შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრუდე ბილიკები (ნაწილი 2 -სრულად)


დღეს, 20:02
ავტორი თუკა
ნანახია 69

ხშირად ვფიქრობ, იქნება დადგეს დღე და ვერ გნახო, ვეღარ გნახო... მერე რა უნდა ვაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე, ვინ უნდა ვიყო?
ხშირად ვფიქრობ ამაზე და სულში მტკივდება ფერებად დალაგებული შენთან გატარებული მთელი ეს წლები...
წარმოუდგენელია , ფიქრიც კი წარმოუდგენელია იმაზე რომ ერთ დღეს აღარ იყო, ჩემს გვერდით ჩემს ცხოვრებაში.. ვფიქრობ და შიშისაგან კანკალი მივარდება. შეშლილივით მიკრთის სხეული და სისხლი მეყინებაა.წარმოუდგენელიაა ჩემი ცხოვრება შენს გარეშე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რა იქნება და როგორ..
ისიც ვიცი როგორი იქნება მაგრამ საკუთარ თავს და მეს ვერ ვუტყდები. ამაზე ფიქრით უკვე მერამდენე დღეა თვას ძილი არ ეკარება.. ფული მიფორიაქებს..
ვზივარ და სადღაც შორი მზერით გაშტერებული ვფიქრობ რა ქვიას ამას.. რა დაავადება უშენოდ ყოფნა..
ამას "შენ დაკარგვის სინდრომი" დავარქვი... როცა გხედავ და ვფიქრობ რომ ერთ დღეს.....
დიახ, ეს სინდრომია. შენი დაკარგვის სინდრომი..

„მზე ზუსტად მთის წვერზე იყო მოქცეული და სულაც არ აპირებდა ჩასვლას. ანდაც ჯერ რა დროს ჩასვლა იყო შუადღის მზე ანათებდა მუცოს ხეობას თავზე და ხატობა დღის მეორე დღეს ზეიმობდნენ.
მზის სხივებზე მისი ალისფერი თმა ცეცხლივით ელავდა. ამღვრეული ლურჯი თვალებით უყურებდა მინდიას და მზერას არ აშორებდა.. საშინელმა სიცივემ დაუარა და უმალ აარიდა გოგოს თვალი. აჩქარებულ გულზე მაგრად მიიჭირა ხელი და მდინარისაკენ მიმავალ ბილიკს დაუყვა.
ასას ცივი წყალი მუჭებით შეისხა სახეზე და კამკამა მდინარეში საკუთარ ანარეკლს დახედა. განა შეეძლო?განა შესაძლებელი იყო? მისი გიგიას, მისი ძმის, მისი სულის და გულის ნაწილი ასე შეყვარებოდა.
სახეგაგრილებული და ფიქრებარეული დაბრუნდა მინდია და შეშინებულმა მოავლო თვალი ხალხს. თაია აღარსად ჩანდა. ერთიანად მოეშვა გულზე. თითქოს აქამდე ზედ დაწოლილი ლოდი მოიშორა და თავშეყრილი ბიჭებისაკენ აიღო გეზი.
-სად იყავი ? გიგას ხმაზე მოულოდნელად დაიბნა და ამღვრეული თვალებით შეხედა.
-სახე გავიგრილე ძმაო.
-ამ დროს?
-ხო რავიცი - დაბნეულობა ვეღარ დამალა და სკამზე დაეშვა.
-კარგად ხარ მინდი? რამე პრობლემაა?
-რა პრობლემა უნდა იყოს გიგა? - უბრალოდ ცოტა დავიღალე.
-როგორც გინდა - მხრები აიწურა ბიჭმა მაგრამ კარგად იცოდა რომ მინდია იტყუებოდა.
ხეებს შორის გამობმულ ჰამაკში იწვა მინდია და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას უყურებდა. მთაში მალე ღამდებოდა და მალევე თენდებოდა. მზის პირველივე სხივის ჩასვლის მერე ნელა მოცურავდა მთის წვერებიდან ხეობისაკენ შემოღამება.
ნერვიულად მოისრისა სახე და დარდისაგან დამძიმებული სხეული გადმოათრია ჰამაკიდან. იქვე დაეშვა მიწაზე და ნეტარებით გახედა კარს.
„ნეტავ შეძლებოდა, მისულიყო და მისი მზისფერი თმები მუჭაში დაექცია. გულზე მიეკრა და მისი სითბო თავის სითბოში აერია. „
მაგრამ
როგორ უნდა მისულიყო, მისი ძმაკაცის დასთან. როგორ უნდა გადაეხაზა მისი და გიგას სიყვარული. გული მისკენ მიათრევდა , გონება კი ფეხებს უკრავდა და გაქცევაზე ეჩურჩულებოდა. სახე ხელებში მოიქცია და ფიქრების გადასაყრელად გაიქნია თავი.
-არ მეტყვი რა ამბავია? - გიგას ხმაზე მოულოდნელად შეკრთა და კარებისაკენ გააპარა მზერა.
-ვნერვიულობ.
-რაზე?
-შენზე ძმაო, სხვა რაზე ვინერვიულებ- თავის მართლებას შეეცადა და გიგას გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. მიწიდან წამოდგა და ნელა ჩამოიფერთხა შარვალი.
-მინდი, დიდი ხანია გავიზარდე, ხომ იცი? თანაც ეს დედა აფეთქებული ტყუილები არ გამოგდის რა. მეტყვი რა ხდება თუ გათქმევინო?
-ძმაო, რად ამოიჩემ? - ხევსურ კაც სიმართლეს ამბობის. - სიცილით უთხრა და ხელი შემოხვია.
-ასე იყოს, ვითომ დაგიჯერე, მაგრამ იცოდე ბოლომდე არ მჯერა .
-აგრე იყოს !- ძლივს მოახერხა გაღიმება და სახლში შევიდნენ.
ყველაზე რთული მის გვერდით ჯდომა იყო. გული გიჟივით უწყევდა ფართხალს და ამხელა მთებში ჰაერი არ ჰყოფნიდა გიგაურს. ნერვიულად მოისრისა შუბლი და მასზე მიშტერებულ გიგას გახედა.
-წავალ, უკვე გვიანია - თავი იმართლა და ფეხზე წამოდგა.
-წადი, წადი, ხვალინდელი დღეც აქ მოვა - სიცილით უთხრა და ეზოს კარამდე მიაცილა ძმაკაცი.
ნელი ნაბიჯით გაუყვა მინდია სახლისკენ მიმავალ ბილიკს .
საკუტარი ფიქრები აშინებდა ,საკუთარი ქცევა.. პირველად ატყუებდა ძმადნაფიცს. პირველად ჰქონდა არეული სული და ფიქრები მინდიას. არ იცოდა როგორ უნდა ეთქვა გიგასთვის სიმართლე. შეღამებულ გზას ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა და ფიქრებს გასაქანს აძლევდა. საკუთარ თავს პირობას უდებდა რომ გიგას არასოდეს ეტყოდა სიმართლეს. უბრალოდ არ შეეძლო. გიგას დაკარგვას ისევ საკუთარი სიყვარულის დაკარგვა ერჩია.

ჰამაკში ჩაწვა და მთის წვერზე ერთად თავმოყრილ ვარსკვლავებს შეავლო თვალი. მუცოს ხეობას უამრავი ეფინა ცაზე მაგრამ, მისთვის მხოლოდ ერთი იყო მთავარი. მისი ალისფერთმიანი გოგო, მისი აუხდენელი ნატვრა და ოცნება.
**
პირველად რომ მის ზარს არ უპასუხა არაფერი უფიქრია. პირიქით საკუთარი თავი დაამშვიდა, ალბათ არ ესმის, ალბათ ლექციაზეა. იქნებ დაქალებთან ერთად ზის და ხმა არ ესმისო.
მაგრამ დუმილი იმაზე დიდ ხანს გაგრძელდა ვიდრე ელოდა.
ვიდრე იმსახურებდა.
ვიდრე ამისი ატანა შეეძლო მინდიას.
-ახსნას ველოდები - მჭახედ გაისმა მინდიას ხმა და სავარძელში ჩაეშვა. - ველოდები რომ თავს იმართლებ და სიმართლეს მეტყვი. 
-მინდია, არ ვიცი რას ელოდები, მართლა. უბრალოდ ლექტორია და ახალ მასალას მიხსნიდა. 
-უბრალოდ? თაია ეგ უბრალოდ იყო? ისეთს რას გიხსნიდა რომ ჩემი ზარი ვერ გაიგე, ვერ გაიგონე შენი საყვარელი ადამიანი რომ გირეკავდა. თუ მე არაფერი ვარ? 
-სისულელეს რომ ლაპარაკობ ხვდები?
-მე ვლაპრაკობ სისულელეს? ხანდახან მგონია რომ საერთოდ არ გიყვარვარ, აი ოდნავადაც კი და ისიც არ ვიცი რატომ გამომყევი ცოლად, ვზივარ, ვფიქრობ და ვერ ვიაზრებ, რა გინდოდა? განა ასჯერ არ გკითხე? 
-მისმინე არასოწრად გაიგე- მის წინ დაიხარა და მუხლზე დაადო ხელი. - ძალიან მიყვარხარ, ძალიან, ძალიან და მაპატიე კარგი? მეტი აღარ განმეორდება. 
-მინდა მჯეროდეს რომ სიმართლეს ამბობ თაი.
-მაშინ დაგიმტკიცებ ამ სიმართლეს- ღიმილით უთხრა. და ნელა ააცურა ხელი მინდიაა ფეხზე.- უბრალოდ რაღაცეებს ვერ ვეგუები მაგრამ შენ როგორ შეიძლება არ მიყვარდე?!- შენ ჩემი ხსნა ხარ . ჩემი იმედი- ჩურჩულით ეუბნებოდა და სევდიან სახეს უკოცნიდა მამაკაცს.
ძლიერი ხელები ჰქონდა შემოხვეული თაიას წელზე და მისი გაშვება არ უნდოდა. ხარბად ყნოსავდა მის მზისფერ თმას და ცრემლების გროვა ყელში ებჯინებოდა. სადღაც გულის სიღრმეში ხვდებოდა რომ თაია რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა, რაღაცას მალავდა და ამ რაღაცის საშინლად ეშინოდა მინდიას. 
არ უნდოდა დაჯერება რომ შეცდა, თავის ცზოვრების აზრში შეცდა, არასწორად გაიგო თაიას სიყვარული.. 
ნელა გააცალა ხელი და საწოლის ბოლოზე დაგდებული შარვალი ამოიცვა შიშველ ტანზე. აივანზე ფეხაკრეფით გავიდა და გარინდულ ქუჩას გადახედა. 
ახლა ყველაზე მეტად უნდოდა მისი ტელეფონი აეღო და სათითაო მესიჯი წაეკითხა, მაგრამ საკუთარ პრინციპებს ვერ უღალატებდა. საკუთარ თავს ვერ გადააბიჯებდა. ნერვიულად იმტვრევდა თითებს და სადღაც კუთხეში მიგდებულ და გამოუყენებელ სიგარეტს ხარბად ეწეოდა.
როგორ უნდოდა ყველაფერი ისე დაებრუნებინა როგორც ორი თვის წინათ იყო.. თუნდაც იმ ტანჯვაში ყოფილიყო, ოღონდ სცოდნოდა რომ თაიას ნამდვილად უყვარდა.
ოღონდ მის გულში ის დედააფეთქებული ეჭვი არ გაჩენილიყო რაც ახლა თვალზე ცრემლს და გულში ღია ჭრილობას აყენებდა.
**
-რა გჭირს ეეე? - ჯარჯის ხმაზე ფიქრებიდან გამოერკვია და მის წინ მდგარი ჭიქა გაუწოდა დამისხიო. - მინდი რა ხდება? პრობლემაა რამე?
-არაფერია, თაიას ვეკამათე და..
-და სულ ესაა? ჯერ ახლა არ მოიყვანე ძმაო? რა კამათი აგიტყდათ.
-იყო რაღაც. მისმინე არ თქვა რა გიგასთან. ხო იცი არ მოისვენებს სანამ არ გაიგებს სიმართლეს და არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-ძმაო რაღაცა სხვა ამბავია აქ და არ მომწონს. მარტო კამათი რომ იყოს ამხელა სევდა არ იქნებოდა შენს თვალებში.
-მოდი ახლა დავლიოთ, და დანარჩენი მერე იყოს- მუდარით გახედა ძმაკაცს მინდიამ და მორიგი ჭიქა გამოცალა უხმოდ.. 
ამღვრეული მზერით, აცრემლებული თვალებით და საკუთარი ტკივილით სავსე იჯდა და მზერას არ აშორებდა არყით სავსე ჭიქას. იცოდა ახლა ერთი სიტყვაც რომ ეთქვა მერე თავს ვერ აჯობებდა, ვერ გაჩუმდებოდა და ეს ყველაზე მეტად არ უნდოდა. ეშინოდა რომ გიგა სიმართლეს გაიგებდა. ეშინოდა რომ თაიას მოსთხოვდა პასუხს . ყველაზე მეტად კი თაიას ცრემლებს და ტკივილს ვერ აიტანდა. 
ვერ გაუშვებდა ხელიდან ქალს რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ვერ დათმობდა იმ გრძნობას რომელიც წლები ატარა გულით და მაშინ როცა მისგან მიიღო თანხმობა მაშინ როცა პირველად გააპარა მისკენ თამამი მზერა მაშინ მიხვდა რომ თურმე სიცოცხლე მხოლოდ ამისთვის ღირდა..
-მინდი , მისმენ?- გიგას ხმამ რეალობაში დააბრუნა და მისკენ გაიხედა.
-მაპატიე ვფიქრობდი - გულღიად აღიარა და სახეზე ნაძალადევი ღიმილი მოედო.
-ხდება რამე და არ ვიცი?!- დაეჭვებული მზერა შეავლო ჯერ ჯარჯის მერე მინდიას.
-არა, ძმაო რამე რომ ხდებოდეს შენ როგორ არ გეცოდინებოდა, მომავალი ხევისბერი ხარ - ხუმრობას შეეცადა ჯარჯი და მინდიას მაგიდის ქვეშ გაჰკრა ფეხი რამე თქვიო.
-რა ხევისბერი ტო, მე რას გეუბნებით და თქვენ რას ამბობთ- ჩემი პატარას ნათლიები უნდა იყოთ-თქო. და ამას მგონი არ გაუხარდა.
-რას ნიშნავს არ გამიხარდა, ამაზე კარგს ვერაფერს გავიგებდი. გამიხარდა და მერე როგორ. აუცილებად ვასწავლი ყველაფერს ჩვენებურს ჩვენს გოგოს. - ღიმილით უთხრა გიგას და მხარზე დაჰკრა ხელი ..
**
ხევსურეთისკენ მიმავალ გზას დაფიქრებული გაჰყურებდა გიგა და მის გვერდით მჯდარ ძმაკაცს ალმაცერად უყურებდა..
ფერდობზე შეფენილ ღრუბელთა ლეგას მთლიანად გადაეფარა მთათა გვირგვინი. აქა-იქ ახასხასებული ბალახი ამაყად ლივლივებდა მზის პირველ სხივებზე და კლდოვან ხევსურეთს უფრო მეტად აძლევდა სიკაშკაშის უფლებას.
დათვისჯვირს უღელტეხილზე მანქანა სავალი ნაწილიდან ხევისკენ გადააყენა გიგამ და ძმაკაცებს ღიმილით გახედა..
-რა ხდება ძმაო?- გამოღვიძებული ჯარჯი ზლაზვნით გადაიწია გიგასკენ.
-არცა რაი, ტრაციდიის ჯერია ძმაო !- ამაყად დასჭექა გიგამ და მინდიას მხარში გაჰკრა ხელი გადმოდითო. - განა დასავიწყებელ არს ჩვენი ტრადიცია უღელტეხილისა მინდი.
ჭიქებში თითო ყლუპი არაყი ჩამოსხა გიგამ და ძმაკაცებს გაუწოდა, არც მის გვერდში მდგარი და და ცოლი დავიწყებია. ძველი ტრადიციის მიხედვით დათვისჯვრის უღელტეხილზე ხევსური ადამიანი ილოცებოდა, ღმერთს ახსენებდა და მიცვალებულს ნატელ გზას უსურვებდა. ახლაც ასე იყო. ტრადიციას უკლებლივ მიყვებოდნენ შათეკაურები.
-თამამად ასწია ჭიქა გიგამ და ნახევრად ნისლში გახვეულ დილის მიცუს მოავლო თვალი - შაუნდნენ და მაახმაროს- ხმამაღლა დაიძახა და მაშინვე ექოს გაისმა მისი ხმა ხევში.
-ამინ !- ორივემ ერთად დაიძახა და სწორედ მაშინ იგრძნო მინდიამ რა ბედნიერი ყოფილა მთაში. ნერვიულობისაგან ჩასისხლიანებული თვალები გააპარა ცოლისკენ და ყბის ყბაზე დაჭერით შეაჩერა თვალზე მომდგარი ცრემლი. ზურგი აქცია იქ მდგართ და ხელგაშლილ ბუნებას ხელები გაუშალა.. ახლა ყველაზე მეტად უნდოდა სიმსუბუქე, იმ დარდისგან და ტკივილისაგან გათავისუფლება რაც ასე კლავდა და ყოველ დღე უმატებდა ჭრილობაზე ჭრილობას.
-მოგნატრებია შენი მხარე ხევსურო- სიცილით უთხრა გიგამ და ძმაკაცს მაგრად შემოხვია ხელი .- ვიცი რაც გაწუხებს და რაც გტკივა. გპირდები ყველაფერს მოვაგვარებ ძმაო. გპირდები, შენი გულისთვის მთებს გადავდგავ. თუ დამჭირდა არაგვსაც კი გავაერთიანებ ოღონდ ასეთი არ უნდა გნახო ძმაო. შენ ჩემი ძმა ხარ, ჩემი ნაწილი, ჩემი ცხოვრების თანმდევი ადამიანი მინდი, იცოდე ასე არ დავტოვებ ამ ყველაფერს- ჩუმად უჩურჩულა ყურთან და მხარი დაჰკრა ძმაკაცს. - ერთი სიტყვა თქვა „წავედითო“ და თითქოს ბუნებაც კი გაირინდა გიგასთან ერთად.
უღელტეხილიდან მიცუმდე მიმავალ გზას ჩაფიქრებული მიუყვებოდა მინდია. თავი ჯანფრის მინაზე ჰქონდა მიდებული და საკუთარ თავს ეკითხებოდა:- სად დააშავა? სად დაუშვა შეცდომა? სად ვერ გამოხატა გრძნობები ისე როგორს სჭირდებოდა? ან იქნებ პირიქით ძალიან შეაშინა გოგო თავისი სიყვარულით, ან იქნებ სულაც არ იყო საჭირო ეთქვა რომ ის იყო მისთვის მიცუს მზე და მიცუს მთვარე. ისე იყო მისთვის ორივე ჯიუტად მიმავალი არაგვი და ასსა რომელიც თავქვე თქრიალით მიუყვებოდა ხეობას.
ნერვიულად მოისრისა თვალები და თლილი თითები ჩამოისვა ნიკაპზე კაცმა. ნერვიულობისაგან დაცვარეულ ყელზე ხელის გული ჩამოიტარა და მუდარის თვალებით შეხედა გიგას.
-ცუდად ხარ? მინდიააა - გიგას ხმა სადღაც ყრუდ ესმოდა და გრძნობდა როგორ აჩერებდა მისი გული ძგერას.
თვალები რომ გაახილა თავი ცოლის კალთაში ედო. ხევისბერის სახლში თაიას საწოლზე იწვა და ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს რა მოხდა. ფანჯრის წინ ატუზული გიგას დანახვაზე სინანული იგრძნო. როგორ ვერ გაუძლო ამხელა დარდს და როგორ დაანახა ძმადნაფიცს თავისი ტკივილი . შარვლის ჯიბეებში ხელები ჰქონდა ჩაწყობილი. შათეკაურების მხარგანიერი შთამომავალი იდგა და გაშტერებული უყურებდა ერთ ადგილს. იცოდა რომ გიგას ფიქრები მხოლოდ მინდიაზე იყო.
ზლაზვნით წამოდგა და მის უკან მჯდომარე ცოლს მზერა აარიდა.
-თაია გადი- მისი ხმა ჰაერში გაიფანტა და კარისკენ თავდახრილი წავიდა მინდიას საყვარელი ალისფერთმიანი გოგო. - აბა როგორ ხარ? - მშვიდად უთხრა და გვერდით მიუჯდა ძმაკაცს.- ახლა მე ვილაპარაკებ და შენ მომისმინე, თუ გინდა პასუხიც არ დამიბრუნო მინდი. - ხო იცი მე და შენ ისეთი პატარა ასაკიდან მოვდივართ ერთად, აი ახლაც კი სიტყვის თქმა არ გჭირდება ისე ვიცი რა გაწუხებს. მაშინ ნასვამმა რომ მელაპარაკე ვიფიქრე რომ უბრალოდ გააზვიადე, ისე რა , როგორც ვიცით ხოლმე მაგრამ გაზვიადებულზე ცუდად არ ხდებიან. შენ რა მართლა გინდა თაიასთან განქორწინება?
-გიგა მისმინე..
-მოდი გიგა მისმინე და აგიხსნის გარეშე. ყველაფერს გეფიცები ერთი წვეთი ნერვი არ დამრჩა საღი. მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ. სანამ შენ გონს მოხვიდოდი ვხედავდი როგორ ტიროდა ჩემი და, როგორ განიცდიდა მინდი, ვერ გავიგე რა ხდება?!- ხელები გაშალა და საწოლიდან წამოხტა.
-შენი და ბედნიერი არაა. ამაზე მეტი რა გინდა რომ ხდებოდეს. ჩემს ბედნიერებას უფრო წინ აყენებ ვიდრე მისას? - ღიმილით ახედა ძმაკაცს და გვერდით მიუდგა.
-უსინდისო კაცი ხარ გიგაურო !- ახლა ნამუსზე მაგდებ, რა გგონია ვერ ვხვდები რას აკეთებ? ვერ ვიაზრებ რომ ამას ჯიბრზე მეუბნები?
-უსინდისო ვარ, მაართალი ხარ !- შენს დას სიყვარული დავაძალე, ბედნიერება დავაძალე, რა მინდოდა, რას ვერჩოდი.
-მინდია რას ლაპარაკობ? ორმა ჭიქა არაყმა დაგათრო ? შემომხედე - მხრებში ჩაავლო ხელები და თავისკენ დაატრიალა. - მე ხომ ვხედავდ როგორ გიყვარს ჩემი და, ვხედავ როგორ იტანჯები . ის რაც მითხარი რომ ბედნიერი არააა, მესმის მაგრამ რატომ? მიზეზი მითხარი და გეფიცები ჩემს კაცობას შეგეშვები. აღარასოდეს გკითხავ აღარაფერს. მითხარი რა მოხდა წინა კვირას მინდი, ამის დედა შევეცი, რა მოხდა რომ ხელები მიკვდები ძმაო. რა გააკეთა ასეთი ამიხსენი, ჯერ ახლა იქორწინეთ ახლა ერთმანეთი უნდა გინდოდეთ თქვენ კიდევ უკვე განქორწინება გინდათ.
-იქნებ მე გავაკეთე? მას რატომ აბრალებ? იქნებ მე ვატკინე გული?!- გაავებულმა უყვირა და ხელები ჩამოაწევინა ძმაკაცს.
-შენ კვდები შე სირო, შენ მიკვდები ხელებში, შენ გადაიქეცი ლოთად, არყის ბოთლს ვერ გაცლი, შენ ჩამაკვდი ხელებში ერთი საათის წინ და რა გინდა დავიჯერო? ცუდი ისაა რომ გიცნობ და უფრო ცუდი ისაა რომ ჩემს საკუთარ სისხლს და ხორცს უფრო კარგად ვიცნობ ძმაო.
-წადი გიგა. წადი და აქ დამტოვე. ჩემი თავისუფლება და სიყვარული მთებში ყოფილა.. წადი და წაიყვანე შენი და, ბედნიერების გზაზე დააყენე, ჩემგან წაიყვანე თორემ საკუთარ სიცოცხლეს ან მისას შევიწირავ.
-შევირყევი - ბოლო ხმაზე იღრიალა გიგამ და ოთახში შევარდნილ თაიას გახედა.
-რა გაყვირებს ადამიანო, ხალხს სძინავს.
-შევირყევი გესმის გოგო? შენ შემარყევ , ერთ დღეს ბოლოს მომიღებ, რა გინდა მითხარი რა არ გავაკეთე ისე როგორც გინდოდა? - მკლავში სტაცა დას ხელი და კარისკენ გასწია. - ერთ კითხვას დაგისვამ და სიმართლე მითხარი თაია, არ გაბედო მოტყუება თორემ ისე გავაკეთებ ხევისბერი მონაგონი იქნება. - გასაგებია?
-კი- ძლივს გასაგონად ამოიხავლა და ლოყაზე ცრემლები ჩამოუგორდა.
-სხვა გიყვარს? –
-რა კითხვაა ეგ გიგა.
-თაია , კი ან არა-თქო - კბილებში გამოსცრა და უფრო მეტად მოუჭირა ქალს ხელი მკლავზე.
-არა გიგა.
-იცოდე რომ გავიგო რომ მომატყუე ამ დღეს განატრებინებ რომ პასუხი შეცვალო დაო. დაიმახსოვრე !- გაავებულმა უთხრა და ოთახიდან გავიდა.
**
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ისხდნენ გაშლილი სუფრის წინ და ხევისბერის სიტყვას უსმენდნენ ყველანი მიყუჩებულები. ყველას თავისი დარდი და წუხილი გააჩნდა. ყველას თავისი ტკივილი და სევდა ჰქონდა.
პირველად ღმერთი ახსენეს- პირდაპირ გორზე მდგარ ლაშარის ჯვარს დიდება უსურვეს და სასმლით სავსე ჭიქები ჰაერში ასწიეს.
ერთ ჭიქას მეორე ემატებოდა, მეორეს მესამე და ხევისბერის საინტერესო საუბარი კიდევ უფრო გულში ჩამწვდომი ხდებოდა.
-მშვიდობით მომიხველით ბალღებო- ღიმილით თქვე ბაღათერამ და გიგას მკლავზე დაუსვა ხელი.
-მადლობა პაპა.- დაგვიძახე და მოვედით.
-მაშ აგრე უნდა იყვეს ბალღო. ხო იც, მალე მთაისა რომ ჩაიკეტების , აღარცარავნ გაიგებს რა ხდება. მინდოდა ახლა ერთსა ვყოფილიყავთ. აგრე არაა მინდია? რაისა ხარ დაღონებული ბალღო?
-მასეა ხევისბერო. არცა რაი- ღიმილით უთხრა პაპას და მზერა აარიდა. - გზაში ცუდად გავხდი და მთლად კარგად ვერ ვარ პაპა.
-რა მოხდა გიგია? რაზედაა მინდია ავად? წადი ბალღო ძილს მიეცი თავი.
-არა არა, აქ მირჩევნია თქვენთან . ხომ იცით როგორ მიყვარს თქვენთან საუბარი ხევისბერო.
-მე კი ვიცი ბალღო მაგრამ, მკვდრის ფერ გადევს სახეზედა და.
-არაფერია პაპა. შეეშვი. მოწამულია, ორი დღის წინ ჯარჯისთან ერთად ცოტა დავიეთ და მოიწამლა, ახლა კიდევ გზაში გახდა ცუდად და ამიტომაა მკვდარივით - მაშინვე სიტუაციის გამოსწორება სცადა და მინდიას ხელი მოხვია. - ყველაფერი კარგად იქნება პაპა. დღეს თუ არა ხვალ კარგად გახდება.
ამღვრეული მზერა შეანათა გიგამ მინდიას და მერე ხევისბერს გადახედა. იცოდა ხევისბერი რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ ამაზე ხმას როგორ ამოიღებდა. ახლა რაიმეზე ლაპარაკის დაწყება საკუთარი ხელით საფლავის გათხრაზე უარესი იქნებოდა.
განა გიგას თხოვნით არ მიიღო ხევისბერმა მინდია? განა გიგას მუქარით არ უთხრა უარი გოჩას? იქნებ უკეთესიც ყოფილიყო არ ჩარეული, სხვისი ცხოვრების გადაწყვეტის საშუალება არ მიეცა საკუთარი თავისათვის.
მაგრამ ახლა გვიანი იყო.
ყველაზე მეტად კი საკუთარი დის სითავხედე სტკიოდა. ყველაზე მეტად ვერ გაეგო რის მიღწევას ცდილობდა თაია.
ხევისბერის მოყოლილი ამბები ნანასავით ჩაესმოდა მინდიას. გაშტერებული დაჰყურებდა სასმლით პირთამდე სავსე ჭიქას და პატარა რომ ყოფილიყო ცხარე ცრემლით იტირებდა. მაგრამ ამას მხოლოდ გიგიას მხარზე შეძლებდა. მხოლოდ გიგიას მხარზე შეეძლო ემოციებისაგან დაცლილი. მაგრამ არ ჰქონდა უფლება საკუთარი ძმისთვის ასეთი ტკივილი მიეყენებინა. კარგა ხანს ისხდნენ ასე , კარგა ხანს უსმენდნენ ხევისბერს, მერე კი არ ახსოვს მინდიას როგორ აღმოჩნდა აივანზე, თვალი რომ გაახილა მხოლოდ ბუნდოვნად ახსოვდა უამრავი დაცლილი ჭიქა და გაბრუებული მზერა.
თავი გიგიას მხარზე მიადო და მოგონებებმა თავისით დაიწყეს ამოტივტივება.
-პირველად რომ დამიტოვე თაია, რომ მითხარი საქმეებზე ჩავალ და ყურადღება მიაქციეო, აი მანდ შევცდი ძმაო- მანდ შევცდი რომ მზის სხივზე აალებული თაიას თმას სხვანაირად შევხედე, აყეფებული ასას კიდეზე იჯდა და ცდილობდა ხელებით ამოერია წყლისთვის. გული შემეკუმშა, ისე შემეშინდა რომ რაიმე მოუვიდოდა. მისკენ გავიქეცი, ფეხზე ძალით წამოვაყენე და მთელი ძალით მივიკარი ზედ. არ ვიცი იმ წამს რა მოხდა, რა ჯანდაბა დამემართა. რატომ ადგილზე არ მომკლა კოპალამ ,მაგრამ გონებაში ყველაფერი ამომიტრიალდა გიგა. მინდოდა ხელები გამეშვა და ხელს ვერ ვუშვებდი, მინდოდა მეთქვა სულ ხომ არ გადაირიე -თქო და ხმას ვერ ვიღებდი. ხელი ჩავკიდე და სახლისკენ ჩხუბით წავიყვანე. უხმოდ მომყვებოდა. როცა მივიხედე სახე ცრემლებით ჰქონდა სველი, მისი თვალები ისეთი ლამაზი იყო, ცაზე უფრო ცისფერი, ზღვაზე უფრო ზღვისფერი. ახლა კი ვუყურებ და მის თვალებს არ ვიცი რა ფერი აქვს ძმაო. არ ვიცი მისი თმა ისევ ალისფერია თუ უბრალოდ მე მეჩვენებოდა. ის თაია, ის შენი თაია, არ ვიცი სადაა გიგა. - ოხვრით ამოთქვა ბოლო სიტყვები და თვალის უპეებიდან წამოსული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა სახიდან.
-მითხარი მინდი რა მოხდა, მითხარი და დაგეხმარები ძმაო, ჩუმად თუ იქნები ვერც ერთს ვერ გიშველით. ვერც შენ და ვერც ჩემს დას.
-შენ უკვე ვეღარ გვიშველი ძმაო. მე უკვე ვეღარაფერი მიშველის, შენს დას კი მე ვუშველი. თბილისში როგორც კი დავბრუნდებით ჩემგან გავუშვებ, იმ თავისუფლებას მივცემ რაც უნდა და ბედნიერი იქნება.
-რას ლაპარაკობ გონზე ხარ?!- გაბრაზება მოეძალა გიგას და მინდიას მხრებში ჩაავლო ხელები.- ეგ სირობა მეტად არ გამაგონო, რას ქვია თავისუფლებას მისცემ. ცოტა დრო მომეცი და ყველაფერს მოვაგვარებ მინდი. გთხოვ ცოტა დრო მომეცი .
განადგურებული სახით იჯდა გიგა აივანზე და საკუთარ ფიქრებს ტავს ვე უყრიდა. არ იცოდა საიდან უნდა დაეწყო ამ ყველაფრის გაანალიზებაა.
-რატომ არ წვები?- ცოლის ხმაზე ოდნავ შეკრთა და ცალყბად გაუცინა.
-არ ვიცი.
-რამე მოხდა?- ალერსით ჰკითხა და გვერდით მიუჯდა. - რამე პრობლემა აქვთ მინდიდას და თაიას? გიგა, მათ ხომ უყვარდათ ერთმანეთი?! - განა მაგათ გამო არ იკამათე ხევისბერთან?
-საქმეც მაგაშია რომ არ ვიცი რა ხდება ქეთო, არაფერი აღარ ვიცი. მეგონა სიყვარულზე აგებული ოჯახი უფრო მყარი იქნებოდა და სინამდვილეში აღარ ვიცი რა ხდება. უკვე ვეღარ ვხვდები ქეთო სად დავუშვი შეცდომა. იქნება არ უნდა ჩავრეულიყავი. მაგრამ ისეთი სახეებით მოვიდნენ იმ საღამოს.
-შენი ბრალი არაა. შენ არ ხარ დამნაშავე გიგა.
-აბა ვინაა, აბა ვინ დააშავა. იქნებ ჩემს დას არ მოვუსმინე, იქნებ ვერ გავიგე რა უნდოდა.
-როგორ გგონია თაიას მინდია არ უყვარს? - მოულოდნელად დასმულ კითხვაზე თითქოს გონება გაუნათდა გიგას და ქეთოს გახედა.
-იმ საღამოს რომ გენახა როგორ მეხვეწებოდა, როგორ მთხოვდა მეშველა რომ გოჩას არ გაყოლოდა. როგორ მარწმუნებდა მინდია მიყვარს უკვე წლებიაო, ეჭვი არც შენ შეგეპარებოდა ქეთო. -მაგრამ ახლა ვფიქრობ იქნებ გოჩასგან თავის დაღწევის გამო მინდია გაწირა.
-დაელაპარაკე გიგა, ის ხომ შენი დაა. დაელაპარაკე და გაარკვიე რა აწუხებს.
-აქ ამისი დრო არაა. თბილისში როგორც კი დავბრუნდებით მაშინვე დაველაპარაკები.- გადაჭრით თქვა და ქეთო ზედ მიიკრა.
**
სააბაზანოდან გამოსულ თაიას ტკივილიანი მზერა შეავლო მინდიამ და მის წინ გაჩერდა.
-ჯარჯიმ დამირეკა, თათას ნიშნავს დღეს და ყველანი დაგვპატიჟა.
-გასაგებია.
-მგონი გასაგები არაფერი არაა შენთვის თაია.
-მინდია გასაგებია-თქო. ვიცი აქ რა პირობითაც დამაბრუნე, ვიცი რომ ასე ხევისბერის და ჩემი ძმის გამო იქცევი. ვიცი რომ კარგი ცოლის როლი უნდა მოვირგო. მეტი რა გავაკეთო?
-მეტი რა გააკეთო? ასეთი ცივი როდის გახდი გოგო? ასეთი ცინიკური როდის გახდი თაია, რაც იმ გამოსირებულ ლექტორთან დაიწყე ურთიერთობა? რაც ზედმეტი ლექციების ჩატარება დაგიწყო ბატონმა დემნამ?
-დემნა რა შუაშია?
-კარგია, დემნას დაცვა გაკლდა საკუთარი ქმრის წინაშე. დგახარ და ურცხვად მეკითხები ჩემგან რას მოითხოვო. შენ რას მოითხოვ ჩემგან? მთელი კვირა რომ მევედრებოდი სახლში დამაბრუნეო, რას მოითხოვდი ჩემგან?- გამწარებულმა უღრიალა და ნაბიჯით უკან გადახტა თაია. სახეში მომაყარე სიმართლე, გიღალატეო, სხვასთან იწექი, და ჩემგან რას მოითხოვ? შენს ძმასთან დაგიცვა?
-ჩემმა ძმამ სიმართლე იცის.
-ყოჩაღ, ყოჩაღ თაია. თურმე ადამიანს რა მარტივად შეძლებია ღალატზე საუბარი. მე კიდევ ერთი სიტყვა ვერ ვუთხარი. ვერ გავუმხილე, და შენ...
-უბრალოდ აღარ ვიცი რა გავაკეთო, როგორ დაგაჯერო რომ ვნანობ.
-ნანობ არა?!- სიმწრით ჩაიცინა და თვალი თვალში გაუყარა ქალს, რომელსაც მისი ცოლი ერქვა. - იცი რაზე მეცინება? მე რომ მხოლოდ შენ მიყვარდი თაია ამაზე. ამას ვერასოდეს მიხვდები ვიცი. იმიტომ რომ შენნაირმა ადამიანებმა სიყვარული არ იციან. ისიც კი არ ვიცი რა გინდოდა, რატომ მითხარი რომ გიყვარდი, იქნებ უკეთესიც ყოფილიყო უარი გეთქვა ჩემს გრძნობაზე.
-მინდია მე მიყვარხარ.
-და მე რატომღაც საერთოდ არ მჯერა შენი სიყვარულის.- მე შენს გამო კინაღამ გიგა დავკარგე, კინაღამ ხევისბერმა მომიგლიჯა , შენ რა გააკეთე თაია?- ასეთი უგულო როგორ ხარ?!
-მეც არ ვიცი რა დამემართა, მიყვარდი ძალიან, უბრალოდ მინდოდა რომ, როგორც გიგას და ქეთოს შეეძლოთ ერთად სიარული , ჩვენც ასე გვევლო, ჩვენც ასე ვყოფილიყავით ცოტა ხნით თავისუფლები.
-სად დაინახე გიგას და ქეთოს თავისუფლება ადამიანო?!- გამწარებულმა უღრიალა და მაგიდას მთელი ძალით დაარტყა ხელი.- ბიჭს სრულიად უცხო გოგო დაუსვეს , შენი ცოლიაო უთხრეს, ოჯახი უნდა შექმნაო და ხმაც ვერ ამოიღო წესიერად. თავისი ურთიერთობა არ ჰქონდა დალაგებული რომ ჩვენი ურთიერთობის მოგვარება დაიწყო, როგორ გიბრუნდება ენა და ამდენ სისულელეს როგორ ამბობ?!
-ჩემი არ გესმის ხო?!- არც შენ და არც სხვას. მე სულ სხვა რამეს ვიძახი მინდია.
-ამიხსენი თაია, გამაგებინე რა გინდოდა, რა ვერ გავაკეთე ისე რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.
-მინდოდა რომ ერთად შეგვძლებოდა სიარული ყველგან,მინდოდა თავისუფალი ვყოფილიყავი.
-მე რაში შეგზღუდე?!- სადმე წასვლა აგიკრძალე? გითხარი რაიმე არ ჩაიცვა-თქო? სად შეგიზღუდე თავისუფლება?- გინდოდა ერთად გვევლო? მე ამაზე ყოველ ღამე ვოცნებობდი გოგო!- მაგრამ შენ სხვა რამე გინდოდა. შენ უბრალოდ გინდოდა ჩემი ცოლი კი არა სახელად ჩემი შეყვარებული ყოფილიყავი და იმ სირთან გეფლირტავა?- საერთოდ როგორ გაბედე , როგორ მოგივიდა თავში აზრად რომ შენ გათხოვილმა ქალმა სხვა კაცს გახედე თაია?!
-მეც არ ვიცი მინდია, რანაირად მოხდა, მეც არ ვიცი რა უნდა გითხრა, რომ გითხრა ვნანობ თქო დამიჯერებ?რომ გითხრა რომ ყველაფრის თავიდან დაწყება მინდა დამიჯერებ? თუ გინდა აღარ ვისწავლი, აღარ მეგობრებთან ვივლი, ოღონდ მაპატიე.
-პატიებას რა აზრი აქვს თაია, შენ რომ ამას გულით არ ინანიებ, შენ ხომ ახლა შენი ოჯახის, თემის , ხევისბერის შიში გალაპარაკებს. შენ მე არ გიყვარვარ, უბრალოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე- რას მერჩოდი? რატომ დამაჯერე რომ სიყვარული არ არსებობს?!- რატომ დამინგრიე ის სასახლე,რისაც ყველაზე მეტად მწამდა და მჯეროდა. რატომ მაქციე მოსიარულე მკვდრად ადამიანო?!
-მაპატიე, უბრალოდ თუ შეგიძლია მაპატიე. შენგან პატივისცემასაც არ მოვითხოვ, ვიცი რომ ამის ღირსი არ ვარ.
-იქ სადაც, ქართულის ცეკვის დროს, ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან და მუსიკაც კი პატივს სცემს ქალს და მის მოძრაობას. იქ სადაც ხევსურულის ცეკვის დროს, ქალი მანდლის ადგებს და ფარიკაობა ჩერდება- აი ესაა ჩემთვის სიყვარული და ქალის პატივისცემა. და შენ რომელი დაიმსახურე?!- ცრემლისგან დასველებულ სახეს მისკენ მიატრიალა მინდიამ და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
გახევებული იდგა ისევ იგივე ადგილას თაია და იცოდა რომ მინდია მართალი იყო. პატიება მხოლოდ უბრალო სიტყვები იყო. მხოლოდ წყლის ნაყვა იყო. ყველაზე მეტად ეს თვითონ იცოდა.
განა არ უყვარდა. უყვარდა მინდია, ოღონდ რაღაც სხვაც უნდოდა. რაღაცა განსაკუთრებულს ელოდა და ეს განსაკუთრებული ვერ შეიგრძნო. არ მისცა მთის ადათ-წესებმა ამისი საშუალება. ვერ შეეგუა თაია რომ მკაცრი კანონები ჰქონდა იმ ადგილს რომელსაც ეკუთვნოდა.
ახლა კი უბრალოდ იდგა. სახეზე ცრემლიც კი არ სდიოდა. იცოდა ამ საღამოსაც უნდა ეთამაშა იმ ყველა დანარჩენი ადამიანების გამო, ვისაც ჯერ კიდევ სჯეროდა რომ თაია ყველაზე პატარა და წმინდა იყო მათ შორის.
სარკის წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა, სველი თმა წინ გადმოიყარა და ნაძალადევად დაიწყო დავარცხნა.

4 თვის წინ
-შათეკაური ერთი წუთით მოიცადე- მჭახედ გაისმა ლექტორის ხმა და თაია ადგილზე გაშრა.
-დიახ, ბატონო დემნა.
-ბატონო დემნა აღარ გჭირდება. დაჯექი ვილაპარაკოთ - ნაზად წაატანა მკლავში ხელი და მის წინ სკამზე დასვა. - რა ხდება არ გინდა მითხრა? უცნაურად იქცევი, გამირბიხარ.
-დემნა, მოდი დავასრულოთ ყველაფერი რაც იყო და როგორც იყო. მე ხომ გითხარი რომ სხვა მიყვარს.
-სხვა გიყვარს?!- ხმაში სიმკაცრე შეერია ლექტორს.- თაია სხვა თუ გიყვარს ჩემთან რა გინდოდა? ჩემით ითამაშე?
-არა , არ მითამაშია, საქმე იმაშია რომ ვთხოვდები.
-როგორ?- გაოცებული წამოდგა ფეხზე და ალისფერთმიან გოგოს მზერა შეავლო. - რას ნიშნავს თხოვდები.
-ჩემებმა სიმართლე გაიგეს. გაიგეს მინდიას არსებობა. პაპაჩემმა სხვანაირად არ იქნებაო. მთის წესებს ვერ შევეწინააღმდეგები გესმის?
-გინდა თუ არა მაინც? გინდა რომ გათხოვდე? გინდა რომ მინდიას ცოლი გერქვას?
-მე მიყვარს მინდია დემნა. იმდენი წელიწადია ვიცნობ.
-ეგ არ ნიშნავს რომ გიყვარს. მიპასუხე მინდია გიყვარს და გინდა მისი ცოლი იყო?
-მიყვარს მაგრამ არ ვიცი მინდა თუ არა მისი ცოლი ვიყო. ცოლობისთვის მზად არ ვარ.
-შეიძლება გაგიჟდე ადამიანი!- შეიძლება კი არა გავგიჟდები ახლა. გოგო ჩემთან ურთიერთობ ლამის ორი თვეა, შეყვარებული გყოლია ახლა მეუბნები უნდა გავთხოვდეო, მაშინ ჩემგან რა გინდოდა??
-მეგონა იცოდი რომ შეყვარებული მყავდა დემნა.
-მეგონა რომ იტყუებოდი თაია!- ნორმალური ქალი რომელსაც შეყვარებული ჰყავს სხვა კაცთან რომანს არ გააბავს.
-იქნებ მე ნორმალური არ ვარ.
-ასეცააა, ზუსტად ასეცაა- ნაწყენმა უთხრა და მისი სახე ხელებში მოიქცია. ნაზად შეახო თავისი ტუჩები მისას და დაუოკებელი ჟინით განაგრძო მისი კოცნა.
მთელი ძალით ეკვროდა გულზე თაია და სადღაც გულის სიღრმეში გრძნობდა დანაშაულს. დანაშაულს არა საკუთარი თავის, არა საკუთარი თემის და ოჯახის მხოლოდ მინდიას წინაშე.
იცოდა როგორ წრფელი სიყვარული ჰქონდა მის მიმართ.
არა, ვერ უარყოფდა , უყვარდა ეს კაცი. მაგრამ რაღაც სხვა უნდოდა. აი ეს რარაც სხვა კი დემნას ჰქონდა.
მინდიასთვის ის სალოცავი ხატი, ყველაზე წმინდა ადგილი იყო მთელს მსოფლიოში. მისთვის ის ხელშეუხებელი ადამიანი იყო, რომლისთვისაც კოცნაც კი ვერ გაებედა. მაგრამ აი ეს არ კმაროდა თაიას.
მას სიგიჟე, თავგადასავლი. რაღაც სხვა უნდოდა მინდიასაგან..
უნდოდა მის გამო მთები გადაედგა, უნდოდა ყველას წინააღმდეგ წასულიყო.
მაგრამ იცოდა რომ მინდია არასოდეს წავიდოდა გიგას და ხევისბერის წინააღმდეგ.
იქნებ შეიძლებოდა კიდევაც ამ გოგოს გაგება. იქნებ მას სხვა სიყვარული უნდოდა, ვნბებით და ჟინით ატანილი და სულაც არ სჭირდებოდა ის იარლიყი რომელიც მინდიამ მიაკრო

**
სამზარეულოში ისხდნენ და სევდიანი თვალებით უყურებდა გიგა ძმაკაცს. როგორ უნდოდა მისთვის ეშველა, როგორ უნდა საკუთარი დისთვის ბედნიერება ,ცხოვრება აეწყო და რა გამოუვიდა. ნერვიულად დაისვა ხელი სახეზე და სასმლით სავსე ჭიქა ააცალა მინდიას.
-გალოთდები!- მე კიდევ არ მინდა ლოთი ძმაკაცი .
-გიგა მომე რა- პატარა ბავშვივით დაიჯაჯღანა და გიგას ხელში სტაცა ხელი.
-მგონი ვერ გაიგე რა გითხარი!- გალოთდები-თქო ძმაო. მერამდენე დღეა სამყაროსთვის ფხიზელი თვალით არ შეგიხედავს.
-სულ ერთია, ახლა ფხიზელიც და მთვრალიც ერთნაირად ვხედავ .
-ვიცი. მაგრამ დამიჯერე ასე არაა.
-იცი არა?!- რა თქმა უნდა იცი. შენმა დამ სახეში მომახალა გიგას სიმართლე ვუთხარიო. იცი რა სიამაყით მითხრა?!- გეგონებოდა რაიმე განსაკუთრებული ჩაიდინა. ისე რა განსაკუთრებული არაა?!- 1 კვირის გათხოვილი რომ იქნები და ქმარს უღალატებ.
-როგორ მინდა ყველაფერი ეს ცუდი სიზმარივით იყოს- დანანებით თქვა და თავი გაიქნია. უკვე მერამდენე თვეა ამ საშინელებას ვუძლებ. უკვე ძალა არ დამრჩა. ჯერ ქეთოს ტყუილები, მერე დედამისის და ბიძაჩემის ამბავი, ხევისბერის სიკვდილი და ახლა კიდევ ეს , მეგონა რაღაცა გამოსწორდა, თურმე ასე ვცდებოდი.
-აქ არაფერია გამოსასწორებელი ძმაო, შენ თვითონაც კარგად იცი.
-მართალი იყავი,დავილაპარაკოთ და გაშორდით. იქნებ ეს იყოს გამოსავალი მინდი. აღარ ვიცი რა უნდა ვთქვა.
-არაფერი არ უნდა თქვა. შენი და ასეც ბედნიერია, სახელად ჰყავს ქმარი, გუშინ იცი რა გავაკეთე? უკან გავყევი, როგორც უკანასკნელი ნაძირალა ისე მოვიქეცი და უკან გავყევი ძმაო.
-არ გინდა გთხოვ, მინდი არ გინდა, არ მითხრა და თავსაც ნუ დაიტანჯავ .
-არააა, უარესიც გავაკეთე, იქამდე დავეცი რომ მისი ტელეფონი გავჩხრიკე ძმაო. ხედავ რა უსინდისო ძმაკაცი გყავს? რა არამზადაა და არაკაცი. ცოლს ისე არ ენდობა რომ ჭკუიდან გადავიდა და მის ტელეფონში დაიწყო ძრომიალი. მაგრამ მართალი აღმოვჩნდი ძმაო. ისევ თავიდან გამომეცალა მიწა ფეხქვეშ, აი რაღაცა ერთი ნამცეცი იმედი რომ მქონდა ისიც არ დამრჩა. ისიც კი წამართვა, ხელიდან გამაგლიჯა. როგორ უნდა ვიცოცხლო ახლა! რას ვიფიქრებდი რომ ჩემი სიყვარული ასეთი გახდებოდა გიგა. როგორ დავუშვები ამას. ხევისბერმა თანხმობა რომ მითხრა მეგონა როგორც ჩვენი მთის არწივი ისე შევძლებდი მთის წვერებზე გადაფრენას. მეგონა რომ თაიასაც ეს უნდოდა! მეგონა რომ ვუყვარდი ! მეგონა რომ , მაგრამ უბრალოდ მეგონა გესმის? - რა უნდოდა ჩემგან? რატომ მომკლა ასე რატომ გამიმეტა ძმაო, რა დავუშავე ასეთი..
-შეიყვარე! მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვი ძმაო, შენ ის ისეთი შეიყვარე როგორიც იყო.
-მართალი ხარ, და ვინ მასწავლის როგორ გადავიყვარო?- გამწარებულმა იღრიალა და გიგას ჭიქა კედელს შეალეწა, - ახლა ვინ მასწავლის თავიდან სიყვარულს?!-ვინ დამაჯერებს რომ სიყვარული არსებობს? მითხარი გიგა.
-დრო მინდია, დრო დაგაჯერებს. ადექი წამოდი დაწექი.
-ნწუ, არ მინდა. არ დავიძინებ.
-წამოდი , ნუ მეჯაჯგურები , ხო იცი მოგერევი - სიცილით უთხრა და ფეხზე წამოაყენა. - საწოლზე დაწოლაში მიეხმარა და გვერდით დაუჯდა, საწოლის თავზე ააყუდა ბალიში და ტკივილისა და სასმლისაგან გათიშულ ძმაკაცს გადახედა. - მოერეოდა აბა რა, როგორც ბავშობაში. როცა ჭიდაობდნენ და გიგა სულ გამარჯვებული იყო, როცა ფეხბურთს თამაშობდნენ და გიგას გამარჯვებით სრულდებოდა ყველაფერი. მაგრამ გიგა არ ჰგავდა სხვებს, მინდია ერთადერთი იყო ვის გამოც ცხოვრებას განწირავდა. მის გამო რამდენჯერ მოხვდა ხელი, რამდენჯერ დაიცვა საკუთარი ძმაკაცი. რამდენჯერ გადაარჩინა სიკვდილს. ახლა კი ვერ შველოდა. იქნებ ყველაფერი მარტივად ყოფილიყო ის ქალი მისი და რომ არ ყოფილიყო. „მისი თაია“. - ჯიბეში ჩატენილი ტელეფონი ამოიღო და მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა „ სახლში გელოდები“- ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო და ტკივილისაგან გადაფითრებულ მინდიას საბანი მიახურა მხრებზე.
ფრთხილად გამოკეტა საძინებლის კარები და სწრაფად სტაცა დას ხელი მკლავში. კაბინეტში კი არ შეიყვანა შეაგდო და კარები დაკეტა. გაოცებული და ერთიანად შეშინებული უყურებდა თაია ძმას და ვერ იაზრებდა ამჯერზე რა დააშავა.
-სად იყავი? - რაც შეეძლო მშვიდად ჰკითხა გიგამ და სავარძელში ჩაეშვა.- დაბრძანდი ქალბატონო დიდხანს მოგიწევს ფეხზე დგომა და მითხარი სად იყავი.
-დაქალებს შევხვდი, ლექციების მერე- მინდიამ იცოდა.
-დაქალებს შეხვდი, ლექციების მერე, მინდიამ იცოდა , გასაოცარი პასუხია თაია- შენგან სხვას უკვე აღარ ველოდები.
-რამე მოხდა გიგა? ამჯერზე რა დავაშავე?
-რა დააშავე? ლექციებზე არ ყოფილხარ ! დგახარ და მატყუებ , უკვე დანაშაული არაა?! შენი საყვარელი ნახე? მასთან ერთად იყავი გულის გადასაყოლებლად წასული? როგორც ჩანს მაგას ჩემი გაფრთხილება არ ეყო!-
-მისმინე გიგა.
-გისმენ, აბა მიდი, იმართლე თავი. მიდი თაია დრო გვაქვს ძალიან ბევრი.
-თავის მართლებას არ ვაპირებ ლექციები გამიცდა და გოგოები შევიკრიბეთ.
-ვაიმე თაია, თავი მისკდება ისედაც ამდენი ნერვიულობისაგან და შენ ასე უტიფრად როგორ იტყუები? რომელ ლექციების გაცდენაზე მელაპარაკები. ლექციებზე ყველა შენი დაქალი იყო შენს გარდა. მაგრამ იცი რა- ჩხუბსაც არ ვაპირებ, შენ უკვე იმ დონემდე დახვედი ამასაც არ იმსახურებ გესმის? მხოლოდ ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი ამ ბიჭს თავს რატომ არ ანებებ? - პაპა ცოცხალი აღარა, არავინ არაფერს გეტყვის, უთხარი მამას რომ ბედნიერი არ ხარ , უთხარი და მერე განქორწინდით. წადი შეხედე ადამიანს რას გავს, მაშინ როცა შენ დაქალებთან და შენს ახალ სიყვარულთან ერთად დროს ატარებ ის აქ არყის ჭიყას ხელს არ უშვებს. იმას მაინც თუ ხედავ რომ ადამიანი ხელებში გაკვდება გოგო?! ვერ ხედავ რომ ტიპი რამოდენიმე დღეა არ გამოფხიზლებულა? გამაგებინე რატომ არ მითხარი იმ ღამეს არ მიყვარს მინდია ძმაო სხვა მიყვარსო! -რატომ გამაუბედურებინე შენი თავი და მისიც, რას მერჩოდი ადამიანო, ეს ტვირთი რატომ ამკიდე?!- კბილებში გამოსცრა გამწარებულმა და დას გვერდით მიუჯდა. ერთ კვირას გაძლევ, ყველაფერს მოაგვარებ, წახვალ ჩვენებს ეტყვი რომ განქორწინება გინდა, მიზეზი თავად მოიფიქრე, უთხარი რომ მინდიას არ უყვახრარ, უთხარი რომ გამწარებს ყველაფერი მოიგონე, თავი დაიძვრინე შენ ეს კარგად გამოგივა, უბრალოდ ამ ადამიანს თავი დაანებე, როგორც ჩანს შენ ძალიან ბედნიერი ხარ, მაგრამ ოჯახი მხოლოდ ერთი ადამიანისაგანა არ შედგება .
-მართალი ხარ. ჯობია წავიდე, ყველასგან შორს წავიდე და ყველა ბედნიერი იქნება არა?!
-რა უნდა გელაპარაკო შენ ამის მერე?! ესაა შენი პასუხი? დარწმუნებული ვარ წახვალ, როგორც კი თავისუფლებას იგრძნობ წახვალ ხელებს გაშლი და როგორც მინდიას უნდა იმ არწივივით იფრენ დაო. როგორ შემაცდინე თაია, როგორ მეგონა რომ ჩემი ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემს გვერდით თუ იქნებოდა ვერავინ და ვერაფერი მოგვერეოდა. იქ სახლში რომ ვილაპარაკეთ ისე ნანობდი, ისე ნერვიულობდი, ვიფიქრე შენი ცრემლები ნამდვილი იყო , შეცდა და პატიებას იმსახურებს-თქო. გიყურებ და ვერ ვიაზრებ უბრალოდ რა გინდა.
-არაფერი არ მინდა. უბრალოდ მინდოდა ვინმეს ვყვარებოდი , ისეთი როგორიც ვიყავი. ვინმეს ეამაყა ჩემით. ჩემთან ბედნიერი ყოფილიყო გიგა.
-დამცინი ეხლა? გოგო დამცინი?- ზუსტად მინდია იყო ის ვინც ასეთი შეგიყვარა, შენი ცვალებადი ხასიათით და შენი გამოხტომებით. რა გინდოდა მეტი? შენგან რამეს მოითხოვდა? რამე უნდოდა? შენი სიყვარულის გამო ჩუმად იყო, შენი ბედნიერების გამო ხმას არ იღებდა და იტანჯებოდა. - თურმე სიყვარული უნდოდა გოგოს.
-გახსოვს გითხარი, მე და შენ ცხოვრებამ რთული ბილიკები გვარგუნა-თქო. ვერ გეტყვი რომ მინდია არ მიყვარდა გიგა, ან ახლა არ მიყვარს. მინდიამ ისე უპირობოდ შემიყვარა, მინდიამ ისე გამითავისა რომ ვეღარ გავიაზრე ვერაფერი გიგა. მისთვის ყოველთვის ანგელოზი ვიყავი, მე კიდევ სულაც არ ვარ ანგელოზი. მეც არ ვიცი რა მოხდა, მან უბრალოდ ისე გამაღმერთა მეც კი დავიჯერე ამ ყველაფრის. მე კიდევ სხვანაირი სიყვარული მინდოდა. არ მინდოდა მისი ეს უპირობო გრძნობა, ისე მინდოდა მყვარებოდა რომ მისი მოპოვება დამჭირვებოდა, ალბათ არ ვარ გაჩენილი ასეთი წრფელი გრძნობისთვის ძმაო.
-შენ საერთოდ არ ხარ გაჩენილი სიყვარულისთვის თაია. რა გგონია ის გიყვარს? დაგასწრებ და გეტყვი რომ არა !- ეს ჟინი, ეს ვნება , ეს შენი ავხორცობა და ეს დაუცხრომელი სექსის სურვილი რომ გადაგივლის მიხვდები რომ სრულიად მარტო ხარ ! რას წარმოვიდგენდი რომ ჩემი თაია ასეთ რამეს გაბედავდა, როგორ ვიფიქრებდი რომ ქმრის გვერდით მწოლიარე სხვა კაცზე იფიქრებდა- მინდა რომ დაგახრჩო ამის გამო. ჩემი და რომ არ იყო იქნებ შემძლებოდა კიდევაც, მაგრამ ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი და ამას ვერ გავაკეთებ.-იცი, პაპა მართალი იყო, მან პირველმა შეგატყო რომ ბედნიერი არ იყავი ამ ქორწინებით. მე კიდევ ეს ვერ დავინახე, დავაშავე და ჩემი ბრალიცაა , მარტო შენ არ ხარ დამნაშავე, მაგრამ ის რაც ჩაიდინე ამას ვერ გავამართლებ თაია. ხვალ წადი და მამას აუხსენი ყველაფერი. 1 კვირაში ხევში ავდივართ იქიდან რომ დავბრუნდებით ყველაფერს დაასრულებ იცოდე.
-კარგი. ყველაფერს დავასრულებ გპირდები. ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა ყოფილიყო დამიჯერე, ყველა ჩემს დაშვებულ შეცდომას გამოვასწორებ გიგა.
-რა თქმა უნდა გამოასწორებ, ამაში ეჭვიც არ მეპარება. - მოულოდნელად შემოხვია დას ხელი და მკერდზე მიიკრა, ნელა შეახო ნერვიულობისაგან გაყინული ტუჩები თმაზე და გაიტრუნა- გახსოვს, დიდი ხნის წინათ, პაპას საყვარელი დოქი რომ გავტეხე,- გახსოვს როგორ გვეშინოდა რომ მთელი მიცუ გაიგებდა მის ყვირილს, შენ კი მიხვედი და ჩხუბამდ უთხარი რომ შემთხვევით გაგიტყდა, გახსოვს ჩვენი ხის სახლიდან რომ გადმოვცვიივდით მე და მინდია ჩხუბის დროს, გახსოვს როგორ გვიხვევდი გადატყავებულ ხელებს ორივეს და პატარა ქალივით გვეჩხუბებოდი, შენ მაშინ უკვე დიდი გეგონა შენი თავი. - ის თუ გახსოვს ნასვამი რომ მოვედი სახლში.
-მთვრალი გიგა.
-ხო მთვრალი იყო, რომ მოვედი და ჩუმად შემომაპარე თაია დედას რომ არ გაეგო.
-მახსოვს რა დამავიწყებს. - ის გახსოვს მიცუში მარტოები რომ დაგვტოვეს და საშინელი წვიმა რომ მოვიდა, შუაღამემდე ვიწრიალე და შეშინებული შემოვვარდი შენთან რომ ვერ ვიძინებდი, შენ კიდევ შენი საბნის კუთხე ამიწიე, შენი ბალიში მიწილადე და დილამდე ტკბილად მეძინა. - ყველაფერს ივცემდი ის დრო რომ დაბრუნებულიყო გიგა, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა, ჩვენ ხომ ორივემ ვიცით რომ მე ჩემი სავალი ბილიკი მარგუნა უფალმა და შენ შენი. ნახე შენ უსიყვარულოდ მოიყვანე ცოლი და ბედნიერი ხარ, მე სიყვარულით გავთხოვდი და არც მე ვარ ბედნიერი და არც ჩემი ქმარი.
-ნუ სულელობ, ყველაფერი დალაგდება, რისთვის ვარსებობ, დავალაგებთ ყველაფერს. ახლა წავალ, ალბათ ქეთო მელოდება შენ კიდევ დაისვენე და ცივი გონებით იფიქრე.- გადაჭრით უთხრა დას და შუბლზე აკოცა. - ერთი იცოდე რაც არ უნდა მოხდეს ჩემი სიყვარული შენდამი არასოდეს შეიცვლება თაი, იმიტომ რომ შენ ჩემი ერთადერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილი ხარ.
და დააშავა..
ყველამ ერთად დააშავა !
დააშავეს როცა გიგას აიძულეს ცოლის მოყვანა..
დააშავეს როცა თაიას არ ჰკიტხა დედამ და მამამ უნდოდა თუ არა გათხოვება.
დააშავეს როცა არ გაიგეს მისი ტკივილის შესახებ.
დააშავეს როცა სახლში დაბრუნებულ თაიას მიზეზი არ ჰკითხეს.
**
ანერვიულებული უყურებდა ნინო მის წინ დადგმულ ყავის ფინჯანს და ვერაფერს იაზრებდა ბოლომდე. ჯერ იყო და ქეთოს მშობლების ტყუიმა მიწასთან დასცა და დაასწორა ნიკოლოზი, ახლა როგორც ჩანს საკუთარი შვილი უპირებდათ ხელმეორედ მოკვლას.
ისმენდა სათითაო სიტყვას და ვერ ხვდებოდა რანაირად შეეძლო თაიას ასე მოქცევა.
-დედა არ მისმენ?!- გიგას ხმაზე გონს მოეგო და სახეზე ჩამოუგორდა ცხელი ცრმლები. - ახლა ტირილის დრო არაა, დამიჯერე. ახლა მოქმედების დროა. დაელაპარაკე თაიას, და უთხარი რომ მის გვერდით ხართ მე და მამა.
-გიგა შენ მგონი სრულ ჭკუაზე არ ხარ შვილო.
-მგონი თქვენ გადაირიეთ ყველანი. - შენი შვილი უბედურია, ამაზე მეტი რა გინდა დედა? არ მისმენ? შენი საკუთარი შვილი უბედურია.
-მესმის. მაგრამ მამაშენზე არ ფიქრობ? - არ ფიქრობ ხევში რა ამბავი ატყდება? რას იტყვიან, ხევისბერის გარდაცვალების მერე ყველაფერს ისე აკეთებენ როგორც უნდათო . მამაშენი თავს ვერ გაყოფს გარეთ.
-ისევ ჭკუიდან გადაგყავართ როგორც მაშინ. მისმინე- ნერვიულად ჩამოისვა ხელი სახეზე გიგამ და დედისკენ უფრო ახლოს მისწია სკამი.- პაპა ცოცხალი აღარაა. ხევს ხევისბერი აღარ ჰყავს, შენ რა გგონია მამა ან მე მის ადგილს დავიმკვიდრებთ და რომც გვინდოდეს, გგონია ხალხს ისე ვეყვარებით როგორც პაპა უყვარდა? შენ გგონია რომ მე შევძლებ იმ ტრადიციებით ვატარო სოფელი რომლითაც პაპა დაყავდა?!- დამცინი ახლა? თუ მასხრად მიგდებ?
-გიგა- შენ ყველაფერს მარტივად უყურებ შვილო.
-დედა, შენ ართულებ!- გამწარებულმა იყვირა და ფეხზე წამოხტა. შენ ართულებ ყველაფერს. ჩემი და უბედურია, შეცდომა დაუშვა, ვეცადე ყველაფერი გამომესწორბინა, არ გამოდის, ბოლო რამდენი თვეა ამაზე ვნერვიულობ, ვერაფერი გავაკეთე დედა! რა გინდა მითხარი, ჭკუიდან გადამიყვანოთ? თუ გინდა თაიამ ჩაიდინოს სისულელე და მერე უარესად ვერ გამოყო თავი გარეთ. -შენი საკუთარი შვილი, უბედურია გესმის?!
-მესმის - მესმის, ყველაფერი კარგად მესმის !- გაბრაზებულმა დაუყვირა შვილს და მაგიდას მთელი ძალით დასცხო ხელი . - როცა შენი და ამ ნაბიჯს დგავდა , ვკითხე, უნდოდა თუ არა მინდიას ცოლობა, ვუთხარი ამას იმიტომ თუ აკეთებ რომ გოჩაზე არ გაგათხოვოთ , არც ისე გაყოლებს პაპაშენი გოჩას და მინდიას ნუ გამიყენებ-თქო. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მინდია მიყვარსო. - ქორწილის დღეს მის ჩამომტირლ სახეს რომ შევხედე, გვერდზე გავიყვანე და ვუთხარი, ჯერ კიდევ არაა გვიანი, შეგვიძლია ყველაფერი გავაუქმოთ. ამ ბიჭს ნუ გააუბედურებ და საკუთარ თავსაც წირვას ნუ გამოუყვან-თქო. პასუხი რა იყო იცი? - იცი -თქო?
-რა?
-მინდია მიყვარს და არ გინდა რომ მასთან ბედნიერი ვიყოო. სახეში მომახალა ამხელა ტყუილი გიგა. შენ რა გგონია მე დღეს დავიბადე? გგონია ვერ ვხედავდი როგორ გტკიოდა ქეთოსთან ქორწინება და ცდილობდი მისთვის გაგეგო, თბილად მოქცეოდი. და მეორე მხარეს შენი დებილი და, რომელიც ამტკიცებდა რომ საქმრო უყვარდა და მის დანახვა არ უხაროდა. იცი რამხელა განსხვავება იყო მისი და მინდიას თვალებს შორის? ვერ გავაჩერე! შენი ჯიუტი და ვერ გავაჩერე. ახლა რა უნდა? მინდიათი გაერთო და ახლა განქორწინება უნდა?! არ იქნება გოგა მასე.
-დედა, მინდიას რას ერჩი. შენ შენს შვილზე იყრი ჯავრს და მინდიას დედაც არ ჰყავს რომ მოვარდეს და ყველას სათითაოდ გვაგებინოს პასუხი დედა.
-მინდია მეცოდება. ძალიან მეცოდება. ეგ ბიჭი ამას არ იმსახურებდა. მამაშენს დაელაპარაკოს შენი და. როგორც მამამისი იტყვის ისე გააკეთოს. მე ჩემი გითხარით, როგორ მოიტეხა კისერი ისე აგოს პასუხი. მაგრამ იცოდე ჩემი იმედი არ ჰქონდეს.
-დედა გთხოვ..
-არანაირი დედა გთხოვ არ იქნება გიგა - გაიგე რასაც ვამბობ. არასოდეს ხევში არასოდეს არ გამოუშვერიათ თითი ჩვენკენ. მაშინაც კი როცა ყველამ იცოდა თორღვას და მარიამის სიყვარულის შესახებ, ხომ ხედავ რა ქნა პაპაშენმა, ხალხის დასაცინად არ გაიხადა თავი, თავისი გაწირა და ყველაფერი ისე გააკეთა როგორც ადათს და წესებს შეესაბამებოდა. რა სინდისით უნდა მივიდეს შენი და, რომელიც სულ რამოდენიმე თვეა გათხოვდა და რა უნდა თქვას, რა მიზეზით არ უნდა მინდიას ცოლობა, მიზეზს რატომ არ ამბობ არც შენ.
-იმიტომ რომ მე არ ვიტყვი, მიზეზი თაიამ თქვას თუ უნდა, მე არ გავახმოვანებ. - დანანებით თქვა გიგამ და სკამიდან წამოდგა.
-შენ ყოველთვის იცავდი შენს დას, მიუხედავად მისი შეცდომებისა გიგა, აქაც კი შეგაცდინა ხედავ? აქაც მოგთაფლა მისმა მზერამ , თაია ჩემი შვილია, ჩემი პატარა გოგოა, მაგრამ დროა საკუთარ შეცდომაზე პასუხი აგოს. უნდა რომ ქმარს გაეყაროს, მაშინ გაეყაროს, ოღონდ ეს თავად უთხრას საკუთარ მამას, მე დახმარება არ მთხოვოთ .
-ამ წელიწადს თუ გადავურჩი ალბათ კიდევ ასი წელი ვიცოცხლებ - განადგურებულმა გახედა დედას და სამზარეულოდან გავიდა.
დივნის კუთხეზე იჯდა თაია და საკუთარ ხელზე დაყრდნობილი უყურებდა ქმარს გაშტერებული.
ერთიანად ძალაგამოცლილ მინდიას მიტკლის ფერი ედო სახეზე ნერვიულობისაგან. თითებს ისე იმტვრევდა თითქოს სიტყვის უნდა წარმდგარიყო და ემზადებოდა. ცარიელ თეფს დაჰყურებდა და ფიქრობდა.
მოულოდნელად გამოერკვია ფიქრებიდან თაია და მის წინ მდგარ ჯარჯის აჩრდილს ახედა. თვალებით ანიშნა წამომყევიო და სწრაფი ნაბიჯით შეუძღვა ოთახში.
-შენ რა ადამიანი ხარ?- წერან გიყურებდი და ვფიქრობდი ასეთი როდის გახდი?
-რას გულისხმობ ჯარჯი?- დაბნეულმა შეხედა თაიამ და დივანზე დაეშვა.
-რას ვგულისხმობ?!- ნეტავ შენი თავი დაგენახა რა ნეტარი სახით უსმენდი შენი ძმის ლანძღვას. ასეთი როდის გახდი გოგო?
-ერთი წუთით..
-არა, ახლა მე ვილაპარაკებ და შენ მომისმენ. შენ როგორ გგონია ადამიანი რომელიც შენს ძმაზე ამ სისაძაგლეს ლაპარაკობს და შენ ასე უსმენ, ეთანხმები და თავს უქნევ, შენზე არაფერს იტყვის?! - შენ რა გგონია მას თუ შენი ძმის ,შენი სულის ნაწილის მიწასთან გასწორება გაუვიდა შენთან, შენზე რა აზრი ექნება!! - როგორ გგონი ამ ადამიანს უყვარხარ? გაფასებს? შენ შენს თავს არ აფასებ ,როდესაც შენი დედამამიშვილის ლანძღვას ასე უხმოდ იტან. შენ საკუთარ პიროვნებას აფურთხებ სულში გოგო, ერთხელ არ გიფიქრია რამდენი რამე გააკეთა შენმა ძმა შენთვის? ერთხელ როგორ არ იფიქრე რომ შენი უვარგისი ძმა გირჩევნია სხვის საამაყო ძმას. შენი ძმა მთელს ხევს უყვარს , მთელი ხევი მასზეა შეყვარებული და შენ რამდენს კადრულობ?! - როგორ უშვებ იმას რომ საკუთარი ძმის ლანძღვის დროს ვიღაცას თავზე არ ახურებ მთელ მიცუს, როგორ უშვებ იმას რომ შენს ძმაზე ამდენ სიყალბეს ამბობენ და შენ უბრალოდ უსმენ ! - როგორ უშვებ იმას რომ შენი ძმის ლანძღვის მერე შენ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებ. - შენ ამის მერე ადამიანი ხარ?
-ასე არაა, ჯარჯი, მე უბრალოდ ვუსმენდი.
-მეც მაგას გეუბნები !- გამწარებულმა იყვირა და სკამიდან წამოხტა. - მაგას გეუბნები რომ ისმენდი და საკუთარი ძმა არ დაიცავი ადამიანო !- იცი მე რას ვიზამდი? თვალებს დავთხრიდი, ვიღაცას ჩემს ძმაზე მასე რომ ელაპარაკა, თუნდაც დამნაშავე ყოფილიყო, თუნდაც უვარგისი და უკანასკნელი ადამიანი. და იცი რატომ? ის ჩემი ძმაა, ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი სულის და გულის ნაწილია, ფეხებზე არ ვიღაცა?! როდესაც საქმე ჩემს ძმას ეხება?! შენ რა ადამიანი ხარ გოგო, ზიხარ და ამ ქალის გვერდით ყავას სვამ, ფეხე ფეხზე შემოგიდია და ცდილობ დაანახო როგორი სამართლიანი ხარ?! - შენ ამას სამართალს ეძახი? მიმიფურთხებია შენი სამართლისთვის და იმ სამართლისთვის სადაც შენს ძმას არ დაიცავ. მიმიფურთხებია შენნაირი დედმამიშვილისთვის, სადაც შენ ასე ბედნიერი ისმენ ლანძღვას. და იცი რა?!- მადლობელი ვარ ღმერთის რომ მე შენნაირი არც და და არც ძმა არ მყავს. მადლობელი ვარ რომ შენნაირი ბოროტი და გულღრძო და არ მაჩუქა ღმერთმა. იმიტომ რომ მე შენგან განსხვავებით მაინც დაგიცავდი და მაინც მეყვარებოდი. მე შენგან განსხვავებით საკუთარი დის და ძმის მიმართ გულში ბოღმას არ ვიდებ. გიყურებ და მეცოდები. როგორ მეცოდები თაია, რომ ასეთი პატარა გოგო ამდენი სიბოროტით ხარ სავსე, მეცოდება ჩემი ძმა რომ შენნაირი და ჰყავს და მეცოდება მინდია რომ შენნაირი ცოლი ჰყავს. მეცოდები იმიტომ რომ შენ საერთოდ არ იცი რა არის სიყვარული. მართლა მეცოდები. - დანანებით უთხრა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
დივანზე იჯდა და სახეზე ნაკადულად სდიოდა ცრემლი. რამდენი შეცდომა დაუშვა უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში.
როგორ მოახერხა რომ ყველასგან მხოლოდ შეცოდება და ზიზღი დაიმსახურა.
ნუთუ ასე ძალიან შეიცვალა? იქნებ ასეთი იყო და თავს არ უტყდებოდა. იქნებ ყოველთვის ედო საკუთარი ძის მიმართ ბოღმა და ამას არ ამჟღავნებდა. რა თქმა უნდა ! რა თქმა უნდა! შურით სკდებოდა როდესაც ხევისბერის სიამაყე იგო გიგა, როცა მის დანახვაზე ცისკრის ვარსკვლავივით ინთებოდა პაპა. როცა მის ყოველ წარმატებას სხვა სიხარულით ხვდებოდა მთელი ოჯახი , როცა მის ქორწილს მთელი მიცუ ესწრებოდა, თაია კი აქაც მეორე ხარისხოვანი იყო..
უყვარდა კი ვინმეს ამ ქვეყნად თაია?
უყვარდა მთელს ოჯახს, და უყვარდა მინდიას.
დიახ მინდიას, მხოლოდ მას უყვარდა ისე რომ მისი შეცვლაც არ უცდია. მან კი რა გააკეთა, ასეთ კაცს ფეხით გადაუარა, ნაწილებად დაშალა , დააქუცმაცა მისი სიყვარული, მასხრად აიგდო მისი გრძნობა.
ახლა ყველაფეი გვიანი იყო. არაფრის გამოსწორება აღარ იქნებოდა.
გამოსავალი კი მხოლოდ ერთი ჩანდა.
ფრთების გაშლა და გაფრენა..
**

„კლდის პირას იდგა.. ხელები გაეშალა და სულ რაღაც ნახევარი ნაბიჯი აშორებდა მდინარე ასას.
-გთხოვ არ გინდა- მუდარით უთხრა და მის წინ მუხლებზე დადგა, - გთხოვ ამას ნუ გააკეთებ.
-რატომ? მაქვს რამე რაზეც ვიდარდებ? რაც არ გამემეტება დასათმობად?
-თაია..
-არანაირი თაია აღარ არსებობს მინდია. არც არსებობდა იცი?!- ის თაია შენ რომ გიყვარდა შენ შექმენი. ის თაია შენ გამოიგონე. ის თაია წმინდა რომ გეგონა და კოცნას ვერ უბედავდი, ყოველ ღამით შენზე ოცნებაში იძინებდა და იღვიძებდა. ნატრულობდა რომ ერთხელ მაინც გაგეხედა მისთვის თამამად, ერთხელ შეგძლებოდა და ისე მომფერებოდი, ისე გეკოცნა როგორც ამას ნამდვილი შეყვარებულები აკეთებდნენ. მაგრამ შენ რომ მინდია ხარ,გიგაურების მთავარი მემკვიდრე და გვარის გამგრძელებელი, ამას როგორ გააკეთებდი, ხელს როგორ შემახებდი. მე კი ვოცნებობდი შენს სითბოზე.
-მისმინე, მაგ კლდეს მოშორდი და მოდი აქ ვილაპარაკოთ, აი იქ ჩვენს ქოხში წავიდეთ - ნერვიულად დაისვა სახეზე ხელი და ფეხზე წამიმართა. -გთხოვ მოშორდი მაგ კლდეს.
-კლდის პირას ჩემი დგომა გაშინებს?!- გიჟივით გადაიხარხარა და კიდევ უფრო ნაპირზე გადაიწია, მე არაფერი არ მაშინებს, საერთოდ არაფერი. იცი რატომ?- გინდა გითხრა რატომ?- გამწარებულმა იღრიალა და მთებმა მაშინვე მისცეს ბანი..
-რატომ თაია?
-იმიტომ რომ ჩემი თავი დავკარგე!- სად დავკარგე ?- არ ვიცი . მაგრამ დავკარგე გესმის? ხო, მე ასეთი ვარ, უცნაური, საზიზღარი, მოღალატე. ხედავ როგორი ზნედაცემული ქალი ვარ, ყველაფერი ვიკადრე , არაფერზე დავიხიე უკან და ახლა აი აქ შენს წინაშე ვდგავარ. - ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი , ჩემში რა შეგიყვარდა? - რა დაინახე ჩემში ისეთი რომ ასე შემიყვარე? როცა მე ჩემი თავის შეყვარება ვერ შევძელი.
-შენ უბრალოდ არასოდეს დაგინახავს ჩემი თვალებით შენი თავი. ახლაც კი როცა ასე ახლოს ხარ, ყველაზე შორს ხარ თაია. სულ ასე იყო. შენ ჩემთვის ყველაზე შორეული და მიუწმვდომელი იყავი, რამდენ ნაბიჯსაც ვდგავდი შენკენ, იმდენი ნაბიჯით უკან მიდიოდი. იმდენი ნაბიჯით მშორდებოდი.ხანდახან ვფიქრობდი, ალბათ რომ მოვინდომო მთვარემდე უფრო მარტივად მივალ-თქო. ასეც აღმოჩნდა. - როგორ შეგიძლია მკითხო შენში რა შემიყვარდა, როცა შენ ხარ თვითონ სიყვარული ჩემთვის. ყოველი დღის გათენება და დაღამება შენ ხარ თაია. ერთადერთი რისთვისაც მინდოდა დილის მზის სხივის დანახვა შენი თვალები იყო- დანანებით ჩაილაპარაკა და ცრემლი ცრემლი დაედინა ლოყაზე..
-ნეტავ მეც ასე შემძლებოდა სიყვარული . ნეტავ ასეთი არ გავჩენილიყავი. ან ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყავი, არც შენ მოგაყენებდი ტკივილს, არც ჩემს ძმას და არც საკუთარ თავს.
-ნუ სულელობ. გთხოვ წამოდი აქედან წავიდეთ. გევედრები წავიდეთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
-ყველაფერს მაპატიებ?- პატარა ბავშვივით იკითხა და ცრემლები დაედინა სახეზე.
-ყველაფერს გაპატიებ, გპირდები , ოღონდ მაქედან წამოდი.
-მაშინაც კი თუ ყველაფერს მოგიყვები? თუ გეტყვი რომ ბევრჯერ გიღალატე? მას მერეც რაც პატიებას გთხოვდი?
-მაშინაც კი თაია, მაშინაც კი გაპატიებ.
-იტყუები ! გინდა რომ ამ კლდეს მომაშორო. გინდა რომ ჩემი სიკვდილი შენს კისერზე არ იყოს. მაგრამ შენ არ ინერვიულო, ჩემი სიკვდილი არც ისე იქნება შენს კისერზე.
-თაია ნუ სულელობ !- ხმაში სიმკაცრე გაერია და ხელი გაუწოდა გოგოს. -მოდი, ხელი ჩამკიდე და სახლში წავიდეთ. თბილისში დავბრუნდეთ, ყველანი აქ დავიტოვოთ. წავიდეთ და დავისვენოთ სადაც შენ გინდა.
-მოღალატეები სიყვარულს არ იმსახურებენ და შენ რატომ გიყვარვარ?
-უბრალოდ მიყვარხარ. ჩემს სიყვარულს მიზეზი არასოდეს ჰქონია რატომ არ გინდა რომ გაიგო. შენ თუ არ იქნები არც მე ვიქნები. უშენოდ ამხელა მთებშიც კი მიჭირს სუნთქვა და ჰაერი მეცოტავება. მიყვარხარ და ამ სიყვარულს ვერაფერს ვუხერხებ. მართალია არ იმსახურებ, ჩემს სიყვარულს,მაგრამ მე როცა გიყვარებდი მე ხომ არ ვიცოდი რომ ამდენჯერ მოვკვდებოდი თაია. მე რომ არ ვიცოდი რომ ნდობის მწვარვალიდან ისე გადმომაგდებდი რომ ფეხზე წამოდგომას ვერ შევძლებდი მეტად. მე ხომ მხოლოდ ბედნიერება მინდოდა შენთან. ყოველ დილით შენი ალისფერი თმების დანახვის სურვილი მკლავდა ჩემს გვერდით. მეგონა ჩემთან ბედნიერი იქნებოდი.მაგრამ შევცდი, იქნებ აგაჩქარე, იქნებ მე აგირიე გონება. იქნებ არ უნდა მეთქვა შენი ძმისთვის რომ ავადმყოფურად მიყვარდი..
-ამას ნუ აკეთებ გთხოვ, თავს დამნაშავედ ნუ მიიჩნევ მაშინ როცა მე არ ვარ შენი სიყვარულის ღირსი. მაშინ როცა მე შენს გვერდით ვიწექი და სხვაზე ვფიქრობდი. მაშინ როცა მე შენ პატიებას გთხოვდი სხეულს კი ის უნდოდა.
-გაჩუმდი გთხოვ, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ ან ოდესმე გიყვარდი გაჩუმდი , თორემ გული გამისკდება. ამდენ ტკივის ვეღარ გავუძლებ, გაჩუმდი და უბრალოდ ხელი ჩამკიდე, წავიდეთ აქედან და გპირდები ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც შენ გენდომება.
-მე უკვე აღარაფერი მინდა. წუხელ გიყურებდი ჩემს გვერდით მწოლიარეს და ვფიქრობდი ნეტავ ასე როგორ გავწირე-თქო. იცი რა გამახსენდა, გამახსენდა იქ ტყეში, მთებთან ახლოს რომ ვიწექით მდელოდე და ჩემთვის ხელის შეხებას ვერ ბედავდი, იქნებ მეტი სიგიჟე რომ დამენახა ასე არ მოვქცეულიყავი მინდია . მაგრამ მიყვარდი გეფიცები, ასე უცნაური სიყვარულით მიყვარდი , ისე მიყვარდი რომ ვერ გავაიზრე სად დამიცდა ფეხი- ნეტავ მართლა შემეძლოს ყველაფრის უკან დაბრუნება.
-გთხოვ წამოდი, ყველაფერს უკან დავაბრუნებთ გპირდები. შენს თავს და ჩემს სიყვარულს გეფიცები შენდანი. არავინ და არაფერი მაშინებს, შენ თუ არ იქნები ჩემი სიცოცხლე ისედაც ნახევარი დარჩება თაია. - წამოდი და თუ გინდა ხვალვე გაგიშვებ, გეფიცები ჩემს ადამიანობას, ხვალვე მოვაწერ ხელს ყველა საბუთს ოღონდ ეგ არ გააკეთო რასაც აპირებ.
-გეშინია რომ აყეფებული ასსა წამიღებს, რომ ჩემს სხეულსაც კი ვერ იპოვით? მე კიდევ ზუსტად ეგ მინდა იცი? რომ ვერავინ შეძლოს ჩემი გახსენება მინდია, რომ არავინ მიწოდოს მე მოღალატე ადამიანს მოღალატე. არავინ მიუთითს ჩემს საფლავზე.
-ღმერთო რამდენ სისულელეს ლაპარაკობ . იმდენჯერ დაგკარგე ამ ერთ წელიწადში თაია, გთხოვ კიდევ მეტად ნუ დამაჩოქებ ცხოვრების წინაშე. გთხოვ მთლად ბოლომდე ნუ გადათელავ ჩემს გრძნობას. ნუ დამაჯერებ რომ ამ ქვეყნად სიყვარული არ არსებობს.
-სიყვარული არსებობს მინდია, შეხედე ამ მთებს, ამ ღრუბლებს. შეხედე იმ მდელოებს ბავშობაში რომ დავრბოდით , შეხედე გაიხედე, ნახე როგორ მიწეწავს ქარი თმას, როგორ მომყვებით უკან შენ და გიგა,- აი ესაა სიყვარული, რომელიც მე გავთელე და გავანადგურე. მე იმხელა შეცდომა დავუშვი რომ ვერავინ შეძლებს მის გამოსწორებას და პატიებას.
- თაია ყველაფერი გამოსწორდება, ჩემო ლამაზო, გთხოვ, უბრალოდ გამომიწოდე შენი პატარა ხელი, გთხოვ უკან დავბრუნდეთ,ეს დღე დავივიწყოთ..
-რაღაცას გეტყვი და მინდა რომ მაპატიო, მხოლოდ ეს მაპატიო, სხვა არაფერი, დამპირდი რომ ყოველთვის იდგები მყარად ფეხზე, მითუმეტეს იმის მერე რასაც გეტყვი.
-მე ისედაც ყველაფერი გაპატიე ჩემო ალისფერთმიანო გოგო , მთავარია შენ მოინდომო და ..
-მე არაფერი მინდა მინდია, უკვე აღარაფერს მოვინდომებ. ორი თვის წინ ჩვენი შვილი დავკარგე. შენი და ჩემი შვილი დავკარგე და მეტს ვერ გავუძელი. აი ამიტომ ვდგავარ აქ, მე სიცოცხლეს არ ვიმსახურებ მინდია. საკმარისია ეს ტკივილი შენთვის. საკმარისია რომ შენი ცხოვრება დავანგრიე . ჩემს სულს ესეც ეყოფა ტანჯვად.
-თაია, რას ბოდავ- ძლივს ამოიხავლა და შეერთებული თითები მაგრად მიიჭრა პირზე რომ ტირილი დაემალა.
-საკმარისია ამდენი ტკივილი ერთი ადამიანისათვის. მინდია დამიჯერე, შენ საუკეთესო ხარ რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, გაგიკვირდა და ახლა მივხვდი როგორ მყვარებიხარ.
ხელები გაშალა ისე როგორც მთის არწივი შლის, იცოდა რომ ეს მისი სიცოცხლის ბოლო წუთები იყო. ნახევარი ნაბიჯით დაირია უკან და მდინარე ასას გაუზიარა თავისი სიცოცხლე .
კლდის პირას მუხლებზე დაცემული იდგა , შუბლით მიწას ეყრდნობოდა და მხოლოდ მთებს ესმოდათ მისი ტკივილი. სხეულის სათითაო უჯრედი სტკიოდა მინდიას. შეკრულ მუშტებს უშენდა მიწას და შერჩენილ ბოლო ხმაზე ბღაოდა.
დიახ მთაში ოქტომბრის შვიდმეტი იდგა და ოქტომბრის შვიდმეში თავიდან მოკვდა მინდია, ოქტომბრის შვიდმეტში დაასრულა თავისი ცხოვრება და ოცნება. ოქტომბრის ჩვიდმეტში დაიჯერა რომ სიყვარული არ არსებობს.
მთელს ნელ-ნელა ედებოდა ნისლი, მთაში უკვე ოქტომბრის თვე იდგა. მთის წვერებს ურცხვად ეფინა თოვლი და მალე ბარშიც ჩამოიტანდა.
სადღაც ფერდობზე შეფენილ ტყეს ჯერ კიდევ შერჩენოდა ფერადი ფოთლები.
ჯერ მათაც ჰქონდათ იმედი ისევ აყვავილების, ისევ გაცოცხლების. მაგრამ მთა მკაცრი იყო, თავისი წესებით და ადათებით. ამინდიაც კი ...
მთა მკაცრი იყო და ვინ იცის რამდენს დაუნგრია ცხოვრება ამ სიმკაცრით..
მთა ლამაზი იყო, დიახ საოცრად ლამაზი, ზეცამდე ატყორცნილი მთის წვერებით, ამაყად მდგარი ციხე-შოკშკებით ..
მთა იმედის მომცემი და იმედის წამრთმევი ერთიანად იყო...
მთა უბრალოდ მთა იყო, ყველაფერ დანარჩენს კი ჩვენ ადამიანები ვართულებდით.
**
დაძახებაზე ნელა გაახილა თვალები და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები დამალა. მის წინ იდგა გიგა და სევდიანი თვალებით უყურებდა ძმაკაცს, ორიოდე ნაბიჯი გადადგა მისჯენ და მთელი ძალით მიიკრა გულზე.
-არ მიყვარს ეს დღეს- ჩუმად უჩურჩულა გიგას ყურთან და ცრემლებს გასაქანი მისცა.
-არც მე - ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა გიგამ და ოდნავ განზე გასწია მინდია. - მარტო არ ვართ , გთხოვ იქნებ ცოტა სხვანაირად შეხედო ამ გოგოს, უკვე ხუთი წელიწადი გავიდა მინდია.
-იქნებ შევხედო ძმაო, იქნებ სხვანაირად შევხედო , ოღონდ დღეს არა და ოღონდ ოქტომბრის თვეს არა ძმაო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent