შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორც დავღამდი, ისე გავთენდი...


28-11-2017, 00:13
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 291

ჩავუდე თავი მშობელს მუხლებში,
და ვქვითინებდი დიდ ხანს, დაღლამდი,
მე ძველბრიტანულ, კელტურ მუხებში,
როგორც ლეგენდა, მაშინ დავღამდი...

ჩამოეკიდა მახვილს არტური,
და ბედს მორდრედიც ვეღარ გაექცა,
ჰო, მე ვიყავი იგი მანსური,
ვისი ხელითაც ჰენრი დაეცა.

წყევლად გავდევდი მიწას ბრეტანულს,
და თუმცა შენ კი ვეღარ მიცანი,
შავი კოშკიდან რომ გამოექცა
საურონს, მე ვარ იგივ მისანი.

უფლის მიწაზე სისხლი დაღვრილი,
ჩემი მტრებისა თაფლზე მოტკბოა,
ვინც შეაგება ხმალი აწვდილი,
დიდ სალლაჰ ად დინს, მე ვარ გოტრფუა.

თავადაც ლომგულს ლომი მეხატა,
ფარზე წმინდა ჯვრის მეკრა ნაწილი,
ტყე ღრე ნავალი ინგლისის ხატად,
მეფე ლეგენდის მე ვარ ნაწილი..

ვერ შეველიე გვირგვინს გათელილს,
და მბრძანებელად ჩემად დამჩემდი,
მოღალატეთა სისხლით დავთვერი,
როგორც დავღამდი, ისე გავთენდი..

გაგორდა თავი სულმოლხენილი,
მიეალერსნენ პრინცებს პატარებს,
და დედოფალი გამოჩენილი,
დღემდე გვირგვინის შტრიხად მატარებს.

წყვდიადისა და ბნელის ქაოსში,
ხუთი თითივით, როგორც ლესეპსი,
სჩანს მოზაიკად, როგორც დაოსი და
გეშინოდეს, სულო, მეექვსის.



№1  offline მოდერი bla.ell

შეუდარებელია...რითმა ხო ძაალიან მაგარია პოეტი ხო საერყოდ და ლექსი მტლიანობაში ფრეს ქუულ მაგარი ბოი ხარjoy
ჩემი გენია მეგობარიsmilekissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent