შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი ოცნება (თავი 12) დასასრული


გუშინ, 12:43
ავტორი Tak.oo
ნანახია 158

საღამოს მირეკავს…
_ გისმენ.
_ ნუკი,დღეს ღამით მივდივარ…
პაუზას აკეთებს.ვგრძნობ უჭირს სათქმელი…
_ ჰო…_ არ ვიცი სხვას ვერაფერს ვეუბნები.
_ იქნებ… თუ დრო გაქვს… იქნებ გაგვესეირნა…
ვფიქრობ.
ბოლოს მაინც ცოტა თავს ვაძალებ ვთქვა ის რაც ცოტა მსურს გულის სიღრმეში…
_ კარგი.
ვერ ვხედავ მაგრამ მის ღიმილს ვგრძნობ…
_ გამოგივლი.

ღრუბლიანი საღამოა.
ალბათ იწვიმებს.
მირეკავს და დაბლა ჩავდივარ,ქუჩას მივუყვებით,ჩუმად…
არცერთი არ ვჩქარობთ საუბრის დაწყებას.
არ არის უხერხული სიჩუმე.
_ მგონია რომ ლონდონი შენი ქვეყანა არ არის._ ეღიმება.
_ ჰო,არც არის…
_ როგორ უძლებ დაუსრულებელ წვიმებს?
მეღიმება “ თურმე რა იგულისხმა”...
_ ისეთებს გავუძელი,წვიმა რა მოსატანია…
ეღიმება,თუმცა არაფერს ამბობს.ოდნავ ნიავი იძვრის,თმას მიწეწავს.
ისევ ჩუმად მივუყვებით ქუჩას.
_ ნუკი,იმიტომ არ მოვედი რამე შეგაცვლევინო…
ის რაც მოხდა…სულ ჩვენთან იქნება…მაგრამ თუ ოდესმე შეძელი პატიება,მე დაგელოდები…
არაფერს არ ვამბობ.
მივუყვებით ჩუმად ქუჩას.
ნელ- ნელა ცაზე შავი ღრუბლების ჯარი იყრის თავს.
_ იწვიმებს._ ვამბობ მე.
_ დავბრუნდეთ.
ვტრიალდებით ჩემი სახლისკენ.
ისევ სიჩუმეა ჩვენს შორის…
მალე წვიმის წვეთი მეცემა სახეზე…
ერთი…მეორე …
მაღლა იყურება.
_ აი დაიწყო…
_ დროულად…
სახლთან რამდენიმე მეტრში ვართ.
ჩერდება.მეც ვჩერდები.
ჩემსკენ ბრუნდება.თმას მიწევს შუბლიდან.
ფრთხილად,ძალიან ნაზად მეხება შუბლზე ტუჩებით.
_ ჩემი წასვლის დროა.
_ კარგი.
_ ნახვამდის.
ტრიალდება და მიდის.
არ ვაჩერებ,არც ვეძახი…
ვუყურებ მიმავალს და რას ვგრძნობ მეც არ ვიცი…

***
რა უნდოდა ნიტას?
რატომ გაგვწირა ასე?
რატომ ჩადის ადამიანი სიბოროტეს პატივმოყვარეობის გამო?!
ვფიქრობ და ვხვდები,ბექაც მსხვერპლია…
რიასთან და ჯესისთან ფაქტობრივად
ვწყვეტ ურთიერთობას.
ბარში აღარ დავდივარ…
ერთხელ ქუჩაში საბა მხვდება.ერთმანეთს ვესალმებით.თბილად მიღიმის…ვფიქრობ არაფერი ვუთხრა,მაგრამ ბოლო წამს ვჩერდები,უკან ვტრიალდები და ვეძახი:
_ საბა…
ტრიალდება.ორივე ვფარავთ იმ მანძილს,ერთმანეთის პირისპირ ვდგებით.
_ მადლობა._ ვუღიმი.
მაშინვე ხვდება…მიღიმის თვითონაც.
_ კარგი ადამიანი ხარ._ ვამატებ.
მხრებს იჩეჩს და ნასიამოვნები მიყურებს.
_ წარმატებები,თუ რამე გაგიჭირდეს,იცი სადაც მომძებნო.
თავს ვუქნევ უხმოდ და ვტრიალდები.გზას ვაგრძელებ.

ერთი წელი გადის რაც ლონდონში ვარ.კონტრაქტს ვადა ეწურება.გაგრძელებას მთავაზობენ,ვთანხმდები.
თუმცა სანამ გავაგრძელებთ საქართველოში ვბრუნდები 1 თვით.
თაკოს და ლაშას ქორწილისთვის.
დედა და მამა მხვდებიან აეროპორტში.მათთან მივდივარ სახლში.ჩემს ოთახში შევდივარ,სადაც ყველაფერი ისევ ისეა როგორც ჩემს წასვლამდე…
თუმცა აღარ არის ის კედელი…გულში რაღაც მწყდება.
შუადღის მერე გოგოებს ვნახულობ.
_ ვაიმეე,რა სხვანაირი ხარ._ მეხუტება ნიაკო.
_ მეც მიმიშვი._ ბუზღუნებს თაკო.
_ როგორ მომენატრეთ.
_ რა ლამაზი ხარ ნუკს…
_ კაი ახლა … _ ვუცინი ნიაკოს.
თაკოს ტელეფონი რეკავს.
_ ხო, ლაშიკო…მეჯვარეებთან ერთად ვარ… ვინ არ იცი?! რა თქმა უნდა…. სად გამოხვალ,დაგვაცადე დაქალებს… კაი ხოო…მოდი.
ტელეფონს თიშავს.
_ რომ გაიგო ჩამოხვედი,გადაირია მეც მინდა ნუკის ნახვაო,მოვა._ თვალებს ატრიალებს თაკო.
_ მოიცა,მოიცა…ეგ კი არა,ის მითხარი რა მეჯვარეებიო?
_ ხო,შენ და ნიაკო…
_ ხომ არ გადაირიე გოგო,ჩემი მეჯვარეები იყავით და ახლა მე უნდა ვიყო შენი?
_ თვალებს ვაფახულებ.
_ რა მოხდა მერე რაა…მინდა და ვსო.
_ ანუ წრეზე ვტრიალებთ?_ ვიცინი.
_ კიი… მე და ვაკოც რომ დავქორწინდებით თქვენ იქნებით…
_ ვააუ,აი ეს მესმის… _ ვიცინი.
ცოტახანში ლაშა მოდის.მეხუტება და ზუსტად ვგრძნობ მის სითბოს და სიყვარულს.
_ კარგად გამოიყურები.
_ ჰო,ვეცადე თქვენი ქორწილისთვის…
_ გამოგდის._ მიღიმის და მიხუტებს._ კარგად ხარ?_ ისე მეკითხება,თითქოს მხოლოდ ჩვენს შორის.
თავს ვუქნევ.
_ კი.
_ მიხარია._ თავს მკერდზე ვადებ.
_ ვიცი… მადლობა.

_ მოგენატრებოდა ქართული სამზარეულო?_ ხელებს ერთმანეთზე უსმევს ლაშა.
_ ცოტა კი,ხომ იცი მე უფრო ჯანსაღ კვებას ვაწვები,თუმცა ლობიანი და ხინკალი მომენატრა.
_ ხოდა,ახალი ქართული რეატორანი გაიხსნა მცხეთაში,უგემრიელესი კერძები აქვთ,უარს არ მივიღებ…
_ შენ გელოდებოდა სხვათაშორის._ მხარს უბამს თაკო._ კი არ მივყავდი.
_ კაი,ხოო..მაგაზე გაწყენინებთ?
_ ნიკულ,_ ნიას მიმართავს ლაშა._ ვაკოს დაურეკე და გავეშვით…

რესტორანი მცხეთაში მტკვრის სანაპიროზეა,სასიამოვნოდ ისმის მდინარის ხმა აივანიდან.
გარშემო უამრავი ტურისტია.გაზაფხულის თბილი ამინდია,ტერასაზე იღებს მაგიდას ლაშა.
სუფრაზე მხიარული ატმოსფეროა.
_ ერთი კვირაც და ოფიციალურად გათხოვილი ქალი ვიქნები._ აცხადებს თაკო.
_ ჯერ კიდევ დრო გაქვს დაო,რომ გადაიფიქრო._ ეხუმრება ნია და ლაშას რეაქციას ამოწმებს.
_ ვაკო ძმაო,დააბრუნე ის ბეჭედი,არ არის ეს ღირსი.
ნია თვალებს ავიწროებს და ენას უყოფს.
მე ბუდე საქანელაში ვზივარ და მტკვარს გადავყურებ.
_ ლონდონი მოგიხდა ხომ?_ მეკითხება ვაკო.
_ ხომ იცი რა მოხდენილი ვიყავი,მოვიხდინე ეგეც.
_ ეჭვი არ მეპარებოდა._ ვაკო თმაზე ხელს მისმევს.
ლაშას ტელეფონზე ურეკავენ.ეკრანს დახედა და ჩაეღიმა.
რამდენიმე მეტრით გვშორდება,მაგრამ მისი ხმა ისევ აღწევს.
_ სად ხარ?_ ისმის მისი ხმა. _მცხეთაში ვართ… ხო, მტკვართან, ზემოთ ტერასა.
პაუზა.
_ მოდი, მოდი… _ ღიმილით ამატებს. _კი, აქ ვარ.
გული რატომღაც უცნაურად მიჩქარდება.
_ ვინ იყო ლაშ?_ ეკითხება თაკო.
_ ბექა.
_ მოდის?
_ ჰო…_ მე მიყურებს და თვალს მიკრავს.
გული უცნაურად ამიფორიაქდა.
“ ოხ,ლაშა,შე გაიძვერავ…”
ვეღარ ვმშვიდდები,მოლოდინის რეჟიმი ჩამერთო.
შეკვეთას ბექა ასწრებს მოსვლას.
როგორც ჩანს ჩემს ნახვას არ ელოდა.
სახეზე გაკვირვება აწერია,თუმცა თვალები უნათდება.
ყველას კოცნის.
ყველას თვალები ჩვენსკენ არის მომართული.
მიახლოვდება,მსუბუქად ვუღიმი.მკოცნის
მისი შეხება გულს მიმღვრევს.
_ როგორ ხარ?
_ კარგად.შენ?
_ მეც._ მიღიმის._ როდის დაბრუნდი?
_ დღეს.
_ მიხარია შენი ნახვა…
ვუღიმი.ლაშა ბედნიერი თვალებით შემოგვციცინებს.ვუყურებ და თავს ვაქნევ.ვანიშნებ რომ მივუხვდი.
_ არა,ძმაო რას ელოდები ამ ქორწინებიდან სერიოზულად გაგვიმხილე?_ ამბობს ვაკო.
_ ჰარმონიას._ ამბობს ლაშა და ცხელ ხინკალს დასწვდა.
ნია ხმამაღლა კისკისებს
_ სიმშვიდე და ჰარმონია თაკოსთან?_ ნია თავს აქნევს და იცინის._ გაიგე ნუკს რა სდომებია ბიჭს?
_ ოცნებები უფასოა,დაე მიუშვი._ ავყევი ნიას და ვიცინით.
_ ესენიც თუ დაქალები არიან?! გამწირეს უცებ…
_ არა,ძვირფასო,უბრალოდ თვალსაჩინო ტყუილს ვერ კადრულობენ._ იცინის ლაშა და კეფაში პატარა დარტყმასაც იმ წამსვე გრძნობს.
_ მოგხედავ ერთ კვირაში შენ.
ყველა იცინის.
ცოტახნით ვდგები,ტერასაზე და მტკვარს გადავყურებ. ვგრძნობ,რომ მიახლოვდება.ის არის…
_ გამიხარდა,რომ დაგინახე…_ ამბობს და მოაჯირს ეყრდნობა. სიგარეტს უკიდებს.
_ როგორ მიდის შენი საქმეები?
_ ნორმალურად.
_ რამდენი ხნით დაბრუნდი?
_ ერთი თვე.
_ კარგია…
პაუზას აკეთებს.
_ ექიმთან დადიხარ?
_ კი.
_ ყველაფერი კონტროლშია?
_ მაქსიმალურად.
_ ხომ იცი თუ რამე დაგჭირდეს…
_ არ დამჭირდება…
თავი დამიქნია. არ მეწინააღმდეგება.
_ ვიცი,უბრალოდ მაინც…
არაფერს ვეუბნები.ღრმა ჩასუნთქვას ვაკეთებ და მაგიდასთან ვბრუნდები.

***
ქორწილის დღეს დილიდან თაკოსთან ვართ.კაბა,მაკიაჟი,თმა…აქეთ თაკო ღელავს…ხან მაკიაჟს იწუნებს,ხან თმას,ხან კაბაზე წუწუნებს…
_ ვაიმე,ამას რა დაემართა? ერთი წლის უკან ასეთი არ დამიტოვია._ ვამბობ მე.
_ უარესი იყო,კიდე გავალაითე,_ მასხრობს ნია.
_ მოგხვდებათ ორივეს.

მთელი დღის მანძილზე ბექას მზერას ვგრძნობ,მაგრამ თავს შორს ვიჭერთ ერთმანეთისგან.
საღამოს როცა უკვე ქორწილი პიკშია.
ყველა ცეკვავს.თაკო შუაშია,ნია და ვაკო მის გვერდით,ხალხი ირევა.
ღიმილიანი სახით ვუყურებ მათ და ჭიქაზე თითებით ვთამაშობ.
_ ეს რა სერიოზული სახეა? _ ლაშა მოულოდნელად ჩემ გვერდით ჩნდება.
_ მეჯვარე ვარ, _ ვპასუხობ მშვიდად. _ სტატუსი მაკისრებს.
_ მეჯვარე ხარ და ზიხარ? _თვალებს აფართოებს. _ ეს სირცხვილია,წამოდი ვიცეკვოთ.
_ მე ვაკონტროლებ პროცესს, არ მინდა ცეკვა._ ვეუბნები ღიმილით.
_ არ მინდა შენი კონტროლი.მიდი დალიე მაშინ..._ მაწვდის ჭიქას.
_ არა._ ვაქნევ თავს.
_ ნუკს,მიდი… ჩვენი ქორწილია,არ გვაწყენინო მე და თაკუნას.
_ ემოციურ შანტაჟს მიწყობ ახლა შენ.
_ რაც გინდა ის დაარქვი,დალიე ოღონდ,მოდი ხასიათზე.
ვიცინი და ჭიქას ვართმევ.
_ ეს ერთი კარგი,მაგრამ მშვენიერ ხასიათზე ვარ ისეც._ ვსვამ და ვიჯღანები.მწარეა.
_ მეორეზე გატკბილდება.
ვიცინი.
_ მოუსვი ახლა.
ცოტახანში ისევ მაგიდებს უბრუნდებიან.აქ უკვე მეორე ჭიქას მიდგამს ლაშა.
_ აბა ყველამ აწიეთ ჭიქები…ნუკიი,მიდი დროულად …
_ ბოლოა ლაშა,_ თვალებს ვავიწროებ და ვუყურებ.
_ ყველა მასე ამბობს მიდი მიდი.
სანამ მუსიკა დაიწყოს კიდე 2-3 ჭიქას მაძალებს ლაშა.
_ კარგი გეყოს,მეტი აღარ.

მუსიკა იწყება,ლაშა ხელს გვავლებს მე და თაკოს,ნია თავისითაც მოდის,ვაკოც გვიერთდება,ლაშას მეჯვარეები,ხალხი…ყველა ერთმანეთაში ირევა… სადღაც ბექას მზერას ვაწყდები წამით.მიყურებს ღიმილიანი სახით.
არ ვიცი სასმლის ბრალია ალბათ,ვუღიმი,მერე ვტრიალდები და ისევ ცეკვაში ვებმები.
მაგიდასთან დაბრუნებულები ჭიქებს ავსებენ ისევ,მაწვდის ლაშა. მეღიმება,უარს არ ვამბობ,ჭიქას ვართმევ.წამებში ბექა ჩნდება ჩემს გვერდით.
_ საკმარისია._ ლაშას უმზერს არა მკაცრად,უფრო გამაფრთხილებლად.
_ მოდი მე გადავწყვეტ კარგი?_ ვუყურებ ბექას.
_ გეყოფა ნუკი…_ რბილად მეუბნება.
ჭიქას მაგიდაზე ვდებ.
_ კმაყოფილი ხარ?
_ ცოტა._ მპასუხობს.
_ შენც დალიე და მოეშვი კონტროლს.
_ ფხიზელი თვალიც გჭირდებათ._ მიღიმის.
_ ნუ მელაპარაკები ისე თითქოს ძალიან მთვარალი ვარ…
_ ჯერ არ ხარ,მაგრამ ამ ლოთებს თუ აჰყევი… _ ეღიმება.
_ შენც აგვყევი ჯობია…_ ვუქნევ თითს.
_ კარგი…მაშინ ცეკვით დავიწყებ…_ ხელს მიშვერს.ნაზი მელოდია იშლება და ავსებს გარემოს.
ცოტახანს თვალებში ვუყურებ,მერე ხელს ვუწვდი.საცეკვაო მოედნის შუაში შევყავარ.წელზე მაკრავს მის ძლიერ ხელს,მტკიცედ მაკრავს მის სხეულს.
ხელებს მის მხრებზე ვაწყობ მსუბუქად.
თვალებში მიყურებს,მეც ჯიუტად მზერას არ ვხრი.
ვგრძნობ სუნთქვა ეცვლება,უღრმავდება…
სახიდან თმას მიწევს…შუბლზე მკოცნის და შუბლით ეყრდნობა ჩემს შუბლს…
თვალები ენისლება…
სუნთქვა მერევა მეც.სახეზე საჩვენებელ თითს ასრიალებს.
_ ნუკი…
მაჯაში ვკიდებ ხელს.უბრალოდ ვაჩერებ.
სახით ლოყაზე მეკრობა.მის ბასრ წვერს ვგრძნობ.მფხაჭნის,მაგრამ მომწონს მისი შეხება.
_ მიყვარხარ…_ მიჩურჩულებს ყურთან.
მაჯაზე ინსტიქტურად ვუჭერ ხელს.
მხარზე ვადებ თავს.
ამას ჩემს დასტურად იღებს და უფრო მიკრავს გულში,ისე რომ ადგილს არ ტოვებს ჩვენს შორის…
_მიყვარხარ…სიგიჟემდე მიყვარხარ…
თავს ვწევ,ისევ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს.
_ მეც…_ ვჩურჩულებ,უფრო ჩემთვის,ხმაურის მიუხედავად გაიგო,ამას ადასტურებს მისი თვალები.თვალებს ვარიდებ და ისე განვნაგრძობთ ცეკვას.
მზერას ვგრძნობ,ვიხედები.ლაშაა…
ღიმილიანი სახით გვიყურებს და თან თაკოს ეცეკვება…
თავს ვაქნევ უმნიშვნელოდ და ვანიშნებ
“ გხედავ”
მისი ღიმილი ფართოვდება და ოდნავი თავის დაკვრით
“მეც”
მეღიმება…

ქორწილი გვიან ღამით იშლება.
გარეთ გავდივარ.ბექა მიახლოვდება.
_ მე წაგიყვან…
ვუყურებ.
_ ეს კითხვა იყო თუ შემოთავაზება_ მეღიმება.
_ შემოთავაზება,რომელზეც უარს არ ამბობენ.
_ აჰ… _ მეცინება უნებლიედ._ კარგი.
როგორც სჩვევია,კარს მიღებს.მის ჩვეულებებზე სულ მეღიმებოდა.
ვჯდები,კარს კეტავს.
მანქანას ძრავს.ნელა მიუყვება ქუჩებს.
_ კარგი დღე იყო._ ამბობს.
_ კი,ძალიან.
ისევ სიჩუმე…
ფანჯრიდან ვუყურებ ქალაქისკენ მიმავალ გზას…
_ ნუკი… დღეს რაც თქვი…
ვხვდები… არ ამთავრებს სათქმელს.
_ სასმელს დავაბრალო?_ მცირე ღიმილი ურბენს სახეზე,თუმცა მისი ყბის ძვალი იჭიმება,პასუხის მოლოდინში.
_ შენ თუ გინდა დააბრალე…_ ვპასუხობ ბოლოს.
ტუჩის კუთხე უტყდება ოდნავ.
_ მე არ მინდა რომ დავაბრალო…
წამიერად გამომხედა თითქოს ჩემს რეაქციას აკვირდება.
მე თვალს ვავლებ, მშვიდად ვიღიმი და სავარძელში უფრო კომფორტულად ვჯდები.
ის საჭიდან ხელს იღებს.
ჩემს მუხლებზე დადებულ ხელს ნელა ეხება… თითებს მიკიდებს.
არ ვაშვებინებ.
_ დამიბრუნდი… გთხოვ…
არ ვიცი რატომ… მაგრამ ცრემლები თავისით მომდის,უხმოდ…
მანქანას გზის პირზე აჩერებს.ჩემსკენ ტრიალდება.
რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებს.
_ თუ არ შეგიძლია_ სუნთქავს ღრმად._ გაგიგებ…
მის ხმაში სიმშვიდეა.
ჩემს ცრემლებს ამჩნევს,მაგრამ არ მეხება,არ მაჩქარებს…
_ უბრალოდ მითხარი,საერთოდ თუ არსებობს შანსი, _ ამბობს ჩუმად.
პაუზას აკეთებს.
_ და თუ არ არსებობს… მაინც აქ ვიქნები,_ამატებს ბოლოს.
მისკენ ვტრიალდები,სახეზე ხელს ვუსვამ.
ლოყასა და მხარს შორის იქცევს ჩემს ხელს.მაჯაზე მკოცნის.
ვიხრები მისკენ და ვეხუტები.
ისიც ძლიერად მიკრავს გულში და ამბობს:
_ მაპატიე…
ხელებს მჭიდროდ ვხვევ კისერზე.
თვალებს ვხუჭავ.
_ ყველაფერი კარგად იქნება…
მის მკერდზე მიყრდნობილი მაქვს თავი,
მისი გულისცემა მშვიდად, თანაბრად ისმის.
ხელებს თვითონაც მჭიდროდ მხვევს.
ბოლოს და ბოლოს აღარ გავრბივარ.

***
ისევ ერთად ვართ.
არა იმ დღესვე.
ნელ-ნელა.
პირველად მეგობრებთან ერთად მისვლამ უფრო დიდი ხმაური გამოიწვია, ვიდრე ველოდით.
_ ეს მართლა ხდება? _ ნია ჯერ კიდევ არ გვიჯერებდა.
თაკო უბრალოდ მიყურებდა… და მერე ჩამეხუტა.
ლაშა?
ლაშა კმაყოფილი იდგა _ თითქოს ეს ყველაფერი თავიდანვე იცოდა.
ოჯახებში ცოტა უფრო რთული იყო.
სიჩუმე… კითხვები… ფრთხილი სიხარული.
შორენამ კი რომ დამინახა იტირა.


ლონდონში აღარ მინდა დაბრუნება.
კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უნდა ვთქვა.
_ გადავიდეთ ცოტახნით, _ მეუბნება ბექა ერთ საღამოს.
ვუყურებ.
_ არა… ხომ არ დაგავიწყდა? _ ვიღიმი ოდნავ. _ ის ჩემი ქალაქი არ არის.
პაუზა.
_ იქ ხშირად წვიმს.
ოდნავ ეცინება.
_ ჰო… წვიმა… მაგრამ ჩემთან ერთად იქნები… აქ ავთო მიხედავს ყველაფერს,თუ ფიქრობ რომ უარი არ უნდა თქვა,მეც შენთან ერთად წამოვალ…
_ დავფიქრდები…
მისკენ ვიხრები.
ისიც ჩემკენ.
ვნებიანად მკოცნის.

ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე წავიდე და კონტრაქტი გავაგრძელო.ბექაც ჩემთან ერთად მოდის.ისევ ერთ წლიანი კონტრაქტი.ერთი წელი ერთად ვართ ლონდონში.
აღარ ვსაუბრობთ მომხდარზე,რას შევცვლით?!
ვაცნობიერებ,რომ ვიღაცის ბრმა სიჯიუტეს,ამპარტავნებას და პრინციპებს ვემსხვერპლეთ.
რომ არა ჩემი ოცნება,ჩემი თავი მეხილა ჟურნალის გარეკანზე…
იქნებ ბექას ისე გადავყროდი სადმე,სხვაგან გადაკვეთილიყო ჩვენი გზები…
აღარ მოხდებოდა ეს ტრაგედია,რამაც ლამის შემიწირა,პრინციპებზე მათქმევინა უარი…
აღარ გაბოროტდებოდა იმ პერიოდში ნიტა…
ახლა როცა ყველაფერმა ჩაიარა ბევრი რომ არა არსებობს…
მაგრამ ალბათ ეს გზა უნდა გაგვევლო…
არ ვიცი რატომ…
არ ვიცი რისთვის…
მაგრამ ვიღებ მოცემულობას…
ახლა უბრალოდ ერთად ვართ და ვტკბებით ერთმანეთის სიყვარულით.
თუმცა,გულში მუდმივად მაქვს სევდა,თუ მე ვეღარ შევძლებ ბავშვის გაჩენას,რა იქნება?..
ბექას ხომ ვერ წავართმევ მამობის უფლებას?
ეს ფიქრი მტანჯავს…
კონტროლზე ლონდონში დავდივარ,ეხოს პასუხებს ჩემს ექიმს ვუგზავნი მუდმივად.
მდგომარეობა უკეთესობისკენ არის,თუმცა ორსულობა არ უნდა შედგეს,მკაცრად მაფრთხილებს.
_ ნუ განიცდი,ძალიან ბევრი საშუალება არსებობს…შენ რომ ვერც შეძლო…_ ბექა მამშვიდებს.
_ მე მინდა…მე მინდა ვიგრძნო მისი მოძრაობა ჩემში…არ გესმის შენ…
_ მესმის თეორიულად,მაგრამ თუ შეუძლებელი იყო…
_ არ იქნება,შეუძლებელი ვიცი…_ ვაწყვეტინებ.ღრმად ვისუნთქავ.მერე მოულოდნელად მეღიმება.
_ ყველა ოცნება მიხდება მე…_ საჩვენებელ თითს ყელზე ვუსვამ._ მჯერა ესეც ამიხდება…

1 წლის შემდგომ კონტრაქტს ვადა ეწურება,მაგრამ აღარ ვაგრძელებ.
საქართვრლოში ვბრუნდებით.
მეტად თავდაჯერებული,მშვიდი და სტაბილურები ვართ.
_ სწორი გადაწყვეტილება იყო,როცა წავედით საქართვრლოდან ეს ერთი წელი.
ბექა მშვიდად მიღიმის.
_ რატომ?
_ იმიტომ… _ ვიცინი და თავს მის მხარზე ვდებ.იცინის ჩემს ბავშვურ პასუხზე და თმას მიჩეჩავს.
ბექა ოჯახურ ბიზნესს ისევ სათავეში უდგება ავთოსთან ერთად.
მე ელიზასთან ვაგრძელებ თანამშრომლობას.ასევე ჩემს ინსტაგრამ გვრრდზე ვიღებ სარეკლამო რილსებს.
ასე გადის მომდევნო წლებიც…

ერთ დილას, მზის სხივები ფანჯრიდან შემოდის.
თვალს ვახელ ნელა.
ბექა გვერდით აღარ არის.ვდგები ოთახიდან გავდივარ… სიცილი მესმის.
და პატარა ფეხუნების სწრაფი ტყაპუნი იატაკზე.
_ დაგიჭერ, დაგიჭერ! _ ბექას ხმა ისმის, ნახევრად სიცილით.
_ ველაა. _ პატარა ხმა პასუხობს.ვუყურებ…
ბექა ცდილობს დაეწიოს, მაგრამ პატარა ფეხუნები უფრო სწრაფია.
ვიღიმი.
_ დედააა… _ მეძახის,რომ მხედავს.
ორივე ერთად მიყურებს.
ბექა ხელს ავლებს,იჭერს და ჰაერში ატრიალებს…
_ აი,დაგიჭირეე…
ის კი ჭყლოპინებს…

ყოველ დღე ვგრძნობ,რომ ცხოვრება ნამდვილ სიხარულს იძლევა იმ პატარა ნაბიჯების დახმარებით, ხმების და გულების, რაც ახლა აქ,ჩვენს სახლში,ჩვენს ირგვლივ ტრიალებს.


პ.ს. გირჩევთ დაიჯეროთ ოცნებების,
ერთ დღეს შეიძლება ახდეს

სევდიან ისტორიებზე რა აზრის ხართ?
თუ ცხოვრება ისედაც ერთი დიდი ტრაგიკომედიაა და აღარ გვინდა? ))



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგი იყო,კარგი დასასრულით,ღირსი იყვნენ ბედნიერების ❤️❤️❤️ რაც შეეხება სევდიანი ისტორიას კარგი დასასრულით ცუდი არ იქნება ....გელოდები სიახლით ❤️

 


№2 სტუმარი ნესტან

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო იყო
კარგი დასასრულით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent