შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი 2


3-05-2026, 23:16
ავტორი Tak.oo
ნანახია 2 052

შიშისგან.წამიერად იბნევა,თუმცა გონება უცებ ფხიზლდება და სანამ მამაკაცი დაინახავს კარს უჩუმრად ხურავს.საკეტს კეტავს.
ტელეფონს იღებს და თან ნიცას აღვიძებს,მხარზე ხელს ადებს და ანჯღრევს.
_ ნიცა,ნიცააა,გაიღვიძე დროზე…
_ ჰმ… _ მხარს იქნევს ნიცა.
_ გაიღვიძე,ქურდები…_ ამ დროს ოპერატორი პასუხობს.
_ ალო,ალოო… გესმით ჩემი? დიახ,სახლში ქურდია…_ მეკო მისამართს კარნახობს._ დროულად მოვლენ? მარტო ვართ სახლში…არა,არ დავუნახივარ…ვაიმე,ნიცაა,გაიღვიძე…_ თან ნიცას ნჯღრევას განაგრძობს მეკო._ დიახ,მეგობართან ვარ სახლში…არა,არ ვთიშავ…
_ ნიცაა…
_ რა ჯანდაბა გინდა?_ ბზუის ნიცა.ძლივს შესამჩნევად ახელს თვალებს.
_ არ იყვირო…_ მეკო პირზე ხელს ადებს._ სახლში ქურდია…
ნიცას თვალები უფართოვდება,სანამ პირს მოაღებს და შიშისგან იყვირებს,მეკო უფრო აჭერს პირზე ხელს.ნიცა წამებში ფხიზლდება,ხელს აშვებინებს მეკოს.
_ სადაა?
_ კიბეზე ამოდიოდა…ხმა შემომესმა….ავდექი და …მირიანი მეგონა თავიდან…
_ დაგინახა? _ ჩურჩულით შეშინებული კითხულობს ნიცა.
_ არა…
დერეფნიდან ფეხის ხმა შეწყდა მათ ოთახთან… ორივეს სუნთქვა შეუწყდა…
_ ღმერთო აქაა…_ ჩასძახა ტელეფონში ჩუმად მეკომ,იქიდან რაღაც უთხრეს,თუმცა შიშისგან აღარაფერი ესმოდა…
_ გზაში არიან?_ ძლივს გასაგონად იკითხა ნიცამ.მეკომ თავი დაუქნია.
სახელური ოდნავ დაიწია.ორივემ პირზე ხელები აიფარეს ინსტიქტურად.
_ მოდი აბაზანაში შევიდეთ._ ნიცამ უჩურჩულა მეკოს,რომელიც გაყინული სახით შესცქეროდა კარს._ ან…აივანზე…აივანზე გავიდეთ…
ნიცას ტვინი მოქმედებას განაგრძობდა,თავადაც არ ეგონა თუ ამდენი შეეძლო.თავიდან შიშისგან გაიყინა,თუმცა ალბათ გადარჩენის ინსტიქტი ამუშავდა.
მეკოს ხელი ჩაკიდა.აივნის კარი უჩუმრად გააღო და გარეთ გავიდნენ.შემდეგ ისევ დაკეტა.
_ ახლა რა ვქნათ?.. რომ გააღოს შენი საძინებლის კარი? მერე აქაც გამოვა…_ როგორც იქნა ამუშავდა მეკოს გონება.
_ არ ვიცი…_ ნიცა მძიმედ სუნთქავდა._ გადავხტეთ?
_ აქედან? გაგიჟდი,მოვიმტვრევთ თავ-პირს…
_ აბა რა ვქნათ?
ნიცა თვალებს აცეცებდა,მაგრამ გარშემო ვერაფერს ხედავდა ,რაც შეიძლება გამოეყენებინა მათ სასარგებლოდ.
_ გადავხტები მე…_ მიუტრიალდა მეკოს.
_ არა,არაა…_ ხმა აუკანკალდა მეკოს._ არ დამტოვო მარტო გთხოვ…
_ კაი,მაგრამ რომ შემოვიდეს?.._ ხელახლა შიშმა აიტანა ნიცა,პირადად შეხვედრის ქურდთან…
_ მერე გადავხტეთ…_ არადამაჯერებლად თქვა მეკომ._ სად არიან აქამდე…
პატრულის მისამართით იკითხა მეკომ,მაგრამ ნიცა გონება სხვა რამეს მოეცვა.
მისი აივნიდან პირდაპირ აუზი იყო,კამკამა ლურჯი წყლით სავსე,უბრალოდ ცოტა ძალა და სიჩქარე სჭირდებოდა რომ პირდაპირ აუზში ჩავარდნილიყვნენ და არა ძირს.
_ მოაჯირზე ადი მალე_ ბრძანებასავით გაისმა ნიცას ხმა.
_ ჰაა?.. რა…რატო?_ დაიბნა მეკო.
_ მიდი,მალე…ხელს გკრავ,შენც მომეშველე და აუზში გადახტი,მერე მეც გადმოვხტები…
_ არაა,მეშინია…_ მეკოს ადგილიდან განძრევა არ შეეძლო შიშისგან.
_ მეკო,გეყოფა,დროზე…თუ შემოვა,იქნებ იაღარი ჰქონდეს,უნდა გავასწროთ…
მეკო იარაღის ხსენებამ უფრო დააფრთხო.მორჩილად აძვრა მოაჯირზე.
_ არ იყვირო იცოდე…_ გააფრთხილა ნიცამ.
ხელი მთელი ძალით კრა და შიშით მიადევნა თვალი.ხომ მართლა აუზში ჩავარდებოდა.მეკომ ოდნავ წაიწკმუტუნა ჩუმად და პირდაპირ აუზში ჩავარდა,წყლის ხმა ღამის სიჩუმეში ექოდ ისმოდა დიდხანს.
ჯერი ნიცაზე მიდგა.მას თავად უნდა აეღო ის სიმძლავრე,რომ პირდაპირ აუზში აღმოჩენილიყო.კარს გახედა კიდევ ერთხელ სიმშვიდე იყო.მერე ისევ მეკოს ჩახედა ქვევით,აუზიდან ამოსულიყო და ელოდა მის გადახტომას.
ნიცამ ძალა მოიკრიბა,აძვრა მოაჯირზე და გადახტა,მაგრამ ბალანსი დაკარგა გადახტომის დროს და პირდაპირ მეკოს ფეხებთან მხრით დაეცა.
_ააა… _ ამოიკვნესა და ტკივილისგან დაიკრუნჩხა.
_ რა მოგივიდა? ვაიმე,ნიცა…კარგად ხარ?_ დააყარა კითხვები მეკომ,მაგრამ ნიცა სიმწრისგან ძირს გორავდა და ხმას ვერ იღებდა.
გარემო სირენების კივილმა აავსო.ცაზე ლურჯი და წითელი შუქები აირეკლა.
_ მოვიდნენ…_ წამით სიხარულმა მოიცვა მეკო,მაგრამ მეგობარს უყურებდა,რომელიც ვერ ინძრეოდა.
_ შეგიძლია ადგე?
ნიცამ სიმწრით დაუქნია თავი.
ჭიშკარს მანქანები მოადგნენ.
_ გაუღე კარი მიდი_ ამოიკნავლა ნიცამ. კარის ხსენებაზე ახლა გაახსენდა,ან ქურდი როგორ შემოვიდა?! კარს მხოლოდ ჩიპით აღებდნენ,ან თითის ანაბეჭდით.კარისკენ გაიხედა,ღია იყო.
რამდენიმე პატრულის თანამშრომელი,სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ყველა ეზოში შემორბოდა.
სახლიდან ხმაური მოისმა ვიღაც აშკარად ცდილობდა გარეთ გამოსვლას.
_ საით? _ დაიყვირა პატრულის თანამშრომელმა.
_ შიგნით არის…_ მიაძახე მეკომ._ აქეთ დახმარება გვჭირდება.
სასწრაფოს ჯგუფი გოგონებისკენ გამოემართა.
_ კარგად ხართ? რა მოხდა?
ნიცასკენ დაიხარა ახალგაზრდა მამაკაცი ექიმი.
_ აივნიდან გადმოვხტით…_ მეკომ უპასუხა.ახლა შეავლო თვალი გაწუწულ გოგოს.
_ რა გტკივათ?_ ისევ ნიცას მიუბრუნდა.
_ მგონი იდაყვი დავარტყი ცუდად,მტკივა…ვერ ვამოძრავებ.
_ დაგეხმარებით,ავდგეთ…შეიძლება მოტეხილია…
შიგნიდან ხმაური ისმოდა.ყვირილის ხმა გამოდიოდა,თუმცა მალე დაკავებული გამოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი და პირდაპირ საპატრულო მანქანისკენ წაიყვანეს.
მეკოს და ნიცას სუნთქვა შეეკრათ,თვალი გააყოლეს.მხოლოდ მაშინ ამოისუნთქეს თვალს რომ მიეფარნენ.
ჭიშკრის კარებში მირიანი გამოჩნდა,სახე არეული,შეშლილი გამომეტყველებით,როგორც კი გოგონები შენიშნა მათკენ გამოიქცა.
_ რა მოხდა?.. ნიცა,კარგად ხართ? მეკო…
ნიცამ თავი დაუქნია.
_ რა ხდება აქ?
_ სავარაუდოდ ხელი აქვს მოტეხილი…_ საუბარში ექიმი ჩაერთო._ გადავიყვანთ ახლა და ვნახავთ დაზუსტებით.შეძლებთ ადგომას,რომ დაგეხმაროთ?
_ მგონი კი…
ექიმი მარცხენა მხრიდან ფრთხილად ამოუდგა ნიცა და წამოაყენა.ნიცას ტკივილმა დაუარა.სახე შეეცვალა.
_ გტკივათ ხომ?
_ კი.
_ რა მოხდა აქ? გამცემთ პასუხს?_ მირიანი შეწუხებული ნიცას მდგომარეობით და გაკვირვებული მომხდარის ხილვით კითხულობს.
_ ვიღაც შემოიპარა სახლში მირიან ძია,კიდევ კარგი ხმა გავიგე და მერე კარი ჩავკეტეთ ოთახის.გამოვიძახე პოლიცია,მაგრამ სანამ მოვიდნენ აივნიდან გადმოვხტით,რადგან საძინებლის კართან იყო,საკეტს აწვალებდა და შეგვეშინდა…
_ ღმერთო…სად არის? რატომ არ დამირეკეთ?!._ მკაცრად გაისმა მირიანის ხმა.
_ რავიცი…შეგვეშინდა,დავიბენით და…
ნიცა უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში იჯდა.მეკო ნიცას მიუჯდა.
მირიანმა მე მანქანით გამოგყვებითო და უკან გაყვა.

ნიცას ხელი აღმოაჩნდა მოტეხილი.დაუფიქსირეს,შეუხვიეს და სახლში გამოუშვეს.
გზაში მირიანის ტელეფონზე ზარი შემოვიდა.
_ ბატონო._ გაისმა მირიანის მკაცრი ხმა.
_ ბატონო მირიან,პოლიციის განყოფილებიდან გირეკავთ…
მირიანი სმენად გაიკრიფა.
_ გისმენთ…
_ შეგიძლიათ ხვალ დილით მობრძანდეთ განყოფილებაში?
_ ახლაც შემიძლია.მომხდარს ეხება?..
_ დიახ,თუ შეგიძლიათ მობრძანდით,უბრალოდ რადგან გვიანია…
_ გზად ვარ,მოვალ მოკლე დროში._ მირიანმა ტელეფონი გათიშა.
_ გეძინებათ ძალიან,შეძლებთ რომ განყოფილებაში შევიაროთ გზად? თუ მიგიყვანოთ სახლში?
_ წამოვალთ შენთან ერთად მა…

განყოფილების წინ აჩერებს მირიანი მანქანას.მანქანიდან გადადის და ეზოში მდგომ გამომძიებელს ხელს ართმევს.
_ როგორ არის თქვენი შვილი?
_ ხელი აქვს მოტეხილი,სხვა მხრივ მადლობა ღმერთს მშვიდობიანად დასრულდა… ვინ არის? დააკავეთ ხომ?
_ კი.გამოძიება კიდევ მიმდინარეობს,სახლი შევამოწმეთ სრულად. ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ღირებული იყოს წაღებული…
მირიანი წარბებს კრავს.
_ აბა რისთვის იყო?..
_ სავარაუდოდ თქვენი შვილი იყო მისი ინტერესის ობიექტი.
მირიანს სახე ერთიანად ექუფრება.
_ დარწმუნებული ხართ?_ ჩახლეჩილი ხმით კითხულობს.
_ ეჭვი გვაქვს და მისი საუბრიდან ასე ჩანს…თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკითხვა…
მირიანს ყბის ძვალი ეკვეთება.
_ მსგავსი შემთხვევები გვქონია… აკვიატებული ადამიანები, რომლებიც ჯერ აკვირდებიან, მერე…
_ გაჩერდით…_ მოსმენაც კი ზარავს მირიანს.
_ გირჩევთ უსაფრთხოების ზომები მიიღოთ.
_ გასაგებია… ხვალიდანვე მოვაგვარებ ამ საკითხს.თქვენ კი,საქმის კურსში მამყოფეთ.ყველა სიახლე შემატყობინეთ.
_ რა თქმა უნდა.
მირიანი ხელს ართმევს და ემშვიდობება გამომძიებელს.მანქანისკენ მიმავალ რამდენიმე ნაბიჯზე შუბლს კრავს და გონებაში ყველა საფრთხე ერთიანად ცოცხლდება.
იმ წამს ხვდება,რომ ნიცას დაცვა სჭირდება ყველგან და ყოველთვის.

ნიცა და მეკო ღამით მომხდარს განიხილავენ.გამთენიას იძინებენ,მეორე დღეს შუადღისით იღვიძებენ.
სასტუმრო ოთახში ჩადიან.სამზარეულოში მოფუსმუსე ლია ხვდებათ.
_ ლიაკო,სალამი._ ესალმებიან გოგონები ლიას.
_ გამარჯობა.როგორ ხარ ჩემო პატარა? გტკივა? _ ლიას მზერა ნიცას ხელზე გადააქვს._ როფორ გეძინა მასე?
_ ცოტა ვიწვალე,მაგრამ…
_ მირიანი მომიყვა დილით მომხდარის შესახებ,გავგიჟდი…რანაირად შემოვიდა?
_ არ ვიცი.._ მხრებს იჩეჩს ნიცა._ კარი ღია იყო…
ნიცას წამით მზერა ეცვლება.
_ მეკო,კურიერი რომ იყო კარი შენ გაუღე,დაკეტე კარი მერე?
_ ვაიმე,არ მახსოვს… ორივე ხელი დაკავებული მქონდა რომ გამოვართვი შეკვეთა… _ მეკომ გონება დაძაბა._ კარს ფეხი მივკარი,მაგრამ კარის ხმა არ გამიგია მგონი…ჩემი ბრალია…
მეკოს სახე მოექუფრა.
_ კარგი,არაუშავს…ძალით ხომ არ გიქნია,დამშვიდდი.
ლია ორ ფინჯან ყავას ამზადებს,ლანგარზე დებს და მიაქვს.
_ საით ლიაკო?_ გაოცებული ეკითხება ნიცა.
_ მირიანთან კაბინეტში,სტუმარი ჰყავს.
_ მამა სახლშია?!_ უკვირს ნიცას და თავად იწყებს ყავის მომზადებას.

გოგონები ბართან ჯდებიან და ყავას იდგამენ წინ.ნიცამ ის არის ყავა უნდა მოსვას,ლია სამზარეულოში ბრუნდება.
_ ნიცა,მამა კაბინეტში გთხოვს შეხვიდე.

ფინჯანს მაგიდაზე აბრუნებს და მამის კაბინეტში მიემართება.
კარს აღებს.
_ მა…
მირიანის წინ მამაკაცი ზის ზურგით.
_ მოდი ნიცა.
ნიცა ოთახის სიღრმეში შედის.კარს ხურავს.
_ გამარჯობა.
_ გამარჯობა._ თავის დაკვრით ესალმება უცნობი.
_ ნიცა,მა… ეს ალექსანდრეა.დღეიდან ჩვენთან იმუშავებს.
ნიცა თვალებს უმნიშვნწლოდ ავიწროებს.ვერ ხვდება სად ან რაზე უნდა იმუშაოს.
_ უფრო კონკრეტულად?
_ შენს უსაფრთხოებაზე.
ნიცას დამცინავი ღიმილი ურბენს სახეზე.მამაკაცს კიდევ ერთხელ ავლებს თვალს,ახლა უფრო დაკვირვებით და მოურიდებლად. კლასიკურ შარვალში და თეთრ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი ღიმილს გვრის.
მათი თვალები ერთმანეთზეა მიპყრობილი.მამაკაცი მზერას არ ხრის.გრძნობს ნიცას ცინიზმს და გულში ამ პატარა გოგოს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას,მაგრამ ეს სამსახური ძალიან სჭირდება ალექსანდრე წერეთელს.ხვდება მარტივი არ იქნება მასთან მუშაობა,მაგრამ უნდა გაუძლოს და აიტანოს.მართალი ყოფილა დუდუ როცა უთხრა “ მელიქიშვილების ნებიერასთან მუშაობა,შენს ნერვებს შეიწირავს ძმაო,შენ არ იცი ეგ ვინ არის.”
_ მამა,ვფიქრობ მშვენივრად შევძელი თავის დაცვა და არ არის საჭირო,ვინმე ჰალსტუხიანმა მდიოს კუდში._ ნიცამ კიდევ ერთხელ შეავლო მამაკაცს თვალი,რომელსაც ერთი შეხედვით სახეზე ნაქვთი არ შერხევია,მაგრამ გულში ცეცხლი უგიზგიზებდა.უნდოდა ამ უტიფარი და თავხედური გამოხტომისთვის თავისი ადგილი მიეჩინა,მაგრამ ისევ სამსახურის საჭიროებამ მოათმენინა.
_ ნიცა!_ მშვიდი,მაგრამ მკაცრი ხმა გაისმა მირიანის._ რადგან ვთქვი,ასეც იქნება.უბრალოდ გაგაცანი.თავისუფალი ხარ ახლა.
ნიცა გაოცებული უყურებდა მამას,რომელსაც მასთან არასდროს ტონი არ შეუცვლია,არასდროს არაფერზე უარი არ უთქვამს.ახლა კი სრულიად უცხო მამაკაცის წინაშე ტონი გაიმკაცრა,მის აზრს პატივი არ სცა.გაცეცხლდა,საშინელი ბრაზი იგრძნო მამაკაცის მიმართ.
“ ჰმ,თქვენ გაჩვენებთ…”
ოთახიდან უცერემონიოდ გავიდა,კარი განგებ ხმამაღლა დახურა.თითქოს ამით მათ პროვოცირებას ცდილობდა.
სამზარეულოში დაბრუნდა,მეკო ლიას მომხდარს უყვებოდა ემოციურად და დაწვრილებით.
_ ადე,გეყოფა ჭორაობა,წავიდეთ._ მის ხმაში იგრძნობოდა ბრაზი და აღელვება.
_ რა მოხდა?_ მეკომ საუბარი შეწყვიტა და მეგობარს მიაბყრო მთელი ყურადღება.
_ არაფერი,წამოდი.
მეკო წამოდგა,ფინჯანი მაგიდის სიღრმეში მიწია.
_ მადლობა ლიაკო.
_ ნიცა,მოიცადე…_ ლიამ მისი შეჩერება სცადა.ნიცა მობრუნდა,თუმცა არაფერი უთქვამს.
_ მირიანმა თქვა,არსად გავიდესო…_ ლია შეჩერდა უხერხულად.იცოდა ნიცა გაბრაზება კაბინეტში მჯდომ პირს ეხებოდა და ახლა ვერ ხვდებოდა როგორ ეხსენებინა ბიჭი ისე რომ ხელახლა არ გაებრაზებინა გოგო.
_ არ მაინტერესებს.
სწორედ ამ დროს გაიღო კაბინეტის კარი და ჯერ მამაკაცი გამოვიდა და შემდგომ მირიანი.ნიცამ სახეზე სიმტკიცე გადაიკრა.
_ ეგღა მაკლია შარვალ-კოსტუმიანებმა მდიონ უკან.
დემონსტრაციულად შეტრიალდა,შემოსასვლელში განთავსებული თასიდან მისი მანქანის გასაღები ამოაძვრინა და ეზოში გავიდა.
მეკომ გაოცებულმა შეავლო თვალი უცნობს.მიესალმა მირიანს და მამაკაცს.გასასვლელისკენ დაიძრა.
_ მეკო._ მოესმა ზურგს უკან მირიანის ხმა.მეკო შეჩერდა მოტრიალდა.
_ დიახ…
_ არსად არ გახვიდეთ,ან თუ გახვალთ ალექსანდრე ჩააყენეთ საქმის კურსში.
მირიანი ალექსანდრეს მიუტრიალდა.
_ ნიცას მეგობარია მეკო.
ალექსანდრემ თავი დაუკრა.მეკომ მსუბუქად გაუღიმა.
_ კარგი,ნიცასთან გავალ.
ამის თქმა იყო და ეზოდან ნიცას ავტომანქანის ძრავის ხმა მოისმა.
მირიანმა უმნოშვნელოდ თავი გადააქნია და ალექსანდრეს გახედა.მამაკაცი მიხვდა მისი საქმე უკვე დაწყებული იყო და ეს “ველური” გოგო…
“ მარტივი არ იქნება,ამის გაძლება…”
მოზომილი,მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა.მეკოც უკან მიჰყვა.

ნიცა სწრაფად ჩაჯდა მის Mercedes-Benz CLA-ში და კარი მიაჯახუნა. გასაღები გადაატრიალა, ძრავა დაიქოქა.
მალე ეზოში ალექსანდრე და მეკო გამოჩნდნენ.ალექსანდრე ავტომობილს მიუახლოვდა.მგზავრის მხარეს კარის სახელური გამოწია,კარი დაკეტილი დახვდა.
ნიცამ ირონიულად გადმოხედა,საქარე მინა ოდნავ ჩამოწია.
_ დაგაგვიანდა.ტაქსი გამოიძახო გირჩევ.
_ კარი გააღე._ მშვიდად უთხრა ალექსანდრემ.
_ არა.
მეკოს გაეღიმა.
ნიცამ აქსელერატორს მსუბუქად დააჭირა,მანქანა ადგილიდან დაიძრა.
ალექსანდრე წინ გადაუდგა.
_ ჩამომეცალე გზიდან.
_ მაგ ხელით ვერ შეძლებ.დამსვი._ მშვიდად უპასუხა ალექსანდრემ.
_ ნიცა,მართალია ალექსანდრე.საშიშია…_ საუბარში მეკო ჩაერთო.
ალექსანდრე არ განძრეულა ადგილიდან. _ ან მე ვჯდები საჭესთან… ან არ მიდიხარ.
_ ბრძანებებს არ ვემორჩილები.
_ ეს ბრძანება არ არის.უსაფრთხოებისთვის…
ნიცა წამიერად ყოყმანობს.მერე საკეტს აღებს.კარს ხსნის და ადგილს უთმობს.
_ ერთი დღით მხოლოდ…შენთან ჭიდაობის თავი არ მაქვს.
მანქანას გარს უვლის და მგზავრის მხარეს იკავებს.
ალექსანდრემ ერთი წამით შეხედა, არაფერი უთქვამს. მშვიდად დაჯდა საჭესთან.
მეკომ სწრაფად დაიკავა უკანა სავარძელი.
ნიცამ ღვედი ერთი ხელით შეიკრა ძლივს.
მანქანა დაიძრა.
ეზოდან გავიდნენ.
_ სად მიგიყვანოთ?
_ დაქალთან._ ცივად პასუხობს ნიცა.
_ მისამართი?
_ გამოიცანი…
_ მისამართი ნიცა…
მეკო მისამართს კარნახობს უკნიდან.
_ მადლობ.

მანქანაში სრული სიჩუმეა,მხოლოდ მიმავალი მანქანების ხმა არღვევს უხერხულ სიჩუმეს.
ნიცა სრულად აიგნორებს ალექსანდრეს.მეკო წარბებს ათამაშებს მოწყენილობისგან.
_ ნიცკუ,დღეს რეპეტიცია გაქვს?
_დღეს არა,მაგრამ ხვალ კი…_ ნიცამ მოტეხილ ხელზე დაიხედა.
_ რამაზი გააფრენს ალბათ შენი ხელის ამბავს,რომ გაიგებს…
_ პრემიერამდე მომხსნიან და დანარჩენი მას არ ეხება…
“განებივრებული” _ ფიქრობს ალექსანდრე.
მანქანა დანიშნულების ადგილზე მიდის.
_ აქ გააჩერე და არ ამოხვიდე,არ არის საჭირო.
ღვედს იხსნის ნიცა.
_ მე გადავწყვეტ რა არის საჭირო.
_ არა,შენ ვერ გადაწყვეტ._ არ ეპუება ნიცა.
გოგონები გადადიან და სადარბაზოში შედიან.
ალექსანდრე მანქანიდან გადმოდის.ტელეფონს იღებს და დუდუს ურეკავს.
_ რას შვრები?.. სად ვარ და იმ ალქაჯ ბავშვთან…ხო,დღესვე ამიყვანა მამამისმა,მაგრამ ეს მართლა ვინ ყოფილა?!...
ყურმილიდან დუდუს სიცილი ისმის.
_ მართალი იყავი ხო…მეტი რა გზა მაქვს,ვუძლებ…დღეს გამოვალ გვიან,როცა მივიყვან სახლში.არც თვითონ ეხალისება ჩემთან ერთად ყოფნა,მაგრამ მამამისი ითხოვს…არა,კი,კაი კაცია.უბრალოდ შვილი ვერ ჰყავს…
თავადაც ეღიმება პირველად დღის მანძილზე.
ტელეფონს თიშავს.ძალიან გვიან გამოდიან გოგონები.
ალექსანდრე მშვიდი სახით ხვდება,ნიცას იმედი უცრუვდება.
მეკოს ტოვებენ სახლში და უკან ბრუნდებიან.
გზაში სიჩუმეს არცერთი არღვევს.
სახლთან მისულები ალექსანდრე არღვევს სიჩუმეს.
_ დღეს კიდევ გეგმავ სადმე გასვლას?
_ შენთან უნდა შევათანხმო?_ უკმეხად პასუხობს ნიცა.
_ კიდევ დაგჭირდები თუ არა მაინტერესებს._ ცივი ხმით პასუხობს ალექსანდრე.
_ მე არც ახლა მჭირდები._ კარს აღებს და ხმაურით კეტავს.
ალექსანდრეს ძარღვი ეჭიმება ყელზე,თითებს მტკიცედ უჭერს საჭეს.
მანქანას ეზოში აყენებს.
გასაღები შეაქვს და შესასვლელში ტუმბოზე დებს.
ლია წინ კარში ხვდება.თბილად უღიმის.
ალექსანდრეს დაჭიმულ საზეზე ხვდება რომ ნიცამ თავისებური ხასიათი გამოავლინა.
_ ალექს,შემოდი ცოტახანს._ლია სამზარეულოში მიუძღვება ალექსანდრეს.
_ დალევ რამეს?
_ არა,გმადლობ ლია დეიდა.რამე მოხდა?
_ არაფერი…_ თითქოს სიტყვებს აწყობს გულში._ ნიცას პირველივე კვირიდან მე ვზრდი,რად გინდა ამის ახსნა,დედასგან ხომ იცი ყველაფერი.ისეთი სულაც არ არის როგორიც ჩანს,ერთი შეხედვით ის…
ხმა შუაზე გაუწყდა,კარში ნიცა გამოჩნდა.
_ ლიაკო,მშია…აჰ…_ შეკრთა ალექსანდრეს დანახვაზე,არ ელოდა.
_ მამას არ დაელოდები ვახშამზე? დარეკა მოვალო…
_ კარგი, დაველოდები…
სკამზე ჯდება მაგიდასთან და ფრჩხილებს ზედაპირზე აწკაპუნებს.
_ მე წავალ,ვფიქრობ დღეს აღარ ვარ საჭირო.ნახვამდის._ პასუხს აღარ ელოდება სახლს ტოვებს.

სამზარეულოში მარტო დარჩენილი ლია ნიცას უყურებს.
_ რა მოხდა? რატომ მიყურებ მასე?
_ ალექსანდრე ჩემი უახლოესი დაქალის შვილია,დილით როცა მირიანმა ღამით მომხდარი მიამბო და თქვა რომ სანდო ადამიანი სჭირდებოდა შენს დასაცავად,მაშინვე ალექსი გამახსენდა…მირიანს მოეწონა…
_ რადგან მამას მოეწონა,განა მეც მომეწონება?!
_ ნიცა,რამდენჯერ მითქვამს ნუ ხარ ამპარტავანი…უფრო სწორად ნუ აჩვენებ ხალხს თავს თითქოს ხარ …
_ რაც ვარ ეს ვარ._ ცალი ხელი უდარდელად გაშალა._ ეს ხელიც კიდე რაა…ეს მინდოდა სრული ბედნიერებისთვის…
ლიამ თავი გადააქნია.იცოდა ნიცა თუ გაჯიუტდებოდა აზრი არ ჰქონდა მასთან არაფერზე საუბარს.
_ როდის მოგხსნითო მაგ თაბაშირს რა გითხრეს?
_ ორ კვირაში,მსუბუქი მოტეხილობაა.
_ კიდევ კარგი მსუბუქად გადარჩი…
ნიცა მხრები აიჩეჩა და ტელეფონში შეყვა სქროლვას.

მეორე დილით ნიცა ჩვეულ დილის რუტინას იტარებს და დაბლა ჩადის.სამზარეულოსკენ მიემართება,კარს აღებს თუ არა შიგნით ალექსანდრე ხვდება.ტელეფონში იყურება.
_ შენ აქ ცხოვრობ უკვე?_ ირონიულად ეკითხება.



№1 სტუმარი Hunu chogovadze

მომწონს ველოდები Შემდეგს❤🥀

 


№2  offline წევრი Tak.oo

Hunu chogovadze
მომწონს ველოდები Შემდეგს❤🥀

მადლობა დიდი ❤️
შემდეგი თავი დევს უკვე ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent