დაუსრულებელი ისტორია ( მეორე თავი )
36 თვე , ანუ ოცდაექვსი ათას ორას ოთხმოცი საათი *** - დამიბრუნდი, ლენ . - მამაკაცის თბილი ხმა ჩაესმოდა, სადღაც შორიდან. - არ უნდა გაგეშვი.. - პასუხობდა ქალის სუსტი ხმა. გაჭირვებით დააშორა წამწამები ერთმანეთს, გვერდი იცვალა და საბანში გახვეულ დაქალს, რომლესაც ტუჩები სასაცილოდ დაებრიცა და თმაარეულს მშვიდად ეძინა ლოყაზე ნაზად მიეფერა. ლენას რაც თავი ახსოვს, ნანუკაც ახსოვს. ერთ ეზოში გაზრდილები , ვერც სკოლასა და უნივერსიტეტში დასცილდნენ ერთმანეთს. ყველა დაბდადებისდღე, ყველა სიხარული, ყველა გულისტკენა ერთად გაიარეს. არავინ ეიმედებოდა მასზე უფრო. დათას წასვლის შემდეგ ნანუკა იყო ის, ვინც ყველაზე კარგად იცოდა მისი გატეხილი ღამეების , დაღვრილი ცრემლებისა და გულში ჩაკლული სევდის რაოდენობა. - გიყვარვარ, ლენ? მაღმერთებ ? - ჩუმად უღიმოდა ჯერ კიდევ თვალებდახუჭული ნანუკა. - მიყვარხარ, ქალბატონო , აქამდე არ იცოდი ? - სასაცილოდ დაეჯღანა გაღვიძებულს. - ისე მიყურებდი, მგონი სხვანაირად გიყვარვარ.. ლენ, ხომ იცი მე მამაკაცები მომწონს. - საწოლში გაიწელა გოგონა და მუჯლუგუნიც დაიმსახურა. - ტყუილად ნუ ხარჯავ სიტყვებს, დილაუთენია - დაუცახანა ლენამ და სამაგიეროს გადახდის მიზნით თბილი საბანი ერთიანად მოაშორა. - ეს უკვე სისასტიკეა. - სიცივისგან გააკანკალა მწოლიარეს. - ასეც მოგიხდება. რა გგონია , ვის დასცინი დილაადრიან ? - სიცილს არ წყვეტდა გოგონა ნანუკას ოთხად მოკეცილ სხეულზე. იცინოდნენ, თითქოს წინა ღამე ტირილსა და დარდში არ გაეტარებინოს ორივე ქალბატონს, ერთს საუკთარ, მეორეს კი თავისი მეგობრის გულისტკივილზე. - დამიბრუნე ჩემი თბილი საბანი. გაჰკიოდა გამწარებული . - სახლი ჩემია, საწოლი ჩემია, საბანი ვინ გაჩუქა ? - იცინოდა ლენა საბანს ზურგს უკან მალავდა - მტერი ხარ ჩემი, დაქალი კი არა , მზეს მაინც მივეფიცხები, მერე რა რომ მაისისაა, მზეა, რა . - საწოლიდან აივნისკენ გადაინაცვლა ნანუკამ და ბაგრატის ტაძარის ხედს სიყვარულით გახედა. - თქვენთან არ ცივა ? - გვერდითა აივნიდან შეეკითხა გოგონას ნაცნობი ხმა. - ცივა, ცივა, ბატონო ლაშა , მაგრამ შინაგანად ვდუღვართ, ამ ქალაქში ხომ არ დაგვიწყებია ? - გაუცინა თვალებდაქაჩულ ბიჭს, რომელიც ღიმილიანი სახი , ურცხვად ათვალიერებდა ნანუკას მოშიშვლებულ მხრებს. - სადღაა ბატონობა , ნანუ. - სიცილში აჰყვა ლენას მეზობელი და მათი აივნისკენ კიდევ უფრო ახლოს მოიწია. - რაღაც საეჭვოდ მათვალიერებ, ძველმა გრძნობებმა ხომ არ შეგახსენეს თავი ? - დასცინა ცისფერთვალებამ. - ხომ იცი , რომ არც არასდროს დამვიწყებია ? - ქალის მხრებს მეასეჯერ მიეფერა ბიჭის მზერა. - ვიცი, უბრალოდ გადავამოწმე. გაუღიმა და ხედით ტკბობა უდარდელად განაგრძო. ხედით ტკბობა განაგრძო ბიჭმაც, მეზობელი აივნიდან , განსხვავება კი ის იყო, რომ ნანუკა ბაგრატს გაჰყურებდა, ლაშა კი ნანუკას პროფილს. საძინებელში მყოფ ლენას სულაც არ გაუგია მათი საუბარი, კარადისკენ წასულმა სარკეში თვალი მოჰკრა საკუთარ ანარეკლს , თითქოს სწორედ ის მიტოვებული ქალი დალანდა სარკეში, რომელიც დათას წასვლის შემდეგ დარჩა მისგან . ნაჩქარევად გამოიღო მაისური, გამოიცვალა და აივანზე არეული ნაბიჯებით გავიდა. ერთიანად შეეცვალა განწყობა კარის მეზობლის დანახვისას. ლაშა ხელებით იყო დაყრდნობილი მოაჯირებს და ნანუკას არ აცილებდა მზერას. - ოჰ, რომეო , დილის ფლირტია ყავასთან ერთად ?! - წარსულზე ფიქრები სწრაფად უკუაგდო და გოგონას ყურებაში გართულ მეზობელს ხელი თვალებთან აუფრილა. - როგორ გეკადრება, რა ფლირტი, ლენუ, მე მხოლოდ მოწიწებული გულისფრილები მაქვს შენი დაქალის მიმართ. - წარბები სასაცილოდ შეათამაშა ბიჭმა და ლენას წითელ უპეებზე წამით შეაჩერა მზერა. - აღიარე უკვე, რა. ქუთაისელ კაცს სიყვარულში გამოტყომა რომ გიჭირს და ლამის საუკუნეს ლევ ჩუმ ტრფობაში ცოტა უცნაურია. - გააგრძელა ბიჭის კენწვლა ლენამ . - ვაღიარე და ვინ არის მადლობელი, მიწუნებს , სწორედაც რომ საუკუნეა. - მოჩვენებითი ცრემლი შეიწმინდა ბიჭმა და ნანუკას პასუხის მოლოდინში ხელები მოაჯირს დაუკაკუნა. ლაშამ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ლენას ყავისფერებს. - დაგიწუნებ, ლაშა, შვილად მეკუთვნი. - სრული სერიოზულობით უთხრა ნანუკამ და ინება მისთვის მზერა გაესწორებინა. - 3 წელი ნანუ, მხოლოდ 36 თვე , ანუ ოცდაექვსი ათას ორას ოთხმოცი საათია ჩვენს შორის სხვაობა. - მარტივ მამრავლებად დაუშალა მათ შორის არსებული მოჩვენებითი ბარიკადა გოგონას. - მაგრამ შენთვის,რომ ოცდაათ წელს უდრის გავიგე . - მეც მაგას გეუბნები, პატარა ხარ და შენი სწორი დაეძიე-მეთქი. - სახელურს მაცდური ღიმილით დაეყრდნო გოგო. - ვეღარ გიძლებთ. - სიცილით შებრუნდა სახლში ლენა. ლაშას ბავშვობიდან უყვარდა ნანუკა. მას შემდეგ, რაც ლენასთან სტუმრად მოსული პირველად ნახა გონებიდან და გულიდან ვერაფრით ამოიგდო მისი ბრიალა, ცისფერი თვალები და კეკლუცი მზერა, რომელის შორიდან ტრფობაშიც წლები გალია. ამზე ყოველთვის ერთად ხუმრობდნენ, მაგრამ ვაი რომ , ლაშასთვის ხუმრობა არასდროს ყოფილა არცერთი სიტყვა. ტრადიციად ექცათ აივანზე ერთმანეთთან გაუთავებელი ქიშპობა და სიცილში შეპარული ფლირტი, რომელიც შინაგან ცეცხლს კიდევ უფრო ძლიერად უკიდებდა ბიჭის გულს.. ცოტახანში უკან ყავის ფინჯნებით ხელში დაბრუნდ ლენა . ამჯერად ნანუკა ეულად დაუხვდა აივანზე. გოგონამ თავი გვერდით გადახარა და ისე დააკვირდა ლენას ძალით მომღიმარ სახეს. - რა ?! - გაეცინა ნანუკას ჩაფიქრებულ სახეზე - ისევ გიყვარს. - ჩაილაპარაკა დანანებით. - აღარ მიყვარს, ნანუ. - მზერა მეგობრიდან ქალაქის მომხიბვლელ ხედზე გადაიტანა გოგონამ. - არ მიკითხავს , გიყვარს თუ არა. - მშვიდად განაგრძო ნანუკამ და ფინჯანი მაგიდაზე დადო. - უბრალოდ გითხარი, რომ ისევ გიყვარს. - იცი, რა მტანჯავს ყველაზე მეტად? - ჩუმად ამოთქვა, როცა ბაგრატის თავზე მიმოფანტული თეთრი ღრუბლების ყურებამ მოსჭრა თვალი . - ჰო? - კითხვისნიშნად გადაიქცა მეგობარი. - ის, რომ მინდა აღარ მიყვარდეს და მაინც მიყვარს. თითქოს ყველაფერი გუშინ იყო, თითქოს არც არასდროს დავუტოვებივარ . - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას. -ლენუ.. - ხელები მაგრად მოხვია მეგობარს , სურდა ჩახუტებით მისი ტკივილი გაენაწილებინა, რომ ასე ძლიერ აღარ შეეწუხებინა დარდსა და სევდას მისი საყვარელი ადამიანი . გული უმძიმდებოდა, როცა ასე ხედავდა და ვაი, რომ დიდი ხანია დასჩვეოდა ლენას სევდა და დარდი. - სად წავიდა შენი თაყვანისმცემელი ? - თვალები მაისურის კიდით შეიწმინდა და შავი, უხასიათო ღრუბლები უცებ განდევნა მისი განწყობიდან. - გამექცა, გულგატეხილი . - ბიჭის აივნისკენ ხელი გაქინია ნანუკამ და მოურიდებლად ხმამაღალი სიცილიით დაარღვია ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებელთა სიმყუდროვე. - ან სამსახურში წავიდა, როგორც ყველა მოსწაყენი ადამიანი. - დაასკვნა მეცნიერულად. - ლენამ ამჯერად მართლა გულით გაიცინა მისი არანორმალური დაქალის კიდევ უფრო არანორმალურ თეორიაზე მოსაწყენი ადამიანების შესახებ. . ცოტა ხნით მსუბუქადაც კი იგრძნო თავი ორ ღამიანი, შეუჩერებელი დარდის შემდეგ, მაგრამ სიმშვიდე დიდხანს არ დასცალდა. ტელეფონის ვიბრაციამ ისე დაძაბა, არც შეუხედავს . ეკრანს ნანუკამ დახედა .- უცნობი ნომერია. - უთხრა და მობილური მიაწოდა, თვითონ კი საძინებლის კარი შეაღო და ოთახში გაუჩინარდა. გული უსიამოვნოდ შეეკუმშა აივანზე მარტოდ დარჩენილს. - აიღებ? –გულზე ხელი მიიჭირა და საკუთარ თავს დაეკითხა, შემდეგ კი რამდენიმე წამი დააყოვნა და ცივად უპასუხა. - გისმენთ მეორე მხრიდან წამოსული სიჩუმის ხმა სევდიანად მოეჭიდა გოგონას გულს ეკლიანი მავთულხლართებივით . მერე კი ნაცნობი სუნთქვა მისწვდა მის ყურთასმენას. - ლენ… - ხმამ ყველაფერი ისევ იქ დააბრუნა , სადაც ბიჭმა დაამთავრდა ლენას და დათას ისტორია. - აღარ დამირეკო. – თქვა, ინსტინქტურად და მობილლური სწრაფად მოიშორა. - ლენა, გთხოვ… – მუდარა გაისმა მამაკაცის ხმაში, მაგრამ მისი ხმა სადღაც გათიშული ზარის უწყვეტ მელოდიაში ჩაიკარგა *** დღეები ერთმანეთის მიყოლებით ისე სწრაფად გავიდა, თითქმის თვე მიიწურა მას შემდეგ , რაც დათას ბოლო დანარეკს უპასუხა. ცხოვრება ისე გააგრძელა თითქოს არც არასდროს დაბრნებულა მის ცხოვრებაში, ისე გააქრო , როგორც წვიმის შემდეგ ,გამოდარებისას გაქრება ხოლმე ქუჩაზე დატოვებული წვეთების კვალი, ნელ-ნელა, უხმოდ, ისე, რომ ვეღარც კი გაიხსენებ, ოდესმე უწვიმია თუ არა საერთოდ. თავის მოჩვენება , თითქოს არ ფიქრობდა მასზე, კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ღამემ და ლენას გულმა იცის მხოლოდ რამხელაა მისი სევდა, რა ძლიერია მისი სიყვარული და მონატრება. ზოგჯერ, სრულიად უადგილო დროს, დილით ყავის სურნელში, სიჩუმეში ჩაკარგულ საღამოებში, ან შემთხვევით გაგონილ სიმღერაში დათა ისევ ჩნდებოდა.. და სწორედ იმ მომენტში ხვდებოდა, რომ ადამიანები ცხოვრებიდან შეიძლება გააქრო, მაგრამ გონებიდან იშვიათად თუ შეძლებ ამას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


