შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 7


გუშინ, 13:01
ავტორი Viva la vida
ნანახია 83

-საღამოს რას აპირებ იმ ამბავზე, გიორგიმ რომ ატეხა? - ინტერესით მომიბრუნდა თამო.
- რა თქმა უნდა, არ მოვდივარ! - ჩამეცინა - ნინას დაბადების დღე მაკლია ზუსტად!
- ხომ იცი, მე რომ მომაგზავნის?
- საერთოდ არ მაინტერესებს! - გავღიზიანდი -  საღამოს აუქციონიცაა და ნამდვილად არ ვაპირებ, ამდენად მნიშვნელოვანი ღონისძიება ნინას გამო გამოვტოვო!
- ნამდვილად ნერვოზი გაქვს.
- ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ არ მქონდეს! - თვალები დავუქაჩე.
- მე რას მიყვირი? - შემომიღრინა თვითონაც და ჩემს ტელეფონს დახედა - რა სურვილებს ასრულებ?
- რას ბოდავ? - ვიკითხე დაბნეულმა. დემეტრე მწერდა, მეორე სურვილის შესასრულებლად მზად თუ ხარო. - ესღა მაკლდა! - ამოვიგმინე - რა სჭირს ამ ხალხს? არ შეიძლება, ცოტა ხანს თავი დამანებონ?
- ეს ის ტიპი ხომ არ არის, შენ რომ მომიყევი? - ინტრიგნულად გამომხედა და პასუხად წარბშეკრული მზერა რომ მიიღო,  გაჩუმდა  - შეხედე, გირეკავს! - სახე გაუბრწყინდა. უნებართვოდ აიღო ყურმილი და ტელეფონი მომაჩეჩა.
- რას ეკეთებ? - მომესმა ტელეფონიდან.
- რა გინდა? რატომ მირეკავ? - გაბრაზებულმა გავხედე თამოს.
- მეორე სურვილი მოვიფიქრე!
-  შენი ნერვები არ მაქვს, არ მცალია.
- არ მაინტერსებს - ხმაზე ეტყობოდა, მართლა არ აინტერესებდა - მოკლედ, დღეს საღამოს ჩემი მეწყვილე იქნები იმ აუქციონზე, ბატონმა დავითმა რომ დაგიკვეთა.
- დაივიწყე! არსად წამოსვლას არ ვაპირებ შენთან ერთად. მე იქ საქმეზე მივდივარ და არა გასართობად!  - მკაცრად მივუგე და გავუთიშე. არ მომეშვა, იმ წამსვე მოვიდა შეტყობინებაც: "სამ საათში მოგაკითხავ....რა ფორმაშიც იქნები, იმ ფორმით წაგიყვან, თუნდაც პიჟამა გეცვას :)"
-  ვერ ვიტან!  - თავი სავარძლის სახელურზე გადავაგდე.
- ჩემი აზრით, მშვენიერი მიზეზია ნინას დაბადების დღეზე არწამოსასვლელად.
- და მაგისთვის დემეტრე მჭირდება? არამგონია!
- ნუ ყვირი მეთქი! - მომიგო მშვიდად და ყავა მოსვა.


***
     გრძელი ყავისფერი კომბინიზონი ჩავიცვი, კრემიფერ ქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად და ამავე ფერის ყელსახვევიც გავიკეთე.
- სტილი კარგი გაქვს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მაგრამ აი ხასიათი, დიდი ვერაფერი - მანქანას მიყრდნობილიყო დემეტრე.  თავისი სტილი არ დაერღვია, ყავისფერი, ფართე შარვალი და თეთრი, ოდნავ შეხსნილი პერანგი ეცვა. დიდად ვერ გადავირიე, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურებოდა.
- შენ კი ცოტას მოიკოჭლებ, ორივეს მხრივ. - ცინიკურად შევავლე თვალი.
- პასუხები წინასწარ გაქვს მზად, ფორმაში ხარ! - არ შევმცდარვარ. მისი ქცევა სულ უფრო უცნაური ხდებოდა.  ის უბრალოდ კარგ ხასიათზე არ იყო... საქმე სულ სხვა რამ იყო და მე ამის არც მიხვედრა და არც დაჯერება მინდოდა.
- შენ კიდევ ძალიან აჟიტირებული ხარ და ეს მაღიზიანებს!
- ძალიან კარგი! - გამიღიმა , სათვალე მოირგო  და მანქანაში ჩაჯდა.
    სტუმრის სტატუსით საკუთარ ღონისძიებაზე მისვლა სულ სხვა შეგრძნება ყოფილა. იქაურობა ბევრად სხვანაირი იყო, ბევრად უცხო და მშვენიერი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველად ვათვალიერებდი იმ დარბაზს, რომელსაც კვირები დავახარჯე.
- იმედია კარგ ორგანიზატორთან ერთად, კარგი მსახიობიც ხარ... - გადმომილაპარაკა, სანამ შესასვლელ კორიდორს გავივლიდით - აქ ჩემი შეყვარებულის ამპლუაში მოგიყვანე.
- რა?
- რა იყო? - გაუკვირდა - თავიდანვე რომ მეთქვა, წამომყვებოდი?
- არა, რა თქმა უნდა! - გავუღიმე, და ის იყო წასვლა დავაპირე, ხელი ჩამკიდა და ერთ-ერთი მაგიდისკენ წაიწია.
- ოოო, დემეტრეც მოსულა! - შესძახა ჩემმა დამკვეთმა და ხელი ჩამოართვა. - როგორ ხარ?
- თქვენ როგორ ხართ? - გაუღიმა მანაც და მერე მე გადმომხედა - გაიცანით ჩემი საცოლე, ლიკა! - არ დააყოვნა.
- საცოლეო? - გახარებულმა იკითხა დავითმა და რომ შემომხედა, მაშინვე მიცნო - ლიკა?! როგორ ხართ? 
- გამარჯობა, ბატონო დავით...მადლობა, თავად როგორ ხართ? - მორიდებულად გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი - შეყვარებული აუცილებლად საცოლეს არ ნიშნავს! - ხელზე მუჩქმიტე დემეტრეს.
- მთელი საღამო წინ გვაქვს, ამიტომ ნერვებს გაუფრთხილდი! - თვალი ჩამიკრა და ჭიქა მომაწოდა.
- ამას აქ რაღა უნდა? - მის უკან ავთოს სილუეტი დავლანდე.
- არ დაიბნე, გამიღიმე და ეგ არის! - უცებ მონახა გამოსავალი.
- აქეთ მოდის, დემეტრე, რა ვქნა? ბეჭედი არ წამომიღია! -  მარჯვენა ხელის მტევანი დავიფარე.
- რა ბეჭედი?! - დაიბნა.
- გამოფენის საღამოს არ დაიჯერა ჩემი ნათქვამი...ბოლოს, სხვა გზა რომ არ დამიტოვა, ბეჭედი ვაჩვენე...დედაჩემის ბეჭედი... - შიში ვერ დავფარე. ავთოს კარგად ვიცნობდი, არ იყო გამორიცხული, მთელი საღამო გაეფუჭებინა.
- დამშვიდდი... - გამიღიმა, ხელი ჩამკიდა და ჩემი თითები მისი მტევნით დამალა.
-  ამას ვის ვხედავ! - დამცინავი მზერით მოგვესალმა ავთო.
- შენს აქ ნახვას არ მოველოდი, არ დაგიმალავ! - უსიამოვნოდ გავუღიმე.
- მეწყინა! - ისედაც მახინჯი სახე კიდევ უფრო დამანჭა.
- ცივი წყალი დალიე. - ირონიულად მიუგო დემეტრემ.
- შენ საერთოდ ვისთან ხარ?
- ძალიან კარგად იცი, ვისთანაც ვარ. - დემეტრეს სიმშვიდესა და მის სწრაფ პასუხებს ავთო ნელ-ნელა წყობიდან გამოჰყავდა.
- ჰოო? - წინ აეჭიმა  - ასეთ საღამოებზე ცირკის მსახიობებიც დადიან?
- რადგან აქ ხარ, ასე გამოდის... - მხრები აიჩეჩა დემეტრემ - ისე...იქნებ რამე ნომერიც გვაჩვენო? - კმაყოფილმა გახედა, არ გამოგივაო. მერე ჩუმად რაღაც გადაულაპარაკა და  ცენტრისკენ წამიყვანა. 
     მთელმა აუქციონმა ისე ჩაიარა, ზედაც არ შემოუხედავს. ვიფიქრე, რომ უბრალოდ ხასიათზე არ იყო და ყურადღება არ მიმიქცევია. პრინციპში, ამაზე ფიქრის საშუალება არ მქონია... ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახე და ყველა მათგანისთვის დემეტრეს გაცნობა მიწევდა, იმის გამო, რომ წამითაც არ მტოვებდა მარტოს. მართალია, მათი კომენტარებისა და დემეტრეს ქების მოსმენა ძალიან  მაღიზიანებდა, თუმცა საერთო ჯამში, დავითი იმდენად კმაყოფილი დარჩა, მხოლოდ მისი შთაბეჭდილების გამო ღირდა ამ ყველაფრის მოთმენა.
- ასეთი რა უთხარი, თვალს რომ არ გაშორებს?  - წარბშეკრულმა ვკითხე დემეტრეს.
    ბოლოს ნათქვამის შემდეგ ავთოს თვალი არ მოუშორებია მისთვის. იმდენად მაშინებდა მისი მსუქანი სახის ყურება, გულის სიღრმეში მადლობელი ვიყავი ღმერთის, დემეტრე რომ ჩემთან ერთად იყო. დიდად არც მას ვენდობოდი, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, ავთოს რომ არ ჰგავდა. დემეტრე ის ტიპი არ იყო, ტყუილად ვინმესთან ურთიერთობა გაეფუჭებინა, ეს თავიდანვე ეტყობოდა, მაგრამ მაინც მეშინოდა. მეშინოდა, რომ შეიძლებოდა მისთვის პრობლემები შემექმნა.
- ანეკდოტი მოვუყევი.
- დემეტრე!
- არაფერი ისეთი. - მომიგო გაღიზიანებულმა.
- ხომ იცი მაინც გავიგებ! - მისი მზერა რომ ვერ დავიჭირე, წინ გადავუდექი - შენ თუ არ მეტყვი, ავთოსთან წავალ!
- ვერაფერსაც ვერ იზამ. - ჩაიცინა.
- შენ ავთოსთან არაფერი გესაქმება, გაიგე? შენი საქმე არ არის, ამიტომ არ ჩაერიო. ავადმყოფია, რაღაცას დაგმართებს, იცოდე!
- მე კი გეუბნები, დამშვიდდი, მეთქი. - ეტყობოდა, მოთმინებას რომ კარგავდა - ვერც შენ იზამ ვერაფერს და ის ხომ მით უმეტეს.
- ანუ არ მეტყვი? - წარბი ავუწიე.
- გეყოფა. - ჭიქა მაგიდაზე დადგა - ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ჩემი რჩევაა.
- მაშინ მიყურე! - თვალებით ავთო მოვძენე და მისკენ წავედი. ვაცნოიერებდი, რამხელა შარში ვყოფდი თავს, მაგრამ ვერ დავუშვებდი, ავთო დემეტრეს არაფრის გამო გადაჰკიდებოდა. ვუთხარი გარეთ გამოდი, საქმე მაქვს მეთქი,  ჩანთა ავიღე და გარეთ გავვარდი. ვიცოდი, გამომყვებოდა, ასე რომ, მისგან გავიგებდი ყველაფერს. არც შევმცდარვარ; წუთიც არ იყო გასული, ხელი რომ ჩამავლო მკლავში ვიღაცამ და გვერდით კედელთან მიმათრია. მაგრამ იმაში კი შევცდი, ავთოს ნაცვლად დემეტრე რომ აღმოჩნდა ჩემ წინ.
- რა ჯანდაბა გჭირს?!- გაღიზიანებულმა მკითხა.
- შენ რა ჯანდაბა გჭირს?! გითხარი, თავი დაანებე, მეთქი! რატომ არ გესმის? შენ მართლა ჩემი საქმრო ხომ არ გგონია თავი? - ყველაფერი ერთად მივაყარე - ჩვენ ერთმანეთს... -
- არ გაბედო მაგ ფრაზის ხსენება!  - ამოიგმინა - არ გაბედო, გაიგე? ყელში ამომივიდა! - თვალს არ მაშორებდა. ძალიან კარგად ვხვდებოდი, ზედმეტი რომ მომდიოდა და ეს ამბავი კარგად ნამდვილად არ დასრულდებოდა, თუმცა საკუთარ ეგოს ვერ მოვერიე. 
- ჩვენ - ერთმანეთს - ვერ - ვიტანთ...! - მაინც არ დავიშალე და გასაგებად გავუმეორე.
- ნუ მეთამაშები, გაფრთხილებ! - ეტყობოდა, არ ხუმრობდა.  კიდევ რაღაცის თქმა  დააპირა, თუმცა უკნიდან ტაშის ხმა რომ გაისმა, აღარ დასცალდა. ზუსტად ჩვენ უკან იდგა გაბღენძილი ავთო, მომღიმარი სახით და ტაშს გვიკრავდა. ჩემგან ზურგით იდგა დემეტრე და წამითაც არ მიშორებდა. იმ მომენტში, ყველაზე მეტად, დემეტრესი მრცხვენოდა. მაკვირვებდა მისი საუცხოო სიმშვიდე და ვიცოდი, კარგს რომ არაფერ მოიტანდა.
- რას იტყვი, ჩვენც აქვე ხომ არ გვესაუბრა? - გარშემო მიმოიხედა ავთომ - შენ კარგი ბიჭი, მე ცუდი, რას ერჩი?
- არ გითხარი, ლიკასთან არ წამოგცდეს, მეთქი?
- რა ლაპარაკი, რას ბოდავ? - გაკვირვებულმა წავიწიე მისკენ, მაგრამ დემეტრემ ხელი გაშალა და გზა გადამიღობა. მისი გაწბილებული სახე რომ დავინახე, გაჩუმება ვამჯობინე.
- ქალის წინ?! - ჩაეცინა დემეტრეს - ვინ გაგზარდა? - მოთმინებადაკარგულ ავთოს სახე გაუწითლდა და მისი კმაყოფილი ღიმილიც უკვალოდ გაქრა - ამდენად უზნეოც არ მეგონე...  - უთხრა დემეტრემ და დაარტყა - წადი, მანქანაში დამელოდე! - მითხრა და ის იყო შებრუნდა, ავთოს მუშტი მოხვდა ყბაში.
- ვინ ხარ ან ამასთან რა გესაქმება?! - გადააფურთხა სახეწითელმა ავთომ.
- შენ თვითონ ვინ ხარ, ამდენს რომ ბედავ?
-შენ ვინ გეკითხება, შე მიგდებულო! - დაუღრიალა ავთომ, რომელსაც, როგორც ეტყობოდა, დემეტრეზე ყველაფერი გაერკვეული ჰქონდა. ამის ავთოსგან გაგონებამ დემეტრე ადგილზე გააქვავა. მისი ამ მდგომარეობით დაკმაყოფილებულმა კი გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა - შენი ჯერიც მოვიდა!
    საბოლოოდ გავიაზრე, რაც ჩავიდინე. ავთოსგან თავის დაძვრენის მაგივრად, დემეტრეც მის კლანჭებში ჩავაგდე, საკუთარი თავი კი ჩემივე ხელით გავწირე. მომიახლოვდა და მკლავში ძლიერად ჩამავლო ხელი. დემეტრეს შემხედვარე, რომელიც გაუძრევლად იდგა და ჩემი ძახილი არ ესმოდა, თავი მართლა დაუცველად ვიგრძენი.
- ხომ იცი, მამაჩემი ამას არ შეგარჩენს!  - მამაჩემის იმედი, რეალურად, არც არასდროს მქონია, თუმცა მაინც დავემუქრე. მისი ხელის მოშორება ვცადე, მაგრამ ვერ მოვერიე.
- ძალიან შემეშინდა! - გადაიხარხარა და ნიკაპზე მაგრად მომიჭირა ხელი - აბა, სად არის... - აღარ დაამთავრებინა დემეტრემ, საყელოში ჩაავლო ავთოს და ისეთი გამეტებით დაარტყა, თავი ვეღარ შეიმაგრა და დაეცა.
- რა უფლებით ეხები? - ზემოდან დააცქერდა სახე გაბადრულ ავთოს და კიდევ რამდენჯერმე დაარყა - ვის შეეხე?
- დემეტრე, გაჩერდი! - მკლავში ხელი ჩავჭიდე, მაგრამ გონება იმდენად დაბინდული ჰქონდა, ჩემი არ ესმოდა  - დემეტრე, გეყოფა! - მაინც არ მისმენდა და უკვე მართლა შემეშინდა, ავთოს რამე სერიოზული არ დამართნოდა. - დემეტრე, მეთქი! - დავუყვირე ბოლოს, აკანაკალებულმა. 
     უემოციოდ ამომხედა, მერე კიდევ ერთი დაარტყა და წამოდგა. ხელი ჩამჭიდა და მანქანასთან წამიყვანა. ისეთი შეშინებული ვიყავი, ხმის ამოღებაც არ შემეძლო. საშინელი გრძნობა მქონდა, გულისრევის მსგავსი. ავთოზე მეტად, საკუთარ თავი მეზიზღებოდა. ორი სრულიად უცხო ადამიანი გადავკიდე ერთმანეთს, მე კი სრულიად უვნებელი ვრჩებოდი.  
    დემეტრე ისეთი გაცეცხლებული არასდროს მენახა. იმდენად უცხო იყო მისი ეს მხარე, იმდენად საშიში...
მეგონა, სულ სხვა ადამიანი იდგა ჩემს წინ.
- არ გაბედო მეორედ ჩემთან თამაში, გაიგე?! - მანქანაზე ამაყუდა, თავის ხელებშუა, თავი დახარა და ცდილოდა გახშირებული სუნთქვა დაერეგულირებინა.
- მე...
- ხმა არ ამოიღო! - გამაწყვეტინა - რა მოხდებოდა, ჩემამდე იქ ის არაკაცი რომ გამოსულიყო? გიფიქრია, რა შეიძლებოდა დაგმართნოდა?! - მიყვირა - რომ ვერ მომესწრო, მერე?! - მერე მიხვდა, ზედმეტად ხმამაღლა რომ მოუვიდა და ღმად ჩაისუნთქა. წარბი გახეთქილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა - რატომ არ ფიქრობ, რას აკეთებ? - თვალს არ მაშორებდა.
- ...- ვერაფერი ვუთხარი, მართალი იყო. ავთო არაფერ შუაში იყო, ერთადერთი, ვინც ეს ყველაფერი გამოიწვია...ყველაზე დიდი დამნაშავე, სწორედ მე ვიყავი.
- თვალებში მიყურე, როცა გელაპარაკები! - მის თვალებში ბრაზთან ერთად შიშიც დავინახე. ისიც შეშინებული იყო... - იმ არარაობამ, ჩემი იქ ყოფნის დროსაც კი შენკენ გამოიწია! წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რა მოხდებოდა, იქ რომ არ ვყოფილიყავი? - ხმა ჩაუწყდა. ხელები ჩამოუშვა და ღრმად ამოისუნთქა - უპასუხისმგებლო და ეგოისტი ხარ!
- გეტკინა? - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. ძალიან ნელა შევახე ხელი და მხოლოდ მაშინ წამსკდა ცრემლი. გაოგნებული მიყურებდა და მართალიც იყო. ის რაზე მელაპარაკებოდა და მე რას ვეკითხებოდი.
- შეგაშინე? - წამში დაუმშვიდდა ხმა, მაგრამ სუნთქვის კონტროლი მაინც უჭირდა. მისი მზრუნველი ხმა რომ გავიგონე და გახურებული ხელი ვიგრძენი, დავრწმუნდი, არაფერს მავნებდა და ჩემი მისდამი უნდობლობაც გაქრა. თავი დავუქნიე, შემაშინე მეთქი და იმდენ ემოციას რომ ვეღარ გავუძელი, ამეტირა.  
- დამშვიდდი, მორჩა. აქ ვარ.
   მანქანაში ჩამსვა და რამდენიმე წუთით, გონს მოსასვლელად ჩემი სკამის გვერდით კარის ჩარჩოზე ჩამოჯდა
- ძალიან გაბრაზებული ვარ... - თავი თაღუნა და ამოიოხრა - ძალიან.
- ხომ კარგად ხარ?
-მაგას სერიოზულად მეკითხები? - გაბრაზებულმა მიპასუხა. მის მზერას ვერ გავუძელი და თვალები დავხარე. მინდოდა ბოდიში მომეხადა, თუმცა აზრი არ ჰქონდა, არაფერს გამოასწორებდა.
    დემეტრეს მეტი არაფერი უთქვამს, ღვედი თვითონვე შემიკრა და კარი დახურა. მთელი გზა ჩუმად ვიყავით. მას დანა პირს არ უხსნიდა, მე კიდევ ისედაც არაფერი მეთქმოდა. მინდოდა იქიდან გავმქრალიყავი და მხოლოდ იქიდან კი არა, დემეტრეს ცხოვრებიდანაც.
- ნახვამდის - მხოლოდ ეს მითხრა სახლთან რომ მივედით.
- შიგნით შემოდი, წარბს მაინც ვნახავ...
- ნახვამდის მეთქი! - გამიმეორა ერთ წერტილს მიშტერებულმა. მართლა გაბრაზებული იყო. მეტად გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. ყელსახვევი მოვიხსენი, წარბზე დაიდე, მეთქი ვუთხარი და გადავედი. სახლშიც არ ვიყავი შესული, როგორც კი დაინახა, რომ კარი გავაღე, წამის მეასედში გავარდა.
     მთელი ღამე არ დამეძინა. ყველაფერი ერთად მეყარა თავზე. არც გამომიცვლია, უბრალოდ დავწექი დივანზე. არ ვიცოდი, რაზე მეფიქრა ან რომელ საკითხზე მენერვიულა: გიორგიზე და ნინაზე; ავთოზე და დემეტრეზე თუ ჩემზე და დემეტრეზე; ამ უკანასკნელის გაფიქრებაც კი საკმარისი იყო, რომ ისტერიული სიცილი ამიტყდა. ვიფიქრე ხომ არ გავგიჟდი, მეთქი.
    იმ ღამეს ძალიან ბევრი ვიფიქრე. მქონდა ერთი კითხვა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა:
მაინც ასე ძალიან გარაზდებოდა დემეტრე, ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო?
პასუხი არ მქონდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent