შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კავკასიური ლეგენდა (სრულად)


გუშინ, 23:37
ავტორი ლიზი ბერიძე
ნანახია 787

წვიმიან ამინდში დაეშვა თვითმფრინავი მიწაზე. უბრალო წვიმა არ ყოფილა. იქცეოდა მთელი ქვეყანა. ცრემლად დაღვრილი, განადგურებული სხეული როგორც კი შენიშნეს, მაშინვე დაიძრნენ მისკენ. ძლივს მოათრევდა ჩემოდნებს და ნაცნობი სახეების დანახვისას სულ დაკარგა გონება. ჩაიკეცა აეროპორტში და ღრიალი მორთო ყველას წინაშე. გული ნაწილებად ეგლიჯებოდა წარსულს რომ იხსენებდა, წარსულს, სადაც ის ყველგან იყო. მამა. ყველაზე წმინდა ქვეყანაზე.
მაშინვე მივარდა ძმა - მინდია ავალიანი დასთან. ჩაიმუხლა თავადაც. თავზე გადაუსვა ხელი და გულზე მიიხუტა ძლიერად მონატრებული და. სულ სხვანაირად რომ წარმოედგინა მათი შეხვედრა ამდენი წლის შემდეგ... ნაკადულებად დადენილი ცრემლები დაეცა დას თავზე. ნაკადულებად დადენილმა ცრემლებმა დაუნამა დას თმა.
სიბრალულის თვალით აკვირდებოდნენ გამვლელები შემზარავ სურათს. წამოაყენა ბოლოს და, ასევე ჩაკეცილ ბიძაშვილს გადახედა სასოწარკვეთით და ხელში ატატებული მიიყვანა მანქანამდე. აზლუქუნებული ჩასვა შიგნით, მეა დაუჯდა გვერდით და როგორც თვითმფრინავში იმგზავრეს, კვლავ ისე ისე გნაგრძეს გზა - ჩაიხუტა გულზე საყვარელი და, მეგობარი და ალბათ ყველაზე ბოლოს ბიძაშვილი. თავად წინ მოთავსდა მინდია. ძლივს ბანცალებდა ამხელა კაცი. ჯერ მომხდარის გააზრება უჭირდა, ყველაზე სანაქებო, „პატიოსანი“ მამის დაკარგვა, შემდეგ კი მიზეზი, რამაც იმსხვერპლა ზურია ავალიანი.
+ + +
ბნელდებოდა სვანეთში რომ ააღწიეს. ამდენი მანქანა აქ ცხოვრებაში არ ენახა. თბილისის ქუჩებს დამსგავსებოდა მიყრუებული სოფელი. უხალისოდ ათვალიერებდა მონატრებულ სოფელს და გული ეკაწრებოდა თითოეული დაკარგული წლისთვის. 4 წლის წინ იყო ბოლოს აქ. სასწავლებლად რომ გადაბარგდა მე-3 კურსის შემდეგ, ზაფხულშიც არ ჩამოურბენია ოჯახის სანახავად. და მაინც, სივდილი არის მიზეზი, რომელსაც შეუძლია შორეულ-ახლობელი ადამიანების სწრაფად თავმოყრა.
მეა ავალიანიც მასთან ერთად იყო ეს წლები. ისედაც ერთმანეთზე გაგიჟებული ბიძაშვილები მეტად დააახლოვა ამ 4-მა წელმა. საჭესთან მეას ძმა - ბექა იჯდა, გვერდზე მინდია, უკან კი გოგონები, მხოლოდ ისინი იყვნენ. არ უნდოდა ბექას მისი წამოწყვანა, მაგრამ ვერაფრით გაჩერდა მინდია. თან როგორმე ცოტახნით თავის დაღწევა უნდოდა იმ რეალობისგან, რომელიც იქ ჰქონდა, სულს რომ უხუთავდა საუკუნოდ... და, თავისმხრივ, არც აშას დატოვება უნდოდა მარტო.
შეაყენა მანქანა ავალიანების ეზოში ბექამ. მანქანაშივე მოისმოდა ქალის განწირული კივილი. დაებრიცა სახე მაშინვე სატირლად ავალიანს, ძლივს გადმოვიდა მანქანიდან ზედმეტად დამძიმებული. მეა ამოუდგა გვერდში მაშინვე, ძლიერად ჩასჭიდა ქალს ხელი და თვალებით ანიშნა რაღაც. მინდიამ თავზე აკოცა მხოლოდ დას და იქვე ახლოს მდგომ კაცებს გაერია ბექასთან ერთად. რის ვაი-ვაგლახით აიარეს კიბეები... ბოლოში შეჩერდა, ერთი ღრმად ამოიხვნეშა კივილში დედის ხმა რომ გაარჩია, თავი შეიმაგრა და აცრემლებულმა შეაბიჯა სახლში. აზმუვლდნენ მაშინვე ქალები მის დანახვაზე. შვილს მიაბყრო მზერა. მონატრებული, ასეთი განადგურებული შვილის დანახვაზე უმატა კივილს მზიამ. საშინელება დატრიალდა. დედის წივილს ახლობელი ქალების გულისწამღები მოთქმაც დაერთო. აბღავლებული აშა გაიქცა მაშინვე დედისკენ, კისერზე ჩამოეკიდა ქალს.
-შვილო! შვილოო! როგორ დაგახვედრე მამაშენი ჩემო აშა! ასე უნდა დაგხვედროდა 4 წლის უნახავი მამაა?!. ზურიაა! ეს რა დაგვმართე, ბიჭო! ეს რა უქენი შენს შვილებს... - ძლივს ამოთქვა უკანასკნელი სიტყვები და ხელებში ჩააკვდა ლამის აშას.
-დედა... მინდიაა! დედა, გამოფხიზლდი, დეე! - ძლივს იჭერდა ქალს ერთი ხელით, მეორეთი სახეზე ეფერებოდა, თვალებიდან წამოსული ცრემლები ეცემოდა დედის ლამაზ სახეს. ამოიჭრა მაშინვე მინდია, ხელში აიტაცა უგონოდ მყოფი დედა და ოთახში გაარბენია მაშინვე. თან მიჰყვა რამდენიმე ქალი კორსიზითა და კაპლით ხელში. როგორც ჩანს, არ ყოფილა პირველი შემთხვევა.
გაჰყვა სასოწარკვეთილი, შეშლილი აშა ძმას. საწოლზე დააწვინა ქალი და დანარჩენები მიატარა მის გამოსაფხიზლებლად. დედის გაყინული ხელი მოექცია თავის თითებში და ჰკოცნიდა დროდადრო. მალევე მოიყვანეს გონს მზია. თვალის ცეცებით მოძებნა ქალიშვილი და მის დანახვაზე ცრემლების ახალი ნაკადი გადმოსცვივდა თვალის ჯებირებიდან. არაფრით დაანებეს ადგომა, ამიტომ გვერდზე მიუწვა დედას, გულზე დაადო თავი და ასე იქვითინა ჩაძინებამდე. თან თავზე უსვამდა ქალი ხელს, მათ გარეშე გატარებულ დღეებზე უყვებოდა, როგორ ელოდა ზურია ერთადერთ ქალიშვილს, როგორ ენატრებოდა და როგორ აპირებდა საბერძნეთში ჩაკითხვას. მაინც რა გულმა გაუძლო? ან რა გული უნდა გქონდეს ადამიანს 4 წლით გადაიკარგო, მოშორდე ქვეყანას, ოჯახს, სახლს, კარს და ერთი არ გაგახსენდეს მათი მონახულება, მაშინ, როდესაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ამის გაკეთება... ამოუხსნელი ცხოველები ვართ ადამიანები. მაშინ, როდესაც ემიგრანტები ტირილში ათენებენ ოჯახის მონატრებითა და მათთან ყოფნის სურვილით...
თორმეტი იყო საათი რომ გამოეღვიძა. მზიას ეძინა, თავი კი მის გულზე ედო. ფრთხილად წამოდგა და აწითლებულ, ტირილით ამწვარ თვალებზე გადაისვა ხელები. საშინლად სტკიოდა გადაბმული დღეები ტირილის გამო. აბაზანა მოძებნა მაშინვე და სახეზე შეისხა წყალი რამდენჯერმა. თვალებზე გადაისვა ცივი წყალი კარგად. იქიდან გამოსულმა მისაღებისკენ აიღო გეზი, სადაც განისვენებდა ახლა ოჯახის უფროსი წევრი. ფრთხილად გაიარა რამდენიმე ნაბიჯი და წინ დაუდგა მაცივარს. ქალები წასულიყვნენ, მხოლოდ შინაურები დარჩენილიყვნენ, ოჯახის კაცები ისხდნენ სკამებზე. სევდიანი მზერა გაუსწორეს და-ძმამ ერთმანეთს. ფრთხილად გადაუსვა ხელი მაცივარს. გარედანაც ისეთი ცივი იყო... წარმოუდგენელი იყო შიგნით რა გამყინვარება სუფევდა. და იქ იწვა მისი მამა? როგორ არ ჩამოვიდა... როგორ არ ნახა... ალბათ, მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა ეს სინანული.
-რა მოუვიდა მამას?.. - ძლივს ამოღერღა ხმაჩახლეჩილმა. ერთმანეთს გადახედეს მინდიამ და ზვიადმა - ზურიას ძმამ შეცვლილი სახეებით. იატაკზე გადაიტანა მზერა მინდიამ. თითქოს ამით მიანიშნა, რაც გინდა ის უთხარი, მე ხმას ვერ ამოვიღებო.
-ამაზე მერე ვისაუბროთ, აშა. - წამოდგა კაცი და გულში ჩაიკრა ძმისშვილი. თავის ცოლს გახედა, მეასთან ერთად მჯდომი რომ აკვირდებოდა ქმარს.
-მერე? რა მერე? რა არის სასაუბრო? რა დაემართა, ხომ უნდა ვიცოდე? - გაოცებულმა ახედა ბიძას და მის მზერას გააყოლა თვალი, ბოცოლას რომ უმზერდა. შეცვლილი სახე ჰქონდა ქალს. ეტყობოდა სიბრალული გარდაცვლილის მიმართ, მაგრამ ის რაღაც სხვანაირი მზერაც არ სცილდებოდა ქალს არაფრით. მეას გადახედა თავად. ისიც ისევე დაბნეული აცეცებდა თვალებს, ხან დედას გახედა, ხან მამას...
-მერე, აშა! - ხმა ამოიღო მინდიამ და მკაცრი მზერა ესროლა დას.
დაბნეული მიუჯდა მეას გვერდზე და კიდევ ერთხელ ჩააშტერდა სახეში უნდობლად. იმანაც მხრები აიქნია, არაფერი ვიციო.
დადუმდა დროებით. სახლს მოავლო მზერა. თითქმის ყველაფერი ისევ ისე იყო. შეუცვლელი. ხელუხლებელი. ბავშვობის საუკეთესო წლები ჰქონდა ამ სახლში გატარებული. ამ წლების ხათრით მაინც როგორ არ დაბრუნდა... კედლებზე დაკიდებულ სურათებს ჰკიდა თვალი. ზოგში ის და მინდია იყვნენ, ერთშიც სათევზაოდ წასული მამა-შვილები იყვნენ, ზურიას კალმახი დაეჭირა ხელთ, უმცროსი ავალიანები კი ზურგს უმაგრებდნენ გაკრეჭილი სახეებით. გაუცნობიერებლად წამოდგა და სურათების სივრცეს მიუახლოვდა. თვალი გააყოლეს მეამ და მინდიამ. ნაზად დაუსვა ხელი მინაში გამომწყვდეულ სურათებს. ნათლად აღუდგა თვალწინ თითოეული მოგონება...
დიდხანს ისხდნენ ასე ჩუმად, მაცივრის ირგვლივ. ინეზა ეჩურჩულებოდა რაღაცებს მეას, მონატრებულ ქლიშვილს, თან გაყინულ თითებზე ეფერებოდა. აღარ გაუღვიძია მზიას. ღამის ოთხი იყო საათი მინდიას დიდი თხოვნის შემდეგ რომ წავიდა დასაწოლად. როგორ ენატრებოდა თავისი ოთახი, საწოლი... მაგრამ იმ მხარეს არც კი გაუხედავს, დღეს განსაკუთრებით გაუჭირდებოდა მარტოს ძილი, თან არც დედის დატოვება არ სურდა. მძინარე მზიას შეუძვრა საწოლში და ძლიერად გადაჰხვია ხელი. დიდხანს ფიქრობდა კიდევ წარსულზე, მამაზე, ოჯახზე... დედის სურნელით გაბრუებულს, როდის ჩაეძინა თავადაც ვერ გაიზრა.
+ + +
დღეს კრძალავდნენ ზურია ავალიანს. მეოთხე დღე იყო გასული მისი გარდაცვალებიდან. იმ დღეს ვერაფრით გაბედეს აშასთან დარეკვა და სიმართლის თქმა, მომდევნო დღეს ძლივს მოაბეს თავი და მეას გაუმხილეს. იმ დღესვე იყიდეს ბილეთები და ჩამოფრინდნენ შორეულ სამშობლოში.
შავებში იყო სულ შემოსილი. თვალები კიდევ უფრო ასწითლებოდა. ვერ შეძლო დატირება. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მამა იყო. ალბათ, ძალიანაც რომ მოენდომებინა ვერ გაიხსენებდა დღეს, როდესაც მის მიმართ ზედმეტად აუწია ხმას ზურიამ. ვერ დაიტირა ხალხის დასანახად, გული სტკიოდა ძლიერად და ხმა რომ ამოეღო საერთოდ დაიმსხვრეოდა ნაწილებად. კუბო რომ გაჰქონდათ ეზოდან და საბოლოოდ გაიაზრა, რომ ყველაფერი დასრულდა და ერთადერთსა და განუმეორებელ მამას ვეღარ ნახავდა სასოწარკვთილმა მორთო ხმამაღალი ტირილი. მეა მიეშველა მაშინვე. ვერაფრით დააწყნარეს ქალებმა. ზოგი კორსიზზე გარბოდა, ზოგიც წყალზე... ძლივს მოიყვანეს გაგიჟებული გოგო გონს და გაუყვნენ თავადაც სასაფლაოს გზას. სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს კაცი. არაფრით დაანებეს აშას დარჩენა. ხელი გადაჰხვია ძმამ და ყველა ერთად გაუყვა სახლის გზას.
ერთ საათში დაიფანტა ხალხი. ყველა წავიდა. და დასრულდა, ალბათ სანამ ოჯახის სხვა წევრი არ გარდაიცვლებოდა, მანამდე არც ერთი იქნებოდა მომკითხავი. ეგეც კარგია, ამ დროს რომ გვახსენდება მაინც ჩვენი მოვალება.
მისაღებში ისხდნენ ყველა. სიჩუმეს მოეცვა სახლი. შავებში შემოსილი მზიას გმინვა ისმოდა მხოლოდ, მუხლზე დაებჯინა ცალი ხელი და ირწეოდა წინ და უკან. აშას იმ ადგილისთვის გაეშტერებინა მზერა სადაც, სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ მამის უსულო სხეული ესვენა.
უეცრად გაისმა იარაღის შემზარავი ხმა გარედან. წამოიკივლა მეამ შიშისგან. წამომდგარმა მინდიამ და ზვიადმა ერთმანეთს გადახედეს. აშამ მათკენ გააპარა მზერა და აღელვებული წამოდგა ფეხზე. გარეთ გაიჭრნენ კაცები. მათვე გაჰყვნენ ქალებიც. ხუთიოდე კაცს მოეყარა თავი ავალიანების ეზოში. ხუთივე შავებში იყო გამოწყობილი. მგლოვიარე შავში.
-სიცოცხლე მოგბეზრდა, არჩილ? - დაიყვირა მინდიამ და ფრთხილად დაეშვა ქვემოთ. ზვიადი მიჰყვებოდა უკან პომიდვრის ფერი რომ დასდებოდა სახეზე..
-სიცოცხლე ვისაც მოჰბეზრდა ცივ მიწაში წევს უკვე. - მკაცრად დასჭექა ფარჯიანმა და უტეხი მზერა გაუსწორა წინ დამდგარს.
-ვის უბედავ შენ მაგას?! ერთი საათის წინ მამა ჩავდე მიწაში, ვის უბედავ აქ მოსვლას?!- დაიღრიალა და წინ გასწია, არჩილის გვერდზე მდგომმა რომ დაახვედრა ხელი. არ დაურტყამს. თავისი ადგილი უჩვენა მხოლოდ.
-მე ერთი დღის წინ ჩავდე ჩემი და მიწაში, ვის უბედავ ხმის ამაღლებას?
-აქედან გაეთრიე!
-მინდია! რა ხდება აქ?! ვინ არის ეს ხალხი? - მზიამ დასჭექა ზემოდან. ამოიხედა წამით კაცმა და წინ წამოსულ აშას რომ ჰკიდა თვალი, თვალები დაუბრიალა ფეხი არ ჩამოადგაო.
-მე შენთან არ მაქვს საქმე. შენს კაცობაში ეჭვი არ მეპარება. რომ მეპარებოდეს შენც მამაშენის გზას დაუდგებოდი. აი იმ კაცთან მაქვს საქმე. - თავით მიუთითა მის უკან მდგომ თავდახრილ ზვიადზე კაცმა. - ერთი მოვაშორე დედამიწას მამაშენის სახით, ახლა მისი დროა.
წარბები შეეკრა აშას გაოცებისგან. აღარც მიუქცევია არავისთვის ყურადღება ისე ჩავარდა ქვემოთ. გვერდით ამოუდგა ძმას.
-აშა! წადი აქედან!
-ვინ... ვინ მოაშორე... რა... რა თქვი?! - ენა დაბმული ლუღლუღებდა და თვალს არ აშორებდა ორი თავით მაღალ სხეულს.
არჩილმა ქალზე გადაიტანა მზერა. წამით სუნთქვა შეწყვიტა ფარჯიანმა.
-აშა! ადი-მეთქი! - მკლავზე ჩაავლო დას ხელი და უკან წაყვანა დაუპირა, რომ გამოჰგლიჯა მაშინვე ხელი და კვლავ წინ აესვეტა კაცს.
-რას ამბობ შენ თუ უფიქრდები? - პირდაპირ თვალებში გაუსწორა მზერა. დამუნჯებულივით შესცქეროდა ქალის თაფლისფერ თვალებს არჩილი.
-შენს ძმას დაუჯერე. ჯობია. - ძლივს ამოიღო ხმა და მკვლელი მზერა ესროლა კვლავ ზვიადს.
-ვინმე გამაგებინებს აქ რა ხდება? - ჩამოვიდნენ დაბლა მზია და დანარჩენებიც. შეშინებული მეა თვალს ვერ აშორებდა თავდახრილ, აწურულ მამას.
-ზვიად. - ჩურჩულით დაუძახა არჩილმა კაცს და თვალებით მანქანისკენ მიუთითა. - არ მინდა მათ თვალწინ...
-თქვენ რა სულ გადაირიეთ?! მამა! რა უნდათ შენგან? - ზვიადთან მივარდა ატირებული მეა.
-არ არის შენი ცრემლების ღირსი. - აქამდე ჩუმად მყოფმა თედო ფარჯიანმა ამოიღო ხმა. რამდენიმე წამის წინ ვინც გააჩერა მინდია. - მან!..
-თედო! - ზვიადისთვის არ მოუშორებია ავი მზერა, ისე გამოსცრა კბილებს შორის კაცმა. ენა გააჩუმეო ანიშნა.
-არა, ძმაო. ვერ გავჩუმდები! - მძიმედ სუნთქავდა თედო, ეტყობოდა სიტყვებს არჩევდა, თან მთელი ძალით ებრძოდა ცრემლებს. - ზურია ავალიანი არაკაცი იყო! - დაიყვირა მთელ ხმაზე და აშას გაუსწორა მზერა. წინ გავიდა და ხელებით დაიწყო საუბარი ხმამაღლა. - თქვენმა სანაქებო მამამ და მომიკლა! 21 წლის გოგო შეაცდინა და თვითმკვლელობამდე მიიყვანა! ეს.. ეს ნაბ... - ხელი ზვიადისკენ გაიშვირა და მეას გახედა წამიერად, შეშლილი სახით მდგომს და მაშინვე გადააკეთა სიტყვა, - ამ კაცმა კი ყველაფერი იცოდა. იცოდა როგორ აუბედურებდა ჩემს დას და ხმას არ იღებდა! ეს მთაა! აქ ტრადიციებია! ის ნაგავი იქ არის, სადაც უნდა იყოს. მაგრამ არ გეგონოს, ზვიად, რომ შენი ჯერი არ დადგება.
ენა ჩაუვარდათ პირში. ხმას ვერ იღებდა ვერც ერთი შოკისგან. რაღაც ამოიბურღუნა მზიამ და მიწაზე გაიშოტა უღონოდ. დედისკენ გაიქცა მაშინვე მინდია. აშა ვერ ინძრეოდა, გაოცებული მზერას ვერ აშორებდა არჩილს. უეცრად, როგორ მოხდა თავადაც ვერ გაიაზრა, ისე მივარდა კაცთან და მთელი ძალით გაარტყა სილა. ამას არ დასჯერდა გამეტებით ურტყამდა მუშტებს მთელ სხეულზე. პერანგზე ქაჩავდა..
-რა სისულელეა... მამა მომიკალი? შენ მამა მომიკალი? - მთელ ხმაზე გაჰყვიროდა და თან გამწარებული ურტყამდა ლამის ხელ-ფეხს. ზღვარგადასულმა მკლავებში ჩაავლო აღრიალებულ-ატირებულს ხელი და აიძულა მისთვის თვალებში ჩახედვა.
-დაუმსახურებლად არაფერი არ გამიკეთებია! - მკაცრად გამოსცრა და შეუშვა მაშინვე ხელები.
კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მორიგი შავი ჯიპი რომ მოადგა ეზოს. ერთმანეთს გადახედეს ფარჯიანებმა ნაცნობი მაქანის დანახვაზე. მაშინვე გადმოვიდა ლამის გაუჩერებელი მანქანიდან ხნიერი კაცი. დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა მათ, მძღოლის ადგილას მჯდომი კაციც სასწრაფოდ მიჰყვა მოხუცს.
-ბაბუა. - მისკენ დაიძრა მაშინვე თედო. არჩილი არ დაძრულა ადგილიდან, არწივის მზერას არ აშორებდა ზვიადს. რომ შესძლებოდა, ახლა რა დიდი სიამოვნებით გამოღადრავდა ყელს...
-გაჩერდი!.. - ამრეზად აუქნია ხელი თედოს და ისიც ადგილს მიეყინა. არჩილს მიუახლოვდა და ბექას დაუდგა წინ. - როდის მერე არჩევთ ქალებთან საქმეს? რა წესია, არჩილ?! - ჰაერი გაიყინა ლამის მოხუცის შემზარავი ღრიალის გამო.
გადახედა მაშინვე ქალებს არჩილმა, ძლივს მოსულიერებულ მზიას შეავლო მზერა და საუკუნოდ დაუბნელდა თვალები მის შემხედვარე.
-არაფერია, უბრალოდ, ის უნდა წავიყვანო, - შემოტრიალდა ბოლოს ბაბუისკენ და აკანკალებული ხელი გაიწვდინა ზვიადისკენ. - მე მასთან მაქვს საქმე...
-მამა! რას ლაპარაკობს?! ნუ გადამრიეთ! რა ხდება აქ!? - პერანგზე დაქაჩა მამას და ცრემლიანი თვალები მიაბყრო ,,სტუმრებს“. - სად უნდა წაგიყვანოს, მამა...
-დამშვიდდი შვილო. - თმაზე გადაუსვა ხელი და შუბლზე მიაკრო ტუჩები. - წავიდეთ. - მოაშორა ქალიშვილს ხელები და წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-ზვიად! - დასჭექა ცოლმა მეორე მხრიდან. - მოსაკლავად მიჰყვები, ზვიად?!
-სისხლი აღარ დაიღვრება! - როგორც კი გადააწყდა მოხუცი ბერდია არჩილის გაცოფებულ თვალებს კიდევ ერთხელ გაიმეორა უფრო მჭახედ, სანამ იტყოდა რამეს არჩილი. - სისხლი აღარ დაიღვრება-მეთქი! მე აქ კაცის მოსაკლავად არ მოვსულვარ! არც ერთი ფარჯიანი აღარ გაისვრის ხელს ავალიანების სისხლში! არც ერთი, არჩილ! - გადარეული მზერა ესროლა მიახლოებულ არჩილს და საჩვენებელი თითით დაემუქრა შვილიშვილს. ერთი ხელის გაწვდენაზე ჰყავდა კაცი. - სისხლი აღებულია! მორჩა! დამთავრდა!.
-რას მეუბნები?! ხვდები მაინც რას ამბობ?! - კბილებში გამოსცრა არჩილმა, - ამ არაკაცის ბრალია დღეს რომ ჩემი და ცივ მიწაში წევს. იმის ძალაც არ ეყო ამ ლაჩარს, ძმისთვის წინააღმდეგობა გაეწია. შენ რა კაცი ხარ? - ზვიადს მიუტრიალდა ახლა. პირდაფჩენილი მზერას ვერ აშორებდა აშა გავეშებულ არჩილს. - შენი შვილის ტოლა გოგოსთან ყოფნის უფლება როგორ მიეცი შენს ძმას?! ხომ იცოდი! ხომ იცოდიი!
თავზე ჩამოენგრა აშას წარმოსახვითი ბედნიერი კოშკები. ახლა იმ კაცს მოიხსენიებდნენ ასე აუგად, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი მისცა სრულყოფილ ქალად რომ შემდგარიყო. მისი ბედნიერებისთვის ყველაფერი რომ გაიღო, უფროსი მეგობარივით რომ ყოველთვის გვერდში ედგა, წუხილის მიუხედავად ერთხელაც რომ არ დაუწუწუნია საქართველოში დაბრუნდი საცხოვრებლადო. მის თვალში ნამდვილი ანგელოზი კაცი, მოსიყვარულე მამა და უკეთილშობილესი ადამიანი. ნამდვილი მონსტრი ყოფილა. მონსტრი, რომელმაც ახალგაზრდა გოგო შეაცდინა, დედას უღალატა, ოჯახს უღალატა და ამ გარყვნილებას შეეწერა კიდეც. მეტყველება დაკარგა, სუნთქვაც გაუჭირდა ამ სიტუაციის შემყურეს. დედას გადახედა წამიერად. მინდორზე მჯდომი თავზე იშენდა ხელებს გამწარებული ქალი. ამ ქალს მაინც როგორ გაუკეთა ეს? დედას როგორ უღალატა? ცოლს. ასე რომ ეფიცებოდა სიყვარულს, ჯერ რომ თვითონ უნდა მომკვდარიყო, რადგან მზიას გარეშე ცხოვრება ფერებს დაკარგავდა, ერთხელ რომ არ აუმაღლებია ცოლისთვის ხმა და არც ერთხელ შეურაცხყოფა არ მიუყენებია მისთვის. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა გამომშრალი ყელის ჩასაწმენდად. შეირხა ადგილზე გაგიჟებული. თავი გადააქნია ფიქრების გასაფანტად. ეს ყველაფერი ვერ იქნება სიმართლე. შეუძლებელია.
-არჩილ! - ავად დაისისისნა კაცმა. - შენ არ გესმის ჩემი სიტყვა? მე ვთქვი, სისხლი უკვე აღებულია. თავკაცმა რომ გაიგოს მის მოკვლასაც აპირებ, ეს ორი გვარი ერთმანეთს ამოხოცავს. მე აღარ მყავს შვილი დასაკრგი! მორჩა!
-ბაბუა...
-არაფერი თქვა, თედო! წამოიყვანე ეს და წავედით!
-სესილი შენთვის არაფერს ნიშნავდა? - შეტრიალებულ კაცს დააწია სიტყვები არჩილმა. თვალები დაუბრიალა თედომ, მკლავში ჩაავლო ხელი და აეფარა თან, მოსალოდნელი დარტყმისგან დასაცავად.
გაშეშდა კაცი ადგილზე. ფრთხილად გადმოხედა არჩილს.
-მეტს ვეღარ დავკარგავ! - ამოიჩურჩულა კაცმა და აღარც დალოდებია ისე მოშორდა ადგილს. სიტყვა ნათქვამი იყო. რომ გადახტომოდა, მაინც რომ აღესრულებინა თავისი სურვილი ბერდიას მიაყენებდა ამით შეურაცხყოფას.
მკვლელის მზერით გადახედა ერთი ზვიადს და გაჰყვა უთქმელად ბიძაშვილს.

საღამო იყო უკვე. ყველას სახლში მოეყარა თავი. დილის შემდეგ ხმა არც ერთს ამოეღო. ზედმეტი არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. ან რა უნდა ეთქვათ? რაღა იყო სათქმელი. არაკაცი უტირიათ 4 დღე.
კუთხეში იჯდა მდუმარედ აშა. ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა მზერა, მომხდარის გადახარშვას ცდილობდა. მუდამ მომღიმარი სახე, ბუნებრივად ლამაზი ნაკვთები 4 დღიანი ტირილის შემდეგ ჩაჰცვენოდა. ტუჩები ამდენი ნერვული ჭამისგან სულ დაჰხეთქვოდა. დიდი, ვეებერთელა თვალები სიწითლეებს ჩაემალა. ბუნებრივად შავი, წელამდე აჩეხილი, მუდმივად მოვლილი თმა ომგამოვლილს დამსგავსებოდა. ნამდვილი მზეთუნახავი იყო აშა ავალიანი. აქაურობისთვის ზედმეტად ლამაზიც კი.
თვალს ვერ უსწორებდა მინდია. არადა მან არაფერი იცოდა მამის საამაყო საქციელის შესახებ. ეს რომ სცოდნოდა... ყველაფერი მხოლოდ მამის გარდაცვალების დღეს გაიგო. სოფელში ხმა გავრცელდა მესტიაში ზურია ავალიანი მოუკლავთო. დაიძრნენ მაშინვე ბიძა-ძმისშვილი. ღრიალით აიკლო მინდიამ იქაურობა. ვერაფრით აკავებდა ზვიადი, არჩილის მოსაკლავად მირბოდა, მაშინ რომ გაუმხილა სიმართლე. მამის სიკვდილით ისედაც თავზარდაცემულს, სულ დაუბნელდა თვალთ ასეთი მწარე სიმართლის გაგებისას. იმის თავმოყვარეობა ეყო არაფერი მოემოქმედა ჯერ კიდევ ახალგაზრდასა და გამოუცდელ პიროვნებას, მამისგან განსხვავებით.
დედასთან ეძინა იმ ღამესაც აშას. მთელი ღამე შფოთავდა. მამა კი არ მოკვდა, მოკლეს. სწორედ ამ არაადეკვატურ რეალობას გაურბოდა, ამ წესებითა და ტრადიციებით გადაღლილმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ყელში ამოუვიდა მთა, თავისი ტრადიციებიანად. რამდენადაც ჰაეროვანი, სასიამოვნო სამყარო იყო, იმდენად ამაზრეზენი და ჯოჯოხეთური.
მთელი გულით სძულდა ის დამპალი სვანი. ვერც კი დაიტევდა ორგანიზმი სიძულვილს მისდამი, ისეთი ძლიერი იყო. რომ შესძლებოდა დაუფიქრებლად გამოღადვარდა კისერს.
+ + +
უჩვეულოდ დამძიმებულს გაეღვიძა დილის შვიდ საათზე. ახლად თენდებოდა სოფელში. მძინარე დედას გადახედა და სევდიანად გაეღიმა ქალის მშვიდი სახის დანახვაზე, თან ლოყაზე მიაკრო ტუჩები. ქურთუკი მოიცვა და ქვემოთ დაეშვა პირდაპირ. სახლში სიჩუმე იყო, როგორც ჩანს, ყველას ეძინა, მეას გარდა. ეზოში დახვდა ისიც. ხისგან გამოჭედილ პატარა ჯორკოზე იჯდა და სივრცისთის გაეშტერებინა ჩაფიქრებული მზერა. ფრთხილად მიუახლოვდა, იმავე ფორმის ჯორკო მასთან მისწია და ხელი გადაჰხვია საყვარელ ბიძაშვილს.
-ეს რა დაგვემართა, მეა?!. - ამოიჩურჩულა აშამ და თავი დაადო მხარზე.
თავი გადააქნია მეამ.
-არ მჯერავს, რომ მართლა ხდება ეს ყველაფერი ჩვენს თავს. საიდან სად აღმოვჩნდით...
-მამა მომიკვდა. მამა. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ამას და ახლა თავს რა დამატყდა... - თავი გადააქნია გაოგნებულმა.
-აშა... - ფრთხილად გადახედა ქალს და მოიწმინდა ნიკაპზე ჩამოსული ცრემლი. - ნუთუ ეს სიმართლეა... რასაც ისინი ამბობდნენ...
-მეა, გაჩუმდი! ნუ ამბობ! ნუ მახსენებ!.. - კვლავ ამოიჩურჩულა თითქოს დარცხვენილმა და მუხლებზე დაბჯენილ ხელებში ჩარგო თავი. - ეს მამამ როგორ გააკეთა? როგორ გვიღალატა?.. მთელი ცხოვრება სიყვარულს რომ ეფიცებოდა, ეს როგორ აკადრა დედას... არ მინდა ამის დაჯერება...
-არ გაჩერდება ის კაცი... - ფრთხილად მიჰყვა თავადაც ჩურჩულს და გააპარა მზერა აშასკენ.
-მაგას მე მოვკლავ. ჩემს ხელებში დალევს სულს. მამა როგორ მომიკლა... - ხელები მოემუშტა გაუცნობიერებლად და ჩაწითლებული თვალებით ახედა მეას.
-ნუ სულელობ! ის თუ სიმართლეა რაც მათ თქვეს... ახალგაზრდა გოგო... ღმერთო არ მინდა წარმოდგენა. - სახე დაებრიცა აშასაც მამის ამაზრზენი საქციელით. - მამამ როგორ არ მოიმოქმედა არაფერი? ის გიჟი მეც მომიკლავს მამას, აშა! - ატირებულმა დაამთავრა სიტყვები და ახლა თავად მიეხუტა გვერდზე მჯდომს.

შუადღე გადასული იყო ბექა რომ დაბრუნდა თბილისიდან. დაკრძალვის დღესვე მოუწია გამგზავრება, აუცილებელი საქმის გამო. არ იცოდა გუშინ დატრიალებული ამბავის შესახებ. თუმცა იცოდა ბიძამისზე ყველაფერი. მამაზეც. და ისიც ეცოდინებოდა ის გიჟი არჩილი, რომელმაც ბიძა თვალის დაუხამხამებლად მოუკლა, არც მამამისს დაუყენებდა კარგ დღეს. მაშინვე უამბო მომხდარის შესახებ ყველაფერი მინდიამ. დანანებით გადახედა მამას. ერთადერთი გამოსავალი ახლა იმ მოხუცი ბერდიას სიტყვები იყო. მთის კანონებით დის გამო სისხლი აღბული ჰქონდა არჩილს, თუ სხვა ოჯახის წევრსაც მოკლავდა, მაშინ ფარჯიანების ოჯახიდანაც უნდა გამოესალმებინათ სიცოცხლეს რომელიმე ავალიანი. მერე პრიქით, მერე ისევ პირიქით, და ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ არ ამოწყვეტდნენ გვარები ერთი მეორეს.
აღარ გამოჩენილა იმ დღეს ფარჯიანების ოჯახის არც ერთი მამაკაცი.
მთელი დღე ტირილში გალია მზიამ. კაცის სიკვდილი უფრო ეწვოდა, ღალატი, თუ მისი ქმრის მიერ გამწარებული გოგონას ცხოვრება თავადაც არ იცოდა. თავისებურად, დასტიროდა სამივეს ერთად.
საღამოხანი იყო ზვიადი ბიჭებთან ერთად რომ გავიდა თავკაცის სახლში, საგულდაგულოდ შეკრებილ მამაკაცებთან ერთად. ვინმეს თუ სიტყვა ეთქმოდა თემში, ყველას აქ მოეყარა თავი. აკლდა მხოლოდ ის ერთი და დაბარებულივით მათი გამოჩენიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა ისიც. მარტო იყო ამჯერად. სოფლისთვის შესაბამისი მანქანიდან - ჯიპიდან გადმოვიდა კაცი და უკან ხელებშემოწყობილი გაემართა მამაკაცებისკენ.
-არჩილ. შენც მოხვედი. კარგია. უნდა შედგეს გვარებს შორის შერიგება. სად არის ბერდია? - უკან მიმოიხედა თავკაცმა - გოდერძიმ.
-აქ სამტროდ ნადვილად არ მოვსულვარ, - დაეთანხმა თავადაც არჩილი, - თქვენთან სამტროდ. მე საქმე არ დამისრულებია. უკვე ვუთხარი ბაბუასაც. მშვიდობა არ იქნება ჩვენს შორის, სანამ ეს კაციც მისი ძმის გზას არ გაუყვება. - ამოთქვა კაცმა სიტყვები და დააძრო მაშინვე შარვლიდან იარაღი.
-არჩილ! ვის უბედავ! - წამოფრინდა ფეხზე გოდერძი, - ვის უბედავ ჩემს სახლში იარაღის ამოღებას! სულ დაგიკარგავს ჭკუა!
-დავკარგე, ნამდვილად დავკარგე. - თავი დააქნია ზვიადზე თვალმოუშორებლად.
-მიდი და გამოჰკარი სასხლეტს თითი! ნუთუ გინდა შენი გვარის საფლავებს დასტიროდე წლობით, თუ შენ არ იქნები პირველი. - ხმა ამოიღო ზვიადმა და მიიწია უფრო ახლოს.
რაღაცის თქმას აპირებდა არჩილი, რომ შემოვარდნენ სახლში თედო და ბერდია.
-მე შენ რა გითხარი, არჩილ?! - ყვირილით მიუახლოვდა ბერდია.
-ასე გაგრძელება არ შეიძლება! შეთანხმება უნდა დაიდოს! - დასჭექა გოდერძიმ.
-იარაღი დაუშვი, არჩი. - ჩასჩურჩულა მიახლოებულმა თედომ და ხელი გააპარა იარაღის წასართმევად. აღარ გაუძალიანდა არჩილიც, გამოართვა იარაღი და გოდერძისკენ მიაბყრო მზერა, თავი გადახარა მარცხნივ გოდერძის სიტყვის მოლოდინში, დაინტერესდა რა აფსურდულ გამოსავალს შესთავაზებდა თავკაცი.
-არჩილ, ღმერთია მოწმე, მე თავად გავასხმევინებდი ტვინს ზურიას იმის გამო, რაც შენს დას გაუკეთა, თავად რომ არ დაგესწრო. მაგრამ წესი წესია! სისხი აღებულია, ნუღარ ერჩი ავალიანებს!
-მანაც შეიტანა თავისი წვლილი სესილის გარდაცვალებაში.
-არჩილ, - წაიწია არჩილისკენ და საჩვენებელი თითი მიუშვირა გაცოფებულმა. რამდენს უბედავდა ეს ახალგაზრდა. - ნუ მაიძულებ... ნუ მაიძულებ ისეთი რამის გაკეთებას...
-რის გაკეთებას? - ჩააშტერდა პირდაპირ თვალებში თავხედურად.
-ავალიანებს თუ არ შეეშვები...
-არ შევეშვები, მერე? - არ აცადა სიტყვის დასრულება ისე ჩაეჩრა.
-მაშინ... - მის უკან მდგომ მინდიას გადახედა კაცმა, ნათლად დაინახა როგორ გადააქნია თავი კაცმა. - ავალიანების ქალს ცოლად შეირთავ!
-რა სისულელეა! - აღმოხდა აღშფოთებით მინდიას.
-ზურიას ქალიშვილს ცოლად მოიყვან! - თავისქნევით ჩაილაპარაკა გოდერძიმ. - შენ კი - თედოს მიუტრიალდა ახლა. - ამ კაცის ქალს შეირთავ! მტრობა დამთავრდება! არ დავუშვებ სოფელი შენ გამო გადაემტეროს ერთმანეთს! სისხლისღვრა არ იქნება, ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ! ავალიანები და ფარჯიანრბი შუღლდებიან! - მტკიცედ განაცხადა კაცმა და თავისი ადგილისკენ დაიძრა თავაწეული. მისი მტკიცე ნაბიჯები იმას მომასწავლებელი იყო, რომ სიტყვები აუცილებლად აღსრულდებოდა.
-იაზრებ რას ამბობ? - მოესმა ზურგს უკან ხმა გოდერძის და აღშფოთებული შემოტრიალდა შეპასუხებით გაცოფებული. - გგონია ამ სოფელში კიდევ ერთი ქალი გაუბედურდება კაცის გამო? გგონია ამას დავუშვებ? - ხელზე დაქაჩა ბერდიამ არჩილს, ზღვარს სცდებოდა უკვე და ყველა იაზრებდა მის წინააღმდეგ რომ შემოტრიალდებოდა ისევ ეს დაუმორჩილებლობა. შეაშვებინა მაშინვე კაცმა ხელი. - შენი საუბარი, გადაწყვეტა, უბრალო ღაღადია ჩემთვის.
-არჩილ... - ავად დაისისინა კაცმა, - ერთ კვირაში ჯვარს დაიწერთ! თუ ამას არ გააკეთბ... აქედან წახვალ, არჩილ. ვფიცავ ყველაფერ წმინდას, გაგაგდებ სოფლიდან! ბევრს ნუ აიღებ შენს თავზე. ამას გირჩევ მხოლოდ. - დამშვიდებული ხმით ჩაილაპარაკა კაცმა და თავის ადგილას მოთავსდა. - ერთ კვირაში ჯვარს დაიწერთ. - კიდევ ერთხელ გაიმეორა მეტი სიზუსტისთვის. ამით საუბარი დასრულებული იყო.

მდინარის პირას ისხდნენ ფარჯიანების ვაჟები. თავჩაქინდრულ თედოს ათასი ფიქრით ჰქონდა გამოჭედილი თავი. მის გვერდით იჯდა არჩილიც, მეტად მშვიდად, თავაწეული გასცქეროდა მდინარეზე მოტივტივე ხეებს. საერთოდაც, არ უყურებდა ამ ყველაფერს სერიოზულად. ბევრი ჭირის მნახველი იყო ბავშვობიდან. ტრავმული ბავშვობა ჰქონდა, მოკლედ რომ ვთქვათ. 10-ის იყო თავად, სესილია კი 1 წლის დედამ რომ მიატოვა და შორს გაექცა სოფლის მარწუხებს. ქალაქელ ქალს ეგონა, რომ შეძლებდა დაპირისპირებოდა სამყაროს და საყვარელი კაცის გამო გადადგა ეს ნაბიჯი. მთებში გამოჰყვა ქმარს, არჩილის მამას - შალვა ფარჯიანს. მაგრამ ვერ შეძლო. მის დარდსა და შეურაცხყოფას გადაჰყვა შალვაც. ორი წლის შემდეგ მამაც დაკარგა და დარჩა მხოლოდ და, ერთადერთი ნათელი სხივი ცხოვრებაში. ბიძამ დაავლო ბავშვებს ხელი და წაიყვანა მასთან. საკუთარი შვილივით აღზარდა პატარა გოგონა ინგამ, არც არჩილს აკლებდა სითბოსა და სიყვარულს. თავისი შვილებივით მიიღო ორივე მისვლის წამიდან და დედისერთა თედოს წამში ორი დედმამიშვილი გაუჩნდა.
ასეთ ცხოვრება გამოვლილს, დედისა და მამის სითბოს მოკლებული, დის სიკვდილი ბოლო წერტილიღა აღმოჩნდა მისთვის. როგორ შეცდა ეს პატარა გოგო თავადაც ვერ იაზრებდა. თბილისში შეხვედრია ზურია სესილის. იქ დაუდგამს თვალი. ატყუებდა ათას სისულელეს, ცოლად მოგიყვანო, მიყვარხარო... გამოუცდელ სესილისაც თავდავიწყებით შეუყვარა კაცი. ასე გაჩნდა ბავშვიც მათ ცხოვრებაში. ეს რომ გაიგო შეშინებულმა ზურიამ, მაშინვე თავის დაღწევას ეცადა, თითქოს მაშინ გაახსენდა ოჯახი რომ ჰყავდა.
მალევე შენიშნა საზაფხულოდ დასასვენებლად ამოსულ სესილიას სახეზე სხივების დაკარგვა არჩილმა. არაფრით დაანება სანამ მთლიანად არ მოაყოლა. გაგიჟდა, გადაირია, გავიდა და გამოვიდა კედლებზე. არაფრით არ უთხრა კაცის სახელი. თავად რომ გაიგო ვინ იყო, რა იყო, ისიც რომ იმ სოფელს ეკუთვნოდა, სადაც ის ცხოვრობდა ყვეალაფერი გვიანი იყო. ჯერ რცხვენოდა საშინლად ოჯახისთვის ისეთი რამის თქმა, როგორიცაა ცოლიანი კაცი შემიყვარდაო. ეს ყველაფერი გაუსაძლისი რომ გახდა, ცხოვრებამ საბოლოოდ რომ დაკარგა აზრი, მაშინ გაუმხილა მხოლოდ იმ კაცის ვინაობაც სესილიმ. დილით ამდგარს გოგო სახლში არ დახვდათ. მალევე ხმა დაირხა სოფელში მდინარეში ახალგაზრდა ქალი უნახავთ დამხჩვარიო. არჩილის ღრიალმა შეძრა სოფელი. თავადაც ვერ გაიაზრა როდის გახდა ასეთი ცივსისხლიანი, ან საერთოდ მასში ასეთი ძალაც თუ არსებობდა, რომელსაც კაცის მოკვლა შეეძლო, თავადაც არ იცოდა. იმ დღესვე გამოასალმა სიცოცხლეს დამპალი ზურია.
ხმაამოუღებლად ისხდნენ ბიძაშვილები მდინარის პირას. ორივე თავის ფიქრებში ჩაძირულიყო. თავკაცის სიტყვების შემდეგ ვეღარაფრის თქმა ვერ შეძლო. მაშინვე დაქაჩა თედომ მკლავზე და აქეთ გამოარბენინა. მოსმენილით თავზარდაცემულს თავადაც სჭირდებოდა ყველაფრისგან გაქცევა.
-რა უნდა ვქნათ? - საკუთარ თავში რომ ვერაფრით ააწყო გეგმა და ვერც ვერაფერი მოიფუქრა ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად, ბოლოს მაინც ხმის ამოღება არჩია თედომ.
-რა უნდა ვქნათ? - გაოცებულმა გადახედა კაცს. ისე იქცეოდა, თითქოს დიდი მშვიდობა ყოფილიყო მათ თავს.
-არჩილ... - ჩუმად დაისისინა კაცმა და თვალები დააწვრილა.
-ჰო, თედო, რა უნდა ვქნათ? შენი აზრით მისი სიტყვები რამეს ნიშნავს?
-არჩილ... ნუ ეთამაშები ცეცხლს. უარი თქვი ამ შურისძიებაზე და ხელი ჩამოართვი. არ გაბედო არაფრის თქმა! - მაშინვე აუწია ხმას, როგორც კი მის გაცოფებულ სახეს გადააწყდა. - შენზე ნაკლებად არ მეწვის სესილია! ის ჩემი დაც იყო. მაგრამ შენ უკვე იძიე შური, დაანებე იმ დამპალს თავი... ხვალ მივიდეთ გოდერძისთან და ვუთხრათ, რომ არ არის სჭირო ეს... ეს ქორწინება. ხელი ჩამოვართვათ, პირობა მივცეთ, რომ ამის გარეშც შევეშვებით, არჩი. სიტყვას აუცილებლად შეასრულებს ის კაცი.
-და რა ვქნა თედო? გამაგდოს! გგონია მისი მეშინია? მაგრამ ისე არსად არ წავალ აქედან, სანამ იმ.. - თითი გაიშვირა სადღაც, თითქოს იქ მდგარიყოს ზვიადი. - იმ არარაობას არ მოვკლავ. შემდეგ რაც უნდა ის მიქნას, თუ უნდა მომკლას...
-მხოლოდ შენ არ მოკვდები, არჩილ! ყველა დაიხოცება, გესმის? ნუ ხარ ასეთი ჯიუტი!- წამოვარდა საბოლოოდ ფეხზე. - სხვა გზა არ არის, რატომ არ გესმის? გვარებს შორის ომი დაიწყება, არჩილ, შეიგნე ბოლოს და ბოლოს, ოჯახს ამომიხოცავენ და ჩვენც ზედ მიგვაყოლებენ, ეს გინდა? ყოველთვის, ყოველთვის ვიზიარებდი შენს პოზიციას ნებისმიერ საქმეში, პატარა ძმასავით მუდამ შენს მხარს ვიჭერდი, მაგრამ ახლა... ახლა ვერა, არჩი. ჩემი ოჯახის სიცოცხლით ვერ ვითამაშებ!
შეეცვალა არჩილს სახე. ოჯახის ხსენებაზე თავში ყველაფერი გადაუტრიალდა. თავადაც იაზრებდა, რაც მოჰყვებოდა თავის ამბოხს, მაგრამ შურისძიების წყურვილი იმდენად დიდი იყო მასში, რომ წამით ყველაფერი მიივიწყა.
-კარგი. - ამოიჩურჩულა ბოლოს და თავი ჩახარა. - დაველაპარაკოთ გოდერძის. თავი დაანებოს იმ გოგოებს.
+ + +
ნელა გათენდა იმ ღამეს სვანეთში. ზანტად ამოიწვერა მთის ძირიდან ზარმაცი მზე. ლამაზ სახეზე შეუღიტინა სხივები აშა ავალიანს. სიზმრებიდან თავდაღწეულმა რეალობის გახსენებით დაიწყო დილა. ნამდვილად, ყველაფერი ისე იყო მის ცხოვრებაში, როგორც ბოლო დღეები და არც კოშმარი ყოფილა ეს. ფრთხილად წამოდგა საწოლიდან. ამჯერად დედა ამდგარი დახვდა, მთქნარებით გამოვიდა ოთახიდან და გასასვლელად მომზადებულ კაცებს შეავლო მზერა. ამ დილაუთენია რა საქმე ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, არ მოუყოლიათ გუშინდელის შესახებ ქალებისთვის. ან რა უნდა ეთქვათ, ან როგორ... ახლაც გოდერძისთან მიდიოდნენ, სასწრაფო საქმე ყოფილა მოსაგვარებელი, ფარჯიანების თხოვნით. სად მიდიხართო, ეს ერთი ის დააწია ძმას, მაგრამ უპასუხოდ დატოვა სახლი მინდიამ. მეას გადახედა, რა ხდებაო, ისიც მხრების ჩეჩვით მიუახლოვდა აშას.
ავალიანები რომ მივიდნენ გოდერძისთან ფარჯიანები უკვე იქ იყვნენ. მტრული მზერით შემოაცილა ზვიადი არჩილმა. კომფორტულად მოთავსებულიყო სკამზე და იქიდან უმზერდა ავად.
-მოდით, მოდით, დაჯექით. - მიუთითა მათკენ თავკაცმა. ასევე ბოროტად გადახედა მინდიამ არჩილს. - სათქმელი აქვთ ფარჯიანებს რაღაც. ამიტომ შეგკრიბეთ.
-რაო, რა გვინდაო? - თავისი ადგილი დაიკავა და თან ისე აათვალიერა არჩილი ბექამ.
-არანაირი ქორწილი არ იქნება. - მოაშორა მზერა არჩილმა მინდიას და თავკაცს გაუსწორა პირდაპირ. ნათლად დაინახა როგორ შეეკრა წარბები კაცს.
-ეგ ისედაც ცხადი იყო. მე არ მყავს ოჯახში შენთვის მოსათხოვებელი ქალი. არანაირ წინააღმდეგობას არ მივიღებ. ჩემს დას, მამაჩემის მკვლელეს არ გავაყოლებ ცოლად. - ხმა ამოიღო მტკიცედ მინდიამ.
-თქვენ მე ვინ გგონივართ?! - ყვირილით წამოვარდა გოდერძი. - რას მემასხრებით, თქვენი აზრით, მე მაშინ აზრი დაგეკითხეთ რომელიმეს? რას ჰქვია ქალი არ გყავს მისათხოვებელი, სიკვდილი გინდა, ბიჭო?
-არავის მოკვლას არ ვაპირებთ! - თედო გამოვიდა ამჯერად სიტყვით. - ყველაფერი დასრულდა. როგორც უკვე თქვით, სისხლი ავიღთ. ჩვენი საქმე დამთავრდა. არ არის საჭირო კიდევ ვინმეს გაუბედურება. ხელს ჩამოვართმევთ ერთმანეთს და ისე შვრიგდებით.
-ნამდვილად, გოდერძი. - თავი დააქნია ბერდიამ. - არ არის ქორწინება საჭირო. უარს ამბობს არჩილი მის მოკვლაზე. - ამაყად გადახედა შვილიშვილს კაცმა. თქმა ერთი იყო, მზერა მეორე. აფთარივით უმზერდა ავალიანების კაცებს, ახლა რომ იარაღი ჰქონოდა... რა დიდი სიამოვნებით...
-არჩილ! მართალია? - გადახედა გოდერიმ არჩილს ეჭვისთვალით.
ნელა გადაიტანა მზერა მისკენ არჩილმაც.
-თავი დავანებოთ ქალებს. - მხოლოდ ეს თქვა და მინდიას დააკვირდა, აინტერესებდა თუ ექნებოდა რეაქცია გოგონების ასე თამამად ხსენებაზე პოტენციურ მძახალს. მშვიდად დაუხვდა მინდიას თვალები.
-სულ სხვა რამეს მეუბნებიან შენი თვალები, არჩილ! არ მჯერავს, რომ შენ მათ ყველაფრის გარეშე შეეშვები. სიტყვა უკვე ნათქვამია. ჯვრისწერა 6 დღეშია.
-საკმარისია! - წამოხტა გაცოფებული ზვიადი - მომკლას! რაც უნდა ის მიქნას, მაგრამ ჩემს ქალიშვილებს თითს ვერ დააკარებთ! უკვე თქვა მინდიამ, არ მყავს მე ოჯახში ამ კაცზე მისათხოვებელი შვილი. მამის მკვლელს არ გავაყოლებ ცოლად. არ გავიმეტებ ძმისშვილს ამ ვითომ კაცისთვის! და არც ჩემს მეას მივცემ ფარჯიანების მოდგმას!
-ზვიად! - დასჭექა გოდერძიმაც.
-შენ საერთოდ, როგორ ბედავ ხმის ამოღებას... - წარბშეკრული წამოდგა არჩილი. მაშინვე წამოდგა თედოც, მაჯაზე ჩაავლო ხელი, ძლივს აწყობილ გეგემას 2 წუთში ჩუშლიდა ეს გადარეული. - შენ ვინ ხარ ჩემს კაცობაში ეჭვი რომ შეგაქვს... ასე არა?! - თავი დააქნია სუსტად არჩილმა, - კაცი არ ვიყო შენი ძმისშვილი ჩემი ცოლი თუ არ გახდეს!
გაოგნებით გადახედა თედომ. ნამდვილად არ იყო ახლა არჩილი სრულ ჭკვაზე.
-რას მეუბნები? - წამოიყვირა მინდიამ მაშინვე. გაიწია კიდევაც წინ. ბექა გადაუდგა და ჩაავლო ხელი მხრებში. - შენ ვინ ხარ, ჩემს დაზე ასე რომ ლაპარაკობ... შემომაკვდები... მამის სიკვდილი რომ დაგივიწყე, არ გეგონოს, ჩემს დაზე ასე ლაპარაკს გაპატიებ. მოგკლავ, გესმის?!
-შეწყვიტეთ! - დაიღრიალა თავკაცმა. - როგორ ბედავთ! როგორ ბედავთ ჩემს სახლში ასე მოქცევას?! და თქვენ ამბობთ რომ შერიგდებით? ახლა რომ მიგიშვათ დაუფიქრებლად ამოხოცავთ ერთმანეთს. მინდია! შეწყვიტე, ბიძაშნის გადარჩენა თუ გინდა, განზე გადექი და ზედმეტი ხმა აღარ გამაგონო, გესმის?! წადით ახლა აქედან! - დასჭექა ბოლო ხმაზე და გაყარა კიდეც თავხედი ახალგაზრდები სახლიდან.
ქორწილი 6 დღეში იყო, პატარძლებს კი ამის შსახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

სასაფლაოზე იყვნენ წასულები მეა და აშა. ფეხის კანკალით შეაბიჯა შიგნით აშამ, გულს უღრღნიდა იმის განცდა, რომ მოღალატე, გარდაცვლილ მამასთან მიდიოდა ახლა. რატომ არ ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის ის რაც აქვს? თან საკმარისზე მეტი. მისი გარყვნილი, ამაზრზენი საქციელის გამო მოეთხოვებოდა კიდეც ახლა მის ქალიშვილს მზე და მთვარე რომ ამოსდიოდა და თვალსჩინივით უფრთხილდებოდა მთელი ცხოვრება. სხვისი ცოდვებისთვის როდემდე უნდა იტანჯებოდნენ ადამიანები?
გადაწყვეტილი ჰქონდათ უკვე კვირის ბოლოს თბილისში დაბრუნება. აქ გაჩერება უკვე შეუძლებელი, გაუსაძლისი იყო. სუნთქვაც უჭირდა იმ ადგილას, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა, მთელი გულით რომ უყვარდა, ახლა იმედგაცრუების მეტს ვეღარაფერს გრძნობდა ამ სოფლისგან. სასწრაფოდ უნდა წასულიყვნენ აქედან. რთული იქნებოდა დედის დატოვება, მაგრამ თავადაც ვერ გააგრძელებდა ასე.
ფრთხილად აიარეს კიბეები და როგორც კი სახლიდან ყვრილი შემოესმათ, მაშინვე გადახედეს ერთმანეთს, წამიერად გაშეშდნენ ადგილზე.
-რას მეუბნები, ხვდები, ზვიად? - წიოდა ინდირა მთელ ხმაზე.
-არ მივცემ, არა! მომკლან! რაც უნდათ ის მიქნან! არ მივცემ ჩემს გოგოებს მაგ ხალხს!
-შენ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, მამა! - წამოიყვირა გაცოფებულმა ბექამ მამის სიტყვებზე. - ის დამპალი გამკეთებელია, ვერ დაინახე, როგორ გიყურებდა?
-ბექა, აბა რა ვქნა, გოგოები გავწიროთ? - სასოწარკვეთით ამოიფხავლა კაცმა, - ის თვალები გამიხმეს, ის ენა გამიხმეს, ეს ყველაფერი რომ გავიგე და გაგრძელების უფლება მივეცი. ღმერთმა დამწყვევლოს ამის გამო!
-დაგწყევლა უკვე. - დედის შემზარავი ხმა როგორც კი მოესმა, მაშინვე შევარდა შიგნით აშა. თან მიჰყვა პირდაღებული მეა.
-აქ რა ხდება? - წარბშეკრულმა მოავლო თვალი ყველას. მინდიას ყურებჩამოყრილ მზერას რომ ჰკიდა თვალი აშამ, გულში გაჰკრა რაღაცამ, წამიერად.
-არაფერი. ასე მალე რატომ დაბრუნდით? სუფთა ჰაერზე გაგევლოთ ცოტახნით, -თბილად განაგრძო ბექამ და მიუახლოვდა კარში გაჭედილებს, ვითომც არაფერი მომხდარიყოს. მეას რომ ხელის გადახვევას უპირებდა მოიშორა ქალმა მაშინვე და განზე გადგა.
-რას ნიშნავს გოგონებს არავის მივცემ? რა ხდება?!. - სასოწარკვეთილი მზერა ჯერ ძმას ესროლა, შემდეგ კი მამას მეამ.
-მეა...
-რა ხდება-მეთქი! - გააწყვეტინა სიტყვა ბექას აშამ და შეჰკივლა მთელ ხმაზე.
ამოიხვნეშა ერთი მინდიამ და თავდახრილმა ამოიჩურჩულა.
-გოდერძიმ თქვა, შესარიგებლად საჭიროა ქორწინებაო. უნდა, რომ არჩილს გაჰყვე ცოლად. მეა კი თედოს. - ამოიჩურჩულა და აქედან გაქრობა, სიკვდილი ინატრა კაცმა.- მაგრამ ამას არ დავუშვებ, გპირდები, არ დავუშვებ, აშა. - სწრაფადვე წამოდგა, დას მიუახლოვდა და მისი გაოგნებული სახე ხელებში მოიქცია.
მინდიას სიტყვები რომ გაიაზრა და გონს მოვიდა, მაშინვე ჰკრა ხელი და მოიშორა ძმა. ტვნიში ჩაექცა სისხლი ამის გაგონებაზე, გაფიქრებასა და ბოლოს გააზრებაზე.
-მე რა ძროხა ვარ? ან თეთრ დროშას ვგავარ ზავის დასადებად ჩაგდებულს? რას ბოდავ? თქვენ საერთოდ სრულჭკუაზე ხართ? მოღალატე, უნამუსო მამა რომ მყოლია ამაზე ხმა არ ამოვიღე, გავჩუმდი, მოვკეტე, ჩემს გულში დავმარხე საშინელი წყენა და იმედგაცრუება. არანაკლებ დამნაშავრე ბიძა რომ მყავდა, ამაზეც არ ამოვიღე ხმა, ნახევარი მისი ბრალი რომ იყო ეს ყველაფერი, არც ეს არ მითქვამს, სუნთქვა რომ მიჭირს აქ ჩამოსვლის დღიდან თქვენს შემხედვარე არც ეს, მაგრამ... საკმარისია! ყელშია! რა საზარელი ხუმრობაა. რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს! რომ მცოდნოდა რა კაციც იყო ის, საერთოდ არ ჩამოვიდოდი აქ...
სულისწამღები ღრიალი მინდიას აფექტურმა საქციელმა შეაწყვეტინა. ვერც კი გააცნობიერა კაცმა, როგორ დაიდო ბუდე მასში ბნელმა ძალამ წამიერად, როგორ დაუბინდა გონება და როგორ აიძულა საკუთარი ხელი აღემართა ერთადერთი დის მიმართულებით, ვალად რომ ჰქონდა დადებული სიცოცხლის ბოლომდე დაცვა. გაოგნებული მზერით ახედა აშამ კაცს. ისეთი თვალებით ცხოვრებაში რომ არ შეუხედავს მისთვის. ერთი „მინდიას“ წამოკივლება მოასწრო განრისხებულმა მზიამ, მაშინვე რომ მიაღებინა ბექამ საკადრისი. ისე ძლიერად მიულაწუნა ბიძაშვილს სახეში, წაბარბაცდა და ძლივს შეიმაგრა თავი ძირს რომ არ გართხმულიყო აშას ფეხებთან. და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს. იმედგაცრუებული, შეძრწუნებული, სასოწარკვეთილი, იმ წამს სიძულვილით აღსავსე მზერა არ მოუშორებია ძმისთვის აშას.
-წაეთრიე აქედან! - იჩურჩულა მკაცრად მოახლოებულმა მზიამ და ქალიშვილს შემოჰხვია ხელები. ჩამოაშვებინა ლოყაზე მიბჯენილი ხელი და გაიყვანა ოთახში. არც ერთი წამით არ მოუშორებია ის საზარელი მზერა აშას ძმისთის.
გაოგნებული მეა წარბშეკრული უმზერდა ბიძაშვილს.
-ამას არასდროს არ გაპატიებ! - დაიწიკვინა და გაუჩინარდა ისიც.

გოდერძისთან საუბრის მეორე დღეს სესილიას საფლავთან მოეყარათ თავი ბიძაშვილებს. არჩილი მიწაზე იჯდა და დანანებით შეჰყურებდა მის ამომავალ ვარსკვლავზე დაყრილ უმძიმეს მიწას. თედო იდგა ჩაფიქრებული. ნაღვლიანად გააქნევდა თავს შიგადაშიგ არჩილი.
თავჩაქინდრული თედო ყველაფერზე ფიქრობდა იმ წამს. მართალც, დასავით უყვარდა სესილია, თავად არ ჰყავდა, ამიტომ ის იყო მისთვის ყველაფერი. ხშირად აკითხავდა სკოლაში გაკვეთილების შემდეგ. აქ დაინახა მეა ავალიანიც. სკოლაში. და მას შემდეგ უთქმელად ეტრფოდა ავალიანების ასულს. ადამიანი რომ საკუთარ თავს გადაუწყვეტ ეს არის ჩემი ბოლო და ამის გარდა არ მეყვარება მე მეტი არავინო, ისეთი დაემართა თედოსაც. გულმა გადაუწყვიტა და გასწირა თავი სამუდამო უბედურებისთვის ცალმხრივად სიყვარული რომ ჰქვია.
-ახლა რა იქნება? მართლა ცოლად მოიყვან? - ჩუმად ჩაიჩურჩულა კაცმა და არჩილს დახედა.
-შენი თავი რატომ მოტეხე? – ჩაეცინა უსიამოდ, ისე რომ მისი დისთვის არ მოუშორებია თვალი.
-არჩილ. - ჩუმად დაისისინა და წარბაწეული დააკვირდა, ანიშნა ხუმრობის დრო არ არისო.
ამოიხვნეშა კაცმა და თავი ჩაქინდრა დაღონებულმა.
-დავიღალე ამ სამყაროსთან ბრძოლით. არ ვიცი, თედო. არ ვიცი რა ვქნა. შენ იცი? იქნებ შენ მიჩვენო გზა.
-რატომ უთხარი ეს, არჩილ... ხომ შევთანხმდით, არა?! ხომ ვთქვით, რომ ქორწინების გარეშე მოვაგვარებდით. - ესიკვდილებოდა თედოს ეს ქორწინება.
-გამომიწვია. ვინ არის ეგ რომ მიწყვიტავს რაღაცებს. წავაცლი იმ ნაბიჭვარ თავს. - დაიმუქრა და მის გახსენებაზე მოექუფრა კიდეც სახე.
-და ახლა რა ვქნათ, სხვა გამოსავალი რომ აღარ დაგვრჩა. - სასოწარკვეთილი მზერა შეანათა კაცს.
-არის, როგორ არ არის. - შეაწყვეტინა მაშინვე და ჩაიქნია ხელებიც.
-წადი, მიდი და მოკალი მაშინ! მიდი, მიდი! მერე ბექა დაგაჭედებს თავში ტყვიას! მერე მე მომიწევს მათი მოკვლა... მიდი, მიდი! - ხმას აუწია გაბრაზებულმა.
-თედო. დამშვიდდი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვთქვი.
-როგორ?
-აშა ჩემი ცოლი გახდება. - უემოციოდ ამოთქვა. - იმ გოგოს შენ მოიყვან ცოლად. როგორც მბრძანებელმა დაგვარიგა.
-არჩილ... არ გინდა. - თავი გააქნია თავადაც დაღონებულმა. - შენ არ იძახდი არავინ აღარ გაუბედურდება კაცის გამოო? რა შეიცვალა? შენი აზრით იმ გიჟ გოგოს ჭკუა დაუშლის თავად რომ არ დაგაჭედოს იარაღი, ბიძამისის ნაცვლად? - ჩაეცინა უეცრად აშას გახსენებაზე. ის დღე დაუდგა თვალწინ სახეში რომ გაარტყა ხელი და ლამის ხელჩართული ბრძოლა გაუმართა კაცს.
-მამამისზე იყო გამწარებული. - თავი იმართლა თუ ის გაამართლა უცნობია.
-არ მგონია ეგ სხვა ცხოვრებაშიც დალაგებული იყოს. - არ წყვეტდა თედო ბოდიალს.
წამომდგარმა, თავი გადააქნია მკაცრად, ზედმეტი მოგდისო. აღარ დარჩნილან დიდ ხანს. ხელი გადაჰხვია თედომ და ისე გააგრძელეს გზა მანქანამდე.
ოთახიდან არ გამოსულ იმ დღეს აშა. მეაც არ მოშორებია წამით. არაფრით შორდებოდა ფიქრები მის ძმაზე. არც უძინია ღამე. ყველაფერს გრძნობდა მის მიმართ აშა. წყენას, ბრაზს, იმედგაცრუებას... რაც არ უნდა ეთქვა ქალს, მას ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა. კაცის იდეალი, ზოგადად, მაშინ ილახება და ბინძურდება, როდესაც ქალზე ხელს აღმართავს. ალბათ ის უფრო აწუხებდა აშას კაცმა რომ გაბედა მისთვის ამის გაკეთება, ვიდრე ის, რომ ეს მისი ძმა იყო. იმდენად ძლიერი ეგონა თავი, რომ მსგავს მომენტში შეეძლო სახე დაეხოკა მამრობითი სქესისთვის. თუმცა ახლა სხვაგვარდ იყო ყველაფერი, ძლივს გააცნობიერა რა მოხდა თავის თავს. რადგან ყველაზე მეტად არ ელოდა ამას, ბავშვობიდან სასწაული ურთიერთობათ ჰქონდა და-ძმას, იყო მომენტები, როდესაც ჩაურთავდა მინდია ,,უფროს ძმურს“, თუმცა, მალევე დაოკდებოდა ხოლმე, რადგან ამის უფლებას არასდროს არ აძლევდა აშა. ბავშვობიდან დამოუკიდებლობა უყვარდა, ქალი რომ იყო, და მაინც თავისუფალი, ეს უყვარდა.
შეიგნო მინდიამაც არაფერში რომ არ მოუსმენდა თავისი და, რაც თავის ღირსებას ოდნავ მაინც შეეხებოდა, ამიტომ არასდროს, ზედმეტი სიტყვა არ უთქვამ აშასთვის. მისი ვითომ აკრძალვები, აშასთვის თევზის ღაღადი იყო ყოველთვის. სწორედ ამან გაამწარა ყველაზე მეტად აშაც. არც დანახვებია იმ დღეს და თავად რომ დაენახა თავს მართლა წააცლიდა ქათამივით ეს რომ გაუბედა 24 წლის ქალს.
იმდენად იყო ამ ამბავზე გამწარებული, ქორწინების თემა მხოლოდ ერთხელ ამოუტივტივდა თავში და ისიც უმნიშვნელოდ მოიშორა თავიდან. რა ქორწილი? რის ქორწილი? მორიგი აბსურდი. მოკვდებოდა და იმ მამის მკვლელს ცოლად არ გაჰყვებოდა. არც მიიჩნია იმდენად სერიოზულად ეს ამბავი, ღამე მასზე ფიქრში რომ გაეტარებინა.
+ + +
დილიდან შეუდგა ბარგის ჩალაგებას აშა. თავს დასტრიალებდა მეა, რა არ უთხრა, ცოტა მოვიცადოთო, საქმე სერიოზულად არისო, გავარკვიოთო... არაფერი არ ესმოდა. შეშინებული იყო ძალიან მეა. არ ჰქონდა მას აშასავით მტკიცე ხასიათი. ეშინოდა, რომ მასაც მოუკლავდნენ მამას, ისიც დარჩბოდა ობოლად, აქეთ კი გათხოვებაო... მართლა გააფრინა ამ ხალხმა. აშას თუ ყურიც არ მოუბერტყია ამ თემაზე, მეას ღამე არ ეძინა ამაზე ფიქრით. მართლა ხომ არ გაჰყვებოდა იმ კაცს ცოლად?! თუ კი?
შუადღე იყო მეას მონოლოგით შეწუხებულმა მარტო გასეირნება რომ მოინდომა. გასეირნება ერთია, გამოქცევა ერქვა. ძლივს გამოეპარა მეას. ხვალ თბილისში დაბრუნდებოდა, მერე სიტუაციას დააკვირდებოდა, ალბათ ისევ აქ გააგრძელებდა სწავლას. აღარანაირი სურვილი არ ჰქონდა იქ დაბრუნების. თან საბერძნეთში რომ წასულიყო ისე მალ-მალე ვეღარ ირბენდა საქართველოში დედის სანახავად. ალბათ ასე სჯობდა.
მაინც იმ ადილას მიიყვანეს ფეხებმა. მამასთან. ვერ გაეგო ნანობდა თუ არა იმ სიტყვებს, რომელთა გამოც მოუწია ძმისგან სილა. მართლა ასეთი ავსული იქნებოდა, მამის გასვენებაში არ ჩამოსულიყო? არა, რა თქმა უნდა. აფექტურ მდგომარეობაში მყოფი რას ლაპარაკობდა ნახევარს თავად ვერ გაიაზრებდა.
უეცრად, უცხო ხმის გაგონეაბზე მოულოდნელობისგან შეხტა და ხმის მიმართულებთ გაიხედა.
-ტყუილად არ მომიკლავს. - ვიღაცის საფლავის ქვაზე ჩამოედო ხელი ფარჯიანს. უემოციო სახით ათვალიერებდა მომავალ ცოლს.
-ბრალიანი მოკვლა ვის გაუგია?! - ღვარძლიანად ამოილაპარაკა და ზიზღით სავსე თვალებით გადახედა კაცს.
-როგორც შენ გინდა ახლა ჩემი მოკვლა, როგორც შენ გეწვის ახლა თითები, ისე გინდა ჩემი დახრჩობა, ზუსტად მაგას განვიცდიდი მეც, როდესაც გავიგე ჩემმა დამ თავი რომ მოიკლა. - მშვიდად ამოთქვა და ამოვსებულ მიწას გადახედა შემზარავად.
-მერე? ადამიანის მოკვლა გამოსავალია? - მოდუნდა უცებ აშა მისი სიტყვების გამო. მიხვდა, რომ აქ მსხვერპლი მხოლოდ ის არ იყო.
-არ ვიცი, იყო თუ არა, მაგრამ მთავარია, რომ ახლა მშვიდად ვარ. - ამოისუნთქა და თვალებში შეხედა კაცმა პირდაპირ. სადღაც გამქრალიყო ის სიძულვილი წამის წინ რომ ანათებდა ვარსკვლავ უსივით.
-მკვლელი რომ გახდი არც ეს არ გაწუხებს? ახლა რომ მშვიდად ხარ, გგონია არ შეგაწუხებს ეს შენი სისხლიანი ხელები წლების შემდეგ?
-ახლა რა მნიშვნელობა აქვს მაგას? - ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა კაცმა. ამაზე ნამდვილად არ უფიქრია. საერთოდაც, არც მაშინ უფიქრია არაფერზე ზურიას მოსაკლავად რომ გავარდა სახლიდან.
-მე შენ ცოლად არ გამოგყვები. - წამოიძახა მოულოდნელად და თვალებში მიაშტერდა პირდაპირ.
-მოგიწევს. - თავხედურად არ მოაცილა მზერა ფარჯიანმაც.
-აქედან გავიქცევი. სულ არ მაინტერესებს მე თქვენი კანონები, ადათები... მე აქედან აუცილებლად წავალ. - დაემუქრა მკაცრად და ესროლა თან ღვარძლიანი მზერაც.
-თუ წახვალ ბიძაშენი მოკვდება. - ჩაეღიმა უეცრად სუტუაციის შეუსაბამოდ კაცს. მართლაც, ძალიან ფსიხი იყო ავალიანების ქალი.
-მაგით ვერ შემაშინებ!
პირი დააღო რაღაცის სათქმელად კაცმა, ყვირილის ხმა რომ გაისმა და შემოტრიალებაც ვერ მოასწრო არჩილმა, ძირში რომ ეგდო მიწაზე გართხმული. წამოიკივლა აშამ. მაშინვე ეცა გავეშებული მინდია და კიდევ უწილადებდა ერთს, აქეთ რომ მიიღო საპასუხო. გვერდზე გადავარდნილს თავად უნდა შემჯდარიყო არჩილი ბექა რომ ეცა ბიძაშვილს და მოაშორა არჩილს. მეაც იქვე იდგა გაშეშებული, როგორც ჩანს, ვერსად რომ ვერ იპოვა აშა შეშინებულმა მიმართა ბიჭებს და მის საძებნელად წამოვიდნენ. არჩილიც თავის დასთან იყო მოსული აშას რომ მოჰკრა თვალი და ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა გამოლაპარაკება.
-რა ჯანდაბა გინდა ჩემს დასთან?! რატომ მაიძულებ რომ მოგკლა?! - ღრიალით მიიწევდა კვლავ არჩილისკენ აშა რომ გადაეღობა. გუშინდელის პასუხი ახლა გასცა ქალმა. მთელი ძალით გაარტყა ძმას სახეში. - გოგო, შენ გინდა, რომ ჭკუიდან შემშალო? რა ჯანდაბა გესაქმება ამ კაცთან? - აშას თავამდე დახრილმა ყვირილით აიკლო და.
-ხმას დაუწიე! შენ როგორ მიბედავ საერთოდ ასე ლაპარაკს?! - არც ქალმა დააკლო ყვირილს და მკაცრი მზერით დააკვირდა ძმის გამწარებულ სახეს.
-აშა! ზედმეტი არ მოგივიდეს! არც მაცადე არაფრის ახსნა, იქნებ და რას ვამბობდი?! შენი აზრით ამ კაცზე გაგათხოვებ?! როგორ გაივლე გონებაში, რომ მე ამას დავუშვებდი? არც მომისმინე, საშინელება ილაპარაკე, მიუხედავად ყველაფრისა ეს კაცი მამა იყო შენი. - საფლავისკენ გაიშვირა ხელი მინდიამ. - არ გაქვს უფლება ასე ილაპარაკო!
-და შენ გაქვს უფლება დამარტყა? - სასოწარკვეთილმა ამოიყვირა და მაშინვე შენიშნა, ძმის თვალებში გამკრთალი უდიდესი სისუსტე, სილაჩრე, სინანული, ყველაფერი ერთად...
-აშა, მე...
-რაო? - აქამდე ჩუმად მდგომ არჩილს აღმოჰხდა გაოგნებით.
-მეორედ აღარ გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი! ვინ ხარ შენ მე გამათხოვო, ვინ ხარ, ჩემზე ასე ილაპარაკო! მამაჩემისთვის არ მიმიცემია იმის უფლება ჩემთვის რამე აეკრძალა, შენ ვინ ხარ? - ისტერიკაში იყო უკვე. ვერ იაზრებდა რა სიტყვებს ისვროდა პირიდან. პირველად მაშინ შეეშინდა მეას, მიხვდა, რაღაც საშინელებას აუცილებლად ათქმევინებდა გამწარებული გული.
-აშა, ნერვებს ნუ მიშლი! იმაზე ნუ მაჩხუბებ, რაზეც ორივე ერთ აზრზე ვართ, ამ კაცის თვალწინ! ამ კაცს არ გაყვები ცოლად, ამაზე გინდა მეჩხუბო ახლა?
-რასაც მინდა იმას ვიზამ!
-აშა! - ბექასაც ამოუვიდა ყელში ქალის ჭირვეულობა.
-აშა, წამოდი წავიდეთ. - ჩაიჩურჩულა მეამ. გარიდება უნდოდა სიტუაციიდან.
-რას იზამ ერთი, რას? - შეუტია მინდიამ და მეტად მიუახლოვა სახე. იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ამ საქმეში მაინც იდგნენ ერთად, მაინც გარისკა და ჰკითხა ქალს. იცოდა, ვერც ვერაფერს ვერ იტყოდა საწინააღმდეგოს აშა.
-თუ მინდა ცოლად გავყვები! რა, დამიშლი? თუ ისევ დამარტყამ? - საშინელებას ეთამაშებოდა ახლა საკუთარ თავს. პირი დააღო მინდიამ გაკვირვება-გაგიჟებისგან.
ამ დროს გამოჩნდა თედოც. მათ დანახვაზე სწრაფად გამოიკვლია გზა არჩილისკენ. ბოლო სიტყვებსაც მოჰკრა ყური და უცნაურად მომზირალ ბიძაშვილს გადახედა.
-აშა. ჩემს გასაბრაზებლად ისეთ რამეს ნუ იტყვი, რისი წინააღმდეგიც თავად ხარ. ამ კაცს ცოლად, რა თქმა უნდა, არ გაყვები, ზედმეტს ნუღარ მალაპარაკებ! - ამოიღრინა და მკლავში ჩაავლო ხელი წასაყვანად. არ იკადრა აშამ, მოიშორა მაშინვე ძმის ხელი.
-მოვკვდები და შენს სიტყვას არ დავემორჩილები!
-მაგასაც ვნახავთ! - ყვირილზე ყვირილით მიუგო კაცმაც.
-ქალი არ ვიყო თუ იმის ცოლი არ გავხდე! - ხელი გაიშვირა უკან მდგომი გაოგნებული არჩილისკენ. პირდაღებული თედო ხან ქალს უყურებდა, ხანაც ადგილზე გაშტერებულ ძმას. სახე ხელებში მოიქცია მეამ.
-გოგო... რას მეუბნები...
-რაც გაიგე! წავედით, მე! - მეას მიმართა და მკლავში გამოსდო ხელი გამწარებულმა.
რამდენიმე წამი იდგნენ ასე. საფლავზე გაეშტერებინა მზერა მინდიას, მოულოდნელად რომ იგრძნო სახის წვა.
-ქალს ხელი როგორ დაარტყი შე ნაბი*ვარო?! თან შენს დას! - შეუღრინა არჩილმა და აღარც დალოდებია რეაქციას თედო, ისე გაათრია ძმაკაცი.
სახლში მივიდნენ თუ არა სხვადასხვა მანქანებით, მაშინვე გადმოხტა თედო მანქანიდან და არჩილთან მივარდა.
-რაო იმ გოგომ?! - გულზე დაადო ხელი და ისე შეაჩერა კაცი. ინგა გადმოჰყურებდა ბიჭებს აივნიდა. თედოს დედა.
-მშვენივრად გაიგე. - უმნიშვნელოდ ამოღერღა და ბიჭის მოცილება სცადა.
-ვერა. ვერაფერიც ვერ გავიგე! - არ მოეშვა ბავშვივით აცუნდრუკებული.
გაჩერდა არჩილი ადგილზე. ამოიხვნეშა ერთი ჩაფიქრებულმა.
-ცოლად უნდა გამომყვეს.

სიჩუმე დაბუდებულიყო ფარჯიანების ოჯახში. უხმოდ გაშალა სუფრა ინგამ. რაც გაიგო, რომ მალე დედამთილი გახდებოდა ხმა არ დასცდენია პირიდან. ჯერ კიდევ გლოვობდა შვილივით მწარე სესილის. არ უნდოდა იმ ოჯახის ქალები თავის ოჯახში, თუმცა მეტად ვეღარც შვილის დაკარგვას გადაიტანდა.
+ + +
თვალები რომ გაახილა ქალმა და თავზე წამომდგარ მეას მოჰკრა თვალი შიშისგან ახტა ლოგინში. წარბშეკრული უმზერდა გაავებული ქალი. ერთი უყურა თავადაც წარბშეკრულმა, რაღაცის თქმა დააპირა, მეამ ხელებში ჩაბღუჯული ბალიში რომ მოუქნია და ჩასცხო მრავალჯერ გემრიელად. სულ არ აქცევდა ყურადღებას აშას შეძახილებს, მთელი ძალით ურტყამდა ქალს ბალიშს სახეზე, თავზე, ტანზე, სანამ არ გადააგდო საერთოდ საწოლიდან.
-კარგი, კაარგი! გეყოს! - ყვირილით წამოფრინდა საბოლოოდ იატაკიდან.
-მე მეყოს? მეე? - არც მეას დაუკლია ყვირილი. - ეს როგორ უთხარი, გოგო! სულ დაკარგე ჭკუა?
-იმან დამაკარგვინა. - შეურბილა ბოლოს ხმა დამნაშავემ და თავჩაქინდრული ჩამოჯდა საწოლზე.
-გეყოს, აშა! - ვერ წყნარდებოდა მეა. - მართლა აპირებ, იმ კაცს ცოლად გაჰყვე?
-არა! - წამოიყვირა მაშინვე და შეშინებულმა ახედა მეას.
-აბა? - გაოგნებულ სახეს ვერ იშორებდა ქალი.
-წავალ აქედან. - ამოიჩურჩულა და მიმოიხედა, ჩემოდანს ეძებდა, გუშინ რომ ჩაალაგა დიდის ამბით დღეს გასამგზავრებლად.
-შენ, მე მგონი, მართლა დაკარგე აზროვნება! საერთოდ არ აფასებ ამ სიტუაციას სერიოზულად? შენი აზრით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა? რატომ არ უსწორებ რეალობას თვალს, აშა! გეყოფა, გთხოვ... - გააგდო ბოლოს ის ბალიშიც და უღონოდ მიუჯდა ქალს გვერდზე. - გული უნდა გამისკდეს ამ ყველაფერზე ფიქრით, ნუთი ვერ ხედავ?! რა მოიგონეს, რას ნიშნავს ეს ქორწინება... - ცრემლები მოიწმინდა მუჭებით ქალმა. - მეშინია, რომ მამასაც დაუშავებენ რამეს. გუშინ, შენ რომ შემოვარდი ამ ოთახში და ჩაიკეტე, რომ არც მაცადე საუბარი... ბიჭებისა და მამას საუბარს მოვკარი ყური, - კიდევ უფრო აეტირა ამის გახსენებაზე ქალს. - მომიკლავენ, აშა. მამას მომიკლავენ! ბექა ამბობდა, ეს ქორწინება შეაჩერებს მხოლოდ არჩილსო. იმ თავკაცთან რომ ყოფილან შესახვედრად მაშინაც ძლივს გაუჩერებიათ... აშა! გუშინ ღამეც მომხდარა ჩხუბი! არ უნდათ რომ ბაბუას ყურამდე მივიდეს ამბავი, არ უნდათ, რომ იმ ფარჯიანების ნათესავებმა გაიგონ ამაზე მეტად რამე! რა ვქნათ?! - აღრიალებული მიეკრა აშას ბავშვივით. ხელი შემოჰხვია იმანაც და შეუმჩნევლად მოიშორა ჩამოგორებული ცრემლი.
ეს ხალხი არ ხუმრობდა და არც გაჩერდებოდნენ, სანამ მათსას არ მიიღებდნენ.
საშინელ უარზე იყო მზია. მოვკვდები და ჩემ ქალიშვილს ამ დღეში არ ჩავაგდებო. გუშინდელი საუბრის შემდეგ მინდიასა და ბექას აცრუებული ჰქონდათ ყველაფერზე გული. მაინც ვერ უყურებდა დას თვალებში, ვერ უსწორებდა. როგორც ბექამ თქვა დილით ბერდიასა და გოდერძის შეხვედრილა. ისე იყო გამწარებული თავკაცი, რომ თავად უთქვამს ბექასთვის ქორწილი თუ არ შედგება ხელს აღარ შევუშლი არჩილს არაფერში და ყველაფერზე თავად აგებთ პასუხსო. ვერაფერს გააწყობდა მზია. ცრემლებად დაიღვარა მეა იმ ღამეს. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ქორწილი ორ დღეში იქნებოდა. ჯვარს მესტიაში დაიწერდნენ. ხელსაც იქვე მოაწერდნენ.
გიორგიმ - თედოს მამამ მოაგვარა ყველაფერი. მეორე დღეს მისი ბიჭი რომ გაგზავნა ორი დიდი ყუთით ხელში ავალიანების ოჯახში, არავის გაჰკვირვებია. საქორწინო კაბები იყო შიგნით. მაშინვე დააფარა ყუთს თავი და ხელებში მოიქცია სახე მეამ. მეორემ ყუთიანად გადაიქნია იატაკზე და ბოლთისცემას მიჰყვა. გახშირებულად სუნთქავდა ქალი, საიდან სად ამოჰყო თავი... საიდან სად... სიბრაზე ახრჩობდა, სიძულვილს მოეცვა მთელი სხეული, რა საჯანდაბისთვის ჩამოვიდა აქ, ტირილი, გლოვა, რატომ გადაექცია უარეს ჯოჯოხეთად?! ასეთი რა დააშავა ამ ბედკრულ სამყაროში, რომ ვერ აიტანა მისი ბედნიერება? საჭირო იყო ამ რეალობის მომსწრეს კიდევ უარეს ჯოჯოხეთში გაეყო თავი? თავს იწყევლიდა ყველაფრის გამო.
მეორე დღემაც მშვიდად ჩაიარა მათდა გასაკვირად. სამზადისში იყო ორივე ოჯახი, ასე იყო თუ ისე, ქორწილი იყო. მოჩვენებასავით დადიოდა მთელი დღე მეა. სიმშვიდეს ინარჩუნებდა აშა. ძმას კვლავ არ ესაუბრებოდა. რა უნდა მომხდარიყო რომ ეპატიებინა? დალაპარაკებას თუ ეცდებოდა მაშინვე გარბოდა, არც აჩვენებდა რომ ნანობდა მის სიტყვებს. მტკიცედ იყო. ძლიერად. მოკვდებოდა და არ აჩვენებდა რა ცეცხლიც ტრიალებდა მის გულში.
თეთრად გაათენა ის ღამე მეამ. თედოზე ფიქრობდა ყველაზე მეტს. რომ სცოდნოდა ეს ბიჭი, აქამდე რომ შეხვედროდა, იქნებ აღარ ყოფილიყო ასეთი რთული... და მაინც, როგორ ვერ შეხვდნენ ერთმანეთს მთელი ცხოვრება? ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ერთი - სოფლის დასაწყისში, მეორე - ბოლოში, თუმცა მაინც საკმაო მანძილი იყო მათ შორის. სავარაუდოდ ერთ სკოლას დაამთავრებდა ორივე. რატომ ვერ შეხვდა ამ კაცს ვერასდროს? მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის მეასა და 29 წლის თედოს შორის საკმაოდ დიდი იყო სხვაობა, მაინც წარმოუდგენლად მიაჩნდა ამ კაცის არ ცნობა.
კოშმარებს ებრძოდა იმ ღამეს დედას მიხუტებული აშა ავალიანი. ესიკვდილებოდა ეს ქორწილიც, ფარჯიანებიც და არჩილი ყველაზე მეტად.
+ + +
დილიანად დაიწყო სამზადისი. სახეჩამომტირალ პატარძლებს ამინდიც კი მხარს უჭერდა, საშინელი წვიმა იყო გარეთ. ძალიან ჰქონდა იმედი მეას, რომ იმოქმედებდა ეს ამინდი ყველაფერზე და ჩაიშლებოდა ქორწილი. დღეს მაინც არ ჩატარდებოდა ეს მასკარადი. თუმცა სვანებს ამინდი შეაშინებდათ?
მეას დაეხმარა ჯერ აშა კაბის მორგებაში. სარკესთან მდგომ მომტირალ ქალს უკან ამოსდგომოდა, ხელები შემოჰხვია მუცელზე და მხარზე ჩამოადო დამძიმებული თავი. თმაც თავად გაუკეთა ბიძაშვილს. ულამაზესი იყო მეა. ნაუცბათევი ქორწილის შესაბამისად მასსავით სადა და კოპწია კაბა იყო. მკერდზე დეკოლტეს გადაჰკვროდა თეთრი ბადე, რომელიც ყელამდე ადიოდა და, საერთო ჯამში, ყელიანი საქორწინო კაბის კვალს ტოვებდა.
ნახევარი საათი რჩებოდა კაცების მოსვლამდე. აშა ჯერ კიდევ არ იყო მზად. სარკესთან მჯდარი საკუთარ ანარეკლს არ აშორებდა მზერას. ასეთი გაუბედურებული თავი არასდროს ენახა. კიდევ გააგრძელებდა ასე უაზროდ ჯდომას მეა რომ არ შესულიყო მასთან. დროაო ჩაიჩურჩულა და თავადაც მის თვალებს გაუსწორა მზერა. ნაღვლიანი ღიმილით წამოდგა ქალი ფეხზე. კაბა შეათამაშა ხელებში და გახდა დაიწყო ზანტად. ამჯერად მეა დაეხმარა ყველაფერში. რომ მორჩნენ მანქანის სიგნალები ისმოდა უკვე გარედან. მოვიდნენ.
ფეხსაცმელები მოირგო და ფანჯრიდან გადახედა სოფელს. წვიმა შემწყდარიყო. მეტიც, მზეც კი გამოსულიყო. გაოგნებულმა აღაპყრო წარბები მაღლა. ასე უცებ როგორ შეიცვალა ამინდი?!
დაღვრემილი ინდირა შევიდა ოთახში და წასვლის დროაო, აცნობა გოგონებს დაღონებული სახით. ყვავილებს დაავლეს ხელი და ფეხის თრევით გაუყვნენ გზას. გარეთ იდგნენ მომავალი ქმრები. ჩვეულებრივ საქორწინო სმოკინგში იყო ორივე გამოწყობილი. გამოსვლისთანავე მათ მიაბყრეს მზერა კაცებმა. გაქვავდა ლამის ადგილზე თედო. ფერიას დამსგავსებული მეას დანახვისას გული შეეკუმშა საწყლად. ალბათ, ღრმა ოცნებებშიც არ მიუცემია უფლება საკუთარი თავისთვის ასეთი რამ წარმოედგინა. თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული მალე მისი ცხოვრების მეგზური გახდებოდა. ვერასდროს წარმოედგინა თუ ასეთი რამ მართლა მოხდებოდა. ის შორეული ზღარპარი იყო მისთვის მეა, როგორც სამოთხე და ჯოჯოხეთი. მეა იყო ყველაფერი წმინდა რაც თუ ებადა ქვეყანაზე.
ბექას ჩასჭიდა ხელი მეამ თედოსა და მის მანქანამდე მისასვლელად. მინდიას არც კი უცდია დასთან მიახლოება, იცოდა, შეარცხვენდა ამდენ ხალხში. ნელა ჩაიარეს გრძელი, უსაშველოდ გაწელილი კიბეები.
მიუახლოვდნენ თედოს. მტრული მზერა ესროლა კაცს. მისი დის ხელი თავისაში მოექცია და არც აპირებდა თედოსთვის გაწვდენას, სანამ თავად არ აიღო საკუთარ თავზე უპირატესობა. თედომ დაავლო და გამოსტაცა ხელი კაცს. გაკვირვებულმა გაუსწორა მზერა თედოს. ყველაფერი იგრძნო იმ წამს ქალმა. მოუჭირა ფარჯიანმა ხელი. მის თვალებში იგრძნობოდა ის სევდა, რასაც ვერ გამოხატავდა კაცი, ყველაფერი რომ ერჩივნოდა ამ ქალის გაუბედურებას, მის მზერაში იკითხებოდა.
ზედმეტი ცერემონიალების გარეშე დაიკავა აშამ მანქანაში თავისი ადგილი. გვერდზე მიუჯდა არჩილი. მანქანას თედო მართავდა, გვერდზე მეა ეჯდა. აშა და არჩილი კი უკან ისხდნენ.
დაიძრნენ მესტიისკენ. პირველი ერთი საათი უხმოდ იმგზავრეს. სახე სტკიოდა აშას წარბშეკრული ჯდომისაგან. ფანჯრისთვის არ მოუშორებია მზერა. ხელები კალთაზე დაეკრიფა და არჩილისკენ წამითაც არ აპარებდა მზერას.
პირველად მეამ და თედომ დაიწერეს ჯვარი. რომანტიკული მეასთვის, რომლისთვისაც ადამიანის სიყვარული ღმერთის რწმენას ნიშნავდა, სიკვდილის ტოლფასი იყო საკურთხეველთან სრულიად უცხო ადამიანთან დგომა და ჯვრისდაწერა. ეს ხომ მხოლოდ საყვარელ ადამიანთან უნდა გააკეთო? ღმერთის წინაშე მართალსა და საყვარელი ადამიანის გვერდით მყოფს. ეგონა საკუთარ თავს ჰღალატობდა იმ კაცის გვერდით რომ იდგა, საკურთხევლის წინ.
ჯვრისწერის შემდეგ მესტიაში მდებარე იუსტიციის სახლში მოაწერეს ხელი, ოფიციალურად დაამოწმეს მათი სიყვარულის ამბავი და მალევე გამობრუნდნენ კიდეც უკან.
საღამოპირა იყო სოფელში რომ ააღწიეს, გადაღლილებს საწოლზე გართხმის მეტი არაფერი უნდოდათ, მაგრამ ჯერ არც არფერი დასრულებულა, პირიქით, ქორწილი ახლა იწყებოდა. ფარჯიანების ეზო სავსე იყო უცხო და შინაურია ადამიანებით. ორი დიდი მაგიდა გაეშალათ ქალებს, რომლის ერთ თავში ერთი ახლადშეუღლებული წყვილი დასვეს, მეორეს თავში კი - მეორე წყვილი.
თედოსა და არჩილის თბილისელი ძმაკაცებიც აქ იყვნენ. კი გაუკვირდათ დის სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ რომ გამართეს ორი ქორწილი, მაგრამ მათი ხასიათი ისედაც ამოუცნობი იყო. ზედმეტად აღარც ჩასძიებიან, რძლებს არ შორდებოდნენ გვერდიდად. მეას გაქცევა უნდოდა ამ ყველაფრის შემყურე, თან მამასაც რომ ვერსად მოჰკრა თვალი ეს უკლავდა ყველაზე მეტად გულს. ვერ მივიდა. ვერ უყურა გაუბედურებულ ქალიშვილს სუფრის თავში იმ კაცის გვერდით. რომც შესძლებოდა, მაინც არ მიესვლებოდა.
არჩილის ღვინის ჭიქაზე შემოჭდომილი ხელისთვის გაეშტერებინა ქალს მზერა. ყველაფრით შეზარებული ჭიქებს ითვლიდა, რამდენს გამოცლიდა თავისი ქმარი. ეს მეხუთე იყო უკვე. წესით ახლა საბერძნეთის რომელიმე კორინთული ორდერის ქვეშ უნდა მდგარიყო მეასთან და მის ბერძენ მეგობრებთან ერთად. არც ეს საზარელი ამბავი არ უნდა შემთხვეოდა. წამით მომავალზე ჩაფიქრებულმა სუნთქვა შეწვიტა. რა მომავალი ელოდა? რა ელოდა წინ? მთელი ცხოვრება აქ უნდა ყოფილიყო ქმრის გვერდი? ამაზე ნამდვილად არ უფიქრია. კიდევ ერთხელ რომ შეუვსეს ჭიქა და მორიგი სადღეგრძელოს თქმა დაიწყო თამადამ, უცებ გამოართვა ჭიქა ხელიდან არჩილს და სულმოუთქმელად გამოცალა. არ მიუქცევია ყურადღება გაოცებული კაცის სახისთვის ისე გავარდა სახლის უკანა მხარეს. სული ეხუთებოდა უკვე. სახლის კედელზე ზურგით მიყრდნობილს, თავი ზეცისკენ აღეპყრო და თვალდახუჭული, პირღია გახშირებულად სუნთქავდა ცხოვრება შეზარებული. გაუცნობიერებლად ჩამოუგორდა თვალებიდან მარილიანი სითხე. ვერც იმას მიხვდა როდის მივიდა ახლოს უცხო სხეული ძირში ჩამჯდართან.
-კარგად ხარ? - ფრთხილად იკითხა და მიუახლოვდა სულ ოდნავ.
-მეტყობა რომ კარგად ვარ? - შეუღრინა თვალგახელილმა და მაშინვე შეიმშრალა ცრემლები. ამ კაცის წინ აღარ იტირებდა.
-უნდა გაუძლო. ასეთი ყოფილა ჩვენი ბედი.
-შენ რატომ გინდოდა ჩემი ცოლად მოყვანა? არც კი მიცნობ, ხომ შეგეძლო ხელი შეგეშალა! შენ რატომ გინდა უცხო ქალი შენს სახლში ეს მაინტერესებს ძალიან. - მთვარის შუქით განათებულ კაცს ახედა ქალმა.
-მე მინდოდა? ეს შენ არ იმუქრებოდა ამ კაცის ცოლი უნდა გავხდეო?! - ჩაეცინა კაცს სარკასტულად. მაზოზლზე დაადგა ფეხი. ალბათ მთელი ცხოვრება იმ დღეს გაახსენებდა.
-ოხხ!.. - ამის გახსენებაზე მუხლებში ჩარგო თავი. შერცხვა ძალიან იმ წუთას არჩილის.
-კარგი, კარგი. სანერვიულო არაფერია. ვიცი რატომაც მოგიწია იმ სიტყვების თქმა. ახლა დავბრუნდეთ. - თავი გააქნია სახლის მეორე მხარისაკენ.
ნელა ასწია ქალმაც თავი და დაჰყვა კიდეც მის ნებას. ხალხთან დაბრუნებულებს, მაგიდის ნახევარი შემოძარცვული დაჰხვდათ. რამდენიმე მეზობელი იჯდა და ისინიც მალე დაიშლებოდნენ. მთვრალი თბილისელი სტუმრებისთვის უკვე მიეჩინათ ადგილი მასპინძლებს. პირველი დაიწყო საათი, დაშლის დრო იყო უკვე ისედაც. მეა ეხმარებოდა ინგას სუფრის ალაგებაში. თედო ძმაკაცთან საუბარში იყო გართული, რომელიც მთელი გულით ეფიცებოდა სიყვარულს. თედოც მობეზრებით უქნევდა თავს და მზერას ვერაფრით აცილებდა მეასთან მოსაუბრე გაღიმებულ დედას. სესილის სიკვდილის შემდეგ სულ ჩამომჭკნარიყო ქალი, ახლა კი მეასთან საუბარში გართულს გაუაზრებლად ეღიმებოდა ქალს. მეას სახეზეც შეინიშნებოდა პატარა სხივები.
მალევე გაყარეს მეზობლის ქალებმა ახალი რძლები, ამ ღამეს თქვენ ხომ არ აგალაგებინებთ სუფრას, სირცხვილიაო, უცნაური ღიმილის თამაშით გაისტუმრეს ქალები. ცეცხლი მოეკიდა მეას სახეზე.
ინგამ მიასწავლა შვილების ოთახის გზები რძლებს და თავადაც დაბლა ჩავიდა სამზარეულოში. ფრთხილად შეაბიჯა ქმრის ოთახში მეა ავალიანმა. ხელის კანკალით ჩართო შუქი და ოთახს მოავლო თვალი. მის ბარგს მოჰკრა თვალი დიდი კარადის გვერდით. დიდი საწოლი იდგა კუთხეში. პატარა სარკიანი მაგიდის წინ კი სკამი. სავარძლის მსგავსი არაფერი ჩანდა, რასაც ეძებდა პირველ რიგში. ახლა რა უნდა ექნა? გამოეცვალა? სად დაწვებოდა? ხელის კანკალით მოიძია ჩანთაში პიჟამა და კაბის გახდას შეუდგა. ერთის წვალებით, ძლივს მოიშორა სხეულიდან დედოფლის კაბა და შეშინებულმა ვინმეს არ შემოესწრო ფაცხაფუცხით გადაიცვა ზედა.
წამით სარკეში საკუთარ ანარეკლს შეავლო მზერა და ისეთი კანკალი აუვარდა ვერაფრით რომ ვერ დაიწყნარა სხეული. ხელისცეცებით გაიკვალა გზა კედლამდე და უღონოდ ჩასრილდა ძირში თვალზე ცრემლებმომდგარი. და სწორედ ამ დროს გაისმა კარებზე კაკუნიც. მორიდებით შემოაღო თედომ კარები და შემოვიდა ფრთხილად ოთახში. ჰალსტუხი ხელში დაეჭირა და პერანგი ლამის ბოლომდე შეეხსნა. მეას რომ მოჰკრა თვალი შეშინებული დაიხარა მასთან.
-მეა... კარგად ხარ? - ვერ გაბედა შეხება ფარჯიანმა.
ხმა ვერ ამოიღო ქალმა. მუხლებზე მიებჯინა თავი და ძლივს იკავებდა თავს ხმამაღლა რომ არ აბღავლებულიყო.
-მეა, შემომხედე... - ნელა, სულ ოდნავ შეეხო მუხლზე და წამოყო კიდევაც თავი ქალმს.
-არ ვარ კარგად... საერთოდ... როგორ შეგიძლია ასეთი რამ მკითხო?.. ცხოვრება დამინგრიეთ... გამაუბედურეთ... როგორ მეკითხები კარგად ვარ თუ არა?!
-ეს ჩემი სურვილით არ მომხდარა... - თავადაც ძირში ჩაჯდა თავდახრილი. - არც კი მიფიქრი შენი გაუბედურება. გეფიცები...
-რატომ? ვინ ხარ რომ ჩემთვის? - გაკაპასებულმა ახედა.
-მეა... შენი ქმარი ვარ. დღეიდან.
-ოოჰ... - ცრემლთა ახალი ნაკადი გადმოსცვივდა თვალებიდან და კვლავ ჩახარა თავი.
-გთხოვ, ნუ ტირი... არ იქნება ეს ყველაფერი ისეთი ცუდი, როგორც გგონია... მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, გესმის? ვერ დაგპირდები, რომ მალე დასრულდება და შენს გზაზე წახვალ, მაგრამ, უბრალოდ, იცოდე, რომ მე ყოველთვის შენთან ვიქნები... ნებიემიერ დროს. ისეთი არაფერი არ მოხდება, რაც შენ არ გენდომება ან ზიანს მოგაყენებს... არ ვარ ცუდი კაცი, მეა... დამიჯერე. რამდენიმე დღე მადროვე, დაგიმტკიცებ რომ ის კაცი ვარ ვისი ნდობაც შეგიძლია...
ცრემლები შეიმშრალა თავდახრილმა და ნელა წამოსწია თავი. გაუსწორა მზერა კაცს. იქ მხოლოდ სიმართლე იყო. სიკეთე და ბუნებრიობა. მეტი არაფერი. ნელა წამოდგა ფეხზე და ოთახს მოავლო კვლავ მზერა. წამოდგა თედოც.
კარადასთან აიწურა მეა და აათვალიერა კაცი.
-მე... მე აქ უნდა დავიძინო? - საჩვენებელი თითი გაიშვირა საწოლისკენ ნამტირალევმა მეამ. უპასუხოდაც დატოვა თედოს სიტყვით გამოსვლა.
-ჰო, მეა, აქ უნდა დავიძინოთ. ვიცი, რთლია ახლა რისი გადატანაც გიწევს, მაგრამ იცოდე, რომ მე ყველანაირად ვეცადე ეს ქორწინება თავიდან ამეცილებინა. გეფიცები, არჩილიც კი გადავარწმუნე, მაგრამ... არ დაიჯერა. მე არ მინდოდა თქვენი გაუბედურება. - შეათვალიერა პიჟამაში გამოწყობილი მეა
-კარგი... - ჩაიჩურჩულა თვალებდახრილმა. დამშვიდებულმა. აღარ დალოდებია ისე შეძვრა საწოლში, სულ კუთხეში, ლამის კედელს მიეკრა. თვალი გააყოლა მის მოძრაობას თედომ. კარადასთან მისულმა შარვალი და მაისური გადმოიღო. შუქი ჩააქრო და ამჯერად თავად გამოიცვალა. ზედმეტად აღარ შეუწუხებია ქალი. პირდაპირ ლოგინზე გადაწვა და თავქვეშ ამოიდო ხელები. - შეგცივდება. - მხოლოდ ეს თქვა მეამ, გადახედა თედომ კედლისკენ გადაბრუნებულს, ღიმილით წამოდგა და კარადის თავიდან თბილი პლედი ჩამოიღო. ისევ ლოგინის ზემოდან გადაწვა და დაიფარა მოტანილი საბანი სხეულზე. მოდუნდა საწოლში მეაც და სახეზე ღიმილმოკიდებულს როდის ჩაეძინა თავადაც ვერ გაიაზრა.
+ + +
ხელისცეცებით ძლივს მიაგნო კედელზე შუქის ჩამრთველს და მალევე ააბრდღვიალა ოთახიც. უემოციოდ შეათვალიერა არჩილის ოთახი. თავიდან პატარძლისთვის დამზადებული გვირგვინი მოიშორა და სარკიან მაგიდასთან დააგდო უხეშად. ერთკაციან, პატარა სავარძელს ჰკიდა თვალი და პირდაპირ მასზე ჩამოჯდა. თვალები მიეხუჭა მაშინვე სულიერად თუ ფიზიკურად გადაღლილს, თავიც ჩამოადო და ის იყო სიზმრების სამყაროში უნდა გადაშვებულიყო კარის ხმა რომ მოესმა და გაახილა ზანტად თვალები. შემოსულმა ზურგს უკან მიხურა კარები, აეკრო თან მას ზედ. აათვალიერ-ჩაათვალიერა სავარძელზე მიწოლილი ქალი. წამოიწია მაშივე აშაც.
-არ დაწოლილხარ. - თვალებ მოუშორებლად ამოთქვა კაცმა.
-სად უნდა დავწოლილიყავი? - წაბები მაღლა აღაპყრო ქალმა გაკვირვებისგან.
-არ ვიცი, ადამიანებს საწოლზე სძინავთ, ზოგაგდად.
-ამ საწოლში არ დავწვები. - მთქნარებით ამოთქვა და ისევ მიადო თავი სავარძელს.
-აბა მაქ გირჩევნია? წელი გაგიშეშდება. - ახლა ეს გაოცდა ქალის პასუხის გაგებისას.
-მერე შენ რა?
-აშა. ნუ ბავშვობ. საწოლში ჩაწექი. მე დავიძინებ მაქ. - წაიწია ქალისკენ არჩილი, რომ წამოხტა მაშინვე ქალი ფეხზე.
-ნუ მოდიხარ ახლოს! - ჩუმად შეჰყვირა და მრისხანებით გადახედა. - მე შენს საწოლში არ დავიძინებ! შენი ჯოჯოხეთი ახლა იწყება ჩემი სახით! არ გეგონოს, რომ მავიწყდება და არც ის გეგონო, რომ გაპატიებ. - დაიმუქრა ქალი და მშვენივრად მიახვედრა რასაც არ ივიწყებდა და არ აპატიებდა არასდროს.
თავი დააქნია კაცმა ფრთხილად, ერთხანს უხმოდ უყურა სახეში ქალს. მერე კი ხმაამოუღებლად დატოვა ოთახი.
მოიშორა სხეულიდან ის მტანჯველი კაბა, ჩანთიდან მოკლე პერანგი ამოიღო, ავად დახედა ერთი, თავი დაიწყევლა პიჟამა რომ არასდროს უყვარდა. საერთოდაც, არასდროს ყოფილა მცივანა, ყოველთვის, ზამთარში-ზაფხულში სიცხისგან იტანჯებოდა, ამიტომ საწოლშიც არასდროს უყვარდა შეფუთულს ძილი. რას წარმოიდგენდა აქ წამოსვლის წინ მოულოდნელად ქმარს თუ შეიძენდა. ლოგინს პლედი გადახადა, სავარძელზე მოთავსდა და თავისმიდებისთანავე მორფევსის სამყაროში გადაეშვა.

მზე ახალამოწვერილი იყო სოფელში ფრთხილად რომ შეაღო თავისი ოთახის კარები არჩილ ფარჯიანმა. პირდაპირ სავარძელში ჩაკუჭულ ნახევრად შიშველ აშას ჰკიდა თვალი. საბანი ნახევრად ძირში ეთრეოდა. შიშველი ხელ-ფეხი მოუჩანდა უსირცხვილოდ. მაშინვე მოაშორა თვალი და კარები დაუდევრად მიხურა ხმაურიანად. წამოსწია მაშინვე თავი აშამ. აათვალიერა ოთახში შემოსული კაცი, მერე გასწორებულ, ხელუხლებელ ლოგინს გახედა და მხოლოდ შემდეგ დაიხედა საკუთარ სხეულზე. გაისწორა მაშინვე პლედი.
-ბოდიში. არ მინდოდა შენი გაღვიძება. - ამოიჩურჩულა და კარადისკენ აიღო პირდაპირ გეზი.
არაფერი არ უთქვამს აშას. სარკესთან დადებული ტელეფონისკენ გაიწვდინა ხელი და ტელეფონი მოიქცია ხელებში. 7 იყო საათი. ადრე გაუღვიძია. გადააგდო კვლავ თავი დასაძინებლად არჩილისკენ რომ გააპარა თვალი. კარადასთან იდგა და ადგილს ათავისუფლებდა აშასთვის. ეს რომ მოამთავრა თავისთვის გამოიღო ტანსაცმელი და გახდა დაიწყო. შიშველ ზურგზე შეავლო თვალი ქალმა და დაბლა დახარა მაშინვე. რომ იგრძნო შემოხედვას არ აპირებდა, კიდევ გააპარა თვალები კაცის ზურგისკენ. შეუდარებელი იყო არჩილ ფარჯიანი. მამაკაცური, მხრებგაშლილი, მაღალი, ახოვანი... დახუჭა მალევე თვალები და აღარც გაუხელია.

რვა სრულდებოდა ძლივს რომ გაახილა თვალები მეამ. გუშინდელიდან გადაღლილმა ძლივს წაართვა ძილს თავი. პირველი დღე იყო მის ახალ ოჯახში. თავი წამოყო საწოლიდან და გვერზე მწოლ თედოს შავლო მზერა. მშვიდად ეძინა ჯერ კიდევ. ფრთხილად გამოძვრა საწოლიდან, მოიძია ტანსაცმელი ჩანთაში და ჩუმადვე დატოვა ოთახიც. პირველ სართულზე ჩასულს სამზარეულოდან მოესმა ხმაური. ინგა იყო შიგნით, საუზმეს ამზადებდა დილისთვის.
-დაგეხმაროთ?
შემოესმა ქალს უკნიდან და მოულოდნელობისგან ახტა ერთ ადგილას. გადმოხედა მორცხვად აწურულ მეას და გაეღიმა თბილად მის შემხედვარე.
-რატომ ადექი, შვილო ასე ადრე? მივხედავ მე ყველაფერს, - სევდიანი ხმა ჰქონდა ქალს, თავისი სევდიანი ღიმილით.
-გამეღვიძა. - მხრები აიჩეჩა და ისიც ღიმილით შეხვდა, - არ მიყვარს დილით ძილი.
შეუერთდა თავადაც წინააღმდეგობის მიუხედავად. ატყობდა მეა ძლივს რომ ითმენდა ქალი, უნდოდა რაღაცის თქმა, რა აკავებდა ვერ იგებდა.
-ეს ყველაფერი ისე უეცრად მოხდა ვერ მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა. - გადახედა ახლად შეძენილ რძალს ქალმა.
-წესით საერთოდ არ უნდა მომხდარიყო არაფერი. - ვერ დამალა დაუფარავი უკმაყოფილება ამ სიტუაციის მიმართ.
-მართალი ხარ. ჩემი ბიჭების ბრალია ყველაფერი... - თავი დააქნია ინგამ. - თქვენ რომ ახლა ამ დღეში ხართ...
-მეც ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას. - წამით შეწყვიტა ყველაფერი და მიუტრიალდა ქალს მორცხვად, - ის, რაც ბიძიამ გააკეთა... წარმოუდგენელია... ასეთი საშინელი ადამიანი არ გვახსოვს მე და აშას... როგორ გაბედა... როგორ იკადრა... დღემდე ცრემლები მახრჩობს იმის გაფიქრებაზე, რომ ბიძიას გამო, რომელიც ჩვენს თვალში უფრთო ანგელოზი იყო, ახლგაზრდა გოგო მოკვდა... და მაინც ყველაფრის... ამ ადათების, შურისძიების მიუხედავად მე და აშა გამოვედით ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ამბავში... - ცრემლი მოიმშრალა მეამ და სკამზე ჩამოჯდა აფორიაქებული. მალევე იგრძნო ინგას თითების შემოხვევა თავის მტევნებზე.
-ნეტავ შემეძლოს შენი გამხნევება, შვილო... მსხვერპლი... ჩემი პატარა გოგო რომ დამიდგება თვალწინ გული ნაწილებად მეფშვნება. ჩემი ანგელოზი... ისედაც გატანჯა ცხოვრებამ, ასეთი ბედი რატომ უნდა გამოჰყოლოდა თან?... მაგრამ, თან მეფიქრება, ნეტავ ცოცხალი მყოლოდა და თუნდაც თქვენი ბედისა ყოფილიყო...
-და ფიქრობთ ჩვენ მარტივი ბედი გვხვდა წილად? რადგანაც ცოცხლები ვართ აღარ ღირს ამ... ამ ყველაფერზე წუწუნი?! კარგით, მე არაფერი, როგორმე შევეგუები, მამაჩემი ცოცხალი მაინცაა, დამნაშავე, მაგრამ მაინც ცოცხალი. მაგრამ, თქვენი აზრით, აშა დამშვიდდება? ის შეეგუება მამის მკვლელთან ცხოვრებას? - ღაწვებზე ჩამოდენილი ცრემლები დააიგნორა და ღიმილით გადააქნია თავი. - არა. ასე არ იქნება. აშა რთული ხასიათისაა. საუკეთესო დაქალებიც კი არ ჰყავს ჩემ გარდა. ამიტომ გაექცა ამ მთასა და არაადეკვატურ წეს-ჩვეულებებს, ახლა კი ასეთ რეალობასთან მოუწია პირდაპირ თავით შეჯახება. მამას გლოვობდა და თეთრი კაბა ჩააცვეს. ვერ გადაიტანს, ვერ შეეგუება ამ აბსურდს ასე მარტივად. მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და რაც აქ ჩამოვედით, მგონია რომ თავიდან ვსწავლობ აშას...
ვერაფერი თქვა ინგამ. თავი ჩახარა უხმოდ. იცოდა, რომ რთული იქნებოდა, იცოდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა სესილიას მერე უცებ ამ რეალობისთვის თვალის გასწორება. მაგრამ ჯერ ხომ არც არაფერი დაწყებულა...
-ეს ქორწილი რომ არა მამაშენის სიცოცხლე სასწორზე დაიდებოდა. ამას ხომ იაზრებ, შვილო?
-მე ვიაზრებ. მაგრამ აშა ვერა. ის სერიოზულადაც კი არ ეკიდებოდა ამ ამბავს. მე რომ ლამის ცოცხალ მამაჩემს დავტიროდი, ის ბარგს ალაგებდა აქედან გასაქცევად. ხვდებით, რას ვამბობ, ქალბატონო ინგა? - გაუღიმა ქალს სევდიანად და აღარ დალოდებია ისე წამოდგა, დაუბრუნდა კვლავ თავის საქმეს.
მალევე გარეთა კარები გაიღო და სახლში არჩილ ფარჯიანი შემოვიდა. გაჰყო ცხვირი ინგამ მისაღებში და გაკვირვებისგან წარბები დაექაჩა. წუთი არ იყო გასული მეორე სართულიდან აშა რომ ჩამოვიდა მძიმე ნაბიჯებით. გადაიკვეთა ცოლ-ქმრის მზერა წამიერად.
-სად იყავი შვილო ამ დილას?
-ადრე გამეღვიძა, სესილიასთან ავედი. - აშაზე თვალმოუშორებლად ამოილაპარაკა არჩილმა.
უნდობლად აათვალიერა ჯერ არჩილი, მერე ახლად შემოსწრებული აშა.
-აი, ეს მესმის... რძლები დილიდან ხოდზე არიან, - მთქნარებით შეუერთდა მეორე სართულიდან მომავალი ნიკო ბერიძე - არჩილის კურსელი - საზოგადოებას, თან კიბეებზე გაჭედილ აშას გადაჰხვია ხელი. - რაარი ინგა დეიდა, რამდენი მამალი გყავთ მეორე სართულზეც რომ არ მომასვენეს მათი გალობით?!
-შე მასხარა, შენა, სულ ჩემი მამლების ბრალია, არა... - ღიმილით გადააქნია თავი ინგამ.
უკმაყოფილოდ დახედა აშამ ნიკოს ხელს. კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ალბათ ღლიცინს ახლად შემოსწრებულ სტუმარს რომ არ დაერღვია დილის იდილია. სოფლის თავკაცი იყო, გოდერძი, უკან შემოჰყვა, შემოაცილა ბერდიამ დიდი პატივით.
-დილამშვიდობისა ოჯახს. - თავი დაუკრა კაცმა ქალებს. მაგიდასთან მიიწვია მაშინვე ბერდიამ და სუფრის გაშლა სთხოვა ინგას.
მალევე შემოფხიზლდა მთელი სახლი. ჩამოვიდა თედო მთქნარებით, წამოყარა ნიკომ დანარჩენი ბიჭებიც. სუფრას ერთად მიუსხდნენ, გამოიტანა ხაშლამა ინგამ, ღმერთებისა და პახმელიაზე მყოფი ხალხის საჭმელი. თქვენ აგაშენათ ღმერთმაო შესძახა ინგას ნიკომ. დაუკოცნა ორივე ხელი, ნამდვილი ანგელოზი ხართო. არჩილი არ იჯდა მხოლოდ სუფრასთან, ცარიელ სკამს დაჰყრდნობოდა ხელებით და ავად უმზერდა გოდერძის. სამზარეულოდან გამოსულ აშას რომ ჰკიდა თვალი თავკაცმა, დაუძახა მაშინვე, ქალს. დაბნეული მიუახლოვდა სუფრას და ჩამოდგა ქმრის გვერდით.
-სად არის შენი ოჯახი, შვილო? - ალმაცერად გადახედა ქალს.
-თქვენ უფრო გეცოდინებათ მაგაზე პასუხი. - აუღელვებლად ჩაილაპარაკა. კოვზი გაუვარდა ხელიდან ბერდიას.
-ვითომ რატომ?
-არ ვიცი, სოფლის თავკაცი თქვენ არა ხართ? მე - ახალმა რძალმა, საიდან უნდა ვიცოდე ჩემი ოჯახის ასავალ-დასავალი?.. - დიდი ირონიით წარმოთქვა თავისი სტატუსი ქალმა და თვალებში გაუსწორა პირდაპირ მზერა. შეირხა ადგილზე არჩილი.
ჩაეცინა გოდერძის.
-აშა... რანაირი სახელია აშა... - რომ ვერაფერი ვერ მოიფიქრა სხვა, დამცინავად წარმოთქვა მისი სახელი.
-არ შედის მთის კანონებში? შევცვალოთ ეგეც, თუ მოისურვებთ.
გაისუსა ყველა ადგილზე. ვერაფრით შეიკავა ღიმილი მეამ. ამ ხალხს მართლა ჰგონია, რომ ვინმეს უფლებას მისცემს ეს ქალი დაამცირონ? ჩაახველა ინგამ, არჩილს დაუბრიალა თვალები, გააკეთე რამეო. სუფრაზე მსხდომი ბიჭები გაკვირვებით ათვალიერებდნენ ამ ორ მთავარ ობიექტს.
იგივე გაიმეორა თავკაცმა, ჩაიცინა ვითომ, ხელოვნურად და ჭამა განაგრძო. უცნაურად გადმოხედა არჩილმა აშას. ინგას ჩასჩურჩულა რაღაც და დატოვა კვლავ სახლი. ამ კაცის გვერდით სუფრაზე დაჯდომაც ესიკვდილებოდა.
მალევე შეუერთდა სუფრას გიორგი ფარჯიანი. დედასთან ერთად ამოვიდა სახლში, ბოსელში იყვნენ ორივე, ეთერა ძროხებს წველიდა, გიორგი კი ეხმარებოდა ქალს. 4 ძროხა ჰყავდათ სულ, მეტი კი არა, თუმცა მარტოს მაინც აღარ უშვებდნენ ქალს. მათი საქმე რომ დაამთავრეს არჩილმა ჩაიბარა თვისი საქმე - საქონელი გადარეკა საძოვარზე, თან გაერიდა იმ კაცსაც სახლში რომ ჰყავდა საპატიო ადგილას დასკუპებული.
სახლში რომ დაბრუნდა აღარ დახვდა გოდერძი, საბედნიეროდ. სუფრაც აელაგებინათ ქალებს და მისაღებში ისხდნენ ყველა ერთად. ეთერას ირგვლივ შემომსხდარიყვნენ ბიჭები და ისეთ სისულელეებს უყვებოდნენ მის შვილიშვილებზე სიცილს ვერაფრით იკავებდა ვერც ერთი.
შუადღისკენ გააცილეს ბიჭები თბილისში, ვერაფრით გადაარწმუნეს ცოტახნით კიდევ რომ დარჩენილიყვნენ, საქმე გვაქვსო დაიჩემეს გაფუჭებული რადიოსავით და მაინც გაიტანეს თავისი, მერე ამოვალთო თან კი დაჰპირდნენ დიდის ამბით. თედოც მათ გაჰყვა თავისი მანქანით, ამ ამბების გადამკიდე მათი საქმისთვისაც აღარ ეცალათ ბიჭებს. ღვინის ბიზნესი ჰქონდათ წამოწყებული ოჯახის კაცებს. დღეს, საქართველოში ღვინისწარმოება ყველაზე სარფიანი ბიზნესი შეიძლება იყოს. ამასთან ერთად, საკუთარი რესტორანიც ჰქონდათ ფარჯიანებს. თან ზედმეტად პრესტიჟული. რომ გეკითხათ სოფელში რა გაკავებთო, პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემდნენ. მართლაც დიდი სიგიჟე იყო, იმხელა წარმატება ჰქონდა თბილისში და მაინც სვანეთის მთებს აფარებდნენ თავს. ნიკოც მათ რესტორანში მუშაობდა, მენეჯერი იყო. პატარა პრობლემა შექმნილა და თედოც იძულებული გახდა გაჰყოლოდა ძმაკაცებს. ნიკო ჩაუჯდა მას მანქანაში და ალბათ მთელი გზა არ მოასვენებდა ლაპარაკით. გაუბურღავდა ტვინს თავისი ბოდიალით.
სახლში სიჩუმემ დაისადგურა. ერთმანეთს არ სცილდებოდნენ მეა და აშა. მთელი დღე მტრულად უმზერდა ბერდია ამ უკანასკნელს. არც მისთვის არ იყო ეს ორი ქალი სასურველი რძალი მის ოჯახში. აშა მაინც. სწორედ მისი მამის ბრალი იყო ერთადერთი შვილიშვილი გოგონა რომ აღარ ჰყავდა ახლა. საღამომდე აღარ მისულა არჩილი სახლში. მეზობელს ეხმარებოდნენ სოფლის კაცები ღობისა და სახურავის შერემონტებაში.
8 სრულდებოდა ეზოში რომ შემოაბიჯა ფეხი. ეზოში დაუხვდა თავისი ცოლი. ხის ჯორკოზე მჯდომი ათვალიერებდა ახლად შემოსწრებულ ქმარს. იქვე მიაგდო ინსტრუმენტები ფარჯიანმა და ნელა მიუახლოვდა აშას.
-ასე ლაპარაკს არავინ გაგიტარებს აქ. - მშვიდად ჩაილაპარაკა და სიგარეტი მოიძია ჯიბეში.
-როგორ ლაპარაკს? - თვალებში შეაციცინდა პირდაპირ.
-თავხედურს. - სარკასტულად ამოთქვა და თავადაც დააკვირდა ქვემოდან მომზირალს.
-არც შენ არ გეხატება გულზე ეგ კაცი, შევამჩნიე უკვე.
-მართლა? ჰო, ერთ მხარეს ვართ ცოლ-ქმარი, ამ ამბავში მაინც.
-ეს ყველაფერი როდის დასრულდება?
-რა ყველაფერი? - მოისულელა თავი. მშვიდად ეწეოდა კვლავ სიგარესტს, სკამზეც კი ჩმოუჯდა ახლოს, თვალებში რომ ეყურებინა უფრო ახლოდან.
-ჩვენი ამბავი. ეს ვითომ ქორწილი... გგონია, მთელი ცხოვრება აქ ვაპირებ დარჩენას?
ამოიხვნეშა ფარჯიანმა, სიგარეტის კვამლიც ამოაყოლა თან.
-არ ვიცი რა გიპასუხო. ასე მალე მაგაზე ფიქრი... ხომ ხვდები.
-ესე იგი, უარს არ იტყვი ბიძაჩემის მოკვლაზე.
-უარი დიდიხანია ვთქვი.
-მაშინ რატომ ვარ ახლა აქ? ამ დღეში?! - ამოიყვირა წამით გაბრაზებულმა.
-ასე გოდერძიმ ისურვა.
-მაგ კაცის სიტყვას რამედ აგდებთ? რა თავკაცი, რის თავკაცი... რომელი საუკუნეა, სადღაა თემი და მმართველი სოფლისა. ვინაა რომ წყვიტავს ასეთ საკითხებს?!. შენ კი... შენ კი ნამდვილი სულელი ხარ, მის სიტყვას რომ...
-მშვიდად. - გააჩერა მაშინვე აუღელვებლად და მოისროლა ჩამწვარი ღერი. - მათზე რაც გინდა ის თქვი, მაგრამ ნუ დაგავიწყდება ვინ დგას შენს წინ...
-ვინ? - თავად გააწყვეტინა ამჯერად. - მამაჩემის მკვლელი?
-აშა. - თავი გადააქნია მხოლოდ, ზედმეტი მოგდისო მიანიშნა, ალბათ.
-რა? ტყუილს ვამბობ? მამაჩემი არ მომიკალი?
-მამაშენი უღირსად არავის არ მოუკლავს. დაიმსახურა და მიიღო კიდევაც. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს იგივეს გავაკეთებდი. ჩემი ერთადერთი და მის გამო მოკვდა. იმედია აღარ დამჭირდება მეტჯერ შენთან ამის განხილვა. არ გთხოვ მაპატიო, მაგრამ არც გაქვს იმის უფლება დამადანაშაულო. ახლა კი სახლში ავიდეთ. ცივა და გაცივდები. - მშვიდად ჩამოუყალიბა და წამომდგარი მანამ არ დაიძრა სახლისკენ, სანამ ქალიც არ წაიყოლა. - არც იმის იმედი გქონდეს ხვალ-ზეგ მომიშორო. - ჩასჩურჩულა ბოლოს ყურთან ახლოს და სახლში შევიდნენ.
ინგასთან ერთად იჯდა მეა და ღიმილით უხსნიდა რაღაცას. ნელა შეუერთდა მათ, არჩილი კი მეორე სართულზე ავიდა საბანაოდ.

ვახშმის შემდეგ ოთახებში გაიკრიბნენ მალევე. გუშინდელ სავარძელზე ემზადებოდა დასაწოლად, რომ შემოუსწრო არჩილმა. რომ მიხვდა რასაც აპირებდა ამოიხვნეშა მობეზრებით და თავი გადააქნია.
-რას აკეთებ, აშა?
-დასაძინებლად ვემზადები.
-ნუ სულელობ. ხომ გითხარი მე დავიძინებ მაქ. ჩაწექი საწოლში. - ხელით მიუთითა საწოლისკენ.
-მეც გითხარი უკვე, შენს საწოლში არ დავწვები. მიდი და შენ დაიძინე. - საბანიც გადაიხურა და თვალებიც დახუჭა.
-და რამდენხანს აპირებ ასე გაგრძელებას? - კარებს მიეყრდნო და ისე შეათვალიერა მოუხერხებლად მწოლი ქალი.
-რა შენი საქმეა?! ღმერთო ჩემო... დამანებე რა თავი, თორემ საერთოდ მეასთან გავალ.- დაიმუქრა და კიდევ ერთხელ მიხუჭა თვალები.
ერთხანს უყურა აშას გაბრაზებით. მერე კარადაში შორტი და მაისური მოიძა, გადაიცვა საჩქაროდ და აღარც შეუხედავს ისე გავარდა გარეთ. თან მიაჯახა კარები ძლიერად. წამოყო მაშინვე თავი ქალმაც. ისევ ცარიელი საწოლი დაუხვდა. ასეთი ავსულიც არ იყო არჩილი, მაშინ, როდესაც სავარძელში ორად მოკეცილს ეძინა ამ ქალს, თვითონ მეფურად ვერ ჩაწვებოდა საწოლში. დიდად არც ანაღვლებდა აშას. მეასედ შეიბრუნა ძილი და საბოლოოდ წარმატებით გამოუვიდა კიდეც.

შუადღე სრულდებოდა დილა რომ გათენდა აშა ავალიანისთვის. ზმორებით წამოიზლაზნა სავარძლიდან და ხელუხლებელ საწოლს შეავლო კვლავ თვალი. ტელეფონს დახედა, 2 იყო საათი. სირცხვილის გრძნობამ გაჰკრა სადღაც, ძალიან შორს ნამუსისა და ღირსების ადგილი რომ არის ჩვენს გულებში. სწრაფად მოწესრიგდა და დაეშვა მაშინვე პირველ სართულზე. საბედნიეროდ, ცარიელი დაუხვდა მთელი სახლი. არავინ იყო შინ, მეაც კი გარეთ იჯდა ზედმეტად ჩაფიქრებული გასცქეროდა სივრცეს. ნელა და დაბნეულად მიუახლოვდა ბიძაშვილს.
-რა ხდება, სადაა ეს ხალხი? - გვერდზე მიუჯდა მეას.
-სესილიასთან წავიდნენ... - არ შეუხედავს ისე ამოილაპარაკა ქალმა. - ეთერა იყო ცუდად ძალიან... წნევა ჰქონდა... ჩემი გოგო დამესიზმრა წუხელ, ცუდად მაქვს გული და მასთან წამიყვანეთო...
-მერე ყველა წავიდა? - წარბები აღარპყრო აშამ.
-ჰო... არ გაგიგონია ეთერას ტირილი? - ახლა გადახედა მხოლოდ მეამ.
-არა.. - გადააქნია თავი.
-კარგია, - ჩაიჩურჩულა თავისთვის და დააქნია თავი სუსტად.
-რატომ? რა მოხდა? მითხარი. - წარბები შეეკრა მაშინვე, რომ მიხვდა რაღაცას უმალავდა ქალი.
-არაფერია, - გადააქნია თავი და მოარიდა თვალებიც.
-მეა! ჩემზე თქვა რამე? - თავი შემოატრიალებინა და ჩააჩერდა პირდაპირ თვალებში. - მითხარი!
-არაფერი ქნა რა... ხომ იცი, რომ აქ ისევე არ ვართ სასურველები, როგორც ჩვენთვის არ იყო ეს სიტუაცია გასახარებელი...
-ჩემზე ბრაზობენ... მამაჩემმა წაართვა სესილია... ცხადია, ბრაზობენ. ვძულვარ, არა?!
-აშა, გთხოვ, რა...
კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას 2 მანქანა რომ მოადგა ეზოს. გადახედა მაშინვე მეამ აშას. დაუბრიალა თვალები, ანიშნა არ ქნა ზედმეტი არაფერიო. წამოდგა მაინც ქალი. შემოვიდნენ ეზოში ქალები პირველად, ინგას შემოეხვია მკლავები დედამთილისთვის და ისე მიჰყავდა სახლში... რომ არ შეიმჩნია ეთერამ ქალი, თვალი რომ მოარიდა და მეორე მხარე გაიხედა მისთვის რომ არ შეეხედა, გაჰკრა სიბრაზემ აშას.
-გავიგე ცუდად ყოფილხართ, ქალბატონო ეთერა. იმედია დამშვიდდით ცოტა... - დააწია სიტყვები სახლთან მისულებს. გადმოხედა ინგამ მავედრებელი მზერით, გააქნია თავი, თვალებით შეევედრა თავი დაანებეო.
-ვიყავი, კი... ვიყავი... ეგ თუ იცი, ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზიც გეცოდინება. - ღრენით შემოტრიალდა ეთერა.
წარბშეკრული უმზერდა ბერდია აშას. წინ გაიჭრა არჩილი, მკლავზე ჩაავლო ხელი. ავად დახედა ქალმა არჩილის ხელს და მაინც წამოაყრანტალა.
-ჩემი სურვილი რომ იყოს, დღესვე გაგიქრობდით მაგ ,,მიზეზს“ მშვიდად არსებობა რომ განაგრძოთ...
-გეყოფა, აშა.. - დაიჩურჩულა არჩილმა და დაქაჩა ოდნავ მკლავზე.
აღარ შეიმჩნია არაფერი ეთერამ. შეათვალიერა ერთი წარბშეკრული ქალი და შეჰყვა ინგას სახლში უკანმოუხედავად.
-კარგი იქნება ზრდილობას თუ გამოიჩენ შენი ქმრის ოჯახის მიმართ. - ჩაილაპარაკა ბერდიამ ვითომ თავისთვის და ისიც მიჰყვა ქალებს უკან.
ჩაეცინა ცრემლმორეულს უგემურად. შეაშვებინა არჩილს მკლავზე შემოხვეული ხელი.
-არ გინდა გთხოვ, აშა... ასე მალე, ვერ ვაიძულებთ რომ უპრობლემოდ მიგიღონ... - თედომ დაიწყო საუბარი ზედმეტად შეწუხებული ხმით. განიცდიდა ძალიან გოგონების მდგომარეობას.
-მე არ მინდა? რამე პრობლემა თუ აქვს თქვენს ოჯახს ჩემს მიმართ პირში მითხრან. რატომ იკავებენ თავს? მითხრან, რომ მკვლელის შვილი ვარ... მითხრან მათი უბედურების მიზეზი მე რომ ვარ... ნუ არიან ჩუმად... ასე უაზროდ გაბრაზებული სახეებით ყურებას მირჩევნია ყველაფერი მითხრათ...
-შენ არაფერ შუაში ხარ. დამშვიდდი. - არჩილმა გადახედა ქალს. ცრემლი რომ ჩამოუგორა თვალიდან უგემურად გააჟრჟოლა მთელ ტანზე.
ერთი შეათვალიერა კაცი და უთქმელად გაუყვა სახლის გზას.
-არავის აპატიებს აშა მის დაჩაგვრას. ეს მინდა იცოდეთ. თუ ცუდად ეტყვიან, არც ის გაჩერდება. აუცილებლად... აიცილებლად გასცემს პასუხს. ისედაც ყელში აქვს ყველაფერი და ერთი სული აქვს როდის ამოიფრქვევა ვულკანივით. არც მისთვის არ ყოფილა მარტივი იმის გააზრება და გადახარშვა, რაც მამამისმა ჩაიდინა... გაუგე, გთხოვ... - უცნაური თვალებით გადახედა არჩილს და სირბილით მიჰყვა აშას უკან.
მშვიდად ჩაიარა იმ დღემ. აღარ ჩასულა აშა ქვემოთ და აღაც მოსდებია თვალებში მეტად ეთერას.
საქონლის მოსვლის დრო იყო უკვე. შებინდდებოდა მალე სოფელში.
შორიდანვე დალანდეს ავალიანების ქალებმა სახლისკენ მომავალი ნაცნობი მანქანა. გადახედეს მაშინვე ერთმანეთს. მალევე მოადგა ჭიშკარს ზვიად ავალიანი და დაუფიქრებლად გადმოვიდა მანქანიდან. მიიქცია მაშინვე სხვების ყურადრებაც. გადახედა არჩილმა გაკვირვებით, ბრაზით... ამ კაცს აქ რა ჯანდაბა ესაქმებოდა?! მთვრალი იყო აშკარად, ეტყობოდა ისე ბანცალებდა, შორი მანძილიდანაც ნათლად გაარჩია მეამ მამის სიმთვრალისგან აწითლებული თვალები. ბერდია გადმომდგარიყო აივნიდან მკაცრი მზერით. ვინ თქვა ქორწინებაზე დათანხმება პატიებას ნიშნავდაო? ხელები ექავებოდა ისე უნდოდა ამ დამპალი კაცის გატყავება, მისი მკვდარი ძმის გვერდით ჩაეწვინა ესეც...
ინგა იდგა მშვიდად. ეთერასთვის ჩაეჭიდა ხელები დილის შემდეგ კვლავ რომ ვერ მოსულიყო გონს. გულზე იტაცა მაშინვე ხელი, რომ მიხვდა არ დატრიალდებოდა აქ მშვიდობა. დაავლო ხელი ინგამ და შიგნით შესვლა დაუპირა კივილი რომ დასცდა ეთერას პირს.
-როგორ ბედავს ეს აქ მოსვლას?! რა ხდება ამ ოჯახის თავს?! არჩილ, ვინაა ეს კაცი ასე რომ მოდის ჩვენს ოჯახში უსირცხვილოდ?! - შესძახა ქალმა არჩილს, ძლივს რომ იდგა მყარად ფეხზე.
გადმოხედა ფრთხილად და ინგას ანიშნა რაღაც. გააქანა იმანაც მაშინვე სახლისკენ ატირებული ქალი.
-ჩემი გოგო წამართვეს... ჩემი ბარტყი წამართვეს... - შორიდან ესმოდა არჩილს მგლოვიარე ბებიის სიტყვები.
-სამტროდ არ მოვსულვარ. ჩემი გოგონები უნდა წავიყვანო მხოლოდ, - მძიმედ აღმოხდა კაცს და დახარა მაშინვე თავი დაბლა.
-ეს დღეები მაგაზე ფიქრობდი შენ? - წაისისინა არჩილმა და გადადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი. შეირხა ადგილზე აშა.
-არჩილ... ეს.. ეს ყველაფერი სისულელეა... ვერ დავტოვებ მათ აქ.. - გადააქნია კაცმა თავი. ეზოში შემოსვლა ვერ გაებედა ჯერ კიდევ.
-მაგაზე მაშინ გეფიქრა ცოდვაში რომ დგამდი ფეხს! - შესძახა ქვემოთ ჩამოსულმა ბერდიამ და დაიძრა ჭიშკრისკენ. - არც გაბედო მეორედ აქ მოსვლა! ეს ქალები ამ ოჯახის რძლები არიან! არ დამანახო მეორედ ამხელა შეურაცხყოფა! - გაგიჟდა სულ ბერდია.
-მეც მომკალი გთხოვ, არჩილ... - არად ჩააგდო კაცის სიტყვები, მის უკან გაჰყო თავი და არჩილი მოძებნა თვალებით. - ოღონდ მათ შეეშვით..
-წადი აქედან, ზვიად. მთვრალი ხარ. დაგემართება რაღაც შენ ვატყობ და დროულად წადი გიჯობს. - თედომ ამოიღო ამჯერად ხმა.
-მამა, წადი გთხოვ.. - მეამ მიირბინა მაშინვე კაცთან და ხელზე ჩაეჭიდა. - გთხოვ, მამა, ცუდი რაღაც მოხდება... წადი გთხოვ...
-თქვენს გარეშე არსად წავალ! - დაიჩემა ავალიანმა.
გადადგა ერთი ნაბიჯი არჩილმა, რომ გააჩერა აშამ მაშინვე. ავად დახედა კაცმა მკლავზე შემოხვეულ აშას ხელს. მოიშორა მაშინვე და ნელა გაიჭრა გარეთ. გაჰყვა ყველა რიგისდამიხედვით.
-წაეთრიე აქედან. - ჩუმად დასძინა არჩილმა და მიუთითა თვალებით მანქანისკენ. მეას მტევანზე შეუცურა თან ხელი და მისწია მათკენ ქალი. მოაშორა მამას და უკან დაიყენა რძალი.
-არჩილ...
-წაეთრიე აქედან! - დაიღრიალა არჩილმა.- თავს ძლივს ვიკავებ... ხომ ხედავ, რომ გითმენ... გამეცალე აქედან, საშინელებას დაგმართებ, ზვიად, სანატრელი გაგიხდება შენი ძმის ადგილას ყოფნა! მეორედ არ დამენახო! აქ მოსული არ დაგინახო, თორემ...
-თორემ რა?.. - გაეპასუხა უკნიდან აშა. სვავივით უმზერდა ქალი. ითმინა, ითმინა, მაგრამ მაინც დასცდა პირიდან გაუაზრებლად. გადახედა მაშინვე არჩილმა. - როგორც ჩანს, არ დარჩა მამაჩემის სისხლი ყველასთვის ერთად საკმარისი... - არ მოაცილა გააფთრებულ ქმარს მზერა არაფრით.
-გაჩუმდი შენ მაქ... - საჩვენებელი თითი დაუქნია და მიუტრიალდა კვლავ ზვიადს, - ამ აბსურდს იმიტომ არ დავთანხმებულვარ შენ გიყურო ყოველ დღე... მე თუ შენი ძმის სისხლი მაქვს საზიდი მხრებით, შენ ჩემი დის განადგურებული მომავალი გაქვს საზიდი... შენი საქციელით ისედაც დამანახე და დამიმტკიცე შენი არაკაცობა, გამოიჩინე ერთხელ მაინც ცხოვრებაში სინდისი... გაგახსენდეს კაცი რომ გერქვა ოდესღაც... მოშორდი აქედან..
ცრემლიანი თვალები გაუსწორა კაცმა არჩილს, გადახედა ასევე ცრემლებად დაღვრილ შვილს და ნელა გადაგა უკან ნაბიჯი რომ მიხვდა არავინ არ გაატანდა გოგონებს სახლში. კარებთან რომ იყო მისული თითქოს ახლა გაახსენდაო, გადმოხედა სევდიანად არჩილს.
-მართლა შემეცოდა შენი და.. ის ამბავი რომ გავიგე პირველად ის ვინატრე, ნეტავ მე ვყოფილიყავი ამ გოგოს ადგილას-მეთქი...
ბოლოჯერ მოავლო მზერა შვილსა და ძმისშვილს და საბოლოოდ გაეცალა ეზოს.
ჯერ კიდევ წარბშეკრული უბღვერდნენ გიორგი და ბერდია მიმავალ მანქანას, უცებ არჩილი რომ შევარდა გიჟივით ეზოში, მკლავზე სტაცა ხელი თავის ცოლს და გააქანა უთქმელად სახლისკენ. არ მიუქცევია ყურადღება არავისთვის ისე აარბენინა ქალი თავიანთ ოთახში. მიაჯახა ბოლოს კარები ძლიერად და ბრაზით გადახედა ქალს.
-რას აკეთებ? შეშლილი ხარ?! - არანაკლებ ბრაზობდა ავალიანიც.
-მეკითხები კიდეც?! ახლა ასე იქნება, ყოველთვის თან უნდა გსდიო და გასწავლო სად რა ილაპარაკო? - დაჰყვირა ქალს თავზე.
არ შეეპუა აშაც.
-წესიერად მელაპარეკა! ჩემს თვალწინ მაინც მოერიდა მამჩემის აუგად მოხსენიებას! მე რომ ყველაფერს დავთანხმდი, არც ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ჩემი სურვილით იყო და ყვეალფერი დამავიწყდა ან ყველაფერი გაპატიე!
-არ გთხოვ პატიებას, აშა. დაფასებას გთხოვ. სულ ცოტათი მაინც.
-მე ვცდილობ ვისწავლო შენთან ერთად ცხოვრება... მე ვცდილობ გადავიტანო ყველაფერი ერთად... მე ვცდილობა აღარ გამოვჩნდე ცუდი არავისთან!.. მე ვცდილობ შევეგუო ამ ჯოჯოხეთს!.. მე ვცდილობ ვისწავლო შენი დაფასება, როგორც ჩემი ქმრის! ვცდილობ! ვცდილობ! ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ როგორ არის?! მე ვალდებული ვარ შენ პატივიგცე და შენ შეგიძლია ყოველ წამს იმით იამაყო, რომ მამაჩემი მოკალი?! მე უნდა დავიდანაშაულო თავი ამაში და შენ მხრებგაშლილმა უნდა იარო, მხოლოდ იმიტომ, რომ მამამ დააშავა?!
-ხმას დაუწიე...
ვერც გაიაზრა მშვიდად დაწყებული საუბარი როგორ გადაუვიდა ყვირილში... ასტკივდა გული წამიერად საშინლად. მიიჭირა მარჯვენა ხელი ძლიერად და კედელთან მისული ჩაიკეცა უღონოდ.
-მე შენ არასდროს, ცხოვრებაში არასდროს არ მოგთხოვ და არ დაგაძალებ არაფერს... - მასთან დახრილმა არჩილმა ფრთხილად უჩურჩულა, მუხლზე მიადო თან ხელი სუსტად, - საამაყო მე არაფერი მიქნია... ჩემთან არასდროს არ იქნები შენ რამეში ვალდებული ან დამნაშავე... ნუ შეინახავ ნურაფერს გულში, თუ გაგიჭირდება რამე მოდი და მითხარი ყველაფერი... მაგრამ... ჩემთან მეორედ ხმას აღარ აუწიო. კარგი?!
თმაზე ჩამოუსვა ქალს ხელი და პასუხს აღარც დალოდებია ისე გავარდა გარეთ.
ეს ხალხი მართლა არ იყო სრულ ჭკუაზე.

ყავით ხელში იდგა იმ დილას არჩილ ფარჯიანი აივნიდან გადმოყუდებულმა ავალიანმა რომ დაუწყო თვალთვალი.
არ იყო კარგად გათენებული. ახალად იღვიძებდა მზე.
თედო გამოვიდა მთქნარებით გარეთ და არჩილს ამოუდგა გვერდში. ციოდა ძალიან. თხელი ჟაკეტი შემოეცვა კაცს სხეულზე და ძვალ-რბილში ატანდა სიცივე... საოცარი ხედი იშლებოდა მათ პირდაპირ... დაამუნჯებდა კიდეც სამივეს სათითაოდ აქამდე რომ არ ყოფილიყვნენ ამის მომსწრე...
-როდის აპირებ მეასთვის თქმას შენი ტრფობის შესახებ? - დაარღვია დუმილი უფროსმა, გადახედა მაშინვე უმცროსმა კითხვისნიშნებით სავსე მზერით.
-მთვრალი ხარ შენ? - არ შეიმჩნია თედომ.
გადახედა წარბაწევით ფარჯიანმა. მიანიშნა თვალებით ყველაფერი, არაქვს აზრი ყველაფერი ვიციო...
-საიდან იცი შენ?
-სესილიამ მითხრა.
-რა გითხრა?
-სკოლაში იმიტიმ მაკითხავს, რომ ვიღაც უყვარსო..
-ოხ სესა... სესა... - სევდიანად გადააქნია თავი თედომ.
-არ მომიყვები? - გადახედა კვლავ ბიძაშვილს.
-რა მოგიყვე.. ვიტანჯები კაცი.. რას წარმოვიდგენდი, მთელი ცხოვრება რომ მეფიქრა ასეთი რაღაც დამატყდებოდა თავს, მაინც ვერ მოვიფიქრებდი.. არადა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ცხოვრება გვქონდა, არაფრით გამორჩეული, ასე წამში როგორ ამოტრიალდა და დაგვემხო თავზე?!
-თავიდანვე ვიყავით ჩვენ ამისთვის განწირული.
-იცი რა რთულია? ამდენი ხნის ნანატრი ჩემთან არის ახლა... ძლივს მჯერავს.. იმდენად შეუძლებელი მეგონა ჩვენი ამბავი...
-მაგიტომ გამოიდე ასე თავი, არ გინდოდა მეას გაუბედურება..
-სიკვდილი მერჩივნა, ძმაო... ტვინში ამივიდა სისხლი ქორწილიო, გოდერძიმ რომ ახსენა. რა მარტივია ამათთვის ხალხისთვის ცხოვრების დანგრევა, თვითონ რომ გაიზარდნენ ამ ავადმყოფურ გარემოში, ჰგონიათ, რომ სწორია ასე...
-გიკვირს შენ ეგ? - მაგიდაზე დადო ნახევრად სავსე ჭიქა და სიგარეტი მოიძია ჯიბეში. გაუწოდა ჯერ თედოს, ამოიღო მერე თავისთვის.
-აქ გასაჩერებელი აღარ ვიქნები მაშინ. - ჩაეცინა თავისთვის და თავი მიუშვირა მისთვისაც რომ მოეკიდა ცეცხლი. - ჩემი ამბავი, ჰო, ეშველება რაღაცა, მაგრამ აი შენ?!.
-რა მე?
-გიჟია ის გოგო... - ხარხარი აუვარდა თავის სიტყვებზე. გაეპარა კუთხეებში ღიმილი არჩილსაც.
-ჩუმად, არ გაგიგოს, ზემოდან გადმოგვცქერის..
ნელა შეატრიალა მზერა და ახედა მართლაც აივანზე მდგომ ქალს. ღიმილით დაუკრა თავი.
-ფერი-ფერსო..
-თედო... მოუსვი აქედან!..
-გაგაგიჟებს მალე ეს გოგო. - თავისქნევით ჩაილაპარაკა და მოშორდა მალევე ძმას. ეთერასთან გაიჭრა სწრაფად, თასებით ხელში რომ მიბაჯბაჯებდა ბოსელისკენ. - მოკლედ რა... მამალსაც ასწრებ ადგომას ეთო...
შემოტრიალებულმა არჩილმაც ახედა ფრთხილად, აივანზე გადმომდგარ ქალს, წარბშეკრული რომ უმზერდა. ამ შორი მანძილიდანაც ისე ავადმყოფურად ლამაზი მოეჩვენა თავისი ცოლი არჩილს... მოუნდა წამით სხვანაირი წარსული რომ ყოფილიყო მათ უკან.
შეასწრო ოთახში შესვლა, პენუარის გადახდას აპირებდა რომ შემოუსწრო არჩილმა, დაიბნა მაშინვე, დაიწყო თვალებია აქეთ-იქით ცეცება.
-თბილად ჩაიცვი ხოლმე. მაგ ფორმით ნუ გადმოდგები მაინც აივანზე.
დაუფარავად აათვალიერა ქალი თავიდან ბოლომდე. ძალით. მოირგო ბოლოს ირონიული ღიმილი, მოსაცმელს დაავლო ხელი და ოთახიც სწრაფად დატოვა.
+ + +
დილით კვლავ არჩილის ხმაურმა გამოაღვიძა. 7 იყო საათი. მობეზრებით გახედა კაცს და კვლავ შეეცადა ძილის გაგრძელებას. მეასგან განსხვავებით ის ნამდვილად არ იყო დილის ადამიანი.
9 სრულდებოდა ბიძაშვილი რომ წამოადგა თავზე ქალს. შემოაფხიზლა მალევე და ალმაცერად დაუწყო ყურება.
-რა? - ნამძინარევი ხმით ჰკითხა და გაიზმორა გემრიელად.
-ასე გძინავთ? იმას იქ - საწოლზე მიუთითა, - შენ აქ...
-არა, მგონი ქვემოთ სძინავს.
-ზოგჯერ რა აუტანელი ქალი ხარ, აშა. - თავი გადააქნია მობეზრებით.
-მე ვარ აუტანელი? რას დამადექი ამ დილაუთენია?!
-დილაუთენიაო... საქონელი მოვწველეთ, გავდენეთ, თედო ამოვიდა, დედა და ბიცოლა მოვიდნენ, ამდენი რაღაც მოხდა შენ კი დილაო. - თავზე წამოარტყა ხელი.
-დედა აქაა? - თვალები დაექაჩა მაშინვე. დაუქნია თავი მეამ. - ჩავიცვამ და ჩამოვალ.
ახლა მათ ნამდვილად არ ელოდა. ალბათ ბექამ მიიყვანა ქალები მანქანით. მალევე მოწესრიგდა და დაბლა დაეშვა აშა. გადაეხვია დედას მაშინვე. შავებში იყო სულ გამოწყობილი, ნათლად ამჩნევდა მის სახეზე გამოხატულ უდიდეს ტკივილს აშა. იმ საშინელ ამბავს ატარებდა მხრებით, ასე მალე ესეც უნდა დამატებოდა? შვილის უბედურებაც უნდა მოსწროდა?! ინგა და ეთერა ბებიაც მათთან იყვნენ, იცნობდნენ თავისთავად ერთმანეთს. დიდი პატივით შეხვდნენ ოჯახის ქალები სტუმრებს.
ერიდებოდა ძალიან მზია ინგასთვის თვალის გასწორებას. სცხვენოდა თავისი ქმრის გამო სიკვდილამდე. ამ ოჯახში მოსვლა რომ გაბედა იმითაც იყო შეღონებული ძალიან, თუმცა ახლა რომ აშა არ ენახა მართლა ცუდად გახდებოდა მზია. მისდა გასაკვირად ღიმილით შეეგება ინგა. ხომ იცოდა რამხელა ტვირთს ატარებდა ქალი, მისი რომ არ დაემატებინა ისეც ხომ შეიძლებოდა...
გარეთ ისხდნენ თედო და ბექა. სიგარეტს ეწეოდნენ ორივე. მტრულ მზერას არაფრით აცილებდა ბექა თავის სიძეს. ირონიულად გადახედავდა ხოლმე თედოც.
-სადაა ის მეორე? - ამოიღო ბოლოს ხმა.
-არჩილი ჰქვია მაგ მეორეს. - მშვიდი ღიმილით შეახსენა თედომ. - საქმეები აქვს. დილის მერე არ მოსულა. მოგენატრა?
-ძალიან. თქვენ სანახავად მოვედი ისედაც აქ. - კიდევ აპირებდა თედოსთვის წაკბენას დის სხეული რომ დალანდა მათკენ მომავალი. ყავა მოჰქონდა მათთვის. - როგორ ხარ, მე?
-კარგად. ვცდილობ. ის... ის რატომ არ მოვიდა? - თავი აიქნია სადღაც, საითაც ეგულებოდა ბიძაშვილი. პირი შეკრა აშასთან ერთად, ის თუ არ დაელაპარაკებოდა არც თავად აპირებდა მასთან შერიგებას. აშაც მასე იყო მეას ,,მტრების“ მიმართ.
აათვალიერა მათთან მოსული ცოლი თედომ.
-მინდია? არ ვიცი, იმ ეშმაკს ხომ არ აქვს შემთხვევით მაგაზე პასუხი? - უკან გააქნია ამ უკანასკნელმაც თავი - საითაც ეგულებოდა ბიძაშვილი.
-ვინაა ეშმაკი? - წარბშეკრული აშა მიუახლოვდა შეკრებილთ.
ღიმილით გადახედა თედომ შემოსწრებულ აშას. უხმოდ აკვირდებოდა ჯერჯერობით.
-ოჰ, მიკადრე?
-იმ შენს ბიძაშვილს უთხარი ნუ მირეკავს. - წარბაწევით დახედა ბექას.
-აშა... ცეცხლს ეთამაშები...
-აშა... მართლაც რა სახელია აშა, - ამოიღო ხმა საბოლოოდ თედომ და ღიმილით დააკვირდა რძალს. თვალები გადაატრიალა მობეზრებით ქალმაც.
-ასე მგონია ერთადერთი აშა ვარ ამ ქვეყანაზე...
-მე მგონი, სამყაროშიც. პირველად გავიგე ეგ სახელი. საერთოდ თუა სახელი. - ღიმილით გააწყვეტინა კვლავ და მეას გაკეთებული ყავა დააგემოვნა. უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო დღეს თედო, ზოგადად, წარბშეკრული არასდროს დადიოდა, მუდამ მომღიმარი და კარგი ხასიათისა იყო არჩილისგან განსხვავებით, თუმცა ახლა ზედმეტად მხიარულადაც გამოიყურებოდა. ორი დღის წინ კაცს რომ ემტერებოდა, ახლა ყავას მიიერთმევდა მასთან ერთად მშვიდად. აი თურმე რისთვის იყო ეს ქორწინება დაგეგმილი...
უეცრად მეზობელი სახლიდან გოგოს კივილი მოისმა და მალევე ფარჯიანების სახლის ეზოში 20 წლამდე ქალი შემოვარდა ყიჟინით.
-თედოოოო! ცოცხალი ხარ ძმააა?! - კივილით გადაეკოჭა ზემოთხსენებულ თედოს და დაბნეული თვალებიც დაიმსახურა მის მიმართ. შემოჰხვია ხელები თედომაც და გულწრფელი სიცილითაც დააჯიდოვა.
-აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო... - როგორღაც რომ მოიშორა ქალი სხეულიდან, თავზე გადაუსვა ხელი.
-ქარმა!
-როდის ამობრძანდი?
-დღეს, დილით. არ გამაცნობ ამ ახალგაზრდებს? - შეათვალიერა საზოგადოების დანარჩენი წევრები.
-ეს ჩვენი მეზობელია - ცუციკო. - გოგონებს განუმარტა პირველად. - მეა, ჩემი მეუღლე, მისი ძმა ბექა და ქალბატონი აშა, ზეაღმატებული რძალი.
თავი დაუკრა ღიმილით მეამ.
-რძალი? მეუღლე? ცოლები მოიყვანეთ? - წამით ეცვალა ქალს სახე. ხან ერთს მიაშტერდა შეშლილი სახით, ხანაც მეორეს. აშა უმზედა არაფრისმთქმელი თვალებით. - თქვენ რა, ქორწილი გამომაპარეთ?! ამას ღმერთი არ გაპატიებთ მთელი ცხოვრება! ღმერთმა არ დაგწყევლოთ ამის გამო! - შეჰყვირა თედოს და აღტაცებული გადაეხვია მეას, მერე აშას. - რა მაგარია! რას წარმოვიდგენდი! იის, იის ჯიხვი თუ ცოლს მოიყვანდა, რა დღე გამითენდა, გახედეთ ცას, მეტეორი ხომ არ მორბის?! ილია ხომ არ ადგა?
მობეზრებით უმზერდა თედო აღტყინებულ ცუციკოს. მეა გაოცებულ თვალებს ვერ აცილებდა. აი ბექას კი უსასრულოდ გაეშტერებინა მზერა ქალისთვის. აი ისე უბრწყინავდა თვალები ,,სასტუმრო ტრანსილვანიაში“ მეივისს რომ აუნათდა ჯეკის დანახვისას. ცხოვრებაში რომ ერთხელ ბრწყინდება ხოლმე და მთელს სხეულს რომ ედება ის სხივები. ზუსტად ასე.
-დამშვიდდი ახლა, არ მოვიდეს...
-როდის მოხდა ეს ამბავი? - მეას მიაჩერდა ამჯერად.
-დიდი დრო არაა გასული. - მორცხვად ჩაილაპარაკა და ჩუმად შეათვალიერა მომღიმარი ქმარი.
-თქვენც ხომ არ ხართ გათხოვილი შემთხვევით? - ძლივს ამოიღო ხმა ბექამ და დაალაგა სახე როგორღაც. წარბაწევით გადმოხედა მასზე მიშტერებულ ბექას.
-რა გათხოვილი... ამას ცოლად ვინ მოიყვანს, - ჩაეცინა თედოს და თვალი ჩუკრა წარბშეკრულ ცუციკოს.
-არა, სად მეჩქარება ჯერ, - ქალური ამპარტავნებით ჩილაპარაკა თავაწეულმა. თმები შეისწორა თან გულგრილად.
უეცრად ბექას მობილური ამღერდა და როგორღაც ძლივს გადაიტანა მზერა ცუცადან თავის მობილურზე. მინდია რეკავდა. აშას აუფრიალა წინ ტელეფონი. თვალები გადაატრიალა იმან მობეზრებით, ხელი აიქნია თან, მომაშორეო.
-კარგი რა, აშა...
-აშა? - გაიკვირვა ცუციკომ. - აშა რომელი სახელის შემოკლებული ვერსიაა?! - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა და აშას მიაჩერდა თან პასუხის მოლოდინში.
ჩაეცინა მეას.
-აშა მქვია უბრალოდ.
-ანუ?
-ანუ - აშა - დანამატების გარეშე.
ერთხანს უყურა გაკვივრვებული ღიმილით აშას. მერე მხრები აიქნია, რომ ვერაფერი გაიგო. კიდევ გააგრძელებდა ღლიცინს მეზობლის სახლიდან ,,ცუციკოს“ განწირული ძახილი რომ არ გაეგონა. დედამისი იყო - მანანა. ბოდიშები მოიხადა ანცი ღიმილით და გაერიდა შეკრებილებს.
სიცილით გადააქნია თავი თედომ.

შუაღამე რომ გახდა და არაფრით დაბრუნდნენ ბერდია და არჩილ ფარჯიანები სახლში, მერე დაიწყო ნერვიულობა ინგამ. გავიდა და გამოვიდა კედლებზე. ეთერასაც დასტყობოდა აფორიაქება. გიორგი ამშვიდებდა ცოლსა და დედას. თედო, მეა და აშა იყვნენ ყველაზე მშვიდად. ფეხი-ფეხზე გადაედო უმცროს ფარჯიანს, თან მარცხენას ნერვებისმომშლელად აქნევდა, თავი სავარძელზე მიეყრდნო და თვლემდა, თავს აქნევდა მკვდარი ინდაურივით. წარბშეკრულ მზერას არ აცილებდა მეა ქმარს. აშაც ბიძაშვილის გვერდით ჩამომჯდარიყო და ხელები გადაეხლართა მკერდზე. როგორ ეზარებოდა ეს ყველაფერი... ქმრის ლოდინიღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის. მალევე გაისმა კარების ხმა და შემოვიდა სახლში ორი მაღალი სხეული. შორიდანვე შეატყობდი ისეთი გადაღლილი სახე ჰქონდა არჩილს, საღამომშვიდობისო ჩაილაპარაკა ერთი და უყოყმანოდ დაიძრა კიბეებისკენ.
-არჩილ! შვილო, მოდი აქ, დაგველაპარაკე. – ინგა დაეწია კიბეებზე ამავალს.
გადმოხედა დედაზე ძვირფასს. შუბლზე მიაკრო ტუჩები და უთქმელად გაუყვა კვლავ გზას.
გაკვირვებული თვალები გააყოლა აშამ კაცს.
-რა ხდება, ბერდია. გაგვაგებინე! - ეთერა შეუჩნდა ახლა ქმარს.
-გოდერძისთან ვიყავით. არეულობაა სოფელში. ვიბლიანები ბრუნდებიანო. ასე თქვეს. - ამოიხვნეშა კაცმა.
-რაო?! - წამოსწია ახლა თავი თედომ. თითქოს ახლა დაინტერესდაო სიტუაციით.
-ჰო, შენ ეგდე მთელი დღე სახლში ლოქოსავით! - განრისხებით შეუღრინა ბერდიამ უმცროს შვილიშვილს.
-ნეტა მე რა უნდა მექნა იქ, რომც მცოდნოდა... - ჩაეცინა თედოს და კვლავ მიაყრდნო თავი სავარძელს. გააგრძელა ისევ ფეხის ქნევა ნერვებისმომშლელად. კვლავ წარბშეკრულმა გადახედა მეამ კაცს.
-ის რატომ იყო ამ დღეში? - თავი აიქნია კიბისკენ ცოტა ხნის წინ გაუჩინარებული არჩილის მიმართულებით გიორგიმ.
-იჩხუბა. გოდერძის ეჩხუბა. ან ეს ბიჭი შემიწირავს მე, ან მე მომაკვლევინებს თავს! არავისი არ ეშინია დედამიწაზე! ყველა ცდილობს ზედმეტად არ გაეჩხიროს თვალში თავკაცს, არ გადაიმტეროს, ეს კი დაუფარავად, პირდაპირ ეწინააღმდეგება! - ამოიყვირა ხელებგაშლილმა ბერდიამ.
-ჩემი ბიჭი... არ მოასვენებს ეს სოფელი... - ცრემლები გადმოსცვივდა ინგას.
-სხვებიც წინააღმდეგი არიან, ესე იგი. - გიორგიმ დააქნია თავი მრავალმნიშვნელოვნად.
-აბა, ვის რად უნდა მეზობლად მაგათნაირი ხალხი?! შვილი მაგათ არ იციან, ოჯახი მაგათ არ იციან... - თედომ წამოყო თავი. - არეულობის გარდა რა მოუტანეს ამ ხალხს?! შვილი გაიმეტეს სოფლის საჯიჯგნად! კარგი, მშობლები არ გამოადგა, უღირსნი იყვნენ... ძმამ ასეთ დღეში როგორ ჩააგდო და?! ჩემს თვალწინ გაიზარდა ეგ გოგო, მე მისკდებოდა გული მის შემხედვარე! ან, საერთოდ, რა პირით ბედავენ კიდევ აქ ამოსვლას?! ამისთანა უსირცხვილო ხალხის მომსწრე მე არ ვარ! - გაბრაზებით ჩაილაპარაკა თედომ.
-მაინც ვერავინ ვერ დაუშლის აქ ამოსვლას. მათიცაა ეს სოფელი. ამხელა სახლია აყუდებული, ვინ მიაგდებდა ასე უპატრონოდ. - ჩაფიქრებულმა გიორგიმ ჩაილაპარაკა ჩუმად.
-მოკლედ... რა ხალხში გვიწევს არსებობა... - თავი გადააქნია მობეზრებით თედომ და წამოდგა სავარძლიდან. - რაც უნდათ ის უქნიათ, ჩვენ ნუ შეგვეხებიან. თავს გაუჩეჩქვავს ბოლოს არჩილი რომელიმეს, და ჩემი ძმა მეცოდება ისევ... - თავის ცოლს დაავლო ხელი, მკლავზე შემოაჭდო თითები სუსტად და კიბეებისკენ დაიძრა ცოლთან ერთად.
ზემოთ რომ ავიდნენ არ გაუშვია ხელი, ოთახის კარები რომ გამოაღო, არც მაშინ არ მოუშორებია. ოთახში რომ შეატარა და შუქიც აანთო, არც მაშინ შეუშვია ხელი. დაღლილი იყო თავადაც, დილის ნამგზავრს კიდევ ამდენხანს მოუწია უაზროდ ჯდომა. დახედა მეამ კაცის ხელს, ასე რომ ჩაეჭიდა და არ უშვებდა არაფრისდიდებით. სულ ოდნავ... სულ ოდნავ მიეფერა ცერა თითით ქალს მტევანზე და მოაშორა მალევე ხელიც. ამოიხვნეშა სუსტად, თავი მოიქექა და ადგილზე მიყინულ მეას შეავლო მზერა.
-აიღე რაც გინდა და ჩავაქრობ შუქს. - ამოიჩურჩულა და თვალებით ანიშნა ქალს კარადისკენ. მოიძია იმანაც მალევე პიჟამა და ჩააქრეო ჩაიჩურჩულა. მოიშორა ტანისამოსი საჩქაროდ გადაიცვა პიჟამა და ჩაწვა მაშინვე საწოლში. მიუწვა გვერდით თედოც.
კუთხეში მიიკუჭა ახლაც, მაშინდელივით.
-რატომ გაუჩეჩქვავს არჩილი თავს იმ ხალხს? - რამდენიმე წუთში იკითხა მეამ და თედოს ყურადღებაც მიიპყრო. თავქვეშ შემოეწყო ხელები, გაოცებულმა, წარბაწევით გადახედა ცოლს.
-დააშავეს. ძალიან დააშავეს.
-რა მოხდა? - გადახედა სიბნელეში ჩაკარგულს. მის სუნთქვს გრძნობდა მხოლოდ.
გადმოტრიალდა მეასკენ და ახლა ერთი ხელი ამოიდო თავქვეშ.
-ორი სახლის მოშორებით სახლი რომ დგას უპატრონოდ, დაკვირვებიხარ?
წარბები შეჭმუხნა ქალმა გასახსენებლად.
-ჰო.
-მაქ ცხოვრობდნენ ვიბლიანები. უცნაური ოჯახი იყო. და-ძმა და მშობლები ცხოვრობდნენ მხოლოდ. ერთად დავდიოდით სკოლაში, ჩვენზე ცოტა პატარა იყო მართა. მისი ძმა ზურა ორი წლით იყო ჩვენზე უფროსი, სულ წარბშეკრული დაიარებოდა, ყველაფერზე გაბრაზებულის სახით. ერთ დღსაც სკოლიდან ადრე დაბრუნება მომიწია მე. ვერ წამოვიყვანე მართა. საღამო გახდა და გოგო სახლში არ მოვიდა. წავედით საძებნელად, არჩილიც თან გვახლდა... სკოლასთან ახლოს ტყეა. იქ ვიპოვეთ უგონოდ მყოფი მართა. ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა... სისხლიანი იყო... მოკლედ... - შეწყვიტა წამით საუბარი. ამოხვნეშას ამოაყოლა შემდეგი სიტყვები, - ვერ მივუსწარით. სახლში რომ მივიყვანეთ გაგიჟდა და შეიშალა მამამისი. ამ ბინძურს ჩემს სახლში როგორ გავაჩერებ, მომაშორეთ აქედანო... ისედაც განადგურებულს უარესი დაუმატა, მაგას თუ მამა ჰქვია, ან საერთოდ თუა კაცი... არაფრით არ გააჩერა სახლში. რა უნდა გვექნა, ბედისამარა ხომ ვერ დავტოვებდით, ქუჩაში ხომ ვერ მივაგდებდით ჩენც იმ არაკაცივით... ჩვენთან წამოვიყვანეთ... ამაზეც სცენები გაგვიმართა, რა ჯანდაბად გინდათ ასეთი ქალი, თქვენ ხომ არ გიკადრებიათ რამეო, - ჩაეცინა ნერვულად თედოს მომენტის გახსენებისას. გასუსული ისმენდა მეა. - არ მოისვენა არაფრით, ახტა, დახტა და ვიღაც 50 წლის კაცი მოათრია, ამას გაყვები ცოლადო. წარმოგიდგენია? გასაგებია, არ უყვარდა შვილი მაგრამ ასე მწარედ როგორ სძულდა? გაგიჟდა არჩილი, წაეთრიე ჩემი სახლიდანო, ვის უბედავ მაგასო, არ გაგატანო... მაგრამ... რას გავხდებოდით. შვილი იყო ის გოგო მისი.
-და რა მოხდა? წაიყვანა? - შეშფოთება დაეტყო ქალს სახეზე.
ხმა აღარ ამოუღია თედოს. პასუხიც იყო და მეტიც მისი სიჩუმე.

ოთახის კარები რომ გააღო პირდაპირ სავარძელზე მოუხერხებლად მწოლ არჩილზე გაუშტერდა მზერა. წარბები შეეკრა გაბრაზებულს. მიახეთქა კარები ძლიერად, როგორ გაბედა მის ,,საწოლში“ დაწოლა?! ყურიც არ მოუბერტყია არჩილს. არადა რა ქნა ცუდი? მის ხერხემალზე რომ ფიქრობდა ისევ მაგაზე უბრაზდებოდა? კი მოინდომა ერთი შეეფხუზლებინა, მაგრამ ამ ერიცახე დივანზე, ისე საწყლად იწვა, ისე საწყლად ჰქონდა გადაგდებული თავი... ვერაფრით შეიკავა თავი მისი ხვალინდელი წუწუნი არ მოესმინა. რატომ უნდა ეძინოს თავად ამ მოუხერხებელ სავარძელზე?! მსხვერპლი აქ არჩილია თუ აშა?! პიჟამა გადაიცვა ტანზე, კიდევ ერთხელ აათვალიერა საწყალი არჩილი და შუქის ჩამრთველს აჰკრა ხელი ჩასაქრობად.


არც ისეთი მარტივი იყო მტრობის დასასრული, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ფარჯიანებმა რომ გაიგეს სესილიას გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი, გავიდნენ და გამოვიდნენ კედლებზე. ავალიანების სისხლს დავლევთო, დაჩემებული ჰქონდათ და გაწყვეტანს უპირებდნენ მთელ გვარს. თავკაცი რომ არ ჩარეულიყო საქმეში, მართლაც აღასრულებდნენ ჩამოფქრებულს. მეა იყო ძალიან ცუდად. თავს დასტრიალებდა სულ თედო მორიდებით, უხსნიდა, ჰპირდებოდა, რომ აღარავინ დაშავდებოდა. ფარჯიანების ეზოში მოეყარა თავი სანათესაოს. ვერც მოასწრო ინგამ გააზრება, როგორ გავარდა აშა სახლიდან და წინ ჩამოუდგა მთელ საგვარეულოს თავისი ქმრის გვერდით.
-მე რომ ფარჯიანების რძალი გავხდი, მაგ დღეს დამთავრდა ყველაფერი! არც გაბედოთ და არც იკადროთ მეორედ მუქარა! მე რომ მამაჩემის მკვლელს გავყევი ცოლად, მაშინ დამთავრდა თქვენი გლოვაც და მწუხარებაც! მე ახალგაზრდა, თქვენ უხუცესებს არ უნდა გასწავლიდეთ ადათებს, მაგრამ თუ საჭირო გახდება... მე იმისთვის არ დამითმია საკუთარი თავი, ეს ომი რომ არ დასრულებულიყო! მამაჩემს ხომ მიაღებინეთ თავისი, ახლა ჩემი ძმაც უნდა შეიწიროთ?!
არ გაუჩერებია არჩილს. დაანახა ყველას რა ცოლიც ჰყავდა გვერდით. მას შემდეგ ამ თემაზე საუბარი აღარ ყოფილა.
+ + +
ერთ დღესაც გაღვიძებულს არ დაუხვდა ფარჯიანი არც ოთახში და არც სახლში. მისდა გასაკვირად მეაც არ იყო შინ. ეთერა და ინგა იყვნენ მხოლოდ. ქალბატონი ეთერა წინდებს ქსოვდა აივანზე, მზიანი ამინდით შეხალისებული. ინგა კი ეზოში ტრიალებდა, ყვავილების ირგვლივ ამოსულ სარეველას აშორებდა მუხლებზე მჯდომი. ფრთხილად მიუახლოვდა ქალს და ახლოს ჩამოუჯდა პატარა, ხის ჯორკოზე. გადმოხედა მაშინვე ინგამ.
-დილამშვიდობისა, - ამოიჩურჩულა აშამ და თვალები მოეჭუტა მზის სიმხურვალით ამწვარი.
-დილამშვიდობისა, შვილო. - ღიმილით დაუქნია თავი და გააგრძელა თავისი საქმე.
-აპრილში ყვავილები ყვავის? - ინტერესით დააჩერდა ფერად ყვავილებს.
გადმოხედა კვლავ ინგამ რძალს.
-აპრილის ბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ნამდვილი გაზაფხული დაიწყება სოფელში. თან ზამთრობით ისედაც ყვავის ყვავილის რამდენიმე სახეობა. ერკვევი შენ ყვავილებში? - ღიმილს ვერ იშორებდა ინგა სახიდან.
-უი, არა. არ მიყვარს ყვავილები.
-ეს რა გამაგონე, - შესცინა მხიარულად, - გაგაცნობ მაშინ ჩემს გოგონებს. ეს კროკუსია, - იასამნისფრად მოკაშკაშე ყვავილებისკენ მიუთითა ქალმა, - მთის მინდვრებში ხშირად ჩანს თოვლის დნობის შემდეგ. ამ ყვითელ სილამაზეს კი პრიმულას ეძახიან, მართალია, ჯერ არ აყვავებულა კარგად, თუმცა ესეც მალე გაიხარებს.
-ამას რა ჰქვია, რა ლამაზია... - თითით მიუთითა და თავადაც ქალთან დაიხარა უკეთესად რომ შეეთვალიერებინა.
-ანემონა. მართლაც ლამაზია, იმდენად ფერადია, ახალგაზრდობის ლამაზ წლებს მახსენებს... ხშირად მოჰქონდა გიორგის ჩემთან... - ისევ იღიმოდა ინგა, ოღონდ ამჯერად ბევრად სხვანაირად, მოგონებებში გადავარდნილი.
-ესე იგი, ბატონ გიორგის სიყვარულით გაჰყევით ცოლად.
-ჰო... ასე იყო... - შეეცვალა ხმა და გადმოხედა აშას, ისიც გლეჯდა სარეველას თავისი ნაზი თითებით. - ბებიაჩემი მასწავლიდა, რომ სამყარო ზედმეტად სასტიკი იყო თავისი საშინელი მარწუხებით. ცხოვრებაში ათასი ცუდის მნახველი გავხდებოდით და ღმერთის რწმენით ყველას გადავლახავდით. ადამიანი იმ დონეზე არასდროს არ უნდა დაეცე სხვას შენიანის უპატივცემულობა აპატიოვო. დაივიწყე შენი თავი, მაგრამ ნუ დაგავიწყდება შენი სისხლი და ხორციო. ყველას ვერ მოეწონები, ბევრიც გამოჩნდება, ვინც ვერ მიგიღებს და შენთვის გზა-კვალის აბნევას ან ზიანის მოყენებას შეეცდებაო. თუ მორწმუნე ხარ პასუხი არ გასცე და მოერიდე, მაგრამ თუ არ გაჩერდა და შენს ახლობელს გადასწვდა, ყველაფერი გააკეთე, რომ საკადრისი პასუხი გასცეო...
-ამას რატომ მეუბნებით... რას გულისხმობთ?.. - გულისყურით უსმენდა აშა, რომ დაასრულა სიტყვა აღელვებით გადახედა ქალს. მიხვდა, თავისთავად, რასაც გულისხმობდა შენიანისთვის ზიანის მიყენების არ პატიება...
-მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაიგე. კეთილი ადამიანი ბოროტებას უმიზნოდ არასდროს ჩაიდენს.
-კეთილმა ადამიანმა ბოროტება საერთოდ არ უნდა ჩაიდინოს!
-ჩვენ ადამიანები ვართ, ღმერთის გამოუცდელი შვილები. ის, რაც შენთვის არასწორია, სხვისთვის შიძლება ღირსების საკითხი იყოს. - გაუღიმა ბოლოს მაინც. ნელა წამოდგა და იქვე ახლოს ეზოს ონკანისკენ აიღო გეზი მიწიანი ხელები რომ მოეშორებინა.
თავად აშა ძირში იჯდა კვლავ. ბინძურ ხელებზე დაიხედა. რთულია დღეს იყო უბრალოდ მართალი ადამიანი.
მისი წამოდგომა და თედოსა და მეას ეზოში შემოსვლა ერთი იყო. მხიარულად საუბრობდნენ ერთმანეთში. როგორც ჩანს, ერთად გადარეკეს საქონელი. გამოდის, რომ არჩილი ისევ იმ საშინელ კაცთანაა. გამოეყო მაშინვე კაცს და ბიძაშვილს მიუახლოვდა ღიმილით ქალბატონი მეა.
-კარგად გაუგეთ ერთმანეთს. - ამოიჩურჩულა მეაზე მიშტერებულმა.
ეცვალა ქალს სახე მაშინვე.
-ჰო, რავი... რას აკეთებდი შენ? - ბინძურ ხელებზე მიუთითა აშას.
-ქალბატონ ინგას ვეხმარებოდი სარეველას ამოღებაში. - თქვა და თავადაც ინგას გზას გაუყვა ხელების დასაბანად.
ორი საათიც არ იყო გასული არჩილმა რომ შემოაბიჯა ეზოში. რაღაცნაირად, აღელვებული იყო. თედოსთან, მეასთან და ცუციკოსთნ ლაპარაკში გართული აშას დანახვაზე კი საერთოდ წაუხდა სახე. ნელა მიუახლოვდა მათ, ყურადღება არ მიუქცევია ცუციკოს აბეზრობისთვის ისე დასძინა.
-შენებთან უნდა წავიდეთ. მოემზადე. - თვალები არ მოუშორებია ქალისთვის.
გაკვირვებით გადახედა აშამაც.
-რა მოხდა?
-დედაშენი გამხდარა ცუდად... - ამოიჩურჩულა და დახარა თვალებიც.
-რაო?! რა მოუვიდა, ღმერთო... - აღარ დალოდებია კითხვას ისე შევარდა სახლში. ქურთუკი და ფეხსაცმელები მოირგო და კვლავ სირბილით გავარდა გარეთ.
შეწუხებულ მეას გადახედა და ისე სწრაფად დაიძრა მანქანისკენ არჩილსაც მიასწრო მისვლა. დაიკავა კაცმაც თავისი ადგილი და მალევე მოსწყვიტა მანქანა ადგილს.
-ვინ დაგირეკა? საიდან გაიგე? - ვერაფრით მალავდა აღელვებულ ხმას.
-ბექამ დარეკა. - თავადაც მოქუფრვოდა სახე.
გახშირებულად სუნთქავდა და გულზე დაებჯინა ხელი შეშინებულს. რაც ზურია გარდაიცვალა მას შემდეგ მოსწყდა ამ სამყაროს მზია. რაც ის ამბავი გაიგო მას შემდეგ კი საერთოდ დაკარგა ცხოვრების სურვილი. ერთია საყვარელი კაცი რომ გიკვდება და მეორე იმის გააზრება, რომ შენდამი ღალატს ემსხვერპლა, საერთოდ ბოლოს უღებდა ქალს. რას ფიქრობენ ხოლმე მოღალატე კაცები? რა უდევთ გულში ამ ნაბიჯს რომ დგამენ? ზურიას მზიასი და, ზოგადად, ოჯახის სითბო და სიყვარული არასდროს მოჰკლებია. რატომ ვერ ძღება ეს ხალხი იმით რაც აქვს? ადამიანს შეიძლება აპატიო ტყუილი, დამცირება, ბევრი სხვა უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ ერთია, თუ კაცი გულში გაივლებს ქალის ღალატს ან, საერთოდ, მასზე ხელის აწევას თუ გაბედავს, იქ სრულდება მისი კაცობის მორალი თუ ღირსება. მწვერვალიდან ისეთი სიჩქარით ეცემა მიწაზე, დავარდნილს გონება რომ არ დაჰყვეს მთელი...
ზუსტად ნახევარ საათში ავალიანების სახლის ჭიშკართნ გაჩერდა მანქანა. სწრაფად გადმოვიდა ქალი მანქანიდან და არც დალოდებია არჩილის მოქმედებას ისე შევარდა სახლში. ნელა და მძიმედ გადმოვიდა არჩილი, ჯიბეებში ხელებჩაკრებილი მანქანას მიეყრდნო და შეათვალიერა ცარიელი ეზო. მალევე მინდია გამოვიდა სახლიდან დინჯი ნაბიჯებით. ალბათ ვერ გაუძლო აშას მომაკვდინებელ მზერას და გამოექცა იქაურობას. გამოაღო ჭიშკარი და ნელა მიუახლოვდა თავდახრილ სიძეს გამწარებული რომ ფიქრობდა რაღაცაზე.
-გმადლობ, რომ მოიყვანე. - ჩურჩულით მიჰყვა და თავაწეულს თვალებში გაუსწორა მზერა. - მაგრამ არ გეგონოს, რომ რამეს ვივიწყებთ ამით.
ამოიხვნეშა არჩილმა.
-როგორია გაუბედურებული და, მინდია? - თავადაც გაუსწორა მზერა და ნაღვლიანად ამოილაპარაკა. თავი გადააქნია კაცმა, ვერ გაიგო რას გულისხმობდა. - რომ არ გელაპარაკება, სახეში რომ არ გიყურებს, თუ გიყურებს მთელი არსებით გაგრძნობინებს, რომ დააშავე, მაინც... მაინც ცოცხალი ხომ უკეთესია?
-არჩილ...
-იცი რა წვალებით გაზრდილი და მომიკლა მამაშენმა?
-გეყოფა!..
-შენ, ბიჭო, იცი როგორია 12 წლის ასაკში დაობლება? დედიშენს არ მიუტოვებიხარ 10 წლისა, სოფლისთვის არ მიუგდიხარ... ჩემი პატარა გოგო კითხვებს რომ მისვამდა დედა სად გვყავსო, იცი რამდენ ნაწილად მეშლებოდა გული? ჩემი სესილია, მთელ ცხოვრებას რომ მერჩივნა, არავისთვის რომ არ მემეტებოდა ჭირგამოვლილი... ვიღაც არაკაცმა თავის საჯიჯგნად გაიმეტა... დილით ამდგარს აშაზე რომ გაგეგო მდინარის პირას უპოვიათ დამხრჩვალიო, შენ რას იზამდი?.. რომ ვიაზრებ, ჩემს პატარა გოგოს როგორ სტკიოდა გული და მე ვერაფერს ვაკეთებდი მის საამებლად, მინდა ამოვთხარო ის დამპალი სასაფლაო და თვიდან მოვკლა ჩემი ხელებით. შენ, ბიჭო, წარმოდგენა მაინც გაქვს როგორი გოგოსთვის გაბედა მამაშენმა ზღაპრული კოშკების აგება?.. ცხოვრებაში რომ დედის და მამის სითბო არ უგემია არასდროს... სოფელში ამოსულს იმ სინათლეს რომ ვეღარ ვხედავდი მის სახეზე იცი, როგორი იყო?! ცხოვრებაში, არავისთვის უფლება რომ არ მიმიცემია ზედმეტად შეეხედა ჩემი გოგოსთვის, მამაშენმა რატომ გაბედა ამდენი?.. ჩემი სესილია მუცლით დამპალი მამაშენის შვილს ატარებდა...
-არჩილ... - თავი გადააქნია განადგურებულმა და წაბარბაცებული ჭიშკარს ჩაეჭიდა რომ არ წაქცეულიყო.
-ჩემი გოგო სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში იმით იტანჯებოდა, რომ სოფელში ოჯახს შეარცხვენდა, რომ... სახელს გამიტეხავდა... - ჩაეცინა კაცს გაგიჟებით - შენ გესმის, მე რას ვამბობ?.. იტანჯებოდა და მაინც ჩემზე ფიქრობდა, სოფელში სახელი არ გამტეხვოდა... იმ სახელის დედაც ვატირე მე რაც მაქვს, ნეტავ გვერდით მყოლოდა, ნეტავ ახლა იმ ცივ მიწაში არ იხრწნებოდეს ჩემი ციცინათელა...
-გეყოფა, გთხოვ... - თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლიც ვერ შეიმშრალა, რომ არ დაენახა არჩილს, ჩაიკეცა უღონოდ ჭიშკართან და ვეღარც გაბედა მისთვის შეხედვა. იმ წამს თავისი წარსულითა და სიტყვებით ყველაზე მართალი კაცისთვის.
-ამიტომ, ძალიან ფეხებზე რას ივიწყებ და რას არა... იქ სადაც იწყება ჩემი და, სხვა ყველაფერი სრულდება...
მიუგდო ბოლო სიტყვები და უხმოდ გაემართა სასაფლაოებისკენ. მარტოდ დარჩენილი მინდია კი ლამობდა ახლა მარტო ყოფნას დაჭრილი ლომივით რომ აბღავლებულიყო იმ კაცის სიმწარით გულატკიებული.

ბინდდებოდა გარეთ რომ გამოვიდა აშა. ქურთუკს იცვამდა თან სითბოდან გამოსული სიცივეს შეუჩვეველი. მოავლო თვალი ეზოს. არჩილის ნაცვლად საქანელაზე მჯდარ მინდიას ჰკიდა თვალი. მინდორზე გაეშტერებინა მზერა და საერთოდ თუ ახამხამებდა იმასაც ვერ გრძნობდა. ნელა ჩამოუყვა კიბეებს და არც გაუხედავს მეტად მინდიასთვის ისე გაემართა მანქანისკენ. თვალი გააყოლა წამიერად დას და ზანტად წამოიმართა. ჭიშკართან დაეწია და მკლავზე ჩაავლო ხელი სუსტად. მოიშორა მაშინვე აშამ და წარბშეკრულმა ახედა.
-აშა, გთხოვ, მელაპარაკე... - გასტეხვოდა ხმა მინდიას.
-თავი დამანებე! - შეუღრინა და კვლავ ჭიშკრისკენ დაიძრა, რომ გადაეღობა მაშინვე მინდია.
-სულ ოდნავ მაინც აღარ გიყვარვარ?! ისედაც არაკაცს, კიდევ უფრო არასწორად ნუ მაგრძნობინებ თავს... - ჩამოუგორდა თვალიდან ობოლი ცრემლი.
შეუწუხდა სახე მინდიას შემხედვარე.
-გადი... - იჩურჩულა და შორიდან მომავალ არჩილს შეავლო მზერა.
ჩაეღიმა მინდიას სევდიანად. მოიშორა ის მოღალატე ცრემლიც და დაუთმო გზა.
-აშა, - მანაქანასთან მისულს შესძახა, - ერთხელ გამიღიმე, გთხოვ...
უყურა ერთხანს თვალებში ძმას. მერე მანქანის გაღების ხმა გაიგო. ჩაჯდა და წავიდა ისე, რომ უკან აღარც მიუხედავს.
დედამისის მდგომარეობა ჰკითხა მხოლოდ, აშამაც ორი სიტყვით უპასუხა და მას შემდეგ არც ერთს აღარ ამოუღია ხმა.
სახლში რომ ავიდნენ ვახშმობა ახალ დაწყებული ჰქონდათ ფარჯიანებს. მიუსხდნენ სუფრას მათთან ერთად, თბილად გამოჰკითხეს ქალებმა დედის მდგომარეობა აშას. გრძნობდა გვერდით მჯდომი არჩილის უხასიათობას. მობეზრებით ილუკმებოდა კაცი.
ვახშმის შემდეგ კვლავ აასწრო არჩილმა აშას ოთახში ასვლა. თავად აშამ და მეამ სუფრის ალაგება საკუთარ თავზე აიღეს და ინგას დასვენების საშუალება მისცეს. ღიმილით დატოვა ქალმაც გოგონები. გვარიანად გამოჰკითხა მეამ ოჯახის ამბები. ყველა რომ დაწვა თავად ყავის ჭიქებით ხელში აივანს მიაშურეს.
-გოდერძი იყო მოსული დღესაც. რა საზიზღარი კაცია ენა არ იტყვის... - სახე მოეღუშა მის გახსენებაზე მეას.
თვალები გადაატრიალა აშამ.
-რა უნდოდა?
-არჩილზე გამოთქვა საყვედური. - ჩაეცინა უგემურად.
-მაგისთვის გამოიარა ამხელა გზა?..
-აშა... - შეპარვით დაიწყო და ნელა გადახედა თან ქალს. - მგონია, რომ რაღაც სხვა ამბავია...
-რაზე? რა? სად? ვერ მივხვდი... - დაბნეული მზერა მოავლო მეას.
ერთხანს უყურა ეშმაკური თვალით ქალს, მერე თავი გადააქნია და იცრუა მისდაუნებურად.
-არაფერი... იმის მოსვლაზე ვთქვი... მელანდება რაღაცები... უბრალოდ... ჩვენები მენატრებიან, საბერძნეთი მენატრება...
-ჰოო... - თავი დააქნია აშამ. - შენ რომ არ იყო, რა მეშველებოდა, მე?! - გადახედა გვერდით მჯდარ ქალს და მისი ხელი თავისაში მოიქცია.
შეჰღიმა მეამაც თბილად და ხელზე მიაკრო ტუჩები ბიძაშვილს.
გვიან ღამით წამოიშალნენ. ნელა ჩამოსწია სახელური მეამ და ფეხაკრებით შევიდა ოთახში. შუქი ჩრთული დაუხვდა. საწოლზე, მუცელზე მწოლი თედოს ფშვინვის ხმა ესმოდა შორიდან. ნელა გამოიცვალა ტანზე. შუქი ჩააქრო და თავისი ადგილი დაიკავა. თვალებდახუჭული ძილბურანში იყო უკვე მუცელზე ცხელი ხელების შემოხვევა რომ იგრძნო ქალმა. დაექაჩა მაშინვე თვალები და შეძლებისდაგვარად გადახედა ზურგზე მუხუტებულ თედოს.
-თედო...
-გელოდებოდი... - მის ყურთასმენას მარტივად მისწვდა კაცის ჩურჩული და მთელი დღის გადაღლილს, ძილი როდის მიეპარა თავადაც ვერ გაიაზრა.

არ ჩანდნენ ჯერჯერობით ვიბლიანები სოფელში. დღეები გასულიყო იმ შეკრებიდან და ჯერ კიდევ არ ამოსულან სოფელში. დიდი გამბედაობა კი უნდოდა იმ ყველაფრის შემდეგ აქ დაბრუნებას, საკვირველია გაბედავდნენ თუ არა...
ერთხელ კიდევ ეწვია თავკაცი ფარჯიანებს. მთელი გულით, სულით მიახვედრა, რომ დასანახად არ უნდოდა ეს კაცი აშას. სხეულში ვერ ეტეოდა ბერდია ამ ქალის ლაპარაკის შემყურე. არ იყო ნაჩვევი ასეთ ამპარტავან და თავგასულ ქალებს... აქ ყველა მაინც ჩუმადაა, შეძლებისდაგვარად ყველა ცდილობს ზედმეტი არ დასცდეს, ეს გიჟი ქალი კი სიტყვას ვერ იჩერებდა პირში რომ არ ეკბინა გოდერძისთვის. თედოც ვერაფრით იკავებდა სიცილს ამ ქალის შემყურე. არჩილიც რომ ჩუმად იყო და არაფერს ეუბნებოდა თავის ცოლს ეს აბრაზებდა კიდევ საშინლად...

დილით არჩილის ხმაურმა გამოაღვიძა. ხელი გადაიწვდინა და ტელეფონი მოიძია პატარა თაროზე. 9 დაწყებულიყო ორი წუთით. წამოიწია საწოლზე მთქნარებით აშა. გახედა მაშინვე არჩილმა, პატარა ბავშვს ჰგავდა, თმები აბურდული, აწითლებული ლოყები და შეშუპებული თვალები. ძლივს შეიკავა ღიმილი ქალის შემხედვარემ.
-ბოდიში, არ მინდოდა შენი გაღვიძება...
-გგონია პასუხს არ მოგთხოვ ეს დღეები ჩემს საწოლში რომ გძინავს? - თავი მოიქექა თან გასწორებას შეეცადა ხელებით.
ჩაეღიმა მაინც ბოლოს არჩილს. სახელურს დაავლო ხელი წასასვლელად მომზადებულმა, ქალის ხმამ რომ აიძულა უკან დაბრუნება.
-სად მიდიხარ ახლა?
-ძროხები უნდა გავრეკო საძოვარზე, - გაკვირვებით ამოთქვა.
-დამელოდები? მეც წამოვალ.
კიდევუფრო გაოცდა კაცი. თავი დაუქნია და გარეთ ვიქნებიო ეს ამოთქვა ძლივს და ოთახიც დატოვა. საჩქაროდ მოემზადა და 10 წუთი არ იყო გასული გარეთ რომ ამოყო თავი. აეშვათ უკვე საქონელი, ელოდა აშას დიდი მოწიწებით. შეუერთდა მალევე და ერთად გაუყვნენ სოფლის გზას.
-ამას რა ჰქვია? - ხელით აჩვენა მათ წინ მიმავალი ერთ-ერთი ძროხისკენ აშამ.
-ბაბალე, - ღიმილით გადახედა აშას.
-ამას? - ახლა მეორე ჭრელი ძროხისკენ მიუთითა კაცს. პატარა გოგოს ჰგავდა ისე იქნევდა ხელებს ძროხების საჩვენებლად.
კვლავ ვერ შეიკავა ღიმილი კაცმა.
-ამას ჭრელა ჰქვია, ამას მარგო და დოლა. - ღიმილით წარუდგინა ყველას სახელი სანამ ის დაეკითხებოდა სათითაოდ.
-დანარჩენების კვალობაზე ჭრელა ძალიან ბანალურია...
-შენი არის სამაგიეროდ უცნაურობის პიკი...
-რას გადაეკიდეთ ამ ჩემს სახელს... - თვალები გადაატრიალა მობეზრებულმა.
-აშა... რამდენი აშა გხვდება შენ დღიურად, ძალიან მაინტერესებს, - სიცილი აუვარდა არჩილს.
ჩაეცინა აშასაც ბოლოს.
-ბებია მყავდა ისტორიკოსი. ყველაზე მეტად კავკასიელი ხალხებით იყო დაინტერესებული. აშა არის პერსონაჟი ჩრდილოეთ-კავკასიური ეპოსის. ნუ, ლეგენდაა რა. ნართულ ტრადიციაში აშა წარმოდგენილია, როგორც ნართთა ძველი თაობის წარმომადგენელი და ღირსეული გმირი. ის ცნობილი ნართის - აშამაზის მამაა.
-ანუ კაცის სახელია. - ჩაფიქრებულმა გადახედა ქალს.
-ასე გამოდის.
-მერე?
-აშას ძმებიც ჰყავს - იმისა, არიშყუ, ნასრენ-ჟაჭე... აშაზე დიდად ცნობები არ ყოფილა შემორჩენილი, თუმცა იმ ინფორმაციით, რაც ბებიამ მომაწოდა აშა აღიქმება, როგორც ძლევამოსილი და პატივსაცემი გმირი, რომლის საგვარეულოდანაც მომდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნართი - აშაზამი. სწორედ აშაზამის სახე გახდა ეპოსში განსაკუთრებულად პოპულარული. მართალია, მისი ერთ-ერთი მოტივია შურისძიება და მარტოობა, თუმცა მას ხშირად აღწერენ, როგორც მუსიკოსსა და სიმღერის დიდ ოსტატს, რომელსაც საკრავზე დაკვრით შეუძლია ბუნების მოჯადოება. ასე იქცა აშა იმ გმირად, რომლის მემკვიდრეობამ ნართა სამყაროში დიდი ადგილი დაიჭირა.
-არც სისხლი... არც თავგანწირვა... არსად სიკვდილი... არც ომი... იმედები გამიცრუე...
ღიმილით გადახედა კაცს.
-ყველა მითი საინტერესო ხომ ვერ იქნება.
-და, საბოლოო ჯამში, გამოგყვა შენც მაგ შენი აშაზამის ნიჭი? რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტს იპყრობ?
-ბებია ნამდვილად შეცდა ამ სახელს რომ მარქმევდა, - სიცილით ამოილაპარაკა, - აშკარად მეტს მოელოდა ჩემგან...
-აბა რა პროფესიის ხარ?
ეშმაკური, თან რაღაცნაირი ღიმილით გადახედა არჩილს.
-ისტორიკოსი ვარ.
ახარხარდა არჩილი მაშინვე. მის შემხედვარე გაეცინა აშასაც.
-არ არის სასაცილო! თან ბებიას გამო სულ არ ამირჩევია ეს პროფესია. მიყვარდა ისტორია ბავშვობიდან! - ვითომ სიმკაცრე გაურია ხმაში.
-ჰო, ყოჩაღ, კარგია... სადღა არიან ისტორიკოსები, გაირყვნა ქვეყანა, ვის რაღაში სჭირდება თვისი წარსული. - სიცილით ამოთქვა ფარჯიანმა.
-შენ? შენ ვინ გამოხვედი?
-ბიზნესზე ჩაგვარებია მე და თედოს გიორგიმ.
-არ გინდოდა?
-მე ცოტახნით აქედან გაქცევა მინდოდა... რახან ვერ ავარჩიე პროფესია აბიტურიენტობის დროს და თედოსაც ეს ჰქონდა არჩეული მივჰყევი მეც მის ბედს. - მშვიდად დასძინა და საქონელს გადახედა სხვისას რომ გარეულიყვნენ და გემრიელად ილუკმებოდნენ.
-რთულია არაა მერე იმ საქმეში ცხვირის ჩაყობა, რაც არ გაინტერესებს?
-დავინტერესდი გზა და გზა. მერე ჩვენი ღვინო ჩამოვასხით მე და თედომ. რესტორანი გავხსენით...
-ვახ... ხედავ შენ... მერე აქედან რანაირად?
-ნიკო ხომ გახსოვს, ჩემი მეჯვარე, - ირონიულად წარმოთქვა და გადახედა თან ქალს. პატარა ქვებზე ჩმომსხდარიყვნენ უკვე ლაპარაკში გართული. - იმას აქვს ჩაბარებული.
თავი დაუქნია აშამ.
-წასვლის დროა. - წამოდგა არჩილი და ჯერ კიდევ მჯდარ აშას გაუწოდა ხელი წამოსადგომად. დახედა უცნაურად გამოწვდილ ხელს, მერე კი შეაგება თავისი ხელიც და წამოდგა ქვიდან. – მეა რა პროფესიისაა?
-მეამ ბერძნულ ენაზე ჩააბარა. საბერძნეთშიც მაგიტომ გავაგრძელეთ სწავლა. ანუ, უცხოეთში გვინდოდა, მაგრამ საბერძნეთი მისი არჩევანი იყო.
-სესილიასაც უნდოდა საზღვარგარეთ სწავლა. - თავდახრილმა ამოილაპარაკა თან სიგარეტი მოიძია ჯიბეში.
ეცვალა აშასაც სახე. დამნაშავედ იგრძნო წამით თავი.
-რაზე სწავლობდა? - ჩურჩულს მიჰყვა თავადაც.
-საერთაშორისო ურთიერთობებზე. სულ იმის ლაპარაკში იყო, მე თუ დიდი ქალი არ გავხდე და ამერიკის საელჩოში არ შევყო ცხვირი, აი ნახეთო... - ჩაეცინა გახსენებაზე.
-მამა არ იყო ასეთი...
-კარგი. - შეაწყვეტინა მაშინვე მკაცრად. - აღარ გვინდა.
-მათქმევინე...
-არ მელაპარაკო მაგ კაცზე, აშა. - ხმას აუწია და მკაცრად გადახედა ქალს.
-თუ არ მოისმენ მეორე მხრიდან სათქმელს ასე მთელი ცხოვრება არ დაიტანჯები? - თავადაც უმატა ხმას ავალიანმა.
მოისროლა ჯერ კიდევ ჩაუმწვარი სიგარეტი. წინ მიმავალს მკლავზე დაქაჩა და ისე მიიზიდა მისკენ, შეასკდნენ ლამის ცხვირებით ერთმანეთს.
-მე ხომ გითხარი მაშინ? გიხარია ტკივილს რომ განიცდი? დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს მეორე ტყვიასაც დავუმატებდი სამახსოვროდ! რატომ არ გესმის...
სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო ისე აეწვა მარცხენა ლოყა.
-გამიშვი ხელი! გამიშვი! თვალებში მიყურებ და ასეთ რამეს როგორ მეუბნები!.. - ყვირილით ამოთქვა თვალცრემლიანმა და კიდევ გაიბრძოლა ხელის მოსაშორებლად.
წამიერად თვალდაბნელებულს, თავადაც ვერ გაიაზრა როგორ იგრძნო მთელ სხეულში ენერგიის მოზღვავება. იგრძნო სხეულში სისხლის მიმოსვლა, აშას განწირული გულისფეთქვა. ჟრუანტელი მთელ ტანზე. მოწყურებულივით დაეწაფა ქალის ტუჩებს და წამით დროც გაჩერდა.

წყალის წყურვილივით მოუთმენელი, გაუსაძლისი... მდინარესავით კამკამა და სუფთა... დედასავით წმინდა და შეუხებელი... მზის ამოსვლასავით ლამაზი და შეუდარებელი...

კაცისთვის ღმერთივით წმინდა, თუმცა ვერასდროს მასთან გათანაბრებული ქალი.

ხომ დგება მომენტი, როდესაც საყაროს ჩვენს ირგვლივ ვაჩერებთ და ჩვენივე კანონებითა და წესდებით ვიწყებთ მის მართვას. თითქოს თავად ღმერთს ჰქონდა ეს ჩაფიქრებული ჩვენს გაჩნასთან ერთად. მან გადაგვაბა საუკუნოდ ჩვენს მეორე ნახევრებთან, სამყაროს ერთი საწყისიდან მეორე ბოლომდე. და გვიბიძგა მან ერთმანეთის პოვნისკენ. საწყალია ამოდენა სამყაროში მარტოდ დარჩენილი ადამიანი. მარტოდ, რომელსაც მომკითხავი ქვეყანაზე არ ჰყავს არავინა გარდა დედისა...

გაუაზრებლად აჰყვა ფარჯიანს და თავისუფალი ხელი თმებში შეუსრიალა. ქალის მოქმედებით გათამამებულმა წელზე ჩააფრინდა და უშვა, თავისთავად, სუსტად მოჭერილი ხელიც. წამიერად გონს მოსული ოდნავ მოსცილდა კაცს. მოიქცია ქალის სახე ხელებში. ლოყაზე მიაწება თვალდახუჭულს ტუჩები და ყურთან ჩუმად დასძინა:
-ტყუილად არაფერი არ გამიკეთებია... ნუ გამომიწვე, აშა... ნუ მაიძულებ იმაზე მეტად შეგაზიზღო გამზრდელი მამა ვიდრე საჭიროა...
ამოთქვა და მკლავზე დაავლო ხელი, გაუყვნენ სახლის გზას უხმოდ.
ეზოსთან იყვნენ მისულები ვიბლიანების სახლთან მანქანას რომ ჰკიდა თვალი არჩილმა. აშაზე ჩავლებული ხელი გაეყინა კაცს. გაკვირვებით გახედა ხელის მოჭერა რომ იგრძნო ისედაც არეულმა ქალმა და თავადაც მის მზერას გაჰყვა თვალებით. ეზოში ნათლად გაარჩია ზურას მოლაპარაკე სხეულიც.
-ოო, ბატონი არჩილიც მოსულა... - ღიმილითა და ხებელგაშლით შეეგება ზურა ვიბლიანი თავისსავე ეზოში შემოსულ არჩილს.
-აქ რა დაგკარგვია. - დაეძაბა მთელი სხეული და ხელებით დაკავშირებულს თან გადაჰყვა დაძაბულობა ქალსაც.
აქამდე თედოსთან ლაპარაკში გართულს არჩილის დანახვით მეტად გამხიარულდა. ისედაც ბევრი აღარ ეკლო უმცროს ფარჯიანს, ერთი სული ჰქონდა შეელამაზებინა სამტროდ მოსული ზურა.
-არ იცოდი შენ სტუმართან ასეთი საქციელი... არ შემომიპატიჟებ? - ირონიული ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან ვიბლიანს.
-სოფელში ვინ შემოგიპატიჟა შენ, საერთოდ?! - სიავეს აფრქვევდა პირდაპირ არჩილი.
-ჩემს სოფელში პატიჟი მჭირდება? - ხელოვნურად გაიოცა კაცმა და გადახედა არჩილის უკან მდგომ ქალს ღიმილით. - გავიგე ცოლი მოგიყვანია... თურმე არც ისეთი ერთგული ყოფილხარ...
-წაეთრიე აქედან, ვერ გამომართმევს შენს თავს მამაშენი... - შეჰყვირა და წაიწია კიდეც მისკენ, აშამ რომ დააკავა ხელით.
ჩაეცინა გესლიანად ზურას.
-შენ ბიჭო სიცოცხლე მოგბეზრდა? ვინ მიგდიხარ ჩემს სახლში, ჩემს ეზოში შემოადგა ფეხი?! ვინ გითხრა რომ მოგესვლება ჩემთან, გაეთრიე აქედან და მეორედ ჩემმა თვალმა არ გნახოს ამ ეზოში! - ყვირილით გამოვიდა ბერდია სახლიდან და ისე ჩავლო ზურას მკლავში ხელი და გაათრია ეზოს გარეთ არც არავის დალოდებია..
-არ მავიწყდება, არჩილ!.. - მაინც არ ისვენებდა ვიბლიანი, - მაშინდელი წასვლა გაქცევა როდი იყო... ვიცი, შენ ხარ მიზეზი ყველაფრისა, ძმრად ამოგადენ ჩადენილს... ჩემი და უპატრონო არასდროს ყოფილა...
-შე არაკაცო!.. - ჩაისისინა და შეაწყვეტინა საუბარიც. - შენ რომ კაცი იყო, ბიჭო, შენ რომ მართლა გადარდებდეს ეგ ამბავი და მართლა გეპარებოდეს ეჭვი, მე აქ ცოცხალი არ უნდა ვიდგე, გესმის შენ? ვის რას უმტკიცებ შე არარაობავ?.. მეორედ მუქარას გაუბედავ შენს თავს ჩემი ოჯახისკენ მიმართულს და ისეთს დაგმართებ სიკვდილი სანატრელი გაგიხდეს...
დამცირებულმა მტრულად მოავლო თვალი ეზოს, მთელი ოჯახი რომ გამოსულიყო უკვე. თავი დააქნია მხოლოდ და უკანმოუხედავად გაუყვა სახლის გზას.
-ეს პიტალო, ესა... - ამოიჩურჩულა თედომ ღვარძლიანად. - ამას შეხედეთ ერთი...
დიდხანს არც ფარჯიანები მდგარან გარეთ. თავისი საქმე გააგრძელა ყველამ. გიორგი და ბერდია ჩასხდნენ მანქანაში და გაუყვნენ ბიჭებისთვის უცნობ გზას. გააყოლა თვალი არჩილმა მანქანას, გადახედა თედოს რა ხდებაო, მხრები აიქნია იმანაც, არაფაერი არ ვიციო.
ღობეს შემოატარა მზერა არჩილმა. ზამთრის შემდეგ შესარემონტებელი იყო ესეც. რაც თოვლი დადნა მას შემდეგ არ მიუხედიათ. თედოს ანიშნა რაღაც და სახლში აუსვლელად შეუდგნენ საქმეს.
მეა და ინგა სამზარეულოში ტრიალებდნენ, კუბდარის გაკეთებას ასწავლიდა ეს უკანასკნელი. აშა კიდე, მეორე სართულზე თავის ოთახს ალაგებდა ზედმეტად შეფიქრიანებული. მზიას დაურეკა საქმე რომ მოამთავრა. დღითიდღე ცუდად ხდებოდა ქალი. ხმაზეც კი ეტყობოდა შეუძლოდ რომ იყო, გულზე რომ ედო დიდი დაღი... ასეთი დედა არასდროს ახსოვდა. არც მაშინ მონატრებულ ქალიშვილს რომ ესაუბრებოდა ვიდეოზარით. მაშინაც ხომ უჭირდა უმისობა, მაგრამ ახლა თითქოს რამდენიმე კვირაში 10 წელი მომატებოდა ქალს. საწოლზე იჯდა ზედმეტად აფორიაქებული, ხელებში ჩაემალა სახე, არჩილი რომ წამოადგა თავზე დაუკაკუნებლად. გაკვირვებით აღაპყრო წარბები კაცმა, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. კარადისკენ წავიდა პირდაპირ პირსახოცისა და ტანსაცმლის გამოსაღებად. შეიმშრალა ცრემლები აშამ და ზურგით მდგარს დააკვირდა.
-რა იგულისხმა იმ კაცმა? რა ერთგულება?
გადმოხედა ქალს წარბაწევით, თქმით კი არაფერი უთქვამს. შებრუნდა კვლავ და გააგრძელა თავისი საქმე.
-მეას დაბადების დღე აქვს ხვალ. - ამოიჩურჩულა და დაელოდა კაცის რეაქციას.
ნელა შემოტრიალდა ისევ სვანი.
-მართლა? ადრე რატომ არ თქვი?
-არ ვიცი, ალბათ ვიტყოდი დილას საშუალება რომ მქონოდა.. - საყვედურნარევი ტონით ამოთქვა და ფანჯარაში გაჰყო ცხვირი.
-მერე? რას ვაპირებთ? არ დაურეკე შენებს?
-არ ვიცი... დავურეკო?.. - გახედა მაშინვე და უტიფრად მიაჩერდა თვალებში. გაშლილი თმები აიკრა თან კოსად.
გააყოლა თვალები მის მოძრაობას არჩილმაც.
-ჰო... გაუხარდება... - ამოიჩურჩულა და კარების გაღებას აპირებდა ქალის ხმამ რომ გააჩერა.
-შენ?.. შენ გაგიხარდება მისი მოსვლა? - თავხედურად მაინც იკითხა და უტეხი მზერით მიაჩერდა ალმოდებულ სახეზე არჩილს.
გაბრაზდა. ძალიან გაბრაზდა. და მიხვდა კიდეც თავადაც. არაფრისმთქმელი თვალებით უმზერდა არჩილი.
-რა გინდა, აშა?
-მე გითხარი შენი ჯოჯოხეთი ვიქნები-მეთქი.
გაახსენა პირველი ღამის სიტყვები და კაცის წინ წამოდგმულ ნაბიჯს თავად აუღელვებლად შეხვდა.
-ყოჩაღ, კარგად გამოგდის. მე კი იმას გეტყვი, აქედან ვერასდროს გააღწევ თავს.
-მაინც წავალ... თქვენ ვერ დამიშლით... შენ არავინ არ ხარ!
-მართლა? - ერთ ნაბიჯზე ჰყავდა სულ ქალი. საწოლზე მოისროლა რაც ხელში ეჭირა და კიდევ უფრო დააპატარავა მანძილი მათ შორის. წინჩამოშლილ თმაზე ჩამოუსვა ხელი ქალს. - შენ ვინ ყოფილხარ... მე თუ არავინ ვარ, გამოდის ყველას ასე კოცნი ხოლმე?..
წარბები შეეკრა გაბრაზებულს და დღეს მეორედ დაუპირა ხელის გარტყმა რომ დაუჭირა ქალს მტევანი. ნელა მიიტანა თავის ტუჩებთან და ეამბორა ხელისგულზე ნაზად.
-აშა... დღეს მეორეა... ზედმეტი არ მოგივიდეს... - გამაფრთხილებლად დასძინა და გააქნია თავი.
-ყოველთვის მიიღებ საკადრის პასიხს... არც გეგონოს, რომ თავს დაგიხრი ოდესმე. - გაიბრძოლა, ხელის გამოგლეჯვას შეეცადა, თუმცა არჩილი მეტად მიეკრო. მიაწვა სხეულზე სხეულით.
-არც არასდროს მიფიქრია ეგ... მაგრამ შენც მიიღებ ყოველთვის საკადრისს მაგის გამო.- თქვა და ნელა დაიწია ბაგეებისკენ სწრაფად რომ შეატრიალა სახე აშამ და ლოყაზე მიაკრო ტუჩები არჩილმაც.
-გამიშვი ხელი! ნუ მეხები! ნუ მიბედავ! - აწიკვინდა კვლავ და ახლა ორმაგად დაიწყო ფართხალი.
ფრთხილად შეუშვა ხელები. წარბშეკრული ქალი ღიმილით დააჯილდოვა, თავისი ნივთები წამოკრიბა საწოლიდან და მალევე ოთახიდანაც აორთქლდა. გზად შეხვედრილ თედოსაც გაანდო მეას ამბავი არჩილმა.
ყველა რომ დაწვა აშა და ინგა დარჩნენ მხოლოდ სამზარეულოში. ტორტი უნდა გამოეცხოთ ქალებს. მეასგან განსხვავებით აშამ საჭმელების კეთება იცოდა ყველასდაგასაკვირად. გაკვირვებით შეხვდა ინგაც ამ ამბავს. დიდხანს ილაპარაკეს ფენების ცხობის დროს. ასჯერ ახსენა იმ ღამეს სესილია ინგამ. ასჯერვე შეეკუმშა აშას გული სიბრალულისგან. უკვირდა ასე თბილად რომ მიიღო ქალმა პირველივე წამიდან. როგორ სტკიოდა შვილივით გაზრდილი სესა, რომელიც ამ ქალის მამის გამო იწვა ახლა ცივ მიწაში. მაინც რომ არ გააბოროტა სიმწარემ ეს აკვირვებდა ძალიან. რამდენჯერ იგრძნო დამნაშავედ თავი, თუმცა მაინც მამა იყო ის კაცი მისი, როგორ ამოშლიდა ასე უეცრად და შეიზიზღებდა გამზრდელ მამას? ამის საბაბი მაინც რომ ჰქონოდა, ასეთი თბილი და მოსიყვარულე მამა მაინც რომ არ ყოფილიყო მისთვის, იქნებ გამარტივებოდა კიდეც, თუმცა როგორ?! ასეთი ორმაგი როგორ იყო?.. აქეთ რომ შვილს უცინოდა, სხვისსას როგორ ამწარებდა გააზრებულად...
ყველაფერი რომ მოამთავრეს 1 იყო უკვე საათი.
-მადლობა ყველაფრისთვის... - ამოიჩურჩულა სამზარეულოდან გასულმა აშამ ქალის მიმართულებით.
-რატომ მიხდი მადლობას, შვილო? - გაეღიმა ინგას და მტევანზე დაუსვა ხელი.
-არ ხართ ვალდებული იზრუნოთ ჩვენზე... მამას დანაშაული ხომ ისედაც მე მაქვს საზიდი მხრებით...
-ეგ მეორედ არ თქვა. - გააწყვეტინა მაშინვე. - ღმერთმა ერთი გოგო წამართვა და ორი მომცა მის ნაცვლად. ბედნიერი უნდა ვიყოთ იმით, რაც გვაქვს. მიდი ახლა. გვიანია.
უთქმელად აუყვა კიბეებს აშა.
სავარძელზე არჩილს ეძინა უხერხულად.
+ + +
კვლავ ადრე დაექაჩა თვალები ავალიანის ქალს. ზმორებით წამოიმართა საწოლზე და გვერდზე თედოს რომ ვერ ჰკიდა თვალი გაუკვირდა კიდევაც. ყოველთვის ასწრებდა ადგომას. თვალების ფშვნეტით წამოდგომას აპირებდა საწოლის მეორე მხარეს გადმოსული, კარებზე კაკუნი რომ გაისმა და შეიღო კიდევაც მალევე. გაღიმებულმა აშამ შემოყო თავი. ჩაეღიმა მეასაც.
-გაიღვიძეთ, დედოფალო? - წარბების თამაშით შევიდა შიგნით და ზურგსუკან მიხურა კარები.
-ამ წამს.
მიუახლოვდა და საწოლზე ჩამომჯდარი გულში ჩაიკრა ბავშვობის მეგობარი.
-გილოცავ მეაკო. ჩემი სიცოცხლე ხარ. შენ გარეშე ამ სამყაროში დავიკარგებოდი...
-აშა... - ცრემლებმომდგარი ეკვროდა ძლიერად ბიძაშვილს. - ეს რა გაქვს?.. - მოშორებულმა აშას ხელზე მიუთითა ლამაზი პარკი რომ ჩაებღუჯა ხელში.
ჩაეცინა აშას.
-დამიჯერებ, რომ გითხრა საბერძნეთიდან ვათრიე-მეთქი?!
-კაი?!
-რომ არ შეგემჩნია ჩემს ჩემოდანში შევინახე, მერე ისე მოხდა, რას ვტენიდი ჩანთში ვერ ვიგებდი. ასე აღმოჩნდა შენი საჩუქარიც სვანეთში. - გაეკრიჭა და ხელებში ჩაუდო საზეიმოს შეკაზმული პარკი.
ლამაზად შეფუთული პარკი გადახსნა და შიგნით ვარდისფერ ფოტოაპარატს რომ ჰკიდა თვალი სიხარულისგან წამოიყვირა ლამის.
-აშაა! რა გიჟი ხარ! რატომ იცოდიი?! - სიცილით გადაეხვია ქალს გამხიარულებული.- მადლობა...
აღარ დარჩენილან დიდხანს, რომ მოემზადა მეა ქვემოთ დაეშვნენ ფრენით,
ქვემოთ ჩამოსულებს თედო არც იქ არ დახვდათ, ოჯახის სხვა მამაკაცებთან ერთად. თბილად ჩაიკრა გულში ეთერამ და დიდი ბებიის ნაქონი ოქროს სამკაული შემოახვია ხელზე. თან აქამდეც უნდა გამეკეთებიაო, დასძინა. ასევე შეამკო რძლები საჩუქრებით ინგამ. მეასთან ერთად, დიდი უარის მიუხედავად, აშასაც გადასცა თავისი წილი.
მალევე არჩილი, გიორგი და ბერდიაც გამოჩნდნენ. თბილად ჩაიკრეს გულში გაოცებული ქალი. შუადღე გადასული იყო სიგნალებით რომ შემოვარდა ეზოში შავი მანქანა. ღრიანცელით გადმოვიდა ნიკო ბერიძე და თან გადმოჰყვა ამიკო წერეთელიც. გულში ჩაიკრა ორივე რძალი ნიკომ.
-რა გეგონათ, ამ დღეს გამოვტოვებდი?! ჩემი რძლის დაბადების დღეს გამოვტოვებდი?!
-ნუღარ ღრიალებ, შეიყარა მთელი სამეზობლო. - თავზე წამოარტყა ხელი ამიკომ ძმაკაცს, გამოსტაცა მეა და თავად ჩაიკრა გულში ამჯერად.
8 ხდებოდა მორიგი სტუმრები რომ შემოვიდნენ ფარჯიანების ეზოში. მეასა და აშას ოჯახი იყო. დაპირებულივით რამდენიმე წუთში უკან მიჰყვა თედოს მანქანაც.
უცნაური დღე იყო. საბარძნეთის შემდეგ ასე გულიანად აღარც გაუღიმია ქალს. უცნაური და მეტად გასაკვირი დღე. ისე გულთბილად მიიღეს მისი ოჯახი (რაღა თქმა უნდა, არ იყო ზვიადი) თითქოს მართლაც სიყვარულით შეუღლებულიყვნენ წლების წინ და ბედნიერი მძახლები იყვნენ ერთმანეთით. პირველად მაშინ გაჰკრა გულში რაღაც უსიამო გრძნობამ. ერთმანეთის მიმართ გამოვლენილმა ასეთმა სითბომ დააფრთხო და აუჩქარა გული საუკუნოდ. გრძნობდა, რომ რაღაც იცვლებოდა მასში. თითქოს მათიანი ხდებოდა... მათი წევრი ხდებოდა და ამის გააზრება იყო ყველაზე რთული და უცნაური მისთვის.
ოჯახის უკან მომავალ თედოზე გაუშტერდა მზერა დიდხანს. ღიმილიან მზერას არ აშორებდა კაცი. ყველა რომ შეიკრიბა სახლში ბოლოს მარტონი დარჩნენ გარეთ ერთმანეთის პირისპირ. ნელა მიუახლოვდა ქალს და ზემოდან დახედა თბილად.
-მთელი დღე არ იყავი... - ამოიჩურჩულა და ძლივს შეიკავა გაყინული სხეული რომ არ აკანკალებულიყო
-მესტიაში ვიყავი.
-ჰო?..
-ჰო... ღვინის საქმეებზე დავრბოდი. მესტიის ერთ-ერთ რესტორანში შეგვაქვს ჩვენი ღვინო.
-კარგია.
თავი დაუქნია სუსტად და სახლში შესვლა დააპირა მკლავზე რომ სტაცა ხელი თედომ და უკან დააბრუნა ქალი.
-კიდევ მქონდა რაღაც საქმე... - ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და გაუწოდა ქალს.
-ეს რა არის? - გაკვირვდებით დახედა და გამოართვა ლურჯი ყუთი. ნელა ახადა თავი. შიგნიდან ლამაზი კულონი უმზერდა. ჩაეღიმა ბავშვურად ქალს და მადლიანი თვალებით ახედა თედოს. - დიდი მადლობა... ძალიან ლამაზია...
-დაგეხმარები. - კულონზე მიუთითა თვალებით. გამოსტაცა ხელიდან და შემოატრიალა მეა ლამაზად რომ გაეკეთებინა ყელსაბამი. საქმე რომ მოამთავრა კეფაზე დაუტოვა საჩუქრად გახურებული ტუჩები სუნთქვაგახშირებულს. - ძალიან ბევრი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო...
-დაიწყე და ვნახოთ სად გახვალ, - ღიმილით ჩაილაპარაკა და აღარც დალოდებია ისე სწრაფად შევარდა სახლში.
თვალებში ვერ შეხედა არჩილმა მზიას. არ ნანობდა არაფერს და არც ინანებდა არსდროს, თუმცა მზია იყო საშინლად შესახედავი. თვალის გასწორება რომ მოგერიდებოდა ქალისთვის ისეთი. აშასგან განსხვავებით, მზია აქ დაბერებულიყო და მშვენივრად ესმოდა ტრადიციების ამბავი. ტრადიცია რომ გვერდზე გადავდოთ, ვინ აპატიებდა იმ საძაგელ კაცს ახალგაზრდა გოგოს გაუბედურებას. არჩილისი არა, თუმცა ინგას გაღიმელუბი მზერა დაუხვდა. თავადაც ვერ გაიზრა, როგორ აიძულა შვილმკვდარმა ქალმა გაღიმება მზიას. გადაეხვივნენ ერთმანეთს ძლიერად. მთელი არსებით აგრძნობინა, რომ ის უდანაშაულო იყო, მხოლოდ იმაში შეცდა ზურიასნაირი კაცი რომ აირჩია. აგრძნობინა, რომ უგებდა, ესმოდა და სტკიოდა კიდეც მისი წილი ინგას.
ინგა და მზია კლასელები იყვნენ წარსულში. მეგობრები, რომლებსაც სტკიოდათ ერთმანეთის ტკივილიანი თვალები...
სუფრასთან ისხდნენ უკვე ყველა ერთად. ბექასა და არჩილის შუაში ჩამოჯდა თედო და ხელი გადაჰხვია ძმას. ბექას გვერდით მჯდომ მინდიას არ ეხსნებოდა მოქუფრული სახე არაფრით. გაიშალა სუფრა და დაიწყო კიდევაც ქეიფი ყანწებითა თუ მის გარეშე. ცუციკოც აქ იყო. მეას გვერდით მჯდარი ენას არ აჩერებდა. მის ირგვლივ ტრიალებდა გაღიმებული ბექაც. თვალს ვერ აშორებდა გოგოს და ზედმეტადაც მიიქცევდა მალე სხვების ყურადღებას.
თავადვე მიიწერა ნიკომ თამადობა. დიდიხანია კარგად არ დამილევია და როგორც იქნე ბედმა გამიღიმა, შანსი მომეცაო...
შუა ქეიფში იყვნენ გადასული სუფრას ცუციკო რომ გამოეყო უჩუმრად მობილურით ხელში. დედა რეკავდა. არც ბექას ადგომა შეუმჩნევია მთვრალ საზოგადოებას. სიგარეტით ხელში გაჰყვა ქალს უკან. გამობრუნებას აპირებდა უკვე, კარებში გახიდულ მომღიმარ ბექას რომ შეეჯახა თვალებით.
-შენ აქ რას აკეთებ? - აგდებით ჰკითხა და ცალი წარბი ასწია პასუხის მოლოდინში.
-არ შეიძლება? აკრძალულია? - მიუახლოვდა გარეთ მდგარს, ერთ ნაბიჯში დაუდგა და მადიანად გააბოლა სიგარეტი.
-ნოუ პრობლემ. - შარვალზე გაისვა ხელები და უკან გაბრუნება დააპირა ლაპარაკი რომ გააბა ავალიანმა.
-სად გარბიხარ? ვიკბინები?
შეჩერდა ადგილზე და გადმოხედა გაკვირვებით კაცს.
-მე რა ვიცი კი არ გამომიცდია.
-თუ გაიქცევი ვერც გამოცდი.
-მაგ ულვაშებით ერთ ძველ ნაცნობს მაგონებთ და ცუდი ვაიბი მოდის ძალიან. - თვალებმოჭუტულმა დააკვირდა ბექას, თითქოს რაღაც ამოუცნობი სხეული ყოფილიყოს.
-ეგღა მაკლდა... ვინ არის ასეთი?
-ჩემი ლექტორი... იყო... აღარ გვასწივლის ახლა, ღთისმადლით. ჰიტლერას ვეძახით ბავშვები ჩუმად.
-იმედია ვერასდროს გაიგებს, - სიცილი ძლივს შეიკავა ბექამ.
-გაიგო უკვე.. - ჩაიქნია ხელი უმნიშვნელოდ.
-მერე?
-მერეე... იმდენი გვწყევლა სადღაც მომეწევა ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ.
-კაცი და წყევლა?
-რა კაცი, ქალი იყო.
გადაიხარხარა ბექამ. სიცილისგან ორად მოკეცილი ძლივს ითქვამდა სულს. მის შემხედვარე ცუციკოც გამხიარულდა, აჰყვა რიტმულად სიცილში.
-ვახ... შენ ვინ ყოფილხარ... - ჩაისუნთქა ბოლოს სვანეთის უხეში ჰაერი და დამშვიდებულმა გადახედა გაღიმებულ ქალს. - ესე იგი, სწავლობ.
-დიახ. შენ რითი ეხმარები სამყაროს, ყმაწვილო?
-მე? - ღიმილით გადახედა კვლავ ცუციკოს. - აქეთ კი მოგეხსენება სოფლის საქმეები... თბილსში კიდე ხატვას ვცდილობ...
-ცდილობ... - წარბები აღაპყრო ნასიამოვნებმა, - მხატვარი ხარ?
-ხომ გითხარი, ვცდილობ.
-მეც მესმის რაღაცები. ბაროკო... როკოკო... დავინჩი... სანტიც ვიცი.
-ყოჩაღი გოგო ხარ. - თვალი ვერ მოაშორა იმ ღამეს ბექამ ფერიასავით უნაზესსა და უსაყვარლეს ცუციკოს. - ამ დროს რა დაგეკარგა აქ? უნივერსიტეტს აცდენ?
-ვაცდენ ისეთი ნათქვამია, უხეში. ვისვენებ. შუალებურებისთვის ვამზადებ გონებას. მენტალურად ვემზადები.
ჩაეცინა ბექას.
-მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გაქვს. როდის ბრუნდები?
-კვირის ბოლოს.
-დარწმუნებული ვარ, კიდევ გადაიკვეთება ჩვენი გზები ან აქ. ან იქ. - თვალი ჩაუკრა წინ მდგომს და ჯიბეებში ჩაიკრიბა ხელები.
-გათხოვება რომ მქონდეს დაგეგმილი მომავლისთვის, შენ გამოგყვებოდი. - უეცრად დააბრეხვა ასეთი სისულელე და თან ურცხვად გაისწორა მომღიმარი მზერა კაცს.
-შენ... შენ ყოველთვის ასეთი პირდაპირი ხარ? - სახე შცვლილმა ძლივს გადააობა ორი სიტყვა ერთმანეთს.
ღიმილით აიჩეჩა მხრები და აღარც დალოდებია ბექას, ისე შევარდა სახლში. კიდევ დიდხანს იდგა თვალებგაშტერებული ბექა გარეთ.

ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. მინდიას გარდა ყველამ დალია. მძღოლი იყო ის და რომც არ ყოფილიყო ახლა დალევის არანაირი განწყობა არ ჰქონდა. ძალიან მოხვდა არჩილის სიტყვები გულზე. ამჩნევდა მზია, რომ ვერ იყო თავისი შვილი კარგად. მაგრამ ამას როგორ ეტყოდა? ეს რომ ეთქვა მეორე დღემდე აღარ მიატანდა ცოცხალი მზია. ისედაც შეშლილს, კიდევ თავისი დაემართებოდა.
თვალებშიც ვერ უყურებდა არჩილს. თვალები დაეხარა მთელი დროის განმავლობაში. აშასაც რომ ჩასწყდა გულში რაღაც წარმოიდგინეთ. ვერაფრით მოაშორა იმ ღამეს ძმას სევდიანი მზერა. თუმცა მაინც არ გაუშვა თავმოყვარეობამ იმ დონეზე, საბოლოოდ გადაედგა ნაბიჯი და მოეკითხა ძმა.
12-ისკენ დაიშალნენ. გამოაცილეს გარეთ სტუმრები მასპინძლებმა. თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. უცნაური მზერა გაცვალეს ბექა-ცუციკომ, რაც მეას თვალებს არ გამორჩენია, და ჩაიკრიბნენ მანქანაში ავალიანები. სახლში შევიდა ყველა. მეაც აპირებდა შინ შებრუნებას თედომ რომ დააყენა ადგილზე, აქ დამელოდეო უჩურჩულა და თავად სწრაფი ნაბიჯებით შევარდა სახლში. მოსაცმელი გამოუტანა მეას და თავადვე მოახურა.
-გავისეირნოთ, თან ვისაუბროთ.
ჭიშკარში ჯერ მეა გაატარა, მერე თავადაც უკან მიჰყვა.
-საბერძნეთში სწავლობდი, მეა?
-ჰო. გაგიმართლა, ძალიან განათლებული ცოლი გყავს. - ირონიულად შესცინა და ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო გაყინული თითები.
-რაღაც რომ მოგიყვე ჩემი წარსულიდან, მომისმენ?
-რა თქმა უნდა.
ამოიხვნეშა ერთი თედომ, შეიმზადა თავი, მოამზადა სიტყვები, ემჩნეოდა ხმაზეც აღელვება. სწრაფად მოიძია სიტყვები წამოსაწყებად და მალევე დაიწყო თხრობაც:
-სესილია მე-6 კლასში რომ გადავიდა მთელი ოჯახი მის გვერდით ვიყავით. მთელი სკოლა ხომ ისედაც გადატენილი იყო მშობლებითა და ბებია-ბაბუებით, ჩვენიდანაც სრულიად ვიყავით წარდგენილი. რაღაც კონცერტიც ჰქონდათ დაგეგმილი ბავშვებს. იმ მცხუნვარე მზეში გარეთ ვიჯექით და ყველა ერთად ველოდით ბავშვების გამოსვლას. მეექვსესთან ერთად კონცერტი მეათე კლასსაც ჰქონდა მომზადებული. ისე საშინლად აჭერდა მზე ცუდად გახდა ბებია და ცოტახნით სკოლაში შემაყვანია თავი. რომელიღაც კლასში დავსვი და წყლის მისატანად გამოვედი უკან. ზარს რომ რეკავენ ხანძრის დროს, იმ ადგილს მივუახლოვდი თუ არა, ვიღაც გოგო დამეფეთა წინ. სირბილისგან აწეწილი ჰქონდა თმა. ფრთხილად, არ წაიქცე-მეთქი მივაძახე. ეს გოგო შემომიტრიალდა სერიოზული სახით, თითქოს რაღაც საშინელება ვუთხარი. მომიახლოვდა და შენ ვინ გეკითხება ძია, მე ჩქარა გავივლი თუ ნელაო, წარბშეკვრით გამომიცხადა. წარმოგიდგენია? 24 წლის ვიყავი მაშინ. შევიშალე, ვინაა შენი ძია-მეთქი დავუყვირე. ისედაც იმ მცხუნვარე მზისგან ჭკუა არ მომეკითხებოდა, დამადნა ლამის თავზე ტვინი, ჩემს ამბავში ვარ და ეს გოგო მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. გინდ ჩქარა წადი გინდ ნელა, სულ დაგიმტვრევია ეგ ხელ-ფეხი-მეთქი მივაძახე მეც. პომიდვრის ფერი დაედო გოგოს სახეზე. მე შენ განახებო, თავი დამიქნია და იცი, რა გააკეთა? - ღიმილით გადახედა გაშეშებულ მეას თედომ. - ღილაკს დააწვა და... იქ ამბავი ატყდა... წარმოიდგინე, მთელი სკოლა გიჟივით დარბის წინ და უკან. მოვარდა დირექტორი ჩვენთან, აშკარად არსად არაა ცეცხლი, გაგიჟებული იყო კაცი. რა ხდებაო, გამოიშვირა იმ გოგომ ჩემკენ ხელი, ამ ძიამ დააჭირა ღილაკს თითიო. გაკვირვებით გადმომხედა დირექტორმა, ვიცნობდი, ამ სკოლაში ვსწავლობდი მეც წლების წინ, მიცნობდა კაცი, იმ ღლაპას ხომ არ დაუჯერებდა?! ყურზე სწვდა გოგოს, შე მაიმუნოო და სადღაც გააპორწიალა, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ დავრჩი ეგეთი ცუდი კაცი და გამოვსტაცე ხელიდან. დირექტორი რომ წავიდა, იცი რა ქნა გოგომ? მადლობაც არ გადაუხდია, ფეხზე დამაბიჯა მწარედ ქუსლი და ისე სწრაფად გავარდა დაჭერაც ვერ მოვასწარი.. ორი დღე ვკოჭლობდი მას შემდეგ.
ხმა ვერ ამოიღო ქალმა. თვალებში გაეშტერებინა გაოგნებული მზერა და ვეღარ ახამხამებდა შოკისგან.
-შენ... მოიცა... რანაირად... შენ იყავი?..
ღმილით დაუქნია ქალს თავსი.
-ღმერთო... რანაირად... - თავი ჩაქინდრა ჯერ კიდევ შოკირებულმა, - ეგეთი უზრდელი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ მაგ დღეს გაზდელიანმა მომიშალა ნერვები... წიგნებით გატენილი ჩანთა გადამიგდო მეორე სართულიდან და... და მაგიტომ გავრბოდა, მეშინოდა რამე არ დამართნოდა... მაგრამ... რანირად... შენ იყავიი...
-ჰო, მეა მე ვიყავი. ყველგან მე ვიყავი. მაგ ავადსახსენებელმა ბოდიში გგონია იმიტომ მოგიხადა, რომ შენი მუქარის შეეშინდა?
-ჰა?..
-ან იმ დღეს, აჭარაში რომ მიდიოდით ექსკურსიით და ბოლო დღეს დაგაღალატათ მძღოლმა, მე ვერ წაგიყვანთ, ჩემი ცოლი მშობიარობსო, შენი აზრით, ვინ მოგიძებნათ ახალი მძღოლი?
-თედო...
-სკოლაში თავზე რომ დაგაღამდა აბიტურიენტობის დროს, შენი სიმამაცის გამო მარტო რომ გაუყევი გზას და მაჭავარიანი დაგეფეთა გზად, მაშინ ვინ გიხსნა, ეგეც ხომ არ გახსოვს?
-შეუძლებელია... შენ ყველგან იყავი...
-მეა... მე ყოველთვის შენთან ვიყავი სანამ აქედან წახვიდოდი. ჩემი თვალები ყოველთვის იყო შენს ცხოვრებაში... სახლში რომ დავბრუნდი იმ დღეს ჩემი დამემართა. შევიშალე, გოგო. ჩემი თავის დანახვა აღარ მინდოდა 16 წლის გოგო რომ მომეწონა. კოშმარები მესიზმრებოდა... გული მერეოდა ჩემზე. თან მტკიოდა, იცი როგორ?! ძვლებიანად მხრავდა ეს საშინელი გრძნობა. მერე კიდევ მომიწია სესილიას წამოსაყვანად მოსულს შენი ნახვა. აშა რომ ბიჭებს ურჩევდა საქმეს და მთელი ძალით რომ ექაჩებოდი შენ, შარი არ ვნახოთ, დროზე წამოდიო. მაგის მერე სულ დავიკარგე. არ მეგონა ასეთი არაკაცობა თუ შემეძლო... არ მეგონა, მეა... - ცრემლი წამოუვიდა თედოს და ნაუცბათვად მოიშორა ღაწვზე ჩამოდენილი. - ასეთი არაკაცი თუ ვიყავი არ მეგონა. შემეშინდა. ჩემი თავის შემეშინდა. ვერ ვაკონტროლებდი ამ დამპალ გრძნობას და დღითიდღე ვკარგავდი ჩემს თავს... მეგონა, რომ საშინელებას ჩავდიოდი... უკანასკნელი პირუტყვი მეგონა ჩემი თავი... მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ვძლიე საკუთარ თავს. ხშირად გადევნებდი თვალს. ეს რომ არჩილისთვის მეთქვა მაგიც ვერ გავბედე, დარტყმის კი არ მეშინოდა?! ჩემზე რომ წარმოდგენა შეეცვლებოდა იმის მეშინოდა გაგიჟებით. ძმებივით გაზრდილებს სხვანაირად რომ შემოეხედა ჩემთვის, ნამდვილი ავადმყოფი ხარო, მზერით რომ ეჩვენებინა ჩემთვის... ჩემივე ხელებით გავითხრიდი სამარეს. მერე... მერე სტუდენტი გახდი და აქედან წახვედი... თუმცა, რაღა დაგიმალო და მაქაც ვიყავი. ხშირად გხედავდი. გეძებდი და ყოველთვის გპოულობდი... მერე აღარ იკადრე თბილისი... საბერძნეთში გაემგზავრე და თან წაიღე ჩემი გულიც...
პირდაღებული მისჩერებოდა ავალიანი თედოს. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა თედოს სიტყვებს. უეცრად მისი თლილი თითები თავის ხელებში მოიქცია.
-მაპატიე, რომ შენი სიყვარული გავუბედე ჩემს თავს.
-შენ... - ძლივს ამოიღო ხმა... - მე ეს როგორ გამომეპარა... მე შენ არ მახსოვხარ... არ გიცნობდი...
თავი ჩაქინდრა თედომ.
-ბოდიშს რატომ მიხდი? ჩემთვის არაფერი დაგიშავებია... არაფერი არ გიკადრებია, თედო... თავს რატომ იდანაშაულებ?..
-შეიძლება შენთვის არა. მაგრამ მე დღემდე... აუ, რა... - ამოიხვნეშა და სახეზე მოისვა ცივი ხელები. - არ გესმის შენ გოგო რას გეუბნები? ბავშვი იყავი... თითისტოლა ბავშვი...
-მაგრამ შენ არაფერი გაგიკეთებია...
-რომ მიყვარდი ეს არაფერი იყო?
-ღმერთო... როგორ ვერასდროს ვერ შეგამჩნიე... - დაბნეული მეა კვლავ ვერ მოსულიყო გონს. უცებ თვალი გაუშტერდა მინდორზე. წამით სუნთქვა შეკრულმა ახედა დარცხვენილ თედოს, ძლივს რომ ეტეოდა სხეულში. - რა თქვი?
-რა ვთქვი? - თბილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ისევ მოიქცია მეას ხელები თავისაში.
-თქვი... რაღაც თქვი... - თავი დააქნია დარწმუნებით.
ამოიხვნეშა თედომ.
-მიყვარხარ, მეა. არ ვიცი როდის მოვასწარი იმ ორ დღეში შენი შეყვარება, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ. რომ შემძლებოდა, ჩემზე რომ ყოფილიყო მაშინ ეს საქმე, ღმერთმა არ დამანახოს დღისსინათლე, მე თუ შენ ცოლად მომეყვანე... რომ ვიცოდი, როგორ იტანჯებოდი მე... ვერაფერი გავაკეთე... ახლა რომ გიწევს სხვებთან... ასე... ჩემთან... ცხოვრება... მაპატიე, რა, მეა... მე არასდროს მდომებია შენი ცუდად ყოფნა. ნეტავ მთელი ცხოვრება იქ ყოფილიყავი, ნეტავ არ ჩამოსულიყავი და ბედნიერი ყოფილიყავი... მე გადავიტანდი... შევძლებდი უშენობას, ეს არ შემიძლია მხოლოდ, მეა... უბედურს რომ გიყურებ ჩემი ჯოჯოხეთია ეს, ხვდები? მაპატიე, რა... ხომ მაპატიებ ოდესმე?.. - ნაკადულებად დადენილი ცრემლები დაეცა ქალს ხელზე. ტიროდა მასთან ერთად ქალიც. ერთადერთი ოცნება მისი ცხოვრების. მაინც ვერ აუხდენელი, ასე ახლოს და მაინც შორს მყოფი ოცნება.
თავად შეუმშრალა კაცს ცერა თითებით ცრემლები.
-ასეთი რა გამიკეთებია ამ ცხოვრებაში, თედო... - ხმისკანკალით ამოთქვა, სახეზე მიეფერა კაცს თბილად და ისე გაუყვა სახლის გზას უკან, ცრემლმორეულს არც დალოდებია ადგილზე გახევებულ ცხოვრებისგან ზედმეტად დაჩაგრულ თედოს.

ცრემლად გალეული 1 კვირა.

ცუდი ამბავი გავარდნილიყო სოფელში ერჩივნა მაღალმთიან რეგიონებში მოსახლე სვანებს. მეხი დაეცა ჯაჭვლიანების სახლს. წამიერად შეშლილი ამინდი მალევე მოვიდა გონს. რომ მიხვდა რა საშინელება დაატრიალა მალევე გაიძურწა შორს თითქოსდა შეშინებული. ვერაფერმა რომ ვერ გატეხა მთელი მათი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე მხნედ, ძლიერად რომ შეეპუა მტერს... ბევრჯერ დამარცხებული, მაგრამ არასდროს შერცხვენილი, ვერასდროს უკანდახეული სვანები... გამოცვივდნენ სახლებიდან, ჯერ ხომ ამ ხმაურმა შემოაფხიზლა, მერე ქალის განწირულმა კივილმა შეზარა სოფელი. თავზე შემოირტყა ხელი ბერდიამ სახლს რომ გაუსწორა მზერა. უთქმელად, დაუფიქრებლად მიჰვარდნენ კაცები თასებსა და სარწყავ მილებს ცეცხლის შესაჩერებლად.
-ეს რა არის... ეს რა დაგვემართა... ეს რა ხდება... - გაჰკიოდნენ მოყრილი ქალები, რომ ვერ შველიდნენ ვერაფრით.
ჯაჭვლიანების სახლში მხოლოდ ქალები და პატარა ბიჭუნა ცხოვრობდნენ. ნაადრევად დაქვრივებული მანანა უძღოდა ოჯახს. ერთადერთ ქალიშვილსა და ობლად დარჩენილ ვაჟიშვილს. რა ბედად იყო გამოსული გარეთ ძაღლის ასაშვებად გვიან ღამით. შეშინებული სახლში რომ შევარდა და ვაჟი გამოათრია სახლიდან, მეორე სართულზე სიცხიანი ნანუკა ვეღარ გამოიყვანა დედამ. გაიშოტა ძირში ქალი და ბიჭს აჩერებდა ცეცხლმოკიდებულ სახლში რომ არ შევარდნილიყო დის გადასარჩენად. სამეზობლომ რომ თავი მოიყარა კარგადაც მოსდებოდა ცეცხლი სახლს.
-ჩემი ნანუკა შიგნითაა, მიშველეთ ვინმემ! მიშველეთ, ხალხო! - ცეცხლის ჩაქრობით გართულებს სულ გადაავიწყდათ ოჯახის მოკითხვა.
ფეთიანივით შევარდა ალმოდებულ სახლში არჩილ ფარჯიანი. გაჰყვა კივილით ინგა, გიორგიმ რომ დაიჭირა მკლავით და უკან დაბრუნება აიძულა. შოკში იყო აშაც, ასე მოულოდნელ, უცაბედ, დაუფიქრებელ მოძრაობას ნამდვილად არ ელოდა მისგან. ნამძინარევი ისე უეცრად გამოფხიზლდა, თითქოს ის წყალი მიესხათ მისთვის თასებით რომ დაარბენინებდნენ მეზობლები. სახანძროს მოსვლამდე ჩააქრობდნენ კიდევაც, ალბათ. არაფრით დაანებეს გაგიჟებულ თედოს შიგნით შევარდნა.
არ იყო დიდი დრო გასული ფარჯიანი რომ გამოვარდა სახლიდან პლედ შემოხვეული გულწასული ბავშვით ხელში. მური იყო სულ თავიდან ბოლომდე. ბავშვიანად დაემხო ძირში ხველება ავარდნილი. მიჰვარდა კივილით ორივეს დედა. ერთისთვის ნამდვილი, მეორესთვის კი ნამდვილზე ძვირფასი.
-შვილო... შვილო, ნანუკა... დედა გენაცვალოს, გაახილე თვალები ჩემო გოგო... - გულზე მიხუტებულ პატარა გოგონას დაჰყვიროდა დედა ზემოდან. შეაშველეს მაშინვე წყალი მათაც.
ძლივს სუნთქავდა ძირში დამხობილი არჩილი და მაინც ბავშვისკენ აპარებდა მზერას, როგორ არისო. მიურბენინა მაშინვე წყალი აშამ, კეფაზე დაადო ცალი ხელი და თავად შეასვა ქმარს, თავის ხელით. გადახადა თედომ მიფარებული პლედი და ყვირილით მოისროლა გვერდზე.
-ეს რა არის, ძმაო?! - სულ ოდნავ რომ შეეხო დამწვრობის ადგილთან ახლოს, გამოზნიქა მაშინვე წელი გმინვით არჩილმა.
-მოგიკვდი დედა! - წამოიყვირა ინგამაც და დაფლეთილ მაისურს გადახედა თავადაც.
ნახევარი ზურგი ჰქონდა დამწვარი. უმნიშვნელოდ, შრამიც არ დარჩებოდა დიდი ვარაუდით, თუმცა მაინც დამწვრობა ერქვა, დამწვარი ტყავები მოუჩანდა შემზარავად.
-გამოფხიზლდა? - თედოზე ხელით დაბჯენილი წამოდგა და ქალს მიუახლოვდა. ამოუდგა გვერდზე თედო, მეორე მხარეს ბიძა.
-შენ გაგახაროს ღმერთმა, ჩემო ბიჭო. რამდენი მადლობა გითხრა რომ გეყოს... - ამოიტირა მადონამ. - ღმერთმა ასწლიანები გამყოფოთ, ჯანმრთელი შვილები გაჩუქოთ... ეს რამხელა მადლი მიქენი შვილო...
არც აცადეს პასუხის დაბრუნება, ისე გააქანეს სახლისკენ. ერთი გადმოხედა მხოლოდ ბერდიამ, თავი რომ დაუქნია არჩილმა სუსტად, აღარ გაჰყოლია თავად, აქ უფრო იყო საჭირო. უკან მიჰყავდათ რძლებს ინგა.
-ასეთი გიჟი როგორ ხარ შვილო... ასეთი შეშლილი ვინ ხარ შენ... - ტირილით მიეგება ბებია და შუბლზე მიაწება ტუჩები შვილიშვილს.
-კარგი რა ეთო, მიმიყვანეთ სახლამდე, თუ მიგყავართ...
ხმა არ ამოუღია ინგას. არც ამოიღებდა. არ უსაყვედურებდა არჩილს. ან რის გამო ეთქვა ზედმეტი? 8 წლის გოგო რომ გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან მაგიტომ? არა და არა!
მისაღებისკენ აღებული გეზი შეაცვლევინეს ფარჯიანებმა მეორეზე დაუპირეს წაყვანა, რომ გააპროტესტა მაშინვე.
-სად მიგყავართ, ცეცხლი ჩასაქრობია...
-დაოკდი! - ჯერ კიდევ ბრაზობდა თედო.
-ბიჭო...
-ენა გააჩუმე, არჩილ! ახლა იქ არ წაგიყვან ამ ზურგით, მაგდენს რატომ ვერ ხვდები შენით?! - დაჰყვირა თავზე ბიძაშვილს და ოთახში შეათრიეს საბოლოოდ.
რა მოხდებოდა სავარძელზე მიგდებული პლედი რომ დახვედროდათ ფარჯიანებს, საინტერესოა რას იფიქრებდნენ, იძულებით დაქორწინებული წყვილის ცალ-ცალკე გაშლილ საწოლებზე, თუმცა, ფაქტია, ახლა ეს ვერ მოხდებოდა. ხმაურზე ისე გიჟივით წამოხტა სავარძლიდან არჩილი უმისამართოდ მოისროლა პლედი და, ღმერთსმალდლობა, საწოლზე დავარდნილა. მაგან გამოაღვიძა სწორედ ქალიც.
საწოლზე დასვეს ფარჯიანი.
-წავალ ნანას ამოვიყვან მეორე სოფლიდან.
-რად მინდა ნანა? - წარბშეკვრით ახედა თედოს.
-აბა ეს ზურგი ასე ხომ ვერ იქნება?
-ბიჭო შენ ცოტა აზრზე მოდი! რა ზურგი, გადი ცეცხლი ჩააქვრეთ, მოედო მთელ სოფელს! - სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიდა არჩილი. - წადი ინგა შენც, მიხედეთ იმ ქალს, მოიყვანეთ აქ ან რამე ქენით. ნუღარ დამტრიალებთ მე თავს, ბიძია! - დაუყვირა ბოლოს გიორგისაც. იმან კუთხეში აწურულ აშას გადახედა. თვი რომ დააქნია ყველას შსამჩნევად, გავიდნე ოთახიდან რიგისდამიხედვით. ინგა დარჩა მაინც.
-ინგა, წადი-მეთქი.
-ასე როგორ დაგტოვო? მალამოს მაინც წაგისვამ! - გავარდა მაშინვე სამედიცინო ყუთის მოსატანად და წუთი არ იყო გასული რომ შემოვარდა კვლავ.
-მე მივხედავ, თქვენ წადით, იმ ქალს გვერდში დგომა უნდა.
-კი მაგრამ...
-წავიდეთ... - მეამ შემოჰხვია ქალს ხელები და უკანმოუხედავად ჩაუყვნენ კიბეებს.
მალევე აშაც ჩვიდა სამზარეულოში საჩქაროდ ცივი წყლის ამოსატანად. საწოლზე მჯდარ არჩილს ლოგინზე დაებჯინა ორივე ხელი და ჩაფიქრებულ მზერას არ აცილებდა კედელს. დაბრუნდა სწრაფადვე აშა. წყლითა და სუფთა ტილოთი ხელში.
-კანი უნდა გავაგრილოთ ჯერ. - ამოიჩურჩულა და გვერით მიუჯდა კაცს. სახე მოეღრიცა დამწვრობის შემხედვარეს. ნაჭერი დაასველა და ფრთხილად მოაფინა ჭრილობას.
ამოსუნთქებას ამოაყოლა გმინვა.
-მალე უკეთესად იქნები... - ამოიჩურჩულა და ნაჭერი თავიდან გააცივა ცივი წლით. მიაფინა კვლავ ნაზად ზურგზე. - ნამდვილი ზორო ხარ... თვალისდაუხამხამებლად როგორ შევარდი ალმოდებულ სახლში?
-აბა რა მექნა, მეცადა როდის გადაიწვებოდა ნახევრად და მერე შევვარდნილიყავი? - წარბშეკვრით გადახედა ქალს. გაღიზიანებული იყო საშინლად. ბავშვმაც იმოქმედა და ამ დამწვრობამაც, თავისთავად.
ნაჭერი რომ მოაშორა, თავიდან დაასველა და ამჯერად აქა-იქ ჭრილობის გაწმენდას შეუდგა.
-კარგი, გეყოფა, დაანებე თავი... - ხელი მოაშორებინა და წამოდგომა დააპირა მხარზე რომ ჩააფრინდა და უკან დაჯდომა აიძულა.
-რას აკეთებ? უნდა გავწმინდო, მალამოს ისე ვერ წაგისვამ!
-გეყოფა, რა! წავიდნენ, იმათ დასანახად არ გამოიდე ისედაც თავი?! შემეშვი, აშა... - კვლავ დააპირა წამოდგომა, ისევ რომ დასვა მის ადგილას ქალმა.
-ახლა ისე გატკენ... ისე გატკენ! - დაჰყვირა გაგიჟებულმა ქალმა თავზე და თვალები დაუბრიალა. - მაცადე! რომ არ მდომდა არც იმათთან არ გეტყოდი არაფერს! კიდევ რამეს იტყვი და გეფიცები, ძალიან გატკენ!
გაკვირვებით ახედა ფეხზე დამდგარს. ისედაც სტკიოდა, ამაზე უარესად რომ ასტკენოდა სიგიჟე იქნებოდა. გაჩუმდა საბოლოოდ.
ნელა, ნაზად და ლამაზად გაუწმინდა კანი, თან სულს უბერავდა რომ არ ეტკინა მეტად. მაინც ვერაფრით შეიკავა ვერც თავი და ვერც თვალები, გადასწვდა მთელ ზურგს, მოატარა მზერა ნაუცბათევად ბერძენ ღმერთთაგან მემკვიდრეობით გადაცემულ სხეულზე. ინგას მოტანილ ყუთში დამწვრობის მალამოს დაუწყო ძებნა.
-ნანა ვინაა?
-ექიმი. სოფლის. - უგემურად მიუგდო ორი სიტყვა.
-ჯობია დღეს ამოიყვანონ. ან ხვალ მესტიაში ჩავიდეთ.
არაფერი უპასუხია არჩილს.
-გტკივა? - სახეზე დააკვირდა წარბშეკრულ ფარჯიანს.
-იმ დღეს რატომ ამყევი კოცნაში?
ხელი გაუშეშდა მალამოს წასმის დროს.
-რას ბოდავ? - გადაედო აშასაც წეღანდელი არჩილის გაღიზიანება.
-რატომ არ დამარტყი რომ გაკოცე?
-ახლა დაგარტყამ. - თვალები დაუბრიალა და ზურგს მიუტრიალდა.
-მართლა გეკითხები. მაინტერესებს.. - ხმადამთბარი მიუტრიალდა და ჩამოაშვებინა ხელები.
-ხომ იცი, რომ არ გიპასუხებ, რატომ მიშლი ძალით ნერვებს... - მოშიშვლებულ მხარზე მიარტყა ხელი და შებრუნება აიძულა კაცს.
-რა სასტიკი ქალი ხარ... ნამდვილი სადისტი... ძალიან მეშინია შენი... - ფეხი-ფეხზე გადაიდო და ღიმილით გააგრძელა ქალის ნერვებზე თამაში, უცებ რომ იგრძნო წვა ზურგზე. - გოგო!.. მეტკინა!
-ენა გააჩუმე მაშინ!
-ნამდვილი შეშლილი ხარ... ერთი შეხედვითაც რომ საშიშ წარმოდგენას დაუტოვებს კაცს ისეთი ქალი ხარ...
-კიდევ?
-ამპარტავანი... ქედმაღალი...
-კიდევ?
-თავდაჯერებული... უხეში...
-კიდევ... - ღიმილშეპარულმა ძლივს მოთოკა ხმა.
-ჩემნაირი კაციც რომ ვერ მოგიგრეხს კისერს, რომ ვერ დაგამოკლებინებს ენას ისეთი ქალი. - გადახედა ბოლო სიტყვებზე და ჩახედა ქალს თვალებში.
-მე ვერც ერთი კაცი ვერ მომერევა... - დამაჯრერებლად წარმოთქვა და თავიც დაუქნია მეტი თავდაჯერებულობისათვის.
-ეჭვიც არ მეპარება. ძლიერი ქალი ხარ. მომწონს ძალიან ძლიერი ქალები.
-ნუ მეფლირტავები, თორემ... - მუშტი მოუღერა, რომ შეაწყვეტინა მაშინვე მუქარა.
-გრძელი ენა გაქვს. გრძელი და შხამიანი... - სახესთან ახლოს მისულმა დასჩურჩულა ტუჩებზე და წამოდგა მალევე. ფანჯარაში გადახედა სიტუაციას. სახურავზე ერთ მხარეს იყო მხოლოდ დარჩენილი ცეცხლი და იმასაც მალევე ჩააქრობდნენ. სარწყავმა მილებმა იქონია დიდი გავლენა. 3-4 მოათრიეს ეზომდე და მისი დახმარებით ჩააქვრეს.
მადონა თავისი ბავშვებიანად ბერდიამ წამოიყვანა სახლში. ყველა მზად იყო დაუფიქრებლად გაეღო კარები ოჯახისთვის, თუმცა ბერდიამ მაინც არაფრით დაანება, ჩემთან წავიყვან ამ ოჯახსო. გაუშალა ლოგინი მეამ პირველ სართულზე, დააბინავეს სტუმრები და ყველა არჩილთან აიკრიბა. ძლივს გაყარა გარეთ ოჯახის წევრები, არ მოეშვა არაფრით ინგა, დაიჩემა ნანა უნდა ამოვიყვანოო. ღამის 3 იყო საათი, სანამ იქ ჩააღწევდა 4-იც გახდებოდა, შეიშალა არჩილი, დასვენება მინდა მხოლოდო.
-არ ვიცი რა ვქნა... გადაგიხვიო? არ შეიძლება მგონი... - შეშინებული ბუტბუტებდა აშა.
-აბა რა უნდა ქნა, ასე ხომ ვერ დავწვები? - გაოცებული თვალებით ახედა თავზე წამომდგარს.
-რომ გადაგიხვიო მიგეკრობა, ვეღარ აგაძრობთ. ძალიან გეტკინება...
-მერე შენ რა? - ღიმილით წამოდგა და გაუსწორა თვალები.
-არაფერი... - ჩურჩულს მიჰყვა კვლავ შეშინებული. მართლა ძალიან ეტკინებოდა...
გადაუხვია ზურგი სუსტად, კანს რომ ესუნთქა მაინც.
-მიდი, დაწექი. დაგეხმარო? - საწოლისკენ მიუთითა თვალებით.
-ოჰ... - გადმოხედა ირონიულად. - იქ არ დაწვები შენ. - სავარძლისკენ აიქნია თავი არჩილმა.
-აბა? - შესცინა, - გვერდზე მოგიწვე?
-ჩემი ზურგის გადამკიდე, ვერაფერს გაკადრებ. - ხელები ასწია დამნაშავესავით. აღარც დალოდებია ქალს ისე დაიწყო შარვლის გახდა. ქამარი შეიხსნა ფრთხილად და მასზე მიშტერებულ აშას ღიმილით ახედა. შეტრიალდა ისიც მაშინვე. ზანტად ამოიცვა შორტი და ფრთხილად აძვრა საწოლზე. საბანი გადახადა და მუცელზე დაწვა, ტკივილიანი სახე გამოეხატა დაწოლის დროს. - არ გამაბრაზო, გთხოვ... ამ ერთხელ იყოს ასე.
თხოვნა სხვა იყო. შუქი ჩააქრო და სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი თავადაც. ნელა მიუწვა გვერდზე და ისე ჩაეძინა აღარც მიტრიალებულა მისკენ. არჩილს ხმამაღალი სუნთქვითაც კი არ შეუწუხებია გვერდზე მწოლი ქალი.
+ + +
ქაოსიანი ღამის შემდეგ მაინც მზემ გაანათა ქვეყანაზე. აქა-იქ შავ ღრუბელს დაედო ბინა ცაზე. აჯობებდა მზე, გადაასუფთავებდა მალე მისაკუთრებულ ზეცას.
დილით გამოღვიძებულს კვლავ არ დახვდა საწოლში თედო. თავის ქექვით წამოჯდა საწოლზე და ფანჯარასთნ შარვლისამარა მდგომს წააწყდა თვალებით.
-ადრე გაგიღვიძია.
გადმოხედა ახალგაღვიძებულს. უთქმელად მოშორდა ფანჯარას, გადაიცვა თბილი ზედა და ოთახიც დატოვა.
გული მოეწურა ქალს. ისე მოაწვა ყელში ბურთი ძლივს შეიკავა თავი ცრემლები რომ არ გადმოსცვენოდა თვალებიდან.
მას შემდეგ, რაც თედო სიყვარულში გამოუტყდა მეას ყველაფერი შეიცვალა. იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის განცდილი გრძნობა, რომ დაადუმა ერთი კვირით. ადამიანი რომ პირველად ეჯახები ცხოვრებაში გარკვეულ ცვლილებას შენშიც სხვანაირად ხდება ყველაფერი, შენი სხეული ჯერ მის გააზრებასა და გააანალიზებას ცდილობს, მერე კი შეჩვევას. მით უმეტეს, როდესაც ეს თვით სიყვარულს ეხება. მსოფლიოში ასჯერ ნაბრუნებ, ვერამოხსნილ, გაუგებარ, და მაინც ყველაზე მთავრ გრძნობა მინიჭებულ სიყვარულს. არც იმჩნევდა თედოს მიმოსვლას. საწოლში ისედაც გაუნძრევლად მწოლი, საერთოდ ქვავდებოდა გათენებამდე. კაცმაც იფიქრა, ზედმეტი მომივიდაო, ხომ არ ელოდა საპასუხოს, მაგრამ მაინც ვერ დარჩა მარტივი. ისიც ერიდებოდა, თავისთავად. ალბათ ასე ხდება, როდესაც სიყვარულს გიხსნის შენი ქამარი, რომელიც არ გიყვარს. და, ზოგადად, სიყვარულში გამოტყდომაა ზედმეტად ბანალური და მეტნაკლებად ფორმალური ურთიერთობის დასაწყებად. გრძნობათა ფეიერვერკი თუ არ აფეთქდა შენს ორგანიზმში, ვის რად უნდა ეგეთი გამოტყდომა?! ყველაფერი რომ პირიქით მოუწიათ ეს აღიზიანებდა ყველაზე მეტად. ნორმალური ადამიანები ჯერ ერთმანეთს ხვდებიან შემთხვევით, იცნობენ, უყვარდებათ და მერე ოჯახდებიან. აქ კიდევ არეულობას მორიგი არეულობა დაემატა... არ იყო თედო ის კაცი ქალისთვის რამე დაეძალებინა. ანგელოზი იყო ნამდვილი. როდის მერე ადანაშაულებენ კაცები თავს პატარა გოგოს შეყვარების გამო? დღეს ხომ ყველაფერი დასაშვებია?!.
საუზმეს შლიდნენ აშა და ინგა თედო რომ ჩამოვიდა დაბლა. ეთერასთან მჯდომი მანანა უკვე მეასე მადლობას სწირავდა ოჯახს ამხელა სითბოსთვის. მის სახლთან უკვე მოყრილიყო სოფლის ახალგაზრდობა. რაც შეიძლება მალე უნდა დაეწყოთ და დაესრულებინათ რემონტი. შორიდან შეათვალიერა თედომ დამწვარი სახლი. ნახავდა არჩილს და შეუერთდებოდა ისიც დანარჩენებს.
ერთად მიუსხდნენ სუფრას საბოლოოდ. გიორგი აკლდა მხოლოდ მათ, საქონლის დაბინავების შემდეგ ბიჭებთან გასწია პირდაპირ დასახმარებლად.
-აქ რამდენ ხანს დავრჩებით, დე? - ჩუმად გადახედა მათემ დედას. ეშინოდა ძალიან ბერდიასი პატარა ბიჭუნას. განა, ვის არ ეშინოდა? ისე დაიარებოდა სოფელში პატარებს შიშის ზარს სცემდა პირდაპირ.
-ახალ სახლს რომ აგიშენებთ მერე შეძლებ წასვლას, - ღიმილით გადახედა თედომ ბავშვს.
-მეც მინდა რომ დაგეხმაროთ. - თავდაჯერებით ჩაილაპარაკა მათემ.
-შენ დაგვეხმარე ჭამაში, - შესცინა კვლავ.
-ასე არ გამოვა. ის ხომ ჩემი სახლია... თან გუშინ ჩემი დის გამო კინაღამ... - არჩილს გახედა წამიერად და თავი ჩახარა მაშინვე დარცხვენილმა.
-ბიჭო, ეგ მეორედ არ გაიფიქრო. - მხარზე წაჰკრა ხელი და თავის წამოწევა აიძულა.
მაინც ვერაფრით ახედა კაცს სახეში. ჭამაც ძლივს გააგრძელა, თითის ტოლა ბავშვი და რამდენ რამეზე შეუძლია ფიქრი მის პატარა გულს.
-როგორ მიდის სკოლის საქმეები, ნანუკა? - ღიმილით დაეკითხა ინგა ბავშვს.
-კარგად, სულ ათიანები მყავდა სანამ ისტორიის მასწავლებელი წავიდოდა...
-სკოლიდან წავიდა? - მადონას ახედა გაკვირვებით.
-ეგ უჯიშო ქალი... არ მიხსენო... ლაურას კაცს აკიდებია და... დაანგრია ლამის ოჯახი მალხაზმა...
-რას ამბობ... - თავი გადააქნია ეთერამ, - დღეს ქალს ჭკუა აღარ მოეკითხება თავში...
-და იქნებ ის ლაურას კაცი აეკიდა, - გაბრაზდა აშა ეთერას მიმართვაზე.
-ცოლ-შვილიანი კაცი აეკიდებოდა იმ შტერ გოგოს? - გადახედა ეთერამაც რძალს.
-აეკიდა რა ნათქვამია საერთოდ, თუ იმ კაცს თავისი ცოლ-შვილი უყვარდა, რა, ვერ მოიშორა თუ?
-თუ გამოიწვია რაღას იზამდა? - გახელდა ეთერა სულ.
-რა, ხარია ეგ მალხაზი? ის ქალი კიდე წითელ ნაჭერს უფრიალებდა და ამით გამოიწვია თუ, რას ნიშნავს ახლა ეს, ვერ მივხვდი...
ძლივს იკავებდა თედო სიცილს ბებია-რძლის შემყურე. პირველივე დღიდან გიჟდებოდა ამ გოგოზე, თავისი უცნაურობით მარტივად დაიმსახურა თედოს სიყვარული. ინგა შეშინებული უმზერდა ხან ერთს, ხან მეორეს.
-არ იყო მალხაზი ეგეთი კაცი, სხვა ქალისკენ გაეხედა! - არ თმობდა პოზიციებს ეთერაც.
პირი დააღო რაღაცის სათქმელად უეცრად ფეხებზე რომ იგრძნო კაცის ხელის შემოხვევა.
-ბებო, ნეტავ შენ რად გედარდება მალხაზი და მისი ოჯახი, - სიცილით გადახედა ქალს თედომ.
ავად დახედა აშამ კაცის ხელს. რომ არც იმჩნევდა სულ გადარია ამან. მშვიდად ილუკმებოდა მეორე ხელით. აიქნია ფეხი მოსაშორებლად, კიდევ უფრო შემოეხვია კაცის ძლიერი ხელები და ამჯერად მეტად ზემოთ ააცურა, გაუვარდა ხელიდან ჩანგალი ქალს და ხმაურით დაენარცხა თეფშზე. მიიპყრო ყველას ყურადღება მაშინვე. თავი გაუქნია მეამ, რა გჭირსო. ნელა მოაშორა არჩილმა ხელი და ტუჩის კუთხეებში გაპარული ღიმილი ვერაფრით შეიკავა. უკაცრავადო ჩაიჩურჩულა და გაადახედა მტრულად მეუღლეს.
-ანუ რა გამოდის, ისტორიის მასწავლებლი არ გყავთ სკოლაში? - საუბრის თემა შეცვალა მეამ.
-არა, თან ჩვენი კლასის დამრიგებელი იყო... - თავი გადააქნია ნანუკამ.
-მერე, არ მოჰყავთ ახალი? - გაუგრძელა ბავშვს საუბარი. წარბშეკვრით გადახედა აშამ ბიძაშვილს, რომ მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი.
-ეძებს დირექტორი...
ჩაეცინა მეას.
-აშა ისტორიკოსია. - ღიმილით გადახედა ოჯახს. - თან საუკეთესო. მთელი სვანეთი რომ შემოიაროთ მასზე უკეთეს სპეციალისტს ვერსად იპოვით. - დამაჯერებლად წარმოთქვა.
გაბრდღვიალებული სახით გადახედა ნანუკამ აშას. ყველას სახეზე შეიმჩნეოდა გაკვირვების ნაპერწკალი.
-მართლა, აშა? აქამდე როგორ არ ვიცოდით... იქნებ შენ დაიწყო მუშაობა... - გაღიმებული შესციცინებდა ინგა. - არ იქნება ცუდი, არა არჩილ? - გადახედა მერე თავის შვილს.
-თან აბიტურიენტები შუა გზაზე დარჩნენ... - დაამატა მათემ. - ზაფხულში გამოცდებია, მელანომ მითხრა ნახევარზე ცოტა ნაკლები დაგვრჩა გასავლელი მასალაო... - ბუტბუტებდა ბიჭი, ბიძაშვილის ნათქამი გაიმეორა თან უშეცდომოდ.
-ჰო, მართლაც, დარჩნენ ბავშვები... ჩემი მაზლისშვილიც წელს აბარებს... იქნებ დაიწყოთ მუშაობა?
უხმოდ ისმენდა მათ კომენტარებს. მასწავლებელიო... რა მასწავლებელი?!. სკოლა რომ დაამთავრა მონატრების მიზნითაც არ შეუდგამს მეორედ ფეხი... ყველაზე საძულველი პროფესია იყო მისთვის მასწავლებლობა. არასდროს გამოსდიოდა ბავშვებთან ურთიერთობა და არც არასდროს სდომებია ეს სამსახური. დოქტორის ხარისხი უნდოდა და ასოცირებული პროფესორის ადგილი კავკასიის უნივერსიტეტში.
გადახედა მალულად ცოლს.
-არ ვიცი... მე და სკოლა... - დაუქაჩა თვალები მეას იდეის ჩამოგდების გამო.
-კარგი რა, ნუ დაგიჩემებია... დარჩენილან თან აბიტურიენტები... - არ წყვედა მეა აშას შეგულიანებას.
-რატომ იკავებ თავს? თუ გინდა... - თედომაც ამოიღო ხმა, თან გადახედა ძმას სიტყვის დაუსრულებლად.
-არ ვიცი... მოვიფიქრებ... - დასცდა ბაგეთგან. მეტად აღარც გაუგრძელებიათ საუბერი. არჩილს ხმა არ ამოუღია, დინჯად აგრძლებდა ჭამას.
გაგიჟდა და გადაირია ინგა, გავიდა და გამოვიდა კედლებზე, დროზე წადით მესტიაში და ზურგი აჩვენეთ ექიმსო, დაიჩემა.
ჩასხდენ მანქანაში ახალგაზრდები და ერთად გაუყვნენ მესტიის გზას. მოესწრო დილით საფენის გამოცვლა არჩილისთვის აშას, მთლად ისე ხომ ვერ წაიყვანდნენ. გუშინდელზე მეტად საზარელი შესახედავი გამოდგა დღეს დამწვრობა. ეწვოდა კიდევაც ძალიან. აღარ დაჯერდა ინგა ნანას ამოყვანას მეორე სოფლიდან, კარგად გაგსინჯონო.
გააყოლეს თან მეაც, იქ ჩასულები გაისეირნებთ ბარემო.
საავადმყოფოში ჩამოსვა თედომ ცოლ-ქმარი და თავად მეასთან ერთად დაიძრა მესტიის დასათვალიერებლად.
განთქმულნი იყვნენ მთელ მესტიაში ფარჯიანები მათი სახელით. იმ ამბავზეც ჰქონდა ინფორმაცია ოჯახის უფროს კაცებს, თუმცა ვინ ამოიღებდა ხმას?! მთელი მესტია რომ დაკითხეს ზედმეტი მაინც არავის არაფერი დასცდენია პირიდან.
მალევე მიასწავლეს ექთნებმა ექიმის კაბინეტის გზა და მათაც მაშინვე აიღეს გეზი. თავისუფალი გამოდგა მათდაბედად სოფო ექიმი.
-გამარჯობით, - ღიმილით მიესალმა ახალგაზრდა ქალი და წამომდგარმა ხელით მიუთითა დასაჯდომი ადგილისკენ. - რამ შეგაწუხათ?
-გუშინ სოფელში სახლს მეხი დაეცა და ცეცხლი გაჩნდა, მე შიგნით შევედი რომ პატარა ბავშვი გამომეყვანა. სანამ ოთახი მოვძებნე ცეცხლი წაეკიდა მაისურს, ჩემს ოთახიდან ოთახში სირბილში.
-სად დაიწვით? - წამოდგა სოფო და სათვალე მოირგო თან. საწოლზე გადამჯდარმა მაისური აიხადა ფრთხილად. - კარგი, დაწექით და ამას მოგხსნით. ვნახოთ რა ხდება...
მშვიდად აკვირდებოდა აშა მოვლენებს. დღეს მეტად გაუჭირდა ხელის აწევა არჩილს. ერთის წვალებით გადაიძრო ქურთუკი. ნელა წამოდგა აშა, ზანტად და არჩილის ზედის ბოლოებს თავად დაავლო ხელი. გაკვირვებული მზერა მოავლო ქალის ხელებს. ფრთხილად გამოაძრო ერთი მკლავი და მეორეც ნაზად გადაატარა. შემთხვევით თუ ძალით აასრიალა არჩილის მკლავზე ხელი და დენდარტყმული მოსცილდა მაშინვე არჩილს მისი ზედით ხელში. ფრთხილად გადაწვა მუცელზე და ექიმს საშუალება მისცა საფენები მოეხსნა.
-გავიგეთ აქეთაც ეგ ამბავი, ორ სოფელში ჩამოვარდნილა მეხიო, მამა ამბობდა დილით. იმედია არავინ დაშავებულა სხვა.
-არა. ჩვენთან არავინ დაშავებულა. - ამოილაპარაკა და სახე დაეჭიმა ტკივილისგან არჩილს.
-კარგახანია მეხი არ გავარდნილა სოფლებში. არც მახსოვს ბოლოს როდის იყო... -თავის საქმეს აგრძელებდა ექიმი. - თქვენ ცოლი ხართ? - გადახედა თან მის გვერდით მდგარ აშას დიდი ინტერესით რომ აკვირდებოდა ქალის ხელების მოძრაობას.
-ჰო... ვარ... - ამოთქვა უმნიშვნელოდ თან თითი დაადო ზურგზე დამწვრობასთან ახლოს, რაღაცის შესამოწმებლად. - ძალიანაა დამწვარი? გუშინ უნდა ჩამოგვეყვანა, არა?!
-არა, დამშვიდდით, გვიანი არაა, ყოველშემთხვევაში. - შესცინა ქალმა აშას.
-უი, მართლა? გუშინ რომ ვუყურებდი, მეგონა ძალიან რთულად იყო საქმე და ვერ ვეუბნებოდი რომ არ შეშინებოდა... - ჩაფიქრებული დაჰყურებდა კვლავ და ამჯერად სხვა ადგილას გაიმეორა იგივე, დასწია თან თავი წარბშეკრულმა უკეთესად დასთვლაიერებლად.
-ვის უნდა შეშინებიდა? - ახედა ქალს გაკვირვებულმა არჩილმა.
-შენ...
-რა წარმოდგენები გაქვს ჩემზე?
-რა? არარი კაცური? თუ რატომ არ უნდა შეგშინებოდა?
რაღაცის ასაღებად გაშორებული სოფო ღიმილს ვერ იკავებდა მათი საუბრის შემხედვარე.
-ანუ გეგონა, რომ საშინელება მჭირდა ზურგზე, შეიძლებოდა სიცხისგან მოვმკვდარიყავი ღამით და არაფერი თქვი?!
-დრამა... - თვალები აატრიალა აშამ და მკერდზე გადაიხლართა ხელები. - ზედმეტად საჭირბოროტო საუბარი მქონდა გამართული ჩემს ქმართან გუშინ ღამით და ვეღარ შევძელი თქმა. - შეჰღიმა თავზე წამომდგარ სოფოს აშამ. იმანაც ვეღარ შეიკავა თავი და ხმამაღალი სიცილი წასკდა მის ბაგეებს.
-რა კარგები ხართ... და რა სწორად გიპოვიათ ერთმანეთი...
-ხო... ნამდვილად, გვიპოვია... - პირფერულად შესცინა აშამ ქალს და გესლიანი მზერა გაუსწორა წარბშეკრულ არჩილს...

მარგიანის კოშკის თავიდან სილამაზეში ჩაკარგულიყო მესტია. ხელის გულივით იშლებოდა მთებს დადებული თოვლები, სვანური კოშკები, რომლებიც ასწლეულს ითვლიდა... ალბათ ყველაზე მეტ სილამაზეს, მაგიურობასა და მისტიურობას სწორედ ეს კოშკები სძენდა ხალხთა გულთამპყრობელ სვანეთს. არ არსებობს სიტყვები ,,სვანეთი მომწონს“ სვანეთი ან გიყვარს, ან გძულს. სადღაც შუა და გამყოფი ზოლი არ არსებობს. ან გაურბიხარ მას, ან მთლიანად მისი ხარ...
თვალებდახჭული თედო ვერაფერზე ფიქრობდა იმ წამს. ისე ნაზად უბერავდა მისთვის საამო, ვერ დათმობილ სვანეთის ჰაერი, რომ ფიქრი არაფერზე შეეძლო... მეა კი გაფაციცებით აკვირდებოდა ულამაზეს ხედს.
-მიყვარს, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ... ჩემიც რომ არის, ალალად რომ შემიძლია ამის თქმა...
-არ გცოდნია კარგი სიყვარული, მეა... ის რაც უყვართ მათგან არ გარბიან... - გააწყვეტინა თვალდახუჭულმა. - მე ვერ გავძლებდი 4 წელი სვანეთის გარეშე. თქვენ კიდევ, თქვენი კუთხე კი არა, საქართველო დაივიწყეთ წლების წინ უკან მიტოვებული...
-ასე არ არის... - თავი გადააქნია მაშინვე მეამ. - შენ არ იცი, რა რთული იყო...
-რა იყო რთული? - გადახედა წარბაწევით, - სამშობლოში დაბრუნება?
-დედაჩემის თვალზე ცრემლი იყო რთული ყოველი საუბრისას... მაგრამ... ვერ ჩამოვიდოდით... მე ვერ ვნახავდი ჩემს მშობლებს... აუცილებლად მთხოვდა დედა დარჩენას და მე ვერ შევეწინააღმდეგებოდი, რადგან გულის სიღრმეში მეც მინდოდა აქ ყოფნა, არსად წასვლა... მაგრამ ასე იყო საჭირო... დღეს განა ბევრს აქვს იმის ფუფუნება საზღვარგარეთ გააგრძელოს სწავლა სრული დაფინანსებით? მარტივია სხვისი გადმოსახედიდან, როგორ არა...
-მე არ გკიცხავ, მეა... რა უფლება მაქვს. - ღიმილით გაუქნია თავი, - არ ვიცი როგორია აქედან შორს ყოფნა კილომეტრებით და არც მინდა რომ ვიცოდე...
-რთული! ძალიან რთულია, თედო! მაგრამ ასე იყო საჭირო! რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში... შენ არაფერი იცი... იძახი ყოველთვის ვიყავი შენს ცხოვრებაშიო, მაგრამ არაფერი იცი... - ცრემლები შეიმშრალა უხეშად და მუხლებზე შემოიხვია ხელები.
-რა? რა არ ვიცი?
-მაჭავარიანი მემუქრებოდა მოგიტაცებო... მაშინ ივლისის ბოლო იყო და ისედაც გამოვასწარი ყველაფერს თბილისში, თუმცა არც იქ არ მომასვენა... ორი წლის შემდეგ ისიც თან ჩამომყვა და კვლავ გააგრძელა ჩემი დაშინება...
-რას ამბობ... - სახე წაუხდა თედოს.
-მის ცოლობას აქედან შორს ყოფნა რომ ვარჩიე, მაგიტომ ვარ მოღალატე ჩემი ქვეყნისა, ალბათ... - მუხლებში ჩარგო თავი მეამ, მეტად რომ არ დაენახა ცრემლები მის თვალზე კაცს.
-ნუ სულელობ... მე შენთვის არ მითქვამს, რომ დამნაშავე ხარ...
-ვარ... როგორ არ ვარ... შენთან ვარ ყველაზე მეტად მტყუანი...
-მეა, შემომხედე, გეყოფა ტირილი, - თვაზე გადაუსვა ქალს ხელი და შეხედვა აიძულა,- მე არ გაიძულებ ჩემს სიყვარულს. ისიც ზედმეტია ასე რომ გიწევს ყოფნა ჩემი ოჯახის გამო...
-გეყოფა! გეყოფა, თედო! ნუ ხარ ასეთი კარგი! ამით უფრო მტკივა გული, რატომ ვერ ხედავ?! - შეჰყვირა გაგიჟებულმა და წვიმასავით დადენილი ცრემლები მოიშორა გაბრაზებით.
-მე ვარ კარგი? - ჩაეღიმა თბილად თედოს, - ეს შენ ხარ ყველაზე კარგი ამ ქვეყანაზე, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ და შევხვდები მომავალში...
-მე... არ ვიცი ეს როგორია... არ ვიცი რას გრძნობ, როგორ გრძნობენ ადამიანები ამას... როგორ ხვდებიან... მე ეს არ ვიცი... - ბავშვივით აღრიალებული ძლივს საუბრობდა მეა.
გადაჰხვია ბოლოს ხელი თედომ. მიიხუტა ქალი მჭიდროდ სხეულზე და თავზე მიაკრო ტუჩები.
-დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. დადგება დღე, გპირდები, აუცილებლად მოვა ის დღე შენს აქედან გაშვებას რომ შევძლებ. - კიდევ ერთხელ ეამბორა თავზე და ვერ შეკავებული ცრემლიც წასკდა თვალებიდან.
მალევე ამღერდა თედოს მობილური. არჩილი რეკავდა, როგორც ჩანს, მოამთავრა საქმე.
-ჰო,
-სად ხართ? მოგვაკითხავთ?
-მოვალთ მალე.
აღარ დალოდებია არჩილის პასუხს ისე გათიშა მობილური. ჩავიდნენ ფრთხილად მარგიანებსი კოშკიდან და მანქანაში დაიკავეს ადგილი.
მესტიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში წაიყვანა თედომ. სწორედ იქ, მათი ღვინო რომ შეჰქონდათ ბიძაშვილებს. ხმა არ ამოუღია ხასიათწახდენილ მეას. არც ღიმილი დასტყობია მის ლამაზ სახეს თედოსთან საუბრის შემდეგ...
ყველა დაწოლილი იყო სახლში რომ შეაბიჯეს ფეხი. მისაღებში დაეტოვებინათ შუქი. დაემშვიდობნენ ერთმანეთს და მათ ოთეხებში ალაგდნენ ყველა ერთად. ზურგს უკან მიხურა კარები არჩილმა და წინ გასწრებული აშა აათვალიერა თავიდან-ფეხებამდე.
-რა იყო დღეს?
-რა იყო? - გადმოხედა, რა ხდებაო.
-ძალიან ხომ არ მოირგე დღეს ცოლის როლი? - ღიმილი გაეპარა კუთხეებში ფარჯიანს.
-არ ვიცი, რას გულისხმობ. მეძინება მე... - გვერდზე აპირებდა მის გაწევას სააობაზანოში გასასვლელად, მკლავზე რომ სტაცა ხელი არჩილმა და მიიზიდა მეტად ახლოს ცოლი.
-სად გარბიხარ? მოიცა, ვისაუბროთ ჯერ...
-მეძნება-მეთქი, მოვწესრიგდები და დავიძინებ... - შეეცადა თავის დახსნას ამაოდ.
-არ გინდა მასწავლებლობა? რატომ ფიქრობ მაგდენს, გაერთობი თან...
-არ ვიცი. მასწავლებლობაზე არ მიოცნებია არასდროს... - თავი გადააქნია დანებებულმა.
-რატომ ვითომ?
-შემზარდა სკოლის შემდეგ... მაქ დავამთავრე მეც, ვინმეს რომ ეთქვა წლების შემდეგ აქ მოგიწევს კვლავ დაბრუნება და მუშაობაო, სიცილად არ მეყოფოდა...
-როგორც გინდა, უბრალოდ იცოდე, რომ ჩემგან თანხმობა გაქვს... - მაინც დასცდა ძალით ეს სიტყვები, რომ იცოდა როგორც შეეძლოთ ამ ქალის გამწარება... ვერ მოუშალა საკუთარ თავს ამ ხალისის ხელიდან წართმვა. ლოყაზე მიეფერა ხელით და გაუშვა კიდეც, თავად აშამ რომ ჩაავლო ახლა და კარებთან მიიმწყვდია მაღალი არჩილი.
-ნებართვა მაქვს შენგან? დიდი პატივია... მე შენ ნებართვა გთხოვე და არ მახსოვს?
-ოხ... აშა... რომ არ გითხოვია მაგიტომ დაგასწარი... - გაუღიმა ქვევიდან მომზირალს.
-მე შენ ნებართვას არც გთხოვდი! თუ მინდა წავალ თუ მინდა არ წავალ!
-ჩემი ნებართვის გარეშე ვერ იზამ, - ღიმილით აგრძელებდა ქალის ნერვებზე თამაშს, აშას თმა დაიტრიალა თითებში, მაშინვე რომ მიარტყა ხელი და მოიშორა გაავებულმა.
-მაგასაც ნახავ! დავიწყებ! წავალ ხვალ და ვიმუშავებ!
-ხო, მაგრამ მე ხომ ისედაც დაგთნახმდი, - გადაიხარხარა არჩილმა ქალის აწითლებულ სახეზე.
-საშინელი ადამიანი ხარ, არჩილ! - გვერდზე გადააგდო ბოლოს კაცი და დატოვა მალე ოთახიც. თავადაც ვერ გაიაზრა როგორ დასცდა მის ბაგეებს ცხოვრებაში პირველად თავისი ქმრის სახელი. ღიმილი ვერ მოიშორა სახიდან ფარჯიანმა.
ოთახში შემოსულს სავარძელზე დაუხვდა ყველაფერი დაყრილი. ჩანთებიც კი ჩამოეღო არჩილს კარადის თავიდნ და დაეწყო ზედ. ახლა სანამ ამას მიალაგებდა გავიდოდა ღამეც, თან ისე ეძინებოდა ფეხზეც ძლივს იდგა. წარბშეკული მზერით გადახედა არჩილს და შეძვრა თავადაც მის გვერდით.
ძილბურანში იგრძნო რაღაც მძიმის დაწოლა მთელ სხეულზე. თვალებიც არ გაუხელია, ალბათ იწყებოდა ახალი სიზმარი, რომელსაც საშინლად კარგი სუნი ასდიოდა... გამაბრუებელი და ჰიპნოზური... შემოჰხვია კისერზე ხელები ძლიერად და ჩაიკარგა კიდეც არჩილის სხეულში...
+ + +
სახლში ატეხილმა ხმაურმა შემოაფხიზმა იმ დილას ფარჯიანი. თვალებდახუჭულმა წამოსწია თავი და კიდევ ბევრის ხმაში არეული ნიკო ბერიძის ხმა რომ გამოარჩია აღარც შეუწუხებია მეტად თავი ადგომისთვის. ვერ გამოფხიზლებული აპირებდა კვლავ შებრუნებას ძილისა, ქალის თბილი ხელების თამაში რომ იგრძნო თმებში და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა მთელ ტანზე. გაეღვიძა აშასაც და პირველად ის სიმძიმე იგრძნო გუშინ ღამით სიზმრის ნაწილი რომ ეგონა... წამოსწია თავი არჩილმაც და ღიმილით დაუხვდა ქალის გაბრაზებულ მზერას. მოაშორა მაშინვე ხელები თმიდან.
-ადექი! რას მაწევხარ! რატომ მაწევხარ საერთოდ!
-დილამშვიდობისა, - წელზე დასვენებული ხელი მოუჭირა ოდნავ ქალს.
-ადექი-მეთქი! მომშორდი! - მხრებზე წაეტანა კაცს მოსაშორებლად.
ძვრაც ვერ უყო გოლიათივით არჩილს. ისე კარგად დაიწყო დილა ღიმილი ვერ მოიშორა სახიდან ფარჯიანმა. კიდევ აპირებდა თავის დადებას ქალის ბალიშად ნაქცევ მკერდზე, თვალი რომ გაეცქა მოშიშვლებულისკენ. გაუაზრებლად დაიხარა და ჯერ შიშველ ადგილას მიაწება ტუჩები, მერე კი საღამურზე გარედან, საიდანაც იკვეთებოდა კარგად ბროლივით დაბერილი კერტები. მიეხუჭა თვალები წამიერად აშას. გაუხშირდა სუნთქვაც ტუჩებით რომ ჩამოსწია ბრეტელი არჩილმა და ახლოდან შეიგრძნო ქალის სიმხურვალე...
-ახალგაზრდებო! - მალევე კარებზე ისეთი ბრახუნი ატყდა შიშისგან წამოყო თავი გონებადაბინდულამ აშამ. გაუცნობიერებლად შემოჰხვია კეფაზე ხელი წამოსაჯდომად და კარებს მიაბყრო აღელვებული მზერა. - დაგიწითლდათ გვერდები ამდენი ხანი წოლით! ადექით! იყივლა მამალმაც და დააწყებინა სწავლა მდედრებსაც! ადექით! - გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე ნიკო.
ამოიხვნეშა არჩილმა მობეზრებით თან წამოდგა პირდაპირ. თაროზე მიგდებულ ტელეფონს დაავლო ხელი. 12 იყო საათი.
-რა ჯანდაბა უნდა ამ დილას... - ამოიცვა შარვალი, ზედას დაავლო ხელი და საწოლზე მწოლი საბან აფარებული ქალისთვის არც შეუხედავს ისე გავარდა გარეთ. - შენ საერთოდ გძინავს?! რა დროს ამოხვედი?! - კარს იქიდან ესმოდა არჩილის ბრაზიანი ხმა აშას. - რა დროს დადიხარ საერთოდ? რა იცი ხოლმე დილაობით წამოდგომა თავზე?!
-სიცოცხლით სავსე კაცი ვარ! რა ძილი, რა ძილი! ძილი იქაც არ მეყოფა ორ ღერ მიწას რომ მომაყრი? აბა თქვენ თუ გიყურეთ და გელოდეთ კი გავფშიკავ ფეხებს! დილა-საღამო ჩემთვის არ არსებობს! - გაჰყვიროდა ნიკოლა მთელ სახლში...
მართლაც წავიდა სკოლაში გასაუბრებაზე აშა ავალიანი. დირექტორი ისე სიხარულით შეხვდა ენა რომ არ იტყვის. ნებისმიერი აწყობდა ახლა, ოღონდ ისტორიის მასწავლებელი ჰყოლოდა და პირველკურსელსაც კი მიიღებდა. სევდიანი ღიმილით მოატარა დერეფანს თვალი... თავის ძველ კლასშიც შეყო ცხვირი, გაურემონტებიათ, ისეთი აღარ იყო როგორიც ადრე. ერთ კედელზე მთელი კლასისი სახელები იყო ჩამოწერილი. ახლა საღებავს დაეფარა წარსულის კედლები... ხვალიდან შეუდგებოდა მუშაობას. აბიტურიენტებიც ნახა. 12 ბავშვი იყო სულ.
საქართველოს ისტორიაში მეცხრამეტე საუკუნეზე იყვნენ უკვე გაჭედილი, ,,თერგდალეულებზე“. სწორედ ახლა იწყებოდა ყველაზე რთული, მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი. ახლა რომ სჭირდებოდათ ყველაზე დიდი დახმარება და ხელის შევლება ახლა დატოვა ბავშვები. მე-20 საუკენე... იმდენი რამ მოხდა ამ ერთიციდა საუკუნეში, იმდენი დეტალი იყო დასამახსოვრებელი, იმდენი პიროვნება, იმდენად რთული, რომ თავისით ვერ გაიგებდნენ ბავშვები...

ფარჯიანების ეზოში მოეყარათ თავი ახალგაზრდებს. დასცინოდნენ არჩილს დიდი მოწიწებით ნიკოლა და ამიკო. რა თქმა უნდა, არ წავიდა არჩილთან ერთად სკოლაში. მასთან, მანქანაში, ნახევარი საათით, მარტო... ძალიან სახიფათო იქნებოდა... დაიჩემა ზურგი გტკივა შენო და თედოს წააყვანინა თავი. თავიდან არაფრით თმობდა არჩილიც თავის პოზიციას, არ მტკივა და მე მიმყავხარო, მაგრამ როგორც კი ინგა ჩაერთო საქმეში მაშინვე დამშვიდდა სიტუაცია. თან უცნაურად შეუქანდა ქალს გული, ეგონა რომ არჩილზე ზრუნავდა და მაგიტომ მოიკლა თავი თედომ წამიყვანოსო. ყველაფრის მიუხედავად, წარსულის, სესილიას, ცოდვების, მაინც უნდოდა რომ გალღვოდათ გულები ამ ახალგაზრდებს და შეჰყვარებოდათ ერთმანეთი. არ ემეტებოდა შვილები მთელი ცხოვრება ამ ტანჯვისთვის, რომელსაც უსიყვარულოდ ცხოვრება ერქვა. ქალები ვერა, შეიძლება არჩილი და თედოც ვერა, თუმცა ის ძალიან კარგად ხვდებოდა რას ნიშნავდა აქ ქორწინება. თან შერიგებითი ქორწინება, ასე მარტივად არ იქნებოდა ყველაფერი, როგორც ეგონა თითოეულ მათგანს. ყველას მოუწევდა თავისი წილი საზღაურის გადახდა ამ ამბავში...
შემოიყვანა თედომ მანქანა ეზოში. გადმოვიდა გაღიმებული აშა მანქანიდან. შორიახლოს ყვავილებთან დახრილ ინგას აუწია ხელი, გუშინდელი წვიმის შემდეგ განადგურებულ-გადარჩენილ ყვავილებს რომ ავლებდა ხელს და პირდაპირ ახალგაზრდებისკენ დაიძრა. მიჰყვა თედოც ღიმილით.
-რაო? - წამოხტა მეა მაგიდიდან.
-რავა გაკრეჭილი მოდის, ვერ ხედავ? უარს ეტყოდა საბერძნეთში განათლება მიღებულ, ასოცირებულ პროფესორს ერთი უბრალო, დიდივერაფერი სკოლის, დიდივერაფერი დირექტორი? - აყვირდა ნიკოლა. გადაატრიალა წარბები მობეზრებით არჩილმა. ტვინი სტკიოდა უკვე ნიკოლას ლაყბობისგან. ეს იყო ზოგადად ნიკოს მიზანიც, თბილის-ბათუმს მოწყენილი მათთან ხედავდა ხსნას.
-რას უწუნებ ჩემს სკოლას? - ხელები უკან დაეკრიფა თედოს. მიუახლოვდნენ საბოლოოდ შეკრებით. მეას მიუჯდა გვერდზე, არჩილის წინ მჯდომი ყველაფერს უყურებდა კაცის გარდა, თვალებით რომ ბურღავდა.
-მეტი სკოლა არარი აქ? ერთ სკოლაზე ხართ შემჯდარი 10 სოფლის მოსახლეობა?! დავაყარე მიწა სვანეთის მერიას! - ამოიყვირა გაგულისებილმა დიდი ,,შეწუხებით“.
-ჯერ ერთიც, 10 არა, 3. - წარბაწევით გაუსწორა შეცდომა თედომ. გადახედა თან მეას, აქამდე მომცინარს რომ შესცვლოდა განწყობა მისი მოსვლით.
-მეც მაქ დავამთავრე სკოლა, ჩემო ნიკო, რომ იცოდე, - ყვავილებში ჩამძვრალმა გაღიმებულმა ინგამ წამოყო თავი.
-და მაქ შეუყვარდა კიდეც თავისი ცხოვრების მეგზური. - აივანზე გადმოდგა გიორგი ფარჯიანი. ღიმილით დახედა ჯერ ინგას, მერე ღიმილშეპარულ ბავშვებსაც.
-ნამდვილად... - თავი დააქნია ინგამ. - ყვავილებს და მანდარინებს რომ მჩუქნიდა... კი უწევდა საზღაურის გადახდა, მაგრამ მაინც მოჰქონდა ჩემთვის მანდარინები...
-რა საზღაური, - იცინოდა ამიკო.
-არაფერი, ეკალ-ბარდებში რომ ვიქექებოდი ყვავილების გამო ეგ იგულისხმა... - გამოხტა მაშინვე გიორგი.
-აბა რაა... ყვავილებზე კი არა, მანდარინებზე ვამბობ მე! გუჯეჯიანებს რომ ჰპარავდი. რომ დაგიჭირა ერთხელ მამიამ და გაგიტეხა ცხვირი!
ჩამოიარა სიცილის ტალღამ ეზოში.
-ბიძია გიო, სიყვარულის გამო მუშტსაც როგორ არ შეუშინდით?! - აჰყვირა ნიკომ მხიარულად.
-გვასწავლეთ, რა... - აქაქანდა ამიკოც.
-ეგ რამ გათქმევინა, ინგა... - გაუწყრა ცოლს გიორგი.
-ნუ იჯავრებთ ძია გიო, ინგა დეიდას გამო კუკარაჩასაც კი მოკლავდა კაცი! - თავდაჯერებით დააქნია თავი ნიკომ, ძლივს იკავებდა თან სიცილს.
-შენ ის მოყევი ბათუმში რა ხდება, - გადაიტანა თემა მოაჯირზე ხელებდაყრდნობილა გიორგიმ.
-ბათუმი ემზადება მენტალურად ტურისტების დასახვედრად. - დიდი ჯავრით ამოთქვა ნიკომ. - ამ ზაფხულს არ მიღალატოთ! მამაჩემი სახლში აღარ მიმიშვებს თქვენ რომ არ გაგაცნოთ! რაც ეს ორი ბედოვლათი გაიცნო, მას შემდეგ აგენს უფრო ემამება ვიდრე მე... თან უნდა ძალიან თქვენი გაცნობა... - მართლაც, სულ იმას ეხვეწებოდა ნუგზარ ბერიძე გამაცანი ეგ ხალხიო. - სვანებს უნდა ვაზიარო ნამდვილი ბორანოო, მაბარებს სულ...
-სალამი გადაეცი მამაშენს და უთხარი, რომ სვანეთშიც ელიან გულით-სულით. - გაღიმებული გიორგი დიდხანს აღარ მდგარა გარეთ.
2-3 წუთი იყო მხოლოდ გასული მეზობელ სახლში მანქანის გაჩერება რომ შეამჩნიეს ფარჯიანებმა. ვიბლიანის ეზო იყო. მალევე გადმოვიდა მაქანიდან ქალი და არც გასჭირვებია არჩილს შორი მანძილიდანაც მის სახეში მართას ამოცნობა. მის მზერას გააყოლა თვალი აშამ. მძღოლის ადგილიდან 50 წლამდე ღიპმოდებული კაცი გადმოვიდა, უხეშად ჩაავლო ქალს ხელი მკლავზე და ერთად შევიდნენ სახლში.
-დაინახე? - არანაკლებ გაოცებული მზერა ჰქონდა თედოსაც. დახედა ბიძაშვილს. - მართა იყო.
-ჰო... - ამოიჩურჩულა და მის წინ მჯდომ, წარბაწეულ ქალს გაუსწორა მზერა უცნაურად რომ უმზერდა.
-ეს ის ოჯახია? - ამიკომ გადახედა ბიძაშვილებს.
თავი დაუქნია თედომ, ხელებით რომ ეყრდნობოდა არჩილის მხრებს.
-აქამდე არ მინახავს... - მეა მიჰყვა ჩურჩულს. - არ დადის ხშირად...
-რატომ უნდა იაროს? ამათაც თუ ოჯახი ჰქვიათ... ან რომც უნდოდეს ვინ გამოუშვებს?! - ვერ აშორებდა წარბსეკრულ მზერას თედო მეზობლის ეზოს წინ გაჩერებულ მანქანას.
-არც გაბედოთ არც ერთმა თქვენგანმა ზედმეტად ხმის ამოღება. - ეზოში შემოვიდა ბერდია ფარჯიანი მკაცრი მზერით. - არჩილ... გაფრთხილებ... ზედმეტი არ ქნა არაფერი...
-ვინ გგონივარ, ბაბუა? - გადახედა ახლად შემოსწრებულ კაცს.
-არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი, არჩილ... უბრალოდ გაფრთხილებ. - დაისისინა კაცმა უკანასკნელად და სახლში შევიდა.
-რა ხდება? - ამოიღო ხმა ბოლოს აშამ. ეშმაკურ თვალებს არ აშორებდა თან მის წინ მჯდომ ფარჯიანს.
-რა ხდება? - გაიმეორა კითხვა და ქალის მზერას თავის თვალები დაუხვედრა.
-თედო...
-არ ხარ შენ ხვალისთვის მოსამზადებელი? სკოლაში ხომ დაიწყე მუშაობა?..
-დიახაც, დავიწყე!
-ძალიანაც კარგი,
-დიახაც!
-ეუ, რა გჭირთ, მე გეწყინეთ? - ხელები გადაშალა ფეხზე წამომდგარმა ნიკომ. გადახედა ორივეს, ცოლს და ქმარს.
-გეკადრება?! - დასძინა აშამ წარბშეკრული სახით მზერა რომ არ მოუშორებია თავისი ქმრისთვის.
-ადექით! წამიყვანეთ სადმე! გამასეირნეთ! ამ ზღვა ნაყლაპ კაცს ჩამასუნთქეთ პაწა სვანეთის ჰაერი! - შეჰყვირა ნიკომ და მიახლოებულ ინგას გადახედა საწყალი სახით.
-რა გჭირთ ბავშვებო, ადექით მართლა, გაისეირნეთ, თან წავლეს ესენიც... - შეაგულიანა ინგამ ბავშვები.
სიგარეტს მოიუკიდა წამომდგარმა არჩილმა და ინგას სამუშაო ადგილისკენ დაიძრა ნელი ნაბიჯებით.
-სულ გაფუჭებულა... - ხელი დაუსვა ყვავილებს არჩილმა.
-რომ არ გადავახურე იმ ღამეს მეკუთვნის... - დანანებით ჩაილაპარაკა ინგამ.
-მესტიაში წავიდეთ, ამოვიტანოთ ნერგები თან.
-როგორ გამახარებ, ჩემო ბიჭო.. - გაუნათდა ქალს მაშინვე სახე სიხარულისგან. - თან იქ ჩასული საავადმყოფოშიც გაივლით... - ვითომ არაფერიო ჩაიჩურჩულა თავისთვის.
-კარგი, რა, ბიცოლა, კიდევ დაიწყე?
-აშა, შენ გაბარებ, ჩემო გოგო! - შესძახა რძალს და ღიმილით გაუყვა სახლის გზას.
ხელებგადახლართულ აშას მზაკვრული ღიმილი მოერგი სახეზე. შესციცინებდა შორიდან თავის ქმარს, არჩილმაც რომ გადახედა და თავი გადააქნია, ძლივს შეიკავა თან ღიმილი.
-ბექასა და მინდიასაც გავუაროთ. - თედომ წამოიწყო და გაღიმებულ მეას გადახედა.
ორ მანქანაში გადანაწილდნენ ექვსივე და მალევე დაიძრნენ ავალიანებისკენ. ერთს თედო მართავდა, მეორეს არჩილის მანქანაში მჯდომი ამიკო. ძლივს დაიჭირა და ჩააგდო მასთან ერთად უკანა სავარძელზე აშა. წინ, ამიკოს გვერდზე ნიკო მოთავსებულიყო მეფესავით. მეა და თედო ბიჭებს ჩაისვამდნენ.
წარბშეკრულ მზერას ვერ იცილებდა თან ყველანაირად ცდილობდა გვერდზე მჯდომის მზერის დაიგნორებას. ისე იყო აკრული კარებზე უცებ რომ გაღებულიყო გადაეშვებოდა გარეთ. ხალისობდა არჩილიც, თავისთავად, ხან ფეხი გაშალა აშასთვის ზედმეტად შემაწუხებლად, ხანაც თითებისფათური დაიწყო მანქანის სავარძელზე...

სახლში რომ დაბრუნდნენ 11 ხდებოდა. დაბნელებულიყო მთელი სოფელი. ვიბლიანების სახლს რომ ჩაუარეს, ეზოს წინ დაყენებული ის შავი ჯიპი არ ენიშნა მაინცდამაინც კარგად თედოს. კიდევ არ წასულიყვნენ. და დაბარებულებივით სწორედ მაშინ გამოვიდა სახლიდან გაკრეჭილი ზურა დასთან და სიძესთან ერთად. გადაუდგა არჩილის მანქანას წინ. გადმოდიო თავით ანიშნა ფანჯარაში შემძვრალმა. გადახედა გვერით მჯდომ აშას. გაკვირვებული თვალებით შეათვალიერა ქმრის სახე ქალმაც. გადავიდა მალევე მანქანიდან გადაღლილი არჩილი. თვალის ქუთუთოებზე ბინდივით გადასწოლილიყო სიმძიმე, რომელიც მთელი არსით აიძულებდა დახუჭვასა და დაძინებას. გადმოვიდა მანქანიდან თედოც, საერთოდაც, ჩამოცვივდა ყველა სათითაოდ. მართა იდგა ძალიან შეშინებული სახით ღობესთან. ისე გადახედა ნურგზარმა, ისეთი მწარე თვალები ჰქონდა, აეკრძალა ალბათ უთქმელად მოახლოება.
-საღამომშვიდობისა, კარგ მეზობლებს! - ომახიანად შესძახა ზურამ. გადახედა სათითაოდ ორივე ფარჯიანს ღიმილით.
-რატომ მიწვევ? მეხვეწები ამოსვლის პირველივე დღიდან მომბეზრდა ეს ცხოვრება და გამაქრე აქედანო... - ღიმილშეპარულმა გადახარა თავი ოდნავ მარჯვნივ და ისე შეათვალიერა სამ ნაბიჯზე მდგომი კაცი.
-რატომ უხეშობ? მოგესალმე უბრალოდ...
-ამიკო, წაიყვანე გოგონები... - რომ მიხვდა თედო კარგი ამბავი არ დატრიალდებოდა აქ, მოინდომა გოგონების გაშორება აქედან.
სუსტად დაუქნია თავი და სულ ოდნავ შეეხო წელზე მეასა და აშას, უბიძგა წინ წასასვლელად. დაჰყვა კაცის ნებას გასაკვირად. შეათვალიერა ერთხელ ზურია და წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-მოიცა, რა... სად მიდიხარ... ვისაუბროთ... მოვაწყოთ გულწრფელობის საღამო.. - შედგა აშა ერთ ადგილზე. მთვრალი იყო აშკარად ზურა. უმოქმედოდ მდგომი ნუგზარი მალევე მოეგო გონს, მართას ანიშნა თვალებით მანქანაში ჩაჯდომა და შემოუარა თავადაც დასაჯდომად ზურა რომ გადაეღობა სიძეს, - შენ სადღა მიდიხარ, ნუგო? ვისაუბროთ ჯერ...
-ჩამომეცალე... - წაიჩურჩულა მკაცრად და ნაბიჯის გადადგმას შეეცადა, არაფრით დაანება ზურამ.
-კარგით რა ხალხო... რა განწყობაზე ხართ... მოდი შენც, ლამაზო ქალბატონო... - აღარ დასცალდა სიტყვის გაგრძელება ისე სწრაფად მიიღო საკადრისი ვიბლიანმა. მძიმედ მოხვდა არჩილის მტკიცე ხელი სახეში. ფრიალით დავარდა ძირში. წამოიკივლა მართამ და მიჰვარდა მაშინვე ძმას.
-დაანებე თავი, გოგო... - მართას დახედა გაგიჟებული სახით, ძმას წამოყენებაში რომ ეხმარებოდა, - დაანებე... მოკვდეს... რად გინდა ამისთანა ძმა.. ამან როდის წამოგაყენა შენ რომ მიჰვარდი მაშინვე დასახმარებლად... - წაეტანა თედო მაშინვე, აშასკენ გააპარა თან მზერა, შეეშინდა არ დასცდენოდა რამე ზედმეტი.
-მართა, ჩაჯექი მანქანაში! - დაჰყვირა მართას ქმარმა, შეუხტა ქალიც მაშინვე შიშისა და მოულოდნელობისგან.
მოიწმინდა გამსკდარი ტუჩიდან წამომავალი სითხე ზურამ, წამოიმართა თან.
-ასე არა... კი ბატონო... წადით... - გადახედა მართას, ჩაჯექიო მიანიშნა. თვალს ვერ უსწორებდა მართა ვერც ერთ ფარჯიანს. მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და სწრაფადვე მოსწყვიტა ადგილს ნუგზარმა. გააყოლა მზერა მანქანას აღჩილმა. მტრულად უმზერდნენ ამიკო და ნიკო ზურას.
-წავიდეთ. მოვლენ მალე ესენიც. - ღიმილით გადახედა ამიკომ ორივე რძალს და უბიძგა კვლავ წინ წასვლისკენ, რომ ჩამოშორდა აშა და მიუახლოვდა ქმარს.
-რა ხდება, არჩილ?
-წადი. გაყევი. - თვალები დაუბრიალა ქალს. ისე იყო გაბრაზებული ახლა... ისეთების გაკეთება შეეძლო ახლა ზურასთვის... შეაშინებდა მისდაუნებურად რკინასავით მყარსა და მტკიცე ქალს.
-შენი ქმარი რომ არაკაცია ამის შესახებ გეცოდინება უკვე...
-უხ მე შენი... - წაიწია თედო, ხელი რომ სტაცა მაშინვე ნიკომ.
-წადი-მეთქი, აშა... - მკლავზე შეეხო სუსტად და გადაადგმევინა რამდენიმე ნაბიჯი თავად.
-რომ არ შეგარჩენ ჩემი დის ამბავს, მაგას ხომ ხვდები, არა?.. გაგრძნობინებ შენც აუცილებლად მაგ სირცხვილს...
წამით თვალს დაუბნელდა არჩილს რომ მიხვდა რასაც გულისხმობდა და ვისზეც გულისხმობდა ამან ჩაუქცია სისხლი ტვინში... რამდენიმე მუშტი ისე აგემა ვიბლიანს ადგილიდან რომ არ განძრეულან ბიჭები. გააჩერეს კიდევაც აშა წინ გავარდნილი. დაავლეს ხელი ორივეს ნიკომ და ამიკომ. დიდი სიამოვნებით გააგრძელებდნენ სეირის ყურებას, თუმცა გაგიჟებული აშა უნდა განერიდებინათ აქედან. ბოლოს გაახსენდა როგორღაც გაშველება თედოს, ზანტად წაავლო ხელი არჩილს და ძლივს მოაშორა გაცხოველებული. დასისხლიანებულიყო სულ ზურა. გამოვარდნენ სახლებიდან მეზობლები.
-მაგ ენას მოგაჭრი... - საყელოში ჩაავლო ბოლოს ხელი და სახეზე დასჩურჩულა პირდაპირ, - მაგ დებილ თავს გაგიხეთქავ, მეორედ უფლება რომ მისცე ტვინს ეგეთი რაღაც გაიფიქროს... სიტყვებს დაუკვირდი და შეარჩიე კარგად... თვალებს დაგთხრი მეორედ შემთხვევითაც რომ გააპარო მზერა ჩემი ცოლისკენ... არც გეგონოს არც ერთი წამით უბრალო მუქარა... ჩემს სახლს... ხალხს... ოჯახს... არ მიუახლოვდე... გეფიცები, ყველაფერ წმინდას.. ვერ გამომართმესვს შენს თავს ვიბლიანების მოდგმა... - ხელი უშვა დასისხლიანებულს, მაგდანას ლურჯასავით რომ ღაფავდა სულს. გადახედა ზურას მამას მტრულად, მაისურზე შეახოცა სისხლიანი ხელები თვალმოუშორებლად და მანქანაში მოთავსებული თედოსთან ერთად უმალ გაემართა სახლისკენ.
-ზურგი ხომ არ გტკივდა? ჩაგენაცვლებოდი... - გადააქნია თავი შეწუხებული სახით თედომ.
გარეთ იდგნენ გიორგი და ბერდია. სიტყვის უთქმელად აუარა გვერდი ორივეს და სახლში შეიჭრა. გადახედა ოჯახს. ყველა იქ იყო აშას გარდა. ცრემლიანი თვალები ვერაფრით მოარიდა ინგამ არჩილის დასისხლიანებულ ხელებს. ვერ დამალა არჩილმაც ვერსად წამით საშინლად დამძიმებული... არ უყვარდა ინგას ასეთი შვილები. ესიკვდილებოდა სესილია... გული ეფლითებოდა მის გახსენებაზე... მიწის გათხრასა და მის გვერდით ჩაწოლას ლამობდა, მაგრამ როდესაც პირველად დაინახა არჩილი იარაღით ხელში ზურიას მოსაკლავად გავარდნილი, მაშინ გააყოლა თავისი სულის ნაწილი ქალმა. ისე ჩაწყდა მაშინ გული... სესილიაზე მგლოვიარემ გამოიტირა არჩილის ბინძური ხელები, ვეღარასოდეს რომ ვერ გასუფთავდებოდა.

ეწვოდა გული შვილმკვდარი დედასავით.
და გლოვობდა თავს არჩილის ნაცვლად, როგორც... მკვლელი...

უთქმელად აიარა კიბეები. გადაიბანა საჩქაროდ ხელები და ოთახამდე მიაღწია ძალიან ნელა. სულ ფრთხილად დასწია სახელური... როგორ არ უნდოდა ახლა აქ შესვლა... დასწია სახელური და პირდაპირ საწოლზე მჯდომი აშასკენ გაექცა მზერა. თავდახრილს საწოლზე დაეკრიფა ორივე ხელი იქით-აქედან. ნელა მიუახლოვდა. გამოღებულ ფანჯარაში გაჰყო ცხვირი და ხარბად ჩაისუნთქა ყველაზე სუფთა ჰაერი დედამიწაზე. მხოლოდ ამის სუნთქვა რომ შეეძლო. მხოლოდ ისეთი.
-ასეთი ბოროტი როგორ ხარ? ასეთი ცივსისხლიანი... ასეთი მარტივია შენთვის ადამიანის მოკვლა?.. - არ ენახა ასეთი აშა არჩილს. არ ენახა და არც მოეწონა საშინლად. ხმა გასტეხვოდა ცრემლომიკებულს. ყელში ვერ გადაგორებული ბურთი ახრჩობდა ავალიანს...
-ამას ნუ მეუბნები... - გადმოხედა ქალს და გააქნია თავი სუსტად.
-როგორ შეგიძლია, არჩილ?..
-არ ვარ ასეთი აშა შენ რომ ფიქრობ... შენ რომ გინდა ვიყო...
-როგორი მინდა რომ იყო? - გააწყვეტინა მაშინვე და წამოვადა გაბრაზებული. აესვეტა წინ. - რას მეუბნები თუ ხვდები? მე მინდა და მე გამომყავხარ ცუდი ადამიანი? მე მინდა რომ მკვლელი იყო?!
-თუ არ გინდა რატომ მახსენებ ამას ყოველ წამს... ხომ ვიცი, არა?.. რატომ გინდა, რომ სულ მაგაზე ვფიქრობდე?..
-ნანობ, არა?
-არ ვნანობ. - გადააქნია თავი მაშინვე. - არ მოგანიჭებ მაგ სიამოვნებას, აშა... შენ რომ გენახა სესილიას ბავშვური, პატარა სახე და სხეული... როგორი... ლურჯი იყო... ცივი... სული გამეყინა.. გეფიცები, ვიგრძენი... მთელ ტანში როგორ დამიარა სიცივემ... ვერ ვუშველე...
-და მკვლელი გახდი... მამა მოკალი... მამაჩემი როგორ მოკალი, არჩილ... - შეტრიალდა მაშინვე ატირებული, ხელები აიფარა სახეზე ცრემლების მოსაშორებლად. - მე... არ გავამართლებდი... არც ვაპატიებდი არასდროს... მაგრამ ცოცხალი რომ იქნებოდა... ასე არ დამეწვებოდა... ასე არ მეტკინებოდა... გგონია მე არ განვიცდი შენს დას? - გადახედა ბავშვივით ატირებულმა, ძლივს საუბრობდა ტკივილისგან. ამდენი ხნის ნაკავები ცრემლები ახრჩობდა, მოაწვა ყველა ერთიანად. - მამაჩემის გამო... იმ კაცის გამო, რომელმაც გამზარდა.. მამობა გამიწია.. ცხოვრების ნათელი სხივები დამანახა... მის გამო გოგო მოკვდა... შენი აზრით, მარტივია ამის გააზრება და გადატანა? შენი და ხომ მოკვდა, მაგრამ ჩემმა რომ ასეთი რაღაც ქნა... რომ იკადრა... რომ გააკეთა!.. გგონია მარტივი შესაგუებელია?! ერთი მხრიდან რატომ ჩანს ყოველთვის ყველაფერი?! მხოლოდ შენი ოჯახი რატომ არის ამ ამბავშვი მსხვერპლი, რომელსაც მოუწია ბევრის დაკარგვა და ბევრის აღებაც საკუთარ თავზე... მე ორმაგად მტკივა! შენიც მტკივა მე! არჩილ... მე სესილიას ვერ შემდგარი მომავალიც მტკივა, მამაჩემის წარსულთან ერთად...
გულში გაჰკრა არჩილს საშინელმა გრძნობამ. ასეთი აშა იმდენად უჩვეულო და არარსებული ეგონა, დაფრთხდა მის შემხედვარე. თურმე რამდენ რამეს ინახავდა გულში... სესილიას ფეხმძიმობაზე რომ გაეგო, ალბათ სულ დაკარგავდა თავსაც. ზიზღისა და სიბრაზის გრძნობა შეჭამდა. მთელ სხეულს მოედო ამ კაცის მიმართ ეს საშინელი განცდა. გარდაცვლილის მიმართ, ვისზეც არ შეიძლება, ზოგადად, ცუდის გაფიქრება.
მკლავზე შეეხო ფრთხილად მომტირალ ქალს სახეზე რომ შემოეხვია ხელები ძლიერად. ფრთხილად ჩამოაწევინა და ჩახედა კიდეც ნამტირალევ თვალებში ღაპაღუპით რომ სდიოდა ცრემლები.
-მე რომ ,,მკვლელი“ მქვია ეს გაწუხებს... თუ მამაშენის მკვლელი რომ ვარ ეგ, აშა? - აწითლებული ლოყები სულ ჩაემალა კაცის გრძელ თითებში. ცერებით მოაშორა ცრემლები არჩილმა ლახვარივით რომ ესობოდა გულზე.
-ორივე ერთი არაა? რას მეკითხები... - სლუკუნით ამოთქვა და ხელებით დააპირა კაცის მოშორება არაფრით რომ არ შეეშვა არჩილი.
-ერთი? არარი, ჩემო აშა... არა... შენს პასუხს რომ შეუძლია ჩემი ცხოვრების თავდაყირა დაყენება, როგორ შეიძლება ერთი რომ იყოს... - შუბლზე მიადო ქალს თავი დახრილმა. - ეს ცრემლები მეორედ არ დამანახო, თორემ ვერ გადავიტან... ძალიან ვერ გადავიტან...
-მომშორდი...
-მაპატიე ყველაფერი... კარგი? მართალი ხარ შენ... არ ვარ ღირსი კარგი ცხოვრების... არც შემერგება... - ჩურჩულით დაასრულა, შუბლზე მიაკრო თვალდახუჭულს ტუჩები ხანგრძლივად და საჩქაროდ დატოვა ოთახი.
ბიჭები დახვდა მხოლოდ დაბლა ჩამოსულს. დაწოლილან დანარჩენები. გადახედა ერთხელ, შეათვალიერა ნაღვლიანი მზერით და უთქმელად გავარდა გარეთ. თან მიჰყვნენ რიგისდამიხედვით სამივე.

ელოდა ხელებგაშლილი სესილია ფარჯიანი სასაფლაოზე ერთადერთ ძმას.

არ დაუხვდა დილით გაღვიძებულს ფარჯიანი ოთახში. სწრაფად მოიკაზმა სკოლისთვის და დაბლა ჩასულმა შეათვალიერა სახლი. ეძებდა თავის ქმარს წასაყვანად. თავით ანიშნა ღიმილიანმა თედომ გარეთ არისო. სიგარეტით ხელში მდგარი ყვავილების რგვით გართულ ინგას ეჭორავებოდა. გარეთ გამოსულ აშას რომ ჰკიდა თვალი დაემშვიდობა ნაუცბათევად და გამოუღო მანქანის კარები ქალს. საუკუნოდ გაგრძელდა სიჩუმეში ჩაკარგული გზა...
+ + +
მალე მიილია მაისი. საგრძნობლად დათბა სვანეთში. გააფერადა და გაახალისა ყვავილებმა მუდამ მკაცრი და წარბშეკრული კუთხე...
ნელი ნაბიჯებით შემოიყვანა ეზოში შავი ბედაური თედო ფარჯიანმა. აივნიდან გადმოსცქეროდა მეა ცხენზე ამხედრებულ კაცს. ორი კვირის წინ უყიდიათ აფაქიანებისგან. ხორცად აპირებდა გაყიდვას ონესე აფაქიანი. ქვრივი კაცი იყო ონისე, ერთადერთი მარტო მოსახლე სამეზობლოში, აღარ შეეძლო ცხოველების მოვლა-პატრონობა... ერთი სული ძროხა ჰყავდა და იმასაც ძლივს დასტრიალებდა პროდუქტი მაინც რომ გაეკეთებინა, ეს ცხენი კი უკვე ძალით პრობლემა რომ გახდა კაცის ცხოვრებაში გადაწყვიტა გაეყიდა დიდი ხნის მეგობარის. ეს რომ არჩილმა გაიგო მიადგა იმ დღესვე აფაქიანს და იმ ფასში იყიდა, რასაც გადაუხდიდნენ სახორცეში და ალბათ უფრო მეტიც.
აივანზე გადმომდგარ ქალს რომ ჰკიდა თვალი ჩაეღიმა თავისდაუნებურად.
-არ ჩამოხვალ? - მაცდურად დასძინა და დაიწყო იქით-აქეთ ცხენის რწევა.
-რატომ უნდა ჩამოვიდე? - ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი.
-დავძლიოთ შიშები ერთად... დაგეხმარები... - მეას ბავშვობის შიშებს გულისხმობდა ფარჯიანი, სიგიჟემდე რომ უყვარდა და მაინც რომ ეშინოდა ცხენზე დაჯდომის.
-არ გადამჩეხავ იმედია სადმე...
სწრაფად ჩაირბინა კიბეები და მალევე დაუდგა თედოს წინ. შეშინებული თვალებით კი ასცქეროდა კაცს. ღიმილით ჩაავლო წელზე ხელი და ააფრიალა ბუმბულივით ქალი. დაისვა წინ და შემოჰხვია ორივე ხელი ძლიერად. შეატრიალა ცხენი ჭიშკრისკენ, ფრთხილად გავიდნენ და დაუყვნენ მინდორს.
-ვიზიდავ ძალიან ცხენებს. - წინ გადახრომლა ფაფარზე გადაუსვა ხელი.
-მაგიტომ გეშინია მათი?
-მათი არ მეშინია... ცხენზე ჯდომის მეშინია უბრალოდ... სულ მგონია, რომ გადმოვვარდები...
-რა განსხვავებაა, - ჩაეცინა და მხარზე დაადო ქალს თავი, შეისუნთქა მრავალჯერ ქალის თმებიდან მომავალი სურნელი.
-ის, რომ არ მეშინია ცხენის! - გადმოხედა წარბშეკვრით.
-ძალიან აგრესიულები ხართ შენ და შენი ბიძაშვილი... ქალი და ასეთი...
-მე ვარ აგრესიული?! - შეურაცხადი მზერით გადახედა კაცს. - აშაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ.. მე რანაირად ვარ აგრესიული?! მთელი ცხოვრება თეთრი დროშის როლს ვთამაშობდი აშასა და ბიჭების შარების დროს! - იწყინა მეამ და კვალვ შეტრიალდა წინ.
-მაშინ ჩემი ბრალი ყოფილა... სკოლაში მართლაც ისეთი ნაზი და თოჯინასავით იყავი.. ჩემი გავლენაა, როგორც ჩანს...
-მოგხვდება ახლა!
-აი კიდევ! - უმატა სიცილს ფარჯიანმა. თან წელზე ჩავლებული ორივე ხელით ისე შემოატრიალა ცხენზე, გააზრებაც რომ ვერ მოასწორ მეამ. უკუღმად მჯდომი პირდაპირ თვალებით შეეჩეხა კაცს. დაბნეულმა მოარიდა თვალი მაშინვე.
-შემაბრუნე! - აყვირდა რამდენიმე წამში.
-არავინ გყვარებია, მეა? - წელიდან ნელა ჩააცურა ხელები და ფეხებზე შეამოაწყო სუსტად.
-შემაბრუნე, თედო!..
-მიპასუხე და შეგაბრუნებ.
-არ გეტყვი! - ხელები გადაიხლართა მკერდზე და თედოს უკან სივრცეზე გადაიტანა მზერა. თან აიძულებდა საკუთარ თავსაც და თვალებსაც არ გაჰქცეოდა შემთხვევით თედოსკენ.
-იცი, რა კარგია? – ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან თედო.
-რა?
-შენი სიყვარული...
-გეყოფა.
-თან ძნელია... ძალიან, მეა.. მეც რომ მიჭირს ზოგჯერ ისეთი რთული ხარ...
-გამძიმებ? ჩემი სიყვარულით გამძიმებ? მერე ვინ გაძალებს ჩემ სიყვარულს?!
-გული... - გულზე მიიდო ხელი, - ეს მაძალებს...
-ხოდა შენც აიძულე რომ თავი დამანებოს!
-არარის მასე ადვილი... - გადააქნია თავი კუთხეებში შეპარული ღიმილით თედომ.
-ამას მართლა მეუბნები, თედო? - ხმის კანკალით ძლივს ამოთქვა სიტყვები თვალზე ცრემლმომდგარმა მეამ.
-მეა.. ოოხ, მეა.. - თვალდახუჭულმა ჩამოადო შუბლი ქალისას. - როგორ შეიძლება ამას მართლა ვამბობდე? როგორ შეიძლება შენი სიყვარული მამძიმებდეს?!. ან ამით ოდესმე დავიღალო... შენ... - ახედა გაფართოებული თვალებით, - შენ მართლა ვერ იაზრებ როგორ მიყვარხარ...
-ნუ მეუბნები... - გადააქნია თავი, თან დაეცა გადმოვარდნილი ცრემლი კაცის ხელს.
-მხოლოდ ამის ღირსი ხარ შენ... არ მომბეზრდება, მეა... სულ რომ ბედნიერი იყო იმის ღირსი ხარ, მეაკო...
-შენ რომ უბედური ხარ? ეგ არაფერი?
-მე ვარ უბედური? შენ გიყურებ მეა ყოველ დღე, მე როგორ ვარ უბედური?!. - გაიოცა თედომ.
გაჩუმდა მეა. ვერაფერი უპასუხა.
-მაინც არ მიპასუხებ?
-რაზე?
-გიყვარდა თუ არა ვინმე?
-მარცხენა ფეხზე ადექი შენ დღეს, როგორც ჩანს. დამაბრუნე სახლში.
ერთხანს უყურა ღიმილით თვალებში, ნელა დაიხარა და ტუჩის კუთხესთან მიაწება ტუჩები ავალიანს. ჩაავლო წელზე ორივე ხელი, შეატრიალა გაბრუებული ქალი და სახლის გზას დაადგა ღიმილმოუშორებლად.

ცოლი რომ დატოვა სკოლაში და დაბრუნებული სოფელში შევიდა 10 გამხდარიყო საათი. სიჩუმე იყო და სიცარიელე, საქონლის გადასარეკად წასულები არ დაბრუნებულან ჯერ, როგორც ჩანს. სოფლის შესასვლელში იყო უკვე იმ ავად სახსენებელი ვიბლიანის გვარის ახალგაზრდა ქალს რომ ჰკიდა თვალი შორი მანძილიდან, გაკვირვებულს აუვიდა წარბები მაღლა, თავისდაუნებურად. თითქოს სწორედ მას ელოდაო ქალი ისე იდგა. მიმოიხედა ირგვლივ მანქანა რომ მიუახლოვდა და გააჩერეო ანიშნა ხელით. მიაჩერა არჩილმაც მოშორებით და გადმოვიდა ზანტად მანქანიდან.
-მართა. - სალამის გარეშე დაიწყო არჩილმა. მუდამ მკაცრი და მტკიცე მზერა ესროლა აღელვებულ ქალს.
-არჩილ... შენთან ლაპარაკი მინდოდა... - დაიწყო მართამ ხმისკანკალით.
-მერე, აქ გამოსვლა რა საჭირო იყო?
-დაგვინახავდნენ... - მიმოიხედა კვლავ ქალმა ირგვლივ.
-მერე?
-შენთვის მარტივია, არა? კაცისთვის, ვინ რას იტყვის შენზე...
-მართა. წესიერად.
-ზურას რაღაც აქვს ჩაფიქრებული. - მიახალა პირდაპირ დაუფიქრებლად. - ჩემმა ოჯახმა რომ სახლიდან გამაგდო ერთადერთი თქვენ დარჩით ჩემი მხსენლი. თქვენმა ოჯახმა გამიღო სახლის კარი, ჩემმა რომ ათასნაირად მლანძღა და ბოლოს გამომაგდო კიდეც სახლიდან. უცნაურია იმ ღამის შემდეგ. არ ვიცი ჩვენი წასვლის შემდეგ რა მოხდა, მაგრამ სულ შეიცვალა. რამდენჯერაც აქ მოვედი, იმდენჯერ სხვანაირი დამხვდა. თქვენს ოჯახს რომ უფრო ჩემად ვთვლი ვიდრე ჩემსას, მაგიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი...
-რატომ ითმენ ამ ყველაფერს? - სრულიად სხვა პასუხი რომ მიიღო მართამ გაუკვირდა.
-რა?
-რატომ იტან იმ ხალხს? ან ამ ვითომ ოჯახს?
-არჩილ, მე რას გეუბნები...
-გეკითხები..
-ყველაფრის მიუხედავად მაინც ჩემები არიან.
-რა შენები.. ვინ შენები, გოგო... - ხმას აუწია უნებურად გაღიზიანებულმა. - როდემდე გააგრძელებ ამ სუსტი გოგოს თამაშს...
-ბოდიში. ყველა შენი ცოლის მსგავსი ვერ იქნება.. - მოიშორა უხეშად გადმოვარდნილი ცრემლი.
მანქანას მიეყრდნო არჩილი.
-აი ეგ რა შუაშია?
-ყველამ იცის ის ქალი სიყვარულით რომ არ გამოგყოლია ცოლად.
-კიდევ? კიდევ რა იცის ყველამ? - რეაქცია არ ჰქონია ქალის სიტყვებზე. მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები და ისე შეათვალიერა მართას აცრემლებული სახე.
-მამამისი რომ მოკალი. რომ გაპატია და დღეს რომ მაინც ცოლობას გიწევს... მე.. მე არ შემიძლია...
-რა იცი, რომ მაპატია?
-აბა... აბა ისე როგორ ჩერდება შენთან... - დაბნეულმა ამოიბუტბუტა.
-მართა... ეგ შენ არ გეხება... საერთოდ, აშას ჩართვა ამ საუბარში არ იყო საჭირო. ყველაფერი შენი ბრალია... რაც დაგემართა... ყველაფერი შენი ბრალია, მართა. ამიტომ გეკითხები, როდემდე გააგრძელებ სუსტი გოგოს თამაშს?
-და შენი აზრით ის იქნებოდა გამოსავალი? - შეჰყვირა გამწარებულმა. - შენ მოაგვარებდი? შენ გააჩერებდი?
-შენ იცი მაგას ვისზე ამბობ? - შეაწყვეტინა მაშინვე წამიერად გაბრაზებულმა, - ყველაფერზე ვამბობდი უარს, ოღონდ შენ გვერდით მყოლოდი... შენ იაზრებ მაგას ვისზე ამბობ?! ვის ვერ მოვერეოდი? ვინაა, გოგო შენი ძმა იქ სადაც მე ვარ? შენ ჩემი ცოლობა არ გინდოდა შენს ძმას რას აბრალი, გოგო...
-გაგეჩერებინე მაშინ!.. გაგიჭირდებოდა? რატომ არ გადაუწყვიტე, მიყვარს და არ გაგატანო?
-შენ... - ნერვიულად ჩაეცინა არჩილს, - ძალით?! ძალით დამეკავებინე? ეგ კაცი ვარ? ცოლად მოგიყვან-მეთქი რომ გითხარი, ლამის ფანჯრიდან გადახტი... ძალით დამეკავებინე?! მე გამოვდივარ ახლა დამნაშავე?! ძალით რომ არ დაგაბი სახლში და ჩემი სიყვარული არ გაიძულე, მაგიტომ ვარ დამნაშავე? შენ ვინ ყოფილხარ...
-გთხოვ, არ გინდა, რა...
-რა არ მინდა? რას გადამეღობე წინ? რაში მჭირდება შენი გაფრთხილება... რა საჭირო იყო ახლა ეს საქციელი?..
-ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ...
-რა? - გაგიჟდა არჩილი. - შენ გავიწყდება მგონი მე რომ ცოლი მყავს.
-არ გიყვარს ის.. ვიცით ორივემ..
-აბა ვინ მიყვარს, შენ? - შეურაცხადივით უმზერდა არჩილი. ჩაეცინა ქალის სიტყვებზე ირონიულად.
-არჩილ... გეყოფა, გთხოვ... ახლა ყველაფერი გვიანაა, სინანულიც... - ღიმილით გადააქნია თავი და ღაწვზე დადენილი ცრემლი შეიმშრალა კვლავ.. - ტანჯვისთვის ვყავდი მე ღმერთს შექმნილი... ასეთი ყოფილა ჩემი ბედი... მიხედე... იმ გოგოს მიხედე, არ მიხუმრია ზურაზე...
არც აცადა არჩილს ხმის ამოღება ისე გაუყვა სოფლის გზას. ერთის ხვეწნით დატოვა ნუგზარმა იმ დღეს მშობლების სახლში ცოლი, ეს უნდოდა რომ შეეტყობინებინა მხოლოდ არჩილისთვის მართას. თავად გაუბედურებული, სხვასაც რომ დამართნოდა რამე თავისიანის გამო, მოსწყდებოდა სამყაროს სრულიად.
გაბრაზებული გაუყვა რამდენიმე წუთში სახლის გზას. ისე ჩაუარა მართას მიმავალ სხეულს, ზედაც არ შეუხედავს.
6 სრულდებოდა სკოლის ეზოს რომ მიადგა ფარჯიანი. მანქანაზე მჯდომი მშვიდად ეწეოდა სიგარეტს. შეათვალიერა კარგად სკოლიდან გამოსული დაქანცული ქალი. შორიდანაც რომ ეტყობოდა როგორი დაღლილი იყო. აბიტურიენტებთან მუშაობა არ იყო მარტივი. ჯერ სკოლის ბავშვები, მათი ლაზღნადარაობა, რომლისგანაც ცოტახნით დაისვენებდა მაინც არდადეგებზე. მერე კი აბიტურიენტთა ყაყანი ხმაურ გადაჩვეული გონებისთვის არ აღმოჩნდა მარტივი.
ნელა მიუახლოვდა არჩილს და ჩამოუდგა წინ მთქნარებით.
-ნამდვილი ვამპირები არიან... აქედან რომ წავალ სკოლაში აღარასოდეს დავბრუნდები...
-სად მიდიხარ ერთი? - აგდებით გადახედა ქალს.
-აქედან. - თავი მოატარა ყველაფერს ერთად.
-ვინ გიშვებს მერე?
-ვის ვკითხავ მერე?
ჩაეღიმა არჩილს.
-მაინც ვერ მოგარჯულე... - მოისროლა სიგარეტი შორს, ხელი შემოჰხვია მკლავზე აშას, ჩასვა მანქანაში და მიუჯდა მერე თავადაც მძღოლის ადგილს. - არ შეიძლება ცოლი ასე არად აგდებდეს ქმრის სიტყვებს...
-ჩვენ მაინც არასწორად შექმნილი ოჯახი ვართ... შეიძლება... - ჩამოსწია ფანჯარა და ღიმილით გადახედა ამოძრავებულ ხეებს.
-ოჯახიო... ეგ ისეთი სიტყვაა, მსგავს ასპექტშიც რომ არ უნდა მოიხსენიო ჩვენი თავი...
-რატომ ვითომ?
-უბრალო სიტყვაა შენთვის ეგ? - გადახედა წარბაწევით.
-არა.
-მერე? ვარ ღირსი მე რომ მომიხსენიებ მაგ ,,ოჯახის“ წევრად?
ამჯერად აშამ გადმოხედა სარკეზე თვალმიშტერებულ არჩილს. სავარძლის საზურგეზე მიყრდნობილი დიდხანს უმზერდა კაცის პროფილს ღიმილმორეული. ფრთხილად შეუსრიალა თითები არჩილს თმაში, ნელა მიეფერა და წარბაწევით გადმოხედილს მოარიდა თვალები.
-მართალია... არ ხარ... - ამოიხვნეშა და მოაშორა ხელიც თმიდან.
არაფერი უპასუხა არჩილმა. უხმოდ იმგზავრეს კარგა ხანს, აშამ რომ დაარღვია დუმილი.
-დედასთან წამიყვან დღეს?
-წაგიყვან.
-მადლობა...
-მინდიასთვის ისევ არ გიპატიებია.
-ჰო.. არა..
-არ მიკითხავს, ფაქტი აღვნიშნე. - გადახედა კვლავ აშას.
-როგორ ვაპატიო? შენ დაგირტყამს სესილიასთვის ხელი?
-არასდროს. - უპასუხა მაშინვე. უყოყმანოდ. დაუფიქრებლად. ბრაზმორეულმა. თვალებით რომ ანიშნა რაღაც, მაშინ იგრძნო ყველა ის სისუსტე, რაც შეეძლო რომ გამოეჩინა ამ კაცთან.
-მეშინია ძალიან...
-რისი გეშინია, აშა?
-მეც მათ დავემსგავსები, იმ ქალს დავემსგავსები, რომ იტანს და ეგუება ძალადობას. რომ მიაჩნია ნორმად... მე ხომ არ ვარ ასეთი... ხომ იცი, რომ არ ვარ, არჩილ... - გადახედა შეწუხებული სახით კაცს.
-შენ მასეთი ვერასდროს ვერ იქნები... მე შენ რა გითხარი, შენისთანა არც არავის შევხვედრილვარ და ვერც ვერავის შევხვდები... არ გაქცევს ეს მასეთ ქალად... ხომ ხედავ როგორ განიცდის შენი ძმა.. შენ კი, შენდაუნებურად, განიცდი მის მდგომარეობას... ვხედავ, აშა...
-შენ რატომ გაღელვებს ჩემი ძმა? როდის მერე ფიქრობ მასზე? - გადახედა წარბაწევით გაკვირვებულმა, მალულად მოიშორა თან მოღალატე ცრემლი.
-დაიწყო ახლა... - თავი გადააქნია მრავალმნიშვნელოვნად.
შეაყენა თან მანქანა ეზოში. სიცილით გამოვიდა აშა და მადონას ეზოში მეასა და ცუციკოსთან მჯდომ მართას რომ ჰკიდა თვალი გაუკვირდა ძალიან. არ მოდიოდა აქ ეს გოგო. თავისი ეზოს გარეთაც არ გადიოდა და ახლა აქ, ნეტავ რამ მოიყვანა. მიუახლოვდნენ გოგონებს. უკან მოჰყვებოდა არჩილი. გადავიდა აშა მეორე ეზოში, არჩილი კი გამყოფ ღობეს ჩამოეყრდნო ორივე ხელით.
-გამარჯობა, - მორცხვად წამოდგა ფეხზე მართა ვიბლიანი.
-გამარჯობა.. - დააქნია თავი ჩაფიქრებით აშამ, გადახედა გოგონებს.
-მოვიწყინეთ.. - ღიმილით ახედა მეამ.
-რა ქენით, გაბრაზებენ ბავშვები? - ცუციკო ჩაერთო ამჯერად.
-ცდილობენ, კი...
-ისეთი ლამაზი ყვავილები დავკრიფე დღეს რომ არ გაჩვენოთ არ შეიძლება... - აცუნდრუკებული წამოვარდა და რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა მხოლოდ გავლილი რომ მობრუნდა კვლავ უკან. - ხო მართლა, სოფლის შესასვლელთან მოგკარით თვალი თქვენ ორს... - დახედა მართას, გადახედა არჩილს.
-სოფლის შესასვლელთან?.. - წარბები აღაპყრო გაოცებით აშამ, გაადხედა მის უკან ღობესთან მდგომ არჩილს. - რა გქონდათ სალაპარაკო ასე განცალკევებით?..
-აშა, წამოდი. - თავით ანიშნა სახლისკენ არჩილმა.
დახედა ახლა დამორცხვილ მართას მიწისთვის რომ გაეშტერებინა მზერა. არ ამოუღია ხმა მართას, გასუსული იჯდა სკამზე. მეა მისჩერებოდა მხოლოდ გაკვირვებული სახით აშას, რა მოხდაო გაუქნია თავი. აშამაც სუსტად გადააქნია თავი, არაფერიო და უთქმელად მიჰყვა არჩილს უკან.
არაფერი უთქვამ არჩილს, მისდაბედად. ინტერსისგან იწვოდა მთელი სხეულით. რა ჯანდაბა უნდოდა ამ ორს ერთად, მარტო? სალაპარაკო თუ ჰქონდათ აქ რა, ვერ უთხერს ერთმანეთს ორი სიტყვა? ეს არჩილიც ხმას არ იღებდა, ვითომც არაფერიო შეაცილა ქალი სახლამდე და გაბრუნდა უკან თავად, თან ურეაქციოდ მოატარა აშას წარბშეკრულ მზერას თვალი.
მართლაც წაიყვანა იმ დღეს გოგონები ოჯახთან, ოღონდ თედომ. ინგაც გაჰყვა თან რძლებს. ცუციკომაც რომ გამოიჩინა წამოსვლის ინიციატივა და სურვილი, სასიამოვნოდ დაექაჩა წარბები მეას. ხვდებოდა ძალიანაც რაღაც რომ ვერ იყო რიგზე ამ ორს შორის. ამ ერთ თვეში ორჯერ ამოვარდა ცეცხლივით ცუციკო მშობლიურ სვანეთში, გრიგალივით გადაურბინა მთელ სოფელს, სასაფლაოსა და სამეზობლოს და გაბრუნდა კვლავ თბილისში. ახლაც მოიგონა წინა საფინალურე განტვირთვა მჭირდებოდაო და მაგიტომ გეახელით ასე მალეო... სინამდვილეში კი ბექა იყო საქმე... ის დამპალი ავალიანი თბილისში რომ დაჰპირდა ერთი კვირით დარჩენასა და დროის ერთად გატარებას უცაბედად რომ გამოქანდა სვანეთში, უთქმელად, გაუფრთხილებლად... ამას როგორ შეარჩენდა?!.
ბრაზმა მოიცვა მთელი სხეული თედოს რომ მიაბარა გასაღები შენ წაიყვანე გოგონებიო. ერთხანს უმზირა ამრეზად ეზოში ჯიბეებში ხელებჩაწყობილს და მერე გაშორდა კიდევაც მაქანა ეზოს.
კიდევუფრო მოტეხილიყო მზია. აშაზე უფრო ინგას დანახვა გაუხარდა ქალს. გადაეკრა სახეზე ღიმილი და გადაეხვია წარსულის მეგობარს დიდი სითბოთი.
სახლში რომ დაბრუნდნენ დასაწოლად ემზადებოდნენ უკვე ფარჯიანები. წარბშეკვრით შეათვალიერა შემოსული ოჯახი ბერდიამ. ძალიანაც არ მოსწონდა იმ ოჯახთან ასე დაახლოებული რომ იყვნენ... უნდოდა ალბათ გაეწყვიტათ ყველანაირი კავშირი და ურთიერთობა ავალიანის ქალებს თავის ,,ძველ“ ოჯახთან. ამჩნევდა აშა, თავისთავად, ყველაფერს და გასცემდა ალბათ ერთ დღესაც საკადრის პასუხს ამისითვის ბერდიას, ვერაფრით რომ ვერ შეიყვარა ეს ქალი. მეასთან კიდევ არ იყო ისეთი ცივი, როგორიც მასთნ. ყველანაირად აგრძნობინებდა როგორი ზედმეტი იყო ოჯახისთვის აშა..
-არ შეეფერებათ ფარჯიანის ქალებს გვიანობამდე ხეტიალი გარეთ, თედო. – იგრძნობოდა უდიდესი უკმაყოფილება ბერდიას ხმაში, არც რომ უცდია დამალვა. გადახედა მალულად სამივე რძალს.
-ალბათ ოჯახი გინდოდათ გეთქვათ, თორემ ფარჯიანი არც ერთი არ ვართ აქ... - წარბები დაუქაჩა აშამ. გაუსწორა თვალები პირდაპირ კაცისას.
-როდესაც მოვახერხეთ მაშინ დავბრუნდით, რა პრობლემაა, ბაბუა? - თედოც უკმაყოფილო დარჩა ბაბუას გამოხტომით.
აღარაფერი უთქვამს ბერდიას. მტრულად შეათვალიერა აშა და გაუყვა თავისი ოთახის გზას.
-არ გინდა, აშა... ნუ გააღიზიანებ. - თბილად დაუსვა ხელი მკლავზე ინგამ. დატოვა უთქმელად ახალგაზრდები და მიძინებულ ქმარს მიაკითხა.
-გეფიცები, უნდა დავბეჭდო შენი სურათი, ჩარჩოში ჩავსვა და აი აქ მივაკრა. - ბუხარს ზემოთ მიუშვირა და გაშალა ორივე ხელი. გადაიკისკისა მეამ. - დამეფიცება, ამისთანა არვინ გვყოლია! - გადაჭრით წარმოთქვა ფილარმონიულად თედომ.
აჰყვა მეას სიცილში აშაც.
-არც შენნაირი არ ეყოლებოდათ აგენს, დარწმუნებული ვარ... ყველაზე კარგი შენ ხარ აქ... - დარწმუნებით წარმოთქვა აშამაც ღიმილით.
-აი მაგაში კი ნამდვილად ვერ შეგედავები..
სიცილში გართულებმა ვერც შეამჩნიეს როდის შემოიპარა სახლში არჩილი.
-შენ არ გძინავს? - გადახედა ბიძაშვილს თედომ.
-გარეთ ვიყავი..
-სად? რა გინდოდა ამ დროს? მშვიდობაა? - ყველა ის კითხვა მიახალა ეჭვიანი ცოლივით თედომ, რაც უტრიალებდა გულში აშას.
-ჯაჭვლიანებთან ვიყავი. ძროხამ ხბო მოიყვანა...
-უი, რას ამბობ?! დაეხმარე შენც? - სიცილშეპარული განაგრძო თედომ.
გაეღიმა მეასაც თედოს შემხედვარე.
-რა ხასიათზე ხარ? რამდენს ლაპარაკობ შენ? - წარბშეკრულმა შეუტია.
-უი, თქვენ არ იცით? - გადახედა გოგონებს სიცილით, - სოფლის ვეტერინართან პრაქტიკებს რომ გადიოდა თბილისში წამოსვლამდე... არ იციით?! - გაიოცა ისე ხელოვნურად, რომ თითქოს ამის არ ცოდნა ისჯებოდა კანონით და უპატიებელი იყო... ძლივს იკავებდა უკვე ხარხარს.
-შენ ვის დასცინი, ცხოვრებაში არაფერი რომ არ გედარდება...
-ამშობიარე ნარჩიტა? - ხარხარს ამოაყოლა სიტყვები, გაასწრო თან რამდენიმე ნაბიჯით საცემად წამოსულ არჩილს.
-გადი, დამეკარგე აქედან! ცირკის მასხარა!
იცინოდა მეაც თედოსთან ერთად.
-ყოჩაღ, არჩილ, მოწადინებული ყოფილხარ...
-შენც დამცინი, მეაკო? - ღიმილით გადახედა მორცხვად მომღიმარ მეას.
-გეკადრება?! ვაფასებ! შრომას ვაფასებ!
სიცილით აიარეს ოთხივემ კიბეები და მათი ოთახები მოძებნეს. ღიმილი არ შეჰპარვია აშა ავალიანს. წარბშეკრულმა შეაბიჯა ოთახში ფეხი და წინ გასწრებულ არჩილს შუთვალიერა ზურგი.
-ესე იგი, ჯაჭვლიანებთნ იყავი... - დასცდა მაინც ენას მწარედ. მიეყრდნო კარებს უკნიდან.
გადმოხედა არჩილმა, მაისურის გახდით რომ იყო დაკავებული. სწრაფად მოიშორა სხეულიდან შემაწუხებელი ნაჭერი.
-ჰო, აშა, ჯაჭვლიანებთან ვიყავი... კაცი არ ჰყავთ სახლში და დახმარება სჭირდებოდათ.. რა მოხდა? - ნელა მიუახლოვდა თვალებდაწვრილებული. ეტყობოდა გაღიზიანებული რომ იყო გაურკვეველი მიზეზით.
-იმ გოგოსთნ რა გქონდა გასარჩევი დილას? - მაინც ვერ შეიკავა თვი. მაინც დასცდა ეს კითხვა პირიდან...
-რა მნიშვნელობა აქვს? - აღაპყრო წარბები ნასიამოვნებმა არჩილმა.
-ან.. რას ნიშნავდა ჩვენი თედოზე გადაბარება?.. მე შენ გთხოვე წაყვანა... რომ მდომოდა თედოზე თქმა, არ მომერიდებოდა როგორღაც...
-რომელზე გაგცე პასუხი ახლა? - ჩაეღიმა უნებურად და კარებზე ისედაც მიკრულ, მკერდზე ხელებგადახლართულ აშას შეეხო ოდნავ სხეულით.
-ორივეზე.
-როდის მერე ინტერესდები შენ ჩემი ხალხთან დიალოგებით...
-აი ახლა დამაინტერესა, უცებ.
-რას გადაწითლდი სახეზე... მშვიდობა გაქვს, აშა?
-არაფერიც არ გადავწითლდი! - სახეზე იტაცა მაშინვე ხელები. იგრძნო თითებით სახიდან წამოსული სიმხურვალე. უნებურად გაექცა თვალები არჩილის მოშიშვლებული გულ-მკერდისკენ. - ან რას დადიხარ ასე, ჩაიცვი რამე!
ღიმილი შეეპარა სახეზე და ნაზად დაიხარა ქალისკენ. მიაწვა მეტად სხეულზე. სწრაფად სტაცა არჩილის ცივ მკერდს ხელები, თითქოს ამით შაჩერებდა მის სიახლოვეს.. ისე მიეკრო აშას, ვეღარც მოაშორა ხელები ქალმა. ძლიერად შემოჰხვია ხელები წელზე და დახრილმა ყელზე მიაწება ცხელი ტუჩები. თითქოს სიტყვების გარეშე ამბობდა იმას, რაც ხმამაღლა ვერ ითქმოდა და ტაბუდადებული იყო. თვალდახუჭული აფართხალდა არჩილის მკლავებში ძალიან ხელოვნურად. თავაწეულმა თვალებში ჩააშტერდა რამდენიმე წამით და მალევე დაიხარა კიდეც აშას ბაგეებისკენ და გასწია კიდეც თავი ქალმა, თუმცა გააყოლა არჩილმაც სახე მის მოძრაობას და ამჯერად ლოყაზე კი არა დანიშნულების ადგილას, საითაც ჰქონდა გეზი აღბული და დაგეგმილი, დაიხარა მისკენ და აგემა საკუთარ თავს საუკუნო სიამოვნება... რამდენიმე წამიანი წინააღმდეგობის შემდეგ, რომ ვერ სძლია საკუთარ თავს, რომ აჰყვა თავადაც გაცნობიერებულად კოცნაში, გახელდა მთლად ფარჯიანი. გახდა მეტად მომთხოვნი და ალერსიანი, ხელებით შეძვრა ქალის ზედის ქვეშ, მიმოირბინა სწრაფად დიდხანს ნანატრი და მონატრებულივით სასიამოვნო ადგილები... ძლივს სუნთქავდა აშა რომ მოშორდა სულ ოდნავ არჩილი. დაუკოცნა მთელი სახე აშას მოწყურებულმა.
-გამაფრთხილა მართამ თავის ძმაზე, ჩაფიქრებული აქვს რაღაცო... - ამოიჩურჩულა ქალის ყურთნ და გააგრძელა კვლავ ტუჩებით სეირნობა აშას სახეზე. - დავბრმავდი აშა... დამაბრმავე.. ვერ ვხედავ... ვერავის ვხედავ... სამყარო ჩაქვრა და მხოლოდ შენ ანათებ ჩემს ირგვლივ... შენ მინათებ გზას, აშა... ჩემი გზამკვლევი ხარ...
უეცრად, სადღაციდან მოსული ცრემლი შეეჯახა არჩილის ლოყას, აშას სახეზე რომ მიეწება. გამოსწია მაშინვე სახე და დახედა ქალს აღელვებული.
-არასწორია ეს... არასწორია...
-რა არის არასწორი?
-შენ... მე... არა, რა, არჩილ... ნუ მიკეთებ ამას... არ გაპატიებ... ვერ გაპატიებ... არ შემიძლია... გული ათას ნაწილად მეშლება, არჩილ...
-დამშვიდდი.. - ჩაიკრა გულში ძლიერად ატირებული. თავზე აკოცა მრავალჯერ ქალს. - დავწვეთ. უბრალოდ დავიძინოთ... მშვიდად.. ერთხელ მაინც დავივიწყოთ ორივემ... გთხოვ...
უხმოდ დაეთანხმა აშა. მისცა ნება გაეხადა მისთვის სქელი ჯემპრი. მოიშორა შარვალიც და შიშველი შეძრვა ლოგინში. მიუწვა გვერდზე არჩილიც. ისე ძლიერად შემოჰხვია ხელები მთელი არსით რომ იგრძნო აშამ ამ კაცის გრძნობები და მის ნაცვლად სტკიოდა გული... არჩილს რომ ეტკინებოდა ყველაზე მეტად ამ ამბავში ბოლოს, ეს სტკიოდა გაცნობიერებულად აშა ავალიანს.
+ + +
განთიადი ძლივს იყო დამდგარი ამბავს რომ მოესწო ელვის სისწრაფით გავრცელება სოფლის ყველა კუთხე-კუნჭულში. დილიდან ჭორაობასა და ქაქანს მოეცვა მოხუცი ქალები თითქოს ქარს დაეტაცებინოს და ისე დაეფანტოს ირგვლივ...
ნუგზარ ქელბაქიანი გარდაცვლილა გუშინ ღამით. როგორც სოფლის ყველაზე ოხუნჯმა ახალგაზრდამ გაავრცელა - გავიდა გაღმა მარილზე. კუთხეში ჩამჯდარ მართას თვალები გაეშტერებინა ერთი წერტილისთვის... გაუჩერებლად უკანკალებდა სისხლჩამორეცხილი ხელები. დედამთილის განწირული კივილი რომ ესმოდა იავნანასავით სასიამოვნოდ იფანტებოდა და იღვრებოდა მთელ სხეულში... შემოცვივდნენ სახლში ვიბლიანების ოჯახი. დიდის ამბით გაქანდა მაშინვე ნანა შვილისკენ. გულში ჩაიკრა მართა დიდად დამწუხრებული რომ ღვრიდა ცრემლებს... ერთ დროს შვილის ,,სიკვდილი“ რომ არ დასწყვეტია ასე, ისე განიცადა სიძის დაკარგვა ნანამ...

მთქნარებით დაეშვა პირველ სართულზე არჩილ ფარჯიანი. მაისურს იცვამდა თან გზადაგზა. ბერდისა და გიორგის გარდა ოჯახის ყველა წევრი იქ იყო. გადახედა ოჯახს უცნაური სახეებით რომ შესციცინებდნენ ერთმანეთს. ერთი თედო იჯდა ყველაზე მშვიდად, გადაედო ფეხი-ფეხზე და მშვიდად აქნევდა ერთს. წარბშეკრული მეა არ აცილებდა თედოს ფეხზე მზერას.
-მშვიდობაა? - თმაზეც რომ ჩამოისვა ხელი და აბურდული შეილამაზა, მერე ამოიღო ხმა.
-ნუგო მომკვდარა.. - ამოილაპარაკა მშვიდად. მიარტყა ბოლოს ფეხი მეამ ოდნავ, რომ გაეჩერებინა როგორღაც.. - ნერვოზიანი ხარ... - მხოლოდ მეას გასაგონად იჩურჩულა და ჩაუკრა თვალიც გაკრეჭილმა.
-ვინ ნუგო?
-მართას ქმარი. - სავარძელზე კომფორტულად მჯდომმა აშამ განუმარტა ქმარს.
-რა მოხდა? - დახედა კვლავ თედოს.
-მთვრალი მისულა სახლში, მაგათ მეზობელს კავკასიური ნაგაზი ჰყოლია... ხოოდა, ამ ჩვენმა ნუგომ რაღაცა მიჰქარა და ლამის ცოცხლად შეუჭამია ძაღლს...
-რას ამბობ... რა უყვეს მერე?
-ნუგოს?
-ძაღლს. - გადახედა თვალებგაფართოებულმა აშამ კაცის სიტყვით გაოგნებული.
-ნუგოს მამას დაუჭედებია ტყვია...
-ისინი სად არია? - სახლს მოატარა თვალები, კაცები იგულისხმა.
-წავიდნენ უკვე. - ინგა ჩაერთო საუბარში. - ეს სულელი კი არ წაჰყვა... გიჟდება ძალიან ბაბუამისის გაბრაზებაზე.. - დაუბრიალა თვალები შვილს.
-ხომ ვამბობ არა? ქვეყანაზე არ აინტერესებს არაფერი ამ ბიჭს! არაფერი საერთოდ! - აქაქანდა ეთერაც და გარეთ გასასვლელისკენ აიღო გეზი. ისეთი მზე იყო სოფელში.. იგრძნობოდა უკვე ზაფხულის შემოსვლა სვანეთში.
მალევე მიმოიფანტნენ სახლში. სამზარეულოში გასწიეს ინგამ და მეამ, მეხუთედ ასწავლიდა უკვე ხინკლის მოხვევას.. მიჰყვა თედოც მათ ღლიცინით.
-რა იყო ახლა ეს? - წამოდგა აშა ფეხზე. დაუდგა წინ ქმარს.
აათვალიერა თხელ ჯინსის შარვალსა და მაისურში გამოწყობილი ქალი.
-ზედმეტად მალე ხომ არ გამოიზაფხულე შენ? - დატოვა უპასუხოდ შეკითხვა და მოშიშვლებულ მკლავზე აუსვა ხელი. მოიშორა მაშინვე წარბშეკრულმა.
-რა იყო-მეთქი ეს!
-რა რა იყო? - ამოხვნეშას ამოაყოლა სიტყვები მობეზრებით. მარჯვნივ გადააგდო თან თავი, ისე დააკვირდა ქვემოდან მომზირალს.
-ძაღლის ბედი უფრო გადარდებს ვიდრე კაცის?
-ერთნი იყვნენ ეგენი მაინც...
-არჩილ!..
-გისმენ, აშა.
-ნუ იქცევი ასე!
-როგორ?
-სატანასავით!
-ოო ღმერთო... შენ ხომ სიტყვები არ გელევა ჩემს შესამკობად... - გადააქნია თავი მობეზრებით და გასწია გარეთ. მიჰყვა ფეხდაფეხ აშაც. - არ გყავს ისტორიაში ისეთი კაცი რომ შემადარო? რაღა სატანები და ეშმაკები გიტრიალებს თავში მხოლოდ. - გადმოხედა უკან მომავალს და სიგარეტი მოიმარჯვა თან.
-შენი სადარი არ მოიძებნება!
-რატომ ვითომ? რით მჯობია კეისარი? - გადმოხედა უკმაყოფილო სახით აშას.
-ცოდვილო! ღმერთი დაგსჯის! - შეიცხადა ქალმა.
-აბა ფარნავაზი?
-აზოც კი ვერ ხარ! მაქამდეც კი ვერ ქაჩავ! - ხის სკამზე ჩამოჯდა არჩილის წინ, მშვიდად რომ აბოლებდა სიგარეტს.
წარბები შეჭმუხნა კაცმა ხალხის გასახსენებლად.
-არც მაკედონელი?
-მაგაზე ჭორები დადის კაცები მოსწონდაო...
-ოხ აშა...
-ისტორიაშიც არ არის შენი ადგილი!
-შენთან თუა ჩემი ადგილი, თორემ მაგას რას დავეძებ...
-ჩემთან მითუმეტეს!
-ეშმაკი ხარ. ნამდვილი ავსული... - თავი გადააქნია თვალებმოჭუტულმა არჩილმა.
თვალი ჩუკრა საკუთარი თავით კმაყოფილმა აშამ.
-რამდენ ქვეყანაში ყოფილხარ, ქალბატონო აშა?
-ბევრში არა... შენ? თუ სვანეთს იქით გადაღობილია ტერიტორია აფხაზეთის საზღვარივით შენთვის?
-ეგვიპტეში ვყოფილვარ და იტალიში.
-ეგვიპტეში... მართლა? - წამიერად ისე შეეცვალა ხმაც და სახეც გაუკვირდა არჩილს, რა იყო ასეთი ეგვიპტეში. - დაიჯერებ რომ გითხრა მე არასდროს ვყოფილვარ-მეთქი?
-რატომ არ ყოფილხარ? პირველს ეგ უნდა მოგევლო, ალბათ.
-ეგვიპტის მეშინია ძალიან. - გულწრფელმა ღიმილმა გაუნათა სახე აშას.
-გეშინია?
-ჰო.. საშინლად... იმდენად მიზიდავს... მაგრამ მაინც ვერ გამიბედია წასვლა.
-მთელი ცხოვრება გაგყვება სინანული.
-არა... წავალ... აუცილებლად წავალ. მხოლოდ მაშინ სამყაროსგან კიდევ ერთ იმედგაცრუებას თუ მივირებ საჩუქრად.
-ანუ?
-ანუ ადრე გადავწყვიტე, რომ მაშინ წავსულიყავი ეგვიპტეში როდესაც იმედგაცრულებული ვიქნებოდი ვინმეზე ან რამეზე.
-მგონი დაგაგვიანდა უკვე.
-ჰო... ალბათ აქედან რომ წავიდოდი გავფრინდებოდი მერე ეგვიპტეში... მაგრამ ეს სამყარო არაფრით რომ არ მანებებს თვას ისევ თუ მარგუნებს დიდ იმედგაცრუებასა და განსაცდელს, მხოლოდ მაშინ გავემგზავრები... მაინც.
-მაინც ვერ მივხვდი ასე რატომ ხარ განწყობილი მაგ ქვეყნის მიმართ..
-წმინდაა ჩემთვის ეგვიპტე და იმიტომ. ყველაზე ახლოს შემიძლია ვიყო წარსულთან ეგვიპტეში ყოფნით... ვგრძნობ რომ ასეა... იმდენად ძველია, ყოვლისმომცველი... მეშინია იმ კავშირის გაწყვეტის, რაც ახლ მაკავშირებს მასთან... დიადი ეგვიპტე ჯერ კიდევ მაშინ აღმოცენდა კანტიკუნტად რომ ყვაოდა სიცოცხლის ნაპერწკალი ირგვლივ... მაგრამ მეშინია... მეშინია, რომ იქ წასვლით დავკარგავ ამ კავშირს, მუხტს... იმედგაცრუებული კი იმიტომ წავალ, რომ მხოლოდ მისი იმედი მექნება, მხოლოდ ის ამავსებს სულიერად. არ გესმის, არა? ვერ ხვდები, ხომ? - ჩაეღიმა ბოლოს არჩილის უცნაურად მომღიმარ სახეს რომ წააწყდა. გაეღიმა თავადაც.
-რომ გავიგე იმიტომ მეცინება.
-მართლა?
-ჰო. მართლა. თუ ასეა იმედი მაქვს, რომ ვერასდროს ვერ წახვალ მაგ შენს ეგვიპტეში...
-ხედავ რისთვის ვწირავ თავს?
აღარაფერი უპასუხია არჩილს. შესასვლელთან მჯდომ ბებიასკენ გაექცა მზერა მზეს რომ ეფიცხებოდა. ღიმილმორეული უცქერდა ხის ძირში სკამზე მჯდარ ცოლ-ქმარს. გაეღიმა უნებურად თავადაც ბებიას ფიქრები რომ ამოიცნო შორიდან... ალბათ იღიმოდა ზეციდან გადმომდგარი ღმერთი, სიყვარულს რომ ვეძახით და ყველას გულში თავისი ადგილი რომ უჭირავს...

არ წასულან ბიჭები არც ტირილში, არც პანაშვიდზე და არც გასვენებაში... ბერდია და გიორგი რომ პატივისცემის მიზნით ყოველ დღე დადიოდნენ, ამრეზად გააყოლებდა ხოლმე თვალს თედო ეზოდან გასულებს.
ნუგზარის დაკრძალვის შემდეგ სახლში წამოიყვანა ნანამ ქალიშვილი. არ დატოვა არაფრით გარდაცვლილი ქმრის ოჯახში... აღარ შედავებიან დიდად ზურა და გურამიც. წამოიყვანეს გოგო სახლში. ერთი კვირა გასულიყო მას შემდეგ რაც დაქვრივდა მართა და ცხოვრობდა კვლავ თავის ძირ ოჯახში.

სკოლიდან გამოსულს ეზოში ფარჯიანის მანქანის ნაცვლად მინდიას მანქანა რომ დაუხვდა არ ენიშნა მაინდამაინც კარგად. გულის ყველაზე ბნელ ოთახში ჩაკეტა მონატრების, სიყვარულის, წუხილის გრძნობა და თავაწეული გაუყვა გზას. მანქანაზე იჯდა ზედმეტად ჩფიქრებული მინდია. ძლივს შეამჩნია ეზოდან გამოსული ქალი წინ რომ აპირებდა გაჭრას, წამოვარდა მაშინვე და მიჰყვა დას ფეხდაფეხ.
-აშა, მოიცა რა... ვერ მხედევ?.. - მკლავზე სტაცა ხელი და შემოატრიალა ქალი.
-რატომ მოხვედი შენ? არჩილი დადის სულ.
-ვიცი... ჩვენთან არის ყველა...
-ჩვენთან? მერე ზვიადი? - აღელდა მაშინვე აშა.
-არარის აქეთ, თბილისში წავიდა.
დაუქნია თვი და მოაშორა მაშინვე მზერა.
-არ მაპატიე, აშა?
-წავიდეთ თუ მივდივართ. - მანქანისკენ დააპირა წასვლა, მინდიამ მისკენ რომ დაქაჩა და გულში ჩაიკრა მონატრებული და. მიეხუჭა თვალები აშას თბილი სურნელი რომ შეიგრძნო... თავის ბავშვობას რომ ჰგავდა ისეთი... თავზე აკოცა მრავალჯერ.
-მაშინ რომ თქვი ისტორიაზე მინდა ჩაბარებაო, გულში ისეთმა მწარე შეგრძნებამ გამკრა, ახსნაც რომ არ შემიძლია... რომ ვიცოდი რა ხალხი ჰყავდა ამ დროსა და მიწას შეჭმული... წამიერად ისე მომინდა მეც რომ გავმხდარიყავი მათსავით ძლიერი... მართლა კაცები რომ ერქვათ და ღირსები იყვნენ სამუდამო პატივის... მას შემდეგ... ჩემი გააზრებული ცხოვრება ვცდილობდი, რომ არ შემერცხვინე, კაცი მრქმოდა და ჩემით გეამაყა... არ შეგრცხვენოდა შენი ძმა რომ მერქვა... ერთი სისხლი რომ გვიჩქეფდა ვენებში... მე ჩემს კაცობასაც, ცხოვრებასაც და არსებასაც მაშინ დავუსვი წერტილი, რომ გავბედე და... ხელი ავწიე... თან ვისზე?.. ჩემს დაზე კი არა, ისეთ შემდგარ და სრულყოფილ ქალზე, როგორიც შენ ხარ... მთელი ცხოვრება გენდერული თანასწორობით რომ მიჭედავდი ტვინს, ზედმეტად შენს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას რომ არ მაძლევდი და მაინც ყველგან რომ ვიყავი... ძალით რომ მაბრაზებდი და მაცემინებდი ბიჭებს... შენი პატიება მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ ღმერეთათან წასლის დროს არ გამყვეს თან შენი თვალები, მაშინ რომ იკითხებოდა სიძულვილი... მხოლოდ ამიტომ, აშა... თორემ მე... მე ჩემს თავს რომ ვაპატიო ჩემისთანა უნამუსო კაცი აღარ გაივლის დედამიწაზე... - ბოლოჯერ აკოცა თავზე დას, გამოწეულს შეუმშრალა ხელებით მოღალატე ცრემლები, გადაჰხვია ხელი და მაქანისკენ აპირებდა წაყვანას რომ შეჩერდა მაშინვე აშა და ჩაეხუტა კვლავ მინდიას.
-მე შენი არასდროს შემრცხვენია, მინდია. მე შენს გამო გული დამწყვეტია მხოლოდ! ძალიან მაწყენინე! ძალიან! საკადრისიც რომ ვერ გაგეცი ისე მაწყენინე!
-როგორ არ გამეცი... ის რა იყო, ქალი არ ვიყო ამის ცოლი თუ არ გავხდეო... - შემოჰხვია მოდუნებულმა მინდიამაც ხელები.
-დაგიმახსოვრებია სიტყვასიტყვით.. - შეეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეებში თავისი სიტყვების გახსენებაზე და ჩამალა კიდევ უფრო სახე ძმის მკერდში.
-რა დამავიწყებდა... ღამეები არ მეძინა... გულში დამჭერი პირდაპირ იმ დღეს შენი სიტყვებით...
-ძალიანაც კარგი... მესიამოვნა...
-არ შეიცვალო, აშა... ყოველთვის ასეთ ქალად დარჩი, კარგი?.. - თვალებში ჩახედა ქალს.
-არც ვაპირებდი...
-წარმომიდგენია, რა დღეშია არჩილი შენს ხელში. - სიცილით გადააქნია თავი და საბოლოოდ მიაღწიეს მანქანამდეც. კარი გაუღო აშას ჩასაჯდომად, თუმცა არ დაანება გვერდზე გახტა და სკოლის ეზოდან გამოსულ ქალს მიუახლოვდა ღიმილით.
-ლელა, გამოგიშვეს უკვე?
-ჰო... გამლანძღეს და გამომიშვეს... თურმე ვერ ვიმორჩილებ კლასს, სულ იპარებიან და შატალოზე დადიან... - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ლელა ანჯაფარიძემ.
-მოკლედ რა... როგორი კლასია.. ერთი ბავშვიც არარის პასუხისმგებლიანი.. კიდევ კარგი არდადეგები დაიწყო.
-რა შუაშია კლასი, მასწავლებელი უნდა იყოს ისეთი, ძალით რომ შეახალისოს დარჩენა გაკვეთილზე.. - ხმა ამოიღო ჩუმად მდგომმა მინდიამ.
წარბშეკვრით გადახედა ლელამ კაცს.
-უკაცრავად? მე მიმანიშნეთ ახლა ეგ?
-გეკადრებათ? ჩემი ბავშვობა გამახსენდა, უბრალოდ, მთელი კლასი რომ აცდენდა გაკვეთილს, მე ჩემი მასწავლებსლის რიდით ფეხს ვერ ვადგამდი...
-ანუ ჩემშია პრობლემა? - შეიცხადა ლელამ.
გაოცებული ღიმილით ათვალიერებდა წყვილს აშა.
-მაგას თქვენ ამბობთ. - მხრები აიჩეჩა მინდიამ.
ისტერიული სიცილი კინაღამ აუვარდა აწითლებულ ქალს.
-კარგით... - ჩაეჩრა აშა, - წამო, ლელა, წაგიყვანთ...
-არა, მადლობა, არ შეგაწუხებთ, დავურეკავ ახლა მამაჩემს. - ტელეფონი მოიძია ჯიბეში, რომ გააჩერა მაშინვე აშამ.
-წამოდი-მეთქი! - თვალები დაუბრიალა და მინდიას აწეული წარბებისთვის სულ არ მიუქცევია ყურადღება ისე ჩასვა უკანა სავარძელზე ქალი. - დავტოვოთ გზად, - თვალი ჩაუკრა ძმას ჩაჯდომამდე და აღარც დალოდებია მინდიას ისე დაიკავა თავისი ადგილი.

შავ ქვაზე ლამაზად დაეხატათ გოგონას პატარა სახე. ნეტავ რამდენი ცრემლი დაეცა ხატვის დროს ქვას?! რამდენჯერ ჩამოუსვა ტილო მხატვარმა რომ მოეშორებინა ცრემლით დასველებული ადგილი?
თვალდაუხამხამებლად შესციცინება ქვიდან მოცინარ, ბოლომდე გაკრჭილ ქალს. ახალგაზრდობისა და ბავშვურობის სილაღის მეტი რომ არ ეტყობოდა სახეზე არაფერი.
წამიერად დალანდა საფლავებს შორის მომავალი ქალის სხეული კაცმა. მთელი ეს დრო რომ გაურბოდა ამ ქალის თვალებს ახლა თავად მიილტვოდა მისკენ და წასასვლელი, ფაქტობრივად, არსად იყო... ნელა მიუახლოვდა შავებში გამოწყობილი ქალი და მინდვრის ყვავილები დაუთაკრა საფლავზე. ჩახარა თავი მაშინვე არჩილმა.
-რომ გითხრა სასაფლაოზე მხოლოდ შენს დასთან დავდივარ-მეთქი, დაიჯერებ? - გაიჟღერა ქალის საშინლად სევდიანმა ხმამ. - პირველად რომ ვნახე საფლავის ქვა, კიდევ უფრო მეტკინა გული... ასეთი ლამაზი და პატარა რომ არ ყოფილიყო, იქნებ გამნელებოდა ტკივილი ცოტათი მაინც.
-არ ხართ ვალდებული...
-ვალდებულების გამო ვაკეთებ, გგონია? - სუნთქვა შეეკრა ქალს. - ყველაფერს დავუშვებდი ცხოვრებაში, მაგრამ ზურიას ღალატს ვერ გავივლებდი აზრად მთელი გულით რომ მეფიქრა...
-არ მჯერავს, რომ ისეთი კარგი იყო, როგორც თქვენ და აშა ამბობთ... ასეთი ორმაგი და ორპირი იყო? ვერ დავიჯერებ. - გადააქნია თავი არჩილმა.
-არ დაიჯერო... ნუ დაიჯერებ... ჩემი ბრალიცაა... რომ მივმხვდარიყავი... რომ გამეფიქრა... სულ ოდნავ მაინც რომ შემეტანა ეჭვი და გამეგო... იქნებ ცოცხალი ყოფილი ახლა ეს გოგო...
-მიუხედავად ყველაფრისა, რატომ არ გძულთ ჩემი და? იქნებ იცოდა, რომ ცოლი ჰყავდა და მაინც...
-იცოდა? - გაეღიმა უცნაურად მზიას. - არ იცოდა...
-არ იცოდა... - დაიჩურჩულა არჩილმაც და მზიას თვალებიდან მზერა ქვისკენ გადაიტანა.
-მრცხვენია ძალიან...
-თქვენ არ უნდა განიცდიდეთ ასე...
-აშა რომ შენი ცოლი გახდა ამის გამოც მრცხვენია... ჩემს შვილზე უფრო შენ მედარდები.. დის მკვლელის შვილთან რომ გიწევს ცხოვრება... მაპატიებ იმედია ოდესმე...
-ქალბატონო მზია... ასე ნუ ამბობთ.. მამა მოვუკალი მე აშას... - გაოგნებული მზერით გადახედა ქალის სიტყვებით გაკვირვებულმა.
-ნანობ? - ღიმილით გააწყვეტინა და დააჩერდა ქვაზე მჯდამს.
გადააქნია თავი რამდენიმე წამში არჩილმა.
-უკანასკნელი ბოროტმოქმედიც კი არ იმსახურებს კაცის ხელით სიკვდილს. ის კი არა, შენ მებრალები იმ დღისთვის განკითხვის დღეს რომ ვეძახით და ყველას ცხოვრებაში რომ დაგვიდგება...
აღარ დალოდებია არჩილის სიტყვებს. უხმოდ გაიარა გზა უკან დასაბრუნებელი. ალბათ პირველად მაშინ შეეშინდა არჩილს იმქვეყნიური ცხოვრების სიცხადისა და არსებობისა..
ავალიანებთან იყვნენ მართლაც მიწვეული ფარჯიანები. აღარ დალოდებიან აშას ისე გაუყვნენ გზას. სასაფლაოზე გაიარეს პირველად, როგორც ყოველთვის. დილას არჩილისა და მზიას დატოვებული ყვავილები იწონებდა თავს საფლავის ქვასთან. სესილიას საფლავთან მდგარმა მეამ სასაფლაოს მოატარა თვალები. დიდხანს უყურა იმ ადგილს სადაც ეგულებოდა ბიძის საფლავი. გააყოლა თვალი თედომაც მის მზერას. წელზე შეუსრიალა ხელი ქალს, რომ გადმოხედა მეამ მოულოდნელობით შეშინებულმა, თავი დაუქნია მხოლოდ თედომ და უბიძგა ოდნავ. ანიშნა წადი და მოინახულეო. არ გაჰყვებოდა თავად, ამიტომ უბიძგა რომ გადაედგა ნაბიჯი და ენახა მაინც ავად თუ კარგად სახსენებელი, მაინც ბიძა.
არჩილის მანქანას სულ რამდენიმე წამით შეასწრო მინდიამ ადგილის დაკავება. გარეთ მდგომმა მეამ სწრაფად მიირბინა, გაუღო დიდი ჭიშკარი და შემოატარა ორივე. სუფრას შლიდნენ ეზოში. გაოცებას ვერაფრით მალავდნენ მეზობლები, ყველამ რომ იცოდა რაც დატრიალდა მათ თავს, რის გამოც გააყოლეს ქალები ფარჯიანებს... გასაკვირი იყო რამდენიმე თვის შემდეგ ასე ნამდვილი მოყვრებივით რომ იქცეოდნენ. ღიმილით მიეგება მზია არჩილს. გადაეხვია ყველასდაგასაკვირად ქალი. შემოჰხვია არჩილმაც ხელები ქალს სუსტად. კიბისთავიდან გადმომდგარი ინგა აკვირდებოდა სანახაობას გაკვირვებული. ვერც აშამ დამალა ვერაფრით გაოცებული მზერა.
საუცხოო საღამო იყო. ყველას დავიწყებოდა ნაჭრილობევი გული და ყველა ერთნი გამხდარიყვნენ. იცინოდნენ, ხალისობდნენ, ენა არ გაუჩერებია იმ ღამეს თედოსა და ბექას, ყველაზე დიდ მასხარებს მათ შორის. მინდიაც დაუბრუნდა სამყაროს, მთელი ღამე ღიმილი ვერ მოიშორა სახიდან, გადაჰხვევდა ხელს ხშირად გვერდით მჯდარ დას და აკოცებდა ლოყაზე გემრიელად, მშვიდად იყო მათ შემხედვარე მზიაც, რომ დაიგულვა და-ძმის შერიგება. არჩილისა და მინდიას შუაში იჯდა აშა ავალიანი, შეწუხებული იყო უკვე, იქით მინდიას კოცნა-ხვევით, აქეთ არჩილის ყველას შეუმჩნეველი თითების ცეცებით მის ფეხებზე, გადმოხედავდა, დაუბრიალებდა თვალს, ხანაც ჩაასობდა ფრჩხილებს ძლიერად, რომ მოეშორებინა მისი მტანჯველი ხელები...
გვიან ღამით დაიშალნენ. ჩაახრჩო ბექამ თედო ღვინოში, რასაცჰქვია. ბანცალით დაიკავა თავისი ადგილი და 5 წლის ბიჭუნასავით შემოეხვია მეას მკლავზე. არანაკლებ მთვრალი ბექა გადაყუდებოდა ჭიშკარზე და ხარხარით მიაცილებდა სტუმრებს, როგორი ,,სლაბი“ ყოფილხარო ყვიროდა თან, თედოს მიმართულებით. დატოვა თავისი მანქანა, თავისთავად, უმცროსმა ფარჯიანმა, არჩილის მანქანაში მოიყარეს თავი ყველამ ერთად. უკანა სავარძლის კარები რომ გამოაღო აშამ, ღიმილით მოასწრო დაჯდომა ინგამ რძალს. თვალებით მიანიშნა სადაც იყო მისი ადგილი. გადახედა აშამაც არჩილს და დაიკავა ადგილი მის გვერდით, წინა სავარძელზე.
ეზოდან გასული წასვლას აპირებდა უკვე არჩილი, თეთრი ჯიპი რომ მოადგა ჭიშკარს და გადაუღობა გზა ფარჯიანის მანქანას. ზვიადი იყო.
გადახედეს ერთმანეთს მზიამ და მინდიამ.
სიჩუმე ჩამოვარდა. აღარ ხორხოცებდა ბექა ძველებურად. ყველას შეეყტო დაძაბულობა, მოიშორა თედოს სხეული და სავარძლებს შორის გაჰყო თავი მეამ. არ გაატარა არაფრით ფარჯიანები ზვიადმა. თვალები დაუბრიალა მინდიამ შორიდან. რამდენიმე წამი იყო მხოლოდ გასული რომ გადმოვიდა მანქანიდან ავალიანი და თავისი ჯიპის ,,კაპოტზე“ მოთავსდა. გელოდებიო, ისეთი მზერით უმზერდა არჩილს გარედან.
ერთიანად მოასკდა ტვინს გაღიზიანება და განრისხება. დაეჭიმა მტევნები ისე მოუნდა მის სისხლშიც რომ ჰქონოდა გასვრილი ხელები ცოდვილს, კიდევ უფრო რომ დაემძიმებინა სული და ერთით მეტი ცოდვა ჰქონოდა საზიდი. გამოაღო კარები წარბშეკრულმა, ფეხი არ ჰქონდა ჩადგმული მხარზე რომ სტაცა ხელი მეამ, გადახედა ქალს არჩილმა, შიში ჩამდგარიყო მეას თვალებში, თავი გადააქნია მხოლოდ ქალმა, თქმით კი არაფერი უთქვამს, თუმცა სიტყვაზე მეტის მთქმელიც იყო მისი სახე. ღიმილით ეამბორა ხელზე მეას და ჩავიდა მაშინვე ქვემოთ. მიჰყვა უკან აშაც.
-ვხედავ დაგვიწყებია შურისძიება, ფარჯიანო... - წამოიწყო ზვიადმა ღვარძლიანად. კარგად შეათვალიერა გარედან შვილის მონატრებული სახე.
-როგორც ჩანს, გინდა რომ გავიხსენო..
-მე შენი არ მეშინია, - გადააქნია თავი ზვიადმა, - ჩემი ძმის მკვლელის რომ შემეშინდეს კაცი არ უნდა ვიყო.
-მერე ვინ გითხრა, რომ კაცი ხარ? - წაიწია წინ ერთი ნაბიჯით, ჩაავლო მაშინვე ხელი აშამ მტევანზე.
-გეყოფა! წამოდი! - მინდია მივიდა ბიძასთან სწრაფი ნაბიჯებით და წაყვანა დაუპირა სახლში, მოიშორა მაშინვე მისი ხელი ზვიადმა და მტრულად შეათვალიერა ძმისშვილიც.
-მე შენ კაცი მეგონე... მამის სიკვდილი როგორ აპატიე... ამ კაცის გვერდით ერთ სუფრაზე როგორ აკადრე შენს თავს დაჯდომა...
-შენ რატომ აკადრე შენს თავს... რატომ მიეცი ძმას უფლება ახალგაზრდა გოგო გაეუბედურებინა...
-მე უკვე გითხარი ბევრჯერ, რომ დავუშალე! შევეწინააღმდეგე! ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ გაიგონა!
თავი ვერ ასწია მაღლა ინდირამ. რცხვენოდა ძალიან თავისი ქმრის.
-მოსულიყავი ჩემთან! - შეჰყვირა არჩილმა ბოლო ხმაზე. გამოფხიზლდა თედო მის ყვირილზე, მიმოიხედა ირგვლივ მანქანაში, მეას ცრემლიან თვალებს გააყოლა მზერა და ზვიადს რომ ჰკიდა თვალი წამიერად გამოფხიზლებული გადავიდა მაშინვე, მიჰყვა მეაც უკან, ხელი ჩასჭიდა თან, რომ არ გაქცეულიყო მამამისთან. - ხომ მიცნობდი კარგად, შე ნაბი*ვარო?! ხომ იცოდი კარგად ვინც ვიყავი.. ვისაც დასდევდა უკან შენი დამპალი ძმა... რატომ არ მოხვედი?!
-და ჩემი ძმის მკვლელი გავმხდარიყავი?! - შეჰყვირა ზვიადმაც გაბრაზებით. მაგრად დააჭირა თვალები ერთმანეთს ინდირამ.
-სამაგიეროდ კაცი გერქმეოდა დღეს... თუმცა, შენ მარტო იმიტომ ხარ მოსაკლავი ძმას რომ ვერ უყავი ვერაფერი...
-და შენ გგონია მარტვი იყო? გგონია ჩემი ძმა შენი ბიძაშვილივით ყურმოჭრილი მონასავით მისმენდა და აკეთებდა...
ვეღარ შეძლო სიტყვის დასრულება ზვიადმა. მიიღო საკადრისი მისი სიტყვებისთვი. არ დაუშლია აშას, არც გაუჩერებია. ძირში გართხმულ ზვიადს საყელოში ჩაავლო ხელი, მხარზე შეეხო მხოლოდ მინდია, თვალებით ანიშნა არაფერი გააკეთოვო.
-ზუსტად რომ მონა ხარ... ამის ღირსი ხარ მხოლოდ... ამ სიტყვების გამო ცალკე მოგთხოვ პასუხს, არ დავანახებ შენს ქალიშვილს დალეწილ მამას... არ შევაზარებ მე ჩემს თავს... აი შენ კი, ძალიან კარგად გამოგივიდა ეს... - მიაგდო იქვე და წამოდგა მალევე.
ვერ გაუსწორა თვალები ბიძას აშამ. ხელი ჩასჭიდა მაშინვე წამომდგარ არჩილს. ნელა მიუახლოვდა მეა ძირში გართხმულ მამას. დაიხარა ფრთხილად იმედგაცრუებული მზერით.
-ჩემი იმედი იყავი... აშასავით ჩაქვრა ჩემს გულში ის კაშკაშა წერტილი...
მიხვდა რაც იგულისხმა ზვიადმა. ჩახარა თავი კაცმა, გერ გაუსწორა ქალიშვილს მზერა ასეთ ნაღვლიან და ალბათ სიძულვილით სავსე თვალებში. უხმოდ დაიკავა კვლავ თავისი ადგილი.
წამოაყენა ბექამ მამა. მინდიამ მანქანა გადაიყვანა და გაუთავისუფლა გზა ფარჯიანს. ხელი ჩამოართვა ბოლოს სიძეს და საბოლოოდ გაუყვნენ სახლის გზას.
ხელი გადაჰხვია მანქანაში თედომ ანერვიულებულ მეას და გულზე მიიკრო თვალცრემლიანი. სევდიანი მზერით გადახედა ინგამ ცოლ-ქმარს.
არ დარჩენილან დიდხანს მისაღებში. თვალებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და საკუთარ ოთახებში გაუჩინარდნენ.
ოთახში შსვლისთანავე მოიშორა თხელი ჟაკეტი სხეულიდან მეამ და ატირებული ჩაესვენა სავარძელში. მუხლებიც აიკეცა და თავი ჩარგო თან.
-მეაკო... - იჩურჩულა თედომ შეწუხებული სახით, საერთოდ აღარსად ეტყობოდა სიმთვრალის კვალი, თითქოს ცივი წყალი გადაესხათო მისთვის, ისე უცებ მოვიდა გონს. - ნუ ტირი, გთხოვ... დამელაპარაკე...
სავარძელთან ჩაიჩოქა და ფეხებზე შეეხო, რომ ჩამოეწევინა და უკეთ დაენახა ქალის სახე.
-არ მინდა... - ამოისლუკუნა ბავშვივით და გადააქნია თავი.
-მეა... კარგი რა... - წამომდგარმა ხელი შუსრიალა ქალს წელზე და სავარძელში თავად მოკალათებულმა ჩაისვა კალთაში. არ შეწინააღმდეგებია მეა. ხელებიც კი შემოჰხვია კისერზე. - რატომ ტირი, ეგ მითხარი...
-ასეთი მამები რატომ გვყავს... ძია გიორგი რა კარგი კაცია... ნამდვილი ანგელოზია... ხომ შიძლებოდა მისი რამე რომ ჰქონოდათ ჩვენს მამებსაც...
-გიორგი მამაშენიცაა, ჩემო მეა... - შუბლზე აკოცა მისი სიტყვებით ნასიამოვნებმა.
-თედო... თურმე.. - წამოყო თავი თვალცრემლიანმა, მოიშორა სახიდან მარილიანი სითხე და თვალებში გაუსწორა მზერა.
-რა? თურმე რა?.. - წარბები დაექაჩა აღელვებულს.
-როგორ მყვარებიხარ... არავის არ ვაპატიებ შენზე ცუდის თქმას... არც მამას... არავის საერთოდ!.. თავი ისე ცუდად ვიგრძენი შენზე რომ ასე თქვა გული კინაღამ ამომივარდა... შენ... ყველაზე კარგი ხარ, თედო! არ იმსახურებ ბოროტებას! - ჩუმად შესძახა ქალმა და დაუფიქრებლად წაეტანა კაცის ბაგეებს.
გაგიჟდა ლამის თედო ემოციებისგან. ძლივს მოახერხა კოცნაში აჰყოლოდა ქალს. უცებ ჩაეჭიდა სახეზე და მოიშორა ქალი.
-რას მეუბნები, მეა... გინდა გულის შეტევა დამმართო?! - შეურაცხადი მზერით მიმოატარა სახეზე თვალები კაცმა. ჩაეღიმა მეას თედოს რეაქციაზე. სახეზე მიბჯენილ ხელზე მიაწება ტუჩები კაცს. - მეა... მეა!..
სწრაფად დაიხარა ქალთან და დაუკოცნა ნანატრი ტუჩები... წამომდგარმა ხელს წააყოლა თავისი ცოლიც და საწოლზე გადაწოლილი ზემოდან მოექცა მეას. შემოჰხვია ხელები ძლიერად ქალმა. წაიღო ხელები მაისურის გასახდელად, რომ შაჩერა თედომ მაშინვე.
-მეა... ნუ მაგიჟებ...
-შენთან მინდა, თედო...
უკანასკნელიღა აღმოჩნდა ქალის სიტყვები. სწრაფად შემოაძარცვა ზედმეტი ტანსაცმელი ქალს და დაეკონა მთელ სხეულზე.
ისე უნდოდა ამდენი ხნის ნაგროვები, ნაკავები ემოციების ერთბაშად ამოფრქვევა... თითქოს მთელი დროის განმავლობაში ჩახშობილი სურვილები ახლა იკაფავდნენ გზას დაუკითხავად და დაუფარავად. უნდოდა ქალის სხეული მოერბინა, არ დაეტოვებინა არც ერთი ადგილი შეხების გარეშე.
ისმოდა მხოლოდ ერთმანეთში არეული სუნთქვა და იგრძნობოდა მშვიდობის სუნი, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ადამიანი აღარ მალავს საკუთარ გრძნობებს და უსწორებს თვალს რეალობასა და სიმართლეს.

იყო მხოლოდ სიყვარული გაბანტული ვნებით.

+ + +

დღეები მიდიოდა, მიჰქროდა შურდულივით, არაბული ცხენივით, გაუჩერებლად და სწრაფად.
გამოცდების ციებცხელებაში ჩაფლულ ახლაგაზრდებს არაფერი ეჯავრებოდათ. შედეგები იყო მხოლოდ ერთადერთი ხსნა მათი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა მომავალი, ჩაჭრა-ჩაბარება ორივე თავის მომავალს ქმნიდა ბავშვებისთვის. მთელი ივლის-აგვისტო თბილისში გაატარეს ფარჯიანების ახალგაზრდა ოჯახის წევრებმა. საგამოცდოდ რომ გამოჰყვა აშა ბავშვებს, აღარც დაბრუნებულან მას შემდეგ სოფელში. 29 აგვისტოს დაიდო საბოლოო პასუხები. ჯერ ხომ ყველას უმაღლესი ქულები ჰქონდათ დაგროვებული ისტორიაში... მერე კი ყველა სასურველ უნივერსიტეტებში გადაანაწილა ბედმა.
ყველანი იქ იყვნენ მათი მშობლებითურთ წარდგენილი. რესტორანში აღნიშნეს ბავშვების წარმატება და ახალ ცხოვრებაში შედგმული ფეხი. სუფრის თავში მჯდომი ნიკოლა ბერიძე იმუქრებოდა მხოლოდ, თქვე საწ....ბო, ვაის გაეყარეთ, ვუის შეეყარეთ და ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გაქვთ ამის შესახებო. მართალი იყო თავისმხრივ ბერიძე, მაგრამ ეს შეაშინებდა მოწადინებულ ახალგამომცხვარ სტუდენტებს? ისედაც მთელი ერთი წელი იმის ღაღადში გალიეს ოღონდ მანდ თავი შევყოთ და მერე რაღაც იქნებაო, ბოლოს და ბოლოს, ხომ ვერ გამოყრიდნენ უნივერსიტეტიდან?!
10 სექტემბერს ერთად დაადგნენ სვანეთის გზას ახალგაზრდები, ნიკოლასთან ერთად. სკოლა იწყებოდა, დასვენების დრო კი იწურებოდა, ახალი აბიტურიენტები ელოდნენ წინ ავალიანს.
ხელებგაშლილი ინგა მიეგება ეზოში, მანქანიდან რომ გადმოვიდნენ და ნიკოლას ჰკიდა თვალი თავისიანებზე უფრო მეტად გაუხარდა მისი დანახვა. ააფრიალა ქალი ნიკოლამ, ჩაკოცნა გემრიელად და გაღიმებული ეთერასკენ გაეშურა. ჩაიკრეს ვაჟებმაც გულში დედა. გადაეხვია მონატრებულ რძლებსაც ქალი. ყველა აქ იყო, მზია და ინდირა დაუხვდათ გოგონებს უკან. სახლში აპირებდნენ შესვლას მეზობელი სახლიდან ყიჟინით რომ გამოვარდა ახალგაზრდა გოგო.
-ამდენიხანი როგორი მიმატოვეეეთ?! - მიეჭრა და ორივეს ერთად გადაეხვია. სინამდვილეში მთელი ეს დროს ცუციკოც მათთან ერთად იყო ნაშვილებივით, მხოლოდ რამდენიმე დღით ამოსწრო ფარჯიანებს ამოსვლა. ზაფხულის შესაბამისად, ყვავილებით აჭრელებული სარაფანი ეცვა ცუციკოს, ისე უხდებოდა, ვერაფრით მოაშორა თვალები ბექამ.
-სხვა საქმით იქნებოდი შენ დაკავებული ჩვენს ამოსვლამდე, - ოდნავ მოქაჩა ცხენისკუდად შეკრულ თმაზე და თვალი ჩაუკრა აწითლებულ ცუციკოს მეამ.
-ტყუილი! ტყუ-ი-ლი! - წამოენთო ცუციკო და ყველას დაასწო შინ შესვლა.
გარეთ გაშალეს მაგიდა ქალებმა. მწვადებს წვავდნენ ბექა და თედო მოშორებით. არაფრით სცილდებოდა ცუციკო, ხან რა მოიგონა, ხან რა... მამაჩემის გადამკიდე ძალიან კარგად ვიცი მწვადების შეწვაო, ორი შამფური რომ გააფუჭა და მესამეს დაადგა თვალი, წადი მოცილდიო, გამოაგდო თედომ ლამის კინწისკვრით.
-ცუცა, არ გეწყება შენ სწავლა? - გადახედა ბოლოს მობეზრებით თედომ.
-არა ჯერ, ზრუნავს სამინისტრო შენზე, იცის, რომ ვერ შემელევი ასე მარტივად და... - მხრები აიქნია თეფშების ლაგებით გართულმა.
-დავღუპულვართ... - ხელოვნური სევდითა და თვთგვემით შემოირთყა თავზე ხელი თედომ.
-ჩვენ რა დაგვღუპავს, დაიღუპოს ის, ვის ოჯახშიც ეს შევა... - ალმაცერად გადახედა გაკრეჭილ ბექას არჩილმა, მერე კი წარბშეკრულ ცუცას მოატარა მზერა.
-ოოო, აი რას ნიშნავს გამჭრიახი გონება რომ გაქვს კაცს, - საჩვენებელი თითი მიიკაკუნა შუბლზე თედომ.
-მანანა დეიდა, ერთი კარგი საჯიშე ბიჭი მყავს გადანახული თქვენი გოგოსთვის, - აქაქანდა ნიკოლა, გვერდზე მიუჯდა თან ცუციკოს დედას მაჭანკალი ქალივით.
ძლივს შეიკავეს სიცილი დანარჩენებმა.
-რას მეუბნები? ახლა არ მითხრა აჭარელიაო, ასე შორს ვერ გავათხოვებ, ჩემს ცუციკოს.
-მერე, ვის ნახავთ აჭარელზე კარგს? დედა კაი, მამა კაი, - თითებზე დაიწყო ჩამოთვლა აჭარელმა, - ოჯახი კაი, დედმამიშვილი კაი, სახლი-კარი, სოფელი, ქალაქი, ინატრე სულო და გულო!
-სამკურნალო ხარ შენ! - შეჰყვირა ცუციკომ და აიბზუა ცხვირი. თვალი გააპარა თან სერიოზულად მდგომი ბექასკენ, წარბშეკვრით რომ უმზერდა ნიკოლას.
-ახლანდელ გოგოებს თავში უქრით, ამათმა არ იციან კაი-გლახა, ვისაუბროთ ჩვენ აგერ უფროსებმა, შევთანხმდეთ და გადავრეკავ ორ წუთში ახლობელთან. - არ ჩერდებოდა ნიკოლა.
-კარგი ახლა, ნიკო, თუ მართლა კარგი ბიჭია, მე რას ჩამომიჯექი, გააცანი იგერ იმას, - ცუციკოზე ანიშნა მადონამ, თან დატოვა მარტო ახალგაზრდები და შინ შევიდა უფროს ქალებთან.
-გავაცნობ! - წამოიყვირა ნიკოლამ, მალულად გადახედა თან ბექას. - აბა რას ვიზამ!
-ნიკოლა, ძვლებს დაგითვლი, მაქ არ მომიყვანო... - შამფურით დაემუქრა ბექა და თავისი საქმე გააგრძელა.
ჩაეღიმა დაუფარავად ცუციკოს.
-მარტო ცუციკოს კი არა, თქვენც კი დაგაოჯახებდით კაი ბიჭებზე ადრე რომ შემხვედროდით... აბა ახლა რაღა დროა... გინახავთ ორივეს ერთნაირი ბელთაყვა, - აშასა და მეას გადასწვდა ამჯერად, - შენ კი დაგიწუნებდა დედამთილი სახელის გამო, მაგრამ ეშველებოდა მაინც.
-ნამდვილი მოლაყბეა, - თავზე წამოარტყა ხელი არჩილმა და აშას გვერდით დაიკავა ადგილი.
ამ ამბავში იყვნენ მანქანა რომ მიუახლოვდა ფარჯიანების ჭიშკარს, კიდევ ერთი ლამაზმანი შეუერთდათ. ეზოდანვე დალანდეს ლელა ანჯაფარიძეს მომავალი სხეული. ჩამოვიდა თუ არა დაბლა ლელა, უკან გაბრუნდა მანქანა მაშინვე. წამოხტა ღიმილით აშა, მიიწვია მაშინვე მათთან და გადაეხვია აქ შეძენილ მეგობარს.
-გავიგე, რომ ამოხვედი და ვეღარ გავძელი.
-კარგი გიქნია.
ადგილზე შესწორდა მინდია, შეიცვალა რაღაცნაირად, მიმოატარა თვალი ირგვლი, რაც თედოს გამჭრიახ მზერას უყურადღებოდ არ დარჩენია.
მწვადების შეწვა რომ მოამთავრეს და შიგნით ქალებმაც დარჩენილი საჭმლის კეთება, მერე გაიშალა ნადვილი სუფრა და დაიწყეს ამ შუა ზაფხულში ჭიქების რაკუნი. ჩაწვნენ ღვინოში თედო, ნიკოლა და ბექა. მინდიას კვლავ ძალით ჩაასხეს პირში ორი ჭიქა, არ უყვარდა საჭესთან ჯდომის დროს ნასვამი ყოფნა და ერიდებოდა ყოველთვის, მაგრამ არჩილიც კი ვეღარ შეეწინააღმდეგა, ისეთ დღეში ჩააგდეს ბიჭებმა მინდია.
მთვრალი თედო გვერდზე მჯდომი მეას თმით ერთობოდა. ეთამაშებოდა ქალის ყავისფერ კულულებს. გადახედავდა ხშირად დამორცხვებული მეა, დაუბრიალებდა თვალებს...
საბოლოოდ რომ მიხვდნენ წამოშლის დრო იყო ღამის 2-ს კარგახნის გადაცილებულიყო საათი. შეწუხებული ლელა, შორიახლოს მიმოდიოდა და გაუჩერებლად რეკავდა გათიშულ მობილურზე. ფრთხილად მიუახლოვდა მინადია.
-პრობლემაა რამე?
ისეთი მოულოდნელი იყო ლელასთვის, დაუვარდა ტელეფონი შიშისგან. დაიხარა მაშინვე მინდია ასაღებად.
-შემაშინეთ! - შეუტია ლელამ მაშინვე.
-არც მიფიქრია...
-არ დამიბრუნებთ? - ტელეფონზე მიუთითა თვალებით.
გაუწოდა მაშინვე მობილური ქალს.
-რამე პრობლემაა?
-არაფერი... წასვლის დროა, მამას ვურეკავ არ იღებს, არც ჩემი ძმა...
-ძმა გყავს?
-კი, მყავს. - დაუქნია თავი ანჯაფარიძემ.
-მე წაგიყვან...
-არა! - არც დაასრულებინა სიტყვა ისე დასჭექა, გადმოხედეს უმნიშვნელოდ მაგიდასთან მსხდომებმა.
-რატომ? - გაიოცა მინდიამ, ასეთ შეცხადებასაც არ მოელოდა.
-მოვა მამა.
-კი ბატონო, - მხრების ჩეჩვით უკან გაბრუნებას აპირებდა აშა და მეა რომ მიუახლოვდნე, ნასვამები იყვნენ გოგონებიც.
-მინდო, არ დაგილევია შენ მაინც და წაიყვანე რა ლელაჩკა, - ხელი გადაჰხვია ორი თავით მაღალ ძმას აშამ.
-არა, იყოს, მოვლენ ახლა...
-აღარ დაურეკო გოგო, რისთვის არის ეს აქ? წაგიყვანს.. - მეამ გამოიდო თავი ამჯერად.
-მთვრალები ვართ ჩვენ - ბურდღუნებდა თედო მაგიდიდან. - თორემ წაგიყვანდით. ყველა მთვრალია, ბექაც, არჩილიც, - სიგარეტის მოწევაში გართულ ზედმეტად ფხიზელ არჩილს გადახედა და თვალი ჩაუკრა ,,ყველასშეუმჩნევლად“ - კიდევ ვინ ხართ? აგერ ნიკოც მთვრალია... ჩვენი გოგონებიც კი მთვრალები არიან...
-ამოგვწყვიტა ყველა... - ამოიჩურჩულა ნიკოლამ.
-მიდი მინდო, წაიყვანე გოგო სახლში! არ შეგვარცხვინო! - დასჭექა ბოლოჯერ თედომ და არჩილისკენ მიწეულმა მხარზე ჩამოადო თავი.
ვეღარ შეეწინააღმდეგა ანჯაფარიძეც. დაემშვიდობა ყველას და უთქმელად მოთავსდა მინდიას მანქანაში.
უთქმელად იმგზავრეს. ხმა არ ამოუღიათ. ერთი მისამართი უკარნახა მხოლოდ თავისი ჭკუით ლელამ. ჭიშკართან რომ შეაყენა მანქანა მხოლოდ მერე გადახედა კაცს მორცხვად.
-დიდი მადლობა...
-დარწმუნდი, რომ არ ვიკბინები?
-რა? - დაბნეული თვალები გაუსწორა მინდიას.
-არ მომყვებოდი და...
-არ მინდოდა შეწუხება...
-კარგი, როგორც არის, - გააწყვეტინა მაშინვე და მინას გაუსწორა მზერა.
გადმოვიდა მაშინვე მანქანიდან ლელა, დაძრული არ ჰყავდა მინდიას, მეზობლის სახლიდან შუახნის კაცი რომ გადმოვიდა, ინტერესით მიიკვლევდა გზას ახლად მოსულებისკენ.
-მინდია, შენა ხარ, ბიჭო? - იცნო მარტივად ავალიანის მანქანა ვახტანგ ანჯაფარიძემ.
გადმოვიდა მაშინვე მინდიაც მანქანიდა.
-გახლავარ, - ღიმილით წაიწია მისკენ და ჩამოართვა ხელი.
-როგორ შეგაწუხე... მირეკავდი, მამა?! მეზობელთან ვიყავი გადასული და ვერ მივაქცია ყურადღება ტელეფონს..
-რა შეწუხება, ისე ხომ ვერ დავტოვებდი.
-შენ გაიხარე, მინდია, ჩაძინებული დავტოვე შენი ბედოვლათი ძმა და ნუკრისთან გადავედი... ახლა რომ მანქანის ხმა არ გამეგო სმაში გამითენდებოდა, - შესცინა კაცმა მინდიას და მხარზე დაჰკრა ხელი.
გამოაცილა კვლავ მადლობებით, გააყოლა თან ღიმილიანი მზერა მისთვის ზედმეტად სასურველ სასიძოს მთელ სოფელში...

ფრთხილად შეაღო ოთახის კარები და არც აუნთია შუქი ისე გამოიცვალა საგარეო ტანსაცმელი. საწოლზე იჯდა ბიუსჰალტერი რომ მოიშორა სხეულიდან და გადაღლილს გაუცნობიერებლად დასცდა სიამოვნების ხმები ბაგეებიდან.
-ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს... - თავი უკან გადააგდო და თვალებიც მიეხუჭა, მოისროლა თან ნაჭერი სავარძლისკენ.
-მე მგონი, ეს დაგავიწყდა შენ... - ქალის შემოსვლით გამოფხიზლებული თედო მიეკრა უკნიდან მეას და მოშიშვლებული მკერდი მოიქცია ხელებში.
-თედო... - გააჟრჟოლა მთელ ტანზე და წამით სუნთქვაც კი შეეკვრა მოულოდნელი, სასიამოვნო შეხებისგან. გაუჩერდა ლამის გულიც.
-არ ჩაიცვა, ასე რომ ხარ ვგრძნობ, რომ უფრო ახლოს ხარ... და უფრო ჩემი ხარ...
დაჰყვა ქმრის ნებას მეაც. უხმოდ შეძვრა საწოლში და ზურგზე მთელი სხეულით მიკრობილს, გადახრილმა ყელზე აკოცა.
-შენი აზრით, აშასა და არჩილსაც შეუყვარდათ ერთმანეთი? - გამოსტაცა ძილს ხელიდან მეამ თედო.
-ამ ბოლო დროს იმდენი სასიყვარულო ბალადა ტრიალებს ჩვენს ირგვლივ, რომ სუნთქვა მეხუთება უკვე... იყვნენ ეგენი, როგორც არიან...
-რა ბოროტი ხარ!.. - მკერდზე სუროსავით შემოხვეულ ხელზე უჩქმიტა მწარედ.
-გოგო, მეტკინა!
-გეტკინოს!
-გოგო-მეთქი!
მშვიდად მიილია ღამე.

9 სრულდებოდა თვალები რომ გაახილა და შეეგება ზაფხულის სვანეთს. აფერადებულსა და აბრდღვიალებულს. მიმოიხადა ირგვლივ, არსად არ იყო არჩილი. როგორც ჩანს, ჩვეულ რიტმს დაუბრინდა ფარჯიანი - დილით გაღვიძებულმა საქონელი გადარეკა საძოვარზე. ღიმილით წამოიმართა საწოლზე, გაიზმორა გემრიელად და ქვემოთ ჩასასვლელად მოემზადა.
მოკლე შორტისა და ბრეტელებიანი მაისურისამარა გამოვიდა გარეთ და მაშინვე წააწყდა ქმრის სხეულსაც. ჩაფიქრებული იჯდა სკამზე და ყავას მიირთმევდა უგემურად. ნელა მიუახლოვდა კაცს ღიმილით და ჩამოუჯდა წინ.
უცნაური იყო არჩილ ფარჯიანი. ყოველთვის ისეთი სახე ჰქონდა, ვერასდროს გაიგებდი რა უნდოდა, რაზე ფიქრებდა, თუ აწუხებდა რამე... ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ტრავმას ნაწილებად დაეშალა არჩილის სილაღითა და ახალგაზრდობით სავსე გული. ამოევსო მთელი გული სევდითა და დარდით, უდიდესი ტკივილით, გადატანა რომ იყო საშინლად რთული, ბევრს რომ არ შუძლია მხრებით ზიდვა ისეთი ტკივილი. ყველაფრის მიუხედავად კი მაინც ვერ დაიტია გულომა ბოროტება, ვერ გაიჩერა, არ იყო მისი ადგილი არსად, გულის არც ერთ ნაწილში, ზედმეტი იყო და ისე მოიშორა სხეულმაც, თითქოს არც ეარსება არასდროს.
მხოლოდ აშა გრძნობდა რაღაც რომ აწუხებდა გაუტეხელ არჩილს. მხოლოდ ის ამჩნევდა სახეზე იმ საშინელ სევდეას გულს რომ უკაწრავდა და ლამის ჭკუიდან გადაჰყავდა. ჩუმი იყო არჩილი. ჩუმი და უთქმელი.
-რატომ არაფერს მიყვები, არჩილ? - დააღვია ბოლოს სიჩუმე ქალმა და გაუსწორა გატეხილი მზერაც.
-რა გინდა რომ მოგიყვე? - დაუბრუნა კითხვა არჩილმაც.
-არ ვიცი, მოიფიქრე რამე, - აიჩეჩა მხრები და ისე მიაშტერდა ამჯერად.
-შენ მოიფიქრე და გეტვი...
-მართაზე, მაგალითად. რა აკავშირებს ამ გოგოს შენთან?
-ყველაეფერს გეტყვი-მეთქი, შეგეძლო გრძნობები დაგეტყუებინა ჩემთვის... - გაეპარა ტუჩის კუთხეებში ღიმილი, მაგიდაზე დაასრისა ჩამწვარი ღერი.
-მაგისთვის ცალკე გავმართავთ ლიტერატურულ საღამოს, აუცილებლად. - დაუქნია თავი დამაჯერებლად და მიაჩერდა მომლოდინე თვალებით.
-მართა... მართა მიყვარდა ძალიან ადრე. - მიახალა პირდაპირ ვითომ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ამბავი. არ მოუშორებია წამით თვალები, აინტერესებდა ექნებოდა თუ არა რეაქცია. ჩაუვარდა ენა მუცელში აშას. გაუცნობიერებლად შეეკრა წარბები. - დამშვიდდი, მეგონა, რომ მიყვარდა.
-ვერ გავიგე, გიყვარდა თუ არა?!
-არა. - გააქნია თავი ზანტად. ეზარებოდა ახლა ამ ქალზე საუბარი აშასთან, სულ სხვანაირად რომ შეეძლო წაეყვანა.
-მერე?
-შეამჩნევდი უკვე რა არაადეკვატური ოჯახიც ჰყავს, ნამდვილი უაზრო... სახელადაც რომ არ ითქმება მაგათზე ოჯახი ისეთები არიან... მოკლედ, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლობდა მართა, საშინელება დატრიალდა მის თავს.
-რა მოუვიდა? - ინტერესით მიაჩერდა თვალებში.
-იძალადეს მართაზე. სკოლიდან მარტო წამოსული გოგო დაიმარტოხელეს ტყეში და..- ვეღარ გააგრძელა სათქმელი არჩილმაც.
-ღმერთო... რა საშინელებაა... - ნათლად გამოეხატა ქალს სახეზე საშინელი მწუხარება.
-ეს რომ გაიგეს ვიბლიანებმა აღარ შეუშვეს სახლში, ამისთანა გოგო აღარ გვინდა არაფრადო. ჩვენ შევიფარეთ, ჩვენ შემოვუშვით სახლში. საკუთარი შვილივით მიიღო ინგამ... ჩვენთან იცხოვრა ცოტახნით, ერთ დღესაც მამამისი დაგვადგა თავზე, ვათხოვებ და გამატანეთ გოგოვო... - ჩაეცინა არჩილს, - წარმოგიდგენია?
-მერე რა მოხდა?
-მივადექი მართას, მე გამომყევი ცოლად-მეთქი... გაგიჟდა, გადაირია, სამოწყალო ცოლობა არ მჭირდება მეო... არადა იცოდა, როგორ მიყვარდა... იცოდა, ამის გამო რომ არ მითქვამს მისთვის ეს...
-აბა? რატომ არ გამოგყვა?
-არ ვუყვარდი, - აიჩეჩა მხრები და ღიმილით მიაჩერდა სახეში. - ხომ არ დავაძალებდი მეც?! წაჰყვა და ჩემთან ცხოვრებას იმ კაცის ცოლობა არჩია.
-რა იცი, რომ არ უყვარდი? იქნებ...
-სხვა უყვარდა მაგას, მერე მივხვდი... დღეს ას მადლობას ვწირავ ღმერთს, ასე რომ წავიდა მოვლენები... ანუ... იმ პირუტყვს რომ გაჰყვა ეგ კი არ მიხარია, ჩემი ცოლი რომ არ ჰქვია დღეს, ეგ მახარებს.
-იმას რა ბედი ეწია? - თავი გადააქნია ღვარძლიანად აშამ, მიხვდა არჩილიც ვისზეც მიუთითებდა თავით.
-ვერ გავიგეთ ვინ იყო, საღამოხანი იყო, ბნელოდა, ვერ შეძლო მართამ მისი დანახვა... მოკლედ, ვერ ვიპოვეთ.
-და მისი ძმა შენ რატომ გერჩის?
ჩაეცინა კვლავ არჩილს.
-ჰგონია, რომ მე ვიყავი.
-ეგ ავადმყოფი! - წამოდგა ფეხზე გაუცნობიერებლად სიბრაზისგან ანთებული.
-გჯერა შენ ჩენი?
-სულელი ხარ? არც დავფიქრებულვარ! შენ ასეთ რამეს როგორ იზამდი?!
-კაცი რომ მოვკალი?
-არჩილ!
ღიმილით წამოდგა ფეხზე, შემოუარა წრე მაგიდას და აშას მიუახლოვდა. შემოჰხვია ხელები სახეზე და შუბლზე დაუტოვა თბილი კოცნა.
-მადლობა უფალს შენი თავი რომ მაჩუქა მე ცოდვილს...
ყიჟინით შემოვარდა ეზოში ნიკოლა, ვითომ უკომენტაროდ გაატარა ცოლ-ქმარი და მეასთან ერთად სახლში შევარდა ყავის გასაკეთებლად. მალევე ცუციკოც შეუერთდათ. აივსო ეზო ხმაურით.
ასეთი მხიარული დღები მანამ არ მოაკლდებოდათ, სანამ ნიკოლა თავის ბათუმს, ცუციკო კი თბილისს არ დაუბრუნდებოდა. მთელი დღე ამწარა ნიკომ მანანას შვილი, ემუქრებოდა გადავრეკავ ახლა ჩემ გადანახულ ბიჭთან და ამოგაკითხავს ვილისითო.
-მარა მოტაცებით ეგ ვერ მოგიტაცებს, ჩმორია ცოტა, თან თქვენნაირი ველურები არ ვართ დაბლობში! ცივილურად გვიყვარდება ერთმანეთი!
-აი ახლა ისე ცივილურად შემოგარტყამ!.. - ასისინდა ოთახის ბოლოდან თედო ფარჯიანი.
სიცილ-ხარხარში გალიეს ის დღეც.
ამჯერად თავად დაასწრო გაღვიძება არჩილს, თან თავადვე შემოაფხიზლა, ავდგეთ საქონელი გადავრეკოთო. უნდოდა თან რაღაცების დატყუება არჩილისგან. ზანტად წამოიმართა არჩილიც საწოლიდან და მომზადების შემდეგ უკან მიჰყვა აშას. შეუშვეს ძროხები და მინდორს დაუყვნენ.
-შენს მშობლებზე არ მომიყვები? - გადახედა არჩილს, უკან რომ შემოეწყო ხელები.
-არა, - უმნიშვნელოდ ამოიჩურჩულა და სივრცეს გახედა.
-რატომ? სადაა დედაშენი? ინგას რომ ვკითხე, მითხრა თავად მოგიყვება რომ მოუნდებაო.
-კარგად უთქვამს, რომ მოუნდებაო..
-ოო, სულ აღარ გკითხავ არაფერს! - გაბრაზებით ჩაიჩურჩულა და ხელებგადახლართულმა გაასწრო წინ.
-აშა! - აუჩქარა თავადაც ნაბიჯებს და დაწეულმა მკლავზე სტაცა ხელი.
-დამანებე რა...
-გეყოფა ბავშვობა...
-არ ვბავშვობ, გეკითხები და...
-დედაჩემმა მიმატოვა, აშა, კმაყოფილი ხარ?
ენა ჩაუვარდა მოსმენილით შოკირებულს. ვერაფერი თქვა კარგხანს, გაოცებული უმზერდა არჩილს თვალებში.
-როგორ... რანაირად..
-10 წლის ვიყავი ის ქალი რომ წავიდა და დაგვტოვა მარტო მე და სესილია. - ამოიჩურჩულა არჩილმა და იქვე ახლოს დიდ ქვაზე ჩამოჯდა.
-არჩილ...
-ერთი წლის იყო სესა... ერთის. ასეთი სიბოროტე, გინახავს ოდესმე? მტერს მოექცევა კაცი ასე? ერთი წლის გოგოს მიაგდებს სოფელში და გაიქცევა უკეთესი ცხოვრების იმედად?
ვერ იღებდა ხმას აშა. როგორ არ უთხრა, ხომ უნდა ყოფილიყო მზად ასეთი რამის მოსასმენად...
ვერაფრით მალავდა გაღიზიანებასა და უდიდეს ზიზღს იმ ქალის მიმართ არჩილი.
-მე ინგამ გამზარდა. მაშინაც ის იყო ჩემს გვერდით, თვითონ აქ რომ იყო... ცხოვრებაში არასდროს დედის მოვალეობა არ შეუსრულებია...
-არჩილ...
-თედოსი მშურდა, გოგო... ტირილში მითენდებოდა ღამე, მე რა დავაშავე, მისნაირი დედა რატომ არ მყავს-მეთქი... იცი, რა ძნელი იყო? სესა რომ წამოიზარდა და ძებნა დაუწყო... სად არის დედაო, რომ მეკითხებოდა... სული მეხუთებოდა... მეგონა დამახრჩობდა ეს სიძულვილი...
ფრთხილად მიუახლოვდა კაცს და მხრებზე შემოჰხვია ხელები.
-ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება თან სინანული... ახლა რომ იცოდეს რა კაცი დადექი, მიწას გაითხრიდა საკუთარი ხელებით და თავისით ჩაწვებოდა... არ ვიყავი მზად შენი ტკივილის ასე გასაგებად და შესაგრძნობად, არჩი... - ლოყაზე აკოცა ქმარს და გულზე მიეხუტა ძლიერად. - ახლა რომ ნახო რას იზამ?
-რა უნდა ვქნა? - მისწია მასთან უფრო ახლოს და თმაზე ჩამოუსვა ხელი. - არ არსებობს ჩემთვის ეგ ქალი. მხოლოდ ინგას ვხედავ. კოშმარებიდან რომ მიხსნა... ის არის ჩეთვის ყველაფერი...
-დედასავით...
-არ არის დედასავით... - გააქნია მაშინვე თავი. - მე მაგ სიტყვას ვერ ვაკავშირებ იმ სითბოსთან, რაც შენ გაგაჩნია მზიასთან, თედოს ინგასთან, მეას ინდირასთან... ზოგადად, დედასა და შვილს რომ შეუძლიათ მხოლოდ ჰქონდეთ ისეთი კავშირი, ხომ ხვდები?
-ჰო.. - დაუქნია თავი.
-ამიტომ, მე უბრალოდ არ მყავს დედა. მყავს მხოლოდ ინგა.
-საუკეთესოა ინგა... ყველაზე ძლიერი ქალია.
-ძლიერია... ჰო, ბევრჯერ გამწარდა..
-მას შემდეგ არ გინახავს? იქნებ და-ძმა...
-არ ვიცი, აშა, არ მაინტერესებს, არ მინდა მისი არც დანახვა და არც ის მინდა მასზე რამე ვიცოდე... მამა მასზე დარდს გადაჰყვა.
-რას ამბობ..
-ადვილი გგონია შენ? მთელი სოფელი პატივს სცემდა, დაახლოებით ისეთი სტატუსი ჰქონდა ბერდია რომ სარგებლობს ახლა. თან უყვარდა ძალიან... ვერ გადაიტანა ვერც ეს სიცხვილი, დამცირება, მარტოობა, გულზე ჰქონდა პრობლემები და ერთ დღესაც, ისიც წავიდა. მანაც დაგვტოვა.
-სესილია რამდენი წლის იყო?
-სამის,
-ასეთ პატარა ასაკში დაკარგა ორივე მშობელი... რა საშინელებაა..
თავზე აკოცა დამშვიდებულმა და მედიდურად გადმომდგარ მთებს დაუწყო ფერება თვალებით.
-შენ... შენ წახვალ, აშა? - ფრთხილად იკითხა და იგრძნო ქალმა როგორ დაეძაბა მთელი სხეული არჩილს. წამოსწია თავი ნელა.
-სად?
-არ ვიცი.. აქედან.. ჩვენგან.. ჩემგან... წახვალ?
ვერაფერი უპასუხა კაცს. ვერც აწყლიანებული თვალები მოაშორა არჩილისას. ოქროს საქორწინო რგოლი შეათამაშა თითზე დაბინავებული.
-წავალ. ერთ დღესაც წავალ აქედან.
ჩაეცინა მაშინვე არჩილს.
-მიმატოვებ?
-შენ არ ხარ ჩვენს ამბავში ყველაზე უფრო დაჩაგრული... აქ მაინც არა.. ყველაფერი მე დამატყდა თავს...
-ერთად მოგვიწია ყველაფრის გადატანა, აშა. გავიწყდება რაღაცები. - ნათლად შეიგრძნო არჩილის ხმაში გამჯდარი ბრაზი ქალმა.
-ორივე ჩვენ-ჩვენ ტკივილებს ვებრძოდით, არა?
-არ გინდა, - გადააქნია მაშინვე თავი ფრთხილად.
-ერხელაც ხომ უნდა გავუსწოროთ ერთმანეთს თვალი და ვისაუბროთ?!
-რაზე ვისაუბროთ?
-ჩემს წასვლაზე...
-არსად არ მიდიხარ შენ, აშა, - გააწყვეტინა მაშინვე სიტყვა არჩილმა. დაუფარავად ეტყობოდა ხმაზეც და ხმაზეც სიბრაზის ნაპერწკალი.
-ხომ გითხარი, არ გკითხავ-მეთქი..
-არ გესმის შენ ჩემი ნათქვამი.. ვხუმრობ გგონია.. ყველაფერი შეიცვალა. ჩვენც შევიცვალეთ... ისე აღარაფერია, როგორც თვეების წინ. აღარ მელაპარაკო მაგაზე. ვერსად ვერ წახვალ, აშა.
აღარ დალოდებია ქალის სიტყვებს ისე გაუყვა სახლის გზას.
მართალი იყო არჩილი. ისე აღარაფერი იყო, როგორც ადრე.
სახლში მისულებს სტუმრები დაუხვდათ დილიდან. ფარჯიანების ნათესავები იყვნენ. მარტივად გაარჩია იმ კაცის სახე თვეების წინ მისი ოჯახის ამოწყვეტით რომ იმუქრებოდა. ესროლა შორიდანვე ღვარძლიანი მზერა ქალმა. თითქოს კიდევ უფრო დარწმუნდა გადაწყევიტილების სისწორეში.
როგორი რთულია დღეს იყო თან საკუთარ თავთან და, ამავდროულოდა, ყველასთან მართალი!

საშინლად წვიმდა 13 სექტემბრის დილას. თითქოს მხარში ამოუდგა ამინდიც მოსწავლეებს, განიცდიდა ისიც დასვენების დასასრულს და კვლავ გაკვეთილების ციებცხელების დასაწყისს მათთან ერთად. კარტს თამაშობდნენ მისაღებში ახალგაზრდები კარზე კაკუნი რომ გაისმა. წამოდგა ზანტად ბერდია და კარის იქით გოდერძი რომ დაუხვდა, მაინცდამაინც, არ ენიშნა კარგად. შემოიპატიჟა კაცი მაშინვე. ამრეზად გადახედეს ერთმანეთს მეამ და აშამ, მიიკუჭა ცუციკოც გოგონებთან. ბავშვობიდან ეშინოდა ამ კაცის, რამდენჯერ დამუქრებია მანანა ამას თუ არ იზამ, იმას თუ გააკეთებ, არ მომისმენ გოდერძი წაგიყვანსო... წარბშეკრული, პატარა გაბუტული ბავშვივით მიაჩერდა კაცს.
-ამ წვიმაში აქ რამ მოგიყვანა, გოდერძი? - ჩამოჯდა თავადაც მაგიდასთან და გაუსწორა კაცს მზერა.
-კარგ საქმეზე არ მოვსულვარ, ნამდვილად. - გადააქნია თავი უკმაყოფილოდ და თვალებით მოძებნა ავალიანების უფროსი ქალი. - ვიბლიანების ოჯახი შემხვდა გუშინ. მავიწროებსო ზურამ შენზე მითხრა. - გადახედა არჩილს თავკაცმა.
-რას მელაპარაკები... - ჩაისისინა არჩილმა ღიმილით.
-რას ბოდიალობს ეგ ბიჭი, თვალით არ უნახავს არჩილს რახანია... - გაბრაზდა გიორგი.
-ერთი დღე იქნება მივბეგვავ კარგად მაგ ვიბლიანს, - გადააქნია თავი ბერდიამ.
-და რაო ზურიკომ, არჩილი მცემს და შენც რამე უთხარი ან გალახეო? - სიცილად არ ეყო თედოს ბერდიას სიტყვები. ღიმილით გაჰკრა მხარი მეამ.
-არ ვიცი.. მე ხმა ნუ მომდის შენზე, არჩილ... - არად ჩააგდო დანარჩენები, გაუსწორა მზერა არჩილს.
-ძალიან ბევრს ხომ არ იღებ შენზე, გოდერძი? და ძალიანაც ხომ არ გაგიტკბა შენი სტატუსი?..
-არჩილ... ცეცხლს ეთამაშები ჩემთან დაპირისპირებით, გაგაფრთხილე უკვე მრავალჯერ...
-რას მიქადდის ეგ შენი მუქარა და გაფრთხილება მაინტერესებს ძალიან.
-მე ჩემი სიტყვა გითხარი. თავი დაანებე... ნუ ერჩი მთელ სოფელს... წარსული წარსულია... აღარ ღირს გახსენებად...
-ჩემი საქმე, ჩემი საქმეა. მე გადავწყვიტავ რა მიღირს გახსენებად... იმ ზურას კი უთხარი, რომ ზედმეტად არ გამეჩხიროს თვალში. თორემ... - ჩაეცინა კვლავ ირონიულად, ჩააქსოვა მთელი სიძულვილი უკანასკნელ სიტყვაში.
უთქმელად დატოვა სახლი. გაიხურა კარი და წავიდა.
-ამაზე მოცლილი კაცი არ დადის სოფელში, - ჩაიხითხითა თედომ.
-რა გველი ენა შენ გაქვს... - გადააქნია თავი ღიმილით აშამ.
-მეე? მე, აშა, არ გრცხვენია? გახედე იგერ ფანჯარასთან ატუზულ კობრას, მერე მე გადმომხედე, დაფიქრდი, აწონ-დაწონე და მერე მიპასუხე, მაქვს მე იმ კან გამოცლილი გველის რამე? - შეიცხადა თედომ ფილარმონიულად.
თვალებმოჭუტულმა ნიკომ გადახედა თედოს, ჭორიკანა ქალივით რომ ჩამომდგარიყო ფანჯარასთან და ზვერავდა სიტუაციას.
-აუუ, რა დაბალი ღობე ხარ, თეედ!
გადაიკისკისეს გოგონებმა ნიკოლას სახეზე.
ეს ბიჭი რომ არა, მართლა გასაქცევი დარჩებოდნენ სოფლიდან...
რთული დღე გამოდგა ნიკოლასთვის, მთელი დღე წვიმდა და გარეთ გასვლაც სისულელე იყო, ამიტომ დააგლიჯა და დააწყვიტა ნერვები სათითაოდ ორივე ფარჯიანს. თედომ რომ დაემუქრა ბოლოს, დავივიწყებ ყველაფერს და გაგაგდებ წვიმაში გარეთო, მოეშვა ცოტათი მაშინ.
დაუახლოვდა გოგონებს ძალიან, თავიდან რომ დასანახად არ უნდოდა აშას არჩილის სამეგობრო თავისი ოჯახიანად, ახლა ისე შეუყვარდა თითოეული მათგანი, მართლა გრძნობდა თავს მათი ოჯახის წევრად. ერთად გატარებულმა ზაფხულმა მეტად დააახლოვა არჩილისა და თედოს სამეგობროსთან. რამდენჯერმე ბათუმშიც კი იყვნენ, დააგემოვნეს მრავალჯერ თედოს სანაქებო ,,დამპალი ყველის“ ბორანო. ისეთი ზაფხული ჰქონდა, საბერძნეთში ძალიანაც რომ ენატრა, მაინც ვერ ექნებოდა...
არ დააძინა იმ ღამეს ნიკოლამ არც ერთი, დაისვა ბუხრის ძირში და მთელი ღამე ლაპარაკში გალიეს, ცუციკოც მათთან იყო, სიცილისა და ლაპარაკისგან სახე სტკიოდათ უკვე.

შუადღე სრულდებოდა მეას მობილური რომ ამღერდა, ბექა იყო. ეპატიჟებოდა ყველას სათითაოდ. პირველი ჩადგა რიგში ნიკოლა. აშასა და არჩილის გარდა მართლა ყველა წავიდა ახალგაზრდებიდან, სკოლა იწყებოდა მეორე დღეს და არ უნდოდა ქალსაც პირველი დღის ნაბახუსევზე დაწყება. შესაბამისად, არ წაჰყოლია არჩილიც.
ინგასთან ერთად სამზარეულოში ტრიალებდა მანქანის ხმა რომ გაისმა ეზოდან. გავიდნენ სტუმრის დასახვედრად, ადგილზე რომ გაშეშდა ინგა. გაკვირვებით გადახედა ქალს აშამ და წამში თავადაც გაიაზრა რა ხდებოდა. ნათლად მოუჩანდა ქალს ტირილისგან აწითლებული სახე, ფრჩხილებში ჩარჩენილი მიწა და ასევე სახეზეც ესვა იგერ-აგერ. ჭაღარაშეფარული თმა უწესრიგოდ დაჰფენოდა მხრებზე, ქარი უწეწავდა უსირცხვილოდ. უყურებდა შორიდან დარცხვენილი, განადგურებული, საკუთარი თავის მიერ დამცირებული... დედა. წმინდანებს რომ ვეძახით და მათზე თბილი სახლი რომ არ გაგვაჩნია დედამიწაზე არსად.
-ინგა... - ტირილით ამოთქვა ქალმა და გადმოდგა წინ რამდენიმე ნაბიჯი.
ნერვი არ შეტოკებია ინგას. უცნაურად უმზერდა ქალს. ვერაფერი თქვა. გაბრუნდა და სახლში შევიდა. ამოიტირა ქალმა მის საქციელზე.
-თქვენ... არჩილის დედა ხართ? - ფრთხილად იკითხა და გაუსწორა მზერა.
-შენ ვინ ხარ, შვილო? - ხმაგატეხილმა ძლივს ამოთქვა სიტყვები და ყელში მობჯენილი ბურთი გადააგორა წვალებით.
-ცოლი ვარ მისი. - პირველად შეეცოდა ასე მწარედ უცხო ქალი. თან ვინ? ამხელა ტრავმა ვინც მიაყენა თავის ქმარს. - შემობრძანდით.
არ განძრეულა ადგილიდან. გული მოეწურა თავისი ერთადერთი ვაჟის ოჯახი რომ წარმოუდგა თვალწინ.
-ცოლი... ღმერთო.. - სიცილი დაეტყო სახეზე ქალს, თუმცა ცრემლებსაც არ შეუწყვეტიათ ქალის ლოყებზე სეირნობა. - რა დრო გავიდა... ღმერთო... - გულზე მიიბჯინა ხელი ქალმა.. - არ გასწავლეს ალბათ შენ, არ შემესვლება მე მაგ სახლში..
-შემობრძანდით, ქალბატონო...
-თამარი.. - მიეშველა მაშინვე, - ის... ის სახლშია? - ხმისკანკალით ამოთქვა და ძლივს გაუსწორა მზერა რძალს. გადააქნია მაშინვე თავი, რა თქმა უნდა, ის რომ სახლში ყოფილიყო ვინ შეიპატიჟებდა?! მიჰყვა აშას უკან. - შენ რა გქვია?
-აშა. - გასცა პასუხი უყოყმანოდ.
ჩაეღიმა ქალს, თქმით კი არაფერი უთქვამს. მისაღებში იჯდა ინგაც. სავარძელზე დაებიჯინა ორივე ხელი და იატაკისთვის გაესწორებინა მზერა. გადახედა მაშინვე შემოსულებს, გასწია აშამ სამზარეულოსკენ წყლის მოსატანად.
-რატომ მოხვედი?
-სესისთან ვიყავი... - აიქნია ბინძური ხელები. არ ეტყობოდა ამ ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი. - მოვეფერე ჩემს გოგოს...
-გაჩუმდი! ხმა არ ამოიღო! როგორ ბედავ! როგორ შეგიძლია ამდენი წლის შემდეგ მოხვიდე... არ გაბედო და არჩილს არ დაენახო... არ გადარიო ბავშვი!..
შემოვიდა აშა და წყალი მიაწოდა თამარს.
-რამდენხანს მომეთმინა? მეც ხომ ადამიანი ვარ? შვილი მომიკვდა.. და მე არაფერი ვიცოდი... მისი კურსელისგან რომ არ გამეგო რამდენიმე თვის წინ. არც ახლა მეცოდინებოდა. კარგი, მე შევცდი.. დავაშავე.. არ ვარ ღირსი პატიების, მაგრამ... ჩემმა გოგომ რა დააშავა, უფლება რომ არ მიეცით ბოლოჯერ ენახა თავის უბედურ დედას?! მე რატომ არ მომეცით უფლება უკანასკნელად მენახა ჩემი სესა..
-ამას როგორ ამბობ, თამარ?! - შეიშალა სულ ინგა, - ვის უნდა დაერეკა შენთვის, მთელი სოფელი გლოვობდა ჩვენი გოგოს სიკვდილს, ადამიანების ფორმა დაკარგული გვქონდა, ვის... ვის ეცალა შენნაირ დედასთან დასარეკად...
-გეყოფა გთხოვ...
-20 წლის შემდეგ, თამარ. 20 წლის შემდეგ! შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარ?! ერთხელ როგორ არ მოხვედი?! ერთელ როგორ არ ნახე შენი შვილები?!
-მოვედი! მოვედი! ერთხელაც მოვედი და ათჯერაც!
-გაჩერდი! ნუ იგონებ! ნუ მაგონებ! სად იყავი, როდის მოხვედი, ნუ შემშალე ჭკუიდან!- ყვირილით წამოვარდა ინგა, ასეთი ჯერ არ ენახა აშას.
-არ მომიშვა ბერდიამ ჩემს შვილებამდე. არ დამანახა... ვეხვეწე... ფეხებში ჩავარდნილი ვეხვეწე, მაგრამ არ გაიგონა... არ ხარ შენ მათი სახეების ნახვის ღირისო.. ასეთი უგულო შეიძლება ქალი იყოს, ინგა?.. შვილები დატოვოს სამუდამოდ და გაიქცეს? მე შალვას დაკრძალვაზეც ვიყავი... - ამოიტირა თამარმა, - სული მეხუთებოდა, მათ გარეშე ვიტანჯებოდი...
-ცხოვრება დაუნგრიე არჩილს! უპატრონოდ დაყარე თითისტოლა ბავშვები და შორს გაიქეცი!
-ბავშვი ვიყავი!.. - წამოიყვირა მაშინვე თამარმაც, - მეგონა შევძლებდი, მეგონა შემაძლებინებდა ... სიყვარული.. მაგრამ არ გამომივიდა, ვერ გავუძელი... ბოლო წლები, საერთოდ, მეგონა, რომ ყელზე მიჭერდნენ ძლიერად ხელს, ვიხრჩობოდი... ვეღარ ვსუნთქავდი...
-წადი აქედან... - თავს დამშვიდება აიძულა ინგამ. მოიშორა ცრემლები და წამომდგარმა ხელით მიუთითა გასასვლელისკენ.
-ინგა... უნდა ვნახო... - გადააქნია მაშინვე თავი.
-წადი-მეთქი, არ შეშალო ბიჭი...
-ინგა, არ გინდა, ტყუილად ცდილობ... მოვკვდები რომ არ ვნახო...
-არჩილს თქვენი ნახვა რომ სდომოდა ასჯერ მოგძებნიდათ და ასჯერვე გიპოვიდათ აქამდე. - აშა ჩაერთო საბოლოოდ.
-მას მე ვძულვარ... მაგრამ ის ჩემი ბიჭია... გთხოვ, შვილო, არაფერი თქვა... რომც გამაგდოს, გამლანძღოს... უნდა ვნახო.
შესასვლელთან მდგომი არჩილი შეესწრო ქალის უკანასკნელ სიტყვებს. წარბშეკრულმა გამოაღო ბოლომდე ისედაც შეღებული კარები და ნელი ნაბიჯით შეაღწია შიგნით. გადახედეს მაშინვე სამივემ ერთად.
-არჩილ... - დასცდა ქალის ბაგეებს ნანატრი სახელი, მოავლო თვალი დაკაცებული შვილის სხეულს.. სინანული იყო ყველაზე დიდი ქალის თვალებში.
შეათვალიერა არჩილმა მიწაში ამოსვრილი ქალი. ააყოლა თვალები ფეხებიდან თმის ღერამდე.
-რატომ შემოუშვი ინგა?.. - მობეზრებით გადახედა აღელვებულ ქალს. როგორ ცდილობდა ახლა სიბრაზის მოთოკვას... როგორ ცდილობდა მთელი ეს ზიზღი და სიბრაზე გადაეფარა დიდ მობეზრებაში...
-არჩილ...
-წავიდეს აქედან, რომ ჩამოვალ არ დამხვდეს. გთხოვ... - ინგასთან მიახლოებულმა ხელები დაუკოცნა და კიბეებზე დააპირა ასვლა ქალის შეძეხილი რომ მოესმა და ადგილზე გაშეშება აიძულა.
-შვილო!.. გეხვეწები, არჩილ... ცხოვრებაში ერთხელ... მხოლოდ ერთხელ დაელაპარაკე დედას...
ნელა შემოტრიალდა არჩილი უკან.
-ვის?... რა დამიძახე? შენ მე რა დამიძახე?!.
-არჩილ, გთხოვ... - ამოიტირა ქალმა და წინ გასწია შვილისკენ, ყვირილმა რომ შეაჩერა ადგილზე.
-ფეხი არ გამოდგა აქეთ! რა უნამუსო ყოფილხარ შენ... როგორ ბედავ აქ მოსვლას?!.
-შენთან შევცდი ყველაზე მეტად, ჩემო ბიჭო... მთელ ცხოვრებას შენს ნატვრაში გავატარებ... გთხოვ, იმ 9 თვის გამო, რაც გვაკავშირებდა, იმის გამო მაინც მიეცი დედას უფლება, ერთხელ და უკანასკნელად ჩაგიხუტოს... გეხვეწები, შვილო... ნუ გამიშვებ ამ ქვეყნიდან ამის გარეშე... - ამოიტირა ქალმა და სავარძელს დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო.
მალულად გადახედა ქმარს აშამ. შეურაცხადივით უმზერდა არჩილი, ოდნავადაც არ ეტყობოდა სახეზე მომთბარი გული ქალის სიტყვების გამო. ნელა მიუახლოვდა ქალს და ზემოდან დააჩერდა.
-ბატონების გამო ორი დღე საწოლში რომ ვიწექი, სიცხისგან თავი რომ ვერ ავწიე ბალიშიდან... შენ მაშინ დედაშენის დაბადების დღეზე წახვედი. შუბლზე მაკოცე და მითხარი, რომ მოვალ მორჩენილი იქნები, იქ რომ არ წავიდე დედას ეწყინებაო... ყველაზე დიდი პრობლემა შენს სულში იყო, წასვლამდე და წასვლის შემდეგაც, თუმცა ეს ვერ გაიაზრე მთელი ცხოვრება. ორი ღამე ჩემს ბალიშთან გაათენა ინგამ. მე რომ შენ დედას გეძახდი გულში მცრიდა სულ, მეგონა არასწორი იყო. სახელი ,,დედა“ შენც რომ გერქვა და ინგასაც... მეგონა იმას ვაყენებდი შეურაცხყოფას ,,დედას“ შენს მიმართებაში რომ ვიყენებდი და ვბილწავდი ამ სიტყვას. შენ გესმის, რაზე ფიქრს ვაიძულებდი საკუთარ თავს 7-8 წლის ასაკში? დილით ამდგარს მამას ცრემლიანი თვალები ვნახე პირველმა. ჩემს საწოლთან ჩამომჯდარიყო თავდახრილი და შენი მაისური მოექცია ხელში. ამომხედა ნამტირალევი თვალებით და მაშინ თქმაც არ დასჭირვებია არაფრის, ისე მივხვდი, რაღაც ძალიან რომ შეიცვლებოდა ჩვენს ცხოვრებაში... მამას თვალზე ცრემლი პირველად მაშინ ვნახე და მეორედ ხელებში რომ ჩამაკვდა... იცი, რა მითხრა? ბოდიში, რომ ვერ შეგირჩიე სწორი დედაო. იცოდა კვდებოდა... შენზე ფიქრში წავიდა ამ ქვეყნიდან... ყველაზე რთული პერიოდი მაშინ დაიწყო ჩემსა და სესილიას ცხოვრებაში... სესილიას დარდმა და წუხილმა ჩემი დამავიწყა... მამა ვერ ვიგლოვე სესილის შიშით, რამე არ დამართნოდა... ღამით ეღვიძებოდა ტირილით კოშმარების გამო და მთელი ღამე გეძებდათ... დედა რომ ხდებოდი... მე რომ მაჩენდი.. როგორ არ გეშინოდა ღმერთის? ასეთი უბედურებისთვის რომ იმეტები შვილს... შენ... შენ იცი მე რა გადავიტანე?! მთელი სკოლა აბუჩად მიგდებდა... რას არ მეძახდა... მაგრამ. ერთი წუთითაც... ერთი წუთითაც არ მიმიტანია გულთან. მათი სიტყვა კი არა, შენი გააზრებული და დაფიქრებული საქციელი მკლავდა... მე შენ არ მახსოვხარ, არ იყავი აქ, როცა საჭირო იყავი, როდესაც არ იყავი, მაგრამ მაინც უნდა ყოფილიყავი.. შენ არასდროს ყოფილხარ ჩემს დამპალ ცხოვრებაში... არ გაბედო მეორედ აქ მოსვლა!.. ცხოვრებაში რაც თუ მიკავებია, მითმენია, შენზე ამოვიღებ მთელ ჯავრს! არ დამენახო!.. ფრჩხილები რომ გაგივსია შვილზე დაყრილი მიწით, ჯობდა მისი თმები შემოგხვეოდა მაგის ნაცვლად თავის დროზე.
ამრეზად შეათვალიერა ერთი და ნელა აიარა ოთახისკენ ამავალი კიბეები არჩილმა.
დადუმდა სახლი. თამარის ტირილიც ვეღარ არღვევდა სიჩუმეს. ათას ნაწილებად დაუფშვნეს გული არჩილის სიტყვებმა. განადგურებულს ცრემლებიც ამოშრობოდა თვალებიდან. დაიხედა ბინძურ ხელებზე... ჩაეღიმა თავისი უბედობით გმობილს, გააპარა მზერა უმოძრაოდ მდგარი ინგასკენ, გულზე რომ დაესო ლახვარად თავისი გაზრდილი კაცის თითოეული სიტყვა.
შებრუნდა და წავიდა.
დედაა ერთადერთი ქმნილება, ვისაც უნდა აპატიო დედამიწაზე ყველაფერი, თუმცა... დედას შვილის ტკივილის ვერ დანახვას ვერ აპატიებ.
დედას ვერ აპატიებ იმ დღეს, როდესაც მისი იმედი აღარ გექნება...
+ + +
ნახევარი საათი რომ გავიდა და არაფრით არ ჩამოვიდა არჩილი ოთახიდან თვითონ გადაწყვიტა ასვლა. ფრთხილად ჩამოსწია სახელური და ნელა შეჰყო თავი კარებში. საწოლზე მწოლს თვალები დაეხუჭა, ძილი რომც სდომებოდა მაინც არ გაეკარებოდა, ქალის დანახვით შოძრწუნებულ გონებას.
ფრთხილადვე მოხურა კარები, უსულით ჩამოუჯდა საწოლზე და არჩილის ხელი თავისაში მოიქცია. კვლავ არ გაუხელია თვალები.
-ყველაფრის მიუხედავად... ამ საშინელი ცხოვრების... სესილიას უბედობის შემყურე... მაინც როგორ ვერ შეძლო დრომ შენი გაბოროტება, არჩილ?
ნელა გაახილა თვალები და ცოლს გაუსწორა მზერა.
-შენზე რომ ცუდს ვიგებ, აქ... - გულზე მიიდო ცრემლმორეულმა ის ხელი არჩილის თითები რომ მოექცია - აქ... ძალიან მტკივდება ეს ადგილი... მტკივა, ისე, თითქოს ჩემი წარსულის ტრავმებს მახსენებენო... მე... რატომ ხდება ასე?... მე.. მეშინია ძალიან, არჩილ...
წამოიწია საწოლზე გაშტერებული სახით, წამოდგა საერთოდ და აშას მუხლებთან დაიხარა.
-მეშინია, რომ... რომ ეს ტკივილი მალე მთელ სხეულს მოედება... და ვეღარ მოვიშორებ... ვეღარ შევძლებ მასთან ბრძოლას...
თვალებდაუხამხამებლად ამოჰყურებდა ქვემოდან ცრემლიან აშას. მოიქცია მისი მტევნები, გაუჩერებლად რომ იწვალებდა, თავის ხელებში.
-აშა.. შენ ხვდები, რას მეუბნები? - თვალმოუშორებლად მიაწება ტუჩები ქალის ნაზ თითებს. - მაგიჟებ, აშა? - გაუცნობიერებლად ჩამოუგორდა ობოლი ცრემლი და დაუკითხავად დაუსველა კაცს ხელა. - ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ტირი ჩემ გამო და იცოდე... ძალიან... ძალიან გავბრაზდები. ასეთი აშა არ გამიცნია მე.. ნუთუ მე შეგცვალე? ჩემთან რატომ ისწავლე ტირილი, გოგო?..
-როგორ შეგიძლია ასეთი იყო?.. - გაითავისუფლა ერთი ხელი და სახეზე შეეხო კაცს. - დედაშენი ნახე, რომელიც საუკუნეა არ გინახავს... იყვირე... გაბრაზდი... და შენ მაინც ჩემს ცრემლებზე გეფიქრება, არჩილ?
მოიქცია მაშინვე ქალის სახე ხელებში, მოაშორა ის ცრემლები გულს რომ უკლავდა ყოველი ნახვისას. ტუჩის კუთხესთან მიაწება ტუჩები და შუბლით დაეყრდნო ქალს.
-მე რა გავაკეთე ცხოვრებაში ისეთი შენ რომ დაგიმსახურე?.. მე! მე, აშა! მე რა ჯანდაბა გავაკეთე ასეთი შენ რომ გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში? ბავშვობიდან მხოლოდ სესილის კარგად ყოფნას ვნატრობდი, არასდროს გამივლია გონებაში, რომ შენნაირ ქალს დავიმსახურებდი... არ ამისრულა ღმერთმა ეს ერთადერთი ოცნება... შენ როგორ გაგაჩინა ჩემთვის?...
ჩაეცინა ქალს სევდიანად მის სიტყვებზე. თავისი თითები შემოაჭდო კაცის ხელებს მის სახეზე განთავსებულს და ხელის გულზე აკოცა თბილად.
-ღმერთი რომ წერდა იქ, რომ უნდა შემყვარებოდი... ხელი როგორ არ აუკანკალდა, ასეთი რაღაცისთვის რომ გამიმეტა... მამის მკვლელი რომ შემაყვარა, წამით არ უგრძვნია სისუსტე ხელებში?..
გააკანკალა არჩილს აშას სიტყვებზე. დაუარა მთელ სხეულში საშინელმა გრძნობამ ბედნიერების, სიყვარულის, უბედობის, ტკივილის ნარევი რომ იყო ერთად. უნებურად ჩამოცურდა ხელები ქალის სახიდან. თვალიც ვერ დაახამხამა გაშტერებულმა, ვერ შეჰბედა თავს ხმის ამოღება და რომც გაებედა ენა არ დაემორჩილებოდა ამისთვის.
შეიძლება ადამიანმა ერთდროულად უდიდესი ბედნიერება და ტკივილი იგრძნოს?! არჩილის ორი ,,მე“ ებრძოდა ერთმანეთს თავის გულში.
სიყვარული იყო ყველაზე ძლიერი.
აჯობებდა აუცილებლად ტკივილს.

ვახშმის ალაგება რომ დაიწყეს ქალებმა და არაფრით იქნა ახალგაზრდების გამოჩენა ინგამ სთხოვა აშას დაურეკეო. ეტყობოდა ნამტირალევი თვალები, თუმცა ვერაფერი ჰკითხა, იფიქრა დილის შედეგი იყო. თედომ უპასუხა, მხიარულად ჩასძახა მობილურში მთვრალმა. ესენი არსად წამომსვლელები არ იყვნენ. ნიკოლაც მთვრალი იყო, მეას კი ამ ღამე არაფრით დააჯენდნენ ამ საშინელ გზებში საჭესთან, დღეს ავალიანებთან დარჩებოდნენ.
მალევე გაიკრიბა მთელი სახლი ოთახებში დასაძინებლად. ფანჯარაზე გადაყუდებული კვამლში გახვეული არჩი ეწეოდა სიგარეტს. გონს ვერ მოსულიყო ჯერ კიდევ, ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი რამ დაატყდა თავს ნაადრევად გაჭაღარავებულ კაცს. ფრთხილად შემოიძურწა ოთახში და ისე, რომ არც შეუმჩნევია არჩილი პიჟამას დაუწყო ძებნა.
ვინმეს რომ ეთქვა ადრე კაცს პირველი გამოუტყდები სიყვარულშიო, ერთს კარგად გადაიხარხარებდა და მხარზე დაჰკრავდა ხელს, შე მასხარაო, თან დააყოლებდა დიდი ირონიით. სიამაყე ჰქონდა ჯორზე მაღალი აშა ავალიანს. ბავშვობიდან ვერ იყო კარგდა განწყობილი მამაკაცების მიმართ. ამიტომ იყო ალბათ ცხოვრებაში რომ არ ჰქონია მამრობითი სქესის წარმომადგენელთან არანაირი ურთიერთობა, არც ღრმა და არც ჩვეულებრივი. ვერ ეგუებოდა და ვერ ეწყობოდა ვერაფრით. რომ გეკითხათ, დაოჯახებასაც არ აპირებდა არასდროს, ვერ გრძნობდა თავს კმაყოფილად, სავსედ კაცთან ყოფნის დროს... არჩილის გამოჩენის შემდეგ კი თავზე დაახია საკუთარმა თავმა მისი აწყობილი ფიქრები. თურმე სხვაგვარად ყოფილა. თურმე არ სძულებია ასე მწარედაც მამრობითი სქესი თავად რომ ეგონა. არჩილი გამოდგა ის, ვინც ასწავლა კაცის სიყვარული და დააჯერა ამაში სამუდამოდ...
სიყვარულში გამოტყდომა ერთი იყო, არ შეარგო ბოლომდე სიხარული კაცს. ამაშიც კი აჯობა. ამაშიც კი ვერ გადაახტა საკუთარ თავს ბოლომდე და არ მისცა უფლება ეხარა არჩილს მისი სიტყვებით სრულიად. აშა იყო რაღაცნაირი ქალი, რომ შეხედავდი, მიხვდებოდი ავი სული რომ ჰყავდა ჩასახლებული ორგანიზმში...
მოწევა რომ დაამთავრა გამოხურა ფანჯრის კარები და კედელზე მიყრდნობილმა გადმოხედა ქალს.
-ნუ მიყურებ. შებრუნდი. - მაისურის გახდას აპირებდა უკვე თან რომ შემოუსწრეს კაცის თვალებმა.
-რა მალე იცვლი შენ ხასიათებს, ტვინში კომპიუტერი გაქვს დაყენებული და მაუსით აირჩევ ხოლმე, რომელი ხასიათი გინდა რომ მოირგო?
-არჩილ. შეტრიალდი და ამომასუნთქე!
-ჩემი თვალები მაინც ყველგან გხედავენ. - ნელა მიუახლოვდა ქალს და გამოსტაცა ხელიდან პერანგი. - რა აზრი აქვს სად გავიხედავ?..
-და მაინც მე უნდა მეთქვა არა, პირველს?! - ვერნაკავები ემოციით აღმოხდა ქალს, წარბშეკვრით მიაშტერდა თან სახეში.
-რა უნდა გეთქვა? მაგიც არ შემარგე..
-არ ხარ ღირსი არაფრის!
ჩაეცინა გახალისებულ არჩილს.
-ხომ ვთქვი ცვალებადი ხასიათი გაქვს-მეთქი... დილით თბილად საუბრობდა შენი მწარე ენა...
-არ ყოფილხარ მაგის ღირსი!.. - საწოლზე მიგდებულ პენუარს დაავლო ხელი და გასვლას აპირებდა ოთახიდან, მკლავზე რომ სტაცა ხელი არჩილმა. დღეიდან აღარაფერი იქნებოდა ისე მარტივად, როგორც ადრე. ვეღარ გაექცეოდა ავალიანი საკუთარ თავს..
მიიზიდა ახლოს ცოლი და წელზე ჩააფრინდა ძლიერად.
-როდის ვამბობდი მე არაფრის ღირსი არ ვარ შენგან-მეთქი? - იჩურჩულა ქალის ბაგეებთან და თვალებმინაბულს ძლივს გაუსწორა მზერა. - რატომ გამათამამე? რატომ მომეცი ამდენის უფლება?.. - ფრთხილად ჩააცურა ერთი ხელი ქალის ფეხებისკენ, მოკლე სარაფნის ქვეშ შეძვრა დაუკითხავად და შიშველ ფეხებზე აუსვა ხელი.
-არ უნდა მომეცა... - ჩურჩულს მიჰყვა თავადაც თვალდახუჭული, თავის გაუცნობიერებლად ამოძრავდნენ ხელები არჩილის მხრებზე.
-ეგეც არ იკმარე... თურმე... გულიც მომეცი... - ყელში ჩამძვრალმა მონატრებით შეისუნთქა ქალის სხეულიდან მომავალი საშინლად სასიამოვნო სურნელი და დაუტოვა სამუდამო შრამად ცხელი ტუჩების კვალი. გადააგდო თავი მაშინვე აშამ.
-თურმე... - ამოიჩურჩულა და თავადვე დიპყრო არჩილის ბაგეები. ალბათ ამას ელოდა არჩილიც, მის გადადგმულ ნაბიჯს... ყოველთვი, ყველაფერში რომ წინ გასწებული და საშინლად ჯიუტი იყო, ამ ამბავში გადასტყდებოდა ხოლმე კისერი ყოველთვის. მაინც სძლია საკუთარ თავს და იმარჯვეს სურვილებმა.
-შენ რამდენად შეგიძლია იყო ბოროტი ჩემთან, აშა? - ჰაერს მოწყურებულნი რომ შეჩერდნენ ფრთხილად დასცდა არჩილის ტუჩებს. გააკანკალა მაშინვე მის სიტყვებზე აშას, გაახილა კიდეც და დაბნეული ჩააშტერდა თვალებში, - მართლა შეგიძლია ჩემი დატოვება?
თვალმოუცილებლად ჰკითხა, ფრთხილად ასწია თან კაბის ბოლოები გადასაძრობად.
-მე მხოლოდ შენთან ყოფნა შემიძლია, არჩი...
მოაშორა თავადაც ის მაისური თვეები რომ სისხლი გაუშრო. დაუფარავად და მონდომებით შემოჰხვია ხელები არჩილს ზურგზე, მოირბინა ხელებით ყველა წეტილი, მთელი ეს დრო შორიდან რომ უწევდა მხოლოდ თვალის შევლება... დაიკმაყოფილა ამდენი ხნის ნანატრი სურვილი...
ჩაეღიმა არჩილს, ლოყაზე მიაწება თან ტუჩები. სწრაფად შემოისვა გაშიშვლებული ქალი წელზე და ნელა დაიძრა საწოლისკენ.
-შენთან წოლის უფლება რომ მომეცი, მაშინ უნდა მივმხდარიყარი.. - დააწვინა საწოლზე და ფრთხილად გადაემხო თავადაც, მოაშორა დარჩენილი ნაჭრებიც ქალს და შეუდგა მისი სხეულის შესწავლას საფუძვლიანად.
-ტყუილად ცდილობ... მაშინ ვერ გიტანდი... უბრალოდ საამისოდ კეთილი ვიყავი იმისთვის, ზურგ დამწვარი მოუხერხებელი სავარძლისთვის არ გამემეტე... - ფეხები შემოჰხვია ძლიერად წელზე ანცი ღიმილით და აიღო საკუთარ თავზე ქამრის შეხსნა.
-ჰო... ნამდვილად... მე ისიც ვერ ამომიგდია თავიდან ხმამაღლა რომ გაჰყვიროდი ამის ცოლი უნდა გავხდეო... ქალი არ ვიყოვო... - მიეშველა აშას და სწრაფად მოიშორა შარვალი.
-ოხხ!..
-გამოგიტყდები, მსგავსი რაღაცის თქმა მეც მომიწია თავის დროზე...
-მე კი გადამაყოლე და...
-მსიამოვნებს ძალიან..
მკერდთან რომ დაუტოვა კოცნა და საპასუხო რეაქციაც მიიღო ქალისგან, ფრთხილად აიწია მასთან, თვალებში უყურა დიდხანს. უთქმელად მისცა თანხმობა აშას სიყვარულით აღსავსე თვალებმა, ბედნიერებას რომ აფრქვევდა მასში ოდნავშესამჩნევად გამკრთალი ცრემლი. მიეალერსა თვალებით არჩილიც მთელ სახეზე.
მთვარე იყო ყველაზე ლამაზი იმ ღამეს.
+ + +

ნელა გათენდა 15 სექტემბრის დილა. შიშჩამდგარი სხივები მიმოფანტა მზემ გარშემო. მის მიერ გადმოდენილი ცრემლი ბრწყინავდა სხივებთან ერთად. მზე და წვიმა ერთად დამდგარიყო იმ დილას სვანეთში.

პირველი დღით შეხალისებული დილიანად წამოხტა საწოლიდან, გვერდით მუცელზე მწოლ კაცს ზურგზე მიაწება ხანგრძლივად ტუჩები და გავარდა სააბაზანოში.
ეთერას, როგორც ყოველთვის, ეღვიძა დილიანად, ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა აშას ეს ქალი თუ იძინებდა საერთოდ..
დიდხანს ელოდა არჩილის გაღვიძებას, თუმცა საშველი რომ არ დაადგა არაფერით თავად გადაწვიტა მარტო წასვლა. ეს თედო და მეაც არ იყვნენ სახლში, ისედაც აჟიტირებულს ერთი სული ჰქონდა სკოლაში მისულიყო და სკოლის პირველ დღეს დასწრებოდა, ოღონდ ამჯერად მასწავლებლის სტატუსით. სკოლაში რომ სწავლობდა, უყვარდა ძალიან პირველი დღე, მონატრებული კლასელების ნახვა და ჯერ კიდევ მშვიდად მყოფი მასწავლებლებისა, მთელი სემესტრის განმავლობაში რომ არ სცილდებოდათ მომჟავებული სახე, მთელი დღე გაკრეჭილები დაიარებიან, ყველას ეფერებიან, ჰკოცნიან, თავზე ხელს გადაუსვამენ... მოკლედ, 15 სექტემბერი არის დღე, როდესაც ყველას ყველა უყვარს.
იმდენი მანქანა დაუხვდა სკოლის შესასვლელთან წინ წასვლასა და იქ დაყენებას აზრი არ ჰქონდა. სკოლის პირველი დღე კი იყო, თუმცა მაინც გაუკვირდა, არ ელოდა ამდენ მანქანას. მიაყენა თავისი ტყის შესასვლელთან, რაღაცნაირად გადახედა თან ხეებით ჩაბნელებულს.
გადაჭრელებული იყო სკოლა თეთრსა და შავ ფერში. გაეღიმა მათ შემხედვარე, ისეთი ყაყანი იყო მთელ ეზოში... საშინლად აჭერდა მზე, არც სუსტი წვიმა შემწყდარა არაფრით.
მანქანიდან გადმოსულმა სათვალე მოიშორა სახიდან და გაკვირვებული მზერა ესროლა ცას. უცნაური იყო. დღეს ყველაფერი უცნაურად იყო. თითქოს თან კი და თან ვერ იყო ყველაფერი კარგად. თავის სუსტად გადაქნევით მოიშორა უაზრო ფიქრები და ღიმილით გაერია კოლეგებსა და მოსწავლეებს. ზეიმი ჰქონდათ მომზადებული რამდენიმე კლასს. კიკინებიანი და ჰალსტუხიანი პირველკლასელები ხომ ისედაც ჩააყენეს რიგებში ლექსების სათქმელად...
ისეთი კარგი დღე გამოვიდა, ისეთი გადატვირთული სკოლის დღეებში რომ ვერ იღლებოდა ხოლმე. ერთხელ მიიღო მხოლოდ შუადღისას არჩილის შეტყობინება, ჩემ გარეშე რატომ წახვედიო, თუმცა ორი სიტყვის მიწერაც ვერ მოახერხა. თავად არჩილს უნდოდა ძალიან მასთან მისვლა, მაგრამ თავისი მანქანა აშას ჰყავდა წაყვანილი, თედოსი კი თქვენც მოგეხსენებათ.
7 ხდებოდა საათი სკოლის დირექტორს, დანარჩენ კოლეგებს რომ დაემშვიდობა და სახლისკენ დააპირა წამოსვლა. ღიმილით მიიკვლევდა გზას მანქანისკენ, დილისგან განსხვავებით მხოლოდ რამდენიმე მანქანა იყო დარჩენილი, მასწავლებლების იქნებოდა ესენიც, ალბათ. ღიმილით მიიკვლევდა გზას მანქანამდე, გასაღები გადაატრიალა კარის გასაღებად უეცრად უხეში შეხება რომ იგრძნო სახესა და მუცელზე. დაიწყო მაშინვე ფართხალი უცხოს ხელებში, თუმცა ვერაფერს გახდა, ისე შეათრიეს ტყეში ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო...
მთელი სხეულით ფართხალებდა, ებრძოდა ყველანაირად კაცს, ხელ-ფეხს გაუჩერებლად იქნევდა ინსტიქტურად, როგორც წყალში ჩავარდნილი, რომელიც ბოლო ძალით ცდილობდა ზედაპირზე ამოსვლას. უკან სუროსავით შემოხვეული სხეული სულ უფრო მჭიდროდ ეკვროდა, სუნთქვას უხშობდა სახეზე მოჭერილი ხელით... მაინც შეათრია. ძლიერად მიჰკრა ხელი და მიწაზე დაანარცხა ქალი. გადმოტრიალდა მაშინვე გაავებული მზერით აშა, სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა მკერდი, მიწაში ჩაერჭო თითები და გახშირებულად სუნთქავდა.
-შენ... შენ... რას აკეთებ... გადაირიე... - ძლივს საუბრობდა, უკანკალებდა მთელი სხეული, ხმაც, ხელებიც... შიში ჩქეფდა მთელ ორგანიზმში სისხლთან ერთად.
-მე კარგახანია გადარეული დავდივარ.
იჩურჩულა ვიბლიანმა და წამოსახტომად მომზადებულს რომ შეავლო მზერა, ნელა დაიხარა ქალისკენ.
-მიშველეთ!. - დასჭექა მთელ ხმაზე აშამ, თუმცა მალევე მოახერხე მისი ხმის ჩახშობა ბოროტმა სულმა.
-ნელა! ჩუმად! - დასჩურჩულა სახეზე და მტევნები დაუკავა მეორე ხელით. თან ძლიერად ჩააჭირა ფეხები ზედმეტად რომ არ ემოძრავა. - ყველაფერი დასრულდა, გესმის? შენი ქმრის ცხოვრება, ღირსება.. დამთავრდება... მე დავამთავრებ! - ღიმილით ეჩურჩულებოდა განადგურებულ ქალს.
გაითავისუფლა მაინც ფეხები ამდენი ქნევისგან, ჩააზილა მწარედ ისეთ ადგილას გაქანება რომ ვეღარ შეძლო ვიბლიანმა. წამოხტა მაშინვე შეშლილი აშა.
-მიშველეთ! მიშველეთ! - ყვირილით იკაფავდა გზას ტყეში, თუმცა მალევე იგრძნო კვლავ ის საშინელი ხელები, ბინძური და ყველაზე საზარელი. არ შეეპუა მაინც, შეეწინააღმდეგა, დაუხოკა სახე, რაც თუ ძალა ჰქონდა შერჩენილი შიშჩამდგარ მკლავებში დაატეხა თავს ბოროტ სულს.
-ღმერთმა დაგწყევლოს!.. არავინ არ ხართ?!. - სდიოდა ცრემლები დილის წვიმასავით აშას სახიდან.
-მე ვარ მხოლოდ. მე! ვინც დაუნგრევს შენს ქმარს ცხოვრებას! ისიც გამოცდის ამ სირცხვილს, რაც მე მაჭამა! დამცირდება მთელ სოფელში!
-ღმერთმა დაგწყევლოს, შე ავსულო!.. შე არაკაცო! ცხოველო!..
აღრიალდა მთელ ხმაზე, თმაზე და სახეზე რომ წაავლო ხელი, დააგდო კვლავ ძირს და გაადაემხო მაშინვე სხეულზე.
არ გაჩერდა არაფრით სანამ არ გაითავისუფლა ხელი და ისე მწარედ გაარტყა სახეში გადაგორდა კინაღამ ზურა. გადმოხედა მაშინვე განრისხებით, ჩაავლო ხელი რომლითაც გაუბედა სახეში დარტყმა, მეორე ძლიერად მოუჭირა პირზე და ისე ძლიერად გადაუგრიხა თითები... სუნთქვა შეეკრა ავალიანს. ტყეს შეაზანზარებდა კივილით იმხელა ტკივილი იგრძნო... თუმცა ესეც არ შეეძლო.. ჰაერი გაეჩხირა ყელში, მთელ სხეულში დაუარა ტკივილმა, მოიარა ყოველი კუთხე-კუნჭული. ტკივილი იყო დიდი და საშინელი, თითქოს ხმა დაუწიეს ბუნებას და დატოვეს მხოლოდ ერთი შეგრძნება გამაყრუებელ ხმაზე ჩართული - ტკივილი.
ფოთლები აშრიალდა მის ნაცვლად. ტყე დუმდა საუცხოოდ, ჩუმად იდგა ყველაფრის შემყურე, გულგრილი მოწმე.
არ დაანება ტკივილი, გაუკავა ორივე ხელი უკან და დაეტაკა მაშინვე ქალის ყელს.
-საუცხოო ყვავილი ხარ, შენი სახელივით... აშა...
დააწვა ტანზე ძლიერად ქვეშ მომწყვდეული ისედაც მტკივანა ხელი რომ არ გაენძრია ქალს. გაითავისუფლა თავისი და თამამად დაუწყო ფერება. შემოაგლიჯა პერანგი ზედ. მდინარესავით დადენილი ცრემლები უსველებდა დამპალ ზურიას ხელს.
-ყველამ იცოდა სოფელში... - შიგადაშიგ საუბრობდა დამპალი, - ჩემს დაზე რომ იყო შეყვარებული შენი კაცი... ვინ იზამდა სხვა მის გარდა... იქნებ ამიტომ გამოიქცა მისი სახლიდან, რომ მოასწრო მისი ხმარ...
ვერ დასრულებული წინადადების სიამოვნებამ მოიარა ამჯერად სხეული. ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა. ისე ძლიერად და უხეშად ჩააფრინდნენ ზურიას მხრებს კაცის ხელები, სული არ გაჰყოლია ალბათ თან. მოისროლა შორიახლოს და გაგიჟებული მზერა დაასო ძირში გაშოტილ აშას. მომტირალს. დამცირებულს. განადგურებულს. სიკვდილი რომ ერჩივნა ამ ქალის ცრემლის ისევ დანახვას. დაუბნელდა თვალთ. წაბარბაცდა და ხეც ვერ მოიშველია მყარად რომ დამდგარიყო. მისმა უძლურებამ და უმეცრებამ შეზარა არჩილი. ძლიერი, მტკიცე აშა, რომელიც სიტყვას არ არჩენდა კაცს, ახლა მის გამო სულს ღაფავდა...
გამოაძვრინა ფრთხილად გალურჯებული ხელი, მეორე კი აიფარა სახეზე. მიჰვარდა მაშინვე გიჟივით თედო. წამოსწია და ჩაიკრა გულში დასავით წმინდა.
-ეს რა არის... ეს რა არის... არჩი... - ბურდღუნებდა თავისთვის და ძლიერად ხვევდა ქალს ხელებს.
სახეზე მოისვა ხელი არჩილმა და გადაიხედა იქით, საითაც უნდოდა ცხედარი რომ დახვედროდა სულიერის ნაცვლად. გასაქცევად მომზადებულს ჩააფრინდა თმაზე, გააგდო მიწაზე და დაივიწყა ადამიანი რომ იყო. ისიც დაავიწყდა ადამიანი რომ ჰყავდა ქვეშ მოქცეული.
დაყრუვდა და დაბეჩავდა არჩილი. იმდენი ურტყა, იმდენი ურტყა სანამ თავის ყურით არ გაიგო ზურიას ორგანიზმიდან წამოსული ძვლის ტკაცუნის ხმა.
ეფერებოდა თედო ატირებულ აშას, ჰკოცნიდა თავზე, თმაზე ეფერებოდა ერთწერტილზე თვალგაშტერებული და ეფარებოდა ყველანაირად თვალი რომ არ მოეკრა საზარელი სანახაობისთვის მისი ქმარი რომ სჩადიოდა.
-მოკლავს... თედო... - ამოიტირა ქალმა და შემოჰხვია ხელები.
-მოკლას. დამშვიდდი შენ, სუ.. არ არის მაგი სიცოცხლის ღირსი...
-არ მინდა, გთხოვ... არ გახდეს... ისევ.. არჩი.. - ძლივს გასაგონად ბურდღუნებდა აშა და არჩილისკენ აპარებდა მზერას.
ვეღარ გაუძლო ნიკოლამ ქალის მდგომარეობას და წაეტანა მაშინვე გაცხოველებულ ძმაკაცს რომ მოეშორებინა ცოცხალმკვდარისთვის.
არ გაიკარა არაფრით, აუქნია ხელი და გააგრძელა კვლავ მისი ცემა.
-აშა. აშას გამო. - უჩურჩულა ყურთ და გაჩერებულს დაავლო მაშინვე ორივე ხელი. გადმოათრია დასისხლიანებული ზურას სხეულიდან. ხელის კანკალით შეახოცა მაისურზე სისხლიანი ხელები და ფრთხილად მიუახლოვდა ქალს. გაიწია თედო მაშინვე და გადაულცა თავისი ცოლი ბიძაშვილს. შემოჰხვია ქალმაც ხელები, ხელში აიყვანა და უკან მოუხედავად გაუყვა გზას.
თავჩაქინდრულ თედოს მხარზე შემოარტყა ხელი დამწუხრებული სახით ნიკოლამ.
-კარგად იქნება. მთავარია, რომ დროზე მოვედით.
გაუწოდა ხელი და დაეხმარა წამოდგომაში.
7 რომ გახდა საათი, კიდევ დააგვიანდა და არაფრით აღარ გამოჩნდა აშა, ანერვიულდა არჩილი, ბედად მოსული იყვნენ მეა და თედო უკვე, შემოყვანილი არ ჰყავდა ეზოში მანქანა ჩამოაგდეს მეა და წავიდნენ სკოლისკენ.
ტყის დასაწყისში თავის მანქანას რომ ჰკიდა თვალი სულ არ აპირებდა ჩამოსვლას, სანამ გაღებულ კარებს არ წაააწყდა. მიაყენა მაშინვე და მანქანას მიუახლოვდა სირბილით. მანქანის კარები ღია იყო. გასაღები და აშას ჩანთა ახლომახლოს ეგდო ძირს. მალევე ტყიდან მოისმა უცნაური ხმები და ისეთი სიჩქარით შევარდა შიგნით ძლივს მოასწრეს თედომ და ნიკოლამ დაწევა...
არ დალოდებია ბიჭებს ისე ჩასვა თავის მანქანაში და გაუდგა გზას. ფეხები აეკეცა სავარძელზე მჯდომ აშას და არჩილის მოსასხამს მთელი ძალით უჭერდა ხელს.
გალურჯებული ხელი უკანკალებდა ტკივილისგან, მეორე ხელით იჭერდა თან. გიჟის მზერა ჰქონდა არჩილს, ფრთხილად მიწია მისკენ, ნელა გამოსტაცა ხელი და ნაზად, ძალიან ფრთხილად აკოცა. დაუსველა თან ცრემლით ატკიებული ხელი.
-ეს რა არის, აშა...
ნელა დაუწყო ფერება ქალს ხელზე, სახეზე რომ იგრძნო აშას ხელის შემოხვევა. ფრთხილად გამოსტაცა და თითქოს ოდნავ შუმსუბუქდა ტკივილი.
დაძრა მანქანა არჩილმაც.
-მაპატიე, აშა.
ყრუდ გაისმა არჩილის ხმა და შემოფხიზლებულმა გადახედა მაშინვე მის დაძაბულ თითებს საჭეზე რომ შემოეხვია.
-ეს რა მჭირს, ვინ დამწყევლა ასე... - ჩაიჩურჩულა და გააჩერა მაშინვე მანქანა. ჩამოადო თან თავი საჭეს. ნელა ჩაუარა თედომ, გაჩერებით კი არ გაუჩერებია. - მე კაცი ვარ ახლა? ან საერთოდ ვინმე ვარ მე? რას წარმოვადგენ... რა ჯანდაბა მინდა ამ ქვეყაზე...
-შენ ხარ ყველაფერი, არჩილ... - აკანკალებული ხმით გაანდო და მხარზე დაუსვა მეორე ხელი კაცს.
წამოსწია მაშინვე აწითლებული თვალები. ნათლად დაინახა არჩილის მუდამ მკაცრ თვალებზე აკიაფებული ცრემლი. ღმერთივით წმინდა. დაავლო მაშინვე ხელი ქალს და გადაისვა თავის კალთაში. ჩაიმალა მთლიანად აშაც მის სხეულში. გასაქანი მისცა ცრემლებსაც.
-მე ვარ კაცი, რომელმაც ვერ უშველა თავის დას... და კინაღან... რა მჭირს, ღმერთო... რა დავაშავე... შენ რომ რამე მოგსვლოდა, თავსაც მოვიკლავდი, აშა...
ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს, მოაშორა თავადაც ის საზიზღარი ცრემლი, ვერაფრით რომ ვერ აიტანა დანახვის წამიდან მის თვალზე.
-ხომ... ხომ გადავიტანთ... აშა... ერთად... ერთად ხომ გადავიტანთ?
დიდხანს უყურა აშას თვალებში კაცმა. შიში მოჩანდა იქიდან ყველაზე უკეთ. შიში, რომელსაც ჩაემალა და სადღაც გაექრო სიყვარულის გრძნობა.
დაუარა მთელ ტანში არჩილსაც ამ საშინელმა გრძნობამ. სახე გაუხდა საშინლად მკაცრი იმ წამს. დააქნია თავი რამდენჯერმე და დააბრუნა კვლავ თავსი ადგილას. არის რაღაცები, რაც ჩვენს საზღვრებს სცდება. არის რაღაცები, რაც ზედმეტია, რისი თქმის უფლებაც არ გვაქვს. ზღვარი გადის ყველგან, ყველასთან, ყოველთვის.

არც სახლში მისულებს დაუხვდათ კარგი ამბავი. სიგიჟის პირას მისულ მეას ძლივს აწყნარებდა ინგა, დასდევდა წინ და უკან ქალი გიჟივით მოსიარულეს. ცრემლებს ღვრიდა თან მწარედ და შემოსულ მანქანებს რომ ჰკიდა თვალი, აშას რომ შეავლო მზერა გატრიალდა მაშინვე ტირილისგან მოღრეცილი სახით და ჩაეკრა გულში მთელი ძალით ინგას, თვალი რომ არ მოხვედროდა აშასკენ. დაიძაბა მაშინვე ინგაც. გაკვირვებული მზერა შეავლეს მოსულებმა ქალებს. ეთერაც კი დაღონებული იჯდა ხისძირში.
-რა მოხდა? - გაიწია თედო წინ.
დახარა მაშინვე თავი ცრემლიანმა ინგამ. სულისწამღებ სიჩუმეს მეას ხმამაღალი ტირილი არღვევდა.
-მეა.. რა მოხდა? - გაიწია წინ და მხარზე დაადო ქალს ხელი რომ შემოეტრიალებია.
-თედო... - ამოიტირა ქალმა და გააპარა მზერა აშასკენ.
-აღარ იტყვით?
-დღეს ხომ... ექიმთან გააგზავნეს მზია... - დაიწყო ინგამ ენის ბორძიკით, - მეზობელს ხომ გააყოლეს...
-მერე?! - წამოიყვირა აშამ, დაიძაბა მაშინვე დედის სახელი რომ გაიგო.
-გზიდან გადავარდნილან და ხევში გადაიჩეხნენ... - ამოიტირა ინგამ, უმატა მეამაც ტირილს კიდევ რომ მოისმინეს ყურებმა და თავიდან გაიაზრეს ქალის სიტყვები. - აშა... ჩემო სიცოცხლე...
დაბნელდა დროც და ჩაშავდა დილაც. დამძიმდა ჰაერიც, დაცარიელდა სამყაროც...


-დედიკო, ამ შენს მონატრებას მე როგორღაც ვუძლებ, მაგრამ ეს მამაშენი კედლებზე დაიწყებს მალე სიარულს...
-აუუუ, მზიკუუ, მთელი 20 წელია მიყურებთ, არ შეგეზარეთ?

-რა არის გოგო ეს, სულ ჩაგცვენია ლოყები... არ ჭამ შვილო მაქ? გინდა რომ მოვკვდე?
-დედა, რაებს მეუბნები, რატომ უნდა მინდოდეს რომ მოკვდე?!
-აბა რას გავხარ? რა ნახმარი ჯაგრისივით გადაფურჩქნულხარ?!

-რა ახლა მოუნდათ იგენსაც ამის გამოძეხება...
-დედა, კაცია! უნდა მოიხადოს ჯარი! სახლში ხომ ვერ დაგიჯდება აბა?! გამოადგეს ცოტა თავის ქვეყანას., გააკეთოს ორი ღერი მადლი, დაუფასებს იქით ღმერთი..
-შვილო, არ წავიდეს-მეთქი მაგას ვიძახი? ახლა ასე.. ორივე ერთად რომ წახვედით... როგორ მივეჩვიო უთქვენობას..
-მე თუ ვძლებ უშენოდ ჩემო დედიკო, შენც გაუძელი ცოტახანი უჩვენოდ...

-მენატრები, დე...

-მთავარია შენ იყო კარგად, დე... ოცნებები აიხდინე... გახდი ის ქალი საბოლოოდ მთელი ცხოვრება რომ ოცნებობდი ყოფილიყავი, აბა რას მოგცემს ეს სოფელი, ჩემო გოგო?!
. . .
შეძრა სვანეთი აშას ტკივილმა.
+ + +
საავადმყოფოს ეზოში უფუნქციოდ მჯდომმა აშამ მინდიას სხეულს რომ ჰკიდა თვალი ძლიერად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს. პარალიზებული ეგონა თავი. ვერ ინძრეოდა, ვერ საუბრობდა, მთელ სხეულში სტეხდა და ეწვოდა ნაცემივით. თავისი თავი ეზიზღებოდა გულის სიღრმეში იმ სიცარიელეს რომ ვერ გრძნობდა რაც უნდა ეგრძნო ახლა. თითქოს არც დაეკარგოს... სულის ტკივილი ძვლებში ატანდა აკანკალებულს და მაინც ვერაფრით იგრძნონ სიცარიელე.
მალევე გამოვიდა საავადმყოფოდან ექთანი, გვამის ამოსაცნობათ ვინ წამოვაო.
-ორი წუთი მაცადეთ... - ტირილით ჩაიკეცა ადგილზე მინდია.
-მე ვნახავ... - ხმა ჩახლეჩილმა ძლივს ამოთქვა სიტყვები.
-არა... - შეწინააღმდეგება დააპირა ხელზე რომ მოქაჩა არჩილს და წამოყენებაში დაიხმარა.
-თუ არ ვნახე ვერ დავიჯერებ. - ზომბივით საუბრობდა ხმაჩახლეჩილი აშა. ვერც იდგა ფეხზე წესიერად, ხელი რომ გაეშვა არჩილს წაიქცეოდა.
-აშა, არ ნახო.. ასეთი არ დაიმახსოვრო.. - მოიშორა ცრემლები და წამოხტა მინდიაც მაშინვე, დაუდგა დას წინ.
უეცრად გიჟივით შემოსრიალდა უცხო მანქანა, არავისთვის არ მიუქცევია ყურადღება, შევარდა ლამის საავადმყოფოში ისე საშინლად მიაყენა მანქანა. ჩამოვიდა და შურდულივით შევარდა შიგნით.
-წამიყვანე... - იჩურჩულა არჩილის ყელთან. ვეღარ შეეწინააღმდეგა კაციც.
გზა იყო ძალიან რთული დედის მკვდარი სხეულის ამოსაცნობად მიმავალი. ფეხები უკან რჩებოდა წასულს. გული უცემდა გაორმაგებულად... და ის შეგრძნება მაინც არსად იყო...
საათები გასულიყო უკვე და მაინც ვერ გრძნობდა...
შეატარა ქალმა გაყინულ ოთახში ცოლ-ქმარი და უკან მიჰყვა თავადაც. აუკანკალდა ხელებიც აშას... ის ხელები დედის ლამაზ სახეზე რომ ეფერებოდა...
-გადავხდი, თუ... - ხმამაღლა გაიჟღერა ექთნის ხმამ სიჩუმით დაცვარულ ოთახში.
შუბლზე მიაწება ტუჩები ქალს არჩილმა. დაუქნია თავი სუსტად და გული ასჯერ გაუჩერდა და აუმუშავდა სანამ ქალმა თეთრი ზეწარი გადახადა გარდაცვლილის სახეს.
გაიწელა დრო საუკუნოდ.
-დედა... ეს... დედა...
ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და ახლა ამოხეთქა ერთიანად შინაგანმა სევდამ.
-ეს... ეს არ არის დედაჩემი... ეს არაა დედა!... დედიკოო! დედა! ჩემი დედა ცოცხალია! არჩილ... არჩიიილ! დედიკო ცოცხალია! ჩემი დედა ცოცხალია!
და მთელ ცხოვრებას უღირდა წამი ბედნიერებისა. რომ უნდოდა ეგრძნო ის სიცარიელე გულის არეში, გაიძურწა მაშინვე იმედგაცრუებული... სიცილ-ტირილა სჭირდა ქალს... მთელი ძალით ეკვროდა არჩილს და გრძნობდა, რომ ცოცხალი იყო.

მზია ავალიანი არ მომკვდარა, თუმცა მისი გზა-კვალი უცნობი იყო. ახალი პრობლემა დაატყდა თავს აშას, თუმცა ეს რა გრძნობა იყო იმასთან შედარებით... ან საერთოდ როგორ იფიქრა მართლა, რომ დედა მიატოვებდა... როგორ მისცა გულს უმის უფლება მასზე ასე ეფიქრა, მაშინ, როდესაც სიცარიელის ნატამალიც არ იგრძნობოდა ორგანიზმში. დედა რომ გიკვდება ადამიანს შენი ცხვოვრებაც ქვრება მასთან ერთად. რაც არ უნდა მოხდეს, ვისაც არ უნდა გადაეყარო, რა დროც არ უნდა გავიდეს... დედა არის ის სიზმარი, მთელი ცხოვრება რომ სულ შენს ტვინში იქნება. დედა არის მიზეზი ბედნიერებისა. დედა არის ცხოვრების არსი. დედის სურნელი არის წამალი ყველანაირი დაავადებისა. მის თბილ სურნელს შეუძლია მხოლოდ განკურნოს ყველანაირი სტრესი და ტკივილი.
იმდენი რამის გადატანა მოუხდა ამ 1 დღეში, ძილი არ გაჰკარებია არაფრით. იმ დამპალის მიერ ჩადენილი ჰქონდა დაღად დასმული და ახლა დედის გაუჩინარებაც უნდა დამატებოდა მის გადაღლილ გულს?
ავალიანების სახლში მოეყარა თავი ყველას. სულ დავიწყებოდა ფარჯიანს ზვიადი, წამით არ შორდებოდა აშას და ვერც მზერას აშორებდა განადგურებულს.
ზვიადიც მშვიდად იყო, ან რას ეტყოდა, როგორ გაბედავდა... ისეთ დღეში იყო აშა ზედმეტ სუნთქვას არა აპატიებდა ბიძას. ძალიან რთული იყო მოლოდინში პოფნა, ყველგან ეძებდა პოლიცია მზიას. ხრამში გადაჩეხილი ოჯახიც გადარჩა, ღმერთს მადლობა, თუმცა ყველა საავადმყოფოში იყო ამ დრომდე, რეანიმაციაში.
ვერ ეტეოდა აშა სხეულში... უნდოდა, რომ გაეკეთებინა რაღაც, ასე უმოქმედოდ ჯდომას ვეღარ უძლებდა, დედას სადღაც სტკიოდა, ნერვიულობდა მას კი არაფერი შეეძლო...
-წავიდეთ, რა ჩვენც... რამდენხანს ვიყოთ ასე? იქნებ უჭირს?! რამდენხანს იქნება მარტო?! - მოშორდა უეცრად არჩილის სხეულს და ყვირილით წამოვარდა ფეხზე.
-ყველგან ეძებს პოლიცია, სამაშველო... იპოვიან. - დარწმუნებით ამოთქვა მინდიამ.
მოულოდნელად გარზე კაკუნი გაისმა. ვინ უნდა ყოფილიყო ახლა, ვისი თავი ჰქონდა ოჯახს... წამოდგა ინდირა გასაღებად. კარს იქით, არც მეტი, არც ნაკლები, სოფლის თავკაცი - გოდერძი იდგა. შემოვიდა თავაწეული მტკიცე ნაბიჯებით.
-სასიამოვნოა თქვენი ერთ ჭერქვეშ ხილვა.. - სალამის გარეშე დაიწყო კაცმა და გადახედა ყველას სათითაოდ.
-მშვიდობაა, გოდერძი? - წამოდგა ზვიადი.
-მშვიდობას რა უნდა ჩვენს თავს? - ქორულ მზერას არ აშორებდა შემოსულს აშა. - ასეთი ამბავი დაგმართნიათ, გაზდელიანებთანაც ვიყავი საავადმყოფოში, ვინახულე... ცუდ მდგომარეობაში ყოფილან..
-ჰო, ასეა.. - არც ზვიადს მოსწონდა დიდად ამ კაცის ხილვა.
ჩამოჯდა მაგიდასთან გოდერძი, სადაც ისხდნენ გიორგი და ბერდია.
-კარგი იქნებოდა რომ არ წასულიყო ადგილიდან... ახლა ხომ ისიც აქ იქნებოდა... - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კაცმა და თვალი გაუსწორა მოახლოებულ აშას.
-როგორ არ იფიქრა ეგ, არა?! - თავზე წამოადგა წარბშეკრული ქალი, - შეშინებული და დაბნეული იქნებოდა დედა... მთავარია, რომ ახლა ცოცხალი იყოს სადაც არის...
-ცოცხალი?...
წამოდგა მაშინვე ფეხზე არჩილიც. გოდერძის წინ, სკამს დაეყრდნო ხელებით და ავი მზერა გაუცვალა.
-კარგია, რომ შერიგდით საბოლოოდ, თუმცა, მაინცდამაინც, საჭირო იყო ამ ქალის სიკვდილი, რომ გაერთიანებულიყავით? - წაისისინა გველივით და შეშლილ აშასკენ გააპარა მზერა.
-დედაჩემი ცოცხალია! - წამოიყვირა და წინ გაიწია თავკაცისკენ. წამოდგა მაშინვე გიორგი და გადაეღობა რძალს. თვალებით ანიშნა თან რაღაც.
-ჰო, დედაა და არ გინდა ასეთი რაღაც იფიქრო, მაგრამ შეუძლებელია ამდენხანს გაეძლო ასეთ მდგომარეობაში...
-თქვენ რა ადამიანი ხართ?! - წამოვარდა მეაც მაშინვე ფეხზე, - ასეთი უსინდისო როგორ ხართ? ამისთვის მოხვედით? გამწარებულები უარესად რომ გაგემწარებინეთ?!
-მეა.. - მოქაჩა ინდირამ ხელზე და დაჯდომა აიძულა.
-ამას რომ ზრდილობა არ ჰქონდა ვიცოდი, თურმე შენც...
-გოდერძი... გადი აქედან.. - ავად დაისისინა არჩილმა და მასთან მისულმა მხარზე ჩაავლო ხელი. - წადი აქედან, რამე არ მაკადრებინო...
-გაჩვეულხარ შენ სისხლს.. - ჩაეღიმა ტუჩის კუთხეებში კაცს და მშვენივრად მიანიშნა რაზეც ეუბნებოდა. ტყიდან რომ წამოვიდნენ ზურას მამას დაურეკა თედომ აკრიფე შენი შვილის ძვლებიო... საიდანღაც გამოჟონა ამბავმა თავკაცის ყურამდე. - თურმე ვერ გადავწყვიტე სწორად, მაშინ რომ ვთქვი ცოლად შეირთავ აშას-მეთქი, მე მეგონა საიმედო ხელში ვაგდებდი... თურმე...
არ დასცალდა გაგრძელება ისე წაუჭირა ყელზე ხელი. იმ სიმართლემ გადარია რაც იგულისხმა თავკაცმა...
-მე - ,,სისხლს გაჩვეული“, რატომ გგონია შენსასაც რომ არ წავიღებ...
-არჩილ, გაუშვი! - მიჰვარდნენ მაშინვე ფარჯიანები, ძლივს გააშვებინა სამმა კაცმა ხელი.
-რას ამბობს? - თედოს გადახედა მეამ, მერე ადგილზე გაშეშებულ აშას, გახშირებულად რომ სუნთქავდა.
-ვერც და დაიცავი, ვერც ცოლი... შენ რა კაცი ყოფილხარ... ორსული და რომ თავის დასახრჩობად გარბოდა, რა ძილით გეძინა მაშინ.
,,ორსული და“. იმედგაცრუებისა და სიკვდილის სურვილიმა დაუბნელა თვალთ. დატრიალდა მთელი სამყარო თვალებში. გაორმაგებულად აუჩქარდა გული და თავდახრილს ასჯერ შეახსენა ტვინმა ის ორი სიტყვა. საზიზღრად იჯდა და გაუჩერებლად იმეორებდა ,,ორსულ დას“.
-რაო... - გაგიჟდა მეაც მასთან ერთად. მოავლო მზერა უმცროს ფარჯიანებს. - სესილია ორსულად იყო? - ხმის კანკალით დასცდა ბაგეებს და პირზე აიფარა მაშინვე ხელი. ძლიერად დააჭირა თვალები ერთმანეთს ინდირამ.
წამოდგა ინგა და ბანცალით ძლივს მიუახლოვდა თავჩარგულ რძალს. ყველაზე კარგად იცოდა რაც ტრიალებდა ახლა მის გულში. ფრთხილად შეეხო მკლავებზე, გადმოგორებული ცრემლი შეუმშრალა საკუთარი ხელებით და ჩახედა აცრემლებულ თვალებში.
-მე რომ... მე რომ ჩემს ტკივილს გიყვებოდი... შენ შენი ტკივილით მკვდარი... როგორ არ მაჩერებდი... როგორ ერთხელ არ... ერთხელ არ დამიყვირე... ბიცოლა.. ინგა...
ენის ბორძიკით ჩაამთავრა სიტყვები და ვეღარც გაბედა არჩილისთვის გახედვა. თავჩაქინდრული არჩილისთვის, მრავალჯერ მომკვდარისა და გულდასერილისთვის.
-ეს... ეს რა ოჯახი ვყოფილვართ... ღმერთი რატომ არ დაგწყევლის.. თუ უკვე... დაგვწყევლა უკვე?..
-ჩემო გოგო... გულს ნუ მიხეთქავ... ჩემო შვილო... - გულში ჩაიკრა ქალი და ტირილით გადაუსვა თმაზე ხელი.
ყველა გაჩუმებულიყო. ხმის ამოღება ვერ გაბედა ვერც ერთმა სულიერმა.
-მე შენ შვილად მიგიღე, დედიკო, რას მეუბნები... არ მატკინო გული, გეხვეწები... დამთავრდა ყველაფერი. მორჩა...
-სესილია... ორსულად იყო... რა მამა მყოლია... რა საამაყო მქონია... - ჩაცინებით მოშორდა ქალს და ჩაიკეცა სავარძელთან.
-აშა... შვილო... - ხმის კანკალით მიუახლოვდა და ჩაჯდა ძირში მასთან ერთად. - აზრი აღარ აქვს არაფერს... დამთავრდა...
-დამთავრდა... ჰო.. მართლა დამთავრდა...
არჩილი იყო მდუმარედ. ტიროდა გული, გრძნობდა რაღაცის დასასრულს. გრძნობდა, რომ იწყებოდა დასასრული მისი ცხოვრების...
+ + +
თავდახრილი იდგა ვერ შემდგარი მულის საფლავთან და ყველანაირად ცდილობდა ქვაზე გმამოსახულისთვის მაინც გაებედა თვალის გასწორება. თავზე დაამხეს 24 წლიანი ლაღი ცხოვრება... რაც მთელი ამ დროის განმავლობაში არ დამართნია, ერთიანდ დაატყდა ახლა თავს. ორი დღისთვის ზედმეტი იყო... ძალიან ზედმეტი... თითქოს ზეციდან როგორც კი შეამჩნიეს აშას თვალებზე გამკრთალი ბედნიერების სხივები, მაშინვე მიიღეს ზომები სწრაფად რომ ჩაექროთ სამუდამოდ...
ნელა მიუახლოვდა ნაცნობი სხეული, კარგად შესწავლილი დღეების უკან... იცოდა ორივემ ძნელი იქნებოდა საუბარი, იცოდა ორივემ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო...
-უნდა გეთქვა, - შეცვლილი იყო აშას ხმა.. აღარ იყო ისეთი, უნებურად მთელ ტანჟი ჟრუანტელს რომ ჰგვრიდა ფარჯიანს.
-უფრო რომ გტკენოდა? - ხმაჩახლეჩილმა ამოიღო ხმა, არ მოუცილებია დისთვის თვალი.
-ახლა უფრო არ მეტკინა? იმათ კიდევ ესეც უნდა დამატებოდა?.. კიდევ უნდა დამმძიმებოდა გული? - გადახედა წამით არჩილს.
-საერთოდ არ უნდა გტკენოდა შენ... მაპატიე ყველაფერი.
-რა გაპატიო, არჩილ? მამაჩემი გაპატიო? შენ მაპატიებ შენს დას?
-შენ არაფერ შუაში ხარ. ბევრი რომ მეფიქრა თავის დროზე, არ იქნებოდი ახლა შენ აქ, არ გახდებოდი იძულებული შეგყვარებოდი...
-და მე რომ მეფიქრა ბევრი? იქნებ ეტყობოდა და მე არ ვიმჩნევდი? იქნებ ვგრძნობდი მის ცვლილებას და ვერ ვეგუებოდი, ამიტომ თავს ვარწმუნებდი ყველაფერი რიგზე იყო... იქნებ დედამაც იცოდა გულის სიღრმეში... მხოლოდ ზვიადი არ არის შენთან დამნაშავე. ყველას ჩვენი წვლილი მიგვიძღვის, რადგან შეუძლებელია ქალმა კაცს ღალატი ვერ გაუგოს... შეუძლებელია, რომ მამა მაშინ ძველებური ყოფილიყო.. უბრალოდ, ჩვენ არ დავუშვით, რომ რამე მოხდებოდა... გესმის? თურმე იმაზე უფრო მშიშარა ვყოფილვარ ვიდრე მეგონა... იმაზე უფრო სუსტი... ილუზია ყოფილა ჩემს ირგვლივ შექმნილი ძლიერი სამყარო.
სიტყვები ვერ შეარჩია არჩილმა. ახლა ის გრძნობდა თავს ყველაზე სუსტად.
-ხომ ხვდები, დასასრული მოდის, არჩი... არაფერს იტყვი? არაფერს გააკეთებ?
-მაქვს მე მაგისი უფლება, აშა? - საფლავთან ჩამომჯდარმა ახედა ქალს აწითლებული თვალებით.
-არჩილ... - ხმა გაუტყდა ქალს არჩილის შემყურე. ქალისთვის უფრო რთულია განადგურებული კაცის ყურება, თუ პირიქით? გული მოეწურა, ვერ აიტანა ვერაფრით...
-დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება... - გაუღიმა ქალს ქვემოდან.
-აღარ იქნება... ვეღარ იქნება... - გადააქნია მაშინვე თავი ტირილით.
-მე შენმა სიყვარულმა იმდენი რამ შემაძლებინა... სამყარო დამანახა და ტკივილი შემიმსუბუქა... პირველად რომ დაგინახე, მაშინ შემეშინდა ყველაზე მეტად.. მაშინ წავაგე ბრძოლა საკუთარ თავთან... არასდროს არ გთხოვ იმის გაკეთებას, რაშიც ეჭვი შემეპარება, რომ იძულებული იქნები. არ გენდომება, მაგრამ ჩემ გამო იძულებული იქნები შენზე თქვა უარი. მიყვარხარ, აშა... იმდენად მიყვარხარ, რომ შენი გაშვებაც შემიძლია... მე თუ ასე უფრო სუსტი გამოვჩნდები, დაე ასე იყოს. მე არ ვიცი სხვანაირი სიყვარული, მე არ შემიძლია შენს თვალზე ცრემლის ყურება, მე არ ვარ მასეთი ძლიერი. შენ შენი თავი ისეთი შემაჩვიე, მე არ მაქვს უფლება ასეთს გუყურო.
ტირილით ჩაეკრა გულში საყვარელ მამაკაცს. დიდხანს ეფერა თმაზე ცოლს, თავზე ჰკოცნა და ფილტვები კარგად ამოივსო მისი სურნელით, რომ გაჰყოლოდა ცოტახნით მაინც...
მალევე გაისმა არჩილის მობილურის ხმა. მინდია რეკავდა. იპოვეს მზია.
უბედურებისა და მარტოობის ზარებმა დაიწყო რეკვა არჩილის გულში.

უკანასკნელად მოავლო თვალი მშობლიურ კუთხეს. მოიშორა ცრემლი უხეშად და დაიკავა თავისი ადგილი.

ალბათ, ბოლოჯერ რომ დაენახა ვეღარ შეძლებდა წასვლას.

ალბათ, იმიტომ არ მივიდა, ბოლოჯერ რომ დაენახა ქალს, ვეღარ გაბედავდა მისგან წასვლას.

-როდის მიხვდი, რომ გიყვარდა?
-როდესაც მივხვდი, რომ მისი გაშვება შემეძლო.
-ეს უმეცრებაა...
-ყველას სხვადასხვანაირად გვესმის სიყვარული, ასე რომ არ იყოს, არც იქნებოდა ეს გრძნობა ასეთი ძვირფასი. ერთფეროვნება კლავს ყველაფერ წმინდასა და საინტერესოს. ერთფერონება ფერებსაც აცლის ადამიანის ცხოვრებას...

+ + +

-ჟან ფრანსუა შამპოლიონმა რომ ეგვიპტური დამწერლობა გაშიფრა და წარწერები პარიზის აკადემიას გადასცა, ერთი ცივილური გადატრიალება მაშინ დაატყდა თავს ამ გიჟ ქვეყანას...
ღიმილით ჩამოდგა ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსსესანიშნაობის - დიდი სფინქსის წინ და გადახედა გვერდზე მდგომ ახალგაზრდა გოგოს.
-არა რა... ერთხელაც არ ვინანებ ეგვიპტოლოგიის დარგში რომ ჩავაბარე... ჩვეულებრივი ისტორიკოსობა არ მეყოფოდა... ზუსტად ეს მჭირდებოდა... - აღტაცებით ათვალიერებდა მერამდენედ თვალშევლებულ სფინქსს და კვლავ იგივე შეგრძნება ეუფლებოდა, რაც პირველი შეხედვისას.
-რა იყო ახლა ეს? მე ვარ ჩვეულებრივი ისტორიკოსი? - წარბაწევით გადახედა ბავშვს.
-კარგით, რა პატივცემულო... ეგ ვიგულისხმე... თქვენზე უკეთესი ცხოვრებაში არავინ არ შემხვედრია...
-კარგი ახლა...
-მართლა.. თქვენ არ იცით უნივერსიტეტის პირველ დღეს თავი რომ გაგვაცანით და დაფაზე ქართული გვარი ამოვიკითხე მე რა დამემართა! ამ შორეულ ეგვიპტეში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ქართველს თუ გადავეყრები და თან ვის? ჩემს ლექტორს?! - გაჰყვიროდა აჟიტირებული მთელ ხმაზე.
-მეც გამიხარდი, ლანა, - ღიმილით გადახედა თავის სტუდენტს ქალმა.

სიცხიანი ეგვიპტე ზამთრის მოყვარე აშა ავალიანისთვის არ გამოდგა მარტივი შესაგუებელი. პირველი 6 თვე იყო კატასტროფულად რთული, თავის ფიქრებსა და ოცნებებში წარმოდგენილი ,,მაშველი ეგვიპტე“ ვერ გამოდგა ისეთი სწრაფი ეამებინა განცდილი ტკივილი.
შემდეგი ექვსი თვე თითქოს აღარ იყო ისეთი რთული, როგორიც წინა, ისწავლა ცხოვრება ყველას გარეშე. ალბათ, მეა რომ ჰყოლოდა გვერდით შედარებით მარტივი გადასატანი იქნებოდა ყველაფერი. თუმცა მან თავი იმითაც გაწირა დედის პოვნის შემდეგ მესამე დღესვე რომ დაადგა შორეულ გზას. გაიმეტა თავი იმ ტკივილისთვის მარტოობა რომ ჰქვია. არ აცადა საკუთარ თავს შეფხიზლება და გონს მოსვლა, აიძულა მარტო დარჩენა სამყაროს პირისპირ და მისთვის თვალის გასწორები. ადამიანმა მარტომ უნდა გადაიტანოს თავს დატეხილი დიდი ტრავმა, თუმცა გვერდით ვიღაცის ყოფნა წყალივით მნიშვნელოვანია. შენთან არა, თუმცა რომ იცი სადღაც აქვე, ახლოს არის ადამიანი, რომელთანაც შეგეძლება ნებისმიერ წამს მისვლა და გულში ჩაკვრა, ალბათ, შესამსუბუქებელია ცოტათი მაინც სევდის.
ის ღამე არ ამოსდიოდა სიზმრებიდან არაფრით... დიდხანს ნანატრ, თავიდან მიუწვდომელ, შემდეგ კი ძლივს გაცნობილსა და მისაკუთრებულ სხეულს ასე მარტივად, უყველაფროდ ჩამოშორება... სხეული სტკიოდა მონატრებისგან... ეძებდა ღამღამობით საწოლში ფარჯიანის სხეულს... რამდენჯერ გაუღვიძია ატირებულს... რამდენჯერ გასჭირვებია სუნთქვა...
და რატომ?! ეს იმიტომ, რომ უმადურები ვართ ადამიანები. ცხოვრების უმადურები...
შემდეგი ექვსი თვე გავიდა სწრაფად. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, ცხოვრება თითქოს აღარ იყო ისეთი მოსაბეზრებელი და მოსაწყენი, როგორიც ადრე. ადამიანი რომ გადაიტვირთები, მერე გინდა თუ არ გინდა, მაინც ნაკლები დრო გრჩება შენს თავზე საფიქრელად.
შემდეგი ექვსი თვეც მიილია თვალის დახამხამებაში. თუმცა ძალიან რთული პერიოდი იყო.. რაც დრო გადიოდა მით უფრო ძლიერდებოდა მონატრება ყველასადმი. საქართველო ენატრებოდა საშინლად. არაბული ენის მოსმენისგან ყურები უგუბდებოდა უკვე, ნერვებზეც მოქმედებდა საშინლად...
თუმცა სიმართლე მაინც ასეთია: ეგვიპტე მართლაც ხსნა იყო მისთვის. მარტოდ მყოფი ის დაეხმარა ჭრილობების მოშუშებაში. ღამის სამ საათზე გადადგებოდა აივანთან და საათობით გასცქეროდა მტვერში ჩაფლულ ქალაქს. ხედი ჰქონდა სასწაული, ხეოფსის პირამიდებს გადასცქეროდა პირდაპირ... აღმართულიყვნენ რიგის და მიხედვით თავმომწონედ ათასწლეულების წინ აგებული პირამიდები...
ბოლო ექვსი თვე შედარებით გამარტივდა, მას შემდეგ რაც ლანას დაუახლოვდა შედარებით განათდა ცხოვრება. უნდოდა, არ უნდოდა რომ მიაკითხავდა სახლში გაკრეჭილი ლანა, სადმე გავისეირნოთო, როგორ ეტყოდა უარს... დაახლოვდნენ და შეიძინა კიდეც პატარა მეგობარი თავისი სტუდენტის სახით... დიდი ირონიაა, ამხელა ეგვიპტეში რომ ისევ მხოლოდ ქართველი აღმოჩნდა მეგობარი...

აივნის მოაჯირზე გადაედო მოშიშვლებული ფეხები აშას. ფანქრით აეწია თმა და უწესრიგოდ ეყარა ლამაზ სახეზე... სათვალე მოერგო დიდ თვალებზე და წარბშეკვრით ჩასციცინებდა ბავშვების ნაწერებს. არაბული ჯერ კიდევ პირველ-მეორე კურსზე ყოფნის დროს ისწავლა ცალკე მასწავლებელთან, მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად არის მიჩნეული და ორ წლიანი სწავლა მაინცდამაინც არ იქნებოდა სავსებით საკმარისი ენის საფუძლიანად შესასწავლად. უჭირდა ბავშვების არაბული ხელწერის გარჩევა, თუმცა შეუძლებელი არაფერი იყო...
უეცრად გაისმა შორიახლოს მიგდებული მობილურის ხმა და მოულოდნელობისგან შეკრთა ადგილზე. მიმოატარა მზერა იქით-აქეთ, მოიძია სწრაფად და ღიმილით გადაუსვა ხაზი ეკრანიდან მომზირალ გაკრეჭილ სახეს.
-აშაზამ! - ჩაჰყვირა პასუხისთანავე ეკრანიდან მეა ავალიანმა.
-რა არის, გოგო ეს, სიბერე მოგიახლოვდა? - სიცილით გაჰყო თავი თედო ფარჯიანმა ეკრანში, სათვალეზე მიუთითა გაღიმებულ ქალს.
მოიძრო სახიდან მაშინვე აშამაც.
-ეგ რა არის, ჭაღარასაც ვურევ უკვე... - აჰყვა თავადაც სიცილში.
-გაჭაღარავდებოდი გენაცვალე, შენი ქვეყნის ჰაერს 1 წელზე მეტი ხანი თუ არ ჩაისუნთქავ, მალე დაბერდებიო, ერთ ბრძენს უთქვამ. - გაჰყვიროდა შორიდან ნიკოლა ბერიძე.
-რომელ ბრძენს, - მობეზრებით გადახედა თედომ.
-ერთს!
-ხოდა რომელს?
-ერთს! - მეტად აუწია ხმას ბერიძემ, გადაიკისკისა აშამ ნიკოლას ოხუნჯობაზე.
-იცინე, იცინე, რა გენაღვლება! შემდეგ დარეკვაზე ბათა ფარჯიანი რომ დაგიქნევს ხელს ეკრანიდან, მერეც გააგრძელე სიცილი!
-ნიკოლა გამეშვი! - შესძახა ვითომ ბრაზმორეულმა, - აუ მართლა, დროა უკვე, არა?
გაღიმებულმა მეამ ოდნავ დასწია ტელეფონის ეკრანი და გამობერილი მუცელი დაანახა კარგად.
-დროა, დრო! გელოდებით.
-ყველა! - არ წნარდებოდა შორიდან ნიკოლა.
-ჩემ გარეშე ვერ დაიბადება, ხომ იცით?
-მისწია მეაკო ტელეფონი მუცელთან სათქმელი ჰქონია დეიდამისს რაღაც. - საბოლოოდ მიუახლოვდა და ჩამოუდგა ქალს უკან ამპარტავნული სახით.
-ნიკოო... დრო გადის და სლაბდები იუმორში.. - წაჰკბინა აშამაც.
-აშა, მართლა მეწყინება ჩემს გვერდით თუ არ იქნები.. - წამიერად შეეცვალა ხმაც და სახეც მეას, დაებრიცა მაშინვე ტუჩები სატირლად.
-მოვალ მეა.
-მოვა, მეა, აქვეა, შორს კი არა.
-შენ რა ეშმაკივით ჩამოუდექი ჩემს ბიძაშვილს! გადი იქით, ავსულო! ყორანივით დასტრიალებს თავს!
-ყორანს ვინც დაემსგავსა აგერ უკვე მესამე წელია, მოვა სადაცაა... - არ დარჩენია ვალში, დამპლურად ჩაეღიმა აშას შეცვლილ სახეზე და მოშორდა მალევე კამერას.
მშვენივრად მიხვდა ვინც იგულისხმა ნიკოლამ. ეცვალა ფერი სახეზე და აუძგერდა გული გამალებით. ყოველთვის ასე იყო, ლაპარაკის დროს, ყოველთვის შეაპარებდა ხოლმე გაიძვერულად იმ კაცზე რაღაცას.
-კარგით, თქვენ იცით, აბა, მიხედეთ ჩემს ბიძაშვილს, ტესტები მაქვს მე გასასწორებელი. - მალევე დაემშვიდობა და არც დალოდებია ისე გათიშა მობილური.
მოისროლა მაშინვე ტელეფონი, წამომდგარი აივნის მოაჯირს დაეყრდნო ორივე ხელით და ხარბად შეისუნთქა თბილი ჰაერი. გააკანკალა ასე ახლოდან წარმოდგენაზე... თითებზე დაიხედა, ლამაზად რომ შეზრდილიყო მის სხეულს ოქროს რგოლი. უკვე დრო იყო.
დაბრუნების დრო.
და ამავდროულად მისი მოხსნის დროც.
+ + +
ხელის კანკალით იყიდა ბილეთები და შეკრა ჩანთა გასამგზავრებლად. ლანასთან დამშვიდობება აღმოჩნდა ყველაზე რთული, თუმცა პირობა იყო ასეთი, დაუბრუნდებოდა მალე მისი ძვირფასი ლექტორი. თქმა ერთი იყო ბარგი მეორე. ლამის მთელი სახლი ჩაელაგებინა. ალბათ ეჭვიც ეპარებოდა გულში, არ იყო აქ დამბრუნებელი მეორედ, თუ დაბრუნდებოდა დარჩენილი ბარგის წამოსაღებად...
არავინ იცოდა რომ ბრუნდებოდა აშა ავალიანი სამშობლოში. კი ელოდნენ, მაგრამ ასე მალე და უეცრად თუ მოხდებოდა, ნამდვილად ვერ იფიქრებდნენ.
აეროპორტიდან რომ გამოვიდა, თავისთავად, არავინ დაუხვდა გარეთ, არავინ ელოდა უეცრად ჩამოსულს გარეთ. არ უგრძვნია ის სიცარიელე გული რომ უნდა გაეგლიჯა წესით. მიჩვეული იყო უკვე.
ფრთხილად დაუყვა გზას. ღიმილი ვერ მოიშორა ვერაფრით. ათვალიერებდა მთელი გულით მონატრებულ სამშობლოს და ალბათ საბოლოოდ იგრძო ის მუხტი თავის ორგანიზმში, რომ აღარ შეეძლო ამ ქვეყნის დატოვება.
იმხელა ჩემოდანიც კი ვერ ამძიმებდა ქალს ისე გაიარა ნახევარი საათი ფეხით. უხაროდა ფეხქვეშ რომ გრძნობდა თავის ნაწილს... მოგონებეში ჩაძირულს წამით გაექცა თვალი შორიახლოს მდგარ ახალგაზრდა ქალზე, თვალმოუცულებლად რომ უცქერდა. შედგა ადგილზე გაკვირვებისგან. ეს მართა იყო. მართა ვიბლიანი.
თავად რომ ვერ შეძლო ვერაფრით ადგილიდან დაძვრა მართა გაქანდა მოზომილი ნაბიჯებით გზის მეორე მხრიდან...

ყავის მოლოდინში თითქოს სულ დავიწყებოდათ ენა რომ ჰქონდათ და რომელიღაცას წამოეწყო უნდა საუბარი საბოლოოდ.
-მალე დაბრუნდი. - ფრთხილად წამოიწყო მართან და შეავლო მორიდებული მზერა ქალს.
-როგორ იზომება შენთვის მალე და გვიან, საინტერესოა ძალიან.
ფრთხილად დაულაგა მიმტანმა ყავის ჭიქები ქალებს და მალევე გაიძურწა იქიდან.
-გიჭირდა?
-ყველაზე მეტად. სხვანაირი ჰაერია სხვაგან. სუნთქვა მიჭირდა ძალიან.
-გამიკვირდა ძალიან რომ დაგინახე... მე მეგონა, რომ ვეღარასდროს გნახავდი...
-წამოხვედი სოფლიდან? აქ რატომ ხარ? - დააიგნორა ქალის სიტყვები და ჭიქას შემოაჭდო ხელები.
-წამოვედი. რთული იყო იქ... ჩემს ოჯახთან...
-მაგათ ოჯახი არ ჰქვიათ, კიდევ ვერ გაიაზრე შენ?
-ჰო... საბოლოოდ რომ მივხვდი მაგიტომ წამოვედი. ისინიც აღარ არიან. სამუდამოდ წავიდნენ სოფლიდან... იმ ამბის შემდეგ... საბოლოოდ დასრულდა მათი ცხოვრება იქ... - მოიღუშა რაღაცნაირად და თავი დახარა ქალმა. მიხვდა რა ამბავსაც გულისხმობდა.
-რა? როგორ...
-არჩილმა გაყარა ყველა. სახლს გადაგიწვავთო რომ დაემუქრა, ვეღარ გაჩერდა ვერავინ. მერე... რომ გავიგეთ რა ამბავი იყო... რატომ იყო ნაცემი ასე სასიკვდილოდ ზურა... ავდექი და ვუჩივლე.
-რა ქენი? - წარბები აღაპყრო ქალმა გაოცებისგან.
-უდიდეს მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ იმ ცხოველმა ვერ მოასწრო... არჩილმა რომ მოგისწრო... არ არსებობს ამაზე უფრო საშინელება, აშა... დღესაც სხეული მიბჟუის რომ მახსენდება...
-კარგი.. დამშვიდდი... - წამოდგა მაშინვე სკამიდან და ახლოს მიჯდა ატირებულ მართასთან. - დამვიდდი. - მართას თბილ თითებს შემოჰხვია თავისი გაყინული.
-მერე... რომ გაიგეს მე ჩავუშვა ზურა, რა არ მეძახეს... თვითონ დედის სოფელში წავიდნენ საცხოვრებლად, მე რა გამაყოლებდა?! თედოსა და არჩილის დახმარებით თბილისში ჩამოვედი, სამსახურიც მაპოვნინეს... ყველაფერი მათით მოხდა... საუკეთესო ადამიანები არიან...
-არჩილს რატომ არ გაჰყევი ცოლად?
-როგორ გავყოლოდი? მეგონა, რომ ვუყვარდი, მეც მიყვარდა, მაგრამ ისე არა, როგორც მას... მეგობარი იყო ჩემთვის, კარგი მეგობარი. ვერ დავუნგრევდი ცხოვრებას ჩემი უსიყვარულობით... ძნელი იყო, მაგრამ... მეც ხომ ვიცოდი, როგორი იყო ცალმხრივი სიყვარული, - ჩაეცინა ქალს სევდიანად და ცრემლი მოიშორა ლოყაზე დადენილი. - ვიცოდი, არჩილთან არ ვიქნებოდი ისეთი უბედური, როგორც ნუგზართან, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი... ვერ გამოვიყენებდი არჩილს. არ ვარ ასეთი ქალი, აშა..
-გამოდის, რომ კიდევ ასე იტანჯები...
უხმოდ დაუქნია თავი.
-როდის მოასწრო არჩილმა შენი ასე შეყვარება? - ახედა წამით აშას. მოარიდა მაშინვე თვალი ავალიანმა. - გინდა რაღაც გითხრა? მე არჩილს საერთოდ არ ვუყვარდი... მას შემდეგ რაც შენ წახვედი ამაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი...
-მართა.
-მათქმევინე... ასეთი ჩამქვრალი არჩილი ცხოვრებაში არ მინახას... ვერც კი შევადარებ ჩემი წასვლითა და შენი წასვლით გამოწვეულ ტკივილს... გიყვებოდნენ ალბათ შენები...
-არა. - წამოიყვირა მაშინვე. - არავინ არაფერს მეუბნებოდა მასზე...
-არჩილი თავის სახლში გადავიდა შენი წასვლის შემდემდეგ.
-თავის სახლში? - გაკვირვებით ახედა ქალს.
-თედოს სახლის გვერდით, ორსართულიანი სახლი არჩილისაა. არ შეგიმჩნევია? ისეთი ცარიელი იყო...
-არ ვიცოდი... არ უთქვამს...
-ძია შალვასი იყო თავიდან. ცალ-ცალკე სახლები ჰქონდათ ძმებს. შალვას სიკვდილის შემდეგ კი წამოიყვანა გიორგიმ ძმისშვილები თავისთან. შენი წასვლის შემდეგ კი... ყველაფერი შეიცვალა, მოკლედ.
-მომიყევი.
-ჩემები რომ სახლიდან გაყარეს მე მომცეს თავიდან იქ დარჩენის უფლება, ხომ გესმის... შენი წასვლიდან მალევე, მისი სახლის შერემონტება დაიწყო არჩილმა. ბევრი არაფერი სჭირდა, სახლი იყო მხოლოდ ჩაკეტილი, თორემ მიტოვებულობის არაფერი ეტყბოდა სახლს... სულ უვლიდა არჩილი, სახლსაც და ეზოსაც. მოკლედ, შეარემონტა სახლი და გადავიდა. ყველა ცუდად იყო თავიდან... ხშირად ტიროდა მეა ჩემთან და ცუციკოსთან... ინგაც უარესად მოტყდა, ცალკე შენი არ ყოფნა აწუხებდა, იქით გაუბედურებული არჩილი... ხშირად დადიოდა თბილისში საქმეებზე. საშინელი დასანახი იყო, მკვდარივით დადიოდა სვანეთში, წვერი მოუშვა, ნაოჭებიც კი გაუჩნდა მგონი ნაადრევად...
-კარგი რა, მართა... - მოიღუშა და ერთიანად დაპატარავდა ადგილზე ავალიანის ქალი. გაეღიმა მართას მის შემხედვარე.
-აშა... ხომ იქნებით ერთად? - ფრთხილად შეაპარა კითხვა და ლამის გაქრობა ინატრა აშამ ისეთი თვალეით ამოხედა.
-ჩემი წასვლის დროა. დავიღალე ძალიან.
-კიდევ გითხრა რაღაც? - წარბებისთამაშით მიაშტერდა ქალს. წარბები ასწია აშამაც მოლოდინში, - გოდერძი აღარაა თავკაცი.
-რას ამბობ... სხვამ დაიკავა მისი ადგილი?
-თუ გამოიცნობ ვინ! - აჟიტირდა მართა.
ღიმილით გადააქნია თავი, ჩქარა მითხარიო.
-ბერდიამ! - შესძახა ქალმა და გადაიკისკისა, აჰყვა აშაც სიცილში. - უხუცესებმა არჩევანი ბერდიაზე შეაჩერეს.
-ნეტა მაგათ, რა... მოცლილები.
-ძალიან უხდება შენს თითებს ეს რგოლი.. - ჩაიცინა ვითომ დაფარვით მართამ.
-მართა! - შესძახა და წვალება დაიწყო მაშინვე ბეჭდის.
-კარგი, ხო... კანონიერად ისევ ცოლ-ქმარი ხართ.. სრული უფლებით ატარებ მაგ ბეჭედს.
-მოგხვდება ახლა!
სასიამოვნო იყო ძალიან ვიბლიანისთვის ამ ქალთან ურთიერტობა. მისი ნახვის წამიდან დაადგა თვალი, ისეთი სრულყოფილი იყო მისთვის აშა... თავად რომ ეგონა ვერასდროს შეძლებდა მისი მსგავსი გამხდარიყო...

ჩამოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო მეას მშობიარობა. შეატყობინა მაშინვე მართამ აშას, ჯერ კიდევ არავისთვის ეთქვა ჩამოსვლის ამბავი. თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა სახლიდან და შეუმჩნევლად აიპარა საავადმყოფოში. ბავშვივით ღრიალებდა მეა, არ უშვებდა თედოს მასთან, აშა თუ არ იქნება, ნურც ერთი ნუ დაესწრებითო. საოპერაციოში ჰყავდათ უკვე შეყვანილი მოღუშული მეა, ბოლომდე გაკრეჭილი აშა რომ შემოვიდა ოთახში. გაგიჟდა და გადაირია კინაღამ. ეხუტა და ჰკოცნა ბიძაშვილს აშამ.. ისეთი სიხარული განიცადა რომელი ორსულობაღა შეაშინებდა ავალიანს?! მოიქცია მეას ხელი თავისაში ქალმა და გმირულად შეხვდა ყოველ მოჭერას, კანი რომ ააცალა ლამის ჩაჭერილი ფრჩხილებით.
17 მარტს დაიბადა ბათა ფარჯიანი. პირველი შვილიშვილი. პირველი ნატვრა. პირველი სიხარული...
გადაეყუდა ცუციკო ფანჯრიდან და დაჰყვირა თავზე ნერვიულობისგან გაშავებულ ფარჯიანებს, ავალიანებსა და შეკრებილ სამეგობროს:
-ბიჭია! ბიჭი!
ჟრიამულმა მოიცვა წამში ეზო. ჭკუაზე არ იყო თედო, გული წაუვიდა ლამის ცუციკოს სიტყვებზე. შემოჰხვია ძლიერად ხელები ძმას არჩილმა, მამა რომ ერქვა უკვე. ვერ შეიკავა ვერაფრით ცრემლები, თავისი ხელით მოსწმინდა ინგამ შვილს ცრემლით დასველებული სახე.
პალატაში მწოლი მეას იქით-აქედან წამომდგარიყვნენ თავზე ცუციკო და აშა. ვითომ მალულად უმზერდა ცუცა წარბშეკვრითა და გადახლართული ხელებით სიხარულისგან შეშლილ აშას. ღიმილით გადახედავდა თავდაც.
არ აუშველს მალე ოჯახის წევრები ამიტომ, გოგონები იყვნენ მხოლოდ მეასთან ერთად. არავინ არ იცოდა აშაც რომ აქ იყო. ღელავდა ძალიან და ფეხები უკანკალებდა, რომ იაზრებდა მალე ნახავდა თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს. ჯერ კიდევ ვერ მოეძრო ბეჭედი, ნერვიულად იწვალებდა, ხან ბეჭედს, ხან თითებს იმტვრევდა. ორივე ხვდებოდა აშას ასე დაძაბულობის მიზეზს. ბოლოს რომ შემოვიდა ექიმი და შეატყობინა მალე შემოვუშვებთ ოჯახსო, ჩამოეცალა იატაკი ფეხქვეშ. მაშინვე დაავლო ხელი ჩანთას და გიჟივით აპირებდა გავარდნას. ცუციკოს ხმამ რომ შეაჩრა.
-ისევ გარბიხარ?!
არაფერი უპასუხია. ახლა არა. ჯერ არ იყო ამის დრო. ყველასთან ერთად ვერ ნახავდა. ვერ გაუძლებდა...
უთქმელად დატოვა ოთახი და სწრაფად მიიმალა არავის რომ არ გადაჰყროდა შემთხვევით.
იმ ღამეს არჩილმა გაიგო, რომ აშა ჩამოვიდა.
იმ ღამეს პირველად იგრძნო გულმა თვეების შემდეგ რომ ფეთქვა შეეძლო.

ნერვიულად იწვალებდა ხელებს და კარებზე გასაღების მორგების ხმა რომ გაიგო წამოფრინდა მაშინვე დარეტიანებული. გიჟივით შემოვარდა მზია და არავისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გადაეკონა თავის შვილს. უკან მიჰყვა ინდირაც, მინდია და ბექა შემოვიდნენ წარბშეკრული.
-როდის უნდა გეთქვა, რომ ჩამოხვედი? - იგრძნობოდა მინდიას ხმაში დაუფარავი ბრაზი, უკმაყოფილება, თუმცა თვალები ფაქტავდნენ ძმას. მონატრებისგან ელავდა და მისი ჯერი რომ დადგა, ისე ძლიერად ჩაიკრა გულში მონატრებული და სუნთქვა შეეკრა აშას.
-დედიკო, შენ გენაცვალე, რატომ არ თქვი?! იმ დღესვე ჩამოვიდოდით, აღარ დაველოდებოდით მეას მშობიარობას...
-ბავშვი ნახეთ? - ხმის კანკალით დასცდა და გვერდზე მჯდომი მზიას ხელები მოიქცია თავისაში. ეფერა და ჰკოცნა მონატრებულ დედას.
-ღმერთო, ეს რა სასწაული ბავშვია... ნამდვილი ანგელოზია... - ცრემლები ვერ შეიკავა ახალგამომცხვარმა ბებია ინდირამ.
სიცილ-ტირილით დაადო ხელი ქალს მზიამ.
-კიდევ არ მჯერავს... - მაგიდაზე ჩამომჯდარი ბექა იყო შოკში. - რომ ვიაზრებ ჭკუიდან ვიშლები... ჩემი დისშვილი... ხალხო! ჩემი პატარა ვაჟკაცი... მერე შენზე რომ გავიგეთ ჩამოხვედი... და ახლა რომ გიყურებ ამდენი ხნის უნახავს, აშა... შევიშლები, მართლა!
გაეცინა ყველას ბექას სიტყვებზე.
-მოგინდა შენც? - ალმაცერად გადახედა გვერდით მინდიამ ბექას.
-რა? - ვითომ ვერ მიხვდა ბექა, ეცვალა სახე მაშინვე. გადაუვიდა ფერებიც ცისარტყელასავცით.
-შვილი. - გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეებში.
გაეღიმათ უჩუმრად ქალებსაც.
-შენ არ გინდა, მე რომ მომადექი? - თავად შეუტია ახლა ბიძაშვილს ბექამ.
-კარგით, გეყოფათ, ნუ დაჭამეთ ერთმანეთი! - წამოიყვირა აშამ მხიარულად.
-შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ! - გაეპასუხა მინდია, დაიბრუნა კვლავ გაბრაზებული ძმის სახე.
-გუშინ ჩამოვედი ხალხო, ნუ გადამაყოლეთ!
-არ გინახავს? - ჩუმად დასცდა დედას სიტყვები და გააპარა მზერა შვილისკენ.
შეაბრუნა მაშინვე თავი სხვა მხარეს აშამ. თვალების ტრიალით გადააქნია თავი ბექამ.
-ნიკოლა არის გამწარებული, ეგ როგორ გამიბედა, სულ დავივიწყე ჩემი რძალი რომ არისო და რომ ვნახავ დავაცლი თმებსო. - გადასცა ბექამ ბერიძის სიტყვები.
-გამკეთებელია, - დააქნია თავი მინდიამ.
-ნეტა თქვენ რა, - ხელი აუქნია ძმებს აშამ და დედას მიეკრო ძლიერად.

მესამე დღეს გამოწერეს მეა. მესამე დღეა თვალი არ მოუხუჭია ავალიანის ქალს. რგოლს იწვალებდა მთელი ღამე და ცრემლებს იგერიებდა.
დიდი სუფრა იყო გაშლილი ფარჯიანების ოჯახში. ეს თბილისში, სვანეთშიც გაიშლებოდა ცალკე კიდევ ერთი ახლომომავალში. სანამ მინდია ზარს რეკავდა კარებზე, ასჯერ გაჩერდა და აუმუშავდა გული აღელვებულს. და გზა იყო საშინლად გაწელილი სანამ გაიარეს მისაღებამდე. მოათვალიერა მაშინვე სუფრა. არსად იყო ის ვისაც გაურბოდნენ თვალები. წამოფრინდა მაშინვე ინგა ცრემლების წმენდით. გადაეხვია მონატრებულ ქალს, შვილივით მიღებულს და მასსავით საყვარელს. დაუკოცნა მთელი სახე ქალმა. წარბშეკრული ნიკოლა იდგა ინგას უკან, როგორც კი ჩმოეცალა აათვალიერა მაშინვე ქალი ალმაცერად, ღიმილით შეათვალიერა ქალმაც ნიკოლას სახე და ბოლოს ისე გადაეკოჭნენ ერთმანეთს ძლივს გამოსტაცა ამიკომ მისი თავი. ჩაიკრა გულში მონატრებული აშა. მერე ჩამოიარა მთელი სუფრა სათითაოდ. ისე თბილად შეხვდა ეთერა წამით გაუკვირდა კიდეც აშას. ორჯერ გადაეხვია ქალი. გიორგისთან შეხვედრაც საკმაოდ ემოციური იყო. შეათვალიერა ერთი ბერდია და თავადაც გულში ჩაიკრა რძალი. არ ელოდა აშა მისგან ასეთ საქციელს. დაბნეულმა შემოჰხვია ხელები თავადაც.
-სად არის არჩილი ამდენ ხანს? - წამოიძახა ხმამაღლა ნიკოლამ ყველაზე მეტად აშას გასაგონათ, რომ გადმოხედა ქალმა წარბშეკვრით, შეატრიალა მაშინვე მზერა ნიკოლამ, აქაოდა საერთოდ არ გუყურებდი შენო.
-ნიკოლა, როგორ მიდის შენი საქმეები, მოაგვარე უკვე ის ამბავი? - სუფრის თავში მჯდომმა გიორგი გადახედა ნიკოლას შეკავებული სიცილით.
-ვმუშაობ!
-რა? რა ამბავი? - გადახედა მაშინვე ინტერესით ნიკოლას აშამ.
-რამდენიმე თვის წინ აფხაზ ბებიასთან მოსვლია საშინელი კამათი, - სიცილით დაიწყო ბექამ, - თქვენ ასეთებო, თქვენ ისეთებოვო, სულ თქვენი ბრალია ყველაფერიო, თავი დაანებეთ ჩვენს ქვეყანასო... მოკლედ ასეთი საშინელებები იძახა ბებომ.. ხოოდა, - სიცილით გაწელა სიტყვა და წარბშეკრული ნიკოლას დანახვაზე ძლივს შეიკავა საერთოდ ხარხარი. - მე თქვენ გაჩვენებთო და მუშაობს ახლა სერიოზულ საკითხზე. აფხაზი ნაცნობი ჰყოლია სამინისტროდან და იმას ეჩალიჩება, ქალაქში სიგნალიზაციები რომ ირთვება, იმის ნაცვლად ჩემმა ხმამ რომ იტრიალოს 24 საათი აფხაზეთი საქართველოაო! - გადაიხარხარა ბოლოს ბექა, აჰყვათა სიცილში მინდიაც.
-ნიკოო... როგორი ხარ... - გვერდიდან მიეხუტა აშა და ხარხარი რომ მორთო თავადაც კინწისკვრით მოიშორა ქალი.
მალევე გაისმა კარებზე ზარის ხმა. თედო წავიდა გასაღებად და თან შემოჰყვა ცუციკო და ლელა. ყიჟინით გადაეხვია ქალი მონატრებულ მეგობარს. ცუციკო ჯერ კიდევ უბღვერდა. მერე მართაც მოვიდა... და საბოლოოდ შემოუსხდნენ ერთად სუფრას. ოსტატურად გაუცვალა ადგილი ბექამ და ამიკოს გვერდზე მიაჯინა მართა. უხერხულად ჩამოჯდა ქალიც ამიკოს გვერდით. თავი გადააქნია თვალებდაწვრილებულმა აშამ, რომ მიხვდა, რასაც თამაშობდნენ ბიჭები. მაჭანკლები.
შემოუხდნენ სუფრას, გამოვიდა მეაც ოთახიდა, გავიდა 2 საათიც და აღარ იქნა იმ კაცის გამოჩენა ვისაც ელოდა მოსვლის წამიდან. ჯიუტად არც ერთი იღებდა ხმას, არც ერთმა დარეკა და არ მოიკითხა არჩილი. 9 რომ გახდა საათი ძლივს გაისმა კარზე მომლოდინე ზარის ხმა. ძლივს შეიკავა თავი თვითონ რომ არ წამოფრენილიყო და არ გაეღო კარები. ბაჯბაჯით დაიძრა მეა კარის გასაღებად და უკან შემოსულს არჩილ ფარჯიანი რომ შემოჰყვა თან გული გაუჩერდა ლამის. ატყდა ხორხოცი მაშინვე, დაიწყეს ბიჭებმა ბოდიალი, ალბათ ყურადღების გადასატანად იყო მოწყობილი, აშას გაშტერებული და არჩილის სუნთქვაშეკრული სახე რომ არ შეემჩნიათ ზედმეტად უფროსებს.
ერთმაც იცოდა წასვლისას დღეს რომ ნახავდა.
და მეორემაც იცოდა მისულს იქ რომ დახვდებოდა.
ვერ აიძულა სხეული ამდგარიყო. პარალიზებული გახდა წამში თავიდან ბოლომდე. მიუჩინეს არჩილს საპატიო ადგილი, მთელი დღის შენახული ბიჭებმა და არც აცადეს არაფერი ისე დააჭერინეს ღვინის ჭიქა ხელში, დროზე დაგვეწიეო.
ზედმეტი არავის არაფერი შეუმჩნევია.
თითქოს არც იყო არაფერი სხვაგვარად.
თითქოს მორიგი საღამო იყო ფარჯიანების სახლში გამოსათრობად მოწყობილი. ოღონდ თბილისში.

კარგად შემთვრალი იყო უკვე სუფრიდან რომ წამოდგა და აივნის გზას გაუყვა სიგარეტის კოლოფით ხელში. გვიან მისული შედარებით კარგად იყო კიდევ დანარჩენებთან შედარებით, ვერც შენიშნეს არჩილის გამოპარვა სუფრიდან. სანამ ითმინა ითმინა. ტანჯვა იყო მთელი საღამო მისთვის, ვერ აცილებდა მზერას ვერაფრით სიგიჟემდე მონატრებულ ქალს, ის გიჟები კი... სვავებივით შემომჯდარიჯყვნენ იქით-აქეთ და ზედმეტად გაქანების საშუალებას არ აძლევდნენ. ხარბად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი არჩილმა და თვალებიც მიეხუჭა წამით.
მალევე გაისმა კარების ხმა მორიდებით და ზედმეტი ფიქრიც არ დასჭირვებია თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მის ზურგს უკან. ესიკვდილებოდა ახლა აშას ეს პირველი დიალოგი და არჩილსაც რაღაც დოზით. თუმცა საბოლოოდ უნდა შემდგარიყო. ნელა მიუახლოვდა მოაჯირებს და ჩამოდგა არჩილის გვერდით.
ჩაისუნთქა მონატრებული ჰაერი და გააპარა მზერა გვერდზე მდგომი კაცისკენ.
-აქამდეც მინდოდა ჩამოსვლა... - დაიწყო ხმის კანკალით და ისეთი საშინელი მოეჩვენა ეს წამება გაქრობა ინატრა ავალიანმა. - მაგრამ გაიწელა საქმეები... ვერ გავეთავისუფლე მარტივად...
-კიდევ უფრო გალამაზებულხარ. - სიგარეტის კვამლს ამოაყოლა სიტყვები, ისე, რომ არც გაუხედავს ქალისთვის. ჩაუვარდა ენა აშას, ძლივს გადააბა ორი სიტყვა ერთმანეთს... რას ეუბნებოდა და ეს რას პასუხობდა...
-არჩილ...
-მართალი ყოფილა შენი ლეგენდა.. ყოფილა მოტივი შურისძიება და, აქედან გამომდინარე, მარტოობა.
-ხომ იცი, რომ ორივეს გვჭირდებოდა..
-მე შენ მჭირდებოდი. - გააწყვეტინა მაშინვე, რომ მიხვდა რის თქმასაც აპირებდა.
-მაშინ არ ბრაზობდი...
-არც ახლა ვბრაზობ.
-თვალებშიც არ მიყურებ, არჩილ..
-რომ შემოგხედო თავს ვერ შევიკავებ და ავისრულებ 2 წლის ნატვრას... მაგრამ ახლა.. აქ.. არ შეიძლება. გადმომდგარი იქნებიან ბიჭები მაგიდებიდან...
სირცხვილმა დაუარა მთელ სხეულში ქალს. თავად დაუფარავად უმზერდა კაცის პროფილს და მის სიტყვებზე ვერაფრით დააკავა ტუჩის კუთხეებში გაქცეული ღიმილი...
მშვიდად ჩაასრისა სიგარეტი საფერფლზე და თვალებიც მიეხუჭა ისე მოუნდა აშას შეხებოდა. დაუბუჟდა თითები, რომ გრძნობდა ასე ახლოს იყო და არაფერი შეეძლო...
-ჩემზე არ ბრაზობ? - მიიწია სულ ოდნავ და უკეთესად შეათვალიერა კაცის მონატრებული სახე.
-მე თავად გაგიშვი, აშა. ხომ იცი, რომ შემეძლო შენი დატოვება?! იმ დღეს რომ მოვსულიყავი, რომ შემძლებოდა შენი გაცილება.. შენ შეძლებდი წასვლას? ვერა. შენ გჭირდებოდა ცოტახნით ყველასგან შორს ყოფნა. მე კი უფლება მოგეცი, ცოტახნით ჩემს გარეშე გესუნთქა. მე შენზე უარს არ ვიტყვი, აშა. - გადახედა ქალს საბოლოოდ, - ერთმანეთის მახეში იცი როდის გავებით? საკურთხეველთან რომ დაგვაყენეს ჯვრისდასაწერად. არ მოგატყუებ, გამიჭირდა უშენობა, ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუმცა შენ ეს გჭირდებოდა.
-და რომ არ ჩამოვსულიყავი? - კაცის საუბრით გულშეღონებული ვერაფრით აშორებდა არჩილის თვალებს აწყლიანებულ მზერას.
ჩაეღიმა არჩილს. ელოდა თავისთავად ამ კითხვას.
-ახლა აქ ხარ. მთავარი ესაა.
-და... ამის შემდეგ რა იქნება?
ღიმილით გადაიტანა მზერა თავის ხელზე აბრდღვიალებული საქორწინო რგოლისკენ, მერე გადახედა ქალისას თავის ადგილას რომ დასკუპებულიყო კვლავ და აუფრიალა თავისი ხელი ქალს.
-რა იქნება... რა იქნება და ყველაზე ცოტა 3 შვილი მინდა!
-არჩილ!
-ჩემს სახლში რატომ გადავედი შენი აზრით?
-დეპრესიას ებრძოდი ასე.. მე რა ვიცი.. ან მაგ 3 შვილს დაბინავება ხომ უნდა..
-ჩვენთვის გავამზადე, - ფრთხილად წაიწია წინ, ნათლად დაინახა თვალის კუთხიდან როგორ ამოძრავდნენ ბიჭები.. - ხელის შემშლელი არ იქნება არავინ, მშვიდად ვიმუშავებ...
-ღმერთო! გარყვნოლო! - სახე დაეჯღანა ქალს, რომ მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი.
ჩაეცინა არჩილს მის რეაქციაზე.
-მე არ ვიცი ვინ იყურება, შენ ვის ებრძვი მაგ ორგანიზმში, მაგრამ ახლა რომ არ ჩაგეხუტო... - სიტყვაც არ დაასრულა აშამ ისე გადაეკონა მონატრებულ ქმარს.
მაშინვე მოისმა შეძახილები სახლიდან. ისე აბღავლდა ნიკოლა აივანზეც რომ გააღწია ხმამ.
შეეზარდნენ ერთმანეთს ისე მჭიდროდ ხვევდნენ ხელებს. სულ ჩაიკარგა კაცის სხეულში აშა. გახშირებულად სუნთქავდა არჩილი, აშას ყელში ჩამძვრალი და ჩუმად ჩურჩულებდა რაღაცებს. ცრემლიც კი წამოუვიდა აშას იმდენად სასიამოვნო იყო, ყველაფერს რომ ერჩია ეს კაცი ისეთი.
და მაინც.. როდის მოასწრო მისი ასე შეყვარება, მთელ ცხოვრებას რომ უღირდა?! ამოისუნთქა საბოლოოდ, შეიგრძნო ნამდვილი ჰაერი, რის გარეშეც არ შეეძლო ცხოვრება და მისი კიდევ ერთხელ მიტოვებით საბოლოოდ დაკარგავდა ამ ჰაერს...

არ დაშლილან ის ღამე. დაათენდათ თავზე ქეიფში. ინგა, მზია და ინდირა გადაიყვანეს მხოლოდ ავალიანების სახლში ზედმეტად რომ არ შეეწუხებინათ ქალები თავისი ხორხოცით. 3 რომ გახდა საათი და არაფრით იქნა ბიჭების ადგომა არჩილის ოთახში წამოწვა, ისვენებდა გადაღლილი, უცებ რომ მოჰკრა თვალი თვითმფრინავის ბილეთებს. ფრთხილად მოიქცია ხელში და წაკითხვის შემდეგ წარბები შუბლზე აუვიდა, დაუმრგვალდა თვალები გახარება-გაოცებისგან. ეგვისპტის მიმართულებით იყო დაჯავშნილი კვირის ბოლოს... როგორც ჩანს, არჩილი აპირებდა ეგვიპტეში ჩასვლას.
თითქოს იგრძნოო ამ უკანასკნელმაც ქალის გახშირებული სუნთქვა, ფრთხილად გადაკეტა კარები და მიუახლოვდა გაშეშებულ ქალს. შემოჰხვია ხელები ძლიერად და დახედა ხელებზე ბილეთი რომ მოექცია ხელში.
-ეგვიპტეში აპირებდი ჩამოსვლას?
-აბა მართლა რომ არ ჩამოსულიყავი, გგონია არ მქონდა სხვა გეგმა?! - ყელზე მიაწება ტუჩები და ჩაიკარგა ქალის სურნელში გახვეული.
-გიჟი ხარ. ნამდვილი გიჟი ხარ! - შემოტრიალდა მის მკლავეში და დაუფიქრებლად დაუკოცნა მონატრებული ტუჩები.
წელს ქვემოთ რომ იგრძნო უხეში მოჭერა მოშორდა მაშინვე სუნთქვა გახშირებული. ჩაეღიმა კაცის ტუჩებზევე დაუკითხავად რომ დაიარებოდნენ მთელ სხეულზე არჩილის ხელები.
-თურმე... როგორ მოგნატრებივარ...
-შენ კიდევ არ იცი, რა გეგმები მაქვს შენთან დაკავშირებით... - თვალი ჩაუკრა და აღარც დალოდებია არაფერს ისე შეიხსნა ქამარი, მთელ სხეულზე რომ მოჰდებოდა ცეცხლის ალი...
+ + +
ერთ კვირაში დაბრუნდნენ სვანეთში. საბოლოოდ გადაცხოვრდნენ ერთად არჩილი და აშა. თუმცა ძალიან რთული თემა იყო აშას მეასა და პატარაა ბათუსგან მოცილება.. თედო ფარჯიანის ეზოში მოეყარათ თავი. დაუფარავად შეჰღიმოდნენ ერთმანეთს ცუციკო და ბექა. გადაავლებდა ნიკოლა დაწყვილებულ ხალხს ,,შურიან“ მზერას.
-ჩემი ოცნებაა აფხაზს ჩავუჯდე სახლში და დილა-საღამოს აფხაზეთი საქართველოა-მეთქი ჩავსძახო და ისიც ყოველ ჯერზე ცოცხით მომსდევდეს უკან!
თვალები გადაატრიალეს ერთბაშად ნიკოლას წუწუნს მოწყენილმა საზოგადოება. კვირები გასულიყო უკვე რაც იმ ქალის ლაპარაკი უტრიალებდა გონებაში და ვერ მოენელებინა. ყოველ გავლა-გამოვლაზე მსგავს იდიოტობას დააფერთხებდა და ესენიც შეღონებული იყვნენ. უეცრად ბერიძის მობილური ამღერდა და მაგიდაზე მჯდომი ისე ფეთიანივით ჩამოხტა, გადმოვარდა კინაღამ. გადაისვა ქოჩორზე ხელი მაშინვე, თითქოს შეძლებდა დანახვას მობილურიდან ნომერზე რომ ურეკავდა. გადაავლო ახარხარებულ საზოგადოებას თვალებმოჭუტული მზერა და ფრენით გავარდა შორს კარგად რომ შესძლებოდა იმ ქალთან ლაპარაკი ძილი რომ დაუფრთხო უკვე თვეებია...
-შიზოიდია, - სიცილით ჩაილაპარაკა ბექამ.
მეორე სახლში ფილმი გადიოდა, თავს იკლავდა ისეთ ხმაზე იყო აწეული ,,იავნანამ რა ჰქმანა“. სასიამოვნოდ იღვრებოდა მთელ სახლში იავნანას ჰანგები. რა საამაყოა ქართველმა რომ გადაიღო ეს შედევრი... ქართველები რომ ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული ერი ვართ ეს უკვე მრავალჯერ აღინიშნა. შეიძლება, სულაც არ იყოს ასე, თუმცა ჩვენ რომ მიგვაჩნია, ჩვენ რომ ვგრძნობთ ასე, ეს უკვე ბევრის მთქმელია. მთავრობაში არა, თუმცა ერთმანეთში გაგვიმართლა ჩვენ ყველას ერთად. ქართველებს.
ქეთო რომ თავს წამოწევს დედის მკლავებში.. და უკვე რომ იაზრებს დედა რაღაც შეიცვალა. გაიხსენა. დაბრუნდა. სიმღერის დროს ხმა რომ აუკანკალდა ქალს ქეთოს მზერის შემყურე... ასეთი ბუნებრივი სცენა... რა გულმა გადაიღო?!. ცრემლის გარეშე რომ ვერ უყურებ, ქართველი თუ ხარ და გულში თუ არ გაგკრა მწარედ სითბოს შეგრძნებამ, მაშინ რაღაც საუცხოო პრობლემაა. ის მზერა დედა-შვილისა პირველად რომ დაუკავშირდა ერთმანეთს, ოღონდ არა თავიდან, არამედ მაშინ, როდესაც გაახსენდა. მთელი ცხოვრება რომ იგრძნო მას ეკუთვნოდა მისი დაბრუნებით.. ქეთოს პატარა სხეული რომ შეისისხლხორცა თავიდან ბოლომდე.
არ გაჩენილა გრძნობა დედა-შვილობაზე ძლიერი.
თავის ეზოში მდგარ არჩილ ფარჯიანს გაჰყინვოდა მთელი სხეული. თვალმოუშორებლად უმზერდა გარეთ მდგომ ქალს... დედა რომ ერქვა ერთ დროს. გაფუჭებული რადიოსავით ჩაესმოდა ყურებში ღრმა ბავშვობაში ქალის მიერ გაჟღერებული ჰანგები, გულიდან რომ ამოდიოდა და ედებოდა ახლა მთელ სხეულს.
-მე დედა ვარ, რომელსაც უნდა უყვარდეს ყველა შვილი, მაგრამ მე ვერ შევძელი შენ გარდა გამეჩინა და მყვარებოდა სხვა შვილი... მე თქვენი სურვილით გმობილს ამომხდება სული... და სიცოცხლის ბოლო წამს მივხვდები ბოლომდე, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი ჯოჯოხეთია, როდესაც საყვარელი ადამიანების გარეშე არსებობ...
მოიშორა ცრემლი უხეშად ქალმა და უჩუმრად გაბრუნდა უკან.
ცრემლი სდიოდა მის უკან მდგომ აშასაც. გულში ჩაეკრა მაშინვე არჩილს და ზურგზე შემოჰხვია ხელები ძლიერად. ამით აგრძნობინა, რომ ცხოვრებაში აღარსდროს მოუწევდა მარტო დარჩენა. დახედა ჯერ მის მკლავებში მომწყვდეულ ქალს, ტკიპასავით რომ მიჰკვროდა მკერდზე, შემოაჭდო თავადაც ხელები ძლიერად და თავზე აკოცა მრავალჯერ ქალს...
ალბათ, დაიწყებოდა კვლავ რაღაც ახალი მათ ცხოვრებაში...
+ + +
მინდია ავალიანმა ლელა ანჯაფარიძე მოიტაცაო.
გავრცელდა დილიდან ამბავი.
ყველას უთქმელად რომ მოიგონა ასეთი რაღაც მინდიამ გაუკვირდა თავისთავად სამეგობროს.
+ + +
ღამის სამი საათი სრულდებოდა თვალი რომ ვერ მოხუჭა ვერაფრით და წამოდგა საბოლოოდ. ხალათი შემოიცვა და აივანზე გავიდა საჩქაროდ ცივი ჰაერი რომ ჩაესუნთქა. მოხვდა გასვლისთანავე სახეზე, მიეალერსა და აიძულა თვალების დახუჭვაც სიამოვნებისგან. გაორმაგებულად უცემდა გული აშას. მიიჭირა საბოლოოდ მკერდთან რომ გაეკავებინა როგორღაც თავის ადგილზე. მალევე იგრძნო ძლიერი მკლავების შემოხვევა წელზე და თვალებიც მიეხუჭა წამიერად.
-რატომ არ გძინავს?.. - ყელზე დაუტოვა კოცნა და შემოატრიალა თან ქალი თავის მკლავებში.
-ჰაერი არ მყოფნის...
-ხომ კარგად ხარ? - გამოფხიზლდა მაშინვე ფარჯიანიც და აშას პატარა სახე მოიქცია ხელებში.
-კარგად ვარ.. ძალიან კარგად ვარ... შენც კარგად გახდები ისეთი რაღაც უნდა გითხრა...
-აშა.. მშვიდობაა ამ ღამე?
-ადრე არ წარმომედგინა არასდროს ჩემი ოჯახი თუ მეყოლებოდა. ქმარი... შვილი.. მეგონა იმდენად აუტანელი ხასიათი მქონდა, ვერ გამიძლებდა ვერც ერთი სულიერი დედამიწაზე... მეშინოდა ძალიან ისეთი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, როგორიც... დედობაა. ეს ხომ არ არის მარტივი... ახალი სიცოცხლეა, უსუსური... პატარა და რასაც ჩასძახებ ყველაფერს სიტყვა-სიტყვით ამოგძახებს... დიდი პასუხისმგებლობაა შვლის გაზრდა.. ისეთი ოღონდ... ნამდვილი ადამიანი რომ იყოს და პიროვნება.. რომ გამოადგეს ქვეყანას ცოტათი მაინც თავისი არსებობით...
-აშა... ნუ შემშალე.. - დაეძაბა სხეული ერთიანად არჩილს. ხვდებოდა თან საითაც მიდიოდა დიალოგი და წინასწარ სცრიდა უკვე ბედნიერებისგან.
ამოიხვნეშა ერთი აშამ და არჩილის ხელებზე შემოხვეული აკანკალებული თითები მუცელზე მიიკრა.
-ერთ დროს რომ ერთმანეთის დაფასება უნდა გვესწავლა... ახლა დროა შვილის აღზრდა ვისწავლოთ ერთად...
სიხარულს მართლაც შეუძლია დაგამუნჯოს ადამიანი.
იმ ღამით აშა რომ არა, მთელ სამეზობლოს ჩამოუვლიდა და გააღვიძებდა ბედნიერი არჩილი.

არჩილი და აშა.
მათ საბოლოოდ შეძლეს სიძულვილის სიყვარულად გადაქცევა.

ღმერთმა რომ შეგვქმნა და ცხოვრების უფლება მოგვცა, ეს უკვე იყო შანსი იმისა, რომ გვებრძოლა ამ სამყაროში მოხვედრილებს ბედნიერებისთვის.
დაამარცხა საბოლოოდ აშამ ის ბოროტი ძალა თავის გულში, მთელი გულით რომ ცდილობდა მისთვის ბედნიერების წართმევას...


დასასრული!


ვახ! ჩემზე ნელი მწერალი ცოტა თუ შეგხვდებათ დედამიწაზე.

რომ გითხრათ ძალიან ვერკვევი ამ მთის კანონებსა და ადათ-წესებში-მეთქი, ძალიან მოგატყუებთ. ალბათ, თავადაც მიხვდებოდით, ოდვან ვინც ხართ ამ ამბავში გარკვეული. მაგიტომაც არ გავშალე ფართოდ ისეთი თემები, რაც მოითხოვდა ამის ცოდნას. ამისთვის მხოლოდ წიგნები არ არის საკმარისი. ჩემდა ბედად, მხოლოდ ერთხელ მერგოწილად სვანეთის ხილვა, ისიც ადრე, ექსკურსიით. ვერ მოვასწარი მაშინ სვანეთის საფუძვლიანად გაცნობა, ხალხთან გასაუბრება სჭირდება ამას, მართლა უხუცესებთან და სანდო ინფორმაციის მიღება.
ალბათ, მზიას სიკვდილზე მეტად მისი გადარჩენა გაგიკვირდათ, მაგრამ ვერ გამოვდექი, მე პირადად, ისეთი ძლიერი დედა წამერთვა შვილისთვის. ეს ისტორია ვიგრძენი ყველაზე მეტად, ჩემთან ძალიან ახლოს და ვერ გავუკეთე ასეთი რაღაც აშას.

იმედია თქვენც ისევე ისიამოვნეთ კითხვის პროცესში, როგორც მე წერის დროს. მადლობა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent