ნათელიბნელში ნაწილი 20-21
იანვარი ნელა, ძალიან ნელა მიიწურა ის ერთი, გაუსაძლისი და ტკივილით სავსე თვე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ლუკა ყველაფრისგან შორს იყო; ის გაექცა ქაოტურ ყოველდღიურობას, ხმაურიან თბილისს და საკუთარ ნიღბებს, რომლებსაც წლების მანძილზე ატარებდა. ძველ აგარაკზე, მიკარგულ სიმარტოვეში სრულიად მარტო დარჩენილს, ბევრი დრო ჰქონდა დასაფიქრებლად. იქ ის საკუთარი თავის შეცნობის მტკივნეულ და ეკლიან გზას გადიოდა. გადიოდა დღეები, მისი გრძნობები კი, ნაცვლად იმისა, რომ განელებულიყო, უფრო იზრდებოდა და მძაფრდებოდა. განშორებამ თავისი საქმე გააკეთა და მიახვედრა, თუ რაოდენ ძვირფასი იყო ნია მისთვის. ახლა, როცა გარშემო მხოლოდ მკვდარი სიჩუმე და იანვრის სუსხი სუფევდა, მკაფიოდ გაიაზრა, რომ ეს გრძნობა ერთ დღეში არ გაჩენილა. პირველივე წამიდან, როცა იმ გოგონას თვალებში ჩახედა, რაღაც შეირყა მის მყარ, ლოგიკურ სამყაროში. მთელი ეს დრო საკუთარ თავს ებრძოდა. ებრძოდა გააფთრებით, რომ არ იშეყვარებოდა ეს უცნაური არსება, რომელიც ქარიშხალივით შემოიჭრა მის ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დაუყენა. ახლა კი, ამ მიტოვებულ სახლში, სადაც მხოლოდ ბუხრის ტკაცუნი არღვევდა მყუდროებას, მიხვდა, რომ გულმა გონება საბოლოოდ დაამარცხა. მისმა ცივმა ლოგიკამ მუხლი მოიყარა იმ გრძნობის წინაშე, რომელიც ყველაფერზე მაღლა იდგა. ლუკასთვის ეს უჩვეულო იყო. მან არ იცოდა, რა იყო ჭეშმარიტი სიყვარული; აქამდე არასდროს უგრძვნია მსგავსი რამ. ახლა კი ზუსტად იცოდა ნია იყო მისი ადამიანი, მისი მეორე ნახევარი, მისი მთელი სამყარო. სწორედ მან შეძლო მისი გაყინული გულის აძგერება და სიცოცხლის წყურვილის დაბრუნება, თუ აქამდე ლუკა მხოლოდ არსებობდა, ახლა მის ცხოვრებას აზრი მისცემოდა. მთელი ეს დრო მის შესახებ ალექსისგან იგებდა. მეგობარი ფოტოებსაც უგზავნიდა. ლუკა საათობით უყურებდა ტელეფონის ეკრანს. ნია თავის საქმიანობას დაბრუნებოდა ის ისევ ცეკვავდა სცენაზე, ისევ ბრწყინავდა და ყოველი ასეთი ფოტოს ნახვისას, ლუკას გულისცემა უმართავად უჩქარდებოდა, ანთებული თვალებით უყურებდა, ხოლმე და თან სევდა, შემოეპარებოდა, თვალებში და მონატრება, რას არ დათმობდა ახლა, მის გვერდით, რომ ყოფილიყო შეეგრძნო მისი კანის და თმის არომატი, შემდეგ კი გულში ჩაეკრა, მაგრამ ჯერ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, სანამ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, ჯერ ძველი უნდა მოეწესრიგებინა. — როგორ ხარ, ძმაო, აბა? — ჰკითხა ალექსმა, როდესაც დივანზე ჩამოჯდა. — არ ვიცი... არ ვიცი, როგორ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უგუნებოდ არის შეყვარებული, — ხრიწიანი ხმით ამოთქვა ლუკამ და მეგობარს დაღლილი მზერა მიაპყრო. — რას აპირებ, რომ დაბრუნდები? — პირველ რიგში, ნინის დაველაპარაკები. ავუხსნი ყველაფერს და ბოდიშს მოვუხდი. ტყუილად დავტანჯე ეგ გოგოც, ჩემმა გაურკვევლობამ ორივე დაგვაზიანა. — და ნიასთან რას აპირებ? — ნიასთან?.. — ლუკამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. — არ ვიცი. ჯერჯერობით არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. ჯერ ადრეა ამისთვის. ამ ეტაპზე ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება, რომ შორიდან ვადევნო თვალი, იქამდე მაინც სანამ ყველაფდრს არ მოვაგვარებ. — ვერ გცნობ, ძმაო... — გაოცებით უთხრა ალექსმა. — მარტო შენ არა, მეც კი ვერ ვცნობ საკუთარ თავს. წარმოიდგენდი, რომ მე, ლუკა გელოვანი, ოდესმე ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი? — ჩაეცინა კაცს. ალექსმა ამოიოხრა და მხარზე ძმურად დაჰკრა ხელი: — არის ასეთი გამონათქვამი: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“. ძმაო, შენ შეიძლება არ გწამს ღმერთის, მაგრამ ნახე, როგორ შემოტრიალდა შენი ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი ძალებით არ ვმართავთ ცხოვრებას, ყველაფერს ის განაგებს. — უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო... — ამოთქვა ლუკამ. — კარგი, მითხარი, ზურასგან რა ისმის? რაღაც ძალიან ჩუმად არის და ეს სიმშვიდე არ მომწონს. — თვალს ვადევნებ, ნუ ღელავ. ის არამზადა, ნიას ვერაფერს დაუშავებს... — შენ ხომ იცი, ის როგორაა ჩემზე გადამტერებული იმის გამო, რომ... — ვიცი, ძმაო. ამჯერად არაფერი გამოუვა. კარგი, წავალ უკვე, გვიანია, — უთხრა ალექსმა და გასასვლელისკენ გაემართა. — თუ რამეა, შემეხმიანე. როდის აპირებ დაბრუნებას? — არ ვიცი. ალბათ ამ კვირის ბოლოს. მეტი აღარ შემიძლია აქ ყოფნა. ალექსის წასვლის შემდეგ ისევ საკუთარ თავთან მარტო დარჩა. იქვე დივანზე ჩამოჯდა და დაღლილი სახით დახედა გოგონას გამოსახულებას ეკრანზე. ახლა უკვე მთელი არსებით გრძნობდა პასუხისმგებლობას. თუ უნდოდა, რომ სუფთა ფურცლიდან დაეწყო ცხოვრება, ნინის უნდა დალაპარაკებოდა და პატიება ეთხოვა, რადგან უსამართლოდ მოექცა, როცა ატყუებდა. ცალკე ნიაზე ფიქრები არ ასვენებდა. ერთი იყო, რომ უყვარს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ნიასთან ყოფილიყო. ნია არ იყო იმ კატეგორიის გოგო, რომელიც ემოციებს იოლად აჰყვებოდა; მან თავისი ხასიათი არაერთხელ აჩვენა. ლუკამ მძიმედ ამოიოხრა და თავი საზურგეს მიაყრდნო. მის ცხოვრებაში ყველაფერი ახლა იწყებოდა. რომელიც არც თუ ისე იოლი იქნებოდა, მაგრამ, თუ მართლა უყვარდა უნდა ებრძოლა, მისთვის. ღამითაც არ ეკარებოდა, ხოლმე ძილი და გამუდმებით მასზე ფიქრობდა, მუდამ თვალწინ ედგა, გოგოს სახე და მისი დიდი ნაცრისფერი თვალები, რომელიც ასე აჯადოვებდნენ, ამ ფიქრებში გართულს ღიმილიც კი გაეპარებოდა, ხოლმე სახეზე. გვიანი ღამე, იყო როდესაც მისი ტელეფონი მთელ ხმაზე აწკრიალდა და ლუკა გააღვიძა, ნახევრად დახუჭული თვალებით დახედა ეკრანს და უპასუხა. — რა ხდება, ალექს, ხომ მშვიდოაა? — ჩახლეჩილი ხმით უპასუხა, ნახევრად ძილბურანში მყოფმამ — ძმაო, ცუდი ამბავი მაქვს... — გაისმა ალექსის შეწუხებული ხმა. — რა მოხდა? — წამოენთო კაცი. — ზურამ... ნია მოიტაცა. — რა თქვი, ალექს?! როგორ თუ გაიტაცა, რას მეუბნები საერთოდ?! — გამწარებულმა დაიყვირა ლუკამ და ფეხზე წამოვარდა. — ასეა, ძმაო. უნდა დაბრუნდე! — გამოვდივარ! — ჩასძახა ყურმილში და სასწრაფოდ, დაუფიქრებლად გავარდა სახლიდან. ** როდესაც გოგონა გონს მოვიდა, ჯერ მტკივნეულად მოისრისა თავი. თვალები ზანტად გაახილა, თითქოს ქუთუთოებზე ლოდები ეწყო. მხედველობა, რომ აღუდგა გაფართოებული თვალებით მოავლო იქაურობას მზერა. სრულიად უცხო, ცივ ოთახში იყო. მომენტალურად აიტანა შიშმა; მოაგონდა, როგორ მიეპარა უკნიდან ვიღაც და წამლიანი ხელსახოცით გათიშა, თანაც ისე, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, შეცბუნებული გაჰყურებდა, ბნელ ოთახს, მოულოდნელად ფეხზე წამოვარდა და კარებისკენ გაიქცა. — გამომიშვით აქედან! — დაიყვირა და კარს ეცა, გასაღებად, თუმცა მისდა გასაოცრად კარი ჩაკეტილი იყო. — მიშველეთ! გთხოვთ, გამომიშვით აქედან, გემუდარებით! — ბოლო ხმაზე გაჰკიოდა და შველას ითხოვდა, თუმცა არავინ მოდიოდა მის დასახმარებლად. შეშინებული საწოლზე მოიბუზა, როგორ უნდა გაეღწია იქიდან, არ იცოდა. არც ის იცოდა, ვინ მოიტაცა. გონებაში ყველაზე უარეს სცენარს განიხილავდა. თვალებზე ცრემლები ეძალებოდა, თუმცა ცდილობდა პანიკაში არ ჩავარდნილიყო და არ ეტირა, მაგრამ შიშმა მაინც აიტანა; მთელი სხეულით ცახცახებდა. რამდენიც არ უნდა ეყვირა, მაინც ვერავის გააგინებდა ხმას ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ ისიც მყარად იყო ჩარაზული. — ღმერთო, გევედრები, მიხსენი აქედან! — ჩაილაპარაკა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. მოულოდნელად გარედან ზარების ხმა შემოესმა. — ეს ზარები?.. ეს იმას ნიშნავს, რომ აქვე ახლოს ტაძარი უნდა იყოს, — ამოთქვა ჩამწყდარი ხმით. ცოტა ხანში კარის საკეტის ჩხაკუნი გაისმა. ნია მაშინვე კარის უკან დადგა იმ იმედით, რომ გაღებისთანავე გარეთ გავარდებოდა. კარი გაიღო თუ არა, ნიამ შემოსულ ქალს ხელი ჰკრა და ოთახიდან გავარდა, თუმცა იქვე მყოფმა მცველებმა დაიჭირეს და უხეშად დააბრუნეს უკან. — ხელი გამიშვით! ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან?! — დაუყვირა ნიამ. ქალს ძალიან ეცოდებოდა გოგონა, მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლო. — გთხოვთ, გამიშვით აქედან, გეხვერწებით... — ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. — საჭმელი მოგიტანე და ჭამე. — არ მჭირდება თქვენი საჭმელი! მითხარით, რატომ აკეთებთ ამას? — წამოიძახა ნიამ. — უნდა ჭამო, თორემ უფროსი ძალიან გაბრაზდება... — უფროსი? ვინ არის თქვენი უფროსი, რატომ არ მენახვება?! — ზიზღით წარმოთქვა. — თქვენს უფროსს გადაეცით, რომ მისი არ მეშინია და მისი არაფერი მინდა! — გთხოვთ, ნუ გაართულებთ სიტუაციას, — უთხრა ქალმა. — ან ეს რა არის? — ახლაღა შენიშნა სავარძელზე გადაკიდებული თეთრი საქორწინო კაბა. — ეს თქვენთვის არის. — ჩემთვის?! — ნიას ისტერიული სიცილი აუტყდა. — დამცინით, არა? ეს საქორწინო კაბაა! — ეს თქვენი საქორწინო კაბაა, — სრული სერიოზულობით მიუგო ქალმა. ნია ადგილზე მიეყინა, ჯერ შოკში ჩავარდა და ვერ იჯერებდა გაგონილს, მაგრამ შემდეგ სიბრაზე მოეძალა. — რა... რა თქვით? ჩემი საქორწინო კაბა? თქვენი უფროსი გაგიჟებულა, თუ ჰგონია, რომ ცოლად მომიყვანს! — გამწარებულმა წამოიძახა, შემდეგ გააფთრებული ეცა კაბას და თხელი ქსოვილი სულ ნაკუწებად აქცია. — შვილო, გთხოვ, ამას ნუ იზამ... უფროსს ეს არ მოეწონება, — სიბრალულით უთხრა ქალმა. მან კარგად იცოდა, რა საშინელი ადამიანი იყო მისი პატრონი. — წადით და გადაეცით თქვენს ბოსს: მოვკვდები და მას ცოლად არ გავყვები! ვიღაც შეშლილს არ მივცემ უფლებას, ცხოვრება დამინგრიოს! — დაუყვირა ნიამ და ქალიც უხმოდ გავიდა. ოთახში იყო მიმოფანტული კაბის ნაწილები. ეს ყველაფერი საშინელ კოშმარს ჰგავდა, რომლიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელმა არანორმალურმა მოიტაცა და მასზე დაქორწინება განიზრახა. რაც დრო გადიოდა, შიში უფრო უმძაფრდებოდა, ტანში კი უსიამოვნოდ სცრიდა. საწოლზე იჯდა მობუზული და ცრემლები დაუკითხავად იკვლევდნენ გზას მის სახეზე. — რა გავაკეთო, აქედან როგორ გავაღწიო? ღმერთო, დამეხმარე... — სლუკუნებდა გოგონა. ოთახიდან თავს ფიზიკურად ვერ დააღწევდა, არც გამომხსნელი ჩანდა ვინმე. რაც ყველაზე მეტად აშინებდა, ის იყო, რომ თავად გამტაცებელი არსად ჩანდა. ეს გაურკვევლობა ყველაფერზე მეტად ზარავდა. ** ლუკა არც დაფიქრებულა, ისე გამოვარდა სახლიდან და ადგილიდან გიჟივით მოწყდა. დაძაბული მართავდა მანქანას, საჭეს მთელი ძალით ჩაფრენოდა. მისი მუქი ყავისფერი თვალები ბრაზისგან კიდევ უფრო გამუქებულიყო მოულოდნელად ტელეფონი აწკრიალდა. — გისმენთ! — უპასუხა ისე, რომ არც დაუხედავს. — წარმომიდგენია, ახლა როგორ გამწარებული დაეძებ ნიას... — გაისმა ზურას ცინიკური ხმა. — ზურა! — კბილებში გამოსცრა ლუკამ. — ხო, მე ვარ. — იცოდე, მისი თავიდან ერთი ღერი თმაც, რომ ჩამოვარდეს, არ გაცოცხლებ, გასაგებია?! — დაუყვირა. — რასაც მინდა, იმას ვიზამ. შენ კი რამდენიც გინდა, ეძებე მას ვეღარასდროს ნახავ. დრო მოვიდა, პასუხი აგო ყველაფრისთვის. ახლა შენი ჯერია, რომ დაიტანჯო. — რას როშავ, კრეტინო?! კარგად დაიმახსოვრე: თუ გავიგე, რომ მას რამე დაუშავე, გიპოვი და ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ! — დაემუქრა ლუკა და ტელეფონი გაუთიშა. გამწარებულმა დაიყვირა და სიჩქარეს უფრო უმატა. სიმწრისგან მთელი სხეული უცახცახებდა. იცოდა, გული უგრძნობდა, რომ ზურა რაღაცას მოიმოქმედებდა. სწორედ ამიტომ ცდილობდა გოგონას დაცვას, თუმცა ვერ შეძლო. საჭეს მართავდა და თან ნიასთან გატარებული ყოველი წამი ახსენდებოდა მისი ღიმილი, მისი ხმა... ყველაფერი კადრებივით უტრიალებდა გონებაში. — გაუძელი, ნია... მალე გიპოვი, — გაიფიქრა თავისთვის და დანიშნულების ადგილას მივიდა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და ალექსისკენ გაიჭრა, რომელიც თავის მანქნასთან იდგა. — ამიხსენი, ალექს, ეს ყველაფერი როგორ მოხდა?! — ხრიწიანი ხმით ჰკითხა მან. — არ ვიცი, ძმაო... მთელი დღე ზურას ვდარაჯობდი, მაგრამ საერთოდ არ გამოჩენილა. თითქოს აორთქლდაო, როდესაც სტუდიასთან მივედი, დავინახე, გოგო შველას ითხოვდა. მითხრა, რომ ვიღაც ნიას მიეპარა და გათიშა. — ჯანდაბა! ეგ ნაძირალა იმაზე ცბიერი გამოდგა, ვიდრე მეგონა. არის რამე სიახლე?— სერიოზული სახით უთხრა. — ბიჭები ყველგან ეძებენ და მალე იპოვიან. — წეღან დამირეკა... — დაღლილი ხმით თქვა ლუკამ. — რა გითხრა? — მითხრა, რომ დრო მოვიდა პასუხი ვაგო ყველაფრისთვის და ნიას ვეღარასდროს ვნახავ! — გამწარებულმა წამოიძახა. — თუ მასაც იგივე დაემართება და ისევ ვერ მივუსწრებ, როგორც მაშინ... ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ! — ტკივილით ამოთქვა და თვალები ცრემლით აევსო. — დამშვიდდი, ძმაო. ამჯერად ეს აღარ განმეორდება. ის ნაძირალა ნიას ვერაფერს დაუშავებს. მთელი ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. ლუკა მოთმინებას კარგავდა. ეს გაურკვევლობა ბოლოს უღებდა. — კიდევ სად შეიძლება მოვძებნოთ? — დაღლილად იკითხა ალექსმა. — წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ დროს ვერ დავკარგავთ! ყველგან უნდა ვნახოთ, სადაც ხელი მიგვიწვდება! — მიუგო ლუკამ და მძიმედ ამოიოხრა. დრო უსაშველოდ იწელებოდა. ლუკას ნერვები ღალატობდა, იმის გაფიქრება კი, თუ როგორ იყო ახლა ნია, გულს უკლავდა. *** შეშინებული იჯდა ოთახში. ყველანაირად ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ შიში ყელში ებჯინებოდა. ეს ჩაკეტილი სივრცე უარესად ამძიმებდა. ფეხზე წამოდგა და თეთრი საქორწინო კაბის ნაფლეთებს შორის დაემხო მუხლებზე სწორედ იმ კაბის, რომელიც მისთვის ერთგვარ განაჩენად ქცეულიყო. მთელი სხეულით ცახცახებდა და ცხარედ ტიროდა. ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა, ხელები შეაერთა და ლოცვა დაიწყო. — მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი... — ჩურჩულებდა ნია. სწორედ ამ დროს გაისმა საკეტის ხმა. ოთახში ზურა შემოვიდა თავდაჯერებული ნაბიჯებით. მიმოიხედა, დაინახა მიმოფანტული კაბის ნაფლეთები და მათ შორის მუხლმოდრეკილი გოგონა. მის სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაირბინა. — მორჩი ლოცვას, ნია! შენი ღმერთი აქ ვერ გიშველის და ამ კედლებიდან თავს ვერ დააღწევ! — მჭექარე ცინიზმით გადასძახა. მაგრამ ნიას ყურადღებაც არ მიუქცევია, თითქოს ოთახში არავინ იყო. ის მთლიანად ლოცვაში იყო ჩაძირული. — მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა... — განაგრძობდა ნია. გოგონა არც კი ინძრეოდა, ნერვიც არ უტოკდებოდა კაცის ძახილზე, რაც ზურას უფრო მეტად აბრაზებდა. ლოცულობდა და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. — ...ეგრეცა ქვეყანასა ზედა! — ნიამ იგრძნო, როგორ შემოვიდა მასში უცნაური ძალა. ეს იყო თხოვნა, რომ ღვთის სამართალი აქაც აღსრულებულიყო. — პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს... — აგრძელებდა გოგონა. ზურა მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და ნიკაპში უხეშად წაავლო ხელი. — შემომხედე, როცა გელაპარაკები! შენი ნება აქ აღარ არსებობს, ახლა მხოლოდ ჩემი ნებაა! ნიამ თვალები გაახილა. მის გამოხედვაში შიში აღარ იყო, მხოლოდ ის სიმტკივე დარჩენოდა, რომელიც ლოცვამ აპოვნინა. — „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან...“ — მშვიდად ჩააბულბულა და პირჯვარი გადაისახა. კაცი წამით შეცბა. ნიას მზერამ ისე დაწვა, თითქოს მართლაც უხილავ ძალას შეეჯახა. გამწარებულმა ხელი გაუშვა და ფეხზე წამოდგა. — ვნახოთ, რამდენ ხანს გეყოფა ეგ სიმტკივე! — დაიღრიალა მან და ოთახიდან გავარდა. ნიამ საოცარი სიმშვიდე იგრძნო. იცოდა, რომ აუცილებლად გააღწევდა ამ ჯოჯოხეთიდან. საწოლთან მივიდა და იქვე მოიბუზა. ემოციებისგან იმდენად იყო გადაღლილი, რომ მალევე ჩაეძინა. გვიან ღამით უცნაურმა შეხებამ გამოაფხიზლა. გვერდით გაიხედა და ზურას გადააწყდა. ის მის გვერდით იჯდა და ცბიერი ღიმილით ხელებს უხეშად უფათურებდა. — არ შემეხო! — დაუყვირა ნიამ და განზე გაიწია. — რაო? სად გაქრა შენი სიმშვიდე და სიმტკივე, აა? — დამცინავად ჰკითხა და მიუახლოვდა. — რა გინდა ჩემგან? — ბევრი რამ... იცი, როგორ ვგრძნობდი თავს, როცა ყურადღებას არ მაქცევდი?! — შენ... შენ შეშლილი ხარ! გესმის? ნორმალური არ ხარ! — ზიზღით უთხრა. — ეს კაბა შენ დახიე?! — მქუხარედ იკითხა და ნაფლეთებს გახედა. — დიახ, მე დავხიე! როგორ მოგწონს? გაგიჟებულხარ, თუ გგონია, რომ ამ სისულელეს დავთანხმდები! — მრისხანედ მიახალა ნიამ. ზურამ უხეშად ჩაავლო სახეზე ხელი: — შენთვის აზრი არავის უკითხავს! იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი! მორჩა, შენს ნებაზე ვეღარ იქნები, ჩემს იქით გზა აღარ გაქვს! შენ მხოლოდ ჩემი იქნები! — მის სახესთან დაისისინა. — იცი რა? მოვკვდები და შენ ცოლად არ გამოგყვები! ვერ მაიძულებ! — ხმას დაუწიე! შენ სიკვდილის უფლებაც არ გაქვს, სანამ მე თვითონ არ მოვინდომებ ამას! — ავისმომასწავებლად დაისისინა. — ლუკა მართალი იყო... შენ საშინელი ადამიანი ხარ! — ამოთქვა ნიამ და სწორედ ამ დროს სახეში წვა იგრძნო — ზურამ მას გაარტყა. — ჩემთან იმ ადამიანის სახელს კიდევ თუ ახსენებ...! — კბილებში გამოსცრა კაცმა. — თუ ვახსენებ, რას იზამ? მომკლავ?! — არ ნებდებოდა ნია. — ნუ გამომიწვევ, იცოდე, ეს ცუდად დამთავრდება! — ფეხებზე შენი მუქარა! არ მეშინია შენი! — დაუყვირა და ფეხზე წამოიჭრა. — ყელში ამოვიდა შენი კაპრიზები! — დაუყვირა და კეფაზე ნერვიულად მოისვა ხელი; ჩანდა, რომ კონტროლს კარგავდა. — ლუკა აუცილებლად მიპოვის და მერე მის რისხვას ვერ გადაურჩები! — მტკიცედ უთხრა ნიამ. კაცს ისტერიული სიცილი აუტყდა: — გეძებოს რამდენიც უნდა! ეს მისი სასჯელი იქნება — მისი საყვარელი ქალი წავართვი! — ნუ ბოდავ! მასზე შურისძიება, თუ გინდოდა, ნინი უნდა მოგეტაცა და არა მე, ის არის მისი საცოლე! — ნინი?.. — ცბიერად გაიღიმა ზურამ. — ეგ გოგო მისთვის არაფერს ნიშნავდა, მხოლოდ ლამაზი დეკორაცია იყო შეხვედრებისთვის. აი, შენ კი მისი სუსტი წერტილი ხარ! ** — ჯანდაბა! — დაიყვირა ლუკამ და საჭეს ხელი დასცხო. — მოთმინებას ვკარგავ, ალექს! ერთ ადგილს ვტკეპნით! — დამშვიდდი, ძმაო, ვიპოვით... — მისი დამშვიდება სცადა ალექსმა. — სანამ არ ვიპოვი, ვერ მოვისვენებ! ჩემი ხელით ჩავაძაღლებ იმ არარაობას! ამ დროს ტელეფონმა დარეკა. საბა იყო. — ბატონო ალექს, ზურას სამალავი ვიპოვეთ! ქალაქგარეთ, ტაძართან ახლოს აგარაკი ჰქონია. საქორწინო კაბაც უყიდია... — რა?! კარგი, საბა, თვალი ადევნეთ, მოვდივართ! — გაუთიშა ალექსმა. — რა ხდება? — იკითხა ლუკამ. — მივაგენით! მანქანა მკვეთრად მოტრიალა. ლუკა საჭეს მთელი ძალით უჭერდა თითებს. ორ საათში ადგილზე იყვნენ. დაცვის ბიჭებს ყველაფერი მოეგვარებინათ, ამიტომ პირდაპირ სახლში შეიჭრნენ. მოულოდნელად გოგონას კივილის ხმა გაისმა. ლუკამ მუჭი შეკრა, კისერზე ძარღვები დაეჭიმა. იმ მიმართულებით გაიჭრა, საიდანაც ხმა გამოდიოდა. კარს წიხლი ჰკრა და შეამტვრია. იქ კი... საშინელი სურათი დახვდა. *** მთელი ძალით ჰკრა კარს წიხლი და კარიც ზრიალით დაემხო იატაკზე ლუკა შიგნით გრიგალივით შეიჭრა. იმ წამს საშინელი, სულისშემძვრელი სურათი დახვდა: ზურა გოგონაზე ძალადობდა, მისი უმწეობით ტკბებოდა და ნიას წმინდა სამყაროს ფეხქვეშ თელავდა. კარის მტვრევის ხმაზე კაცმა ინსტინქტურად მიიხედა ზღურბლისკენ და გელოვანის დანახვაზე ადგილზე გაქვავდა, თითქოს თავად სიკვდილს შეეჩეხაო, ისე ლუკას თვალები ბრაზისგან აენთო, წამში სისხლით აევსო და გამწარებულმა მთელი ძალით მომუშტა ხელები ისე, რომ თითების სახსრები გაუთეთრდა, მისი სახე კი, მრისხანებით იყო სავსე. — შე ! — დაიღრიალა არაადამიანური ხმით და წამის მეასედში მასთან გაჩნდა. კისერში ხელი ჩაავლო, როგორც მტაცებელმა მსხვერპლს, ჰაერში აიტაცა და მთელი ძალით დაარტყა. ნია, შოკირებული წამოდგა საწოლიდან და იქვე კუთხეში მოიბუზა, საიდანაც აცახცახებული, თვალებგაფართოებული უყურებდა ამ ყველაფერს. — ხომ გაგაფრთხილე, მას თუ რამეს დაუშავებდი, ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ-მეთქი! — კბილებს შორის გამოსცრა ლუკამ და კიდევ ერთი გამანადგურებელი დარტყმით ძირს დაანარცხა. — როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები სერიოზულად არ მიგიღია, არა?! შენი ჭკუით, ჩემს მოტყუებას აპირებდი?! — ხომ გითხარი... შურს ვიძიებ-მეთქი! — ამოიხრიალა, ზურამ არაამქვეყნიური ხმით, თუმცა მის მზერაში უკვე ცხოველური შიში სუფევდა. — მოგკლავ, შე არაადამიანო! ესეიგი შურისძიება გინდოდა, არა?! ახლა გასწავლი, როგორ უნდა მოექცე ქალს! — ლუკა გაცეცხლებული დააცხრა ზემოდან და დაუნდობლად, გაუჩერებლად დაუწყო მუშტების შენა. იმდენად იყო გამწარებული, რომ თვალებზე ბინდი გადაჰკროდა, ბრაზი კი ყელში მწარე ბურთად აწვებოდა. ნიას უმწეო და შეშინებული სახის დანახვამ, იმის გააზრებამ, თუ როგორ ცდილობდა ეს ნაზი გოგონა მისგან თავის დაღწევას და როგორ ძალადობდა მასზე ეს ნაძირალა, ლუკას ტვინში სისხლი ასხავდა, ის სრულიად გამოვიდა წყობიდან. ყოველი დარტყმა იყო მისი რისხვა, მისი დაგვიანებული სინანული და მისი მთელი არსების პროტესტი ამ სიბინძურის მიმართ. — მოგკლავ და შენი სხეულის ნაწილებს ძაღლებს მივუგდებ საჯიჯგნად! გესმის?! ჩემი ხელით გამოგიტან განაჩენს! — ყვიროდა და სახეში მუშტებს უშენდა, თითქოს სურდა ეს ბოროტება მიწიდან სამუდამოდ გაედევნა, ზურა უკვე ღონემიხდილი და სისხლიანი იწვა ცივ იატაკზე, მაგრამ ლუკა მაინც არ ეშვებოდა, მისი მძვინვარება საზღვრებს სცდებოდა. — ლუკა, გთხოვ შეეშვი! ასე ხომ მოკლავ! — შეშინებულმა დაუყვირა ნიამ, რომელიც შეშინებული ადევნებდა მათ თვალს. — მოვკლავ! როგორ გაბედა და როგორ შეგეხო... არ ვაცოცხლებ! — ამოიხრიალა გამწარებულმა და კიდევ ერთხელ დაარტყა მთელი ძალით. — გთხოვ გაჩერდი... შეეშვი, ძალიან გთხოვ... — ნია ატირდა და აცახცახებული, სუსტი ხელი ლუკას დასისხლიანებულ მხარზე დაადო. ამ შეხებამ, ნიას თითების სითბომ, თითქოს ელექტროშოკივით იმოქმედა და მისი გაავებული სული წამში დაამშვიდა. ლუკა წამით შეჩერდა, მძიმედ სუნთქავდა, მისი ფილტვები ხმაურით ითხოვდნენ ჰაერს. შემდეგ ნელა წამოდგა და ნიას გახედა. გოგონა გადაფითრებული იდგა, თმები აწეწილი ჰქონდა, თვალებში კი უსაზღვრო შიში და სევდა ედგა. — ნია, კარგად ხარ? — ჰკითხა მოულოდნელად შეცვლილი, მშვიდი და მზრუნველი ხმით. — არა... არ ვარ კარგად... გთხოვ, აქედან წამიყვანე, — ჩამწყდარი ხმით მიუგო გოგონამ და მთელი სხეულით აცახცახდა იმ წამს, როდესაც ლუკამ ნია ამ მდგომარეობაში ნახა, მას თითქოს თავზე მთელი სამყარო ჩამოექვა, თავზარი დაეცა, როდესაც დაინახა გოგონას შეშინებული და ცრემლიანი თვალები, თუ როგორ ცდილობდა იმ ნაძირალასგან თავის დაღწევას, რომელიც მას ასე დაუნდობლად ავიწროებდა. მთელ სხეულში ცეცხლის ალი მოედო. ის მიხვდა ერთ ჭეშმარიტებას: ნია აღარიყო მისთვის უბრალოდ ლამაზი ქალი, რომელთანაც წარმავალი ვნება აკავშირებდა. ვნება ხომ ქარიშხალივითაა მოულოდნელად შემოიჭრება და დროთა მანძილზე ნელდება, ლუკას გრძნობა კი გაცილებით ძლიერი, მტკივნეული და წმინდა აღმოჩნდა. ნია მისი სულის ნაწილი იყო, მისი მეორე ნახევარი და მთელი სამყარო. სწორედ ნიამ შეძლო და გააცოცხლა მისი მიძინებული,გული. სანამ ნიას შეხვდებოდა, ის უბრალოდ არსებობდა, მექანიკურად მოძრაობდა, მაგრამ ნიამ ასწავლა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა და მის სიცოცხლესაც აზრი მისცა. რას წარმოიდგენდა, რომ შეუყვარდებოდა, თანაც ასე ძლიერად... ეს არ იყო ეგოისტური სიყვარული. სწორედ ამიტომ, მან მთელი თავისი ცხოვრება სასწორზე დადო რეპუტაციაც და თავისუფლებაც, თუ საჭირო გახდებოდა, ციხეშიც ჩაჯდებოდა, ოღონდ გოგოსთვის ეს ჯოჯოხეთი აერიდებინა თავიდან. იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რა მოხდებოდა, რომ დაეგვიანა და ვერ მიესწრო... ეს ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. უყურებდა გოგონას, რომელიც მანქანის სავარძელზე მობუზული იჯდა. ნია ჯერაც შოკში იყო და ცახცახებდა, თვალები კი ცრემლებით ჰქონდა სავსე, თითქოს მთელი სამყაროს სევდა მათში დატეულიყო. ლუკას გულს უკლავდა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა. უნდოდა გულში ჩაეკრა, მჭიდროდ შემოეხვია ხელები და არ გაეშვა, დაეცვა ყველასგან და ყველაფრისგან, მაგრამ არ შეეძლო. ნიას ნერვული შეტევა ეწყებოდა. ვეღარ ისვენებდა, სუნთქვა უჭირდა და თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. ფანჯრის მინა ჩამოწია, რომ ესუნთქა, მაგრამ ვერ მშვიდდებოდა. — ნია, კარგად ხარ? — შეშფოთებულმა ჰკითხა ლუკამ, როდესაც დაინახა, რომ გულზე მიედო ხელი და მძიმედ სუნთქავდა. — არა, გთხოვ გააჩერე მანქანა, ჰაერი აღარ მყოფნის... — ამოთქვა ნიამ ჩამწყდარი ხმით. — ცოტა მოითმინე, სადაცაა მივალთ სანაპიროზე და გავაჩერებ. მართლაც, ცოტა ხანში თბილისის ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე შეაჩერა მანქანა. ნიამ აღარ დააყოვნა სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ხარბად შეისუნთქა ღამის ცივი ჰაერი. გულზე მიედო ხელი, თითქოს შიგნიდან რაღაც უჭერდა და წვავდა. სლუკუნებდა და ცრემლები მის სახეზე შეუკავებლად იკვლევდნენ გზას. ლუკა ვერაფერს აკეთებდა, ვერ ბედავდა მიახლოებას, რადგან არ უნდოდა დაეფრთხო ისედაც დამფრთხალი უბრალოდ იდგა და ელოდებოდა, თუ როდის დამშვიდდებოდა. — შე...შე...იძლება ჩაგეხუტო... — ამოტირა გოგონამ და ცრემლიანი თვალებით გახედა კაცს. ლუკამ სიტყვის თქმა ვერ შეძლო, მხოლოდ თანხმობის ნიშნად დაუკრა თავი. ნია მაშინვე გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია კაცს, მის მკერდს ისე მჭიდროდ მიეკრა, თითქოს იქ იყო მისი ერთადერთი თავშესაფარი. ლუკამ ძალიან ფრთხილად, თითქოს ბროლის თოჯინას ეხებაო, ისე შემოხვია თავისი ღონიერი მკლავები მის წვრილ წელზე და მიიხუტა. — ძალიან შემეშინდა, მეგონა თავს ვეღარ დავაღწევდი იქიდან... — ამოიტირა მის მკერდზე. — შენ რომ არ მოსულიყავი, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა... — წყვეტილად, სლუკუნით საუბრობდა გოგონა. ლუკამ თმაზე გადაუსვა ხელი, მისი სითბო სულში ჩაეღვარა და მშვიდი ხმით უთხრა: — ყველაფერი დამთავრდა, ნია. გესმის? ის ნაძირალა მეტს ვერაფერს დაგიშავებს. — დაიჩურჩულა და ახლაღა შენიშნა, რომ ტუჩი გახეთქილი ჰქონდა გოგონას, სისხლისფერი ხაზი მის თეთრ კანს სერავდა. — ეს რა არის, ნია? იმ ნაძირალამ დაგარტყა? — გაოგნებულმა წამოიძახა. — გაბრაზდა, რომ დავუხიე კაბა და შენი სახელი ვუხსენე... — მე მახსენე? — რაღაცნაირად ესიამოვნა ეს რომ გაიგო, გულში იმედის ნაპერწკალმა გაჰკრა. — ჰო, ვუთხარი, რომ აუცილებლად მიპოვიდი... შენ მართალი იყავი, ზურა ავადმყოფია. მე კი შენი არ მჯეროდა... — ამოთქვა და თავი დახარა სინანულით. — შენი ბრალი არ არის, ნია. მას კარგად გამოსდის ადამიანების მოტყუება. — ბრაზით ამოთქვა ლუკამ. — წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, რომ ვერ მოგესწრო... ლუკამ მისი სახე ხელებში მოიქცია, აიძულა, რომ თვალებში ჩაეხედა და უთხრა: — შემომხედე, ნია. მე არ დავუშვებდი, რომ მას შენთვის რამე დაეშავებინა და თუ მაინც მოხდებოდა ეს, მე ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი, გესმის? — ტკივილით ამოთქვა და შემდეგ მისი სახიდან წამოსული ცრემლი თითით მოწმინდა. იმ წამს თითქოს მათთვის დრო გაჩერებულიყო. უხმოდ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ, მხოლოდ ზღვის შრიალი არღვევდა სიჩუმეს. თითქოს თვალები საუბრობდნენ მათ სათქმელს, იმ გამოუთქმელ გრძნობებზე, რომლებსაც ვერ ამხელდნენ. თუმცა თვალები ხომ სულის სარკეა... — ცუდად გამოიყურები, მოდი სახე წყლით მოიბანე, ცოტა დაგამშვიდებს. — მზრუნველი ხმით უთხრა ლუკამ, წყლის ბოთლი მანქანიდან ამოიღო და გოგოს გაუწოდა. ნიამ გრილი წყალი სახეზე მოისვა და შემდეგ რამდენიმე ყლუპი მოსვა, თითქოს გონს მოეგო. — ახლა უკეთ ხარ? — კი... — ძალიან კარგი. — უთხრა და მანქანიდან პირველადი დახმარების ყუთი ამოიღო. — რას აკეთებ? — ჭრილობები უნდა დაგიმუშაო, ნია, სანამ არ დაგისივდა. მოდი, ჩამოჯექი. — უთხრა ლუკამ. — არ არის საჭირო. — უარი არ მიიღება. — სერიოზული სახით უთხრა. ნია აღარ შეწინაღმდეგებია, უხმოდ მივიდა და ჩამოჯდა. ლუკამ სპირტიანი ბამბით დაუმუშავა გახეთქილი ტუჩი. ნია მას გაოგნებული უყურებდა, ვერ იჯერებდა, რომ ეს ის ადამიანი იყო, სულ ნერვებს რომ უშლიდა. თითქოს სულ სხვა ადამიანი იდგა მის წინ ისე ნაზად და ფაქიზად ექცეოდა. ლუკა მის სახესთან ძალიან ახლოს იყო და მის თბილ სუნთქვას გრძნობდა სახეზე. კაცის თვალებში კი იკითხებოდა უსასრულო სიყვარული, ისეთი მზერით უყურებდა, რომელიც სავსე იყო მზრუნველობით. ნიას სწორედ ამ გრძნობების ეშინოდა და სწორედ ამიტომ გაურბოდა. ყოველი შეხებისას ის თითქოს მის ჭრილობებთან ერთად სულსაც კურნავდა. მათი სახეები იმდენად ახლოს იყო, რომ თითქმის ცხვირებით ეხებოდნენ. — ესეც ასე, მორჩა. — დაბალი ხმით ამოთქვა ლუკამ და განზე გადგა. — მადლობა... — ჩუმი ხმით უთხრა გოგონამ. — მადლობას რისთვის მიხდი? — გაუკვირდა კაცს. — ყველაფრისთვის. შენ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. — კვლავ აუცრემლიანდა თვალები. — კარგი, რა... ახლა ისევ არ იტირო, გთხოვ. — არა, არ ვტირი, უბრალოდ ჯერ ბოლომდე ვერ გამოვედი სტრესიდან. — ხომ არ გცივა? თუ გინდა სახლში წაგიყვან. — სახლში წასვლა არ მინდა, ახლა მათთან საუბარი და ამ ყველაფრის ახსნა გამიჭირდება... ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ აქ, კარგი? ეს სიმშვიდე და ზღვის შრიალი მამშვიდებს. — უთხრა და ზღვის ნაპირთან ახლოს მივიდა. ქარი ზღვის ტალღებს აშრიალებდა. ნიამ თვალები დახუჭა და შეიგრძნო ღამის სიგრილე და ზღვის ხმა. ლუკა მას მიუახლოვდა და თავისი მოსაცმელი ფრთხილად მოაფარა მხრებზე. აკვირდებოდა მის სახეს, როგორი სათუთი და ნაზი იყო. ნია უსმენდა ზღვას და მომენტებში ეღიმებოდა კიდეც. „როგორ მინდა ძლიერ ჩაგიკრა გულში და ეგ ლამაზი სახე დაგიკოცნო“, — გაიფიქრა ლუკამ, მაგრამ არ განძრეულა. — მიყვარს აქ მოსვლა და ზღვის მოსმენა... — ღიმილიანი სახით უთხრა ნიამ. — მართლა? — ჰო, თითქოს ზღვაც თავის ამბებს გიყვება, ისეთ შეგრძნებას გიტოვებს.— სევდიანი ღიმილით უთხრა. — მაგალითად, რას გიყვება? — ინტერესით გახედა ლუკამ. — მართლა გაინტერესებს? — გაოცდა ნია. — ჰო, რატომაც არა. საინტერესოა, რას გიყვება ზღვის ტალღები. — მშვიდი და მომღიმარი სახით უთხრა. — კარგი, თუ ასეა, გეტყვი. მაგალითად, როდესაც ზღვა ღელავს, ესეიგი ის რაღაცაზე ბრაზობს. როდესაც მშვიდია — ესეიგი მას არაფერი არ აწუხებს. — საინტერესოა... *** მაინც რა უცნაურია ეს ცხოვრება... არავინ ვიცით ბედისწერა ვის რას გვიმზადებს. ადამიანი შეიძლება რაღაც პროცენტებით განაგებდეს საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც უფალი წყვეტს ჩვენი გზა, როგორ წარიმართება. სწორედ ამას გადიოდნენ ლუკა და ნიაც. მიუხედავად მათი განსხვავებული სამყაროებისა, ღვთის განგებით მაინც გადაიკვეთა მათი ბილიკები. ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ და ახლა, შუაღამეს, თბილისის ზღვაზე ასე მშვიდად ისაუბრებდნენ. მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ მაინც იყო ის უხილავი ბარიერი მათ შორის, რაც ერთად ყოფნის საშუალებას არ აძლევდათ. ახლა ისინი იმ გარდამავალ წერტილთან იყვნენ მისულები, რომელიც სულ მალე აფეთქდებოდა და არავინ იცოდა, მათ ამბავს ექნებოდა თუ არა მომავალი. შეძლებდნენ კი ერთად ყოფნას? ორივეს აშინებდა ეს... ნია გაურბოდა ამ გრძნობას, რადგან აშინებდა მისი სიყვარული, როგორი ასატანია, მაინც გიყვარდეს ის, ვინც შენგან სულიერად ასე შორს არის? მისთვის მტკივნეული იყო ის ფაქტი, რომ მისი საყვარელი მამაკაცი არ იყო მისი სამყაროდან. ვერაფერს გააკეთებდა და ვერც აიძულებდა შეცვლილიყო, რადგან იცოდა თავად უნდა მოენდომებინა ეს. თანაც ნინის ფაქტორიც უშლიდათ ხელს... საკუთარ პრინციპებს ვერ გადააბიჯებდა მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარდა. ამიტომ მისთვის მხოლოდ ლოცვა შეეძლო და ასეც იქცეოდა. არც ლუკა იყო კარგად. ის უგუნებოდ იყო ნიაზე შეყვარებული. მთელ თავის ცხოვრებაში პირველად შეიცნო, რა იყო ჭეშმარიტი სიყვარული. უყვარდა, მაგრამ უიმედოდ. ეშინოდა, რომ ნია მას ხელს ჰკრავდა. ეს ბუნებრივიც იყო და მან კარგად იცოდა ამის მიზეზი. გვიანი ღამე იყო, მაგრამ არცერთი არ ჩქარობდა წასვლას. ქარის ზუზუნს და ზღვის შრიალს უსმენდნენ. არცერთს უნდოდა, ეს დრო დამთავრებულიყო. ქარი ნიას თმებს ეხებოდა და ჰაერში ფანტავდა. — უცნაურია ეს ყოველივე... — ამოთქვა ნიამ და ლუკას გახედა. — რა არის უცნაური? — ის, რომ მე და შენ ახლა აქ, ზღვის სანაპიროზე ერთად ვდგავართ ასე მშვიდად და არ ვჩხუბობთ. — გაეცინა ნიას, მისი სიცილი ღამის სიჩუმეში ნაზად გაისმა. — ძალიან გინდა, რომ ვიჩხუბოთ? — ჩაეკითხა ლუკა. — არა, უბრალოდ მივეჩვიე, სულ რომ ვჩხუბობთ და შენც ძალიან უცნაურად იქცევი... — რატომ ვიქცევი უცნაურად? იმიტომ რომ არ გეჩხუბები? ამის მიზეზი არ მოგიცია, ქალბატონო. — გაეცინა ლუკას. — არ მჯერა... — გაოცებულმა წამოიძახა ნიამ. — რის? — იმის, რომ გაიცინე. — სიცილით თქვა გოგონამ და ლუკაც დასერიოზულდა, თუმცა თვალებში მაინც მოჩანდა სითბო. როგორი სხვანაირები იყვნენ იმ წუთებში... სულ გადაავიწყდათ ყველაფერი. თითქოს ისინი სულ სხვა სამყაროში იყვნენ, სადაც მხოლოდ ეს ორნი არსებობდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.





