შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოძულვილიდან სიყვარულამდე (თქვი 4)


დღეს, 05:05
ავტორი Elenaa…
ნანახია 121

დილით პირველი რაც ვიგრძენი სიცივე იყო.
არა ოთახში… ჩემში.
რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი ცარიელ მხარეს, სადაც გუშინ იწვა.
-რა ჯანდაბაა… ჩავილაპარაკე ჩუმად.
სწრაფად ავდექი. არ მინდოდა იმაზე ფიქრი, რატომ გამიცრუვდა ასე უცნაურად რაღაც.
ქვემოთ ჩავედი. სახლი ისევ ჩუმი იყო.
მაგრამ ამჯერად… ეს სიჩუმე არ მომეწონა.
მაგიდაზე ტელეფონი დავინახე. უცნობი ნომერი არ იყო. მესიჯი იყო.
თორნიკე.
“დღეს გვიან მოვალ.” მოკლე მშრალი ცივი
თვალები ავატრიალე.
-კაია.
ჩუმად ვთქვი, მაგრამ შიგნით რაღაც მომეჭირა.
***
კოლეჯში მთელი დღე ვერ ვისვენებდი.
ყურადღება საერთოდ არ მქონდა.
ლექციაზე ვიჯექი, მაგრამ არაფერი მესმოდა. ტვინში ისევ ის ტრიალებდა გუშინდელი ღამე. და დილა.
და მისი მესიჯი
“დღეს გვიან მოვალ.”
უცებ კარის ხმა გაისმა. ლექტორი შეჩერდა
ყველამ იქით გაიხედა და ის შემოვიდა
ნიკოლოზი. გული ოდნავ ამიჩქარდა… მაგრამ სხვანაირად.
ის არ მიყურებდა პირდაპირ ლექტორთან მივიდა, რაღაც უთხრა და მერე…
უკანა რიგში დაჯდა. ჩემკენ არც გამოუხედავს.
-მაგარია… ჩავილაპარაკე ჩუმად.
შესვენებაზე დერეფანში ვიდექი, როცა ვიღაცამ დამიძახა.
-ევა.
შევტრიალდი ნიკოლოზი იყო.
მაგრამ ამჯერად… არ იღიმოდა.
-რა იყო? ვკითხე მშვიდად. რამდენიმე წამი მიყურებდა.
-შენ გადაწყვიტე უკვე, ხო? გავშეშდი.
-რა?
-ვინ გინდა.
მისი ხმა მშვიდი იყო ზედმეტად.
-არავინ. მაშინვე ვუპასუხე. ოდნავ ჩაიცინა.
-არ არსებობს ეგ.
მომიახლოვდა.
-ან მე ან ის.
გული ამიჩქარდა.
-შენ რა არჩევნის წინაშე მაყენებ?
-არა. თავი გააქნია.
-უბრალოდ არ ვაპირებ ვიყო ვინმეს “ჯინაზე ვარიანტი”.
ამ სიტყვები პირდაპირ დამარტყა.
-ნიკოლოზ…
-არა, ევა. გამაწყვეტინა.
-შენ თვითონაც არ იცი რა გინდა. მერე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-და სანამ არ გაიგებ მე არ ვიქნები აქ.
შემომხედა კიდევ ერთხელ. ამჯერად უფრო სერიოზულად.
-და როცა გაიგებ… შეიძლება უკვე გვიანი იყოს. მოტრიალდა და წავიდა.
უბრალოდ წავიდა. მეც არ გამიჩერებია.
***
საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, ისევ ის სიჩუმე. მაგრამ ახლა უკვე ნერვებს მიშლიდა.
-ყველა სად არის… ჩავილაპარაკე.
ზუსტად იმ მომენტში კარის ხმა გაისმა.
გავშეშდი თორნიკე. შემოვიდა ნელა.
მაგრამ მარტო არ იყო. მის უკან… თამთა იდგა. გული მომეჭირა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს სპეციალურად მოიყვანა.
თორნიკემ პირდაპირ ჩემკენ გამოიხედა მზერა ცივი ჰქონდა.
-ევა. მხოლოდ ეს თქვა. თამთამ გამიღიმა.
ისეთი ღიმილით, რომელიც საერთოდ არ მომეწონა.
-ისევ შევხვდით.ჩაიცინა თამთამ
არაფერი ვუპასუხე. მხოლოდ თორნიკეს ვუყურებდი.
-რა ხდება? ვკითხე პირდაპირ.
ოდნავ აიჩეჩა მხრები.
-არაფერი. მერე თამთას გახედა.
-რჩება დღეს. გავშეშდი.
-რა? მისი მზერა ისევ ჩემზე გადმოვიდა.
-პრობლემაა? ეს უკვე აშკარა პროვოკაცია იყო. გული ამიჩქარდა. მაგრამ უკან არ დავიხიე.
-არა. ვუთხარი ცივად.
-საერთოდ არა. თამთამ ჩაიცინა.
თორნიკეს კი თვალებში რაღაც უცნაური გაუკრთა.
ვერ მივხვდი რა მჭირდა რამ დამაბნია
ბრაზი? წყენა? აჭვიანობა?
თუ რაღაც სხვა…
მაგრამ ერთი რამ ვიცოდი. ეს თამაში უკვე სხვა დონეზე გადავიდა. თამთა მშვიდად ჩამოჯდა დივანზე ისე თითქოს აქ სულ ცხოვრობდა. მე ისევ ვიდექი არ ვჯდებოდი.
თორნიკე კი კედელთან მიეყრდნო, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და უბრალოდ გვიყურებდა. როგორც მაყურებელი ეს უფრო მაღიზიანებდა.
-ყავა გაქვს? თამთამ მკითხა ისე, თითქოს დიასახლისი მე ვიყავი. თვალებ ავატრიალე.
-სამზარეულოშია იპოვი.ოდნავ გაეღიმა.
-მკაცრი ხარ. მითხრა ირონით
-შენც. მეც იგივე ტონით ვუპასუხე. რამდენიმე წამი სიჩუმე.
თორნიკე ისევ არაფერს ამბობდა. მივედი, ჩანთა მაგიდაზე დავაგდე და ბოლოს მეც ჩამოვჯექი პირდაპირ მათ წინ.
-ახლა მითხარი. შევხედე თორნიკეს.
-რა გინდა? მისი მზერა ოდნავ გამკაცრდა.
-გითხარი უკვე არაფერი.
-ტყუილია.
-მომწონს. სულ ასეთი იყო? თამთამ ჩაიცინა და გახედა თორნიკეს. მან კი საერთოდ არ უპასუხა. მხოლოდ მე მიყურებდა.
-შენ რა გინდა, ევა? მკითხა უცებ. ამ კითხვას არ ველოდი.
-რა?
-მთელი დღეა მაგ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს. თქვა მშვიდად. გავშეშდი.
-და?
-და პასუხი ვერ ვიპოვე.
-შენც ვერ. დაამატა. გული ამიჩქარდა.
-მე ვიცი რა მინდა. ოდნავ აიწია წარბი.
-მართლა?
-ჰო.
-მაშინ თქვი. მთელი ოთახი გაჩუმდა. თამთაც კი აღარ იღიმოდა რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოვიღე და ეს უკვე პასუხი იყო. თორნიკემ ოდნავ ჩაიცინა ძალიან სუსტად.
-აი ზუსტად ეგაა. ეს უკვე გამაღიზიანებელი იყო ავდექი.
-ეს რა არის საერთოდ? ტესტია?
-არა. მითხრა მშვიდად.
-მაშინ რა? მომიახლოვდა ნელა.
-რეალობა. გული ამიჩქარდა.
-შენ არ ირჩევ.
-შენ მაიძულებ!
-არა. თავი გააქნია. მე უბრალოდ აღარ ვთამაშობ ეს სიტყვა მკვეთრად გაისმა. თამთა ნელა წამოდგა.
-მგონი მე ზედმეტი ვარ. თქვა, მაგრამ ტონი საერთოდ არ ქონდა ისეთი უფრო დამკვირვირვება ეტყობიდა ხმაში ვიდრე ირონია.
-არა დარჩი. თქვა თორნიკემ უცებ. ეს უკვე აშკარა იყო. ჩემკენ გადმოიხედა.
-ხომ თქვი პრობლემა არ გაქვს. გული უცნაურად მომეჭირა. მაგრამ არ შევიმჩნიე.
-არ მაქვს.
-კარგი. თამთა ისევ დაჯდა. და ამჯერად… თორნიკე მის გვერდით ჩამოჯდა. ზედმეტად ახლოს ზუსტად ისე, როგორც ადრე. თვალები წამით დავხუჭე.
-კარგი. ჩავილაპარაკე. მივბრუნდი და კიბეებისკენ წავედი.
-სად მიდიხარ? მომაძახა. შევჩერდი. არ შემოვტრიალებულვარ.
-სადაც შენ არ ხარ. რამდენიმე წამი სიჩუმე. მერე მისი ხმა
-გარბიხარ? ნელა შევტრიალდი.
-არა.
-მაშინ?
-უბრალოდ… არ ვაპირებ თქვენ გიყუროთ.
მისი მზერა ოდნავ გამუქდა.
-მაშინ არ უნდა დაგეწყო. ეს უკვე ზედმეტი იყო.
-მე დავიწყე?! ხმას ავუწიე. ისიც მაშინვე წამოდგა.
-კი.
-როგორ?! მომიახლოვდა სწრაფად
-ნიკოლოზით. გავშეშდი.
-ისევ ეგ?!
-ყოველთვის ეგ. თამთა ჩუმად გვიყურებდა.
-კარგი. ვთქვი უცებ. ორივემ შემომხედა.
-ძალიან გინდა თამაში? ვითამაშოთ.
თორნიკეს თვალები ოდნავ შევიწროვდა.
-რას გულისხმობ? მობილური ამოვიღე.
პირდაპირ მის წინ. ნიკოლოზის ნომერი ავკრიფე თორნიკე არ ინძრეოდა მხოლოდ მიყურებდა ზარი გავიდა.
ერთი სიგნალი
ორი
მესამე.
-ჰო? ნიკოლოზის ხმა.
გული ამიჩქარდა. მაგრამ არ გავჩერდი.
-სად ხარ? სიჩუმე იქით.
-რატომ?
-იმიტომ რომ მოვდივარ. ეს სიტყვები ოთახში ხმაურივით გაისმა. თორნიკეს მზერა მაშინვე გამუქდა.
-ევა… თქვა დაბლა. მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-მისამართი მომწერე. დავამატე და გავუთიშე. სიჩუმე ტელეფონი ხელში მქონდა გული სწრაფად მიცემდა. თორნიკე ნელა მომიახლოვდა. ძალიან ნელა.
-მართლა წახვალ? მისი ხმა მშვიდი იყო. ზედმეტად.
-კი. რამდენიმე წამი მიყურებდა. ისე… რომ სუნთქვა მეკვროდა
მისი მზერა სრულიად ცივი გახდა.
ამან უკვე სხვანაირად დამარტყა.
კარს მივუახლოვდი არ მინდოდა წასვლა მაგრამ დარჩენასაც არ ქონდა აზრი. ვგრძნობდი როგირ მაწვებოდა ცრემლები.
უცებ გავედი გასლვლის თანავე რაღაცის გატეხვის ხმა გავიგე კარებს მივეყრდენი გული გასკდომვას მქონდა.
-დედასს შ****ი. თორნიკეს ყვირილის ხმა და ისევ გატეხვის. უცებ ავუჩქარე ნაბიჯს ეზო ისე გავიარე არცერთი მძღოლისთვის და დაცვისთვის არ შემიხედია. ეზოდან რომ გავედი მაშიმ ვიგრძენი სიცივიე მარტი იყო მაგრამ მაიმც საშინლად ციოდა. არ ვაპირებდი ნიკასთან წასვლას არ მინდოდა ამიტომ მესიჯი მივწერე.
,,ვეღარ მოვდივარ”
მაღიზიანებდა ჩემი თავი არ მინდოდა ნიკოლოზისთვის გული მეტკინა ან თორნიკეს გასაბრაზებლად მყოლოდა.
ფიქრებში გამიწვიმდა მე კი უაზროდ დავდიოდი. სანამ მანქანის დასიგნალების ხმა არ გვიგე. გავიხედე ნაცნობი შავი BMW
ყურადღება არ მივაქციე არ მინდოდა მასთან საუბარი უბრალოდ წინ წავედი.
გზა გადამიჭრა მანქანიდან გადმოვიდა
-ჩაჯექი მქნანაში! ეგრევე მომვარდა და ყვირილი დამიწყო
-თორნიკეე გაგიჟდიიი?
-კი ევა გავგიჯდიი! შენ გამაგიჟეე!
-წადი შენს თათიასთან რა. ვუთხარი და ვეცადე გვერდი ამეარა. მაგიჟებდა ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა მისი ხელი მაჯაში ძლიერად ჩამავლო.
-გამიშვი. ვთქვი ჩუმად, მაგრამ მკაცრად.
თორნიკეს ხელი მაჯაზე ძლიერად ჰქონდა ჩაჭიდებული. მისი თვალებში ბრაზი იყო… მაგრამ მარტო ბრაზი არ და ზუსტად ეგ მაშინებდა
-ვერ. თქვა ხმა დაბლა .
-ვერ რას ნიშნავს?! ხმას ავუწიე.
-ხელი მტკივა! ოდნავ შეიშმუშნა თითქოს გააცნობიერა რას აკეთებდა. მერე ნელა გამიშვა. მაჯაზე წითელი კვალი დამრჩა.
მისმა თვალებმა მაშინვე შეამჩნია.
-ჯანდაბა… ჩუმად ჩაილაპარაკა და ხელი გამომიწოდა ინსტინქტურად უკან დავიხიე.
-არ შემეხო. ვგრძნობდი როგორ მეძალებპდა თვალზე ცრემლები
წვიმა უკვე ძლიერად მოდიოდა. ორივე სულ სველი ვიყავით, მაგრამ არც ერთს არ გვაინტერესებდა.
-რატომ აკეთებ ამას? მკითხა ბოლოს, ხმა უკვე დაღლილი ჰქონდა.
-რას?
-ამ ყველაფერს… ნიკოლოზი… ეს ჯინაზე ქცევები…
-და შენ რას აკეთებ? მაშინვე ვუპასუხე -თამთა სახლში მოიყვანე!
-იმიტომ რომ
-რა?! შევაწყვეტინე. რამდენიმე წამი მიყურებდა. წვიმის წვეთები მის სახეზე ჩამოდიოდა. მერე ჩუმად თქვა
-იმიტომ რომ შენც იგრძნო.გავშეშდი.
-რა ვიგრძნო?
-რაც მე. პირდაპირ მიყურებდა.
-რომ არ ხარ გულგრილი. გული გამიჩერდა.
-შეცდი. ვუთხარი მაშინვე.
ოდნავ გაეღიმა მაგრამ ეს ღიმილი სევდიანი იყო.
-შენ თვითონ არ იცი რა გინდა, ევა. დაამატა ჩუმად.
-შენც! დავუყვირე. მოულოდნელად გაჩუმდა.
მერე ნელა მომიახლოვდა ამჯერად… აღარ იყო აგრესიული. უბრალოდ ძალიან ახლოს.
-ვიცი. და ისიც ვიცი რომ არ გინდა ნიკოლოზთან.
-არა არაფერი არ იცი თორნიკე არაფერი.
მეე… მე დავიღალე ამ ყველაფრისგან.
ვიგრძენი ტვირთი მუხლებში თავს ვეღარ ვიჭერდი და ჩავიკეცე. თორნიკე მომიახლოვდა და ჩაიმუხლა, მომეხვია.
-ბოდიში ევა ყველაფრისთვის ბოდიში. მითხრა აღელვებული ტონით და უფრო მაგრად ჩამეხუტა.

ბოდიში დაგვიანებისთვის კომენტარებში გამიზიარეთ როგორ მოგეწონათ ეს თავი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent