“მე დაგელოდები” — ნაწილი 2
ვაჩეს ხელი არ გაუშვია. ანა ჩუმად უყურებდა, თითქოს ეშინოდა თუ თვალს დაახამხამებდა ის კვლავ გაქრებოდა . დიდხანს იყვნენ ჩუმად. შემდეგ ანამ ძლივს გაბედა ხმის ამოღება. — რატომ… ახლა? — ჩუმად იკითხა. ეს მხოლოდ ორი სიტყვა იყო, მაგრამ ვაჩემ ყველაფერი გაიგო. თავი დახარა . პასუხი მზად არ ჰქონდა. ან იქნებ ჰქონდა, მაგრამ ჯერ ვერ ამბობდა. — მერე გეტყვი… — უთხრა მშვიდად. — როცა უკეთ იქნები. ანას აღარაფერი უკითხავს . უბრალოდ თავი ოდნავ დაუქნია. კარი გაიღო. ექიმი და ექთანი შემოვიდნენ. ვაჩე წამოდგა, უკან დაიხია. ექიმმა ანას გადახედა. — მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ დასვენება გჭირდებათ. ექიმმა კიდევ რაღაცეები თქვა, მაგრამ ვაჩეს აღარაფერი გაუგია მხოლოდ ანას სახეს უყურებდა — ფერმკრთალს, სუსტს და მაინც აქ მყოფს. როცა ექიმები გავიდნენ, ვაჩე ისევ სკამზე ჩამოჯდა. ანა ჩუმად იწვა. თვალები ისევ დაეხუჭა. ვაჩეს ხელი ისევ მის ხელში ჰქონდა. და პირველად ორი წლის შემდეგ, გაქცევის სურვილი აღარ ჰქონდა. ⸻ ანას გამოღვიძება ამჯერად უფრო მარტივი იყო. ტკივილი ისევ ჰქონდა, მაგრამ აღარ ეშინოდა. ვაჩე იქ აღარ იყო. პირველი, რაც იგრძნო — სიცარიელე და შიში იყო ,შიში იმისა რომ ვაჩემ კვლავ მიატოვა. კარი გაიღო და ექთანი შემოვიდა. — ცოტა ხნით გავიდა, არ შეგეშინდეთ — უთხრა, თითქოს ანას ფიქრები წაეკითხა. ანას აღარაფერი უპასუხია . მხოლოდ ერთ კითხვას ატრიალებდა გონებაში: რამდენ ხანს დარჩება? ცოტა ხანში ვაჩე დაბრუნდა. ხელში ქაღალდის ჭიქა ეჭირა. — წყალი მოგიტანე — თქვა უხერხულად. ანა თავი დაუქნია. სიჩუმე ჩამოვარდა. მძიმე, მაგრამ აუცილებელი. — ორი წელი… — დაიწყო ანამ, მერე გაჩერდა. — მართლა ვერ იპოვე ერთი წუთი მაინც რო აგეხსნა მიზეზი თუ რატომ გაიქეცი და ასე მიმატოვე? ვაჩემ თავი დახარა. — ვერ გავბედე. — თუ ახლა ისევ ვერ გაბედავ? — ჰკითხა მშვიდად, მაგრამ ამ სიმშვიდეში ბრაზი იმალებოდა. ვაჩემ პირველად შეხედა პირდაპირ. — მაშინ შენ გაქვს უფლება გამიშვა. ანას არაფერი უთქვამს მაგრამ პირველად იგრძნო — ახლა არჩევანი მის ხელშია. მეორე დღეს ვაჩე ისევ მივიდა ანას სანახავად. პალატის კარზე ნაზად დააკაკუნა და კარი ფრთხილად შეაღო. — შეიძლება? თავს როგორ გრძნობ? — შემოდი. ბევრად უკეთესად ვარ. ექიმმა მითხრა, რომ ხვალ უკვე შეძლებენ ჩემს გაწერას. ვაჩეს უნდოდა ეთქვა: რომ გაგწერენ, მე წაგიყვან, მაგრამ საუბარი კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა. ექთანი შემოვიდა. — ბოდიში, ხელი შეგიშალეთ. თქვენთან ქალი მოვიდა… ამბობს, რომ ვაჩეს იცნობს. ვაჩე ერთ წამში გაიყინა. — ვინ? — ჰკითხა ანამ. ექთანმა წამით დააყოვნა. — მარიამი. ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ვაჩეს მუშტები მთელი ძალით შეეკრა, სახეზე გაბრაზება ეტყობოდა. — მე თვითონ გავალ, — თქვა სწრაფად. შემდეგ დაამატა, უკვე ჩუმად: — მერე აგიხსნი. უბრალოდ… ჯერ არა. კარი დაიხურა. ანა მარტო დარჩა. სახელზე ფიქრობდა — მარიამი. იმ სახელზე, რომელმაც ვაჩე ერთ წამში შეცვალა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



