დაუმთავრებელი ისტორია (დასაწყისი )
თავი I კარზე და მობილურზე ზარია! კარზე ზარია. გამყრუებლად მეორდება ხმაურიანი მელოდია. ბნელ ოთახს მკრთალად დაჰკრავს ფანჯრის სარკმლიდან შემოპარული გაცრეცილი მთვარის ლანდი. საბანში გახვეული გოგონა გაჭირვებით იხსნის თავს მორფეუსის სამყაროდან და ოთახიდან გამოსული არეული ნაბიჯებით მიჰყვება კორიდორს, ხელის აკვრით გაანათა დაბნელებული ოთახი, თვალების სრესითა და შეწუხებული მზერით დაუფიქრებლად გამოაღო კარი და ინტერესით აათვალიერა კართან მდგარი ახალგაზრდა ბიჭი. - ლენა, ხომ ? თქვენთვის ამანათია. დაუზარელად და გულწრფელად უღიმოდა კარის ზღურბლთან მომდგარი ახალგაზრდა. ლენას ვერ გაეგო რას აკეთებდა ეს გულმხიარული კაცი თავისი კარის ხელა ყვავილებით ხელში თავისივე კართან და ძილმორეულ თვალებს დაბნეული აცეცებდა. მამაკაცს მორცხვად ჩაეცინა გოგონას ერთნაირად არეულ თმასა და მზერაზე და ვეებერთელა თაიგული უხერხულობის თავიდან ასაცილებლად სწრაფად გამოუწოდა. - ჰა?! შეშფოთება ნათლად გამოხატა გოგონამ და შეეცადა თაიგულის იქეთ, რომელიც თვალსაწიერს საგრძნობლად უმცირებდა ბიჭისთვის შეეხედა. - რა თაიგული ან ვისგან? რომელი საათია ? გაკვირვებით ჩაეკითხა თავისი ტკბილი და მშვიდი ძილის დამაფრთხობელს და ზურგს უკან სწრაფად მიიხედა, რომ საათისთვის მოეკრა თვალი. - თაიგული ვარდებისგანაა , ვარდები ვისიგანაა აი, ეგ ნამდვილად არ ვიცი, საათი კიდევ თითქმის საღამოს შვიდია. მაჯის საათს დახედა ბიჭმა და ისევ განაგრძო მისი თეთრი კბილების აფიშირება. - არ იცით ვისი ამანათი მოიტანეთ? ძილის სამყაროდან ახალგამოსული აზრებს გაჭირვებით უყრიდა თავს გოგონა, თანაც ეჭვნარევი მზერით ათვალიერებდა ,,ვითომ’’ კრუიერს , რომელიც დიდი მონდომებით უწვდიდა ყვავილების უზარმაზარ თაიგულს . - ნამდვილად არ ვიცი, დამკვეთი ინკოგნიტოა, მაგრამ შიგნით ბარათია , იქნებ ტავად ამოიცნოთ კიდეც , მე დაგტოვებთ. სათქმელი ერთიანად მოახსენა მოცინარმა ახალგაზრდამ და გრძელი კიბე ხმაურიანად ჩაირბინა. ფერადი ვარდების თაიგული გაჭირვებით შეაგორა კორიდორში, ერთხანს დაკვირვებით ათვალიერა და რომ ვერას მოჰკრა თვალი ბარათის ძებნა დაიწყო. არ გასჭირვებია , მალევე მიაგნო შეფუთვებს შორის მოქცეულ პრიალა , კოხტად გაკეცილ წერილს. მოუთმენლად გახნსა და შეხედვისთანავე გულს მიწვდა ლამაზი , ნატიფი კალიგრაფიით მოქარგული სიტყვები : ,, ჩვენი ისტორია არ დამთავრებულა.” მტკიცე ტონით დაწერილი სიტყვები გულისკანკალით ამოიკითხა . უეცარი სისუსტე იგრძნო ფეხებში, გულმა გამალებით დაუწყო ცემა. ემოციები ერთი მეორეს მიყოლებით მოაწვა გულზე და ცნობიერში ღრმად დალექილი მოგონებები თვალიწინ ფოტო ფირივით ამოუტივტივდა . - ნუთუ შენ ხარ? ცარიელ სახლში თავისთვის იკითხა და პასუხი საკუთარმა გულმა უმალვე გასცა . რა თქმა უნდა ის არის , კაცი, რომლის გამოც სუნთქვა დაავიწყდა, კაცი, ვის გამოც საკუარი თავი დაკარგა. სხვა ვერავინ შეძლებდა, სხვას არავის შეეძლო შეეძლო მისი ემოციების ქარიშხლიან ტალღებად გადაქცევა, ვერც მის სიმშვიდეს დაარღვევდა ვინმე ასე მარტივად , ერთი წინადადებით. ისევ ზარია, ისევ გაბმული, მაგრამ ამჯერად უფრო სასიამოვნო მელოდია მისწვდა გოგონას სმენას. გაჭირვებით წამოსწია მძიმედ დაცემული სხეული. ზარის ხმას გაჰყვა საკუთარ ოთახამდე და არეულ საწოლში მიაკვლია მოზუზუნე მობილურს. ეკრანზე უცხო ნომერი ამოიკითხა და მანამ სანამ უპასუხებდა , მყარად მიეყრდნო ფანჯრის რაფას. ხელის გასმით უპასუხა ზარს და მისი ხმის მოლოდინში გაირინდა.. - ვიფიქრე არ მიპასუხებდი.. მამაკაცით თბილი ბგერები შემოეხვია გოგონას გულსა და სულს. - რატომ დამირკე? გაჟღერდა ყველაზე საჭირო კითხვა. - რატომ მიპასუხე ? სევდიანად ჩაეკითხა მამაკაცი და პასუხის მოლოდინში მათრობელა სითხით სავსე ჭიქა ხელში შეათამაშა. - არ უნდა მეპასუხა, ეს ორივემ კარგად ვიცით.. ბოლომდე ვერ იჯერებდა დიალოგის სინამდვილეს გოგონა. - მაგრამ მიპასუხე. სევდიანმა , მაგრამ მაინც ღიმილიანმა დაუბრუნა პასუხი ლენას. - რატომ დაბრუნდი ? ცრემლებმა დაუკითხავად გადმოლახეს თვალის ჯებირები. - დავბრუნდი, რომ ჩვენი ისტორია გავაგრძელო. იმედი გაჟღერდა მამაკაცის ხმაში, ლენას ცრემლები უკუაგდებდა ყველა იმედსა და რწმენას მათი მომავლის არსებობაზე. - ჩვენი ისტორია დამთავრდა , დათა. ჩვენგან არაფერია დარჩენილი. მახრჩობელა ცრემლები სუნთქვის საშუალებას უკარგავდა, მაგრამ მასთან საუბარს სურვილი ამაზე ძლიერი იყო. - ჩვენი ისტორია არ დასრულებულა ლენა. მტკიცედ გაიმეორა ხმამ , ფურცელზე დაწერილი გონებაში უკვე ასჯერ გადაკითხული. - ფიქრობ , რომ დასრულდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება, გპირდები.. ჩვენ წარსული გვაქვს. წარსული , რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს თავს და შენ იცი, ლენა, იცი , რომ ყოველთვის როცა ჩემგან წახვალ მე ვიპოვი გზას შენთან დასაბრუნებლად. შეხვედრამდე. გამბულმა სიგნალმა მოიყვანა გონს, მიხვდა რომ გაუთიშეს.. თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და წამიერად მოგონეებებს მიეცა. გაახსენდა წვიმიანი დღე. ძველი კაფე.. კარი შეაღო და დაინახა , დათა ფანჯარასთან მათ საყვარელ მაგიდასთან იჯდა და ზედაპირზე თითებს რითმულად აკაკუნებდა. - ყოველთვის აგვიანებ, ლენა. - ყოველთვის მელოდები, დათა. ****** - უკვე ვფიქრობდი დასახმარებლად ვინმესთვის დამერეკა - გაოცებით ამბობს ნანუკა , როგორც კი კარს აღებს ძილგატეხილი, თმა არეული გოგონა და ეჭვიანი მზერით ათვალირებს მის შეუფერებლად ემოციაგამოცლილ სახეს. - რა მოხდა , მატარებელმა გადაგიარა ? - უპასუხოდ დატოვებულმა თავადვე განაგრძო საუბარი და საკონდიტროს ყუთი სიცილით აუფრიალა თვალწინ . - შენი საყვარელი ეკლერები სპეციალურად პიეროდან . - დათამ დამირეკა, ნან . - ამოიჩურჩულა ლენამ და გოგონა სახლში სამზარეულოსკენ , მათ საყვარელ თავშეყრის ადგილას შეატარა. - ლენა, რას ამბობ, რა უნდოდა ? - ემოციებმა მოძრაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა ახალმისულს. - ნეტავ ვიცოდე რა უნდა , ნან. - მოწყენით ამოილაპარაკა და ცრემლიანი თვალების დასაფარად ყავის აპარატს მიუბრუნდა. -მსუბუქი თუ ძლიერი ? - დაეკითხა ნანუკას ლენა. - მსუბუქი არ ეყოფა ჩვენს საუბარს, ასე მგონია. - დანანებით ამოილაპარაკა და მეგობრის დარდიან თვალებს თავისი ცისფერები შეანათა. ლენამ ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა და მეგობრის პირდაპირ რბილ სავარძელში მოთავსებულმა მუხლებს ნიკაპით დაეყრდნო - თეთრად გავათენე ნან.. - აღიარა მასთან. - ვხედავ... - დანანებით უპასუხა ცისფერთვალებამ და თავისი ფინჯნით ხელში მეგობრის გვერდით მოკალათდა. გარინდულმა უსმინა მეგობრის ხმაურიან სიჩუმეს ახალმოსულმა, იცოდა ახლა ყველაზე მეტად ეს სჭირდებოდა ლენას. უსიტყვოდ ესმოდა მისი , ელოდა, როდის დაიწყებდა თვითონ საუბარს. ბოლოს ისევ თავად წამოიწყო : - ვატოს ქორწილისთვის ჩამოვიდოდა . - თითქოს ახლა მიხვდა ნანუკა ბიჭის დაბრუნების მიზეზს . მაგიდიდან სიგარეტის კოლოფს ორი ღერი ამოაკლო გოგონამ , ერთს დავად გაუკიდა , მეორე ლენას გაუწოდა და ნიკოტინის ნაკადი მისი ფილტვებისკენ ნაჩქარევად გაუშვა . - ჩემთვის რომ არ დაბრუნდებოდა ეგ ნამდვილად ვიცი. - ცრემლიანი თვალები მიანათა ნანუკას. - გამოდის ერთ სივრცეში, ერთ საზოგადოებაში, ისევ ჩვენს საყვარელ ადგილას მოგვიწევს შეხვედრა. - ხელები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე . - შევხვდები, ნანუკა. მე მასთან აღარაფერი მაკავშირებს. გავათენე-მეთქი გითხარი და ამ ღამეს გავაყოლე დათა შენგელია, ვარდები გამომიგზავნა - იმ თაიგულისკენ გაახედა მეგობარი ლენამ, რომელიც მისი წყლიანი თვალების დანახვის შემდეგ უხილავი გახდა ნანუკასთვის. - ბარათიც მოაყოლა - დამცინავი ტონი არ დაიშურა გოგონამ. - - ეგ ასე მარტივად არ ხდება, ლენ, თქვა მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ. ადამიანები ღამეს არ მიჰყვებიან... განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კიდევ გტკივა. ლენამ არაფერი უპასუხა . მხოლოდ სიგარეტს მოუჭირა თითები უფრო ძლიერად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




