დუმილის ფიცი (თავი 1)
ტრადიცია ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის ნება, ერთი გოგოს ცხოვრება სხვების გადაწყვეტილებით წყდება. სვანეთის მკაცრ და ამაყ მიწაზე, სადაც სიტყვა და ღირსება კანონზე მაღლა დგას, ზოგჯერ ქალის ხმა ჩუმდება და მის ნაცვლად სხვები წყვეტენ მის ბედს. ამ გარემოში ტრადიცია არა მხოლოდ წესია, არამედ ძალაა, რომელიც თაობებს აკავშირებს და ხშირად მათ არჩევანს ზღუდავს. გურჩიანს, რომელსაც ჯერ კიდევ საკუთარი ოცნებებისთვის უნდა ეცხოვრა, მოულოდნელად აღმოჩნდება რეალობის წინაშე, სადაც მისი სურვილები უმნიშვნელოდ მიიჩნევა. ოჯახი, საზოგადოება და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული წესები მას გზას უკარნახებს, რომელსაც თავად არ ირჩევს. თუმცა, სული ყოველთვის ეძებს თავისუფლებას. მთებიდან ჩამოსული ცივი ქარი სოფელს ისე ეფარებოდა, თითქოს თვითონაც ეშინოდა იმ წესების, რომლებიც აქ ყოველ სახლს, ყოველ კარს და ყოველ მზერას მართავდა. სვანეთის ეს პატარა სოფელი თითქოს ჩუმად სუნთქავდა ხმაურის გარეშე, მაგრამ მუდმივი დაძაბულობით. გურჩიანი ფანჯარასთან იდგა. გარეთ თოვლით დაფარული სახლები ერთნაირად გამოიყურებოდა, თითქოს ადამიანების არჩევანიც აქვე, თოვლში ჩაეფლო და აღარავის ახსოვდა, რომ ოდესღაც არსებობდა. ის ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მის ცხოვრებას ეხებოდა. გუშინ ყველაფერი სხვანაირად იყო გეგმები, ოცნებები, საკუთარი გზა. სამზარეულოდან დედის ხმა ისმოდა ჩუმი ვედრება იკვეთებოდა ქალის ხმაში. - ასეა საჭირო. გაისმა მალხაზ გურჩიანის ხმა და სახლშიც სიმშვიდემ დაისადგურა. გურჩიანმა თავი ოდნავ დახარა. პირველად იგრძნო, რომ მისი სურვილები, რასაც ბავშვობიდან ატარებდა გულში, ნელ-ნელა აღარავის ეკუთვნოდა, უკვე აღარც მას. მაგრამ იმ ღამეს, როცა სოფელი ჩაწყნარდა და მთებს მხოლოდ ქარის ხმა რჩებოდა, რაღაც შეიცვალა. და იმ სიჩუმეში, სადაც ყველა უკვე გადაწყვეტილად თვლიდა მის ბედს, პირველად გაჩნდა წინააღმდეგობის შეგრძნება. დილა სვანეთში ნელა იწყებოდა. მთები ჯერ ჩრდილში იდგა, მხოლოდ თოვლის ზედაპირზე სუსტი სინათლე ირეკლებოდა. სამზარეულოს ოთახის ჩარჩოსთან მდგარ თინათეს ესმოდა მამის მტკიცე ხმა. -დადეშქელიანებთან ეს საქმე უნდა დასრულდეს, ზვიადი მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემს მშვიდად ცხოვრების უფლებას. -თინათე არ გეცოდება, მალხაზ?! ლელას ხმაში ტკივილი შეპარულიყო და ბოლო იმედს ჩასჭიდებოდა რომ შვილი გადაერჩინა ამ უბედურებისგან. -ასე თუ არ მოვიქცევით, შენც კარგად იცი ზვიადი გურჩიანების გვარს ამოწყვიტავს. -მასთან დაპირისპირება არავის სურს, მარტო კი ვერაფერს გავხდები. დაასრულა მალხაზმა და სახლი დატოვა. სვანეთში დადეშქელიანების გვარი წლების განმავლობაში ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა, მათი სახელი ერთდროულად აღძრავდა პატივისცემასაც და შიშსაც. არ არსებობდა ადამიანი, ვინც ღიად გაბედავდა მათ წინააღმდეგ წასვლას. ოჯახის უფროსი, ზვიად დადეშქელიანი, განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი კაცი იყო,მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი ხდებოდა, რომ საქმე ან დაწყებულიყო, ან სამუდამოდ დასრულებულიყო. მასზე ამბობდნენ, რომ ის არასდროს პატიობდა ღალატს და არც დავიწყება სჩვეოდა. ერთ საღამოს, როდესაც სოფელი უკვე სიბნელეს ებარებოდა და მთებს მძიმე სიჩუმე ეფინა, ზვიადის სახლთან ყველაფერი ერთ წამში აირია. ზვიადს კაცი შემოკვდომოდა. დავით კოპალიანი. შემთხვევის ერთადერთი მოწმე მალხაზი გამხდარა. კოპალიანების ოჯახი სვანეთში მხოლოდ გვარი არ იყო,ისინი ღირსებისა და სიტყვის სიმბოლოდ ითვლებოდნენ. მათ კარს რომ მიადგებოდი, იცოდი, პატივით მიგიღებდნენ,მათ სახელს რომ ახსენებდი, ხალხი თავს დახრიდა. სიყვარულიც ჰქონდათ ხალხისგან და პატივიც,რომელიც წლებსა და თაობებს გადაჰქონდათ. მაგრამ მალხაზისთვის კოპალიანების გვარი სინდისის სიმძიმესავით აწვა გულზე. მალხაზს დავითის დიდი ვალი ჰქონდა, სწორედ ამ ვალზე სალაპარაკოდ მისულს დაატყდა თავს ის წყეული სანახაობა. იმ ღამეს, როცა სისხლი ჯერ კიდევ არ გამშრალიყო მიწაზე და ქარის ყოველ წამოქროლებაზე თითქოს ჩურჩული ისმოდა, მალხაზი მარტო დარჩა თავისი სიმართლისა და შიშის პირისპირ. მან იცოდა, რომ ერთი სიტყვა,ერთი დაუფიქრებელი აღიარება და ყველაფერი დაინგრეოდა. მაგრამ დუმილიც მძიმე ტვირთად აწვა გულზე. დავით კოპალიანის სახე თვალებიდან არ შორდებოდა. მისი სიკვდილი შემთხვევითი აღარ ჩანდა,ზედმეტად ბევრი საიდუმლო იმალებოდა იმ ბნელ ღამეში. ვალი, რომელიც მალხაზს კოპალიანის ედო, უბრალო ფული აღარ იყო,ის ვალი უკვე სიცოცხლის ფასად იზომებოდა. ზვიადი კი ამ ყველაფერს ცივი გონებით უყურებდა. მისთვის ეს აღარ იყო მხოლოდ ტრაგედია,ეს იყო საფრთხე, რომელიც უნდა გაენეიტრალებინა. მალხაზი შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გადამტეხი გამხდარიყო, შიშს დაემორჩილებინა და ეღალატა. სვანეთის მკაცრ სამყაროში კი ერთი ადამიანის სიტყვა საკმარისი იყო სისხლის ღვრის დასაწყებად. ამიტომაც გადაწყვიტა ზვიადმა, რომ სიმართლის დამალვას ძალა სჭირდებოდა, ისეთი ძალა, რომელსაც ტრადიციაც ვერ შეარყევდა. გურჩიანებსა და დადეშქელიანებს შორის კავშირი მხოლოდ ქორწილი არ იქნებოდა ეს იქნებოდა ჩუმი შეთანხმება, უხმო ფიცი,რომელიც ყველა მხარეს დააკავშირებდა და ყველას აიძულებდა დუმილს. თინათე გურჩიანი ამ თამაშში ყველაზე სუსტი რგოლი იყო და სწორედ ამიტომ გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. მისთვის ეს ქორწილი ბედი იყო, რომელიც სხვებმა დაუწერეს. ზვიადისთვის - უსაფრთხოება. მალხაზისთვის - გადარჩენის ბოლო შანსი. და იმ მთებში, სადაც სიტყვას ფასი აქვს და სიჩუმეს კიდევ უფრო დიდი, ერთი გოგოს ცხოვრება მსხვერპლად შეეწირა იმ საიდუმლოს, რომლის გახმოვანებასაც ვერავინ ბედავდა. სწორედ ამ საიდუმლოს ჩრდილში დაიბადა ზვიადის გადაწყვეტილება, არ სურდა დაუცველობაში და შიშში ცხოვრება, ქვასავით კაცს აშინებდა და ძილის საშვალებას არ აძლევდა შესაძლო ღალატის შიში. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ გურჩიანების ქალიშვილი, თინათე გურჩიანი, ანრი დადეშქელიანის ცოლი უნდა გამხდარიყო, არა სიყვარულის, არამედ ძალაუფლებისა და დუმილის გარანტიის სახელით. ანრი დადეშქელიანი სვანეთში შიშთან ასოცირდებოდა. ცივი იყო,თითქოს მასში სითბო არც არასდროს ყოფილა. ბევრს არ ლაპარაკობდა და სწორედ ამიტომ მისი თითოეული სიტყვა ძვირად ფასობდა. ყველას ეშინოდა მისი და მაინც, ყველა მასზე ლაპარაკობდა. სვანეთის ყველა ოჯახს სურდა ანრი დადეშქელიანი მათი ქალიშვილებისთვის როგორც, ძალაუფლებისა და გავლენის ყველაზე მაღალი წერტილი. შავი მანქანა ეზოში ნელა გაჩერდა, ძრავის ხმა მთებში ისე ჩაჩუმდა, თითქოს თვითონ სიჩუმემ ჩაყლაპა. გურჩიანების ეზო სიჩუმეს მოეცვა. პირველი ანრი გადმოვიდა მანქანიდან ნელი ნაბიჯით, ირგვლივ მიმოიხედა და წინ ისე გაიკვლია გზა თითქოს ეს ადგილი უკვე მისთვის კარგად ნაცნობი ყოფილიყო. მის უკან ზვიად დადეშქელიანი გამოჩნდა, მძიმე მზერით, მკაცრად და ჩქარი ნაბიჯებით უახლოვდებოდა გურჩიანების სახლს, მალხაზი კართან იდგა, ტუჩები ოდნავ მოკუმული ჰქონდა, ხმას ვერ იღებდა. იცოდა, რომ ამ წუთში მის სიტყვებს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. კარი ლელამ გააღო. — მობრძანდით… — თქვა ჩუმად, გატეხილი ხმით. ანრის მზერა წამით თინათეზე გაჩერდა. თითქოს სურდა თინათეს თვალებში მისი ემოციები ამოეკითხა. ზვიადმა ოთახში ნელა შეაბიჯა,როცა ცენტრში დადგა, თითქოს სივრცეც უფრო პატარა გახდა. — მიზეზი იცით, რატომაც მოვედით, — თქვა მან მოკლედ. სიჩუმე ოთახში მძიმე იყო, ისეთი, თითქოს კედლებიც კი აღარ სუნთქავდნენ. ლელამ თვალები ოდნავ დახარა,თითქოს ცდილობდა ამ წამში მაინც ეპოვა გზა, რომ ყველაფერი შეცვლილიყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თინათე კართან იდგა,არ ტიროდა, მაგრამ მისი დუმილი უფრო მძიმე იყო, ვიდრე ნებისმიერი ცრემლი. თვალებში რაღაც ნელა იმსხვრეოდა არა მხოლოდ შიში, არამედ ის რწმენაც, რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობდა. ანრი არ იძვროდა. მხოლოდ ერთხელ შეხედა თინათეს,მოკლედ, ცივად, ზედმეტი ინტერესის გარეშე. მალხაზმა მზერა ზვიადზე გადაიტანა. ყბა დაეძაბა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა. ლელამ ნაბიჯი წინ გადადგა. — ეს ასე არ უნდა ხდებოდეს… — ლელამ ამოილაპარაკა გამტყდარი ხმით, ხმაში მხოლოდ დაღლა იგრძნობოდა. ნანას შეხედა, თითქოს ქალისგან ელოდა მხარდაჭერას, თითქოს ელოდა როგორც დედა დედას მისგან მაინც იგრძნობდა თანაზიარების განცდას. ნანამ მზერა ნელა ასწია. მის თვალებში სითბო არ ჩანდა, მაგრამ არც სისასტიკე უფრო რაღაც ისეთი, რაც ბევრად მძიმე იყო - შეგუება. წლები, ტრადიცია და დაუწერელი წესები, რომლებიც უკვე მის ნაწილად ქცეულიყო. — ჩვენ არ ვირჩევთ ყოველთვის, ლელა… - თქვა მან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით. ოთახში სიჩუმემ კიდევ უფრო მოიმატა. ეს სიტყვები თითქოს განაჩენივით ჩამოვარდა. ლელამ თვალები დახუჭა. იმ წამში მიხვდა, რომ აღარავინ იბრძოდა — არც სიტყვით, არც მზერით. ყველა უკვე დანებებული იყო იმ ძალას, რომელიც მათზე დიდი აღმოჩნდა. მალხაზი კედელს მიყრდნობოდა, ხელები მუშტებად ჰქონდა შეკრული. საკუთარ თავს ვერ პატიობდა. იცოდა, რომ ამ ყველაფრის სათავე თავად იყო, რომ მისი ვალი, მისი დუმილი და მისი შიში ახლა მისივე შვილის ბედად იქცა. ზვიადმა ოთახს თვალი მოავლო, თითქოს დარწმუნდა, რომ ყველას ყურადღებას მიიპყრობდა. — ქორწილი მალე უნდა გაიმართოს, — თქვა მშვიდად, თითქოს უბრალო საქმეს წყვეტდა, — რაც უფრო მალე დასრულდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის. „ყველასთვის“ — ეს სიტყვა ოთახში ცივად გაიფანტა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ აქ „ყველაში“ თინათე არ შედიოდა. თინათე ისევ ჩუმად იდგა. მის შიგნით კი ყველაფერი ნელა იშლებოდა. ბავშვობის ოცნებები, თავისუფლების სურვილი, ის პატარა იმედი, რომ ერთხელ მაინც თავად აირჩევდა საკუთარ გზას, ყველაფერი თითქოს ერთდროულად გაქრა. მაგრამ უცნაური იყო ამ ნანგრევებში, სადღაც ძალიან ღრმად, რაღაც მაინც დარჩა. რაღაც პატარა, ჯიუტი და მოუხელთებელი. მან ნელა ასწია თავი. პირველად გაუსწორა თვალი ზვიადს. შემდეგ — ანრის. მის მზერაში შიში ისევ იყო… მაგრამ მასთან ერთად უკვე სხვა რამეც გაჩნდა. წინააღმდეგობა. არა ხმამაღალი, არა აშკარა მაგრამ საკმარისი, რომ სიჩუმეში ბზარი გაჩენილიყო. ანრის მზერა ამჯერად ცოტა ხნით შეჩერდა მასზე. თითქოს პირველად შეამჩნია, რომ მის წინ მდგომი გოგო უბრალოდ სუსტი და მორჩილი ფიგურა არ იყო. მალხაზმა ეს მზერა დაიჭირა და გულში რაღაც მოეკუმშა. მან იცოდა თუ ეს სიჩუმე ერთხელ მაინც დაირღვეოდა, ყველაფერი დაინგრეოდა. მაგრამ იმ ღამეს, იმ პატარა ოთახში, სადაც ყველა უკვე შეგუებოდა საკუთარ ბედს, ერთი უხილავი ბრძოლა დაიწყო. და ეს ბრძოლა ჯერ არავის მოუგია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


