მათი თამაში (სრულად)
მათი თამაში _რაო რას ყვებოდი?_ გვერდზე მომიჯდა ნათია და ნარინჯისფერი აიქოსი ლამაზად გამობურცულ ტუჩებთან ნარნარად მიიტანა. _ რას ვყვებოდი და ახალი მეზობელი მყავს!_ თავი გადავაქნიე გაუგებრად. ნარინჯისფერმაც ჩემი სექსუალური და უცნაური მეზობელი რომ გამახსენა, რატომღაც არ მესიამოვნა. _ შენ გყავს, თუ მას ყავხარ!_ დააზუსტა ნატამ. _ ხოო, პრაქტიკულად მასეა! მას ვყავარ!_ ავიჩეჩე მხრები. _ ამოღერღავ ახლა, თუ დავასხა კიდევ?_ ხატიას ერთი სული ჰქონდა ბეილისის ბოლო ყლუპი დაეგემოვნებინა. თუმცა არც რადარზე ახლად გამოჩენილ მამაკაცზე ჭორაობა ეთმობოდა. _ დაასხი! ერთი მეორეს ხელს არ უშლის!_ ჩაეცინა მაგდას და ნათიას ჯინაზე სიგარეტეს გაუკიდა._ რა მუღამი აქვს მაგ რაღაცას თუ ვხვდებოდე რა! _ უბრალოდ ასე პრაქტიკულია!_ არ გატყდა ნათია. _ უბრალოდ, ასე ეფექტურია!_ ენა გამოუყო ნატამ._ სიგარეტი მაგარი გოიმობაა! _ ოჰ, როდის აქეთ?_ გამიკვირდა მე. მეცხრე კლასში გავიგე, რომ ნატა ეწეოდა, და მე მიმალავდა. _ ამას დაანებე თავი და მიდი შენს მეზობელზე მოყევი!_ თვალები მოწკურა ნათიამ. _ მოკლედ სასწაული რამეა!_ თვალები დავხუჭე მე და თვალწინ წამში ამესვეტა მეზობლის მაღალი ნავარჯიშები სხეული. _ რამეა ანუ?_ ჩაეცინა ხატიას. _ ჰოო, აბა ჯერ არ ვიცნობ და? _ ვინმე რომ გახდება, გაგვაგებინე! _ ხოდა ისე ძალიან მომწონს! ნუუ, აი ძალიან!_ უმანკო სახე მივიღე მე. _ რას წარმოადგენს?_ დაინტერესდა ნატა. _ აზრზე არ ვარ! მაგრამ ტიპია რა! ზედ არ მიყურებს ეგ საზიზღარი!_ გავამხილე ჩემი გულის ტკივილი. _ნუთუ?_ ხატიამ ვითომ გაიოცა, არადა ერთი სული ჰქონდა დაეცინა. _ არ გჯერა არა?_ ავიჩეჩე ისევ მხრები. _ არც მე მჯეროდა, მაგრამ ტიპს მგონი თავში აქვს ავარდნილი! _ რატომ? _ მთელი უბნის გოგოები რიგში უდგანან. გამოვა დილით საკუთარ ვერანდაზე, წელსზემოთ შიშველი, გაიხედავ და სამეზობლოს ფანჯრებში კიდია გათხოვილი და გასათხოვარი! _ ხმაზეც დამეტყო უიმედობა._ წაივარჯიშებს, აათამაშებს იმ თავის სასწაულ პრიალა კუნთებს და.... გავჩუმდი და ჩამოწოლილ სიჩუმეს დავაკვირდი. ინტერესით მისმენდნენ. ერთი სიტყვა არ ეპარებოდათ. _ მერე?_ ხმა დაეძაბა ნათიას. აიქოსიც დაავიწყდა წამით და ხელში აღებული ბეილისის ჭიქაც. _ მერე გამობანდალდება სახლიდან, დაეშვება დაღმართზე, და თან მიყვება ჩემი გულიც.... _ და გინდა თქვა, რომ მისი გაცნობა არ სცადე? _ როგორ? უკან ხომ არ გავეკიდები? უცნაური ტიპია, ზედ არავის უყურებს! _ რჩევას მოგცემ!_ თავდაჯერებულად დადგა ხატიამ ჭიქა და ალესილი კლანჭები მაგიდაზე ააკაკუნა._ უნდა გაიგო რა უყვარს და მასთან საერთო ჰობი იპოვნო! _ არ გადამრიო? და როგორ გავაკეთო ეგ? _ როგორ და აარჩიე ის ქალი, ვინც ყველაზე მეტად ებღაუჭება და დაუდაქალდი!_ დავფიქრდი და იყო მის სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვალი. იყო ერთი ქალი, ლამაზი ღია წაბლისფერი თმით, მაღალი, ლამაზი ყელით და თლილი თითებით. აი სწორედ ის უნდა გამხდარიყო ჩემი სამიზნე. _ მგონი ვიღაც გაგახსენდა არა?_ თვალი ჩამიკრა ნათიამ. _ ცოტა ვორჭოფობ, ეგ ხომ არაეთიკურია? _ მოგწონს ეგ კაცი?_ თვალები დამიბრიალა ხატიამ. თავი უსიტყვოდ დავიქნიე._ მაშინ ომში ყველა ხერხი მისაღებია!ამ ოპერაციას სახელი უნდა დავარქვათ! _ სახელი?_ დავიბენი მე. _ ხოოო, აბა რა! კოდური სახელი გვჭირდება რამე! იმ საღამოს სახლისკენ რომ მოვუყვებოდი ქუჩას, ხატიას რჩევაზე ვფიქრობდი და თანდათან მიჯდებოდა ჭკუაში. და ხომ გაგიგონიათ ძაღლზე და ჯოხზე რომაა ანდაზა, სწორედ დაბარებულივით არ გამომეცხადა ის გედივით მეზობელი?! მეც სამყაროსგან გამოგზავნილ ნიშნად მივიღე და სწრაფი ნაბიჯით წამოვეწიე. _ საღამო მშვიდობისა მეზობელო!_ ისე მივესალმე თითქოს ჩემი დიდი ხნის დაქალი იყო. გაკვირვებით შემომხედა, ამათვალიერ_ჩამათვალიერა და ოდნავ ყალბად გამიღიმა. _ გამარჯობა!_ მიპასუხა მჟღერი, თბილი ხმით. ისეთი ხმა ჰქონდა იმ ერთი სიტყვითაც კი მომხიბლა. „ ამნაირი ქალის ჯობნა რთული იქნება!“ გავიფიქრე გულში და ლამის უარი ვთქვი დაქალებისგან დასახულ გეგმაზე. _ მე სარა ვარ!_ გავუწოდე ხელი და მანაც სწრაფად შემაგება ის ღვთაებრივი თეთრი თითები. წამით ხელი ვერ გავუშვი, უცნაური სითბო ვიგრძენი, თითქოს ჩემს მუდამ გაყინულ ხელს არ ეთმობოდა მისი სითბო. _ დოროთეა მქვია. აქამდე არ შემიმჩნევიხარ! შეიძლება ხომ ამ აბეზარი მრავლობითის გარეშე?_ ისეთი გულწრფელი ღიმილი ჰქონდა და ისეთი ნათელი მზერა. ნერწყვი ყელში გამეჩხირა. პირველად ხდებოდა, რომ ქალის მზერა ასე მაბნევდა. იქნებ იმის ბრალი იყო, რომ თავად მე არ მქონდა მთლად პატიოსანი განზრახვა?! ამის გაფიქრებამ დამამშვიდა. ნამდვილად ეს იყო მიზეზი, უმიზეზოდ ასე რომ ვღელავდი. _ახალი მეზობელი ვარ, ორიოდ თვეა გადმოვედი. არავის ვიცნობ და გამიხარდება თუ ახალ მეგობრებს გავიჩენ. ამიტომ გამოგეცნაურე!_ სწრაფად მივაყარე სათქმელი და მისი პასუხის მოლოდინში გზის პირს გამწკრივებული სახლების ჭიშკრებს გავხედე ინტერესით. _ ჰოო, აქ კარგი ხალხი ვცხოვრობთ!_ მშვიდად გააგრძელა მან._ ვფიქრობ, არ დარჩები ჩვენით უკმაყოფილო! აი, რა კარგი იდეა მომივიდა ახლა! დღეს ლუკას დაბადების დღეა, მისი იქ რომ ცხოვრობს._ ხელით ახალშეღებილ შოკოლადისფერ რკინის კარზე მიმითითა და ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა, სწორედ მასზე საუბრობდა ახლა, ვის გამოც საერთოდ მოვისურვე მასთან საუბარი. წვეულება აქვს, და შენ ჩემი სტუმარი იქნები! ლამის ყველა იქ იქნება, ყველას გაგაცნობ!_ გაჩერდა და კიდევ ერთხელ დამათვალიერა ინტერესით. ისე დააცეცებდა ჩემს სახეზე და სხეულზე იმ თავის ცისფერ ინტერესიან თვალებს, თითქოს ლაზერში მცხრილავდა._ ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო ვინმე ხარ! დადო ბოლოს ხმამაღალი დასკვნა და ამ სიტყვებით თითქოს პატარა ბავშვივით დამამორცხვა. ზოგადად მორცხვი არასდროს ვყოფილვარ, მით უფრო ქალთან. მაგრამ ის ზედმეტად უცნაური ვინმე იყო. ძლიერი აურით და გამჭვირვალე მზერით. _ საღამოს მზად იყავი, არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ვახშამი კოცონის პირას. ლუკა გიჟდება ასეთ რამეებზე!_ დამემშვიდობა ზურგი მაქცია და ქუჩას აუყვა. და მისი წასვლის შემდეგ კიდევ უკეთ გავიაზრე, სადაც მეპატიჟებოდა და გული ისე ამიჩქარდა, შემეშინდა ინფარქტი არ მიმეღო. მთელი დღე საღამოს მოლოდინით გავლიე. თავი მოვიწესრიგე, სასიამოვნო თუმცა არა გამომწვევი სამოსი ავარჩიე. მსურდა შანსი გამომეყენებინა და კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა. თანაც ბავშვივით ვნერვიულობდი. იმდენ ხანს უთვალთვალებდი დილაობით სავარჯიშოდ მიმავალს, იმდენჯერ დავხვედრივარ წინასწარ იმ პარკში, სადაც დარბოდა. თუმცა არასდროს შემიმჩნევია, რომ ყურადღება მოექცია. მე კი ვიჯექი, მუსიკას ვუსმენდი, ყავას ვსვამდი და ვტკბებოდი მისი ყურებით. ახლა კი როგორც იქნა პირისპირ შევხვდებოდი, მის ხმას მოვისმენდი და მის ღიმილს, რომელსაც ასე უხვად ურიგებდა მისით აღფრთოვანებულ მეზობლებს ახლოდან ვნახავდი. წამითაც კი არ მიფიქრია, რომ შესაძლოა სულა არ ყოფილიყო ისეთი ადამიანი, მე რომ წარმომედგინა. რადგან კერძო სახლი ჰქონდა და ერთი შეხედვით უამრავი მცენარე მოსჩანდა მის ეზოში, გადავწყვიტე საჩუქრადაც რამე ლამაზი ქოთნის ყვავილი შემერჩია. ასე მარტივი იქნებოდა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა მის გემოვნებაზე.ერთი სიტყვით სრულიად აღფრთოვანებული გავემართე საღამოს იმ წვეულებაზე. ქუჩიდანვე ისმოდა მხიარული ხმაური. მუსიკის ხმას მივყევი და სახლს უკან აღმოვჩნდი. დოროთეა მართალი იყო, ლამის მთელ უბანს მოეყარა თავი. თვალებით დოროთეს ვეძებდი. საჩუქარი იქვე პატარა მაგიდაზე დავდე და ხალხში გავერიე. სასმელების მაგიდიდან ჭიქა ღვინო ავიღე და ჩემი ახალი მეგობრის მოსაძებნად გავემართე. სრულებით მოულოდნელად უცნაურ სცენას გადავაწყდი. ფართო ვერანდის სიღრმეში მიყრილ პუფებზე ისხდნენ. გვერდი-გვერდ. იმდენად ახლოს, რომ გულში უსიამოდ გამკრა გაურკვეველმა გრძნობამ. თავები ერთმანეთისკენ დაეხარათ და ხმამაღალი მუსიკოს გამო ალბათ, რაღაცას ჩურჩულებდნენ. მე მათ კარგად ვხედავდი, ისინი სტუმრების თვალთვალში იყვნენ გართულები და ვერ მამჩნევდნენ. ერთმანეთს რაღაცას ანიშნებდნენ და უცნაური იდუმალი ღიმილით იღიმოდნენ. მათ მზერას თვალი გავაყოლე და საქანელაზე ჩამომჯდარ გამხდარ ლამაზ გოგონას მოვკარი თვალი. იჯდა და მორცხვად ათვალიერებდა ხალხს. ლამაზი გოგო იყო, სხეულის ლამაზი ფორმებით. თუმცა მის ჩაცმულობას და მაკიაჟს სულ არ შეეფერებოდა მისი თვალების მიამიტი ფახული. ან მიამიტ გოგონას თამაშობდა, ანდაც ვიღაცას საკუთარ გემოვნებაზე მოერთო და მოეკაზმა ასე შეუფერებლად და გამომწვევად. კვლავ მათ გავხედე. დამაინტერესა მათმა უცნაურმა დაჟინებულმა მზერამ. ერთმანეთს შეხედეს, ცოტა ხანს გაშტერებით აკვირდებოდნენ, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, სადაც იყო ერთმანეთს ტუჩებზე დააცხრებოდნენ, დაივიწყებდნენ ყველას და ყველაფერს, დაძაბული მუხტი იგრძნობოდა მათ სიახლოვეში, თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა. მოულოდნელად ლუკა წამოდგა და პირდაპირ იმ ვითომ მორცხვი გოგონასკენ გაემართა. ჩემდა გასაკვირად მე დოროთეას ვერ მოვაშორე მზერა. ჭიქა აიღო მოსვა და ნებიერად გადაწვა პუფის საზურგეზე. ინტერესიანი მზერით გააცილა ლუკა და ცერა თითით სასმელისგან დასველებული ტუჩი ისე ვნებიანად მოიწმინდა... რატომღაც ჩემდა მოულოდნელად უცნაურმა ფანტაზიამ გამიელვა თავში, სასწაულად მომინდა მისი ტუჩების დაგემოვნება. საკუთარმა ფიქრმა ისე გამაოცა შევკრთი. _ რა ჯანდაბაა სარა?_ გადავაქნიე თავი საკუთარი თავით გაოგნებულმა. ვერანდაზე ავედი და მივუახლოვდი. _ ოჰ, მოხვედი სარა?_ გამიღიმა როგორც კი დამინახა. ხელი დამიქნია და იმ პუფზე მიმითითა, წამის წინ ლუკა რომ იჯდა. _ აბა მოგწონს სამეზობლო? აი ნახე, ის ლუკაა, იუბილარი! _ თავის გაქნევით მიმითითა ჩემი ინტერესის ობიექტისკენ, ისედაც რომ არ ვაცილებდი თვალს, ის კი იმ გადაპრანჭულ გოგონას პირდაპირი მნიშვნელობით თავბრუს ახვევდა. ვხედავდი მის აგრესიულ მანიპულაციას, რასაც ასე ადვილად ასაღებდა უზომო ინტერესად, ხშირად იხრებოდა მისკენ, ვითომდა მუსიკის გადასაფარად, რაღაცას ესაუბრებოდა. ვითომ სრულებით შემთხვევით ეხებოდა მხრებზე, ჩამოშლილ თმაზე. სულ ოდნავ ეხებოდა კანზე, ლამის შეუმჩნევლად და ეს უარესი იყო, ვიდრე ნებისმიერი სახის ღია ალერსი. თვალით კონტაქტს არ წყვეტდა და ისეთი ღიმილით დაჰყურებდა, ის საბრალო კი არა, ლამის იყო მე ვდნებოდი აქ. აშკარად იცოდა ამ კაცმა რას აკეთებდა და ფაქტი იყო, ამას პირველად არ სჩადიოდა. აშკარა იყო უამრავ ქალს სწორედ ამ გამოცდილი,ნაბიჯ_ნაბიჯ გათვლილი ფლირტით ითრევდა საკუთარი მომხიბვლელობის მახეში. მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ მომწონდა ამ ყველაფრის ყურება, ეს ხომ ფლირტი კი არა ხელოვნების ნიმუში იყო. უნებურად აღაგზნებდა ფანტაზიას და სურვილს გიჩენდა იმ წამს თავად ყოფილიყავი „მსხვერპლის“ ადგილზე. იმის შემჩნევას, თუ რას ელოდა ლუკა ამ ურთიერთობისგან არ სჭირდებოდა ბევრი ფიქრი. მას თითქოს ეზარებოდა ამ ყალბი სიყვარულის თამაში, აგრესიულად ესხმოდა თავს პარტნიორს. არანაირი ბანალური რომანტიკა, არანაირი დათმობა და დროებითი უკანდახევა. არაფერი ისეთი, რითაც ზოგადად კაცები საყვარელ და გინდაც სასურველ ქალს თავს დედოფლად აგრძნობინებენ. არა! ლუკა სრულებით პირიქით იქცეოდა, თუმცა ამას ის გოგო ვერც კი აცნობიერებდა. ისე მარტივად ახტებოდა ფლირტის ამ „გამომედევნეს“ეტაპს, და ისე ხდებოდა ნანადირევი, ვერც კი იაზრებდა. არსებობენ ქალები, რომელებსაც სულაც არ სჭირდებათ თავის მოსანადირებელ ობიექტად წარმოდგენა და სულაც პირიქით, თავად არიან მონადირეები, ისინი ლუკასი არ იყოს, არ ეძებენ სიყვარულს. მაგრამ არსებობენ „დამიპყარის“ ტიპის ქალებიც, და ასეთები რატომღაც უფრო მეტნი არიან. საკუთარ სრულფასოვნებას, საკუთარ თვითშეფასებას კაცის მიერ გაღებული ერთგვარი,მატერიალური თუ არამატერიალური „საფასი“ აგრძნობინებთ.... _ მომენტი არ მომეცა, რომ შენთვის გამეცნო!_ გამომაფხიზლა დოროთეას ხმამ._ სრულყოფილებაა არა? გაოცებულმა შევხედე, ასე პირდაპირ აზრის გამოთქმა სრულებით უცხო ადამიანზე, ცოტა უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ის აღტაცების დაფარვას არც კი ცდილობდა. ფაქტი იყო, მოსწონდა, მოსწონდა არა მარტო როგორც ახლო მეგობარი, არამედ, როგორც მამაკაცი, მაგრამ ყველაზე უცნაური სხვა რამ იყო. ის მის ფლირტს აკვირდებოდა და ამით კმაყოფილებას განიცდიდა. მოსწონდა იმის ყურება, თუ როგორ აბამდა ლუკა იმ საბრალო მსხვერპლს საკუთარ მახეში. მოსწონდა მისი დომინანტობის ცქერა, ალბათ ის, რასაც თავად მოკლებული იყო კაცისგან, რადგან დოროთეა ნამდვილად არ ჰგავდა ნანადირევს. დავიბენი, ვერ მივხვდი თუ მოსწონდა ასეთ აჟიტირებას რატომ ამჟღავნებდა სასურველი კაცისგან სხვის მიმართ გამოხატულ ინტერესზე? რამე ფეტიში იყო? თუ რაღაც სხვა, რაც მხოლოდ ამ ორს ესმოდა იმ ურთიერთობაში, რაც ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ... მოულოდნელად ლუკამ რაღაც უჩურჩულა გოგონას, მან თავი დაუქნია და ლუკა ეზოში მოწყობილი ბარისკენ გაემართა, სავარაუდოდ სასმელის ახალი ულუფის მოსატანად. _ ოჰ, ჩემი დროა!_ ჩაილაპარაკა მოულოდნელად დოროთეამ ეშმაკური სახით_ მაპატიე, ცოტა ხანს უნდა დაგტოვო! მითხრა და სწრაფად წამოხტა ფეხზე. სწრაფი ნაბიჯით და ყვითელი ჰაეროვანი კაბის შრიალით გაემართა პირდაპირ იმ გოგონასკენ, რომელიც ლუკას არ აშორებდა მიბნედილ მზერას. გვერდით ამოუდგა, წელზე თამამად მოხვია გრძელი თეთრი მკლავი და საუბარი გაუბა. აშკარა იყო საკმაოდ იცნობდა. თუმცა ვერ მივხვდი, რა დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ. არ ვიცი რაზე ესაუბრა, უფრო სწორედ ეჩურჩულა. მაგრამ სულ რამდენიმე წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ იმ გოგოს ინტერესი ლუკადან სრულებით მასზე გადართულიყო. იმდენად აშკარა ფლირტი ჰქონდა მასთან,იმდენად დაუფარავი და ცხადი იყო მისი სურვილი. გაოცებული წამოვიწიე, ჭიქა ფეხებთან ხისფერ იატაკზე დავდგი და უკეთ დავაკვირდი. მხიარულად საუბრობდა დოროთეა, უშუალო თამამი და თავისუფალი იყო, სულ ოდნავი ძალდაუტანებელი ღიმილით თითზე იხვევდა მის გრძელ მუქ თმას. თითქოს ჰიპნოზს უკეთებდა, მის სხეულს აიძულებდა სარკისებურად აერეკლა მისი ძლივს შესამჩნევი მოძრაობა. თითქოს საკუთარ სურვილს იღებდა და მის გონებაში ათავსებდა. ბოლოს ორივე ადგა და ისე, თითქოს არაფერი, ეზოდან გავიდნენ. სახტად დარჩენილი გავყურებდი წასულებს. ფაქტი იყო, დოროთეამ იმაზე სწრაფად მოახერხა მისი გულის თუ ინტერესის მოგება, ვიდრე ამას მამაკაცი მოახერხებდა. ინტერესმა ამიტანა, თავს ძლივს მოვერიე, რომ უკან არ გავყოლოდი და არ მენახა, როგორ დასრულდებოდა მათი ამდენად თამამი ფლირტი. წამითაც კი არ გამკვირვებია, რომ დოროთეა ქალი იყო, კი ნამდვილად თვალშისაცემი, მაგრამ არც იმდენად ლამაზი, რომ ლუკას მსგავსი მამაკაცისთვის ომი მოეგო. არა, აქ რაღაც სხვა ამბავი იყო. რაღაც... და მოულოდნელად გავიაზრე, რომ იმ საღამოს დოროთეაზე მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ლუკაზე. _ ჰმ, მომასწრო არა იმ ალქაჯმა?!_ მომესმა სიცილნარევი სასიამოვნო ხმა და ჯერაც ნანახით გაოცებულმა ავხედე თავზე წამომდგარ მასპინძელს. იდგა და ზუსტად იმგვარი ინტერესით მაცქერდებოდა, როგორც დოროთეა გაცნობისას. დაუფარავი ინტერესით მაკვირდებოდა, ისე სწავლობდა ჩემს სახეს და ემოციას, როგორც პოკერის თამაშისას სწავლობენ პარტნიორის სახეს. უხერხულად შევიშმუშნე. ვიგრძენი, როგორ ამიწითლდა ღაწვები და უხერხულობის გადასაფარად ფეხებთან მდგარ ჭიქას წავეტანე. _ გამარჯობა უცნობო!_ გაეღიმა მას, და ჩემი დაბნეულობა, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია. _ გამარჯობა, მე სარა ვარ, დოროთეას მეგობარი!_ ვუპასუხე შეძლებისდაგვარად მშვიდად._ უფრო სწორად სულაც დღეს გავიცანი, მაგრამ მან მომიწვია შენს .. უი, უკაცრავად დამავიწყდა, გილოცავ შენს დღეს!_ მივულოცე და გავუღიმე. _ ჰოო, მან ასე იცის!_ რატომღაც მილოცვას მოუყრუა. თავისუფლად მომიჯდა გვერდით და უხერხულობა სულ არ უგრძვნია ზედმეტად ახლოს მდგარი დასაჯდომების გამო. საზურგეზე გადაწვა და ეზო მოათვალიერა._ ვინც მოეწონება აქ მოჰყავს! ეს „აქ“ და „ვინც“ უცნაურად მოხვდა სმენას, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია იმ წამს. ის იმდენად ახლოს იყო, ლამის მხარზე მხრით მეხებოდა. ვცადე დისტანცია აღმედგინა. წამოვიწიე და წელში გავიმართე. დაუფარავი ირონიით ჩაეღიმა. _ ჩემი სახელი ალბათ გეცოდინება._ არ უკითხავს, მხოლოდ ფაქტი აღნიშნა. მე თავი დავუქნიე, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მისი გაცნობა მსურდა და ის საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა, ვერაფრით დავძლიე საკუთარ თავში გამჩდარი უხერხულობის გრძნობა. _ შენც ჩემსავით გიყვარს დილით პარკში სეირნობა, არა?_ მკითხა მოულოდნელად და მე კინაღამ სასმელი გადამცდა. ჩავახველე და სული მოვითქვი. ანუ? ანუ ის მამჩნევდა? ამდენი ხანი იცოდა და ხედავდა მისდამი ჩემს ინტერესს? გაოცებულმა შევხედე._ ჰოო, ნამდვილად ლამაზი ადგილია. რა ჯობია დილით ბუნებაში ყავის დალევას? გააგრძელა მან და თვალი თვალში გამიყარა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, ვერაფრით ფარავდა ოდნავ ირონიულ ღიმილს. თითქოს საკუთარ უპირატესობას მაგრძნობინებდა და ნებივრობდა ჩემგან გამოხატული ინტერესით. თავად კი არაფერს მპირდებოდა, ჰოო, ის თავად უნდა ყოფილიყო ინტერესის ობიექტი. ამას მიჩვეული იყო. არაფერი მითქვამს. გადავწყვიტე მეც მომეყრუებინა. _ გინდა ვიცეკვოთ? _ მკითხა მცირე ხნიანი დუმილის მერე. _ თორემ მგონი მოიწყინე. _ აბა გინდა ცეკვა?_ დაიხარა ჩემკენ და კითხვა ისე გამიმეორა, თითქოს შორიდან არ მესმოდა. დაბნეული ავყურებდი. „ცეკვა!“ ხმიანობდა ჩემს გონებაში, რომ არა წამის წინანდელი მისი ირონია, ალბათ დაუფიქრებლად გავყვებოდი. წამის წინ ჩემი თვალით ვნახე, როგორ დაახვია თავბრუ იმ საწყალს. და მაინც არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა მისგან თავის დაცვას, თუ მას ეს ენდომებოდა. _ მოდი!_ გამომიწოდა ხელი_ ნუ გეშინია არ შეგჭამ! ბუა არ ვარ! ხელი გამომიწოდა და გაიღიმა. უცნაური რამაა მოსული მომენტი. წამი, რომელზეც დიდხანს ფიქრობ და როდესაც მის წინ დგები, ორჭოფობას იწყებ. ადამიანები მოლოდინებს ვქმნით. გვინდა თუ არა ეს, მაინც. რას ველოდი მე მისი გაცნობისგან? რას ველოდი, რა მსურდა? რისთვის ვიყავი მზად? ის ყველასგან ერთგვარად იღებდა ამ მომენტს. სადღაც ალბათ სულერთიც იყო _ვინ! აი ჩემთვის კი ასე არ იყო! მე ის მსურდა, მაგრამ არა ერთჯერადად. ის კი საკუთარი თავისთვის საჩუქარს ეძებდა. სანაცვლოდ ერთ ღამიანი სიამოვნების გარდა, არაფერს გპირდებოდა. ეს ნათლად ჩანდა მის მზერაში,მის ხმაში, მის ქცევაში. თუ გაგიმართლებდა და სათანადოდ მშვიდი, სასიამოვნო და ბოლოს და ბოლოს მოქნილი აღმოჩნდებოდი, იქნებ ერთ ღამეზე მეტასაც,მაგრამ მაინც, აქ ის საკუთარ ტერიტორიაზე იყო. ის იყო მთავარი, და შენ ან ფეხი უნდა აგეწყო, მას მორგებოდი, ანდაც იმ წამსვე , მაშინვე უნდა ამდგარიყავი და გასცლოდი. ეს ცხადი იყო და ამის მიუხედავად მე მის გამოწვდილ ხელს ხელი მაინც შევაგებე. იმ დღიდან დაიწყო უცნაურზე უცნაური ამბავი, რაც ოდესმე თავს გადამხდენია. იმის თქმა, რომ მე მასთან დარჩენის სითამამე მქონდა, ტყუილი იყო. ან იქნება სითამამეც არ ერქვა ამას. უფრო სიფრთხილე. ანდაც ის, რომ იმაზე მეტად მომწონდა, ვიდრე მეგონა და ვერაფრით გადავაბიჯე საკუთარ მძაფრ სურვილს. ის კი არც მოძალადე იყო და არც მანიაკი. რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებოდი და მის შესწავლას და ამოცნობას ვცდილობდი, მით უფრო მაბნევდა. ერთი შეხედვით თავქარიანი, თავისუფალი, ზოგჯერ დაუჯერებლად გულუბრყვილო ადამიანი იყო. თითქოს უდარდელი და ჰაეროვანი. მაგრამ რაც უფრო ახლოს მიშვებდა, ან მე მეგონა, რომ ახლოს მიშვებდა, მით უფრო ეჭვი მეპარებოდა ამ ყველაფერში. ეს მხოლოდ ფასადი იყო იმ ლაბირინთის, რასაც ის გარეშე ხალხს აჩვენებდა. სინამდვილეში ბევრად ღრმა და მრავალმხრივი ვინმე იყო. იფიქრებდით, რომ ტიპური მექალთანე იყო, თუმცა ნურას უკაცრავად! ის თავად ირჩევდა სამიზნეს. იმ მრავალ ქალთაგან, ვინც ხან ფარულად, ხანაც ურცხვად გამოხატავდა მისდამი ინტერესს, ის სრულებით მოულოდნელ არჩევანს აკეთებდა. თითქოს რაღაცას თუ ვიღაცას ეძებდა და მისი სასურველის შემდეგ, უშურველად გამოხატული კეთილგანწყობის მიუხედავად, მუდმივად იმედგაცრუებული რჩებოდა. ამას გარდა უცნაური იყო მისი და დოროთეას ურთიერთობა. რამდენადაც მოსწონდათ ერთმანეთი, რამდენადაც ეს სურვილი აშკარა იყო, და რამდენადაც ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ, იმდენად გაურბოდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მიუხედავათ მათი ფიზიკური სიახლოვისა, ლამის არასდროს ეხებოდნენ ერთმანეთს და ამ აღმოჩენამ გამაოგნა. სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავით სულ ასე მაგნიტივით იზიდავდნენ ერთმანეთს. სადაც ერთი იყო, იქ ჩნდებოდა მეორე. ამას იმდენად იყო მათი სამეგობრო შეჩვეული, რომ უკვე რაღაც მათთვის გასაგები ხუმრობებიც კი ჰქონდათ გამოგონილი. რაზეც ორივე მხიარულად იცინოდა, მაგრამ მაშინ როცა ეგონათ არავინ ხედავდათ ერთმანეთს ისეთი მზერით უყურებდნენ, იმხელა მუხტი ჰქონდათ, მხოლოდ ამის ყურებაც კი სასიამოვნო იყო. სულელი უნდა ყოფილიყავი, რომ მათში წყვილი ვერ დაგენახა. თუმცა ამ აქსიომას რატომღაც ორივე გამეტებით უწევდა წინააღმდეგობას _ სად არის დოროთე?_ ამ კითხვას მოსდევდა პასუხი_ ლუკასთან ნახე! და პირიქით. და კიდევ, რაც ყველაზე მთავარი იყო, ისინი ერთი და იგივე ქალებს ურევდნენ თავგზას. თითქოს ერთგვარი შეჯიბრი ჰქონდათ. არ ვიცი, რით სრულდებოდა ეს შეხვედრები, როცა ისინი ხალხმრავლობას ტოვებდნენ სხეულზე აკრულ პარტნიორებთან ერთად, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ბავშვი არც ერთი იყო და არც მეორე. უცნაური აზარტი უკრთოდათ ლამის ერთი ფერის თვალებში. ხალისობდნენ ამ უცნაური თავგადასავლებით და ერთმანეთს აღფრთოვანებულ მზერას არ აცილებდნენ. და რატომღაც მეგონა, რომ ამ იდუმალ თამაშს ჩემს გარდა ვერავინ ამჩნევდა. სწორედ ამის გამო იყო, რომ თავშეკავებას არ ვკარგავდი. სულაც არ მსურდა რომელიმე მათგანის მორიგი სათამაშო, თუ კაცმა არ იცის რა ჯანდაბა, ვყოფილიყავი, მაგრამ თანდათან ისინი ორივე ჩემს ღამეულ კოშმარებად იქცნენ. არ დაიჯერებთ თუ გეტყვით, რომ პირველი დოროთეა მესტუმრა სიზმარში,ნაზი,სასურველი და გამომწვევი. სიზმარი იყო, მაგრამ დიდხანს გამომყვა ცხადში მისი სურვილი. მისი მორჩილება, როგორც ამას სიზმარში ვხედავდი, აკვიატებად მექცა. მსურდა ეს ყველაფერი რეალობაშიც განმეცადა, ამრია და დამამუნჯა ამ სურვილმა. ეჭვადაც კი არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე ქალისთვის სხვა თვალით შემეხედა. ლამაზი ქალი ვის არ მოსწონებია, მაგრამ ეს ქალი სიზმრად რომ გეცხადება და შენს ფარულ სურვილებს ურცხვი მორჩილებით ასრულებს, ეს ჩემნაირი გოგოსთვის ძნელად მისაღები აღმოჩნდა. ამაზე ვერავის ვუყვებოდი, ვუყვებოდი კი არა საკუთარ თავთანაც კი მიჭირდა ამის აღიარება. გოგოები ამჩნევდნენ ჩემი ხასიათის ცვლილებას და ყველაფერს ლუკას აბრალებდნენ. მე ჯიუტად ვდუმდი და ჩემს დაქალებს ვაკვირდებოდი, ლამაზი ქალები იყვნენ,სრულებით განსხვავებული ერთმანეთსიგან, იქნებ დოროთეაზე ლამაზებიც, შარმიანებიც, სექსუალურებიც, მაგრამ ისინი არანაირ ემოციას არ აღმიძრავდნენ. ქუჩაშიც, სამსახურშიც ვეძებდი ვინმეს, ვისაც ისე შევხედავდი, როგორც დოროთეას, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ მისი რძისფერი გამჭვირვალე კანი, ოდნავი მოუქნელობა, აბურდული თმა და თვალების გამჭოლი მზერა მირევდა ფიქრებს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ლუკას ანაცვლებდა, მათი მსგავსი აურა შუაზე მხლეჩდა და ჩემდა გასაოცრად ბოლოს ვაღიარე, რომ ერთიც მსურდა და მეორეც, სწორედ ისე, როგორც ეს ჩემს უკანასკნელ სიზმარში... ნიავზე ფრიალებდა თეთრი ფარდა, ვუყურებდი და მიკვირდა, რადგან ვიცოდი საკუთარ საძინებელში არ ვიყავი. ღამის სიგრილეს აივნიდან სიგარეტის სუნი მოჰქონდა და კიდევ, რაღაც უცხო გრილი სურნელი, საოცრად ნაცნობი და სასურველი. საწოლიდან წამოვიწიე და საკუთარმა სიშიშვლემ გამაოცა. დაბნეულმა მიმოვიხედე და შევკრთი, როცა მუქი ზეწრის კიდიდან გამომკრთალ თეთრ, ნისლივით გამჭვირვალე წვივს მოვკარი თვალი. გრილი მატერია ცალი ხელით ავიკარი მკერდზე და მუხლებზე მდგარი ახლოს მივიწიე მძინარე სილუეტისკენ. მას ბავშვივით მოკუნტულს ეძინა, საკუთარი ხელები გულში ჩაეკრა, ზეწარი დაუდევრად ეფარა და სახეც გრძელ ფაფუკ თმაში ჰქონდა ჩამალული. დავიხარე და სახიდან თმა გადავუწიე. _ დოროთეა?_ დავიჩურჩულე გაოგნებულმა. მშვიდად ეძინა. სახეზე უმანკო, ბავშვური ნეტარება ეფინა, თუმცა მისი სხეული, მისი ძილის პოზა სიმშვიდეს სულაც არ გამოხატავდა. ემბრიონივით მოკუნტული იწვა, თითქოს უჩინარი საფრთხისგან თავის დაცვას ცდილობდა. იმდენად მოულოდნელად აბორგდა ჩემში მისი სურვილი, გულმა ფეთქვას უმატა. გაუსაძლისად მომწყურდა მისი შეხება. გაუბედავად შევახე მხარზე თითები, სურვილს ვერ გავუმკლავდი და მკლავზე ფრთხილად მოვეფერე. რბილი, გრილი კანი ჰქონდა. ამ სასიამოვნო შეგრძნებით დაბნეულმა ხელი უკან გამოვწიე. შემდეგ ისე, თითქოს მე კი არა, ვიღაც სხვა ვიყავი, სწორედ ისე დავიხარე მისკენ და მისი მოტკბო სურნელი ხარბად ჩავისუნთქე. სიმშვიდის რბილი არომატი ჰქონდა, ნუშის და თითქოს დარიჩინის, ჟრუანტელმა დამიარა სხეულში, ის ზუსტად აკრძალულ ტკბილეულს ჰგავდა და მე კი ბავშვს, რომელსაც საკუთარი სურვილების კონტროლი არც სურს და არც შეუძლია. ბავშვს, რომელსაც მხოლოდ სურს და სხვა არაფერი აინტერესებს. დოროთეა ეგოისტურ სურვილს აღვიძებდა ჩემში. ისეთს, რის გამოც შემეძლო მისთვის ბრალი დამედო და ძლიერი ნდომის მიუხედავად შემძულებოდა. _ სრულყოფილებაა, არა?_ მომესმა მხარს უკნიდან და შევცბი. ახლა მართლა ამერია ცხადი და სიზმარი. _ შეენ?_ კი არ ვთქვი, მხოლოდ გამშრალი ტუჩები გავამოძრავე. _ გინდა არა?_ კითხა მოუყრუა და მისკენ გაიხედა._ ახლა გესმის, რასაც ვგრძნობ? ჰოო, გესმის! გაეღიმა უცნაური, ავი სიამოვნებით. დაიხარა და ტუჩები მოშიშვლებულ მხარზე შემახო. _ არა! ნუ იგონებ!_ ვუპასუხე, არც თუ დამაჯერებლად. _ ვიგონებ?_ სახიდან თმა გადამიწია, თითები ყელზე მომხვია და ჩემკენ დაიხარა._ იმასაც ვიგონებ, რომ ახლა ჩემი სურვილით კვდები? ვის აირჩევ? ჩვენ შორის, რომელი უფრო გსურს? მისი ჩურჩული წინააღმდეგობის ყოველგვარ უნარს მართმევდა და მაინც, იმ წამს მძულდა ის თხელი მატერია, რომელიც დაუძლეველ ბარიერად იდგა ჩვენს სხეულებს შორის. _ იქნებ არჩევანის გაკეთება არც არის საჭირო სარა?_ ჩამოწოლილ სიჩუმეში ისე მკვეთრად გაისმა დოროთეას სიტყვები, რომ ვიგრძენი, სურვილს შიშის აუხსნელი ჩრდილი როგორ შეეპარა. _ ნუ ფიქრობ ამდენს, შენ მხოლოდ თვალები დახუჭე! მოგვენდე! მხრებზე ხელები მომხვია მან, შიშველ მკერდზე ზურგიდან ამიკრა და თავი უკან გადამაწევინა. მართლა ნუშის გემო ჰქონდა მის ტუჩებს. _ მოეფერე!_ ოდნავი ირონიით უთხრა მან ლუკას, _ ის ახლა ჩვენია. ისიც თითქოს სწორედ ამ სიტყვებს ელოდა, დიდხანს არ უყოყმანია, ხელის ერთი მოძრაობით მომაშორა სხეულიდან ის „ბნელი მატერია“ და ცხელი ტუჩები ყელზე დამაკრო.... ღამის სიჩუმეში თვალგახელილი ვწევარ და სრულიად ლოგიკურად სიზმრის დემონებზე ვფიქრობ. ნამდვილად დასაშვებად მიმაჩნია, რომ წამის წინანდელი სიზმარი სუკუბის და ინკუბის ოინია. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ვერც ისინი ჩამაგონებენ იმას, რაც თავად არ მსურს. ყოვლისშემძლეები არც ისინი არიან, მათ მხოლოდ ჩემს ქვეცნობიერში ჩაყვინთვა და ფსკერიდან ზედაპირზე ჩემგან გადამალული სურვილების ამოტანა შეუძლიათ. _ რა ხდება ჩემს თავს?_ ვჩურჩულებ დაბნეული და პასუხებს ვერ ვპოულობ. ანდაც იმ პასუხებს, რომლებსაც ძებნაც არ სჭირდებათ, ჯერ ვერ ვაღიარებ. _ უბრალოდ თავი აარიდე! _ ჩურჩულებს ჩემი შინაგანი მე და მეც ვეთანხმები._ უბრალოდ თავი შორს დაიჭირე! თუმცა მალევე ვიაზრებ, რომ რაც უფრო მეტად ვცდილობ წინააღმდეგობა გავუწიო საკუთარ გონსგადასულ სურვილებს, მით უფრო მეტად მიწევენ ისინი წინააღმდეგობას. სიზმარს სიზმარი ცვლის და მალე დაძინებისაც მეშინია ფანტაზიები ერთმანეთს არასდროს გვანან. და ჩემი ავი დემონები ხან ცალკე, ხანაც ერთად ჭკუიდან მშლიან. _ სად დაიკარგე სარა?_ შორიდანვე მომესალმა დოროთეა და ღიმილით გადმოჭრა არც თუ განიერი ქუჩა. _ ლამის ერთი კვირაა შენთვის თვალიც არ მომიკრავს. იმ წამს ვუყურებდი ბავშვურად მომღიმარ ქალს და ვფიქრობდი, რომ ცხადი დოროთეა სულ არ ჰგავდა სიზმრისეულს, რომ ამ ქალს არაფერი საერთო ჰქონდა იმ მაცდურ, გარყვნილ და არაამქვეყნიურად სასურველ ზმანებასთან, დაძინებასთან ერთად რომ სტუმრობდა ჩემს ფანტაზიებს _ არ ვიცი,ვმუშაობდი, ვერაფრით მოვიცალე!_ ავიჩეჩე მხრები და ვცადე დისტანციის შენარჩუნება. თუმცა მას ჩემი მცდელობა არც კი შეუმჩნევია, ანდაც სულაც არაფრად ჩააგდო, ისე თამამად მომიახლოვდა და წელზე მომხვია ხელი. _ მე არ მოგენატრე, არ მოგენატრე, მაგრამ დავიჯერო არც ბატონი საოცრება არ მოგენატრა? გიკითხა სხვათა შორის!_ თვალი ჩამიკრა ეშმაკურად და თან გამიყოლა._რაღაც უნდა მივცე, წამოდი დავურღვიოთ დილის მყუდროება. თან ამ დროს ყველაზე საოცარი სანახავია! ჯიბიდან ქარვისფერი მსხვილი მძივი ამოიღო და ხელის გულზე გადაიგორა. გამიკვირდა, რატომ უნდა მიეტანა ის ერთი ცალი პატარა ქვა ლუკასთვის, მით უფრო ასე დილა ადრიან. _ ეს რა არის?_ ვკითხე უნებურად. _ ამ ჯერად ჯილდო მისია!_ გაეღიმა მხიარულად. _ რას გულისხმობ? _ვკითხე და მისი სუროსავით მოხვეული მკლავისგან თავი შეუმჩნევლად დავიძვრინე, თორემ გონს ისე მირევდა მისი სიახლოვე, ცხადის ნაცვლად, კვლავ სიზმარზე ვფიქრობდი. _ ისეთი არაფერია, უბრალოდ თამაშია!_ აიჩეჩა მხრები და თავისი საოცარი თვალები მიამიტად შემომანათა._ აი თავად ჩვენი მასპინძელიც! ეშმაკურად გახედა ქუჩის ბოლოს, საიდანაც პარკიდან მომავალი ლუკა მოჩანდა. ჩვენს დანახვაზე მან ტემს უმატა და ნელი სირბილით დაფარა დარჩენილი მანძილი. _ სალამი გოგოებო!_ მოგვესალმა და დოროთეასთან წამის მეასედიანი მზერის გაცვლის შემდეგ, ინტერესით ჩამომხედა. დაუდევრად აკრული, გაწეწილი თმა, ვარჯიშისგან სველი მაისური, საკმაოზე მოკლე შორტი, დაკუნთული მკლავები და ბარძაყები, არაა! ეს ცდუნებაზე მეტი იყო. ნაბიჯით უკან დავიხიე და სწორედ ისე, როგორც სიზმარში ორ ცეცხლს შორის აღმოვჩნდი. ვიგრძენი, როგორ მომეხვია დოროთეას გრილი მკლავები და სული შემიგუბდა. მათ, რა თქმა უნდა, სულაც არ იცოდნენ რა მიფორიაქებდა იმ წამს, და რომც სცოდნოდათ, ვეჭვობ ამაზე დიდად ენაღვლათ. _ ჩემთან შემოდით, ყავა დავლიოთ, ან ჩაი? _ მხრები აიჩეჩა ლუკამ და არჩევანის თავისუფლება ისე შემოგვთავაზა, რომ უარისთვის ადგილი არ დატოვა. ჭიშკარი გააღო და ეზოში შეაბიჯა. _ ჰოო, დასვენების დღის დილას სხვისი მომზადებული ყავით თუ დავიწყებ, მთელი დღე კარგი განწყობა მექნება!_ მხრებში მიბიძგა ხელი დოროთეამ და სიცილით შემომყვა უკან. _ ახლავე მოვალ, არ მოიწყინოთ!_ ლუკას აშკარად ემჩნეოდა მშვენიერ განწყობაზე იყო. დოროთეამ ყავის მომზადება დაიწყო. ემჩნეოდა თავს უცხოდ არ გრძნობდა. კარგად იცნობდა მეზობლის სამზარეულოს. მხიარულად იცინოდა და რაღაც სულელურ, სასაცილო ამბავს მიყვებოდა. ვაკვირდებოდი მის ძალდაუტანებელ მოძრაობას, მის ბავშვურ სიცილს, მისი თვალების გულუბრყვილო მზერას და რატომღაც ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ნამდვილი დოროთეა. წამიერად ირეკლებოდა ხოლმე მის მზერაში უცნაური გარინდება. თითქოს მისი ფიქრები ერთდროულად ორ განშტოებად მიედინებოდა მის გონებაში. ერთი ნათელი, უბრალო, უდარდელიც კი, ხოლო მეორე: მძიმე, მდორე, დაღლილი და სევდიანი. თითქოს პარალელურად ფიქრობდა მისი არსების ორივე ნახევარი და უპირატესობას რატომღაც თავქარიან მეს აძლევდა. თითქოს ამ თავქარიანობით ცდილობდა საკუთარი სევდის დაბალანსებას. თითქოს მარტოობა არ სურდა, მაგრამ სრულებით მარტო იყო საკუთარი თავის სიღრმეში. ეს ამბივალენტურობა ქმნიდა მის მიმართ მიზიდულობას. უნებურად გიჩნდებოდა სურვილი მისი გაცნობის, მისი დანახვის, მისი წაკითხვის ის კი, როგორც პატარა სიზმრის დემონი, სულ უფრო ღრმად იჭრებოდა შენს გონებაში და ბოლოს, როცა იაზრებდი ამ „შემოჭრას“ უკვე გვიანი იყო თავის არიდება. _ აბა რას შვებით გოგოებო?_ საკუთარ კითხვას შემოჰყვა ლუკა სამზარეულოში. ჯერ ისევ ნამიანი თმა აიჩეჩა და მაგიდას ჩემ გვერდით მიუჯდა. _ ყავას დალევ ხომ?_ პასუხს არ დალოდებია, ისე დაუსხა ფინჯანში ყავა. _ სადაა ჩემი ჯილდო?_ ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ლუკამ და გაშლილი ხელის გული გაუწოდა. დოროთეამ თვალები გადაატრიალა, ვითომ აბეზარი ხარო და ხელში ჩაუგდო ის ქარვისფერი მძივი. _ ამ ჯერად დავიმსახურე! ჩაეცინა ლუკას. წამოიწია და მაგიდაზე დადებული იმგვარი მძივებით სავსე პატარა ზარდახშაში ჩააგდო. _ ეს რა არის?_ ვიკითხე ინტერესით და ზარდახშაში ჩავიხედე. ათიოდე იდენტური მძივი ეწყო. _ არაფერი საინტერესო!_ ისე მოულოდნელად ამაცალა ლუკამ ზარდახშა, გაოცებულმა ავხედე. _ უბრალოდ ჩვენი თამაშია. _ რა თამაში?_ ვკითხე დასაზუსტებლად და ახლა დოროთეას შევხედე. მივხვდი ლუკას ამაზე საუბარი არ სიამოვნებდა. _ სანაძლეოს ვუდებთ ერთმანეთს! ვინც მოიგებს ჯილდო მისია სულ 13 ქვა გვაქვს. და ვინც პირველი მოაგროვებს ყველას, ის თამაშს დაასრულებს. _ ისე მიყვებოდა ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ უცნაურ ღიმილზე და ამოუცნობ მზერაზე ეტყობოდა, რომ არც ის იყო ბოლომდე გულწრფელი. _ და სანაძლეოს რაზე დებთ?_ ჩემს კითხვაზე ლუკას ჩაეცინა და ყავა კინაღამ გადაცდა. _ არ გაიგუდო პატარავ! ფრთხილად!_ ზურგზე ხელი დაჰკრა დოროთეამ და ნაზად გადაუწია თმა ყურს უკან._ ახლა გახრჩობა არ შეიძლება! თვალი ჩაუკრა და გამიღიმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის ორი საკუთარი სიახლოვით მგუდავდა. ორივე მზრუნველი,მშვიდი და ინტერესიანი იყო. ორივე უცნაურად იღიმოდა, და რაც ყველაზე უცნაური იყო, ორივე მათგანი მსურდა. სწორედ მათგან ჩემს მიმართ გამოხატული ინტერესი იწვევდა ჩემში ამგვარ დამოკიდებულებას. რასაც ჯერ ისევ ვუწევდი წინააღმდეგობას, რამდენადაც ეს შემეძლო. _ ხვალ ბუნებაში გავდივართ, წამოხვალ ჩვენთან ერთად? _ ისე დაიხარა დოროთეა, რომ პირდაპირ ჩავიძირე მის უძირო თვალებში. უარის თქმა მსურდა, მაგრამ ნებისყოფა არ მეყო. _ არ ვიცი, ხვალ არ მცალია, გოგოები უნდა ვნახო!_ პატარა ბავშვივით მოვიმიზეზე რაღაც სისულელე. _ გოგოები სხვა დროს ნახე! ასეთი დღე ბევრი არ გვაქვს ხოლმე!_ ახლა ლუკა ჩამოჯდა ჩემს წინ. ხელიდან მოიხსნა უცნაური შავ ქვებიანი სამაჯური და ისე ვითომ არაფერი მაჯაზე ჩამომაცვა. ისე ნაზად, ძლივს შესამჩნევად მომეფერა თითებით, გაბრაზებაც კი ვერ მოვახერხე ამ სითამამის გამო._ დაფიქრდი, არ წამოხვალ ჩემთან ერთად? ხმაც მოქმედების შესაბამისი გაუხდა. შემპარავი, ნაზი, მშვიდი. ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი. უცებ ისე გაუსაძლისად მომინდა მისი შეხება, მსურდა თითებით მისი სახე შემესწავლა, მის თვალებს, ცხვირს, ტუჩებს შევხებოდი. სულ ოდნავ მივუახლოვდი, სულ შეუმჩნევლად... _ ჰოო, აშკარად ზედმეტი ვარ აქ!_ გონს მომიყვანა მოულოდნელად დოროთეას სიტყვებმა. ეშმაკურად გვიყურებდა, ძლივს შესამჩნევი ირონიული ღიმილით. _ ახლა გამახსენდა, რომ რაღაც საქმე მაქვს! ფეხზე წამოხტა და წასასვლელად გაემზადა. _ ხვალ შევხვდებით , ბავშვები უკვე იქ არიან, ჩვენს მისვლასღა ელიან!_ ერთი კიდევ შემომხედა, უცნაურად ჩაეცინა და ისე გასხლტა სახლიდან გაცილებასაც კი არ დალოდებია. _ აბა, რა გავაკეთოთ მე და შენ?_ მომიბრუნდა ლუკა და ხელები ისე ახლართა ერთმანეთში, როგორც მხოლოდ ბოროტი მგელი იზამდა მანამ, სანამ წითელქუდას გადაყლაპავდა. _ არ ვიცი, მეც უნდა წავიდე! საქმე მაქვს!_ ჩავილაპარაკე არეულმა და ფეხზე ავდექი. _ დარჩი! _ წინ გადამიდგა ლუკა და მაგიდას დაეყრდნო ცალი ხელით. _ თუ გეშინია ჩემი? _ არა, რატომ უნდა მეშინოდეს?_ უცნაური კაცი იყო ლუკა. ერთი შეხედვით თავქარიანი და ზედაპირული. თითქოს უდარდელი და სრულიად უსაფრთხო. ის არ იყო მოძალადე, შეიძლება ითქვას, რომ მანიპულატორიც კი არ იყო. ის ცხადად გარკვევით აჟღერებდა საკუთარ სურვილს, გსურდა თუ არა მისთვის სურვილის ასრულება, ეს უკვე მხოლოდ შენი გადასაწყვეტი იყო. _ რას ფიქრობ ახლა? აშკარად არ ხარ ახლა ფიქრებით ჩემთან!_ ისე თქვა, თითქოს მასთან ყოფნა ნორმა იყო ჩემთვის. _ შენ ის მოგწონს?_ ვუპასუხე დაუფიქრებლად. _ ვინ ის?_ მკითხა და ცმა ოდნავშესამჩნევად დაეძაბა. _ დოროთეა, ვხედავ რომ ის მოგწონს. _ კიდევ რას ხედავ?_ ხმა გაუცივდა. მზერა დაჟინებული და ირონიული გაუხდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემზე ბრაზობდა. _ შენს ფლირტს ვხედავ სულელი არ ვარ!_ ვუპასუხე გაგულისებულმა. რატომღაც იმ წამს გამაღიზიანებლად მეჩვენა მათი სულელური თამაში რა იყო მაში საინტერესო? მათ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა ჰქონდათ თუ ორმხრივი მოწონება არა. მაგრამ ისე იქცეოდნენ, თითქოს არაფერი ამგვარი არ ხდებოდა უფრო უარესიც, სხვებს, უდანაშაულო მსხვერპლს რევდნენ ამ თამაშში. და დიდად არ ადარდებდათ მათი გატეხილი გულები. უეცრად გონება გამინათდა. _ ეს, ეს არის სწორედ ჯილდო! ანუ ამჯერად შენი გაიტანე არა?_ ხელი ზარდახშას დავავლე. გავხსენი და დავაკვირდი. 12 ქვა დავითვალე. _ ანუ 12 ადამიანი! ხომ ასეა? ხმა ამოიღე!_ საიდანღაც მოსული სიბრაზისგან მუხლები მიკანკალებდა. _ ასეა!_ მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და გულხელი დაიკრიფა. _ არც უარყოფ? _ არა, რატომ? ისედაც მიხვდი!_ აიჩეჩა მხრები უდარდელად. თვალს არ მაშორებდა ჩემს ემოციას აკვირდებოდა. მშვიდად უცდიდა, როგორ ვეფხვი უცდის საფარში გაყურსული მსხვერპლის საბედისწერო შეცდომას._ შენც სწორედ ერთი მათგანი უნდა ყოფილიყავი! იმდენად აშკარა იყო მისი ირონია. _ მე მეგონა..._ გავჩუმდი და თვალი ავარიდე. რა მეგონა? სინამდვილეში რას ველოდი მისგან? ან დოროთეს რატომ ვერ ველეოდი? ნუთუ ეს იყო რაც მსურდა? მართლა ჩემი სურვილი იყო თუ მათგან თავს მოხვეული თრობის ბურანი? თავი ავწიე და თვალებში შევხედე. ისე დავაკვირდი, თითქოს პირველად ვხედავდი. არა ის არ ჰგავდა იმ კაცს ვინც მე დამაინტერესა. ეს ვიღაც სხვა იყო... რაღაც სხვა... მისი თვალებიდან კაცი კი არა დემონი მიმზერდა... თრობის, ვნების, სიყვარულის და სიზმრების დემონი... რას ველოდი მისგან? რას მომცემდა, რაც არ ქონდა?! _ უნდა წავიდე!_ ვთქვი ხმა ჩამწყდარმა და იმედ გაცრუებულმა და ფეხზე ავდექი. _ შეგიძლია წახვიდე! შენი ნებაა!_ აგდა და გზა გამითავისუფლა. სწრაფი ნაბიჯით ავუარე გვერდი და სწორედ მაშინ, როცა ვიფიქრე სამშვიდობოს ვიყავი,დამეწია, ხელები შემომხვია და ჩამეხუტა. ისე, როგორც ძალიან ძველ, დიდი ხნის ნაცნობ მეგობარს. გავშრი, გავშეშდი... ის ვერ იქნებოდა ჩემი მეგობარი, არ მიფიქრი ამაზე აქამდე ასე, მაგრამ ახლა? სახე ჩემს თმაში ჰქონდა ჩამალული და არ ინძრეოდა. _ უნდა წავიდე ლუკა!_ ვუთხარი მშვიდად _ დარჩი!_ მითხრა მან. არ უთხოვია, მხოლოდ მითხრა. _ თუ ახლა დავრჩები, ხვალ მეტკინება! ამას ვიაზრებ ლუკა! შენს თვალებში ისაა, შენს გულშიც ისაა, შენს ფიქრებშიც... მე მხოლოდ უკანასკნელი ქარვა თუ ვიქნები და მეტი არაფერი! ეს შენც იცი და მეც!_ ამას რომ ვამბობდი ვიცოდი ყველა უკან დასახევ გზას ვიჭრიდი. ხელები ნელა გამიშვა და ნაბიჯით უკან დაიხია. მისკენ შევბრუნდი და სახეში შევხედე. ღრმად და მშვიდად სუნთქავდა. ცდილობდა ემოციის და სურვილის გაკონტროლებას. არ იყო იძულება მისი სტილი, მაგრამ ვხედავდი, არ სურდა ჩემი გაშვება. და მე ისე მოვიქეცი, როგორც მოიქცეოდა ყველა სულელი ქალი, ვინც კი ოდესმე საკუთარ სურვილებს ტყვედ უქცევიათ. _ ჯანდაბა ლუკა! თუ უნდა მაინც მეტკინოს, შენ იყავი, ვინც ამას გააკეთებს!_ ვუთხარი და ხელები ყელზე მოვხვიე. მოულოდნელობისგან შეკრთა. შემდეგ თავადაც მომეხვია, გულში ჩამიკრა და მაკოცა. მკოცნიდა დიდხანს, ძლიერად, მომთხოვნად და მტკივნეულად. თითქოს ასე იჯერებდა, რომ მე მასთან დარჩენა გავბედე. ის იჯერებდა, მაგრამ მე თავად არ მჯეროდა ამის. და როცა ლუკა მკოცნიდა, მე ვფიქრობდი, რომ ტკივილი ვერასდროს იქნებოდა ამაზე ძლიერი ემოცია და იმ წამს ერთხელაც არ გამხსენებია დოროთეს ცასავით უძირო თვალები..... რაც არ უნდა ვუმტკიცო საკუთარ თავს, რომ მე თავისუფალი, ძლიერი ადამიანი ვარ და არავინ მჭირდება საკუთარი თავის მეტი, ყოველთვის, როცა მარტო ვრჩები საკუთარ თავთან, მიტანს აუტანელი სურვილი, მყავდეს ისეთი ადამიანი, ვისი ნდობაც შეიძლება. ვისაც მივენდობი და დავისვენებ თავად. ვინც იქნება მტკიცე კედელი, მყუდრო სახლი, საიმედო თავშესაფარი და ჩემი გალავანი. ვინც მომცემს ჩემს ნანატრ სიმშვიდეს. ვიცი, ამ სიმშვიდის პოვნა უპირველესად საკუთარ თავში უნდა ვცადო, მაგრამ მე ისედაც დიდი ხანია საკუთარი თავის გადარჩენით ვარ დაკავებული. ახლა მსურს ვინმემ იფიქროს ჩემს ნაცვლად, ვინმემ მითხრას:_ შენ უბრალოდ დაისვენე, მე აქ ვარ! საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ იმ წამს, როცა ლუკა მკოცნიდა, მე მეშინოდა მისი. მეშინოდა, რადგან ის მომწონდა, იმაზე მეტად, ვიდრე ეს მსურდა. ის საფრთხე იყო, დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, თუ მე მას ამის უფლებას მივცემდი, ის მატკენდა. არა მიზანმიმართულად, არა განზრახ, სრულებით უნებურად, მაგრამ ეს მოხდებოდა სწორედ ასე, რადგან მას არ სურდა საკუთარ გათვლილ სამყაროში ჩემი შეშვება. ეს მხოლოდ თამაში იყო, მათი უგულო, უცნაური ჯიუტი ახირება. მაგიდის კიდესთან მდგარი, მისი ალერსით გაბრუებული კოცნიდან კოცნამდე ვუახლოვდებოდი იმ სახიფათო საზღვარს, საიდანაც უკან დაბრუნება გამიჭირდებოდა, მაგრამ იმ წამს ეს ამად მიღირდა. ხელები წელზე მომხვია, მსუბუქად ამწია და მაგიდაზე დამსვა, თითქოს რეფლექსური, კარგად ნაცნობი მოძრაობით გაასრიალა თითები კაბისგან თავისუფალ თეძოებზე. სხეულზე ამიკრა და მაიძულა მაგიდას დავყრდნობოდი, სხეულით უკან გადახრილი. არ ჩქარობდა, ყოველი წამით, ყოველი შეხებით ნეტარებდა, ამ სიამოვნებას, რომელსაც ჩემი ალერსით იღებდა ისე დაუფარავად გამოხატავდა, რომ ვეღარ ვხვდებოდი, რა უფრო სასიამოვნო იყო, მისი თამამი სურვილი, თუ ჩემი მისდამი მორჩილება. _ შენი სურნელი,_ ჩურჩულებდა და კანზე სიმხურვალეს მიტოვებდა ამ ჩურჩულით._ ისეთი ნაზი ხარ! შეუმჩნევლად დააცოცებდა თითებს ჩემს თმაში, ყელზე, მკერდზე და ვერც გავიაზრე, როგორ ან როდის მომაშორა კაბა სხეულიდან. თითქოს ცხადში ცოცხლდებოდა ჩემი სიზმრისეული ფანტაზია. ახლა ის იყო ჩემი მიზიდულობის წერტილი და არა რეალური სამყარო. მკერდზე აფარებული ხელები თავს ზემოთ ამაწევინა, და მოულოდნელად ხელი გაჰკრა მაგიდაზე დადებულ პატარა ზარდახშას. ხმაურით წაიქცა ფაიფურის პატარა ყუთი და წკარუნით გაიბნა მაგიდაზე მზისფერი ქარვის მძივები. თვალი მივადევნე, როგორ სათითაოდ გადაცვივდნენ მაგიდის კიდიდან. გაუაზრებლად გადათვალა ჩემმა თითქოს ბურანში მყოფმა გონებამ იატაკზე გადაცვენილი მძივები. ერთი... ორი... ხუთი.. შვიდი.. ათი... თორმეტი... _ მეცამეტე მე ვარ!_ ჩავილაპარაკე ჩემდაუნებურად. _ რა თქვი?_ მკითხა უაზროდ და ალერსი წამითაც არ შეუწყვეტია. მგონი ვერც კი გაიგო რა მოხდა. უეცრად სიცივესავით დამიარა სხეულში ბასრმა სიმართლემ. მე მხოლოდ მათი თამაშის ნაწილი ვიყავი, არაფერი მეტი! მე ის მსურდა, მსურდა არა მხოლოდ ერთხელ, მსურდა ხანგრძლივად, მსურდა დილით, ღამით, დღის ნებისმიერ მომენტში, მაგრამ მისთვის მე მხოლოდ თამაშის ნაწილი ვიყავი. ერთი უბრალო ქარვის მძივი. ერთი ცამეტთაგანი. თუ არა მე იქნებოდა სხვა. არაფრით გამორჩეული, არაფრით დასამასხოვრებელი. მხოლოდ გამარჯვების კიდევ ერთი მტკიცებულება. ისე, როგორც ნანადირევი ერთი აზარტული უგულო მონადირისთვის. იქნებ ცოტათი უცხო, ოდნავ საინტერესო, მაგრამ არაფერი ამაზე მეტი. მკერდზე ხელი მივაჭირე და მოვიცილე. გაოცებით შემომხედა. ვერ ხვდებოდა, რატომ ვცდილობდი მისგან გაცლას. ესეც რაღაც მორიგ ველურ ფანტაზიად აღიქვა. მაჯები ზურგს უკან დამიჭირა და სახე ამაწევინა. _ რა მოხდა?_ მკითხა და კვლავ კოცნა დააპირა. _ გამიშვი!_ ვუპასუხე, რაც შემეძლო ცივად. _ ხუმრობ სარა?_ მკითხა გაოცებულმა, როცა გაიაზრა, რომ სერიოზულად ვამბობდი._ რამე არასწორად გავაკეთე? ვიჯექი მის წინ, ნახევრად შიშველი, ჯერ ისევ ჩემს მუხლებს შორის იდგა, ჯერ ისევ ფეთქავდა ჩემი სხეული მისი სურვილით. _ უნდა წავიდე!_ გავიმეორე ჯიუტად, მაგიდიდან ავდექი. მისი ხელებისგან თავი გავითავისუფლე და ჩვენს შორის მანძილი გავზარდე. _ არ მეტყვი რა მოხდა?_ მკითხა დაჟინებით და ჩემს მზერას გააყოლა თვალი. ახლაღა შეამჩნია იატაკზე გაბნეული მძივები და შუბლი შეიკრა. _ ამის გამო?_ მკითხა ოდნავი გაბრაზებით. _ არა! იმიტომ, რომ..._ გავჩუმდი და ვერაფრით ვაიძულე საკუთარ თავი ხმამაღლა მეთქვა, რომ არ მსურდა ერთი მორიგი ვყოფილიყავი, სიის შესავსებად საჭირო სახელი, ვიღაც, ვინც ისე ამოიწურებოდა, თითქოს არაც არასდროს ეარსება. _ ვიცი, რაზეც ფიქრობ და არ მესმის რატომ ართულებ ასე?_ მხრებზე დამაწყო ხელები და დაიხარა, რათა თვალებში ჩაეხედა. _ ახლა თუ წახვალ, ამ ამბავს გაგრძელება აღარ ექნება, ხვდები არა? _ ამ ამბავს? აქ ამბავიც არასდროს დაწყებულა._ ვუპასუხე და ვცადე მშვიდი ხმა მქონოდა. _ ეს მხოლოდ თამაში იყო! თქვენი თამაში და მეტი არაფერი! უცნაური ის იყო, თუ როგორ გამიჭირდა კაბის სამხრეების გასწორება, როცა მხდიდა სულ არ მიგრძვნია, მაგრამ სანამ ტანსაცმელი მოვიწესრიგე მგონი სირცხვილით მოვკვდი. ან იქნებ სირცხვილი არ იყო და რაღაც სხვა გრძნობა იყო? მაგრამ თვალს ვერ ვუსწორებდი მას. ზურგი ვაქციე და სიტყვის უთქმელად წამოვედი. ვერც მზერა გავუსწორე და არც მას გამოვუცილებივარ. იდგა ადგილზე გაყინული და თვალს არ მაშორებდა. მე კი მზერის გასწორებაც ვერ შევძელი. საკუთარი სახლის აივანზე იდგა დოროთეა. ქუჩას გაჰყურებდა დაფიქრებული. ვერაფერს და ვერავის ამჩნევდა, არც მე დავუნახივარ. იდგა და საკუთარ გაურკვეველ იდუმალ ფიქრებში ჩაძირული იყურებოდა სადღაც შორს. გულზე დაკრეფილი ხელებით, აბურდული თმით, თვალებში ცით, გაჰყურებდა სივრცეს და იმ წამს მისთვის არც მე ვარსებობდი, არც ლუკა და არც ეს დამღლელი სამყარო, რომელიც მისთვის მხოლოდ თამაში იყო და მეტი არაფერი. თამაში, სადაც ის საკუთარ უცნაურ ფანტაზიებს ამწყვდევდა, წვრთნიდა და ამარცხებდა, სადაც ცხოვრობდა მხოლოდ მისგანვე გამოგონილი წესებით. .... _ რატომ წამოხვედი?_ მკითხა ნატამ. _ ნუთუ... _ რა ნუთუ?_ ვკითხე გაბრაზებით. იქნებ მას მაინც ეთქვა ის, რისი გამბედაობაც მე არ მეყო. _ ნუთუ შენ ის.... _ მშიშარა ქალი ხარ შენ!_ ხელი ჩაიქნია ნათიამ. _ მშიშარა კი არა რაციონალურია, აბა რა გინდოდათ? რას ელოდით? აქ ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო!_ უჩვეულოდ სერიოზული იყო ხატია. _ და მაინც რატომ არ დარჩი მასთან?_ მკითხა მაგდამ. _ იმიტომ, რომ მას ეს არ სურდა!_ ვუპასუხე და ნინას გავუწოდე ღვინის დაცლილი ჭიქა... დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



