"კასიანა" (თავი I)
იქ, სადაც ორი მტრული სამყაროს საზღვარი ერთმანეთს კვეთდა, გადაჭიმული იყო ვრცელი, თითქმის უსასრულო მდელო. ეს იყო „დავიწყებული მიწა“, ადგილი, სადაც ადამიანი ფეხს იშვიათად ადგამდა, სადაც ბუნება თავის დიდებულებას ინარჩუნებდა. მინდორი დაფარული იყო მაღალი ბალახით, რომელიც ნიავზე ზღვის ტალღებივით ირწეოდა და ათასფერად ლივლივებდა მზის შუქზე. ჰაერი გაჟღენთილი იყო ველური ყვავილებისა და მიწის თბილი, ტკბილი სურნელით. სწორედ ამ მინდვრის შუაგულში, როგორც ცისა და მიწის დამაკავშირებელი ღერძი, იდგა გიგანტური, ზღაპრული საკურა. მისი ტოტები იმდენად ფართოდ იყო გაშლილი, რომ მთელ იმპერიას ეყოფოდა ჩრდილად. გასაოცარი და მისტიკური იყო მისი ყვავილობა: ხე ოთხივე სეზონს აიგნორებდა. როცა ირგვლივ თოვლი იდო, მისი ვარდისფერი კვირტები ყინულზე ირეკლებოდა; როცა მზე აჭერდა, მისი ჩრდილი ყველაზე გრილი იყო. მუდამ, ყოველ წამს, ხიდან ვარდისფერი ფურცლების ნაზი, უწყვეტი წვიმა მოდიოდა, რომელიც მიწას რბილ, სურნელოვან ხალიჩად უფენდა. ხის ყველაზე მტკიცე ტოტიდან გრძელი, აბრეშუმის თოკებით დამაგრებული საქანელა მოჩანდა, რომელიც ნიავზე ნელა ირწეოდა. ეს იყო ადგილი, სადაც დრო ჩერდებოდა და სადაც სამყაროს ხმაური ვერ აღწევდა. ამ იდეალურ მდუმარებაში, გამოჩნდა ფიგურა. კასიანა. ის პრინცესა იყო, მაგრამ იმ წამს ის არ ჰგავდა მბრძანებლის ასულს. მას ეცვა ცისფერი, გრძელი და ჰაეროვანი კაბა, რომელიც ფერიის სამოსს ჰგავდა და ყოველ ნაბიჯზე ნაზად ფრიალებდა. მისი თმა გაშლილი იყო და მასში საკურას ფურცლები იყო ჩახლართული. მას სძულდა სასახლის კედლები, მომაბეზრებელი რიტუალები და ის ხმაურიანი შეჯიბრებები, სადაც რაინდები ერთმანეთს სისასტიკეში ეჯიბრებოდნენ. ის იყო თავნება, დაუმორჩილებელი, ხანდახან ზედმეტად ამაყი, მაგრამ ამავდროულად — საოცრად ნაზი, ემოციური და დაუცველი. მისი ნაზი იერისა, კასიანას კატანა ხელში ჩაებღუჯა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება საერთოდ არ იცოდა და ის მხოლოდ ხელს უშლიდა, ეს იარაღი მისთვის დამოუკიდებლობისა და ძალის სიმბოლო იყო. ის საქანელაზე ფეხზე დადგა, კატანა ცალ ხელში მაგრად მოიქცია, თვალები დახუჭა და დაიწყო ქანაობა. ცისფერი კაბა საკურას ვარდისფერ ფურცლებში ირეოდა.. ნიავმა ისევ დაუბერა — მაგრამ ამჯერად მასში სიგრილე უფრო მძაფრად იგრძნობოდა. საკურას ფურცლები მშვიდად აღარ ცვიოდა; ისინი ჰაერში ტრიალებდა, თითქოს რაღაცას ელოდნენ. მდელოს შორეულ კიდეზე, სადაც ბალახი ჩრდილში უფრო მუქდებოდა, გამოჩნდა ფიგურა. ესაია. ის ჩრდილოეთის სამეფოს რაინდი, მთავარსარდალი და მეფის ერთადერთი მესაიდუმლე, მეგობარი იყო — მისი სახელი ჩურჩულით გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე. მისი გამოჩენა ყოველთვის ერთ რამეს ნიშნავდა: ან ბრძოლა უკვე დაწყებული იყო… ან მალე დაიწყებოდა. მისი ნაბიჯები უხმო იყო, მაგრამ მძიმე. თითოეული მოძრაობა ზუსტი — ზედმეტად ზუსტი. მის სახეზე არ იკითხებოდა არაფერი. არანაირი ემოცია. მხოლოდ სიჩუმე. რკინის კაცს გავდა. ესაია სამეფო საქმეებისგან გამოფიტული, ხშირად მიდიოდა მიტოვებულ მიწაზე. საკურას ხესთან გაწვებოდა და პატარა ბავშვივით ცას შესცქეროდა. თითქოს ეს იყო მისი ერთადერთი სიმშვიდის მომტანი. წყდებოდა ყოველგვარ რეალობას ღრუბლების ცქერაში.. დღევანდელი დღე განსხვავდებოდა სხვა დღეებისგან. საკურასთან მისულმა ის დაინახა. მინდვრის შუაგულში. საქანელაზე მდგომი გოგონა. ცისფერი კაბა ჰაერში იშლებოდა, როგორც ცის ნაფლეთი, რომელიც მიწაზე ჩამოსულიყო. ვარდისფერი ფურცლები მის ირგვლივ ტრიალებდა და მის თმაში იკარგებოდა. ის ფეხზე იდგა საქანელაზე — დაუფიქრებლად, დაუფარავად, თითქოს საერთოდ არ ეშინოდა. ესაია შეჩერდა. ის უბრალოდ იდგა. ვერც წინ დგამდა ნაბიჯს და ვერც უკან. უყურებდა და ეუცნაურებოდა ეს გრძნობა. თითქოს აქამდეც ენახა, თითქოს იცნობდა. გოგონამ თვალები დახუჭა და საქანელა კიდევ უფრო მაღლა აიყვანა. ის თითქოს საერთოდ არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს. და სწორედ იმ წამს, რაც არასდროს ხდებოდა —ესაიას ოდნავ გაეღიმა. მხოლოდ წამით.ისეთი მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით, რომ თვითონაც ვერ გააცნობიერა. გულში რაღაც უცნაური, უცხო შეგრძნება გაკრთა.რაღაც თბილი. მშვიდი.საშიში თავისი უცნობობით. ესაიამ წარბები ოდნავ შეკრა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა.არ უნდა მიახლოვებოდა.არ უნდა გაეგო, ვინ იყო ის.ეს ადგილი ზედმეტად ახლოს იყო ჩრდილოეთის საზღვართან… და ეს გოგონა — ზედმეტად შორს მისი სამყაროსგან. მან ნელა ახედა საკურას ხეს, მერე ისევ მას — თითქოს ამ სურათს იმახსოვრებდა. არ მიუახლოვდა. არ დაუძახა. არც კი დაენახა. უბრალოდ საკურის ხის ერთ მხარეს ჩამოჯდაზ რომ ვერ დაენახა გოგონას ვერანაირად. საქანელა ისევ ნელა ირწეოდა.. კასიანა უკვე აღარ ქანაობდა — ფეხზე იდგა, ხელში კატანა ეჭირა და ჩრდილოეთით იყურებოდა. რაღაც შეიცვალა.ვერ ხედავდა… მაგრამ გრძნობდა. და სწორედ მაშინ გაისმა ხმა — — პრინცესა კასიანა. ესაიამ გაიგონა როგორ დაიაზახეს იქ მყოფ გოგონას და შეცბა, თან იფიქრა რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო მისი არგამოჩენა და გოგონასგან დამალვა. კასიანამ ნელა მოაბრუნა თავი. ბალახში რამდენიმე მცველი გამოჩნდა. მათი ნაბიჯები სწრაფი იყო, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, ერთდროულად შეჩერდნენ და თავები ოდნავ დახარეს. — გვაპატიეთ შეწუხება, — თქვა ერთმა, — გეძებდით. კასიანამ საქანელიდან ჩამოხტა და ნაზად გაუღიმა. — არ შემიწუხებივართ. ვიცი, რომ თქვენი საქმეა. მცველმა მოკრძალებით დაუკრა თავი. — მეფემ გთხოვათ, დაბრუნდეთ. სასახლეში მზადება მიმდინარეობს… და თქვენი დასწრება საჭიროა. კასიანამ ოდნავ ამოისუნთქა — არა გაბრაზებით, უფრო იმ დაღლილობით, რომელიც წესებსა და ხმაურს მოჰყვება. — ისევ სტუმრები? — დიახ, ქალბატონო. მან ცას ახედა, მერე საკურას ფურცლებს — თითქოს ამ სიჩუმის დამახსოვრებას ცდილობდა. — მესმის. მცველებმა ინსტინქტურად გზა გაუხსნეს. — ცოტა ხნით კიდევ რომ დავრჩენილიყავი, ალბათ ვერ შეამჩნევდნენ, — თქვა მან. ერთ-ერთ მცველს გაეღიმა, მაგრამ მაშინვე შეიკავა თავი. — ეჭვი მაქვს, ყოველთვის შეამჩნევენ თქვენს არ ყოფნას — უპასუხა მან პატივისცემით. კასიანამ თავი ოდნავ დაუქნია. მერე — თითქოს რაღაც გაახსენდა — უკან, მინდვრის მხარეს გაიხედა. სიცარიელე იყო, მაგრამ უცნაური სიმშვიდე და მოუსვენრობა ერთად დაეუფლა. — წავიდეთ, — თქვა ბოლოს რბილად. და მცველებთან ერთად გაუყვა გზას. მათ შორის არ იყო შიში. იყო პატივისცემა და რაღაც ჩუმი თავისუფლება, რომელიც კასიანას მაინც თავისებურად დაჰყვებოდა — თუნდაც სასახლისკენ მიმავალ გზაზე. სასახლის კარიბჭე ფართოდ გაიღო. ქვის მაღალი კედლები მზის შუქს ირეკლავდა, ეზოში კი უკვე ჩვეულებრივი, ცოცხალი მოძრაობა სუფევდა — მსახურები ჩქარი ნაბიჯებით დადიოდნენ, სადღაც შორიდან საუბრისა და სიცილის ხმა ისმოდა, ლითონის მსუბუქი ჟღარუნიც კი აღწევდა. კასიანამ ნაბიჯი შიგნით გადადგა. მინდვრის სიჩუმე თითქოს ერთ წამში გაქრა — მაგრამ ბოლომდე არა. რაღაც მაინც შემორჩა მასში, როგორც ნაზი ექო. მცველებმა გვერდზე გადაინაცვლეს და თავები ოდნავ დახარეს. — მადლობა, — უთხრა კასიანამ მშვიდად და მსუბუქად გაუღიმა. — ჩვენი ვალია, ქალბატონო, — უპასუხა ერთ-ერთმა მცველმა, რობმა. კასიანამ თავი დაუქნია და სასახლისკენ გაუყვა. კიბეებზე ასვლისას ხმაური უფრო მკაფიო გახდა — საუბრები, მოძრაობა, მზადების აურზაური. მან ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ცდილობდა, თავი ისევ ამ რიტმში დაებრუნებინა. არ სძულდა ეს ადგილი. უბრალოდ… ხანდახან ძალიან დამღლელი იყო აქაურობა. კარები გაიღო. და როგორც კი დიდ დარბაზში შევიდა— — კასიანა! სარა პირველი იყო, ვინც შენიშნა. ის თითქმის სირბილით წამოვიდა მისკენ და ძლიერად მოეხვია. — სად იყავი? იცი რამდენი ხანია გეძებთ? კასიანას გაეღიმა და ხელები შემოხვია. — ვიცი… უბრალოდ ცოტა ხნით გავედი. — „ცოტა ხნით“… — ჩაიცინა სარამ, მაგრამ ამჯერად უკვე შვებით. იანე მათთან ახლოს იდგა. ის არ ჩქარობდა. უბრალოდ ელოდა, სანამ სარა გაუშვებდა. მერე ნელა მიუახლოვდა. მისი მზერა კასიანაზე შეჩერდა — მშვიდი, დაკვირვებული. რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა. და მერე, ძალიან წყნარად თქვა: — დღეს სხვანაირი ხარ. კასიანამ ოდნავ შეკრა წარბები, მაგრამ თვალებში წამით გაუკრთა რაღაც — ის, რაც თავადაც ვერ გაეგო. — როგორი? იანემ თავი ოდნავ დახარა, თითქოს სიტყვებს არჩევდა. — არ ვიცი… — თქვა ბოლოს, — თითქოს… უფრო ჩუმი ხარ. მაგრამ არა ისე, როგორც ადრე. სარამ ინტერესით გადახედა მათ შორის. — რას ნიშნავს ეს საერთოდ? კასიანამ მსუბუქად ჩაიცინა, თითქოს ამ ყველაფერს სიმძიმე მოეხსნა. — ნიშნავს, რომ იანე ისევ ზედმეტს ფიქრობს. — და შენ ისევ არ ამბობ ყველაფერს, — მშვიდად უპასუხა იანემ. მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა — მაგრამ თბილი. სწორედ ამ დროს მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. — აი, სად ყოფილხარ. აბელის ხმა დარბაზში მტკიცედ გაისმა. კასიანამ თავი მოაბრუნა და ტუჩებზე ღიმილი გაუჩნდა. აბელი მათკენ მოდიოდა — მაღალი, ძლიერი, თვალებში აშკარა შვება უჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, სერიოზული დარჩენილიყო. — ნახევარი სასახლე დაგეძებდა, — თქვა და გაჩერდა მათ წინ, — და შენ… უბრალოდ სეირნობდი? — სეირნობა არ არის დანაშაული, — უპასუხა კასიანამ მშვიდად. აბელმა ოდნავ ჩაიცინა. — არა, თუ წინასწარ იტყვი. მერე ერთი წამით შეხედა მას უფრო დაკვირვებით. — კარგად ხარ? კასიანამ დაუფიქრებლად დაუქნია თავი. — კი. და ეს სიმართლე იყო. უბრალოდ… რაღაც დაემატა ამ სიმართლეს. ის, რასაც ჯერ სახელი არ ჰქონდა. იანეს მზერა ისევ მასზე იყო. სარამ ხელი ისევ ჩაჰკიდა. აბელი გვერდით დაუდგა. და იმ ხმაურიან დარბაზშიც კი, იმ წამს, კასიანამ იგრძნო — რომ სახლში იყო. მაგრამ გულის ერთ პატარა, ჩუმ ნაწილში ის მინდორი ისევ არსებობდა რაღაც ისეთი, რაც ექაჩებოდა თავისკენ. დილა მკაცრი იყო ჩრდილოეთის სასახლეში. ჰაერი ცივი, გამჭვირვალე და მძაფრი. ესაია უკვე მოედანზე იდგა, ხელს უჭერდა ხმალს — მისი განუყოფელ იარაღს, რომელიც მთელი ცხოვრება ემორჩილებოდა. დღეს ვარჯიში განსხვავებული იყო. მის წინ, მცირე დისტანციაზე, მეფე იდგა, ხელში ორბრუნი კატანა ეჭირა. მეფე ყველასთვის ცნობილი იყო თავისი მოქნილობითა და სიძლიერით — მაგრამ ესაიასთვის ჯერ არასდროს მოუგია მას ვარჯიშისას. — მზად ხარ? — მკაცრი, მაგრამ წყნარი ხმა ჰქონდა მეფეს. ესაიამ თავს დაუქნია, თვალები დახუჭა და ხმალი მოაბრუნა. დარტყმები დაიწყო — სწრაფი, ზუსტი, როგორც ყოველთვის. მაგრამ მალევე მეფემ ახალი ტაქტიკა გამოიყენო: —არა ჩვეულებრივი, არამედ მოულოდნელი მოძრაობები. ესაია პირველად შეყოვნდა. დარტყმა მისგან მოულოდნელად მოასწრო მეფემ. — ოჰ, ოჰ! — თქვა მეფემ და მხოლოდ თვალებიყთ გაუღიმა. — გონება გაფანტული ხარ დღეს… ესაიამ თავი ოდნავ დაიხარა. გული უცნაურად აჩქარდა. — ეგრე გგონიათ? — თქვა მოკრძალებით. — კი, — მეფემ ახლოს მოიწია, — შენი ყურადღება სადღაც სხვაგან იყო, არა სავარჯიშო მოედანზე. ესაიამ ხმალი ოდნავ დახარა, როგორც აღიარება. — უბრალოდ ფიქრები მახრჩობდა. — ოცნება კარგია, — მეფემ თავი დაუქნია.— მაგრამ დღეს სახელმწიფო თათბირია. შენც იქ უნდა იყოს. ესაიას გული ოდნავ დაეძაბა. სახელმწიფო თათბირები ყოველთვის სერიოზული იყო, დიპლომატიური სიტყვებით, ხმაურით, მოთხოვნებით. — ვიცი, — უპასუხა მოკრძალებით, მაგრამ ჯერ კიდევ შიგნიდან გრძნობდა იმას, რაც მინდორზე, საქანელასთან იყო… ესაიასთვის ჩრდილოეთის სასახლის დარბაზი ყოველთვის უფრო ვიწრო ჩანდა, ვიდრე ნებისმიერი ბრძოლის ველი. აქ ჰაერი სანთლების სუნითა და ძველი პერგამენტების მტვრით იყო გაჟღენთილი. გრძელ, მასიურ მაგიდასთან სამეფოს ყველაზე გავლენიანი დიდებულები და სარდლები ისხდნენ. რუკები, ბეჭდები და დიპლომატიური წერილები მაგიდაზე ისე ეწყო, როგორც მომზადებული იარაღი. მეფე მაგიდის თავში იჯდა. მისი მზერა ახლა უფრო მძიმე იყო, ვიდრე დილით, სავარჯიშო მოედანზე. — დიდებულებო, — დაიწყო მეფემ და ხმა დარბაზის თაღებს მოედო, — შვიდ დღეში სამხრეთის კარიბჭეს ზავისთვის მივადგებით. ესაია, შენგან მინდა მოვისმინო სამხედრო პოზიცია. ესაია ფეხზე წამოდგა. მისი შავი სამოსი დარბაზის მწუხრში თითქოს სინათლეს ნთქავდა. მან თითი რუკაზე, საზღვრის გასწვრივ დააყოლა — ზუსტად იმ ადგილას, სადაც „დავიწყებული მიწა“ და მარადიული საკურა ეგულებოდა. — ჩემი პირობა მარტივია, — თქვა ესაიამ და მისი ხმა ისეთივე ცივი და მჭრელი იყო, როგორც მისი ფოლადი, — სამხრეთმა უნდა აღიაროს ნეიტრალური ზოლის ხელშეუხებლობა. არავითარი მცველები, რაინდები და მორიგეობები „დავიწყებულ მიწაზე“. ეს ტერიტორია უნდა დარჩეს თავისუფალი. თუ იქ სამხრეთის ერთი ჯარისკაცი მაინც გამოჩნდება, ზავი იმავე წამს დაირღვევა. — მხოლოდ მიწა? — ჩაერია ერთ-ერთი მოხუცი მრჩეველი, — ესაია, შენგან უფრო მკაცრ მოთხოვნებს ველოდით. ჩვენ გვჭირდება სამხრეთის პორტებზე წვდომა და საბაჟო გადასახადების გაუქმება. — პორტები და ოქრო ვაჭრების საქმეა, — მიუგო ესაიამ ისე, რომ მრჩევლისთვის არც შეუხედავს, — ჩემი საქმეა, რომ ჩრდილოეთის ზურგი დაცული იყოს. თუ „დავიწყებული მიწა“ ნეიტრალური დარჩება, ჩვენს შორის ბუფერი იარსებებს. ეს არის გარანტია, რომ ხვალ დილით მტერი ჩვენს საძინებლებში არ შემოიჭრება. — სამხრეთი ამას ასე მარტივად არ დათანხმდება, — თქვა მეფემ და წინ გადმოიხარა, — მათაც აქვთ თავიანთი პირობები. მათი მაცნე წერს, რომ სამხრეთის მეფე ითხოვს „სისხლის კავშირის“ გარანტიას. მათ სურთ, რომ ზავი მხოლოდ ფურცელზე კი არა, ოჯახებს შორისაც დაიდოს. დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ესაიას გული შეეკუმშა. მან იცოდა, რასაც ნიშნავდა „სისხლის კავშირი“. — ისინი ქორწინებას ითხოვენ? — იკითხა ერთ-ერთმა გენერალმა. — დიახ, — დაადასტურა მეფემ და მზერა ესაიას გაუსწორა, — მათ სურთ, რომ ჩვენი სამეფოს მთავარსარდალმა და მათმა პრინცესამ... კასიანამ იქორწინონ. სახელი კასიანა ესაიას გონებაში ისე გაჟღერდა, როგორც საქანელას თოკების ნაზი ჭრიალი. მან თვალწინ დაინახა ის ცისფერი კაბა და ვარდისფერი ფურცლები. ის გოგონა... მტრის პრინცესა იყო.. ის თავნება, თვალდახუჭული ფერია, რომელიც საზღვართან მარტო ქანაობდა? — მე პოლიტიკური თამაშებისთვის არ მცალია, — თქვა ესაიამ ხმამაღლა, - ჩემი პირობა უცვლელია: „დავიწყებული მიწა“ ხელშეუხებელი უნდა დარჩეს, ყოვთვის ნეოტრალური ზონა უნდა იყოს, იქ მისულ თავისუფალ მოქალაქეებს არ უნდა ეშინოდეთ. სხვა ყველაფერი — თქვენი გადასაწყვეტია. — ესაია, — შეაჩერა მეფემ, როცა მხედართმთავარი დაჯდომას აპირებდა, — სამხრეთში რომ ჩავალთ, შენ მოგიწევს პრინცესასთან შეხვედრა. შენ ხარ ჩვენი სამეფოს სახე. შენი სიმკაცრე იქ შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს. — მე იქ საბრძოლველად არ მივდივარ, მეფეო, — მიუგო ესაიამ და მზერა ისევ რუკას მიაპყრო, — მაგრამ არც დასამორჩილებლად. თუ პრინცესა ისეთია, როგორადაც მას აღწერენ, ის თავად მიხვდება, რა არის ზავის ნამდვილი ფასი. თათბირი კიდევ დიდხანს გაგრძელდა. საუბრობდნენ ხორბალზე, გადასახადებზე, საზღვრების დემარკაციაზე. მაგრამ ესაია აღარ უსმენდა. ის ფიქრობდა ერთ კვირაზე. შვიდ დღეზე, რომელიც აშორებდა იმ მომენტს, როცა კვლავ დაინახავდა მას — ოღონდ ამჯერად არა როგორც ჩრდილოეთიდან მომავალი ჩრდილი, არამედ როგორც მტერი, რომელიც მის სამყაროში ოფიციალურად შეაბიჯებდა. ესაიამ ნელა გადახედა შეკრებილ დიდებულებს, მერე კი მზერა პირდაპირ მეფეს გაუსწორა. მისი ხმა ახლა უფრო მყარი და პრინციპული იყო, ვიდრე ოდესმე. — მეფეო, — დაიწყო მან და ხელები მაგიდაზე დააწყო, — ზავი მხოლოდ მაშინ არის მყარი, როცა მას ორივე მხრიდან უმაღლესი რანგის ნება ამაგრებს. მხედართმთავარი მხოლოდ ხმალია, ხმალი კი შეიძლება შეიცვალოს, გატყდეს ან სხვა ხელში გადავიდეს. ჩემი და პრინცესას კავშირი იქნება მხოლოდ სიმბოლური ჟესტი, რომელიც პირველივე უთანხმოებისას გაქრება. ესაიამ პაუზა გააკეთა, რათა მის სიტყვებს წონა შეეძინა. — თუ გვინდა, რომ ეს დაპირისპირება სამუდამოდ დასრულდეს, შეთანხმება მეტად ძლიერი უნდა იყოს. სად მეფე, რომელიც პრინცესას ხელს ითხოვს და სად უბრალო მხედართმთავარი? თქვენი და ერთ-ერთი პრინცესას ქორწინება ჩრდილოეთსა და სამხრეთს ერთ სისხლად აქცევს. ეს აღარ იქნება მხოლოდ ზავი — ეს იქნება ახალი იმპერიის დასაწყისი. მეფე, რომელიც დედოფლად მტრის ასულს დაისვამს, ხალხს აჩვენებს, რომ ომი დასრულდა არა იარაღით, არამედ პატივისცემით. მეფე ჩაფიქრდა. ესაიას ლოგიკა რკინისებური იყო, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ამ შეთავაზების მიღმა რაღაც სხვაც იმალებოდა. მრჩევლებმა ერთმანეთს გადახედეს. — ესაია მართალია, — ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა დიდებულმა, — მეფის ქორწინება სამხრეთის პრინცესაზე გარანტიაა იმისა, რომ ჩვენი მომავალი მემკვიდრე ორივე მხარის სისხლს ატარებს. ესაია კი... ის ჩვენს საზღვრებზე უნდა იდგეს და არა სამეფო საძინებელში. ესაიას გულში რაღაცამ გაუელვა. მან იცოდა, რომ ამით საკუთარ თავს „საფრთხისგან“ იცავდა, მაგრამ ამავდროულად, რატომღაც, იმ ცისფერი კაბის ხილვამ კვლავ დაუარა სხეულში. ის არ აპირებდა კასიანასთან ყოფნას პოლიტიკური თამაშებისთვის — მას არ სურდა იძულებით ყოლოდა ცოლად გვერდის ის გოგონა, რომლის მიმართაც უცნაურ კავშირს გრძნობდა. მისთვის მთავარი იყო, რომ ეს გოგონა არ გამხდარიყო უბრალო „სამხედრო ჯილდო“ მისი ხმლისთვის. — და პრინცესა კასიანა? — იკითხა მეფემ და ეშმაკურად შეხედა თავის საუკეთესო მეომარს, — თუ სამხრეთის მეფე სწორედ მას შემოგვთავაზებს დედოფლად? — პრინცესა კასიანა თავნებაა, როგორც ამბობენ, — მიუგო ესაიამ მშვიდად, თუმცა თვალები არ დაუხამხამებია, — ასეთ ქალს მეფის გვერდით ყოფნა და ძალაუფლება უფრო შეეფერება, ვიდრე მეომრის კარავში ცხოვრება. ჩემი პირობა უცვლელია: მე დავიცავ ამ ზავს ხმლით, თქვენ კი — გვირგვინით. მეფემ გაიღიმა. მან იცოდა, რომ ესაია რაღაცას მალავდა, მაგრამ მისი წინადადება სახელმწიფოებრივად იმდენად მომგებიანი იყო, რომ უარის თქმა შეუძლებელი ჩანდა. — კეთილი, — თქვა მეფემ და ფეხზე წამოდგა, — სამხრეთში ჩავალთ და ამას პირადად შევთავაზებ მათ მეფეს. ესაია, შენ იქნები ჩემი პირველი მცველი და ამ მოლაპარაკებების გარანტი. მოემზადე. ერთ კვირაში ისტორია შეიცვლება. ესაია დაიხარა. ის გრძნობდა, როგორ უმძიმდებოდა მხარი, მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა — ის არ იქნებოდა პრინცესას საქმრო. მაგრამ ახლა სხვა კითხვა აწამებდა: რას იგრძნობდა კასიანა? ან რას იგრძნობდა თავად, როდესაც კასიანას მეფის გვერდით ამ სასახლეში იხილავდა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


