შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი


გუშინ, 17:08
ავტორი Tak.oo
ნანახია 14

მზიანი დილა გაუთენდა თბილისს.ალიონზე ჩიტების საამო ჭიკჭიკი ისმოდა მელიქიშვილების ეზოში.
ნიცას წინა ღამით ფანჯარა ნახევრად ღია დარჩენოდა,ამის გამო ადრიანად გაეღვიძა მელიქიშვილების ნებიერას.
_ ჯანდაბა,ახლა აღარ გაჩუმდებიან._ ჩაიბურტყუნა და თავზე ბალიში დაიდო,თუმცა ვეღარ შეძლო ძილის შებრუნება.
ზანტად ადგა საწოლიდან,ულამაზესი ნიცა მელიქიშვილი.დაუდევრად შეიკრა გრძელი ქერა თმა,რომელიც წელამდე ჰქონდა ჩამოშლილი.
აბაზანაში შევიდა.თბილი შხაპი ესიამოვნა.გამოაფხიზლა.
აბაზანიდან გამოსულმა საათს შეხედა.
_ ჯანდაბა,8საათიც არაა…ამათ გამო ფანჯარა ვერ გავაღო და ჟანგბადი ვერ ჩავისუნთქო?!
სველი თმა ერთი ხელის მოსმით კეფაზე შეიკრა კოსად.დილის რუტინა ჩაიტარა.ოთახიდან გამოვიდა და დაბლა ჩაუყვა კიბეებს.
_ მამიკოს მშვენიერო,რა ადრიანად ამდგარხარ?
_ მაა… _ გაუღიმა მამას და კალთაში ჩაუჯდა.
მიუხედავად ასაკისა,მაინც პატარა ბავშვივით გრძნობდა თავს მამასთან.
მირიანიც მის ნებიერა ერთადერთ ქალიშვილს პატარად მიიჩნევდა. ხელისგულზე ატარებდა. მისთვის არ არსებობდა შეუძლებელი და მიუღწეველი,თუ საქმე მის შვილს ეხებოდა.
ნიცას მშობიარობას გადაყვა დედა,მის საყვარელი მეუღლე. პატარა თოვლივით თეთრი ნიცა დედის ალი-კვალი იყო.
მირიანმა მთელი სიყვარული შვილის მიმართ მომართა და ასე ზრდიდა შვილს 22 წელია.
_ აბა,ჩემო ფიფქია,რამ შეგაწუხა,რომ გაგიღვიძია?
_ რამ და ჩიტებმა…_ ბავშვივით გაბუსხა ტუჩები ნიცამ,შემდეგ გაიღიმა._ ფანჯარა დამრჩენია ღია და ჩემი აყვავებული ალუბლის ხესთან იჯდნენ და ჭიკჭიკებდნენ.
_ოჰ,ეგ რთული საქმეა ჩემო ნატვრის თვალი…
_ ვინ იყო იძახდა ჩემი შიშით მიწაზე ჭიანჭველა ვერ ჭაჭანებს და ცაში ჩიტი,მე თუ არ მინდაო?! ხოდა ახლა მოაგვარე…_ იცინის ნიცა.
_ ოჰ,სად დამახვედრა ჩემი სიტყვები?!_ შუბლზე ხელი იტკიცა თეატრალურად მირიანმა.
ნიცამ გადაიკისკისა და უფრო მიეხუტა. მამამ თავზე ხელი გადაუსვა.
_ დღეს მიდიხარ უნივერსიტეტში მა?
_ კი.
_ დღეს მეც ბიზნეს პარტნიორებთან მაქვს შეხვედრა ვახშამზე და გვიან დავბრუნდები,თუ რამე დამირეკე._ მირიანი წამოდგა,გასასვლელისკენ გაემართა.
_ ჰო,მართლა _ უკან შემობრუნდა_ ლია დღეს არ იქნება.
_ ჰოო? რატომ,ხომ კარგად არის?
_ კი,მშობლებთან მოუნდა წასვლა,ქალაქგარეთ ცხოვრობენ ხომ გახსოვს…დაბრუნდება ხვალ.
ნიცამ მხრები აიჩეჩა.
_ კაი,არაუშავს გარეთ შევჭამ…

ნიცა გაემზადა,როგორც ყოველთვის გემოვნებით აარჩია დღის ლუქი.მის გარდერობში მუდამ იყო ზედმეტად თამამი დეკოლტე,მოკლე კაბები/შორტები.უყვარს თამამი და თვალში საცემი სამოსი.ყველაფერთან ერთად ვიზუალური მხარეც უწყობდა ხელს.
ახლობლებს ყოველთვის ეგონათ მისი ფიზიკური მონაცემების გამოისობით,რომ ნიცა სამოდელო სფეროს აირჩევდა.თუმცა სკოლის დასრულებისას როცა საქმე მიდგა პროფესიის არჩევაზე,მამას გაუმხილა პირველად მისი არჩევანი,რომ თეატრალურზე უნდოდა ჩაბარება.
მირიანს რა თქმა უნდა წინააღმდეგობა არ გაუწევია.არ არსებობდა საკითხი სადაც მირიანი გადაჭრით უ
არს ეტყოდა ნიცას. ბებია-პაპები მირიანს საყვედურობდნენ,რომ ზედმეტად ათამამებდა გოგოს,არ შეიძლებოდა ასე განებივრება და ყველაფერზე თავის დაკვრა.მირიანი კი ღიმილით პასუხობდა
“ მეტი ვინ გავანებივრო?! ან სხვა ვინ გაანებივრებს? ერთმანეთის მეტი არავინ გვყვავს.”
ყველამ იცოდა რას ნიშნავდა ნინო,ნიცას დედა მირიანისთვის.მისი გარდაცვალება რამხელა ტრაგედია იყო მამაკაცისთვის,გაჭირვებით,მაგრამ მაინც გადალახა.წლებთან ერთად შეეგუა იმ ტკივილით ცხოვრებას.მთელი სიყვარული ნიცას აღზრდაში ჩადო.
ჩვილი ბავშვით მარტო დარჩენილმა მირიანმა არ იცოდა რა ექნა,ბებიები ორივე მხრიდან ძალას ატანდნენ მე დამითმე ბავშვი მე გავზრდიო,მაგრამ მირიანს ახლა ამ პაწაწინა არსების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა.ოჯახის ახლობელმა შინაურულად ახალგაზრდა ქალი ურჩია ძიძად.მირიანს ბევრი არ უფიქრია,როცა ქალს გაესაუბრა,მოეწონა და ძიძად აიყვანა.
ლია მშვიდი,გაწინასწორებული,თბილი ქალი იყო.საკმაოდ პატარა ასაკში დაოჯახდა წლების უკან,მაგრამ შვილი არ შეეძინათ,მერე მეუღლე ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა და დარჩა მარტო,როდესაც მირიანმა სამსახური შესთავაზა,ნიცას აღმზრდელობა ეთავა ქალს და ოჯახის დიასახლისი ყოფილიყო,ლია სიხარულით დათანხმდა.
ნიცა ისე უყვარდა როგორც საკუთარი შვილი.მუდამ აღნიშნავდა
_ ჩემი შვილი არ მეღირსა,მაგრამ უფალმა ნიცას სახით მაჩუქა შვილიო.
ნიცასაც ძალიან უყვარდა ლია.მისი გაჯავრება,დატუქსვა ამხიარულებდა გოგოს.იცოდა გულით არ უბრაზდებოდა,რომ მეორე წუთს გულში ჩაიკრავდა და კოცნიდა.

***
მირიანი გარეთ გასული უკან შემობრუნდა ყვავილების თაიგულით ხელში.ნიცა ჯერ ისევ დივანზე იჯდა და ტელეფონში სქროლავდა.
_ ოჰ,რასთან დაკავშირებით?_ გაეღიმა ნიცას.
_ ეგ შენს თაყვანისმცემელს ჰკითხე…_ ჩაიღიმა მირიანმა და მაგიდაზე დადო ყვავილების თაიგული.
ნიცა ოდნავ წამოიწია და ბარათის ძებნა დაიწყო.
_ ჰო,იქნებ გადასცე რომ მამაშენი კურიერი არ არის და თავად მოგართვან ხოლმე სახლამდე._ჩაიცინა მირიანმა და კარისკენ გაემართა.
_ კარგი,რომ გავიგებ,რომელმა გამოგზავნა,აუცილებლად ვეტყვი._ გაღიმებულმა უპასუხა ნიცამ და ბარათს დასწვდა.
“სანამ არ შემიყვარებ,არ მოვისვენებ…”
_ რომელი დებილია ნეტა?!_ ხმამაღლა ამოილაპარაკა ნიცამ.
თაყვანისმცემლების არმია ჰყავდა მილიქიშვილების ნებიერას,თუმცა არავის იკარებდა ახლოს.მოწონდა,რომ გიჟდებოდნენ მისთვის,ხან ცდიდა რამდენად უყვარდათ,თავად არასდროს არავის მიმართ არ უგრძვნია იგივე და ალბათ,ამიტომაც არ განიცდიდა ემპათიას არავის მიმართ.
ლია ეტყოდა ხოლმე:
“ერთხელაც იქნება შეგიყვარდება და მერე გაუგებ მაგ საწყალ ბიჭებს…”
ნიცა ამაზე ღიმილით პასუხობდა
“ კარგი რა ლიაკო,შენ ჩემი ხარ თუ მაგ ბიჭების გულშემატკივარი?!”
“ შენი,მაგრამ ეგ სიამაყე მეშინია ერთხელაც ცხვირიდან ძმრად არ გადინოს ვინმემ”...
ნიცა იცინოდა და გულში ცოტა ინტერესიც კლავდა,თუ ვინ შეძლებდა მისი გულის მონადირებას.

თეატრალურზე,ბოლო კურსზე იყო ნიცა.ერთ-ერთ სპექტაკლზე მუშაობის დროს ქასთინგი ჩატარდა,ნიცამ შანსი არ გაუშვა ხელიდან,მონაწილეობა მიიღო და სულაც არ გაჰკვირვებია,როცა პასუხი დადებითი იყო.
დღეს გვიან უნდა ჰქონოდა რეპეტიცია,თუმცა რადგან ჩიტებმა არ მისცეს ძილის უფლება,სახლშიც მარტო იყო,ლიაც არ იყო ჩაიცვა და ადრე მისვლა გადაწყვიტა,თან ზოგიერთ ლექციას დაესწრებოდა.
მერსედესისი მარკის ავტომობილი ჰყავდა Mercedes-Benz CLA წითელი ფერის.
გამოსვლის დღიდან გაგიჟდა ისე მოეწონა.მირიანს კი რა დაუდგებოდა წინ,როცა მის ქალიშვილს ასე უნდოდა?!
დაბადების დღეზე გადასცა საჩუქრად.

ნიცამ გასაღები აიღო.უნივერსიტეტის დაქალს დაურეკა.
_ მეკუნა,რას შვრები?.. გამოგიარო?..
კაი,გამოვდივარ…ხო,მართლა,დღეს ჩემთან დარჩი რა,ლიაკო არ იქნება,მამაც გვიან დაბრუნდება და ხომ იცი ღამე ვერ ვიტან მარტო სახლში ყოფნას… ჩემი ოქრო ხარ.

მთელ დღეს ერთად ატარებენ მეგობრები,შემდგომ დარბაზში გადაინაცვლებენ სადაც ნიცას რეპეტიციები მიმდინარეობს.
_ ნიცა,აქ მეტი დრამაა საჭირო ხასიათში.მეტი ემოცია მჭირდება._ ეძახის სკამიდან ბატონი რამაზი.
_ გასაგებია.
სცენას აახლებენ.კიდევ რამდენჯერმე აწყვეტინებს რამაზი,შენიშვნებს აძლევს.რეპიტიცია გვიან სრულდება.
გოგონები რომ გამოდიან უკვე შებინდებულია.
_ აუ,რა მაგრად მშია…_ ამოიკრუტუნა ნიცამ.
_ წამო სადმე ბარში…
_ აუ,რა ბარი,დავიღალე.სახლში ავიდეთ და რამე გამოვიძახოთ.
_ ცოტას გავერთობოდით თან._ აშკარად ფარ-ხმალი დაყარა მეკომ.
_ დილით უთენია გავიღვიძე,მოიცა რაა…ისე მეძინება,თან გვიან დავიძინე.
მანქანის კარი გააღო ნიცამ და კომფორტულად მოეწყო.
_ რა არ გაძინებდა? დადე თავი დაიძინე,შეყვარებული შენ არ გაწუხებს მესიჯობით ღამე.
_ ვერ ხარ რაა… _ ხელი აიქნია ნიცამ.
სახლში მისულებმა სუში გამოიძახეს.მათ გასაკვირად კურიერმა დროულად მოიტანა.
_ მეკო,მიდი რაა გადი გარეთ ჭიშკრის კართან დახვდი კურიერს,მოიტანეს შეკვეთა.
_ კაი.
მეკო დახუნძლული ხელებით ბრუნდება უკან.
_ რა ამბავია,ამდენი რად გინდოდა?
_ რავიცი…მშიერზე ხომ იცი ვერ საზღვრავ…_ იცინის ნიცა და ხვდება აშკარად ბევრი შეუკვეთავს.
მეკო ფილმს რთავს,სასტუმრო ოთახში თავსდებიან დივანზე და სუშის შეექცევიან.
გვიან ადიან საძინებელში და წვებიან.ახალ ჩაძინებულზე მეკოს ხმა ესმის პირველი სართულიდან.
“ალბათ მირიანია…”
ძილს იბრუნებს,თუმცა ხმა მეორდება.ეზარება,თუმცა მაინც დგება ფეხზე და ოთახიდან გამოდის.დერეფანში მკრთალი განათება ღამის ჩართული.კარს აღებს თუ არა ზღურბლზე შეშდება,ხედავს კიბის უჯრედში,მომავალ შავებში ჩაცმულ მამაკაცის სილუეტს,რომელსაც სახეზე შავი ნიღაბი აქვს ჩამოცმული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent