გზა,რომელმაც შენთან მომიყვანა (სრულად)
მანქანა სისწრაფით შედის მაგისტრალიდან გორის დრაივზე.პარკინგთან ანელებს სვლას,თავისუფალი ადგილის ძებნაში. თავისუფალი ადგილიც გამოჩნდა.ცოტა სივიწროვეა… გაბრიელს სიგარეტი ტუჩებთან მიაქვს, ღრმა ნაფაზს არტყამს და ინტერესით უყურებს მანქანის მოძრაობას. “ეს თუ აქ შევა,ბრავო…” მანქანა უკუსვლით იწყებს პარკირებას. გაბრიელს ღიმილი ეპარება.ინტერესი უმძაფრდება,თვალებს აწვრილებს. სრული სიზუსტით აყენებს მძღოლი მანქანას. “ჰმ,გადმოსვლა არ გინდა?!” კარი ფრთხილად იღება,ძალიან ვიწროდ. მხრებს ოდნავ ქვევით შავი ხუჭუჭა თმები ჩნდება,მერე გვერდულად გადმოდის,კარს კეტავს. ცოტახანს მაგისტრალისკენ იყურება,მერე ბრუნდება და ნელა გვერდულად,მანქანებს შორის ძვრება მაღალი,სუსტი გოგონა. შავი მოკლე შორტი აცვია, კაზაჩოკები და ტოპი. “ ვააუ,რა გოგოა…” უნებლიედ მზერა მის ფეხებზე გადააქვს. “ოჰოო…სახეზეც დამენახე პატარავ…” სახის დანახვას ცდილობს გაბრიელი.თითქოს გოგო იგებს მის ფიქრებს,ტრიალდება სახით მისკენ და მოძრაობას განაგრძობს. “ოუ,რა კარგი ხარ…” _ ფიქრობს გოგოს მისამართით. თითქოს მზერას გრძნობს,წამით თვალებს ზევით წევს და გაბრიელის მზერას აწყდება.რამდენიმე წამით მათი მზერა ერთმანეთზეა,მერე გოგო გვერდს უვლის გაბრიელს და მარკეტში შედის სწრაფი ნაბიჯით.ორიოდე წუთში უკან ბრუნდება.წყლის ბოთლით ხელში,მანქანისკენ მიდის,ჯდება.ძრავას ამუშავებს და მოძრაობას იწყებს,სიფრთხილით.როგორც კი პარკინგიდან გადის,სიჩქარეს უმატებს. გაბრიელი გონს მოდის. “ თუ თბილისისკენ მიდიხარ,მოდი ერთად ვიმგზავროთ…” _ ჩუმად ჩაიცინა. სწრაფად მანქანაში ჯდება და გოგონას უკან მიყვება. მაგისტრალზე დიდი მოძრაობა არ შეინიშნება. ორივე თბილისისკენ იწყებს მოძრაობას. _ როგორი სწრაფია…_ ხმამაღლა ამბობს გაბრიელი და ცდილობს არ ჩამორჩეს გოგოს. სპიდომეტრს აკვირდება 120 აჩვენებს,თუმცა გოგო,ყოველ წამს შორდება… _ ანუ,სიჩქარე გყვარებია…_ ეღიმება. მია სარკეში იყურება.ნუშისებრ თვალებს ავიწროებს. “ეს მანქანა,მე მომყვება თუ მეჩვენება?” აქსელერატორს ფეხს ადგამს და სიჩქარეს აჭარბებს,დაშვებულზე მეტად.სარკეში აპარებს მზერას.მანქანაც უმატებს სიჩქარეს,მათ შორის მყოფ რამდენიმე ავტომობილს უკან იტოვებს და გოგონას უკან დგება. “ რანაირად?.. არავინ იცოდა…ღმერთო…” სიჩქარეს არ აგდებს,მიუყვება მაგისტრალს. მეხსიერების ბარათს,რომელიც ჩანთაში უდევს,ფრთხილად იღებს. “ სად დავმალო…სად?” გაბრიელი სიჩქარეს უმატებს,მიას მანქანას გვერდით უდგება წამში.მია მოულოდნელობისგან იძაბება,გვერდით მანქანას თვალს ავლებს. “ ეს სახე…სად მინახავს?” ძაბავს გონებას მია. “ა,პარკინგზე…” წარბებს კრავს “რა უნდა?..რატომ მომყვება?” გაბრიელს წამიერად ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში.სიჩქარეს უმატებს და მიას მანქანის წინ დგება. მია რამდენიმე წაფით ფიქრობს,უკანა ხედვის სარკეში თვალს აპარებს.მზერას ძაბავს,შავი ჯიპი,რომელიც კარგა ხნის უკან ჩამოიტოვა,ისევ გამოჩნდა მის უკან. გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა.თითებში სიცივე იგრძნო,პაპანაქება სიცხის მიუხედავად. “ჯანდაბა ჯარიმებს,სიკვდილ- სიცოცხლის საკითხია”... აქსელერატორს ბოლომდე ადგავს,ციმციმას რთავს და გაბრიელის მანქანას მარცხენა ზოლიდან უსწრებს.როცა მის გასწვრივ დგება ერთხელ კიდეც გადახედა ბიჭს. გაბრიელმა ეშმაკური ღიმილი შეაგება. “ ვინ ჯანდაბაა?” _ ფიქრობს მია. “ თუ ერთ-ერთი იმათგანია,რას მიცინის?! ღმერთო,ღმერთოო…დამეხმარე გამიყვანე ამ სიტუაციიდან”... მია გაბრიელის მანქანასაც უკან იტოვებს.გაბრიელი მანევრირებას იწყებს რომ უკნიდან შავი ჯიპი ელვის სისწრაფით ჩნდება მის გვერდზე,უსწრებს და მიას მანქანის უკან დგება,მიუხედავად იმისა რომ გზა წინ თავისუფალია. მია კიდევ უფრო უმატებს სიჩქარეს და წინ მიიწევს. გაბრიელი რამდენიმე წამით თვალს ადევნებს წინ მომხდარ მოვლენებს. “რა ჯანდაბა ხდება?!” ღიმილი წამიერად უქრება სახიდან,მერე თითქოს ერთიანად მოდის აზრზე.სიჩქარეს თვითონაც უმატებს და წინ მიმავალს მანქანებს ეწევა. შავი ჯიპი მიას მანქანას კუდში მიყვება. გაბრიელი ხვდება რაღაც რიგზე ვერ არის.ფაქტია გოგო ცდილობს გაიქცეს,ჯიპი არ ცდილობს მის შეჩერებას,უბრალოდ თვალთახედვის არეში ჰყავს გოგო. გაბრიელი ცდილობს ჯიპსა და გოგოს მანქანას შორის ჩადგეს. რატომ არ იცის,მაგრამ მისი განზრახვაა,რომ გოგოს მისცეს თავისუფლება და გაქცევის შანსი. შავი ჯიპი არ აძლევს საშუალებას მათ შორის ჩადგომის.გაბრიელი გაბმულ სიგნალს აძლევს გოგოს,იქნებ მიხვდეს რომ მოუმატოს სიჩქარეს. მია იბნევა,უკან დადევნებულ მანქანების “კინკლაობას” რომ ხედავს,როგორ არ თმობს ჯიპი მის უკან ადგილს და მეორე როგორ იბრძვის. წამით სარგებლოს მის უკან განვითარებული მოვლენებით,ბოლომდე აჭერს აქსელერატორს ისევ,წამში წყდება მერსედესის მარკის ავტომობილი ადგილს,მანქანებს შორის ძვრება და გზას წინ მიიკვლევს. გაბრიელი როგორც კი ხედავს გოგოს მანქანა სამშვიდობოსაა,ჯიპის წინ დგება.მის გვერდით მანქანა ჩნდება,ამის გამო ჯიპი რამდენიმე წამით ვეღარ გადის წინ.ეს წამები მიასთვის გადამწყვეტია. საკმაო მანძილზე შორდება მანქანებს. რამდენიმეჯერ კიდევ აბრკოლებს გაბრიელი ჯიპის მარკის ავტომობილს,რომ ვერ შეძლოს დაწევა გოგოს ავტომობილთან,თუ რამდენიმე წუთს მოიგებს,დარწმუნებულია გოგო შეძლებს და სამშვიდობოს გავა. სახეზე ცდილობს მძღოლი დაინახოს,მაგრამ ფანჯრები დაბურულია. გაბრიელი ჯიპის სერიას იმახსოვრებს,ისევე როგორც მერსედესის. გულში რამდენჯერმე იმეორებს,რომ არ დაავიწყდეს. მაგისტრალზე ჯიპი უკან დასაბრუნებელ ხიდზე ადის და სავარაუდოდ უკან ბრუნდება,რადგან თვლის რომ გოგოს მანქანა საბოლოოდ დაკარგა. გაბრიელი აქედან მშვიდად განაგრძობს მგზავრობას,თუმცა ფიქრებით მაინც მომხდარს დასტრიალებს. *** მია მაქსიმალური სიჩქარით მიქრის მაგისტრალზე.მუდმუვად უკანა ხედვის სარკეში იყურება.მდევარი ჩამოიტოვა თუ არა ამოწმებს. კარგა ხნის შემდეგ ხვდება,რომ არავინ აღარ მოყვება და მშვიდად განაგრძობს სვლას,თუმცა სიფრთხილეს არ სძინავს. _ ვინ იყო? საიდან გაიგეს? თბილისიდან აშკარად არავინ მომყვებოდა. ბორჯომში საიდან გაიგეს ჩემი ყოფნა?_ უსვავდა კითხვას თავის თავს მია. _ ან ის მეორე მანქანა,პარკინგიდან ვინ იყო? აშკარად ამედევნა,მაგრამ…მისი ღიმილი და სახე საშიში არ იყო… თითქოს ის ჯიპიც მან ჩამომაშორა… მოკლედ,ფაქტია სწორ გზაზე ვდგავარ…ამიტომ ამედევნენ… ჩანთას ინსტინქტურად ეხება. ფლეშკა ისევ იქაა. საღამოს ბრუნდება გაბრიელი სახლში.როგორც ყოველთვის სახლი ცარიელია.მშობლები დიდი ხანია დაშორებულები არიან.დედა ემიგრანტია ესპანეთში ცხოვრობს.მამამ მეორე ცოლი მოიყვანა და მასთან ერთად არის თბილისის სხვა უბანში.და გათხოვილია. ფეხსაცმლით დივანზე წვება და მომხდარს აანალიზებს. _ ვახ,ჩემი…რა იყო ეს? ნეტა ვინ იყო,ან რა უნდოდათ მისგან?_ თავში ხელებს იცურებს და სკალპს ამოძრავებს. _ აშკარად საფრთხეში კი იყო…ისე კარგი უშიშარი ვინმეა. _ ეღიმება თავის ფიქრებზე._ წამით არ დაუხევია უკან. უცებ სახე უნათდება.ტელეფონს იღებს. რამდენიმე ზარის შემდეგ,გოგონას ხმა ისმის ტელეფონში. _ ოჰ,დაკარგულს სალამი. _ სალამი ლამაზმანო.როგორ ხარ? _ შენგან დავიწყებული,როგორ ვიქნები? _ ოო,შენგან ხომ მოკითხვებით ვარ დაღლილი._ არ ეცემა ზურგზე გაბრიელი და იცინის. _ შენნაირი ბიძაშვილი უნდა ინატროს კაცმა რაა…_ არ ცხრება გოგო. _ კარგი ნათელ,დაეშვი.რა ჯაჯღანა გამხდარხარ გოგო. _ რა გნებავს შენ ის მითხარი,მარტო მოსაკითხად არ დამირეკავდი._ იცინის ნათია. _ ნუ უნდა გამოგიტყდე კი._ იცინის გაბრიელი დამნაშავეს ხმით. _ აბა,გამოუშვი,ახლა რა გაგჭირვებია. _ ავტომობილის სერიას და ნომრებს მოგწერ და გამოუშვი ინფორმაცია… _ მშვიდობა გაქვს? _ კი,კიი… _ კაი მომწერე და ხვალ გაგირკვევ. _ ჯიგარი ხარ. ნათია იცინის. _ კაი მიდი,დროებით ხვალ ჩაგიყრი ყველაფერს. _ ბატონო გივი,გზაში დავკარგეთ… _ რანაირად? _ მაგიდაზე მუშტს ურტყავს,ორმოცდათხუთმეტ წლამდე მიტანებული მამაკაცი._ ერთი ბატი არ მოგებარებათ,მოკლედ თქვენ.რამე დაგაბაროთ და ისე გააკეთოთ,რომ არ ჩაფლავდეთ. _ ვიღაცამ გზა გადაგვიკეტა,სავარაუდოდ მგზავრმა…მიხვდნენ… _ ნუ მაგიჟებთ…_ ხმას უწევს გივი,რომელსაც სახე გაწითლებული აქვს სიბრაზისგან._ რანაირად მისდევდით ისე,რომ ვიღაც მგზავრმაც კი იეჭვა და მისი დაცვა განიზრახა. _ არ ვიცი,ახლოში მივყვებოდით,რომ არ დაგვეკარგა და…ვერ გეტყვით არ ვიცი,საიდან გამოხტა ის მანქანა… _ კარგი,კარგი… რა გაარკვია ის მაინც გაიგეთ? რა უნდოდა ბორჯომში? _ იმ ადგილზე დადიოდა როგორც გავიგეთ.გარშემო ხალხს ეკითხებოდა რაღაცეებს. _ არ ისვენებს ეგ გოგო… რაღაც უნდა მოვუხერხოთ… გივიმ ტუჩის კბენა დაიწყო. _ მამამისის გზას ხომ არ გავუყენოთ ეგეც? _ ყოჩაღ,გია,ამაზე უკეთესს ვერაფერ მოიფიქრებდი._ ხმაში გესლი გაურია გივიმ._ ჯერ ისე ამხელა განხილვა და ამბები მოჰყვა,პრესა დღესაც არ ჩუმდება და ახლა შვილი რომ ზედ მივაყოლოთ,ვინმე დაიჯერებს რომ მართლა უნებლიე იყო რეზოს გარდაცვალება? _ მართალი ხართ.ბოდიში._ აიწურა გია. _ ხომ დარწმუნებულები ხართ,რომ იმ ღამით არავის დაუნახიხართ? _ რომც დავენახეთ ვინ გვიცნობს ჩვენ ბორჯომში,ბატონო გივი? _ ნუ მიაგნებენ კვალს,თორემ ამოცნობას ბევრი არაფერი უნდა…_ თავს აქნევს გივი,თვალებს ხუჭავს და კბილებს აჭერს ერთმანეთს. _ ერთი შეცდომა და ყველაფერი დაინგრევა… მეორე დღეს გაბრიელი შეტყობინებას იღებს ნათიასგან ნათია: “ მერსედესის მფლობელი მია კაპანაძე.დაბადებული 5 სექტემბერს.27 წლის. საცხოვრებელი ადგილი რუსთავი..” “ ჯიპის მფლობელი ვინმე გია ლობჯანიძე,საცხოვრებელი ადგილი თბილისი.43 წლის.12 მარტი დაბადების თარიღი.” “კიდე რამე გაინტერესებს?” გაბრიელი: “ ჩემი FBI ხარ.მიყვარხარ.” მია კაპანაძე…იმეორებს თავისთვის გაბრიელი._ ესე იგი რუსთავი…მაინც გიპოვი. ნათიაა: “მეც და ნუ დამეკარგე,გამოიარე.გკოცნი.” გაბრიელი: “ აუ,მართლა მოსასვლელი ვარ შენთან,ჩემს პირადობას ვადა გაუვიდა და მაგრად მეზარება რიგში დგომა და რა ხანია წელავ მოსვლას.” ნათია: “ხვალ მოდი მერე,არ არის რიგები,ხალხი გასულია ქალაქიდან. ბოთე ხარ რაა”)) გაბრიელი: “ მართალი ხარ,სექტემბერში საგიჟეთი იქნება.ჰო,მართლა მერსედესის ზუსტი მისამართი მომწერე” იმავე წამს ნათია სრულ მისამართს უგზავნის გაბრიელს. “ხვალ გელოდები.” გაბრიელი დილიდან მიდის იუსტიციის სახლში.რიგში დგომა როგორც ყველა კაცს,მასაც სძულს. ნათიას ურეკავს. _ აქ ვარ. _ მომხმარებელი მყავს.აიღე რიგის ნომერი და ჩემთან მოდი მერე,მე გაგიკეთებ. გაბრიელი რიგის ნომერს იღებს და თან დარბაზში ნათიას ათვალიერებს.წამით შეშდება მისი მზერა. “ ის არის… მია…” გოგო დარბაზში დგას და მისი ნომრის აციმციმებას ელოდება ეკრანზე. გაბრიელი მზერას არ აცილებს გოგოს. მია ადგილზე ცქმუტავს. “ცოტა სწრაფად იმუშავეთ ხალხო…დამაღამდა რიგში…” დარბაზს მზერას ავლებს და სწორედ ამ დროს მათი თვალები ერთმანეთს აწყდება. მიას სხეული იმ წამს ეჭიმება.ხელიდან ფაილები უცვივდება.გონება ქაოსშია. “ რა უნდა? ვინ არის? რატომ დამდევს? გაბრიელი ხვდება,გოგონა მის დანახვაზე იბნევა და ნელა უახლოვდება. მია უფრო იძაბება მისკენ მიმავალ ბიჭს რომ ხედავს.სწრაფად იხრება საბუთების აკრეფას იწყებს იატაკიდან. გაბრიელი იხრება.რამდენიმე ფაილის აღებას ასწრებს და გოგოს უწვდის. _ გამარჯობა. მია ეჭვიან მზერას აგებებს. _ რა გინდა? _ მკაცრად ეკითხება. გაბრიელი მხრებს იჩეჩავს. _ არაფერი… პირადობას გაუვიდა ვადა და ვცვლი…_ იღიმება გულღიად. წამით მია მზერაში გაოცება კრთება. _ ჩემგან რა გინდა? რატომ დამდევ? _ აა…_ ეღიმება გაბრიელს._ აშკარად საფრთხეში იყავი,წესით მადლობა უნდა გადამიხადო… _ გადაგყვები თან._ თვალებუთ უბღვერს მია._ სიმართლეს მაინც დავამტკიცებ.ასე რომ გადაეცი ნუ მიგზავნიან ხალხს,არ გავჩუმდები. გაბრიელს სახე უსერიოზულდება. _ არ ვიცი რაზე მესაუბრები… პრობლემა გაქვს? მია ირონიულად იღიმის. _ ეს ყველას ერთნაირი პასუხი საიდან გაქვთ,ერთთან გადაგამზადეს? _ მართლა ვერ ვხვდები… მე უბრალოდ…მე დრაივზე დაგინახე და _ ვიცი,მეც დაგინახე.ბრმა არ ვარ… გაბრიელს ეღიმება. _ რატომ მეჩხუბები? მია კოპებშეკრული უყურებს.რაღაცის თქმას აპირებს,რომ მისი რიგის ნომერი ციმციმებს ეკრანზე. გაბრაზებული შორდება გაბრიელს და ოპერატორთან მიდის.სკამზე ჯდება,საბუთებს უწვდის,მერე თვალებს აპარებს გაბრიელისკენ,რომელიც ნათიასთან ერთად მიემართება და ჯდება. “ვინ არის? დამთხვევაა მართლა თუ უბრალოდ თავს ისულელებს?.. იქნებ ახლა სხვა ხერხით ცდილობენ ჩემს გაჩუმებას?.. ოხ,მამა… სად წაიღე საბუთები სად?.. რომ ვიპოვო,ყველა პრობლემა უცებ მოგვარდებოდა…კიდევ კარგი ეს ვიდეო მაინც მაქვს…” _ ხელით ჩანთაში ჩადებულ ფლეშკას ეხება. _ ვინ იყო? რამდენს ლაქლაქებ? _ კოცნის ნათია და კითხვებს აყრის._ რა ხანია ხელს გიქნევ და ვერ მოგახედე. _ ნაცნობი…_ გაბრიელი მიასკენ აპარებს თვალს,მათი თვალები ისევ ერთმანეთს აწყდება.მია მზერას არიდებს._ მიდი დროზე გამიკეთე აბა მეჩქარება. _ ეე,რა იყო ვერ გნახავ ცოტახანს?მომეცი პირადობა. გაბრიელი უწვდის საბუთს და თან ისევ მიასკენ იყურება,არ უნდა რომ გოგომ გაასწროს. ნათია რამდენიმე წუთში უგვარებს საბუთებს გაბრიელს და სალაროსთან უშვებს.მალე მიაც სალაროსთან ინაცვლებს. _ აქაც შენ._ უბღვერს გოგო. _ რა ჩემი ბრალია._ იცინის გაბრიელი თავშეკავებულად. გაბრიელი ასრულებს საქმეს და გარეთ გამოდის,კართან ელოდება მიას. მია როგორც კი სალაროსთან საქმეს რჩება,ნათიასთან ინაცვლებს ურიგოდ.მომხმარებელი დგება თუ არა,ნათია წინ ჯდება მია. _ უკაცრავად…ძალიან გთხოვთ,ის მამაკაცი თქვენ რომ გაუშვით… _ ბატონო?_ ნათია გაოცებული აფახულებს თვალებს. _ აი ის…_ მია ფიქრობს რანაირად მიახვედროს._ მაღალი,სიმპათიური…იქ დარბაზში მე ვესაუბრებოდი,მერე თქვენთან დაჯდა… _ აა…გაბრიელი?_ ნათია ჩაეკითხა. _ არ ვიცი,ხო…ალბათ გაბრიელი.ვინ არის? _ ჩემი ბიძაშვილი. _ თქვენი?_ ბოლო ბგერას წელავს სასაცილოდ მია და ხვდება რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა._ ამ მომხმარებლის წინ იჯდა თქვენთან… _ კი,გაბრიელი.ჩემი ბიძაშვილია. _ აჰ,კარგი…მადლობა და ბოდიში._ მია უცებ დგება სკამიდან და თავის ქნევით გადის გარეთ. “ რას მივეჭერი ახლა იმ გოგოს? რა უხერხულია… იქნებ მართლა დაემთხვაა ამ ბიჭის გამოჩენა?..” კარიდან გამოდის თუ არა გაბრიელს ეჩეხება. _ ჯანდაბააა… შენ რა მართლა დამდევ?_ მია ხმადაბლა ეკითხება,მკაცრი ტონით. _ კი._ უმალ პასუხს უბრუნებს ბიჭი. მია აღიარებას არ ელოდა,ამიტომ ცოტა იბნევა. _ ჰმ… რა გინდა მერე? _ არაფერი განსაკუთრებული,უბრალოდ შენი გაცნობა. _ ოჰ,კლასიკური პასუხია. _ რასაც შენზე ვერ ვიტყვი. მია უბღვერის ბიჭს. _თავი დამანებე რა. გვერდის ავლას აპირებს,რომ გაბრიელი ხელს ავლებს. _ მოიცადე,ორი წუთი… _ რა გინდა?_ ხმადაბლა ჩხუბს განაგრძობს მია.გარშემო ხალხია და ერიდება. _ ყავაზე დაგპატიჟებ. _ იცი რას გეტყვი გაბრიელ…_ მია თვალებს წკურავს,ბიჭის დაბნეული მზერა ახარებს.მიხვდა რომ სახელის ცოდნამ ბიჭი დააბნია. თუმცა გაბრიელი იმ წამს გონს მოდის. _ რას მეტყვი კაპანაძეების ქალო მიავ? ახლა მიას ეცვლება ფერი. _ საიდან იცი ჩემი სახელი?_ ანჩხლდება მია. _ ყავაზე გამომყევი და გეტყვი. _ არა.მითხარი._ ფეხებს აბაკუნებს მია. _ არა და არ გეტყვი._ ნიშნის მოგებით ელაპარაკება გაბრიელი. მია ეჭვიანი მზერით ათვალიერებს. “კარგი თუ თამაში გინდათ აგყვებით”... _ კარგი,წავიდეთ. გაბრიელს უკვირს მისი უეცრი თანხმობა,თუმცა აღარ ეძიება და იქვე ახლოში მიდიან ყავაზე კაფეში. კაფეში აივანზე ჯდებიან და სანაპიროს გადაყურებენ. ყავას უკვეთავენ. _ ცივი ყავა მე,ნაყინით._ ამბობს მია. _ ამერიკანო ჩემთვის. მიმტანი მიდის. _ აბა გისმენ.თითებს მაგიდაზე აკაკუნებს მია. _ არადა ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი._ ეღიმება გაბრიელს. მიას გამომეტყველება ეცვლება. _ ავდგები და წავალ. _ კაი ხოო,რაც იყო იმას გეტყვი.გორში პარკინგზე შეგნიშნე,მანქანა ისეთ ვიწრო საპარკინგე ზოლში დააპარკინგე არ ველოდი,მერე დაგინახე და მომეწონე._ ეღიმება._ მეც თბილისში მოვდიოდი,გზად დაგეწიე,ცოტა გაგეთამაშე,მაგრამ მერე მეც ვერ მივხვდი წესიერად რა მოხდა…აშკარად ვიღაც მართლა აგედევნა… მია უნდობი სახით უსმენს,თუმცა თან ახსენდება,როცა ბიჭმა გაქცევის საშუალება მისცა. _ ჩემი სახელი საიდან იცი? _ მანქანის სერია და ნომერი დავიმახსოვრე და ახლობელს ვთხოვე გარკვევა… _ რატომ? _ ხომ გითხარი… _ დღეს რატომ დაემთხვა ჩვენი შეხვედრა? _ ღმერთო,რა შარიანი ხარ._ იცინის ბექა._ საიდან უნდა ვიცოდე? მე უბრალოდ საქმეზე მივედი შენც რავიცი მე… _ არ მჯერა._ მტკიცედ ამბობს მია. _ რა ტოქსიკური ხარ,_ დასკვნას აკეთებს გაბრიელი._ ასეთ ეჭვიანს როგორ გიძლებენ? _ არ მაინტერესებს,სხვისი აზრი. _ ეგ არის სწორედ ტოქსიკურობა,რომ არ გაინტერესებს. ყავა მოაქვს.მია საწრუპით ყავას ურევს და სვამს. _ რატომ მოგდევდნენ? _ იცი მშვენივრად. _ აუუ,ხელ-ახლა იწყებ? არ ვიცი მართლა… _ მითხარი ვისთან მუშაობ? _ ავტო კომპანიაში ვარ…დილერი. მიას ეღიმება წრფელად. _ მაგას არ გეკითხები…ჰაერს ხმაურით უშვებს. გრძნობს თითქოს გულწრფელია გარიელი,მაგრამ სიფრთხილე მართებს. _ კაი,რატომ დამეხმარე?.. _ თვალებში უყურებს,თითქოს ცდილობს იქიდან ამოიკითხოს პასუხი. _ ანუ… აბა რა გამეკეთებინა?! ვხედავ გოგოს,რომელსაც აედევნა მანქანა და… _ მასე შენც ამედევნე._ აწყვეტინებს მია. _ ჰო,მაგრამ მე არანაირი ცუდი განზრახვა არ მქონია. იმ მანქანას კი აშკარად გაურბოდი… _ შენც გაგირბოდი._ გადაჭრით პასუხობს მია. _ ჰოო? რატომ?..უხილავი საფრთხე? მია დაკვირვებით უმზერს. _ დაახლოებით კი. _ შემიძლია დაგეხმარო? _ არ გენდობი._ გადაჭრით პასუხობს მია. _ გასაგებია. დიდხანს აღარ ჩერდებიან,კაფეს ტოვებენ. ორივე პარკინგისკენ მიდის.მია თავის მანქანას უახლოვდება,მისი მანქანის გვერდით გაბრიელის მანქანაა.გაბრიელი თავის მანქანის კარს აღებს,უნდა დაჯდეს,რომ ხედავს მიას ვიღაც ტიპი ხელჩანთაზე ხელს გამოკრავს და წართმევას უპირებს. გაბრიელი წამის მეასედში მათთან ჩნდება.რამდენიმე ნაბიჯში გაქცეულს ეწევა,მაისურში ავლებს ზურგიდან ხელს და იჭერს.ჩანთას ხელიდან გლეჯს.მუშტს უქნევს მოწინააღმდეგე,გაბრიელი იცილებს დარტყმას, ბორძიკდება და ძლივს ინარჩუნებს წონასწორობას. გამვლელები ყვირილს ტეხენ.თავდამსხმელი წამებში გარბის. _ ღმერთო…_ მია გაბრიელს უახლოვდება. _ კარგად ხარ? _ ჰო… შენ? რამე სხვა ხომ არ წაგართვა? _ არა.ჩანთა… _ გამომართვი._ გაბრიელი ჩანთას უწვდის. _ მადლობა._ მიას სიმწრის ღიმილი ურბენს სახეზე.ჩანთას ხსნის და ამოწმებს მეხსიერების ბარათი ადგილზე თუ არის.შვებით სუნთქავს,როცა ხელში ხვდება პატარა ნივთი. _ ეს შემთხვევით არ ყოფილა._ ამბობს მია. _ მეც ასე მგონია. _ კარგი,მადლობა.უნდა წავიდე.კარგად. _ კარგად. დაფიქრებული ემშვიდობება გაბრიელი. მიაზე ფიქრებს ვერ იშორებს გაბრიელი.გოგო მოეწონა,მაგრამ ახლა გრძნობს და ხვდება რაღაც საფრთხეშია,ეს გრძნობა არ აძლევს საშუალებას,რომ დანებდეს.მეტად ითრევს და მასთან ურთიერთობის სურვილს უჩენს. ტელეფონს იღებს.ნომერს კრეფს. _ გოგლიკ,როგორ ხარ? _ ძმას სალამი.კარგად,შენ? _ მეც.გოგ,მისმინე რუსთავში წავიდეთ რა…შენ ხომ აზრზე ხარ,რაღაც მისამართზე მინდა მისვლა… _ რა გინდა შე ჩემა რუსთავში? _ გზაში მოგიყვები. _ კაი გამომივლი? სახლში ვარ. _ მიდი,მოვდივარ. ამასობაში საღამოვდება. რუსთავისკენ მიმავალ გზაზე გაბრიელი გოგლიკოს უყვება მომხდარს დეტალებში. _ რა გვარიაო რა მითხარი? _ კაპანაძე. _ შე ჩემა,რეზო კაპანაძის შვილი იქნება ეგ. _ ეგ ვინაა?_ გზას თვალს არ აშორებს ისე კითხულობს გაბრიელი. _ ვახ,ჩემი…აბა,შენ ყოფილხარ.ტელევიზორი რომ გაქვს სახლში ინსტრუქია ხომ მოყვა? _ კაი,კაი ნუ გაუბერე…მთავარზე გადადი._ ვეღარ ითმენს გაბრიელი. _ ჟურნალისტი იყო…საგამოძიებო. დიდ საქმეებს ქექავდა. _ მერე? _ მერე ის,რომ თავი მოიკლა თუ გაიპარაო ზე დოზირებით,ზოგმა გულის შეტევაო…მაგრამ ნახევარი თბილისი ამბობს რომ გააჩუმეს და ეს უფრო დამაჯერებელია. _ ვაა… ანუ,მიასაც რეალური საფრთხე ემუქრება… გაბრიელს ყბა ეჭიმება,საჭეს ხელს უფრო ძლიერად უჭერს. _ იასნია… თუ არ გაჩუმდება,დიდხანს არ აცლიან. ეგ ხალხი არ ხუმრობს,გაბრიელ… გაბრიელი გზას დაფიქრებული მიუყვება.თითქოს ავტომატურად მართავს მანქანას. _ და შენ გეუბნები გაერიდე ამ ამბავს. შენ რა გინდა მაგ ამბავში? გაბრიელი პასუხს არ უბრუნებს. _ სერიოზულად გეუბნები,შე ჩემა. ცუდ ხალხთანაა საქმე. _ ვნახოთ… _ აი ამ არკაში შედი.მარცხნივ შეუხვიე ახლა და სადღაც აქ არის. მანქანიდან ორივე უჩუმრად გადმოდის. _ გაბრი,მგონი ეს სახლი უნდა იყოს.შესასვლელი ქუჩის მეორე მხრიდან აქვს ალბათ… გაბრიელი უკან მიყვება გოგლიკოს,რომ უცებ ჩერდება. _ მოიცა…უკან დაიწიე. გაბრიელი უკან იხევს. _ ეს მანქანა…ქუჩის მოპირდაპირედ._ წინ ახედებს გოგლიკოს. _ ის ჯიპია?_ ხმა ეძაბება გოგლიკოს. _ მგონი კი…მე შეიძლება სახეზე მიცნონ.გაიარე ნომრებს შეხედე.აქედან არ ჩანს… _ აქ იყავი.არ გამოჩნდე შენ. გოგლიკო მოძრაობას იწყებ,ქუჩას კვეთს,წინ მარკეტია,იქეთ იღებს გეზს და თან მანქანას ათვალიერებს.მარკეტში შედის.რამდენიმე წუთში უკან ბრუნდება. _ სურათები გადავუღე,მარკეტიდან მანქანას,სახლის წინ რომ დგას.რა იცი რაში დაჭირდეს გოგოს მერე…თუმცა გაბრო,გირჩევ დროულად ჩავეხსნათ ამ საქმეს.იცოდე ცუდი სუნი უდის… ტელევიზიაშიც ერთი ამბები იყო ატეხილი,მაგრამ მიაჩუმეს საბოლოოდ ყველა როგორც ჩანს. _ მაგაზე მერე…მძღოლი იჯდა შიგნით? _ არა,ცარიელი იყო… _ წამოდი დროზე…რამე არ უჭირდეს. _ მოდი შენ აქ იყავი რაა,თუ დაგინახეს იმ დღეს,საშიშია შენი გამოჩენა.ვაფშე,მოდი ძმურად მანქანა ისე დააყენე არ ჩანდეს. მე შევალ სადარბაზოში,თუ რამე საეჭვო გავიგე დაგირეკავ… გაბრიელი ფიქრობს,წონის სიტუაციას… _ მიდი,ნუღარ ფიქრობ… გოგლიკო წინ მიდის.ტელეფონს ვიდეოზე რთავს და ისე იკავებს არ ჩანს,რომ იღებს. ძველი კორპუსებია,ორ სართულიანი.სადარბაზოში შედის და მამაკაცს ამჩნევს ზურგით,რომელიც კარს აწვალებს.მამაკაცი ფეხის ხმაზე უკან იხედება.ავტომატურად ანათებს სენსორული განათება და მისი სახე ჩანს. მამაკაცი იბნევა და საქმიანობას წყვეტს. გოგლიკო გარკვეულ წილად მზად იყო ამისთვის და უბრალოდ ესალმება. _ გამარჯობა. მამაკაცი თავს უკრავს. _ სიგარეტზე ხომ ვერ მომიკიდებთ?_ გოგლიკო სიგარეტის ღერს ათამაშებს თითებში. მამაკაცი უჩუმრად იღებს სანთებელას და უწვდის. _მადლობა,გაიხარეთ. ხომ არ დაგეხმაროთ? კარი ჩაგეკეტათ? _ არა. _ კარგი… მადლობა.მშვიდობიანი საღამო. გოგლიკო სადარბაზოს უკანა კარიდან გადის ისევ,რომელიც ეზოს მხარეს გადის. კამერას თიშავს. _ სად ხარ? _ პარალელურ ქუჩაზე გავაჩერე,საიდანაც შემოვედით. _ გადაურეკე იმ გოგოს ნომერი ხომ გაქვს? თუ სახლშია პატრული გამოიძახოს მის კარზე ჩალიჩობს. გაბრიელი იმ წამს თიშავს და მიას ნომერს აკოპირებს ნათიას მონაწერში. რეკავს. რამდენიმე ზარის შემდეგ გოგონა პასუხობს. _ ალო… _ მია,გაბრიელი ვარ…სად ხარ? _ ვინ? აა…ისევ,შენ? _ მია,მომისმინე.საფრთხეში ხარ სად ხარ? _ სახლში… _ ღმერთო… სახლშია…_ გაბრიელს ცივი ოფლი ასხამს. _ უთხარი ფანჯრიდან გადმოძვრეს ან აივნიდან მალე…_ კარნახობს გოგლიკო _ მანდ ვინ არის? _ მია არკვევს გოგლიკოს ხმას. _ მია,ხომ გაიგე რაც თქვა დროზე.აივანი აქვს სახლს? შენი სახლის კართან იმ ჯიპის მეატრონეა.მალე დატოვე სახლი აქ ვარ პარალელურ ქუჩაზე.მოვალ შენს სახლთან… _ რაა?.. _ მია დროზე,თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვს აიღე და გამოდი… _ ახლავე…. _ მია,არ გათიშო… _ კარგი. მია წამით იბნევა.მერე ჩანთიდან ფლეშკას იღებს.ლეპტოპს და აივანზე უხმაუროდ გადის.კარს აღებს და იქვე აივანთან გაბრიელი ხვდება. _ მოდი._ხელს უწვდის გაბრიელი.მია ფრთხილად ძვრება აივნის მოაჯირზე და გადადის.უნებლიედ ფეხი უსხლტება,გაბრიელი წელზე მყარად ხვევს ხელს. _ფრთხილად. უხმაუროდ სვავს ძირს. _ წავიდეთ… _ სად? _ ჩუმად კითხულობს მია. _ იქ მანქანა მყავს,ცოტა გავერიდოთ და მოვიფიქროთ რამე… მია მიყვება ავტომატურად.გზად გოგლიკო ხვდებათ. _ მშვიდობაა? _ ხო. _ მია ეს გოგლიკოა,ჩემი ძმაკაცი.მია… აცნობს ერთმანეთს. _ რა ვქნა? _ ფერი არ ადევს მიას სახეზე. _ ცუდად ხომ არ ხარ?_ ეკითხება გაბრიელი. _ არა,შემეშინდა. _ ხმა ვერ გაიგე,კარზე რომ იყვნენ? _ აბაზანაში ვიყავი…იმ წამს დავხედე ტელეფონს…ხმაც გათიშული მქონდა… ახლა შეამჩნია გოგონას სველი თმა გაბრიელმა. _ შენ? რანაირად მომაგენი ან აქ რა გინდა? _ არ ვიცი… იქ… დღეს იმ ფაქტის მერე ფიქრები ამეკვიატა…ვერ მოვისვენე…რაღაცნაირად ერთმანეთს დავაკავშირე ორივე ფაქტი,აქ მოსულს კი შენს სახლთან ის ჯიპი დამხვდა.გოგლა შემოვიდა სადარბაზოში და ნახა ის ტიპი შენს კარს აწვალებდა… მერე მითხრა და დაგირეკე… _ ჩემი სახლი საიდან იცი? _ შენს შესახებ ინფორმაცია…ცოტა არასწორი გზით მაქვს,არ მაქვს უფლება…მოკლედ ჩემი ბიძაშვილი იუსტიციაში მუშაობს და შენი მანქანის სერიის მიხედვით მომაწოდა შენზე ინფორმაცია… _ გასაგებია… _ ჰო,მართლა ვიდეო გადავიღე.იმ კაცის სახე ჩანს… როგორ ცდილობს გააღოს კარი… _ რაა,მართლაა? მაჩვენე…_ სამივე გოგლიკოს ტელეფონს ჩასცქერის. _ კი,ის არის.მაშინ მაგისტრალზე ეს იჯდა საჭესთან._ ამბობს გაბრიელი. _ ნამდვილად?_ კითხულობს მია. _ კი,კი მოვკარი თვალი. _ პატრული გამოვიძახოთ,რას ვდგავართ?!_ გამოცოცხლდა გოგლიკო. _ არა,მივცეთ შანსი ჯერ შევიდნენ…_ მია ამბობს. _ ხუმრობ?_ გოგლიკო იბნევა. _ არა… ჯერ არა. უნდა ვნახოთ რას ეძებენ._ ერთვება გაბრიელი. _ ჰო,ეგ არ მიფიქრია. _ სახლში ვინმე სხვა ხომ არ იყო?_ კითხულობს გაბრიელი. _ არა,მარტო მე და მამა ვცხოვრობდით. _ და ან ძმა არ გყავს?_ კითხულობს გაბრიელი. _ არა.მარტო ვარ. _ მოდი მე გავივლი კიდევ იქნებ შევიდა და დროა გამოვიძახოთ პატრული._ ამბობს გოგლიკო. _ ვაიმე,არ გინდა რაა…საშიშია…რამე არ დაგიშავონ. _ აივნიდან შევიხედები. _ მეც წამოვალ._ ამბობს გაბრიელი. _ მარტო არ დატოვო._ მიაზე ანიშნებს თავით. _ მოდი შენ მანქანაში დაჯექი._ გაბრიელი მიას უტრიალდება. _ არ წახვიდე გთხოვ._ ჩურჩულებს მია. გაბრიელი გოგლიკოსკენ ტრიალდება. _ გოგ,ფრთხილად გთხოვ.არანაირი ზედმეტი მოძრაობა.უბრალოდ გაიარე და დაბრუნდი.გთხოვ. გოგლიკო უსიტყვოდ თავს უქნევს და მიდის. გაბრიელი მანქანაში ჯდება მიას გვერდით უკანა სავარძელზე.მია თითებს ნერვიულად ისრესს. _ არც კი ვიცი,თქვენ რომ არა რა მოხდებოდა… _ ნუ ფიქრობ მაგაზე… _ როგორ არ ვიფიქრო…მადლობა. ორიოდე წუთში გოგლიკო ბრუნდება. _ წავიდა. _ რა იცი? _ მე რომ შევედი სადარბაზოში ის სახლიდან გამორბოდა.შემეჯახა…თვალებში შემომხედა… და იარაღი დავინახე ხელში. უცნაურად ჩუმდება. _ რამე მოხდა?_ ხმა ეძაბება გაბრიელს. _ მია,ვფიქრობ აქ არ უნდა დარჩე… მია უფრო თეთრდება სახეზე. _ არ გაჩერდებიან…_ ჩურჩულებს მია. _ სანამ შენ არ გაჩერდები?_ ჩაეკითხა გაბრიელი. _ არ ვიცი… მგონი შორს შევტოპე უკვე… _ წამოდი გამოიძახე პოლიცია,თუმცა მია,არ ახსენო რომ აივნიდან გამოგაპარე,ეჭვს გააჩენ… ვითომ ახლა დაბრუნდი სახლში… _ ჰო…_ ავტომატურად ეთანხმება მია. პატრული მოდის დათვალიერებას იწყებს სახლის,კარზე აშკარად აღინიშნება კვალი,რომ ძალით არის გაღებული. ექსპერტი ამას ინიშნავს.მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სახლი არეულია,ტანსაცმლის კარადები გადმოყრილი,თითქმის ყველა დახურული თარო,კარი ღიაა.აშკარად რაღაცას ეძებდნენ. _ ქალბატონო მია,სამწუხაროდ ეს რამდენიმე დღე ბინაში ვერ დარჩებით.იმედია წასასვლელი გაქვთ. მია იბნევა,თუმცა თავს უქნევს მაინც. _ ექსპერტმა უნდა იმუშაოს ეს დღეები,იქნებ კვალს მიაგნონ.თქვენ თუ გაქვთ ეჭვი ვინ შეიძლება ყოფილიყო? რას ეძებდნენ,რას უკავშირებთ ყოველივეს? _ მამაჩემის ამბავს._ მშრალად ამბობს მია. _ თქვენ,ბატონი რეზოს შვილი ხართ ხომ?_ აზუსტებს გამომძიებელი. _ დიახ. _ მერაბ ჯოხაძე.გამომძიებელი.მამათქვენს ვიცნობდი,კარგი ადამიანი იყო.პატიოსანი.ვწუხვარ მის გამო. _ გმადლობთ. _ ხვალ დაკითხვაზე დაგიკავშირდებით.დღეს ემოციურადაც რთული დღეა,გვიანია…დაგირეკავთ. _ კარგით,მადლობა._ მია თავს უქნევს. _ მია,წასასვლელი არ გაქვს?_ ჩუმად ეკითხება გაბრიელი. _ მეშინია გაბრიელ,ვერავის მივადგები ახლა და საფრთხეში ვერ ჩავაყენებ… _ მაგრამ… ჩემთან წამოდი,მე არ მიცნობენ…ჩემთან ძებნას არ დაგიწყებენ… _ არა,ეს ძალიან ცნაურია… _ ეს ყველაფერი ისედაც უცნაურია…წამოდი,უსაფრთხოდ იქნები.დღეს მარტო ვერ დარჩები … _ არ ვიცი…თითქოს არ უნდა გენდობოდე… მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მია პატარა ბარგს კრავს,რადგან რამდენიმე დღე მოუწევს გადასვლა და გაბრიელს მიყვება. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს მომხდარს. თუმცა ხელები ჯერ ისევ გაყინული აქვს და უცახცახებს. _ ეს ვიდეო,რაც მე გადავიღე,როგორ გამოვაჩინოთ? _ საუბარს იწყებს გოგლიკო. _ თუ გამოვაჩენთ ეჭვს შეიტანენ.გვკითხავენ რატომ მანამდე არ დარეკეთ და ა.შ. _ ჰო,_ ეთანხმება მია_ ფოტოები შეგვიძლია.ან სულაც კამერებს ამოვაღებინებ,მარკეტს აქვს დაყენებული.იმასაც ვეტყვი,რომ ეს მანქანა მაგისტრალზეც ამეკიდა. _ მანამდე არ შეგიმჩნევია?_ ეკითხება გაბრიელი. _ მანამდეც იყო შემთხვევა კი,უბრალოდ შევნიშნე შორიახლოს და თავს ვაჯერებდი თითქოს დამთხვევა იყო… _ რას ეძებენ ხვდები?_ კითხულობს გოგლიკო და უკანა ხედვის სარკეში მიას უყურებს. _ დაახლოებით კი. _ მია,იმედია სახლში არ გქონდა…_ ამბობს გაბრიელი. _ არა…მაგრამ,არის კიდევ რაღაც…რასაც მეც ვეძებ და ვერ მივაგენი… _ რაში გაეხვიე მია?_ კითხულობს გაბრიელი. _ დიდი ისტორიაა…_ ამბობს მია. _ წინ მთელი ღამეა._ ეღიმება გაბრიელს. მიასაც ეღიმება,თუმცა მის თვალებში შიში ისევ კრთის. გაბრიელთან ადიან სახლში.ის,გაბრიელი და გოგლიკო. თავიდან დაძაბულობას გრძნობს,სრულიად უცხო ორ მამაკაცთან ერთად,მაგრამ ბიჭები იმდენად ბუნებრივად და მშვიდად იქცევიან,მიას ნდობა უჩნდება მათ მიმართ. სასტუმრო ოთახში დივანზე და სავარძლებზე ნაწილდებიან.მია თხრობას იწყებს. _ მამა,ჟურნალისტი იყო.გამომძიებელი…ცოტა გახმაურებულ საქმეებს იძიებდა და აშუქებდნენ.ახლაც რაღაც მსგავსს იძიებდა,არ ვიცი…სამსახურზე დიდად არ ვსაუბრობდით ხოლმე. ბოლო პერიოდში,გვიანობამდე მუშაობდა,ხან გვიან ბრუნდებოდა სახლში.ვხვდებოდი,რომ მასალაზე მუშაობდა… განსაკუთრებით ბოლო კვირა მისი სიცოცხლის დაძაბული იყო. ერთხელ ტელეფონზე საუბრობდა.ხმა მესმოდა…ვიღაცას ეუბნეოდა “ საქმე იმაზე რთული და საეჭვოა,ვიდრე მეგონა,ზემოდან არიან გარეულები…” მე ვფიქრობ მაგ ხალხმა,მოკლა მამა.თავი არ მოუკლავს. ბორჯომში რა უნდოდა,იქ რატომ მოიკლავდა თავს? არავინ და არაფერი გვაკავშირებდა იქ…ვფიქრობ იქ გაიტყუეს. _ მაპატიე,ამას რომ გეკითხები…მე არაფერი ვიცი ამ თემაზე…რა ვითარებაში მოკლეს? _ ვფიქრობ სასმელში ჩაუყარეს რამე…მაგრამ ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის,თუმცა მაგასაც გააყალბებენ…ალბათ იტყვიან ზე დოზირება ან გულის შეტევით გარდაიცვალაო…მაგრამ ზუსტად ვიცი მამა არ იღებდა არანაირ ნარკოტიკს,არც გული აწუხებდა…ვგრძნობ…ვიცი,რასაც ბოლოს იძიებდა ამ საქმის გამო მოკლეს… _ შენ რატომ დაგდევენ? _ იმიტომ რომ ვთქვი,არ შეგარჩენთ მამას მკვლელობასთქო.რამდენჯერმე ჩავედი ბორჯომში სადაც მამა ნახეს გარდაცვლილი…მოკლედ ვიძიებ და რომ ხედავენ არ ვჩერდები… _ მია,იქნებ ჯობია ცოტახნით გაჩერდე,ან გაერიდო სიტუაციას,თუ ამდენად შორს შეტოპეს რომ სახლშიც გაკითხავენ…_ გოგლიკო,დაფიქრებული სახით უსმენს მიას. _ ვერ გავჩერდები,მაგათაც ეგ უნდათ ცხელ კვალზე გავჩერდე და მერე სულ მიჩქმალავენ ყველაფერს. _ რამე ხელჩასაჭიდი გაქვს? ოფიციალური არის საჭირო,რაც სასამართლოზე გამოდგება._ ამბობს გაბრიელი. მია ფიქრობს,ვერ წყვეტს თქვას თუ არა სიმართლე იმ ვიდეოს შესახებ რაც მოიპოვა ბორჯომში და ახლა თან აქვს.გრძნობს ბიჭებს მისი დახმარება სურთ,მაგრამ მაინც შიში აქვს. _ აუცილებლად ვიპოვი რამეს… _ კარგი.ახლა მე წავალ,ხვალ გნახავთ.თუ რამე შეიცვალა დამირეკეთ. გოგლიკო ემშვიდობება. ბინა იმაზე დიდია ვიდრე საჭირო იყო.გაბრიელმა თავისი დის ყოფილი საძინებელი დაუთმო მიას. _ ეს ჩემი დის საძინებელი იყო,მოეწყე თავისუფლად. _ მადლობა…_ მია საწოლის კიდეზე ჯდება._ დღეს იმდენი რამ მოხდა,ჯერ კიდევ ეიფორიაშია ჩემი გონება. _ მესმის._ გაბრიელი კარის კიდეს ეყრდნობა.ფანჯრიდან მანქანების ხმა ისმის.მია იძაბება. _ გეშინია?_ ეკითხება გაბრიელი _ ჰო,ცოტა დავიძაბე დღეს…თუმცა აქ,შენთან თითქოს უფრო მშვიდად ვარ._ მია თვალებს ხრის._არ ვიცი რატომ მეხმარები,მაგრამ მადლობა. _ იმიტომ რომ უნდა დაგეხმარო._ იღიმის გაბრიელი. _ ეგ პასუხი არ არის ისე რომ იცოდე._ მიასაც ეღიმება. _ კაი.მაშინ გეტყვი რომ თავიდან მომეწონე,მერე როცა დავინახე რა ხდებოდა,ვეღარ გავჩერდი… _ ანუ სინდისი არ გაძლევს საშუალებას გაჩერდე? _ ჰო,ეგეც და უსამართლობას ვერ ვიტან. _ მამაც მასე ამბობდა… _ მია,დაგეხმარები,მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. _ არა,გაბრიელ,არ მინდა ვინმეს გარევა ამ საქმეში.როგორც ჩანს ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია.სადაც მამას მოკვლა გაბედეს მე მათთვის არაფერს წარმოვადგენ. _ ღრმად სუნთქავს._ შევცდი როცა თავიდან ღიად დავუპირისპირდი. _ გინდა ცოტახანს გაჩერდი,ან თუ რამე გინდა მე დამავალე,შენ ნუ გამოჩნდები. _ არა,მეშინია. _ რისი? _ შენც შეგეხებიან და ვერ გაგრევ ასე უცხო ადამიანს… _ მია,უკვე შევეხე… ერთად უფრო სწორად ვიმოქმედებთ… _ ჯიუტი ხარ._ იღიმის მია. _ სხვათაშორის შენც._ ეღიმება გაბრიელსაც._ დაისვენე ახლა.ხვალ ვისაუბროთ. კარს ხურავს და მერე ჩერდება. _ მია…_ მია უყურებს._ აქ უსაფრთხოდ ხარ. _ ვიცი.მადლობ. გაბრიელი გადის.კარს უხმაუროდ კეტავს. მია საწოლში წვება.ძილი არ ეკარება.ცდილობს დაალაგოს ფაქტები. ლეპტოპს რთავს,მეხიერების ბარათს აერთებს და ხსნის ვიდეოს.პირველად იკრებს ძალას რომ ჩართოს. სიბნელეა,ქუჩის განათებაა მხოლოდ.ჩანს როგორ ჩერდება შავი ჯიპი.ორი მამაკაცი გადმოდის ავტომობილიდან,რომლებიც იმ საოჯახო სასტუმროში შედიან სადაც რეზო იპოვეს გარდაცვლილი.მალევე უკან გამოდიან,ვიღაც მესამესთან ერთად.თუმცა ის მესამე უკან შედის ისევ. აქეთ-იქით იყურებიან,თითქოს გარემოს ზვერავენ.შემდეგ კი საბარგულს ხსნიან.იქიდან უკვე გარდაცვლილი მამაკაცი გადმოჰყავთ და შეჰყავთ სასტუმროში. “ღმერთო… ეს აშკარა სამხილია…” მაგრამ ეს რომ გამოვაჩინო,მკვლელობას მხოლოდ ამ ხელქვეითებს შეაწერენ,მთავარი მკვლელი კი დაუსჯელი დარჩება. არ გავჩერდები,მაინც მოგაგნებ. ახლა მთავარია მამას მოპოვებულ ინფორმაციას მივაგნო,რა ჰქონდა,რის გამოც გაწირეთ არამზადებო.” ის ღამე მიამ ფაქტობრივად ვერ დაიძინა.მხოლოდ გამთენიას ჩასთვლიმა და ისიც დილით ხმაურმა გააღვიძა,აშკარად რაღაცის იატაკზე დავარდნის ხმა იყო. დამფრთხალი წამოხტა საწოლიდან.კარი ფრთხილად გამოაღო,ნელა გაუყვა დერეფანს.სამზარეულოდან ხმა ისმის.გაბრიელი ძირს დავარდნი ტაფას დასცქერის,მიას დანახვაზე გაიღიმა. _ ბოდიში,გაგაღვიძე?_ უხერხულად აიწურა მხრები. _ არაუშავს,შემეშინდა ცოტა… _ მაპატიე… ვიფიქრე ცოტა ვიჯელტმენებ,რამეს მოვამზადებთქო და დავანგრიე აქაურობა. მიას ეღიმება ბიჭის გულახდილობაზე. _ რას ამზადებდი?_ კითხულობს მია. _ ჯერ მეც ვერ გავიგე._ იცინის გაბრიელი._ იდეაში ომლეტი უნდა ყოფილიყო… რეალურად კი დანაშაულის ადგილს გავს. _ კაი,მიმიშვი.ამჯერად მე გადაგარჩენ._ იცინის მია._ ვალში ვარ შენთან. _ ასე მარტივად ვერ გამოძვრები…_ იცინის გაბრიელი. _ მეტი არ მოგივიდეს._ იცინის მია და მაინც მიემართება გაზქურასთან. საუზმის შემდგომ.საუბარს გაბრიელი იწყებს. _ მია,როცა შენი ვინაობა გავიგე…ასევე ჯიპის მფლობელის ვინაობითაც დავინტერესდი…ის ადამიანი და შენს სახლში ვინც შევიდა ერთი პიროვნებაა… _ ვიცი… ვინ არის? _ ვინმე გია ლობჯანიძე. მია წამით ჩერდება.გულში რამდენჯერმე იმეორებს მის სახელს და გვარს. _ გაბრიელ …_ მია თითქოს წონის თქვას თუ არა სიმართლე._ მამა მან მოკლა. _ საიდან იცი? _ ვიცი._ მტკიცედ ამბობს მია._ ვიცი,გაბრიელ… არ ვიცი,უნდა გენდობოდე თუ არა,მაგრამ თითქოს აღარ შემიძლია მარტოც… თვალებში უყურებს ბიჭს და კიდევ ერთხელ რწმუნდება,რომ შეუძლია ენდოს. _ ბორჯომში რომ ვიყავი,წინ მეზობელს კამერა ჰქონია…რაც არ იცოდნენ მათ,უბრალოდ ქუჩას უყურებს ეს კამერა,ცოტა სახლის მხრიდან აქვთ დაყენებული,ალბათ ვერ შენიშნეს…ავტომანქანის გამო გვაქვსო ასე მითხრეს,როცა ვესაუბრე…მოკლედ,ფირი მომცეს…იქ ჩანს,მამა გარდაცლილი ჩუმად შეჰყავთ საოჯახო ტიპის სასტუმროში… გაბრიელს გამომეტყველება ეცვლება. _ მია,ეს სერიოზული სამხილია… _ ვიცი,მაგრამ იმასაც ვხვდები,თუ ამ სამხილს გამოვაჩენ,მხოლოდ მათ დაიჭერენ და არა დამკვეთს…აქ უფრო დიდი ამბავი მგონია…არ მინდა ნამდვილი მკვლელი დაუსჯელი დარჩეს… _ ხო მაგრამ,ასე შენც საფრთხეში ხარ,იქნებ სჯობს გადასცე გამოძიებას და გააგრძელონ მათ… _ არ ვიცი…რამდენად დამიჯერებენ და გააგრძელებენ…თან მამას ვიცი საბუთები აქვს სადღაც იმ საქმის,ბოლოს რაზეც მუშაობდა,თუ მივაკვლიე იმ საბუთებს,ჩათვალე რომ უკვე გახსნილი საქმე იქნება… _ ძალიან ფრთხილად უნდა იყო მია,რადგან სახლში შემოსვლას არ ერიდებიან,გზაში ასეთ რბოლებს აწყობენ…მეტი სიფრთხილე გმართებს. _ ვიცი და პირველ რიგში შენ მადლობა,რომ მეხმარები,მაგრამ ვფიქრობ დღეს სადმე სასტუმროში გადავალ.ასე შენც საფრთხეში გაგდებ… _ მაგაზე ნუ ფიქრობ,მარტოს რომ გაგიჭირდეს რამე,ასე ჯობია… საუბარს მიას ტელეფონზე შემოსული ზარი აწყვეტინებს. _ მია,გამარჯობა.მერაბი ვარ,გამომძიებელი.მინდა განყოფილებაში მოხვიდეთ დღეს და თუ შეძლებთ? _ დიახ,რა თქმა უნდა. მია განყოფილებაში შესული გამომძიებლის კაბინეტს მიაშურებს.გაბრიელიც თან ახლავს. მია სკამში კომფორტულად თავსდება და კითხულობს: _ რამე ახალი ინფორმაცია გაქვთ? _ დავკითხეთ მეზობლები.არავის დაუნახავს მამაკაცი,რომელიც თქვენს სახლში შევიდა… წაღებული არაფერია…ამიტომ გამოძიება უნდა დავხუროთ._ თავი ჩაქინდრა მერაბმა. _ რა მიზეზით?_ კითხულობს გაბრიელი _ რაა? რა აფსურდია…_ მია დაიძაბა,სკამის სახელურებს თითები შემოაჭდო. _ მესმის…მაგრამ,რადგან ფაქტები არ გვაქვს,საქმის დახურვას მოითხოვენ… _ კი,მაგრამ…თავადაც ხომ ნახეთ კარის სახელური გამოსული იყო მწყობრიდან…დაზიანებები ხომ ნახეთ… _ კი,ვნახე და მე საეჭვოდ მეჩვენება…თუმცა შეჩერებას მოითხოვენ საქმის… _ აჰ…_ მიას წამიერად გონება უნათდება._ გასაგებია. _ ჩემი რჩევაა,არ დაბრუნდე სახლში… დრო,ვითხოვე…ვუთხარი,რომ საეჭვოდ იყო სახლი არეული,კარიც,მაგრამ… როგორც ჩანს,ვიღაცას არ აწყობს ამ საქმის გამოძიება… გირჩევ შენც შეჩერდე მია… სადაც იმხელა ფიგურასთან,როგორც ჟურნალისტი მამაშენი არ შეჩერდნენ,არც შენ დაგინდობენ… _ ასე მგონია,თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ._ მია ბრაზდება,სკამიდან იწევა და პირში ახლის მერაბს. მერაბს სახე ერევა,თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებს. _ ვწუხვარ მართლა,მაგრამ ამ ეტაპზე არაფერი შემიძლია.მე ჩამომაშორებენ ამ საქმეს,მაგრამ არც სხვა გამოიძიებს…ვიღაც ისეთი მფარველობს,რომ აჩუმებენ ყველას.რეზოს რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა,რაღაცას ისეთს მიაგნო რომ მოიშორეს,ახლა თუ ასე გააგრძელებთ თქვენ,იგივე გზას გაგიყენებენ.ამიტომ გირჩევ შვილო… რეზოს ვიცნობდი,დიდ პატივს ვცემდი და არ მინდა მისი შვილი დაზარალდეს… _ მე უკვე დავზარალდი… _ მესმის,აქ სხვა რამ ვიგულისხმე. _ მია,მართალს გეუბნება._ საუბარში გაბრიელი ერევა. _ კარგი,ნახვამდის. _ მია…_ მერაბი დგება._ იმ პიროვნებას მაინც დავადგენ ვინც იყო ბინაში შესული.გეტყვი,ისე რომ მოერიდო მაინც და გაფრთხილდე. _ არ შეწუხდეთ. _ თუ რამე,დამირეკეთ,ვეცდები სხვა გზით დაგეხმაროთ. მია სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს კაბინეტს.გაბრიელი ეწევა კარს უღებს გასასვლელში,რომ უნებლიედ ქუჩის კუთხეში,მოპირდაპირე მხარეს შავ ჯიპს ხედავს. მიას გზას უღობავს და გარეთ აღარ უშვებს. _ აქ არიან… _ დაბნეული სახით უყურებს მიას. _ ვინ? _ იმ წამს ხვდება მია._ შავი ჯიპი? გაბრიელი თავს უქნევს. წამში სუნთქვა ეცვლება მიას.ნერწყვს გაჭირვებით ყლაპავს. _ რა ვქნათ? _ არ ვიცი…ვერ გავალთ,აგვედევნებიან…უსაფრთხოდ რომ იყო,ამიტომ მისამართი არ უნდა გაიგონ სად ხარ…კიდევ კარგი ტაქსით წამოვედით,ჩემი მანქანა ეჭვს გააჩენდა და მარტივად მოგვძებნიდნენ. _ ახლა რა ვქნათ? _ უკანა კარი არ აქვს ნეტა ამ შენობას?_ გაბრიელი დერეფანს მიუყვება._ წამოდი. მია მიყვება უკან.დერეფანს მიუყვებიან. _ ეს კარი უნდა იყოს,აბა მოდი._ გაბრიელი კარს აღებს და უკან ეზოში გადიან. _ წამოდი,ასე გადავიდეთ ეზოდან და ტაქსს გავაჩერებ. მია უკან იყურება მუდმივად. _ ნუ გეშინია._ გაბრიელი ფერმკრთალ გოგოს მხარზე ხელს ხვევს და მსუბუქად იხუტებს. ტაქსს აჩერებს და თბილისში ბრუნდებიან.გაბრიელის სახლში.გზაში არცერთი ხმას არ იღებს. _ საიდან გაიგეს რომ იქ ვიყავი?_ სახლში შესვლისთანავე ამბობს მია. _ წარმოდგენა არ მაქვს… _ გაბრიელ,სახლში უნდა დავბრუნდე. _ გაგიჟდი? ახლა სახლში დაბრუნება იქნება? _ უნდა მოვძებნო სამხილი,მამას ექნება რამე… _ იქნებ იმ ღამეს თან ჰქონდა და წაიღეს? _ რომ წაეღოთ,მაშინ სახლს არ გადაქექავდა ის პიროვნება გუშინ…როგორც ჩანს ეძებენ. _ სხვაგან სად შეიძლება შეენახა?ან რა არის თუ იცი? _ წარმოდგენა არ მაქვს…მაგრამ სავარაუდოდ იქნება ან დოკუმენტები ან ვიდეო მასალა… _ მეილი,მისი ტელეფონი,შემოწმებული გაქვს? _ ტელეფონს აზრი არ აქვს და მეილს.მკვლელობის დღეს თან ჰქონდა,სულ გადაჩხრიკავდნენ მკვლელები… სადმე სხვაგან…სად?..სად?.. ვერ ვფიქრობ გაბრიელ … _ უნდა დავბრუნდე სახლში,სადმე იქნება…აუცილებლად ვიპოვი… მია მტკიცედ ამბობს,გაბრიელი ხვდება შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. _ ერთად წავიდეთ. _ გაბრიელ,მადლობა,მაგრამ მართლა მეშინია…არ მინდა ჩემს გამო შარში გაეხვე. _ მია,შენი აზრით ამ ყველაფრის მერე შევძლებ და მშვიდად გაგიშვებ?! მიას ეღიმება მსუბუქად.ხვდება მართალს ამბობს ბიჭი. საღამოს გოგლიკო ახალი მანქანით მოდის. _ ეს რა არის?_ გაბრიელი მანქანაზე ანიშნებს. _ გასაყიდია,ახალი…წინა კვირას ჩამომივიდა.თან რა იცი რა ხდება,არა რეგისტრირებულით ჯობია მსგავს საქმეზე გასვლა… _ შენ ნამდვილი ჯეიმს ბონდი ხარ._ იღიმის მია. _ ხო,ბავშვობაში შერლოკ ჰოლმს ვკითხულობდი და კიდე აგათა კრისტის წიგნებს. _ გადგება აშკარად._ ეხუმრება გაბრიელი. უკვე ბნელა,როცა რუსთავში შედიან.გოგლიკო ისევ უკან ქუჩაზე აჩერებს მანქანას,მიას სახლთან ოციოდე მეტრში. _ მანქანაში იყავი გოგ…_ გოგლიკო უჩუმრად უქნევს თავს. მია და გაბრიელი ფრთხილად მიუყვებიან ჩაბნელებულ ეზოს,რომელსაც სახლიდან გამომავალი შუქები ანათებს. მია ფრთხილად აღებს კარს და სახლში შედიან. შუქს ანთებს,გაბრიელი უმალ აქრობს. _ შუქი არ აანთო მია,ტელეფონით გავანათოთ თუ რამე,გარედანაც შემოდის შუქი. _ მართალი ხარ. მამის ოთახში შედის,საგულდაგულოდ ათვალიერებს ყველა ნივთს,მაგიდის უჯრებს.გარდერობს. _ არსად არაფერია,ღმერთო ჩემო… გაბრიელი დაკვირვებით იყურება გარშემო. _ მია იქნებ შენს ოთახში დამალა… _ არა,ჩემთან ყველა კედელი და დეტალი ვიცი…_ მიას წამიერად სახე უნათდება. _ ღმერთო,ღმერთოო…გაბრიეეელ,რატომ აქამდე არ გამახსენდა… გაბრიელი ინტერესით უყურებს. _ კედელი… _მია თავის ოთახში შერბის,ინსტიქტურად შუქს ანთებს.გაბრიელი აქრობს. _ სულ ორიოდე წუთით გაბრიელ. _ ტელეფონით გაანათე მია. მია კედლიდან მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ხსნის და მის უკან პატარა კედელში დატანებულ პატარა კარს წევს. მია დედის მიერ დანატოვარ ძვირფას ნივთებს ინახავდა.ყველაფერი ადგილზეა,მხოლოდ ერთი ცვლილებაა. კონვერტი დევს,რაც აქამდე არ იყო. _ მგონი ვიპოვე გაბრიელ…_ მიას ჩუმი გახარებული ხმა ისმის. გაბრიელი ფანჯარასთან დგას,ფარდა ოდნავ აქვს გაწეული და იყურება. _ ჩვენც გვიპოვეს მია,დროზე გავდივართ. ისევ აქ არიან. მია დაბნეული,თვალებ გაფართოებული ტრიალდება. _ მალე მია,აქეთ მოდის. მია ყველაფერს პატარა ხელჩანთაში ყრის და გარბიან.სიჩქარეში და თან სიბნელეში გაბრიელმა სასტუმრო ოთახში დივნის კუთხეს ფეხი წამოსდო და წაიბორძიკა.მია მისკენ ტრიალდება. _ ნუ ჩერდები მოვდივარ. მია გარბის,უკან გაბრიელი მისდევს,სადარბაზოს ეზოს მხარეს გარბიან,უკნიდან ფეხის ხმა ესმით. _ გაჩერდით. არ ჩერდებიან,მაინც გარბიან.ეზოს მთვარე ანათებს.შუქები უკვე თითქმის ჩამქვრალია.სულ რაღაც ათიოდე მეტრი დარჩათ მანქანამდე,რომ გასროლის ხმა ისმის. მია შიშისგან კივის და უკან ტრიალდება.გაბრიელი ინსტიქტურად მარცხენა მხარს იქნევს.მკვეთრი ტკივილი გაკრთა მხარში და მარჯვენა ხელი მიაქვს მხართან,მაგრამ არ ჩერდება. _ ნუ ჩერდები,მანქანაში დროზე…_ უყვირის მიას და თავადაც უმატებს სიჩქარეს. მეორე გასროლაც ისმის,თუმცა მიზანს სცდება. გოგლიკო გასროლის ხმაზე ძრავას ამუშავებს.ხვდება აქ წამებია გადამწყვეტი.უკანა კარს აღებს და საჭესთან ელოდება მგზავრება. მია მანქანაში ჯდება,გაბრიელიც უკან გვერდით უჯდება. გოგლიკო საბურავების წრიპინით წყვეტს ადგილიდან მანქანას,ისე რომ გაბრიელი კარის დაკეტვას ვერ ახერხებს. _ მია მომეხმარე. მია კარისკენ იწევა,გაბრიელის მკერდს ეკვრება ნახევრად და კარს ეჭიდება და ახერხებს მოქაჩვას და დაკეტვას. გასწორების დროს უნებლიედ გაბრიელის მხარეს ეხება და სისველეს გრძნობს. _ ღმერთო,დაჭრილია…_ ხმა უკრთის მიას. _ რაა?_ გოგლიკო წინიდან თავს ატრიალებს. _ არ გაჩერდე, წადი.არაფერი,მსუბუქი ჭრილობაა გოგ,ჩემზე არ იფიქრო.გზას უყურე… გოგლიკო,წამიერად გაბრიელის მზერას იჭერს უკანა ხედვის სარკეში და ხვდება სიმართლეს ეუბნება. აქსელერატორს ბოლომდე აჭერს ფეხს და მალე რუსთავს უკან იტოვებს.გზაში მია გაბრიელს დაყურებს ყოველ წამს. _ გაბრიელ,კარგად ხარ?_ შეშინებული ხმით ეკითხება გოგო. გაბრიელს მგონი უხარია კიდეც ეს ჭრილობა,მიას ისეთ აფორიაქებულს ხედავს,ისე განიცდის მის ამბავს… _ გაბრიელ,ხმა გამეცი,გონებას ხომ არ კარგავ? ბიჭს ეღიმება. _ კარგად ვარ მია,ნუ ღელავ. გაბრიელი სავარძელზე თავს წევს უკან და თვალებს ხუჭავს წამიერად. _ ბევრ სისხლს ხომ არ კარგავ? რამით იქნებ გადავახვიოთ ჭრილობა… გოგლიკო,საავადმყოფოში წავიდეთ. _ არა,გოგ,არა.სახლში ჩემთან._ თავს წევს გაბრიელი. _ რა სახლში,დამუშავება გჭირდება…_ ცხარობს მია. _ მია ცეცხლსასროლი იარაღით ვარ დაჭრილი,ახლა იქ რომ მივიდეთ…ვის, სად და რას გადასცემენ ვერ გავიგებთ…ისედაც სულ კვალში გვიდგანან… გაბრიელი პაუზას აკეთებს,სუნთქვა გაუხშირდა ტკივილისგან.უხურს ჭრილობა. _ აფთიაქში შედი,დასამუშავებლად იყიდე საჭირო მასალა და ავედით სახლში. _ მე გადავალ._ამბობს მია._ მამიდა ექთანია,დავურეკავ და მეტყვის რაც გვჭირდება. მია საჭირო მასალას ყიდულობს,სახლში ადიან.გოგლიკო ეხმარება გაბრიელს რომ დაეყრდნოს. _გაბი,არც ისე მსუბუქი არ ჩანს…_ ჩუმად ეუბნება ბიჭს გოგლიკო. _ საავადმყოფოში ვერ წავალთ გოგლიკ,ხომ იცი. გოგლიკო თავს უქნევს. მიას ესმის და უარესად ნერვიულობს.მამიდას ურეკავს და დეტალურად უხსნის რა როგორ გააკეთოს. _ ტყვია შიგნით თუ არის, თქვენ ვერ ამოიღებთ მია… გაბრიელს ხმა ესმის. თავს აქნევს,უარყოფის ნიშნად. _ უბრალოდ გამკაწრა… _ კარგი მამიდა,რა ვქნა?_ აღელვებული კითხულობს მია. მამიდა მეორე მხრიდან განკარგულებებს აძლევს,მია ზედმიწევნით ასრულებს. სპირტის დასხმაზე გაბრიელი კბილებს ერთმანეთზე აჭერს სიმწრისგან.თხელი,ნაზი თითები უკრთის და გაბრიელს სახეზე უყურებს,ვეღარ აგრძელებს მოძრაობას. გაბრიელს სიმწრისგან მაგრამ,მაინც ეღიმება მიას სახეზე. _ გააგრძელე._ მშვიდი,ჩახლეჩილი ხმით ეუბნება. მია ძალას იკრებს და აგრძელებს ჭრილობის დამუშავებას. ბოლოს მხარს უხვევს სტერილური ბინტით და ასრულებს სამუშაოს,თუმცა გრძნობს როგორ უკანკალებს თითები,როცა ხელებს იბანს… ახლა უფრო მეტად იბყრობს ემოცია. გაბრიელი სავარძელში ზის და თავი უკან აქვს გადაწეული. _ გტკივა?_ კითხულობს გოგლიკო. გაბრიელი თავს აქეთ-იქით წევს. _ ისე რა…_ გაბრიელი თავს ატრიალებს,მხარს ამოძრავებს თითქოს ჭრილობას უნდა დახედოს და უსიამოვნო ტალღა უვლის სხეულში.მაშინვე წარბებს ჭმუხნის. _ ვახ,ჩემი…კიდევ კარგი რამე სერიოზული დაზიანება არ მიიღე. _ ხო._ გაბრიელი ღრმად სუნთქავს._ უკვე შუა ქალაქშიც არ ერიდებიან სროლას.წარმოიდგინე იმ ხმაზე,ხომ გამოვიდოდა ხალხი,იმედია მშვიდობა იქნება. თავს მიასკენ აბრუნებს. _ მია,სახლის კარი არ დაგვიკეტია. _ კარს ჩივი ახლა? ძლივს გამოვასწარით…_ იღიმის მია._ მერაბისთვის ხომ არ დამერეკა? _ არა._ სწრაფად პასუხობს გაბრიელი. _ რატომ? _ არ ვიცი,მაგრამ… დღეს მათი დახვედრა ჯერ გამომძიებელთან,შემდეგ შენს სახლთან…მაეჭვებს… _ ანუ იცოდნენ დღეს გამომძიებელთან რომ მიდიოდით?_ საიბარში გოგლიკო ერთვება. _ როგორ ჩანს._ გაბრიელი წარბებს კრავს,ტკივილი უვლის სხეულში. _ შენ ფიქრობ გამომძიებელმა გააფრთხილა?.. მაგრამ სახლში? მერაბმა არ იცოდე სახლში თუ მივიდოდი დღეს. _ არ ვიცი მია,მაგრამ ფაქტია დაგდევენ,ალბათ მერაბს რომ დააბარეს შეეწყვიტა გამოძიება,გადაამოწმეს რამდენად მიხვიდოდი ოფისში და ალბათ მერე თუ დაბრუნდებოდი სახლში?არ ვიცი,მია,არ ვიცი… თუმცა მეტი სიფრთხილე გმართებს. _ მართალს ამბობს გაბრიელი მია.ეგ ხალხი არ დაგინდობს.ჯობია ცოტახანს შეჩერდე.ვერ უნდა შეძლონ და შენს კვალზე ვერ უნდა გამოვიდნენ. _ და თქვენც ჩაგითრიეთ ამ ამბავში… _ ყველაფერი კარგად იქნება.უბრალოდ ცოტახანს უნდა გაქრე… _ ჰო,ალბათ ასე აჯობებს._ ჩუმად ამბობს მია. _ ახლა მე წავალ.გაბრი,რამე ხომ არ გჭირდება? _ არაფერი გოგლიკ,მადლობა,ძმა ხარ. _ თუ რამე დარეკეთ.ღამე მშვიდობის. გოგლიკოს მია აცილებს. გაბრიელი სახეს ჭმუხნის.მიას არ ეპარება მხედველობის არედან მისი მიმიკა. _ ძალიან გტკივა? _ თანაგრძნობით ეკითხება. _ თუ არ შეწუხდები,გამაყუჩებელს დავლევ…მომიტან? მოძრაობის დროს მეჭიმება და …_ უხერხულად უყურებს გაბრიელი. _ ახლავე,რა პრობლემაა… მიას წყალი და წამალი მოაქვს. _ სხვა კიდევ რამე ხომ არ გჭირდება? _ არა,არაფერი მეტი,მადლობა. რამდენიმე წამით სიჩუმე ისადგურებს. _ მია,წადი დაისვენე…ემოციური დღე იყო… _ ნამდვილად… მაგრამ ახლა მე რომ დავწვე და დავიძინო,სინდისი შემაწუხებს. გაბრიელი ხმამაღლა იცინის. _ აბა,ღამე უნდა მითიო მიცვალებულივით? _ უიმე,გაბრიელ,რა შავი იუმორია…_ იჯღანება მია. _ მაიძულებ._ იღიმის გაბრიელი. მია სავარძელში მის წინ ჯდება, ფეხებს ქვეშ იკეცავს. _ კაი,მაშინ არ დავიძინებ… მაგრამ შენც არ დაგაძინებ._ თვალებს ავიწროებს. _ უკვე მეშინია._ სიცილს ვერ იკავებს გაბრიელი. _ მოდი ვითამაშოთ,თან გავერთობით. _ ოჰ,აბა გისმენ…_ გაბრიელი ინტერესით უყურებს. _ რა სისულელე ჩაგიდენია ცხოვრებაში,ისეთი რომ დაგამახსოვრდა? გაბრიელს ეშმაკურად ეღიმება. _ შენ რომ დაგედევნე._თვალს უკრავს. _ ანუ სისულელე იყო?_ ბოლო ბგერებს მია შეგნებულად წელავს. გაბრიელი ოდნავ იხრება მისკენ, თვალებში უყურებს. _ არა,ვხუმრობ…_ ნელა ამბობს._ სისულელე იქნებოდა,რომ არ დაგდევნებოდი. მია წამით იბნევა, მაგრამ მალევე იბრუნებს თავდაჯერებას. _ კარგი გამოსწორებაა._ ტუჩის კუთხეში ეღიმება._ ეტყობა გამოცდილება გაქვს. გაბრიელი იღიმის. _ კაი,ჩემი ჯერია… _ ფიქრობს,მერე ეკითხება._ შეყვარებული გყაავს? _ არა…რომ მყავდეს და ახლა ჩემს გვერდით არ ყოფილიყო,როგორ წარმოგიდგენია? _ იცინის მია. _ ნუ ხო,ლოგიკურია. _ იმისთვის, რომ შენი ყურადღება მიიქციოს შენმა მეორე ნახევარმა ,რა თვისების,ხასიათის მატარებელი უნდა იყოს? _ ოოო… ეს რაღაც ფსიქოლოგიურში გადავედით…კაი,დავფიქრდე…_ გაბრიელი რამდენიმე წამს დუმს,მერე აგრძელებს. _ მომწონს მხიარული,უშუალო ადამიანები,რეალურები,ხელოვნურობა არ მომწონს,რატომღაც ბოლო დროს ძალიან შაბლონური ტიპაჟები მომრავლდა_ ეღიმება. _ ძალიან იდეალურია ეგ_ ეღიმება მიას. _ არაფერიც… _ ისევ ეღიმება_ თუმცა თუ ასე გგონია გეტყვი,რომ ცოტა ჯიუტი უნდა იყოს… _ მერე სად გადის მაგ “ ცოტა”_ს ზღვარი ვინ იცის?_ თვალებს აწვრილებს მია. _ ჰო,ეგ ინდივიდუალურია,მაგრამ დაბალანსდება… ახლა ჩემი ჯერია და მოდი მიპასუხე იგივე კითხვაზე… _ ჰოო… _ მია მაცდურად იღიმის._ ბევრ დეტალს ვუყურებ და ნუ პირველი არის რომ მაინც ერთი ხედვა უნდა გვქონდეს მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით,მერე ურთიერთპატივისცემა,ნდობა,მის გვერდით თავს დაცულად უნდა ვგრძნობდე,თან ბოლო დროს სულ საპირისპირო სიტუაციაში ვარ._ უნებლიედ იღიმის მია. _ ანუ არასწორ დროს შეგხვდი._ ნახევრად ხუმრობით ამბობს გაბრიელი. _ ვინ იცის…_ ღიმილით ამხნევებს მია. გაბრიელი ჩუმად უყურებს მიას.მია კი ღიმილიანი სახით უყურებს. _მია…სხვა დროს და სხვა სიტუაციაში,რომ შევხვედროდით…_ გაბრიელი პაუზას აკეთებს._ შემამჩნევდი? _ სიტუაციას გააჩნია,მაგრამ ალბათ კი. _ “ ალბათ” არ მომწონს._ იცინის გაბრიელი. _ პრეტენზიული ნუ ხარ._ მხიარულად პასუხობს მია. _ არ ვარ,უბრალოდ ზუსტი პასუხები მირჩევნია… _ და შენ შემამჩნევდი? _ მე ისედაც შეგამჩნიე და სხვა შემთხვევაშიც შეგამჩნევდი… _ კაი,მაშინ რა იყო ისეთი,რის გამოც შემამჩნიე? _ მანქანა…_ ეცინება გაბრიელს._ შემდეგ შენ… მია თვალებს ავიწროებს. _ ახლა მითხარი,სანამ ეს ყველაფერი ასე აირეოდა,მანამდე როგორი იყავი…როგორ ცხოვრობდი? _ ჩვეულებრივ… როგორც ყველა.სახლი,სამსახური,მეგობრები… _ ახლა,რატომ ხარ მარტო? _ არ ვარ,უბრალოდ ყველამ იცის,რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და ცოტახნით არ მცალია გართობისთვის,არც ის მინდა ვინმე საფრთხეში ჩავაგდო…_ წამიერად ჩუმდება…_ თუმცა,შენ რატომღაც თავით გადმოეშვი ჩემს პრობლემებში. მშვიდად იღიმის მია. _ ჰო და იმედია არ გამაგდებ…ახლა უკვე გვიანია. _ გვიანი არასდროს არ არის._ მია სერიოზულდება._ რამდენიმე სანტიმეტრი და სხვაგან რომ მოგხვედროდა ეგ ტყვია მერე?.. _ მაგრამ არ მომხვდა… _ გაბრიელ,ეს თამაში,რომ არ არის ხომ ხვდები.თავს აშკარად საფრთხეში იგდებ… _ მია,მესმის,მაგრამ,არ ვარ პატარა,კარგად ვაცნობიერებ ყველაფერს… _ რომ,მოგაგნონ შენც…შენი პიროვნება რომ დაადგინონ…მე ბევრი არაფერი და არავინ მყავს დასაკარგი…ჩემი მშობლები ორივე გარდაცვლილია,დედ-მამიშვილები არ მყავს…შენ? შენთვის ხომ საშიშია…რაც მეტს ვფიქრობ უფრო ვრწმუნდები,რომ შენი გარევა ამ საქმეში შეცდომაა,რომელიც შეიძლება ძალიან დიდ პრობლემად გადაიზარდოს. _ მია,მიაა…დამშვიდდი.მოდი გეტყვი, რომ ამ მომენტში მარტო ვერ დაგტოვებ და ვერ გავალ ამ ყველაფრიდან,იმიტომ კი არა რომ არ შემიძლია… იმიტომ რომ არ მინდა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა… მია თვალებს არიდებს გაბრიელს,თაბის თითებს ჩასცქერის,რომლებსაც ერთმანეთში ხლართავს. _ მეშინია…_ ჩუმად ამბობს._ ახლა შენზეც უნდა ვიფიქრო. მია ცდილობს ტონი შეინარჩუნოს,თუმცა ეღიმება. _ და ეს საერთოდ არ შედიოდა ჩემს გეგმებში. გაბრიელი იღიმის. _ ანუ ოფიციალურად გადამიბარე? _ ჰო,ეგრე გამოდის._ იღიმის მიაც. _ ოჰ,მშვენიერია. _ ნუ ამჩატდები ახლა._ იცინის მია და გაბრიელი მხიარულ მზერას აბყრობს გოგოს. “ რა მხიარული და საყვარელია…რომ არა ეს პრობლემები…” გვიან ღამემდე საუბრობენ.ინტერესით უსმენენ ერთმანეთს,ორივეს აინტერესებს ერთმანეთის ხედვა,აზრი ამა თუ იმ საკითხზე. გაბრიელი ხვდება რომ მია ნაზი,კეთილი,მხიარული,მგრძნობიარე გოგოა,მაგრამ საკმაოდ ჯიუტი,სამართლიანი და როგორც ჩანს მებრძოლი. იმ ტრაგედიის ფონზე,რომ არ შეშინდა და არ დანებდა,რომ გაუჩნდა ეჭვი და მიყვა კვალს…ეს მის გონიერებაზეც მიუთითებს. მია კი ხვდება, რომ გაბრიელი არც ისეთი ზედაპირული და უბრალოდ ქარიზმატულია, როგორიც თავიდან მოეჩვენა. სინამდვილეში ის დაფიქრებული, საიმედო და ჭკვიანია, თან იუმორიც არ აკლია. თუმცა გაბრიელიც ჯიუტია. და რაც მთავარია სანდოა. მია თავს აბრუნებს და შემოსასვლელში თავის ჩანთას მოკრა თვალი. “ღმერთო,ამედი ხანი,არც კი გამხსენებია კონვერტი…” უცებ დგება. _ გაბრიელ,კონვერტი… _ სად არის?_ ხმაში დაბნეულობა უჩნდება გაბრიელს. მია პასუხს არ უბრუნებს. გადის ოთახიდან და ჩანთით ხელში ბრუნდება.ჩანთას ფრთხილად ხსნის და კონვერტს იღებს. მაგიდასთან ახლოს ჯდება. ფრთხილად ხსნის.შიგნით დოკუმენტებია…მაგიდაზე შლის და თვალს ავლებს. _ ეს… სამშენებლო დოკუმენტებია… _ გაბრიელი ახლოს იხრება. _ თანხები… არ ემთხვევა,ძალიან დიდი სხვაობაა. მია სწრაფად ათვალიერებს დანარჩენ ფურცლებს. ხელები ოდნავ უკანკალებს. _ ეს ბიუჯეტის გადანაწილებაა…_ ჩუმად ამბობს._ აქ ყველაფერი გაბერილია… ნახევარი თანხა საერთოდ სხვაგან მიდის. გაბრიელი ერთ-ერთ ამონაწერს იღებს. _ აქ ნახე გადარიცხვები…_ მია ახლოს იხრება და ერთ-ერთ გვარს კითხულობს მიმღების. _ მამუკა დანელია… ფურცელს ხელში იღებს,ამ დროს ფურცლებს შორის ფოტო ცურდება და მაგიდაზე ეცემა. ფოტოს ხელში იღებს და აკვირდება. _ ის არის… ვინც მუდმივად დაგვდევს… _ ჰო,ეგ არის გია ლობჯანიძე და ის ორი? ერთი მამაკაცი ზურგით დგას მაღალი,თმა გადაპარსული. მეორე თავად გია ლობჯანიძეა. მესამე კი ამ ორს უყურებს.სიგარეტით ხელში.ოდნავ კეხიანი ცხვირი, ორმოცდაათ წელს გადაცილებული. _ ალბათ რომელიმე დანელიაა აქედან,ან შეიძლება არც არის და კიდე სხვაა. _ ჰო._ თავს უქნევს მია. მია პატარა ბარათს ხედავს,მაშინვე სცობს მამას ხელწერას. “თუ ამას კითხულობ… ე.ი. მე ვეღარ მოვასწარი… პირველ რიგში ფრთხილად იყავი,არ ენდო არავის… მია წამიერად წყვეტს კითხვას. “ არავის… ანუ არც გაბრიელს? ახლა რა გავაკეთო?..” მზერა გაბრიელზე გადააქვს,რომელიც მიას უყურებს და ხვდება რაღაც ისე არ არის… რაღაცამ ააფორიაქა გოგო. _ რა ხდება მია? მია ძალას იკრებს და სახეზე სიმშვიდეს ინარჩუნებს,კითხვას აგრძელებს. “ დ.ქ. მიაკითხე,თუ რამე დაგაეჭვებს ჩემი გარდაცვალების შემდგომ… მასთან პასუხებს იპოვი,ოღონდ ფრთხილად. თუ მიხვდი რომ კუდი გყავს,თავი დაანებე ყველაფერს. ეს ჩემი გზა იყო და არ მინდა შენც შეეწირო. მიყვარხარ მა და მაპატიე,რომ ვერ გავუფრთხილდი ჩვენს ურთიერთობას.” მიას თვალები ენისლება.ცრემლები ნაკადულად მოედინება. _ მია… მია დანისლულ თვალებს აბყრობს გაბრიელს.ცრემლებს იმშრალებს. _ მამას წერილია. _ ხელში ფურცელს ატრიალებს. _ მივხვდი… რამე მნიშვნელოვანს იწერება? მიას მამას სიტყვები ახსენდება “არ ენდო არავის” _ არა,უბრალოდ…ხვდებოდა,რომ საფრთხე ემუქრებოდა და გამოსამშვიდობებელი წერილია. _ გასაგებია. მიამ ფურცლები ერთად მოაგროვა,ისევ კონვერტში ჩაალაგა.გაბრიელს შეხედა. _ დავწვები მე.რამეში ხომ არ გჭირდება ჩემი დახმარება? _ არაა… კარგად ხარ?_ თანაგრძნობით ჰკითხა გაბრიელმა. _ ჰო… უბრალოდ,ცოტა იმოქმედა წერილმა…მარტო მირჩევნია ყოფნა… _ კარგი,მშვიდი ღამე. _ შენც. მიამ დროებით საკუთარ ოთახს მიაშურა. საწოლზე დაჯდა და გული აუჩუყდა.უხმოდ ატირდა.რამდენჯერ უნატრია დედ-მამიშვილი და ახლა ამ წამსაც ფიქრები ისევ იქეთ გაექცა. “ნეტა მყოლოდა ვინმე,მარტო ხომ არ დავრჩებოდი…ახლა რა ვქნა მამა? არავის ვენდო?! რა რთულია იცი? რომ ვერ ვხვდები საით წავიდე,ვის მივენდო?! არც მასეთი ძლიერი არ ვარ… გაბრიელსაც ეჭვის თვალით ვუყურებ უკვე,შენი სიტყვების მერე…ძლივს მივენდე და ისევ ავირიე…ეს გაურკვევლობა მტანჯავს… დ.ქ… ვინ არის? სად ვეძებო? მაგრამ რადგან დატოვე ე.ი. ვიცნობ მე… დ.ქ.” … გონებაში ატრიალებს მია ამ ინიციალს. “დათო…დათო ქავთარაძე…ეგ არის…როგორ ვერ მივხვდი თავიდანვე?! სად ვნახო?..” ამ ფიქრებში ჩაეძინა გვიან ღამით მიას.დილით როგორც კი მზის სხივები შეიჭრა ოთახში და ოდნავ ირიჟრაჟა,მია გამოფხიზლდა და ძილის შებრუნება აღარ უცდია,მაშინვე ადგა,მოწესრიგა,ჩაიცვა და გაემზადა.გადაწყვიტა რომ დღეს ენახა დათო ქავთარაძე,მამამისის კოლეგა და მეგობარი. “ან აქამდე როგორ არ გამახსენდა რომ დათო მენახა?!” უკვირდა მიას.წლებია არ უნახია,მაგრამ ეს არაფერი…მოძებნის და გაესაუბრება… ”რადგან მამამ თქვა რომ დათოს შეუძლია მიაკითხო,ე.ი დათოს ნდობა შეიძლება.” სამზარეულოში შევიდა,ჩაიდანში წყალი ჩაასხა და ჩართო. ოთახიდან გაბრიელი გამოდის, თვალებს იფშვნეტს. _ დილა მშვიდობის… მია თავს სწევს. _ დილა მშვიდობის. გაბრიელი ამჩნევს, რომ რაღაც შეცვლილია. მია უკვე ჩაცმულია, თმა მოწესრიგებული აქვს, თითქოს წასასვლელად ემზადება. _ სადმე მიდიხარ? _ ჰო… _ მოკლედ პასუხობს მია._ ერთი საქმე მაქვს. გაბრიელი ჩერდება. რამდენიმე წამი აკვირდება. _ რა საქმე? _ რაღაც უნდა დავაზუსტო. _ გამოგყვები… მია აწყვეტინებს. _ არ მინდა. გაბრიელი ჩერდება,თითქოს არ ელოდა მიასგან ასეთ უეცარ უარს. _ კარგი…მაგრამ რამე მოხდა? _ არაფერი. ყავას დალევ? თემას ცვლის მია.გაბრიელი უხმოდ უქნევს თავს და მაგიდასთან ჯდება. _ მია,არ მეტყვი სად მიდიხარ? რამე რომ მოხდეს,ვიცოდე მაინც სად გეძებო… მია ხვდება რომ ორ ზღვა შუა არის გაჭედილი,მაგრამ მაინც ჯიუტად ფიქრობს რომ მარტო უნდა წავიდეს. _ მინდა,რომ მარტო წავიდე და მივხედო საქმის ამ ნაწილს მე. _ მია,მეგონა გუშინ გავარკვიეთ ეგ საკითხი. _ არაფერი,განსაკუთრებული.მივხედავ მე თვითონ. გაბრიელი გრძნობს რომ არ უნდა თქმა მიას. _ კარგი. მია ყავას სვამს.ფინჯანს ნიჟარაში დებს და კარისკენ მიდის. _ მია… მია ჩერდება, მაგრამ უკან არ ტრიალდება. _ ფრთხილად იყავი. მია ოდნავ თავს აქნევს. _ შენც…მხარი როგორ გაქვს? _ უკეთ. თუმცა ეს ბოლო ტყუილია,რადგან მთელი ღამე უხურდა ნაჭრილობევი,უფეთქავდა.დილითაც ტკივილმა გააღვიძა. მია თავს უქნევს და გადის. _ რაღაცას მალავ…_ ხმამაღლა ფიქრობს გაბრიელი. მია სოციალურ ქსელებში ეძებს დათო ქავთარაძეს და აი ისიც… სუფთად გაპარსული წვერით,მამაკაცის ფოტო,თეთრ პერანგში გამოწყობილი. ცოტა შეცვლილა,რაც ბოლოს ნახა მიამ. “ვსო ვიცნობ,რომ შემხვდეს სადმე…მთავარია ვიპოვო… მაგრამ მისამართი სად ვნახო?!.” მამის სამსახურში დარეკა,პირდაპირ დათო იკითხა,ტყუილი თქვა,ვითომ რაიმე ინტერვიუსთან დაკავშირებით სჭირდებოდა და მისამართი უკარნახეს,ასევე ტელეფონოს ნომერიც.” _ მშვენიერი… ზარი გავიდა,თუმცა პასუხი ვერ მიიღო… _ იქნებ გადმომირეკოს…მისამართზე წავალ. მია მითითებულ მისამართზე მიდის.აკაკუნებს კარზე რამდენჯერმე,მაგრამ რეაგირება არ არის.შემდეგ ზარს რეკავს. ის არის უნდა გამობრუნდეს,რომ გვერდით კარი იღება ასაკიანი ქალი ნახევრად ღია კარიდან იყურება. _ ვინ გნებავთ? _ მეე… დათო ქავთარაძეს ვეძებ… _ დათო,რამდენიმე კვირაა არ ჩანს… _ მაინც რამდენი? _ ალბათ 2 კვირა იქნება… _ ხომ არ… _ არ ვიცი შვილო…ხან ვინ ეძებს ხან ვინ.. დღეში რამდენჯერ აკაკუნებენ ამ კარზე უკვე სათვალავი ამერია… _ აა… კარგი,გმადლობ. მია სადარბაზოდან გამოდის. “ჯანდაბა,ეს სადღა გაქრა?! იმედია ცოცხალია”... ქუჩას თვალი მოავლო…უნებლიედ მოშორებით მუქი ფერის სედანის ტიპის ავტომობილს ხედავს,ჩაბურული მინებით. მია მაშინვე გარშემო თავს ატრიალებს და ხალხს ამოწმებს თუ მოძრაობს.რამდენიმე გამვლელი არის. ეს თითქოს ამშვიდებს,თუმცა ავტომობილი მაინც ძაბავს.ბოლო დროს მასთან გამოჩენილი ავტომობილები,დაბურული მინებით უკვე ეჭვს უჩენს. მშვიდად გაუყვა გზას ცენტრალურ ქუჩისკენ. ავტომობილი ნელა დაიძრა და იმავე მიმართულებით გაუყვა გზას. ნიავი არ იძროდა თბილისში,ისეთი სიცხე იყო.გაბრიელს ოფლი ასხამდა.დივანზე იჯდა და მიაზე ფიქრობდა,ვერ გაეგო რა მოხდა,რატომ შეიცვალა,თითქოს ღამით ისაუბრეს,მიაც გაიხსნა,უფრო გათამამდა საუბარში… დილით კი… დილით არა,წერილის შემდგომ გაბრიელ…ეს როგორ ვერ მიხვდი?! და რა ეწერა ნეტა იმ წერილში? ღმერთო,რა ვქნა?! მომწონს ერთია,მაგრამ ამ მდგომარეობაში როგორ მივატოვო?!. ამ ფიქრებში ჩაეძინა გაბრიელს.ძილმა უმალ წაართვა თავი,ღამით ტკივილმა არ დააძინა. საღამო იწყებოდა,თუმცა მზე მაინც აცხუნებდა და ჰაერი ისევ არ იძვროდა.კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა გაბრიელი.სიცხისგან ძნელად გამოერკვა,მერე გაახსენდა მია… წამოდგისას თავბრუ დაეხვა.მაგიდას დაეყრდნო,ცოტა გადაუარა,ზარის ხმა განმეორდა… ნელა გაუყვა დერეფანს.კარი გააღო. გოგლიკო იდგა კარში პარკებით ხელში. _ რა გჭირს ტო? _ მოდი… _ გაბო,სულ წითელი ხარ…სიცხე გაქვს? გოგლიკო პირდაპირ სამზარეულოში შევიდა და პარკები მაგიდაზე დააწყო.გაბრიელს მოუტრიალდა,რომელიც კარის ჩარჩოს ეყრდნობოდა. _ წყალი გამომიყოლე რაა._ გაბრიელი ისევ დივანზე დაჯდა და თავი საზურგეს მიაყრდნო. გოგლიკომ ჭიქით წყალი მაგიდაზე დაუდო გაბრიელს და იქვე სავარძელში ჩაეშვა. _ რა გჭირს ბიჭო შენ? _ მეძინა… _ რა იყო მორიგე იყავი ღამე? _ დავაი რა… _ აბა რა გჭირს,შუადღის ძილი როდიდან შეგიყვარდა? _ აუუ,რა შემჭამე,დამეძინა ვაა… _ ხო რა იყო,ნუ წიკვინებ.მია სადაა? _ საქმეზე. _ მარტო? _ როგორც ხედავ… _ რა პონტში გაუშვი მარტო და შენ აქ გძინავს? _ აუ,გოგლაა…_ შეუბღვირა გაბრიელმა_ ტვინს მიმასაჟორებ ახლა… _ ბიჭო,აბა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შარი აქვს და რა პონტში გაუშვი? _ შევთავაზე და არ უნდოდა… _ რატომ? არ გენდობა? _ ეჭვი მაქვს კი. _ გუშინდელის მერე ეჭვი რა პონტში ეპარება? _ აუ,არ ვიცი…რაღაც საბუთები წამოიღო გუშინ,მამამისის წერილიც იყო…არ ვიცი იმ წერილის მერე თითქოს აირია…შეიძლება მეჩვენება… გოგლიკო ცოტა ხნით ჩუმდება. გაბრიელს აკვირდება. _ არ გეჩვენება._ ბოლოს ამბობს მშვიდად._ რაღაცას გიმალავს. გაბრიელი თვალებს ხუჭავს, თავი უკან გადააქვს. _ ხო…მეც ეგ მგონია. _ და შენ რა ქენი? _ რა უნდა მექნა? ძალით ხომ ვერ გავაჩერებდი… _ ძალით არა,მაგრამ მარტო მაინც არ უნდა გაგეშვა._ ხმა ეძაბება გოგლიკოს._ ესენი ვისთან გვაქვს საქმე,დაგავიწყდა? გაბრიელი პასუხის გაცემას აპირებს, მაგრამ ტკივილი უვლის და სახეს ჭმუხნის. _ აუუ,შენც არ ხარ აქ კარგ დღეში…მანახე მკლავი… _ მომეშვი,თუ ძმა ხარ. _ მორჩი რა ამ გმირობანას.სიცხე გაქვს უეჭველი და ეგ სიცხე არ მომწონს…ვაფშე როგორ გაქვს ჭრილობა მაჩვენე. _ შენ როდიდან გახდი ექიმი? _ როცა მჭირდება,ყველაფერჩიკი ვარ. გაბრიელი ღრმად სუნთქავს.მერე ტელეფონზე საათს ამოწმებს,წარბებს ზევით ზიდავს. _ იჯექი ახლა და ელოდე… _ აუ,რა გამიტრაკე საქმე,არ გამიყოლა და რა მექნა? _ დაურეკე მაინც მშვიდობა აქვს?ვახ,ჩემი…მაგრად ვერ ხართ თქვენ ორივე…გამომივიდნენ მისტერ და მისის სმიტები. გაბრიელს ნერვიულად ეცინება. _ ჰო,იცინე იცინე და ბოლოს კი მოგიწევთ მაგათსავით დასრულება ეჭვი მაქვს.ის ხალხი,რომ არ ხუმრობს ფაქტია და თქვენ ჯერ … _ აუ,გოგლაა… _ კაი ჰო,მოდი სიცხე გაიზომე ჯერ და დამწევს ამოგიტან,თუ გაქვს? _ მაქვს ხო… ტელევიზორის დაბლა უჯრა გააღე მანდ იქნება… მია ფეხით მიუყვება ქუჩას,თუმცა მანქანა მაინც გულზე მძიმედ აწევს.რამდენჯერმე უკან მიიხედა თითქოს დგას,მაგრამ აშკარად მათშორის მანძილი არ იზრდება. “ მეჩვენება,თუ მომყვება”... ფეხს უჩქარებს,რამდენიმე მეტრს გადის და უკან იყურება ისევ,მანქანა მოძრაობს. სწრაფი ნაბიჯით მიდის მია,ცდილობს ხალხში გაერიოს,თუმცა თითქოს ჯიბრზე ხალხიც არ მოძრაობს. გზას კვეთს მია,კუთხის მაღაზიაში შედის და ვიტრინებიდან აკვირდება მანქანას.მანქანა ჩერდება გზის მეორე მხარეს და ვიღაც გადმოდის მანქანიდან. მიას გული უჩქარდება. მაღაზიას მეორე კარიც აქვს,ქუჩის მეორე მხრიდან,სწრაფად გადის მეორე კარიდან ქუჩას დაუყვა სწრაფი ნაბიჯით,თან უკან იყურება თუ ხედავს მდევარი…ჯერ არ ჩანს.ის არის ამოისუნთქა,რომ ვიღაც მკლავში ძლიერად ჭიდებს ხელს და ქუჩიდან შემავალ ჩიხში მიათრევს. _ გამიშვი. _ მია,ჩუმად.არ იყვირო… მიას შიშისგან თვალები უფართოვდება,მზერა მამაკაცზე გადააქვს. _ დათო…_ ჩურჩულით ამბობს. _ ჰო,აქეთ მოდი მალე…მოგყვებიან. დათოს ეზოსკენ მიყავს მია.სადარბაზოში შედიან. _ მოდი,ახლა აქ ვარ… მია მიყვება,თუმცა ჯერ ისევ უკანკალებს სხეული. დათო კარს აღებს და შიგნით შედიან.პატარა ბინაა,ფარდები ჩამოფარებული.მაგიდაზე ქაღალდებია გაშლილი.კომპიუტერი ჩართული. დათო ფანჯარასთან მიდის,ფარდას ოდნავ წევს და იყურება. _ არავინ ჩანს.დამშვიდდი. წყალს დალევ? მია თავს უქნევს.დათოს წყალი მოაქვს. აწვდის მიას. _ დაჯექი.როგორ ხარ? _ ნორმალურად… თქვენ? დათო მხრებს იჩეჩავს,სიმწრით ეცინება. _ ვარ,თუ ამას ყოფნა ჰქვია. ერთი ნაბიჯით გამოვასწარი სიკვდილს,თორემ მეც რეზოს გზას გამიყენებდნენ. მიას ტანში ცრის. _ მამაშენის გარდაცვალების შემდგომ ველი რომ მეც დამადგებოდნენ.დაახლოებით ორი კვირის უკან იყვნენ ჩემთანაც,მაგრამ რადგან ეჭვი მქონდა გავასწარი სახლიდან.მის მერე აქ ვარ,თუმცა გელოდებოდი…სულ მქონდა ეჭვი რომ მოხვიდოდი…გამოვდიოდი სახლიდან ჩუმად და მოვდიოდი ჩემს სახლთან,შორიდან ვუთვალთვალებდი…დღესაც დაგინახე,რომ შეხვედი,მაგრამ ისინი უკვე ადგილზე იყვნენ და ვერ დაგიძახე,ვერ განიშნე… მია გაოცებული უსმენს. _ რა მოხდა? რატომ დაგდევენ? _ არ იცი? _ მხოლოდ ის ვიცი,რომ მამა მოკლეს დათო რამდენიმე წამი დუმს. _ დიდ საქმეზე გავედით მე და რეზო… ძალიან დიდზე. _ რა საქმეა ასეთი? _ მია… იქნებ სჯობს არც იცოდე. პაუზა. _ წადი ქვეყნიდან. მია გაშეშდება. _ რაა?.. _ აქ თუ დარჩები, დაგიჭერენ, ან უარესს გაგიკეთებენ. მია თავს აქნევს. _ არა. არ წავალ. დათო ღრმად სუნთქავს. _ ვიცოდი, რომ ამას იტყოდი. ახლოს იხრება. _ ამიტომ გეტყვი მთავარს… _ მე და რეზომ მასალა გავყავით. თუ ერთს დაგვიჭერდნენ ყველაფერი არ წაეღოთ. პაუზა. _ ნახევარი ჩემთანაა. _ მეორე ნახევარი? _ თქვენთან სახლში. მიას სუნთქვა ეჭრება. _ უნდა მომაწოდო. როგორმე. დათო ხმას უწევს. _ და მერე გაქრი, მია… გთხოვ.რეზოს დავპირდი,რომ თუ რამე მოხდებოდა დაგიცავდი,ანალოგიურად იყო რეზო,ჩემს ოჯახზე… მია დაბნეული უყურებს დათოს და მამის სიტყვები ახსენდება “ არავის ენდო” მაგრამ მამა დათოს ენდობოდა… _ გთხოვ მე სიტყვა მივეცი… _ კარგი._ ძლივს ამბობს მია და საკუთარი ხმა ეუცხოება. დათო ყურადღებით უყურებს, თითქოს ხვდება, რა მდგომარეობაშია. _ ახლა,ცოტახანს დავიცადოთ მია და გთხოვ ნუ იმოძრავებ ქუჩაში თამამად. მია ინსტიქტურად თავს უქნევს.ხვდება მართალია დათო. დუმილი ჩამოწვება ოთახში. საათის წიკწიკიც კი ისმის. მია ფანჯარას გახედავს, მერე ისევ იატაკს. ხელები ერთმანეთში აქვს გადახლართული. “არ ენდო არავის…” მამას ხმა მუდმივად გონებაში ტრიალებს. მაგრამ დათო… მამას მეგობარი ადამიანი, ვისაც მამა ენდობოდა. გაბრიელიც ახსენდება. მისი ხმა. მისი დაჭრილი მხარი. როგორ არ დატოვა მარტო. ისიც ნდობას რომ იწვევს მასში?!. “ნუთუ ვცდები?” უფრო იძაბება,რომ ხვდება პასუხი არ აქვს. ცოტახანს ჩერდება მია,მერე ემშვიდობება დათოს.სადარბაზოდან გამოდის თუ არა ჰაერი ეხება სახეზე,მაგრამ მაინც მძიმეა ეს ჰაერი.მალევე გადის გზაზე,ტაქსს აჩერებს და მიდის,თუმცა დარწმუნებული არაა… კარზე აკაკუნებს.არავინ აღებს კარს. კიდევ…სიჩუმეა. სახელურს წევს და კარი იღება. გული უცნაურად უჩქარდება. _ გაბრიელ… სახლში სიჩუმეა. _ გაბრიელ… სასტუმრო ოთახში შედის.გაბრიელი დივანზე წევს,თვალები დახუჭული აქვს,სახეზე აწითლებულია და მძიმედ სუნთქავს. _ ღმერთო,გაბრიელ…ცუდად ხარ?! _ მოხვედი…_ სუსტად იღიმის. მია შუბლზე ხელს ადებს,ძალიან ცხელია და სულ დანამული აქვს შუბლი. ყველა ეჭვი წამში უკან იხევს. _ რატო არ დამირეკე? _ შეწუხებული ამბობს მია. ამ დროს კარის ხმა ისმის. მია ინსტიქტურად ტრიალდება. კარი იღება და გოგლიკო შემოდის, ხელში პარკით. _ მოხვედი?_ უღიმის გოგლიკო. _ რატომ არ დამირეკეთ?!_ საყვედურობს მია. _ რავიცი,ვართმევ ჯერ თავს… _ წამლების პარკს ხელში ათამაშებს გოგლიკო. _ რას ართმევ თავს…გადაიწვება სადაც არის… _ რა ვქნა,წამალი არ ჰქონდა და სიცხე 39.8 აქვს,ამიტომ ჩავედი,ცოტახნით დავტოვე… _ კაი,ჰოო.დროზე გოგლიკო,გახსენი მიეცი,რა მოიტანე… მია სამზარეულოში გარბის. _ უყურე შენ,როგორ დარბის._ იცინოს გოგლიკო._ ერთი-ორი დღეც ძმაო და ჩიტი გალიაშია. _ მოკეტე გოგლა…_ ბუტბუტებს გაბრიელი. გოგლიკო იცინის.მია წყლის ჭიქით ბრუნდება. წამალს აძლევს გაბრიელს,თავს ოდნავ აწევინებს და ჭიქა მის ტუჩებთან მიაქვს. _ დალიე… გაბრიელი სუსტად ახელს თვალებს. ხელს წევს ჭიქის გამოსართმევად. _ მიდი დროულად,ნუ იფასებ თავს._ უტევს მია. გოგლიკო მხიარული სახით დაჰყურებს და ეღიმება. ნახევარ საათში ისევ უზომას სიცხეს 40.2 ხაზს აჩვენებს. _ გოგლიკო,გადავიყვანოთ რაა…მეშინია… გოგლას სახე ეცვლება. _ რამდენი ხანი სჭირდება წამალს მოქმედებისთვის?იქნებ ჯერ ადრეა… მია აღარ უსმენს,აბაზანაში გარბის,პირსახოცს ასველებს,ფრთხილად შუბლზე ადებს,საფეთქლებზე. _ გოგლი,დამეხმარე,მაისური გახადე. მოგლიკო უჩუმრად ასრულებს მიას ნათქვამს. _ აჰ…_ სახე ეცვლება გაბრიელს,როცა მკლავს ეხება გოგლა. _ მაპატიე ძმაო… მია მკერდზე ადებს ნელა სველ პირსახოცს და ნელ- ნელა უფრო აქტიურად აგრილებს პირსახოცის დახმარებით. ცოტახანში გაბრიელი სუსტად მაგრამ თვალებს ახლეს და იღიმის. _ თქვენში რომელია ექიმი? _ ოჰ,გამოცოცხლდა._ იცინის გოგლა._ მე ვარ ექიმი და ეს მთავარი ექთანია. მიას ეღიმება მის ხუმრობაზე. _ მიდი თერმომეტრი დაფერთხე და მომაწოდე,ნუ ცანცარებ. ტემპერატურამ კლება დაიწყო. _ გოგ,მიდი მაკრატელი გეცოდინება სად აქვს,ეს ჭრილობაც დავამუშაო,სავარაუდოდ აქედან აქვს… _ მე მგონი ექთანი მე აღმოვჩნდები ბოლო სერიაში._ იცინის გოგლიკო და მაკრატელი მოაქვს. ჭრილობა სულ წითელია,გარშემო კანი. მია,მამიდასთან რეკავს და უხსნის სიტუაციას.გოგლიკოს ისევ აფთიაქში ჩადის.მია ხელახლა ამუშავებს ჭრილობას და გოგლიკოს ელოდება ახალი მალამოს მოსატანად რომ გაგზავნა… გაბრიელი თვალებს ახელს.მია უღიმის. _ რატომ არ დამირეკე?! _ მეგონა აღარ გინდოდა ჩემთან დაბრუნება…_ გაბრიელი ჯანმრთელ ხელს წევს და შუბლზე ჩამოშლილ კულულს უწევს ყურს უკან. _ იცი,რომ არ მინდა ჩაგითრიო კიდე მეტად,მაგრამ… გინდა რაღაც გითხრა? გაბრიელი სუსტად იღიმის და თავს უქნევს. _ მხოლოდ შენს გვერდით ვარ მშვიდად ეს დღეები…ვერ მივდივარ…_ მია თავს ხრის._ ძალიან ეგოისტურად ჟღერს ხომ?! _ არა,პირიქით…მომწონს… მიას თვალები უნათდება და უღიმის.გაბრიელი მის ხელს თავის ხელში იქცევს. კარი იღება,გოგლიკო ბრუნდება.მია ხელს იძვრენს გაბრიელის ხელიდან. გოგლიკოს არ ეპარება ეს მოქმედება. _ მგონი პაციენტი უკეთ არის ხომ? მია იღიმის. _ ვფიქრობ კი. _ მთლად წამლის დამაახურებაც რომ არ არის ესეც იცი ხომ? _ გოგლაა,ნუ ცანცარებთქო._ უმეორებს მია ღიმილით. _ საჭმელი ჭამა ავადმყოფმა დღეს? _ ორივეს გასაგონად კითხულობს მია. _ რაც მე აქ ვარ არა._ პასუხობს გოგლიკო. _ ოო,ეგ ცუდია.კარგი შენ გაართე,მე რამეს მოვამზადებ. სამზარეულოდან პერიოდულად ხმები ისმის.გაბრიელი მშვიდად წევს,ტელევიზორს უყურებს.გოგლას ეღიმება. _ მოუხდა შენს სახლს…ნუ პრინციპში შენც ქალის ხელი. გაბრიელს ტუჩის კუთხეში ეღიმება. _ მოკეტე,თორემ გაგაგდებს თუ გაგიგო. _ ვაა,მაგდენი უფლებები აქვს კიდეც?_ იცინის გოგლა. _ ვახ,ჩემი…რა აუტანელი ხარ ხარ. გვიან საღამოს მიდის გოგლა.გაბრიელს სიცხე უწევს,თუმცა დაბალი ტემპერატურა რჩება.აბაზანაში შედის.მია ოთახს აწესრიგებს.შემდეგ ფიქრები იტაცებს შორს… “ რა გავაკეთო? გადავცე ყველა საბუთი დათოს? სანდოა?.. მაგრამ მამა თუ ენდობოდა,ესეიგი სანდოა… რატომ მაქვს შიში?! ალბათ რომ არ ვიცნობ… გაბრიელს ვუთხრა მომხდარი? თითქოს ვენდობი…” ეს “თითქოს” თავადაც არ მოეწონა… ღრმად ამოისუნთქა. “მამამ თქვა არავის ენდო…” წამით თვალები დახუჭა. “მაგრამ… მარტო როგორ გავუმკლავდე?.. დავიღალე…შიში,დაძაბულობა,უნდობლობა… მგონია მეტი აღარ შემიძლია” თავი ხელებში ჩარგო. “ ვიღაც მჭირდება,ვისაც ვენდობი,დავეყრდნობი… და ეს ვიღაც გაბრიელია?” კითხულობს მისი შინაგანი ხმა. ოთახში გაბრიელი შემოდის. მია ფეხის ხმაზე თავს წევს.გაბრიელს ნაცრისფერი სპორტული შარვალი აცვია და ტანს ზემოთ შიშველია,ნამიანი აქვს კანი ჯერ ისევ. მიას წამიერად თვალი მის ტორსზე გაურბის,თუმცა მალევე აკონტროლებს თავს და თვალს არიდებს.გაბრიელი არ იმჩნევს. _ რამე მოხდა მია? _ … სიჩუმე ისადგურებს.მხოლოდ აივნის ღია კარიდან შემოდის ხმა მანქანების და ეზოში მოთამაშე ბავშვების,რომლებიც ღამით გვიან მოედანზე თამაშობენ. _ კარგი,თუ არ გინდა ნუ მეტყვი._ მშვიდად ეუბნება გაბრიელი._ მთავარია კარგად ხარ. _ გაბრიელ… _ იწყებს მია._ საბუთების მეორე ნახევრს მივაგენი… გაბრიელი წარბებს ზიდავს გაკვირვების ნიშნად. _ მამასთან ერთად ვინც ამ საქმეს იძიებდა მას აქვს…შევხვდი…მასაც უთვალთვალებენ.იმალება…მთხოვა,რომ საბუთები მას გადავცე… მია ჩუმდება,თუთქოს ახლა მზა პასუხს გაბრიელისგან ელოდება. _ და შენ აპირებ ამას? _ არ ვიცი…თითქოს მეშინია… რომ არაფერი მოყვეს ამ ამბავს… _ ანუ ვერ ენდობი? _ მაგრამ მამამ მომწერა რომ მხოლოდ მას ვენდო… მია ჩუმდება და თვალებში უყურებს გაბრიელს. გაბრიელი ხვდება წერილში ეს ეწერა. ცოტახანს ორივე ჩუმდება.თითქოს სიტუაციას წონიან. _ მესმის…_ ამბობს გაბრიელი._ შენ უნდა გადაწყვიტო მია. მია ხმაურით უშვებს ჰაერს. _ ვერ ვწყვეტ გაბრიელ,შეცდომის დაშვების მეშინია...არ მინდა ისე გამოვიდეს თითქოს მე მოვიშორე და სხვას გადავაბარე პასუხისმგებლობა… სინდისი შემაწუხებს გესმის?!. გაბრიელი თავს უქნევს. _ და თუ გადასცემ საბუთებს? _ გამოაქვეყნებს,თუმცა მანამდე უსაფრთხო ადგილზე მირჩევს გამგზავრებას მე… _ მართალია. მია გაბრიელს უყურებს. _ ანუ ფიქრობ რომ უნდა გადავცე ეს მასალა? _ კი… თუ მას ენდობი და მამაც ენდობოდა მაშინ, ალბათ, მან უკეთ იცის როგორ იმოქმედოს. _ მასთან მისულს მანქანა ამედევნა… გაბრიელს სახე ეცვლება. _ მიაა… _ არაფერი საშიში არ ყოფილა…გამოვასწარი… _ ეს „არაფერი“ არ არის,_ უმკაცრდება ტონი._ მია, გთხოვ… ეს დღეები გარეთ ნუ გახვალ. მია რამდენიმე წამს უყურებს გაბრიელს და უხმოდ უქნევს თავს. მიას ფიქრები გამალებით თავს ესხმიან.ძილის და მოდუნების საშუალებას არ აძლევენ. “ ღმერთო,როგორ დავიღალე…ამდენი სტრესი…არ შემიძლია მეტი…” თითქოს პიკია,სხეული მუდმივად დაჭიმული აქვს ნერვებისგან,გონება მუდმივად დაძაბულია იმაზე ფიქრით ვინმე ხომ არ უთვალთვალებს,ვის ენდოს… ამ ყველაფერმა მია გადაღალა,ცალკე სინდისი არ აძლევს მოსვენებას… როგორც იქნა ჩაეძინა ღამით,თუმცა დილა ისევ ადრე იწყება,როგორც კი მზე იჭრება ოთახში,მია ფხიზლდება. ფრთხილად გადის აბაზანაში,ემზადება,შემდეგ გაბრიელს შეხედა.მისდა გასაკვირად გაბრიელსაც ეღვიძა. _ დილამშვიდობის გაბრიელ. _ დილამშვიდობის.რა ადრე გაიღვიძე? _ ბოლო დროს მე და ძილი…როგორც ყველა სხვა დანარჩენს,ამასაც ჩამოვშორდი…_ ირონიულად იღიმის მია. გაბრიელი თანაგრძნობით უღიმის. _ არაუშავს…მალე ყველაფერი კარგად იქნება. _ ჰო… მია ცოტა ხანს დუმს, მერე იწყებს. _ გაბრიელ… ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე… საბუთები უნდა გადავცე… და წავიდე, სანამ ეს ყველაფერი ჩაწყნარდება… გაბრიელი ჩუმად უსმენს, თვალს არ აცილებს. _ სინდისი სხვას მკარნახობს… მაგრამ თუ ახლა არ წავედი… მალე შენზეც გამოვლენ,_ აგრძელებს მია._ არ მინდა ვიფიქრო რა მოხდება… _ კარგი…_ ნელა ამბობს გაბრიელი._ თუ ასე გადაწყვიტე. _ კი,რაც შეიძლება მალე…უფრო სწორად დღეს და ახლა… წავალ და დათოს მივაწვდი საბუთებს… _ მია,გუშინ რაზე შევთანხმდით? _ გაბრიელს ხმა ეცვლება. _ დრო არ მაქვს… _ მია,გაჩერდი.ხომ შევთანხმდით რომ ეს დღეები არსად გახვიდოდი?! ორი დღე არაფერ წყვეტს,მოითმინე,უკეთ გავხდები და ერთად წავიდეთ. _ არა,შენ ამ საქმეში ვეღარ გაგრევ. გაბრიელს ირონიულად ეცინება. _ მე უკვე საქმეში ვარ,ასე რომ… _ არა,სანამ არ ჰყავხარ შემჩნეული,არ ხარ! _ ტონს ამკაცრებს მია. _ ვერ გაგიშვრბ მარტო მია,მაშინ მეც გამოგყვები,დამელოდე… _ მე ნებართვა კი არ მითხოვია გაბრიელ,ეს გადაწყვეტილებაა. _ ხვდები რამხელა რისკის ქვეშ აყენებ შენს თავს?! _ ცხარობს გაბრიელი,თუმცა მაინც ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს. _ ბოლოა. _ ვინ იცის?!. დამელოდე. _ არა,გაბრიელ,მარტო წავალ და დავასრულოთ. _ ვერ გაგიშვებ ასე მია… _ არ გამაჩერო. _ ხვდები მაინც რამე რომ მოხდეს,როგორ ვიგრძნობ თავს?! _ გაბრიელ,გაჩერდი… მია კარისკენ მიდის _ მია,არ წახვიდე…იცი რომ ძალით ვერ გაგაკავებ და ნუ იქცევი ასე… მია ჯიუტად არ ჩერდება. მიდის. _ ჯიუტი თხა… _ ბრაზობს გაბრიელი და თან ეცინება,თავის შედარებაზე. ტელეფონს იღებს. მია ქუჩაზე გადის ფრთხილად.გაჩერებისკენ მიუყვება გზას. საზოგადიებრივ ტრანსპორტში ადის. დათოს სახლთან,იქ სადაც გუშინ დათომ თავად აიყვანა ჩამოდის.ცოტახანს ქუჩაში დგას,გარემოს აკვირდება. არაფერი საეჭვო არ არის,ფრთხილად მიუყვება ქუჩას. ჩანთას ინსტიქტურად უჭერს ხელს. კიბეებზე ფრთხილად ადის,უხმაუროდ. დათოს კართან ჩერდება.კარი ოდნავ შეღებულია. მია ფრთხილად აღებს კარს. სიჩუმე. უცნაური, მძიმე სიჩუმე, რომელიც მაშინვე ეჭვს იწვევს. _ დათო?.._ ჩუმად ამბობს. პასუხი არ არის. ფრთხილად შედის. კარს ნახევრად ტოვებს. _ დათო… მისაღებში შედის და იქ ჩერდება. ბინა მოწესრიგებულია… ზედმეტადაც კი. დათო სავარძელში ზის. უძრავად. მიას სახე ეცვლება. _ დათო?.. ნელა უახლოვდება… უკვე ხვდება. გული უჩქარდება. მის წინ დგება. მამაკაცის თვალები ნახევრად დახუჭულია… სახე გაფერმკრთალებული. მია ნელა წევს ხელს… მაგრამ შეხებას ვერ ბედავს. _ ღმერთო… ხმას ვერ იღებს. ერთიანად სიცივე ისადგურებს მის სხეულში.კანკალი ეწყება. ამ დროს ფეხის ხმა ისმის. ჩუმი… მიას სხეული ერთიანად იჭიმება. სუნთქვა ეკვრება. კარის მხრიდან ისევ ისმის ხმა. კიდევ ერთი ნაბიჯი. მიას თვალები უფართოვდება. “მოვიდნენ… ღმერთო…” კარის სახელური ნელა იწევა. მიას გული ყელში ებჯინება. მია ოთახის შუაგულში გაშეშებული დგას და ვერ ინძრევა. კარი იღება. _ მია… გაბრიელი ჩნდება მისაღების ღია კარში. მიას შიში უმალ შვებაში გადადის. _ გაბრიელ?!_ მიას ხმა უკანკალებს. გოგლიკოც შემოდის. _ რა ხდება აქ?.. გაბრიელი ოთახს ავლებს თვალს… მერე დათოს ხედავს. მისი სახე მაშინვე სერიოზულდება. _ ჯანდაბა… მიას ისტერიული კანკალი ეწყება. _ გაბრიელ…გაბრიელ… ღმერთო… გაბრიელი მჭიდროდ იხუტებს გულზე. _ ჩუ…დამშვიდდი… აქ ვარ… გაბრიელი მზერას გოგლიკოს აბყრობს. გოგლიკო თავს აქნევს. _ მია,კარი ღია იყო… მია თავს აქნევს თანხმობის ნიშნად. _გაბრიელ,დავრეკოთ პოლიციაში… მია წამსვე გონს მოდის. _ არა…არ დარეკო… არა,გაბრიელ,არ დარეკო… წავიდეთ… თქვენც გაგრევენ ამ საქმეში… სად ჰყავთ მფარველები უკვე აღარ ვიცი…წავიდეთ აქედან,ან… ან მე დავრჩები და მე დავრეკავ…ჰო,მგონი ჯობს… _ არა,ან მე დავრჩები შენს გვერდით ან შენც წამოხვალ …მარტო ვერ დარჩები… _ მართალია გაბრიელი მია…გადაწყვიტე… _ არა,შენ არ უნდა გამოჩნდე…_ მია ცრემლებს იწმენდს… თვალებს აქეთ-იქით აცეცებს… _ ნეტა რამე არ დატოვა…საბუთები მას ჰქონდა…_ კიდევ უჩუყდება გული. _ გოგ,მოათვალიერე რამე,ისე რომ ზედმეტად არაფერს შეეხო… გოგლიკო გარემოს თვალებით ათვალიერებს,მაგიდასთან მიდის…ორიოდე ქაღალდი დევს ისეთი არაფერი…ლეპტოპი არ ჩანს… მია თვალს ადევნებს. _ გუშინ ლეპტოპი აქ…მაგიდაზე ჰქონდა და ქაღალდები…ბევრი იყო…ალბათ წაიღეს… გოგლიკო დათოს უახლოვდება.ფრთხილად ჯიბეში ხელს უყოფს,არაფერია,მერე მეორეს ამოწმებს. რაღაც ქაღალდი ხვდება ხელში,ფრთხილად იღებს. _ მია,შენ გეკუთვნის მგონი… _ გოგლიკო,ბარათს აწვდის.მია ართმევს და ხელის გულში იმწყვდევს ქაღალდს. _ წავედით დროულად._ ამბობს გოგლიკო. ისევე ჩუმად გადიან სახლიდან,როგორც შემოვიდნენ. მანქანასთან შემოვლითი გზით მიდიან,თავის დაზღვევის მიზნით.გოგლიკო მუდმივად უკანა ხედვის სარკეში იყურება,აკონტროლებს ვინმე ხომ არ აედევნათ. გაბრიელის ბინაში ადიან. გაბრიელი დივანზე ჯდება, მკლავს ოდნავ იჭერს ხელით. გოგლიკო სავარძელში ჯდება. _ კარგი… ახლა რა გვაქვს? მია დივანზე ჯდება, მაგიდაზე აწყობს ხელებს და ქაღალდს ნელა შლის. “კოდი 735689 ფაილებს ასე გახსნი. მამას საყვარელი ლოკაცია. იმედი მაქვს იპოვი. შენ უნდა მიიყვანო საქმე ბოლომდე…” გოგლიკო პირველია ვინც რეაგირებს: _ “მამაშენის საყვარელი ადგილი”… ეს რას ნიშნავს? გაბრიელი დაფიქრებით უყურებს მიას. _ შენ უნდა იცოდე. მია ჩუმადაა. თითები ისევ უკანკალებს. _ ვიცი…_ ბოლოს ამბობს ჩურჩულით._ მგონი ვიცი… მაგრამ მია უცებ სხვა მიმართულებით იწყებს ფიქრს და საუბარს. _ დათო?.. ასე ვერ დავტოვებთ… ვინმემ ხომ უნდა ნახოს? ამ სიცხეში…_ ბოლო ბგერები იკარგება,მია სახეზე ხელებს იფარებს. სიჩუმე წვება წამიერი. ორივე ხვდება მართალს ამბობს. _ მია,ჩვენ ვერ დავრეკავთ. _ ჰო,ვიცი… მაგრამ,რაღაც უნდა ვიღონო,ასე ვერ მივატოვებ._ ცრემლიან თვალებს აპყრობს გაბრიელს. _ კარი ღიაა,ვინმე ნახავს მეზობლები დაეჭვდებიან… _ რომ არ … _ ანონიმურად დარეკვა შეგვიძლია,თუმცა თუ დაინტერესდნენ,არც მაგ კვალის მიგნება გაუჭირდებათ… _ ჰოო…_ ბრაზი და უსუსურობა ერევა მიას ხმაში. გოგლიკო ტელევიზორს რთავს. _ მსგავსი ფაქტები უცებ ვრცელდება,დაველოდოთ ცოტახანს… დაახლოებით ერთ საათში საგანგებო გამოშვებით,კონკრეტულად ის ტელევიზია ავრცელებს კადრებს,სადაც დათო და რეზო მუშაობდნენ. მია თვალცრემლიანი უყურებს კადრებს,ჯერ ისევ ვერ გამოდის ემოციებიდან. რეპორტაჟში პირდაპირ საუბრობენ მკვლელობაზე.ასევე პარალელს ავლებენ რეზოს და დათოს მკვლელობასთან. ახალგაზრდა ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშია. “ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზებულ ჯგუფზე… კლანზე, რომლის სქემაც რეზომ და დათომ თითქმის გახსნეს… და სწორედ ამიტომ აღარ არიან ისინი დღეს ცოცხლები.” მია ხელებს ერთმანეთში ძლიერად ხლართავს. _ “ასევე, ჩვენი ინფორმაციით, დევნაშია რეზოს ქალიშვილი…”_ მიას თვალები ფართოვდება. გაბრიელი მაშინვე მისკენ იხედება. _ “რამდენიმე დღის წინ მის საცხოვრებელ ბინაში უცნობი პირები შევიდნენ… მეზობლები საუბრობენ გასროლებზეც… არსებული ინფორმაციით, მან დატოვა ბინა და ამ დროისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი…” ოთახში სიჩუმეა. ჟურნალისტი პირდაპირ კამერას უყურებს. _ “თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ჩაიფარცხება — ცდებით. ეს უკვე საჯაროა. და ჩვენ ამ თემას არ გავუშვებთ.” ეთერი წყდება. სტუდიაში გადადიან. მია ისევ ეკრანს უყურებს. თვალები ცრემლით აქვს სავსე, მაგრამ ამჯერად არა მხოლოდ ტკივილი. გაბრაზება ემატება. _ ახლა უკვე ყველამ იცის… _ ჰო და ეს ნიშნავს რომ ან გაჩერდებიან,ან უფრო აგრესიულები გახდებიან. _ რადგან ასე ღიად დაიწყო ბრძოლა,მაშინ მე უნდა გამოვჩნდე._ მტკიცედ ამბობს მია. გოგლიკო წარბს კრავს. გაბრიელი დაჟინებული მზერით უყურებს. _ ეს ყველაზე ცუდი იდეაა… _ რადგან ტელევიზიაში გაშუქდა,თან ასე რატომ არა? _ მია,სანამ არ იციან სად ხარ ჯერ კიდევ უნდა დაიმალო. _ როცა მომაგნებენ გვიანი იქნება… _ გამოჩნდები და ეგრევე დაგადგებიან მია._ ერთვება გოგლიკო _ ხალხო,დრო არ არის,ვერ ხვდებით? _ მია იმდენი დრო არის,რომ ეს წერილი გავშიფროთ_ დათოს დატოვებულ ბარათზე მიუთითებს გაბრიელი._ და მერე სრული საბუთებით შეგიძლია გამოჩნდე. _ წარმოდგენა ხომ უნდა გქონდეს რასთან გაქვს საქმე?!_ გაბრიელს მხარს უბამს გოგლიკო. მია დაფიქრებით უსმენს. _ ვიცი,სადაც არის… _ აი ასე ჯობია საუბარი._ იღიმის გოგლიკო. _ მგონი მისი მშობლების დატოვებულ პატარა აგარაკზეა საუბარი…ბოლო დროს ხშირად მიდიოდა. _ კარგი,წავიდეთ მაშინ,ნუღარ დავკარგავთ დროს…_ ამბობს გოგლიკო. ფრთხილად გადიან სახლიდან.გოგლიკოს მანქანაში ჯდებიან.მია უკან თავსდება. ქალაქს მალე უკან იტოვებენ. ქალაქისგან არც ისე შორს სოფელში შედიან,ქუჩებს მიუყვებიან,მია გზას კარნახობს. _ აი აქ მარჯვნივ გოგოლიკო და წინ რომ სახლია მანდ შეაჩერე. გოგლიკო ოდნავ ცდება სახლს და ისე აჩერებს. მანქანიდან გადმოდიან. თბილისთან შედარებით გრილა. მია სახლისკენ მიემართება. ჭიშკარს აღებს.ეზოში ბალახი წამმოზრდილა.მოპირკეთებულ ბილიკს მიუყვებიან სახლისკენ მიმავალს. მია სახლის კარს აღებს. ოთახში დახუთული ჰაერია,ცხელი. _ ორი თვის უკან ვიყავით ერთად,გაზაფხულზე… _ ამბობს მია სევდანარევი ხმით. სასტუმრო ოთახიდან პირდაპირ დერეფანი გადის,მია დერეფანს მიუყვება,მარცხნივ კიბეა მანსარდში ადის.მია კიბეს აუყვა და პირდაპირ მანსარდის პატარა მყუდრო კაბინეტში აღმოჩნდნენ. გარშემო თაროები და წიგნები იყო.შუაში სამუშაო მაგიდა.მია მაგიდასთან მიდის. ერთ-ერთ უჯრას რომელიც დაკეტილია ვერ აღებს. მერე დგება მიზან მიმართულად ერთ წიგნს იღებს ფურცლავს და გასაღებს იქ პოულობს.საკეტს არგებს და აღებს. _ იცოდი?_ გოგლიკო ეკითხება. _ კი,მისი საყვარელ წიგნში ინახავდა გასაღებს მუდამ … უჯრაში პატარა სეიფია.მიას კოდი შეყავს,რომელიც დათომ დაუტოვა ბარათზე.სეიფი იღება.ფლეშკა და ქაღალდები დევს. მია ყველაფერს იღებს და ჩანთაში სხვა საბუთებთან ერთად დებს.ფლეშკას კი მეორე ფლეშკასთან ერთად ინახავს სადაც მამამისი ბოლო კადრებია ასახული… _ მანქანას მოვაყენებ და წავიდეთ. გოგლიკო გარეთ გადის. მია,ოთახს ავლებს თვალს. _ რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს…თითქოს ნოსტალგიური,სენტიმენტალური…უცნაურია… _ რა? _ მშვიდად ვარ როცა შენს გვერდით ვარ,მაგრამ როცა შენზე ვფიქრობ…მეშინია… მია იღიმის აღიარებისგან. _ ჩემზე? _ ჰო,შენზე…_ მსუბუქად უბიძგებს მკერდზე.გაბრიელს ეღიმება და მიას თითებს ეხება ფრთხილად, თითქოს ამოწმებს მის სურვილს. მია არ იძვრის. პირიქით, თითებს ოდნავ ხვევს მის ხელში. გაბრიელი უახლოვდება.მერე ძალიან ფრთხილად ეხება მის სახეს, თითებით ლოყაზე… გარედან მანქანის მცირე სიგნალის ხმა ისმის. _ არ გვაცდის რომანტიკულობას… იღიმის გაბრიელი. მიას ხელს არ უშვებს. მიას ღიმილი ეფინება სახეზე. _ წავიდეთ. მია კარს კეტავს,ბილიკს მიუყვებიან. _ მია,როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი,მაინც მიხარია,რომ შეგხვდი… მია ნაბიჯს ანელებს. _ მასე ნუ ამბობ…კარგად უნდა დასრულდეს. _ ჰო,უბრალოდ ჩვენი გაცნობა ვიგულისხმე… მიას ეღიმება. _ და შენ გგონია,ამ დღეების შემდგომ,მე შენ და გოგლიკოს დაგივიწყებთ?! _ ისევ გოგლიკო…_ იცინის გაბრიელი._ რომანტიკას მიფუჭებს ეს ბიჭი. მია იცინის. გარედან მცირე სიგნალი ისმის ისევ.ერთმანეთს გადახედეს.ორივეს ეცინება. _ აი ისევ,ხომ ვამბობ…_ სიცილით ამბობს გაბრიელი. უჩვეულოდ მხიარულები ტოვებენ აგარაკს. მანქანა ნელა უახლოვდება გაბრიელის კორპუსს.გოგლიკო თავისუფალ ადგილს ეძებს.მიას წამით მზერა ეყინება. _ არ გაჩერდე. _ რა ხდება? _ იმ წამს გოგლიკო კითხულობს. _ იქ,ის მუქი სედანი,ფანჯრები დაბურული რომ აქვს… _ ისინი არიან? _ კითხულობს გოგლიკო. _ მგონი… დათოსთან რომ ამედევნა…_ გაბრიელს უტრიალდება მია._ ჰგავს,დარწმუნებული არ ვარ,მაგრამ… _ გადავალე მე…_ ამბობს გაბრიელი. _ არა._ უკნიდან მია მკლავზე ხელს კიდებს._ არ წახვიდე… სხეული შიშისგან ეყინება. _ გოგლიკო,წავიდეთ რა…ყველა საბუთი თან მაქვს… მოდი პირდაპირ ტელევიზიაში წავიდეთ. _ დარწმუნებული ხარ?_ ეკითხება გაბრიელი. _ არ ვიცი,მაგრამ… მგონია სხვა გზა არაა…წავიდეთ. გოგლიკო მანქანას ატრიალებს. შავი სედანი ადგილზე რჩება. _ ხომ ვამბობდი ერთ დღეს შენც გიპოვნიანთქო…_ თითებს ნერვიულად იმტვრევს მია. _ არაფერია… მთავარია ახლა გამოვააშკარაოთ და დასრულდება ყველაფერი. _ იმედია… გოგლიკო უკანა ხედვის სარკეში იყურება.წამით გაბრიელზე აჩერებს მზერას.თვალებს წამის მეასედში ავიწროებს და ხსნის… გაბრიელი გვერდით სარკეში იყურება.თავის დაქნევით უდასტურებს გოგლიკოს ეჭვს. გოგლიკო მაქიმალური სიჩქარით მიდის,რამდენიმე სახიფათო გასწრებას აკეთებს.შუქნიშანზე კი თითქმის ანთებულ წითელზე გადის. _ გოგლა,რას აკეთებ? ფრთხილად… უკანა სავარძლიდან ამბობს მია და მაშინვე ეჭვდება,თავს უკან ატრიალებს. _ მოგვყვებიან ხო? _ დამშვიდდი… კი._ სერიოზული ტონით ამბობს გაბრიელი. _ მივასწრებთ? _ ორი წუთის გზაა…_ პასუხობს გოგლიკო. მანქანაში სივრცე პატარავდება,ჰაერი მძიმდება.მიას სუნთქვა უჭირს,ჩანთას ხელს მთელი ძალით უჭერს. შენობა უკვე ახლოსაა. გოგლიკო მთელი ძალით აწვება აქსელერატორს.მკვეთრ მოხვევას აკეთებს და ტელევიზიის ეზოში შედის. _ მოვედით… საბურავები ხმაურით ჭრიალებს ასფალტზე.აჩერებს მანქანას. _ გადმოდით! სწრაფად!_ ამბობს გაბრიელი. მია სწრაფად გადადის და კარისკენ გარბის,გაბრიელი მის უკან მირბის,როცა მუქი სედანიც ჩნდება ეზოში და მაშინვე ჩაწეული ფანჯრიდან გასროლის ხმა ისმის. ტყვია კედელს ეჯახება. _ მია,ფრთხილად. იქვე მდგომ მანქანას აფარებენ თავს. სროლა არ წყდება. შენობიდან დაცვა გამორბის. _ რა ხდება? _ იარაღი აქვთ,ფრთხილად._ უყვირის გაბრიელი. _ პოლიცია გამოიძახეთ._ ვიღაც შენობაში დარჩენილ ხალხს უყვირის. რამდენიმე გასროლის ხმა ისმის კიდევ და მანქანა ადგილს სწრაფად წყდება. გაბრიელი და მია შენობაში შედიან,თუმცა შენობაში სრული ქაოსია. _ გადაიღეთ? _ სწრაფად ეზოს კამერები ამოიღეთ… _ პირდაპირ ეთერში გავდივართ,გაემზადეთ. _ მარიამ,კამერასთან დროულად… მიამ არ ვიცის ვის მიმართოს… გაბრიელი იღებს ინიციატივას. _გამარჯობა,ჩვენ რეზო კაპანაძის და დათო ქავთარაძის საქმეზე ვართ. ინტერესით სავსე მზერას აწყდებიან. _ მია…ეს რეზოს ქალიშვილია.ჩვენ გვაქვს ის მასალა რაზეც მუშაობდნენ რეზო და დათო… _ პირდაპირ ეთერში შეძლებთ გამოსვლას?_ ეკითხებიან მიას. მია გაბრიელს უყურებს,მერე ფიქრობ და თავს უქნევს. _ აი ეს მასალა. მია ჩანთიდან მასალას იღებს,ჩიპებს,დოკუმენტებს… პირდაპირ ეთერში გადიან… იწყება ეზოში თავდასხმის კადრებით…შემდეგ რეზო…დათო… რეზოს კადრები სადაც ჩანს მიცვალებული როგორ შეჰყავთ სასტუმროში…ვიდეო ფარული ჩანაწერი,სადაც მთავარი სახეები ჩანს,გადარიცხვები,გაყალბებული საბუთები… მია კითხვებზე პასუხს სცემს.ჰყვება მასზე განხორციელებულ თავდასხმებს… რამდენიმე წუთში ტელეფონები ერთდროულად რეკავს. სტუდიაში ვიღაც ყვირის: _ უკვე მოქმედებენ… _ დაკავებები იწყება! მია გამოდის ეთერიდან.კიდევ დამატებით ესაუბრება რამდენიმე პირს.ნელ-ნელა მისი გონება რეალობას აღიქვამს. ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა. შემდეგ გაბრიელთან მიდის. _ ყველაფერი დაამთავრე._ უღიმის გაბრიელი. _ დავამთავრეთ._ უსწორებს მია_ შენ და გოგლიკო,რომ არა შეიძლება არც მე ვყოფილიყავი ახლა აქ… _ ნუ ხო,მაგას ვერ დავუკარგავ ჩვენს თავს._ იცინის გაბრიელი. _ მიყვარს შენი თავმდაბლობა. _ ანუ უკვე რაღაც გიყვარს ჩემში…კარგია…_ეშმაკურად უცინის თვალები გაბრიელს. მია გვერდში უჯიკებს. _ დაუბრუნდი შენს როლს? _ ეგრე,გამოდის… მომღიმარი სახეებით,შინაგანი სიმშვიდით ბრუნდებიან გოგლიკოსთან. ორი თვის შემდეგ. _ სად არის გოგლიკო? დავაგვიანებთ… _ ნუ გეშინია,შუმახერია ხომ იცი._ ამშვიდებს გაბრიელი მიას. _ მშვიდად მამგზავრეთ ერთხელ,რბოლების გარეშე._ თვალებს ატრიალებს მია და ეცინება. _ ეგ ჩვენი სტიქიაა,ვერ შეგპირდები._ იცინის გაბრიელი. გოგლიკოს მანქანა ჩერდება მათ წინ. _ აბა,გვრიტებო წავედით?_ თავს ჰყოფს ნახევრად ჩაწეული ფანჯრიდან გოგლიკო. _ ფრენაზე თუ დავაგვიანეთ ილოცე გოგლიკო,რომ გადამირჩე._ ემუქრება მია. _ სახლიდან გამოსვლის წინ უკვე ვილოცე და მეტანიებიც გავაკეთე მიაკო,ახლა თუ არ დაჯდები,შენ დაგაბრალებ დაგვიანებას._ თვალს უკრავს გოგლა. _ ოხ,რა მასხარა ხარ…_ თავს აქნევს მია. ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მანქანაში სიცილი ისმის. გოგლიკო რაღაც ისტორიას ყვება, თავის სტილში აჭარბებს დეტალებს. _ არანორმალური ხარ გოგლიკო._ იცინის მია. აეროპორტის შესასვლელში ჩერდებიან. გოგლიკო გადმოდის და ბარგს იღებს. _ აბა,ბედნიერი დღეები,ახლა მაინც იყავით მშვიდად. _ არ ინერვიულო,შენს გარეშე მშვიდად ვიქნებით._ ეხუმრება გაბრიელი. _ აი, ნახე… როგორ მიფასებს…_ თავს აქნევს გოგლა. მია უახლოვდება და ეხუტება. _ მადლობა… ყველაფრისთვის._ გოგლიკო წამით სერიოზულდება. _ არაუშავს… შემდეგ თავგადასავლამდე._ მიას ეცინება. გაბრიელი და მია შიგნით შედიან. ხალხი მოძრობს,ხმაურია… თუმცა მშვიდად სიჩქარის გარეშე მიუყვებიან თავის გზას. _ძლივს მშვიდი გზის დასაწყისი გვაქვს…_ იღიმის გაბრიელი. მია თავს უქნევს,გაბრიელს მკლავზე ხელს ხვევს და მის მხარზე დებს თავს. _ გზამ რომელმაც შენამდე მომიყვანა,ემოციური და სტრესული იყო,მაგრამ…_ მია ოდნავ იღიმის და თვალებს ხუჭავს._ ღირდა… გასასვლელისკენ მიუყვებიან გზას… ახალი ეტაპი… ახალი გზა… დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



