მანათობელი გრძნობა - თავი 11
მეორე დღეს უკვე ბაკურიანში ვიყავი. დემეტრესთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ ის იცოდა, რომ ცოტახანს ვერ ვნახავდი. მას რომ შევხვდი, არავისთვის მითქვამს. ჩემი ბაკურიანში ყოფნის შესახებ მხოლოდ თამომ იცოდა და ისიც იმ მიზეზით, რომ დასვენება მინდოდა. აქ სულ ორჯერ ვიყავი ნამყოფი, ერთხელ ჯაბასთან და ერთხელ თამოსთან ერთად. ისევ იმავე სასტუმროში დავბინავდი, სადაც წინა ჯერზე და ნომერში შევედი თუ არა, კარგად გამოძინება გადავწყვიტე. დაღლილი და ღამენათევი ვიყავი. დემეტრესთან შეხვედრამ იმხელა ემოციით ამავსო, მთელი ღამე არ დამეძინა. უკვე ბინდდებოდა, რომ გამომეღვიძა. აივანზე გავედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და რომ დავინახე თოვდა, სასწრაფოდ ჩავიცვი და სასეირნოდ გამოვედი. საახალწლო მორთულობა ისეთი ლამაზი იყო, კარგა ხანს თვალი ვერ მოვწყვიტე. საშობაო სოფელთანაც გავიარე და ერთი-ორი ხელნაკეთი სამაჯურიც ვიყიდე. ყოველთვის მომწონდა ხელნაკეთი აქსესუერები და თავზე საყრელადაც მქონდა...მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე ვყიდულობდი მათ... ძალიან მინდოდა იმ ხალხის წახალისება, დილიდან საღამომდე გარეთ რომ იდგნენ მათ გასაყიდად. კიდევ რამდენიმე დახლს დავხედე და ის იყო იქაურობას უნდა გავცლოდი, უკნიდან ხმა რომ მომესმა. - ღმერთო ჩემო! - ამოთქვა ყინულზე გაშოტილმა, ჩემზე ალბათ, ოცი-ოცდახუთი წლით უფროსმა ქალმა და ირგვლივ უხერხულად მიმოიხედა. - ხომ კარგად ხართ? - არც კი დავფიქრებულვარ, ისე გავუწოდე ხელი. ჯერ სახეზე დამაკვირდა, შემდეგ საკუთარ მოუქნელობაზე გაეცინა და ხელი ჩამჭიდა. - დავბერდი, დავბერდი! - თქვა და ხელი ტანსაცმელზე ჩამოისვა. - ყინულზე ფეხის აცურებას საკუთარ ასაკს ნუ დააბრალებთ. - გავუღიმე - ლიკა! - ისევ გავუწოდე ხელი, ამჯერად მისალმების მიზნით. - ლალი! - გამიღიმა. მისმა გარეგნობამ ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ძალიან მოვლილი, დახვეწილი გემოვნების და სასიამუვნო აურის მქონე ქალბატონი იყო. ასაკის მიუხედავად, შემართებაც ჰქონდა და ახალგაზრდული სულიც. ეს თავიდანვე ვიგრძენი. კარგი ტანიც ჰქონდა და საკმაოდ სხარტიც იყო - დიდი მადლობა! - რას ამბობთ, რა სალაპარაკოა! - გამეღიმა. - ცხელი ყავის დასალევად მივდივარ, თუ შემომიერთდებით. - რეალურად, არსადაც არ მივდიოდი, უბრალოდ მისი ახლოს გაცნობა მომინდა. - სიამოვნებით! - მხრები აიჩეჩა და თავი დამიქნია. დახლთან მივედი და ორი კაპუჩინო მოვითხოვე. მერე კი ერთად გავაგრძელეთ სეირნობა, უმისამართოდ. ძალიან ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. თურმე ისიც, ჩემსავით, ხელოვანი ყოფილა. მწერალი გახლდათ, მაგრამ საკუთარ ნაშრომებს მხოლოდ თავისთვის ინახავდა. - სიამუვნებით გავეცნობოდი თქვენს შემოქმედებას, მით უმეტეს, ავტორს პირადად ვიცნობ...თუ შეიძლეა ასე ითქვას. - გავუღიმე. - ჩემი შემოქმდება? ოჰ, ძვირფასო, ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია! ისინი უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ხორცშესხმაა...მთლად შემოქმედებასაც ვერ დავარქმევთ, თუმცა თუ ჩემი პირველი მკითხველი შენ იქნები, ეს დიდი პატივია, ჩემო კარგო! - გაუხარდა. მეც მიხაროდა. თითქოს მართლა პატივი იყო, პირველი მკითხველი რომ უნდა ვყოფილიყავი. - არ გიფიქრიათ, გამოცემაზე? - მიფიქრია. უბრალოდ საქმე ის არის, ჩემო გოგოვ, რომ ზოგიერთი მათგანი ჩემთვის დელიკატურ საკითხს ეხება, რაც ვფიქრობ სხვას არ გამოადგება...ან ისე ვერ აღიქვამს და გაიგებს, როგორც ჩავიფიქრე და თავად ვიგრძენი...იმედია, გესმის. - კი, რა თქმა უნდა. კიდევ დიდხანს ვიარეთ. ძალიან ბევრი რამ განვიხილეთ და ბევრ რამეს შევეხეთ. ბოლოს სასტუმროსთან რომ მივედით, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და შევთანხმდით, რომ ყოველდღე შევხვდებოდით და ვისეირნებდით. ერთი სული მქონდა, კიდევ როდის ვნახავდი. მასთან საუბარი ძალზე სასიამუვნო იყო ჩემთვის. ბოლოს, თავი ასე მგონი ბებიაჩემთან ვიგრძენი. რა თქმა უნდა, ლალის ბებიას ასაკი ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა იგი მაინც მანანა ბებოს მახსენებდა. მეორე დილით ადრე გავიღვიძე. წინა დღიდან მოყოლებული გადაუღებლად თოვდა. ცოტახანს ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ დააქროლებდა ქარი პატარა, თეთრ ფანტელებს, რომლებიც ციდან უსასრულოდ მოედინებოდნენ. ეს ყველაზე სასიამუვნო და საყვარელი სანახაობა იყო ჩემთვის, როგორც უკვე მიხვდებოდით. თოვლიან ამინდში ყოველთვის უჩვეულოდ ბედნიერი ვიყავი. ხალხის უმეტესობას სახეზევე ეწერა, უამინდობით გამოწვეული უსიამუვნება. მე კი არ მესმოდა, რატომ არ მოსწონდა ხალხს თოვლიანი, წვიმიანი ან ქარიანი ამინდი. მართალია, თითოეული მათგანი გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული, თუმცა მათი ,,ცუდ’’ ამინდად მიჩნევა ყოველთვის უსამართლოდ მიმაჩნდა. განა თოვლით გადათეთრებული სახლები და ხეები ნაკლებად ლამაზია? ან თუნდაც ელვით განათებული ცა, მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ წამით გრძელდება და ალბათ სულ რამდენჯერმე მეორდება?! ან სახლში მყოფს ქარის სისინი რომ გესმის, განა სიმყუდროვის გრძნობას არ აღგიძრავს ეს? გაუმართლებლად მიმაჩნდა ფაქტი, რომ ადამიანმა მათი ავ-კარგობა მხოლოდ იქიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რამდენად კომფორტულადაც გრძნობდა თავს. უჩვეულო ენერგიით სავსემ ჩავირბინე კიბეები და სასაუზმოდ გავეშურე. თითქმის მთელი დარბაზი ცარიელი იყო, თუმცა არ გამკვირვებია. მხოლოდ ის მიკვირდა, თუ ამდენ ადამიანს არ უყვარდა ცივი ზამთარი, თოვლი და ყინვა, მაშინ ბაკურიანში რა უნდოდათ? ალბათ საუზმეც მხოლოდ ამინდის გამო გამოტოვეს და თავიანთ ნომრებში, თავიანთ თბილს ლოგინებში დარჩენა არჩიეს...მათ სიზარმაცეს ის დადებითი თვისება ჰქონდა, რომ მთელს სარბაზში საოცარი სიმშვიდე სუფევდა. ეს კიდევ უფრო მეხმარებოდა, ზამთრის დადგომა მეგრძნო. - დილამშვიდობის! - მომესალმა მომსახურე პერსონალის სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გვერდით ედგა სასმელების დახლს. - სალამი! - გავუღიმე, რადგან მივხვდი, როგორ გაუხარდა დარბაზში კიდევ ერთი ადამიანის შესვლა. - კარგი ამინდია, არა? - დამეხმარა ჭიქა ფორთოხლის წვენით შემევსო. - ძალიან! - ლამის ყურებამდე გამეღიმა, კიდევ ერთი ჩემნაირი რომ ვიპოვნე. - წამობრძანდით! - მითხრა და წინ წამოძღვა. იმ ბავშვმა, რომელიც მხოლოდ ერთი მზერით მიხვდა, როგორ მიყვარდა თოვლიანი ამინდი, დიდ ვიტრინასთან მდგარ მაგიდასთან მიმიყვანა. მერე ხელით მანიშნა, დაბრძანდითო, დამშვიდობების ნიშნად თავი დამიკრა და თავის ადგილას დაბრუნდა. მე კი მშვიდად მივირთვი ჩემი საუზმე. ცხელი ჩაიც დავლიე და რადგანაც ქარი ჩადგა, კვლავ სასეირნოდ გავედი. სასტუმროდან გამოსვლისას ტელეფონზე ზარი მივიღე. ავთო მირეკავდა. გამიკვირდა, ამდენი ხნის შემდეგ რა მოეალანდა მეთქი...გავუთიშე. მის გამო ჩემი დღის გაფუჭებას არ ვაპირებდი, ამიტომ ნომერი დავბლოკე და მაღაზიებისკენ გავემართე. წიგნები, საქსოვი ძაფები ან რამე მსგავსი გასართობი მინდოდა მეყიდა, დრო რომ ადვილად გამეყვანა. ატრაქციონებსა და მსგავს რაღაცებზე არ მიფიქრია ჩემი ბავშვური შიშის გამო. ამიტომ დროის უმეტესი ნაწილი, რომელსაც არაფრის კეთებაში ვატარებდი, რამით უნდა მომეკლა. - ლიკა! - მომესმა მაღაზიიდან გამოსულს, ნაყიდი ნივთების პარკს რომ კიდევ ერთხელ ჩავხედე. - გამარჯობა! - მივესალმე ლალის და მისკენ გავწიე. - აბა? როგორ ხასიათზე ხარ? ნახე რა ლამაზი დილაა! - გარშემო მიმოიხედა. - ნამდვილად! ასეთ დილას ზამთრის თბილისში თითქმის ვერ ნახავ. - სულ რაღაც სამ კვირაში ახალი წელიც მოვა...თუ შენც მარტო აპირებ შეხვედრას, ჩემსავით, ერთად ხომ არ შევხვდეთ, რას იტყვი? - რატომ მარტო, ოჯახი არ გყავთ? - არა, არც მშობლები, არც ქმარი და არც შვილები...მხოლოდ მე ვარ. - მეგორები? - მყავს ერთი მეგობარი, სხვათაშორის, დავპატიჟე კიდეც... - მერე? არ მითხრათ, რომ უარი გითხრათ! - მოსვლას ვერ შეძლებს... - თვალები აუწყლიანდა - უკვე მესამე ახალი წელია, ვერ მოდის.. - ვწუხვარ - ჩემი წამიერი ბრაზი უადგილო იყო. - არაუშავს, რას ვიზამთ? - ამოიოხრა და გამხნევდა - არ გინდა, იმ კაფეში შევიდეთ? - თითი გაიშვირა პირდაპირ. დავეთანხმე და წავედით. უეცრად მობილურმა დამირეკა. ეკრანზე მეც და ლალიმაც ერთდროულად შევნიშნეთ უსახელო ნორმერი. - ახლა არ მითხრა შევხვდეთო! - ვუთხარი დემეტრეს და ლალის მორიდებულად გავხედე. - უბრალოდ მოკითხვაც არ შეიძლება? - ჩაეცინა. - კარგად ვარ და დარწმუნებულიც, რომ შენც ასევე! - სწრაფად მივუგე - ახლა ვერ გელაპარაკები, საღამოს დამირეკე. - ვიდეო თვალით დავირეკავ. არც კი გაბედო თავის არიდება! - გამაფრთხილა და გამითიშა. როცა გავიაზრე, რომ საღამოს დემეტრეს დავინახავდი, გულში რაღაც გამიკრთა. ეს კი ლალის არ გამორჩენია. - გელაპარაკა, რატომ გაუთიშე? - თავი უხერხულად იგრძნო. - უბრალოდ არ მინდოდა. - იჩხუბეთ? - ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, ნაჩხუბრები რომ ვიყოთ. - ჩამეცინა - ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. - გასაგებია. - მხრები აიჩეჩა - და რატომ არ გაქვთ? - რთული სათქმელია. ისე მოხდა, რომ მთელი დღე ისევ ერთად გავატარეთ. მეც ვიფიქრე, მისთვის მეკითხა რჩევა და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. თუმცა მხოლოდ იმიტომ არა, რომ მისგან რჩევა მიმეღო. - ეგ გიორგი ის ერთი რომ ყოფილიყო, აქამდეც გამოჩნდებოდა, ამას უნდა მიმხვდარიყავი. არ დაიღალე მაინც? - მივხვდი, თავიდანვე ვიცოდი მაგრამ, ხომ გესმით... - და დემეტრე? - არ ვიცი, ვერ გავერკვიე - მიყვარს, თუ იმიტომ ვარ მასზე მიჯაჭვული, რომ ბევრი საერთო გვაქვს, მაგალითად ის, რომ ჩემსავით ცალმხრივად უყვარს და მეცოდება. - რა იცი, რომ ცალმხრივად უყვარს? - ამაზე ცინიკურად გამეღიმა. ასეთი დაბნეული ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ - ნუ გეცინება. ამის შემდეგ, როცა დემეტრე ისევ შემოგაკლდება, ან მონატრებას იგრძნობ, ფრთხილად დაუკვირდი - მხოლოდ მაშინ გენატრება, როცა შორს არის და თვალსაც აკლია, თუ სულ გენატრება. იმ მომეტშიც კი, როცა შენთან არის. - დაფიქრებული სახით მითხრა - და თუ ასეა...თუ მართლა სულ გენატრება, მაშინ ამას ლაპარაკი და ბევრი ფიქრი აღარ სჭირდება. მისმა ნათქვამმა ძალიან დამაფიქრა. მთელი საღამო ამაზე ფიქრში გავატარე და თითქოს პასუხამდეც მივედი. დაძინებას ვაპირებდი, დემეტრეს ზარი რომ შემომივიდა. მიუხედავად მასთან საუბრის სურვილისა, მაინც შევყონდი. უბრალო ზარმაც კი გული ამიჩქარა. ვერ ვიგებდი, როგორ შეეძლო ამდენად ემოქმედა ჩემზე და ეს ყოველ ჯერზე ღიმილს მგვრიდა. - რატომ არ იღებ? - უკმაყოფილოდ მკითხა. - ცუდი შეგრძნებაა, ხომ? - ცინიკურად ვუპასუხე და რომ მიხვდა, რაც ვიგულისხმე, თავი დამიქნია. - როდის დარუნდები? - რამდენიმე დღეში...ალბათ, სანამ კარგად არ დავისვენებ. - ძალიან კაგრად ვიცი, რატომაც წახვედი , თანაც უთქმელად! - მამხილა და ცოტა არ იყოს, მომერიდა.... - ახლა უკარებას როლის თამაშს აპირებ? - იმ საღამოსვე გითხარი რომ ... - - მეც გითხარი, არ მაინტერესებს! - მშვიდად მომიგო - არ მინდა, რომ ჩემმა ნათქვამმა უხერხულობა შეგიქმნას, ლიკა. ძალიან კარგად მესმის ყველაფერი... - ცოტახანს გაჩუმდა - რაც არ უნდა გადაწყვიტო, იცოდე, რომ შენგან შეცოდება არ მჭირდება! - რა? - თითქოს ჩემი ფიქრები ესმოდა. - ის მინდა მოვისმინო შენგან, რასაც გრძნობ და არა ის, რაც მინდა, გესმის? - მისმა ნათქვამმა დამამშვიდა. ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა, ისე აუღელვებლად მესაუბრებოდა, ბოლომდე დავრწმუნდი, რომ ჩემს ნებისმიერ პასუხს გაგებით მოეკიდებოდა. - რატომ ხარ ასეთი კარგი? - ხმაც კი ისეთი კარგი ჰქონდა, მინდოდა, მთელი ღამე მისთვის მესმინა. - კარგი ძალიან შორს არის ჩემგან გამიჯერე. მომდევნო რამდენიმე დღე დემეტრესთან აღარ მისაუბრია. შევთანხმდით, რომ მაშინ შევხვდებოდით, როცა თბილისში დავბრუნდებოდი. ამიტომ რამდენიმე დღე არც დამინახავს და არც მისი ხმა მომისმენია. რამდენადაც ცოტა დრო რჩებოდა თბილისში დაბრუნებამდე, მით უფრო მეტად მოუთმენელი და აჟიტირებული ვხდებოდი. ერთი სული მქონდა, როდის შევხვდებოდი, როდის დავინახავდი მის დიდ, ყავისფერ თვალებს და ისევ როდის ჩავეხუტებოდი. ბაკურიანში ყოფნამ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა, თანაც ძალიან ღრმად. მივხვდი, რომ დემეტრესადმი ჩემი დამოკიდებულება დროებითი არ იყო. მის მიმართ მართლა ვგრძნობდი რაღაც განსაკუთრებულს და ამაში კიდევ და კიდევ ვრწმუნდებოდი, როცა საკუთარ თავს ვუღრმავდებოდი. ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ გრძნობისთვის სიყვარულის დარქმევას არც ვჩქარობდი და ცოტა არ იყოს, მეშინოდა კიდეც. მაგრამ ერთი ფაქტი მართლა არსებობდა - ასეთი რამ ადრე არ მიგვრძნია... რამდენადაც ტკბილი, ენით აუხსნელი და კარგი იყო ეს შეგრძნება, მაინც იმდენად აუტანლად მეჩვენებოდა. ასე იმიტომ, რომ მეგონა, ვერ გავუძლებდი და გული გამისკდებოდა. დემეტრეს გონებაში გავლებაც საკმარისი იყო, გულს ბაგა-ბუგი რომ გაჰქონდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა დამერქმია, ანდაც დემეტრესთვის როგორ უნდა ამეხსნა ეს, მაგრამ მაინც...მინდოდა, მას ამის შესახებ სცოდნოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


