შესვლას არ ჩქარობდა. მანქანაში იჯდა, სავარძელზე თვალებდახუჭული და ღრმად სუნთქავდა. ერთ დღეში იმდენი რამ მოხდა, ჯერ ნიამ შეუშალა ხელი, მერე ვახო ნადირაძემ მოუშალა ნერვები და დღე დაგვირგვინდა ოჯახური კონფლიქტით. თითქოს ყველაფერზე კონტროლს კარგავდა.
— იცით რა, თქვენ შეიძლება თავი ღმერთად მოგაქვთ, მაგრამ თქვენ გავიწყდებათ ერთი რამ, რამდენიც არ უნდა უარყოთ, არსებობს ძალა და ეს ძალა არის თვით ღმერთი და მისი ნების გარეშე არც არაფერი შექმნილა. ჩვენი ცხოვრება მის ხელშია, როგორც მას სურს, ბოლოს მაინც ისე იქნება ყველაფერი... — ჩაესმა გონებაში ნიას ხმა და უცებ ნანგრევებში მყოფი ხატი წარმოუდგა, რომლის თვალებიც თითქოს პირდაპირ მის სულში იყურებოდნენ, რის გამოც უმალვე თვალები გაახილა.
— ჯანდაბა, რა მემართება, რატომ არ მანებებს თავს? ან რატომ გადავიფიქრე ტაძრის დანგრევა, ნუთუ მისმა სიტყვებმა ასე იმოქმედა ჩემზე? არა, ასე არ გამოვა, გამოსავალი უნდა ვიპოვო, თუ როგორ დავაღწიო თავი ამ ორ სიტუაციას.
მანქანიდან გადმოვიდა და ცივი სიო უბერავდა. ქარი ხეებს არხევდა, ღრუბლებიდან ელვა გაანათებდა შიგადაშიგ, რაც მის მოქუფრულ სახეს წამიერად აშუქებდა. ვერ ისვენებდა და გონებიდან ვერაფრით იცილებდა აკვიატებულ აზრებს. ნიას მტირალი, მაგრამ ამაყი სახე ყველგან თან სდევდა — ხეების ჩრდილებშიც და ღამის წყვდიადშიც. ლუკა გელოვანის სულში დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა სიბნელესა და იმ უნებლიე სინათლეს შორის, რომლისაც მას ყველაზე მეტად ეშინოდა.



******


აგვისტოს პაპანაქება ოქტომბრის ნაცრისფერმა სიმშვიდემ შეცვალა. ამ ორმა თვემ ნიას ცხოვრებაში თითქოს წყალგამყოფი ხაზი გაავლო. თავიდან ყოველი დილა იმ მძიმე შეგრძნებით იწყებოდა, რაც ლუკა გელოვანის სიახლოვეს ახლდა — დამცირების, შიშისა და იმ გაუგებარი ტკივილის ნარევი, რომელსაც სახელს ვერ არქმევდა. თუმცა, ნელ-ნელა, ლოცვამ და ტაძარში გატარებულმა საათებმა თავისი გაიტანა. მან ისწავლა ფიქრების მართვა. ისწავლა, რომ ლუკასნაირი ადამიანები შენს სულს მხოლოდ მაშინ აზიანებენ, თუ მათ ამის ნებას მისცემ. ნიამ ეს ნება წაართვა. მან თავის თავში ჩაკლა ბრაზი და მის ნაცვლად სიმშვიდე დათესა.
ამ ორ თვეში მან თითქოს ხელახლა ისწავლა სუნთქვა. დაიწყო მუშაობა საკუთარ თავზე, დაუბრუნდა წიგნებს და იმ მუსიკას, რომელიც სულს უმშვიდებდა. ლუკას სახე კი, რომელიც თავიდან კოშმარივით სდევდა, ნელ-ნელა გაუფერულდა და სადღაც, მეხსიერების შორეულ კუთხეში გადაინაცვლა... ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეგონა.
ოქტომბრის ბოლო დღეები იდგა. ქარი ფოთლებს ფერადად ატრიალებდა, თითქოს დრო ჩუმად აყოლებდა ნაბიჯს შემოდგომას. გზებზე და ტროტუარებზე მოფანტული ყვითელი ფოთლები სველ ასფალტზე ბზინავდნენ. ნია მათში მიაბიჯებდა ხელში წიგნი ეჭირა, სახეზე მშვიდი ღიმილი ელამუნებოდა, თმა კი ქარისგან ირხეოდა, თითქოს თავად ქარი თამაშობდა მასთან. ის ჩუმად ღიღინებდა: „თუ დაიჯერებ მოვალ... სიყვარულის დროა და მე ვერ განებებ თავს...“
საყვარელ კაფეში გაჩერდა, ყავა იყიდა და პარკში, დიდი მუხის ჩრდილში ჩამოჯდა. უყვარდა ასე ქალაქის ხმაურის მიღმა, სამყაროსგან შორს დარჩენა, წიგნში ჩაძირვა და საკუთარ ფიქრებში გადაეშვა.
ზუსტად იმ დროს პარკში ლუკა გელოვანი მოვიდა თავის დისშვილთან ერთად. ბავშვთან ერთად ყოფნისას თითქოს სხვა ადამიანი ხდებოდა ,ნაკლებად ცივი, თითქმის ნამდვილი. წამით შეაფერხა სვლა, თითქოს რაღაც იგრძნო. თვალი მოჰკრა ნიას და გონება გაუჩერდა. ის ჩუმად იჯდა, წიგნი ხელში ეჭირა, იღიმოდა, თითქოს წაკითხულმა სითბო ჩაუღვარა გულში. ქარი მის თმას ანცად არხევდა და თითქოს სამყაროს სხვა ხმები გაქრა.
ლუკამ იგრძნო, როგორ აირია შიგნით ყველაფერი.

— რატომ გიყურებ? რატომ ვერ გწყვეტ თვალს? — თითქოს საკუთარ თავს ეკამათებოდა.
— ბიძია, ვინ არის ეს დეიდა? — მიესმა სესილის გულუბრყვილო ხმა.
ლუკა შეკრთა, თითქოს გამოიყვანეს აკვიატებული აზრებიდან.
— წამოდი, სესილი, წავიდეთ აქედან.
— კი, მაგრამ ახლა არ მოვედით?
— გამახსენდა, სასწრაფო საქმე მაქვს. სხვა დროს იყოს, კარგი?
ამ დროს ნიას ტელეფონი აწკრიალდა.
— გისმენთ? — მისი ხმა ისეთი მსუბუქი იყო, თითქოს ქარის მუსიკას ერთვოდა.
— ნია, შენთვის კარგი ამბავი მაქვს! — გაისმა ანას მხიარული ტონი.
— რა ამბავი?
— სტუდიაში მოდი და ყველაფერს გეტყვი.—
ნია ოდნავ აღელდა, წიგნი დახურა, ჩანთაში ჩაიდო, მერე კი ნაცნობი სახე შენიშნა. წამით გაიყინა. თითქოს ყველა ნერვი დაეძაბა, მაგრამ მაშინვე ამოისუნთქა და საკუთარ თავს დაუბრუნდა.
— მშვიდად, ნია, მშვიდად...— გაიფიქრა, თვალებში სიმტკიცე ჩაუდგა და ისე გაუარა გვერდით, თითქოს იქ არც არავინ იდგა.
— რა ხდება? — ირონიულად გაისმა ლუკას ხმა. — ადრე კამათის გარეშე ვერ ჩერდებოდი, ახლა კი ჩუმად მიდიხარ?
ნია შეჩერდა. ღრმად ამოისუნთქა და მერე შებრუნდა — მშვიდი და უტყუარი ტონით მიუგო.
— იცით რა... თქვენთან კამათის არც დრო მაქვს და არც სურვილი. ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი იყო კოშმარი, რომელიც დასრულდა. ცხოვრებაში არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, ვიდრე უსასრულო კამათი თქვენნაირ ადამიანთან. ბოლოს რაც მოხდა, მეყო, რომ გამეგო — თქვენთან ბრძოლას აზრი არ აქვს.
მერე ისევ შებრუნდა და წავიდა. გელოვანი კი ადგილიდან ვერ დაიძრა. მის მზერაში აღარ იყო სიბრაზე მხოლოდ დაბნეულობა და მოუხელთებელი შეგრძნება. ნიას სიმშვიდე აბნევდა და აღიზიანებდა. ის ისე მტკიცედ და მშვიდად ლაპარაკობდა, რომ მის სახეზე ნერვიც კი არ ირხეოდა. ორი თვის შემდეგ პირველად ხედავდა და ვერ გაეგო, როგორ შეეძლო ამ გოგოს, ერთდროულად ეცხელა და მაინც ასეთი მშვიდი ყოფილიყო. ის წააგავდა აღელვებულ ზღვის ტალღებს, მაგრამ ახლა მისი სიმშვიდე უფრო ჰგავდა მდუმარე ზღვას — სიღრმეში კი ისევე მძლავრად დუღდა ყველაფერი, როგორც ადრე.

**
— რა ხდება ანა, რა უნდა გეთქვა? — აღელვებულმა იკითხა ნიამ.
— ახლახანს დამიკავშირდა ერთ-ერთი ფესტივალის ორგანიზატორი, მითხრა რომ საშემოდგომო ღონისძიებას მართავენ და სჭირდებათ მოცეკვავეები.
— მერე?
— გოგო, რაღა მერე? ჩვენი გუნდი აიყვანეს! წარმოგიდგენია?! — სიხარულით წამოიძახა ანამ.
— რაა? მართლა? — ნიას თვალები სიხარულით გაუბრწყინდა. ის კვლავ გავიდოდა სცენაზე.
— იმ ქალმა მითხრა, რომ შესაძლოა რომელიმე ჩვენგანი ცეკვის ქორეოგრაფად აგვიყვანონ. მოკლედ, ჩვენი მაქსიმუმი უნდა დავდოთ, რომ გავიმარჯვოთ.
— რა ქორეოგრაფია უნდა დავდგათ? — კითხა ინტერესით.
— ეგ ჩვენი გადასაწყვეტია. — თქვა ანამ. — ნია, შენ როგორც მთავარი სოლისტი, შენ უნდა აირჩიო რას იცეკვებ.
ნია ჩაფიქრდა. მას უწევდა მარტოს გამოსვლა. ისეთი რამ უნდა მოეფიქრებინა, რაც სიმტკიცესთან და სილამაზესთან ასოცირდებოდა. ბოლოს ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
— მოვიფიქრე! — მხიარულად წამოიძახა.
— აბა, გისმენ?
— ხომ იცი, რომელი ცეკვაც მიყვარს ყველაზე მეტად, ჩემს ბუნებასთან რომელი ასოცირდება?
— მთიები! — წამოიძახა ანამ.
— ზუსტად. ეს ცეკვა და სიმღერა ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ამით გამოსვლა შთამბეჭდავი იქნება.
— საუკეთესო არჩევანია. — დაეთანხმა ანა.
— როდის არის ფესტივალი?
— ორ კვირაში.— მიუგი ანამ.

— ორ კვირაშია? ეს ძალიან ცოტა დროა მოსამზადებლად, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. — ნია აღელვებული საუბრობდა. უკვე გრძნობდა სხეულში ჟრუანტელს.
ყველა ერთად შეიკრიბა და მოილაპარაკეს. ხვალიდან უკვე რეპეტიციები ეწყებოდათ. ნია ისეთი ბედნიერი და აღელვებული იყო, რომ ვერ ისვენებდა. ამ მღელვარებაში ყველაფერი გადაავიწყდა, გელოვანიც კი, რომელიც სულ ცოტახნისწინ ნახა.



***

სახლში გახარებული მივიდა და კარი ხმაურით გააღო, შიყნით შესულ მამიდამისი დახვდა და ქალს მოეხვია.

— მამიდა! — წამოიძახა მხიარულად და მოეხვია ნანულის.
— ღმერთო, ჩემო, კარგი გეყოს, ნუ დამახრჩობ! მითხარი, რა მოხდა?
— მამიდა, მალე ისევ შევძლებ სცენაზე გასვლას!
— რაა?
— ორ კვირაში იმართება ღონისძიება, სადაც მე და ჩემი გუნდი მიგვიწვიეს. — უთხრა და ხმაურიანად აკოცა.
— ღმერთო, სულ შეიშალა ეს გოგო. — სიცილით გააქნია თავი. — კარგი გეყოს, ესეიგი კონცერტი გაქვს ორ კვირაში?
— კიი. — წამოიძახა და ცეკვა დაიწყო.
— რა ხდება, ნია? — მისაღებში ლიზა შემოვიდა.
— დაო, მომილოცე, მალე კონცერტი მექნება!
— რა, მართლა?
— ხო, ორ კვირაში. თანაც სოლო პარტია უნდა შევასრულო. — მოეხვია დას.
— რა მაგარია, ნია! როგორც იქნა, შენი ნატვრა ასრულდა და ისევ გახვალ სცენაზე.
— გული ისე მიცემს, სიხარულისგან რომ ლამის საგულედან ამოხტეს.
— რა ქორეოგრაფია უნდა შეასრულო? — ინტერესით კითხა ლიზამ.

— მთიებს ვდგავ. — ბედნიერმა წამოიძახა და ტაში შემოკრა.
— ოო, მაშინ უდაოდ ფურორს მოახდენ სცენაზე, რადგან ეს შენი საყვარელი ქორეოგრაფიაა.
— ხვალ დილიდან ვიწყებთ ვარჯიშს. — უთხრა დას.

**

საღამო ხანს ლუკა,აივანზე იჯდა ჩაფიქრებული. ღამის ცივი სიო უბერავდა. თითქოს მშვიდად იყო, თუმცა შინაგანად მოუსვენრობა ტანჯავდა. ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. წამში ამოუტივტივდა ნიას სახე თვალწინ.
მთელი ორი თვე დღე არ გავიდოდა, რომ მისი სახე არ წარმოედგინა. რა აღარ გააკეთა, ნინიც კი მიიყვანა თავისთან სახლში, თუმცა ამანაც ვერ უშველა. როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა, არ არსებობდა, რომ არ გამოცხადებულიყო მისი ნათელი სახე და მისი ხმა. ეს უკვე აკვიატებად ექცა.
ოთახში ბრუნდება და კარადას აღებს. იქიდან კი, შემთხვევით უვარდება ნიას შარფი და მისი ოქროს ჯვარი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა. ჩაფიქრებული ჩამოჯდა და ჯვარს დახედა. მისი შეხებისას თავი უცნაურად იგრძნო — რაღაც უცხო გრძნობებს აღძრავდა მასში. ნიას სახე დაუდგა თვალწინ: ცრემლიანი და შეშინებული, როგორი დაუცველი იყო იმ წამს, მაგრამ შიშის მიუხედავად, ის მაინც შეებრძოლა მას. წამიერად ამის გახსენებაზე მკრთლად ჩაეღიმა კიდეც.
— ვინ ხარ? ან რატომ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში? შენი გამოჩენის შემდეგ ჩემს გონებაში ქაოსი შემოიტანე. — ჯვარს უყურებდა და ისე საუბრობდა, თითქოს იქ ნია მდგარიყო.
მოულოდნელად ნინი შედის ოთახში.
— ლუკა, შეიძლება? — ღამის პერანგით გამოწყობილი შევიდა.
— ნინი, აქ რას აკეთებ, ამ დროს? ბებიამ,რომ დაგინახოს, ხვდები, რა სკანდალს მოაწყობს? — მკაცრად უთხრა.
— კარგი, რა, ლუკა, მე შენთან მინდა ყოფნა. — გამომწვევად გაწელა სიტყვები და შეამჩნია საწოლზე დადებული ჯვარი.
— ეს რა არის? — წამოიძახა და ხელში აიღო. — ეს ხომ ჯვარია?
— მომეცი! — წამოიძახა ლუკამ და ჯვარი წაართვა.
— რა მოხდა?
— ნუ ეხები! — გაღიზიანებულმა უთხრა და საგულდაგულოდ შეინახა უჯრაში.
— ლუკა, ასე ცივად რატომ მექცევი? ნუთუ საერთოდ არ გაინტერესებ? — წამოიძახა ნაწყენი ხმით ნინიმ.
— ნინი, ჩემი გრძნობები შენ ძალიან კარგად იცი, ჩემი დამოკიდებულება ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ხარ, რომ ჩემი ოჯახის წევრების გული მოიგო, განსაკუთრებით კი ჩემი დის.
— კარგი, ლუკა, მაგრამ შენი დის გარდა კიდევ ვინმე არის შენს გულში?
ლუკა ზურგს აქცევს და თვალებს ხუჭავს. ნიას სახე კვლავაც ამოუტივტივდა გონებაში.
— არა, სხვა არავინ არ არსებობს და ვერც იარსებებს ჩემს გულში, ჩემი დის და დისშვილის გარდა. — ცივად უთხრა. — ახლა კი, გთხოვ, მარტო დამტოვე.
კარებამდე აცილებს. ამ დროს კი ბებია ჩაივლის.
— ქალბატონო ნინი, მანდ რას აკეთებთ? თქვენი ოთახი ქვემოთ არის. — უთხრა ბებიამ და ნინიც გაიქცა. გელოვანმა კი კარები დახურა და ოთახში დაბრუნდა.
ლუკა კვლავ მარტო დარჩა თავის ოთახში და ვერაფრით ახერხებდა დაძინებას. ნიას ეს უცაბედი გარდასახვა და სიმშვიდე მას აბნევდა და აღიზიანებდა. მას ერჩივნა, გოგოს ისევ ეყვირა, ეკამათა და წინაღმდეგობა გაეწია, თუმცა ახლა ზედაც აღარ უყურებდა მას.
— "ერთ რამეს მივხვდი, თქვენთან კამათს და ჩხუბს აზრი არ აქვს..." — ჩაესმა გონებაში მისი ხმა.
ისევ ფანჯარასთან მივიდა და ცას ახედა, ჩაფიქრებული. ყოველ ჯერზე, როდესაც მთვარეს უყურებდა, ნიას ღრმა ნაცრისფერი თვალები უდგებოდა თვალწინ, რომელიც იდუმალებით იყო მოცული, ისევე როგორც ეს მთვარე, რომელიც მელანქოლიურიც იყო და ამავდროულად იდუმალიც. მოულოდნელად ნიავი ამოვარდა.
— რატომ ვერ ვანებებ მასზე ფიქრებს თავს? ვინ ხარ ასეთი...? — ფიქრობდა. ეს კითხვები უტრიალებდა გონებაში. ვერ გაეგო, რატომ ჩნდებოდა მის გონებაში ისევ და ისევ მისი სახე, რომელიც აფორიაქებდა. ეს მას საშინლად არ მოსწონდა და ჭკუიდან იშლებოდა.
პირველივე დღიდანვე უცნაურად შემოიჭრა მის ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც ხვდებოდნენ, ნია გაბედულად და უშიშრად უპირისპირდებოდა მას და მიუთითებდა შეცდომებზე. გელოვანმა არაერთხელ ატკინა მას გული, მაგრამ მისი სისასტიკიდან ყოველთვის ღირსეულად გამოდიოდა, თუნდაც ტაძრის დანგრევის მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ სტკიოდა და გაბრაზებული იყო, მან შეძლო თავისი სულიერი სიმშვიდით და სიმტკიცით დაპირისპირებოდა მის ცივ ბუნებას. მატერიალური ყოფა და ურწმუნოება ვერასდროს ვერ იქნება გამარჯვებული სულიერებაში, რადგან ყოველთვის წინ იქნება ღვთიური ძალა. სწორედ ამიტომ ვერ იტანდა მის სიახლოვეს, რადგან მისი სიწმინდე ეხებოდა მას შიგნიდან. ვერაფრით ისვენებდა და საწოლში წრიალებდა.



***

დილით, როგორც ყოველთვის, ჩვეული სახის გამომეტყველებით გავიდა ოთახიდან და ეტყობოდა, რომ ვერ იყო ხასიათზე. წარბშეკრული და მოქუფრული სახით დაეშვა კიბეებზე. სწორედ ამ დროს მასთან ყავა აჰქონდა მსახურს და შემთხვევით დაეჯახა მას და ყავა ზედ გადაასხა. ამის გამო უარესად გაღიზიანდა და უყვირა.
— რა არის ეს?! წინ არ იყურებით?! — დაუყვირა და ოთახში აბრუნდა გამოსაცვლელად.
სასადილო ოთახში ხმას ვერცერთი ვერ იღებდა, რადგან არ უნდოდათ, უარესად გაეღიზიანებინათ. ლუკა აშკარად ვერ იყო კარგად. დაძაბული და გაღიზიანებული იჯდა და ნერვიულად ატრიალებდა ჩანგალს.
— ამ... ლუკა, ხომ კარგად ხარ? — ფრთხილად უთხრა დამ.
— არ ვარ კარგად, დაო, საშინლად მტკივა თავი და ვერ ვისვენებ. — ამოიხვნეშა და შუბლი მოისრისა.
— ცუდად ხომ არ ხარ?
— არ ვიცი, ალბათ უძილობის ბრალია. — ჩაილაპარაკა.
— პატარავ, გინდა მასაჟს გაგიკეთებ? — უთხრა ნინიმ და ლუკასთან მივიდა.
— რაა? ვინ არის თქვენი პატარა, ქალბატონო?! მას სახელი აქვს და ზოგადად, ყველას თანდასწრებით ასე თავისუფლად ვერ მოიქცევით! — მკაცრად უთხრა ბებიამ.
ლუკამ ნინის თავისი მრისხანე მზერით აგრძნობინა, რომ თავის ადგილს დაბრუნებოდა.
— მე ჩემს ოთახში ვიქნები, არ მაქვს თქვენი კამათის თავი. — წამოიძახა და სკამიდან წამოდგა. — ნინი, რომ დაასრულებ საუზმობას, ჩემს კაბინეტში შემოდი. საქმე მაქვს. — ცივად უთხრა და წავიდა.


***

— გისმენ, პატარავ? — უთხრა ნინიმ, როდესაც მის ოთახში შევიდა. სცადა, მას მოხვეოდა, მაგრამ გელოვანმა მისი ხელები უხეშად მოიშორა.

— ნინი, რატომ არ გინდა გაიგო?! აქ მარტო აღარ ცხოვრობ. აქ ისე ვერ მოიქცევი, როგორც შენ გინდა. ჩემი ოჯახი ძალიან ტრადიციული, რელიგიურია, განსაკუთრებით ბებიაჩემი. ის ძველი ყაიდის ქალია და შენი ეს საქციელები არ მოსწონს. მისმინე, შენი აქ მოყვანით ისედაც გამოვიწვიე ბებიას უკმაყოფილება. — გაბრაზებულმა უთხრა.
— მაგრამ ლუკა, რა გავაკეთე ისეთი? უბრალოდ მოფერებით პატარა დაგიძახე... — თავი გაიმართლა.
— მომისმინე, აქ იმისთვის ხარ, რომ ბებიაჩემს და ჩემს ოჯახს დავუმტკიცო, რომ სწორად ვიქცევი. შენ კიდევ უარესად ამწვავებ სიტუაციას და ცეცხლზე ნავთს ასხავ. მოკლედ, მე თქვენი ყოველდღიური კამათის თავი არ მაქვს, ამიტომ ეს მეტი აღარ უნდა განმეორდეს. — მკვახედ უთხრა და წავიდა.
რაზე ფიქრობდა, როდესაც ნინი სახლში მიჰყავდა? მისდამი არანაირი გრძნობები არ გააჩნდა. ის გოგო მხოლოდ დეკორაცია იყო მისთვის, რომელიც როცა სჭირდებოდა, აკითხავდა. არანაირი ემოციური კავშირი მასთან არ ჰქონდა და არც სჯეროდა მსგავსი ზღაპრების, მაგრამ ბებიამისის ჯიბრზე გადაწყვიტა, ნინი სახლში მიეყვანა. ამით ცდილობდა საპირისპიროს დამტკიცებას, თუმცა გულის სიღრმეში თავადაც ხვდებოდა, რომ სწორად არ იქცეოდა, მაგრამ თავის სიამაყეს და პირქუშ ბუნების გამო არ აღიარებდა.
საჭეს მართავდა, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს.
— გისმენთ?
— ბატონო, სარემონტო სამსახურიდან გიკავშირდებით. — უთხრა კაცმა.
— რა ხდება? — მკაცრად იკითხა. — როგორ მიდის საქმე?
— ვაგრძელებთ შენობის რემონტს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ტაძრის კედლები უკვე ძალიან ძველია, რთული იქნება მისი აღდგენა.
— რას გულისხმობ? — ხმა გაუმკაცრდა.
— ამან შეიძლება დიდი დრო წაიღოს.
— მერე მანდ რისთვის ხართ? რა დროც არ უნდა დასჭირდეს, საქმე ბოლომდე მიიყვანეთ! — ჩასძახა მკაცრად ყურმილში და გაუთიშა.
თვითონაც არ იცოდა, რატომ არ დაანგრევინა ტაძარი და პირიქით, მისი რესტავრაციაც კი დაიწყო. იქნებ ნია იყო მიზეზი ამის, მისი სიტყვები და ლოცვა ნანგრევებთან ღრმად შეეხო მას და აიძულა დაენახა სიმართლე. ეს გოგო აკვიატებად ექცა მას და თავადაც არ იცოდა, რატომ ხდებოდა ეს. მასზე ფიქრები მის ქვეცნობიერში იჭრებოდა, სადაც გოგოს უმანკო სახე ჩნდებოდა, თანაც ისეთი ნათელი სახით, ცოტა არ იყოს ეშინოდა კიდეც ამ სინათლის.
შუქნიშანთან შეაჩერა მანქანა და დაელოდა, როდის აინთებოდა მწვანე. თითებს ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე. უეცრად საქარე მინიდან ამჩნევს ნიას, რომელიც საკმაოდ მომღიმარი სახით მიაბიჯებს ტროტუარზე და თან მამაკაცთან ერთად.
რატომღაც დაიძაბა, როდესაც ნიას გვერდით მამაკაცი დაინახა, თანაც ძალიან ეცნობოდა ეს სახე. შორიდან კარგად ვერ გაარჩია, ვინ იყო, მაგრამ საიდანღაც ეცნობოდა მისი სახე. საჭეს სიმწრისგან მთელი ძალით უჭერდა თითებს. უეცრად მწვანე აინთო. გელოვანი მთელი ძალით აჭერს გაზს და დიდი სისწრაფით წყდება ადგილიდან. თავიდან არ ამოსდიოდა ის სცენა, თუ როგორ მხიარულად მიაბიჯებდა ვიღაც ბიჭთან ერთად ნია, მაგრამ უფრო აცოფებდა, რომ ის ადამიანი საიდანღაც ეცნობოდა, ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა.
— ჯანდაბა! — გაღიზიანებულმა დაარტყა საჭეს ხელი. — ვინ არის ის ადამიანი? რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი.
თავს ძალა დაატანა, რომ გაეხსენებინა, ვინ იყო. უეცრად არც თუ ისე შორეული წარსულიდან დაუდგა ნაცნობი სახე და სწრაფად გამოერკვია.
— არა, ის ვერ იქნება, გამორიცხულია. — ბრაზისგან სახე აელეწა და სიმწრისგან საჭეს ძლიერ მოუჭირა ხელები.
გამწარებული იყო. ვერაფრით გაეგო, რა უნდოდა იმ ადამიანს ნიასთან და რა საერთო ჰქონდა მასთან. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. უცნაურად ეჩვენებოდა ნიას უეცარი გამოჩენა მის ცხოვრებაში, რადგან ის პრაგმატული ბუნების იყო და მხოლოდ გარე ფაქტორებით აფასებდა სიტუაციებს. ნიას გვერდით იმ ადამიანის გამოჩენაც ფაქტებთან დააკავშირა და ჩათვალა, რომ შეკრულები იყვნენ და მისმა მტერმა ის სპეციალურად შეაგზავნა მის ცხოვრებაში.
— რა თამაშს მეთამაშებით? ვინ იფიქრებდა, რომ ის ადამიანი, ვინც მორალს მიკითხავდა და მიმითითებდა შეცდომებზე, ასეთი თვალთმაქცი იქნებოდა. წამითაც კი დავიჯერე მისი სიწმინდე, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. — წამოიძახა გამწარებულმა და გზა განაგრძო.
ბრაზისგან თვალები მთლად აუწითლდა, სახე კი უცახცახებდა. მის გონებაში ტრიალებდა ყველა ის მომენტი, რაც ნიასთან გადახდა. ჭკუიდან იშლებოდა. მის გულს არ უნდოდა, რომ ეს დაეჯერებინა, რომ ნია იყო ეგრეთ წოდებული აგენტი, რომელიც იქ ჩნდებოდა, სადაც თვითონ იყო, მაგრამ მისი ბნელი მხარე საპირისპიროს ამტკიცებდა. ისე ჰქონდა არეული გონება, რომ გზას აღარც კი უყურებდა. საშინელი სისწრაფით მართავდა მანქანას, რის გამოც ლამის ავარიაში მოჰყვა. როგორღაც მოახერხა აცილება და გზიდან გადაუხვია, თუმცა მკვეთრი დამუხრუჭების გამო თავი საჭეს დაარტყა. მანქანიდან გადმოვიდა და იქვე იჩაიკეცა.
— ოფ! არაფერი არ მესმის! რა ხდება ჩემს თავს? რატომ იმოქმედა ამან ასე ჩემზე? კარგი, დავუშვათ ის მართლა ჯაშუშია, რომელიც იმ არამზადასთან არის შეკრული. მე რატომ მაღიზიანებს ეს ფაქტი ასე? ის ხომ ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ... — ნერვიულად მოისრისა ნატკენი შუბლი. თვალები ჩაუსისხლიანდა. — როგორ გამაცურა ასე, ან როგორ დავუშვი, რომ ვერ გავაკონტროლე სიტუაცია.



***
— მართალი გითხრა, არ ველოდი, რომ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს. — სიცილით უთხრა ნიამ მის გვერდით მდგარ მამაკაცს.
— რომ არ მოგატყუო, მე ვიცოდი, რომ ერთმანეთს ისევ ვნახავდით. — გაუღიმა ზურამ.
— მართლა? ასე დარწმუნებული რატომ იყავი? — ჩაეძია ნია.
— უბრალოდ, კარგი ინტუიცია მაქვს და ხომ ხედავ, არ შევმცდარვარ. ისევ შევხდით ერთმანეთს. დღეს, როდესაც დაგინახე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და რადგან გნახე, მინდა, რომ ვიმეგობროთ.
— ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, რომ ასე გახარებს ჩემი ნახვა, მაგრამ შეიძლება გავიგო, ასე რატომ გინდა ჩემთან დაახლოება? — ეჭვით გახედა ნიამ. იყო რაღაც ამ ადამიანში, რაც აბნევდა.
— უბრალოდ, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ვიმეგობრებდით. ვფიქრობ, ეს შემთხვევით არ მოხდა. ჩვენ უკვე სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და...
— და რა? — წარბების აზიდვით კითხა.
— ის, რომ ერთმანეთი უკეთ გავეცნოთ. — გაუღიმა.
— მისმინე, მადლობელი ვარ, რომ იმ დღეს იმ არამზადებისგან მიხსენი, მაგრამ ამით დასრულდა ყველაფერი. ჩვენს შორის არანაირი ურთიერთობა არ იქნება ,არც მეგობრული და არც სხვა ტიპის. ახლა კი შენი ნებართვით წავალ. — უთხრა და სწრაფი ნაბიჯებით განაგრძო გზა.
ნია ავტობუსში ერთკაციან სავარძელზე იჯდა და ფანჯრიდან გზას გადაჰყურებდა. ამდენი ხნის შემდეგ ისევ უბრუნდებოდა თავის საყვარელ საქმეს, თუმცა შინაგანად რაღაც არ ასვენებდა. აფორიაქებული იყო, თითქოს რაღაც უნდა შეცვლილიყო მის ცხოვრებაში. გარდა ამისა, ეს არსაიდან გამოჩენილი ზურაც არ სიამოვნებდა.
— რატომ მგონია, რომ რაღაც რიგზე ვერ არის? ერთი შეხედვით თითქოს კარგი ჩანს, მაგრამ მისი ენერგეტიკა მამძიმებს. თითქოს ის თამაშობს კარგის როლს, მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არ არის. — ამდენი ფიქრისგან თავი ატკივდა.





*****


ლუკა ძლივს, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და მანქანაში ჩაჯდა. რაღაც პერიოდი ჩუმად იჯდა. დარტყმისგან თავი საშინლად სტკიოდა და ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. არ იცოდა, რა უფრო აწუხებდა: ის, რომ ნია მის მტერთან ერთად დაინახა – დიახ, ის, ვინც ასე აშლიდა მის ნერვებს – თუ ის, რომ საკუთარი გულის საცოდავი, მოღალატე რეაქცია ვერ დაემალა.
მის გონებაში უკვე ღრმად შეჭრილიყო ეს გოგო. რა შეიძლება ამას ვუწოდოთ? მესაკუთრეობა იყო, ის რომ სხვასთან ერთად დაინახა? მრისხანება, როდესაც მის მტერთან ერთად დაინახა,, როგორ მიაბიჯებდა ტროტუარზე ხალისიანად? ეჭვი კლავდა. ეს იყო მესაკუთრეობის და პარანოიის საშინელი ნაზავი. მისმა პრაგმატულმა და ცივმა გონებამ უკვე შეთხზა ამბავი, რომ ისინი მოკავშირეები იყვნენ, ფაქტებს ერთმანეთს უკავშირებდა და იქიდან გამოჰქონდა მცდარი დასკვნები.
მანქანის სალონში მძიმე სიჩუმე ჩამოწოლილიყო. მხოლოდ მისი მძიმე ოხვრის ხმა ისმოდა პერიოდულად. თვალები იმაზე უფრო სისხლიანი გაუხდა, ვიდრე ჰქონდა. საჭეს თითებით ისე ჩაჰფრენოდა, ცოტაც და მეტალს ამოგლეჯდა. და მაინც, ვერაფრით ამოეგდო თავიდან ეს კადრი, ვერ ივიწყებდა. თვალწინ უტრიალებდა და ჭკუიდან გადადიოდა.
— ჯანდაბაა... — წამოიძახა გამწარებულმა და თავადაც ვერ მიხვდა, რას შეაგინა: ნიას, იმ ბიჭს, თუ საკუთარ უძლურებას? დიახ, უძლურებას, რადგან მისი ფიზიკური სიძლიერის მიღმა, მისი შინაგანი სამყარო უძლური იყო ამ ახალი გრძნობის წინაშე.
ამ გრძნობას სახელი არ ჰქონდა. უბრალოდ ბჟუტავდა მის შიგნით, როგორც რკინა, რომელსაც ათბობ ცეცხლზე. ეს აღარ იყო მტრობა. ეს არც უბრალო გაღიზიანებაა. ეს იყო რაღაც უფრო საშიში — მისი სულის წვა, რასაც თვითონაც გაურბოდა მთელი ცხოვრება.
მგზავრობის ბოლოს ხელები უკანკალებდა, თვალები კი გათამასებულად წითელი ჰქონდა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, სუნთქვა შეანელა და თითქოს ოდნავ მოშორდა რეალობას საკუთარ ქაოსს. სახლთან გააჩერა მანქანა. ისე სწრაფად გადმოვიდა, თითქოს გაღებული კარი ნაკადივით გამოარტყა. მძიმედ ავიდა კიბეებზე, ოთახში შევარდა და მაშინვე ზურგით კარს მიეყრდნო. თითქოს ამ კედლის გარეშე წაიქცეოდა — იმდენად დანაწევრებული იყო შიგნიდან.
ოთახის შუაში გაჩერდა. თვალებში ერთმანეთში ერეოდა ბრაზი, მრისხანება, სევდა… და რაღაც ისეთი, რასაც სახელს ჯერ თვითონაც ვერ არქმევდა. პიჯაკი უხეშად გაიხადა და საწოლზე ისროლა. ხელებით სახე მოისრისა, თითქოს ამ გზით შეძლებდა რომელიმე ემოციის ამოშლას, მაგრამ პირიქით — ხმები კიდევ უფრო მკაფიოდ ამოიჭრა გონებაში.
— რა გჭირს, ლუკა? — ჩაესმა საკუთარი თავის მკაცრი ხმა. — შენ ხომ ყველაფერს აკონტროლებდი… ახლა კი ასე იშლები? — ჩაესმა მკაცრი, მაგრამ თან ირონიული ხმა.
მას მეორე ხმა დაუპირისპირდა — უფრო რბილი, მაგრამ ღრმა.
— იმიტომ, რომ გტკივა.
— რა? მე? სისულელა…
— გტკივა, როცა მას სხვასთან ხედავ. ამიტომ ვერ ისვენებ.
ლუკამ კბილები შეუმჩნევლად დააჭირა.
— არ მოატყუო შენი თავი, — ხმამ განაგრძო. — რაც დღეს ნახე… შეიძლება საერთოდ არ იყოს ის, რაც გგონია, მაგრამ ერთი რამ ნათელია: შენ მასზე ფიქრს ვეღარ წყვეტ.
მის გონებაში გაკრთა ნიას სახე — ისეთი სინათლით, რომელსაც ვერაფერს უხერხებდა, ვერ ებრძოდა. მაშინ იგრძნო, როგორ გაეჩხირა ყელში მობჯენილი ბურთი.
— ეს გოგო… რატომ ვერ ვივიწყებ მას?
გონებამ კვლავ უპასუხა:
— იმიტომ, რომ შენთვის სულ ერთი აღარ არის.— მტკიცედ უთხა.
ლუკამ თვალები დახუჭა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა. სიჩუმე ოთახში კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა და ამ სიჩუმეში პირველად ითქვა წინადადება, რომელსაც ლუკა ხმამაღლა ვერასდროს გაბედავდა: ის უკვე შენშია.


***
იმ დღის შემდეგ ორი კვირა გასულიყო. ლუკა ვერაფრით ივიწყებდა ნიას. ამ დროის მანძილზე მეტი აღარსად უნახავს. თითქოს ცხოვრებაც ჩვეულებრივ რიტმში ჩადგა, თუმცა მისი გონება ჯერ კიდევ ბობოქრობდა. ლუკა იმაზე ცივი და ჩაკეტილი გახდა, ვიდრე იყო. წარბებშეკრული დაიარებოდა და უმნიშვნელო რაღაცებიც კი აღიზიანებდა.
— ეს რა არის, მე ჩაი გთხოვე, ყავა მომიტანე-მეთქი! — დაიყვირა ნერვებმოშლილმა, რის გამოც სესილი შეაშინა.
— ლუკა, რა გჭირს? ბავშვი ზის და გთხოვ, ცოტა თავი შეიკავე, შეხედე, შეაშინე! — წამოიძახა თამთამ და ბავშვი გულში ჩაიკრა.
— არ ვიცი, რა დამემართა, უბრალოდ არ ვარ გუნებაზე.
— როდესმე ყოფილხარ კარგ განწყობაზე? ყოველთვის მჟავე სახით დაიარები, ახლა კი საერთოდ ზომბს დაემსგავსე! — უსაყვედურა ბებიამ. — როდემდე აპირებ ასე უგრძნობი და გულცივი იყო?
— ბებია, გთხოვთ, არ გინდათ, ხომ იცით, არა, რატომაც არის ის ასეთი? — ჩამწყდარი ხმით უთხრა თამთამ.
— ბებო, მიდი შენ ოთახში ადი, კარგი. — ღიმილით მიუბრუნდა ბებია შვილიშვილს. ბავშვმაც დაუჯერა და ოთახში ავიდა. შემდეგ ისევ განაგრძო: — არა, თამთა, ნუ იცავ! შენ ყოველთვის მას ამართლებ და მხარს უჭერ, მაგრამ ის პატარა აღარ არის! მითხარი, რამდენი წლის ხარ? — ლუკას მიუბრუნდა. — სადაცაა, 30-ის უნდა გახდე, შენ კიდევ როგორ იქცევი? არ ცდილობ ცხოვრების ახლიდან დაწყებას? არ გინდა, რომ წარსული გაუშვა? — მკაცრად უთხრა, მაგრამ თან დარდით სავსე, ბებიამ კარგად იცოდა,თუ რატომ იყო ასეთი, ლუკა სწორედ ამიტომ გული ტკიიოდა, რომ მისი შვილიშვილი თავს იტანჯავდა და არ ცდილობდა წარსულის დავიწყებას.

— ბებია, არ მინდა ამაზე საუბარი… — გაღიზანდა ლუკა.
— მომისმინე, შვილო, როდემდე აპირებ წარსულით ცხოვრებას? ვერ ხვდები, რომ ამით თავს იტანჯავ? რატომ არ გინდა დაივიწყო ის, რაც შენს დას და დედას შეემთხვა. არცერთი ჩვენგანისთვის არ იყო იოლი გადასატანი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. შენ კი საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტე და არ ცდილობ მათ გაშვებას!
— არც არასდროს გავუშვებ! — წამოიძახა ლუკამ და წამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზოდა, მის თვალებში მაინც გამოიკვეთა ის აუტანელი, ტკივილი, რომელიც უკვე წლებია ტანჯავს, მაგრამ თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა და ყველა ადამიანური გრძნობები დაახშო საკუთარ თავში.
— ღმერთო, შენ გადმომხედე! — ამოიხრა ბებიამ. — კარგი, მაშინ თუ არ გინდა, რომ აღარაფერი გითხრათ, შენს დას უნდა, რომ ერთ ღონისძიებაზე წავიდეთ და შენც იქ უნდა იყო! — სერიოზული ხმით უთხრა.
ლუკამ ამოიხრა, ძალიან არ უნდოდა ახლა ღონისძიებაზე წასვლა, მაგრამ დას უარი ვერ უთხრა.
— კარგი, როდის არის ეგ ღონისძიება?
— პირველისკენ. — მკრთლად გაუღიმა თამთამ.
— კარგი, პატარა საქმე მაქვს და რომ მოვალ, წავიდეთ. — უთხრა და სახლიდან გავიდა.
ისედაც ხომ დაკარგული ჰქონდა მოსვენება და ახლა ეს ღონისძიება, რატომღაც სულს უფორიაქებდა,.


***
ქალაქიდან, რომ გავიდა და ნაცნობ ადგილს მიუახლოვდა, სუნთქვა დაუმძიმდა. მანქანიდან გადავიდა, შემდეგ კი ტაძრის ეზოში შევიდა. შესასვლელთან იდგა და თვალწინ თითქოს ნიას სიტყვები ეხოსავით ჩაესმოდა.


— ბატონო, მოხვედით? — მასთან არქიტექტორი მივიდა.
— რა ხდება? რა პრობლემაა, ასეთი რასაც ვერ აგვარებთ?

— საქმე ის არის, რომ ვშიშობ, ტაძრის რესტავრაცია არ გამოვა. ნაგებობა საკმაოდ ძველია და მისი კედლები უკვე ჩამონგრევის პირას არის. — დანანებით უთხრა არქიტექტორმა.
— ანუ ძველ იერს ვერ შევინარჩუნებთ? — კოპებ შეკრულმა უთხრა ლუკამ.
— ვწუხვარ, მაგრამ ეს შეუძლებელია...
— კარგი, მარტო დამტოვე, მოვიფიქრებ და გეტყვი, რაც უნდა ვქნათ. დღეისთვის თავისუფალი ხარ. — დაუყვავა და ნანგრევებთან ახლოს მივიდა.
დანგრეულ კედლიდან ისევ მოჩანდა მაცხოვრის ხატი, რომელიც უცვლელი, მშვიდი მზერით უცქერდა, მაგრამ მეორე მხრივ თითქოს მკაცრად უყურებდა,ლუკა მას თვალს ვერ უსწორებდა, თითქოს განსჯის ეშინოდაო.

— რა გავაკეთო, მითხარი? მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ტაძარი არ დანგრეულიყო! მისი აღდგენაც კი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოდის! ხომ ამბობენ, რომ შენ არსებობ? მაშინ რატომ დაუშვი, რომ ასე მომხდარიყო?! გამეცი პასუხი! — თითქოს სასოწარკვეთილმა წამოიძახა.
ამ დროს მოულოდნელად მაცხოვრის ხატს მზის სხივი დაეცა და განათდა. შემდეგ კი მზის სხივი ლუკას შეეხო. ეს იყო წამიერი, ირაციონალური მოვლენა. ლუკა მდუმარედ იდგა და ცდილობდა, სწორი გადაწყვეტილება მიეღო.
— რატომ მიყურებ ასე? ხო, ვიცი, ვიცი, მე შენი არ მჯერა, მაგრამ არც ისეთი სასტიკი ადამიანი ვარ, რომ ტაძარი დავანგრიო. უფროსწორად, აზრი ერთმა ადამიანმა შემაცვლევინა. შენგამო, ყველაფერზეა წამსვლელი. — ლაპარაკობდა თავისთვის. — რას ვაკეთებ? მემგონი, ჭკუიდან ვიშლები. — წამოიძახა ბოლოს, როდესაც მიხვდა, რომ თავისთვის საუბრობდა.


***
დარბაზში ხალხი ნელ-ნელა ივსებოდა, ჰაერი მოლოდინითა და მუხტით იყო გაჟღენთილი. ლუკა თავის ოჯახთან ერთად პირველ რიგებში იჯდა. გელოვანი, როგორც ყოველთვის, უხასიათოდ, ქვისგან გამოკვეთილი სახით იყურებოდა წინ. მასში ყველაფერი დუმდა, გარდა იმ აფორიაქებული ეჭვიანობისა და ბრაზისა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა მას შემდეგ, რაც ეს გოგო ქუჩაში თავის მტერთან ერთად დაინახა.
— ახლა კი, დრო დადგა, სცენაზე მოვიხმოთ ჩვენი ბოლო ანსამბლი, „ანგელოზის ფრთა“. ამ ანსამბლის სოლისტი, ნია ჭინჭარაული, შეასრულებს მთიულურს! — გაისმა წამყვანის ხმა.
ლუკა ნაცნობი სახელის გაგონებისას ერთიანად დაიძაბა, თითქოს სკამზე მიაჯაჭვესო. დარბაზი მთლიანად ჩაბნელდა. გაისმა ფანდურის პირველი, მჭრელი აკორდები და დოლის მძიმე, რიტმული დარტყმები. სცენაზე უკვე იდგნენ მოცეკვავე ბიჭები — შავჩოხიანები, მკაცრი მზერითა და ვაჟკაცური პოზით. ისინი ერთგვარ მძლავრ, მამაკაცურ წრეს ქმნიდნენ, რომელიც მთების ურყევ კლდეებს ჰგავდა.
და აი, გაისმა მომღერლის ხმა: „მზესავით ანათებ დუშეთის მთებიდან...“
ნიას შემოსვლა ერთი იყო. ის სცენაზე კი არ გამოვიდა, არამედ ამ მამაკაცურ წრეში შემოიჭრა, როგორც მზის პირველი სხივი წყვდიადში. წელში ამაყად გამართული, მომღიმარი, მაგრამ ამავე დროს მკაცრი მზერით ჩადგა ბიჭების შუაგულში. ნიას ხევსური ქალის ცეცხლოვანი წითელი სამოსი ეცვა, რომელიც პროჟექტორების შუქზე ძვირფასი ქვისფერად ბზინავდა. ვერცხლისფერი სარტყელი მის წვრილ წელს უსვამდა ხაზს, კაბის კალთები კი ყოველ მოძრაობაზე ალსავით იშლებოდა.
ლუკა თვალს ვერ აცილებდა მის ნაბიჯებს — ნია იმდენად მსუბუქად და სწრაფად გადაადგილდებოდა ბიჭებს შორის, თითქოს მიწას არც კი ეხებოდა. ის მთის ქალივით სიამაყით ცეკვავდა მათ წინ, ბიჭები კი მის გარშემო ტრიალებდნენ, თითქოს ამაყ რაინდებს თავიანთი დედოფალი მოექციათ ცენტრში. ისინი ნიას წინაშე კრძალვით ხრიდნენ ქედს და მის ყოველ ნარნარს თავიანთი ვაჟკაცური შეძახილებითა და მკვეთრი ილეთებით პასუხობდნენ.
ეს არ იყო უბრალოდ ცეკვა. ნიას მოძრაობებში იკითხებოდა უზარმაზარი სულიერი ენერგია, იქ იყო მთების სიამაყე, უსაზღვრო თავისუფლება და ისეთი დაუმორჩილებლობა, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გატეხდა. როცა ის ხელებს შლიდა, თეთრ არწივს ჰგავდა, რომელიც კლდეებს შორის დანავარდობს. მისი მზერა მაყურებლის მიღმა იყურებოდა, სადღაც შორს, იქ, სადაც ლუკასნაირ ცივ და პრაგმატულ ადამიანებს შეღწევა არ შეეძლოთ.
ლუკა შოკირებული უყურებდა. გრძნობდა, როგორ შეეკრა სუნთქვა და გული ამოვარდნაზე ჰქონდა. როგორ შეიძლებოდა ეს გოგო, რომელიც აქამდე მხოლოდ მის გაღიზიანებას იწვევდა, ასეთი ყოფილიყო? ახლა სცენაზე ნამდვილ დედოფლად ქცეულიყო, რომელიც მთელ დარბაზს მართავდა. მისი ყოველი დატრიალება ლუკასთვის დარტყმასავით იყო — ის ხვდებოდა, რომ ამ სინათლეს, ამ სტიქიას, რომელიც ასე ბუნებრივად ბატონობდა ამდენ მამაკაცს შორის, ვერასდროს დაიმორჩილებდა.
მუსიკა კულმინაციას მიუახლოვდა. დოლის რიტმი გაგიჟდა. ნია ისეთი სისწრაფით ატრიალდა ბიჭების წრეში, რომ მისი წითელი კაბა ცეცხლის ალს დაემსგავსა. ლუკას თვალწინ ყველაფერი აირია — მასში არამარტო ფიზიკური სილამაზე დაინახა, არამედ მისი შინაგანი სამყაროს სიმხურვალე შეიგრძნო, რომელმაც მისი ცივი ლოგიკა ერთიანად გადაწვა.
ბოლო, მკვეთრი მოძრაობა — და ნიამ ცეკვა დაასრულა. ის სცენის ცენტრში გაქვავდა, ამაყად აწეული თავით, მკერდი სწრაფად აუდიოდა. ბიჭები მის გარშემო მუხლზე დაეცნენ, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მისი უპირატესობა. დარბაზი წამით გაირინდა, შემდეგ კი მქუხარე ტაშითა და შეძახილებით აივსო.
— მემგონი, რთული მისახვედრი არ არის, რომ გაიმარჯვა გუნდმა „ანგელოზის ფრთა“, გთხოვთ, სცენაზე გამობრძანდეთ, ქალბატონო ნია!
ნია კვლავ გამოჩნდა შუქზე. მისი სახე ოდნავ შეფაკლულიყო, თვალებში კი კვლავ ის დაუმორჩილებელი ნაპერწკლები უელავდა.
— პირველ რიგში, მადლობას გიხდით ამ ღონისძიებაზე მოწვევისთვის. უღრმესი მადლობა ჯილდოსთვის... — დაიწყო მან და მისი ხმა დარბაზში სუფთა წყაროსავით გაისმა. — მაგრამ რაც შეეხება ფულად პრიზს, მე მასზე უარს ვამბობ. მე არ ვიღებ ფულს იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. კონკურსზე სრულიად უანგაროდ ვიცეკვე, რადგან ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებ. ფული ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. მირჩევნია, ამ ფულით ობოლ ბავშვებს დავეხმარო, რადგან მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე მე.
დარბაზში აღფრთოვანებული ჩურჩული ატყდა. გელოვანი კი ადგილზე გაყინულიყო. ნიას ყოველი სიტყვა მის გულზე მძიმე ლოდივით ეცემოდა. ის ხვდებოდა, რომ ეს გოგო იმაზე ბევრად მაღლა იდგა, ვიდრე თვითონ წარმოედგინა. ნიას დიდსულოვნებამ მასზე შამანური გავლენა მოახდინა — მან პირველად იგრძნო საკუთარი „სიძლიერის“ სიმცირე ამ უბრალო, მაგრამ ამაყი გოგოს წინაშე.

……

ადგილზე რომ ვეღარ მოისვენა, უბრალოდ ადგა და გავიდა კულისებში ისე ამოყო თავი, თავადაც ვერ გაიაზრა. ნიას ოთახი მოძებნა და კარზე დააკაკუნა.
— შემოდით, — თავისუფლად უპასუხა ნიამ.
— იცი, ანა, დღეს ის ადამიანი შევამჩნიე მაყურებლის რიგში, რომელსაც ასე ვერ ვიტან, ნეტავ აქ რა უნდა? — ამბობდა ნია და თან თავიდან იძრობდა მიმაგრებულ ნაწნავებს. — რატომ არაფერს ამბობ...
შემობრუნდა და ადგილზე გაქვავდა, როდესაც გელოვანი დაინახა, რომელიც კარებს მიყრდნობოდა და ეშმაკურად უელავდა თვალები.
— რატომ გაჩუმდი, განაგრძე... — უთხრა და მიუახლოვდა.
— აქ რას აკეთებთ?! — წამოიძახა.
— შენი პირისპირ ნახვა მინდოდა... — ჩახლეჩილი ხმით უთხრა და უფრო ახლოს მივიდა ისე ახლოს, რომ მისი ცხელი ჰაერი სახეზე ხვდებოდა.
— რაა? ჩემი ნახვა რატომ გინდოდათ? მე თქვენი დანახვაც კი არ მინდა, — მკვახედ უთხრა და ხელი კრა, თუმცა გელოვანმა ხელი ჩაავლო და ახლოს მიიზიდა.
— რას აკეთებთ? გაგიჟდით? ახლავე გამიშვით! — წამოიძახა ნიამ.
— მინდა, გითხრა, რომ ძალიან მაგარი მსახიობი ხარ.
— რა თქვით?
— ხო, თავი მოგაქვს, ვითომ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცნობ შენნაირებს, — უთხრა და ხელი შეუშვა.
— იცით, რა, ყველაზე ნაკლებად მადარდებს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე, განსაკუთრებით კი თქვენ. რაც გინდათ, ის იფიქრეთ ჩემზე. ღმერთმა იცის, მე როგორი ადამიანი ვარ და ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა. თქვენნაირი ადამიანებისგან კარგს არაფერს მოველი, რადგან თქვენ არ იცით, რა არის სიკეთე, მხოლოდ ცუდს ხედავთ. ახლა კი, გადით ჩემი ოთახიდან! — მშვიდი იყო, მაგრამ ამავდროულად მის ხმაში ბრაზიც იგრძნობოდა. ნიას მშვიდმა და მტკიცე ხმამ ლუკა ადგილზე დაადუმა, თითქოს სათქმელი გამოელიაო. გამწარებულმა დასცხო ხელი კედელს და წავიდა.
ჭკუიდან გაჰყავდა ნიას სიმშვიდეს. მისი მშვიდი სიტყვები, ისარივით ხვდებოდა გულზე.


**
— წავიდეთ აქედან, — წამოიძახა და გასასვლელისკენ წავიდა.
— წავიდეთ, ლუკა, მაგრამ რა მოხდა, ან სად იყავი? — კითხა თამთამ ინტერესით.
— არაფერი, რა უნდა მომხდარიყო, — უხასიათოდ წარმოთქვა და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ გაიგო, როგორ ახსენეს თამთამ და ბებიამ ნია.
— შვილო, ნახე, ეს ის მოცეკვავე გოგო არ არის? — კითხა ბებიამ.
— კი, ეგ არის. დაიცა, დავუძახებ, — ლუკა შოკირებული უყურებდა მათ, ვერ იჯერებდა, რომ მათ ნიას დაუძახეს.
— ნია, ერთი წუთით შეგიძლიათ მოხვიდეთ! — დაუძახა თამთამ და ნიაც ღიმილით გაემართა მათკენ.
— დიახ, გისმენთ? — კითხა მათ.
— უბრალოდ, თქვენი ახლოს გაცნობა გვინდოდა და გვინდოდა გვეთქვა, რომ თქვენი გამოსვლა შესანიშნავი იყო.
— დიდი მადლობა, შექებისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ასე შემაქოთ.
— ბებია, ხედავ, როგორი უბრალო და თავმდაბალი ყოფილა, — გაეცინა თამთას.
— მე თამთა, გელოვანი ვარ, ეს კი ბებიაჩემია.— მიუგო თამთამ.
— სასიამოვნოა. (ღმერთო, გელოვანიო, მომესმა, თუ მართლა გელოვანია გვარად?) — გაიფიქრა ნიამ თავისთვის, მოშორებით შენიშნა კიდეც გელოვანი, რომელიც წარბებშეკრული იდგა.
— დედა, მე ეს დეიდა ადრეც ვნახე, — უეცრად წამოიძახა სესილიმ.
— მართლა, სად? — ინტერესით კითხა თამთამ.
— ერთხელ ბიძიამ სასეირნოდ წამიყვანა და დეიდაც იქ იყო, ბიძია მას დაელაპარაკა კიდეც, — ამ სიტყვებმა კი საბოლოოდ დაადასტურა ნიას ეჭვები.
— მართლა, ნია, ჩემს ძმას იცნობთ? — გაოცება ვერ დამალა თამთამ.
— ვიცნობთ-თქო ვერ ვიტყვი, უბრალოდ, რამდენჯერმე ჩვენი გზები გადაიკვეთა, სულ ეს არის, — ცინიზმით თქვა ნიამ და ლუკას თვალი თვალში გაუყარა.
— დაო, თუ მორჩით საუბარს, წავიდეთ, ბევრი საქმე მაქვს, — მათთან ლუკა,მივიდა
— კარგი, ჩემი წასვლის დროა, — დაემშვიდობა ნია და წავიდა.

….

მთელი გზა ხმა არ ამოუღია და საჭეს კოპებ შეყრილი ატარებდა. სახლშიც უგუნებოდ იყო და გონებიდან ვერ იგდებდა ნიას უმანკო სახეს,როგორ შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო? ვერაფრით ვერ იჯერებდა, არადა, ყველას ისე შეაყვარა თავი.
— იქნებ ის მართლაც არაფერ შუაშია და მე გავიგე არასწორად, მაგრამ ისინი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ჯანდაბა, მალე ჭკუიდან გადავალ! — წამოიძახა.
თავადაც არ იცოდა, თუ რატომ მოქმედებდა მასზე ეს გოგო. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ის შეკრული იყო მის მტერთან, რადგან ნიას რწმენისადმი სიყვარულმა და სიმტკიცემ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა.
სახლში ვეღარ გაჩერდა და გარეთ გავიდა. მანქანაში იჯდა და საჭეს დაძაბული მართავდა. ვერაფრით ვერ გაეგო, რატომ ხდებოდა ეს მის თავს. თითქოს ყველაფერი ხელიდან ეცლებოდა და კონტროლს კარგავდა. რამდენადაც ძლიერი არ უნდა ყოფილიყო, ნიას გვერდით უბრალოდ ძალას კარგავდა, მისი სიტყვები და ქმედებები მასზე ძლიერ მოქმედებდა. გარეთ უკვე დაბნელებულიყო. უკაცრიელ ადგილას გააჩერა მანქანა. სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაპასების მოწევა დაიწყო.
თვალები დახუჭა და შეეცადა არეული აზრები დაელაგებინა.
— ლუკაა! — მოულოდნელად გაისმა ნაცნობი ხმა. თვალები სწრაფად გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა, თუმცა ვერავინ შენიშნა.
— მემგონი, ჭკუიდან ვიშლები, — წამოიძახა და ისევ გაისმა გოგოს ხმა.
— ლუკა! — ამჯერად უფრო ახლოდან ისმოდა ხმა. უკან მიიხედა და დაინახა სიბნელეში, როგორ გამოჩნდა ნიას გამოსახულება და სიბნელეში აირეკლა სინათლე.
— არა, ეს მართალი არ არის, ის აქ არ არის, — წამოიძახა და ხელი აიქნია.
— ნუ ცდილობ თავის არიდებას, შენც კარგად იცი, რომ არ გამოგივა, — მშვიდი ხმით უთხრა. ლუკამ ნელა მოიხედა უკან. მის წინ ნიას გამოსახულება იდგა, მშვიდი და მომღიმარი სახით. მთვარის შუქი სახეზე ეცემოდა და უნათებდა, ქარი კი თმებს ურხევდა.
— აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
— მე ყოველთვის შენთან ვარ, ყოველთვის.
— წადი, თავი დამანებე, — დაუყვირა.
— ძალიანაც, რომ მინდოდეს, ვერ წავალ, რადგან მე ყოველთვის შენს გონებაში ვარ და ახლაც ჩემზე ფიქრობ, ხომ ასეა?
— რა სისულელეა.
— შენ ჩემზე ფიქრობ, ლუკა, გინდა ეს თუ არა, მე ყოველთვის შენს გონებაში ვარ და ამას ვერ უარყოფ, — მიუახლობდა და თვალებში ჩახედა.
— ზღაპრებს ნუ ყვები.
— ვიცი, რომ ჩემზე ფიქრობ, შენი გონება ახლა არეულია. გგონია, რომ თვალთმაქცი ვარ... მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო. რამდენიც უნდა ეცადო, ვერაფერს იპოვი. იცი, რატომ? იმიტომ, რომ რაც შენ გგონია, ეს სიმართლე არ არის, ჩემში ბნელს ვერ იპოვი და ეს შენც კარგად იცი.
— ნუ ცდილობ ჩემს გაგიჟებას! შენ გრძნეულივით შემოიჭერი ჩემს გონებაში და თავს არ მანებებ. ხო, მე გამუდმებით შენზე ვფიქრობ! რატომ არ გინდა თავი დამანებო?!
— იცი, რატომ? მე შენთვის სარკე ვარ, რომელიც შენს გონებაში ირეკლება და არა მარტო გონებაში. ეს შენ ღრმად გეხება, შენს სულს ეხება, რომელიც ბნელში აცხოვრე. ახლა კი, როდესაც სინათლე შეეხო, იღვიძებს და ფორიაქობს. მას გამოსვლა უნდა სიბნელიდან, მაგრამ შენ არ აძლევ მას ამის საშუალებას.
— რას ამბობ? — კითხა დაბნეულმა.
— გულს მოუსმინე, — უთხრა და გულზე დაადო საჩვენებელი თითი.
— შეენ! — წამოიძახა. ის იყო, უნდა შეხებოდა, რომ მოჩვენება გაქრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent